აბა,აბაა...
-ნარეეე,გაიღვიძე,ადე რაა-ყვირილით შევარდა მეგობრის ოთახში მარიამი და მოწყვეტით დაეცა საწოლზე. -ნარე,ან გაიღვიძებ და ჩემს შემოთავაზებას მოისმენ ან საწოლიანად გისვრი მერვედან... -მაგას შენი ბეღურის მკლავებით თუ აპირებ ძილს შევიბრუნებ-ძილისგან დაბოხებული ხმით უთხრა ნარემ და ბალიშს უფრო შემოეჭდო. -მერე არ თქვა ჩემი ბრალი არ იყოო... დანანებით თქვა მარიამმა ,ადგა და ოთახიდან გალასლასდა.ორიოდე წუთის შემდეგ კი ის და გოგი ჩუმად შეიპარნენ ნარეს საძინებელში ,საწოლს თავზე დაადგნენ,თავის დაკვრით ანიშნეს დავიწყეთო და ზურგსუკან ამოფარებული ტაფა-ქვაბებს, კოვზებით აუტეხეს რაკარუკი. -ასდექ ,ქალღმერთო ნარეეეეე,წამოსწიე ძილისგან გასიებული სახეე და დაგვდე პატივი მოსმენისააა-ყვიროდნენ და მელოდიის ფონზე სიცილით იკეცებოდნენ. -აიმეეეე,ძილი მაინც მაცადეთ კანალიზაციის მღრღნელებოოო.-დიდხნიანი თმენის შემდეგ,წივილ-კივილით წამოხტა ნარე საწოლზე -ჩათვალეთ თქვენი სიცოცხლე ,თქვენს შემოთავაზებაზეა დამოკიდებული ტარზანის შთამომავლებო.-ღრენით უთხრა მეგობრებს და სკამზე გადაჯდა იმის ნიშნად რომ ყურადღებით ისმენდა. Ტაფა-ქვაბიანმა აქციონრებმა კმაყოფილი ღიმილით ხელი ხელზე მიარტყეს ,ერთი საწოლზე გადაგორდა მეორე კი ყავის მოსატანად გავიდა სამზარეულოში. - დაიწყებ ახლა თუ მომიწვეს თქვენი გადაბმა და 2 საათიანი თხოვნის მოსმენა ,მეტს აღარ ვიზამთ ახლა გვაცოცხლეო?!-მობეზრებით გახედა ნარემ საწოლზე გაშოტილ დაქალს. -გოგიი ნაყინი წამომიყოლეე რა-გასძახა მარიამმა,სამზარეულოში მყოფს -ამ დილაუთენია რა ნაყინი აგიტყდაა გოგო-მოესმათ გამოძახილი - ცუდ განწყობას შველისოოო,მოიტანე დროზე თორე ხოიცი ეს თუ დაგვემუქრა დაგვაქცევს კიდეც.-ღიმილით უყურებდა ნარეს. წამი არიყო გასული ოთახში მეკარის ნახტომით შემოვარდა გოგი.გეგონებოდა ომი ყოფილიყოს,ხოხვით მიაღწია მარიამმამდე და ხელში ერთი კოვზი ნაყინი მიაჩეჩა -აქედან შენ უნდა გააგრძელო რიგითო-და იქვე გადაგორდა დემონსტრაციულად. -ღმერთო ,ღმერთო-მსახიობური ნიჭით დაჯილდოებულმა "რიგითმა" შენელებული კადრითა და ხელის კანკალით ნარესკენ წაიღო კოვზი -ოღონდ არ დალღვე ,ოღონდ არ დალღვეეე,ჯერ სიცოცხლე მინდააა-და ნარეს რომელიც სიცილს უკვე ვეღარ იკავებდა მათი საქციელის გამო ნაყინი ცხვირზე მოუსვა. ხრინწიანი ხმით გამოსძახა საწოლის კიდესთან მიგდებულმა "გენერალმა" "რიგითს" -აბა კაი მიზანი მაქვსო?! ერთმანეთის საქციელს წამიერი დუმილით პატივი მიაგეს,ერთმანეთს გადახედეს და სიცილ-ხითხითი აუტყდათ. -ეჰჰ ექიმი მარტო მე არ მჭირდება-მუცლის ტკენამდე იცინოდა ნარე. როცა სული მოითქვეს და აცრემლებული თვალებიც მოიწმინდეს,მარიამმა ორი წამი მაცადეთ ახლა, ვთქვა სათქმელიო. -არდადეგები დაიწყო 2 დღის წინ ხოდა მუდოებივით ხოარ ამოვეტმასნებით სახლის კედლებს.ამიტომაც გადავწყვიტეთ სადმე 1 კვირით დასასვენებლად წავიდეთ.ჰაა ნარე რას იტყვი???-მომლოდინე მზერით შეხედა მეგობარს. -აუუუ თქვენ ორთან ერთად კოლუმბობასაც ვიკისრებ.წავიდეთ სადაც გინდათ.თან მოსამზადებლებიც ჩამიმთავრდა და გემრიელადაც დავისვენეებ.-სიხარულით წამოხტა ჯერ ისევ პიჟამოებში გამოწყობილი ნარე.მაგრამ როცა მეგობრების"რაღაცის თქმა გვინდა კიდე" სახეებს წააწყდა უცებ გაიკვირვა და კიდე რაო იკითხა. -ნარეჩეკ ხოიცი რაც მეტი მით უკეთესიო და შეგვიძლია ჩვენი მეგობრებიც წამოვიყვანოთ.თან უფრო გავერთობით ჰო?-შეპარვით უთხრა გოგიმ. -რა პრობლემა უნდა იყოს,...დასასვენებლად და გასართობად მივდივართ. ჩემი ორივე ახლო მეგობარი მოდის და დანარჩენი უკვე თქვენი საქმეა თქვენებსაც თუ წამოიყვანთ.ერთისიტყვით მე პრობლემა არ მაქვს.უბრალოდ კარგად მინდა დავისვენო თქვენთან ერთად და ვეცადოთ რომ ასეთი სოციუმი და გარემო შევქმნათ,ოქეი? კარგიო თავი დაუქნიეს -ხო მართლა ორი გზა გვაქვს: მთა -სვანეთი, ზღვა-ბათუმი-თქვა გოგიმ-მე და მარო ბებომ (მაარიამის მკვლელი მზერა ინ ექშნ) მთა ავარჩიეთ,ვინაიდან შენ ბოლო 3 თუ 4 წელია ზღვაზე მარილიანი წყლით კოჭებს ისქელებ-კმაყოფილი სახით ლაპარაკობდა ბიჭი -და არჩევანი ჩემს ფონზე რატომ კეთდება? ვიცი რომ ორივე წყალში სელაპეებივით ხართ... -მართალია,მაგრამ ყველაზე მეტი კომფორტი გვინდა რომ შენ შეგიქმნათ,რ ო გ ო რ ც ყ ვ ე ლ ა ზ ე პ ა ტ ა რ ა ს...-ხაზგასმით თქვა გოგიმ და მეორე რაუნდიც დაიწყო. ნარემ სარკაზმით ჩაიცინა „პატარაო?“ და ბალიში სახეში გაუქანა... ივნისისთვის შეუფერებელი სუსხიანი დღე იდგა,მაგრამ ზაფხულისთვის დამახასიათებელი რბილი და მსუბუქი ჰაერი ტრიალებდა.დილით გოგიმ და მისმა ორმა მეგობარმა გამოუარა ნარეს. -ნარეჩეკ ამათ ხო იცნობ, ნიკო და სანდრო-ნარემ თავი დაიქნია და სალამის ნიშნად ხელი დაუქნია ბიჭებს. -აღარ მივდივართ?მარიამსაც უნდა გავუაროთ და არ დაგვაგვიანდეს-მძღოლის გვერდზე მოსკუპებულმა თქვა ნარემ -ჩემს გოგოს ველოდებით,წუთი-წუთზე აქ იქნება-ღიმილით უთხრა სანდრომ. ორი წუთი არ იყო მისი ნათქვამიდან გასული მანქანიდან ,მათკენ მიმავალი ,წითური რომ შეამჩნიეს. -გაიცანი ნარე ეს ჩემი გოგოა ელენე-თქვა სანრომ-ეს კი ჩვენი მეგობარია ნარე. ელენე ყველას მიესალმა, როგორც ახალგაცნობილმა, ნარეს ხელი ჩამოართვა და გულწრფელი ღიმილით სასიამოვნოაო უთხრა. უკვე მარიამისკენ მიმავალ გზას ადგნენ როდესაც ნარეს ტელეფონი აწრიალდა.მარიამი იყო.მასთან ერთად გოგამაც დახედა ეკრანს და ზარის ავტორის სახელი რო ეცნო ,ტელეფონი აართვა ნარეს ,მის გაკვრიებულ სახეს ყურადღება არ მიაქციადა სენსორზე თითი გადაასრიალა -მარო ბებო,რევმატიზმებმა ,აბა ახლა მანდ დაასტოპეო და ვეღარ მოდიხარ?-ღიმილი შეეპარა საჭესთან მჯდომ გოგის. -გოგი ძვირფასო შენს ხუმრობებს ძირიც აღარ აქვთ ,რომ გამოძვრეს-ამის გაგონებაზე “სერიოზულად” სახით გადახედა გოგიმ გვერდზე მჯდომს და ნარემაც,რომელსაც ტელეფონის მეორე მხარეს მყოფის ხმა ასე თუ ისე ესმოდა, მე არაფერ შუაში ვარო-ხელები აღმართა. Საბოლოოდ გაირკვა რომ მარიამს თავისი ძმა მოჰყვებოდა და ამის გამო ხასიათი გაჰფუჭებოდა -აუ ხო იცით რა ველურია,არაფერს დამაცდის,არ შემარგებს დასვენებას.მირჩევნია სახლში დავრჩე ვიდრე ამასთან სამოქალაქო ომი დავიწყო. -გოგო, შენი ძმა ისევ 17-18 წლის ბიჭიკო ხომარ გგონია?!-გამოეპასუხა ღიმილით გოგი-მკლედ ბევრი არ მალაპარაკო, სანერვიულოდ ძაან სლაბი თემაა.გირჩევნია მომავლისთვის შემოინახო ეგ ნერვები-ამაზე კითხვის ნიშნებით შეხედა ნარემ მეგობარს , რას გულისხმობსო-თან დარწმუნებული ვარ აბარგული იქნები უკვე და ცოდვა არ იქნება შენი მუხლებისთვის რომ არ წამოხვიდე?!~ -აუ ერთი ეს მუტუკი და მეორე შენ რაა-აბუზღუნდა მარიამი-კარგი,აღარ გამომიაროთ მაშინ ,ლოკაცია ჩამიგდე და ჩემი “უკვე დაკაცებული” ძმა ამომიყვანს. Გოგიმ ღიმილით გათიშა,სულელიო ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა. Უკვე გამზადებულმა მარიამმა ძმის ოთახის კარი შეაღო და საწოლზე გადაგორებულ ირაკლის,ჩარჩოზე მიყუდებულმა დაუწყო ყურება. “ამას ახლა მართლა სძინავს ვითომ?” გველურად ჩაიღიმა ,სამზარეულოდან ყინულები გამოიტანა და ალბათ მძინარე ირაკლის, კისერთან უნდა ჩაეყარა როცა ძმა ფეხზე წამოუხტა, მე შენ გაჩვენებო . მარიამის კივილს მისი ღატუნისგან გამოწვეული ხით-ხითი მოჰყვა შემდეგ კი მოკუნტულმა გასწორება ვერ მოასწრო ,რომ ჯერ ძმის მხარზე და შემდეგ მანქანის წინა სავარძელზე აღმოჩნდა.როცა ირაკლიმ ჩანთები მანქანის საბარგულში მოათავსა და საჭეს მიუჯდა დამცავი ქამრის შეკვრასთან ერთად, სიცილისგან ნამტირალევ დას უყურებდა და თავიანთი მეზობელი ნაირასავით მოპრუწული,ქვევით დაქაჩული ტუჩებითა და აწეული წარბებით სისინებდა-ჰმჰ მოუნდა გოგოს ძმის ხარჯზე გართობა,ნწ ნწ ახალი თაობა გადავარდნილია... ძმის შემყურე უმცროს ყიფიანს შერცხვა,ცოტა ხნის წინ ტელეფონზე ნათქვამი სიტყვების გამო და ინანა კიდეც ,რადგან ხვდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში როგორ აკლდა ირაკლის სითბო ,მისი ხუმრობები,სიყვარულით სავსე მზერა,რომელიც ყოველთვის სარკაზმს იყო ამოფარებული და მას უფრო აბუქებდა...მომენტალურად იგრძნო ჩახუტების დაუოკებელი სურვილი და ძმას მთელი არსით,გულწრფელობით ,მონატრებით გადაეხვია.ირაკლის ჩაეღიმა და დის თმაში ჩარგო ცხვირი. -მომენატრე იკა-ცრემლშეპარული ხმით უთხრა -ვიცოდი. -რა იცოდი?-თავაუღებლად ჰკითხა მარიამმა და უფრო ძლიერად შემოაჭდო ხელები - მონატრება რო მაგარს მიგძუყნიდა და შენი ერთადერთი სიყვარულის გარეშე რო ვერ გაძლებდი,კიდე ის ვიცი რო ახლა ხელს ცოტას თუარ მოუშვებ თავდაცვის რეჟიმი ჩამერთვება და მერე შენც იცი... -მაინც მუტრუკი ხარ-ლოყაზე მთელი ძალით აკოცა დამ და სანამ თავის ადგილს დაუბრუნდებოდა ირაკლიმ ისედაც დაჩხვლეტილი ლოყები დაუჩმიტა-შენ ისევ ჩემი პატარა-თვალი ჩაუკრა და სვანეთისკენ დაიძრნენ. მკითხველო წარმომიდგენია ,თქვენზე უფროსი ძმა თუ გყავთ როგორი ბედნიერები იქნებით,ცუდად არ გამიგოთ,ნებისმიერი დედმამიშვილი საყვარელი და მისაღებია ჩვენთვის და ღმერთს მადლობა უნდა შევსწიროთ,რომ ისინი გვაჩუქა...უბრალოდ ,ჩემს პირად შემთხვევაში,ალბათ ყველაფერს დავთმობდი რომ უფროსი ძმა მყოლოდა,ისეთი ვინც ჩემი განუყოფელი ნაწილი იქნებოდა,ჩემი დამცველი,გვერდში მდგომი,ჩემი სიძლიერე და დასაყრდენი იქნებოდა...ალბათ წინა ცხოვრებაში მყავდა უფროსი ძმა და იმ სიყვარულის ნაწილი,დღევანდელობაში გამომყვა...არ ვიცი რატომ მომეძალა ამაზე ფიქრი ამ ბოლო დროს,ალბათ ჩემი წარმოდგენების გამო,იმის შესახებ, რომ თუ უფროსი ძმა მეყოლებოდა მე პარალელურად მისი სიძლიერე ვიქნებოდი,მისთვის სამყაროს შევცვლიდი,საკუთარ თავს დავუპირისპირდებოდი... ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ,უბრალოდ იმას გეტყვით რომ დააფასოთ თქვენი სისხლი და ხორცი,ეცადოთ გაუგოთ მათ,დაიცვათ იმ სამყაროს დარტყმებისაგან,რომელიც დიდი სიმკაცრით ზომავს ჩვენს სიძლიერეს,გაძლებას,მოთმენას... აჩვენოთ სიყვარული,სითბო,თანადგომა,დაუჭირეთ მხარი. გაათვიცნობიერეთ რომ ის ადამიანი ხართ,რომელსაც შეუძლია სულ მცირედით, თნდაც ჩახუტებითაც,თავინათ სისხლსა და ხორცს,ადამიანს ცხოვრების უღელის თრევით დაღლილი სული დაუმშვიდოს და ენერგია შემატოს. აი ასე მარტივად,სასწაულების გარეშე,ადექით ახლავე და ჩაეხუტეთ თქვენს დას/ძმას,თუ თქვენს გვერდით არაა დაურეკეთ და ის უთხარით რასაც გულით განიცდით,დააიმედეთ გამოუკეთეთ გუნება და თუ ის უფალთანაა ,მასზე ფიქრისას გაიღიმეთ,რადგან ის ამას იგრძნობს და სული გაუთბება. აფრქვიეთ სიყვარული,სანამ ეს შეგიძლიათ. ყველაფერი მაგრად იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.