შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Are you lost baby girl? (თავი 6)


16-11-2022, 06:11
ავტორი Marselita
ნანახია 1 857

დილით, ტელეფონის ვიბრაცია მაღვიძებს. ჯანდაბა,სასტიკად მეძინება, თანაც დღეს ხომ კვირაა! ვინ არის, რა უნდათ??
უსიამოვნო სახით და დახუჭული თვალებით დავავლე ხელი ტელეფონს და ნახევრად მძინარე ხმით ვუპასუხე.
-ელისაბედ, ბიუროში 12 საათისთვის გელოდები, რაღაც საკითხზე უნდა დაგელაპარაკო, დროულად გამოცხადდი იცოდე._მომაყარა იმ წამსვე ჩემმა ძვირფასმა უფროსმა და გამითიშა! ჰმმმჰ... ჯანდაბა, კოსტა, რა გინდა ამ დილაუთენია ჩემგან, თანაც, დასვენების დღეს?! მეც ხომ ადამიანი ვარ.. სამსახურის გარდა ცხოვრება მეც მაქვს! არა რა, მეც კიდე ვის ვატყუებ, სამსახურის გადამკიდე ჩემი ცხოვრება მგონი მხოლოდ ძილს მოიცავს და უკვე მაგასაც ვერა. გუშინ, მთელი დღე თავდაუზოგავად ვიმუშავე და დიად ვახტანგ წერეთელსაც ვესტუმრე ციხეში. გამოძიების ორმოცდაათი პროცენტი გახსნილი მაქვს, მეტი თუ არა.
საათს მობეზრებულმა დავხედე, უკვე 11ია. ‘’ოოოჰჰ!’’ ამოვიოხრე საცოდავი ხმით და ზლაზვნით წამოვდექი. რაღა თქმა უნდა, ჯერ აბაზანაში შევედი და გამოსულმა ნაჩქარევად დავიწყე ჩაცმა. ცისფერი აბრეშუმის პერანგი ავირჩიე,შავი კაბა და ამავე ფერის ფეხსაცმელი. თმა ტალღოვნად დავიხვიე და უცებ გავვარდი სახლიდან, რომ არ დამეგვიანა.
მალე უკვე ბიუროსთან ვიყავი,სწრაფად შევირბინე შიგნით,თან მაჯის საათს დავხედე, 12ს ერთი წუთი აკლდა. ესეც ასე! გაღიმებული გავემართე უფროსის კაბინეტისკენ.
-ყოჩაღ, ელისაბედ, დროულად მოხვედი, პუნქტუალობა დაგიხვეწავს.._შემფასებლურად შემომხედა კოსტამ, როგორც კი შევედი და ხელით სავარძლისკენ მანიშნა.
-დღე მშვიდობისა, ბატონო კონსტანტინე! როგორ ბრძანდებით?_მთელ თავაზიანობას ვიკრებ და ვუღიმი, თან სავარძელზე მოკრძალებულად ვჯდები.
-მშვენივრად.. როგორც გითხარი, შენთან საუბარი მინდოდა._საქმიანი სახით მიყურებს.
-დიახ, საინტერესოა რაზე?_ვეკითხები და მომლოდინედ ვჩუმდები.
-ნიკა მელაპარაკა შენზე,_ეს თქვა თუ არა იმ წამსვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და სახეზე აშკარა გაღიზიანებაც გამომესახა. ნუთუ ისევ იგივე გრძელდება??!! ახლა უფროსიც ჩართე ამ ყველაფერში, ნიკა? არ მჯერა რაა!
-უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, ბატონო კონსტანტინე, იმედია აქ კვირა დილით თქვენც ჭკუის დასარიგებლად არ მომიყვანეთ!_ვთქვი ბრაზით.
-დამშვიდდი, ელისაბედ და საუბარი მეორედ აღარ შემაწყვეტინო იცოდე! თორე მართლა მოგცემ ბრაზის მიზეზს._მითხრა კატეგორიულად, რაზეც დამყოლი მზერით შევხედე და ხმა გავიკმინდე.
-ნიკა შენზე მელაპარაკა, დიახ. თვლის, რომ სუსტი ხარ მსგავსი საქმისთვის და ამავდროულად შენზე ღელავს.. თუმცა მე მას არ ვეთანხმები, პირიქით, შენში დიდ პოტენციალს ვხედავ,ბარბაქაძე. შენი და წერეთლის დაკითხვა მოვისმინე. მე და ბიუროს რამდენიმე აგენტმა ბევრიც ვიბჭეთ, გუშინ, ამის შესახებ და შენთვის დავალება გამოვძებნეთ._მკაცრი ხმით დაასრულა და სერიოზულად შემომხედა კოსტამ. მე კი მის სიტყვებზე შვებით ამოვისუნთქე.
-უღრმესი მადლობა, რომ ჩემი გჯერათ, ბატონო კონსტანტინე. მეგონა, საქმეს ჩამომართმევდით, თუმცა შევცდი. არა რა! ნამდვილად ყველაზე საყვარელი უფროსი ხართ!_ვუთხარი და გავიკრიჭე.
-მადლობა,_მითხრა შუბლშეკრულმა, მოვალეობის მოხდის მიზნით. ოჰ,ამ კაცს ჰო ემოციები არასდროს აქვს!_საქმე მართლა მინდა შენ გქონდეს, არ ჩამოგართმევ, თუმცა როგორც ვთქვი, დავალება მაქვს შენთვის,რასაც თავი უნდა გაართვა.
-აჰ, ხო.. გავიგე._მისი სიტყვები საერთოდ არ მესიამოვნა მაგრამ არ შევიმჩნიე, მე ხომ დამოუკიდებლად მუშაობა მომწონს,_მაინც რა დავალება?_ინტერესით მივაშტერდი.
-მოკლედ გეტყვი, გამოძიების გეგმა შემდეგნაირია.. ვინაიდან და რადგანაც, წერეთელი მიხვდა, ბევრი რამე ამოქექე მისი ბნელი საქმეებიდან, ამიერიდან ის გაცილებით ფრთხილად იქნება.. მაგრამ, მარტივი შესამჩნევია, რომ შენ მას მოეწონე.. გევალება, მას დაუახლოვდე. ხომ ხვდები?_გამომცდელად შემომხედა.
-დავუახლოვდე?_გაკვირვებულმა შევხედე.
-დიახ. გამოძიებისთვის ასეა საჭირო.. მასთან დაახლოებას შეეცდები, მისი მოხიბვლა გევალება. შენი გზით მისგან ბევრის გაგება შეგვიძლია. არაერთი კრიმინალის დანაშაულებებს ავხდით ფარდას..
-რა?_მომენტალურად ხმა მიწყდება,_რას ამბობთ, ბატონო კონსტანტინე?? მე მარიონეტი ვარ თქვენთვის და არა გამომძიებელი,ხო?!_ნერვებმოშლილმა ხმა ვერ დავიმორჩილე და ტონს საგრძნობლად ავუწიე.
-ბარბაქაძე, რასაც გეუბნები აუცილებელია. მე შენს პროფესიონალიზმში ეჭვი არ შემიტანია. მსგავსი ტიპის დავალებასაც, სწორედ ამიტომ გაძლევ შენ და არა სხვას. თანაც, სიტუაცია ხელსაყრელია. ვიცი, ეს სასიამოვნო გასაკეთებელი არაა, ადამიანის გრძნობებზე თამაში მოგიწევს, რაც მორალურად არასწორია, თუნდაც მისნაირ კრიმინალთან. მაგრამ ახლა ეს საკმაოდ ხელსაყრელია ჩვენთვის.
-კარგი.._ირონიულად ჩავილაპარაკე,_ მაინც როგორ უნდა მოვახერხო ეს, ანუ მის გრძნობებზე თამაში და მისი მოხიბვლა, ციხეში?? საინტერესოა.. მე მაინც მგონია, რომ მეხუმრებით..
-კლოუნს ვგავარ?!_მეკითხება მკაცრად და ცოტა უხეშადაც.
-არა._ვპასუხობ იმ წამსვე.
-წერეთელს ერთ თვეში გაათავისუფლებენ, ბიუროს მოთხოვნით. ეს ყველაფერი იმაზე ბევრად სერიოზული და მნიშვნელოვანია, ვიდრე შენ გგონია.. მანამდე, ჩვეულებრივ მოგიწევს მასთან დასაკითხად შეხვედრა. მისი ნდობა უნდა მოიპოვო, რაც რთული იქნება, თუმცა ეს ნებისმიერი გზით უნდა გააკეთო. უნდა დაარწმუნო, რომ მის მხარეს ხარ, მის მიმართ კი გრძნობები გაქვს.. ჩვენ მითითებებს კი დაწვრილებით უნდა უსმინო და ისე იმოქმედო. არ გადააჭარბო, დაიმახსოვრე.._გამაფრთხილებელი მზერა მტყორცნა, რაზეც, მეც დასერიოზულებულმა შევხედე,_როგორ ფიქრობ, ამ საქმეს თავს გაართმევ?_დააყოლა კითხვა ეჭვნარევად.
-ბატონო კონსტანტინე,ყველაფერს გავაკათებ რომ ჩემს პროფესიონალიზმში საბოლოოდ დარწმუნდეთ და ეჭვი მართლა აღარასდროს შეიტანოთ._დავიწყე ნიშნისმოგებით,_გპირდებით ამ საქმისთვის ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ,რთული იქნება,თუმცა ეს ჩემი ვალია ქვეყნის წინაშე და თქვენს წინაშეც. თანაც, რომ არ დაგიმალოთ სწორედაც რომ სირთულეები მიზიდავს,ამიტომაც ავიღე ეს საქმე.. შეგიძლიათ გქონდეთ ჩემი იმედი..!_ვთქვი და მტკიცედ შევხედე.
-მშვენიერია. მომწონს შენი შემართება,ბარბაქაძე.. ზუსტად ამას ველოდი შენგან._მითხრა კმაყოფილი, მაგრამ სერიოზული სახით,_კარგი.. ახლა შეგიძლია წახვიდე,დღეისთვის თავისუფალი ხარ..
-გმადლობთ,ნახვამდის!_ვამბობ მოკრძალებულად და მისი კაბინეტიდან გამოვდივარ.

********

ამას არ ველოდი. ჩემი გეგმები კარდინალურად შეიცვალა.. თუმცა მე ამას შევძლებ. უნდა შევძლო..! მე პროფესიონალი ვარ და ყველაფერს თავს გავართმევ, თანაც აუცილებლად..!



№1 სტუმარი სტუმარი nina

როდის დადებ შემდეგს ? :(

 


№2 სტუმარი სტუმარი ელა

ძალიან მაინტერესებს, საქართველოში ფედერალური ბიურო სად ნახე? ცოტა დაფიქრდი ეგეთ რაღაცეებზე, თუ გინდა მომავალში ჩამოყალიბებულ მწერლად იქცე.

 


№3  offline წევრი Marselita

სტუმარი ელა
ძალიან მაინტერესებს, საქართველოში ფედერალური ბიურო სად ნახე? ცოტა დაფიქრდი ეგეთ რაღაცეებზე, თუ გინდა მომავალში ჩამოყალიბებულ მწერლად იქცე.

საქართველოში მგონი საერთოდ არ არსებობს ეროვნული საგამოძიებო ბიურო, მითუმეტეს ფბის დონის რა. მე კი მინდა რამე საინტერესოზე ვწერო:))))) შემეძლო ამერიკაზე და ამერიკელებზე დამეწერა და არა ქართველებზე, მაგრამ ქართული საიტია ეს და ქართულად წერა ვამჯობინე❤️ ინგლისურადაც ვწერ ოღონდ ვათპადზე და არა აქ ❤️

სტუმარი nina
როდის დადებ შემდეგს ? :(


ხვალლ ❤️
--------------------
ლ. დ.

 


№4 სტუმარი Mari

ამას გაგრძელება არ ააქვს? და როგორ ვნახო

 


№5 სტუმარი Tako

Gagdzeleba ratom ar aris????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent