შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 17 თავი


11-11-2022, 12:31
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 102

არ მეგონა თუ მოხვიდოდი-დაღლი ხმით უთხრა კახამ ცოლს და სევდიანი მზერით მიაჩერდა სახეში
-არც მე-ნაწყენი ტონით უპასუხა თამუნამ და გულზე მოეკრო
-თამუ...
-კახა გთხოვ ახლა არა-შეეხვეწა აღელვებული ქალი დაძაბულ კაცს და აკანკალებული თითები მის ცივ, უხეშ თითებში ახლართა.
-თამუ, გპირდები, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს პატარა გოგონას ვიპოვი! ვიპოვი და სახლში დავაბრუნებ!-დარწმუნებით უთხრა კახამ გაყინულ სხეულზე მიწებებულ ცოლს და თავზე აკოცა.
..........
დივანზე მჯდომი გარინდებული მია უემოციო სახით დაჰყურებდა კახას მაჯის საათს რომელიც აკანკალებულ თითებშორის ჰქონდა მოქცეული. შეკრთა როცა კარზე ატეხილი ბრახუნის ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას. ეგონა ანდრია იყო ამიტომ საათი მაგიდაზე დადო და ღვინის ჭიქით ხელში, ფეხის აიჩქარებლად, ძალიან მშვიდად გავიდა ჰოლში. კარი ფართოდ გააღო და მომღიმარი სახით მიაჩერდა კახას რომლის სტუმრობის იმედი უკვე თითქმის აღარ ჰქონდა
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი-კმაყოფილი ტონით უთხრა სახე ალეწილ კაცს და მაშინვე ზურგი აქცია მას. მისაღებ ოთახში გრაციოზულად მშევიდა და ცოტაოდენი ღვინო მოსვა თითქმის ბოლომდე დაცლილი ჭიქიდან
-აქ შენთვის დახმარების სათხოვნელად არ მოვსულვარ!- მკაცრი ტონით უთხრა კახამ და ამღვრეული მწვანე სფეროებით მიაჩერდა სახეში ირონიულად მომღიმარ გოგონას
-ჭრილობა როგორ გაქვს?-ინტერესით ჰკითხა მიამ და ბოლომდე შეისო ჭიქა თეთრი, მჟავე სითხით
-მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ-დაუღრინა მოულოდნელად კახამ და კარგა ხნის სიცუმისერე იგივე ტონალობით განაგრძო საუბარი- და მიპასუხე! იცოდი თუ არა რომ იმ ნაბ.ჭვრებმა წამალო ჩაიყარეს გოგონებს სასმელში?!
-ამას შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს?
-ააქვს!
-რომ გუთხრა არა-მეთქი დამიჯერებ?- ინტერესით ჰკითხა მიამ დაწამში დაფარა მათშორის არსებული მანძილი. კახა უემოციო მზერით ჩააცქერდა თვალებში ზედმეტად ახლოს მდგომ, დაძაბულ გოგონას და იმის მიუხედავად რომ იგრძნო, როგორ იტანჯებოდა მია იმ წუთებში მისი სიჩუმით, უნდობლობით და ურეაქციობით მაინც პასუხოდ დატოვა მისი კითხვა და სიტყვის უთქმელად წავიდა გასასვლელისკენ, მაგრამ დაძაბული გოგონას ნოტებშეპარულმა ხმა ადგილზე გააშეშა
-კა ხა!
-მია ახლა არა-დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა სასოწარკვეთილ გოგონას და იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა თავი მაინც ვერ შეიკავა და მისკენ მიტრიალდა
-კითხვაზე არ მიპასუხე!-ბრაზნარევი ტონით უთხრა მიამ და ტუჩებთან მიტანილი ჭიქა ბოლომდე ჩაცალა. წამიერად მომაბეზრებელი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მოულოდნელად კახას ტელეფონის ხმამ გაკვეთა- არ უპასუხებ?- ცინიკური ტონით ჰკითხა ირონიულად მომღიმარმა გოგონამ დაძაბულ კაცა რომელიც უცნაური მზერით დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ ცოლის მომღიმარ სახეს. მიას სიტყვემა და ქცევამ ისე გააღიზიანა კახა რომ მაშინვე უპასუხა საყვარელი მეუღლის ზარს
-სად ხარ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თამუნამ ქმარს და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს. იმის გამო რომ კახას მის კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა, მიას აშკარა კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მერამდენეღაცა ჭიქა შეივსო მჟავე სითხით
-მალე მოვალ-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა კახამ და მაშინვე გაუთოშა ტელეფონი საყვარელ მეუღლეს მიას ქცევით გაღიზიანებულმა
-რატომ არ უთხრი რომ ჩემთან ხარ?-ინტერესით ჰკითხა მიამ კართან მდგომ კაცს და ნელა მიუახლოვდა, კახამ ამჯერადც უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და უნებურად მზერა მის წითელ, სავსე ვნებიან ტუჩებზე მიეყინა რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მიას
-უნდა წავიდე-ჩახლეჩილი ხმით, უმისამართოდ თქვა კახამ, თუმცა ოდნავადაც არ შერხეულა, რის გამოც მია კიდე უფრო გათამამდა და თითის წვერებზე აწეული მის გაცრეცილ, ფერმკრთალ ტუჩებს მიწვდა. იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა კახა არ აჰყოლოდა მოწოლილ გიჟურ ემოციებს და მჯერადაც უპასუხოდ დაეტოვებინა თვალებაწყლიანებული გოგონას ნაზი, ვნებიანი მაგრამ ცეცხლოვანი კოცნა, ამჯერად ვეღარ შეძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია საკუთარი შეფარული სურვილებისთვის, არეული გრძნობებისთვის და თავშეუკავებლად, კიდევ იფრო მეტი გრძნობით ვნებით და ჟინით შეაწება მწველი ტუჩები, უკვე მთი სხეულით აკანკალებული გოგონას ცხელ ტუჩებს. სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა მათი სურვილების, ტუჩების და გრძნობების შერწყმა... თუმცა ეს წამიერი თავის დაკარგვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ერთ თავი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად ეგრძნო მეორეს კი ბოლო დონის ნაძირალად.
..........
ხელებაკანკალებული ანა ზიზღით სავსე მზერით უყურებდა, აივნის ღია კართან მდგომ თორნიკეს რომელიც სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა
-ამის დედაც... ამის დედასაც შევ.ცი- მოულოდნელად იმისამართოდ შეიგინა გაღიზიანებულმა ბიჭმა და გაბზარულ მინას მთელი ძალით დაარტყა ხელი. ამ დროს შეშინებულმა ანამ თავშეუკავებლად შეკივლა და როცა დალეწილი მინი მანსხვრევები იატაკზე მიმოიფანტა მაშინვე ფეხზე წამოვარდა დაფეთებული
-შენი შეშინება არ მინდოდა-უემოციო ტონით უთხრა თორნიკემ და მისკენ მიიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა.
-სისხლი გდის- ჩავარდნილი ხმით უმისამართოდ თქვა, თორნიკეს ტივილის ვერ შეგრძნებით დაზაფრულმა ანამ და სევდიანი მზერა მისი არეული სახიდან იატაკზე გადაიტანა, რომელზეც წვეთ-წვეთად ეცემოდა მუქი ფერის სისხლი. ამ დროს თორნიკეს კახა წამოუდგა თვალწინ და უსიამოდ გააჟრჟოლა იმ საშინელი წუთების გახსენებაზე როცა ეგონა რომ მკვლელი გახდა... საყვარელი გოგონას მამის მკვლელი... ამიტომ სახლში გაჩერება ვეღარ შეძლო და ეზოში გიჟივით გავარდა. იატაკზე მიმიფანტულ სისხლიანმა ნამსხვრევებმა ანას ის საზარელი წამები გაახსენა როცა მიწაზე, უგონოდ მწოლიარა კახას ჭრილობას, თორნიკეს ბრძანებით ხელებს ძლიერად აჭერდა სისხლდენის შესაჩერებლად, როცა ეგონა რომ მოკვდა, როცა ანდრიას და ვიღაც ბიჭების მისვლის მერე დაუნდობლად დააშორეს მამას და ხვეწნა მუდარის მიუხედავად სტეფანწმინდაში წაიყვანეს ძალდატანებით... ამ ყველაფერის გახსენებამ ანას კიდევ უფრი გაუძლიერა ზიზღი თორნიკეს მიმართ ამიტომ წამითაც არ უფიქრია მისი დახმარება.
-ოთახში შედი დაისვენე... ორი დღე არ გიძინია- მბრძანებლური ტონით მიმართა თორნიკემ ოთაში შესვლისთანავე ტირილისგან თვალებჩაწითლებულ გოგონას რომელსაც თვალი ინსტიქტურად მისი დასერილი ხელისკენ გაექცა რომლზეც დაუდევრად ჰქონდა რაღაც ღია ფერის ნაჭერი შემოხვეული თორნიკეს, რის გამოც სწრაფად იჟღინთებოდა ის, მუქი ფერი სისხლით. იმის გამო რომ ანამ დააიგნორა და უპასუხოდ დატოვა მისი სიტყვები ხმა კიდევ უფრო გაიმკაცრა თორნიკემ- ანა გააკეთე ის რასაც გეუბნები
-თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?- დაუღრინა ანა
-შენი ქმარი!-დაუღრინა თორნიკემ
-გგონია იმ ყველაფერის მერე რაც ჩაიდინე...
-მამაშენი კარგადაა, სახლში დედაშენთან ერთად დაბრუნდა!-ავარდა თორნიკე- რატომ ვერ მშვიდდები?
-შეიძლებოდა მომკვდარიყო
-მაგრამ გადარჩა!
-მძულხარ გესმის? მთელი არსებით მძულხარ!- აფეთქდა უეცრად ანა და ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული-შენს გამო შეიძლებოდა მამა სამუდამოდ დამეკარგა
-მისთვის არაფერის დაშავება არ მინდოდა... უბრალოდ იარაღის წართმევა ვცადე
-თავის მართლებას ცდილობ?-ცინიკურად გაეცინა ანას
-უბრალოდ ვცდილობ რეალობა დაგანახო
-შენ აიძულე მამაჩემი რომ ასეთი საშინელება ჩაედინა და იარაღი დაემიზნებინა შენთვის- არ ცხრებოდა ანა
-ოთახში შედი!- მოულოდნელად უბრაძანა თორნიკემ და ხელი საძინებლისკენ გაიშვირა, ანამ დამცინავი მზერით შეხედა სახეში და დივანზე დაჯდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის
-ანუ ჩემთან ყოფნა გირჩევნია?-ჩაეკითხა
თორნიკე ირონიულად მომღიმარ გოგონას რომელსაც ცივად მიეყინა სახეზე ღიმილი და მაშინვე ფეხზე წამოდგა, საძინებელში შევიდა და კარი გამეტებით მიიჯახუნა. იმდენად დააღლილი და დაქანცული იყო რომ როგორც კი საწოლზე წამოწვა მაშინვე ჩაეძინა, თუმცა გვიან ღამე ჭექა-ქუხილის საზარელმა ხმამ გააღვიძა. იმის გამო რომ საშინლად ეშინოდა სიბნელის და ჭექა-ქუხილის ოთახში მარტო დარჩენა ვერ შეძლო და მისაღებ ოთახში გავიდა.შუქი რომ არსად ენთო მიხვდა რომ ჩაქრა, ამიტომ ინსტიქტირად თორნიკეს ძებნა დაიწყო შეშინებული თვალებით. იმის გამო რომ ვერსად დაინახა ხმა დაბალი ტონით დაუძახა
-თორნიკე-მაგრამ მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო და სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ საზარლად დასჭექა თავშეუკავებლად შეკივლა
-ანა?-საღებავაყრილი რკინის მძიმე კარი შეაღო თორნიკემ და კითხვა ჩამდგრაი თვალებით მიაჩერდა იქვე შორიახლოს მდგომ შეშინებულ გოგონას, მაგრამ მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო კარის დახურვა გადაწყვიტა
-არ დაკეტო-ჩავარდნილი ხმით უთხრა ანამ ღია კარს მიაუახლოვდა, თორნიკემ სიტყვის უთქმლად შეასრულა მისი სურვილი და აივამზე სიგარეტის მოწევა განაგრძო. თუმცა გულმა არ მოუთმინა და ისევ ანასკენ მიიხედა
-სიბნელის გეშინია?-ინტერესით ჰკითხა და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერო საფერფლეში ჩააცჭყლიტა, ანამ არც ამჯერად უპასუხა მის კითხვას ამიტომ სახლში გაბრაზებული შევიდა და როცა ანამც მიბრუნება სცადა მაშინვე კედელს მიაბჯინა ორივე ხელი და შუაში მოიმწყვდია დამფრთხალი გოგონა-კითხვაზე არ მიპასუხე!-მკაცეი ტონით უთხრა და სახე ზედმეტად მიუახლოვა
-მომშორდი-არეული ხმით უთხრა ანამ როცა მისი ცხელი სუნთქვა ივრძნო სახეზე
-ჩემი უფრო გეშინია თუ სიბნელის?-ცინიკური ტონით ჰკითხა მისი ქცევით გაღიზიანებულმა ბიჭმა სუნქვა შეკრულ გოგონას და ცხვირის წვერით ოდნავ სულ ოდნავ შეეხო საფეთქელზე



№1 სტუმარი Keira.კირა

არააა კახაააა არააააა არაააა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ოოო, კახასგან მოულოდნელი ქმედება იყო, არ ვიცი რა იქნება მაგრამ მგონი სხვა პრობლემებს ესეც ემაგება თამუნას და კახას შორის ბზარი :( მოუთმენლად ველი გაგრძელებას და ძალიან მაინტერესებს გორნიკე მართლა გაწირეს თუ როგორ იყო ეს ამბავი

 


№3 სტუმარი ელა1

გოგოებო კომენტარებს ვერ ვწერ

 


№4 სტუმარი ელა1

ჩემი ბრალია თუ არვიცი.

 


№5 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო როგორც ყოველთვის

 


№6  offline წევრი Soraya

მე მაინც კახასკენ და მიასკენ ვარ,არ მიყვარს თამუნას ნაირი ქალები,რა ვქნა...მაინც ვერ გავიგე თორნიკესი,უკვე ხომ იძია შური ანის ცოლად დასმა სახლში რა საჭიროა? მია მიყვარს,რა ვქნა...
წარმატებები!

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანუკა

კახა აქამდე ვერაფერს გრძნობდა და ახლა მოაწვა გიჟური ემოციები? ცოტა ლოგიკა ხომ უნდა ერიოს? არ შეიძლება ასე არეულად წერა, რაღაც მიმართულება მიეცი.

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

ააააეეეეეეეეეეეე 〵(⌒˽⌒)〴
მე ვარ ზედმეტად კარგ ხასიათზე, თუ დეიდაჩემია მოწოდების სიმაღლეზე? :დდ
შენ გაიხარე, როგორც მე ამ თავით ვისიამოვნე smile
ჯერ კახაზე და მის ამჩატებულობაზე ხო კარგად ვიმხიარულე, მერე "საყვარელი გოგონას მამის მკვლელი"- ამ წინადადებამ დამაჭყეტინა თვალები და ახლა კირას და ნენეს სამომავლო რეაქციაზე მეცინება გიჟივით joy
მოკლედ, კახას ისტორიის გაგრძელების მოთხოვნა ერთ-ერთი უჭკვიანესი გადაწყვეტილებების სიაში უნდა შევიყვანო. laughing

 


№9 სტუმარი ელა1

error
გეთანხმები ელენე რაღაცა საინტერესო მოხდება

 


№10 სტუმარი სტუმარი ელენე

ელა1
error
გეთანხმები ელენე რაღაცა საინტერესო მოხდება

კი, ძალიან საინტერესოდ ვითარდება. blush

 


№11 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
სტუმარი ელენე
ააააეეეეეეეეეეეე 〵(⌒˽⌒)〴
მე ვარ ზედმეტად კარგ ხასიათზე, თუ დეიდაჩემია მოწოდების სიმაღლეზე? :დდ
შენ გაიხარე, როგორც მე ამ თავით ვისიამოვნე smile
ჯერ კახაზე და მის ამჩატებულობაზე ხო კარგად ვიმხიარულე, მერე "საყვარელი გოგონას მამის მკვლელი"- ამ წინადადებამ დამაჭყეტინა თვალები და ახლა კირას და ნენეს სამომავლო რეაქციაზე მეცინება გიჟივით joy
მოკლედ, კახას ისტორიის გაგრძელების მოთხოვნა ერთ-ერთი უჭკვიანესი გადაწყვეტილებების სიაში უნდა შევიყვანო. laughing

კირას კომენტარი შენ ზევითაა smile და მე რა უნდა ვთქვა. შენც კი კმაყოფილი ხარ კახას გაფუჭებით და smile

მე ზოგადად კმაყოფილი ვარ ეს ისტორია რომ იწერება. ვმხიარულობ ❤
კახას გაფუჭებაზე კიდე ნუ ღელავ (თუ ღელავ). ნეაკო ისე გიჟდება ამ ერთგულ და "სათუთ" ტიპებზე, ირაკლი ვერ მაპატია და კახას ცხოვრებას ამარევინებს? joy დატოვებს თამუნასთან და ნიას კიდე ალბათ ანდრიასთან.

სხვათაშორის, დეიდაჩემო, მე ანდრიაც მომწონს wink laughing

 


№12 სტუმარი სტუმარი თიკო

გამარჯობათ, ყველა პერსონაჟი ნერვებს მიშლის, ნახვამდის.

 


№13 სტუმარი სტუმარი თიკო

ნწ. ვერ ჩამოყალიბდა ეგ კაციც და ნერვებზე უკრავს უკვე. თან დღეს განსაკუთრებით მაქვს ნერვები მოშლილი და.

 


№14 სტუმარი სტუმარი თიკო

ვალს გადევნებდით შორიდან. სიმართლე გითხრა, კომენტარის წერის სურვილს არც პერსონაჟები მაძლევდნენ და არც ხასიათი, მაგრამ ისედაც უხასიათოდ მყოფს ამ თავმა კიდევ ,,დამიმატა" და თავი ვეღარ შევიკავე smiley
მეც ნენე, მეც! ❤❤❤

ვააახ, ამ საიტსაც რაღაცას დავმართებდი დიდი სიამოვნებით. ოთხჯერ ვცადე კომენტარის ატვირთვა.

 


№15 სტუმარი nana

ავტორო გადაწყვეტილი გაქვს ფინალი როგორი უნდა იყოს'? ასე ძალიან ნუ იგვიანებ რა.

 


№16  offline მოდერი ნეაკო

როგორც იქნა აზრებს თავი მოვუყარე...ხვალ დავდდბ ახალ თავს ❤❤❤❤

nana
ავტორო გადაწყვეტილი გაქვს ფინალი როგორი უნდა იყოს'? ასე ძალიან ნუ იგვიანებ რა.

ძალიან ვეცდები რომ ასე აღარ დავაგვიანო, ფინალი რპგორც ყოველთვის არც ახლა მაქვს გადაწყვეტილი

სტუმარი თიკო
გამარჯობათ, ყველა პერსონაჟი ნერვებს მიშლის, ნახვამდის.

joy თიკო მიხარია რომ დაგვიბრუნდი

სტუმარი ელენე
nene gelovani
სტუმარი ელენე
ააააეეეეეეეეეეეე 〵(⌒˽⌒)〴
მე ვარ ზედმეტად კარგ ხასიათზე, თუ დეიდაჩემია მოწოდების სიმაღლეზე? :დდ
შენ გაიხარე, როგორც მე ამ თავით ვისიამოვნე smile
ჯერ კახაზე და მის ამჩატებულობაზე ხო კარგად ვიმხიარულე, მერე "საყვარელი გოგონას მამის მკვლელი"- ამ წინადადებამ დამაჭყეტინა თვალები და ახლა კირას და ნენეს სამომავლო რეაქციაზე მეცინება გიჟივით joy
მოკლედ, კახას ისტორიის გაგრძელების მოთხოვნა ერთ-ერთი უჭკვიანესი გადაწყვეტილებების სიაში უნდა შევიყვანო. laughing

კირას კომენტარი შენ ზევითაა smile და მე რა უნდა ვთქვა. შენც კი კმაყოფილი ხარ კახას გაფუჭებით და smile

მე ზოგადად კმაყოფილი ვარ ეს ისტორია რომ იწერება. ვმხიარულობ ❤
კახას გაფუჭებაზე კიდე ნუ ღელავ (თუ ღელავ). ნეაკო ისე გიჟდება ამ ერთგულ და "სათუთ" ტიპებზე, ირაკლი ვერ მაპატია და კახას ცხოვრებას ამარევინებს? joy დატოვებს თამუნასთან და ნიას კიდე ალბათ ანდრიასთან.

სხვათაშორის, დეიდაჩემო, მე ანდრიაც მომწონს wink laughing

არადა მეგონა კახას ცანცარი ნერვებს მოგიშლიდა joy თურმე სულ ტყუილად ვაწყობდი გეგმებს შენს ასანერვიულებლად joy

nene gelovani
სტუმარი ელენე
ააააეეეეეეეეეეეე 〵(⌒˽⌒)〴
მე ვარ ზედმეტად კარგ ხასიათზე, თუ დეიდაჩემია მოწოდების სიმაღლეზე? :დდ
შენ გაიხარე, როგორც მე ამ თავით ვისიამოვნე smile
ჯერ კახაზე და მის ამჩატებულობაზე ხო კარგად ვიმხიარულე, მერე "საყვარელი გოგონას მამის მკვლელი"- ამ წინადადებამ დამაჭყეტინა თვალები და ახლა კირას და ნენეს სამომავლო რეაქციაზე მეცინება გიჟივით joy
მოკლედ, კახას ისტორიის გაგრძელების მოთხოვნა ერთ-ერთი უჭკვიანესი გადაწყვეტილებების სიაში უნდა შევიყვანო. laughing

კირას კომენტარი შენ ზევითაა smile და მე რა უნდა ვთქვა. შენც კი კმაყოფილი ხარ კახას გაფუჭებით და smile

ბავშვი, როგორც ყოველთვის ახლაც ჩვენს წინაადეგააა joy არადა მეგონა კირაზე მეტად გაბრაზდებდა კახას უსაქციელობის გამო

ელა1
error
გეთანხმები ელენე რაღაცა საინტერესო მოხდება

იმედია მოვახერხებ და საინტერესოდ გავავითარებ მოვლებენს, ვნახოთ რა იქნება ❤❤❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი ელენე

არ გადაგვაგდო ახლა. smile ველოდები ახალ თავს ❤

 


№18  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
გადაგვაგდო და ეგაა smiley აუ კარგი რა ნეაკოო. როგორ გელოდებოდი არადა weary

ვგიჟდები ამ სმაილზე, სადაც ვნახავ სულ შენ მახსენდები ხოლმე weary

Keira.კირა
არააა კახაააა არააააა არაააა

კი კი კი joy

ablabudaa
ოოო, კახასგან მოულოდნელი ქმედება იყო, არ ვიცი რა იქნება მაგრამ მგონი სხვა პრობლემებს ესეც ემაგება თამუნას და კახას შორის ბზარი :( მოუთმენლად ველი გაგრძელებას და ძალიან მაინტერესებს გორნიკე მართლა გაწირეს თუ როგორ იყო ეს ამბავი

თამუნას და კახასშორის ურთიერთობას მიას გარდა ანას მდგომარეობაც ძაბავს, თუმცა ყველაფერი მაინც მათ გრძნობებზეა დამოკიდებული. კახას და თორნიკეს ამბავსაც მალე გაირკვევა ❤❤❤

Soraya
მე მაინც კახასკენ და მიასკენ ვარ,არ მიყვარს თამუნას ნაირი ქალები,რა ვქნა...მაინც ვერ გავიგე თორნიკესი,უკვე ხომ იძია შური ანის ცოლად დასმა სახლში რა საჭიროა? მია მიყვარს,რა ვქნა...
წარმატებები!

ძალიან მიხარია რომ მიას პერსონაჟმა მოწონება დაიმსახურა, მითუმეტეს რომ კახა მისთვის გემეტება ❤❤❤❤

სტუმარი ნანუკა
კახა აქამდე ვერაფერს გრძნობდა და ახლა მოაწვა გიჟური ემოციები? ცოტა ლოგიკა ხომ უნდა ერიოს? არ შეიძლება ასე არეულად წერა, რაღაც მიმართულება მიეცი.

ვეცდები გავითვალისწინო თქვენი შენიშვნა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent