შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კადრს მიღმა ( თავი 4)


31-10-2022, 02:50
ავტორი Miss Highness Queen Ela
ნანახია 814

ქალი საავადმყოფოდან შოკირებული გამოვიდა ყველაფერი იმის შემდეგ რაც ბოლო დღეებში მოხდა ამ ბავშვის ადგილი ამ სამყაროში არ იყო. ახალი ამბავი ტრევისისთვის აუცილებლად უნდა ეთქვა, თუმცა ეს როგორ მოხერხდებოდა მას ხომ დანახვაც არ უნდოდა ქალის. ნინა მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ სტუდიისკენ გაეშურა. სტუდიაში შესულ ქალს ნაცნობი სიტუაცია დახვდა ნაცნობი სახეები და მარიხუანის სუნით გაჟღენთილი ოთახები. ბოლოს კი ტრევისის ოთახში შევიდა.
- მგონი თავს არასდროს დამანებებ არაა? იკითხა კაცმა.
- კოლ, შეგიძლია მარტო დაგვტოვო კითხა ქალმა ტრევისის პროდიუსერს.
- არ ვიცი ნინა რა გითხრა გუშინდელის შემდეგ. კარიერა მხოლოდ შენ არ გაქვს.
- ვიცი კოლ, მაგრამ ახლა სხვა საკითხზე სალაპარაკოდ ვარ და იქნებ მარტო დაგვტოვო?
- კარგი.
- რა გინდა მალე თქვი ბევრი სამუშაო მაქვს.
- ექიმიდან მოვდივარ.
- მერე?
- სიგიჟიე შეიძლება და ძალიან შეუფერებელი დრო, მაგრამ თითქმის 2 თვის ორსული ვარ.
კაცი გაჩუმდა თითქოს სახე აერია.
- იმედია არ იგონებ.
- წესივრად მელაპარაკე. ქალმა გაღიზიანებულად თქვა და მაგიდაზე ექიმის დასკვნა დაუგდო.
- ალბათ ხვდები, რომ ძალიან არასწორი დროა ჯერ ავაც პატარაა თან იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენს შორის მოხდა მგონია, რომ თავის მოტყუება იქნება. თანაც ავას ვერ ვუვლით ნორმალურად ჩვენს გარეშე იზრდება თვეში ერთხელ თუ ვნახავთ.
- როგორ მოვიქცეთ?
- მგონი შენ უკეთ იცი.
- იქნებ ცოტახანი გვეფიქრა.
- ნინა, აქ საფიქრალი არაფრია ჩვენი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება შენ კი მეუბნები მეორე შვილი ვიყოლიოთო?რატომ უნდა მოვექცეთ ასე ან საკუთარ თავებს ან ბავშვს.
- კარგი. თქვა ქალმა და იქაურობა დატოვა.
ნინა სტუდიიდან შერეული გრძნობებით გამოვიდა მართალია ისიც ფიქრობდა, რომ ამ ბავშვის ახლა გაჩენა სწორი გადაწყვეტილება არ იქნებოდა, თუმცა მაინც ჰქონდა იმედი სულ მცირე, რომ ტრევისი მოინდომებდა ან ეს ამბავი მათ ურთიერთობას გადაარჩენდა. ვეღარ გაეგო რა ექნა სახლში მისვლა არ უნდოდა იქაურობა მთლიანად ტრევისს ეკუთვნოდა მისი გემოვნებით იყო მოწყობილი, ყველგან მისი ჯილდოები იყო. ამიტომ ქალმა დედასთან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა გრძნობდა, რომ კარგად არ იყო მთელი ეს სტრესული გარემო მასზე საშინლად ზემოქმედებდა. სადაც იყო დედამისის სახლს მიუახლოვდებოდა მოულოდნელად მანქანა დაამუხრუჭა საჭეს მთელი ძალით დასცხო ხელები და აკივლდა, თითქოს უნდოდა მასში დაგროვილი ნეგატივი გარეთ გამოეშვა, რამოდენიმე წამით შვებაც კი იგრძნო. მოულოდნელად მანქანის ფანჯარაზე კაკუნი გაისმა ქალი მოულოდნელობისგან შეხტა, მაგრამ, როგორც კი ფანჯარას შეხედა კიდევ უფრო შეცბა. ცრემლები მოიწმინდა და მინების ჩამოსაწევ მინას დააჭირა. გვერდზე ამაყად გაიხედა.
- როგორ ხარ? კარგად არ გამოიყურები. იკითხა ახალგაზრდა სიმპათიურმა მამაკაცმა.
- მადლობა. უკეთ ვარ.
- კარგად არ გამოიყურები ჩემი მანქანა აქვეა თუ გინდა წაგიყვან.
- არა საჭირო არ არის.
- კარგი რა ნინა 7 წელი გავიდა შენ კი ისევ გაბრაზებული ხარ?
- არაა, უბრალოდ არ მინდა უაზრო ჭორების მსხვერპლი გავხდე.
- ნუ ნერვიულობ მანქანა ისე მაქვს დაბურული ვერავინ დაგინახავს.
- კარგი, ნოა. თქვა ქალმა და კაცს უკან გაყვა ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ არ უნდოდა ნოას ეფიქრა კვლავ გაბრაზებული იყო 7 წლის წინ სრულიად აუხსნელად მიტოვებაზე.
როცა მანქანაში ჩაჯდნენ თავიდან საოცარი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ისევ ნოამ იკისრა ამის დარღვევა.
- გავიგე პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვს.
- დიახ, ასეა განქორწინებას ვაპირებთ.
- გიღალატა?
- ამაზე შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ თან, როგორც ვიცი არც შენი და ლიზას ურთიერთობაშია სიმშვიდე.
- ჰო, ურთიერთობები ხომ იცი. ისე არ მეგონა შენ და ის ტიპი თუ ამდენ ხანს იქნებოდით ერთად. თქვა კაცმა და გაიღიმა.
- ის ტიპი, რომელსაც შენ ეძახი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ყველაზე გაყიდვადი და ძალიან ბევრი ჯილდოს მფლობელია. განმარტა ქალმა.
- ამიტომ არ მითქვამს უბრალოდ სრულიად სხვა და სხვა ტიპაჟები ხართ.
- მე ასე ვერ ვიტყოდი. ის პატარა გოგო აღარ ვარ ნოა შენ რომ იცნობდი.
- ვიცი გადევნებდი თვალს ამ წლების განმავლობაში პრესის საშუალებით და ნამდვილად იცვლებოდა ან ცდილობდი მისთვის შეცვლილიყავი.
- ლიზა, როგორ არის ?
- რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი, ამას გულწრფელად მეკითხებათქო, მაგრამ... გაიღიმა კაცმა.
- მე ყველა ძველი წყენა წარსულში დავტოვე ჩვენ ყველა ბავშვები ვიყავით შენ მოულოდნელად სხვა შეგიყვარდა და მასთან წახვედი მეც სხვა ვიპოვნე.
- შენი შვილი? ხშირად ვნახულობ ვიდეოებს მგონი მამამისზეა შეყვარებული.
- მართალი ხარ. გაიღიმა ქალმა.
- მოვედით. თქვა ნოამ და მანქანა გააჩერა.
- სასიამოვნო იყო შენთან შეხვედა მომიკითხე შენი ოჯახი. უთხრა ნინამ დიდი სიყვარულით.
ქალი სახლში შევიდა სადაც დედა სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა.
- დედა, მოვედი.
- შემოდი. თქვა ქალმა გაბრაზებულად.
- გაბრაზებული ხარ? იკითხა ნინამ შეშინებულმა.
- შენ, როგორ ფიქრობ? როგორ ბედავს ის ჯუნგლებიდან გამოქცეული შენს ასეთ დამცირებას ან შენ, როგორ აძლევ ამის უფლებას.
- განქორწინებას ვაპირებ.
- თავის დროზე რატომ გაჰყევი ცოლად? რას მოგიტანდა ის ნარკომანი კაცი?
- ორსულად ვარ. თქვა ნინამ ხმა დაბლა.
- რაა? ქალი ლამის გაგიჟდა.
- არ ინერვიულო არ ვაპირებ გაჩენას ტრევისს არ უნდა სასწრაფო განქორწინებას ითხოვს.
- ხოდა ძალიან კარგი თურმე მაგასაც შესძლებია ზოგჯერ აზროვნება.
- დედა გთხოვ თავიდან არ დაიწყო ახლა, როგორც შენ გინდოდა ყველაფერი ისე ხდება მალე იმ კაცთან არანაირი კავშირი არ მექნება ისიც კი მთხოვა როცა ავას სანახავად მოვალ იქ არ იყოო. ნინა ვაშლის ნამცხვარს ხარბად დააშტერდა.
- არა, ხომ იცი, რომ ეს ბევრ კალორიებს შეიცავს ამას ვერ შეჭამ.
- არც მიფიქრია, რომ მაჭმევდი უბრალოდ შევხედე. თქვა გოგონამ გულდაწყვეთით.
- ისე მართლა იცი აქ ვინ მომიყვანა?
- ვინ?
- ნოამ.
- რაა? შერიგდით?
- ნუ სულელობ დედა უბრალოდ გზაში შემხვდა და წამოსვლა შემომთავაზა.
- ნოა, ძალიან კარგი ბიჭია ძალიან მიყვარს.
- და ტრევისი? მან რა დაგიშავა?
- რა დამიშავა ? ვერ ხედავ რეებს აკრთებს.
- კარგი რაა დედა ორივემ კარგად ვიცით მისი გამოჩენის პირველივე დღიდან ვერ იტან.
- დიახ, ასეა იმიტომ, რომ ასეთ კაცებს კარგად ვიცნობ. მათ ოჯახი არ სჭირდებათ, მათ სიყვარული არ იციან მხოლოდ ფულისთვის და ნარკოტიკისთვის ცხოვრობენ.
- ტრევისი ასეთი არაა.
- კარგი ერთი შენ მართლა გჯერა გაცნობიდან ერთ თვეში ისე შეუყვარდი შენი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა? არაა, ნინა მას უბრალოდ გრძელფეხება თოჯინა სჭირდებოდა გვერდით, რომელსაც პიარისთვის გამოიყენებდა.
- მადლობა დედა ასეთი გამხნევებისთვის. თქვა ქალმა და კარი გაიჯახუნა.
მეორე დღეს ნინა ონკოლოგთან წავიდა და თავისი გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. მთელი დღე მუცლის საშინელი ტკივილი აწუხებდა, თუმცა ექიმმა გააფრთხილა ამის შესახებ ამიტომ გადაღებები სამი დღით გადადო. თავის ოთახში იყო გამოკეტილი. მოულოდნელად კიბეებზე სირბილის ხმა გაიგონა და რამოდენიმე წამში ოთახის კარები ტრევისმა შემოგლიჯა.
- შენ ვის ღალატზე ლაპარაკობ? იკითხა კაცმა და გაზეთი სადაც ნოას და ნინას, რამოდენიმე ფოტოა დაბეჭდილი პირდაპირ სახეში ესროლა.
- უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი და მოულოდნელად შემხვდა დედასთან წაყვანა შემომთავაზა ამაში ცუდს რას ხედავ?
- რატომ უნდა დავიჯერო? შენც ხომ არ დამიჯერე. იყვირა კაცმა.
- ეს ერთი და იგივე არ არის. არც ქალმა დააკლო.
- ხომ მემუქრებოდი სხვას ვიპოვნიო? უკვე მოასწარი? თუ მანამდეც გყავდა? აა, საერთოადც შეიძლება ეგ ბავშვი იმისია. თქვა კაცმა. ქალი ამ სიტყვებზე გაგიჟდა ყველაფერი დაავიწყდა მათ შორის ტკივილიც და ფეხზე წამოხტა. - რა უფლებით მელაპარაკები ასე ? შენი თავი ვინ გგონია? ყველაფერს გპატიობდი, ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი როცა ყველაზე მეტად გიჭირდა და ამას იმტომ ვაკეთებდი, რომ მიყვარდი, მაგრამ იგივე შენგან ერთხელაც არ მიგრძვნია. ისე ნუ მექცევი თითქოს შენი ერთი ღამის ქალი ვიყო. ყველაფრის მიუხედავად ისევ მიყვარხარ და თუ რაიმე მცირე შანსი მაინც არსებობს მზად ვარ ეს ურთიერთობა აღვადგინოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ თქვა ქალმა და კაცს მთელი ძალით მოეხვია, მაგრამ ტრევისმა ის ზიზღნარევი სახით მოიშორა.
- შენ მგონი ავად ხარ. თქვა კაცმა და გარეთ გავარდა.
ეს ურთიერთობა ტოქსიკურია და ორივეს განგრევთ ამიტომ უმჯობესია თუ ერთმანეთისგან დროებით თავს შორს დაიჭერთ. უთხრა ფსიქოლოგმა ნინას.
- ნინა არ გინდა ჩემთან ყავაზე მოხვიდე? კითხა ტელეფონზე დედამ.
- კარგი, ისედაც ვაპირებდი შენთან მოსვლას. რამოდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ ნინას მანქანა დედამისის სახლთან გაჩერდა. აშკარად სტუმრები ყავდა. სახლში შესულ ნინას კი ნამდვილი სიურპრიზი დახვდა. ნინას დედას სტუმრად ნოა და დედამისი ჰყავდა მოწვეული.
- ოჰჰ, ნინა? როგორ გაზრდილხარ და დაქალებულხარ წამოდგა ფეხზე ნოას დედა. ნინა ამ ქალს ვერ იტანდა, რადგან ზუსტად იცოდა თავის დროზე ნინა საერთოდ არ მოსწონდა და როგორც კი. გაიგო ნოამ ლიზასთან გააბა ურთიერთობა სიხარულისგან დაფრინავდა, მაგრამ ახლა რა სჭირს? ალბათ დამშვიდდა და ფიქრობს ნინა ნოას ცხოვრებაში აღარ დაბრუნდება.
- როგორ ხარ? კითხა ნოამ და ისიც მოეხვია.
- მადლობა უკეთ.
- რამე მოხდა? იკითხა ნოას დედამ.
- არაფერი უბრალოდ გუშინ მანქანაში ტიროდა და კარგად არ გამოიყურებოდა.
- მართალია გავიგე განქორწინება გადაგიწყვეტიათ თან თურმე ნარკოტიკებთან აქვს პრობლემა.
- არაფერია გუშინ ვილაპარაკეთ დღეს ფსიქოლოგთანაც ვიყავი და მგონი დავალაგეთ ურთიერთობა.
- ანუ? აპირებ შეურიგდე? წამოენთო ნინას დედა.
- ახლა არ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს. იუხეშა ნინამ.
- ისე კი უნდა წავიდე ავა თავს კარგად არ გრძნობდა თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა.
- კი, მაგრამ ახლა არ მოხვედი? იკითხა ნოამ.
- რა ვქნა ავა მელოდება მაპატიეთ. თქვა ქალმა და გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა.
- როგორ ბედავენ? ვის უბედავენ? ის იდიოტი ნოა რას ფიქრობს ტრევისის მერე მისკენ გავიხედავ ?
მგონი რთული შესამჩნევი არავისთვის იყო, რომ ნინა უბრალოდ შეპყრობილი იყო ტრევისით შეიძლება ითქვას ავადმყოფურადაც კი.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან პატარა თავია. ნინა მართლა ავადაა, ტრევისითაა შეპყრობილი. ვისურვებდი უფრო გავრცობილად და დიდ თავებს❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent