შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Are you lost baby girl? (თავი 5) 18+


28-10-2022, 16:08
ავტორი Marselita
ნანახია 10 921

-შენ შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი.._ვუპასუხე ცოტა ხნის შემდეგ, და თვალი თვალში ნიშნისმოგებით გავუყარე.
-მაინც რა??_ხმამაღლა გაიცინა, ვითომ უდარდელი ტონით,თუმცა, მშვენივრად ვხვდებოდი, რომ აფორიაქებული იყო და ასე შენიღბვასცდილობდა.
-ყველა საჭირო დეტალი.. ‘’განგსტერული სამოთხის’’ წესები და ასე შემდეგ.._სახეზე ზეკმაყოფილი ღიმილი გამომესახა და ამაყად გავიმართე წელში. მას კი სიფათი წაეშალა და ყბა გააღრჭიალა.
-მომისმინე.._მაგიდას ხელებით ძლიერად დაეყრდნო და სახე ახლოს მომიწია. ვხვდებოდი რომ ცინიკური, აგრესიული მზერით ჩემს შეშინებას და ჩემზე დომინირებას ცდილობდა, ამიტომაც მთელი საარსებო ძალა მოვიკრიბე და მისთვის თვალიც არ მომიცილებია. სახეზე ნერვის გატოკების გარეშე ვუყურებდი. მას, უნდოდა ჩემს პიროვნულ გამძლეობაზე და ნებისყოფაზე ენადირა, თუმცა, ახლა ნამდვილად დარწმუნდება, რომ მონადირე აქ მე ვარ და არა ის. მილიმეტრებიც ძლივსღა გვაშორებდა ერთმანეთისგან, რომ ამაყად გავუღიმე, შემდეგ, თითქოს, ამას უცდიდაო, თვითონაც გაეღიმა და კვლავ მის ადგილს დაუბრუნდა.
-იცი.. თავიდან, ცოტა შტერი ბო*ი მეგონე არ დაგიმალავ,_თქვა და ბორკილიანი ხელით ცხვირი მოიფხანა, ‘’ეს ალბათ ჩვევაა, ანუ ‘ძვირფას თეთრ ფხვნილსაც’ ყნოსავდა..’’-გავიფიქრე და მისი მოსმენა ღიმილით განვაგრძე, მიუხედავად მისი შეურაცხმყოფელი კომენტარისა. მასზე ხომ დაკვირვება უნდა მეწარმოებინა.._თუმცა.. არ დაგიმალავ და.. მაგარი ქალი ხარ..! რასაც ამბობ, აკეთებ. უკვე საკმარისზე მეტიც იცი.._ჩაფიქრებულმა ახედა კამერას, შემდეგ ისევ მე გამომხედა,_ყოჩაღ! თუმცა მე მაინც მგონია რომ გიზიდავ და ამიტომაც არ მანებებ თავს. გაინტერესებ, როგორც კაცი.._მითხრა და მაგიდის ქვეშ, ფეხი ჩემს ფეხებს შორის ახლართა,_ხომ იცი, აქ უკეთესი ოთახებიც აქვთ, წყვილებისთვის. შემდეგზე იქ მომაკითხე, რაღაცეებს შევუკვეთავ ჩვენთვის, კომფორტული საწოლიცაა და საშხაპეც. მოგეწონება.._თქვა და ‘ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა’.
-ესეიგი ესე, ჰო?_ირონიულად ჩავიცინე და სკამი ოდნავ მოშორებით გავდგი, თან, ფეხი ფეხზე გადავიდე._ვხედავ, როგორ ცდილობ თემის შეცვლას.._ვთქვი ხმადაბლა და სახეზე ცინიკური, დაჟინებული მზერით მივაცქერდი.
-რა ვქნა, გამომძიებელო, ძალიან მინდიხარ.._თქვა და კვლავ ჩემთან ახლოს გადმოიხარა,_ვიცი, რომ შენც, ჰოდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ._ტუჩზე იკბინა, ვგრძნობდი როგორ სწავლობდა ჩემს სხეულს ტანსაცმლის ქვეშ, _ამ წამსვე, ამ მაგიდაზე გადაგაწვენდი და მეცხრე ცაზე აგიყვანდი, სიამოვნებით.._კვლავ განაგრძობდა უხამსობებს, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა, ამას კი ალბათ ძალიან კარგად ხვდებოდა და ტკბებოდა კიდეც.
-კმარა!!_ვთქვი მკაცრი და სერიოზული გამომეტყველებით._მშვენივრად ვხვდები, რასაც ცდილობ!! სამწუხაროა, რომ აზრი არ აქვს!.._ვთქვი კმაყოფილმა._ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოგიწევს.. ნებით ან უნებლიედ..!
-მართლა?!_ჩაიცინა მან,_ესეიგი ძალადობაზეც წამსვლელი ხარ?? ეს მომწონს.. ა*მაგზნებს კიდეც! ასე გააგრძელე.._ცხვირი შეიჭმუხნა.
-გერმანიჩის ძაღლი ხარ, არა??_გავაჟღერე, მის გასაღიზიანებლად და რეაქციას დაველოდე.
-ღმერთო ჩემო..! უკვე სადამდე მისულხარ! მაგარი ხარ, გამომძიებელო.. ჯილდოს ნამდვილად გამოკრავ ხელს, თუ რა თქმა უნდა, სიცოცხლეს შეინარჩუნებ.._ტაში დამიკრა ირონიული გამომეტყველებით, ბოლო სიტყვები კი გამაფრთხილებელი, ჩუმი ტონით დააყოლა.
-ჩემზე არ იღელვო. შენ შენ თავზე და ‘შენს კაცებზე’ იდარდე, აჯობებს. სულელი გგონივარ??!_ვეცადე შიში არ გამრეოდა ხმაში და საპასუხო მუქარით შემემკო, რაც მგონი გამომივიდა კიდეც. ვამაყობ შენით, ელისაბედ ბარბაქაძე!!! ჩემი ვარაუდებიც კი სიმართლე აღმოჩნდა, რასაც მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, მშვენივრდ ვხვდებოდი.
-კარგი.._ხელი მაგიდაზე დააკაკუნა ჩაფიქრებულმა,_სამწუხაროდ, უნდა დაგემიშვიდობო. დღეისთვის საკმაო იყო შენი პატარა გამოძიებისთვის, მის ჰოლმს._ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და ხელი გამომგლიჯა,რაზეც სხეულში შიშის ტალღამ დამიარა, ის კი თვალებში მიყურებდა და მარტივად შენიშნა ჩემი შიში.. მოულოდნელად დაიხარა და ხელზე მაკოცა. თავი ვინ გონია!!! _საკანში საქმეები მაქვს.. სხვა დროს, კიდევ გამომიარე..
-მოიცა, აქ მე ვწყვეტ როდის მოვრჩებით, ჯენტლმენო!_წამოვიძახე ირონიულად და ხელი ცივად მოვაშორებინე.
-გთხოვთ პატივი დამდოთ და დღეს აქ დავასრულოთ, ქალბატონო გამომძიებელო..
გპირდები, ჩვენი შემდეგი შეხვედრა უფრო საინტერესო იქნება.._გამიღიმა დამაინტრიგებლად და რკინის კარზე ხმამაღლა დააბრახუნა. მცველმაც უცებ გააღო და მე შემომხედა,-დაასრულეთ დაკითხვა?
-დიახ.._მის ნებას დავყევი და გასასვლელისკენ ინსტიქტურად მეც გავემართე, რომ ვატო კართან შეჩერდა.
-ჯერ ქალბატონი,_ჩაილაპარაკა ჩვეული ირონიით. შემდეგ კი ყურთან შეუმჩნევლად მომიახლოვდა და ‘’ენას კბილი დააჭირეო’’ ჩამჩურჩულა. ჩემ გამშრალ სახეზე გაიღიმა და მცველებს გაჰყვა.
მისი მუქარა ბუნებრივია, ის ხომ ჩემს შეშინებასა და გაჩუმებას ცდილობს.. მინდა გითხრა, რომ ვერ შემაშინებ, ვახტანგ წერეთელო. იმედები უნდა გაგიცრუო..! საქმეს რომელიც დავიწყე, აუცილებლად დავასრულებ, ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს!!! ყველა დამნაშავე დაისჯება. ‘’გერმანიჩ’’ , მოვდივარ!..



№1  offline წევრი Marselita

ხალხო მაინტერესებს თუ ხვდებით გამოძიება საით მიდის?? ანუ იმედია ყველაფერს რასაც ვწერ გასაგები და საინტერესოა თქვენთვის ხო?? heart_eyes grinning
--------------------
ლ. დ.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

დაინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ასე გაააგრძელეთ. ველით ახალ უფრო მოზრდილ თავს. წარმატებებს გისურვებთ

 


№3  offline წევრი ანა1

ეს გოგო რაღაცას მოიწევს მგონი, კარგი რაა საქმე მაფიას ეხებაა. ვატო ძაან მაინტრიგებს, თუმცა ბევრ რამესაც ვხვდები უკვე stuck_out_tongue_closed_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი Ups

Ai magrad momewona yoveldge dade torem nervozs avikideb ????

 


№5 სტუმარი Mxolod is

Viameee ratomgac vgrdznob rom es saqme ise warimarteba rom vatos sheuyvardeba es gogo. Da es.gogoc ar darcheba gül grili an tavs ise moachvenebs vito uyvars an kide cixidan gamosvlashi daexmareba

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

ახალ ყავს როდის დადეებთ. გელოდებით

 


№7 სტუმარი სტუმარი nina

როდის დადებ შემდეგს ? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent