შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 24 თავი


18-12-2022, 04:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 9 918

-კახა-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა ქალმა საყვარელი მამაკაცის სახელი და სარკიდან გახედა ცრემლიანი თვალებით. ამ დროს ვნება მორეულმა კაცმა შიშველ მხარზე ნაზად აკოცა და მბრძანებლური ტონით, ყურს უკან ჩასჩურჩულა
-ჩშშ!
-გთხოვ არ გინდა-შეეხვეწა თამუნა და უნებურად თვალები დახუჭა რადგან მისი ცხელი მწველი ტუჩების შეხება ყელზე იგრძნო
-საშინლად მომენატრე-მკაცრი ტონით უთხრა კახამ და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო მისი ათრთოლებული სხეული მხურვალე ტანზე
-კახა-აღმოხდა სასოწარკვეთილ ქალს როცა მისი უხეში თითების ცივი შეხება იგრძნო მაისურის ქვეშ, თბილ, ნაზ კანზე
-არაფერი თქვა-მბრძანებლური ტონით უთხრა კახამ და ისევ სარკიდან გაიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა. წამიერად ორივე ადგილზე გაიყინა მაგრა როგორც კი კახამ თამუნას ჩამქრალ თვალებში ცრემლები შენიშნა მაშინვე თავისკენ მიტრიალა და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-მიყვარხარ- და სანამ თავგზააბნეული ქალი აზრზე მოვიდოდა ტუჩებზე დააცხრა. იმის გამო რომ ამ მოულოდნელმა და არც თუ ისე ვნებიანმა კოცნამ მხოლოდ სიცარიელის განცდა დაუტოვა ორივეს , საწოლში ხმის ამოუღებლად და ზურგშექცევით დაწვნენ. თუმცა კახამ დიდხან ვერ მოითმინა და მალევე გადაბრუნდა თამუნასკენ, რომელიც ამჯერადაც თვალცრემლიანი იწვა საწოლის კიდესთან
-თამუ -შეეხმიანა კახა ასლუკუნებულ ცოლს დ ამისგან პასუხი რომ ვერ მიიღკ მოულოდნელად ხელი მუცელზე მჭიშემოაჭდო და თავისკენ მიიზიდა
-რას აკეთებ?-დაიბნა თამუნა რომელიც ბოლო პერიოდში მარტო და გარიყულად ძილს მიჩვეოდა
-არაფერს-ჩურჩულით უთხრა კახამ და ცხვირი მის თმებში ჩარგო, თვალები დახუჭა და მომენტალურად დაიძინა. იმის მიუხედავად რომ სასოწარკვეთილი და იმედდაკაგული თამუნა ძალიან ეცადა არ აჰყოლოდა მოწოლილ მძიმე ემოციებს და არ ეტირა თავი მაინც ვერ შეიკავა და კარგა ხნის სიჩუმის მერე უხმოდ ატირდა, რის გამოც საწოლიდან ფრთხილა ადგა და მისაღებში გავიდა სადაც მთელი ღამე თეთრად გაათენა მიაზე ფიქრში, რომლის გამოჩენის მერე მათ ცხოვრებაში ყველაფერი აირია. განსაკუთრებით კახას გონებაში და მის სულში.
.........
საბუთებში თავჩარგული დაღლილ-დაქანცული კახა გაოცებული მზერით მიაჩერდა მიას რომელიც დაუკაკუნებლად შევიდა მის კაბინეტში
-ჩამოხვედი?-უინტერესოდ ჰკითხა კახამ და დაძაბული მზერა მაგიდაზე უწესრიგოდ დალაგებულ ქაღალდებზე გადაიტანა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ნახაზებისთვის უემოციო ტონით ჰკითხა მიახლოებულ გოგონას- დედაშენი როგორაა?
-უშეგეძლო დაგერეკა და მოგეკ...
-მია-გაბრაზდა კახა და როგორც იქნა აღირსა მზერა გაბუტულ გოგონას-ამ საკითხზე სხვა დროს ვილაპარაკოთ!- მკაცრი ტონით უთხრა და ისევ ნახაზებს ჩააცქერდა საუბრის დასრულების ნიშნად
-ღელავ?-ცინიკური ტონით ჰკითხა მიამ თავზე წამოადგა ანერვიულებულ კაცს
-არ მინდა ვინმემ რამე არასწორად გაიგოს, განსაკუთრებით კი მამაშენმა!- უკმაყოფილო ტონით უთხრა კახამ და ფეხზე წამოდგა
-მომენატრე-ხმა დაბალი ტონით უთხრა მიამ ზედმეტად ახლოს მდგომ კაცს და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა- შენ, არა?!
-მია ახლა ამის დრო არაა!-გაბრაზდა კახა
-მეგონა ერთხელ მაინც ჩამოხვიდოდი ბათუმში-საყვედურით უთხრა აღელვებულმა გოგონამ და ოდნავ უკან დაიხია
-რატომ?-გამომწვევი ტონით ჰკითხ კახამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ცარიელ, ცივ, ჩამქრალ თვალებში.
-უბრალოდ...ჩემს გამო...ყოველგვარი მიზეზის გარეშე-ხმა დაბალი ტონით უთხრა მიამ და სახეზე ნაზად შეახო ცივი თითები, სწორედ ამ დროს კარზე დააკაკუნეს და პასუხის დალოდების გარეშე შეაღეს. იმის მიუხედავად რომ კახამ და მიამ მოასწრეს ერთმანეთთან დაშორება დავითს მაინც არ ესიამოვნა მათი ერთად დანახვა, მითუმეტეს მცირე დისტანციით
მიას ცრემლების და კახას გადაფითრებული სახის ფონზე ამიტომ მკაცრი ტონით ჰკითხა შვილს
-აქ რას აკეთებ?
-ახსნა-განმარტებას მთხოვ?-ცინიკური ტონით მიახალა მიამ და კაბინეტიდან გასვლა დააპირა მაგრამ დავითი მაშინვე წინ აესვეტა და წარბის აწევით ჰკითხა
-როდის ჩამოხვედი?
-ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო-წამოენთო მია
-დედაშენი როგორა?
შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-უემოციო ტონით ჰკითხა მიამ და კაბინეტიდან ისე გავიდა რომ სიტყვის თქმა აღარ აცადა გაღიზიანებულ კაცს რომელიც კახასკენ მიტრიალად არეული სახით
თუმცა იმის გამო რომ ნერვიულობისა და დაძაბულობისგან სათქმელ სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა ხმის ამოუღებლად გავიდა კაბინეტიდან.
.........
საშინლად დაიძაბა თათია როცა ბნელი ქუჩის მოსახვევთან, ნაცნობი სილუეტი შორიდანვე დალანდა.
-როგორ ხარ პატარა?-ცინიკური ტონით ჰკითხა ანდრიამ მიახლოებულ გოგონას და საფეთქელზე ნაზად აკოცა
-კარგად შენ?-უემოციო ტონით ჰკითხა თათიამ და ოდნავ უკან დაიხია რადგან საშინლად აფორიაქებდა მისი ზედმეტი სიახლოვე
-ანა როგორაა?
-ცდილობს კარგად იყოს
-თორნიკეს უნდა შენი ნახვა...გამომყვები?- ინტერესით ჰკითხა ანდრიამ დაბნეულ გოგონას და მანქანაზე მიანიშნა
-მისი ნახვა არ მინდა
-გთხოვ...სულ რამდენიმე წუთი... გპირდები როგორც კი მეტყვი მაშინვე სახლში წამოგიყვან
-უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, თავს რატომ არ გვანებებთ? რა გინდათ ჩვენგან?- დაღლილი ხმით ჰკითხა ანერვიულებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და უნებურად მზერა მის შუშის თვალებს მიაყინა
-წამოხვალ თუ არა?-მოიღუშა ანდრია
-თვითონ რატომ არ მოვიდა სალაპარაკოდ?
-იმიტომ რომ იცოდა არ დაელაპარაკებოდი
-თუ ფიქრობს რომ ანასთან შეხვედრაში დავეხმარები ძალიან ცდება!
-იცის რომ არ დაეხმარები...
-მაშინ რატომ უნდა ჩემი ნახვა?-დაიძაბა თათია
-ჩემი გეშინია?-მოულოდნელად ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა ანერვიულებულ გოგონას და სახე ზედმეტად მიუახლოვა
-არა!-დაუფიქრებლად უპასუხა თათიამ უნებურად ღრმად ჩაისუნთქა მისი ალკოჰოლის სიგარეტია და სუნამოს მძაფრი ნაზავი რომელმაც ცხვირი აიწვა
-მაშინ მანქანაში რატომ არ მინჯდები?-მოიღუშა ანდრია და იქვე ახლოს მდგომი შავი ლექსუსის ჯიპისკენ წავიდა
-ჯანდაბა-დაიჩურჩულა თათიამ და დაქოქილ მანქანში უკმაყოფილო სახით დაჯდა.
თორნიკე მომღიმარი სახით მიაჩერდა თათიას რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალი მოუშორებლად უყურებდა მას
-მადლობა რომ მოხვედი
-ბევრი დრო არ მაქვს მითხარი რაზე გინდოდა ჩამთან ლაპარაკი და წავალ
-ანაზე
-კონკრეტულად?
-მინდა რომ ჩემთან შეხვედრაზე დაითანხმო
-სერიოზულად?-გეცინა თათიას-აქ მართლა ამის სათქმელად მომიყვანე?
-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვუთხრა
-ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას
-თათია



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

მიასი მესმის მახსოვს რო მიატოვეს და განიცდის მაგრამ თათიასთან მართლა ცუდად იქცევა , თუ მართლა ვინმეს თანაგრძნობა სჭირდება თათია ყოველთვის ზრუნავს არარის მარტო ყავს ვიღაც ვისაც ადარდებს მარა ეტყობა მაინცდამაინც სხვას ეძებს თათიაც ცუდადა თუარგამომრჩა არდამინახავს მია ამშვიდებდეს კომენტარების წერა არმიყვარს რაღაცნაერად მაგრამ დიდი ხანია ველი მიამ დააფასოს თათია და ვეღარდადგა ეგ დღე ეს წინა თავზე უნდა დამეკომენტარებინა და ბარემ აქ დავწერ ,

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

მერე დავწერ მია ვისთან მინდა და ავხსნი რატომ.
და მანამდე შენ ახსენი ანდრიასთან რატომ ვერ წარმოგიდგენია და კიდევ ისიც, კახას რას უპირებ მიას კონტექსტში.

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენე

"შუახნის მამაკაცზე თავდავიწყებით შეყვარებულ გოგონაზე" ცალკე გავაკეთებ მოხსენებას :დ არ დამავიწყოთ. ახლა არ მცალია უბრალოდ. :((

 


№4  offline წევრი Soraya

მაღიზიანებს თორნიკე და ამ ანდრიას ვითომ თბილი გამოსვლები, რატომ არ გიჯდება მანქანაში? იმიტომ რომ არ უნდა ძალიან მარტივია, იმდენად მაღიზიანებენ ეს ორად ორი ჯუჯა რომ ნამდვილი ადამიანები რომ იყვნენ რამეს დავმართებდი:))
თათიას დარწმუნებული ვარ ინტერესმა ძლია მაგრამ უნდა მიხვდეს ხანდახან რომ არ უნდა ძლიოს.
რაც შეეხება მიას, გული მწყდება რომ ის ასე ცდილობს კახა კი ხედავ არ უყურებს, (არც შეხედავს დიდი ალბათობით.პირველი იმის გამო რომ დავითის შვილია, მეორე კი თამუნა უყვარს, ბოლოში თუ რამე არ შეიცვალა.
თამუნა ისევ ძალიან მოსაწყენია, მაინც ვერ ვხვდები რატომ მოსდის ცრემლები ხოლმე.
წარმატებები!

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

კი ნენე, კახაც ნერვებს მიშლის და კი, იმასაც ვაღიარებ, თუ ეგ ორი ერთად დარჩება, ამ ისტორიის წაკითხვის ყოველ წუთს ვინანებ. ზედმეტად გამაღიზიანებს ეგ ამბავი და იმიტომ.

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

სულ სხვა შემოიყვანოს, რომელსაც მართლა ეყვარება და არ იქნება მასთან მხოლოდ იმიტომ რომ იმ ვიღაცის ფორიაქის მიზეზია რაც დარწმუნებული ვარ, არეული ჰორმონების ბრალი უფროა, ვიდრე ე.წ. სიყვარულისგან დაბინდული გონების, თუ როგორც არის. ან კიდევ არ იქნება მასთან მხოლოდ სიბრალულის გამო. ამ გოგოს ჯერ კიდევ სჭირდება ადამიანი, გზა, მაგალითი, რომ გაიგოს და ალბათ ცხოვრებაში პირველად სიყვარულის მნიშვნელობა გაიგოს, რასაც დარწმუნებული ვარ აქედან ვერცერთი მისცემს. ამიტომ კი, თუ ამ ორიდან აქვს არჩევანი გასაკეთებელი, სჯობს არცერთთან დარჩეს და ვიმედოვნოთ და ვივარაუდოთ რომ თავის ისტორიაში ის ასეთ ვინმეს იპოვის, იმ ისტორიაში, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერ წავიკიხავთ, მაგრამ მაინც იქნება. სინამდვილეში, ხომ ყველა ნაწარმოები იმით მთავრდება, რომ არაფერიც არ მთავრდება და აქვს გაგრძელება, რასაც ვერ ვკითხულობთ. მე მირჩევნია ეს ვიფიქრო და აღარ წავიკითხო მიასთან ერთად ამ ისტორიაში მყოფ რომელიმე ,,კაცზე"

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

თორნიკეზე საერთოდ არც მიფიქრია. მე მაგათ შორის ვერც ვნებას ვხედავ, ვერც გადარევას, ვერც სიყვარულს. თან მეგონა ანის და თორნიკეს გულშემატკივრობდით.

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

ანის და თორნიკეს ერთად ყოფნა ჩემთვის სულერთია. იყვნენ ერთად, თუ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები.
მაგრამ მიას კარგად ყოფნა და რადგან სასიყვარულო საიტი აწერია 4love-ს, ვინმესთან დაწყვილება პრინციპულად სასურველია.
ახალი პერსონაჟის შემოყავნის მომხრე მე პირადად არ ვარ. "აირევა მონასტერი" და მერე კიდე, შეჩვეული ვარ იმ ხალხს, რომლებიც აქ არიან და ვიღაც ახალთან მიჩვევა საერთოდ აღარ მინდა. სულ სამი არჩევანია, კახა, ანდრია და თორნიკე.
მე ავირჩიე უკვე, უბრალოდ ახსნა და თავის მართლება მეზარება იმ ადამინის გამო. ზუსტად ვიცი არავინ გულშემატკივრობს და მტკიცება, რატომ იქნება კარგი მისი მიასთან ყოფნა, მართლა არ შემიძლია.

 


№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თაკო
მიასი მესმის მახსოვს რო მიატოვეს და განიცდის მაგრამ თათიასთან მართლა ცუდად იქცევა , თუ მართლა ვინმეს თანაგრძნობა სჭირდება თათია ყოველთვის ზრუნავს არარის მარტო ყავს ვიღაც ვისაც ადარდებს მარა ეტყობა მაინცდამაინც სხვას ეძებს თათიაც ცუდადა თუარგამომრჩა არდამინახავს მია ამშვიდებდეს კომენტარების წერა არმიყვარს რაღაცნაერად მაგრამ დიდი ხანია ველი მიამ დააფასოს თათია და ვეღარდადგა ეგ დღე ეს წინა თავზე უნდა დამეკომენტარებინა და ბარემ აქ დავწერ ,

ამდლობა კოდევ ერთხელ რომ შენი აზრი გამიზიარე ❤ მია ნამდვილად უსამართლოდ ექცევა თათიას ,თუმცა საამისო მიზეზი აქვს და ეს მიზეზი სამწუხაროდ მამამისია. მია სრულიას დ გაუაზრებლად თათიას, მამამისის არასწორი საქციელისთვის სჯის,, რაც არასწორია რა თქმა უნდა, თუმცა ვნახოთ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს მომავალში...

 


№10 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო
სტუმარი თაკო
მიასი მესმის მახსოვს რო მიატოვეს და განიცდის მაგრამ თათიასთან მართლა ცუდად იქცევა , თუ მართლა ვინმეს თანაგრძნობა სჭირდება თათია ყოველთვის ზრუნავს არარის მარტო ყავს ვიღაც ვისაც ადარდებს მარა ეტყობა მაინცდამაინც სხვას ეძებს თათიაც ცუდადა თუარგამომრჩა არდამინახავს მია ამშვიდებდეს კომენტარების წერა არმიყვარს რაღაცნაერად მაგრამ დიდი ხანია ველი მიამ დააფასოს თათია და ვეღარდადგა ეგ დღე ეს წინა თავზე უნდა დამეკომენტარებინა და ბარემ აქ დავწერ ,

ამდლობა კოდევ ერთხელ რომ შენი აზრი გამიზიარე ❤ მია ნამდვილად უსამართლოდ ექცევა თათიას ,თუმცა საამისო მიზეზი აქვს და ეს მიზეზი სამწუხაროდ მამამისია. მია სრულიას დ გაუაზრებლად თათიას, მამამისის არასწორი საქციელისთვის სჯის,, რაც არასწორია რა თქმა უნდა, თუმცა ვნახოთ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს მომავალში...

რომელიღაცას უპასუხე, "თათიას ინტერესი ანდრიასთან ყოფნის სურვილი უფროაო", ხოდა თუ ეს ასეა, მაშინ არასწორი კი არა, ძალიანაც სამართლაინი ყოფილა, რომ თათიასაც ერჩის ისევე როგორც მამამისს. ამ თათიას ეტყობა იდიოტი დათოს გენები გამოყვა, რომლის წყალობითაც ღალატის სიმძიმის შეგრძნება დაქვეითებული აქვთ ორივე მამა-შვილს.

 


№11 სტუმარი სტუმარი ელენე

ფუფ, აი იშვიათად ასეთი ზიზღი ვიგრძნო რომელიმე პერსონაჟის მიმართ, როგორსაც ახლა ვგრძნობ. გულწრფელად ვამბობ, ირაკლიც კი, რომელზეც ამდენს ვღადაობდი და რა აღარ მაქვს დაძახებული, არ მეზიზღებოდა. შეიძლება არ მიყვარდა და არ მომწონდა, მაგრამ ზიზღი როგორც ასეთი, არ მქონია. აი ეს დათო მთელი გულით მძულს და თათია კიდე გამოჩენის წამიდან მაღიზიანებს. აუტანლობა მაქვს მაგ გოგოსი და უბრალოდ, იმიტომ ვერ მივედი ზიზღის კონდიციამდე, რომ შენ ვერ ჩამოყალიბდი, ბოლო-ბოლო რა ხილია ეგ ადამიანი, ან რას გრძნობს ანდრიას მიმართ. თუ გავიგე, რომ თუნდაც ფარული გრძნობები აქვს ანდრიასთან, გეფიცები დავითზე მეტად შემძულდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent