შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი თავი ( 6)


1-11-2022, 20:02
ავტორი Nostalgia
ნანახია 1 477

ესეც ახალი თავი მეგობრებო ყველანაირად ვცდილობ დავხვეწო ჩემი ნაწერი, იმედია შედარებით კარგი წასაკითხი იქნება თქვენთვის, ყველა თქვენს რჩევას ვითვალისწინებ.. და ნელ-ნელა უკეთესს ვხდი ახლა კი სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!


ნაწილი 6



_ მართლა? მაშინ გემრიელად მიირთვი შვილო..- უთხრა ქალმა - კარგი თქვენ ივახშმეთ მე კი წავალ ოთახს  მოგიმზადებ .- ბოლოს ესღა უთხრა და სამზარეულოდან გავიდა
მაქსიმემ, მია-ს გახედა და მის ტუჩებს მიაშტერდა რადგან,  დაინახა რომ გოგოს , ტუჩის კუთხეში საჭმლის ნარჩენი დარჩენოდა  ამ დროს მია-მ ,მისი მზერა დაიჭირა..
_ ასე რატომ მიყურებ?- ჰკითხა  გაკვირვებულმა
_ ასე როგორ?
_ რა ვიცი.. უცნაურად..
_ სულაც,არ გიყურებდი უბრალოდ  შევამჩნიე რომ ტუჩზე პურის ნამცეცი დაგრჩენია და   მაგას დავაკვირდი.. - განუმარტა ბიჭმა
_ მართლა? - უთხრა  ხელი ტუჩთან მიიტანა და შეეცადა მოეშორებინა
_ მანდ არა ცოტა აქეთ..- აუხსნა
_ აქ ..?- თითი ცოტა ქვემოთ  ჩამოსწია
_ არა ,არც მან არის ..- შეუმჩნევლად ჩაეღიმა გოგონას მიამიტობაზე  შემდეგ კი მას მიუახლოვდა და  საჩვენებელი თითი ტუჩის კუთხესთან მიიტანა და  შემდეგ,   ტუჩიდან პურის ნამცეცი,
აიღო  როდესაც მაქსიმე მის ტუჩებს ეხებოდა,  გოგონას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ერთ ადგილზე მიეყინა თვითონ მაქსიმემაც უცნაურად იგრძნო თავი როდესაც გოგოს ნაზ და ფაქიზ ტუჩებს შეეხო ძალიან ესიამოვნა მისი შეხება.. შემდეგ სწრაფად აშორებს ნამცეცს და მია-ს  აჩვენა
_ ტუჩის, კუთხეში გქონდა
_ ჰოო.. კარგი მადლობა დახმარებისთვის - უთხრა  და შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან.  შემდეგ ოთახში შევიდა კარები დაკეტა და იმ ადგილზე მიიდო თითი სადაც მაქსიმე ეხებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო რატომ იმოქმედა მისმა შეხებამ ასე...?  არა ეს ბიჭი მე თავისი ქცევებით ჭკუიდან შემშლის - მძიმედ ამოიხვნეშა და საწოლზე მოწყვეტით ეშვება.  შემდეგ თავისი კონსპექტებს იღებს და მისაღებ ოთახში შედის სამეცადინოდ მდივანზე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო..



კონსპექტებს , კითხულობდა და ვერც შეამჩნია ისე შემოვიდა მაქსიმე მისაღებ ოთახში იქვე ახლოს ჩამოჯდა და ტელევიზორი ჩართო რომ ფეხბურთი ეყურებინა.  მისი საყვარელი სპორტი იყო ფეხბურთი და ახლა კიდევ, მისი საყვარელი გუნდი თამაშობდა და ამას როგორ გამოტოვებდა, იგი ტელევიზორი მაღალ ხმაზე ჰქონდა ჩართული და მთელი განცხრომით უყურებდა ფეხბურთს , ტელევიზორის მაღალმა ხმამ ,კი მია-ს  სწავლაში ხელი შეუშალა, კონსპექტები მაგიდაზე დააწყო და გაბრაზებული სახით გახედა იქვე მჯდარ ბიჭს.
_ შენ აქ რას აკეთებ?- ჰკითხა გაბრაზებულმა
_ ფეხბურთის საყურებლად მოვედი.. რა იყო არ შეიძლება? - უთხრა და გახედა გოგოს.
_ და ვერ ხედავ რომ  მეცადინეობაში  ხელს მიშლი?! - გაღიზიანდა გოგო - ახლავე გამორთე ტელევიზორი!
_ ხელს , თუ გიშლის შეგიძლია ოთახში ისწავლო მე კი ფეხბურთს უნდა ვუყურო..
_ შენ რა ,არ გესმის?! მომეცი პულტი!
_ არ, მოგცემ.- მტკიცე ხმით უთხრა
_ მაქსიმე! პულტი მომეცი!
_ უკვე , გითხარი რომ არა თქო.
_ ბოლოჯერ, გეუბნები ან ტელევიზორი გამორთე ან პულტი მომეცი და მე თვითონ  გამოვრთავ! -  წამოიძახა უკვე მწყობრიდან გამოსულმა
_ არა თქო.
_ ესეიგი, არა ჰო კარგი მაშინ ჩემით წაგართმევ.  - უთხრა მდივანზე ავიდა და ბიჭს ხელებში ჩააფრინდა. - მომეცი პულტი ! - გაიძახოდა და არ ეშვებოდა ცდილობდა როგორმე ხელიდან გამოეგლიჯა მაქსიმე კი ხელს უფრო. და უფრო ზევით სწევდა.
_ იცოდე , ჩემ მოთმინებას ნუ ცდი დამიბრუნე პულტი!
_  თუ ასე გინდა სცადე და წამართვი .- უთხრა სერიოზული სახით.
_სპეციალურად , მიკეთებ არა ამას  სამაგიეროს მიხდი იმის გამო რომ ფეხბურთი არ გაყურებინე ?
_ მია,ნუ აზვიადებ ყველაფერს და ქვემოთ ჩამოდი!
_ არ , ჩამოვალ ! კარგი რადგან არ გინდა პულტი დამიბრუნო , მაშინ ამას ჩემი , მეთოდით გავაკეთებ.. ახლა გაიგებ თუ რა შეუძლია მია შარვაშიძეს - წამოიყვირა, შემდეგ გაექანა და ბიჭს შეახტა თუმცა პულტს მაინც ვერ იღებს რადგან ის მაქსიმეს, ხელიდან უვარდება შემდეგ ძირს ეცემა და ტყდება. შემდეგ კი მაქსიმემ გოგო უხეშად დასვა ძირს.
_ შენ , სულ გაგიჟდი?! რა ქცევებია ეს ამხელა გოგო ხარ და პატარა ბავშვივით იქცევი..ან ეს რა სიველურე იყო  ?
_ ნუ მიყვირი ! შენ მაიძულე ასე მოვქცეულიყავი ადამიანურად გითხარი რომ , გამოგერთო ტელევიზორი მაგრამ შენ ყურიც არ დამიგდე. გასაგებია?
_ მერე ასე ქაჯივით უნდა მოიქცე მაინც და მაინც აა?  რა სცენები მომიწყვე.- მკაცრი ტონალობით უთხრა- მომისმინე, ჩემთან ასეთი ქცევები არ გაგივა ,მე უკვე გაგაფრთხილე რომ ჩემთან მიმართებაში, ხმის ტონი შეარჩიო რადგან მე პირველ რიგში შენზე გაცილებით დიდი ვარ და მერე მე შენი მცველი ვარ და არა შენი რომელიმე მეგობარი ვისთანაც ასე შეძლებ მოქცევას.- მკაცრი და გამყინავი ხმით ეუბნებოდა. იმდენად იყო გაბრაზებული  რომ სიბრაზისგან სახე ალეწა და თვალები სიბრაზისგან უელავდა  გოგონას კი თვალები აუცრემლიანდა 
_  უგულო, ხარ.. - ჩამწყდარი ხმით ეუბნება
_ რაა?
_ რა, და ის რომ უგულო და ცივი ადამიანი ხარ, დიახ არა და შევცდი.. მეგონა ასეთი არ იყავი მაგრამ დღეს მივხვდი რომ შევცდი, რადგან .. რადგან შენს თვალებში, ამოვიკითხე რომ გულცივი ადამიანი ხარ..  ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მეჩხუბე..მე მივხვდი ჩემ შეცდომას მაგრამ..შენმა თვალებმა დღეს მე ძალიან შემაშინა რადგან იქ მხოლოდ სიცივე დავინახე და სიბნელე..  იცი რა შენ მართალი იყავი , შენგან თავი შორს უნდა დავიჭირო. ასე აჯობებს..- უთხრა შემობრუნდა და ოთახიდან გარბის. მაქსიმე კი ერთ ადგილას მიეყინა ამ სიტყვებმა მას გული მოუკლა ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ოდესმე ასე შეაშინებდა გოგოს , თანაც მას ვინც მისი სიყვარული იყო, შოკირებული ეშვება სავარძელში და სულ მია-ს სიტყვებზე ფიქრობს ნუთუ მართლა ასეთი საშიშია?  როგორც მია-ს ჰგონია მას აზრადაც არ მოსვლია მისი შეშინება უბრალოდ უნდოდა რომ გოგონა აზრზე მოეყვანა.  თუმცა უარესი გამოუვიდა და მია დააფრთხო.
ბოლოს, კი თავისთავზე თვითონვე ეშლება ნერვები  შემდეგ კი დგება და სწრაფი ნაბიჯით ეზოში გადის.



ეზოში ,გავიდა და დასამშვიდებლად კვლავ სიგარეტის მოწევა დაიწყო..  თვალებში ოდნავ წყალი ჩაუდგა და ჩაუწითლდა  თვალზე მომდგარი ცრემლებისგან  რომლებსაც იკავებდა.

_ მე , მონსტრი არ ვარ ..- გაუელვა გონებაში ამ აზრმა და იქვე მდებარე ხის სკამზე ჩამოჯდა...




***
_  ეშმაკმა დალახვროს  ! სულ როგორ გვისხლტება ის გოგო ხელიდან.-  დაიყვირა კაცმა
_ თქვე არაფრის მაქნისებო, როგორ ვერ მოკალით ის გოგო აა?!- დაიყვირა
_ ბატონო,  რევაზ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მაგრამ მისმა მცველმა ყველაფერი გააფუჭა, ის კაცი არ ჰგავს წინა მის მცველებს ძალიან ჭკვიანი და სწრაფია , არ ვიცი როგორ მაგრამ შევამჩნიე რომ ის ჩვენ გვაკვირდებოდა..
_ ამით, რისი თქმა გინდა შე იდიოტი?!
_ იმის, რომ მან ჩვენზე თავიდანვე ეჭვი აიღო..  და კიდევ ვფიქრობ ცოტა სახიფათო ვინმე ჩანს..
_ კაი, ერთი ახლა არ მითხრა რომ იმ ტიპის შეგეშინდა?!- დასცინა თავის კაცს.
_ მე , არ მეშინია მაგრამ ვფიქრობ მომავალში მის გამო პრობლემები შეგვექმნება..
_ ახლა , კარგად მომისმინე! იცოდე ბოლო შანსს გაძლევ  ახლა წახვალ და მათ თვალს არ მოაშორებ და იქამდე აქ  არ დაგინახო სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვან ,გასაგებია?
_ დიახ.- უთხრა და ოთახიდან გავიდა

_ იქამდე,არ მოვისვენებ სანამ ნოდარს არ გავანადგურებ მინდა ვნახო როგორ ნადგურდება


დიდი დრო, გაატარა ეზოში შემდეგ კი თავის ოთახში, შევიდა ტანსაცმელი გამოიცვალა და ლოგინში შეწვა, უნდოდა როგორმე დაეძინა თუმცა არ გამოსდიოდა რადგან გონებიდან ვერაფრით ვერ იშორებდა იმ სიტყვებს, ვერაფრით რომ ვერ მოისვენა სპორტული ტანსაცმელი გადაიცვა და ტერასაზე გავიდა. აივნის მოაჯირს მიეყრდნო და იქიდან უმისამართოდ ყურება დაიწყო იყურებოდა სადღაც შორს,  ამ დროს ოთახის ფანჯრიდან, მია-მ  მაქსიმე დაინახა მათი ოთახები გვერდი გვერდ იყო და საერთო აივანი ჰქონდათ.
იგი,მას სევდიანი თვალებით,უყურებდა ფანჯრიდან   თუ როგორ იდგა აივანზე რაღაცაზე ფიქრობდა.  რაღაცით გულის სიღრმეში ინანა კიდეც რომ ეს სიტყვები უთხრა, მაგრამ იმ მომენტში მართლა ძალიან, შეეშინდა მისი.. ცივი თვალების შემდეგ გულმა ვეღარ მოუთმინა და ისიც აივანზე გავიდა შემდეგ კი მის გვერდით გაჩერდა.

_ მაპატიე, ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა შენთვის..- დამწუხრებული ხმით უთხრა
_  საპატიებელი არაფერია , შენ მართალი იყავი, საშინელი და ბნელი ადამიანი ვარ..
_  არა,ასე არარის. დამიჯერე მართლა ძალიან ვწუხვარ უბრალოდ იმ წუთში შენი ძალიან შემეშინდა რადგან პირველად გნახე ასეთი მზერით..
_   მე გულცივი ადამიანი ვარ , მია ის კი რაც თქვი, სრული სიმართლეა. მე უგრძნობი ვარ თქვა და ჩაწითლებული,თვალებით შეხედა -  მე  შენზე არ ვბრაზობ შენ არაფერ შუაში ხარ დამიჯერე, პრობლემა ჩემშია  მე უგრძნობი და ცივი ადამიანი ვარ.. თუმცა იმაზე ვბრაზობ რომ, შეგაშინე  მაგრამ,შენი შეშინებია აზრადაც არ გამივლია.. მხოლოდ ერთს გეტყვი ჩემი ნუ შეგეშინდება!- უთხრა და ოთახში დაბრუნდა  შემდეგ კი საწოლში ჩაწვა და დაიძინა თუმცა გვიან ღამით ისევ შეახსენა თავი იმ საშინელმა კოშმარმა ძილში, ბორგავდა და ვერ ისვენებდა  სხეული კი  მთლიანად გაუოფლიანდა, მია წყლის დასალევად იყო გასული და  თავის ოთახში აპირებდა შესვლას როცა მაქსიმეს ოთახიდან, ყვირილის ხმა მოესმა და ისიც მაშინვე ოთახში შევიდა.  შემდეგ კი მას მიუახლოვდა..
_ მაქსიმე!  გესმის ჩემი გაიღვიძე..- ეუბნებოდა და თან მის გაღვიძებას  ცდილობდა  - მაქსიმე! კიდევ ერთხელ გაიმეორა და შეანძრია ამ დროს კი.. მაქსიმე გოგოს ინსტინქტურად საწოლზე აგდებს და ყელზე უჭერს ხელს
_ მაქსიმე, რას აკეთებ ?!გამიშვი გთხოვ..-  წამოიძახა მია-მ როცა ბიჭმა მას ყელზე ხელები ძლიერ წაუჭირა.. - მაქსიმე!! - კვლავ დაუყვირა და ამ დროს ისიც გონს მოდის და როცა იაზრებს თუ რა გააკეთა ხელებს სწრაფად აშორებს გოგოს.
_ აქ, რას აკეთებ?!- უთხრა ჩახლეჩილი ხმით
_  მე...მე..შენი ოთახიდან ყვირილის ხმა გავიგე და მოვედი რომ მენახა ყველაფერი რიგზეა თუ არა..- ხველება- ხველებით უთხრა 
_ მაპატიე,მე არ ვიცი რა დამემართა უბრალოდ ეს კოშმარი....
_ კარგი, არა უშავს.. მაგრამ რა დაგემართა?

_ ამაზე, საუბარი არ მინდა..  და გთხოვ მარტო დამტოვე.
_ მაგრამ... შენ ცუდად ხარ სახეზე ფერი გადევს და..- სიტყვა ვეღარ დაამთავრა რადგან მაქსიმემ დაუყვირა.
_ არ გესმის,მარტო დამტოვე -თქო..!- დაუყვირა მაგრამ მია ადგილიდან არ დაიძრა
_ აქედან, არსად არ ვაპირებ გასვლას იქამდე სანამ არ დავრწმუნდი რომ კარგად ხარ.
_  მაინც,არ იშლი შენსას არა ? - უთხრა და ჩაწითლებული თვალებით გოგოს შეხედა.
_მე , უბრალოდ შენი დახმარება მინდა სულ ესაა..  არ ვიცი, რა გაწუხებს მაგრამ ვგრძნობ რომ ეს შენი სულიერი მდგომარეობა უნდა იყოს, არ ვიცი რა მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რომ ახლა შენი სული იტანჯება და ეს ტრავმები, მას მოსვენებას უკარგავს.. - მშვიდი ხმით უთხრა - დიდი ხანია რაც ასე გემართება? არა, არ გეგონოს რომ შენს ცხოვრებაში ვერევი უბრალოდ, მაინტერესებს დიდი ხანია რაც ასე იტანჯები?
_   ბოლო სამი წელია რაც ასე ვარ..- ჩუმი ხმით უთხრა

_ გასაგებია, ახლა როგორ გრძნობ თავს უკეთ ხარ?
_  უკეთ,ვარ ჩემზე ნუ ღელავ ახლა კი წადი და დაიძინე, უკვე ძალიან გვიანია.
_ კარგი, ღამე მშვიდობისა!- უთხრა და ოთახიდან გავიდა


მია, გავიდა ოთახიდან ,და მაქსიმე მარტო დარჩა ოთახში თავის ფიქრებთან  თავს საშინლად გრძნობა  იმის გამო  რაც გააკეთა დროულად, რომ არ მოსულიყო გონს ალბათ მია- ს დაახრჩობდა კიდეც.



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

სიუჟეტი მართლაც კარგია, როგორც წინაზე აღვნიშნე, მაგრამ წინადადებები ძალიან გაუმართავია და სასვენ-ნიშნებსაც ყურადღება მიაქციე. საბოლოო ჯამში, კარგი ისტორიაა. მოუთმენლად ველი მოვლენების განვითრებას და არ დააგვიანო ძალიან გთხოვ♡

 


№2 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა მაგრამ ისეთი რა მოუვიდა მაქსიმეს ძან რომ იტანჯება და სხვასაც ცუდად ექცევა რა მოხდა ისეთი წარსულში რომ ასე ცუდად ხდება მომწონს ეს წყვილი მინდა კარგად იყვნენ,იმედია ნოდარი არ გაჭედავს????????????????????❤️ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????

 


№3  offline წევრი Nostalgia

ნესტან
ძალიან მომეწონა მაგრამ ისეთი რა მოუვიდა მაქსიმეს ძან რომ იტანჯება და სხვასაც ცუდად ექცევა რა მოხდა ისეთი წარსულში რომ ასე ცუდად ხდება მომწონს ეს წყვილი მინდა კარგად იყვნენ,იმედია ნოდარი არ გაჭედავს????????????????????❤️ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????

დიდი , მადლობა ნუ ასე ვთქვათ ეს წასულია ტრამვემბია და თუ რა დაემართა ამას უკვე ძალიან მალე გავიგებთ. მადლობა კიდევ ერთხელ და მიხარია რომ ასე შეგიყვარდათ ეს წყვილი ❣️❣️ ნელ-ნელა ყველაფერს გავიგებთ

 


№4 სტუმარი გუჰა

საღოლ მაგადია განსაკუთრებით მაქსიმეს ემოციები საწოლში რო ჩაწვა ანუ და ასე შემდეგ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent