შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე (თავი 9)


21-10-2022, 16:24
ავტორი ანა1
ნანახია 1 746

-ღმერთო..-დამფრთხალი შეხტა ანი და ტუჩი აუკანკალდა.-ლიკა.. ლიკა იყო..-ბუტბუტებდა ერთ ადგილს მიყინული და ელდანაკრავი მისჩერებოდა კარს, მერე გაგას.
-დამშვიდდი. არაუშავს..-მისი დაწყნარება სცადა გაგამ, თუმცა თვითონვე აღელვებულიყო და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა, -წავალ, დაველაპარაკები. -აჩქარებით თქვა და უცებვე აედევნა.
ატირებული გამორბოდა ლიკა შენობიდან, თან ყველა წყვილი თვალი მას შესცქეროდა გაოცებული, რომ გაგამ ბეწვზე მიუსწრო, სანამ მანქანამდე მივიდოდა და მკლავში ხელი ჩაავლო.
-ნუ მეხები!-ხმამაღლა დაიკივლა ქალმა, -თავი გამანებე, გესმის?! -სილა გააწნა.-დაე, ყველამ გაიგოს აქ, რა არაკაციც ხარ, გაგა პირველო. მოღალატე!.. მოღალატე ნაგავია ეს კაცი!! კარგად გაიგეთ რა ადამიანსაც ემსახურებით! მძულხარ, მძულხარ!..-არ ცხრებოდა ლიკა, თან ფეხებს ისტერიულად აბაკუნებდა პატარა ბავშვივით. გაგამ პირზე ხელი ააფარა და მანქანაში ძალით ჩასვა, შემდეგ თვითონაც ჩაჯდა, საჭეს მიუჯდა და წამში მოწყდნენ იქაურობას.
-ახლავე გააჩერე! გააჩერე, უნდა გადავიდე!!-კიოდა ქალი, მრისხანებისგან და ტირილისგან სულ აწითლებულიყო. -გააჩერემეთქი, ნაგავო..!-საჭეს მუშტები დაუშინა.
-რას შვრები, სულ გაგიჟდი?!-დაუყვირა გაგამაც, -გინდა სადმე გადავიჩეხოთ?!
-ურიგო არ იქნება..-თქვა და ცრემლები ბრაზით მოიწმინდა.
-მართლა?! მერე ევა რას იზამს. ამაზე ფიქრობ?-ჰკითხა თავისქნევით და სვლა შეანელა.
-შენ თუ ფიქრობ, ევა რას იზამს, როცა მამამისის გმირობის შესახებ გაიგებს?-ნიშნისმოგებით გადახედა ლიკამ.
-მომისმინე.-უთხა გაგამ გააფთრებული მზერით,-შენ თავად მითხარი, რომ აღარ გინდოდა ჩემთან დაბრუნება..
რამდენჯერაც შენი ნახვა და შენთან საუბარი ვცადე, სიურპრიზი მოგიწყვე, იმდენჯერ გამლანძღე, მიწასთან გამასწორე ანდაც დამაიგნორე. რა გეგონა, მთელი ცხოვრება მონასავით დაგიცდიდი და კალთებს ჩამოგახევდი, შემირიგდიმეთქი? ცდები..-თქვა და სიგარა ამოიღო ყუთიდან.
-კარგი..-წარმოთქვა ლიკამ ცინიკურად, ამჯერად უფრო მშვიდად. -იცი რა, მართალი ხარ.. შენ ყოველთვის მართალი ხარ, გაგა.. ამიტომ შეკამათებას რა აზრი აქვს.-ცრემლნარევი სიცილით გახედა,-ყველაფერს იმიზეზებ, ყველაფერს ამბობ, გარდა იმისა, რაც სიმართლეა და ნამდვილი მიზეზია ჩვენი გამშორების..
-მართლა? და რა არის ეგ მიზეზი..-წარბებაწეულმა შეხედა გაგამ და ბოლი მძიმედ ამოისუნთქა.
-ის, რომ ჩვენ ერთმანეთი კარგახანია აღარ გვიყვარს, გაგა.. ვაღიარებ.. ჩვენი სიყვარული დროსთან ერთად გაუფერულდა. ამას თავიდან მე თვითონ ვერ ვეგუებოდი, მაგრამ.. ფაქტი სახეზეა.-სახით ხელს ჩამოეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. -ესეც ასე.. რა, ასე არაა?-იკითხა ჩაფიქრებულმა და კაცს გახედა.
-სამწუხაროდ, ჰო..-კაცმაც ჩაფიქრებით შეხედა ქალს. -სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ..



№1  offline წევრი ანა1

ვიცი რო პატარა თავია და ნუ დამაბულინგებთ გთხოვთ ბოდიში joy

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

მეტი რა გზაა, სულ ასე არ არიის

 


№3  offline წევრი Marselita

ძაან მომწონს ეს ისტორიაა♥️????
--------------------
ლ. დ.

 


№4  offline წევრი ანა1

Marselita
ძაან მომწონს ეს ისტორიაა♥️????

მიხარია joy <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ თავს როდის დადებთ. იმედია ცოტა გაზრდით. საინტერესოა და არ გვყოფნის

 


№6  offline წევრი ანა1

სტუმარი ნანა
ახალ თავს როდის დადებთ. იმედია ცოტა გაზრდით. საინტერესოა და არ გვყოფნის

განზრახ ვწერ ასეთ თავებს ;დ ვფიქრობ უფრო საინტერესოა ესე <3

 


№7 სტუმარი niako

ხუმრობთ ხომ? არანაირად არაა საინტერესო სამწინადადებიანი თავების კითხვა. უფრო სწორედ, იმის თქმა არ მინდა რომ თვითონ ისტორიაა უინტერესო, ან თქვენ წერთ ცუდად. პირიქით, ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი და ისტორიაც. მ,გრამ ძალიან მომაბეზრებელია ასეთი დაქუცმაცებული თავების კითხვა. თუ მართლა ძალით აკეთებთ ამას, იმედია აღარ იზამთ.
თანაც დალოდება და სრული ისტორიის წაკითხვაც არ მინდა. პროცსში რომ მოგყვებით ეს უფრო უკეთესი მგონია.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლილე

საინტერესო იყო. არ მეგონა ასე მალე თუ აღიარებდა გაგა რომ ლიკა აღარ უყვარდა და ასე მალე თუ გაიქაჩებოდა ანისკენ smiley იმედია მალე დადებ და თან ცოტა გაზარდე რა თავები. ძალიან იწელება ასე.
კითხვა მეც წერის პროცესში მიყვარს და დავიტყანჯე უკვე ისე მალე მთავრდება ხოლმე smiley

 


№9 სტუმარი სტუმარი ნიაკო

აღარ გააგრძელებთ? cry

 


№10  offline წევრი ანა1

სტუმარი ნიაკო
აღარ გააგრძელებთ? cry

იდეებს მოვუხმობ, შეიძლება ცოტა გვიან დავდო, არ ვიცი ზუსტად sweat_smile ♥️ სამაგიეროდ კარგი თავით დავბრუნდები <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

აღარ აგრძელეებ. მაშ რისთვის დაიწყე. ჩამოყალიბდი გირჩევთ

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

თუ მუზების პრობლემაა და მაგიტომ იგვიანებ, არ ინერვიულო blush ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს. მუზებიც და იდეებიც მალე მოვა. დარწმუნებული ვარ, ისევე საინტერესოდ განავითარებ მოვლენებს, როგორც დაიწყე. აქამდე რაც წავიკითხე ყველაფერი მომწონს. მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და მიხარია. heart_eyes გაგა ძალიან მომხიბვლელი პერსონაჟია, თან ეს ხიბლი ბევრ რამეში გამოუმჟღავნდა.
წარმატებები!

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ის მაინც გვითხარი, აგრძელებ? ყოველდღე ტყუილად რომ არ ვამოწმო.

 


№14  offline წევრი ანა1

ვაგრძელებ, რა თქმა უნდა<3 ამ დღეებში დავდებ სავარაუდოდ ახალ თავს ბოდიში ლოდინისთვის

 


№15 სტუმარი loveu

ძალიან იწელება და სიუჟეტი მავიწყდება pensive იმედია ერთჯერადად მოხდა ასე დაგვიანება და აწიუფრო ხშირხშირად დადებთ ხოლმე.
ისე ძალიან მომწონს relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent