შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Are you lost baby girl? (თავი 4)


26-10-2022, 17:10
ავტორი Marselita
ნანახია 1 508

როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა საუკეთესო გამომძიებელმა და აგენტმა, ერთი კვირის შემდეგ, ჩვენი პატივცემული ვახტანგ წერეთელის შესახებ, ყველაფერი შევისწავლე, რისი გაგებაც შემეძლო. რაღა თქმა უნდა,ამოვქექე მისი დაბადებიდან, ბავშვობიდან და აწ უკვე ზრდასრულობიდან, ყველა საჭირო ინფორმაციაც. რა ჰქონდა ჩადენილი, სად, ვინ იყვნენ მოწმეები და ასე შემდეგ. ყველაზე საინტერესო კი ის მოვისმინე, რომ ვატო, თურმე გარეუბნის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში აღზრდილა, ვინაიდან, მხოლოდ ორი უმცროსი ძმა და ნარკოდამოკიდებული ბიძა ჰყავდა. ქუჩური ცხოვრებით იზრდებოდა, რადგან ბავშვთა სახლში, ეგრედწოდებულ, ‘’ჭირვეულ’’ ბავშვებზე ზედმეტი ზრუნვით და ყურადღებით არცერთი აღმზრდელი იწუხებდა თავს და მუდმივ პრობლემებს, პოლიციასა და სამთავრობო ორგანოებთან, ერჩივნათ ნებაზე მიეშვათ ნებისმიერი ვატოსნაირი ბავშვი. მთავარი იყო, სააღწერო
პროცესის დროს, ასეთი ბავშვებიც თავშესაფარში ყოფილიყვნენ და ბავშვთა სახლისთვის საჭირო შეფასების გასაკეთებლად, ‘საჭირო ტექსტები’ წაეკითხათ, რასაც წინასწარ აზეპირებდნენ, კონკრეტულად აღმზრდელები და დირექტორი. საშინელებაა,ნამდვილად! ეს ყველაფერი ამავე თავშესაფარში მცხოვრები, რამდენიმე აღზრდილისგან მოვისმინე. მიუხედავად ამისა,ვატოს, ბავშვობაშივე, არაერთი პრობლემა შეექმნა, პოლიციასთან, რაც როგორღაც მიიჩქმლა,თუმცა, მე ამის მოძიება ნამდვილად არ გამრთულებია. მე ხომ ფედერალური ბიუროს დედოფალი ვარ! ეს შეიძლება ხშირად გავიმეორო და ნუ მომაქცევთ ყურადღებას.. თავშესაფრიდან გამოშვების შემდეგ კი, ყველა მისი ჩადენილი დანაშაული უკვე სააშკარაოზე გამოვიდა. სრუწლოვან ასაკს მიღწეული,თავიდან, ე.წ. არალეგაურ ბრძოლა წესების გარეშეში და ქუჩურ ჩხუბებში იღებდა მონაწილეობას, და საკმაოდ სახელგანთქმულიც გახდა ამით, როგორც დაუმარცხებელი მებრძოლი. ამავე ადგილას,სავარაუდოდ რუსი, მაფიოზი ‘’გერმანიჩისგან’’ შემოვათაზება მიიღო, რომ მისი ბანდის წევრი, ყოფილიყო. ჩვენი ვატო კი, რაღა თქმა უნდა, უარზე არც წასულა. აქედან იწყება, მისი ძალაუფლებისა და სიმდიდრის ისტორიაც. მყარი მტკიცებულებები და ფაქტები ამის შესახებ არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველანაირ ‘ბინძურ’ საქმეში იყო ჩართული, ნარკობიზნესიდან დაწყებული, ბორდელებით დამთავრებული. უფრო უცნაური ისაა, რომ ის მხოლოდ რამდენიმე ბრალდებითაა ციხეში, რაც ერთეული მკვლელობა, ძარცვა და სექსუალური ძალადობაა.
მოკლედ, უკვე თქვენც ჩემსავით მშვენივრად ხვდებით, რა ხათაბალა კრიმინალიცაა ეს ვატო.
გადავწყვიტე, ციხეში მიმეკითხა მისთვის. თანაც დარწმუნებული ვიყავი, დიდი სიურპრიზი იქნებოდა იქ ჩემი ვიზიტი.

*********

პაემნის ოთახში ვიცდიდი.. დაახლოებით 10 წუთში, შემოიყვანეს წერეთელიც. უეცრად თავი ვერ შევიკავე, ვინაიდან მასთან წინა შეხვედრა გამახსენდა და ოდნავ შემკრთალი მზერით ავხედე, მან კი, დამინახა თუ არა, სახიდან ირონიული ღიმილი არ მოუცილებია. მაგიდასთან ჩემ პირისპირ დაჯდა და ბორკილებიანი ხელები ხმაურიანად დააწყო ზედ. დარაჯები იქვე ახლოს დადგნენ.
-გამარჯობა,_მივესალმე თითქოს უდარდელად და მშვიდობიანად გავუღიმე,_ეს შენ მოგიტანე, ვიფიქრე ცოტას წაიხემსებდი და თან ვისაუბრებდით,_მაგიდაზე არსებულ ქაღალდის შეფუთვაზე ვანიშნე თვალებით.
-ესენი აქ უნდა იყვნენ და გვისმინონ?_თქვა მან და თავით მცველებზე მანიშნა ცინიკური გამომეტყველებით,_თუმცა შენთვის ასე ჯობია. შენ ხომ ჩემი ძალიან გეშინია, საბრალო, ვითომ ძალიან გაბედულო გოგო? ფრთხილად უნდა იყო ჩემნაირ ცუდ ტიპებთან..
-არა.-ვთქვი მტკიცე ხმით და მცველებს თავით ვანიშნე გასულიყვნენ, ისინიც ორ წამში დამემორჩილნენ. ვატომ რაღაცნაირად უკვე მოახერხა მწყობრიდან გამოვეყვანე, თუმცა ამას სულ ტყუილად აკეთებს. მასზე ძალაუფლება მე მაქვს ამ წამს. ‘’შენთვისვე ჯობია, მერიდო, ძვირფასო, სულ ტყუილად ცდილობ ჩემ გაღიზიანებას ან დამცირებას.’’-გავიფიქრე და ჩამეღიმა.
-შენ ძაან ცდილობ არა, ჩემთვის თავის მოწონებას?_ჩაილაპარა ირონიული კითხვისნიშნიანი თვალებით,_ჩემს კვებაზეც ზრუნავ უკვე, ალბათ რა დიდი სიამოვნებით ივლიდი აქ ყოველდღე და შენი ხელით მომზადებულ კერძებს მომართმევდი, ძვირფასო,_თქვა და თითები ოდნავ შემახო ხელზე, რაზეც ფრთხილად გამოვწიე ხელები.
-კარგი ერთი.._არც მე დავიშურე ირონია,_თავი ვინ გგონია, პატიმარო ვატო? სანამ მოვიდოდი, სასადილოდ რესტორანში შევიარე, შემდეგ გადავწყვიტე, რომ თავაზიანი ჟესტი იქნებოდა შენთვისაც მომეტანა რამე. თუ ციხის საჭმელი გირჩევნია, კარგი. _ვუთხარი მობეზრებულმა და ოთახის კუთხეში კამერას გამიღებულმა დავუქნიე ხელი.
მანაც იგივე გაიმეორა, რაზეც ჩამეცინა, შემდეგ კი ქაღალდის შეკვრა გახსნა და მუყაოს კონტეინერში არსებულ კერძს ინტერესით დახედა. რამდენიმე წამის განმავლობაში, სახეზე გაოგნებული და დიახ, დიახ! ცოტათი შეშინებული გამომეტყველებაც კი აღებეჭდა. გულში გამარჯვება უკვე ვიზეიმე. ეჰ, ვატო, ვატო, შენ მე ვინ გგონივარ?.. ჩემი ძალები სათანადოდ ვერ დააფასე, მაგრამ ახლა დააფასებ.
-რა.. ეს.. ეს რა არის?_პირველად გავიგე მისგან ესეთი დაბნეული და ზედმეტად დასერიოზულებული ტონი.
-შენი საყვარელი კერძია.. რა, არა?!_ვკითხე შეფარული ნიშნისმოგებით. დავინახე, როგორ დაეძაბა ყველა ნერვი სახეზე.
-ეს ჩემი საყვარელი კერძი არ არის.. საერთოდ, საიდან გაიგე?!_ცდილობდა გაოცება დაეფარა და სასხვათაშორისოდ ეკითხა, თუმცა ჰა ჰა!! მშვენივრად ვიცი, როგორი აღელვებულიც ბრძანდები და რატომაც, ბატონო ვატო. კეთილი იყოს შენთვის ჩემი გაცნობა..



უსაყვარლესო მკითხველებო ვიცი დიდი თავი არარის და ამიერიდან დიდებს დავდებ თუ რა თქმა უნდა მოგწონთ ისტორია



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესოდ გრძელდება. იმედია მალე დადებ ახალ თავს. მაგრამ ძალიან პატარაა და არ გვყოფნის

 


№2  offline წევრი ანა1

გავგიჟდები გოგო joy მალე დადე და უფრო დიიიდიიიი თავი გთხოვ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent