შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bella Mafia


11-11-2022, 09:46
ავტორი Soraya
ნანახია 9 147

ჩემს სახლამდე როზას ქოთქოთით მივდივართ.
-როზა - ვაჩერებ
-რა?
-ამოისუნთქე - ვეუბნები სიცილით, და სახლის კარს ვაღებ
-მეძინება - თქვა, და თვალები ერთი ორჯერ დახუჭა
-ხოდა დაიძინე - ვუთხარიი და ოთახში შევედით.
-ვალენტინა - თვალებ დახუჭულმა “ამოიზმუილა”
-ხო
-შენი აზრით გაბრიელი დაბრუნდება?
-ჩემი აზრი გაინტერესებს? - ვკითხე
-ხო
-აქამდე რომ ნდომოდა დაბრუნება დაბრუნდებოდა…შენ კი ელოდები,ამ ლოდინითაც დაიღალე,თორემ ამ კითხვას არ დამისვამდი - ვუთხარი, და თავზე ვაკოცე - დაიძინე და ნუ იღლი თავს ამ ფიქრებით.
ბავშვივით ჩაეძინა, საწოლიდან წამოვდექი, და აივანზე გავედი. მსიამოვნებდა გარეთ ჯდომა,და ყოველთვის ხმაურიანი ქალაქის ყურება…

***
მარიონების ოჯახი,მათზე ხმები დადიოდა ქალაქში, ოჯახის უფროსს ნათლიასაც ეძახდნენ ,ყველა პატივ სცემდა დონ მარინოს,თითქმის ყველა მიდიოდა მასთან რჩევის მისაღებად. ზოგს ამ ოჯახის ეშინოდა, და მხოლოდ ამიტომ სცემდნენ პატივს, ზოგს კი მარინოების ოჯახი ყველაზე ძვრიფას ოჯახად მიაჩნდა არა მხოლოდ სიცილიაში,არამედ მთელ იტალიაში.
***

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს,თვალები ნელ - ნელა გავახილე, და ირგვლივ მიმოვიხედე, როზა უკვე ამდგარიყო.საწოლიდან წამოვდექი, და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში შესულს მაცივარზე მიკრული წერილი დამხვდა “სამსახურში მაგვიანდებოდა,მიყვარხარ.როზანჯელა” გამეღიმა, მიყვარდა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებას მიხალისებდა,ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორნი ვიყავით, მე და როზა…ისევ დავრჩი აივანზე, სიგარეტით ხელში, ეს ხომ ჩემი ყოველ დღიურობა იყო, მოპირდაპირე კორპუსიდან ყოველთვის მომღიმარმა,პუტკუნა საყვარელმა ქალმა გამომძახა
-ვალენტინა,ჩემო გოგო, როგორ ხარ? - ისევ იღიმებოდა ფანჯრის რაფაზე გადმოყუდებული ქალბატონი გიულია
-კარგად, თქვენ? - გავუღიმე მადლობის ნიშნად
-კარგად,კარგად…მაინც არ დაანებე არა მაგ საზიზღრობას თავი? - მანიშნა ახლად გაკიდებულ სიგარეტზე
-ვერ - ვუთხარი
-ვიტოც “ვერ” ანებებს თავს - ხაზი გაუსვა ჩემს ნათქვამს - კარგი ჩემო გოგო…არ გაგვიანდება სამსახურში?
-ახლა უნდა გავემზადო
-წადი,წადი…საღამოს შემოდი,ჩაიზე და ალუბლის ნამცხვარზე დაგპატიჟებ
-აუცილებლად.
ამ ქალთან საუბარი ყოველთვის მსიამოვნებდა,ჩვენს ქუჩაზე ერთადერთი ქალი იყო რომელიც ვიღაცაზე არასოდეს ლაპარაკობდა…საუბარი რომ დავასრულე სახლში შევედი,მოვწესრიგდი,თხელი ნაჭრის კრემისფერი შარვალი, და შავი “ბრეტელებიანი” მაისური ჩავიცვი,ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. ჩქარი ნაბიჯებით მივუყვებოდი სამსახურისკენ გზას, რომელიც სიცილიაში ერთ - ერთი ელიტარული რესტორანი იყო.
კარის კაცს ღიმილით მივეალმე
-გამარჯობა დარიო,როგორ ხარ - ორმოც წელს გადაცილებული, ოდნავ ჭაღარა შეპარული მამაკაცი, დარიო სასიამოვნო ადამიანი იყო
-კარგად შეფ - სიცილით მითხრა - შენ როგორ ხარ?
-კარგად დარიო,შენი გოგო ხომ კარგად არის?
-სწავლობს,ჯერ დასვენება არ აქვს რომ რომიდან ცოტა ხნით ჩამოვიდეს - დარიო მარტოხელა მამა იყო,ამის გამო მას ძლიერ მამაკაცად ვთვლიდი,რადგან ვიცნობდი მის ქალიშვილს,ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო,რომელიც დასახულ მიზნებს ასრულებდა,დარიო ყოველთვის მეუბნებოდა, ყველაფრით,ქცევებითაც კი მის დედას ჰგავსო,ყოველთვის მიყვარდა მათი პატარა ოჯახი.
-კარგია რომ სწავლობს,ვიცი რომ ყველაფერს შეძლებს
-წმინდა მარიამ ქნას - გამიღიმა
-შევედი თორემ,მაგვიანდება - ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯებით შევედი რესტორანში, სადაც ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო
-გამარჯობა შეფ - ჩემი დამხმარე ვალერიო ამესვეტა წინ
-ადრე მოსულხარ…ისევ
-და თქვენც ყოველთვის ამას მეუბნებით…ისევ
-დღესაც ბევრ ადამიანს აქვს დაჯავშნილი მაგიდა? - წინსაფარი და თავსაფარი მოვირგე
-კი, და თუ გავითვალისწინებთ რამდენი მოვა
-კარგით,მაშინ დავიწყოთ - ვუთხარი და გავუღიმე.
1 საათში უკვე რესტორნის ნახევარი ხალხით იყო სავსე.
-შეფ,ორი იხვის სტეიკი, ბროწეულის სოუსით
-მიღებულია,15 წუთში იქნება
-ხო მართლა,ერთი მედიუმი და ერთი ჩვეულებრივად - შეკვეთის მზადებას შევუდექი…სოფიამ შეკვეთა წაიღო, რამოდენიმე წუთში კი ისევ მისით დაბრუნდა
-შეფ,თქვენ გიხმობენ
-რატომ? - როცა კლიენტი შეფს იძახებს ან კერძი ძალიან გემრიელია ან არ მოეწონათ. დავიძაბე კიდეც
-ქალბატონი ამბობს რომ სტეიკი მედიუმი არ არის?
-შეულებელია, სტეიკი მედიუმია - ვუთხარი სოფიას,მან მხრები აიჩეჩა, მეც თავსაფარი მოვიხსენი და სამზარეულოდან გავედი,როცა სოფიამ იმ მაგიდისკენ გაიშვრია თითი სადაც ანდრეა მარინო იჯდა, რამოდენიმე წუთი გავშეშდი, შემდეგ კი მათკენ ოდნავ ღიმილით გავემართე
-რამე პრობლემაა?
-კი,სტეიკი მედიუმი არ არის - ყურში ჭყიპინის ხმა რომ ჩამესმა, ცოტა მაკლდა და სახე მომეღრიცებოდა, ქალისკენ გავიხედე,რომელიც ბოროტი მზერით მიმზერდა
-ბოდიშით ქალბატონო მაგრამ სტეიკი მედიუმია
-რა გინდა მითხრა რომ მე ვცდები?
-არ უშვებთ რომ შეიძლება ცდებოდეთ? - სარკაზმით გავუღიმე,ლამის ცისფერი თვალები გადმოეყარა,შევამჩნიე მარინოს ჩაღიმება
-რა თავხედობაა - წამოიკივლა - მენეჯერთან შევდივარ - სკამიდან ადგა
-კატერინა დაჯექი - ბოხი ხმა რომ გავიგე მარინოს შევხედე, რომელიც გამყინავი მზერით უყურებდა ანჩხლ ქალს
-არ ვაპირებ ეს უზრდელობა მოვითმინო - თქვა და მენეჯერის კაბინეტისკენ გაიკვლია გზას. ქალზე მეცინებოდა,რამოდენიმე ხანში,”კმაყოფილი” სახით გამოვიდა ზემოთ ხსენებული კატერინა მენეჯერის კაბინეტიდან
-უნდა ისწავლო ვის როგორ ესაუბრო - ცხვირი აიბზუა, ჩანთას ხელი დასტაცა და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა გასასვლელისკენ
-თქვენ კი მედიუმის გარჩევა - “ჩუმად” მის გასაგონად ჩავიჩურჩულე.ხელოვნურად შეღებილი ქერა თმა თითქმის ყალყზე დაუდგა, გააფთრებული მზერით წამოვიდა ჩემსკენ
-კატერინა,გეყოს! - მკაცრი ხმით გახედა მარინომ, და ფეხზე წამოდგა, ანგარიში მაგიდაზე დააგდო, და ქალს შეხედა - წავედით!
ქალიც მას გაყვა. ოდნავ ანერვიულებული დავმშვიდდი, და ტონიოს(მენეჯერის) კაბინეტისკენ გავიკვლიე გზა. Კარზე დავაკაკუნე, და კაბინეტში შევედი
-ტონიო, ჩემი ბრალი არ იყო
-ვიცი ვალენტინა ვიცი,მაგრამ…
-ამის შემდეგ მოვითმენ რა თქმა უნდა, უბრალოდ მისმა ამაყობამ ნერვები მომიშალა
-ვიცი - გამიღიმა ტონიომ - ახლა,კი წადი და დაუბრუნდი შეფ მზარეულობას.
-კარგად - გავუღიმე, და კაბინეტიდან გავედი.


ვიცი პატარაა,მაინტერესებს უბრალოდ აზრი. არ ვიცი გავაგრძელო თუ არა დაგან არ მინდა შემდეგ შევწყვიტო.იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

გააგრძელე უეჭველად. ძალიან დამაინტერესა და მაგარი იქნება.... გელოდები... მოცულობა გაზარდე.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

გააგრძელე რა და ცოტათი მოცულობაც გაზადე კარგი მუხტი მოდის

 


№3  offline წევრი Soraya

სტუმარი ხატია
გააგრძელე უეჭველად. ძალიან დამაინტერესა და მაგარი იქნება.... გელოდები... მოცულობა გაზარდე.

მადლობა რომ აზრი გამიზიარეთ,მიხარია რომ მოგეწონა

სტუმარი ნინა
გააგრძელე რა და ცოტათი მოცულობაც გაზადე კარგი მუხტი მოდის

აუცილებლად შევეცდები მოცულობა გავზარდო,მიხარია რომ მოგეწონათ

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

არ შეწყვიტო არაფრის დიდიებით. იცოდე არის ხოლმე შემთხვევები როცა კომენტარს ვერ ვტოვებ რადგან ტელეფონით შემოვდივარ და ხშირად არ ტვირთავს თუმცა თვალს მუდამ მივადევნებ და დაველოდები ახალ თავებს. წარმატებები....

 


№5  offline წევრი Soraya

სტუმარი ხატია
არ შეწყვიტო არაფრის დიდიებით. იცოდე არის ხოლმე შემთხვევები როცა კომენტარს ვერ ვტოვებ რადგან ტელეფონით შემოვდივარ და ხშირად არ ტვირთავს თუმცა თვალს მუდამ მივადევნებ და დაველოდები ახალ თავებს. წარმატებები....

მადლობა ასეთი კომენტარისთვის,იმედი მაქვს მოლოდინებს გავამართლებ

 


№6 სტუმარი ია

აი,თავადაც ხომ იცი რომ ყველა სცენა საიდანღაც გაქვს აღებული

 


№7  offline წევრი Soraya

ია
აი,თავადაც ხომ იცი რომ ყველა სცენა საიდანღაც გაქვს აღებული

თქვენ მითხარით საიდან მაქვს აღებული და მე აუცილებლად წავიკითხავ, თუ მივხვდები რომ ერთმანეთს გავს, შევწყევტ ისტორიას,და არა იმიტომ რომ ეს ვიღაცამ მითXრა, არა იმიტომ რომ საიტზე ძალიან ბევრი ისტორიაა რომელიც ერთმანეთს გავს და მაგალითსაც მოგიყვანთ, გოგოს გატაცება, ან მუქარით ცოლად მოყვანა.
საქმე ის არის რომ მეც არ ვიცი ისტორიას ვაგრძელებ თუ არა,ამიტომ.
წარმატებები, მადლობა რომ შთაბეჭდილებები გამიზიარეთ

Soraya
ია
აი,თავადაც ხომ იცი რომ ყველა სცენა საიდანღაც გაქვს აღებული

თქვენ მითხარით საიდან მაქვს აღებული და მე აუცილებლად წავიკითხავ, თუ მივხვდები რომ ერთმანეთს გავს, შევწყევტ ისტორიას,და არა იმიტომ რომ ეს ვიღაცამ მითXრა, არა იმიტომ რომ საიტზე ძალიან ბევრი ისტორიაა რომელიც ერთმანეთს გავს და მაგალითსაც მოგიყვანთ, გოგოს გატაცება, ან მუქარით ცოლად მოყვანა.
საიტის თიტქმის ყველა ისტორია მაქვს წაკითხული, მათ შორის ახლებიც, და მაფია არცერთ ისტორიაში ფიგურირებს, თუმცა არის ერთი, რომელიც მართლა კარგია, უსაზღვროდ ჰქვია
საქმე ის არის რომ მეც არ ვიცი ისტორიას ვაგრძელებ თუ არა,ამიტომ.
წარმატებები, მადლობა რომ შთაბეჭდილებები გამიზიარეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent