შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bella Mafia (3 თავი)


12-11-2022, 00:12
ავტორი Soraya
ნანახია 8 162

-ისევ მუშაობს, სახლში გვიან მოდის…ვამაყობ რა თქმა უნდა, მაგრამ შვილი მინდა ვნახო, ჩემზე ადრე იღვიძებს, და როცა მე მძინავს მაშინ მოდის - ოდნავ შეწუხებული ხმით ამბობს
-სამსახური მოითხოვს - გავუღიმე, და შევეცადე დამეწყნარებინა. ჩაის დალევის შემდეგ გიულიას მადლობა გადავუხადე
-მადლობა ჩაისთვის,როგორც ყოველთვის უგემრიელესი იყო - გავუღიმე, და დავემშვიდობე
-კიდევ მოდი იცოდე - მითხრა და თავისი პუტკუნა მკლავები მომხვია.
გიულიას სადარბაზოდან გამოსულს ჩაბნელებული კუთხიდან მოგუდული “ზმუილი” გავიგე,ხმას გავყევი.გაფართოებული თვალებით ვუყურებდი სცენას, სამ კაცს ერთ - ერთი ყავდათ ხელებში მოქცეული,სილუეტეს ვერ ვარჩევი, მაგრამ სამიდან ერთს იარაღი დაემიზნებინა ჩაკუზული კაცისთვის. გონებაში ექოდ ჩამესმა გასროლის ხმა
-ღმერთო ჩემო - დავიყვირე,სამივემ შემომხედა.შიშის გრძნობამ ერთიანად ამიტანა, უკან მოუხედავად გავიქეცი,ჩემს სადარბაზოში შევედი, კიბეები სწრაფად ავირბინე,სახლში შევეისევ ჩვეულებრივად ჩაიარა დღემ. ღამის ათ საათზე მივუყვეოდი ქუჩებს,ის იყო ჩემს სადარბაზში უნდა შევსულიყავი, გიულიამ რომ გადმომხედო
-აბა,ჩაიზე ამოვალო? - მითხრა ნწყენი ხმით
-გეფიცები თქვენსკენ მოვდიოდი - გავუღიმე
-ხოდა ამოდი,ახლახან გამოვიღე ალუბლის ნამცხვარი - ყურებამდე გულწრფელად გამიღიმა, და ხელით მანიშნა “ამოდი ამოდიო” მისკენ გავემართე.ქალბატონ გიულიას მის ნაირად ტკბილი სახლი ჰქონდა, კედლებს რამოდენიმე ნახატი ამშვენებდა, ლამაზი სუვენირები ჰქონდა გიულიას, ერთხელ ერთ - ერთი მაჩუქა კიდეც. ღიმილით შემოვუჯექი პატარა მაგიდას, და გიულიას დაველოდე, რომელიც ფაიფურის ლამაზ ფინჯნებში ჩაის ასხამდა
-ისეთი ჩაია შენ რომ გიყვარს ხილის,ჩემმა დეიდაშვილმა ტუსკანადან გამომიგზავნა - მითხრა და ფინჯნები და ნამცხვრები მაგიდაზე დააწყო. ნამცხვრის ერთ - ერთი ნაჭერი ავიღე, და გემრიელად ჩავკბიჩე
-ძალიან გემრიელია - ვუთხარი და ჩაი მოვსვი
-მიხარია რომ მოგეწონა…- მითხრა და მანაც მოსვა ჩაი
-როგორ არის ვიტო? - ვკითხე
დი,შიშისგან აჩქარებულ გულს ვერ ვიმშვიდებდი,კარებს მიყრდნობილი იქვე ჩავიკეცე.რამოდენიმე წუთში ტელეფონს ვტაცე ხელი, 112 - ში დარეკვას ვაპირებდი,როდესაც კარებზე ბრახუნი გაისმა, შიშისგან შევხტი
-ვიცი რომ სახლში ხარ - კარს უკან ნაცნობი ხრინწიანი ხმა გაისმა - არაფერს დაგიშავებ,უბრალოდ კარი გააღე…ვალენტინა - გავაღე,ჯანდაბა ჩემს თავს გავაღე. ჩარჩოზე მიყუდებული მარინო რომ დავლანდე მზერა მას გავუსწორე. შავი ყორანივით თმა აბურდვოდა, და შუბლზე ჩამოჰყროდა,დანისლული მზერით მიყურებდა, არცერთი ვიღებდით ხმას მხოლოდ ჩვენი სუნთქვა ისმოდა
-შემომიშვებ? - არ მჯეროდა რომ მკვლელს სახლში ვუშვებდი, მაგრამ დამაინტერესა,ხო, ასე სულელურად დამაინტერესა
სახლში შემოვიდა, და სახლს თვალი მოავლო,კედელს მიეყუდა,თითებით თმა უკან გადაიწია, მის სახეს დავაკვირდი, მოზრდილი წვერი ჰქონდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი და წვერში გამოყვანილი სქელი ლამაზი ტუჩები. რამდენიმე წამი ასე ვიდექი და ვათვალიერებდი,რომ მივხვდი რას ვაკეთებდი მზერა ავარიდე
-ასე უნდა ვიდგეთ? - მოთმინებამ მძლია და სიჩუმე დავარღვიე,ჩაეღიმა
-ველოდებოდი როდის მორჩებოდი ჩემს თვალიერებას
-შენ…აქ რა გინდა? - ხმა ჩაწყვეტილმა ვკითხე
-ეგ კითხვა მე უნდა დამესვა, რა გინდოდა იქ? - ხმა მკაცრი გაუხდა
-საქმე ჩაგიშალეთ არა? - ირონიულად ვკითხე
-საქმე გაკეთებული იქნებოდა შენ რომ არ გამოჩენილიყავი - მითხრა და ჩემკენ გადმოდგა რამოდენიმე ნაბიჯი - თავი საფრთხეში ჩაიგდე, სულელო გოგო - მითხრა კიდევ გადმოდგა ნაბიჯები, მე კი თან - დათანობითუკან ვიხევდი
-საფრთხეში თქვნ იქნებით, მაშინ როდესაც მე პოლიციაში გიჩივლებთ - გაეცინა, დამცინოდა - რამე სასაცილო ვთქვი?
-ჭვიანი ქალი მგონიხარ
-მე კი სერიოზული კაცი - შევხედე
-ვალენტინა…საფრთხეში ხარ, არასწორ ადგილას მოხვდი არასწორ დროს - მითხრა, და ამოიხვნეშა - ხვდები რამდენი არასწორობაა?
-რატომ მოკალით? - ისევ გამიწყდა ხმა
-ეს შენი საქმე არ არის,ისედაც ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობ - მითხრა უხეშად.მანძილი ჩვენს შორის დაფარა, და მითხრა - შეხვედრამდე ვალენტინა, თავს გაუფრთხილდი - ჩაეღიმა ჩემს დაბნეულობაზე
-ეს მუქარაა? - კარისკენ მიმავალს ვკითხე
-arrivederci - ხელი დამიქნია და წავიდა.ხო აი ასე წავიდა.
ყველაფრისგან დაღლილმა ტანსაცმელი გავიძრე, და სააბაზანოში შევედი. ცხელი წყლის წვეთებმა მომადუნეს, და დაღლილობა მომხსნეს.გონება არეული ვიყავი, აქამდე რომ სდომოდათ ჩემი მოკვლა მომკლავდნენ, თავს ვიმშვიდებ იმით რომ სიცოცხლეს მალე არ გამოვემშვიდობები.

***
მარინოების ბაღში შავი BMW გაჩერდა, საიდანაც ანდრეა მარინო გადმოვიდა, სწრაფი ნაბიჯებით გაიკვლია ბილიკი სახლამდე, და კარი შეაღო
-უი ანდრეა მოხვედი? - მასზე ორი თავით დაბალი ქალბატონი შეეგება ბიჭს
-მარია, მამა სად არის?
-თავის კაბინეტში შვილო,ივახშმებ?
-არა იყოს, მადლობა - სწრაფად აუყვა კიბეებს, და მამის კაბინეტში შევიდა
კაბინეტში მსხდომ საზოგადოებას მზერა მოავლო
-ანდრეა, ლუკამ გვითხრა რომ საქმესთან რაღაც პრობლემა შეიქმნა - დონ მარინომ შვილს გახედა
-საქმე მოგვარებულია მამა, ნუ ნერვიულობთ
-ლუკამ თქვა რომ ვიღაც ქალმა დაინახა ყველაფერი - ერთ - ერთი მამაკაცი გამოეხმაურა
-თუ ვინმემ დაინახა რა მოხდა, პრობლემა შეგვექმნება ჩვენს და ჩვენს სახელსაც - ახლა მეორემ დაიწყო საუბარი
-კი ნამდვილად ასეა - მესამე დაეთანხმა, სხვემბაც თავები დააქნიეს
-დამშვიდდით,დარწმუნებული ვარ ჩემი შვილი ანდრეა ყველაფერს მოაგვარებს, ნერვიულობის დრო ახლა არ არის - ყველა დაამშვიდა დონ მარინომ
-ლუკა - გახედა მელოტმა კართან მდგომ ბიჭს - გაარკვიე ვინ არის ის ქალი, და საქმე დაამთავრე
-არ მენდობით დონ ლეონე? - სარკაზმულად გაუღიმა ანდრეამ კაცს
-არა რას ამბობ ჩემო ბიჭო, უბრალოდ არ მინდა ხელები დაისვარო
-კარგით ახლა, არ მითხრათ რომ ჩემზე ზრუნავთ, ამ საქმეს მე მივხედავ როგორც მამამ თქვა - უთხრა კაცს მკაცრი გაყინული ხმით
-რადგან ასე გინდა
-რადგანაც მორჩით, დონ ლეონე ნიუ - იორკიდან ოჯახი კმაყოფილი არ არის, ტვირთს დააგვიანდა, ნუთუ საჭიროა მაინც და მაინც მე ჩავერიო ამ საქმეში - დონ მარიონ დამწრეებს მზერა მოავლო
-ტვირთის გადაზიდვისას პრობლემა შეიქმნა, ნაბი*ვარმა კარუზომ ჩაგვიშვა, თუმცა სიტუაცია გამოვასწორეთ - მოახსენა შუა ხნის მამაკაცმა
-აქამდე ვამბობდი რომ კარუზოს მდობა არ შეიძლებოდა - დონ სალა გამოეხმაურა მონათხრობს
-კარგი, მთავარია ტვირთი გაიგზავნა, მეორედ ყურადღება მიაქციეთ ვის ანდობთ საქმეს - თქვა დონ მარინომ.
ყველამ დატოვა კაბინეტი ანდრეას გარდა, რომელიც მამის წინ სავარძელზე ჩამოჯდა.
-ანდრეა, დარმწუნებული ხარ რომ არ გინდა ლუკამ დაამთავროს საქმე?
-კი…დარწმუნებული ვარ - ეზიზღებოდა ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა მოეკლა ვიღაც, მაგრამ კარგად იცოდა მისი ხელები უკვე ძალიან დიდი ხანია სისხლშია გასვრილი, ამიტომ დაგვიანებული იყო.
***
კაბინიდან გამოვედი და დაორთქლილი სარკის წინ დავდექი, თითები სარკეს გადავუსვი, და აი…მეც. რამოდენიმე წამი ვუყურებდი საკუთარ თავს,ვის ვხედავდი? გოგოს რომელიც დიდ ტკივილს იმარხავდა საკუთარ თავში, ხო სე ვიყავი…მხოლოდ ერთი ადამიანით ვცხოვრობდი
კარზე კაკუნი რომ გაისმა შიშისგან შევხტი, იქვე დაკიდებული პირსახოცს ხელი დავტაცე და ტანზე შემოვიხვიე.
-ვინ არის?
-ვინ უნდა იყოს? - როზას ხმა რომ ვიცანი დავმშვიდდი და საგულდაგულოდ “ჩარაზული” კარი გავაღე
-იცი რომელი საათია? - ვკითხე და სახლში შემოსულ როზას გავხედე
-12 ალბათ, რა იყო როდის გიკვირდა ჩემი 12 საათზე მოსვლები? - შემომხედა დაეჭვებულმა - ან რატომ გაქვს ეგეთი სახე? - შემომხედა ეჭვიანი სახით
-რანაირი სახე მაქვს?
-დაჯექი და მომიყევი რა ხდება? - მანიშნა მის წინ სავარძელზე
ყველაფერი მოვუყევი, ბოლოს კი რა თქმა უნდა მის ქოთქოთს ვუსმენდი
-მარინოების ოჯახი იცი მაინც ვინ არის?
-გუინ მითხარი რომ ბიზნესმენების ოჯახია
-მარტო ეგ? იცი დონ მარინო ვინ არის? ნათლია! - მითხრა გაბრაზებულმა
-რა?
-ყოჩაღ ჩემო ვალენტინა, საქმე პირდაპირ მაფიასთან დაიჭირე, ჯანდაბა ვალენტინა - მითხრა და დივანში ჩაესვენა
-ნუ ნერვიულობ არ მომკლავენ
-საიდან იცი?
-აქამდე რომ სდომოდათ ჩემი მოკვლა უკვე მკვდარი დაგხვდებოდი - დავამშვიდე(საკუთარი თავიც)
-შენ არ იცი რისი გამკეთებლები არიან,ყველაზე სუფთა ხელებთან ერთად ყველაზე ჭუჭყიანი ხელები აქვთ - მითხრა
-კარგი,გავიგე
-წმინდა მარიამ გვიშველოს - ზემოთ აიხედა, გამეცინა - რა გაცინებს?
-არა არაფერი - ვუთხარი, და აივანზე გავედი. სიგარეტს ვეწეოდი ისევ, როდესაც როზა გამოვიდა აივანზე, და ღერი თითებიდან გამომგლიჯა
-სერიოზულად?
-ამ საწამლავით თავს ისპობ - ზიზღით შეხედა სიგარეტს
-მამშვიდებს - მხრები ავიჩეჩე და ახალს მოვუკიდე
-ვიცი რომ ხანდახან ცხოვრებაც კი გიჭირს, და შენ გგონია არ ვიცი ღამით რომ ისევ ის ღამე გესიზმრება? - გვერდზე დამიჯდა და გადმომხედა, მზერა ავარიდე
-დამელაპარაკე - გამიღიმა ოდნავ
-არ შემიძლია,რაც არ უნდა მხიარული ვიყო ან რაც არ უნდა ტვინის უფსკრულში გადავისროლო ის ღამე, მაინც მახსენდება,ჯანდაბა მახსენდება…სისხლი,ბევრი სისხლი, დედას და მამას უსულო სხეული, და მე რომელიც ვერაფერს ვაკეთებ… - თითები სველ თმაში ჩავივლე და უკან გადავიწიე - მეზიზღება ეს გრძნობა - სახლში დაფეთებული შევედი,როზა მისმენდა უბრალოდ ასე მისმენდა.ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა,მჭირდებოდა…ალბათ
-ჩშშ,დამშვიდდი - მითხრა - გაჩერდი თორემ ეხლა მეც ამეტირება - გამეცინა
როზა ჩემთან დარჩა ისევ.
ხმაურმა გამაღვიძა, თავი ბალიშიდან წამოვწიე, და ირგვლივ მიმოვიხედე.თითები სახეზე ჩამოვისვი, საწოლიდან ავდექი, და ფეხშიშველა გავიკვლლიე გზა სამზარეულოსკენ, როზა ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა, გაბრაზებული სახე ჰქონდა და როგორც სჩვეოდა ხოლმე ხელების ჟესტებით საუბრობდა
-რამე მოხდა? - ყურმილის დაკიდების შემდეგ შევხედე, და მაგიდასთან დავჯექი
-მინდოდა დასვენების დღე ამეღო, მაგრამ თურმე დღეს წვეულება ყოფილა, არადა მინდოდა სანაპიროზე წავსულიყავით - მითხრა
-და ამის გამო გაბრაზდი? - ავდექი, და ჩაიდანი დავადგი გაზზე
-კი - გამომხედა - ვალენტინა?
-ხო
-ჩემთან ერთად წამოხვალ წვეულებაზე? - თვალებში თხოვნით მიყურებდა
-წამოვალ, რატომაც არა - უარის თქმა გადავიფიქრე
-საუკეთესო ხარ - ლოყაზე ხმაურით მაკოცა. მიყვარდა ეს ადამიანი თავისი ბავშვური გამოხტომებით. - რომელ საათზეა წვეულება?
-საღამოს ცხრაზე - მითხრა
-კარგი,ტონიოს ადრე დავეთხოვები, არა მგონია უარი მითხრას
გუშინდელი ღამის შემდეგ ყველას და ყველაფერს შიშით ან ეჭვნარევი მზერით ვუყურებდი,მიკვირდა ეს ყველაფერი,არ მჯეროდა რომ ასე უბრალოდ დაივიწყეს ადამიანი რომელიც მკვლელობას შეესწრო
სამსახურში ისევ ჩვეული დრო გავატარე, ხალხმრავლობა,ბევრი კერძის მზადება…რვა საათი სრულდებოდა ტონიოსთნ რო შევედი
-ვალენიტინა,როგორ ხარ? - გამიღიმა ტონიომ და საქაღალდედან თავი ამოწია
-კარგად…ტონიო რაღაც მინდა გთხოვო
-აბა,გისმენ
-შეგიძლი დღეს ადრე გამიშვა? ვალერიო მიხედავს ყველაფერს
-კარგი, რა თქმა უნდა - გამიღიმა
-ყველაზე კარგი მენეჯერი ხარ - ვუთხარი და დავემშვიდობე.
სახლში შესვლის თანავე, ტანსაცმელი გავიხადე და ოთახში შევედი, სადაც დიდი აურსაური იყო
-როზა,რა ხდება აქ? - შევხედე გაბრაზებულმა როზას, რომელიც ღია იისფერ კაბას ირგებდა სარკის წინ
-კაბას ვეძებდი და…არაუშავს დავალაგებთ - მითხრა - ჯანდაბა დამეხმარე ვალენტინა - მანიშნა შესაკრავზე. შესაკრავი შევუკარი
-ლამაზი ხარ - ვუთხარი, და გარდერობიდან შავი უმკლავებო კაბა გამოვიღე
-მე გავალ
კაბა მოვირგე, და სარკის წინ დავდექი.კაბაში მკერდი სექსუალურად მოჩანდა, სხეულზე მოტმასნილი კაბა წვრილ წელსა და განიერ თეძოებს გამოჰკვეთდა. შავი ფერის დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, და მუქი დატალღული, წაბლისფერი თმა შიშველ მხრებზე დავიყარე, ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი. გაღებულიაივნის კარიდან ტაქსის ხმა რომ გავიგეთ, ორივე სახლიდან გავედით.



იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

365 დდ შთაბეჭდილების ქვეშ ხარ ეტყობა

 


№2  offline წევრი Soraya

სტუმარი ანა
365 დდ შთაბეჭდილების ქვეშ ხარ ეტყობა

დაახლოებით ვიცი რომელ ფილმზეც ლაპარაკობთ, თუმცა ნაყურები არ მაქვს, ვიცი ამ ფილმის შინაარსი, და კი შეიძლება ეს სიუჟეტი ფილმის სიუჟეტს გავდეს, თუმცა არა მგონია შემდეგ რამე მსგავსება შენიშნოთ.
მადლობა აზრის გაზიარებისთვის
აქვე დავამატებ,რეალურად მეც არ ვიცი ისტორიას გავაგრძელებ თუ არა.

 


№3  offline წევრი sofi_sofiaa13

მგონი ძალიან მომწონს
--------------------
ფეფო

 


№4  offline წევრი Soraya

sofi_sofiaa13
მგონი ძალიან მომწონს

მადლობა რომ კითხულობთ

 


№5 სტუმარი სტუმარი ხატია

სადაა ახალი თავი? გააგრძელე რა...

 


№6  offline წევრი Soraya

სტუმარი ხატია
სადაა ახალი თავი? გააგრძელე რა...

არ ვიცი გავაგრძელო თუ არა, მართლა არ მინდა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვიღაცას ეგონოს რომ რომელიმე ავტორის ისტორიას "ვაკოპირებ" და ისე ვდებ. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია ამ საიტზე ვარ ძალიან ბევრი ისტორია წამიკითხავს, არ ვიცი რითი დაამგვანეს, მაგრამ აშკარაა წერის სურვილი დამეკარგა, იმის მიუხედავად რომ ვიცი არასდროს უნდა შეწყვიტოს ავტორმა წერა როცა მკითხველი მას ასეთ კომენტარს უწერს, არ ვაპირებდი შემეწყვიტა, მაგრამ ვფიქრობ არ ღირს...ალბათ ისევ მკითხველი ვიქნები ამ საიტზე...
დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ ჩემი ისტორია, და მადლობა იმისთვის რომ იმედს მაძლევდით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent