შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(7)


13-12-2022, 22:22
ავტორი sati
ნანახია 2 541

-კი, აქ ვარ.
-ცუდად ხარ?
-არა. დაიძინე. ამოვალ მეც.
როგორც იქნა შემეშვა. სერიოზული პანიკა მქონდა. ტესტის პასუხი დადებითი იყო. ეგრევე მეორე გავიკეთე და ისიც დადებითი აღმოჩნდა. ფეხმძიმედ ვიყავი, თან ალექსანდრესგან. არც ის ვიცოდი ღირდა თუ არა თქმად, მგონი ჯობდა პირდაპირ აბორტზე წავსულიყავი. ან საერთოდაც გავშორებულიყავი. მისი ბრალი იყო ყველაფერი. რა დრო ჩემი ბავშვი იყო, მითუმეტეს ისეთ ოჯახში,რომელშიც დედას და მამას ერთმანეთი არც კი უყვართ. ჩემს შვილს ტყუილში ვერ გავაჩენდი, თან არასაყვარელ ადამიანთან. ალექსანდრე ამის შესახებ არ გაიგებდა. მაგრამ ამდენი ტყუილიც არ შემეძლო, პლუს ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა ანალიზებისგან. სხვა გზა არ მქონდა. უნდა ავსულიყავი და მეთქვა, მაგრამ არა დღეს. ტესტები გადავაგდე შავ პარკში გახვეული ,რომ მას ვერ ენახა და საძინებელში ავედი. მას არ ეძინა მე მელოდებოდა, შუქი ანთებული ჰქონდა.
-ცუდად ხარ?
-არა.
-აბა რა ფერი გადევს. თითქოს გულის რევის ხმა მესმოდა.
-ხო , რაღაცამ მაწყინა ალბათ.
-ხვალვე გავუშვებ იმ ახალ მზარეულს.
-არა, არა. კაფეში ვჭამე რაღაც მაგის ბრალია.
-მძღოლს არ უთქვამს რო კაფეში იყავი.
-ალბათ დაავიწყდა.
-მაშინ მაგას გა..
-არავინ გაუშვა!-ხვდებოდა რომ ვატყუებდი და ითმენდა, ელოდა, სანამ სიმართლეს მიიღებდა.
-ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგიძლია სიმართლის თქმა?
-ხვალ ვილაპარაკოთ.
-ხვალ სამსახურში მივდივარ. კარგი , დაწექი, გვიანია.
ბალიში ავიღე და სავარძელზე დავწექი.
-ისევ? როგორც გენებოს-შუქი ჩააქრო და დაიძინა. დილით ისევ გამეღვიძა გულის რევის შეგრძნებით, 8ის ნახევარი იქნებოდა, ვეღარ დავიძინე და ქვევით ჩავედი ფეხშიშველი, მხოლოდ თხელი გამჭირვალე ხალათი მქონდა შემოხვეული. ამასობაში ალექსანდრეც ჩამოვიდა, უკვე ჩაცმული, სამსახურისთვის ემზადებოდა.
-რატომ ადექი ასე ადრე?
-არ დამეძინა-თან მათვალიერებდა და ეტყობოდა,რომ არ სიამოვნებდა ასე რომ მეცვა.
-ჩუსტები და ტანსაცმელი საყიდელი გაქვს?-ირონიულად გამომხედა-მზარეული მოვა ეხლა, წადი ჩაიცვი.
-და რა მერე რო მოვა? ჩემ სახლში როგორც მინდა ისე ვივლი.
-დილიდან ნერვებს მიშლი? -წარბი აწია და ახლოს მოვიდა. ამ დროს ნიკაც გამოვიდა სამზარულოდან.
-დილა მშვიდობის-მაქსიმალურად ცდილბოდა თვალი აერიდებინა ჩემთვის.
-დილა მშვიდობისა ნიკა-მისკენ მივტრიალდი, მაგრამ ალექსანდრე გადამეფარა. ხელი შემომხვია და კიბეეისკენ მიბიძგა. მეც ნერვები არ ავუშალე ზედმეტად, ზევით ავედი, ჩავიცვი და ჩამოვედი.
-მშვენიერი. ჩემთან ერთად მოდიხარ სამსახურში.
-ჰა?-გაოცებულმა ვკითხე.
-ბევრი საქმე არ მაქვს, 1საათში დავამთავრებ შეხვედრას და სადმე გავალთ. ნიკუშა არ გინდა საუზმე. სადილი გააკეთე. წავედით.
ალექსანდრესთან სამსახურში ჯერ არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ არც ის იყო კარგი ამბავი, რომ ერთად მივდიოდით. გული რომ ამრეოდა ან გზაში ან მასთან სამსახურში უკვე ყველაფერს მიხვდებოდა. მივედით თუ არა, შესასვლელში ნინა შემოგვეგება, ძალიან უცნაურად ეცვა. საქმიანად უფრო სწორად.
-ნინა?
-ნინა ჩვენი ახალი თანამშრომელია. ბარში რომ დაგვტოვე ბევრი ვისაუბრეთ და აღმოჩნდა,რომ სამსახური სჭირდება. ხოდა ჩვენთან მუშაობს დიზაინერის თანაშემწედ.
-ნინა, გილოცავ მარა რატო არ მითხარი?-გაოცებულმა ვკითხე.
-ალექსანდრეს უნდოდა თვითონ ეთქვა. კარგი ეხლა მეჩქარება, მაგარი ისტერიჩკა ბოსი მყავს და გნახავ მერე გკოცნი-გადამკოცნა და გაიქცა მეორე სართულზე.
-რატო აიყვანე?
-სამსახური სჭირდებოდა მეთქი.
-და ეხლა რისთვის მომიყვანე, რო მენახა?-ვერ მივხვდი, რის მიღწევას ცდილობდა.
-მეგონა გაგიხარდებოდა და შენც მოგინდებოდა აქ მუშაობა.
-არა, შენთან მუშაობა არ მინდა.
-აბა რა გინდა?
-ცალკე. ვიპოვი სამსახურს ჩემთვის. მძღოლს ვეტყვი და სახლში გავბრუნდები,გამოუძინებელი ვარ.
-შეხვედრას მოვრჩები და ერთად გავბრუნდებით. წამოდი, ოფისში დაისვენებ-მის ოთახში ავედით და ის შეხვედრაზე გავიდა. მანამდე მე სერიოზული ისტერიკა მქონდა, ამ დროს აჩიმ დაიწყო რეკვა და საერთოდ სრული ისტერია დამეწყო. ოთახში ბესო შემოვიდა.
-ალექს, ეხლა მივიღე მეილი-მე რომ დამინახა გაჩერდა-რძალო-სახე გადაებადრა, მოვიდა და გადამკოცნა-როგორ დაგტოვა იმ უბადრუკმა მარტო. როგორ ხარ აბა?
-კარგად. შენ?
-მეც. დღეს გელოდებით შენ და ალექსას ჩემთან, ჩემი საცოლე უნდა გაგაცნო, მაგრა დამეგობრდებით. ნინაც წამოიყვანე.
-ვნახოთ, ალექსას თუ ეცალა.
-ეგ ვის რაში უნდა, თუ არ ეცლება შენ და ნინა მოდით. უკვე ოჯახი ხარ რძალო-კიდევ ერთხელ დამიძახებდა რძალოს და იცემებოდა. ცოტახანში ალექსანდრეც შემოვიდა და ოფისიდანაც გავედით. მანქანაში ჩავჯექით და მე გამომხედა.
-პირადობა თან გაქვს?
-ხო , რათ გინდა?
-ანალიზებზე მივდივართ-გეფიცებით გული გამიჩერდა.
-არა, არა, რა ანალიზები?-ასე ხომ სიმართლეს გაიგებდა.
-ხო ვთქვით, რო წახვიდოდი. გუშინ დაგავიწყდა, ესე იგი მე უნდა გატარო პატარა ბავშვივით-მანქანა დაქოქა და წავედით. მიზეზებს ვიფიქრებდი, რის გამო შეიძლებოდა უარი მეთქვა.
-კარგი, მაიძულე რომ მეთქვა. მომივიდა ალექს და აზრი არ აქვს ამ დროს ანალიზებს.
-კარგი, სხვა გამოკვლევები უნდა ჩაგვეტარებინა ისედაც, ასეთი ხშირი გულის წასვლები რომ გაქვს გავესაუბროთ ოჯახის ექიმს.
-არა, არ მინდა. ალექს, ჩემი ნებაა, 3 დღეში მივიდეთ.
-არა, ასე ვერ გავწელავთ, შეიძლება რამე სერიოზული იყოს.
-მანქანა გააჩერე.
-რა გჭირს, რატო ვარდები ისტერიკაში?
-მანქანა გააჩერე მეთქი!-გული მერეოდა, მიხვდა,რომ ტყუილა არ ვეუბნებოდი, მანქანა გავაჩერებინე, გადმოვხტი რასაც ქვია და გული ამერია. ალექსანდრე გაოცებული მიყურებდა.
-ეხლავე ექიმთან მივდივართ ევა და ხმა არ გავიგო.
-არსადაც არ მოვდივარ-თმები შევიკარი და წამოვდექი.
-რატომ?
-იმიტომ. არ მოვდივარ და ნუ მიშლი ნერვებს-ჰორმონებისგან ძალიან ემოციური ვიყავი და თვალებიდან ცრემლები მომდიდოა.
-კარგი, ჩაჯექი ეხლა არსად არ მივდივართ. მიდი-მანქანაში ჩაჯდომაში მომეხმარა და კაფეში წამიყვანა სასაუზმოდ. კაფე დაახურინა და ყველა წასული იყო. თვითონ არაფერს ჭამდა, მე მიყურებდა ანერვიულებული და მაკვირდებოდა.
-ევა-ჩემი სახელი ისე წარმოთქვა, თითქოს მომაკვდავი ვყოფილიყავი, რბილად და ნაზად, თითქოს მსხვრევადი ნივთი ვარ,რომელსაც ფრთხილად უნდა მოეპყრას. მაგრამ ვერ დავაბრალებ ეს დღეები ადამიანს ლამის ჯოჯოხეთი გამოვატარე.
-ალექს. უნდა გავშორდეთ. ან... რაღაც დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთისგან, თუ არ გვინდა,რომ თანაცხოვრება რთული იყოს.
-რა დისტანცია?
-აი, თუნდაც სამსახურში სიარული შენთან ერთად, ან ასე ბრანჩი, ან ექიმთან წაყოლა.
-ანუ რა გინდა რო დავიკიდო რო ცუდად ხარ, ფეხზე დაგიკიდო საერთოდ და არ მოგიკითხო? ასე როცა ვიქცევი ჭკუიდან გადადიხარ და სახლში თავზე მამხობ ყვლაფერს. ყურადღებას გაქცევ და შემეშვიო, ევა შენთითონ თუ ხვდები რა გინდა?
-უნდა გავშორდეთ. მე შენ ცოლად არ გამოგადგები.
-მკვდარიც არავის გამოადგები-ისევ იმ ღამეს მახსენებდა.
-რატომ არ გესმის.
-არ მესმის,იმიტომ რომ შენთითონ არ იცი რის თქმას ცდილობ. შეგიძლია ერთხელ უბრალოდ სიმართლე მითხრა? აი მთელი სიმართლე, არა ნახევრად სიმართლე, არა ტყუილი.
-ფეხმძიმედ ვარ-არ ვიცი რა რეაქციას ველოდებოდი. ჩუმად იჯდა და უცად მუცელზ შემომხედა.
-ვიცი-აი ამ რეაქციას ნამდვილად არ ველოდებოდი-გუშინაც გული აგერია. ეს დღეებიც არ ხარ კარგად. დებილი არ ვარ. არც იმას გკითხავ ვისია.
-რ..რა?-წყალს ვსვამდი და უცბად გადამცდა.
-ხო, ჩემი ცოლი ხარ და ვიტყვით,რომ ჩემი შვილია-ახლა თუ ხვდებოდა რამხელა შეურაცხყოფა მომაყენა.
-ალექსანდრე.. მეღადავები ხომ?! შენი შვილია!
-ევა, 3 კვირაც არაა რაც ერთად ვართ, რანაირად არის ჩემი შვილი? მაგრამ კარგი იყოს ასე თუ უფრო მშვიდად იქნები. არსებითი მნივნელობა არ აქვს, ერთად გავზრდით.
-გავ... რას არ აქვს მნივნელობა? შენ გგონია.. მე ვინ გგონივარ?
-ამიტომ იყავი იმ ღამეს სახურავზე?
-დაუჯერებელი ადამიანი ხარ. იცი რა მართალი ხარ, წავალ და ბავშვის მამას დაველაპარაკები, იმას ბევრად უკეთესი რეაქცია ექნება ვიდრე შენ.
-ევა, ვერ ვხვდები რა გეწყინა. არ შეიძლება ცივილურად დავილაპარაკოთ? ვერ ვხვდები, რატომ გინდა ასე რომ დამაჯერო რომ ჩემი შვილია. ერთხელ გვქონდა სექსი სულ.
-გაა*ვი-ჩანთას დავავლე ხელი და ჩქარი ნაბიჯებით ჩავირბინე კიბეები, ტაქსი გავაჩერე და ნინასთან წავედი. გზაში ცრემლები ჩამომდიოდა ღვარღვარით, რა დღეში ჩავიგდე თავი ჩემი სისულელეების გამო. საერთოდ რატომ გადავწყვიტე რომ ცხოვრება გავიადვილე ამ გარიგებით. ასეთი იდიოტი დედა უნდა ჰყოლოდა ჩემ შვილს,რომელმაც არც ის იცოდა რა უნდოდა, არც სამსახური ჰქონდა, არც საყვარელი ადამიანი ჰყავდა. ჩემი შვილი გაიზრდებოდა ნინას ორ ოთახიან ბინაში, თითქმის არაფრით. გაიზრდებოდა ისე როგორც მე, მე ალბათ გავლოთდბოდი, ალექსანდრე ათასში ერთხელ კაპიკს მოგვიგდებდა, ისიც თუ დაიჯერებდა, რომ მისი შვილი იყო. ივას გამოვართვი გასაღები და მათთან ავედი დასაძინებლად. ალექსანდრეს აუფეთქებია ჩემი ტელეფონი რეკვით. მე გავთიშე. მერე ნინას ურეკავდა, მან არ იცოდა,რომ არ მინდოდა მას ცოდნოდა სად ვიყავი და უთქვამს. რომ გავიღვიძე ნინა და ივა მისაღებში საუბრობდნენ რაღაცაზე. გამოვედი და ნინამ უცნაურად გამომხედა.
-რა მოხდა? გაგიჟებულია შენი ქმარი.
-გაგიჟდეს. იმედია არ უთხარი რომ აქ ვარ.
-აუ... ვუთხარი, მარა ვუთხარი, რო ჯერ არ მოხვიდე დაველაპარაკები და მოგწერ თქო.
-ნინა!-ლამის ვიყვირე ისე გავბრაზდი-არ მინდა მისი ნახვა-ჩანთა ავიღე და კურტკა მოვიცვი-რო მოვა უთხარი რო კარგა ხნის წასული ვარ.
-მოიცადე სად მიდიხარ ამ შუა ღამეს-ივა გადაირია და წინ გადამიდგა-წესიერად მაინც აგვიხსენი რა მოხდა, რამე თუ დაგიშავა ან გაწყენინა დედას ვფიცავარ გავხევ შუაზე.
-არ მჭირდება. მადლობა. გამატარე.
-არ გაატარო!-ნინა წამოხტა-დამშვიდდი ეხლა, დადე ეს ჩანთა აქ, ივა თავის საფირმო მწვანე ჩაის გაგიკეთებს, დამშვიდდები და მოგვიყვები რა ხდება. ჰო?
-ჰო-ივამ კარი გადაკეტა-დამშვიდდი-და ჩაი გამიკეთა. მეც ჩამოვჯექი და კურტკა სკამზე გადავდე. ველოდებოდი რომ წუთი წუთზე დააკაკუნებდა ალექსანდრე კარზე და შემოვარდებოდა, მაგრამ მგონი ტყულიად.
-მოყვები რა მოხდა? თუ გინდა მე გავალ და ნინას მოუყევი-ივა ძალიან საყვარლად მექცეოდა, არ უნდოდა უხერხულში ჩავეყენებინე. ჩაი დამიდგა და ქვვით ჩავიდა მაღაზიაში, რადგან მე ვთხოვე.
-მოკლედ, ძალიან გთხოვ. ზედმეტი კითხვების გარეშე. მითხარი თუ იცი სადმე კლინიკა სადაც აბორტს მალე გამიკეთებენ. და არა რამდენიმე დღეში როგორც იციან ხოლმე.
-რას ამბობ, ფეხმძიმედ ხარ?
-არა, ისე მინდა აბორტი. ხო გთხოვე უაზრო კითხვების გარეშე თქო-სიგარეტი ამოვიღე კოლოფიდან და მოვუკიდე.
-შენ ნორმალური ხარ? ფეხმძიმედ ხარ.
-აბორტი მინდა, არ ვაჩენ ნინა. შემეშვი.
-რა აბორტი? გათხოვილი ხარ რა აბორტი გამაგებინე. ხო ხარ დალაგებულად?-ნინა ჩემზე მეტად განერვიულდა. მოწევა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. რამდენიმეჯერ სცადა გამოეგლიჯა ხელებიდან სიგარეტი-იცი რა, ჩემი აზრით სულ გარეკე. წადი რა გაესინჯე ფსიქიატრს ევა. მართლა ვეღარ ვხვდები რა გჭირს, რა გემართება?
-რა მემართება-გამეცინა-არაფერი, მე ხომ ასეთი იდეალური ცხოვრება მაქვს. უმადური ვარ ალბათ და ეს მემართება. ტანჯულის როლი მოვირგე, ცოტა წავუეგოისტებ, მაგრამ . ვარ ისეთი როგორიც ვარ . ან ამიტანთ შენც და ალექსანდრე ისეთს როგორიც ვარ, ან თავში ქვა გიხლიათ . დიდად არც მაგაზე ვიდარდებ.
-ევა, რეებს ლაპარაკობ საერთოდ გავგიჟდი. რათ გინდა აბორტი?
-გინდა გითხრა, როგორ მიიღო ჩემმა ქმარმა ეს ამბავი? მითხრა, არ გკითხავ ვისია ისე გავზრდითო.
-რაო?!-თვალები გადმოუცვივდა, ისე გაუკვირდა.
-ხო, 3 კვირაა ერთად ვართ და ესე მალე როგორ დაფეხმძიმდი ერთი სექსითო. უბედური დედაჩემის სულს გეფიცები ნინა, იქვე თუ არ მოვახრჩობდი არ მეგონა. თან ამას ისე ამბობდა, თითქოს იმდენი პარტნიორი მყოლოდა მის წინ,რომ ტეხავდა ეკითხა ვისია. არ ვიცი.. არ ვიცი რატომ მითხრა საერთოდ ეს.
-მაგას შ*გ ხო არ აქ!რანაირად გელაპარაკება?! -წამოხტა სკამიდან და აქეთ-იქით სიარული დაიწყო-მოეთრეს! ვაჩვენებ როგორ უნდა შენთან ლაპარაკი-მერე ისევ მთელი ძალით დაეხეთქა სკამზე ჩემს წინ და სიგარეტი გამომართვა-ევა დაიკიდე ეგ . არ გაიკეთო აბორტი. მოვიფიქრებთ რამეს. გეხვეწები რა. იფიქრე ცოტა შენს თავზეც . პირველი შვილია, აბორტი ეხლა.. შეილება ვერასდროს გააჩინო.
-ნინა!-ისევ ყვირილი დავიწყე-სამსახური მე არ მაქვს! არავინ მე არ მყავს! გაუნათლებელი ვარ! უნივერსიტეტიც არ დამიმთავრებია! არაფერი მე არ გამაჩნია ბავშვი სად გავაჩინო?! შენს ორ ოთახიანში გავზარდო?! და ვინ მარჩენს? სანამ მე ვმუშაობ ვინ მოუვლის? დაფიქრდი ცოტა ნინა. ჩემს თავზე კიარა ამ ბავშვზე უნდა ვიფიქრო,რომელიც ცოდოა გაიზარდოს ისე როგორც მე.
-დაველაპარაკები მე ალექსანდრეს და..
-და რას ეტყვი? შენი შვილიაო? ეხლა სულ რო მოფოფხდეს აქ არ მჭირდება მისი ერთი თეთრიც კი. დღეს ბარათი მომცა, შენი სახარჯოაო-ამოვიღე ჩანთითდან გოლდ ქარდი-ხოდა აი -მაკრატელი ამოვიღე უჯრებიდან.
-რეებს აკეთებ-ნინა წამოხტა, ასეთი განერვიულებული რომ ვიყავი შეეშინდა რამე არ მომეწია თავისთვის. სულ დავჩეხე მისი მოცემული ბარათი ნაკუწებად.
-აი გაიტენოს ეს თავისი ქარდი ტრაკში. მისი ერთი თეთრიც არ მჭირდება არაფრად!-და ნაგავში გადავყარე. ამ დროს ივაც ამოვიდა.
-ალექსანდრეა ქვევით მოსული, ამოსვლა უნდა.
-გააბრუნე უკან. წაეთრეს და შეუძვრეს თავის მშობლებს! მოიყვანოს ის თავისი პატიოსანი ანი ცოლად და მე შემეშვას!-სპეციალურად ვყვიროდი ასე ხმამაღლა,რომ გაეგო. მაგრამ თურმე არ მჭირდებოდა, უმალვე შემოვიდა ოთახში.
-ევა, ნუ აწუხებ ესე გვიან შენს მეგობრებს. სახლში დავილაპარაკოთ-ხელი გამომიწოდა, მანიშნებდა წავედითო, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებდი. მერე მაკრატელი შეამჩნია ჩემს ხელში და ნელ-ნელა წამოვიდა ჩემკენ.
-გაიწიე ეხლა არ მომიახლოვდე-ინსტინქტურად გავწიე მაკრატელი მისკენ და ეგრევე გამომართვა.
-განერვიულებული ხარ, პატარა ჩხუბი მოგვივიდა. ნინასაც ნუ უხეთქავ გულს-მეორე ხელში სიგარეტი მეჭირა და ისიც გამომართვა.
-პატარა ჩხუბი კი არა, მე არსად არ წამოვალ. ამაღამ აქ ვრჩები-ეტყობოდა,რომ მოთმინების ფიალა ევსებოდა, მეგონა მათ წინაშე არ დაიწყებდა ღრიალს, რადგან ზოგადად ერიდებოდა საზოგადოებაში ემოციების გამოფენას, მაგრამ უკვე ვეღარ აკონტროლებდა ისიც თავს.
-არ უნდა წამოსვლა-ივა მოგვიახლოვდა და ჩემს გვერდით დადგა.
-ივა, ხომ? ცოლ-ქმარი ვართ, როგორმე ჩვენით გავერკვევით.
-არ უნდა მეთქი წამოსვლა-ივაც დანერვოზებული იყო, ცოტაც და ალბათ მიაბრტყელებდა კედელზე. არ მინდოდა ამხელა აჟიოტაჟის გამოწვევა, მხოლოდ ივას გამო გავყევი.
-კარგი, გეყოთ-ალექსანდრეს მეთითონ მოვკიდე მკლავზე ხელი, კურტკაც ავიღე სკამიდან, დავემშვიდობე ივას და ნინას და ქვევით ჩავედით. მანქანს გავცდი, არ ვაპირებდი მასთან ერთად სახლში წასვლას.
-ევა დროზე ჩაჯექი მანქანაში-არ მეშინოდა მისი ყვირილის მეც შემეძლო სცენების მოწყობა-ევა!-აქამდე თუ ძალას არ ხმარობდა, ახლა ხელში ამიყვანა, მხარზე გადამიკიდა პირდაპირი მნიშვნელობით, მანქანაში ჩამსვა და კარი გარედან ჩაკეტა. მერე თვითონაც ჩაჯდა და დაძრა მანქანა.
-შენ ნორმალური ხარ?!-ეხლა უკვე მე ვუყვიროდი-გააჩერე მეთქი მანქანა!
-ევა, ეხლა ან დამშვიდდები, ან იცოდე მართლა საავადმყოფოში წაგიყვან და დაგაწვენ. არ ეიძლება ამდენი ნერვიულობა, ფეხმძიმედ ხარ.
-ნუ მანერვიულებ და არ ვინერვიულებ! ბავშვის მამასთან ხო უნდა მელაპარაკა, ხოდა ჯერ არ დამირეკავს.
-ვინ ბავშვის მამასთან ევა, გეყოფა.
-ხო გაინტერესებდა აჩი ვინ არის.
უცბად მანქანა გააჩერა.
-ევა, ნუ მეთამაშები-კბილებში გამოსცრა ჩემი სახელი იმდენად გაბრაზებული იყო-მესმის,რომ უნდა დამეჯერებინა, დებილი ვარ. შესაძლებელია,რომ ჩემი შვილი იყოს.
-არ არის შესაძლებელი. არ არის შენი შვილი. აჩი ჩემი ყოფილი შეყვარებულია. იმ დღეს მისთვის ამის თქმა მინდოდა, რომ ფეხმძიმედ ვარ .და მაგიტომ წავედი ღამე ბარიდან.
-იტყუები.
-შენს ძმას ჰკითხე, შეესწრო ყველაფერს. ვჩხუბობდით კიდეც, მეჩხუბებოდა,როგორ გავყევი ვიღაც უცხოს,რრადგან ჩემ შვილს მინდოდა მდიდრული ცხოვრება ჰქონოდა.
-ევა, ნუ მატყუებ.
-არ გატყუებ. აჩი ჩემი შვილის მამაა. მაგრამ არც აჩის უნდა შვილი და არც მე. ხოდა აბორტს ვიკეთებ.
გაშტერებული მიყურებდა, ხმას ვერ იღებდა, ჯერ ალბათ კიდევ ფიქრობდა რამდენად ვატყუებდი.
-დეენემის ტესტს გავაკეთებთ.
-არაფერსაც არ გავაკეთებთ. აბორტს ვიკეთებ.
-ევა... ნუ მცდი! ბოლოჯერ გეუბნები ნუ მცდი!!!-ისე მწარედ დაარტყა საჭეს ხელი, მანქანამ გაუჩერებელი სიგნალის ხმის გამოცემა დაიწყო და ძლივს გააჩერა. ორივე უხმოდ ვიჯექით მანქანაში.
-შენ ასე არ გაბრაზდებოდი ეს რომ ჩემი შვილი არ იყოს.
-ტყუილში გამომიჭირე და მაგიტომ გავბრაზდი.
-ახლა იტყუები. ევა, ნუ მექცევი ასე, მაქვს უფლება ვიცოდე, ჩემი შვილია თუ არა.
-ხოდა გეუბნები რომ არა
-ევა!
-არ მინდა შენთან ერთად არსად წამოსვლა. გააღე მანქანა.
-არ გავაღებ-მანქანა დაქოქა და სახლის გზაზე წავიდა. ცრემლები მომაწვა, არ მინდოდა ამაღამ მასთან ერთად ყოფნა. თავს დამცირებულად ვგრძნობდი. უსაზღვროდ მტკიოდა გული იმის გამო,რომ მან მსგავსი რამ მაკადრა. თითქოს ყოველ მეორესთან მქონდა სექსი. ეს ალბათ ჩემი ბრალიც იყო, მე შევუქმენი მსგავსი წარმოდგენა ჩემზე. აჩიზე, რომ გაიგებდა სრულიად დაკარგავდა წარმოდგენას მისი შვილის დედაზე. ალბათ ბავშვს,რომ გავაჩენდი, თუ გავაჩენდი, მასაც ჩამომაშორებდა და დედამისს გააზრდევინებდა. მე ან საერთოდ გამშორდეოდა ან ცხოვრებაში ხმას აღარ გამცემდა. ხედავდა რომ ვტიროდი, მაგრამ არაფერი არ უთქვამს. სახლის ეზოში შევედით, ჭიშკარი დაცვამ დაკეტა. ალქსანდრე გადმოვიდა მანქანიდან და კარი გამიღო, რადგან ხვდებოდა,რომ არ გადმოვდიოდი. ჯერ კიდევ ვსლუკუნებდი ისე ვტიროდი. ცოტახანი იდგა და ელოდებოდა,როდის დავმშვიდდებოდი. მეც სხვა გზა არ მქონდა და გადმოვედი. სახლში აღარავინ იყო, პრინციპში სამუშაო საათები დასრულებულიყო. საძინებლისკენ გამიძღვა, მაგიდაზე რაღაც პარკები იდო. აშკარად აფთიაქში იყო.
-რაღაც .. ვიტამინებია. გავიკითხე, კარგია ორსულობისას, რომ მიიღო.
-არ ვაპირებ გაჩენას-ანერვიულებულმა ვუპასუხე.
-კარგი, გვიანია, დაიძინე.
-არ მინდა.
საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
-ევა, აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო. თავი ყ*ე მგონია,რომ ასე ძალით გაჩერებ ჩემთან. გეგონება დაგაძალე ცოლად გამომყოლოდი. არ ვიცი როგორ მოგექცე,რომ თავი კომფორტულად იგრძნო. ბარათი მოგეცი, ვიფიქრე, უკეთ იგრძნობდი თავს,რომ საზრუნავი არ გექნებოდა, დაკუწე. სამსახურში წაგიყვანე, ვიფიქრე იმუშავებდი ნინასთან ერთად, ესეც არ მგოეწონა. ნინა რომ მუშაობს ჩემთან არც მაგით ხარ კმაყოფილი. ერთი რამ შემეშალა და მაგზე ბოდიშს ვიხდი. მეტი არ ვიცი რა გინდა რომ გავაკეთო. თუ ასე გეჯავრება კიდე ჩემთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა, საერთოდ არ დავიძინებ ამაღამ აქ. უბრალოდ გთხოვ დღეს ღამე არსად წახვიდე-თვალები აცრემლიანებული ჰქონდა, ტონიც შეცვლოდა, აღარ მბრძანებლოდა-გთხოვ-ძლივს წარმოთქვა და ოთახიდან გავიდა. თვალი არ მომიხუჭავს. არ მინდოდა აქ დარჩენა. მაგრამ გაქცევაც ბავშვური საქციელი იქნებოდა. ცივილურად უნდა მესაუბრა ალექსანდრესთან და მეთქვა,რომ არ ვაპირებდი მასთან ერთად აქ დარჩენას და პლუს ბავშვის დატოვებას. როგორც არ უნდა მნდომოდა,რომ არ ჩამძინებოდა, ბოლოს მაინც დამეძინა, რადგან ენერგია სრულიად გამოცლილი მქონდა. დილით საჭმლის სუნზე გამეღვიძა, ნიკა აკეთებდა რაღაცეებს და ეგრევე გულის რევა დამეწყო, აბაზანამდე ძლივს მივატანე. ვიბანავე, ყოველდღიური ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვევით ჩავედი. თავზე პირსახოცი მქონდა გაკრული, თმა კიდე სველი მქონდა. ალექსანდრე არსად ჩანდა, ვიფიქრე მშვენიერი დრო იყო კლინიკაში ვიზიტზე წასასვლელად. საუზმობა არც მიფიქრია, შემოსასვლელისკენ წავედი და მისაღებში ალექსანდრე დამხვდა. სახლიდან მუშაობდა.
-დილა მშვიდობის-ლეპტოპი დახურა და გადადო-როგორ გრძნობ თავს?
არ ვაპირებდი პასუხს, ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
-ისაუზმე? ჭამე და ექიმთან წავიდეთ, ვნახოთ როგორ მიდის ყველაფერი.
-ალექსანდრე, შენ მემგონი ვერ გამიგე, არ ვაპირებ ბავშვის დატოვებას.
-მაგაზე მერე ვისაუბროთ, ჯერ ისაუზმე და ექიმს გაესინჯე.
-რისთვის გავესინჯო? არ ვაპირებ ბავშვის დატოვებას, არ მაიტნერესებს ჯანმრთელია თუ არა.
ღრმად ამოისუნთქა, რაღაც ფურცლები აიღო მაგიდიდან და ჩემთან მოვიდა.
-გეკრძალება აბორტი. კარგად უნდა წაგეკითხა ის ხელშეკრულება რაც გააფორმე ჩემთან.
-ვერ გავიგე?-მართლაც ეწერა,რომ მეკრძალებოდა აბორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში წავიდოდით და ჯარიმა მეკისრებოდა. ის ჯარიმა,რომელიც მე არ მქონდა. პლუს თვეები გაგრძელდებოდა ეს სასამართლო დავა-სანამ სასამართლო ვერდიქტს გამოიტანს, მე იქამდე გავიკეთებ უკვე აბორტს.
-და გადაიხდი ჯარიმას, სასამართლოც არ დაგვჭირდება. მე მაგ ფულს არ მოგცემ. შენ გაქვს?
-ანუ შენ ბავშვს ფულით ყიდულობ?
-ევა, შენ თუ ასე არ გინდა შვილი,რომ გააჩენ ეყოლება ძიძა და მე, მოვუვლით ჩვენ.
-შენ... მე ვინ გგონივარ? ჯერ ფაქტობრივად მიწოდე.
-მე ეს არ მითქვამს-უხერხულად იგრძნო თავი, პირველად გაწითლდა ამდენი ხნის განმავლობაში. მაგრამ არ დავაცადე გაგრძელება.
-ახლა ალბათ უკვე წინასწარ ცუდ დედასაც მეძახი. მე შენი შვილი არ მინდა ალექსანდრე, შვილს არ გავაჩენ ადამიანისგან,რომელიც არც კი მიყვარს. მითუმეტეს იმ ოჯახში, სადაც მე ვერ მიტანენ. ამ ბავშვს სატანჯველს არ გავუხდი ცხოვრებას.
-ევა, რეალური მიზეზი გაქვს? იმიტომ,რომ ეს ყველაფერი აბსურდს გავს.
-ახლა დებილსაც მეძახი, იცი რა გაა*ვი , გავიკეთებ აბორტს და ბოლო თეთრამდე გადაგიხდი მაგ ჯარიმას.
-ევა-მკლავში ხელი მომკიდა და დამსვა-მე შენი მტერი არ ვარ. მგონი გახსოვს ადრე მითხარი,რომ ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვართ და ასე არ უნდა ვბრაზდებოდეთ ერთმანეთზე თუ ნამდვილი გრძნობები არ გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ. მე არც მიფიქრია, რომ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ ... შენ თუ რაღაც მომენტში ჩემს მიმართ..
-ახლა იმასაც მეუბნები რომ მიყვარხარ?
-არა. უბრალოდ გეუბნები,რომ შესაძლოა რაღაც გრძნობები გაგიჩნდა ჩემს მიმართ. თუ ვცდები ესეც შეგიძლია მითხრა.
-მემგონი შენ უფრო გაგიჩნდა ჩემს მიმართ,რადგან ესე გინდა სხვისი შვილი.
-ხო ვილაპარაკეთ უკვე ამაზე, დილით ნინაც კი მომვარდა და თავზე დამახურა. მჯერა შენი და მაპატიე რომ აქამდე არ მჯეროდა. მე არ მინდა,რომ ჩემი შვილი მოკლა.
-ეს ჯერ ბავშვიც კი არ არის.
-ნუ მელაპარაკები ქალების უფლებების დამცველების სიტყვებით. ეს უკვე ბავშვია. არსებობს. ცოცხალია. სანამ მე ცოცხალი ვარ, ამ ბავშვს არაფერი დაემართება. რადაც არ უნდა დამიჯდეს.
-როდიდან გახდი ასეთი მამობრივი ინსტინქტით სავსე?
-არ დამჭირვებია აქამდე. ჩემთვის ახლა პრიორიტეტული ხართ შენ და ბავშვი.
-და რა მოხდება ბავშვს როდესაც გავაჩენ? მე რა მომივა? ჩამომაშორე ხო ალაბთ? გიჟ დედას,რომელმაც სცადა.
-კარგი. აშკარად განერვიულებული ხარ.
-ნუ მელაპარაკები ისე თითქოს გიჟი ვიყო ალექსანდრე!-მეგონა,რომ სპეციალურად ცდილობდა ჩემს ნერვებზე მოქმედებას და სპეციალურად მესაუბრებოდა მშვიდი ტონით,რომ გავეღიზიანებინე.
-წამოდი, სადმე გავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ.
-სახლშიც შეგვიძლია ლაპარაკი.
-არ მინდა მომსახურე პერსონალთან ამის გარჩევა. წამოდი, სუფთა ჰაერი შენთვისაც კარგი იქნება-ხელი შემომხვია, პალტო მომაცვა და გარეთ გამიყვანა. ისევ ერთ-ერთ დახურულ კაფესი წამიყვანა. ტერასაზე დავსხედით და ჩაი შევუკვეთეთ.
-როგორც ვხედავ გაღელვებს ის ფაქტი,რომ..
-არაფერი მაღელვებს.
-ევა-უკვე ყელში ჰქონდა ამოსული მე რმ ვაწყვეტინებდი, კიდე კარგად მიძლებდა-მე შენზე იცი რას ვფიქრობ? რომ სულსწრაფი,გადაღლილი და იმპულსიური ხარ. ამავდროულად, მზრუნველი მეგობარი, კარგი ადამიანი და ოდნავ დაბნეული ადამიანი ხარ. დაიკარგე შენს პრობლემებში და ახლაც გგონია , რომ მარტო ხარ და ებრძვი ყველას და ყველაფერს. არ ხარ მარტო. მე დიმიტრი არ ვარ. არც შე მოგექცევი ეგრე და არც ჩვენს შვილს. არასდროს. ჩვენ არ გავშორდებით, იმიტომ რომ ყოველთვის გვექნება ერთმანეთის პატივიცემა, სულ ვისაუბრებთ. მუდმივად ვიზრუნებ შენზეც და ბავშვზეც.
-ვინმე რომ შეგიყვარდეს?
-და შენ? ეს რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს, მაგრამ არა ჩემი მხრიდან ევა. მე რომ სიყვარული მნდომოდა აქამდე ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი. შენ?
-მეც...
-ხოდა ვიფქრობ, ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება. მე მადარდებ შენც და ბავშვიც. მნივენლვოანი ადამიანი ხარ ჩემთვის ევა. ამ ეტაპზე პირველ ადგილასაც კი დგახარ ჩემს ცხოვრებაში და ამიერიდან სულ ასე იქნება. იმედი მაქვს მალე ასე იქნება შენთვისაც-ამ სიტყვების შემდგ თითქოს დავმშვიდდი, ხვდეოდა რისი მოსმენაც მსურდა.
-ალექს, მე ვერ ვიქნები კარგი დედა. დამიჯერე გირჩევნოდეს რომ...
-არც მე მქონია უზრუნველი ცხოვრება. იდეალური მშობლები. მამაჩემს სჯეროდა,რომ კაცი ამტანი უნდა იყოს როგორც ემოციური ასევე ფიზიკური ტკივილისადმი. არც მე ვიცი როგორ ვიყო იდეალური მამა. მაგრამ ვიცი როგორ არ უნდა ვიყო ცუდი მამა-ვახტანგი ცემდა. სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია, ვხვდებოდი რომ მშობლებთან არ ჰქონდა საუკეთესო ურთიერტობა და ალბათ მიზეზიც უბრალო არ იქნებოდა. მიუხედავად იმ ტკივილისა რაც მამამ მიაყენა, ეტყბობოდა,რომ მაინც ადარდებდა მამა რას ფიქორბდა მასზე და ცდილობდა დამოუკიდებლად წამოეწყო ბიზნესი, იქნებ ამით მაინც დაენახვებინა მისთვის,რომ რაღაცად ღირდა-ევა, არც ერთს გვქონია იდეალური ბავშვობა, რომელს უფრო მძიმე სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ ეხლა ვერაფერს შევცვლით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შვილს დაუვიწყარი ბავშვობა ვაჩუქოთ, რომელშიც ვერასდროს იტყვის,რომ მისმა მშობლებმა ატკინეს ან აყურებინეს როგორ ინადგურებდნენ თავს ალკოჰოლით თუ ნარკოტიკით. მე დამიჯერე შვილი კი არა ცოლიც არ მქონდა გეგმებში, და მესმის ახლა რასაც განიცდი. წარმოდგენა არ მაქვს ქალისთვის რა რთულია ასე შვილის გაჩენა, ისე რომ საყვარელ ადამიანთან არ აქვს ოჯახი შექმნილი. არ ვიცი რამდენად რთულია რომ შენში მეორე ადამიანი იზრდება და რამხელა პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის ვიცი,რომ არსად იქნები მარტო. არც ერთ ექიმის ვიზიტზე, ან იქ სადაც ჩემი მხარდაჭერა დაგჭირდება. ამიტომ გთხოვ და მართლა გთხოვ, რომ აბორტი არ გაიკეთო.
შეუძლებელი იყო ამდენი საუბრის მერე, ამდენი გულწრფელი ემოციის შემდეგ მე ოდნავ მაინც თუ მქონდა ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა ან უკვე თუნდაც საკუთარი თავის მიმართ, აბორტი გამეკეთებინა. რაღაცაში მართალი იყო, მე შემეძლო ჩემი შვილისთვის ის ცხოვრება მიმეცა,რომელიც მე არ მქონდა. თუმცა ჯერ მაინც არ შემეძლო დამეჯერებინა რო მალე დედა გავხდებოდი. ცოტახანი ჩუმად ვისხედით, ძალიან საცოდავი თვალებით მიყურებდა და უკვე უსიტყვოდ მეხვეწებოდა. ბოლოს ვუთხარი.
-ყველაზე ძალიან ეს დედაშენს გაუხარდება-ამის გაგონება იყო და ეგრევე მოეშვა და სახეზე ღიმილმა გამოანათა.
-ეხლა ჭამე, კარგად ჭამე თან და წავედით ექიმთან.
-ალექსანდრე, იცოდე,რომ პატარა შეურაცხყოფასაც აღარ ავიტან დედაშენისგან. არც შენი მეგობრებისგან,თუ დისგან. არც მარტო ვიქნები, არავის სალაპარაკო იქნება,რომ მარტოხელა დედა ვარ. აქ იმდენადვე იქნები ჩართული, რამდენადაც მე. ისედაც არ მჯერა,რომ ასეთი რამ დამემართა. არ უნდა წასულიყო ჩვენი ქორწინება ასე შორს და ასეთ სერიოზულობაზე.
-მესმის და გითხარი,რომ არ იქნები მარტო. რამდენიმე საკითხი კიდე გვაქვს გასავლელი, მაგრამ არ მინდა დღეს ემოციებისგან გადაგღალო. ამიტომ წავიდეთ ექიმთან და საღამოს რამე ისეთი მოვიფიქროთ რომ ორივემ დავისვენოთ.



№1  offline წევრი Xutu

Male dade axali tavi gexverwebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent