შურისძიების მსხვერპლი 22 თავი
-მთელი ცხოვრება ვერ დამიცავ მისი აგრესიისგან-ცრემლიანი თვალებით გახედა ანამ ერთ ადგილზე მიყინულ კახას და კარგა ხნის სიჩუმის სიჩუმის მერე ტირილის ნოტებშეპარული ხმით განაგრძო საუბარი-ვაჩეს კარგად ვიცნობ... ვიცი რაზეა წამსვლელი...ყოველდღე ეცდება რომ გული მატკინოს და დამამციროს... -მისი გეშინია?-დაიბნა თამუნა -ჩემი რატომ არ გესმით?-აფეთქდა უეცრად ანა და ფეხზე წამოვარდა აღელვებული-მე თითზე მისი ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი მეკეთა იმიტომ, რომ ერთმანეთი გაგიჟებით გვიყვარდა-ბრაზნარევი ტონით თქვა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- დაქორწინებას ვაპირებდით...მართალია უახლოეს მომავალში არა მაგრამ... -მერე?-უემოციო ტონით გააწყვეტინა საუბარი კახამ, აღელვებულ გოგონას და თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისათვის -ყველამ ყველაფერი იცოდა ჩვენზე... ჩვენს ურთიერთობაზე... -ანა!-წამოენთო კახა -მამა გთხოვ-შეეხვეწა აღელვებული გოგონა გაღიზიანებულ კაცს და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან. ანას ცრემლებმა ისე საშინლად იმოქმედა კახაზე რომ თავი ვეღარ შეიკავა და უმისამართოდ შეიგინა -ამის დედასაც შევ.ცი -კახა-შეეხმიანა თამუნა გონება ამღვრეულ კაცს და ფეხზე წამოდგა აღელვებული. -უფლებას აღარავის მივცემ რომ გული კიდევ ერთხელ გატკინოს- მუქარა ნარევი ტონით, უმისამართოდ თქვა გაცეცხლებულმა კაცმა და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა -არ შემიძლია... ისე ვერ ვიცხოვრებ თითქოს არაფერი მომხდარა ჩემსა და თორნიკეს შორის- ჩამწყდარი თქვა ანამ და სახეზე ხელები აიფარა -ანა-წამოენთო კახა მაგრამ იმავე წამს დაშოშმინდა როგორც კი საყვარელი გოგონას სლუკუნის ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას, ამიტომ მოუთმენლად უთხრა- ნუ ტირი- და მაშინვე გულში ჩაიკრა -მა მა... მე...-რაღაცის თქმა დააპირა ანამ, მაგრამ კახამ უფლება არ მისცა -ნუ გეშინია ანა მე აქ ვარ, შენს გვერდით-მკაცრი ტონით უთხრა და თავზე აკოცა. იმ საღამოს დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ანამ საუბრისას აღნიშნა რომ კახამ ის მიას დახმარებით იპოვა -მია-ბრაზნარევი ტონით თქვა თამუნამ და დივანზე მჯდომ კახას გახედა რომელიც წამიერად ერთ ადგილს მიეყინა. ანა ვერაფერს მიხვდა ამიტომ მშვიდად განაგრძო საუბარი მომხდარზე. -ისეთი არაფერი გაუკეთებია-კარგა ხნის სიჩუმის მეტე მშვიდი უემოციო ტონით თქვა დაძაბულმა კაცმა და არეული მზერა ცოლის წაშლილი სახისკენ გააპარა -ჰო მაგრამ...-დაიბნა ანა -უბრალოდ შემთხვევით ნიცას ადგილსამყოფელის შესახებ გაიგო...-ბრაზნარევი ტონით თქვა კახამ და დაუფიქრებლად დაამატა-გაიგო თუ არა მაშინვე დამირეკა და... -და რა?-უემოციო ტონით ჰკითხა თამუნამ და ცივი მზერა მის წაშლილ სახეს მიაყინა -ერთად წავედით მის სანახავად-გულწრფელი სინანულით თქვა კახამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაღლილი ხმით განაგრძო საუბარი-მიას ზედმეტად დაძაბული და აფორიაქებული მოგვეჩვენა ნიცა ამიტომ აღარ ჩავაცივდით და ისეთი შთაბეჭდილება შევუქმენით თითქოს მისი თითოეული სიტყვა დავიჯერეთ... მერე უკან გავყევით და... -როგორც ყოველთვის ახლაც, შენი ცხოვრების ყველაზე რთულ და მძიმე მომენტში მია იყო შენს გვერდით და არა მე-უემოციო ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ქალმა დაძაბულ კაცს მაშინვე საძინებელში შეიკეტა, რადგან არ სურდა კახას მისი ცრემლები, სასოწარკვეთა, იმედგაცრუება და ტკივილი ენახა. რამდენჯერმე კიდევ სცადა კახამ მომხდარის შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით მოეყოლა თამუნასთვის, მაგრამ გაბუტული ქალი იმ დღის შესახებ ხმის ამოღების უფლებას აღარ აძლევდა რაც მათ ურთიერთობაში გაჩენილ ბზარებს კიდევ უფრო აღრმავებდა. რამდენიმე დღე ისე გავიდა რომ კახა და თამუნა თითქმის არ დალაპარაკებიან ერთმნეთს, რაც ძალიან უარყოფითად აისახა მათ ცოლქმრულ ურთიერთობაზე ურთიერთობებზე. ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა თათიას მოულოდნელმა და მასთან ერთად მიას თავხედურმა სტუმრობამ. -ვაჩეს ელაპარაკე?-ინტერესით ჰკითხა თათიამ ანას და სევდით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში -ჯერ არა -რას ელოდები? დაურეკე და ყველაფერი აუხსენი -სიმართლეს ვერ მოვუყვები... -რატომ?-დაიბნა თათია -არ მინდა რომ რამე სისულელე ჩაიდინოს -არასწორად იქცევი ანა... -ვაჩეს კარგად ვიცნობ... ვიცი რაზეა წამსვლელი როცა საქმე მის საყვარელ ადამიანებს ეხებ... -მართლა ფიქრობ რომ სიმართლის გაგების შემთხვევა შეიძლება თორნიკეს რამე დაუშავოს?- აღელდა თათიამ -დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება-მოიღუშა ანა და მიას გახედა რომელიც მთელი ეს დრო, თვალის მოუშორებლად უყურებდა აივანზე მდგომ კახას რომელიც სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა ნერვიულობისაგან და რაღაცაზე დაძაბული ელაპარაკებოდა თამუნას -აბა რას აპირებ? იმის შიშით რომ ვაჩემ არაფერი დაუშაოს თორნიკეს, მთელი ცხოვრება ამ ყალბ და უაზრო ქორწინებაში უნდა იყო? -რა თქმა უნდა არა-აღელდა ანა- როგორც კი ვაჩე დამშვიდდება და მასთან ურთიერთობას გავარკვევ თორნიკეს გავეყრები -მართლა გგონია რომ ამ ყალბი ქორწინების ფონზე თქვენი ურთიერთობა ოდესმე, რამენაირად დალაგდება?- გაბრაზდა თათია -ვერ მივალ და ვერ ვეტყვი რომ თორნიკემ სასმელში წამალი ჩამიყარა და მერე...ჩემი ნების და სურვილის წინაადეგოდ შემეხ... -სიმართლე რომც მოუყვე დარწმუნებული ვარ რომ არ დაგიჯერებს- წინადადება გააწყვეტინა აქამდე ჩუმად მყოფმა მიამ ანერვიულებულ გოგონას და მისკენ მიიხედა ჩამქრალი თვალებით- და შენ ეს კარგად იცი- ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთვქა და ისევ აივანზე მდგომ კახას გახედა რომელიც სევდიანი სახით უყურებდა ზედმეტად ახლოს მდგომ გაბუტულ ცოლს და სახეზე ნაზად ეფერებოდა. -მია- გაბრაზდა თათია -სინამდვილეში, ამ გაუაზრებელი ქორწინებით თორნიკესთან-უემოციო ტონით თქვა მიამ და ცივი მზერა იმ წამს მისაღებ ოთახში შესულ თამუნაზე გადაიტანა რომელიც შვილის გვერდით დაძაბული დაჯდა დივანზე ყალბი ღიმილით- საკუთარი თავის დაცვას ცდილობ ვაჩეს მოსალოდნელი აგრესიისგან, რადგან ზუსტად იცი რომ ის არასდროს დაიჯერებს იმას რაც რეალურად მოხდა შენსა და თორნიკეს შორის -ასე რატომ ფიქრობ?-წამოენთო თათია -ასე მე კი არა ანა ფიქრობს-მოიღუშა მია და თავხედური მზერა თათიადან ისევ კახაზე გადაიტანა, რომელიც მთელი ეს დრო ძალდატანებული სიმშვიდით აიგნორებდა მის დაჟინებულ მზერას. -ანა?-დაიბნა თათია, მაგრამ მაშიმვე გაჩუმდა რადგან მის მწვანე ჩამუქებულ სფეროებში უსაზღვრო სევდა და ტკივილი დაინახა. -მოწევა მინდა- კარგა ხნის სიჩუმის მერე მეოთმენლად თქვა მიამ და ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და თავხედური ტონით ჰკითხა თამუნას -შეიძლება? -რა თქმა უნდა-უემოციო ტონით უპასუხა თამუნამ და ცივი მზერა გააყოლა მას აივანზე გასვლისას. -შენს აქ ნახვას არ ველოდი- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა კახამ მასთან მიახლოებულ გოგონას და წამიერად მისკენ მიიხედა -დამშვიდდი-ცინიკური ტონით უთხრა მიამ და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა- აქ შენს სანახავად არ მოვსულვარ -ვიცი-უკმაყოფილო ტონით უთხრა აივნის მოაჯიზე ხელებდაყრდნიბილმა კაცმა და ბნელ სივრცეს გახედა -არ მომიკიდებ?-ირონია ნარევი ხმით ჰკითხა მიამ დაძაბულ კაცს და აკანკალებული თითებით ტუჩებშორის მოიქცია სიგარეტის ბოლო ღერი. კახა უსიტყვოდ მიტრიალდა მისკენ და დისტანცირებულად მიუტანა სახესთან ანთებული სანთებელა- მადლობა- გაუღიმა მიამ და სიამოვნებით ჩაისუნთქვა ლურჯი, მწველი კვამლი -ბევრს ეწევი-უკმაყოფილო ტონით უთხრა კახამ და უნებურად თამუნას გახედა რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მათ -მამშვიდებს -გასაგებია-უემოციო ტონით უთხრა კახამ და გვერდზე მიტრიალებულმა ისევ ბნელ სივრცეს გახედა ანთებული თვალებით. იმის მიუხრდავად რომ საშინლად გააღიზიანა თამუნა მიას თავხედრიმა ქცევამ კახასთან მიმართებაში ოდნავადაც არ შეიმჩნია ეს სახეზე და მშვიდად განაგრძობდა საუბარი გოგონებთან ვაჩეს შესახებ. -კახაც იმავეს ფიქრობს რასაც მე-მისაღებ ოთახში შევიდა თუ არა, მაშინვე ეს თქვა მიამ და გრაციოზულად დაჯდა დივანზე -რას გულისხმობ?-დაინტერესდა თათია და დაბნეული მზერით მიაჩერდა სახეში -იმას რომ ანა ნაწილობრივ სწორად მოიქცა -რის თქმას ცდილობ?-თვალები დააწვრილა თათიამ -იმის რომ ეს ქორწინება ანას ვაჩეს აგრესიისგან დაიცავს... -ეს რას ნიშნავს?-ვერაფერს მიხვდა თათია -იმას რომ ანას თავის მართლების საშუალება ექნება... -ანა მართლა ფიქრობ რომ შეიძლება ვაჩემ რამე დაგიშავოს?- დაიბნა თათია-თქვენ ხომ დანიშნულები იყავით და დაქორწინებას აპირებდით -მერე რა რომ დანიშნულები იყვნენ?- ცინიკური ტონით იკითხა მიამ-ნიშნობა და ქორწინება სიყვარულის გარანტი არ არის! -ვაჩე ანას არფერს დაუშავებს რადგან ერთმანეთი ძალიან უყვარდათ -დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში? -ვერ გავიგე-მოიღუშა თათია -ის რომ დაქორწინებს აპირებდნენ არ ნიშნავს რომ ერთმანეთი უყვარდათ! იცი? ზოგჯერ ადამიანები ქორწინებიდან წლების შემდეგ პოულობენ ნამდვილ სიყვარულს-ბრაზნარევი ტონით თქვა მიამ და აკანკალებული ხელით ჩანთას და მობილურ ტელეფონს წამოავლო ხელი, ფეხზე წამოდგა და საუმშვიდობებლად წავიდა გასასვლელისკენ. იმის მიუხედავად რომ მიას ბოლო სიტყვები თათიას მიმართ იყო ნათქვამი და მხოლოდ მამამის გულისხმობდა რომელმაც ის და დედამისი წლების წინ სწორედ თათიას და ლიკას გამო მიატოვა, გული მაინც ძალიან ეტკინა თამუნას, რომელსაც ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს მწარე რეალობას რომელსაც მთელი ეს დროს ჯიუტად არ უსწორებდა თვალს დაუნდობლად შეაჯახეს. შესაბამისად მისი და კახას ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა და დაიძაბა. ......... ბევრი ფიქრის და საკუთარ თავთან ბრძოლის მერე ანამ ვაჩესთან დარეკვა გადაწყვიტა, რადგან საშინლად სტანჯავდა მისი მონატრება და უნდოდა თუნდაც წამიერად მისი ხმა გაეგო. გარდა ამისა სურდა მის გრძნობებში და განცდებშიც გარკვეულიყო. -ვაჩე-ახმოხდა საოწარკვეთილ გოგონას როცა ყურმილს მიღმა ზედმეტად მონატრებული ბიჭის მძიმე სუნთქვის ხმა გაიგო -შეენ?-შეიცხადა ვაჩემ როცა მის დაძაბულ სმენას საყვარელი გოგონას ტირილ ნარევი ხმა მიწვდა -უნდა ვილაპარაკოთ-ჩამწყდარი ხმით უთხრა ანამ და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს -შემხვდები?-მოუთნლად ჰკითხა ვაჩემ და აკანკალებული ხელით ვისკით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა -არა-დაუფიქრებლად უთხრა ანამ და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხმის ამოღება ვეღარ შეძლო რადგან გაგიჟებულმა ბიჭმა ბოლო ხმაზე უღრიალა -აბა რატომ დამირეკე? გინდა რომ პატიება მთხოვო იმის გამო რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ლოგინში სხვას ჩაუწექი კახპასავით?! -გთხოვ უფლება მომეცი ყველაფერი აგიხსნა-სლუკუნით უთხრა ანამ მაგრამ ვაჩემ ისევ ღრიალით შეაწყვეტინა ლაპარაკი -რა უნდა ამიხსნა? -და ვისკით სავსე ჭიქა კედელს შეახეთქა -ვაჩე გთხოვ მომისმინე -თითზე ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი გაკეთა მასთან რომ იწექი?- ცინიკური ტონით ჰკითხა სასოწარკვეთილმა ბიჭმა ატირებულ გოგონას და ტელეფონი რომ გაუთიშა ანამ ვისკის ახლად გახნილი ბოთლი მოიყუდა. ........ ალექსანდრეს ტყუპების დაბადებამ, რამდენიმე კვირით საზვარგარეთ გამგზავრებამ, მშობლების ურთიერთობის მოჩვენებითმა დათბობამ, ვაჩეს იგნორმა, თორნიკეს განდგომილობამ, ანა ისე დაამშვიდა რომ განქორწინების გადაწყვეყილება მარტივად მიაღებინა, მაგრამ უნივერსიტეტში მისვლის დღიდან ისევ რომ დაიწყო მისი ჯოჯოხეთი გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ....... თათია გაოცებული სახით მიაჩერდა ანდრიას რომელიც მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი სიგარეტს ნერვიულად ეწოდა და მომღიმარი სახით უყურებდა მას -აქ რას აკეთებ?-უინტერესოდ ჰკითხა გოგონამ და ნელა მიუახლივდა -მინდოდა სწავლის დაწყება მომელოცა-გამომწვევი ტონით უთხრა ანდრიმ და მანქანის კარი გამოაღო, დიდი წითელი ვარდების თაიგული გადმოიღო უკანა სავარძლიდან და დაბნეულ გოგონას გაუწოდა თან ლოყაზე ხმაურით აკოცა -ეს რა არის?-დაიბნა თათია და ყვავილებს უემოციო მზერით დააცქერდა -ჩემს ზარებს და შეტყობინებებს რატომ არ პასუხობ?- ინტერესით ჰკითხა ანდრიამ და ოდნავ უკან დაიხია -საჭიროდ არ ვთვლი-უკმაყოფილო ტონით უთხრა გოგონამ და ყვავილების თაიგილი ხელში შეაჩეჩა -თათია-მოიღუშა ანდრია და მიბრუნებულ გოგონას მაჯა დაუჭირა-გთხოვ დამელაპარაკე -მე და შენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს -გთხოვ... სულ რამდენიმე წუთი- შეეხვეწა აღელვებული ბიჭი ანერვიულებულ გოგონას და მაჯა გაუთავისუფლა -მინდა რომ შანსი მომცე- მოულოდნელად უთხრა და თვალებში ჩააცქერდა -მართლა გგონია რომ იმ ყველაფერის მერე რაც შენ და თორნიკემ ჩაიდინეთ ჩვენი ურთიერთობა შესაძლებელია? -თუ გეტყვი რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც თქვენ გგონიათ? -რას გულისხმობ?-მოიღუშა თათია -ახლა არფრის თქმა არ შემიძლია... მაგრამ... მინდა იცოდე რომ თორნიკეს ანასთვის არაფერი დაუშავებია -შენი არ მჯერა! -თათია-გაბრაზდა ანდრია და მაშინვე წინ ასევეტა აღელვებულ გოგონას- ასე მიას გამო იქცევი?- ინტერესით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -მია?! რა შუაშია მია?-ავარდა თათია-მაშინ როცა ასე სასტიკად და დაუნდობლად მოექეცით ანას -მიას სიყვარულს ვერ მპატიობ და იმიტომ გამირბიხარ ხომ ასეა?-ხმის აწევით ჰკითხა მოთმინება დაკარგულმა ბიჭმა თვალებაწყლიანებულ გოგონად და სახეში მთელი ძალით რომ გაარტყა ხელი თათიამ მაშინვე მკლავებში მოიმწყვდია -არ გაბედო-დაუღრინა თათიამ როცა მისი მწველი ტუჩების შეხება იგრძნო სახეზე და მკერდზე უხეშად მიაბჯინა ხელები -ჩემსა და მიას შორის არაფერი არაფერი არ ხდება... არც მოხდება რადგან-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ანდრიამ სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და ხმა ჩაუწყდა -რადგან მას არ უყვარხარ!-მისი გაწყვეტილი წინანადადება ტირილის ნოტებ შეპარული ხმით დაასრულა თათიამ და უნივერსიტეტის ეზოში ატირებული შევარდა. ............. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.