შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Are you lost baby girl? (თავი 2) 18+


23-10-2022, 19:23
ავტორი Marselita
ნანახია 2 050

ვინაიდან და რადგანაც კრიტიკა არდაიშურეს ამისტორიაზე, გადავწყვიტე ცოტა რაღაცები შევცვალო და ჩავასწორო შეცდომები. მიყვარხართ ყველაა. მერე უფრო დიდ თავებს დავდებ და გასწორებულს.



მეორე დილით, ძალიან ადრე გავიღვიძე. მთელი ღამის განმავლობაში,საშინელებათა ფილმის სცენასავით მესიზმრებოდა როგორ მეხებოდა ვატო და უხეშად მკოცნიდა ყელზე, შემდეგ კი,მთელს სხეულზე. ძალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს, გული მერეოდა ამ კაცზე, თუმცაა,აჰმ.. გამოგიტყდებით და ცოტა სექსუალურიც იყო. ‘’არა ჯანდაბა. ელისაბედ ბარბაქაძე, შენ პროფესიონალი ხარ. ის რაც გუშინ იმ თავხედმა კრიმინალმა ჩაიდინა, ამის გამო უნდა დაისაჯოს. თავხედი, მანიაკი..!!’’ - გავიფიქრე ჩემთვის, და საწოლიდან წამოვდექი. აბაზანაში საკმაოდ დიდი დრო დავყავი, ვინაიდან სამსახურამდე, ჯერ ისევ საკმაო დრო მქონდა. ჩემი საყვარელი რიტუალი იყო არომატულ ცხელ წყალში ნებივრობა, თანაც ისეთი განცდა მქონდა რომ იმ კოშმარული ‘’სველი’’ სიზმრის შემდეგ ბინძური ვიყავი და სხეულიდან ვატოს ხელებისა და კოცნების კვალი უნდა მომეცილებინა. პრაქტიკულად ეგ გუშინაც გავაკეთე, თუმცა, ამ სიზმარმა ყველაფერი თავიდან დამმართა და შეგრძნებები გამიმძაფრა. ეგ ნაბიჭ*არი!! მას ჰგონია, რომ ამით დამამარცხა??? ან შემაშინა?? ჰა ჰა!!! ცდები, ვახტანგ წერეთელო!!! შენი საქმე ჯერ ისევ მე მაბარია! შენს ყველა საიდუმლოს ავხდი ფარდას! შენი საერთოდ არ მეშინია!!!
აბაზანიდან ამოვედი და სხეული შევიმშრალე. გარდერობიდან, დღევანდელი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერი შავი ამოვირჩიე, კაბა, პერანგი, ფეხსაცმელი, საცვლებიც კი. სარკის წინ დავდექი და კმაყოფილმა ვაკოცე ჩემს ანარეკლს. ჰო, მე ნარცისიც ვარ ყველაფერთან ერთად. ვწუხვარ, ამის ატანა, რომ მოგიწევთ.
მოკლედ, კიდევ დაახლოებით, ერთი საათი ვიბოდიალე სახლში, ჩემს ღვთაებრივ სილამაზეზე ხომ დიეტითაც უნდა ვიზრუნო. ჯანსაღი სალათი გავაკეთე, ფორთოხლებისგან კი წვენი და ახალი დღის დასაწყებად კიდევ, უფრო, დადებითად და ენერგიულად განვეწყვე. შავ კლატჩს ხელი დავტაცე და სახლის კარი გავიხურე.
თქვენ ალბათ ბევრი რამე გაინტერესებთ ჩემს შესახებ, მყოლია თუ არა შეყვარებული ან ქმარი, რამდენი წლის ვარ და ასე შემდეგ. გეტყვით, რომ სრულიად, თავისუფალი ქალი ვარ. 23 წლის ვარ, ვცხოვრობ მარტო, ვმუშაობ ფედერალურ ბიუროში, გამომძიებლად, რაც ისედაც მშვენივრად იცით. ჰმმ, კიდევ.. მივდევ, ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუმცა ვეგეტარიანელი ნამდვილად არ ვარ. მიყვარს წვიმა, მზე, ზღვა, მთა, ჭექა-ქუხილი და ელვა. ჰაჰაჰ, ბოლო ორზე ვიხუმრე, რეალურად, ფობია მაქვს. თუმცა არ გამთქვათ, არავის ვეუბნები, ვცდილობ, ჩემს შიშებს მარტო გავუმკლავდე. ფობიებზე გამახსენდა, ობობის ქსელებზეც მაქვს. თან,უცნაური ის არის, რომ, ობობებზე კი არა მათ ქსელებზე მემართება პანიკა. მოკლედ, დიდი თავისებური ვიღაცა ვარ რა. მანქანაში ჩავჯექი და სამსახურისკენ ავიღე გეზი. შევედი თუ არა თანამშრომლები მომესალმნენ. მეც საქმიანიღიმილით დავუკარი თავი და კაბინეტისკენ გავემართე. ნიკა ჯერ არ მოსულა, საათს ავხედე. როგორც ჩანს ისევ აგვიანებს.
კაბინეტიდან გავედი, და ადგილობრივ ბუფეტში შევედი, ყავის მოსამზადებლად.
ამასობაში, ჩემი ერთ-ერთი მომაბეზრებელი თანამშრომელი მომიახლოვდა.
-ელის, როგორ ხარ, აბა?_მკითხაორაზროვნად და
ყავის აპარატს დახედა.
-მშვენივრად, როგორც ყოველთვის, ბეკა, შენ?_ყავა დავისხი და ზრდილობიანად გავუღიმე.
-ჰო რავიცი.. გავიგე გუშინ რაც შეგემთხვა.. თავი უნდა გაანებო მისნაირი დამნაშავეების საქმეების ძიებას.. ქალი ხარ და მითუმეტეს რთული იქნება შენთვის..
-რას ამბობ ბეკა?? რადგან ქალები ვართ, ჩვენი პროფესია უნდა უგულვებელვყოთ?? არ მაინტერესებს ვინ ვარ, მისი დოსიეს წაკითხვის შემდეგ, ბევრ რაღაცაში დავეჭვდი და ყველაფერს გავშიფრავ! თანაც აუცილებლად. შენ კი მიყურე, ქალბატონო.._ვუთხარი ცხვირაწეულმა, და კვლავ, კაბინეტისკენ გამევართე.
-ელი?_შევედი თუ არა ნიკამ ამომხედა, ვხვდებოდი, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, რომ ხელის აწევით შევაწყვეტინე.
-ნიკა, ძალიან გთხოვ, გუშინდელზე და იმ ვახტანგზე ჭკუის დარიგებები აღარ იყოს რა.. რაც იყო, იყო. მე გამომძიებელი ვარ და მაინც ჩემს საქმეს გავაკეთებ. იცოდე ეს პრინციპის საკითხია.. და ჩემი
პრესტიჟის._ვთქვი ამაყად და სავარძელში ჩავჯექი.
-რას ამბობ?!! კიდე აპირებ მაგ ავადმყოფთან შეხვედრას, ელისაბედ?!_განსრისხებული წამოვარდა ფეხზე ნიკა რამაც შემაშინა. ასეთი არასდროს მინახია აქამდე._ნუ მაგიჟებ იცოდე!!!_მითხრა ნესტოებდაბერილმა.
-შენი ადგილი იცოდე._ვუთხარი მეც მკაცრი და ცივი ხმით,_ნუ მეუფროსები,უკვე, ყელში ამოხვედი. მართლა გგონია, რომ ოდესმე შენთან დავწვები ან მითუმეტეს შემიყვარდები??! შენი საქმე არარის მე რას ვიზამ.
შემდეგ კი, ჩემმა სიტყვებმა არ ვიცი ასეთი რა დამართა, გაბრაზებული გავარდა კაბინეტიდან და კარი ისე ძლიერად გაიხურა მგონი შენობა შეზანზარდა.
‘’ჯანდაბა, ნიკა! ჯანდაბა!!’’წამოვიძახე მეც. ესეც ჩემი მშვენიერი დღე სამსახურში. ნიკას რაც ვუთხარი გულწრფელად ვფიქრობდი,არ მეგონა თუ ასე გააბრაზებდა ან გაანაწყენებდა ეს.. მართლა ძმასავით იყო წლების განმავლობაში ჩემთვის. რატომ არ ესმის რომ მასთან სხვანაირად ყოფნა არ შემიძლია???!! თავი ხელებში ჩავრგე ნერვებმოშლილმა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგად წერთ. ახალ თავს მალე დადეებთ. ველით

 


№2 სტუმარი ნანო

ძალიან პრიმიტიული,ზედაპირული ხედვით დაწერილი ბანალური ისტორიაა.პერსონაჟებს მეტი სიღრმე და დიალოგებს დახვეწა არ აწყენდა.ხელბორკილის გარეშე ვინ შეყავთ დაკითხვის ოთახში.გამოსაძიებელ საქმეებს ვინ უნაწილებს გამომძიებლდბს?ფაქტობრივი უზუსტობები გასასწორებელია. კარგია ვიზავ და ტველეტს რომ არ წერ ზოგიერთებივით

 


№3  offline წევრი Marselita

ნანო
ძალიან პრიმიტიული,ზედაპირული ხედვით დაწერილი ბანალური ისტორიაა.პერსონაჟებს მეტი სიღრმე და დიალოგებს დახვეწა არ აწყენდა.ხელბორკილის გარეშე ვინ შეყავთ დაკითხვის ოთახში.გამოსაძიებელ საქმეებს ვინ უნაწილებს გამომძიებლდბს?ფაქტობრივი უზუსტობები გასასწორებელია. კარგია ვიზავ და ტველეტს რომ არ წერ ზოგიერთებივით

თქვენმა კომმა ამაფორიაქა, ახლა გავალ თქვენისნებართვით და ‘’ტვალეტს ვიზავ’’

ესე ძაან რატო უღრმავდები დეტალებს, არ მესმის, მე ხო წიგნს, არ ვწერ?! და ბორკილების გარეშეც შეიძლება დაკითხვის ოთახში შეყვანა რო იცოდე ხანდახან, ასევე, საქმეებსაც, მაღალი დონის გამომძიებლები თავად ინაწილებენ

ასევე, მე, მიწერია რომ FBIში მუშაობენ მაგრამ მერე რა???
--------------------
ლ. დ.

 


№4 სტუმარი ნანო

Marselita
ნანო
ძალიან პრიმიტიული,ზედაპირული ხედვით დაწერილი ბანალური ისტორიაა.პერსონაჟებს მეტი სიღრმე და დიალოგებს დახვეწა არ აწყენდა.ხელბორკილის გარეშე ვინ შეყავთ დაკითხვის ოთახში.გამოსაძიებელ საქმეებს ვინ უნაწილებს გამომძიებლდბს?ფაქტობრივი უზუსტობები გასასწორებელია. კარგია ვიზავ და ტველეტს რომ არ წერ ზოგიერთებივით

თქვენმა კომმა ამაფორიაქა, ახლა გავალ თქვენისნებართვით და ‘’ტვალეტს ვიზავ’’

ესე ძაან რატო უღრმავდები დეტალებს, არ მესმის, მე ხო წიგნს, არ ვწერ?! და ბორკილების გარეშეც შეიძლება დაკითხვის ოთახში შეყვანა რო იცოდე ხანდახან, ასევე, საქმეებსაც, მაღალი დონის გამომძიებლები თავად ინაწილებენ

ასევე, მე, მიწერია რომ FBIში მუშაობენ მაგრამ მერე რა???


და რატო არ გაქვთ ამბიცია წიგნი დაწეროთ?რასაც წერთ მაქსიმალურად კარგად გააკეთეთ,თქვენც ისიამოვნებთ შედეგით და ჩვენც.,,მდივანზე " არ დაჯდეთ სანამ შეცდომებს არ გაასწორებთ????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელეთ. საინტერესოდ წერთ. ყურადღება არავის მიაქციოთ. ველით ახალ თავს.უფრო დახვეწილს და დიდს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent