Bella Mafia
აივანზე ვზივარ,სიგარეტით ხელში და სიცილიის ქუჩებს ვუყურებ…ფეხები შემოლაგებული მაქვს აივანზე, და კომფორტულად ვზივარ სკამში,უეცრად სიმყუდროვეს ქვემოდან ამოძახილი ხმა მირღვევს -ვალენტინა - როზას ხმა მაიძულებს თვალები გავახილო - ვალენტინა - გადავიხადე, გრძელ კაბაში გამოწყობილი ღიმილით მიყურებდა - არ გინდა ღვინოზე დაკპატიჟო? -არაფერი გამოგასწორებს… - გავიცინე - მინდა -ხოდა ჩამოდი…მალე ჩამოდი ოღონდ - გამაფრთხილა, თვალები ავატრიალე და სახლში შევედი.ჯერ კიდევ ბრეტელებიან მაისურში ვიყავი გამოწყობილი.თეთრი მუხლს აცდენილი კაბა ჩავიცვი,ოთხკუთხედად ამოჭრილი დეკოლტე ჩემს შევსებულ მკერს უფრო სექსუალურს ხდიდა,ფეხზე შავი “ბალეტები” ამოვიცვი,თმები სწრაფად სამაგრით შევიკარი,საკუთარ თავს სარკეში თვალი შევავლე,ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. -უფრო ადრე გამაფრთხილე ხოლმე და ლოდინი არ მოგიწევს - სადარბაზოდან გასულს,უკმაყოფილება რომ შევნიშნე მეგობრის სახელზე ვუთხარი, და მასთან ერთად გავუყევი ლამპიონებით განათებულ ქუჩას. ვარდობის თვეში უკვე საკმაოდ დამთბარიყო, ამიტომ გარეთ დადგმულ მაგიდას მივუჯექით ორივენი, და ღვინო შევუკვეთეთ. გამეღიმა როდესაც მოპირდაპირე ქუჩაზე მოგროვილი ხალხი შევნიშნე, ორი მამაკაცი გიტარაზე მხიარულ მუსიკას უკრავდა, მსმენელი კი ცეკვავდა. -იცი ყველაზე მეტად რა მიყვარს ამ ქალაქში? - გამომხედა როზამ -ის რომ კარგი ღვინო აქვთ? - გამეცინა -ეგეც, და ხალხი რომელსაც კომპლექსები არ აქვს - მითხრა, და ახლად მოტანილი ჭიქა ამიწია - შენ გაგიმარჯოს -შენც - ვუთხარი და ღვინო მოვწრუპე. სიცილით ვიხსენებდით ძველ ამბებს,ის იყო ახალი ამბის მოყოლას იწყებდა როზა, როდესაც თვალი ჩემს უკან გაუშტერდა -ის არის ვალენტინა…ანდრეა მარინო -ვინ არის? -რა თქმა უნდა აქაც მაკვირვებ მეგობარო…არ ვიცი აქ რას აკეთებს,მაგრამ მარინოების ოჯახი, ცნობილი ბიზნესმენების ოჯახია…შენ ხომ არასდროს არაფრის აზრზე არ ხარ - ხელი აიქნია, და ღვინო დალია -რატომ უნდა მაინტერესებდეს ვიღაც მარინოების ოჯახი,როდესაც მათთან ერთად კიდევ მრავალი ბიზნესმენების ოჯახები არსებობს -ესენი განსხვავებულებბი არიან დამიჯერე - გადმომიჩურჩულა. მზერა მარინოსკენ გავაპარ,ორ მამაკაცთან ერთად იჯდა,ჩემსკენ ზურგით,თუმცა ვხვდებოდი რაღაცაზე იცინოდა -ნუ უყურებ დაგინახავს -რომ დამინახოს? -მერე შენ არ დაიწყო, თორემ მე ისევ ჩემს გაბრიელს ველოდები - მხრები აიჩეჩა.გამეცინა. როცა დავინახე ის ორი გიტარისტი ამ ქუჩაზე მოდიოდა, ნაცნობი მელოდიით,ეშმაკური,აციმციმებული თვალებით გავხედე როზას -როგორც ყოველთვის…შემდეგ იტყვიან შენ ხარ გიჟიო - ჩანაფიქრს მიმიხვდა და გაეცინა. ჭიქა გამოვცალე, პატარა ვაზაში ჩადებული თეთრი ვარდი ავიღე, და თმებში გავიკეთე. “ბალეტები” გავიძრე, და ფეხშიშველა,ცეკვა - ცეკვით გავიკვლიე გზა მოცეკვავე ადამიანებისკენ. თვალებ დახუჭული ტანის ნაზი მოძრაობით ვყვებოდი საყვარელ სიმღერას. ვგრძნობდი ვიღაც მიმზერდა,თუმცა არ ვიხედებოდი, და ცეკვას განვაგრძობდი. სიცოცხლითა და ცხოვრებით ამ მარტივი რაღაცით ვტკბებოდი… სიმღერა მორჩა,ყველამ ერთმანეთს ტაში დაუკრა, “ბალეტები” ავიღე, და როზასთან ერთად წამოვედი რესტორნიდან. -მარინოს ერთი წამითაც არ მოუშორებია მზერა შენთვის - მითხრა შეპარული ხმით. -როზა არ დაიწყო, და წამოდი… -ვერაფერს ვერ გეტყვის ვერავინ რაა…- დაიწუწუნა. გამარჯობათ, არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, უბრაოდ მინდა ვცადო,მინდა რაღაც ახალი გამოვცადო, თუ მივხვდები რომ არ ღირს გაგრძელებად, მაშინ აღარ გავაგრძელებ, რადგან ვიცი მკითხველს (თუ ვიმე წაიკითხავს საერთოდ) აღიზიანებს ეს ყველაფერი,მათ სორის მეც…ამიტომ ველოდები თქვენს აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.