შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(6)


10-12-2022, 19:40
ავტორი sati
ნანახია 2 312

-ნამდვილად ირონიულია-ჩემგან არავინ ელოდა მსგავს პასუხს, ალბათ ყველა გაშრა, თვითონ ნათიაც კი-თუმცა ვერ ვხვდები რატომ უნდა შევქმნათ ჭინაჭველისგან სპილო, ანი თქვენი ოჯახის ახლობელია და თავი არ ვაგრძნობინოთ უხერხულად. დაჯექი ანი, შენ ამ სახლში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები-ანის მსუბუქად მოვკიდე მხარზე ხელი და სასადილო ოთახში გავიყვანე, უცნაური სახის გამომეტყველება ჰქონდა, გაოცებული მიყურებდა თან თვალები სიბრაზისგან უნათებდა. ალექსანდრე კი უბრალოდ იდგა და ირგვლივ სეირით ტკებბოდა, სახეზე ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად კმაყოფილებისგან ღიმილი უთამაშებდა. ვაჟას ეტყობოდა,რომ ერთი სული ჰქონდა გამქრალიყო ამ სადილისგან, თეკლა კი ჭკუაზე არ იყო შექმნილი სანახაობის გამო. ამასობაში ნელა-ნელა გამოვიდნენ შოკიდან და ყველა მაგიდას მივუსხედით. ანის ეტყობოდა,რომ ჩაეშალა გეგმები და ვერაფერს ამბობდა. თქვენ ნინას სახე უნდა გენახათ, ის ისეთი გაბრაზებული იყო თეკლას ასეთი რეპლიკის გამო, ამ საღამოს კარგი არაფერი დატრიალდებოდა.
-ნინა, სად ცხოვრობთ თქვენ?-ნათიამ დაუწყო უკვე დაკითხვა.
-ვაჟა ფშაველაზე.
-აჰა, გარე უბანში ანუ.
-დიახ. თქვენ სად ცხოვრობდით გათხოვებამდე?-ნინამ გაღიმებულმა ჰკითხა-თქვენი გვარი ხომ ალიაშვილია? ხოდა, არ გამიგია არავინ ალიაშვილი ან ცნობილი ბიზნსსმენი ყოფილიყოს, ან თუნდაც კაგებეშნიკი, შესაბამისად თქვენ შეძლებული ოჯახიდან არ ხართ, გათხოვდით უბრალოდ ისე,რომ გაგიმართლათ. და ამიტომ ცხოვრობთ ვაკეში.
-ნინა, გეყოფა-ალექსანდრე ჯერ მე მიყურებდა , ეტყობა ელოდებოდა,როდის გავაჩუმებდი ნინას, მაგრამ რომ არ ჩავერიე თვითონ ჩაერია.
-რა უზრდელობაა ღმერთო ჩემო-თეკლამ ისევ დაიწყო თავისი ინტრიგების ჩაგდება. თავი დისფუნქციური ოჯახის სადილზე მეგონა, რომელიც თვეში ერთხელ ტარდება ისიც ვინმეს დაბადების დღის ან ახალი წლის გამო.
-ევა, თითქმის არ გიცნობთ, ეს სადილიც ნაკლებად დაგვეხმარება ამაში. უფრო გულს გაგიხეთქავთ და შეიძლება ჩემს ძმას საერთოდაც გაშორდე. მოდი ამ საღამოს ყველა სადმე გავიდეთ, შენ და ალექსა, შენი მეგობარი, ანი, თეკლა და მე. რას იტყვი?-ვაჟას ვერაფერს ვატყობდი იმისა,რომ მეთქვა,რომ რამით გავდა თავის ოჯახის წევრებს. ალექსანდრესაც კი. შესაბამისად დავთანხმდი.
-რატომაც არა, წავიდეთ-ამ დროს ტელეფონზე ზარი გაისმა. მობილური მაგიდაზე იდო და უცბად დაეწერა -აჩი.
-ერთი წუთით,მოვალ ახლავე-ევამ ტელეფონი აიღო და მეორე ოთახში გავიდა-ეხლა არ მცალია ცოტახანში გადმოგირეკავ.
-გათხოვილხარ.
ხმა ჩამწყდა. საიდან გაიგო. ან ვისგან. რა უნდა მეპასუხა, საერთოდ დავიბენი.
-მეც ეგ რეაქცია მქონდა. შენი ნახვა მინდა.
-დღეს არ მცალია.
-დღეს გამოგივლი გვიან.
-არა, არ შემიძლია დღეს-არაფერი უპასუხია, გათიშა. სახეზე ფერი არ მედო, ისევ თავბრუ მეხვეოდა და ვგრძნობდი როგორ მიდაბლდებოდა წნევა. ამასობაში რადგან დიდი ხანი აღარ შევბრუნდი შიგნით ალექსანდრე გამოვიდა.
-რას აკეთებ ამდენი ხანი? დაჭამეს იმათმა ერთმანეთი.
-მოვდივარ.
-მოიცადე. აჩი ვინაა?-მკლავზე ხელი მომკიდა და შემაჩერა, თან თვალებში მიყურებდა.
-შენ ეგ არ გეხება-მკლავი გავითავისუფლე და სასადილო ოთახში დავბრუნდით. მთელი საღამო იმაზე ვფიქრობდი აჩის რაღას ვეტყოდი. ის პირდაპირ მიხვდებოდა რომ ვიტყუებოდი. ალაბთ ივასგან გაიგო. ნინამ შეამჩნია,რომ ვერ ვიყავი კარგად და ეცადა მალევე დაესრულებინა სადილი.
-ხო არ გავსულიყავით ბარემ? მერე პიკის საათი იწყება და თქვენ მეტროში ჩამსვლელები არ ხართ.
-კი, წავიდეთ. ჩემი მანქანით-ვაჟამ გასაღები აიღო, წამოვდექი და ნათია მოვიდა ჩემთან ახლოს.
-ხვალ გელოდები ჩვენთან, დავილაპარაკოთ, როგორც რძალმა და დედამთილმა. სანამ რა თქმა უნდა გაემგზავრები. უკეთ მინდა გაგიცნო.
-გასაგებია.
-ნუ ხარ ასეთი დაძაბული. ჰო, შენს ჩაცმულობაზეც უნდა ვიზრუნოთ. მანერებზეც..
-დარწმუნებული ვარ ერთმანეთისგან ბევრს ვისწავლით, დედა-ჩემი ერთი დედას დაძახება ეყო ქალს,რომ კინაღამ კრუნჩხვებში ჩავარდა, თავისი გესლიანი ღიმილით გამომემშვიდობა და ანის ჩაეხუტა. მანქანაში ჩავჯექით და აჩის მესიჯი მოვიდა ისევ ტელეფონზე.
,,1საათისთვის ვიქნები შენ სახლთან'' .
არ მეშვებოდა. საბოლოოდ დავთანხმდი, რადგან არ მინდოდა ძებნა დაეწყო და ალექსანდრე ენახა. დამიჯერეთ კარგი ამბავი არ დატრიალდებოდა, როდესაც ვთქვი რომ დიდი ნაწილი კიდევ არ იცოდა ალექსანდრემ ჩემი წარსულის, მასში აჩი იგულისხმებოდა. ეს ის ნაწილია,რომელიც მან არც არასოდეს არ უნდა გაიგოს. ბარში ვიყავით წასულები დასალევად. ანი და თეკლა როგორც ჩანს საკმაოდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ეგრევე შევარდნენ ქალების საჭირო ოთახში საჭორაოდ. დავრჩით მე, ნინა, ვაჟა და ალექსანდრე.
-რას დალევთ ?-ვაჟამ გვკითხა.
-ევა არაფერს-ალექსანდრემ პასუხი დამასწრო-საშინელი სიმთვრალე აქვს. რამე უალკოჰოლო წამოუღე.
-ალექსანდრესაც, პათოლოგდება ხოლმე-სერიოზულად არც მიუღია. ნინა ვაჟას გაყვა ბართან შესაკვეთად.
-რა გჭირს შენ?-ალექსადრე გაღიზიანებული მეჩვენებოდა, ვიფიქრე ნინაზე ხო არ გაბრაზდა თქო.
-რა უნდა მჭირდეს?-არაფერს იმჩნევდა-შენ იყურები ტელეფონში ორ წუთში ერთხლე. ორი დღის წინ სახელ და გვარს არ მეუბნებოდი და ეხლა უცბად ისეთი მდიდარი პირადი ცხოვრება გქონია.
-მდიდარი?
-ხო მოყვა რაღაცეები ნინამ ჩემებთან.
-რა? რა ქნა?
-ხო რა გაიკვირვე. სკოლის ამბები. ერთი აჩი გამორჩა-ვერ ვხვდებოდი ეს ეჭვიანობა იყო თუ უბრალო ცობისმოყვარეობა. ცნობისმოყვარეობაც გამართლებული იქნებოდა,გამომდინარე იქიდან,რომ ახალი დაქორწინებულები ვიყავით, პლუს გარიგებით და არ უნდოდა ორ დღეში ვიღაცის გამო ამის დანგრევა.
-კონკრეტულად რა გაინტერესებს ალექსანდრე? შეყვარებული რო მყავდეს ეხლა ცოლად გამოგყვბეოდი დარტყმული ვარ?
-არ ვიცი, გაიხსენე სად გავიცანით ერთმანეთი.
-იცი რა, იმის მერე რასაც ვითმენ შენი ოჯახისგან, ასეთ სიტყვებს არ ვიმსახურებ ნამდვილად.
-შენ რასაც ითმენ? რა გაქვს მოსათმენი. კვირაში ერთი დღე 2 საათით ნათიას კბენები?
-ეხლა არ მჯერა,რომ ამხელა ამბავს წევ უაზრობის გამო.
-შენთითონ დაიწყე.
ისევ მესიჯი მომივიდა ტელეფონზე,ალექსანდრეს სახეზე ეტყობოდა,რომ უკვე გაჭედვის პირას იყო. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა უნდა წავსულიყავი.
-ცოტახნით გავალ მე.
-რა თქმა უნდა მე ვინ მეკითხება.
-კარგი.
-რა, რა კარგი-უცბად შემომატრიალა მისკენ-ეხლა რო მკითხავენ ჩემი ცოლი სად ჯანდაბაში წავიდა რა ვუპასუხო?
-მეგობრის სანახავად და მოვა მალე თქო.
-ამ შუა ღამეს? მე გაგიყვან.
-არ მინდა, აქვე გავდივარ. საქმე მაქვს, შემეშვი ალექს-ხელი უხეშად მოვიცილე და გასასვლელისკენ გავიქეცი. არ მინდა არასწოი წარმოდგენა ჩამოგიყალიბდეთ მე და აჩის შესახებ. ეს მასთან გაქცევა არ ნიშნავს იმას,რომ მე აჩი მიყვარს. ან მასზე ვდარდობ. ცოტა სხვა მიზეზები მაქვს. შეიძლეა ვნრვიულობ მასზე, მაგრამ სიყვარულის მიზეზით არა. არ ვიცი, ჯერ მეთითონ დაბნეული ვარ. ბართან ახლოს მელოდეოდა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და შფოთავდა.ახლოს რომ მივედი რეაქცია თითქმის არ ჰქონია, ამ დროს 2 კვირაზე მეტი იყო,რომ არ გვენახა ერთმანეთი.
-აი.. ერთი ამიხსენი, მე დამშორდი და ეხლა იმ სირს გაყევი, რატო?-ისეთი მშვიდი ტონით მკითხა, უკვე ვხვდებოდი,რომ ღრიალისთვის ემზადებოდა. შეიძლება ალოგიკურია,მაგრამ აჩის რომ იცნობდეთ მიხვდებით,რომ მისთვის დამახასიათებელია სწრაფი ხასიათის ცვლილებები,თუნდაც ტონის.
-კარგად იცი რატომაც დაგშორდი-პირველად იყო,რომ მასთან გაბედულად ვსაუბრობდი. ტონს მეც ავუწიე და დაეტყო ,რომ არ მოეწონა.
-ხოდა შენი დედა შე*ეცი მაგიტო რო დამშორდი!!-საბედნიეროდ კორპუსის ეზოსთან ვიდექით და ბევრი ადამიანი არ იყო ირგვლივ,მაგრამ მალე ვინმე მაცხოვრეელი გამოიძახედა პოლიციას თუ ასე გააგრძელებდა.
-აჩი, ფული გინდა? გაიგე,რომ მდიდარს გავყევი?-ცოტახანი აქეთ-იქით დადიოდა, უცბად მომმვარდა და კისერში წამიჭირა ხელი. რეაგირება ვერ მოვასწარი და ეგრევე უკან დაიხია. ეტყობოდა,რომ ისევ კაიფში იყო.
-ეხლა ეგ ფული რო არ მივცე მომკლავენ-ტიპიური ფრაზები,რომელიც ხშირად მესმოდა მისგან: ახლა ეს რომ არ მივცე მომკლავენ, დამადგებიან, გამატყავეენ. ამ ერთხელ დამეხმარება. და წარმოიდგინეთ მე,რომელსაც დედა ავად მყავდა, ლამის 3 სამსახურში ვმუშაობდი და შეყვარებული მყავდა,რომელიც ყოველ კვირა ფულს მთხოვდა. თავიდან ისეთი მიამიტი ვიყავი, მეგონა უბრალოდ თამაშოდა და მეტი არაფერი, მერე მივხვდი,რომ ნარკოტიკებსაც იღებდა. მაგ დროისთვის ემოციურად ისეთი გამოფიტული ვიყავი დაშორების თავიც აღარ მქონდა. ყველაზე ცუდი ის არის,რომ ჩვენმა მეგორებმა დღემდე არ იციან აჩის დამოკიდეულებების შესახე, მათთან ყოველთვის იკავებდა თავს. ჩემთან კი პათოლოგდებოდა. არ ვიცი ასეთი რამ თუ არსეობს კიდევ სადმე.
-აჩი არ მაქვს ფული. არც ბინა და არც სამსახური და ჩემს ქმარს ყოფილი შეყვარეული...-არც დამაცადა თქმა ისევ მოვარდნა დააპირა, რომ უცბად ვიღაცამ ჩაავლო ქეჩოში ხელი და უკან გაიყვანა. ვაჟა იყო, აქამდე თუ მშვიდად ვიყავი, ახლა ისე ავნერვიულდი,რომ კანკალი ამიტყდა.
-ვინ ხარ?-აჩიმ გაოცებულმა გახედა და თან თვალებში ვერც იყურებოდა კარგად.
-ვინ ვარ კი არა? შენ ვინ ხარ? ევა, მიდი დაბრუნდი და მოვგვარდებით ჩვენ.
-არა, არ მინდა გაუშვი ვაჟა. მეგობარია, უცბად გაღიზიანდა რაღაცაზე-ვცდილობდი ვაჟასთვის ხელიდან გამომეგლიჯა, მაგრამ არ მანებებდა თავს და ხელით რამდენიმეჯერ გამწია.
-რა მეგობარია ევა უკვე მეორედ გამოიწია გიყურებდით იქიდან.
-ალექსანდრემაც დაინახა?-მგონი დავიღუპე.
-არა.
-გამიშვი შენ შ*გ ხო არ ხარ-აჩი ეჭიდავებოდა ამ დროს ვაჟამ ვეღარ მოითმინდა და სახეში გაარტყა და ეგრევე გააგორა. აჩი ისედაც თავს ძლივს იმაგრებდა. ვაჟამაც აშკარად შეამჩნია.
-ეხლა ან პატრულს ვიძახებ და მიყავხარ ნარკოლოგიურში მოსაფსმელად ან შენით გაა*ვავ აქედან და მეორედ არ დამენახები არც მე და არც ჩემ ოჯახს, გაიგე?-მუცელში ფეხიც ჩაარტყა და უკვე წინ გადავუდექი-კიდე მეტის ღირსი ხარ, უბრალოდ ევას წინ არ მინდა. მოუხადე ეხლა ბოდიში და გაა*ვი მეთქი.
აჩი წამოდგა ბოდიშიო წამოღერღა და გაიკურცხლა შიშისგან. ძალიან ცუდად გავხდი, ენით ვერ აგიღწერდით რა ცუდად ვიყავი, ისე მრცხვენოდა, თითქოს ალექსანდრე ჩემი ნამდვილი ქმარი ყოფილიყოს და მე რაღაცაზე წამასწრეს. ვაჟამ შეამჩნია,რომ ხელეი მიკანკალებდა და კარგად არ ვიყავი, ხელი მომკიდა და ბარისკენ წამიყვანა, არ საუბრობდა. ეს კიდევ უფრო მაშინებდა. ვერც იმას ვეტყოდი,რომ ალექსანდრესთვის არ ეთქვა, რადგან მისი ძმა იყო, მეკიდე რძალი და ამის დამალვა ალბათ არც გამოვიდოდა. თავბრუ უკვე მართლა ისე მეხვეოდა, ვაჟას ხელი რომ არ ჰქონოდა მოკიდებული ალბათ დავეცემოდი. ბართან რომ მივედით, მანქანის გასაღები ამოიღო.
-ალექსანდრეს დავუძახებ და მოვალ. ჩაჯექი შენ-მანქანის კარი გამიღო და შიგნით შევიდა. მათთან ერთად სახლში წასვლა არ მინდოდა. მითუმეტეს თუ მოუყვებოდა ახლა ყველაფერს. ეგრევე ტაქსი გავაჩერე და სახლში ჩემით წავედი. თუმცა ის ვერ გავითვალისწინე,რომ ჩემი არც გასაღბი მქონდა და არც კორპუსის კარტა. ადამიანს ცოლად ისე გავყევი, ელემენტარული გასაღებიც კი არ გავაკეთებინე. ამასობაში ატყდა ჩემს ტელეფონზე რეკვები და სადღაც ერთ საათში ალექსანდრეც გამოჩნდა. კართან რომ დამინახა სახეზე ისეთი მრისხანება გადაეკრა, მეგონა რომ გასკდებოდა სიბრაზისგან.
-შენ ეხლა ნორმალური ხარ?-კარი გააღო და შიგნით შევედით, ჩაკეტა და საჩხუბრად მომიტრიალდა, მაგრამ ისე ცუდად გავხდი ამდენ ნერვიულობაზე გონება დავკარგე. დღეს ნერვებმა ნამდვილად მიმტყუვნა. რომ გავიღვიძე ალექსანდრე ექიმს ელაპარაკებოდა, მაგრამ უცნაური ის იყო,რომ ჩვენს საძინებელში ვიწექი. ალბათ სასწრაფო გამოიძახა. როგორც იქნა შემოვიდა ოთახში და ჩამოჯდა.
-როგორ ხარ?-ეტყობოდა, რმ თვითონაც ნერვიულობდა და ხმის ტონს ვეღარ უწევდა.
-კარგად. გადავიღალე უბრალოდ და...
-არ არის ეს გადაღლა, ანალიზები უნდა აიღო ხვალ, ან სახლში მოვლენ და აქ აგიღებენ ან ვინმეს ვეტყვი და წამოგყვება.
-ვინმეს?-გამიკვირდა თვითონ,რომ არა.
-ხვალ სამსახურში გავდივარ.
-მეგონა თაფლოის თვისთვის მივდიოდით.
-არა, ვახტანგმა თავი არ დამანება, სხვა გზა არ მაქვს. დეკემბრის ბოლოს წავალთ. ევა, არ მინდა რო მთელი დღე იმაზე ფიქრში გავატარო რამეს ხო არ დაუზიანებ თავს, ამიტო გადავწყვიტე,რომ უმჯობესია თუ სანამ ასე სამსახურში მიწევს სიარული ჩემებთან გადავიდეთ.
-შანსი არაა-ეგრევე წამოვხტი-მე შენებს არ ავიტან მთელი დღე. ხო გითხარი,რომ არაფერს ვაპირებ.
-ეხლა შეიძლება არა, მაგრამ .
-გთხოვ, შენ დამპირდი,რო ისე მაცხოვრებდი რომ არაფერი სადარდებელი არ მექნებოდა. ხოდა არ მინდა შენებთა ნ ცხოვრება. ნინას დავურეკავ ხოლმე, ის მოვა. 1საათში ერთხელ აგაფეთქებ ვიდეოებით და სთორებით სად ვარ და რას ვშვები, მარა შანსი არაა შენებთან არ გადავალ. იქ მართლა თავს ჩამოვიხღრჩობ.
-და ხვალ ანალიზებს აიღებ.
-კი.
-კარგი. მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ უმჯობესია იქ ვიცხოვროთ, მაგრამ ამ ეტაპზე იყოს ისე როგორც ამბობ.
ისევ წამოვწექი და გადავბრუნდი.
-ეხლა დაღლილი ხარ და დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ.
-დანარჩენში იმას გულისხმობ,რომ შენ საცოლეს მიმალავდი და საოცრად უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდე შენი მთელი ოჯახის წინ არა?
-ეხლა არ გვინდა ამაზე-ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ასე ადვილად არ შევარჩენდი.
-ანის უყვარხარ. დებილია არ ვარ, მაგდენს ვხედავ. რატომ არ მითხარი?
-შენ რატომ არ მითხარი არაფერი შენს შესახებ?
-ნუ მიბრუნებ კითხვას კითხვაზე. ეს გოგო დღეს შენს ოჯახში სადილზე იყო დაპატიჟებული,როდესაც შენი ცოლი მე ვარ. როგორ ჩანს ეხლა ეს ყველაფერი შენი აზრით ჩემს მეგობრებთან? ან როგორ ვისრგებლებ ელემენტარული პატივისცემით შენს ოჯახში,როდესაც ეს გოგო მუდმივად შენს ირგვლივ ტრიალებს?
-რას ითხოვ ჩემგან ?-
-ელემენტარულს ალექსანდრე. პატივისცემას და დაფასებას, თუნდაც სხვების წინ. შენი და ამდენს არ უნდა ბედავდეს, გინდ ტყუილი ცოლი ვიყო და გინდ ნამდვილი.
-კარგი, დაველაპარაკები თეკლას. დაწექი და დაიძინე.
-ამ საწოლში არ დავიძინებ-აშკარად ბოლო წვეთი იყო, უცბად შემომიბრუნდა და კისერზე ვენები დაეტყო.
-თავს ვიკავებ რო რისი ღირსიც ხარ ის არ დაგმართო ეხლა, იმიტო რო ცუდად ხარ. ან ეხლა დაიძინებ და დამშვიდდები, თორე ეხლა შენ რა სცენებიც მომიწყე დღეს, მონაგონი იქნება-პასუხს არც დაელოდა, შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა, ისე რომ არც უხსენებია სად მიდიოდა. დილით ადრე ისე წავიდა არც არაფერი გამიგია. მზარეული იყო მოსული და რაღაცეებს ამზადებდა და დამლაგებელი კი მისაღებ ოთახს ალაგებდა. ტელეფონს დავხედე და უკვე 1 იყო დაწყებული, 3 გამოტოვებული ზარი მქონდა ნინასგან. ხალათი შემოვიცვი და ქვევით ჩავედი. მზარეული როგორც მახსოვდა ქალი იყო, მაგრამ ალექსანდრეს შეუცვლია და ახალგაზრდა ბიჭი იყო. დაახლოებით ჩემხელა.
-დილა მშვიდობის-ისე შემრცხვა,რომ მომესალმა და მივხვდი,რომ ხალათში ვიყავი. მაგრამ მას არც დაეტყო გაკვირვება, უზარმაზარ მაგიდაზე როგორც მინიმუმ სასაუზმოდ 5 კერძი მედო. შვედურ მაგიდას ჰგავდა-ბატონ ალექსანდრეს არ უთქვამს არაფერი თქვენი ალერგიების შესახებ ან რა არ გიყვართ, თუ გაქვთ სურვილი დავიმახსოვრებ და შემდეგზე უკვე თქვენ საყვარელ კერძებს დაგახვედრებთ დილაობით.
-მ.. ყველაფერს ვჭამ. მადლობა.
-მე ნიკა ვარ, გუშინ ამიყვანა ალექსანდრემ. მითხრა,რომ რაც არ უნდა მთხოვოთ მოგიმზადოთ. და რომ აუცილელად კარგად უნდა იკვებოთ, შესაბამისად ვეცდები ყოველთვის იყოს ბოსტნეულით მდიდარი საკვები.
-თქვენ ჩემი ქმარი სად წავიდა მაგასაც გეტყოდათ-გაშეშდა და გაეცინა.
-არა, არ უთქვამს. მე სამზარეულოს მივხედავ-სამზარეულოში შევიდა და დალაგება დაიწყო. ყავაც კი სამნაირი ჰქონდა მომზადებული. ბარის სკამზე დავჯექი და ნინას დავურეკე.
-სად გაქრი გუშინ?
-აჩიმ დამირეკა და სანახავად გავედი.
-მერე რას გააგიჟე ეს შენი ქმარი.
-აბა რა მეთქვა ნინა?
-რა ჯანდაბა უნდოდა?
-შენ ძმას აქვს დიდი ენა და ეტყობა უთხრა, რომ გავთხოვდი.
-ისე ევა, რამდენიმე თვის წინ დაშორდით და მართლა გასაკვირია აბა მისთვისაც ესე მალე როგორ გაყევი ალექსანდრეს. უნდა გაუგო.
-ვიცი, ამიტომაც ვნახე. გცალია ეხლა?
-არა, გოგო ვმუშაობ და მერე უნიში უნდა გავიდე. მერე ბანკშიც რაღაც საქმე მაქ, კაროჩე ვერანაირად.
-კარგი.
-გავიდა შენი ქმარი სამსახურში?
-ჰო. ეხლა დებილივით ვზივარ სახლში და არ ვიცი რა ვაკეთო.
-იშოპინგე. ეხლა მდიდარი ხარ.
-ნამდვილად-ნეტა ნახევარი მაინც ცოდნოდა ამ ყველაფრის-ნათიასთან უნდა გავიდე დღეს. მელოდება. ჩავიცმევ და გავალ ეხლა.
-კაი თუ მოვასწრებ მეც საქმეებს საღამოს შევხვდეთ.
-ოკეი.
-ისე, ალექსას ძმას ცოლი ჰყავს?
-ვაჟას? არა.
-მშვენიერი.
-ეხლა არ მითხრა რო მოგეწონა.
-ვაიმეე, ისე გკითხე. აბა ჰე-გათიშა, ყავა დავლიე და ზევით ავედი მოსამზადებლად. გადავწყვიტე ჩვეულებრივად ჩამეცვა, რადგან არ ვაპირებდი ნათიას გამო იმიჯის შეცვლას. მალევე მოვემზადე და ქვევით ჩავბრუნდი სასაუზმოდ. ნიკას ჭიქა მიჰქონდა სამზარეულოში ჩემი.
-ნიკა, რამდენი წლის ხარ?-იმდენად გამოყრუებული ვიყავი რომ არავინ მყავდა დამლაპარაკებელი ვიქნები ნიკა მაინც გამომელაპარაკება თქო.
-23-ის-ყველაფერზე ღიმილით მპასუხობდა, მგონი ცოტა აკლდა.
-ჩემზე უფროსი ყოფილხარ. დიდი ხანია მზარუელად მუშაობ?
-16 წლიდან-თავი ალბათ გასაურებაზე ეგონა.
-შთამბეჭდავია.
-თქვენ სწავლობთ სადმე?
-ნიკა, ჩემზე უფროსი ხარ, რა თქვენ. უნივერსიტეტში ვსწავლობდი,მაგრამ თავის დანებება მომიწია. ალბათ მუშაობას დავიწყებ ისევ მალე.
-მუშაობას?-გაუკვირდა, ალბათ ვერ მიხვდა რაში მჭირდებოდა მუშაობა,როდსაც ასეთი ქმარი მყავდა. ამ დროს პირიქით, საერთოდ არ ვაპირებდი ალექსანდრეს კმაყოფაზე ცხოვრებს.
-ხო ჯერ არ ვიცი სად. კარგი, მე ეხლა გავალ, გამიხარდა რომ ამ სახლში დამლაპარაკებელი მაინც მეყოლება,როცა ალექსანდრე სახლში არ იქნება. რა თქმა უნდა თავს თუ არ მოგაწყენ.
-არა რას ამბობთ. რა დაგახვედროთ რომ მოხვალთ?
-ნიკა, გთხოვ. თ არა. რაც გინდა, თუ გინდა ნურც მოამზადებ სადილს, დიდად არ მშია-მართლაც უმადოდ ვიყავი ეს 2 დღე. ალბათ თვიურის ბრალი იყო, უკვე წესით უნდა მომსვლოდა. ნათიასთან წავედი. უფროსწორად მძღოლმა წამიყვანა. კარი ვაჟამ გამიღო. უცბად სახეზე გავწითლდი, გუშინდელი გამახსენდა და შემრცხვა. არც ის ვიცოდი აჩიზე რამე უთხრა თუ არა ალექსანდრეს. შიგნით შემიპატიჟა.
-ვაჟა...-ხმას ძლივს ვიღებდი-გუშინდელზე...
-არ არის საჭირო, არ ხარ ვალდებული მე რამე ამიხსნა. მაგრამ თუ პრობლემები გაქვს უმჯობესია ალექსანდრეს უთხრა. მე ყველანაირად გვერდში დაგიდგები, მაგრამ ძმისგან საიდუმლოები არ მაქვს.
-ანუ ჯერ არ გითქვამს?
-არა და ჯობს შენით უთხრა-ვიცოდი,რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა.
-უბრალოდ დრო მჭირდება და ყველაფერს ავუხსნი.
-ევა, საყვარელო-ნათია თავისი მორიგი ფაშფაშა კაბით ჩამოფარფატდა კიბეებზე და ქუსლების კაკუნით მომიახლოვდა და შორიდან გადამკოცნა-უი? ეს მაღაზიაში იყავი და ისე შემომიარე?-ჩაცმულობას გულისხმობდა.
-ხომ, ბევრი დრო არ მაქვს-მისაღებში შევედით. ჩემს წინ დაჯდა, ერთადგილიან სავარძელში. ყავა მოსვა და კიდევ ერთხელ დამათვალიერა.
-მარტო მინდოდა შენთან შეხვედრა, მინდა აგიხსნა ჩვენი ოჯახის წესები.
-გისმენთ.
-იცი როგორ გავყევი ვახტანგს? გარიგებით. ჩემს ოჯახს მაშინ საკმაოდ ბევრი ფული ჰქონდა, დიდ ფირმას ფლობდა. ვახტანგი კი არავინ არ იყო. ერთი უბრალო ბიჭი. ჩემი ოჯახი ეძებდა ადამიანს,რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ფირმას, რადგან მე ქალი ვიყავი და ამას ვერ გავაკეთებდი. ვახტანგი ჩვენს ფირმაში მენეჯერი იყო. მოვწონდი. მამა ამას ხვდებოდა, ისე მხოდა,რომ მალე დირექტორის მოდგილეც გახდა და საბოლოოდ დირექტორობისთვის რომ ამზადებდნენ გადაწყდა ჩემი მასზე გათხოვება. 18 წლის ვიყავი მაშინ. ჩემი აზრი არავის აინტერესებდა, მაგრამ მე მას გავყევი რადგან ასე ჭირდებოდა ოჯახს. ალექსანდრე.. ჯიუტი გამოდგა. ის ეგოისტია და არ ფიქრობს ოჯახზე, ისე როგორც საჭიროა. მისი ცოლი უნდა ყოფილიყო ანი, რადგან ისინი დიდიხანია იცნობენ ერთმანეთს.
-თუ თქვენი ფბიზნესების გასაერთიანებლად?
-მიყვარს,როდესაც ადამიანი მიხვედრილია. ალექსანდრეს ჰქონდა გრძნობები ანის მიმართ, რამდენიმე წელი ერთადაც იყვნენ. ახლახანს დაშორდნენ. და ეგრევე შენ მოგიყვანა ცოლად.
-ალექსანდრეს თქვენ აძალებდით..
-ჩვენ მის ცოლად მოყვანას ვთხოვდით, უბრალოდ ვაჩქარებდით იმას, რაც ისედაც მოხდებოდა. ვიცოდი,რომ ალექსანდრე ამ ყველაფერს სხვანაირად მოგიყვებოდა. ამიტომ გეუბნები სიმართლეს, რომ ალექსანდრეს ისევ ანი უყვარს. შენ კი ჩვენს ჯინაზე მოგიყვანა აქ. მალე გაახსენდება რომ ანის მიმართ აქვს გრძნობები და 3 დღეში გაგიშვებს. როგორც ვხედავ თამოყვარეობა გაქვს, ამიტომ შენთვისვე გეუბნები. ჯობს შენი ფეხით წახვიდე, ვიდრე მერე გაგაგდონ, ან ფეხმძიმედ დარჩე და მხოლოდ ამის გამო აგიტანოს ალექსანდრემ აქ.
-ამითვის დამიბარეთ? რომ მითხრათ,რომ თქვენ შვილს გავშორდე.
-სიმართლე მითხარი, შენ ჩემი შვილი გიყვარს, თუ მისი ქონება?
-მე თქვენი აზრი მაინტერესებს.
-ჩემი აზრით, შენ არავინ არ გიყვარს. არც ფული გაინტერესებს. ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი რისთვის ხარ აქ.
-მოდი აღარ ვუაროთ გვერდი იმ თემას რაც გაწუხებთ. ფული , ეს თქვენ გაინტერესებთ. თქვენი ბიზნესის გამდიდრება და მოდის ფუძემდებლობა, თქვენი და თქვეინ ქმრის მიზნებია. შვილები კი ალბათ ფეხზე გკიდიათ. ერთმანეთს არც კი ელაპარაკებიან, თითქოს სულ ეჯიბრებიან. ძმა ძმას არ ელაპარაკება. დას ყველა ჰკიდია.
-აქ ჩემი ოჯხის გასარჩევად არ დამიბარებიხარ.
-მე აქ დაბარების გამო არც მოვსულვარ, ალექსანდრეს გამო მოვედი. ვიფიქრე ურთიერტობას დალავაგებდით. თქვენ თუ ეს თქვენი ნებით არ შეგიძლიათ, ალექსანდრეს გამო გააკეთეთ თქო გეტყოდით, მაგრამ ესეც კი არ შეგწევთ.
-საკმაოდ გრძელი ენა გაქვს, ჩემი შვილი დიდხანს ვერ აგიტანს.
-არაა გამორიცხული პირიქით მოხდეს და თქვენი შემოტევები ვერ აიტანოს. ის თუ იცით რამხელა გავლენა აქვთ ცოლებს ქმრებზე ქალბატონო დედა? მე არ ვარ ვალდებული ასეთი დამცირეა ავიტანო თქვენგან.
-მე შეურაცხყოფა არ მომიყენებია.
-პირდაპირ არა. კარგად ბრძანდებოდეთ.
-კარგად დაფიქრდი ევა, თუ გაშორდები, არც მაშინ მოგაკლებთ არაფერს. იფიქრე. სანამ ჯერ ყველამ არ იცის შენს შესახებ, შეიძლება ვთქვათ,რომ ჯვარიც არ დაგიწერიათ და მალევე გაეყარეთ.ალექსანდრეს არ უყვარხარ.
წამოვდექი, უკვე აღარც ვუსმენდი, კართან მივედი , მძღოლს ჩავუჯექი მანქანაში და სახლში წავედი. ნიკას სადილი ჰქონდა გამზადებული ისევ 3 სხვადასხვა და მელოდებოდა სასადილო ოთახთან.
-შუა დღე მშვიდობის-გაღიმებული სახით მითხრა.
-შუა დღე...-ზრდილობის და თავაზიანობის ნერვი არ მქონდა, ნიკაც მიხვდა და აღარ გაუგრძელებია ლაპარაკი. მოსამსახურემ კურტკა გამომართვა და ჩანთაც, ორივე ოთახში წაიღო. მე მაგიდასთან მივედი და დავჯექი. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ალექსანდრეც მოვიდა. არ ველოდი ასე ადრე.
-გამარჯობა-ნიკას მიესალმა, ისიც მიესალმა და სამზარეულოში გაბრუნდა. ალექსნდრე ჩემს გვერდით დაჯდა სასადილოდ-ენა გადაყლაპე?
-არა.
-რატო არ ჭამ? იცი რა მაგარ რაღაცეებს აკეთებს?-ოსპის სუპი გადაიღო და ჭამას შეუდგა, მერე ჩემი სახე რომ დაინახა ჭამას შეეშვა, ღრმად ამოისუნთქა და მომიბრუნდა-რა მოხდა?
-დედაშენთან ვიყავი.
-ვიცი, მძღოლმა მითხრა. მერე?
-რატომ არ მითხარი, რომ შენ და ანი ერთად იყავით?-კოვზი აიღო და ჭამა განაგრძო-ალექანდრე, კითხვა დაგისვი.
-მეც ბევრ კითხვა დაგისვი,რომელზეც პასუხი არ გაგიცემია.
-მაგალითად?
-სად იყავი გუშინ და ვინ არის აჩი. ნდობას დამსახურება ჭირდება.
-იგივეს გეტყოდი შენც.
-ევა-მაგიდაზე ხელი ოდნავ დააბრახუნა-საკუთარ სახლში მოგიყვანე, ცოლად, ჩემგან მეტი ნდობა რა გინდა? შენგან არანაირი გულწრფელობა არ დამინახავს. დიმიტრი თავისით რომ არ მოსულიყო, ამასაც არ მეტყოდი. ამიტომ ჩემგან ნუ ელოდები იმას, რასაც შენთითონ არ აკეთებ-ჯიბიდან ამოიღო ბარათი და მაგიდაზე დადო-შენს სახელზეა, ულიმიტო. ფულის თხოვნა რომ არ დაგჭირდეს.
-არ მინდა-მისკენ გავწიე.
-არ გინდა თავის დაფასება, ეს იმისთვის, არის რომ რამე რო დაგჭირდება იყიდო. დაგპირდი,რომ ისე გაცხოვრებდი რომ სანერვიულო არც ფულზე და არაფერზე გექნებოდა.
-მეთითონ მივხედავ ჩემ თავს.
-ევა, ჩემი ცოლი ხარ, შენი ვალდებულებაა მუდმივად კარგად გამოიყურებოდე და არაფერი გჭირდებოდეს. არ მუშაობ. მაიძულებ რო მე ვიყიდო ყველაფერი შენს ნაცვლად და ამის დრო არ მაქვს.
-მალე მუშაობას დავიწყებ და მექნება.
-არ დაიწყებ.
-ვერ გავიგე?
-თუ დაიწყებ, დაიწყებ ჩვენთან კომპანიაში, სხვაგან არა. ხალხის სალაპარკაკო არ უნდა გახდეს,რომ ჩემს ცოლს რამე აკლია ან ჭირდება.
-შენ მე სერიოზულად მონა ხო არ გგონივარ? მეტყვი ადექი ავდგები, დაჯექი დავჯდები.
-ევა, შენ ჩემი ნერვების მოშლა გაქვს მიზნად აღებული დღეს? მესმის, რომ გაღიზიანებული ხარ, რომ დედაჩემთან უსიამოვნო საუბარი მოგივიდა, შეგვიძლია ამიერიდან ერთად ვიაროთ და ვეღარაფერს გეტყვის. იყავი ანალიზებზე დღეს?
-არ...არ გამხსენებია.
-ხვალ გაგახსენებს მძღოლი და წახვალ.
-ანიზე არაფერს მომიყვები?
-და შენ აჩიზე?
-არა.
-ხოდა შევთანხმდით.
-რა მოხდება გაშორება რომ მოგთხოვო?
-მიზეზი?-ნელა-ნელა ორივე ვიძაბებოდით-რა არ მოგწონს? ზედმეტ კითხვებს მგონი არ ვსვამ. არც გაწუხებ.
-დედაშენი.
-მოვაგვარებ.
-ანი?
-მოგვარებადია. ევა, რაღაც სხვა გაწუხებს. მოდი ასე მოვიქცეთ, ეხლა შეხვედრა მაქვს, გვიან მოვალ და სადმე გავიდეთ და დავილაპარაკოთ. თანხმა ხარ?
-კარგი-თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, დაღლილი მოვიდა და ტვინი წავუღე. თან ეტყობოდა,რომ არ ეკიდა ფეხზე თავს როგორ ვგრძნობდი. ბოდიშის მოხდა მინდოდა, მაგრამ ენა არ მიბრუნდებოდა. ავდექი და თეფში ავიღე,სამზარეულოში შევიტანე და ნიკას კინაღამ გულმა დაარტყა.
-ევა, ასეთ რაღაცეებზე აღარ შეწუხდე,მაგისთვის ვართ ჩვენ აქ.
-თეფშის მოტანა არ არის შეწუხება. მინდოდა მეთქვა,რომ ყველაფერი ძალიან გემრიელია. მადლობა.
-არაფრის. მიხარია,რომ მოგეწონა.
-ოთახში ავალ, მადლობა სადილისთვის-საძინებელში ავედი და ალექსანდრეც ამომყვა, უნდა გამოეცვალა, შევამჩნიე,რომ აბაზანის კარიც გამოეცვალათ სანამ არ ვიყავი. მაგრამ საკეტი არ ჰქონდა. წამოვწექი, რადგან ისევ თავბრუ მეხვეოდა. თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი. ალექსანდრემაც შეამჩნია,რომ სახეზე ფერი არ მედო.
-ცუდად ხარ?-კარადა გამოაღო და პერანგის ძებნა დაიწყო თან საუბრიას მე მიყურებდა შიგადაშიგ.
-არა. უბრალოდ დავიღალე.
-ხვალ აუცილებლად წადი ექიმთან. თუ ცუდად ხარ ნინას დაურეკე, გამოვიდეს, მარტო რომ არ იყო.
საბანი გადავიფარე და მალევე ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე 2 საათი იყო და ალექსანდრეს ჩემ გვერდით ეძინა. ალბათ რადგან მძინარე დავხვდი ისევ, გადაწყვიტა არ გავეღვიძებინე. საშინელი გულის რევის შეგრძნება მქონდა, აბაზანაში შევედი და მართლაც რომ ამერია. ტელეფონი ამოვიღე ინსტინქტურად და კალენდარი შევამოწმე. 1 კვირით მქონდა გადაცდენილი. ქორწილიდანაც სადღაც 2-3კვირამდე იყო გასული. შეუძლებელი იყო ასე მალე დავფეხმძიმებულიყავი. ისე ვერ დავიძინებდი აფთიაქში,რომ არ წავსულიყავი. ჩუმად ჩავედი ქვევით,სახლის კარი გავაღე, უცბად ვიყიდე ორი ტესტი და სახლში მოვბრუნდი. ქვედა აბაზანაში შევედი, არ მინდოდა ალექსანდრეს გაღვიძება. გული გიჟივით მიცემდა. პასუხს 10წუთი ჭირდებოდა, მაგრამ ზუსტად 4 წუთში უკვე მეორე ხაზიც ჩნდებოდა. ამ დროს კარზე კაკუნიც გავიგე.
-ევა მანდ ხარ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent