დევდარიანები (1-2 თავი)
ისტორია დებ დევდარიანებზეა, ოთხ რადიკალურად განსხვავებულ ქალზე, რომლებსაც განსხვავებული მიზნები და აზრეი აქვთ, თუმცა მთლიანობაში ერთიან ოჯახს ქმნიან. კვირაში ორ თავს დავდებ, გადავწყვიტე რომ ასე უფრო უკეთესი იქნებოდა. 1 თავი აბაზანიდან გამოსული, დაორთქლილი სარკის წინ დადგა, თითები სარკეს გადაუსვა, და საკუთარ თავს შეხედა, გამხდარ ტანს, საშუალო ზომის მკერდს, რომელიც მეტ სილამაზეს სძენდა მის ტანს. აბაზანიდან გამოსულმა გზა ოთახისკენ გაიკვლია.ტრუსის ამარა უყურებდა გარდერობს, როდესაც საწოლზე დადებული ტელეფონი აწრიპინდა, ხელი დაავლო მობილურს, და სახელზე დაუკვირვებლად მიიდო ყურზე -გისმენ -ქალბატონო ქეთევან -რამე მოხდა ნანო? - ტანსაცმელს აკვირდებოდა, და თან გოგოს პასუხობდა -გუშინ მითხარით რომ დღევანდელი შეხვედრა, ბატონ რეზისთან შემეხსენებინა, რომელიც ნახევარ საათში გაქვთ - უთხრა ახალგაზრდა გოგომ, რომელსაც ბავშური ხმა ჰქონდა, და ნერვიულობაც ეტყობოდა -ჯანდაბა, კარგი ნანო, მადლობა - გოგოს დაუკიდა - ღმერთო ჩემო - გარდერობიდან შავი კაბა გამოიღო, და მზადება დაიწყო. სარკეში აკვირდებოდა საკუთარ თავს ისევ, ოთხკუთხედად ამოჭრილი დეკოლტე მის გრძელ კისერსა, და ლამაზ მკერდს ლამაზად აჩენდა, მუქი ყავისფერი თმა მხრებზე დაეყარა.წვრილი დაბალი ქუსლიანები ჩაიცვა, პატარა ჩანთას ხელი დაავლო, და სახლიდან გავიდა. მანქანაში მჯდომი ნერვიულად ათამაშებდა გრძელ თითებს საჭეზე, და ყოველ წითელ შუქნიშანზე იკურთხებოდა -შე*ეცით - ჩაიჩურჩულა, და აწრიპინებულ ტელეფონს ისევ დახედა - ნატალია, თუ სერიოზული საქმე გაქვს მერე, მითხარი და თუ მოსაკითხად დამირეკე გეტვი რომ არ არ კარგად მეზიზღება თბილისის უაზრო საცობები, ქუჩები, და მანქანის მძღოლები რომლებსაც მაგრად შ*გ აქვთ - ერთი ამოსუნთქვით მიახლა დას, რომელიც ჩუმად უსმენდა მოჩხუბარ ქალს -მინდოდა მეთქვა როგორ ხარ, მაგრამ გატყობ აწყვეტილი ხარ, ამიტომ მხოლოდ ამას გეტყვი და გაგახსენებ რომ დღეს ჩვენი და ჩამოდის, შენ მოხვალ აეროორტში თუ ერთად წავიდეთ დუდას მანქანით? -მე მოვალ, ჯანდაბა დღეს რა ხდება? კარგი წავედი ვაგვიანებ -ისევ? რა არა პუნქტუალურობაა - გაეცინა ნატალიას -ნატალია მომწყდი თავიდან - ყურმილი გაუთიშა, და საათს გახედა - მეზიზღებით 40 წუთში შენობასთან იდგა, სწრაფად მიაბიჯებდა, და არეულ თმას თმის სამაგრით იკრავდა. შენობაში შესულს წინ მომსახურე პერსონალი გაუძღვა, როცა სტუმრებს შორის ნაცნობი სახე ვერ იპოვა, ოდნავ დაბნეული მზერით მოავლო თვალი გარშემო მყოფებს -ასეთ არაპუნქტუალუობას არ მოველოდი, ქალბატონო ქეთევან - ზურგს უკან ბოხი ხმა მოესმა, ნელა გატრიალდა, მის წინ მაღალი სხეული იდგა, ჯიბეებ ხელ ჩაწყობილი, ცინიკური ღიმილით უყურებდა ქალს -უკაცრავად? - ირონიით შეეცადა დაეფარა დაბნეულობა -აჰ, დამავიწყდა…ირაკლი ნაკაშიძე - ხელი გაუწოდა, გაწვდილ ხელს ამრეზით შეხედა, და თლილი თითები მას შეაგება, თვალი მამაკაცის შავ თვალებს გაუსწორა, და ოდნავ თითქოს და ძალით გაეღიმა. -როგორი სასწაულია თვით ირაკლი ნაკაშიძე - ცინიზმით გაჟღენთილი სიტყვები წარმოთქვა თვალების მოუშორებლად, მამაკაცს გაეცინა, მატილდამ ხელი შეუშვა, და სკამზე დაჯდა, მამაკაციც მის წინ მოთავსდა, და სკამს მიეყრდო, ქალი კი იდაყვებით დაყრდონილი იჯდა, და მამაკაცს მზერას არ აშორებდა, ათვალიერებდ ნაკაშიძეს, რომელსაც ოდნავ გრძელი შავი თმა უკან გადაეწია, თეთრი პერანგის ორი ღილი შეეხსნა, და სერიოზული, ეშმაკური თვალებით იყურებოდა -თუ მორჩი ჩემს თვალიერებას, შეგვიძლია დავიწყოთ საქმეზე საუბარი -თან მენიუში იხედებოდა, ისე უთხრა ქალს, რომელმაც ამ სიტყვებმა კიდევ უფრო გააბრაზეს - თუმცა,სალაპარაკო აქ არაფერია, ჩემი კომპანია ახლა თქვენს კომპანიას ჭირდება, ამიტომ თანხმობის თქმის გარდა არაფერი დაგრჩენიათ, ქალბატონო ქეთევან - გაეღიმა, და შავი თვალებით შეხედა დევდარიანს -და თუ უარს ვიტყვი? -თუ უარს იტყვი, ამავე დროს კომპანიის განადგურების თანხმობაზე მოაწერ ხელს -ვთქვათ თანხმობა გითხარით, თქვენ ამით რა სარგებელი? -ეგ უკვე ჩემი საქმეა, თქვეი საქმე კი ცუდად არის, ბოლო წლებში დიდი რაოდენობით დამზადდა თქვენი პროდუქტი, თუმცა ამავე დროს თქვენმა მოწინააღმდეგე კომპანიამ უკეთესი გამოსცა, უკეთესს ფასად, ასე არ არის? -საიდან ვიცით რომ უკეთესია? - ისევ გაუსწორა ცისფერები შავებს, და სკამის ზურგს მიეყრდნო -ახლაც კი სანამ ჩვენ ვსაუბრობთ რომელიმე სულიერი ყიდულობს თქვენი მოწინააღმდეგის პროდუქტს, პირველ რიგში იმიტომ რომ კარგი ფასი აქვს, მეორე რიგში კი კარგი ხარისხი -თქვენ ფიქრობთ რომ ხარისხი მეორედი რამ არის ბატონო ირაკლი? - მის სახეს დააკვირდა -აქ საუბარი ჩემს ფიქრებზე არ არის, საზოგადოება ფიქრობს ასე, ჩვენი შემოსავლები კი საზოგადოებისგან მოდის, არ მეთანხმები? -გააჩნია საზოგადოების რომელ ნაწილზე საუბრობთ - უთხრა, ეტყობოდა ხმაში რომ დანებებას არ აპირებდა -კარგი რა, დევდარიანო, აღიარე რომ გჭირდება ეს შემოთავაზება -რა მჭირდება და რას ვაკეთებ სხვადასხვა რამეა ბატონო ირაკლი - ირონიულად უყურებდა კაცს, როცა ფეხზე წამოდგა, ჩანთას ხელი დაავლო, და წასასვლელად მოემზადა -ორივემ კარგად ვიცით რომ მაინც თანხმობას იტყვი - უკნიდან მოესმა -დამელოდებით ბატონო ირაკლი? - ოდნავ გახედა ირონიული ღიმილით -დრო მხოლოდ 1 დღე გაქვს, თუ ამ დრომდე თანხმობას არ იტყვი, შანსს დაკარგავ - უთხრა, და ქალის საქციელზე ჩაეღიმა. ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მანქანას, და თან გულში მამაკაცს ლანძღავდა -იდიოტი…თურმე მჭირდება - თან მანქანის ღვედს იკეთებდა, და თან ჩურჩულებდა. 1 საათში აეროპორტის შენობასთან იდგა,სიგარეტით ხელში, თან ეწეოდა და თან ნაცნობ სახეებს უახლოვდება -ქეთაა - ბავშვის ტიტინა ხმა რომ გაიგო, სიგარეტის ხერი ნაჩქარევად გადააგდო ნაგვის ურნაში, და გრძელი მკლავები გაშალა -ჩემო პატარა - ბავშვის სურნელი შეისუნთქა - მომენატრე -მეც მომენატრე, რატომ არ მოხვედი ჩვენთან? - ნაწყენი სახით უყურებდა მისივე თვალებით, იგივე ცისფერებით.ბავშვი შემოისვა, და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა -ვერ მოვიცალე, მაგრამ დღეს შენთან წამოვალ -დარჩები? - უცბად მოვიდა გონს, თავი რომ დაუქნია, პატარამ ყელზე ხელები შემოხვია, და მხარზე თავი დაადო. -ცოლის დას სალამი - მკლავებ გაშლილი წავიდა მასზე მაღალი პიროვნებ მისკენ - რა იყო ქეთ ისევ გაგაბრაზეს? - სიცილით მოეხვია ქალს, და ლოყაზე აკოცა -პირველი ქმარს რომ ჩაეხუტება შენი და, მანდ უნდა მიხვდე და მოტვინო რომ ან ნაშვილები ხარ, ან საერთოდ დაგივიწყეს - ვითომ ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა, გამობერილი მუცლით, რომელსაც დიდი ლურჯი თვალები, და ბავშურად დაწნილი ორი კიკინა ჰქონდა -ნატალია - გაეცინა დის ბუტიაობაზე, მისკენ წასულს დის ხმამ შეაჩერა -ისევ ის სუნამო თუ გასხია მომცილდი - ცხვირი აიბზუა -არ მასხია, ნუ ღელავ, და საერთოდ ბოლოს როგორც მახსოვს დუდას ეჩხუბებოდი, და ახლა მსხვერპლი მე ვარ? - თქვა დაეჭვებულმა -ეჰ ჩემო ქეთა, ისევ ნაჩხუბებრი ვართ - უთხრა ღიმილით მამაკაცმა, და შვილს გახედა -ამჯერად რა შეგეშალა? - სიცილით ჰკითხა -რა უნდა შემშლოდა, ყველაფერი ვუყიდე რაც იმ ღამეს მთხოვა, და სახლში მისულს მეუბნება რომ თურმე უნდა მეფიქრა რომ ჩურჩხელაც მოუნდებოდა -არ გიყვარვარ და იმიტომ - ბავშვივით აქცია ზურგი -ღმერთო ჩემო - გაეცინა ცოლ-ქმრის კამათზე, და დას უკნიდან მოეხვია, ხელები მის დიდ მუცელზე დააწყო, და მხარზე აკოცა დას -კარგი სურნელი გაქვს - გაბუტული ხმით თქვა -მოვესწარით დღეს როდესაც შენ ჩემი სურნელი მოგწონს -ქეთ -ხო -შენი სუნამო დამიმთავრდა, და მომიტან? -მოგიტან, ახალს დაგიმზადებ - გაუღიმა, და ორსულობის დროს გაპუტკუნებულ დას ლოყაზე ააკოცა. მამაკაცი რომ დაინახა მის დას მიახლოებულს გაეღიმა, დას ჩამოშორდა, და ბავშვს ხელი ჩაკიდა. -ქეთო, წამოდი ჩვენ უკვე შევიდეთ -დედა და მამა? -ისინიც შემოვლენ მალე - გაუღიმა ბავშვს ცხვირის ნესტოებში მისმა სურნელმა რომ შეუღიტინა, სიამოვნებისგან თვალები დახუჭა.ფეხმძიმობის გამო არეულ ჰორმონებს ჩხეიძე უფრო ურევდა, იცოდა ქალის სუსტი წერტილი. წელზე მისი ხელბი რომ იგრძნო სხეულმაც თავისი ქნა, დახორკლილი კანით იდგა ისევ მასთან, და ისევ ვერაფერს აკეთებდა,მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მას ხმას არ გასცემდა.სანატრელი ტუჩები რომ იგრძნო ყურის ქვეშ, ეს უკვე მისი უკიდურესობა იყო -დევდარიანის ქალო, ყველამ ვიცით რომ აქ ჩურჩხელა არაფერ შუაშია - ყურთან დაუჩურჩულა, და ჩქარი მოძრაობით შეაბრუნა ქალი მისკენ. ლურჯი, ზღვისფერი თვალებით უყურებდა მის საყვარელ მწვანე თვალებს. - ისიც ორივემ ვიცით რომ იმ ღამეს შენი წასვლის მიზეზი ჩურჩხელა არ იქნებოდა - იცოდა ქალზე მოქმედებდა, თუნდაც ამ ჩურჩულით, თუნდაც ხელებით რომელიც მის წელზე ჰქონდა შემოხვეული -ჩხეიძე გაიწიე - კბილებიდან გამოსცრა, იცოდა ვერ გაუძლებდა -ქალბატონო ნატალია, სულს გავყიდდი, და აქვე, ახლავე შემოგახევდი მაგ აბრეშუმის კაბას - განაგრძობდა ისევ ისე ეშმაკური თვალებით უყურებდა შევსებულ ტუჩებს, რომელიც ქალბატონს იმდენად დაჭმული ჰქონდა რომ ვარდისფერი ტუჩები უფრო გაწითლებოდა -ჯანდაბა დუდა მომშორდი - მკერდზე ხელები მიადო, და მიაწვა, თუმცა სხეულს ძვრა ვერ უყო -იტყვი რა დაგემართა? -მე არა ბატონო დუდა, თქვენ დაგემართათ, რა იყოთ ჰორმონებს ვეღარ აკონტროლებ, და ყოველ მეორე გოგოზე გი*გება? - ჰკითხა ირონიულად, და როცა ქმარი მოსცილდა ამისუნთქა -რეებს ბოდავ გოგო? - გაბრაზებული სახით შეხედა მასზე ერთი თავით დაბალს -იმ ღამეს ვიღაც ქალის სუნამოთი ყროლდი - გაბრაზებული სახით შეხედა -ნატალია ნერვებს მიშლი -კარგი რა დუდა, პირდაპირ მითხარი, აღარ გიყვარვარ? - მთელი ძალით იკავებდა ცრემლებს -მართალი ხარ, აღარ მიყვარხარ - უთხრა, და ქალის ცრემლებზე გაეღიმა - შენზე ვგიჟდები დევდარიანო - უთხრა, და მკლავები მოხვია -ნუ მეხები, შენი ბინძური ხელებით - დაუღინა ქმარს -ნატალია, კარგად მომისმინე, ბოლოჯერ ვამბობ ამ სიტყვებს - მოშორდა, და ზღვისფერებში დააკვირდა - ვერასდროს ვერავის ავუკრძალავ ჩემს მოწონებას, შეყვარებას, ან ჩემზე დასველებას - ჩაეცინა ქალის ბავშვურ სახეზე, და თითები ფუმფულა ლოყებს შემოჰხვია - მიყვარხარ, ვგიჯდები და შენ ეს კარგად იცი -ჩხეიძე, მაკოცე - ჩუმი ხმით ჩაიჩურჩულა -მომესმა? - გაიცინა, და ქალს გონება უფრო დააკარგვინა, ნერვებ მოშლილმა კაცის ტუჩებით დაწყურვებულმა, პერანგის საყელოზე ჩააფრინდა, და მისკენ მისწია. არ აინტერესებდა გარშემო ხალხი, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის გემო იყო, რომელზეც ასე გიჟდებოდა -მოგნატრებივარ ნატალია - გაეღიმა, და ქალის ცხვირს ცხვირის წვერი გაუხახუნა ხალხში გზას იკვლევდა, თავ აწეული მიაბიჯებდა მანამ სანამ ნაცნობი სახეები არ შენიშნა, სიცილით მივიდა პატარა ქერა კულულებიან ბავშვისკენ, რომელიც მამის კისერზე ვეღარ ისვენებდა -ელიი - მისკენ გაიქცა, და როგორც დედის პირველ დას მასაც ისევ მოეხვია,თუ კითხავდით ყველაზე მეტად ვინ გიყვარსო, სამი დეიდის სახელს ჩამოთვლიდა, ადამიანების რომლებიც მის პატარა გულს იტევდნენ. -ქეთო, როგორ მომენატრე…ნატაა - დისკენ ბავშვიანად წავიდა, პატარა ჩამოსვა, და დებს მოეხვია -მომენატრეთ -მე ნიუ - იორკში ვაპირებ ჩამოსვლას, და შენ თბილისში ჩამოხვედი? - ქეთამ უფროსს დას შეხედა -შენ თბილისის სიძულვილი კიდევ ვერ მოინოლე? - სიცილით უთხრა, და ახლა სიძისკენ წავიდა - დუდა - გაიცინა, და მაგრად მოეხვია -ელიზაბედ შენს გარეშე ყოველმა ბარმა, კლუბმა, ფართიმ მოიწყინა - სიცილით მოჰხვია ხელი -სამ გიჟს ერთად რა აგიტანთ - საცოდავი სახით თქვა ქალმა, და მუცელზე მოისვა ხელი -არ უთქვამს თაიას? - იკითხა ელიზაბედმა, და დებს შეხედა -არ დავლაპარაკებივარ - თქვა ქეთამ და მომლოდინე მზერით დააკვირდა უფროს დას -ზეგ ჩამოდის - შეჰყვირა, და გადაიკისკისა ელიზაბედმა -დევდარიანები ისევ ერთად თბილისში - გაიცინა დუდამ -რადგანაც ჩასვლა-ჩამოსვლის ამბები გაიგეთ, მეც გეტყვით ბარემ 2 თვეში ამერიკაში ვბრუნდები - თქვა ქეთამ, და მის სეხნიას ხელი ჩაკიდა -რა? - დები პირ დაღებულები უყურებდნენ -აბა მაქსიმუმ 3 წელი უნდა დავრჩეო? ჯერ ერთი წელიც არ გასულა - ორსულმა ამოილაპარაკა, და პასუხს დაელოდა -ხომ იცით, რომ არ შემიძლია ეს თბილისი - თქვა, და მოწყენილებს დააკვირდა - თან შენს მშობიარობას დავესწრები და მერე წავალ, სიცილით უთხრა, და თავზე აკოცა -იცოდე პირობა არ უნდა დაარღვიოთ არცერთმა - თითი დაუქნია მომღიმარ სახეებს - ახლა კი წავიდეთ…მშია - დააყოლა ბოლოს რაზეც ყველას გაეცინა - ნუ დამცინით -დედა, სანამ აქ წამოვიდოდით დაახლოებით სამჯერ ჭამე, დილით კი ოთხჯერ - ბავშმა უთხრა და გაიცინა -ბავშვიც თქვენ აზრზეა - ისევ გაბუსხა ტუჩები - თქვენს ჯინაზე უფრო მეტს შევჭამ - წინ წავიდა, და უკნიდან გაგონილი სიცილის ხმები დააიგნორა. ქეთა და ელიზაბედი, ქეთას მანქანაში ისხდნენ. სიგარეტით ხელში საჭეს მართავდა, და ხმას არ იღებდა -ქეთ ნიუ-იორკში რატომ ბრუნდები? -ხომ გითხარი უკვე…-თვითონაც იცოდა, რომ დებს სიმართლეს ვერ გამოაპარებდა -კარგი რა, კარგად ვიცი რომ აქედან წასვლა, თბილისის იდიოტი საცობი არ არის, და არც თბილისის სიძულვილი - ორივეს გაეცინა - რა ხდება შენს თავს? -პრობლემები მაქვს… - ხმა ჩამწყდარმა ჩაილაპარაკა, და მეორე ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან -მერამდენე ღერია უკვე -კომპანიაში მაქვს რაღაც პრობლემები, დამპალი იოსელიანის კომპანიამ უფრო კარგი პროდუქტი გამოსცა, უფრო სწორად უფრო კარგ ფასში გაყიდა, ჩემი საკუთარი პროდუქტი -მოიცა რა? -ვიღაცამ იდეა მომპარა, და შემდეგ თავისად გაასაღა -ბო*ი - გამოსცრა ელიზაედმა, და ახლა მან მოუკიდა სიგარეტს -კრიზისი მაქვს, რასაც ნიუ-იორკში გამოვასწორებ -ხო მაგრამ აქაც იქნება რამე პერსპექტივა -არის კიდეც - გაეცინა -მაშინ რაღას უცდი? -კომპანიის უფროსი არის მეორე უფრო დიდი კრიზისი -პირველი, კარგად იცი რომ უფროსის გამო ვერ იტყვი რაღაცაზე უარს, გჭირდება, შანსი აგქვს, გამოიყენე, მეორე ასეთი ვინ არის? -ირაკლი ნაკაშიძე - გამოსცრა უსიამოვნოდ კბილებში, და წინ გადმომდგარ მანქანას დაუსიგნალა - გადა*ჯვი რა -არ არსებობს, რეზი ნაკაშიძის ძმა? -ხო, რა იყო -ღმერთო ჩემო მატილდა, იცი მაინც რამდენი კომპანია ოცნებობს ესეთ შანსზე რომელიც შენ გაქვს? გეტყოდი დაგეხმარ… -ელიზაბედ კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება - გააწყვეტინა საუბარი, და კორპუსთან გააჩერა მანქანა . -არ მესმის რანაიად არ გიყვარს თბილისი - სიცილით გადავიდა მანქანიდან, და გრილი ჰაერი ჩაისუნთქა -ელიზაბედ შენი სიყვარულიც ყოფნის თბილის ნუ გეშინია - დას მიბაძა, და გადაიკისკისა -ივა არ ჩამოდის? - თემა სხვა რამეზე გადაიტანა, და თან ლიფტის ღილაკს დააჭირა ხელი - არ ვიცი, თქვა რომ ჩამოვლაო, ხომ იცი არ ვაძალებ. -და ნიკუშა? -რა ნიკუშა მატილდა? -არ ვიცი, რა ნიკუშა ელიზაბედ? -ყველაფერი დასრულდა, და არ ვაპირებ მასზე საუბარს, აქ გასართობად ჩამოვედი მთელი 2 თვე - უთხრა, და რკინის დიდი კარები შეაღო. -ისევ 25 წლის გოგოს გავხარ - გაეცინა -ჩშშ, ვითომ 25 -ის ვარ და არა 36-ის - გაეცინა, და დატალღული თმები გადაიწია. -ისევ ისეთივე გიჟი ხარ - გაეცინა, და კარი მიხურა, მაშინ გაეღიმა შეპარულად, როდესაც დის უკან მდგარი მამაკაცი შენიშნა, რომელიც ისევ ისეთი მზერით უყურებდა, როგორც 6 წლის წინ -გამარჯობა ელიზაბედ - ბოხი ბარიტონი რომ გაიგო გაშეშდა, თითქოს დენმა დაარტყაო, პატარა და ძვლივს იკავებდა ღიმილს, იცოდა, იცოდა რომ ამ ორ სულიერს ისევ უყვარდა ერთმანეთი, ნელი ნაბიჯებით დატოვა ისინი, და სამზარეულოში გაემართა დის მისახმარებლად. 2 თავი მზის სხივემა გააღვიძეს, საბნის ქვეშ შიშველმა, არეული თმა გაისწორა, და ცისფერი თვალებით მოავლო მზერა არეულ ოთახს, სადაც აქეთ-იქით ტანსაცმელი ეყარა, გვერდით მწოლიარე მამაკაცს გახედა, რომელსაც მუქი ყავისფერი თმაშუბლზე დაჰყროდა, სწორი ოდნავ კეხიანი ცხვირი მის სახეს უფრო მეტ მამაკაცურობას სძენდა, საშუალო ზომის ტუჩები , რომლის შემხედვარეც ქალმა ტუჩზე იკბინა, და თავის საქციელზე ჩუმად ჩაეცინა. მამაკაცს თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა. -ვერ ვიტან როდესაც ვინმე მაკვირდება - ჩაილაპარაკა, ბოხი ხრინწიანი ხმით -და საიდან მოიტანე რომ გაკვირდები? - გაეღიმა -აი ახლაც - თვალები გაახილა, და წაბლისფერი თვალები შეანათა ქალს, რომელიც უკვე წამოდგომილიყო, და შიშველი თმის სამაგრს ეძებდა -ჯანდაბა სად წავიდა - თან თმას იჭერდა, და თან ცალი ხელით ტანსაცმელს აადგილებდა -ამას ხომ არ ეძებ? - შავი სამაგრი აჩვენა ქალს -მადლობა - მისკენ მიიწია, რომ გამოერთვა, მაგრამ მამაკაცმა ხელი გაწია -არავის უთქვამს რომ მოგცემდი - გახალისებულმა გაიცინა, და სამაგრი იატაკზე დააგდო -რას აკეთებ? მაგვიანდება - საწოლს მოუარა, და ახლა კაცის მხარეს დაგდებული სამაგრის პოვნას შეუდგა - სად ჯანდაბაშია - კაცის ღიმილი რომ შენიშნა, ბალიში ესროლა - სასაცილოა? -კი - თქვა, ქალს ხელი ჩაავლო, საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა -თორნიკე, გამიშვი - ცალი ხელით ქალს ხელებს უკავებდა, ცალი ხელით, კი თითებს მის რბილ კანზე დაატარებდა -დარწმუნებული ხარ რომ გინდა გაგიშვა? - ჩასშურშულა, და სველი კოცნის კვალი დაუტოვა.სიამოვნებდა მასთან ყოფნა, იცოდა რომ არ უყვარდა, იმ გრძნობას რომელსაც მასთან ყოფნიას განიცდიდა სახელს ვერ არქმევდა, ან არ არქმევდა, ყოველთვის თავს იჭერდა სამი სიტყვის თქმისგან, 5 წლიან ურთიერთობაში არასდროს უთქვამს მე შენ მიყვარხარ, არ გადაყავდა ურთიერთობა ამ ზომაში, მხოლოდ ის იცოდა რომ ეს ადამიანი მისი კომფორტის ზონა იყო, რომლიდანაც გამოსვლა არასდროს სურდა. თვალებ ანთებული მამაკაცის ტუჩებს წაეტანა, და კბილები ჩაასო რბილ მატერიას, სისხლის გემო რომ იგრძნო გაიცინა -ამის დედაც თაია - როცა კაცი მოსცილდა, გამარჯვებული მზერით ადგა საწოლიდან - შეშლილო - ნელი ნაბიჯებით მიმავალს მიაძახა. ღიმილით შევიდა კაბინაში, წყლის წვეთები რომ იგრძნო სახეზე თვალები დახუჭა, და მოდუნდა. სააბაზანოდან გამოსულს საწოლი ცარიელი რომ დახვდა ბინას თვალი მოავლო, და ნახევრად შიშველი სხეული შენიშნა. მამაკაცს სახეზე გაბრაზება ეტყობოდა, სიგარეტიან ხელს აქეთ-იქით იქნევდა, ბოლოს ტელეფონი მაგიდაზე დაახეთქა, და მოწევა განაგრძო. ტრუსის ამარა გავიდა აივანზე, და კაცის წინ დადგა -ჯანდაბა თაია, სახლში შედი - შიშველი რომ დაინახა, უთხრა, და თვალები დაუბრიალა -სხეულზე რატომ არ მიყურებ? -შენ არ გაგვიანდებოდა? - ჰკითხა ქალს, და სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა -კი, თუმცა გადავწყვიტე დღეს არ წავიდე რესტორანში - უთხრა და გრძელი მლავები კისერზე შემოჰხვია -მართლა? რატომ? - ქალის თვალებში ჭინკები დააიგნორა, და რაც შეიძლებოდა დიდი სერიოზულობით ჰკითხა -ადრე ამდენ კითხვას არ სვამდი ხოლმე - უთხრა, და ყბის ძვალზე აკოცა -ადრე სამსახურს არცერთი დღით აცდენდი -ადრე საქართველოში არ ვბრუნდებოდი - უთხრა, და მამაკაცის რეაქციას დაელოდა -მოიცა, რა თქვი? -მაინც მათქმევინე…ხო საქართველოში ვბრუნდები - კაცს უკმაყოფილოდ მოსცილდა, და სიგარეტის ღერს ნერვიულად დასწვდა, კაცს არცერთი კითხვა არ დაუსვია, იქამდე სანამ დევდარიანმა მოწევა არ დაასრულა და სახლში არ შევიდა -რატომ? - ბრეტელებიანი მაისური გადაიცვა, ის იყო აივანზე უნდა გასულიყო გირგვლიანმა რომ კითხა -რა რატომ? -რატომ ბრუნდები? -შემოთავაზება მაქვს…- ხმა ჩამწყდარმა უთხრა, და აივანზე გავიდა -რამდენი ხანია რაც შემოთავაზება მიიღე? - ჰკითხა მის გვერდით მდგომმა -ერთი…ერთი თვის წინ - იცოდა რომ ამით მამაკაცს აწყენინებდა, როცა თორნიკესგან მხოლოდ სიჩუმე მიიღო, ისევ მან დაიწყო საუბარი - რატომ არაფერს ამბობ? -რა უნდა ვთქვა? იმის ღირსადაც არ ჩამთვალე რომ ჩემთვის ამ შემოთავაზებაზე გეთქვა… -კარგად იცი რომ ჩვენს ურთიერთობაში არასდროს იყო ვალდებულებები, არც მაშინ და არც ახლა…- უთხრა, და ერთი თავით მაღალს დააკვირდა - თორნიკე -კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება ჩვენს ურთიერთობაზე, სწორედ ჩემი დამოკიდებულების გამო ვდგავართ ისევ ერთმანეთის პირისპირ, არ გთხოვ რომ ვალდებულებები აიღო შენს თავზე, გთხოვ რომ არარაობად არ ჩამთვალო, და ოდესმე რამე მითხრა… - უთრა და ქალი მარტო დატოვა მხოლოდ ფიქრებთან ერთად. რამოდენიმე წამი იდგა ასე, ვერ იჯერებდა მის ხმას, 6 წლის განმავლობაში პირველად ისმენდა ამ ხმა, რომელიც ასე სიამოვნებდა, თავი ხელში აიყვანა, და უდარდელი ღიმილით მიბრუნდა მამაკაცისკენ. “ისევ ისეთი სიმპათიურა” გაიფიქრა -შენ აქ რას აკეთებ? - ჰკითხა, და მამაკაცის ნაბიჯები მისკენ დააიგნორა -არ მაკოცებ ელიზაბედ? - სუნთქვა შეეკრა ისევ ის გრილი სურნელი რომ შეიგრძნო -იოცნებე - უთხრა, და გვერდის ავლა სცადა, როდესაც კაცმა უხეშად წაავლო ხელი მაჯაზე, სახე მისკენ მიწია, და ტუჩთან ახლოს აკოცა - არასწორი პასუხის შემთხვევაში,მომდევნო ტუჩები იქნება - უთხრა და ზურგი აქცია ქალს -იდიოტი, შეშლილი - ხელი მოიწმინდა კოცნის კვალი, არ აღიარებდა საკუტარ თავთანაც კი, მაგრამ ესიამოვნა, ყოველთვი საკუთარ თავს აჯერებდა, რომ აღარ უყვარდა, მაგრამ ყველამ მათ შორის ელიზაბედ დევდარიანმაც იცოდა, რომ დადიანის იქით გზა არ ჰქონდა. სამნი ისხდნენ სამზარეულოში, ამბებს იხსენებდნენ, და თან კისკისებდნენ -დუდას მოვკლავ - თქვა ელიზაბედმა, ფანჯარასთან მივიდა და მოუკიდა -ჩვენს ელიზაბედს ისევ აერია ჰორმონები - გადაიკისკისა ნატალიამ -ორივენი შეშლილი ხართ, არ გეგონოს ნატალი დამავიწყდა აეროპორტში მომხდარი - თვალი შაუკრა აწითლებულ დას -ნერვებს მიშლის - გამოსცრა კბილებში -და თან გსიამოვნებს მისი სიახლოვე - თქვა ქეთამ, და გაიცინა დაზე -ხო…- თქვა უნებურად -ელიზაბედ, მომეჩვენა თუ ქეთას დაეთანხმე? -კი, უფრო სწორად არა, არ ვიცი…ჯანდაბა დალევა მინდა, მე ნახევარ საათში გავდივარ ნუკასთან ერთად, ქეთა წამოხვალ? -მეც მინდა - თქვა პატარა ბავშვივით -რას ვიზამთ ნატ - თქვეს სიცილით, და გაბრაზებულ დას შეხედეს. -მეზიზღებით - ჩაიფრუტუნდა, აბრეშუმის კაბის მაგივრად ჯინსის კომბინიზონი ეცვა, რომელშიც გამობერილი მუცელი გამოჰკვეთოდა. -მოვედით - დუდას ხმა რომ გაიგეს ელიზაბედი, და ნატალია სამზარეულოდან გავიდნენ, ქეთა ისევ ფანჯარასთან იჯდა, და ეწეოდა, ის იყო მოწევა დასრულებული ჰქონდა, როდესაც სამზარეულოს კარები გაიღო და მაღალი სხეული შევიდა მასში, თვალებს ვერ უჯერებდა, როდესაც მის წინ მდგომი ნაკაშიძე დაინახა, მისთვის დამახასიათებელი ღიმილითა, და დგომით. ეტყობოდა, რომ პირდაპირ კომპანიიდან წამოსულიყო, ისეთივე თეთრი პერანგი ეცვა, თუმცა ამჯერად პიჯაკის გარეშე, მკლავეი აეკეცა, ხელები კი ისევ შავ კლასიკურ შარვალში ჩაეწყო, და ასეთივე ფერის თვალებით უყურებდა უკვე გაკვირვება შეტყობილ ქალს, რომელსაც ოდნავ პირიც კი ჰქონდა დაღებული -რა დამთხვევაა ქალბატონო ქეთევან - ცინიკურად იღიმებოდა, თუმცა გულწრფელად ეღიმებოდა ქალის სახეზე -ვერ ვიტყოდი რომ სასიამოვნო - მის გასაგონად ჩაილაპარაკა, კაცმა გაიცინა - შენ აქ რას აკეთებ? -უკვე შენობით ფორმაზე გადავედით ქალბატონო ქეთევან? -სიტუაციამ მოიტანა - გაუღიმა სარკასტულად - კითხვაზე პასუხი არ გაგიცია-თ - თ-ს ხაზი გაუსვა, ეღიმებოდა ქალის ქცევებზე, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ მის ქცევებზე, მოსწონდა მის ნერვებზე თამაში -დუდას მეგობარი ვარ -იკა,ვერ იპოვე? - სამზარეულოში ქეთო რომ შემოვდა, და მათ შორის ჩადგა გაკვირვებული სახით მიაჩერდა მათ -ვერაფერი, ბრაზიანი “ალქაჯის” გარდა - მზერა ბავშვზე გადაიტანა, შემდეგ ოდნავ მოუღუტუნა პატარა სხეულს -იკა, მეღუტუნება - გაიცინა ბავშმა, კაცმა კისერზე შემოსვა, და სამზარეულოდან გავიდა ქეთევანი კი გაშეშებული იდგა, ნანახით გაოგნებული. ხელები მომუშტა, და ისევ ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. ოთახში რომ შევიდა, და ორი სრულიად განსხვავებული წყვილი დაინახა ჩაეცინა, ერთ მხარეს დუდა და ნატალია იყვნენ, ფეხმძიმე დუდას კალთაში ჩაჯდომოდა, და დაღლილი სახით ეჩურჩულებოდა რაღაცას, მეორე მხარეს კი მამაკაცი და ქალი იყვნენ, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს მზერას არ აცილებდნენ.ნაკაშიძე არ ჩანდა, თიტქოს ამოისუნთქაო -ქეთევან, გაიცანი ირაკლი? - ჰკითხა დუდმ რომელიც ცოლს თმაზე ეფერებოდა -ნეტავ საერთოდ არ გამეცნო…კი სამწუხაროდ - იმ წუთას შემოსულ მამაკაცს გახედა ბრაზით -რა იყო ბიჭო, უკვე ჩაისვ…უკვე გააბრაზე ქეთევანი? - სიცილით ჰკითა დუდამ და თან “სიტყვაც” შეასწორა, ირაკლის ჩაეცინა, და ძმაკაცს ანიშნა, მერე გეტყვიო. -ელ,არ მივდივართ? - გახედა ელიზაბედს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა კაცისთვის არ შეეხედა. -სად მიდიხართ? - იკითხა დუდამ -კლუბში დუდა რა კითხვებს სვამ - გაეცინა ელიზაბედს, და სავარძლიდან წამოდგა, დადიანის შეკრული წარბები დააიგნორა, და ნაზი ტანის რხევით გაემართა გასასვლელისკენ, და გადაკოცნა -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ირაკლი - გადაკოცნა ნაკაშიძე -მე არ მემშვიდობები დევდარიანის ქალო? - ვითომ გაბრაზებულმა შეუშვირა ლოყა დუდამ -შენც შენც - მასაც აკოცა, და დაემშვიდობა “ყველას”. ნიკუშას მის საქციელზე გაეღიმა. გაბრაზებული სახე რომ შენიშნა დაზე,რომელიც მას უცქერდა სიცილით ჰკითხა -რა? -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ირაკლი - და გააჯავრა, და მანქანისკენ წავიდა - არა სასიამოვნო იყოო ვერ უთხარი? - ნერვებ მოშლილმა დაძრა მანქანა -ქეთა ნელა ატარე, ჩემი სიცოცხლე ისევ ისე მიყვარს -და ნიკუშაც - გაეცინა -ქეთევან! -კარგი ხო ვჩუმდები - უთხრა დას, და ისევ გაიცინა. ორივენი ქეთას სახლში ავიდნენ, გამოცვლის მიზნით. ის იყო სახლიდან გასვლას აპირებდნენ, ტელეფონმა რომ დარეკა -თაიაა - უთხრა დას, და უპასუხა - გვიკადრე, მადლობა ღმერთს -ოოო,ნუ ამბობ ეგრე, ხო იცი რომ არ მცალია -ხო ხო ვიცით როგორც არ გცალია - ჩაიცინებ -გეყოთ!სად მიდიხართ? - თემა გადაიტანა, და გამოწყობილ დებს დააკვირდა კამერიდან -გასართობად -კარგი, ხვალ დაგირეკავთ - უთხრა და გაუთიშა. დევდარიანებმა ბინა დატოვეს, და სიცილით წავიდნენ ქეთას მანქანისკენ. დებთან ლაპარაკის შემდეგ, ტელეფონი საწოლზე მიაგდო, და საწოლზე დაემხო, გვერდით გახედა ჩალაგებულ ორ დიდ ჩემოდანს, და დილით მომხდარზე დაფიქრდა.საკუთარ სინდისს ვერფერს უხერხებდა, და რაც უფრო მეტს ფიქრობდა მასზე მით უფრო სურდა იგი, ტელეფონისკენ გაიხედა, თითებში მოიქცია, და დარეკვა სცადა, მაგრამ ყურმილის აღების ნაცვლად გათიშული ტელეფონი შერჩა ხელებში. უხასიათოდ მიაგდო ტელეფონი, და დაძინება სცადა. 6 წლის წინ ღამის სამი საათი იყო, ისრები ადგილს ინაცვლებდნენ, თუმცა ნიკუშა მაინც არ ჩანდა, ის კი იჯდა და ელოდა მას, ცხოვრებაში პირველად იყო ასე, ვიღაცას ელოდა, ვერ იტანდა ასეთ ელიზაბედს, ვერ იტანდა ვიღაცაზე მიჯაჭვულ ელიზაბედს, ეზიზღებოდა რომ ასე იყო მასზე დამოკიდებული, მიჩვეული, ხო,მიჩვეული იმდენად მიჩვეული რომ მის გარეშე არ იძინებდა, იმდენად მიჩვეული რომ თუ მის სურნელს სიახლოვეს არ გრძნობდა არ იყო კომფორტულად…არავის არასდროს ენახა ასეთი ელიზაბედი, ვერასდროს წარმოიდგენა რომელიმე მოსიარულე არსება, რომ ის თავისუფალი, დამოუკიდებელ, გართობის, დალევის მოყვარული გოგო, ვერ იძინებდა ვიღაცის გარეშე, ეს ყველას წარმოუდგენელი ეგონა.ბოლოჯერ აიღო ტელეფონი, და ნაცნობი ნომერი აკრიფა, ყურმილის აღების შემდეგ კი მის ყურებს არ დაუჯერა, ბოხი, საყვარელი ხმის მაგივრად ტელეფონში ზარივით გაისმა ქალის ნამძინარევი ხმა -გისმენთ -მე…- ნერწყვი ძვლივს გადაყლაპა, არ იცოდა რა ეთქვა - მე ნი…ნიკუშა მინდოდა -ბოდიშით ახლა ძინავს, გავაღვიძო? - იკითხა ქალმა, ვერაფერი თქვა, გაშეშდა, არ და ვერ იჯერებდა - გესმით ჩემი? - პასუხად სიჩუმე რომ მიიღ უცნობმა ქალმა, ჰკითხა -ა…არა იყოს -თქვენი სახელი, რომ გაიღვიძებს გადავცემ რომ დარეკეთ -არა…არაფერი უთხრათ -კარგით - ტელეფონი ჰაერში გაუშეშდა, ძალა აღარ ეყო და ტლეფონმაც არ დააყოვნა, ხმაურით დავარდა იატაკზე, რასაც 12 წლის ივას გაღვიძება მოჰყვა -ელ? - კითხვის ნიშნიანი მზერით დახედა დედას, რომელიც ნელ ნელა კედელთან იკეცებოდა - დედა - ცრემლიან სახეზე დააკვირდა -ივა…მე…ივა ოთახიდან გადი -კი მაგრამ -ივა,გთხოვ -კარგი - თავი დაუქნია ბიჭმა, და მარტო დატოვა ქალი, რომელიც თავს ვეღარ იკავებდა. ცრემებმა თავისით გაიკვლიეს გზა მის გაფითრებულ სახეზე. ვერ იტანდა როცა ვიღაც მის ცრემლებს ხედავდა, პირზე ხელი აიფარა, და მთელი თავისი გრძნობებით აბღავლდა.იმ დროს მეორედ ატკინა დადიანმა, იმდენად რომ დიდი შრამი დაუტოვა მას. აწმყო ელექტრონულ, თავის ამატკიებელ მუსიკაზე ცეკვავდა, თეძოებს ლამაზად არხევდა, და მამაკაცებს უფრო და უფრო იზიდავდა. ვიღაცის მხურვალე ხელები რომ იგრძნო უსიამოვნო გრძნობამ დაუარა სხეულში,მაგრამ როდესაც “ის” დაინახა, როგორ უყურებდა განრისხებული მზერით, ჩაეღიმა, და სხეულს უფრო მიუახლოვდა, და ყურთან ვნებიანად დაუჩურჩულა -დაა*ვიე - მოსცილდა, და ბართან მივიდა -ერთი ტეკილა თუ შეიძლება - დაუყვირა ბარმენს, და მაღალ სკამზე ჩამოჯდა,თვალებით დის მოძებნა დაიწყო, როცა სასურველი ადამიანის ლანდი დალანდა, ის ჭიქა ტეკილაც დალია, და მოძრავ სხეულებს შეუერთდა. თვალებ ანთებული შესცქეროდა ქალს, რომლის გაშვებაც არასდროს შეეძლო, მასში იყო ბოლომდე…დაძაბულმა მწარე სითხე ჩაყლაპა, და სასურველი ქალისკენ წავიდა. მაჯაზე თითები რომ იგრძნო, მაშინ გაახილა თვალები, დაბნეული მზერით შეხედა გაბრაზებულ მამაკაცს, რომელმაც გეზი საპირფარეშოსკენ აიღო. ოთახში ჯერ ქალი შეუშვა, შემდეგ თვითონაც შევიდა, და კარი ზურგს უკან ჩაკეტა. -რას მივაწეროთ შენი ეს ქცევა ნიკუშა? - სარკასტულად გაუღიმა, და კაცის წინ ამაყად დადგა.კაცმა გაუღIმა, და სწრაფი მოძრაობით ააკრა კარზე ქალი. ელიზაბედი მთელი ძალით ცდილობდა პულსი დაერეგულირებინა,მამაკაცს მისი მკლავები თავს ზემოთ გაეკავებინა, და ქალის მდგომარეობაზე ეღიმებოდა -მიყვარს ჩემს სახელს რომ იძახი, განსაკუთრებით კი ამ ტუჩებიდან - ცერა თითი ტუჩზე გადაუსვა, და ცხოველივით დაეწაფა 6 წლის მონატრებულ ბაგეებს. 1 წამით ზუსტად 1 წამით გაეთიშა გონება, და ის იყო კოცნაშიც კი აყვებოდა, მაგრამ ვერ დაივიწყა მისგან მოყენებულ ტკივილს ეს სანატრელი კოცნაც კი ახსენებდა, წამიერად ამოუტივტივდა, პირველი 1 წელი მის გარეშE, ღამე როდეაც ნამსხვრევებად იქცა, და დღემდე ამ ნამსხვრევების აწყობას ცდილობდა, თუმცა კარგად იცოდა რომ წინ მდგომის მეტი ამას ვინმე, არამედ თვითონაც ვერ შეძლებდა. მკლავები გაითავისუფლა, და მასზე დიდ სხეულს ხელი კრა -მეორეჯერ აღარ გაბედო, და არ მომეკარო…გულს მირევ - ზიზღით ამოთქვა, და იქაურობას გაეცალა,მამაკაცი კი გახევებული დატოვა… ხხმამაღალი მუსიკა თავს ატკიებდა, რამდენიმე ჭიქა არყის შემდეგ საცეკვაოდ ხალხში შერეული დის თვალებით ძებნა დაიწყო, თუმცა ვერაფრით იპოვა. თბილისში სული ეხუთებოდა, არ უყვარდა თბილისური ცხოვრება, მისი დებისგან განსხვავებით…დაახლოეით მერვე ჭიქის დალევას აპირებდა, როდესაც გვერდიდან ხმა გაიგონა -საკმარისად დალიე მგონი - ჭიქა ხელიდან აართვა -უკაცრავად? -დღეს უკვე მეორედ მეუბნები უკაცრავადს, სიტყვები გელევათ ქალბატონო ქეთევან? - სიცილით უთხრა, გონება არეულმა ქალმა, ახლახან შეამჩნია მისი ღიმილი, რომელიც უფრო სიმპათიურს ხდიდა მამაკაცს -ღიმილი გიხდება - უთხრა პირდაპირობით გამორჩეულმა ქეთამ, და არც გაიაზრა რა თქვა -მთვრალი ხართ ქალბატონო ქეთევან -ნასვამი - შეუსწორა, და ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ თაბრუსხვემამ თავისი ქნა -კარგად ხარ? - ხელები შეაშველა ნაკაშიძემ -კი…მგონი -წასვლის დროა ქალბატონო -არა, უნდა ვიცეკვო - ხელი აუქნია, და არეული ნაბიჯებით გაემართა საცეკვაოდ. არავინ და არაფერი აინტერესებდა, “თავისთვის” ცეკვავდა, ტანის ნაზი მოძრაობებით, თავის ტკივილსაც არ აქცევდა ყურადღებას, ის დღE იყო იმ დღეთაგანი, როდესაც ის ყველაფერს ივიწყებდა. გონებასმ “წითელი აუნთო” როდესაც უხეში ხელები იგრძნო თეძოებზე, ეცადა თავი დაეღწია, მაგრამ თან ამ ყველაფერს თან მამაკაცის უსიამოვნო სიტყვეი დაერთო -გავერთობით -მომშორდი - დაუღრინა, და გაწევა სცადა,შემდეგ? მხოლოდ ყვირილი და ნაკაშიძეს განრისხებული მზერა ახსოვს. ვიმედოვნებ მოგეწონებათ,მომიტევეთ შეცდომებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.