შურისძიების მსხვერპლი 14 თავი
-კახა მე-რაღაცის თქმა დააპირა ანერვიულებულმა გოგონამ მაგრამ მაშინვე ხმა ჩაუწყდა როგორც კი თავზე წამოადგა სახე მონგრეული კაცი და თვალებში ჩააცქერდა მრისხანე მზერით. -შენ, რა?!- მოუთმენლად, ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა კახამ და ხელები ძლიერად მომუშტა მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად -მე...შენი და თორნიკეს ნაცნობობის შესახებ არაფერი ვიცოდი-გულწრფელად უპასუხა მიამ და თამამად გუსწორა მზერა მის წაშლილ სახეს -თუ ასეა მაშინ ამიხსენი რატომ გააცანი ერთმანეთს ნაბ.ჭვარი და ჩემს გოგონა- აფეთქდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი და სახე კიდევ უფრო მეტად მიაუხლო სუნთქვა აჩქარებულ გოგონას, რომელიც ისე დააბნია მისმა ზედმეტმა სიახლოვემ, მრისხანე მზერამ და უკვე ნაცნობმა, სასიამოვნოდ გამაბრუებელმა სურნელმა რომ წამიერად აზრები დაეფანტა და თავის გასამართლებლად სათქმელ სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა -მიპასუხე!- მოულოდნელად ბოლო ხმაზე უღრიალა მისი სიჩუმით გაღიზიამებულმა კაცმა , რის გამოც ადგილზე შეხტა შეშინებული გოგონა -კითხვაზე მიპასუხე!- ზედ ტუჩებთან მბრძანებლური ტონით დაუჩურჩულა მოთმინება დაკარგულმა კაცმა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და კარადას გამეტებით დაარტყა ორივე ხელი და შუაში მომწყვდეულ გოგონას ზემოდან დააცქერდა მრისხანე მზერით -მე...-ჩამწყდარი ხმით თქვა მიამ და თითის წვერებზე აწეულმა სახე ზედმეტად მოუახლოვა სახე მონგრეულ კაცს-კახა მე მართლა არაფერი ვიცოდი... რომ მცოდნოდა... -რომ გცოდნოდა, მისი შურისძიების იარაღად არ იქცეოდი?- ცინიკური ტონით ჰკითხა კახამ და ცივად გაუღიმა -ასეა!-დაეთანხმა მია და სრულიად გაუზრებლად მის ფერმკრთალ ბაგეებს შეახო მთრთოლარე თითები -ჩემს კითხვას მაინც არ უპასუხე- გამომწვევი ტონით უთხრა კახამ და უხეშად მოიშორა მისი თითები სახიდან -ერთმანეთი შემთხვევით გავაცანი-უკმაყოფილი ტონით უპასუხა მიამ და სწრაფად მოშორდა მის მხურვალე სხეულს -სად და როდის-არ მოეშვა კახა -კაფეში, ზუსტი დრო არ მასხოვს- დაღმილი ხმით უპასუხა მიამ და მეორე ჭიქა ყავის მომზადებას შეუდგა- დალევ?-ინტერესით ჰკითხა ზურგს უკან მდგომ კაცს და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო გაბრაზებული შეტრიალდა მისკენ -ჩემი არ გჯერა, ისევ არ მენდობი- ნაწყენი ტონით უთხრა და მომზადებული ყავის ჭიქით ხელში ზედმეტად მიუახლივდა -შენ იცოდი... იცოდი რომ თორნიკეს გასაქანს არ აძლევდა ანას იმის მიუხედავად რომ დანიშნული იყო მაგრამ მაინც ხელს უწყობდი მათი ურთიერთობის გაღრმავებას... -ეგ სისულელე თათიამ გითხრა?-ირონიული ტონით ჰკითხა მიამ დაძაბულ კაცს და მშვიდად ყავა მოსვა პირამდე სავსე ჭიქიდან -მია ჩემს მოთმინებას ნუ ცდი-გამოსცრა კბილებში გაბრაზებულმა კაცმა და ოდნავ უკან დაიხია, რადგან გოგონას ზედმეტი სიახლოვე და გამომწვევი ქცევები საშინლად აღიზიანებდა -ვაღიარებ-ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაიწყო მიამ საუბარი საყვარელი მამაკაცის დაკარგული ნდობის ხელახლა მოსაპოვებლად- რომ გაცნობის წამიდან ძალიან მეუცნაურა თორნიკეს დამოკიდებულება ანას მიმართ... -რას გულისხმობ? -ანა დანიშნული იყო და ეს ძალიან კარგად იცოდა თორნიკემ, მაგრამ... მაინც აშკარად და დაუფარავად გამოხატავდა მისადმი ინტერეს და გრძნობებს -გრძნობებს?-ჩეკითხა კახა და სიმწრის ღიმილმა გადაურბინა წაშლილ სახეზე -მე მეგონა რომ... -გეგონა რომ შეუყვარდა და მათი ურთიერთობის გაღრმავებას ხელი შეუწყე!-აფეთქდა უეცრად კახა და ფეხებთან ახლართული სკამი კედელს შეახეთქა, რის გამოც ადგილზე შეხტა შეშინებული გოგონა -კახა არ მეგონა ასეთ რამეს თუ ჩაიდენდა თორნიკე...-აღმოხდა ასლუკუნებულ მიას როცა გაცეცხლებული კაცი თავზე წამოადგა და მკვლელი მზერით მიაჩერდა სახეში -რომ გცოდნოდა ხელს შეუშლიდი?- მაქსიმალურად მშვიდი ტონით ჰკითხა ატირებულ გოგონას გაღიზიანებულმა კაცმა და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო ბოლო ხმაზე უღრიალა- კითხვაზე მიპასუხე! -არ ვიცი-გულწრფელად უპასუხა მიამ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან -ახლავე გაარკვიე სად წაიყვანა იმ ნაბ.ჭვარმა ჩემი პატარა გოგონა!- მბრძანებლური ტონით უთხრა კახამ და ხმაურით გაათრია თავისკენ სკამი, მშვიდად დაჯდა და ცივი, ცარიელი არაფრისმთმქმელი მზერით მიაჩერდა მისი იხეშობით დაზაფრულ გოგონას რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და დაძანული მზერით ადევნებდა თვალს კახას ყოველ მოძრაობას- გირჩევნია არ გამაბრაზო მია- გამაყრუებელი სიჩუმე ისევ კახას მუქარა ნარევმა ხმამ დაარღვია და თავგზააბნეული გოგონაც აზრზე მოვიდა -წარმოდგენა არ მაქვს სად წაიყვანა შენი შვილი იმ არანორმალურმა... -გაარკვიე! -კახა ანას გაუჩინარების ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გავიგე რაც თათია საავადმყოფოში მივიყვანე...გეფიცები მე მართლა არაფერი ვიცი... მათ პოვნაში მე ვერ დაგეხმარები -სცადე!-დაუღრინა გაბრაზებულმა კაცმა და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში თვალებაწყლიანებულ გოგონას-იცოდე ანას თუ რამეს დაუშავებს ის ნაბ.ჭვარი პირველ რიგში პასუხს შენ მოგთხოვ- მუქარით უთხრა და აივანზე გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქათ, რადგან მიასთან ზედმეტი სიახლოვე უკვე სულს უხუთავდა. -კახა-გამაყრუებელი სიჩუმე მიას ხმამ დაარღვია რომელიც აივანზე ფურცლით ხელში გავიდა -გაარკვიე?-მოუთმენლად ჰკითხა აღელვებულმა კაცმა და ნელ-ნელა მიუახლოვდა მომღიმარ გოგონას, მიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მაგრამ როცა კახამ მისთვის ფურცლის გამორთმევა სცადა ხელი უკან წაიღო -პირობა უნდა მომცე რომ თორნიკეს არაფერს დაუშავებ -ჩემს მოთმინებას ნუ ცდი არ გირჩევ!-მკაცრი ტონით უთხრა მისი ქცევით გაღიზიანებულმა კაცმა და ხელი გაუწოდა -კახა გთხოვ... -ძალიან ძვირფასია შენთვის თორნიკე?-ცინიკური ტონით ჰკითხა კახამ და ხელი ჩასწია -ერთმანეთი ასე რატომ გძულთ?- დააიგნორა მიამ მისი ირონიული კითხვა -ეს მხოლოდ მე და მას გვეხება -რა მოხდა ავარიის ღამეს? -ამას შენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს? -აქვს! -თორნიკეს გამო?-თავადაც ვერ მიხვდა კახა რატომ დაუსვა ეს კითხვა გაოცებულ გოგონას რომელს მის კითხვაზდ აშკარა კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე -იქნებ შენს გამო-კარგა ხნის სიჩუმის მერე ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა მიამ ერთ ადგილზე მიყინულ კაცს და დაკეცილი ფურცელი თითებშორის ისე მოუქცია რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი მონგრეული სახისთვის -მია -გთხოვ არაფერი თქვა-ჩამწყდარი ხმით უთხრა ანერვიულებულმა გოგონამ და თითისწვერებზე აწეულმა, ცრემლიანი თვალებით ტუჩებში აკოცა, მაგრამ იმდენად ცივი, უგრძნობი და ურეაქციო იყო კახა, რომ წამში გაუქრა მოწოლილი გიჟური ვნებები, გრძნობები და ემოციები, მათ ნაცვლად კი მის გულში, სხეულში და სულში სიცარიელე, სიბნელე და სიცივე გამეფდა. -მია, ჩემთან თამაშს არ გირჩევ... იცოდე გული გეტკინება-მკაცრი ტონით უთხრა კახამ და მაშინვე ზურგი აქცია უხმოდ ატირებულ გოგონას. დივანზე მჯდომი ანა დაძაბული მზერით უყურებდა ღია კართან მდგომ თორნიკეს რომელიც სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და სასმელს მიძალებული თვალის მოუშორებლად უყურებდა მას -მეტი აღარ დალიო-მოულოდნელად ჩამწყდარი ხმით უთხრა ანამ, რის გამოც თორნიკეს სახეზე აშკარ გაოცება გამოისახა -ჩემი მზრუნველი ცოლი-უმისამართოდ თქვა თორნიკემ და ხმაურით დადო ჭიქა მაგიდაზე -რა ცინიკოსი ხარ-დაუღრინა ანამ და ზიზღით სავსე მზერა მისი არეული სახიდან ღვინით სავსე ჭიქაზე გადაიტანა -არგინდა დალიო? ცოტა აზრზე მოგიყვანდა- საამელზე მიანიშნა ანა თორნიკემ -აქედან როდის წავალთ?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა მისი უტაქტობით გაღიზიანებული გოგონა -მაშინ როცა ხელის მოწერაზე დამთანხმდები- მშვიდი ტონით უპასუხა თორნიკემ ნელ-ნელა მისკენ წავიდა -მორჩი სისულელეების ლაპარაკს! მე და შენ ერთმანეთს წესიერად არც კი ვიცნობთ-ავარდა უეცრად ანა და ფეხზე წამოვარდა ანერვიულებული- მე შენზე არაფერი არ ვიცი... სართოდ არაფერი ასაკის და გვარის გარდა... -სამაგიეროდ მე ვიცი ყველაფერი შენზე და შენს ოჯახზე- გამომწვევი ტონით უპასუხა თორნიკემ და და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას -რას გულისხმობ? -დაიძაბა ანა -არაფერს-მოიღუშა თორნიკე სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია -ჩემს ოჯახთან რა გაკავშირებს?-ვერ მშვიდდებოდა ანა -სისულელე ვთქვი.. დაივიწყე რაც გითხარი- მომღიმარი სახით უთხრა თორნიკემ ეჭვნეულად მომზირალ გოგონას და სიგარეტის ლურჯი, მწველი კვამლი მისი სახისკენ მიმართა -თუ ასეა მაშინ მითხარი ჩემი ცოლად მოყვანა რატომ გინდა? -გუშინდელი ღამე...- რაღაცის თქმას აპირებდა თორნიკე მაგრმა ანამ გააწყვეტინა -გუშინდელი ღამე ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს და დარწმუნებული ვარ რომ არც შენთვის -რა თქმა უნდა გოგონებთან ერთღამიანი ურთიერთობები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს მაგრამ შენ, შენ ყველა არ ხარ... -ძალიან გთხოვ გრძნობებზე ნუ მელაპარაკები და ჩემს დარწმუნებას ნუ ცდილობ, რადგან შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა!- ისევ გააწყვეტინა სიტყვა გაბრაზებულმა გოგონამ და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა. სწორედ ამ დროს წამოადგა თავზე გაბრაზებული თორნიკე და ნიკაპზე უხეშად წაავლო ნიკაპზე ხელი, თავი ააწევინა და ამღვრეული თაფლისფერი სფეროებით ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფეროებში -მართლა ვერაფერს გრძნობ?- ინტერესით ჰკითხა და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას -თორნიკე არ გაბედო-ძლივს გასაგონად დაუჩურჩულა დამფრთხალმა გოგონამ მომღიმარ ბიჭს და როცა მისი მწველი ტუჩების შეხება იგრძნო გახურებულ კანზე უსიამოდ გააჟრჟოლა, უარესი დაემართა როცა საფეთქელთან ნაკოცნზე კიდევ ერთხელ იგრძნო მისი საზიზღარი ტუჩების შეხება- გეყოფა-ბრაზნარევი ტონით უთხრა და ცივი მზერა მის არეულ სახეს მიაყინა. თორნიკემ სიტყვის უთქმელად დაიხია უკან და კმაყოფილი ღიმილით მიაჩერდა სახეში ანერვიულებულ გოგონას. ანა იმდენად გააღიზიანა თორნიკეს მზერამ, ირონიამ, შეხებამ, სურნელმა და კოცნამ რომ რამდენიმე წამის განმავლობაში თავზე კონტროლი დაკარგა, ამიტომ თორნიკემ თავისი ღვინის ჭიქა გაიწოდა და ცინიკური ტონით უთხრა -დალიე დაგამშვიდებს- ანამ ზიზღით ახედა მას და უხეშად გამოართვა ჭიქა, ცოტაოდენი მოსვა და ფეხზე წამოდგა -ჩემი დამჯერი ცოლი-კმაყოფილი ტონით უთხრა თორნიკემ და გაუღიმა -რაც არ უნდა გააკეთო ცოლად არასდროს გამოგყვები და შენ ეს კარგად იცი-მკაცრი ტონით უთხრა ანამ და ისე მოიყუდა ჭიქა რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის, როცა როგორც იქნა ბოლომდე დალია წითელი მჟავე სითხე, დაცლილა ჭიქა ხელში შეაჩეჩა გაოცებულ ბიჭს და მაშინვე ზურგი აქცია მას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.