ერთხელ...(5)
-6 წლის ვიყავი მამამ რო მიგვატოვა. დედამ სმა დაიწყო. ყოველდღე სვამდა. დედას არავინ ყავდა და ვერ ეხმარებოდა ჩემ აღზრდაში. მამა ფულს კი გვიგზავნიდა,მაგრამ სულ სასმელში ხარჯავდა. ყოველდღე მიყვიროდა და მე მაბრალებდა. სკოლაში სულ ვილანძღებოდი,იმიტომ,რომ მოუვლელი დავდიოდი. ძაან გვიან.. 16 წლის ვიყავი,რომ გავიგე,რომ მამას წასვლისას დედა ფეხმძიმედ იყო და მუცელი მოეშალა იმიტო რო სვამდა. 14 წლიდან ვმუშაობ იმიტომ,რომ ელემენტარული ნივთები არ მქონდა რაც მჭირდებოდა. დედას სასამართლოში უნდოდა წასვლა ოღონდ დიმიტრის არ ვენახე, დიმიტრიმ კიდე სასამართლოს გარეშეც გადასცა ჩემი თავი ალკოჰოლიკ დედაჩემს. ცოლი მოიყვანა. შვილიც ჰყავს. დედაჩემი 3 წლის წინ გარდაიცვალა, უკვე 18 წლის ვიყავი. რამდენჯერმე სცადა ჩემი ნახვა, კი მაგას ვერ დავაბრალებ. მაგრამ იმდენად მეზიზღება.. იმდენად მეზიზღება, რომ მის გამო ამდენი წელი ჯოჯოხეთში ვიზრდებოდი. სულ რომ უსახლკაროდ დავრჩე მასთან არ გადავალ. უკვე ვეღარ ვახერხებდი ბოლო პერიოდში ქირის გადახდას.. უნივერსიტეტის ვალი ცალკე მედო. ბინიდან მასახლებდნენ. მეგობრებთან ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა. 2 სამსახურში ვმუშაობდი და .. ვეღარ გავუძელი. მაგიტომ შეგხვდი იმ დღეს სახურავზე. რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას, რომელშიც უბედურებების გარდა არაფერი ხდება. რომელშიც ერთი ადამიანიც კი არ არის,რომ ოდნავ მაინც გაგაბედნიეროს. ეხლა შენ .. რა თქმა უნდა შეიძლება გაშორება მომთხოვო, იმიტომ,რომ დიმიტრისთან არ გინდა გაგიფუჭდეს ურთიერთობა და გავიგებ. მაგრამ იცოდე,რომ რა ც არ უნდა მოხდეს, შენც რომ გამშორდე და სულ რო მთელი დარჩნილი ცხოვრება ქუჩაში გავატარო, დიმიტრისთან მე არ ვიცხოვრებ. არც შევურიგდები, არც შენ და არც არავის გამო-ხმაამოუღებლად მისმენდა, მიჭირდა მის სახეზე რაიმე ემოციის ამოკითხვა, გაყინული თვალები ჰქონდა, თითქოს ეს ყველაფერი მას გადახდა და არა მე. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. მხოლდო ის მოვუყევი რისი ცოდნაც მას სჭირდებოდა. ალექსანდრეც არ იყო სულელი, ხვდებოდა,რომ რაღაცეები დავუმალე , მოყოლისას ხშირად ვჩერდებოდი და ვფიქრობდი, რა მეთქვა და რა გამომეტოვა. მაგრამ იმდენად მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის ამ ყველაფრის მოყოლა,რომ კითხვები არ დაუსვამს. შეამჩნია,რომ ხელი ამიკანკალდა, ყავა გამომაცალა და ჩაიდანს ხელი დააჭირა. ორივე ხელი მაგიდაზე ჰქონდა ჩამოდებული და სადღაც შორს იყურებოდა. -რა ვქნათ? თუ გაშორება გინდა მითხარი. როგორმე შენამდეც ვარსებობდი. არ იგრძნო თავი ვალდებულად ,რომ.. -ბევრს ლაპარაკობ-შემაწყვეტინა, ჩაი დამისხა და წინ დამიდო-დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი რამ არის რასაც არ მეუბნები, მაგრამ მოვიპოვებ შენ ნდობას. ამის პირობას გაძლევ. დღეს კიდევ.. ძალიან მთვრალი ვიყავი და... -არაუშავს. მეც ვყოფილვარ მთვრალი და კაცმა იცის რამდენი მივქარე იმ ღამეს შენთან ლაპარაკისას. -დავურეკავ დიმიტრის. -არ გინდა. შენ გაქვს საქმე დიმიტრისთან, არა მამაჩემთან. დიმიტრისთან,როგორც ბიზნესმენთან. შენ ეტყვი,რომ ყველაფერი იცი და არ გინდა ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა. გთხოვ მე არ მაიძულო მასთან საუბარი. -მოვიფიქრებ რამეს. ცოტა ხალხში უნდა გავერიოთ, ყველას ეჭვი ეპარება. დღეს საღამოს ჩემებთან უნდა გავიდეთ. მერე ჩემს მეგობრებს მინდა უფრო ახლოს გაგაცნო. ბოლოს კი შენ მეგობრებს მივაკითხოთ. -რაღაც მინდოდა მეთხოვა. -აბა? -დღეს მინდა,რომ შუადღემდე გავიდე. ღრმად ამოისუნთქა, სკამი გამოწია და ჩემს წინ დაჯდა. -სად?-ეჭვის თვალით შემომხედა. -გპირდები, რო არაფერს დავაშავებ. -თუ დაიშავებ. -ორივე-თვალები დამიბრიალა, არ მენდობოდა-მართლა. -ხოდა მაშინ მითხარი სად. -შენ არ გითქვამს. -ევა, განსხვავებას ვერ ხედავ ჩვენს შორის?-შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. -ჩემი ერთი მეგობრის ნახვა მინდა. -და როგორ უნდა გენდო სიტყვაზე? მეც წამოვალ. -არა! ჯერ არ იცის რომ ქმარი მყავს და არ მინდა რომ შენთან ერთად ვაჯახო. მარტო წავალ. -მარტო არ წახვალ. მძღოლს გამოგაყოლებ. -ალექსანდრე. -ან ასე, ან არსად არ მიდიხარ. აირჩიე. -პატარა ბავშვივით მექცევი. -შენთან კამათს არ ვაპირებ,მაგრა მეძინება. პასუხს,რომ მოიფიქრებ გვიანი არ იყოს, ღრმა ძილი მაქვს-წამოდგა კიბეებისკენ გაეშურა, მინდოდა ჭიქა მესროლა, თავი ღმერთი ეგონა. -კარგი!-ბედნიერი სახით შემობრუნდა,იცოდა რომ დავთანხმდებოდი. -დავურეკავ და 10 წუთში აქ იქნება. გაემზადე. ზევით ავედით, ის მაშინვე საწოლში დაწვა, მე კიდე ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. სარკიდან ვხედავდი,რომ ჯერ არ ეძინა, ტელეფონში აკეთებდა რაღაცას. შიგადაშიგ მე მაკვირდებოდა. ერთი ტანზე მომდგარი შავი კაბა ამოვიღე. -შენი მეგობარი ბიჭია?-უცნაური ღიმილით მკითხა. -ვერ გავიგე?-მეც თავი გავისულელე და არც გამიხედავს მისკენ. -ამდენი ხანი რატო არჩევ ტანსაცმელს? როცა სახლში ხალათით დადიხარ. -მილიონერის ცოლი ვარ, გარეთ ხალათით ვიარო? -კითხვაზე არ გიპასუხია. უნდა ვიცოდე ვის ნახულობ. -კი ბიჭია-სპეციალურად მოღებული კაბა ამოვიღე და ოდნავ ამოიწია და იდაყვებს დაეყრდნო. -შენ ეხლა შენი აზრით მაეჭვიანებ?-კაბაზე მიმითითა-მაგ კაბით აპირებ წასვლას? -კონტრაქტში არ წერია,რომ ჩემი ჩაცმულობის გაკონტროლება შეგიძლია. -არც ვაპირებ-ისევ დაწვა-მიღალატებ და ისევ შენ დაისჯები და მაგ მეგობარს რამდენიც უნდა გაშტერდეს ისევ შენ თუ გესიამოვნება-ასეთი უხასიათო და უინტერესო კაცი ჯერ არ შემხვედრია. -კარგი, არ არის კაცი. -ასეც ვიცოდი-ტელეფონიც გათიშა ბედნიერმა და თვალები დახუჭა-შუადღეს მოგიყვანს უკან მძღოლი. საკუთარ თავში მუდმივად დარწმუნებული რომ არის ვერ ვიტან. ჩანთა გადავიკიდე და ის იყო გასვლას ვაპირებდი თავი ისევ წამოყო -ქმარს არ უნდა აკოცო წასვლის წინ?-კამოდზე საწოლის ბალიშები იყო,ერთი ავიღე და ვესროლე. -ძილინებისა-მერე კარი გავიხურე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე, ეს ისეთი ხასიათის იყო ბალიშით კი არა საწოლით გამომეკიდებოდა. თითქმის ერთი კვირის შემდეგ პირველად გავდიოდი გარეთ, ვერ ვიტყოდი,რომ თავს ციხეში ვგრძნობდი, რადგან ალექსანდრე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. მაგალითად აბაზანიდან კარი ჩამოიღო, წამართვა ნებისმიერი საშუალება განმარტოების. ახლა გაიცნობთ ჩემ ბავშვობის მეგობარს. ის სრულიდ განსხვავდება ჩემგან. ყოვლად გაუწონასწორებელი, ცანცარა და არაპროგნოზირებადი ადამიანია. პრინციპში ამ ბოლო თვისებაში ორივე ვგავართ ერთმანეთს. ნინას ჩემგან არ გაუკვირდება ეს საქციელი, მაგრამ თვითმკვლეობის მცდელობის შესახებ არაფერს მოვუყვები. ურბალოდ ვეტყვი,რომ გარიგებით შევქმენი ოჯახი, რადგან დიმიტრისთან არ დამჭირვებოდა ცხოვრება. ნინას ოჯახს ერთი მარკეტი ჰქონდა გახსნილი და ნინაც იქ მუშაობდა. მძღოლმა იმ მარკეტამდე მიმიყვანა, ძალები მოვიკრიბე და შიგნით შევედი. ნინას ნახევრად ეძინა სალაროსთან, ორშაბათი იყო და ალბათ წინა ღამეს სადღაც მაგრა იგულავა. -სალამი?-გაკვირვებულმა ამომხედა-გოგო ეხლა არ გაგგლიჯო შუაზე, ტელეფონი სად დაკარგე? ან რატო მითხრა იმ ჩათლახმა კაცმა რო გაგაგდო ბინიდან? დაღაჭე დროზე. -მოგიყვები ყველაფერს, დატოვე ვინმე შენს ნაცვლად და გავიდეთ სადმე. -ვინ დავტოვო არ იცოდე მაინც რო არავინაა. -ივას თხოვე. -შენ თხოვე შენი უფრო ესმის. -კარგი სადაა? ამასობაში ივაც გამოვიდა. ივა ნინას უმცროსი ძმაა. მასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ივა დას საერთოდ არ გავს, სერიოზული და საკმაოდ განათლებულია. ცოტა მკაცრიც კი მომენტებში თუმცა საკუთარ დაზე ჭკუა ეკეტება და მუდმივად ჩხუბობენ ნინას ცხოვრების სტილის გამო. -შენ რა ცოცხალი ხარ? რა იყო მიყევი ნინას გულავში? ძიგძიგებს ბერლინი? -ამდენი ღადაობა ერთად ნუ მიაყოლე ივა, თორე მეგონება რო ნინამ გადმოგიბირა-გადავკოცნე და ნინას გვერდით ჩამოვჯექი-მე და ნინას გვაქ პატარა საქმე და ცოტახანი შეცვლი? -შენ რო მთხოვ ანუ უნდა დავთანხმდე თუ რა გინდათ? მეც საქმე მაქ 1-2 საათში. -ხოდა იქამდე მოვალთ რა, სახლში ავალთ. -კაი, ჯანდაბას. დროზე მოდით. -ოქრო ხაარ-ნინამ ლოყები დაუჭმუჭნა აკოცა,ხელი დამავლო და ზევით ავედით მასთან. მარტო ცხოვრობდა ძმასთან ერთად-ეხლა დროზე მოყევი ქალო, თან ყავას გაგიკეთებ. -აუ არც ვიცი საიდან დავიწყო-ჩამოვჯექი და გამახსენდა, რომ ვეწეოდი, უცბად ისე მომინდა სიგარეტი როგორც არაფერი. 4 დღე არ მქონდა მოწეული-ნინა, სიგარეტი გაქ? -ოხ, შენ და სიგარეტი არ გაქვს?-ჩანთიდან ამოიღო კოლოფი და სანთებელა და წინ დამიდო. მაშინვე ავიღე ერთი ღერი და მოწევა დავიწყე-ჰა ეხლა ნუ მომკალი ცნობის მოყვარეობით. ისე გავარდი იმ დღეს ბარიდან მეგონა, რო ვიღაც სექსი ბარმენი გაჩითე ან ვინმე სხვა როგორც იქნა და აბა გვეშველა თქო. -დაახლოებით. ერთი ტიპი გავიცანი... რამდენიმე დღეა მასთან ვარ. -ბარში გაიცანი? -გავიცანი რა შემხვდა, ძველი ნაცნობი უნივერსიტეტიდან რა. მაშინ მაგრა მევასებოდა. -რომელი გოგო? მე როგორ არ მეცოდინება-ყავაც გააკეთა და წინდ ამიჯდა. ვერ ვიტანდი ნინას მოტყუებას, ცხოვრებაში ერთი ტყუილიც კი არ მითქვამს მისთვის. დაჟE მაშინაც კი როდესაც ერთი და იგივე ბიჭი მოგვწონდა. -აუ არ მითქვამს იმიტო რო მაშინ ხო გახსოვს კოტიკოზე ვჩხუბობდით. -და მაგ დროს მოგეწონა?-მანაც აიღო სიგარეტი და ლამის ამოვახრჩეთ ერთმანეთი ბოლში. -გავიცანი და მერე ცოტახნით მომწონდა. მომწონდა რა.. აი მაგრა მევასებოდა-არ ვიცოდი მეთქვა,რომ გარიგებით გავყევი თუ შემიყვარდა. მაგრამ გარიგებაზე რო მეხსენებინა ალბათ ალექსანდრე მომახრჩობდა-მოკლედ 1-2 კვირის წინ შემხვდა, რამდენჯერმე ვიყავით ერთად გასული. -მე რატო არ ვიცი არაფერი? -არ ვიცი, მეგონა რო მეჩვენებოდა რო მოვწონდი, და თურმე მართლა მოვწონვარ კი არა.. არ ვიცი ვუყვარვარ. -ღადაობ ხო? ვინაა, რა ქვია? -ალექსანდრე გაბაშვილი. -გაბო? ვახტანგის შვილი? ბიზნესმენი როა. სამოდელო სააგენტო რო აქვთ და კიდე რაღაც ბიზნესი. -შენ საიდან იცნობ? -გოგო ვინ არ იცნობს ესე შორიდან და უნიდანაც. ღადაობ ხო? -არა.. მოკლედ არ ვიცი, თავიდან რაღაც მთოხვა, მერე დავეხმარე. მოკლედ ბოლოს ისე სპონტანურად მოხდა ყველაფერი-ხელი მაგიდაზე დავდე და მაშინვე შეამჩნია ბეჭედი. -ღადაობ, დაინიშნეთ?! -ცოლად გავყევი. -მოკეტე. ევა. ღადაობ ხო? გათხოვდი და მე არ მითხარი? თუ რა ხდება გამაგებინე-თვალები კინაღამ გადმოუვარდა, მაგიდიდან წამოდგა და წინ და უკან სიარული დაიწყო-ფეხმძიმედ ხარ? -არა, გიჟი ხო არ ხარ. -აბა 2 კვირაა ტიპთან ერთად ხარ და ცოლად გაყევი? -აუ ნუ იძახი ეგრე რა. -ქორწილშიც კი არ დამპატიჟე გოგო? ესე უპატრონოდ ჩაბარდი ტიპს? ევა! -ჩემ სახელს იმეორებდა ყოველ წამს და გაოგნებული მიყურებდა. ჩემგან მიჩვული იყო სპონტანურობას მაგრამ არა ამ დონის. მართლა რთულ იიქნებოდა დაეჯერებინა ეს ყველაფეირ, რადგან სრულ აბსურდს ჰგავდა. მე ჩავთვლიდი,რომ ვინც ამას მიყვებოდა ან კაიფში იყო, ან მართლა ფეხმძიმედ დარჩა ან ვიღაცას ძალით ჰყავდა გათხოვებული. -ევა, არ მჯერა ეხლა რაღაცას მეღადავები. -ჯვრის დაწერასაც ვაპირებდით,მაგრამ ალექსანდრემ გადაიფიქრა. რამდენიმე დღეში ქალაქიდან გავდივართ. ქორწილი არც გადაგვიხდია. მისი ოჯახის წევრები იყვნენ მარტო. -მერე მე ოჯახის წევრი არ ვარ ამდენი წლის მერე? -არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი. ეხლაც ისე განვიცდი რო არ მოგიყევი -ევა მე შენი მტერი ვარ? თუ როგორ დამიმალე ასეთი რამ? ან როგორ არავინ გაიგო სამეგობროში. -არავისთვის მითქვამს. ეხლა დიმიტრიმ გაიგო და... -დიმიტრიმ გაიგოო?-მოუმატა აქეთ-იქით სიარულს და ნერვიულობას. -გეხვეწები ნინა დაჯექი თორე თავბრუ დამეხვა. -რა უნდა ქნა ახლა? დაბრიდავს დიმიტრი მაგ შენ ალექსას. -გაიგო უკვე, ნახეს ერთმანეთი და აუხსნის ალექსანდრე სიტუაციას. -მოუყევი? ესე მალე მოუყევი ყველაფერი? -ჩემი ქმარია ნინა, რას ელოდებოდი? -ეხლა ვერ წარმოიდგენ როგორი ნაწყენი და გაბრაზებული ვარ შენზე-როგორც იქნა გაჩერდა. ჯერ რა თქმა უნდა გაუკვირდბოდა, მერე ვერ დაიჯერებდა, მერე გაბრაზდებოდა, მერე ეწყინებოდა, მერე კი შეეგუებოდა-უბრალოდ არ მესმის .. ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს აი ისეთ დეტალებსაც კი -ვიცი-შევაწყვეტინე,ვიცი რის მოყოლასაც აპირებდა-უბრალოდ.. არ ვიცი, არ უნდოდა ჯერ არაფრის გახმაურება, რადგან ოჯახი ცოლს ტენიდა. ვიღაც მდიდარი ოჯახის შვილს და სხვა გზა არ გვქონდა. -ევა, ეხლა თვალებში შემომხედე და მითხარი, რო გიყვარს. -აუ ნინა ხო იცი როგორ ვერ ვიტან ეგეთ ბანალურ ფრაზებს. მიყვარხარს მასაც კი არ ვეუბნები,შენ რატო აგიხსნა ან დაგიმტკიცო-თვალი ავარიდე და მეორე ღერიც მოვწიე. -რა უნდა ქნა ეხლა? -რა უნდა ვქნა? -ისე კი დაგილაგდება ცხოვრება მაინც. ბოლოს ძალიან გიჭირდა და მეც.. ვერ დაგეხმარე. ევა, ბოდიში თუ თავი ისე გაგრძნობინე რომ შენთვის არ მეცალა ან -არც გააგრძელო. შენ შენი გასაჭირიც გეყოფა ნინა. -აღარაფერი დამიმალო ევა. ეხლაც ისეთ შოკში ვარ ალბათ გაბრაზება საუკუნე არ გადამივლის. როგორ გექცევა? -ნორმლაურად. კარგად. ყველაფერი კარგად არის. ცალკე ვცხოვრობთ, დედამთილი ვერ მიტანს. დღეს მასთან მივდივართ ვახშამდე და მაგის სათხოვნელად მოვედი,რომ წამოხვიდე. -მე წამოვიდე? შანსი არაა, მაგათ ოჯახში რა მინდა. ჯერ ეს ერთი დაიწყებს უეჭველი დედამისი ეს რა წრიდან არის და ა.შ. შანსი არაა. - ნინა ერთი წრიდან ვართ. გეხვეწები მარტო არ დამტოვო. -არ არსებობს, შენ ქმარსაც კი არ ვიცნობ ჯერ. -ხოდა გაგაცნობ. წამო ჩემთან სახლში. -და მაღაზია? -ივა. -მაშინ ისევ შენ უნდა თხოვო. -ეხლა გავიდეთ მოვასწრებთ, მძღოლი მელოდება. -მძღოლი?-გაეცინა-მეტრო აღარ გვეკადრება ალბათ ხო? -აუ კაი რა, გეყოფა. წამოხვალ? -რამე შენ მდიდრულ ახალ კაბას თუ მათხოვებ კი. ვაფშე სხვებს არ ეუბნები? -ვიღა სხვებს, შენ გითხარი. ივას შენ ეტყვი. დანარჩენები . -აჩი? -აუ აჩი-სახეზე შემოვირტყი ხელები. აჩი მართლა არ მახსოვდა, არა იმიტომ,რომ ფეხებზე მეკიდა, ზუსტადაც რომ პირიქით. საერთოდ არ მინდოდა იმაზე ფიქრი,როგორ ავუხსნიდი აჩის ამ ყველაფერს. აჩი ასე ვთქვათ... ჩემი ყოფილი შეყვარებული და ძალიან ახლო ძმაკაცი იყო. მე ნინა და აჩი სულ ერთად დავდიოდით ყველგან. სამეგობროში კიდევ ბევრნი იყვნენ,მაგრამ ახლოს მარტო მათთან ვიყავი. არ მიყვარს ბევრ ადამიანში ტრიალი და ყოფნა. -კი ბატონო, აჩის როგორ აუხსნი ამ ყველაფერს? -ჯერ არ ავუხსნი. გეხვეწები მაგაზე არ მაფიქრო ნინა, აღარ შემილია ამდენი პრობლემა. -კარგი ხო. კარგი-მოვიდა, უკნიდან მომეხვია და ლოყაზე მაკოცა-ეხლა გაბაშვილებს დავაჩაგრინებ ამ ფეოდალ ქალს-ორივეს გაგვეცინა, მამაჩემის ქონების გამო სულ დამცინოდა, ამდენი ფული აქ და შენ სად ცხოვრობ შე საცოდაოო. მისგან ერთი თეთრიც არ ამიღია რაც 18 წლის გავხდი-მოიცა ის შენი დაიკოც არ დაპატიჟე?-დიმიტრის მეორე ოჯახზე ამბობდა. -გვანცა? მაგისთვის რო მეთქვა ქმარს ამახევდა იქით. ხო იცი როგორ ვერ ვიტან. მოკლედ წავედით. -წავედით. გამოვიცვალო? -ვის ეპრანჭები? *** მძღოლმა სახლთან მიგვიყვანა. ალექსანდრეს სავარაუდოდ ეძინებოდა. დარეკვას ვაპირებდი,მაგრამ მივხვდი რომ მისი ტელეფონის ნომერიც კი არ მეწერა. ნინა ქვევით დავტოვე პირველ სართულზე და მის გასაღვიძებლად ავედი. ლოგინში იწვა და საბანი ნახევრად გადახდილი ჰქონდა ტანზე. ზეომდან არაფერი ეცვა. როგორ არ იყინებოდა არ მესმის. -ალექსანდრე-ჯერ ხმადაბლა დავუძახე არ მინდოდა გული გამეხეთქა-ალექსანდრე-მერე ტონს მოვუმატე და გაეღვიძა. -რა გინდა-ოდნავ უხეში ტონით მომმართა,მაგრამ მიკვირს რაღაც რო არ ისროლა, მე ვერ ვიტან რო მაღვიძებენ. -ჩემი მეგობარი მოვიყვანე და უნდა გაგაცნო, დღეს სადილზე მოდის ჩვენთან ერთად. მარტო არ მინდა დედაშენის ნახვა. -რა?-წამოდგა-მეგობარი ? -ხო. -შენ და ვიღაც მოიყვანე? მესიზმრება. -გინდა თუ არა გაცნობა. -კარგი წამოდი-წამოდგა და კართან რომ მოვიდა გავაჩერე. -რაღაც ხო არ გავიწყდება? -რა? -ზედა ჩაიცვი-გაეცინა, კარადა გამოიღო , ჯემპრი ჩაიცვა და ისევ ჩემთან მოვიდა, საკმაოდ ახლოს. -გაიწევი თუ?-ერთად ჩავედით ქვევით, ნინა აქაურობას ათვალიერებდა. რომ ჩამოვედით ალექსანდრესთან მივიდა, შეათვალიერა და ხელი გაუწოდა მისასალმებლად. -ნინა. -ალექსანდრე. სასიამოვნოა. არ მეგონა თუ ევა ვინმეს გამაცნობდა მეგობრებიდან ისე საგულდაგულოდ მალავდა ყველაფერს. -მე კიდე არ მეგონა თუ ევა ქმარს არ გამაცნობდა-ნინას საშინელი თვისება ჰქონდა და ეს პირდაპირობა იყო. არ ერიდებოდა არავისთან პირდაპირ საუბარს-იმედი მაქვფს,რომ წესიერად ექცევი ჩემ დაქალს. ისე არ მესმის, ასეთი მდიდარი ოჯახიდან ხარ და ერთი ქორწილიც არ გადაიხადეთ? -ევას სურვილი იყო. -რანაირი ცოლ-ქმარი ხართ. ერთშ ქორწილი არ უნდა, მეორეს ჯვრის წერა. -ნინა-რო არ გამეჩერებინა საათობით იქოთქოთებდა-გეყოფა. -ევა მიდი ყავა მოგვიდუღე და იქამდე ნინა მომიყვება შენზე იმას რასაც შენ არ მომიყვებოდი-ამაზე ორივემ ბოროტულად გაიღიმა და ერთმანეთს ისე გადახედეს, უკვე მივხვდი,რომ მაგრა დაძმაკაცედებოდნენ. რაც საერთოდ არ მაწყობდა. ნინა ეგრევე მოუყვებოდა ჩემზე და აჩიზე. პრინციპში ალექსანდრეს მართლა არ ჰქონდა ემს მიმართ გრძნობები,ამიტომ რაც უნდოდა ის მოეყოლა. უცბად ვერ მივხვდი რატომ მადარდებდა მათი მარტო დატოვება. -არა,ეხლა მეჩქარება. დღეს შენი მშობლების სადილის შემდეგ სადმე გავიდეთ ყველა და აი იქ მოგიყვები რაღაცეებს. მარა მოდი სამარტლიანი რო იყოს, ვინმე შენი მეგობარიც წამოვიდეს,რო იმან ევას მოუყვეს რაღაცეები შენზე. -მომწონს შენი დაქალი. -მე ჯერ არ მომწონხარ-აი მარტო ამ ფრაზის გამო მინდოდა ნინას ჩაბურჯღვნა, ჩახუტება, კოცნა არ ვიცი-არც გიცნობ. მოკლედ წავედი ეხლა, ივა მელოდება, ივა ჩემი ძმაა. რომელზეა სადილი? -4ზე. -მშვენიერი. გამომივლით ალბათ, მეტროთი არ მაყიალოთ ამხელა ხალხმა-გადამკოცნა ალექსანდრეს ისე დაემშვიდობა და გავარდა. მართლა ეჩქარებოდა თორე ვიცი რომ მაგრა აინტერესებდა ალექსანდრესთან ლაპარაკი. -კმაყოფილი ხარ? -ძალიან. წინასწარ ხო არ გინდა მომიყვე რამე, რასაც მერე შენი დაქალი მოყვება? უხერხულში რო არ ჩავვარდეთ სადილზე. -ნუ ნერვიულობ ჩემს ყოფილზე და უხერხულ ისტორიებზე იქ არ ილაპარაკებს. -ყოფილზე? ანუ ერთია მარტო? -აი ეგ შენი საქმე ნაღდად არ არის. -სადისტი ხარ , 15 წუთისთვის ამაგდე? -ხო. აბა სადილზე პირველად ხომ არ გაიცნობ ჩემს დაქალს? -უცბად თავი შეუძლოდ ვიგრძენი, თავბრუ დამეხვა და სახეზე ფერი წამივიდა. -რა დაგემართა? -ხელი მომკიდა და სკამზე ჩამომსვა. წყალი მომიტანა და თან საფეთქლებს მიზილავდა და თან მასმევდა. მისი ხმა ძალიან შორიდან მესმოდა. -ჭამე დღეს რამე? -არა.ალბათ მაგის ბრალა. -კარგი, დედაჩემს დავურეკავ გადავდოთ სადილი. -გაგიჟდი?-წამოვდექი და ხელები დავიბანე, მერე სახეზე ვისხამდი წყალს,რომ ოდნავ აზრზე მოვსულიყავი-ეგღა მაკლია, კიდე მიზეზი მივცე შენს ოჯახს რო თქვან ალექსანდრე ოჯახს დააშორაო. -და რატო არ გკიდია რას ფიქრობენ შენზე? -დაგავიწყდა,რომ უნდა დაიჯერონ რომ ნამდვილი ცოლ-ქმარი ვართ? სხვათაშორის შენც უნდა მომიყვე ეხლა რაში დაგჭირდა ასე მალე ცოლი, მე თუ მოვყევი ყველაფერი. -ჯერ ესერთი ყველაფერი არ მოგიყოლია,მეორეც კიდე მაგ მოყოლას დამსახურება უნდა. გუშინდელი შენი პერფორმანსის შემდეგ აბაზანაში არ იმსახურებ. -გითხარი,რომ არ ვაპირებდი ს. ასე ვბანაობ ხოლმე რა გჭირს. -კარის ჩაკეტვაზეც ასჯერ გაგაფრთხილე. -ახლა კარიც აღარ მაქვს. -მშვენიერი. სხვათაშორის ანალიზებიც უნდა გაგეკეთებინა, ასე რომ არ მიგდიოდეს გული. -ნუ აკრიფე ისედაც ცუდად ვარ-საძინებელში შევედი და სავარძელზე წამოვწექი-არ მომწონს ერთად რომ გვძინავს. უკვე ჩვენს სახლში ვართ. -არა, ასე არ გამოვა. -ალექსანდრე. -მე შენ არ გეხები, ჩვენს შორის საკმაოდ დიდი მანძილია. მთელი ცხოვრება თუ ჩემ ცოლობას აპირებ, კეთილი ინებე და ერთ ოთახში მაინც ამიტანე. გინდ ბალიშები ჩააწყე გინდ რაც გინდა, მარა ამ ოთახიდან არსად გადახვალ. -კარგი. მაშინ აქ ვიწვები. -როგორც გინდა, წელი რო გაგიშეშდება მერე არ შემოძვრე შუა ღამეს და არ გამაღვიძო გადაწექიო,იმიტო რო არსად გადავწვები. რა მოგიტანო ეხლა მითხარი? -არაფერი, დავიძინებ ცოტა და გამივლის. -თავბრუ კიდე გესხმის? -კი ცოტა. -წნევას გაგიზომავ. -აუ არ მინდა, მშია ალბათ ან მეძინება. -ისიც კი არ იცი რა გინდა-პლედი აიღო და გადამაფარა-მგონი 4 დღეა სახლში არაფერი გვიჭამია. კიდე კარგად ხარ. მზარეული სანამ მოვა იქამდე მე გაგიკეთებ რამეს. -არ მინდა ჩამეძინება იქამდე. *** სამზარეულოში ჩავიდა და მაკარონის გაკეთება დაიწყო პასტით.ამ დროს კარზე ზარი გაისმა, ალექასნდრემ კარი გააღო და ოდნავ გაუკვირდა ანის დანახვა. -ოხ? ხო მშვიდობა გვაქვს? -თქვენ? დაჩიმ იჩხუბესო. -დაჩის გრძელი ენა აქვს, შენ ჩვენს შესარიგებლად მოხვედი? -არა,მინდოდა მეთქვა,რომდ ედაშენმა მეც დამპატიჟა დღეს სადილზე. არ მინდა უხერხულობა შევქმნა. -არ შექმნი. -ევამ იცის ყველაფერი? -რა თქმა უნდა. -კარგი, მოვალ მაშინ. -მშვენიერი. -რა კარგი სუნია, სადილს აკეთებ? -ევას ვუმზადებ. -შენ? -ხო რა გაგიკვირდა. -არაფერი. კარგი. შეხვედრამდე-ანი მალევე წავიდა, ალექსანდრეს არც უფიქრია მისი შემოშვება. საკმაოდ დაძაბულად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თითქოს ყოფილები იყვნენ ერთმანეთის. ალექსანდრეს ბევრი არ უყოყმანია, სამზარეულოში გაბრუნდა და შემდეგ სადილი აუტანა ევას, მარგამ მას უკვე გათიშულს ეძინა. შეეცოდა გასაღვიძებლად და უბრალოდ გვერდით მაგიდაზე დაუდო კერძი. შემდეგ აბაზანაში შევიდა მოსაწესრიგებლად, საბანაოდ. დაახლოებით 1 საათის შემდეგ ევასაც გამოეღვიძა, აბაზანაში შევიდა და უცბად ნახევრად ტიტველ ალექსანდრეს შეეჩეხა,რომელიც სარკის წინ წვერს იპარსავდა. წელს ქვემოთ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. -დილა მშვიდობისა პრინცესა. -ღმერთო...-უკან გაბრუნდა-ხო შეილება ეს დედა აფეთქებული კარი გააკეთო?! -ქვევით გვაქვს კიდე აბაზანა და იმით ისარგებლე. -წარმოუდგენლად აუტანელი ადამიანი ხარ-გაბრაზებული ჩავედი ქვევით, კიდევ კარგი მთლად შიშველს არ შევეჩეხე. თავბრუსხვევამ საბედნიეროდ გამიარა, მალე უნდა მომსვლოდა და ალბათ მაგის ბრალი იყო. მეც მალევე მოვწესრიგდი, მეტ-ნაკლებად გამოვეწყე და მოვემზადე ყველაზე დამღლელი სადილისთვის ჩემს ცხოვრებაში. გამომდინარე იქიდან,რომ ალექსანდრეს მამა სამოდელო სააგენტოს ფლობდა, ორჯერ უფრო დიდ წნეხს განვიცდიდი მათ აზრზე ჩემს შესახებ, ჩემს ჩაცმულობაზე, სხეულზე, ფორმებზე ა.შ. ვიცოდი,რომ ხმამაღლა თუ არა გულში მაინც განმსჯიდნენ და ფიქრობდნენ,რომ ან ზედმეტად გამხდარი ვარ, ან პირიქით პუტკუნა და თავს არ ვუვლი. ეს ფიქრები მაგიჟებდა. თუმცა ვერ გეტყვით რატომ მადარდებდა იმ ადამიანების აზრი,რომლებიც ჩემი ნამდვილი ნათესავებიც კი არ იყვნენ. ამასობაში ალექსანდრე ჩამოვიდა, თეთრი საროჩკა ეცვა და შავი კლასიკური შარვალი. ჰალსტუხიღა აკლდა, ძალიან მეცინებოდა ასეთ ფორმაში რომ ვხედავდი. დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ ვხვდები რომ მის ოჯახთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ მოიყვანდა 3 წუთის წინ გაცნობილ მანიაკ გოგოს ცოლად რომ სახლიდან გადასულიყო? ერთი სიტყვით საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში მქონდა თავი გაყოფილი. ამ ფიქრში გართული სარკესთან ვიჯექი და ვერც შევამჩნიე,როგორ შემოვიდა ალექსანდრე ოთახში და ოდნავ შევკრთი. -ოთახში დაუკაკუნებლად რომ არ უდა შემოხვიდე არ გასწავლეს? -ჩემს ცოლთან როგორც მინდა ისე შევალ-ეს კარგად ჰქონდა დამუღამებული, ცოლ-ქმარი ვიყავით და რასაც უნდოდა იმას იზამდა. მაგასაც ვნახავდით-წავედით. -მოიცადე. როგორ გამოვიყურები? -მე მეკითხები?-გაოცებულმა მკითხა და თან გაეცინა-რატო გადარდებს? ან როდიდან? -შენი ოჯახი უზარმზარ მოდის ინდუსტრიას ფლობს და დაგავიწყდა გეხსენებინა. -მითუმეტეს ევა, რაც არ უნდა გეცვას, რა ბრენდიც არ უნდა იყოს ჩემი ოჯახი სულ იპოვის რაზე გაგაკრიტიკოს. რაც უფრო ნაკლებს ეცდბი მით უფრო ნაკლებად შეგჭამენ. დროზე წავედით. მანქანაში ჩავსხედით თუ არა ისევ თავბრუს ხვევა ამიტყდა, მაგრამ ალექსანდრესთვის აღარ მითქვამს. თვიურს ველოდი და ალბათ ამის ბრალიც იყო. გზაში საშინლად ვნევრიულობდი, დედამისი ამ შეხვედრას სულმოუთქმელად ელოდა,რადგან რამეში ჩავეჭერი და ჩვენი ქორწინების სიყალბეც ემხილა. ალექსანდრეს კი ნერვიულობა საერთოდ არ ეტყობოდა. ზოგჯერ მეგონა,რომ ეს ყველაფერი სიამოვნებდა და ბედნიერად ირგებდა როლს. სახლთანრომ მივედით, მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო. გადმომიყვანა და შიგნით შევედით. ნინი ჩვენზე ადრე მისულიყო, ისეთი ცნობისმოყვარეა არ მიკვირს. მთელ ოჯახს გაეცნო. ვაჟას გვერდით იჯდა და მეორე გვერდზე თეკლა ეჯდა და მათ ესაუბრებოდა. ჩვენს დანახვაზე ალექსანდრესკენ წამოვიდა ჯერ ის გადაკოცნა და მერე მე. ამასობაში დედამისიც ჩამოვიდა მეორე სართულიდან, ულამაზეს კაბაში იყო გამოწყობილი,თითქოს არ ვიცი შეიძლებოდა მეჩვენებოდა მაგრამ რაღაცნაირი შეჯიბრის სუნი მცემდა. კარზე ზარი გაისმა, არ ვიცოდი კიდევ ვინმეს თუ ველოდით. -აი, ანიც მოვიდა-ნათიამ გვერდით ისე ჩამიარა არც მომესალმა,მხოლოდ ალექსანდრე გადაკოცნა და ბედნიერი წავიდა კართან, ანის თბილად მიესალმა, ჩაეხუტა კიდეც და შიგნით შემოიპატიჟა-ანი ევას იცნობ ხომ? ანი ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარია. -ისე რა ირონიულია არა? 1 თვის წინ შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი ძმის ცოლი-თეკლამ უცბად ისეთი რამ წამოროშა,რომ მთელს ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ მას გახედა, შემდეგ კი მე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.