სისხლიანი ძალაუფლება(7)
თავი 7 კეტრინმა რიტუალი დაასრულა სიბილს დროებით დაემშვიდობა და მისი გონება კვლავ ჯადოქრის სახლში დაბრუნდა -როგორ ჩაიარა პატარა ჩიტო დაარწმუნე ისინი? -ყველაფერი კარგადაა, რიტუალი წარმატებული იყო, ახლა დანარჩენზე უნდა ვიზრუნო -შენი აზრით ვამპირს გამოუვა ყველას დარწმუნება? -უნდა გამოუვიდეს, ახლა ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. კეტრინმა ნოას დაურეკა რათა სიახლეები შეეტყობინებინა და მისგან კარგი ამბის მოსმენასაც იმედოვნებდა -ნოა როგორ მიდის საქმეები? -კეტ ეგ შენ მითხარი რიტუალმა როგორ ჩაიარა? -ყველაფერი გამოვიდა, კრებაზე რა ხდება? -ხვალ საღამოს რვა საათზე ყველა შენს სახლში იქნება -მიხარია რომ შეძელი -მხოლოდ მე არა ბებიაშენი დამეხმარა -რა ელისონი და შენ შეთანხმდით -ნუ გაოცდები ის ყველაფერზეა წამსვლელი შენს დასაცავად -კარგი ნოა ხვალ შევხდებით -ხვალამდე ვერ მოვითმენ მინდა ახლავე გნახო, უნდა დავრწმუნდე რომ კარგად ხარ -არა აჯობებს ხვალ კრებაზე გნახო, შენი ხალხის გვერდით უნდა იყო, მათ უნდა იგრძნონ რომ შენ მათი ინტერესების დამცველი ხარ -კარგი ხვალ შევხდებით კეტრინი ძალიან ნერვიულობდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, ხალხი ვის წინაშეც უნდა წარმდგარიყო მას როგორც უცხოს როგორც სტუმარს ისე უყურებდა. როგორ უნდა დაერწმუნებინა ისინი რომ მას გაჰყოლოდნენ, ეს ხალხი ხომ ყველგან მტერს ხედავს. მათი ისტორია გამუდმებული ძალადობით, სისხლითა და სიკვდილით არის სავსე, რატომ უნდა ენდონ პატარა გოგოს რომელსაც რამდენიმე თვის წინ ისინი მხოლოდ ზღაპრის ნაწილი ეგონა. კეტრინს წინ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი და სანამ ომის მოგებას დააპირებდა, ჯერ პატარა ბრძოლებში უნდა გაემარჯვა, რათა იმათი მხარდაჭერა და ერთგულება მოეპოვებინა ვის გადარჩენასაც ასე ცდილობდა. საღამოს რვა საათიც მოვიდა, ბლეიქების სახლი უკვე ახმაურდა, გარშემო საშინლად დაძაბული ატმოსფერო იყო, იქ შეეკრებილი ხალხი წამზომიან ბომბს ჰგავდა რომელიც არავინ იცოდა როდის აფეთქდებოდა. -აქ რატომ შეგვკრიბე ელისონ, ამ საშინელ არსებებთან ერთად ყოფნა დამამცირებელია ისეთი დონის ჯადოქრისთვის როგორიც მე ვარ -მოდით სიმშვიდე შევინარჩუნოთ აქ ჩემი შვილიშვილის თხოვნით მოგიყვანეთ და მე როგორც ერთ-ერთი ამ ქალაქის დამფუძნებელი გთხოვთ რომ უბრალოდ მოუსმინოთ მას -და სად არის პატარა ლაწირაკი, როგორ ბედავს რომ გვალოდინებს -აქ ვარ-კეტრინის შემოსვლამ მათ ყურადღება გადაატანინა, თუმცა მათ გაოცებას გოგონას თანხმლები უფრო იწვევდა, ქალი რომელსაც უკვე დიდი ხანია ტყე არ დაუტოვებია-ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ვიცი რომ თქვენთვის ადვილი არ არის ერთ მაგიდასთან ჯდომა მაგრამ შექმნილმა გარემოებმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. თვრამეტი წლის წინ ჩემს დაბადებამდე ჩემმა თანხმლება ჯადოქარმა იწინასწარმეტყველა რომ მე ვიქნებოდი სალეის დამფუძნებლის მემკვიდრე, ვიცი ეს უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერ მაგრამ ეს სიმართლე. მე შევხვდი მას ვესაუბრე და მან მოსალოდნელ საფრთხეზე გამაფრთხილა -ჩვენ რატომ უნდა გენდოთ, შენ პირველ რიგში უცხო ხარ მერე რიგში კი ჯადოქარი-სანდრას მოთმინება ამოეწურა -ეს ქალაქი ჯადოქარმა დაარსა ჩვენი კეთილდღეობისთვის და ის ამ ჯადოქრის პირდაპირი შთამომავალია-მოხუცმა თავი ვერ შეიკავა სანდრას უხეშობაზე-ეკატერინა ბლეიქი არის ის კუდიანი რომელსაც სიბილი საუკუნეები ელოდა, თქვენ მას შანსი უნდა მისცეთ რომ სიმართლე დაგანახოთ -თუ მართლაც სიბილის შთამომავალია ეს უნდა დაამტკიცოს -დავამტკიცებ კიდეც, ძალა რომლისთვისაც სალემის არაერთი ჯადოქარი მოკვდა, ძალა რომელმაც ეს ქალაქი დაარსა ახლა მე მეკუთვნის, მე არ ვაპირებ ჩემი სიტყვების დაჯერება მოგთხოვოთ, მინდა მას მოუსმინოთ ვინც სახლი შექმნა ურჩხულებისთვის, ვინც თავშესაფარი მისცა ყველას ვისაც სამყარო სდევნიდა-კეტრინმა ერთი ხელის მოსმით გამორთო სინათლე, შემდეგ შელოცვა წარმოთქვა და სიბილი მოიხმო ცოცხალთა სამყაროში. იქ შეკრებილნი თვალებს ვერ უჯერებდნენ რომ საუკუნეების შემდეგ ქალაქის ნამდვილი დამფუძნებელი მათ წინაშე იყო და ის ზუსტად ახლაგაზრდა ბლეიქივით გაოიყურებოდა -ვხვდები აქ რატომაც მომიხმო ეკატერინამ, თქვენ მე არ მიცნობთ. თქვენ იმ ხალხის შთამომავლები და კლანის წევრები ხართ ვინც ჩემთან ერთად ჩაუყარა საძირკველი ამ ქალაქს. ახლა კი მინდა გაჩვენოთ თუ რა მოხდება მომავალში-სიბილმა იგივე აჩვენა კრებას რაც კეტრინმა ნახა მასთან პირველი შეხვედრისას უდიდესი ბოროტება რომლის მთავარი იარაღიც შიშია, მათ დაანახა წარსული როელიც განმეორებას ლამობს.-ეს ერთხელ უკვე მოხდა და კიდევ მოხდება თუ არ გაერთიანდებით. -სიბილი მრთალია ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთთან ბროძალა და საერთო მტრის წინააღმდე გავერთიანდეთ. თუ არა და ნანახი ჩვენი მომავალი იქნება. კარგად მომისმინეთ ხალხო მე არ მინდა რომ შიშის ტყვეობაში ვიყო, არ მინდა სიკვდილმა გაქცეულს მომისწროს, მინდა ამ ქალაქს სიმშვიდე მოვუტანო და თქვენთან ერთად შევძლო აქ თანაცხოვრება. -რაღაც ხილვის გამო რატომ უნდა დავაყენოთ ჩვენი მთელი მოდგმა საფრთხის წინაშე-სანდრა კვლავ სკეპტიკურად იყო განწყობილი -არც ერთი მოდგმა, არც ერთი ჩრდილის სამყაროს წარმომადგენელი არ იქნება უსაფრთხოთ თუ ჩვენ არ დავუპირისპირდებით მაიკლ ანდერსონს და მის ოჯახს. მისმა წინაპარმა ერთხელ უკვე იცეკვა ჩვენნაირების სისხლით მოსვრილ სალემის ქუჩებში, ახლა რატომ არ იზამს იგივეს -ანდერსონს რომ იარაღი ქონდეს აქამდეც გამოიყენებდა მას -სანდრა მართლია იარაღთან დაკავშირებით ბევრი დეტალი არ ვიცით თუმცა უმოქმედოდ ვერ დაველოდებით როდის მოიყვანს ანდერსონები მას მოქმედებაში- კრება დიდხანს გაგრძელდა ბევრი იმსჯელეს მოსალოდნელ საფრთხეზე, თუმცა იქ მყოფთ არ ქონდათ უფლება ზურგი ექციათ დამფუძნებლის მემკვირეობისთვის. ბევრი გესლიანი სიტყვისა და მუქარის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი კეტრინს გაყვებოდნენ თუმცა ყოყმანი მაინც ეტყობოდა ყველას. კრების დაშლის შემდეგ მისაღებ ოთახში მდუმარედ ისხდნენ ბლეიქები და ნოა ჰარისი, ყველას ეშინოდა სიჩუმის დარღვევის რადგან ხვდებოდნენ რომ საუბრის ბოლოოს კეტრინის რაღაც გიჟურ გეგმას მოისმენდნენ. -დროა ანდერსონების წინააღმდეგ წავიდე-სიჩუმ კეტრინმა დაარღვია -რა გეგმა გაქ შვილო?-ამელია ბლეიქის სახეზე საზარელი შიში იკითხებოდა -მაიკლს უნდა შევხვდე ნეიტრალურ ტერიტორიაზე და უნდა ვცადო სისხლის ღვრა თავიდან ავირიდო -რატომ გგონია რომ ის მოვა? -დარწმუნებული ვარ რომ მოვა ნოა, ის ღირსების კოდექსით ცხოვრობს თუ არ შემხვდება რეპუტაციას დაკარგავს -კარგი კეტ და თუ არ დაგთანხმდება მშვიდობიან ზავზე მაშინ -მე მასთან შესახვედრად მარტო არ წავალ, შენ და მაქციების ალფაც ჩემს გვერდით იქნებით, თუმცა პარალელურად მინდა ვამპირებმა მთელი ქალაქი გაჩხრიკონ და ის წყეული იარაღი იპოვნონ. ზავი რომც დავდო მომაკვდინებელ იარაღს მტრის ხელში ვერ დავტოვებ. გეგმა შედგენილი იყო ახლა მხოლოდ ანდერსონის თანხმობას ელოდნენ, კეტრინმა ძველებური მეთოდი აირჩია ანდერსონს წერილი მისწერა რომელიც ვამპირმა გადასცა -აქ მოსვლას როგორ ბედავ სისხლის მსმელო-ვამპირის საკუთარ ტერიტორიაზე ხილვამ ანდერსონს წონასწორობა დააკარგვინა -ქალბატონი ბლეიქის წერილი მოგიტანეთ -როდის მერე ემსახურები კუდიანებს მონსტრო -პატივისემა გამოჩინე ნაგავო შენ ახლა ჩრდილის სამყაროს ლიდერზე საუბრობ -რა დაუძახე?-ანდერსონმა გაოცება ვერ დამალა -მან სალემის ყველა კლანი გააერთიანა ახლა ის ჩრრდილის სამყაროს ლიდერია და ჩვენი სახელით საუბრობს -ეს იგი ის მართლაც დამფუძნებლის მემკვიდრეა. კარგი მომეცი ეგ დაწყევლილი წერილი-მაიკლმა წერილი გამოგლიჯა ხელიდან და კითხვა დაიწყო "შენ დასაწყისშივე იცოდი ვინ ვიყავი ახლა კი მოდი და ნახე რა შემიძლია. მე ჩრდილის სამყაროს ლიდერი შეხვედრას მოვითხოვ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ისე როგორც კოდექსშია ნათქვმი. მოდი და პირისპირ შემხვდი, თვალებში ჩახედე მტერს რომელის მსგავსიც აქამდე არასდროს გყოლია, ან დარჩი სასახლეში უსაფრთხოდ და დაკარგე ყველაფერი რაც მამისგან გერგო მემკვიდრეობით. პატივისცემით ეკატერინა ბლეიქი." ანდერსონი ადგილს ვერ პოულობდა სიბრაზისგან ყველაფესრ ანგრევდა გარშემო, უნდოდა კეტრინი ძილში მოეკლა თუმცა ამას ვერ იზამდა, კოდექს ვერ დაარღვევდა. კეტრინმა ის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა ან შეხვედრაზე მოკვდებოდა ან უარს იტყოდა და შერცხვენილს მოუწევდა ქალაქიდან წასვლა. კეტრინი საღამოს უკკვე ელოდა დათქმულ ადგილას და ანდერსონის წამის სიზუსტით ადგილზე იყო, უიარაღოდ და ხალხის გარეშე. -მიხარია რომ მოხვედი მაიკლ-კეტრინი თავაზიანი ღიმილით შეხვდა მოსისხლე მტერს -შენ კი როგორც ჩანს ესკორტით მოხვედი ნუ თუ ასე გეშინია -ეს პატივისცემის გამოხატვაა მაიკლ მე ჩემი ხალხის ლიდერებთან ერთად მოოვედი რადგან ეს საუბარი მათაც ეხება -კარგი პრინცესა მაშინ დავიწყოთ საუბარი -ბევრ დროს არ დაგაკარგვინებ შენთან შემოთავაზება მაქ და შენს არჩევანზეა დამოკიდებული იცოცხლებ თუ მოკვდები -როგორ ბედავ ჩემთან დამუქრებას-ანდერსონის თვალებიდან მრისხანება იფრქვეოდა -კიდევ ერთხელ შემაწყვეტინებ და აქვე მოგკლავ, პატივი ეცი იმ წესებს რომელიც შენმა ოჯახმა დაადგინა.გავაგრძელოთ, პირველი დარჩები სალემში შენს ოჯახთან ერთად დაივიწყებ ძველ ჩვევებს და მშვიდად იცხოვრებ ჩვენთან ერთად, მეორე 24 საათში დატოვებ ამ ქალაქს სამუდამოდ და ბოლოს ბრძოლაში გამომიწვევ სადაც შენი საგვარეულოს აღსასრული დადგება. გთხოვ როგორც ლიდერი ლიდერს ომი არ დაიწყო, რადგან თუ ბრძოლას აირჩევ სიტყვას გაძლევ ყველა ანდერსონი მოკვდება ვისაც კი ამ მიწაზე ფეხი დაუდგამს -შენმა სიტყვებმა უნდა შემაშინოს, მე მირჩევნია ბრძოლაში მოვკვდე ვიდრე შენნაირ ურჩხულს, ბუნების შეცდომას დავუჩოქო -შენ შეიძლება გირჩევნია მაგრამ რას იტყვი შენს ოჯახზე, მე შენ აუცილებლად მოგკლავ და შემდეგ დავიწყებ ნადირობას შენს საგვარეულოზე მანამ არ გავჩერდები სანამ უკანასკნელი ანდერსონის თვალებიდანაც არ გავაქრობ სიცოცხლის ნიშან წყალს -პატარა გოგო შენ ახლა მიიღე ძალა რომლითაც მეტრაბახები ჩემი ოჯახი კი მთელი ცხოვრეება შენნაირებს ხოცავს -მე არჩევანი შემოგთავაზე ანდერსონ კარგად დაფიქრდი, სათითაოდ ვეღარ დაგვედევნები თუ რომელიმე ჩრდილის სამყაროს წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, მთელს სალემს თავაზე დაგანგრევ. ეს ახალი წესრიგია ძვირფასო ჩრდილის სამყარო მზადაა ერთმანეთის გვერდით მოკვდეს და არა ერთმანეთის პირისპირ -თუ დაამთავრე მე ჩემს არჩევანს გავაკეთებ -ყურადღებით გისმენ -მე მაიკლ ანდერსონი ვფიცავ მანამ არ გავჩერდები სანამ უკანასკნელი მახინჯი არ მოკვდება ამ ქალაქში -შესანიშნავია მაშინ საუბარი დამთავრებულია, როცა შეტრიალდები და სახლში წახვალ გახსოვდეს მე ყველგან ვარ, ნებისმიერ დროს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება სიკვდილი გელოდეს, უკან ხშირად იყურე ანდერსონ რადგან ამ წუთას ისეთი მტერი შეიძინე რომლიის მსგავსაც ჯერ არ შეხვედრიხარ და ამ მტერს დიდი არმია ჰყავს რომელიც ისეთ ძალას ფლობს რომელსაც ვერ გაუმკლავდები. მოლაპარაკება დასრულდა. კეტრინს იმ წამსვე სურდა ანდერსონის სახის დადნობა თუმცა ამას მანამ ვერ გააკეთებდა სანამ იმ წყეულ იარაღს არ ჩაიგდებდა ხელში. მომავალი ბრძოლა გარდაუვალი იყო რომელიც მომზადებას საჭიროებდა. კეტრინმა კვლავ იხმო კრება და მათ ყველაფერრი უამბობ, თითოეულმა კლანმა ერთგულება და ბრძოლაში გვერდით დგომა შეჰფიცა კეტრინს. სალემის ყოველ ბნელ კუთხეში იმალებოდა ვამპირები ჯადოქრები და მაქციები. კეტრინი ანდერსონის ყველა გადაადგილებას აკონტროლებდა და ამასთან იარაღას ეძებდა სალემის ტერიტორიაზე, არავინ იცოდა სად იყო ეს სიკვდილის მანქანა თუმცა მისი პოვნის იმედს არ კარგავდნენ. რამდენიმე კვირა გავიდა კეტრინისა და მაიკლ ანდერსონის შეხვედრის შემდეგ, მთელს ქალლაქში სიჩუმე იყო გამეფებული კეტრინი ყოველ წუთს ელოდა ანდერსონის თავდასხმას, ის ხვდებოდა რომ ანდერსონს მისი სისხლი სწყუროდა და მოვიდოდა არმიით რათა მისი სიცოცლის წაღება ეცადა. შუა ღამე იყო კეტრინი ეზოში პატარა სკამზე იჯდა და ტყის შრიალს უგდებდა ყურს როდესაც მისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა გაიგონ, ეს ნოა ჰარისი იყო და ის კარგი ამბებით მოვიდა კეტრინთან -საღამო მშვიდობისა კეტ -ამ დროს აქ რატომ ხარ ნოა? -ჩემმა ვამპირებმა რაღაც იპოვეს სალემის მიწისქვეშა გვირაბებში -შენი აზრით ეს ისაა რასაც ამდენი ხანია ვეძებთ? -მგონი დასასრულს მივუახლოვდით კეტ -მაშინ აჯობებს წავიდეთ და ვნახოთ, თუ ეს სიმართლეა ნოა მაშინ ყველაფერი სისხლის ღვრის გარეშე ჩაივლის ნოა და კეტრინი გვერდი გვერდ მიუყვებოდნენ ბნელ გვირაბებს, რომელიც მთელი ქალლაქის ქვეშ იყო გადაჭიმული. საკმაო მანძილი განვლეს და გვირაბების ცენტრში შეჩერდნენ. მათ წინ თავის ქალებისგან შექმნილი არტეფაქტი იდგა რომელიც სისხლით იყო მოსვრილი, კეტრინი ნელა მიუახლოვდა არტეფაქტს და უცებ შეცბა -რა მოხდა კეტ? -ეს ადამიანის შექმნილი არ არის, მისგან მაგიურ ენერგიას ვგრძნობ ზუსტად ისეთს როგორსაც წინაპრებთან შეხვედრისას ვგრძნობდი -გინდა თქვა რომ ეს ჯადოქრის შექმნილია? -დარწმუნებული ვარ რომ ასეა, ეს ჯადოქარმა შექმნა თანაც ძალიან ძლევამოსილმა რადგან უბრალო ჯადოქარი ვერ შეძლებდა ამხელა ძალის დამორჩილებას -როგორ უნდა მოვიქცეთ კეტ -მას უნდა ვესაუბრო ვისაც უკვე უნახავს ის- კეტრინი არტეფაქტის სიახლოვეს ჩამოჯდა და სიბილის მოსახმობად გონება გაინთავისუფლა, თუმცა ეს ცოტა რთული აღმოჩნდა რადგან არტეფაქტიდან მომავალი ენერგია კეტრინს ხელს უშლიდა -ეს იმაზე მალე მოხდა ვიდრე ველოდი, რა ხდება ეკატერინა -შენს უკან ანდერსონების სასიკვდილო იარაღია და მინდა ვიცოდე რატომ ასხივებს იგივე მაგიას რასაც სალემის მიწა სიბილ? -როგორც ვხედავ მიხვდი -იმას რომ ჯადოქრის ნახელავია? -დიახ უბრალო ჯადოქრის არა ჩემი მოსწავლის -რა ეს როგორ არის შესაძლებელი -სალემის დაარსების შემდეგ მემკვიდრეს ვეძებდი მინდოდა ისეთი ადამიანი აღმეზარდა რომელიც ჩემი სიკვდილს შემდეგ ჩემს ადგილს დაიკავებდა, თუმცა გოგონა რომელიიც მე შევარჩი ბნელი სულის პატრონი აღმოჩდა, ის ფიცხი და მოუთმენელი იყო და ჩემი ადგილის დაკავება მაშინვე სურდა როგორც კი ჩემს მაგიას გემო გაუსინჯა. მე ვცადე მისი სწორ გზაზე დაყენება თუმცა როგორც იცი მაშინ ჩემთვისაც ბუნდოვანი იყო სწორი და არასწორი. როგორც კი შევნიშნე რომ მაგია მის სულს თანდათან აბნელლებდა მე ის გავაძევე ვაიძულე სალემი დაეტოვებინა. გოგონა გაქრა თუმცა შურისძიების გრძნობამ ის ანდერსონებთან მიიყვანა. მან შეთანხმება დადო რომ ანდერსონები ამ იარაღს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, ჩემი სიკვდილის შემდეგ კი ის მართავდა სალემს. თუმცა ანდერსონებმა პირობა გატეხეს და სხვა მრავალ უდანაშაულოსთან ერთად ჩემი მოსწავლეც დაიღუპა სალემის სისხლიან ღამეს -ეს საშინელებაა, როგორ შეეძლო ეღალატა იმ ხალხისთვის ვინც მისი ოჯახი იყო. -ის ჩემსავით ტკივილითა და შურით იყო დაბრმავებული -ჯანდაბა სიბილ ეს რაღაც როგორ უნდა გავანადგურო, მის სიახლოვეს ყოფნაც კი ჟრუანტელის მომგვრელია -მხოლოდ ერთი გზა არსებობს კეტრინ შენ მასში არსებული მაგია უნდა შთანთქო, მაგრამ გახსოვდეს, ის ძალა რაც მასშია ჭესმარიტი ბოროტება. -ამით რისი თქმა გინდა სიბილ? -იმის თქმა მინდა რომ თუ ამ ძალას შთანთქავ ის გავლენას მოახდენს შენს სულზე, ის განუკურნებელ ნაიარევს დაგიტოვებს სიბნელეს რომელსაც ყოველთვის ენდომება შენზე გაბატონება. შენ ძლიერი უნდა იყო რომ ის არ დაგეპატრონოს -შენ იცოდი რაც მელოდე, როცა მემკვიდრეობასა და დაცვაზე მელაპარაკებოდი, იცოდი რომ შეიძლებოდა კონტროლი დამეკარგა, ეს როგორ არ მითხარი სიბილ -მე ვიცი რომ შენ შეძლებ ამასთან გამკლავებას, ეს უნდა გააკეთო კეტ ეს მთელს ქალაქს სინათლეს მოუტანს, ის ბოროტება რაც ახლა სალემში სუფევს ამ არტეფაქტიდან მოდის მისი განადგურებით სამუდამოდ სიმშვიდე დაისადგურებს -ვერ ვიჯერებ შენ მე ლიდერობითა და გადამრჩენლის ზღაპრებით გამაბრუე როცა რეალურად მე სული უნდა შევწირო ამ ქალაქის დაცვას -კეტ ახლა უკან ვერ დაიხევ -შენთვის ადვილი სათქმელია შენ მკვდარი ხარ მე კი შეიძლება უდიდეს ბოროტებად ვიქცე -სიტყვას გაძლლევ კეტ მე შენს გვერდით ვიქნები არ მივცემ ამ ძალას შენი შეპყრობის უფლებას -სამწუხაროდ ახლა კამათი გვიანია, ჩვენ ორივე სულ ცოტა ხანში გავიგებთ რა გველოდება წინ კეტრინმა შელოცვა წარმოთქვა, ისე დაიწყო რიტუალი რომ ნოასთვის არაფერი უთქვამს. თითოეული წვეთი ენერგია რომელიც მის სხეულში გადადიოდა თითქოს მის სულს ახრჩობდა, ეს უკუნითი სიბნელე იყო რომლთან გამკლავებაც ნამდივალდ რთული იქნებოდა, ეს ის გადაწყვეტილება იყო რომელსაც კეტრინის დაღუპვა და ქალაქის გადარჩენა შეეძლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.