შურისძიების მსხვერპლი 19 თავი
ანა დაძაბული მზერით უყურებდა თორნიკეს რომელიც წაშლილი სახით კითხულობდა უცხო ნომრიდან შესულ რამდენიმე სიტყვიან მუქარის შემცველ შეტყობინებას. შეკრთა როცა უმისამართოდ დაიწყო გინება გაგიჟებულმა ბიჭმა მას შემდეგ რაც მისი ყველა ზარი უპასუხოდ დატოვა შეტყობინების ავტორმა. უარესი დაემრთა როცა ხელებაკანკალებულმა თორნიკემ ტელეფონი იატაკზე მოსროლა და დასახიჩრებული ხელი გაუაზრებლად სარკეს დაარტყა რომლიდანაც საკუთარი უსუსრი ანარეკლი უმზერდა -შენ რა გაგიჟდი- უეცრად ფეხზე წამოვარდა დაფეთებული ანა და შეშინებული თვალებით მიაჩერდა მის დასისხლიანებულ ხელს. იმის გამო რომ თორნიკე ურეაქციოდ იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მინა გაბზარულ ტელეფონს, ანას გულმა არ მოუთმინა და სამზარეულოდან პირველადი დახმარების ყუთი გამოიტანა, ძველი სისხლით გაჟღენთილი სახვევი სწრაფად მოხსნა და ახალი გაიკეთა დისტანცირებულად. -მადლობა-ცივად უთხრა თორნიკემ და ზიზღით გახედა ეკრან ანთებულ ტელეფონს რომელზეც მის გონებაში მტკივნეულად აღბეჭდილი ნომერი გამოისახა -არ უპასუხო-ჩავარდნილი ხმით უთხრა ერთ ადგილზე მიყინულმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და მუდარანარევი მზერით მიაჩერდა სახეში, თირნიკემ წამიერდ მზერა ანას აწყლიანებულ თვალებზე გადაიტანა და უარესად გაგიჟებული ეცა ტელეფონს -თორნიკე შერვაშიძეს ველაპარაკები?- ინტერესით იკითხა ვაჩემ როგორც კი მის დაძაბულ სმენას ყურმილს მიღმა ვიღაცის აჩქარებული სუნთქვის ხმა მიწვდა -ჩემს დისგან თავი შორს დაიჭირე! - აგრესიული ტონით უთხრა თორნიკემ და აკანკალებული ხელი ძლიერად მომუშტა მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად -ეგ შენზეა დამოკიდებული- აგდებული ტონით უთხრა ვაჩემ და გაეცინა -ახლოს არ გაეკარო ნიცას, თორემ იცოდე მოგკლავ! -თუ გინდა რომ ამ საქმეში შენი პატარა დაიკო არ გავრიო, მაშინ მაგ კახპას შეეშვი... -წესიერად ილაპარაკე ანაზე-აფეთქდა უცბათ თორნიკე დ წინადადების დასრულების უფლება აღარ მისცა -იმას ვამბობ რასაც იმსახურებს!- დაუღრინა ვაჩემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მუქარით დაამატა- არჩევანი შენზეა ან თავს დაანებებ მაგ კახპას და სახლში დაბრუნების უფლებას მისცემ ან... -შე ნაბიჭვ.რო -ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა თორნიკემ სასმლისგან გონება ამღვრეულ ბიჭს და მაშინვე კედელს შეახეთქა ბოლო მედელის აიფონი რომელიც ნაწილებად დაიშალა -ხომ გთხოვე არ უპასუხო- მეთქი-სლუკუნით უთხრა ანამ სახე მონგრეულ ბიჭს და ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში -უპასუხოდ ვერ დავტოვებდი მის ზარს-ჩამწყდარი ხმით უმისამართოდ თქვა თორნიკემ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -ნუ გეშინია, ვაჩე ნიცას არაფერს დაუშავებს...მითუმეტეს სასმელში წამალს არ ჩაუყრის და მასზე არ იძალადებს- კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით უთხრა ანამ სახე მონგრეულ ბიჭს და ზიზღით სავსე მზეით მიაჩერდა სახეში, რის გამოც წამიერად თვალთ დაუბნელდა თორნიკეს და მხედველობასთან ერთად მოძრაობის მეტყველების და აზროვნების უნარიც კი დაკარგა, მაგრამ როგორც კი მის დაძაბულ სმენას ანას სლუკუნის ხმა მიწვდა, მაშინვე მოვიდა აზრზე და მისი არეული სახისკენ წაიღი ხელი, გადმოდენილი სიმწრის ცრემლების მოსაშორებლად მაგრამ ანას ხმამ ხმამ ადგილზე გააშეშა- არ შემეხო! -ანა, მე...მე არაფერი დამიშავებია შენთვის- აღმოხდა სასოწარკვეთილ ბიჭს და კიდევ უფრო მეტად მოუახლოვდა ატირებულ გოგონას თუმცა შეხება ვერ გაბედა და მაშინვე მორჩილად დაუშვა ჰაერში შერჩენილი ხელი რომელიც მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად ძლიერად მომუშტა -ის შენ არ გგავს!- მოულოდნელად, ტირილის ნოტებ შეპარული ხმით უთხრა ანამ თავზე წამომდგარ ბიჭს დ აცრემლიანი თვალებით ახედა-შეგიძლია მშვიდად იყო- ჩამწყდარი ხმით უთხრა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს გასაგონად დაამატა-ვაჩე არც ისეთი ნაძირალა არაკაცია როგორადაც თავს გაჩვენებს -ანა-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გაღიზიანებულმა ბიჭმა და სათქმელ სიტყვებს თავი რომ ვერ მოუყარა ეზოში გიჟივით გავარდა. ....... თათიას გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ანდრიამ დაურეკა და დაჟინებით სთხოვა შეხვედრა -შენი ნახვა არ მინდა-მკაცრი ტონით უთხრა მისი მოულოდნელი ზარით გაღიზიანებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და საუბრის დასრულების ნიშნად სწრაფად დაამატა -აღარ დამირეკო! -არ გამითიშო!-მბრძანებლური ტონით უთხრა ანდრიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდი ტონით უთხრა- ჩვენს გამო არა, ანას გამო მინდა რომ შევხვდეთ ერთმანეთს -მოხდა რამე?- დაიძაბა თათია -ნუ ღელავ კარგადაა -იმის მერე რაც შენ და თორნიკემ ჩაიდინეთ...- ზიზღით უთხრა ანერვიულებულმა გოგონამ მოთმინება დაკარგულ ბიჭს რომელმაც წინადადების დასრულება არ აცადა და მბრძანებლური ტონით ჰკითხა -შემხვდები თუ არა? -შეგხვდები... მხოლოდ ცოტა ხნით -სად ხარ მოგაკითხავ -სახლში ვარ -ნახევარ საათში გამოგივლი-ბრაზნარევი ტონით უთხრა ანდრიამ და გაუთიშა. აღელვებული თათია მოუთმენლად ელოდა ანდრიას მანქანის გამოჩენას ბნელ გზაჯვარედინზე, სახლიდან მოშორებით რათა ვინმე ნაცნობს არ გადაჰყროდა შემთხვევით და თავის მართლება არ დასჭირვებოდა მშობლებთან იმის გამო დაქალთან სტუმრობის ნაცვლად ვიღაც ბიჭს შეხვდა შუა ქუჩაში. შეკრთა როცა მისთვის უცნობი მანქანა მაღალი სიჩქარით მოუახლოვდა და მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა მის ფეხებთან რამდენიმე მილეტრის მოშორებით -შენ რა გაგიჟდი?-ჩხუბს აპირებდა თათია , მაგრამ როცა მანქანიდან ანდრია გადავიდა მომღიმარი სახით ხმა ჩაუწყდა -როგორ ხარ?-ინტერესით ჰკითხა ანდრიამ და თავხედრული მზერა ააყოლა მის სიფრიფანა სხეულს -რატომ გინდოდა ჩემთან შეხვედრა?-თათიამ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და შეძლების დაგვარად მისი გამომწვევი და თავხედური მზერაც დააიგნორა -მანქანაში ჩაჯექი უნდა ვილაპარაკოთ-მკაცრი ტონით უთხრა ანდრიამ და შავ M 5-ზე მიანიშნა -შენს მანქანში ჩაჯდომას არ ვაპირებ! ასე რომ თუ რამე სათქმელი გაქვს ახლავე მითხარი თუ არა და დროს ტყუილად ნუ მაკარგვინებ -ჩემთან შეხვედრა შენთვის დროის უაზროდ კარგვაა და მეტი არაფერი?-იწყინა ანდრიამ -როგორც ჩანს სათქმელი არაფერი გაქვს- მოიღუშა თათია და მიტრიალება დააპირა მაგრამ ანდრიამ მაშინვე მკალვზე ხელი წაავლო და თავისკენ მიიზიდა -რას აკეთებ-დაიძაბა თათია -მინდა რომ ჩემს მანქანაში ჩაჯდე-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ანდრიამ და გაუღიმა -ხელი გამიშვი-გაჯიუტდა თათია დ ამისთვის წინაადეგობისგაწევა სცადა -ჩემი გეშინია?-ცინიკური ტონით ჰკითხა ანდრიამ ზედმეტად ახლოდ მდგომ სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და წვრილ წელზე უხეშად შემოაჭდო ძლიერი ხელები -იცოდე ვიყვირებ-დაემუქრა თათია და უნებურად მკერდზე მიაბჯინა აკანკალებული თითები -სცადე-ღიმილით უთხრა ანდრიამ და ცხვირის წვერით საფეთქელზე შეეხო -გამიშვი-ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ და როგორც კი თავი დააღწია მის მარწუხივით შემოჭდობილ ხელებს მკაცრი ტონით უთხრა- მითხარი შეხვედრა რატომ მთხოვე თუ არა და წადი -რომ გითხრა მომენატრე-თქო დამიჯრებ?- ინტერესით ჰკითხა ანდრიამ და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში -ასე რატომ იქცევი? რის მიღწევას ცდილობ?-გაბრაზდა უეცრად თათია-ცდილობ მიას ატკინო? -უკვე დიდიხანია მია ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს-უემოციო ტონით თქვა ანდრიამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -შეიძლება ასეცაა მაგრამ შენ ის ჯერ კიდევ გიყვარს -თათია -ჩემს გამოყენებას ნუ ცდილობ მიას წინააღმდეგ... ნუ გავიწყდება რომ ის ჩემი დაა... -გგონია შენთან იმიტომ ვურთიერთობ რომ მას ტკივილი მივაყენო? -სწორედ ასე მგონია! -ფიქრობ რომ ნაბიჭვ.რი არაკაცი ვარ?-თვალები დააწვრილა ანდრიამ -ვფიქრობ რომ გული ძალიან გატკინა, ისევე როგორც მე...რადგან ყველაზე უკეთ სწორედ საყვარელი ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება გამოსდის...და ახლა მისთვის, ყველა გზით სამაგიეროს გადახდას ცდილობ რადგან ვერფრით იშუშებ მისგან მოყენებულ ჭრილობებს -ისე, რომ იცოდე! მხოლოდ ანას გამო მოვედი შენთან-გაღიზინადა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი-თორნიკეს თხოვნით მინდოდა მათთან წამწყვანე მაგრამ... თუ არ მედობი და ჩემი გეშინია...მაშინ ძალას არ დაგატან რომ ჩემს მანქანში ჩაჯდე- სწრაფად უთხრა და მაშინვე მიტრიალდა -თორნიკეს დაურეკე და ანა დამალაპარაკე- ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ მანქანასთან მისულ ბიჭს და როგორც კი დარწმუნდა რომ ანა კარგად იყო და ანდრია სიმართლას ეუბნებოდა მანქანაში პირველი ჩაჯდა. -ჩემი ისევ რატომ არ გჯერა?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერსით ჰკითხა ანდრია დაძაბულ გოგონას და მისკენ მიიხედა -იმიტომ რომ იმ ყველაფერის მერე რაც შენ და თორნიკემ ანას დამართეთ ნდობას არცერთი არ იმსახურებთ!- ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ და აკანკალებულ ხელებშორის მოქცეულ მობილური ტელეფონს კიდევ უფრო მეტად მოუჭირა მთრთოლარე თითები. ........ თათია ცრემლიანი თვალებით უყურებდა სახე წაშლილი ანას და ვერაფრით იჯერებდა რომ მან მეჯვარეობა სთხოვა -ანა გაგიჟდი? ხვდები რას მთხოვ? გინდა რომ ჩემი ნებით მოვაწერო ხელი შენი გაუბედურების საბუთზე! -ვიც რომ არასწორად ვიქცევი... მაგრამ... -მაგრამ რა?- აფეთქდა უეცრად თათია -უკვე ყველამ ყველაფერი იცის ჩემზე და თორნიკეზე... ვერ დავუშვებ რომ ... -ანა გთხოვ ცოტაც მოითმინე... ხომ იცი კახა ძია ყველაფეს გააკეთებს იმისთვის რომ ამ ჯოჯოხეთიდან დაგიხსნას? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.