სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ( 3 )
იმ ღამით დათო მესიზმრა, მთვრალი, სასმლისგან თვალებამღვრეული და ავხორცი ჟინისგან გონებაარეული შემოვიდა ჩემს საძინებელში, ჩუმი და ავბედითი შუაღამე იდგა, ფანჯრიდან უზარმაზარი სავსე მთვარე მოჩანდა რომელიც ცივი სინათლით ავსებდა ოთახს, საწოლზე დედიშობილა ვიწექი და ვერ ვმოძრაობდი, თითის განძრევასაც კი ვერ ვახერხებდი, სიცივისგან და შიშისგან კანდახორკლილი ვუყურებდი როგორ მიახლოვდებოდა ნელ-ნელა და როგორ იხდიდა ტანსაცმელს, მინდოდა მეყვირა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული დედაჩემს ჩემი ხმა რომც გაეგო მომეშველებოდა თუ არა... ნელ-ნელა იხდიდა ტანსაცმელს, თითქოს ჩემი ტანჯვა და აცრემლებული თვალები ართობდა და სიამოვნებას ანიჭებდა, თითქოს ჩემი უხმო გოდება ძალას მატებდა რომ ამდენი ხნის ნაფიქრი და ნანატრი საშინელება ჩაედინა, ქამარი შეიხსნა... საცვლისამარა მოექცა ჩემს ფეხებს შორის, ანთებული თვალებით დამაჩერდა ზემოდან, ტუჩები მოილოკა და საზიზღრად გაიცინა, ცერა თითი უხეშად დამაჭირა ქვედა ტუჩზე, ნიკაპზე ჩამომისვა, ყელის გავლით ქვემოთ ჩამოუყვა და მკერდზე მტკივნეულად მომიჭირა ხელი, მერე თითები ფეხებს შორის ჩააცურა და... დავინახე როგორ გვიყურებდა ოდნავ შეღებული კარიდან დედაჩემი, იდგა და უემოციო სახით უყურებდა როგორ ძალადობდა მის ერთადერთ შვილზე მისი სათაყვანებელი მეუღლე, მერე შებრუნდა კარი გაიხურა და წავიდა, უმწეოდ ვაცეცებდი ცრემლებისგან დაბინდულ თვალებს და იძულებული ვიყავი ჩემს სხეულზე დათოს ხელების თარეში, ტუჩებზე ტუჩების უხეში შეხება, ჩემში მისი თითების აუტანელი და გულისამრევი მოძრაობა და ამაზრზენი ხვნეშა და ოხვრა ამეტანა, საცვალი რომ გაიხადა, თეძოებზე უხეშად რომ ჩამეჭიდა, მისკენ რომ დამქაჩა და ჩემს სხეულს ერთი ძლიერი უხეში ბიძგით შეუერთდა საკუთარმა განწირულმა ყვირილის ხმამ გამომაღვიძა, საწოლში აცახცახებული წამოვჯექი, რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად თუ სად ვიყავი, ერთდროულად ვიგრძენი შვება იმის გამო რომ დათო ჩემგან შორს იყო და შიში იმის გამო რომ მიწისქვეშ გაურკვეველი დროით ვიყავი გამოკეტილი. დახშული ქვითინის ხმა რომ მომესმა მაშინღა გამახსენდა რომ მარტო არ ვიყავი, გაშლილი აბურდული თმა ზურგსულან გადავიყარე და გაოფლილი შუბლი მაისურის კალთით მოვიწმინდე, საწოლის კიდეზე საცოდავად მოკუნტულ ელის გადავხედე, მუხლებ მოკეცილს ხელები ბალიშზე ჰქონდა მოხვეული, რამდენიმე ზომით დიდ საღამურში გამოწყობილი ძალიან პატარა და გამხდარი ჩანდა, ტიროდა, მხრები უცახცახებდა, აშკარა იყო რომ კოშმარს ხედავდა, წამოვდექი საწოლს შემოვუარე და მის წინ ჩავიმუხლე, ფრთხილად გადავუსვი თავზე ხელი, ჩემი სიახლოვე რომ იგრძნო ტირილი შეწყვიტა და საცოდავად აკრუსუნდა. - დედა, დედა სად ხარ? -მისმა საცოდავმა ლუღლუღმა გული მომიკლა. - გაიღვიძე, კოშმარი გესიზმრება, ყველაფერი კარგადაა გესმის? თვალები გაახილე პატარავ, -შეძლებისდაგვარად თბილად ვეჩურჩულებოდი და ნაზად ვეფერებოდი სახეზე, ცრემლებისგან ამღვრეული და ჩაწითლებული თვალები რომ გაახილა და შემომხედა აშკარად მივხვდი რომ ვერ მიცნო, ერთხანს უაზროდ მიყურებდა და მერე გაეღიმა. - მოხვედი დედა? ვიცოდი რომ არ დამტოვებდი, -ჩაილაპარაკა, წამოიწია და ყელზე შემომხვია წვრილი მკლავები, აღარაფერი მითქვამს, საწოლზე ჩამოვჯექი, საზურგეს მივეყრდენი და კალთაში ჩავისვი, დიდხანს ვეფერებოდი, მანამ სანამ ღრმად არ ჩაეძინა, ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას, ვუყურებდი სახეს რომელზეც თბილი ღიმილი ჰქონდა გადაფენილი და ჩუმად ვყლაპავდი სიმწრის ცრემლებს, როდის-როდის ჩამეძინა უამრავი ფიქრით დაღლილს და ტვინარეულს. - - - - - - - - - - - - ჩვენი, ჩემი და ელის ბუნკერში ცხოვრების პერიოდი ოთხ სხვადასხვა ეტაპად შემიძლია დავყო, მოლოდინის ეტაპი, იმედგაცრუების ეტაპი, სასოწარკვეთილების ეტაპი და შეგუების ეტაპი, პირველი ერთი კვირა ჩვენი საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანი სამყოფელის შესწავლას დავუთმეთ, ელიმ ბიბლიოთეკაში კარი აღმოაჩინა რომელიც ერთგვარ სამართავ პულტს უკავშირდებოდა, ოთახი უამრავი მონიტორით და სხვადასხვა ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი აპარატურით იყო სავსე, თუმცა არაფერი არ მუშაობდა, დიდი ალბათობით ეს ოთახი სახლის და სახლის გარშემო პერიმეტრის გასაკონტროლებლად იყო განკუთვნილი თუმცა ახლა ყველაფერი ჩამკვდარი, ჩაბნელებული და ჩაჩუმებული იყო. ყველანაირად ვცდილობდით დრო მხიარულად გაგვეყვანა, ელის წინააღმდეგობის მიუხედავად სახლის პატრონის ქალიშვილის ტანსაცმელი ისე გადავაკეთე რომ ჩაცმა შეძლებოდა, მერე საწყობიდან უამრავი კონსერვი, ბურღულეული, კომპოტი და ხილის წვენი გამოვიტანეთ, ვცდილობდით ყოველდღე ახალ-ახალი საჭმელი მოგვემზადებინა, დილით ადრე ვდგებოდით, სავარჯიშო დარბაზში მივდიოდით და ვვარჯიშობდით, მერე ვსაუზმობდით, საძინებელში საწოლზე წამოწოლილები ვკითხულობდით სამუშაო ოთახიდან გამოტანილ წიგნებს, ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშებს, ელი ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის ფეხი აეწყო, მაკვირვებდა როგორ შეეძლო ამ ერთ ციდა ბავშვს ასე კარგად გრძნობების დამალვა მხოლოდ იმიტომ რომ არ გავეღიზიანებინე და არ შევეწუხებინე, მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მისთვის ჩემი ფიქრები და განცდები თავს არ მომეხვია და თავი კარგად მეგრძნობინებინა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დავიწყეთ იმაზე ფიქრი რომ არავინ გვეძებდა და საშინლად გაგვიცრუვდა იმედი, რამდენიმე დღეში იმედგაცრუება სასოწარკვეთილებამ შეცვალა, მიზნად დავისახე რომ როგორმე გარეთ უნდა გამეღწია, ყველაფერი შევამოწმეთ, თითოეული სანტიმეტრი, გასასვლელი არსად იყო, ფანჯარა არ გვქონდა, ვიწრო სავენტილაციო მილებში ელიც კი ვერ შეეტეოდა არათუ მე, გარშემო ბეტონის კედლები გვქონდა შემორტყმული, სამწუხაროდ ერთადერთი გამოსავალი კარის გაღება იყო რომელიც საშინლად იყო დეფორმირებული და არ იღებოდა, ცუდად ვიყავი, აღარ მეძინა ვეღარ ვჭამდი, კარის გამონგრევა ვცადე, მერე კედლის... ჩაქუჩით და ძალაყინით შეიარაღებულს, ბეტონის კედლის მტვრით დაფარულს, იატაკზე უღონოდ ჩამჯდარს რომ მომიახლოვდა ელი და ჩამეხუტა, -არ ინერვიულო მირა მე კარგად ვარ, ჩემს გამო ნუ წვალობო რომ მითხრა, ჩემი გადატყავებული ხელი პატარა ხელებში რომ მოიქცია და -ახლავე ადექი და წამომყევი უნდა შეგიხვიო თორემ ინფექცია შეგეჭრებაო, სასაცილოდ გაჯგიმულმა რომ მიბრძანა, ცოტა არ იყოს შემრცხვა ჩემი სისუსტის, იქნებ ჯობდა რომ ცოტა დამესვენა და დავლოდებოდი როდის მოხდებოდა რაღაც სასიკეთო. იმ დღის შემდეგ მე და ელი უსიტყვოდ შევთანხმდით რომ უბრალოდ დაველოდებოდით, არ ვილაპარაკებდით იმაზე რაც მოხდა და არც იმაზე რაც მოხდებოდა ჩვენთვის რომ მოეგნოთ ან რომ ვერ მოეგნოთ, ასე გადიოდა, დღეები, კვირეები, თვეები და ჩვენი ბუნკერში ყოფნის ერთი წლის თავზე საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში რომ ჩვენს წასაყვანად არავინ მოვიდოდა... - - - - - - - - რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩემი, დაბადების დღეა! უაქცენტო ქართულით წაიმღერა ელიმ ჩემს ყურთან და მაიძულა თვალები გამეხილა, გაჭირვებით დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და ჩემს თავთან დახრილი მწვანე თვალება ლამაზმანი შევათვალიერე. - სად ნახე ლამაზი დღე და ნათელი მზე, -უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე და მისი ნაწყენი სახის დანახვისას გამეღიმა, წამოვჯექი, ორივე ხელი მოვხვიე და ჩავიხუტე. - გილოცავ პატარავ, მრავალს დაესწარი. - პატარა აღარ ვარ, ჩვიდმეტი წლის გავხდი, -დაიწუწუნა და საწოლიდან წამოხტა, -რას იტყვი მიხდება? -ჩემს წინ დაბზრიალდა და მერე მომლოდინე სახით მომაჩერდა, ყურადღებით შევათვალიერე, ფეხშიშველი იყო, შავი საღამოს კაბა ეცვა, გულამოღებული და ბარძაყამდე შეხსნილი, გრძელი ჩალისფერი თმა ტალღებად ეყარა მხრებზე, ჩვენს გამუდმებულ ვარჯიშს აშკარად გამოეღო შედეგი და საოცრად მოქნილი და ლამაზი სხეული ჰქონდა, საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი თუმცა დახვეწილი ფორმების მქონე. - ეს კაბა ჰელენის გარდერობიდან არის? -ღიმილით მივუთითე კაბაზე რომელიც მართლა ძალიან უხდებოდა. - ჰო, წარმოიდგინე, უკვე გადაკეთებაც კი აღარ სჭირდება მის ტანსაცმელს, ნახე შენთვისაც მაქვს ზუსტად იგივენაირი კაბა, ჩაიცვი რა. მაიძულა ზუსტად მისნაირად გამოვწყობილიყავი და ცოტა ხანში სარკეში ოცდაოთხი წლის ულამაზეს ქალს შევყურებდი რომელსაც საოცრად სევდიანი დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. - ძალიან გიხდება, -უკნიდან ჩამეხუტა ელი და ლოყაზე მაკოცა, -ნუ ხარ ასეთი სევდიანი, წამოდი ვისაუზმოთ და მერე შევუდგეთ შენს საყვარელ საქმიანობას. სტვენა-სტვენით გავიდა ოთახიდან, მოღუშულმა დავიხედე გაუხეშებულ ხელებზე და უკან გავყევი, სამზარეულოში მელოდებოდა, ღიმილი ვერ შევიკავე როცა საზეიმოდ მორთული, ტკბილეულით გაწყობილი სუფრა დავინახე. - ეს კრეპები შენ გამოაცხვე? -ალუბლის ჯემიანი კრეპი ჩავკბიჩე და ნეტარებისგან თვალები მივლულე, -მმმმ ძალიან გემრიელია. - მართლა მოგეწონა? -სიხარულისგან თვალები აუციმციმდა. - მართლა მომეწონა მაგრამ დღეს შენი დაბადების დღეა, ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ერთხელ ხდები ჩვიდმეტი წლის, მოდი აქ დაჯექი და მოისვენე, შენ არ უნდა აცხობდე და ამზადებდე. - კარგი რა, -უდარდელად აიქნია ხელი და ჩაი დამისხა, -ვინ ვინ და შენ ნამდვილად იმსახურებ იმას რომ თუნდაც ყოველ დღე გამოგიცხო ასეთი კრეპები, -ჩემი აწყლიანებული თვალები არ შეიმჩნია და განაგრძო, -ტორტი რომ გვქონოდა უკეთ აღვნიშნავდით მაგრამ არა უშავს, ასეც... - ვინ გითხრა რომ ტორტი არ გვაქვს? -ეშმაკური ღიმილით ვკითხე. - რას გულისხმობ? -გაოცებულმა შემომხედა. წამოვდექი, ერთ-ერთი კარადის კარი გამოვაღე და საგულდაგულოდ გადამალული ტორტი გამოვაძვრინე, ვარდისფერი ყვავილებით მორთული თეთრი კრემით დაფარული ტორტის დანახვისას სიხარულისგან იყვირა, მაშინვე მივხვდი რასაც გააკეთებდა და ტორტი სასაწრაფოდ დავდე მაგიდაზე, მთელი ძალით გამოქანებული შემახტა და ჩემთან ერთად გაიშხლართა იატაკზე. - მადლობა, მადლობა, მადლობა, -ბუტბუტებდა და ლოყებს მიკოცნიდა. - ადექი შე არანორმალურო, ვეღარ ვსუნთქავ, ძლივს ამოვიხრიალე, წამოხტა და მეც წამომაყენა. - კი მაგრამ როდის მოასწარი გამოცხობა? - სანამ შენ გეძინა სულელო, -აბურდული თმა შევუსწორე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვწმინდე, -შენ რა გეგონა რომ დაბადების დღეზე უტორტოდ დაგტოვებდი? - მიყვარხარ მირა, -საოცრად გულწრფელი ხმა და მზერა ჰქონდა, გამეღიმა და დანა მოვიმარჯვე. - მეც მიყვარხარ, -ვუპასუხე და უზარმაზარი ნაჭერი დავუდე თეფშზე, მართლა ასე იყო, ძალიან მიყვარდა და რომ მყოლოდა ან შვილი ალბათ ამაზე მეტად ვერ მეყვარებოდა, უცნაური ურთიერთობა გვქონდა, ახლო და ახლობლური, უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს, ერთმანეთი გვიყვარდა და ერთმანეთზე ვიყავით დამოკიდებულები, ვიცოდი რას გრძნობდა, რაზე ფიქრობდა, რაზე ოცნებობდა, რას წარმოიდგენდა ხოლმე მორიგი სევდიანი და რომანტიული ისტორიის წაკითხვისას, ვიცოდი როგორ უნდოდა გარეთ გასვლა, როგორ აკლდა მზისა და სხვა ადამიანების სითბო, ვიცოდი ამ გარეგნული სიძლიერის მიუხედავად როგორი ნაზი და სათუთი იყო, ვიცოდი როგორ ოცნებობდა რომ ერთხელაც ძლიერი სიმპათიური პრინცი მოაკითხავდა და მარტოობისგან იხსნიდა... - რატომ არ ჭამ? ძალიან გემრიელია, -გამოტენილი პირით ჩაიბურტყუნა და ფიქრებიდან გამომარკვია. - აბა ახლა რას ვაკეთებთ? -ჩემს გვერდით დაეშვა სავარჯიშო ხალიჩაზე და პირსახოცით მოიწმინდა ოფლი. - ისე მეკითხები თითქოს ჩვენი პროგრამა არ იცოდე ელ. - ერთხელ მაინც რომ გადაუხვიო არა? - ნუ წუწუნებ, მიდი სროლაში ივარჯიშე. - შენც არ გაწყენდა ვარჯიში, -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და წამოდგა, მეც მაშინვე ამოვუდექი გვერდით, მშვილდი გამოვართვი და რამდენიმე ისარი ერთმანეთის მიყოლებით ვისროლე. - მიდი გაიმეორე და ვნახოთ ვის უფრო სჭირდება ვარჯიში, -ახლა მას მივაწოდე და გულზე ხელები გადავიჯვარედინე, დაახლოებით ერთი საათი ისრისა და დანის სროლაში ვვარჯიშობდით, მერე სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის დაშლა აწყობაში და მიზანში სროლაში, კარგი მოსწავლე იყო ელი, ისრისა და დანის ხმარება არ გვიჭირდა მაგრამ ბიბლიოთეკაში მოძიებული წიგნები რომ არა ცეცხლსასროლ იარაღს ალბათ ვერაფერს გავუგებდით, თავიდან მთელი დღე უზარმაზარ იარაღის ენციკლოპედიაში მქონდა ცხვირი ჩარგული, ვსწავლობდი და მასაც ვასწავლიდი, ახლა უკვე ორივე საკმაოდ ვიყავით გაწაფული იარაღის ხმარებაში, ყოველდღე ვვარჯიშობდით, ხელჩართული ბრძოლა, მერე იარაღი, ეს გვეხმარებოდა იმაში რომ მზესა და სუფთა ჰაერს მოკლებულებს ჯანმრთელობა არ დაგვეკარგა და საღი აზროვნება შეგვენარჩუნებინა თანაც ვინ იცის და სად დაგვჭირვებოდა ეს ყველაფერი... - შხაპი მიიღე გამოიცვალე და სამუშაო ოთახში შემოდი, -დაღლილმა მივმართე ელის და ნელი ნაბიჯით წავედი გასასვლელისკენ. - დღეს რა დღე გვაქვს? - ქართული ენის. - ხვალ? - ხვალ იტალიურის. - კარგი, გაკვეთილებზე არაფერს ვამბობ მაგრამ დღეს რომ არ ვთხაროთ არ შეიძლება? -ბოლოს და ბოლოს ჩემი დაბადების დღეა. - ჰოდა სწორედ იმიტომ უნდა ვთხაროთ რომ მეთვრამეტე დაბადების დღის აღნიშვნამაც ამ ჯურღმულში არ მოგიწიოს, გასაგებია? - მირა გთხოოოვ. - არავითარ შემთხვევაში, ეს ერთადერთი რამეა რაზეც არ ვკამათობთ, ყოველ დღე მინიმუმ ორი საათი ვთხრით, "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო" -რატომღაც თავში ეს ცნობილი ფრაზა ამომიტივტივდა და გულიანად გამეცინა. - რატომ იცინი? -მომიახლოვდა და საყვარლად გაბუშტული ტუჩებით შემომხედა. - მიდი, მიდი გამოიცვალე და გამოდი სამუშაო ოთახში ნუ მაცდენ, -უცნაურად გახალისებულმა მივიღე აბაზანა, გამოვიცვალე და ოთახში რომ შევედი ელი უკვე იქ მელოდა, ამჯერად ქართული ენის გაკვეთილი გვქონდა, ელი ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვი იყო, ყველაფერს მალე და ადვილად ითვისებდა, უკვე თავისუფლად და უაქცენტოდ საუბრობდა ქართულად და იტალიურად, გარდა ამისა კვირის განმავლობაში რამდენიმე საათს ვუთმობდით, მათემატიკას გეოგრაფიას და ისტორიას, არ მინდოდა ჩამორჩენილიყო და უვიც უცოდინარ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. - დავიღალე, -ერთი საათის შემდეგ თავი მაგიდაზე ჩამოდო და ამოიოხრა. - კარგი, მგონი საკმარისია, -წამოვდექი და ისიც წამოვაყენე, -წადი წამოწექი დაისვენე და მერე ერთად შევუდგეთ საქმეს, -ოთახიდან გამოსულები საპირირისპირო მიმართულებით წავედით, ელი საძინებლისკენ წავიდა მე კი დერეფნის ბოლოში მდებარე კარისკენ. კარი გამოვაღე თუ არა ნესტის და მიწის სუნი მეცა, დარბაზში გავედი და მოვათვალიერე, იქაურობის უმეტესობა კარგად დატკეპნილ მიწას და ბეტონის კედლის ნამტვრევებს ეკავა, კედელში გამოჭრილ ხვრელთან მივედი და ზემოთ ავიხედე, კიბეების ნახევარზე მეტი უკვე გასუფთავებული იყო... - სულ ცოტაც მირა, რამდენიმე დღეც და აქაურობას თავს დააღწევთ, სულ ცოტაც მოითმინე, -ჩავილაპარაკე და გულზე ხელი მივიჭირე, თითქოს ასე შევანელებდი აჩქარებულ გულისცემას... - - - - ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ ძალიან დაგვიანებას მერჩივნა პატარა თავი დამედო, სამაგიეროდ შემდეგს დავდებ მალე :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.