შემიყვარე (თავი 6)
-მინდა დაგელაპარაკო..-ხმადაბლა წარმოთქვა გოგონამ და წელში გაიმართა, რომ მის თვალში შედარებით გაბედული გამოჩენილიყო. ვინ იცის რად უღირდა ახლა აქ მოსვლა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ექნა. მას უნდა დალაპარაკებოდა. -შემოდი..-რამდენიმე წამიანი დუმილის შემდგომ უთხრა გაგამ და მის კაბინეტში შეუძღვა. -დაჯექი..-სავარძლისკენ ანიშნა, -დალევ რამეს? -იცი.. კი, დიდი სიამოვნებით..-თქვა წამით დაფიქრების შემდეგ. გაგა ოდნავ შეაყოვნა გოგოს ნათქვამმა, თუმცა მაგიდის უჯრიდან ბოთლი ბაქარდი და ორი ჭიქა მაინც აიღო. მისთვის სულ ცოტა დაასხა, თავისთვის კი გაცილებით მეტი. გოგომ წამში გამოცალა და ღრმად ჩაისუნთქა. -ჰმმ, ძლიერია..-შენიშნა შეჭმუხნული შუბლით. -კი, შენთვის..-ამოთქვა კაცმა უინტერესოდ და ისე დალია, თითქოს წყალი ყოფილიყო. -არ მელოდი ვიცი.. თანაც ამ დროს და აქ..-თქვა და თვალებში შეხედა,-შენზე და ლიკაზე გავიგე.. სულ ახლახანს.. -მერე?-გაგამ ირონიულად გაიღიმა. -მერე.. ის, რომ..-განერვიულებულმა ნერწყვი გადაყლაპა,-ნუ გგონია, რომ გამიხარდა.. შენ ჩემთვის საერთოდ აღარაფერს ნიშნავ.. რაც გავაკეთე.. არ ვიცი, სისულელე იყო. შეცდომა.. შეცდომა კი ყველას მოგვდის. საერთოდ არ მინდა შენთვის ბედნიერების წართმევა. ყველაფერს ვნანობ.. შენნაირი კაცის გამო თა*ვის მოკ*ვლა აბსურდია ჩემნაირისთვის..-დაასრულა ამაყად და თვალი თვალში გაუყარა. ანასთვის ამ კაცთან საუბარი, აისბერგთან შეჯახების მსგავსი რამ იყო. მისი მზერა წვავდა. ათასგვარ ემოციას განიცდიდა და შიგნიდან გრძნობდა, რომ ფერები გადასდიოდა სახეზე. თანაც იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, ძალიან უჭირდა ამაყი და გაბედული გოგოს თამაში, მაგრამ თავს რაც შეეძლო იმაგრებდა, რაშიც ის ოციოდე გრამი ალკოჰოლიც საკმაოდ ეხმარებოდა იმ წუთს. -ესე იგი, შენნაირისთვის..-ირონიული ტონით ჩაილაპარაკა გაგამ, შემდეგ კი უფრო რბილად განაგრძო,-მეც მაგას ვამბობ, ჩემნაირის გამო როგორ შეიძლება თავი მოიკლა.. მე ვინ ვარ. ცოლიანი კაცი.. -სიგარას აუკიდა და ძლიერად მოქაჩა,-შენზე ოცდაექვსი წლით ვარ დიდი.. ხვდები, ეს რას ნიშნავს?-ჰკითხა და სახეში მიაჩერდა. ანა დაიბნა და მზერა აარიდა. -ვხვდები.. -ჩემი ქალიშვილის ტოლი ხარ. ჩემი შეყვარება შენხელა გოგოსთვის ამორალურია, სისულელეა და დროებითია, დამიჯერე.. -ცინიკური ღიმილით შეხედა და სიგარა საფერფლეს დააწვა,-იმ ღამეს, რაც მოხდა, დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ თავს.. თუმცა ამის გამო პატარა ბიჭივით თავის მართლებას არ დავიწყებ. ვაღიარებ, ჩემი შეცდომაც იყო. შენ ცდუნებას ვერ გავუძელი.. -მე..-ამოიჩურჩულა ანამ,-ვიცი ეს ყველაფერი.. და იმ ღამის გასახსენებლად არ მოვსულვარ,-უთხრა რაც შეეძლო შეუვალი ტონით და საპასუხო ცინიკური მზერა ესროლა. -რაც მალე დაივიწყებ, მით უკეთესი.-უთხრა გაგამ და საათზე დაიხედა. -გვიანია.. კიდევ რამეზე გინდა საუბარი? -მე.. უბრალოდ აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს მეთქვა.. არ მინდა ვინმეს ცხოვრებაში პრობლემების ან განშორების მიზეზი ვიყო.. კარგად.-ეცადა თვითკმაყოფილი ღიმილის თანხლებით დაეტოვებინა გაგას კაბინეტი, თუმცა წამოდგა თუ არა, მისი ხელი იგრძნო მკლავზე. -მე გაგიყვან.. -არაა საჭირო, მადლობა.-გამოსცრა შეფარულად გაღიზიანებული ტონით და ირონიული თავაზიანობით გაუღიმა. -გვიანიამეთქი..-ასევე ირონიული თავაზიანობით გაუღიმა გაგამ.-ჰო მართლა, აქ როგორ მოხვედი? -ტაქსით.. -გელოდება? -არა.. -ჰო მაშინ, სხვა გზა მაინც არ გაქვთ, ქალბატონო..-თქვა და კარისკენ ანიშნა.-წავედით.. ანამ თვალები მობეზრებულად აატრიალა და ლიფტისკენ გაეშურა მასთან ერთად. ლიფტში შევიდნენ თუ არა, გაგა ღილაკისთვის თითის დასადებად გადაიხარა, რომ ანას მიუახლოვდა და წამიერად ისე ახლოს მიუქცია სახე სახესთან, რომ გოგონას კინაღამ გული გაუჩერდა. გაგა უმალ ზურგში გასწორდა და შებრუნდა. ანას განცდებს მიხვდა და თავი ოდნავ უხერხულად იგრძნო. მანქანაში მოთავსდნენ თუ არა, კვლავ მან დაარღვია დუმილი,-ჰო მართლა.. თავს როგორ გრძნობ? დიდი ხანია, რაც გაგწერეს? -ორი კვირაა..-მშვიდად უპასუხა თან ფანჯრიდან ყურება განაგრძო. გაგამ ისედაც მშვენივრად იცოდა მისი მდგომარეობის ყველა დეტალი. ყოველდღე იღებდა ცნობებს, ხან ვახოსგან, ხან მარიამისგან, ხანაც მოსყიდული ექიმისგან და მედდებისგან. სხვანაირად მოსვენებას ვერ პოულობდა. -სახლში მარტო ხარ? -არა, დედაჩემი გადმოვიდა ჩემთან. იმ ამბის მერე მარტო არ მტოვებენ,-თქვა მობეზრებული სახით და თვალები აატრიალა. -ძალიან კარგი..-ჩაილაპარაკა ჩუმად..-შენთვის ასე აჯობებს.. ანამ თვალები დაქაჩა და თავით ფანჯარას მიეყრდნო. დარჩენილი გზა თითქმის აღარაფერი უთქვამთ. ანა მიაცილა თუ არა, გაგაც სახლში მივიდა, საშინელი დაღლილობის მიუხედავად, კარგა ხანს, ძილი მაინც არ მიეკარა, ანაზე ფიქრობდა, რის მიზეზშიც საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა ბოლომდე. ვერ ასკვნიდა თუ რა იყო მიზეზი ამ გოგოს მიმართ მისი მიზიდულობის. საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, მაგრამ მაინც მთელი ღამე ვერ შეწყვიტა ანაზე ფიქრი. საბოლოოდ დაასკვნა, რომ უნდა დაევიწყებინა, როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს მისთვის. მისი ერთადერთი სიყვარული ლიკა იყო. სხვანაირად არ შეიძლებოდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.