შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე (თავი 5)


12-10-2022, 11:53
ავტორი ანა1
ნანახია 10 143

-ლიკა, მე.. არ ვიცი..-ყველასთვის ცნობილი უზომოდ თავდაჯერებული ბიზნესმენი გაგა პირველი ახლა ყველაზე დაბნეული იყო მისი ცხოვრების განმავლობაში. საკუთარ თავზე ძალიან ბრაზობდა, თუმცა მაინც ვერ დათმობდა ცოლს. ვერ დათმობდა ადამიანს, რომელსაც სულის ნაწილი უწოდა. რომლისთვისაც უამრავი იბრძოლა. -ჯანდაბა!..-წამოსცდა და სიმწრით გაეცინა, -რატომ ხდება ასე.. ცხოვრებაში ყველაფერს ვიღებთ რაც გვინდოდა და შემდეგ ყველაფერი თავზე გვენგრევა.. ვინმემ ამიხსნას, რატომაა ასე. რატომ?!!-გამწარდა და კედელზე დაკიდებულ სურათს მუშტი დაარტყა, წამში კი ჩარჩოს ნამსხვრევებით და გაგას სისხლით მოისვარა იატაკი.
-სცენებს ნუ დგამ.. გეყოფა.. ამას მე უნდა ვაკეთებდე,-თქვა ლიკამ და ორ წუთში ნაპოვნი აფთიაქის ყუთით უემოციო სახით მიუახლოვდა. ფრთხილად დაუწყო ხელზე ჭრილობის დამუშავება და გადაუხვია. გაგა ხმას არ იღებდა, ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, რომ რამე უარესი არ ექნა. თვითკონტროლს მოუხმობდა გონებაში, თან კბილს კბილზე აჭერდა.
-გინდა წავიდე?-უთხრა და თვალი ინტერესით გაუშტერა ცოლს.
-მინდა მიხვდე გჭირდები თუ არა.. ეს კი დროის საკითხია..-უპასუხა ლიკამ.
-ესე იგი არ მპატიობ..-ჩაილაპარაკა და სივრცეში გაიხედა.
-შენ მაპატიებდი?-გაეცინა ქალს. გაგას იმ წამსვე შეეცვალა გამომეტყველება,- მაპატიებდი?! გეკითხები. წარმოიდგინე რო ვიკარგები. ღამეებს სახლში არ ვათენებ შენ გვერდით ლოგინში, იმიტომ რომ სხვასთან ვარ.. ჰო რა იყო? მითხარი, მაპატიებდი??! პასუხი ისედაც მშვენივრად ვიცი, გაგა.. მომკლავდი იმ წამსვე, დაუფიქრებლად! აი, რას იზამდი.. შეიძლება მე ქალი ვარ მაგრამ მეც შენნაირი თავმოყვარეობა მაქვს.. მეც ვითხოვ ერთგულებას შენგან. რატომ არ გესმის ეს!?
გაგამ მძიმედ ამოისუნთქა და გვერდზე გაიხედა. მშვენივრად იცოდა, რომ ლიკა აბსოლუტურად მართალი იყო.-გასაგებია. კარგი, როგორც იტყვი.. წავალ .. მე მართლა ვნანობ, ეს იცოდე..-ჩაიბურტყუნა და იქაურობას გაეცალა.
სახლიდან გავიდა თუ არა, ლიკა უნებლიედ ჩაიკეცა და ატირდა. -მიყვარხარ, გაგა.. მაგრამ რა ვქნა, ამას ვერ გაპატიებ..!

~~~~~~~
დღე დღეს მისდევდა. გაგა კი მთლიანად სამსახურზე იყო ორიენტირებული. მთელი დღეების განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდა. მაქსიმალურად ცდილობდა პირად
პრობლემებზე არ ეფიქრა. თავს აჯერებდა, თითქოს არც არსებობდა სამსახურის გარდა რამე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში.
ერთ დღესაც, გვიან ღამით, საქმეების დასრულების შემდეგ თითქმის სულ მარტო იყო კომპანიაში, როცა გადაწყვიტა წასულიყო, რომ კაბინეტიდან გამოსვლისთანავე, ნაცნობი სახე შეეჩეხა, რამაც დროებით დავიწყებული მოგონება ელვასავით ისევ თავზე დაატეხა.
-შენ.. აქ რას აკეთებ?-შოკისგან ოდნავ შეცბა, შემდეგ კი დაძაბული და სერიოზული გამომეტყველებით მომლოდინედ მიაჩერდა.
-მინდა დაგელაპარაკო..



№1  offline წევრი ანა1

მკითხველს ბოდიში დაგვიანებისთვის და პატარა თავისთვის♥️???არ მეცალა და რა ვქნა????????♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატალი

აუ შენ ძააბ გვიან გვიან დებბ angry ისე კარგი ისტორიაა მომწონს

 


№3  offline წევრი ანა1

სტუმარი ნატალი
აუ შენ ძააბ გვიან გვიან დებბ angry ისე კარგი ისტორიაა მომწონს

მადლობა <3 რო მოვრჩები სრულ ვერსიასაც ავტვირთავ და შეგიძლია ისე წაიკითხოთ <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

აუუ რა პატარა თავი არის დაგვინდე და ან თავი გაზარდე ან ყოველდღე დადე ესე დაგვიანებთ წაკითხვის სურვილიც ქრება არა და კარგად წერ და საინტერესო არის .მეგონა რომ დღეები არ დადე დიდ თავს შემოგვთავაზებდი ????

 


№5 სტუმარი სტუმარი მარია

ამის დადებას ჯობია საერთოდ ვარ დადო. 100 სიტყვა
უბრალოდ მკითხველის დაცინვაააა

 


№6  offline წევრი ანა1

სტუმარი ნინა
აუუ რა პატარა თავი არის დაგვინდე და ან თავი გაზარდე ან ყოველდღე დადე ესე დაგვიანებთ წაკითხვის სურვილიც ქრება არა და კარგად წერ და საინტერესო არის .მეგონა რომ დღეები არ დადე დიდ თავს შემოგვთავაზებდი ????

სტუმარი მარია
ამის დადებას ჯობია საერთოდ ვარ დადო. 100 სიტყვა
უბრალოდ მკითხველის დაცინვაააა

ხალხო, როგორც ზემოთ ვთქვი, შეგიძლიათ სრულ ვერსიას დაელოდოთ თუ ესე გეცოტავებათ თავები. რა ვქნა უზარზმაზარი თავების დასაწერად ვერ ვიცლი kissing_closed_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია. ველით შემდეგს. იმედია არ დააგვიანებთ.ცოტა გაზარხეთ თავები.

გთხოვთ აღარ დააგვიანოთ დადება, ველით მოუთმენლად

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

უმაგრესია. ახალ თავს როდის დადებთ. ცოტა გაზარდეთ თავები. მკითხველების ინტერესი დიდია. პატივისცემით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent