შურისძიების მსხვერპლი 15 თავი
როცა თორნიკეს გაოცების პირველმა ტალღამ გადაურა, კიდევ შესთავაზა სასმელი გაღიზიანებულ გოგონას მოსადუნებლად, მაგრამ მისგან ცივი უარი მიიღო. არ გაჰკვირვებია, რადგან კარგად იცოდა რომ ანა ალკოჰოლის მოყვარული არ იყო, ამიტომ ვახშმის ერთად მომზადება შესთავაზა შექმნილი დაძაბულობის გასაფანტად თუმცა ამჯერადაც ცივი უარი რომ მიიღო მიზეზით დაინტერესდა -საჭმელების კეთება არ გიყვარს თუ არ იცი? -ასეთი უაზრო ქცევით რის მიღწევას ცდილობ?- აფეთქდა უეცრად ანა და თავზე წამოადგა კარტოფილის თლაში გართულ ბიჭს -უბრალოდ ვახშმის მომზადებას ვცდილობ- გაუღიმა თორნიკემ და ტაფა გაზქურაზე დადო -ამაოდ ცდილობ ჩემი ნდობის მოპოვებას! მითუმეტეს ასეთი სულელური საქციელებით-გაბრაზდა ანა და დივანზე ჩამოჯდა დაღლილი სახით. გაოცდა როცა თორნიკემ სავახშმოდ სუფრა გააწყო და მაგიდასთან მიიპატიჟა -არ მშია-დაუღრინა გოგონამ და მაქსიმალურად სცადა წინააღმდეგობის გაეწევა შემწვარი კარტოფილის სასიამოვნო სურნელის ფონზე გამძაფრებული შიმშილის გრძნობისთვის -დრამების გარეშე არ შეგიძლია ხო? -უკაცრავად? -მთელი დღე არაფერი გიჭამია... დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გშია- ღიმილით უთხრა თორნიკემ და ორ თეფშზე გადაანაწილა ოქროსფრად შემწვარი კარტოფილი -არ მშია თავი დამანებე-მოიღუშა ანა -იცოდე ინანებ-გაეცინა თორნიკეს და მისკენ მიიხედა, ანამ უპასუხოდ დატოვა მისი სიტყვები და უნებურად მზერა აივნის ღია კარისკენ გაექცა- ამაზე ფიქრიც არ გაბედო!-მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა რომელიც მარტივად მიხვდა მის ფიქრებს. ანამ წამიერად ზიზღით სავსე მზერით შეხედა თორნიკეს და უსუსურობის განცდის გამო, მისთვის შეუმჩნევლად მთელი ძალით სცადა წინააღმდეგობა გაეწია მოწოლილი სიმწრის ცრემლებისთვის. შეკრთა როცა მოულოდნელად თავზე წამოადგა თორნიკე რომელმაც ფეხზე ადგომა აიძულა და მბრძანებლური ტონით უთხრა- მაგიდასთან დაჯექი! მინდა რომ ერთად ვივახშმოდ -არ მინდა-გაჯიუტდა ანა და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებიდან მაჯის დახსნა სცადა -როგორც მახსოვს შენთვის აზრი არ მიკითხავს- დაუღრინა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მაგიდასთან ძალდატანებით მიიყვანა-დაჯექი!- უბრძანა და მაჯა გაუთავისუფლა, ამ დროს ანამ მომღიმარი სახით შეხედა მას და მაგიდის გადასაფარებელს წამოავლო ხელი- რას აკეთებ-დაიბნა თორნიკე და სანამ კიდევ რამეს იტყოდა, ყველაფერი ძირს გადმოყარა გაბრაზებულმა გოგონამ -შენ მე ვერაფერს მიბრძანებ!- თავხედური ტონით უთხრა მან გაოგნებულ ბიჭს და ძირს დაყრილ საჭმელს გრაციოზულად გადააბიჯა -ზედმეტი მოგდის!-მკაცრი ტონით უთხრა მისი თავხედური ქცევით გაღიზიანებულმა ბიჭმა და უმალ მკლავებში მოიმწყვდია ანერვიულებული გოგონა -ხელი გამიშვი! -ანა ნუ მეთამაშები! იცოდე დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი-გამაფრთხილებლად უთხრა თორნიკემ და კიდევ უფრო მეტად მიიწება მხურვალე ტანზე მისი სიფრიფანა სხეული -მემუქრები? -უბრალოდ გაფრთხილებ! -გავითვალისწინებ-ცინიკური ტონით უთხრა ირონიულად მომღიმარმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და მისი ხელიდან გასხლტომა სცადა. თორნიკე ისე გააღიზიანა ანას სიტყვებმა და ქმედებებმა რომ თავი ვერ შეიკავა და დასასჯელად ტუჩებში აკოცა. შესაბამისად მის თავშეუკავებელ ქცევას ანას მხრიდან, ისტერიკა, ჩხუბი, ხელის გარტყმა და გაბუტვა მოჰყვა. გამწარებული კახა გადაჭარბებული სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას ლენტეხისაკენ მიმავალ გზაზე. მისი ფიქრი მხოლოდ ანასთან იყო. სწორედ ამიტომ, უნებურად რამდენჯერმე საავარიო სიტუაცია შექმნა გზაზე, თუმცა გონს მხოლოდ ცოლთან ტელეფონზე საუბრისას მოვიდა -კახა გთხოვ გიჟივით არ იარო-შეეხვეწა თამუნა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ტირილის ნოტებ შეპარული ხმით უთხრა-და რამე სიაულელე არ ჩაიდინო როცა მათ იპოვი -თამუ... -კახა გთხოვ -კარგი გპირდები-დასამშვიდებლად უთხრა გაღიზიანებულმა კაცმა ატირებულ ცოლს და სიჩქარეს ოდნავ უკლო -მიყვარხარ-აღმოხდა საოწარკვეთილ ქალს რის გამოც სახეზე აშკარა კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა ოდნავ დამშვიდებულ კაცს -თამუ... -კახა ძალიან მეშინია -უბრალოდ მენდე კარგი?! -ნუ მამშვიდებ! -თამუნა! -ვიცი რომ იარაღი თან გაქვს! -მერე?-ავარდა უეცრად კახა -რატომ არ მეუბნები საიდან გაიგე თორნიკეს და ანას ადგილსამყოფელი- უეცრად სხვა თემაზე გადავიდა შეშინებული ქალი, გაგიჟებული ქმრის დასაშოშმინებლად -რა მნიშვნელობა აქვს!-უარესად გაბრაზდა კახა -უბრალოდ მაინტერესებს რატომ არიდებ თავს ამ თემაზე საუბარს -იმიტომ რომ საჭიროდ არ ვთვლი მოგიყვე -მიასგან გაიგე?-ვეღარ მოთმინა თამუნამ და ბოლოსდაბოლოს ჰკითხა ის რაც მთელი დღე სულს, გულ და გონებას უწამლავდა -ჰო მისგან გავიგე-წამოენთო კახა -რატომ მიმალავდი?-წყენა გაერია ხმაში დაძაბულ ქალს -იმიტომ რომ ვიცოდი ასეთი რეაქცია გექნებოდა!- უარესად გაბრაზდა კახა -ასეთი როგორი?- დაუღრინა თამუნამ -მალე ლენტეხში ვიქნები, უნდა გავთიშო! მიყვარხარ- სწრაფად უთხრა კახამ ანერვიულებულ ქალს და გაუთიშა, რადგან აღარ სურდა მიას გამო მასთან ურთიერთობის უარესად დაძაბვა. იმის მიუხედავად რომ თამუნას ოდნავი ეჭვიანობა თვითშეფასებას უმაღლებდა და ახალისებდა კიდეც. შუაღამისას ძილ გამკრთალი თორნიკე მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და გაბრუებული გავიდა გარეთ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქათ. სიჩუმითა და დაუსრულებელი ღამის სიბნელით გაბეზრებული ეზოში ჩავიდა და რამდენიემე ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია აზრზე მოსასვლელად. სწორედ ამ დროს მისთვის შეუმჩნევლად, ფეხებაკანკალებული ანაც გავიდა აივანზე და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა იქვე, სახლთან ახლოს მდგომ მანქანასთან მიიპარა ფეხაკრეფით, თორნიკემ თითქოს იგრძნო მისი იქ ყოფნა, ამიტომ დაჟინებით მოათვალიერა ბნელი სივრცე, თუმცა ვერაფერი საეჭვო რომ ვერ შენიშნა ისევ აივანზე ავიდა და სკამზე ჩამოჯდა, თუმცა საშინლად არ ესიამივნა ლენტეხის ღამის ცივი და გრილი ჰაერი, ამიტომ სახლში შევიდა. ანამ ისარგებლა ამ მომენტით და მაშინვე ეზოს კარისკენ გაიქცა რომელიც მისდა ბედად ჩაკეტილი არ აღმოჩნდა. ეზოს ძველი, მონგრეული კარის ჭრიალის ხმაზე სახლის მოთვალიერება აღარც უფიქრია თორნიკეს მაშინვე გიჟივით გავარდა გარეთ და ბოლო ხმაზე იყვირა -ვერსად გამექცევი ანა!- და მის ძებნას შეუდგა. იმის გამო რომ უკუნითი ღამე იყო და რამის დანახვა ან გარჩევა შეუძლებელი იყო გარშემო, ანა იძულებული გახდა გზიდან გადახვევის გარეშე წასულიყო წინ, მაგრამ როგორც კი მის დაძაბულ სმენას, თორნიკეს უმისამართო გინების ხმა მიწვდა მაშინვე ტყეში შევარდა დასამალად, თუმცა იმავე წამს ინანა, რადგან უკუნით სიბნელეში, ხის ტოტებში ახლართულმა რამდენჯერმე შიშისგან თავშეუკავებლად შეკივლა, რამაც თორნიკეს მისი ძებნის არეალი შეუცირა. ტყეს შეფარებული, სახე დაკაწრული, სასოწარკვეთილი და ატირებული გოგონა დაძაბული მზერით ადევნებდა თვალს შუა გზაზე ტელეფონის ფანარით მოსიარულე ბიჭს რომელიც მოულოდნელად ზუსტად მის პირდაპირ გაჩერდა -ღმერთო-აღმოხდა შეშინებულ გოგონას როცა თორნიკემ ტელეფონის ფანარი გამორთო-,,უნდა გავიქცე"-თავში მხოლოდ ამ ორმა სიტყვამ გაუელვა და ტყის სიღრმისაკენ გაიქცა. მთელი სხეული გაეყინა როცა შესასვენელბლად წამიერად გაჩერებულს ვიღაცის უხეაში ხელები მუცელზე ძლიერად შემოეჭდო. -მშვიდად-ჩასჩურჩულა თორნიკემ ატირებულ გოგონას და ძალდატანებით გაიყვანა გზაზე -გთხოვ-შეეხვეწა ანა როცა ეზოში შევიდნენ -არაფერს დაგიშავებ-ბრაზნარევი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და დაწითლებული მაჯა გაუთავისუფლა -თუ ასეა მაშინ გამიშვი-ასლუკუნდა ანა -არ შემიძლია -შენთან ყოფნა არ მინდა რატომ არ გესმის- ნაწყვეტ-ნაწყვეტ უთხრა მთელი სხეულით აკანკალებულმა გოგონამ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან -ტყუილად მელაპარაკები... მაინც არ გაგიშვებ -რა გინდა ჩემგან? რა?-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა -შენ! შენ მინდიხარ -საყვარელ ადამინს ასე არ ექცევიან!... -მე ასე მესმის სიყვარული -საერთოდ წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა გრძნობაა სიყვარული?-აფეთქდა უეცრად ანა -მაქვს-დაუღრინა თორნიკემ და სრულიად გაუაზრებლად ტუჩებზე დააცრხა -მეზიზღები-ჩურჩულით უთხრა ატირებულმა გოგონამ როგორც კი თავი დაიხსნა მისი მწველი ტუჩებისგან და ცრემლიანი თვალებით ახედა მის მონგრეულ სახეს. გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა ბნელ სივრცეში რომელიც მოულოდნელად კახას გამყინავმა ხმამ გაკვეთა -ანაა! -მამა?! -აღმოხდა საოწარკვეთილ გოგონას და როცა დარწმუნდა არ ეჩვენებოდა კახა და ის მართლაც მისგან რამდენიმე ნაბიჯში იდგა მისკენ გაქცევა სცადა -არ გაბედო!-დაუღრინა თორნიკემ და მაჯა დაუჭირა -ხელი გაუშვი-მბრძანებლური ტონით მიმართა კახამ უემოციო სახით მდგომ ბიჭს და მისი გასაღიზიანებლად კიდევ უფრო მეტად რომ მიიწება თორნიკემ ატირებული გოგონა სხეულზე,თავზე კონტროლ დაკარგულმა კაცმა მაშინვე იარაღი დაუმიზნა -მამა?!- აღმოხდა საოწარკვეთილ გოგონას და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა სახე წაშლილ კაცს -მესვრი?-ცინიკური ტონით ჰკითხა თორნიკემ და როცა კახამ უმისამართოდ გასროლა, სახეზე ცივად მიეყინა ღიმილი, თუმცა ანასთვის ხელის გაშვება არც უფიქრია -მამა გთხოვ იარაღი დაუშვი -ანა შენ ნუ ერევი -ანა ჩემი ცოლია, ამიტომ მისი წაყვანის უფლებას არ მოგცემ -რას ბოდავ-აფეთქდა უეცრად კახა -მამა გთხოვ-ატირდა ანა -რას ბოდავს ეს ნაბ.ჭვარი?- ბოლო ხმაზე იღრიალა გაცოფებულმა კაცმა -მამა გთხოვ იარაღი დაუშვი და ვილაპარაკოთ-შეეხვეწა შეშინებული გოგონა ხელებაკანკალებულ კაცს -შეგეხო? ეს ნაბ.ჭვარი შეგეხო?-აღმოხდა სასოწარკვეთილ კაცს და წამიერად იარღი დაუშვა -მამა გთხოვ -ანა, კითხვაზე მიპასუხე! -მამაა... -მოგკლავ შე ნაბ.ჭვარი-ბოლო ხმაზე იღრიალა გაცოფებულმა კაცმა და იარაღმომარჯვებული თორნიკეს მიმართულებით წავიდა -არა!- იყვირა შეშინებულმა ანამ და მათ შორის ჩადგა- მამა ყველაფერი შემთხვევით მოხდა... -ანა გაიწიე-თორნიკემ ძალდატანებით გასწია გვერდზე ატირებული გოგონა და კახას პირდაპირ, თავაწეული დადგა -მოგკლავ-ზიზღით უთხრა კახამ და იარაღი მკერდზე მიაბჯინა -მამა გთხოვ... იარაღი დაუშვი, ყველაფერი მართლა შემთხვევით მოხდა... ჩემი სურვილით -იცი რომ ამ ნაბ.ჭვარმა სასმელში წამალი ჩაგიყარათ შენ და თათიას?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა გაცეცხლებულმა კაცმა გვერდით მდგომ გოგონას და ცრემლიან თვალებში სიბრალურით ჩააცქერდა -რააა?-აღმოხდა გაოგნებულ ანას რომელსაც უმალ სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ სახეზე -ახლაც გააგრძელებ მის დაცვას?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა კახამ სახე ალეწილ გოგონას და როცა თორნიკე იარაღიან ხელზე დაეჯაჯგურა და მისი წართმევა სცადა უნებურად სასხლეტს თითი გამოჰკრა. იარაღის საროლის ხმა და ანას შემზარავი კივილის ხმა ერთი იყო. -ანა-დაუღრიალა თორნიკემ ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას რომელიც კახას სისხლიან სხეულს ურეაქციოდ დაჰყურებდა -ანა ჭრილობას ხელი დააჭირე- ბოლო ხმაზე უყვირა გაგიჟებულმა ბიჭმა, წამიერდ გონება დახშულ გოგონას და როცა ანამ ინსტიქტურად შეასრულა მისი ბრძანება, ტელეფონს სტაცა ხელი და ანდრიას დაურეკა. კახამ სუსტად გაახილა დამძიმებული ქუთუთოები და ჩამწყდარი ხმით იკითხა -სად ვარ? -უსაფრთხო ადგილას-ხმამ დაბალი ტონით უთხრა ნაცნობმა ახალგაზრდამ და გაუღიმა -რა დამემართა? -შემთხვევით თქვენმა სიძემ დაგჭრათ-დაუფიქრებლად მიახალა ანდრიამ და მაშინვე ინანა ნათქვამი სიტყვები რადგან მონიტორზე კახას მაჩვანებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა -ჩემი შვილი სადაა-მხოლოდ ახლაღა მოვიდა აზრზე გონება ამღვრეული კაცი და მომხდარი გაიხსენა -ანა კარგადაა, ნუ ღელავთ... მალე შეძლებთ მის ნახვას- ჩამწყდარი ხმით უთხრა ანდრიამ და მიას შესვლის მერე ოთახიდან გავიდა -ამ ყველაფერში შენც ხარ გარეული?- ჩავარდნილი ხმით ჰკითხა გაღიზიანებულმა კაცმა მომღიმარ გოგონას რომელიც მისმა მოულოდნელმა კითხვამ ადგილზე გააშეშა -რას გულისხმობ? -სასმელში ჩაყრილს წამალს -რაა?-გაოგნდა მია -ჩემი ტელეფონი მომიტანე! -არ შემიძლია - მია! -კახა გთხოვ -იმ ნაბ.ჭვარ ანდრიას უთხარი რომ ჩემს ცოლთან ლაპარაკი მინდა -კარგი-მოიღუშა მია და ოთახიდან უხმოდ გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.