შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო (თავი მეორე)


21-12-2022, 01:41
ავტორი Lizard84
ნანახია 9 394

თქვენი აზრით როგორ ვიქნებოდი? ის დღე როგორღაც გადავლახე, თუმცა მეორე დღე ტანჯვად მექცა, უხერხული იყო თათას სახლში და ჩემთან წავედით. მთელი დღეები ვტიროდი თათა გადაყოლილი იყო ჩემზე...დათა მირეკავდა ყოველ დღე, მაგრამ არც ერთხელ ამიღია. ბოლოს თათამ უპასუხა, აზრზე არ ვარ რა უთხრა, მაგრამ მაგის შემდეგ არ დაურეკავს.
მაკო და ბარბარე ხვალ ჩამოდიოდნენ,მაკომ იმდენი ლანძღა, უკვე აღარ იყო დამატება საჭირო. მეორე დღესვე ბარგი შემაკვრევინა და ოთხივე წავედით ზღვაზე, ბარბარეს მანქანით. მთელი გზა მეძინა, თათასთან სახლში მისვლისას უკვე სიცხე მქონდა და ეს დღეები არც დამიწია, იქნებ ჰაერის შეცვლამ გიშველოსო და წუწუნი არც დამიწყია... დათას ბოლო ზარი გუშინ საღამოსკენ იყო, ახლა კი მეორე დღეა და უკვე საღამოა. რა მაქვს დასამალი მაინც მწყდება გული, ვითომ მართლა არ იყო მისთვის ეს ორი წელი არაფერი? სულელიც კი შენიშნავდა როგორ მიყვარდა, მამაჩემი გიჟს გავდა, ეჭვიანობდა ვიღაც გიყვარს, ერთადერთი ხარ და ვერ ვეგუები ვიღაც რომ გიყვარს და მე წესიერად არაფერი ვიციო. კიდევ კარგი არც იცოდა დაწვრილებით არაფერი, დაე ეგონოს პლატონური სიყვარული მაკავშირებდეს იმ ადამიანთან, იმის მაგივრად, რომ სახე გაუგლიჯოს ჩემი ცრემლებისთვის, რომლის გამოც მამას შეიძლება ვიღაც შემოაკვდეს.
თითქოს დათასთან ურთიერთობით ვერც გავიზარდე და ისევ 18 წლის მგონია ჩემი თავი. აშკარად იმ ვარდისფერ სამყაროში დავრჩი, სადაც ყველაფერი იდეალურადაა, არადა არც იყო. თუ მინდა გადავრჩე და ჩემ საყვარელ ადამიანებს გული არ ვატკინო, ჭკუას უნდა მოვუხმო და ცხოვრების გაგრძელება უნდა ვისწავლო. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ალბათ უნდა გამომეცადა ეს ტკივილი და მესწავლა ეს გაკვეთილი, რომელიც ზუსტად ვიცი არასდროს დამავიწყდება.
მაკოს ბიძის სახლში მივედით ბათუმში, სახლში მისვლისთანავე შევწექი და დილის 6მდე გათიშულს მეძინა, ვერ მოვისვენე ავდექი და მოვემზადე, ახლა ისე მჭირდებოდა ტალღებზე წოლა, როგორც არასდროს,სხვადასხვა ზედა და ქვედა ჩავიცვი, საერთოდ არ მაინტერესებდა როგორ გამოვიყურებოდი,, შორტი ამოვიცვი და ქუჩას დავუყევი, რომლის ბოლოსაც ზღვა მელოდა.
ზღვაში ყოფნა ჩემთვის მედიტაციასავით იყო, თითქოს მხოლოდ აქ შემეძლო პრობლემების გადაჭრის გზები მეძებნა, ვიცი რომ ურთიერთობაში პრობლემები მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალი არ არის, ვცდილობდი ჩემი დაშვებული შცდომები მეპოვა ამ ურთიერთობაში, თუმცა მიხვდი რომ ამ ურთიერთობის არც ერთ წამს შეცდომა არ დამიშვია, ჩემი "შეცდომა" მხოლოდ ის იყო, რომ მასთან არ დავწექი და ამის გამო ნამდვილად არ ვაპირებდი გლოვაში გამეტარებინა დღეები, თითქოს თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩამერთო, მიხვდი რომ ამდენი ნერვიულობით მხოლოდ ჯანმრთელობას დავიზიანებდი და ეს იყო ის რისი გაკეთებაც არასდროს მინდოდა, რადგან როცა მშობლებს ერთადერთი შვილი ჰყავხარ, იმის შეგნება უნდა გქონდეს, რომ სიცოცხლეს მოუფრთხილდე და შენი საყვარელი ადამიანები არ ანერვიულო. თითქოს სილა გამწნეს და მომაბრუნეს აწმყოში, ზედმეტად შორს წავსულვარ, მაგრამ არაუშავს, მთავარია მიშველა აქ ყოფნამ და ჩემი თავი ვიპოვე. პლაჟზე დატოვებული ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლისკენ გავუყევი გზას, თუმცა ერთი განსხვავებით, როდესაც დილით მოვდიოდი სახე ჩამომტიროდა ახლა კი ღიმილი მაქვს აკრული და ეს ღიმილი, რაც მთავარია ყალბი არ არის.
-კარგი იყო ზღვა? (შემომციცინეს გოგოებმა)
-ყველაზე კარგი
-მაშ ამოგვასუნთქე ხო? თუ გვიღიმი, ესეიგი აღარ დაგვხოცავ ხო შენზე ნერვიულობით (ბარბარე)
-აწი აღარ და მორჩა, აღარ მინდა ამაზე საუბარი
-ძალიან ძლიერი ხარ ხომ იცი არა? ვიცი ურთულესი ეტაპი იყო შენთვის და კარგა ხანი გჭირდება, რომ გადახარშო ყველაფერი, თუმცა ახლა რასაც ვხედავ, შენ ვერც კი წარმოიდგენ ჩვენთვის რას ნიშნავს, როგორ მეამაყები არ იცი (თათა)
-თქვენ კი მეამაყებით ასეთები რომ მყავხართ და ყოველთვის გვერდში მიდგახართ, კარგი მოვრჩეთ, რას აპირებთ, რა აღარ გინდა დაიხრუკოთ?
-მერე როდის იყო დილის 8ზე გავდიოდით? (მაკო)
-თქვენი არ ვიცი მაგრამ მე უეჭველი უნდა გავიდე, დედაჩემს პირობა მივეცი რომ მხოლოდ 10მდე ვიქნებოდი ზღვაზე და დამცავსაც წავისმევდი (ბარბარე)
-მოიცა შარშანდელი შენი დამწვრობის ცენტრში წაყვანა ვერ გადახარშა? (თათა)
-არა და არც გადახარშავს, ისეთი შიში მაჭამე არასდროს დამავიწყდებაო და შემპირდა 11 ის ნახევარზე დაგირეკავ მესენჯერით და სახლში უნდა იყოო.(ბარბარე)
-შენ თუ რუჯისგან მამაზეციერის გარდა ვინმე გამოგგლიჯავდა როგორ მეგონა (მაკო)
-თქვენ არ იცით, რა ვიდეოები მაყურებინა ძალით, თუ რას იწვევს მზეზე დიდხანს ყოფნა, 2 კვირა კოშმარები მტანჯავდა, მერე ჩუმად ვინც კი ცნობილი დერმატოლოგი იყო თბილისში მივედი და ხალებს და კანს ვასინჯინებდი,"დამშვიდდი გოგონა, ჯერ-ჯერობით არაფერი მაგრამ ასე თუ გააგრძელებ კარგი ამბები არ გელოდებაო". ისე შემაშინა, ამის გამო ხომ ვლანძღავდი გულში, მაგრამ ვიცი მართლას ამბობდა, ახლა კი მთელი ცხოვრება რომ ვჯიუტობდი მაგისთვის ვისჯები.(ბარბარე)
-ძალიანაც კარგი, რა ჯობია ზომიერ რუჯს და ჯანმრთელ კანს
-მოიცა გოგოებო, ამდენი ხანი რუჯზე ვლაპარაკობთ? ხომ ხართ კარგად...ისეთი საცურაო კოსტიუმები წამოვიღე მე თვითონ ჩამომივარდება ყბა ჩემ თავზე, დახუჭეთ თვალები ორ წუთში გამოვალ, იცოდეთ ერთი გადაბრუნებული სიტყვა და დობა და ძმობა არ ვიცი, საერთოდ ხმას არ გაგცემთ (მაკო)
-ღმერთო ახლა გადამარჩინე, თუ ისინი იყიდა რაც მე მგონია, ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და მასთან ერთად სანაპიროზე რომ მომკლა არ გავალ (თათა)
-ასეთი რაა, ნუ დაგვზაფრე (ბარბარე)
-მოვდივარრრ დახუჭეთ თვალები (მაკო)
-ერთი, ორი, სამი გაახილეთ (მაკო)
-ასეთ ვიცოდი, ვინმემ წყალი მომეცით, ნია იმედია კორსიზი ვალიდოლი წამოაყოლე ხელს, თორემ შენც მიგაყოლებ (თათა)
-ახლავე ოღონდ მაცოცხლე
-შენ საერთოდ ჭკუა გაქვს შვილო? თბილისში შეყვარებულს ტოვებ და ბათუმში ხროვამ გინდა დაგგლიჯოს? (თათა)
-ნუ აჭარბებ რა, ყველას ასე აცვია, თან ხომ იცი, მოგერიებაში ბადალი არ მყავს (მაკო)
-ვინმე ნაცნობმა რომ გნახოს, მერე ნახე საბას 2 საათში აქ ყოფნა და დამერწმუნე მართალი იქნება, ის კი არა მეც შევაგულიანებ (თათა)
-რანაირი დაქალი ხარ, კარგი რა, დაე დაეთხაროთ თვალები შურიანებს (მაკო)
_შურიანებს კი არა პლაჟზე კაცს, ქალს, ბიჭს, გოგოს და ბავშვს არ დატოვებ თვალებ დათხრის გარეშე და ეგ გინდა? კარგი ჯერ ხო ბრდღვიალებს ბებიაჩემის დენიკინის დროინდელი ჭაღივით, რომელსაც მთელი 20 წელია ვუყურებ და მეშინია თავზე არ დამეცეს, ჯანდაბას მაგას გაპატიებ, მაგრამ თითქმის ყველაფერი გიჩანს, მოკლედ არ მაინტერესებს, ან იცმევ წესიერად ან საბასთან ვრეკავ და რაღაც მიზეზით აქ ჩამოვიყვან, აი მერე რას ჩაიცმევ ძალიან მაინტერესებს. (თათა)
-მართალია თათა, ეგეთები იბიცაზე ჩაიცვი თუ გინდა, როცა საბა წაგიყვანს
-თქვენც დაქალები გქვიათ რა, პირიქით უნდა მაგულიანებდეთ (მაკო)
-რაში?! ახლა არ მათქმევინო გეხვეწები...(თათა)
-კარგით რა გეყოთ, როდემდე უნდა იკამათოდ?! გახდა 9 და 10მდე უნდა მოვასწრო ხომ იცით არა, დაგნებდა მაკო, ხომ ხედავ თათუ, გაიმარჯვე. ახლა მორჩით, უცებ აკრიბეთ ნივთები და წამოდით (ბარბარე)
მე დარჩენა გადავწყვიტე,დილით რაც ვიცურავე მეყო,დედას დავურეკე, 5 დღეში მთლიანად მოვაწყობთ და ჩამოდით გონიოში, ხომ იცით აქეთ როგორი სუფთა ზღვააო. მეც დავეთანხმე,მეც დამჭირდებოდა, ამ დღეების შემდეგ რაც აქ გავერთობოდით, მშვიდად დასრულება არდადეგების. მამიკოსაც ველაპარაკე, მგონი ჩემი ტყუპისცალია, რაღაც არ მომწონხარო, ვინმემ ხომ არ გაწყენინაო. არ ვიცი ასეთი მიჯაჭვულობა რატომ გვაქვს მე და ზაზას, ვგიჟდები მასზე, არამგონია მისნაირი მამაკაცი შემხვდეს მომავალში და საერთოდაც უკვე აღარც მინდა არანაირ მამრობით არსებაზე ფიქრი, მამის გარდა რომელსაც მე და დედა დავფოფინებთ, ცოტა პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან, რომელსაც მე და დედა ვაკონტროლებთ, არ გვინდა რამე გამოგვეპაროს. მათთან საუბრის შემდეგ, ფილმი ჩავრთე, თუმცა ჩამძინებია, ზარმა გამაღვიძა რომელიც არც ვიცი აღებამდე ვის ეკუთნოდა, თვალებდახუჭულმა ავიღე და მოგუდული ხმით ვუპასუხე
-გისმენთ
-ნია მე ვარ (დათა)
-აჰ, ხო დათა გინდოდა რამე?
-ასე წყნარად რატომ? (დათა)
-რა არ მოგეწონა? წყნარად რომ გპასუხობ?
-ხო აი ეგ, თუ უბრალოდ ძალით ცდილობ მშვიდად იყო, მე რომ გამაღიზიანო?
-იცი რა?! საერთოდ არ ვაპირებ შენს გაღიზიანებას და თუ შენ ჩემი მშვიდად ყოფნა გაღიზიანებს, როგორი ეგოისტი ცხოველი ყოფილხარ დღემდე ვერ მიმხვდარვარ
-უნდა ვილაპარაკოთ (დათა)
-რა იყო არ ვსაუბრობთ?
-არა პირისპირ მინდა საუბარი (დათა)
-იცი რა? შენთან შეხვედრას არ ვაპირებ არასდროს,თუ შემთხვევით გადაგეყრები მაგ დროს სრულიად უცნობად ჩაგთვლი და არ გაიკვირვო რა? ყველაფერი გავარკვიეთ იმ დილას და რა ვერ შეიგნე ვერ ვხვდები.
-სახლში მოვალ (დათა)
-ჯერ ერთი, თბილისში არ ვარ და მეორეც,არ გაბედო და ფეხი არ მოადგა მანდ არასდროს, სიტყვის ამოღებაც არ მჭირდება, ერთი შეწუხებბული სახეც რომ ნახოს მამაჩემმა მისთვის საკმარისია გესმის? არ დაგინდობს
-შენც იცი არ მეშინია არავის, ისეთი სირები მომიშორებია შენთვის, არც იცი რომ არსებობდნენ, ნუ გგონია არ ვიცოდი შენს გარშემო რა ხდებოდა, პირველი კოცნის თანავე გახდი ჩემი და მანდ დასრულდა საუბარი გესმის? არავის ჰქონდა უფლება მოგკარებოდა (დათა)
-და შენს იმ დილის დროინდელ ტურფას ჰქონდა უფლება ჩემს საყვარელ ადამიანს შეხებოდა? რაა იცი? მესმის კაცი ხარ და გაქვს შენი მოთხოვნილებებბი, თუმცა ეგ ისე შეიძლება დაიკმაყოფილი ერთჯერადებთან ვერც ვერასდროს გავიგო რომ შენს ცხოვრებაში არსებობდნენ, მაგრამ როდესაც შენს სახლში მოგყავს ვიღაც, როცა მანდ მპატიჟებდი და მანახებდი ამ ოთახში უნდა ვიცხოვროთ და მე გაწითლებულს მტოვებდი, აი მხოლოდ მაგ სიტყვების გამო არ გაპატიებ არასდროს, თუ სასტუმროს ფული არ გქონდა ან გენანებოდა გეთქვა და მოგცემდი, დარწმუნებული ვარ ტყულები არ გამოგელეოდა რაში გჭირდებოდა, ხო იცი ფეხებზე ფული და ყველანაირი მატერიალური, ამიტომ მაგაზეც არ მოგიწევდა დარდი, არც არასდროს მოგთხოვდი, თუმცა ალბათ კარგად ვერ გამიცანი, შენ ჩემთვის იმ დილით დამთავრდი გესმის? დედაშენის ხალათი რომ ასესხე ვარდისფერ პომადიანს.
-ჩვენ არაფერი დაგვიმთავრებია, ვიცი არასწორი ნაბიჯი იყო, თვითონ მოვიდა უბრალოდ ცოტა დავლიეთ და თავის გაკონტროლება ვერ შევძელი (დათა)
-არ მაინტერესებს გესმის? იგივენაირად რომ ვერ გამეკონტროლებინა ნასვამს თავი ხომ მეც დავსრულდებოდი შენთვის? ხოდა რა პრობლემა გაქვს? სრულიად სამართლიანად ვამთავრებ ყველაფერს
-ვერ დაგთმობ გესმის? არ დავუშვებ რომ დაგკარგო (დათა)
-მანამდე რატომ არ იყავი ასეთი მებრძოლი? რატომ? რადგან იცი რომ ჩემნაირ შტერს ვერ გამოიჭერ და ჩემნაირად ვერავინ შეგიყვარებს? იმედები უნდა გაგიცრუო უკვე აღარ მიყვარხარ და საერთოდ არაფერს აქვს აზრი გასაგებია?!
-არ მჯერა რომ არ გიყვარვარ, ამის დედაც გესმის? (დათა)
-შენი ყვირილის თავი არ მაქვს, არ გამედო და არ შემაწუხო დამთავრდი გასაგებია?!
-არ გაბედო და არ დაკიდო (დათა)
-
მის ყვირილს ვეღარ ვიტანდი გავთიშე და დავბლოკე ნომერი, რადგან უკვე მასთან ყველაფერი გავარკვიე და დავასრულე ამ ფურცელსაც დავხურავ, ხვალ საერთოდ ნომერს შევცვლი.
ბარბარე თურმე სახლში იყო და ესმოდა ყველაფერი,იცოდა, რომ ყველაფერი მე უნდა დამესრულება და არ შემაწუხა, მხოლოდ საუბრის დასასრულს შემოვიდა, ძლიერად ჩამეხუტა და შემპირდა რომ ამიერიდან კოალიციას შევქმნით და ყველაფერს გამოვიძიებთ იმ ადამიანზე რომელიც შენს გევრდით ყოლას დააპირებსო, შეყვარებულობის დროსაც ვუთვალთვალებთ და თუ რამე გაბედა ისეთს ვუზამთ, ტრავმატოლოგიურის კედლებს არ მოვანატრებთო...
ვგიჟდები ჩემ გოგოებზე, ისე მამხიარულებენ ვერც მოიწყენ მათთან, დაპირებებს კი ვიცი ვერ შეასრულებენ, თუმცა ისეთ მალამოდ მედება თავს ვუქნებ და ვპირდები შევეცდები არ დაგჭირდეთ მსგავსი რამის გაკეთება, თუმცა თუ რამე მე წარბსაც არ შევხრითთო...ორივეს გაგვეცინა. ჩაი მოგვინდა და სამზარეულოში გავედით.
პირველი იყო მაკო და თათა რომ მოვიდნენ, შეზლონგზე ჩასძინებიათ, მაკოს ძილის დროს სათვალე ეკეთა და ახლა მხოლოდ თვალების ადგილი აქვს თეთრი, თათას შეზლონგის ქვეშ ჩაეძინა და გადარჩა, ახლა სამივე მაკოზე ვიცინით, ბათუმის დაპყრობას გვპირდებოდა და ახლა ცხარე ცრემლებით ტირის, ასეთი თვალებით სად წავიდეო. მოკლედ, შუადღე ძალიან ხალისიანად გავატარეთ მაკოს შევპირდით ისეთ ნიღაბს გამოვჭრით მხოლოდ თვალების არეში მიიღებ რუჯსთქო, მთელ სახლში მოგვსდევდა რომ ვეცემეთ, თუმცა ჭკუაში დაუჯდა, თავს არწმუნებდა, შეყვარებული უკვე გყავს, არავის ყურადღება არ გჭირდებაო და რაც უნდა ის თქვანო... ისეთი საყვარელი იყო ოთხივე ავხარხარდით...
საღამოსკენ ჩავედით ზღვაზე, ნიღაბი ვერ, თუმცა პირსახოცები დავუფინეთ შუბლზე და ცხვირ-პირის მიდამოში, თვალის არე დავუტოვეთ და ახლა მხოლოდ მანდ იღებდა რუჯს...


იმედია მოგეწონათ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent