შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Are you lost baby girl? (თავი 3)


25-10-2022, 16:58
ავტორი Marselita
ნანახია 1 577

მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, ნიკა თავს მარიდებდა. ოჰ, ჯანდაბა! არ ვიცი, რა უნდა, ამ ბიჭს ჩემგან. რით უნდა შემოვირიგო?? ჩვენ ხომ კურსელები ვართ, ყოველთვის საერთო მისწრაფებები და ინტერესები გვქონდა,ეს სამსახურიც ერთად დავიწყეთ, საუკეთესო მეგობრებივით და და-ძმასავით ვართ, თუმცა, როგორც ჩანს,ნიკა ასე არ თვლის. მას, სხვა დამოკიდებულება განუვითარდა, ჩემ მიმართ,რასაც არ მივესალმები, თუმცა, მის გარეშე მუშაობა და არსებობა ჩემთვის ძაან მოსაწყენია, დიდხანს მაინც ვერ ვიქნებით ესე. როგორმე უნდა დაველაპარაკო, ეს კი რთულია რადგან,მთელი დღეა თავს მარიდებს, არც ჩვენს საერთო კაბინეტში შემოსულაა. აშკარაა, რომ ძალიან გაბრაზებულია ჩემზე..


საღამოს, სამუშაო საათები დაგვიმთავრდა თუ არა, შენობიდან გამოვედი და გასასვლელ კართან დავიწყე დაცდა. ნიკა გამოჩნდა თუ არა, მის წინ მოულოდნელად ავხტი და ‘ჰეი’ დავიძახე. ამ სულელური ქმედების გამო კი, ჩემს უძვირფასეს ფეხსაცმელს ფეხი მოვტეხე და კინაღამ მთვრალი იდიოტივით გავიშოტე ძირს, რა დროსაც ნიკამ დამიჭირა და ინსტიქტურად, ერთმანეთს კაი შეყვარებულებივით მოვეხვიეთ. ის,თვალებში კმაყოფილი და ჭინკებათამაშებული მზერით მიყურებდა, მე კი უხერხულონისგან სახეზე სისხლი მომაწვა და მთლიანად წითელი გავხდი. ‘’რა სულელი ვარ, ეს ამხელა გამომძიებელი ქალი??!! ‘’-გავიფიქრე ბრაზით, უცებ კი, ნიკამაც ხმამაღლა იგივე მომახალა.
-რა სულელი ხარ,_ თან სიცილს ვერ იკავებდა და ჯერ ისევ ხელით ვეჭირე.
-ოუუ!!_დავიწყე წუწუნი,_აუ, რა მინდოდა რაა!.. მოუხერხებელი კლოუნი ვარ..
-ამას ნუ ამბობ,_მითხრა, რაღაცნაირი, კმაყოფილი სახით.
-კარგი.._ეშმაკურად ჩავიღიმე მეც,_ესეიგი, შევრიგდით??_წამოვიძახე, მან კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, რაზეც უცებ ტაში შემოვკარი.
-მიყვარხარ!_დავიძახე ხმამაღლა და ლოყაზე ორი წლის ბავშვივით ვუჩქმიტე, ამაზე კი, სახე შეეცვალა.
-მეც,_მიპასუხა სერიოზული ხმით და თვალებში რაღაცნაირად მომაჩერდა,_როგორც მეგობარი არა.. და ეს მშვენივრად იცი.._დააყოლა შემდეგ, შედარებით ხმადაბლა, თუმცა, ჩემს ყურს ეს ძალიან კარგად მიწვდა.
-ნიკა.._წამოვიწყე მეც აღელვებული და სერიოზული ტონით, ‘’ნუთუ ისევ იგივეს აგრძელებს??!’’-გავიფიქრე გულში,_ხომ ვილა.._სიტყვაც არ მქონდა დასრულებული რომ ტუჩებით ‘’ჩუუო’’ მანიშნა, და მისი თითით გამაჩუმა.
-ჯერ კიდევ ადრეა შენთვის ამაზე პასუხის გაცემა.. მე კი არ გაჩქარებ..-თქვა და მშვიდი სახით მიბრუნდა.

ჯანდაბა! მას არ ესმის, რომ მასთან ასეთი ურთიერთობის გაბმა, მართლა არ შემიძლია.. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს!???


მკითხველებო, ვერ დაგავწყვიტე როგორ გავაგრძელო ისტორია და სორი. ვატოსთან ლავსთორი ჯობია თუ ნიკასთან?? თქვენი აზრი დააფიქსირეთ ფლიზ



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ნიკა რადგან ვატოსთან მე როგორც მკითხველი არ მიმაჩნია და ვერც მომავალს ვხედავ თან ბანალურიც იქნება თურმე ტყუილად იყო არ ჰქონდა დანაშაული ჩადენილო და ა.შ.

 


№2  offline წევრი Soraya

თუ ნიკასთან ერთად გადაწყვეტ ამ ისტორიის გაგრძელებას მაშინ უფრო მეტი ინტერესი უნდა შემოიტანო მასზე.
წარმატებები გადაწყვეტილებაში!

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ვატოსთან ლავსთორი ჯობია უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება მათი ისტორია, ცოტა გაზარდეთ თავები.

 


№4 სტუმარი სტუმარი Anano

ჩემი აზრით ვატოსთან ჯობია

 


№5 სტუმარი ნანო

ნიკასთან ბანალური იქნება.ვატოს კიდევ მყარი არგუმენტი უნდა მოუფიქრო,რატომ მოიქცა მხეცივით.საინტერესო პერსონაჟი გჩანს

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

ვატო ჯობია რათქმა უნდა. უფრო საინტერედო იქნება ისტორია უბრალოდ ძალიან პატარათავებს დებ და არ გვყოფნის. რაღაც სამ ოთხ აბზაცს.არადა საინტერესოდ შეიძლება განავითარო მოვლლენები. ველით ახალ საინტერესო თავს

 


№7 სტუმარი სტუმარი დარინა

ვატოსთან ვფიქრობ

 


№8  offline წევრი ანა1

ვატო ვატო ვატოოო joy stuck_out_tongue_closed_eyes

არა ნიკაც ძააააან შოკია ისე მარა ვატო უფრო საინტერესოა sweat_smile ❤️

 


№9  offline წევრი Marselita

მოკლედ, გადავწყვიტეე უკვე და ძაან ცეცხლოვანი რაღაცებიც მოვიფიქრე heart_eyes smiling_imp ??????

ფოტო და სათაური რო ქრინჯობაა აი ოლრედი ნოუ და კმედია დამცინავ კომებს აღარ დაწერთ laughing
--------------------
ლ. დ.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

იმედია ისევ სამ აბზაცს არ დაწერ და გაზრდი თავებს. უფრო საინტერესო გახადე. მეტი ვატო გვინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent