შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი თავი ( 7)


4-11-2022, 07:57
ავტორი Nostalgia
ნანახია 6 791

ესეც, ახალი თავი მეგობრებო იმედია მოგეწონებათ, რაღაც მინდა გკითხოთ?ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია , ანუ მაინტერესებს, თქვენამდე თუ მოდის ის კითხვის დროს ის ემოცია რასაც პერსონაჟები განიცდიან?
ახლა კი სასიამოვნო კითხვას გისურვებთ და გთხოვთ ცოტა იაქტიურეთ!


ნაწილი 7






მია, ოთახიდან გავიდა მაქსიმე კი მარტო, დარჩა თავის თავთან და ფიქრებთან საშინელ დღეში იყო.. რადგან სულ ცოტახნის წინ ლამის გიგონა შემოაკვდა..
_  როდის, უნდა მორჩეს ეს ყველაფერი?  მეტი ასე აღარ შემიძლია!  - წამოიძახა ჩახლეჩილი ხმით და თავი ხელებში ჩარგო გრძნობდა რომ ეს კოშმარი მასზე ძალიან მოქმედებდა ეს ყველაფერი კი მის წარსულთან არის დაკავშირებული.  რაც ამ საღამოს მოხდა   კი მხოლოდ   თავდაცვის ინსტინქტი იყო, 

მია, ოთახში ბრუნდება და საწოლში წვება მაგრამ თავიდან ვერაფრით იგდებს მომხდარს, მაქსიმე იმ მომენტში გააფთრებულ  მტაცებელს ჰგავდა,  რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი მაგრამ მია იმაზე ფიქრობდა თუ რა ემართება ბიჭს  რატომღაც გული შესტკივა მასზე მიუხედავად იმისა რომ მაქსიმეს,  ცივი იერი მას აფრთხობს, მაინც იზიდავს მისკენ   პირველად ნახა ასეთი ხოლო მის თვალებში კი დაინახა დიდი ტკივილი..ის რასაც იგი გულმოდგინედ მალავდა გოგონამ, მაშინვე ამოიკითხა...

***
დილით , მია-ს ტელეფონი აღვიძებს. თავს  ზანტად წევს ტუმბოდან მობილურს იღებს და ცალი თვალით ეკრანს აკვირდება როდესაც ხედავს რომ უნივერსიტეტიდან ურეკავენ  სწრაფად ფხიზლდება და ზარს უპასუხა.
_   გისმენთ! ქალბატონი მზია
_ დილა მშვიდობისა! მია.
_ დილა მშვიდობისა!
_   მია, ალბათ ახლა გაინტერესებს თუ რისთვის გირეკავ , მოკლედ შვილო დღეს უნივერსიტეტში ნუ მოხვალ.. - გააფრთხილა ქალმა
_ რატომ?
_  სარემონტო სამუშაოები დაიწყო ,ჩვენთან და ამიტომ უნივერსიტეტი იკეტება ორი კვირით. ასე რომ ეს ორი კვირა შეგიძლია დაისვენო.
_ ძალიან, დიდი მადლობა რომ  შემატყობინეთ!-  უთხრა მია-მ.
_ არა ფრის შვილო , კარგი აბა შეხვედრამდე - დაემშვიდობა ამის შემდეგ მია ტელეფონს თიშავს და ისევ საწოლში წვება რომ ძილი გააგრძელოს  თუმცა ვერ ახერხებს რადგან უკვე გამოფხიზლდა  და გადაწყვიტა ამდგარიყო..
საწოლიდან სწრაფად დგება შემდეგ საწოლს ასწორებს და აბაზანაში შედის და თავს იწესრიგებს როცა ყველა საჭირო პროცედურებს, ასრულებს ოთახში ბრუნდება კარადას აღებს , იქიდან  ჯინსის შარვალს და თბილ  სვიტერს იღებს შემდეგ  იცვამს  თმებს ისწორებს და გაშლილს იტოვებს ,  ბოლოს კი  ოთახიდან გადის
ქვემოთ,ჩადის და სამზარეულოში შედის.
_ დილა მშვიდობისა! ძიძა. - მიესალმა გოგონა როდესაც სამზარეულოში შევიდა.
_ დილა მშვიდობისა! შვილო. არ მეგონა თუ ასე ადრე ადგებოდი, თორემ რამეს გაგიმზადებდი. მე კი საყიდლებზე ვარ წასასვლელი...-  განუმარტა ქალმა.
_ არა უშავს , ძიძა მე მაინც არსად მივდივარ და თანაც ხომ იცი დილაობით არაფერს ვჭამ.   თუ მომშივდა მერე ჩემით მოგიმზადებ რამეს.- დაამშვიდა გოგომ
_ კარგი, მაშინ წავალ და მალე მოვალ იმედია სახლს არ გადაწვავ ჩემ დაბრუნებამდე.
_ კარგი, რა ძიძა არაფერი არ მოხდება ნუ ღელავ.-  დამაჯერებელი ხმით უთხრა და დაეკრიჭა.
_ გიჟი ხარ!- გაეცინა ქალს ჩანთა აიღო და წავიდა დარჩა მია , ამხელა სახლში მარტო მაქსიმეც არსად არ ჩანდა.. სამზარეულოს ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა მაქსიმე რომელიც დაცვის ბიჭებს ესაუბრებოდა სერიოზული სახით, სამზარეულოდან კარგად ჩანდა ის ადგილი სადაც მაქსიმე იდგა. მია უყურებდა მას და ისე მიაშტერდა ვერც კი შენიშნა  შემდეგ კი როცა შეამჩნია რომ მაქსიმე მისკენ ბრუნდებოდა სწრაფად გაეცალა იქაურობას მაგრამ ბიჭს მაინც არ გამოჰპარვია გოგოს დაჟინებული მზერა. მია-მ კი ყურადღების გადასატანად ყავის მომზადება დაიწყო. ამ დროს  მაქსიმეც შევიდა სამზარეულოში
_  ყავას, თუ აკეთებ მეც მომიმზადე თუ შეიძლება.-  სამზარეულოში შესულმა უთხრა შემდეგ კი მაგიდასთან ჩამოჯდა
_ კარგი..- უპასუხა და ყავის მომზადებას შეუდგა შემდეგ ჭიქებში ასხამს და მაგიდაზე აწყობს.
_ ისე , აქ რას აკეთებ წასასვლელად არ ემზადები?- ინტერესით ჰკითხა მაქსიმემ
_ არა , ორო კვირა თავისუფალი ვარ.
_ რატომ? აცდენ?-  ჰკითხა და ერთი წარბი ზევით აზიდა.
_ ეს რა კითხვებია მაქსიმე ?! - გაბრაზდა - რა თქმა უნდა არ ვაცდენ უბრალოდ , უნივერსიტეტში სარემონტო სამუშაოები დაიწყო და  ყველა გაგვიშვეს დღეს დილით ლექტორმა დამირეკა და მითხრა..
_ აჰა, გასაგებია.
_  ჰოო, აი ასე მთელი ორი კვირა სახლში ვარ მაგრამ... აქ ყოფნა არ მინდა.. - მოწყენილი ხმით  უთხრა
_ აბა ,რას აპირებ?
_ არ ვიცი ,  მაგრამ მინდა ცოტახნით მაინც მოვწყდე აქაურობას და სადმე მშვიდ გარემოში ვიყო..
_ დარწმუნებული ხარ რომ გინდა ქალაქიდან შორს იყო?-  ჰკითხა და დააკვირდა მის პასუხს.
_ კი, მინდა ისე როგორც არასდროს...
_ მაშინ, თუ  თანახმა ხარ მე მაქვს შენთან ერთი შემოთავაზება...
_ რა შემოთავაზება?
_ მე , მაქვს ქალაქ გარეთ პატარა სახლი და თუ გინდა იქ წავიდეთ. აბა რას იტყვი?
_ თანახმა ვარ, წავიდეთ! - წამოიძახა ომახიანად.
_ ჯერ , კარგად მოგეფიქრებინა ..! - სერიოზული სახით უთხრა
_  ჰო, გითხარი თანახმა ვარ ! წავიდეთ ოღონდ აქაურობას გავეცალო და ყველაფერზე ვარ თანახმა.
_ კარგი , მაშინ  გადაწყვეტილა ნაშუადღევს წავალთ. ახლა კი ვისაუზმოთ.
_  იცი, ძიძას არაფერი მოუმზადებია რადგან სახლში არ , არის. მაგრამ თუ გინდა მე მოგიმზადებ რამეს
_ კარგი, მაგრამ მომზადება იცი..? იმედია არ მომწამლავ - ჩაეცინა ბიჭს.
_  არ,მოგწამლავ ნუ დარდობ.- დაამშვიდა და ომლეტის მომზადება დაიწყო
მაცივარი გამოაღო და კვერცხი ამოიღო შემდეგ გაზქურა აანთო  ტაფა გააცხელა  და კვერცხის თქვეფა დაიწყო, მთელი ამ დროის მანძილზე მაქსიმე მას ჩუმად ადევნებდა თვალს.  როდესაც მია-მ ომლეტი მოამზადა თეფშზე იღებს და მაქსიმეს  უდებს წინ შემდეგ მაგიდას შლის და ისიც ჯდება.
_ გემრიელად მიირთვი! - უთხრა მია-მ
_ მადლობა, და შენ არ ჭამ?
_ არა მე დილაობით არ ვსაუზმობ უფრო სწორად ვერ ვჭამ.
_ კარგი,-  უთხრა და  ჭამას შეუდგა თუმცა ცოტახნის შემდეგ კი ხველა უტყდება.  სახე უწითლდება და  თვალები უცრემლიანდება.
_ რა, მოხდა?!
_ წყალი, თუ შეიძლება!-  ხველება- ხველებით. უთხრა.
_ ახლავე.- წამოიძახა და წყალი მიაწოდა. მაქსიმემ გამოართვა და ერთი ჭიქა წყალი მაშინვე გადაკრა.
_ კარგად, ხარ რა მოგივიდა?!- აღელვებულმა ჰკითხა
_ არაფერია , დაივიწყე..- უთხრა და ისევ ჭამა განაგრძო. მია-მ პატარა ნაკუწი გასინჯა და წარბები შეჭმუხნა.
_ ღმერთო ! რამდენი  წიწაკა მიქნია!- წამოიძახა შეწუხებულმა და თავზე ხელი შემოირტყა.
_ არაფერია, ნუ ღელავ ძალიან გემრიელია  მე მიყვარს მწარე საჭმელები.-  ეცადა დაამშვიდა მია
_   ეს საზიზღრობა როგორ უნდა იყოს გემრიელი, მოიცადე ხელახლა გავაკებ , გთხოვ ნუღარ შეჭამ ამას. - შეწუხებული ხმით ეუბნება და დგება.
_ ჰო, გითხარი გემრიელია- თქო მე მომწონს.და დამშვიდდი, გთხოვ.
_ შენ ახლა ამას იმიტომ მეუბნები რომ დამამშვიდო. ხომ ასეა? - ვერაფრით ვერ დაწყნარდა და აქეთ - იქით იწყებს სიარულს  მაქსიმე ფეხზე წამოდგა და მას მიუახლოვდა. ხელი მოკიდა მხრებში და სკამზე დასვა.
_ დამშვიდდი, კარგი!   არა უშავს თუ არ გამოგივიდა ხდება ხოლმე..- თვალებში ჩახედა და ისე დაამშვიდა.
_ მაგრამ, ჩემი დაუდევრობის გამო ცუდად გახდი ლამის..
_ მე , კარგად ვარ! დამშვიდდი კარგი და ასე ემოციურად ნუ აღიქვამ ყველაფერს.  თანაც ხომ გითხარი რომ მე მომწონს ესე იგი ასეა. და ნუღარ დარდობ ამაზე..- მშვიდი ხმით ესაუბრებოდა და თვალებში უყურებდა.  არცერთი არ აშორებდა ერთმანეთს თვალს.
_ უცნაური, ადამიანი ხარ..- მოულოდნელად უთხრა მია- მ
_   ასე რატომ ფიქრობ?- ჰკითხა
_  იმიტომ, რომ ასეა შენ ყველაზე უცნაური ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ..
_ და უცნაურობის რა შემატყვე?
_ ბევრი რამ არის შენში უცნაური...
_ მაინც, რაა?
_  ავიღოთ , მაგალითად ის რომ მწარე ომლეტი შეჭამე რომელიც არ ვარგოდა და ამბობ რომ კარგია და საერთოდ უცნაური ხარ და შენი ამოცნობა თითქმის  შეუძლებელია.. რადგან იდუმალი ადამიანი ხარ შენი ამოცნობა ალბათ ვერავინ შეძლო მაგრამ მე უკვე ვიცი როგორიც ხარ სინამდვილეში..
_ და როგორი ვარ?- ჰკითხა ინტერესით.
_ ამას , საიდუმლოდ დავიტოვებ..
_ რატომ?
_ იმიტომ , რომ მე ასე მინდა.


_ და მაინც როგორი ვარ?
_  უცნაური, და ეს უცნაურობა იმაში გამოიხატება რომ შენში ორი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს... ამით იმის თქმა მინდა რომ, გარეგნულად შენ ცივი ხარ , მაგრამ შინაგანად სხვა ადამიანი ხარ  შენ შენს ნამდვილ პიროვნებას რატომღაც მალავ ყველასგან..- აუხსნა მია-მ  მაქსიმემ ხელები შეუშვა და გაოგნებული უყურებდა მას. ის რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა ამ ერთი ციდა გოგომ ამოიცნო.
_ შენ..ამას როგორ მიხვდი?
_ გიკვირს , ხომ ასეა.. მიუხედავად იმისა რომ შენ მკაცრი და ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ მე მაინც შევიცანი, შენი ნამდვილი მე.. რადგან მე ადამიანების ამოცნობა კარგად გამოდის თვალებში ჩახედვით  შემიძლია გავიგო თუ ადამიანი როგორია..- გაუღიმა მია-მ  - კარგი წავალ მოვემზადები - უთხრა და სამზარეულოდან გავიდა მაქსიმე კი ჯერაც შოკში იყო გოგოს სიტყვებისგან.
მალე, ძიძაც მოვიდა.

_ ძიძა,რა კარგია რომ მოხვედი.. რაღაც უნდა გითხრა.- წამოიძახა მია-მ
_ რა, ხდება შვილო?
_ ძიძა,მე ათი დღე სახლში არ ვიქნები და თუ მშობლები დარეკავენ არ უთხრა რომ სახლში არ ვარ ხომ იცი არა როგორებიც არიან..
_ კარგი მაგრამ სად მიდიხარ?
_  მე და მაქსიმე ქალაქგარეთ მივდივართ იცი მინდა ცოტახნით მშვიდად ვიცხოვრო ამ ყველაფრისგან შორს..
_ წადი, შვილო თუ ასე გინდა მაქსიმეს მე ვენდობი ვიცი იზრუნებს შენზე ოღონდ წესიერად იყავი და ის ბიჭი არ შეშალო ..
_ კარგი, ძიძა მაშინ მე წავალ მაქსიმე უკვე გარეთ მიცდის.


ამის შემდეგ ძიძას დაემშვიდობა და გარეთ გავიდა, მაქსიმე უკვე  გარეთ ელოდა , რატომღაც ძალიან იყო აღელვებული გული გამალებით უცემდა და აფორიაქებული იყო თითქოს რაღაც უნდა შეცვლილიყო მის ცხოვრებაში რაღაც ისეთი ,რაც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა  ოღონდ ჯერ არ იცოდა თუ რას უმზადებდა მას ბედისწერა მაგრამ, იგი ყველაფრისთვის მზად იყო.
_ მე ,მზად ვარ შეგვიძლია წავიდეთ.- მხიარული ხმით უთხრა და ღვედი შეიკრა.
_ ძალიან, კარგი მაშინ წავიდეთ!-  მოკლედ უპასუხა  და მანქანა დაძრა ადგილიდან.  იმ წუთში მია ძალიან აღელვებული  თვალები კი ბედნიერებისგან უბრწყინავდა,  ორივე  ბედნიერები ჩანდნენ, და ბუნებრივები არ სჭირდებოდათ თავიანთი გრძნობების დამალვა.
_ აუ, შეიძლება მანქანაში მუსიკები ჩავრთო..?  -   შეეკითხა მია მაქსიმემ კი  თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მია-მ მაგნიტოფონი ჩართო და რადიოში ჩაირთო ენრიკე იგლესიასის ერთ-ერთი სიმღერა " ring my bells"  ეს კი მია-ს საყვარელი სიმღერა გახლდათ.მია-მ ბოლო ხმაზე აუწია  სიმღერას ხმა და მხიარულად დაიწყო მისი მოსმენა შიგადაშიგ აჰყვებოდა კიდეც სიმღერას,  იმდენად თავისუფალი და მხიარული იყო ის რომ ყველა და ყველაფერი დაავიწყდა   მაქსიმეს კი ჩუმად ეღიმებოდა, და თვალს ადევნებდა მას.

_რა კარგად მოიფიქრე, ქალაქიდან გასვლა მაქსიმე.. - აღფრთოვანებულმა უთხრა.
_ ჰოო, ძალიან კარგი მიხარია თუ ამან გუნება გამოგიკეთა.
_ ძალიან, თანაც იმედია ის ადგილიც მომეწონება.
_ დარწმუნებული ,ასეც იქნება..- ნიშნის მოგებით უთხრა.
რამდენიმე საათში უკვე ადგილზე იყვნენ,მაქსიმემ მანქანა სახლის წინ გაჩერდა და შემდეგ ორივე მანქანიდან გადმოდიან.

_ აბა ,როგორ მოგწონს, აქაურობა?- ჰკითხა ინტერესით.
_ ძალიან ლამაზი ადგილია მიყვარს ბუნება..-  უთხრა და თვალი მოავლო არე- მარეს.
_ კარგი,წამოდი შიგნით შევიდეთ თორემ გარეთ უკვე ძალიან ცივა. - უთხრა და შემდეგ ორივე შიგნით შევიდა.


სახლი, პატარა მაგრამ კომფორტული და მყუდრო იყო,
_ კარგი, აქ ძალიან ცივა ხოლმე ამიტომ წავალ  შეშას მოვიტან და ბუხარს ავანთებ. - აუხსნა და გარეთ გავიდა შეშის მოსატანად. მია ჯერაც განცდებში ვერ იჯერებდა რომ ახლა ამ პატარა სახლი  რაღაც დროით,მაქსიმესთან ერთად
მოუწევდა ცხოვრება  ცოტა აფრთხობდა კიდეც ეს მაგრამ მაინც არ ეშინოდა . სახლი დაათვალიერა და სახლში, მხოლოდ ერთი ოთახი იყო.
ცოტახნის , მაქსიმეც შემოვიდა შეშით ხელში და ბუხართან მივიდა

_ ახლა, ცეცხლს ავანთებ და მალე სახლი გათბება.
_ ჰოო..- დაბნეული ხმით უთხრა. მაქსიმემ ცეცხლი აანთო  მალე ცეცხლიც აგიზგიზდა  და ოთახი გათბა.
მაქსიმემ , ხელები გაისუფთავა და იქვე ტახტზე ჩამოჯდა. შემდეგ კი გოგონას გახედა რომელიც ცეცხლს ჩაფიქრებული შესცქეროდა
_ რა , მოხდა ? -  ჰკითხა ბიჭმა და გოგონაც გამოერკვა თავისი ფიქრებიდან.
_ არაფერი, რა უნდა მომხდარიყო უბრალოდ ჩავფიქრდი..- ჩუმი ხმით უთხრა
_ იმედია,არ ნანობ რომ აქ წამოვედით ?
_ არა , სულაც არა ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში პირველად გადავდგი სწორი ნაბიჯი,  აქ წამოვედი.. და მხრებიდან თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა იცი როგორ ვარ თითქოს ამდენი ხანი ჩიტივით გალიაში ვიყავი და ამდენი ხნის შემდეგ ფრთები ავისხი და გავფრინდი თავს თავისუფლად ვგრძნობ.
_ მიხარია, თუ ასეა... სანამ აქ ვიქნებით  ყველანაირად დატკბი ამ დღეებით, დაივიწყე ყოველივე ცუდი და ამ ქვეყნიური ნუ იფიქრებ იმაზე თუ რა იქნება ხვალ იცხოვრე დღევანდელი დღით.
_ ასეც , მოვიქცევი. და აქ ტელეფონები არ იჭერს?
_ იჭერს, ოღონდ, ძალიან ცუდად. დამავიწყდა მეთქვა აქ კომუნიკაცია არ იქნება, ვერსად ვერ დარეკავ და ვერ დაგიკავშირდებიან

_ მართლა? წარმომიდგენია მამაჩემმა თუ დარეკა და არ ვუპასუხე ალბათ ჭკუიდან გადავა და აბა ის წარმოიდგინე,თუ გაიგო რომ შენთან ერთად ქალაქ გარეთ ვარ ალბათ, პირველივე რეისით გამოფრინდება რომ გაიგოს სად ვარ - გაეცინა მია-ს.
_ ამაზე, ახლა ნუ იფიქრებ თანაც სანამ ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ უკვე თბილისში ვიქნებით.



№1  offline წევრი Mxolod is

Dzalian kargiaa

Momwons es ori wyvili. Vnaxot ramoxdebaa... axla ertad dazineba mouxvdebatt???? Emocia ki modis chemamde... ubralod dzaan supta da bavshvuri gulit wer

 


№2 სტუმარი WriterNo1

რამდენის ხარ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent