პირადი მცველი თავი (4)
ესეც, ახალი თავი ყველანაირად ვეცადე შეცდომები გამომესწორებინა მაგრამ თუ სადმე გამომრჩა შესწორება გთხოვთ მომიტევეთ, ნელნელა ისტორია უფრო საინტერესო გახდება რადგან უკვე მათი სიყვარულის ისტორია იწყება. ახლა კი სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! ნაწილი 4 შემდეგ , მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ მაქსიმე , სერიოზული გამომეტყველებით და მკაცრი სახით მართავდა საჭეს მისი მთელი ყურადღება იყო მიმართული საჭეზე. და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მის გვერდით მჯდომ გოგონას, წინა დღეებთან განსხვავებით, ამ ჯერზე უფრო მკაცრი იერი ჰქონდა.მია რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე ჩუმად ადევნებდა თვალს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ჰკითხა. _ ყველაფერი, რიგზეა?- შემპარავი ხმით უთხრა და მის რეაქციას დაელოდა _ რატომ, მეკითხები?!- ჰკითხა ცივი ხმით. _ არვიცი, ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ რაღაცას ან ვიღაცას გაურბიხარ.ან უბრალოდ თავს მარიდებ. _ საიდან,მოიტანე ? მე ყოველთვის ასეთი ვარ. სერიოზული. _ რავიცი, გუშინ ასეთი არ იყავი..- ჩაილაპარაკა მიამ და მაქსიმემ მას გახედა _ გუშინ, რაც იყო ეს მეტი აღარ განმეორდება და აჯობებს თუ ჩემგან არაფრის იმედი არ გექნება მე მეტი აღარ დაგეხმარები.- ცივი ხმით უთხრა. მისი ხმის ტონმა მიას რაღაცნაირად გული ატკინა. თუმცა რისი იმედი უნდა ჰქონოდა მისგან ის ხომ ერთი გულ ცივი მცველია. მაგრამ მაინც ეტკინა გული თუმცა თვითონაც არ იცის რას ელოდა მაქსიმესგან. _ როგორც , იტყვი არც არაფრის იმედი არ მქონდა. - ჩილაჩავა თავისთვის შემდეგ ტელეფონი და ყურსასმენები ამოიღო ყურებზე მოირგო მუსიკა ჩართო და ფანჯარაში დაიწყო ყურება , მაქსიმე, მიხვდა რომ მას აწყენინა თავისი ცივი ტონით. თუმცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა მისგან თავი შორს უნდა დაეჭირა მას. თუ გოგოსთან მკაცრი იქნება შესაბამისად მიაც, შორს დაიჭერს მისგან თავს. მალე მანქანას უნივერსიტეტის წინ აჩერებს, და მიაც მაშინვე გადადის მანქანიდან ისე რომ მისკენ არც იხედება უთქმელად გადადის და შემდეგ კარებს ხურავს და მიდის. შენობაში შედის ლიფტით მე ათე სართულზე, ადის აუდიტორიაში შედის და თავის ადგილს იკავებს. _ მია !- დაუძახა თაკომ და მასთან მივიდა _ აბა როგორ, გაერთეთ გუშინ? ჩემი წასვლის შემდეგ _ შენ, რომ წახვედი ჩვენც მალევე დავიშალეთ. _ ჰოო.. _ ხო, შენ რატომ ხარ უგუნებოდ? _ არაფრია , ნუ მომაქცევ ყურადღებას.- ჩაილაპარაკა მალე ,კი ლექტორი შედის ოთახში და ლექციაც იწყება. მაქსიმე, გარეთ იდგა და სიგარეტს ეწეოდა ყოველთვის როცა რაღაც აწუხებს დასამშვიდებლად სიგარეტს ეწევა ახლაც ასე იქცევა, აზრები ჰქონდა არეული ერთმანეთში და ვერ გაეგო თუ რა ემართებოდა .ამ ორ დღეში ამ გოგომ შეძლო და თავგზა აუბნია მას , არა და ყველაფერი გათვლილი ჰქონდა წინასწარ მაგრამ ყველაფერი საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდა მაგრამ რაც ყველაზე უცნაურია ჯერ თვითონაც ვერ გარკვეულა ამაში. და ცდილობს თავიდან ეს ფიქრები ამოიგდოს. ეს უცნაური გრძნობა მას არასოდეს გამოუცდია ,სიყვარული და არც ამის სწამდა თვლის რომ სიყავრული სისუსტეა და დროს ფუჭად ფლანგვაა. როგორც კი წამოიზარდა და სკოლა დაამთავრა მაშინვე აკადემიაში შევიდა და ბოლო 11 წელი თავის სამუშაოს მიუძღვნა თავი ისევ ასე გააგრძელებდა რომ არა ის საშინელი შემთხვევა რომელმაც იძულებული გახდა სამუშაო დაეტოვებინა და წამოსულიყო , იქიდან ის საზარელი შემთხვევა რომელიც გამუდმებით თან სდევს და ყოველ ღამით მოსვენებას უკარკგავს მას. _ არვიცი ,ეს რა გრძნობაა მაგრამ რაც არ უნდა იყოს,მე ეს უნდა დავივიწყო და არ უნდა მივცე უფლება სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს.- გაიფიქრა მან შემდეგ კი ტერიტორია დაათვალიერა რომ დარწმუნებული იყო ყველაფერი რიგზეა თუ არა და იქვე ახლოს შენიშნა მანქანაში საეჭვოდ მჯდარი ტიპები და მაშინვე ეჭვის თვალით შეხედა მათ. გადაწყვიტა დალოდებოდა და ენახა თუ რას მოიმოქმედებდნენ, ისინი. ორი, საათის შემდეგ მიაც გამოჩნდა რომელიც შენობიდან გამოვიდა და თავისი მანქანისკენ მიდიოდა როგორც კი მია დაინახეს იმ ხალხმა ყველამ მას გახედა მაქსიმე კი შორიდან აკვირდებოდა მათ ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო გადატენა და გოგოს, მიმართულებით ისროლა ,მაქსიმემ როდესაც ეს დაინახა მაშინვე მოახდინა რეაგირება და მისკენ გაიქცა. _ ფრთხილად!- დაიყვირა და მიას ხელი ჰკრა რომ გვერდზე გასულიყო შემდეგ კი იმ ხალხს დაედევნა და სროლა დაუწყო თუმცა ვერ მოასწრო რადგან ისინი უკვე შორს იყვნენ შემდეგ უკან მობრუნდა და მიას მიუახლოვდა, გოგონა გაფითრებული სახით იჯდა კიბეზე და ცახცახებდა. მაქსიმემ მხრებზე მოკიდა ხელი და წამოაყენა. _ კარგად ხარ ?- უთხრა აღელვებულმა. გოგონა ისეთი შეშინებული იყო რომ ვერაფრის თქმა ვერ შეძლო. შემდეგ კი გაუცნობიერებლად ეხვევა მას ისეთი მოულოდნელი იყო ეს მოხვევა რომ მაქსიმე უბრალოდ ადგილზე შეშდება . _ ძალიან, შემეშინდა..- ძლივს ამოიღო ხმა -მეგონა მომკლავდნენ, ამდენის ატანა აღარ შემიძლია დავიღალე როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი .- ტიროდა გოგონა მის მხარზე მაგრამ მაქსიმეს არაფრის გაკეთება არ შეეძლო ვერ შეძლო მოეხვია ხელი და დაემშვიდებინა, უბრალოდ, გაქვავებული იდგა ბოლოს მია გონს მოდის და უკან იხევს. _ მაპატიე...მე.... არ ვიცი რა დამემართა , დაივიწყე ეს უბრალოდ შიშისგან იყო გამოწვეული. და წამიერი სისუსტე იყო. - ამის შემდეგ კი გარბის და მანქანაში ჯდება მაქსიმე სწრაფი ნაბიჯებით მიდის და მანქანაში ჯდება. _ მისმინე, ნურაფრის შეგეშინდება სანამ ჩემს გვერდით ხარ არაფერი მოგივა ეს იცოდე!- უთხრა მაქსიმემ მიამ კი არაფრი უპასუხა მხოლოდ თავი დაუქნია სულ,მალე მანქანა სახლის წინ ჩერდება და იქიდან ორივე გადმოდის მია სწრაფი ნაბიჯებით შედის ეზოში და მას უკან მაქსიმეც მიყვება მია კარებს გასაღებით აღებს და შიგნით შედის. ამის შემდეგ კი მაშინვე თავის ოთახში ადის _ გამარჯობა,დეიდა ბატონი ნოდარი შინ ბრძანდება?- იკითხა მაქსიმემ _ დიახ,თავის კაბინეტშია. _ შეგიძლიათ, უთხრათ რომ მისი ნახვა მინდა. _ რათქმაუნდა,შემოდი და ახლავე დავუძახებ.- უთხრა ქალმა. მაქსიმე შიგნით შევიდა ძიძა კი ნოდარის დასაძახებლად წავიდა და ცოტახანში უკან ბრუნდება. _ შეგიძლია,შეხვიდე ის გელოდება.- უთხრა ძიძამ მაქიემემ მადლობა გადაუხადა და კაბინეტთან მივიდა და დააკაკუნა. _ შეიძლება? _ შემოდი!- უთხრა და მაქსიმეც შიგნით შევიდა. _ გამარჯობა , ბატონო ნოდარ მინდა რაღაც გითხრათ. _ რა ხდება? მაქსიმე შენ ისე უბრალოდ არ მოხვიდოდი ჩემთან. გისმენ რა მოხდა?!- აღელდა კაცი _ მინდა, გითხრათ რომ დღეს ისევ განხორციელდა თქვენს ქალიშვილზე თავდასხმა. _ რაა?! ჯანდაბა!! ვიცოდი რომ ისევ განმეორდებოდა ეს რადგან მათ კარგად ვიცნობ იქამდე არ მოისვენებენ, სანამ საბოლოოდ არ გამანაგურებენ , სწორედ ამიტომ ავუყვანე მიას მცველი რომ უსაფრთხოდ იყოს , მაგრამ იმდენად ჯიუტია არ მისმენს ..ხო კარგად არის ჩემი შვილი? - აღელვებული ხმით უთხრა _ ნუ ღელავთ, ვერ მოასწრეს რადგან მე შევუშალე ხელი.- დაამშვიდა ბიჭმა. _ მადლობა,ღმერთს მას თუ ისევ რამე მოუვა ჩემს გამო ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. გთხოვ ყურადღება არ მოადუნო და ყურადღებით იყავი კარგი? _ რათქმაუნდა!- მტკიცე ხმით უთხრა მაქიემემ. _ მადლობა,რომ შემატყობინე ახლა კი შეგიძლია წახვიდე თავისუფალი ხარ!- უთხრა ნოდარმა და კაბინეტიდან გავიდა შემდეგ კი მიას ოთახში შევიდა გოგონა, საწოლზე მოკნუტული იწვა და ჩუმად ტიროდა. _ მია, შვილო ჩემო ლამაზო ხო კარგად ხარ?- კითხვა ნორადმა. _ არა ,არ ვარ კარგად ,და არც არასდროს ვიქნები .- უთხრა ტირილ ნარევი ხმით გოგონამ - ყველაფერი შენს გამო ხდება .. მე ასე ცხოვრება აღარ შეიძლება დავიღალე მეტის ძალა აღარ შემწევს იცი რომ დღეს კინაღამ მომკლეს უკვე მეორედ დააპირეს ჩემი მოკვლა... _ ძალიან, ვწუხვარ ჩემო სიცოცხლე გთხოვ მაპატიე ჩემს გამო ამ ყველაფრის ატანა გიწევს.- უთხრა და უნდოდა თავზე მოფერებოდა მაგრამ მია საწოლიდან წამოდგა და აივანზე გავიდა. ამდროს კი მაქსიმე დაინახა რომელიც გასასვლელისკენ მიდიოდა და მას გააყოლა მზერა, მაქსიემემ თითქოს იგრძნო მისი მზერა მისკენ გაიხედა და მია დაინახა რომელიც მას დაჟინებით უყურებდა, მაქსიმემ ,მას რაღაცნაირი მზერით გახედა თითქოს მზერით რაღაცის თქმა სურდა, შემდეგ კი ეზოდან გადის მანქანაში ჯდება და მიდის მიაც ოთახში ბრუნდება ოთახში შესულს მამამისი აღარ ხვდება. შემდეგ საწოლზე მოწყვეტით ეშვება და ფიქრს იწყებს, მიუხედავად იმისა რომ მაქსიმე , ცივი და უხეშია მას მაინც იზიდავს ეს ბიჭი თითქოს მიეკედლა კიდეც მას, და მის სიახლოვეს თითქოს თავს მშვიდად გრძნობს. _ უცნაურია, მაგრამ ამ ადამიანის გვერდით მშვიდად ვგრძნობ თითქოს ძალას მაძლევს.. ვფიქრობ რომ ის სულაც არარის ასეთი გულცივი როგორადაც თავს აჩვენებს ყველას, მე ამას ვგრძნობ..- გაიფიქრა მიამ გზაში,მაქსიმე სულ მიაზე ფიქრობდა და ის მომენტი ახსენდებოდა როცა წამოსვლის წინ, დაინახა გოგონა აივანზე რომელიც მას სევდიანი თვალებით უყურებდა. მალე მანქანა ბინის წინ ჩერდება შემდეგ მანქანიდან გადმოდის დერეფანში შედის მეოთხე სართულზე ადის გასაღებით კარებს აღებს და შიგნით შედის როგორც ყოველთვის მანქანის გასაღებს თაროზე დებს შემდეგ კი მისაღებ ოთახში შედის, და დაღლილი ეშვება მდივანზე. თავს ზევით წევს და საზურგეს აყრდნობს შემდეგ კი თვალებს ხუჭავს და ფიქრს იწყებს. ამ დღეს იმდენი რამ მოხდა ჯერ ის თავდასხმა მერე ეს მოულოდნელი ჩახუტება და ბოლოს მიას სევდიანი თვალები რომლებმაც იგი გააცილა. ცდილობს , დამშვიდდეს და კონცენტრაცია მოახდინოს საკუთარ თავზე _ რატომ, მეფიქრება სულ მასზე..? ნუთუ ეს არის სიყვარული?- გაიფიქრა და ისევ თვალწინ წარმოუდგა გოგონას ზღვისფერი თვალები. და დაფეთებული გაახილა თვალები. - ნუთუ ეს არის სიყვარული?! და მე ის შემიყვარდა მაგრამ როგორ? ამ მოკლე დროში როგორ უნდა შემყვარებოდა ეს როგორ მოხდა? - საკუთარ თავს კითხვებს უსვამდა რომლებზეც პასუხი არ ჰქონდა. ბოლოს,ტელეფონს იღებს და მეგობარს ურეკავს. _რაო, გაგახსენდება რომ ძმაკაცი გყავს და მოსაკითხად დამირეკე ?- გაეხუმრა დემეტრე. _ სახლში,ვარ მე უკვე და თუ გცალია ამოდი!- უთხრა მაქსიემემ _ კარგი,მაშინ უკვე გზაში ვარ და მალე მოვალ. - უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. სადღაც,20 წუთში დემეტრე უკვე მაქსიმესთან,იყო. _ ასე ადრე სახლში რატომ ხარ? _ დღეს ,ადრე გამომიშვეს რადგან მალე დაუმთავრდა ლექციები..- უთხრა მაქსიემემ. _ გასაგებია.. კარგია რადგან სახლში ხარ ესეიგი გავერთობით ლუდს ხო დალევ ?სპეციალურად ვიყიდე რომ ფეხბურთს ვუყროთ და თან დავლიოთ. _ ხო, იცი არ ვსვავ.. _ კარგი, რა ერთი ბოთლი რომ დალიო არაფერს გიზავს თანაც გატყობ რომ უგუნებოდ ხარ ამიტომ ცოტა ხასიათზე მოვიყვანს. _ კარგი, ცოტას დავლევ..- უთხრა და მაცივრიდან მიწისთხილი ამოიღო შემდეგ კი მისაღებ ოთახში გავიდა და მაგიდაზე დააწყო. _ კარგი, სანამ ფეხბურთი დაიწყება შეგიძლია დაიწყო გისმენ?- უთხრა დემემ _ რა უნდა დავიწყო? _ რისთვისაც,აქ დამიბარე ვიცი აქ ტყვილა არ დამიბარებდი.. ასე რომ გისმენ? _ კარგი,ჰო მოკლედ მგონი მაგარ შარში ვარ..- ამოიხვნეშა მან _ რას გულისხმობ? _ არ ვიცი ეს რა გრძნობაა მაგრამ თუ ეს სიყვარულია მაშინ მე ის შემიყვარდა..- ჩაილაპარაკა მან _ მოიცა ,მოიცა ვერ გავიგე ვინ შეგიყვარდა?- ჰკითხა გაკვირვებულმა _ ღმერთო,ვინ შემიყვარდებოდა თუ არა ბატონო ნოდარის ქალიშვილი..- მოთმინება დაკარგულმა წამოიძახა _ რაა?სერიოზულად ამ მოკლე დროში უკვე შეძელი მისი შეყვარება ?- გაოცებულმა იკითხა. _ არვიცი, არვიცი ეს როგორ მოხდა მაგრამ ეს ორი დღეა საკუთარ თავს არ ვგავარ. არვიცი ამ ორ დღეში როგორ შევძელი მისი შეყვარება. _ მისმინე,ჩემო ძმაო სიყავრული მოულოდნელად მოდის ისე რომ შენ არც დაგეკითხება ,ის როგორც განუკურნებელი სენი ისე შეგეყრება და მორჩა. მე უკვე ეს გამოვცადე როდესაც ჩემი ლიზა გავიცანი.. მეც მაგ დღეში ვიყავი..- მხარზე ხელი დაადო. თანაგრძნობის ნიშნად.- როცა გიყვარს, სულ გინდა რომ მის სიახლოვეს იყო სულ მასზე გეფიქრება , მის სიახლოვეს გული გამალებით იწყებს ძგერას. - თუ ეს სიმპტომები გახასიათებს? მაშინ შეყვარებული ხარ ჩემო ძმაო. _ სწორედ,ასე ვგრძნობ თავს .. - ჩაილაპარაკა მან _ მაშინ, გილოცავ რადგან შენ შეყვარებული ხარ! ან როგორც შენ თქვი მაგარ შარში ხარ.- გაეცინა დემეს _ რა გაცინებს?!- შეიცხადა მაქსიემემ - ეს შეცდომაა მე ის არ უნდა შემყვარებოდა არავითარ შემთხვევაში! ასე არ უნდა მომხდარიყო.. _ ჩემო,მაქსიმე გულს ვერ უბრძანებ, და ვერც სიყვარულს აუკრძალავ მას თანაც რას წუწუნებ სიყვარული ეს შესანიშნავი რამ არის.. _ ხო არ დაგავიწყდა? მე მას ვერ დავუახლოვდები და ესეც რომ არ იყოს ეს ცალმხრივი სიყვარულია გესმის? _ კარგი, დამშვიდდი ნუ ბრაზობ ყველაფერს ეშველება რათქმაუნდა, თავიდან არ იქნება ადვილი მაგრამ შენ თუ ის გოგო ნამდვილად გიყვარს ყველაფერს გააკეთებ, იმისთვის რომ მისი გული მოიგო და არც იმ აკრძალვებს დაუგდებ ყურს გესმის? _ მსგავსს არაფერს, ვაპირებ.. _ თუ ასე მოიქცევი, იცოდე ხმას არ გაგცემ და ამ შანსს ხელიდან გაუშვებ. იცოდე ძალიან ინანებ შემდეგ. იმ მაქსიმეს, რომელსაც მე ვიცნობ და რომელიც ამ უგრძნობი ადამიანის ნიღაბს არის ამოფარებული აუცილებლად იბრძოლებს თავისი სიყვარულისთვის. _ მე ყოველთვის ასეთი ვიყავი .. _ არა ,ასე არარის და ეს შენც კარგად იცი შენ ათი წლის წინ ასეთი არ იყავი მაგრამ ცხოვრებამ გაქცია ასეთად მე შენ ბავშობიდან გიცნობ და ვიცი როგორიც ხარ სინამდვილეში ასე რომ იმოქმედე..!- უთხრა დემეტრემ - ახლა კი მარტო დაგტოვებ რომ უკეთ გაერკვე შენს გრძნობებში. - ბოლოს ესღა უთხრა და წავიდა მაქსიმე კი დარჩა თავის ფიქრებთან მარტო . ახლა როცა გაერკვა თავის გრძნობებში აღარ იცის როგორ მოიქცეს მაგრამ, ერთი იცის ის გოგო მისთვის მნიშვნელოვანი გახდა. მაგრამ ამ გრძნობას ღრმად შეინახავს და თავისთვის ჩუმად ეყვარება, რადგან ეს მხოლოდ ცალმხრივი და მიუწვდომელი სიყვარულია ამიტომ, ის ამ გრძნობას ღრმად შეინახავს თავის გულში და არ გაამხელს მაგრამ , თუ ნახა რომ მასაც გრძნობები , მაშინ აუცილებლად იბრძოლებს თავისი სიყვარულისთვის. *** დილას , როგორც ყოველთვის მაქსიმეს ადრიანად ეღვიძება შემდეგ საწოლს ასწორებს აბაზანაში წყალს ივლებს და ჩაცმას იწყებს. კარადას აღებს და ტანსაცმელს არჩევს გადაწყვიტა დღეს ჩვეულებრივი ტანსაცმელით მისულიყო ოფიციალური ტანსაცმლის გარეშე. ჯინსის შარვალს იცმევს შავ სვიტერს , ზემოდან თხელ პიჯაკს იცმევს მაჯის საათს ირგებს, შემდეგ ფეხსაცმელს იცმევს ტელეფონს და გასაღებს იღებს, და სახლიდან გადის მანქანაში ჯდება და სამსახურში მიდის. მალევე აჩერებს მანქანას მათი სახლის წინ შემდეგ იქიდან გადმოდის და ეზოში შედის , გრძელ ბილიკს მიუყვება და კარზე ზარს რეკავს კარებს კი ძიძა უღებს . _ დილამშვიდობისა! - მიესალმა მაქსიმე. _ დილამშვიდობისა!შვილო შემოდი.- უთხრა და შიგნით შეუშვა. _ოო,მაქსიმე უკვე მოხვედი?- შეეგება ნოდარი მას _ დიახ . _ კარგია, რომ მოხვედი შენთან დარეკვას ვაპირებდი ისედაც. _ რატომ?რა ხდება? _ არაფერი, უბრალოდ ჩვენ ანუ მე და ჩემი მეუღლე ერთი კვირით საქმეებზე მივდივართ ხო და სანამ ჩვენ აქ არ ვიქნებით მინდა რომ შენი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს სახლი კარში კი დგას დაცვა მაგრამ მინდა სახლშიც უსაფრთხოდ იყოს ჩემი შვილი. ხო გესმის? _ დიახ, რათქმაუნდა.. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ მე მივხედავ მას თქვენს არ ყოფნაში.- დაამშვიდა ბიჭმა _ ძალიან, კარგი მაშინ ჩვენ წავალთ უკვე.. - უთხრა ნოდარმა და ორივე ცოლ-ქმარი წავიდნენ ცოტახანში კიბეებზე ხმაურით ჩამორბის მია ბოლო საფეხურზე ფეხი უცდება და ბიჭის, ძლიერ მკლავებში ეცემა შემდეგ კი თვალებს ახელს და მათი მზერა კვლავ ერთმანეთს ხვდება მაქსიმე მას უყურებს და იკარგება მის დიდ თვალებში. თითქოს მათთვის იმ წუთში დრო გაჩერდა და მხოლოდ ეს ორი დარჩნენ არცერთი არ აშორებდა, ერთმანეთს თვალს. ბოლოს კი მია გონს მოდის და მაქსიმეც ძირს სვამს, _ კარგად ხარ?- ჰკითხა მან და ახლაღა შეამჩნია რომ გოგონა საღამურებით იყო _ კარგად, ვარ.. - თქვა ჯერ კიდევ გაბრუებულმა და ძიძას მოძებნა დაიწყო. _ ძიძა! დაუძახა და ისიც გამოჩნდა _ რა მოხდა შვილო? _ მშობლები, უკვე წავიდნენ ? _ ცოტახნის წინ გავიდნენ.. _ ისევ , დაუმშვიდობებლად წავიდნენ სულ ასე იქცევიან..- სევდიანი ხმით უთხრა. _ კარგი,ნუ განიცდი ასე , არაუშავს ახლა კი აჯობებს თუ ოთახში დაბრუნდები..- უთხრა ძიძამ _ რატომ?- გაუკვირდა მიას ძიძამ კი ხელით მის საღამურებზე ანიშნა და როცა მიამ თავის თავს დახედა მხოლოდ ახლაღა მოტვინა როგორ ფორმაშიც იყო და მაშინვე ზემოთ ავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.