მასპინძელი (სრულად)
,, წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით“ დათო ტურაშვილი თავი 1 7 საათი ხდებოდა, დასაწვავმა მამლის ყივილმა რომ გამაღვიძა. მერამდენე დღე იყო ვიმუქრები დავკლავ მეთქი და ვანო არ მიშვებს, ქალი დილაადრიან უნდა დგებოდეს და ოჯახს ხედავდესო- მეუბნება. ოჯახი, რომ მეყოლება შენ დარიგებას აუცილებლად გავიხსენებ და გავითვალისწინებ მეთქი- ვეუბნები. ფეხზე წამოვდექი. ძილის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, ზუსტად ჩემი ფანჯრის ქვეშ იდგა ხოლმე მამალი და განწირული გაჰყვიროდა. ეჭვი მქონდა ვანოს ნამოქმედარი უნდა ყოფილიყო და პასუხის გაცემა მოუწევდა ამის გამო. მიუხედავად შუა ივლისისა, ხაშურში დილის სუსხი იდგა. შიშველი ტერფები ხის ძველ იატაკს რომ შევახე, სიცივემ მწამებელივით დამირბინა მთელს სხეულში და თმის ღერების ბოლომდე გაიარა. ფეხები ელვანაკრავივით ავწიე საწოლზე და საბანში შევმალე, მთელი ტანით დავტრიალდი და თავით გადმოვეყუდე, საწოლის ქვეშ შეყრილ ქოშებს ვეძებდი. ერთს მივწვდი და მშვიდობიანად გამოვაძვრინე, მეორეზე კი ხელის სიძლიერემ მიმტყუვნა და პირდაპირ იატაკზე გადმოვეშვი. მაშინვე ჩხუბი დავიწყე, ვანოს ვლანძღავდი, მაგრამ ის რა შუაში იყო თავადაც არ ვიცოდი, გეგონება მას შეეყაროს ჩემი ჩუსტები საწოლის ქვეშ. უბრალოდ უკვე ჩვევაში მქონდა, რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემ თავს, იმ საწყალ ბიჭს ვაბრალებდი. მართალია არც ის მაკლებდა, მაგრამ სანამ პირს გააღებდა, მე იქამდე ვიფხანდი გემრიელად ზურგს. იატაკზე განთხმულმა, როგორც იქნა ავიტანე ნატკენი სხეული და ჩუსტებზე გაბრაზებული, ფეხიშველი გავედი საერთო ოთახში. იქ არ დამხვდა ჩემი მასპინძელი, სამზარეულოდან ჩაიდნის განწირული ყვირილი ისმოდა, მგონი ეს რკინის ნაჭერი და ვანოს გაპუტული მამალი ერთი წარმოებისა უნდა ყოფილიყვნენ. სამზარეულოში გავბატუნდი, გაზი გავთიშე და აივანზე გავედი მაშინვე, უკვე ვიცოდი სადაც იქნებოდა მამალივით და ამ ჩაიდანივით აუტანელი მათი პატრონი. მოაჯირზე ხელის გულებით დავეყრდენი და თითის წვერებზე ავიწიე, მთელი ფილტვები გამოვათავისუფლე ნახშირორჟანგისგან და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. მიყვარდა დილით ასე ღრმად ჩასუნთქვა, როცა ჰაერში სხვადასხვა ყვავილის და... ძროხის სუნია. -ფუფ, რაღა ახლა გამოვედი მე კიდევ, - ჭიშკრის მიღმა გავხედე ნახირს, საბალახოდ რომ მიეხეტებოდნენ ზანტად. აბა, ქალაქელ ქალს ეს სოფლის სუნი შემეფერებოდა?! ჩემი მასპინძელი რომ ვერსად დავლანდე, კისერი მოვიღერე და როგორც ხაშურელებმა იცოდნენ, მეც ისე გავყვირე,- ვარლაამ, - ხმა არ გამცა, - ვარლამ, ბიჭო. -ღმერთო, შენ მიშველე, რა გინდა? - გავიგონე სახლის უკნიდან გამოძახილი, იქით აივანი არ უდგებოდა. -მოწველე ძროხაი? -არა. -რატომ? -სადა მყავს ძროხაი, - გამომძახა მანაც კილოზე და წინ გამოვიდა, - წყალი მქონდა დადგმული და დამავიწყდა. -გავთიშე უკვე. -რა ყოჩაღი ხარ, ქალბატონო დარეჯან, - შემაქო და დაბალ კიბეს ამოუყვა. -დაჯი მქვია მე, - წარბები შევყარე და ოთახში შევყევი. -ვანო მქვია მე, - არც თავად ჩამომრჩა და სამზარეულოში გავიდა, - დალევ ყავასა? -მა?! - მაგიდასთან, სკამზე გემრიელად მოვკალათდი და ყავას დაველოდე, რათა ძალები აღმედგინა და ჩემი მასპინძელისთვის ის ომი განმეახლებინა, რომელიც უკვე რვა დღე იყო რაც მიმდინარეობდა. ჩემივე წამოწყების მსხვერპლი გავხდი, საექსპერიმენტო თაგვის როლი მოვირგე, რათა მომხმარებლებისთვის მათთვის სასურველი ინფორმაცია მიმეწვდინა. საქმე ისაა, რომ მე და ჩემმა დაქალებმა წამოვიწყეთ ასეთი კამპანია ,, სტუმარ-მასპინძლობა", რომლის მიხედვითაც ქალაქში მაცხოვრებლებს, რომელთაც არ ჰქონდათ დასასვენებლად წასვლის ბევრი საშუალება ან უბრალოდ მობეზრდათ ერთსა და იმავე ადგილას შვებულების გატარება, შეეძლოთ წასულიყვნენ და დაესვენათ სხვადახვა რეგიონის პატარა სოფლებში. აქვე, რა თქმა უნდა, წინასწარ მოვიძიეთ ისეთი ოჯახები, რომლებიც დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ სტუმარს და დროებით დაუთმობდნენ მას ოთახს. ამჟამად, ჯერ- ჯერობით, მხოლოდ ხუთი რეგიონი გვქონდა შეთავაზებაში, ერთ- ერთი კი ხაშურის ერთი პატარა სოფელი ცხრამუხა იყო, სადაც ახლა მე ვიმყოფებოდი. სამ კაციანი სადაქალო განაწილებულნი ვიყავით საქართველოს სამ მშვენიერ რეგიონში და ვიღებდით გამოცდილებას და ასევე ვამოწმებდით, ნამდვილად სანდონი იყვნენ თუ არა, სურვილგამოთქმული ოჯახები. თავიდან ვამბობდი - იმედი მაქვს, ვანოს სახლს სიიდან არ ამოვშლი მეთქი- მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სიის თავში დარჩება სოფელი ცხრამუხა, მიუხედავად იმისა, რომ ვანო ჩემ კოშმარად იქცა, მაინც დიდი სურვილი მქონდა თვის ბოლომდე დავრჩენილიყავი და დრო გამეტარებინა მასთან მხიარულად. ხოო, მართლა ჩვემი ტურისტული კომპანიის, ,, სტუმარ- მასპინძლობის" მაქსიმალური ვადა ერთი თვე იყო, მინიმალუტი კი ერთი კვირა, თუმცა დამსვენებელს ნებისმიერ დროს შეეძლო წამოსულიყო თუ მასპინძელი არ მოეწონებოდა და პირიქით, მასპინძელს შეეძლო სტუმარი გამოეშვა, თუ ის არ მოიქცეოდა ისე, როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება. სამზარეულოდან ვანო გამოვიდა, ჭიქები მაგიდაზე დააწყო და სკამზე მოწყვეტით დაეშვა, სახეზე დაღლილობა ეწერა, შუა ღამემდე მესმოდა მისი ფეხის ხმა, წინ და უკან დადიოდა და დრო და დრო ჭიქებს დაარახუნებდა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ღამის ამბავი არ იყო, ჩემი მოსვლის პირველივე ღამესვე მივხვდი, რომ საზიზღარი უძილობა აწუხებდა. საინტერესოა, მაინც რას უნდა გამოეწვია ისეთ ახალგაზრდა მამაკაცში, როგორიც ვანო იყო, გადაბმული უძილობა, ან როგორ იყო მთელი დღის განმავლობაში მხნედ, როცა მთელი ღამის განმავლობაში ვერ იძინებდა. -ასე რატომ მიყურებ, - ფიქრებიდან გამომარკვია მისმა ხმამ, ვერც კი ვხვდებოდი ისე ვუყურებდი დაჟინებით მის სახეს. თავი გავიქნიე უარის ნიშნად და ყავა მოვსვი, რაც მართალია მართალია, ყავას ნამდვილად კარგად ამზადებს,- ისე, როცა შენზე ინფორმაციას ვკითხულობდი, არ ეწერა, რომ უცნაური იყავი. -უცნაური? - ვკითხე გაკვირვებით, თავი დამიქნია და გამიღიმა,- რა ეწერა ჩემზე? -განა თავად არ დაწერე? -არა, ჩემს დაქალს მივანდე ეს საქმე. -ეწერა, რომ ლამაზი იყავი, - მაგიდაზე იდაყვებ დაყრდნობილი ჭიქას ზედაპირზე ასრიალებდა და ცალყბად იცინოდა, ისე, როგორც ფლირტის დროს იციან ხოლმე. მეფლირტავება?! -ე. ი ლამაზი ვარ?- კომპლიმენტას დავაპირე მიმეღო, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომცა. -არა, არ ხარ, - ღიმილი მიმეყინა სახეზე, ის კი ჩემი შემხედვარე მხიარულდებოდა. -შენთვის ოდესმე უთქვამთ, რომ თავხედი ხარ?-წამოვიძახე გაღიზიანებულმა და ფეხზე წამოვიჭერი. -რას მერჩი? - ისიც ფეხზე წამოდგა და აივანზე გამავალს უკან მომყვა. -არაფერს, - ჩუმად ამოვილაპარაკე და მოაჯირს ხელის გულებით დავეყრდენი, მზეს უკვე კარგად მოეკიდა ცაზე ფეხი და კარგა გვარიანადაც ცხელოდა. -გეწყინა? - გვერდით ამომიდგა და მანაც დაალაგა ხელები მოაჯირზე. -რა უნდა მწყენოდა? -რომ გითხარი, ლამაზი არ ხარ მეთქი,- ჩემკენ შემობრუნდა და მომიახლოვდა. -უცხოებისგან არაფერი მწყინს, - მკვახედ მივუგე და მისგან გავიწიე. -ე. ი უცხო ვარ? - ნაწყენივით ამოიჩურჩულა და სევდიანად გამიღიმა, - მართალია, მე უცხო ვარ შენთვის. შენ უბრალოდ დასასვენებლად ხარ ჩამოსული და მეტი არაფერი. -მეტი რა უნდა იყოს? - გაკვირვებით აღმომხდა, როცა მისი შეცვლილი სახე დავინახე. თითქოს გული ეტკინაო ჩემ ნათქვამ სიტყვებზე, მაგრამ რატომ? რატომ მოხვდა ასე მწარედ ჩემი სიტყვები მის გულს, როცა მართლაც უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის? - დაივიწყე, ცუდად გამომივიდა, - ვცადე გამოსწორება, მაგრამ არ გამომივიდა, ნამდვილად ნაწყენი იყო ჩემზე. -არაუშავრს, უცხოებისგან არაფერი მწყინს, - თითები რამდენჯერმე დააკაკუნა რკინის მოაჯირზე და კიბეს დაუყვა. ეზო ისე გადაჭრა და ჭიშკარში ისე გავიდა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ოდესმე ვიტყვი ისეთ რამეს, რომ ვინმეს გული არ ვატკინო? რა თქმა უნდა, ვერა, რადგან მწარე ვარ, მწარე. ღმერთო შენ უშველე ყველა ადამიანს, ვინც შემხვდება. დღე იწურებოდა, როცა სახლში დაბრუნდა ჩემი მასპინძელი. ამ დროს მე აივანზე ვიჯექი და ჩემ დაქალს პირგაქაფული ვეჭორავებოდი ყველაფერზე. მოვუყევი რაც გავაკეთე და ნამდვილად არ დარჩა კმაყოფილი. -შენზე გულ აცრუებულმა, შეიძლება სხვა სტუმრების მიღებაზე თქვას უარი, გოგო, - გაყვიროდა იქიდან და თან რაღაცას ჭამდა პირის ტყლაპა- ტყლუპით. -ყბა არ გამარტყა, ნელა ჭამე. -ყბა კი არა, მუშტს დაგარტყავ ახლა, ყურად იღე რასაც გეუბნები, - გაჰყვირა ისევ. -ლინდა, დავყრუვდი, გესმის? დამანებე თავი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, - გავღიზიანდი მისი დარიგებებით, - შენ ის მითხარი, შენთან რა ხდება. -დაგიკრავ კოღოსავით. აქ არაფერი, რავი, მშვიდობაა, შენსავით ავი ძაღლი კი არ ვარ. -გეყოს უკვე. -ჩემს მასპინძელს მაგრად ვევასები, ჩემი შვილიშვილი თბილისიდან რომ ჩამოვა უნდა გაგირიგოვო. -თავი ქუდში გაქვს, რა გინდა, - ჩამეცინა ჩემ ნათქვამზე. -გაგაქუდებ მე შენ, - ისევ აყვირდა და სმენა წამართვა ცალ ყურში. -რილექს, დაო, რილექს,- ჩემი დადებითი თვისება, სიმშვიდის შენარჩუნება ყველგან და ყოველთვის,- კარგი, ლინდა, წავედი ახლა მე და დაგირეკავ მერე, - პასუხს აღარ დაველოდე, ისე გავუთიშე და ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე. კიბეზე ამომავალ ჩემ მასპინძელს გავხედე, რომელმაც მთელი ეზო ფეხის თრევით, ყოყმანით გადმოიარა. რა თქმა უნდა, ერიდებოდა ჩემთან შეხვედრას, ან ვინ არ მოერიდებოდა რო? -საღამომშვიდობის, - თბილად გამიღიმა, მუაჯირს დაეყრდნო და ასე მიყურებდა, თვალებზე ეტყობოდა ცოტა დაელია. -საღამომშვიდობის, - მეც ღიმილით ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი, ბოდიში მქონდა მისთვის მოსახდელი, მაგრამ მიკვირდა ეს საკუთარი თავისგან, რადგან ბოდიშს თითქმის არასოდეს ვიხდიდი, - ვანო?! -დაჯი?! - ორივემ ერთდროულად დავიწყეთ და ერთდროულადვე გავჩერდით, - მისმინე. -მისმინე, - ისევ განვმეორდით და მან სიცილი ვეღარ შეიკავა, თმაში შეიცურა თითები და თავი გააქნია, - ბოდიში მინდა მოგიხადო, - განაგრძო მან. -რისთვის? - გაწყენინე, გითხარი, რომ ლამაზი არ ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის. ლამაზი ხარ, მაგრამ უცნაურად ლამაზი, - ამაზე მე გამეცინა, უცნაურია უცნაურად ლამაზად ყოფნა. -საინტერესოა, - სიცილით ამოვთქვი და მეც დავეყუდე მოაჯირს. -ხოო, რაღაცნაირი ხარ, თითქოს ლამაზი, მაგრამ არც ღვთაებასავით. რაღაც შუალედში ხარ და ეს უკეთესია, ვიდრე ღვთაებობა. -ასეთი კომპლიმენტი ჯერ არავის უთქვამს, მაგრამ მადლობა გულწრფელობისთვის,-ცოტა ხნით ასე ვიდექით, ერთმანეთს ვუღიმოდით და არაფერს ვამბობდით. მცხუნვარე მზე ორივეს კანს გვიწვავდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, თითქოს... მაგრამ არა, რა სისულელეა, დაჯი, რა მოწონება, რა სიყვარული. თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების გასაფანტად და ჰორიზონტს გავხედე. -მეც მაპატიე, - ისე ამოვთქვი, თითქოს ჩემ გვერდით მდგარ მამაკაცს კი არა, ჰორიზონტზე, მთებს ვესაუბრებოდი. -შენ რისთვის? -უხეშად გამომივიდა, როცა გითხარი, რომ უცხოებისგან არაფერი მწყინს. -ეგ სიმართლეა, ამიტომ არ მწყენია, შესაბამისად ბოდიშიც არ გაქვს მოსახდელი. -უცხო არ ხარ ჩემთვის, - ყურადღება არ მიმიქცევია მისი ნათქვამისთვის, ისე განვაგრძე, - უცხო მაშინ ხარ ვინმესთვის, როცა მასთან არაფერი გაკავშირებს, არც გრძნობები გაქვს და არც სათქმელი რამე. - და შენ რომელი გაქვს, გრძნობები თუ სათქმელი? -როგორც ხედავ გესაუბრები მე შენ, - წარბები შევუყარე, მაგრამ მის ჩაცინებაზე მეც გამეღიმა. -გული დამწყდა, - ნაწყენივით ჩაილაპარაკა. -დაუწყებელი სიყვარული ვუარვყავი არა? -ვისთვის დაუწყებელი, ვისთვის უკვე დაწყებული, - ისევ ნაწყენივით ჩაილაპარაკა, მაგრამ მერე გაიცინა. ანუ ეს უბრალოდ ხუმრობით ნათქვამი იყო და არა ნამდვილად. ან ოთხ დღეში როგორ უნდა შემოგიყვარდეს ადამიანი, თუ გიჟი არ ხარ? -შეყვარებული არ გყავს ხო? - სასხვათაშორისოდ ვკითხე. -ნწ. -კარგია, თორემ იეჭვიანებდა. -შენ გყავს? - მოველოდი ამის კითხვას, მაგრამ ეს ის თემა იყო, რომელსაც უკვე მესამე წელი იყო, გავურბოდი. ისეთი დარტყმა ჩემ ცხოვრებაში არავის მოუყენებია, როგორიც იმ ადამიანმა მომაყენა, რომელსაც ვაღმერთებდი ისე მიყვარდა. ხუთ წლიანი ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით დასრულდა,- დაშორდი? - ჩემი დუმილით გაიგო ჩემი სათქმელი. -ასეა. -გიყვარდა? -ძალიან. -მეორე შანსი? -არასდროს იარსებებს. მეორე შანსი სულელებისთვის არის. -მასეც ნუ იტყვი, - ხელი მომკიდა და ეზოში, საქანელა სკამისკენ წამიყვანა, - ყველაფრის პატიება შეიძლება, ყველაფერს უნდა ჰქონდეს მეორე შანსი. -მაგრამ არა ამას,- მისი სიტყვები უარვყავი, - რა გარანტია მაქვს, რომ მეორედაც არ მატკენს გულს? -არანაირი გარანტია არ არსებობს მაგის, მაგრამ შეიძლება მეორე შანსმა სრული ბედნიერება მოგიტანოს, - პასუხი არ მქონდა, - პატიება ისეთი რამეა, რომ ყველას უნდა შეეძლოს, ყველა უნდა პატიობდეს, მაგრამ განა ვინმესთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. -რას გულისხმობ? -არ გეუბნები, რომ შენს ყოფილს აპატიო იმის გამო, რომ მეორე შანსი გამოიყენოს, არა, ეს პატიება მხოლოდ შენთვის იქნება. თუნდაც იმის გამო, რომ გული დაიმშვიდო, უნდა აპატიო. -შენ ხომ არ იცი, მან რა გააკეთა, ასე ძალიან მარტივია საუბარი. -დამიჯერე ვიცი, თან ძალიან კარგად, - კითხვის ნიშნით ავხედე, ნუთუ მასაც უღალატეს? გული ატკინეს, დააღალატეს, - უნდა გახსოვდეს რას ნიშნავს ნამდვილი პატიება, - განაგრძნო მან, ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს, - არ უნდა დახუჭო თვალი და ისე არ უნდა მოიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა, უბრალოდ თავს ანებებ იმ ადამიანს ვინც ცუდად მოგექცა ანუ წყენას ივიწყებ. დაფიქრდი რატომ შეიძლება პატიება კარგი იყოს? -ჩემი სულის სიმშვიდისთვის? ცხოვრების ბედნიერად გასაგრძელებლად? -ასეა, - კვერი დამიკრა და განაგრძო, - როდესაც გულში წყენას არ იდებ, სიმშვიდეს ინარჩუნებ, თავს კარგად გრძნობ და ბედნიერი ხარ. ჩვენი სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა, რომ ბოღმით, შურით, შურისძიების სურვილითა და ვინმეზე გაბრაზებულმა განვლიოთ დარჩენილი დრო. დაფიქრდი. რაც შეიძლება მალე აპატიე და წყენა და ბრაზი გაქრება. -კარგი მქადაგებელი იქნებოდი, - სიტყვა რომ დაასრულა, წუთიერი დუმილის შემდეგ ვუთხარი, - მაშ შენ ამბობ, რომ უნდა დავურეკო და ვუთხრა, რომ ვპატიობ იმას რაც ჩაიდინა? -კი. -და შენ? -რა მე? -შენ აპატიე?- ცოტა ხნით დუმდა, გორაკს მიღმა, თითქმის ჩასულ მზეს თვალმოუშორებლად უყურებდა. ალბათ ფიქრობდა ღირდა თუ არა ჩემთან ამ საუბრის გაგრძელება, მე კი ვერ ვითმენდი ისე მინდოდა მასზე ყველაფერი მცოდნოდა. -ვაპატიე, - მისი ჩუმი ხმა გაისმა, ამ ერთ სიტყვაშიც კი ისე ღმად იყო მისი წარსული ტკივილი ჩატანებული, რომ შეუძლებელი იყო ვერ გაგეგონათ. თვალები, რომელიც ჯერ კიდევ ჩამავალი მზისკენ იყო მიმართული, მის ყველა ფიქრს გასცემდა. წარსული, რომელიც გულის ღრმა, ბნელ კუთხეში ჰქონდა მიკუჭული, ახლა სინათლეზე გამოსულიყო. -მტკივნეულია, - საერთო გვქონდა წარსულის რაღაც მონაკვეთი, ორივეს გვიღალატეს, ორივე მიგვატოვეს, ცხოვრება, რომელსაც ასე ვაშენებდით ერთი ხელის მოსმით დაგვინგრიეს, სიყვარულის უფლება ფაქტობრივად წაგვართვეს. -მტკივნეულია, მაგრამ მაინც ჩავლილია, - ამდენი ხნის მერე შემომხედა და გამიღიმა, - აწმყო და მომავალი ჩვენ განკარგულებაშია, შეგვიძლია ისე გამოვიყენოთ, როგორც მოგვინდება. ადამიანები ხომ შეცდომებზე სწავლობენ? ხოდა ჩვენც ვისწავლით შეცდომებზე და აღარ შეგვეშლება,- თავი დავუქნიე იმის ნიშნად, რომ მართალი იყო. ცხოვრებისეული ლექციის მოსმენას, ერთ პაწია სოფელ ცხრა მუხაში, ნამდვილად არ ველოდი. არც იმას ველოდი, ადამიანი, რომელიც დილით მინდოდა მომეკლა, ასე ღრმად ჩამწვდებოდა სულში და ასევე ღრმად დამანახებდა თავისას. აი თურმე რას ნიშნავს, ორ ადამიანს ერთი ტკივილი აერთიანებდეს. პატიება ერთადერთი გამოსავალია სულის სიმშვიდისთვისო?! როდესაც გულში წყენას არ იდებ, სიმშვიდეს ინარჩუნებო?! თავს კარგად გრძნობ და ბედნიერი ხარო?! და მე ამდენი ხნის განმავლობაში რას ვაკეთებდი, განა ბედნიერებას არ ვცდილობდი? განა არ მინდოდა დამევიწყებინა და ყველაფერი ახალი, სუფთა თეთრი ფურცლიდან დამეწყო? განა ცხოვრების გაგრძელებას არ ვცდილობდი, ყველაფრისდა მიუხედავად, იმ ტკივილისდა მიუხედავად ჩემს სულსა და გულს ამდენი წელია რომ ტანჯავს? არა. მე უბრალოდ სხვაზე დამოკიდებული ვარ მხოლოდ ბედნიერი, საყრდენის გარეშე ისე ჩამოვიქცევი, როგორც დრო მოჭმული ძველი სახლი. ის ადამიანი მჭირდებოდა, ვისაც ჩემნაირი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი და ახლა ის გვერდით მეჯდა. იმავე ტკივილით, იმავე გრძნობებით, იმავე მოგონებებით. ვცდებოდი საკუთარ თავში, ადამიანებში, და ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს. ჩვენ სიყვარულს ვუხსნით ერთმანეთს და შემდეგ ამ სიყვარულს ვიფიცებით, მაგრამ ვერავინ ხედავს, რომ ცალი ხელი მოჩვენებით რკინაზე გვიკიდია, მეორეზე კი ორი თითი გვაქვს ერთმანეთზე გადაჭდობილი. ადამიანები ხარბები არიან, იმაზე მეტი უნდათ რაც აქვთ, ვინც მეტს მისცემს იმისკენ მიუწევთ გული, ძაღლი კი არ არის პატრონს უერთგულონ სიცოცხლის ბოლომდე. -არ გეყურება? - ფიქრებიდან შეხებამ გამომაფხიზლა, შიშველ მხარზე ვგრძნობდი თბილ თითებს, რომლებიც სინაზედ იღვრებოდა ჩემ კანზე. ბურნუსიდან რომ გამოვერკვიე მერე მივხვდი, მზე უკვე კარგა გვარიანად ჩასულიყო და მყვინთავივით ერთ დიდ ჩასუნთქვას აკეთებდა ნარინჯისფრად შეღებილ ცაზე. მასპინძელს ავხედე გაოცებით, რომელიც ის იყო ფეხზე წამომდგარიყო და მიცდიდა. თვალები დავხუჭე, გავახილე, დავხუჭე და ისევ გავახილე და როგორც იქნა მოვედი კიდეც გონს. -რა მითხარი?- მეუხერხულა მისი სიტყვების ვერ მოსმენა, არ მინდოდა ეფიქრა, რომ ვაიგნორებდი ან რამე. უბრალოდ... ეს წარსული კარგა მურტალი რამ არის და შემითრია თხემით ტერფამდე. -კარგად ხარ? - ღიმილით მკითხა, თუმცა ეს არ იყო მისი გულწრფელი ღიმილი, აღელვებით გამოენთო მისი ორი, კუნაპეტი ღამესავით, შავი ირისები. -რაა? კიი, კიი, კარგად ვარ, უბრალოდ ვერ გავიგე რამე თუ მითხარი, ბოდიში. -ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩამოვიდა დღეს, ცოლთან ერთად და დაპატიჟებულები ვართ მასთან, ხომ წამოხვალ? - წინადადება სწრაფად ჩაამთავრა და ჰაერში ხელი აიქნია, თითქოს რაღაცას იგერიებსო, - კოღოების ლუკმა გავხდი. -მე რა მინდა, მე ხომ არ ვიცნობ, - სიცილს ძლივს ვიკავებდი, ჰაერში ხელებ მოქანავე ადამიანის დანახვაზე, არ მგონია კოღო დანებებულიყო, ის კი ვერ ხვდებოდა, რომ გვერდზე გამოწეულიყო. -გაგაცნობ, - ლოყაზე მიიტყაპუნა ხელი და ზედ დახედა, - მაინც მოვკალი, - ისე თქვა, თითქოს რაიმე ტურნირში გაემარჯვებინოს და მოგებულის ღიმილჯთ გამომხედა, - გაერთობი, თინი შენი ტოლია. -კარგი, მაგრამ ასე ხომ ვერ მივალ, პირველად მივდივარ ოჯახში და რამე ხომ უნდა მივიტანო? - საქანელა სკამიდან წამოვდექი და დოინჯშემოყრილი მივუახლოვდი. -შინაურები... ჯანდაბა, - კიდევ აიქნია ხელი ჰაერში, - მოკლულის გამო მგონი შურს ძიობენ და მთელი ხაშურის კოღოები აქ არიან. -რა ნახე... თუ ნახეს,- ყურთან რაღაცამ ჩამიწუილა, - ჯანდაბა. -შეენც? -ისეთ ხმაზე ჩამიფრინა გეგონება ბომბდამშენი ყოვილიყოს, - კიდევ ერთხელ გამიწუილა ყურთან რაღაცამ და თავის არიდების მანევრით ვანოსკენ რომ გადავიხარე და მკერდზე ავეკარი ზურგით, მერე მივხვდი, კოღოები კი არა, საქონლის ქინქლები იყვნენ, - მგონი ჯობია აქაურობას გავეცალოთ, - ამოვთქვი პირზე ხელაფარებულმა და ვიგრძენი კიდეც მისი მოხვეული მკლავი ჩემს მრებზე. სახლისკენ სირბილით წავედით, - რანაირი სოფლელი ხარ, კოღო და ქინქლა ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან. -ჯერ ეს ერთი, ხაშური ქალაქია და არა სოფელი და მეორეც... -ცხრამუხა სოფელია, - ნიშნისმოგებით გავხედე. რამდენიმე წამით დაჟინებით მიყურა, ბოლოს უკანასკნელ საფეხურს გადმოაბიჯა ფეხი და დამთანხმდა. -კარგი, ხოო, - თავი დამიქნია, - მაშ წავიდეთ ხომ კოკასთან? -კოკა... შენი მეგობარი? -ჰო. -წავიდეთ, რავი, რადგან დაგვპატიჟა, - მხრები ავიჩეჩე და სახლში შევედი, - გამოვიცვლი და გამოვალ. - ვის ეპრანჭები, რო?! -ჩემს თავს, რა თქმა უნდა, - თმების აქნევით, კეკლუცურად ვუპასუხე და შევასკდი კიდეც კარის დახურულ ნაწილს. -რა არის, ქალბატონო დარეჯან, არ მოგეცალა? - სიცილით ჩაჯდა სავარძელში და რაღაცის დასამატებლად პირი ისევ გააღო. -დაჯი მქვია მე, - არ დავაცადე კიდევ რამის თქმა, - და ხმა არ გავიგო შენი. სულ რაღაც 7 წუთიანი ფიქრის შემდეგ (დროის დანიშვნა ჩვევაში მქონდა უკვე), ჩემთვის საყვარელი თეთრ კოპლებიანი, ყვითელი საზაფხულო კაბა გადავიცვი და გავედი. ვანო დივანზე იჯდა და პაბჯის თამაშობდა, თან ვიღაცას კარგად გვარიანად შეუკურთხა. ისე იყო თავით თამაშში გადაშვებული, ჩემი გასვლა ვერ შენიშნა, ტელეფონს ისე ატრიალებდა აქეთ - იქეთ და ტანსაც ისე აყოლებდა, გეგონებოდა, კი არ თამაშობდა, არამედ ნამდვილ ომში იყო. ბოლოს ტელეფონი ჩამოწია და თავი საზურგეს მიაყრდნო, სახეზე ეწერა, რომ მოკლეს და წააგო. ვიდექი და მდუმარედ ვუყურებდი 27წლის მამაკაცს, რომელმაც 10 წლის ბავშვისთვის განკუთვნილ თამაშში წააგო და ამას მთელი გულით განიცდიდა. საბოლოოდ, როგორც იქნა მიკადრა, თავი ჩემკენ გადმოატრიალა, წამით მიყურა, მერე მკითხა- ამდენი ხანი ამას არჩევდიო?! ფეხზე წამოდგა, წელში გაიშალა, წავედითო- მითხრა და კარში გამაგდო, ოთახში შუქი ჩააქრო და უკან მომყვა თავადაც. ქინქლების სამფლობელოს შიშით ჩავუარეთ, ჭიშკარს გადავცდით და ასფალტიან გზას გავუყევით ზევით. ლამპიონები აქა- იქ ყვითლად ბჟუტავდა, დიდი არაფერი განათება ჰქონდა, მაგრამ გზის გაგნება შეიძლებოდა თავისუფლად. ვანოს ძმაკაცის სახლი საკმაოდ მოშორებით იყო ჩვენი სახლიდან, თან აღმართზე და მალევე მივხვდი, რომ ქოშინს ვიწყებდი. ამდენი და ამაზე მეტიც მივლია, მაგრამ აღმართზე და თან ენაგაქაფულს არა. ჩემი მასპინძელი მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, კოკა როგორ გაიცნო, როგორ იჩხუბეს პირველად და შემდეგ, როგორ გახდნენ საუკეთესო მეგობრები. - მესამე კლასში ერთი გოგო მოგვწონდა ორივეს, ჩემი კლასელი, ლიზა ერქვა. წითური გოგო იყო და სახეზე ბევრი ჭორფლებით, მწვანე თვალებით. კლასში პირველი იყო სწავლის მხრივ, მუდამ ხუთებს უწერდა ყველა მასწავლებელი და ამით ამაყობდა. ნუ მეც, რა თქმა უნდა, ამიტომ მომწონდა, მეგონა მასთან თუ ვიქნებოდი მეც მაღალ ქულებს დამიწერდნენ საგნებში. ნუ აქედან კი მიხვდები, რომ არ ვიყავი კარგი მოსწავლე, სამ ქულას ძლივს ვცდებოდი, იქამდე, სანამ დედაჩემმა არ გადაწყვიტა, რომ ამ გოგოსთან ერთად უნდა მემეცადინა. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედამისი მათემატიკოსი იყო და მხოლოდ იმის გამო შემიყვარდა ეს საგანი, რომ ის გვამეცადინებდა მე და ლიზას. გვერდი- გვერდ ვისხედით ხოლმე და მე მის სიახლოვეს ისე განვიცდიდი თავიდან, სანამ შევეჩვევოდი, დედამისი რაღაცას რომ შემეკითხებოდა, ვერ ვპასუხობდი. მერე შევეჩვიე, აღარ მრცხვენოდა და ჩემი სკამიანად უფრო ახლოს მივჩოჩდებოდი ხოლმე. ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა, თითქოს იასამნების, რატომღაც ღამით, ფიქრებში მის სახეს რომ წარმოვიდგენდი, იქვე იყო იასამნების მსუქანი ბუჩქი, მუქ იასამნისფრად რომ ყვაოდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ ლიზას დედამ კიდევ ერთი მოსწავლე არ დაიმატა, კონსტანტინე და მე ეჭვიანობა დავიწყე. სანამ ის შემოგვიერთდებოდა უკვე მეოთხე კლასში გადავედით, კოკა ჩვენი პარალელური კლასელი იყო და დიდად შეხება არ მქონია მასთან. მართალია დერეფანში შესვენებაზე ვხედავდი მას, მაგრამ არასდროს მილაპარაკია მასთან. მანამ, სანამ არ გადავწყვიტე, რომ მას ჩემი ლიზა შეეძლო წაერთმია და ამაზე გავბრაზდი. გაკვეთილების შემდეგ, ჩემი მეტოქე, სკოლის უკან დავიბარე საქმის გასარჩევად. მაშინ სად იყო კამერები და მანდატურები, როგორც ახლა არის, კაი ბიჭობას ვაწვებოდით დაბადებიდან და საქმის გარჩევისთვის ყველაზე მყუდრო ადგილი სკოლის უკანა ეზო იყო. ხოდა დავიბარე ეს ჩემი მეტოქე გაკვეთილების შემდეგ, ჩავიცუცქეთ და დავიწყეთ იმაზე სჯა- ბაასი თუ ვისი უნდა ყოფილიყო ლიზა. ვერ შევთანხმდით, ვიჩხუბეთ და დავიშალეთ. მე ტუჩი მქონდა გახეთქილი, იმას ლოყა დალურჯებული. -თქვენით გადაწყვიტეთ, რომ უნდა მორჩენილიყო ჩხუბი თუ ვინმემ გაგაშველათ? -მაღალ კლასელებმა გაგვაშველეს, იმათაც ,, რაზბორკა" უნდა ჰქონოდათ და რომ დაგვინახეს ჩვენ გაშველებას და შერიგებას მოუნდნენ მთელი დრო. -ისე, არ გიფიქრიათ ლიზასთვის გეკითხათ რომელიმე თუ მოსწონდით, საერთოდ? -აამ, იმ დროს არა და მერე კი, - თავისთვის ჩაიცინა, - რომ ვიჩხუბეთ და გაგვაშველეს იმათმა გვითხრეს ეგ, ჯერ გოგოს ჰკითხეთ იქნებ საერთოდაც სხვა უყვარსო. მე და კოკამ ერთმანეთს გადავხედეთ, სადღა გვახსოვდა, რომ ერთმანეთს ვემტერებოდით გოგოს გამო, ახლა იმაზე გაგვეფიქრა, ლიზას თუ სხვა უყვარდა, თუმცა მაინც მზად ვიყავი მისთვის მებრძოლა. მეორე დღეს მასთან მივდიოდით მათემატიკის სამეცადინოდ, დედამისმა გაგვიღო კარი და მისაღებში შეგვიშვა, ჩვენი საერთო შეყვარებული იქ დაგვხვდა, თმაში ყვავილი ჰქონდა ჩამაგრებული და ჯიბის სარკეში იყურებოდა. ძალიან დამცხა, ყვავილის დანახვა ნამდვილად არ მესიამოვნა, კონსტანტინეს გავხედე და იმასაც სახეზე ეწერა, რომ რაღაც აწუხებდა. გამარჯობაც კი არ გვითქვამს მისთვის, ისე მივედით და მაგიდას მივუსხედით. რომ დავსხედით მუქი მწვანეები შემოგვანათა ორივეს, თვალები უბრწყინავდა, პირდაპირ ბედნიერებას ასხივებდა, მერე თქვა- ჩემმა შეყვარებულმა ყვავილი და ეს სარკე მაჩუქაო და შებრუნდა. მე და კოკამ იმ დღეს შოკი გადავიტანეთ, არ ვიცი ეს რამ მოაფიქრა, მაგრამ ადგა, სკამი ჩემ გვერდით გადმოანაცვლა და დაჯდა ისევ, და გოგო, რომელზეც მზე და მთვარე ამოგვდიოდა ორივეს, ახლა შუაში კი არა, მაგიდის ბოლოში მოხვდა. მე და კონსტანტინე კი იმის მერე ძმაკაცები გავხდით. -ე. ი. საერთო ტკივილმა დაგაახლოვათ. -ხოო, მასე გამოვიდა, - გულიანად გაიცინა და ჭიშკარი შეაღო. -და მას შემდეგ არც მე მომხვედრია ამის ხელი და არც ამას ჩემი, - ისე მოულოდნელად გაისმა ჩემ უკან ვიღაცის ბოხი ხმა, ვიკივლე და ვანოს დავეჭიდე მკლავზე. -გოგოს ასე შეშინება შეიძლება? - ხელი, რომელზეც ვეჭიდებოდი მოხარა დ ახლა ,, პადრიუშკ გაყრილებივით" ვიდექით. -მერე ხომ ყავხარ გმირი, - ეზოში შემოსულმა, ჭიშკრის კარები ჭრიალით მიხურა და შემობრუნდა, - ვანოს ვახლავარ და თქვენც გამარჯობა, ახალგაზრდა ქალბატონო, - ჩემი ხელი აიღო და ჯალტმენივით ტუჩებთან მიიტანა, საკოცნელად. -გამარჯობა, - მორიდებით ამოვთქვი და ვანოს გავხედე, თავს აქნევდა ძმაკაცის საქციელზე. -თქვენი სახელი? -დაჯი. -დაჯი ანუ დარეჯანი? -დაჯი ჰქვია, - ჩემი ხელი გამოართვა და თავისი ჩაჭიდა, - მოგესალმებით, ბატონო კონსტანტინე. მინდა გაგაცნოთ ჩემი სტუმარი, დაჯი, რომელიც ერთი თვით ჩამოვიდა ჩვენთან, ცხრამუხაში. ეს კი, - ჩემკენ შემობრუნდა, - ის ადამიანია, რომელთანაც გოგოს ვერ ვიყოფდი, კოკა. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც, - გავუღიმე და ვანოს ჩაჭიდებულ ხელს გავყევი, - არ მინდოდა ასე ხელცარიელი მოვსულიყავი, მაგრამ ვანომ არ დამანება, შინაურები არიანო და... -კარგად უთქვამს, ამ სოფელში ცნება ,, სტუმარი" არ არსებობს, ყველა შინაურები ვართ. ახლა კი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემს მოკრძალებულ სახლში, ძვირფასო დაჯი, - სახლის კარი ფართოდ გააღო და ვიღაცას დაუძახა, მისი საქციელი რატომღაც მეუცნაურა და სანამ კიბეებს ავამთავრებდით, ვანოს გადავუჩურჩულე. -შენი ძმაკაცი სულ ასეთი მკაცრია? -თავს გაჩვენებს. -ცოტას მაშინებს. -ცოტას მეც, - თავი დამიქნია და კარში შემატარა. მართალი იყო, კოკა სინამდვილეში უფრო კარგი ტიპი იყო, ვიდრე თავს გვაჩვენებდა. სუფრა ნელ- ნელა იშლებოდა. კოკას ცოლი, თინი, ჩემი ასაკის, ქერა ქალი იყო, საშუალო ტანის და განსხვავებული პირისახის, მერე გავიგე, რომ რუსის ნარევი იყო. კომუნიკაცია მარტივად დავამყარეთ, საერთო ენა გამოვნახეთ და როგორც ქალებს სჩვევიათ, ჩვენც სამზარეულოში საქმის კეთებასთან ერთად ჭორაობა დავიწყეთ. ბევრი რამ გავიგე მასზე, კოკაზე, მათ სიყვარულზე და უეცარ ქორწინებაზე. ერთმანეთი აეროპორტში გაიცნეს, თინი რუსეთში მიდიოდა მამასთან, აღმოჩნდა, რომ იმ დროს კოკაც რუსეთში მიდიოდა, ძმაკაცებთან ერთად, საგულაოდ (ბოლო სიტყვა უკმაყოფილოდ წარმოთქვა). ვანოც თან ახლდა, რა თქმა უნდა, უიმისოდ არაფერი ხდებოდა ქვეყნიწრების ზურგზე. -მაშინ, ეს ორი ვაჟბატონი, რუსულ ბორდელებს თავზე იმხობდნენ. მგონი ერთ მეძავს ვერ იპოვიდი, კონსტანტინე და ვარლამი რომ არ სცოდნოდათ. -ვარლამი? - ვჭყიტე ამ სახელზე თვალები და თხრობა გავაწყვეტინე. -ხო, რა იყო? -ვანოს მართლა ვარლამი ჰქვია? -საბუთებში კი, რა მოხდა?- დაინტრიგებულა შემომხედა. -ამდენი დღეა ვარლამს ვეძახი გასამწარებლად და არც მიფიქრია მართლა ეგრე თუ ერქვა. -კიი, ბაბუამისის სახელია და მშობლებმა მის საპატივცემულოდ ჩაუწერეს დაბადების მოწმობაში. -ვანო ისევ ისეთი მოგულავეა, როგორიც მაშინ? - ძველ თემას დავუბრუნდი ისევ, - კოკაზე მესმის, ცოლი ხარ და მაგას აღარ იზამს, მაგრამ ვანოს არ ყავს ცოლი, როგორც ვიცი არც შეყვარბული. -არც შეყვარბული და არც ცოლი, - სალათს ამოურია და ხელებში მომაჩეჩა, მისაღებში გავიტანე და მსწრაფლ უკან შემოვბრუნდი, - სხვათაშორის არ მსმენია ვანოს ძველი ჩვევები გაეგრძელებინოს. ეს უბრალოდ ახალგაზრდული ჟინი იყო და დასრულდა. იმ ასაკშია უკვე, რომ ცოლზე და შვილებზე უნდა იფიქროს. ყოველ შემთხვევაში მისი მშობლები ასე ფიქრობენ, - თავისთვის ჩაილაპარაკა, - ისე 27 წელი არც ისეთი დიდი ასაკია ბიჭისთვის. -არც გოგოსთვის, მე თუ მკითხავ,-მხრების აჩეჩვით მივედი ფანჯარასთან და სიბნელეს გავხედე, მაინც რაში მაინტერესწბდა ვანო ვისთან იგულავებდა?! -არანაირად, - დამეთანხმა და ისიც ფანჯარასთან მოვიდა, - სანამ ახალგაზრდა ხარ, დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, მხოლოდ და მხოლოდ შენთვის. 25 წლამდე გავქაჩე მაგ პრინციპით, მერე კოკამ მაიძულა და ჰაა, - მარჯვენა ხელი გამომიშვირა, სადაც კალიცო ეკეთა, - კი ვარ გათხოვილი. არც ახლა მაქვს პრობლემა სადმე წასვლის, კოკა ისეთი არ არის, რომ რამე დამიშალოს, მაგრამ მის გარეშე წასვლა აღარსად მინდება. -კოკა როგორ გაიცანი? -მანქანით დავეჯახე. -რანაირად, - სიცილი ვერაფრით შევიკავე. -მართვის მოწმობა ახალი აღებული მქონდა და საკუთარი თავი დავტესტე, მაგრამ რუსეთში მანქანაზე დაჯდომა სიკვდილის ტოლფასია, დამიჯერე. მხოლოდ მარჯვნივ და მარცხნივ კი არ უნდა გახედო სარკეს, იქნებ ვინმე გასწრებს, სახურავს ზევიდანაც უნდა ახედო, შეიძლება ვიღაც მთვრალი რისი დაგეცეს ზევიდან, საამაყო მოსკვიჩით. კოკას რომ დავეჯახე, ეგ ბოლომდე ჩემი დანაშაული არ იყო. შუქნიშანზე ვიყავი ჩემთვის გაჩერებული, წყნარად ველოდებოდი, როდის აინთებოდა მწვანე, რომ გზა გამეგრძელებინა, მაგრამ უცებ სარკეში დავინახე, რომ რაღაც მანქანა სწრაფად მოდიოდა ჩემკენ და არ ანელებდა სიჩქარეს. მეც ვიფიქრე არ დამეჯახოს მეთქი და გაზს მივადგი ფეხი, მაინც და მაინც მაშინ არ გადმომიხტა იმ ზებრაზე ვიღაც?! ძალიან არ დამირტყავს, მაგრამ გზაზე გაწოლილი ჩემი მსხვერპლი რომ დავინახე, ლამის გულის შეტევა მივიღე. სანამ მე მანქანიდან გადავედი, ვიღაც ბიჭმა მოირბინა და ჩაიმუხლა, მერე გავიგე მათი ვინაობები, კონსტანტინე და ვანო, რომელიც თბილისის აეროპორტიდან ვიცოდი ვინც იყვნენ. მამაჩემის სამკურნალო გახდა, რომ გაიგო ქართველი ვიყავი ნახევრად, უფრო უმატა წუწუნს, რომ რაღაც სტკიოდა. სინამდვილეში კი მხოლოდ დაბეჟილობა ჰქონდა ფეხებზე. -აეროპორტში რა მოხდა? -რუსეთში სასწრაფოდ უნდა ჩავფრენილიყავი, რადგან მამა ავად იყო. 14 წლის ვიყავი, რომ ერთმანეთს დაშორდნენ ჩემი მშობლები და ხან იქით მიწევდა ყოფნა და ხან აქეთ, მაგრამ ჩემი ცხოვრებია 80% საქართველოში მაქვს გატარებული. რეისზე ბილეთები აღარ იყო და მიწევდა შემდეგ რეისს დავლოდებოდი, რომელიც მეორე დღისით მიფრინავდა, მე კი ამდენი დრო არ მქონდა. მოლარეს იმდენი ვეხვეწე და ვემუდარე იქნებ რამე მოეხერხებინათ ჩემთვის, რომ რიგში მდგომი ხალხი მეჩხუბა და გამომაგდეს. დედაჩემს ვურეკავ, მეთქი ესე და ესე, ბილეთები აღარ არის მეთი და სახლში ვბრუნდები, რომ უცებ წინ გადამიდგა ვიღაც ტიპი, სულ შავები ეცვა და ბენდენა ჰქონდა თავზე წაკრული. შემეშინდა, მეთქი ეს ვინ არის, რა უნდა, საითაც გავიწეოდი იქით იწეოდა ისიც, ბოლოს იმ დონემდე მიმიყვანა, რომ კივილი უნდა დამეწყო და ვინმესთვის შველა უნდა მეთხოვა, რომ ხმა ამოიღო. -რუსეთში მიდიხართ? - მაშინ კაი ბიჭობას აწვებოდა და ლაპარაკის მანერაც ასეთივე ჰქონდა. -რა თქვენი საქმეა? - ვკითხე გაკვირვებით, უცხოსთვის რატომ უნდა მეთქვა სად მივდიოდი. -სალაროსთან რომ იდექით, დაგინახეთ, სასწრაფო საქმე გაქვთ ხომ, რუსეთში? -დავუშვათ კი, მერე თქვენ რაა?! -შემიძლია დაგეხმაროთ, - და ბილეთს მიწვდის, - ზუსტად ის რეისია, რაც თქვენ გინდათ, გამომართვით. -არა, როგორ გეკადრებათ, - შევიცხადე. -გამომართვით, გამომართვით, - ხელში ძალით ჩამიდო ბილეთი და მუჭი მომაკუმინა, - მე არ მეჩქარება, ხვალაც რომ წავიდე, პრობლემა არ იქნება. თქვენ კი ნამდვილად გჭირდებათ დღეს. -ვაიმე, ძალიან უხერხულად ვარ, - ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, თვალები ამიცრემლიანდა, გულზე მივიკარი მუჭი, რომელშიაც ბილეთი მქონდა, - არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. -თქვენ სახელს თუ მეტყვით, ეს იქნება თქვენი მადლობა. -თინია მქვია, - ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. -მე, კონსტანტინე, - ჩამოსართმევად გამზადებული ხელი ამომიტრიალა და ტუჩებთან მიიტანა,- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მშვენიერო ქალბატონო, - მითხრა და გამეცალა. მერე დავინახე ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა და ჩემკენ მიუთითებდა, არ ვიცი რას ეუბნებოდა, ალბათ ბილეთი იმ გოგოს მივეცი და დღეა ვერ წავალთო უთხრა, მეორე ბიჭმა კი ჩემკენ გამოიხედა და ცბიერად ჩაეღიმა. შემრცხვა და თვალს მოვეფარე. დედაჩემს დავურეკე ისევ, ვუთხარი ბილეთი ვიშოვე და მივდივარ მეთქი და წავედი. მერე იყო ეს დაჯახება, საავადმყოფოს ამბები და ჩვენი შეხვედრები. საავადმყოფოდან გამოწერილმა ისე დამინიშნა პაემანი და ისე წამიყვანა კაფეში, რომ საკუთარ თავს კითხვა დავუსვი- რანაირად?! გოგო, რომელიც აქამდე პაემანზე არ ყოფილა, არავის ხვდებოდა, ბიჭებს ყოველთვის უკან აბრუნებდა, რანაირად წავყევი ამას პაემანზე. ან როგორ შემომეპარა ნელ- ნელა მისი სიყვარული, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე, რადგან არ არსებობდა. ეს ისე უეცრად მოხდა, ჩემდა უნებურად, რომ საკუთარ გულს დავნებდი და შევიყვარე,- მხრები აიჩეჩა ბოლოს და სამზარეულოს კარადას დაეყრდნო ხელის გულებით. -უეცარი ქორწინება? -ხოო, უეცარი და უცნაურიც შეიძლება ითქვას, რადგანქორწილის დღემდე მეარაფერი ვიცოდი. -რანაირად, - ისე წამოვიკივლე, თითქოს ვინმე მოეკლათ. -რანაირად და, ამ ჩემს ვაჟბატონს იუსტიციის სახლში შეუტანია განცხადება ქორწინების შესახებ, რეგისტრაცია გაიარა თავისი და ჩემი სახელით და თარიღი დათქვა. სანამ ეს დღე დადგებოდა ტვინი გამიბურღა, 27 ნოემბერს არაფერი დაგეგმოვო, მეთქი რა ხდება და აი თურმე რა ხდება. 27 ნოემბრის დილას ჩემმა დაქალმა წამომაგდო დილაუთენია, გაემზადე, მივდივართ, გვაგვიანდებაო. ცოცხალი თავით ვერ ვათქმევინე სად მივდიოდით. კოკას ნაჩუქარი თეთრი კაბა ჩამაცვა, მაკიაჟი და თმა გამიკეთა და სახლიდან გამომაგდო. სანამ იუსტიციის სახლში არ მივედით და კოკა და ვანო პიჯაკსა და თეთრ პერანგში გამოწყობილები არ დავინახე, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. კოკასგან არ გამკვირვებია ეს საქციელი, მე უფრო ის მიკვირდა ვანო, რომელუც ყველაზე დამჯდარი და სერიოზული პიროვნება იყო, როგორ აიყოლია. იცი?! რაც შეყვარებულს დაშორდა იმის მერე არის ასეთი სერიოზული. -მკაცრი ხასიათი აქვს. -ეგ თავიდან, დაჯი, ნელ-ნელა დაინახავ, რომ არც ისეთი მკაცრი და უხეშია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყველაფერი იმ ძუკნას ბრალია, გული გაუტეხა და ახლა აღარავის ენდობა. -რა მოხდა? -ვანოს არ მოუყოლია? -არა, - თავი გავაქნიე. -მაშინ, ჯობია მან მოგიყვეს. ჰკითხე, ან უბრალოდ დაიცადე სანამ ბოლომდე მოგენდობა და თავად მოგიყვება. იმ საღამომ მშვიდად და ხალისიანად ჩაიარა, კოკა ყვებოდა ამბებს, რაც მასა და ვანოს გადახდათ ერთად, ვანო ხანდახან იდაყვს გაჰკრავდა ხოლმე ძმაკაცს, გაჩუმების მიზნით, მაგრამ ის მაინც არ ჩუმდებოდა. სასმელმა სულმთლად გაათამამა, სულ იმას გაიძახოდა თქვენ ორნი ძალიან უხდებით ერთმანეთს და შეყვარებულები თუ არ გახდით, ძალიან მეწყინებაო. გავწითლდი და დამცხა, თავიდან ვიცინოდი, მაგრამ მერე უბრალო ღიმილით ვიფარგლებოდი ამ ხუმრობაზე. რატომღაც უხერხულობას ვგრძნობდი და ვანოსაც ვეღარ ვუყურებდი. ბოლოს როგორც იქნა დაშლის დრომ მოგვიწვია, მაგრამ კარგად მთვრალმა კონსტანტინემ ისეთი რაღაც დაიწყო, გაოცებულებმა ფეხი ვერ მოვიცვალეთ ადგილიდან. -ამ ერთსღა დავლევ და სახლში წავალ, ცოლი მელოდება, - ამბობს და ღვინის ცარიელ ჭიქას ვანოს აწვდის შესავსებად. გაოცებულები ვუყურებთ. -სად მიდიხარ? - მესმის გვერდიდან და იქით ვიხედები საიდანაც ხმა მომესმა. სამზარეულოდან თინი გამოდის, ტანის ისე მიმოხრით, რომ მექანიკურად თავი ავაყოლე მის მოძრაობას. ხელში ჭიქა ეჭირა და კოკას უყურებდა. -აუ ნახე რა ლამაზი ქალია, - იდაყვი გაკრა გვერდით მჯდომ ძმაკაცს და აიძულა იქით გაეხედა. ქალი გვერდით ჩამოუჯდა ქმარს და გაუღიმა. ბიჭს სახეზე ეწერა, რომ მისმა გარეგნობამ მოხიბლა და დაატყვევა, თან იმაზეც ეფიქრებოდა, რომ ეს ქალი უკვე ჰყავდა სადღაც ნანახი. -სად მიდიხარ მეთქი, - კითხვა გაუმეორა და დაჟინებით ჩააშტერდა ორი დიდი თვალით, ან ოთხი იყო თავს ვერ დავდებ, შესაძლოა კოკას ოთხად ეჩვენებოდა. -სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ..., - გაჩერდა, გვერდით მჯდომს სახე ახლოს მიუტანა, კარგად დააკვირდა და დაამატა,- აუ ჩემს ცოლს რა მაგრად ჰგავხარ, მე მოვკვდე. -მართლა? -კიი მართლა,- თავი დაიქნია თანხმობის ნიშნად,- ხო და ახლა, თქვენ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე უნდა წავიდე, სახლში ცოლი მელოდება, - წამოდგა და წონასწორობა დაკარგულმა, შესანარჩუნებლად ქალს დაეჭიდა მკლავზე, - უკაცრავად... -უკაცრავად კი არა, დაეგდე სკამზე, - მოულოდნელად ისე იჭექა თინიმ, მორჩილად დაბრუნდა კოკა სკამზე. მე და ვანო სიცილს ვეღარ ვიკავებდით, ორივეს პირზე გვქონდა ხელი აფარებული და ვცდილობდით ისე არ გვეცინა, რომ მასპინძლების ყურადღება არ მიგვექცია, ახლა ამ სცენის შუა გზაში გაწყვეტა დიდი დანაშაული იქნებოდა, - შენ თუ ესეთი სკლეროზი უნდა დაგემართოს ყოველი დალევის შემდეგ, ჯობია საერთოდ აღარ დალიო. -რატომ ლამაზო? აუ ცოლი რომ არ მყავდეს, შენ მოგიყვანდი ცოლად. -ქმარი რომ არ მყავდეს, მაინც არ დავთანხმდებოდი შენ ცოლობაზე,- წარბშეკრულმა ქეჩოში წაავლო ხელი,- შენი ცოლი ვარ, შე შტერო... თავი 2 მეორე დილას, თავის ტკივილმა არა, მაგრამ მამლის ყივილმა გამაღვიძა. ისევ. საათს დავხედე, შვიდს ეკლდა 15. 15 წუთით ადრე იყივლა, რა უსამართლობაა. თავზე ბალიში ჩამოვიმხე, რომ ეს საშინელი ხმა არ გამეგონა, მაგრამ რათ გინდა, მაინც მესმოდა. ნახევრად უძილო წამოვჯექი საწოლზე, ოთხი საათიანი ძილი საერთოდ არ იყო საკმარისი ჩემი ორგანიზმისთვის. ოთახიდან ფეხშიშველი გავბატუნდი, ნახევრად თვალებდახუჭული მივიწევდი სამზარეულოსკენ, რომ გამომშრალი პირი და საყლაპავი ცივი წყლით ჩამეწმინდა. ვანო, როგორც ყოველთვის, ფეხზე დამიხვდა, ღია ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა, პირველად ვნახე, სიგარეტით ხელში. ჩემი შესვლა ვერ შეამჩნია, ალბათ მოგონებებში იყო ჩაფლული. გუშინ კოკას ნათქვამზე სახე შეეცვალა, ლექსებს აღარ წერს იმის მერე, რაც თავის გოგოს დაშორდაო. არც ის ვიცოდი თუ ლექსებს წერდა, თუმცა მასზე თითქმის არაფერი ვიცოდი და არც ეს იყო გასაკვირი. როგორ იყო ტექსტი, რომელიც კონსტანტინემ იმღერა? მგონი ასე: ,,და შენი ძილის მე მოდარაჯედ ვიქეც ძვირფასო, შენი თვალები სუნთქვაშეკრულს და განაწამებს, დამეღვრებიან ვითარც ალები. და ყოველ ღამით და ყოველ დილით, მაინც ვგრძნობ, როგორ ვღსდგები ფერფლიდან, შენი ღიმილი მე გაოცების, შეძახილს მხეთქავს ჩემი ყელიდან. ჩუმ, ნელი სუნთქვის ფონზე დამეღვრნენ, შენი ბაგენი მე ავსულებად, და ყველა გრძნობა გამოუთქმელი, შენს კანზე დასკდნენ გაზაფხულებად.“ ( ტექსტი შედგენილია სპეციალურად ისტორიისთვის, კატერინა ჰელის მიერ). ვერაფრით გადავწყვიტე დამერღვია სიჩუმე თუ უკან, საძინებელში გავტრიალებულიყავი. თან არ მინდოდა მისთვის ფიქრის საშუალება წამერთმია და თან მასთან საუბარი მინდოდა. ბოლოს თვითონ შემობრუნდა და რომ დამინახა შეცბა. არ მელოდა. მაგრამ მაინც, გამიღიმა და დილამშვიდობისა მისურვა. უკან მიმაქვს ყველა ის ცუდი აზრი, რაც კი ამ დროის განმავლობაში გაიელვა ჩემს გონებაში. -დილამშვიდობის, - მეც ღიმილითვე ვუპასუხე და ფართოდ გაღებულ ფანჯარასთან მივედი, რომლიდანაც ზაფხულის აუტანელი სიცხის მეტი არაფერი შემოდიოდა,- ძალიან ცხელა. -შენ აგვისტოს თვე უნდა ნახო, იწვის ყველაფერი. -მაგ დროს რას აკეთებთ ხოლმე? -არაფერს, რას უნდა ვაკეთებდეთ. ვსხედვართ და ვიხრუკებით ტაფაზე დაყრილი სოსისებივით, - იცინის. ჩემ თვალებსა და ყურებს ვერ ვუჯერებდი, იცინოდა და თან მხიარულად. აქამდეც გაუცინია და უხუმრია, მაგრამ ასე არასდროს, ეს რაღაც სხვა იყო, ბუნებრივი, ან უბრალოდ მეჩვენებოდა. -ზღვაზე არ მიდიხართ ხოლმე? -კი, რავი, ზოგჯერ, როცა საქმე არ არის. -წელს? -ალბათ წავალ. კოკა სანამ ჩამოვიდოდა ტვინი შემიჭამა წავიდეთ- წავიდეთო, მაგრამ ჯერ ვერ წავალ. -რატომ? -შენ მყავხარ აქ და იმიტომ. -მე ნუ მიყურებ, შეგიძლია წახვიდე. -მერე შენ? -მე თბილისში წავალ. -არა, მასე არ გამოვა. არ წავალ და ეგ იქნება, - კატეგორიულად თქვა და ჭიქა ნიჟარაში ჩადგა. -ჩემ გამო დასვენება რატომ უნდა გამოტოვო? - უკან ავედევნე სამზარეულოდან გასულს. უკვე ჩვევაში ჰქონდა, თავისი ეთქვა და გასულიყო, თითქოს უკან ვერ გავყვებოდი. -მაშინ შენც წამოდი, - უცებ მომიჭრა და თვალი ჩამიკრა. -დიდი სიამოვნებით, - ახლა გაოცებით გამომხედა, არ ელოდა ჩენგან ასე უცებ დათანხმებას, - მაგრამ არაფერი მაქვს ზღვისთვის. -იქ ვიყიდით, პრობლემა არ არის, - თვალები გაუბრწყინდა, - თინის გაუხარდება, - ხოო, თინის გაუხარდება, აბა რაა. თინის გარდა სხვას არავის გაუხარდება. დილის ყავა კოკასთან და თინიასთან ერთად გვქინდა. კოკა წუწუნებდა, მაგარ პახმელიაზე ვარ, თავი გახეთქვაზე მაქვსო. თინი ეჩხუბებოდა, დალევის თუ არ გაქვს, არ უნდა დალიოო, თან ყოველ ცუდ სიტყვაზე იბოდიშებდა. მერე რომ დარწმუნდა, რომ ჩემთან პრობლემა არ იყო მთლად გაილექსა. ბოლოს ოთხივემ იმაზე წუწუნი რომ დავიწყეთ, თუ როგორ ძალიან ცხელოდა ხაშურში, ვანომ სასხვათაშორისოდ ჰკითხა ძმაკაცს. -ბათუმში ხომ მივდივართ იმ კვირას, კოკა?! - და თან გამომცდელად გახედა. -ბათუმშიო?- ნამცხვრით პირგამოვსებულმა გაიოცა, - რა გეტაკა, შენ და ბათუმი? -ხო, კოკა, მე და ბათუმი, - თვალები ჭყიტა და მე გაურკვევლობაში ჩამაგდეს ძმაკაცებმა. კოკას დაავიწყდა თუ ვანო იგონებდა რამეს?! -ბათუმში ბოლოს როდის იყავი, ძმაკაც? -ხო და დიდი ხანია, რომ არ ვყოფილვარ და დიდი ხანია, რომ ამაზე მეჩალიჩები, ახლა გეკითხები, როდის უნდა წავიდეთ ბათუმში? სანამ ხაშურში ჩამოხვიდოდი, ხომ მელაპარაკებოდი ამაზე? -შენ, ბიჭო, თავი ხომ არაფრისთვის მიგირტყავს, საიდან რა მოგაქვს? -რა ხდება? - დაძაბული გარემო რომ შეიქმნა, ჩავეჭერი, - თუ ჩემ გამო იკავებ თავს, კოკა, მე პრობლემა არ მაქვს. -არა, შენ არაფერ შუაში ხარ, თუ წავედით, შენც წამოხვალ, - ხელზე ხელი დამადო და თინის გახედა ახლა, - რა სჭირს შენს ქმარს? მთვრალი იყო ბათუმზე რომ მეჩალიჩებოდა? - თან გოგონას უყურებდა და თან თითებს მითათუნებდა მაჯაზე. თინიმ უყურა, უყურა და ბოლოს, როგორც იქნა ამოიღო ხმა. -ააა, ხოო, ბათუმი, მეც გამოვშტერდი, აღარ მახსოვდა. კოკა, მაშინ შენი დის დაბადების დღეზე რომ დაურეკე ვანოს და გინდა თუ არა ივლისის ბოლოს ბათუმში უნდა წავიდეთო, დაგავიწყდა? - ახლა თინიმ უჭყიტა ქმარს თვალები. -მეე? - მკერდთან მიიტანა ხელი გაკვირვებით. რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც წესით არ უნდა მომხდარიყო, მე რომ იქ არ ვყოფილიყავი. ვანოს კატეგორიული სიტყვები კოკას მიმართ, თინის გაოცებული სახე და შემდეგ მოულოდნელი გახსენება ამბისა, რომელიც შეიძლება არც ყოფილიყო სინამდვილეში. კოკას სიგიჟემდე გაკვირვებული სახე მაფიქრებინებდა, რომ ეს უეცრად მოფიქრებული ტყუილი იყო, რომელშიც თინიმ კარგი მსახიობური ნიჭი გამოავლინა. ამათმა მე რა უნდა მომატყუონ მეთქი, ცბიერად ჩამეღიმა და სკამის საზურგეს კომფორტულად მივეყრდენი ამ თეატრალური დადგმის საყურებლად, ვანოს ისევ ჩემი ხელი ეჭირა. -ხოო, შენ, კოკა. არ გახსოვს? შენი დის დაბადების დღეზე რომ დათვერი და ვანოს შუაღამეს დაურეკე, ეძინა მგონი ამას. -მომკალი და არ მახსოვს, - თავი გააქნია უარის ნიშნად, - დავიჯერო ამდენი დავლიე? -შენ არ გახსოვს, მე მახსოვს,- უცებ მოჭრა ქალმა,- წავიდეთ ხო თვის ბოლოსთვის, თან დაჯიც წამოვაო ვანომ. -წავიდეთ, ხოო, რავი, - მხრები აიჩეჩა კოკამ, - მაგრამ მე რატომ არაფერი მახსოვს? -ჩაკიდული რომ დალიე მაგიტომ, - საყვედურზე გადავიდა თინი, - სვავ ამ ჩაკიდულს და მერე ხარ ჩამოკიდული ჩემს მხარზე, ხან მარჯვენაზე, ხან მარცხენაზე. -ან ვანოს ზურგზე, - დაამატა თავის თავზე ვანომ. -ხოო, ეგეც, - კვერი დაუკრა თინიამ. - ახლა თქვენ, - წარბები შეკრა კოკამ, - სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ, გოგო დაიჯერებს, - ჩემზე მიუთითა და ჭამა განაგრძო. ვიჯექი, ვუყურებდი როგორ საუბრობდნენ ერთმანეთში, როგორ იცინოდნენ და ეხუმრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩემ გონებაში მხოლოდ ერთი რამ ტრიალებდა- ბათუმი. რაში დასჭირდა ვანოს ამ ტყუილის მოფიქრება, თინის აყოლიება და კოკასთვის ამის დაბრალება. ნუთუ ვანოს ჩემთან უფრო მეტი დროის გატარება უნდოდა, მაგრამ რატომ მოგონილი ტყუილით? ხომ შეეძლო უბრალოდ სურვილი გამოეთქვა ზღვაზე წასვლის და მერე დანარჩენებიც ავეყოლიებინეთ? საინტერესოა პირდაპირ. ბათუმში ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს. არა ვიტყუები, მახსოვს. სამი წლის წინ იყო, დაქალებთან ერთად წავედი მოულოდნელად, დაუგეგმავად. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი მერქვა და არ ვიცოდი რა იყო კარგი და რა ცუდი, ერთი პატარა, შეყვარებული გოგონა ვიყავი, რომელსაც ცხოვრება უხაროდა. სწორედ ამავე ზაფხულს შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც სრულიად რადიკალურად, ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა და რომელთანაც მომავალს ვგეგმავდი, მიღალატა. დასვენება შეყვარებულების გარეშე გადავწყვიტეთ, დიდი ხვეწნის შემდეგ, რომ ისინიც წაგვეყვანა, მაინც უარი ვთქვით მამრებზე და მატარებლით გავემგზავრეთ ბათუმში. კლუბები და რესტორნები არ დაგვიკლია, ბულვარში გვიანობამდე სეირნობა და ერთხელ გათენებამდე ყოფნაც კი. საღამოს ვიწყებდით დალევას და შუაღამეს ვჩერდებოდით, მეორე დღისით თავს ვერ ვწევდით ბალიშიდან. შემდეგ ერთი გოგონა გამოგვაკლდა, შეყვარებულთან, რომლის არსებობაც სულ რაღაც ერთი თვით ადრე გაგვიმხილა, მაგრამ მის ვინაობას არ ამხელდა, რაღაც უთანხმოება მოიმიზეზა და თბილისში დაბრუნდა. რა არ ვუთხარით, როგორ არ ვთხოვეთ, მაგრამ ჩვენ გაყოლაზე უარი თქვა. ასე, რომ სამმა დაქალმა გადავწყვიტეთ დასვენების გაგრძელება, გვინდოდა კიდევ რამდენიმე დღით გაგვეტარებინა დრო მშვიდად, იქამდე, სანამ უნივერსიტეტები დაიწყებოდა და ასეც მოვიქეცით. თავიდან მოვიწყინეთ დაქალის წასვლის გამო, მაგრამ მერე გადაგვიარა. ჩვენი დასვენების ბოლოს წინა დღეს, ჩემმა მეგრელმა დაქალმა, ნიტამ, გვაუწყა, რომ მისი ძმა გამოგვივლიდა და ერთი დღით გონიოში გადაგვიყვანდა, შემდეგ კი თბილისში წაგვიყვანდა მინივენით. ჩვენ სიხარულს ბადალი არ ჰქონდა, ნიტას ძმა- ჩემი და ლინდას ძმაც იყო, მას კი არა ორი, არამედ ოთხი და ყავდა ჩვენი ჩათვლით. დროს ხშირად ერთად ვატარებდით და ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ნიტასა და გიოს კი იდეალური და ძმობა ჰქონდათ, ნუ კი იყო ხოლმე შემთხვევები, რომ ძლივს ვაშველებდით, მაგრამ რინგიდან სისხლიანი ჯერ არც ერთი გამოგვიყვანია. მოკლედ იმ საღამოს, გიორგიმ ნაქირავები, თეთრი მინივენი საქორწინო მანქანასავით სიგნალებით შემოაყენა კორპუსის ეზოში და ბარგის ჩასატანად ამოვიდა ზევით, მაგრამ ვინ აცადა. კარში შემოსულს ეს სამი გოგო რომ ჩამოვეკიდეთ კისერზე, ძლივს მოგვიშორა, სიმაღლის მიხედვით დაგვაყენა და სათითაოდ დაგვიჩქმიტა ლოყები, შუბლზე კოცნა არ დავიწყებია, თან დააყოლა- შუბლძე დებილებს კოცნიანო და რომელიღაცის ჩანთა აკიდებული კიბეზე დაეშვა. გამოვშტერდით, ეს რაღაც პირველად გვესმოდა. 20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, უკვე ვტკბებოდით გონიოს სილამაზით, ჰაერით და სიგრილით. ჩვენ, გოგონები იქ პირველად ვიყავით, ამიტომ გიორგიმ, რომელმაც იქაურობა თავისი 5 თითივით იცოდა, პატარა ექსკურსია მოგვიწყო. ჯერ გონიოს ტბაზე წაგვიყვანა, თან აგვიხსნა, რომ შემოდგომაზე უკეთესი სანახავია, როცა წვიმებისგან ივსება, ახლა კი სიცხის გამო დაცოტავებული იყო. ღრმა არ იყო და გაწი- გამოწიე წელამდე თუ მოგწვდებოდა. კოღოების გადამკიდეებმა, დიდი დრო ვერ დავყავით ტბასთან და წამოვედით. შემდეგი იყო გონიოს ციხე, რომელსაც აფსაროსსაც უწოდებენ. -აფსაროსი რას ნიშნავს? - დაინტერესდა ლინდა, გიორგიმ კი, ამ კითხვით კმაყოფილმა, ყელი მოიღერა და დაიწყო. -რატომ და საისტორიო წყაროებით დასტურდება რომ სახელწოდება გონიო შედარებით გვიანდელი წარმოშობისაა. ირკვევა, რომ გონიოს უძველესი დროიდან აფსარი რქმევია. ამასთან ბერძნულ, ლათინურ და ქართულ წყაროებში ეს სახელი სხვადასხვა ფორმით იხმარება: აბსარი, აფსაროსი, აფსარუ, აფსარუნტი, აფსარეა, აფსარონი და სხვა, - ეტყობა, რომ ისტორიკოსია,- ციხის ისტორია გაინტერესებთ? -დაუშვი, - მობეზრებით ამოიძახა ნიტამ. -მოკლედ, რომაელი მწერალი გაიოს პლინუს უფროსი გადმოგვცემს, რომ აღმოსავლეთისაკენ, 140,000 ნაბიჯზე ტრაპეზუნტიდან არის მდინარე აბსარი, რომლის შესართავთან იმავე სახელობის მქონე ციხე-სიმაგრეა. ამ ცნობაში დადასტურებულია ტრაპეზუნდიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარე აფსარი და ამ აფსარის შესართავთან აფსარის ციხე. გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. -სუფთა ტვინი ხარ, რაა, ჩემო ძმაო,- ხელი მხარზე დაუტყაპუნა ნიტამ. -შენ კი არ გგავარ, წიგნზე ალერგიები რომ გეწყება, - და დაიწყო მათი ჩხუბი იმის შესახებ, რომ ნიტასაც უყვარდა წიგნები, მაგრამ ჩემი მზერა ორმა სილუეტმა მიიქცია და ამიტომ მათთვის მეტი აღარ მისმენია. ჩამავალი მზის სხივში გახვეულ ჩრდილებს ჰგავდნენ, ერთმანეთს ჩახუტებოდნენ და ჰორიზონტს გაჰყურებდნენ. მომეწონა დანახული, ვფიქრობდი, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და რა იქნებოდა, მე და ჩემი შეყვარებული რომ ვყოფილიყავით ახლა მათ ადგილას. ორი კვირა მის უნახავს, საუკუნედ მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, რომ ის თბილისის სიცხეებს უძლებდა, როცა მე ზღვაზე ვნებივრობდი, მაგრამ ეს ფიქრები მაშინ გაქრა, როცა მათი სახეები დავინახე. ორი სახე, ჩემთვის ორი ძვირფასი ადამიანი, ჩემი შეყვარებული და ჩემი დაქალი, რომელსაც თავის შეყვარებულთან პრობლემის შექმნის გამო დაბრუნება მოუწია თბილისში. ის იყო მისი შეყვარებული? მთელი ამ დროის მანძილზე მატყუებდნენ და დამცინოდნენ? ასეთი იმედ გაცრუება არასდროს მიგვრძნია, არასდროს გამომიცდია ასეთი გულის ტკენა, არასდროს უღალატიათ აქამდე, ახლა კი ჩემთვის ორმა ძვირფასმა ადამიანმა გამანადგურა ერთდროულად. კოშკიდან გადავარდნა და სიკვდილი მინდოდა, ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი, ხელები მიკანკალებდა. სიმაღლიდან ვიხედებოდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი სიკვდილი ნეტავ ვის ეწყინება მეთქი, მაგრამ ჩემ უკან იდგა ჩემი ოჯახი და კიდევ ის სამი ადამიანი, რომლის იმედიც სულ მქონდა, მაგრამ მათაც შეეძლოთ ეღალატათ ჩემთვის. ამ სასოწარკვეთაში ვიყავი მოულოდნელად ფეხი რომ დამისხლტა და რომ არა გიორგის ხელი, ჩემი ფიქრები ასრულდებოდა. ნელა ამომწია ზევით და ზედ მიმიხუტა, ცრემლები ღვარად მომდიოდა, მაგრამ გულის ტკენის თუ შიშის გამო ვერ ვხვდებოდი, ალბათ უფრო ორივე. ნიტა და ლინდა მომცვივდნენ, მეხუტებოდნენ და მამშვიდებდნენ, მაგრამ მე ვერ ვჩერდებოდი. პანიკური შეტევა მქონდა. მათ ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმები გაისმა, ჩემი შეყვარებული ამბავს კითხულობდა, თურმე ყვირილი გაუგიათ და მოვიდნენ. ნახევრად ბნელში, შორიდან ვერ გაარკვიეს ჩვენი სახეები, ახლოდან დანახულმა შეაკრთო და ადგილზე გააშეშა, ჩემი აწ უკვე ყოფილი დაქალიც მის უკან იდგა და შეშფოთებული გვიყურებდა. არ გველოდნენ, რა თქმა უნდა, არ გველოდნენ, ეს ხომ ფარული რომანი იყო, რომელიც არავის უნდა სცოდნოდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ ვაცადე, რაში მჭირდებოდა მისი უაზრო სიტყვები, ბანალური ახსნა განმარტებები, იმის ფიცილი, რომ მხოლოდ მე ვუყვარვარ და ეს მხოლოდ შეცდომა იყო, რისთვის უნდა ეთხოვა პატიება, რა იყო საპატიებელი?! აქ მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე, მე და ჩემი უტვინო თავი, აქამდე რომ ვერაფერი შევამჩნიე. ამიტომ ავდექი და წამოვედი, ისე, რომ არაფერი მითქვამს მათთვის. *** -გავიგე ხინკლის კეთება გცოდნია, - მკითხა კოკამ, საღამოჟამს ალაგ-ალაგ მოციმციმე ლამპიონების ქვეშ რომ ვსეირნობდით. -კი, ვიცი, - თავი დავუქნიე. -მერე? -მერე?! -აბა, თუ მიხვდები? -უნდა გავაკეთო? -ღმერთო, როგორი ჭკვიანია ეს გოგო, - გახარებულმა წამოიძახა და მის მარცხნივ მდგომ ვანოსა და მარჯვნივ მდგომ მეს, ხელი გადაგვხვია, - ძმაო, ნამდვილად კარგი არჩევანია, - ერთი შეგვაჯანჯღარა და ერთმანეთს მიგვახუტა. თავი უხერხულად ვიგრძენი. -კარგი, კოკა, დაანებე ამ ხალხს თავი, - წყრომით გახედა თინიმ თავის ქმარს და ჩემსა და ვანოს შორის ჩადგა. ჩემი გმირი. -დააცადე, გოგო, ბავშვებს ერთად ყოფნა, - ახლა კოკა აჩხუბდა. -არ უყვართ იქნებ ერთმანეთი. -ამათ ვინ ეკითხებათ. -რას ქვია, ვინ ეკითხებად, - დაცვა გაგვიწია თინიმ. -გენაცვალე, ამათ რომ ჰკითხო რა ეჩქარებათ და სიბერეში შედიან უკვე. -მე ბებერი ვარ? - რომ გააცნობიერა, რომ მე და ის ერთი ასაკისანი ვიყავით, თინი ისე გაბრაზდა, თავის ქმარს გამოუდგა და ჩქმეტა დაუწყო,- როგორ ბედავ, თავხედო. -კარგი, ჰოო, დამანებე თავი, - ცოლის ჩქმეტებისგან გამწარებული კოკა, ძლივს იგერიებდა მის ხელებს. -ბოდიში მოიხადე, ახლავე ბოდიში მოიხადე. -კარგი, კარგი ბოდიში, მეტჯერ აღარ ვიტყვი მაგას, - ხელები გაუკავა და ჩაიხუტა, - მაგრამ მაინც ბებერი ხარ, და..., - მაინც არ დანებდა კოკა და ცოლის მოქნეული ხელი ისე ოსტატურად აიცილა, თავი მატრიცას ფილმში მეგონა, ის კი ნემოს როლზე წარმოვიდგინე. *** ბიჭები მაღაზიაში წავიდნენ ხინკლისთვის საჭირო მასალები რომ ეყიდათ და ლუდიც, რა თქმა უნდა, მის გარეშე საღამოს შეკრებები შეუძლებლად გვეჩვენებოდა, თუმცა ცეროზი ან გულის შეტევა არ გვეჩვენებოდა შეუძლებლად. მე ცომს ვზელდი, თინი მიყურებდა, თან წუწუნებდა ვერაფრით ვისწავლეო. მე კი გამახსენდა, როგორი სიმწრით ნასწავლი მქონდა ხინკლის თითოეული ნაოჭის გაკეთება და ამაში მამიდაჩემი მეხმარებოდა. დიდი მცდელობების შემდეგ, მაინც რომ არ გამომდიოდა, და ბოლოს ნერვიც რომ აღარ მყოფნიდა, მივდიოდი და სატირლად გამზადებული თვალებით ეზოში ვჯდებოდი, გაბრაზებული. ოთახიდან მამიდაჩემი მიკიოდა შემოდი და დაამთავრეო, მე ეზოდან ვუკიოდი არ დავამთავრებ მეთქი და ღნავილს ვიწყებდი. მერე რომ წამოვიზარდე ტირილით აღარ ვტიროდი, მაგრამ მამიდაჩემთან ჩხუბი ხინკლის თაობაზე უცვლელად დავტოვე. ცომის მოზელვას ისეთი ძალა სჭირდება, სანამ დავამთავრებ იქამდე ვიწყებ ქოშინს. ხელებზე ძარღვები მეტყობოდა უკვე, ბიჭები რომ დაბრუნდნენ. თინიმ ხინკლის გული გააკეთა, ამის შენელება მაინც ვიციო და მე ცომს დასვენება რომ შევატყვე, გაბრტყელება დავიწყე. ისეთი მაგარი ცომი მომიზელია, რამდენჯერაც საბრტყელებელი გადავატარე, იმდენჯერ უკან დამიბრუნდა. აღმოვაჩინე, რომ ვანოსაც სცოდნია ეს ხელობა, გვერდით მედგა და ისიც ახვევდა, ცოლ- ქმარი კი გაფაციცებულები გვიყურებდნენ. სუფრა გაიშალა შინაურულად და მოვუსხედით სუფრას შინაურები. როგორც ყოველთვის, უფრო სწორად, რაც გავიცანი იქიდან დაწყებული, კოკა ღლაბუცობდა, ვანოს დასცინოდა, ბავშვობას იხსენებდა, მერე მოყვა სკოლის შემდეგ რას აკეთებდა, თავისებურად მოყვა თინის გაცნობის და მასთან ქორწინების ამბავი. მოკლედ ენა არ გაუჩერებია მთელი საღამოს განმავლობაში, სასმელმაც თავისი ქნა და მხიარულმა ხასიათმაც თავისთავად. ლუდის რამდენიმე ბოთლი ისე დავცალეთ ვერც კი მივხვდით, თუმცა მე პირადად უკვე დაბუჟებული მქონდა მთელი სხეული, იმის გამო რომ მესამე ჭიქაზე მე უკვე მიტრიალებს გონებაში სიმთვრალე, მიუხედავად იმისა, რომ წასულებზე გაჩერება არ შეიძლება. მერამდენე ღამეს ვტეხავდით ასე, აღარ მახსოვს, მაგრამ შუა ღამე იყო უკვე, რომ დავიშალეთ. გარეთ მაგრად წვიმდა და მიუხედავად ამ წვიმისა, მე და ვანო უდარდელად, ნელი ნაბიჯით მოვაბოტებდით ალაგ- ალაგ გუბე ჩამდგარ ასფალტზე, თან რაღაცას ვღიღინებდით. ყოველ გამოხედვაზე, სასმლისგან ისედაც მინაბულ თვალებს, უფრო მეტად აწვრილებდა და თან ეცინებოდა, რანაირი არეული სახე გაქვსო, თითქოს მისი სახე ფიროსმანის მოხატული ყოფილიყოს. -ისე, - ჩემი ხელი აიღო და ხელკავი გამაკეთებინა, - მალე თვრები. -რას მკადრებ, - თავისუფალი ხელი გულზე მივიდე და ისე შევიცხადე, თითქოს ეს ყველაზე დიდი ცილისწამება იყო, რაც კი ოდესმე მომესმინოს. -მართლა, მართლა. -ნწ, გამორიცხულია. მე და სიმთვრალე? -არა? -არა. -მეჩვენება ანუ? -გეჩვენება, მა. -ვაა... -რა, ვაა?! -არა, არაფერი. -ეეე, თქვიი. -არაფერი, მეთქი,- გაჯიუტდა და რომ ვერაფერაფრით ვათქმევინე, ბოლოს ისღა მოვიფიქრე, რომ მხარში მუშტი დამერტყა, ნასვამი ვიყავი, არაფერი მომეკითხებოდა, - ეს რა იყო, კენჭი ვინ მესროლა, - გაჩერდა და გარემოს თვალიერება დაიწყო. - რა კენჭი? -მხარში კენჭი მომხვდა. -აჰაა, ე. ი ჩემი დარტყმა, უბრალოდ კენჭის მოხვედრა გეგონა? - ხელი წავართვი და დოინჯშემოყრილი დავდექი, გეგონება დღის საათები იყო და მზე აცხუნებდა. -ააა, შენ დამარტყი? - გაიოცა და თან ეცინებოდა, - დედალს, გეფიცები ვერ ვიგრძენი. -დედალი შენ ქორწილში დაიკალი, - ფეხები პატარა ბავშვივით დავაბაკუნე, ამაზე უფრო მეტად გაეცინა. -მაშინ მამალს გეფიცები, - კიდევ ერთხელ გაიცინა და ხელი ჩამავლო, - წამოდი, თორემ გაცივდები. სახლამდე სწრაფი ნაბიჯით მივედით. გზაში ვანო რაღაც ხუმრობებს ამბობდა, მე კი მის ნათქვამ ყოველ წინადადებაზე გიჟივით ვიცინოდი. შევეჩვიე, ასე თვალსა და ხელს შუა და ეს ძალიან მომწონდა. აღარც მისი გაპუტული მამლის ყივილი მიშლიდა ნერვებს და აღარც ჩაიდნის განწირული კივილი, ავდუღდი და გამომრთეთო. უბრალოდ მომწონდა იქ ყოფნა, ვანოსთან ყოფნა და მის მეგობრებთან, კონსტანტინესთან და თინათინთან დროის გატარება. (იმედია ჩემი დაქალები შემიწყალებენ, მათზე ასეთ რაღაცეებს რომ არ ვამბობ) სველი ტანსაცმელი პირდაპირ იატაკზე დავყარე და საცვლის ამარა შევწექი საწოლში. ჩემი სხეული კანკალს ჰქონდა ატანილი, რამდენი ხანი ვიწრიალე საწოლში არ ვიცი, მაგრამ ერთი წამითაც ვერ გავთბი. სასმელს სრულიად გადავლილი ჰქონდა და ჩემი ფიქრებიც საღი გონებიდან მომდინარეობდა, აქ კი მხოლოდ ვანოს სახე და სახელი ტრიალებდა. მოულოდნელად გაჩენილი ფიქრები ამ ადამიანზე, არ იყო ადვილი ასატანი ჩემთვის. მე, რომელმაც დავიფიცე, რომ აღარასდროს შევუშვებდი ჩემ გონებაში მამრობითი სქესის წარმომადგენელს, ახლა სულელივით მეფიქრებოდა მასზე, თან ისე, რომ არ მაძინებდა. და თუ ღვთაებრივი ძალით მოხდებოდა ისე, რომ ჩამძინებოდა, ნანახი სიზმარი საწყევარი მიხდებოდა. ძილში ისე ცხადლივ ვგრძნობდი მის სიახლოვეს, თითქოს ჩემ გვერდით წოლილიყო და არა გვერდზე ოთახში. გიჟივით მეღვიძებოდა, მთელი სხეული ცივი ოფლის წვეთებით მენამებოდა და გულის ცემაც მიორმაგდებოდა. საძინებელს ვავლებდი თვალს და რომ ვრწმუნდებოდი, მარტო ვიყავი, ვმშვიდდებოდი, თუმცა ფიქრები იღვიძებდნენ ჩემ მასპინძელზე და ასე მათენებინებდნენ ღამეს თეთრად. მაინც ვერ დავიძინე. სიცივისგან გამოწვეულმა კანკალმა გამიარა, მაგრამ ძილი არ მომეკარა, არც ფიქრები გამშორდა. საათი მატყობინებდა, რომ მალე ექვსის ნახევარი შესრულდებოდა, აზრი არ ჰქონდა იმის ცდას, რომ როგორმე ჩამძინებოდა და ერთი საათი მაინც გამომეძინა, მანამ, სანამ ცოცხალი მაღვიძარა იყივლებდა ჩემი ფანჯრის ქვეშ. ძლივს წამოვწიე გადაღლილი ჩემი სხეული, ვინმეს რომ ვენახე, იფიქრებდა, რომ წინა დღისით მცემეს. დილის სუსხი ძვალ- რბილში მატანდა, შორტი და მაისური ჩავიცვი, მუხლამდე ჟაკეტი შემოვიცვი და მისაღებში გავფლატუნდი. შორიდანვე დავინახე, რომ სამზარეულოში შუქი ენთო, ალბათ ვანოს არ ძინავს მეთქი, მაშინვე გავიფიქრე და უკან დავაპირე, საძინებელში შებრუნება. მაგრამ რატომ? სისულელეა ადამიანს ავარიდო თავი, მხოლოდ იმის გამო, რომ მასზე მეფიქრება. ან როდემდე შევძლებდი ამას, ერთ სახლში ვცხოვრობდით, ერთ საათში მაინც გადავიკვეთებოდით სადმე. კარი გამოვიხურე და სამზარეულოსკენ წავედი, როგორც ვვარაუდობდი ვანო იქ იყო, იჯდა, თავისი საყვარელი ფინჯნისთის თითები შემოეხვია და ანთებული სიგარეტი ტუჩებს შორის მოექცია. არ ვიცი რატომ ეწეოდა მხოლოდ მაშინ, როცა არავინ ხედავდა, მაგრამ როცა კი ამ პროცესში დამინახავს, მის სახეზე ყოველთვის აუტანელ ტკივილსა და სევდას ვკითხულობდი. ახლა იმის გამო არ მინდოდა იქ შესვლა, რომ მისთვის მყუდროება არ დამერღვია, მაგრამ ვაი, რომ წყურვილს ვყავდი მოკლული. თან სანამ რამეს მოვიმოქმედებდი, თავად შემამჩნია და დამიძახა, მეც მორჩილად გავყევი მის ძახილს და მაგიდასთან შევჩერდი. -რატომ არ გძინავს? - ისე მკითხა, თითქოს მთელს სახლში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც ღამე უთეთრდებოდა. -შენ რატომ არ გძინავს, - კითხვა შევუტრიალე და მაცივრიდან მინის ბოთლი გამოვიღე, ცივმა წყალმა ჩამიწმინდა ღამეული ჩემი ფიქრები. -არ მეძინება, - სიგარეტის დარჩენილი ნაწილი საფერფლეში ჩაჭყლიტა, მე ამომხედა და სკამი გამომიწია დასაჯდომად. -არც მე მეძინება, - გვერდით მივუჯექი, მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი და თავი ხელის გულებში ჩავრგე. -ძნელია არა? - თითქოს შორიდან მომესმა მისი ჩურჩული. -რა? -როცა სიზმარში იმას ხედავ, ვინც გული გატკინა, - ისევ ამოიჩურჩულა და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა, - დაგსიზმრებია შენი ყოფილი შეყვარებული? -ბევრჯერ, - ჩურჩულითვე ვუპასუხე. - ძნელია ხომ მისი გახსენება, მაშინ, როცა საერთოდ არ გინდა გახსოვდეს. -ძნელია, - ისევ ჩურჩულით ვაგრძელებდით საუბარს, თითქოს ღია ფანჯრიდან შემოპარულ სიბნელეში ვიღაც ჩვენ ხმას გაიგონებდა. -რატომ გვტკენენ გულს ის ადამიანები, რომლებისთვისაც სამყარო გვაქვს მიძღვნილი? -ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიოს სხვისი გალაქტიკა ურჩევნიათ. -და რატომ?! -არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე და ფეხები მოვიკეცე სკამზე. -იმიტომ, რომ ადამიანი ხარბია, იმაზე მეტი უნდათ ვიდრე აქვთ და იმაზე მეტს გთხოვენ, ვიდრე შეგიძლია მისცე. ეს ყველა ადამინის ბუნებაშია. -ასე არ არის, - თავი გავიქნიე და დავიწყე ახსნა თუ რატომ არ იყო ყველა ადამიანის ბუნებაში სიხარბე, - ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას ინდივიდუალური ფიქრები, აზროვნება და სურვილები აქვს. ერთისთვის თუ ბედნიერებას მატერიალური მხარე წამოადგენს, მეორესთვის უბრალოდ ადამიანია ბედნიერების მომტანი. კი, რა თქმა უნდა, ყველას უნდა კარგი სახლი, მანქანა, ფული უზრუნველი ცხოვრებისთვის, მაგრამ ამის გამო სულს არ ყიდის ყველა. ამიტომ... -და შენ? - სიტყვა შემაწყვეტინა. -რა, მე? -შენთვის რა არის უპირატესი? -ჩემთვის მთავარი სიყვარულია. -მასეც ნუ იტყვი, - შემეწინააღმდეგა და წარბი მოიქექა, - აი მაგალითად, მე რომ ვიყო შენი შეყვარებული და აღმოაჩინო, რომ ამ ერთი პატარა, ძველი სახლის მეტი არაფერი მაბადია რა, რას იზამ? თუ გეტყვი, რომ, ერთად ცხოვრების დროს, თავის რჩენას სხვა ვერაფრით შევძლებთ, ჩვენივე ხელით მოყვანილი ბოსტნეულის გარდა, რას იზამ? თუ გეტყვი, რომ მიწის დამუშავება და ქათმებისა და ძროხების მოვლა მოგიწევს, რას იტყვი? -თუ ნამდვილად მეყვარები, გეტყვი, რომ ყველაფერ ამას, შენი გულისთვის, სიხარულით მივიღებ, - მტკიცედ მივუგე და ფანჯრიდან შემოპარულ სინათლეს გავხედე. რატომ წარმომადგენინა თავი მაინცდამაინც მის შეყვარებულად, როცა შეიძლებოდა ზოგადად დაესვა ეს კითხვა?! -რა მარტივი სათქმელია, არა? -მარტივია, დიახ, რადგან ჩემ თავში დარწმუნებული ვარ,-წარბები შევყარე, არ მესიამოვნა, რომ ჩემ ნათქვამში ეჭვი შეიტანა, - ზუსტად ვიცი რა მინდა, რა უნდა ჩემ თავს, და ეს სიყვარულია და არა ვინმეს მილიონები, დიდი სასახლე და ძვირადღირებული მანქანები. -არ გეწყინოს. -არ მწყინს, უბრალოდ არასწორად მსჯელობ ადამიანებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც კარგად არც კი იცნობ. -აბა არ მეწყინაო? - არ მწყენია. - კარგია, - თავისთვის ჩაიცინა და გვერდზე გადახრილმა, მუშტზე თავ ჩამოდებულმა, უცნაურად დაიწყო ჩემი სახის თვალიერება. -მასე რატომ მიყურებ, ლამაზი ვარ? - მაინტერესებდა რას მიპასუხებდა, უწინდელივით მეტყოდა- არას თუ აღიარებდა ჩემ ,, ღვთაებრივ სილამაზეს“. არ აღიარა. -არა, - ისევ ჩაიცინა, ნასვამს გავდა, თვალები მიელულა და ასე მიყურებდა, - ხომ იცი ჩემი პასუხი ამ კითხვაზე? -კი, მაგრამ ვიფიქრე აზრს შეიცვლიდა მეთქი. -უცნაურად ლამაზი ხარ, და ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზობა, - აი ეს უკვე მესიამოვნა. -შენ ყველა გოგოს ასეთ კომპლიმენტებს ეუბნები? - ინტერესი ჩამეღვარა გონებაში, ისე მაინტერესებდა მასზე ყველა წვრილმანი, ვიღაცას ეგონებოდა, რომ შეყვარებული ვიყავი. -მე ყველა გოგოს კომპლიმენტს არ ვეუბნები. -ასეთი წუწურაქი ხარ? -არა, უბრალოდ ყველა არ იმსახურებს. -და ის? - სახე შეეცვალა, სახიდან ღიმილი გაუქრა, სკამზე შესწორდა და მაგიდას იდაყვებით მთელი ძალით დააწვა. ნეტავ რატომ არ მომტყდა ენა ,, ის " რომ გავიხსენე და ხასიათი გავუფუჭე. -მას ვეუბნებოდი კომპლიმენტებს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არ იმსახურებდა, - დუმილი ჩამოწვა ჩვენ შორის, ფიქრებში ჩავეფალით ორივენი, წარსულს ვიხსენებდით, ის თავის სიყვარულს, მე ჩემსას. სიჩუმეს ონავარი ჩიტების ყურისწამღები ჭყიპინი არღვევდა, მზის პირველი სხივები ფეხს იკიდებდა და ნელ - ნელა იპარებოდა ჩვენ ფანჯრებში. რა მშვენიერი იყო დილა ხაშურში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ეძინა ხალხს და მხოლოდ ბუნება შლიდა თავისუფალ ფრთებს. საათის პატარა ისარი 6 - ს გასწორებოდა, დიდი კი ნელ-ნელა მიიწევდა თორმეტისკენ. ექვსი საათი ხდებოდა, ჩვენ კი მთელი ღამის უძილოები ვიყავით, თუმცა მიუხედავად ამისა დაღლილობას არც ერთი ვგრძნობდით. ფეხზე წამოვდექი. მოხრილად ჯდომისგან წელი ისე მტკიოდა, გასწორებისთანავე ტკაცუნი იწყეს ძვლებმა. რაღაცას უეჭველი მოვიტეხავდი, ალბათ. ხელები ზევით ავწიე და უფრო მეტად გავიშალე, თითის წვერებზე აიწია ჩემი სხეული. დილით რომ არ ვვარჯიშობდი, ჩემი ე. წ რახიტიანობა ამის ბრალი იყო. ერთი ჭიქა წყალი კიდევ დავლიე, ვანოს დილა მშვიდობისა ვუსურვე და გასასვლელისკენ წავედი, როცა მისმა ხმამ გამაჩერა. სკამი ხმაურით გააჩოჩა იატაკზე და ფეხზე წამოდგა, ხელები მანაც გაშალა და მომიახლოვდა. -გეძინება? - ისე მკითხა თითქოს არ უნდოდა ჩემი გამოშვება. -არა, - სახეზე ღიმილი გადაუთამაშდა. -არც მე მეძინება და..., - პაუზა გააკეთა და მერე სწრაფად დაამატა, - გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?- მხრები ავიჩეჩე, მაგრამ ეს თანხმობას უფრო ნიშნავდა, ვიდრე არ ვიცის. მისაღებში დივანზე გემრიელად მოვკალათდი და დაველოდე, როდის დააკავშირებდა ნოუთბუქს ტელევიზორთან. დიდი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, როგორც იქნა გადავწყვიტეთ, რომ ნილ გეიმანის წიგნზე დაფუძვნებული სერიალისთვის, კარგი ნიშნებისთვის გვეყურებინა. ,,- სხვადასხვა თეორიის თანახმად,- იწყებს მთხრობელი,- თუ სამყარო რეალურად შეიქმნა და არ წარმოიშვა, მაშინ ის 14 მილიარდი წლისაა. დედამიწა წესით 4,5 მილიარდი წლისაა, მაგრამ ეს მონაცემები არაზუსტია. შუასაუკუნეებში მოღვაწე ზოგი მეცნიერი აცხადებდა, რომ სამყარო ძველი წელთაღრიცხვით 3760 წელს შეიქმნა, სხვები ამ ფაქტს ძველი წელთაღრიცხვით 5508 წელს უკავშირებს, მაგრამ ეს რიცხვებიც არაზუსტია... იმისთვის, რომ გავიგოთ ამ ყველაფრის მნიშვნელობა, ჩვენ უფრო ადრეული პერიოდიდან უნდა დავიწყოთ, კონკრეტულად 6,000 წლით ადრე, სამყაროს შექმნიდან მალევე. ეს ამბავი იწყება და მთავრდება ბაღში, ამ შემთხვევაში- ედემის ბაღში. ვაშლით.“ ამ მონოლოგის შემდეგ კადრია ედემის ბაღიდან, როდესაც მაცდური გველი მიწიდან ამოდის, ევასთან მიდის და ყურში უსისინებს,- ,, მიდი, ეს ვაშლი შენ მოგცემს..“ და ევაც ასრულებს იმას, რასაც გველი ეუბნება, აკრძალულ ხილს ჭამს და ხედავს იმას, რასაც აქამდე ვერ ხედავდა. შემდეგ ასინჯებს ადამსაც და ღმერთის განრისხებას იწვევენ. მერე რა მოხდა?!... მერე, რატომღაც ჩემს საწოლში გავიღვიძე... თავი 3 ამას ჩემი ნებით გაღვიძება არ ერქვა, არც მამლის ყივილს დაურღვევია ჩემი ძილი, ეს ჩემი ტელეფონი რეკავდა გაუთავებლად და არ ჩერდებოდა. თვალები ძლისვს გავახილე და ეკრანს დავაკვირდი, დედაჩემი მირეკავდა მესენჯერით. საწოლზე სწრაფად წამოვჯექი და თმებზე გადავისვი ხელი, იმედი მქონდა თვალის ფანქარი და ტუში თავის ადგილზე დამხვდებოდნენ. ვუპასუხე თუ არა, გამოჩნდა კიდეც დედაჩემის მონატრებული სახე ეკრანზე. -აბა როგორა ხარ, დედი, - მომესმა მისი წყნარი ხმა, თვალები ამიცრემლიანდა, უკვე მერამდენე წელი იყო დედაჩემს მხოლოდ ტელეფონით ვხედავდი. -მე კარგად ვარ, დეე, შენ როგორ ხარ? - ხმა გამეპარა. -რა მიშავს, შვილო, ვმუშაობ და ვარ, - მხრები აიჩეჩა და თვალზე მომდგარი ცრემლები შავი თავშლის ბოლოთი მოიმშრალა, - შენი მონატრებით ვკვდები, დედა გენაცვალოს. -აუ, დეე, - ცრემლები ვეღარ შევაკავე, ერთმანეთის მიყოლებით, წვეთ- წვეთ მოედინებოდა თვალებიდან და ღაწვებსა და ყელს მისველებდა, - მეც ძალიან მომენატრე, - სახეზე ავიფარე გაშლილი ხელი. -ნუ ტირი, ჩემო თვალის ჩინო, ნუ ტირი, სამუდამოდ ხომ არ დავემშვიდობეთ ერთმანეთს?! იქნება რამე და ჩამოვალ, შვილო, აბა სამუდამოდ კი არ დამიტოვებს ეს საბერძნეთი. ცოტაც დავაგროვოთ, დედი, ფული, ბინის ყიდვა რომ შევძლოთ და მერე ჩამოვალ სამუდამოდ. შენს ქორწილში ხომ უნდა ვიცეკვო. -ოღონდ შენ ჩამოდი, დეე, და ყველაფერი იქნება. მე ხომ ვმუშაობ, თან გოგოებთან ერთად ბიზნესი წამოვიწყეთ და იქიდანაც არის შემოსავალი, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად მიდის, - ხმა მიკანკალებდა. -არა, დაჯი, შვილო, ეგ ფული შენთვის მოიხმარე, დანარჩენს მე ვიზამ,- თავი გაიქნია უარის ნიშნას, - რას შვებიან გოგოები, მომენატრნენ, ეგ პატარა ალქაჯები. -კარგად არიან, რავი. ლინდა კახეთშია, აამ სოფლის სახელი დამავიწყდა. -დასასვენებლად თუ საქმეზე. -ისვენებს კიდევაც და თან საქმესაც აკეთებს. ხომ მოგიყევი ,, სტუმარ- მასპინძლობაზე? " -კი, მომიყევი, და ცოტას ვნერვიულობ ხომ იცი შენ?! -რაზე ნერვიულობ, დედიკო? -მაინც სხვის ოჯახში მიდიხარ, არავის იცნობ, ხომ იცი დღევანდელ დროში ვერავის ენდობა კაცი. -ააა, არა, ისეთი არაფერია, დეე. ოჯახებს დიდი ხანი ვარჩევთ და თუ არ მოგვწონს არ ვწერთ სიაში. მეც კარგი მასპინძელი მყავს, ცივ ნიავს არ მაკარებს. -ბიჭია ხო? - ხასიათზე მოსვლა დაეტყო. -კი, ბიჭია. -მერე, როგორი ბიჭია, მე რომ მომეწონება სიძედ? - ღმერთო, როგორ უნდა ჩემი გათხოვება. -ეეე, კარგი რაა, დედა. შენ ყველა მოგწონს სასიძოდ და მე რა ვქნა რომელი ავარჩიო? -რომელიც შენს გულს გაუხარდება, დედი, მთავარია შენ იყო ბედნიერი, მე მეტი არაფერი მინდა, დედა გენაცვალოს, - ისევ დაუსევსიანდა თვალები. -კაი, დეე, ავარჩევ ვინმეს, ოღონდ შენ არ მოიწყინო. -სხვა რა ხდება, აბა, ერთობი? -აუ კი, დეე. მასპინძელი არაჩვეულებრივი შემხვდა, კი ვკამათობთ ხოლმე რაღაცებზე, მაგრამ მაინც კარგი ბიჭია, არ მაწყენს საერთოდ. საჭმელსაც ხშირად ამზადებს და ყავასაც მიკეთებს ხოლმე დილაობით. -ზუსტად საშენო ყოფილა, რა ქვია? -ვანო. ერთი კვირის წინ ძმაკაცი ჩამოუვიდა ცოლთან ერთად, ეს გოგო ჩემი ტოლია და ადვილად გავუგეთ ერთმანეთს, დავმეგობრდით და მე და ვანო ხშირად გადავდივართ ხოლმე ამათთან. ის ბიჭიც ძალიან მხიარულია, ბევრს ლაპარაკობს და ლაზღანდარობს ხოლმე რაღაცებზე, სახლში გვიან ვბრუნდებით. -ძილს რატომ იტეხავთ? -რავი, დეე, დრო ისე გადის ვერვ ვგებულობთ და გვიან გვიწევს ხოლმე გადმოსვლა. -მერე შუადღემდე გძინავთ ხოლმე, არა? საქართველოში რომ ვიყავი მახსოვს შუადღემდე რომ გეძინათ, შენ, ლინდასა და ნიტას. ვერაფრით გაღვიძებდით, ბანგი გქონდათ დაცემული, - მხიარულად იცინის, მიყვარს მის სახეზე დანახული ფართო ღიმილი, გულს რომ ათბობდა. -ეჰ, სადღა მძინავს გვიანობამდე, ჩემი მასპინძელის მამალი რომ დაიკივლებს ხოლმე დილაუთენია, მე წყევლა- კრულვით გავდივარ ოთახიდან. რამდენჯერ დავემუქრე ვანოს სადმე სხვაგან იყივლოს, თორემ თავს მოვაჭრი მეთქი, მაგრამ არა შვება. წავა წამოვა ჩემ ფანჯარასთან უნდა იყივლოს. -კიდევ რა ხდება, - სიცილით მეკითხება. -კიდევ, ხინკალის გაკეთების მასტერკლასი ჩავუტარე ვანოს ძმაკაცსა და მის ცოლს და აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩემი ნახელავით. -რაც შენ მამიდაშენმა გამოგწვრთნა, შვილო, მეხინკლე რომ არ გახდი ეგ მიკვირს, - ორივენი ვიცინით. ნეტავ შეიძლებოდეს ტელეფონის ეკრანში შეძრომა და მის კისერზე ჩამოკიდება, ბავშვობაში როგორც ვეხუტებოდი ხოლმე, ძლიერად და გულწრფელად. -იმ კვირაში ბათუმში მივდივართ. -გოგოებთან ერთად? -არა, ვანოსთან, კოკასთან და თინიასთან ერთად. ეს ვანოს ძმაკაცი და ცოლია. -მერე გააქვს ფული, შვილო? -კი, მაქვს, მეყოფა. -ჭკვიანად იყავი იცოდე, ათასი ვიგინდარა დადის ხომ იცი?! ვანოს არ მოშირდე გვერდიდან, - გადააბარა უცებ ჩემი თავი ვანოს. -გპირდები არ მოვშორდები, - მეცინება და თან მიკვირს, რომ უცხო ადამიანს მიანდო ჩემი თავი. -მამაშენის საფლავზე იყავი ბოლო ხანებში? ბალახი ამოვიდოდა, - ორივესთვის მტკივნეულ თემას შეეხო, მამა უკვე ხუთი წელი ხდებოდა რაც მიწას მივაბარეთ. -სანამ წამოვიდოდი, იქამდე ვიყავი გასული საფლავზე. ყვავილები მივუტანე, - თვალები მიცრემლიანდება ისევ, - ბეგონიები აყვავებულა, წყალი დავალევინე. -კარგი გოგო ხარ. -მამა ძალიან მენატრება, - ავსლუკუნდი, ვეღარც ცრემლებს ვაკავებდი თვალებში და ვეღარც ხმას, ჩემ გულში, - შენც ძალიან მენატრები, დეე. -მეც ძალიან მენატრები, დედას მარგალიტო, არ იტირო, მალე ჩაგეხუტები და აღარსად გაგიშვებ. გული ამოვარდნას მქონდა, ვერ ვწყნარდებოდი, ხმასაც ვერ ვიმორჩილებდი. ერთდროულად ორი ადამიანის მონატრება მკლავდა, დედის, რომელიც ჩემგან ძალიან შორს იყო და როდის ვნახავდი, ღმერთმა იცოდა მხოლოდ და მამის, რომელსაც ვეღარასდროს ვნახავდი. რა უსასრულო ტკივილია საყვარელ ადამიანთან სიშორე, უკვე ოცნებად გადამექცა მასთან შეხვედრა. ბავშვობაში ვიცოდი, რომ არსებობდა ასეთი გრძნობა, მაგრამ არასდროს მიფიქრია მეც თუ გამოვცდიდი ამას. მეგონა ყოველთვის ლაღი და ხალისიანი ცზოვრება მექნებოდა, ისეთი, როგორიც ბავშვობაში, მაგრამ ახლა... ახლა ისე მენატრება, რომ ფიზიკურად მტკივა. ზოგჯერ მეღვიძება ხოლმე შუა ღამით, ვგრძნობ მის შეხებას, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ ეს მხოლოდ სიზმრიდან გამოუოლილი ლანდია და მეტი არაფერი. მახსენდება, როგორ მეფერებოდა ხოლმე დედა თმაზე, მივარცხნიდა და უკან მიწნავდა, ამ ასაკშიც კი დიდი ბედნიერებით მივიღებდი მისი თითების ყოველ მოქმედებას ჩემს თმაზე. აუტანელია მონატრება, ისეთი აუტანელი, რომ ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს ამას. დედაჩემთან საუბარი აღარ შემეძლო, დავემშვიდობე, ტელეფონი სწრაფად გავთიშე და ბალიშში ჩავემხე სახით. გულზე მქონდა ხელი აფარებული, მეგონა ეგაა და გასკდება მეთქი. ჩემ ხმას ვერაფრით ვაკონტროლებდი, არ მინდოდა ოთახიდან ჩემი ტირილის ხმა გასულიყო, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ოთახის კარზე ყრუ კაკუნი გაისმა. სრულიად არაშესაფერისი დრო იყო, ვანოს გამოჩენისთვის, სრულიად შეუფერებელი. ჩემი სახის ერთი მცირედი ნაწილიც კი არ იქნებოდა ახლა წესრიგში, ტირილისგან ჩაწითლებული თვალები და ჩამოდთაბნილი თვალის ფანქარი არც თუ ისე კარგი სანახავი იქნებოდა. თავიდან დავაიგნორებ მეთქი ვიფიქრე, მაგრამ კაკუნი რომ განმეორდა და თან ჩემი სახელი გავიგე, ბალიშიდან წამოვიწიე, თეთრ ნაჭერს ჩემი სახე ერთი-ერთში გადასვლოდა. ბალიში ამოვტრიალე, თვალები ხელით შევიმშრალე და ვანოს უფლება მივეცი შემოსულიყო, მანაც აღარ დააყოვნა, კარი შემოაღო და შემოიხედა. -კარგად ხარ? - მკითხა მზრუნველად და მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, - გავიგონე, რომ ტიროდი. -ასეთი თხელი კედლებია? - კიდევ ერთხელ გადავისვი სახეზე ხელი და ტელეფონში ჩემს ანარეკლს ჩავხედე, ეს მე არ ვიყავი. -არა, კარია თხელი, - თბილად გამიღიმა, - შეიძლება შემოვიდე? -შემოდი, - კარი მიხურა და საწოლის კიდეზე ჩამომიჯდა, თან ჩემს სახეს დიდი ინტერესით ათვალიერებდა, - მასე ნუ მომშტერებიხარ, ვიცი, რომ კარგად არ გამოვიყურები. -არა, რატო, გიხდება ემოს სტილი, - იცინის და მეც მეცინება. -ბოროტი ნუ ხარ, - მხარში გავკარი ხელი. -კარგი, მართლა, ყველაფერი რიგზეა? - უკვე სერიოზული სახით მკითხა, - მანამდე მინდოდა შემომეკითხა, მაგრამ გავიგე ვიღაცას ელაპარაკებოდი და აღარ შეგაწუხე. -ხოო, დედაჩემი იყო, - მხრები ავიჩეჩე. -დედაშენი საზღვარგარეთ არის? - თავი დავუქნიე, - დიდი ხანია? -ოთხი წელია, თითქმის. -ძალიან დიდი დროა, - თავი ჩაქინდრა და თავის ხელებს დააშტერდა,- მაგრამ არ მოიწყინო, იფიქრე მხოლოდ იმაზე, რომ დრო მალე გავა და თქვენ შორის არსებული მანძილი შემცირდება, შემდეგ კი სამუდამოდ გაქრება. -ძალიან ძლიერი მონატრება გქონია? -დედაჩემთან? -არა, ზოგადად, - ჩაფიქრდა, მხრებში ოდნავ მოიხარა, თითქოს ისეთი რამ მოვაგონე, რის დავიწყებასაც ათასი წლის მანძილზე ცდილობდა. -იყო, ერთი, - ჩუმად ამოთქვა და ამოიოხრა, - ახლა კი, - მოულოდნელად გამხიარულდა და ფეხზე წამოდგა, - ადექი, ჩაიცვი და გამოდი, თორემ საუზმე გაცივდება. -შენ რა მზრუნველი ბიჭი ხარ? ვის ოჯახშიც შენ შეხვალ. -აბა, აბა?! - ადგა და კარისკენ წავიდა. -ვანო. -ჰმ... -ის მართალია, რომ ხაშურში მარტო ჭანჭური და ჩასიძებული მამაკაცები ხარობენ? -ეგ ვინ გითხრა? -კოკამ. -ჰმ, არაფერი ეშველება მაგას, - თავი გააქნია უკმაყოფილოდ და ოთახიდან გავიდა. იმ საღამოს, ტრადიციულ შეკრებაზე, კოკამ გვახარა- ბათუმში კარგი ბინა ვიშოვე და დავიწყოთ ნელ- ნელა ჩაბარგებაო,- ასე, რომ წასვლამ ცოტა აქეთ გადმოიწია. მინივენი, რომელსაც დანიშნულების ადგილზე უნდა ჩავეყვანეთ, ექვს საათზე გვყავდა დაბარებული. ზოგადად, ნორმალური ადამიანები, იმისთვის, რომ დილით ადგომა არ გაუჭირდეთ, ადრე იძინებენ ხოლმე, და ჩვენ რა გავაკეთეთ?! რა თქმა უნდა, ღამე გავათენეთ და რისთვის?! - სერიალისთვის. ასე, რომ არც მაღვიძარას დაყენება დამჭირდა და არც ადგომა გამჭირვებია. ვერანდაზე, რომ გავედი და წელში გავიშალე ჩემებურად, მუაჯირზე მჯდომმა მამალმა გაოცებისგან ლამის ფრთები გაშალა, როგორ თუ შენ საფირმო დაყივლება არ მაცადეო. ენა გამოვუყავი და მისაღებში შევბრუნდი. პირველად ვნახე, სავარძელში გემრიელად მოკალათებული, ჩემი მასპინძელი, რომელსაც მშვიდი ძილით ეძინა. ან ეძინა კია ოდესმე ამ დროს? ჩემ საძინებელში ხშირად მესმოდა, როგორ ცდილობდა, არ ეხმაურა, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ ეჯახებოდა ხოლმე ხან რას და ხან რას, და ახლა ისე მშვიდად ეძინა, მენანებოდა მისი გაღვიძება. ტელევიზორი გავთიშე და თითის წვერებზე შემდგარი, ფრთხილად მივუახლოვდი მძინარს, დივანზე მიგდებული პლედი ავიღე და მივაფარე, რომ დილის, ხაშურულ სუსხს არ შეეწუხებინა, თან მინდოდა ის ერთი საათი მაინც გამოეძინა, რაც წასვლამდე გვქონდა დარჩენილი, მაგრამ არ გამომივიდა. საკმაოდ ფხიზელი ძილი ჰქონია, პლედის რბილი ხაო მოხვდა თუ არა მის კანს, მაშინვე ჭყიტა თვალები და ქვევიდან ამომხედა. -დაჯი?! - ნამძინარევი ხმით ამოთქვა ჩემი სახელი. -არ მინდოდა გამეღვიძებინე, მაპატიე, - მოვუბოდიშე და იქვე ჩამოვჯექი, დივნის სახელურზე. -არ მძინებია, - ხელები ჭერისკენ გაშალა და გაიზმორა. -არა, ხოო, როგორ გაკადრე. -მართლა არ მეძინა. -ანუ მე მეშლება რაღაც ხო? - თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს, - აბა რა მოხდა ბოლო სერიაში?- გამომცდელად ვუყურებ თვალებში. -დაქორწინდნენ? - ყოყმანით იკითხა. -ვინ, ამენადიელი და ქროული? -არა,- მხიარულად გაიცინა საკუთარ ნათქვამზე. -წავალ ყავას გავაკეთებ და შენ გამოფხიზლდი მანამდე, - წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, წყლის მადუღარა ჩავრთე, ყავის ჭიქები მაგიდაზე გადმოვდგი და მხოლოდ ამის შემდეგ გავძახე, ჯერ კიდევ სავარძელში მჯდომს, რომ ბოლო სერია თავიდან უნდა ენახა. დილით ყავას არაფერი ჯობია, ახალ გაღვიძებულზე ჯერ კიდევ მთვლემარე გონებას რომ აფხიზლებს. თუმცა ცოტა ხნით რომ მძინებოდა, ალბათ უკეთეს გემოზე დავლევდი, ან უბრალოდ ვანოს უკეთესად შეეძლო ყავის კეთება. ექვსს აკლდა ათი წუთი, რომ კოკა და თინი გამოჩნდნე ჩვენ ჭიშკართან, ჩანთები ეზოს გასასვლელშივე დატოვეს, თვითონ კი სახლისკენ წამოვიდნენ. გზიდანვე გვესმოდა მათი ხმა, აშკარა იყო რაღაცაზე კამათობდნენ, მაგრამ რაზე ზუსტად არ ვიცოდით. ბოლოს ისღა გავიგე თინის რომ აღმოხდა აღშფოთებით, რაც მოხდება მე არ დამაბრალოვო. მინივენი, რომელსაც უნდა წავეყვანეთ, რატომღაც იგვიანებდა. უკვე შვიდის ნახევარი ხდებოდა და ვერცხლისფერი ჰორიზონტზე არაფერი მოჩანდა. კოკას რამდენჯერმე ვკითხეთ, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ დრო ზუსტად უთხრა თუ არა?! პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო,- ზუსტად ვიცი, ექვსი საათი ვუთხარი. ბოლოს თავადაც მობეზრდა ლოდინი, ტელეფონი აიღო და დარეკა. რამდენიმე წუთი მასთან დაკავშირებას ცდილობდა, მერე როგორც იქნა უპასუხა და უთხრა, თქვენს სახლს ვერ მოვაგენიო. - გაფიცებ, სად მოძებნე ეგ ტიპი, ძმურად?- სიცილს ვერ იკავებდა ვანო. - მამაჩემის ძმაკაცის შვილია, რავი, დაჰყავს ხოლმე ბათუმში ხალხიო,- მხრები აიჩეჩა კოკამ და აივნის მოაჯირზე შეხტა, გზა რომ უკეთ დაენახა. - აქაურები არიან? - კიი. - აბა, რანაირად ვერ მოაგნო? - კაი გამოლენჩებული კი არის ეგ ბიჭი, კოკა,- ჩაერთო თინი,- სადმე, გზაში, არ დაგვკარგოს მაგან. - რავი დაჰყავსო, და...,- დამნაშავე ბავშვივით აიტუზა იატაკისა და სახურავის დამაკავშირებელ ძელთან,- ააა, აგერ, მოდის,- მოაჯირიდან ჩამოხტა და ჭიშკრისკენ წავიდა. - იმედია მართლა არ დაგვკარგავს, თინი,- ფინჯნები დამილაგა ვანომ ლანგარზე და სახლში შესასვლელი კარი გამიღო. - თუ დავიკარგეთ, ერთად მაინც დავიკარგებით, გავერთობით,- მხიარულად ამოილაპარაკა ქალმა და შიგნით შემოგვყვა. ფინჯნები უცებ გავრეცხე, თაროზე შევაწყვე და ოთახისკენ გავეშურე ჩანთის გამოსატანად, მაგრამ ვანოს უკვე გამოტანილი ჰქონდა. - კიდევ რამე მოგაქვს?- მკითხა, როცა მივუახლოვდი. - მარტო ჩემი ზურგჩანთა და შლაპა,- ოთახში შევვარდი და წამებში გამოვვარდი. ვანომ ჩანთები აივანზე გაიტანა და დამელოდა სანამ გავიდოდი, რომ კარი დაეკეტა,- სათვალე, დამტენი, ყურსასმენები, წიგნაკი, კალამი, საფულე, იმედია რამე არ მრჩება,- ჩანთის ელვა შევკარი და გარეთ გავედი. - ტელეფონი?- მომაგონა უცებ ვანომ, ტელეფონის გარეშე მივდიოდი. - არა, არ მაქვს, სად არის? სად დავდე, ვანო, არ გახსოვს? - აი, აი, დამტენი მიგქონდა და ტელეფონს ტოვებდი,- შარვლის უკანა ჯიბიდან ჩემი მობილური ამოიღო და გამომიწოდა. - შენ რომ არ მყავდე, მე რა მეშველებოდა. არ ვიცი ამ ბიჭს მიჰყავდა ძალიან ნელა მანქანა, თუ მე მივდიოდი ძილის დრიფტში უკვე, რადგან ვერ ვგრძნობდი მის მოძრაობას. ქუთუთოები ნელ- ნელა მიმძიმდებოდა და უკვე ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს. მთელი ღამის უძილოს, ახლა შემომეპარა დაღლილობა და მოთენთილობა მთელს სხეულში. თავს ვეღარ ვაკავებდი სწორად და უკვე იმას ვცდილობდი, როგორმე უფრო კომფორტულად მოვთავსებულიყავი სავარძელში. ვანო ჩემ გვერდით იჯდა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ფანჯარაში იყურებოდა. მის თვალებს ვერ ვხედავდი, დახუჭული ჰქონდა თუ გახელილი, მაგრამ უკვე ნახევარი საათი იყო, რაც ხმა არ გაეღო. რას არ მივცემდი, ახლა საწოლში რომ ვწოლილიყავი, მაგრამ წელის ტკივილის მეტს ვერაფერს მივიღებდი სხვას. ჩემი მცდელობები, როგორმე სამი საათი ფხიზლად გამეძლო, ამაო აღმოჩნდა და როდის ჩამეძინა მე თავადაც ვერ მივხვდი. ძილში ბუნდოვნად ვგრძნობდი, თითქოს რაღაც მეხვეოდა სხეულზე, თუმცა კოშმარს ვერ დავარქმევდი, რადგან ეს შემოხვევა კომფორტულად მაგრძნობინებდა თავს. სიზმარს ვხედავდი, უკვე მერამდენედ ერთსა და იმავეს, აღარ ვითვლიდი. რატომ შემოიპარა ჩემს სიზმრებში, ჩემი მასპინძელი, ამას ახსნას ვერაფრით ვუძებნიდი, მაგრამ მისი ყოველი გამოჩენა ჩემში სიმშვიდეს რომ იწვევდა, ეს ცხადია. კოშმარები, რომელსაც აქამდე უფრო ხშირად ვხედავდი, ახლა ვანოს გამოსახულებამ შეეცვალა. რამდენჯერმე გამეღვიძა მასზე ფიქრით და შეგრძნება მქონდა, რომ ის იქვე იყო, ჩემ გვერდით, ხანდახან მეჩვენებოდა, რომ მისი სურნელიც კი მცემდა. ახლა კი მოჩვენე კი არა, ცხადი იყო. ისე ღრმად მცემდა მისი სურნელი, ისე მიჯდებოდა უნებლიედ ცხვირის ნესტოებში, ფილტვების მთელი შესაძლებლობით ჩავისუნთქე და შევაკავე რამდენიმე წამით ჩემში. ეს არ იყო სიზმარი, ან მოლანდება, მეძინა, მაგრამ ეს ცხადში ხდებოდა. ნელ- ნელა მივხვდი, რომ ის რაღაც, რომელიც სხეულზე მეხვეოდა, ვანოს ხელი იყო, მე კი მის მხარზე მედო თავი და ასე მშვიდად მეძინა. თუმცა ამ ყველაფერს მაშინ უკეთესად მივხვდი, როცა გაღვიძება დამიწყეს. ვიღაც განუწყვეტლივ იმეორებდა ჩემ სახელს და ხელზე მეხებოდა. ეს ისე უსიამოვნოდ მეჩვენებოდა, ხელი ავიქნიე მექანიკურად და უფრო კომფორტულად მოვეწყვე ჩემს საძილე ადგილზე. მერე გავიგე ჩემს სახელთან ერთად ვანოს სახელიც რომ ახსენეს, მაგრამ მაინც ვერ მოვედი გონს. მეგონა ისევ ხაშურში ვიყავი და მამალი ყიოდა ჩემი ფანჯრის ქვეშ, მაგრამ საკვირველია, რომ ჩემს სახელს ასე გამართულად წარმოთქვამდა. ბოლოს როგორც იქნა მოვედი გონს, თვალები როგორც იქნა გავახილე, იძულებით, მაგრამ მაინც. ჩემი საწოლი რატომღაც მოძრაობდა, არადა ზუსტად ვიცოდი, ფეხი არ ჰქონდა მორყეული. მერე რომ დავაკვირდი, ვანო ვიცანი, როგორც ვთქვი თავი მის მხარზე მედო, ჩემი მარჯვენა მის წელზე მქონდა შემოხვეული, მას კი ორივე ხელი მოეხვია ჩემთვის და ზედ მიხუტებდა. ზევით ავიხედე, ნელ- ნელა ისიც ფხიზლდებოდა, თვალები აახილა და ქვევით ჩამომხედა. სახეზე გაოცება დაემჩნა, დარწმუნებული ვარ მეც იგივე გამომეტყველება მქონდა. ორივე იმაზე ვფიქრობდით, თუ რა ხდებოდა, როგორ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში, მაგრამ მანამ, სანამ ერთმანეთს რამეს ვეტყოდით, ჩვენ გვერდზე ნაცნობი ხმა ალაპარაკდა. ეს კოკა იყო. - გვრიტებო, არ მინდა თქვენი მყუდროება დავარღვიო,- გულზე ხელი მიიდო,- მაგრამ უკვე დანიშნულების ადგილზე ვართ,- ორივემ ერთდროულად ვუშვით ერთმანეთს ხელი და წელში გავსწორდით, თითქოს არაფერი იყო მომხდარი. - მეგობრებო, ამდენი დრო არ მაქვს, მეც მელოდებიან,- სავარძელზე უკან გადმოწვა მძღოლი და შეგვათვალიერა. - ჩავდივართ,- გასძახა თინიმ და მინივენიდან ჩავიდა. ჩვენც ავიკრიბეთ გუდა- ნაბადი და უკან მივყევით. ვანოს გვერდით ისე მივდიოდი, თავი ერთი წამითაც არ ამიწევია ზევით, უცნაურ უხერხულობას ვგრძნობდი, ეს უფრო სიმორცხვეს ჰგავდა. არ ვიცი, რატომ ვგრძნობდი სიმორცხვეს, მე ხომ ჩემი ნებით არაფერი გამიკეთებია, მეძინა და ძილში თავს ვერავინ აკონტროლებს, მაგრამ იმის წარმოდგენაზე, რომ მის მხარზე ტკბილად მეძინა, სახე მიხურდებოდა. ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, რაზე ფიქრობდა ახლა ვანო. მასაც იგივე ფიქრები ეხვია თავს, რაც მე თუ ამაზე საერთოდ არც კი ეფიქრებოდა. ნეტავ რომ ჩავეხუტე ეძინა თუ ეღვიძა? მაგრამ მისი შემოხვეული მკლავებიდან გამომდინარე, ალბათ მასაც ეძინა და მანაც გაუაზრებლად გააკეთა ეს. ყველაზე მეტს კი კოკასა და თინიზე ვფიქრობდი, მათ ნახეს რა პოზაშიც გვეძინა, ნეტავ რა გაიფიქრეს მაშინ მათ?! ან ახლა რაზე ფიქრობდნენ, ჩვენ წინ ჩუმად რომ მიდიოდნენ?! ალბათ იფიქრეს, რომ ჩვენ ფარულად მოვაწერეთ ხელი შეყვარებულობის ხელშეკრულებაზე და ახლა თინი დამიწყებდა გაუთავებელ კითხვებს ამის შესახებ, კოკა კი როგორც სჩვეოდა ახლაც დაიწყებდა თავისებურ ხუმრობებს. ღმერთო, რა შარში მაქვს თავი გაყოფილი, ნეტავ მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს მეთქი,- გავიფიქრე, სულ ერთი წამით ავიხედე მათხოვარი სახით ცისკენ და თითქოს ფეხი ჰაერში, სიცარიელეს დავადგიო, ლამის ასფალტს დავემხე პირქვე. ვანოს მკლავს ჩამოკიდებული, ძლივს გავსწორდი წელში და ისევ ზევით ავიხედე, - ღმერთო, ფეხი მომტეხე მეთქი, კი არ მითქვამს. *** -მერამდენე სართული? - სამივეს ერთდროულად აღმოგვხდა, როცა კოკამ ლიფტებთან მიგვიყვანა. -მეჩვიდმეტე, - ჩანთა დადო და ღილაკს დააწვა, - რა არის, მაღალია? -არა, კოკა, რას ამბობ, პირიქით, - თავი გააქნია უკმაყოფილოდ ვანომ და გორიალა ჩემოდნის სახელურს დაეყრდნო, - უფრო მაღლა არ იყო? ციდან, სამ მეტრზე. -იყო, მაგრამ ვიფიქრე ლიფტი რომ გაფუჭდეს, გაგვიჭირდება ამოსვლა ფეხით მეთქი. -კარგად გიფიქრია, საყვარელო, - ლოყაზე მოჩმიტა თინიმ, - მეჩვიდმეტე სართულზე სულ ფრენა- ფრენით ამოვალთ. -ანუ მთელი ჩვიდმეტი სართული ამ ოთხ კედელში უნდა ვიყოთ გამოკეტილები? - სუნთქვის უკმარისობა აქედანვე დამეწყო. -არ მითხრა, რომ კლაუსტროფობია გაქვს, - ეჭვით ასწია ცალი წარბი, უფრო სწორად სცადა აეწია, კოკამ. -აქვს, - ჩემ მაგივრად უპასუხა ვანომ და წყალს, რომელიც აქამდე ხელში ეჭირა, თავი მოხსნა და მომაწოდა. -მაქსიმუმ მეხუთე სართულამდე შევძლო, მერე ვითიშები, - ჩემი მასპინძლის ნათქვამი დავადასტურე და წყალი მოვსვი. -აუ მაპატიე რაა, არ ვიცოდი, მართლა, - სახეზე წუხილი დაეტყო. -დაიკიდე, გავძლებ როგორმე. -მოდი ასე ვქნათ, - ვანომ ჩემი და თავისი ჩანთები წინ გამოაგორა, - თქვენ ადით, ჩვენი ჩანთებიც გაიყოლეთ თუ შეძლებთ და მე დაჯის ამოვიყვან. -რაა? არა, გავძლებ, ერთად ავიდეთ ბარემ, - გავაპროტესტე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. კოკამ და თინიმ ჩვენი ჩანთები გაიყოლეს და წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით პირველ სართულზე და სხვა ლიფტი გამოვიძახეთ, - ცოდოები არიან, ამდენი ჩანთებით. -არაფერი მოუვათ, წამოდი, - ხელი ჩამკიდა და შიგნით შემიყვანა, წამიერი პანიკური შეტევა მქონდა, მაგრამ ვანოს ხელი მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა, - დამშვიდდი, მეხუთე სართულამდე ავიდეთ ჯერ. ღრმად უნდა მესუნთქა და წესით ეს უნდა დამხმარევოდა, მაგრამ ახლა ჰაერის ნაგლეჯები აღწევდა მხოლოდ ჩემ ფილტვებში. მესამე სართული დაეწერა ეკრანზე და მე უკვე ვხვდებოდი, რომ ნელ- ნელა ფეხებში ძალა მეკარგებოდა. გონებაში თავს ვიმხნევებდი, ცოტას კიდევ გაძლებას ვთხოვდი, მაგრამ არ მომისმინა. აკანკალებული თითები ჩემკენ გამოშვერილ ვანოს მკლავს ჩავაჭდე, მსუბუქად ვიგრძენი ჩემს წელზე შესრიალებული მისი მარცხენა, რომელმაც პატრონისკენ მიმიზიდა და მკერდზე მიმაკრო. -სულ ცოტაც და გავალთ, - ჩემს თავს ზევით ამოიჩურჩულა და ლიფტის კარი გაიღო თუ არა, გარეთ გამაქანა, - აქ ნახე, ღია კიბეებია, წამოდი, ჩამოვსხდეთ, - სუფთა, ლიფტის ჰაერთან შედარებით, გრილი ჰაერი ვიგრძენი თუ არა, ჩემი უჰაერობისგან დაბურული გონება მაშინვე გაიწმინდა. სხეულს მოხვდა თუ არა, მეხუთე სართულზე დატრიალებული, ზღვიდან მომავალი, გრილი ნიავი, მაშინვე გამოცოცხლდა და ახლა უკვე დახმარების გარეშე შემეძლო გადაადგილება, მაგრამ ვანოსთვის ხელი მაინც არ გამიშვია. კიბესთან მიმიყვანა და საფეხურზე ჩამომსვა, - კარგად ხარ? -უკეთესად, მადლობა. -წყალი მოსვი, - შარვლის უკანა ჯიბეში ჩატენილი ბოთლი ამოაძვრინა, თავსახური მომიხსნა და მომაწოდა. -აი თურმე სად გაქრა ეს ბოთლი, - გამეცინა, - ვერ დავინახე სად წაიღე. -ფოკუსნიკი ვარ, - გვერდით მომიჯდა, - მართლა უკეთ ხარ? - თავი დავუქნიე, - გინდა დანარჩენი ფეხით ავიაროთ? -ცამეტი სართული? გაგიჟდი? -აბა ცუდად რომ ხდები, - წარბები საწყალობლად შეკრა. -ორი წუთი მომეცი და მერე გავაგრძელოთ ასვლა. -ფეხით? -არა, - იმხელა ხმაზე შევიცხადე, ეზოში გაიგებდნენ ჩემ ხმას, - ლიფტით. -დარწმუნებული ხარ? -კი, - მტკიცედ ვუთხარი, სამამდე დავითვალე და ფეხზე წამოვდექი, ვანოც ამყვა. -ისევ ხუთი სართული, თუ შევამციროთ რაოდენობა? -რაც მალე მივალთ მით უკეთესი, - ლიფტის კარი გაიღო და მე უკვე დამეწყო გულის პრანჭვები. იგივე ჰაერის უკმარისობა, იგივე ხელების კანკალი, იგივე სისუსტე ფეხებში, ვანოს მოხვეული ხელი და მეათე სართულის კიბეზე მოსულიერება, - აუუ, ახლა ვიტირებ, ასე შუადღემდე ვერ მივაღწევთ ბინამდე. -არაუშავრს, შეხედე რა ლამაზი ხედია, ზღვა ჩანს. -აქ დავბინავდე? - მის ნათქვამზე გამეცინა. -თ, - გამისწორა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, - კოკა რეკავს,- სენსორს თითი გადაუსვა და სპიკერზე ჩართო, - ხო. -რას შვებით, ცოცხლები ხართ? -კი, რა არის. -მისმინე, პროდუქტები გვაქვს საყიდელი და მიდი, ჩაირბინეთ შენ და დაჯიმ და ამოიტანეთ. -რაა, შანსი არ არის, - წამოვიკივლე და ფეხზე წამოვხტი, ყურმილის მეორე მხრიდან კოკას გულიანი სიცილი გაისმა. -ღადაობს, - მისი სიცილი გადამითარგმნა ვანომ, - დაჯის ამოვიყვან და ჩავიდეთ მერე. -კარგი, ჩემო ერთადერთო, - ხმოვანი კოცნა გამოუგზავნა და გათიშა. -ახლა ამას თავში ჭკუა ააქვს? კიდევ კარგი არავის გაუგია, თორემ ჩემი საყვარელი ეგონებოდა, - ამის თქმა იყო და უკნიდან ვიღაცის ბოხი ხმა გაისმა. -ხელის შეშლისთვის ბოდიში, მაგრამ უნდა გავიარო, - ასე 30- 35 წლამდე, ყვავილებიან შორტსა და პერანგში გამოწყობილმა მამაკაცმა ჩვენ შორის გაიარა, თავი მოაბრუნა, ვანოს თვალი ჩაუკრა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. -შეხედე რაა, - ხელები გაოგნებისგან გაშალა, - წამოდი, წავიდეთ, თორემ ვინმე შემომაკვდება, - კიდევ ხუთი სართული, კლაუსტროფობიის შემოტევა, მეთხუთმეტე სართულის კიბეზე ჯდომა და მოსულიერება. დარჩენილი ორი სართული ფეხით ავიარეთ. კოკა დერეფანში დაგვხვდა, სახე უცინოდა, ვიფიქრე ჩემი მასპინძლისთვის კიდევ ერთი ხუმრობა მოიგონა მეთქი, მაგრამ რას მოვიფიქრებდი ეს ხუმრობა მეც თუ შემეხებოდა. იმაზე მეტად შემაშფოთა ამ ამბავმა, ვიდრე მეჩვიდმეტე სართულზე ლიფტით ასვლამ. სადაც ფართოდ გაღებული კარი დავინახეთ, იქ შევცვივდით მე და ვანო, დივანზე მოწყვეტით დავეყარენით და ფეხები გავშალეთ. მიუხედავად მხოლოდ ორი სართულისა, კიბეზე სიარული დამღლელი აღმოჩნდა. სული რომ მოვითქვით, ოთახს მერე მოვავლეთ თვალი, და ჰოი საოცრებავ, ძალიან პატარა ოთახია. ერთი საწოლით და ერთი დივნით. მოიცა და ჩვენ სად მივდივართ? გამკრა უცებ გონებაში, მაგრამ კითხვა ვანომ დამასწრო. -ბიჭო, ეს არის შენი სანაქებო ბინა? - აშკარა უკმაყოფილება შესტყობოდა სახეზე, - მე და დაჯიმ აივანზე დავიძინოთ? -დაჯი რატომ? მხოლოდ შენ,- მხრები აიჩეჩა კოკამ, - დაჯის აგერ, დივანზე დავაწვენთ. -ლაზღანდარაობს ეს, - თინიას ხმა სადღაც გარეთა სივრციდან გაისმა, მერეღა დავაკვირდი, რომ აქამდე ოთახში არ ყოფილა, - მეორე ბინაა თქვენი. -ეეე, თინა, მაცადე ცოტახანს, - ხუმრობას რომ ჩაუშლიდა, მაშინ იცოდა ასე დაძახება, - შეხედე რა სახეები აქვთ. -რამე მომეცი, რომ ვესროლო, - ხელი ისე გამომიშვირა, ჩემთვის არც შემოუხედავს, მეც ბალიში ავიღე და ვანოს გავუწოდე, იმანაც კოკას მიმართულებით ისროლა. -მიზანი ბავშვობაშიც არ გქონდა, - სიცილით ამოთქვა და კედელს შენარცხებული, იატაკზე დავარდნილი ბალიში აიღო, - მარცხვენ, ძვირფასო,- უკმაყოფილოდ ამოთქვა და უკან გვესროლა, ჩემს სახესთან ვანოს ხელი აფრიალდა და ბალიში ჰაერში მოხსნა. -ბევრს ლაპარაკობთ და მაღაზიაში ვინ ჩავა? - თინია სამზარეულოს უჯრებს ათვალიერებდა. -კოკა და ვანო, რა თქმა უნდა, - მაშინვე წამოვიყვირე, რადგან ჩემ თავს არანაირად გავუშვებდი ქვევით. -რა თქმა უნდა, - დამეთანხმა თინიც და ჩანთიდან პაწია ბლოკნოტი და კალამი ამოიღო, - ჩამოგიწერთ რაც გვჭირდება და აბა გაიქეცით. -კარგი, დედიკო, - დამჯერი ბავშვივით გაიღიმა კოკამ და ძმაკაცს ხელკავი გაუყარა, - ვანიკოსაც წავიყვან, ხო? -კარგი, ოღონდ არ იცელქოთ და უცხოებს არ დაელაპარაკოთ, - თინიმ სია ჩამოწერა, ფურცელი ბიჭებს მისცა და კარში გააგდო ირივე. მიუხედავად მათი წუწუნისა, რომ ძალიან ბევრი რამ იყო საყიდელი და ტარება გაუჭირდებოდათ, არაფერი გამოუვიდათ და იძულებულები გახდნენ მორჩილად ჩასულიყვნენ მაღაზიაში. ჩვენ გვერდით ბინაში გავედით, იქ, სადაც მე და ვანო უნდა დავრჩელიყავით. ზუსტად იგივე სივრცე, იგივე განლაგება, ერთი მოზრდილი საწოლი და დივანი, გამოდის მე და ვანოს ერთად უნდა დაგვეძინა ან ერთ- ერთ ჩვენგანს დივანზე მოუწევდა წოლა. თინი მიბოდიშებდა იმის გამო, რაც კოკამ გააკეთა. მეფიცებოდა, რომ მას წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დავუჯერე, რადგან კოკასთან მართლა ვერაფერს გახდებოდით. ერთ რაღაცას თუ აიკვიატებდა, იმას ვეღარასდროს გადაათქმევინებდით, სანამ ბოლომდე არ შეასრულებდა ჩაფიქრებულს. ასე მოხდა მაშინაც, როცა პირველად გავიცანი და მან გიტარაზე ვანოს დაწერილი ლექსი იმღერა. ძმაკაცის დაჟინებული თხოვნის და შემდეგ მუქარის მიუხედავად, გიტარა მოიმარჯვა და სიმღერა დაიწყო - და შენი ძილის მე მოდარაჯედ ვიქეც ძვირფასო, შენი თვალები სუნთქვაშეკრულს და განაწამებს დამეღვრებიან ვითარც ალები. ( ტექსტი შედგენილია სპეციალურად ისტორიისთვის, კატერინა ჰელის მიერ) კარგი ხმა კი ჰქონდა, უნდა ვაღიარო, მაგრამ ვანოს სახის შემხედვარეს, მეგონა მაშინ კოკამ დიდი ცოდვა ჩაიდინა. მერე თინის რომ ვკითხე ამის თაობაზე, მითხრა, რომ ლექსებს მხოლოდ მაშინ წერდა, როცა შეყვარებული იყო, შემდეგ კი უბრალოდ მიატოვა ეს საქმე და რვეული დახია. დრამატული სიყვარულის ისტორია, რომელსაც არ მიყვება ჩემი მასპინძელი, მე კი ვერ ვბედავ მასთან ამ თემაზე საუბარს. მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ გოგომ გული ატკინა, ისევე, როგორც მე მატკინა გული ჩემმა ყოფილმა. ჩვენი ამბავი თითქოს ერთმანეთს ჰგავს და თან განსხვავებულიც არის, მაგრამ სიმართლის ინტერესი მღრღნის. მადლობა ღმერთს, გოგოს ჩემთვის არაფერი უკითხავს ჩემი და ვანოს ურთიერთობაზე. და რა უნდა მეთქვა? მხოლოდ მეგობრები ვართ მეთქი რამდენჯერაც ვუთხარი, იმდენჯერ ეჭვის თვალით გამომხედა, ახლა კი... ღმერთო, გაიაროს ამ ერთმა კვირამაც და დავბრუნდები მერე თბილისში. იქამდე კი ყველანაირად უნდა მეცადა ვანოსთან დისტანცია დამეჭირა, მაგრამ რანაირად- ერთ ოთახში უნდა დავიძინოთ. ნერწყვი ლამის გადამცდა, როცა წარმოვიდგინე მე და ვანო ერთ საწოლში როგორ ვიწექით და გვეძინა. ხველა ამიტყდა და წყლის ბოთლს ვეცი. თინი გაოცებული მიყურებდა. შევბრუნდი და ჩანთის ამოლაგება დავიწყე. - დაჯ, ვანოს რაღაცას ვატყობ და ვერ ვხვდები ეს ჩემი ფანტაზიაა თუ ნამდვილი,- დივანზე ფეხები შემოიკეცა. - რას ამჩნევ?- თითქოს ოთახი ჩაიხუთაო, დამცხა. - აღარ ეტყობა დაღლა სახეზე, ხო? - ვერ მივხვდი? - ანუ, აი ხომ გინახავს ადამიანს რომ არ სძინავს ხოლმე, როგორი სახე აქვს? - კი... - ვანოსაც ზუსტად მასე ეტყობოდა უძილობა. - და? - და იის, რომ ახლა აღარ ეტყობა,- რის თქმა უნდოდა? - იმის თქმა გინდა, რომ ვანოს უძილობა აღარ ეტყობა? - ხოოო,- ,, ძლივს არ მიხვდის“ სახით გამომხედა. - რავი აბა, მე მთელი ღამე გაგუდულს მძინავს და ვანო რას აკეთებს წარმოდგენა არ მაქვს. - რაც იმ გოგოს დაშორდა,- თინი წამოდგა და სადარბაზო კარი მიხურა,- მას შემდეგ ნორმალურად არ სძინებია, თუ ეძინა ხოლმე საერთოდ. თბილისში კერძო სახლი გვაქვს და რამდენჯერაც ჩვენთან დარჩა ვანო, იმდენჯერ ეზოში გაათია ღამე. სულ ჰამაკში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა ხოლმე, ზამთარშიც კი. სახლში ვერ დადიოდა, რადგან არ უნდოდა გავეღვიძებინეთ, მაგრამ ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა. - ამას რატომ აკეთებს? - რას? - რატომ არ იძინებს. - ხომ გითხარი, თავისი ყოფილის გამო მეთქი. - ეგ გავიგე, მაგრამ ამას ხომ ჩავლილი აქვს? ანუ რამდენი ხნის წინ მოხდა ეს? - არ მახსოვს, დაახლოებით სამი წლის წინ,- თვალები გამიფართოვდა. - შენ იცნობდი იმ გოგოს?- კარადის სახელურს დავეჭიდე. - არც ისე კარგად, რა იყო? - არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს,- არ გავუმხილე ჩემი ფიქრები იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრი რამე ემთხვეოდა ერთმანეთს. - ხოომ... - მომიყევი რა მოხდა,- ვცადე რამე დამეტყუა მისთვის, რადგან ვანოსთვის ვერ ვბედავდი ამის კითხვას, ინტერესი კი მკლავდა. - ოოო, ადრეც ხომ გითხარი ვერ მოგიყვები მეთქი,- ხელი აიქნია მობეზრებულად და აივანზე გავიდა,- შენს მასპინძელს ჰკითხე. - მას ვერ შევეკითხები, ხომ იცი ეს არა?- უკან მივყევი მეც. - რატომ? - რა რატომ?! მივიდე და ვკითხო რატომ დაშორდით შენ და შენი შეყვარებული მეთქი? - ხოო, მერე რაა, თუ ასე გაინტერესებს უნდა მიხვიდე და კითხო. - რა ჭკვიანი ხარ,- დავეჭყანე და უკან შევბრუნდი, ტანსაცმლის ამოლაგება გავაგრძელე,- მისმინე, სერიოზულად, რაც შენ ვანოს ცხოვრებაში გამოჩნდი, უფრო მეტად გახალისდა, დამშვიდდა, ზომბივით აღარ დადის. მასზე დადებითად მოქმედებ, დაჯი, და ძალიან გთხოვ, მისი ცხოვრებიდან შენც ნუ გაქრები. - თინი... მე და ვანო მხოლოდ მეგობრები ვართ,- თვალი ავარიდე, როგორ შემეძლო ამის თქმა, როცა ჩემს გულში სხვა ქარიშხალი ტრიალებდა. - ვიცი და არც მიფიქრია სხვა რამ, მეც სწორედ მეგობრობაზე გეუბნები. ძალიან გთხოვ, თბილისში რომ წახვალ ეკონტაქტე მას, დაურეკე და ესაუბრე, თორემ ისევ გათიშავს გონებას,- თინის სიტყვებმა ტირილი მომანდომა, მაგრამ როგორ უნდა მეტირა, ან როგორ უნდა ამეხსნა ჩემი ცრემლები?! განა მე მინდოდა წასვლა და მასთან განშორება? მაგრამ როგორ უნდა შემეძლო ჩემი გრძნობების უარყოფა და მეგობრობის სტატუსს როგორ უნდა დავჯერებოდი,- დაჯი, გესმის?- ფიქრებიდან გამომაფხიზლა. - კი, მესმის,- თავი დავუქნიე. - მაშინ დამპირდი. - ვეცდები,- არც კის ვეუბნებოდი და არც არას, ეს მხოლოდ დროის გადასაწყვეტი იყო,- თინი, ვანო შენთან ეწევა ხოლმე?- თემა შევცვალე, აღარ მინდოდა ჩვენ სამომავლო ურთიერთობაზე კიდევ გაგვეგრძელებინა საუბარი, ეს მე მკლავდა. - კი, რაიყო. - მხოლოდ ერთხელ მოწია ჩემი თანდასწრებით და ისიც შემთხვევით შევეფეთე მაგ პროცესში. მეგონა ხომ არ მალავს, რომ ეწევა მეთქი, და... - უფფ, არა, კაცო, ალბათ შენი შეწუხება არ უნდოდა და მაგიტომ,- მხრები აიჩეჩა და გვერდით მომიჯდა. მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. უამრავი კითხვა მქონდა მასთან, მინდოდა ვანოზე უფრო მეტი გამეგო, მაგრამ თავს ძალა დავატანე და გავჩუმდი. არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ვანოთი დაინტერესებული ვიყავი. არადა როგორ მინდოდა გამეგო, ვანოც თუ გრძნობდა რაიმეს ჩემ მიმართ, მაგრამ არ მგონია ეს თინისთვის გაემხილა. ჭკვიანია და კარგად იცის ქალები ახალ, კარგ ამბებს რომ ვერ ვიტოვებთ უთქმელად. ალბათ კოკასთან ისაუბრებდა ამ თემაზე, ბიჭია და უკეთესად გაუგებდა, თან არაფრის დიდებით გაამხელდა ძმაკაცის საიდუმლოს არც ცოლთან და მითუმეტეს არც ჩემთან. რა კარგი იქნებოდა სხვის გონებაში შეღწევის უნარი მქონოდა, ასე ხომ უკვე მეცოდინებოდა, რას ფიქრობს ვანო ჩემზე?! ეჰ, ნეტავ ედვარდი ვიყო ბინდიდან... - ძალიან მაგარი ნატვრაა... ფიქრები კარის ხმამ გამაწყვეტინა. უკან გავიხედე და ვანო დავინახე, ხელში პოლიეთილენის პარკებით. ასე მალე არ ველოდი, თუმცა არც კი ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ჩემ ფიქრთა ბურნუსში გახვეული. თინიმ გვერდით რომ ჩამიარა, შევცბი, თურმე არ ვყოფილვარ ბოლომდე გამოფხიზლებული. როცა მას ვხედავდი ისედაც არეული გონება, უფრო მეტად მერეოდა. თავს ძალას ვატანდი, მაგრამ მასზე ფიქრს ვერაფრით ვწყვეტდი და ახლა, როცა ის ჩემ წინ იდგა, მეგონა, რომ სამყარო ჩემ გარშემო ტრიალებდა. ღამესავით მისი მუქი, შავი თვალები ახლა მე მიმზერდა, ან მე მეგონა ასე, ჩემს თავს ბევრ რამეს ვაჯერებდი და შესაძლოა ესეც ჩემი მოლანდება ყოფილიყო. თავი გავაქნიე ამ შეუძლებენი ფიქრების მოსაშორებლად. ვანომ გამიღიმა და პროდუქტი სამზარეულოს დახლზე დაალაგა. ახლოს მივედი და ცელოფნებში ჩავიხედე, არაფერი იყო ისეთი, რითაც საჭმლის გაკეთება შეიძლებოდა, მხოლოდ დორიტოსები, ჩიფსები, მარშმელოუ, ჟელიბონები, კრუასანები, კიდევ სხვა ტკბილეულობა და რაც მთავარია - მისი უდიდებულესობა ყავა. როგორც ჩანს, ჩემს მასპინძელს, ჩემი მოსუქება ჰქონდა მიზნად დასახული. - ყავას გავაკეთებ, ხომ შეჭამ? - კიი, ყავას შევჭამ,- მის შეცდომაზე გულიანად გამეცინა. - ხოო, დალევ, სიტყვა არ შემარჩინო,- სახე მომანჭა და სამზარეულოსკენ შეტრიალდა,- წყალი ვიყიდე და მარტო ეს დალიე, ონკანიდან არ დალიო, ცუდად გახდები,- თითის ქნევით გამაფრთხილა და წყალი მადუღარაში ჩაასხა. - კარგი,- თავი დავუქნიე და ყავის მოლოდინში დივანზე დავემხე. ახლა ყავაზე მეტად ძილი მინდოდა, ის ძილი, რომელიც სერიალის ყურებისას მოვიკელი. გვერდზე გადავწექი და დივნის ბალიშზე ჩამოვდე თავი, მაშინვე იგრძნო ჩემმა სხეულმა შვება. ქუთუთოები დამიმძიმდა და გონება გამეთიშა, ბუნდოვნად ვხედავდი საქმით გართული ჩემი მასპინძელის ზურგს. წამით თვალები დავხუჭე, გავახილე და ის უკვე ჩემთან იდგა, სახეზე ღიმილი ეხატა. - გეძინება?- მკითხა, მაგრამ არ მახსოვს თუ ვუპასუხე, არც ის მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი დივნიდან საწოლში, მაგრამ როცა გავიღვიძე სხეულზე რაღაც რბილი მეფარა და ფეხზე არ მეცვა. ზურგზე გადავბრუნდი და ოთახს თვალი მოვავლე, მთავარ კედელზე დაკიდებულ ტელევიზორში რომელიღაცა ქვეყნის ფეხბურთის მატჩი მიმდინარეობდა. ვანო დივანზე იწვა, ცალი ხელი ჰაერში გადმოეკიდა და ასე ეძინა. თინის სიტყვები გამახსენდა - ,, რაც შენ ვანოს ცხოვრებაში გამოჩნდი, უფრო მეტად გახალისდა, დამშვიდდა, ზომბივით აღარ დადის. მასზე დადებითად მოქმედებ, დაჯი“- ნუთუ მართლა?! მას ეძინა, მშვიდად და აუღელვებლად, თითქოს აქამდე არაფერი აწუხებდა. მის გამო მიხაროდა, თუ მე მისი ცხოვრეის უკეთესობისკენ წაყვანა შევძელი, ამაზე მეტად არაფერი მახარებდა. იდაყვებზე ავიწიე და სახეზე უკეთესად დავაკვირდი, როგორ თვალსა და ხელს შუა შემიყვარდა მისი მზემოკიდებული სახე, ღმერთო, როგორ მხიბლავდა მის შუბლზე დაყრილი მუქი თმა. ჩემდაუნებურად ფეხზე წამოვდექი და მასთან ახლოს ჩავიმუხლე, მაგრამ რისთვის, მე თავადაც არ ვიცოდი. უბრალოდ მინდოდა მის სიახლოვეს ვყოფილიყავი, მისთვის მეყურებინა, როცა ეძინა და ტუჩები, რომელიც ახლა მთელი ძალით ეხებოდნენ ერთმანეთს, მინდოდა სამუდამოდ ჩემი გამხდარიყო. ვიცოდი, რომ შეცდომა იყო ყველა ის ფიქრი, რაც კი გონებაში მქონდა გავლებული მასთან დაკავშირებით, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ჩემს გონებაში მუდამ ტრიალებდა მისი სახელი. ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოსკენ გავემართე, ჩემს გულს ისე ხმამაღლა გაჰქონდა ბაგა- ბუგი, რომ მეშინოდა ჩემი ,, საყვარელი“ მასპინძელი არ გამეღვიძებინა. ჩანთიდან ტილო და სუფთა ტანსაცმელი ამოვაძვრინე და აბაზანაში შევიკეტე. სხეული, რომელშიც სიმხურვალე მივლიდა, ნელთბილი წყლით გავაგრილე და შხაპის ქვეშ იქამდე ვიდექი გაუნძრევლად, სანამ ჩემმა კანმა დაბერება არ იწყო. სველ ტანზე ტილო შემოვიხვიე და სარკეში საკუთარ თავს მივაშტერდი, მაინც რა ჯანდაბა მემართებოდა, როდის მერე იყო ბიჭზე ასეთი ბნედა მომდიოდა?! არც ჩემს ყოფილ... არაა, მის ხსენებას ეშმაკი ვახსენო მირჩევნია. ოთახში რომ გავედი ვანოს ისევ ეძინა. ზურგზე გადაბრუნებულს, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ტელევიზორი გამოვრთე და აივანზე გავედი. მზე ისე აჭერდა, თითქოს ჩემი დაწვის სურვილი ჰქონოდეს. მოაჯირს დავეყრდენი და დაბლა გადავიხედე, კორპუსთან მოსიარულე ადამიანებს, ჭიანჭველებივით ვხედავდი. მაინც რამ მოაფიქრა კოკას ბინების მეჩვიდმეტე სართულზე დაქირავება, სანამ აქედან პირველ სართულზე ჩახვალ, მზე გადავა, ჩემ შემთხვევაში დაღამდება კიდეც. ბავშვობიდან მოყოლებული ვიტანჯები კლაუსტროფობიით და ვერა და ვერ მივაგენი გზას, ამ შიშის დასაძლევად. ზღვა აქედან ხელის გულივით მოჩანდა, ვხედავდი მღელვარეს სანაპიროსკენ როგორ მოჰქონდა ქათქათა თეთრი ტალღები. ზღვა დღეს უცნაურად მღელვარე ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ ცაზე ღრუბლის ერთი ნაგლეჯიც კი არ მოძრაობდა. მოგონებები თავისთავად ამომიტივტივდა გონებაში, მოგონებები, რომელიც აქამდე უნდა მომეშორებინა თავიდან, მაგრამ ვერ შევძელი. წარსული ტკივილი ისევ ტრიალებდა ჩემს გულში და მაშინ, როცა თავს ბედნიერად დავიგულებდი, დაუძახებლად მოცურავდა ნაპირისკენ. ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, საკუთარ თავს გავუღიმე შორიდან და იმით დარწმუნებული, რომ ეს უაზრო ფიქრები ჩემს გონებაში მეორედ აღარ გადმოსცდებოდა საზღვარს, ოთახში შევედი. მძინარს ის გადასაფარებელი დავაფარე, რაც ცოტა ხნით ადრე მე თვითონ მეფარა, მიუხედავად ზაფხულის აუტანელი სიცხისა, ოთახში კონდიციონერი იყო ჩართული და არ მინდოდა გაციებულიყო. შეძლებისდაგვარად ჩუმად მოვხსენი ბრელოკს ერთი გასაღები, ფეხსაცმელი ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და ბინიდან გავიპარე. ახლა მარტო სიარულის გარდა არაფერი მინდოდა. ჩემს ახლართულ გონებას გაუთოვება სჭირდებოდა. პირველ სართულზე ძლივს ვაი- ვაგლახით ჩავედი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი სადარდებელი, პირველიდან მეჩვიდმეტეზე როგორ უნდა ავსულიყავი, აი ეგ იყო საინტერესო. ძალიან მშიოდა, მაგრამ არ მინდოდა ჩემი მეგობრების გარეშე მეჭამა, თუმცა ვერც ისე ვიქნებოდი, რამე რომ არ გამეღეჭა. სადარბაზოს და მთლიან კორპუსს ფოტო გადავუღე, მერე რომ არ დავკარგულიყავი და ბულვარში გავედი სასეირნოდ. სამი წელი თურმე არ ყოფილა დიდი დრო ცვლილებებისთვის, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც უწინ, ახლად აშენებულ აპარტამენტებს თუ არ ჩავთლით. სიმართლე ითქვას, არც ვიცოდი რა მინდოდა შეცვლილი სახით მენახა, თუმცა არც ის მინდოდა ყველაფერს ძველებური სახე ჰქონოდა. ახალი ცხოვრების დასაწყებად ყოველდღიურად თითო- თითო ნაბიჯს ვდგავდი, მაგრამ გზის დასასრულამდე ჯერ კიდევ ვერ შევძელი მისვლა. მაინც რა მეკლდა იმისთვის, რომ მეც სხვებივით ბედნიერი ვყოფილიყავი? დედა მყავდა და დაქალები, რომლებიც ამავე დროს ჩემი დებიც იყვნენ, ახალი მეგობრები, რომელთან ერთადაც ზაფხულის ერთ თვეს ხალისიანად ვატარებდი. ბიზნესი მქონდა, რომელიც ჩემს დაქალებთან ერთად ავაწყვე, და სამსახური, რომელიც... არა, ვიტყუები, სამუშაო მაშინ დავკარგე, როცა ვიღაც კლიენტს ჭიქებიანი ლანგარი თავზე დავამხე, იმის გამო, რომ ჩემს ძვირფას ტაკოს თავისი ბინძური ხელებით შეეხო. მიუხედავად მისი ამ შეურაცხყოფისა უფროსმა კლიენტი გაამართლა და მე სამსახურიდან გამომიშვა. მაგრამ მე რის დაჯი ვიქნებოდი, იქიდან ჩუმად რომ წამოვსულიყავი, ბარიდან ყველაზე ძვირადღირებული სასმელები ავიღე და ერთმანეთის მიყოლებით პირდაპირ უფროსის ფეხებთან დავლეწე. ჩივილით ვერ მიჩივლა, რადგან იცოდა კამერებს ამოიღებდნენ გამოძიების დროს, მაგრამ იქაურობასთან მიკარება ამეკრძალა. არც მანამდე მეხატებოდა გულზე ის ბარ- რესტორანი, გაზულუქებული კაცებით სავსე დაწესებულებაში, თავი პატარა წრუწუნა მეგონა. სამაგიეროდ ახლა ნებისმიერ ადგილას შემეძლო წავსულიყაბი და მეკეთებინა ის რაც მინდოდა და მაინც... რატომღაც თავს უბედურად მივიჩნევდი. რაღაც ყოველთვის აკლდა ჩემს გონებას, გულს. სიყვარული?- ნუთუ ამის გარეშე სიცოცხლეს ვერ აგრძელებენ ადამიანები, ნუთუ უსიყვარულოდ ბედნიერება არ მოდის?! მეორე ნახევარი რისთვის არის საჭირო, დასაყრდენად? სიძლიერისთვის? ამის გარეშეც ხომ შეიძლება ძლიერი იყო, საყრდენად საკუთარი თავი გამოიყენო. ნელ- ნელა ვხვდებოდი, რომ ჩემი ფიქრები ჩემი მასპინძლისკენ მიიწევდა თანდათანობით, რადგან ყველგან მისი სახე და სახელი ტრიალებდა. ყურსასმენები ამოვიღე, რომ მუსიკისთვის მომესმინა და ასე ფიქრებისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ მანამ სანამ მე იმ მართულხლართებს გავხსნიდი, ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ეკრანზე ,, აუტანელი“ მეწერა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩემი მასპინძელი მირეკავდა. როგორც კი ვუთხარი სადაც ვიყავი და გავუთიშე, მაშინვე გადავაწერე მის ნომერს სახელი. მალევე მაკდონალდსის შესასვლელთან შევიკრიბეთ. მთელი ის დრო, რაც მე ხაშურში გავატარე მაკდონალდსის ბურგერები მონატრებული მქონდა, თან ისე მშიოდა უარს არაფერზე ვამბობდი. იმის გამო, რომ ჰამბურგერის მოყვარული არ ვიყავი, სამმაგი ჩიქენ ჩიზბურგერი, კოკა- კოლა და ფრი შევუკვეთე და მაგიდის მოსაძებნად წავედი, ვანოც მალე დამეწია. - დღეს რატომ გაიპარე?- როგორც კი თავისუფალ მაგიდასთან დავჯექი, ისიც ახლოს მომიჩოჩდა თავის სკამიანად. - გავიპარე?- ისე შევიცხადე, თითქოს მის გარეშე ფეხი არ გამიდგამს გარეთ. - ხოო, რომ მეძინა, დრო გიხელთავს. - აბა ხომ არ გაგაღვიძებდი? - ქვევით როგორ ჩახვედი? - ჩავფრინდი,- მოლოდინში იქაურობა მოვათვალიერე და რაღაცნაირად თვალში მომხვდა ვანოს ზუგს უკან მჯდომი, პერანგის ღილებ შეხსნილი, მუსკულებიანი, ქერათმიანი ახალგაზრდა მამაკაცი. თვალები დამიწვრილდა მისი მომხიბვლელობის შემხედვარე, მერე რაა, რომ ვანო მეჯდა წინ, მაინც მარტო მას ვხედავდი. სახესთან გაშლილი ხელი ამიფრიალდა. - Hallo,- როგორც კი მასზე გადავიტანე მზერა, მომესალმა. - Oh, Hi,- გავუღიმე და მუშტს ნიკაპი დავაყდენი. - How are you? - I am fine. - გეტყობა, კიი,- წამოდგა, მეც წამომაყენა, თავის სკამზე დამსვა, თავად კი ჩემი ადგილი დაიკავა და მითხრა,- მხოლოდ მე მიყურე, სხვას არავის. - რა გინდა?- შევუბღვირე ჩემ წინ მჯდომს, ძალიან არ მომეწონა მისი სიუხეშე. ვანომ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ არ დასცალდა, კოკა და თინი შემოგვიერთდნენ. პატარა მაგიდის გამო, შევიწროვება მოგვიწია, ვანომ ჩემი სკამის ფეხს ხელი ჩაავლო და თავისკენ მიწია, მე კი მოულოდნელობისგან ყვირილი აღმომხდა და ფრი რომელიც უკვე პირთან მქონდა მიტანილი, ხელიდან გამივარდა. ,, ვერ ეტევიან,“- მხრები აიჩეჩა და კიდევ უფრო ახლოს მიმაჩოჩა თავისთან. შიშველ თეძოზე მისი შარვლის მატერიას ვგრძნობდი, მაგრამ სიმხურვალე, რომელიც მისი ფეხიდან მოდიოდა, უფრო მეტად მაღელვებდა. ნერწყვი გადავყლაპე და ყელში გამეჩხირა. სანამ ხველა ამიტყდებოდა, მაშინვე კოკა- კოლა მივაშველე, შემდეგ კი ლოცვა დავიწყე, როგორმე ფეხის ნერვული კანკალი არ დამწყებოდა. ყველას ისე გვშიოდა, სიტყვის თქმა არც ერთს მოგვსვლია გონებაში, ჩუმად ვისხედით და მაქსიმალურად სიამოვნებით ვჭამდით. ვინმეს რომ ვენახეთ, იფიქრებდა- ამათ მანამდე საჭმელი არ უნახავთო. ფეხის კანკალი დამეწყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანოს თეძო მეხებოდა, არამედ იმიტომ რომ ჭამით გამოწვეული ნეტარების გამო ცეკვის სურვილი მიჩნდებოდა. კანი, რომელსაც ჩემი მასპინძელის შარვლის მატერია ეხებოდა, უცნაურად გამიხურდა და დენდარტყმულივით გამოვხტი გვერდზე. სამივემ გაოცებით გამომხედა, ვერ მიხვდნენ რა დამემართა, მე კი სკამის კიდეში მჯდომი, მაგიდას ჩავჭიდებოდი, რომ როგორმე ძირს არ გამედინა ზღართანი. ჩავახველე და ძველ პოზიციას დავუბრუნდი, ჩვენი ფეხები ისევ შეეხო ერთმანეთს და ახლა კანზე სიმხურვალის გარდა, ვგრძნობდი, როგორ ამიხურდა ლოყებიც. მგონი პირველად ვიგრძენი სიმორცხვე და თავი ლამის დავიწყევლე, რომ ვანოს გვერდით ასეთი რაღაცები მემართებოდა. რაღაცნაირად თავის შეკავება მიჭირდა. მასთან სიახლოვე და მისგან შორს ყოფნა ერთდროულად მინდოდა და ვერ ჩამოვყალიბდი რომელი ერთი გამეკეთებინა. ჩემი გული და გონება ყოველთვის უთანხმოებაში იყვნენ ერთმანეთთან, მათ ომში კი მე ვიყავი მსხვერპლი. ყოველთვის ვცდილობდი არც ერთისთვის მეწყენინებინა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებებით ერთ- ერთი ყოველთვის რჩებოდა დაჩაგრულთა მხარეს. ახლა კი, მაშინ, როცა ჩემში ერთი დიდი ომი მიმდინარეობდა, არ ვიცოდი გამარჯვების დროშა რომლისკენ ამეწია. ეს ფიქრები, განუწყვეტლივ რომ ტრიალებდა ჩემში, შინაგანად მთლიანად მჭამდა და ვხვდებოდი, რომ არა სულიერი დაღლა ნელ- ნელა ეპარებოდა ჩემს სხეულს. უპასუხო სიყვარულის ყველაზე მეტად მეშინოდა, მაგრამ არც ვინმეს ნათქვამ- ,, მიყვარხარს“ დავიჯერებდი ალბათ კიდევ ერთხელ, მაგრამ გამონაკლისების დაშვება ყველგან ხომ შეიძლება? მეც ზუსტად ვიცოდი, ვანოს ჩემთვის ეს რამდენიმე მარცვლიანი სიტყვა რომ ეთქვა ჩემთვის, ამას დავიჯერებდი. მხოლოდ მის ნათქვამს დავიჯერებდი, სხვისგან არასოდეს. და მაინც, მისთვის მხოლოდ მეგობარი ვიყავი და მეტი არაფერი. ჭამას რომ მოვრჩი, სკამის საზურგეს მივეყრდენი და ჭამით გართულ სამ მეგობარს გადავხედე. კოკას თინი ყავდა, თინის კოკა, ვანოს თინი და კოკა, მთლიანობაში კი მათ ერთმანეთი ყავდათ. მე ლინდა და ნიტა მყავდა, მაგრამ მეტი მინდოდა, მე ის მინდოდა, რაც ალბათ არასოდეს იქნებოდა ჩემი. ჩემთვის სასურველი გვერდით მეჯდა და არც კი იცოდა, რომ ერთი, სულელი გოგონა მასზე ოცნებობდა. მის შემოხედვაზე, მის გაღიმებაზე, მის საუბარზე, შეხებაზე, მისი ფეხი ისევ ეხებოდა ჩემს შიშველ თეძოს და მინდოდა ეს შეხება სამუდამოდა მეგრძნო კანზე. დიახ. მე დუმილის უფლებას ვიყენებ და არ ვამხელ იმას, რაც ხდება ჩემს გონებაში და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მეშინია. შიში, უპასუხო სიყვარულისა, ყელში მიჭერს და მგუდავს. მენატრება ის დრო, როცა ბედნიერი ვიყავი, ის დრო როცა არაფერი მადარდებდა, ბავშვობა მენატრება, როცა არც კი ვიცოდი, რა იყო სიყვარული და ღალატი. მაშინ ხომ წარმოდგენა არც კი მქონდა, რის გადატანა მომიხდებოდა, როცა გავიზრდებოდი. ხშირად ბედნიერი მოგონებებიც გულს გვტკენს, რადგან ვაანალიზებთ, რომ წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ და უნდა მივდიოთ იმ მდინარეს, რომელსაც მილიონი შენაკადი აქვს იმ ადამიანების სახით, შენ გვერდით, რომ მოძრაობენ მდორედ. არ ვფიქრობ, რომ ვინმე შეძლებს ჩემ გაგებას, თუ მე გავბედე და ამოვთქვი ყველა უთქმელი სიტყვა და გრძნობა, ისინი ვერ გაიგებენ როგორი გადაღლილია ჩემი სული ამ ყველაფრისგან. ხალხი ფიქრობს, რომ თუ სხეული ჯანმრთელი გაქვს, მაშინ შინაგანადაც ჯანმრთელი იქნები, რადგან ისინი ვერ ხედავენ, რამდენად გადაღლილი ხარ ემოციურად. იღიმი, მაგრამ ამ ღიმილის მიღმა იმდენი ტკივილია, იმდენი ამოუთქმელი ტკივილი, რომ... საკუთარი გრძნობები და უთქმელი სიტყვები მკლავს, მაგრამ როგორ იქნება ისე, რომ ოდესმე ჩემთვისაც არ გამოანათებს მზე და არ ვცდი ყველაფრის თავიდან დაწყებას?! ფიქრებიდან შეხებამ გამომაფხიზლა. ვანოს მარჯვენა ჩემი სკამის საზურგეზე ჩამოედო და ცერა თითით მხარზე მეხებოდა. არ მიყურებდა, მაგრამ რაღაცის გამო ფართო ღიმილი აეხატა სახეზე და მე მის ღიმილში ჩავიძირე. ეჭვიანობამ გამკენწლა, რადგან მინდოდა ეს ღიმილი მხოლოდ მე მკუთვნებოდა და სხვა არავის. საერთოდ არ მეთმობოდა ვინმესთვის არც ეს ღიმილი და არც მისი პატრონი და დიდი სიამოვნებით მოვკლავდი ყველა იმ მანდილოსანს, რომელსაც ამ სილამაზის ხილვის საშუალება მიეცემოდა. მისი შეხება, ჩემს მხარზე, სასიამოვნო ჟრუანტელად მივლიდა მთელს სხეულში და უნებლიედ გავიღიმე, როცა ცერა თითს საჩვენებელი და დანარჩენი თითებიც მიყვა და მხრის გასწვრივ ჩასრიალებული, ჩემს თმაში ჩაიკარგა. ხმა ძლივს დავიმორჩილე, რომ სიამოვნების კვნესა არ აღმომხდოდა, როცა მისმა თითებმა ისევ გაიარეს ნაცნობი გზა და ჩემ კისერთან შეჩერდნენ. თვალები დავხუჭე და დაველოდე მის შემდეგ მოძრაობას, თუმცა აღარ განმეორებულა, თითქოს ჩემს კანს შეხორცებოდაო, ისე უძრავად ჰქონდა თითები ჩემს კისერზე აკრული. თვალები უკმაყოფილოდ გავახილე, როცა ის ვერ მივიღე, რაც მინდოდა. კოკა და თინი იქ აღარ დამხვდნენ, სამაგიეროდ ჩემს სახეზე მოჩერებული ვანოს თვალები დავინახე. მისი ის ღიმილი, რომელიც მე ასე აგრერიგად მიყვარდა, სადღაც გამქრალიყო და ახლა ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული ბაგეები, ვფიქრობ მომეჩვენა, მაგრამ მაინც, რაღაცის დაუძლეველი სურვილით იყო ანთებული. არც მის თვალებში მოციმციმე ალები გამომპარვია, რომელიც ერთი წამითაც არ შორდებოდა ჩემს სახეს. იმდენად ახლოს იყო ჩემსკენ გადმოხრილი, რომ მის სურნელს გარკვევით ვგრძნობდი და ათასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მილიონ სურნელში გამოვარჩევდი ამ ერთ კონკრეტულს. და აი, ზუსტად ამ მშვენიერ მომენტში დამკრა გონებაში იმ დაწყევლილმა გონგმა და მომიყვანა აზრზე. ლოყები ამიხურდა, როცა გავიაზრე რა ხდებოდა იმ წუთას, ჩავახველე და სკამზე შევსწორდი, რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს გონებაში, თავი უნდა შემეკავებინა. ჩემი წამოწევა და ვანოს ხელის გაწევა ერთი იყო. უცნაურმა სიცივებ დამიარა თმებს შორის და მაშინ ვაღიარე, რომ თავის დაკარგვა ადვილად შემეძლო მასთან. - თინი და კოკა სად არიან?- ვიკითხე, რომ როგორმე უხერხულობა გამექრო ჩვენ შორის. - ყავას მოიტანენ და მოვლენ,- ისე მიპასუხა, ჩემთვის არც შემოუხედავს და რაღაცნაირად გული დამწყვიტა მისმა ამ საქციელმა. - ვერ გავიგე, როგორ გავიდნენ. - ალბათ იმიტომ, რომ გეძინა,- უემოციოდ ამოთქვა და იქაურობა მოათვალიერა. - არ მძინებია,- თვალი ავარიდე მის სახეს, მერჩივნა რამეზე დაეცინა ჩემთვის, ვიდრე ასე, უემოციოდ ეყურებინა აქეთ- იქით. - როგორც შენ იტყვი,- მკვახედ მომახალა. - ასე რატომ მელაპარაკები?- აღმომხდა გაკვირვებისგან, უკვე სატირლად ვემზადებოდი. - როგორც საჭიროა ისე გელაპარაკები,- წარბშეკრულმა გამომხედა და ტუჩები მჭიდროდ შეახო ერთმანეთს. შევცდი, როცა მეგონა, რომ მის თვალებში მნათობი ალები ჩემთვის იყო განკუთვნილი. ისევ შევცდი. თინი და კოკა მოვიდნენ თუ არა, მაშინვე წამოვდექი სკამიდან და საპირფარეშოსკენ გავემართე, გზაში ყრუდ მომეწია კოკას ნათქვამი,- რა მოხდა. და მართლაც რა მოხდა ასეთი, რომ საპირფარეშოს კარამდეც ვერ მივაღწიე, ისე დამედინა ცრემლები. მიზეზი რაც არ უნდა ყოფილიყო, საპირფარეშოს ერთ- ერთ კაბინაში ვიჯექი და ტირილით ვკვდებოდი, თან პირზე მქონდა ხელის გული მიჭერილი, რომ ვინმეს ჩემი ბღავილი არ გაეგო. ამ ბოლო დროს ძალიან სენსიტიური გავმხდარიყავი, ყველაფერი მწყინდა, განსაკუთრებით ერთი ადამიანისგან. ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტანდი, ბუტია და ყველაფერზე სატირლად გამზადებულ გოგონებს და ჩემდა სამწუხაროდ მეც ზუსტად ასეთი ვხდებოდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე წინა შეყვარებულთან არასოდეს ვყოფილვარ, არასდროს არაფერს ვუთმობდი, ვჩხუბობდი, ვყვიროდი, მაგრამ ვანოსთან სიტყვის თქმაც კი არ გამომდის, ისე ვატრიალებ ტუჩს სატირლად. ახლაც სწორედ ამის გამო არ ვიყავი გამოკეტილი საპირფარეშოს ერთ- ერთ კაბინაში და საკუთარი თავის დამშვიდებას არ ვცდილობდი? მერამდენედ მომიკაკუნა თინიმ კარზე, უკვე აღარ ვითვლიდი. ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი, რომ კარგად ვიყავი და მალე გამოვიდოდი, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი ჩემი გულის დამშვიდებას, თავისუფლებაში მყოფი ცხენივით რომ მიერეკებოდა სადღაც. ჩემს სახეზე აღარაფერს ვიტყვი, ფანქარი ალბათ უკვე ღაწვებზე მესვა და არც ჩემი თვალები გამოიყურებოდა მშვიდად. ამდენი ხნის ტირილის შემდეგ სულმთლად ამომიწითლდებოდა. კიდევ ერთი მოკაკუნება და ფეხზე წამოვდექი, ჩემს თავს შევუძახე, რომ უნდა დავმშვიდებულიყავი და პატარა ბავშვივით არ უნდა მეტირა ერთ სისულელე რაღაცაზე. ლოყებზე თითები გადავისვი და ზედ დავხედე, თითის ბალიშები გამშავებოდა, აშკარად სახეც შავი მქონდა. ახლა ვნანობდი, რომ წყალგამძლე ლაინერის ნაცვლად ეს უაზრო თვალის ფანქარი ვიყიდე, მაგრამ არაუშავრს, ყველაფერი რიგზე იქნება. ჩემს თავს გავუღიმე, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, სახელურს ხელი წავავლე და გარეთ, ჩემს მომლოდინეს გავძახე. - თინი?!- ხმა ბოლომდე არ მქონდა დამშვიდებული. - ხოო, აქ ვარ,- შეშინებული მოუახლოვდა კარს,- კარგად ხარ? - კი, კარგად ვარ,- იმედი მქონდა ტყუილი კარგად გამომდიოდა, მასთან მაინც,- მანდ არის ვინმე? - არა, მარტო ვდგავარ. - კარგი გამოვდივარ,- თვალებ დახუჭულმა კიდევ ერთხელ ღრმად შევისუნთქე ჰაერი და საკეტი გადავატრიალე. - ღმერთო ჩემო, დაჯი, კარგად ხარ? რა მოხდა?- მაშინვე მკლავებში მწვდა და სინათლეზე გამათრია,- რას გიგავს სახე, მოდი მოგწმინდო,- და დაიწყო ჩემი ჩამოდღაბნილი მაკიაჟის წმენდვა. ჩემთვის არაფერი უკითხავს, ალბათ ფიქრობდა, რომ ჯერ ამის დრო არ იყო და საბოლოოდ როცა დავწყნარდებოდი, მერე თავად მოვუყვებოდი, მაგრამ მოსაყოლი საერთოდ არაფერი მქონდა, მე თავადაც არ ვიცოდი რატომ გამოვვარდი დარბაზიდან. ცოტახანი მოვიცადეთ და თვალები ოდნავ რომ ჩამიცხრა საპირფარეშოდან გავედით. თავს ზევით ვერ ვწევდი, არ მინდოდა ჩემი და ვანოს თვალები შეხვედროდა ერთმანეთს და მერე შესაძლოა ისევ ამჩუყებოდა გული. გეგმად მქონდა მაგიდასთან რომ მივიდოდით ბოდიში მომეხადა ჩემი გამოხდომისთვის და მერე წავსულიყავი, რომ მათთვის უხერხულობა არ შემექმნა. თინის ხელკავგაყრილი მივყავდი და იქამდე არ გამიშვა ხელი, სანამ ჩვენს კუთვნილ მაგიდას არ მივუახლოვდით. როგორც გეგმად მქონდა ბოდიში მოვიხადე და ჩანთა ავიღე, რომ წამოვსულიყავი, მიზეზად დაქალის დანაბარები მოვროშე და თინის შემოთავაზებაზე, რომ გამომყოლოდა, უარი ვთქვი. ასე, რომ კიბეებს დავუყევი და გასასვლელის მძიმე კარი გავაღე. რა დაქალის დანაბარები, ქუჩა გადავჭერი და ბულვარზე გავედი, მერე სანაპიროზე და ზღვასთან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დავდექი. აქაფებული ტალღები ფეხისთითებამდე მწვდებოდა, შეხების სიცივე მთელს ტანში მივლიდა, მაგრამ გახურებული ჩემი სხეული სიამოვნებით იღებდა. ჩემი ძვირფასი, ყავისფერი ,, ბასანოჩკები“ გავიხადე და ტალღებს შევუერთდი. მუხლებამდე რომ შევედი, კაბის ბოლოები თითებს შორრის მოვაქციე და ზევით ავქაჩე, არ მინდოდა დამსველებოდა. მიუხედავად ზღვის აუტანელი შიშისა, ისეთი სასიამოვნო იყო მისი ტალღების ყოველი ბიძგი, თვალებდახუჭული ვიდექი და წარმოსახვაში ვიყავი გადავარდნილი. ახლა რომ ცურვა შემძლებოდა, ხომ შევძლებდი გავყოლოდი ამ ტალღებს, იქნებ ჰორიზონტს იქით უფრო საინტერესო იყოს ყველაფერი. არც ყვინთვა შემეძლო, არადა ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო საკუთარი თვალით დანახული ზღვა შიგნიდან. მითოლოგიის ბავშვობიდან მჯეროდა, განსაკუთღებით კი ბერძნული მითოლოგიის და ჩემი ამ ღმერთების მიმართ დიდი სიყვარულის გამო, დღემდე მივიჩნევ, რომ პოსეიდონის უკანონო შვილი ვიყავი. ხომ არსებობდნენ ნახევრად ღმერთები, ნახევრად ადამიანები? მეც ხომ შეიძლებოდა პოსეიდონის ქალიშვილი ვყოფილიყავი? ,, რა სისულელეებზე ვფიქრობ“- თავში წავიშინე სველი ხელი და სანაპიროსკენ გაჭირვებით შემოვბრუნდი, ტალღებში წონასწორობის შეკავება მიჭირდა. თუმცა წონასწორობა მაშინ უფრო დავკარგე, როცა დავინახე ნაპირზე ვინ მელოდა. შარვლის ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, მზის სხივებ ჩამდგარი თვალებით მიყურებდა ვანო და ადგილიდან არ იძვროდა, არც მზერას მაშორებდა, არც ხმას იღებდა. ჩემს თავში ავირიე, დავიბენი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, წყლიდან გავსულიყავი თუ იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ სიცივეს უკვე ძვლამდე ჩაეღწია და ძნელი იყო დალოდება. გაჭირვებით ვადგამდი ნაბიჯებს კენჭებით გავსებულ ზედაპირზე და ნელ- ნელა ვუახლოვდებოდი ჩემთვის სასურველი მიზნისკენ, თუმცა ნაწყენი ჩემი გული გაჩერებასაც მთხოვდა. ბოლო ნაბიჯი გადავადგი და მის წინ გავჩერდი. ქვევიდან ავყურებდი მზისგან განათებულ მის ყავისფერებს, თითქოს გამჭვირვალე რომ გამხდარიყო და ველოდებოდი როდის დაიწყებდა საუბარს, მაგრამ არ დაუწყია. იდგა ისევ ისე და მიყურებდა, ისე თითქოს რაღაც უნდოდა ჩემგან, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა. არ შემეძლო წამეკითხა მის სახეზე აღბეჭდილი ემოციები, რადგან საღამოს ზღვის წყალივით გაყინული ჰქონდა კანი, არანაირი ემოცია, არანაირი ფიქრები. ან უბრალოდ მე არ შემეძლო ამის კითხვა, ან უბრალოდ მე ვაჯერებდი საკუთარ თავს რომ არ შემეძლო. ბოლოს გადავწყვიტე საუბარი მე დამეწყო, რადგან გაწელილი უხერხულობა უფრო მეტად მივსებდა გულს შიშით, იმედგაცრუებით და წყენით, უსიტყვოდ წასვლა კი არ მინდოდა. - აქ რა გინდა?- ისე ამოვიჩურჩულე, რომ მხოლოდ ვანოს შესძლებოდა ჩემი სიტყვების გაგონება, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის გარდა არაფერი სულიერი იყო ჩვენი შემსწრე. - შენ გამოგყევი,- მანაც ჩურჩულით ამოთქვა, თვალი ერთი წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის. - რატომ? - ვიფიქრე, რომ საჭირო იყო,- წამიერად გაიღიმა და ისევ დაიბრუნა უემოციო, ყინულივით ცივი სახე. - საჭირო არ იყო, თინისაც ვუთხარი, რომ... - ეს არის შენი დაქალის დანაბარები?- სიტყვა გამაწყვეტინა, უკმაყოფილება ეწერებოდა სახეზე,- შენს მეგობრებს გაექეცი და ზღვაში შედიო? - ამაზე საუბარი არ მინდა,- თავი გავაქნიე, ახლა მხოლოდ წასვლა მინდოდა, მისგან წასვლა. ქვებზე დაგდებულ ჩემს ჩანთასა და ფეხსაცმელებს დავავლე ხელი და ბულვარისკენ წავედი. უკან გამომყვა. - და რატომ?- მკლავში ხელი წამავლო. - გამიშვი, რას აკეთებ,- ხელი გავიქნიე და თავი გავითავისუფლე, ჩემდა გასაკვირად წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც ძალა გამოუყენებია, როგორც ეს ფილმებში ხდება ხოლმე. - მითხარი, რატომ არ გინდა ამაზე საუბარი,- ისევ თავისას იმეორებდა. - უბრალოდ არ მინდა, და იმიტომ, რამე პრობლემაა?- გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ წინ გადამეღობა, სიბრაზე მეპარებოდა გულში,- ვანო! - კი, პრობლემაა და თან ძალიან დიდი. - მაინც რა პრობლემაა, ამიხსენი,- ჩემდა უნებურად ხმას ავუწიე,- ვერ ვხვდები რა გინდა, ვანო? - შენს გარდა ყველა ხვდება რა მინდა, დაჯი,- მანაც აუწია ხმას, თვალებში მზის სხივების ნაცვლად ცეცხლში მოცეკვავე ჭინკები აუთამაშდა. - რას ვერ ვხვდები, რას,- ვიყვირე ბოლო ხმაზე, ვიგრძენი, როგორ მოგვაშტერდა ათასი თვალი,- ვერ გავიგე რა გინდა, ამიხსენი. - არაფერი, დაჯი, საერთოდ არაფერი,- თავი გაიქნია, ზურგი შემაქცია და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბულვარს. თვალები ამიცრემლიანდა, ისევ იგივე მეორდებოდა, ერთ საათში უკვე ორჯერ და რა მოხდებოდა შემდეგ?! - გოგონა, კარგად ხართ?- ფიქრებიდან გამომარკვია ვიღაცის ხმამ, გვერდით მივიხედე და ის ქერათმიანი ახალგაზრდა მამაკაცი დავინახე, მაკდონალდში რომ იჯდა. - რ- რა?- გაჭირვებით ამოვთქვი. - ცუდად ხომ არ ხართ? წამობრძანდით, სადმე დავსხდეთ, წყალი დალიეთ,- თბილად მიღიმოდა. - არა, არ მინდა, მადლობა,- ხელი გავაშვებინე და საპირისპიროდ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. - მოიცადეთ, მართლა გულით გთავაზობთ, სადმე დავსხდეთ,- ისევ ხელი წამავლო მაჯაში და ის იყო ბოლო ხმაზე უნდა მეყვირა ხელი გამიშვი მეთქი, რომ ვიღაც მხრებში ჩამეჭიდა და უკან გამწია. - ხელი გაუშვი, ახლავე,- ზევით ავხედე ჩემს გადამრჩენელს, ზუსტად იმის მკერდს ვიყავი ზურგით აკრული, ვინც რამდენიმე წამის წინ გული მატკინა, მაგრამ ახლა მხოლოდ მისი შეხება მინდოდა. *** - მოსიარულე ხიფათი ხარ,- მომაძახა, როგორც კი ბინაში შევედით და მის ჯიბეში განუწყვეტლივ მობზუილე ტელეფონს უპასუხა,- ხო, კოკა... ახლა მოვედით... კარგი,- ტელეფონი გათიშა და შემომხედა,- კარგი, მაპატიე, არ იტირო. - არ ვტირი,- წამწამებზე ჩამოკიდებული ცრემლები თითის ბალიშებით მოვიწმინდე და აივანზე გავედი, შუადღეს უკვე გადასული იყო და ზღვიდან გრილი ნიავი უბერავდა. - შენთვის გულის ტკენა არც მიფიქრია,- გვერდით ამომიდგა და შუშის მოაჯირს დაეყრდნო ხელის გულებით, ტანში გამცრა იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლოა გამტყდარიყო. - არ მტკენია,- რაც შეიძლება დამაჯერებლად წარმოვთქვი და ხელით უკან გამოვწიე,- შეიძლება გატყდეს. - გინდა ვისაუბროთ?- ყურადღება არ მიუქცევია ჩემი ნათქვამისთვის, ისე ამოთქვა და ჩემსკენ შემობრუნდა. - რასთან დაკავშირებით? - იმასთან, რაც მოხდა. - არ მინდა,- თავი გავაქნიე, ვიცოდი ახლა თუ ისევ დავუბრუნდებოდით ამ თემას, საკუთარი თავი გამცემდა. - დაჯი... - გთხოვ, ვანო, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. როგორიც გინდა ისეთი იყავი ჩემს მიმართ, მირჩევნია შენი ნამდვილი დამოკიდებულება დავინახო და არა კეთილი ბიჭის მორგებული როლი. - კეთილი ბიჭის როლს არ ვთამაშობ, დაჯი, უბრალოდ... მისმინე, შენ... კარგი,- წამიერად დადუმდა, აზრები ჩამოაყალიბა და მერე განაგრძო,- არც კი იცი, როგორ მეშლება ნერვები სხვა ბიჭები, რომ გეფლირტავებიან და შენც წინააღმდეგი არ ხარ მაგის. შენ მათ არ იცნობ, გამოუცდელი ბავშვი ხარ, რომელიც... - ბავშვი თავი გაბია,- დაბღვერილმა გავაწყვეტინე, როგორ მაკადრა ბავშვის დაძახება. - მაცადე,- მანაც ბღვერით ჩამომხედა ზევიდან, ენა მოვიკვნიტე,- შენ არ იცნობ წესივრად ბიჭებს, ერთხელ გიყვარდა და გგონია მათ შესახებ ყველაფერი იცი,- გულში ლახვარი გამიყარა,- ყველა, ვინც მეგობრობას შემოგთავაზებს, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა არ უტრიალებს გონებაში. მოვა დრო და სხვა რამესაც შემოგთავაზებს. - შენც ასე ფიქრობ? - არა, მე სხვა ვარ,- თავი გააქნია, აშკარად მიხვდა თავისი სიტყვების მნიშვნელობას,- ეს იმიტომ არ მითქვამს, რომ ჩემში ეჭვი შეგეტანა. ჩემი და კოკას იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს, რადგან ... მოკლედ ჩვენ ასეთები არ ვართ,- დაიბნა,- ის ტიპი კი... ის ტიპი... არც კი ვიცი თავი როგორ შევიკავე, რომ არ მეცემა. ჯერ მაკში მისი გულის ამრევი მზერა, ერთი წამითაც რომ არ მოუშორებია შენთვის თვალი, მერე უკან გამოყოლა. - უკან გამოყოლა? უკან გამომყვა?- ახლა მე დავიბენი,- და მაგიტომ გამომყევი შენც? - არა, მე იმიტომ გამოგყევი, რომ შენთან ლაპარაკი მინდოდა. რამდენიმე წამით გამომასწრო და სანაპიროზე რომ მოვედი უკვე იდგა და გიყურებდა... ნუუ, მოკლედ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, დაჯი, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ყველა ადამიანი სანდო არ არის, მითუმეტეს მამრობითი სქესის წარმომადგენლები. - მადლობა, რომ შენსა კოკას შესახებ გამაფრთხილე, თორემ თქვენშიც ეჭვი შემეპარებოდა,- ცინიკურად ჩამეცინა და ერთადერთ რკინის დაბალ ძელს, რომელიც შუშის აივანს ჰქონდა სიმაგრედ შემდგარი, დაყრდნობისას ხელი ავაცილე, გული გადამიცივდა ღია სივრცეში რომ გადავეკიდე და შვებით ამოვისუნთქ ვანოს მკლავები რომ შემომეხვია წელზე,- ღმერთო,- ძლივს ამოვაყოლე ჰაერს და ჩემი მასპინძლის მარცხენას მთელი ძალით ჩავეჭიდე. - კარგად ხარ?- კედლისკენ გამომწია და შეშინებულმა ჩამხედა თვალებში,- დაჯი, მომხედე. - ლამის გული გამეპარა,- თვალები დავხუჭე, რა დროს თვალებში ყურება იყო, გული ყელში მქონდა მობჯენილი. სიტყვაც აღარ უთქვამს, ისე ამიხუტა მკერდზე და ოთახში შემიყვანა. - დაჯექი, წყალს მოგიტან,- დავმორჩილდი, წყალი მომიტანა და გვერდით მომიჯდა. იქამდე მიყურა ჩუმად, სანამ არ მიხვდა, რომ საბოლოოდ დავმშვიდდი, მერე თავზე გადამისვა ხელი და მიმიხუტა,- დამშვიდდი? - კი. - გინდა რამეს ვუყუროთ?- თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,- რას ვუყუროთ? - რამე მძაფრსიუჟეტიანს,- წელში გავსწორდი და ტელევიზორის პულტს გადავწვდი,- მე ჩავრთავ,- სადღაც გამქრალიყო ჩემი წამის წინანდელი შიში, წყენა, გულის ტკენა, სიბრაზე და მივხვდი, რომ ეს ვანოსთვისაც შესამჩნევი გახლდათ, რადგან მის სახეზე ფართო ღიმილი ამოიხატა,- რა გაცინებს? - არაფერი, მიხარია, რომ ხასიათზე მოხვედი,- კიდევ ერთხელ გადამისვა თავზე ხელი და ფეხზე წამოდგა, მგონი ეს მოფერება ჩვევაში გადასდიოდა უკვე,- კარგია სასუსნავები რომ ვიყიდეთ. - კოკას და თინის დაუძახებ? - არ მოსულან ჯერ, გავისეირნებთო წეღან რომ ველაპარაკე,- პატარა მაგიდაზე ჯამით ჩიფსები, ბატი- ბუტი და კოკა- კოლა დადო და გვერდით მომიჯდა. - შუქს არ ჩააქრობ? - ჩავაქრო?მერე არ შეგეშინდება? - ვანო კი არ ვარ,- ენა გამოვუყავი და ჩიფსი ავიღე,- აარჩიე რამე? - კი, ეს,- და ჩავრთე ოკულუსი, რომლის ყურებაც დიდი ხანი იყო რაც მინდოდა და მარტო ვერ ვბედავდი. ვანო კი როგორც ჩემი ,, ჰიროუ“ , ემოციურ სიმტკიცეს მძენდა. ფილმი მოგვითხრობს და- ძმის შესახებ. მშობლების ტრაგიკულმა სიკვდილმა დიდი გავლენა მოახდინა ორ ობოლ ბავშვზე. რაღაც დროის შემდეგ, გოგონა ცდილობს გამოიძიოს და დაუმტკიცოს თავის ძმას, რომ ანტიკური სარკეა პასუხისმგებელი სიკვდილსა და უბედურებაზე, რომელიც მისმა ოჯახმა განიცადა. ნუ მოკლედ, გოგო შეპყრობილია ამ სარეკით და აუქციონიდან მოპარვის შემდეგ ისევ უკან, ძველ სახლში დააბრუნებს. ნუ თავიდან ძმა წინააღმდეგია, მაგრამ მერე ესეც იჭრება როლებში და ეხმარება. კეილის ( დას) ყველაფერი წინასწარ აქვს მოწყობილი ოთახში, კამერები, საათები, ტაიმერები და ,,მკვლელობის გადამრთველი“, რომელიც ჭერშია დამაგრებული. მას გადაწყვეტილი აქვს სარკის განადგურება, მაგრამ ჯერ უნდა მისი ზებუნებრივობა კამერებზე აღბეჭდოს. ნუ მოკლედ ( ისევ), დაძაბულები ვსხედვართ მე და ვანო, ბატი- ბუტს ისე ვჭამდით, წამი- წამზე ან მე გადამცდებოდა ან იმას. ერთმანეთს მხრით ვეხებით და ორივე მაქსიმალურად წინ ვართ გადახრილი ტელევიზორისკენ, აი ის მომენტია უკვე, რომ ბავშვები დედის ოთახისკენ მიმავალ კიბეზე ავიდნენ, კეილიმ კარის სახელური ჩამოწია, შიგნით შევიდა და მოსწყდა კიდეც ჩვენს ბაგეს ყვირილი. თინი შემოსულიყო ბინაში და სიბნელეში თავზე გვედგა. ჩვენს ყვირილზე ისიც აყვირდა, მერე ტელევიზორიდან გოგონას ყვირილის ხმა გაისმა და ასე ოთხ ხმაში დავარბიეთ სამეზობლოს სიმშვიდე. - გაგიჟდი, გოგო?- ვანოს ხმა გაისმა სიბნელეში,- ლამის გულები დაგვიხეთქე. - როდის შემოხვედი, ვერ გავიგე,- ჯერ კიდევ ვანოს მკლავებში მყოფმა ამოვილაპარაკე. - ან დაგეკაკუნებინა, ან დაგეძახა რომ შემოხვედი,- განაგრძო ვანომ. - დავაკაკუნე კიდეც და დაგიძახეთ კიდეც, მაგრამ ისე იყავით შემძვრალები ტელევიზორში ვერც კი გაიგეთ,- ტელევიზორის მქრალ შუქზე ძლივს ვარჩევდი მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულ ქალის სილუეტს. - მართლა შემეშინდა,- ჩემთვის ამოვილაპარაკე და ვანოს მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ ისე მჭიდროდ მოეხვია ჩემთვის ხელები, ვერ შევძელი და დავნებდი. თუმც უნდა ვაღიარო ჩვენი ეს მდგომარეობა დიდად მსიამოვნებდა და მოვდუნდი. - რას უყურებთ? - ოკულუსს. - ოჰ, ვიცი ეგ კინო, გოგო კვდება,- ხელი აიქნია თინიმ და გვერდით მოგვიჯდა. - ახლა ამან დაგვასპოილერა?- გაოცებით გამომხედა ვანომ. - მემგონი. - ოოო, კარგი რაა, თინი, რას გავს შენი საქციელი?- საყვედურით გამოხედა მეგობარს და ჩემს წელზე მოხვეული ხელი შემიშვა, უსიამოვნოდ დამიარა გრილმა ჰაერმა გვერდებში. - რა გინდათ? - დასასრულს რომ გვიყვები, ნორმალურია ეგ? - უიმეე, რამე ნორმალურს მაინც უყურებდეთ ხალხნო,- ჩიფსების ჯამი აიღო და ფეხები მაგიდაზე შემოალაგა,- მანახე, მე ჩაგირთავთ ახლა ყველაზე მაგარს. - ვამპირები და ზომბები არ გვინდა რაა,- ,, პულტი“ გაუწოდა ვანომ. - როდის ვუყურებდი ვამპირებსა და ზომბებს?- შეშფოთებით გამოხედა ჩემს მასპინძელს. - როდის არა? - ბავშვობაში ვუყურებდი მარტო, ბიჭო, ახლა არ ამაყეფო აქ. - ხოო ორი თვის წინ ბავშვი იყავი, შე საწყალო. - კარგით ახლა,- კინკლაობაში ჩავერიე,- ბავშვები ხომ არ ხართ. ჩართე, თინი, რამე. - ,, გახლეჩილი“ ნანახი გაქვთ?- იკითხა თინიმ. - სახელებს ვერ ვიმაზსოვრებ, რაზეა? - ერთ ადამიანში რომ 23 პიროვნება ცხოვრობს. - ბილი მილიგანის მრავალი გონება? - ხოო, მაგ წიგნის მიხედვითაა,- თავი დამიქნია თინიმ და ფილმი ჩართო. - არ ვიცოდი მაგაზე ფილმიც თუ იყო,- მხრები ავიჩეჩე და დივნის საზურგეს მივეყრდენი, ვანოც მომყვა და ახლა ჩვენი მხრები ისევ ერთმანეთს ეხებოდნენ. - კოკა სადაა?- იკითხა ვანომ, სანამ ტიტრებიდან კადრებზე გადავიდოდა. - აბანოშია და გამოვა,- არც კი გამოუხედავს ისე უპასუხა და ჩიფსების ჭამა განაგრძო. კოკა რომ მოვიდა, ფილმი ახალი დაწყებული გვქონდა. აუ ეგ ხომ ვიციო თქვა და ლამის მოყვა ყველაფერი, ძლივს გავაჩერეთ. აშკარად ცოლ- ქმარს მოსწონდა, როცა ხალხს ასპოილეებდნენ. დიდი ხანი იყო, რაც ბილი მილიგანის მრავალი გონების წაკითხვა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მივედი იქამდე. წიგნი ვიყიდე კიდეც რამდენიმე თვის წინ, მაგრამ თაროდან ჯერ კიდევ არ ჩამომიღია. უდროობას ვაბრალებდი, მაგრამ სიზარმაცე უფრო ერქვა. რამდენი დრო გავფლანგე უაზროდ, ფილმების ყურებაში, ფეისბუქისა და ინსტაგრამის სქროლვაში და ა.შ., ვის ვატყუებ, რო? არ მახსოვს ფილმი როგორ დამთავრდა, ან როდის, ან როგორ წავიდნენ კოკა და თინი ჩვენგან, მაგრამ დილით გაღვიძებულზე, თავი ჩემი მასპინძლის მკლავებში აღმოვაჩინე. თავი 4 არც თუ ისე განიერ დივანზე ვიწექით. მის ერთ მკლავზე მედო თავი, მეორე კი ჩემს წელს შემოხვეოდა. ვგრძნობდი მცხელოდა, მაგრამ ეს ზაფხულის მწველი მზისგან გამოწვეული კი არა, მისი შეხების ბრალი იყო. ნეტავ კიდევ რამდენი ხანი უნდა მეთმინა ეს- თითქმის ახლოს ყოფნა? არადა ისე მსიამოვნებდა ეს... უკვე მერამდენედ ვყვები ჩემს მისდამი გრძნობებს, სათვალავი ამერია, მაგრამ მასზე ლაპარაკის შეჭყვეტაც შეუძლებელი იყო ჩემთვის. უკვე რამდენიმე დღე იყო, ჩემს თავს შეწინააღმდეგების უფლება რომ ჩამოვართვი, მაგრამ არაფრით მემორჩილებოდა. ამის გამო განუწყვეტელი ომი მქონდა ჩემს მეორე მესთან, მაგრამ ყოველთვის მე ვნებდებოდი. ვერ ვიტანდი ჩემს თავს... ნუუ, იმ თავს, რომელიც დუმილს მაიძულებდა ( უფრო სწორად)... ისე მჭიდროდ ვყავდი მკერდზე აკრული, გარკვევით ვგრძნობდი მის თავბრუდამხვევ სურნელს, ჩემში სიგიჟეს რომ იწვევდა. სურნელს, რომელსაც არასდროს, არასდროს დავივიწყებდი, თუნდაც მასთან სამუდამო განშორება მომიწიოს. ეს იყო სურნელი, ერთდროულად მისი ხორბლისფერი კანის, Giordani Gold Man- ის სუნამოსი და იმ სიგარეტის სუნი, ხანდახან ჩუმ- ჩუმად რომ ეწეოდა ხოლმე. სიგარეტის სუნს ვერასდროს ვიტანდი, მაგრამ ვანო ერთადერთი იყო, ვისთანაც პრეტენზიას არ გამოვთქვამდი ამაზე. ეს პირველი და ალბათ უკანასკნელი მშვენიერი დილა იყო, რაც კი ოდესმე გამთენებია და რაც მაშინვე დასრულდებოდა, როცა ჩემი მასპინძელი გაახელდა თვალებს. ანუ ძალიან მალე. ამ ადამიანის წინაშე ისეთივე უმწეო ვიყავი, როგორც ცხვარი დასაკლავად გამზადებული. შუბლი მივადე მის მკერდს, ღრმა სუნთქვვისგან ზევით- ქვევით რომ აუდ- ჩაუდიოდა და გავიფიქრე, რა მოხდებოდა იქამდე რომ გაგვეცნო ერთმანეთი, სანამ ყოფილ შეყვარებულებთან დავიწყებდით ურთიერთობას? თავი ავწიე და მის მშვიდ სახეს დავაკვირდი, ვნებებმა და მისი კოცნის სურვილმა წამომიქროლეს. მაცდურმა ჭინკებმა მთელს სხეულში დამიარეს, ორგანოებს შორის გაიარეს და თვალების გავლით გონებაში ეშმაკეულ ფიქრებს მისცეს მიმართულებები. მთელი გონება მოიცვეს ამ ავაზაკებმა და მაიც გამაკეთებინეს ის, რაც მთელი გულით სურდათ, მის ტუჩის კუთხეს ვაკოცე და სიამოვნებისგან გავიღიმე, თვით მეორე, ჯიუტმა მე- მაც კი ვერ გამიწია წინააღმდეგობა. და მე მიხაროდა, რომ მას წინააღმდეგობა გავუწიე და ის გავაკეთე რაც მინდოდა და არა ის რაც საჭირო იყო. მუქი თმა ჯიუტად ჩამოჰყროდა შუბლზე და ძლიერად ჩასჭიდებოდა ოფლილთ დაცვარულ მის კანს. მე ეს თმაც მიყვარდა. არაფერი იყო ისეთი, რაც არ მიყვარდა ამ მამაკაცში, არაფერი იყო, რის შეცვლასაც მოვინდომებდი ოდესმე მასში. მაკმაყოფილებდა ყველაფერი ის რაც მას უკვე გააჩნდა და ერთადერთი მხოლოდ რასაც ჩავამატებდი, მის გულში ჩემთვის განკუთვნილი სულ მცირედი ადგილი იყო. ძლივს შევძელი ჩემი მარჯვენა ხელის გათავისუფლება, დაუძლეველ სურვილს ვყავდი მის სახეზე არსებულ ნაკვთებს შევხებოდი და ასეც მოვიქეცი. მეორე მემ ისევე ვერ გამიწია წინააღმდეგობა, როგორც რამდენიმე წამის წინ, როცა მისი კოცნა გავბედე. თვალის კუთხეში გაჩენილ ნაოჭს, რომელიც მე აგრერიგად მიყვარდა, თითი დავაყოლე, ლოყას დავუყევი და ტუჩებთან შევჩერდი. ეს ტუჩები, სიცოცხლეს რომ მიმწარებდა, კოცნისთვის რომ მეპატიჟებოდა, ახლა ჩემ პირდაპირ იყვნენ და მელოდნენ, მაგრამ მე ვერ ვბედავდი, ვეღარ გავბედავდი წუთის წინანდელი გამემეორებინა, თუმც ეს მთელი გულით მინდოდა. ყველაზე მტკივნეული გრძნობაა ცალმხრივი სიყვარული, რომელსაც იცი ორმხრივს ვერასდროს გახდი. რა დამრჩებოდა ამის მერე, უპასუხო სიყვარული, გატეხილი გული, უსუსურობა და სიცარიელე, რომელსაც ვერაფრით ამოვავსებდი, განა ეს არ დამიტოვა ჩემმა წარსულმა ცხოვრებამ?! ჩემი თამაში დასაწყისიდანვე წავაგე და ამ აზრს უნდა შევგუებოდი, იმ აზრს უნდა შევგუებოდი, რომ ვანოს არ შევუყვარდებოდი არასდროს, არასდროს, რადგან ისევ ის გოგო უყვარდა, ვინც ცხოვრება წაართვა. და მე ვყლაპავდი ცრემლებს, რომ მას არ დაენახა და კიდევ რამდენი ხანი შევძლებდი ამ ცრემლიანი თვალების დამალვას მისგან. კიდევ ერთხელ შევახე თითები მის ტუჩებს და შევკრთი, როცა მისი ნაკვთები შეირხა. ჩემს წელზე მოხვეული მკლავებით უფრო ახლოს მიმიზიდა და ლამის საკუთარ სხეულზე მიმისისლხორცა. რომ მოდუნდა, ძლივს შევძელი ამოსუნთქვა. ვანო გაღვიძებას იწყებდა, მე კი მის მკლავებში ვიწექი, რა უნდა გამეკეთებინა ახლა, თვალებში უნდა მეყურებინა უტიფრად? თვალები დავხუჭე და ისე მოვიკუნტე თითქოს მეძინა და მისმა მოძრაობამ დამირღვია მშვიდი ძილი, ხმადაბლა ამოვიკრუსუნე კიდეც უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის. ვიფიქრე რომ არაფერი გამომივიდა და მიხვდებოდა ჩემ უნიჭო ხუმრობას მაგრამ შევცდი, რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ მისი ტუჩები ჩემს შუბლს შეეხო და თბილი კოცნა დამიტოვა კანზე. ადგილზე გავხევდი, სუნთქვის საშუალებასაც კი ვერ ვაძლევდი საკუთარ თავს. ეს რა იყო, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი თუ რეალობა? ნუთუ ისე მინდოდა მისი კოცნა, რომ ჩემმა გონებამ ფანტაზია ასე ცხადად გამიღვიძა? მაგრამ არა, ეს რეალობა იყო და მან მართლაც ქნა ის, რაც ქნა. ღმერთო, როგორ ძლიერ დამცხა მაშინ, მის მკლავებში მყოფს მეგონა ცეცხლი მეკიდა და ვიწვოდი, თითები, რომლითაც ჩემს თმას ეხებოდა, მეგონა საერთოდ გადამბუგავდა და გამაცამტვერებდა, არადა რა სასიამოვნო იყო. თამაშს განვაგრძობდი, თავი მოვიკატუნე თითქოს იმ წამს მეღვიძებოდა, ხელები და ფეხები შეძლებისდაგვარად გავჭიმე და თვალები გავახილე. თითქოს თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ჩემს მასპინძელს გავუღიმე და თავი მის კისერში ჩავრგე, რამდენიმე წამის შემდეგ თავი წამოვყავი, მას კარგად დავაკვირდი და შეშინებულმა (ვითომ) წამოვიყვირე. საკუთარ თავს ვაქებდი, რომ ასეთი კარგი სამსახიობო ნიჭი გამოავლინა და როლში შეჭრილმა მოვადინე კიდეც ზღართანი იატაკზე, მაგრამ ეს არ დამიგეგმავს. დივნიდან წამომხტარმა ვანომ, პატარა მაგიდა ერთი ხელის კვრით გასწია გვერდზე და ჩემთან ჩაიჩოქა, ცდილობდა არ გასცინებოდა, მაგრამ თავსაც ვერაფერს უხერხებდა. - შენი ბრალია,- შეტევაზე გადავედი მაშინვე და მისი დახმარებით ძლივს წამოვზლაზნე მტკივანი ჩემი სხეული,- ვაიმე ზურგი. - მე რა შუაში ვარ,- ტუჩის კუთხეში ძლივს შეკავებული სიცილი ეპარებოდა. - შენთან რატომ მეძინა,- ძლივს გაჭირვებით ავცოცდი ისევ დივანზე. - მე რა ვიცი,- მხრები აიჩეჩა ვანომ. - მა ვინ იცის? - მაგალითად შენ?! - მე საიდან უნდა ვიცოდე, მეძინა, არც კი მახსოვს როდის რა მოხდა. - შენ წარმოიდგინე და არც მე. - მატყუებ. - არა, მართლა. - გუშინ რამე დავლიეთ?- ეჭვის თვალით გადავხედე მაგიდას. - არმგონია. - აბა, რანაირად არ გახსოვს, როგორ აღმოვჩნდი აქ. დიდი ალბათობით მე ჩამეძინა და შენ გვერდით მომიწექი, გარყვნილო,- ბალიში ავიღე და შიგ თავში გავარტყი. - მე ყველაზე უდანაშაულო ადამიანი ვარ, ვისაც უყურებ,- თავი გაიქნია უდანაშაულოდ. - არა ბიჭოს, კოკა და თინი იყვნენ, მიგვაწვინეს და გავიდნენ,- ფეხზე წამოვდექი თუ არა, მაშინვე დამიარა სახსრებში ტკივილმა,- ვაიმე, დედა, წელი. - დღეიდან რა დაგიძახო, დარეჯან ბებია?- სიცილით გამაყოლა თვალი აბანოსკენ მიმავალს. - ჩემს სახელს რომ დასცინი, შენ სამეფო სახელი გქვია? - რას ერჩი ჩემს სახელს?- თვალები მოჭუტა. - არაფერს, ვანიკო პაპა, თუ ვარლამი ბიძია გირჩევნია?- ენა გამოვუყავი და ძლივს შევასწარი აბანოში, ბალიშმა ჩემს კეფასთან გაიფრინა,- ცხოველო,- შიგნიდან გამოვძახე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე შხაპის მისაღებად. როგორმე ეს სიმხურვალე უნდა ჩამომერეცხა, თორე მართლა დავიწვებოდი. აბანოდან გამოსულს ყველაფერი მზად დამხვდა. კარგად იცოდა ჩემმა მასპინძელმა, როგორ უნდა ესიამოვნებინა ჩემთვის, ოთხი ფინჯანი ყავა და კრუასანებით სავსე თეფში იდგა ბარის მაგიდაზე. თბილისსში რომ დავბრუნდებოდი, მერე რა უნდა მექნა ნეტავ, ვანო რომ აღარ მეყოლებოდა? ამ მდიდრულ სუფრაზე კოკა და თინიც შემოგვიერთდნენ და საუზმე მხიარულ ნოტაზე მივირთვით. დღე დავგეგმეთ, პლიაჟზე გასვლა და რუჯის მიღება გვინდოდა გოგონებს, მაგრამ საიმისოდ ჩასაცმელი არაფერი გვქონდა. ბათუმის დიდი კარფურის შენობამდე ფეხით ვიარეთ, მზეში, დღის თორმეტ საათზე და უკვე ვგრძნობდი, საერთოდ აღარ მჭირდებოდა ზღვის პირას დაწოლა. თუმცა მაინც, მშვენიერი საცურაო კოსტიუმების ყიდვის შემდეგ, უზეთო ტაფაზე დაყრილი თევზებივით გავწექით მზისგან გახურებულ ქვებზე. აქ ყველაფერი იდეალური იყო, თოლიების ყურის წაღებ ჭყიპინში იკარგებოდა ზღვის მშვიდი ტალღების ხმა. მაგრამ საღამო ჟამს, როცა მზე ოქროსფრად მიილევა ჰორიზონტზე, გაიღვიძებს ბობოქარი გული მასში და უფრო ფართოდ შემოახვევს თავის ტალღებს სანაპიროს. რამდენჯერ გამოვსულვარ შუაღამეს, ჩემი დაქალებისგან უჩუმრად, და მიხეტიალია სანაპიროზე უაზროდ, რომ მათი ჩურჩული მომესმინა, ახლა კი აღარაფერი მესმოდა. ან არ ვუსმენდი, უფრო სწორი იქნება ასე თუ ვიტყვი. მაშინ ცხოვრება მქონდა, ბედნიერი ვიყავი და მიხაროდა, ვიღაცას ვუყვარდი და... მეგონა... მეგონა, რომ ვუყვარდი. ახლა კი მხოლოდ მე მიყვარდა. ნაპირიდან გავყურებდი სამ მეგობარს, ვანოს, კოკასა და თინის და ვხვდებოდი, რომ მეგობრობაზე ძვირფასი მაინც არაფერია ამ ქვეყნად. პატარა ბავშვებივით წყალს ასხავდნენ ერთმანეთს და აყვინთავებდნენ. აქამდე მესმოდა თინის კივილი, კოკასგან თავის დაღწევას რომ ცდილობდა. ერთი- ორჯერ შემიპატიჟეს კიდეც, მაგრამ ჩანთების დაცვა მოვიმიზეზე და ადგილიდან არ დავიძარი. როგორც ვთქვი წყლის აუტანელი შიში მქონდა და ვერ გავრისკავდი ასეთ არანორმალურებთან ერთად ფეხის შედგმას წყალში, ამავე დროს არ გამიმხელია, რომ მსუქანი ქვასავით ვიძირებოდი წყალში და არ მინდოდა ჩემი ეს საიდუმლო გამჟღავნებულიყო. არადა როგორ მინდოდა მათ შევერთებოდი, ნეტავ მოესწრო მამას ჩემთვის ცურვის სწავლება, ახლა ხომ ბეჩავი ბავშვივით არ ვიჯდებოდი სანაპიროზე და საწყალი სახით არ დავუწყებდი მათ ყურებას. მზე უკვე საკმაოდ მაღლა ასულიყო და ერთიანად მიწვავდა მთელს კანს. ბედი ჩემი ვანოს დავუჯერე და შლაპა ვიყიდე, თორემ ახლა მზის დარტყმა მექნებოდა მიღებული. მაგრამ შლაპამ ვერ დამიცვა მოთენთილობისგან, თვალებს ძლივს ვახელდი ისე მეძინებოდა, გაბლარულად ვხედავდი ხალხს. მაინც მომიწია ადგომა, ასე მართლა ჩამეძინებოდა და ნამდვილად არ მაწყობდა. ფეხები ჩავყავი წყალში, სიცივემ ძვალ- რბილში გაატანა და გამაკანკალა, სამაგიეროდ გამოვფხიზლდი ოდნავ მაინც. თვალებდახუჭული შევიგრძნობდი, ტალღის ყოველ დარტყმას ჩემს ტერფებზე და გულში მეღიმებოდა, რა მაგარი იქნებოდა ეს მთელი სხეულით რომ მეგრძნო. ამ ნეტარებაში ვიყავი, წყლის ჯერ უცნაური შრიალის, შემდეგ კი ჭყაპუნის ხმა რომ გავიგე და თვალები გავახილე. ჩემი მასპინძელი მიახლოვდებოდა, სველი თმის ღერები შუბლზე ჰქონდა აკრული და სველი თმიდან წვეთ- წვეთ ეშვებოდა წყალი მის სახეზე. რა მშვენიერი სანახავი იყო, მზემოკიდებული, ოდნავ ნავარჯიშევი სხეული, მუქი ლურჯი შორტი ფეხებზე ეკვროდა. პირველად შევამჩნიე, რომ გვერდზე ქვევით ტატუ ჰქონდა, ვერ გავარჩიე შორიდან რა იყო, თან ნახევარს მისი შორტი ფარავდა. ამას კარგად დაკვირვება სჭირდებოდა. ნეტავ შემძლებოდა მისი დათვალიერება უფრო ახლოდან, თავით- ფეხებამდე, ჩემებურად, უფფ... ,, აამ, რაზე ვფიქრობ, დაჯი, გონზე მოდი“,- ჩემს თავს შევუძახე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე სანამ ამ ტატუს პატრონი ბოლომდე მომიახლოვდებოდა. ხოო და ასევე მუხლზეც ჰქონდა უცნაური ტატუ, მაგრამ ეს ჩემთვის უმნიშვნელო იყო. - რატომ არ ჩამოდიხარ წყალში?- მომიახლოვდა თუ არა მაშინვე მკითხა, სველ პირი- სახეზე ხელის გული ჩამოისვა. - ცივია,- თავის გამართლება თუ გინდათ, ასეთი სისულელე არ უნდა დააბრეხვოთ. ეს ცნობისთვის. - მოიცადე, ახლავე გავათბობ,- თავი გაიქნია სიცილით,- წამოდი, კარგი წყალია. - არ მინდა რაა,- დავეღრიჯე,- ასეც კარგად ვარ, თან ჩანთებიც ხომ უნდა დაიცვას ვინმემ, ათასი ქურდია. - ჩანთებზე ნუ ღელავ, ვხედავ იქიდან,- მაჯაზე მომხვია თითები და თავისკენ გამქაჩა. - აუ არა,- გავეურჩე. - რატომ?- გაკვირვებით გამომხედა,- რისთვის წამოხვედი აბა ზღვაზე, თუ წყალში არ შეხვიდოდი. სოსისივით უნდა შეიწვა? - არა, უბრალოდ ახლა არ მინდა. - შენ შემთხვევით წყლის ხომ არ გეშინია?- მიმიხვდა. - არა, რა სისულელეა,- ისე შევიცხადე, თითქოს ჩემთვის მეორე მსოფლიო ომის დაწყება დაებრალებინოთ. - ცურვა არ იცი? - ვიცი. - მაშინ წამოდი,- ისევ გამქაჩა თავისკენ. - არ მინდა მეთქი, ვანო, რა ძალია? - მაშინ მითხარი მიზეზი, თუ რატომ არ გინდა? - უბრალოდ ხასიათზე რომ არ ვიყო არ შეიძლება? - არა. - როგორც თქვენ იტყვით, ბატონო ვანო,- დავეჭყანე და ზურგი შევაქციე, ჩემს ადგილას დაბრუნებას ვაპირებდი, რომ გამაჩერა. - დაჯი?! - ხო,- მისკენ შემოვბრუნდი, მაგრამ ვაი იმ შემობრუნებას. ფეხებში მეცა და მხარზე გადამიკიდა ფქვილის ტომარასავით,- რას აკეთებ, გაგიჟდი?- თავდაყირა დაკიდებული ხალხის გაკვირვებულ სახეებს ვხედავდი,- ვანო, გაჩერდი,- პანიკური შეტევა დამეწყო წყალში რომ შეაბოტა. - მართლა კარგი წყალია,- ისე ამოილაპარაკა, თითქოს ჩემი ნათქვამი საერთოდ არ გაეგოს. - არ მაინტერესებს კარგი წყალია თუ არა, დამსვი,- ბეჭში მუშტი ჩავცხე და მერე დავფიქრდი, იქნებ ვატკინე?! - დაგსვავ. - ახლავე,- კატეგორიულად ვუთხარი და როგორც კი თინის და კოკას გავცდით, რომლებიც ერთდროულად თან გაოცებულები იყვნენ და თან ნანახისგან გამხიარულებულები, ყვირილი მოვრთე,- ვანო, გაჩერდი, ღრმად შევედით უკვე. - მერე რაა? - გაჩერდი გთხოვ, გთხოვ, გთხოვ,- ვედრებად დავიღვარე და ჩავეშვი კიდეც წყალში თითქმის ყელამდე. მაშინვე მივეკარი მკერდზე ჩემს მასპინძელს და კისერზე დავეკიდე, პანიკური შეტევა წეღან კი არა, ახლა დამეწყო. ისე მეშინოდა ასე ღრმად ყოფნა წყალში, გული ამოვარდნას მქონდა და არაფრის დიდებით არ ვშორდებოდი ვანოს, რომელსაც ჩემს წელზე ჰქონდა მკლავები შემოხვეული და მიჭერდა. - აბა არ მეშინია?- მოჭუტული თვალებით ჩამომხედა ზევიდან. - ხელი არ გამიშვა, გთხოვ,- სულ არ მაინტერესებდა მისი ირონია, საკუთარი თავის გადარჩენას ვცდილობდი. - არ გაგიშვებ, ნუ გეშინია,- წელზე შემოხვეული მკლავები შეამჭიდროვა და ოდნავ ზევით ამწია, ახლა საერთოდ ვერ ვგრძნობდი მიწას ჩემს ფერხთით, სამაგიეროდ ვანოს სხეულს ვგრძნობდი მკერდითა და მუცლით რომ ვიყავი მიკრული მასზე,- რატომ არ თქვი, რომ გეშინოდა. - რა აუცილებელი იყო? - რას ქვია, რა აუცილებელი იყო? გგონია, რომ მცოდნოდა მაინც ძალით შემოგიყვანდი წყალში? - მე რა ვიცი. - ნუ ფართხალებ, თორემ ვერ დაგიჭერ,- მაშინვე შევწყვიტე მოძრაობა,- ცურვა იცი და წყლის გეშინია, თუ ცურვაც არ იცი? - რა უაზრო კითხვაა? ცურვა რომ ვიცოდე, წყლის რატომ შემეშინდებოდა? - ზოგს ტრამვა აქვს ბავშვობიდან, წყალთან დაკავშირებული,- ცალი ხელი მიშვა და შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია. - ღმერთო, რას აკეთებ, ხელი არ გამიშვა,- უფრო მჭიდროდ მოვხვიე მკლავები კისერზე, გულში კი ცბიერად ვიღიმოდი მისი შიშველი სხეულის შეხებას რომ ვგრძნობდი. - მასე დამახრჩობ, დაჯი,- ძლივს გამაშვებინა ხელი,- დამშვიდდი, მოდუნდი. მოდი რაღაც გავაკეთოთ, ოღონდ მომენდე. - რ-რა უნდა გავაკეთოთ? - ჯერ მითხარი, მენდობი? - არა. - დაჯი?! - გენდობი ხოო. - მაშინ მოდუნდი და თევზივით ნუ ფართხალებ,- მითხრა და წელზე შემოხვეული ხელი ოდნავ მოადუნა, მაშინვე ვიკივლე,- დამშვიდდი, არ მივცემ ზღვას უფლებას, შენი თავი წამართას,- დამამშვიდებლად ჩამჩურჩულა ყურში,- ახლა ხელს შეგიშვებ, შენც უნდა გამიშვა, ნუ გეშინია არ ჩაიძირები,- ღმერთო, არ დაავიწყო ამ ბიჭს, რომ მისი სტუმარი ვარ,- მობრუნდი,- ჩამესმა ყურში და გაჭირვებით მოტრიალებული, ზურგით ამიკრო სხეულზე, ზღვის კი არა, ამ ბიჭის გამო განვუტევებდი ალბათ ცოტახანში სულს,- თავი მხარზე დამადე, ზევით იყურე, ახლა მე ზევით აგწევ და ეცადე ტანი დაიმორჩილო. - რ- რას იზამ?- ენა დამება. - დაჯი, ნუ ფართხალებ, ხელს გაგიშვებ იცოდე,- მკაცრად გაიჟღერა მისმა ხმამ. - კარგი, კარგი, ბოდიში. - მომენდე,- კიდევ ერთხელ ჩამჩურჩულა ყურში და წელზე მობჯენილი ხელით წყლის ზედაპირზე ამომატივტივა,- სხეული დაიმორჩილე, ზღვას არ მისცე უფლება დაგიმორჩილოს. აი ასე, ყოჩაღ. თვალები დახუჭე და მოდუნდი, მე შენთან ვარ,- დავმორჩილდი, თავი მის მხარს მივაყრდნე და თვალები დავხუჭე, სხეულის წონასწორობის შენარჩუნება გამიჭირდა, მაგრამ როგორც კი მოვდუნდი, მაშინვე ვიგრძენი სიმსუბუქე. ვგრძნობდი, როგორ ვმოძრაობდი მეც ტალღებთან ერთად, როგორ მეხებოდა ჩემი საყვარელი მასპინძლის ხელი წელზე, როგორ ცდილობდა ჩემს დაჭერას, რომ როგორმე ზღვას ჩემი თავი არ წაერთმია მისთვის. განა თავად არ დამპირდა ზღვას შენი თავის წართმევის უფლებას არ მივცემო? პირობას გულმოდგინედ ასრულებდა კიდეც, და მე ჩემს თავში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ამის უფლებას სხვას არასდროს მივცემდი. მხოლოდ მას ვენდობოდი ასე და სხვას არავის. ყელთან მისი ტუჩების სიახლოვე რომ ვიგრძენი, უნებლიედ გავაპარე ხელი მისი კისრისკენ და ახლა მის სველ, პრიალა კანს ვგრძნობდი ჩემი თითის ბალიშებით. ეს ისეთი სასიამოვნო შეხება იყო, ლამის დავკარგე საკუთარი თავი და ზღვაში ჩავიძირე. მისი ტუჩების სიახლოვეს, ჩემი კანი იწვოდა. არ ვიცი წყლის ზედაპირზე რამდენი ხანი გავატარე, მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო გრძნობა იყო, არ მინდოდა ოდესმე დამთავრებულიყო. ვანოს ხელებს მინდობილი, სრულ ნეტარებაში გადავვარდნილიყავი და ჩემს გონებას სულ ფეხებზე ეკიდა, რომ ხმელეთზე კი არა, შუაგულ ზღვაში ვიყავი. მის სუნთქვას ჩემს კისერზე ვგრძნობდი, რომელიც ნელ- ნელა მძიმდებოდა. მის ხელებს დაღლა დაეტყოთ, რადგან თან და თან მივიწევდი ქვევით, მაგრამ ის ხმას არ იღებდა, არ ამბობდა რომ დაიღალა. - კარგია?- ყურთან მომესმა ტალღების ხმაში არეული მისი ჩურჩული. - ძალიან,- თვალები ნელა გავახილე და შევხედე,- მაგრამ ახლა დამსვი, ცოდო ხარ,- წინააღმდეგობა არ გაუწევია, ნელ- ნელა ქვევით დამიშვა და ისევ წელზე მომხვია ხელები. - ხომ აღარ გეშინია?- თვალებში კმაყოფილება ეწერა. - აღარ, მადლობა ამისთვის,- მის კისერს შემოვხვიე მკლავები და უფრო ახლოს მივედი მასთან, ჩვენი სახეები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, შემეძლო მეკოცნა, მაგრამ ვერ გავბედე. ნეტა თავად რაზე ფიქრობდა. მისი თვალები არ მოშორებია ჩემს თვალებს, ტუჩებს, ნუთუ მასაც უნდოდა, რომ ეკოცნა და ისიც ვერ ბედავდა? იქნებ მე გადამედგა ეს ნაბიჯი და ბედი გამომეცადა? მაგრამ მერე რომ ეფიქრა, რომ ბიჭებზე მონადირე გოგო ვიყავი? ან იქნებ საერთოდაც დაეცინა ჩემი გრძნობების გამო, მე ხომ არ ვიცოდი რამეს თუ გრძნობდა თავად ჩემ მიმართ. ჭირი, რანაირი დაულაგებელი ვარ. - გავიდეთ?- ჩემს სახესთან ახლოს ამოიჩურჩულა. - გავიდეთ,- თავი დავუქნიე და ოდნავ მოვშორდი, მიწას გაჭირვებით ვეხებოდი ფეხის თითებით. - მოდი აქ,- ისე რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი, ზევით ამწია და თავად დაიწყო სვლა ნაპირისკენ, თეძოზე მის თითებს ვგრძნობდი, ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე. ნაპირისკენ გავიხედე, თინი და კოკა მოგვშტერებოდნენ, ახლა რა უნდა მექნა, რა უნდა მეთქვა, თინი FBI ის დეტექტივივით დამაყრიდა ალბათ შეკითხვებს. მაგრამ მე არ უნდა დამავიწყდეს ,, მირანდას პრინციპი“, რომლის მიხედვითაც დუმილის უფლება მაქვს. პირს ვიკერავ. - შეგიძლია დამსვა, პატარა წყალია,- კოალასავით ვიყავი დაკიდებული მის მკლავებზე. თავი დამიქნია და დამსვა, ძლივს ჩემთვის სასურველი სიღრმე ვიგრძენი და დავმშვიდდი. - ფრთხილად, ქვები სრიალებს,- გამაფრთხილა და ხელი გამომიწოდა ყოველი შემთხვევისთვის. მაგრამ მე რის დაჯი ვიქნებოდი, მისთვის წინააღმდეგობა რომ არ გამეწია, თავი ამაყად ავწიე, თითქოს ზღვის მბრძანებელი ვყოფილიყავი, ნაბიჯი გადავდგი და მოვადინე კიდეც წყალში ტყაპანი, ქვაზე ამისრიალდა ფეხი,- ხომ გითხარი,- სიცილს ვერ იკავებდა ვანო და ჩემ წამოყენებას ცდილობდა. - ჩემი მუხლებიი,- ამოვიბღავლე და ვანოს ხელს დავეჭიდე,- ყველაფერი შენი ბრალია. - ჩემგან რა გინდა, ხომ გაგაფრთხილე? - შენი თვალი მეცა,- ძლივს გაჭირვებით წამოვდექი და სანაპიროსკენ კოჭლობით წავედი, სადაც პირველადი დახმარება დამხვდა კოკასა და თინის სახით. მაგრამ უფრო დამცინოდნენ, ვიდრე მეხმარებოდნენ, მე კი ვიჯექი და თავს ძლივს ვიკავებდი ტუჩი რომ არ გადმომეტრიალებინა სატირლად. მზის სიმხურვალე გაუსაძლისი რომ გახდა, მალევე ჩვენ ჩვენს ბინებს მივაშურეთ. წყალი გადავივლეთ და გამოვიცვალეთ. ვკვდებოდი ისე მეწვოდა კანი, ლინდა და ნიტა რომ ყოფილიყვნენ ცივ მაწონს წამისმევდნენ ზურგზე, მაგრამ ახლა ვისთვის მეთხოვა, ვანოსთვის? არ იტყოდა ამ გოგომ საბოლოოდ გაუტიაო? ან როგორ უნდა მეტანტალა მაწონწასმულს მის თვალწინ. ცოტახანი დავიცადეთ და მზე რომ ჰორიზონტს გაუსწორდა, ისევ გავეყარენით გარეთ, სახლში რა გაგვაჩერებდა. ცოტა ხნით ბულვარში ვსეირნობდით, ბიჭები ელექტრო სკუტერებით დაგვაქროლებდნენ აქეთ- იქეთ გიჟებივით და ერთი- ორჯერ ლამის ავარიაც მოახდინეს. ატრაქციონებს რომ ჩავუარეთ ვანოს სკუტერიდან გადმოვუხტი და ერთი ხვეწნა- მუდარის შემდეგ ძლივს დავითანხმე, რომ კამიკაძეზე ჩემთან ერთად დამჯდარიყო. მე და ვანო უკან ვისხედით, კოკა და თინი ჩვენ წინ. მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე, არ მინდოდა თუნდაც ერთი წამი მაინც გამომეტოვებინა და რომელიმეს ყვირილი არ ამესახა. კოკა პირველად აყვირდა, მერე თინი აყვა, მე კი მათ ყვირილზე სიცილით ვკვდებოდი, ვანო დუმდა. რამდენჯერაც გავხედე, თვალები ჰქონდა დახუჭული, ან მაგრად ეშინოდა, ან მართლა სრულ ნეტარებაში იყო გადაშვებული და დიდ სიამოვნებას იღებდა ამ ყირამალაობით. ერთი წივილ- კივილის შემდეგ, ძლივს დადუმდა ხალხი და ატრაქციონიც ნელ- ნელა გაჩერდა. ვანო ისეთივე მშვიდი სახით გადმოვიდა, როგორითაც ჩაჯდა, თუმცა სიმშვიდის გარდა კიდევ იკითხებოდა ბევრი რამ, თუნდაც მსგავსი- ,, ჯანდაბა, ჩემდათავად აქ მეორედ დამჯდომის...“ აი კოკას კი არ სჭირდებოდა თვალებში ჩახედვა და მისი ფიქრების ამოცნობა, ხმამაღლა იძახდა ყველაფერ იმას, რასაც ფიქრობდა. - ამის დედაც. ბოდიშით, გოგონებო. ეს რა იყო, ამის დედა შევე*ი. უკაცრავად, გოგონებო. ამ ატრაქციონის გამომგონებდლის .... კიდევ ბოდიშით, გოგონებო,- ბოლოს იქამდე არ გაჩერდა სანამ ცოლმა არ წაჩქმიტა. - კარგი ხოო, რა ნახე. - ბოდიში, ცოლო, ბოდიში, დაჯი,- გულზე ხელის მიდებით მოგვიბოდიშა და იქვე მდგარ ძელსკამზე ჩამოჯდა. - წყალი დალიე, შენ მოგიკვდი მე, ჩემო პატარავ,- უცებ დაუტკბა თინი და გვერდით მიუჯდა. - მადლობა, დეე,- საყვარლად აწკიპა წარბები და ბოთლი მოიყუდა. - დედა გენაცვალოს შენ,- ლოყები დაუჭირა და ჩასახუტებლად მიიზიდა. - ნაყინი ვჭამოთ, არ გინდათ?- ინიციატივით გამოვიდა ვანო და თან ჩემს მხარზე იტაყვჩამოდებულს პირი სიცილისგან ჰქონდა გახეული. - ნაყინი კი არა, ვანო, შენ რომ გიყურებ მაგაზეც კი გული მერევა,- თავი გააქნია კოკამ. - არც მე მინდა, თქვენ ჭამეთ. - შენ?- ახლა მე მომიბრუნდა ვანო და ხელკავ გაყრილი გამათრია ისე, რომ კის ან არას თქმა არც კი დამაცა. ისედაც იცოდა რასაც ვუპასუხებდი, ნაყინზე უარს არასდროს ვამბობდი. არც ის უკითხავს რომელი ნაყინი მინდოდა, მენაყინეს ვანილის სქელი მასა ჩამოასხმევინა ვაფლის ჭიქაში და გამომიწოდა. რა საყვარელია მეთქი გავიფიქრე და ვიღაცამ მხარზე დამკრა ხელი კაი ძმაკაცივით, მოულოდნელობისგან და შიშისგან ლამის ნაყინი გამივარდა ხელიდან. მივბრუნდი და კოკა შემრჩა ხელებში, არადა ნაყინის თავზე დაჭ....ტვას ვუპირებდი. გადამირჩა. - ფრენბურთის თამაში ვის გინდათ? - აშკარად ფერზე მოსულიყო. - მე მინდა, - ხელი ავწიე ბავშვივით. - ვანოს აღარ ვეკითხები, სადაც შენ ხარ, იქ არის ესეც, - ცბიერად გახედა ძმაკაცს და მისკენ წასული რომ დაინახა, ცოლს უკან ამოუდგა. - თინი ვერ გიშველის, ერთხელაც იქნება თუთის ხესავით დაგბერტყავ. - გავიწიო, ვანო? - სიცილით იკითხა თინიმ და ქმარი წინ გამოწია, - აჰაა, შენი იყოს. - რას მიკეთებ, ქალო, მღუპავ? - და ასე გაგრძელდა მათი კინკლაობა, სანამ ფრენბურთის კორტებამდე არ მივედით. თინიმ გზაში ხელკავი გამომდო და მაიძულა წინ მიმავალ ბიჭებს ცოტა ჩამოვრჩენოდით. - შენსა და ვანოს შორის რამე ხდება? - და აი ისიც, რომ მეგონა ის ამბავი ჩავლილი იყო, ახლა გამორიყა ზღვის ტალღებმა. - არა, რა იყო? - ავნერვიულდი. - ძალიან ახლოს ხართ თითქოს ერთმანეთთან, იმაზე ახლოსაც კი, ვიდრე ხაშურში იყავით, - ცბიერად გამომხედა. - უბრალოდ მეგობრები ვართ და მეტი არაფერი. - და თან თქვენი ჯდომა მინივენში... და დღეს ზღვაში თქვენი ჩახუტებები... - არა მეთქი, თინი, უბრალოდ ვმეგობრობთ, ისევე როგორც შენთან და კოკასთან ვმეგოვრობ და მეტი არაფერი, - უკვე მტკიცედ წარმოვთქვი, მაგრამ ჩემ სიტყვებში მე თვითონვე შემეპარა ეჭვი. ვის ატყუებ, დაჯი, რამდენი ხანია უფრო მეტს გრძნობ მის მიმართ, ვიდრე მეგობრობაა? შენი სიტყვების შენ არ გჯერა და თინის რა უნდა დააჯერო, სულელო. - კარგი, - ხელები ასწია თანხმობის ნიშნად, - ახლა დაგიჯერებ, მაგრამ იცოდე თვალს გადევნებთ, ორივეს. - ახლა მაშინებ. - მე ჩემი გითხარი და..., - ხელი გამიშვა და წინ გაიქცა, - ვანო?! - ვანოვო? ვანოს რატომ ეძახის, რა უნდა, რა უნდა უთხრას, რამეს მიხვდა? - თინი!- შევძახე ომახიანად და მეც გავიქეცი, რომ მივუახლობდი, წინ გადავუდექი და გაჩერება ვაიძულე, - რა გინდა ვანოსგან, რა უნდა უთხრა? - დამშვიდდი, გოგო, - სიცილით ამოთქვა და გვერდი ამიარა. ღმერთო დამეხმარე, რა უნდა ვანოსთან, ოღონდ იმასაც ამ თემაზე საუბარი არ დაუწყოს, რაა. ამ ლოცვა- ვედრებაში ვიყავი, თინი ცოტა მოშორებით გაჩერებულ, მომლოდინე ვანოს რომ მიუახლოვდა, ტუჩის კვნეტით მეც მათთან მივედი და დავდექი. ,, ფაუერბანკის“ გამოსართმევად დაუძახია თურმე, მე კიდევ ლამის გული წამივიდა. პარანოიკი ვარ, როგორ ვიფიქრე, რომ თინი ასეთ საშინელებას ჩაიდენდა?! ფრენბურთის კორტთან რომ მივედით, უკვე შეჯგუფულიყო რამდენიმე ახალგაზრდა. თამაშის დაწყებას აპირებდნენ, კოკა რომ შევარდა და გააჩერა. ისეთი სახეები ჰქონდათ, მეგონა ჩხუბით გამოაგდებდნენ უკან, მაგრამ სიამოვნებით დათანხმდნენ შეთავაზებას. დავიყავით. ერთ მხარეს მე, თინი, ვანო და კოკა ვიდექით, მეორე მხარეს ის ოთხეული, რომელიც დაგვხვდა. -თამაშის წესები ხომ იცით? - დაგვიძახა ერთ- ერთმა ბიჭმა და ბურთი შეათამაშა ხელში. -კი, - გავძახეთ აქედან და ადგილები დავიკავეთ. -ხოდა, დაივიწყეთ, - გადმოგვძახა ისევ იმ ბიჭმა, - არანაირი წესები, დაარტყი- ჩააგდე, მორჩა. -რაო? -მთავარია ჩვენ სივრცეში არ ჩაგივარდეს, დანარჩენი ,, მოჟნა", - ამიხსნა ვანომ და მუშტი წინ გამოიშვირა, ჩვენც ცნობილი საფრენბურთეო გუნდის წევრებივით მივესალმეთ კაპიტანს და თამაში დავიწყეთ. მაგრამ კაპიტანად რატომ გავხადე ვან, არც კი ვიცი. ბავშვობას ვიხსენებდი. სკოლის პერიოდში მიყვარდა ფრენბურთის თამაში და არც ერთ ფიზკულტურის გაკვეთილს არ ვაცდენდი ხოლმე. ჯიგარი მასწავლებელი გვყავდა, ყოველთვის გვაძლევდა უფლებას გაკვეთილის გარდა სხვა ნებისმიერ დროს მივსულიყავით და გვეთამაშა, მე და ჩემს კლასელებს. მერე მაჯა დავიზიანე და ისე ხშირად ვეღარ ვთამაშობდი ხოლმე. ახლა კი იმედი მქონდა ეს ჩემი საწყალი მაჯა არ გამიგიჟდებოდა და ტკივილი არ დამეწყებოდა. მოწინააღმდეგეები საკმაოდ ძლიერები გამოგვადგნენ, არ ნებდებოდნენ და თამაშში მთელ გულს დებდნენ. არც ჩვენ ვნებდებოდით, ოთხი ჯიუტი არსება კბილებით ვიცავდით ჩვენ სივრცეს. ყოველ მოწინააღმდეგის შეცდომაზე ყვირილით ვეხუტებოდით ერთმანეთს და ახალი შემართებით ვუბრუნდებოდით ადგილებს. თამაშის დროს ,, ბასანოჭკი" ავწყვიტე და ბურთთან ერთად მოპირდაპირე მხარეს გავისროლე, ლამის ქერა თმიან გოგოს გავარტყი. გადარჩა, მაგრამ შემრცხვა. არ დავნებდი და ფეხიშველამ გავაგრძელე თამაში, თურმე ასე უფრო კომფორტული ყოფილა. ქვიშის ყოველ ნაწილაკს შევიგრძნობდი ფეხის გულებით. პირველი ხელი წავაგეთ, მეორე დავიწყეთ, მაგრამ ამ ჯერად ,, ნაძლევზე", წაგებული გუნდს მოგებული ლუდზე უნდა დაეპატიჟებინა. -დაჯი, ეს თამაში უნდა მოვიგოთ, - ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია ვანომ და თვალებში ჩამაშტერდა, - გესმის? -მოვიგებთ, - მტკიცედ ვუთხარი და მის ხელებს ხელის გულები შევახე, - არ დავმარცხდებით. -აი ასე, - უფრო ახლოს მიმიზიდა და ლოყაზე მაკოცა, გამოვშტერდი. ისე დადგა თავის ადგილზე, ვითომც არაფერი, მე კიდევ შოკირებული ვიდექი და მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, თავში რაღაც რომ მომხვდა. ბურთი ყოფილა. -დაჯი, - შორიდან მომესმა თინის ხმა. -დაჯი, კარგად ხარ? - ყურში ჩამესმა ვანოს ხმაც და მერე მისი შეხებაც ვიგძენი სახეზე. ქუთუთოები დავაშორე ერთმანეთს, თურმე იმიტომ ბნელოდა, რომ თვალები მქონდა დახუჭული, - რამე გტკივა? -ძირს რატომ ვწევარ? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. თავში ძლიერად რომ მომხვდა ვიგრძენი, მაგრამ როგორ დავეცი არ მახსოვს, - ვანო, რატომ ზიხარ, ახლავე ადექი, უნდა მოვიგოთ. -მგონი ტვინის შერყევა აქვს, - უცხოს ხმა გავიგონე და მაშინვე წამოვხტი ფეხზე. -ვის აქვს ტვინის შერყევა, მეე? მიდი, დაარყი, უნდა დაგამარცხო, - მერე ადგილიდან რომ არ დაიძრა ის უცხო, გავაგრძელე, - ჰააა, შეგეშინდა? თამაშს აგებდით და ახლა ეს მოიმიზეზეთ? ყოჩაღ თქვენ. -ჯერ არც დაგვიწყია,- სიცილით იმართლა თავი ბიჭმა. -დაჯი, დაჯი, - წინ გადამიდგა ჩემი მასპინძელი და ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია, - მართლა კარგად ხარ? -კიი, რატომ? -არ ვიცი, ასეთი ჯერ არ მინახავხარ, იქნებ საავადმყოფოში წავსულიყავით? -არა, მართლა კარგად ვარ. თავში რომ მომხვდა ბურთი, ალბათ ენერგიის მოლეკულები გასკდნენ. ახლა ისე ვარ, ხარსაც კი წავაქცევ, - ვანოს სიცილი აუტყდა. გულიანი სიცილი იცოდა, თუ მართლა რამე სასაცილოს იგებდა, მეტწილად კი ჩემზე იცინოდა. -კარგი, გიჯერებ, - სიცილითვე ამოთქვა, - გავაგრძელოთ თამაში და თუ თავს ცუდად იგრძნობ, მითხარი. -ოქეი, - თამაშის დასრულებამდე ხმა არ გამიღია, არადა თავი ისე მიბჟუოდა, ლამის მეტირა. როგორც შევთანხმდით წაგებულმა გუნდმა, მოგებული ლუდზე დაგვპატიჟა ერთ- ერთ პაბში. დავთქვით რომ ბინებში ავირბენდით, ტანსაცმელს გამოვიცვლიდით და 1 საათში იმ პაბთან შევიკრიბებოდით. ბიჭებმა ნომრები გაცვალეს და დავიშალეთ. ნუ ბინამდე როგორ ავედით მაგას მოყოლა აღარ უნდა, კოკა და თინი ცალკე ავიდნენ, მე და ვანომ კი სვენებ- სვენებით ავიარეთ მეჩვიდმეტე სართულამდე. აწყვეტილი ,, ბასანოჩკი" კარებშივე მივაგდე და ვანოს აბანოში შევასწარი. წყალი რომ გადავივლე, მერე აღმოვაჩინე, რომ ტანსაცმელი შეტანილი არ მქონდა. ჯანდაბა ჩემს თავს. -ვანო?! - კარი ოდნავ გამოვაღე და გავძახე, წარმოდგენა არ მქონდა იქ იყო თუ არა, მაგრამ გამიმართლა. -გისმენ. -არ მოხვიდე, - ფეხის ხმა რომ გავიგე, გავყვირე და კარი მივხურე. -კარგი, არ მოვდივარ. რა გინდოდა? -აივანზე გადი. -რაა? - გაკვირვებამ გაიჟღერა მის ხმაში. -აივანზე გადი მეთქი. -რატომ. -გადი, რომ გეუბნები. -ტანსაცმელი დაგავიწყდა?- ჯანდაბა ასევე შენ, ბატონო ვანო. -ხოო და გადი, რომ ავიღო, - ჩხუბზე გადავდიოდი უკვე. -კარგი, კარგი, - სიცილს ამოაყოლა და გავიდა. ალბათ. კარი ოდნავ გამოვაღე და გავიჭვრიტე, შემოსასვლელში არ იდგა. მერე ცოტა უფრო ფართედ გავაღე და თავი გავყავი, არც მისაღებში ჩანდა. იმით დაიმედებულმა, რომ ნამდვილად გასული იყო, ტილო სხეულზე მჭირდროდ შემოვიხვიე და კარადისკენ გავიქეცი. სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი, სინათლეს კიდევ არაფრის დიდებით ავანთებდი. -ჯანდაბა რაა. - შემოვიდე? -არა, - კარადის კარს ამოვეფარე. -რით ვერ ჩაიცვი. -მაცადე, ბნელა და ვერაფერს ვარჩევ. -გაგინათო? - სიცილს ამოაყოლა. -მისმინე, ვანო. -ხოო. -ახლა სინათლეს ავანთებ და შენ ერთი წამითაც არ გაბედო მობრუნება. გაიგე? - ბოლოს გავყვირე, ხმა რომ არ გამცა. -გავიგე, - ძალიან კარგი. სინათლე ავანთე, შორტი და მაისური ავიღე და ისევ აბანოში შევვარდი. კარს ზურგით ისე ვაწვებოდი, თითქოს ვინმე მომსდევდა და უსაფრთხო ადგილას მისვლა მოვასწარი. ვანოს ჯერი დადგა. მშვენიერი შხაპი მიიღო, ვერაფერს ვიტყვი. ფენით თმას ვიშრობდი, სინათლე რომ გაითიშა. და ისმის ვანოს ერთდროულად განწირული და ამავე დროს მრისხანე ხმა. -დაჯი, შუქი ამინთე. -სინათლე წავიდა, ვანო, მე არაფერ შუაიში ვარ. -დაჯი... -გეფიცები. -დაჯი მეთქი... უკვე ვბრაზდები,- ხუმრობის ერთი წვეთიც ვერ შევამჩნიე მის ხმაში. -ვანო, მართლა გეუბნები, მე არაფერი მიქნია. თმას ვიშრობდი და სინათლე წავიდა, რა ჩემი ბრალია. -ფუუ, შენი, ეს რა არის?! -რაა? - კარს მივუახლოვდი და მივაყურადე. -ცივი წყალი მოდის. -და მაგას ახლა მიხვდი? -ახლა გაცივდა, - წამიერი დუმილი და შემდეგ, - ჯერ კიდევ ქაფიანი ვარ, - სიცილი ამიტყდა. წარმოვიდგინე, როგორ იდგა ქაფიანი ვანო საშხაპეში. ოჰ, ღმერთო, ეს რატომ წარმოვიდგინე?! -გაგინათო? - სიცილით ვეკითხები იმავეს, რაც ცოტა ხნით ადრე თავად მკითხა. უარს ველოდი მაგრამ შევცდი, დამთანხმდა. -უარს არ გეტყოდი, რადგან მართლა ვერაფერს ვხედავ,-თვალები ვჭყიტე, ყურებს არ დავუჯერე, მეგონა მომესმა. -რა? -სინათლე მჭირდება. -მერე მე რა ვქნა? -ტელეფონით გამინათე. -სერიოზულად? - აღშფოთებით აღმომხდა. -კიი, შემოსვლას ხომ არ გთხოვ, ხელი შემოყავი უბრალოდ, - ნამდვილად არ ხუმრობდა. -არა. -არა? -არა! -კარგი რაა, შენი შეყვარებული რომ ვიყო, ხომ შემოხვიდოდი შიგნით? - აშკარად ნაწყენი იყო ჩემი უარის გამო. -მერე შენ ჩემი შეყვარებული ხარ? - გავკაპასდი. -თუ გინდა ვიქნები... ამაღამ.. -ამოგაცლი, ვანო, ენას, - გაუაზრებლად მუშტი დავკარი და ვინანე, ლამის თითები მოვიმტვრიე. ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და თვალებ დახუჭულმა დახმარების ხელი გავუწოდე, - მალე მორჩი იცოდე. -ორი წუთიც არ დამჭირდება, გეფიცები, - ირონიით ამოთქვა და კარის საკეტი გადაატრიალა. ტელეფონში ,, ფანარი" ჩავრთე და ხელი შიგნით შევყავი, ღმერთო ოღონდ ჩემ ფანტაზიას ახლა არ გაეღვიძა, თორემ გული წამივიდოდა აქვე, - იმედია ვიდეოს არ იღებ, - ლოცვა ვანოს ხმამ გამაწყვეტინა. -როგორ გამოიცანი? - ირონია გავაპარე ნათქვამში. -სერიოზულად. -კიი, მეთქი, you tube ზე უნდა ავტვირთო შენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, - შემთხვევით თვალი გავაპარე შეღებული კარისკენ, მაშინვე ხელი ავიფარე. -მშვენიერი, - კმაყოფილება დაეტყო, - დაე ყველამ დაინახოს რა სექსუალური მასპინძელი გყავს, - წარბები შევყარე, ეჭვიანობამ ჩემდა უნებურად გამკენწლა. -სექსუალური კი არა, ნარცისი ხარ შენ, ბატონო ვანო, - აღარ მეხუმრებოდა. -მერე მაგას რა ჯობია? ჯერ თავო და თავოო, არ გაგიგია? - ხმა არ გავეცი, ვიდექი, დაბღვერილი იატაკს დავყურებდი და ველოდებოდი როდის იკადრებდა ვანო გამობრძანებას. -ვანო?! -ხოო. -აღარ მორჩი? -კიი, - კარი გააღო და ტელეფონი გამომართვა, - მადლობა. -არაფრის, - ლამის ნერწყვი გადამცდა წელს ზემოთ შიშველი რომ დავლანდე სიბნელსეში, - ამმმ, არ ჩაიცმევ? -თავბრუ ხომ არ დაგახვია ჩემმა დანახვამ? - ნაბიჯი გადმოდგა და ჩვენ შორის მანძილი შეავიწროვა, ახლა უკეთესად ვხედავდი მის ნავარჯიშევ სხეულს, რომელიც მართლა თავბრუს მახვევდა. თვალი მისი ტატუსკენ გავაპარე, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რა ეხატა. -კი...,- უნებურად წამომცდა და ჩემმა ტვინმა რომ მაუწყა, სისულელე წამოროშეო, ჩავასწორე, - არა... არა, რა სისულელეა, უბრალოდ მე... მე..., - ენა დამება, რას ვბორიალობდი, რა უნდა მეთქვა, ვაი, ჩემო თავო, შენ. -კარგი, კარგი, დამშვიდდი, - სიცილით ამოთქვა და ჩემ უკან კარადაზე მაისურს გადაწვდა, თან თვალი არ მოუცილებია ჩემთვის. -ასე... ასე რატომ იქცევი? - ძლივს ამოვილუღლუღე. -როგორ, ასე? -მანამდე ყოველთვის დისტანციას იცავდი ჩემთან, ისეთს არაფერს მეუბნებოდი, რომ რამე სხვანაირად გამეგო. -და ახლა? - მის სუნთქვას უკვე გარკვევით ვგრძნობდი სახეზე, ნერწყვი გამეჩხირა ყელში. -ახლა... ახლა ძალიან ახლოს ხარ. -იქნებ მინდა კიდევ უფრო ახლოს ვიყო, დაჯი? - ვერ მივხვდი სერიოზულად მკითხა, თუ ხუმრობით. -რას... ისა, ხოო... ისედაც ძალიან ახლოს ხარ, - ნაბიჯი უკან გადავდგი, მაგრამ კარადამ შემიშალა ხელი, მახეში ვიყავი გაბმული. -ჩემი ხომ არ გეშინია, - თმაში შემიცურა თითები და სახე უფრო მომიახლოვა, მისი თითების ყოველი შეხება კანს მიწვავდა, გონებაში ერთი ორომტრიალი მქონდა. -არ... არა, - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. მეშინოდა, მაგრამ არა მისი, არამედ საკუთარი თავის, არ მინდოდა რამე იმედი ჩამენერგა ჩემს გულში და შემდეგ გამცრუებოდა. აღარ მინდოდა იგივე ტკივილი გამევლო, რაც ერთხელ უკვე გამოვიარე, ამას ვეღარ გადავიტანდი,- ვანო, - ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე, როცა ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა. მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ ამის მაგიერ თვალები დავხუჭე და კოცნას დაველოდე. გულს ბაგა- ბუგი გაჰქონდა, მის დასამშვიდებლად მინდოდა ღრმად მესუნთქა, მაგრამ ჰაერი საერთოდ არ ჩადიოდა ჩემს ფილტვებში, სუნთქვა შევწყვიტე მოლოდინში. -წავიდეთ, დაჯი, - მოულოდნელად ჩემს ყურთან ახლოს გაისმა მისი მშვიდი ხმა, თვალები გავახილე. ისევ ახლოს იდგა, მაგრამ უემოციო, მის ვერც ერთ ფიქრს, ვერც ერთ გრძნობას ვკითხულობდი. ცერა თითი ყვრიმალზე გადამისვა და ხელი მიშვა, მერე კი საერთოდ მომშორდა. ის სიმხურვალე, რომელიც ვანოს სიახლოვით იყო გამოწვეული სადღაც გაქრა და მე სუნთქვა შევძელი, - თუ მზად ხარ, წავიდეთ, - ისევ უემოციო სიტყვები, არც ღიმილი მის სახეზე და არც სითბო მის ხმაში, ნუთუ მასაც იგივე ემართებოდა რაც მე? ჩვენ ხომ ერთნაირად გულნატკენები ვიყავით წარსულზე?! თავი დავიქნიე, მაგრამ უფრო ჩემს თავს დავეთანხმე და არა ვანოს, ეს პასუხი იყო ჩემ ფიქრებზე. ფიქრებში და ემოციებში გაჭედილი უკან გავყევი. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ მოულოდნელად უკან შემობრუნდა, ალბათ რაღაცის სათქმელად, მე კი თავი ვეღარ შევიკავე და დავეჯახე. და აი კოცნა, რომელსაც ველოდი. -მეე..., - როგორც კი მოვშორდი, მაშინვე ტუჩებზე ავიფარე ხელი. ეს რანაირმა სიმხურვალემ გამიარა სხეულში?! -დაჯი, - დაიწყო და გაჩერდა, როცა მოულოდნელად განათდა და ჩვენ ერთმანეთი დავინახეთ. მე არ ვიცი რა მეწერა, რა მეხატა, მაგრამ მას ყველა გრძნობამ გადაუარა სახეზე. გაოცებასა და აღელვებასთან ერთად თვალებიც უბრწყინავდა რაღაცნაირად, თითქოს დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს და როგორც იქნა აუხდაო,- მაპატიე, - ძლივს გასაგონად ამოთქვა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, - ამის გაკეთება არ მინდოდა, გეფიცები, - ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია, მე კი ამ შეხებამ ელექტროდენებივით დამიარა სხეულში, - დაჯ... -არაუშავრს, - ჩემდა უნებურად ამოვიჩურჩულე, არადა ძალიანაც უშავდა, - შენ არაფერ შუაში ხარ, მე... მე დაგეჯახე. ყველაფერი რიგზეა. -მართლა? - შვება მოჰგვარა ჩემმა სიტყვებმა. -მართლა, - თავი დავუქნიე, - მაგრამ, ვანო, გთხოვ... ისე გავაგრძელოთ, თითქოს ეს არც კი მომხდარა, - აქ თითქოს რამე ცუდი ვუთხარიო, ტუჩის კუთხეებში ჩამალული ოდნავი ღიმილიც კი გააქრო. თავი დამიქნია და კარისკენ წავიდა, გამოაღო, ჯერ მე გამატარა, შემდეგ კი თვითონაც გამომყვა დერეფანში. კოკას და თინის კიდევ ათი წუთი ველოდეთ. ღია სადარბაზოში, კიბეზე გვერდიგვერდ ვისხედით და ბათუმის, ღამის ცას ვუყურებდით. ვარსკვლავები ანათენდნენ წვრილად, ღრუბლის თეთრი ნაფლეთები აქა- იქ თუ მოჩანდა მარტო. სავსე მთვარე თავზე დანათოდა წყვილს, რომელთაც თითქოს დუმილის აღქმა ჰქონდათ დადებულიო, ხმას არ იღებდნენ. და ის წყვილი ჩვენ ვიყავით. ჩვენ, რომლებსაც სათქმელი სიტყვები სადღაც გაგვიქრა იმ შემთხვევითი კოცნის შემდეგ. არადა, როგორ მინდოდა საუბარი ახლა, როგორ მინდოდა გრძნობებში გამოვტყდომოდი, მეთქვა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს და მერე თუნდაც ზურგი ებრუნებინა ჩემთვის, ამითაც კმაყოფილი ვიქნებოდი. მაგრამ არა, მერე სად იქნებოდა ბედნიერება, რომლისკენაც ამდენი ხანია მივილტვი, ჩემი სურვილები, ოცნებები აუხდენელი დარჩებოდა და მერე საიდან მოვიდოდა ბედნიერება? რატომ ხდება, რომ ყოველთვის არასწორი ადამიანი გვიყვარდება?! ის ადამიანი, რომელთან მომავალში მეგობრობის მეტი არაფერი დაგაკავშირებს, ან მეგობრობის გაგრძელებაც თუ შევძელით. ცალმზრივი სიყვარული რომ გამანადგურებდა ვიცოდი, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი, აკვიატებული აზრი მქონდა, რომ პირველი ნაბიჯი მამაკაცმა უნდა გადადგას და ამ აზრს ვერ ვიშორებდი თავიდან, არადა ვიცოდი რომ სისულელე იყო. ტრაუმა, რომელიც პირველმა შეყვარებულმა და ჩემთვის საყვარელმა ბავშვობის მეგობარმა მიმაღებინეს, ძალიან ძლიერი იყო. ხალხის ნდობა გამიქრა, არავის ვეცნობოდი, შეკუჭული ვიყავი ჩემ სფეროში და კარს აღარავის ვუღებდი. მხოლოდ დედა და ჩემი ორი ,, ნახევარდა" იყო, რომლებიც მფარველი ანგელოზებივით დამტრიალებდნენ თავს და ჩემ დეპრესიას გასაქანს არ აძლევდნენ, რომ მთელი გონება მოეცვა. მხოლოდ მათი წყალობით შევძელი გამოღვიძება, სააქაოს დაბრუნება დ ცხოვრების გაგრძელება, ისე თითქოს ეს ისტორია ჩემი მონაწილეობით არ დაწერილა. ვანოს ისტორია ჩემსას ძალიან ჰგავდა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მისთვის ასე საშინლად არ უღალატიათ. მართალია არასდროს მოუყოლია მისი წარსულის ეს მონაკვეთი, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მსხვერპლის ბადეში გახვეული ადამიანი მხოლოდ მე ვიყავი, მისთვის კი ეს მხოლოდ დაშორება იყო და მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი ჩემი მასპინძელი როგორ იტანჯებოდა, ღამე უძილობისგან დაბოდიალობდა, თითქმის არ ჭამდა და უამრავ ჭიქა ყავას სვავდა, მაინც მივიჩნევდი, რომ მისი ტკივილი ახლოსაც ვერ მოვიდოდა ჩემთან. თინის სიტყვები გამახსენდა, ვანოს დაღლა აღარ ეტყობა სახეზე და აღარც ამოღამებული თვალები აქვსო, და მე რატომ ვერ შევამჩნიე ეს? ნუთუ მე იმასაც ვერ ვამჩნევდი, რომ უძილო ღამეები მის სახეზე იწერებოდა ყოვე დღე? ახლა კი არანაირი უძილობა, არანაირი უმადობა აღარ აქვს, მშვიდად სძინავს და გემრიელადაც მიირთმევს საუზმეს, სადილს და ვახშამს. თუმცა ერთი დიდი და ყველაზე შესამჩნევი რამ, რაც ვანომ დაიწყო, ეს გულწრფელი სიცილი იყო. მგონი მართლა მე ვიმოქმედე მასზე, მგონი მართლა შევძელი მისთვის სიმშვიდის მოტანა, ეს კი ნამდვილად მაბედნიერებდა. ჩემ გვერდით მჯდომს გავხედე, იდაყვებით მუხლებზე იყო დაყრდნობილი და ხედს გაჰყურებდა. როგორ მინდოდა მისი ფიქრების წაკითხვის უნარი მქონოდა, გამეგო რაზე ფიქრობდა, რა აზრები უტრიალებდა თავში, მე თუ ვიყავი მის გონებაში ან... ან ისევ ის გოგო თუ უყვარდა. ყოველთვის, როცა იმ ადამიანზე გავიფიქრებდი, ვისთანაც წარსული აკავშირებდა ჩემს მასპინძელს, ჩემი გული აუტანელ კანკალს იწყებდა და ეჭვიანობის მაგვარი ტალღები მივლიდნენ. არ ვიცი ის გოგო სინამდვილეში როგორი იყო, მაგრამ ვანოსნაირი შეყვარებულის ყოლა ალბათ დიდი ბედნიერება იქნებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მამაკაცი, რომელსაც ქალთან გულწრფელი მეგობრობა შეუძლია, შეყვარებულთანაც გულწრფელი ურთიერთობა ექნება, ასე ვფიქრობ მე. ვანოს ნამდვილად კარგად გამოსდიოდა ქალებთან ურთიერთობა, იცოდა ვისთან რა უნდა თქვას და როგორ მოქცეულიყო. თინისთან მისი ურთიერთობა შეიძლება იმით გადავფაროთ, რომ ის თავისი ძმაკაცის ცოლია, მაგრამ მე? თითქმის ერთ თვიანი ნაცნობობა ადამიანს ვერ გაგაცნობს, თუმცა მე შევძელი და ვანო გავიცანი თხემით ტერფამდე და ის ისეთი... რატომ დავიწყე ვანოს ქება- დიდება?! ეს იდეაში არ მქონდა, მაგრამ რატომღაც ჩემმა ტვინმა თავისით დაიწყო იმ ბორბლის ტრიალი, რომელზეც ვანოს დადებითი თვისებები ეწერა. როცა მის სახელს ვახსენებ ჩემი გონება ჩახშობას იწყებს და აღარავინ ჩანს ჩემ თვალწინ, გარდა ჩემი მასპინძლისა. - შენი ყოფილი, - მომესმა სიჩუმეში,- ისევ გიყვარს?- უარის ნიშნად თავი გავაქნიე. - შენ?- გაუბედავად ვიკითხე. - არ ვიცი,- კიბეზე გადაწვა და ზედა საფეხურს იდაყვებით დაეყრდნო,- ზოგჯერ მგონია, რომ სრულიად ამოვშალე ეს ადამიანი ჩემი გულიდან და გონებიდან, ზოგჯერ კი მგონია, რომ გუშინდელი ამბავია ჩვენი დაშორება. - გასაგებია,- თავი ჩავქინდრე, როგორ მინდოდა მასაც უარი ეთქვა ჩემსავით. - სხვისი შეყვარება არ გიფიქრია?- მხრები ავიჩეჩე,- ან არავის მიმართ გაგჩენია ოდნავი გრძნობა? - სინამდვილეში არის ერთი ადამიანი, რომელთანაც რაღაც მაკავშირებს,- გულახდილობაზე გადავედი. - მართლა?- თავი დავუქნიე, წინ გადმოიხარა,- ვინ არის... უფრო სწორად, უნდა მეკითხა მასაც თუ მოსწონხარ, ან უყვარხარ? - არ ვიცი. - მისთვის არ გიკითხავს? - არც კი იცის ჩემი გრძნობების შესახებ. - მართლა? და რატომ? - რადგან მის ცხოვრებაში არის ერთი ქალი, რომელსაც არასდროს დაივიწყებს. - შეყვარებული ყავს? - დაახლოებით. - გასაგებია. - შენ? - მე ვცადე და გამომივიდა კიდეც. - მერე მასთან რატომ არ ხარ? მასაც შეყვარებული ყავს? - არა, არ ყავს. - აბა? - არ მინდოდა შემეშინებინა,- თითქოს თავისთვის ამოიჩურჩულა, მაგრამ მე მაინც გავიგე. - შეგეშინებინა? რატომ? - რადგან ის ისეთი ნაზი და ფაქიზია, კეთილი და მზრუნველი, არ მინდა ჩემი გრძნობების გამხელით ის მეგობრობა გავანადგურო, რაც ახლა გვაკავშირებს,- ზუსტად ჩემი სიტუაცია, ღმერთო ყველაფერში მე რატომ მგავს ეს ბიჭი?! - და არჩიე რომ დაგემალა? - კი,- თავი დამიქნია და ფეხზე წამოდგა, მის სახეს ვეღარ ვხედავდი, შესაბამისად ვერც მის ემოციებს წავიკითხავდი. - იქნებ არ შეშინებოდა, იქნებ მასაც უყვარხარ? - არ მგონია. - შენ მაინც სცადე, იქნებ მართლა უყვარხარ და ასე, მდუმარებაში ყველაზე ძვირფას დროს დაკარგავ. მერე იქნებ სხვამ გაბედოს მისთვის სიყვარულის ახსნა და ინანებ, რომ არ გაამხილე გრძნობები. - ამას მეუბნება ის, ვინც ასევე ვერ ბედავს თავის გრძნობებში გამოტყდომას?- ღიმილით გამომხედა, მთვარის თეთრი სინათლე მშვენიერ სახეს სრულად უნათებდა. - ჩემი სხვანაირი სიტუაციაა,- თავი გავიმართლე, არადა მართალი იყო. ორივეს გვეკლდა გამბედაობა საყვარელი ადამიანისთვის სიმართლე გვეთქვა და ამის გამო ვიტანჯებოდით. მეტი აღარ გვისაუბრია, მალევე გამოვიდნენ თინი და კოკაც და დათქმულ ადგილზე დროულად მივედით. ახალგაცნობილები მხიარული ხალხი აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი მხიარულება მაშინ შეწყდა, როდესაც ერთ- ერთმა გოგომ ჩემს მასპინძელს თალი ჩაუკრა. თვალები დამიწვრილდა მის ყურებაში, მაგრამ თავად არ შემოუხედავს, რომ მისთვის მენიშნებინა- ,, ეს კაცი ჩემია, შე ძუკნა“. ჩემდა საბედნიეროდ ვანოს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჩემს გვერდით მჯდომს მკლავი ჩემი სკამის საზურგეზე ჩამოედო და თითებით მხარზე მეხებოდა. იგივე მეორდებოდა, რაც მაკდონალდში მოხდა. შიშით ავხედე ზევით, მეშინოდა იგივე დასასრული არ ჰქონოდა ამ საღამოსაც, მაგრამ მალევე თავი დავიმშვიდე. გუშინდელ ინციდენტს თავისი მიზეზი და ახსნა ჰქონდა, დღეს კი არაფერი იყო ისეთი, რასაც მისი მრისხანება შეიძლებოდა გამოეწვია. ჩემი გმირი... მაგრამ რანაირად იყო ჩემი გმირი, ჩემი საერთოდაც არ ერქვა. იმ გოგოს გაწეწვა მაინც მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვანო წამითაც არ აქცევდა ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ საჩემოდ ვერ დავიგულე, მაინც არ მინდოდა სხვასთან ყოფილიყო, განსაკუთრებით კი მასთან. თვალი მითამაშებდა ყოველ მის საფლირტაო ქცევაზე. მერე წამოდგა, მაგიდას შემოუარა და თითები ააყოლა ვანოს იმ ხელს, ჩემი სკამის საზურგეზე რომ ჰქონდა ჩამოდებული. კბილი კბილს მჭიდროდ დავაბჯინე, როგორმე ყელში რომ არ ვცემოდი, მაგიდის ქვეშ მუშტები მქონდა შეკრული. ჩემსა და ვანოს შორის თავი ჩაყო და ყურში ჩასჩურჩულა,- ,, წამოდი, ვიცეკვოთ“. თვალები გამიფართოვდა, ჩემ კომფორტის ზონაში შემოსულს გვერდულად გავყურებდი და ერთი სული მქონდა წელში გასწორებულიყო, რომ თავისუფლად ამომესუნთქა, მაგრამ არადა არ გასწორდა. მისი თმების გადამკიდე ძლივს დავინახე ვანოს სახე, მას უყურებდა და წინააღმდეგი არ იყო მისი ასეთი სიახლოვის. გულზე ცეცხლი წამეკიდა, სადაც იყო ავფეთქდებოდი, რომ მოულოდნელად ვანოს უარი მომესმა. - რატომ? ნახე რა კარგი მუსიკაა,- მოშორდი, ქალო, აქედან, ვერ ხედავ- არ უნდა. - მე არ ვცეკვავ. - კარგი რაა, ნახე შენი მეგობრებიც ცეკვავენ,- ახლა ამას ვითრევ! დამშვიდდი, დაჯი, დამშვიდდი! როგორ დავმშვიდდე, ამის დედა! მაინც ამომასხა და სკამი ხრიალით გავწიე უკან, გამიმართლა და მუხლებში გავარტყი. - გაგიჟდი? რას შვრები,- იკივლა ბოლო ხმაზე. - ოჰ, უკაცრავად, ვერ დაგინახეთ,- კმაყოფილმა ავხედე და ვანოს მივუბრუნდი,- ვიცეკვოთ? - რა თქმა უნდა,- ჩემს გაშვერილ ხელს თავისი შეაგება და ფეხზე წამოდგა. გოგოს ამაყი ღიმილით ჩავუარე გვერდით, მა რა ეგონა მე მაჯობებდა? გვიანობამდე ვცეკვავდით, ვსვავდით, ვერთობოდით, დაღლას ვერც ერთი ვგრძნობდით ან უბრალოდ სასმლის გამო ვიყავით ასე ჩიტებივით. მასპინძლები როდის წავიდნენ ვერც კი გავიგეთ, იმდენად უმნიშვნელოები გახდნენ მაშინ ჩვენთვის. იმდენად უმნიშვნელოები, რომ ფული ჩვენ გადავიხადეთ. გზაში ვკვდებოდით სიცილით ჩვენს უტვინობაზე, მაგრამ ვაღიარებ მართლა კარგი დრო გავატარეთ. კოკას სიყვარულის ბუშტი ჰქონდა გამსკდარი და ცოლს მთელს გალაქტიკას უძღვნიდა, თან მხარზე ეკიდებოდა წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა. საწყალ გოგოს ხან მარჯვნივ გააპროწიალებდა, ხან მარცხნივ, მე და ვანო კი ვკვდებოდით სიცილით, მაგრამ ზოგჯერ გვავიწყდებოდა რის გამო ვიცინოდით. სიარულში ცოტა გამოვფხიზლდი, შედარებით ნორმალურად შემეძლო უკვე აზროვნება და ჩემ მხრებზე მოხვეული ვანოს მკლავიდან გადმოსულ სითბოს მთელი სხულით შევიგრძნობდი. ყოველი მისი შეხება მიყვარდა, ყოველ ელექტროდენს, რომელსაც მისი შეხება გადმომცემდა სიამოვნებით ვუღებდი კარს და ბედნიერებით ვივსებოდი, როცა მისი ღიმილიც ერთვოდა თან. მე კი მის წელზე მქონდა ხელი შემოხვეული და მის მაისურს მთელი ძალით ჩავფრენოდი. მეგონა ამით დავაკავებდი და ის ვეღარ შეძლებდა ჩემგან წასვლას, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს იმედს ტყუილად ვაძლევდი. მეჩვიდმეტე სართულამდე ჩვეული ხერხით მივაღწიეთ. თინი თავისი ბინის კართან დაგვხვდა, კოკა საწოლზე მიეწვინა და ჩვენ მშვიდობით მოსვლაზე დარდობდა. ჩემ მაგივრად თვითონ იტანჯებოდა, მე რომ კიბით დავდიოდი ამ ცათამბრჯენში. გავუსწორდით თუ არა ღამემშვიდობისა გვისურვა და შიგნით შევიდა. ჩვენც მას მივბაძეთ. ისე დაღლილი ვიყავი ცეკვისგან, სიარულისგან, კიბეზე ამოსვლისგან, რომ ძილის გარდა არაფერი მინდოდა, არც არაფრის თავი მქონდა. ვანო ტანსაცმლიანი მიწვა თავის ალაგას, თავქვეშ ხელები ჰქონდა ამოდებული და ჭერს უყურებდა ნახევრად დახუჭული თვალებით. მასაც ეძინებოდა ან უბრალოდ ფიქრობდა. ნეტავ შემეძლოს მისი ფიქრების წაკითხვა, ახლა ხომ მეცოდინებოდა ყველაფერი, რასაც ის ფიქრობს ჩემზე და... იმ გოგონაზე, მისი გული მთლიანად რომ დაეკავებინა. გამოცვლა და პიჟამების ჩაცმა დამეზარა და მეც ეგრევე მივწექი საწოლზე, მეც ჭერს ვუყურებდი და მეც ვფიქრობდი. თავს და გულს ერთდროულად გაჰქონდა ბაგუნი, თავს ალკოჰოლის, გულს კი მის გამო. - იცი რას ვფიქრობ? - ჩურჩული გაისმა სიჩუმეში. სწორედ მაგის გამოცნობას ვცდილობ ამდენი ხანი, რას ფიქრობ, ვანო?! -რას? - ჩურჩულითვე ვკითხე და მისკენ გადავბრუნდი. -მე და შენ რომ...,- და დადუმდა, მე კი ამ მდუმარებამ ლამის მომკლა. -მე და შენ რაა, ვანო? - რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ ვიკითხე. -არა, არაფერი. -მითხარი, - იდაყვებზე წამოვიწიე და სიბნელეში გავხედე, არ ჩანდა, მაგრამ წარმოსახვაში ვხატავდი მის სილუეტს. -გადავიფიქრე, - მუცელზე გადმობრუნდა და ნიკაპი ხელებს დააყრდნო, ახლა უკვე გარკვევით ვხედავდი მის სახეს, ფარდებს შორის გამოჩრილი მთვარის მკრთალი სინათლე რომ ეკვროდა. -უკვე მერამდენედ აკეთებ მაგას?! - ბალიში მასთან ახლოს მივწიე, მსიამოვნებდა მის სიახლოვეს ყოფნა. -რას? - ჩემს სახესაც რომ შეეხო მთვარის შუქი, გაიღიმა. -იწყებ და აღარ ამთავრებ სათქმელს. -მერამდენედ? -მესამედ თუ მეოთხედ, - გაეცინა, - რა გაცინებს? -ითვლიდი? -კიი, იმიტომ, რომ ნერვების მომშლელია, - გავბრაზდი და წამოვიწიე, ახლა სულ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდა ჩვენ სახეებს ერთმანეთისგან,- თან ისე იწყებ, მაინტრიგებ. -მართლა? - თავისთვის ჩაიცინა, - კარგია დაინტრიგება, - ხელი გამოწია და ბალიშზე დაყრილ ჩემს თმას შეეხო, გულს ბაგა- ბუგი გაჰქონდა. -ვანო?! -ჰმმ... -არა, არაფერი, - თავი გავაქნიე და დავწექი, მისი თითები ისევ მოძრაობდა ჩემს თმაში. -სამაგიერო გადამიხადე? -ვანო კი არ ვარ. -მაგრამ დაჯი ხარ. -კიი, დაჯი ვარ, - დავემოწმე. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონო დაჯი. -ჩემთვისაც, ბატონო ვანო. ეს არ ნიშნავდა ძილინებისას, მაგრამ დუმილი ჩამოწვა ჩვენ შორის. ვერ ვიძინებდი, თვალებს როგორც კი ვხუჭავდი, მაშინვე მისი კოცნა მელანდებოდა. შემთხვევითი, მაგრამ მაინც ისეთი თბილი, დავიწყებას ერთი წამითაც რომ ვერ ვახერხებდი. თავი შევაბრუნე მისკენ, მთვარის მკრთალი შუქი ჯერ კიდევ ლიცლიცებდა მის სახეზე. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყოდი ნამდვილად ეძინა თუ არა. მისი თითები ჯერ კიდევ ჩემს თმაში იყო გაბლანდული. აქამდე თმაზე სხვა რომ შემხებოდა, ერთ ამბავს დავაწევდი, მაგრამ ვანო სულ სხვა იყო. ვანო, ვანო იყო. მისი ყოველი შეხება ჩემი იყო, ჩემთვის იყო, ნაზი და მზრუნველობით სავსე. -ვანო, გძინავს? - ხმა არ გაუცია, არც თვალები გაუხელია. ალბათ მართლა ეძინა, თორემ უპასუხოდ არ დამტოვებდა. სითამამე შემეპარა, ძალა მოვიკრიბე და მასთან უფრო ახლოს მივიწიე. ახლა მისი თითები მხოლოდ ჩემს თმას კი არა, ჩემს ლოყასაც ეხებოდა. როგორი კარგი გრძნობა იყო, იმ ადამიანის შეგრძნობა, ვისთანაც გრძნობები გიღვივდება ნელ- ნელა ან უკვე გაგიღვივდა. და როგორ შემომეპარა ეს გრძნობა? ან როდის? პირველად როდის მივხვდი, რომ ჩემს მასპინძელთან მხოლოდ მეგობრული სიყვარული არ მაკავშირებდა? ვერ ვიხსენებ. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, ვერც კი ვიაზრებ ნორმალურად, თუმცა თქმა არ შემიძლია მისთვის. როგორც ყველას, მეც უპასუხო სიყვარულის შიში მაქვს, ამიტომ ვიმარხავ ჩემს გულში ჩემ გრძნობებს. მაგრამ მაინც, მასთან ასე ყოფნითაც ბედნიერი ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ ეს არასოდეს დასრულდება. იმ ღამეს ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ვანოზე ამდენს აღარ ვიფიქრებდი და მხოლოდ მაშინ გავუმხელდი ჩემ სათუთ გრძნობებს, თუ მასშიც დავინახავდი ცოტაოდენ ჩემთის სასურველ სიყვარულს. ამ ფიცის დადებაში ჩამეძინა, დილით კი ტელეფონის აუტანელმა ხმამ გამაღვიძა. დედაჩემი იყო. საწოლიდან წამოვხტი და იქაურობას თვალი მოვავლე, ვანო არსად ჩანდა. დედაჩემს რომ გაეგო მე და ჩემს მასპინძელს ერთ ოთახში გვეძინა, ქალი ფეხით ჩამოვიდოდა საქართველოში. თმაზე ხელი გადავისვი, ხმის გასასწორებლად ჩავახველე და ვიდეო ზარს ვუპასუხე. - რა იყო დედაშენი არ უნდა გაგახსენდეს?- საყვედურებით დაიწყო მაშინვე,- დაგერეკა აბა ერთხელ. - აუუ, დე, დღეს ვაპირებდი დარეკვას, მართლა,- თავის მართლება დავიწყე ჩემი დანაშაულის გამო,- როგორ ხარ აბა? - შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები?- წყენით ამოთქვა. - აუუ, კარგი რაა, დედა, მართლა დღეს დარეკვას ვაპირებდი. შენ როგორ უნდა დამვიწყებოდი? - ისემც შენ რა გითხარი,- თუჩაბზუებულმა გვერდულად გამომხედა,- რას შვრები აბა, ერთობი? - კიი, დეე, კარგია აქ. - სად ხართ, კორპუსში თუ კერძო სახლში? - კორპუსში. კოკამ ორი ბინა დაიქირავა და იქ ვართ. - ვინ და ვინ?- აი სად დამაჯდა სიკვდილის ბუზი. - მე და თინი,- ვიცრუე რაც შეიძლება დამაჯერებლად და შემოაღო კიდეც წელს ზემოთ შეშველმა ვანომ სადარბაზო კარი. - დაჯი, ჩემი დამტენი სად წაიღე?- ნერწყვი გამეჩხირა ერთი მხრივ ამ მშვენების დანახვის და მეორე მხრივ დედაჩემის დაჟინებული მზერის გამო, გეგონება შეეძლო ეკრანიდან თავის გამოყოფა და ხმის პატრონის დანახვა. - ააამ, მანდ დევს მაგიდაზე,- თან თვალები დავუჭყიტე, რომ ჩემი საუბრის შესახებ მეცნობებინა. - აა, უი, ლაპარაკობ? უკაცრავად,- ხელები ასწია. მე კი დედაჩემის ეჭვები რომ გამექრო, უფრო მეტი დამაჯერებლობით ვკითხე ვანოს, რომელიც ტელეფნს აერთებდა დამტენზე. - თინი თქვენთან არის? რომ გავიღვიძე , არ დამხვდა,- თან თვალებით ვანიშნებდი ამყოლოდა, თან ღმერთს ვევედრებოდი ჩემი გამოხედვის მიზეზს მიმხვდარიყო. - რომ გაიღვიძე თინი არ დაგხვდა?- გაიმეორა ჩემი წინადადება, ღმერთო ახლა მოვკლავ თუ ჩამიშალა ყველაფერი,- აა, კი ,თინი ჩვენთან არის, საჭმელს აკეთებს. რომ მორჩები ლაპარაკს, გამოდი და ვჭამოთ. - კარგი,- თავი დავუქნიე და შვებით ამოვისუნთქე. ჩემს მასპინძელის მოძრაობას ვუყურებდი, მოსაჩვენებლად სადარბაზო კარი გამოაღო და დახურა, მერე თითით მიმანიშნა აბანოში შევდივარო და გაუჩინარდა. ესეც ჩვენი თეატრალური წარმოდგენა. დედას კიდევ ცოტახანს ვესაუბრე, ეჭვები ბოლომდე გავუქრე, დავარწმუნე, რომ მე და ვანოს ერთ ოთახში არ გვეძინა, პირობა მივეცი, რომ ხშირად დავურეკავდი და დავემშვიდობე. ტელეფონი გავთიშე თუ არა, ვანომ სააბაზანოს კარებში თავი გამოყო და თვალებით მკითხა შეეძლო თუ არა გამოსვლა. თავი დავუქნიე. პოტენციური მატყუარა ვხდებოდი ნელ- ნელა. დედაჩემს ვატყუებდი, რომ ვანოსთან ერთად ერთ პატარა ბინაში არ ვცხოვრობდი, ჩემს დაქალებს ვატყუებდი, რომ ვანოს მიმართ არაფერს ვგრძნობდი, ჩემს თავს კი ვაჯერებდი, რომ ცალმხრივი სიყვარულითაც შეიძლება ბედნიერად ცხოვრება. ამ და სხვა ტყუილებით, დღეს საღამოს, ცხრა საათიან კურიერში, დაჯისთან ერთად... - მშვიდობაა?- თავის მშრალებით მომიახლოვდა. - კი, მადლობა რომ თამაშში ამყევი. - როლი როგორ შევასრულე?- ოსკარის მფლობელივით ამაყად გამომხედა. - თამაშისთვის ხარ დაბადებული,- ცერა თითი ავუწიე და საწოლიდან წამოვდექი. - მაგიტომაც ვარ მსახიობი,- ისე სასხვათაშორისოდ მითხრა და კარადიდან გამოღებული ახალი მაისური თავზე გადაიტარა. - რა... რა ხარ?- ენა დამება, ამას არ მოველოდი. - მსახიობი. - რანაირად?- გვერდულად ვუყურებდი გაფართოებული თვალებით. - აი ასე, ჩვეულებრივად, ვისწავლე და გავხდი მსახიობი,- მხრები აიჩეჩა,- წამოდი, ვჭამოთ. - მე რატომ არ ვიცოდი ეგ?- დოინჯშემოყრილი დავუდექი წინ. - არასდროს გიკითხავს,- მხრები აიჩეჩა. - არც რეზიუმეში გეწერა. - ხოო, მანდ არ მეწერა. - სხვა რაღაც გეწერა. - რა მეწერა? - განათლებაში ეკონომისტი. - ხოო, ეკონომისტიც ვარ,- მხრები აიჩეჩა ისევ და ტელეფონი გამოაძრო დამტენიანად. - ვანო, რამდენი წლის ხარ? - 27 ის, რა იყო რო? - როდისღა მოასწარი ამდენი? - რაღა როდისღა? 17 ის ვიყავი ეკონომიკაზე რომ ჩავაბარე, ეს რომ დავამთავრე მერე ერთ წელში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე და შარშან მოვრჩი. - რა მიმართულებით?- თვალები გამიბრწყინდა, ვგიჟდებოდი ისე მომწონდა სამსახიობო კარიერა და მსახიობები და ვანო კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ამის მერე. - დრამისა და კინოს მსახიობი,- ჩემს რეაქციაზე ეღიმებოდა,- რა იყო? - ძაან მომწონს ეგ პროფესია, და მეც მინდოდა ძალიან. ბავშვობიდან მოყოლებული ფილმში მონაწილეობაზე ვოცნებობ და გამიხარდა ახლა თვით მსახიობი რომ წარდგა ჩემ წინაშე. - ჯერ არსად მითამაშია. - მერე რაა, ოდესმე ხომ ითამაშებ,- სიხარულით შემოვკარი ხელისგულები ერთმანეთს და ხტუნვა- ხტუნვით შევაღე აბანოს კარი. ისე მიხაროდა, თითქოს რაიან რეინოლდსი ან ტომ ჰიდლსტონი მედგა წინ და არა ჩემი მასპინძელი. თავი 5 - მე სახლში დავრჩები, თქვენ გაერთეთ,- სამ, მახვეწარ ბავშვს ჩემი კატეგორიული უარი ვუთხარი, ფეხები სკამზე შემოვაწყვე და ცივი ყავა საწრუპით ამოვხვრიპე. კლუბის თავი საერთოდ არ მქონდა. - ეეე, ეგ რანაირი ერთად დასვენება და გართობა გამოვა?- აწუწუნდა თინი. - ამ ერთხელ გამოგაკლდებით მე, სხვა დროს ხომ ყველაფერზე გთანხმდებით? - არც ერთხელ არ გვინდა, რომ გამოგვაკლდე,- ცოლს აყვა კოკაც და თოლიებივით ჭყიპინი დაიწყეს. ვანოს გავხედე, ბარ- მაგიდაზე დაყრდნობილს თავი მუშტებზე ჩამოედო და მოთმინებით ელოდა ჩემ დათანხმებას. თავი გავაქნიე უარის ნიშნად, მან კი ღიმილით დამიქნია თანხმობის ნიშნად, თან თვალებით მეუბნებოდა- ,, ამათთან არაფერი გამოგივა, ან დათანხმდი, ან ტვისნ შეგიჭამენ“. მაინც უარი ვთქვი. - ხალხნო, არ მიყვარს ეს კლუბები და ხმაურები, ბევრი ხალხი მაღიზიანებს. - გუშინ კარგად ტინგიცობდი?- მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები კოკამ და ასე ჩამომხედა ზევიდან, ლამის საწრუპი გადამცდა. თინის გავხედე, ისიც იმავე სახით მიყურებდა, ვანო თავისთვის ხითხითებდა. ბოლოს წელში გასწორდა და გადაწყვეტილად თქვა, რომ მეც მათთან ერთად მივდიოდი, თითქოს მამაჩემი ყოფილიყოს და მისი სიტყვა კანონი უნდა ყოფილიყო. - რაა? არ მოვდივარ მეთქი,- გავჯიუტდი,- ჩემ მაგივრად გადაწყვეტილებას შენ რატომ იღებ, ვაჟბატონო? - ზუსტად ვიცი, რომ წამოსვლა გინდა და რაღაც უაზრო მიზეზის გამო არ მოდიხარ. - უაზრო მიზეზი არ არის იის, რომ ვერ ვიტან კლუბებს. - და როგორ ფიქრობ მაგას დავიჯერებ?- გამომცდელად გამომხედა. - შენ ჩემკენ ხარ თუ ეშმაკებისკენ, რა გინდა, რა ძალით მიმათღევთ? - მაშინ გვითხარი სერიოზული მიზეზი,- ჯიუტობაში ვანოს ვერ ვჯობნიდი. - უბრალოდ არ მინდა და მორჩა. - ისევე არ გინდა, როგორც წყალში შემოსვლა არ გინდოდა? რა ვქნა, ისევ მხარზე გადაგიკიდო და ისე წაგიყვანო?- ენა გამოვუყავი, საზიზღარი. - აუ კარგი რაა, დაჯ, წამოდი, მარტოს ხომ არ გამიშვებ ამ მუტრუკებთან? მარტომ რა ვქნა?- ხვეწნად იქცა თინი. - დარჩი შენც და ფილმს ვუყუროთ,- გამოსავალი ვიპოვე უცებ. - ნუუ ახლა, - დაიწყო კოკამ და ვანოს ცბიერად ჩაუკრა თვალი,- თუ დაჯი არ მოდის, თინი შენც დარჩი, მარტოს ხომ არ დავტოვებთ გოგოს?! - აბა ახლა,- მკაცრი სახით გადახედა ბიჭებს და ისევ მე მომიბრუნდა,- ამათი მარტო გაშვება არ შეიძლება, დაჯი, მარტო მე კი ვერ მოვთოკავ ორივეს. - რა მოთოკვა ჩვენ გვინდა,- ძმაკაცს მხარი აუბა ვანომაც,- ჩვენთვის ჩუმად ვისხდებით იქვე, მანეკენებთან,- ცივად გამიარა გულში მისმა ნათქვამმა, რომ წარმოვიდგინე ვანოს ვიღაც გოგონები ზომბებივით ეხვეოდნენ, უარესად გამეყინა ყველაფერი და ჩემდა უნებურად ფეხზე წამოვხტი. სამივემ გაოგნებით შემომხედეს, მე კი თვალწინ გუშინდელი სიტუაცია მედგა, ის გოგო რომ ეარშიყებოდა. - მეც მოვდივარ, გადით, უნდა ჩავიცვა,- ბიჭებს ხელით ვუბიძგე და კარში გავყარე,- რა ჩავიცვა, თინი? - რამე ელეგანტური, სექსუალური, ბიჭები შენზე რომ დაეცნენ,- მე მხოლოდ ერთი ბიჭის დაცემა მინდა მეთქი, ლამის წამომცდა. ჩემი კარადის ქექვა დაიწყო თინიამ და ერთადერთი მოკლე კაბა გამოიღო, რომელიც ჩემმა დაქალებმა ჯერ თბილისიდან წამაღებინეს ძალით, მერე ხაშურიდან, ბათუმში ჩაიცმევო. თინის რომ არ ეპოვა, ხელუხლებელი დავაბრუნებდი უკან, თბილისში. - ძალიან მოკლეა, თან ბიჭების დაშოკვა არ მჭირდება. - კაი ერთი რაა, მიდი ჩაიცვი, მოკლე არა ის არი,- კაბა გამომიწოდა,- ფეხზე კონვერსები ჩაიცვი, ძალიან მოუხდება. - როგორც მეტყვით, მბრძანებელო,- გულზე ხელი მივიდე და თავი დავუკარი,- თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია. - კარგი გოგო ხარ, მიდი ჩაიცვი და მერე მაკიაჟზეც ვიზრუნოთ,- კატეგორიულად გამომიცხადა და კარში გაუჩინარდა, მალევე უკან დაბრუნდა კოსმეტიკის ჩანთით,- შენ კიდევ მასე დგახარ? მიდი, ჩაიცვი. რაღას ვიზამდი?! თანხმობა მე გავეცი, და ახლა პასუხი უნდა მეგო ჩემს თავის დაქნევაზე. ჩავიცვი ეს, ჩემი სადაქალოს ნაქები, ატლასის კაბა, რომელიც თავიდან ბოლომდე წვრილი ღილებით იკვრებოდა და დამტანჯა, ფეხზე ჩემი საყვარელი კონვერსები ამოვიცვი და მორჩილად დავუჯექი თინის წინ, რომ მაკიაჟი გაეკეთებინა ჩემთვის. ფუნჯის ყოველ შეხებაზე ვეხვეწებოდი ძაან მკვეთრად არ გაეკეთებინა, მაგრამ არ დამიჯერებდა ვიცი. ბოლოს როგორც იქნა ჩამახედა სარკეში და მთელს კორპუსს თუ არა, მთელ მე17 სართულს მოვასმენინე ჩემი კივილი. - თინი, სხეულით მოვაჭრეს ვგავარ,- ამოვიწკმუტუნე. - ხოო, კარგი წითელი ტუჩსაცხი ნამეტანი იყო,- თავი დამიქნია და თავისივე არჩევანი, თავადვე გადაშალა. - თვალები მომწონს, მაგრამ ლოყებზეც ბევრი მისვია, ძალიან ვბზინავ. - არა, გქონდეს ეგ, ძალიან გიხდება ოქროსფერი,- ხელები გამიკავა,- არ მოიშორო. - მაგრამ...,- დავიწყე, მაგრამ დამთავრება ვერ მოვასწარი, ბიჭებმა კარზე მოაკაკუნეს. შემოსვლას ითხოვდნენ და ჩვენც თანხმობა გავეცით. - აბა, მზად ხართ?- პირველი კოკამ შემოყო თავი და ადგილზე გაშეშდა,- ვააუ, დაჯი, რა ლამაზი ხარ. - ხომ გითხარი,- ნიშნის მოგებით გაატკაცუნა თითები თინიმ და ჩანთას დასწვდა,- მზად ვართ ჩვენ, წავიდეთ. - კარგი,- ძლივს დაიძრა ადგილიდან, რომ არ ვიცოდე, რომ ცოლი მართლა უყვარს, ვიფიქრებდი, რომ ჩემ შებმას აპირებდა. კარი ფართოდ გავაღე და შემომეფეთა კიდეც ვანო, რომელიც კარის ჩარჩოზე ყოფილა მიყრდნობილი და მელოდა. შემაშინა. ჩემ გარეგნობაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი შევაგებე დაუფიქრებლად. შემეცოდა და ლიფტით ჩასვლა შევთავაზე, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. - ახლა მეტყვი, რატომ არ გინდოდა კლუბში წამოსვლა?- ბულვარში მივსეირნობდით, როცა მოულოდნელად ვანომ ჩამჩურჩულა. ამ ბიჭს თუ ინტერესს არ დაუკმაყოფილებდი ბოლომდე, არ მოგასვენებდა, ამიტომ მეც მშვიდად დავიწყე, რა მომივიდა უნივერსიტეტში სწავლის დროს. - ერთი გოგო გავიცანი უნივერსიტეტში სწავლის დროს, ძალიან საყვარელი, კომუნიკაბელური, მეგობრული. ერთხელაც ამ გოგომ მითხრა კლუბში წავიდეთ, გავერთოთ და ცოტა დავლიოთო და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. სტუდენტური ცხოვრება ახალი დაწყებული მქონდა და მინდოდა ეს პერიოდი კარგად შემეგრძნო, ყველაფერი მეცადა, კლუბები, ბარები, და სხვ დანარჩენი. შევთანხმდით დღეზე და დროზე, ამ გოგომ მანქანით გამომიარა სახლში და წავედით სადღაც, ჩემთვის უცნობ კლუბში. გოგო იყო ძალიან მაგარ ვიდზე, გულში ვფიქრობდი ჰეტერო რომ არ ვიყო, ამ გოგოს დავკერავდი მეთქი. ჩემმა კაცების მიმართ სიყვარულმა გამაჩერა. მივედით შარდენზე მდებარე კლუბში, ნუ დაცვამ ძალიან უპრობლემოდ შეგვიშვა, არაფერი უკითხავს, არც არაფერი მოუთხოვია და დავსხედით ბართან. ვათვალიერებ ახლა ამ კლუბს და ატმოსფერო მომწონს, მუსიკაც კარგია, სასმელიც გემრიელი, მაგრამ ერთი რაღაც მიკვირს- მამრებს ვერ ვხედავ,- გახსენებაზე სიცილი მეწყება და თხრობას ვაჩერებ. - მგონი ვიცი სადაც იყავი,- სიცილი პირზე შემეყინა, ვანოს ეჭვისთვალით გავხედე,- მერე? - ვაახ კაცო, გამიკვირდა, მეთქი მე ვერ ვხედავ თუ რაშია საქმე,- განვაგრძე მოყოლა,- კარგი გავატარე, ვაშლის კოქტეილს ვსვამ, რომლის სახელსაც ვერაფრით ვიმახსოვრებ და ვუსმენ ამ მუსიკას, თან ადგილზე ვცეკვავ. ის გოგო სადღაც გაქრა, ვერც კი მივხვდი ისე აორთქლდა ჩემგან, ახლა ამ გოგოს დავუწყე ძებნა და დარბაზის დათვალიერება ბოლომდე ვერც კი მოვასწარი, რომ საჯდომი ამეწვა მოულოდნელად, შიშისგან წამოვხტი, მეთქი რა ხდება, რომელი ნაბი*ჭვარი შეეხო ჩემს საჯდომს მეთქი და რას ვხედავ, კაი დამა ქალი იდგა ჩემ უკან და მიღიმოდა. გადაყლაპული ნერწყვი, საყლაპავში გამეჩხირა ლამის. აი მანდ დავწვი რომ ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა, ნუ ცხოვრება თუ არა, ორიენტაცია მაინც და ისეთი თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი იქიდან, სახლში უქუსლო ფეხსაცმელი მივიტანე. მაგის მერე მე კლუბში აღარ წავსულვარ. ნუ კი ვიყავი ერთი ორჯერ დაქალებთან, მაგრამ ყველაფერს ეჭვის თალით ვუყურებ,- იქაურობა სიცილმა წალეკა, ზღვის ხმაც კი გადაფარა მათმა სიცილმა. გავიხედ- გამოვიხედე, იქაურობა დავზვერე და რამდენიმე ნაბიჯით წინ წამოვედი, თითქოს მათთან არც ვყოფილვარ. ვანო დამეწია და ხელკავი გამომდო, ასე მივედით კლუბის შესასვლელთან, რომელიც ხალხით იყო გადატენილი. შესვლისთანავე ჩემი მასპინძელი გამეღადავა, გადახედე აბა, ბიჭები თუ არიანო?! დავეჭყანე, მაგრამ მეეჭვება იმ სიბნელეში რამე დაენახა. ხმამაღალი მუსიკა თავში მირტყავდა. ადგილობრივი დიჯეი სხვადასხვა სიმღერის რიმეიქებს ასრულებდა და ხალხი მის დაკრულზე ცეკვავდა. ჩვენც შევუერთდით მის დაკრულზე მოცეკვავე ხალხს და რიტმს ავყევით. კლუბურ ცხოვრებას ვერასოდეს ვიტანდი, მაგრამ ათაში ერთხელ ჩემს დაქალებთან ერთად მივდიოდი ხოლმე გასართობად. სიმართლე ითქვას და იმიტომ უფრო ვერ ვიტანდი ასეთ დაწესებულებებს, რომ გოგოს ისე გიყურებენ, როგორც ხორცის დიდ ნაჭერს და ერთი სული აქვთ, როდის გაგისინჯავენ გემოს. ვანოს გვერდიდან ერთი წამითაც არ ვშორდებოდი, მეშინოდა ამ ბრბოში დაკარგვის. თვალი არც მას მოუშორებია ჩემთვის, მუდამ ჩემ გვერდით იდგა. ბიჭებს მე და თინი შუაში ვყავდით მოქცეულები და ისე გვიცავდნენ, როგორც ცხვრებს ძაღლები. მათი შემყურე მეცინებოდა, არავინ მოუშვეს ჩვენ სიახლოვეს, ისე კი გიჟებივით ცეკვავდნენ. საინტერესო იყო ვანოს ამ ფორმაში დანახვა, მართალია წინა ღამითაც ვნახე მისი ცეკვა, მაგრამ თითქოს ახლა უფრო თავისუფალი იყო. მე კი სასმელი მჭირდებოდა ასეთი გახსნილობისთის. თითქოს ჩემს თავში ისხდნენო, კოკამ და თინიმ სასმელს მოვიტანთ და მოვალთო და სიბნელეში გაუჩინარდნენ. დავრჩით მე და ვანო პირისპირ და რატომღაც ორივემ დავკარგეთ მოძრაობის უნარი, ვიდექით და ერთმანეთს მივშტერებოდით. ამ ბიჭთან მეგობრობა საერთოდ აღარ მინდოდა, მე ის მთლიანად მჭირდებოდა. თითქოს რაღაც უნდა ეთქვაო, ბუნდოვნად გავარჩიე მისი ერთმანეთს დაშორებული ბაგე და მოვარდა კიდეც კოკა. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და გაითრია, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა, მერე თვითონ გადაუჩურჩულა კოკას რაღაც და ორივემ მე გამომხედა. მივხვდი ვანო ჩემ გამო იკავებდა თავს, ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდა, მაგრამ არ გაყოლაც არ შეიძლებოდა. თითის წვერებზე ავიწიე და ვანოს ვუთხარი წასულიყო. თავიდან ცივ უარზე იყო, მაგრამ მერე დათანხმდა მხოლოდ ერთი პირობით, იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვიყავი, ფეხი არ უნდა მომეცვალა და საძებარი არ უნდა გავმხდარიყავი. თავი დავუქნიე და სწრაფად მიმავალ ბიჭებს იქამდე ვუყურე, სანამ ხალხში არ გაუჩინარდნენ. ნეტავ რა მოხდა ასეთი, რომ კოკა ასე კატეგორიულად ითხოვდა ვანოს გაყოლას? ნეტავ ჩხუბი ხომ არ მოუვიდა ვინმესთან, მაგრამ არა, თინის ასე ხომ არ მიატოვებდა სადმე, ჩემთან მოიყვანდა და ისე წავიდოდა. აბა რა ხდება?! თინი რომ ცუდად გამხდარიყო მაშინ მეც წამიყვანდა. ჯანდაბა! რა ჯანდაბა ხდებოდა. მუსიკამ და ამ ფიქრებმა ერთდროულად ამიფეთქეს თავი. იქით ვიყურებოდი სადაც ბიჭები გაუჩინარდნენ, მაგრამ ნაცნობ სახეებს ვერ ვხედავდი. ერთი პირობა კი ვიფიქრე ბართან მივალ მეთქი, მაგრამ იქ რომ არ დამხვედროდნენ მერე სად უნდა წავსულიყავი. თან გზაში შეიძლება ავცდენოდით და ვანო მომკლავდა ადგილზე რომ არ დავხვედროდი. ვერ გავრისკავდი. ამ გადატენილ დარბაზში სიარულს, ისევ ადგილზე გაჩერება გადავწყვიტე, თუმცა კიდევ რამდენი ხანი დამჭირდებოდა ლოდინი, მამა ზეციერმაც კი არ იცოდა. ვიდექი და დიჯეის ვუყურებდი. არც ისე მიმზიდველი, მაღალი, გამხდარი ტიპი იყო, კლუბის უაზრო განათებების გამო მის თვალისა და თმის ფერს ვერ ვარჩევდი. გვერდით ფოტოგრაფი ედგა და შიგადაშიგ ხან დიჯეის უღებდა ფოტოებს, ხანაც ჩვენ. ალბათ ახალია და ხალხში პიარი სჭირდება, თორემ რომელ ქართველ დიჯეის უღებენ ფოტოებს, თუ პაპასკირი არ ხარ მეთქი, გავიფიქრე და ვიგრძენი კიდეც წელზე შეხება. თავიდან შემეშინდა ამ მოულოდნელობის გამო, მერე ვიფიქრე რომ ვანო იყო და ოდნავ დავმშვიდდი, მაგრამ ხელებს რომ დავხედე მაშინვე მოვიშორე თავიდან. ვანოს მხოლოდ ერთი ბეჭდები ეკეთა მარჯვენა ხელის ცერა თითზე, ამას კი ორივე ხელის თითებზე ვერცხლისფერი ბეჭდები ჰქონდა. ზევით ავხედე ამ ხელების პატრონს და მისი სახე რომ გავარჩიე, შევკივლე. ოღონდ ის არ დამენახა და თუ გინდათ გველს დავიჭერდი ხელში. ეს საზიზღარი გამოხედვა და ღიმილი, რომელიც სამი წლის წინ შემძულდა ახლა ჩემ წინ იდგა უტიფრად და ხელის შეხებასაც კი ბედავდა. ღმერთო, როგორმა ძლიერმა შიშმა ამიტანა მაშინ, ვერც კი ავღწერ, ისე ამიკანკალდა კიდურები, თითქოს ჩემ სიკვდილს ვუყურებდი თვალებში ახლა. ყველა ის მოგონება ამიფრიალდა თვალწინ, რომლის გაქრობასაც ამდენი ხანი ვცდილობდი და ახლა ისევ თავიდან უნდა დამეწყო თავისუფლებისთვის ბრძოლა. გვერდი ავუარე და ინტუიციით წავედი ბარისკენ, სადაც უფრო მეტი სინათლე იყო, ვიდრე დარბაზში. არ ვიცოდი ჩემი საშველი იქ თუ დამხვდებოდა, მაგრამ იმის იმედი მაინც მქონდა, რომ ბარმენთან შევძლებდი თავის შეფარებას. ხალხის მასა ძლივს გავკვეთე, ხან რომელ მხარეს ვძვრებოდი და ხან რომელ, ხან ვისი ხელი მხვდებოდა და ხან ვინ მაბიჯებდა, მაგრამ ახლა საერთოდ არ ვდარდობდი ამაზე. სულ რომ სისხლიანი მივსულიყავი ბარამდა, მადლიერი ვიქნებოდი, რომ მას გამოვექეცი. ძლივს მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე და იქაურობა მოვათვალიერე, არსად იყო ჩემთვის ნაცნობი სამი სახე, თუმცა ერთ ჩემთვის საძულველს კარგად არჩევდა ჩემი თალები. ბარმენს მივუბრუნდი და დახმარება ვთხოვე, ისეთი სახით მიყურებდა, ეგონა გავგიჟდი, მაგრამ დამამშვიდა და მთხოვა იქიდან ფეხი არ მომეცვალა, მეც დავუჯერე. იმ ჩემთვის აუტანელს ვხედავდი, იდგა და მიყურებდა, მაგრამ ახლოს არ მოდიოდა, შორიდან ცდილობდა ჩემთვის თავისუფალი სივრცე შეეზღუდა, ვგრძნობდი ნელ- ნელა როგორ მიჭირდა სუნთქვა. ხელზე რომ შემეხნენ, შიშისგან შევყვირე და სკამიდან წამოვფრინდი. ბარმენს ზევით აეწია ხელები, მშვიდობის ნიშნად. ბოდიში მოვუხადე ჩემი რეაქციისთვის და ისევ ჩემ ადგილს დავუბრუნდი. - შენ ვანოს და კოკას მეგობარი ხარ ხო?- მკითხა მოულოდნელად, გაოცებულმა გავხედე,- დაგინახეთ ერთად რომ შემოხვედით. მე კლასელი ვარ მათი, მათე მქვია,- თავი გამაცნო და ხელი გამომიწოდა, უნდობლად ვუყურებდი,- ჩემი ნუ შეგეშინდება, არაფერს დაგიშავებ. - მადლობა,- ხელი ჩამოვართი, ცოტა დავმშვიდდი ვიღაც ნაცნობი რომ გამოჩნდა, ვანოსთვის ნაცნობი ყოველ შემთხვევაში,- მე დაჯი მქვია. - სასიამოვნოა,- თბილად გამიღიმა,- რამეს დალევ სანამ ბიჭები მოვლენ? მე დაგპატიჟებ. - წყალი თუ შეიძლება,- მორიდებით გავუღიმე და იმ კუთხისკენ გავიხედე, სადაც ეშმაკი მეგულებოდა, არ ვიცი როგორ მიხვდა, მაგრამ მათემ მკითხა. - ის ტიპი გაწუხებს? მარცხნივ, კუთხეში,- ეშმაკისკენ არც კი გაუხედავს, ჭიქაში წყალს მისხავდა. - იმედი მაქვს, რომ აღარასდროს შევწუხდები მის გამო,- მათემ თავი დამიქნია. - აქ ბევრია მასეთი, გოგოს მარტო მყოფს დაინახავენ თუ არა, აფთრებივით მისცვივდებიან გასაჯიჯგნად,- ნეტავ იცოდეს, რომ მან ერთხელ უკვე გამჯიჯგნა სულიერად. - ვანო და კოკა სად არიან? - არ ვიცი,- მხრები აიჩეჩა,- თავიდან კოკა და თინი აქ იყვნენ, მელაპარაკებოდნენ, მერე მოულოდნელად კოკა გაიქცა და ვანო მოიყვანა, სამი ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობდნენ და მერე უცებ სადღაც წავიდნენ. დაურეკე ვანოს, შეიძლება ვერ გაიგოს ამ ხმაურში, მაგრამ იქნებ ხელში უჭირავს ტელეფონი?!- მართალია, მე რატომ არ მომაფიქრდა აქამდე, მაგრამ სად არის ჩემი ტელეფონი? ვანოს ჯიბეში, რადგან ჩანთის წამოღება დამეზარა. - ჩემი ტელეფონი ვანოს აქვს,- დანანებით ამოვილაპარაკე და სახე ჩავრგე ხელის გულებში, ყველაფერი მე რატომ მემართებოდა?! - კარგი, მოიცადე, მე დავურეკავ,- მოუთმენლად ველოდებოდი ვანოს პასუხს და იმედი მქონდა, რომ ამ ჯაგა- ჯუგში გაიგებდა ზარის ხმას, ბოლოს როგორც იქნა ამიხდა სურვილი,- ვანო, მათე ვარ, დაჯი ჩემთანაა... კი, კი კარგად არის, არ ინერვიულო, მაგრამ ცოტა შეშინებული ჩანს, შეგიძლია მოხვიდე?... აჰაამ, კარგი გელოდებით, არ გავუშვებ არსად,- ტელეფონი გათიშა და გამარჯვებული ღიმილით გამომხედა,- ორ წუთში მოვა,- მადლობა გადავუხადე, ახლა ის რომ არ გამცნობოდა, რა უნდა მშველოდა მე? ეშმაკი ისევ იმ კუთხეში იდგა და საზიზღრად იღიმოდა, ცბიერად და ამაზრზენად, მე ვიყავი მისი ამ მხიარულების მიზეზი. სანამ ვანო მოვიდოდა, მათემ გამართო. მომიყვა თავის შესახებ ამბები, ცოლი რომ ბათუმელი მოიყვანა და აქეთ გადმოვიდა საცხოვრებლად, უკვე წელიწადზე მეტი რომ იყო, რაც ბარმენად მუშაობდა და თავის საქმეზე ძალიანაც იყო შეყვარებული. მალე პატარას ელოდებოდა და უკვე სახელიც ჰქონდა მისთვის შერჩეული, მაგრამ სქესი ჯერ არ იცოდა. თუმცა იმაში დარწმუნებული იყო, რომ თუ ბიჭი შეეძინებოდა გაბრიელს დაარქმევდნენ და თუ გოგო- ქეთის. ამ ლაპარაკში ვიყავი, რომ მხარზე ვიღაც შემეხო და ადგილზე შევხტი ყვირილით. მეგონა ის ეშმაკი იყო ისევ, მაგრამ ვანო შემრჩა ხელებში, მაშინვე დამიმშვიდდა გული. ახლა აღარაფერი მემუქრებოდა, რადგან ჩემი გადამრჩენელი ჩემ გვერდით იყო. გაუაზრებლად მოვხვიე წელზე ხელები და მკერდზე ავეკარი, მანაც, ისე რომ არც კი უფიქრია, მხრებზე მომხვია ხელები და თავზე ნიკაპი ჩამომაყრდნო. ამ ხმამაღალ მუსიკაშიც კი გარკვევით მესმოდა მისი გულის სწრაფი ბაგუნი, ალბათ თვითონაც გრძნობდა ჩემს გულისცემას. როგორც იქნა დავიმშვიდე თავი და იმით დაიმედებულმა, რომ ვანო უკვე ჩემთან იყო, საძულველი კუთხისკენ თვალი გავაპარე. ღიმილი მოეშორებინა, მაგრამ ახლა უფრო საშინელი რამ ეხატა სახეზე, ამას ისევ ის ღიმილი მერჩივნა. ჩემს მხრებზე ხელები მოდუნდა, ვანომ ჩემს თავს ნიკაპი მოაშორა და ზემოდან ჩამომხედა, მეც ქვემოდან ავხედე. თვალებით ცდილობდა დაედგინა ხომ ყველაფერი რიგზე მქონდა და დამშვიდდა, როგორც კი ჩემი ღიმილი დაინახა. - კარგად ხარ?- მის ხმას ჯერ კიდევ ეტყობოდა აღელვება, თავი დავუქნიე იმის ნიშნად, რომ კარგად ვიყავი,- შემეშინდა მათემ რომ დამირეკა,- ბარისკენ გამწია და სკამზე დამსვა, თავად წინ დამიჯდა. - რას დალევ, ვანო,- მათე გადმოიხარა ჩვენკენ, აშკარად ნასიამოვნები იყო ნანახით. - მე არაფერს, მათე, შენ გინდა რამე ?- თავი გავაქნიე უარის ნიშნად, რატომღაც ხმას არ ვიღებდი, არადა წუთის წინ მათესთან გაკრეფილი ვლაპარაკობდი,- მითხარი რა მოხდა, რამ შეგაშინა? - მარტო რატომ დამტოვე,- შეტევაზე გადავედი,- მითხარი ერთ წუთში დავბრუნდებიო, მე კიდევ იმდენი ხანი გელოდე. - ბოდიში, რაღაც სერიოზული რომ არ ყოფილიყო, გეფიცები, არასდროს დაგტოვებდი,- ჩემი ხელი აიღო და ნაზად მაკოცა. - რა მოხდა? - მარტო რომ დაგტოვე მაგან შეგაშინა?- კითხვას თავი აარიდა. მეთქვა თუ არა მისთის სიმართლე ვერ გადავწყვიტე, ფარულად გავაპარე თვალი ისევ იმ საძულველისკენ, მაგრამ იქ აღარ დამხვდა, სად ჯოჯოხეთში იყო წათრეული,- იქ ვის უყურებ?- ჩემ მზერას გააყოლა თვალი და ვერავინ რომ ვერ დაინახა საეჭვო, ისევ მე მომიბრუნდა,- დაჯი... - კი, მაგიტომ, ძალიან ბევრი ხალხი იყო იქით,- ვიცრუე, თუ ის არსება ჩემ ცხოვრებაში მეტჯერ აღარ გამოჩნდებოდა, რიღასთვის მეთქვა ვანოსთვის და გამეჩინა მისთვის დამატებითი საფიქრალი? მით უმეტეს მაშინ, როცა ჩემი დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული,- თქვენ სად წახვედით, ან კოკა და თინი სად არიან? - კოკა და თინი წავიდნენ,- კიდევ ერთხელ გახედა იმ კუთხეს, სადაც რამდენიმე წუთის წინ მე შიშით ვიყურებოდი,- ჩვენც წავიდეთ. - კარგი,- წამითაც არ მიფიქრია, ისე დავთანხმდი. იქ გაჩერება აღარ შემეძლო, მით უმეტეს მაში, როცა ვიცოდი, ჩემი ყოფილი შეყვარებული, რომელმაც სულის ნახევარი წამართვა, იქ იყო. ვანოს ხელი ჩავჭიდე და გასასვლელისკენ დავიძარით, კარში კიდევ ერთხელ შემეფეთა საძულველი სახე. *** კლუბის დახუთულობიდან გამოვედი თუ არა, მაშინვე სუფთა ჰაერით შევავსე ფილტვები. ეს ნამდვილად მჭირდებოდა, რადგან მეგონა იქაური სუნი ყელში მიჭერდა. საათს რომ დავხედე თორმეტს ახალი გადაცდენილი იყო, სახლში წასვლა კი არცერთს გვინდოდა. ახლა ღამის ზღვა ისეთი მშვენიერი იყო, დანაშაული იქნებოდა სახლში გამოკეტვა. სადღაც ძლივს ვიპოვეთ 24 საათიანი მაღაზია. წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო და რაღაც ტკბილეულობა ვიყიდეთ, გეგმად გვქონდა სანაპიროზე გვეჭამა, მთვარის შუქზე. ქვიან ზედაპირზე დაუფიქრებლად ვადგავდი ფეხებს და საერთოდ არ ვდარდობდი, რომ შეიძლებოდა ფეხი გადამბრუნებოდა, ვანოსთვის ხელკავგაყრილს, მისი ძალის იმედი მქონდა. სადღაც ჩვენს კორპუსთან ახლო სანაპიროზე შეზლონგზე ჩამოვსხედით და გამყიდველის მიერ გახსნილი ღვინის ბოთლი მოვიყუდე. მიყვარდა წითელი ღვინო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი მეგობრები მიმშვენებდნენ გვერდს. ახლა კი ვანო მყავდა, რომელიც მარშმელოუს შეკვრის გახსნას ცდილობდა და ვერაფრით გაეხსნა. ბოლოს იმდენი ქნა პარკი გახია და მთელი შიგთავსი გარეთ გადმოყარა. წვიმასავით მოდიოდა ფერადი მარშმელოუები. სიცილი ამიტყდა, ვერაფრით ვმშვიდდებოდი, ვანოც ამყვა და უარესი დამემართა, ღმერთს ვთხოვდი ჩემში მხეცი არ გაეღვიძებინა. ბოთლი ხელიდან ამაცალა და ახლა თავად მოიყუდა. იმდენი ხანი სვავდა, მეგონა ეგაა და ძირი გამოუჩი მეთქი და გაბრაზებულმა შევძახე, მეც დამიტოვე მეთქი. - აშკარად მეორეც უნდა გვეყიდა,- ტუჩების ლოკვით ამოთქვა და ბოთლს დახედა,- გემრიელია, ამას პირველად ვსვამ. - სულ დალიე?- ხელიდან გამოვგლიჯე და ნახევრად სავსე რომ დავინახე, ბედნიერმა მივიკარი გულზე. - ბევრი არ დალიო, თორემ დაგათრობს. - შენ თავში ნუ გერევი,- ყელი ჩაწმინდა ნაწილობრივ ტკბილმა სასმელმა და კუჭში ჩასვლისთანავე გონებას ნიშანი მისცა, რომ ცოტა ხანში უნდა გათიშულიყო. - მე ვერ წაგიყვან, კლუბშიც დავლიე. - ნახე რაა, თქვენ დალიეთ და მე ეგრე დამტოვეთ ხო?- მოჭუტული თვალებით გავხედე და უცებ მომაგონდა კითხვა, რომელიც რამდენჯერმე დავუსვი და არცერთხელ მიპასუხა,- რატომ დამტოვეთ იქ? - ისეთი არაფერია,- სახე დაუსერიოზულდა. - მართლა რომ არაფერი ყოფილიყო, კოკა ასე არ გაგათრევდა, ასე რომ მითხარი. - რაღაც კამათი მოუვიდათ ბიჭებს და...,- დაიწყო და აღარ გააგრძელა. ეს ის ,, და“ იყო, რომლითაც უნდა მივმხვდარიყავი ყველაფერს. ,, აი ბიჭებს რაღაც კამათი მოუვიდათ და მე ჩავერიე. ან ძმაკაცის დაიკოს ვიღაცამ რაღაცა უთხრა და ხომ არ შევარჩენდით“, ნუ მოკლედ, ზოგადად ასეთი რაღაცები მოყვება ხოლმე, ამ ,,დას“, მაგრამ ვანო ასეთი არ იყო და ამიტომ კითხვა გავუმეორე. - რა მოხდა, ან მითხარი, ან წავალ,- ფეხზე წამოვდექი. - ხოო, კარგი, კარგი, დაჯექი,- მაჯაზე თითები შემომხვია და ძალით დამაბრუნდა შეზლონგზე,- ჩემი ყოფილი შეყვარებულის ახლანდელი შეყვარებული ვნახე. - არ მითხრა ვის გამოც მიმატოვაო,- რატომღაც ჩვეულებრივ მივიღე ეს ამბავი. - ხო,- თავი დამიქნია. - და უნდა გეცემა? - არა, უბრალოდ... - ვანო, გთხოვ, სიმართლე მითხარი,- მთელი სხეულით შევბრუნდი და მისი სახე ხელის გულებში მოვიქციე. ერთი ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და დაიწყო. - სიმართლე ის არის, რომ მისთვის პასუხი უნდა მომეთხოვა ყველაფერ იმისთვის რაც ჩაიდინა და ეს პასუხი მხოლოდ საჩემო არ იყო. მან მხოლოდ მე კი არა, სხვა ადამიანსაც დაუნგრია ცხოვრება, კიდევ რამდენიმე ადამიანი წერია მის ხარჯზე. - რას გულისხმობ? - მისთვის ახალი არ არის სხვისთვის შეყვარებულის წართმევა, ეს მანამდეც გაუკეთებია და შემიძლია ვთქვა, რომ ეს გენში აქვს. მამამისი, რომელიც ახლა უკვე აღარაფერს წარმოადგენს, სხვის ცოლებს აბამდა, ეს ბიჭიც თავისი ძმაკაცის ცოლისგან შეეძინა. - ბრაზილიურ სერიალს მიყვები? - ბევრიც აღარ უკლია,- გამიღიმა და ჩემი მარჯვენა თავისაში მოიქცია,- ის ქალი ცოლად მოიყვანა, ბავშვი რომ გააჩინა, მაშინვე დაშორდა და ახალ ქალს დაუწყო ძებნა. ანალოგიურს აკეთებს ესეც, მამის კვალს მიყვება. სანამ ჩემს ყოფილთან დაიწყებდა ურთიერთობას ბევრ გოგოს გაუტეხა გული, მაგრამ მაგარი კიდია. ახლა დადის და ახალ საკბილოს ეძებს, ის გოგო კი, ჩემი ყოფილი შეყვარებული, არ აინტერესებს, არადა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. - არც კი ვიცი რა ვთქვა,- ლამის ყბა ჩამომივარდა მოსმენილისგან. - სიტყვები არ არის საჭირო, ასეთი უაზრობის გამო გონებას ნუ დატვირთავ ფიქრისგან, ჩაიარა ყველაფერმა,- ღიმილით ამოილაპარაკა და ზღვას გახედა,- როგორი ლამაზია მთვარის შუქის ქვეშ, არა? - კიი, ძალიან, - თავის ქიცინით დავეთანხმე. - შენ რა შეგემთხვა,- მკითხა მოულოდნელად. - რაზე მეკითხები. - ბართან რომ მოვედი, ფერი არ გედო სახეზე, რომ ჩამეხუტე მთელი სხეული გიკანკალებდა, თან მათემ მითხრა ვიღაც ტიპს უყურებდაო,- მათეს ყველაფერი დაუფქვავს, როდის მოასწრო. - ისეთი არაფერია,- ვიცრუე. - ასეთი შეშინებული არასდროს მინახავხარ, დაჯი, მითხარი რა მოხდა. - ოდესმე ეშმაკი გინახავს? - ვერ მივხვდი. - ჩემი ყოფილი ვნახე,- განვუმარტე. - რამე დაგიშავა,- მკლავებში წამავლო და თავისკენ შემაბრუნა, მქრალ შუქზე მათვალიერებდა,- დაჯი.. - არა, ყველაფერი კარგად მაქვს, უბრალოდ როცა მას ვხედავ, მგონია, რომ უნდა მეშინოდეს. თითქოს ეშმაკი დამენახოს, ისე მიტანს შიში და ვცდილობ მას გავექცე. ახლაც ასე მოხდა, როცა ხელი მომკიდა, მეგონა ის ადგილი მილპებოდა სადაც შემეხო. მერე მათეს შევეკედლე. - მართლა კარგად ხარ?- დამშვიდებით ამოილაპარაკა და ყვრიმალზე დამისვა ცერა თითი. - კი, მართლა კარგად ვარ,- მის ღიმილში ჩავიძირე, მისი ეს მზრუნველობა მკლავდა. ვიცი, ვთქვი, რომ ჩემს მასპინძელზე ფიქრს შევწყვეტდი, მაგრამ როგორ ვიზამდი ამას, როცა მისი თითები ნაზად ეხებოდა ჩემს კანს. ყოველთვის, როცა ფიქრების სხვა რამეზე გადატანას ვცდილობდი, ჩემი ეს მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. თვალების ყოველ დახუჭვაზე მისი სახება მიდგებოდა წინ, ყოველ ნაბიჯის გადადგმაზე მას ვხედავდი, ჩემს ჩრდილს მისად ვსახავდი, ყველგან მისი სუნი მცემდა და ამ ყველაფერში ვიკარგებოდი, ისე რომ გამოსავალს ვერასდროს ვპოულობდი. - ლამაზი ხარ,- ტალღების ხმაში გაიბლანდა მოულოდნელი ჩურჩული. ნუთუ მომესმა? მაგრამ არა, ეს ისეთი რეალური იყო, შეუძლებელი იქნებოდა ჩემ გონებას ამხელა ფანტაზია შეექმნა. - რა?- იქით გავიხედე, საიდანაც სავარაუდოდა ხმა მომესმა, ვანოს მეტს ვერავის ხედავდა ჩემი თალები. - ლამაზი ხარ მეთქი, თან ძალიან,- ვერ ვუჯერებდი მოსმენილს, როგორ, ვანომ მითხრა ლამაზი ხარო? თან ძალიანო? - ძალიან ლამაზი ანუ უცნაურად ლამაზი აღარ ვარ? ან უბრალოდ ლამაზი?! - არა აღარ, ახლა უკვე ძალიან ლამაზი ხარ,- მომხიბვლელად გამიღიმა და სახე ჩემკენ დახარა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, როცა მისი ტუჩები ჩემსას შეეხო. სუნთქვა შევწყვიტე, ვერც გულს ვაიძულებდი ემუშავა, მგონი ვკვდებოდი და თან მის მკლავებში. აქამდე გახელილი თვალები მიმენაბა და დაუბრკოლებლად ვატარებდი ჩემს სხეულ ქვეშ სასიამოვნო ჟრუანტელს, მისი შეხება რომ იწვევდა. ვიგრძენი როგორ შესრიალდა მისი თითები ჩემს თმაში და უფრო ახლოს მიმიზიდა თავისკენ. წინააღმდეგობას რატომ არ ვუწევდი, რატომ არ გაჰყვიროდა ჩემი მეორე მე, რომელიც მუდამ უკან დახევას მაიძულებდა, რატომ დუმდა. - ვანო...,- ბოლოს როგორც იქნა წამით შევძელი მის ტუჩებს მოშორება და მისი სახელი ჩურჩულით ამოვთქვი, მაგრამ არ დამცალდა წინადადების გაგრძელება. ჩემს ზურგს უკნიდან, ჩემთვის აუტანელი ხმა გაისმა. - შეხედეთ, აქ ვინ ყოფილან,- დაისისინა გველმა და სიცილი გამოიწვია მის მხლებლებში. ტანში ცივად გამცრა. უკან შებრუნებაც კი არ მინდოდა, ისე მზიზღავდა მისი სიახლოვე, ვანოს ვუყურებდი თვალებში, რომელშიც მრისხანება ჩასდგომოდა,- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - პრობლემები არ გვჭირდება, წადით აქედან,- ვანოსთვის თვალმოუშორებლად ამოვთქვი და ხელი ჩავჭიდე, რომ ამ პროვოკაციას არ წამოგებოდა. - კარგი რაა, საყვარელო, ნუთუ არ მოგენატრე?- კენჭების შხრიალით მივხვდი ჩვენკენ გადმოდგა ნაბიჯები. ვანო ფეხზე წამოხტა და უკან ამომიყენა, მე კი მის მაისურზე მქონდა თითები ჩაჭიდებული და ვცილობდი მათთან არ გამეშვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. - მგონი დაგაკლდა შენ ცემა ხო?- ვანოს მრისხანე ხმა გაისმა სიჩუმეში. ცემა? რა ცემა, როდის სცემა ჩემმა მასპინძელმა ჩემი ყოფილი. - ხოდა ახლა სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა, ბატონო ვანო,- ავის მომასწავლებლად გაისმა მისი სისინი. - დაჯი, სახლში წადი,- ისე მითხრა, ჩემთვის არც კი მოუხედავს. - რაა? არა,- შევეწინააღმდეგე და მის მკლავს თითები მოვხვიე. - ვერავინ ვერსად ვერ წავა,- იყვირა ჩემმა ყოფილმა და ჩვენკენ წამოვიდა. - უკან დაიხიე,- ამის თქმაღა მოასწრო ვანომ, ხელით უკან გამწია და მოხვდა კიდეც მუშტი სახეში. შიშით ვიყვირე. დანარჩენი ორიც ჩვენკენ წამოვიდნენ. ერთ- ერთმა ვანოს დაჭერა სცადა, მაგრამ ოსტატურად დაუსხლტა ხელებიდან და შეკრული მუშტი ჩემს ყოფილს გაუქანა. ობიექტი დანიშნულების ადგილს მისწვდა და მიწაზე დასცა, თუმცა მისი ძმაკაცის ხელი ვერ აიცილა. წარბიდან სისხლმა გამოჟონა და წვრილ ზოლად დაეშვა მის სახეზე. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და ერთი ისღა მოვიფიქრე, რომ ბოთლი ამეღო და იმისთვის, ვინც ვანოს დაარტყა, თავში ჩამერტყა. ძალადობას ვერ ვიტანდი, მაგრამ ჩემთვის საყვარელი ადამიანის ვერც ჯანმრთელობას და ვერც სიცოცხლეს გავწირავდი. ამის გაფიქრება და შესრულება ერთი წამის ამბავი იყო, წითელი სითხე წურწურით ჩამოედინა კეფაზე. საწყალობლად ამოიკვნესა და თავში წაიშინა ხელები. ეშმაკეული თვალებით გამომხედა და ჩემკენ დაიწყო სვლა, უკან დავიხიე, მაგრამ მის ხელებს მაინც ვერ დავაღწიე თავი. ცალი ხელი წელზე შემომხვია, მეორე თმაში წამავლო და თავი უკან გადამაწევინა და ყურში ჩამჩურჩულა. - კარგად უყურე, როგორ მოკლავენ შენს შეყვარებულს,- სახედასისხლიანებული ვანო იმ მესამე ბიჭს ეჭირა, ჩემი ყოფილი კი გამეტებით ურტყავდა მუშტებს მუცელსა და სახეში. დარტყმისგან გული რომ იჯერა, ძირს დაგდებულ შუშის ნატეხს დაავლო ხელი და ჩემი მასპინძლისკენ გაიწია. მოსალოდნელი საშინელების გააზრებისას წამოვიყვირე და რაც ძალა და ღონე მქონდა თავი უკან გადავიქნიე, თავის ქალა მეტკინა დარტყმისგან, მაგრამ ეს ამად ღირდა. თავი დავიგულე თუ არა თავისუფლად, ჩემი ყოფილისკენ გავექანე და ის ხელი დავუჭირე, რომელშიც შუშის ნატეხი ეჭირა. ჩემი თავიდან მოსაშორებლად ხელი აიქნია და იდაყვი ცხვირში გამარტყა, წამით ყველაფერი დადუმდა, ყველაფერი ჩამუქდა, ვერაფერს ვარჩევდი სწორად და ჩემდა გასაკვირად უმწეოდ დავეშვი ქვებზე. ბუნდოვნად ჩამესმა ვანოს ყვირილი, ჩემს სახელს რომ იძახდა. - ყველაფერი შენი ბრალია, დაჯი,- საიდანღაც ისმოდა სისინის ხმაც,- ყველაფერი, რაც ახლა ხდება, საკუთარ თავს უნდა დააბრალო. - ხელი არ ახლო, შე ,- მომესმა ისევ ჩემთვის საყვარელი ხმა და ქუთუთოები გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს, ბუნდოვნად ვხედავდი იქ მყოფთ. ისიც ბუნდოვნად დავინახე, ვანო ფეხზე რომ წამოვარდა, ის ბიჭი, რომელსაც მისი ხელები ეჭირა სადღაც გაიქნია და ჩემს ყოფილს მივარდა. - აქ რა ხდება,- საიდანღაც ვიღაცის უცხო ხმა გავიგონე, მაგრამ ვერ დავინახე ამ ხმის პატრონი,- გაუშვი, თორემ მოკლავ,- ვინ ვის კლავდა?! თავს ძალა დავატანე და წამოვიწიე, ვიღაცის პატარა ხელი მომეშველა. ძლივს გავარჩიე ჩემი მშველელის სახე, 15 იოდე წლის, პატარა, შავგვრემანი გოგონა იყო, სახეზე აღუწერელი შიში ეხატა. - ვანო?- თავი გვერდით მივაბრუნე, ვიღაც ოცდათხუთმეტიოდე წლის კაცს ვანო უკან გამოეწია და აკავებდა, მეორე უფრო მეტად ახალგაზრდა ბიჭი კი ჩემი ყოფილის წამოყენებას ცდილობდა. არსად ჩანდნენ მისი თანმხმლებნი, სადღაც გაუჩინარებულიყვნენ და მათი ე. წ. უფროსი მიეტოვებინათ. ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი, თავბრუ ისე მეხვეოდა, რომ წონასწორობას ძლივს ვიკავებდი,- ვანო,- უფრო ხმამაღლა დავიძახე, რომ მისი ყურადღება მიმექცია და ასეც მოხდა. დამინახა თუ არა სახე დაუმშვიდდა, კაცს ხელები გააშვებინა და ჩემკენ წამოვიდა, გულში ისე ძლიერად ჩამიხუტა, მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი, მაგრამ ახლა ეს ჩახუტება ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა. - როგორ ხარ?- ჩემს ყურთან ამოიჩურჩულა და თავზე მაკოცა. - მე კარგად ვარ, მაგრამ შენ არა,- მის მკერდქვეშიდან ამოვილაპარაკე. - მეც კარგად ვარ. როცა შენ კარგად ხარ, მეც მაშინ ვარ კარგად,- თმაზე დამისვა თითები და ოდნავ მომშორდა, მაგრამ ხელი არ მოუშორებია ჩემთვის. ოდნავ უკან შებრუნდა და მომლოდინეებს გახედა,- მადლობა დახმარებისთვის. - არაფრის მეგობარო,- ხელი გამოუწოდა ჩამოსართმევად, ვანომაც თავისი შეაგება,- ჩემმა დამ თქვენი შეყვარებული დაინახა ძირს რომ იწვა, თორემ მე არც დამინახავხართ. ხომ ყველაფერი რიგზეა, სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახოთ, მკლავში ხართ დაჭრილი. - არა, ყველაფერი რიგზეა, ჩვენით მივხედავთ,- თავი დაუკრა და წასაწვლელად შემაბრუნა,- მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენ რომ არა, მართლა შემომაკვდებოდა ეს ნაბიჭ*ვარი,- ზიზღით გადახედა შეზლონგზე მჯდომს,- გზაზე კიდევ ერთხელ რომ გადამეღობო, უეჭველად მოგკლავ, არ დაგინდობ. - მას ჩვენ მივხედავთ,- პირობა მოგვცა ახალგაზრდა ბიჭმა და გოგონას თავისთან უხმო. ისემც ყოფილა, მომკვდარა მეთქი- გულში ვფიქრობდი, გველებს თავი უნდა გაუსრისო. სანამ კორპუსამდე მივედით ცრემლად დავიღვარე. ვანოს წამდაუწუმ პატიებას ვევედრებოდი, თავს ვადანაშაულებდი, რომ ახლა მას ჩემ გამო სტკიოდა. მის მკერდს აკრული, მის მაისურს ვასველებდი, მაგრამ პრეტენზია არ გამოუთქვამს. ჩემი გოდება და პატიების თხოვნები ლიფტშიც გაგრძელდა. - ღმერთო, მაპატიე, ჩემი ბრალია, - ჩუმად ამოვიტირე და ლიფტის კედელს მივეყუდე. -ღმერთს სთხოვ პატიებას თუ მე? - სახეზე ღიმილი ეხატა. -რა თქმა უნდა, შენ, - ვუბღვერ და იმ ჩაჭიდებულ ხელს ვუშვებ, რომელსაც ჩემი დამშვიდება შეუძლია, - ჩემი ბრალია ახლა ამ მდგომარეობაში რომ ხარ. მე რომ არა, ახლა ნორმალური სახე გექნებოდა. -ახლა მახინჯი ვარ? - რატომღაც იცინის, მე კი სურვილი მიჩნდება იმ მოცინარ სახეში მუშტი ჩავცხო. -რა გაცინებს, გიჟი ხარ? - პანიკურად ვიყვირე, - ჩემ გამო გტკივა, - სახე ხელისგულებში ჩავრგე და ტირილს ვუმატე. -კარგი, მაპატიე, - ჩემი ხელების ჩამოწევა სცადა, მაგრამ არ დავანებე, - დამშვიდდი, ნახე აღარ ვიცინი. დაჯ, შემომხედე, ნუღარ ტირი. -მაგიტომ არ ვტირი, - ამოვისლუკუნე ხელის გულებიდან. -აბა? -იმიტომ, რომ რაც მოხდა ჩემი ბრალია. -კარგი რაა. -მე, რომ კლუბში არ წამოვსულიყავი... არა, საერთოდ ბათუმში რომ არ წამოვსულიყავი და თბილისში დავბრუნებულიყავი, ახლა ეს არ მოხდებოდა. -რა არ მოხდებოდა, დაჯი, ის რომ შენთან უფრო მეტ დროს გავატარებდი?- ნაწყენივით გაიჟღერა მისმა ხმამ. -არა, ჩემი შეშლილი ყოფილი თავს არ დაგესხმებოდა. -კარგი რაა, ვის არ მოსვლია, როგორმე აიტანს ჩემი სახე. პირველი შემთხვევა არ არის, რომ მუშტი მხვდება, - გაეცინა. -მაგრამ ჩემი ყოფილის არა. -რამ გაყო, მუშტი მუშტია, რაა, - ცხვირის წვერზე საჩვენებელ თითს მირტყამს და მხრებზე ხელს მხვევს, - ყველაფერმა ჩაიარა, თან ნახე მე- 17 სართულზე ისე ამოვედით, შენს გულის პრანჭვებს არც კი გახსენებიხარ, - ახლა მე დამეწყო სიცილი, თვალის კუთხეებიდან მორჩენილი ცრემლების წმენდვით ვანოს მკერდს მივეყრდენი. ლიფტის კარი რომ გაიღო, გარეთ ისე გამიყვანა, ჩემი მხრებისთვის ხელი არ მოუშორებია, მე კი საერთოდ არ გამომითქვამს პროტესტი. მისი სიახლოვე მსიამოვნებდა, მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი და მიუხედავად ამ აუტანელი ზაფხულის სიცხისა, მაინც არ მინდოდა მისი ეს სითბო მომშორებოდა. მალე გაივლიდა ეს რამდენიმე დღეც და სამუდამოდ დავემშვიდობებოდით ერთმანეთს, მე კი მინდოდა დარჩენილი დრო მასთან ერთად გამეტარებინა, მხოლოდ და მხოლოდ მასთან, მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავს ,, ვანო“ ავუკრძალე. ხელი მხოლოდ მაშინ გამიშვა, კარი რომ უნდა გაეღო. როგორც ყოველთვის წინ გამატარა და ჩემ შემდეგ შემოვიდა შიგნით. მისი ეს ჩვევები, ნამდვილად სასიამოვნო იყო ჩემთვის, ისე იქცეოდა, როგორც ჯელტმენი, ისე, როგორც ბევრი არ იქცევა ხოლმე. წყლის ბოთლისთვის თავსახურის მოხსნა, გზის დათმობა, ლიფტის შიშთან გამკლავებაში დახმარება, დალევის დროს საჭმლის გადმოღება და სულ იმაზე ჩხუბი, რომ არაფერს ვჭამ და ამიტომ მეკიდება მალე, სიმთვრალეში ჩემი უაზრო ლაპარაკის მოსმენა, დილის ყავა, ეს ყველაფერი ზოგისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვიცი, თბილისში ეს მზრუნველობა მომაკლდება. -დაჯექი, ჭრილობას გაგიწმენდ, - რატომღაც ისე დაღლილმა ამოვილაპარაკე, ვანომ გაკვირვებით გამომხედა. -კარგად ხარ, დაჯი? -ყველაფერი კარგად არის, დაჯექი, - დამემორჩილა, - მაისურიც გაიხადე. -არ არის საჭირო, მაგას ჩემით ვიზამ, - ფეხზე წამოდგა და აბანოსკენ წავიდა, მაგრამ გავაჩერე. -ვანო, გთხოვ, ისედაც ცუდად ვგრძნობ თავს, რომ რაც გჭირს, ჩემ გამო გჭირს, ახლა მომეცი უფლება დაგეხმარო, - ჯერ იდგა, მიყურა, ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს დამთანხმდა, იცოდა თუ ჩემი განაწყენება არ უნდოდა, ჩემთვის უნდა დაეჯერებინა. -კარგი, - მაისური გაიხადა და დივანზე დაჯდა, - მაგრამ აღარასდროს, აღარასდროს დაადანაშაულო შენი თავი, კარგი? - თავი დავუქნიე და წინ დავუჯექი. სპირტიანი ბამბის ყოველ შეხებაზე, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ ეწვოდა, მე კი სულს ვუბერავდი. მკლავზე არ ჰქონდა დიდი ჭრილობა, მაგრამ იმხელა იყო, რომ ჩემი გულისთვის ტკივილი მოეყენებინა, ყოველი მისი შეკრული წარბი მეც მტკიოდა და მეც განვიცდიდი. მიუხედავად იმისა, რომ მთხოვა საკუთარი თავი არ დამედანაშაულებინა, ჩემი გონება მაინც ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა, რომ ჩემი ბრალი იყო. მკლავი შევუხვიე თუ არა, მაშინვე მის სახეზე გადავედი, ტუჩი და წარბი ჰქონდა გახეთქილი. ტუჩზე მივადე ბამბა და წვისგან რომ ამოიგმინა, მე ადგილზე შევხტი. -მაპატიე, მაპატიე, - მისი სახე ახლოს მოვიზიდე და სული შევუბერე, - გაიარა? -არა, - რაღაცნაირი უცნაური ხმით ამოილაპარაკა, ვერ მივხვდი სტკიოდა თუ სხვა რამ აწუხებდა, - ცოტაც, კიდევ. -შევუბერო? -ხო, - თავი დამიქნია და ის იყო სულის შესაბერად ჰაერი შევისუნთქე, რომ ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია, მიმიზიდა და ტუჩებში მაკოცა. გაოცებისგან გავშრი, თვალებგახელილი ვუყურებდი, როგორ ეწებებოდა ჩემს ბაგეს მისი ტუჩები. ეს არ იყო პირველი, მაგრამ მაინც უცნაურად დამიარა ჟრუანტელმა მთელს სხეულში. სპირტის მწარე გემო ჰქონდა მის კოცნას. თითები სახიდან ნელ- ნელა ქვემოთ რომ ჩასრიალდა, ყელს გასცდა და წელზე შეცურდა, მაშინ ზუსტად ვიცოდი, რომ ერთი წამითაც ვერ შევძლებდი მისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ვერ მოვიშორებდი მის თბილ ხელებს, მის ალერსიან ტუჩებს და არც არასდროს გავივლებდი გონებაში, რომ ამ სამიდან ერთ- ერთი მაინც უნდა გამეკეთებინა. მისი ყოველი შეხების ადგილას ცეცხლი მეკიდებოდა და ვფიქრობდი, რომ ცოტაღა იყო დარჩენილი, ცვილის სანთელივით რომ არ ჩავდნობოდი ხელებში. ეს აღარ იყო უბრალოდ ტუჩების შეხება, ეს მთელი გრძნობით კოცნა იყო, რომელიც ნელ- ნელა გონებას მაკარგვინებდა. რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, მის კოცნაზე, სურვილი მიტანდა მის ყოველ შეხებაზე, სუნთქვა მიჩქარდებოდა და ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან თავს დავკარგავდი მასთან. ხელის მარტივი მოძრაობით გადამისვა მუხლზე და თეძოს ზევით აუყვა, კაბისკენ. ჩემდაუნებურად ჩემს გონებაში უარყოფამ გაიღვიძა, იმ უარყოფამ, რომელსაც სანაპიროზე ეძინა, ხელი გავუკავე და მის ტუჩებს მოვშორდი. -ვანო..., - დავიწყე, მაგრამ მისმა კოცნამ გამაჩუმა, - ვანო, ეს..., - ისევ გამიწყდა სიტყვა, - ჩვენ..., - არაფრის თქმის უფლებას მაძლევდა. სიმართლე ითქვას არც მე ვიცოდი ამდენს რატომ ვლაპარაკობდი და ამიტომ დავყევი ჩემსა და მის საერთო სურვილს, - მიზეზები ამომეწურა. -არც ერთი გითქვამს, - ტუჩებიდან ყელზე მფეთქავი არტერიისკენ გადაინაცვლა და ისე ვნებიანად მაკოცა, მთელს სხეულზე დამბურძგლა. -გულში გავიფიქრე, - ჰაერს ამოვაყოლე ჩურჩული, მთელი სხეულით შევბრუნდი და მის მუხლებს გადავაჯექი, რომ მისი ტუჩები ისევ ჩემი გამეხადა, ტუჩები, რომელიც პატრონის სურვილებს თამამად გამოხატავდა. ხელი, რომელიც რამდენიმე წამის წინ ჩემს თეძოს ზევით მიუყვებოდა, ისევ ამოქმედდა. წამიერად გავშეშდი და შემდეგ სიამოვნებისგან ამოვიკვნესე, კოცნით ყელს რომ დაუყვა და ლავიწების გავლით მკერდს მიუახლოვდა. სუნთქვა აჩქარებული ველოდებოდი მის ყოველ შემდეგ მოძრაობას და ვერ ვწყვეტდი იმაზე ფიქრს, რომ დღეს მე ჩემი მასპინძლის მკლავებში ვიმყოფებოდი. მიუხედავად ჩემი აკრძალული ფიქრებისა და იმ დაჯისა, რომელიც გაკაპასებული ქალივით გაჰკიოდა, რომ უნდა გავჩერებულიყავი, მე მაინც სრული სიმშვიდით მივყვებოდი ვანოს თითოეულ სურვილს და არც ჩემ სურვილებს ვუარვყოფდი. რატომ არ უნდა მიმეღო ის, რაც მინდოდა, როცა მხოლოდ ერთხელ მეძლევა ცხოვრების საშუალება?! ბუმბულივით ამიტაცა ჰაერში, რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა და საწოლზე ნაზად მიმაწვინა. ღმერთო როგორ მეწურებოდა მოთმინება, რომლითაც ჯერ კიდევ შემეძლო თავის გაკონტროლება, რომ სადავეები ჩემს ხელში არ ამეღო. არადა როგორ არ მიყვარდა ეს გადაჭარბებული სინაზე, როგორ არ მინდოდა ეფიქრა, რომ შეიძლებოდა თოჯინასავით შემოვტყდომოდი ხელებში, მაგრამ ხმას არ ვიღებდი და არც ზედმეტ მოძრაობას ვაკეთებდი, უბრალოდ მინდობილი ვიყავი ჩემს მასპინძელზე. როგორც იქნა დაამთავრა კაბის ღილების გახსნა და ნაზად გადამატარა მხრებზე, მისი დახმარებით წამოვიწიე და სრულად მოვაშორე ჩემს სხეულს ეს სინაზით სავსე ატლასის ნაჭერი. თითები მისი მაისურის ბოლოს ჩავჭიდე და სწრაფად გადავაძრე თავზე, ისე მინდოდა მისი სიახლოვე, ერთი წამის დაკარგვასაც არ ვაპირებდი. ნავარჯიშევ მკერდსა და მუცელზე თითები დავაყოლე და მისი შავრლის ქამრის გახსნა დავიწყე. კმაყოფილი ღიმილით უყურებდა ჩემ ყოველ მოძრაობას, სიამოვნებდა ჩემი სითამამე, ჩემი მონდომება. მე კი ერთი სული მქონდა მისი გავმხდარიყავი და სხეულის ყოველი ნაწილი მისთვის დამეთმო. როგორც იქნა დავამთავრე მისი შარვლის გახსნა და დაველოდე, როდის გადავიდოდა მოქმედებაზე. მასაც არ დაუყოვნებია და მუცლიდან ამომიყვა კოცნით, ყელის გავლით ყურთან შეჩერდა, ყურის ბიბილოზე მაკოცა და მიჩურჩულა. - გინდა შუქი ჩავაქრო?- კიი მეთქი, თავი დავუქნიე. ისიც წამოდგა, სინათლე გათიშა და ისევ დამიბრუნდა. როდის იყო სინათლე მაბრკოლებდა, რომ ახლა ვანოს თანხმობა მივეცი მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ ვანო სულ სხვა იყო. შარვალი ხელის სწრაფი მოძრაობით გაიხადა და იატაკზე მოისროლა. თითებით აუყვა ჩემს თეძოებს და მუხლებს შორის მომექცა. სინაზეს ასხივებდა მისი ყოველი შეხება სხეულზე, მუჭში მოქცეულ მკერდზე ტუჩები შემახო და მხურვალე კოცნა დამიტოვა. გულის ცემა და სუნთქვა ერთდროულად ამიჩქარდა, მუცელი ჩამეზნიქა და მკერდი ამომეზნიქა, თავი უკან მქონდა გადაგდებული და ჩემს ბაგეს დაუფარავად სცდებოდა სიამოვნების კვნესა, როცა მისი ტუჩები ჩემს კანს ეხებოდა. ისე მსუბუქად ვგრძნობდი თავს, ძალიანაც რომ მდომოდა, წინააღმდეგობის გაწევას ვერ შევძლებდი. თავი წამოვწიე, რომ მის ტუჩემს მივმწვდარიყავი, თითის ბალიშები მის ხერხემალს ჩავაყოლე და ფეხები მუხლებში მოვხარე, ახლა მზად ვიყავი ყველაფრისთვის რასაც თავად მოისურვებდა. მის მკლავებში კატასავით ვიყავი მოკუნტული და მორჩილად მივყვებოდი მის რიტმულ მოძრაობას ჩემს ფეხებს შორის. მთელს სხეულში მივლიდა სიამოვნების ჭიანჭველები და ბედნიერი ვიყავი, რომ მხოლოდ მე არ განვიცდიდი სიამოვნებას. ვანოს აჩქარებულ გულის ცემას ვგრძნობდი, მისი დამძიმებული სუნთქვა ყურში ჩამესმოდა. ხელის გულებით მკერდზე მივაწექი და ვაიძულე ზურგზე გადატრიალებულიყო, ახლა მე ვიკავებდი დომინანტის პოზიციას, მის ქვედატანზე გადამჯდარი რიტმულად ვმოძრაობდი ზევით- ქვევით. მთვარის ვერცხლისფერი სხივები მინათებდა მთელს სხეულს. კმაყოფილი ღიმილი გამოესახა სახეზე, თითები მომავლო საჯდომზე და მთელი ძალით ჩამაჭირა. ერთდროულად ტკივილისა და სიამოვნებისგან ამოვიკვნესე და თავი უკან გადავაგდე. ეს ბიჭი სიგიჟეს მაიძულებდა. ნელ- ნელა ვგრძნობდი, როგორ იწყებდა ჩემი სხეული ახალი გრძნობის შეწოვას, დაბუჟებული ფეხები კანკალმა რომ აიტანა, სიამოვნების კულმინაციას მიღწეულმა, პირზე ხელი ავიფარე და ყრუდ ამოვიკვნესე, რომ თხელი კედლებიდან არ გასულიყო ჩემი ხმა. მოწყვეტით დავეშვი ჩემი მასპინძლის დაცვარულ მკერდზე და დაველოდე, როდის დამშვიდდებოდა აფორიაქებული ჩემი სხეული. მის ხელებს ვგრძნობდი ერთდროულად წელზე და თავზე, თითების ნაზი მოძრაობით თმაზე რომ მეფერებოდა და ეს შეხება მაგიჟებდა. მისი აჩქარებული გულის ცემა მაგიჟებდა, მხურვალე ამონასუნთქი- სახეზე რომ მელამუნებოდა, მისი სურნელი- ნესტოებში რომ მქონდა გაჭედილი და მთლიანად ეს ადამიანი- ახლა სხეული რომ მქონდა მისთვის დათმობილი. ძლივს დავიბრუნე მშვიდი სუნთქვა და მის სხეულს მოშორებული საწოლზე გულაღმა მოწყვეტით დავეშვი. მისმა ხელებმაც არ დააყოვნა, მაშინვე შემომეხვა წელზე და ახლოს მიმიზიდა, ცხვირი ჩემს თმაში ჩაყო და კისერში მაკოცა. თმის ღერებიდან ფეხის თითებამდე დამიარა ჟრუანტელმა და ისევ უკან დამიბრუნდა თმის ღერებში. განა ამაზე არ ვოცნებობდი ამდენი ხნის მანძილზე? მის კოცნაზე, მის ალერსზე, მის მკლავებში ყოფნაზე, და აი ამიხდა კიდეც ეს ოცნება, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა ამის შემდეგ. როცა გათენდებოდა და გავიღვიძებდით რა უნდა მეთქვა მისთვის, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, თვალებში როგორ უნდა ჩამეხედა. სირცხვილმა გამკენწლა გულის სიღრმეში, თავი ყველაზე უღირსი ქალი მეგონა, ვინც კი ოდესმე ყოფილა მსოფლიოში და ტირილი მომინდა. თვალები ამიცრემლიანდა, ქუთუთოები მაშინვე მჭიდროდ დავაჭირე ერთმანეთს, რომ ეს დაუკითხავად მომდგარი ცრემლები უკან შემებრუნებინა. არ მინდოდა ვანო ყოფილიყო შემსწრე ჩემი ამ ემოციების, მაგრამ ალბათ ამ ყველაფერს მაინც გარკვევით ხედავდა, რადგან ღამის მნათობი იყურებოდა ოთახში. მის მკლავებში დავტრიალდი და მკერდზე მივეკარი, მისი სითბო მჭირდებოდა, რადგან მთელი ჩემი სხეული მოეცვა უიმედობის სიცივეს. ჩემდა გასაკვირად თავი წამოწია, იქვე მიგდებულ პლედს გადასწვდა და შიშველ სხეულზე მომაფარა. მისმა კოცნამ მიმახვედრა, რომ არც ისე ცუდად იყო საქმე, როგორც მე მეგონა, მაგრამ მაინც არ შემეძლო არ მეფიქრა ხვალინდელ დღეზე. მიუხედავად ამ აუტანელი ფიქრებისა, თითები კისერში შევუცურე და ღრმად შევისუნთქე მისი კანის ბუნებრივი სურნელი, ეს დამეხმარა მშვიდი და უშფოთველი ძილის მოპოვებაში. თუმცა სიმშვიდე მაშინ დამერღვა, როცა მზემ პირველი სხივები ამოყარა ცაზე და ჩემმა გონებამაც გაიღვიძა... ისევ მის მკლავებში მოქცეული ვიწექი. ფანჯრისკე გადატრიალებულს ზურგზე მის მხურვალე სხეულს ვგრძნობდი, დაძარღვული ხელი ჩემი წელისთვის რომ მოევლო და ჩემს ბეჭზე ლოყა ჩამოედო. კანზე მელამუნებოდა მისი ცხელი ამონასუნთქი და უცნაური ჟრუანტელი მივლიდა ამის გამო. მე მის მკლავებში ვიწექი, შიშველი და ეს საერთოდ არ მადარდებდა. ახლა მხოლოდ ბედნიერებას ვგრძნობდი, რადგან ჩემი საყვარელი მასპინძელის მკლავებში ვიყავი მოქცეული. წამი- წამ გამახსენდა ყველაფერი რაც წინა ღამით ჩვენ შორის მოხდა, ყველა მისი კოცნა, ყველა მისი შეხება, მისი მოძრაობა მახსოვდა, ჩემს სხეულს ახსოვდა და ისევ განვიცდიდი იმ სიამოვნებას, რაც მაშინ განვიცადე. ყვავილებიან ფარდას შევყურებდი და მეღიმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მუცელზე წოლისგან ყრუ ტკივილი მივლიდა, მაინც მეღიმებოდა იმ ფაქტზე, რომ ვანოს ჩახუტებას ვგრძნობდი. ახლა ყველაფერი ისე იყო, როგორც მინდოდა, რომ ყოფილიყო, როგორც ვნატრობდი, მაგრამ სახიდან ღიმილი მაშინვე გამიქრა, როგორც კი გავაცნობიერე, რომ ჩვენ შეყვარებულები არ ვიყავით და ეს მხოლოდ ერთი ღამის სიამოვნება იყო, რომელიც აღარასდროს განმეორდებოდა. ვეცადე თავი ისე გამეთავისუფლებინა მისი მკლავისგან, რომ არ გამეღვიძებინა და ეს შევძელი. მისგან თავი ისე დავიხსენი, თითქოს მასთან არც ვწოლილვარ. საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი, მაგრამ წონასწორობა დაკარგულმა ძლივს მოვასწარი კედელზე მიყუდება, რომ არ დავვარდნილიყავი. თავი მიბჟუოდა, საშინელ სიმშრალეს ვგრძნობდი პირში და აუტანელი ნაბახუსევის მსგავსი რაღაც მივლიდა მთელ გონებაში. მადლობა ღმერთს გულისრევები არ მჩვეოდა, თორემ მომიწევდა, ვანოს მისახედი რომ გავხდარიყავი. კედელ- კედელ მივედი სააბაზანომდე, გაჭირვებით შევაღე კარი და ისე გადავრაზე, თითქოს ვინმესი შემშინებოდა. ცხელმა წყალმა ოდნავ გამომაფხიზლა, მაგრამ თავის ტკივილმა არ გამიარა, საფეთქლები ისე მიფეთქავდა, მეგონა სადაცაა გასკდება და მორჩება ყველაფერი მეთქი. საშხაპის მინის კედელზე ჩავსრიალდი, მოხრილ მუხლებს შუბლი ჩამოვადე და დაველოდე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ტყუილად ველოდებოდი. ტკივილმა არა და არ გაირა. ონკანზე ჩაჭიდებული ძლივს ავდექი. სახსრები ისე მტკიოდა, თითქოს წინა ღამით სატვირთოს გადაევლოს ჩემთვის. ტილო შემოვიხვიე სველ სხეულზე და სარკეში ჩავიხედე. ჩემ თავს ვუყურებდი, ჩემ უსირცხვილო თავს, რომელსაც ღირსება არ გააჩნდა და ოღონდ საკუთარი თავისთვის ესიამოვნებინა, ყველაფერზე იყო წამსვლელი. ეს არვიყავი მე, ეს იყო სხვა დაჯი, რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს, მე კი, ნამდვილი მე სადღაც კუთხეში ვიყავი მიგდებული და ნაგავი მეყარა. გამოდის ჩემში არა ორი, არამედ სამი ,, მე“ ცხოვრობდა. ერთი მე, რომელიც განუწყვეტლივ იმას იმეორებდა, რომ ვანოსთვის საკუთარი გრძნობების შესახებ უნდა გაემხილა; მეორე- რომელიც ამბობდა, რომ თუ გრძნობებში გამოტყდებოდა, გულის ტკენა გარდაუვალი იყო და მესამე- რომელმაც ორივეს გვაჯობა და სულ რამდენიმე საათის წინ ვნებებში იყო გადავარდნილი. გამოდის, რომ ჩემში მოულოდნელად ,, ძუკნა“ გამოჩნდა, რომელმაც ერთი ღამით დაიქირავა ჩემი სხეული და შემდეგ აბარგდა... ტანი შევიმშრალე და იქვე მიკიდული ხალათი მოვიცვი. მორცხვობა უკვე ძალიან უადგილო იქნებოდა, მთელი ღამე მის წინ დედიშობილა ვიყავი და ახლა რომ ,, თბილად“ ჩამეცვა ეგ უფრო იქნებოდა სირცხვილი, ვიდრე შიშვლად გასვლა. აბაზანიდან გასულს ვანო ისევ მძინარი დამხვდა, ზურგზე გადმოტრიალებულიყო და მშვიდად ფშვინავდა. საათს დავხედე, შვიდი ხდებოდა. ჯერ ძალიან ადრე იყო იმისთვის, რომ ვანოს გაღვიძებოდა, თუმცა არც ეგ იყო მისგან გასაკვირი, მან ხომ სულ ახლახანს დაიწყო ღამე დაძინება. კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემი საყვარელი მასპინძელის, ჩემთვის საყვარელ სახეს, ოდნავ წამოზრდილი თმა რომ შუბლზე ჩამოყროდა და აივნისკენ ავიღე გეზი. კარში გასვლამდე შევჩერდი, ისევ გავიხედე მისკენ და დავაკვირდი მის ტატუს, რომელიც ამდენი ხანი იყო რაც მაინტერესებდა და ახლა გარკვევით ჩანდა, რადგან პლედი, რომელიც წინა ღამით თავად აიღო, მის იმ ნაწილს თითქმის არ ფარავდა. თვალები მოვჭუტე და უკეთ დავაკვირდი, ეს იყო ქალის სხეული, რომელსაც თმის ნაცვლად რვაფეხას საცეცები ჰქონდა. რამდენიმე წამით ვიფიქრე, რომ მედუზა გორგონა ეხატა, მაგრამ ნამდვილად ქალი რვაფეხა ჰქონდა გამოსახული. ძალიან ლამაზი ნამუშევარი იყო. მართლაც მშვენიერი ტატუ იყო, მართლაც მშვენიერ ადგილას, თვალს რომ ვერ მოაცილებდი... აივანზე გასულმა, ჩემი შიშები უკან გავყარე და მოაჯირზე დაყრდნობილი ზღვას გავხედე. როგორი მშვიდი და აუღელვებელი იყო, არაფერი ადარდებდა, ჩემგან განსხვავებით. მეც მინდოდა, მისნაირად სიმშვიდე მეგრძნო, ჩემს გულში დატრიალებული ცეცხლი ჩამექრო, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევდა. გამუდმებით ტრიალებდა ღამისეული კადრები, არც ერთი მისი შეხება არ ავიწყდებოდა ჩემს სხეულს. ვნანობდი თუ არა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ შიშივით შემპარვოდა უცხო გრძნობა, რომელიც აქამდე არასდროს მიგრძვნია. სუფთა ჰაერმაც კი არ მიშველა, არადა აივანზე მხოლოდ იმისთვის გამოვედი, რომ აზრები დამელაგებინა თავის ადგილას. როგორ უნდა მოვქცეულიყავი ვანოსთან, როცა გაიღვიძებდა, რა უნდა მეთქვა, როგორ შემეხედა თვალებში. ახლა უარესად შემჭამდა მისდამი გრძნობები, თბილისში დაბრუნებულს კი საერთოდ გამანადგურებდა. როგორ მინდოდა ერთხელ მაინც ეთქვა, რომ ვუყვარდი ან რამე მსგავსი, რომ ჩემდამი გრძნობები გამოემჟღავნებინა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ყელში უხილავი ბურთი გამეჩხირა და უკვე სატირლად გავემზადე, როცა ჩუმი, ნაცნობი ხმა მომესმა. -დაჯი?! - ჯერ კიდევ ოთახიდან მომესმა ვანოს ნამძინარევი ხმა. სასწრაფოდ გადავისვი თვალებზე თითები და ნერწყვი გადავყლაპე ხმაურიანად, ჩემს თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდებდი, - დაჯ, სად ხარ? - გაისმა ისევ და ხმას წელს ზემოთ შიშველი პატრონიც მოჰყვა, - აქ ყოფილხარ, - გამიღიმა და მომიახლოვდა,- მეგონა...,- დაიწყო და აღარ გააგრძელა,- დაივიწყე. -დილამშვიდობის, - მეც გავუღიმე, მაგრამ არ ვიცოდი ეს დილა მშვიდობიანი იქნებოდა თუ არა. -ასე ადრიანად რამ გაგაღვიძა? - სახეზე სიმშვიდის მეტი არაფერი ეხატა. როგორ მინდოდა მისი სიმშვიდე ჩემთანაც გადმოსულიყო, მაგრამ გულს ისე ძლიერ გაჰქონდა ბაგა- ბუგი, რომ მეეჭვებოდა რამეს დავეწყნარებინე. რა მოხდებოდა ახლა, როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, ეს ერთი ღამის ურთიერთობა. -გამეღვიძა და ვეღარ გავაგრძელე ძილი, - მხრები ავიჩეჩე და დილის მზეს თვალებ მოჭუტულმა გავხედე, - უკვე ცხელა. -ხოომ, მართლაც ცხელა, - სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია, ისევ ის სიმშვიდე ეხატა და ახლა უკვე ღიმილი, რომელიც მაბნევდა. რას ნიშნავდა მისი ეს ღიმილი?! - ჩვენ... -ახლა არა, გთხოვ, - სიტყვა გავაწყვეტინე და თვალი ავარიდე, კარგად ვიცოდი რაზეც უნდოდა საუბარი, მაგრამ ახლა ამისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად, შინაგანად სულმთლად ვიწვოდი. -კარგი, - თავისთვის ჩაიცინა და თმაზე გადამისვა ხელი, - როცა გინდა მაშინ ვისაუბროთ. -მადლობა, - სახეზე თმები გადმოვიფხატე, რომ ჩემი აწითლებული ლოყები დამეფარა. ამაზე უფრო მეტად გამხიარულდა და სიცილით მიმიხუტა მკერდზე, თავზე ისევ ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება. როცა გული და გონება ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაშინ რომელს უნდა დავუჯერო? გულს, რომელიც გრძნობების გამხელისკენ მომიწოდებს, თუ გონებას, რომელიც გაჩუმებას უფრო სწორედ მიიჩნევს?! რატომ შემიყვარდა, რატომ?! არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე, მაგრამ მე საუკუნედ მომეჩვენა. მისი სხეულის სიმხურვალემ მოიცვა ჩემი სხეულიც, მზის სხივებიც კი ვერ გამათბობდა ისე, როგორც ჩემს მხრებზე მოხვეული მისი ხელები. მაგრამ რამდენი ხანი გასტანდა ეს სიახლოვე, ორი დღით თუ იქამდე, სანამ თბილისში არ დავბრუნდებოდი? და მერე რა მექნა?! კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ორჭოფობა მე თვითონ დამღუპავდა, მაგრამ არ შემეძლო გადაწყვეტილება მიმეღო. მის მკლავებში თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე მისი ეს სიახლოვე და წელში გავსწორდი, არ მინდოდა ეფიქრა, რომ მისგან თავს შორს ვიჭერდი ან საერთოდაც მისგან გავრბოდი და ამიტომ ჭრილობა მოვიმიზეზე მის მკლავზე. -მკლავი როგორ გაქვს, - ოდნავ გვერდზე შემოვაბრუნე და დოლბანდიდან გამოჟონილ სისხლს დავაკვირდი. -უკეთესად, შენი წყალობით. -სისხლი მოგდის, რანაირად გაქვს უკეთესად, - მკაცრად ავხედე, მის ჯერ კიდევ მომღიმარ სახეს, - წამოდი, გაგიწმენდ. -მე თავად ვიზამ, არ შეწუხდე, - შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ ჩემს თვალებს რომ წააწყდა, ხელებაწეული გამომყვა უკან. -დაჯექი, - ბრძანება გავეცი. -არის, ბოსს, - მორჩილად დაჯდა და დამელოდა სანამ საჭირო ნივთებს ავიღებდი. გვერდით მივუჯექი, ბინტი გავჭერი და ჭრილობიდან ფრთხილად გადავაძრე, კანზე სისხლი შეხმოდა. გული დამეწვა ამის შემყურეს, ჩემი ნაბი*ჭვარი ყოფილი შეყვარებულის გამო, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დაზარალდა. შეძლებისდაგვარად ფრთხილად გავუწმინდე მკლავი და თავიდან შევუხვიე, სახეზე აღარ სჭირდებოდა ხელმეორე დამუშავება, მაგრამ რამდენჯერაც მის ტუჩსა და წარბს შევხედე, საკუთარი თავი დავადანაშაულე მომხდარში. საქმეს მოვრჩი და ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ არ დამანება, მაჯაზე ჩამეჭიდა და ისევ უკან დამაბრუნა. მაგრამ ახლა დივანზე კი არა, მის მუხლებზე ვიჯექი. ჭუჭყიანი ბინტი ხელიდან გამომართვა და მაგიდაზე მიაგდო, მერე წელზე მომხვია ხელი და უფრო ახლოს მიმიზიდა თავისთან. გულს გამალებით გაჰქონდა ბაგა- ბუგი, სუნთქვა გახშირებული ჩავშტერებოდი თვალებში და აყვირებული დაჯის დაწყნარებას ვცდილობდი გონებაში. ის რაც მოხდა, მეორედ აღარ განმეორდებოდა, არ ვიქცეოდი მის სათამაშოდ, მისი სურვილების დამაკმაყოფილებლად მეთქი გავიფიქრე, მაგრამ თავის გაწევაც ვერ მოვასწარი, ისე დამეძგერა ტუჩებზე და მთელი გრძნობით მაკოცა, თავიდან ფეხებამდე დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა და თვალები დავხუჭე, აბა მე მისთვის წინააღმდეგობის გამწევი ვიყავი?! მას მივენდე, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომას ვუშვებდი. საკუთარ თავს ვტკენდი გულს, ტყუილად ვაიმედებდი და მომავალში ბედნიერებას ვპირდებოდი, მაგრამ მის გარეშე, ჩემი საყვარელი მასპინძელის გარეშე. მერე უცებ წამოვენთე, მის ტუჩებს მოვშორდი და ფეხზე წამოვხტი, ჩემი დაჭერა ვეღარ მოასწრო ისე მოულოდნელად მოვშორდი მას. გაოცებული მიყურებდა, მე კი შეშინებული ბავშვივით ვიყავი აკრული სამზარეულოს მაგიდის კიდეს და დარცხვენილი ქვევიდან შევყურებდი. თავადაც წამოდგა ფეხზე, არ უნდოდა დავეფრთხე და ამიტომ ნელა მომიახლოვდა, თვითონაც კარგად ამჩნევდა, რომ რაღაცის გამო შეშინებული ვიყავი. ხელი არ უხლია, უბრალოდ ჩემ წინ იდგა და მიყურებდა, ფიქრობდა, ჩემი ფიქების წაკითხვას ცდილობდა. მერე უცებ ნიკაპზე ამომდო ორი თითი და თავი ზევით ამაწევინა, მაიძულა თვალებში მეყურებინა მისთვის, მაგრამ თვალის გასწორების უფლებას ვერ ვაძლევდი საკუთარ თავს. მრცხვენოდა და თან როგორ. - დაჯი,- დაიწყო და გაჩუმდა, ჩემი მზერის დაჭერას ცდილობდა, ბოლოს როგორც იქნა ჩავხედე თვალებში, რომელშიც ერთდროულად შიში, სევდა და იმედგაცრუება იკვეთებოდა, და ეს ჩემი ბრალი იყო,- მისმინე, წუხელ თუ... რამე... თუ რამე ისე არ მოხდა, რომ... - არა,- შევაწყვეტინე, ვერ დავუშვებდი საკუთარი თავი დამნაშავედ ჩაეთვალა, ჩემი ამ მდგომარეობის გამო. - არ მინდა, რომ ნანობდე,- თავი გააქნია და თმაზე გადამისვა ხელი,- ეს... მეგონა შენც... - არ ვნანობ,- მისი ცუდი ფიქრები გავნდევნე,- არაფერს ვნანობ, მართლა. რაც მოხდა... წუხელ... ეს... მეც მინდოდა, მაგრამ... - მაგრამ რა, დაჯი? - ვანო, ეს აღარ განმეორდება,- გადაწყვეტილება მივიღე მისთვის ყველაფერი მეთქვა,- არ მინდა იფიქრო, რომ შენი ბრალია რამე, უბრალოდ მე... საქმე ჩემშია. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე... - სხვა გიყვარს,- დაამთავრა ჩემი წინადადება, მაგრამ არა ისე, როგორც მე მინდოდა რომ დამემთავრებინა. - ვანო... - გასაგებია, დაჯი, ყველაფერი კარგად არის,- გამიღიმა, მაგრამ მის ღიმილში უფრო მეტი სევდა იყო ჩაქსოვილი. გულს ვტკენდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. - და შენ... - რა მე?! - ამან გული გატკინა? ჩემმა უარმა... - შენ გრძნობებში ვერ ჩავერევი, დაჯი, ამის უფლება არ მაქვს. ვერც შენს გულში დავიკავებ ადგილს ძალით, არც ამის უფლება მაქვს და არც იმის, რამე მოგთხოვო ან გთხოვო. ვერ გაიძულებ ის ვიღაც დაივიწყო და მე შემიყვარო, რადგან საერთოდ არაფრის უფლება მაქვს,- ჩემი სახე თავის დიდ ხელის გულებში მოიქცია,- თუმცა ეს ძალიან მინდა. - რა?!- თვალები გამიფართოვდა, ყურებს არ ვუჯერებდი, მეგონა ჩემმა ფანტაზიამ გაიღვიძა და ისევ ილუზიაში გამახვია მეთქი, მაგრამ არა, ის აგრძელებდა ამას. - თავს ვერ ვაკონტროლებ, როცა სხვა გიყურებს, როცა შენს რჩეულზე ლაპარაკობ, როცა სხვას უფრო მეტ ყურადღებას უთმობ, ვიდრე მე. ჩემთვის აუტანელია, როცა ჩემთან გულწრფელი არ ხარ და მიმალავ იმას, რაც დასამალი საერთოდ არ არის. - შენ... შენ რას ამბობ, არ მესმის,- ხელებიდან დავუსხლტი და განზე გავდექი, მის სიახლოვეს მყოფს საღი აზრი სადღაც მეკარგებოდა,- ამით რისი თქმა გინდა? - განა თავად ვერ ხვდები? - ვერ... უფრო სწორად ერთი ძალიან დიდი სისულელე აზრი მომივიდა თავში, მაგრამ ვერ ვუშვებ ამის ნამდვილობა. - გამანდე. - გიყვარვარ?- ხმის კანკალით ამოვთქვი და სუნთქვა შეკრული დაველოდე მის პასუხს. - დაჯი, ეს...,- და საერთოდ რისთვის დაიწყო ეს საუბარი,- მე... - არა,- ხელის აწევით გავაჩერე,- მეტი აღარ გააგრძელო, ჩვენ შორის აღარასდროს აღარაფერი იქნება, მორჩა. - დაჯი, ამახსნევინე,- ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ არ დავანებე. - გაჩერდი, ყველაფერი მორჩა, ვანო. რამდენიმე დღეში თბილისში დავბრუნდები და ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ახლა ძალიან გთხოვ, ამასთან დაკავშირებით არცერთი სიტყვა აღარ მითხრა. - დაჯი... - ვანო, გთხოვ, თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს, უბრალოდ გაჩერდი, აქ გავჩერდეთ და აღარ გავაგრძელოთ. - კარგი,- უღონოდ ჩამოუშვა აქამდე ჩემკენ გამოწვდილი ხელები და თავი დამიქნია,- როგორც გინდა, ისე იყოს, რასაც გადაწყვეტ, მოგყვები. - მადლობა,- ხმაჩავარდნილმა გაჭირვებით ამოვთქვი, ისე მიმძიმდა ამ ყველაფრის გაანალიზება, მისი სიტყვების გადახარშვა, ცოტაღა მაკლდა რომ არ ავტირებულიყავი. გვერდი ავუარე, კარადიდან ტანსაცმელი ავიღე და სააბაზანოში შევიკეტე, ეს იყო ჩემი თავშესაფარი, სამალავი ვანოსგან. მაგრამ რისთვის ვიმალებოდი, მე თავადაც ვერ ვხვდებოდი. კართან ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა გავსულიყავი თუ არა გარეთ, რადგან ვიცოდი ოთახში ვინც მელოდებოდა. მე კი ვიცოდი, რომ მის გამოხედვას ვერ გავუძლებდი და ენაზე მომდგარ ყველა სიტყვას წამოვისვრიდი, განსაკუთრებით კი იმ სიტყვის თქმისა მეშინოდა, გულში ამდენი ხანი რომ მიტრიალებდა. მიყვარდა და ამ სიყვარულის მეშინოდა, საკუთარი თავის მეშინოდა და ვერაფრით ვმშვიდდებოდი. ბოლოს როგორც იქნა სახელური ჩამოვწიე და გარეთ გავედი. ოთახში არ დამხვდა, თითქოს იქ არც ყოფილაო, ისეთი შეგრძნება მქონდა. წეღანდელს ჩემ ფანტაზიას დავაბრალებდი, რომ არა ჭუჭყიანი დოლბანდი, რომელიც ჯერ კიდევ მაგიდაზე ეგდო. ალბათ წავიდა მეთქი, გავიფიქრე და აივნიდან მონაბერმა ნიავმა თხელი, ყვავილებიანი ფარდა აარფრიალა. იქ იდგა, აივნის მოაჯირზე დაყრდნობილი იყო და სიგარეტს ეწეოდა. თვალები მიცრემლიანდებოდა მას რომ ვუყურებდი, ისე მინდოდა მივსულიყავი და მის შიშველ ზურგს მივხუტებოდი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. საკუთარ თავს მასთან სიახლოვე ავუკრძალე და მასაც ვთხოვე აღარ მომკარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივესთვის აუტანელი იყო, მაინც არაფრის შეცვლა შემეძლო. იცით რაში ვადანაშაულებდი საკუთარ თავს? იმაში, რომ მასთან დუმილის უფლებას ვიყენებდი და არ ვამბობდი იმას, რისი თქმაც მართლა მინდოდა. სამაგიეროდ ჩემი სიტყვებით გულს ვტკენდი მასაც და საკუთარ თავსაც. ზუსტად ვიცოდი საზღვარი, რომელიც მე გავავლე ბოლოს მომიღებდა, სულს ამომაცლიდა და მომკლავდა, მაგრამ ამ საზღვრის მოშორება მაშინებდა. რა დამხვდებოდა იქით, მე არ ვიცოდი, გული კი ვეღარ გაუძლებდა კიდევ ერთ ტკივილს. მას არ ვუყვარდი, არც მოვწონდი, მაგრამ ჩემთან ყოფნა უნდოდა, მისი საყვარელი უნდა გავმხდარიყავი? ამას მთავაზობდა? რას ნიშნავდა მისი ეს საუბარი, მიკიბვ- მოკიბვა, სიტყვების არევა, ისედაც დაბნეული, უარესად დამაბნია და ახლა საგონებელში ჩავარდნილი ვდგავარ აივნის გასასვლელში, ვუყურებ ჩემს საყვარელ მასპინძელს და ვფიქრობ მის ორაზროვან წინადადებებზე. ვუყვარვარ თუ არა, იქნებ მოვწონვარ და უფრო მეტი უნდა, ან უბრალოდ ჩემთან კიდევ ერთი ღამის გატარებას ცდილობს და ამიტომ მითხრა ეს სიტყვები?! - ვანო,- ჩემდა უნებურად ამოვთქვი, არადა არ ვაპირებდი მისთვის დაძახებას. უკან არ მობრუნებულა, წელში გასწორდა, ჩამწვარი სიგარეტი თითებს შორის მოჭყლიდა და გადააგდო, იმედი მაქვს თავზე არავის დაეცა,- მე გარეთ გავდივარ. - კარგი,- უემოციოდ ამოიჩურჩულა, ნიავმა ძლივს მოიტანა მისი ხმა ჩემამდე. - არ წამოხვალ?- გაუბედავად წავდგი მისკენ ნაბიჯები, ღმერთო, როგორ მიჭირდა ერთდროულად მასთან ახლოს და ამავე დროს მისგან შორს ყოფნა. - გინდა, რომ წამოვიდე?- შემობრუნდა და მოაჯირს მიეყრდნო. მთელს სხეულში გამაცია. - გთხოვ, აქეთ გამოდი, შეიძლება გადატყდეს,- ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე. - ჩემ გამო ღელავ?- თითქოს გამომცდელად იკითხა. - რა თქმა უნდა, ვღელავ, ეგ რა კითხვაა,- შევუბღვირე. - შეგიძლია ამიხსნა რა ხდება?- ჩემ თხოვნას დაემორჩილა, მაგრამ იმდენად ახლოს მოვიდა, სუნთქვის საშუალებაც კი შემიზღუდა. სახე ჩემს სახესთან მოიტანა და ცხვირი ცხვირზე შემახო. - ვანო...,- გაჭირვებით ამოვთქვი. - გგონია რამეს დაგიშავებ? - არა... - მაშინ მითხარი. - რა გინდა, რომ გითხრა? - შენც კარგად იცი, რისი მოსმენაც მინდა. - არ ვიცი... - იცი, და თან ძალიან კარგად,- მისი ტუჩები ჩემს ტუჩის კუთხეს შეეხო, მარჯვენა ხელი წელზე შემისრიალა და უფრო ახლოს მიმიზიდა თავისთან. - ვანო, გთხოვ... - მითხარი... - არ ვიცი, რა გითხრა... - იცი! - არ...,- სიტყვის დასრულებაც ვერ მოვასწარი, ისე მიწვდა ჩემს ბაგეს და მთელი გრძნობით მაკოცა. ჩემდა უნებურად თვალები მიმეხუჭა, რამდენიც არ უნდა მეჩიჩინა საკუთარი თავისთვის, იმას ვერსად დავმალავდი, რომ მისი კოცნა ჭკუიდან მშლიდა, მისი შეხება კი თავს მაკარგვინებდა. ხელის გულებით შიშველ მკერდზე მივაწექი, რომ მომეშორებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმის მაგიერ, რომ ჩემი წინააღმდეგობა ეგრძნო და ხელი გაეშვა, კედელს მომაშორა და საწოლისკენ შებრუნებული, ნაზად მიმაწვინა. ეს ისევ ხდებოდა, წუხანდელი მეორდებოდა. ვუთხარი ჩვენ შორის აღარასდროს აღარაფერი მოხდება მეთქი და ახლა მის სხეულ ქვეშ ვიყავი მოქცეული და მის კოცნას ვყვებოდი. ტუჩებიდან ყელზე, ყელიდან კი ლავიწზე გადავიდა კოცნით და მკერდისკენ დაიძრა. ნელა გახსნა ჩემი პერანგის ფრჩხილისოდენა ღილები და მის შიგნით შეასრიალა თითები. მისი ყოველი შეხება, კანზე ცეცხლს მიკიდებდა, ჩემში ისევ ის ,, ძუკნა დაჯი“ იღვიძებდა ეშმაკური ღიმილით, გუშინ რომ თავისუფლებაზე გამოვიდა. - ვან... ვანო,- ღრმა სუნთქვას ამოვაყოლე მისი სახელი და თავი უკან გადავხარე, ტუჩები ჩემს ჭიპს რომ შეახო და შორტის ღილის გახსნა დაიწყო. - ჩშშშ,- მხოლოდ ეს მითხრა და მუცელი დამიკოცნა, ტუჩზე ვიკბინე სიამოვნებისგან. - არ... გთხოვ, არა,- მიუხედავად იმ ,, ძუკნა დაჯისა“, თავშეკავების რამდენიმე წვეთი ჯერ კიდევ შერჩენოდა ჩემ გონებას, რომელიც მახსენებდა, რომ საკმარისი იყო და მისგან უნდა გავქცეულიყავი,- არ შეიძლება. - შეიძლება,- მტკიცედ მითხრა, და ისევ ზევით ამოუყვა ჩემს მკერდს, ტუჩემს მოღწეულმა, ერთი ჩამაშტერდა თვალებში, ,, მინდიხარო“- ამოიჩურჩულა და მწყურვალივით დამეწაფა ბაგეზე. ვუნდოდი, მაგრამ რას ნიშნავდა ეს ნდომა? დროებითი გასართობი, სურვილების დამაკმაყოფილებელი, თუ კიდევ შეიძლებოდა სხვა რამ ყოფილიყო?! - ვანო, არა,- ხელი გავუკავე, როცა თავისი შორტის თოკისმაგვარ ქამარს წაეპოტინა,- ადექი გთხოვ, საკმარისია,- დამემორჩილა, ფეხზე წამოდგა და ზევიდან დამხედა. თვალს ვერ ვუსწორებდი, სახეზე ხელისგულები მქონდა მიფარებული და ვცდილობდი არ მეტირა, თან ქარიშხალივით აბობოქრებული სუნთქვის ჩახშობას ვლამობდი. ბოლოს როგორც იქნა ჩამოვუშვი ხელები და მასპინძელს ავხედე, ისევ ისე იდგა, როგორც წუთის წინ, გაუნძრევლად, თვალმოუშორებლად, აღელვებული, დამწუხრებული, გულნატკენი, იმედგაცრუებული. - მაპატიე,- მერე უცებ ამოილაპარაკა, თითქოს ვიღაცამ რჩევა მისცაო და ხელი გამომიშვირა,- ეს არ უნდა მექნა. - ყველაფერი რიგზეა,- გამოშვერილ ხელს ჩავეჭიდე და საწოლიდან წამოვდექი, სწრაფად შევიკარი შორტის და პერანგის ღილები და ისევ საწოლზე ჩამოვჯექი. ისიც გვერდით მომიჯდა, ცოტა მოშორებით, დისტანციას იჭერდა. - შენი ნების საწინააღმდეგოდა აღარასდროს მოვიქცევი, არ შეგეხები, არ მოგიახლოვდები, სანამ ამის უფლებას თავად არ მომცემ,- დასჯილი ბავშვივით ამოილაპარაკა. - ეს არ მინდოდა...,- თვალი ჩემკენ გამოაპარა,- ასე არ მინდოდა მომხდარიყო, ვანო, გეფიცები. - შენ არაფერ შუაში ხარ, მე გავაზვიადე ყველაფერი. არც წუხელ... - წუხელ რაც მოხდა, მართლა არ ვნანობ, ვანო,- დამშვიდება ვცადე,- უბრალოდ ვერ ვხედავ ამის გაგრძელების აუცილებლობას. - რის? ჩვენი ურთიერთობის? - ჩვენ შორის მეგობრობის მეტი არაფერი იქნება, ეს... არ ვიცი... მეგობრული სექსი იყო, მაგრამ ერთი სექსი სიყვარულს არ ნიშნავს,- უკვე გადაწყვეტილი მქონდა მისგან გაქცევა, ჩემი გრძნობების ჩახშობა და ცხოვრების ისე გაგრძელება, თითქოს ვანო არც არასოდეს არსებობდა ჩემში. - ვინ გიყვარს?- მოულოდნელად მკითხა. - რა?! - ხომ მითხარი, რომ ვიღაც გიყვარდა, ვინ გიყვარს?! ან რატომ გიყვარს ის ადამიანი, რომელთანაც იცი მომავალი არ გექნება? - შენ რა იცი მე ვისთან მექნება მომავალი და ვისთან არა?- სიბრაზემ გამიარა გონებაში. - არ მინდა, რომ გიყვარდეს. - რა? - არ მინდა, რომ გიყვარდეს მეთქი. - სრულ ჭკუაზე ხაარ?- ფეხზე წამოვიჭერი,- რას მეუბნები ხვდები? - კი ვხვდები,- ისიც წამოდგა,- ზუსტად ვიცი, რასაც გეუბნები. - რა უფლებით?! - არანაირით, მაგრამ მაინც ვამბობ ამას. - ვანო, საზღვარს ცდები. - რომელ საზღვარს ვცდები, დაჯი, იმ საზღვარს, რომელიც შენ გაავლე? და რისთვის თავადაც რომ არ იცი? - მე საზღვარს ვის და რა მიზეზით გავუვლებ არავინ გეკითხება,- ნელ- ნელა ხმას ვუმატე. - არ მსიამოვნებს ვიღაცის მიმართ რაღაცას რომ გრძნობ,- მანაც აუწია ხმას და ჩვენ შორის მანძილი შეამცირა,- ის შენ არ გიმსახურებს და ამდენსაც კი ვერ ხვდები, უიმედოდ გიყვარს. - და შენ? შენ რას გრძნობ ჩემ მიმართ? მეუბნები მინდიხარო და ეს ნდომა დროებითია, სურვილების დასაკმაყოფილებლად გჭირდები, დროებით სათამაშოდ, საწოლისთვის რომ არის მხოლოდ გამოსადეგი. - რა სისულელეს ამბობ თუ ხვდები,- ყვირილით მომეჭრა და მკლავში ჩამაფრინდა. - გამიშვი, მტკივა. - თავად მაინც თუ ხვდები ახლა, რომ არაკაცად გამოგყავარ?- არ ცხრებოდა და ხმასაც არ ამცირებდა. - მტკივა მეთქი,- გავიბრძოლე, მაგრამ ვერ გავითავისუფლე თავი მისგან,- გამიშვი, თორემ ვიყვირებ,- დავემუქრე. - იყვირე, ფეხებზე ,- მეორე ხელიც მომიჭირა მკლავზე და მთელი ტანით თავისკენ მიმიზიდა,- ვერც კი ხვდები ისე მტკენ გულს შენი გულცივობით. - ვანო,- ტკივილისგან ამოვიკვნესე და ტუჩი გადმოვბრიცე, ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა. - რატომ არ ყვირი,- ჩემი ცრემლების დანახვაზე თითქოს მოლბა, ხმის ტონს დაუწია და ხელებიც შემიშვა ოდნავ, ახლა მხოლოდ მსუბუქად ჰქონდა თითები მოხვეული ჩემს მკლავებზე,- მართლა მასეთი ახვა*რი გგონივარ?- თავი გავაქნიე უარის ნიშნად, ბავშვივით გულამომჯდარი ვტიროდი,- აბა ეგ რატომ მითხარი?- პასუხი არ გავეცი, უფრო სწორად ვერ ვუპასუხე, ცრემლები ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა,- დაჯი,- შუბლი შუბლზე მომაბჯინა და თვალები დახუჭა. - გამ... გამიშვი, გთხოვ,- ძლივს ამოვისლუკუნე და ტირილს ვუმატე. - მიყვარხარ, რატომ არ გესმის?!- ამოიჩურჩულა და ტუჩებზე ცერა თითი გადამისვა. - არ... არ გიყვარვარ,- ცრემლებს ვაყოლებდი სიტყვებს. - მიყვარხარ!,- მტკიცედ გაიმეორა. - არა... - დაჯი! - არ გიყვარვარ,- ჯიუტად ჩემსას ვაგრძელებდი. თავისთვის ჩაიცინა და ლოყაზე შემახო ტუჩები. - შენ რა იცი? - ვიცი. - საიდან. - იქიდან, რომ... ეს უბრალოდ ვნებაა, რასაც შენ გრძნობ. - ნწ... - კიი... - არა. - გამიშვი,- აქამდე ვოცნებობდი, მის ბაგეს ოდესმე ეს სიტყვა დასცდენოდა, ახლა კი არ მჯეროდა მისი ნათქვამის. ის რასაც განიცდიდა სიყვარული არ იყო, ვნება იყო, რომელიც მალე გაქრებოდა. ერთ კვირაში, ერთ თვეში, ერთ წელში, მაგრამ მაინც გაქრებოდა. - მე არ გიჭერ,- წელში გასწორდა და თითები, რომელიც სახეზე მეხებოდა, მომაშორა,- ეს ის იყო, რისი თქმაც ამდენი ხანია მინდა და იმედი მქონდა, შენც იმავეთი მიპასუხებდი,- მეც მიყვარხარ, ვანო, თან უზომოდ მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა ეს ვუთხარი. - უნდა წავიდე,- შევბრუნდი და გასასვლელისკენ წავედი, ჩანთას და ფეხსაცმელებს ხელი დავავლე და სადარბაზო კარი გამოვხსენი. - სად მიდიხარ,- მომეწია მისი ხმა უკან, მაგრამ პასუხი არ გამიცია მისთვის, ისე გამოვიხურე კარი და გრძელ დერეფანს გავუყევი, ბოლოში რომ სინათლე გაჭირვებით მოჩანდა. ჩემს ყურებში განუწყვეტლივ გუგუნებდა მისი ნათქვამი- ,, მიყვარხარ“ და ჩემი გული დაუფარავად პასუხობდა- ,, მეც მიყვარხარ“. თავი 6 - მითხრა, რომ ვუყვარვარ,- ამოვისლუკუნე და ჩემი ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ, მოსმენილისგან გამოშტერებულ დაქალებს თვალი ავარიდე. - რაო?!- დაიკივლა ლინდამ და კადრის ყანყალზე მივხვდი, ხტუნაობდა,- აუუუ, გოგო, რა მაგარია. - სერიოზულად?- ლინდას ყვირილი ძლივს გადაფარა ნიტას ხმამ. - ხოო,- მე ჩემი გამჭირვებოდა, ცრემლები ღაპა- ღუპით მდიოდა. - გოგო, მერე მაგიტომ ტირი?- არ ცხრებოდა ლინდა. - არა. - აბა? - ვუთხარი, რომ მასთან ურთიერთობას არ გავაგრძელებდი. - რაა? შენ ტვინი თუ გაქვს, გოგო? რას ქვია ურთიერთობას არ გააგრძელებ, ამდენი ხანი იმის გამო კვდებოდი, რომ შენ მიმართ არაფერს გრძნობდა, ახლა მიყვარხარო გითხრა და დაემშვიდობე? თავში ფეხი ხომ არ ამოგივიდა? - არა!- დარწმუნებით ვუთხარი. - კარგად მოიქექე. - მოიცა, მოიცა,- ჩაერთო ნიტა, რომელიც სიტუაციაში ჯერ ვერ გარკვეულიყო ბოლომდე,- ანუ მიყვარხარო უთხრა და ამან შენთან ყოფნა არ მინდაო? - ხოო,- დაუდასტურა ლინდამ და ვაშლი ხმაურიანად გაკბიჩა. - დებილი ხარ, გოგო, შეენ?- ახლა ნიტა ამიხტა. - დებილია, მა რა არის?- კვერი დაუკრა ლინდამაც. - აუუუ, შემეშვით რაა,- აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა, მე თავადაც ვბრაზობდი საკუთარ თავზე, რომ ასეთი სისულელე ნაბიჯი გადავდგი. საუბრის გაგრძელების აღარანაირი სურვილი მქონდა, სენსორზე თითი დავაჭირე და ქოლი გავთიშე. მათ ჯიუტ მონაწერებს კი ყურადღება არ მივაქციე. ისეთ დაღლილობას ვგრძნობდი, თითქოს ვინმეს ენერგია სულ მთლიანად გამოეცალა ჩემთვის. აღარც სიარულის თავი მქონდა და აღარც ასე ჯდომის, სუნთქვაც კი მამძიმებდა ყველანაირად. სანაპიროზე, შეზლონგზე ვიჯექი, მუხლებისთვის მკლავები მქონდა შემოხვეული და ზღვას გავყურებდი. აღარ შემეძლო იმაზე ფიქრი, რომ დამნაშავე ვიყავი, და რომ ჩემ თავს გავუჩალიჩე. ვანოსთვის რომ მეთქვა მეც მიყვარხარ მეთქი, ახლა თვალებაწითლებული არ ვიჯდებოდი აქ და ღმერთს დახმარებას არ ვთხოვდი. ყველაზე მეტად რაც მსურდა ახლა ის ხდებოდა, მე კი ზურგს ვაქცევდი, ვუარვყოფდი და რატომ?! იმიტომ, რომ მეშინოდა. წარსულის ტკივილების გამეორების მეშინოდა, არც სხვას ვენდობოდი და არც საკუთარ თავს. სიყვარული მეორედაც რომ მოდის, ამას ჩემ გონებამდე ვერ ვუშვებდი და შესაბამისადაც ვიტანჯებოდი ამის გამო. კანი მეწვოდა ამდენი სიმხურვალისგან, მზე პირდაპირ თავზე დამნათოდა, მაგრამ ვერაფრით ავწიე სხეული, რომ სადმე ჩრდილში გადავსულიყავი. ცრემლები აღარ მდიოდა, სამაგიეროდ გულ- მკერდის არეში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ფეხებიც დამბუჟებოდა, ამდენი ხანი მუხლებში რომ მქონდა მოხრილი, წელიც მტკიოდა და თავიც. ყველანაირად გამოლეული ვიყავი და ისიც მხოლოდ ჩემი უაზრო საქციელის გამო. ფეხები ჩამოვწიე შეზლონგიდან და დაველოდე გაბუჟება როდის გამივლიდა, ნემსების ჩხვლეტასავით ვგრძნობდი ტკივილს სახსრებში. მზეს შევუშვირე სახე, თითქოს აქამდე მისთვის არც მეყურებინოს. ცხელ ჰაერს ვისუნთქავდი ღრმად და საკუთარი გულისა და გონების დამშვიდებას ვცდილობდი. მერე წამოვდექი და ბულვარისკენ შემოვტრიალდი, ადგილზე გავშეშდი და მოულოდნელობისგან წამოვიყვირე, როცა ის დავინახე. იგივე მეორდებოდა რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, მაშინდელი, როცა მაკდონალდსიდან გამოვიქეცი. ახლაც ისევე იდგა, როგორც მაშინ, მიყურებდა, მაგრამ ამ თვალებში ვერაფერს ვკითხულობდი. თუმცა ალბათ არც არაფერზე ფიქრობდა მაშინ. გულის ცემა ამიჩქარდა, როცა გავაცნობიერე, რომ მასთან საუბარი კიდევ ერთხელ მომიწევდა, მე კი აღარ მინდოდა იმაზე საუბარი, რაც გულს მიკლავდა. მისი სიყვარული, რომელიც არც კი ვიცოდი ნამდვილი იყო თუ არა, გულში ხანჯალივით მესობოდა და ჭრილობებს მიტოვებდა. გონებაში გეგმა შევადგინე, ტექსტი დავწერე თუ რა შეიძლებოდა მისთვის მეთქვა, ყოველ სავარაუდო კითხვაზე გავეცი სავარაუდო პასუხი და მოჩვენებით დიალოგში გავიმარჯვებდი კიდეც, მართლა რომ მეთქვა რამე. დაბუჟებამ ფეხებიდან უფრო ზევით გადმოინაცვლა, ხელის თითებს ვეღარ ვგრძნობდი, აღარც ენა და გონება მემორჩილებოდა, თითქოს სამართავი მექანიზმი მწყობრიდან გამოსულიყო, ისე უმოქმედოდ ვიდექი მის წინ. საკუთარი გულის ცემა ყურებში განუწყვეტლივ მიბაგუნებდა, ჩემს ფილტვებს აღარ მიეწოდებოდა ზაფხულის ცხელი ჰაერი და იმის მცდელობა, რომ როგორმე ღრმად მესუნთქა, უშედეგოდ დამთავრდა. ჩემთვის ნაცნობ ნაკვთებს გაორებით ვხედავდი, მისი ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი, რომ რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ სიტყვები ჩემამდე ვერ აღწევდა. მისკენ გავიშვირე ხელი, რომ შევხებოდი, მაგრამ ჰაერის მეტი ვერაფერი დავიჭირე. მოქნეულ ხელს სხეული გავაყოლე და თვალდახუჭული ჰაერს დავეკიდე. არ ვიცოდი ეს როგორ იყო შესაძლებელი, მაგრამ გონებაში მიხაროდა, რომ ქვებზე დაცემის შემდეგ აუტანელ ტკივილს არ განიცდიდა ჩემი სხეული. სიზმარში ჩემთვის მეტად ნაცნობი ჩუმი ხმა ჩამესმოდა, ჩემ სახელს იმეორებდა განუწყვეტლივ და მთხოვდა თვალები გამეხილა, მაგრამ მე ისე კომფორტულად ვიყავი, გაღვიძება აზრადაც არ მომსვლია. შეხებაც ისევე ბუნდოვანი იყო, როგორც ძახილი, მაგრამ სასიამოვნო ჩემი კანისთვის. იმდენად მინდოდა ეს შეხება არასოდეს დასრულებულიყო, რომ თითებს, რომელიც ხელის გულზე დასრიალებდა, თითები შეძლებისდაგვარად ძლიერად მოვუჭირე და საშუალება არ მივეცი მომშორებოდა. პასუხმაც აღარ დააყოვნა და ახლა მე ვიგრძენი მისი შეხების ძალა. მიუხედავად ამ მშვენიერი სიზმრისა, ჩემდაუნებურად თვალების გახელა დავიწყე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი ამ ყველაფრის რეალობაში. ვიცოდი, რომ შესაძლოა ეს მართლაც მხოლოდ ლანდი ყოფილიყო და თვალების გახელის შემდეგ გული მტკენოდა ცარიელი რეალობის გამო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ოდნავ გახელილი თვალებით ბუნდოვნად დავინახე ჩემ გვერდით მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჩემი ხელი მოექცია თავისაში. მასში მაშინვე ამოვიცანი საყვარელი მასპინძლის ნაკვთები და ღიმილი და მეც უნებლიედ გამეღიმა, ან უბრალოდ გონებაში გავიღიმე და სინამდვილეში მკვდარივით გაქვავებული მქონდა ტუჩის კუნთები. მაგრამ მაინც, ჩემთვის მთავარი იყო, რომ ის ახლა ჩემ გვერდით იყო და ჩემი ხელი ეჭირა, სხვა ყველაფერს აზრი დაკარგვოდა. არადა ვიძახდი მასზე აღარ ვიფიქრებ მეთქი, მაგრამ როგორ უნდა გამეკეთებინა ეს, როცა თავად სულ ჩემ სიახლოვეს იყო?! -დაჯ,- ახლა უკვე გარკვევით გავიგე ჩემი მოფერებითი სახელის, მოფერებითი ვერსია, თვალები დავახამხამე და ხელმეორედ შევხედე ხმის პატრონს,- გესმის ჩემი? მადლობა ღმერთს, ძალიან შემაშინე. - რა... რა მოხდა?- ჩემთვისაც ძლივსგასაგონად ამოვილაპარაკე და გამშრალი ტუჩები გავილოკე. - მზის დარტყმა მიიღე და გონება დაკარგე,- ჩვეული სიმშვიდით მითხრა და ხელის გულზე მაკოცა,- ძალიან შემაშინე. - მცხელა,- თავისუფალი ხელით გადასაფარებელი გადავწიე. ჩემი ტანსაცმლის ნაცვლად, საავადმყოფოს თხელი, მოკლე, ლურჯი პერანგისმაგვარი რაღაც მეცვა,- საავადმყოფოში ვართ? - კი,- თავი დამიქნია. - რატომ?- ბალიშზე წამოწევა ვცადე, ფეხზე წამოდგა და ხელი შემაშველა, ბალიშიც შემისწორა და კომფორტულად მიყუდებაშიც დამეხმარა,- მადლობა. - არაფრის,- ისე გამიღიმა, როგორც სჩვეოდა, მომხიბვლელად და თბილად. - საავადმყოფოში რატომ მომიყვანე? - ხომ გითხარი, გული წაგივიდა. - გულის წასვლის გამო ვინ მიყავთ საავადმყოფოში? - ცხვირიდანაც სისხლი წამოგივიდა,- წარბები ერთად შეყარა,- რა გინდოდა მექნა, შემეშინდა. - კარგი,- არ მინდოდა კამათის დაწყება,- მადლობა, რომ ჩემზე იზრუნე. - სამადლობელო არაფერია. - როდის შემეძლება წასვლა? - არ ვიცი, ექიმს ვკითხავ,- თავი დავუქნი. ველოდებოდი, როდის ადგებოდა და გავიდოდა ექიმთან სალაპარაკოდ, მაგრამ იჯდა და საკუთარ ხელებს აკვირდებოდა. როგორ მინდოდა ახლა მისთვის ხელი ჩამეჭიდა, ახლოს მიმეზიდა, მეკოცნა და მივხუტებოდი, მეთქვა, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, რომ მის გარეშე არათუ ცხოვრება, სუნთქვაც კი არ შემეძლო, და რომ მოვკვდებოდი, როგორც კი მას მოვშორდებოდი, მაგრამ ვდუმდი. ვდუმდი, როგორც მუნჯი, როგორც ახლად დაბადებული ბავშვი, რომელსაც ჯერ ბგერების წარმოთქმაც კი არ შეუძლია. მეც მასავით საკუთარ ხელებს დავშტერებოდი და საკუთარი გადაწყვეტილების გამართლებას ვცდილობდი, მაგარამ ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებდა ჩემ ამ ქცევას. გავურბოდი ჩემთვის ძვირფას, საყვარელ მამაკაცს, რომელთან ყოფნაზეც ამდენი ხანი ვფიქრობდი. ვოცნებობდი მასაც ის ეგრძნო, რასაც მე ვგრძნობდი მის მიმართ, და როცა მან მითხრა ,, მიყვარხარ“- მე ეს სიტყვა ჩემგან გავნდევნე. ისე დავაშინე საკუთარი თავი უიმედო, ცალმხრივი, უპასუხო სიყვარულით, რომ ჩემამდე ვერ მოვუშვი გამხელილი გრძნობები. ეს ადამიანი, რომელიც ახლა ჩემი საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში იჯდა და ერთმანეთში გადახლართულ თითებს თვალმოუშორებლად უყურებდა, ის მამაკაცი იყო, რომელზეც მე ნამდვილად ვოცნებობდი. არც ჩემი ყოფილი და არც სხვა ვინმე იყო ჩემს ოცნებებში, მხოლოდ ვანო და მისი სიყვარული ბინადრობდა ჩემ გონებაში. ბავშვობიდან ვოცნებობდი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე, რომელიც მოვიდოდა და წამიყვანდა თავის სასახლეში, შემდეგ ვიცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად, ჩვენს შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთადაც კი. ჩემი პრინცი ჩემივე მასპინძელი აღმოჩნდა. ერთი ჩვეულებრივი, შავგვრემანი, ხაშურელი ბიჭი, მუქი თვალებითა და ხორბლისფერი კანით. თავისებური, არანორმალური იუმორით, მე რომ ასე ძალიან მიყვარდა, თბილი ღიმილით, მზრუნველობით, კარგი ხასიათით, ყურადღებიანობით, მფარველ ანგელოზად რომ მყავდა მოვლენილი. ჩემი დამცველი და დამრიგებელი, მრჩეველი, რომლის რჩევებიც ყოველთვის მადგებოდა, კარგი მეგობარი და საყვარელი მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დავმშვიდობებოდი სამუდამოდ. და რითი დაიწყო ეს ყველაფერი?! ჩემი და ჩემი დაქალების სტუმარ- მასპინძლობით. მე სტუმარი ვიყავი, ის კი მასპინძელი, რომელმაც კარი გამიღო და მიმიღო, როგორც მეგობარი, როგორც მისთვის ძალიან დიდი ხნის ნაცნობი, როგორც... მზე უკვე დიდი ხნის გადასული იყო, როცა შინ დავბრუნდით. კოკამ და თინიმ სუფთა ტანსაცმელი მომიტანეს, საავადმყოფოს ხარჯები, ჩემი ხვეწნა- მუდარის მიუხედავად, თავად დაფარეს და სახლშიც მიმიყვანეს. ვანომ პატარა ბავშვივით ხელში აყვანილმა მიმაბრძანა კართან, ლიფტით მგზავრობის მთელი ის დრო ვცდილობდი რაიმე კარგზე მეფიქრა, რომ ჩემს მასპინძელს დარჩენილი სართულები კიბით არ ავეყვანე. ეს კარგი რაღაც კი მის მკლავებში ყოფნა იყო. საწოლზე დამსვა თუ არა, მაშინვე წამოვხტი და საპირფარეშოში გავვარდი, საშინელი გულის რევის შეგრძნება მქონდა და პირღებინებაც დაერთო თავს. ექიმმა კი გაგვაფრთხილა მთელი რიგი მოსალოდნელი სიმპტომების შესახებ, მაგრამ დაფეთებულმა ჩემმა მასპინძელმა სააბაზანოს კარი თითქმის შემოანგრია, ჩემ გვერდით ჩაიმუხლა და თმა უკან გადამიწია. მიუხედავად ჩემი თხოვნისა, რომ გასულიყო, რადგან ნამდვილად არასასიამოვნო საყურებელი იყო ჩემი ის მდგომარეობა, ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან და მოთმინებით ელოდა როდის გადამივლიდა ეს საშინელი გულისრევა. მერე ფეხზე წამოდგომაში მომეხმარა, ნიჟარასთან მიმიყვანა, სახე მომბანა, შემიმშრალა, დამელოდა სანამ პირის ღრუს გამოვირეცხავდი, მისაღებში გამიყვანა, საწოლზე მიმაწვინა და პლედიც მომაფარა, მის გარეშე ალბათ ახლაც სააბაზანოს იატაკზე ვიქნებოდი განთხმული. მთელი ღამე მაკანკალებდა, აუტანელ სიცივეს ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ოფლი წვიმასავით მასხავდა მთელს სხეულზე და ემბრიონის ფორმაში მოკუნტული, უშედეგოდ ვცდილობდი საკუთარი თავის გათბობას. ძილშიც კი ვიგრძენი, როგორ წამომიქროლა გულის რევამ, ჩემდა გასაკვირად საწოლიდან წამის უსწრაფესად წამოვხტი, დივანზე თავჩაქინდვრით მჯდომ ვანოს ქარიშხალივით ჩავუქროლე და სააბაზანოში შევვარდი, პირღებინებამაც არ დააყოვნა. უკვე ვტიროდი და თავ- ბედს ვიწყევლიდი ზურგზე ნაზი შეხება რომ ვიგრძენი. ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა ჩემი უსუსურობის გამო და საერთოდ აღარ მადარდებდა ვანოსთან სამუდამო განშორების გადაწყვეტილება, ისე მივენდე მის მოხვეულ მკლავებს და მხურვალე მკერდზე ავეკარი. ეს სიმხურვალე მსიამოვნებდა, ჩემს გაყინულ სხეულს სიამოვნებდა, მისი სითბო იყო ის, რაც ახლა, და მომავალშიც, გადარჩენისთვის მჭირდებოდა, მე კი მისგან შორს ყოფნა მქონდა გადაწყვეტილი. ხელში ბუმბულივით მსუბუქად ამიყვანა და სააბაზანოდან გასულმა საწოლზე ფრთხილად მიმაწვინა. მერე რამდენიმე წამით გაქრა, წყალი მომიტანა, დამალევინა და საწოლის კიდეზე ჩამომიჯდა. თავზე მის შეხებას ვგრძნობდი, თმაზე მეფერებოდა და განუწყვეტლად მომდინარე ცრემლებს მწმენდდა ღაწვებიდან. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ძლივს ვარჩევდი მის თვალებს, რომელშიც საშინელი მღელვარება და სასოწარკვეთილება ჩაღვროდა, ეს ის თვალები იყო, როცა არაფრის გაკეთება შეგიძლია ვიღაცის დასახმარებლად და საკუთარ თავს წამებულად გამოაცხადებ. ზუსტად ვიცოდი ახლა რაზეც ფიქრობდა, რაც უნდოდა, მაგრამ არ ვიცოდი უნდა მიმეცა თუ არა მისთვის ამის შესაძლებლობა. არ მინდოდა ჩემი ქცევა არასწორად მიეღო, არასწორად გაეგო რასაც ვიტყოდი, მაგრამ ახლა ისე მინდოდა მისი სიახლოვე, საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ვანო ყველაფერს სწორად გაიგებდა. - ვანო?- მისი სახელი ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე, ცრემლები ახშობდა ყოველ ჩემ წარმოთქმულ ბგერას. - აქ ვარ,- თმაზე ხელი გადამისვა და გამიღიმა. - შეიძლება ჩახუტება გთხოვო?- ხმა მიკანკალებდა. უფრო გულწრფელად გაეღიმა, თავი დამიქნია და გვერდით მომიწვა. მის მკერდს თავი ჩამოვაყრდნე და მისი გულის ცემის დათვლა დავიწყე, ვგრძნობდი, როგორ იწყებდა დარტყმების აჩქარებას და მასთან ერთად ჩემი გულისცემაც ჩქარდებოდა. ცალი ხელი მხრებზე მომხვია, მეორეთი კი თმაზე ფერება დამიწყო, თავი ახლოს მომიტანა, შუბლზე მაკოცა და ასე ამოთქვა, ჩურჩულით. - ყოველთვის. *** სიზმარი ვნახე. ბედნიერი ვიყავი. არაფერი მადარდებდა დედამიწის ზურგზე. ზღვის ნაპირას ვიდექი და ჰორიზონტზე ჩამავალი მზის ნარინჯისფერ დისკოს ვუყურებდი. მარილიანი, მსუბუქი ნიავი სახესა და სხეულზე მცემდა. წესით სიცივე უნდა მეგრძნო, მაგრამ წელზე მოხვეული ხელები მათბობდა. ეს ის სითბო იყო, რომლითაც სიცოცხლის ბოლომდე დიდი სიამოვნებით გავთბებოდი, ეს ის ხელები იყო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე დიდი სიამოვნებით ვიგრძნობდი. ეს ჩემი საყვარელი ადამიანი იყო, რომ მეხუტებოდა, მისი მკერდიდან წამოსულ სიმხურვალეს ვგრძნობდი ზურგზე. მისი გულისცემა ყურებში ჩამესმოდა, სუნთქვა კი ყელსა და კისერზე მელამუნებოდა. ვერ ვხედავდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ჩემი მასპინძელი იყო. მერე სადღაც გაქრა ჰორიზონტზე გადაშლილი ეს სილამაზე. ნარინჯისფრად აფეთქებული დისკო სრულად ჩაეშვა ზღვაში და გაუჩინარდა. იმაზე მეტად დაუბერა ქარმა, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ და მე შემცივდა. გამქრალიყო ჩემი საყვარელი მასპინძელის შეხებაც, მისი სიმხურვალე, მისი გულისცემა. მარტო ვიდექი იმ სიცარიელით სავსე ნაპირზე. შიშმა ამიტანა და იქიდან გაქცევა ვცადე, მაგრამ ადგილიდან დაძვრაც ვერ შევძელი. ერთ ნაბიჯსაც ვერ ვადგავდი, თითქოს შეხორცებული ვყავდი დედამიწას და სურდა სრულად შთავენთქი. შიშველ ტერფებზე ღამისეული ზღვის სიცივეს ვგრძნობდი, დაბლა რომ დავიხედე, დავინახე, რომ წყალი ნელ- ნელა ზევით მოიწევდა. მე აღარ ვიდექი სანაპიროზე, მე სადღაც ვიწრო კუბში ვიყავი, რომელიც წყლით ივსებოდა. ვხვდებოდი თუ იქაურობას არ დავაღწევდი თავს, მალე დავიხრჩობოდი. კუბის კედლებს ხელით ვეხებოდი, ვცდილობდი მეპოვა კარის მაგვარი რამ, რითაც გარეთ გასვლას შევძლებდი, მაგრამ არაფერი იყო გლუვი ზედაპირის გარდა. წყალი უკვე მკერდამდე მწვდებოდა, მე კი სუნთქვა მიჭირდა, ძვალ- რბილში გატანებული სიცივე მოძრაობის საშუალებას მეტად აღარ მაძლევდა, კედელს ზურგით მივაწექი და დაველოდე ჩემ მოსალოდნელ სიკვდილს. თვალებდახუჭულმა ვიგრძენი, რომ დრო იყო ღრმად ჩამესუნთქა და ქვევით ჩამეყვინთა. ცურვა არ ვიცოდი, ამიტომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ჩემი ხელების ქნევას, ძალიანაც რომ მდომოდა ზედაპირამდე ვერ მივაღწევდი, ამიტომ მოვდუნდი და უმწეო სხეული წყალს მივანდე, რომელიც ნელ- ნელა ქვევით მექაჩებოდა. ეს იყო ჩემი სიცოცხლის ბოლო წამები, მეხსიერებაში ამომიტივტივდა ჩემი საყვარელი ადამიანები, დედაჩემი, ჩემი დაქალები, თინი, კოკა, ვანო და ბოლოს მამაჩემი, რომელიც მიღიმოდა. მე მასთან მივდიოდი. წამებს თითებზე ვითვლიდი და ველოდებოდი, როდის დადგებოდა ჩემი დასასრული, რომ მოულოდნელად ჩემი სახელი ჩამესმა ყურებში. ხმა მეცნობოდა და ზუსტად ვიცოდი ვისიც იყო. თვალები გავახილე და ის დავინახე, ჩემ წინ ვანო იყო და ხელს მიწვდიდა, ჩემ სახელს განუწყვეტლივ იმეორებდა, მთხოვდა თვალები გამეხილა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ისედაც გახელილი თვალები მეტად როგორ უნდა გამეხილა?! ჩემკენ გამოშვერილი მისი ხელი სულ უფრო და უფრო მეტად მიახლოვდებოდა. როგორ მინდოდა ჩამეჭიდა მისთვის, მაგრამ გაყინული სხეული ამის საშუალებას თითქმის არ მაძლევდა. ბოლოს, დიდი წვალების შემდეგ, როგორმე სახსრები ამემოძრავებინა, მე ეს შევძელი და უსიცოცხლო თითები შევახე მის თბილ ხელს. მერე უცნაურად განათდა, საიდანღაც არასასიამოვნო სინათლე მცემდა და თვალებს მიწვავდა. ქუთუთოები ძლივს გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს და ღრმად ჩავისუნთქე. ეს იყო გამოცოცხლება ისე, თითქოს ხელმეორედ დავბადებულიყავი. სითბოს ვგრძნობდი, ჩემი სხეული აღარ იყო გაყინული და უსიცოცხლო, მოძრაობა შემეძლო და ამ ძალით ისე ვიყავი ჩაჭიდებული რაღაც მატერიას, თითების ტკივილს ვგრძნობდი. გაბლარული სივრცე რომ დაწმინდავდა ჩემს თალებში და ყველაფერი დავინახე, ოთახი და იმ ოთახში მყოფი ადამიანი ვიცანი. ვანოს მკლავებში ვყავდი მოქცეული და ჩემი თავი მკერდზე მიეკრა. მისი მკერდიდან გადმოსულ სითბოს ვცნობდი, ეს ის სითბო იყო, სიზმრადაც რომ არ მტოვებდა მარტოს და მისი ხელები, რომლის შეხებასაც ათასი შეხებიდან გამოვარჩევდი, ჩემ კოშმარშიც კი დახმარებისთვის იყო გამოწვდილი. და აი ახლაც მისი მოხვეულ მკლავები მყოფს, მისი სითბო მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ როგორ?! - კარგად ხარ?- თმაზე დამისვა ხელი. მაშინვე მოვიშორე მისი ხელები და საწოლიდან წამოვხტი, როგორც კი მივხვდი ჩემს ორგანიზმში კარგი არაფერი ხდებოდა. საპირფარეშომდე გაჭირვებით, მაგრამ შეძლებისდაგვარად სწრაფად მივედი, კარი შიგნიდან ჩავიკეტე და გადმოვანთხიე ყველაფერი ის რაც მაწუხებდა, მაგრამ აღარაფერი იყო შიგნით გარდა სიზმრისა. სიზმრის, რომლის მოშორებაც მართლა მინდოდა, რომელის ყოველი წამიც ზუსტად მახსოვდა. ხომ არსებობს სიზმრები, რომ იღვიძებ და აღარ გახსოვს, მე რატომ მახსოვდა ეს კოშმარი ზედმიწევნით?! კარზე კაკუნი გაისმა, შემდეგ ვანოს ხმაც მოჰყვა და მოსინჯული კარის სახელურის ღრჭიალიც. ჩემი მასპინძელი შიგნით შემოსვლას ცდილობდა, უფლება რომ მიმეცა, იქნება შემოემტვრია კიდევაც. სხეული ისევ დამბუჟებოდა, ნაწილობრივ ვგრძნობდი სახსრებს და მეტლახიდან წამოსულ სიცივეს, რომელსაც ძვლებამდე ჩაეღწია. როგორ მინდოდა ახლა ისევ ვანოს მკლავები მეგრძნო, რომ დავემშვიდებინე, მაგრამ იმის თავიც არ მქონდა წამოვმდგარიყავი და კარის საკეტი გამეხსნა. ასე უბრალოდ ვიჯექი ცივ იატაკზე, მოხრილ მუხლებზე ხელები მქონდა შემოხვეული და საფეთქელით კედელს ვეკვროდი. მციოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ეს სიცივე მსიამოვნებდა კიდეც, თითქოს მაფხიზლებდა, გათიშვის საშუალებას არ მაძლევდა. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ცუდად არ ვიყავი და რამდენიმე წამში შევძლებდი ფეხზე წამოდგომას. მერე თვალები მთელი ძალით დავხუჭე, ვთქვი ათამდე დავითვლი და მერე ყველაფერს შევძლებ მეთქი და ასეც მოვიქეცი. გაჭირვებით, მაგრამ მაინც წამოვდექი ფეხზე, ნიჟარასთან მივედი და წყალი სახეზე შევისხი გამოსაფხიზლებლად, სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, მეგონა იქიდან არა დაჯი, არამედ არაამქვეყნიური არსება იყურებოდა. უცხოპლანეტელი, რომელიც დედამიწაზე კი არა, მარსზე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ საგზაო ნიშნები აერია. - დაჯი, კარგად ხარ?- კარის მეორე მხრიდან ჩემი მშველელის ხმა გაისმა. ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და მასთან გავედი. არ ვიცი მე რა მეწერა სახეზე, მაგრამ მას შეშლილი ჰქონდა ნაკვთები,- როგორ ხარ, კარგად ხარ? ფერი არ გადევს,- ხელისგულებში მომიქცია და კარგად დამაკვირდა. - კარგად ვარ, ვანო,- ვეცადე გავცლოდი, მაგრამ ხელი არ გამიშვა, მეტიც, მოხუცი ქალივით დამეხმარა დივნამდე მისვლაში,- ვანო, ავადმყოფი კი არ ვარ. - ავადმყოფი რა შუაშია?!- იწყინა და წინ დამიჯდა. - ხელით ტარება არ მჭირდება. - დახმარება დანაშაული თუ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი. - არა, მაგრამ პატარა ბავშვივით რომ მექცევიან, არ მიყვარს. - კარგი, ბოდიში,- ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გადაინაცვლა, თეფშე სენდვიჩები დააწყო და ბარის მაგიდაზე დადო,- მოდი, ჭამე, ოღონდ არ იფიქრო, რომ დედაშენის მოვალეობას ვასრულებ. უბრალოდ მეგობრული მზრუნველობაა. - მეგობრული?! - რა?- ჩემკენ შემობრუნდა, მე კი მეგონა ჩუმად ვიკითხე. - არაფერი, მადლობა სენდვიჩისთვის. - არაფრის,- გამიღიმა და ზურგი შემაქცია, ნეტავ იცოდე, ვანო, რომ ჩვენ მეგობრებიც ვეღარ ვიქნებით. ცოტა ხნის მერე თინი და კოკა შემოვიდნენ, თქვეს , რომ რაღაც პატარა პრობლემა შეიქმნა და აუცილებლად უნდა წასულიყვნენ თბილისში. ბევრი ხვეწნა- მუდარის შემდეგ, რომ ჩვენც წავყვებოდით თუ რამე სერიოზული იყო მომხდარი, უარი გვითხრეს, ჩანთები აიხორხოლავეს და მატარებლის პირველივე რეისს გაყვნენ. ჩვენ ბათუმში დაგვტოვეს. მე დამტოვეს ვანოსთან, მარტო... რა უნდა გამეკეთებინა მე მასთან, მარტოს. ცოტახნით ორივე ჩავიკეტეთ ჩვენ ფიქრებში. ფილმი გვქონდა ჩართული, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ისიც ისევე უყურებდა ტელევიზორის ეკრანს, როგორც მე. ერთ საათიანი ყურების შემდეგ მივხვდი, რომ არაფრისთვის მიყურებია, სახელიც კი არ მახსოვდა. მერე უცებ ეკრანი გაშავდა და ვანოს ანარეკლი დავინახე მასში, ლოყა მუშტზე ჩამოეყრდნო და მიყურებდა. ნერწყვი გაჭირვებით გადავაგორე საყლაპავში. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ვგრძნობდი მალე საუბარი მომიწევდა, მე კი ამ საუბარს თავს ვარიდებდი და მომავალშიც ავარიდებდი. ფეხზე წამოვდექი და აივანზე გავედი, თითქოს იქიდან სადმე გაქცევას შევძლებდი. ჩიხში ვიყავი, თუმცა ვერ გამეგო რისი მეშინოდა, თითქოს მონსტრი ყოფილიყოს და ჩემ შეჭმას ცდილობდეს. ფანტაზიისთვის გასაქანი რომ მიმეცა კიდევ უარესს მოიფიქრებდა ჩემი გონება, თუმცა ახლა მხოლოდ ამას დავჯერდი და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ამ ომს გადავიტანდი და მეტიც, მოვიგებდი კიდეც. მზე ისე ძლიერ ანათებდა, თვალების გახელის საშუალებასაც კი არ მაძლევდა. დაშვებული ქუთუთოების მიღმა ძლივს გასარჩევად ვხედავდი ზღვას, რომელიც ისე მშვიდი იყო, თითქოს სძინებოდა. თვალები ხელისგულით მოვიჩრდილე და უკეთესად გავხედე, აქამდე არ მიყვარდა, მაგრამ ახლა მაგნიტივით მიზიდავდა ეს სილამაზე. რაც უფრო დიდი ხანი ვუყურებდი მას, მით უფრო მიზიდავდა თავისკენ და ამ მიზიდულობაში იმ ადამიანებს ვცნობდი ვინც მენატრებოდა. თითქოს შემქმნელს შიგნით რაღაც მაგიური ჩაექსოვა, თავისკენ რომ მიეზიდე და მერე შთაენთქი, ჩაეტანე მის ნამდვილ სამყაროში, უფსკრულში, სადაც ათას საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა. და მე ისევ მჯეროდა იმ მითების, ძილის წინ მამა რომ მიყვებოდა ხოლმე, პოსეიდონისა და მისი მშვენიერი ცოლის, ამფიტრიტეს შესახებ. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მამისგან მქონდა დარჩენილი. მისი ისტორიისა და მითოლოგიისადმი დიდი სიყვარული ჩემშიც იყო ჭარბი რაოდენობით. - ლამაზია, არა?- ადგილზე შევხტი, მოულოდნელად ვანოს ხმა რომ გავიგე,- ბოდიში, არ მინდოდა შემეშინებინე. - არაუშავრს,- გვერდით ამომიდგა და მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო, ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი მის ამ ქცევას,- ამას ნუ აკეთებ, გთხოვ. - რას?- გაოცებულმა ამომხედა. - მაგ მოაჯირს ნუ ეყრდნობი. - რატომ? - შეიძლება გადატყდეს. - არ გადატყდება, ნუ ღელავ. - უბრალოდ, გთხოვ. - კარგი, რადგან შენ მთხოვ,- დამემორჩილა და კიდეს მოშორდა,- ასე უკეთესია? - უკეთესია. - ეს ორი დღე გაბუტულებმა უნდა გავატაროთ? თუ ომი გავაჩაღოთ ბარემ. - გაბუტული არ ვარ,- ისე შევიცხადე, თითქოს გავრილო პრინციპი ვყოფილიყავი და ფრანც ფერდინანდის მკვლელობას მედავებოდნენ. - თვალებში არ მიყურებ, ჩემთან საუბარს თავს არიდებ. - ხომ გესაუბრები?! - ეს საუბარი არ არის, დაჯი, ეს ნიავია დიდი ქარიშხლის წინ. - რა სისულელეა. - ერთი გადაბრუნებული სიტყვა რომ გითხრა, მგონია მეცემი და ყელს გამომღადრავ,- ის აუტანლად მიმზიდველი ღიმილი მიიხატა სახეზე. - მერე მომერიდე. - ვერ ხედავ, შორს ვდგავარ. - არც ისე შორს. - ჩემი სიახლოვე გაშინებს? - რატომ უნდა მაშინებდეს? - აბა რატომ გამირბიხარ? - გაგირბივარ? რა სისულელეა. - მგონია, რომ გაშინებ, ან საკუთარ თავს აშინებ. - არა... - დაჯი, მოდი სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. მე ვილაპარაკებ და შენ გამაჩერე თუ რამე არასწორს ვიტყვი, კარგი?- ვერ მივხვდი რას ცდილობდა, უბრალოდ თავი დავუქნიე, არც კი ვიცი რისთვის და მან დაიწყო,- მოკლედ... - მოდი ზღვაზე გავიდეთ,- დაგეგმილი არც კი მქონდა ისე წამოვისროლე რამდენიმე სიტყვა, რაღაცის სათქმელად გამზადებული პირი, ღიად დარჩა ვანოს. მერე გულიანად გაიცინა და კედელს მიეყრდნო. - და კიდევ იტყვი შენთან საუბარს თავს არ ვარიდებო? - არ ვარიდებ, უბრალოდ ასე უცებ მომინდა ზღვაზე გასვლა და რუჯის მიღება. - მზის დარტყმა გაქვს მიღებული და არ შეიძლება,- უცებ მიაყარა,- რას ვამბობდი... - შლაპას დავიფარებ,- დაწყებულის გაგრძელება სცადა, მაგრამ არ დავაცადე. - სანამ არ მათქმევინებ იმას, რის თქმასაც ვაპირებ, ვერსადაც ვერ წახვალ,- კოპები შეკრა და ისე დამემუქრა თითის ქნევით. - ჰმმმ, შენ ვინ გეკითხება,- თმა უკან გადავიყარე და კარისკენ დავიძარი, მაგრამ გადამისწრო, ოთახში შევიდა, სადარბაზო კარი ჩაკეტა და გასაღები მუჭში მოიქცია,- რას აკეთებ. - იმას, რაც წეღან გითხარი. ვერ წახვალ, სანამ ყველაფერს არ გავარკვევთ. - რა ყველაფერს, გასარკვევი არაფერი გვაქვს. გასაღები მომეცი. - მოდი და წამართვი,- გამომწვევად გამომხედა და ხელი მაღლა ასწია,- თუ მისწვდები. - ხომ იცი, რომ მივწვდები? - მიდი,- მხრები აიჩეჩა,- მაგრამ მოიცადე, მოდი შევთანხმდეთ. - რაზე? - გასაღებს თუ წამართმევ, უსიტყვოდ გამოგყვები ზღვაზე. - და თუ ვერ? - საშუალებას მომცემ, შენთან ერთ მეტად სერიოზულ თემაზე ვისაუბრო. - კარგი,- ხელი გავუშვირე შეთანხმების მიზნით, გასაღები მარცხენა ხელში გადაიტანა და მარჯვენა ჩამომართვა. რამდენიმე წამი დაკვირვებით ვუყურე, ვფიქრობდი როგორ მივმწვდარიყავი მის ზევით აწეულ მუშტს, ბოლოს ბარის სკამი მასთან მივაჩოჩე და ზედ შევდექი. - შე ჭკვიანო, - გულიანად გაიცინა და ადგილი შეინაცვლა. - ეეე, მასე არ შეიძლება. - შენ თავად არღვევ წესებს. - წესებზე არ შევთანხმებულვართ, ადგილზე დაბრუნდი. - ზედა სართულიდან თოკით რომ დაეშვა და ისე წამართვა?- რჩევა მომცა დიდებული. - ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება, ბატონო ვანო,- სკამიდან ჩამოვხტი და მის გაჭიმულ მკლავს ვეცი, ძვრა ვერ ვუყავი,- ვანოო... - გისმენ. - მომეცი. - შენ შესაძლობებში ეჭვი არ მეპარება, ხოდა მიდი და აიღე,- ისე ვეჭიდავებოდი მის ცალ მკლავს, თითქოს ტატამზე ვებრძოდი მოწინააღმდეგეს,- უფლებას გაძლევ ყველა ხერხი გამოიყენო,- ნება დამრთა და მუშტი ზურგს უკან გაამაგრა, წესით ეს ჩემთვის გაადვილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ დიდი ვერაფერი. მასთან ჭიდაობაში იმდენად გავერთე, ბოლოს სიცილი ამიტყდა გაუცნობიერებლად. ჩემი ხასიათის შემხედვარე, ვანოც გამხიარულდა და ახლა უფრო თამამად ცდილობდა ჩემ თავიდან მოშორებას. ბოლოს ისე მოხდა, რომ უკან- უკან მიმავალი წაბორძიკდა, ზურგით საწოლზე დაეშვა და მეც თან გამიყოლა. მის მკერდს აკრული სიცილს ვაგრძელებდი იქამდე, სანამ არ გავაცნობიერე რა მდგომარეობაში ვიყავით. წამის უსწრაფესად მოვშორდი მას და საწოლზე წამოვჯექი. ვნებას ისე ძლიერ ვყავდი ატანილი, მთელი სხეული სურვილისგან მეწვოდა, სუნთქვა და გულისცემა გახშირებული თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდებდი, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი, როცა ის ასე ახლოს იყო ჩემთან. როგორ უნდა ჩამეხშო ეს ვნება, ეს სურვილი, ეს სიყვარული ისე, რომ აღარასდროს დავტანჯულიყავი ამით, აღარასდროს მეგრძნო ის, რასაც ახლა ვგრძნობდი. მისი ერთი შეხება, ერთი შემოხედვა და მზად ვიყავი მისთვის მიმეძღვნა ჩემი გული და გონება და არა მარტო. - კარგად ხარ?- მაჯაზე ნაზად შემეხო მისი თითები. - მკითხე რაც გაინტერესებს,- დავნებდი, ფარ- ხმალი დავყარე, მასთან უძლური ვიყავი. ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა საუბარი, საბოლოოდ წერტილის დასმა. - რაა? - ხომ შევთანხმდით, თუ გასაღებს ვერ წაგართმევდი, მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებდით. - ასე, ძალდატანებით არ ვაპირებ. - ძალას არ მატან. - მე სულ სხვა რაღაცას ვხედავ,- ფეხზე წამოდგა და ოთახში გაიარა. - რას? - იმას, რომ რაღაც გტანჯავს, რაღაც ამოუთქმელი და მინდა ეს საკუთარი სურვილით მითხრა და არა ჩემი იძულებით,- დოინჯშემოყრილი რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა ოთახის შუაგულში და კედელს გაშტერებით უყურებდა, რაღაცას ფიქრობდა, რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა,- მიდი, ჩაიცვი და ზღვაზე გავიდეთ. - ჩემთვის არ შეიძლება,- დამნაშავე ბავშვივით ავხედე ქვევიდან. - შლაპას დაიხურავ,- გადაწყვეტით მითხრა და მერე, როცა ადგილიდან არ დავიძარი, დაამატა,- მიდი, დაჯი, ამ ოთხ კედელში ყოფნა აღარ შემიძლია,- თავი დავუქნიე და სააბაზანოში შევიკეტე, ბოლო დღეებში ჩემ თავშესაფრად რომ იყო ქცეული. რამდენიმე წუთში პლაჟზე ვისხედით გვერდიგვერდ და ზღვის ტალღებს ვუყურებდით. არც ერთი ვიღებდით ხმას, მაგრამ ორივემ ზუსტად ვიცოდით სალაპარაკო ძალიან ბევრი გვქონდა. მას ჩემთან საუბარი უნდოდა ჩვენზე, მე კი ამას თავს ვარიდებდი, რადგან ზუსტად ვიცოპდი როგორც დასრულდებოდა. არ მინდოდა ჩემი გრძნობები მზის შუაქზე გამომეტანა, მეშინოდა, რადგან სიბნელე ყველგან იყო, მათ შორის ჩემ გარშემოც კი. წარსულის გამნმეორების მეშინოდა, სიყვარულის მეშინოდა. ვფიქრობდი თუ მასთან ურთიერთობას დავიწყებდი, ადრე თუ გვიან მაინც გამიტყდებოდა გული, რფადგან მე ასეთი ბედი მაქვს, ყველა მე დამცინის, ყველა მე მღალატობს. წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა მომავალში მასთან ერთად და დიდი ბედნიერების მეტი ვერაფერი დავინახე, თუმცა მაინც ვგრძნობდი გულის სიღრმეში იმედგაცრუების ჩხვლეტებს. ნეტავ შემეძლოს მის გონებაში შეღწევა და მისი ფიქრების წაკითხვა, რა აზრები უტრიალებდა თავში, როცა ზღვას ასე თვალგაშტერებით უყურებდა. მის ყავისფერებში ისე ვიძირებოდი, როგორც ჩემ სიზმარში არსებულ წყალში ჩავიძირე, მაგრამ ახლა შველა თვით ამ თვალების პატრონში იყო, მე კი ხელს მისკენ არ ვიშვერდი. რამდენჯერმე ვცადე საუბრის წამოწყება, მაგრამ რამდენჯერაც პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, იმდენჯერვე დავხურე. რაზე უნდა მესაუბრა, რაღაც სისულელეზე და მნიშვნელოვან არაფერზე. თუმცა მაინც, მისი ხმის გაგონება ძალიან მინდოდა და მალე გავიგე კიდეც. - დამშვიდდი?- მკითხა მოულოდნელად. - აღელვებული როდის ვიყავი? - დაახლოებით ნახევარი საათის წინ,- დამიზუსტა. - ცდები. - ვისაუბროთ? - რაზე? - რაზეც გინდა. - ჩემი ყოფილი პირველად არ გიცემია ხო? - საიდან მოიტანე? - იმ დღეს...,- როგორ არ მინდოდა ის ღამე გამეხსენებინა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,- სანაპიროზე რაც მოხდა, მაშინ შენ მას ჰკითხე ცემა დაგაკლდაო? ანუ გამოდის მანამდეც შეხვედრიხარ მას და საკმაოდ ცუდ სიტუაციაში. - ამ თემაზე შენთან საუბარი არ ღირს, დაჯი,- თვალი ამარიდა. - ვითომ რატომ? - არ მინდა გული გატკინო. - ჩემს გულზე შენ ნუ იღელვებ,- სიბრაზე მეპარებოდა. - დაჯი, ყველაფერი ისე რთულად არის, ვერც კი წარმოიდგენ. წარსულია, მაგრამ მაინც რთული და მტკივნეულია. - გავიგებ თუ ამიხნი. - სანამ გეტყოდე, მინდა დამპირდე, რომ ამ ისტორიის შემდეგ ჩემთან ურთიერთობას არ გაწყვეტ სამუდამოდ,- მკაცრად გამაფრთხილა. თავიდან ხუმრობად მივიღე და გამეცინა, მერე მის სერიოზულ და გულწრფელ მზერას რომ წავაწყდი, ჩემში რაღაც შიშმა გაიარა. - რას გულისხმობ? - ყველაფრისდა მიუხედავად, რაც ადრე მოხდა ჩვენ გარეშე და ჩვენთან ერთადაც, შენი დაკარგვა არ მინდა, თუნდაც ჩემ სიყვარულში ვერ დაგაჯერო,- ვიგრძენი, როგორ აჩქარდა გულისცემა ჩემს მკერდს შიგნით, - მინდა ვიცოდე, რომ ჩემი მონაყოლი ერთმანეთისგან არ დაგვაშორებს. - ვანო... - გთხოვ, დამპირდი. - მე... გპირდები,- გულწრფელად ვუპასუხე, არ ვიცოდი რა უნდა მოეყოლა ისეთი, რაც მისდამი შეხედულებას შემიცვლიდა. - ყველაფერი სამი წლის წინ მოხდა,- ამ თარიღმა გონგის დარტყმასავით გაიჟღერა ჩემ გონებაში,- იყო ერთი გოგონა, რომელიც მთელი არსებით მიყვარდა და რომელსაც ასევე ვუყვარდი, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა. ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი და პირველივე ნახვისას მომეწონა ძალიან. მერე შემთხვევით ისევ შევხვდით ერთმანეთს თავისუფლებაზე, თავიდან ვერ მიცნო, მაგრამ მერე თავი შევახსენე. ურთიერთობა იმ დღიდან დავიწყეთ, ჯერ ვმეგობრობდით, შემდეგ კი მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა, შემიყვარდა, გესმის, დაჯი? ისე შემიყვარდა, რომ მის ყოველ ქცევაზე თვალს ვხუჭავდი, ისე მიყვარდა, რომ მის წინააღმდეგ ვერასდროს მივდიოდი, ვერ ვეკამათებოდი, თუნდაც რაღაც არ მომწონებოდა. თითქმის ერთი წელი ისე ვურთიერთობდით, ერთმანეთის არც ახლობლებს ვიცნობდით და არც მეგობრებს. ერთხელაც ისე მომბეზრდა ასე ფარულად ყოფნა, თინის და კოკას ვუთხარი თქვენ გასაცნობად უნდა მოვიყვანო მეთქი და ისინიც სიხარულით დამთანხმდნენ. თითქმის ძალით მივიყვანე მათთან, რადგან უკვე გადაწყვეტილი მქონდა მასთან ერთად ცხოვრებაზე დამეწყო საუბარი და არ მინდოდა ეს ისე მომხდარიყო, ერთმანეთის ოჯახები და მეგობრები რომ არ გაგვეცნო. თინიმ და კოკამ ისევე მიიღეს, როგორც შენ მიგიღეს მაშინ, მეგობრულად და თბილად, მანამდეც ხშირად გამოუთქვამთ მისი გაცნობის სურვილი. ის თავიდან ძალიან მორიდებულად იყო, მაგრამ ცოტახანში შევიდა მათთან კომუნიკაციაში, თავისუფლად დაიწყო საუბარი და გაერთო. მაშინ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ეს გოგო, ნამდვილად ის იყო, ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი. ძალიან კარგი გოგო იყო, დაჯი, გეფიცები, მეგონა ღვთაება იყო და მხოლოდ ჩემთვის დაბადებული, მაგრამ შევცდი. ზუსტად იმ საღამოს დაიწყო ყველაფერი. მხიარულად ვსაუბრობდით ერთმანეთში, როცა ტელეფონზე დაურეკეს, ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა. მაშინ არც კი მიფიქრია ჩემ თავს ზემოთ რა საავდრო ღრუბლები გროვდებოდნენ, ან როგორ უნდა მეფიქრა, მე ხომ მასზე თავიდან ბოლომდე ვიყავი შეყვარებული. ცოტახანში უკან დაბრუნდა და გვითხრა, რომ დაქალებმა დაურეკეს და რომ ბათუმში ეპატიჟებოდნენ,- აქ უფრო მეტად ამიყოლია შიშმა და თვალი ავარიდე მოსაუბრეს, არ ვიცი დამთხვევა იყო თუ რა, მაგრამ რატომღაც ამ ისტორიის დასასრული წინასწარ ვიცოდი,- ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად ძალიან უნდოდა წასვლა და უარი არ ვუთხარი, ან რა უფლება მქონდა, მე ხომ მხოლოდ შეყვარებული ვიყავი მისი. მეორე დღეს დაქალებთან ერთად ბათუმში წავიდა დასასვენებლად, იმავე დღეს ვიკამათეთ იმის გამო, რომ მე მისი მეგობრების გაცნობის სურვილი გამოვთქვი და მან უარი მითხრა. თითქოს რაღაცას გაურბოდა, თითქოს რაღაცას მიმალავდა, მაგრამ მე ამ რაღაცას ძალიან, ძალიან გვიან მივხვდი. სამი დღე ჩემს არც ზარებს პასუხობდა და არც მესიჯებს, შემდეგ მოუოდნელად გვიან ღამით მომწერა, რომ მშორდებოდა, რადგან სხვა შეუყვარდა,- აქ დადუმდა, მე კი ცრემლი მახრჩობდა. როგორ მინდოდა ეს მონაყოლი ისე არ დაესრულებინა, როგორც ვფიქრობდი,- გონებაში მეხის დაცემა ვიგრძენი, გულში კი მსხვრევა, არ ვიცოდი მაშინ რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მეთქვა, სად წავსულიყავი, ან... საერთოდ არაფერი ვიცოდი, უბრალოდ ვიჯექი და მის მონაწერს ვუყურებდი კარგა ხანი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა მისი მესიჯი იყო. მეგონა მეჩვენებოდა, რადგან მას მთელი არსებით ვენდობოდი და ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მართლა ვუყვარდი. გონს რომ მოვედი და ახსნა ვთხოვე მისი ნათქვამის, მითხრა, რომ ასახსნელი არაფერი იყო და ყველაფერი დამთავრდა, შემდეგ ტელეფონი გათიშა და საერთოდ გაქრა ხედვიდან. ამ დღის შემდეგ მასთან აღარ მისაუბრია, რამდენიმე ხანში ჩვენი საერთო ნაცნობისგან გავიგე, რომ საკუთარი დაქალის შეყვარებულთან ერთად გაიქცა სადღაც. მას მარიამი ერქვა,- მისი ნათქვამ დანარჩენ სიტყვებს ჩემ ყურამდე თითქმის აღარ მოუღწევიათ, მხოლოდ ის გავიგე, რომ გასულ ღამეს და ჩემ ყოფილ შეყვარებულს ახსენებდა, და შემდეგ მთლიანად ჩავკეტე სმენა. ჩემს მკერდს შიგნით გული აჩქარებით აღარ მიცემდა, ის საერთოდ აღარ ცემდა, გაჩერებული იყო და გაყინული, რადგან წარსულმა ისევ დიდი დარტყმა მიაყენა მას. გონებაში ვატრიალებდი ჩემი მასპინძლის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას- ,, დაქალებმა დაურეკეს“, ,, ბათუმში ეპატიჟებოდნენ“, ,, მისი მეგობრების გაცნობის სურვილი გამოვთქვი და მან უარი მითხრა“, ,, თითქოს რაღაცას გაურბოდა, თითქოს რაღაცას მიმალავდა“, ,, სხვა შეუყვარდა“, ,, საკუთარი დაქალის შეყვარებულთან ერთად გაიქცა“, ,, მას მარიამი ერქვა“. ეს სიტყვები ისე განუწყვეტლივ მოძრაობდა ჩემ გონებაში, რომ საფეთქლები ამეწვა. დახუჭული ქუთუთოების ქვეშ ცრემლებს ვეღარ ვაკავებდი, ქარისგან აწეწილ თმაში თითები შევიცურე და ფილტვებში ჩაგროვილ ჰაერს, გულის ხმა ამოვაყოლე. ვანო წამებში ჩემ გვერდით გაჩნდა და მხრებზე მომხვია მკლავები, ჩემმა კანმა იგრძნო თუ არა მისი შეხება, მაშინვე პროტესტი გამოთქვა. ჩემს მასპინძელს, ჩემს საყვარელ მასპინძელს, ხელი ვკარი და მისი მკლავებისგან გავთავისუფლდი, ფეხზე წამოვიჭერი და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი მას. არ მინდოდა ამ მატყუარა, ყალბ, ადამიანთან სიახლოვეში დავრჩენილიყავი თუნდაც ერთი წამით მაინც, ადამიანთან, რომელმაც სიმართლე დამიმალა, მთელი ჩემი წარსული იცოდა და მაინც ისე იქცეოდა, თითქოს აქამდე არც კი მიცნობდა. - დაჯი?!- გაკვირვებულმა ამომხედა ქვევიდან და ისიც ფეხზე წამოდგა. - კიდევ რამდენი ხანი აპირებდი ჩემ მოტყუებას? - დაჯი... - კიდევ რამდენი ხანი აპირებდი მეთქი ჩემ მოტყუებას! - დაჯი, მისმინე, მე შენ არ მომიტყუებიხარ. - მომატყუე, სიმართლე არ მითხარი. თავიდანვე კარგად მიცნობდი, იცოდი ვინც ვიყავი და მაინც ისე მიმიღე, როგორც სტუმარი და არაფერი მითხარი. - ხო, არაფერი გითხარი, რადგან შენ ჩვენ წარსულთან არაფერი გაკავშირებს. - არაფერი მაკავშირებს?- თმაზე გადავისვი ნერვიულად ხელი, ამ ბიჭის სიმშვიდე მალე ბოლოს მომიღებდა,- ხვდები, რომ ჩემი და შენი სასიყვარულო კრახი ერთმანეთს უკავშირდება? მარიამი ჩემი დაქალი იყო, რომელმაც ჩემ შეყვარებულთან გააბა რომანი, და ჩემმა შეყვარებულმა კი... ყოფილმა შეყვარებულმა, მის გამო დამინგრია ცხოვრება. ამ ამბით დაზარალებული მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ხომ ასეა, ვანო? მიპასუხე. - ამ ყველაფერს შენთან კავშირი არ ჰქონდა და ვერც ვერანაირად ექნებოდა. - ეს იმას არ ცვლის, რომ შენ მე მომატყუე,- მაშინვე დაწყებულ თემას დავუბრუნდი, რადგან მივხვდი იმ საუბარს თუ გავაგრძელებდით, სულ სხვა ყულფში ამოვყოფდით ორივენი თავს. - არ მომიტყუებიხარ მეთქი, დაჯი, უბრალოდ სიმართლე არ გითხარი. - ეს ერთი და იგივეა. - არანაირად. - ვანო, ძალიან გთხოვ, შეწყვიტე. სიმართლე მითხარი, იცოდი თუ არა ვინ ვიყავი იქამდე, სანამ მე ხაშურში ჩმოვიდოდი? - დაჯი...,- ჩემკენ წამოვიდა და ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია, მაშინვე თავი გავწიე მის მოსაშორებლად. - არ შემეხო და მითხარი ის რაც მაინტერესებს. - ყველას გიცნობდით, შორიდან, - ისე დაიწყო, ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ისევ მოიქცია ჩემი სახე ხელისგულებში, - სოციალური ქსელიდან გიცნობდით შენ, ლინდასა და ნიტას. თავიდან მარიამს ველოდებოდი, როდის გამაცნობდა თქვენ თავს, მაგრამ მერე ეს ამბავი მოხდა და... ამაზე ლაპარაკის ადგილი აქ არ არის. - მართალი ხარ,- თავი დავუქნიე და საბოლოოდ მოვიშორე მისი ხელები,- მაგრამ ამაზე ლაპარაკი კი არა, საერთოდ შენი ხმის გაგონება არ მინდა,- დავიხარე და ჩანთა ავიღე,- შენი დანახვაც კი არ მინდა. - დაჯი,- გამომეკიდა და მკლავში წამავლო ხელი. - გამიშვი, არც კი გაბედო ჩემთან მოკარება,- მორჩილად გამიშვა ხელი, გვერდი ავუარე და ბინისკენ ავიღე გეზი. როგორ მინდოდა უკან მიმეხედა და მენახა მომყვებოდა თუ არა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე სულელური საქციელი იქნებოდა, რაც კი ოდესმე, ჩემ სიცოცხლეში გამიკეთებია. *** ბინის კარი დავხურე თუ არა, მაშინვე გადავრაზე შიგნიდან საკეტი. არ მადარდებდა ის ფაქტი, რომ ვანოს გარეთ ყოფნა მოუწევდა, ახლა მარტო ყოფნაზე მეტად არაფერი მინდოდა. ისევ მოვტყუვდი, ისევ მეტკინა გული. რაზე ვფიქრობდი, როცა მეგონა, რომ ვინმეს შეყვარება შეიძლებოდა?! სიყვარულს ჩემთვის კარგი არაფერი მოუტანია, გარდა ტკივილისა და იმედგაცრუებისა. ჭკუას ვერასოდეს ვსწავლობ, ვერასოდეს ვსწავლობ შეცდომებზე, ერთხელ დავეცი და წამოდგომა შევძელი, მაგრამ ახლა არ შემიძლია. გული იმაზე მეტად მტკივა, ვიდრე სამი წლის წინ, თითქოს მაშინ ნამდვილად არ მყვარებოდა. ცხოვრება ძალიან უსამართლოდ მექცევა, არასოდეს მიმართლებს, ბედნიერებას ვერ ვპოულობ და ვერც სიყვარულს. მგონია იმისთვის ვარ დაბადებული, რომ ყველამ მიღალატოს, ყველამ გული მატკინოს. საყვარელი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ, რადგან ყველა ვინც გიყვარს იმედს გიცრუებს. კუთხიდან ჩემი გორგოლაჭებიანი ჩემოდანი გამოვაგორე და საწოლზე შემოვდე. კარადიდან ჩემი ტანსაცმელი გამოვიღე და პირდაპირ ჩავყარე ჩანთაში. ახლა სილამაზისა და პერფექციონისტობის არც თავი მქონდა და არც დრო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავცლოდი იმ ადგილს და ჩემს მასპინძელს. მიუხედავად იმისა, რომ მართლა გულწრფელად მინდოდა მასთან ერთად სამუდამოდ ყოფნის, მაინც ვერ ვაპატიებდი, რომ სიმართლე დამიმალა და თავის სახლში ისე მიმიღო, როგორც ერთი ჩვეულებრივი, უცხო ადამიანი. ის ფაქტი, რომ ამდენი ხანი ტყუილში ვიყავი, ძალიან დამამცირებელი იყო ჩემთვის და ამიტომაც გადავწყვიტე მისგან რაც შეიძლება შორს გაქცევა. ჩემი ნივთების ჩალაგების პროცესში ვიყავი, როცა სადარბაზო კარის სახელურის ჩამოწევის ხმა გავიგე. ალბათ ვანო მოვიდა მეთქი, გავიფიქრე და ფეხის თითებზე შემდგარი, ჩუმად მივუახლოვდი კარს, ,, საჭვრიტინოში“ მისი ნაღვლიანი სახე მოჩანდა. ღმერთო, როგორ მინდოდა ახლა ეს კარი გამეღო და ჩავხუტებოდი, მეთქვა, რომ ვპატიობდი ამ ტყუილს და დამალულ სიმართლეს, რადგან ძალიან მიყვარდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადავაბიჯე და ისევ ჩანთას მივუბრუნდი. ჭირივით მძულდა ეს წასვლები, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მეც და ჩემ დანარჩენ დაჯიებსაც გაგვაჩნდა სიამაყე, თავმოყვარეობა და პრინციპები, რომელსაც ერთი წამითაც ვერ გადავაბიჯებდით. ელვა შევკარი, საწოლიდან ჩამოვდე და კარისკენ გავაგორე, როცა ვანოს ყრუ ხმა მოისმა კარის მეორე მხრიდან. - დაჯი?!- ხმა არ გავეცი,- დააჯ, ვიცი, რომ მანდ ხარ, გეხვეწები შემომიშვი და ვილაპარაკოთ. ყველაფერს აგიხსნი,- ხმა ისევ არ გავეცი, ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი კარს და ,, საჭვრიტინოში“ გავიხედე, ისევ გამირბინა სურვილმა, რომ გამეღო და ჩავხუტებოდი, მაგრამ თავი შევიკავე,- დაჯი, გთხოვ. - ვანო, მარტო ყოფნა მინდა,- ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოვიღე. - ვიცი, მაგრამ... მინდა აგიხსნა ყველაფერი, არ მინდა ისე იფიქრო, რომ მოგატყუე, გამოგიყენე ან რამე,- ხმა გატეხვოდა. - აბა რას ნიშნავდა შენი ეს სტუმართმოყვარეობა?! - შემომიშვი და აგიხსნი. - არ მჭირდება. - დაჯი, გთხოვ. - ვანო, წადი, გთხოვ. - სად წავიდე, დაჯი, მანდ ვცხოვრობ მეც,- დავდუმდი. უფლება არ მქონდა გამეგდო, და თან სხვისი სახლიდან, მაგრამ თუ შემოვუშვებდი, მასთან საუბარი აუცილებლად მომიწევდა, მე კი ეს არ მინდოდა. იქნებ ახსნის საშუალება მიმეცა? იქნებ საერთოდ არ იყო ისე, როგორც მე ვფიქრობდი, იქნებ ჰქონდა თავისი მიზეზი, რისი თქმაც ახლა უნდოდა. მაგრამ უარესი რომ მომხდარიყო, ისედაც ათასჯერ ნატკენი გული, კიდევ ერთხელ რომ მტკენოდა? ამას ვეღარ გავუძლებდი, ძალიან მიჭირდა ადრეც და ახლაც ძალიან გამიჭირდება ცხოვრებას ისევ რითმულად ავუწყო ფეხი. - ვერ გავრისკავ,- ჩემთვის ჩავიჩურჩულე და თმაზე გადავისვი ხელი. ღმერთო როგორ მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ჩემ ერთ ,, მეს“ მასთან საუბარი უნდოდა, მეორეს კი მისგან შორს ყოფნა. - დაჯი?!,- ღრმად ჩავისუნთქე და საკეტში გასაღები გადავატრიალე, კარი ოდნავ გამოვაღე და ასე გავხედე ჩემს მასპინძელს. - ხუთი წუთი გაქვს,- ვუთხარი და მისაღებში შევბრუნდი, რომ შემოსულიყო. მანაც ზღურბლს გადმოაბიჯა და კარი მიხურა. - ხუთი წუთი არ მეყოფა. - სცადე. - დაჯი...,- უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და ჩემკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ახლოს არ მოვუშვი და უკან დავიხიე,- თხუთმეტ წუთში ჩემი შეძულება ისე შეძელი, რომ ჩემ სიახლოვესაც ვერ იტან? - შენ მითხარი, რომ რაღაცის ახსნა გინდოდა, გისმენ,- მის კითხვას მოვუყრუე და მკერდზე გადავიჯვარედინე ხელები, ნეტავ სცოდნოდა როგორ არ მინდოდა მისგან შორს ყოფნა, მაგრამ თავს მართლა მოტყუებულად ვგრძნობდი. - არ მომიტყუებიხარ!,- მკაცრად და გადაწყვეტილად მითხრა,- ეს უბრალოდ... - ეს უბრალოდ სიმართლის დამალვა იყო არა?- სათქმელი გავაწყვეტინე,- რა განსხვავებაა, ვანო, ტყუილსა და სიმართლის დამალვას შორის, ამიხსენი. - მაცადე და აგიხსნი,- ახლა მან შეკრა კოპები და დაიღრინა. - გაცდი,- არც მე ჩამოვრჩი. - არ მაცდი, ცდილობ შენი დასკვნები გამოიტანო და ახსნის საშუალებასაც არ მაძლევ. ცოტახნით გაჩუმდი,- კიდევ ერთხელ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯები, მაგრამ ამჯერად უკან აღარ დამიხევია, რატომ უნდა დამენახებინა, რომ მისი მეშინოდა?! - ანუ რა გინდა მითხრა, რომ ბევრს ვლაპარაკობ? - თქვენ, ქალებს, ყველაფერი რთულად გესმით,- ნერვიულად ჩაიცინა და თითები თმაზე გადაისვა. - თუ თქვენ, კაცები, ნორმალურად ახსნით რისი თქმაც გინდათ, იქნებ ჩვენ, ქალებმა, აღარ გავიგოთ ყველაფერი რთულად?!- არ ვნებდებოდი. - კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია,- არც ის ნებდებოდა. - სამი წუთი დაგრჩა, ვანო,- შევახსენე. - იმდენს გამოვიყენებ, რამდენიც დამჭირდება. - აბა კიი,- ცინიკურად ჩავიფრუტუნე და გვერდზე გაწევა ვცადე, მაგრამ მკლავებში ჩამეჭიდა და ისევ უკან დამაბრუნა. - აქ იდექი და თვალებში მიყურე,- მკაცრად მითხრა და სახე მომიახლოვა, ნუთუ კოცნას აპირებდა? - უბრალოდ უნდა დავმჯდარიყავი,- გაოცებულმა შევხედე. - აა, კაი მაშინ, მიდი,- მითხრა და ხელი გამიშვა, დივნისკენ ავიღე გეზი ისე, რომ მისთვის მზერა არ მომიშორებია. ახლა სულ სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო, მართლა გავიცინებდი. დავჯექი და დაველოდე როდის დაიწყებდა საუბარს. ხუთი წუთის ვადა რომ მივეცი და ეს ხუთი წუთი უკვე ამოწურული იყო, აღარ ჩავთვალე ამის შეხსენება აუცილებლად,- დავიწყო? - დაიწყე,- ნებართვა გავეცი და მოსასმენად გავემზადე. - მადლობა, ქალბატონო დაჯი,- გულზე ხელის გული მიიკრა მადლიერების ნიშნად და ჩემ წინ, პატარა მაგიდაზე ჩამოჯდა,- მოკლედ, ჯერ მინდა, რომ ბოდიში მოგიხადო იმისთვის რაც არ ჩამიდენია. - უკაცრავად? - არ მომიტყუებიხარ მეთქი, ამას ვამბობ. ხოო სიმართლე დაგიმალე, მაგრამ არ მომიტყუებიხარ. სიმართლე კი იმიტომ დაგიმალე, რომ... როცა პირველად ჩავერთე თქვენ სტუმარ- მასპინძლობაში, მართლა არ ვიცოდი, რომ შენი, ლინდასა და ნიტას წამოწყება იყო. მერე შენი ე. წ რეზიუმე რომ ვნახე გამახსენდი. თავიდან გასართობად ჩავერთე ამ პროექტში, მერე კი სურვილი გამიჩნდა ის ქალი გამეცნო ახლოდან, რომელიც სამი წლის წინ რაღაც კუთხით ჩემ ცხოვრებას დაუკავშირდა. ამიტომაც დავთანხმდი შენს ჩემთან სტუმრობას, ისე მიგიღე, როგორც უცხო და არ გამიმხელია , რომ ოდესღაც შენ შესახებ ბევრი რამ გავიგე. თავიდან არ მიფიქრია, რომ რამეს ვაშავებდი ამით. მერე იმდენად შეგეჩვიე და იმდენად მომწონდა შენთან ერთად ყოფნა, რომ გადავწყვიტე ამ სიმართლის თქმით გული არ მეტკინა. ახლა კი... ახლა იმიტომ ვდუმდი, რომ შენი დაკარგვის მეშინოდა. - ჩემი დაკარგვის?- მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები უღონოდ ჩამოვუშვი და მუხლებზე დავილაგე. გულზე ისე მომხვდა მისი ეს სიტყვები, ლამის ტირილი დავიწყე. ნუთუ მართლა ვუყვარდი?! - შენი დაკარგვის,- გამიმეორა ისევ და გამიღიმა,- ვიცოდი, რომ წარსულის გახსენებას კარგი არაფერი მოყვებოდა ჩვენ ურთიერთობაში და ასეც მოხდა. იმის გამო მეჩხუბები, რომ შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. სიმართლის თქმით თუ მის გარეშე, შენს გულს ცუდად შევეხე და ახლა არც კი ვიცი რა ვქნა. - გასაგებია,- გაპარული ხმით ამოვილაპარაკე და თვალი ავარიდე. მიუხედევად იმისა, რომ მისი მესმოდა, მაინც ვერ ვპატიობდი ამას. - ვიცი გგონია, რომ შენი დაცინვა ან გამოყენება ვცადე, მაგრამ ეს ასე არ არის. რა დონემდე უნდა ვიყო დაცემული, რომ ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ, უცოდველ გოგოს ეს გავუკეთო?! ვაღიარებ, თავიდან მართლა ძალიან მიშლიდი ნერვებს და მინდოდა სადმე გადამეგდე, მაგრამ თან ვერთობოდი შენთან. კოკა და თინი რომ ჩამოვიდნენ ხაშურში და მათ გასაცნობად წაგიყვანე, მარიამი გამახსენდა. თავიდან შენც მორცხვად იყავი მათთან და შემდეგ შეხვედი კომუნიკაციაში და მართლა ძალიან შემეშინდა, რომ ის დაწყევლილი ისტორია განმეორდებოდა. მაშინ ჯერ არ მიყვარდი, მაგრამ რატომღაც მეშინოდა, რომ შენც წახვიდოდი ჩემგან. მარიამის შემდეგ, პირველი ქალი ხარ ვისი დაკარგვისაც შემეშინდა. მერე უაზროდ ჩამეჭედე გონებაში და ვერ გიშორებდი, როცა ვერ გხედავდი, ვციდობდი დამენახე, გეძებდი, სიზმარში გხედავდი. რამდენჯერ არ მიძინია იმის გამო, რომ სიზმრებიდან ვერ გიშორებდი, რამდენჯერ გამითენებია ღამე თეთრად. მერე ჩემ თავს ვუთხარი, რომ ეს ნორმალური იყო და იმ ადამიანის დასიზმრება, რომელიც მოგწონს, ჩვეულებრივი ამბავი იყო და მეტიც, ამისგან სიამოვნება უნდა მიმეღო. - მეგონა შენი უძილო ღამეები მარიამის გამო იყო,- გაპარული ხმით ამოვილაპარაკე, რატომღაც ჩემთვის ძნელი აღმოჩნდა იმის მიღება, რომ ვიღაც სიყვარულს მიხსნიდა. - კი, მარიამის გამოც ვათევდი ღამეებს, ძილი არ მახსოვდა რას ნიშნავდა და საერთოდ ადამიანები რისთვის იძინებდნენ ვერ ვხვდებოდი. იცი რა საშინელებაა, როცა გეძინება და ვიღაცის გამო ვერ იძინებ? და ეს ვიღაც, ერთ დროს შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი იყო,- სრულად ვიგებდი მის ნათქვამს, რადგან ეს ყველაფერი მეც გამოვლილი მქონდა, მაგრამ ჩემი ტკივილი გაორმაგებული იყო ვანოსთან შედარებით,- შემდეგ გამოჩნდი და არანორმალური ხასიათით დამავიწყე ყველაფერი ის რაზეც ვდარდობდი, წარსული დამავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ წარსულში შენც მონაწილეობდი, საშუალება მომეცი გამოვკეთებულიყავი და მომავალზე უფრო მეტი მეფიქრა, ვიდრე წარსულზე. სიმშვიდე ვიპოვე და ჩემი ეს სიმშვიდე შენ იყავი, დაჯი,- ჩემი ხელი თავის ხელის გულებში მოიქცია და ნამიანი თვალებით შემომხედა, მის თვალებში გულწრფელობის გარდა ვერაფერს ვხედავდი. - პირველად... პირველად როდის მიხვდი, რომ გიყვარდი?- ხმა გამებზარა, მის აწყლიანებულ თვალებზე მეც მეტირებოდა. - არ ვიცი, მართლა არ ვიცი როდის შემიყვარდი, მაგრამ მაშინ, ხაშურში ძაღლის რომ შეგეშინდა და ჩამეხუტე, მაშინ მივხვდი, რომ ჩემს გულში რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ისეთი შეშინებული იყავი, ისეთი დაუცველი, ჩემს მაისურზე მთელი ძალით გქონდა თითები ჩაჭიდებული და თვალებდახუჭული მეკვროდი, მე კი სურვილიც კი არ გამჩენია შენი მოშორების. მაშინ დავიფიცე, რომ ამ ქალს ხელს არასოდეს გავუშვებდი, თუ თავადაც მოისურვებდა ჩემთან ყოფნას. სამწუხაროა, რომ თავი ვერ შეგაყვარე ისე, რომ გამბედაობა გყოფნოდა შენ გრძნობებზე გესაუბრა თამამად, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ, დროს მოგცემ იმისთვის, რომ იფიქრო,- მითხრა და ფეხზე წამოდგა. - რაზე უნდა ვიფიქრო? - იმაზე, რომ გიყვარვარ. - ეგ საიდან მოიტანე. - შენი თვალებიდან. - აშკარად ვერ კითხულობ ჩემს თვალებს სწორად,- ფეხზე წამოვხტი და აივნისკენ მიმავალს უკან ავედევნე. - ძალიან სწორად ვკითხულობ, დაჯი, ძალიან, ძალიან სწორად,- სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა. ვერ ვიტანდი მწეველ ხალხს, მაგრამ ახლა რატომღაც პრეტენზიას არ გამოვთქვამდი ვანოსთან, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარდა და ის ამ სიყვარულს ჩემს თვალებში კითხულობდა. შეშლილობამდე არაფერი მეკლდა. ისეთი აზრები მომდიოდა თავში, რომელიც ნორმალურ ადამიანებს არ მოუვიდოდათ. მასთან ერთად აივანზე ვიდექი და ჰორიზონტს გავყურებდი. მის სიმხურვალეს ისე ახლოს ვგრძნობდი, რომ კანი მეწვოდა, თუმცა ეს სიმხურვალე ისე მსიამოვნებდა, შორს გაწევა არც კი მიფიქრია. ვინ იცის, კიდევ როდის შევძლებდი მასთან ასე ახლოს ყოფნას, ვინ იცის, იქნებ დღევანდელი დღე უკანასკნელი ყოფილიყო ჩვენთვის. ადამიანები ხომ ყოველთვის იმისკენ მივილტვით, რაც ძნელი მისაწვდომია, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რომ ოდესმე მივწვდებით. ხოდა მეც ზუასტად ასე ვიყავი, მივილტვოდი იმისკენ რაც გვერდით მყავდა, მე კი არ შემეძლო შეხება, რადგან მეშინოდა. და სწორედ ეს შიში მღუპავდა და დამღუპავდა სიცოცხლის ბოლომდე. - სახლში მინდა წასვლა,- მეც კი ვერ მივხვდი, როგორ წარმოვთქვი ჩემი ფიქრები ხმამაღლა. - წავალთ,- არც კი შემოუხედავს ისე მიპასუხა. - როდის? - როცა გინდა,- თავი დავუქნიე. წასვლა მინდოდა, მაგრამ მასთან განშორების სურვილი არ მქონდა, ორივეს ერთად კი ვერ შევძლებდი. შევთანხმდით, რომ მეორე საღამოს დავბრუნდებოდით ხაშურში, მანამდე კი ისე უნდა მოვქცეულიყავით, თითქოს ჩვენ შორის დაძაბულობა არ სუფევდა. იმ საღამოს გასეირნება გადავწყვიტეთ, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა, მეგობრებმა და სტუმარ- მასპინძელმა. ვსაუბრობდით ერთმანეთში, ვხუმრობდით, ვიცინოდით და საღამოს ისე ვატარებდით, თითქოს არაფერი მომხდარიყო ჩვენ შორის, მე არ ვიყავი ნაწყენი იმის გამო, რომ მომატყუა, მას კი არ ჰქონდა გრძნობები ჩემ მიმართ. უბრალოდ ვატარებდი უკანასკნელ საათებს მასთან ერთად და ის ჩემთან ერთად. იქამდე დავდიოდით ზღვის პირას, სანაპიროზე, სანამ ამინდი არ შეიცვალა. კორპუსთან ჯერ არ ვიყავით მისულები, რომ წვიმამ გიჟივით დაასხა და სადარბაზოში უკვე გალუმპულებმა შევირბინეთ. თეთრი კაბა სხეულზე ამკვროდა და ჩემი სხეულის ფორმას ურცხვად იმეორებდა. ვანოს შუბლზე სველი კულულები ჩამოყრილიყო და ბავშვურ იერს სძენდა თხემით- ტერფამდე გაწუწულ თავის პატრონს. ლიფტებთან სირბილითა და სიცილით მივირბინეთ, თავი ბავშვები გვეგონა, რომლებსაც წვიმაში ყოფნა უყვარდათ. საერთოდ არ მინერვიულია იმაზე, რომ მეჩვიდმეტე სართულზე ვიყავით ასასვლელები, არც იმაზე მიდარდია, რომ ბინაში ვანოსთან ერთად უნდა ვყოფილიყავი მარტო, დილით მომხდარის შემდეგ ან როგორ უნდა მედარდა, როცა მის სიახლოვეს მყავდა თავი დაგულებული და ეს სიახლოვე დროებით მავიწყებდა ყველაფერს. პირისპირ ვიდექით, ერთმანეთს თვალებში შევცქეროდით და ვიღიმოდით. ამას იმდენად გაუაზრებლად ვაკეთებდი... უბრალოდ მიყვარდა, როცა მე მას ვუყურებდი, ის კი მე. უცებ დაიხარა, ჩემს ტუჩებს მისწვდა და ნაზად მაკოცა. ამ კოცნამ ერთ წამზე მეტი არ გასტანა, მაგრამ ჩემს ძარღვებში სისხლი ნამდვილად აადუღა. საკუთარ თავთან დილემა მოვაწყვე, ჩემ მეორე მეს ვეკამათებოდი იმის შესახებ, უნდა მეპასუხა თუ არა კოცნაზე კოცნით. შუბლი შუბლზე მომადო და თვალები დახუჭა, მეც დავხუჭე, ლიფტში გამეფებულ სიჩუმეში მხოლოდ ჩვენ ორის გულის ცემის ხმა და ჩემი ჩურჩული ისმოდა. - შენ შემპირდი...,- ამოვიჩურჩულე იმის იმედით, რომ გაიგებდა რაც ვიგულისხმე. - მაპატიე,- მანაც ამოიჩურჩულა და ხელი მიშვა. თავი 7 მეორე დილით ავიკარით ჩვენი გუდა- ნაბადი და ბათუმს ღიმილით დავემშვიდობეთ. რაც არ უნდა მომხდარიყო ბოლო დღეებში, მასთან მაინც საუკეთესო მოგონებები დამაკავშირებდა. რა მისი ბრალი იყო, თუ ჩემსა და ვანოს შორის ურთიერთობა აირია, ის უბრალოდ შემსწრე გახდა ამ ყველაფრის. ხაშურისკენ მიმავალ მატარებელში გვერდიგვერდ ვისხედით და ფანჯრიდან ვუყურებდით ხეებს, რომლებიც უკან გარბოდნენ. ბავშვობაში მეგონა, რომ როცა ვმგზავრობდი ხეები, ბუჩქები და მთები საპირისპირო მხარეს გარბოდნენ, კიდევ მეგონა, რომ მთვარე დამდევდა და რომ ციდან ფოტოს მიღებდნენ, როცა ელავდა, ამ დროს ზევით ვიყურებოდი და ვიღიმოდი. მაინც რა არის ბავშვობა, ყველა სისულელის რომ გჯერა. ჩემი ბავშვობის გახსენებაზე უნებლიედ გამეღიმა და სავარძლის სახელურზე ჩამოდებულ ხელს ნიკაპი დავაყრდნე, მაშინვე ვიგრძენი ჩემი მასპინძლის გახშირებული სუნთქვა. თვალი გავაპარე მისკენ, თვალები დაეხუჭა და ალბათ ეძინა, სიცხისგან დაცვარულ შუბლზე თმის რამდენიმე ხვეულა მიჰკრობოდა. ისეთი მიმზიდველი მომეჩვენა მისი სახე, სურვილი გამიჩნდა შევხებოდი და ონავარი კულულები მისი შუბლიდან მომეშორებინა. ამის გაფიქრება იყო და მექანიკურად ამიმუშავდა მარჯვენა ხელი, ჩემი თითის ბალიშები ურცხვად შეეხო მის სახეს და თმა უკან გადაწია, მერე ეს არ იკმარა და ლოყაზე დაუსვა ცერა თითი და ბედნიერმა გამაღიმა. რომ შემძლებოდა ამას სიცოცხლის ბოლომდე ვიზამდი, რომ არა ჩემი მასპინძლის მოულოდნელი ჩაღიმება. მაშინვე მოვაშორე თითები მის სახეს და ჩემს სავარძელში შევსწორდი ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო, არადა იმაზე დიდი რაღაც მოხდა, ვიდრე ,, არაფერი“ დაიტევდა. - და შენ კიდევ იტყვი, რომ ჩემ მიმართ არაფერს გრძნობ?- ყურთან ახლოს გავიგე მისი ჩურჩული და მთელ ტანში დამაჟრიალა. - არ მითქვამს, რომ არაფერს ვგრძნობდი,- ,,და რა სისულელეს ვამბობდი?!“ - მაგრამ არც ის გითქვამს, რომ რამეს გრძნობ,- შვებასავით გაიპარა რაღაც მის ხმაში. - არც ეგ მითქვამს,- დავეთანხმე. - აბა?! - ჰმმ?! - რაღაც შუაში ხარ გაჭედილი. - რის შუაში? - გრძნობების. - არა! - ჯერ მეგონა, რომ მართლა გძულდი, როცა მეუბნებოდი, რომ გძულდი. მერე მეგონა, რომ მოგწონდი და ჩემთან ყოფნა გსიამოვნებდა, პრინციპში ეს ასეც იყო მგონი. მერე კი ვფიქრობდი, რომ გიყვარდი და შენ სიყვარულს რაღაცის გამო მალავდი, უფრო სწორად ვიღაცის. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემ მიმართ არაფერს კი არა ბევრ რამეს გრძნობ,- ჩემკენ გადმოიხარა და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია,- დაჯი, მითხარი რამე. - მე უკვე ყველაფერი ვთქვი, ვანო, აღარაფრის დამატებას ვაპირებ. - სამწუხაროა, რომ საკუთარი თავის მოტყუებაც გიწევს მაგ სიტყვებით,- ჩემს თმას ხელი უშვა და თავის სავარძელს დაუბრუნდა,- ძალიან მაინტერესებს ეს რამდენი ხანი გასტანს. სამუდამოდ მეთქი გავიფიქრე და ჩუმად გავიხედე მისკენ. თვალები ისევ დაეხუჭა და მოჩვენებითი ძილისთვის მიეცა თავი. ან ჩემს თავს რას ვტანჯავდი, ან ამ ბიჭს, მაგრამ პრინციპულობას ვერ გადავაბიჯე ეს ურჩი ფეხი. ხაშურამდე ერთმანეთისთვის აღარაფერი გვითქვამს, უფრო სწორედ მე მალევე გავითიშე და ჩამეძინა. ძილში სიზმარს ვხედავდი, გასულ დღეებში მომხდარი ამბები მესიზმრებოდა, ვანო და მისი ტუჩები ჩემ ყველა სიზმარში ასრულებდა მთავარ როლს და არც ეს ყოფილა გამონაკლისი. ისე ცხადლივ ვგრძნობდი მის შეხებას, ლამის ეჭვი შემეპარა, რომ მეძინა. მის თბილ ხელს ვგრძნობდი ჩემ სახეზე, ისე ნაზად მეხებოდა მისი თითის ბალიშები, რომ სიამოვნების ღიმილმა მომიცვა. მთელს ჩემს სხეულს, ჩემს კანს უხაროდა მისი შეხება, მისი სიმხურვალე, მისი სინაზე, მაგრამ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, რომელსაც ცხადში არასდროს დავუშვებდი. ეს იყო სასჯელი საკუთარი ტყუილისთვის, საკუთარ თავს სასჯელი მე თავად გამოვუტანე და არ მივეცი ბედნიერების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მქონდა. ჩემ სიზმარში, ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, მაგრამ ეს კოცნა უკვე აღარ გავდა ირეალურს, შეუძლებელი იყო მძინებოდა. გამოფხიზლებულმა ქუთუთოები ოდნავ დავაშორე ერთმანეთს. მართალი აღმოვჩნდი, მიუხედავად ჩემი გადაგიჟებული ფანტაზიისა, შეუძლებელი იყო ასე ბუნებრივად წარმომედგინა მისი შეხება ძილში. თავი მის მხარზე მქონდა ჩამოდებული, ის კი თმაზე მეფერებოდა, შუბლზე კოცნაც უფრო ცხადლივ ვიგძენი, კანი მეწვოდა მისი ტუჩების შეხების ადგილზე. თავი არ გამიცია, რომ მეღვიძა, თვალები ისევ დავხუჭე და გავიტრუნე, თუ ეს ჩვენი უკანასკნელი სიახლოვე იყო, მინდოდა იმდენ ხანს გაგრძელებულიყო, რამდენიც შესაძლებელი იყო. და მერე კიდევ ვეტყოდი, რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი არა?! ვანოს იმის სჯეროდა რაც ვუთხარი, ან უბრალოდ თავს იკატუნებდა, რომ სჯეროდა. როგორ იქნება ქალს სხვა მიყვარდეს და ვანოსთან ასე ახლოს ვიყო, დარწმუნებული ვარ ამას თავადაც ხვდება და ამიტომაც მომცა დრო. დრო, რომელიც არც კი ვიცი რაში უნდა გამომეყენებინა. ჩემ გრძნობებში დარწმუნებული ვიყავი, ფიქრი აღარ მჭირდებოდა ამაზე. ერთადერთი, რაც საკუთარ თავთან უნდა გამერკვია ის იყო, რომ მინდოდა თუ არა მისგან შორს ყოფნა. კარგად ვიცოდი რაც მოჰყვებოდა ჩემ თბილისში დაბრუნებას, მაგრამ მაშინებდა ის თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ხაშურში დარჩენას. გული და გონება ერთდროულად მიმუშავებდა და ორივეს ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა, მე კი ვერ ჩამოვყალიბებულიყავი, რომლისთვის დაჯერება ი....ბოდა ჩემთვის უფრო კარგი. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ქუთუთოების სიმძიმე ისევ გიგრძენი. თვალები მეხუჭებოდა და ძილის ბურნუსში ვიბლანდებოდი უკვე, რომ ჩემთან ახლოს გაისმა შორეული ჩურჩული. - ნეტავ იცოდე, როგორ მიჭირს შენი გაშვება... მე უარესად მეთქი, გავიფიქრე და სრულად ჩავიძირე ძილში. ხაშურის ბაქანზე ფეხი ისე დავდგი, ვიღაცას მთვრალი ვეგონებოდი. ახალ გაღვიძებულს, ჯერ კიდევ არ გამეაზრებინა ჩემ თავს რა ამბები ხდებოდა, ან სად ვიყავი, ან იქ რა მინდოდა. ვანოს, რომელიც თავისი ჩანთის გარდა ჩემს ჩანთასაც მიაგორებდა, ინსტიქტურად მივყვებოდი უკან. ცოტაღა მაკლდა მაისურის ბოლოზე რომ არ ჩამოვკიდებულიყავი პატარა ბავშვივით, მშობლებს რომ მიყვებიან ხოლმე. მატარებლის სადგურიდან გასულებმა ხის ჩრდილში შევიყუჟეთ და დავიცადეთ, მაგრამ რას ველოდით არ ვიცოდი. ბოლოს ჩვენ წინ რაღაც უცნაური ფორმის, ზომის და ფირმის მანქანა გაჩერდა, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა და ჩვენკენ წამოვიდა. ალბათ ვანოს ნაცნობია მეთქი, გავიფიქრე და გადაეხვია კიდეც ჩემს მასპინძელს. ერთი არაფრით გამორჩეული, შავგვრემანი ბიჭი იყო, ალბათ ჩემი ასაკის, ან უფრო პატარაც, რაღაცით ვანოს ჩამოჰგავდა კიდეც. მერე გავიგე, რომ მისი ბიძაშვილი იყო, რომელმაც სკოლა ახლახანს დაამთავრა და სასწავლებლად თბილისსში მიდიოდა. სახლში მან მიგვიყვანა, გზაში ენა არ გაუჩერებია, ხან რა მოყვა და ხან რა, ისიც ვანოსავით მხიარული და კარგი მოსაუბრე იყო, ეს ალბათ გენში ჰქონდათ. მიუხედავად ჩემი დიდი უარისა, ჩემი ჩანთა თავად შეიტანა შინ და ვერანდაზე მდგარ სავარძელში კომფორტულად ჩაჯდა. მერე გავიგე, რომ იმ საღამოს დათოს ოჯახი უნდა მოსულიყო სტუმრად და თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან მეც იქ ვიყავი. ეს არ იყო ჩემი ოჯახი და არც მომავალშ იქნებოდა, შესაბამისად მე ზედმეტი ვიქნებოდი იმ საღამოს. მიუხედავად ამისა, სანამ სტუმრები მოვიდოდნენ, ვანოს დახმარება შევთავაზე და ახლა მის სახლში ისე ვტრიალებდი, თითქოს ჩემი ყოფილიყო. ერთ კვირიანი არ ყოფნის გამო, ავეჯს მტვერი გვარიანად დასდებოდა, მეც ავდექი და პირველ რიგში დალაგება დავიწყე. მანამდე კი ვანო ბიძაშვილთან ერთად მაღაზიაში წავიდა და უკან სავსე პოლიეთილენის პარკებით დაბრუნდნენ, მერე დათო ისევ წავიდა, რომ საღამოს ოჯახის წევრები მოეყვანა აქ. რა თქმა უნდა, არც აქ დავტოვე ვანო და ახლა ერთიანი ძალებით შევუტიეთ სამზარეულოს. სიმართლე ითქვას და მსიამოვნებდა კიდეც დიასახლისის სტატუსის მორგება, მიუხედავად იმისა, ვიცოდი, ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ხანდახან ჩვენი თითები ერთმანეთს ეხებოდა, როცა ერთი და იმავე ნივთის ან პროდუქტის აღებას ვცდილობდით, თავიდან ეს ისეთ უხერხულობას მიქმნიდა, შემდეგ კი ამ უხერხულობის შექმნას მე თავად ვცდილობდი. როცა გვერდიგვერდ ვიდექით, ვითომ შემთხვევით ვეხებოდი მის მხარს, მერე ვითომ შემთხვევით გავარტყი ფეხიც, ჩემ ყოველ მობოდიშებაზე თავის ქნევით იღიმოდა, ზუსტად ვიცოდი ჩემ ჩანაფიქრს ხვდებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. მე კი ვაგრძელებდი ,, მაიმუნობას“. მისაღებიდან ,, გიგა მიქაბერიძის- ისტორიას მიამობს“ ისმოდა და ჩვენც ავყევით რიტმული მოძრაობით მუსიკას, ჯერ კიდევ მწვანილის გარეცხვის პროცესში ვიყავი, რომ ვანომ ხელი დამავლო და მკერდზე ამიხუტა. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ქვევიდან, გული ამიფორიაქდა ამ სიახლოვით, არადა რამდენიმე წუთის წინ თავად ვცდილობდი მისი ყურადღების მიქცევას. მოუთმენლად ველოდებოდი, როდის დაიხრებოდა და მაკოცებდა, რომ მერე ჩხუბი დამეწყო მისთვის, მაგრამ ამის სანაცვლოდ უბრალოდ ცეკვაში ამიყოლია. რამდენიმე წამიანი ადგილზე მოძრაობის შემდეგ, სხეულიდან ოდნავ მომიშორა და მკლავზე სწრაფად გადამიწვინა, მაშინვე ვიკივლე. ამ ,, ილეთის“ ძალიან მეშინოდა, რადგან ერთხელ ჩემს ბიძაშვილს გავუვარდი და ერთი კვირა ტვინის შერყევის გამო საწოლიდან ვერ ვდგებოდი. ჩემს კივილზე გაეცინა და ისევ მკერდზე ამიკრო, სახე ისე ახლოს ჰქონდა მოტანილი ჩემს სახესთან, რომ ჩვენი ტუჩები ორიოდე სანტიმეტრით იყო მხოლოდ ერთმანეთისგან დაშორებული. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა, ცხელი და მოუთმენელი, რომელსაც აუტანელი სურვილი ჰკლავდა მიეღო ის, რაც მთელი გულით უნდოდა, მაგრამ შედეგის ეშინოდა. - ვანო?!- გახშირებულ სუნთქვას ამოვაყოლე მისი სახელი, როგორც კი მივხვდი ასე ახლოს დგომას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. - ჰმმ... - ძალიან ახლოს ხარ. - მერე?- ჩაიღიმა და საკოცნელად დაიხარა, თავის გატრიალება მოვასწარი, ამიტომ მისი მწველი ტუჩები ლოყაზე შემეხო. - ხომ დამპირდი? - დაგპირდი,- თავი დამიქნია და ცხვირის წვერით ლოყაზე მომეფერა,- მაგრამ როგორ გინდა პირობა შევასრულო, როცა შენ ასე ახლოს ხარ ჩემთან?! - არ ვიცი. - არ შემიძლია. - რა არ შეგიძლია? - პირობის შესრულება. - მაგრამ...,- დავიწყე და ვეღარ დავასრულე, ჩემს ნიკაპს თითები მოსდო და მანამ, სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მოწყვეტით დაეშვა ჩემს ტუჩებზე. იცოდა, ყველაფერი იცოდა ჩემ გრძნობებზე და ამიტომაც იქცეოდა ასე. უნდოდა გამოვეწვიე და მელაპარაკა. მელაპარაკა იმაზე, თუ რას ვგრძნობდი სინამდვილეში. იცოდა, რომ მიყვარდა და ასე ცდილობდა ჩემ გამოტეხვას, ჩემი ერთი ოდნავ გადაბრუნებული საქციელი და ვეღარ შევძლებდი მისგან თავის დაღწევას. იმას კი ვერ ვხვდებოდი, რატომ ვცდილობდი მისგან გაქცევას, მაგრამ ჩემ ჯიუტ თავს, რომელიც სიცოცხლეს მიმწარებდა, ვერაფერს ვშველოდი. ჩემ გონებას ისევ ახსოვდა სამი წლის წინანდელი გულის ტკივილი, ისე თითქოს ეს სულ რაღაც წინა ღამით მომხდარიყო და ახლაც სწორედ ამ მოგონებამ და შიშმა შემიშალა ხელი ვანოს კოცნაში ავყოლოდი. ხელის გულებით მთელი ძალით მივაწექი მკერდზე, რომ თავიდან მომეშორებინა და როგორც კი მოშორდა ჩემ ტუჩებს, გაშლილი ხელი მთელი ძალით მოვუქნიე და სახეში გავარტყი. მე ხელის გული მეწვოდა, მას კი სახე. ხელი აიფარა და ლოყა მოისრისა, ჯერ გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა. ერთდროულად გაოცებული, განრისხებული და შეშინებული ვუყურებდი მის ამგვარ რეაქციას, დარტყმისგან გახურებულ კანს ვისრესდი და მისი ლოყა მტკიოდა. ასე ძალიან არ უნდა დამერტყა. - მწარე ხელი გქონია,- სიცილს ამოაყოლა. - უარესიც შემიძლი,- მუქარით ამოვთქვი. - შენგან ყველაფერს ავიტან,- თავის სახეს მოეშვა და ჩემი მარჯვენა თითებს შორის მოიქცია,- გტკივა? - მტკივა?- თვალები ვჭყიტე, მეგონა მომესმა,- სახეზე ჩემი თითები გეტყობა და მე მეკითხები მტკივა თუ არა? - ეს არაფერია, გაივლის,- დამამშვიდა,- შენ არ მინდა გტკიოდეს. - მგონი მართლა ძალიან მომივიდა დარტყმა, ტვინი შეგერყა? - ტვინი მაშინ შემერყა, როცა გაგიცანი, დაჯი, ტვინი და გული. - ნუ სულელობ,- ხელი წავართვი, გვერდი ავუარე და სამზარეულოდან გავედი, მისაღებში დამეწია და გამაჩერა. - გთხოვ,- ვედრება ჩაღვრილი მუქი თვალებით შემომხედა. - რას მთხოვ? - ძალიან გთხოვ, არ წახვიდე ჩემგან,- უფრო მეტად ჩაეღვარა ვედრება თვალებში, ისე მიყურებდა, კიდევ ერთხელ რომ ეთქვა- ,, დარჩი“- იმ, წამსვე ვუპასუხებდი- ,, ვრჩები“. - ვანო, არ შემიძლია, ჩვენი...,- ,,ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია“ მეთქი- უნდა მეთქვა, როცა დათოს მანქანა სიგნალებით შემოვიდა ეზოში. მომენტით ვისარგებლე და ვანოს ხელებიდან დამსხლტარმა, ჩემს ოთახს შევაფარე თავი და კარი მთელი ძალით მივაჯახუნე, ანჯამებმა ზანზარი იწყეს. გულზე ხელაფარებული ჩამოვჯექი საწოლზე. რომ არ ვიცოდე გულს რამხელა წინაღობის გადალახვა უწევს გარეთ გამოსასვლელად, ვიფიქრებდი- ეგაა და ამომიკხტება მეთქი. ეს ბიჭი ბოლოს მომიღებდა, თუ მალე არ დავაღწევდი თავს, რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში, თორემ საბოლოოდ ჩავაკვდებოდი ხელებში. ხის კიბეებზე ამომსვლელების ხმა ჩემს ოთახში გარკვევით მოისმოდა. ფანჯარასთან ფარულად მივედი და ვეცადე დამენახა მოსულები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ოთახის ერთადერთი ფანჯარა აივნის ბოლოს ხედავდა მხოლოდ, ძალიან ძნელი იყო გარკვევით დამენახა ყველაფერი. ბოლოს როგორც იქნა აივნის შუაში მდგარ მაგიდასთან მოვიდა ყველა. ასაკ შეპარული ქალი და კაცი იქვე მდგარ სკამებზე ჩამოსხდნენ, მათ დათო მიყვა, ხელში პატარა, წითელ კაბიანი, გოგონა ეჭირა, დათოს უკან ახალგაზრდა ბიჭი მოყვა, შემდეგ კი ჩემი მასპინძელიც გამოჩნდა. მაგიდას მიუსხდნენ და მხიარულად საუბარი დაიწყეს, მე არც კი გავხსენებივარ ვანოს. რა მეწყინა? მის წინაშე ისეთ სისულელეებს ჩავდიოდი, ვუყვიროდი, ვეჩხუბებოდი, ვურტყავდი და კიდევ იმედი უნდა მქონოდა, რომ მის ნათესავებს გამაცნობდა? რისი ღირსი ვიყავი?- არაფრის. ან რომ დაეძახა რა სტატუსით უნდა გავეყვანე გარეთ? რას იფიქრებდნენ მისი ნათესავები, ვიღაც უცხო, გასათხოვარი, გოგო ვცხოვრობ უცოლო ბიჭის სახლში და ვინ დაიჯერებდა, რომ ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა?! მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილებისა ვანოსგან შორს, შორს გავქცეულიყავი და აღარასდროს მოვბრუნებულიყავი მისკენ, რატომღაც მაინც არ მინდოდა მის ნათესავებს ჩემზე ცუდად ეფიქრათ. ალბათ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მაინც იმედი მქონდა, რომ ადრე თუ გვიან ჩემს უტვინო თავს დავაჯერებდი, რომ ვანოს გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი და ისევ მასთან დავბრუნდებოდი. მაგრამ ვაი რომ გვიანი იყოს მერე?! ფიქრებიდან ქალის შეშინებულმა ხმამ გამომაფხიზლა. - ვაიმე, შვილო, ვანო, სახეზე რა გჭირს?- ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა,- რა გჭირს ლოყაზე, იჩხუბე?- ძალია შემრცხვა. - ისეთი არაფერია, ბიცო, კარადის კარს თავი გავცხე, - უარესად შემრცხვა. - შენს კარადის კარს თითები თუ ჰქონდა არ ვიცოდი,- ეჭვის თვალით გამოხედა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სარწეველა სკამში იჯდა და მანამდე დათოს მკლავებში მყოფი გოგონა, მუხლებზე ეჯდა და მკერდზე მიეხუტებინა. ალბათ მისი ქალიშვილი იყო. - იცით, ვანოს სტუმარი ყავს,- ჩაღიმებით ჩაილაპარაკა დათომ, აშკარად მიხვდა, რომ იმ კარადის კარს, რომელიც ვანო დაეჯახა, მწარე ხელი ჰქონდა. - უი მართლა?- ჩაერთო ვანოს ბიძა,- ვინ არის, რატომ არ გაგვაცნობ? - სტუმარია, თბილისიდან,- მორიდებით დაიწყო ჩემმა მასპინძელმა. - დაუძახე მერე,- ინტერესი გაეხსნა ქალსაც, მე კი ლამის იყო გულის შეტევა მიმეღო. - კარგი, - ფეხზე წამოდგა ვანო და შესასვლელისკენ წავიდა, მერე ჩემ ოთახს მოადგებოდა. მაშინვე საწოლზე ავხტი და ყურსასმენები გავიკეთე, ვითომ მათი არც ერთი სიტყვა გამეგო. მუსიკის ჩართვა ძლივს მოვასწარი, რომ ვანომ მოაკაკუნა კიდეც კარზე. ვითომ ვერ გავიგე, ფეისბუქის სქროლვა დავიწყე. განმეორებით კაკუნს, კარის შემოღებაც მოყვა და ვანოს თავი. გულს ვევედრებოდი ისევ თავიდან არ დაეწყო ფორიაქი და არ გაეცა ჩემი საიდუმლო, მაგრამ შევხედე თუ არა მის თვალებს, ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გული. - დაჯი?!- მორიდებით ამოთქვა და ჩემი ნათითურიანი ლოყა კარს მიაყრდნო. ცალი ყურსასმენი მოვიხსენი. - ჰმმ... - არ გამოხვალ? - სად? - გარეთ. - რატომ? - ბიძაჩემსა და ბიცოლაჩემს შენი გაცნობა უნდათ,- კარი ფართოდ გააღო და ოთახში შემოვიდა. - რა იციან, რომ მე აქ ვარ?- ვანო კი იყო მსახიობი, მაგრამ თამაში მეც კარგად შემეძლო. - დათომ უთხრა. - ვითომ? - გეფიცები,- თავის მართლება დაიწყო. თავი გავაქნიე უარის ნიშნად,- დაჯი, გთხოვ, წამომყევი. - რა სტატუსით?!- მეორე ყურსასმენიც მოვიძრე და წამოვჯექი. - იცით რა კარგი გოგოა?- ჩემს ოთახში დათოს ხმამ შემოაღწია,- ალბათ მოერიდა თქვენი და ამიტომ არ მოვიდა. - ვანოს შეყვარებულია?- იკითხა ქალმა. - ასე ვფიქრობ...,- ჩვენ ურთიერთობას განაჩენი დათომ გამოუტანა. - რა?!- ლამის ვიკივლე,- რა შეყვარებული, შენ რა, დათოს უთხარი, რომ შეყვარებულები ვართ? - მსგავსი არაფერი მითქვამს,- წარბი შეკრა. - ვანო... - ჩშშ, ხმა გადის,- მომეჭრა და პირზე ხელი ამაფარა,- ხმადაბლა ისაუბრე. - არ გამოვალ იქ შენი შეყვარებულის სტატუსით. - არც მითხოვია, მაგრამ მინდა იცოდე, რომ დათოსთვის არაფერი მითქვამს. - იმედია. - მაგრამ მინდა ისიც იცოდე, რომ ამის დიდი სურვილი მაქვს. - ვანო... - წამოდი,- აღარ გამაგრძელებინა, ხელი მომკიდა და ოთახიდან გამიყვანა, მისაღებში ძლივს გავაჩერე. - ვანო, მეთქი. - ხოო, რა გინდა, - მობეზრებით გამომხედა. - ვერ გამოვალ იქ. - რატომ. - იმიტომ, რომ... იმიტომ... დათომ შენი შეყვარებული მიწოდა, ახლა რას იფიქრებენ ჩემზე ბიძაშენი და ბიცოლაშენი, შეყვარებული ჩამოუვიდა თბილისიდან და მასთან ცხოვრობსო? - დავუშვათ, მერე? - ცუდი წარმოდგენა შეექმნებათ ჩემზე. - შენ მაგაზე დარდობ?- უცნაურად ჩაიღიმა,- შენ არ მითხარი სამუდამოდ მივდივარ შენგანო? რატომ ფიქრობ ისინი რას იტყვიან შენზე? - რადგან არ მინდა შენი ნათესავების თვალში თავაშვებული გოგო გამოვჩნდე. - და არ ხარ?- თვალებში ეშმაკები აუთამაშდა. - გეყოფა,- ამ დროს რატომღაც კი არ გავბრაზდი, არამედ შემრცხვა, ვგრძნობდი, როგორ მიხურდებოდა ლოყები. - რა იყო?- სახე ახლოს მომიტანა, უარესი დამემართა. - გთხოვ, არ გინდა,- თვალი ავარიდე. - რა არ მინდა?- მის მხურვალე ამოსუნთქვას ვგრძნობდი, ყურის ბიბილოზე კი მის ტუჩების შეხებას, მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები გონებას მაკარგვინებდა,- იმ ღამის ყოველი წამი ზეპირად მახსოვს, ჩემს თითებს ჯერ კიდევ ახსოვთ შენი სხეული. - ვანო,- ჩურჩულით გაჭირვებით ამოვთქვი მისი სახელი, იმ ღამის მოგონებები თვალწინ ამიფრიალდა, ვხედავდი მის სურვილით სავსე თვალებს და ჯერ კიდევ ცხადლივ შემეძლო მეგრძნო მისი შეხება ჩემს შიშველ სხეულზე. - შენი კანის სურნელი არ ავიწყდება ჩემ სუნთქვას და არც შენი ხმა ჩემს ყურებს,- ვიწვოდი, მის წინ ვიდექი და ბუხარში შეგდებული შეშის ნაჭერივით ვიწვოდი, ცოტაც და თავის შეკავება გამიჭირდებოდა,- მაშინ ისეთი ლამაზი იყავი, როცა მთვარის შუქი გინათებდა მთელს სხეულს. როცა... - გაჩუმდი მეთქი,- ტუჩებზე ხელი ავაფარე, რომ სიტყვის თქმის უფლება მეტად აღარ შესძლებოდა. ხელის გულზე მაკოცა, ამ ბიჭის გაჩერება ჩემ ბუნებრივ ძალებს აღემატებოდა,- თუ ხმას აღარ ამოიღებ, ხელს გაგიშვებ. - რატომ ცდილობ თავის შეკავებას?!,- მკითხა როგორც კი ხელი მოვაშორე მის ტუჩებს, არადა ხომ ვუთხარი ხმა არ ამოიღო მეთქი. - მე შენ რა გითხარი? - რატომ არ უნდა ვისაუბრო იმაზე, რასაც ვერ ვივიწყებ? რატომ არ უნდა ვთქვა, რომ ყველაზე ნაზი რამ, რასაც ჩემ ცხოვრებაში შევხებივარ- შენი სხეულია; ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც კი ჩემ ცხოვრებაში შემიგრძვნია- შენი კანის სურნელია; ყველაზე მშვენიერი რამ, რაც კი ჩემ ცხოვრებაში მომისმენია- შენი ხმაა. - ახლა დაგარტყავ,- დავემუქრე. - ეგ შეხებაც კი მშვენიერი იქნება ჩემთვის,- გამიღიმა,- შენი მსუბუქი სხეული როგორ უნდა დავივიწყო, სიამოვნებისგან აცახცახებული ჩემს მკერდს რომ ეკვროდა? - გაჩუმდი... გაჩუმდი, გაჩუმდი,- ყურებზე ხელები ავიფარე, აღარ შემეძლო მისი ხმის გაგონება, მისი სიტყვების მოსმენა, რომელიც გულს მიფორიაქებდა. როგორ უნდა შემეკავებინა მის გვერდით თავი, როგორ უნდა მეთქვა, რომ მისგან წასვლა მინდოდა, როცა მისი ეს უბრალოდ ნათქვამი სიტყვებიც კი გონებას მაკარგვინებდა. როგორ შემეძლო... არ შემეძლო... არ შემეძლო, მაგრამ თავი უნდა მეიძულებინა. მისკენ შევბრუნდი, ყურებზე ისევ ხელები მქონდა აფარებული და ასე ვუყურებდი მის ეშმაკურად მომღიმარ სახეს. შემეძლო?! თუ არ შემეძლო. თუ შემეძლო, რატომ არ ვაკეთებდი და თუ არ შემეძლო, რატომ ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი?! მაგალითად, როცა ცდუნებას ვეღარ გაძლებულმა, იმ ცბიერი ღიმილის პატრონს მივეჭერი და ვაკოცე. ვიცოდი, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ მაინც მინდოდა ამის გაკეთება, მიუხედავად მოსალოდნელი შედეგებისა. წელზე ხელი მომხვია და თავისთან ახლოს მიმიზიდა, მისი კოცნა იმაზე ვნებიანი იყო, ვიდრე აქამდე ყოფილა და ვიცოდი მომავალშიც ასე იქნებოდა, მე რომ ცხოვრების მის გარეშე გაგრძელება უკვე გადაწყვეტილი არ მქონოდა. უაზრო ფიქრების შეწყვეტასა და უბრალოდ მოქმედებას ვაიძულებდი საკუთარ თავს, იმ მოქმედების, რომელიც ჩემ გარდა კიდევ ერთ ადამიანს აზარალებდა და სწორედ იმ ადამიანის ტუჩების გემოს შევიგრძნობდი იმ წამს. იმ ტუჩების, რომელიც არასოდეს მინდოდა მომშორებოდა. მისი მარჯვენა უიმედოდ ებღაუჭებოდა ჩემი მაისურის ბოლოს. სინამდვილეში თავადაც იცოდა, ეს კოცნა ჩემი გადაწყვეტილების შეცვლას არ ნიშნავდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო ჩემი ამ, ერთდროულად, მოულოდნელი და უეცარი ქმედებით. ბედნიერი იყო და ამას მთელი სხეულით გამოხატავდა, მისი ტუჩები უფრო მომთხოვნი გახდა, მისი ხელები კი მთელი ძალით ებღაუჭებოდა ჩემს სხეულს, თითქოს შესისლხორცება სურდაო. მხოლოდ წამიერად დავშორდით ერთმანეთს, რომ სუნთქვა დამებრუნებინა და ჰაერისგან დაცლილი ფილტვებისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიმეცა და სწორედ იმ წამს ამოილაპარაკა ჩემს ტუჩებთან ისეთი რამ, რამაც ერთიანად მომცელა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდივით, მძიმედ დამეწვა მკერდზე. - შენ ჩემ სულს ამსხვრევ, თან მშორდები და თან იმედს მაძლევ. ეს უსამართლობაა... - მაპატიე,- ჩუმად ამოვილაპარაკე და თავი დავხარე, არასწორი იქნებოდა, მისთვის თვალებში მეყურებინა. - საბოდიშო არაფერი გაქვს, უბრალოდ მინდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო,- თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა, სახეზე სევდიანი ღიმილი დაუდიოდა. დაიხარა და თავზე მაკოცა,- გავიდეთ?! მთელი საღამო ისე გავატარეთ, მისთვის თვალებში ყურების უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს. ვიცოდი, რომ დამნაშავე ვიყავი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი და საუბარი ძალიან, ძალიან გვიანი იყო, ისეთი გვიანი, რომ გამოსწორების შანსიც კი არ მომეცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვანოს ნათესავებმა ძალიან ჩვეულებრივ მიმიღეს და არანაირი ზედმეტი კითხვა არ დაუსვამთ ჩემთვის, მაინც მეუხერხულებოდა მათთან ერთად ჯდომა და საუბარი. დათოს ნათქვამის შემდეგ, ვერც მათ ვუსწორებდი თვალს, განსაკუთრებით კი ჩემი მასპინძლის ბიცოლას, რადგან ყოველთვის ქალები უფრო პესიმისტურად უყურებენ გოგოსა და ბიჭის ერთ სახლში ცხოვრებას, როცა ისინი დაქორწინებულები არ არიან. მართალია მათთან ერთად კარგ დროს ვატარებდი, მაგრამ მაინც მინდოდა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს სტუმრობა და ვანოსგან გაქცეული გამოვკეტილიყავი ჩემს ოთახსა და ფიქრებში. კიდევ რამდენჯერ უნდა დამერღვია საკუთარი წესები და რამდენჯერ უნდა გავქცეულიყავი მისგან. მას ვეჩხუბებოდი იმის გამო, რასაც აკეთებდა, და შემდეგ მე თავად ვაკეთებდი იმავეს. ვის ვეთამაშებოდი, ვანოს თუ საკუთარ თავს?! ან ვის ვატყუებდი, ვის მოტყუებას ვცდილობდი, როცა ყველამ იცოდა სიმართლე. იმათაც კი, ვისაც არც კი უნდა სცოდნოდა. სტუმრები წავიდნენ და დავრჩით მხოლოდ მე, ჩემი მასპინძელი და ჩემი ჩამოუყალიბებლობა იმხელა სახლში. ვერანდაზე გაშლილი სუფრა ერთად ავალაგეთ და სამზარეულოც ერთად მივალაგეთ. ორივე ვდუმდით, ან რაზე უნდა გვესაუბრა, როცა ერთს ვამბობდი და მეორეს ვაკეთებდი?! კიდევ რამდენჯერ უნდა ეთხოვა ჩემთვის ვანოს, რომ დავრჩენილიყავი, კიდევ რამდენჯერ უნდა ეთქვა, რომ ვუყვარდი და კიდევ რამდენჯერ უნდა მომეკლა მისთვის გული ჩემი ტყუილით?! ლოგიკურიც კი არის, რომ ხმას არ იღებდა და ყველაფერს მდუმარედ აკეთებდა, ალბათ უკეთესიც კია ეს დუმილი, ორივე ჩვენ ფიქრებში გამოკეტილები უფრო კარგად ვიგრძნობდით ალბათ თავს. მაგრამ ვაი, რომ ყველაზე საშინელი მოუსვენრობა შემიჩნდა გულში. მანამდე იმაზე ვბრაზობდი, რომ ლაპარაკობდა ყველაფერზე, განსაკუთრებით კი ჩვენზე, ახლა კი მისი ყოველი სიტყვა ენატრებოდა ჩემს ყურებს. არა! უკეთესი ნამდვილად არ იყო ეს დუმილი, კარგად არ ვგრძნობდი თავს ჩემ ფიქრებთან, მინდოდა, რომ მისი ხმა მომესმინა გამუდმებით, და ეს დუმილი მე დავარღვიე. - ვანო?! - ჰმმ,- ჩემთვის არც შემოუხედავს და ამან უარესი უქნა ჩემს გულს, მინდოდა შემოეხედა, მინდოდა ჩემთვის ეყურებინა და თვალი არასოდეს მოეცილებინა ჩემთვის. - მე...,- რის თქმას ვაპირებდი, რა უნდა მეთქვა, მე ხომ ის უარვყავი,- მე ოთახში გავალ. - კარგი,- თავი დამიქნია და ღია ფანჯარასთან მივიდა, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, ტუჩებს შორის მოიქცია და მოუკიდა. მშურდა იმ სიგარეტის ღერის, რომელიც მის ტუჩებს ასე უკითხავად ეხებოდა და იმ კვამლის, რომელიც მის ფილტვებში მოძრაობდა თავისუფლად. - ძილი ნების. - ძილი ნების,- თავი დამიქნია და კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ტოქსიკური კვამლი. რამდენიმე წამით გაუნძრევლად ვიდექი, მას ვუყურებდი და იმედი მქონდა, რომ თავადაც შემომხედავდა, მაგრამ ბნელი ცისთვის თვალი არ მოუშორებია. საკუთარი თავი სულელობაში დავადანაშაულე და სამზარეულოდან გავედი. ჩემი ოთახი ისეთი ცივი იყო, თითქოს ღამეულ ზმანებას შემოეღწიოს ფანჯრებიდან, სავსე მთვარის დროს რომ იცოდა ხოლმე. საკუთარ თავს მთელი ძალით შემოვხვიე მკლავები და სხეულის გათბობა ვცადე, მაგრამ ამ სიცივეს უკვე შეეღწია ძარღვებში. ეს უფრო უიმედობის სიცივე იყო, ვიდრე ღამეული, და ამ სიცივეს ვერასოდეს გავაგდებდი ჩემგან. ღრმად ამოვისუნთქე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე, ისე ვზოზინებდი, თითქოს რაღაცას ვუცდიდი, ან ვიღაცას. ჩვევად მქონდა შიშველს მებოდიალა რამდენიმე წამს და მერე ჩამეცვა ღამის პერანგი, როცა მივხვდებოდი, რომ ჩემ ბორიალს მიზანს ვერ ვუძებნიდი. ახლაც სწორედ ამას ვაკეთებდი, როცა მოულოდნელად ჩემი ოთახის კარი გაიღო და შავი სილუეტი გამოჩნდა. მაშინვე მივიფარე შიშველ სხეულზე იქვე მიგდებული პერანგის ზედატანი, რომელიც თითქმის არაფერს ფარავდა. ქვედა საცვლის ამარა, მკერდზე მიფარებული ღამის მაისურით ვანოს წინ ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მერე ერთდროულად შემომიტია სიცივემა და სირცხვილმა და მოვიბუზე. აქამდე კარში მდგარი ვანოს სილუეტი ადგილიდან დაიძრა და ჩემკენ წამოვიდა, ახლა უკეთესად ვხედავდი მის სახეს. ისე მიყურებდა თითქოს მთვრალი ყოფილიყოს, არადა ზუსტად ვიცოდი ერთი ჭიქაც კი არ ჰქონდა დალეული. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და წინ ამესვეტა, იმდენად ახლოს იყო, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, ახლაც ვიდექი ქანდაკებასავით გაშეშებული და თვალებში შევყურებდი, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა მისი თითები ჩემ შიშველ მკლავს შეეხო. - აქ რას აკეთებ, გაგიჟდი?- მისგან თავი გავითავისუფლე და მკერდზე უფრო მჭიდროდ მივიკარი ღამის პერანგის ზედატანი. - მაგ კითხვაზე პასუხი ისედაც ხომ იცი?- ჩურჩულით ამოთქვა და ისევ ჩემკენ წამოვიდა, მისგან გასაქცევ ადგილს მიკეტავდა. - გადი ჩემი ოთახიდან,- ხმადაბლა ვიყვირე და ცალი ხელით კარისკენ მივუთითე. - რატომ? - რა რატომ?! - რატომ უნდა გავიდე ოთახიდან? - რას მეკითხები?! იმიტომ, რომ შიშველი ვარ. - შენი შიშველი სხეული პირველად არ მაქვს ნანახი. - ეგ არაფერს ცვლის, ახლა უნდა გახვიდე. - რატომ?!, - კითხვა გამიმეორა. ღმერთო, ეს კაცი მაგიჟებდა. - ვანო, უბრალოდ გადი. - არ მინდა. - რა არ გინდა, გაგიჟდი? ოთახში შემომივარდი და მატერორებ, შიშველი ვარ, ვერ მხედავ? - იმაზე კარგად გხედავ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია,- ხმაში ეშმაკური სიცილი ჩაეღვარა. შარვლის ჯიბეებს ცერა თითები ჩამოსდო და ქვეშიდან გამომხედა. - გადი. - არა. - მაშინ შეტრიალდი, რომ ჩავიცვა. - არა. - მაშინ მე გავალ,- ღამის პერანგის შორტს ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი, მაგრამ მკლავში ხელი ჩამავლო და გამაჩერა. - არ გახვიდე. - ვანო, უნდა ჩავიცვა. - არ ჩაიცვა. - შენ ვერა ხარ. მთვრალი ხაარ? რა გჭირს. - ჩემთან ერთად დაიძინე,- ჩემ კითხვას მოუყრუა. - მართლა გაგიფრენია,- გავიცინე და შემდეგ ვინანე, ზედმეტად ცინიკურად გამომივიდა,- მაგას სერიოზულად მეუბნები? - კი. - ჩემთან ერთად გინდა დაძინება? - მხოლოდ დაძინება... მინდა შენი სითბო ვიგრძნო და შენი სურნელი შევიგრძნო. ძალიან მომენატრე, დაჯი,- ახლოს მიმიზიდა და ლავიწზე შემახო მხურვალე ტუჩები. ჩემს გაყინულ კანს ესიამოვნა. - ეს შეცდომა იქნება, შენ... - გეფიცები, მხოლოდ ჩახუტება მინდა,- ტუჩებს ჩემს მხარსა და ყელზე დაასრიალებდა, როგორ უნდა მქონოდა იმის იმედი, რომ ზღვარს არ გადასცდებოდა. - კარგი,- მისი მაინც ვირწმუნე, არასდროს გააკეთებდა იმას, რაც მე არ მინდოდა და ახლაც ზუსტად ვიცოდი, რომ ვანო სიტყვას შეასრულებდა,- მაგრამ უნდა ჩავიცვა. - არა, ტანსაცმელი შენ სურნელს ახშობს. - შიშველი ვერ დავწვები, ვანო, შენ გვერდით. - გპირდები, ზედმეტად ხელს არ გახლებ,- იმედჩამდგარი თვალებით შემომხედა, მაგრამ შიშის ნაღვერდალი მაინც უკიაფებდა იმედთან ერთად. - კარგი,- თავი დავუქნიე და საწოლისკენ წავედი, ცივ საწოლში შევსრიალდი და საბანი მკერდზე გადავიფარე, მხოლოდ ამის შემდეგ გადავყარე საწოლიდან პიჟამოები. გვერდზე გადავბრუნდი და კედელს მივაშტერდი, შარი- შურით მივხვდი, ტანსაცმელს იხდიდა, გულმა გაორმაგებული ძალით მიწყო ფეთქვა. მერე ცალ მხარეს საბანი აიწია და ლეიბი ჩაიზნიქა, სწორედ იმ წამს იწყებოდა ჩემი სიცოცხლესთან გამომშვიდობება. - თავი ასწიე,- ყურთან ისე ახლოს მიჩურჩულა, უნებლიედ შევკრთი. - რა? - თავი ასწიე,- დავემორჩილე და ახლა ბალიშის ნაცვლად, მის მკლავზე მედო თავი. მეორე ხელი მუცელზე შემომხვია და სხეულზე ამიკრო. შიშველი იყო. არც შარვალი ეცვა. მხოლოდ ქვედა საცვლის ამარა იწვა, ისევე, როგორც მე. - შიშველი ხარ,- ისე ავღნიშნე, თითქოს თავად არ იცოდეს ამის შესახებ. - ვიცი,- მხარზე მაკოცა და ჩემს თმაში ცხვირი ჩარგო,- როგორც დაგპირდი, ზედმეტად ხელს არ გახლებ. - კარგი,- ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. თავიდან დაძაბული ვიწექი და ვცდილობდი რაც შეიძლება ნაკლებად შევხებოდი მას, შემდეგ კი მოვდუნდი და საკუთარ სხეულს თავისუფლება მივეცი. ეს იყო ყველაზე, ყველაზე, ხმაურიანი ღამე რაც კი ოდესმე მქონია და ეს ხმაური ვანოს სუნთქვა იყო, ჩემს ყურთან ძალიან ახლოს. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ძილის სურვილს მაინც ვერაფერი ვუქენი და როცა ვიგრძენი, რომ თვალები საბოლოოდ მეხუჭებოდა, მისკენ ოდნავ გადავბრუნდი და მშვიდ სახეში შევხედე,- ვანო?! - ხო?! - ღრმა ძილი მაქვს,- თვალები არ გაუხელია, ისე გაიცინა. - ვიცი, შეგიძლია მშვიდად დაიძინო,- ჩურჩულით მითხრა და უფრო ახლოს მიმიზიდა თავისთან. მისმა სხეულის სითბომ ჩაანაცვლა ერთდროულად ღამეულიც და უიმედობის სიცივეც და საშუალება მომცა მშვიდად დამეძინა. მე მის მკლავებში დაცული ვიყავი. მე ჩემი საყვარელი მასპინძელის მკლავებში ვიყავი. *** დილით მონატრებულმა მამლის ყივილმა გამაღვიძა, იმ მამლის, რომლის დაკვლასაც კატეგორიულად მოვითხოვდი ერთი კვირის წინ. თურმე ყოფილა მის აუტანელ ხმაშიც რაღაც მიმზიდველი, მაგალითად ის, რომ მე ისევ ხაშურში ვიყავი და ვგიჟდებოდი, ისე ვიყავი შეყვარებული ამ ქალაქზე უკვე. ისე ვიყავი შეყვარებული, რომ მზად ვიყავი ყველაფერი დამეთმო და აქ გადმოვსულიყავი საცხოვრებლად, უფრო მეტად კი ვანოს გამო ვიყავი ამ სურვილით ავსებული. ისევ იმ პოზაში ვიწექი, თითქოს მთელი ღამის განმავლობაში არც კი გავნძრეულიყავი. შიშვლად დარჩენილ კანზე მზის მწველი სხივები მელამუნებოდნენ, ვერ ვგრძნობდი იმ სიმხურვალეს, რომელიც მეგონა დილით ისევ ჩემთან იქნებოდა. არ მეხებოდა ის სხეული, რომელიც მინდოდა მთელი ცხოვრება მეგრძნო, არც ის ხელი იყო ჩემს წელზე შემოხვეული, რომელსაც ჩემი დამორჩილება შეეძლო. გვერდზე გადავბრუნდი და იმ ადგილს დავხედე სადაც, წესით ვანო უნდა წოლილიყო, მაგრამ არ იყო. ბალიში, რომელზეც წინა ღამით თავი ედო, კუთხეში ოდნავ მოკუჭულიყო, დავიხარე და შევისუნთქე. აქამდე სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ ახლა ისე ცხადლივ ვგრძნობდი მის სურნელს, ლამის ეჭვიც კი შემეპარა, მის იქ არ ყოფნაში. მომენატრებოდა ეს სურნელი, მაშინ როცა აქ არ ვიქნებოდი, მაშინ, როცა ის არ იქნებოდა ჩემთან, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლა უკვე წაგებული მქონდა და მეც თეთრალამ აფრიალებული მშვიდობას ვითხოვდი. მგონი მომწონდა საკუთარ თავს თვითგვემაში რომ ვაგდებდი და ვიტანჯებოდი... საათისთვის არც კი შემიხედავს, საწოლიდან ზლაზვნით ავდექი, ტანზე ჩავიცვი და ჩემი სამგზავრო ჩანთა გამოვაგორე კუთხიდან. ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ არც კი მქონდა ტანსაცმელი ამოლაგებული და ამიტომ ბევრ დროს აღარ წამართმევდა წასვლისთვის გამზადება. კარადაში დარჩენილი ყველა ჩემი ნივთი გამოვალაგე და ჩანთაში ჩავყარე. ეს იყო ბოლო განაჩენი, რაც გამოვიტანე ჩემი და ვანოს ურთიერთობაში. არასასურველი, მაგრამ მაინც საბოლოო განაჩენი, ისეთი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. უკვე ჩანთის ელვას ვკრავდი, რომ ჩემი ოთახის კარზე ყრუ კაკუნი გაისმა. ფიქრიც არ მჭირდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, სახლში ხომ მხოლოდ მე და ჩემი მასპინძელი ვიყავით. შემოსვლის ნებართვა რომ გავეცი, ოდნავ შემოაღო კარი და თავი შემოყო, ჩანთასთან დახრილი რომ დამინახა, კარს მთლიანად გაღებისკენ უბიძგა და ახლა მთელი სხეულით ჩემ წინ ასვეტილიყო ჩემი საყვარელი მამაკაცი. მის სახეს, რომლის ნაკვთებიც წყენით მსაყვედურობდა ჩემი ამ ქცევის გამო, თვალს ვერ ვაშორებდი. იმდენად მტკიოდა მეც მკერდის მარცხენა მხარე, იმდენად არ მინდოდა მისგან შორს წასვლა, შემეძლო ახლა წამოვმდგარიყავი, მას მივჭროდი, მეკოცნა, მეთქვა, რომ ძალიან მიყვარდა და რომ მისგან წასვლა გადავიფიქრე, მაგრამ ჩემ გადაწყვეტილებას არ გადავაბიჯე. ჯიუტად გადავწყვიტე ჩვენი გრძნობების ჩახშობა და მისი დატოვება, და ამ სიჯიუტეს ვერ ვიშორებდი ჩემგან. სიჯიუტე არ მტოვებდა, მე კი ვანოს ვტოვებდი. -საბოლოო გადაწყვეტილებაა? - მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. -რა?- თითქოს არ ვიცოდი ,, რაც". -ჩემგან წასვლა, ჩემგან გაქცევა. -ვანო... -არა, - თავი გაიქნია და ოთახში შემოვიდა, მე ისევ იატაკზე ვიჯექი და ხელები ჩანთაზე მეწყო,- არ თქვა შენგან გაქცევას არ ვცდილობო, ეს ტყუილი არ მითხრა. -ვანო, გთხოვ... -უბრალოდ მითხარი, რისთვის. -რას მეკითხები, ვერ ვხვდები, - თვალი ავარიდე და სარკეში ჩემ ანარეკლს გავხედე. საკუთარი თავი ისე მიყურებდა, თითქოს საშვილიშცილოდ ცოდვას ვიკიდებდი. -რისთვის აკეთებ ამას, რისთვის არ ამხელ გრძნობებს, რა მიზანი გაქვს. -ვანო... -ხო, ვანო მქვია, - მოულოდნელად ისე იღრიალა, ადგილზე შევხტი, - ჩემი სახელის გარდა სხვა სათქმელი არაფერი გაქვს? -არა, არ მაქვს, - ფეხზე წამოვხტი, შოკში ვიყავი მისი ტონის გამო, - არაფერი მაქვს სათქმელი, თორემ აქამდე გეტყოდი. -გაქვს,- მტკიცედ წარმოთქვა და მომიახლოვდა, ახლა ჩვენ შორის დაბრკოლებას მხოლოდ ჩემი ჩანთა წარმოადგენდა, - ერთადერთი წინადადება, რაც უნდა თქვა არის იის, რომ გიყვარვარ და მამაკაცი, რომელზეც აქამდე მელაპარაკებოდი- მე ვარ. -არ ხარ, ის შენ არ ხარ, - უკვე ვყვიროდი. -ვარ და ეს ძალიან კარგად ვიცი. შენი ღიმილი, შენი შემოხედვა, შენი შეხება, სითბო და... მშვენიერი სხეული გაგცემს. შეგიძლია რაც გინდა ის თქვა, მაგრამ შენი ყოველი მოძრაობა გაგცემს. ხოდა, დაჯი, თქვი რაც სინამდვილეა და ნურც საკუთარ თავს და ნურც მე ნუ მაჯერებ მაგ ზღაპრებს. -გეყოფა უკვე, - ჩანთას გადავახტი და კარისკენ გავიწიე, მაგრამ დამიჭირა,- გამიშვი... -ახლა რომ გაგიშვა, ვიცი სამუდამოდ დამეკარგები. და ეს არ მინდა. -არ მაინტერესებს, შენ რა გინდა, - ვიყვირე და გავიბრძოლე, მაგრამ მის ძალას ჩემი ვერ აღემატა. -მე კი ძალიან მაინტერესებს, რა გინდა შენ. -მე წასვლა მინდა. -ჩემგან? -შენგან! -ჩემთან ყოფნა არ გინდა, დაჯი? - დავდუმდი, ცრემლებით ამევსო თვალები, რადგან ამდენი ტყუილი აღარ შემეძლო, - არ მეტყვი? - ჩემს თმაში ცხვირი ჩაყო და კისერზე მაკოცა, უნებლიედ თავი ოდნავ გვერდზე გადავხარე, რომ ვანოს ტუჩებს უკეთესად შესძლებოდა შეხება ჩემს კანზე. მგონი სიგიჟის ზღვარს ვიყავი გადაცდენილი უკვე, - ნამდვილად გინდა წასვლა? - თმა გვერდზე გადამიყარა და უფრო ვნებიანად შემახო ტუჩები. -გთხოვ, - ჩემი ყურისთვისაც თითქმის გაუგონრად ამოვიჩურჩულე და ჩემ წელზე მოხვეულ მის მკლავს თითები შევახე. -რას მთხოვ? -გამიშვი. -არ შემიძლია. -გთხოვ... -ახლა რომ გაგიშვა, სამუდამოდ დაგკარგავ. -არ შემიძლია შენთან ყოფნა, - ამოვიტირე, აქამდე სიმწრით შეკავებული ცრემლები თვალის ჭრილიდან გამეპარა. -რატომ არ შეგიძლია? -იმიტომ, რომ... იმიტომ... -შენ თავადაც არ იცი რატომ, - ყურში მიჩურჩულა და სახით თავისკენ შემაბრუნა, - იმიტომ, რომ მიზეზი არც კი არსებობს. არა, უფრო სწორედ არსებობს, მაგრამ ის არ არის, რასაც შენ მეუბნები, - ლოყებზე ჩამომდინარე ცრემლები თითის ბალიშებით მომწმინდა და ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია, - ერთხელ უკვე გატკინეს გული და გეშინია იგივე არ განმეორდეს, ასეა? -კი..., - ვაღიარე, ჩემ მტკიცებას რა აზრი ჰქონდა, ის ისედაც კარგად ხედავდა ამ ყველაფერს. -მაგრამ გიყვარვარ, ხომ ასეა? - თვალებში ჩამაშტერდა, სახეზე იმედის ნაპერწკლები უღვივდებოდა. მაგრამ მე რის დაჯი ვიქნებოდი, მისი ნაპერწკლებისთვის წყალი რომ არ გადამესხა. -არა!, - კოპები შევკარი, - არ მიყვარხარ. -დაჯი, - ხელი მიშვა და თვალები მოისრისა, რამდენიმე წამი ეკლდა ალბათ აფეთქებამდე. -არ მიყვარხარ მეთქი, გითხარი, და რომც მიყვარდე მაინც არ დავჩებოდი შენთან. იმ ტკივილს ხელმეორედ ვერ გამოვცდი, არ შემიძლია. -რატომ გგონია, რომ მეც ისევე გატკენ გულს, როგორც შენმა ყოფილმა გატკინა, - ისე მომეჭრა და სახე ხელის გულებში მოიქცია, რომ უნებლიედ უკან გადავდგი ნაბიჯი. სახეზე შფოთი, შიში და დაძაბულობა ერთდროულად ეხატა, - ხომ გამიცანი, მე ისეთი არ ვარ, როგორიც ის იყო. მე არასდროს ვტკენ გულს იმ ადამიანს, რომელიც მიყვარს და ვუყვარვარ. -ხოო?! ისიც მასე ამბობდა, - მისგან თავი დავიღწიე და ზურგი შევაქციე, - ყველა ცხოვრების გალამაზებას გპირდება თავიდან და მერე ჯოჯოხეთად გიქცევენ. -მე ის არ ვარ და მე ყველა არ ვარ. ეს ხომ იცი?- სარკეში დავინახე, მე მიყურებდა, ჩემგან პასუხს ელოდა. -ვიცი. -მაშინ რა გაშინებს? -არ მეშინია. -მართლა მიხარია, თუ არ გეშინია, - გაიღიმა და ჩემთან მოვიდა, მხრებზე ხელები მომხვია და მკერდზე მიმიხუტა, ცხვირი ისევ ჩემს თმაში ჩარგო და ყურთან მიჩურჩულა, - დარჩები, ხო, ჩემთან, - და პასუხი, რომლის გამოც შემდეგ ბევრი ვინანე, იყო... -არა! -ღმერთო, დაჯი, - მომცილდა და ოთახში გაიარა, თავში ხელები წაიშინა და თმა მთელი ძალით ჩაბღუჯა თითებს შორის,- თავიდან ვიწყებთ? -მე არ ვიწყებ თავიდან, ვანო, უკვე ათასჯერ გითხარი და უკანასკნელად გავიმეორებ, არ მინდა შენთან ყოფნა,- რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა ოთახის შუაგულში და მომშტერებოდა, თმა ისევ თითებში ჰქონდა მოქცეული. -ერთი სული მაქვს, როდის წახვალ აქედან, - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ გაბრაზებულმა ამოთქვა და გასასვლელისკენ წავიდა, - ორ საათში გადის შენი მატარებელი, მეტიც არ მინდა დაგაგვიანდეს და უკან დაბრუნდე. აღარ მინდა შენი დანახვა, - ოთახიდან გავიდა და კარი ზურგს უკან მოიჯახუნა, ლამის ანჯამებიდან ამოაგდო. -მადლობა, - ვიყვირე ბოლო ხმაზე და რომ მეგონა ყველაფერს მოვრჩით მეთქი, კარი შემოაღო და ისევ შემოვარდა. -არაფრის, ქალბატონო დარეჯან, კიდევ რამე ხომ არ გნებავთ ჩემგან, ბარემ ერთიანად რომ გადამიხადო მადლობა?! -არა, იყოს. ისედაც ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის. -არაფრის, - გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ ისევ შემობრუნდა, - აი, რა გაჩნდი ასეთი ჯიუტი, რომ კატასავით ზურგზე არ ვარდები? -ნიჭია, - მკერდზე გადავიჯვარედინე ხელები და ასე გავხედე, ამაყად. -დებილების ნიჭია, - სახეზე აიფარა ხელები. -შენ თავში ხომ არ აგივარდა ჩემი გაღიმება, ჰა? რამდენს ბედავ, - შეკრული კოპებით მივუახლოვდი და წინ დავუდექი. -იმდენს, რამდენის გაბედვასაც საკუთარ თავს ვაძლევ, - ხელები ჩამოუშვა და ზევიდან დამხედა. -ძალიან ბევრია. -არც ისე. -გადი ჩემი ოთახიდან, - თითით კარისკენ მივუთითე. -ჩემი ოთახია. -მაშინ გადი შენი ოთახიდან. -თავად გადი ჩემი ოთახიდან და საერთოდ ჩემი სახლიდან წადი. -ისედაც მივდივარ, - დავეჭყანე და სავარძელში ჩავჯექი, პირველ კლასელი ბავშვებივით ვჩხუბობდით. ვცდილობდი არ გამცინებოდა, მაგრამ დაუმორჩილებელ ტუჩის კუთხეებს ვერაფერს ვშველოდი. -ხოდა წადი, - თავადაც ეცინებოდა, საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელის გულებში ჩამალა, - ღმერთო, არაფერი გეშველება. -მე? მე თუ შენ?! -შენ! შენ! სუფთა კატა ხარ, ჯიუტი კატა, ვერ მოგდრიკე. -ვერც მომდრიკავ, დაიღლები მცდელობებით. -ვიცი, - თავი დააქნია და ამომხედა, ისევ დაებრუნებინა სერიოზული გამომეტყველება, - მისმინე, დაჯი, უკანასკნელად გთხოვ, რომ ჩემთან დარჩე. თუ ისევ უარს მეტყვი, გეფიცები თავს აღარ შეგაწყენ, - ცხოვრებაში ძალიან, ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ვაღიარებ ასეთი არც ერთი ყოფილა. -არ შემიძლია, - ამოვიჩურჩულე და მორიდებით ავხედე. ჯერ იჯდა, მიყურებდა, ჩემ პასუხს აანალიზებდა, მერე თვალები დახუჭა, სახეზე ხელისგულები გადაიტარა და ფეხზე წამოდგა. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ უჭირდა, ბოლოს როგორც იქნა თქვა. -კარგი, როგორც გინდა, - თავი დამიქნია დანანებით, - მოწესრიგდი და ვისაუზმოთ, დათოც მოვა და მერე სადგურზე წაგვიყვანს, როცა მოგინდება მაშინ,- კარგი მეთქი, თავი დავუქნიე და თვალი გავაყოლე ოთახიდან გამავალს. ვიცოდი, სისულელეს ჩავდიოდი, მაგრამ სასჯელისთვის უკვე მზად ვიყავი. სხვა გზას არ ვუტოვენდი საკუთარ თავს, ან შიშში უნდა მეცხოვრა, რომ ისევ გული არ მტკენოდა, ან მისგან თავი შორს უნდა დამეჭირა. ამიტომაც წასვლა ვამჯობინე. როგორც შემპირდა, დათომ წაგვიყვანა სადგურზე. თბილად დამემშვიდობა და ვანოს დაგელოდებიო შესთავაზა, ისიც დათანხმდა და ჩემი ჩანთა აკიდებული შემიძღვა შენობაში. სადგურზე ვიდექით, მდუმარედ. სიტყვებს ზედმეტად მივიჩნევდით ამ დროს, ჩვენ ფიქრებს კი ჩვენივე თვალები გადმოსცემდა. ძნელია იმ ადამიანს უთხრა - ,, მშვიდობით", რომელთანაც ამდენი დრო გაატარე, შეეჩვიე და შეიყვარე კიდეც. ცრემლების შეკავება არ არის მარტივი ამ დროს, მაგრამ მე კბილს კბილზე ძლიერად ვაჭერდი და თავს ვიკავებდი ამისგან. არ მინდოდა მისთვის დამენახებინა, რომ დამშვიდობება მიჭირდა და რომ უიმისოდ თბილისში ვერ ვიქნებოდი. ზურგს უკნიდან გამცილებლის ბოხი შეძახილი გაისმა, გვატყობინებდა, რომ მატარებელი წუთი- წუთზე გავიდოდა სადგურიდან და მგზავრებს ადგილი უნდა დაგვეკავებინა. ხალხმა ნელ- ნელა იწყო ვაგონებში ასვლა, ბაქანი თითქმის უკვე დაცლილიყო, მე კი ვიდექი მის გვერდით და ნაბიჯსაც ვერ ვდგავდი იქეთ. -დაჯი, - ფიქრებიდან მომაფხიზლა მისმა ხმამ. -ჩემი წასვლის დროა, - ამოვილაპარაკე ჩამწყდარი ხმით და ის თავშეკავება, რასაც ორი წუთის წინ კბილებით ვაკავებდი, შემთხვევით გამეპარა- თვალები ამიცრემლიანდა. თავი დამიქნია და ჩამეხუტა. -მიხარია, რომ გაგიცანი, - ჩემს ყურთან ამოიჩურჩულა და თმაში ჩამირგო ცხვირი, მის ცხელ სუნთქვას თმის გავლით, ყელზე ვგრძნობდი. გულის ცემა ამიჩქარდა, ისე ძლიერ ამიტანა მისმა სურვილმა. -მეც მიხარია, რომ გაგიცანი, - მის წელზე მჭიდროდ შემოხვეული მკლავები მოვადუნე, აღარ შემეძლო მისი სიახლოვის გაძლება. მანაც გამიშვა ხელი და ორიოდე ნაბიჯით გადგა უკან, თვალებში წყენა და გულისტკენა ეხატა,- მშვიდობით, - ამოვთქვი, როდესაც გამცილებლის კიდევ ერთი და უკანასკნელი გაფრთხილება მოესმა ჩემს ყურებს. -ნახვამდის, - სევდიანად გამიღიმა და შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, მისი ეს ღიმილი არასდროს, ღმერთს ვფიცავ, არასდროს დამავიწყდება. შემოვბრუნდი და ნელი ნაბიჯით გავემართე მატარებლისკენ, გული, სული და ფეხები უკან მრჩებოდა, მხოლოდ ჩემი გონება მიიწევდა წინ. ნელი ნაბიჯით ძლივს მივაღწიე ვაგონამდე, ბარგი ზევით ავდგი და მეც გავემზადე მაღალ საფეხურზე შესახტომად, მაგრამ რაღაც ძალამ ადგილზე გამაჩერა. გულმა შემომძახა,- ,,დაჯი, ამას ახლა თუ არ იზამ, სამუდამოდ ინანებ, რომ გამბედაობა არ გეყო". მექანიკურად თავი შევაბრუნე იქით, სადაც ვანო მეგულებოდა, ისევ ისე იდგა, როგორც წეღან, სევდიანად მომღიმარს ხელები შარვლის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. -დაჯი, ამას ახლა თუ არ იზამ, სამუდამოდ ინანებ, რომ გამბედაობა არ გეყო, - ხმამაღლა გავიმეორე გულის ნათქვამი, ადგილს მოვწყდი, წამში მასთან გავჩნდი, ხელის გულებში მოვიქციე მისი სახე და მის ტუჩებს დავაკვდი. სურვილმა ამიტანა, მთელს სხეულზე ვგრძნობდი ვნების გველს, მთელი სიცხადით, რომ დასრიალებდა კანზე და მის ქვეშ, ორგანოებს შორის. მისი შეხება, შიშველ წელზე ცეცხლივით მეკიდებოდა და მწვავდა. მაშინ თანახმა ვიყავი დამეთმო მისთვის ყველაფერი ის რაც გამაჩნდა, გული, სული, გონება და სხეულიც კი. სამუდამოდ მისი ვიქნებოდი, რომ შემძლებოდა. მის ტუჩებს მოვწყდი, ძლიერად მოხვეული მკლავებისგან დავუძვერი და ისე, რომ უკან არც კი მომიხედავს ვაგონში ავვარდი, კუთვნილ სავარძელში მოვთავსდი და ფანჯრიდან დავუწყე ყურება ადამიანს, რომელიც უზომოდ მიყვარდა. ფართო ღიმილით ათვალიერებდა ფანჯრებს, მეძებდა, მაგრამ ვერ მპოულობდა, რადგან მე ფარდის მიღმიდან, ფარულად ვუთვალთვალებდი. მატარებელი დაიძრა და კიდევ ერთხელ ამევსო თვალები ცრემლებით. როგორ მინდოდა წამოვმდგარიყავი, ჯერ კიდევ ნელა მიმავალი მატარებლიდან ჩავმხტარიყავი და დავრჩენილიყავი, მაგრამ არ შემეძლო, არ შემეძლო... -ღმერთო, რა ძნელია... რამხელა ტკივილია,- თმაზე გადავისვი ხელები და უკანასკნელად გავხედე ჩემს მასპინძელს, რომელიც ვაგონს მოსდევდა, რამდენჯერმე ამოიყვირა ჩემი სახელი და ბოლოს გაჩერდა. მატარებელმა სიჩქარეს უმატა და..., - მშვიდობით, სამუდამოდ. თავი 8 ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ეზოში მოთამაშე ბავშვებს გავყურებდი. როგორი კარგია ბავშვობა, სადარდებელი არაფერი გაქვს. არც ფულზე დარდობ, არც სამსახურზე, არც მონატრება გაქვს ვინმეს მიმართ აუტანელი და არც სიყვარულისგან იტანჯები. რა ჯობია ბავშვი რომ ხარ და თამაშობ დედაშვილობანას, ექიმობანას ან მაღაზიაობანას?!- ეს უკანასკნელი ჩემ დროს არ იყო. სკვერში ხუთიოდე ბავშვი იყო შეკრებილი და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ რაღაცას. ჩემს ყურებს ფრაგმენტულად მოესმათ მათი საუბარი. ხილზე, ბოსტნეულზე და გაძვირებულ პროდუქტებზე საუბრობდნენ. უკეთესად რომ მომესმინა, ფანჯარა გამოვაღე და გადავეყუდე. -მე გამყიდველი ვიქნები, თქვენ კლიენტები, - ერთადერთმა გოგონამ დაასწრო ყველას და კლიენტებად წოდებულ ბიჭებს ხელი დაადო. -და მე ვინ ვიქნები? - აშკარად გამორჩენოდა წითური ბიჭი, რომელიც ე. წ დახლის უკანა მხარეს იდგა. -შენ მუშა იქნები და პროდუქტს მომიტან ხოლმე ბაზრიდან, - პრობლემა უცებ გადაჭრა გოგონამ. დაიწყო ,,მაღაზია’ობანას“ თამაში. მოდის ერთ- ერთი კლიენტი და ეკითხება გამყიდველს. -პომიდორი რა ღირს? -5 ლარი 1 კილო. -რა ამბავია 5 ლარი, ვალი გაქვთ? -კიი, ვალი გვაქვს ბატონო, ქირას ვიხდით და აღარაფერი გვრჩება, - უკმეხად უპასუხა გამყიდველმა და დოინჯი შემოიყარა, - აგიწონოთ? -არა, არ მინდა, შემოსასვლელში სამ ლარად ვნახე და იქ ვიყიდი, - ხელი გააქნია კლიენტმა და წასასვლელად გაბრუნდა. -ხოდა გეყიდა იქ, ჩემთან რას მოეთრეოდი, - წასულს ყვირილით მიაძახა გოგონამ და მეორე კლიენტს მიუბრუნდა, - რა მოგართვათ? -კარტოფილი მინდა, რა ღირს? -ორი და ნახევარი, ჩემო ბატონო, - დაიხარა და (ვითომ) პარკს დასწვდა, - აგიწონოთ? -ამიწონე, ოღონდ ჭიანები და დამპლები არ ჩამიყაროთ. -რას ამბობთ, ბატონო, ოქროსავით გაპრიალებული კარტოფილებია. -ეგრე ამბობთ ყველა გამყიდველი და სახლში მაინც უბედურებს მატანთ, - უკმაყოფილოდ ახედა კლიენტმა და ეჭვის თვალით დააკვირდა გამყიდველს, რომელიც შეფარვით ცდილობდა გაფუჭებულებიც შეეყოლებინა,- ეგ არ ჩადო, - მოულოდნელად ხელის აწევით შეაჩერა გოგონა, - გვერდზე გადადეთ და ისიც ამოიღეთ წეღან გვერდგამომპალი რომ ჩამიდეთ,- გოგონამ მორჩილად გადადო გვერდზე გვერდგამომპალი ,, ქვა" და სასწორზე დადო ასაწონად. -სამი კილოა. -რას მატყუებთ, ჩემი თვალით ვხედავ, რომ ორკილო ნახევარია, - გაღიზიანებით ამოთქვა კლიენტმა, - თავიდანვე ვიცოდი, რომ რაღაცას მომატყუებდი. -გაიარე, ჩემო ძმაო, დეგენერატი ხარ ვიღაცა ხარ, - ქვები ისევ დახლზე დაყარა და განაგრძო, - თქვენნაირი დეგენერატების ხელში მე ნერვები აღარ მივარგა. მოდიხართ, შარობთ, ნერვებს უშლით ადამიანს და მიდიხართ, ყოველ დღე ერთი და იგივე შეიძლება? -თქვენ მატყუებთ, ქალბატონო და კიდევ მე ვშარობ? - შეიცხადა კლიენტმა. -გაიარე, თუ ღმერთი გწამს, თორემ დავუძახებ ახლა ოჯახის კაცს და იმას გაეცი პასუხი, - თითის ქნევით აფრთხილებს და თან იმ ბიჭისკენ იხედება, რომელსაც წესით პროდუქტი უნდა მოჰქონდეს. -რა ამბავია, რა ხდება, - გამოდის გაჯგიმული ,, ოჯახის კაცი" და თავაწეული, დოინჯშემოყრილი დგება დახლთან, გამყიდველის გვერდით. -ეს კაცი შეურაცხყოფას მაყენებს, - მოკლედ მოყვა სადარდებელი და დოინჯი მანაც შემოიყარა. -შენ ჩემს ცოლს შეურაცხყოფა მიაყენე?! - უცებ გახდა უბრალო მუშა, გამყიდველის ქმარი. -უკადრებელი არაფერი მიკადრებია, გენაცვალე, წონაში მატყუებდა და მივუთითე ამაზე. -როგორ ბედავ და ჩემს ცოლს მატყუარას როგორ ეძახი?! - წინ გაიწია ქმარი, მაგრამ ცოლმა შეაჩერა. -დამშვიდდი, ნოდარ, ეს კაცი ამად არ ღირს, როგორც მოვიდა, ისევე წავა, - ქმარი მაისურის კიდით ეჭირა და ცდილობდა ისევ დახლს უკან გაეყვანა. კლიენტი იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. მე კი ვიდექი ფანჯარაში გადაყუდებული და მიკვირდა, საიდან ჰქონდათ ბავშვებს ამხელა ფანტაზია?! არც ისე კარგად, მაგრამ მაინც მახსოვს ჩემი ბავშვობა. მახსოვს, როგორ ვთამაშობდით მე, ნიტა, ლინდა და მარიამი სხვადასხვა თამაშებს, წრეში ბურთს, ორ დროშობანას, კენჭობანას, ვისი სული გსურს, გაფუჭებული ტელეფონი და ა. შ, მაგრამ ეს მაღაზიაობანა არაფრით მახსენდება, ან უბრალოდ არც კი არსებობდა იმ დროს. ფანტაზიის უნარი და სხვადასხვა გასართობის მოფიქრება, ყველა ბავშვისთვის დიდი ნიჭია, მაგრამ ალბათ ჩვენ არ გვქონდა ამხელაზე დიდი ნიჭი, რომ გამყიდველის და მყიდველის როლი მოგვერგო. როგორ მახსოვს დედა- შვილობანას რომ ვთამაშობდით ხოლმე, ერთხელ ლინდამ ნიტას აიძულა ჩემი გამომცხვარი ტალახის ტორტი ეჭამა, ახლა წარმომიდგენია რას გრძნობდა მაშინ ნიტა, როცა ტორტის ერთი ნაჭერი ჩაკბიჩა. არა, ოთხივენი ძალიან ალქაჯები ვიყავით, მაგრამ ლინდას კუდი და რქებიც ჰქონდა ხოლმე გამობმული დამატებით. არასდროს დამავიწყდება ,, ბომბობანას" დროს ბიჭებმა სახეში ბურთი რომ გამარტყეს და მიწაზე გართხმული, სულის მობრუნებას ვერ ვახერხებდი. ბოლოს თვალი რომ გავახილე, დავინახე, როგორ ჰყავდათ ლინდასა, მარიამსა და ნიტას ძირს დაგდებული ის ბიჭი და ურტყავდნენ. საწყალი მას შემდეგ არ გაგვკარებია და ასაკი რომ მოგვემატა, რამდენჯერაც შეგვხვდა, იმდენჯერ სიცილით გაიხსენა ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონება. მე რას ვაფუჭებდი?! მოდი დავფიქრდეთ... ვფიქრობ უნდა ჩაითვალოს მეზობლის ბაღიდან სიმინდს რომ ვიპარავდი. ერთ ზაფხულს გოგონებმა გადავწყვიტეთ და შემდეგ იმდენად ავიკვიატეთ, რომ მშობლებისგან უარის თქმას აზრი აღარ ჰქონდა, წავსულიყავით ჩემთან სოფელში, ჩემს საყვარელ კატო ბებოსთან, რომელიც იმ დონემდე მიყვარდა, საზღვარი აღარც უჩანდა. მაშინ დაახლოებით თერთმეტი- თორმეტი წლისები ვიქნებოდით ალბათ, მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. აგვისტოს მზის მცხუნვარებას ვეღარ ვუძლებდით უკვე, რატომღაც ისე მოხდა, რომ ვერც ერთმა მოვახერხეთ მთელი ივლისის თვე სადმე დასასვენებლად წასვლა და მარიამის სახლის ეზოში ვაღამებდით ხოლმე. ეზოს ყურძნის დიდი ფოთლები ჰქონდა გადმოფარებული და ჩრდილს აკეთებდა, ჩვენ კი იმ ჩრდილში ვისხედით და კარტს ვთამაშობდით, მაგრამ აგვისტოს თვეში ამ ყოფას ვეღარ გავუძელით და მშობლებს ბოიკოტი გამოვუცხადეთ. იმდენი ვიწუწუნეთ, ბოლოს მამაჩემი დანებდა და კვირის ბოლოს ბებიაჩემთან ჩაყვანას დაგვპირდა. ჩვენი მშობლები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და პრობლემა არავის ჰქონია გამოშვებაზე, შესაბამისად რამდენიმე დღით ადრე უკვე ჩალაგებული გვქონდა ჩანთები. ბებიკოს ძალიან გაუხარდა ჩვენი ჩასვლა, მარტო ცხოვრობდა ხოლმე და სწყინდებოდა ასე, მე კი ( იქამდე, სანამ გოგონებსაც ჩავიყვანდი) ჩემი არანორმალური ქცევებით ვუმხიარულებდი ხოლმე გულს. ზაფხულის ერთი თვე და ზამთრის ერთი კვირა შემეძლო მხოლოდ ბებოსთან ყოფნა და ისე მოქცევა როგორც მინდოდა, ჰარი- ჰარალოზე, არავინ არაფერს მიშლიდა და მეც მეტი რა მინდოდა. გოგონები რომ ჩავიყვანე, ბებო გულღიად შეხვდა ყველას, გულში ჩაიკრა და ჩაკოცნა. მამას იმ დღესვე უწევდა წასვლა, რადგან მეორე დილით სამსახურში უნდა წასულიყო, დედა კი თბილისიდან არც გამოგვყოლია. იმ საღამოსვე წავათრიე ჩემი დაქალები სასეირნოდ. იმ ასაკში ვიყავით, რომ ბიჭებს ვეპრანჭებოდით, ისინი კი თვალს აყოლებდნენ ჩვენ ყოველ გავლა- გამოვლას. ერთ- ერთს ლინდაც კი მოეწონა, მაგრამ როგორც კი ახლოს გაიცნო, მაშინვე გაეცალა. ჩასვლიდან მეორე დღეს, ჩვენ ოთხნი და კიდევ ახლად გაცნობილი რამდენიმე გოგო- ბიჭი უფრო შორ მანძილზე წავედით სასეირნოდ. იმ დროს გარე განათება დიდი ფუფუნება იყო სოფლებისთვის, შესაბამისად საერთოდ არ გვქონდა. ხელის ფარნებ მომარჯვებული მივაბიჯებდით სიბნელეჩამოწოლილ განიერ ბილიკზე და ვცდილობდით, შემთხვევით რომელიმე ქვისთვის ფეხი არ წამოგვეკრა. ბაღებისკენ გადავუხვიეთ, სადაც ყოველთვის მოიპოვებოდა რაღაც საკბილო, ღამე კი დანაშაულის ჩასადენად არაჩვეულებრივი დროა. მანამდე არასოდეს გამჩენია სურვილი ვინმეს ბაღში გადავმძვრალიყავი და რამე მომეპარა, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე საკუთარ თავს, როცა სიმინდით სავსე ბაღს გავუსწორდი. მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემის სახლის უკანა ეზო სიმინდს მიჰქონდა, მეც გამიჩნდა სურვილი ერთხელ მოპარულიც მეჭამა, თან გაგონილი მქონდა მოპარული უფრო გემრიელიაო. ერთმა დაიყვირა და დანარჩენებიც ბატებივით ყაყანით ავყევით. გადავიპარეთ ვიღაცის ბაღში და გავავსეთ ერთ- ერთის მოსაცმელი მოპარული სიმინდებით. ერთ ამბავში ვიყავით, გვიხაროდა, რომ ჩვენ ეს შევძელით, თავები კრიმინალებად წარმოვიდგინეთ, რომლებმაც მსოფლიოს უდიდესი ბანკი გავიტანეთ, სინამდვილეში კი ჟაკეტში გამონასკვული ექვსიოდე სიმინდის ტარო გვედო. ბაღიდან ისევე გავედით, როგორც შემოვედით. იმ დღესვე დავანთეთ პატარა კოცონი და შემწვარ სიმინდებს გემრიელად შევექეცით. ძალიან ნასიამოვნები ვიყავი ჩემი ამ საქციელით მანამდე, სანამ მეორე დილას არ გავიგე, რომ ბიძაჩემის ბაღი გამიძარცვავს. ჩემთის ზედმეტად სენსიტიური თემა იყო ბავშვობა და მოგონებები, რომელშიც მარიამი ტრიალებდა. თვალები ამიცრემლიანდა წარსულის გახსენებაზე და ახლა უკვე გაბლარული მხედველობით ვუყურებდი სკვერში მოთამაშე ბავშვებს. გვერდით ნიტა რომ მომიდგა და ისიც ფანჯრის რაფას რომ დაეყრდნო, თავი გვერდზე გავატრიალე და მომდგარი ცრემლები შევიმშრალე, მაგრამ მაის მაინც ვერაფერი გამოვაპარე. - რა გჭირს?- ისე მკითხა არც კი შემოუხედავს. - არაფერი. - დარწმუნებული ხარ? - კი. - ამჩნევ, რომ როცა ბავშვებს უყურებ, სულ გეტირება? - არა. - ძალიან სენსიტიური გახდი, ადრე ბავშვები შორიდან გიყვარდა, ახლა ელეთ- მელეთი გემართება,- მერე წელში გასწორდა და ზევიდან დამხედა,- გოგო, შენ ორსულად ხომ არ ხარ. - რა? არა! რა სისულელეა,- უცებ გავსწორდი, თავში ზარებმა იწყეს რეკვა. ერთი თვე კი იქნებოდა გასული, მე და ვანო ერთად რომ ვიყავით, მაგრამ შეუძლებელია ორსულად ვყოფილიყავი,- არა?! - კარგი, ქალო, რას დაფეთდი, ვიხუმრე,- წამიერად მხიარულად გაიცინა და მერე დასერიოზულდა,- დაჯი?! - არა, ნიტა, ორსულად რანაირად ვიქნები, გაგიჟდი? - მე რავიცი, შენ ცხოვრობდი იმ ბიჭთან მთელი თვე,- თმები ამიჩეჩა ბავშვივით და ზურგი შემაქცია,- წავედი მე. - სად მიდიხარ? - ბებიაჩემთან. - მშვიდობაა? - კი, პროსტა ძაან მეწუწუნება უკვე, მოვიწყინეო და გავალ. - რომელზე მოხვალ?- გასასვლელში დავეწიე. - არ მგონია დღეს მოვიდე, დავრჩები ერთი- ორი დღე იქეთ. ჩემებმაც შემჭამეს უკვე, სახლი- კარი არ გაბადია, მანდ რომ გადასახლდიო?- ფეხსაცმლის თასმების შეკვრას მორჩა თუ არა, ქოშინით წამოდგა სავარძლიდან,- მგონი ვბერდები,- ამოთქვა თავისთვის და სადარბაზო კარი გამოაღო,- მოკლედ წავედი მე და ლინდას უთხარი ის ავოკადო მე შევუჭამე და არ მეჩხუბოს,- ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა და კარში გავიდა. მე კი დამტოვა ახალ საფიქრალთან ერთად. ერთი თვე გავიდა ბათუმის ამბებიდან და აქამდე რაღაც უნდა მეგრძნო. ჩემი ხასიათის ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალი იყო, რომ საყვარელ ადამიანს მოვშორდი და მენატრებოდა. ზოგიერთ საკითხში სენსიტიური გავხდი, მართალია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. არც ჩემი გადაღლილობა, რადგან სამსახურში ბევრს ვმუშაობდი. გულის რევის შეგრძნება კი იმიტომ მქონდა ორი დღის წინ, რომ მოვიწამლე იმ რაღაცეებით, ლინდამ რომ მოიტანა მაღაზიიდან. შეუძლებელია ორსულად ვყოფილიყავი, ყველა მხრიდან გამორიცხული იყო. მიუხედავად ამ ჩემი დარწმუნებისა, ნიტა გავიდა თუ არა სახლიდან, მალევე მეც მივყევი და აფთიაქში შლოპანცების ფლატაფლუტით შევვარდი. ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ სანამ შენობაში მხოლოდ მე და აფთიაქარი არ დავრჩით, სალაროსთან იქამდე არ მივედი. ხმის კანკალით ვუთხარი რაც მინდოდა და რომელი გინდაო რომ მკითხა, დავიბენი. ამ საქმეში გამოუცდელმა, გოგონას ისეთი თვალებით შევხედე, აშკარად მიხვდა ჩემ გაჭირვებას და თავად შემომთავაზა ერთ- ერთი მათგანი. კორპუსის კიბეებზე სულ კისრის ტეხვით ავირბინე, სააბაზანოში შევვარდი, ტესტის ინსტრუქციას მივყევი და დაველოდე. და ეს რამდენიმე წამი იყო, საუკუნედ რომ მომეჩვენა. ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა და უკვე გამოგლოვას ვიწყებდი საკუთარი თავის, როცა ფირფიტაზე მხოლოდ ერთი ხაზი გამოისახა. ბედნიერი ვიყავი ამ შედეგით, მაგრამ გულის სიღრმეში რატომღაც მეწყინა კიდეც, რომ პასუხი უარყოფითი იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ სურვილი გამიჩნდა იმ პაწია ფირფიტაზე მეორე ხაზიც გამოჩენილიყო. მიხაროდა და თან ამავე დროს მწყინდა, ორსულად რომ ვყოფილიყავი, შვილი მეყოლებოდა საყვარელი მამაკაცისგან, მაგრამ ჩემი ცხოვრება ხომ სერიალი არ იყო, თავისი ინტრიგებითა და ამბებით. ერთ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც ასე ცხოვრება გამიჭირდებოდა. ცრემლები შევიმშრალე და საკუთარ თავს მოვუწოდე დამშვიდებისკენ, სააბაზანოდან გასულმა, ტესტი ნაგვის ყუთში ჩავაგდე და მისაღებში, დივანზე წამოვწექი. ჩემს თავს არ ვგლოვობდი, მაგრამ ხასიათი გამიფუჭდა. ამას დაემატა ისიც, რომ თვალების დახუჭვისთანავე ხაშურის მოგონებები დაფრინავდნენ სიბნელეში. დღე არ გავიდოდა, რომ მასზე არ მეფიქრა, ერთი თვის მანძილზე განუწყვეტლად ვფიქრობდი და ჩემ სიზმრებშიც ვეპატიჟებოდი. ახლაც იგივე ხდებოდა, გონებაში ამომიტივტივდა ერთი საღამო, როცა მე კალიამ შემაშინა და დასახმარებლად ჩემს გმირს ვუხმე. ხაშურში ყოფნისას,სახლში გვიან დაბრუნებულებმა ერთმანეთს ძილინებისა ვუსურვეთ და დავიშალეთ. ისე მეძინებოდა, ლამის იყო ფეხზემდგომელს ჩამძინებოდა. ოთახში ფანჯარა ღია დამრჩენოდა და ის იყო გავიფიქრე, იმედია არაფერი შემოძვრა მეთქი, რომ მოულოდნელად ტანში გამცრა. სარკეში ჩემ უკან მდგარი სავარძლის ანარეკლს ვუყურებდი, თავიდან ვიფიქრე სასმლის გამო მეჩვენება მეთქი, მაგრამ მერე რომ შეირხა, ადგილს მოვწყდი და გასასვლელისკენ გავიქეცი. -ვანოო, - გავყვირე ბოლო ხმაზე და კარი გამოვიხურე. -რა მოხდა, - დაფეთებული შემოვარდა მისაღებში ჩემი მასპინძელი. -ჩემს ოთახში კალიაა და სავარძელზე ზის, - უთქმელად ვევედრებოდი მოეშორებინა ის საზიზღარი მწერი. -სავარძელზე ზის? - ვერშეკავებული სიცილით მომიახლოვდა, - მერე რაო, რას ითხოვს. -ყავასა და კრუასანებს, რას მოითხოვს, - თვალები დავუბრიალე, - აუუ, ვანოო, მოკალი რაა. -ცოდოა, შენ რომ შედიხარ სხვის ოთახში, გკლავენ? - შეშფოთებით წარმოთქვა და უფრო მომიახლოვდა, - კარის სახელური რისთვის გიჭირავს, შიგნიდან ეჯაჯგურებოდა? -ნუ დამცინი, - წარბები შევკარი და სახელურს ხელი გავუშვი, - გთხოოვ, რაა, ვერ ვიტან კალიებს. -კარგი, მაცადე, - მაისურის მკლავები აიკეცა და ოთახში შევიდა. მეგონა ფრონტის ხაზზე გავუშვი, ისე ვნერვიულობდი მასზე. რამდენიმე წუთში ყველაფერი მორჩენილი იყო, ვანო გამარჯვებული სახით გამოვიდა. -მორჩა? - ვკითხე იმედიანად. -მორჩა, - ხელები დაიფერთხა, - სადმე ცხრა თავიანი დრაკონიც ხომ არ მყავს მოსაკლავი? -ჯერ არა, - დავემშვიდობე და მშვიდად შევაბიჯე საძინებელში. საწოლში ჩაწოლა და ბალიშზე თავის დადება, ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის. როგორც დავიძინე, ისევ იმ პოზაში გავიღვიძე. დილით ისევ მამლის ყივილმა გამაღვიძა, ეს უკვე ჩემი ყოველდღიური რუტინა იყო. ორი კვირისა და სამი დღის მანძილზე სისხლს მიშრობდა. გემრიელად გავიზმორე, ვიფიქრე ცოტახნით ტელეფონში დავათვალიერებ მეთქი რაღაცებს, გვერდზე გადავბრუნდი და ადგილზე გავშეშდი. სუნთქვის უფლებასაც ვერ ვაძლევდი ჩემს თავს, არ მინდოდა ჩემ გვერდით მყოფის მყუდროება დამერღვია და მისი ყურადღება მიმექცია. მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე, თმები ყალყზე მიდგებოდა უკვე, რაც შემეძლო ჰაერი ღრმად შევისუნთქე და მთელი ხმით ვიკივლე. -ვანოო, კალია ჩემს ბალიშზე ზის... *** მოგონებებში ჩამძინებოდა. არც კი მახსოვს როგორ, როდის. ძილიდან ისევ საშინელი ხმა მაფხიზლებდა, მეგონა ისევ ხაშურში ვიყავი და ის ოპერის მომღერალი მამალი გაჰკიოდა, მაგრამ ლინდა ყოფილა. თვალები მაშინვე ვჭყიტე, როცა გარკვევით გავიგე მისი ხმა. დივანიდან დაფეთებული წამოვხტი და სამზარეულოში გავვარდი, ჩემი დაქალი ნაგვის ყუთთან დახრილიყო და ორსულობის ტესტის პაკეტი ეჭირა. ტანში გამცრა, ფაქტობრივად იქვე განვუტევე სული. ფეხის ხმა რომ გაიგო, ამომხედა, ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, ლამის იქიდან გამოვიქეცი, მაგრამ სხეულს ძვრა ვერ ვუყავი. ვიდექი და ვუყურებდი, აჯაგრულ ლინდას. რა ჯანდაბა ესაქმებოდა, რას იქექებოდა ნაგვის ყუთში, ან მე რა დებილი ვარ, მეტი გადასაგდები ადგილი რიომ ვერ ვნახე?! - ეს რა არის?- ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს დემონი ჩასახლებულიყო მასში. - არ ვიცი?!- მხრები ავიჩეჩე უცოდველად. - რას ქვია, არ იცი?- წელში გასწორდა და კოლოფი ცხვირწინ ამიფრიალა. - უი, ორსულობის ტესტი ყოფილა, აქ რა უნდა?- ისევ ვაგრძელებდი თამაშს. - აქ რა უნდა?! მეც მაგას გეკითხები, დაჯი, ორსულობის ტესტს ჩემი სახლის ნაგვის ყუთში რა უნდა? - არ ვიცი,- მხრები ავიჩეჩე. - არ იცი? - არა, საიდან უნდა ვიცოდე? - ამ სახლში მხოლოდ მე, შენ და ნიტა ვცხოვრობთ. ჩემი არ არის და ვისია მაშინ. შენი? - არა, რა ჩემი,- ნერვიულად გავიცინე. - აბა ნიტასი? - მე რა ვიცი?! - აბა ვინ იცის? ჩემი არ არის, არც შენი, ვინღა დარჩა? - ნიტა? - კარგი, დავურეკავ ახლა ნიტას და გავარკვევ. - არა,- ჯიბიდან ტელეფონის ამოღების საშუალება არ მივეცი,- კარგი, შეეშვი, გვეტყოდა რამე რომ ყოფილიყო. - რას გვეტყოდა, ქალო, რა პასუხია ისიც არ ვიცი, თავს რამე არ მოუწიოს. - უარყოფითია,- წამოვიყვირე, როცა ისევ ჯიბეში ჩაიყო ხელი. - უფ, ძალიან კარგი,- მშვიდად ამოისუნთქა და გაიღიმა, მაგრამ წამში ისევ დასერიოზულდა,- მოიცა, შენ რა იცი. - მეე... ისა... რავი დავინახე,- ენა დამება, საკუთარი თავი გავეცი. - დაჯი, შენია?- თითქმის იკივლა,- შენ და ვანომ.. თქვენ... ჰა? - არა, რა სისულელეა,- ჩემი შტერი თავი. - დაიფიცე. - რა დავიფიცო? - მამაშენი. - დამპალი ხარ. - ე.ი შენია? - არა მეთქი. - კარგი, ნიტას ვურეკავ და გავარკვევ, ის არ მომატყუებს,- მუჭები შევკარი, ფრჩხილები კანში შემერჭო. უკვე ნიტას ნომერს ნიშნავდა, რომ მივვარდი და ხელიდან გამოვგლიჯე ტელეფონი. ვაღიარე. - კარგი, ჩემია,- დარცხვენილმა ამოვილაპარაკე და იატაკს დავაკვირდი, ველოდი მის აფეთქებას, ჩხუბს, ლექციას, ვეფხისტყაოსანს, ის ხომ დედაჩემის მოვალეობას ასრულებდა. მაგრამ ამის სანაცვლოდ, ჩემდა გასაკვირად, მოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა, ისე, როგორც აქამდე არასოდეს ჩამხუტებოდა. თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი, ისე ვტიროდი, როგორც პატარა ბავშვი და ლინდას მკერდს ვეკვროდი. ისევ გამახსენდა ტესტის პასუხი, რომელმაც ერთდროულად გამახარა და თან დამამწუხრა კიდეც და უფრო მეტად ავტირდი. ლინდა კი თმაზე მეფერებოდა და მამშვიდებდა. მერე მისაღებში გამიყვანა და დივანზე დამსვა, დამელოდა სანამ არ დავმშვიდდი და შემდეგ მკითხა. - უარყოფითია?- თავი დავუქნიე,- გინდოდა დადებითი ყოფილიყო? - არ ვიცი. - თავს რატომ ისჯი? - არ ვისჯი. - მე ხომ ვიცი, რომ გიყვარს? - კი. - მაშინ რა გაბრკოლებს? წარსულიო არ მითხრა, თორემ თავში ჩაგარტყავ, გეფიცები. - არ შემიძლია, ლინდა. - სხვის გამო რატომ უნდა აგო პასუხი, ამიხსენი. - მარიამი... - მარიამი აღარ არსებობს, მორჩა,- გაბრაზება ერეოდა,- არც შენ და არც ვანოს ცხოვრებაში არანაირი მარიამი აღარ არსებობს, მორჩა და გაიგე. თქვენი, რაღაცნაირად, საერთო წარსული დარჩა წარსულში, დღევანდელი და მომავალი ცხოვრება მხოლოდ თქვენ გეხებათ და არა ვიღაც მარიამსა და შენ ნაბიჭ*ვარ ყოფილ შეყვარებულს. რატომ არ გინდა გაიგო? - ვანომაც იგივე მითხრა. - ხოდა რატომ არ უსმენ? შენს გულს მაინც მოუსმინე, თუ მას არ უსმენ, რას გეუბნება? - არ ვიცი. - იცი, როგორ არ იცი, უბრალოდ გეშინია რომ გაუგო. - სხვისი თვალით ადვილი ჩანს. - არავის თვალით არ ჩანს ადვილი, განსაკუთრებით კი ჩემი, რადგან მე გიყურებდი, როგორ იტანჯებოდი, როგორ ტიროდი და თავს იდანაშაულებდი იმაში, რაც შენი დანაშაული სულ არ იყო. იმასაც ვხედავდი და ვხედავ, როგორ ძლიერი დამოკიდებულება გაქვს ვანოსთან, მასთან ბედნიერი, მხიარული და შეყვარებული ხარ. რაც ხაშურში ჩახვედი, აღარ მინახავხარ მოწყენილი, მართალია არც ისე ხშირად გელაპარაკებოდი მაშინ, მაგრამ შენთან დიდი ხნით კონტაქტი არ მჭირდება, რომ მივხვდე- როგორ ხარ. ბავშვობიდან გიცნობ. ისე გავიზარდეთ მე, შენ და ნიტა, როგორც დები და როგორ ფიქრობ, რომელიმე ჩვენგანს რაიმე ზებუნებრივი ძალა გვჭირდება, რომ ერთმანეთი ერთი შეხედვით წავიკითხოთ? მე არ მჭირდება, არც ნიტას, რადგან ბევრჯერ გვილაპარაკია შენზე და ისიც კარგად ხედავდა მაშინ და კარგად ხედავს ახლაც, როგორ ხარ, რას გრძნობ და რას ფიქრობ. ამიტომ ვარსებობთ დაქალები, დაჯი, მე რის დაქალი ვიქნებოდი, რომ არ მესმოდეს შენი?- დამნაშავედ ვიგრძენი თავი, მართალი იყო ცამდე და ამას ახლა უკეთესად ვხვდებოდი, ვიდრე უწინ,- დაჯი, მომხედე. ვიცი კითხვაც არ მჭირდება ამის, მაგრამ მაინც შეგეკითხები, ჩემი გჯერა? - რა თქმა უნდა,- ცრემლიან სახეზე ხელის გულები გადავისვი. - მენდობი? - კი. - მაშინ დაურეკე ვანოს და უთხარი, რომ გადაწყვეტილება შეცვალე,- თავი გავაქნიე უარის ნიშნად, ყველაფრისდა მიუხედავად ამის გაკეთება მაინც არ შემეძლო,- რა არა? - არ შემიძლია. - ღმერთო, დაჯი. - ლინდა, გთხოვ, ნუ დამაძალებ,- მუდარით ავხედე. თავი დამიქნია და ისევ მიმიხუტა, ის და ნიტა რომ ჩემ ცხოვრებაში არ არსებობდნენ, ,,ჩემი ცხოვრება“ საერთოდ არ იქნებოდა. მეორე დღეს ლინდამ სამუშაოდ წამათრია, იქიდან გამომდინარე, რომ ნიტა ბებიამისთან იყო წასული, მარტო უწევდა სამსახურში მარტო ყოფნა და ეზარებოდა. კარი გავაღეთ თუ არა, ჩემი დაქალი წყლის მადუღარას ეცა, დილით ყავას რომ არ სვავდა, მონსტრების კორპორაციაში ყველაზე უჟმური არსება რომ არის, როზი, აი მაგას ემსგავსებოდა ხოლმე და მერე ტვინს ბურღავდა. თორმეტ საათამდე ფილმს ვუყურებდით, დილის საათებში იშვიათი იყო ხოლმე კლიენტი, თან მაშინ, როცა ზაფხული თითქმის უკვე დასრულებულიყო. ფილმის დასასრული როგორი იყო არც კი მახსოვს, რადგან ფიქრებში გავიბლანდე, როგორც ყოველთვის ვანოსთან დაკავშირებულში. გონზე მაშინ მოვედი, როცა ლინდამ სკამი უკან გაახრიალა და წამოდგა, მეორე ჭიქა ყავის დალევის დრო მოსვლოდა. ის იყო ხელები მაღლა აჭიმა და გაიზმორა, რომ კარი გაიღო და ჩვენდა გასაკვირად ნიტამ შემოყო თავი. ორივეს გაოცების ყვირილი აღმოგვხდა და ჩვენ დაქალს ვეცით, თითქოს დიდი დრო გასულიყოს, რაც არ გვენახა. დაჯდა და მოგვიყვა ამბავი, როგორ მოუშალა ბებიამისმა ნერვები და, როგორ გამალებით ცდილობს ვინმე ბიჭის მისთვის გარიგებას. ისიც გაბრაზებული ადმდგარა და ჩვენთან წამოსულა. ამბავის მოყოლას რომ მორჩა, ლინდა ადგა და ოთახიდან გავიდა, თან დაიბარა მალე მოვალ და ,, კოფე“ მოდუღებული დამახვედრეთო. ის იყო ნიტამ ფინჯნებში ყავა ჩაყარა, რომ შემოსასვლელი კარი ვიღაცამ დაუკაკუნებლად შემოაღო და შემოვიდა. ორი გოგო იყო, მოკლე კაბებით, მშვენიერი დეკოლტეებით, ნიტას ლამის კოვზი გაუვარდა ხელიდან. აი ქალებიც ამათ ერქვათ. მათ მოშიშვლებულ, მომრგვალებულ, მკერდს შურით შევხედე, მერე ჩემს მკერდს დავხედე და ბოღმა მომაწვა, მაგრამ ნიტას რომ გავხედე, დავმშვიდდი, რომ ამ ტკივილს მარტო მე არ განვიცდიდი. - გამარჯობაა,- შორიდანვე ხელის დაქნევით მოგვესალმა ერთ- ერთი და ჩვენკენ წამოვიდა. - გამ... გამარჯობათ,- ძლივს ამოვთქვით სიტყვა მე და ნიტამ. - სტუმარ- მასპინძლობაა ხო? სწორად მოვედით?- მეორე გოგონა პირველს უკან გამოყვა. - დიახ, სწორად მოხვედით. - ძალიან კარგი. - ვინმე მასპინძელი გვინდა, სასურველია სიმპათიური და ძლიერი,- პირველი სავარძელში ისე ჩაჯდა ჩვენთვის არაფერი უკითხავს. მე და ნიტამ გაკვირვებით გადავხედეთ ერთმანეთს. - კარგით, მოვძებნით ვინმეს,- თავი დავაქნიე და მაგიდას შემოვუარე, ნიტა ისევ ადგილზე გაშეშებულიყო და მეორე მათგანს უყურებდა,- მაინც სად ფიქრობთ გამგზავრებას? - ჯერ არ ვიცით,- მხრები აიჩეჩა პირველმა. - აუ, მე ვიცი,- წამოიყვირა მეორემ და ქუსლების კაკუნით დაქალს, თუ დას, თუ ვინც იყო, გვერდით მიუჯდა,- აი ის ბიჭი მომწონს, ვანო. - ვანო?- თვალები გამიფართოვდა, ვგრძნობდი, როგორ იღვიძებდა ჩემში მესაკუთრე ქალი. - ააა, კიი ეგ კარგი ბიჭია, მაღალი, სიმპათიური და თან მარტო ცხოვრობს,- დაეთანხმა პირველი გოგონა და ტანი შეარხია, თითქოს ცეკვავდა. - კი, ნამდვილად ძალიან კარგი არჩევანია,- როგორც იქნა გონზე მოეგო ჩემი დაქალი და გვერდით ამომიდგა,- არაჩვეულებრივი ბიჭია, კარგი ხასიათით, მზრუნველი, მოწესრიგებული, - ასე თბილად არასდროს არავინ დაუხასიათებია ამ გოგოს, რაღა ახლა შეესხა ანგელოზის ფრთები,- აი, ჩვენი დაჯი ცხოვრობდა მთელი ერთი თვე მასთან და უკეთესად იცნობს ვანოს, არა, დაჯი? - კიი, ძალიან, ძალიან კარგად ვიცნობ და მგონი შენ მე არ მიცნობ, ძვირფასო ნიტა, არა? - როგორ არა, ყველაზე კარგად მე გიცნობ, გოგო,- იუკადრისა ჩემი შენიშვნა. - ხოო, აბა რაა, ძალიან კარგად მიცნობ,- კბილებში გამომცრა და მოსულთ ღიმილით გავხედე,- სამწუხაროდ ჩემი მასპ... უფრო სწორედ თქვენთვის სასურველი მასპინძელი ამჟამად შინ არ იმყოფება. - ეგ საიდან მოიტანე, ჩემთვის არ დაურეკავს,- გაკვირვებით აღმოხდა ნიტას და ნოუთბუქში რაღაცის ქექვას მოყვა. - მე მითხრა სამაგიეროდ,- როგორ მინდოდა ახლა ამ ცხენის კუდად შეკრული თმით მეთრია. - მოიცადე, დავურეკავ, ზუსტად იცი ეგ?- ტელეფონი აიღო და ე. წ ანკეტიდან ვანოს ნომერი ამოწერა, გიჟივით ვეცი და ხელიდან გამოვგლიჯე. -რომ ვამბობ ვანო წასულია მეთქი, ე. ი წასულია, - არ ვიცი რა გაჩნდა ასეთი მიუხვედრელი, მაგრამ ჩემგან კარგი დღე რომ არ დაადგებოდა, ეგ ზუსტად ვიცოდი. მკერდმოშიშვლებულ გოგონებს კი ვეუბნები, - რადგან ჩემ... თქვენთვის სასურველი მასპინძელი შინ არ იმყოფება ამჟამად, შემიძლია სხვა გირჩიოთ. ამმმ, მაგალითად ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ხაბუმე, - პირველი რაც მომხვდა თვალში ის ვუთხარი, - კარგი ბუნებაა, სიმწვანე, თხილის ბაღები და რაც მთავარია არაჩვეულებრივი მასპინძლები. -კი, მასეა, არ ინანებთ ნამდვილად, - უცებ გადმოერთო ახალ ამბავზე ნიტა და თავი დაიქნია თანხმობის ნიშნად. -თუ გნებავთ, - პლანშეტი შევუტრიალე, - დაათვალიერეთ. -არააა, მადლობაა, - წაიზმუკუნა ერთმა. -ხო, არ გვინდა, - დაეთანხმა მეორე, - მეგრელებს ნუ დაგვანახებთ. -რატომ? - ერთდროულად ვიკითხეთ მე და ნიტამ, რომელსაც სახე ეცვლებოდა. -მეგრელებს ვერ ვიტანთ. აი რაღაცნაირი ხალხია, საზიზღარი, რაა. -ვიკეტებით, - ისე მოულოდნელად იყვირა ჩემმა დაქალმა, რომ ლამის მეც ავიღე ჩანთა და წავედი. რა თქმა უნდა, ვერ აიტანა მათი ეს ნათქვამი, ის ხომ ყველა მხრიდან მეგრელი იყო. -რაა? ჯერ ხომ ადრეა? -ვიკეტებით მეთქი, ვამბობ და მიბრძანდით თუ შეიძლება, - ფურცლებს რახუნით ასწორებდა და თან რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის, სიცილს ძლივს ვიკავებდი. -კარგით და ხვალ რომ მოვიდეთ? - არ ნებდებოდნენ მოსულები. -არც ხვალ, არც ზეგ. და საერთოდ ვიკეტებით, გენაცვალე, აღარანაირი სტუმარ- მასპინძლობა. მორჩა, გათავდა. -ვაიმე, რა უხეში ხართ, გიჩივლებთ, - გაკაპასდა ერთი და პლანშეტი, რომელიც ხელში ეჭირა, მაგიდაზე მიაგდო. მეც ფეხზე წამოვხტი. -აბა, ახლა ააცვით აქედან, - კარი გამოუღო და ხელით უბიძგა ორივეს, - სანამ მშვიდად ვარ და არ გამიწიხლიხართ, გამასწარით,- კარი ისე მიუჯახუნა, რომ ძლივს გავიგონე მათი ნათქვამი - გიჩივლებთ, - ფეხის ფრჩილები არავის დააჭრა, ძუკნა. -კარგი დამშვიდდი, წავიდნენ და აღარასდროს მოვლენ, - ვაწყნარებდი და ვცდილობდი სკამზე დამესვა, ოთახში მოსიარულე. -არა, ნახე რა მაკადრა? - არ ცხრებოდა ნიტა. -ხო, ვნახე, იდიოტები იყვნენ. მაგიტომ არ მინდოდა ვანოსთან გამეშვა, თორე განა მართლა წასულია. -წინასწარ მაინც გაგეფრთხილებინე, შენ კიდევ, - ახლა მე გადმომწვდა და თმა დამიჭირა. -რას მოვიფირებდი, ესეთები თუ მოვიდოდნენ. -მეგრელებს ვერ ვიტანთ, აი რაღაცნაირი ხალხია, საზიზღარი, რა, - გააჯავრა წასულთ და მერე დააყოლა, - სკან დიდას... * სექტემბრის თვეც ისევე მალე მიიწურა, როგორც აგვისტო და სიცივემ წამოურია ოქტომბრის თვეში. როგორც ამინდი შეიცვალა, ისევე მალე შეიცვალა ჩემი ხასიათი რადიკალურად. თითქოს აღარაფერი მახარებდა, არაფერი მინდოდა, მადაც არ მქონდა, მეგონა, რომ ძილი მეკლდა. მკერდი, გულის მხარეს, ისე მტკიოდა, თითქოს ვიღაც ქინძისთავებს მისობდა, და ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ჩემში ვიღაც უსულოდ სახლობდა. ჩემი მასპინძელის მონატრებამ იმაზე მეტად შემომიტია, ვიდრე მანამდე, იმაზე მეტად მინდოდა მისი ნახვა, ჩახუტება, კოცნა, ვიდრე აქამდე და ვკვდებოდი ამ სურვილებით. ყოველ დღე, როცა ლექციები არ მქონდა, სამსახურიდან დაბრუნებული, ისე, რომ ჭამის სურვილიც კი არ მქონდა, ვწვებოდი და ვიძინებდი, ამიტომაც საგრძნობლად მოვიკელი წონაში ბოლო ხანებში და ამის გამო დედაჩემი ცალკე და ჩემი დაქალები კი ცალკე მეჩხუბებოდნენ გაუთავებლად. და აი იმ დღესაც, ის- ისაა ტკბილად ჩამთვლიმა, რომ რაღაცის ჯახუნმა გამომაფხიზლა. შეშინებული წამოვხტი საწოლიდან და ოთახიდან გავვარდი, კართან ჩემი არანორმალური დაქალი იდგა, სახის არანორმალური გამომეტყველებით და ისეთი მზერით, რომ შეეძლო შუაზე გავეგლიჯე. ხელში თავისი საყვარელი შავი ჩანთა და ორი უზარმაზარი პოლიეთილენის პარკი ეჭირა, ჩემთვის თვალმოუშორებელი, დაუხრელად ცდილობდა, როგორმე ბოტასები ხელის მიხმარების გარეშე გაეხადა. ზურგი ვაქციე და საძინებელში შევბრუნდი. სამზარეულოში ნიტა იყო და ის მიხედავდა ამ გიჟს. მე კი ძილის მეტი არაფერი მინდოდა. მერე რაა რომ ჩემი დაბადების დღე იყო. დაბადების დღე ყოველ წელს მოდის, მაგრამ კარგი არაფერი მოაქვს, გარდა ასაკისა და ასაკის შესაფერისი ნაოჭებისა სახეზე. ფანჯარაში გავხედე საღამო ჟამს მიწურული მზის სხივების ბოლო ამოსუნთქვას, სქელი ფარდა ჩამოვაფარე და საწოლზე მივეგდე პირქვე. რომ შემეძლებოდა იმ ოთახიდან ერთი წამითაც არ გავადგავდი ფეხს. იქ ხომ ვანო არ იყო, მე კი მენატრებოდა ის და მისი დილაუთენია მომზადებული ცხელი ყავა. რა ცუდად ვიქცეოდი. საკუთარ თავს სიყვარული ავუკრძალე, და მისი სიყვარულიც ვუარვყავი. მეგონა, რომ ეს უბრალოდ მისი გატაცება იყო, ბიჭებს ხომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გითხრან- მიყვარხარ, მაგრამ ახლა ვაცნობიერებდი, რომ თავში ტვინი არ მქონდა, უარი რომ ვუთხარი. ვერც ახლა ვიტყოდი ჭკუა მომემატა მეთქი, რადგან საკუთარ პრინციპებს ვერ გადავაბიჯე და ვერ დავურეკე, რომ მისი ხმა გამეგო, რომ მომეკითხა, რომ მეთქვა მიყვარხარ. - დაჯიი, - მესმის ლინდას კივილი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ამის ღრმად ფილოსოფიური ლექციების მოსმენის თავი არ მქონდა. ძილი მინდოდა, - დაჯი, მეთქი,- ჩემს ოთახთან ახლოს დაჰყვირა კიდევ ერთხელ და შემოგლიჯა კიდეც საძინებლის კარი. - რა სიკვდილი გინდა, ლინდა, დამანებე თავი, - ამოვიკრუსუნე და საბანი წავიფარე თავზე. - ადექი,- სქელ საბანს ხელი დაავლო და გადამხადა, ერთიანად დამიარა უსიამოვნო სიცივემ მთელს სხეულში. - ლინდა, გთხოვ, - გავიბრძოლე კუთვნილის დასაბრუნებლად, მაგრამ მასთან ვერაფერს გავხდი, - თავი დამანებე, გთხოვ. - როდემდე უნდა ეგდო ეგრე გოგრასავით, ჰა? აღარ არის დრო ადგე და მიხედო თაავს?-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ჩემს ყურთან. - რა შენი საქმეა. - აბა ვინ ჯანდაბის საქმეა, ამოვიდა შენი ეს დეპრესიები ყელში. წადი, მტკვარში გადახტი, მეც დავისვენებ და შენც. - მადლობა რჩევისთვის. - დაჯი... დაჯი მეთქი, - მკლავში მწვდა და შემანჯღრია, - რატომ არ გესმის არაფერი? შენ გგონია მე არ ვღელავ შენზე? ფეხებზე უნდა მეკიდოს ჩემი და რომ ასე გდია საწოლზე და თვითგვემას არის მიცემული? არა, კი გამიგია კიტრი წოლით იზრდებაო, მაგრამ შენ დალპი უკვე, დაჯი, - კიდევ ერთხელ შემანჯღრია, მკლავი მტკიოდა უკვე. - მტკივა, ლინდა, გამიშვი, - ზურგზე გადავბრუნდი და აცრემლებულმა ავხედე ქვევიდან, - გთხოოვ, დამანებე თავი. - არ დაგანებებ, ადექი მეთქი, - მხრებში ჩამავლო თავისი გრძელი თითები და წამომწია. - გამიშვი... ნიტა, მისშველე, - ცრემლებს ამოვაყოლე განწირული კივილი. ისე ვიყავით, თითქოს უფროსი და მჩაგრავდა და უმცროსს ვეძახოდი, რომ ერთიანი ძალებით მოგვეგერიევბინა ცეცხლის მფრქვეველი გველეშაპი. მანაც არ დააყოვნა. - რას შვები, გოგო, კლაავ? - ჩემ საშველად გამოვარდა ნიტა, ლინდას ხელები გააშვებინა, საწოლის კიდეზე ჩამომიჯდა და გულზე მიმიხუტა, - გაგიჟდი? ცუდად არის, ვერ ხედავ? - ვხედავ, ძალიან კარგად ვხედავ და რომ აღარ მინდა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა ამიტომ..., - გაჩუმდა, დოინჯშემოყრილი ჩვენ წინ დადგა და სიბნელეში დამაკვირდა,- კარგი, მაპატიე, ნუ ტირი, - ისიც გვერდით მომიჯდა და ბეჭებზე დამისვა ხელი, - ხომ იცი, ძალიან არ მიყვარს რომ გეჩხუბები, მაგრამ ვერც შენი ამ მდგომარეობაში დანახვა შემიძლია. გული შენზე უფრო მეტად მტკივა, მთელი დღეები შენზე ვფიქრობ, ვეღარაფერს ვუდებ გულს. - ხოდა ნუ ფიქრობ ჩემზე, - ამოვიტირე და ნიტას მკერდს უფრო მჭიდროდ მივაკარი თავი. - რას ქვია ნუ ვფიქრობ, თქვენზე თუ არ ვიფიქრე, აბა ვინ ჯანდაბით დავაკავო ჩემი ტვინი. დაჯი, მისმინე, რომ არ მიყვარდე, ასეთი რეაქცია არ მექნებოდა. ვნერვიულობ შენზე, თავს ძლივს ვიკავებ ყოველ წამს რომ არ დაგირეკო სამსახურიდან. ნიტაც ხშირად არ არის სახლში, დედაშენიც ჯერ ვერ ჩამოდის, ვის მივაბარო შენი თავი? იმ ბიჭსაც უარი უთხარი..., - მწარედ წამკბინა. - ლინდა..., - შეუღრინა ნიტამ. - მაცადე, - მკაცრად წარმოთქვა, - მანამდე ვღლაბუცობდით, მაგრამ ახლა სერიოზულად უნდა ველაპარაკო ამ თემაზე. დაჯი, ვანო ხომ გიყვარს? - ვდუმდი, - ვიცი, რომ გიყვარს და თან იმაზე მეტად, ვიდრე ის ნაბი*ჭვარი გიყვარდა. მასაც უყვარხარ და ეს საკუთარი პირით აქვს ნათქვამი. იცი როგორ მიხაროდა მთელი ერთი თვე, რომ ასეთ ბედნიერს გხედავდი? მაგ ბიჭმა ის შეძლო, რაც მანამდე ვერავინ გააკეთა, თავი შეგაყვარა, გაგაცინა, ბედნიერი გაგხადა, დაგიცვა და თვითონაც შეგიყვარა. ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს ქალს? მე უარს არ ვიტყოდი ამ ყველაფერზე. შენი ბედნიერების მეტი მე და ნიტას არაფერი გვინდა და შენი ბედნიერება იმ ბიჭში იყო, - ცოტახნით დადუმდა, დერეფნიდან მომავალ მკრთალ შუქზე გავარჩიე, თავის ხელებს როგორ აკვირდებოდა, თითქოს ცდილობდა საჭირო სიტყვები მოეძებნა გონებაში. მე კი ვუფიქრდებოდი მის ნათქვამს, მაგრამ ისეთს ვერაფერს ვხედავდი, რაზეც მე აქამდე არ მქონდა ნაფიქრი, - მისმინე, - განაგრძნო ისევ, - ვიცი ხშირად ზედმეტი მომდის ხოლმე, მაგრამ თქვენ გარდა არავინ მყავს. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ არიან და არც კი ვიცი ვახსოვარ თუ არა მათ, ბებო შარშან დაიღუპა და საერთოდ აღარავინ დამრჩა თქვენ გარდა. თქვენი დაკარგვის შიშით მომდის ეს პანიკები, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი არასდროს დამტოვებთ,- ნიტას მკერდს მოვშორდი და ლინდას მოვხვიე მხრებზე ხელი. ჩემზე უარეს მდგომარეობაში ის იყო, ჩემგან განსხვავებით მას ორივე მშობელი ყავდა, თუმცა შვილის არსებობა არც კი ახსოვდათ. ლინდასთან მაშინ გაწყვიტეს ურთიერთობა, როცა ამერიკაში წავიდნენ ბიზნესის გასაფართოვებლად და ის არ გაჰყვა, საქართველოში ყოფნა და აქ სწავლა არჩია, ჩემი და ნიტას თავი არჩია საზღვარგარეთ მდიდრულად ცხოვრებას. მეხუთე წელი იწურებოდა და თითზე ჩამოთვლა შეგვეძლო რამდენჯერ დაურეკეს საკუთარ ქალიშვილს და მოიკითხეს. ფულს ურიცხავდნენ ყოველთვიურად, თითქოს ამით ვალს იხდიდნენ თავიანთი შვილის წინაშე, მაგრამ გოგოს მშობლები სჭირდებოდა და არა მათი ფული, რომელიც უმოქმედოდ იდო მის ანგარიშზე. ისინი რომ წავიდნენ, მაშინ მთხოვა თავისთან გადავსულიყავი საცხოვრებლად, თან მეც მაწყობდა. ბინა, რომელშიც ვცხოვრობდი, დედაჩემის წასვლის შემდეგ, ნაქირავები მქონდა და ძალიან მიჭირდა ერთდროულად სწავლისა და ქირის გადახდა. მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ და ზოგჯერ ნიტაც შემოგვისახლდება ხოლმე, თავისი თქმით ჩვენ გასართობად. - კარგით, - სიჩუმე დაარღვია ნიტამ, ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა, - გვეყო გოდება და ბღავილი, დღეს ამის დრო არ არის, ხვალ თუ გინდა კერძო ტმა მოაწყვეთ თქვენი ცრემლებით. - ნეტავ შენ ვის რას ეუბნები? - მე არ ვტირი. - არა, ხოო, როგორ გეკადრება, - თავი გავაქნიე და მეც ფეხზე წამოვდექი, - დღეს დაბადების დღე მაქვს, არა? - მგონი. - იმ ცელოფნებში რა გქონდა, ლინდა? - ყველაფერი. - მაინც? - ღვინო. - აი სწორედ მაგის მოსმენა მინდოდა, აბა დატრიალდით, გოგონებო, იუბილარს ხომ არ მამუშავებთ არა? წავალ წყალს გადავივლებ და შემოგიერთდებით, - კარისკენ გავტყაპუნდი ფეხშიშველი. - დაბადების დღე რომ არ გქონოდა არ უნდა გებანავა? - არა, წელიწადში სამჯერ მიწევს ბანაობა. ახალწელს, ჩემ დაბადებისდღეზე და... ნუ პრინციპში ორჯელ გამომდის. - ვამაყობ შენით, შამპუნს უფრთხილდება, - თავი გააქნია ნიტამ და ბალიში გამომიქანა. ავიცილე და აბანოში შევვარდი. შხაპის ქვეშ იმდენი ხანი ვიდექი, გეგონება, წელიწადში მართლა ორჯერ მიწევდა ბანაობა. ბოლოს კანმა ჭკნობა რომ მიწყო, ნება ვიბოძე და გამოვბრძანდი, დაქალები მაღლა აშვერილი ხელებით შემხვდნენ, რადგან შენ გამოსვლა იკადრე, რაღა მოგვკლავსო. მაგიდაზე დაწყობილი საჭმელი რომ დავინახე, მივხვდი ძალიან მშიოდა. ისე ვჭირვეულობდი, თითქოს ჩემი შიმშილით გამოვასწორებდი მომხდარს, არადა ზუსტად ვიცოდი ჩემი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ სანატრელი ბედნიერება მომეპოვებინა. სადღაც, დაახლოებით საათი, საათნახევრის შემდეგ ჩვენს ლოყებს უკვე ჰქონდა ალმური მოდებული, ჩვენს ენებს დაუმორჩილებლობა ეტყობოდა, ქუთუთოებს კი სიმძიმე. სიცილისგან მუცელი მტკიოდა, მთელი სხეული მქონდა დაჭიმული, რომ როგორმე არ გადავყირავებულიყავი სკამიდან. ნიტას ხელის გულში ჰქონდა თავი ჩარგული და იდაყვით მაგიდას ეყრდნობოდა თავის შესაკავებლად, ლინდა კი, რომელიც ისე დარწმუნებით გვიმტკიცებდა თავის სიფხიზლეს, რომ ლამის თავადაც დაეჯერებინა, შემდეგი სადღეგრძელოს სათქმელად ჭიქის აწევას ცდილობდა, მაგრამ ამის თავი საერთოდ არ ჰქონდა. ბოლოს გაბრაზებულმა თავი მიანება მცდელობას და ისე რომ სასმისისთვის ხელი არ მოუცილებია, თქვა... - ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს, ჩემო მეგობრებო. - ისევ? - ნიტამ ხელი შეანაცვა და დაუნდობლად დაუწყო ყურება ხორციანი ბლინის ბოლო ხვეულს. - რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ ვიტყვი, ჩემო საყვარელო. სიყვარულზე უკეთესი რისი სადღეგრძელო უნდა ვთქვათ აბა? - მიყვარს სიყვარული, - ძლივს დავატრიალე ენა პირში. - ააა, გოგოს უყვარს სიყვარული, შენ რა გაჩნდი ასეთი უგულო? - მეც მიყვარს, - საყვედურივით წამოისროლა ნიტამ, წელში გასწორდა და ლინდას თვალებში ჩახედა,- მეც მიყვარს. - ვინ გიყვარს?- დავიძაბეთ მე და ლინდა, მანამდე არასდროს გვსმენოდა მისგან, რომ ვიღაცას ჰყვარობდა. - ის..., - თითი აიშვირა ზევით, ჩვენც თვალი გავაყოლეთ მის თითს. - რაა, ჭაღი?- პირღია ვუყურებდი ამ უცნაური ფორმის მნათობებს, საკვირველია, არც კი ვიცოდი, რომ ცალი ნათურა გადამწვარიყო. - არა, - ხელები გაასავსავა გოგომ, - არა, იის. - ვაა, ნახე ობობა გვყოლია, - ახლა ლინდამ გახედა პირღიად, - ბედნიერები ხართ? - ოოო, არა, ჩვენ ზემოთ, - უფრო მაღლა ასწია ხელი. - ააა, ტარიელი? - ხოო, ტატო. - ტარიელი. - ხოო, ტატო, - არ წყვეტდა სახელის შელამაზებას ნიტა. - ვახუშტის ბიჭი, ტარიელი? - გაოგნებით ამოილაპარაკა ლინდამ და მისკენ გადაწვა. - ხოო, ტატო. - ლარისას ბიჭზე ამბობს? - ვკითხე ლინდას, საერთოდ ვერც ვიფიქრებდი ამათ ოდესმე ნანახი თუ ყავდათ ერთმანეთი. - ხოო, ტატო, - ისევ გაიმეორა ნიტამ. - მაგას ტარიელი ჰქვია. - ხოო, ტატო, - მოთმინება ეწურებოდა უკვე. - ტარიელი, ქალო. - ტატო მეთქი, - წარბი შეკრა ნიტამ. - ტარიელი უწერია პირადობაში, - ჯიუტობა დაეწყო ლინდასაც. - ეგრე ამის ბიჭსაც ვარლამი ჰქვია საბუთებით და ვანოს ვეძახით, - ფეხზე წამოხტა განრისხებული. - აუუ, ვანოო, - ჩემ გონებას კიდევ ამ სახელის გახსენება უნდოდა? მაშინვე გადასცა გულს ინფორმაცია და ცრემლით ამივსო თვალები, - მომენატრა. - ენა გაქვს ამოსაგლეჯი, ნიტა. - ჩემგან რა გინდა? - ძლივს ერთ საღამოს ვატარებდით ისე, რომ ეს ბედნიერი იყო და ჩაშალე ყველაფერი. - მეე? - გაიოცა ნიტამ. - არა, ბებიაჩემმა. - ისე, ბებიაშენი როგორ არის? გაუარა წნევებმა? - მომაგონდა უცებ და ნიტას მივუბრუნდი. ეს ქალი იყო ღვთაება, სამივეს ბებო და ჩვენი საყვარელი დაქალი, ქეთო. - კიი, რავი, ექიმმა გამოუწერა რაღაც წამალი და იმას სვავს. - ადე, წამო, ვნახოთ, - ფეხზე წამოვხტი და მაშინვე დატრიალდა ჩემ გარშემო დედამიწა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ დავცემულიყავი და გაჭირვებით დავუბრუნდი სამყოფელს,- აუუ, მაგარი მთვრალი ვარ, - თვალები მოვისრისე, არეული მხედველობა რომ გამესწორებინა. - არადა, არაფერი გეტყობა, შენ დობას ვფიცავარ, - თავი გააქნია ნიტამ და როგორც იქნა აიღო ის ხორციანი ბლინი, აქამდე დიალოგი რომ ჰქონდა გაბმული. - ხოო არა? მე ძნელად მეტყობა ხოლმე, არც ენის ბორძიკი მემართება. - რა ენის ბორძიკი არ გემართება, იმ ბიჭის სახელის გარდა, ვერაფერს ამბობ სწორად. - ვინ ბიჭის? - ჩავეკითხე ლინდას. - ვან..., - დაიწყო ნიტამ, მაგრამ ლინდას ხელი მოხვდა ტუჩებში და გაჩუმდა, - ეეე, რას მირტყავ, ბო*ზო. - აუუუ, ვანოოო, - ავღრიალდი ისევ. არადა, არ გადიოდა ეს ბიჭი არც ჩემი გულიდან და არც გონებიდან. ორი თვე იყო გასული რაც არ მენახა, მაგრამ ერთი წამიც ვერ შევძელი, რომ მასზე არ მეფიქრა,- ჩემი დაბადების დღეც არ გახსენებია, არ მოულოცავს. - იცის, რო? - არ ვიცი. - ჩავუწერე რეზიუმეში, - ნიტა ენას ვერ აჩერებდა. - აი, ხომ ხედავ, იცის და არ მილოცავს. - ისე, მაგ ბიჭისაც მესმის, - თითქოს თანაგრძნობით ამოილაპარაკა ლინდამ, - გითხრა, რომ უყვარხარ, შენ კი მისგან გამოიქეცი, უარი უთხარი. რა გინდოდა რომ ექნა, ჩამოსულიყო და მოეტაცებინე? - არა, ერთი მესიჯიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ მეც მეთქვა რას ვგრძნობ. - სერიოზულად? - თვალები დაქაჩა ნიტამ. - კი. აი ერთხელ მაინც რომ მოეწერა, რომ ისევ ვუყვარვარ ან უბრალოდ ეთქვა, რომ მოვენატრე, მაშინვე ვეტყოდი, რომ მეც მიყვარს და მენატრება. მაგრამ არა, არც მესიჯი, არც დანარეკი, არაფერი, საერთოდ არაფერი. არ ვუყვარვარ, უბრალოდ არ ვუყვარვარ და მორჩა, დამთავრდა, - ხელები დავიფერთხე და ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოვცალე. - არ ვიცოდი, თუ მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა, შენი გრძნობებისთვის,- აცრემლებული თვალებით ამომხედა ნიტამ, ვიცოდი ჩემი ამ მდგონარეობით მათაც ვტკენდი გულს, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. - თორემ რაა? ვანოს დაურეკავდი და ეტყოდი, გეხვეწები მიწერე და გპირდები თანახმა იქნებაო? რა სისულელეა,- ცრემლებს გაჭირვებით ვყლაპავდი. - კარგით, - ხელები გაშალა ლინდამ, - გვეყოს. ბედნიერი დღეა დღეს და ნუ გავაფუჭებთ. ეს დებილაძე რომ არ გაჩენილიყო, დღეს აქ არ შევიკრიბებოდით, ხომ ასეა? - ასეა, - შევძახეთ ერთხმად. - ხოდა, მოდით, ქალებო, ამ ჭიქით დაჯოს გაუმარჯოს, ყოველთვის რომ გვიხალისებს ცხოვრებას და მიუხედავად მისი სისულელეებისა, მაინც საუკეთესოა ჩვენთვის. როგორც და ისე მიყვარხარ, დაჯ, და ეს სულ გახსოვდეს,- ჭიქა მომიჭახუნა, იმწამინდელ ღვინით შევსებულ ჭიქაზე. - და მე? მე არ ვარ შენი და? - იწყინა ნიტამ. - შენ ჩემი შვილი ხარ, დედა გენაცვალოს, - თავზე გადაუსვა ხელი და სასმისი გამოცალა. ის საღამო როგორ დასრულდა არ მახსოვს. სამაგიეროდ არასდროს დამავიწყდება, როგორ გათენდა მეორე დღე. თავის ტკივილით... - ლინდააა, - ამოვიხავლე პირგამშრალმა. - ჰმმმ, - ამოიღმუვლა ჩემ გვერდით მწოლმა. - ნიტა, შენ ხარ? - ხელი მოვაფათურე გვერდით. - ნუ მირტყავ, - ჩემი ხელის მოსაშორებლად თავისი ასწია, მაგრამ საკუთარ სახეს დასხო,-ჯანდაბა. - აუუ, წადი წყალი მომიტანე, რაა, - მკლავში ჩავავლე თითები და შეძლებისდაგვარად შევანჯღრიე. - აუუუ, - ბალიში წაიფარა თავზე. - გთხოოვ, ვკვდები, ნიტა. - მეზარებაა. - მიდი და იმ ხორციან ბლინებს კიდევ დაგიცხობ, - მოქრთამვა ვცადე. - ყველიანსაც თუ იზამ, მოგიტან, - ოღონდ კუჭი ამოეყორა, ყველაფერზე თანახმა იყო. - კი, გაგიკეთებ, - მეტი დამაჯერებლოლბისთვის სერიოზული ხმა მივიღე. - კარგი, მოგიტან, - რა მარტივია მისი მოტყუება, მეტი არ იყო ჩემი მტერი, იმ დღეს ბლინების ცხობა დამეწყო. სანამ ნიტა მოვიდა, ჩემს ტელეფონს ჩავხედე. დედაჩემს ურეკია, ალბათ რომ მეძინა მაშინ, ან შეიძლება ჯერ კიდევ ვსვამდით ამ დროს და ხმა ვერ გავიგე. მერე დავურეკავ მეთქი ვიფიქრე და ჩავუყევი მოლოცვებს, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი მილიონჯერ რომ მიწევდა მადლობის გადახდა, ამიტომ ერთი სამადლობელო ტექსტი დავაკოპირე და ყველას გავუგზავნე. როგორც იქნა გავედი ბოლოში და აქ თვალები გადმომიცვივდა, გველნაკბენივით წამოვხტი საწოლიდან და შორიდან დავაკვირდი ტელეფონის ეკრანს. მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ არა, ის მართლა იქ იყო, უფრო სწორედ ჩემი მინაწერი იყო იმასთან. - ღმერთო, რა ჩავიდინე?! - თავში წავიშინე ხელები, ეს როგორ გავაკეთე, ეს როგორ მომივიდა. - აჰაა, წყალი და მეტიმც არ მინდა..., - ნიტა შემოვიდა ოთახში და ჩემი შეშლილი სახე რომ დაინახა, მაშინვე მომეჭრა, - გოგო, რა გჭირს? -მაგარი შარში ვარ, - ძლივს მოვაშორე თვალი ტელეფონს. -რა მოხდა? -ვანო... -რაა? ვანომ მოგწერა? აუუ რა მაგარია, ე. ი ერთად იქნებით. ლინდაა, - ოთახიდან კივილით გავარდა, - ლინდა, ვანომ დაჯის მიწერა, ადექი, სწრაფად. -რა ჯანდაბა ხდება? - მეორე ოთახიდან ლინდას ღრენის ხმა გაისმა. -გოგო, ვანომ დაჯის მიწერა მეთქი, არ გესმის? -რაო? - ახლა ის აკივლდა. -ხოო, ადექი, - სიცილნარები კივილით ისევ ჩემს ოთახში შემოცვივდნენ. -დაჯი, რაო რა მინდაო, მიყვარხარ და შენ გარეშე ყოფნა არ შემიძლიაო? - ტელეფონს გადმოსწვდა და ეკრანს დახედა, - რაა?! შენ გაუგზავნე სურათები? -ჰააა? - იკივლა ნიტამ და გულიანად გაიცინა, - ღადაობ? -არც კი მახსოვს, - საფეთქლებზე ხელის გულები მივიჭირე და ვეცადე რაიმე პატარა ფრაგმანი მაინც გამეხსენებინა გასული ღამის, მაგრამ ვერაფერი. -ნუუ, მთვრალი დაჯისთვის, ნორმალური ფოტოებია, - მხრები აიჩეჩა ლინდამ. -მარტო ფოტოები რომ იყოს მანდ..., - თავის მოკვლის სურვილი გამიჩნდა, ჩემ გონებაში რომ ამოტივტივდა სიტყვები, რაც მიწერილი მქონდა. -,, დამივიწყე??? მიყვარხარ ", - ამოიკითხა ლინდამ და სახე გაებადრა, - აუუ, რა ძაან მაგარია, ჩემი პახმელიაც კი არ მახსოვს. -არ მინდა, - საწოლზე მოწყვეტით დავეშვი და სახე ხელისგულებში ჩავრგე, - ასე არ მინდა. -აბა როგორ გინდა? -საერთოდ არ მინდა. -შენ ცუდად ხომ არ ხარ, გუშინ მე ვბღაოდი მის სახელს? -მეშინია. -რისი. -ახლა ყველაზე არასერიოზული გოგოს შთაბეჭდილებას დავტოვებ, ან უფრო უარესი- დებილის. -ატრა*კებ უკვე, - დაიჯღანა ნიტა და ლინდას ტელეფონი გამოართვა ხელიდან, - ჯერ ნანახიც კი არ აქვს, ერთი სული მაქვს გავიგო რა რეაქცია ექნება. -არ აქვს ნანახი? - თვალები ვჭყიტე მოსმენილზე. -ნწ. -მანახე, - ხელიდან გამოვგლიჯე ტელეფონი ჩემს დაქალს. -რა არის? -უნდა წავშალო. -რაა? არა, არ ქნა, - ორივე ხელებში მეცა, მაგრამ ვერ წამართვეს ისე მქონდა ჩაბღუჯული, - არ ქნა ეგ. -მხოლოდ ჩემი საქმეა რას ვიზამ, - მკაცრად განვაცხადე და დავუყევი ყველა მესიჯს, რაც კი წინა ღამით მქონდა ვანოსთან გაგზავნილი, მერე კი კმაყოფილი სახით გამოვხედე გოგონებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ოთახი დატოვეს. არაუშავრს, მთავარია ახლა ყველაფერი რიგზეა, მალე გადაუვლით სიბრაზე და შემირიგდებიან. იმ დღეს ორივე მაიგნორებდა, ისე იქცეოდნენ თითქოს არც კი ვარსებობდი. ბოლოს გავჭედე და ამოიღეს ხმა, იდიოტურ ქცევაში დამადანაშაულეს, მითხრეს, რომ ჩემზე შტერი არსება ჯერ არ დაბადებულა დედამიწაზე და არც არასდროს დაიბადება, მაგრად გამომლანძღეს და დაიშალნენ. ნიტა თავის სახლში წავიდა, ლინდა კი საყიდლებზე, მე კი დავრჩი სახლში მარტო ისე, როგორც ყველაზე შტერი არსებები რჩებიან ხოლმე. დივანზე ვიწექი და ვფიქრობდი მომხდარზე. მეც კი ვიცოდი, რომ ჩემი საქციელი არასწორი იყო, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ვერ ვაიძულებდი, რომ გრძნობები გამემხილა იმ ადამიანისთვის, რომელიც მართლა მიყვარდა. წარსული ძალიან მწარედ იყო მეხსიერებაში ჩაბეჭდილი და აღარ მინდოდა ეს სიმწარე კიდევ ერთხელ გამეორებულიყო. მეშინოდა, რადგან ერთხელ უკვე მომიწია ბრძოლა გადარჩენისთვის და ეს არც თუ ისე იოლი იყო ჩემთვის. მერე ნდობა დავკარგე, ყველასი და ყველაფრის, ნიტასა და ლინდასაც კი ეჭვის თვალით ვუყურებდი, მეგონა ადრე თუ გვიან ისინიც მიღალატებდნენ. ახალი ბიჭის გაცნობას ვერიდებოდი, რადგან ყველა მამრობით წარმომადგენელში ვხედავდი პოტენციურ მოღალატეს. ხოდა ასე მიჭირდა ცხოვრება და ცხოვრება ვეღარ მიტანდა მე. მეორე დღეს, იმ დაწყევლილ ორშაბათ დღეს, რომელიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს, სამსახურის ფანჯარასთან ვიჯექი და ვაკვირდებოდი, როგორ მონდომებით მიუყვებოდა მინას წვიმის წვეთები. შემოდგომა მიყვარდა, მაგრამ ახლა ასეთი ამინდის გუნებაზე საერთოდ არ ვიყავი. ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფი, უარესს მიკეთებდა. კლიენტები არ გვყავდა, ტურისტული სეზონი ნელ- ნელა იხურებოდა ჩვენთვის, მერე კი ისევ ახალი სამსახური უნდა მეპოვნა. ნეტავ როდის იქნებოდა ჩემი პროფესიით დამეწყო მუშაობა. ეს მაგისტრატურაც რა ჭირად ავიკიდე ჯიბეზე?! ვფიქრობდი ეს წელი ხომ არ დამესვენა მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, ახლა კი ვფიქრობ ნეტავ დამესვენა. მაგრამ არაუშავრს, რაც არის, არის, როგორმე გავუძლებ ამ სემესტრს, მერე მოვა ხალისიც. ექვს საათზე ავიკარი ჩემი გუდა- ნაბადი და გავუდექი უნივერსიტეტის გზას. დრო მქონდა, ამიტომ რუსთაველის მეტროდან გავუყევი სასწავლებლამდე მიმავალ ტროტუარს. მუსიკა რომ ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო, ამაზე სჯა და ბაასი საჭიროებას არ წარმოადგენდა. ისაკ დანიელსონი ჩემს ყურებში მღეროდა, მე კი ტექსტს ვყვებოდი. შესაძლოა ხალხს გიჟიც კი ვეგონე, ტუჩების მოძრაობის გამო, მაგრამ მე ჩემსას ვისწორებდი და მათ არსებობას არ ვაღიარებდი. როგორი უღიმღამო ამინდიც იყო და როგორ უღიმღამო ხასიათზეც მე ვიყავი, ისე უღიმღამოდ ჩაიარა ჩემმა ლექციამ. ლექტორის საუბრის ნახევარზე მეტი ვერ გავიგე, ქვიზიც ზერელედ დავწერე და წამოვედი. გარეთ იმაზე მეტად ციოდა, ვიდრე ოქტომბერს სჩვეოდა ხოლმე. მკერდზე მჭიდროდ გადავიჯვარედინე ხელები და ისევ იმ გზას გავუყევი, რითიც მოვედი. სუფთა ჰაერზე სეირნობა მომნატრებოდა. მიუხედავად ჩემი გამოფიტულობისა, ეს ერთადერთი იყო, რაც მშველოდა. მეტრო კი ისეთი გადატენილი იყო, ნემსი რომ ჩაგეგდოთ ძირსაც კი არ დავარდებოდა. გულში ისევ ჩემი საყვარელი მომღერლის სიმღერას ვღიღინებდი, თვალები მქონდა დახუჭული და სრულად ვიყავი გადაშვებული არაამქვეყნიურ სამყაროში. Dark nights and a face like yours, i don't forget Why do u feel the need to go just yet When i cover my eyes, i see a picture in my mind of you smiling and i find nothing to regret Remember, remember how we used to love in September nights You say remember, remember me, i said i love you forever, don't leave me თვალები გავახილე რამდენიმე წამით, ხალხი შევათვალიერე და დავხუჭე, მაგრამ წამის უსწრაფესად მაშინვე ისევ გავახილე. ამ ბრბოში ჩემთვის ძალიან ნაცნობი ნაკვთები აღმოვაჩინე. სადღაც ის სახე დავლანდე, მე რომ ყველაზე მეტად მენატრებოდა. გაფაციცებით ვათვალიერებდი ისევ ხალხს, ვეძებდი მას, მაგრამ ვეღარ დავინახე. მეგონა მოლანდება იყო, ჩემი ფანტაზია, რომელიც არცერთი წამით მტოვებდა მარტო. იმდენად მენატრებოდა, ვიღაცაში ამერია და უარესი უქნა ჩემს გულს. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, სიზმრები არ მყოფნიდა და ახლა რეალური მოლანდებაც დამემატა. თავი გავაქნიე ფიქრების მოსაშორებლად და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ხალხს, ეგებ მოლანდება კი არა მართლაც ის იყო მეთქი. და მართლა ის იყო… ისევ დავინახე ნაცნობი ნაკვთები, თმის ნაცნობი ხვეულები, თვალები, ტუჩები, ის ტუჩები სულ თავისკენ რომ მიზიდავდნენ ხოლმე. ფეხებმა თავისით დაიწყო მოძრაობა, ვაგონის დასაწყისში მდგომმა, მისი ბოლოსკენ დავიწყე სვლა. ხალხში ძლივს, გაჭირვებით, ვიკვლევდი გზას და ვცდილობდი თვალთახედვიდან არ დამეკარგა საყვარელი ადამიანი. რამდენიმე წამით შეხვდა კიდეც ჩვენი თვალები ერთმანეთს, მიყურებდა, მაგრამ ვერ მცნობდა. იქნებ უბრალოდ ჰგავს ეს ადამიანი ვანოს მეთქი, ერთი კი გავიფიქრე, მაგრამ სვლა მაინც არ შემიჩერებია. სწორედ ამ დროს გავჩერდით სადგურის მოედანზე და კართან მდგომი გაჰყვა ხალხის ნაკადს, მეც გავვარდი მეორე კარში და ბაქანზე გასულმა ძებნა დავუწყე. იმდენ ხალხში ძლივს ვიპოვე სასურველი, მეორე ხაზისკენ მიმავალ კიბეზე ადიოდა. ან ახლა, ან არასდროს მეთქი თავს შევუძახე და რაც ძალი მქონდა დავიყვირე მისი სახელი. ყველამ მოიხედა, მანაც მოიხედა, მერე ხალხმა ალბათ იფიქრა გიჟიაო და გზა განაგრძო, ისიც ასე მოიქცა. ეს არ იყო ის ადამიანი, რომელიც მეგონა რომ იყო. ღმერთო ვის მივსდევდი, საღად აზროვნების უნარი სრულად დავკარგვოდა. და მაინც მართლა ვანო რომ ყოფილიყო რა უნდა გამეკეთებინა, რას ვეტყოდი?! ალბათ მუნჯივით დავდგებოდი მის წინ და არაფერს მოვიმოქმედებდი, ჩემი გული კი ისევ დაიწყებდა ყვირილს, რომ სიგიჟემდე ვიყავი მასზე შეყვარებული და მის გარეშე ყოფნა არ შემეძლო. და მერე?! მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავლიე, იყო თუ არა ის ბიჭი ნამდვილად ვანო. ორი ადამიანი ასე საოცრად ჰგავდეს ერთმანეთს, დიდი დანაშაულია. გოგონებისთვის არ მითქვამს არაფერი, მეორე დილა გათენდა თუ არა, მაშინვე თინის დავურეკე ჩემი ეჭვების გადასამოწმებლად. შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო, ნათქვამი რომ არის, ეგ გავიმეორე და ბოლოს როგორც იქნა დავსვი კითხვა, რომელიც გონებას მიჭამდა. -თინი, რაღაც უნდა გკითხო, - დავიწყე გაჭირვებით. -გისმენ, მშვიდობაა? -კი, კი, უბრალოდ გუშინ რაღაც მომეჩვენა და... უფრო სწორედ მე მგონია, რომ მომეჩვენა და არ ვიცი,- სიტყვებს ვეძებდი. -მითხარი აბა? -ვანო თბილისშია? -კიი, რა იყო? - ინტერესი და მოუთმენლობა დაეტყო ხმაში. -მგონი გუშინ ვნახე მეტროში, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ძალიან გავდა ვანოს. -სერიოზულად? - ყურმილიდან თინის სიცილი გაისმა. -რა გაცინებს? -იის, რომ გუშინ ვანომაც იგივე მითხრა. -რა? - ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან,- ხუმრობ ხო? -არა, გეფიცები სიმართლეს გეუბნები, - ისევ მისი სიცილი გაისმა, - გუშინ დამირეკა, მგონი გავგიჟდიო. რა მოხდა მეთქი და დაჯი დავინახე მემგონი, მაგრამ ვერ დავიჯერე რომ ის იქნებოდა და ყურადღება აღარ მივაქციეო. სადგურზე რომ გავედი და მეორე ხაზისკენ მივდიოდი ვიღაცამ ჩემი სახელი დაიძახაო, დაჯის ხმა ვიცანი, მაგრამ რომ მივბრუნდი ვერსად დავინახე და მგონი მოლანდებები მაქვსო. -კაიი?! -მართლა გეუბნები, გოგო, როდის იყო მე შენ გატყუებდი რამეს. -არასდროს. -ხოდა, ის ადამიანი ვისაც მისდევდი, ნამდვილად ვანო იყო. ისე მითხარი, რომ დაენახე და შენთან მოსულიყო, რა უნდა გეთქვა? გამოტყდებოდი გრძნობებში? -თინი.. -კარგი, დაჯი, ჩემთან ტყუილები არ გინდა. ძალიან კარგად ვიცი ვანოს მიმართ რასაც გრძნობ და ისიც კარგად ვიცი, ვანო რას გრძნობს შენ მიმართ. -თინი, არ გინდა, გთხოვ, - ვგრძნობდი როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით. -არა, დაჯი, მაპატიე, მაგრამ ახლა ვერ გავჩერდები. თავს იტანჯავ უაზროდ. -როდის ჩამოვიდა ვანო თბილისში? - თემის გადატანა ვცადე, ჩემთვის მტკივნეული იყო ამაზე საუბარი. -გაიგე რასაც გეუბნები. ისე მიყვარხარ, როგორც ჩემი და, ვანო კი მაზლად წოდებული ჩემი ძმა არის, თქვენი ბედნიერების მეტი რა უნდა მინდოდეს სხვა? -თინი, გთხოვ,- სიტყვა გავწელე. -გუშინ, დილით. -მადლობა. -ანუ არ აპირებ დაკონტაქტებას ხო? -არა. -მოკითხვა გადავცე შენგან? -არა, რა თქმა უნდა, - მტკიცედ წარმოვთქვი. -მე ვცადე. -კარგი, თინი, უნდა წავიდე ახლა, - ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ტელეფონი საწოლზე მოვისროლე. ე. ი ის იყო, მართლა ის იყო, მართლა ვანოს მივსდევდი. მანაც დამინახა, მაგრამ ვერ დაიჯერა, რომ მე ვიქნებოდი, მერე ჩემი ხმაც გაიგო, მაგრამ იმდენ ხალხში ვერ გამარჩია. ღმერთო, მართლა ის იყო. და ახლა ზუსტად ვიცოდი, მას პირისპირ რომ შევხვედროდი, ვეტყოდი, რომ მიყვარდა. განა ეს სიმართლე არ იქნებოდა? ნუთუ ტყუილს ვეტყოდი. მიყვარდა და თან როგორ... უზომოდ. ბედნიერი წამოვფრინდი საწოლიდან, მეც კი არ ვიცოდი ზუსტად რა მიხაროდა, უბრალოდ თმაში ჩაფრენილი დავდიოდი აქეთ- იქით და გიჟივით ვიცინოდი. მგონი იმით უფრო ვიყავი ბედნიერი, რომ მართლა ვანო იყო და არაფერი მომჩვენებია, ვიდრე იმით, რომ მას პირისპირ არ შევეჩეხე. მაგრამ ახლა ერთი რამ ძალიან ზუსტად ვიცოდი, და ეს სულ რაღაც 2 წუთით ადრე გადავწყვიტე, ვანოსთვის ჩემი გრძნობები უნდა გამემხილა. მართალია არ ვიცოდი ეს როგორ უნდა მომეხერხებინა, თუმცა მთავარია ჩემს თავში სრულიად ვიყავი დარწმუნებული. იმ დღეს ჩვენს პატარა ტურისტულ კომპანიაში ჩემი სახით მზე ანათებდა, ღიმილს ვერ ვწყვეტდი ჩემი გადაწყვეტილების გამო, გოგონებს კი ჯერ არაფერს ვეუბნებოდი, რადგან მინდოდა ეს მათთვის სურპრიზი ყოფილიყო, არადა მთელი დღე დამდევდნენ კითხვით, თუ რა მჭირდა. მე კი უბრალოდ თავიდან ვიშორებდი. სამსახურიდან ლექციაზე, ლექციიდან კი ისევ სახლში, მაშინ პირველად მივხვდი, რომ ჩემი ყოველდღიური რუტინა ძალიან მსიამოვნებდა. ავტობუსის გაჩერებიდან ფეხით მივუყვებოდი სველ ტროტუარს ჩემს კორპუსამდე. სახეზე ისევ ის ღიმილი მეხატა, მთელი დღე რომ არ მომშორებია და ჩუმად ვღიღინებდი იმ მელოდიას, რომელიც აქამდე არასოდეს მქონია მოსმენილი. ჩემ მოგონილ მელოდიაში, რაღაც უცხო ნოტებმა რომ გაიჟღერეს, დავიძაბე. ხმა უკნიდან მესმოდა, მაგრამ გახედვას ვერ ვბედავდი. სიმამაცის ლეველი იმაზე დაბალი მქონდა, ვიდრე ეს საჭიროა, განსაკუთრებით, როცა საქმე ღამეს ეხება და მთვრალ კაცებს. ისე ვადგავდი ნაბიჯებს, თითქოს იმ ადგილას ჩემ გარდა სულიერი არავინ იყო, გული კი ისე მიბაგუნებდა, ლამის იყო საგულედან ამომხტარიყო. ვლოცულობდი, რომ ვიღაც არ ამკიდებოდა, ამას მერჩივნა პაპაჩემის სული გამომცხადებოდა და ეთქვა, რომ დღე- დღეზე თავისთან წაყვანას მიპირებდა. ფეხს ავუჩქარე და მარჯვნივ შევუხვიე, მივაყურადე, ხმა ისევ მესმოდა. უფრო მეტად დავიძაბე, ვიდრე აქამდე ვიყავი, ხმაურიანად გადაყლაპული ნერწყვი ყელში გამეჩხირა. კორპუსს მიახლოებულმა მარცხნივ შევუხვიე და ის იყო სადარბაზოს საფეხურზე შევდგი ფეხი, რაც კი გამბედაობა მქონდა მოვიკრიბე, ღრმად ჩავისუნთქე, შემოვბრუნდი და ვიღრიალე: -რა ჯანდაბა გინდა?! პირდაფჩენილ, ენა გადმოგდებულ ძაღლს თავი გვერდზე გადაეხარა და გაკვირვებული მიყურებდა. ეს ის ძაღლი იყო, დილით ნამცხვარი რომ ვაჭამე. მე კი რა არ ვიფიქრე, გულში ლოცვაც კი წავიკითხე, ისე შემეშინდა. მაგრამ შემდეგ დღეს, როცა მეგონა ისევ ის ძაღლი მომდევდა და უკან მივიხედე, აღმოვაჩინე, რომ ვიღაც კაცი მომყვებოდა. აი ამ დროს კი მართლა ძალიან შემეშინდა. გულმა ისე დამიწყო ბაგუნი, ლამის მთელ თბილისს მოვასმენინე მისი ხმა, ფეხები ისე ამიკანკალდა, მეგონა სადაცაა ჩავიკეცები მეთქი, მაგრამ გავუძელი. უცხო კორპუსის სადარბაზომდე მომყვა. არ ვიცი ამ ადგილას რა გამბედაობას ვიძენდი ხოლმე, მაგრამ როგორც წინაზე, ახლაც შევბრუნდი უკან და ისე, თითქოს სიკვდილამდე შეშინებული არ ვყოფილიყავი, მდევარს ახსნა- განმარტება მოვთხოვე, თუ რატომ მომყვებოდა უკან. ჰუდწამოფარებულს სახე საერთოდ არ მოუჩანდა. აღნაგობით ჩემზე საკმაოდ მაღალი და საშუალო ტანის ,, ვინმე“ იყო, შავებში ჩაცმულს სხვა დამახასიათებელი ვერაფერი მოვუძებნე. იდგა, შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მიყურებდა და ისე თითქოს ჩემი კითხვა არც კი გაეგონოს, ხმას არ იღებდა. ამან უარესად შემაშინა, ათასნაირი ვერსია წარმოვიდგინე თუ როგორ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი მისი ხელით, ან ჯანმრთელობა დამზიანებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აუტანელი სურვილი მქონდა ჩემი მკვლელის ვინაობის გაგებისა. - ვინ ხარ მეთქი,- მთელი ძალა მოვიხმე, რომ ხმა არ ამკანკალებოდა,- რატომ მომყვები უკან... ხმას რატომ არ იღებ. - ვერ დაგივიწყე,- ლამის ყბა ჩამომივარდა. ახლა მე ვიდექი გაშეშებული და პირღია ვუყურებდი მოსაუბრეს. ყველა ემოცია ერთიანად მომეხალა სახეზე, ხან მეღიმებოდა, ხან მეტირებოდა, არ დავვიწყებივარ, ისევ ვუყვარვარ - შენ...,- მეტი ვეღარაფერი წარმოვთქვი, სიტყვები გამიფრინდა პირიდან და მთლიანად გონებიდან. სახეზე ხელისგულები ავიფარე და ავტირდი. როგორ შეიძლებოდა, რომ ის რაც გავიფიქრე, სიმართლე ყოფილიყო; როგორ შეიძლებოდა, ჩემი საყვარელი ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი მენატრებოდა და რომლის ნახვის სურვილიც მკლავდა, ახლა ჩემ წინ მდგარიყო ერთი ხელის გაწვდენაზე. სველ, გუბეჩამდგარ ტროტუარზე, ნაბიჯის გადადგმის ყრუ ხმა გავიგე, შემდეგ კი შემეხო კიდეც ის ხელები, რომლის შეხებაც არცერთი წამით დავიწყებია ჩემს სხეულს. სახეზე აფარებულ ხელის ზურგზე მაკოცა და ჩამიხუტა, ახლა მის მკერდში ჩამალულს, შემეძლო დაუფარავად მეტირა. ხელები სახიდან მოვიშორე და მთელი ძალით შემოვაჭდე წელზე, მისი სურნელი შევისუნთქე და უფრო მეტად ვინანე, რომ ორი თვის წინ ასეთი საშინელი გადაწყვეტილება მივიღე. ვეხუტებოდი და მის სითბოს ვგრძნობდი, ვსუნთქავდი და მის სურნელს შევიგრძნობდი, მისი ტუჩები მეხებოდა თავზე და ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში, ისეთი სურვილი მიტანდა მისი შესისხლ- ხორცების. მენატრებოდა და ვნახე, ვნახე და უფრო მეტად ვიგრძენი მისი მონატრება. ვდუმდით და ეს დუმილი გადმოსცემდა ჩვენ ყველა ემოციას, გრძნობას, სურვილსა და სიტყვებს და ეს საკმარისი იყო ჩემთვის. ბოლოს სიჩუმე მისმა ჩურჩულმა დაარღვია, რომელიც ჩემ სმენას ნაზად მოედო. ,,მაგ შენს ანც თვალებს და ხალებს, ტუჩებს სისხლისფრად ნაფერავს, ვკოცნი ფერებით სანამ მზე ჰორიზონტს სუნთქვას ჩაბერავს. კარგოვ ან მე სად გიპოვე, რად დამემჩნიე ფერებად. ვკოცნი შენს დალალს ბალიშზე გადაშლილს ათას ველებად ბედს დავემადლო თუ იღბალს მზეო მაფრქვიე სხივები დაგიკოცნ ხალებს, ანც თვალებს... ტუჩებს და ... გაიღიმები.“ ( ტექსტი შედგენილია სპეციალურად ისტორიისთვის, კატერინა ჰელის მიერ). *** რაღაც დროის შემდეგ. ხაშური.*** დილით, ახალ გაღვიძებულზე, მის ნახევარ სხეულს რომ ვგრძნობ ჩემს შიშველ ზურგზე აკრულს, კისერში მისი მშვიდი სუნთქვა რომ მელამუნება, ბედნიერებისგან მაჟრჟოლებს. ყველაფრისდა მიუხედავად, ჩემი წყენებისა და გაბრაზებების მიუხედავად ვხვდები, რომ დრო და დრო უფრო მეტად მიყვარდება. გაბუტულზე, მისი ყოველი შემორიგების მცდელობები სისულელედ მეჩვენება, მაგრამ ბოლოს მაინც აღწევს ჩანაფიქრს. ფრთხილად ვტრიალდები მის მოხვეულ მკლავებში და ისე გამოდის, რომ თავს მკერდზე მადებს. თითებს თმაში ვუცურებ და ზევიდან დავყურებ სახეზე ღიმილ აკრული. ეს ღიმილი უნებლიედ მიმეხატა, თვალები მაქვს აწყლიანებული. როგორ შემიძლია მის გარეშე გავძლო თუნდაც ერთი წამით, არ გავიგო მისი ხმა, ვერ ვიგრძნო მისი შეხება. მისი თითების ბალიშების ყოველი შეხება დღემდე ჟრუანტელივით გამდევს მთელს სხეულში, არადა იმდენი ხანია ერთად ვართ წესით ესე აღარ უნდა მემართებოდეს. როცა მიახლოვდება ზოგჯერ პულსი ისე მიჩქარდება, გული ისე ძლიერ მიწყებს ფეთქვას, სუნთქვაც ისე მიათასმაგსება, თითქოს სიყვარულობანა გუშინდელი დაწყებული გვქონოდეს და პირველი კოცნისთვის მოიწევდეს ჩემკენ. სიყვარულს ვერანაირი გრძნობით ვერ ჩაანაცვლებ, არაფერია მასზე აღმატებული. და ახლა ვიცი, მალე თვალს გაახელს, ჯერ დაბნეული და მერე ღიმილმომდგარი გამომხედავს და მეტყვის : - დილა მშვიდობისა, საყვარელო... დასასრული 19.11.2022 პ.ს - ვანოო, ეს მამალი კიდევ ფანჯარასთან ყივიისს... - ჩემი არ არის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.