შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(2)


23-11-2022, 00:01
ავტორი sati
ნანახია 11 219

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემს გონებაში სიცარიელემ დაისადგურა,ჯერ კიდევ აფექტურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. ალბათ ჩემს წინ რომ არ მდგარიყო დაუფიქრებლად გადავხტებოდი. თუმცა ფეხსაც არ იცვლიდა, მყარად იდგა და მაკვირდებოდა.
-წავედით-ხელი ჩამკიდა და ქვევით ჩამიყვანა, ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ ის არ აპირებდა ს და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა აქ, ან რაიმე სხვა მიზეზით,მაგრამ ის არ ჰგავდა ადამიანს,რომელსაც ამ წამს სიცოცხლე აღარ სურდა. არც ის ვიცოდი, ცოლობაზეც მოიტყუა თუ არა. უბრალოდ მივყვებოდი. 10 სართული ისე ჩავიარეთ ვერც გავიგე, მანქანასთან მიმიყვანა და ჩამსვა. მხოლოდ გზაში დავიწყე მდგომარეობიდან გამოსვლა და მივხვდი რომ სრულიად უცხო ადამიანს ვენდე.
-შესახვევთან გააჩერე. ახლოს ვცხორობ.
-ახლა შენ ჩემთან ცხოვრობ. ხომ შევთანხმდით?
-არ მენდობი?
-2 წუთის წინ თავს ერთად ვიკლავდით-ვერ მივხვდი ამ პასუხის აზრს,მაგრამ მასთან კამათის და დიალოგის თავი არ მქონდა. ამიტომ მოთხოვნა გავუმეორე-მისმინე, რადგან იქ იდექი, ესე იგი მართლა არაფერი დაგრჩენია ცხოვრებაში ღირებული, ხოდა მე გთავაზობ უზრუნველ ცხოვრებას, ისეთს,რომ ცხოვრებაში აღარც იფიქრებ ზე. გინდა ვინმე ოჯახის წევრს დავურეკოთ?
-არ მყავს.
-მეგობრებს?
-არც მეგობრები არ მყავს.
გაკვირვებულმა გამომხედა, თუმცა არაფერი უთქვამს. ცოტახნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-ყოფილი შეყვარებული? საქმრო, ქმარი?
-არა.
-როგორ, არავინ არ გყავს?-თვალებზე ცრემლები მომადგა, ისევ კანკალმა ამიტანა,მანაც შეამჩნია და კითხვები აღარ მომაყარა. ტანსაცმელზე შემომხედა და ყველაფერს მაშინვე მიხვდა. უცებ რაღაც უზარმაზარ ეზოში შევუხვიეთ, სადღაც ნახევარ კილომეტრში კი დიდი სასახლე იდგა, სახლის ნაცვლად. მართლაც სასახლეს ჰგავდა. მანქანა ოდნავ მოშორებით გააჩერა და მე შემომხედა-როგორ მოგწონს?
-აქ მუშაობ?-ვერ წარმოვიდგენდი,რომ აქ შეიძლებოდა ვინმეს ეცხოვრა.
-ვმუშაობ-გადაიხარხარა-თუ გინდა ეგრეც დავარქვათ. გადმოდი-მანქანიდან გადმოვიდა, კარი გამიღო და ჩემს გადმოსვლას დაელოდა-გადმოდი-კიდევ გამიმეორა, ამჯერად ღვედი მომხსნა და თვითონ გადმომიყვანა, ისევ მკლავში ჰქონდა ხელი მაგრად ჩაჭიდებული და სახლისკენ მივყავდი.
-მოიცადე, მოიცადე. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის,მაგრამ ასე არ შეიძლება. ერთმანეთსაც არ ვიცობთ. შენ ოჯახს რას ეტყვი? მე არავინ მყავს, ესე... ესე არ შეიძლება-პანიკურმა შიშმა ამიტანა, უცხო ადამიანის ოჯახში შევდიოდი და ტანზე თითქმის არაფერი ნორმლაური არ მეცვა. ტალახში ამოთხვრილი ვიყავი და რამდენიმე დღის გამოუძინარი. ვეცადე მისი ხელი მომეცილებინა,მაგრამ საკმაოდ ძლიერად ეკავა ჩემი მაჯა და ისე მიმათრევდა, რომ არც მისმენდა. ვეხვეწე, რა არ ვუთხარი,მარგრამ არც გამოუხედავს.
-აი მოვედით.
-მოიცადე!-ამჯერად დავუყვირე და ხელიც გავაშვებინე. ისეთი სახით შემომხედა, სულ დამავიწყდა რისი თქმა მინდოდა. დავიბენი. მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მსაყვედურობდა, ოღონდ ამისთვის საუბარიც არ ჭირდებოდა. ინსტინქტურად ჩემით გავუწოდე ხელი და შიგნით შემიყვანა.
-ტყუილა ნერვიულობ, დილის 5 საათია, არავის ღვიძავს. მოწესრიგდები და ხვალე დილით ვისაუბრებთ ყველაფერზე-ენით აღუწერელ ადგილას ვიყავი. სახლის შესასვლელი ჩემი მთელი ბინის ხელა იყო. მოოქროვილი კიბის მოაჯირები, ისეთი ნახატები ეკიდა კედლებზე,რომლებსაც მხოლოდ მუზეუმში თუ ნახავდით, ან მართლაც იქიდან იყო წამოღებული. ჭაღი ცალკე თემა იყო, ამ ყველაფრის თვალიერებაში გართულმა სულ დამავიწყდა სიარული და კიბეზე ლამის წავიქეცი. არც ამაზე მოუქცევია ყურადღება ისე მაგრად ეკავა ჩემი ხელი იმ წამსვე ამაყენა ფეხზე და კიბეებზე ამიყვანა. ერთ-ერთ ოთახში შევედით. საშუალო ზომის საძინებელი იყო, ტრილიაჟი, ტანსაცმლის კარადა, საწოლი და ორი სავარძელი იდგა. ოთახიდან საოცარი ხედი იშლებოდა აივანზე რომ გახვიდოდით. შესვლისთანავე აივანი გასაღებით დაკეტა, რაზეც გამეცინა. ვიცი არაადეკვატური ქმედებები მაქვს, უბრალოდ სასაცილოდ მომეჩვენა მისი ეს ქმედება.
-სტუმრების ოთახია, ხვალ როცა ჩვენს ქორწინებაზე ვეტყვით ჩემს ოჯახს, ჩემთან გადმოხვალ. რაც შეეხება ტანსაცმელს, რამეს გიპოვი ჩემი დის ტანსაცმელებიდან და შემოგიტან. შეგიძლია შხაპიც მიიღო, ყველაფერი შიგნით რაც კიდია ახალია, სტუმრებისთვის არის განკუთვნილი-აბაზანაც საკუთარი მქონდა, შიგნით შევიდა საკეტი გამოაძრო , მიიხედ-მოიხედა თითქოს რაღაცას ეძებდა და კმაყოფილი გამომეტყველებით გავიდა ოთახიდან. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. არ მჯეროდა რაც ჩემს თავს ხდებოდა. შხაპის მისაღებდა შევედი. ცოტახანში ფეხის ნაბიჯები გავიგე, ალბათ ალექსანდრე იყო და ტანსაცმელს ტოვებდა. ხალათი შემოვიცვი და კარი ოდნავ შევაღე და გავიხედე. ვიღაც ქალი იყო.
-ღმერთო მერამდენედ-ქალმა ამოიოხრა-ალექსანდრე!
ალექსანდრე ოთახში შემოვიდა და ქალის დანახვაზე სახე შეეცვალა.
-რატო გღვიძავს?-თუ სწორად ვხვდებოდი მისი და იყო.
-ეს ვინ არის?
-ხვალ გაიგებ, წადი შენს ოთახში-ის აღარ შეპასუხებია და ოთახიდან გავიდა. მხოლოდ მერე შემამჩნია მე, ტანსაცმელი საწოლზე დადო-გამოდი.
ხალათი მეცვა,მაგრამ რაღAცნაირად მაინც მეუხერხულებოდა, თუმცა მაინც დავყევი და გამოვედი.
-ეს ჩემი და თეკლაა. ხვალ გაიცნობ-ჯიბიდან რაღაც წამალი ამოიღო და მაგიდაზე დადო, წყლის ჭიქაც იქვე იდგა დოქთან ერთად-დამამშვიდებელი...-აქ ყოყმანობდა-კარგად რომ დაგეძინოს-ჩაახველა, ცოტა უხერხულად იგრძნო თავი ეტყობოდა და მერე საუბარი გააგრძელა-ხვალ ჩემს გარეშე არ ჩამოხვიდე ქვევით-ფანჯრებთან მივიდა შეამოწმა გისოსები დაკეტილი იყო თუ არა და მერე მომიბრუნდა, უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ ვერ ბედავდა-რაც არ უნდა იყოს, ამაღამ არაფერი გააკეთო. ხვალ დავილაპარაკოთ.
-არაფერი არ მესმის. რათ გინდა ჩემნაირი ცოლი როდესაც ასეთ ადგილას ცხოვრობ?
-ყველაფერს ხვალ გაიგებ. ღამე მშვიდობის-კარი გაიხურა და გავიდა. მაგიდას მივუახლოვდი და წამალს დავხედე, მცენარეული დამამშვიდებელი იყო, ბევრი არც მიფიქრია, დავლიე და საწოლში დავწექი. მალევე დამეძინა. დილით ალექსანდრემ გამაღვიძა. თურმე დიდხანს მანჯღრევდა.
-რა ღრმა ძილი გაქვს-ამოიოხრა და ფარდები გადაწია-რაღაც ტანსაცმელები მოგიტანე, წესით კარგად უნდა გქონდეს. ჩაიცვი და ქვევით ჩავიდეთ.
-კარგი-ველოდებოდი,როდის გავიდოდა,რომ ჩამეცვა, მაგრამ არ ირყეოდა-არ... გახვალ?
-ერთად უნდა ჩავიდეთ. აბაზანაში გამოიცვალე.
ასეც მოვიქეცი, ტანსაცმელი საკმაოდ ძვირიანს ჰგავდა. შავი კლასიკური კომბინიზონი იყო, თხელი კრემისფერი ჟაკეტიც დაუდია,მაგრამ ის აღარ ჩავიცვი, ჩემ სტილში არ ჯდებოდა. ფეხსაცმელებიც კი კლასიკური იყო. სარკესთან მაკიაჟი იდო, აშკარად ახალი ნაყიდი. ოდნავ ტონალური გადავისვი,რომ ნამტირალევი თვალები დამემალა და ჩაშავებები. თმა გადავივარცხნე, მოვწესრიგდი და გამოვედი.
-მშვენიერი-დიდად არც შემოუხედავს, მომიახლოვდა,რომ ხელი ჩაეკიდა მაგრამ ინსტინქტურად უკან დავიხიე-ჩემი ოჯახი უნდა ხედავდეს, რომ ერთმანეთი გვიყვარს.
-მოიცა ვატყუებთ?
-აბა რა გეგონა, რომ სიმართლეს ვეტყოდით? საქმე ასეა, ცოლს მტენიან. ერთ-ერთი მდიდარი ბიზნესმენის შვილს, რომელსაც სუ რო გასკდნენ და მთელი ქონება ჩამომართვან ცოლად არ მოვიყვან. უარს ვეტყოდი,რომ არა მათი გავლენიანობა. ხოდა საუკეთესო გამოსავალია,რომ ვუთხრა,რომ უკვე მყავს საცოლე. რომელიც ძალიან მიყვარს. დღესვე წავალთ და მოვაწერთ ხელს. შეილება თუ არა რომ ხელი მოგკიდო?-დიდ არეულობაში ამოვყავი თავი. მაგრამ ახლა უკვე გვიან იყო უკან დახევა. წასასვლელი მაინც არსად არ მქონდა-ხო მართლა, რა გქვია?-ამ ადამიანს ცოლად მივყვებოდი და ჩემი სახელიც კი არ იცოდა.
-ნუკი.
-ანუკი?
-ნუკი.
-ანუკი იყოს, ჩემები სავარაუდოდ ანას დაგიძახებენ-ხელი ჩამკიდა აღარ დაელოდა ჩემს პასუხს და ქვევით ჩავედით. სამზარეულომდე იმხელა გზა იყო, კარგახანს მივდიოდით ხელი ხელ ჩაკიდებულნი. ცოტა მეშინოდა, ცოტა კი არა ძალიან. ამ ადამიანს საერთოდ არ ვენდობოდი. კაცმა იცის რას მომთხოვდა ხელის მოწერის შემდეგ. სამზარუელცო რომ გავიარეთ, სასადილო ოთახში შევედით. სადაც 4 ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი იჯდა. როგორც მან წარმომიდგინა, მისი და-ძმა და მშობლები. ვაჟა(ძმა), თეკლა, ნათია და ვახტანგი(მამა). ისინი სრულიად გაოცებულები მიყურებდნენ, სანამ ჩემი თავიც არ გააცნო.
-გაიცანით,ანუკი, ჩემი საცოლე-დედამის ხელიდან ჭიქა გაუვარდა და ნამსხვრევებად იქცა, ჭიქის ასაღებად გავიწიე,მაგრამ ალექსანდრემ ხელზე მაგრად მომიჭირა და ადგილზე გავშეშდი.
-ეს?-დედამისმა თითით ჩემზე ანიშნა-ეს შენი ახალი ხუმრობაა?
-ნათია, დამშვიდდი. უხერხულია-ვახტანგმა გააჩერა,თუმცა შევატყვე,რომ არც მას მოვეწონე დიდად-იქნებ ცალკე დავილაპარაკოთ, გოგონა რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ. საერთოდ ჯობდა ჯერ გეთქვა ეს ყველაფერი
-უცებ გადავწყვიტეთ. თქვენ ხომ მაინც გინდოდათ,რომ ცოლი მომეყვანა. დღეს ხელს ვაწერთ, ხვალ ჯვარსაც დავიწერთ. მეორე სახლიც ხომ ჩემია და იქ ვიცხოვრებთ.
-ესე მალე... ალექსანდრე-დედამისს სახეზე ფერი არ ედო-ჩვენ ამ გოგოს არც ვიცნობთ, ვინ არიან მისი მშობლები? ან რა წრიდან არის? საერთოდაც ხელებზე შეხედე რა გაუბედურებული ხლეები აქვს, სად მუშაობ?
-არ არის ეს მნიშვნელოვანი-ალექსანდრემაც შეამჩნია ჩემი დამჭკნარი ხელები,მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია-ანუკი ჩემი საცოლეა, შეეგუეთ. ახლა კაბის ასარჩევად უნდა წავიდეთ, სტუმრების სია თქვენით შეადგინეთ, დიდად არ მადარდებს ვინ მოვა-ხელით ისე დამატარებდა, მართლა გეგონებოდათ,რომ ერთმანეთზე შეყვარებული და განუშორებელი წყვილი ვიყავით. გვერდიდან არ მშორდებოდა. როგორც კი სახლიდან გამოვედით ხელი გავაშვებინე და წინგ ადავუდექი.
-რა თამაშს თამაშობ? ნორმალურია რასაც შენ აკეთებ? გოგოს რომელსაც საერთოდ არ იცნობ, პოულობ სადღაც სახურავზე და მერე ცოლად მოგყავს?
-და შენ რასაც აკეთებ ნორმალურია? ახალგაზრდა გოგო ხარ და თავს იკლავ ისე,რომ მგონი შენთითონაც არ იცი მიზეზი. რას მომყვებოდი თუ არ გინდოდა? როდესაც ადამიანს მართლა სიკვდილი უნდა, არაფერი აჩერებს.
-თავის მოკვლით მემუქრებოდი!
-გეყოფა ყვირილი. შენ მე დამთანხმდი.
-დაგთანხმდი,მაგრამ..
-მაგრამ რა?-წარბები აწია და მომიახლოვდა-ამაზე უკეთესი ცხოვრება გქონდა? მიპასუხე, თუ გქონდა კი ბატონო, წადი. მაგრამ ეჭვი მეპარება-ცოტახანი მაცადა პასუხის გაცემა,მაგრამ რომ არაფერი ვუთხარი მანქანისკენ მიმითითა-ჩაჯექი, გვიყურებენ ფანჯრიდან-ზურგით იდგა სახლისკენ,მაგრამ რომ გავიხედე მართლაც დავინახე,რომ ფანჯრიდან გვაკვირდებოდა მისი მთელი ოჯახი.
-ასე არ დაიჯერებენ.
-მართალი ხარ, წელზე ხელი უნდა მოგხვიო-დამაკვირდა რეაქციაზე,მაგრამ რომ არაფერი ვუთხარი ახლოს მოვიდა. არ მინდოდა რომ შემხებოდა,ამიტომ ლოყაზე ვაკოცე და გაწითლებული ეგრევე ჩავჯექი მანქანაში. გაეღიმა ჩემს ბავშვურ საქციელზე და ისიც მანქანაში ჩაჯდა-პირადობა ან პასპორტი არ გაქვს?
-თან არა.
-მაშინ მითხარი სად ცხოვრობ და გავიაროთ.
არ მიპასუხია არაფერი.
-არ გაქვს სახლი?
-არა.
-აბა ქუჩაში ცხოვრობდი?
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა.
-ევა, მომისმინე, მგონი დროა ცოტა მაინც ვენდოთ ერთმანეთს-ალექსანდრეს გაეცინა-ბოლო-ბოლო ცოლად მომყვები. თუ სახლში შენიანების ნახვა არ გსურს, მე ავალ და უბრალოდ წამოვიღებ შენს ნივთებს.
არ მინდა. თუ უპასპორტოდ და პირადობის გარეშე არ გამოდის, საერთოდ არ გვინდა.
-რას ქვია არ გვინდა-მძიმედ ამოისუნთქა და მანქანა მაღაზიასთან გააჩერა, კარი კიდევ ჩაკეტილი იყო და ვერ ვაღებდი,რომ გადავსულიყავი. მე მიყურებდა და ჩემგან პასუხს ელოდა-მე შენ არ გეკითხები რატომ იკლავდი თავს, არც იმას გკითხავ სახლში რატომა რ გინდა ასვლა, ან რატომ არ გყავს არავინ გვერდით, მაგრამ პასპორტი აუცილებლად გვჭირდება.
-იუსტიციაში დავამზადებინოთ ახალი, ვეტყვი,რომ დამეკარგა ძველი. 1 დღეში მზად იქნება.
-ხელის მოწერა დღეს არის.
-ჯერ დილაა, შეიძლება კიდე მოასწრონ.
-კარგი. კარგი წავიდეთ იუსტიციაში-საკმაოდ მომთმენი ადამიანი გამოდგა. ვერ წარმოიდგენდით რამხელა შვება ვიგრძენი,როცა დამთანხმდა იუსტიციაში წასვლაზე. არ მინდოდა ის ადგილი ენახა, სადაც ვცხოვრობდი ან ჩემი ოჯახის წევრები გაეცნო. ისეთ სტრესში ვიყავი, უკვე თვალებიდან გამოხედვაც კი მიჭირდა. იუსტიციის შემდეგ კაბის ასარჩევად ვიყავით, პირდაპირ რაც მოგვხვდა ხელში ის ავიღეთ და კაფეში დავჯექით სასაუზმოდ. სიმართლე ვთქვა,მადა საერთოდ არ მქონდა, თავს უკვე მკვდრად აღვიქვამდი. იმასაც ვერ ვხვდებოდი საერთოდ რატომ ვრჩებოდი ამ ადამიანთან. თვითონაც არ ჩანდა სიცოცხლით აღსავსე. უბრალოდ არსებობდა,ისევე როგორც მე. ამ დროისთვის ჯერ კიდევ სერიოზულ ბურანში ვიყავი, წინა დღის გადახარშვა მიჭირდა.
-ევა-ალექსანდრეს მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი სრულიად სხვანაირად ჟღერდა. რაღაცნაირი სითბო იგრძნობოდა, ან უბრალოდ მეჩვენებოდა. მე ხომ ის გუშინ გავიცანი-გვკითხავენ როგორ გავიცანით ერთმანეთი.
-ვუთხრათ, რომ ს გადამარჩინე-ალექსანდრეს ეტყობოდა რომარ უნდოდა გაცინება, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და მაინც გაეღიმა, მერე თავი გააქნია და ისევ თემას დაუბრუნდა.
-ვუთხრათ, რომ უნივერსიტეტში ვიცნობდით ერთმანეთს. როცა პირველ კურსზე იყავი, რაღაცაში დაგეხმარე და მერე კარგა ხანი ვურთიერთობდით.
-უნივერსიტეტში არასდროს მისწავლია.
-არაუშავს, ვეტყვით რომ ისწავლე. კავკასიაში სწავლობდი, ბიზნესზე. კი არადა, წესით უნდა სწავლობდე. კარგი ვიტყვით რო ამთავრებ. კვირაში 2 ჯერ ან 3 ჯერ წაგიყვან ხოლმე სადმე ან მძღოლი წაგიყვანს.
-შენ რაზე სწავლობდი?
-ბიზნესზე თავისთავად-ამოიოხრა თითქოს სძულდა საკუთარი საქმე-უნივერსიტეტში რატომ არ სწავლობ?-მეგონა მიხვდა,რომ კითხვები არ უნდა დაესვა, თუმცა მუდმივად შეხსენება მიწევდა.
-მოდი შევთანხმდეთ, შენ მე არ მისვამ კითხვებს, მე შენ.
-ხო , მაგრამ ჩვენი ქორწინება რეალურს უნდა ჰგავდეს. რაღაც მაინც უნდა ვიცოდე შენს შესახებ.
-რაც უნდა იცოდე ის ყველაფერი შეგვიძლია მოვიგონოთ, ბოლო -ბოლო სავარაუდოდ იმიტომ გინდოდა ჩემი ცოლად მოყვანა,რომ რაიმე ანდერძი მიგეღო ან ქონება და მერე 1 წელში შგევიძლია საერთოდაც გავშორდეთ.
-არა, მაგიტომ არა. მე მჭირდება რომ მთელი ცხოვრება ჩემი ცოლი იყო . ამიტომაც გითხარი,რომ არასდროს არაფერი მოგაკლდება. ეს მოვამზადებინე გუშინ ჩემს იურისტს-საბუთები ამოიღო და მაგიდაზე დადო-შეთანხმებაა. რომელსაც არც ერთი არ დავარღვევთ , თუ რამის დამატება გინდა ახლავე დავურეკავთ იურისტს.
-რა წერია?
-თანხმდები ჩემს ცოლობაზე, იმაზე,რომ სიმართლეს არავის არასდროს არ ეტყვი. შვილების ყოლა და სექსი ნებაყოფლობითია, ეს შენ არ გევალება.
-შენებს რომ მოუნდეთ შვილიშვილი?
-არსებობს სუროგაცია, ან ბავშვის აყვანა. ესეც შენ არ შეგეხება, გვეყოლება ძიძა ან აღმზრდელი. ევა , მე ვიცი,რომ ჯერ ძალიან ადრეა ამაზე სალაპარკოდ,მაგრამ მინდა იცოდე,რომ არასდროს არაფერი არ დაგჭირდება. არ გექნება სადარდებელი. მინდა მოვისმინო,რომ გუშინდელი არ განმეორდება ჩვენი ერთად თანაცხოვრების პერიოდში-ამაზე ვერაფერი ვუპასუხე, თვალებშიც ვეღარ ვუყურებდი,გუშინდელი როდესაც ახსენა-ვფიქრობ ურიგო არ იქნება,რომ კვირაში ერთხელ მაინც იარო ფსიქოლოგთან.
-არ მინდა, მადლობა.
-ევა-ტონი შეეცვალა, უფრო გამკაცრდა და საყვედურით შემომხედა-ეს პირდაპირ შეთანხმებაში წერია.
-ხოდა ამოიღე.
-კარგი, მაშინ კვირაში ერთხელ მთელ დღეს ერთად გავატარებთ. და რაღაცას მაინც მომიყვები შენს შესახებ. ან ეს ან ფსიქოლოგი.
-კარგი. გავატაროთ ერთი დღე ერთად. მხოლოდ ერთი.
-მშვენიერი. შემდეგი, გაშორებას არც ახსენებ. მე ჩემის მხრივ არ გიღალატებ, არასდროს შეგარცხვენ.
-ეგ არ მაინტერესებს. შეგიძლია მიღალატო, მე შენი ნამდვილი ცოლი არ ვარ.
-არა, არ ვაპირებ. შენ ჩემი ნამდვილი ცოლი ხარ, მე იდე შენი ქმარი. ღალატი ჩვენს ურთიერთობაში არ იქნება. სექსი თუ რომელიმეს მოუნდება, ორივეს თანხმობით გვექნება.
-არ მჯერა-პირველად გამეღიმა-თითქოს რაღაც ბიზნეს შეხვედრაზე ვიყოთ და არა ქორწინებას განვიხილავდეთ-უცნაურად მომაშტერდა, მასაც გაეღიმა, შემდეგ ისევ მიუბრუნდა საბუთებს.
-მინდა,რომ სრული სამედიცინო გამოკვლევ გაიარო. ანალიზები, ექიმთან კონსულტაცია. რომ დავრწმუნდთ,რომ ჯანმრთელი ხარ.
-ეს რისთვის?
-სახეზე მკვდრის ფერი გადევს, 15 კილო ხარ და ძლივს დადიხარ. ჩემი საცოლე ავადმყოფის შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს, ასე არ ფიქრობ?
-კარგი. შემდეგი პუნქტი?
-მე დავასრულე. შენ რისი დამატება გინდა?
-ზედმეტ კითხვებს არ სვამ, რისი მოყოლაც მომინდება ჩემით მოვყვები. ჩემს პრიად ცხოვრებაში არ ჩაერევი და წარსულს არ ამოქექავ. არაფერს დამაძალებ, ნებართვის გარეშე აღარასოდს არ შემეხები. კოცნაზეც მთხოვ თანხმობას. ერთად არ დავიძინებთ.
-აი მანდ არ გამოვა. ერთ ოთახში უნდა გვეძინოს. მაგრამ საწოლების სიტუაციას მოვაგვარებ. კიდე?
-სხვების წინაშე არასდროს დამამცირებ , ხელით არ შემეხები.
-ანუ?
-ანუ.. არ დამარტყავ
-არც მიფიქრია.
-მეტი არაფერი.
-შევთანხმდით-არც გადამიხედავს შეთანხმებისთვის ისე მოვაწერე ხელი. ალბათ იმიტომ,რომ ჩავთვალე,რომ უკან დახევისთვის გზა ყოველთვის მაქვს. ალექსანდრემაც მოაწერა და კმაყოფილი სახით შემომხედა-გაქვს რამე კითხვა?
-არანაირი.
-მშვენიერი. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, არ ენდო . არავის. არც ჩემს ძმას და არც დას. მითუმეტეს ჩემს მშობლებს. მუდმივად ეცდებიან რამე წამოგაცდენინონ შენს ოჯახზე. ვეტყვით რომ მშობლები გარდაგეცვალა, მარტო ცხოვრობ და სწავლობ,ნათესავი გყავს გერმანიაში,რომელიც გიგზავნის ფულს. მაგ ტრანზაქციებს ძალიან ადვილად გავაყალბებ.
-კარგი.
-მიხარია,რომ არც შენ გაქვს დიდად კითხვები. ჭამე და წავიდეთ.
-არ მშია-ერთხელაც არ მივკარებივარ საჭმელს რაც მოვედით.
-ესე არ გამოვა, ძალიან ცუდი ფერი გადევს. უნდა ჭამო. სხვათაშორის კონტრაქტში ესეც წერია,რომ თავს უნდა მიხედო, იკვებო ჯანსაღად, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდე და ბევრ რაღაცაში მე უნდა დამიჯერო.
-ვიცოდი, რო უნდა წამეკითხა-ამოვიოხრე და ორი ლუკმა ვჭამე, მერე როგორც იქნა დავიყოლიე წამოსვლაზე და სახლში მივბრუნდით. სამზადისი მართლაც რომ დაწყებული იყო. როგორც მინიმუმ ათი მოსამსახურე დარბოდა აქეთ-იქით და წარამარა ტელეფონის ზარის ხმა ისმოდა. დედამისი შუაში იდგა და რაღაცეებს არჩევდა კატალოგებიდან, თან ტელეფონზე საუბრობდა. როგორც კი დამიანხა ჩემკენ წამოვიდა.
-წამოდი კაბა მაჩვენე,მკერავიც მოვიდა რომ შეასწოროს-კაბა გამომართვა და წავიდა. ალექსანდრემ მანიშნა გაყევიო. მეც არ დავაყოვნე და გავყევი. ალექსანდრეს საძინებელში ამიყვანა-მიდი ჩაიცვი.
აბაზანაში შევედი, გამოვიცვალე და რომ გამოვედი უკვე გასული იყო , მკერავიღა დამხვდა ოთახში, სტილისტი და ვიზაჟისტი. ნახევარ საათში ისე შემღებეს და თმები შემჭრეს, რომ საკუთარ თავს ვერც ვცნობდი. ამასობაში ალექსანდრეც შემოვიდა.
-თუ შეიძლება მარტო დამტოვეთ-ოთახიდან ყველა მაშინვე გავიდა-ღმერთო რამდენი მაკიაჟი წაგისვეს-მეგონა მეტყოდა,რომ ლამაზად გამოვიყურებოდი. თუმცა არც მეთითონ მომწონდა ჩემი თავი ასე-რამე ხომ არ უკითხავს დედაჩემს?
-არა.
-ხო არ ნერვიულობ?
-რაზე, ეს ხომ ნამდვილი არ არის.
-ეგეც მართალია. დედამ შეიძლება რამე ჩამჭრელი გკითხოს.
-ალერგია გაქვს?
-რა?
-შეიძლება რამეზე ალერგია გაქვს და ამაზე მკითხოს.
-ხო, არა, ალერგია მაქვს მარწყვზე. მეტ არაფერზე.
-გასაგებია.
-შენ გაქვს ალერგია?
-არა. წავედით?
-ცოტა გაიღიმე და კი. თორე ვიღაცას ეგონება რომ მოსაკლავად მიმყავხარ. შეიძლება ხელი მოგკიდო და ისე ჩავიდეთ?
-კი-ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს და ქვევით ჩავედით. თითქოს ეს ყველაფერი ტყუილი იყო,მაგრამ იმდენად სინქრონულად გამოგვდოიდა ამ ტყუილში ურთიერთობაც, სიარულიც და ქცევაც, რომ ეჭვის შეტანა აზრადაც არ მოგივიდოდათ სხვისი თვალით რომ შემოგეხდათ ჩვენთვის. გარეგნულად ერთმანეთს შევესაბამებოდით. მე ქერა ვიყავი, ის კი შავგვრემანი. ორივეს ცისფერი თვალები გვქონდა. ცხვირი რა თქმა უნდა მას უფრო გრძელი და ცოტა კეხიანი ჰქონდა, მაგრამ ჩემი აზრით,მამაკაცს არც უხდება კურნოსა ცხვირი. წვერი ჰქონდა ცოტა მოშვებული, რაც ძალიან უხდებოდა. თუმცა ქორწილისთვის გაიპარსა. სიმაღლით ჩემზე ბევრად მაღალია, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს წყვილს.მე შედარებით დაბალი ვარ, თუმცა გარეგნობით არ ჩამოვუვარდები არც მას და არც სხვას. ქვევით ნელა ჩავდიოდით და მის მკლავს ისე ვებღაუჭებოდი, თითქოს რაღაცის მეშინოდა, თითქოს გუშინდელ დღეს ვუბრუნდებოდი და ახლა ისევ ის მიცავდა საკუთარი თავისგან. ამ მომენტში, მესმის უაზროდ ჟღერს,მაგრამ მის მიმართ უკვე მადლიერებას ვგრძნობდი. მან გადამარჩინა სიკვდილს და ახლა ცდილობდა უკეთესი ცხოვრება ეჩუქებინა ჩემთვის,თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. ჩემთვის ფული და უზრუნველი ცხოვრება იმ მომენტში საერთოდ არ იყო პრიორიტეტული, არამედ სიმშვიდე და უსაფრთხოება. თავს მის გვერდით უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ხელის მოწერის შემდეგ სახლში დავბრუნდით,, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მისი მეგობერბი მოდიოდნენ ჩემთან სალაპარაკოდ.
-ალექსა, როგორ მოხდა რო 2 წელი ადამიანს არ გვაცნობდი ჰა?-პირველი მისი მეგობარი,რომელიც ყველაზე შემაწუხებელია ჩემი აზრით, არის ბესო. ბესო ჩემზე ასაკით ბევრად უფროსი ყმაწვილია,რომელიც მისი ბიზნეს პარტნიორია ამავდროულად. მთელი ბავშვობა ერთად აქვთ გამოვლილი, მისი პირველი მესაიდუმლეა და მისთვის უჩვეულო იყო ჩვენი ქორწილის ამბავი . მეჯვარეობაც იმ დღესვე თხოვა. თეკლა კი ჩემი მეჯვარე იყო. თუმცა არსად არ ჩანდა მთელი საღამო. ბესო ეჭვის თვალით მიყურებდა და ამას ვხვდებოდი, მთელი საღამო ცდილობდა, რაღაცეების გამოკითხვას-კავკასიაში სწავლობდით ერთად? როგორ, მე არ გამომრჩებოდი-თითქოს ფლირტს ცდილობდა, ან მე არ მაქვს გამოცდილება მსგავს საკითხებში და მომეჩვენა. თუმცა თვალი ჩამიკრა რამოდენიმეჯერ, თუ წიკი არ აქვს, მაშინ არ მეჩვენება-რა ფაკულტეტზე?
-ეხლა აქ უნივერსიტეტზე ნუ გვალაპარაკებ-ალექსანდრე ჩაეჭრა, არ უნდოდა ვინმეს რამე შეცდომაში შევეყვანეთ-შენ არ იცნობდი იმიტორო ტუსოვკებზე არ იყო 24 საათი და სახლში იჯდა და მეცადინეობდა.
-შენი ყოფილებისგან ბევრად განსხვავდება მაშინ-მისი მეორე მეგობარი, დაქალი, ანი, რომელიც ერთი შეხედვით მეგობრული ჩანს, თუმცა მივეჩვიე,რომ ადამიანებზე პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ენდო-ცუდად გამომივიდა, არ მიგულისხმია,რომ ბევრი ყავს-უცბად ანერვიულდა და ღვინო მოსვა-შენი მეგობრები არ მოვლენ?
-ნუკის მეგობრებმაც გვიან გაიგეს, ნუკი თბილისიდან არ არის და მისი მეგობრები აქ არ არიან-ალექსანდრემ გადამარჩინა ისევ.
-მშობლები? ოჯახის წევრები?-უკვე ვაჟაც მოვიდა და შეუერთდა იმ ადამიანთა რიგს, ვინც ინტერვიუს იღებდა ჩვენგან.
-არ მყავს მშობლები. დედა გარდამეცვალა ცოტახნის წინ. მამა არ ვიცი სად არის.
ალექსანდრეს სახე შეეცვალა, გათეთრდა, ცდილობდა სახეზე დაკვირვებით ამოეკითხა სიმართლეს ვიძახდი თუ უბრალოდ ვთამაშობდი. ყველა გაჩუმდა და ჩვენ ორს გვიყურებდა. მივხვდი,რომ წინასწარ უნდა გამეფრთხილებინა ამის შესახებ და ისვე ჩემს თავზე ავიღე სიჩუმის დარღვევა.
-თქვენ რამდენი ხანია ალექსანდრესთან მეგობრობთ?-მთელი საღამო ვცდილობდი მაქსიმალურად ყველასთან მეურთიერთა,რათა ვინმეს ეჭვი არ გასჩენოდა. ამასობაში ჩვენი ცეკვის დროც მოვიდა, რაღაც ნელი მუსიკა ჩაირთო, იმდენი მქონდა დალეული, ვეღარც ვარევდი ქართული იყო თუ ესპანური. ალექსანდრეს წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული,თან რაღაცას მეჩურჩულებოდა ყურში.
-ძალიან ბევრი დალიე, აღარ გააგრძელო.
-ჩვენი ქორწილია. უნდა ავღნიშნო.
-მეტი აღარ გინდა-ამჯერად მკაცრად მითხრა, ბრძანებას უფრო ჰგავდა ვიდრე ჩვეულებრივ ნათქვამს.
-ეს რა სადმე შეთანხმებაში წერია?-ცოტახანი არაფერი უთქვამს, მერე ისევ ჩამჩურჩულა.
-გირჩევნია არ გამოცადო ჩემი მოთმინება-ამაზე პასუხის გაცემა მინდოდა,მაგრამ თავბრუ ისე მეხვეოდა, თან ყოველ წამს მატრიალებდა, აღარაფერი მიპასუხია. ახლა ყველამ ერთხმად დაიწყო ყვირილი, როგორც ჩვევიათ ხოლმე და კოცნას ითხოვდნენ. ალექსანდრემ მე შემომხედა ნებართვის აღება უნდოდა, თავი დავუქნიე, იმდენად სიბნელე იყო ვერავინ დაინახავდა, ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღე და ტუჩებთან ახლოს კუთხეში ვაკოცე, ისე,რომ ვერავის შეემჩნია. ქორწილის დასრულების შემდეგ ჩვენს სახლში წავედით, ალექსანდრემ ოთახში ამიყვანა,რადგან მართლა ძალიან მთვრალი ვიყავი-ხო გითხარი მეტი აღარ დალიო თქო?-კარი მიხურა და მკლავით დამიჭირა,რადგან თავბრუ ძალიან მესხმოდა-დაჯექი-საწოლზე დამსვა და ჩაიკუზა, ფეხზე მხდიდა ქუსლიანებს.
-ამ საღამოს ფხიზლად ვერ გადავაგორებდი.
-ალკოჰოლთან რამე პრობლემა გაქვს?
-არანაირი.
-დედაშენზე რატომ არ მითხარი?-არ ვუპასუხე. ცუდად ვიყავი და ახლა ამაზე არ მსურდა საუბარი. მანაც აღარ გამიგრძელა-წამოდექი, კაბას გაგიხსნი უკან.
-არ მინდა. ვინმე სხვას უთხარი.
-ესეთ მდგომაროებაში ვერავის განდობ,არ ვიცი რა შეიძლება თქვა. ჩემი ცოლი ხარ, მთელი 50 წელი აბაზანაში ხო არ დაიმალები და ისე გამოიცვლი? -წამოვდექი და მისკენ ზურგით დავდექი. კაბა ნელა გახსნა და მისკენ შემომატრიალა-ასე აღარ დალიო-აბაზანაში შევიდა, მე კაბა გავიხადე და საღამური ჩავიცვი, მაკიაჟის მოხსნის თავიც არ მქონდა ისე დავწექი სავარძელზე . ამასობაში ალექსანდრეც გამოვიდა, ზემოდან არაფერი ეცვა,ქვევით მარტო შარვალი-აქ რატო წვები?
-ერთად არ დავიძინებთ.
-ამაღამ შეიძლება დედაჩემმა შემოგვაკითხოს.
-კარი ჩაკეტე, სექსი რომ გვქონოდა შემოვარდებოდა?-ამაზე გაეცინა და კარი ჩაკეტა.
-მაინც, უნდა მივეჩვიოთ ერთად ძილს. გითხარი უკვე,რომ არ შეგეხები სანამ შენით არ მოისურვებ. და მაშინაც კი შეიძლება მე არ მინდოდეს. გადაწექი საწოლზე.
-არ მინდა.
-ღმერთო რა ჯიუტი ხარ-მოვიდა , ხელში ამიყვანა და ლოგინში გადამაწვინა, დიდად პროტესტი არ გამომიხატავს. მანაც გაიხადა და გვერდით დაწვა. საწოლი საკმაოდ დიდი იყო. კიდევ ორი კაცი ჩაეტეოდა ჩვენს შორის. ბალიშები ჩადო შუაში, თავი კომფორტულად რომ მეგრძნო. სანამ ჩამეძინებოდა დიდხანს ვლაპარაკობდით. ყველაზე უცნაური ის იყო,რომ დილით,რომ გავიღვიძე თავი მის მკერდზე მედო და ტანზე საერთოდ არაფერი არ მეცვა.



№1  offline წევრი sati

მეგობრებო, რედაქტირებას ვერ ვუკეთებ,რადგან მოდერი არ ვარ. შეცდომაა მთავარ პერსონაჟს ევა ქვია ნუკის ნაცვლად. <3

 


№2  offline წევრი sati

Mariam Gigani
საინტერესო ჩანს, გთხოვ მალე დადე ახალი თავი, იმედია ბოლომდე მიიყვან ისტორიას.

დავწერე უკვე და გავაგზავნე, რომ შეამოწმებენ დაიდება. მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent