შურისძიების მსხვერპლი 16 თავი
იმის გამო რომ ანდრიამ ცივი ური განაცხადა კახასთვის ტელეფონის დაბრუნებაზე საშინლად გაბრაზდა მია და ცოტა შეკამათდნენ -თავი ვინ გგონია ასე რომ იქცევი?-ცინიკური ტონით ჰკითხა მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან თვალებჩაწითლებულ ბიჭს გაღიზიანებულმა გოგონამ და მოულოდნელად თავზე წამოადგა. ანდრიამ უპასუხოდ დატოვა მისი ირონია ნარევი კითხვა და ტუჩებთან მიტანილი, ვისკით სავსე ჭიქა ისე მოიყუდა და ჩაცალა რომ წამით თვალი არ მოუშორებია საყვარელი გოგონას ალეწილი სახისთვის- ტელეფონი მომეცი- ხმა გაიმკაცრა მიამ და ხელი გაუწოდა -მაშინ დავუბრუნებ, როცა ამას მე ჩავთვლი საჭიროდ! -გასაგებია...თორნიკეს ბრძანებას ელოდები- გასაღიზიანებლად უთხრა მიამ და კიდევ უფრო მეტად მიაუახლოვდა დივანზე მჯდომ სახე მონგრეულ ბიჭს -სიტყვებს დაუკვირდი!-წამოენთო ანდრია და ხელში შერჩენილ ცარილ ჭიქას ძლიერად მოუჭირა აკანკალებული თითები -ყოველთვის იმას აკეთებ რაც მას სურს!... დამოუკიდბელად ვერსდროს იღებ გადაწყვეტილებებს, სწორედ ისე როგორც ახლა!- არ ჩუნდებოდა მია და ანდრიას მოწასთან გასწორებას განაგრძობდა -მია! ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! არ გირჩევ!-დაუღრიანა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა მის ფეხებშორის მოქცეულ გოგონას და თავხედური მზერა ნელა ააყოლა მის ნაზ, გამხდარ სხეულს -წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება?-ინტერსით ჰკითხა მიამ და მისკენ დახრილმა სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულს -მია!... ნუ მეთამაშები-გამოსცრა კბილებში ანდრიამ და გრაციოზულად მობრუნებულ გოგონას მაჯაში უხეშად წაავლო ხელი, თავისკენ მიიზიდა და უეცრად ფეხზე წამომდგარი ტუჩებზე დააცხრა -მეცოდები-გულწრფელი სიბრალურით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ დაბრნეულ ბიჭს მას შემდეგ რაც თავი დააღწია მის საზიზღარ მწველ და უხეშ ტუჩებს -დალევ?-ინტერესით ჰკითხა ანრიამ ზედმეტად ახლოს მდგომ გოგონას და მაგიდისაკენ მიბრუნებულმა თითქმის ბოლომდე დაცლილი ბითლიდან ორი ჭიქა შეავსო -არ გაბედო და აღარ შემეხო!-მბრძანებლური ტონით უთხრა მისი ურეაქციობით გაღიზიანებულმა გოგონამ და გაწვდილი ჭიქა უხეშად გამოართვა -დალიე!-უბრძანა ანდრიამ და ისე მოიყუდა ჭიქა წამით თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის -თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?-გაოგნდა მია მისი თავხედობით -უბრალოდ დალიე, ცოტა აზრზე მოგიყვანს და დაგამშვიდებს-ცინიკური ტონით უპასუხა ანდრიამ და დივანზე ჩამოჯდა კმაყოფილი სახით. მიამ მისი სურვილის შესაბამისად ერთი მოყუდებით ჩაცალა ჭიქა, მაგიდაზე ხმაუროთ დადო და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა ირონიულად მომღიმარ ბიჭს -იმედია წამალი არ ჩამიყარე სასმელში სწორედ ისე როგორც ანას და თათიას? -რაა?!-აღმოხდა დაბნეულ ბიჭს და სახეზე ცივად მიეყინა დამცინავი ღიმილი -შენ და თორნიკე ერთმანეთზე უარესი არაკაცები ხართ... გულს მირევთ ორივე -მია-წამოენთო ანრია და უეცრად ფეხზე წამოვარდა -გოგონებს წამალი ჩაუყარეთ სასმელში... გამომიყენეთ... -დამშვიდდი -არ მომეკარო-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ ანერვიულებულ ბიჭს და ოდნავ უკან დაიხია- იმის გამო რომ უგონოდ მთვრალი ვიყავი... მხოლოდ მათ ჩაუყარეთ სასმელში წამალი... მერე კი... მე შემომაჩეჩეთ ეს მოწანლული ჭიქები ხელებში...-უეცრად სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ სახეზე ანერვიულებულ გოგონას და კარგა ხნის სიჩუმის მერე როცა როგორც იქნა დამშვიდდა და აზრზე მოსვლა შეძლო ზიზღით განაგრძო საუბარი-მე... მე იდიოტმა კი ჩემს დას და ანას ჩემივე ხელით დალევინე ეს... -მია თუ დამშვიდდები და მომისმენ შემიძლია ყველაფერი აგიხსნა -რა უნდა ამიხსნა?-ხელახლა აყვირდა მია და მაჯით სწრაფად მოიწმინდა გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სახიდან -ის ნაბ.ჭვარი კახა უარეს იმსახურებს- გამოსცრა კბილებში ანდრიამ და ფეხებთან ახლართული სკამი უხეშად მოისროლა გაურკვეველი მიმართულებით -შენ რა გაგიჟდი? შეიშალე? რა შუაშია კახა? მე და შენ ახლა ჩემს დაზე და ანაზე ვლაპარაკოთ! მათ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე!-აფეთქდა უეცრად გაგიჟებული გოგონა -მსუბუქი ნარკოტიკი ჩავუყარეთ-უემოციო ტონით თქვა ანდრიამ და ღვინის ახლად გახსნილი ბოთლი მშვიდად მოიყუდა -ავადმყოფები ხართ ორივე!- ზიზღით უთხრა მიამ და კიბეზე ასვლა გადაწყვიტა -იცი რომ თორნიკე მთელი 8 წელი მაგ ნაბ.ჭვარი კახას გამო იჯდა ციხეში?- დაუღრინა ანდრიამ კიბეზე ამავალ გოგონას და როცა მია გაჩერდა აგრესიული ტონით განაგრძო საუბარი- სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ მისი შურისძიება ანაზე სამართლიანი და სწორია -რას ბოდავ? იმ ავარიასთან კახა არაფერი აკავშირებს!-დარწმუნებით თქვა მიამ და დაბლა ჩავიდა ანერვიულებულ -თავის შვილის დასაცავად გაწირა თორნიკე -მეტი აღარ დალიო -მან არამარტო თორნიკეს, არამედ ნიცასაც დაუნგრია ცხოვრება -იმ ღამეს, კახას შვილის, ალექსანდრეს,მანქანას მართავდა თორნიკე!- გაბრაზდა მია იმის გამო რომ ანდრია კვლავაც კახას ადანაშაულებდა მომხდარში -ჰო ალექსისი მანქანას მართავდა...მაგრამ კახა უკან მიუყვებოდა თავისი მანქანით -კახას ადანაშაულებ მომხდარში? -მე ეგ რა მითქვამს... მე გითხრი რომ ალექსანდრეს დასაცავად გაწირა-მეთქი თორნიკე -მგონი ზედმეტად ბევრი გაქვს დალეული -ავარია თორნიკეს არ მოუხდენია -დღემდე თორნიკეს უდანაშაულობის რატომ გჯერა? -აფეთქდა უეცრად მია-რატომ ფიქრობ რომ ის მართალია? ხომ იცი მას შემდეგ რაც გაიგო რომ დედამისს მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა წამლებზე შეჯდა? -მია -ანდრია! ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რომ იმ ღამეს თორნიკეს რაღაც აბები ჰქონდა მიღებული, ეს სასამართო ექსპერტიზითაც დადგინდა -და სწორედ მაგ მიზეზით აქციე ზურგი და მისი დაკავების წამიდან გადაწყვიტე რომ დამნაშავე იყო არა!- ირონია ვაერია ხმაში გრიზინებულ ბიჭს -რამეში მადანაშაულებ? -არა! უბრალოდ ვცდილობ თორნიკეს სიმართლეში დაგარწმუნო -რაც არ უნდა გააკეთოთ მაინც არ დავიჯერებ იმას რომ იმ ღამეს საჭესთან თორნიკე კი არა ვიღაც სხვა იჯდა... ის ვინც რეალურად მოახდინა ეს უმძიმესი ავარია და მერე, პოლიციის მისვლამდე, მანქანაში მსხდომ ამდენ უგონოდ მყოფ ბიჭს შორის ადგილი მაინცდამაინც თორნიკესთან გაცვალა... რასაც მთელი 8 წელი უშედეგოდ ამტკიცებდა სასამართლო პროცესებზე თორნიკე ... მითუმეტეს იმას ვერ და არ დავიჯერებ რომ ამ ყველაფერში კახა და მისი შვილი არიან გარეულები... -კარგი როგორც გინდა -დაუღრინა ანდრიამ და ღვინის ბოთლით ხელში აივანზე გავიდა. მიას დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა კახა რომელსაც არ გაჰკვირვებია ანდრიას სიჯიუტე ტელეფონის დაბრუნებასგან დაკავშირებით -ნაბ.ჭვარი-მოულოდნელად გამოსცრა კბილებში გაღიზიანებულმა კაცმა, რომელიც დაჟინებული მზერით მიაჩერდა სახეში იქვე საწოლთან მდგომ დაძაბულ გოგონას -რაა?!- ვერ მიხვდა მია მისი ეს გამოხედვა რას ნიშნავდა -შენი ტელეფონი მათხოვე!-მკაცრი ტონით უთხრა კახამ და ხელი გაუწოდა გამოსართმევად -გინდა რომ შენს ცოლს ჩემი ტელეფონიდან დაურეკო?-ნაწყენი ტონით ჰკითხა გაღიზიანებულმა გოგონამ მოთმინება დაკარგულ კაცს და მოწოლილ სიმწრის ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -მია!- წამოენთო კახა, რის გამოც ანერვიულებულმა გოგონამ ხელში უხეშად შეაჩეჩა თავისი მობილური ტელეფონი-მადლობა- ბრაზნარევი ტონით უთხრა კახამ და სახეზე ირონიული ღიმილმა ღიმილმა გადაურბინა როცა გაბუტულმა გოგონა ოთახიდან გასვლისას კარი გამეტებით გაიჯახუნა. საწოლზე მჯდომი თამუნა ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა კახას მაჯის საათს რომელიც აკანკალებულ თითებშორის ჰქონდა მოქცეული. შეკრთა, როცა მოულოდნელად მისი მობილური ტელეფონი აწკრიალდა და ოთახში გემაფებული სიჩუმე და სიბნელე თავხედურად გაფანტა. გული მტკივნეულად შეეკუმშა როცა ეკრანს დახედა და მასზე უცხო ნომერი გამოისახა. წამიერად ისე დაიბნა და დაიძაბა უსიამოვნო ამბის მოლოდინში რომ რაღაც მომენტში ტელეფონის ხელში აღება ვერ შეძლო, რის გამოც ზარი შეწყდა, თუმცა მალევე ისევ განმეორდა, რის გამოც მოუთმენლად უპასუხა ანერვიულებულმა ქალმა. -თამუ-ყურმის მიღმა კახას ჩავარდნილი ხმა -კა ხა?! -თამუ კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა... ძალიან მალე დავბრუნდები სახლში -სიმართლე მითხარი!- ბრაზნარევი ტონით უთხრა თამუნამ ზედმეტად მონატრებულ კაცს და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან -ტირი?-დაიძაბა კახა -კარგად ვარ-მკაცრი ტონით უთხრა თამუნამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად განაგრძო საუბარი- ცოტა ხნის წინ ანამ დამირეკა უცხო ნომრიდან, მითხრა, მე და მამა კარგად ვართ, არ ინერვიულოო და გამითიშა... არ დავუჯერე მივხვდი რომ რაღაც მოხდა... -სიმართლე გითხრა... კარგად ვარ -არ ხარ! წინაადეგ შენთხვევაში ჩემს ზარებს და შეტყობინებებს უპასუხებდი! -თამუ რაღაც მოხდა-კარგა ხნის ფიქრის მერე სიმართლის თქმა გადაწყვიტა კახამ -მითხარი-უემოციო ტონით უთხრა თამუნამ და რაღაც საშინელების მოსასმენად მოემზდა -შენთხვევით თორნიკემ დამჭრა... -შენივე იარაღით!-ნაწყენი ტონით დაასრულა ანერვიულებულმა ქალმა საყვარელი მამაკაცის გაწყვეტილი წინადადება და მოწოლილ სომწრის ცრემლებს უფლება მისცა თავშეუკავებლად გადმოდენილიყვნენ მის გაფითრებულ სახეზე -მსუბუქად ვარ დაჭრილი, სერიოზული არაფერია, ძალიან მალე დავბრუნდები სახლში გპირდები -კახა...-აღმოხდა სასოწარკვეთილ ქალს და ხმა ჩაუწყდა -ნუ ტირი რა...ხო იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს- მოიღუშა კახა -ხვდები რა შეიძლება მომხდარიყო?-ვერ წყნარდებოდა თამუნა -როცა დავინახე როგორ კოცნიდა ანას ის ნაბ.ჭვარი აზროვნების უნარი დავკარგე... წესიერად არაფერი მახსოვს... -რაა?-ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული ქალი -ამის დედაც-უმისამართოდ შეიგინა კახამ და კარგა ხნის სიჩუმისერე მძიმედ განაგრძო საუბარი- ანა ჩემთან ერთად არაა... -კახა ხვდები ახლა რას მეუბნები? -ვიპოვი... გპირდები ვიპოვი და სახლში დავაბრუნებ ჩვენს პატარა გოგონას -სიმართლე მითხარი მათ შორის რამე მოხდა? ის ნაძირალა ჩვენს გოგონას შეეხო....- ამ დროს ხმა ჩაუწყდა თამუნას და იმის მიუხედავად რომ მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა მოწოლილ სიმწრის ცრემლების, მაინც ვერ მოერია თავს და უხმოდ ატირდა -თამუ-აღელდა კახა -ხომ გეუბნებოდი! გაფრთხილებდი- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ქალი -ვიცი... ვიცი რომ საშინელი შეცდომა დავუშვი -შეცდომა? შენ ამას შეცდომას ეძახი? იმ ავადმყოფმა ჩვენს გოგონას ცხოვრება სამუდამოდ დაუმახინჯა...ხვდები ამას? -დამშვიდდი! -ვერ დავმშვიდდები როცა ვიცი რომ ჩემი შვილი ჯერ კიდევ იმ არანორმალურის გვერდითააა -თამუნა!-მოულოდნელად უყვირა გაგიჟებულმა კაცმა გონება დახშულ ქალს და გაჩუმება აიძულა. -იცი ახლა სად იმყოფები?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თამუნამ ანერვიულებულ კაცს დასაშოშმინებლად და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს -წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ- ნაწყენი ტონით უპასუხა კახამ და კარგა ხნის ფიქრის მერე მშვიდი ტონით განაგრძო საუბარი-რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ საავადმყოფოში არ ვიმყოფები... სავარაუდოდ ანდრიას სახლში ვარ -ისიც გარეულია ამ საქმეში?!-დანანებით, უმისამართოდ იკითხა დანაღვლიანებულმა ქალმა და ღრმად ჩაისუნთქა ივლისის მძიმე ცხელი და სულის შემხუთველი ჰაერი -თამუ... -შენი ტელეფონი სადაა? უცხო ნომრიდან რატომ მირეკავ?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა ნეგატიური ემოციებისგან დაღლილი ქალი -იმიტომ რომ იმ ნაბ.ჭვარმა ანდრიამ ტელეფონის დაბრუნებაზე უარი მითხრა-დაუფიქრებლად უპასუხა კახამ და მაშინვე ინანა ნათქვამი სიტყვები -ვერ მივხვდი?- დაიბნა თამუნა -სხვამ მათხოვა... ისე რომ იმ ს.რმა ამის შესახებ არაფერი იცის-აუხსნა კახამ -გასაგებია-მოიღუშა თამუნა და ინსტიქტირად ტელეფონის ეკრანს დახედა. ძალიან ეცნო ნომრი, მაგრამ ვერ მიხვდა რატომ იყო აღიბეჭდილი ამ ციფრთა წყობა მის გონებაში ზედმეტად ღრმად და მტკივნეულად -მიას ნომერია?-იკითხა მოულოდნელად და ხმა ჩაუწყდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მხოლოდ კახას აჩქარებული სუნთქვის ხმა და თამუნას სლუკუნი არღვევდა -ჰო მიას ნომერია-კარგა ხნის სიჩუმის მერე გაუბედავად დაეთანხმა კახა ცოლს, რის გამო გაგიჟებულმა ქალმა მაშინვე უმისამართოდ მოისროლა მობილური ტელეფონი. იმის მიუხედავად რომ თამუნა, საყვარელი მეუღლის დაჭრის ამბავმა ემოცურად დაანგრია, ანას საშინელმა და გამოუვალმა მდგომარეობამ მორალურად გაანადგურა. ბოლო 48 საათის განმავლობაში ალექსანდრესთვის ნათქვამმა ათასგვარმა ტყუილმა თავი ყველაზე აზრზენ და საშინელ ადამიანად აგრძნობინა მისი გული, გონება და სული საბოლოოდ მაინც მიას მინიმალურმა გამოჩენამ მოწამლა მთელს ამ ქაოსულ ამბავში იმ შხამით რომელმაც ზედმეტად მტკივნეულად გაიარა სხეულის ყველა უჯრედში და საბოლოოდ გაანადგურა. გაგიჟებული კახა ჯიუტად რეკავდა საყვარელი მეუღლის ნომერზე რათა მისთვის ყველაფერი დეტალურად აეხსნა მაგრმ უშედეგოდ -არ გპასუხობს?-ინტერესით ჰკითხა მიამ როცა თავისი მომზადებული წვნიანი შეუტანა ოთახში და იქვე ტუმბოზე დადო -უკვე ვილაპარაკეთ-ბრაზნარევი ტონით უპასუხა კახამ და ტელეფონი დაუბრუნა -იმედია მოგეწონება-წვნიანზე მიანიშნა აჟიტირებულმა გოგონამ სახე მონგრეული კაცი და გაუღიმა -არ მშია წაიღე! -შენთვის გავაკეთე -მარტო ყოფნა მინდა-მკაცრი ტონით უთხრა კახამ და თვალები დახუჭა, ამით საუბრის დასრულებაზე მიანიშნა, რის გამოც გაბრაზაბულმა გოგონა თეფშს ხელი წამოავლო და ოთახიდან კვლავ კარია გაჯახუნებით გავიდა. -წვნიანი?-შეიცხადა ანდრიამ როცა კიბეზე სწრაფად ჩამომავალ მიას შეეფეთა. გაცეცხლებულმა გოგონამ როგორც ყოველთვოს ახლაც დააიგნორა ის და სამზარეულოში ისე შევიდა რომ ხმა არ გაუცია მისი კულინარიული შესაძლებლობებით გაოცებული ბიჭისთვის- არ ვიცოდი საჭმელების კეთება თუ იცოდი განსაკუთრებით წვნიანების -თავი დამანებე-დაუღრინა მიამ და სიგარეტის ბოლო ღერი, აკანკალებული თითებით ამოიღო იქვე მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფიდან სწრაფად მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა -რატომ ხარ გაღიზიანებული? იმ ნაბ.ჭვარს რამე ხომ არ შეეშალა შენთან?! -სისულელებს ნუ ლაპარაკობ-დაუღრინა მიამ და ზიზღით შეხედა გაზქურაზე, წვნიანით სავსე ქვაბს -შეიძლება გავსინჯო?-ჰკითხა ანდრიამ და მისი ნებართვის გარეშე მიაცურა თავისკენ კახასთვის განკუთვნილი თეფში, ერთი კოვზი გასინჯა და ტუჩები უკმაყოფილო სახით დაბრიცა -არ მოგწონს?-სიცილით ჰკითხა მიამ და სანამ ანდრია რამეს იტყოდა მშვიდად დაამატა- კახა დაჭრიალია, ამიტომ მოვამზადე ასეთი უგემური -თავის მართლებას ცდილობ? -რა იდიოტი ხარ-გაეცინა მიას და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა -მგონია რომ ამ კაცით ზედმეტად ხარ დაინტერესებული?!- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ანდრიამ სახე ალეწილ გოგონას და სიგარეტის ნერვიულად მოუკიდა -გეჩვენება-დაუღრინა მაიმ და სწრაფად ააცალა თითებიდან, ახლად მოკიდებული სიგარეტის ღერი -მია-დაიძაბა ანდრია -ჩემა ცხოვრებაში ნუ ერევი!-დაუღრინა გაღიზიანებულმა გოგონამ და სამზარეულოდან გრაციოზულად გავიდა. დიდხანს ვერ მოითმინა და კახას ოთახში ფეხაკრეფით შევიდა რადგან ეგონა რომ ეძინა. იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა თავი მაინც ვერ შეიკავა და საწოლს ზედმეტად მიუახლოვდა დაიხარა და ვნებიანი სავსე წითელი ტუჩები წამიერად თავშეუკავებლად შეაწება მის გაცრეცილ, ფერმკრთალ ტუჩებს. შეკრთა როცა კახამ თვალები გაახილა და ამღვრეული მწვანე სფეროები მიაბჯინა მის არეულ სახეს -მე... მე უბრალოდ-უმისამართოდ დაიჩურჩულა დაბნეულმა გოგონამ და უკან დახევა სცადა მაგრამ მისი ქცევით გაღიზიანებულმა კაცმა მაშინვე მაჯებში ჩაავლო ძლიერი ხელები და თავისკენ მიიზიდა-კახა-აღმოხდა მისი უხეშობით დაზაფრულ გოგონას უცნაური მზერით ჩააცქერდა თვალებში სახე მონგრეულ კაცს -როგორც გინდა და რაიარადაც გინდა გაარკვი ამჯერად სად წაიყვანა იმ ნაბ.ჭვარმა ჩემი გოგონა თორემ პასუხს შენ მოგთხოვ იმ ყველა საშინელებაზე რისი გადატანაც ჩემს ცოლ-შვილს მოუწია-დაუღრინა კახამ და ხელები უხეშად გაუშვა თვალებაწყლიანებულ გოგონას -ამჯერად ვერ დაგეხმარები... რადგან ანდრია აღარ მენდობა, მიხვდა რომ მე ის გამოვიყენე და მერე შენ ჩემი დახმარებით იპივე თორნიკე და ანა -მია -კახა ჩემი ისევ რატომ არ გჯერა? რატომ არ მენდობი? ერთხელ ხომ უკვე დაგეხმარე შვილის პოვნაში? -მეორედაც უნდა დამეხმარო- ამჯერად მშვიდი ტონით უთხრა კახამ და ანიშნა ოთახიდან გასულიყო. საშინლად უსიამოვნო განცდა დაეუფლა მიას როცა უხმო რეჟიმზე დაყენებული ტელეფონის ეკრანი განათდა და მასზე თამუნას მობილური ტელეფონის ნომერი გამოისახა. -ალოო- ნაზი ხმით უპასუხა გაწამებულ ქალს მერამდენეღაცა ზარზე და სუნთქვა შეკრული დაელოდა მისი პასუხს -როგორც ვხვდები ისევ ჩემს ქმართან ხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა თამუნამ -ასეა-თავხედურად დაეთანხმა მია -მისამართი მითხარი სად ხართ! -არ შემიძლია... -მია! -მართლა არ შემიძლია... ხვალ უკეთ იქნება და ანდრია თავად მოიყვანს სახლში, არ ინერვიულოთ, მთელი ღამე გვერდიდან არ მოვშორდები -დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქმება- ცინიკური ტონით უთხრა თამუნამ და ძლივს შეკავები აგრესიით განაგრძო საუბარი- და ჩემს ქმარს კარგად მიხედავ მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო და დაველაპარაკო -ანდრიამ ამიკრძალა... -მია... მისამართი მომწერე გელოდები-ხმა გაიმკაცრა თამუნამ და გაუთიშა. კახა გაოგნებული სახით მიაჩერდა გვიან ღამით ოთახში, მიასთან ერთად შესულ თამუნას რომელიც სიტყვის უთქმელად მიუახლოვდა მას და პირდაპირ ტუჩებში აკოცა. მიას უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა როცა დაინახა როგორი ვნებით, გრძნობით, ემოციით და სიყვარულით უპასუხა კახა საყვარელ და ზედმეტად მონატრებულ ქალს კოცნაზე, ამიტომ ოთახიდან გამოსული უხმოდ ატირდა -რა გჭირს?-თავზე წამოადგა დაბნეული ამდრია ატირებულ გოგონას -არაფერი-დაუღრინა მიამ და სახლიდან გიჟივით გავარდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.