შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასწაული ფანჯრიდან (სრულად)


6-12-2022, 16:29
ავტორი Gossipy girl
ნანახია 30 830

ნენსი სინატრას "პარიზის ზღაპარი" ღრუბლებივით ლივლივებდა საძინებელ ოთახში.
აივნის ღია კარიდან ბავშვების სხარტი ხმები ოთახში კომეტებივით იჭრებოდნენ და მზის სხივები ჩუმ-ჩუმად იპარებოდნენ მუქი ფარდების სქელი მატერიაში.
ისეთი დილა იყო მარტოობა ძვირადღირებული ბიჟუტერიასავით რომ უხდებოდა.
-ქეთო!-მომესმა ჩემი მეზობლის ხმა ეზოდან და თვალები მობეზრებულმა დავხუჭე.
კომეტებიც გაქრნენ, პარიზის ზაფხულმაც შეწყვიტა ლივლივი და დავრჩით მხოლოდ მე და მარტოობა.
-ქეთინო!-მეორე ფაზაში გადავიდა დოდო, ჩემი მეზობელი.
ახლა ვინატრე, რომ რაღაც ძალას სმენადობა მხოლოდ დოდოს ხმაზე დაეხშო.
-ქეთევან!-პიკში იყო მეზობელი.
თხელი ხალათი მოვიხურე და შიშველი ტერფებით გავუყევი აივნის გზას.
სქელი ფარდები გადავწიე და მოაჯირთან მისულმა ოდნავ წინ გადავიხარე დოდო რომ დამენახა.
-ქეთინო,შვილო არ შეიძლება ამდენი ძილი!-თავი უკმაყოფილოდ გადააქნია დოდომ. ჩემს წინ „ფანჯარას“ - კაფის დასახელებაა, მოვავლე მზერა და ისევ დოდოს გადმოვხედე.
-გისმენთ!
-ონკანი გაგიფუჭდა,-აღმოხდა შეწუხებული სახით-ისევ!
-სასწრაფოა?!
-ძალიან.
-მაშინ ვიყიდი.
-მიდი, თორე დაიტბორნენ ძაძამიები.
მხრები ავიჩეჩე დიდი ამბავითქო და სახლში შემოვედი.

***
-„საყვარელი ფილმი“-ვოთსაფის ვიდეო ქოლი იმ დილის იდილიას ქმნიდა.- „კუენტინ ტარანტინო“ - გამაგებინეთ, ეგ გოგო ნორმალურია?!-ისე შეშფოთდა ჩემი არანორმალური მეგობარი დუში გამივარდა ხელიდან.
-ეს ტაშკენტა ბარნოვის „მეგობრობის დღიურების“ რეაქცია იყო თუ დაიღუპე, ქეთევან?!- არაქალური ხმით შესძახა ტატამ და ასეთივე ხმით გადაიხარხარა.
-აი, ჯერ რომ მეგობრობის დღიურებს ქმნი და მერე შიგ ესეთ აზრიან აზრებს წერ, ხომ ხარ ღირსი უვადო პატიმრობა მოგისაჯოს მართლმსაჯულებამ?!-ზუსტად ვიცი წარბი აექაჩა ჰაერში ოლიკოს.
-არა, რატო მე მქონდა მეგობრობის დრიურები და დედაჩემი მივსებდა ხოლმე ...-ამოილაპარაკა დასჯილი ბავშვივით ტატამ.
-კი, ტატა იმიტომ რომ მესამე კლასში სკოლიდან ძალადობისთვის გაგრიცხეს.-გამოვძახე აბაზანიდან გოგონებს.
-რას იგონებს,ახლა!? მტკნარი სიცრუე ... რა ჩემი ბრალი იყო კლასში ცეცხლის გაჩენა.
-თორნიკე დგებუაძე იმის გამო რომ ცემე, პაშას მისი ნამდვილი სახელი, რომ დაუძახა მაგასაც ვიგონებთ?!-ახარხარდა ოლიკო.
-ჯერ ერთი, რომ გადმოვედი ვთქვი ჩემი სიტყვა, პაშას პავლეს ვინც დაუძახებს ჩემთან ექნება საქმეთქო, ვთქვი თუ არა?!
-პაშას პავლეს შენი შიშით დედამისი ვეღარ ეძახის!-ჩავერიე მე.
-იმიტომ, რომ ისტრესებოდა და არავინ ამჩნევდით როგორ ევსებოდა თვალები ცრემლებით პავლეს რომ ეძახდნენ და დასცინოდნენ. თქვენ მაინდამაინც ის გახსენდებათ დგებუაძეს თითი რომ მოვტეხე და ის საერთოდ არ გახსენდებათ რატომ მოტყდა ის მოსატეხი თითი!
-რობინ ჰუდის ქალი ვერსია ხარ, ჟანა ხარ დარკი!-აღნიშნა ოლიკომ.
-მიდი, რა ქეთ, უთხარი რო ცუდი შედარება გააკეთა და ...
-არა, რატო?!- გამოვძახე აბაზანის ფარდის მეორე მხრიდან გაქაფულმა.
-თქვენ თუ იცით ბებიაჩემი მზიკო და თორნიკე დგებუაძის ბებია, ერთი ბარიგისგან რომ ყიდულობენ მაწონს ?!-ჩაგვეკითხა ტატა.
-„რას იძახი?!“-მთელი პათოსით შეიცხადა ოლიკომ.
-ამ ქალს უთქვამს, შენი შვილიშვილი ჯერაც გაუთხოვარი იმიტომ დადის, ჩემი შვილიშვილის ცოდვას ვერ მიუდისო, არა წარმოგიდგენიათ?!
-მეათე კლასში სიყვარული რომ აგიხსნა და მთელი სკოლის თვალწინ სილა გააწანი, მაგის მერე კიდე უყვარხარ?! ბიჭს ეგო რა კნინში ყავს, ქეთო თქვი!-სიცილი დაიწყო ოლიკომ.
-ეგო აქვს საერთოდ?!-ვერც მე შევიკავე თავი.
-მე თუ მკითხავთ ამ ქვეყნად სამი ჭეშმარიტი სიყვარული არსებობს, ტარიელის და დარეჯანის, ტატასი და პაშასი და დგებუაძის და ტატასი. -ხმამაღლა განაცხადა ოლიკომ.
-გეხვეწები, ტაშკენტა ბარნოვი არ გამომიტოვო.
-ტაშკენტასი და კუენტინ ტარანტინოსი.
-ოთხი.
-დიახაც.
-სიყვარულზე გამახსენდა, გუშინ პლაჟზე ვიღაც ბიჭი დავინახე საოცრად გავდა სანდროს, ვიფიქრე ჩამოვიდა ბათუმშითქო.
-არა, სახლშია.-პირსახოცის ხალათი მოვიხვიე და ტელეფონთან ერთად დავტოვე სააბაზანო.
-ჰო, აი მაგიტომ გაქვს მიტკლის ფერი ორი დღეა, მესამე და მეოთხე სართულის კვეთაზე რომ შეეჩეხე და გამარჯობა ძლივს უთხარი.
-როგორ აბუქებ, ტატუკა?!-გამეცინა მე.
-მე იცი რა მაინტერესებს?!- ტატამ მიმართა ოლიკოს- ჩემი პაშასადმი ტრფობა ასეთი ფართო იუმორის წყარო რატოა თქვენ ორისთვის და ამის სანდროსადმი სიყვარულს ყურად რატომ არ ვიღებთ?!
-ამას სანდრო პერიოდულად ახსენდება და უფრო პერიოდულად განიცდის, შენ ისტერიაში ხარ გადასული და თან შენ ჩვენი პაშიკო გიყვარს.-ახარხარდა ოლიკო.
-„ჩვენი პაშიკო გიყვარს“- რა იყო?!-სახე დაებრიცა ტატას.
-გოგო, სანდრო ბიჭია, პაშიკო ... პაშიკოა,რა!
-ამას პაშას ვეტყვი!-გამწვანდა ტატა.
-მიდი, ისიც მოაყოლე რა შედარებაში მოვიყვანე სანდროსთან და აბა თქვენ იცით, წავედი, მეძახიან!-ორივეს ჰაეროვანი კოცნა გამოგვიგზავნა და გაგვითიშა.
-მე აქ დავტოვებ სიტყვას და მერე არ მითხრა არ გაგიფრთხილებივარო, ამას ძალიან ცუდად ეძახიან ორი კვირაა და ძალიან სწრაფად დაეწყო აჭარული არდადეგები!
-კაი, ხო იცი რომ მაისის თვიდან უკვე იქ არი.-გამეცინა მე.
-კი ბატონო, კი, სასტუმრო გაუჭირდება თუ ქსელი?! მაგრამ „მეძახიან“ და ამ დროს არავის ხმა რომ არ ისმის და უნებურად ებადრება სახე ამას მარტო მე ვამჩნევ?!
-შენ ხარ ჩვენი კიმ ჩენინი აბა ვინ შეამჩნევს?
-ნუ მთაფლავ!-გაინაბა ტატა.
-საერთოდ ამ კომპლიმენტით რატომ უნდა დაითაფლო გოგო, თუ მესმოდეს მე ვიყო ტაშკენტა ბარნოვი.
გაწბილებული სახით გადმომხედა და გამითიშა.

თხელი ატლასის შავი კაბა-ხალათი გადმოვიღე და მარტივად გავეხვიე მშვენიერ გამოგონებაში.
წითელი ტაპოჩკები მოვირგე და სახლიდან გასულმა ტაქსი გამოვიძახე.
ბინასთან ვიდექი და ჩემი სახლის წინ შენობას ვუყურებდი.
პატარა კაფე გახსნეს აგერ უკვე მეორე თვეა.
სულ მთლად ფანჯრების ჩარჩოებით გაწყობილი დიზაინი მარტივად იქცევდა ყველას ყურადღებას. რამდენჯერმე დავთვალე ასამდე ფანჯრის ჩარჩო მაინც იქნება გამოყენებული დიზაინისთვის.
მესამე სართულის თეთრ აივანზე, რომელიც გაგიკვირდებათ და ჩემია, აგერ უკვე ერთი თვეა დავდგი სარწეველა სკამი, გვერდით პატარა ხის მაგიდა და უცნობი დასახელების მწვანე მცენარე.
„La fenêtre” – ასე ჰქვია კაფეს ჩემი აივნის წინ რომ გაიხსნა და ვიტრინების საშუალებით სულ მთლად გამჭვირვალეს, შეგიძლია თავისუფლად ესტუმრო ხოლმე, სტუმრობის გარეშე.
„La fenêtre” - ფრანგული სიტყვაა და ქართულად ფანჯარას ნიშნავს.
ალბათ არაა გაუგებარი კაფეს ფანჯარა რატომ დაარქვეს ...
„ფანჯარა“-ს მეც ისევე ხშირად ვსტუმრობდი, როგორც ერთ-ერთი უცნობი, რომელიც გამუდმებით ზურგით ჯდებოდა და არასდროს მაძლევდა უფლებას გამეცნო ...
სახლში ყოფნის უმეტეს ნაწილს იქ, ჩემს აივანზე, სარწეველა სკამში ვატარებდი, ხის მაგიდაზე ჩაის ფინჯნით და უცნობ მცენარესთან მოკალათებული. ჩემი ახალი გატაცება იყო იქ შესულ ადამიანებზე დაკვირვება.
ჩემს წარმოსახვაში მე ცაში მჯდარი მოცლილი ანგელოზი ვიყავი, რომელიც ადამიანებს აკვირდებოდა, მათი ცხოვრება მოსწონდა და საკუთარი თავი ეცოდებოდა, თავისი ცხოვრება რომ არ გააჩნდა.
არ ვიცი, როგორც დედა ამბობს ანგელოზები არც მოცლილები არიან და არც ისეთი ცხოვრება აქვთ, ჩვენსას შენატროდნენო.
ალბათ ასეც არი, მაგრამ მე ხომ მქონდა უფლება მეფიქრა, თითქოს ანგელოზი ვიყავი?!
ვუყურებდი უცნობს, რომელიც სულ ზუგრით ჯდებოდა.
თითქოს იცოდა „თავისი აბეზარი ანგელოზის“ ამბავი და სახეს განზრახ უმალავდა.
ჩემს ფიქრებში, სულ ერთ კონკრეტულ ჩაის უკვეთავდა, შეიძლება ყავაც იყო, მაგრამ მე ჩაი უფრო მომეწონებოდა ალბათ იმიტომ რომ ყავა არ მიყვარს.
მას კი მინდოდა რაიმე ისეთი ჰყვარებოდა რაც მე.

შენობის წინ ვიდექი და ტაქსს ველოდებოდი.
თვალი უნებურად გამექცა „ფანჯრის“ მეორე სართულის ვერანდაზე მჯდარი სხეულისკენ, რომელიც ჩემთვის მოულოდნლეად წამოდგა და მაგიდაზე სავარაუდოდ ანგარიში დატოვა.
დავიძაბე.
ორი წუთიც არ დასჭირდებოდა გარეთ გამოსვლაში.
ჯერ ვიწრო დერეფანი უნდა გაევლო, რომ მეორე სართულის კიბესთან მისულიყო.
მერე დახვეული კიბე უნდა ჩამოევლო და დავინახავდი.
დავლანდე როგორ ჩამოიარა კიბეები თავდახრილმა.
უკვე აზარტში შესულს უეცრად ნაცნობი ხმა მომესმა.
-ქეთი, როგორ ხარ? ...-ადგილზე გავქვავდი, სანდრო იყო.
-არამიშავს, სანდრო შენ, როგორ ხარ?..-იძულებული რომ არ ვყოფილიყავი იმ ეთიკის უკანასკნელი მარცვალსაც აღარ ჩავჭიდებოდი, მისკენ არ შევბრუნდებოდი და არ გავუღიმებდი. ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი, რომ მისი დანახვა კარგა ხანია აღარ მსიამოვნებდა.
-არამიშავს, დოდომ გაგაბრუა ხო?-გაეცინა სანდროს.
-ჰო, რაღაც გაფუჭდა ავზთან, ისევ წვეთავს წყალიო თუ რაღაც მოკლედ რა ...
-ჰო? მარტო მიდიხარ? პავლე სად არი?
-საქმეზეა გასული.
-წამო მე გაგიყვან.
-არა, ტაქსი გამოვიძახე.-უკვე სული მეხუთებოდა, ინსტიქტურად მივიხედე უკან.
აღარ იყო.
წავიდა.
-მაშინ გაგყვები ...-თვალები დამექაჩა გაოცებისგან.უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ჩემს წინ დამუხრუჭებულ ტაქსის მანქანას შეშფოთებულმა გადავხედე. ისეთი სისწრაფით მოდიოდა გული სანამ ჩავჯდებოდი მანამ შემიქანდა.
-ეს არი?-არც სანდრო ჩანდა ნაკლებ შოკირებული.
-წესით ..-ამოვილაპარაკე და შეწუხებულ ტაქსისტს გადავხედე.
-ჩაჯექი გოგონა.-ხელი ძველი მეგობარივით დამიქნია მძღოლმა.
-კარგი ... წავედი, სანდრო დროებით.
-მოიცა, მარტო ვერ გაგიშვებ, ნახე რა გიჟივით დაჰყავს, წამო მეც წამოვალ.-უარის სათქმელად გაღებულ პირი ცივად დავმუწე და ტაქსიში ჩავჯექი.
დანიშნულების ადგილამდე მისვლაში მძღოლმა სამჯერ ისეთი მანევრი გააკეთა, წინ გადაქანებულს, სანდრომ ჩემი დაჭერა ძლივს მოასწრო, ლამის საქარე მინა გავანგრიე შუბლით.
მანქანიდან გადმოსულებს მომერიდა, თორე მიწასაც დიდი სიამოვნებით ჩავეხუტებოდი ამ საოცარი მგზავრობის შემდეგ.
-ჩემი ნომერი ჩაიწერეთ, როცა დაგჭირდებათ აქა ვარ!-გაგვეკრიჭა მძღოლი ფანჯრიდან.
-არა გმადლობთ, მანქანა გამიფუჭდა თორე არ დავდივართ ტაქსით!-ჩაერია სანდრო.
სპეციალური ონკანი, რომელიც წყლის ავზს სჭირდებოდა მალევე ვიყიდეთ და სადღაც თხუთმეტ წუთში უკვე ტაქსის ნომერს ვკრეფდი სანდრომ რომ გამაჩერა.
-ფეხით ავიდეთ, რა …-გამიკვირდა მისგან, მაგრამ არაფერი მითქვამს.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წავედით.
ცოტა ხანი საერთოდ ხმა არ ამოგვიღია არც ერთს.
უჩვეულოდ დამძიმებოდა სუნთქვა სანდროს.
-ქეთი ...-უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, ისე როგორც ყოველთვის. ხმა არ ამომიღია-ქეთი, მისმენ?!
-გისმენ, სანდრო.-სანდრომ არ ვიცი,მე ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.
-არ მინდა ჩვენ შორის ის იყოს რაც ახლა არი.-სხეული ისე მომიდუნდა სიცილი ვერ შევიკავე.
-ბატონო?-სამყარომ ორი წამით სხვა კურსით დაიწყო ტრიალი. რაღაც მოხდა, წამიერად მივხვდი რომ რაღაც ისე აღარ იყო და მომეშვა. აქამდე არასდროს მიყვარდა ირონიული საუბარი, თითქოს იმ მომენტში სხვაგვარად არ შემეძლო, თითქოს მე აღარ ვიყავი.
-ის უხერხული სიტუაცია, რა ...-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და განაგრძო- ეს ამბავი არ მომწონს.
-უკაცრავად, რა ამბავი?
-შენი ცალმხრივი სიყვარული.-ისეთი სიცილი ამივარდა ქუჩაში ხალხი გაღიმებული გვიყურებდა.
-ქეთი, რა გაცინებს?!-ვერაფრით მიმიხვდა სანდრო, ისე როგორც ყოველთვის ... მე ხმა ისევ არ ამოვიღე.-ქეთი, მისმენ?!
-ქეთა!-ვუყვირე ბოლო ხმაზე და პოლიეთილენის პარკში ჩადებული ჩემი ავზის ონკანი ისეთი ძალით გავუქნიე ცელოფანს ტარი მოწყდა.გაოგნდა.-მთელი ცხოვრებაა მიცნობ,რატომ არ გესმის ... ქეთო და არა ქეთი!
-დამშვიდდი ...-ხალხს მოავლო თვალი და ასფალტზე დაგდებული ონკანი ხელში მომაჩეჩა.
-მინდა ერთი ... არა ორი რამ კარგად გაიაზრო: პირველი, შენ უკანასკნელი ხარ ვინც მე მიმსახურებს, მეორე ... არ გაბედო მეორედ ჩემი სახელის შენი ინტერპრეტაციით წარმოთქმა თორე ეს ზღაპარი იქნება, რისი გაკეთებაც ჩემ უშრეტ ფანტაზიას შეუძლია. ...-რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ... ვერ მოვითმინე, მკვეთრად მოვბრუნდი და ჩემი კაბის აფრიალებული ბოლოები ხელში მოვიქციე-სარკეში ჩაიხედე, რა ცალმხრივი სიყვარული?!სერიოზულად?!-ჰო, აქ ნამვილად არ ვეკუთვნოდი ჩემ თავს.
გამოვბრუნდი და მოზომილი ნაბიჯებით გავუყევი ქუჩას.
სამყაროში ყველაზე მაგარი გოგო მეგონა საკუთარი თავი.
ბევრი სიარულის შემდე „ლუტეციას“ ჩავუარე და ვერაფრით ვერ შევიკავე თავი საკუთარი თავისთვის საჩუქარი არ მეყიდა.
დიახ, შევედი და საოცრად ლამაზი წითელი პომადა ვიყიდე, სადღაც წავიკითხე როგორ უყიდა დილის ათ საათზე შეყვარებულმა ბიჭმა თავის შეყვარებულ გოგონას წითელი პომადა „ლუტეციაში“, დიდი ვერაფერი ისტორია იყო, მაგრამ ზუსტად ვიცი ამაზე ამაღლებული შეგრძნება იმ გოგოს არ ექნებოდა თავის ცხოვრებაში განცდილი.
ის სიყვარულით ფერადი გოგონა იყო.
მე საკუთარ გრძნობებზე მაღლა მდგარი, დამოუკიდებელი ქალი.
იქნებ მისთვის რომ მეკითხა შევცოდებოდი კიდეც, მე არ მეცოდებოდა საკუთარი თავი და ეს იყო ჩემი გამარჯვება.
სულაც რატომ უნდა შევცოდებოდი?!
მე რომ საკუთარ თავს საჩუქარს იმიტომ ვჩუქნი ჩემი ბავშვობის არასწორ გრძნობაზე რომ გავიმარჯვე?!
აი რას ვეტყოდი:
„უკაცრავად!
მე უფრო მიხდება წითელი პომადა ვიდრე თქვენ.
ნახვამდის.!“

ალბათ არ შევეცოდებოდი, ალბათ გამიღიმებდა და მეტყოდა ... Go, Girl !!!

დოდოს ონკანი ჩავაბარე და ძაძამიებს მოვუბოდიშე.
საყიდლებზე წავედი და სახლის კარი რვა საათამდე აღარც გამხსენებია.

***
-რას შვრები?!-გაისმა ტელეფონში ტატა ენუქიძის ხმა.
-რავიცი, წიგნს ვკითხულობდი ... შენ, რაშვრები რატო გღვიძავს ამ დროს?!-საათს დავხედე, თერთმეტს უკლდა ათი წუთი, ამ დროს კი ქალბატონო ტატიანა სიზმრების მერამდენე მატარებელში იჯდა თავადაც არ იცოდა. დიახ, ბაღის ასაკის მერეა ათის ნახევარზე სრული შოკი აქვს.
-ისეთი ამბავი უნდა გითხრა არ ვიცი შენი პედაგოგის სუსტი გული გაუძლებს თუ არა.
-რას ამბობ, მაპი მოგვცეს?!-გამეცინა მე და წიგნი დავხურე.
-მაპი ხუთი წელია მოგვცეს, შენი ტვინი რუის-ურბნისის კრების იქით აღარ წასულა ხო?!
-არა, დიდგორის ველზე ვარ და იქიდან გელაპარაკები, აღარ იტყვი რა მოხდა?!
-გამიღე სადარბაზოს კარი ნუ შემაყრევინებ მეზობლებს.
-აქ ხარ?!-წიგნი მაგიდაზე დავდე და წამოვდექი.
-არა, დიდგორის ველზე ვარ და იქიდან გელაპარაკები!-სასაცილოდ გამაჯავრა მე და რამდენიმე ნაბიჯით უკან წასულმა ეზოდან დამიქნია ხელი.
აივნის კარი გამოვიხურე და შემოსასვლელისკენ დაძრულმა ღიმილი ვერ შევიკავე უცნობის ხმაზე, რომელსაც სავარაუდოდ ტატა დაეჯახა.
-შემოდი!-რამდენიმე წუთში აქოშინებული ენუქიძე რომ დავინახე მივხვდი მართლაც რაღაც სერიოზული ამბავი იყო, თორე ამ დროს ტატა ფეხზე?! თანაც სრულიად ფხიზელი?!
კიდევ ერთხელ ვმეორდები მარჯვენა ხელის, გინდაც მარცხენას თითებზე დაეტეოდა ის ღამეები, როცა ქალბატონ ტატიანას ამ დროს ეღვიძა.
კარგად რომ შეაფასოთ სიტუაცია გეტყვით, რომ აგერ უკვე ოცდასამი წელია ტატას დაბადების დღეს ღამის თორტმეტზე ჩვენ ყველანი აღვნიშნავთ იუბილარის გარდა.
ოფიციალურად ითიშება ხოლმე.
-ჩაასხი ჭიქაში კაპლი და დაჯექი, შე უბედურო ...-სახე დაემანჭა ტატას და ჩემ სერიოზულ გამოხედვაზე იუმორის საგულდაგულოდ გადანახულ გუდას მოხადა თავი.
-აღარ იტყვი?!
-გახსოვს პირველად რომ გადაწყვიტე მასწავლებლობა რა გითხრა შენმა ბიძაშვილმა?!
-ვინ პავლიკამ?!
-ხო, პაშამ!-შემისწორა აწკეპილი წარბებით.
-შენმა გამიჯნურებამ და სიყვარულის ეპიტაფიამ?!
-რეებს ბოდავ ნეტა ვიცოდე?!-თვალები დააბრიალა ტატამ და წამიერი დუმილის შემდეგ საწყის თემას დაუბრუნდა-ოჰ, რომ ჩააბარე და ლექსი წაგიკითხა უნივერსიტეტის კარებთან!
-მახსოვს, მერე?!
-არა, გაიმეორე ძალიან გთხოვ!-აჟიტირდა ჩემი ნერვების მოშლის პერსეპქტივით გახალისებული.
-ტატა, ძილის დრო გადაგიცდა და ბოდავ!
-„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ...“-თვალები დახუჭა იმის მოლოდინში, რომ სტროფს დავასრულებდი.
-ყავა გინდა თუ ჩაი?!
-მაგრაამ?!...-არ ნებდებოდა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში“ ტარიელის ქალური განსახიერება.
-ყავა არ დაგაძინებს, სავარაუდოდ აქ რჩები ანუ შენი გათენება არ მაწყობს, ჩაის შემოგთავაზებ.
-მააგრააამ?!!
-ჩემ მეზობელ დოდოსთან მეორე მეზობელმა ნუგზარმა წყალი ჩამოუშვა და ინკასატორმა მურთაზიმ ნუგზარს რემონტის ფული გამოძალა, როდის ვიძახდი დოდო ჩემზე ადრე გათხოვდებათქო?!
-მაგრაამ?!
-ინკასატორი მურთაზი რა შუაშია?! სადღაც ერთი თვეა შეიძლება არც ამდენი ... დოდოს გაზის ფული აღარ გადაუხდია და მთელ სამეზობლოს დევიძეების გარდა განახევრებული გადასახდი მოგვდის, აზრზე ხარ რა კრიმინალია მურთაზი?!
-ქეთევან, მააგრაამ?!
-კაცმა რა იკადრა დოდოს გამო ხვდები?! მე თუ მკითხავ, რა ლაშა-გიორგი და რა ლილე, დოდო და მურთაზი ისტორიული წყვილი იქნება!
-მაგრაამ ..?!-აშკარად არ აპირებდა დანებებას.
-„ათასი ბავშვის მშობელი!“-ისევ მე დავეცი ბრძოლის ველზე.
-დოდოზე მართალი თქვი თუ ამხელა ისტორია ორ წუთში შეთხზე?!
-სერიოზულად, აღარ იტყვი რა სენსაცია მოხდა ამ დროს რომ გღვიძავს?!
-ორი ცუდი ამბავი მაქვს, რომლით დავიწყო?!
-უფრო ცუდით.
-პაშამ მანქანა იყიდა ...
-მერე?!
-პრიუსი ...-ამოილუღლუღა ტატამ.
წამიერი დუმილით ჯერ ტატას მივაგე პატივი შემდეგ პაშას აუხდენელ ოცნებებს.
დასრულდა თუ არა ეს საუკუნოვანი წამი ჩემი სიცილი ზემოთ დოდომ და იმის ზემოთ ნუგზარმა გაიგო.
-ქალი მაინც არ იყო, თანაც პედაგოგი ... არ შეგეფერება, ქეთევან!-ბურტყუნებდა ტატა და ფეხს ნერვიულად აქნევდა.
-ჩვენმა პაშამ, მინიმუმ გელენვდაგენს რომ ეძებდა და მაქსიმუმ მაზერატიზე ფიქრობდა, ჩემმა ბიძაშვილმა და შენმა ტურფამ ...
-რა სიტყვებია, ქეთო?!-ტატა ისე გაწითლდა სხვა სიტუაციაში აუცილებლად ჩავეხუტებოდი.
-ჰო, მაპატიე ... ბოდიში!-ხელები მაღლა ავწიე მე და ტუჩები ლამის დავიჭამე სიცილის მეორე ტალღასთან ბრძოლაში.-რა გინდა?! ეკონომიური ბიჭი გყავს.
-ქეთევან, წავალ დედას გეფიცები!-გაბრაზდა ტარიელი.
-კარგი, კარგი ... მეორე ამბავი რა იყო!?-ტატას სახის ცვლილება რომ აღვიქვი მანდვე გავაანალიზე, რომ საერთოდ უადგილო კითხვა დავსვი და რომ სიცილის ობიექტი ახლა თავად მე გავხდებოდი.
-ოლღა გათხოვდა.-თქვა ეშმაკური თვალებით და კლოუნის ღიმილით სახეგაპობილმა ტატამ და ჩემი რეაქციების შესწავლა-დაფიქსირებას შეუდგა თანაც აქტიურად.
-ვინ ოლღა?!-სრულიად ურეაქციო ვიყავი მე.
-ჩვენი ოლიკო.
-ვინ ოლიკო?!-ცნობიერის დონეზე არ ვუშვებდი მოსმენილს.
-ჩვენი ოლიკო შონია.
-ვინ ჩვენი ოლიკო შონია?!
-მორჩი ქეთევან დროის გაყვანას და შესაბამისი არგუმენტების ძიებას გონების შავ-ბნელ კუთხეებში!
-არ მაქვს არანაირი შავ-ბნელი კუთხეები მითუმეტეს არგუმენტები!
-რას ამბობ, ეგ ყველას გვაქვს.-გადაირია კმაყოფილებისგან ტატა.
-რას ნიშნავს გათხოვდა, დილით არ ველაპარაკეთ?!
-აბა?! ბოლოს რომ ვნახე იცინოდა ...-ჩაილაპარაკა ტატამ.
-კი მაგრამ ... როგორ ...
-აი,ასე „ში სეიდ იეს“ და მორჩა!-სახე სასაცილოდ დამანჭა ენუქიძემ.
-მოიცა, ვის გაჰყვა?!
-ვიღაც ვიტო აბაშიძეს.
-ეს ვიტო ...-ნიკაპზე ხელი ჩამოვისვი და ტუჩებმოკუმულმა გადმოვხედე ტატას- „ჯასთ“ ვიტო თუ ვიტალი?!
-ქეთევან, ჰქონდეს ბოროტებას საზღვარი!-თვითონაც ვერ იკავებდა სიცილს.
-სად არიან?!
-ხვალ თერთმეტისთვის ჩამოვლენ.
-მოიცა, ჩვენ რატო არ გვითხრეს?
-ოჯახურ წრეში თხოვა ხელი ვიწიამ.
-უკვე მინუს ერთი ქულა ...-ამოვიზმუილე მე.
-აბა?! შენ ეგ თქვი, ოლიკო გათხოვდა და ჩვენ აზრზეც არ ვართ?!
-ოლღა გათხოვდა ვიტალიზე, პაშამ პრიუსი იყიდა, ტატა ისევ კარატისტია და მე ისევ პედაგოგი, მოვიდა მეორედ მოსვლა და ეგ არი!
-ჯერ ერთი ... -სასაცილოდ დაიბნა ტატიანა- რა თქმა იყო, ახლა ეს?!

იმ ღამით არც ერთს გვიძინია.
ლეპტოპში ჩვენი ბავშვობის ვიდეოებს და ფოტოებს ვათვარიელებდით და უამრავ სასაცილო შეტყობინებას ვუგზავნიდით ჯერ ისევ ბათუმში და შესაბამისად თაფლობის თვეში მყოფ ჩვენს მესამეს, ოლღა შონიას.

დილით ტატას ფორიაქმა გამაღვიძა.
-ამჯერად როგორ გთხოვა ხელი?!-ამოვიზუზუნე და ხელებით ისევ საყვარელ ბალიშს ჩავაფრინდი.
-არა, ამჯერად შენ გთხოვეს ხელი ჩემზე ადრე!-ისეთი ხმით შესძახა სიცილი ვერაფრით შევიკავე.
-არ იჯავრო, ტატუკ სიზმარი იყო!
-არა, გოგო სიზმარში ხელის თხოვნა, ქორწილი და ორსულობა ცუდის ნიშანია.
-სამივე მოვასწარი?!-ვერაფრით ვიკავებდი სიცილს და თვალების გახელასაც არ ვაპირებდი.
-არა, ეს ისე ზოგადად ვთქვი ... რა ვქნა ახლა ჯერ შენ მოგიყვე თუ წყალს?!
-არ მომეშვები, ხო!?
-არა, გაახილე თვალები ყავა გაგიკეთე და მოფხიზლდი!
-რა მოხდა ფრედი კრუგერს გავყევი ცოლად თუ მოდისტოს ერისთავს ?!
-დილიდან ჩაგვერთო „შენზე ჭკვიანი ვარ ისტორიაში,იმიტომ რომ ისტორიის თიჩერი ვარ“ ფაზა?!
-დილიდან ენერგო ვამპირად იღვიძებ და კიდე ჩემთან გაქვს პრეტენზიები?
-არა, არც ფრედი ყოფილა და არც მოდი ვიღაც ...
-მოდისტოს!
-ჰო, ეგ.
-აბა ვის ერგო წილად „ათასი ბავშვის“ მამობა?!
-საწოლიდან ადექი სანამ საწოლი ავაყენე პირდაპირი გაგებით!
-შენ და შენი კარატე ერთადაც მეზიზღებით და ცალ-ცალკეც!
-ვიღაცას მხარი არ ამოუვარდეს ...-წაიღიღინა მომღიმარმა და ჩემი საძინებლიდან პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი. სხვა გზა არ მქონდა,მართლა ამომიგდებდა მხარს და მერე გულჩვილი მზერით ისევ ჩამისვამდა, რომ არ ავმდგარიყავი.
-მოდი, დაჯექი ...-სკამი გამოსწია და საეჭვო ღიმილით შემომაცქერდა.
-ტარიელ, მაშინებ!
-გახსოვს, სანდროს ამბავი ... ცოტა რთულად ...
-ტატა,რა მოხდა?!
-არა, უბრალოდ მეკითხვინება და გკითხავ რა ...
-შესავლების გარეშე.-ხმა რომ შემეცვალა ტატაც ანერვიულდა.
-ქეთო, სანდრო ისევ გიყვარს?!
-რატო მეკითხები?!
-აი ... უბრალოდ მიპასუხე.
-არა, არ მიყვარს.
-მაგრამ ხომ გიყვარდა?!
-ტატა, რამე მოხდა?!
-რაღაცების გარკვევას ვცდილობ ...
-თუნდაც მიყვარდა, მერე?!
-ანუ ახლა საერთოდ არაფერი?!
-შენ სიზმარში ჩემი ქორწილი ნახე თუ აპოკალიფსი?
-ცოტათი ორივე ...-სახე დაემანჭა და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა კარზე კაკუნი რომ გაისმა და ორივეს მზაკვრულმა ღიმილმა გადაგვირბინა სახეზე.

შემოსასვლელში გავედით,ჩუმად გადავულაპარაკე ტატას :
-მშვიდად შეეგებე, დაანახე ვინ ...
-დაკარგა?!-შესძახა მოწადინებულმა.
-რა ვინ დაკარგა, დაქალი ხარ თუ ყოფილი საქმრო, გოგო?!
-არ ვიცი ...-მხრები ჩამოუვარდა აჟიტირებულს და მოეშვა-პაშაზე ვმეცადინეობდი ხოლმე სარკის წინ და ინსტიქტურად ...
-შენ და პაშა ჩემი მეორე უკიდურესობა ხართ!
-მოკითხე ბიძაშვილს!-მომაძახა გამწარებულმა და კარზე კაკუნის გაგონებისას წინასწარ შეემზადა. არანორმალურია, დედასგეფიცებით.
კარი გავაღე თუ არა გაისმა ტატას ხმამაღალი შეძახილი.
-მოღონდი, აქ შე უღირსო დედაკაცო!-ჩემი სახლის კარში გახიდულ ოლიკოს ფერი ვარაუდით დაეკარგა.
-ტატუკა, დამშვიდდი და ყველაფერს აგიხსნი ,ისე არ არის ...
-როგორც მე მგონია და სხვა გაცვეთილი ფრაზა აჭარაში ააგდე ასლანთან?!
-ტატა, რას გავს შენი ლაპარაკი?!-აღვშფოთდი მე.
-კარგი,მაპატიე ასლან ... ავღელდი უბრალოდ..!-მაღლა ახედა ჭერს და ასლან აბაშიძეს ისე მიმართა ვითომ კაცი ხუთი საუკუნეა მიწას გვყოლოდა მიბარებული.-რას ვერჩი აჭარას და ასლანას, შენ მყავხარ დასაკლავი საშობაო გოჭივით!-ისევ იერიშზე გადავიდა ტატა.
-ტატა, რა უმსგავსობაა?!-არ ვცხრებოდი მე.
-ძალიან გთხოვ, შენ იყუჩე მე რამდენიმე ილეთი უნდა ჩავუტარო ამ შეჩვენებულ დედაკაცს.!-თვალები დააწვრილა და შეშინებული ოლიკოსკენ წავიდა.
-ტატა, მოდი დავმშვიდდეთ ...!
-რა დამამშვიდებს, ეს უნიათო, ავხორცი ქალი გათხოვდა თან ისე გათხოვდა, რომ მე პაშაზე სიზმრებში გართული მეცხრე ცას ვეთამაშებოდი და გაგებაშიც არ ვიყავი, რომ თურმე ოლღა ვიღაც ასლანს ... არა რას ვერჩი ამ ასლანს?! ეს მყავს მოსაკლავი!
-დედა, რა დღეში ხარ ტატა?!-მეც ავუწიე ხმას და ოლიკომაც ცოტა ამოისუნთქა მის მხარეს, რომ დამიგულა.
-შემომიშვით სახლში და მოგიყვებით, სადარბაზოდან ხომ არ დავიწყებ ლაპარაკს?!-შვლის ნუკრის მზერა მოგვაპყრო ოლიკომ.
სამზარეულოში გადავინაცვლეთ და ყავის გაკეთებაც ვიკისრე.
-მოკლედ მთელი ერთი თვე მაგათთან ვიყავით სახლში ..-თხრობა დაიწყო ოლიკომ.
-რატო, შონიებს ფული გაგიჭირდათ თუ სასტუმრო?!-წარბები აწკიპა ტატამ, ოლიკოს ბაბუა სასტუმროს ქსელების მფლობელი იყო აღმოსავლეთ საქართველოში და არა მარტო.
-მაცდი?!
-განაგრძეთ, გეთაყვა ..!
-მოკლედ სულ ბიძაშვილები და მამიდაშვილები ვიყავით, ჩემი გიოს უახლოესი ძმაკაცი არი, ბავშვობიდან ვუყვარდი, რამდენჯერაც თბილისში ჩამოვიდოდა სულ ცდილობდა ვენახე. ნუ, მე რა თქმა უნდა არ ვაქცევდი ყურადღებას ...-ქალური ამპარტავნებით გადმოგვხედა ოლიკომ და ის იყო ამაყი მზერით უნდა განეგრძო საუბარი ტატამ თავში ხელი რომ წაკრა.
-ახალო რძალო, ძალიან ხოარ შეიშვნე სტატუსი!?-სიცილი ვერ შევიკავე და ორად გაკეცილს გაზქურასთან ლამის ადუღებული ყავა გადავივლე თავზე.
-კარგი ხო, არ შემარგო ...-აწუწუნდა ოლიკო-მე თავიდან არ მომწონდა, მერე გაზრდილი და დაკაცებული რომ ვნახე ...
-ქეთო, ქეთო, მომხედე როგორ დამაჟრიალა სიტყვა „დაკაცებულზე“ ...-აწრიპინდა ტატა.
-ნუ მომკალი შენი წიკებით!-ხელი ავიქნიე მე და ყავა ჭიქებში ჩამოვასხი.-მერე, ოლიკო?!
-ის ერთი თვე სრული სამოთხე იყო ..-თვალები აატრიალეს განსხვავებული შინაარსით ოლიკომ და ტატამ.-საოცრებებს ჩადიოდა, ხან ღამე ვიპარებოდით ზღვაზე, ხანაც ციცინათელას პარკში მივდიოდით ჩუმად ...
-რატო, ექვსის მერე სახლიდან არ გიშვებდნენ?!-სიცილი აუვარდა ტატას-ნუ, გათხოვების ტემპით თუ ვიმსჯელებთ საერთოდ არ იყავი სახლიდან გასაშვები ... შვილო!
-დამაცადოს, ქეთო, რაა!-აწუწუნდა ოლიკო.
-განაგრძეთ, გისმენთ ...
-მერე ერთ ღამეს მითხრა, რომ თბილისში გადმოდიოდა საცხოვრებლად, რაღაც პატარა ოჯახური ბიზნესი აქვთ აჭარაში და ფილიალის გაკეთება უნდათ თბილისში..
-ქონებას დახამდი, მატერიალისტო?-აზუზუნდა ტატა.
-ყურადღებას არ გაქცევ, სრული იგნორი!-ხმამაღლა წამოიძახა ოლიკომ და განაგრძო-მითხრა, ბავშვობიდან მიყვარხარ და უბრალოდ ვცადოთ ურთიერთობა თუ არ გამოგვივა დავშორდეთო ..
-და შენც პირდაპირ კალიცო მიიკარი არათითზე?!-ისევ ვერ ვაჩუმებდი ტატას.
-ათამდე დათვლის ნერვები აღარ მაქვს და სანამ ეს დუღარე გადაგასხი ჩაიგდე ენა!-ავად დააკვესა თვალები ოლიკომ, მეც ტატას ვუჩქმიტე და ისიც გაჩუმდა.-მერე წამოსვლას ვაპირებდით რომ მეც ვგრძნობდი აღარ მინდოდა მისგან შორს ყოფნა. ქეთ, ისეთი მზრუნველია ისეთი საყვარელი.
-ერთი ის მითხარი, ვიტო ქვია თუ ვიტალი?!-აფხუკუნდა ტატა.
-ვიცოდი ამას რომ მკითხავდი და სამჯერ გადავუმოწმე პირადობა ჩუმად, გეფიცებით მართლა ვიტო ჰქვია!
-მამამისი მარიო პიუზოს ფანი იყო ბავშვობიდან თუ ეს ვიტო საიდან შუაგულ აჭარაში?!-ვერ გავაჩუმე ენუქიძე.
-ჯერ ერთი ბათუმის ცენტრში ცხოვრობს, მეორეც სნობი ხარ, მესამეც მე რა ვიცი მამამისი „ნათლიას“ უყურებდა თუ „ბლანკოს ქვრივს“, ფაქტია, რომ ნახავ ღიმილი სახეზე შეგეყინება, ისეთი სიმპათიურია!
-ეს ხო უეჭველი იმ ბათუმელ ბიჭზე გვიყვება წლების წინ ჩვენთან, რომ იცინოდა?!-ტატამ ეჭვის თვალით გადმომხედა.
-და არ გსმენია, რომ მამაკაცი ასაკში შესვლისას უფრო სიმპათიური ხდება ?-მივეშველე ოლიკოს სიყვარულს მე.
-ნუ, ჰო პაშას ბავშვობის ფოტოებს რომ ვნახულობ მაგაში მართალი ხართ ..!-დაგვნებდა ტატა.
-ნუ ახლა, შენ ჰერკულესს ვერ მიედრება,მაგრამ სასიძოდ ეგეც წავა რა!-ხელი აიქნია ოლიკომ და ორივეს სიცილისგან სახეები დაგვემანჭა ტატას გამომეტყველებაზე.
-ქეთ, სანდროც იქნება დღეს ჩემთან,შენ ხო არ გეწყინება?-შემაპარა ოლღამ.
-არა, საიდან მოიტანე?-ნერვიულობა ძლივს დავფარე მე, თითები გამეყინა.
-ქეთა, ხომ გვითხარი რომ შენი და სანდროს ამბავი ...
-მე გითხარით, რომ მე და სანდროს არანაირი „ამბავი“ არ გვქონია და არც მომავალში გვექნებოდა რამე.
-ჩემი რკინის ლედი!-მაგიდაზე ხელი დასცხო ტატამ.
-ჩემი ... ჩემი ... კაპიტანი!-სკამზე ავიდა ოლღა.
-ჩამოდი მანდედან, არ ჩამოვარდე, არ დაღუპო დიდებული გვარი!დადე ეგ დანა, არ მესროლო ... ილია ვარ!
კიოდნენ მანამ სანამ ერთს პაშამ არ დაურეკა, მეორეს ვიტომ და ორივენი არ წავიდნენ.
ამ სახლს გამაყრუებელი სიცილის შემდეგ გულის წამღები სიჩუმე თითქოს მტვრად ედებოდა და ამ მტვერში ნელ-ნელა ვიგუდებოდი.
ზუსტად, ისე როგორც ამას მე ვუყურებდი და სხვა ვერავინ, ვისაც ერთხელ მაინც არ შეშინებია, რომ თავის გაზაფხულს ისე ჩაუარა, მზე თვალითაც არ უნახავს.

ორშაბათი დილა იყო, რაც იმას ნიშნავდა რომ ზარი მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, ჩვენთვის, მასწავლებლებისთვისაც ირეკებოდა.
სკოლის ბოლო კვირა იყო, მაგრამ ბავშვები ჯერ ისევ აქტიურად დაიოდნენ სკოლაში.
კიბეები ავიარე და კლასში შევედი თუ არა ის ხმაური მიჩუმდა დერეფნის ბოლოდან რომ ისმოდა.
-თქვენთან საქმე მქონდა, ქეთო მასწავლებელო ...-მშობელი კართან მელოდებოდა
-სულ ხუთი წუთი მაქვს გაკვეთილის დაწყებამდე ... -ბოლომდე ვეცადე გამეღიმა.-გისმენთ.
-არველაძის მშობლებთან მინდა დაკავშირება, არ ვიცი ... ნუთუ ნამუსი და ზრდილობა არ აქვთ, რომ მოვიდნენ და ჩემს შვილს ბოდიში მოუხადონ?!-კლასში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა ჩემი გახშირებული სუნქვაც ისმოდა.
-რასთან დაკავშირებით?-თავი გავისულელე მე.
-ჩემს შვილს თავში წიგნი ჩაარტყა, როგორ თუ რასთან დაკავშირებით, რას აკეთებდით თქვენ ამდროს?!-იერიშზე გადმოვიდა მშობელი.
-და გივიკომ თუ გითხრათ, საბამ წიგნი რატომ ჩაარტყა?!-ხმაში ისეთი სიმკაცრე გამეპარა საკუთარი თავის ჩემთან ერთად ოთახში მყოფთაც გაუკვირდათ.-ქალბატონო ... სახელი შემახსენეთ?!-წარბი ინსტიქტურად ამივიდა მაღლა.
-ნათია ...
-ქალბატონო ნათია, სამყაროში არაფერი ხდება მიზეზ-შედეგობრიობის გარეშე, ამაზე ხომ ვთანხმდებით?! მე თქვენ გესალმებით იმიტომ რომ ჩემი მოსწავლის მშობელი ხართ, თქვენ პირიქით ... მესალმებით იმიტომ რომ თქვენი შვილის დამრიგებელი ვარ. ჩვენ ორივეს გვაქვს მიზეზი და შედეგი ერთია, ორივენი ერთმანეთს ამ მიზეზით ვესალმებით, ხომ?!
-ვერ ვხვდები ..
-გიხსნით!-ხმა გამიმკაცრდა მე, ქალს თვალები დაექაჩა გაოგნებისგან, არ იყო აშკარად მზად ამ საუბრისთვის.-საბას არ ვამართლებ და კლასის წინაშე მათი გაცნობის დღიდან ვგმობ ძალადობას, მაგრამ ... ძალადობაც ორი სახის არის, ის ფაქტი რომ ბავშვმა არ იცის მორალური ძალადობის, თქვენს ენაზე ბულინგის არსი რა არის, ამაში არველაძის ოჯახია დამნაშავე?!
-ვერ ვხვდები ..
-გიხსნით! თქვენმა შვილმა საბას კლასის წინაშე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სანამ ამ მაგიდიდან იმ მერხამდე მივედი თქვენი შვილი ტიროდა და არველაძე დამნაშავე იყო თქვენი შვილის ტირილში, ახლა არველაძის მშობელი რომ მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, ჩემმა შვილმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო და ამის გამო ოთახიდან არ გამოდისო ... იცით რა შეიძლება მოხდეს?! თქვენი შვილის თავიდან მცირე ზომის ამონაზარდი გაქრეს და იმ ბავშვის ფსიქოლოგიაში სამუდამოდ დაილექოს ის რაც თქვენმა შვილმა უთხრა მთელი კლასის წინაშე ... რაც უთხრა ამას არ ვიმეორებ, გირჩევთ მიხვიდეთ და გივიკოს თავად კითხოთ ... ბოდიში ორივე მხარემ უნდა მოიხადოთ და ამაში სადავოს ვერაფერს ვხედავ.
-ამას ვინმე ადასტურებს?-ხმა ჩამივარდა ქალის სიტყვებზე.
-უკაცრავად, რას?!
-რომ ჩემმა შვილმა მორალურად იძალადა ამ მართლაც, რომ მოძალადეზე!-თითი საბასკენ გაიშვირა და ბავშვების მთელი ყურადღებაც ჩვენზე გადმოვიდა, რადგან ქალმა ტონს შესამჩნევად აუწია.
-ბატონო?!
-კითხვა გაგიმეოროთ?!
-მე ვადასტურებ, საკმარისი არ არის?
-თქვენი ყურით გაიგეთ?!
-ქალბატონო ნათია, უკაცრავად ... ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით?!
-წამობრძანდით, დირექტორთან გავარკვიოთ ვის მოსდის ზედმეტი ...
-ანუ?!-გამეცინა მე.
-ახლა კარგად მომისმინეთ ... ან არველაძე წავა სკოლიდან ან თქვენ და არველაძე, როგორ გაწყობთ?!-ჩემს ყურთან ახლოს მდგარმა ხმადაბლა მითხრა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა.
სახე მომერყა.
საბას ამღვრეულ თვალებს ინსტიქტურად გადავხედე და წამით ვიგრძენი, რომ რკინის ვიყავი. ახლა აქ ჩემთვის ტყვია რომ ესროლათ, ამ ოთახში მჯდარი ნებისმიერი ბავშვისთვის ისე მივიღებდი ამ ტყვიას თვალსაც არ დავახამხამებდი, ისე თითქოს მართლა რკინის ვიყავი და უშიშრად ავისხლეტდი.
-და ხვალ საჩივარი რომ დაგვხვდეთ რასაც ამ ამბავზე მეტი გამოხმაურება მოჰყვება?!-გამეცინა და ხელები გადავიჯვარედინე.
ოთახში მანდატური შემოვიდა, დასწრების შესამოწმებლად.
-ნანუკა, დარჩი რა დირექტორთან უნდა ავყვე მშობელს ... საქმე აქვს. წამობრძანდით, ქალბატონო ნათია მგონი სხვაგან გვაქვს გასარკვევი ვის აქვს ამ წამიდან ბოდიში მოსახდელი.
-წამობრძანდით!
დირექტორის კარზე ფრთხილად დააკაკუნა გამგემ და კითხვის ნიშნის მზერით გადმომხედა.
-არაფერია, ლია საქმე მაქვს რაღაც ბატონ ბუხუტისთან.
-გისმენთ ...-გამიღიმა დირექტორმა და მშობლის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
მოკლედ რომ გითხრათ ქალბატონმა ნათიამ ბოდიში ჯერ მე მომიხადა მერე ბუხუტის, შეწუხებისთვის.
დირექტორმა თვალებით მანიშნა დავრჩენილიყავი და მეც მივხვდი, რომ საყვედური არ ამცდებოდა.
-რა მოხდა, ქეთო?! ეს არველაძე საბოლოოდ ან მე შემიწირავს ან ჩემ კარიერას, რა უნდა კაცო რას მერჩის?!
-უდედოდ გაიზარდა, მისთვის რთულია ახლა ცხოვრება გესმით?! ამ ბავშვს ბავშვობა წაართვეს და არ მინდა რომ ასე დაიჩაგროს არაფრის გამო!
-მასწავლებლის ჩანთებში კალიების და ხოჭოების ჩასმა ან ... ან მზიას რა უქნა?! ქალს ინფაქტი მოუვიდა ლამის, სად იპოვა გომბეშო?! ეს რა საქციელებია?!
-პროტესტია, ბატონო ბუხუტი! პროტესტი იმ გარემოსთვის ,სადაც უწევს ცხოვრება!
-მის ოჯახში რაც ხდება ეს რა მზიას და მალვინას პრობლემაა?!
-მზიას და მალვინას პრობლემა მოძველებული მეთოდიკაა, რომელსაც ვერც მე შევუცვლი,ვერც თქვენ და ვერც მინისტრი. აი ამას ებრძვიან ბავშვები სხვადასხვა გზებით!
-არ იცოდა გაკვეთილი და დაუწერა შესაბამისი ნიშანი რა არის ამაში ..
-არა, ბატონო ბუხუტი, ყველაფერი ასე მარტივად არ არის ... არ მაქვს ამაზე საუბრის უფლება, ძალიან გთხოვთ, ჩათვალეთ არველაძე ჩემი შვილია!
-რას ამბობ, ქეთო?! შენ აწი გყავს გასაჩენი შვილები და ამ გადარეული ბავშვის გამო კარიერას რამე არ დამართო!
-ჩემი კარიერაა სწორედ ის, რომ ასეთი ბავშვების მშობელი ვიყო თუნდაც 5 საათის განმავლობაში. მე მიყვარს ჩემი კარიერა და ჩემი ბავშვები, დამეხმარეთ მათი დაჩაგვრის უფლება არავის მივცე და ისინი ისეთებად აღვზარდო თქვენ შეგიქმნან ბედნიერი სიბერე ...-სიბერის ხსენებაზე წამოაწითლა ბუხუტის-ნუ ჯერ თქვენთვის სიბერე ძალიან ადრეა, მაგრამ ხომ გესმით ყველას ეს გზა გვაქვს გასავლელი და ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს მომავალზე ...
-აბა როგორ, აბა როგორ ...-ჩაიფრუტუნა ბუხუტიმ.-მაგრამ, გააფრთხილე შემდეგ ჯერზე სკოლიდან გავაგდებ!
-აუცილებლად.
გამეცინა მე.
დერეფანში გასულს კლასის ოთახთან მდგარი საბა რომ დავლანდე გული მომიკვდა.
დამინახა თუ არა გამოიქცა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-თავში არავის აღარ ჩაარტყა, კარგი?!
-ბებოს ეტყვიან?!-თვალები აევსო ცრემლებით.
-არა, მაგრამ ეცადე გივიკოსთან ურთიერთობა დაალაგო.
-ნუ მთხოვ, ვერ შეგისრულებ ...-არ მჯეროდა მეხუთე კლასელს, როგორ შეეძლო ასეთი საუბარი.
-საბა!
-დედა შემაგინა, მითხრა რომ დედამ მიმატოვა და წავიდა, რომ მამაჩემსაც არ ვუყვარვარ, ამის მერე როგორ ვემეგობრო?!
-შეცდა, შენც ხომ შეცდი ?!
-როდის?!-თავი მაღლა ასწია და მკაცრი მზერა მომაპყრო.
-გახსოვს, ტასოს თმები რომ მოაჭერი?!
-გამაბრაზა!
-მე ხომ გასწავლე გოგოებს უნდა აპატიო-მეთქი?!
-ანდრემაც მასწავლა, მაგრამ გამაბრაზა ...
-ხომ აპატიე ტასოს?
-ხო.
-ახლა შეყვარებულებიც ხართ, ხომ?!-ღიმილი ვერ შევიკავე ამ მკაცრი მზერის მიღმა ჩამალულ მორცხვი ბიჭის აწითლებულ ლოყებზე.-პირობა მომეცი, რომ თუ არ დაუმეგობრებდი, არც სცემ და არც მის პროვოკაციებს აყვები.
-აბა რა ვქნა?!
-ჩემთან მოდი და მე გავცემ პასუხს!
-ანდრემ მითხრა ვალში არ დარჩეო ...
-ანდრეს გადაეცი მნახოს!
-აუჰ ...-შეუწუხდა გული-იბარებ?!
-დიახაც, ვიბარებ!
-მასაც უნდა თხოვო?
-რა?
-მე რომ კარგად მოვიქცე?
-ამას მე გავარკვევ,წავედით გაცდა გაკვეთილი ...
-ანუ არაფერს მოგვცემ ხვალისთვის?!
-ნუ ხარ ასეთი ზარმაცი, საბა სწრაფად დაიკავე შენი ადგილი ...



გაკვეთილის ბოლოს,როცა მეხუთე კლასელებს ძლივს ავუხსენი სამ დღიანი ქორწილის ტრადიცია მთაში, მეასედ მძულდა ის ვინც ისტორიის წიგნს წერდა პატარა ბავშვებისთვის.
-საბა, ჩვენი ქორწილიც სამ დღიანი იქნება?-უჩურჩულა წინა მერხზე მჯდარმა ანასტასიამ უკან მყოფ არველაძეს, გამეცნიერდა სამყარო და მითქვამს მე, ვრჩები გაუთხოვარითქო, არ მიჯერებთ, აჰა?!
-მე ქორწილი არ მინდა ...-ამოიბურტყუნა საბამ და თავი ჩაქინდრა.
-რატო?-შეშფოთდა ანასტასია, ეს ორი ვერ ხვდება რომ თავზე ვადგავარ და ჭორიკანა დოდოს ტყავში შემძვრალი ვუსმენ კლასთან ერთად.
-დაისის ცეკვა მომიწევს, ხომ იცი რომ არ მიყვარს ცეკვა?-წარბები შეჭმუხნა საბამ.
-გვრიტებო, ქორწილში მეც ხომ დამპატიჟებთ?-შეთქმულივით ამოვიჩურჩულე და მათკენ დავიხარე სხვებს, რომ არ გაეგოთ.გენახათ, როგორ შერცხვათ ბავშვებს თქვენც ჩემსავით სიცილი აგივარდებოდათ. ორივეს ლოყები დავუკოცნე და ისე გავემართე ჩემი მაგიდისკენ, სადაც ჟურნალი მელოდა შესავსებად.
პედაგოგიური საქმიანობა თუ ვინმეს შეიძლება სძულდეს ამისთვის ორი მიზეზი ექნება ...
1.ჟურნალი.
2.შინაბერად დარჩენის საოცარი პერსპექტივა.

საწოლზე ვიწექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი.
-როგორ ხარ,დე?!-გაისმა ტელეფონში დედაჩემის თბილი ხმა.
-ფიქრებში გართული.-გამეღიმა მე მისი მონატრებისგან.
-ისევ ფანჯარასთან ხარ და ხალხს უყურებ,არა?! გაგიჟდები, შვილო გესმის შენ?!
-ნუშა, ნუ დავიწყებთ თავიდან, შენ რა შვები?!-თემის გადატანა ვცადე მე და არ გამომპარვია როგორ შევიდა უცნობი კაფეში.
-ოლღას ამბავი გავიგე, მიულოცე და ბევრი აკოცე ჩემ მაგივრად!
-ტარიელსაც გავათხოვებთ და ეგაა!-გამეცინა მე და საწოლზე მუხლებზე დამდგარმა ფანჯარას შუბლი მივადე,თვალებით ვეძებდი მისი ვერ დანახული სახის ნაკვთებს.
-დე, შენ ხო არ ნერვიულობ ..?!-ნუშას შემპარავ ტონზე სიცილი ვერ შევიკავე.
-რაზე, ნუშიკ?!
-აი ...
-მე ისეთი პროფესია მაქვს, გაიტანს ...-სიცილს არ ვწყვეტდი მე, ნუშას ამის გაგონებაზე სახე ებურცებოდა, მაგრამ რა ექნა?!
-ასე ნუ ხუმრობ, ღმერთმა არ გიწყინოს.!
-ენამ არ გიყივლოს უნდა გეთქვა.
-ქეთო, ჩამოვალ მალე, დე არ მოიწყინო.
-მენატრები, ნახმავდის ნუშიკ.-ვთქვი და უცებ გავუთიშე.
ვიცოდი,რამდენჯერმე გადმომირეკავდა და ტელეფონსაც გავუთიშე ხმა.
უმისობას ვერ ვიტანდი და ვერც იმ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს, რაც საუბრის ბოლოს მესმოდა ხოლმე.
ისევ რაღაც უცნობი შეუკვეთა.
მომღიმარ მიმტანს ალბათ მანაც გაუღიმა და მაგიდის ზედაპირს იდაყვებით დაეყრდნო.
ფარდები გადავწიე და საწოლზე დავბრუნდი.
„ხომ შეიძლება სულაც ვიცნობდე?!“-გამეღიმა ფიქრებში წასულს.
„იქნებ ოდესმე ნანახი მყავს და მილაპარაკია კიდეც მასთან.“
„აუცილებლად მემახსოვრებოდა.“
„რითი კეფით?!“
„არა, აი ხომ აქვს ადამიანს თავისი ამოუცნობი მუხტი, რომ იცი და გამახსოვრდება, მერე სადმე ზურგით რომ დაინახო და უცებ გაგახსენდეს, აი იქ ვნახეო, არ შეიძლება?!“
„არ შეიძლება.“
„მე მინდა რომ შეიძლებოდეს.“
„ოლიკოს წვეულებაზე ხარ წასასვლელი, რომ შეიძლებოდეს ახლა საწოლში უნდა დარჩე და იფიქრო, სადმე ხომ არ გყავს ნანახი ადამიანი, რომელიც ისიც არ იცი როგორ გამოიყურება, იქნებ უკეთესიცაა, რომ მიდიხარ?! გაგიჟების ნაკლები ალბათობა გრჩება ამ მარტო სახლში გოგოს!“
„ნეტა არ გეზარებოდეს ამდენი ფიქრი ...“-მობეზრებულმა დავბრიცე სახე და საწოლიდან წამოვდექი.


-აი, ჩემი ვიტოც!-მოგვიახლოვდა ზე-სიმპათიური ვიტო აბაშიძე და ჩვენი გაკრეჭილი დაქალი.
ჯერ ტატამ მიჩქმიტა, მერე მე ვუჩქმიტე ტატას.
ვიტომ ხელი ჩამოგვართვა ორივეს და მოგვესალმა.
ლამის ცოდვა ჩავიდინეთ და იქვე დავდნით ანთებული სანთლებივით მე და ქალი-ტარიელი.
პაშამ და სიძემ რაღაცაზე გააბეს საუბარი.
-ეს, ის არი ჩვენ რომ დავცინოდით წლების წინ?!-ამოიდუდღუნა ტატამ და ისე გადმომილაპარაკა ვინმეს ყურადღება,რომ არ მიექცია.
-ოლიმპოელ ზევსს თუ არა „ტროა“-დან ჰექტორს გავს გეფიცები ჩემ ჰეროდოტეს!- ამოვიჩურჩულე და წვენი მოვსვი.
-ახლა, ამაზე როგორ ვეხუმროთ იმ ჭინკას, აქეთ დაგვცინებს ... შეხედე რა ბიჭია!
-ხუმრობა და ოლიკო დაივიწყე, ამ ბიჭზე არ ჭრის!
-მოდი, გოგო შენ აქ!-დავიმარტოხელეთ მომღიმარი ოლიკო-ეს ღვთისო რომ გყავდა ირგვლივ ჩვენ რანაირად არ ვიცოდით?!
-ვინ დამცინოდა დილით ბათუმელ ასლანზე?!?!-ამაყი მზერით გადმოგვხედა ოლიკომ, ტატას თავში წამოსარტყმელად აწეული ხელი ჰაერში გაეყინა სიძეს, რომ გადახედა და ამავე ხელით თმებზე მოეფერა ოლღას.
-მორჩა, აჭარაში ვთხოვდები!-გადაჭრა ეგრევე ტატამ.-ბათუმში თუ ასეთი აპოლონები დადიან ბულვარში, ჩვენ რა ჯანდაბა გვინდა სოლოლაკში, რომ ვხმებით უქიშმიშო პასკებივით?!
-ვითომ მეგობრები არ ეყოლება?!-თვალები დავაწვრილე მე.
-მარტო ამ დიალოგისთვის ღირდა გათხოვება, განაგრძეთ გოგონებო!-ოლიკოს ნეტარ სახეზე ტატას სიძის სიმპათიურობამაც ვეღარ უშველა და ისე გამეტებით გასცხო თავში გაქნეული ხელი ოლიკოს დედამთილს ლამის ინფაქტმა დაარტყა.
ვიტო მშვენიერი ბიჭი აღმოჩნდა.
პაშას ხელში ჩავარდნილმა, თავი კარგად გაართვა ტატას მოგერიებას.
მე და ოლიკო მომღიმარი ვუყურებდით ვიტოს და ტატას დუეტს, რომელიც გაცხარებით ედავებოდა პაშას ფეხბურთის გუნდებზე.


სანდრო რომ მოვიდა მე უკვე წასასვლელად ვემზადებოდი.
ტატამ აიჩემა ახლა იფიქრებს, რომ მის გამო მიდიხარ ფეხი არსად გაადგაო.
მაშინ დავრწმუნდი ბოლომდე საკუთარ თავში, როცა მივხვდი საერთოდ არ მაინტერესებდა სანდრო რას იფიქრებდა ჩემზე.
ტატას და ოლიკოს დილის ინციდენტი რომ მოვუყევი ორივემ ისეთი ხარხარი მორთეს სიძის მხარემ ეჭვის თვალით შეგვათვალიერა.
-ეჭვი მაქვს ჩემზე იცინით ასე გულიანად ...-უკან მაღლაკელიძის ხმა რომ გავიგონე ის შამპანიური გადამცდა რომელსაც ასეთი ქალური სიამაყით ვსვამდი.
გგონიათ ხველება ამივარდა და შევიმჩნიე?!
არც ერთი წამით.
დიახ, ცოტა ხორხი კი მეტკინა და სახეზეც გადავწითლდი,მაგრამ იდეალურად შევიკავე ხველების არანორმალური სურვილი.
-შენ ეგეთი თავმდაბლური აზრებით თუ დადიხარ, სანდრიკ ჩვენ კი არა მალე მთელი თბილისის დასაცინი არ გახდე.-მხარზე ხელი მოუთათუნა მომღიმარმა ტატამ ბიჭს და მე რომ გადმომხედა მიმიხვდა გასაჭირს.
-არ ვიცოდი ასე თუ გეწყინებოდა თორე ...
-თორე არ ეტყოდი და გულში ჩაიდებდი ეგოს ამაღლების დიდებული რეცეპტის სახით?! დედას გაფიცებ, სარკეში დილით რომ იხედები ხოლმე ეგ გაფიქრდება პირველი?! -თვალები დააწვრილა და ჭიქა ოდნავ მაღლა ასწია ტუჩებგამობურცულმა ტატამ- „რა სიმპათიური შემქმენი,მაღალო ზეცავ ... თვით ქეთევან ... ა, თუ შენ ქეთის ეძახი, თვით ქეთი ნაკაშიძეს რომ შევუყვარდი ... ოჰ,დიდებულო ...“-და იქაურობას ისეთმა სიცილის ტალღამ გადაუარა სანდრომ თავისი მოკრძალებული ღიმილი აღარ იცოდა სად წაეღო.
-არ ვიცოდი მთლად ასეც თუ გიყვარდი საჯაროდ გელაპარაკა ჩვენი ყველა დიალოგი, თორე უფრო ფაქიზად მოგექცეოდი და გულს ასე არ გატკენდი ...-გამიღიმა მხარზე ხელი ზუსტად ისე ჩამომადო, როგორც ორი წამის წინ ტატამ მას და ხმადაბლა დასძინა- დაახველე, არ გაიგუდო.-კმაყოფილი მზერით ჩამიარა გვერდი და ბიჭებში გაერია.
-ფუ, ეს თავხედი!-თვალები დააწვრილეს გოგოებმა.
-სასწრაფოდ გჭირდება ქმარი!-შესძახა ოლიკომ.
-აა, შეყვარებული არადა ეგრევე ქმარი?!-ძლივს მოვსულიერდი მე.
-დიახაც, ეგრევე ქმარი!
-ვინმეს კონტრაქტს დავუწერ, და ჩემ კარზე დავაკაკუნებინებ, არ გინდა?!-გამეცინა მე.
-ჯერ ერთი პატივი ეცი ჩემ სერქანს.
-გეხვეწები, ტვინი არ ამიდუღო.
-ხვალ დილიდან გეგმას შევადგენ და გეწვევით მე და ტარიელი, ყურები არ ჩამოყარო. მე არ ვიყო ოლღა შონია, თუ ბოღმაში არ გავგუდო სანდრო მაღლაკელიძე.
-მეც არ ვიყო ტატიანა ენუქიძე თუ ... თუ ბეჭი არ ამოვუგდო და ვინც ჩაუსვას იმას არ ეღირსოს პაშას სითბო და სიყვარული!
-თაფლს პაშა შემოგვაწოდებს და დავსხდეთ კოხტას ველზე თაფლის ნიღბებით.-გამეცინა მე.
მალევე დავიშალეთ.
მე სახლში წამოვედი.
პაშას დაჟინებულ კითხვებზე რა მოხდა, არაფერი მიპასუხია, რაც ერთგვარი ნიშანი იყო ტატასთვის, რომ არც მას დასცდენოდა რამე.

სიბნელე იყო სახლში.
მარტოობა და „არ გაიგუდო“ თითქოს ერთიანად მომაწვა კისერში.
ფეხსაცმელები კარებთან დავტოვე და ლასლასით გავეშურე აბაზანისკენ.
ყველაზე ძალიან დედა დამაკლდა.
ის ვის კალთაშიც თავს ჩავდებდი და ვეტყოდი, რომ არ მიყვარს მე სანდრო მაღლაკელიძე.
სარკეში რომ ჩავიხედე ის გოგო ვერ დავინახე ვისაც ჩემი ლუტეციაში ნაყიდი წითელი პომადა მოუხდებოდა.
შურისძიება ან რამე მსგავსი კი არა, უბრალოდ ის მომინდა - უმნიშვნელო ყოფილიყო ჩემთვის სანდროს ყველა სიტყვა თავისი ირონიული ღიმილით.
ის ერთ წამიანი გამარჯვების გრძნობა მომინდა, რომ არ მადარდებდა სანდრო რას იტყოდა მისი მოსვლისას რომ წავსულიყავი.
ჩვენ რომ გვინდა ეგრე ვერ ხდება ხოლმე ყოველთვის ...
ნეტა ტატა რას გრძნობს ხოლმე პაშა მისთვის არასაინტერესო თემებზე, რომ ელაპარაკება.
როგორია ნეტა ტატას თვალით დანახული პაშა.
მე ეგრე ოდესმე ვუყურებდი სანდროს, როგორც ჩემი დაქალი ჩემს ბიძაშვილს ..?!
ალბათ არა.
უფრო არა.


***
სკოლიდან მოვდიოდი,ხელში უამრავი ტესტი მეჭირა და დაღლილი მოვუყვებოდი ჩემს ქუჩას. ალვის ხეების კორიდორში ისე მოშრიალებდა ჩემი თეთრი კაბა წითელ ტაპოჩკებს სიამოვნებისგან აჟრიალებდათ.
მჯერა, ადამიანის სხეულზე მორგებული ტასაცმელს და ფეხსაცმელს გრძნობები აქვთ და გრძნობენ როცა ერთმანეთს განსაკუთრებულად უხდებიან ხოლმე.
„ფანჯარა“-სთან გავჩერდი და დაღლილი მზერა შევავლე იქაურობას.
საშინლად მომინდა ცხელი შოკოლადი ივნისის უფრო ცხელ დღეს.
თმა ყურზე გადავიწიე და კარი შევაღე.
დახვეული კიბით მეორე სართულზე ავედი და მზერით უცნობის მაგიდაზე მიშტერებულს ვერც გავიგე როგორ მომიახლოვდა გოგონა.
-ის მაგიდა თავისუფალია?!-ვკითხე ისე რომ თვალი არ მომიშორებია მაგიდიდან.
-დიახ, დღეს დაჯავნშა დაავიწყდათ ...
-ეს როგორ?!-გაკვირვებულმა გავხედე გოგონას.
-ყოველ დილით რეკავენ და მაგიდას ჯავშნიან, დღეს დაავიწყდათ ... ან უბრალოდ არ აპირებენ მოსვლას, ასე რომ თავისუფალია.
-დაბრძანდით ...-გამიღიმა გოგონამ და ხელით მაგიდისკენ მანიშნა.
დარბაზში არავინ იჯდა, სრულიად ცარიელი სივრცე თითქოს მხოლოდ მე შევავსე.
ზუსტად იქ დავჯექი სადაც ის ჯდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.
მისტიური ამბავი იყო თითქოს ან მე განვიცდიდი ზედმეტად ამ ყველაფერს.
თითქოს ზღაპარში ვიყავი და შორიდან ვუყურებდი საკუთარ თავს, რომლისთვისაც აქ, ამ მაგიდაზე ჯდომაც კი უკვე დიდი თავგადასავალი იყო.
წამით წარმოვიდგინე კიდეც, რომ გუშინ ის იჯდა აქ, სადაც დღეს მე ვიჯექი და გამაჟრჟოლა.
თითქოს არასდროს ვყოფილვარ უცხოსთან კი არა ასე, ზოგადად ადამიანთან ამდენად ახლოს. მომეწონა ეს შეგრძენება. სრულიად სხვა იყო, განსხვავებულად ლამაზი.

-რას ინებებთ?!-გოგონას ხმა შორიდან მისწვდა ჩემს სმენას.
რაღაც ისე ვეღარ იყო.
დარბაზში მარტო აღარ ვიყავი.
-შარდონე გაქვთ?!
-არა, სამწუხაროდ შარდონე არ გვაქვს ...
-საერთოდ არ მოგიხდებათ თეთრი ღვინო ...-მეგონა მომესმა, გოგონას ავხედე მორცხვად დასჩერებოდა იატაკს და იღიმოდა.-იფიქრეთ თქვენს წითელ ფეხსაცმელებზე, თეთრ კაბაზე და სწორად შერჩეულ წითელ ტუჩსაცხზე ...-გეფიცებით, თვალები თავისთავად გამიფართოვდა გაოცებისგან.-პიერ დე მონტინიაკი სცადეთ ... ორიათას ორი წლის მოსავლიდანაა გამიგია, რომ აქაურობის პატრონს იქ, ბორდოში მეგობარი ჰყავს, გაგიკვირდებათ და პირდაპირი იქიდან აქ ჩამოაქვთ სულ რამდენიმე ბოთლი ...
-არც ამდენად ძვირადღირებული ღვინოა მსოფლიო ბაზარზე ...-სიტყვები ისე ბუნებრივად წასცდა ბაგეებს საკუთარი ხმისგან გაოცებული თავად მე დავრჩი.
-ღირებულებას ადამიანები თავად ვანიჭებთ ყველაფერს, მისთვის ვინც ეს ღვინო აქამდე ჩამოიტანა და არავისთვის შეუთავაზებია დამერწმუნეთ, ბევრად მეტია ვიდრე მსოფლიო ბაზარზე ღვინის რეიტინგი.სულაც ასე რომ ვიმსჯელოთ, თქვენი პირვანდელი არჩევანი ... „შარდონე“-ც ერთი ჩვეულებრივი ღვინოა ... მეტიც, არაფრით გამორჩეული.
-„შარდონე“ ეს ნაკლებად ცნობილი მწერლის პატარა მოთხრობაა, მხოლოდ ამიტომ მინდოდა გამესინჯა .. -სოფი ისევ ჩვენს წინ იდგა და ისევ იღიმოდა.
-აქამდე არ მსმენია, მაგრამ ბედნიერია თავად „შარდონე“ თუ მის ერთ წვეთთან ადამიანებს თავიანთი ისტორია აკავშირებთ.
-თქვენ გაკავშირებთ რაიმე ისტორია „პიერ ...“-ღვინის სახელი დამავიწყდა და ენაზე ვიკბინე გაწბილებულმა..
-დე მონტინიაკი ...-ვიგრძენი გაეღიმა.
-დიახ, პიერ დე მონტინიაკთან ..?!
-ამ ადგილის მფლობელს პირველად საფრანგეთში ყოფნისას ეს ღვინო დაულევია და მას მერე ძალიან უყვარს, კარგ მოგონებებს ახსენებს.
-ამ ადგილის მფლობელს იცნობთ?!-გარუჯული კისერზე თეთრი საყელო მოშვებული ჰქონდა, ხელები მუცელთან ჰქონდა გადაჯვარედინებული და ფეხს რითმულად ამოძრავებდა. მელაპარაკებოდა მშვიდად, აუღელვებლად, ხმაში რაღაც გამორჩეულ ნოტებს ურევდა და ისეთ ელფერს სძენდა ყველაფერს, თითქოს სიზმარში ვიყავი და ყველაფერი რასაც ვხედავდი და რაც მესმოდა ილუზია იყო.
-სოფი დაიღლებოდა ...-სხვათაშორის ამოილაპარაკა და მიმტანს ისე გადმოხედა მე მაინც ვერ შევძელი მისი სახის დანახვა და
წამიერად ...
უეაცრად ...
აი, ასე ...
დაუგეგმავად, უფიქრებლად
გამახსენდა ჩემი უცნობი.
უცნობი, რომლის ადგილზეც ახლა ვიჯექი.
უცნობი, რომლის სახის დანახვასაც ამდენი ხანი ვნატრობდი და
უცნობი, რომელიც მხოლოდ ამ სრულიად სხვა უცნობმა დამავიწყა.
და წამიერად გულში ვინატრე რამოხდებათქო ის იყოს, ვისაც ამდენი ხანი ვნატრობდი ... დამენახა.
-მომიტანეთ პიერ დე მონტიაკი ...-გავუღიმე სოფის, მანაც ჯერ მე გადმომხედა მერე უცნობს, მერე ისევ გაიღიმა და იქაურობა დატოვა.
ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია.
ტესტებს დავხედე და ჩანთიდან წითელი კალამი ამოვაძვრინე.
-ინებეთ ...-სოფიმ მაგიდაზე ერთი ჭიქა ღვინო და ყველის ასორტი დააწყო.
-კი მაგრამ ...-რომ მოვიხედე დარბაზში ჩემ გარდა აღარავინ იჯდა.-ის კაცი ...
სოფიმ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და მანიშნა აღარაფერი მეთქვა.
მე გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა.
-ის სულ აქ ჯდება ხოლმე და იშვიათად მაგრამ მხოლოდ ამ ღვინოს უკვეთავს ... ხალხმა რომ ვერ დაინახოს, რასაც სვამს გვავალებს, რომ განსხვავებული ფინჯნებით მივიტანოთ სასმელი ... ცოტა უცნაურია, მაგრამ არც არის გასაკვირი ...-აღარაფერი მესმოდა იმის გარდა რომ ჩემი უცნობი ის ადამიანი იყო, ვისაც ორი წუთის წინ ვესაუბრებოდი და მეტიც ორი წამის წინ ნანატრი ამბავი - ასრულების პირას მდგარი ოცნება გახდა.-ბატონი ანდრე აქაურობის მფლობელია და შემთხვევითი არ არის, რომ თქვენ პირველი ხართ ვისაც თავისი ნებით გამოელაპარაკა.
-რას ამბობთ ...-ძლივს ამოვილუღლუღე.
-როგორც თავად ამბობს, ყველაფერს თავისი დრო აქვს, რომელსაც ვერც დააჩქარებ და ვერც შეაჩერებ.-მიირთვით თავად აარჩია ყველაფერი.
-ეს ყველაფერი ...-ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.
-ცოტა უცნაურია და ცოტა ფრანგული, როგორც თავად ანდრე.
-არ გაბრაზდება რომ გაიგოს მის შესახებ ვსაუბრობთ?!
-თქვენ ხომ არ ეტყვით?!-თვალები დაექაჩა გოგონას.
-არა მაგრამ ...
-აბა ვერც გაიგებს,მიირთვით,ვისაც ვიცნობ მათ შორის საუკეთესო გემოვნება აქვს და თქვენ ამის ნათელი მაგალითი ხართ!-თვალი ჩამიკრა და ისე გაქრა იქედან თვალის გაყოლება ძლივს მოვასწარი.

ფრანგული ღვინის გემო და არომატი ერთმანეთში ისე ნაზად ირეოდა მოსწავლეების ნამუშევრებს თითო-თითო ქულას სიამოვნებით ვუმატებდი და გაღიმებული ხან რა წარწერას ვუკეთებდი ნაშრომებს ხანაც რას.
ისეთებს ზაფხული ხალისით რომ დაეწყოთ და მშობლებსაც გაღიმებოდათ შვილების მიერ ამოკითხულ ჩემს სიტყვებზე.
არველაძის ტესტს გაღიმებულმა დავხედე და მისი ლურსმნული დამწერლობით მიჯღაპნილ „საბა არველაძე“-ს თითები ისე გადავატარე თითქოს ჩემი შვილი იყო, დიდი ხნის უნახავი.
ერთ ჭიქა ღვინოს დავაბრალე საშინლად რომ მომინდა საბასთან მისვლა და მთელი ძალით ჩახუტება.
ისეთი პატარა იყო და ისეთი სუფთა მის წინაშე მთელი სამყარო იყო დამნაშავე მას რომ ბავშვობა წაართვეს.
საშინლად გავბრაზდი დედამისზე, ან რა გული უძლებს-მეთქი ვფიქრობდი და ტესტს ვასწორებდი.
მე რომ დედა ვიყო შვილს ვერასდროს დავტოვებდი-მეთქი, საკუთარ თავს კატეგორიული ტონით ვუმეორებდი და გული მეჩხვლიტებოდა, მე რომ დედა არ ვიყავი.
ან კი როგორ შეიძლება ადამიანმა მთელი შენი გააზრებული ცხოვრება იმ პატარებს მიუძღვნა, რომლებიც ჯერ არც კი დაბადებულან და შეიძლება არც დაიბადონ-მეთქი, ვფიქრობდი და თვალები ცრემლებით მევსებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ არსებობდა ალბათობა იმისა, ჩემთვის „დედა“-არავის დაეძახა.
როგორ გავურბოდი ამ ფიქრებს და როგორ არასდროს მანებებდნენ თავს მაშინ როცა მარტოობა ამიტანდა ხოლმე.
და როგორც დედა იტყვის „არავინ არ არის მარტო“-ამოვიჩურჩულე და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავდე, ჩემს ტესტებს ხელი მოვხვიე და წამოვედი.
-მოგეწონათ?!-არ დავიჯერებდი რომ არ დამენახა.
თეთრი „ბენტლის“ წინ იდგა ცოტა თბილისურ და ცოტა ფრანგულ ამბავში გაურკვეველი და მიყურებდა ცოტა კი არა, კარგად გაღიმებული.
-თქვენ ...-საჩვენებელი თითი წარბზე გადავიტარე და სიცილი ვერაფრით შევიკავე იმის გააზრებისას, რომ ის იყო.
ის იყო.!
ჩემი უცნობი!
-რთულია ხოლმე?!-სულ გამოვშტერდი.
-ბატონო?!
-იმ აივნიდან ჩემზე დაკვირვება რთულია ხოლმე?!-ჯანდაბა, აი სად გაები, ქეთო ნაკაშიძეთქო გავიფიქრე და თავი ძლივს შევიკავე აქვე რომ არ მომკეცვოდა მუხლები.
-არ მესმის რაზე ...
-რთულია თქმა ჩვენ შორის ვინ ვის აკვირდებოდა, მაგრამ კარგია რომ ეს ცოტა მანიაკური პროცესი დასასრულს მიუახლოვდა და ახალი ამბების დრო დადგა, არა?!-ისევ ისე ლაღად მიღიმოდა.
-მე მართლა ...
-შენ მართლა ქეთო ხარ ნაკაშიძე და მე მართლა ანდრე ვარ არველაძე და ჩვენ მართლა დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს ამ ყველაფრის გარეშეც.
-მართლა არაფერი მესმის ...-ამოვილუღლუღე სახეწაშლილმა.
-ხანდახან რაღაცები უფრო ლამაზი ზუსტად მაშინ არი, როცა არ გვესმის. კითხვის ნიშანზე უფრო ლამაზი და უფრო ამოუცნობი რამე გინახავს ამ სამყარაში, ქეთო მას?!-გამიღიმა და ხელები გულთან გადაიჯვარედინა მანქანაზე მიყრდნობილმა, მე მართლა ცოტა დამაკლდა მუხლები არ მომკვეთოდა.
-არც მასზე გამაღიზიანებელი არსებობს რამე.
-რას ამბობ?!-შეიცხადა თეატრალურად და განაგრძო.-ძახილის ნიშანი, აი ეგ რომ მეზიზღება?!იშვიათად რამე და ვინმე.
-ნუთუ?!
-ჰო, აი „მოდი აქ!“-ამ წინადადებას ხო თითქოს უხდება ეს ძახილის ნიშანი, მაგრამ „მოხვალ აქ?“-ს მაინც ვერ ჯობია, თან უშანსოდ გტოვებს თან თავისუფლების გრძნობას გიტოვებს.
-სად ხედავთ ამ კითხვაში თავისუფლების გრძნობას?!-ვლუღლუღებდი გონწართმეული.
-მე შენ გიტოვებ განცდას თითქოს არჩევნის უფლება გაქვს ...
-თითქოს?!
-ჰო, სინამდვილეში ის ვინც შენია ვერ წაგართმევს სხვა, ის ვინც ჩემია ვერ დამტოვებს და ვერ წავა.სწორი ადამიანები ერთმანეთს აუცილებლად იპოვნიან.
-ერთი წამით ...-გული მეკუმშებოდა მის ყველა სიტყვაზე და ალკოჰოლის ერთი ჭიქა ამ ყველაფერს რეფრენად გასდევდა. ლამის მოვკვდი. -ახლა თავში სრული ქაოსი მაქვს და არაფერი არ მესმის.
-მე რაში დაგეხმარო?-გულწრფელად მკითხა და ამან სულ გამომაშტერა.
-მაგალითად ამიხსენი საიდან იცი ვინ ვარ.
-ორ თვეზე მეტია გიყურებ ...სულ თავიდან წლების წინ დაგინახე.-თავი ვერ შევიკავე და ბორდიულზე ჩამოვჯექი. მთელი სხეული დამიბუჟდა უცნაური შეგრძნებებისგან.ის ჯერ მაღლიდან მიყურებდა,მერე გაეცინა და გვერდით მომიჯდა.-აღიარე რომ მთელი ორი თვეა შენც მიყურებ.
-საიდან ...-ხმა ჩამივარდა ძალაგამოცლილს.
-ამ კაფეს რომ ვაშენებდით ...-დაიწყო თხრობა და სიგარეტის კოლოფი ჯიბიდან ამოაძვრინა- ყოველ დღე იჯექი აივანზე და წიგნს კითხულობდი. ხანდახან მეგონა თავადაც ვერ ამჩნევდი როგორ „კითხულობდი“ ერთსადაიმავე გვერდს ბევრჯერ ...-იცინოდა და იცინოდა.
-ჯანდაბა ...-ცივმა ოფლმა დამასხა, მეგონა სისხლი თქრიალით მომაწვა სახეზე.-მერე .?!-მოთმინება მეკარგებოდა მე.
-მერე უბრალოდ ხშირად შემოდიოდი კაფეში და ზუსტად იმ ადგილს უყურებდი სადაც მე ვჯდებოდი ხოლმე ... გამოგიჭირე, ქეთო მასწავლებელო ...-ცხვირზე თითი სასაცილოდ დამკრა და გაეცინა. მე ელდანაცემივით წამოვხტი და უკან დავიხიე.
-არ გაბედო ჩემთან ...
-არ მითხრა შენი შემეშინდაო, თორე დაგცინებ!-სიცილი რომ აუვარდა მართლა დამიარა შიშის იმპულსებმა სხეულში.
-და რა ვიცი რომ მანიაკი არ ხარ?!
-ორი თვეა ფანჯრიდან ჩუმად მიყურებდი და მანიაკი კიდე მე ვარ?!-ნუ ამ წინადადებაში ლოგიკის მარცვალი რომ იყო ამაზე იმ მდგომარეობაშიც კი ვერ დავხუჭავდი თვალებს.
-ეგ არ ითვლება! პროცენტულად კაცები უფრო არიან მანიაკები ვიდრე ქალები, თანაც შემომხედე მე შენ როგორ უნდა გავნო?!
-და მე როგორ უნდა გავნო შენ?!-ამ სიტყვებზე გაუაზრებლად დავმშვიდდი და ამავდროულად ნერვები მომეშალა ერთი წინადადებით რომ შეძლო ჩემში განწყობის შეცვლა-და საერთოდაც, რა დისკრიმინაციაა ?!-ამაზე ღიმილი ვერც ერთმა ვერ შევიკავეთ.
-შენ არ გიყურებდი ... ზოგადად ხალხს ვაკვირდებოდი ხოლმე ... შენ აქ არაფერ შუაში ხარ! შენ თავზე რატომ ...
-რაც უფრო მეტად გაუსვამ ხაზს რომ მე არაფერ შუაში ვარ,მით უფრო მეტად დააყენებ ეჭვ ქვეშ შენსავე სიმართლეს.
-ეს საიდან მოიტანე?!
-აი პროცენტულად ვინც ბევრჯერ უარობს ხოლმე დანაშაულს სინამდვილეში სწორედაც ის არი დამნაშავე.
-ანუ?!
-ანუ მე რომ არ ვიყო მართალი შენ სიცილადაც არ გეყოფოდა ჩემი თეორია.-თვალი ჩამიკრა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო.
-ანუ რა გამოდის ...-მივხვდი რომ ჩემი თავი მე თვითონვე გამოვააშკარავე.
-ანუ ერთხელ აუცილებლად უნდა დამპატიჟო შენს აივანზე და იქიდან შენი თვალებით დამანახო ჩემი თავი.
-ვერ დაინახავ ...-ამოვიფრუტუნე და ისევ ბორდიულზე ჩამოვჯექი.-ჩემს ფიქრებში უფრო სიმპათიური იყავი და ეს რა არი, რა შემრჩა ხელში?!-ისეთი სერიოზული ხმით ვამბობდი მამაკაცს ჯერ ღიმილი სახეზე შეეყინა მერე კი ისეთი სიცილი აუვარდა ქუჩაში გამვლელები გაოცებული გვიყურებდნენ.
-ამიტომაც ვჯდებოდი შენგან ზუგრშექცევით ... შენ კი ამბობ კითხვის ნიშნები გამაღიზიანებელია. მთელი ეს დრო გამაღიზიანებელი ვიყავი?-ისეთი თბილი ხმით მკითხა ცოტაც და თვალები დამეხუჭებოდა.
-უნდა წავიდე.!
-ნახვამდის.-იჯდა და მიღიმოდა.
ფეხზე წამოვდექი და ის იყო ქუჩა უნდა გადამეჭრა რომ გავჩერდი და მისკენ შემოვბრუნდი.
-მაინც სად დამინახე პირველად?!
-სად აღარ ... ქეთო მასწ!-კიდევ ერთხელ გამიცინა,სიგარეტის არ მოკიდებული ღერი იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო, წამოდგა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

და მერე
ცოტა ხსნის შემდეგ
ალბათ ერთი
იქნებ სულაც ხუთი წამი
რომ გავიდა
ჩემს უკან აბეზარმა ანგელოზმა
გარკვევით მიჩურჩულა:
„შენს კლასში პატარა ბიჭია, რომელიც ყველას პასუხს მხოლოდ იმიტომ უბრუნებს, რომ მისმა ბიძამ, ანდრემ ასწავლა ასე ...“
და მერე ისევ ორი წამი იყო და უეცრად :
„პროცენტულად რამდენი ანდრე დადის ამ ქალაქში და აქედან რამდენმა იცის რომ ქეთო მასწავლებელი ხარ?!“
და ეს წყეული კითხვის ნიშნები ...
და მერე ... ისევ უეცრად:
„სანამ კაფეში შეხვიდოდი ცხელი შოკოლადი გინდოდა ივნისის უფრო ცხელ დღეს“ ...



იმ ღამით აღარ დამძინებია.
კარგი რამეების მოლოდინში ადამიანები რომ იძინებენ შესაშურიათქო, ვფიქრობდი.
მე ვერც დაბადების დღის ღამეს ვიძინებდი, ვერც ექსკურსიის ღამეს და ვერც მაშინ დავიძინე სანდროს რომ უთხრეს ქეთო ნაკაშიძეს უყვარხარო ...
იმ ღამითაც კარგის მოლოდინში ვიყავი, რატომღაც ...


-ქეთევან, წამოხტი ფეხზე!-დილის ცხრა საათზე ეზოდან მესმოდა ტატას ყვირილი.
თავიდან მეგონა მესიზმრებოდა, მერე უბრალოდ გამახსენდა რომ ტატასგან ეს ამბავი სიზმარში უფრო იქნებოდა გასაკვირი ვიდრე რეალობაში.
ძლივს ავწიე უძილობისგან, ოცნებებისგან და ფიქრებისგან გატენილი თავი ბალიშიდან და ფანჯარა გამოვაღე.
-ქეთო, კარი გამიღე,რა!-სახე დაღრიცა ენუქიძემ და მეც ის იყო უკან უნდა შევბრუნებულიყავი უცნობმა ძალამ უცნაურად რომ გამაქვავა ერთ ადგილას.
დაბინდული მზერა ტატადან კაფის მიმართულებით გადავიტანე.
რომ განვმეორდე გეტყვით, რომ დილის ცხრა საათი იყო, კაფე ჯერ ისევ დახურული უნდა ყოფილიყო როგორც ჩვეულებრივ ...
ამბობენ „ჩვეულებრივ“ ასეთი ამბები არ ხდებაო ...
იმ მაგიდასთან იდგა, ხელში უცნაური ფინჯნით ხელში მიყურებდა და მიღიმოდა ...
ბევრი რომ ვიფიქრო ... იმაზე რასაც ბევრი ფიქრი სულაც არ სჭირდება ...
ვიტყოდი რომ იმ დილის შემდეგ არც ერთ დილას არ ჰქონია „ჩვეულებრივი“ ელფერი.

ფანჯარა დავკეტე და ფარდები გადმოვწიე.
სახლში სრული სიბნელე ჩამოწვა.
არადა მესამედ ვახსენებ, დილის ცხრა საათი იყო.

რაღაცნაირი დილა იყო ....
ჩვეულებრივ, ასეთი დილა აქამდე არ გამთენებიათქო, გავიფიქრე და გაღიმებულმა და მისაღებისკენ ავიღე გეზი.

ტატა სახლში შემოვიდა თუ არა მაშინვე გაიფანტა მისტიური აურა.
-ქეთევან, შენ რაღაც ცოტა არასტანდარტულად გამოიყურები.!-არც აცია არც აცხელა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქალბატონი.
-სტანდარტულად როგორი ვარ?!-გამეცინა მე.
-შეყვარებული, ოღონდ ...-თვალები და ხელები მაღლა აღაპყრო და დრამატული ტონით დააყოლა-ნეტა, თავად იცოდე ვისზე?!
-რას იგონებ, დილიდან?!
-ჰო, ეგეთი ფენომენი იშვიათია, მაგრამ მე აღმოვაჩინე ... და ფრიად, სარწმუნო ექსპერტი ვარ ცალმხრივ სიყვარულთა აღმოჩენებში.
-ამჯერად რა დააშავა ჩემმა სანუკვარმა ბიძაშვილმა?!-ამოვიხვნეშე და ყავის მომზადება დავიწყე.
-ძალიან გთხოვ, პაშიკოზე ასეთი დაღლილი ტონით ნუ საუბრობ, მე ვიღლები ხოლმე ბუხუტის ამბებს რომ მიყვები?!
-ბუხუტის კომედიური ისტორიები, საერთოდ არ არი მგვანებაში პაშას 16 წლოვან უძირო სიყვარულთან!
-ხომ ხარ ღირსი შენც ასე უძიროდ შეგიყვარდეს ეგ შენი ბუხუტი!
-წაიღე ეგ სიტყვები უკან!-ხის კოვზით დავემუქრე ახარხარებულ ტატას.
-მიმაქვს, რაო ჩვენმა „ქეთო და კოტეში“ ხანუმამ, მომწონს თავადი ლევანიო?!
-რეებს იგონებ!-სიცილი ვერ შევიკავე ოლიკოს ხანუმას ფორმაში წარმოდგენაზე-ხალხი დღე დღეზე 300 კაციან ქორწილს ჩაიდენს და რაღადროს ასეთებია?!
-მოიცა, არ მითხრა გამიკვირდება, ოლიკომ საკურთხეველთან რომ დაიწყოს, „აი, მგონი ვიწიას მარცხენა ნესტო მარჯვენაზე ორი მილიმეტრით დიდია, ასეთ მსხვერპლს ვერ გავიღებ და თავისუფლებას ვარჩევ“-ოლიკოს გაჯავრებაში ხმა დაიწვრილა ტატამ-მერე ბოდიშსაც არ მოუხდის ჩვენ ბათუმელ აპოლონს ისე დატოვებს მარტო ოჯახური უღელის ქვეშ.
-ნუ ცანცარებ ამხელა ქალი, იცი მაინც რას იცმევ ქორწილში!?
-მეჯვარე ვარ, ტვინს წაიღებს უარი რომ ვუთხრა ...-თვალები თავმომწონედ აატრიალა, ვითომ აქაოდა ჩემს იქით გზა არ აქვს ოლღასო, ბევრი გულწრფელობა არც სჭირდებოდა, ისედაც ცხადად ჩანდა როგორი აჟიტირებულიც იყო ამ ფაქტით.
-ააჰ, არ არი პრობლემა, ოლიკომ მითხრა თუ ტატას დაეზარება შენ იქნებიო ... თან ..
-არ დამღუპო, ქეთინო!-შეჰკივლა თვალებდაქაჩულმა.-პაშას თვალის მოსაჭრელი კაბა მაქვს შეკერილი, ამასაც თავი რომ დავანებოთ ერთი კვირაა რვეულში ვინიშნავ ხოლმე ოლღას „გრეხებს“ ქორწილში მიკროფონით რომ წარმოვთქვა. გალანტურობით და სინაზით უნდა ამოვაქოქოლო, ხო იცი არა?!თან დაფიქრდი, თუ ახლა შენ იქნები ოლიკოს მეჯვარე ... მე ვისი გამოვდივარ?!
-ვიხუმრე, არავის არაფერი უთქვამს, შენ ხარ მეჯვარე და არც გაიფიქრო რომ ჩემსაზე პრეტენზია გქონდეს!
-რა გიხარია,მაინც არ ვიცი ...-თავისსავე ფრჩხილებს დააკვირდა ამაყად-ჩემს ქორწილში მაინც ყველას ჩაგრგავთ დედამიწის ქერქში ...
-გასაგებია, მიღებულია, შემეშვი ცოტა ხანი, ამომასუნთქე კაი?!
-კი ბატონო ... შენ მაინც ასეთი ამბიციური ნუ იქნები ... „ჩემსაზე პრეტენზია არ გქონდეს“- არა იხვი, მომინდომა გოგომ ქორწილი და ფაშფაშა კაბა.
-დილის ცხრა საათზე იმისთვის გამაღვიძე რომ პედაგოგის დიპლომი გერტყა თავში?-თვალები დამექაჩა მე.
-ნუ შვრები ეგრე, მეშინია!
-რა გინდა, რატო დამადექი?
-კაი, ახლა ორივე ქემისფერო დაძაბე და დაასხი ყავა.
-დაგისხი, ტატა.-ჭიქაზე ვანიშნე მე.
-აჰ, დაასხი?! გეთქვა მერე ... გაცივდა ეს.
-ზედ დაგასხამ პაშას გეფიცები.
-კაი, ხოდა ორივე ქემისფეროს დაძაბვასთან ვიყავი ... თორნიკემ დამირეკა დგებუაძემ.
-გიჩივის ..?!-გაოცებული სახე მივიღე მე, ტატა აშკარად დაიბნა.
-რას შვრება?!
-ჯერ მესამე, მერე მეათე კლასებში და მერე მთელი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში მიყენებული ტრამვების გამო, იქნებ მიხვდა ის ბიჭი და გიჩივის ბულინგისთვის?!
-ძაან ბანძი იუმორი იყო, აი ძაან!-წარბები აწკიპა ტატამ.
-კაი, რა მინდაო ნაცემმა მურმანმა?!
-რა მურმანმა გოგო თორნიკემთქო.
-აბესალომი ... ეთერი ... მურმანი, არაფერს გეუბნება იმბეცილო?!
-ააჰ, მანდ წადი?! ხო, რა ვიცი ... -თვალები მინაბა და წამნახევარში ისეთ ხმაზე შესძახა ნუ მაგიჟებო ლამის სკამიდან გადავვარდი.
-ამოთქვი!
-დამირეკა და მითხრა საქმე მაქვს და შემხვდიო ...
-მერე?!-კითხვნის ნიშნის ფორმა მივიღე მე.
-მერე მაშინ დამითქვა შეხვედრა, პაშამ რომ მითხრა ქორწილისთვის პერანგის ყიდვა მინდა და გამყევიო ...
-და შენ რა უთხარი ..?!
-ვაიმე, ქეთო ...-ხელებში ჩარგო წახდენილი სახე-დავთანმხდი.
-ვერ გავიგე, რომელს დათანხმდი.
-დგებუაძეს!
-თუ მჯეროდეს!-სკამზე შევსწორდი მე გაბადრული სახით.-აეგრე, უნდა ამებასტვინიან პაშიკოს. იაროს მარტო საყიდლებზე და საერთოდაც იცი რა?! ქალებმა ცოტა თავი თუ არ დავიფასეთ არაფერი გამოვა, ყველა კაცმა უნდა იცოდეს, რომ ქალი პირველ რიგში არი ქალი და მერე არი შეყვარებულიც, მეგობარიც, დაც და ძმაც.
-ქალი ძმა ვერ იქნება ...
-იქნება და ნუ მასწავლი!
-კი ბატონო ...-ამოიჩურჩულა და თავი დახარა.-ანუ სწორად მოვიქეცი?!
-დიახაც, მეტიც, უსწორესად. არა ბიჭოს, სად არი პაშასთვის შესაწირი ახალგაზრდობის წლები?! ხო ჩემი ბიძაშვილია,მაგრამ აშკარად მამამისის გენებზეა წასული ...
-არასწორად თქვი ...
-რა?!
-არაფერი.-უჩვეულოდ მშვიდი იყო ტატა.
-შენ ხო იცი, ბიძაჩემი პაშას დედამ რომ მოიტაცა?! არა, გამაგებინე გინდა შენ პაშას მოტაცება?
-არა, რას ამბობ.-დაეჭვებულმა გადააქნია თავი ტატამ.
-ჰოდა არ აწერს ხელს ამ „გეორგიევსკის ტრაქტატს“ და რას უცდი სამეფო კარზე ნაკურთხი ელჩივით?!
-მართალი ხარ.
-კი ბატონო, ჩემთვის და სოლომონ ლეონიძისთვის რომ დაეჯერებინათ ... ეჰ, რა ქვეყანა ვიქნებოდით?!
-ქეთო ...-თვალები აატრიალა ტატამ.
-კაი,ხო კაი, არანაირი ისტორია!
-წავედი ახლა მე. შენ დილიდან დაიწყე ჯანსაღი ცხოვრება. ადექი, გაიარ-გამოიარე, სკოლაში ადრე წადი, რაღაც მიდექი-მოდექი, ახალგაზრდა გოგო ხარ ...-კარისკენ მიმავალ გზაზე იყო ამაყად რომ იძლეოდა მითითებებს.- მოემზადე, ქორწილისთვის. შესანიშნავად უნდა გამოიყურებოდე ... დავამხოთ ერთხელ და სამუდამოდ პირველყოფილ სიყვარულთა კულტი, თორემ აღარ არი საშველი, ხომ ხედავ, ჩემი ხელით ნაცემ ბიჭთან მივდივარ შეხვედრაზე, ესაა ენა და მამული?! არა გეკითხები, მე შენ ეს არი სარწმუნეობა?! არა,გენაცვალე გაგიჟდა სამყარო ...-სიცილს ვერ ვიკავებდი მის ამ გამოსვლებზე.კარი გამოაღო და ზღურბლთან მდგარი ჩემკენ მობრუნდა- ქეთო, დღეს არასტანდარტული იმიტომ იყავი, მე კი არა ვიღაც სხვას უღიმოდი ფანჯრიდან. - გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და კიბეები აუღელვებლად ჩაირბინა.
კარი ვარაუდით დავხურე და გაოგნებულმა, ყბაჩამოვარდნილმა და კიდევ სასიამოვნო ჟრუანტელით გაბრუებულმა გაუცნობიერებლად წავედი აივნისკენ.
აღარ იჯდა.
ფარდები გადავწიე, ჩავიცვი და სკოლაში ისე წავედი ფიქრის უნარი საერთოდ გამოვურთე საკუთარ თავს, როგორღაც.


მშობელთა კრება მქონდა კლასში.
ბავშვების აწურულ სახეებზე იმდენს ვიცინოდი გულში თავი ტირანი მეგონა.
ნელ-ნელა ივსებოდა კლასი სათნოს შერეული შეშინებული სახეებით, რომლებიც, რა თქმა უნდა, ბავშვების მშობლებს ეკუთვნოდა.
ზოგმა წინასწარ იცოდა რა ყოფა-ქცევის ბავშვი ჰყავდა და წინასწარ მიყურებდა დამფრთხალი თვალებით.
რა ვქნა, ამ დროს მშობლებიც ბავშვებს ემგვანებიან და მათზეც მეცინება.
-გამარჯობათ ..-თითქმის ყველა სკამი,რომ შეივსო, მეც გაღიმებულმა დავიკავე ჩემი ადგილი და მშობლებს მივესალმე.-ისეთი კარგი შვილები გვყავს, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მათი აღზრდისთვის.-ხმა არ გამიგია, მაგრამ ვიგრძენი როგორ ამოისუნთქა ყველამ და მათთან ერთად მეც მოვდუნდი.-საერთო ჯამში კლასში მშვენიერი გარემოა, როგორც ყოფა-ქცევით ასევე აკადემიური მოსწრებით...-სიტყვა დასრულებული არ მქონდა კარი, რომ გაიღო და კლასში ანდრე არველაძე შემოვიდა, მშობლების არ ვიცი, მე დავიძაბე.
-ბოდიში დაგვიანებისთვის ...-ამოიბურტყუნა და პირველ მერხზე მოთავსდა ჩემი ნერვების დასაწყვეტად. ახლა ათამდე დათვლა და ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ ასე საჯაროდ ვერ შევილახავდი ჯანმრთელი ადამიანის რეპუტაციას.
-ბავშვები ზოგადად სამყაროში ყველაზე ფაქიზი არსებები არიან და აუცილებელია მათთან ურთიერთობისას შევარჩიოთ სიტყვები, ქცევები ... თითოეული თქვენი ნეგატიური სიტყვა მათ მიმართ აისახება მათ განწყობაზე და შემდგომში მათ დამოკიდებულებებზე ამა თუ იმ საკითხების მიმართ. მასწავლებლებს, ხშირად გვეშლება რაღაცები პატარებთან, მაგალითად ხშირად ვაძლევთ მათ შენიშვნებს უმეტესად დამსახურებულად, მაგრამ არის მომენტები, როცა რაღაცებს ვერ ვზომავთ ... მარტივად რომ აგიხსნათ დღეში ყველაზე მინიმუმ ას ორმოცდაათ ბავშვთან მაინც გვიწევს კონტაქტი და რთულია ყველა მათგანის ხასიათს მოერგო, ყველას სურვილი გაითვალისწინო და ყველასთან სიტყვები შეარჩიო. ამის გამო ხშირად არის, რომ ბავშვებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ ჩვენს მიმართ და ყველა ამ პროტესტს სხვადასხვაგვარად გამოხატავს. თუ რომელიმეს კარგი ფანტაზია აქვს გეოგრაფიის მასწავლებელს კალიას უსვამს ჩანთაში, ზოგი თმებში ... ნუ მესმის, რომ ძალიან მიმზიდველია გეოგრაფიის მასწავლებლის თმები გაბრაზებული მოსწავლისთვის და მისი კალიისთვის, აბსოლუტურად მესმის!-ყველას გაეცინა, მეც ცოტა მოვდუნდი-ზოგს ასეთი საოცარი ფანტაზიის უნარი არ აქვს და თუ გეოგრაფიის ან მათემატიკის მასწავლებელი შენიშვნას მისცემს, რატომღაც ჰგონია, რომ ამით დასრულდა ამ საგანთან მეგობრობა. პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მათემატიკა დღემდე არ მიყვარს და საკუთარ თავში ერთხელ მასწავლებლისგან წამოსული არასწორი ფრაზით გადავუსვი ხაზი მათემატიკასთან მეგობრობის ყველა შანსს. იცით, მე მასწავლებელს იმას ვერ ვეტყვი, რასაც თქვენ გეუბნებით ... სწორად გამიგეთ, ბავშვებთან იმეგობრეთ, რომ ნებისმიერი მათი პრობლემა, იქნება ეს სკოლის, ეზოს თუ სხვაგან „შეძენილი“, არ დარჩეთ უთქმელი. კალიებს, ხოჭოებს და გაკვეთილის პროცესში გახდილ ფეხსაცმელებს, იმის გამო რომ ტერფებზე დასცხათ მოვერევი, მე აქ, მაგრამ გულში ჩახვეულ ტკივილს, პროტესტს უფრო ღრმა მუშაობა ჭირდება. ბავშვების პროტესტი ძირითადად არის ასაკთან დამოკიდებული. დაანახეთ, რომ მისი აზრი თქვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი თანატოლის, ნუ აღიქვამთ მათ მხოლოდ პატარებად, რომლებსაც დღეს თუ რამე ეწყინება ხვალ არ ემახსოვრება, მათ ეს ასაკი გამოიარეს.უკვე საკმაოდ დიდები არიან, რომ აღიქვან წყენა და დაიმახსოვრონ. ახლა იმ ასაკში არიან, როცა იწყებენ თავიანთი პაწაწუნა ხელებით ახალი სამყაროს შენებას. მინდა რომ თქვენ შვილებში სწორი ინვესტიციები ჩადოთ განათლების და ურთიერთობების მხრივ. კითხვები გაქვთ?!
-ქალბატონო, ქეთო დაჩის ვერაფრით შევაყვარე წიგნების კითხვა, არადა ისე როგორ შეიძლება?!-წამოიმართა ახალგაზრდა ქერა ქალბატონი.
-დააინტერესეთ წიგნის შინაარსით, ცოტა რამ მოუყევით წიგნის შესახებ, პერსონაჟის შესახებ ... თუ ვერ გაჭრა სხვა მხრივ დააინტერესეთ, მაგალითად თითო წაკითხულ ფურცელზე ნებისმიერი რამ დაუწესეთ „საჩუქრად“ ან კომპენსაციად როგორც თქვენ გადაწყვეტთ. მხოლოდ არ დაემუქროთ, თუ არ წაიკითხავ ვერ ითამაშებო, ასე უფრო შეძულდება, ასე რაც უნდა მოეწონოს წიგნი ის პროტესტი არ გაუშვებს, რასაც ამ მუქარით ჩაუნერგავთ.
-ნიკუშას სწავლა საერთოდ არ უნდა, მეცადინეობა ჭირის დღესავით ეზიზღება.
-ნიკუშას მონაცემებით სპორტის მასწავლებელი აღფრთოვანებულია, ანუ მოსწონს სპორტი ... დააინტერესეთ ამ მხრივ, დაპირდით რომ სპორტზე შეიყვანთ თუ კარგად იმეცადინებს ... ოღონდ დაპირება აუცილებლად შეუსრულეთ.
-ეს მუქარა არ არის?!-გაეღიმა ანდრეას.
-არა, ეს სარფიანი შემოთავაზებაა, რომელსაც ბავშვიც კი სწორად აღიქვამს.
-ნიშნები, ქეთო მასწავლებელო?!
-რაც შეეხება ნიშნებს, ძალიან გთხოვთ მოერიდეთ ამ თემაზე ბავშვებთან საუბარს. ნიშანი არ წყვეტს ბავშვის განათლებას, ამას მასწავლებლებიც კი ვაღიარებთ, ბავშვის ორიენტირი გაკეთებული უნდა იყოს სწავლაზე და სწავლის ხარისხზე და არა ნიშანზე. არ მინდა ბოლოს ხელში ცარიელი ნიშნები დაგვრჩეს ან ამ ნიშნების გამო დასტრესილი ბავშვები, რომლებსაც არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ საგნის მიმართ.
-ხარისხს, როგორ გავიგებთ თუ ნიშანი არ გვეცოდინება?!-გაეღიმა ანდრეს.
-ზოგჯერ შეუმოწმეთ საბას დღიური, იქ აუცილებლად ნახავთ ყველა მის ნიშანს, მე მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რომ თუ ბავშვი შვიდს ან ექვსს მიიღებს არ ღირს ამის გამო მისი დასტრესვა, ამით არ განისაზღვრება არაფერი. მხოლოდ მოტივაცია უნდა გახდეს, რომ ხვალ ეს ნიშანი გააუმჯობესოს.
-დღიურებს ისევ აწარმოებენ?-ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
-სწავლის დასაწყისში ასე გადავწყვიტეთ, ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს თავისი შვილის ნიშნებზე,რომ წლის ბოლოს უსიამოვნო სიურპრიზები თავიდან ავირიდოთ.
-სად იყო ჩემ დროს ასე?!-გაეცინა შუახნის ქალს-ბავშვის ფსიქიკა და ფსიქოლოგია, ჩვენსას არავინ კითხულობს?!
-ჩვენ დროს რომ არ იყო ფსიქიკა და ფსიქოლოგია, ამიტომაც სჭირდებათ ჩვენს შვილებს !-ჩაიქირქილა მეორემ,მე და ანდრემ სიცილი ძლივს შევიკავეთ შუახნის ქალბატონის აპილპილებულ სახეზე.
მშობლები მოდიოდნენ და თავიანთი შვილების შესახებ რაღაცებს მეკითხებოდნენ,მე კი თვალს ვერ ვაშორებდი კართან მდგომ ანდრეს,რომელიც აშკარა იყო მე მიცდიდა.
ნელ-ნელა კლასიც დაიცალა და მარტო აღმოვჩნდი ჩემს მაგიდასთან.
გულზე ჰქონდა ხელები გადაჯვარედინებული და გაღიმებული მიყურებდა.
-რას ერჩოდნენ?მართალი იყო ის ქალი ...-დაიწყო მომღიმარმა ლაპარაკი, მე ნივთებს ჩანთაში ვალაგებდი.-ჩემ დროს შენნაირი მასწავლებლები, რომ ყოფილიყვნენ ...
-მთელი ეს დრო სად იყავით?!-მზერა გავუსწორე გაღიმებულს და დეტალურად შევისწავლე მის სახეზე ემოციების ცვლილება.
-ვერ გავიგე ...
-წლის ბოლო კრებას ესწრებით, მთელი ეს დრო სად იყავით?!
-საფრანგეთში.-ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. პირველ მერხთან სკამი გამოწია და დაჯდა.- ოთხი თვეა რაც ქალაქში დავბრუნდი.- და როგორღაც ვიგრძენი, რომ მეც უნდა დავმჯდარიყავი.-ჩამოვედი თუ არა, მაშინვე „ფანჯრის“ ამბებს მივხედე, ვიცოდი რომ დედაჩემი აქტიურად იყო ჩართული საბას განათლებაში. მე სახლში მარტო ვცხოვრობ, ძალიან რომ მომენდომებინა იმაზე მეტს ვერ გავაკეთებდი, რაც გავაკეთე ...
-ბავშვი დედათქვენთან ერთად ცხოვრობს, ხომ ასეა?!
-ასეა ...
-მარტო.
-მარტო.-მძიმედ დამიქნია თანხმობის ნიშნად თავი.
-საბას მდგომარეობა კრიტიკულია, იცით ეს?!
-ვიცოდი, რომ მთლად კარგი მოსწავლე არ იყო, მაგრამ ...
-რას ნიშნავს კრიტიკული მდგომარეობა ეს ხომ იცით?!
-ვიცი.-გაეღიმა და თავი ჩაქინდრა დამნაშავესავით.
-საკმარისია მხოლოდ ერთი საყვედური შევიდეს საბას მისამართზე და დირექტორისგან მე კი არა მინისტრი ვეღარ იხსნის. ის რაც საბას სჭირს მარტივი არ არი, იცით?! -თმები ყურზე გადავიწიე და ჩამოწეული მტევნები უნებურად გავწიე წინ საუბრის პროცესში.- ამ ბავშვს ოჯახი აკლია, ის რასაც აკეთებს მისი მაქსიმუმია, მეხუთე კლასელ ბავშვს სხვას ვერ მოვთხოვ, ბიჭია და იმ ასაკში შედის, სადაც ... როგორ გითხრათ ...
-მამა სჭირდება.
-დიახ, მამა სჭირდება. მისთვის იმის სწავლება რომ ყველას პასუხი უნდა დაუბრუნოს საკმარისი არ არის, ანდრე.-ხმა უფრო თბილი და ამავდროულად მომთხოვნი გამიხდა.
-სხვანაირად არ გამოუვა.- თავი მაღლა ასწია და ნაღვლიანი მზერით ჩამაშტერდა თალებში-ამაზე ორი აზრი თუ ვინმეს აქვს პირადად შემხვდეს. პირადად ამიხსნას, როგორ უნდა ვასწავლო დის შვილს თავის დაცვა ვიღაც ... თუნდაც მისი თანატოლებისგან. ბიჭია და სხვაგვარად არ გამოუვა, გესმის?! ის რაც საბამ მომიყვა, გეფიცები ძალიან რომ არ ეთხოვა ვერავინ დამაკავებდა იმ გივია თუ გივიკოს მამამის ცემაში.
-თქვენ თავად გაქვთ ... სიბრაზის მართვის პრობლემა,მგონი.-ძლივს ამოვილუღლუღე მე.
-ბატონო!? -ირონიულად ჩაეცინა და ახლა უფრო თამამი გაუხდა მზერა, თითქოს მის ტერიტორიაზე შევაბიჯე- ბავშვს გოგოების და მისი მეგობარი ბიჭების თანდასწრებით დედას აგინებს და ოჯახის პრობლემებს უხსენებს, უკაცრავად მე მაქვს სიბრაზის მართვის პრობლემა?! დირექტორთან კრიტიკულ ზღვარს მარტო საბამ მიაღწია და იმ ბავშვის პირად საქმეს არავინ განიხილავს?!
-ამის შესახებ საკმარისი პასუხი გავეცი ბავშვის დედას.
-და კიდევ ერთხელ დაანახეთ, რომ საბას გვერდით დედა არ ყავს არა?!-მეგონა გულზე ხელი წამიჭირეს და ძლიერად მოუჭირეს თითები მთავარ ორგანოს. პულსმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.- მე რატომ არ დამირეკეთ ..?!
-თუ იცოდით ...
-მე გუშინ გავიგე, ქეთო.- ხმა ჩაუქვრა თითქოს-საბას ჩემთვის ეს ამბავი მანამ არ უთქვამს სანამ არ გაიაზრა, რომ კრებაზე მოსული ამას უთუოდ გავიგებდი თუ მისგან არა შენგან მაინც. შენ მე ეს არ მითხარი, არ მომიძიე, საქმის კურსში არ ჩამაყენე.
-მე დედათქვენის ნერვიულობას მოვერიდე ... არ მეგონა ...
-მესმის, არ გეგონა თუ საბას გვერდით დედაჩემის გარდა სხვაც იყო ვინმე.
-არ გამოჩენილხართ, მართლა არ ვიცოდი ...
-მესმის, არაუშავს.-გაეღიმა და ისევ ჩაქინდრა თავი.-ველაპარაკე უკვე იმ ბავშვის მამას და ყველაფერი მოგვარდა.
-ეჩხუბეთ?!-თვალები დამექაჩა მე.
-არა, არა რა ვეჩხუბე,-სიცილი ვერ შეიკავა მან და სკამს ზურგით მიეყრდნო გაღიმებული- ასეთი პატარა ბიჭის იერს ვტოვებ?!
-პატარა რა შუაშია ... ორი წამის მეგონა ...
-სასიამოვნო, არ არი ხო საბას ოჯახის ადგილას ყოფნა როცა ასეთ ამბავს იგებ?!
-არა, მართლა არ არი გივიკო ცუდი ბავშვი, უბრალოდ ასეთ ასაკში, ვერ აკონტროლებენ ხოლმე თავიანთ სიტყვებს. თავის დამკვიდრებას ცდილობენ და ვერ ხვდებიან ხოლმე ზოგჯერ ეს რის ფასად ჯდება და უღირთ თუ არა თანატოლების გულის ტკენა ამად. ასე დაემართა გივიკოსაც ...
-მესმის ქეთო ... ის ასაკიცაა, როცა რაღაც გარემოებები გაუაზრებელ პატარ-პატარა ტრამვებს გაყენებს და მერე მთელი ცხოვრება გიწევს თითო-თითოს ზიდვა. ბიჭებში ეგ თავის დამკვიდრება ცოტა სხვაგვარად არი, იცი?! საბა ხვალ უბანში უნდა გავიდეს, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ იქ უნდა დადგეს და მთელი დღე და ღამე იქ გაატაროს, არა, მაგრამ რომ გავა უნდა დაედგომებოდეს, ხვდები?! ასეთ სიტყვებს იმახსოვრებენ ბიჭები, მაგათ ასაკში მათი თანატოლები ქმნიან და აყალიბებენ სანაცნობო წრეს და დღეს რომ გივიკოს ეგეთი შეცდომა გაუვიდა და პასუხი არ გასცეს, ხვალ ვიღაც შაკომ გაიგონა დაინახა და აი, როგორ გითხრა ... უბანში გაიტანა რა. აი, დღეს დადაშვილს შეაგინეს და იმან გაუტარა. ეგრე არ არი, ხვდები?! საბას ამას არასდროს ვეტყვი, რომ პასუხი არ გაცეს ისეთ დეტალებს, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ხოლმე მის პიროვნებას აი, შიდა ფსიქოლოგიასაც რომ შეეშვა, სოციუმიც ეყოფა ამ ყველაფერს საპირწონე პრობლემად, ხვდები? ცემა კი არ არი გამოსავალი - თავის დაცვის სწორი გზა არი პრობელმის მოგვარების ფუნდამენტი. საბასთვის იმის სწავლება ხელი მოუქნიეთქო მარტივია, სწორი პასუხის გაცემის სწავლას საბაც იმდენ დროს მოანდომებს, რამდენსაც ყველა ვანდომებთ ხოლმე, ხვდები?!
-ვხვდები.-სიტყვები გამომეცალა მე.
-სანამ აქ ვიქნები, მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე საბაზე. უნდა შემპირდე, რომ რაც უნდა მოხდეს ყველაფერს შემატყობინებ.
-მიდიხართ ?!-უნებურად წამცდა მე.
არ გამორჩენია.
უბრალოდ არ შეიმჩნია ღიმილი.
-ვნახოთ.
-კარგით, ეს სკოლის ბოლო კვირაა, მაშინ მომავალ წლამდე.-მკრთალად გავუღიმე და წამოვდექი.
ისიც წამოდგა და კლასი დავტოვეთ.
დამემშვიდობა და სანამ სამასწავლებლოდან გამოვიდოდი ისიც წავიდა.


***
“The world needs miracles, strange and beautiful miracles.”
“Everything big starts with something small.”
„სამყაროს სჭირდება სასწაულები, უცნაური და ლამაზი სასწაულები“
და
„ყველაფერი დიდი რაღაც მცირედით იწყება.“
დილის ცხრაზე ტელეფონის ხმამ რომ გამაღვიძა ამ ყველაფრის ჭეშმარიტებაში მაშინ დავრწმუნდი.
-გძინავს.-ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, არა უფრო ძლიერი ან მოკლედ არ ვიცი, მესიამოვნა მოსმენა, სულ ეგ იყო.
-ვინ ...-ბალიშიდან ისეთი სისწრაფით ავწიე თავი თავბრუ დამეხვა.
-მე ახლა ჩავდივარ შენს კიბეზე.
-ანდრე ...-ამოვილუღლუღე ბნედადაცემულმა და ძლივს შევიმაგრე თავი საწოლიდან წამომხტარმა პირდაპირ იატაკს რომ არ დავნარცხებოდი.
-კარი მალე გააღე, გაცივდება.
-რა ... რა ...
-დილამშვიდობისა, ქეთო.-ტემბრით ვიგრძენი როგორ იღიმოდა.

კარი გამოვაღე და მისი უცნაური ფინჯანი რომ დავლანდე თვალები დამიმრგვალდა უცნაური შეგრძნებებისგან.
ცხელი ყავით იყო სავსე.
ყავა ზოგადად არ მიყვარს.
„ზოგადად -ყავა“ არ იყო.
დედასგეფიცებით, მართლა არ იყო.
ძალიან ფრთხილად უნდა ამოეტანათ რომ არ დაღვრილიყო ცხელი სითხე.
მუხლებში მოკეცილი იატაკზე ჩავჯექი და უნებური სიცილი ვერ შევიკავე.
ჭიქა ფრთხილად ავიღე და სახლის კარი ფეხის მარტივი მოძრაობით დავკეტე.
ტელეფონი რომ ამღერდა სასწრაფოდ ვეცი და ეკრანს აკანკალებული თითი გადავუსვი.
-ანდრე!-წამოვიყვირე უნებურად და დაველოდე ხმას როდის ამოიღებდა.
-დაგეწყო შე საცოდავო?!-ხარხარი ატეხა პაშამ, ჩემმა დეგენერატმა ბიძაშვილმა.
-რა ჯანდაბა გინდა?!-ჩავკივლე ყურში და ნერვებმოშლილი დავეხეთქე საწოლზე.
-შენ და, რას შვრებოდით შენ და ტატუკა გუშინ?!
-რას ვშვრებოდით?!
-მე ვთხოვე წაყოლა საყიდლებზე და არ მცალიაო, ვიფიქრე რომ შენთან ერთად ...
-ააჰ, გუშინ?! გუშინ თორნიკეს უნდა შეხვედროდა, ხო არ ეცლებოდა პრინციპში.
ორ წამიან დუმილს მზაკვრული ღიმილით შევეგებე და ფინჯანი მარცხენა ხელის მტევანში მოვიქციე. -პაშკა, აქ ხარ თუ ...
-ვინ თორნიკე?!-სულაც აღარ იყო პირვანდელივით ხალისიანი.
-თორნიკე დგებუაძე, არ გახსოვს?! ჩვენი კლასელი იყო.
-რომ ცემა ეგ დგებუაძე?!-დააკონკრეტა გაოგნებულმა.
-ხო, მესამე კლასში რაღაც სისულელეს გულში ხო არ ჩაიდებდა?!-ტუჩები დავიჭამე სიცილის შეკავებისგან.
-რა მესამე კლასში, მეათეში არ ცემა?!-ნერვები ეშლებოდა პაშას.
-ეგ რა ცემა იყო?! დიდი ამბავი, გოგომ თავი დაიფასა, მოკლედ მითხარი, პაშა რა გინდა, სამსახურისთვის უნდა ...
-რა სამსახური, გააფრინეთ თქვენ?! ვინ თორნიკე დგებუაძე, გოგო?!
-ხოო ... ეს უკვე ტატამ უნდა გითხრას, აბა რა ჩემი საქმეა?!
-ქეთო, თმებიდან გაგცლი შენთავსგეფიცები, დროზე მოყევი, რა უნდა დგებუაძეს ოცდამეერთე საუკუნეში!
-მეოცეში არც არასოდეს ყოფილა ...-აუღელვებლად ვუპასუხე და ფინჯანს მომღიმარი მზერა შევავლე. საერთოდ არ იყო ახლა პაშას დრო, მაგრამ ბედნიერების დროს არც შენი მეგობრების ბედნიერება არ უნდა დაივიწყო.
-რას ნიშნავს?!-ყვირილამდე ცოტა უკლდა ბიჭს.
-ანუ ჩამოწერილი არც არასდროს ყოფილათქო, ამას. ზოგადად გოგოები ეგეთ ბიჭებს არასდროს წერენ ხოლმე მეოცე საუკუნის რიგებში, ეს ისე, გაკვეთილი ისტორიის „თიჩერისგან“, ათასი ბავშვის მშობელისგან და რამე!
-შენ ახლა მოგინდა ყველა ბოროტებაზე შურისძიება თუ რა ტონია?!
-რა ტონია?!
-აი, „მეტის ღირსი ხართ ეს კაცები და ამოწყდით ყველა განურჩევლად გვარისა და ტომისა“.
-მაგდენს თუ ხვდები შე კაი კაცო ...
-ქეთევან!
-აი, რა გაყვირებს?! რა მოხდა ვერ გავიგე, „მეგობრები“ არ ხართ?!
-გაჩვენებთ მე თქვენ მეგობრობას, მაგ დგებუაძის ნომერი არ გაქვს?
-არ მითხრა ახლა ტატას გამო საქმე უნდა გავურჩიოო!-გადავბჟირდი სიცილისგან მე.
-არა, აი მესამეში პავლეს რომ მეძახდა ასო-ასო უნდა დავამარცვლინო ჩემი სახელი სადმე რომ არ გადამეკვეთოს.
-შენ და, პრიუსის ავზი აავსე რა, ისეთ საქმეზე მიდიხარ გზაზე არ გაგიჩერდეს.
-აი,შეენ?!-სახე დაებრიცა ზუსტად ვიცი პაშას-შენც მოგივლი,დამაცადე!
-კი ბატონო?!-მხრები ავიჩეჩე და ტელეფონი გავთიშე.
ცხელი ყავის არომატი ოთახის ყველა მოლეკულას ავსებდა ერთბაშად.
ღიმილებს მპარავდა თითქოს ლოყებიდან და თავისთან მიჰქონდა.

ტელეფონი ავიღე და იმ ნომერზე დავრეკე დილით რომ გამაღვიძა მისმა ზარმა.
-არა, არ გეტყვი.-გაოცება ვერ დავმალე პირველივე ზარზე მისი ხმა რომ გავიგონე და წინადადების შინაარსისგან ყბადაღებულმა ჭიქას დავაშტერდი უაზროდ.
-ასეც ვიცოდი ...-გამეღიმა, მივხვდი რასაც გულისხმობდა. ყავის უცნაურ არომატს და ფაქტს, რომ არც ერთი აქამდე გასინჯული ყავა არ გამოირჩეოდა ასეთი უცნაური გემოთი.
-ვიცი, რომ მაგ ჭიქას არ გადააგდებ, მეტიც თვალის ჩინივით მოუვლი.-იცინოდა მშვიდად, უზომო სილაღით და რაღაც ბუნებრივი ბედნიერებით.- ამიტომაც არ გაგაფრთხილებ, რომ მოვა დრო და მოგიწევს შენ მომიმზადო ყავა მე კი ჩემ ჭიქას მოვითხოვ.
-ზედმეტი თავდაჯერებულობაა, ბატონო ანდრე!-მეგონა რომ სხეულის ყველა უჯრედი თავისი შემადგენლობით იღიმოდა, ასე უაზროდ და უცნაურად.
-გარდაუვალი ფაქტების თეორიები, მეეჭვება მოსმენილი გქონდეს, არ ვიცი შენ დროსაც კითხულობდა თუ არა ლექციებს მაყაშვილი.
-სამაგიეროდ იცი რომელ უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი ...
-შენ რომ იწყებდი მე მაშინ მაგისტრატურას ვამთავრებდი.
-როგორ, ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით და ...- და უეცრად ვიკბინე ენაზე.
-და, ხო ვერ შემემაჩნიე.-გულიანად გაეცინა და ვერც მე შევიკავე ღიმილი, უკვე მერამდენედ მემართებოდა, რომ უნებურად ვავლენდი იმ საიდუმლო დეტალებს,სხვა დროს რომ სჯობს არ იცოდნენ და შენთვის შეინახო.- იმიტომ რომ თავის დროზე მე შეგამჩნიე, ქეთო მასწვალებელო.
-ანუ გამოდის ექვსი წლის წინ ...
-ექვსი წლის წინ ძალიან პატარა გოგო იყავი.-ხმაში დაეტყო ღიმილი.
-და მთელი ექვსი წელი ?!
-ყველაფერს თავისი დრო აქვს, რომელსაც ვერც დააჩქარებ და ვერც შეაჩერებ.
-შენი კითხვის ნიშნების სილამაზე პიკშია.-ვერც მე შევიკავე სიცილი.
-შენც ხედავ?-ისევ ისე იღიმოდა ის.
-მე სამოცდაცხრამეტი პროცენტით იასამნისფერს და ოცდაერთი პროცენტით წითელ ფერების ნაზავს ვხედავ შენ ჭიქაში.
-სადღაც წავიკითხე, რომ ცა არი დილის ექვს საათზე იასამნისფერის და წითელის ტონალობაში, იცოდი?!
-მხოლოდ ზაფხულობით და გაზაფხულის დასასრულს.-სხეულში სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელის იმპულსებმა.
-დამავიწყდა, რაღაცის ფერიაო ამბობდნენ ...-ზუსტად ვიცოდი არაფერიც არ დავიწყებია. გამეცინა, ხმამაღლა და გამოთქმით გამეცინა. ისიც მიხვდა ვიცოდი.
-მეძახიან უნდა წავიდე, ყავისთვის მადლობა, ჭიქას თვალის ჩინივით გავუფრთხილდები, სხვა დანარჩენზე რა მოგახსენო ... ზოგადად ყავა არ მიყვარს.-უდარდელად ჩავილაპარაკე და ტელეფონი გავთიშე.
ფანჯრის კედელთან ჩაცუცქულმა ფრთხილად გადავწიე ფარდა, ახლა ვინატრე დოდომ დამიძახოს და სავალდებულო იყოს ფანჯრიდან გადმოხედვათქო.
დოდო ისე დუმდა, როგორც ჩემი პულსი, რომ დავინახე თავისი „ფანჯრის“ ფანჯარასთან იდგა, ტილოს შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, თეთრი პერანგი იდაყვებამდე აკეცილი ჰქონდა შესაშური სიზუსტით და მაჯის სავარაუდოდ მძიმე საათი ალბათ მასთანაც სრულ ათ საათს უჩვენებდა. იდგა, ჩემნაირი ყავის ჭიქით ხელში და იცინოდა.
ხო.
არა.
მიცინოდა.
თავი დაბლა ჩავყავი და ისტერიული სიცილი ამივარდა.
ჯანდაბა.
დამინახეს-თქო ვფიქრობდი და გიჟივით, გეფიცებით, გიჟივით ვიცინოდი.


***
-გეფიცები ჩემ მანქანას ერთი ნაკაწრი რომ ჰქონდეს ... -იმუქრებოდა სასაცილოდ პაშა და ეჭვნარევი მზერით უყურებდა ტელეფონში ჩარგულ ტატას.
-პაშიკ, დამშვიდი, პრიუსია გაიტანს,რა!-ხელი აიქნია ოლიკომ და კიდევ ერთხელ შემაგულიანა.-აბა, ქეთევან, შენ იცი და შენმა ქალობამ! ქალი რომ გაგიშვან ტაშისკარის ბრძოლის ინსცენირებას გააკეთებ დოდოს, ნუგზარის და ძაძამიების მონაწილეობით და ერთი მანქანის ტარების სწავლა რა გაგიხდა?!-თავადვე იგუდებოდა თავის „ხუმრობაზე“.
-ტატა, შენც მითხარი რამე და ბარემ დავიწყოთ?!-ამოვილაპარაკე ტვინადუღებულმა და საჭესთან დავჯექი.
-მიდი,მარტივია.-სინქრონში გადავხედეთ სამივემ მომღიმარ ტატას, რომელიც საერთოდ არ გვიღიმოდა ჩვენ, „დაჟე“ არც პაშას.
-შენ, რამე ხომ არ გაქვს სათქმელი?!-შეუწუხდა გული პაშას.
-არა, რატო!?-გაკვივრბეულმა ამოხედა ჩემს გვერდით მჯდარ ბიჭს.
-არა, რა ვიცი ... იქნებ ...
-დაძარი ქეთო ამიდუღდა ტვინი!-ამოიწუწუნა და სავარძელს ზურგით მიეყრდნო. ჩემს გასწვრივ, უკან მჯდარმა ოლიკომ ისე მიჩქმიტა წინ გადმოწეული ხელით ფერდზე გავლურჯდი.
-ჯერ რას ვაკეთებთ?!-არც პაშას უჩანდა ნირი სახეზე.
-ვიკრავთ ღვედს.-ბეჯითი მოსწავლესავით ვუპასუხე მე.
-კარგი ...-ორი წამი რომ გავიდა და საჭეზე ხელებჩავლებულ, თვალებდაქაჩული მე არც გავტოკებულვარ სამივემ ერთ ხმაში შესძახეს : „შეიკარი მერე!“
-ტაშისკარიც რომ არ გაჭრის ცუდად არი საქმე ...-იმედგადაწურულმა ოლიკომ ისე გადააქნია თავი უარესად შევშინდი.
-გოგო რას გახევებულხარ სასურათე მკვდარივით, დაძარი მანქანა!-შესძახა ნერვებმოშლილმა პაშამ და მეც ინსტიქტურად მივყევი მითითებას.
-ქეთევან, თუ შენზე ადრე გავლიე სული, არ დაგავიწყდეს, რომ შენს გამო სასიკვდილოდ ჯერ კიდევ უხსოვარ დროში - აქვე დავსძენ იგულისხმება დღევანდელი დღე- გავწირე თავი, ამიტომ ხომ იცი რაც გევალება?!
-სანამ საფლავში არ გაცივდები შენი ქელეხის ლობიოს არ შევჭამ და დამაცადე!
-ჰო, არა გადავამოწმე, თუ გახსოვდა ...
-ვა, მაღლაკელიძეა, გაუჩერე!-თმები ამეწვა თავის ქალაზე.
-რად უნდა ახლა მაღლაკელიძე ამ ამბავს!-ამოწია თავი ტელეფონიდან ტატამ.
-ხელს გიქნევს, გოგო უხერხულია, გაუჩერე!-ხელით მანიშნა სანდროსკენ პაშამ, ვითომ ბრმა ვიყავი და ვერ ვხედავდი.
მანქანა გზიდან გადავიყვანე და გავაჩერე.
აშკარად ვეღარ ვსუნთქავდი, სადღაც ნიკაპსა და ხორხს შორის გამეჩხირა დაუდევარი ემოციების უაზრო ზომის გორგალი.
-ვა, ქეთუშ, მანქანის ტარებას სწავლობ?!-კანი ამეწვა მისი უტიფრობისგან.
-ჰო.-ძლივს გამოვტაცე ჩემს თავს ერთადერთი სიტყვა და კიდევ უფრო მოვუჭირე თითები საჭეს.
-რას შვრები, გუშინ ღამე საღინაძემ დამირეკა, რაღაც ამბავიაო ... -მოიხედა უკან პაშამ და გოგოებთან ჩამჯდარ სანდროს ისე მიმართა საერთოდ დაავიწყდა მე რომ ვმართავდი მანქანას.
-ისეთი არაფერი, რაღაც ფულის ამბავი ვიყო, ვიღაც ფულიან ტიპს არ მიუტანეს თავისი წილი, მერე როგორც ხდება რა, ჩამოვიდნენ და ჩვენც ველაპარაკეთ.- აღმოვაჩინე რომ საერთოდ არ მომწონდა ასეთ თემებზე გოგოების თანდასწრებით რომ ლაპარაკობდა თან ისეთ ტონს იღებდა, აი, ძალიან საქმიანს და შეფარულად თავმომწონეს. „ჩვენც ველაპარაკეთ - მოაგვარა და ამაყობს“ სიცილს ძლივს ვიკავებდი გულში და ვფიქრობდი, აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი სანდროს „ასეთობას“.
-მაგ ბიჭს არასდროს არაფერი არ ეშველება.-გაეცინა პაშას და მალულად შეავლო მზერა ტელეფონში თავჩარგულ ტატას. ახლა მე და ოლიკოს გვეცინებოდა პაშას რომ ვერ ეშველა ვერაფრით ვერაფერი, მაგაზე.
-ქეთუშ, შენ სულ ასე ...
-ქეთო!
-ჰო, ბოდიში, შენ ხო თურმე გწყინს ...-გაეცინა ირონიულად და თავი ჩემსა და პაშას სავარძლებს შორის გადმოჰყო. -სულ ასე ნელა ატარებ?!
-თუ არ მოგწონს გადადი ...-აღმომხდა ფრიად გაღიმებულს და წყვეტილ ხაზზე გადავედი, წინ მიმავალი მერსედესისთვის, რომ გადამესწრო. უკვე შემაწუხებლად ნელა დადიოდა.
-ოლიკო, როგორ მოსწონს ვიტოს თბილისი?!-თითქოს არც გაუგიაო, თავის ადგილს დაუბრუნდა სანდრო.
-ჯერჯერობით ცოტა უჭირს, სანამ მისი ძმა და მეგობრებიც არ გადმოვლენ ბუნებრივიცაა ..
-ისინიც მოდიან?
-ჰო, დროებით ისინიც მოდიან, რაღაცები აქვთ მოსაგვარებელი საერთაშორისო ბაზარზე რომ გაიტანონ პროდუქცია აქ რაღაც საბუთების გაკეთებაა საჭირო.
-ვაა, ძალიან კარგი.
-ქეთო, გადადი!-იყვირა პაშამ და ვერც მივხვდი, როგორ მოხდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საპირისპირო ზოლში დავდიოდი და მათი საუბრის სმენაში გართულს სულ დამავიწყდა ჩემს ზოლში დაბრუნება.
წინიდან მომავალმა მანქანამ დროულად ვერ დაამუხრუჭა და მოხდა.
ავარიაშიც მოვყევით.
-ხო კარგად ხართ?!-ხაოდა პაშა და ყველას გვიმოწმებდა შუბლს და საფეთქლებს.
-ბოდიში, რა ...-ამოვიტირე შეშინებულმა და მანქანიდან ელვის სისწრაფით გადმოვედი.
-ქეთი, კარგად ხარ ..?!-გადმომყვა საჩქაროდ სანდროც და პაშას დამტვრეულ მანქანას მოავლო მზერა.-არაუშავს, გავაკეთებთ, ხო კარგად ...
-აუ, აუ ... აშკარად თქვენი ბრალი იყო ...- დაბურული შუშებიდან ვგრძნობდი ვიღაც მიყურებდა, თვალს ვერ ვაშორებდი დაზარალებულის მანქანას და ანერვიულებული ვერაფრით ვიმორჩილებდი ცრემლებს რომლებიც ღაპა-ღუპით მდიოდა თვალებიდან.
-ჩვენი ბრალი იყო, ტარებას ახლა სწავლობს და ...-ბურტყუნებდა პაშა რაღაცას და ვეღარ გაეგო შავი ჯიპი ეგლოვა თუ მისი ცინცხალი პრიუსი.
-ხო ყველა კარგად ხართ?-დაინტერესდა უცნობი და ის იყო ყველას სინქრონში უნდა დაგვექნია თავი ჯიპის კარი რომ გაიღო და გადმოვიდა ...
-რამ ჩაგაფიქრა, ქეთო?!-მისი ხავერდოვანი ხმა სხეულს დამამშვიდებლად მოევლინა, ერთიანად მოვდუნდი ჩემს წინ ანდრე რომ დავინახე. ჩემკენ მოდიოდა და ჩვენს შორის მანძილი უსაშველოდ იწელებოდა რატომღაც.
-თქვენ ...-ჯერ მე შემომხედა პაშამ მერე არველაძეს.
-ვა, იცნობ?!-გაეღიმა უცნობს და ჩემკენ მომავალ ანდრეს გამოაყოლა მზერა.
-ხო კარგად ხარ? თავი რამეს ხოარ დაარტყი?-ჩემკენ დაიხარა და თბილი ხელებით მიმეფერა ლოყებზე.-არ იტირო, თორე საბას ვეტყვი მტირალა მასწავლებელი გყავსთქო.-გამიცინა და ხელებით ჩემს მხრებზე დაყრდნობილმა,ჩემკენ გადმოხრილმა და ჩემს სახესთან ახლოს მყოფმა გამიცინა , თუ ხო ეს უკვე ვთქვი, გამიცინა.
-შემეშინდა ...-ამოვილუღლუღე და უკან წაღებული გაყინული თითები ლამის ძირში დავიმტვრიე ნერვიულობისგან.
-მართვის მოწმობა როგორ აიღე?-ეცინებოდა და ვგრძნობდი როგორ არ უნდოდა მალე აეღო ხელები ჩემი მხრებიდან.
-ნეპოტიზმი რომ ყვავის მაგის ბრალია, მართვის მოწმობა პირველივე ცდაზე რომ მისცეს!-ენა ვერ გააჩერა ოლიკომ.
-არ მითხრა ას დოლარად ვიყიდე „პრავაო“!-სიცილი აუვარდა ანდრეს, მე ჯერ ისევ ვერ მოვდიოდი გონს.
-არა, იმ ტიპს უყვარდა ბავშვობიდან, აი ვინც გვერდით ზის და რაღაც ქულებს წერს ...-ხელი უდარდელად აიქნია ოლიკომ- ამანაც გაანდო გულის ნადები, რომ ერთი კვირა ენიძლავებოდა პაშა მართვის მოწმობის გამოცდებში ჩაჭრაზე და რომეომ არ გაწირა.
-ვინ რომეო?-მომესმა სანდროს კითხვის ნიშნებით სავსე ხმა.
-ჯულიეტა, რომეო, არაფერი გსმენია ბნელო?!-ჩაერია პაშა.
-ააჰ, ხო უცებ ვერ ... და თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?-დაწინაურდა ორი ნაბიჯით და ანდრემაც ჩამოიღო ჩემი მხრებიდან თავისი ხელები.
-ჩემი მოს ...
-მოკლედ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.-კმაყოფილი ღიმილით გადმომხედა და თვალი ისე ჩამიკრა, მეგონა მხოლოდ მე დავინახე და სხვამ ვერავინ.
-მოვგვარდებით ხო?!-შეპარვით იკითხა უცნობმა და ანდრეს გადმოხედა.
-ხო, რა თქმა უნდა, პაშა ხო?! დაგვიტოვე ნომერი და მოვაკითხავთ მანქანას.-ერთი წამითაც არ შეუხედავს პაშასთვის, ერთი წამითაც არ მოუშორებია მზერა ჩემთვის.
-როგორ ... ჩვენი ბრალი ...
-დაგვიტოვე ნომერი.-გაეცინა ანდრეს.
-არა, არა ...
-კაი, რა.-მზერა ჩემგან პაშაზე გადაიტანა, მერე არ ვიცი როგორ იყო, გაღიმებულმა პაშამ ჯერ მე გადმომხედა მერე ანდრეს, ნომერი უკარნახა და დავიშალეთ.
სახლამდე ისე ვიმგზავრეთ არც ერთს ამოგვიღია ხმა.
მე, სანდრომ და პაშამ ადგილები გავცვალეთ ისე რომ სამივემ გავიაზრეთ სიტუაცია.
პაშას მანქანაში წინა სავარძელი ტატასთვის აღარ იყო.
სანდროს გვერდით ჩემი ადგილი არც არასდროს ყოფილა.
მე საჭესთან აღარ უნდა დავმჯდარიყავი.

***
-იცი როგორ იყო?!-იჯდა ჩემს აივანზე ჩემი ბიძაშვილი და ნერვიულად ათამაშებდა მარჯვენა ფეხს.-დავინახე, მანაც დამინახა, იმ ... იმ ტიპთან ერთად იდგა, ტატა წამო სახლში წაგიყვანთქო ვუთხარი და არ წამომყვა ... იცი როგორი გრძნობა მქონდა? მთელი ცხოვრება რაღაც ერთ მომენტს რომ ელოდები და სხვა დაგასწრებს ...
-ალბათ მთელი ცხოვრება მაგ მომენტში იცხოვრე პაშა და ვერასდროს მოიფიქრე, რომ გესარგებლა შენი ცხოვრებით. მე რომ ტატას ადგილას ვიყო არასდროს დაგიბრუნბდი, არასდროს მიგიღებდი, მეგობრობის სიწმინდეს ისე დაგაჯერებდი სულს ამოგხდიდი და არც ერთხელ გაგიღიმებდი, ისე როგორც გოგონები უღიმიან ხოლმე ბიჭებს, როგორც ტატა გიღიმოდა მთელი ცხოვრება. ყველაფერი გაჩუქა, რაც შეეძლო მოეცა ყველაფერი გაგიყო, ბედნიერების ყველა წამი გიწილადა და შენ რატომღაც ჩათვალე რომ გეკუთვნოდა ... არ ეკუთვნით ხოლმე ასეთი რამეები ადამიანებს, ჩვენ ჩვენი სურვილებით ვანიჭებთ ხოლმე პრივილეგიებს და ჩვენივე სურვილითვე ხდება, რომ უკან მიგვაქვს ის რაც შენთვის ტატასგან ასეთი „ბუნებრივი“ იყო. ყვები ამბავს სადაც ცამდე მტყუანი ხარ და არც ერთი წამით გეტყობა, რომ ნანობ ... ორმოცი წლის ბავშვს ჰგავხარ დედის კმაყოფაზე რომ უნდა იცხოვროს და ეს ამბავი ჩვეულებრივი ჰგონია, ჯანსაღად ჩვეულებრივი. არ იყო ტატა შენთან ვალდებული ამდგარიყო და წამოგყოლოდა, თუნდაც კანი დასწვოდა სურვილისგან, არი რაღაც რასაც სიყვარულიც ვერ ახუნებს,ადამიანის პრინციპები.
-ყოველთვის იმის მამიდაშვილი უფრო იყავი ვიდრე ჩემი ...-ნაღვლიანად ჩაიცინა და აივანზე შემოაწყო გრძელი ფეხები.- დავკარგე, ქეთო?!
-ცაზე ღრუბლები რომ ჩანან ვარსკვლავები იმალებიან, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ქრებიან და მზიანი დღის პროგნოზს არ გამოაცხადებენ ოდესმე ... რა გითხრა?! რომ ვიცოდე შენ ხარ ტატას ვარსკვლავი მაშინ გეტყოდი, რომ იბრძოლე ... მაგრამ ახლა ისიც არ ვიცი სად ჩამოქვეითდი ...
-მგონია, რომ გულს მიწურავ მარტივი ჭეშმარიტებების თეორიებით.
-მაყაშვილისგან მხოლოდ ეგ და დოსტოევსკი არ უნდა გესწავლა.
-სანდრო ასე მარტივად ამოირეცხე გულიდან?!
-ისე გავაქრე თითქოს არც ყოფილა, საკუთარი თავი იმდენად შევიყვარე რომ წითელი პომადა ვუყიდე და მშვიდად დავიძინე. ეგრე ვიცით ქალებმა, ცალმხრივობისთვის გამეტებულ გრძნობას თავდადებული გულგრილობით ვასრულებთ ხოლმე.
-ამ საშუალოდ ბანძი ღამისთვის ზედმეტად მკაცრი და ბოროტი ხარ!
-იცი რა?! გეკუთვნის. ტატას თვალებში თითო-თითო ცრემლად ჩაგროვებული იმედგაცრუებისთვის - უარესისთვისაც მემეტები,პავლე.
-ვგრძნობ, ყველაფერი თავზე მემხობა და ვეღარ ვსუნთქავ.-სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან აკანკალებული თითებით.
„ვინ იცის, იქნებ დაგემხო კიდეც ..“
აღარაფერი მითქვამს.
თავადაც მივხდა რას ვფიქრობდი.

***
იმ დღის ამბავს ვინმე ჩემზე უკეთესი ალბათ ასე დაიყწებდა „... იყო და არა იყო რა.“
მე ასე დავიწყებ ...
„იყო რამე რომ არ ყოფილიყო?!“

-მთავარია, რომ არ აღელდე ... არაფერი ამ ამბავში საუხერხულო არ არის. მარტოც მშვენივრად წამოხვიდოდი, მაგრამ აბა ... აბა ყველა მეწყვილით რომ უნდა მოვიდეს?!- სახე ემანჭებოდა შიგადაშიგ ენუქიძეს.
-შენ გინდა მითხრა რომ ...
-რომ გამწარებულმა შენმა ბიძაშვილმა პავლემ, ჩემზე შურის საძიებლად ტაშკენტა ბარნოვი დაპატიჟა ქორწილში. ვიცი, რომ მოსამზადებლად ეს ამბავი გუშინ უნდა მეთქვა, უბრალოდ ..-ხმა ჩაუვარდა ფერდაკარგულს.
-უბრალოდ?!-ტატას რეაქციიდან გამომდინარე ვხვდებოდი ჩემი ამბავი რამდენად ცუდ სიტუაციაში იმყოფებოდა.
-ოლიკომ მყარი არგუმენტები წარმოადგინა შოკური ეფექტების თაობაზე და გადავწყვიტეთ რომ ...
-რომ?!
-შოკში ჩაგვეგდე რომ გამოსავალი უცებ გეპოვნა, ფიქრის დრო არ დაგრჩენოდა და ...
-და?!
-და გვაპატიე, ქეთო.
-მორჩი?!
-ნუ ხარ ასეთი მშვიდი, მგონია რომ შენ იულიუსი ხარ და მე ბრუტუსი მკვლელობამდე ორი საათით ადრე.
-ბევრი ლაპარაკის გარეშე, მარტო მინდა ყოფნა. - ჩემი ხმა შორიდან მესმოდა. იშვიათად მყავდა საკუთარი მე ასეთ მდგომარეობაში ნანახი და საშინლად მაღიზიანდებდა ჩემი პიროვნების ეს ნაწილი.
-ქეთო ...-ამოილუღლუღა ტატამ.
საფეთქლებზე სისხლი თქრიალით მომაწვა, მეგონა კანი მეწვოდა ლაპარაკის, ჩხუბის, ემოციების გამოშვების სურვილით.
-კაი, რა. ოლიკო რომ ერთხელ თხოვდება და შენ ...- ხმა უფრო და უფრო უუნარო უხდებოდა ტატას. თითქოს ბოლომდე ყველა ბგერით გრძნობდა, რომ იმ ქეთოს შეეჯახა დანარჩენებთან ერთად, რომელიც ქვასავით მყარი ზედაპირის იყო და იდეალურად ისხლეტდა ნებისმიერ ემოციას მისდამი ან მასში არსებულს.
მისაღები კარისკენ რომ დავიძარი ტატას წაშლილი სახისთვის რომ არ შემეხედა ინსტიქტურად დავხარე თვალები.
ვიგრძენი როგორ მძიმე ნაბიჯებით გამოიკვლია გზა ჩემი სამზარეულოდან გასასვლელ კარამდე და კარში გასულმა ფრთხილად შემობრუნდა ჩემკენ.
-გუშინაც რომ გვეთქვა აზრი არ ექნებოდა ხო?!
-რომელი აზრი? - ღიმილში გაბნეულ ირონიას დაჩოქილი ვრეცხავდი საკუთარი სახიდან.
-არ გინდა რა ... დღეს არა, რა.
-მე რომ საჭირო ვყოფილიყავი დღეს ამ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდი. კარგად გაერთეთ მეწყვილეებთან ერთად. -კარი მძიმედ დავხურე და კისერში გაჩხერილი ცნობილი გორგალი ცრემლებად გადავახურდავე.
ავდექი და ვიტირე.
ბევრი.
ძალიან ბევრი ვიტირე.
კართან ატეხილი კაკუნისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია.
ფარდები ჩამოვაფარე.
ოლიკოს ქორწილისთვის შეკერილი რძისფერი კაბა ფრთხილად დავკეცე და შევინახე.
წითელი ტაპოჩკები ყუთში ჩავაწყვე და ისეთ მაღალ თაროზე შემოვაწყვე როგორ ძალიანაც არ უნდა მდომოდა ჩამოღება, ალბათ ვერაფრით გავბედავდი მეორედ იქ ასვლას.
იმ დღეს არც კომპიუტერის განწყობაზე ვყოფილვარ არც ფილმის არც წიგნის არც სინატრა მომდომებია.
ვიწექი საწოლში და ვფიქრობდი ...
„ნეტა ასეთი არ ვიყო“.


მერე რა რომ მე ამ სიტუაციაში ცამდე მართალი ვიყავი ყველასთან.
ადამიანი ზუსტად მაშინ ხარ „კარგი“ მართალ თავს რომ უმართლოსთან გაატოლებ.
კარგი მეგობარი მაშინ ხარ, შენი მეგობარი ცუდს რომ იმსახურებს და შენ მაინც კარგს აკეთებ.
სიყვარული მეგობრულიც და მეორე, უცხოც - იმიტომ არის ზმნა, მოქმედებაში მოყვანა სჭირდება მუდმივად.
მე რომ შენ გიმტკიცებ მიყვარხარ-მეთქი ასე არ არის, რომ „მე შენ მიყვარხარ“.
მე რომ შენ ისე მიყვარდე, როგორც უნდა მიყვარდე, მაშინ ჩემზე უფრო შენ მეყვარებოდი.
ძალიან მარტივ ატომებში რომ დავშალოთ უაზრო, აბდაუბდა წინადადებები ... აი, ის კაცი, პირველად რომ თქვა დედამიწას სიყვარული ატრიალებსო, ზუსტად ეგ ამბობდა ... რაღაც ასეთს ... როცა არ ვიმსახურებ მაშინ მჭირდება შენი სიყვარულიო ... არ ვციტირებ, ბრჭყალებიც არ ჭირდება.
მე ვიცი, რომ შენ იცი, რასაც ვგულისხმობ, იმიტომ რომ ვერ დამაჯერებ,ისე უანგაროდ გყვარებოდა ვინმე ერთხელ საკუთარ ეგოისტობას არ დაემარცხებინე სიმართლის ცამდე ფრენაში მოქნეული შენი ფრთებით.

და რომ ვფიქრობდი, „ნეტა ასეთი რატომ ვარ“-თქო.
მივხვდი, რომ ყოფიერების შესაცვლელად საუკეთესო დღე ყოფიერი ორშაბათი, სამშაბათი ან კვირაა. გააჩნია კვირის რომელ დღეს აღმოაჩინეთ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ.

რომ გითხრათ საწოლიდან ჩამოვფრინდი და ყველაზე მაღალ თაროსთან ავძვერი ტაპოჩკების ჩამოსაღებადთქო მოგატყუებთ.

დამიძახეს.
ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებში კონკიებს, ფიფქიებს და რაპუნცელებს ეძახიან ხოლმე.

-ქეთოო!-მამაკაცის ბოხი ბარიტონი თავიდან მეგონა მომესმა.
დამიჯერებთ?!
არც გავტოკებულვარ.
ვგიჟდები ქმრები ცოლებს ასე რომ ეძახიან.
„ქეთო ( ბოხი ხმით, ო-ზე მახვილით და გამოკვეთილად.) გადმოიხედე აბა ..“ და რაღაცას რომ აჩვენებენ ან აბარებენ ან თხოვენ რომ სახლის აივნიდან ჩამოუგდონ სახლში დარჩენილი მეტად საჭირო ნივთები.
მიყვარს ყოფიერი ცხოვრების ის პაწაწუნა დეტალები, რომლებზეც დაუსრულებლად შეიძლება იკამათონ, - „კარგია თუ არა?!“
-ქეთოო!- ფანჯარამდე მისასვლელად საწოლში ორი ბრუნი გავაკეთე და ფარდები უხალისოდ გადავწიე. მართლა არ იყო იმ დღის განწყობა ზღაპრული და ამაღელვებელი.
სამაგიეროდ, ის რაც დაბლა დამხვდა ნამდვილად ღირდა საწოლიდან წამოდგომად.
-აქ რას აკეთებ?-უხალისოდ გადავძახე და გარემო მოვათვალიერე. ქუჩაში მარტო იდგა. თეთრი ტილოს შარვალი და ღია, ძალიან ძალიან ღია ვარდისფერი პერანგი ეცვა.
მაჯას მძიმე ვერცხლისფერი საათი და რამდენიმე შავი სამაჯური უმშვენებდა.
იდგა თავის „ბენტლთან“ და ისე მიღიმოდა გეგონებოდათ სოლოლაკში კი არა ჰავაიზე ვიყავით თაფლობის თვის პირველიდან მესამე დღის შუალედში.
ცოტა გაკვირვებულს სულ დამავიწყდა ჩემი საჭირბოროტო ფსიქოლოგიური პრობლემები.
-ჩაიცვი წავედით.-თვალი ჩამიკრა და გამიცინა.
-ბატონო?!
-მე ორი წამით შევირბენ კაფეში, რაღაცას დავტოვებ და მოვალ, მანამდე დაბლა დამხვდი.
გამოვშტერდი.
საწოლზე დავჯექი და პირველი რაც მომაფიქრდა იყო სიტყვა „არა!“
„არა, ეს ვის აკადრა?!“
ავდექი და დავიწყე იმ ჩემი საგულდაგულოდ შენახული რძისფერი კაბის ჩაცმა.
ვიცოდი, სადაც არ უნდა წავსულიყავი ბოლოს მაინც ვაჯობებდი სიტყვა „ნეტა“-ს.
იმიტომ რომ ბავშვობიდან ასე გამზარდეს, თუ მინდოდა უკეთესი ვყოფილიყავი საკუთარი სურვილებისთვის უნდა მომეგო თამაშის ყველა პარტია.
სხვანაირად არ გამოვიდოდა.
უპრინციპოდ ბედნიერი ყოფნა ვამჯობინე პრინციპულ თავმოყვარეობას.
ათ წუთში გავიკეთე მაკიაჟი და ნახევრად სველი თმები მჭიდროთ ჩავიპწენი.
-ქეთოო!-უეჭველად მიჩივლებდნენ დაბოღმილი ძაძამიები. ნეტა ეჩივლათ, ნეტა ეჩივლათ.
ვიცინოდი მე და აივნის კარისკენ ფეხშიშველი მივრბოდი.
-მე მზად ვარ, შეგიძლია ორი წამით ამოხვიდე?!
-შემიძლია.-გამიცინა და ჩემი სადარბაზოსკენ დაიძრა.
დოდოს სპაზმები მეოთხე სართულიდან ისეთი სიმძაფრით მესმოდა მეხუთეზე შეწუხდა ალბათ საწყალი ანზორი.
კიბეზე ამოსულს მე ღია კარში დავხვდი.
-ჩემი ნახვა გაგიხარდა ასე ძალიან?-სიცილს ვერც ის იკავებდა,ჩემი კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა და მაღლიდან ისეთი თვალებით მიყურებდა ძლივს გამახსენდა რატომ დავუძახე.
-სულ მაღლა ჩემი წითელი ტაპოჩკებია, ვერ მივწვდები. მეორედ რომ ვცადო დღეს იმ სიმაღლეზე ასვლა უეჭველად ტრამვატოლოგიურში დავასრულებ, მე კიდე არ მინდა გიფსით ვიარო ...
-მაჩვენე სად ... -საქმიანი იერით აათვალიერა უზარმაზარი კარადა და ჩემს იატაკზე მდგარი კიდევ უფრო სიმპათიური მომეჩვენა.
-აი,სულ სულ ბოლო თაროზე, მიწვდები,ანდრე?!
-მივწვდები.-იღიმოდა ისე, როგორც მე ვუღიმი ხოლმე ანასტასიას საბასთვის წერილის მიცემისას რომ გამოვიჭერ ხოლმე.
-ეზოში ვინმე იყო?! აი, მაგალითად ცოტა დაბოღმილსახიანი ორი ახალგაზრდა ქალი შუა ხნის ვიზუალით?!
ისეთი ხარხარი აუვარდა შიშისგან დამექაჩა თვალები, არ გადმოვარდესთქო.
-ვინო?!
-ვაჰ, ძაძამიები სახლში არ არიან,ნეტა?!-ჩავილაპარაკე დოდოს განწყობით და სარკესთან დადებული საყურეები დიდი წვალებით მოვირგე.
-ყური ამდენჯერ როგორ გაიხვრიტე, არ გეტკინა?-შეწუხებულმა დამხედა და როგორც იქნა მიწვდა ჩემს წითელ ტაპოჩკებს.
-სილამაზე მსხვერპლს ითხოვს და ათასი სისულელე შემიძლია მოგიყვანო არგუმენტად ...-უდარდელად ჩავიფრუტუნე და იატაკზე, ფეხისწვერებზე მდგარმა კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში.
-პრანჭია ქეთო, ისეთი ლამაზიაა ...-მშვიდი და საოცრად სასიამოვნო გაოცებით გამოხატა ერთდროულად მსუბუქი და ამასთან მძიმე ემოცია.- მაღალქუსლიანებიც გაქვს და ესენი რად გინდოდა?-დახედა იქვე დადებულ წითელ მაღალქუსლიანებს.
-ეს ყველა ქალის დაუწერელი კანონია!-შემართებით, წარბაწეულმა დავიწყე ახსნა მე- ატარე ტაპოჩკები ყველგან, სადაც მაღალქუსლიანით გიწევს წასვლა.
-გთხოვ კიდე ერთხელ თქვი ...-მარჯვენა თვალი დააწვრილა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ჩემი საერთოდ არ ესმოდა.
-რა ვთქვა?-დავიბენი მე.
-ყველგან რას ატარებ ხოლმე?!-ცალი იდაყვით მუხლს დაეყრდნო და წინ გადმოხრილმა დაბლიდან ამომხედა-ქეთო, გთხოვ კიდე თქვი რა ...
-ტაპოჩკები?!-გაკვირვებულმა შევათვალიერე მე.
-რეები?!-იღიმოდა სადღაც განუსაზღვრელ სივრცეში.
-ტაპოჩკები.
-ტაპოჩკები.-გაიმეორა და ახლა ორივე იდაყვით მუხლებზე დაყრდნობილმა, საკუთარ მტევნებში სახემოქცეულმა მზერა ჩემ ტაპოჩკებზე გადაიტანა.- ტაპოჩკები რომ ჩაიცვა პირდაპირ არა?
-არა, მაღლებიც აუცილებელია, ქალურობისთვის და ...
-არ ხარ შენ ქალური. შენ რომ ხარ, მარტო შენ შეგიძლია ეგეთი იყო, რად გინდა ქალურობა და ისეთობა ყველას რომ შეუძლია ..?! მიეცი ტერფებს თავისუფლება და ტაპოჩკები!-გაეცინა ხმამაღლა და ფეხზე წამოდგა. - რომ მქონდეს უფლება მე თავად ჩაგაცმევდი, მაგრამ -ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა და კიდევ კიდევ კიდევ გაიცინა.-ცოტა ძველმოდური ვარ. აი, ოდესმე მე ჩაგაცმევ ამ ... რაო ... რაებსო?!
-ტაპოჩკებს ...-ამოვილუღლუღე მე.
-მზად ხართ?!
-ვინ ...
-შენ და შენი ტაპოჩკები?-ღიმილს არ იკავებდა მხიარულ ნოტაზე მყოფი.
-ანდრე,შენ მე ახლა დამცინი ხო?!
-მე შენ ახლა მიყვარხარ.-შუბლზე მაკოცა და ტაპოჩკებზე მანიშნა ჩამეცვა.
-არ ვიმჩნევ, ვითომ არ გითქვამს, ვითომ ...-ლოყები ზუსტად ჩემი ტაპოჩკების ფერი მქონდა- ვითომ არც გამიგია ...
-მე რა, რამე ვთქვი?!-გაიოცა თეატრალურად და სიცილი უნდა დაეწყო უცებ მის მაჯას რომ ჩავეჭიდე მთელი ძალით. ჩემი ტაპოჩკების ჩაცმისას, აშკარად მოცემულმა მდგომარეობამ მაღალი ძაბვა გამოიწვია და ცოტა შემაქანა. -გიჭერ.-მითხრა ძალიან მშვიდად, ბუნებრივად. თითქოს სულ ასე იყო, კართან მდგომი მე ფეხსაცმელს ვიცვამდი ხოლმე და ჩემს ლოდინში ის სულ მზად იყო დავეჭირე.
-წავედით.-ამოვიჩურჩულე, კარი გამოვიხურე და გამოვედით.
ორი წუთი ჩემ ცოდვილობას რომ უყურა, გასაღები ხელიდან ამართვა და თავად გადაკეტა ჩემი სახლის კარი.
-დედაჩემმა რომ გაიგოს ჩემი სახლის შესასვლელში ჩემთვისაც უცხო ბიჭი იდგა და კარადაში ტაპოჩკებს ეძებდა შეიძლება ჯერ მე მომკლას და აფექტურ მდომარეობაში თავიც მოიკლას.
-ამ წინადადებაში ტაპოჩკების მერე ის ფაქტი მომწონს, რომ დედაშენი სანამ მაგ ამბავს გაიგებს მე და შენ უკვე ცოლ-ქმარი ვიქნებით და სიდედრის ამპლუაში მალევე მაპატიებს.
-ეგ წინადადებაც ვითომ არ გამიგია, წავედით.-აწითლებული ლოყები არ შევიმჩნიე და კიბეები ჩავირბინე.

ბენტლის კარი ანდრემ რომ გამიღო მანდ მივხვდი რომ ამ მომენტისთვის ღირდა მთელი დღის ცუდი განწყობა.
თუ დაუფიქრდებით, დაღმართის ბოლოს, გავაკებულ გზაზე მდგარს წინ გადასადგმელი ყველა ნაბიჯი უფრო და უფრო მსუბუქი გეჩვენება აღმართის მოლოდინში.
ოცნებების ახდენის მოლოდინი უფრო ლამაზია თუ ახდენილი ოცნებები ..?

-კიდე ერთხელ მომიყევი სახლში რატო მომაკითხე?!-გონებაში სამჯერ გადამეორებული წინადადება დიდი მოწიწებით ამოვთქვი და მაქსიმალურად ავარიდე მზერა ანდრეს ღიმილს.
-გავიგე მთელი დღის სახლში გატარებას აპირებდი ტრაგიკული სახით და დრამატული ვაიბით.-გაეცინა არც ძალიან ხმამაღლა და არც ძალიან ხმადაბლა.
-დრამატული ვაიბი ხანდახან ძალიანაც გამართლებულია და ...
-საზიანო.-სიჩქარეში გადართო და თლილი თითები საჭეს ისე მოავლო ცოტა ხანი ვერ მივხვდი რა მითხრა.- არ არის?!-დაეჭვებულმა გადმომხედა პასუხის მოლოდინში.
-სუბიექტური საკითხია, ხანდახან ცრემლები საჭიროა რომ არასწორი ემოციებისგან დაიცალო.
-თუ სწორი ემოციებისგან, რომლებიც არასწორმა მდგომარეობებმა გამოიწვია?!-ვერ ვხვდებოდი საით მიჰყავდა ლაპარაკი.
-აბა დრამატული ვაიბი საზიანოაო?-გამეცინა მე.
-არ არი?
-მაშინ ყველაფერი რაც დრამატულ ფონს ქმნის თავისთავად არასწორია ხო?!
-უფრო სწორი იქნება თუ „არასწორს“ დავარქმევთ - ცუდს. შეიძლება რაღაც ძალიანაც სწორი იყოს, ყველა შენი პრინციპის, ღირებულების თუ ემოციის შესაბამისი, რაღაც გაგებით ნორმალურიც, მაგრამ კარგი არ იყოს.
-რისთვის არ იყოს კარგი?!
-პირველ რიგში, ვისთვის. ვისთვის და ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის ასე ზოგადად აღებული ადამიანისთვის. სამსახურიდან სახლში მოსულს, დაღლილს და მოშლილს სახლში შუქი რომ არ დაგხვდება მაგ დროს რას აკეთებ?!
-ვტირი.
-სულ ტირი ხოლმე?-სიცილი ვერ შეიკავა მან, შემდეგ მე.
-ასე ვიცლები ემოციებისგან.
-მე რომ გაწყენინო შენ უნდა იტირო?!
-შენ უნდა მაწყენინო!?
ისეთი ღიმილით გადმომხედა შუქნიშანთან გაჩერებულმა მე ისევ სადღაც ქუჩაში გადავმალე ჩემი თვალები.
-ქეთო, რომ გაწყენინო?!
-ერთ ტირილში დაგამთავრებ.
-უბრალოდ?!
-უბრალო საქმეა ადამიანს აპატიო და თავის გზაზე შენი გზიდან მოშორებით გაუშვა?
-მე შენ გზაზე ვარ?!
-მწვანე აინთო, ანდრე.
-ვინმე დაგისრულებია?!-მივხვდი როგორ დაეძაბა სხეული ინტერესით.
-კი.
-ერთ ტირილში?!
-არა, ბევრი დასჭირდა.
-მაშინ მე რატომ ასე ცოტა?!
-აი, იმ სხვას რომ დასჭირდა ბევრი ალბათ ამიტომ.
-მე რატომ არ მკითხავ ...
-მარტივად დამასრულებ თუ არა?!-გამეცინა ინსტიქტურად, ანდრეში დაჭერილი პატარა საბას დანახვისას.- მე ის არ ვარ, ვისაც წერტილს უსვამენ, ის არ ვარ ვინც ადამიანებს ტკენს, ანდრე. თუ ვხედავ, რომ სადღაც რაღაც მეშლება მივდივარ და ვასწორებ.
-ამ მომენტში რამეს ასწორებ?!
-კი,ჩემს ხასიათს.
-შეიძლება ხასიათის გამოსწორება?
-ყველაფრის გამოსწორება შეიძლება სადაც სურვილია საკმარისი. მე ასე გამზარდეს, თუ 35 წლის ასაკშიც იგივე ხარ რაც 34 წლის ასაკში იყავი, პრობლემა გაქვს.
-ადამიანები იცვლებიან?!
-სწორ ფუნდამენტზე გაზრდილი ადანიანები, აუცილებლად. ადამიანი პროგრესირებადი არსებაა თავისი ბუნებით. არსებობენ ყოფილი მატყუარები, ყოფილი მკვლელები და ყოფილი მოღალატეები, რომლებიც ცხოვრებას დღეს სხვა თვალით უყურებენ და ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესები ხდებიან.
-დღეს შენ ყოფილი ვინ ხარ?!-ეღიმებოდა ანდრეს.
-ყოფილი ცუდი მეგობარი.
-მიუხედავად იმისა, რომ მართალი იყავი?!
-პირველ რიგში იმიტომ რომ მართალი ვიყავი არ უნდა გადამედო მეორე ცნება, რომ მეგობარიც ვიყავი. მართალი მეგობარი რომ იყო, ერთი შეცდომის გამო მეგობარს არ უნდა ატკინო.
-შვიდი შეცდომის გამო!?-ვიგრძენი, რაღაც სხვა ინტონაციას ჩაენაცვლებინა მისი პირვანდელი ხმა. თითქოს ჩაბარებულ გაკვეთილში ორაზროვან კითხვას მისვამდა გამომცდელი.
-რვა შეცდომის გამოც არ უნდა ატკინო, უბრალოდ უნდა შეცვალო. ადამიანი შენთვის ტკივილის მომტანი თუა მაზოხისტი ხომ არ ხარ მასთან გაჩერდე?!
-ასე მარტივად?
-ასე უმარტივესად.
-გზა როგორ დავაგრძელოთ ...
-რაო?!
-მესამე წრეზე ვარ და სიკვდილამდე არ მინდა შენი თავი ახლა სხვასაც გავუყო.-სანამ გადმომხედავდა მანამდე გავიყინე.
-რომელმა დაგირეკა?!-თემა შევცვალე უსწრაფესად.
-ერთის ტელეფონით ყველამ.
-არ იცოდნენ რომ მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ ... საერთოდ „ცნობა“ ძაან გადაჭარბებულია,სულ ორჯერ მყავხარ ნანახი.
მანქანას აპარკინგებდა,ხელი ჩემი სავარძლის საზურგესთან ჰქონდა და უკან ფანჯარაში იხედებოდა უცებ რომ გადმომხედა. თვალებში ჩამხედა და მოკუმული ტუჩებით სიცილი რომ ვეღარ შეიკავა თავი დახარა და გადაიხარხარა. შევცბი.
-ორი თვეა ერთმანეთს ვუყურებთ, მანიაკებს შურს ჩვენი თვალის არიდების უნარჩვევების, რა „ორჯერ მყავხარ ნანახი სულ“, ქეთო, არ გრცხვენია?!
-ეგ შენი მოგონილი თეორიაა, რომელსაც მკაცრად ვუარყოფ!-გავკაპასდი მე და მანქანის კარი გავაღე.
-რას აკეთებ, მოკვდა პაშას პრიუსი მეორედ.-შესძახა და სიცილი გააგრძელა, რომ გადავიხედე მანქანა ისევ პარკირების პროცესში იყო და ჩემი გაღებული კარით პაშა მეორედ მიიღებდა გულის შეტევას ანდრეს რომ არ დავეჭირე.
-გადავრჩი ხო?!-ვიკითხე შეშინებულმა.
-გადავრჩით.-იცინოდა გულიანად გახალისებული.
-სერიოზულად, მიპასუხე საიდან იცოდნენ?!- არ მოვეშვი მე.
-და შენ არ იცოდი?!-ისე მკითხა ჩემთვის არც შემოუხედავს, ძრავი გამორთო და ნივთები გრძელ მტევანში მოიქცია.
-რა?!
მანქანიდან გადასულს ფანჯრიდან ავხედე მე.
-შენი მეწყვილეობა ყველაზე ძალიან მე რომ მეკუთვნოდა.-გამიღიმა ფანჯარასთან დახრილმა და ხელით მანიშნა სწრაფად გადმოდიო.
-ეგ რომელი ორი ნახვიდან დაასკვენი?!-სიტყვების სიღრმეში ჩასვლის სურვილმა კანი ამიწვა მე.
-მაგას რად უნდოდა სამი ნახვა, უნივერსიტეტშიც ცხადი იყო.-გამიღიმა, ვარდისფერი ტილოს პერანგი შეისწორა, სათვალე მოირგო, ჩემი მომცრო მტევანი თავისაში მოიქცია და რესტორნამდე ისე იარა სიტყვაც აღარ დაუძრავს.
სინამდვილეში ჩემი სიტყვის მასალად თქმული „ორი ნახვა“ ტექნიკურად რომ შეასწორა „სამით“ ეგ უფრო მაბედნიერებდა თუ ფაქტი, რომ ვიღაცას წლების წინ ერთი ნახვით ვახსოვდი -არ ვიცოდი.

რესტორნის ეზოში გაშლილ უზარმაზარ მაგიდასთან ყველა ჩემს მეგობარს მოეყარა თავი.
სუფრის თავში მჯდარ სიძე-დედოფალს ისეთი სახეები ჰქონდათ თავიდან დავიბენი.
ტატას თავი ტარხუნის ლიმონათზე ჩამოედო და ვერ იყო მთლად სახარბიელო სიტუაცია.
ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ ვაჯობებდი ჩემს უწინდელ განწყობას, ტატას გვერდით ორი ცარიელი სკამი რომ არ დამენახა.
-შენ რა კაცი ყოფილხარ!-შორიდან მომესმა ჩემი სულიერად დაკნინებული ბიძაშვილის, პაშას ხმა.-ანდრე ...
შემოტრიალება ვერ მოვასწარი ძლიერად რომ ჩამეხუტა საქვითინოდ გამზადებული პავლე.
-საუკეთესო ხარ.-ჩემს თმებში თავჩარგულმა ამოიბურტყუნა დამნაშავის ხმით.
-შენ არა.
-ვიცი, რომ მე არა. არც ერთის ბრალი არ არი, ტატას მეწყვილე თავისთავად მეჯვარე იქნებოდა და მე უნდა წამომეყვანე შენ ... ჩემი ბრალი იყო.
-ჩემი ბრალი სად იყო, სამეჯლისო ცეკვების ამბავშვი მეწყვილეებად რომ დაალაგეთ მთელი ქორწილი და მე არაფერი მითხარით?-ხმა ამიკანკალდა მე.
-გეფიცები, რამე განსაკუთრებული კი არ ყოფილა დაგეგმილი, სანდრო მოდიოდა იმ გოგოსთან ერთად ამიტომ გახდა შენი მეწყვილეობაც საჭირო, თორე არც მეწყვილის გარეშე მოსვლა იქნებოდა ტრაგედია.-შეფარვით ამომხედა პაშამ მე და ანდრეს მოავლო ეჭვნარევი მზერა.
-აი, ეგ თქვენი სანდრო უკვე როგორც თემა უფრო მაღიზიანებს, ვიდრე პიროვნება. სანდროს გარეშე ვიცხოვრე 26 წელი და როგორმე სანდროს გარეშეც გავძლებდი ერთი დღით საუკეთესო მეგობრის ქორწილში ისე, რომ დრამა არ დაგედგათ. საწყენი ის კი არ იყო, რომ შენ ვერ მოიცალე ეჭვიანობა გვერდით გადადეგო და მე წაგეყვანე ტაშკენტას ნაცვლად, საწყენი ის იყო ეს ამბავი მე რომ დღეს დილით გავიგე სახე მორყეული ტატასგან. სანდრო საერთდ ვის აინტერესებს მისი მეწყვილე რომ ყოფილიყო ინტერესის ობიექტი?!
-მარგო ხარ ტეტჩერი. ცამდე მტყუანი ვარ მე როგორც ცუდი ბიძაშვილი და უფრო ცუდი შეყვარებული.
-ცუდი არა, უნიათო. ტაშკენტას ტარანტინოს კი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ერთ დღეს იმ რეალობის წინაშე არ დადგე, სადაც ტატას ქორწილში ტატას მეწყვილე ვერ იქნები.
-ყველა თქვენ გიყურებთ.-გვიჩურჩულა ამდენ ხანს გვერდით მდგარმა ანდრემ და გაგვიღიმა.
-შენ რას იზამდი ჩემ ადგილას?-ახლა ანდრეს გადაწვდა სევდიანი თვალებით.
-სიტუაცია არ ვიცი, ასე რომ ...-თავის არიდება სცადა საშარო საქმისგან ანდრემ, ღიმილი ვერ შევიკავე. პაშამ ტატასკენ რომ გააბრუნა სახე ანდრემაც ინსტიქტურად გადახედა ჩემს ქალურ ტარიელს(აქ ვერც მე ვხვდები ტარიელის როლში ტატა უფრო ჯდება თუ პაშა)-მოდი მე და შენ ერთ დღეს ჩავუჯდეთ ამ ამბავს.-ანდრეს სიტყვებზე ჯერ მე დავიბენი მერე პაშა და ბოლოს პაშას და ტატას სიყვარული,როგორც ცალკე პიროვნული განსხეულება.
-ღირს?-გადაწურული იმედი ლამის ცრემლებად გადმოუვიდა თვალებიდან.
-ვერ გეტყვი, მე ექვსი წელი ველოდე და დღეს რომ მკითხო სამყაროში ამაზე მეტად არაფერი ღირდა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, რომელსაც ვერ დააჩქარებ და ვერც შეაჩერებ. ეგ შენ უნდა იცოდე ღირს და დადგა ეგ დრო თუ მის გათხოვებას უნდა დაელოდო და მერე ბავშვი მოუნათლო.-სიცილით ჩაუკრა თვალი და ხელის მსუბუქი მოძრაობით მიბიძგა მაგიდისკენ. კანი მეწვოდა ფეიერვერკებად ქცეული ემოციებისგან.
ინსტიქტურად წამომდგარ ტატაზე,ოლიკოზე და მერე თითქმის ნახევარ სუფრაზე სიცილი ვეღარ შევიკავე და ოლღას გადავეხვიე.
-აუ,ქეთო ...-ხელები მთელი ძალით მომიჭირა ზურგზე ოლიკომ და მაჯაზე ტატამ.
-დღეს არა, მერე ვილაპარკოთ. დღეს ყველაზე ლამაზი ხარ!-შუბლზე ვაკოცე ოლიკოს და ტატას გვერდით დავიკავე ადგილი.
-დებილი ვარ!-ცრემლებს ვერ იკავებდა ოლიკო.
-მე არ მითქვამს, მაგრამ შეიძლება იყო კიდეც.-გამეცინა და ჩემთან მოსულ ვიტოს გადავეხვიე.-გაძლებას გისურვებ.
-უფრო რომლისას, ოლიკოსას თუ ტატასას?!-გაეცინა ვიტოს და ვერც უკან მდგარმა ანდრემ შეიკავა სიცილი.
-წინასწარ მტრად ნუ მოიკიდებთ მძიმე არტილერიაა!-დავიჩურჩულე და ტატას „მესმის“ მზერა დავაიგნორე.
-კაია, რო მოხვედი ქეთი ...ქეთო.-სანდროს ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურებს უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
-მე კი არ ვეჭვიანობ, მაგრამ ამას რა ჰქონდა სატირალი?!-ჩემკენ გადმოხრილ ანდრეს სიტყვებზე სიცილი ვერც ერთმა ვერ შევიკავეთ და სანდორს უსიამოვნოდ დაბნეულმა მზერამ დაგვაგვირგვინა.
უცნობებთან საუბარში მარტივად შესულ ანდრეს მშვიდად ვუყურებდი სკამის საზურგეს მიყრდნობილი და მთელი სხეულით ვიღიმოდი.
-ბარი-ბარში ვართ.-მარჯვნიდან ტატამ ჩამჩურჩულა მარცხნიდან ოლიკომ.
-არც იფიქროთ!-თავი გადავაქნიე მომღიმარმა.
-ანდრე არველაძეს რომ იცნობდი და ...
-არც მე ვიცოდი ორი კვირის წინ შენს ქორწილში თუ მოვიდოდი უცნობთან ერთად!
-მეწყინება, ქეთო. „უცნობი“ რა საკადრისია?! ნუ მოგერიდება, მანიაკი დამიძახე.-ისე ბუნებრივად, აუღელვებლად ჩაილაპარაკა ორი წამით მზერა ერთმანეთზე გაგვიშტერდა მოჩურჩულე გოგოებს.
-მე იცი რა მაინტერესებს?!-უფრო დაუწია ტატამ ხმას.-ერთს პოსეიდონი შეხვდა შავი ზღვიდან, მეორეს აქილევსი ტროადან და მე მეათე კლასში ჩემი ხელით ნაცემი დგებუაძე მიპირებს ზევსის და ჰერას წყვილში - ჰერად გახდომას.(იგულისხმება ჰერას როლში თორნიკე დგებუაძე და ზევსის როლში ... თავადაც მიხვდებით.) მოვითხოვ ვინმემ ამიხსნას რა შევცოდე იმის ფასი, რომ ნაცემი დგებუაძის სიყვარული მაქვს სანატრელი.
-მოიცა, ხო უყვარხარ?-დაიბნა სიცილის შეკავების სურვილით გალურჯებული ოლიკო.
-დეგენერატო, მე რომ მიყვარდეს!-ნერვები მოეშალა ტატას.
-შენ ადგილას რომ ვიყო ორივეს ძალიან გავაწვალებდი!-ჩაგვერთო უკვე მეორედ ანდრეც.
-მეორე ისე არ გაბრაზდეს, პრიუსს საბურავები დაუცვითოს!-ხელი აიქნია ტატამ და ჩემს სკამზე ისე ჩაჯდა თვითონ რომ აღმოჩენილიყო ანდრეს გვერდით.
-პაშა რატომ მოგეწონა?!-უდარდელად გადმოხედა ტატას და ცივი წვენის ჭიქით მთლიანად მისკენ მობრუნდა.
-შენ გაქ მაგაზე პასუხი?!-ორი წამით სიმშვიდე რა ძალამ შემანარჩუნებია არ ვიცი, მესამე წამზე გავიაზრე კითხვის არსი და ტატას ისე ვუჩქმიტე ლამის სკამიდან გადავარდა.
-კი როგორ არა.
-მიდი აბა, გისმენ.
-მარტო შენ რომ მომისმენ მერე გეტყვი.-გაუცინა და ეს მისი სავიზიტო ბარათად ქცეული თვალის ჩაკვრაც მიაყოლა.
-ჰოდა მეც მაშინ...
-კი მაგრამ აქ ხომ არ არი პაშა.-ბავშვივით გაიოცა და აკისკისებულ გოგოებზე გაღიმებულმა ისე გამოაპარა ჩემკენ მზერა სკამიდან ახლა მე გადავვარდი.
-რატომ და ... პირველად რომ დავინახე იმ სკოლაში ახალი გადასული ვიყავი ...
-წინა სკოლიდან თურმე ბავშვის ცემის გამო გამოაგდეს.-ჩაგვერთო იმ წამს ოლიკოს თავზე წამომდგარი ვიტო და მის უკვე მეუღლეს ხელი თბილად მოხვია.
-შენ ყოჩაღ ოლღა გათხოვებიდან ერთ კვირაში სხვა საქმე ვერაფერი იპოვე ჩემი კრიმინალური საქმიანობისთვის ფარდა არ აგეხადა?-აღშფოთდა ტატა.
-შენ ისეთი უძირო ისტორიის მქონე მოღვაწეობითი როლი გაქ ამათ ცხოვრებაში, რომელი ქორწილი, რომელი კაბა და რომელი თამადის არჩევის რიტუალი დაგიდგებოდა წინ.
-არ მომწონხარ სიძე!-თავი გადააქნია ტატამ და ანდრეს მიუბრუნდა-შენ ხო არ იქნები ასეთი?!
-ტატიანა ენუქიძე!-შევძახე აღშფოთებულმა.
-როგორც ხსენებულმა- და თავით ვიტოზე გვანიშნა- თქვა, წინა სკოლიდან ბავშვის ცემის გამო გადმოსულ მე-ს, კლსაში ყველაზე თბილად პაშა შემხვდა. ბავშვები ხომ იცი როგორები არიან?! ეს მშიშრები,ქათმები პირველი ერთი თვე ეჭვის თვალით მიყურებდნენ. ყველა მარიდებდა თავს და ჩემთან მეგობრობა არავის უნდოდა.
-პაშას გარდა.
-პირველივე დღეს დგებუაძესთან დამსვეს. პაშა ჩვენ წინ იჯდა. ბიჭების უმეტესობა სახელზე დასცინოდა, გენახა როგორი საყვარელი იყო. არ იმჩნევდა რომ სწყინდა,პატარები ვიყავით, იცი როგორი პატარები?! შარვლის ელვა შესაკრავები ღია რომ გვრჩებოდა და კაბებს უკუღმა ვიცმევდით. ფეხსაცმელებს იხდიდა შენი ქეთო და შიშველი ფეხებით იჯდა კლაში. ასეთ პატარას არაფრი უნდა ანაღვლებდეს სამყაროში. პაშას თავისი წილი პატარა დარდი უკვე ჰქონდა და ამას ისე ფარავდა სანამ მე არ ვცმე დგებუაძე და პაშას გვერდი არ გადავაჯენინე თავი მასწავლებელს მანამდე ვერავინ გაიგო, რომ სწყინდა. შეცოდების და მადლიერების გრძნობამ გამაცნო, მერე მეგობრობა და მეგობრობიდან მოკლედ ასე ...
-აუ, ტატა!-ცრემლები მოერია ოლიკოს.
-უფრო ზუსტად, შენ ცხოვრებაში მეორე რატო გამოჩნდა?-სერიოზული იყო ანდრე.
-ალბათ იმიტომ რომ იმ წლების შემდეგ, პაშა აღარ გაზრდილა.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გაეღიმა,-ოლიკო, შენი საყვარელი მუსიკაა!-შემობრუნდა და ისე ძლიერად მომხვია ხელები ორი წამით სუნთქვა შემეკრა.- შენ რომ ტატა იყო რას იზამდი?!-მკითხა ტატამ.
-სწორ დროს დაველოდებოდი.-თავზე ფრთხილად ვაკოცე და მომღიმარ ანდრეს მეც გავუღიმე.
-ყველაზე ძალიან მიყვარხარ,ოლიკოს არ უთხრა, ოლიკოზე ძალიანაც მიყვარხარ, და პაშაზე ძალიანაც.
-გვესმის!-შეჰყვირა თავზე წამომდგარმა პაშამ და ოლიკოს გადმოხედა საერთო განზრახვით შეშფოთებულმა.
-შენ რომ ხარ უკვე კომფორტულია.-მითხრა ჩუმად.
-ტატ, რამდენი დალიე?!-მეცინებოდა მე.
-იცი რომ ალკოჰოლს არ ვიღებ, ხო შეგიძლია შემირგო 15 წელიწადში ერთხელ ახსნილი სიყვარულით?!-თვალები დაექაჩა ტატას.-ისეთი მეგობარი უნდა ვიპოვო ასეთ ლამაზ სიტყვებს, ასეთ სათუთ და ფაქიზ გრძნობებს რომ არ „შემირაცხყოფს“. ბოროტებაა საერთოდაც ამ დროს ...
-ტატა, მე უფრო მიყვარხარ.-თმებზე ხელი თბილად ჩამოვუსვი და ტუჩებმოკუმულს,თვალებგაფართოებულს და წარბებაქაჩულს, ბავშვის სიანცე რომ დასთამაშებდა სახეზე ღიმილით გადმოვხედე.
-მატყუებ, მაგრამ ამ წამს გიჯერებ.-თავი დამიქნია სკამიდან წამოდგა და ვატოს მეჯვარესთან ერთად საცეკვაოდ წავიდა.
-ვერ ვხვდები, რომლის ცემა უფრო ძალიან მინდა ... საკუთარი თავის თუ ...
-საკუთარი თავის!-შესძახა დაღლილმა ვიტომ და ყველას სიცილის ტალღამ გადაგვიარა.
-არ მომწონხარ,სიძე ..!-თავი გადააქნია პაშამ და ტაშკენტას მესამე ხვეწნაზე იქნებ რამდენიმე საცეკვაო მოძრაობა გაეკეთებინათ, ანუ ეცეკვათ მეოთხედ გაუშვა უარით.

-ანდრია არველაძე და შენ ..?!-ტელეფონი ცივად დავუშვი დაბლა გარეთ გამოსულმა. ჩემ უკან ნასვამი სანდრო იდგა, ფაქტი ისეთ დისკომფორტს მიგრძნობდა, ინსტიქტურად გავუთიშე დედაჩემს ზარი.
-სახელების ინტერპრეტაციის საოცარი ნიჭი გაქვს, ანდრე ჰქვია.
-ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა?!
-ადანიანის სახელს სწორად ამბობ თუ არა ..?! კი.
-ერთი ხმოვანი შეიცვლება თუ არა ამით შეიძლება ადამიანი გაღიზიანებდეს?
-თუ გააზრებულად ცვლის, შესაძლებელია.
-საერთოდ არ უხდებით ერთმანეთს. ყველაზე მინიმუმ მასწავლებელ გოგოს მოსწავლის ბიძა ... ასე გაგიჭირდა?!
-გაჭირვებით მაშინ გამიჭირდება შენი აზრი რომ გახდება საინტერესო ჩემთვის ჩემს პირად ურთიერთობებზე.-გულში ჩხვლეტა ვიგრძენი მე.
-ისეთი იდეალური იყავი, ახლოს ვერავინ გეკარებოდა. შენზე რომ გავიგე - უყვარხარო, ერთი საათი მუცელი მტკიოდა სიცილისგან, ერთი კვირა არ მჯეროდა ... მე როგორ უნდა გყვარებოდი ...
-გონებას ფიქრით ნუ დაიღლი, არც არასოდეს მყვარებიხარ.-ადგილს მივეყინე მე, ჩემკენ წამოსული სანდროს სხეულის აღქმისას.
-იმდენად შეფარული ცინიკოსი იყავი, ხალხს თბილად რომ უღიმოდი ვიცოდი მაშინაც თამაშობდი. ზედმეტად კარგი იყავი იმისთვის, რომ ნამდვილი ყოფილიყავი.
-რა პრობლემა გაქვს სანდრო?!-ნერვები მეშლებოდა ჩემი უმოქმედობისას მე.
-შეგეშვები, ოღონდ მითხარი ... სიმართლე მითხარი ..
-არასდროს მყვარებიხარ.-საკუთარი ხმის სიმტკიცემ გამაოგნა.
-მატყუებ!- სახესთან მიღრიალა ერთიანად დაძარღვულმა.
-თუ პასუხი იცი, მაშინ რატომ ...
-შენგან მჭირდება ამის მოსმენა!-ერთიანად მოუდუნდა თითქოს სხეული და ვიგრძენი როგორ დავიშალე მარტივ მამრავლებად.
-სანდრო, არ მყვარებიხარ.-არ მახსოვს რა ძალით ამოვილაპარაკე.
-მაშინ რატომ ...
-არ მყვარებიხარ, არ შეიძლებოდა მყვარებოდი, რომ მყვარებოდი ასეთიც მეყვარებოდი, როგორიც ხარ ... მე გიახლოვდებოდი და ყოველ ნაბიჯზე ვხვდებოდი - არ შეიძლება მყვარებოდი. ვერ შეგიყვარებდი, შეიძლება მინდოდა, შეიძლება ვფიქრობდი, მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ ...
-უბრალო გაჩერება ვიყავი?!-ზიზღით გაეცინა და პირველად დავინახე ადამიანის თვალებში ტკივილი ამ დოზით. შევცბი, ყველაფერს, მაგრამ ამას არ ველოდი.
-და რა, ოდესმე გახსოვს რომ შენთან „გაჩერება“ რაიმე სახით მაინც მქონია?!-ხმა გამიტყდა მე.-ოდესმე შემიწუხებიხარ? ოდესმე თავი უხერხულად გიგრძვნია ...?!
-იმ დაწყევლილი სიტყვების მერე, ქუჩაში რომ გავიგონე გგონია თავი ოდესმე კარგად ვყოფილვარ?!-და ისევ ის ყვირილი, ისევ ის დაძაბულობა ისევ ის რამაც უკვე მეორედ დამშალა და ჩამომანრგია.
-და რომც მყვარებოდი რა იყო ამაში ასეთი ცუდი ..?!-მხოლოდ ორი წამის მერე გავაანალიზე ჩემივე სიტყვები და გაჭირვებით ამოვისუნთქე სინანულისგან.
-შენ რომ გყვარებოდი ... ოცნება რომ გამებედა და მერე ეს ოცნება რეალობად ვერ მექცია. შანსი რომ ვერ გამომეყენებია მაგ ოცნებაში ცხოვრების ...
ლაპარაკი ისე გაწყდა, თითქოს ზღვაში ჩააგდეს და ბოლო ამოსუნთქვა წყალმა ჩაუხშო.
ხმის ამოღება რომ დავაპირე, დავინახე როგორ მოწყდა ადგილიდან და მუხლებში ჩაკეცილმა დაბლიდან როგორ ამომხედა უიმედო თვალებით.
-შემეშინდა, რომ არც შენთვის და არც ამ ოცნებისთვის საკმარისი კაცი ვერ ვიქნებოდი.
-საკმარისი კაცი რომ ყოფილიყავი ამბის უთქმელად უნდა გებრძოლა ოცნებებისთვის. მეორედ ქეთოს სიახლოვეს და მისი ნების საწინააღმდეგოთ მასთან მისულს დაგინახავ და დამიჯერე, ყველაზე საკმარისს მიიღებ საიმისოდ რომ გაანალიზო როგორ შეცდი, ჩემი გაფრთხილება რომ დაივიწყე.- ჩემს ზურგს უკან ამ სიტყვების გაგებამ თითქოს თავიდან დამშალა და ყველა უჯრედი თავიდან შეაწება.
ეს იყო ის რისი გაგებაც ერთდროულად მინდოდა და თან არა.
მიბრუნება ვერ გავბედე.
ნაბიჯი წინ გადავდგი და ინსტიქტურად დავიძარი მანქანისკენ.
ორი მეტრი მქონდა ალბათ გავლილი, რომ მივხვდი უკან არავინ მომყვებოდა.
ადგილზე გავქვავდი და მივხვდი, რომ შევცდი.
უნდა გამებედა კი არა უნდა მივბრუნებულიყავი.
ნაბიჯებით ფრთხილად მოვხაზე პატარა წრე და მთელი სხეულით უკან მივბრუნდი.
ორივე იქ იდგა, ორივე მე მიყურებდა და რამაც შემძრა იყო ფაქტი, რომ ტკივილამდე გამიხარდა ორივეს თვალებში შიში ... შიში, რომ არ მოვბრუნდებოდი, შიში რომ მიბრუნებული ქეთოს მზერა ორიდან ერთის არ იქნებოდა.
ანდრეს მიმართულებით, ჩამოვარდნილი მტევანი გაჭირვებით ავწიე და ვანიშნე გელოდები-მეთქი.
აღარ დამინახავს მეორეს იმედის ზღვებში უიმედოდ დამხრჩვალი თვალები. დაშვებული შეცდომების სიმძიმე უკვე კმაროდა სასჯელად.
ფაქტი რომ ორივეს ერთმანეთის გონებაში წარმოქნმნილი ბარიერები „საკმარისი არ ვარ“ გვტანჯდავდა ერთროულად სასაცილოც იყო და სატირალიც.
მიუხედავად ამისა, ვუყურებდი ჩემკენ მშვიდი ნაბიჯებით, დაღლილი სხეულით და დახრილი თვალებით მომავალ ანდრეს და ვგრძნობდი, მწამდა - თუ ამ გრძნობას არ ერქვა სიყვარული, მაშინ არ ვიცი ... ქვეყნად სხვას რას უნდა ავეღელვებინე ამაზე უფრო, ამაზე აღმატებულად.
მოდიოდა ჩემკენ და უსაშველოდ სასიამოვნოდ იწელებოდა ორი მეტრის დისტანცია...
ყველა მის ნაბიჯში ვგრძნობდი რომ ის იყო ვის გამოც ლოდინი ღირდა, სხვისთვის არასაკმკარისობაც ღირდა, იმედგაცრუებაც ღირდა, ღამით ჩურჩულით გაბედული პატარა ლოცვაც ღირდა ... ყველა მარტო გატარებული წამი ღირდა, რომ დამენახა ეს ერთი ისეთი, როგორიც მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ ჩანს ხოლმე ნანატრი ადამიანი.
-წავედით.-ფრთხილად ჩავკიდე ხელი და საკუთარი თავისთვის უჩვეულო სიმშვიდით გავუღიმე. უკვე ვიცოდი, რომ თუ დედაჩემი გაიგებდა თითქმის უცნობი მამაკაცი ჩვენ სახლში ჩემს წითელ ტაპოჩკებს როგორ ეძებდა ... იმედი უნდა გამართლებულიყო, რომ უკვე სიდედრის ამპლუაში ამაზე ძალიან აღარ გაბრაზდებოდა.

სახლის წინ, „ფანჯარასთან“ გააჩერა.
გადავიდა და უთქმელად დაიძრა თავისი შენობისკენ.
მეც უხმოდ გავყევი, მიმტანები უკვე ალაგებდნენ მაგიდებს და დასახურად ემზადებოდნენ, თავიანთი უფროსის დანახვაზე ყველამ ანდრეზე გადმოიტანა ყურადღება.
-ბატონო ანდრე ...
-დღეს თავისუფლები ხართ, მე მივხედავ.-თქვა მშვიდად და მენეჯერ ბიჭს თვალით რაღაც ანიშნა.
მანაც დავიშალეთო და გახარებულ თანამშრომლებს კარისკენ გაუძღვა.
რომ გავაანალიზე სულ მარტო დავრჩით, ცოტა არ იყოს დავიძაბე.
უჩვეულოდ უჩვეულო ამბავი იყო.
ჩემთვის ნამდვილად, მისთვის არ ვიცი.
ერთ-ერთ მაგიდაზე დატოვებულ ჭურჭელს ხელი მოავლო და სამზარეულოს გზაზე მშვიდი ნაბიჯებით განაგრძო სიარული.
მეც უკან გავყევი, წარმოდგენა არ მქონდა რას აკეთებდა.
-დალაგება მოუსწრიათ ...-თქვა ისე თითქოს აქ არც არაფერი მომხდარაო, მშვიდი, ნაჩვევი მზერით მოავლო თვალი სისუფთავის სურნელში გახვეულ სამზარეულოს და ბოლოს დარჩენილი ჭურჭელი რომელიც გასარეცხი იყო ნიჟარაში მოათავსა.
-აპირებ რომ ...
-ამშვიდებს.-მითხრა და თვალით მანიშნა იქვე სკამზე ჩამოვმჯდარიყავი, პირდაპირ ნიჟარის გასწვრივ.
-ანდრე ...
-მთელი ცხოვრება ამ ფრაზით ვიცხოვრე ... ხანდახან მგონია რომ ყველაფერი ამ წინადადებაში გავასწორე ... ყველა გზა „სწორ დროს“ დავუკავშირე. რამდენჯერაც ვიფიქრე, რომ ეს „სწორი დრო“ არასდროს დგებოდა და ლოდინში საქმე ფუჭდებოდა, იმდენჯერ თითქოს ვიღაც მაიძულებდა ნახატის წინ მდგარს ორი ნაბიჯი უკან გადამედგა- და დემონსტრაციულად გადადგა ორი ნაბიჯი უკან,- რაღაც რაც ძალიან რთულად ან ძალიან „გაფუჭებულად“ მეჩვენებოდა დამენახა რომ არაფერია იმასთან რა შედეგიც მოყვება მის გავლას. არასწორ დროს არასწორი წამლის მიღება წამლის დადებითი თვისებების ნაცვლად მის უკუჩვენებებს იწვევს ხოლმე ცხოვრებაში და ამაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო.
-ანუ?!-ორ წამიანი პაუზის შემდეგ სმენად გადაქცეულს, თითქოს ლოდინის კანკალმა ამიტანა.
-რა იქნებოდა პირველად რომ დაგინახე უნივერსიტეტთან მაშინ მოვსულიყავი და მეთქვა, გამარჯობა მე ანდრე არველაძე ვარ და წითელი ტაპოჩები ძალიან გიხდება - ან რამე ამაზე უფრო ბანალური და უფრო სასაცილო?!-არ ეცინებოდა, მშვიდად და დიდი რუდუნებით რეცხავდა დასვრილ თეფშებს. გამახსენდა, რომ უნივერსიტეტის პირველ დღეს, მე მართლაც დედაჩემის გამოგზავნილი წითელი ტაპოჩკები მეცვა.
-არ ვიცი, ანდრე. მე ხომ არ ვიცი მაშინ რამ შეგაკავა ...
-მე რომ უნივერსიტეტს ვამთავრებდი იმ წელს მამაჩემი გარდაიცვალა, ჩემი დის ქმარმა, საბას მამამ ... ნენე მიატოვა და უცხო ქალს აედევნა,მერე გაირკვა რომ პერიოდულად სცემდა ხოლმე ორსულს. ავადმყოფ დედასთან, ორსულ დასთან და დანგრეულ ცხოვრებასთან ერთად მარტო დავრჩი.
გავქვავდი.
ემოციების ნაკადმა სისხლი გამიყინა.
-ორი წელი ვეძებე მოსაკლავად ... მერე საბას ყურება დავიწყე და მივხვდი, რომ ვერასდროს მაპატიებდა, მოსაკლავი მამის სიკვდილს, მე ვერასდროს ვაპატიებდი ჩემ თავს საბას ობლობას და მარტივად სიძულვილი გადავიწყვიტე. ყველა ამოსუნთქვა იმდენად მძიმე მეჩვენებოდა 25 წლის ასაკში ჯიბეში წამლებით დავდიოდი ... მეშინოდა, რომ სადმე წავიქცეოდი და მერე საბას, დედაჩემს და ნენეს ვერავინ უპატრონებდა. მაგისტრატურის ბოლო წელს სამ სამსახურში ვმუშაობდი და ნენეს უნივერსიტეტში დავყვებოდი, მისი ქმარი რომ არ გამოჩენილიყო და რამე ცუდად არ წასულიყო. ხელში იმდენი საქმის სადავე უნდა მჭეროდა რომ ხანდახან ხელისგულები ფიზიკურად მეწვოდა. ნენემ უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით სწავლა საფრანგეთში გააგრძელა და ასე დავრჩით სამნი. მე, საბა და დედა. მერე მივხვდი, რომ ბაღში საბას მარტო მამა კიარა კარგი ტანსაცმელიც აკლდა, სახლში მარტო დედა კიარა კარგი საჭმელიც აკლდა. მივხვდი, რომ საქართველოში სამი სამსახური ვერ გაისტუმრებდა უამრავ ვალს რომელიც იმ პერიოდში კისერზე დამაწვა და ასე აღმოვჩნდი საფრანგეთის ციხეში ...
ვიგრძენი როგორ დამეცა ვეებერთელა ცრემლები კალთაზე დალაგებულ ხელისგულებზე.
ის ისევ მშვიდად განაგრძობდა რეცხვას.
-არალეგალურად ჩასული დამიჭირეს, არ ვიცი მჭირდება თუ არა ამის დამკიცება რომ მხოლოდ ეს იყო ჩემი ციხეში გატარებული ერთი თვის მიზეზი ...
-მჯერა.-მოწყვეტით დასცდა ჩემს ბაგეებს ერთი სიტყვა და მილიონი ემოცია.
-იქ მოხუცი შარლი გავიცანი ... განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული, საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰყავდა და ღვინის მცირე ბიზნესით იყო დაკავებული საფრანგეთში.
ზუსტად არ ვიცი, ბუღალტერის უზუსტობის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი არასწორად შეავსეს და გამოვიდა რომ სახელმწიფოს გადასახადები სწორად არ გადაუხადეს, ნუ როგორც ხდება ხოლმე ... შარლის ადვოკატებმა მალევე დაამტკიცეს მისი უდანაშაულობა, მოხუცმა და მე თითქმის ერთდროულად დავტოვეთ ციხის კედლები. შვილი არ ჰყავდა, ეგეც სწორ დროს მიღებული სწორი წამალივით იყო, მე რომ დამიახლოვდა იმ ციხეში ათასობით სხვა ჩემნაირი ახალგაზრდის ნაცვლად ... შარლმა მომხედა, ღვინის ბიზნესის სრუქტურა მასწავლა და მითხრა, მე თევზაობა გასწავლე ახლა შენ გააგრძელეო.-დავინახე როგორ გაეღიმა.- ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო მისგან რაც კი შეეძლო მოეცა. სწორი რჩევა, სწორი გზა და სწორი მიზანი. ღმერთის გამოგზავნილი ადამიანები არასდროს იკარგებიან შენს მეხსიერებაში და ყოველთვის იმ გზაზე დგანან რა გზაც შენ სწორ დროს მომხდარ სასწაულებამდე მიდის ხოლმე. შარლთან ისე ვმუშაობდი, როგორც სხვა რიგითი თანამშრომლები, ვხვდებოდი არც ეს იყო საკმარისი და შეთავსებით შარლის მეგობრის მძღოლიც ვიყავი. პირველად „ბენტლს“ რომ შევხედე მუხლები ამიკანკალდა.-გაეცინა. გამეღიმა მეც. - შიშისგან ვიგრძენი რომ გავიყინე, ვიფიქრე ... ეს რომ გავკაწრო საფრანგეთის რომელ სასაფლაოზე ვიპოვო ადგილი, რომ უფასოდ დამმარხონ მეთქი. შარლი ჩემ უკან იდგა, მას ბენტლი არ ჰყავდა, მაგრამ უფრო ღირებული რაღაცები ჰქონდა ცხოვრებაში, ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა ძლიერად და მითხრა „თუ სწორი გზით ივლი არც ამ ამას და არც შენს მომავალ „ბენტლს“ არაფერი დაემართება.“ მერე ვისწავლე, რომ ცხოვრებაში სწორ გზაზე სიარული უნდა გაბედო, მერე ყველაფერი თავისთავად მოდის. „სთეფ ბაი სთეფ“-ისევ გაეცინა- შენ კუს ნაბიჯებით მოძრაობ და ხვდები რომ უკან მოიტოვე ყველაფერი რაც არასაკმარისს და ცუდს გხდიდა. უყურებ შენ თავს და ფიქრობ, კიდევ კარგი ღმერთი არ მივატოვე ... ვისთვის სინდისია ეგ ღმერთი, ვისთვის იმედი, ვისთვის სწორი გადაწყვეტილება და ვისთვის დამსახურებული სასჯელი. გააჩნია მას როგორ შეხედავ და მერე ამ ხედვას ცხოვრებაში როგორ მისცემ საშუალებას დაგალაგოს.
-და შენთვის?!-ძლივს გავბედე ხმის ამოღება.
-ღამით, მშვიდი ძილია. -ონკანი გამორთო ხელები შეიწმინდა და ნიჟარაზე დაყრდნობილმა ღიმილიანი მზერით გადმომხედა- ცხოვრებაში მილიონი შეცდომისთვის მილიარდჯერ მითქვამს „მაპატიე“, და ყოველ ჯერზე როცა რაღაც არასწორს ვაკეთებდი და პანიკაში ჩავარდილი რომ ჩემ გზას ავცდი და მიზანს ვერ მივაღწევ, რომ საბასთვის სამაგალითო ვერ ვიქნები, რომ ვერ ვუზრუნველყოფ ოჯახს - თითქოს ვიღაც მეუბნებოდა „მშვიდად“ - და ყველაფერს თავიდან ვიწყებდი.
-ანდრე ...-აღმომხდა მისი ხმის მოსმენაში ნეტარებაში წასულს.
-საფრანგეთიდან რომ ჩამოვედი, ჩემი სახლი სულ თავიდან ავაშენე, დედას ჯანმრთელობის პრობლემებზე ვიზრუნე და საბას წინაშე ისე წარვსდექი თითქოს სამჯსავრო იყო.-გაეცინა, სკამი გამოსწია და ჩემ წინ დაჯდა. სახეზე ხელები ჩამოისვა და გაღიმებულმა განაგრძო- მის წინაშე სუფთა რომ ვიყავი, მის გამო უამრავ ნორმალურ და ლოგიკურ გადაწყვეტილებაზე უარი რომ ვთქვი, რომ აი საბა ამას გაიგებს და მერე ... ცუდი მაგალითი არ მივცე - ასეთი ფაქტები ჩემ ცხოვრებაში წავშალე, მაშინ მივხვდი რას ნიშნავს მშვიდი სუნთქვა, მშვიდი ძილი. ჩაბარებული დავალება, მივხვდი რომ ამად ღირდა. მის წინაშე ის კაცი ვიყავი, ვისგანაც ისწავლიდა, ცხოვრებაში ტკივილებს როგორ გამკლავებოდა ისე რომ უკან მოხედვისას მისი საქციელის არ შერცხვენოდა.
-ის ისეთი ბედნიერია შენით ...
-იცის რომ მისთვის გავაკეთე, იცის რომ მილიონჯერ რომ მომაბრუნონ ყველაფერს თავიდან გავივლიდი, ოღონდ ის იყოს კაცი, რომელზეც არ იტყვიან მამას არ გაუზრდია და მამის ხელი აკლია. განა რამე ... ღირსეული კაცი მარტო ამას მოვთხოვ.
-მათემატიკის მასწავლებელს უთხრა, ბიძაჩემმა მითხრა თუ გინდა ორიანები მიიღე, ოღონდ კარგი კაცი გამოდიო ...-ორივეს გაგვეცინა.-ორი კვირა გლანძღავდნენ სამასწავლებლოში.
-ეჭვიც არ მეპარება, არ მოსწონთ რთული რაღაცების მოსმენა.-იცინოდა ანდრე. მთელი გულწრფელობით იცინოდა და საოცრად ჰგავდა საბას.
თავი დახარა და ორ წამიანი პაუზის შემდეგ ღრმა ფიქრებით სავსე თვალებით ამომხედა.
-შენ რომ დაგინახე, მაშინ მეც არასაკმარისი ვიყავი შენთვის. წლები რომ გადიოდა, ვფიქრობდი, ალბათ გათხოვდა ... სახელიც არ ვიცი ... არასწორ დროს გამოჩნდა და მეც ვერ ჩავეჭიდებოდი ჩემი მილიონი პრობლებით და ვერ ავურევდი გზასთქო. უნივერსიტეტის ეზოში რომ დაგინახე, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყავი ან ვინ შეიძლება ყოფილიყავი. ნუ დამაჯერებ რომ ადრეა გულწრფელი საუბრები, ნუ მეტყვი რომ უცნობი ვარ ... თვეებია არ გბეზრდება ფანჯარაში ყურება და ამ სამყაროში თუ რამე არსებობს ეგეთი რასაც ერთი ნახვით სიყვარული ქვია,მაშინ გამოდის, ძალიან ბევრი წელია მიყვარხარ. - მეგონა ვეღარ ვსუნთქავდი, ის ისევ მშვიდად განაგრძობდა- ხელოვანის ნახატივით ხარ, მუზეუმში რომ უნდა იყოს და შენ მემკვიდრეობით გერგო, არ იცი სად დაკიდო, რომელ ოთახს უფრო უხდება, შენ შენი სახლიც გეუბრალოება მისთვის, მაგრამ ვერც მუზეუმისთვის იმეტებ. დადიხარ, დაგაქვს ხელში ფრთხილად დაჭერილი და ფიქრობ ... სად არი მისი ადგილი, ყველაზე ძალიან რომელი ოთახი მოუხდება ... მერე ხვდები, რომ ჯერ სახლი უნდა შეცვალო მას რომ მოუხდეს ისეთი კედლებით. მე ამ კედლების შეცვლა შენთან ერთად მინდა, გააზრებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ... მე რომ დარწმუნებული ვარ არ ნიშნავს, რომ შენც უნდა იყო. შენ ჩემზე პატარას, არ ვიცი ცხოვრებამ რა გამოგატარა, მაგრამ ჩემთან მოსულს გჭირდება ღრმად იყო დარწმუნებული მე ვარ ის სახლი შენ რომ გერგება ...
-ანდრე ..-ცრემლებს ვერ ვიკავებდი მე.
-არ აჩქარდე ... მარჯვნიდან, მარცხნიდან ... ყველა რაკურსით დამაკვირდი. ჩემმა „მიყვარხარ“ სიტყვამ არ დაგაბნიოს, არ გაიძულოს მე მოგეწონო ... არ იფიქრო, რომ ეს არი და მორჩა ... ჩემით არ მთავრდება შენი სამყარო. სანამ იგივეს არ იგრძნობ, რასაც მე ვგრძნობდი შენი პირველი დანახვისას ...
-რას გრძობდი ჩემი პირველი ნადახვისას?!-აწითლებული ცხვირით და ლოყებით ალბათ სასაცილოდ გამეღიმა მე.
-შიშს რომ მეორედ ვეღარ გნახავდი.
-და როცა მეორედ ... რომ ჩამოხვედი და მაშინ დამინახე ... მაშინ?!
სკამის საზურგეს მიეყრდნო მთელი სხეულით, უკან გადახრილი ახლა უფრო მშვიდი ჩანდა. მთელი სხეულით მიღიმოდა და ხელის მტევანზე სახე ჩამოდებული ჯერ ხმის ამოღებას არაპირებდა.
-ანდრე ...-ხმაში დამეტყო მოუთმენლობა.
-მაშინ ამ კაფეს მეორე სართულს ვარემონტებდით და მშენებლობაზე მუშებთან ერთად რაღაც საკითხს განვიხილავდი ... საბაც თან მახლდა, იმ დღეს დავპირდი დედაჩემს რომ საბას მე წავიყვანდი და თვითონ ანანურში წასულიყო ცოტა ხნით დასასვენებლად მის მეგობართან. საბა ერთი კვირით ჩემთან რჩებოდა და იძულებული ვიყავი ყველგან წამეყვანა სადაც მივდიოდი. მაშინ, მე მეორე სართულზე ვიდექი და საბა ეზოში ბურთს თამაშობდა ... სადარბაზოდან გამოხვედი, მუქი ნაცრისფრი კაბახალათი და ფეხზე შენი ცნობილი წითელი ტაპოჩკები გეცვა. მოდიოდი და სანამ საბამდე მიხვიდოდი მე უკვე პირველ სართულზე მოვრბოდი ... კარი რომ უნდა გამეღო და ათასჯერ გონებაში ნათქვამი და იმ მომენტში დავიწყებული ტექსტით უნდა გაგცნობოდი საბამ მოირბინა შენთან და ასე გავიგე შენი სახელი ქეთო მასწავლებელო ...
-მინდოდა საბასთვის მეკითხა აქ რას აკეთებდა მაგრამ ...-ხმა ამიკანკალდა მე.
-პაშამ მანქანა გააჩერა და დაგიძახა „ქეთო, მალე რა გვეჩქარება“.
-მგონია რომ სიზმარში ვარ ...-ემოციებს ვერ ვიკავებდი მე და სიცილს და ტირილს ერთმანეთში საღებავებივით ვურევდი, ახალი ფერების და ახალი ემოციების შექმნით აჟიტირებული.
-საბას დაემშვიდობე, მანქანაში ჩაჯექი და წახვედი. სანამ გავარკვიე, რომ პაშა შენი ბიძაშვილი იყო ... ვინ იცის რამდენი სიკვდილით მოვკვდი.-ორივეს გულიანად გაგვეცინა ამ სიტყვებზე.
-ყველაზე უფრო ლამაზი ამ პროცესში რა იყო?!-ვკითხე გაღიმებულმა და მეც ისე დავეყრდენი ჩემს მტევანს როგორც ის ეყრდნობოდა თავისას
-ყოველ ჯერზე შენი პატარა თავის დანახვა, მაშინ როცა ფარდებს ეფარებოდი და გეგონა ვერავინ გამჩნევდა როგორ ცდილობდი დაგენახაჩემი სახე. -გამიღიმა და სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი.
-და რატომ არ მკეითხები ჩემთვის ... ჩემთვის რა იყო?!
-ვიცი და ამიტომაც.-წარბის აწევით გაეცინა მას.
-და მაინც რა იყო, როგორ გგონია?!
-აი, დღეს ... შენ წითელ ტაპოჩკებს რომ ვეძებდი გარდერობში ...
-როგორ მიხვდი?!-გაოცება ვერ დავმალე მე.
-არ ვიცი, ბუნებრივად ხდება ... უბრალოდ ვიცი ხოლმე რომ თვალი არ უნდა მოგაშორო და მერე მარტივია, შეუძლებელიც კია რომ ვერ მიხვდე, როდის გიღიმის ყველაზე გულწრფელად ადამიანი.
ტელეფონზე ზარმა ორივე შეგვაკრთო და მერე ამაზეც გაგვეცინა.
რეალობას და გარე სამყაროს მოწყვეტილები დედაჩემის ზარმა დაგვაბრუნა ისევ დედამიწაზე.
-ქეთო, როგორ ხართ, დედა?! ტატას დავურეკე, უკვე რახანია სახლშია, შენ სად ხარ?!
-მეც მივდივარ სახლში.-მშვიდად ვუყურებდი ანდრეს.
-და ახლა სად ხარ?-ეჭვნარევ ხმაზე გამეცინა.
-მე მგონი პაემანზე.
-როგორ?!-აშკარად ვერ გაიგო ნუშამ რა ხდებოდა.
-დედა, სახლში რომ მივალ დაგირეკავ, კარგი?!
-არ გათიშო, არ გამაგიჟო, სად ხარ ... მე რატომ არ ...
-აი, რომ ავალ მოგიყვები.
ტელეფონი გავთიშე და ისევ ანდრეს მივუბრუნდი.
-უნდა წავიდე, ათ წუთში პანიკა დაეწყება და თხუთმეტ წუთში ბილეთს დაჯავშნის.
-ეჭვიც არ მეპარება, მომწონს ასეთი მშობლები, ყველა ასაკში ჩვენზე უფროსები რომ არიან.-ეცინებოდა მას.
-არა ყველა ასაკში ჩვენ რომ უფრო პატარები ვხდებით ...
-რთულია გაუგო და მერე როცა მშობელი ხდები რთულია გააგებინო.
-შენ თითქოს უკვე იცი ...
-საბასთან მეც ახლა ვიწყებ.-გამიცინა, თვალი ჩამიკრა კარისკენ წასული ბოლომდე გამაცილა.
იმ ღამით მე და ნუშას არ გვძინებია.
გავათენეთ, პირველად როგორც მეგობრებმა და არა როგორც დედა-შვილმა.
სანამ არ დავინახავ ჩემი თვალით მანამ 90 პროცენტით მაინც დედაშენი ვიქნიო - დასძინა ბოლოს. შენ სულ დედაჩემი იქნებითქო ვუთხარი, დავემშვიდობე და გავუთიშე.
რომ გავიხედე ანდრეს მანქანა იქ აღარ იდგა.
საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დავწექი და თვალღიას მეძინა მის სიტყვებში დაკარგული მგზავრივით. მოგზაურობაში რომ დავიღალე ალბათ მერე ჩამეძინა, თორემ კიდევ კარგა ხანს გავაგრძელებდი ხეტიალს იქ სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ. იქ სადაც მოხვედრა ჩემი ოცნება იყო.
პეპლების სამყაროში.


დილის ექვს საათზე კარი რომ ჩამოხსნა ტატა ენუქიძემ იძულებული გავხდი გამეღვიძა.
-დროის ამ მონაკვეთში ძინავთ ...
-შემომიშვი,ქეთევან ძალიან საშარო საქმე მეწვია ხანშიშესულობის ამ უდროო ჟამს.
სახლში ისეთი ინერციით შემომივარდა ვერ მივხვდი როგრი რეაქცია მქონოდა და ისევ ძილი გადავწიყვიტე საძინებლისკენ წასულს ტატას კივილი რომ დამეწია.
-ლავიწის ძვალს მოგტეხავ, მოდი აქ!
განსაკუთრებულად მიყვარს ასეთი ნაზი და ფაქიზი ერთდროულად რომ ხდება ხოლმე.
-ევროკავშირი დაიშალა?!
-რაო?!-დაიბნა სამზარეულოს მაგიდის თავში დასკუპებული და ცოტა არეული სახით გადმომხედა.
-ევროს ვალუტა რუსულმა რუბლმა ჩაანაცვლა?!
-ვერ გავ ...
-დოლარის კაცო?! პირდაპირ ამერიკას დაუმიზნეს?!
-არ არის ახლ ...
-შენ, და ... როგორც კარატის დედა დეოფალი უკვე აგიყვანეს ბელადის დაცვაში?!
-ოო, მორჩი რა, ქეთო გითხარი თავზარდამცავი საქმე მაქვსთქო?!
-როგორი?!
-აი, რომ მოისმენ თავში ზარი დაგეცემა.
-ტატ, შენ უფრო გეძინება, ჩემო საყვარლო ... წამო, წავიდეთ დავიძინოთ, ერთმანეთს წმინდა დაქალური საჩუქარი გავუკეთოთ და დავიშალოთ!
უკან გაბრუნებულს მეორე მუქარა დამაწია.
-დაგშლი ძვლებში და მარილებში, ცალ-ცალკე და სინქრონში.
-არ წახვალ ხო?!-იმედისგაცრუებად გადავიქეცი მე.
-არა.
-ისე მეზიზღები სიტყვები არ მეყოფა ასაღ ...
-დამმორჩილდი, ახალგაზრდავ!
-დაიწყე ჰა ...-ყავის ჩაიდანს სახით ჩავეხუტე და ნახევარი ქილა კოფეინი ჭიქაში დაუნანებლად მოვათავსე.
-პაშამ სიყვარული ამიხსნა.
ორი წამით მეც, ყავაც და ჩაიდანიც სინქრონში გავიყინეთ.
-რაო?!-სასწრაფოდ ჩამოვჯექი ბნედადაცემული სკამზე.
-ყავას აღარ იკეთებ?!-გადმომხედა ნასიამოვნები თვალებით, აქაოდა მოსმენას ვის ამადლიდიო.
-ისეთი კოფეინის ბომბი მესროლე, ორი წელი მეყოფა.
-მთელი ღამე ვერ დავიძინე ... მერე ვიფიქრე, რომ შენ და ოლიკოს ყველაზე უფრო ძალიან გეკუთვნოდათ ეს ამბავი და ამიტომაც გაგაღვიძე.
-არმინდა სენსიტიური შესავალი და გადაჭრილი ხელისგულების დატოლება, დაიწყე!
-მოიცა, მოვა და დავიწებ ... შენ მანამდე ყავას აკეთებდი და რაღაც ტკბილეულიც გქონდა ..
-ვინ მოვა?!-სულ გავოგნდი მე.
-ოლიკო.
-ტატა დღეს ოლიკოს პირველი დილაა ...
-ეგრე სად არი?! გათხოვდა და მორჩა?! არა ბატონო. სანამ გათხოვდებოდა მანამდე მე გავზარდე, ამ ორი ხელით ვაჭმევდი და ამ ორი ხელით ..
-ცემდი.
-ეგეც აღზრის აუცილებელი კომპონენტია.-ჩაილაპარაკა მშვიდად და მხრები აიჩეჩა.
-სერიოზულად, შეძულდები ვიწიუშას!-სიცილი ამივარდა მე.
-რას ამბობ, უკვე ვძულვარ მაგრამ სიძობის მეორე კანდიდატის შიშით ხმასაც ვერ ამოიღებს და მეტიც, ვერც შეიმჩნევს!-ამაყი მზერა მესროლა და გაირინდა.
-ვინ სიძობის მეორე კანდიდატი, ტატიანა?!-უაზრო გამომეტყველებაში ღიმილი ძლივს დავმალე.
-იცი ცუდი გოგო რატო ხარ?!-იწყინა ტატამ.
-რატო?-სიცილს აღარ ვიკავებდი მე.
-შენც აგიხსნეს გუშინ სიყვარული, მაგრამ ექვს საათზე ჩემთან არ გამოქცეულხარ. რას იზამ ტატია ...-ტატას აცრემლებულ თვალებზე ისტერიკა დამემართა სიცილისგან ლამის გავლურჯდი-ორ დაქალს შორის ერთს მეორე ყოველთვის პირველზე ძალიან უყვარს. იდეალური ურთიერთობები ადამიანებს შორის არ არსებობს.
-აი საიდან იცი რომ მე უფრო ნაკლებად მიყვარხარ ვიდრე შენ?!
-გითხარი საიდანაც.
-ეგრე თქვენ ქორწილი ისე დაეგეგმეთ მე არაფერი ...
-კაი, ბარი-ბარში ვართ, გვეყო.-წარბები აწკიპა და შემოსასვლელი კარისკენ გადაიტანა ყურადღება სადაც იდეაში უკვე ოლიკო აკაკუნებდა.
-რაო, ვიტომ მეზიზღებით და აღარ დამენახოთო?!-გამეცინა ოლიკოს შეშლილ სახეზე.
-არა, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში შეძულდებით და აღარ დაენახოთ.-მხარზე ხელი მომითათუნა, გისამძიმრებ დილის ექვსზე გაღვიძებასო და სამზარეულოში გადაინაცვლა.
-სამყაროში სამართალი რომ არ არსებობს ეს არი უცხადესი ფაქტი დღეიდან.-ამოთქვა გამწარებულმა და ჩემი ცხელი ყავა მოიდგა. -ერთს ბავშვობის სიყვარული გამოუტყდა გრძნობებში მეორეს პირდაპირ კუპიდონი და მეე ..!
-შენ რა ..?!-ტუჩები დავიჭამეთ მე და ტატამ.
-ღამის ოთხ საათამდე ვიტოს ბაბუის მამიდაშვილის სადღეგრძელოს ტელეფონში ვისმენდი!-ატირდა.
-აბა გენაცვალე რომ მირბოდი, სად მირბოდი. ჯერ მოგეძულებია თავი ამხელა სანათესაოსთვის და „გილოცავ, მრავალს დაესწარი“-ს დაგაჯერებდნენ.
-დეგენერატო, ეგ დაბადების დღის მისალოცი ტექსტია.-გამეცინა მე.
-აი, შენ რომ გათხოვდები მეც მაგ ტექსტით წარსვდგები პუბლიკაში „ტატ, პაშ, გილოცავთ მრავალს დაესწარით“.
-შენ არ მოესწრო ახლა შენი ქმრის ქვრივობას ოფიციალური გათხოვებიდან 16 საათში.
-დააღირსე ადამინო!
-მითხრა, რომ არ არი ღირსი მის გვერდით ვიყო. ხელები ჩამჭიდა და ცრემლიანი თვალებით მისურვა ბედნიერება თორნიკესთან.-თქვა და გაირინდა.
ორ წამიანი დუმილის შემდეგ ოლიკოს ყვირილმა მთელი ეზო გააღვიძა.
-ქეთევან, გზად არ გადამეღობო მაგის მოჭრილი თავი თუ სარზე არ ჩამოვაცვა და თბილისის გალავანთან არ დავკიდო მე არ ვიყო გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავალი!
-ოლიკო, მოიცადე.
-რას ვუცადოთ?! მთელი ცხოვრება იმისთვის იარსება მისი უბადრუკი ეგზისტენციალიზმით, რომ ბოლოს ეს სიტყვები ეთქვა გოგოსთვის, ვისაც მთელი ცხოვრება უყვარს?! ეგ კაცურობის უკაცობა, გამიშვი-მეთქი, წინ არ გადამეღობო!
-ოლიკო, მოვუყაროთ თავი ჩვენს ემოციებს და მოდი დავმშვიდდეთ.
-არ არი ახლა ათამდე დათვლის დრო, გამიშვი რა ... გამიშვი ცხელ კვალზე უნდა ..
-მე ვუთხარი, რომ მიყვარს.-ფეხზე წამომხტარი მე და ოლიკო, ინერციით დავეშვით სკამებზე.-ვუთხარი რომ ... -ცრემლიანი თვალები ჭერზე გაუშტერდა ტატას და მე და ოლიკომ სინქრონში გადავაჭდეთ ერთმანეთის ხელებს თითები დაძაბულობისგან.-რომ ისეთი გაუბედავიც მიყვარს, როგორიც არი.-ტატას ლოყებზე ერთი ცრემლი მეორეს რომ მიჰყვა ჩვენც ავტირდით.-ვუთხარი, ადამიანს მეორე ადამიანი თავისი ნაკლით და შეცდომით თუ არ უყვარს არ უნდა იფიქროს, რომ ეს გრძნობა ნამდვილია. ვუთხარი, იდეალური რომ ყოფილიყავი და მყვარებოდი ვიფიქრებდი, რომ გამივლის. შენ კიდე მეჩვიდმეტე წელია ვერ გამიარე-მეთქი.
თავი დახარა და მაგიდაზე დადებულ ფინჯანს დააშტერდა.
-პაშამ რაო ...?!-ამოვილუღლუღე შიშისგან დაზაფრულმა.
-შენ თვალებში როგორ გავაქრო შიში, რომ მთელი ცხოვრება შენი ხელით სათრევი ვიქნებიო.
მე და ოლიკომ ერთმანეთში საერთო ემოციებით გატენილი მზერები გავცვალეთ და ერთმანეთს უთქმელად მივუხვდით სათქმელს.
პაშა ის პაშა აღარ იყო, ჩვენ რომ ვიცნობდით.
რომ ადამიანებს ცვლით თავიანთ ცხოვრებაში გამოჩენილი სხვა ადამიანები.
-რამდენი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო, რომ დაგანახო მე კიარა შენ უნდა დამეყრდნოო.-ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა მომღიმარმა ტატამ.
-ტატა ...-პატარა ბავშვივთ აეტუზა ოლიკო ტატას.
-მერე თორნიკე მოვიდა ... -ღრმად ამოისუნთქა და მთელი ძალით მოეჭიდა ოლიკოს-პაშა წამოდგა და ისე მშვიდად დადგა თორნიკეს წინ მე გეფიცებით მოვკვდი.
-ჩემი ბიძაშვილია ...-ამოვიჩურჩულე მე ცხოვრებაში პირველად პაშასთან მიმართებით სიამაყით.
-პაშას არაფერი უთქვამს, თორნიკემ ხელი რომ გამოსწია ჩემ წასაყვანად ... თავი გააქნია ასე უთქმელად თვალებში უყურებდა და თვალებით რაღცას ანიშნებდა. თორნიკემაც ხელი დასწია, გაგვიღიმა რაღაც ჩაილაპარაკა და წავიდა.
ორი წამი სრული სიჩუმე ჩამოწვა.
-ვერაფერს ვიტყვი ...-ტუჩები ამპარტავნულად დაბრიცა ოლიკომ.
-ანუ?!
-რაღა ანუ, თქვენთვის გადამიხდია სამას კაციანი ქორწილი ფაქტობრივად, თქვენი კუპიდონი მე თუ ვიყავი რას ეწამეთ ამდენი წელი ერთმა ერთს და მეორემ მეორეს?! ორი ბანალურობის პიკი, ამის გამო გამაღვიძე დილის ექვს საათზე?-მე და ტატას ცივი წყალი გადაგვესხა თითქოს.-ყოჩაღ ოლიკო. პატარძალი არ ვიცი მარა ესქილე კი ხარ!
-ვინ ხარო?!-დაიბნა ტატა და მე გადმომხედა.
-ეგ ტრაგედიების მამა იყო ...
-მაშინ ესქილეს ცოლი.
-დაიბოღმა.-ამოისლუკუნაა ტატამ და იმედის თვალით გადმომხედა.
-კიკიკი.-უპირობოდ დავეთანმხე მე.
-და შენ?!-დაღლილმა გადმომხედა ოლიკომ.
-მოდი ჩემი ამბავი სხვა დროისთვის ...
-ამოთქვი!
-ერთი წამი ... შენ და პაშა როგორ დაიშალეთ?!-თემა გადავიტანე მე.
-სახლამდე მიმაცილა, მამაჩემი ნახა და მემგონი კარგად ვართ ...-გაიბადრა ტატა.
-მაგის მერე?!-დაინტრიგდა ოლიკო.-არ მოუწერია?! „დილამშვიდობისა ჩემო მელგიფსონო“ ან რამე ...
-რა მელგიფსონო გააფრინე?!
-„მამაცო გულო-ს“ ამბავში. -მხრები აიჩეჩა ოლიკომ.
-არ მოუწერია ... ძინავს ალბათ.-მხრები ჩამოუცვივდა ტატას.
-რა აძინებს გოგო ამ დღეს მთელი მისი გააზრებული ცხოვრება ელოდა, მაგას კიდე ძინავს?! აუ, ქეთო მიმიშვი რა ... მიმიშვი ამოვუგდებ ლავიწს!
ტატას რაღაც უნდა ეთქვა ჩემი ტელეფონი რომ ახმაურდა.
ამის დრო ნამდვილად არ იყო, მივხვდი ვერსად ვერ გავექცეოდი გოგოებს დაქაჩულ თვალებს.
-ქეთო, მიმანიშნე პროგრამაში ჯერ პაშა გყავთ თუ გადმოხვედით ჩემზე?!-სიცილი ვერაფრით შევიკავე მის ხმაზე.
-რატო გღვიძავს?!-საათს გავხედე მე, ჯერ ძალიან, ძალიან დრე იყო.
-შენი დაქალის ქმრის გაჭირვებას ვისმენთ მე და პაშა. ჰო ... ბიჭებმა თუ უკვე მორჩით ამბების გაცვლას, გადმოდით და ერთად ვისაუზმოთო.
-საუზმით ვინ გვიმასპინძლდება?!-ყურში ჩამკივლა ტატამ.
-თქვენთვის სპეციალურად, საფრანგეთიდან მოწვეული შეფი.-გულიანად იცინოდნენ იქაც.
-ჩემი ვიტოც მანდ არი?!-ბედნიერი თვალები დაქაჩვოდა ოლიკოს.
-ვიტოს გაჭირვებაც აქ არი, რამდენ ხანში გადმოხვალთ?!-სიცილს არ წყვეტდა ანდრე.
-ქეთო რას ჩამასხი შენი უხარისხო ყავა?! ადექით, წავედით, ფრანგული საუზმე უნდა მივირთვა.-აჟიტირდა ტატა.
„ძალიან არ გამოიპრანჭო, მინდა რომ დილის შვიდ საათზეც მიყვარდე.“-მომივიდა შეტყობინება ანდრესგან, როცა გავუთიშე.
სხვანაირი იყო „ფანჯარა“ უცნობი ხალხის გარეშე.
პირველად ვუყურებდი ამ თვალით - თითქოს სადღაც ძალიან შორს მივდიოდი მოპირდაპირე ქუჩისგან, ჩემი აივნისგან და მაინც ძალიან ახლობლად ვგრძნობდი ყველაფერ „შორეულს“ რაც ამ სამყაროში მხვდებოდა.
მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ, პაშა, ვიტო და ანდრე და რაღაცაზე გალურჯებამდე იცინოდნენ წელში მოხრილები.
სულ ორი წამით გული შემეკუმშა რომ გავიფქრე, როგორი დაუჯერებელი იყო ეს სანახაობა.
-რამდენჯერ გავილანძღე დილის შვიდ საათამდე?!-თვალში მოვხვდით ოთხად გაკეცილ პაშას, რომელიც სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა და ტატას - გეფიცებით, მართლა გეფიცებით ... სხვანაირად უყურებდა.
უფრო გაბედულად.
-ამის შემართებას დგებუაძე თუ შველოდა, რას ვაცემინეთ ის ბიჭი მეათე კლასში ენუქიძეს?!-გადმომიჩურჩულა ოლიკომ.
-რა სხვანაირია.-ამოვილუღლუღე მე.
-რაღაცნაირად ვაჟკაცური ხო?!
-ხო, რაღცნაირად დედამისს ჰგავს.
მერე რას არ დავაბრალე ოლიკოს ჩაბჟირება მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ არავინ დამიჯერა ამინდზე რომ იცინოდა ჩაკეცილი ჩემი დაქალი.
-რას შეჭამთ გოგოებო?!-მაგიდას რომ მივუახლოვდით, წამოდგა, დღემდე გაუაზრებელი მოძრაობით თავისსავე სკამზე დასაჯდომად მსუბუქად მიბიძგა და თავზე ისე მაკოცა ტატას დაქაჩული თვალები რომ არ დამენახა და პაშას ხველება არ გამეგო ალბათ ვერც გავიაზრებდი.
ტატა და ოლიკო ერთმანეთს ლაპარაკს რომ არ აცდიდნენ ამაზე ყველას გვეცინებოდა.
ბოლოს ანდრემ დაგვტოვა და დავრჩი ოთხი წყვილი თვალის პირისპირ, რომლებიც გამწარებულნი ელოდნენ ყველა ჩემს სიტყვას რომელიც აღიარებას უფრო ჰგავდა ვიდრე მოსაყოლ ამბავს.
-მოსაყოლიც არაფერია ... უბრალოდ ასე მოხდა.-ამოვილაპარაკე გაუბედავად მე.
-ტატა ... გამაკავე!-აინთო ოლიკო.
-არა, აი ... შენ ხომ დიდი ხანია რაც ვიტოს იცნობ და სულ ახლახანს გაანალიზე რომ მზად ხარ ცხოვრებაც დაუკავშირო, მაგრამ ერთი წლის წინ ხომ არ იცოდი ... პაშამაც ხო არ იცოდა ტატასთან რამდენზე იყო წამვსლელი და რაღაც მომენტში ხომ გაანალიზეთ,არა?!
-ნუ, მე ვიტოს წლებია ვიცნობ, მიუხედავად იმისა რომ ურთიერთობა ახალი ჩამოყალიბებული გვქონდა ... ვიცოდი, მაინც ვინ იყო და პაშაც ანალოგიურად ...
-წარმოიდგინეთ, რომ მეც წლებია ვიცნობ, ოღონდ არ ვიცოდი რა ერქვა ვინ იყო და თუ არსებობდა.-გამეცინა მე.
-მოიცა, დააცადეთ!-ოლიკოს რაღაცის თქმა უნდოდა ტატამ რომ გააწყვეტინა და თვალებით მაგრძნობინა მე გისმენო.
-არ ქვია ამ ყველაფერს კონკრეტული სახელი ... რაღაც რომ დაერქვას, ჯერ შენი თავი უნდა მოგეწონოს მის გვერდით ... მისი თავიც უნდა მოგეწონოს შენ გვერდით. რომ მოგეწონოს ჯერ უნდა დაინახო ... ამ თვალებით რასაც ვუყურებ -ის არის რაზეც შემიძლია ვთქვა რომ მინდა სულ იყოს. გეფიცებით ამის მეტი მოსაყოლი ...
-ქეთო?!-მოგვესმა სამზარეულოდან ანდრეს ხმა და ელვის სისწრაფით მივბრუნდი მისკენ.- შეგიძლია დამეხმარო?!...
-მიდი!-გაეცინა პაშას და ინსტიქტურად, ძალიან ბუნებრივად გადახვია ხელი სახეგაბადრულ თავის ტატას.
-ხომ ვამბობ ამათ გამო გადავიხადე სამას კაციანი ქორწილი-მეთქი?!-უკან მესმოდა ოლიკოს ხმა და დანარჩენების სიცილი.
-მე რაში დაგეხმარო?!-ვკითხე ჩუმად და საქმეში გართულ, მომღიმარ ანდრეს შორიდან შევავლე თვალი.
-პომიდორი დამიჭირე.-მითხრა საქმიანი ტონით.
-პომიდორი ... კი ბატონო, აი პომ ... მოიცა რა ვქნა?!
-ხელში გეჭიროს.-თითქოსდა არაფერი უცნაური არ იყო, ისეთი აუღელვებლი ხმით ჩაილაპარაკა.
-ანდრე!-სიცილი ვერ შევკავე მე.
-რომ მეთქვა, იმიტომ გამოგიყვანე აქ მინდოდა ყოფილიყავითქო, ძაან ბანალური ვიქნები.
-პომიდვრის დაჭერა არი ორიგინალური, ძალიან.
-ცდილობს იყოს.-იცინოდა გულიანად და გახუხულ პურებზე ფრთხილად ანაწილებდა თხლად დაჭრილ ორაგულს.
-ანდრე იცი რაზე ვნერვიულობ?!
-მოვაგვარებ.
-ჯერ მკითხე.-მეღიმებოდა მე საქმეში ჩართულს რომ ვუყურებდი.
-იდეაში, იმ ფაქტზე, რომ საბა გაიგებს ჩვენზე. მოვაგვარებ,ქეთო.-მშვიდად ამოილაპარაკა და წელში გასწორებულმა კარადიდან რაღაცის გამოღების მიზნით ჩემკენ გამოწეუოლმა ფრთხილად მაკოცა შუბლზე. - არ იფიქრო, რა ბევრი ჩემგარდა არაფერზე.
-რა ეგოიზმია.-გაღიმებულს ძლივს მეჭირა ხელში უსარგებლო პომიდორი.
-რას ამბობ, ნეტა სულ არ გჭირდებოდეს ჩემზე ფიქრი, ისე იყო დარწმუნებული ჩემში.-გაეცინა და კარადიდან ჩამოღებული თურმე შავი დაფქვილი წიწაკა იქვე დადო, წელზე ხელშემოდებულმა ჩემგან დისტანციით მდგარმა ჩემს თვალებში პასუხების ძებნით შეპყრობილი მზერით დამაკვირდა. - მინდა რომ ზუსტად იცოდე, ბევრჯერ ნაფიქრი და დაკვირვებული გყავდე, მერე ოდესმე რომ არ ინანო ... მერე შეცდომა რომ არ დამარქვა. სულ რომ ჩემი ექვსი შვილის დედა იყო, მაგ მზერას ვერ მოვინელებ, რასაც „ადამიანში შევცდი“ -ქვია.
-რატო გეშინია იმის რომ შენში დარწმუნებული არ ვიქნები ..?!
-ყველაფერი ნორმალურზე სწრაფად მიდის... არც ერთი ვართ იმ ასაკში როცა ჩამოუყალიბებელ გრძნობებს აჟიტირების გამო ვარქმევთ სახელებს. ზედმეტად დიდი ხანია მგონიხარ „ჩემი“ -მჭირდება ვიცოდე, რომ შენც ისე მიყურებ როგორც მე მაშინ ... უნივერსიტეტთან რომ დაგინახე. ასე რომ ბევრს არაფერს, მხოლოდ იმას გთხოვ - ჩემზე ბევრი იფიქრე, ქეთო. მანამ სანამ ჩემში ნაკლოვანებებს არ დაინახავ და არ გადაწყვეტ რომ ეგეთიც გინდევარ ... როგორც ტატას უნდა პაშა, როგორც ვიტოს უნდა ოლ ...
-და შენ რა ნაკლოვანებით ... ხომ გესმის ...-თითქოს ოცნება ვერ გავუბედე ჩემ თავს.
-მიყვარხარ?!-კიდევ ერთხელ ჩავიკეცე მორალურად.
-ჰო.
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ სანდროს გამო ცხოვრებაში რომ გიტირია ამ ფაქტითაც ვერ ვცვლი გრძნობას, რომ შენ გამო ლოდინი ღირდა.
„ლოდინი ღირდა ..“
-არ მესმის სანდრო ...
-კაი, რა. რა სანდრო, ხოარ დამცინი?!-სიცილი ვერ შეიკავა და ცხვირზე სასაცილოდ მიჩქმიტა- ეგეთი ტიპის სიყვარული გმირობაა თუ აბსურდი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ არც ერთის იდეა არ მომწონს.
-ეგ ჩემი წარსულია ...
-გეწყინა?!-ახლა თვითონ შეჭმუხნა ცხვირი და ისევ განაგრძო სიცილი.
-არა, უფრო ვერ მივხვდი ნაკლი რატოა ...
-სარკეში უფრო ხშირად უნდა ჩაგეხედა, აი ამიტოა ნაკლი, წავედით შია ტატას.
ერთი ლანგარი მე მომაჩეჩა მეორე თავად დაიჭირა და მაგიდამდე სიცილით იარა.


ზაფხულის მზე უფრო მცხუნვარე და უფრო მომთხოვნი ხდებოდა.
დილის ხუთიდან მზის კაბადონზე ამოწვერილი, ღამის ცხრამდე, ათამდე ნებივრობას არ წყვეტდა დედამიწის კიდეებთან და ბოლოს, როდის, როდის ტაატით ჩავიდოდა დასავლეთის ფსკერისკენ მიძინებული სხივებით.
ყოველ დღე უფრო და უფრო მომწონდა ფაქტი, რომ თენდებოდა.
ღამით საწოლში უშფოთველად მყოფს ერთი სული მქონდა ისევ მენახა აღმოსავლეთიდან მოსული, უფრო თავმომწონე და უფრო მცხუნვარე მზე, რომელსაც ახალ-ახალი ამბები მოჰქონდა ჩემთვის და ეს იყო, ჩაფიქრებული ოცნებების ასრულებაზე უფრო ლამაზი, უფრო აღმაფრთოვანებელი და უფრო ისეთი სასწაულის ფერი - რასაც არ ელოდები ხოლმე და მოულოდნელად შემოაღებს კარს.
იმ დილით საწოლიდან ადგომა ისე დამეზარა პირველად ამდენი ხნის შემდგე, გამახსენდა რომ ქეთო ვიყავი.
„მარშალს“ შესაფერისი კომპოზიცია მოვუძებნე და მთელ სახლში ლანა დელ რეის „წყლისფერი თვალები“ ზღვის მშვიდი ტალღებივით დაიღვარა.
ვიცი რომ სახელწოდების თარგმნა არასწორია, მაგრამ მგონია, რომ ინგლისურზე უფრო, ქართულად მომწონდა სიმღერის სახელი.
რომ დავუფიქრდი ანდრეს თვალის ფერი არ ვიცოდი და ლამის საწოლიდან გადმოვვარდი ამ ფაქტის აღმოჩენისას.
ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა ამდენი ხნის ნანატრი ადამიანისთვის თვალებში ისე არ ჩამეხედა მისი თვალის ფერი რომ დამმახსოვრებოდათქო და საკუთარ თავზე უნებურად გავბრაზდი.
ტელეფონს სწრაფად წავატანე ხელი და უფრო სწრაფად ავკრიბე ტექსტი.
„ანდრე, რა ფერის თვალები გაქვს?“
„სერიოზულად?!“-არ დააყოვნა ჩემი დაცინვა მან.
„ყველაზე სერიოზულად.“
„ჩემმა შეყვარებულმა ჩემი თვალის ფერი ვერ დაიმახსოვა-ფერის, თვალები მაქვს.“
„ისეთი ბანალური იყავი უცებ დამავიწყდა, რომ შენი შეყვარებული ვარ.“
„არაუშავს, მე რისთვის ვარ?! გაგახსენებ ყველა ჯერზე.“
„მითხარი, რა.“
„ძალიან მთხოვ?))“
„ყველაზე ძალიან.“
„გეტყვი.“
„ანდრე, თქვი ოდესმე!“
„ჩემ შეყვარებულს ჩემი თვალის ფერი არ ახსოვს-ფერის თვალები მაქვს, პაკა!“
„პაკა -მომწონს, ჩემი შეყვარებული ხარ თუ ტატასი?!“
„მოკითხვას გადავცემ პაშას. მუსიკა ჩამიგდე.“
„საიდან მიხვდი?“
„წიგნისთვის ძალიან დილაა, ფილმისთვის არ გღვიძავს საკმარისად, ანუ რაღაცას უსმენდი და გაგახსენდა, რომ ჩემი თვალის ფერი არ იცი და თან ჩემი შეყვარებული ხარ.“
„რა უსამქური ხარ, ამდენი წერის და ფიქრის დრო რომ გაქვს.“
„პაკა,ქეთო.“
„მიყვარხარ.“
ტელეფონი გადავდე და ღიმილი სახეზე შემეყინა რომ მივხვდი რა გავაკეთე.
წაშლას აზრი არ ჰქონდა, შევამოწმე და უკვე წაკითხული ჰქონდა ...
ასეც რომ არ ყოფილიყო იმდენად ინსტიქტური შემთხვევა იყო, რომ წასაშლელად ვერაფრით გავიმეტებდი.
თუ ინსტიქტები მორალურია, გულიდან მოდის და საქმეს არ აფუჭებს, არ ღირს მათ შეეწინააღმდეგო, იმიტომ რომ ყველაზე ბუნებრივი დეტალები არიან ჩვენ ცხოვრებაში.
თვალები დავხუჭე და საკუთარ თავს მოვატყუე, თითქოს მეძინა.
გადავბრუნდი.
ვიგრძენი არც ამან უშველა ფაქტს, რომ არაკომფორტულმა შეგრძნებამ გამაგიჟა.
გადმოვბრუნდი.
ყელში მოჭერილი უხილავი თითები უფრო და უფრო ამცირებდნენ მანძილს, უფრო და უფრო ვიწროვდებოდა ჩემი სასუნთქი გზები და უფრო და უფრო მიჭირდა სუნთქვა.
საწოლზე წამომჯდარი მივხვდი რომ ტირილი მინდოდა, ისე როგორც არასდროს არავის გამო ცხოვრებაში.
ჰაერი ღრმად შევისუნთქე და ცრემლების მოლოდინში გავირინდე.
სახე მეტკინა დამძიმებული ქუთუთოებისგან.
არასდროს ყოფილა ტირილი ასე სანატრელი და ასე რთული ჩემთვის.
სადღაც სხვა ქუჩიდან მესმოდა საკუთარი ტელეფონის ზარის ხმა და რომ არ მცოდნოდა ის მირეკავდა ალბათ არც გავიგებდი.
ისევ იმ სწორი ინსტიქტებით ავიღე მობილური და სპიკერზე ჩართული რეჟიმით იქვე საწოლზე დავდე ფრთხილად.
ტატას ხმა იყო, ანდრეს ნომერი ...
ტატა ტიროდა, მე ვერა ...
და ვიცოდი, რომ იმ მომენტში ყველა მზის ამოსვლა აღმოსავლეთიდან იცვლებოდა დასავლეთით, მე კი იმის ნაცვლად რომ ახალი დღის მოლოდინში მშვიდად დამეძინა ... „ახალ დღეში“ ვიჯექი და ვფიქრობდი ... „როდის დაღამდება, რომ აღარ გათენდეს.“

ვუყურებდი ჩემ თავს შორიდან და არ მომწონდა ფაქტი, რომ ამბავი რომელიც ჩემს თავს ტრიალებდა ისე აღვიქვამდი, როგორც ტრაგედიას, რომელსაც ვიცოდი ჩემზე წერდნენ და მწერალს უხმოდ ვუყურებდი მაგიდის მოპირდაპირე მხირდან.
ვუყურებდი და ვიცოდი, მწერალი მე ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი ასეთს.
თავისი ხელით მაცმევდა ტანსაცმელს ფეხმძიმე ოლიკო.
კართან გვიცდიდა თვალდახუჭული ვიტო და ვიცოდი, რომ რაღაც დიდი ამბის ცუდ ნაწილში პირდაპირ თავით გაჩრილი, ვერც უკან ვბრუნდებოდი და ვერც წინ ვდგამდი ნაბიჯს და ამაზე უფრო ძალიან არასდროს გამჭირვებია ცრემლებით გატენილი თვალებიდან, ერთი წვეთის გადმოსროლა.

„კრიტიკულია, აპარატზეა ... სისხლი ჭირდება ... თქვენი სისხლი არ მიესადაგება მისას, იშვიათი ჯგუფია ... იქნებ, როგორმე მშობლებს გააგებინოთ?! ოჯახის წევრი ვინ არის ..“
ვუყურბედი დერეფანს ნაცნობი სახეებით სავსეს და ვგრძნობდი, რომ არავინ იდგა ჩემსავით მარტო.
ყველა ვიღაცის ხელს ეჭიდებოდა მე ვერავისას ვპოულობდი, სანამ საიდანღაც ოლიკო და ტატა კედლებივით არ ამომიდგენენ და მუხლებში ძალაწართმეულს არ მითხრეს - „არ გაბედო.“
არ მომწონდა ჩემი თავი, შორიდან დანახული ასეთი ქეთო, უფრო მეზიზღებოდა ვიდრე მეცოდებოდა, იმიტომ რომ სხვა რომ დამენახა ვიტყოდი ბევრის უფლებას აძლევს მის თავს-მეთქი. ვერ გავუგებდი, ვერ ვიგრძნობდი იმის ტკივილს, იმიტომ რომ ალბათ აქამდე არასდროს მყვარებია და არასდროს შემშინებია იმ ერთის დაკარგვის.
არასდროს დავმდგარვარ „რა ახალგაზრდა მოკვდა“-ს წინ ასეთი შიშველი და ხელცარიელი და ახლა ამას ისე შევეჯახე, ისე დამეჯახა ცივი ჰაერი, ვეღარ მივხვი სად უნდა ვმდგარიყავი და როგორ.
სკამზე ვარაუდით დავჯექი და მშვიდი სახით და დაჭიმული თითებით ვიტოს ისე ავხედე, თითქოს ის იყო ერთადერთი ვინც საჭირო ინფორმაციას მომცემდა. ადამიანი, რომელიც სულ ახლახანს გავიცანი, რომელზეც ბავშვობაში ვიცინოდი, რომელიც არასდროს აღმიქვია სერიოზულად, ის იყო ადამიანი, ვისზეც მეგონა ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდი გაჭირვების დროს.
-ახლა აქ საბა მოვა და არც იფიქრო, რომ ამ სახით უშველი.-ძლივს გავარჩიე ვიტოს სიტყვები და ვეღარასდროს დავივიწყე, როგორ მომიჭირა თავისი ვეებერთელა მტევნები ჩემს გაყინულ თითებზე.
-ქეთო, მიყურე ... ყველაფერი კარგად იქნება, კაი?!-ორივე ცოლ-ქმარი სიტყვებს და ემოციებს ერთმანეთისაში ცვლიდნენ და ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ ვლღვებოდი.
ცრემლები იწყებდნენ დენას აზვირთებული ტალღებივით ჩემი თვალების ოკეანეებიდან.
-მოვიდა!-ამოიხრიალა ძალაწართმეულმა ტატამ და თავისი წილი პაშას ტკივილი მეც გამიყო უნებურად.
დერეფნის ბოლოში მდგარი შეშინებული საბას თვალები ყველაფერს ჯობნიდა, ყველაფერს ფარავდა.
წამოვდექი და ყველა შერჩენილი ძალის იმპულსით ვეცადე მშვიდად მივსულიყავი ბავშვამდე.
-ქეთო მას ...-ჩურჩულებდა ჩემ სახელს ერთადერთი მაშველი რგოლივით დარჩენილს.
შორს ვიყავი და მისი დაძახებული ორი სიტყვა ისე მესმოდა როგორც საათის ისრის ხმა გესმის სრულ სიჩუმეში, ღამით დაწოლილს.
-საბა.-დავიხარე მასთან და ვერ გავბედე შევხებოდი.
თვითონ მოვიდა და მისი პატარა ხელები კისერზე ინსტიქტურად მომხვია, თითქოს იმ მაშველ რგოლს დაეწია ჩასაძირად განწირული, რომელიც შველას პირდებოდა და გული მიკვდებოდა, რომ ვხვდებოდი მე ვერ ვიქნებოდი მაშველი რგოლი, ის კი ზუსტად ასე მიყურებდა ... თითქოს შემეძლო რამით დავხმარებოდი მისთვის ასე საყვარელს.
-ბებოს რომ არ ვუთხრათ შეიძლება?! ინერვიულებს ...-მიჩურჩულა ყურში და ცრემლებმორეულმა ღიმილი მომგვარა სახეზე.
ის რაზეც ბიძამისი ასე ოცნებობდა საბას იმ საზეიმო ლენტივით ეჭირა ხელში - ფინიშის ხაზთან მისული გამარჯვებულ მორბენალებს რომ ხვდებათ მოვოპოვებულ ძღვნად. .

ბიძაჩემის მორყეულ სახეს ისე გავურბოდი, თითქოს ფაქტი, რომ მანქანაში ანდრე და პაშა ერთად ისხდნენ გამოგონილი იყო.
პაშას დედა, ჩემ და ტატას შორის ჩამჯდარიყო, ჩვენი ხელები დაეჭირა და ჩუმად რაღაცას ბუტბუტებდა.
-ნანიკო, რას აკეთებბ?!-ვკითხე მერამდენე საათის შემდეგ აღარ დამითვლია.
-ვლოცულობ.-მიპასუხა ჩურჩულითვე და ისევ გააგრძელა ბუტბუტი.
პატარა, რომ ვიყავი და მამამ მიგვატოვა, მაშინ მითხრა დედამ, „როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ ხარ ძლიერი“ - იმიტომ რომ მასთან მიდიხარ, ვინც ყველა შენ ცრემლს ინახავს, ითვლის და არავის დაუვიწყებსო.
გორაკებად ამოიბურცა მიძინებული მოგონებები, მასზე ვინც ერთადერთი იყო, ვისაც შველა შეეძლო.
ჩემ კალთაში მიძინებული საბა ოლიკოს დავუტოვე და საავადმყოფოს პატარა ეკლესიაში წავედი.
სადღაც მქონდა წაკითხული, რომ ომებს ის ადამიანები იგებენ, რომლებიც მუხლებზე დამდაგრი ითხოვენ გამარჯვებას.
ყველა ბრძოლაზე მძიმეა ომი, რომელიც ისეთ მტერთან გაქვს, ვისაც ვერ ხედავ და ვერ შეეხები. ვინც შემოდის შენ გონებაში და ყველა შესაძლო ალბათობას გაჩვენებს, სადაც ბედნიერი აღარ ხარ მას შემდეგ რაც ეს დილა გათენდა.
ამ დროს გჭირდება ადამიანს გაიხსენო, რომ ომები ჯერ გონებაში უნდა მოიგო თუ გინდა ოდესმე დავითის და გოლიათის ამბავში შენ დავითის როლზე დაგამტკიცონ და არა უძლური მეფის როლზე, რომელიც პატარა დავითს თავის აბჯარს ჰკიდებდა ბრძოლის წინ, დავითმა კი ბრძოლა რწმენით ნასროლი ქვის კენჭებით მოიგო.
-რას აკეთებ?!-გავიგე ზურგს უკან საბას ხმა.
-ვლოცულობ.-ვთქვი ჩუმად და სიმშვიდსგან გავიღიმე.
-მასწავლი?!-მომიახლოვდა და გვერდით ამომიდგა.
-ბევრი არაფერი სჭირდება, უბრალოდ ილაპარაკე ...
-სულ ეგ არი?!
-ბოლოს მადლობა არ დაგავიწყდეს.
-რისთვის?
-რომ რაზეც ილოცე იმას მოგცემს.
-ჯერ რომ არ მოუცია?!
-ეგ არი რწმენა, როცა არ ჩანს, შენ ითხოვ და გჯერა რომ მოვა.
-ვინ მოვა?!
-რაზეც ილოცე, ის.


მეორე დღე იყო, სახლში გამოსაცვლელად წასულს დოდო გადამეყარა გზად.
-ვიცი, რომ არ გაქვს ლაპარაკის თავი, ქეთო შვილო ... მაგრამ ...
-არა, რას ამბობთ ... პაშას ოპერაცია გაუკეთეს და ველოდებით გონს როდის მოვა ...
-და იმ ბიჭს ...-მორიდებით ჩამეკითხა დოდო.
-დონორს ვეძებთ ვისაც მეოთხე ჯგუფის სისხლი აქვს ...
-რას ამბობ ... ამხელა ქალი ვარ და მე თავადაც არ ვიცი რომელი ჯგუფის სისხლი მაქვს ...
-ჰო, არც მე ვიცოდი ...-გამეღიმა უაზროდ.
-დედამისს გააგებინეთ?!
-დღეს ეტყვიან ... ახლა უნდა წავიდე მეჩქარება, ბოდიში რა.
-არა, რას ამბობ. ღმერთი თქვენკენ.
-მადლობა.
ოლიკოს ჩავუჯექი მანქანაში და ტატასთან ერთად ისევ საავადმყოფოს გზას დავადექით.
დერეფანში დავინახეთ, როგორ ელაპარაკებოდა ანდრეს ერთ-ერთ მეგობარს ექიმი.
-ისეთი იშვიათი სისხლის ჯგუფია ... ხომ გესმით.
-ჩვენც ვეძებთ ყველგან ...-შავი მაისური ეცვა, ბიჭს, შორიდან ვიცნობდი ... ლევანი ერქვა ალბათ ან არ მახსოვს, შეიძლება ნოდარი. შავი რომ ეცვა არ მესიამოვნა, არაფერი ვთქვი.
-ოპერაციაზე მანამდე ვერ შევიყვანთ სანამ დონორს არ ვიპოვით ... ამ მომენტისთვის სტაბილურია, მაგრამ დიდხანს ვერ გაქაჩავს ...
-ვიპოვით!-შეაწყვეტინა ბიჭმა და აჩქარებული გულისცემა მომენტალურად ჩამიდგა მწყობრში.
ვიტომ ყველას ყავა ჩამოგვირიგა და საბასთან ერთად პალატაში გამოძინებულმა სახეზე მძიმეც ჩამოისვა ხელები.
-წასულიყავი სახლში, დაგეძინა და ...
-შენ ხომ გეძინა?!-გაუღიმა თბილად ოლიკოს.
-თვალი ძლივს მოვხუჭე, ისიც იმიტომ რომ ექიმის მოცემული წამალი ძალას მაცლის.-ამოიბუზღუნა ოლიკომ.
-ჰოდა საკმარისია.-გაუღიმა და თავზე ხელი მორიდებით გადაუსვა.
ჯერ ტატას გადმოხედა მერე მე და თითქოს ინანა.

იმ გრძელი დღის ამბავი მოკლედ რომ მოვყვე ... ფერები არც ისე მუქად მოგეჩვენებათ.
მაშინ როცა უკვე ღამდებოდა ნაცნობი ხმის გაგონებამ დერეფანში მაფიქრებინა, რომ ჰალუცინაციები დამეწყო, რომ ძილი იმაზე უფრო მჭირდებოდა ვიდრე წარმომედგინა.
-რა მომსახურებაა, ვენიდან სისხლი ვერ ამიღეს წესიერად. იცოდეთ ეგ სისხლი კარგად შეინახეთ თავი არ დამაჭერინოთ. ჩაგიჭრით ელექტრო ენერგიას მთავარი მედდის და მთავარი ექიმის კაბინეტებში!
-დოდო,დეიდა აქ რა გინდათ?!-ტატას ხმამ დამარწმუნა რომ არ მელანდებოდა.
-სისხლი ჩავაბარე.-უშფოთველად მოგვახსენა მისი აქ ყოფნის მიზეზი და მტრული მზერა შეავლო მედდას.-რას მიყურებთ, გოგონა?! შოკოლადი მაინც დამიმატეთ, რას მეყოფა ორი ფილა ამხელა ქალს?!
დოდოს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ექიმების სირბილი რომ შევამჩნიეთ მოპირდაპირე დერეფანში და ერთ-ერთი რეზიდენტის ყვირილი, საოეპერაციო მოემზადებინათ.
იმ ღამით ვიცოდი, რომ დედაჩჩემის სიტყვები, რომლებიც არ იყო დედაჩემის, უბრალოდ მან მე მასწავლა - ჩემი პირადი სასწაულის შექმნელი ფორმულა გახდა.
იმ ღამით ვიცოდი, რომ არავის ჯავშანი არ მჭირდებოდა, ზუსტად იქ ვიყავი სადაც მარტო არასდროს დამტოვებდნენ და ყველა ჩემს ცრემლს და ნატვრას ისე შეინახავდნენ, როგორც ყველაზე სათუთს და მოსაფრთხილებელს.
იმ ღამით ვიცოდი, რომ ანდრე ის იყო ვისაც ვუცდიდი, სწორ დროს ზემოდან გამოგზავნილი სწორი ადამიანი. ზემოდან გამოგზავნილებს ვერავინ წაგართმევთ, ძალიან თქვენია და მორჩა.

ოპერაცია გაუკეთეს და გვითხრეს რომ უნდა დავლოდებოდით.


პაშამ იმ საღამოსვე გაიღვიძა.

არეულად ლაპარაკობდა და მალევე დააძინეს.

ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე.

დერეფანში მივდიოდი, დუღდა ქალაქი ივლისის მიწურულს.

სახლიდან მოსულს „ფანჯრიდან“ გამოგზავნილი საჭმელი მომქონდა პაშასთვის, სველი თმებიდან წყლის წვეთები აქა-იქ ასველებდნენ ჩემს ზურგს, მაგრამ ყურადღებას ვეღარაფერს ვაქცევდი ემოციებისგან ძალაგამოცლილი.

პაშას პალატაში შესულს ანდრეს დედა დამხვდა,ქალბატონი ნინა.

-აბა რა ვიცი, შვილო?! მე მხოლოდ ის მინდა დასვენებული ვნახო ... მთელი ცხოვრება გავუწამეთ ... ჯერ ჩემი ქმრის სიკვდილმა, მერე ნენეს ამბავმა, ბოლოს ჩემმა ავადმყოფობამ. მე დამშვიდებული, მოსვენებული ანდრე ბოლოს მაშინ ვნახე უნივერსიტეტიდან რომ მოვიდა და მითხრა დედა შენ ნაცნობ ლექტორთან გადარეკე და გამარკვევინე მის კურსზე საშუალო სიმაღლის შავგრემან გოგოებს რა ქვიათო ...-მუხლები უნებურად ამიკანკალდა პაშას გულიან სიცილს რომ არ მოვეყვანე აზრზე.
-ჩემი საბას მშობელთა კრებაზე მე რომ დავდიოდი ... ვიცოდი, მხოლოდ ქეთო ამჩევნდა ერთი სიკვდილით როგორ ვკვდებოდი ბავშვებს ახალგაზრდა და ლამაზი მშობლები რომ აკითხავდნენ, საბას კიდე ავადმყოფი ბებია. ალბათ არ წირავს ადამიანებს ცხოვრება ასე ... ერთხელ მაინც რომ არ იგრძნონ ბდნიერება. არ გაუწირია ღმერთს ჩემი ანდრეც ... 

-რას ამბობთ, ყველაფერი კარგად იქნება ... -დაამშვიდა პაშამ.

-მე წავალ, კიდევ მოგიტან ბულიონს, კარგია ძვლებისთვის და იმუნიტეტსაც უხდება.

უკან მობრუნდა და მე რომ დამინახა მთელი სხეულით გამიღიმა. 
დამჭკნარი კანის ყველა ნაოჭი თითო-თითო ისტორიის მთხრობელივით ღიად მეჩურჩულებოდა და თითქოს საიდუმლოს ყვებაო - მამცნობდა რა რთული გზით გაევლო თავისი ცხოვრება ადამიანს, რომელმაც ჩემი ადამიანი მოავლინა ამ ქვეყნად და მე უნებურად გამეღიმა.
არაფერი უთქვამს, მანაც გაღიმებული სახით გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი ჩემკენ და ლოყაზე დიდი მორიდებით მაკოცა.
სულ ორი წამით თვალებში რომ ჩავხედე უკან დახეულს მისმა მზერამ ისე შემზარა თითქოს მოულოდნელად ჩამომკიდეს უზრმაზარი ლოდი მხრებზეო. 

თვალები ცრემლებით ავსებოდა და მიყურებდა ისე როგორც მაშინ ... საბა. 

იმედის მუდარით სავსე თვალებით.
კარი გაიხურა და წავიდა.




-ანდრე რომ გამოფხიზლდება სერიოზულად უნდა დამელაპარაკოთ?!-„ფანჯარაში“ ვისხედით მე და საბა.
ის ნაყინს ჭამდა მე ყავას ვსვამდი.
-ამჯერად რა გააფუჭე?!- მეცინებოდა მე.

-მე არაფერი. 

-აბა ჩვენ გავაფუჭეთ?!

-არა?!-ეჭვის თვალით გადმომხედა და ვერაფრით შევიკავე ხველება. 

-უფრო ზუსტად რა გავაფუჭეთ?-ძლივს გადავყლაპე ნერწყვი. 

-იცი რაზე აქვს ალერგია?!

-როგორ?!

-მე ვიცი ანასტასიას რაზე აქვს ალერგია, შენ იცი რაზე აქვს ალერგია ანდრეს?!-ყბა ინსტიქტურად ჩამომივარდა.

-ალერგია აქვს?!

-კი, ზაფხულის ამ პერიოდში ალერგიულია მცენარეებზე, უფრო ზუსტად გვიმრის მტვერზე. საშინლად ბევრს აცემინებს და თვალები უსივდებდა. სასაცილო სანახავია.-ჩაილაპარაკა უდარდელად.

-გასაგებია.

-ცოტა უჟმურია ხოლმე და ახლა ისეთ რამეს გეტყვი რის გამოც შეიძლება გადაგიყვარდეს.

-გისმენ.-შეთქმულივით მივუახლოვდი და თვალები დავაწვრილე ახალი ამბის გაგების მოლოდინში.

-ფეხბურთზე ძალიან კალათბურთი უყვარს. ფუ. 

-არ არსებობს!-თვალბი დავქაჩე თეატრალურად მე.-და შენ რომ კალათბურთში დადიხარ?!

-რაღაცას გეტყვი, ოღონდ თუ ოდესმე თვითონ გაგიმხელს, გაიოცე. 

-ვითომ წარმოდგენაც არ მქონდა!-თავი დავუკარი მე.

-ფულს მიხდის.

-რაში?!-გამოვშტერდი.

-კალათბურთში რომ ვიარო.-სანაყინე გვერდით გადადგა, ხელები მაგიდაზე დააწყო და თითები გადააჯვარედინა.-ეს ერთგვარი ბიზნესშეთანხმებაა, ის ფულს მიხდის, რომ ვითამაშო კალათბურთი.

-და შენ არ გინდა?!

-ნუ, ფული უფრო მინდა, ვიდრე კალათბურთის გარეშე უფულო ცხოვრება, ხვდები?!

-და ფული რაში გჭირდება მეხუთე კლასელს?!

-ჯერ ერთიც მეექვსე, უკვე!-შემისწორა წარბისაწევით და განაგრძო-მე კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ტასოს ძალიან უყვარს ჭამა ... მე კიდე მშიერი ვრჩები ხოლმე ... თან რა არის ერთი ბოთლი კოკა-კოლა, მაგრამ ძვირია, თუ ორი ცალი უნდა იყიდო. მე რომ ფული აღარ მაქვს, ერთს ვყიდულულობდი და ვიტყუებოდი რომ მე არ მინდოდა. ახლა, როცა კალათბურთს ვთამაშობ ორ ცალს ვყიდულობ და აღარ ვიტყუები. 

-ტასოს შენ პატიჟებ სულ?!

-ტასოს პატარა და ყავს რომელსაც სამგზავროს უყოფს, მშობლები სულ ვერ აძლევენ ხოლმე კოკა-კოლის ფულს და როგორც ანდრემ მითხრა, ეს ჩემი მამაკაცური მოვალეობაა. 

სიცილი ვერაფრით შევიკავე.

-რა, ტასოს რომ სულ შენ უყიდო კოკა-კოლა?!

-ჩემმა მწვრთნელმა მითხრა კოკა-კოლა საზიანოაო, მე ამიკრძალეს დალევა, ამიტომ ახლა წვენის ყიდვა მიწევს.

-ორის?!-დავაკონკრეტე მე და ლამის ტუჩი მოვიჭამე სიცილისგან.

-ჰო, აბა მარტო ჩემთვის ხო არ იქნება საზიანო, ტასოსთვისაც იქნება, ასე რომ ახლა ორ წვენს უნდა შევეჭიდო!

-რა უნდა ქნა?!

-წვენი უფრო ძვირი ღირს ... ალბათ ჯანსაღი რომ არი, მაგიტომაც. დამაჯერებლობისთვის თავიც დამიქნია.

-და ანდრეს ხელფასი არ გყოფნის წვენზე?!

-არა.

-მერე რაო, არ გაწინაურებს?!

-არა.

-რატო?!

-მეუბნება, რომ ყველაფერს გამომუშავება ჭირდება და უფასო არფერია. მითხრა, თუ წვენის ფულიც გინდა „ტომ სოიერი“ წაიკითხე და ჩამაბარეო. 

-რა გადაწყვიტე?!

-უკვე „ოდისეას“ ვასრულებ.

-რაო?!-თვალები დამექაჩა მე.

-ტომ სოიერი ცოტა ბავშვურია, ეს მომწონს ... მითოლოგიაზეა და კაია, რა!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა-შენ იცი რატო ვერ ბრუნდებოდა ოდისევსი სახლში?!

-და შენ იცი?!

-პოსეიდონი ცუდი ტიპი იყო და მაგიტომაც.

-რას იძახი?!

-ჰო, ხელს უშლიდა ოდისევს სახლში დაბრუნებაში და ეს კალიფსო, რა ... მოკლედ ეგ აიძულებდა რომ იმ რაღაც კუნძულზე ყოფილიყო და ამ პენელოპასთან არ დაბრუნებულიყო, რა მის ცოლთან. 

-პენელოპესთან, ხო?!-სახეზე ემოციებს ძლივს ვალაგებდი მე.

-ჰო.

-და ეგ წიგნი რომ ტროას ომის შემდგომ მოვლენებზეა დაწერილი იცი?!

-კი ... არა, მე არ წამიკითხავს, მაგრამ ანდრემ მომიყვა ელენეზე, აქილევსზე და პარისზე. ისე კაცს ქალაქის სახელი რატო ქვია?!

-მაშინი პარიზი არ არსებობდა, შეიძლება პარიზს ქვია პარისის სახელი.-გამეცინა მე. 

-ჰო ეგ ძალიან გასარკვევია.

პაშასთან ვიყავით მე, ტატა და ნანიკო.

-რა დავიფიცო რომ დაგაჯერო, მართლა არ მახსოვს როგორ მოვხვდით ავარიაში.-ამოილაპარაკა უღონოდ პაშამ.

-მჯერა, პავლიკ.-გამეღიმა და სახის ნაკვთების ტკივილი მთელ სხეულში ვიგრძენი.
-ბოლო კადრი რაც მახსოვს, საჭესთან იჯდა, ტატაზე ველაპარაკებოდი, ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა და გაეცინა. ეს ისე მკაფიოდ მახსოვს ზოგჯერ მესიზმრება და ცუდად ვხვდები … ეს სიცილი და შეჯახების ხმები … -თავზე ხელი გადაისვა და და თვალებჩაშავებულმა ფრთხილი, შერჩეული მზერით ამომხედა-ჯოჯოხეთი იყო, სანამ გავითიშებოდი რაც დავინახე.

-რა დაინახე, დე?!-თვალები ცრემლებით აევსო ნანიკოს.

-ის დილა …-და მზერა ინსტიქტურად გაეპარა გაფითრებული ტატასკენ.-ის დილა, ოლიკოს ქორწილის მეორე დღე … იქ იყავით … ყველა იქ ისხედით ანდრეს და ჩემ გარდა და … -ვიგრძენით როგორ გაუჭირდა ამოსუნთქვა, ხელები სიმწრისგან ერთმანეთს გადააჭდო ტატამ და გაქცეული მზერა სადღაც აღუქმელში გადაკარგა.
-რომ გავითიშე ალბათ მაშინაც მაგ მომენტს ვხედავდი გონებაში … გათიშული სხეული კიარ მტკიოდა, ვგრძნობდი რომ მინდოდა იმ მაგიდის სურათი გამქრალიყო და ყველა ძვლის დალეწვა ერთიანად მეგრძნო. ერთი რაც ვიცი, კარგახანს ვხედავდი, იმიტომ რომ კარგა ხანს არ მტკიოდა სხეული და ვიცოდი, რომ ტვინის რაღაც ნაწილი არც მთიშავდა და არც მაბრუნებდა აზრზე. საშინელება იყო, ვიცოდი თვალები უნდა გამეხილა, უნდა მეყვირა, ანდრე უნდა დამენახა და მე ისევ იმ მაგიდას ვუყურებდი … 

-მთავარია აქ ხარ და კარგად ხარ.-ენაზე იკბინა ნანიკომ მე რომ გადმომხედა.- ისევ არაფერი?!

-წავალ იოგურტს ამოგიტან.-თავი ბოლომდე დავხარე მე და ოთახიდან გამოვიძურწე იმის შიშით თანხმობის ნიშნად ან თავი არ გამექნია ანდაც არ დავთანხმებულიყავი რომ “ისევ არაფერი” - ჯერ “ისევ” გასავლელი უდაბნოსავით მშრალი,ცხელი და ცივი იყო წყალი კი არა ჰაერიც არ ჩანდა სასუნთქი. 

და ასე სადღაც უდაბნოსა და რწმენაში გაჭედილმა ჩავუარე მის პალატას.
ეს იყო ყველაზე გაუაზრებლად გადადგმული ნაბიჯები, როცა გვერდი ავუარე და გზა ისე გავაგრძელე ფანჯარაში მზერა არ გამიპარებია. 

თითქოს იქ ის პასუხი იყო, რომლის ამოცანის მოსმენაც ალბათ ყველაზე უფრო მაშინებდა და რომლის პასუხიც ისედაც ცხადად ნაგრძნობი, გავლილი და დაუსრულებელი ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, პირველად რომ დავინახე ჩემი სახლის წინ “ფანჯარას” აშენებდნენ, გამჭვირვალე შენობას სადაც ადამიანები დაკვირვების თავისუფალი ობიექტი ხდებოდნენ და მე ამ “თავისუფლებით” შებორკილი მხოლო ის ერთი მაინტერესედა, რომელიც მუდმივად ჩემკენ ზურგით ჯდებოდა და კაცმა უწყის რას უკვეთავდა ყოველ დილით, ყოველ შუადღეს და ყოველ საღამოს.
ასე ავუარე გვერდი პასუხს “მიყვარხარ” და ასე გავექეცი ამოცანას, რომლის პირობაც საკმარისი არ იყო იმ ზემოთ ნახსნები პასუხის მისაღებად და სადღაც ჩემი თვალებით უაზროდ დანახვულ მათემატიკაში ფეხებით და ხელებით ახლართულმა ვიგრძენი როგორ შევიკავე მერამდენედ მომდგარი ცრემლი თვალების საზღვრებთან.
დერეფანი გავიარე თუ არა, მომესმა თითქოს ვიღაც მეძახდა, უკან რომ მოვიხედე არავინ იყო … ვგრძნობდი როგორ ვირეოდი, როგორ მაჟრიალებდა ამ წარმოსახვითი აზრებისგან რომლებიც წამიერად მოდიოდნენ და მერე ისევ ქრებოდნენ.
ჩუმად გაპარული ოცნებებისგან რომ თითქოს …. დასრულდა.
ოპერაციიდან მესამე დღე იყო და არაფერიც არ სრულდებოდა.
ნელ-ნელა ილეოდა ხალხი საავადმყოფოს დერეფანში.
ილეოდნენ ჩვენები და მოდიოდნენ სხვისიანები, ახალი ტკივილით და ახალი ცრემლებით და ეს დაუსრულებელ დღეთა ციკლი უკვე გაუსაძლიასად მძიმე ხდებოდა.
-ერთი იოგურტი … -ჩანთა გავხსენი და ის იყო ფული უნდა მიმეცა დერეფანში მორბენალ ხალათიან ახალგაზრდებს რომ მოვკარი თვალი.
სასადილო დარბაზიდან უცებ წამოიშალნენ ექიმები და კისრისტეხვით გაიქცნენ ნაცნობი დერეფნისკენ.

-ნეტავ რა ხდება?!-იკითხა ჩემს უკან რიგში მდგარმა მოხუცმა ქალმა.

-ღმერთო ყველას მშვიდობა მიეცი …-ჩაილაპარაკა გამყიდველმა და იქვე მოსულ გოგონას რომელსაც ხალათი არა მაგრამ პერსონალის ფორმა ეცვა თვალით ანიშნა, ეთქვა თუ იცოდა რა ხდებოდა.

-რას მეკითხები, თამრო?!-ვერ გაიგო მინიშნება გოგონამ, რომელიც აქეთ-იქით ვიღაცას ან რაღაცას ეძებდა.

-რა ხდება, რომ არ იცი?!-გაეღიმა გამყიდველს და ჩემი იოგურტით ხელში თითქოს გაიყინა.

-მეჩქ …

-პატარა ბავშვს ვეძებთ, ბიძამისის პალატაში იყო.
ელვის სისწრაფით მივიხედე უკან და სახეწაშლილმა შევაჩერდი გოგონას.

-ვინ ბავშვს?!

-პაციენტის დის შვილია თუ ძმის შვილი … დაგვეკარგა.

-როგორ კი მაგრამ?!-შეშფოთდა გამყიდველი.

-ბიძამისთან იჯდა, ეს ბიჭი ოპერაციის მერეა ვერ იღვიძებდა … როგორც ჩანს სასიცოცხლო მაჩვენებლები შენიშნა და პანიკისგან ყვირილი ატეხა … 

-უი, რას ამბობ?!-გაეხარდა ქალს.

-ექიმები რომ შეცვივდნენ ალბათ შეეშინდა ახლა ექიმმა ოთახიდან გამომიშვა, წადი და ბავშვი მოძებნეო. აქ თუ ჩამოივლის დამირეკე, რა!

ადგილიდან ისე მოვწყდი, სანამ გოგონას მთელი ძალით არ დავეჯახე ვერ გავიაზრე რომ გავრბოდი. 

ნაბიჯებს ცვლიდა ნახტომები და სიჩქარე ჰაერში ისე იზრდებოდა, როგორც იმედი, რომ იქ მისულს მომღიმარი დამხვდებოდა. 

პალატის დერეფანთან ვიყავი საბას ყვირილი რომ გავიგე.

-ქეთო მას!-ყვიროდა განწირული, ისე თითქოს … არა. ისე როგორც მაშველი რგოლის დანახვისას ყვირიან ბედნიერები. იმედიანი თვალებით ანთებულები, რომ ის იპოვეს რასაც ჩაეჭიდებიან და ნაპირზე გავლენ. ყვიროდა პატარა ძარღვებდაბერილი, დიდი ემოციებით და დაბურული თვალებით ვამჩნევდი, როგორ სდიოდა მსხვილმსხვილი ბედნიერების ცრემლები თვალებიდან. მეორე სართულის კიბეზე იდგა და იქიდან მეძახდა - მე, ალბათ მის პატარა თვალებში დანახულ უფროსს მასწავლებელს. ან უბრალოდ ადამიანს, რომელთანაც საერთო ტკივილს იზიარებდა. 

-საბა, ფრთხილად ჩამოდი!-შევძახე ინსტიქტურად, რომ დავინახე როგორ ჩამოირბინა კიბე და როგორ გადაახტა რამდენიმე საფეხურს. 

მომმვარდა და მისი პატარა ხელები სულისშეკვრამდე მომიჭირა კისერზე აკრულმა.

-გაიღვიძა. -თქვა რამდენიმე წამის შემდეგ, სულმოთქმულმა და ვიგრძენი როგორ მაკოცა კისერში ბედნიერებისგან ვინ იცის მერამდენე ცაზე მყოფმა.

-ხომ გითხარი.-ხმას ძლივს ვიმორჩილები მე და ვგრძნობდი საბას სიხარულიც ისე მიხაროდა როგორც საკუთარი, მერე რა რომ საერთო მიზეზი გვქონდა, მაინც იყო რაღაც სხვა, რასაც იმ მომენტში არ ვიაზრებდი.

-თვალები გაახილა, ქეთო მას!-უკან დაიხია და ახლა მე დამაცქერდა გაბადრული მზერით.-გაახილა და რომ დამინახა გამიღიმა. მე გეძახდი, მაგრამ ვერ გაგაგონე, მერე ექთანს ვუთხარი გაიღვიძათქო და მე შენთან წამოვედი, სად იყავი?!

-აქ ვარ!-ძლივს ამოვილაპარაკე სუნთქვაშეკვრულმა და ვიგრძენი როგორ ამეწვა კანი ამ მომენტის ჯადოსნურობისგან.

-რას აკეთებენ ამდენს?!-პალატას გახედა საბამ და ახლა იქით გაიწია, მეც ძლივს ავათრიე სხეული და პალატისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.

ექიმები რიგ-რიგობით გამოდიოდნენ, კართან ლევანი … კიდევ რამდენიმე ბიჭი და ანდრეს დედა იდგნენ.

დერეფნის ბოლოდან ვხედავდი როგორ მოარბენინებდა ბორბლებიანი სკამით პაშას ტატა და ჩემი ბიძაშვილის სახესთან ერთად ვიკარგებოდი.

და ნუთუ მართლა დასრულდა?! -ვფიქრობდი სიმშვიდის ყველა ზონას გამცდარი და მაინც ვერ ვბედავდი პალატაში ნაბიჯი შემედგა.
საბა ხელიდან დამისხლტა და თვითონ შევარდა ოთახში.

-საბუტა, მე უფრო დიდი მანქანა კი არ დამჯახებია?!-იცინოდა.

მესმოდა.

მისი სიცილი მესმოდა.

პაშა გააჩერა თუ არა ტატამ მაშინვე წამოხტა სკამიდან და თავისი ფეხით შევიდა პალატაში.

-პაშა შენც გასაგებიხარ და სკამიც, მაგრამ ქეთო სად არი?!-იცინოდა.

მესმოდა.
მისი სიცილი მესმოდა.
-ხომ იცი როგორ გელოდება, შევიდეთ!-გვერდით ამომიდგა ტატა.

-მეშინია.-ამოვილუღლუღე ბედნიერებისგან სახეშეშლილმა.

-რისი?!-ჯერ დაიბნა ტატა.

-რომ შევალ ვიცი რომ ვიტირებ … არ მინდა ამდენი ხალხის წინ ვიტირო.

-ხო. ტირილი ბავშვობიდან არ გიხდებოდა, ძაან გეჯღანება სახე. შენ გოგო ხო არ გინდა ლავიწის ძვალი მოგტეხო და მიგაწვინო ტრამვატოლოგიურში შეყვარებულის და ბიძაშვილის გვერდით?!-ყურში ჩამკივლა ტატამ.

-უნდა შევიდე.-ვთქვი სიმტკიცე მოკლებული ხმით მე.

-რაღათქმაუნდა უნდა შეხვიდე!-თვალები დაექაჩა ტატას.

სანამ ნაბიჯს გადავდგამდი დავინახე ანდრეს დედის ცრემლიანი თვალები.
უკვე მეორედ მოდიოდა მისი ხელები ჩემი ხელებისკენ და უკვე მეორედ ვგრძნობდი უზომო სითბოს უცნობი ქალისგან.
კარებში შესასვლელად გაჩხერილს ისე მშვიდად ჩამეხუტა, ორი წამით ისიც დამავიწყდა სად ვიყავი.

-დე, გახსოვს რომ გიყვებოდი თამარას დაურეკე, მის კურსზე შავგრემანი გოგოათქო …-ნაცნობი ხმა და ეს სიტყვები.

ოთახი და ჩემი სხეული ემოციებისგან ერთიანად დაიცალა.

-ანდრე …-ისე მომწყდა მისი სახელი, ვიგრძენი როგორ შევისისხლხორცე.

-როგორ გინერვიულია … ქეთო?!-დაღლილი სახით გამიღიმა და გაჭირვებით ასწია ხელი როგორმე რომ მომწვდომოდა.

საწოლის გვერდით პატარა სკამზე დავჯექი და მის დიდ მტევანში ჩავრგე სახე, ვიცოდი მეყოფოდა ცრემლების დასაფარად.
-რომ შემპირდი შენ გამო არ ვიტირებო?!-ეღიმებოდა რბილად.

-მე ვთქვი თუ დავშორდებითთქო.-ამოვიბურტყუნე ოროსანი ბავშვივით და უცებ ყველა ოროსანი ბავშვი ყველა ათოსანზე ძალიან შემიყვარდა.

-რომ დაგშორებოდი, სულ სულ არ იტირებდი, ქეთო?!-უფრო და უფრო უღიმოდა სახეც და ხმაც.

-არ ვიტირებდი!-უფრო ოროსანი ვხდებოდი მეც.

-თურმე რა ფერის თვალები მქონია?!-სუსტი სიცილიც რომ შეეპერა ხმაში გავბედე და მისი მტევნიდან გამოვიჭვრიტე, თითქოს სამალავიდან გამოვდიოდი. 

არ იცით რა სიმშვიდე ვიგრძენი მის ნაომარ თვალებში ჩემი თავი რომ დავინახე.

-სიმშვიდის.

-რაო?!-არ ელოდა მწვანე ფერის ნაცვლად ამ პასუხს თუ მიიღებდა.

-სიმშვიდის ფერი გაქვს თვალები და სხვა ფერს საერთოდ აღარ აქვს მნიშვენლობა.-ისევ მის მტევანში ჩავრგე სახე.

-ქეთო … არ მიმხელ და დალტონიკი ხარ?!

-იდიოტი ხარ.-გამეცინა მე.

-როგორ მინდოდა დამენახე როგორ მელოდებოდი, სულ ტყუილად ამბობენ ესმითო კომაში მყოფებსო რაღაცებიო, მე არაფერი არ მესმოდა. ბოლო წამამდე საბას ზუზუნის გარდა.

-რაო,რას გეუბენბოდა?!-გამეცინა მეც.

-მპირდებოდა ოღონდ ცოლად მოიყვანე და ჩვენი სახლის ბიბლიოთეკას ანბანის მიხედვით წავიკითხავო.

-ვინო, ტას … არა.-შევცბი ანდრეს სიცილზე მე.

-და ცოტა გონებაჩამორჩენილიც, ხო?!-ახლა უფრო გულიანად იცინოდა, სახეზე ემოცები ენაცვლებოდნენ და მეც ვერ ვიკავებდი ღიმილს.

-მე შენ ეგეთიც შეგიყვარე, ანდრე!

-მე ეგეთიც?!-გაიოცა თეატრალურად და კიდევ უფრო უმატა სიცილს- მე როგორი მაგალითად?! რა მსხვერპლზე წახვედი?!

-დახედე შენ თავს, ოთხი მალა გაქვს მოტეხილი, ცალი ფეხი ორი თვე არ იფუნქციონირებს და აირბაგი რომ არ გახსნილიყო შეიძლება უახლოვესი სამი თვე ფაფის გარდა ვერაფერი გეჭამა, გაყვედრი?!

-გოგო, კინაღამ მოვკვდი და შენ მსხვერპლზე მელაპარაკები?!-უკვე სასირცხვილოდ ხმამაღლა ვიცინოდით.

-რომ გიყურებ ჩემი დასაცავი ხარ პირველი სამი თვე მაინც, ხვდები რომ აქეთ გაქვს სახვეწარი?!-არ ვჩერდებოდი მე.

-ჩემი სამი თვე მალე გავა და შენ რით გიშველო დარჩენილი ცხოვრება?!-იცინოდა და სახე ემანჭებოდა ზედმეტი მოძრაობებისგან.

-მე ბევრს არაფერს გთხოვ, უბრალოდ აქ იყავი.-მშვიდად ამოვილაპარაკე და ისევ დავიმალე უსაფრთხო სამალავში.

-მიტოვებ?! მოვრჩით ლუპის და ტელესკოპის სეზონს?!-არ ჩერდებოდა გახალისებული.

-მე თავიდანვე ნაფიქრი მყავდი.

-რომელ “თავიდან”-ში მომანდე შენი წითელი ტაპოჩკების ბედ-იღბალი?!-სიცილს რომ მორჩა ახლა რაღაც კონკრეტულის მოსმენით შეპყრობილს თბილმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე.

-ნუშას იდეურად რომ უთანხმებდი არ გაბრაზებულიყო, სრულიად უცნობი ჩემ სახლში ჩემს წითელ ტაპოჩკებს რომ ეძებდი.

-ქეთო …

-მეორედ ეს გრძნობა აღარ გამომაცდევინო. არ გაბედო. 

-ვიცი … მართლა მინდოდა შენთვის პასუხის დაბრუნება.

-რაზე?!-ვერ მივუხვდი ჩაფიქრებულ ღიმილს.

მერე სადღაც არსაიდან თითქოს უთქმელად ნათქვამი აშკარა სიტყვა მთელი ოთახის სამყოფი ბედნიერების ღრუბელივით ჩამოწვა და “მიყვარხარ” ისე ჩაიშალა ვარკსვლავებივით გაფანტულ ნაწილაკებში … ძლივს გავბედე მეთქვა “მეც”.

ზაფხულის დღეები იწურებოდა.

ნელ-ნელა ყველა ვარსკვლავი ჩნდებოდა ისე როგორც მანამ იყვნენ განლაგებულნი სანამ ვიღაც ღრუბლებს არ შემოყრიდა ცის უკიდეგანო კაბადონზე და ადამიანებს არ მოაჩვენებდა, თითქოს ვარსკვლავები გაექრო შემოქმედს, ისე როგორც უკანასკნელი ამოსუნთქვის იმედებს ვაქცევთ ხოლმე ზეპირსიტყვიერებად. 

სასაცილო სანახავი იყო ტელეფონის ეკრანში დანახული ანდრე, როგორ წყდებოდა გული საბას რომ ვერ აცილებდა სკოლამდე.
გვქონდა მომენტები ღამით საუბრისას მის ხმაში ბრაზის ნოტებს გამოვიჭერდი, ფაქტზე წასწრებული ცოდვის მსგავსად.

ორ წამიან დუმილში ხვდებოდა, რომ ემოციები ჯობნიდნენ და მერე ვხვდებოდი, როგორ ცდილობდა არაფრით შეემჩნია როგორ ჯავრობდა კონტროლის დაკარგავს.
ყველაფერი ისეთ დეტალებში იბნეოდა, ისეთ ცვალებად ელემენტებად გარდაიქმნებოდა ხანდახან ვეღარც ვამჩნევდით.

-რთული დღე გქონდა?!-დასაძინებლად დაწოლილს უეცრად მკითხა ანდრემ, ტელეფონის ეკრანს ძლიერად მოვუჭირე ხელები, რომ არ შემემჩნია, მართლა დაღლილი ვიყავი.

-არა, საიდან მოიტანე?!

-ყველაზე ცუდად ჩემი მოტყუება გამოგდის და მერე დედაშენის.-გაეღიმა გაჭირვებით.

-დედაჩემის და მერე შენი.-თავის არიდება ვცადე მე.

-გაკვეთილი ვერ ახსენი?! -გაეცინა დაფიქრებულად, ისე როგორც არ იცინიან ლაღი ემოციით.

-არა, ანდრე … 

-მეც ასე ვიფიქრე.

-რა იფიქრე?!-ლაპარაკიც მიჭირდა დაღლილს.

-რაც არასდროს გეშლება იმის ახსნაა, რაც ზუსტად იცი ხოლმე. 

-მოდი ხვალ ვილაპარაკოთ, რა. ხომ არ გეწყინება, შენ?!-გამიკვირდა მორიდებით რომ ვიკითხე რაღაც.

სახე ისე შეეცვალა ორი წამით ტელეფონის ეკრანზე გამიშტერდა მზერა.

-როგორც გირჩევნია.

-ტკბილი ძილი.

-ნახვამდის, ქეთო.

ზუსტად იცოდა როგორ უნდა დაესრულებინა ლაპარაკი, ისე რომ ფიქრების ეპიცენტრი პრობლემიდან მასზე გადასულიყო.
ტელეფონი გადავდე და დავდუმდი.

უცებ ისეთი სიმშვიდე ჩამოწვა არ მესიამოვნა და შუქი ავანთე.

რაც ყველაზე უფრო მიყვარდა მარტო ცხოვრებაში ის მომეტი იყო, როცა სიჩუმეში და სიბნელეში მწოლიარე ვიძინებდი იმის იმედით ხვალ რაღაც ახალი იწყებოდა.

სახლში მარტო ვცხოვრობ აგერ უკვე ხუთი წელია და ფაქტი, რომ შინ მოსულს ვიღაც გამუდმებით მეკითხება რა ხდებოდა სამსახურში, მემძიმა. 


არადა ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურად იყო.

არც ძალიან კარგად და არც ცუდად.

აი, ასე საშუალოდ.

იმედით, რომ რა … ?!

რამე შეიცვლებოდა?! 

არა.
არც არაფერი იყო შესაცვლელი.

რაღაცნაირად დავიღალე იმით, რაც მეგონა არასდროს დამღლიდა.

სკოლაში ბავშვებით, ქუჩაში ხალხით, მეგობრის სახლში მეგობრებით, საკუთარში საკუთარი თავით დავიღალე და მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, განა სხვაგან - აი, ასე პირდაპირ ქეთო-ში.

ამ ფიქრებში გართულმა შვიდჯერ შევიცვალე საწოლში მდგომარეობა.


ვერც მარჯვნივ დავიძინე, ვერც მარცხნივ.

წრიალს რომ მოვრჩი და თითქოს ჩავიძინე კიდეც ტელეფონის ზარმა ისევ ამაფორიაქა.
-ანდრე …

-„ფანაჯარაში“ ვარ, თბილად ჩაიცვი და გადმო.

-სად ხარ?!-საწოლში შევხტი მე.
-“ფანჯარაში”.

-როგორ ხარ … არა, მანდ რატო ხარ?!

-პირველი “რატო ხარ” - რომ გეკითხა ვაფშე აღარ ვიქნებოდი ალბათ. გადმოდი, გიცდი. საქმე მაქვს.

-თენდება ანდრე, გვიანია.

-მე ავუხსნი ნუშას რატომ იყავი დილის ექვს საათზე შეყვარებულთან ერთად კაფეში, კაი?!

-რომელი …-საათს რომ დავხედე თენდებოდა კი არა - უკვე გათენებულიც იყო.

-ქეთო, ნუ მახვეწნინებ შენ ნახვას, გამოდი.

გამითიშა.

საერთოდ არ ჰგავდა ანდრეს.

უცებ ვერც ვიცანი.

იჯდა ფოიეში, მეორე სართულზე ვერ ასულიყო ორი ჯოხით და თაბაშირიანი ფეხით.
იჯდა წვერებიან სახეში ჩაკარგული ვერ გარკვეული თვალებით და რაღცაზე ისე ფიქროდა, სანამ მის წინ არ ჩავიმუხლე მზერის გასასწორებლად ვერც შემამჩნია.

-რამდენი საათი გეძინა?!-მკითხა უყველაფროდ. ხმა დაბოხებულმა, გამოუძინებელი თვალებით და შეშუპებული სახით, თმებაბურდულმა და საღამურებში გამოწყობილმა. 
-არ მეძინა.-უნებურად გამეღიმა მე და მოვეშვი. მის წინ რბილ სავარძელში ჩავჯექი და თბილი ჩუსტებითან ფეხები პირდაპირ სავარძელში მოვათავსე რომ არ შემციებოდა.
-როგორ, საერთოდ არ გეძინა?!

-ოცი წუთის წინ ვაპირებდი, მერე დამირეკე და აქ ვარ.-არ ვწუხდი ამ ფაქტის გამო და ვეჭვობ მეტყობოდა კიდეც, გამოუძინებელი ქეთოს პირობაზე მშვენივრად ვლაპარაკობდი.

-მე გაგაღვიძე?!

-შენ მითხარი რომ გათენებულიც იყო უკვე. სამ საათში მაინც უნდა ავმდგარიყავი ეგ არაფერი.

რაღაცის თქმას აპირებდა ტელეფონმა რომ დაურეკა.

-ხო, დე … 

-დედა, მთელი ღამეა წასული ხარ … ხომ მშვიდობაა?! ქეთო, ხომ კარგად არის?!

-კარგად ვარ დე, მოვალ მალე სახლში, საბა გაამზადე და წავიყვან.

-ჯერ ადრეა საბასთვის.

-აი, საბას დროს მოვალ და დაგირეკავ წინასწარ ხო?!

-კაი, დე.

ტელეფონი გათიშა და ჩემ კითხვებით სავსე მზერას მშვიდი სახით შეეგება.

-მთელი ღამე სად იყავი?!

-აქ. არ არი ახლა ეგ მნიშვნელოვანი ..

-სად აქ?!

-აქ.-ხელებით მანიშნა რომ კაფეს გულისხმობდა.

-აქ რა გინდოდა?!

-რომ მცოდნოდა არ გეძინა აქამდეც დაგირეკავდი.

-მე მიცდიდი?!-სავარძლიანად ამოვყირავდი მე.

-გეტყობოდა გეძინებოდა, ვიფიქრე გამოიძინებს და მერე …

-და მთელი ღამე აქ გაათენე?!

-ქეთო სახლში ვერ დაგადგებოდი ორი ჯოხით მოტეხილი ფეხით და დედაშენის პატივისცემის კოეფიციენტით?!-თვალებ გაფართოებულმა, საერთოდ რაზე მელაპარაკებიო, ისეთი სახით გადმომხედა.

-დედაჩემი ამ სიტყვებს რომ ისმენდეს სიყვარულის ნიშნად, რჩევა-დარიგებებს ჩემ მაგივრად შენ მოგწერდა ხოლმე დღის თორმეტ, სამ, ექვს და ცხრა საათზე.

-კურიერია?!-გაეცინა ანდრეს.

-ქრონიკა. 

-ქეთო, რას ფიქრობ ოდესმე გადავალთ მაგ ეტაპზე?!-მკითხა მოულოდნელი სერიოზულობით. 

-რა ეტაპზე?!-თავი გავისულელე მე.

-მეც რომ მომეკუთვნება ეგ რჩევა-დარიგებები ნუშასგან.

-ძალიან გინდა?! დაგიკოპირებ ხოლმე არ …

-იცი რასაც ვგულისხმობ.

-აქ რატომ მიცდიდი, გნახავდი ხვალაც …

-ორი კვირაა არ მინახავხარ … შენ რას უფრო განიცდი ჩემთან ლაპარაკით რომ დაიღალე ყოველ თორმეტ, სამ ექვს და ცხრა საათზე თუ იმას რომ … 

-რომ რა?!-თვალები დამექაჩა მე.

-დაიღალე, ქეთო?!-მკითხა ოცნებებჩამქვრალი ხმით და უეცრად ამ ხმის რეალობაში გადმოტანის ალბათობამ გამაგიჟა.

-რითი უნდა დავღლილიყავი ..?!-სახე ამეჭრა ალბათ მე.

-ამ სიტუაციით … 

-რა სიტუაციით?!-და მივხვდი რომ ხმას გაუაზრებლადაც და გააზრებულადაც ვუწევდი.

-ქეთო, ხანდახან მგონია რომ ჩემთან ლაპარაკის ნერვები აღარ გაქვს, იცი?! თავი რომ ამარიდო უკვე სამი დღეა ათ საათზე გეძინება. ზედმეტი რომ არ მელაპარაკო ტელეფონს მითიშავ და მგონია რომ გძინავს, შენ დილის ექვს საათზე ოცი წუთის ჩაძინებული მხვდები და თვალებში გეტყობა, რომ რაღაც ისე ვეღარ გაქვს და ამაზე მეტად ის ფაქტი მაგიჟებს რომ გიკვირს აქ როგორ მოვედი! მადლობა, რომ არ მეკითხები აქ რა გინდაო. მადლობა, ქეთო!

-დავაშავე რამე?!-უფრო მომთხოვნი იყო ჩემი ხმა.

-დააშავე. არ მელაპარაკები რა გაწუხებს, რამ გადაფარა შენი საჭიროება, ჩემმა წელის ტკივილმა?! ჩემმა ნეკნებმა?! ამ ფეხმა?! რაღაც გამომიტოვე … ისე გადაახტი რამდენიმე გაკვეთილს რომ ეხა მგონია ჩინურს მიხნსი და მარტო მე ვარ კლასის ის ოროსანი, რომელიც უმარტივესად ახსნილ თემას ვერ იგებს. არადა აშკრად, რაღაც ისეთი გამოტოვე, რაც დამეხმარებოდა გამეგო რატო არ გძინავს სამი ღამეა წესიერად და რატო ამთავრებ ლაპარაკს “ხვალ დაგირეკავ”-ის ტექსტით, გესმის შენ?!

-რაზე გელაპარაკო, როცა მეც არ ვიცი … რატო ვარ დაღლილი?!-მაღალი ტონი ისე გაქრა, როგორც ჩემი გამბედაობა.

-ჩემით დაიღალე, ქეთო?!

-არა!-შევიცხადე ელდანაცემივით.

-მოდი გინდა, ცოტა ხანი დავიშალოთ.

-რას ქვია?!-სახე შემერყა მე.

-აი, ამას ქვია. დააკვირდი შენ თავს … არ მინდა შენი გათენებული ღამეები, და ჩაშავებული თვალები იმის გამო რომ ის ტიპი არ ვარ ვინც …

-ნუ დაიჩემე!-და ბუმ.-ნუ იმეორებ, არ მინდა. სხვა არავინ არ მინდა, ნუ მაგონებ ამ სიტყვებს. არ გამაგონო! არ მჭირდება სხვა, გესმის?! არ მინდა სხვასთან განხილვის რაიმე ალბათობა. არ გამაგონო ეგ სიტყვები რომ გაქ მაგის ძალა ადგე და გამიშვა, არ მჭირდება შენი წმინდა სინდისი იმის გამო, რომ ცუდად იყო ჩემთან და სხვა რა გამეკეთებინა დაშლის გარდა. 

-ქეთო, შენ ახლა ყვირი.-მშვიდი იყო ის.

-და უფრო მეტის ყვირილიც შემიძლია თუ კიდევ დამანახებ რომ მაგ მახინჯ სიყვარულის აღქმას ეძახი შენ “შენს ადამიანს” რომელიც თურმე სწორ დროს გამოგიგზავნეს. რამდენჯერაც რაღაც შემაწუხებს იმდენჯერ მარტივ მამრავლებად მშლი?! მაშინ მოდი დავამთავროთ. მე არ მესმის ეგრე სიყვარული, სადაც ჩემი დაღლილი სახე თავისი უკუპროპორციული კავშირით აუტანელი ხდება.

-ქეთო, მე შენ უსახოც მიყვარხარ.

-მაშინ დამიმტკიცე. ნუ გარბიხარ, ისე ნუ იქცევი თითქოს … თითქოს ასე მარტივია შენთვის იმის დათბობა, რაზეც მიმტკიცებდი - შენთვის შექმენს.

-რატო ტირი …-მისი ორგანიზებული სიმშვდიე მაცოფებდა.

-იმიტომ, რომ ისე დაუფიქრებლად გამიშვი ხელი შემეშინდა.

-რისი,შეგეშინდა.

-მე რომ უფრო გამიჭირდეს, მე რომ ხვალ უფრო გამიჭირდეს შენ ამის გამოსასწორებლად კი არ იბრძოლებ, შენ ბუდეში შეყუჟული, სუფთა სინდისს ამოფარებული იტყვი, რომ თურმე ადამიანში “შემეშალა” … 

-სანდროს რომ ებრძოლა …

-რა შუაშია ახლა აქ სანდრო?!-ავკივლდი მე.

-ხმას დაუწიე და დამასრულებინე. 

-არ მინდა და არ დავუწევ!-უფრო მოვუმატე ყვირილს მე.

-ყვირილით რამეს აკეთებ?!

-როგორ ხარ ასეთი … ასეთი ცივი!

-ქეთო, სკამზე დაჯექი და ხმას დაუწიე.

-და რა სანდრო … დაასრულე!-არაფრით შევიმჩნიე მისი მზერა მე.

-წყალი დაგისხა?!

-რაო?!-შევშფოთდი მისი ამ ჟესტით.

-დამშვიდდი! მშვიდად ვილაპარაკოთ, რა გთხოვ.

-არ მინდა ეს ..

-ქეთო შენზე ხმამაღალი ყვირილი შემიძლია, რა ვქნა გაგეჯიბრო?! დაჯექი, მეთქი. დავჯექი. მივხვდი, ვერ იყო კარგი იდეა.
-დამშვიდდი?!-წყლის ჭიქა დამიდო წინ.

-არ მინდა, გისმენ.

-სანდროს რომ ებრძოლა … გინდოდა?!

-რა?!

-იცი რაც.

-არა.

-ასე გადაჭრით?!-ვერდაჯერებული მზერა მომაპყრო მან.

-ასე მტკიცედ.

-ხომ ამბობ, მიყვარდაო.

-მეტიც, პირველი სიყვარული იყო. მის გამო იმდენჯერ მიტირია ვერც დავთვლი.

-ძალიან გთხოვ არ გინდა ამ სამარცხვინო ფაქტების აქეთ-იქით პორწიალი.
-საერთოდაც არ არი ტირილი სამარცხვინო.

-ტირილი არა, აი სანდროს გამო ტირილი ეროვნული ღალატია.

-შენ აქ სანდროს დასაკნინებლად დამიბარე თუ ჩვენზე სალაპარაკოთ?!

-მე არსად დამიბარებიხარ, ჩემ შეყვარებულს …

-უი შეყვარებულიც მქვია?! მეგონა რო ქუჩის კატა ვიყავი, ათასში ერთხელ ძველ რძეს რომ დაუსხამენ ჯამში.

-უმადური ხარ, სახლის კატა მაინც გეთქვა. 

-არ მეცინება.

-მე მითუმეტეს.

-სანდროსთან რა გინდა … რა არ გასვენებს, გგონია რომ …

-არ დაასრულო ეგ წინადადება თუ არ გინდა მართლა ქუჩაში გაგდებული კატასავით არ მეცოდებოდე მთელი ცხოვრება დაქვეითებული მიხვედრის უნარების გამო.
-მაშინ დაასრულე წინადადება.

-ხვალ რომ აღმოაჩინო მეც …

-არ დაასრულო ეგ წინადადება თუ არ გინდა …

-გოგო, წარმოსახვის უნარიც არ გაგაჩნია, ჩემგან არ … 

-ასე უფრო სასაცილო იქნებოდა.

-გაგეცინა?!

-არა.

-მე მითუმეტეს.

-რატო არ ეშვები სანდროს?!-დაღლილი ხმით ვკითხე მე და ისევ ისე მოვკალათდი სავარძელში უფრო დამშვიდებული და უფრო დაწყნარებული.

-არ ვიცი … ისე დანარცხებ ხოლმე პირველი სიყვარულის სტატუსით რომ ხანდახან ეჭვიც მეპარება … იქნებ საერთოდ არ არსებობს ეგ ფენომენი და იქნებ ერთი ადამიანი…

-თუ ერთი ადამიანი გვიყვარს ამ ქყვენად და თუ არ არსებობს პირველი სიყვარულის ფენომენი, მაშინ მე გადაწყვეტილად შენ მიყვარხარ!

გახევდა.

ვიგრძენი როგორ იფეთქა ემოციების ზღვამ მის თვალებში.

არ დამინახავს.

რასაც ვუყურებდი ის სურათი იყო, ალბათ ვერასდროს რომ ვერ ვიოცნებებდი ჩემ ოცნებებში.

უძილობის შავი გვირგვინები თვალებიდან თითქოს ემოციებმა ჩამოხსნა და აზვირთებული ტალღებიც თითქოს ჩადგა.

თითქოს აქამდე არც აღელვებულანო არასდროს. 

თუ არსებობდა ჯადოსნობა სიყვარულში მე მხოლოდ ასეთი მწამდა.

-სამზარეულოში საუზმე გაგიკეთე და წამო, ვჭამოთ …-ჩაილაპარაკა დარცხვენილი ბავშვივით და გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.

ნელა მიაბიჯებდა მისი ჯოხებით და მეც უფრო ნელი ნაბიჯით მივყვებოდი უკან.

-არ ვიცოდი რა მეკეთებინა მთელი ღამე მარტო კაფეში და … ცოტა ავურიე. დიდხანს ვერ ვჩერდები ცალ ფეხზე.

-საერთოდ არ უნდა ჩერდებოდე, იცი?!-მეღიმებოდა მე.

-სიჩუმეში მარტო გაჩერებას ჯობდა.

-არ მითხრა მეშინიაო.

-არ გეტყვი და არც შენ თქვა არავისთან, ხო?!

-რას ამბობ, ყველას უნდა მოვუყვე.
-ჩემ შეყვარებულს სიბნელის და სიჩუმის ეშინია, მოდი მოვფინოთ ყველა მის საიდუმლოებას ფარდა.

-ფარდას ვერ მოფენ.

-რას ვერ ვიზამ?!

-ნათელი უნდა მოჰფინო.

-ქეთო, გეძინება ხო?!

-სერიოზულად ვნერვიულობ, განათლებას რა პირობებში იღებდი?! გცემდა ქართულის მასწავლებელი?!-ვიცინოდი მე.

-ბოდიში. ყველა ვერ ვიყავით ჩვენი დამრიგებლების მესაიდუმლეები.

-მე და საბას თუ გშურს, არ გინდა ასე ცხადად და აშკრად.

-ფარდა მოფენილად ?!

-ნათელ მოხდილად!

-რომ ბრაზდები სულ ეგეთი ხარ?!

-როგორი?!

-ცოტა საშიში.

-შენ საჭესთან არ გინახივარ.

-ლევანს ჰყევხარ ნანახი, ეყო მაგასაც, პაშასაც და ნახევარ რუსთაველსაც.

-ერთხელ დამიცდა ფეხი, უნდა გადამაყოლოთ?!!

-მაგას ფეხის აცდენა და პედლებს შორის არჩვენის ვერ გაკეთებას ვეძახით, მაგრამ შენ არ გაგიმხელთ რომ არ გეწყინოს. 

-შენ პედლებარეულიც გიყვარვარ ხო?!

-ქუჩაში გაგდებული კატა რომ ყოფილიყავი ახალ რძესაც გიყიდდი.

-ნატურალურს?!

-არა, ფუ. არა. „სოფლის ნობათისას.“

-ანდრე, რა გამიკეთე?!

-ორაგულის სალათი კრემყველით და …

-რატო მეღადავები, კვერცხი გაქვს შემწვარი.

-ომლეტი, ჯერ ერთიც.

-ეს ცივია.

-პირდაპირ არ გეუბნები, მაგრამ იცოდე რო ძაან უმადური გოგო ხარ.

-ანგარებიანი.

-ერთი კაფე ნუ დაგაბრმავებს, მცირე ინდმეწარმე ვარ.

-არაუშავს მთავარია გაქვს უნარი გამიკეთო ორაგულის სალათი კრემ ყველით და ბლა ბლა!

-შეგიწვა თავიდან ეგ კვერცი?!-სასაცილოდ დამანჭა სახე.

-ცივსაც გეახლებით.

-არა რას ამბობ, ცოლად მინდევხარ კატად კი არა. რა თქმაა ცივსაც გეახლები?!

-მე მომწონს კატის როლიც, მაგალითად გარფილდი. ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი გარფილდი.

-გაჭამო, მიყვარდე და მოგიარო?!

-მოდი საკურთხეველთან ეგ ფიცი მომეცი, ხომ აპირებ ფიცის მოცემას?!-შევშფოთდი უცაბედად მე.

-ტატამ მითხრა, მთელი ცხოვრება მაგ დევიზით იცხოვრა ჩვენ სამთანო, სულ ტყუილად ცდილობ, ქეთევან!

-რას ნიშნასვ ეს ყოველივე?! საკურთხეველთან ტირილს არ მპირდები თუ გარფილდის მეპატრონეობას?!

-არ ვიცი გახსოვს თუ არა, ეგ ბიჭი ქერა გოგოზე ქორწინდება.
-შემიწვი კვერცხი, არ მომწონს როგორც ლაპარაკობ!

-მომაწოდე ეგ თეფში.-იცინოდა გულიანად.



როგორც კი მოიხსნეს თაბაშირები ამაყად გამომეცხადნენ სკოლაში, ხელჯოხებით.
ანდრეს მომატებული კილოგრამები ასაკს მატებდა და გულწრფელად ვეღარ ვხვდებოდი ასე უფრო მომწონდა თუ სულ პირველად რომ ვნახე ...
გაკვეთილს ვატარებდი მეთერთმეტე კლასელებთან.
დიდი ამბავი მქონდა, გაბრაზებული ვიდექი და მილიონჯერ დასმულ კითხვას თავიდან ვიმეორებდი.
-როდის დავიწყებთ მეცადინეობას?!
-ქეთო, მას ... გაიგეთ, მანანა მასწავლებლის ქალიშვილი რომ გათხოვდა, ოღონდ სხვა ბიჭზე?!
-არ გიშველის, მანანას ქალიშვილის ქორწილი, შენ დარჩები უცოლო კლასში რომ ჩაგტოვებ.
-კაით, რა მას ... რა კლასში ჩატოვება, რაღადროს ეგეთებია.
-ბოდიში, შეიძლება?!-თავი შემოჰყვეს ვიტომ, ანდრემ და პაშამ. სიცილი ძლივს შევიკავე შავ მანტოებში გამოწყობილებს, სამივეს ერთნაირი ქუდები, ერთნაირი მაისურები, ერთნაირი შარვლები ეცვათ და ჯოხები ეჭირათ.
-ქეთო, მას თქვენ რომელს უყვარხართ?!-გადმოიწია პირველ მერხზე მჯდარი ნიაკო ჩემკენ.
-ერთი დაქალის ქმარია, მეორე ბიძაშვილი, მესამე ჩემ გემოვნებაში არ ჯდება.-გამეცინა მე.
-ანუ მესამეს.-გაეცინა ნიას და ბიჭებს ერდროულად.
-იცით, რა გვაინტერესებს ..?! -დაიწყო მოჩვენებითი მოკრძალებით პაშამ.
-15 წუთიც დამელოდეთ, გამოვა გაკვეთილი და ეზოში გნახავთ.
ვუთხარი ისეთი ხმით ანდრემ თავად გაიხურა მომღიმარმა კარი.
გაკვეთილი გამოვიდა თუ არა ეზოში გასულს მაშინვე ამედევნა საბას შეყვარებული, პატარა ანასტასია.
-ქეთო, მას საბას უთხარით რა, რაიმე.-ცრემლებს თვალებში იკავებდა ტასო. დავიხარე და მომცრო,მრგვალი სახე ჩემს ხელებში მოვიქციე.
-რა გააფუჭა?!
-გივიკოს ეჩხუბება ...
-სად არიან?!-წამოვდექი სასწრაფოდ მე.
-სკოლის უკან, კიდევ რომ დააშავოს, გააგდებენ ...
აღარ მომისმენია ისეთი სისწრაფით გავიქეცი უკან არ მომიხედავს.
სკოლის უკან იდგნენ, რომ მივუახლოვდი ფერი დამეკარგა საბას პატარა დაჭიმულ სხეულზე, რომელიც უკვე მზად იყო იერიშზე გადასასვლელად.
რაც იმ მომენტიდან ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა გივიკოს სიტყვები იყო.
ერთიანად ჩამოგვანგრია რამდენიმე ადამიანი.
„დედაშენმა ისე მიგაგდო, არც კი ახსოვს როგორი ხარ, შენ ვის რაში უნდა ჭირდებოდე ...“
წასასვლელი ნაბიჯი გამიქვავდა ანდრეს ხელი რომ ვიგრძენი მაჯაზე.
სახეზე ემოციები წაშლილი ჰქონდა და ერთიანად გაფითრებულის პირველად შემეშინდა ცხოვრებაში.
მახსოვს საბას მოქნეულ ხელს როგორ გადაუგდა მისი მეგობარი და როგორ მოხვდა გივიკოსთვის გამიზნული ხელი დათას.
რომ დაგვინახეს აწურულ გივიკოს ვატყობდი ტუჩები როგორ აუკანკალდა.
საბამ ყველას აგვიარა გვერდი და დათასთან ერთად გაუჩინარდა.
ის იყო ანდრესთვის უნდა მეთქვა საბას მიხედეთქო, ანდრეს წინ გადადგმულ ნაბიჯებზე სხეული რომ ამეწვა შიშისგან.
არ ვიცი, არ მახსოვს, რატომ ვიფიქრე, რაიმე ცუდს გააკეთებდა, მაგრამ იმ მომენტში ანდრეზე ძალიან ანდრეს ცუდი საქციელის შემეშინდა.
გივიკოსთან მივიდა და ხმადაბალი ტონით ბიჭებს თხოვა დაშლილიყვნენ.
მარტო დარჩენილებმა, არავინ ვიცოდით რა უთხრა ბავშვს.
თხუთმეტ წუთზე მეტი რომ ილაპარაკეს ნერვიულობისგან ვიტოს მოვუჭირე ხელი, იქნებ დაუძახოთქო.
იდგა, გაღიმებული უყურებდა ბავშვის წინ ჩაცუცქულ ანდრეს და არ ირყეოდა.
-ისეთი კაცია, ცხოვრებაში ყველაჯერზე მადლობა რომ უნდა თქვა, მარტო შენ კიარა ჩვენც -რომ ვიცნობთ. ანდრეს ადგილზე ყურებს ისე ავუწევდი ამ მაიმუნ ბავშვს მთელი ცხოვრება დავამახსოვრებდი თავს, ეს ნახე როგორ მშვიდად დგას და ელაპარაკება გაღიმებული.
ჩაამთავრა თუ არა, ვიგრძენი პირველად ამოვისუნთქე მთელი ამ დროის განმავლობაში.
ვიტოსთვის რაღაცის თქმას ვაპირებდი ანასტასიას ხმა რომ გავიგე.
-ქეთო, მას!
-ჰო, ტასო.
-საბა ...
მერე აღარც ანდრე მახსოვდა, აღარც გივიკო და აღარც სათქმელი მადლობა.
მეორე სართულამდე ისე ავირბინე ალბათ საკუთარი თავიც აღარ მახსოვდა.
დირექტორის კაბინეტთან მდგარ საბას რომ შევავლე თვალი უნებურად ვიგრძენი ენერგიის მოზღვავება.
-ქეთო, სად არი ამ ბავშვის მშობლები და რატომ ..
-აქ ვარ!-დანამდვილებით რაც მახსოვს და ალბათ არც არასდროს დამავიწყდება ამ წამის სილამაზე იყო, რომელიც საბას თვალებში იკვეთებოდა -გისმენთ.
-ქეთო, მოიცა შვილო ...
-სკოლიდან წასვლის განცხადებას დავწერ თუ ამ ფაქტს დირექცია ისევ გაატარებს, წავალ და წავალ უფრო ხმამაღლა ვიდრე ვინმეს გონია, გასაგებია?! მე ამ ბავშვების დამრიგებელი ვარ, მე ამ ბავშვების დედა ვარ დილის ცხრიდან შუადღის სამ საათამდე, გისმენთ!
-კი მაგრამ რა მოხდა გამარკვიეთ ... ისევ მან დაიწყო არა ჩხუბი?!-მზერა ჩემგან უკან გადაიტანა, მაგრამ ამის დრო არ მქონდა, ენერგიით სავსე პირველად არ ვგავდი ჩემს თავს ამ ამპლუაში, როგორც მასწავლებელი და როგორც „დედა“.
-კაბინეტში შევიდეთ და ამ საკითხზე მშვიდად ვისაუბროთ ...-ორი ნაბიჯი გადავდგი მე და ის იყო ბუხუტის კარი უნდა მიეხურა ჩემს უკან ანდრეს ხმა რომ გავიგეთ.
-ბოდიში, მე საბა არველაძის ბიძა ვარ.
ავხედე და მივხვდი, ასეთი უფრო მომწონდა.
ან არ ვიცი, უფრო რა შუაში იყო, ამ მომენტში ისე მომწონდა როგორც არასდროს არავინ.
და თითქოს ერთიანად მოვდუნდი.
ჩემი მოზღვავებული ენერგია სადღაც გაქრა, მივხვდი საბრძოლველი აღარაფერი იყო, ვიცოდი ანდრე ყველაფერს მოაგვარებდა.
კაბინეტიდან ისე გამოვედით ღიმილს ვერც ერთი ვიკავებდით.
საბა კართან იდგა და გვიცდიდა.
-ქეთო, მას ბოდიში, რა ...-დაიწყო ცოტა დაბოხებული ხმით და ისე რომ ანდრე არ შეიმჩნია გაუაზრებლად ჩამეხუტა. სუსტი მკლავები კისერზე მომხვია და ვიგრძენი როგორ მოუნდა ეტირა.
-ხელები მანამ მომიჭირე სანამ არ მიხვდები, რომ საკმარისია.-ვუთხარი ჩუმად და ლოყაზე ვაკოცე დახრილმა, ბედნიერმა, მშვიდმა.
-წასვლა მინდა, არ მინდა ტასომ ასე დამინახოს.-ჩურჩულებდა სიმწრისგან.
-ტასომ ასეთიც უნდა გნახოს, თუ ასეთიც ეყვარები, მაშინ დამიჯერე ღირს მისთვის ყველა წიგნის წაკითხვა.
-მაინც არ მინდა.
-უკან დგას და გელოდება, საბა ...-ღიმილს ვერაფრით ვიკავებდი.
-არ მინდა, რომ დამინახოს, ვერ ვიკავებ ... მეტირება.-მითხრა ჩაწყვეტილი ხმით და ის იყო, კიდევ რაღაც უნდა მეთქვა ანდრემ რომ დამასწრო.
-აბა, ჩვენი ტასო რომელია?!-და გოგონას აწითლებულ ლოყებზე სიცილი ვერ შეიკავა.
საბა ისე ჩავიყვანე კიბეზე ზედმეტი ყურადღება აღარ მიგვიქცევია.
ანდრეს მანქანაში უკვე გველოდებოდნენ ბიჭები.
საჭესთან ვიტო იჯდა, სარკე გაასწორა და საბას დააკვირდა.
-შენ ასაკში ეგეთი კაცები როგორიც შენ ხარ, იშვიათად იბადებიან, საბა!
-დღეიდან ვძმაკაცობთ ხო?!-გადმოიხარა პაშა ჩვენკენ.
-ხო.-რაღაცნაირად გაეღიმა საბას.
-შენი ძმაკაცის ნომერი იცი?!-ისევ ვიტომ გადმოხედა საბას.
-დათასი?!
-ჰო, დათასი.
-კი, ვიცი ...
-გაქვს მობილური?!
-არა, ჯერ ქართულში ათიანი არ მიმიღია ...
-ვა, ანდრე რა მკაცრი ბიძაა?!-გაეცინათ ბიჭებს.
-აბა მიკარნახე.
-იქ დგას ...-გაჩერებისკენ გვანიშნა საბამ.
ვიტომ მაშინვე იცნო პატარა დათა, მანქანის კარი გამოაღო და სწრაფად გადავიდა.
ხუთი წუთი არიყო გასული უკან დათასთან ერთად დაბრუნდა, მანქანაში ჩააჯინა და პაშას გადმოხედა.
-ეს ხო მაგარი კაცია, მარა ეს რა მაგარი ძმაკაცია?!-გაეცინა და უკან მსხდარ დაბნეულ ბიჭებს გადმოხედა.-რომ გავიგო დაიშალეთ, ცხოვრებაში ოდესმე, როგორი მოხუციც არ უნდა ვიყო მოვალ და მაგრად გეჩხუბებით, ხო გაიგეთ?!
-რატო უნდა დავიშალოთ?!-ვერ გაიგო დათამ.
-აი, არ უნდა იჩხუბოთო,რა.-აუხსნა საბამ.-ძალიან გეტკინა?!-ოდნავ უკან დაიხარა და დათას აწითლებული ლოყა შორიდან შეათვალიერა დარცხვენილმა.
სიცილი ვერც ერთმა შევიკავეთ.
-წავალ, ჩემი ნივთები სკოლაში დამრჩა, მოვიტან და მოვალ ...
-მოაქვს, უკვე.-მანიშნა თავით პაშამ.
გზა ნელა გადმოჭრა ანდრემ.
ხელში ჩემი ჩანთა, მოსაცმელი, ტელეფონი და თავისი ჯოხი ეჭირა.
„მადლობა“
ვთქვი მე და ბედნიერებისგან გავჩუმდი.

სახლში გვიან დავბრუნდით.
ბავშვები ყველგან წაიყვანეს.
ბოლოს დაღლილებმა გართობისგან დაქანცულებმა თავად თხოვეს გვეყო გვეძინებაო, და ასე დაგვარიგეს სახლებში.
ყველაფერი დედაჩემს მოვუყევი და დასკვნის მოსმენის მოლოდინში გავირინდე.
-რა კარგი მამა იქნება, წარმომიდგენია ..-ღიმილად გადაიქცა ნუშა. რაღაცის თქმას ვაპირებდი, ანდრემ რომ დამირეკა, ნუშას დავემშვიდობე და ვუპასუხე.
-რას შვრები?!
-არაფერს დასაძინებლად ვემზადები, თქვენ?!
-ახლა დავაწვინე, ნახე ბოდავს ...-გაიცინა და კამერა საბასკენ შეაბრუნა.-საბა, ხვალ დილით ადრე ვდგებით, რომ გავალ პლანშეტი არ ჩართო, კაი?!
-რაღაცას გთხოვ ...-ამოიბურტყუნა საბამ, აშკარა იყო ნახევრად ეძინა.
-წაგიყვან ხვალ ის ...
-ქეთო, მასწვლებელი სულ გიყვარდეს, რა...
სახეზე კრემის გადანაწილებას ვაპირებდი ერთიანად რომ გავშეშდი.
ანდრემ კამერა შეაბრუნა და მომღიმარმა დამხედა - ეკრანზე.
-ძაან დაიღალე და დაიძინე მიდი.
-დღეს გივიკოს რა უთხარი ...
-რასაც საბას ვეტყოდი იგივე რომ გაეკეთებინა.
-საუკეთესო მამა ხარ ... მადლობა რომ გიცნობ, ანდრე. ტკბილი ძილი.
ვთქვი და გავუთიშე.

„ახლა ირიბად მაგრამ მაინც მითხარი, რომ გიყვარვარ, ხო?“
მომივიდა შეტყობინება მალევე.
„პირდაპირ გეუბნები.“
„ფარდა ახდილად?!“
„ნათელ მოფენილად მიყვარხარ.“

დილის ექვსი საათი იყო კარებზე კაკუნი რომ ატყდა.

ტატა!!!!

კიოდა ჩემი შინაგანი მე.
კართან გაორებული სახით მივედი, საკეტი გადავაბრუნე და ცალი დახუჭული თვალით შევხედე ჭუჭრუტანაში ოლიკოს და ტატას დაწვრილებულ თვალებს.
გავაღე, სხვა რა გზა მქონდა?!
ტატა კი იყო ღირსი, მაგრამ ორსულ გოგოს გარეთ ხომ ვერ დავტოვებდი?!
-რა ხდება?!- წინადადებაში სამჯერ დავამთქნარე მე.
-გაიღვიძე, ბიჭები დაიჭირეს და სასწრაფოდ უნდა წავიდეთ.
სავარძელში დავჯექი წამოყოლილი საბნით და მშვიდად მოვიფშვნიტე თვალები.
-ვინ ბიჭები?!
-იდიოტო, პაშა, ვიტო და ანდრე წინასწარი დაკავების იზოლატორში სხედან და გველოდებიან, დროულად, თორემ ისე დამაქვრივა შენმა უფრო იდიოტმა ბიძაშვილმა სანამ ცოლად მომიყვანა, რომ ჩემ თექვსმეტ გრამიან კალიცოს უნებურად ვემშვიდობები!
-შენ პაშა გიყვარს თუ ... ერთი წამი, არ არი ახლა ამის დრო, ხო?!-ავხედე ოდნავ გონზე მოსულმა ოლიკოს.
-დანამდვილებით შემიძლია დაგეთანხმო, არ არი ახლა ამის დრო, სად არი შენი საბუთები?!
-რად გინდა, უჯრაში დევს ...
-მოწმეებად დაგვკითხავენ და დაგვჭირდება, დროულად ქეთევან! -ჩამკივლა ყურში ტატამ და მეც აზრზე მოსულმა ბოლოსდაბოლოს ვიკითხე.
-კი მაგრმ რა უნდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში?!
-ღამე დამირეკა ვიტომ, ერთი ზარის უფლება ჰქონიათ, პაშამ მამამისს დაურეკა, ანდრემ მის ძმაკაცს ლევანს ... არ დაიწყოა ახლა მე რატო არ დამირეკაო, არც მაგის დრო არ იყო, მოცემულ სიტუაციაში.
-და რატო დააკავეს?!-შარვალს და ჰუდს ელვის სისწრაფით ვიცმევდი მე.-ან როდის დააკავეს, დაძინებამდე ველაპარაკე ...
-წარმოდგენა არ გვაქვს და არც მათ აქვთ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ... ვფიქრობ, სანდროს ამბავია. რაღაცნაირად ეჭვები მკლავს ტყუილად არ წრიალებდა ეგ ბოლო სამი დღე „ფანჯარასთან“.
-როდის წრიალებდა, რა წრიალი რა ხდება, რა სანდრო?!-ყავის ეფექტით მოქმედებდა ტატა, ოლიკო ზურგჩანთაში ყრიდა რაღაცეებს, ტელეფონმა რომ დაურეკა.
გაფართოებული თვალებით უსმინა უცნობს, მერე თავი დააქნია, თითქოსდა ანიშნა გასაგებიაო და ტელეფონი გათიშა.
-წავედით!
-რა ჯანდაბა ხდება?!-პანიკა მეპარებოდა მე.
-დროზე, რა.-კარში გამაგდო ტატამ.
არ მახსოვს როგორ ჩავიარეთ სამი სართული.
მარტო ის მახსოვს, რომ გამაბითურეს.
ეზოში, ანდრეს მანქანასთან, ანდრე იდგა და ბოლო ხმაზე იცინოდა.
-აი, თუ ოდესმე გაპატიოთ ...-ტირილს ვერ ვიკავებდი მე.
-ქეთო, ინერვიულე,პატარა?!-იციოდა გალურჯებამდე და გოგოებს გულში ისე იკრავდა სხვა მომენტი რომ ყოფილიყო შეიძლებოდა მეფიქრა, რომ საყვარლები იყვნენ ყველანი ერთად.
-მე წავედი და არ ...-მაჯაში მწვდა და გამაჩერა.
-კაი, მოიცა, სად მიდიხარ,ჩაჯექი.-სიცილის ტალღა შენელდა თუ არა ჩემ ცრემლებზე ახალმა გადაუარა სამივეს.
-რა გატირებს, გოგო?!-იცინოდა ტატა და ლოყაზე ისე მკოცნიდა სახე მომძვრა.
-აბა, თქვენ იცით. -ხელი დაგვიქნია ოლიკომ და მანქანაში ჩამჯდარს ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
-რას ნიშნავს ... ეს ყველაფერი?!-ვზლუქუნებდი მე.-სხვა ვერაფერი მოიფიქრე ჩემი დილის ექვს საათზე სანახავად?!
-კაი, რა. რა მექნა დამერეკა და მეთქვა „ქეთუშ, როარ გნახო ფილტვები დამისკდება მონატრებისგანთქო?!“- ხმა სასაცილოდ დაიბოხა და ბედნიერმა გადმომხედა.-ქეთო.
-არ გელაპარაკები, შემეშვი.
-კაი, არ ვილაპარაკოთ.-არ წყვეტდა სიცილს.
-სად მივდივართ?!
-არ გელაპარაკები.
-ანდრე მორჩი მაიმუნობას.
-აეროპორტში.
-გეყოს-მეთქი.
-კი ბატონო.
-სად მივდივართ?!
-მეყოს.-იცინოდა ისევ.
-ანდრე!
-ნუ, ყვირი ნაოჭები გაგიჩნდება.
-ნუ მაყვირებ.
-კი ბატონო.
-ანდრე, ნერვებს მიშლი.
-ძილი დაგაკლდა ხო?! არაუშავს, ნახევარი საათი დამელოდე და მერე დაიძინებ ...
-რა ხდება, ანდრე?!
-არაფერი,ქეთო.
-ანდრე!
-კაი, გეყოფა, დავიზაფრე უკვე, რა არი რა ვაჟკაცურ ვიდზე ხარ გოგო დილის ექვს საათზე, გაგიჟდი, შენ?!-სიცილს და გაოცებას ვერ მალავდა.
-გინდა გცემო?!
-ქეთევან, მაშინებ, მაოცებ, მანცვიფრებ.
-„სიტყვის კონით“ მემარიაჟები?
-არა, ვმაიმუნობ.-გამიცინა და ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა.
-ეს რა ჩანთაა?! ანდრე, სად მივდივართ?!
-აეროპორტში.
-სულ გააფრინე, შენ?!
-ქეთო, კიდე ეგეთი ტონით რამეს მეტყვი და დავფიქრდეთ ჩვენ შორის საცივს სახლში რომელი გააკეთებს, კაი?!
-სად მივდივართ, სერიოზულად გეკითხები.
-უფრო სერიოზულად როგორ გიპასუხო, აეროპორტში.-არაფრით წყვეტდა სიცილს.
-რა გვინდა აეროპორტში?!
-სამსახური გიპოვნე ბორტგამცილებლის და პილოტის პოზიციებზე.
-ბორტგამცილებელი მე ვარ და პილოტი შენ?!
-არა, ბორტგამცილებლები მაღლები არიან, ანუ მე ვარ, შენ პილოტი იქნები.
-ანდრე.
-ხედავ?! პილოტის ხმითაც მიყვარხარ.
-რა პილოტის ხმა რეებს იგონებ?!-გამეცინა მეც.
-„ყურადღება, საუბრობს კაპიტანი ქეთევან ნაკაშიძე. ჩვენ ვუახლოვდებით ტურბულენტურ ზონას, გთხოვთ შეიკრათ ღვედ ..“
-ანდრე!

მანქანა აეროპორტის წინ გააჩერა და გადავიდა.
ფანჯრიდან რომ გავიხედე ლევანს, პაშას და ვიტოს მოვკარი თვალი.
პაშამ ფანჯარაზე მომიკაკუნა და მე კარების გაღების ნაცვლად ფანჯარა ჩამოვწიე.
რომ მოვიხედე ორი პატარა ჩანთა უკანა სავარძლიდან გადაიტანა ანდრემ, წინ, მძღოლის სავარძელი ლევანმა დაიკავა და გამიცინა.
-როგორ ხარ ამ დილის ექვს საათზე, ქეთო?!
-ლევან, ესენი ხო და შენ რამ გადაგრია?!
-ამათმა.-თქვა და კიდევ გამიცინა.-ჰე, გადადი, არ შეიძლება აქ დიდხანს დგომა.
გადავედი და პაშას მივუახლოვდი.
-რა ხდება, ნესტან-დარეჯან!?
-ტარიელი მაინც დამიძახე ხალხში, სირცხვილია!
-შენ, ვინ ვინ და ტარიელი მართლა არ ხარ.-გაგვეცინა ორივეს.
-არ ვარ, ბატონო!
-რა ხდება?!
-არაფერზე ინერვიულო. ყველაფერი მოვაგვარეთ. წადი, დაისვენე და იყავი ბედნიერი!-მითხრა, შუბლზე მაკოცა და ხელი ძლიერად მიბიძგა კართან მდგარი მომღიმარი ანდრესკენ.
შენობაში შესულებს ხელებს გარედან გვიქნევდნენ ბიჭები.
-ანდრე ... რა ხდება?!-ვხვდებოდი, რაღაც იმაზე ლამაზი ხდებოდა, რაზეც აქამდე ოცნებებში ოცნებაც ვერ გამებედა და ბედნიერების პაწაწუნა ვარკსვლავებს ჩემს ცაზე უნებურად ვაკიაფებდი.
-გახსოვს, რომ გიყვებოდი შარლზე ...
-ჰო, მახსოვს.
-მასთან მივდივართ.
-ანდრე, ხომ თქვი რომ ეგ კაცი გარდაიცვალა ... ანდრე არველაძე, სად მიგყავარ?!!!
-კაი, ნუ ხუმრობ ასე ცუდად!-გაეცინა მასაც.-შარლის მეუღლის დაბადების დღეა, დაგვპატიჟა და იქ მივდივართ.
-ასე უცებ მივდივართ საფრანგეთში დაბადების დღეზე?!
-ჰო.
-და მე რომ ორშაბათს სკოლაში უნდა ვიყო?!
-ორშაბათს სკოლაში იქნები.
-კაი, რა. გეთქვა შვებულებას ავიღებდი.
-აიღე, უკვე.
-როგორ?!
-ერთი კვირით დათხოვნილი ხარ. ვიგულისხმე რომ ერთი კვირის მერე, ორშაბათს მიხვალ სკოლაში.
-ასე უცებ, წკაპ წკაპ და მოაგვარე?!-სიცილს ვერ ვიკავებდი მე.
-წკაკ წკაპ საიდან მოიფიქრე?!-მითხრა, გამიცინა, ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა.
-რატო არ მითხარი?!
-ეფექტი არ ექნებოდა.
-ეფექტი მაშინ ექნებოდა უცებ რომ გამეღვიძა საფრანგეთში.
-და უცებ რეჟისორი „გადაღებულია“-ს დაიძახებდა ხმამაღლა.
-ძალიან ბოროტი ხარ!-ვიცინოდი მე.
-მიდი, რეგისტრაციაზე გვეძახიან.

თვითმრინავში ადგილები დავიკავეთ და გავფრინდით.
ხომ გახსოვთ კევინ მაკალისტერი რომ ახსენდება დედამისს თვითმფრინავში.
ზუსტად ეგეთი ხმით ვიყვირე „ნუშა!“

-პაშამ მოაგვარა.-აღმოხდა ანდრეს ძილის პურულიდან.
-პაშამ ჩვიდმეტი წელი ტატა ვერ მოაგვარა, დედაჩემს როგორ ...
-ვაიმე, დადე თავი დაიძინე, გთხოვ, რა ენერგიის მატარებელი ხარ!-ნახევრად ეძინა ანდრეს.
-შენ, მანიაკი ხარ?! როგორ გძინავს, ცაში ვართ ფაქტობრივად.
-ფაქტობრივად რაშუაშია, გოგო ცაში ვართ.
-ვაიმე, ანდრე ახლა რომ ჩამოვვარდეთ.-გამეცინა მე.
-და მანიაკი კიდე მე ვარ?!
-მოიცა, არ მითხრა რომ დრამინა დალიე.
-ქეთო, მაგას თვითმფრინავში არ სვამენ.
-ვინ მოგახსენა?! მზგავრობა, მგზავრობაა.
-მგზავრობა არ მწყენს, უბრალოდ დამაძინებელი ...
-რატო დალიე დამაძინებელი, მე რომ უნდა მეღვიძოს შენ რატო გძინავს?!
-ჩაგვყრიან.
-ცაში ვართ მეთქი, დაგავიწყდა?!-გამეცინა მე.
-ჩანთაში ჩემი ლეპტოპია ჩართე რამე ფილმი და დაიძინე. დილის ექვს საათზე ფრენა იმიტომ ავირჩიე, ვიფიქრე გამოიძინებსთქო შენ რა ენერგიულ შემოტევას განიცდი?!
-ანდრე, პირველად მივფრინავ საქართველოდან სადღაც, მითუმეტეს საფრანგეთში. მკვდარი კიარ ვარ მეძინოს.
-მოგიგე.
-რა ...
-მე ასეთ ვამპირულ ენერგიაზეც მიყვარხარ!-თქვა და ჩაეძინა.
სიცილით ვიგუდებოდი კომიუტერში ჩაწერილ მილიონობით მულტფილმზე.
არც ერთი ფილმი არ ჰქონდა ანიმაციურის გარდა.
იმდენი საათი ვიფრინეთ მე ექვს ანიმაციას ვუყურე, ანდრემ ორჯერ იცვალა მხარი.
გეფიცებით, რამდენჯერმე ცხვირზე ხელები მოვუჭირე.
ვიფიქრე, იქნებ გაიგუდა.
ღრმად ამოისუნთქა და ძილი გააგრძელა.
მანიაკია აბა რა არი?!

თვითფრინავი ჯერ პარიზში ჩაფრინდა, შემდეგ კი ტაქსით მატარებლის სადგურიდან შატო შალონის გზას დავადექით ბურგუნდიის პროვინციაში.
ანდრე იმდენ ფოტოს მიღებდა ბოლოს მე დავიღალე.
მატარებლის ვაგონში მოწყობილი ულამაზესი მინი-რესტორანი საუცხოო არომატებით სიზმარს ჰგავდა. პატარა მაგიდასთან ვისხედით და ცხელ ჩაის ვსვამდით.
-არ მჯერა, რომ ახლა აქ ვარ ...
-სადაც მივდივართ იქაურობა უფრო ლამაზია, დამიჯერე.-გაეღიმა ანდრეს.-მგონია, რომ ძალიან მოგეწონება, შენნაირი ქალაქია.
-როგორი ...-გამეღიმა მე.
-სადა, ლამაზი და მშვიდი.
-ალაგ-ალაგ ენერგო ვამპირის ფუნქციებით?!-გამეცინა მე.
-დილის ექვსზე აღარ გაგაღვიძებ, არასდროს!-გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა.- თვალები გაქვს დასიებული, რომ გეხვეწე დაიძინე-მეთქი, არ დამიჯერე.
-ძალიან მაქვს?!
-ბუბლიკებივით.-იცინოდა გაუჩერებლად.
-ნუ, დამცინი.
-არა, როგორ გეკადრება, კატებს, თან საკუთარ კატებს დასცინიან კი არა, ახალ რძესაც უსხამენ ხოლმე, ხანდახან!
-როდემდე უნდა ვიძახოთ?!
-კუბოს ფიცრამდე!-არ ჩერდებოდა ის.
-ტაში.
-შენ უნდა გენახა შენი თავი უპატრონო კატასთან გაიგივებული - ნახავ როგორ დაივიწყებდი?!
-ანდრე, როგორი ქალია?!
-ვინ, მიშელი?! ყველა კაცი ინატრებს, ნეტა ჩემი ცოლიც ეგეთი იყოსო.
-კაი, კაცო.
-ჰო. შარლს შვილები არ ჰყავდა, ვერც ეყოლებოდა ... რამდენჯერ უთქვამს სხვის შვილს საკუთარივით გავზრდი, ოღონდ შენ მოინდომეო. მიშელს არასდროს ნდომია სხვისი შვილი. ისე გაუთეთრდათ თმები ერთმანეთის გარდა ვერავინ იპოვნეს ამ სამყაროში.
-ძლიერი ქალი ყოფილა.
-ჰო, არც ერთ კაცს არ უნდა ქალს ასეთი ძლიერება აიძულოს, მაგრამ ხანდახან ცხოვრება არი ცოტა უსამართლო და შენც სწავლობ ფეხი აუწყო ამ ყველაფერს, ისე რომ არ დაისვარო.
-ახლა სულ მარტოა?!
-შარლის მერე ბევრი სტუმარი ჰყავდა, ძმიშვილები, მეგობრები, ისე ... ჰო, სულ მარტოა.
-შენ ამბობდი რომ დიდ სახლში ცხოვრობდნენ, როგორ ... ამხელა სახლში მარტო, როგორ ძლებს?!
-რომ ნახავ ჰკითხე.
-როგორ მე რომ ფრანგული არ ვიცი ?!
-თვითონ იცის ინგლისური კარგად.
-ჰო?!-გამიკვირდა მე.
-ჰო, დედამისი ბრიტანეთის ჰერცოგის ქალიშვილი იყო.
-შენ იცოდი ბებიაჩემი ჯაყელი, რომ არი?!-მოჩვენებითი სიამაყით გადმოვხედე ანდრეს და გმირულად დავაიგნორე მისი ხარხარი.

მატარებელში, საწოლზე ისე კომფორტულად მეძინა, ძილშიც ვგრძნობდი ანდრეს დაბოღმილ სახეს და მეღიმებოდა.
თვალები რომ გავახილე, მითხრა კიდევ ნახევარი საათის გზა დაგვრჩაო.
ფოტოებს ვუღებდი ფანჯრიდან ხედებს, ფერები ერთმანეთში ისე ირეოდა, კადრებს გაჭირვებით ვაფიქსირებდი.
ჯერ კიდევ აგვიანდებდა შემოდგომა წასვლას.
სიმშვიდესავით ლამაზი იყო იქაურობა.
სადგურში მიშელის მძღოლი დაგვხდა და ანდრე დაინახა თუ არა ცრემლებმორეულმა მთელი გულით ჩაიკრა გულში.
არ ველოდი.
გულწრფელად გამეღიმა მათ შეხვედრაზე.
ემოციით უხსნიდა რაღაცას ფრანგულად ანდრეს და თვალს ჩემკენ აპარებდა.
ანდრემ ორი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა და ხელი მხრებზე მომხვია.
ისევ გაცვალეს რამდენიმე სიტყვა ფრანგულად, კაცმა თავი დამიკრა ალბათ მისალმების ნიშნად და გამიღიმა.
-ძალიან მოეწონე.-მიჩურჩულა ყურთან და შუბლზე მაკოცა.
მიყვარდა მისი მოზომილი ქმედებები, ყველა დეტალში ვგრძნობდი იმას, რასაც სხვა ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ ცოტას თუ მიაჩნია სიყვარული მხოლოდ ვნება - რომ არ არი.
მიყვარდა ფაქტი, რომ ვნებაზე უფრო სიყვარულით ვუყვარდი და ამას ყველა ქმედებით მეუბნებოდა.
მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
მთელი გზა ლაპარაკობდნენ,იცინოდნენ, ანდრე ყველაფერს მითარგმნიდა და მერე სამივენი ერთად ვიცინოდით.
მძღოლს პიეტრო ერქვა.
ემოციური და ცოცხალი კაცი იყო.
ისე ემოციურად საუბრობდა ღიმილს ვერაფრით ვიკავებდი.
მიყვებოდა ანდრეს ჩამოსვლის ამბებს და ალაგ-ალაგ სარკიდან გადმომხედავდა ხოლმე.
მერე ანდრეს მხარზე ხელს დაჰკრავდა და რაღაცას ეუბნებოდა, რასაც ანდრე აღარ მითარგმნიდა, მხოლოდ გაღიმებული შემავლება მზერას და ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილით სცემდა პასუხს, სიტყვას, რომელიც ისეთმა ხალხმაც ვიცით, ვისაც ფრანგული არ გვესმის ...
„მეღსი.“
მიშელის და ანდრეს შეხვედრაზე მივხვდი, მართლა როგორ უყვარდათ ის აქ.
როგორი რთული იქნებოდა ამ ცხოვრების დატოვება და უკან, თბილისში დაბრუნება ადამიანისთვის, ვინც მთელი ცხოვრება რაღაც მიზნისთვის იბრძვის ამ სამყაროში.
ჭაღარა ქალი ხელებზე კოცნიდა ანდრეს და ცრემლებს მოურიდებლად ღვრიდა ჩვენს წინაშე.
ჩემკენ მობრუნებულ ანდრესაც რომ დავუნახე ჩაწითლებულ თვალებში ჩემი ანარეკლი, მივხვდი, ისიც ვერ იკავებდა ემოციებს.
გაღიმებულმა ჩემკენ გამოიშვირა ხელი და მიშელს რაღაც უთხრა, ფრანგულად.
მანაც ახლა ანდრედან ჩემზე გადმოიტანა მზერა და ახლა მე ჩამიკრა გულში ისე თითქოს მთელი ცხოვრებაა მიცნობდა, მონატრებულს კი აღარ ვყოფნიდი მოსაფერებლად.
ჯერ ერთ ლოყაზე მაკოცა, მერე ფრთხილად გადამიყარა ჩამოშლილი თმები ზურგზე და ახლა მეორე ლოყაზე მაკოცა.
-ამბობს, ქალიშვილი რომ მყოლოდა ვისურვებდი შენნაირი ლამაზი ყოფილიყოო.-მითარგმნა ანდრემ და უეცრად ვიგრძენი ქალის ტკივილი ამ წინადადებაში ჩატეული.
-აქ ვართქო - უთხარი.-გავუღიმე ანდრეს და მის მზერაში ბედნიერება დავიჭირე.
მიშელმა გაიგო თუ არა, ანდრეს სიტყვები ცრემლიანი თვალებით გაუცინა ანდრეს და რაღაც უთხრა.
რაც ანდრეს ჩემთვის აღარ უთარგმნია.
უზარმაზარ ვენახში გაშლილ მაგიდაზე უამრავი ადამიანი იჯდა და ისე ჩანდა თითქოს ყველა ჩვენ გველოდებოდა.
უამრავი ფრანგული, უამრავი სადღეგრძელო და უამრავი სიცილის ხმა ერთმანეთში ისე ირეოდა თითქოს პალიტრაზე მხატვარი ფუნჯით ნათელ ფერებს ერთმანეთში აზავებდა.
ლხინი რომ დასრულდა ჩვენთვის განკუთვნილ ოთახებში ავედით.
ოთახის კართან გაჩერდა ნასვამი, მომღიმარი და ოდნავ დაღლილი ანდრე.
-მე გვერდით ვიქნები, თუ ვერ დაიძინებ დამიძახე და გავისეირნოთ.-მითხრა ხელებით კარის ჩარჩოზე მიყრდნობილმა.
-თავი სიზმარში მგონია, ოღონდ მართლა.-ამოვილაპარაკე მე ყველაფრით ბედნიერმა.
-ღირდა ამისთვის ლოდინი.-გამიღიმა და თვალი ჩამიკრა სასაცილოდ.
-შენთვის ღირდა ლოდინი, ანდრე.-გამეღიმა მეც.
ხელები დაბლა ჩამოუშვა და ჩემკენ დაიძრა.
ადილიდან არ დავძრულვარ.
მომიახლოვდა და მთელი არსებით მომხვია ხელები.
მეგონა, რომ მის მკლავებში საერთოდ აღარ ვჩანდი და მომწონდა ეს ფაქტი, თითქოს იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი.
-პირველად მეც რომ დამინახა, იგივე სიტყვები თქვა. დღეს შენგან იმის მოსმენა, რაც ჩემგან მოისმინა წლების წინ სასიამოვნო იყო, ოღონდ რომელს უფრო გაგვიხარდა ვერ გეტყვი ...-სხეულით ვიგრძენი როგორ გაეღიმა. –„elle a été créée pour vous.“ -ამოილაპარაკა ჩუმად.-შენთვის ღირდა ყველაფერი, ქეთო.
მითხრა, გამიღიმა და წავიდა.
მთელი ღამე ვერ დავიძინე და ძლივს ავაკოწიწე წინადადება, რომელსაც მთლიანად ჩაეჭიდა ჩემი გონება.
ქართულად ასე ითარგმნებოდა ..“ის შენთვის შექმნეს.“
გამთენიისას ბედნიერს ჩამეძინა.

დილით რკინის ვინტაჟური საწოლიდან გაჭირვებით ავდექი.
არ მინდოდა არც გაღვიძება და მითუმეტეს არც ამ საწოლიდან ადგომა.
ოთახს მომცრო აივანი ჰქონდა,დაშვებულ თეთ ფარდას დილის სიო თავის ნებაზე აფრიალებდა.
აივანზე ანდრე იდგა, თეთრ ტილოს პერანგზე ზოლიანი სვიტერი ჰქონდა მოდებული, იდგა და ყავას სვამდა.
-დილამშვიდობისა.-ვთქვი და საწოლში წამოვჯექი.
-კარგად გეძინა?!-შემობრუნდა, აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და გაღიმებულმა გადმომხედა ზემოდან.
-პრინცესულად.
-ტაპოჩკები გაკლია.-გაეცინა მას.
-წითელი ტაპოჩკები.
-გეთქვა გითარგმნიდი ...-ფურლცებზე მანიშნა, სადაც ჩემი გუშინდელი ღამის ნაწვალები ფრანგული გაჰკიოდა „მიშველეთ“-ს.
-მე რომ ვთარგმნე უფრო გამიხარდა.-გამეცინა მე.
-ხანდახან საბაზე უფრო პატარა ხარ.-გაეცინა მასაც.
-ხანდახან ეგეც ძალიან მიხარია.
-მე სულ მიხარია.
-რა, პატარა რომ ვარ ხოლმე ხანდახან?-მეცინებოდა მე სულელივით.
-ხანდახან ისეთი რამეები გაბედნიერებს თავს ვერ ვიკავებ.-ახლა უფრო მხიარული ჩანდა და მივხვდი საითაც მიდიოდა ლაპარაკი.
-ახლაც რომ ...
-მაგალითად ახალი რძე, კიდე კატებს რა უყვართ?!
-ანდრე, გცემ!-ვიცინოდით ორივე.
-მალე ჩამო, გელოდებიან ...
-ახლავე.-საწოლიდან სწრაფად ავდექი და სააბაზანოში გავიქეცი.

საუზმეც კი ზღაპრული იყო.
ხის მაგიდაზე გადაფარებულ ჭრელ ნაჭერს სუსტი ქარი აქეთ-იქით ურხევდა ბოლოებს.
მაგიდაზე პიეტროს ცოლი ალაგებდა ჭურჭელს და მიშელი ანდრე და პიეტრო რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
დღეები ისე გადიოდა, ვგრძნობდი ყველაფერი მიყვარდა რაც აქ ხდებოდა, ისე თითქოს მომენტები, საგნები თუ ამინდი ცოცხალი ორგანიზმები იყვნენ და შემეძლო მათი პიროვნულად შეყვარება.
მიშელს უკვე ჰქონდა მომზადებული ჩემთვის ბოტები, სარაფანი და თბილი სვიტერი.
ვსეირნობდით და ის თავის მივიწყებულ ინგლისურს იხსენებდა მე ალაგ-ალაგ ფრანგულს ვსწავლობდი.
ზღაპრული დღეები ერთი-მეორეს ცვლიდა.
პარასკევი თენდებოდა, დილის ექვს საათზე კაკუნი რომ ატყდა ჩემს კარზე.

ტატა-მეთქი გავიფიქრე, მაგრამ გამახსენდა, თბილისის ნაცვლად ბურგუნდიაში ვიყავი და დავმშვიდდი.
საწოლიდან წამოვდექი და ის იყო კარი უნდა გამეღი კარში ტატა დეგენერატი ენუქიძე რომ შემოვარდა ოლიკოსთან ერთად.
ორი წამით ვერ გავიაზრე რა ხდებოდა.
-ვი არ ე სიურფრაიზ ფორ იუ!-იცინოდნენ აჟიტირებულები და ჩემს საწოლზე ისე ხტუნაობდნენ ვითომ ორსული ოლიკო კიარა ვიტო იყო.
-აქ რანაირად?!-ამოვილუღლუღე გაოცებულმა მე.
-ანდრემ დაგვიჯავშნა ყველას ბილეთები. გუშინ ჩამოვფრინდით ღამე, მერე მატარებლით ვიმგზავრეთ და ახლა აქ ვართ!-თხრობა დაასრულა ტატამ.
-ხართ - კიდე ვინ?!-კარისკენ გავიქეცი მე.
-შესდექ, ქეთევან, ჯერ ტანთ შეიმოსე.-დამაწია გზაში ოლიკომ.
სწრაფად მოვწესრიგდი და გოგოებთან ერთად სწრაფად ჩავირბინე კიბეები.
ეზოში გაშლილ სუფრასთან დედაჩემი, ნინა (ანდრეს დედა), საბა, ვიტო, პაშა და ლევანი ისხდნენ.
მიშელი და პიეტროს ცოლი მაგიდას აწყობდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ ანდრესთან ერთად.
-გაგაღვიძეს?!-გაეცინა ანდრეს და ბედნიერი სახით შემათვალიერა.
-მოვალ ...-ვუთხარი ჩუმად და ნუშასთან ისეთი სისწრაფით გავიქეცი ქალმა გააზრება ვერ მოასწრო რომ სკამიდან წამომდგარიყო.
ვტიროდი მთელი გულით.
-კაი, დე ...-ტიროდა ნუშაც.
ალბათ იმ მომენტში ყველა ვტიროდით.
ყველაზე ლამაზი ცრემლები იყო, ყველაზე ემოციური მომენტი.
ისეთი დღემდე რომ მიჭირს აღწერა.
ყველა წამი ანათებდა ყველაზე დიდი ვარსკვლავივით.
ემოციები ფრაგმენტებად იჭრებოდა და სამუდამოდ იკავებდა ადგილს ჩემს მეხსიერებაში.
დედაჩემის ცრემლები.
ანდრეს დედის ღიმილი.
საბას წვრილი მკლავები ჩემს წელზე შემოხვეული.
მიშელის - „à votre santé“.
იმ დღის ნაზი ქარის ქროლვა.
ვენახში გაშლილ მაგიდაზე თეთრი გადასაფარებლის ბოლოები.
მწვანე ბოთლებიდან ჩამოსხმული პიერ დე მონტინიაკი.
თეთრი სარაფანი და ჩემი წითელი ტაპოჩკები.
„მადლობა ყველას აქ ყოფნისთვის“
და
„გახდი ჩემი ცოლი, ქეთო“
ლუტეციაში ნაყიდი წითელი პომადა, პირველი კოცნა და საბას -„იეს“.
დედაჩემის ცრემლები და მის მხრებზე მოხვეული ანდრეს დედის, მკლავები.
საღამოს აკიაფებული ანცად მოთამაშე სანთლის ალები და დღე, როდესაც მე გავხდი მეუღლე.
და თითქოს რაღაც აქამდე არ განცდილი, რაღაც აქამდე ვერნაფიქრი და ვერ წარმოდგენილი გრძნობა გახდა ჩემი ცხოვრების მეგზური ... იმ ღამით მადლობელი ვიყავი ყველა მარტო გათენებული ღამის, ყველა ტკივილის და იმედგაცრუების, ყველა ჯერზე ნაფიქრი „ისევ მარტო ვარ“-ის ... ყველა უსიამოვნო განცდის - რომ არა ისინი ეს დღე ვერ იქნებოდა ასეთი ვარსკვლავურად, „ოცნება ასრულებულად“ ჯადოსნური.
თქვენს ყველაზე რთულ დღეებში, გაიღიმეთ, გახსოვდეთ რომ მაშინ როცა იმედი იწურება, როცა მცდელობა უშედეგო ხდება, მაღლა ცაში მზადებას იწყებენ თქვენი სასწაულისთვის.
თქვენი ფანჯრიდან აუცილებლად დაინახავთ მას, ვინც თქვენთვის გამოგზავნეს, ვისი გამოჩენაც ცხოვრებას შეცვლის.


***
-ქეთო, ახლა რაღაცას გეტყვი და არ უნდა ინერვიულო!-ოთახის კარი შემოაღო ანდრემ და შეშფოთებული მზერა მომაპყრო.
-რა ხდება?!-ძლივს წამოვდექი სავარძლიდან, ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში ვიყავი და ამიტომაც მიჭირდა მოძრაობა.
-კაი, მოიცა ... ნელა, არ გვინდა მკვეთრი მოძრაობები ...
-ანდრე, რა მოხდა!
ორი წამით მოითმინა და მერე ისტერიული სიცილი აუვარდა და ძლივს ძლივობით ამოთქვა სათქმელი:
-ტატამ პაშა მოიტაცა.
-მაინც მამამისის გენზე წავიდა.-ვთქვი და ხელი ჩავიქნიე გაღიმებულმა.



მოვედი რაღაცნაირი ისტორიით.
ისტორიის დაწერაზე უფრო ამ ტექსტის დაწერა მიჭირს ხოლმე.
მომენატრეთ.



№1  offline წევრი დარინა

ასეც არ შეიძლეა ისე მაგრად მომნატრებიხარ ჯერ შენი სიახლის ნახვა იყო ცალკე ემოცია შემდეგ ეს გასაოცარი ისტორია თავისი გასაგიჟებელი პერსონაჟებით, მიყვარს შენი ყველაფერი, როგორც ყოველთვის ახლაც ჩავიგდრ ჩემი მწარე ენაა და რამე ცუდის დაწერის სურვილიც აღარ მაქვს რადგან ისეთი პერსონაჟები შექმენი ვერაფერი პრეტენზია ვერ ვიპოვეე, არადა რამდენი მიზეზები ვეძებეე, ძალიან ტკბილი, თბილი და გასაგიჟებელზე საოცარი იყოო მომნატრებია შენი წაკითხვის დროს განცდილი ემოციები, იმედია ისევ არ დაიკარგები და მალე დაგვიბრუნდები მე რომ ისევ დამამუნჯოო, მადლობა შენ საოცარი ანრდესთვის, მგონი ყველაზე მეტად შენს კაცებს შორის ანდრე შემიყვარდააა.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დარინა
ასეც არ შეიძლეა ისე მაგრად მომნატრებიხარ ჯერ შენი სიახლის ნახვა იყო ცალკე ემოცია შემდეგ ეს გასაოცარი ისტორია თავისი გასაგიჟებელი პერსონაჟებით, მიყვარს შენი ყველაფერი, როგორც ყოველთვის ახლაც ჩავიგდრ ჩემი მწარე ენაა და რამე ცუდის დაწერის სურვილიც აღარ მაქვს რადგან ისეთი პერსონაჟები შექმენი ვერაფერი პრეტენზია ვერ ვიპოვეე, არადა რამდენი მიზეზები ვეძებეე, ძალიან ტკბილი, თბილი და გასაგიჟებელზე საოცარი იყოო მომნატრებია შენი წაკითხვის დროს განცდილი ემოციები, იმედია ისევ არ დაიკარგები და მალე დაგვიბრუნდები მე რომ ისევ დამამუნჯოო, მადლობა შენ საოცარი ანრდესთვის, მგონი ყველაზე მეტად შენს კაცებს შორის ანდრე შემიყვარდააა.


მომენატრე!!!
როგორ გამიხარდა, რომ ვერც ერთი გამილანძღე!!!

 


№3 სტუმარი სტუმარი ლინდა

ახპა ეს წუთია დავამთავრე ამინდის პროგნოზის გადაკითხვა,თატიღსს რომ დავაკვირდი თითქკის ეს პერიოდი იყო,გულში ვიფიქრე ნეტავ ისევ დადოს რამე ახალი რაკარგი იქნებათქო,ჰოდაა სასწაულიიიი,არა მჯერავს.ჯერ არ დამიწყია ვიცი უკვე ჩემს სიაში რომ დავაპლიუსებ

 


№4  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ლინდა
ახპა ეს წუთია დავამთავრე ამინდის პროგნოზის გადაკითხვა,თატიღსს რომ დავაკვირდი თითქკის ეს პერიოდი იყო,გულში ვიფიქრე ნეტავ ისევ დადოს რამე ახალი რაკარგი იქნებათქო,ჰოდაა სასწაულიიიი,არა მჯერავს.ჯერ არ დამიწყია ვიცი უკვე ჩემს სიაში რომ დავაპლიუსებ

უკვე დიდი მადლობა :დ !!! heart_eyes

 


№5 სტუმარი Ana-maria

დიდიხანია გელოდებით და როცა წავიკითხე ეს ისტორია,მივხვდი მოლოდინი ღირდა. ისტორიის კითხვისას ღიმილი არ მომშორებია,ზოგჯერ კი ვიხარხარე კიდეც. მართლაც სასწაული ისტორია იყო. სიყვარული,სიყვარული და სიყვარული იყო ყველა აბზაცში,არაფერი რომ არ ვთქვა მეგობრობაზე. ანდრე იყო ძალიან ძლიერი და განსაკუთრებული პერსონაჟი.თუმცა ისტორიის ყველა გმირი იყო ძალიან მაგარი,დასამახსოვრებელი,სიყვარულით და იუმორით სავსე.
მოკლედ ძალიან მომეწონა ისტორია. მადლობა ამდენი ემოციისთვის.

 


№6 სტუმარი სტუმარი სალომე

ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ვიცი წინ დიდი სიამოვნება მელის❤️ რამდენი ხანია ველოდი შენს გამოჩენას❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Ana-maria
დიდიხანია გელოდებით და როცა წავიკითხე ეს ისტორია,მივხვდი მოლოდინი ღირდა. ისტორიის კითხვისას ღიმილი არ მომშორებია,ზოგჯერ კი ვიხარხარე კიდეც. მართლაც სასწაული ისტორია იყო. სიყვარული,სიყვარული და სიყვარული იყო ყველა აბზაცში,არაფერი რომ არ ვთქვა მეგობრობაზე. ანდრე იყო ძალიან ძლიერი და განსაკუთრებული პერსონაჟი.თუმცა ისტორიის ყველა გმირი იყო ძალიან მაგარი,დასამახსოვრებელი,სიყვარულით და იუმორით სავსე.
მოკლედ ძალიან მომეწონა ისტორია. მადლობა ამდენი ემოციისთვის.


უდიდესი მადლობა ❤️❤️❤️❤️
სტუმარი სალომე
ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ვიცი წინ დიდი სიამოვნება მელის❤️ რამდენი ხანია ველოდი შენს გამოჩენას❤️

ახლა მე გელოდებით :დ

 


№8 სტუმარი One

Tu es très mignon❤️
Rogor momnatrebia sheni istoriebi, unichieresi khar,
Xshiad unda gagvanebivro❤️

 


№9 სტუმარი ნეს

ამასწინ "მეორე" გადავიკითხე და კი გავიფიქრე, რატომ აგვიანებს ასე, იქნება რამეს წერსთქო და ვუალაააა.... ოკ. გამიხარდა მართლა.. თუმცა, რაღაცეები მეწყინა. აი ბენტლის დაპარკინგებისას, მართლა გვერდითა სავარძელზე უნდა გადაეყუდო და უკან ხედვით მოიტეხო კისერი?! სერიოზულად?! პაშიკოს პრიუსსაც კი აქვს უკანა ხედვის მონიტორი. თუ სიტუაციას აწყობდა ასე? )))) კარგი, ვიხუმრე. როგორც უნდა ისე დააპარკინგოს კაცო.... აი რაღაცეები ძველი ისტორიებიდანაც გამახსენდა: "ლუტეციაში" შეყვარებულისთვის ნაყიდი წითელი პომადა და კიდე ჩვენი რობესპიერი პატ. პროფესორი მაყაშვილიც.
სიუჟეტზე და პერსონაჟებზე არაფერს ვამბობ, ზოგ მომენტზე სრული ანშლაგით ვიცინე, ზოგზე ცრემლიც მომადგა. კარგი რამეა როცა ისე წერა შეგიძლია, რომ მკითხველს ასე ასიამოვნო. მადლობა და წარმატებები.

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

One
Tu es très mignon❤️
Rogor momnatrebia sheni istoriebi, unichieresi khar,
Xshiad unda gagvanebivro❤️

მადლობა!!❤️❤️❤️
ნეს
ამასწინ "მეორე" გადავიკითხე და კი გავიფიქრე, რატომ აგვიანებს ასე, იქნება რამეს წერსთქო და ვუალაააა.... ოკ. გამიხარდა მართლა.. თუმცა, რაღაცეები მეწყინა. აი ბენტლის დაპარკინგებისას, მართლა გვერდითა სავარძელზე უნდა გადაეყუდო და უკან ხედვით მოიტეხო კისერი?! სერიოზულად?! პაშიკოს პრიუსსაც კი აქვს უკანა ხედვის მონიტორი. თუ სიტუაციას აწყობდა ასე? )))) კარგი, ვიხუმრე. როგორც უნდა ისე დააპარკინგოს კაცო.... აი რაღაცეები ძველი ისტორიებიდანაც გამახსენდა: "ლუტეციაში" შეყვარებულისთვის ნაყიდი წითელი პომადა და კიდე ჩვენი რობესპიერი პატ. პროფესორი მაყაშვილიც.
სიუჟეტზე და პერსონაჟებზე არაფერს ვამბობ, ზოგ მომენტზე სრული ანშლაგით ვიცინე, ზოგზე ცრემლიც მომადგა. კარგი რამეა როცა ისე წერა შეგიძლია, რომ მკითხველს ასე ასიამოვნო. მადლობა და წარმატებები.

მანქანის ტარება არ ვიცი ასე რომ წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გააკეთო დაპარკინგების დროს, უბრალოდ ასე წარმოვიდგინე კონკრეტული მომენტი :დდდდ მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი nitaa

ხვალ ვიცი დილით გამიჭირდება გაღვიძება და სამსახურში ძლივს წავალ, მაგრამ ვერაფრით მოვეშვი და მთელი კითხვის პროცესში გულწრფელად ვფიქრობდი, აუ, რა მაგარიათქო ❤️ აუ, რა მაგარი იყო! მადლობა ❤️

 


№12  offline წევრი Maia G.

ღირდა ლოდინად ლიზა❤️სულ ვამოწმებდი საიტს,არაფერი გამომეპაროს მეთქი.როგორ მიყვარს შენი ლაღი, " ისტორიასთან" შაზავებული იუმორი,სულ უნდა გაგვანებივრო შენი ისტორიებით. ძალიან მომეწონა ყველა გმირი და მთლიანად ყველაფერი❤️❤️
პ.ს. კიდევ ვისურვებდი ახალს,მალე....

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

nitaa
ხვალ ვიცი დილით გამიჭირდება გაღვიძება და სამსახურში ძლივს წავალ, მაგრამ ვერაფრით მოვეშვი და მთელი კითხვის პროცესში გულწრფელად ვფიქრობდი, აუ, რა მაგარიათქო ❤️ აუ, რა მაგარი იყო! მადლობა ❤️

Maia G.
ღირდა ლოდინად ლიზა❤️სულ ვამოწმებდი საიტს,არაფერი გამომეპაროს მეთქი.როგორ მიყვარს შენი ლაღი, " ისტორიასთან" შაზავებული იუმორი,სულ უნდა გაგვანებივრო შენი ისტორიებით. ძალიან მომეწონა ყველა გმირი და მთლიანად ყველაფერი❤️❤️
პ.ს. კიდევ ვისურვებდი ახალს,მალე....

მადლობ თქვენ !! ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი ana tuki

მართლაც ტკბილი დეკემბრის დასაწყისია... heart_eyes
ყოველთვის როცა ცუდად ვარ შენს მოთხრობებს ვკითხულობ, უკვე ზოგი ზეპირად ვიცი თავისი დასაწყისით და დასასრულით.საოცრად წერ,არაამქვეყნიურად და იმდენად ძლიერი სულში ჩამწვდომი სიტყვები,მოქმედებები და პერსონაჟები გყავს ყოველთვის, როგორ არ შეიძლება შეგიყვარდეს და თავი არ დაგამახსოვროს, ყველაზე განსხვავებული კი პერსონაჟების ურთერთობა,განვითარება და მათ სახელიც კი ყველასგან განსხვავებული გაქვს,პირიქით შეგაყვარებს და უფრო გამახსოვრებს თავს.ახალ თავგადასავლებს ვიხილავთ მალე იმედი მაქვს და თავს არ მოგვანატრებ ძალიან.
წარმატებები.
იმედი მაქვს,როგორც შენი მოულოდნელი გამოჩენები,ასე მოულოდნელად დამხვდება შენი წიგნი ერთ დღეს თაროზე.

 


საოცარი ისტორია იყო ❤️დადებითი ემოციებით ამავსო.. სულ ვამოწმებდი შენს სიახლეებს არ მინდოდა გამომრჩენილიყო და ჯერ ისტორიის ნახვამ გამახარა და გამაბედნიერა და მერე წაკითხვამ.. დიდი მადლობა შენ ამ ტკბილი და თბილი ისტორისთვის ❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ უმაგრესი იყო ისევ ემოციებში ვარ მადლობა შენ ამ სასწაულისთვის❤️❤️❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ana tuki
მართლაც ტკბილი დეკემბრის დასაწყისია... heart_eyes
ყოველთვის როცა ცუდად ვარ შენს მოთხრობებს ვკითხულობ, უკვე ზოგი ზეპირად ვიცი თავისი დასაწყისით და დასასრულით.საოცრად წერ,არაამქვეყნიურად და იმდენად ძლიერი სულში ჩამწვდომი სიტყვები,მოქმედებები და პერსონაჟები გყავს ყოველთვის, როგორ არ შეიძლება შეგიყვარდეს და თავი არ დაგამახსოვროს, ყველაზე განსხვავებული კი პერსონაჟების ურთერთობა,განვითარება და მათ სახელიც კი ყველასგან განსხვავებული გაქვს,პირიქით შეგაყვარებს და უფრო გამახსოვრებს თავს.ახალ თავგადასავლებს ვიხილავთ მალე იმედი მაქვს და თავს არ მოგვანატრებ ძალიან.
წარმატებები.
იმედი მაქვს,როგორც შენი მოულოდნელი გამოჩენები,ასე მოულოდნელად დამხვდება შენი წიგნი ერთ დღეს თაროზე.

საოცრად ბევრს ნიშნავს თქვენი სიტყვები ჩემთვის, მადლობა ❤️
ზაფხულის გოგო
საოცარი ისტორია იყო ❤️დადებითი ემოციებით ამავსო.. სულ ვამოწმებდი შენს სიახლეებს არ მინდოდა გამომრჩენილიყო და ჯერ ისტორიის ნახვამ გამახარა და გამაბედნიერა და მერე წაკითხვამ.. დიდი მადლობა შენ ამ ტკბილი და თბილი ისტორისთვის ❤️❤️

მადლობა თქვენ ❤️❤️❤️❤️
სტუმარი მაკა
აუ უმაგრესი იყო ისევ ემოციებში ვარ მადლობა შენ ამ სასწაულისთვის❤️❤️❤️

მიხარია, მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ გამეხარდი ❤️უთბილესი,უსაყვარლესი და საოცრად გულის გამთბობი იყო ❤️მადლობა ყველა ისტორიისთვის რაც შეგიქმნია.საოცრებებს ქმნი ❤️

 


№19  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ქეთი
როგორ გამეხარდი ❤️უთბილესი,უსაყვარლესი და საოცრად გულის გამთბობი იყო ❤️მადლობა ყველა ისტორიისთვის რაც შეგიქმნია.საოცრებებს ქმნი ❤️

მადლობა ❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან მიხარია შენი გამოჩენა ლიზა

 


№21  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Qeti qimucadze
ძალიან მიხარია შენი გამოჩენა ლიზა

❤️❤️❤️❤️

 


№22  offline წევრი ელენე (ნენე)

გამიხარდა შენი გამოჩენა იმდენად, რომ ჩემი აბიტურიენტობა დავივიწყე და ბედნიერად შევუდექი ისტორიის კითხვას.
როგორც ყოველთვის, ეს ნაწერიც ემოციურია.
ქეთი ძალიან მომეწონა, როგორც მასწავლებელი, როგორც მეგობარი, როგორც ცხოვრების მეგზური -ყველაფერში მაგარია.
ანდრეზე რა უნდა ვთქვა?! ძლიერი და მიზანდასახული ადამიანია და, რაც მთავარია, გრძნობებით სავსეა, კეთილია, გაჭირვებამ ადამიანობა არ დააკარგვინა.
თითოეულ პერსონაჟს საკუთარი ხიბლი აქვს.
გმადლობ! წარმატებები!

 


№23  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ელენე (ნენე)
გამიხარდა შენი გამოჩენა იმდენად, რომ ჩემი აბიტურიენტობა დავივიწყე და ბედნიერად შევუდექი ისტორიის კითხვას.
როგორც ყოველთვის, ეს ნაწერიც ემოციურია.
ქეთი ძალიან მომეწონა, როგორც მასწავლებელი, როგორც მეგობარი, როგორც ცხოვრების მეგზური -ყველაფერში მაგარია.
ანდრეზე რა უნდა ვთქვა?! ძლიერი და მიზანდასახული ადამიანია და, რაც მთავარია, გრძნობებით სავსეა, კეთილია, გაჭირვებამ ადამიანობა არ დააკარგვინა.
თითოეულ პერსონაჭს საკუთარი ხიბლი აქვს.
გმადლობ! წარმატებები!

მადლობა, წარმატებები! heart_eyes

 


№24 სტუმარი სტუმარი ნატალია

აუ სასწაული გოგო ხარ, ძალიან გამიხარდა სიახლის ნახვა და ზე საოცარი ისტორია გვაჩუქე ❤️
ძალიან ტკბილი და თბილი იყო ყველაფერი, გემრიელი წყვილი გამოვიდა.
მალე დაგვიბრუნდი

 


№25  offline წევრი ლუუ

როგორი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა❣️
მადლობაა შენ ამისთვის????

 


№26  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ნატალია
აუ სასწაული გოგო ხარ, ძალიან გამიხარდა სიახლის ნახვა და ზე საოცარი ისტორია გვაჩუქე ❤️
ძალიან ტკბილი და თბილი იყო ყველაფერი, გემრიელი წყვილი გამოვიდა.
მალე დაგვიბრუნდი

ლუუ
როგორი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა❣️
მადლობაა შენ ამისთვის????

მადლობა თქვენ !!!! heart_eyes heart_eyes

 


№27 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი კარგი იყო ლიზა საოცარი წყვილის ისტორია მეგობრობა ერთგულება სიყვარული ყველაფერი იყო და მაინც ანდრე და ქეთო ეს იყო წყვილი მე არვიცი ასე შესაფერისები როგორ აი რომ ჩანდა ყველა მათ მოქმედებაში თუ ყველა მათ საუბარში.მიხარია რომ დაგვიბრუნდი და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე შენი ახალი ისტორიის წაკითხვით რომელიც უამრავ ემოციებს აღვიძებს ხოლმე ჩემში და მამოგზაურებს იმ ლამაზ სამყაროში სადაც ასეთი ლამაზი გმირები იბადებიან შენნაირი არაჩვეულებრივი ავტორის მეშვეობით

 


№28  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამო
როგორი კარგი იყო ლიზა საოცარი წყვილის ისტორია მეგობრობა ერთგულება სიყვარული ყველაფერი იყო და მაინც ანდრე და ქეთო ეს იყო წყვილი მე არვიცი ასე შესაფერისები როგორ აი რომ ჩანდა ყველა მათ მოქმედებაში თუ ყველა მათ საუბარში.მიხარია რომ დაგვიბრუნდი და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე შენი ახალი ისტორიის წაკითხვით რომელიც უამრავ ემოციებს აღვიძებს ხოლმე ჩემში და მამოგზაურებს იმ ლამაზ სამყაროში სადაც ასეთი ლამაზი გმირები იბადებიან შენნაირი არაჩვეულებრივი ავტორის მეშვეობით

მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№29  offline წევრი ლილილი

მე მეგონა მიგვატოვათქო და გული მწყდებოდა((
როგორც ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით სავსეა რა!
შენებური-შენნაირი(არ გიცნობ მაგრამ მაინც)

 


№30  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ლილილი
მე მეგონა მიგვატოვათქო და გული მწყდებოდა((
როგორც ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით სავსეა რა!
შენებური-შენნაირი(არ გიცნობ მაგრამ მაინც)

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent