პირადი მცველი (თავი 5)
ესეც, ახალი თავი ვიცი პატარა მაგრამ გაგრძელება ვეღარ შევძელი რადგან თავი საშინლად ამტკივდა და აზრები მეფანტება შემდეგში გპირდებით უფრო დიდ თავს დავდებ და ჰო , მეგობრებო ყველანაირად ჩავუღრმავდი ჩემ ნაწერს და შევეცადე ყველანაირად გამომესწორებინა ჩემი ნაწერი, მაგრამ თუ სადმე მაინც გამომრჩა , მითხარით და აუცილებლად გამოვასწორებ . ახლა კი სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! ნაწილი 5 მია, მაშინვე ოთახში ადის და კარებს კეტავს, შემდეგ სარკეში იყურება და ხედავს რომ სირცხვილისგან ცეცხლის ალი მოსდებოდა სახეზე ჭარხლის ფერი, ედო _ ღმერთო, რა სირცხვილია უკვე მეორედ მხედავს იგი , საღამურებით და თან ეს გამოხედვა რა იყო ვერ ვხვდები.. თითქოს თავისი, მზერით მწვავდა, არ ვიცი , არ ვიცი... - ჩაილაპარაკა და სააბაზანოში შევიდა ონკანში, წყალი მოუშვა და სახეზე წყალი შეისხა შემდეგ კი დამშვიდებული ოთახში ბრუნდება შემდეგ კი მომზადებას იწყებს, კარადას აღებს და იქიდან მუხლამდე ჯინსის კაბას იღებს ასევე, მკლავიან თხელ მაისურს იცვამს, ფეხზე ბოტასებს, იცვამს თმებს ზევით წევს და იკრავს სახეზე კი მკრთალ მაკიაჟს იკეთებს ტელეფონს და ჩანთას იღებს შემდეგ კი ქვემოთ ჩადის სამზარეულოში შედის დოქიდან, წყალს ისხამს შემდეგ პირთან მიაქვს ჭიქა და ერთ ყლუპს სვამს. _ თუ მზად ხარ? წავიდეთ!- უთხრა მაქსიმემ როცა სამზარეულოში შევიდა ამ დროს კი მია- ს ხველება უტყდება. _ კარგად, ხარ? - ჰკითხა და მას მიუახლოვდა _ კარგად, ვარ.. უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი და როცა დამიძახე მოულოდნელობისგან წყალი გადამცდა...- უთხრა მას. _ მაპატიე ,შენი შეშინებია არ მინდოდა..- უთხრა ბოხი ხმით _ კარგი, არა უშავს.. - უთხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა _ ჰოო, მართლა არ ვიცი იცი თუ არა მაგრამ ათი დღე აქ უნდა დავრჩე - უთხრა სერიოზული სახით _ რაა?!- შეიცხადა მია-მ - კი მაგრამ რატომ? _ მამაშენს უნდა რომ, სანამ დაბრუნდება ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ..- კვლავ უცვლელი ხმით უთხრა _ მოკლედ , რა როგორ დამღალა ამ ყველაფერმა ... კარგი რა გაეწყობა მაშინ.- ჩაილაპარაკა გოგონამ - ახლა კი წავიდეთ დღეს ადრე ვარ მისასვლელი უნივერსიტეტში - უთხრა და სამზარეულოდან გავიდა შემდეგ მოსაცმელი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. _ ძიძა! მე წავედი! - გასძახა მია-მ _ უკვე, მიდიხარ შვილო..?- უთხრა ქალმა და მათთან მივიდა _ ჰოო, დღეს ადრე მეწყება ლექციები და ცხრაზე უკვე იქ უნდა ვიყო და კიდევ , დღეს ყველა ლექცია მაქვს ამიტომ ცოტა შემაგვიანდება. - უთხრა მია-მ - და შეგიძლია დღეს რამე გემრიელი მომიმზადო? _ რა თქმა უნდა შვილო რომ დაბრუნდები შენ საყვარელ კერძს დაგახვედრებ .- თბილი ხმით უთხრა შემდეგ, კი ძიძას ემშვიდობება მია მანქანაში სხდებიან და უნივერსიტეტში მიდიან. არცერთი არ იღებდა, ხმას და ორივე დუმდა მია ტელეფონში მეგობარს სწერდა და თავის სტიქიებში იყო სულ არ ახსოვდა მის გვერდით მჯდომი მაქსიმე . მალევე მანქანას შენობის წინ აჩერებს. _ კარგი, აბა დროებით! - დაემშვიდობა მანქანიდან გადავიდა და შიგნით შევიდა შემდეგ კი მეათე სართულზე ადის და აუდიტორიაში შედის და მეგობრებს ესალმება _ მია , როგორ ხარ ?! გუშინდელი ამბის შემდეგ ჯერაც შოკში ვარ .. ტელეფონით კი ვესაუბრებოდი მაგრამ , მაინც სხვაა როცა პირისპირ გნახავ ..- უთხრა თაკომ _ არა მიშავს , თაკო დღეს უკვე უკეთ ვარ მაგრამ გუშინ ძალიან შემეშინდა მეგონა ისევ იგივე განმეორდებოდა რაც ამ ზაფხულს მოხდა...- ჩაილაპარაკა მია-მ - მადლობა მაქსიმეს ,ის რომ არა ალბათ ისევ საავადმყოფოში ამოვყოფდი თავს.. _ ჩემო , გოგო ასე ნუ განიცდი შენ არაფერი არ მოგივა დამიჯერე , მითუმეტეს როცა ასეთი მცველი გყავს გვერდით..- დაამშვიდა მეგობარმა _ მისი ,საქმეც ეგ არის რომ დამიცავს.- უთხრა მეგობარს, - ჰოო მართლა სად არიან ნია და ბექა რაღაც ვერ ვხედავ მათ? _ შენ არ იცი? ისინი დღეს არ მოვლენ რადგან როგორც ბექამ მითხრა სიურპრიზს უმზადებს ნიას - უთხრა თაკომ _ მართლა? რა საინტერესოა ნეტა რა სიურპრიზს უმზადებს? იქნებ რამე ეშველოთ და ბექამ ნიას ხელი სთხოვოს..- გახარებულმა წამოიძახა _ ნეტავ,ასე იყოს და იქნებ გვაღირსონ ქორწილი..- გაეცინა თაკოს - ამდენი წელია ერთად არიან და დაქორწინება არ უნდათ.. საუბარში ისე გაერთნენ რომ ისე შემოვიდა ლექტორი ვერც კი გაიგეს.. და ლექციაც დაიწყო. ეს ლექტორი არ უყვარდა მია-ს რადგან ძალიან ავი ქალი იყო და ყველას შენიშვნას აძლევდა მია-ს , მთელი ყურადღება ლექტორისკენ იყო მიმართული და მას უსმენდა ამავდროულად, მაქსიმე მანქანაში იჯდა და არცერთ გამვლელს არ აშორებდა თვალს რომ არაფერი გამოჰპაროდა მას. თითოეულ, გამვლელს ეჭვის თვალით უყურებდა მათ, _ რამე , უნდა მოვიმოქმედო..და ის ხალხი როგორმე უნდა დავიჭირო!.. ვინც არ უნდა იყოს აუცილებლად ვიპოვი..- მტკიცედ გაიფიქრა მან - ვერ დავუშვებ რომ იგივე ისევ განმეორდეს და მია-ს რამე დაუშავონ. ახლა, კი მის სიახლოვეს მომიწევს ეს დღეები ყოფნა და არ ვიცი როგორ გავძლებ მის სიახლოვეს.. თუმცა რაზე ვფიქრობ მე ეს გრძნობა უნდა დავივიწყო ,ასე არ გამოვა ეს სიყვარული მხოლოდ ზიანის მომტანია , და მომავალი არ აქვს ვიცი ის არასდროს შემამჩნევს ,მე ასე რომ ახლა ჩემთვის მთავარია მისი უსაფრთხოებაა მთავარია ის იყოს კარგად..- გაიფიქრა მან. ლექციები, უსაშველოდ გაიწელა და დასრულება არ ეწერა მათ ორი ლექციის შემდეგ, მია და თაკო კაფეში ჩავიდნენ სასადილოდ. ბურგერები და წვენი შეუკვეთეს და თავიანთ ადგილზე დასხდნენ. _ მეგონა,ეს ლექცია არასდროს დასრულდებოდა...და შიმშილისგან უკვე გონებას დავკარგავდით საცაა .- დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა მია-მ _ ჰოო, ნუ იტყვი მეც უკვე ვეღარ ვძლებდი ისე მშიოდა .. კიდევ კაი მალე დასრულდა რაა - უთხრა თაკომ. _ისე ,იმ ბიჭს ნეტავ არ შია? _ ვინ ბიჭს?- იკითხა მია- მ _ ვის და მაქსიმეს, მთელი დღეა შენ გელოდება გარეთ ალბათ მასაც მოშივდებოდა..- განუმარტა თაკომ _ როდის, აქეთაა შენ მასზე ფიქრობ?- ჰკითხა ეჭვ- ნარევი ხმით _ უბრალოდ, ჩვენ რომ ასე მოგვშივდა ალბათ მასაც მოშივდებოდა _ ჰოო, ალბათ..- უთხრა მია-მ შემდეგ კი გემრიელად შეექცნენ საჭმელს როცა დაამთავრეს სადილობდა, გასასვლელისკენ წავიდნენ. _ თაკო, შენ წადი და მეც დაგეწევი..- უთხრა მია-მ _ კარგი, მაგრამ სად მიდიხარ? _ საპირფარეშოში შევალ და მერე მეც ამოვალ . _ კარგი. - უთხრა და წავიდა მია დაელოდა როცა თაკო თვალს მიეფარა, დახლთან მივიდა _ ნელი დეიდა, შეგიძლიათ კიდევ ერთი წვენი და ჰამბურგერი მომცეთ?- უთხრა მია-მ _ რა თქმა უნდა შვილო.. აი გამომართვი - უთხრა და ყუთში ჩაუწყო ჰამბურგერი შემდეგ კი წვენთან ერთად გაუწოდა. _ მადლობა,დიდი - უთხრა და გამოართვა შემდეგ კი. კაფედან გავიდა სწრაფად გავიდა შენობიდან და მაქსიმეს მიმართულებით წავიდა. მანქანას მიუახლოვდა და შუშაზე დაუკაკუნა.მაქსიმე მალევე აღებს კარებს და მანქანიდან გადადის. _ მია, რა მოხდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა _ არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე მთელი დღის მშიერია - თქო და აი ეს მოგიტანე.- უთხრა და ხელში მიაჩეჩა ბურგერი.და წვენი - სხვა არაფერი იფიქრო უბრალოდ დიდი ხანი მოგიწევს კიდევ აქ ყოფნა ამიტომ, მოგიტანე ახლა კი წავედი ლექცია მეწყება - უთხრა და წავიდა მაქსიმეს ოდნავ შესამჩნევად ჩაეცინა,მია- ს ასეთმა ჟესტმა ძალიან გააკვირვა ის და გული გაუთბო. რატომღაც ხომ არაფერი იყო ისეთი მე რე რა მოხდა თუ მია-მ მას ბურგერი მიუტანა, ეს უბრალოდ ადამიანური ჟესტი იყო გოგოს, მხრიდან და ეს თვითონაც კარგად იცოდა მაგრამ, მაინც ძალიან გაუხარდა.. შემდეგ მანქანაში ჯდება და ბურგერის ჭამას იწყებს. რამდენიმე , საათის შემდეგ მია- როგორც იქნა ლექციები უმთავრდება და დაღლილი გამოდის გარეთ შემდეგ კი მანქანაში ჯდება _ შეგვიძლია, წავიდეთ ლექციებს უკვე მოვრჩი..- ამოთქვა დაღლილმა და თავი მინას მიადო. _ კარგი. წავიდეთ მაგრამ სანამ შენთან წავალთ ჩემთან უნდა გავიაროთ..- უთხრა ბიჭმა _ რატომ? _ რატომ, და ჩემი ნივთები უნდა წამოვიღო. _ კარგი, არ არის პრობლემა წავიდეთ ჯერ შენთან. - უთხრა მია- მ მაქსიმემ კი მანქანა დაძრა და თავის ბინაში წავიდნენ. მალევე მანქანას შენობის წინ აჩერებს და მანქანიდან გადადის. _ აქ , დამელოდე მალე მოვალ..- დაუბარა ბიჭმა. _ კარგი.- უთხრა მია- მ მაქსიმე კი ბინაში ავიდა და ბინაში შევიდა შემდეგ ოთახში შედის სწრაფად იწყებს ნივთების ჩალაგებას ცოტახნის შემდეგ კი ჩანთას კრავს ბინიდან გადის , კარებს კეტავს და ქვემოთ ჩადის შემდეგ კი მანქანაში ჯდება _ კარგი, თუ მორჩი ჩაბარგებას მაშინ წავიდეთ, ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება.. მაქსიმე ძრავს რთავს და შემდეგ მიდიან მალევე,მანქანას სახლის წინ აჩერებს და შემდეგ იქიდან გადმოდიან ეზოში შედიან შემდეგ კი კარებს აღებს და შიგნით შედიან. სახლში, შესულს მია-ს სიცარიელე დახვდა არავინ არ ჩანდა თუმცა ამას უკვე მიჩვეული იყო, რადგან ხშირად რჩებოდა ამხელა სასახლეში იგი მარტო, მისთვის კი სულ არ უნდოდა ამ სახლში ცხოვრება მისთვის ეს ციხესიმაგრე უფრო იყო ვიდრე სახლი არასდროს,არ უგრძნია ამ სახლში მშვიდად თავი ყოველთვის შებოჭილი იყო არც ეს სიმდიდრე და ძალაუფლება ხიბლავდა მას მხოლოდ, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება უნდოდა, და მეტი არაფერი... სევდიანი თვალებით მოავლო სახლს თვალი და შემდეგ თავის ოთახში ავიდა.. შიგნით შედის და კარებს კეტავს, შემდეგ შემდეგ, საშინაო ტანსაცმელს იცვამს ქვემოთ ჩადის და სამზარეულოში შედის ძიძას უკვე მაგიდა გაეწყო და მია- ს ელოდა.. _ რა გემრიელი სუნებია ძიძა?! _ ხომ, გითხარი შვილო რომ მოხვიდოდი შენს საყვარელ კერძს დაგახვედრებდი..- გაუღიმა ქალმა. _ საუკეთესო, ხარ ძიძა..- უთხრა და ლოყაზე აკოცა შემდეგ კი მაგიდას მიუჯდა და ჭამას შეუდგა. _ რამდენი ხანია არ მიჭამია, ეს კერძი ..- უთხრა და ჭამა გააგრძელა ისე საყვარლად ჭამდა რომ მაქსიმე , თვალს ვერ აშორებდა მას _ შვილო, შენ როგორ მოგწონს? საჭმელი? _ ძალიან,გემრიელია თინა დეიდა რაღაცით დედაჩემის მომზადებულ კერძებს მაგონებს ისიც ზუსტად ასე ამზადებს თითქმის..- უთხრა ბიჭმა. _ მართლა? მაშინ გემრიელად მიირთვი შვილო..- უთხრა ქალმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.