სიყვარულით მოცულნი (სრულად)
*** უკუნითი ღამეა. შემაწრწუნებლად ბნელა, თითოეული კუნჭული დაბინდულია, ყველაფერი ბურუსმა მოიცვა, მთვარის შუქიც არ ანათებს გარემოს. თითქოს რაღაც ამბავმა მთვარეს სიცოცხლის სურვილი დაუკარგა, კაშკაშის სურვილი მოუკლა. ბნელა უკუნითამდე, ბნელა ისე, რომ საეჭვოა გათენდება თუ არა. როდესაც სიზმარს თავი დავაღწიე, იმ წამსვე წამოვხტი, ოთახი გავანათე და აივანზე დასამშვიდებლად გავედი. ცას შევხედე, მართლაც სიცარიელეა, თითოეული ვარსკვალივი დამალვია დედამიწას, მთვარეც კი, რომელიც უსასრულობიდან დღემდე ჩვენ გვერდით იყო, დღეს ოდნავადაც არ ჩანს. შემეშინდა! რა იყო სინამდვილე და რა სიზმარი ვეღარ გავარკვიე და რატომღაც ვიფიქრე, რომ წყვდიადმა მოიცვა დედამიწა! სხეული მიკანკალებს, წარმოსახვა წინ მისწრეფს და ეშმაკის საზარელ კადრებს მიყენებს წინ. ეს სიცოცხლესავით რეალურია! მე მათ თვალებს ვხედავ, წითელ, კაშკაშა, გაბრწყინებულ თვალებს, მათ საზარელ სუნს ვგრძნობ და ვხვდები, რომ ყოველივე ეს სულ ახლოსაა, ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, დედამიწაზე. კანკალის გამო, იმ წამს აღებული ჭიქა ხელიდან მივარდება და ათას ნატეხად იფშვნება. საშინელ, დაუძლეველ ტკივილს ვგრძნობ! გავყურებ მტკვარს და მეშინია, გავყურებ ცას და ტირილი მინდება. რაღაც ხდება! ტრაგედია მელის წინ! ეშმაკეულნი ჩემს წინ დგანან, იცინიან, იცინიან ტკბილად, ამაყად. -ღმერთო, რა ხდება? რა არის ეს? -ვკივი შეძრწუნებული, რადგან ვეღარ ვუძლებ დემონების საშინელ ღიმილს. საკუთარმა შეშლილმა ხმამ გამომიყვანა კოშმარეების საუფლოდან. ეს ყველაფერი ყოფილა ბოდვა, ბოდვა მომავლის მწარე წუთების. იმ დღეს მზე რომ ამოვიდა, ჩემთვის მაინც არ გათენდა, რადგან მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, დიდი ტრაგედია დატრიალდა ირგვლივ, გარდაიცვალა კაცი, მოკვდა ადამიანი, რომელსაც არაფერი ესაქმებოდა სიკვდილთან. ძმები! სიკვდილი და სიცოცხლე, უბედური დედის შვილები! სიკვდილი, მოდის და მიჰყვავს, შავი და თეთრი! სიცოცხლე, ფრინავს და მოქვს, ბედნიერება, სილაღე! ბიძაჩემს ეშმაკები უკნიდან მიეპარნენ, რადგან ვერ გაუძლებდნენ მის თაფლისფერ კამკამა თვალებს. *** მთაში ვარ, ბარიდან გაქცეული. თითქოს იქ, ზღვის დონიდან რამდენიმე მეტრზე, ჰაერი აღარ მყოფნიდა ცხოვრებისთვის, არსებობა კი, ეჰ, არსებობა ჭირსაც წაუღია. გარეთ ქარია, დაწრწის ქუჩა-ქუჩა და ადამიანებს აცივებს, ყინავს, კლავს, ათბობს ან სულაც აცოცხლებს. დიახ, გარეთ ქარია და ეს თითოეულ ცოცხალ არსებაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. კვირა დღე გათენდა და მეც ეკლესიაში წასვლა გადავწყვიტე. შვიდს სამი წუთი აკლდა, როდესაც გავიღვიძე, თავი ელემენტარულად მოვიწესრიგე და ღვთიურ ბუნებაში სოკოსავით ამოსკუპებული ეკლესიისკენ გავემართე. სულ მალე პატარა, სასწაული შენობა შემომცქეროდა და თავისი უბრალოებით სამყაროს სიდიადეს მაცნობდა. მოჩუქურთმებული ხის კარი შეუცნობელი ღიმილით შევაღე და იქ რაც ვნახე ჩემს გონებას აღსაქმელად გაუჭირდა. სიმშვიდე, მელოდიური გალობა და სისპეტაკე, რომელიც შესვლისთანავე თან გდევს, ამოუხსნელი იმპულსები, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი სამყაროს ცოცხალი ნაწილი ხარ და ცხოვრობ ადგილზე, რომელიც სასწაულებითაა მოცული, რომლის არსებობაც თავად სასწაულია. კედლები დაფარულია ფრესკებით, რომელთაც დრომ ვერაფერი დააკლო, ისინი ასეულობით წლის შემდეგაც ატარებენ თავიანთ ენერგიას, ყველაზე უბრალოსა და ძლევამოსილს. შესაძლოა ის მეოცნებე ხალხი, რომელნიც ცას ღიმილით აჰყურებენ და ფიქრობენ, რაც ნამდვილია, არასდროს ქრებაო, მართლებიც არიან, ვინ იცის?! ფრესკებს ადამიანები უმშვენებენ გვერდს. მოწადინებულ პიროვნებას სულ ხუთი თითი ეყოფა მათ ჩამოსათვლელად.პირჯვარი გადავისახე, მეტანია გავაკეთე და ღვთისმშობლის პაწაწინა ხატს ვემთხვიე. როდესაც ლოცვა წავიკითხე, დიდი მარიამის ხატსაც მოვწყვიტე თვალი და კართან დავბრუნდი. „მრწამსის“ გალობის მოსმენაში მართლაც არის რაღაც განსაკუთრებული. დროთა განმავლობაში ვიგრძენი, რომ დამიმშვიდდა პულსი, დაწყნარდა გული, რომელიც სევდას ისე დაემძიმებინა, რომძვლივსღა ფეთქავდა. ტაძარი არაა დედამიწის საკუთრება. სულ ვფიქრობ, რომ ეკლესია-მონასტრები დედამიწაზე მყოფი სამოთხის მიწაა, მისი პაწაწინა მარცვალია. მთავარანგელოზის ფრესკას ვუცქერდი, მის წმინდა სახეს ვაკვირდებოდი, როდესაც კაბა პატარა, ოქროსთმიანმა გოგონამ მომქაჩა. ისე ვიყავი ფიქრებში ჩაფლული, როდის მომიახლოვდა ვერც გავიგე -ღმერთო, რა სიცოცხლეა! -გავიფიქრე დანახვისთანავე და მასთან დავიხარე, გოგონას სიმაღლეს გავუთანაბრდი, კეთილგანწყობა რომ მომეპოფავებინა. -მზესავით კაშკაშა ხარ. -სიტყვები პირიდან რომ ამოვიდა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როგორ გავდა ჩემო ნათქვამი ნიკოს სიტყვებს. უცებ სუნთქვა ამიჩქარდა, მივხვდი, გული ხელით მეჭირა... გრძნობა მხოლოდ გოგონას შეხებისას დამიბრუნდა, რომელიც ცრემლს მწმენდდა, მე იმ წამს გავაცნობიერე, რომ გრძნობები ვულკანივით ამომფრქვეოდა, ვტიროდი. ცხელი სითხე თითებით მოვიწმინდე და ბავშვს შევხედე, ყვითელ სარაფანაში გამოწყობილმა გოგონამ რამდენჯერმე სასაცილოდ დაახამხამა კამკამა, ზღვისფერი თვალები, თითქოს დაიბნა ჩემს მიმიკებზე. -პატარა საოცრება ხარ! -მოვეფერე რაღაცნაირი, კარგად ნაცნობი, მაგრამ დავიწყებული გრძნობებისგან დაბნეულმა. -მამაც ასე ამბობს. -ამოიჩურჩულა რამდენის წამის შემდეგ წკრიალა, ანგელოზისებრი ხმით. -იმიტომ, რომ სიმართლეა. -უჩვეულოდ ლაღად გამეცინა ბავშვის სიტყვებზე. ხელი გავწიე, მის ლოყაზე შეხებას ვაპირებდი, უეცრად რომ უკან გახტა. შევკრთი, ძალიან არ მესიამოვნა ბავშვის შიში. მაშინვე გაუცნობიერებლად დავუბრუნდი საკუთარ მიტოვებულ პროფესიას და დისტანცია კიდევ უფრო გავზარდე. -შეიძლება შენს ლამაზ სახეს შევეხო? -ვკითხე რამდენიმე წამის შემდეგ. პატარამ თავი გააქნია და იქვე, კუთხესთან მდგომ, ახალგაზრდა კაცთან მიირბინა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე უცნობი. კაცი, ჩემთვის ასე საზარელ ფერში, შავებში გამოწყობილიყო, მთის სოფლისთვის უჩვეულოდ მოწესრიგებულად. თვალი ვერ მოვაცილე. ჯანდაბაში გავგზავნე აზრი, რომ უხერხული იყო და დაკვირვება დავიწყე. ბავშვი დიდი სიყვარულით აიტაცა ხელში. პაწაწინამ გადაიკისკისა, საკუთარი ნატიფი ხელები კისერზე მოხვია, თავი მხარზე დაადო და იქედან დამიწყო ცქერა. მე დაპროგრამებულივით ვუღიმოდი. პროფესია, შინაგანი მდგომარეობა, თუ რა იყო მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ მათზე ჩავიციკლე და დიდხანს, სანამ წირვა არ დამთავრდა, ვუყურებდი, დეტალურად ვსწავლობდი მამა-შვილს. ბავშვში იყო რაღაც, რაც აშორებდა ხალხს, რაც გარესამყაროსგან კეტავდა და მამაზე ჯაჭვავდა. წირვის დასრულების შემდეგ ეკლესია დავტოვე, მაგრამ მათზე ფიქრი - ვერა. მთელი ჩემი გონება უცნაურმა აზრებმა მოიცვა, სხვა ყველაფერი გაქრა. ეზოში მისვლისთანავე საქანელაში დავჯექი, თუმცა რამდენიმე წუთში რბილ, მოყავისფრო-მომწვანო ბალახზე აღმოვჩნდი. ირგვლივ ნაზი სიო ელამუნებოდა გარემოს და თითქოს ამხნევებდა მას და რათქმა უნდა, მეც. ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. გათენებამდე ვბჭობდი, რა ხდებოდა ოქროს კულულებიანი გოგონას თავს. რამდენიმე ვარაუდი მქონდა, თუმცა საკმარისი დამადასტურებელ არგუმენტს ვერც ერთს ვუძებნიდი და ამიტომ ყველაფერი ბათილდებოდა. უკუნითი სიბნელე დამხვდა, როდესაც კანკალმა გამომიყვანა რამდენიმე დღის დაუვარცხნელი თმისავით აბურდული ფიქრებიდან. აკანკალებული ხელით ტელეფონი მოვიძიე, ფანარი ჩავრთე და სახლისკენ გათოშილი გავიქეცი. ელექტრო ბუხარს ბოლომდე ავუწიე, მის წინ ხალიჩაზე დავჯექი და გათბობას შევუდექი. თითქოს ჩემში გადატრიალება მოხდა. იქვე მიგდებული ფანქარი გაუცნობიერებლად ავიღე და კედელზე დავიწყე ხატვა რამდენიმე თვის შემდეგ პირველად. იმ დღეს, თექვსმეტი აგვისტოს დილას, დაიწყო ყველაფერი. ავირიე ისე, რომ დიდხანს მოუწია ჩემს თავს აეტანა საკუთარი უსუსური და გაზაფხულის წვიმასავით მერყევი მე, მრავალმა თვემ ნახა ჩემი ბრძოლა, რომლიდანაც გამარჯვებული არა, ბედნიერი დავბრუნდი… თუმცა არა, ამ სამყაროში ბედნიერება ყველაფერია, თუ ბედნიერი ხარ, უპირობოდ გამოდიხარ გამარჯვებული. *** გამთენიისას გავედი გარეთ. აივნიდან უსასრულოდ გავყურებ არაამქვეყნიურ ხედს. აქა-იქ ნისლს დაემორჩილებინა ხანა სამყაროსი. ნაცრისფერი, სინათლე შეპარული სიბნელე მიყურებდა, მიცქერდა, როგორც მფეთქავი ზღვა და მაშინებდა ისე, როგორც უაზროდ განვლილი ცხოვრების უსასრულო მორევი. ემოციებმა დამადუმა. თამბაქოს სურნელში არეული მთის ჰაერი ჩავისუნთქე და თითქოს რაღაც გავანეიტრალე გარემოში არა, გონებაში, ჩემს პატარა სამყაროში, რომელიც საგრძნობლად მაშფოთებდა. ნელ-ნელა დედამიწას მზე დაუბრუნდა, არ მიატოვა, კვლავ არ გაწირა უსინათლობისთვის და მეც ცოტა დავმშვიდდი, რადგან ამ გავარვარებული ვარსკლავის ქვეშ ამორძალები ბრძოლას ვეღარ ბედავენ. განათდა სამყარო და ბნელმა ძალებმა დაიწყეს საპნის ბუშტივით გაქრობა მომავალ სიბნელემდე. ყვითელ-წითელი ფოთლები დააქვს ქარს, ნაირფრად აფრქვევს მსუბუქი სიო მათ ლამაზ ტანს. უეცრად სასტიკად მომინდა ბუნების ნაწილი ვყოფილიყავი, მეფარფატა მეც ასე. არაორდინალური ფიქრები მიღრღნიდა გონებას და მე არ შემწევდა ძალა შევწინააღმდეგებოდი. მსურდა შევხებოდი, შემეგრძნო მათი სათუთი სხეული. სიგარეტი მაგიდაზე მყოფ თეფზე დავსრისე და თავ-პირის მტვრევით ჩავედი დაბლა. ბალახზე გავწექი. ნაირ-ნაირმა ფოთლებმა ჭრაჟუნი დაიწყო, სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა, მეუცნაურა ასეთი ლაღი საკუთარი თავი. თითქოს დავმშვიდდი. გონების სივრცეში ისე გაიფანტა ჩემი არეული ფიქრები, როგორც ჩემ წინ არსებული ფოთლები გარემოში... როდესაც სახის კუნთები დამეჭიმა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ვიღიმოდი, უბრალოდ, ლაღად და თითქოს მე გავბედნიერდი. დავიფიცებ, ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი სევდისგან. ვინ მოსთვლის რამდენ ხანს ვუყურე ღრუბლებს?! რამდენჯერ მივამსგავსე ისინი სამყაროს ნაწილებს?! -ლიზა, კარგად ხარ, გოგო? -მომესმა უეცრად ხმა, სანამ გავიაზრე ვინ იყო და რა ხდებოდა, გულმა რეჩხი მიყო. თინათე კარგა ხანი დამცინოდა ჩემს, როგორც თავად ამბობს, შეშინებული კურდღელივით სახეზე. რა ვქნა, ვერ გავიგე, როგორ მომიახლოვდა?! ქალბატონი სახლში შევიპატიჟე და ტყბილი სუფრით გავუმსაპინძლდი. მე გემრიელად დავლიე უშაქრო ყავა, თინათემ - ყავიანი შაქარი. დაბინდებულს გარეთ გავედით სასეირნოთ. სახლთან ახლოს ხის მაგიდა-სკამები იყო, სადაც ჩამოვსხედით, როდესაც დაგანცული მე სულს ძლივს ვითქვამდი, თინათე კი, ისევ ისე, აბრჭყვიალებული თვალებით იყურებოდა და დაღლა რა ხილი იყო, ისიც კი არ იცოდა. ის ღამე ლაპარაკში გავლიეთ. თითქოს განეიტრალდა ჩემი სევდა. თინათე რამდენიმე დღის წინ გავიცანი, მის ქმარს ჰქონია ხევსურეთში სოფელი. ცოლ-ქმარი ერთი კვირის წინ გამომგზავრებულან, ხვალ კი დედამთილ-მამამთილი ჩამოვა და შვილიშვილსაც მოიყვანენ. ერთი სული მაქვს ბავშვი გავიცნო, გული მიგრძნობს საინტერესო ვიღაც იქნება და გადავაყოლებ გულს სხვა რამეს, დავისვენებ და აღვიდგენ ძალებს, რომელიც დაუნდობელმა მოვლენებმა ისე უკვალოდ გააქრო, თითქოს არც ყოფილა, არასდროს უარსებია. *** -ლიზა! -მესმის ჩემი ერთადერთი ნაცნობის ხმა. ლიმონიან ჩაის მაგიდაზე ვდგამ და გარეთ გავდივარ. კარებთან თინათე და პატარა წითური ბიჭი მხვდება. დამეთანხმებით, დიდი ინტუიცია ჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს მშვენიერი არსება თინას ვაჟია და მე დანახვისთანავე მივხვდი. არადა, როდესაც ვამბობ, რომ ჩემში დიდი დოზითაა ინტუიცია ყველა იცინის და იმ დღეს მახსენებენ მთელი სახლი რომ მორთული დამხვდა და მაინც ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. კი, ეს ჩემი სირცხვილის დღეა, საკუთარი დაბადებისდღე ისე ამომივარდა გონებიდან, დეკორაციებმაც კი ვერ მიმახვედრეს. -მობრძანდით. -ვუღიმი, ფიქრებს უკუვადგებ და მისაღებში ვეპატიჟები. -დე, მართლა რა ლამაზი ყოფილა. -მესმის წითური ბიჭუნას ჩურჩული. ბავშვის დახასიათებამ გულწრფელი ღიმილი მომგვარა, უცებ გამომისწორდა განწყობა. თინამ და მე ჩაი დავლიეთ. გაბრიელს კი ჩემთვის გადანახული შოკოლადის ფილა გავუხსენი, ამჯერად ბავშვის მოსაქრთამად სხვა არაფერი გამაჩნდა. -მე სკოლაში მივდივარ, იცი? -ეგ ძალიან მაგარი ამბავია. გიხარია? -კი, უძალიანესად. ბევრი, ბევრი მეგობარი მეყოლება. -მითხრა დინჯად გაბომ. უზომოდ მომინდა მისი სიმშვიდე და სიხარული მეც გადმომდებოდა. რა იქნებოდა ადამიანებს არ დაგვეკარგა ბედნიერების ბავშვური შეგრძნება?! -საღამოს გელოდები, ვახშამზე აქაურ კერძებს დააგემოვნებ. -მითხრა გასვლისას თინამ. -თინათე, მ... -შემაწყვეტინა წარბაწეულმა. -უარი არ მიიღება, ოჯახის ახლობლები მოდიან, ისინიც ახალგაზრდები და კარგად გავერთობით, თან იქნებ ტბაზე წასვლაც დავგეგმოთ. -თქვა მელაკუდასავით გაღიმებულმა და თვალი ჩამიკრა. -უღრმესი მადლობა! მახარებს შენი დამოკიდებულება. -7-ზე გელოდები, საყვარელო. -კარგად, ლიზა. -მაწაწინა, თოვლივით ფითქინა ხელი დამიქნია ლამაზთვალება ბიჭუნამ. -შეხვედრამდე, გაბრიელ. -იგივე ჟესტით დავემშვიდობე ბავშვს. მესიამოვნა თინათეს ყურადღება, წამსვე წასვლა გადავწყვიტე. თუმცა, ჯანდაბა! რა უნდა წავუღო?! ვერც კულინარიის სიყვარულით დავიკვეხნი და ვერც ჩემი განსაკუთრებული ნიჭით, ერთადერთი, რაც შეიძლება გამომივიდესეს ნამცხვარი “ჩიტის რძეა”, ისიც იმიტომ, რომ რამდენჯერმე მინახავს როგორ აკეთებს ბებია. სხვა გზა არაა, ნამცვრის გამოცხობის სპეცოპერაციას დაწყებულად ვაცხადებ. *** მიქსერის ძებნის პროცესი, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ორ საათს გაგრძელდა. ისე დავიღალე, ისიც კი ვიფიქრე მივაგდო და დავიკიდო-თქო, თუმცა გონებამ თავისი ქნა და ქურაში შედებულ ნამცხვარს სასოწარკვეთილი ხუთ წუთში ერთხელ ვამოწმებდი. როგორც იქნა და არ იქნა, 6 საათზე ნორმალური დესერტი მედო სამზარეულოს მაგიდაზე, რომელსაც სიმხურვალისგან ოხშივარი ასდიოდა, თუმცა მე სიხარულის მაგიერ, ჩემს შებრაწულ თითს მივტიროდი. რვის ხუთი წუთი იყო, როდესაც სარკეში თავი ბოლოჯერ შევათვალიერე, კონტეინერი ავიღე და თინათესთან გავწიე. -თინეთე! -დავიძახე რიდით. ჯანდაბა! ამის ნერვები მაქვს?! რა მინდა სრულიად უცხო ხალხში?! -ისევ შემომიტია ჩემმა იდიოტურმა ფიქრებმა. უკან გაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც ფქვილიანი თინათე გამომეგება. -ეს რა არის? -მკითხა წარბაწეულმა გამარჯობის მაგიერ და სახლში შემიძახა. -ჩიტის რძე. -არ გრცხვენია? - საყვედურის ტონი ერია კითხვაში. -თუ არ მოგვწამლავს, არ შემრცხვება. -გამეცინა მე. -მუქარაა?! ვაიმეე, სახლში მტერი შემომიშვია, დედაა. -ისე სასაცილოდ დაიწყო ქოთქოთი, სიცილი ვერაფრით შევიკავე. -სხვათაშორის ტკბილეულის გაკეთება ვერ მოვასწარი, მაგრამ მაინც არ უნდა შეწუხებულიყავი. -თქვა მაშინ, ოხუნჯობას თავი რომ დაანება. -კარგი რა, სულაც არ შევწუხებულვარ. -მოვიტყუე ურცხვად. -შენი და სამზარეულოს ურთიერთობა რომ მახსენდება, ვხვდები, როგორც შეწუხდი. -გაეცინა წინ მიმავალს. -მაზოლზე თითის დაჭერას არ ვართ, გოგონი. -წამოდი, ჩემი პირველი იმერული ხაჭაპური განახო. -აჟიტირებულიყო თინათე, რომელმაც უდიდესი ნაჭერი მომიჭრა და, იმდენი ქნა, ბოლომდე მაჭამა. -დაძალების მიუხედავად ვერ დაგიწუნებ, მართლა გემრიელია. -ვთქვი, როდესაც ძვლივს-ძვლივობით ბოლო ლუკმაც გადავყლაპე. -თინაკოო. -გაისმა ქალის ხმა. -ჩემი ბიძაშვილი მოვიდა, წამო გაგაცნო. -ეზოსკენ ავიღეთ გეზი, სადაც დიასახლის უკვე მოესწრო მშვენიერი მრგვალი მაგიდის გაშლა. -სულ ცოტა დავიგვიანე, მაგრამ მოვედი, წინასწარ გეუბნები ჩემი ბრალი არ არის. -გაიღიმა ოც წლამდე გოგონამ. -თინა, გაიცანი ეს ახალგაზრდა ხატიაა. ხატი, ეს ლამაზი გოგო ნატალიაა, გიულის სახლშია ჩამოსული დასასვენებლად. -სასიამოვნოა. - ვთქვით ერთხმად, რაზეც სამივეს სულელებივით გაგვეცინა. -სადაა გოგო, შენი ქმარი? -კითხა რაღაცნაირი სასაცილო კილოთი ხატიამ. -ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ, როგორც ყოველთვის, ბოლოსკენ მოიტოვა საყიდლები და გაბრიელთან ერთად მაღაზიაშია წაბრძანებული. -ოჰ, აშკარად ძვირფასია. -წაკბინა გოგომ, რაზეც წამიერად ჩავიცინე. სამზარეულოდან სუფრის ბოლო აკორდები გამოვიტანეთ და მაგიდას მივუსხედით. -შენმა ძმამ გვიღალატა? -კითხა თინამ ბიძაშვილს. -თავისი მშვენიერი შეყვარებული უნდა გაგაცნოთ და ალბათ, ერთად მოვლენ, როდესაც თეა ორ საათიან ჩაცმა-დახურვას დაამთავრებს. -ისეთი სახით თქვა ხატიამ, თითქოს ამაზე უარესი არაფერი შეიძლება მომხდარიყო. გულწრფელად გამეცინა მასზე, მგონი სასტიკად ეჭვიანობს ძმაზე. -კარგი ახლა, ნუ დაიწყე შენ მულობა. -დააშოშმინა თინამ. -ისე, როგორი გოგოა? -ეჭვით შეეკითხა თავადავე. -კარგი! ჩემი ძმა რომ გოგოს აარჩევს როგორი იქნება? დასაწუნი არაფერი აქვს, მაგრამ... -ხელები გაშალა სასოწარკვეთილმა. -ასე როგორ ეჭვიანობ?! -გამეცინა სრულიად გაკვირვებულს. -ოო, სულაც არაა სასაცილო, ცოლს რომ მოიყვანს მერე ოთახში ვეღარ შევუვარდები, წინა დღით ნასვამს უთენია თავზე ვეღარ დავახტები, ვეღარ გავაგიჟებ, მასთან ვეღარ დავიძინებ. -აღმოთქვა შუბლშეკრულმა თავისი გასაჭირი. -შენ გყავს დედმამიშვილი? -არა. -აი, პასუხიც, არ გამოგიცდია და იმიტომ იღიმიხარ. რთულია შენი ნაწილის გაყოფა, ძალიან რთულია. -ამოიბურტყუნა გასაჭირი გოგომ და დასამშვიდებლად ჭამა დაიწყო. -ძალიან საყვარელია ხატია. წარმომიდგენია რა საოცარი დაძმობა აკავშირებთ მას და გიორგის. -ხატიი. -ეზოში შემოვარდა გაბრიელი და ისეთი სიძლიერით ჩაეხუტა, ძვლების ტკაცუნის ხმა გავიგეთ. -როგორაა ჩემი პრინცი? -კალთაში ჩაისვა გოგომ. -კარგად, მიხარია აქ ყოფნა. იცი რაა, მომენატრე. -კვლავ ჩაეხუტა ბიჭი. ღმერთო, რატომ ხდება, რომ ზოგიერთს ბავშვობა არ აქვს?! როგორ შეიძლება ადამიანმა ამ ტკბილი მოგონებების გარეშე ცხოვრება შეძლოს?! -გავიფიქრე ბიჭის სილაღის შემყურემ. -გიგას მივეხმარები, წავალ. -წამოდგა თინათე. -გამარჯობა, გოგოებო. -პარკიანი ხელი აგვიწია ეზოში იმ წამს შემოსულმა გიგამ. -გამარჯობა. -ღიმილით მივესალმე მე. -პრივეტ, სიძე. -გაუცინა ხატიამ. -რამდენიმე წუთში მოვიდა ცოლ-ქმარი. თინას ხევსურული კერძი უმშვენებდა ხელს, გიგას - დოქები, რომ შევხედე ბრწყინავდნენ. ბედნიერი, ლაღი ოჯახია, რაც დღეს მართლაც იშვიათია. -გიგა, საით ხართ? -წუთი არ იყო გასული, ბოხი, წმინდა ბარიტონი, რომ გავიგონე. -უკანა ეზოში მოდი, დათა. -სიძე ფეხზე წამოდგა და მასთან შესაგებებლად დაიძრა. -დათა ბიძია მოვიდააა. -იყვირა ბედნიერმა გაბრომ და ხატიას მკლავებიდან თავი დაიხსნა. სულ მალე დავინახე კაცი, ჩემთვის ასე ნაცნობი და საინტერესო, რომელსაც ორი ბავშვი ყავს ხელში ატაცებული, გაბრიელი და პატარა ქერა ლაკონებიანი გოგო, რომელიც მორცხვად იყურება ჩვენკენ. გული ამიჩქარდა. მე გაგიჟებული იდეალისტი ვარ. სულ ვამტკიცებ, რომ ყველაფერს მიზეზი აქვს, თითოეულ შეხვედრას, ქცევასა და თუ სიმღერას აქვს თავისი დანიშნულება და ახლა დავიბენი, გაორება დაიწყო ჩემში. დაკვირვების ობიექტმა თინათე გადაკოცნა და თბილად მოიკითხა, ხოლო მე და ხატიას თავი დაგვიკრა და გიგას გვერძე დაიკავა ადგილი. მეუღლეები ზუსტად ერთნაირნიი აღმოჩნდნენ, ლაღად იხსენებდნენ შეყვარებულობის პერიოდს და ერთმანეთის დაბნეულ ქცევებს სიცილით გვამცნობდნენ. მე, როგორც ყოველთვის, გაორება ვერ მომეშორებინა. იქ ვიყავი, ყველაფერი მესმოდა, მეცინებოდა კიდეც, მაგრამ შიგნით, გონებაში, ფიქრები არ მასვენებდა, როგორც გემი არ გაცურავს ბეტონის ზედაპირზე, ისევე არ გადადიოდა ჩემი აზრები ცნობიერიდან ქვეცნობიერში. ამ ბოლო დროს ფიქრი წყველად მექცა, ისეთ რამეს ვაცნობიერებ ხოლმე, რომ ნელ-ნელა, როგორც მცირე დოზით შეყვანილი საწამლავი აზიანებს სხეულს, ისე აზიანებს ჩემს ფსიქიკას და ვშიშობ, სერიოზულად მიჩნდება აზრები, რომ გავგიჟდები. უნდა დავისვენო, უნდა გავთავისუფლდე, თორემ ცნობიერი დამენგრევა, გამინადგურდება და დავაწვები ჩემებს ისე მძიმე ტვირთად, რომ წელს მოვწყვეტ. თავს ძალა დავატანე და მაგიდის გარშემო მსხდომ ადამიანებს თვალი მოვავლე. მზერა კაცის სახეზე გამიშტერდა, რომელიც, ისე უყურებდა საკუთს შვილს, რომელიც ხაჭაპურს მორიდებით ჭამდა და გარემოს თვალიერებით ირთობდა თავს, მე რომ მთელი ცხოვრება ოცნებად მქონდა ქცეული. ღმერთო, რა კარგი მამაა, მშვენიერი მეუღლეც იქნება -გავიფიქრე და მინერალური წყალი მოვსვი საკუთარი თავის განსამუხტად. სუფრას ხატიას ძმა, გიორგი და მისი მომავალი ცოლი შემოუერთდა. გიორგი ჩვეული, თბილი, ოჯახზე შეყვარებული ბიჭის შთაბეჭდებას ტოვებს, რომლისგანაც კარგი აუარა მოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი თეაზე, რომელიც გარეგნულად ნორმალური, შეიძლება ითქვას ლამაზია, თუმცა მისი აზრები და აურა შემზარავად მეჩვენა. ახლა მივხვდი ხატიას წუხილს, რომელიც ნათლად თუ არა, ქვეცნობიერად მაინც გრძნობს, რომ თეა მისი ძმის შესაფერისი არაა. მე გულწრფელად შემეცოდა გიო, რომელიც ქალის სიყვარულით ისეა გართული, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევს. პატარა, ვარდისფერ სამყაროში ჩაკეტა საკუთარი თავი, რაც აუცილებლად გადაჩეხავს უფსკრულში. ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა, ახლა ამაზე დავიწყე ფიქრი. ნუ ხარ ასეთი მგრძნობიარე, ნუუ! -თითქმის ვუყვირე ჩემს თავს, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან იმდენის მაინც ვიყავი, რომ მიმვხდარიყავი ეს ჩემი თანდაყოლილი უცნაური ნიჭი ან წყევლა (გააჩნია როგორ შეხედავ ამ ამბავს) იყო, რომლის წყალობითაც ფიქრისა და შეგრძნების ინსტიქტები არასდროს მასვენებდნენ. დამშვიდება მინდოდა და ისევ ლამაზ პირი-სახიან კაცს დავუწყე თვალთვალი. რაღაცნაირიად უცნაური ადამიანია. შეხედავ და თითქოს ერთ, მოვლილ სიმპატიურ მამაკაცს დაინახავ, თუმცა, თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ განსხვავებულია. თითქოს სხვა სამყაროდანაა და სადღაც ძალიან, ძალიამ ბევრი დრო დახარჯა იმ სიმშვიდის მოსაპობელბლად, რომელიც მას წარმოუდგენლად ამშვენებდა, მე კი მაღფრთოვანებდა. სუფრასთან ყველა სვავდა გიგას ბაბუის კახურ ღვინოს ჩემ გარდა. მე ვერ გავრისკე, ჩემ მდგომარეობაში უცხო საზოგადოებაში დალევა არ ჩავთვალე კარგ ტონად, თან შემეშინდა მოვლენების განვითარების. გარშემომყოფები მალევე შეთვრენ და უარესად გამხიარულდნენ. გიგამ და გიორგიმ სიმღერა დაიწყეს. მე კი ვუყურებდი ძალიან, ძალიან შორიდან და გულწრფელად მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ასე ბედნიერები. ფიქრების გასაფანტად ბავშვებს მივმართე. რამდენიმე მარტივი ხრიკის შემდეგ ძალზე თბილი და საყვარელი გაბრიელი ჩემ გვერძე წამოსკუპტა და ათას რამეზე დამიწყო ტიტინი. ალბათ, ათ წუთში ის პატარა, ცქრიალა გოგოც მოგვიახლოვდა, აქამდე რომ მხოლოდ მამის მკლავებში ნებივრობდა, სკამი ფრთხილად მოაჩოჩა და დემეტრესა და ჩემ შორის ჩაჯდა. პატარა ფერიაა, მწვანე, გრძელი კაბა აცვია, რომელსაც თეთრი გვირილები აქვს ამოქარგული, თმა ორად აქვს გაყოფილი და თხა-კიკინა უმშვებს სახეს. -შენ რამდენი წლის ხარ? -ვკითხე გოგოს, როდესაც მე და გაბრიელმა ჩვენი წლოვანებები დავასახელეთ. -ოთხის. -ამოიტიტინა გაღიმებულმა და თავის თოჯინაზე დაიწყო მოყოლა. მომნატრებია ბავშვები, დროა, დავფიქრდე სამსახურზე. გოგონას მამა, დათა, თვალს არ გვაცილებდა თუმცა, მის სახეზე ერთადერთი ემოცია დავიჭირე: შვილის უზღვავი სიყვარული. თერთმეტი ხდებოდა, როდესაც თავი გაუსაძლისად ვიგრძენი და წასვლა გადავწყვიტე. თინათემ ხატიას და თეას დაავალა ჩემი სახლამდე მიცილება თუმცა, ჩემდა გასაკვირად, დათამ ითავა ეს საქმე. -თქვენ არ შეწუხდეთ, ელიზაბეტს მე და ჩემი ფერია მივაცილებთ, თუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნება. -არა, სულ ერთია. -ვთქვი გაკვირვებულმა მხრების ჩეჩვით. ყველას გულწრფელად გადავუხადე მადლობა, როგორც შემეძლო, ისე გამოვხატე მადლიერება და წამოვედით. გზაში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ნატალიას მამას მხარზე ედო თავი და ტკბილად ეძინა. -პროფესიით მასწავლებელი ხარ? -მკითხრა მშვიდად, მისი ჩვეული ტონით. -ფსიქოლოგი ვარ. -ნატალიაზე რას იტყვი? -კარგად განვითარებული ბავშვია. -ვთქვი რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ. -ვფიქრობ, რომ იცი, რაზეც გეკითხები. -საბავშო ბაღში დაგყავს? -არა. -ალბათ, ნატალიასთვის ბაღი საუკეთესო საშუალება იქნება სტრესისგან გასათავისუფლებლათ. ბავშვს ადამიანებთან კონტაქტი უჭირს, ალბათ, სოციალური ნერვიულობა აქვს. შესაძლოა ეს იმითაც აიხსნას, რომ თქვენ ვერ გხედავთ ხალხთან კონტაქტის დროს. -თქვენ მოეწონეთ. -ეს ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. -პაციენტები გყავს? -პირადი მიზეზების გამო შვებულება ავიღე ჯერ-ჯერობით დაუსრულებელი ვადით. -სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ლიზა. -ჩემთვისაც. -გავიღიმე უხერხულად. -ნახვამდის. -კარგად. -ჭიშკარი სუნთქვაშეკრულმა შევაღე. გაგიმხელთ, გიჟივით მეღიმებდა რამდენიმე წუთი. *** დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. დავიბუზღუნე და თვალები არც გავახილე, ისე ვუპასუხე მობილურს. -გისმენთ. -ლიზა, გაგაღვიძე? ბოდიში გენაცვალე. -არა. -მოვიტყუე ურცხვად. -რა არის? -გოგო, დაახლოებით ერთ საათში ვაპირებთ ტბაზე წასვლას, ხო წამოხვალ? -არ ვიცი... -თბილად და კომფორტულად ჩაიცვი, ცხრაზე გამოგივლით. -დიდი გზაა? -არა, მიდი, დროით ადექი! ასეთ ლამაზ ადგილს, სადღა ნახავ?!- ბუზღუნით გამოვფხიზლდი, ავდექი, აბაზანაში ათი წუთი დავყავი და კარადისკენ წავედი. აგურისფერი შარვალსა და ჰუდს, შავ-თეთრი ტყავის ბოტასები შევუხამე და ქუდის ძებნას შევუდექი. ჩემთვის შეუფასებლად ძვირფასი თეთრი თავსაბურავი ჩანთაში აღმოჩნდა. რამდენიმე წამით მისი ისტორია გამახსენდა, მოვეფერე და სიყვარულით მოვირგე თავზე, ხოლო კარადიდან შავი, გრძელი დუტის ჟილეტი ავიღე და სამზარეულოში გავედი. ახალგაზრდების მოსვლამდე თაფლიან-ლიმონიანი ჩაის დალევაც მოვასწარი და ჭიქის გარეცხვაც. უკვე უნდა მეწუწუნა მათ არაპუნქტუალურობაზე, სიგნალის ხმა რომ გავიგე. ჯილეტი ჩავიცვი, ტელეფონი ჯიბეში მოვისინჯე და პროფესიონალი აპარატი ყელზე დავიკიდე. გარეთ ორი ყველგანმავალი ჯიპი დამხვდა. -აქეთ მოდი. -გადმომძახა თეთრი ავტომობილის ფანჯრიდან ხატიამ. მივირბინე და მანქანაში მოვთავსდი. -დილამშვიდობისა, როგორ ხართ? -მანქანაში ვისხედით მე, გაბრიელი, თინათე, გიგა და ხატია. -მშვენივრად, გენაცვალე, შენ? -აჟიტირებულიყო ხატია. -კარგად, მადლობა. -აუუ, რა დაინახა ჩემმა ლამაზმა თვალებმა, კარგ სურათებს იღებს? -გაუბრწყინდა თვალები თინათეს. -კი, ნორმალურს. -წინასწარ იცოდე მე და გიგას ერთი ისეთი სურათი უნდა გადაგვიღო, ამ ვაჟბატონს სურათების გადაღება რომ შეაყვარო, ან, არა, მთვარია მე ლამაზი გამოვჩნდე და ეს თუ უნდა იყოს უშნო, არ მაქვს პრობლემა. -გვერდულად შეხედა ქმარს და ჩაიხითხითა. -ეჰ, ამდენი ხანია ჩემი ცოლი ხარ და მაინც ვერ გაიაზრე, რომ მე ყველა სიტუაციაში მომხიბვლელი ვარ. -გიგას სიტყვებზე ყველას გაგვეცინა. ასე სიცილ-სიცილით მივედით ტყემდე და შემდეგ ბილიკზე ფეხით გავაგრძელე გზა. დიდი წვალების დასასრულს, როგორც იქნა, ავიარეთ აღმართი. სანამ ავიდოდით მილიონი ფოტო გადავიღე, მგონი. იმდენი სამახსოვრო ალბომი გვექნება შვილიშვილებისთვის სანახავი, რომ სრულიად გავუმკლავდებით ექვს-შვიდ ბავშვსო -გაჰკიოდა ბედნიერი ხატია კადრების ნახვის შემდეგ. ირგვლივ ულამაზესი ბუნება გადაშლილიყო. მთები ისე შეტყუპებულიყვნენ, ვიფიქრე ერთმანეთს ეალერსებოდნენ. გარშემო ყველაფერს ნამი გადაჰკროდა, აქ-იქ თეთრი, სპეტაკი თოვლიც გვხვდებოდა. ტბასთან რომ ავაღწიე, გავშეშდი. მთის პირას იყო კამკამა, მოგრძო, მფეთქავი ტბა, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს მენახა. რაღაცნაირი, ათრთოლებული ენერგია მოდიოდა მისგან. ისე მიმიზიდა, რომ არავის მოვუსმინე, ბათინკენი გავიხადე, შარვალი ავიკეცე და წყალი შევიგრძენი. გავიარ-გამოვიარე მასში, აუტანლად ცივი იყო, მაგრამ რაღაც ამოუხსნელი მატანინებდა და ისეთ გრძნობებს მაცდევინებდა აუხდენელ ოცნებად რომ მქონდა შერჩენილი. წყალს ფეხით ვამოძრავებდი და მის დუდუნში ხმა მესმოდა, შხეფები მესხმებოდა და რაღაცას მაცილებდა, საკუთარ ძალას იყენებდა. როდესაც უკვე იმდენად მიზიდავდა რომ ან უნდა ჩავმხტარიყავი და ან უნდა გავცლოდი, გავეცალე, შესვლა ვერ გავბედე, ეს ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო, ეს გრძნობა ჩემნაირი მგრძნობიარე არსებისთვისაც კი შემაშფოთებელი იყო. წამოსვლისას ხატიამ მომიყვა ტბის ლეგენდა, თურმე მიცვალებულები ყველაზე ხშირად აქ იკრიბებოდნენ, რადგან წლების წინ ტბასთან ორმოც კაციან რაზმს თავი გაუწირავს და სოფელი გადაურჩენია გარდაუვალი აოხრებისგან. ამ ყველაფერმა თითქოს დამამშვიდა და ყველაფერში გამარკვია, ამიტომ მოდიოდა ასეთი დიდი ენერგია, ამიტომ მიზიდავდა ასე ძლიერ. იმ ღამეს, ისეთი დაღლილი მივედი სახლში, რომ მთელი დილა მეძინა. ყველაფერი მტკიოდა, ძვლები ტკაცუნობდა და სახსრები მაგინებდა, თუმცა გონება მლოცავდა, რადგან ამდენი ხმის შემდეგ პირველად მეძინა მთელი ღამე უსიზმროდ, უშფოთველად. *** -ელიზაბეტ! -გადმოსცვივდა რამდენიმე მდუღარე ცრემლი სიცივისგან აწითლებულ ღაწვებზე შავგრემან, ლამაზი პირი-სახის მქონე გოგოს. -ახლა გავიგე, გოგო. -ამოიჩურჩულა ხმაგატეხილმა, განერვიულებულმა ნიამ. -არ გრცხვენია? -მონოლოგს ხრიალით აგრძელებდა და წამდაუწუმ ჩამომავალ ცრემლებს დანანებით იწმენდდა. -როგორ ხარ? -თითქოს ნიას ამ კითხვის გამო შერცხვა, ჭორფლებით აკაშკაშებული სახე კომპიუტერის ეკრანს მოარიდა. -ვარ, ცოცხალი, თურმე, ესეც დიდი რამე ყოფილა. -ნაწილ-ნაწილ აღმოთქვა სიტყვები და დიდი ძალისხმევის შედეგად, ძვლივს წინადადება შეადგინა. -სიცოცხლე ნებისმიერ სიტუაციაში ბედნიერებაო, გაიძახოდა ჩემი ერთი ნაცნობი. -საკუთარი სიტყვები გაახსენა მეგობარს, რომელთანაც გატარებული ჰქონდა უამრავი წელი, მთელი თინეიჯერობა, მაგრამ ასეთი, ამდაგვარიც კი, არ ახსოვდა, რაც ძალიან აშინებდა. -თურმე, შესაძლებელი ყოფილა ერთ კითხვას რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი პასუხი ჰქონდეს, თან ყველა სწორი. -სად გაქრა შენი რადიკალიზმი? -სინანული იგრძნობოდა ქალის ხმაში. -გაქრა, საპნის ბუშტივით გასკდა, გაქრა, ჩემი ოცნებებივით ჩაკვდა. რაღაცნაირად ვარ, უცნაური ფიქრები დამჩემდა. ეს დღეებია ისეთი მოგონებები მახსენდება, ჩემს გონებაში თუ არსებობდნენ, ისიც რომ არ ვიცოდი. -რას ხედავ? -წარსულს, მაგრამ ვერ ვხვდები, სად ვარ, რას ვაკეთებ. -იქნებ ფსიქოლოგთან გევლო. -არ მაქვს ნერვები. -სწორედ მაგიტომ შემოგთავაზე, თან ხომ გინდოდა შენს პიროვნებაზე მათი დასკვნების განხილვა, ამასაც განახორციელებ. -ხევსურეთში ვარ. -მანდ რა გინდა? ვისთან ერთად? -გაკვირვება იგრძნობოდა ნიას ხმაში. -მარტო. -ხომ გეშინოდა მარტო მოგზაურობის? -სახლში დარჩენის უფრო შემეშინდა. -დუმილი დიდხანს გაგრძელდა, რამდენიმე წუთი ორივე საკუთარ ფიქრებში იყო გადავარდნილი და, ღმერთმა იცის, რა სიგიჟის ზღვარზე დათარეშობდნენ. -ახლა ძალა უნდა მოიკრიბო, თეა შენ უნდა ასუნთქო. -თქვა მკაცრად ნიამ. -ნამდვილად მასეა. -დაეთანხმა ხმაჩაწყვეტილი ლიზაც. -როგორ არიან? -განადგურებულები, ყველა ერთიანადაა დაჭრილი. აღარ ვიცი, პოლიკარტე და ლია ამ ზაფხულს გადაიტანენ თუ არა. უცნაური გაზაფხულია ძალიან, ჩვენთან სახლში ყველაფერი ცოცხალი ყვავის, ათასნაირი მცენარე გაიშალა და გაბედნიერდა, მხოლოდ ჩვენ ჩავრჩით დაუნდობელ ზამთარში, რომელიც ვინ იცის როდის დასრულდება, ან საერთოდ დასრულდება?! -შენ ხარ მათი ღერძი, შენ უნდა იდგე მყარად, შენში უნდა მოვიდეს გაზაფხული და ყველაფერს გადაიტანთ ერთად, მედგრად. -ჯოჯოხეთურად შემაშფოთებელია რეალობა, რომელშიც ბოლო ერთი თვეა ვიღვიძებ... იმდენად არაადამიანურად მტკივა, რომ საკუთარი თავის განკურნებასაც კი ვერ ვახერხებ, სხვისას ხო მითუმეტეს. -ამდენი წლის მანძილზე პირველად გხედავ ასეთს. გოგონა, შენს ტვინს მუშაობის უფლება მიეცი, მხოლოდ გულს ნუ უსმენ! უდიდესი ტრაგედიაა ასეთი ადამიანის დაკარგვა, სისასტიკეა სამყაროსთვის მისი ასე ადრე წასვლა, მაგრამ თვალები გამოახილე და ღმერთს მადლობა მოუხადე რამდენი ხანიც გყავდა, რამდენი წელიც გილამაზებდა ყოფას. -რთულია დათმობა, ჩემნაირი მესაკუთრესთვის მისი წართმევა, დედამიწის ღერძის გარეშე ბრუნვას ჰგავს. -შესაძლებელი რომ არის, ხომ იცი. ჩემ გარშემო შენზე მეზღაპრე არავინ არის. შენ ხარ ის, ვისაც ყველაფრის სჯერა, ფერიასავით გოგო ხარ, რომელსაც თავგადაკლულად სწამს ფერიებისა და სხვა ათასი სისულელის და ახლა რას ამბობ? გამოიღვიძე! თავს ძალა დაატანე და მიხვდი, რომ ადამიანს ყველაფრის გადატანა შეუძლია, ყველაზე აუტანლისაც კი. -ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანად დარჩებიღა?! -სწორედ მაგაში მდგომარეობს მისი მაგია, მთავარია გწამდეს და ზღვიდან მშრალიც რომ ამოხვალ, ხომ იცი? ზღვა შუაზე რომ გაიპობა, ხომ იცი? -როგორ ძალიან მომნატრებიხარ, ნია. -რა გულმა გაგიძლო, რომ არ დამირეკე? -შენც მანდ მარტო ხარ, სასოწარკვეთილს უნდა დამერეკა და მთელი თვის განწყობა გამეუბედურებინა, გამემწარებინე, ამეფორიაქებინე. -ასეთი როგორ ხარ, მაგ დროსაც ჩემზე ფიქრი როგორ შეგეძლო?! -ჯებირებს წამდაუწუმ არღვევს ცხელი ცრემლი. -შენც იმავეს იზამდი. -facebook-ზეც რომ არავინ დადო, ეგეც გამიკვირდა. -მე თავი არავის მოვანიშნინე. მაგ სიყალბის საბადოში ბიძაცემის სურათის ტრიალი და გლოვა უფრო მეტად გამანერვიულებდა. -ხო, როგორ დამავიწყდა შენი სოც ქსელებთან ურთიერთობა. უი, დოქტურანტურაზე როდის აბარებ? -არ ვაბარებ. -ბატონო? ხო არ გაგიჟდი? -ისედაც ვმუშაობ, რისთვის ჩავაბარო? -ნუ აუფასურებ ყველაფერს. სულ იმას იძახდი დოქტორის ხარისხი უნდა ავიღოო და ახლა ასე უბრალოდ მიატოვო, არ შეიძლება. -არ ვაუფასურებ, არ ვცდილობ რამე დავიკლო, ნია. -ერთ დილას გაიღვიძებ და მიხვდები რამხელა შეცდომა დაუშვი. ტრაგედიას არ გაატანო შენი მიზნები, პირიქით ტკივილი ყველაფერ ცუდთან ერთად დამარხე და შენს გეგმებს მიჰყევი. ლიზა, გიცნობ და ზუსტად ვიცი, შენ ვერ შეძლებ იმ ტვირთთან ერთად ცხოვრებას, რომელსაც მიწაში დამარხული ოცნებები აგკიდებენ. -დავფიქრდები, ალბათ, მართალიც ხარ. -ფინანსურად როგორ ხართ? -ბიზნესს დედა და ბიცოლა უმკლავდებიან, ამიტომ ეგ პრობლემა არაა. -კარგია, თუ რამე, მეც მაქვს რამდენიმე ათასი. -გმადლობ, ლილი, იმედია არ დამჭირდება. -იმედია, ჩემო კარგო. -შენ რას შვები? -კლინიკაში დავიწყე მუშაობა. ვიყოჩაღე, არიზონას დამხმარე ექიმი გავხდი და ისეთი საინტერესო შემთხვევებია-ხოლმე, აღარ მინდა სახლში წასვლა. -მიხარია შენი წარმატება, ჩემო ნიჭიერო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. -თითქოს მემშვიდობები? -არა, არა! ნუ დაგეწყო შიშები, მასეც არ ვარ. რამდენიმე დღეც დავისვენებ და ჩავალ ფუძეზე, მერე ბიცოსთანაც გავივლი, იქნებ დავითანხმო, რომ ჩემთან გადმოვიდეს. -ახლა მედგრად უნდა იდგე ლიზ. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ... -მაგრამ საჭირო. -მიყვარხარ, ჩემო კარგო! -გენაცვალე, მეც მიყვარხარ, ლილი. -ბევრი არ ინერვიულო, რა. -ვეცდები. ახლა წავედი, გავივლი ცოტას. -კარგად, ელიზაბეტ! დამირეკე ხოლმე, ლამაზო. -აუცილებლად. *** გამეღვიძა. ხუთი საათი ხდებოდა, როდესაც ძილი გამიტყდა. ავარიის შემდეგ დამჩემდა დრო და დრო ღამე გაღვიძება და ფიქრი. ზლაზვნით წამოვდექი, კაბა-როლინგი გადავიცვი, სიგარეტს ხელი დავტაცე და აივანზე გავედი.მოუხერხებელ ხის სკამზე უგულოდ დავჯექი და ფეხები რკინის მოაჯირს დავაყრდენი. გარშემო გამაყრუებელი სიჩუმეა, ნისლი მოპარებულიყო ირგვლივ. მე კი მწამს, რომ ამ უცნაური ბოლის მოსვლა იმიერი სამყაროდან რაღაც ნიშანია. ფიქრებისგან გამაჟრჟოლა, მწარედ ჩამიწვა ორგანიზმი შეკავებულმა ცრემლებმა. აკანკალებული თითებით ძვლივს მოვუკიდე თამბაქოს, რამდენიმე ნაფაზის შემდეგ გაბრუება ვიგრძენი. გამეღიმა, სიმწრით ჩამეღიმა ჩემს უსურობაზე და გამოსავალზე, რომელსაც სიგარეტში ვხედავდი. ამ შემაწრწუნებელ სიჩუმეს სიგიჟის ზღვარამდე მივყავდი, ამიტომ ტელეფონს ხელი დავტაცე და ჩარკვიანის პირველივე შემხვედრი მელოდია ჩავრთე. “ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ წლები მიაქვს დროს. ჩვენ გრძნობებს არ ვინდობ, მიგვატოვა სადღაც შორს. “ ჩემს სულში ისევ წვიმდა, ისევ თოვდა... ირონიაა! მე გრძნობები არ მინდობდნენ. გადასვლის ღილაკს მივადე თითი, მივხვდი, აღარ შემეძლო ამ სიტყვების მოსმენა. ბურუსიან მდელოზე კვლავ გაისმა ირაკლის მომაჯადოვებელი ხმა. “მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ. მე შენთან მოვალ, დავბრუნდები. მე შენთან მოვალ დავბრუნდები.” გონებაში გამყინავად მტკივნეულმა ფიქრებმა დაიდო ბინა. ვისმენდი მელოდიას და ვხვდებოდი, რომ მე ვეღარ გადავცურავდი ზღვას, რომ ვეღარ დავბრუნდებოდი მასთან. ჩამესმოდა ჩარკვიანის განუმეორებელი ხმა და ვნადგურდებოდი, მეფე კი ჟიუტად იმეორებდა: “მე შენთან მოვალ, მე შენთან მოვალ, მე შემთან მოვალ, დავბრუნდები! მე შენთან მოვალ, მე შენთან მოვალ, მე შენთან მოვალ, დავბრუნდები!” ბიძას განსაკუთრებით უყვარდა ირაკლი… ახლა, თითქმოს მისი სიტყვებით მიგზავნიდა იმედს, რომ მოვიდოდა ჩემთან, რომ კვლავ ჩამიკრავდა გულში, რომ კვლავ დამმალავდა მისი დიდი გულის ქვეშ, რომ კვლავ არ მოუშვებდა გამანადგურებელ ემოციებს ჩემთან, რომ კვლავ დამახვედრებდა სამსახურიდან დაბრუნებულს უგემრიელეს გოზინაყს, რომ კვლავ ღიმილით ჩაიკრავდა გულში გაბრაზებულ ნინოს, რომელსაც აციმციმებულ თაფლისფერ სფეროებს მიანათებდა და პირობას დადებდა, რომ თავად გარეცხვდა ჭერზე წასმულ თაფლს. სიყვარულით ჩამეღიმა წარსულის გახსენებისას. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებდა ნიკო გოზინაყის გაკეთებისას ყველაფრის გასვრას. სამზარეულოში თითოეულ დაბუდებულ ნივთს მისი კვალი აჩნდა-ხოლმე, ხშირად ყველაფერი თაფლს ჰქონდა მოცული, ოთხმეტრიანი ჭერიც კი. მოგონებების უსასრულო საუფლოდან, ისე გამოვიპარე, ვერც გავიაზრე. კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მთელი ეს დრო მოპირდაპირე აივანზე მდგარ კაცს ვუყურებდი, მის სილუეტს ვზვერავდი და ვმშვიდდებოდი. *** ჩემი ხევსურეთში ყოფნის მეთორმეტე ღამე თენდებოდა, როდესაც უეცრად გავიფიქრე, რომ სახლში დაბრუნების დრო იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წასვლაც ისეთივე მტკივნეული იქნებოდა, როგორც ჩამოსვლა. უეცრად გული შემიქანა შიშმა, რომ ვერ გავუძლებდი ჩემი ახლობლების ჩემნაინ (უნიათო, უხალისო) ყოფას და ეს იყო შვიდბალიანი მიწისძვრასავით დამანგრეველი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, არ ვიცი, მაგრამ დილას ნივთები რომ მოვაგროვე და პირველივე ავტობუსით წამოვედი, ფაქტია. მთელი გზა სუნთქვა მიჭირდა, ისე ვიყავი, მეგონა ამ ავტომობილში დავლევდი სულს და ეს კიდევ უფრო მაშფოთებდა, მანგრევდა... რამდენიმე მძიმეთ გადასატანი საათის შემდეგ მცხეთაში რომ ჩავედი, თითქოს სხვა გრძნობები გამიჩნდა. ჩემს თავს ვერ ვაჯერებდი, რომ კარს შევაღებდი და ნიკო აღარ დამხვდებოდა... სახლის ზღურბლს რომ გადავაბიჯე, ვიგრძენი მუხტი, რომელიც წარმოუდგენლად მაკლდა. სამზარეულოდან თვალცრემლიანი ბებია რომ გამომეგება, შევეჯახე სიმართლეს, მივხვდი, რა უნამუსო ვიყავი. რამდენიმე დღეში დაბერებულმა ქალმა გულში ჩამიკრა, მომეალერსა და სევდაშეპარული ღიმილით სამზარეულოში შემიძღვა საჭმელად. მე კიტრისა და პამიდორის სალათას მივირთმევდი, ყველთან ერთად, ბებია კი გვერდიდან მიყურებდა, დაპროგრამებულივით მიღიმოდა და ვინ იცის, რომელ ფიქრთა საუფლოში გაფრენილიყო. იმ დღეს, ოცდარვა ნოემბერს, პირველად შევედი სახლში იმ აზრით, რომ ბიძაჩემი აღარ იყო. სახლში, სადაც აღარ ცხოვრობდა ის, ვინც ამ კარ-მიდამოს ღირსეული მფლობელი იყო და მე ყოველივე ამის გააზრებისას ქარბობალასავით გადამირბენდა ხოლმე კანკალი, რომელსაც ვერავითარი ძალით ვაჩერებდი. *** შემოდგომა ბოლო დღეებს ითვლიდა, მაგრამ დამახასიათებელ ნიშას არ კარგავდა, რაღაცნაირად ყველასა და ყველაფერს მოეწყინა ირგვლივ. მე მცხეთაში ვარ გახიზნული, თბილისში დაბრუნებას ჯერ არ ვფიქრობ, ბებიისა და ბიცოლას მარტო დატოვებას ვერ ვბედავ, თუმცა აქაც ვეღარ ვჩერდები, ჩემი ეს ყოველდღიურობა მთრგუნავს. ათასფრად შეფერილი ეზოს სიღრმეში ჰამაკში ვიწექი და ნაირა გელაშვილის “სარკის ნატეხებს” ვკითხულობდი, როდესაც ტელეფონი აწკრიალდა, უცხო ნომერი იყო, ხმა მოვისინჯე და ვუპასუხე. -გისმენთ. -ქალბატონო ელიზაბეტ, თქვენთან მინდა შეხვედრა. -რასთან დაკავშირებით? -სამსახური მინდა შემოგთავაზოთ, იმედია, დროს გამონახავთ. -პაციენტებს ჯერჯერობით აღარ ვიყვან. -განსხვავებული შემოთავაზებაა, განსხვავებული პირობებით. -ახალი კადრის ძებნა მოგიწევთ, ახლა არ ვარ მზად გამოწვევებისთვის. -ჯერ შემოთავაზებას გაეცანით და შემდეგ თქვენ თუ არ დაგაკმაყოფილებთ პირობები, ვინმე სხვა მირჩიოთ. ორშაბათს, ორ საათზე დაგელოდებით, კაფე “მოდელიანში”. თქვენი პროფესიონალიზმის დიდი იმედი მაქვს. -რამდენიმე წამი პასუხი ვერ გავეცი. გონება და ემოცია ერთმანეთს უზარმაზარ ცეცხლის ბურთებს უშენდნენ და ერთურთის მოკვლაზე ბჭობდნენ, როდესაც საბოლოოდ, სამსახურეობრივმა პასუხისმგებლობამ თუ რაიმე სხვამ, არ ვიცი, მათქმევინა ის, რაც ვთქვი: -კარგი, არ დააგვიანოთ. *** თბილისში მეორე საღამოს ჩავედი. მცხეთიდან ჩახუტებითა და ცრემლებით გამომაცილეს და თან გამომაყოლეს ბებიის გადაწერილი პირჯვარი, რომელიც მანქანის დაძვრისას გადამსახა. კორპუსში შესვლისთანავე ბიცოლასა და დედას მივწერე, რომ მშვიდობით მივედი და ტელეფონი გავთიშე. სახლში როდესაც შევდგი ფეხი, მაშინვე თითოეული ფანჯარა გავაღე, რადგან სახლში ძალიან დამძიმებული ჰაერი მეჩვენა. მისაღებში ჩემს საყვარელ დივანზე მივწექი და იქვე დადებულ აკუტაგავს მოთხრობის კითხვა დავიწყე, თუმცა სულ ტყუილად, რამდენიმე წუთის შემდეგ სიზმრების სამყოფელში დავბოდიალობდი. *** ორის თხუთმეტი წუთი იყო, როდესაც მანქანა დავძარი. ვფიქრობ, კლიენტს ნებისმიერ შემთხვევაში უარი ვუთხრა, ამიტომ არაპუნქტუალურობას ვეღარ დავუმატებ, ეს ჩემთვისაც კი ზედმეტია. როდესაც, მანქანებით გადატვირთულ ქალაქში, როგორიც იქნა, საპარკინგო ადგილი ვიპოვე და მანქანა გავაჩერე, შენობაში შევედი. მყუდრო კაფეა, ერთი კედელი მთლიანად გვირილების ნახატებს აქვს დათმობილი, ხოლო მეორე მხარეს პატარ-პატარა ხის მოხატული კარადებია, სადაც რამდენიმე წიგნს ვამჩნევ, ხოლო მის მოპირდაპირეთ როიალი დგას. უჩვეულოდ მომხიბვლავი გარემოა, რაღაც სახლური და პოეტურია ერთმანეთში არეული და გამოფენილი. ხალხი არაა, რაც თითქოს მაკვირვებს. დაჯდომისთანავე საათს დავხედე, ორს ერთი წუთი აკლდა, ამიტომ ღრმად ამოვისუნთქე და ნახატებს შევხედე. მთელი გულით ვცდილობდი არ ავფეთქებულიყავი და დავლოდებოდი იმ ადამიანს, რომელმაც თითქმის მანიპულატორობით დამითახნმა შეხვედრაზე და ახლა აგვიანებს. სამის ოთხი წუთი იყო, როდესაც უცნობი კაცი შემოვიდა. გემოვნება აქვს, ვერ დავუკარგავ. -ჩავიქირქილე ჩემთვის. თუმცა, ჯანდაბა! ლიზა, ხმით როგორ ვერ იცანი?! -დავყვირე საკუთარ თავს და დაულაგებელ თმაზე ხელი გადავისვი. -გამარჯობა. -გემოვნებიანმა სტუმარმა, რომელიც დათა აღმოჩნდა, თბილად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. თითები... არ გინდა ლიზა, არ დააკვირდე, საკუთარი თავი არ გათქვა, სხვასაც ექნება ასეთი ნატიფი და თხელი თითები. -მოგესალმები, შეგეძლო გეთქვა, ვინც იყავი.-ნათლად დავაფიქსირე ჩემი აზრი, რადგან ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, არავითარ შემთხვევაში არაფერს შევარჩენ. -ეს რამეს შეცვლიდა? -საკმაოდ მწარე პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც დაბარებულივით მოვიდა შავ-თეთ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზარდა ბიჭი. -რას ინებებთ? -ჯერ ქალბატონი. -წარმოთქვა დათამ დაოთხი წყვილი თვალი მომაჩერდა. -ყავა, ორმაგი. -წამოვიძახე გაღიზიანებულმა. -იგივე. -რამდენიმე წუთში მოგართმევთ. -მიმტანმა გაგვიღიმა და ბარისკენ დაიძრა. დათას შევხედე, საუბრის წამოწყებას არ ჩქარობს, მშვიდად გასცქერის ქალაქს, რომელიც მფეთქავია, დუღს მაცხოვრებლების სიხარულითა თუ სევდით. მინის იქით, ქუჩაში, ქაოსურად მოსიარულე ადამიანებს დავუწყე ცქერა, ყველა სხვადასნაირია, ყველას საკუთარი სამყარო აქვს და იბრძვის, იბრძვის, რომ როგორმე გადარჩეს. ალბათ, სწორედ ეს ცალკეული ქმედებები ქმნის ერთ მთლიანობას, ერთიან ცისქვეშეთს, რომელიც უთვალავი განსხვავებული ფერითაა დახუნძლული. შეკვეთილი ესპრესო რამდენიმე წუთში მოვიდა. თავის შეკავება სულაც არ მიფიქრია და ერთი ყლუპი იმ წამსვე დავლიე. ჩემს ჟესტზე ჩაეღიმა წინ მყოფს, რომელიც დაჟინებით მიცქერდა, ან მე მეჩვენებოდა ასე, რაც სულაც არაა გასაკვირი. -ელიზაბეტ, პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი, იმისათვის, რომ ასე დაჟინებით გთხოვე შეხვედრა. -როგორც იქნა და არ იქნა, ინება საუბარი დათამ. -მოგეხსენება ჩემი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ნატალია მკურნალობის აქტიურ კურს არ საჭიროებს. მასზე კარგად იმოქმედებს ადამიანი, ვისაც თავად ენდობა და ემეგობრება და რა თქმა უნდა, რომელიც დაეხმარება ბარიერის დაძლევაში. მინდა პროფესიონალთან მქონდეს ურთიერთობა, რადგან ძალიან არ მინდა რაიმე გამომეპაროს. -დიახ, შემიძლია გირჩიოთ რამდენიმე. -ვფიქრობ, ნატალიასთვის საუკეთესო ვარიანტათ შენ ითვლები. მან შენთან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაამყარა ურთიერთობა. -მე ახლა არ შემიძლია. -იქნებ მუშაობა საუკეთესო განტვირთვა იყოს? თანაც გრაფიკი არ გექნება, ყველანაირად შეგიწყობ ხელს, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. -დავფიქრები. -ხელფასს რაც შეეხება, დაასახელეთ თანხა და გადავიხდი, მთავარია დამთანხმდეთ. -კარგი, კვირის დასასრულს შეგატყობინებთ პასუხს. -ნახვამდის. *** ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შემდეგ ყველაზე გაბრაზებული ხარ, განსაკუთრებით კი იმ ხალხზე, რომელიც არაფერს იმჩნევს და ისევე აგრძელებს ცხოვრებას, როგორც ადრე და რაც ყველაზე შემაწრწუნებელია, შენზე ნაწყენები არიან, რადგან ისეთივე ყურადღებიანი და მზრუნველი აღარ ხარ, როგორიც იყავი. პირადად არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, ვისაც სოციუმში ყოფნა უყვარდა, თუმცა არც მძულდა, მაგრამ ეს რამდენიმე დღეა ჩემთვის მინდა ყოფნა, მშვიდად, ყოველგვარი არაჩემიანისგან შორს, მაგრამ მცხეთაში ყოველ დღე, რამდენიმე შუახნის მეზობელი შემომივლის და რაღაც სისულელეებზე მესაუბრება, განსაკუთრებით კი, ჩემს დაოჯახებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მე გმირულად ვიტან, არ ვეწინააღმდეგები, ახლა ხმა რომ ამოვიღო, ვეღარც გავჩერდები და ჩემებს ახალ სანერვიულოს გამოვუნახავ. ამის გამო, ისღა დამრჩენია, რომ ვიოცნებო ბებიამ ან ბიცოლამ გაიგოს ლაპარაკი და შემოვიდეს, მაგრამ მე ასეთი ბედი სად მაქვს?! ერთხელაც, როდესაც, იმდენი მელაპარაკა მეზობელმა გიულიმ სახლში ჩაკეტვა არ შეიძლება, შენ აშკარად დეპრესიაში ხარ და ჩემთან წამოდიო, რომ ოღონდაც გაჩუმებულიყო ყველაფერს ვიზამდი და გავყევი “განსატვირთად”, სადაც მისი სიდედრის რაღაცნაირი ნათესავი დამხვდა, რომელსაც დიდი ზარზეიმით მირიგებდა, მივხვდი, რომ აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავცლოდი. ის რამდენიმე საათი, როგორც იქნა, გადავაგორე და საღამოს ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ თბილისში დაბრუნების დრო იყო. იმ დღესვე მივწერე დათას: “გამარჯობა, თანახმა ვარ.”, მანაც არ დააყოვნა, რამდენიმე წუთში მომივიდა პასუხი: “ძალიან კარგი. დეტალები პირადად განვიხილოთ.” *** მაღვიძარის გამაყრუებელი წკარუნი რომ გავიგე, მივხვდი, უკვე თორმეტი საათი გამხდარიყო. ზლაზვნით წამოვიმართე და აბაზანაში შევიკეთე. ნახევარ საათიანი მზადების შემდეგ აგურისფერი წელში გამოყვანილი, მოკლე სარაფანა გადავიცვი, ყავა დავლიე და სახლი დავტოვე. დღეს მესამე ვიზიტი მაქვს ნატალიასთან, რომელსაც, მამასავით, იმდენად მაგარი ენერგეტიკა აქვს, რომ მაიძულებს მასთან სულ კარგ ხასიათზე ვიყო. ეს ბავშვი მოძრავი სიცოცხლის წყაროა, რომელსაც ისეთი საინტერესო აზრები აქვს, წინასწარ მეცოდება ჩვენი საზოგადოებისთვის. მგონია, რომ ისიც დაიჩაგრება, ადამიანების უმატესობა მას ვერ გაუგებს, რადგან განსხვავებული აზრის ჩაწვდომას ფიქრი უნდა, ხალხს კი, დამეთანმხმებით, სიკვდილივით ეზარება ზემოთ ხსენებული მოქმედება. როდესაც ნატალია უკეთ გავიცანი, მივხვდი, გოგონას საზოგადოებიდან გამოყოფის მიზეზი, არა უდედობა, ან რაიმე ცალკეული პრობლემა, არამედ მისი გამორჩეული, განსხვავებული აღქმა იყო ამა თუ იმ მოვლენის. *** ნატალიასთან დღევანდელ დღეს მოვრჩი, წასვლას ვაპირებდი, როდესაც მისაღებში სიბრაზისგან შეშლილი დათა დავინახე. -როგორ მოგეხმარო? -ვკითხე და მის მოპირდაპირე სავარძელში დავჯექი. -თუ ნატალიასთან დაამთავრე, წადი. -მითხრა ისე, რომ არც შემოუხედავს. -ასეთ მდგომარეობაში ბავშვთან ვერ დაგტოვებ. -შენ რა გგონია, რომ მას რამეს ვავნებ? -ისეთი სახით ამომხედდა, მეგონა იქვე მომკლავდა. -დათა, ცოდოა ნატალია... ხომ იცი, ბავშვები ყველაფერს გრძნობენ. ასეთ მდგომარეობაში რომ დაგინახავს შენი ემოციები მასშიც დაიწყებენ სიცოცხლეს და მოიწყენს, დასევდიანდება. -სავარძელში გადაწვა, თვალები დახუჭა და დასამშვიდებლად ღრმად სუნთქვა დაიწყო. -დედამისმა დამირეკა. -გამაყრუებელი სიჩუმე რამდენიმე წუთის შემდეგ დაარღვია. -ორი წლის შემდეგ უბრალოდ გამოჩნდა და... -ვეღარ გააგრძელა, ხმა ჩაუწყდა. დათა ასეთ მდგომარეობაში ვერასროს წარმოვიდგენდი, დასეტყვილ, გაუბედურებულ მტევანს ჰგავდა, რომელიც საცაა დალპება და ჩამოვარდება. -ვიცი, ძნელია, მაგრამ ბავშვს დედა სჭირდება, რომ გამოჩნდა, პირიქით, კარგია. -რაღაცნაირად ჩუმად ვლაპარაკობ. ვგრძნობ, მოქმედი ვულკანის გვერდით ვარ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს ამოიფრქვას. -მაგ ქალს დედას ნუ ეძახი. -ერთი ნიკო ლორთქიფანიძეს ეზიზღება მონა და მეორე, ამას ეს ქალი. მსგავსი სიძულვილი პირისპირ არასდროს მინახავს. -აბა ვინაა? -ენა ვერ გავაჩერე და წამოვიძახე ის, რაც გავიფიქრე. -არაადამიანი. -ამოიჩურჩულა იმიტომ, რომ არ ეყვიტა. -ირონიაა, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვენი, ასე, უბრალოდ დაინგრეს, თუმცა ფაქტია, რომ სრულიად შესაძლებელია. შეიძლება დაინგრეს იდეა, გაუფერულდეს მონატრება, დანაწევრდეს მოტივაცია, მაგრამ ოჯახური ურთიერთობების დანგრევაზე შემაწრწუნებელი დანაწევრება არაფერია დედამიწაზე. -ახლა კარგად მომისმინე! -ასეთი ტონი მისგან აქამდე არ გამიგონია. -პირველი, მადლობა ღმერთს, ის ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა და მეორე, აქედან წადი. -არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ დედას უმეტეს შემთხვევაში სულ აქვს ბავშვის ნახვის უფლება. -მე რას ვამბობ, და ეს რას მპასუხობს?! -აღმოთქვა გაცეცხლებულმა, როდესაც უეცრად სავარძლიდან წამოფრინდა და დივანთან თავზე დამაჩერდა. -მეგი დედა არაა, გესმის, არაა! ნატალია პირველივე დღიდან მე მყავს. ორ წლიანი ურთიერთობის შემდეგ, როდესაც მე ცოლობის თხოვნას ვაპირებდი უეცრად დამშორდა და მე რამდენიმე თვეში შემთვევით, რომ არ გამეგო იმ არარაობის ორსულობის შესახებ, ახლა ჩემი სიცოცხლე რომელიმე ოჯახში გაყიდული დამხვდებოდა. მეგის წყალობით მე ჩემი საკუთარი სისხლი და ხორცი ვიყიდე, ხუთი ათას დოლარად ვიყიდე. ხვდები ეს რას ნიშნავს?! წარმოგიდგენია მაინც რისი გადატანა დამჭირდა, რომ ეს გამეანალიზებინა და არ გავგიჟებულიყავი? ახლა კი მირეკავს და ფულს მთხოვს. ის კახპა მემუქრება, რომ ნატას გაიცნობს, თუ სასურველს არ მიიღებს. -თითოეული სიტყვის წარმოთქმისას დაუზოგავი ზიზღი ჩააქსოვა. აქამდე ასეთი გააფთრებული არსდროს მენახა, ვუყურებ და ძალიან სასტიკ ადამიანს ჰგავს. -რა ხდება ფსიქოლოგო?! ხმას რატომ არ იღებ?! -ცინიკურად მკითხა უკვე გადასხვაფერებულმა დათამ. პასუხისთვის სიტყვებს ვალაგებდი, როდესაც ნატალია კისკისით შემოფარფატდა ოთახში და სიტუაცია ას ოთხმოცი გრადუსით შეცვალა. მრისხანებისა და ზიზღის ხელმწიფე უცებ სიყვარულის ჯადოსნურ პრინცაც გადაიქცა, დათამ ხელში აიტაცა მოკისკისე გოგო და მის ლაპარაკს მთელი გულისყურით დაუწყო მოსმენა. მივხვდი, მე აქ ზედმეტი ვიყავი, ჩანთა ავიღე, დავემშვიდობე და გასვლა დავაპირე, როდესაც გავიგონე ჩურჩულით წარმოთქმული მადლობა. პასუხი არ დამიბრუნებია, რაღაცნაირად რამდენიმე გრძნობით დატვირთულმა დავტოვე სახლი. *** დღეს რაღაც უჩვეულოდ ვარ, არც კი მჯერა, რომ მე ეს გავაკეთე. ბავშვობიდან, როდესაც სევდა შემიპყრობდა და ჩემს გულში ცხოვრებისთვის ადგილის ზომვას იწყებდა, მე ძალიან ადრე, ხუთ-ექვს საათზე ვდგებოდი და მზის ამოსვლას მზისხელა იმედებითა და დიდი ენთუზიაზმით ველოდი, ხოლო, როდესაც დიდებული ვარსკვლავი ამობრწყინდებოდა და სამყაროს გააცვიფრებდა საკუთარი უზღვავი ძალითა და საოცნებო ეშხით, მე მასთან ჩემს სევდას ვგზავნიდი და დაფერფლისთვის ვიმეტებდი. ღმერთს ვერ ვაწუხებდი და მზეს შევთხოვდი ჩემი დარდი დაეფერფლა და სამყაროში განებნია, რადგან ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრი იყო, ძალიამ მძიმე და თითქმის შეუძლებელი, რომ გოლგოთამდე აეტანა. ხო, ასეთი სუსტი ბავშვი ვიყავი, ჩემს დარდებს გარეთ ვუშვებდი და სამყაროს მათთან ერთად ცხოვრებას ვაიძულებდი და ამით ვბედნიერდებოდი კიდეც, რადგან ვიცოდი, რომ მათი გაქრობა შეუძლებელი იყო, უბრალოდ უნდა გამეშვა, გამომეკეტა სხვაგან, სულ სხვა სივრცეში. დღესაც ძალიან ადრე გამეღვიძა. აივანზე ვიჯექი ცხელი ჩაით ხელდამშვენებული, როდესაც მზის ამოსვლა დაიწყო. განსაცვიფრებელი სანახაობა გადაიშალა ჩემ ირგვლივ, ნეტავ მხატვარი ვყოფილიყავი, დამახინჯებულად, მაგრამ მაინც ხომ გადმოვიტანდი ყვითელში არეულ აგურისფერსა და ცეცხლისფერ სხივებს წამდაუწუმ რომ ჩნებიან ტანის ნარნარა რხევით ცისფერ ცაზე და სუნთქვას გავიწყებენ. არ ვიცი რამ მიბიძგა, რატომ გავიხსენე ეს ჩვეულება მაინცდამაინც დღეს, თუმცა მოქმედება რომ ჩავიდინე, ცხადია. რამდენიმე წამიანი წვალების შემდეგ მოგუგუნე მცხუნვარე ვარსკვლავს ავხედე და ჩემი წილი სევდა მას, გავარვარებულსა და დიდებულს შევაგებე იმ იმედით, რომ მწარე, მფეთქავი არსება, რომელიც სულს მიჭამს დაიწვებოდა და სივრცეში გაიფანტებოდა, იხეტიალებდა უჩემოდ დაუსრულებლად და რაც მთავარია, ვიმედოვნებ, რომ ჩემს სევდას ფენიქსივით აღდგომა არ შეუძლია და უკან აღარ დამიბრუნდება. ხო, ასეთი იდუმალი მოქმედებით დავიწყე დილა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გავთავისუფლდი რაღაც მტკივნეული არსებისგან. არსება იმიტომ, რომ მწუხარება ცოცხალია, ის სულში შემოგისახლდება, როგორც რაღაც მომაჯადოებლად შემაწრწუნებელი და გაიძულებს შენი ყოველი აზრი, ფიქრი თუ მოქმედება მასთან ერთად შეასრულო. ჩვეული მდგომარეობისგან განსხვავებით, საგრძნობლად დამშვიდებული და ახალი ემოციებით გაბრწყინებული უჩვეულო სილაღით გავემზადე და საცობების გადამკიდე, ნახევარ საათში მივედი დათას სახლთან. როგორც ყოველთვის, ახლაც რკინის ლურჯ კარზე დავაკაკუნე და დაველოდე, როდის შემიძღვებოდა ოთახში ტკბილი ლილი, ნატალიკოს ძიძა, თუმცა მოულოდნელად კარი დათამ გამიღო. -დათა?! -გამიკვირდა, ამ დროს სახლში არასდროსაა ხოლმე. -შემოდი, როგორ გიკითხო? -კარი ფართოდ გამოხსნა და მისაღებში შემიძღვა. -კარგად, თავად? -საუკეთესოდ. -თქვა და სახეზე რაღაც თვითკმაყოფილების მსგავსი გამოესახა. -მოაგვარე პრობლემა? -ფული ჯოჯოხეთს ანათებს. -ნატალია სად არის? -ვთქვი მას შემდეგ, რაც სავარძელში დავჯექი. -ლილი ამზადებს, დღეს ატრაქციონებზე წასვლას ვაპირებთ. -წინასწარ რომ გაგეფრთხილებინე უკეთესი იქნებოდა, ფაქტობრივად ტყუილად მოვედი. -ტყულად?! შენთან ერთად მივდივართ, ხო, მამას სიცოხლე? -იმ წუთას გამოჩენილ ქალიშვილს რაღაც საოცარი მზერით შეხედა. -კი, კი, ხო წამოხვალ? -ჩემკენ წამოვიდა გაბრწყინებული ცისფერკაბიანი გოგონა. -რავიცი. -დაბნეულობისგან ლამის ბავშვივით ავიწურე და მხრების ჩეჩვა დავიწყე. -წამოდი, არ ინანებ, გაგართობთ. -შემომხედა რაღაცნაირი, დამატყვევებელი მზერით დათამ და მეც სრულიად დაუფიქრებლად დავთანხმდი შემოთავაზებაზე, რომელიც ღმერთმა იცის, სადამდე მიმიყვანს. მთაწმინდაზე რომ მივედით, იმ დროს, მე და დათა უფრო პატარები ვიყავით თუ ნატალია, მხოლოდ ღმერთმა იცის. ვიკატავეთ ყველაფერზე, სადაც შეიძლებოდა, თითოეული ატრაქციონი მოვიარეთ. მომნატრებია… ახლა მივხვდი, ლოცვასავით საჭირო მდგომარეობა, ბედნიერება, მომნატრებია. დღეს ნამდვილად გავერთე. დათა ზრდილობიანი, გამოსული და იუმორით აღსავსე ადამიანია, ბავშვობაში რომ ვოცნებობდი სწორედ ის პრინცია, ოღონდ ორი პრობლემაა, ჩემი სიყვარულით არ იწვის და თან შვილი ჰყავს. მომწონს მისი მანერები, ქცევები, თითქოს მამშვიდებს, საკუთარ თავთან მაბრუნებს და ხალის მჩუქნის, ისეთი პიროვნება ჩანს, მასთან ურთიერთობა არასდროს რომ მოგბეზრდება და, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, შენს აზრს პატივს სცემს, იმის მიუხედავად ეთანხმება თუ არა თავად. *** -სულ მჯეროდა, რომ გაცნობის გარეშე ადამიანს ვერ შეიყვარებდი, ვერ გამოარჩევდი და მან ეს იდეალიც დამინგრია. როგორც კი დავინახე, იმ წამსვე მომეწონა, ორი სიტყვა რომ თქვა მგონი უკვე მიყვარდა. -ერთი ნახვით სიყვარული? -არა, მე მაგის ახლაც არ მჯერა. უბრალოდ მივხვდი, რომ ჩვენი მეორე ნახევარი დაბადებიდან გვიყვარს, სულ თან ვატარებთ მის სიყვარულს და როცა გამოჩნდება, ხვდები რომ ისაა. მე მთელი ცხოვრებაა მიყვარსა დათა, მაგრამ მხოლოდ მაშინ მივხვდი ამას, როდესაც ვნახე. დაბადებიდან გულით ატარებ სატრფოს სიყვარულს და რომ დაინახავ მხოლოდ მაშინ იგრძნობ ამას. -ვინც ვერ ხვდება, ლიზა? -ვერც მიხვდები, უბრალოდ იგრძნობ. -და თუ ვერ გრძნობ პირველივე დანახვაზე? -ან არ აკვირდი, ან არ გსურს, რომ იგრძნო. -დაბრუნდა რომანტიკული, ლიზა. -გაეცინა გოგოს, რომელსაც თვალებში სიხარულის სხივები აცეკვებოდა. -არ მჯერა, რომ სამხედრო შემიყვარდა. -ლიზა, ხომ იცი... -წინადადება ვერ დაამთავრა ნიამ. -ვიცი… -იქნებ, ის არ იყოს დათრგუნული... -პროფესია მაინც თავისას შვება. -რამდენად შორს გაქვს შეტოპილი? -ვიცი, რამდენიც არ უნდა ვიწვალო, გამოცურვა შეუძლებელია. -სად გაიცანი? -მისი შვილის ფსიქოლოგი ვარ. -ლიზ, ოჯახი ჰყავს? -ნეტავ ყავდეს ნია, ნეტამც... იქნება მერე მაინც შემძლებოდა წამოსვლა და მისი მიტოვება. -თვითონ იცის? -ალბათ ხვდება, ხომ იცი, არ მჯერა დამალული გრძნობების. -ეგ ჯერ დაუზუსტებელია, თან, იქნებ არც გიყვარს და უბრალოდ მასში რაღაც დაინახე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ბაბუის გამო გენატრებოდა. -არ ვიცი, ნინა. არეული ვარ, ყველაფერი ყველაფერს ემატება და მე თითქმის ვეღარ ვსუნთქავ, ისეთ დღეში ვარ, რომ არ ვიცი, აქედან ისევ ისეთი გამოვალ თუ არა, არადა სიკვდილივით არ მინდა ჩემი თავის დაკარგვა. სერგის სამუდამო განსვენებაც ვერ გადამიტანია და ჩემი თავი რომ დავკარგო, საერთოდ ვეღარ გავაგრძელებ ყოფას. -გახსოვს, როდესაც მეათე კლასში ქეთის დაბადების დღეზე ბავშვები ვთვლიდით, ვის როგორი ცხოვრება გვინდოდა? -ხომ იცი, რომ გუშინ რა ვჭამე, ის არ მახსოვს. -მე მაშინ მივხვდი, რომ შენ არ იყავი ჩვეულებრივი და შენ გამორჩეულებშიც კი გამორჩეული იქნებოდი. -დამაინტრიგე, რა ვთქვი? -ისე მინდა ცხოვრება, რომ ყველაფერი გამოვცადო, ვიყო სოფიოსავით არეული და ჯეინისავით პრინციპული, კაპიტანი ჯეკივით მოხერხებული და კაფკასავით რეალისტი. მინდა ერთ დღეს გამოვცადო ტრაგედია და მეორე წამს ვიგემო ის უდიდესი სიხარული მეორედ დაბადებას რომ ნიშნავს. -რაღაც ასეთი თქვი, თან ისეთი დიდი მუხტითა და აღტაცებით აღწერდი, რომ შენი ეს სიტყვები ამდენი წლის შემდეგაც მახსოვს. -ბავშვური ოცნებების ბოდვა. -ლიზა, მორჩი რა! წარმოდგენაც კი არ შემიძლია როგორ გტკივა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენ ამის გადატანა შეგიძლია. მეორე კლასში რომ დამიცავი და ხუთ ბავშვს შეეწინააღმდეგე ჩემ გამო მივხდი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანის გვერდით შემეძლო გავზრდილიყავი, ჩემი ბავშვური გონებით ვიფიქრე, რომ აუცილებლად გახდებოდი პრინცესა და შენ იცი, რომ ეს ჩემთვის წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ტიტული იყო. ნუ გადააყლოლებ ამ ტრაგედიას ყველაფერს. იცხოვრე, შენს თავს ძალა დაატანე და ძველ ჩვევებს დაუბრუნდი, მერე კი, გპირდები, რომ ვეღარ შეძლებ ასე ყოფნას. -შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა, ჰა? -ლიზ, ჩვენ ერთმანეთს სამუდამოდ ვყავართ. მომიყევი შენს ბიჭზე, როგორია? -ახლა ვფიქრობ, რომ ზუსტად ისაა, ვისზეც ვოცნებობდი. მხოლოდ ორი პრობლემაა, პირველი არ ვუყვარვარ, მეორე სამხედროა და მე საშინლად არ მინდა სამხედროსთან. -ხომ იცი, რომ თუ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც საჭიროა, პროფესიის გამო ვერ დაიწუნებ. -ნეტავ თვითონ დამიწუნოს, უფრო ადვილი იქნება ყველაფერი. იცი, რა კარგი მამაა?! როდესაც სახლშია სულ ბავშვთან ერთადაა, ყველაფერს უკეთებს რისი გაკეთებას შეუძლია და არ შეუძლია. -ყველა სიკეთესთან ერთად მისით აღფრთოვანებულიც ყოფილხარ. -აღარ ვართ პატარები ნია, წესით უკვე უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და რა არა, რა არის სწორი და არა. -მერე? -ნეტავ სწორი იქნება ჩემი და დათას ურთიერთობა?! -მე მხოლოდ ორი რამ ვიცი, პირველი, ასე არც ერთი ბიჭის სახელის წარმოთქმისას არ შეგცვლია ხმა და მეორე, შენები გაგიჟდებიან, როდეესაც გაიგებენ, რომ შვილიან კაცთან გაქვს ურთიერთობა. -ვისაც ჩემი დაკარგვა არ ენდომება, ყველა შეეგუება ამ ამბავს და ვინც გაცლას ცდილობს, მიზეზიც გაჩნდება. -რამდენი წლისაა? -არ ვიცი ზუსტად, 28-დან 32-მდე ვფიქრობ. -დაახლოებით ერთი ასაკის ხართ, რა. -კი, მასეა. ვაიმე! თორმეტი გამხდარა უკვე. წავედი უნდა ვიბანაო და ბავშვთან გავიქცე. გვიან შეგეხმიანები და თუ გეცალა გავაგრძელოთ. -ოკეი, ლიზ. წარმატებები! *** ლურჯი რკინის კარი ლილიმ გამიხნსა და მობოდიშების შემდეგ, რომელიღაც ოთხაში გაუჩინარდა. გრძელი, ყავისფერი მანტო დერეფანშივე გავიხადე და მისაღებისკენ გავემართე. -გამარჯობა. -მივესალმე ხნიერ, მაგრამ მოვლილ, სათვალიან ქალბატონს, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს ვინაა. -თქვენ ალბათ, ელიზაბეტი ხართ. -დიახ. -ერთ ადგილზე ვიდექი, ვერ ჩამოვყალიბდი რა გამეკეთებინა. -მე დათას ბებია ვარ, ნანული. -გამიღიმა მომლოდინეთ. -სასიამოვნოა, ქალბატონო ნანული. -შენ ვერ წარმოიდგენ ჩემთვის რა სასიამოვნოა შენი ხილვა. -წარმოთქვა გაღიმებულმა ქალმა. მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, უფროსწორად, არ მინდოდა ის ეგულისხმა, რაც მე ვიფიქრე, ამიტომ მხოლოდ გავიღიმე. -დაჯექი, ლამაზო, რას დგახარ? -დიახ. -დივნის გვერდზე, სავარძელში, დავსკუპტი. -ნატალია სადაა? -ოთახშია ჩემი თვალისჩინი, წყალი გადაისხა და ლილი უცვლის. თქვენ ხმას რომ გაიგებს იმ წამსვე ჩამოვა, ძალიან მოსწონხართ, სულ გახსენებთ. -ძალიან მიხარია მისი ასეთი დამოკიდებულება და თქვენი ნებართვით, არაა საჭირო თქვენობით საუბარი. -ძალიან კარგი. -გამიღიმა ღაღაცნაირად, თითქოს აფორიაქებულმა. -ლიზაა, როგორ ხარ? -კიბეები ჩამოირბინა და ისეთი სისწრაფით მომეხვია, კინაღამ დათას ძვირფასი ლამინატის ხარისხი დავაზუსტე. -კარგად, ნატალიკო, შენ? -ბებიკო, ასე შეიძლება?! შეაწუხე გოგო. -ჩემით არ წუხდენა ლიზა. -ამოიბურტყუნა ჩემს კისერში თავჩარგულმა. -ხო ასეა? -უცებ აწია თავი და გაფართოებული თვალებით ამომხედა. -კი, მშვენიერო, ასეა. -უსაყვარლესია, ძვლივს შევიკავე მის ქცევაზე სიცილი. -მამა მომენატრა. -ამოიბურტყუნა ბავშვმა რამდენიმე წუთში. ენას კბილები მწარედ დავაჭირე, კინაღამ წამომცდა, მეც-თქო. -ნატალია, დათას საქმე აქვს, ხო იცი? როგორც კი გათავისუფლდება მოვა და გულში ჩაგიკრავს. -მამა მინდა. -მოდი ახლა ჩვენ ვიმეცადინოთ და მერე დავრეკოთ, იქნებ გავიდეს ზარი. -კარგიი. -ჩამეხუტა ისევ. ბავშვები რომ ენერგიას მჩუქნიან, ისე ვერავინ, მაგრამ ნატალი კიდევ სხვაა, განსაკუთრებული ენეგეტიკა აქვს, მამასავით. ვიმეცადინეთ მეტყველებაში, გამოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი და ქვემოთ ჩავედით, ფერია გოგოს ჭამის დროა. ორიოდე ლუკმა მიირთვა ძიძის, ბებიისა და ჩემი თხოვნა-მუდარით და შემდეგ სამზარეულოდან ტირილით გამოგვექცა. მამა უნდა... მეც მინდა დათა... რაც აქ ვარ, ამდენი ხნით ჯერ არ გაუჩინარებულა. აცრემლიანებული ბავშვი ხელებში მოვიქციე და ჩავეხუტე. ზღაპარს ვუყვებოდი, როდესაც კარის ხმა გავიგე. დამეფიცება, იმ წამსვე ვიგრძენი მისი სურნელი. გული ამიჩქარდა, თურმე როგორ მომნატრებია. რამდენიმე წამში აბაზანის კარის ხმა გავიგე, სმენა დავძაბე, სასტიკად მინდოდა მისი ნაბიჯების ხმა გამეგონა, გულაჩქარებული ველოდი დათას ნახვას, მართლა არ მეგონა ასეთი მონატრებაც თუ არსებობდა. ნატალიას დავხედე, ჩემს მკლავებში ჩასძინებოდა. რამდენიმე წუთში დათა გამოჩნდა, შემოანათა სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილმა თავისი მწვანე თვალები. -როგორ ხართ? -იკითხა ჩვეული, მშვიდი ხმით და ჩემკენ გამოემართა, ჩემკენ რა, ბავშვისკენ. -ჩემო ბარტყო, ჩაგძინებია, მა. -მუხლებში მოიხარა და უნაზესად მოეალერსა, როგორც რაღაც საოცრებას, რაღაც ძალიან აღმაფრენს. ნატალიას სურნელს ისუთქავდა და მშვიდდებოდა, ნელ-ნელა მოქუფრული სახე უნათდებოდა. -როგორ ხარ? -ამომხედა უეცრად. ისეთი თვალებით მიყურებდა, გული ამიჩქარდა. -ჩვეულად. -ვთქვი ყველაზე დიდი ტყუილი ისტორიაში. -შენ? -უკვე ვსუნთქვავ. -ამოიჩურჩულა ისე, მხოლოდ მე რომ გამეგო. -ლიზი, მომიყვანე რა. -ბავშვზე მანიშნა. -სუნთქვაშეკრულმა გადავუსვი მკლავებში მძინარე ნატალია. *** ცივა, ყინავს, ძვლებში ატანს სიცივე და მკლავს. უკუნითი დღეა, მაგრამ ბნელა. ჩემ წინ არსებულ ხედს გავყურებ და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთ ლამაზ სამყაროში ამდენი საშინელება ხდებოდეს. დღეს ბიძას დაკარგვიდან სამოცი დღე გავიდა. მთელი დღე ჩემს თავს ვაიძულებდი წავსულიყავი სასაფლაოზე. ახლა აქ ვარ, მარტო, არავისთვის მითქვამს რომ მოვდიოდი. ვერ გამიგია რა მინდა, რას ვეძებ, რადგან აქ მხოლოდ სიცარიელეა, უკუნითი, უსასრულო სიცარიელე. ირონია ყველაფერი, გარდა სიყვარულისა. და მე ამდენი ლაპარაკის მიუხედავად არ მესმის, რატომ?! რატომ მაინცდამაინც მე დავკარგე 3 წლის ასაკში ვერ დამახსოვრებული მამა?! და ახლა, უკვე სამოცი დღეა, სამუდამოდ გამომეცალა ხელიდან ჩემი საფიცარი, ჩემი ღმერთკაცი ნიკო. რატომ? რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი ტრაგედიები ცხოვრებაში?! მაინც და მაინც ასე უნდა ვისწავლოთ?! ამ სიმწარით უნდა შევიგნოთ, რომ ერთადერთი რამ, რაც მთავარია ეს ბედნიერებაა?! არ ვიცი... არ ვიცი... მაშინ რა დააშავეს მათ, ვინც ჩვენ სწავლას ეწირებიან?! ღმერთო, რამდენად ურწმუნო და გაუნათლებელი ვარ, ხო?! ვიცი, მაგრამ ახლა არ შემიძლია, ახლა არ შემწევს ძალა მოვიდე და გავერკვიო, ვიხილო ღმერთის სამართალი, ან რა საჭიროა გარკვევა, როდესაც ისედაც ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ხო, არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს ტრაგედია, ეს ტკივილი, ეს სიკვდილი ჭეშმარიტებაა. უბრალოდ ძალიან ძნელია შეეგუო საყვარელი ადამიანის წასვლას, მის ვერ განხორციებულ მიზნებს, ვერ დახარჯულ დროს... გამბედაობაა საჭირო თვალებში ჩახედო წაგებულ ომს, ამქვეყნიურ სამუდამო განშორებას. ეგოისტი ვარ, ჩემს თავსაც ვტირივარ, მათ გარეშე მყოფს. ქრიზანთემები, რომელიც არ კი ვიცი რატომ წამოვიღე, საფლავთან დავდე და უკანმოუხედავად გავუყევი ბილიკს. იმ წუთებში არ ვიმჩნევდი არაფერს: ცრემლებს, ქვებს, ფრინველებს... უბრალოდ უნდა წავსულიყავი და მორჩა. პირდაპირ თბილისში დავბრუნდი. შეიძლება ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაგრამ არ მინდოდა ოჯახს ასეთ მდგომარეობაში ვენახე. ტელეფონის ზარმა დამირღვია რამდენიმე წუთის წინ შეკოწიწებული სიმშვიდე. დათა რეკავს, თამბაქო საფერფლეში ჩავსრისე და სენსორს თითი გადავუსვი. -როგორ ხარ? -რატომღაც დამაფიქრა ამ კითხვამ. ერთ წამს გადავწყვიტე ყველაფერი მომეყოლა, თუმცა შემდეგ მწარედ ჩამეცინა და ჩვეული პასუხი მივაგებე. -კარგად, თავად? -შეძლებისდაგვარად, ფსიქოლოგო, მახსოვს შეგვპირდი, რომ შაბათ-კვირას ხევსურეთში გამოგვყვებოდი, ასე რომ დღეს თბილი ტანსაცმელი ჩაალაგე, ხვალ, ექვს საათზე გამოგივლით. -დათა, მე... -მამა, წამოვიდეს რა, შეეხვეწეე, მამიკოო... -ისმოდა ნატალიას ტიტინი ყურმილის მეორე მხრიდან. -რას შვები ფსიქოლოგო, პირობას ტეხ?! -მითხრა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. -მოვდივარ, რომელ საათზე გავალთ? -რამ მათქმევინა ეს სიტყვები დანამდვილებით დღემდე არ ვიცი, ალბათ შემოქმედმა, აბა სხვა ვინ?! -თუ პრობლემა არაა, ექვს საათზე გამოგივლით, ელიზაბეტ. -იყოს ექვსი და მომიკითხე პატარა ბელი. -მანაც გადმოგცა მოკითხვა დიდი სიხარულით. ზარის დასრულებისთანავე, უეცრად მხრებზე რაღაც უდიდესი ტვირთი ჩამომეკიდა, რომელიც მუქარით იკლებდა ჩემს მთელ არსებას. შემდეგი რამდენიმე საათი ჩემს სიტყვებს განვიხილავდი და ვცდილობდი გამოსავალი მეპოვა, რომ როგორმე არ წავსულიყავი. ბოლოს, დიდი ორჭოფობითა და რისხვით ჩავალაგე ჩანთა და დავწექი, სულ რაღაც ორი საათი მეძინა. *** -ელიზაბეტ, შენს სახლთან ვარ. -გაისმა ხმა, რომელსაც სულაც არ ეტყობოდა დაღლილობა. -ჩამოვდივარ. -მიაძახა უცებ და ლურჯი ზურგჩანთა მხრებზე მოიგდო. რამდენიმე წუთში უკვე შავი ჯიპის სალონში იყო და უხერხულად უცქერდა გზებს, რომელსაც ტოვებდა. თითქოს ხვდებოდა, გრძნობდა, რომ ეს მოგზაურობა შეცვლიდა ბევრ რამეს, შეიძლება ისიც კი იცოდა, რომ სულ მალე მისთვის დედამიწა ვერდიკალური გახდებოდა და თან ბრუნვადიც. *** ნატალიას მინერალური წყალი მოუნდა და დათამ ქალაქის ბოლოს, მაგნიტთან, გააჩერა ავტომობილი. მე წინა სავარძელზე ვიჯექი, მაგრამ, სანამ დათა მარკეტში იყო, უკან გადავედი, ვიფიქრე, ნატალია თავს დამადებს და უფრო კომფორტულად იმგზავრებსთქო. როგორც კი უკან გადავჯექი, ბავშვი თავისი სავარძლიდან გათავისუფლდა და მომეყრდნო. დათა რომ დაბრუნდა, ძილისთვის უკვე მზად იყო, სპეციალურად მისთვის წამოღებული პატარა უფლისწულის პრინტიანი პლედი ეფარა და თავი ჩემს კალთაში ედო. შენობიდან რომ გამოვიდა, გამსახურიდამ იმ წამსვე შემამჩმია, რომ წინა სავარძელზე არ ვიჯექი და ნაბიჯს აუჩქარა. კარი, რომ გახსნა და დაგვინახა, ემოციები ვერ დამალა, თავისი წვრილი, მწვანე თვალები გაუბრწყინდა, მორცხვად გაიღიმა და ნატალიას შეხედა. -მამიკო, როგორ შეგიწუხებია ელიზაბეტი. -თვითონ მითხრა, მე-არა. -ჩემთვისაც უფრო კომფორტულ იქნება აქ ყოფნა, სულაც არ ვწუხდები. -მა, ლიკანი მინდა. -წამოიმართა ნატა. -ბოთლით დალევ თუ ჭიქაში ჩავასხა? -ბოთლით მიმდა. -ნახევარ ლიტრიანი პლასმასის კაფსულა იმ წამსვე დიდი სიყვარულით გახსნა და მიაწოდა, შემდეგ ჯერი ჩემზე დადგა -კოკა-კოლის, ნატურალური წვენისა და ლიკანის შემოთავაზება შემიძლია, რომელი? -გმადლობ, კოლას დავლევ. -იყო პასუხი, რომელიც, მადლობა ღმერთს, აღმოვთქვი. ცხრა საათიანი მგზავრობის შემდეგ მიწაზე ფეხი რომ დავდგი, ღმერთი ვადიდე. ქვეყანაზე არაფერი მღლის ისე, როგორც გადაადგილება. ორ სართულიანი აგურის სახლიდან მოხუცები რომ გამოგვეგებნენ, ჩემში რაღაც შეიცვალა, უეცრად გავხდი ჩიტზე მსუბუქი. ისეთი ცოლ-ქმარი იყო, ბავშვობაში რომ წარმოდგენა, საოცრად ბედნიერები, თვალებში მართლაც ჰქონდათ სხივი, რომელიც ანათებდა. ისინი ცოცხალი მიხვრა-მოხვრით მოვიდნენ და დამარწმუნეს იმაში, რომ ადამიანი მაშინ ბერდება, როდესაც ეს უნდა. ნაირ-ნაირი კერძების დაგემოვნების შემდეგ, გულწრფელი მადლობა გადავიხადე მასპინძლობისთვის და საძინებლისკენ გავემართე. სული კბილით მეკაბა, ისე ვიყავი დაღლილი, მაგრამ აბაზანის სარკეში ჩემი ანარაკლი რომ დავინახე, გული შემიქანდა. მანქანიდან გადმოსვლისას ისე ვიყავი გათიშული, საერთოდაც არ მიფიქრია მოწესრიგებაზე და თურმე რას ვგავდი?! ჩემმა თმამ სრული კრახი განიცადა. *** -ასე ადრე რამ გაგაღვიძა? ყველაფერი რიგზეა? -იმ წამს გამოსულმა დათამ გაოცებულმა შემომხედა და ჩემ გვერძე ხის სავარძელში დაიკავა ადგილი. -კი, უბრალოდ ასეთ გარემოში ძილი დანაშაულია. მთები, იმის მიუხედავად რომ ცოტა მაშინებენ, მაინც საოცარნი არიან. მგონია, რომ რაღაც არაამქვეყნიურს გავცქერი, არც კი წარმომედგინა, რომ ბუნებასთან ასეთი სიახლოვე შესაძლებელია. ახლა კი მწამს, რომ მათ სუნთქვასაც კი ვგრძნობ... რამდენიმე წუთის წინ ჩიტები იყვნენ, ჟრურტულებდნენ, ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. ვინ იცის?! იქნებ უკანასკნელადაც კი ვნახე ასეთი სასწაული, თურმე რამდენს ვიკლებთ ადამიანები ქალაქში რომ ვართ ჩაბუდებულები და კომფორტი, კომფორტიო გავიძახით. კომფორტის დედაც, თუ ასეთ სასწაულებით მოცულ გარემოში იქნები. ფაქტობრივად ტყეში ვართ, ადგილას, სადაც ადამიანს თავისი ბინძური ხელებით არ შეუბღალავს გარემო. აქ ბუნება რაღაც სხვანაირი სისპეტაკით გაოცებს, იმდენად მომაჯადოებელია, რომ სულ გინდა მასთან დარჩე. -არ მეგონა ბუნების ასეთი მოტრფიალე თუ იყავი. -მითხრა გაღიმებული-გაკვირვებული ტონით დათამ. -არც მე. -მხრები უხერხულად ავიჩეჩე და ცას ავხედე. -მიდი, ჩაიცვი, რადგან ასე მოგეწონა რამდენიმე ადგილს დაგათვალიერებინებ. -თქვა რაღაცნაირი ბედნიერებით მოცული ხმით და თავადაც წამოდგა ოთახში შესასვლელად. ათ წუთში ბუნების სიმყუდროვეში შევიჭერით და დათვალიერება დავიწყეთ. ფოთლების ჭრაჭუნის სასიამოვნო ხმას მდინარის დუდუნი და ჩიტების ჭიკჭიკი ემატებოდა, რაც რაღაც საოცრებას ქმნიდა. თუმცა, დათას კისერზე შემოსკუპებულმა ნატალიამ კივილი რომ დაიწყო, ხეს შეხედეთ, ციყვი, ციყვიო, და მეც დავინახე პატარა, ფუმფულა, ყავისფერი არსება, მაშინ დავრწმუნდი, რომ ასეთი ადგილების არ ნახვით ძალიან დიდ რამეს კარგავს ადამიანი. ირგვლივ ულამაზესი ხედები გადაშლილიყო, წინ მდინარე, მის შემდეგ მინდორ-ველი, ხოლო ქვევით კი, ნასოფლარი. ეჰ, როგორ მეცოდება მიტოვებული სახლები?! რამდენ სიხარულს, სიყვარულს ინახავს და ვერავის უზიაირებს, რადგან მიატოვეს, დააობლეს, გამოუტანეს სიკვდილის განაცხადი... ნეტავ, ვიცოდე როგორ შეუძლია ადამიანს იყოს ასეთი უგულო? ან არა, მაგის ცოდნა არ მინდა, ღმერთო, მაზიარე სიყვარულის ხელოვნებას, მასწავლე როგორ შევიყვარო ყველა და ყველაფერი. -არ მისმენ, ლიზაკო? -ჩამესმა შორიდან ხმა და იმ წამსვე გამოვერკვიე ფიქრებიდან. -ბოდიში, ნატალია, რას ამბობდი? -იმას, რომ ასეთ გარემოში ადამიანებს ერთმანეთი ადვილად უყვარდებათ. -ამოიტიტინა პატარა ქალბატონმა და გვერდით მომისკუპტა. -ლამაზო, ეგ რას ნიშნავს? -გავუღიმე გაკვირვებულმა -იმას, რომ მამას ნამდვილად მეტად შეუყვარდი. -ეგ აზრები საიდან მოგდის ნატალია? -გამეცინა ისტერიკულად და გარშემო გავიხედე, დათა არსად ჩანდა. -მამა იქით წავიდა, ასე მითხრა წყალს ავავსებ და მოვალო. -სამხრეთისკენ თითით მანიშნა გოგონამ. ბავშვს წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, დაახლოებით ასი მეტრის იქით, დათა რომ გამოჩნდა. ცივი, ანკარა წყლით სავსე ბოთლები დაგვირიგა და თავადაც ჩამოჯდა ხის მორზე. -ხომ არ დაიღალე, ფსიქოლოგო? -ღიმილით ამომხედა. დამცინის, ხედავს რომ მიჭირს სიარული. ეჰჰ, არწივი მნახა დაჭრილი... -სულაც არა! -გაჭირვებით იმ წამსვე წამოვხტი ფეხზე. -სერიოზულად, თუ გინდა დავბრუნდეთ, ისედაც ბევრი რამ ვნახეთ. -მიხვდა, რომ ცუდ დღეში ვიყავი და ხმა დაისერიოზულა. -არა, არა, ვაგრძელებთ გზას. -ერთი ლამაზი ქოხიღაა სანახავი, დარწმუნებული ხარ, რომ ღირს?! -ერთი კი დავფიქრდი ვუთხრა დავბრუნდეთო, მაგრამ ჯიუტი ადამიანის ხასიათი ხომ იცით?! რახან დავიწყე ბოლომდე უნდა გავიდეთქო, ვთქვი და ქვას თავი შევუშვირე. გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი, თუმცა შუა წყევლა-კრულვაში ვიყავი, (თურმე, წყევლა მცოდნია, ხალხო. ) როდესაც სრულიად დასვენებულმა ნატალიამ, რომელიც მამის კისერზეა შესკუპებული, ტაში შემოჰკრა და მკითხა, მოვედით, ხო ლამაზიაო?! მამა-შვილი ღიმილით შემომცქერის და პასუხს ელოდება, მე კი ვიყურები და ქოხს ვერსად ვხედავ. უკვე ლოცვის დაწყებასა და უფლისთვის შენდობის თხოვნას ვაპირებდი, დათამ რომ ღიმილით ამაწევინა თავი და მითხრა -ლიზა, სად იყურები ქოხი ხეზეაო. ავიხედე და ჩემი გონება გაკვირვებამ და სიხარულმა ერთად მოიცვა. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ასეთ ქოხზე. ბაბუა აპირებდა გაკეთებას, მაგრამ საკმარისად მყარი ხე ვერ იპოვა ეზოში და ბავშვობის ეს ოცნებაც, სხვა ბევთან ერთად ჩაყლაპა წარსულმა. წარმოიდგინეთ: პატარა, ლამაზი, ხის სახლი ხეზე, ფაქტობრივად ზღაპრიდანაა გადმოვარდნილი. გვერძე მდგომ დათას ჩავეხუტე, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებულად უდიდესი სიხარული მაჩუქა, მაშინვე შემომხვია ხელები, დამმალა მისი მკვირივი მკლავებით. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით ასე, მხოლოდ ის მახსოვს ზუსტად, ნატალიამ რომ ქოხიდან დაგვიძახა, ამოდით მანდ რამდენი ხანი უნდა იდგეთო, მე ისევ დათას მკლავებში ვიყავი, ის კი თმაზე რაღაც უნაზესად მეფერებოდა და თვალებში უცნაურად დიდი სითბო ჩასდგომოდა, თითქოს მასში მზე ჩაიღვარა და ანათებსო, სხივები კამკამებდა. ქოხში ავედით. თურმე, პირადად დათასთვის აუშენებია ბაბუას ბევრი წლის წინ. ძალიან ლამაზი სივრცეა თავად ოთახში, სადაც პატარა ავიანიც კია. იატაკზე ხევსურული ორნამენტების მქონე ხალიჩა აგია, ხოლო კედლებზე პატარ-პატარა ძველი პლაკატაბი თუ ჩანახატებია, ერთი-ორი ახალი ნახატიცაა, ალბათ, ნატალიამ დახატა. -ფსიქოლოგო, ისე ხო არ წახვალ, კედელს რამე რომ არ დაახატო?! -საიდანღაც აღებული ფანქრები მომაწოდა და რაღაც გასაოცარი ღიმილით შემომხედა, მარტო თვალები კი არა, სახეც უბრწყინავდა, გულზე კი ჩაძინებული ნატალია ეწვა. რამდენი წამი დავფიქრდი და თავში პირველი რაც მომივიდა, იმის ხატვა დავიწყე. ცა შევქმენი ცისარტყელით დამშვენებული. ალბათ, ამან ყველაფერი თქვა, რაც მინდოდა, რადგან როგორც კი დავამთავრე, დათას მეორე ხელი ჩემი გახდა, ჩემს მხარს ათბობდა საათობით. ბედნიერების მიუხედავად, ძვლივს ჩავაღწიე სახლამდე. შუა გზას გაცდენილები ვიყავით, როდესაც ნატალიამ სრულიად სერიოზულად წარმოთქვა, მე მეგონა ახალგაზრდა იყავი, შენ კი ბებერი ყოფილხარო. იმდენი ვიცინე, იმდენი, რომ კინაღამ წავიქეცი, მაგრამ დათას ცოცხალი ნებით არ ვრთავდი ნებას მომხმარებოდა. როგორც ამოხვედი ქალბატონო ელიზაბეტ, ისე ჩაბრძანდი - ვუმეორებდი გამუდმებით საკუთარ თავს საშინლად დაღლილი, მაგრამ უზრო ლოგიკით ამაყი მე. სახლში ფეხი რომ შევდგი, ღმერს მადლობა გადავუხადე, მაგრამ თქვენ უნდა გენახათ ის წამება კიბეებზე ასვლისაას რომ იყო. წარმოიდგინეთ, დათამ ვეღარ გაუძლო, ერთი ხელით ამიტაცა და სანამ ყვირილს მოვასწრებდი პატარა ბავშვივით ოთახში დამსვა და კარი გაიკედა. რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი, მერე ისტერიკული სიცილი ამივარდა. *** -ნატალია, ძალიან კარგი გყავს, გულწრფელად მიკვირს, როგორ მოახერხე მისი ასე გაზრდა. -იმ წამს შემოვარდნილმა გოგომ, რომელიც სულ მალე მამის მკლავებში ნებივრობდა, ახლახანს შემდგარი საუბარი შეგვაწყვეტინა. რამდენიმე წუთი სათუთად ეალერსებოდა, ნატალიას სახეს უკოცნიდა, ბავშვი კი ლაღად იცინოდა, როდესაც უეცრად ამომხედა დათამ რაღაცნაირად გაბრწყინებული, სითბოარეკლილი თვალებით და მამისეული სიამაყით ხმადაბლა წარმოთქვა: “აი, ეს არის ჩემი შვილი, ჩემი მშვენება, / ჩემი სიბერის პატიება და გამართლება“. მე გიჟივით გამეცინა, წარმოვიდგინე მართლაც მოხუცი დათა, რომელიც, საბედნიეროდ, ისევე მიზიდავდა, როგორც ახალგაზრდა. თვალებდაუხამხამებლად მიცქერდა წამები, მიყურებდა და იღიმოდა, მერე უცებ წამოიწია, ლოყისა და ბაგის შეერთების ადგილას მომეალერსა, ჩემი სურნელი მოიპარა და მიმიხუტა. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიყავით ასე. ვუცქერდით ვარსკვლავებს, მთებს და იშვიათად თუ ამოვიღებდით ხმას, რასაც გონება ვერ ხსნის, ის სიტყვებითაც არ გადმოიცემა. *** უზარმაზარი აივნიდან ვუცქერდი ჩემ წინ არსებულ მთებს, რომელნიც, რაც უფრო მეტს ვათვალიერებ, მით უფრო მეტად მაშინებენ. მთა აისბერგს ჰგავს, არც ერთს ესმის ადამიანის. მათი ძირი მიწაზეა, მაგრამ იმდენად გაიზარდნენ, რომ აღარ შესწევთ ძალა გაგვიგონ. მთა დგას ერთ ადგილას, ყველას ნუსხავს თავისი სიდიდითა და ძლევამოსილობით, თუმცა ვინ იცის, რამდენი ადამიანი შეუწირავს მას?! ახალგაღვიძებული, ხალათში გახვეული ნატალია ფეხშველა გამოტანტალდა ხის იატაკზე და უმალვე ჩემკენ გამოექანა, სარწევემა სკამში ჩამიხტა და ჩამეხუტა. ეს გოგონა ჩემი პირადი მკურნალია. როგორ შეუძლია ამდენი სითბოს გაცემა?! თუმცა, ბავშვის სიდიადე ხომ ესაა, მას ყოველივე გულწრფელად უყვარს და ამას ნათლად გამოხატავს კიდეც. -ესე ადრე როგორ იღვიძებ? -წამოყო თავი და დამრგვალებული თვალებით შემომხედა. -ადრეა? -შვიდი საათია, ამ დროს მხოლოდ მე და მამას გვღვიძავს ხოლმე. -ბებია-ბაბუას? -მე ქალაქელებზე ვამბობ. -აააა. -გამეცინა და საყვარლად აწითლებულ ცხვირზე დავკარი ხელი, რომელიც ცივი აღმოჩნდა. ხელი-ხელ ჩაკიდებულები წავედით ჩემს ოთახში, სადაც საბანში გავახვიე პატარა ქალბატონი. *** საშუალო ასაკის, ჭაღარაშერეული, ბავშვობის დროინდელი ფუნთუშასავით ტკბილი ქალი, აწყლიანებული თვალებით რომ მომიახლოვდა და ნატალიას დატოვება მთხოვა, წამიც არ მიფიქრია, ისე დავთანხმდი, თან გულწრფელად შემეცოდა ასეთი ტრაგიკული ამბის გამო. მე ხომ მაინც ვიცი ზუსტად, როგორი შავი უსასრულობაა საავადმყოფოს თეთრ, უსულო დერეფანში უსუსურად ჯდომა და ლოდინი, თუ როდის გამოვა ცივი მანერებით უსახო ექიმი, რომელიც ერთს უფერულად შემოგხედავს და გეტყვის ამბავს, რომელიც სრულიად შეცვლის შენს ცხოვრებას. არ აქვს აზრი პასუხი ტრაგიკული იქნება თუ არა, ასეთი ამბის შემდეგ ცვლილებები დაღამებასავით გარდაუალია. ნატალია ბედნიერად უყურებდა ჩემს ბავშვობისდროინდელ მულტფილმ ‘ჩხიკვთა ქორწილს“, მე კი - ხან სასადილო ოთახში დავდიოდი მოუსვენრად, ხანაც - მას დავხედავდი ხოლმე. მტკივნეულია, წარმოუდგენლად მტკივნეულია ქმედებები, რომელიც მოგონებების ოკეანეში გადაგისვრის და გახსენებს ყველაფერს: კარგსაც და ცუდსაც, მაგრამ ალბათ, ცუდი ჯობნის, რადგან ყოველთვის უფრო გვტკივა, ვიდრე გვიხარია. ბავშვს კარტოფილს ვუწვავდი, როდესაც ლილი დეიდამ დამირეკა და აკანკალებული ხმით მაცნობა დაზიანებები არის, მაგრამ, რაც მთავარია, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო. იმ წამს იმდენი ბედნიერება შემოიჭრა ჩემს სულში, რომ ალბათ, სრულიად ვერც აღვწერ. გამახარა ფაქტმა, რომ სიცოცხლემ გაიმარჯვა, განდევნა წყეული სიკვდილი. თუმცა, ვინ იცის წყეულია კი იგი?! მე და ნატალია ისე შევყევით თამაშს, რომ კარტოფილი მხოლოდ მაშინ გამახსენდა, პატარა ყვავილმა გოგომ რაღაცნაირი, შეწუხებული სახით რომ შემომხედა და ამოიბურტყუნა -ლიზა, მგონი რაღაც ცუდი სუნიაო. ისტრიპიტელს შეშურდებოდა ისეთი სიჩქარით გავექანე სამზარეულოში, მაგრამ იქ ისეთი მდგომარეობა იყო, დამიჯერეთ, ფლეშის სიჩქარეც კი არ გამომადგებოდა. დადგა ის დრო, როდესაც სულ წყევლა-კრულვით ყველა ფანჯარა-ფორტოჩკა გავხსენი, დანახშირებული კარტოფილი სანაგვეში მოვისროლე და ტაფის ხეხვას შევუდექი. ნატალია ჩემ გვერძე ბარის სკამთან შემოსკუბებულიყო და “მამხნევებდა” -არაუშავს ლიზა, ჩემს მამიკოს სთხოვე და გასწავლის, როგორ უნდა მოამზადო გემრიელი საჭმელები. უდავოა, რომ სამყაროში ყველაფერი ფილოსოფიურია. მე კი, რა ჩემი ბრალია თუ კერძების ფილოსოფიასა და მათ სათუთ გულის ცემას ვერ ვგრძნობ?! ხო, კარგით, კარტოფილის შეწვას დიდი გრძნობათღელვა არ სჭირდება, მაგრამ თუ ზემოდხსენებულთან ერთად სკლეროზიც გიტევს, რა იზავ?! თავს ზევით ძალა არაა, ხალხნო და ჯამაათნო. ყოველივე ეს ჩემს სახლში რომ მომხდარიყო ნერვს არ შევიტოკებდი, მაგრამ, დამეთანხმებით, სხვისი სახლის აყროლება, ჩემთვისაც კი ზედმეტია. სამზარეულოდან ახალი გამოსული ვიყავი, კარზე რომ ზარი დარეკეს. ძვლის, პიცა გვეღირსათქო, გასაღებათ წავედით, როდესაც კურიერის ნაცვლად, დათა შეგვრჩა ხელთ. ნატალია იმ წამვე მამის ტკბილ მკლავებში აღმოჩნდა. სიმპათიურმა არსებამ, როგორც ოთახში ფეხი შემოდგა, ჰაერი ისე ჩაისუნთქა, რომ, თავს დავდებ, იგრძნო ჩემი სრული კრახის შედეგი, თუმცა, საეჭვო ისაა, რომ ამ თემაზე დუმილი ამჯობინა. რამდენიმე წუთში პიცა და კოლებიც მოგვივიდა და სამივე მაგიდას მივუსხედით. ჭამის შემდეგ ნატალია მულტფილმს დაუბრუნდა, მე დათას წინააღმდეგობის მიუხედავად მაგიდის ალაგება და ჭურჭლის გარეცხვა დავიწყე, არაფერი პირადული, უბრალოდ ლილის არეულს ხომ ვერ დავახვედრებ სახლს?! ეჰ, ნეტავ ვიცოდე ვის ვატყუებ: ჩემს თავს თუ თქვენ?! რამდენიმე წუთში დათა უხმოდ ამომიდგა გვერდით და ჭურჭლის გამშრალება დაიწყო. -კარტოფილის ასე დანახშირების შემდეგ, გულწრფელად მიკვირს, ჭურჭელი რომ ჯერ კიდევ მთელია. -სრულიად სერიოზული ტონით თქვა და ისეთი სახით ამომხედა, მივხვდი, ახლა ერთი გემრიელი გადახარხარება ყველაფერს ერჩია. -ყველას აქვს თავისი სისუსტე. -მართლა მიკვირს, ასე როგორ ხარ?! -რახან გოგო ვარ, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიცოდე საჭმლის კეთება?! -რეცხვას თავი დავანებე და წარბაწეულმა ისეთი სახით ავხედე, ხელები მაღლა აღმართა და მსუბუქი ჩაცინების შემდეგ პასუხიც გამცა. -გოგო, ბიჭი, რა აზრი აქვს, უბრალოდ, საჭმლის ძალიან ელემენტარული ნაწილის გაკეთება ყველამ უნდა იცოდეს. სტუდენტობისას მაინც არ დაგჭირდა საკუთარი თავის გამოკვება? -იცი, რა ხდება, როდესაც ოჯახში ერთადერთი შვილი ხარ და დედიდან დაწყებული ბიძა-ბიცოლიდან დამთავრებული ყველა შენს სურვილებზე ფიქრობს?! -ონკანი დავკეტე და მის თაფლისფერ თვალებს ავხედე, რომელიც ისეთი ღრმა და კამკამა დამხვდა, კინაღამ მომაჯდოვა და სათქმელი ვეღარ ვთქვი, თუმცა, მხოლოდ კინაღამ. -მეოთხე კურსამდე ბებიასთან ვცხოვრობდი, შემდეგ მარტო, მაგრამ მაინც ორ-სამ დღეში ერთხელ სულ მოდიოდნენ საჭმელ-სასუსნავენით დატვირთული, ხან დედა, ხან ბიძია-ბიცოლა. ასე რომ, არასდროს არ მქონია საჭიროება, რომ სამზარეულოში იმ მიზნით შევსულიყავი რამე გამეკეთებინა, თუმცა, ცუდი მოსწავლე არ ვარ, თუ მოვინდომე საკმაოდ გემრიელ კერძებსაც გავაკეთებ. -კმაყოფილმა შევხედე. ეს პარტია მოვიგეთქო, ვფიქრობდი, როდესაც დათას პასუხი მოვისმინე -ეს უკვე კარგია, ესეიგი იმედს მაძლევ, რომ როდისმე შენი გაკეთებული სადილითაც დავტკბები. -გამომცდელად მიყურებდა რაღაც სასწაულად გაღიმებული სახით, როდესაც ნატალია შემოვიდა და პატარა კულულამ თავისი იდეა გაგვაცნო და მისაღებისკენ წასვლა გვთხოვა, სადაც უკვე მოეტანა თავისი ხის დაფა. ღიმილით მოთხოვნილი წესები ბუტბუტით აგვიხსნა და ხატვა დიდი ენთუზიაზმით დაიწყო. *** -დათა, უფლის გჯერა? -მე იმდენჯერ ვიგრძენი ღმერთი, მისი არ შეცნობა ჩემი სიკვიდლის ტოლფასია. -რატომღაც ვიფიქრე, რომ ასე იქნებოდა. -კი, უფლის მწამს. შეიძლება ყოველ კვირას ეკლესიაში არ დავდივარ, ხშირად არც ლოცვებს ვკითხულობ, მაგრამ ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, რომ ადამიანი ვიყო, სიკეთე გავაკეთო. ძილის წინ ჩემს თავს სულ ვეკითები, დღეს მე ვის რა ვარგე, ვის რა დავუშავე. როდესაც ნატალია ნაადრევად დაიბადა, მისი გულის ფორმირება დასრულებული არ იყო და მე სერიოზული შიშები დამეწყო, უეცრად, ჯოჯოხეთურად მძიმე სევდა შემიძვრა სულში. იმ ღამეს, როდესაც ექიმებმა თქვეს ამ ოცდაოთხ საათს თუ გადაიტანს კარგად იქნებაო, სასოწარკვეთილმა დავიჩოქე და ღმერთს ვთხოვე, ოღონდ გადარჩეს და თვე არ გავა, რომ ავადმყოფ ბავშვებსს არ დავეხმაროთქო. მართლაც, აღთქმიდან მეორე დღეს ნატალია დამშვიდდა, დაწყნარდა და მადლობა უფალს, ერთი თვის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი გოგონა გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან. -ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ხარ, თითქოს სიმშვიდესა და სიკეთის განსახიერება ხარ. -თავში არ ამივარდეს, ფრთხილად. -ქალის სიტყვების ხუმრობაში გატარება სცადა დათამ, რომლის გულშიც ახალი ყვავილი გაიშალა. *** დღევანდელმა დღემაც ჩაიარა. საკუთარი აზრების გამოთქმასა და მოქმედებების შესრულებას ვსწავლობდით, როდესაც კარზე დააკუნეს და ნებართვის მიღების შემდეგ ახალგაზრდა, გამხდარი, კოპწია გოგო შემოფარფატდა ოთახში, მოგვესალმა და ნატალიაც უკანმოუხედავად გაიქცა მისკენ. საინტერესოა ვინაა? -გავიფიქრე ჩემთვის და მოვლენების განვითარებას დაველოდე. -მამიდას სიხარულო, როგორ ხარ? -კარგად, მაკო, მოდი, ნახე ვინ გაჩვენო, ეს ჩემი ელიზაბეტია. -ხელი ჩაკიდა და ჩემკენ წამოიყვანა გოგო, რომელიც გამუდმებით იღიმის, მგონი ბედნიერების კაშხალაა. -გამარჯობა, სასიამოვნოა, შენი გაცნობა, შენზე ბევრი მსმენია. -ჩაილაპარაკა ორაზროვნად. -იმედია, მხოლოდ კარგი. -ვთქვი ღიმილით. -რა თქმა უნდა, მხოლოდ აღფრთოვანებული ხალხის მონათხრობები. -ჩაილაპარაკა აჟიტირებულმა მწვანეთვალება მაკომ. -თქვენთან გამომგზავნეს, თუ მორჩით, ქვემოთ გელოდებიან. -თქმისთანავე გავიაზრე, რომ შემასმენელი მრავლობითში წარმოთქვა, მაგრამ შეკითხვისგან თავი შევიკავე. ბევრი ფიქრის გარეშე ავიღე ჩანთა და კიბისკენ წავედი, ვფიქრობ, ზედმეტად ჩამოყალიბებული და შემდგარი ვარ იმისთვის, რომ ვინმესთან შეხვედრის შემრცხვეს, თუნდაც, ის ვიღაც ჩემი მომავალი დედამთილი იყოს. მისაღებში დედამთილი არა, მაგრამ მისი და ვიხილე, რომელიც აშკარად ჩემს შესათვალიერებლად იყო მოსული. რა გინდა?! ჭკუას ვერ დაუწუნებ, ზუსტად იმ დროს მოვიდა, როდესაც დათა არ არის. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ მხოლოდ ღმერთმა იცის, თუმცა, ქალს აშკარად მოვეწონე, სხვაგვარად ასე თბილად არ დამელაპარაკებოდა. მე დიდხანს არ დავრჩენილვარ, ყავა დავლიე, ცოტა ვილაპარაკეთ ზოგადსაკაცობრიო თემებზე, თბილად დავემშვიდობე და წამოვედი, მიზეზად კი სამსახური დავასახელე, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, არ არსებობს, რადგან ახლა არაფრის თავი მაქვს. *** ახალი წლის ღამეა. დღესასწაული, რითაც ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი, ახლა გაუფასურებულიყო. რთულია ადამიანების დაკარგვა და შემდეგ მათ გარეშე მნიშვნელოვანი და ბედნიერი წუთების გატარება. ყველა სახლში ვართ, ქალქში, სადაც გავიზარდე, სადაც ცხოვრების უბედნიერესი წლები გავატარე. არ მჯერა, რომ წელს გოზინაყს მე ვაკეთებ, მარტო. დღემდე, ყოველთვის ნიკო აკეთებდა, საკუთარ სამზარეულოში, ისე აღმატებულად და ინტიმურად, თითქოს რაღაც საოცრებას ქმნისო, ქმნიდა კიდეც... საკუთარ სივრცეში არავის უშვება სანამ საქმიანობდა, არავის, ჩემ გარდა და მეც ამით გახარებული, მუდამ ამაყი ვიყავი... ტაფაში უკვე მოყვანილ თაფლს დავყურებ და ცრემლებს თვალების ჯებირებში ყოფნას ვევედრები. რა სისასტიკეა, თურმე როგორი საშინელება ყოფილა გაღიმება და კარგად ყოფნა მაშინ, როდესაც საერთოდ არაფერი გინდა. უბრალოდ გსურს იწვე მარტო, სიბნელეში და მოგზაურობდე წარსულში, იხსენებდე მოგონებებს, რომელთაც ადრე უბრალო, ბედნიერ მონაპოვარად თვლიდი, ახლა კი მწყურვალისთვის წყალი გამხდარა, გაყინულისთვის მზე, ადამიანისთვის კი ჰაერი... ზოგჯერ რა ძნელია გაღიმება და თან როგორ სასიცოცხლოდ აუცილებელია მათთვის, ვინც შენზე ამყარებს გადარჩენის იმედებს, მათთვის, ვისთვისაც შენ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც ბრძოლას აგრძელებენ და არ ნებდებიან. ღმერთო... ფაქტს თვალს ვუსწორებ და მაჟრიალებს სიმწრისგან. ბებია, ჩემი თაფლისთვალება მოხუცი, რომელსაც მუდამ ჭრელი, ნარნარა კაბები ეცვა, დღეს შავს ატარებს... თვალებიც კი გაუშავდა სიმწრისაგან და მაინც, მე რომ ვუახლოვდები, მე რომ მხედავს იღიმის, თავს აიძულებს, რომ იცოცხლოს, რომ გამაბედნიეროს - ესაა ის ძალა, შვილმკვდარ დედებს რომ აქვთ. სულ ცრემლები მდის, როდესაც ვუყურებ, როგორ ეხუტება ბიცოლას, როგორ აიგივებს მას საკუთარ შვილთან. დაკრძალვის შემდეგ მეზობლების ჩურჩულს შევესწარი, როდესაც ამბობდნენ, თუ რა ძნელია, რომ თეამ ბებიასთან ცხოვრება გადაწყვიტა, რა საშინელება იქნება თინასთვის, ყოველ დღე სხვის შვილს რომ დაინახავს, თავის მაგიერო და ლამის შევიშალე, სიმწრით ენას ვუკბინე, ხმა რომ არ ამომეღო და ახლა ვხვდები, თინამ თეა საკუთარ შვილთან გააიგივა, ან შეიძლება რაიმე უფრო აღმატებულთან, თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ. ბაბუას კიდევ უფრო ძალიან ეტყობა სევდა, კაცი ვერ იტევს შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. უკვე რა ხანია, მისი დაკვრა არ მომისმენია, არადა წინა წლებში მუსიკის გარეშე რამდენიმე დღეც არ შეეძლო. ახალი წელი დადგა. ტრადიციულად მივუსხედით სუფრას, თუმცა ყველაზე არატრადიციული დღე გვაქვს. გამაყრუებელი სიჩუმე ყურის ბარაბნებს მიხეთქავს. მე, დედა, ბიცოლა, ბებო და ბაბუა ვსხედვართ, თითოეული ჩვენს წილ ტკივილთან ერთად ვიღიმით, თითოეული ვცდილობთ ერთმანეთის დარდი შევამსუბუქოთ. ბიცოლამ დაიწყო წარსულის გახსენება, უამრავ ბედნიერ ისტორიას მივუბრუნდით, გავიხსენეთ, ვიხალისეთ. მხოლოდ ბევრი დღის შემდეგ მივხვდი, რომ იმ დღეს თქმულ ყველა ისტორიაში ფიგურირებდა ნიკო, ჩემი, ჩვენი ნიკო, ჩემი ღმერთკაცი, ჩემი უდიდესი იმედი. ღმერთო, რა ეგოისტი ვარ, ყველაზე მეტად მე გამოვხატავ ტკივილს და ახლა მივხვდი, რომ ყველაზე ნაკლებად მე მტკივა. ჩემი დარდი იმ ქალის სევდას, როგორ შევადარო, ყოველდღე მასთან ერთად რომ იღვიძებდა და იძინებდა, მხოლოდ მასთან ერთად, რომ უბრწყინავდა თვალები... ჩემი ტკივილი დედის დარდს რა ნამუსით შევადარო, იმ დედის, ნახევრად მარტომ რომ გაზარდა ორი შვილი ისე, სულ რომ ვოცნებობ მათნაირი ვიყო. ფიქრებში დრო გავიდა, უფროსწორად გაფრინდა, საათის ისრებმა უკვე პირველი საათი აჩვენა. სუფრასთან მსხდომებს გადავხედე, ყველა საკუთარ სამყაროში, სადღაც შორს გასულიყო. ალბათ, თითოეული აქ მყოფი ნელ-ნელა ვეგუებოდით, რომ ავდგარიყავით და ყველას ჩვენ-ჩვენ ტკივილთან ერთად გაგვეგრძელენინა ღამე. სიტუაციის სიმძიმეს ვეღარ ვუძლებდი. თითქოს კედლები მთელი ხმით ყვიროდნენ, ამოხეთქვასა და დაშლას ლამობდნენ, ერთ ღიმილს არ გვპატიობდნენ. ადგომას ვაპირებდი, როდესაც კარი უეცრად გაიღო და ბებია-ბაბუის გაღიმებული სახეც გამოჩნდა. ყველაფრის მიუხედავად უზომოდ გამიხარდა მათი დანახვა. ამოვისუნთქე, თითქოს შემოსვლისთანავე გაწმინდეს ჰაერი. პირველ რიგში ჩემი დატანჯული ქალი, ჩემი თინა ჩაიკრეს გულში. დედ-მიშვილებმა ერთად გადაინაწილეს ერთის ტკივილი, ერთის ტვირთი, რომელიც საბოლოოდ სამად იქცა და მე მიხვდი, მხოლოდ იმ წამს გავიაზრე, ბებია მუდამ რატომ ელაპარაკებოდა ახალგაზრდებს, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდათ. დედ-მამიშვილი ის განძია, რომელიც ამ ცხოვრებაში აუცილებელია. თურმე, რა ცოდო ვარ მე, მარტო რომ ვარ, ეულად, და-ძმის გარეშე. მათი შემყურე ტირილი ამიტყდა, თუმცა ცრემლებს ჯებირებში დარჩენას ვაიძულებდი და ვიღიმოდი. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ახალგარდებიც შემოვიდნენ, როგორც ჩანს, ბებიამ ჯერ გაარკვიე რა სიტუაცია იყო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაურეკა შემოსასვლელად შვილებს და შვილიშვილებს, რომელნიც მანქანაში იცდიდნენ. გამეღიმა მის წინდახედულობაზე, თუ სახლში ის განწყობა არ იქნებოდა, რაც საჭიროა, ისე გაბრუნდებოდნენ უკან ბავშვები, ვერავინ გავიგებდით. შემოვიდნენ პატარები და როგორც ყოველთვის, ახლაც შემოიტანეს ის სითბო და სიხარული, რომელიც მხოლოდ მათ აქვთ, პატარა დედამიწელებს, მათ, ვინც სულ ცოტახანი იცხოვრეს და ვერ დაბინძურდნენ. საჩუქრები წამოეღოთ სტუმრებს. პატარა, ცისთვალება გოგო გვირიგებდა ბუხრის წინ გაშლილად მსხდომებს სხვადასხვა ფერად ქაღალდში გახვეულ ყუთებს და მე უცებ გული ჩამწყდა, ცრემლები ძვლივს შევიკავე, როდესაც ჩემი თავი გამოვიჭირე იმაზე ფიქრში, თუ რას მაჩუქედა ბიძია წელს. მას ხომ მუდამ განსაკუთრებული საჩუქრები მოჰქონდა, სიმბოლური, მხოლოდ მე და მან რომ ვიცოდით ისეთი, ჩვენებური. დღეს ბევრნი ვართ, მაგრამ არავინ ზედმეტნი, მხოლოდ გვაკლდნენ, დაგვტოვეს ისეთებმა, რომლებიც სულ გვემახსოვრებიან, თუმცა მათ გარეშეც შეგვძლებია გულწრფელი, გულიდან ლაღად ამოფარფატებული სიცილი... დედამ ტელეფონი რომ გამომიტანა და მითხრა გირეკავენო, ინსტიქტურად ავხედე საათს, სამის წუთები იყო. ნომერი ჩაწერილი არ მქონდა, მაგრამ ვიცანი. იდიოტური ღიმილით გამეღიმა და ავდექი, მეორე ოთახში ავედი, რომ მეპასუხა. გული ისე მიცემდა, ასე მეგონა საცაა ამომივარდებოდა. -ელიზაბეტ, გილოცავ ახალ წელს. -ჩემი სახელი წინადადების დაწყებისთანავე წარმოთქვა ისე, თითქოს რაღაც ზეციურს ამბობსო. -გილოცავ ახალ წელს, დათა. -ვიგრძენი გაეცინა ჩემს პასუხზე. -სად ხარ დაკარგული? -კახეთში ვარ, ყვარელში, ბებიასთან. -ბედნიერი შობა-ახალი წელი, ლიზა. -დათა, შენც და ნატალია მომიკითხე. -რამდენიმე წუთია დაწვა, აქამდე ხან რა მოიფიქრა, ხან რა და საწოლში არაფრით დაწვა. -სამაგიეროდ შენს მკლავებში დაიძინებდა. -აბა, ისე როგორ?! -ვიგრძენი თავის საოცრებაზე ჩაეღიმა გამსახურრდიას. -ბედნიერი წელი, დათა. -კარგად, ლიზ. ტელეფონში გაისმა ხანგრძლივი ზუმერის ხმა და მეც თითქოს მოვედი გონს. კარგად ველაპარაკე?! -ჩემს თავს ვუსვამდი წამდაუწუმ ერთსა და იმავე კითხვას. უცებ ისეთ ხასიათზე დავდექი, რომ მარტოოობა მომინდა. საწოლში ჩავწექი, შუქი ჩავაქრე და ფიქრი დავიწყე. რას აღარ მივედე, შენ დრო თქვი, თორემ შეყვარებული ქალის გონება სად აღარ წაიყვანს ადამიანს, თუმცა ნელ-ნელა თეთრი სინათლეც მიღიტინებდა თვალებში და დაძინებისკენ მიბიძგებდა. სუფთა ჰაერმა იქნებ ჩემი აზრებიც გაწმინდოსთქო - გავიფიქრე და აივნისკენ გავემართე, სამ საათში ჩატეული ბევრი უაზრო და ცოტა აზრიანი რეალობის წარმოდგენის შემდეგ. სიცივე უზომოდ მესიამოვნა, გამომაფხიზლა, გამომაცოცხლა, დიდი ენერგია შემმატა. კუთხეში, სკამზე დავჯექი, წელი ცივ კედელს მივაყრდენი და ბუნების დათვალიერებას შევუდექი. ხედით ვტკბებოდი, როდესაც ჩემს მოპირდაპირეთ რაღაც ყვითელი ყუთი შევნიშნე, გეფიცებით საჩუქარს გავდა. რამდენიმე წუთი ვუყურე, მერე ჩემს თავს რამდენჯერმე ვუწკმინდე, ფაქტობრივად ხელი ჩავილურჯე, და ბოლოს, რომ გავიაზრე აშკარად არ მეჩვენებოდა მისკენ გავემართე. ხელი რომ შევახე და ნამდვილი იყო, გავბედნდიერდი, ესეიგი კიდევ მიჭრის გონებათქო, შემდეგ ჩემს ფიქრებზე გამეცინა და ბოლოს, როგორც იქნა, ყუთი ავიღე, ზედ ჩემი სახელი წავიკითხე, ღრმად ჩავისუნთქე და გავხსენი. შიგნით ერთი ბოთლი ღვინო იყო, გული გადამიქანდა, მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი ლოთობაში ვინ გამომიჭირათქო, ხოდა ისე შევყევი აზრებს, სასმელი ძვლივს ამოვიღე ყუთიდან. ჩვეულებრივი ღვინოა წერეთლის მარანიდან და, და თვალებს არ ვუჯერებ, რამდენჯერმე ვიმეორებ გაფუჭებული რადიოსავით ხელნაწერ სიტყვებს. “იმ ახალი წლისთვის, როცა ერთად ვიქნებით.” რომ გავიაზრე ვისგან იყო, გული საგულეში არ დამეტია, ისე გამალებით ცემდა მეგონა ამოხტომას ლამობდა. გამიხარდა, ნამდვილად ძალიან მესიამოვნა მისი ეს ქმედება. გამაბედნიერა დათას ამ სიტყვებმა და ალბათ, უფრო მეტად ყურადღებამ, რომელიც ვიმედოვნებდი, რომ ისეთივე ძლიერი სიყვარულისგან მომდინარეობდა, როგორსაც მივიღებდი. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ დარეკვა გადავწყვიტე, პირველივე ზუმერის შემდეგ გავიგე ხმა, მისი ხავერდოვანი ბარიტონი ლექსს ყვება: “მთელი ცხოვრებაა გეძებ, მთელი ცხოვრებაა გნატრობ, იცი შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვატყობ” -მოვისმინე მისი ეს სიტყვები და კინაღამ იქვე განვუტევე სული. ჰაერი აღარ მყოფნის, ამხელა უბედურებიდან უცებ ბედნიერებაში თავიდ გადაშვებას ვაპირებ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ... თუმცა, ყველაფერს ცხოვრება თავად მოიიტანს, კარგსაც და ცუდსაც. მე მჯერა, რომ ერთ დღეს უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. *** -გაიღიმე, ყოველთვის გაიღიმე! -ჩაფიქრებულს უეცრად დათა დამადგა თავზე თავისი უცნაური სიტყვებით. -ოღონდაც, ასე რატომ ხარ ჩაციკლული ჩემს ღიმილზე?! -ლიზ, ეგ ატმის ყვავილივით სათნო ღიმილი მეტროშივე მომეწონა. -ჩაეღიმა, ხელი გადამხვია და ყავა მოსვა. რა თქვა? ერთად მეტროში, რომ არასდროს ვყოფილვართ, გავიაზრე და იმ წამსვე ავწიე თავი, თვალებში გაკვირვებულმა შევხედე. -როდის მნახე პირველად? -გაიღიმა, მხოლოდ მე რომ მიცქერს იმ სახით შემომხედა. -18 სექტემბერი, 2019 წელი, მარჯანიშვილის მეტრო. რამე გახსენდება? -ისე მიყურებს ლამისაა მივვარდე და კოცნით მოვკლა, თუმცა ინტერესი მიპყრობს და ფიქრებს უკუვაგდებ. -არა. -გავაქნიე თავი მომლოდინეთ. -მეტროში მწვანე ტილოს კაბითა და თეთრი ბალერინებით შემოფარფატდა ფერიასით გოგო, გრძელი, კულულებიანი თმა ზურგზე გადაიყარა და ღმად ამოისუნთქა, მიიხედა, მოიხედა და როდესაც დარწმუნდა, რომ არავინ იყო ვისაც დაჯდომა სურდა თავად მოთავსდა რკინის, წითელ სკამზე. ორი გაჩერების შემდეგ მოხუცი წყვილი შემოვიდა. შენ დაღლილი იყავი, ელოდი, რომ წინ მსხდომი ბიჭები დაუთმობდნენ ადგილს, თუმცა არ გაინძრნენ. წამოდექი, მოხუცებს გაუღიმე და ქალს სკამი დაუთმე. მათ სვანურად დაგლოცეს, ისე, როგორც მშვენიერ, სიყვარულით აღსავსე მოხუცებს შეეფერებოდათ. რამდენიმე წუთი გასული არ იყო, როდესაც ერთ-ერთი წინ მჯდომი ფეხზე წამოდგა, ადგილი დაგითმო და თვალი ჩაგიკრა, თავისი ჭკუით ფლირტი დაიწყო. ალბათ, არასდროს დამავიწყდება შენი დამცინავი ღიმილი და მწარე პასუხი -ეს ვითომ ზრდილობიანი ხალხი, რომელიც მოხუცებს ადგილს არ უთმობს და ამავდროულად გოგოს თავს აწონებს, ძაან მაცინებსო. -უცებ შეიცვალე ეს ნარნარა, პეპელასავით ფარფატა გოგო და ისეთი სარკაზმით უთხარი მთელი წინადადება, ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი. მაგ დროიდან მახსოვხარ. მინდოდა გამერკია ვინ იყავი, მაგრამ ისე უცებ გაქრი, რომ ვერ დაგეწიე. მაგ შემთხვევის შემდეგ რამდენჯერმე იგივე დროს იგივე სადგურიდან გამოვედი, მაგრამ ვერც ერთხელ გნახე და ახლა, ორი წლის შემდეგ ხევსურეთში შემხვდი, იქ სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. -გაოგნებისგან ხმა ვერ ამოვიღე, დათას ჩემს სახეზე ეცინებოდა, მე კი იმის თავის არ მქონდა, რომ რამე მეპასუხა, ძალიან მეუცნაურა ყოველივე ეს. გამსახურდიამ თავისკენ დამქაჩა, ხელი გადამხვია და გულზე მაგრად მიმიკრა. სიჩუმე დიდხანს გაგვიგრძელდა. თუმცა, რა საჭიროა სიტყვები, როდესაც ისედაც გვესმის ერთმანეთის?! მხოლოდ იმ საღამოს გავიაზრე რას ნიშნავს, როდესაც ვიღაც იმისთვის იბადება, რომ მთლიანად გაგქციოს. რა სასწაულია, რომ ორი ადამიანი ჩნდება სრულიად სხავადასხვა ადგილზე, სხვადასხვა გარემოცვაში და წლების შემდეგ, ერთმანთს შეხვდებიან, თვალებში ჩახედავენ და მიხვდებიან, რომ გაერთიანდნენ, რომ უკვე ორ სხეულში ერთი გული სცემს. *** პალატის კარები გაუცნობიერად შევაღე, არ ვიცოდი რა სიტუაცია დამხვდებოდა შიგნით და ეს ყველაფერს ამძაფრებდა. შიშის სუნს ვგრძნობდი და ეს სიცოცხლეს მართმევდა, სუნთქვას შეუძლებელს ხდიდა. თითქოს, ვიღაც ბალიშით მომეპარა და ახლა მთელი ძალით სურს ჩემი გაგუდვა. ბევრ რამეს დავთმობდი, ოღონდ ასეთი დათა არ მენახა, თეთრ, მოუხერხებელ საწოლზე გათიშული იწვა, სახე დალურჯებოდა, მისი ნატიფი, მუდამ მოვლილი თითები, ახლა სისხლით იყო დასვრილი, კანი ასხვლეტოდა. ვერ მოვითბინე, სახეზე ფრთხილად შევეხე. ცხელი იყო, კვლავ არ დაეკარგა თავისი დამახასიათებელი ნიშანი. რამდენიმე წუთი ვეფერე, მერე შემეცოდა, არ შეწუხდეს-თქო და ხელი ვიკმარე შესახებლათ.იმ სიხარულისგან, რომელსაც სიცოხლე ერქვა, თვალები ამიცრემლიანდა... რამდენიმე საათი იყო გასული, როდესაც დათამ გაღვიძება დაიწყო. სახე დამანჭა, სუნთქვა გაუხშირდა. ჯერ ერთი თვალი გაახილა, შემდეგ - მეორე. იმ წამებში მგონი სუნთქვაც შევწყვიტე, თვალის დაუხამხამებლად ვაკვირდებოდი ჩემს დათას. შემომხედა, თავისი ბედნიერი ღიმილით ჩემს სისხლს ჟანგბადი დაუბრუნა. -როგორ ხარ? -კარგად ვარ, ლიზა, ნუ ნერვიულობ. -ნელ-ნელა უფრო და უფრო მეზიზღება შენი ეს საქმიანობა, რომ დამეკარგე, ვერ გადავიტანდი. -ხმა ჩამიწყდა ამის წარმოდგენისას. -მიწამ თავისი მიიბაროს, დრომ კი თავისი, ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი. -კვლავ არ კარგავდა საკუთარ დაუვიწყარ ხიბლს. დათამდე არადროს მინახავს ადამიანს შექსპირი ასე უყვარდეს. მგონი, თითოეული სტროფი ზეპირად იცის. ხელი ხელზე მომიჭირა, ფიქრებიდან გამომარკვია და თავისკენ მიბიძგა. საწოლზე ძლივს-ძლივობით მიიწია და დაწოლა მაიძულა. ფრთხილად მივუწექი, იმდენად მცირე ნაწილი დავიკავე, მეგონა გადმოვარდებოდი. თავი გულზე დავადე, საკუთარი ყურით მესმოდა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ხმა: მისი გულის ლაპარაკი. *** -მამა, მამიკოო, მასე უნდა თხოვო ლიზას სიყვარული?! -ნატ, როგორ ასე, მა? -ხელში აიყვანა სიცილით სახე აწითლებული პატარა ყვავილი. -აი, როგორც იმ ბიჭმა უთხრა სიყვარული, ყვითელკაბიან გოგონას, სანაყინეში რომ ვიყავით. -როგორ თხოვა, ნატალი?! -დავცქვიტე ყურები და მათ გვერძე მოვთავსდი. -როგორ და უთვალავი, ბერვი-ბერვი, ალბათ, მილიონი ყვავილი მიუტანა და დაიხარა, განახო როგორ?! -მთელი გულით მიხსნიდა პატარა მასხარა, რომელლიც მოხერხებულად ჩამოჩოჩდა დივნიდან, ხალიჩაზე ცალ მუხლზე დადგა და გააგრძელა -ასე იდგა, რაღაცნაირი, ჭრელი ყუთი ეჭირა, რომელიც ხან მარცხნივ გადაიხრებოდა, ხან მარჯვნივ, ნეტა ეგ რა საჭირო იყო, ბეჭედს აკატავებდა?! -ჩაიბურდღუნა თავისთვის და ამბის თხრობა გააგრძელა. -ხოდა, -ნერწყვი გადაყლაპა და ისე სერიოზულად დაიწყო მოყოლა ნებისმიერ პუპლიცისტს შეშურდებოდა. -როცა ბეჭედი გაუკეთა წამოხტა სწრაფად, თითქოს თაგვი დაინახაო და შეშინებულმა ყვირილი დაიწყო მიყვარხარ, მიყვარხარო, ხოდა იცი კიდე რა გავიფიქრე? -რა ნატალიკო?! -ძვლივს შევინარჩუნე სერიოზული სახე. -მეც მასე მინდა სიყვარული ამიხსნან. -თქვა, სახეზე ხელები აიფარა და მეორე ოთახში ძიძასთან გაიქცა. -აი, ბავშვი გასწავლის როგორ უნდა ამიხსნა სიყვარული. -მივეკარი ჩაბჟირებამდე მყოფ დათას. -აბა, რა დრო დამიდგა მე საცოდავს, წარმოგიდგენია?! -თავი სინანულით გადააქნია ემოციების გასამძაფრელბალად დათამ. -ეჰ, არადა, გარეგნობით კარგ ვიდზე ხარ, არაგიშავს, მაგრამ ეს სიყვარულის ახსნები არაა შენი, რა. -ვუთხარი გათამებულმა და მისი მწვანე ჩაი მოვსვი. -ეჰ, რას იზამ, ყველაფერს ბედი უნდა, “მე მხოლოდ მზერით შემიძლია გრძნობის გამხელა, ესღა შემომრჩა სიყვარულის გამომსახველად” -შენი მზერა ნამდვილად შეუძლებელია დაივიწყო, მაგრამ პოეზიას რა ნამუსით აკლებ?! -ლიზ, გოგო, მე არა, უილიამმა დააკლო. -ისეთი ინტონაციითა და მიმიკით მითხრა, ახლაც მიკვირს, სიცილისგან რომ არ გავიგუდე. თავი მხარზე ჩამოვადე და ალბათ ხუთი წუთი ყოვლის მომცველი ხარხარის მეტი არაფერი მიკეთებია. *** ნატალიასთან მეცადინეობა დავამთავრე, დავემშვიდობე და სახლიდან გავედი, როდესაც სადარბაზოში დათა შემხვდა. -დღეს რა გეგმები გაქვს? -ძილი, ბერვი ძილი. შენ? -შენთან ერთად კარაოკე ბარში წასვლა. რომლისკენ გამოგიარო? -უკაცრავად, არც მეკითხები?! -ქალბატონონო ელიზაბეტ, რომელ საათზე გამოგიაროთ, რომ ბარში წავიდეთ?! -აი, ეს უკვე მომწონს, 8-ისკენ მზად ვიქნები. -აღარაფერი უთქვამს, ჩემი ღიმილით გაიღიმა, მაკოცა და კიბეებს აუყვა. *** -ლიზა! -ნუ მოდიხარ, არ მომეკარო! -უკან იხევდა სასოწარკვეთილი. -ლიზა... -ეს შენ გააკეთე?! -გააჟღერა შეკითხვა, რომლის პასუხიც ისედაც იცოდა. დათა დუმდა, ხან ნაცემს დაჰყურებდა, ხან ლიზას, რომელსაც, უკვე ხვდებოდა, რომ თვალს ვეღარ უსწორებდა. გამსახურდიამ საავადმყოფოში თავად მიიყვანა ჭარხალივით გაწითებული კაცი, რომელიც გამუდმებით იმუქრებოდა, ამას ასე არ დავტოვებო, ექიმს ზედმეტი გადაუხადა გაჩუმებისთვის და პაციენტის მდგომარეობის გაგების შემდეგ უკანმოუხედავად წავიდა. დიდი ხანია ასეთი რაღაც არ მოსვლია. ნატალიამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, დაავიწყა ჩხუბი, ყვირილი, თავის დაკარგვა, ახლა კი ისევ წარსულს დაუბრუნდა, დავიწყებული ნაგავი, რომელიც დიდი ხნის წინ გადაყრილი ეგონა, კვლავ მასთან აღმოჩნდა. შვილს ასეთ მდგომარეობაში ვერ დაენახებოდა, ძიძას დაურეკა და როდესაც დარწმუნდა, რომ ლიზას ეძინა, სახლში ავიდა. როდესაც ბინაში მივიდა, სააბაზანოში შეიკეტა და რამდენიმე საათი აღარც გამოსულა. მთელი ღამე თეთრად გაათენა. საკუთარი საქციელი ნერვებს უწამლავდა. კაცს თავისთვის ვერ ეპატიებია, რომ წყობიდან გამოვიდა და ლიზასთან ერთად მყოფმა ვიღაც ცემა, თუმცა მცხუნვარე მზეს საგრძნობლად დამშვიდებული შეხვდა. *** აივანზე ვარ ყავას ვსვამ, როდესაც მესამედ მირეკავს დათა. ტელეფონს დავხედე, ხელში რამდენი წამი ვატრიალე, ღრმად ამოვისუნთქე და ვუპასუხე. დღეს სამ საათზე ამოვდივარ შენთან და მანდ დამხვდიო, მითხრა და სანამ ხმა ამოვიღე, გამითიშა. მწარეა, სხეულის დაწვაზე ბევრად მწარე, როდესაც შენს საყვარელ ადამიანში ისეთ ნაკლს იპოვი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ელი და არ იცი, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ამ აღმოჩენის შემდეგ. თხემიდან ტერფამდე მწარედ გამაჟრიალა, როდესაც წარმოვიდგინე, რომ ჩემს ცხოვრებაში დათა შეიძლება დასრულდეს და მაინც, სადღაც, გულის ღრმა კულჭულში, ვიცოდი, რომ ასე ადვილად ვერ დავთმობდი. ჩემს ოცნებებს, რომელიც მასთან შეხვედრის შემდეგ მოფრინდა, უკან ვერ გავაბრუნდებდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენში პირველმა, თუმცა არც თუ ისე პატარა წყენამ დაიდო ბინა. სამის წუთები იყო, როდესაც მისაღებ ოთახს პირი მოვბანე და სამზარეულოში წყალი დავადგი, კოფეინი ორივეს დაგვჭირდებოდა, ვგრძნობდი. ზარის ხმა რომ გავიგე, ინსტიქტურად კედელზე დაკიდებულ უზარმაზარ ხის საათს ავხედე, რომლის ისრებიც სამ საათსს აჩვენებდნენ. კარი უცნაური გრძნობით დატვირთულმა გავხსენი, იმედგაცრუება, რომელიც მჭამდა, სასტიკად არ მინდოდა მასშიც შემემჩნია. -გამარჯობა. -ამომხედა რაღაცნაირი ბევრის მთქმელი თვალებით. ვგრძნობდი, თან ვენატრებოდი, თან მიბრაზდებოდა, თან რცხვენოდა. -მოდი. -გვედით გავიწიე და გზა გავუთავისუფლე. მაგიდაზე ქაღალდის პარკი რომ დადო და თავად მის წინ, დივანზე, რომ ჩამოჯდა და მითხრა -მე კრუასანები მივიტანე, მწვანე ჩაი შენზეაო, მივხვდი, ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. რამდენიმე წუთის წინ ადუღებული ჩაიდნიდან ჩაი დავასხი და კუს ნაბიჯებით მივიტანე მაგიდამდე, ახლაც რომ არ დამქცეოდა. დათას მსუბუქ ღიმილს, რომელიც ჩემს დაცინვას წარმოადგენდა, ყურადღება არ მივაქციე და მის წინ მომლოდინე მზერით დავსკუპტი. -გვერძე რომ დამჯდარიყავი, არა?! -თქვა თან თბილად, თან მკაცრად. -შენს სახეს კარგად უნდა ვუყურო. -ჩემი სახის ყურება რომ გდომოდა, წინა კვირას მნახავდი. -იმ წამსვე მიპასუხა ირონიული მზერით და მდუღარე ჩაის რამდენიმე ყლუპი დალია. -რა გინდა? -“თუ კვლავ გწადია ჩემს ტკივილში ეძიო ტკბობა, ის მიჯობს მომკლა, ვიდრე ჩვენში მეფობდეს მტრობა.” -პირველად მაღიზიანებს შექსპირი. -შენ ახლა ის გაღიზიანებს კომპროკისზე წასვლა, რომ გიწევს და მირიგდები. -რაც გააკეთე ნორმალური იყო? -მერე, მე ვამბობ, რომ ნორმალური იყო, ელიზაბეტ?! თუმცა, უკანმოუხედავად რომ არ გაქცეულიყავი, იქნებ გაგეგო კიდეც. -ირონია ერია ტონში, რომელიც მოთბინების მაკარგვინებდა. -ეჭვიანობის გამო ადამიანი ისე ცემე საავადმყოფო დაჭირდა, რა უნდა გამეგო? -ძვლივს დავამთავრე ლაპარაკი, შუა წინადადებაში ხმა ამიკანკანლდა. -ახლა კარგად მომისმინე, სრულ ამბავს მოგიყვები, მაგრამ იცოდე, მეორედ ასეთი უნდობლობის გამო მაგრად ვიჩხუბებთ. -გისმენ. -ძვლივსღა ამოვიჩურჩულე, საერთოდ არ მიფიქრია, იმის იქით, რა შეიძლება ყოფილიყო. -როდესაც გიამ დამირეკა და გარეთ გავედი, დავინახე, რომ ის სი.ი მანქანაში ძალით სვავდა პატარა, ალბათ 20-22 წლის გოგოს, რომელიც უძალიანდებოდა, კიოდა, ტიროდა და რომ მივედი და მშვიდობიანად ვუთხარი გაუშვი, შანსი არ გაქვს, ხომ ხედავთქო, ისეთები თქვა მაგ ნაბიჭვარმა, მეტი რომ არ მოხვდა და მხოლოდ რეაბილიტაცია დაჭირდა რამდენიმე ოპერაციის გარეშე, მადლობა მითხრას. -დათას მონოლოგის შემდეგ რამდენიმე ათეული წამი ისე გავიდა, სახლში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. გამაყრუებელი დუმილი ოთახში ბუდდებოდა, როდესაც ზარის ხმამ სიჩუმე შთანთქა და ახლა ოფიციაურად გაისმა მელლოდია, რომელიც არაფრით არ ჩუნდებოდა. -ვინმეს ელოდები? -მკითხა გამოსაცოცხლებლად გაქვავებულს და სწორად მაგ დროს მოვეგე გონს. -ა, ხო, გავაღებ, არა, არავის ველოდები. -ამოვიბურდღუნე დაბნეულმა და კარისკენ წავედი. ნეტავ ვინ არის?! არა, რა, ამ ხალმა ყველაზე საშინელი დრო რომ არ შეარჩიონ, არ შეუძლიათ. -ვილანძღები გულში და კარს ვხსნი, თუმცა სულ ტყუილად, რადგან კარს უკან არა რომელიმე მეგობარი ან ნათესავი, არამედ მეზობელი ნამარაა, რომელმაც ამ ოთხი დღის განმავლობაში ძვლივს დამიჭირა სახლში, რომ ლიფტის ფული გამომართვას. ოთახში რომ დავბრუნდი, დათა ტელეფონზე საუბრობდა. ეჰ, ლიზა, იქნებ როდისმე გესწავლა ჯერ მოსმენა და მერე გაბრაზება, მაგრამ ეგ რომ ჩამედო ჩემს პაწაწინა ტვინში, მერე ვინ აღმოჩნდებოდა ასეთ უხერხულ სიტუაციებში?! დათას გვერძე დივანზე დავსკუპტი და თავი მხარზე დავადე, თითქოს ვერ იგრძნო, ხმას არ მცემს, მარტო იმ თავის მოადგილეს თუ ვიღაცას ესაუბრება და გვარებს კარნახობს, რომელიც მაინც და მაინც ახლა დაჭირდათ. კი, ასეთი იღბლიანი ვარ, ზუსტად იმ დროს მოხდება ყველაფერი, როდესაც დათამ დრო ჩემთან ერთად უნდა გაატაროს. დაუსრულებელი ზარი, რომ, როგორც იქნა, დამთავრდა და მეც მომაქცია ყურადღება, საცოდავი კნუტის თვალებით ავხედე (აბა, მასსავით ლექსების მოყოლის ნიჭი მე არა მაქვს და...) ვგრძნობდი, თავს ძვლივს იკავებდა, რომ არ გაცინებოდა ჩემს ამ ჟესტზე, თუმცა ის რა დათაა, ემოციები რომ გამოემჟღავნებინა. ხელი გადამხვია, მაგრამ ლაპარაკს არ იწყებს, ხო, ასეთია, მე მელოდება. -დათა. -ამოვილაპარაკე ისეთი ხმით, რომ მეც ვერ მივხვდი რას გამოხატავდა. -გისმენ, ლიზა. -თქვა და მისი მხარი ჩემს თავშესფარად გადააქცია. -არასწორი დასკვნების არ უნდა გამომეტანა. მე მეგონა, ჩემთან რომ მოვიდა და ლაპარაკი დამიწყო, მაგიტომ მოხვდა. -ვუთხარი გაპარული ხმით და მისკენ შევტრიალდი, მცირედ გაზრდილ წვერზე, რომელსაც ამ ბოლო დროს ვეღარ ვიტანდი, ვეამბორე. -მაგრამ ცემა მაინც არ შეიძლება, შენ მაინც შეგეძლო პოლიცია გამოგეძახებინა და ჩაგეყუდებინა სულ მცირე რამდენიმე დღით მაინც. -შემდეგში ასეთი უნდობლობა, გამაბრაზებს, გაფრთხილებ. -მითრა თან მშვიდი, თან სიმკაცრე შეპარული ხმით. -ერთხელ რა შეცდომასაც ვუშვებ, იმავეს მეორედ აღარ ვიმეორებ. -ამოვიბურტყუნე და მის ყელში ჩავრგე თავი. ვიგრძენი ჩაეღიმა, რამდენი წუთში თავი ამაწევინა ღაღაცნაირი ბედნიერებაშეპარული ღიმილით შემომხედა -არა, განა რამე, უბრალოდ აღარ შევაწუხე სამართალდამცავები. ციხეში იქნება თუ კლინიკაში დიდი აზრი არ აქვს, ლიზ. -გაგპუტავ! -დავემუქრე და თმის მოწიწკბნა დავუპირე ლექსი რომ დაიწყო, თან რა ლექსი, შექსპირის სონეტა და გადამირჩა. -მთელ ჩემს სიყვარულს შენ გიბრუნებ, შენ დაგიბრუნებ. -ღმერთო, ძალიან დიდი მკრეხელობა იქნება, რომ ვთქვა, შექსპირმა ლექსები დათასთავის დაწერათქო?! -ყველაფერს, რასაც თავად ფლობდი, როგორც მეუფე; ჩემში გრძნობათა ნაკვალევს თუ სადმე იგულებ, შენ დაგიბრუნებ!… მთელ შენს კუთვნილს შენ დაეუფლე! თუ ჩემს სიყვარულს შეითვისებს შენი ბუნება, თუ ჩემს გაძარცვას ვეღარასგზით გვერდს ვერ აუვლი, ჩემგან განცდილით გამდიდრების თუ გაქვს ცდუნება, დაე, ეს იყოს მთელი შენი დანაშაული. მიჯობს, მაცდური სათნოების მერქვას მონა და ჩემს უკაცრიელ გულში წყენა ვერვინ დატიოს, დაე, სიყვარულს გადაბრალდეს ცოდვის ქონა და შენ გეპატიოს ყველაფერი, შენ გეპატიოს! თუ კვლავ გწადია ჩემს ტკივილში ეძიო ტკბობა, ის მიჯობს მომკლა, ვიდრე ჩვენში მეფობდეს მტრობა.” -სუნთქვაშეკრული ვუსმენდი და ვერ გამეგო, ასე მაგრად როგორ შეეძლო ლექსის შეგრძნება. დაზეპირება ერთია, მოყოლა მეორე, მაგრამ დათა რასაც აკეთებდა ეს სულ სხვა იყო. დღემდე ვერ გამიგია, როგორ შეეძლო ემოციების ასეთი სიზუსტით გადმოეცა შესპირის ნებისმიერი ნაწარმოები. *** დათას ბებიის დაბადების დღე იყო, როდესაც წამო სიურპრიზი მოვუწყოთ და ჩავიდეთო, გამომიცხადა. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ახლაც ზედმეტი ფიქრის გარეშე ჩავსხედით მანქანაში. ნახევარი გზა გავლილი მქონდა, საჩუქარი რომ გამახსენდა და ისე შევიცხადე, ვაიმე, უსაჩუქროდ მოვდივარ-მეთქი, რომ დათამ მოულოდნელობისგან ავტომობილი შეანელა. სიტუაცია რომ გაიზრა, გაეცინა, მანქანა დაძრა და სიცილით მითხრა, დამერწმუნე, ჩვენზე დიდ საჩუქარს ვერავინ გაუკეთებს, ფაქტობრივად ნანატრი რძალი მიმყავხარო. მე ისეთი ანერვიულებული ვიყავი ზემოთ აღნიშნული ფაქტის გამო, დათას სიტყვები სულ არ გამიგია. ყოველ შემხვედრ მაღაზიასთან გაჩერებას ვთხოვდი და თან ვებუზღუნებოდი, ასე უსაჩუქროდ როგორ მიდიხართქო, რომ, როგორც იქნა, აღმოთქვა, საჩუქარიც ვიყიდეო. მანახე, არ მჯერა-მეთქი, რომ ვთქვი, ისე შემომხედა ლამის ვინანე, თუმცა, საბარგულში მყოფი ყუთი რომ გავხსენი, ისეთმა ლამაზმა ჭიქების სერვიზმა შემომხედა, დათას საოცარ გემოვნებაში ახლიდან დავრწმუნდი. შებინდებისას მივედით. ოთახში დაძახების გარეშე, უჩუმრად შევედით, სადაც ლამაზ სუფრასთან მსხდომი ათიოდე ადამიანი დაგვხდა. ჩვენი დანახვისთანავე წამოიშალნენ, სათითაოდ ჩაგვიკრეს გულში და სულ მალე სუფრაზე ჩვენი სადღეგრძელოების დალევაც დაიწყო. რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ, ხით მოპირკეთებულ აივანზე გავედით გასაგრილებლად, როდესაც დათამ დიალოგი დაიწყო. -ერთი ქალი ისეთი მშვენიერია, რომ, როდესაც ვუყურებ სუნთქვა მეკვრის. ჯერ ჩემს გონებაში შემოიჭრა და მერე რუსეთს აჯობა ოკუპაციით, ჩემი ყველაფერი მიიტაცა. გულში დაუკაკუნებლად შემოვიდა და ისე დამჭრა, მის გარეშე ვეღარ ვძლებ, მისი სურნელის არ შეგრძნება, ისეთ შიშად მექცა, ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი. ლიზ, ყოველივეს ეს ცოდვათ მეთვლება? -ამომხედა რაღაცნაირი, უცნაური სახით. -თუ იმ ქალსაც უყვარხარ, არა. -ვთქვი რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. გაეღიმა. -ელიზაბეტ, შენ ჩემი სამუდამო ნავსაყუდელი ხარ. -გამეცინა. იმ წამს რა ვიგრძენი ვერ ავღწერ. ახდენილი ოცნება იყო, მისი ეს სიტყვები. გული ისე მიცემდა, სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ვეღარ გადავრჩებოდი. -ჩვენ ერთმანეთისთვის ხსნა ვართ. -ამოვიჩურჩულე რამდენიმე წამის შემდეგ ემოციებისგან დატყვევებულმა. ზურგიდან მომეხუტა. ჩემი ხელი აიღო და მის მტევანთან ერთად მკერზე დამადო. დამეფიცება ჩემს გულისცემას ითვლიდა. გარემოს მოვავლე თვალი, ფიფქეები ირეოდა, ცა იღიმოდა, მე კი ემოციებს ვერ ვიტევდი. დათას გავხედე, გამიღიმა. მივტრიალდი, ჩავეხუტე ისე, ძვლებმა ჭრიალი დაიწყო. თავი მის ყელში ჩავრგე, ჩემი საყვრელი სურნელის შეგრძნებისას თვალები მიმელულა. -იშვიათი სიყვარული იცი, ლიზ, შენნაირი. -გაისმა მშვიდი, ბედნიერებით გაჟღენთილი ხმა. კვლავ ხევსურეთში ვარ. კვლავ მიმზერს ბუმბერაზი მთები. შუა ღამე იწვის, სანთელივით წვეთწვეთად ლღვება, თუმცა აღარ მაშინებს ბუმბერაზი მთების ბურუსით მოცული მიწა. *** დათა ჩემს ნახატებს ათვალიერებდა, მე - დათას რეაქციებს, როდესაც კარზე ზარი დარეკეს. იმ წამსვე რატომღაც გავიფიქრე, რომ ბებია-ბაბუა იდგენენ კარს იქით და ცოტა არ იყოს ავნერვიულდი, არ მინდოდა დათა ასე, ამ ვითარებაში, გაეცნოთ. გასაჭკიტში რომ გავიხედე და მათი სახე აღმოვაჩინე, მას მერე სიტუაცია კადრებად მახსოვს, თუმცა არ მავიწყდება დათას აწეული წარბი და გამომეტყველება, რომელიც შეუფარავად მეუბნებოდა: მე, დათა გამსახურდია, დავიმალო?! როგორც იქნა და არ იქნა, გამსხურდია ჩემს ოთახში შევიდა და მეც რამდენიმე წუთის დაგვიანებით შევეგებე ბებია-ბაბუას. -შვილო, ამდენს ხანს რატომ დააგვიანე, ხომ კარგად ხარ? -იმ წამსვე მითხრა მშობლიური მზრუნველობით ბებომ. ბაბუმ, როგორც ყოველთვის გაიხუმრა: თინა, რა თქმა უნდა, კარგადაა, უბრალოდ ბიჭის დამალვას დიდი ხანი ჭირდება, საკუთარი გამოცდილებით მაინც არ გახოვს, შე ქალო?! -ამ სიტყვებზე ძვლივს შევიკავე თავი, რომ გიჟივით არ გამცინებოდა. კაცს ალბათ, წნევა აუწევდა, რომ სცოდნოდა, რომ მისი ხუმრობა ამ წუთს სრულ სიმართლეს წარმოადგენს. სახლში ფაცი-ფუცით შემოვიდნენ, ორი კვირის სამყოფი საჭმელ-სასმელი ჩამომიტანეს, მომეალერსნენ, მოკლედ გამომკითეს სიახლეები და ჩემდა საბედნიეროდ განაცხადეს, მალე უნდა წავიდეთ შვილო, ზამთარი დაიწყო, უკვე მალე ბინდდება და ხომ იცი, ბაბუაშენს არ უყვარს გვიან სიარულიო. საჭმელზე ცივი უარი მტკიცეს, ბებიას დასთან ყოფილარ, იქ, როგორც ხდება ხოლმე, დასვეს და აღარ გამოუშვეს, სანამ კარგად არ დანაყრდნენ. გემრიელად ჩავკოცნე, ჩავეხუტე, კიდე ჩავკოცნე და ბოლოს ორივე გავაცილე. ბინაში რომ დავბრუნდი, დათა მისაღებში სერიოზული სახით დამხვდა, დამალვა როგორ მაკადრეო, ამბობდა უმხოდ. შესვლისთანავე ამივარდა სიცილი და ვეღარც გავჩერდი, იმდენი ვიცინე, იმდენი, რომ გამსახურდია სერიოზულად აღევლდა, ვაითუ დაიხრჩოსო. *** სოფლის გზაზე ვარ. გუშინ ვიგრძენი, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მოვატყუე და სერიოზულად განვიცადე. დღეს დაველაპარაკები ჩემებს და ამ დღეებში ალბათ, დათასაც გავაცნობ. ცოტა კი მეშინია, შვილი რომ ჰყავს მაგის გამო არ დაიწუნონ, მაგრამ, რომ გაიცნობენ, მიხვდებიან, რომ გამსახურდია ის არის, ვინც მჭირდება. გაგიკვირდებათ და ვახშმის დასასრულს, რომ ვთქვი შეყვარებული მყავსთქო, ყველამ გაიცინა, არც ერთს არ დაეჯერა. ამათ მართლა შინაბერა ხომ არ ვეგონე?! პირველი ბაბუ მოეგო გონს, -მაკარონა, მართლა შეყვარებული გყავს? -ისეთი გაფართოებული თვალებით მკითხა, მივხვდი, ჩემები ასეთ რამეს სრულიად არ მოელოდნენ. სიმართლე რომ ვთქვა, არც მე მოველოდი. კი-მეთქი, ბაბუს რომ ვუთხარი, ნახევარ წუთიან სიცილს, უეცრად რამდენიმე წამიანი დუმილი მოჰყვა. ფაქტი რომ გააანალიზეს, შემდეგ სახელიდან დაწყებული, იმით დამთავრებული რომელ კლასში რა ნიშანი მიიღო, ყველაფერი იკითხეს. თურმე, ბევრი რამე არ მცოდნია დათაზე, არადა ურთიერთობაში სრულიად ვერ ვგრძნობდი. ბებია სათვალითა და ტელეფონით ხელში რომ დამადგა, დროზე მანახე ვინააო, მანდ მივხვდი, რომ ჩემებს სულაც არ ეცინებოდათ. ვერასდროს წარმოვიდგენდი ბებია თუ სათვალეს მოიმარჯვებდა და აბა „facebook“-ზე როგორ წერიო, მკითხავდა. მოკლედ, ცოტა კომიკური სიტუაცია იყო, როდესაც დედაჩემმა ტელევიზორის დიდ ეკრანზე გადაიტანა თავისი ტელეფონის ეკრანი, რომელშიც დათას პროფილს ძვერავდა, დანარჩენებმა კი სათვალეები მოირგეს და ბიჭის შეფასება დაიწყეს. ბავშვის ამბით დიდად არ აღფრთოვანდნენ, დედა სად ყავსო... როგორ მიგიღებსო... თუმცა, საბოლოოდ ერთხმად შეჯერდნენ, რომ კარგი ბიჭია და მასთან ერთად ბედნიერებისთვის ბრძოლა ღირს. *** დღეს ის დღეა, დათა და მისი ოჯახი რომ უნდა გიაცნონ ჩემებმა. დედა და ბიცოლა მთელი დღეა არარსებულ არეულობას ალაგებენ. ბებია სამზარეულოშია, რძალსა და შვილს არ ენდო და განაცხადა ლიზამ არაფერი იცის და მე მაინც გამოვიჩინო თავი საჭმელებითო. მე და ბაბუ, როგორც უსაქმური ხალხი, ხან რომელს მოვუშლით ნერვებს, ხან რომელს. ისინიც ცდილობენ შემომიტიონ, დამცინიან, მოდი რამე ისწავლე, დედამთილი სულმთლად არ გააგიჟოვო, თუმცა, ის კი არ იციან, ქალბატონმა ნინამ რომ უკვე ნახა ჩემი უმი აჯაფსანდალი და გამოგდების მაგიერ, შემაქო, კარგი ხელი გაქვსო. თითქოს სევდა და სისხლისფერი ტკივილი სახლში მიიმალა. ყველა გამოცოცხლდა, მგონი კედლებმაც კი შეიცვალეს სახე, სხვანაირად იყურებიან. გამსხურდია ოჯახთან ერთად ოთხ საათზე მოვიდა, მერე... მერე ყველაფერი იმაზე კარგად წავიდა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ყოველმხრივ გახარებული თვალები, ერთმანეთის სიკარგით დამშვიდებული ადამიანები და უცნაურად თბილი, ტკბილი და მყარი გაერთიანება. *** დათას უახლოესი მეგობარი ქორწინდება და წესით ახლა ქორწილში უნდა ვიყო, მაგრამ მეჯვარეს კაბაზე წყალი გადაესხა და ჩემთან ვართ, სახლში, და ვცდილობთ უთოობით გავაშროთ. უპატარძლო ქორწილი ხომ გაგიგიათ და აქ უმეჯვარო ქორწილი იყო. როცა, როგონც იქნა, რესტორანში მივაღწიეთ, წვეულება მინიმუმ ერთი საათის დაწყებული იყო, ასე რომ, მხოლოდ ნეფე-პატარძლის შემოსვლა გამოვტოვეთ. დათამ რომ დამინახა, დიდხანს, სანამ მის წინ არ აღმოვჩნდი, იქამდე თვალი არც მომაცილა, ნატიფი, საოცრად მშვიდი და ალერსიანი ღიმილით მიცქერდა და ჩემს თავს მაყვარებდა. როდესაც რესტორნის ტერესაზე მარტოები აღმოვჩდით, დიდხანს გავყურებდით ვარსკვლავებით დატვირთულ ცას, რომელიც შეყვარებული ადამიანივით გაბრწყინებულიყო და თითოეულ დედამიწელს აზიარებდა მის მთრთოლვარე გულს. უბედნეირესი წუთებისგან ისედაც აჩქარებული პულსი სარისკო რგოლს მაშინ გასცდა, როდესაც დათას ლექსში ორმოცდამეორე სონეტი ამივიცანი. ისე უეცრად, ლაღად და ბედნიერად დაიწყო, სუნთქვა შემეკრა. “როს წაიკითხავს ლექსებს, შენი დიდებით სავსეს, შთამომავალი მატყუარა პოეტს მიწოდებს, თუმც ეს სტრიქონი წარწერას ჰგავს საფლავის ქვაზე და ღირსეულად ვერ გიმღერის, ღმერთმა იცოდეს. -მინდოდა ეს წუთები არასდროს დამთავრებულიყო, იმ დროს მხოლოდ ერთი ნატვრა მიღრღნიდა გონებას, მთელი გულით მსურდა, რაღაც წარმოუდგენელი ნეტარებით ვნატრობდი, ჩემი და დათას ურთიერთობა ასეთად დარჩენილიყო, დროთა განმავლობაში გაუაზრებელი ქცევებით სიყვარული არ ჩაგვეკლა და მისი მარადიული სხივები მუდამ დარჩენილიყო ჩვენს გადაბმულ გულში. -მართლაც რომ ლექსი, შენი ღირსი, დამაწერინა, შენს სადიდებლად რომ მივუშვა რითმის სადავე, შთამომავლობის მზერა, ვიცი, ალმაცერია, იტყვიან: "ტყუის, ასე მხოლოდ ღმერთებს ხატავენ". როცა ამ ფურცლებს ჟამი აქცევს პაპირუსებად, ვიცი, ჩემს ლექსებს ბერიკაცის ჩმახვად ჩათვლიან, მე მომაწერენ მაგ თვალების გაფირუზებას, ზღაპრად ჩათვლიან, რაიც მართლა ზეცის მადლია. მაგრამ თუ შენი ნაშიერი იცხოვრებს მაშინ, მასშიც იცოცხლებ და ამ ჩემი რითმების ხმაშიც.” -გონებას არ ვუჯერებდი, ენა კი არ ჩავყლაპე, არამედ გადავსანსლე, რამდენიმე წამიანი კოცნის შემდეგაც ვერ ამოვიღე ხმა. ასრულებულ ოცნებებს სხვანაირი სუნი ჰქონიათ, ღაღაც არაამქვეყნიური ნეტარების მსგავსი. დასასრული. ისტორიას ვუძღვნი ბიძას. ჩემს ბიძას, ჩემს ბუბუს. ვუძღვნი ადამიანს, რომელიც ჩემთვის წარმოუდგენლად ძვირფასი იყო. ვუძღვნი ადამიანს, რომლის სიკვდილმაც წარმოუდგენლად გამტეხა... გამანადგურა... შემცვალა... ვუძღვნი ადამიანს, რომლისთვისაც ძმისშვილი კი არა, ყველაფერი ვიყავი. ვუძღვნი მას, ვინც ნატვრისთვალს მეძახდა. ვუძღვნი მას, ვინც, ნაზი ღიმილით გამიღიმებდა, მას, ვისაც ჩემი დანახვისთანავე თვალში სხივები გაუკრთებოდა და ბედნიერი ღიმილით მეტყოდა, “მოხვედი სიცოცხლე?” ვუძღვნი ადამიანს, რომელიც მუდამ მაბედნიერებდა. ვუძღვნი ადამიანს, რომელიც წარმოუდგენლად მენატრება. ვუძღვნი ბიძას, რომელიც მტკივა, ისე, როგორც ცას ჩამოვარდნილი მზე ეტკინებოდა. მისი წასვლიდან წელიწაზმე მეტი გავიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.