შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის მოჩვენება [თავი1]


1-11-2021, 22:54
ავტორი 《Sunshine》
ნანახია 1 114

გადაუღებლად წვიმდა ქალაქი ბურუსს მოეცვა .ირგვლივ სამარისებული სიჩუმე
იყო მანამ სანამ ეს სიჩუმე ფისტოლეტის გასროლის ხმამ არ გაარღვია არავის ეძინა იმ დაწყევლილ ღამეს მაგრამ შიშით ვერც გარეთ გამოსვლას ბედავდნენ . ერთადერთი ადამიანი ვინც გარეთ გასვლა გაბედა 15 წლის კატერინა მეტრეველი იყო გულამოვარდნილი დასჩერებოდა უცხო მამაკაცის სხეულს, რომელსაც
სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა
ტელეფონი მოიმარჯვა და კანკალით აკრიფა 1-1-2 ,როცა ხელზე შეხება იგრძნო დენდარტყმულივით დახედა მის მკლავებში მისვენებულ მამაკაცს
- არ გაბედო სასწრაფოში დარეკვა თქვა უცნობმა და თითქოს მთელი დარჩენილი ენერგია ამ წინადადებაში ჩააქსოვა
- კარგი ,მაგრამ დაჭრილი ხარ ბევრი სისხლი გაქვს დაკარგული შენ რა სიკვდილი გინდა ?
- მორჩი ამდენ ლაპარაკს და ჩემი ტელეფონი აიღე …
- სად არის ?
- პიჯაკის მარცხენა ჯიბეში ფუ ამის …… ცოტა ჩქარა
-ვიპოვე
- კარგი ეხლა პირველივე ნომერზე დარეკე
-არ პასუხობს სასოწარკვეთილმა ამოილაპარაკა
-კიდევ სცადე … თქვა უცნობმა და ტკივილისგან კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
კეტრინი :
ფანჯრის რაფაზე ვიყავი მოკალათებული, როცა გასროლის ხმა გავიგე ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა ,რამოდენიმე წუთი გაშეშებული ვიჯექი ფანჯრის რაფაზე მაგრამ მალევე მოვეგე გონს და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის გადასარჩენად გავიქეცი არ მახსოვს, როგორ მივედი მასთან უბრალოდ ვერ დავუშვებდი კიდევ ერთი ადამიანის ჩემ თვალწინ სიკვდილს როცა შემეძლო ის გადამერჩინა. მივრბოდი შიშველი ფეხებით თავსხმა წვიმაში იმისთვის ,რომ კიდევ ერთ ცოდვილ სულს არ დაეტოვებინა ეს სამყარო.. გააზრება ვერ მოვასწარი ისე ავღმოჩნდი სრულიად უცხო ადამიანის სახლში. წვიმა უფრო და უფრო მატულობდა ,სახლი ნელ ნელა ივსებოდა , დაცვის წევრები აქეთ იქით დარბოდნენ ერთმანეთში ლაპარაკობდნენ სახლის ტელეფონი წამდაუწუმ გაუჩერებლად რეკავდა ,როცა ოთახში 45 წლამდე ასაკის საკმაოდ სანდომიანი ქალი შემოვიდა ჩოჩქოლი შეწყდა სიჩუმემ დაისადგურა, ყველა თავაზიანად მიესალმა მას და მომხდარი ამბავი აუწყეს
არ ვიცოდი
რას ვაკეთებდი მე აქ ამ ხალხში ან საერთოდ ამ სახლში ,რომელიც უფრო ციხესიმაგრეს წააგავდა ვიდრე სახლს. მე გადავარჩინე ის ჩემი მისია შევასრულე და ერთ ადამიანს მაინც დავეხმარე ამ გულისამრევ სამყაროში იმაზე დიდი ხანი ეცხოვრა ვიდრე ეს ბედისწერამ არგუნა. აქ კი უკვე აღარაფერი მესაქმება სახლი დავტოვე და წვიმის წვეთებს შევუშვირე ჩემი ცასავით მოღრუბლული სახე .…


*
გამარჯობათ დაგიბრუნდით საინტერესო ისტორიის პატარა თავით გაგრძელება იქნება



№1 სტუმარი Ana-maria

საინტერესო დასაწყისია. იმედია გააგრძელებთ. მოუთმენლად დაველოდებით

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

Ana-maria
საინტერესო დასაწყისია. იმედია გააგრძელებთ. მოუთმენლად დაველოდებით


მადლობა გაგრძელება აუცილებლად იქნება

 


№3 სტუმარი სტუმარი ზიტა

რატო არ დებთ გაგრძელებას

რატო არ დებთ გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent