შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის მწერალი ( სრულად )


29-12-2022, 00:29
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 21 320

- რატომ ვარ ასეთი უთავბოლო, -გამწარებულმა ვიყვირე და დაშვებულ საბურავს მთელი ძალით მივარტყი ფეხი თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს რომ წამოსვლამდე არ შევამოწმე იდო თუ არა საბარგულში სათადარიგო საბურავი, გზის პირას მიყრილ თოვლში ჩავჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე, თოვდა, ციდან უზარმაზარი ფიფქები ცვიოდა, ხილვადობა არ იყო, რამდენიმე მეტრის მოშორებით უკვე აღარაფერი ჩანდა, საათს დავხედე, ექვსი ხდებოდა, ტელეფონი არ იჭერდა, მალე დაბნელდებოდა, მე კი სადღაც მთებში შუა გზაში ვიყავი გაჩხერილი უკაცრიელ გზაზე რომელზეც უკვე საათზე მეტია არავის გამოევლო და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა...
- აი ჩემი ნანატრი დასვენებაც, ხომ ვარ ღირსი რომ მგლებმა შემჭამონ ან გავიყინო, -სიმწრის სიცილი წამსკდა და თოვლისფერ ზეცას ავხედე, რომელიც ისე ახლოს იყო მეგონა ხელს თუ ავწევდი შეხებას შევძლებდი.
- ღმერთო თუ მართლა არსებობ სადმე იქნებ სპეციალურად ჩემთვის მოახდინო წინასაახალწლო სასწაული და ვინმე გამომიგზავნო ვინც მე და ჩემს მანქანას დანიშნულების ადგილამდე მიგვათრევს, -სასოწარკვეთილი ხმით შევღაღადე გარემოს მაგრამ გულისგამაწვრილებელი სიჩუმის მეტი ვერაფერი მივიღე, ის იყო ხელი ჩავიქნიე და წამოვდექი რომ ზუსტად ჩემს წინ არსაიდან გამოჩენილმა შავმა, დაბურულ მინებიანმა ავტომობილმა დაამუხრუჭა, ირგვლივ მიმოვიხედე და გაოცებულმა შევისწორე თვალებში ჩამოფხატული ყვითელი ნაქსოვი ქუდი რომელსაც უზარმაზარი ფუმფულა მწვანე ბურთი ჰქონდა მიმაგრებული კინკრიხოში.
- დავიჯერო მართლა არსებობ? -აღმომხდა და ისევ ცას შევხედე რომელიც უკვე ისე დადაბლებულიყო ლამის ცხვირზე მეხებოდა.
- დახმარება ხომ არ გჭირდებათ? -ცივი, შორეული და თითქოს არაამქვეყნიური ხმა მომესმა, ნახევრად ჩაწეული დაბურული მინის იქით გაჭირვებით ვხედავდი, ჭაღარათმიან, შუახნის ასაკს კარგა ხნის წინ გადაცილებულ მამაკაცს.
- ააა დიახ დახმარება მჭირდება, მადლობა რომ შეჩერდით, -როგორც იქნა გამოვერკვიე და მივუახლოვდი, მზერა ამარიდა და წინა სავარძელზე მჯდარ მამაკაცს რაღაც გადაულაპარაკა, მანაც მაშინვე გამოაღო კარი გადმოვიდა და მომიახლოვდა.
- რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? -თავაზიანად მკითხა და გამიღიმა, შავი შარვალ კოსტუმი ეცვა და ქამარზე იარაღი ეკიდა, დიდი ალბათობით ამ კაცის დაცვა იყო რომელსაც უკვე ვეღარ ვხედავდი, რადგან მინა აეწია და სულაც აღარ ვაინტერესებდი, ალბათ იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებოდა რომელთაც ჰგონიათ რომ თუ სიკეთეს გააკეთებენ, მაწანწალა ძაღლს დააპურებენ, მათხოვარს ხურდას მიცემენ ან გზაში დარჩენილ საწყალ გოგოს სახლამდე მიიყვანენ სამოთხეში მოხვდებიან, შეიძლება საკუთარ თავზე ბრაზობდა კიდეც რომ გაჩერდა და ახლა ერთი სული ჰქონდა სანამ სახლამდე მივიდოდა და მოხუც ძვლებს ბუხრის მხურვალე ცეცხლზე გაითბობდა, გიჟივით გამეცინა საკუთარ უაზრო ფიქრებზე, ხანდახან საკუთარი თავი და საქციელი მაკვირვებდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი უმადური ვყოფილიყავი და უაზრო ეჭვებით დამეკნინებინა მისი საქციელი...
- რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? -კიდევ ერთხელ გამიმეორა მამაკაცმა, საერთოდ არ შეუმჩნევია ჩემი არაადეკვატური ქცევა, მოთმინებით მელოდა როდის ვინებებდი ხმის ამოღებას.
- საბურავი დამეშვა მაგრამ სათადარიგო არ წამომიღია, ტელეფონი კი არ იჭერს რომ დახმარება გამომეძახა, ძალიან მერიდება რომ გაწუხებთ მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, იქნებ როგორმე დამეხმაროთ.
- ნუ ნერვიულობთ ყველაფერს მივხედავ, თქვენ ბატონი ლეონარდი მიგიყვანთ იქამდე სადაც მიდიხართ, მე კი თქვენს მანქანას წამოვიყვან.
- არა რას ამბობთ, -ისე შევიცხადე თითქოს სხვა გზა მქონდა, არადა არც ის მინდოდა სრულიად უცხო ადამიანს ჩავჯდომოდი მანქანაში ჩემი რის ვაი ვაგლახით ნაყიდი ჯართი კი მათთვის დამეტოვებინა თუმცა არა მგონია მისთვის რამე დაეშავებინათ, -არ მინდა შეგაწუხოთ, -უხერხულად შევღიმე.
- შეწუხება არაფერ შუაშია, ბატონს უნდა რომ დაგეხმაროთ ასე რომ დაბრძანდით, უკანა კარი გამოაღო და ხელით მანიშნა რომ დავმჯდარიყავი...
-
რამდენიმე საათით ადრე
-
- მაინცდამაინც სადღაც დასაკარგავში უნდა წასულიყავი? რატომ მანერვიულებ? -კომპიუტერის ეკრანიდან შემომცქეროდა იტალიაში სამუშაოდ გადახვეწილი დედაჩემი რომელიც აგერ უკვე ხუთი წელი იყო თვალით არ მყავდა ნანახი, ათი წლის ვიყავი როცა მამა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა და მე და დედას მის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა, დამხმარე არავინ გვყავდა, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ორსართულიანი ეზოიანი სახლი გავყიდეთ რომ დაკრძალვის ხარჯები და ბანკის ვალები გაგვესტუმრებინა, დარჩენილი ფულით პატარა ოროთახიანი ბინა შევიძინეთ გლდანში, დედამ მუშაობა დაიწყო, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა რომ ჩემთვის არაფერი მოეკლო, თვრამეტი წლის რომ გავხდი ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად იტალიაში წავიდა სამუშაოდ და აგერ უკვე ოთხი წელია მისი მონატრება მკლავდა, ყოველ თვე მიგზავნიდა ფულს თუმცა დამეფიცება რომ მისი გამოგზავნილი ფულისთვის ერთი ლარიც კი არ მომიკლია, ბანკში ანგარიში გავხსენი და იქ ვაგროვებდი რათა რომ დაბრუნდებოდა მისი ნაშრომი და ნაწვალები უკლებლივ დამეხვედრებინა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი ერთ-ერთ საკონდიტროში, ასევე გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩემი მეზობელი დარიას პატარა გოგონას ევას ვიტოვებდი ხოლმე ღამღამობით როცა კლიენტებთან გამოძახებაზე უწევდა წასვლა, იმდენ ფულს თავისუფლად ვშოულობდი რომ საჭმელში კომუნალურებში და ტანსაცმლის საყიდლად მყოფნოდა, ის კი არადა სწავლის გადასახადსაც კი ვაგროვებდი, იმაში მაინც გამიმართლა რომ ბინის ქირა არ მქონდა გადასახდელი ასე რომ ასე თუ ისე ბედს არ ვუჩიოდი...
- სულაც არ არის გადასაკარგავში, დასახლებული ადგილია, თანაც რატომღაც ძალიან იაფად აქირავებენ, ძალიან ლამაზი კოტეჯია, -ღიმილით მივუგე და კიდევ ერთი შალის სვიტერი დავუმატე ჩემოდანში უწესრიგოდ ჩაკუჭულ თბილ ტანსაცმელს.
- ისემც მე შენ რა გითხარი ეგ ადგილი დასახლებული არ იყოს, -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, -არა მაინც ვის მოუვიდა თავში იმ მიყრუებულ ადგილზე კოტეჯის აშენება, რაღაც რომ დაგჭირდეს გარშემო ხმასაც ვერ მიაწვდენ ვინმეს რომ დაგეხმაროს, შუაგულ ტყეშია, ალბათ ამიტომ აქირავებენ ასე იაფად, როგორ შეგიძლია ასე ენდო ვიღაცას, იქნებ სულაც არ არის ისეთი კარგი როგორიც ფოტოებში ჩანდა, ასე იციან გადაგახდევინებენ ფულს და მერე წადი და სდიე უკან...
- დამშვიდდი, ჯერ არ გადამიხდია, -შევაწყვეტინე ქოთქოთი და ჩამოვჯექი.
- აბა როდის უნდა გადაიხადო?
- მოკლედ ასე იყო, მანჩოს როგორც კი გამოვტყუე ათ დღიანი შვებულება გადავწყვიტე რომ ზუსტად შენ როგორც ამბობ სადღაც გადასაკარგავში მომეძებნა სახლი, საიტზე სადაც განცხადებებია როგორც კი შევედი პირველივე ეს განცხადება ამომიგდო, მომეწონა, პატრონს დავუკავშირდი, სასიამოვნო მოხუცი კაცია, გაუხარდა როცა ვუთხარი რომ მთელი კვირით ვქირაობდი, მითხრა, წადი ნახე იქაურობა თუ მოგეწონება დარჩი რამდენ ხანსაც გინდა და რომ ჩამოხვალ და გასაღებს დამიბრუნებ ფულიც მერე გადამიხადეო, ნახე თვითონ მომიტანა სახლამდე, -შავ ტყავის საკიდზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ბრინჯაოსფერი გასაღები ავუფრიალე თვალწინ, ერთხანს ყურადღებით მისმენდა მერე ტუჩები მოკუმა, წარბები შეკრა და ამოიხვნეშა.
- ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა.
- დეე ნუ აზვიადებ ძალიან გთხოვ, ისედაც გადაღლილი ვარ და ახლა ნუ გამომიტენი ისეთი ეჭვებით და შიშებით გონებას რომ დასვენება ვეღარ შევძლო, სწორედ იმიტომ მივდივარ იქ რომ ცოტა ხნით განმარტოვება სიწყნარე და სიმშვიდე მჭირდება, მინდა დღისით თოვლში ვისეირნო, ხოლო საღამოობით ბუხართან ვიჯდე და ვწერო...
- როდის უნდა წამაკითხო? -რომ შეატყო როგორ გავბრაზდი უცბად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.
- როცა დავამთავრებ.
- და როდის დაამთავრებ?
გამეცინა, ხანდახან პატარა ბავშვივით იქცეოდა, ერთი სული ჰქონდა როდის წავაკითხებდი ჩემს შემოქმედებას, თუმცა აქამდე არავის არ ჰქონია პატივი წაეკითხა ჩემი ნაცოდვილარი, ჩემს საუკეთესო მეგობარს თიკოსაც კი რომელიც ახლა რაჭაში ისვენებდა ოჯახთან ერთად, ბევრი კი მეხვეწა შენც წამოდიო, შეიძლება გადამეფიქრებინა კიდეც და მისი ძმის უაზრო გამოხტომებიც ამეტანა, მაგრამ მერე ეს კოტეჯი ვნახე და...
- მალე დავამთავრებ, მალე, ახლა ბევრი დრო მექნება, ზუსტად იმიტომ მივდივარ ამდენი ხნით რომ ბევრი დრო მქონდეს საწერად, დავჯდები მთელი დღე და...
- ასეც ვიცოდი, -ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაცაში გამომიჭირა, ერთხანს თვალებმოჭუტული მიყურებდა და მერე მთლი ძალით შემომიტია.
- უნდა იჯდე მთელი დღე სადღაც დასაკარგავში, კომპიუტერიდან თავი არ უნდა აწიო და შიმშილით უნდა მოკვდე, ისედაც რას გავხარ, როგორი გამხდარი ხარ, თვალები და ლოყები ჩაგიცვივდა, იქ საერთოდ არ მიაქცევ შენს თავს ყურადღებას, ახლა მაგაზე უნდა მანერვიულო? საჭმლის მომზადება შენ არ იცი და იქ როგორ უნდა იკვებო? ძალიან ხარ გამხდარი დედიკო...
ისეთი სასოწარკვეთილი ხმით მეწუწუნებოდა შემეშინდა, ბოლოს თვალები რომ აუცრემლიანდა ვეღარ მოვითმინე ფეხზე წამოვხტი, კარადასთან მივედი და კარზე დამაგრებულ სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი, შვებით ამოვისუნთქე როცა საგანგაშო ვერაფერი შევამჩნიე, გამხდარი ნამდვილად ვიყავი მაგრამ ჩემს საშუალო სიმაღლეს თუ გავითვალისწინებდით სიგამხდრე არც თუ ისე თვალში საცემი იყო, თანაც მკერდიც თავის ადგილზე მქონდა, საჯდომიც მშვენივრად მეტყობოდა და სულაც არ მქონდა ლოყები ჩაცვენილი, დიდი თაფლისფერი თვალები, საშუალო ზომის ლამაზად მოხაზული ტუჩები, გრძელი წაბლისფერი თმა, ერთი სიტყვით ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი.
- ნეტავ არ აზვიადებდე და გულს არ მიხეთქავდე, -ხვნეშით მივუჯექი კომპიუტერს, -ძალიან გთხოვ არ დაიწყო ახლა ტრადიციულად, ‘’გეყოლება შვილები და მერე მიხვდები როგორ ვნერვიულობდი’’ -სიცილით გამოვაჯავრე და მანაც ვეღარ შეიკავა ღიმილი, -ნუ გეშინია, არაფერი მომივა, საკმარისი საჭმელი მიმაქვს იმისთვის რომ შიმშილით არ მოვკვდე.
- რა მიგაქვს მაკარონი? აბა სპაგეტის მეტი არაფრის მომზადება არ იცი და...
- ხანდახან ვბრაზობ იმაზე რომ ასე კარგად მიცნობ? -კომპიუტერის ეკრანიდან მივეფერე ნაოჭებ შეპარულ ტუჩის კუთხეებზე, - ნუ გეშინია მაკარონის გარდა სხვა რაღაცეებიც მიმაქვს.
- რომ არ გეყოს? იქ მაღაზიაც არ იქნება, -ისეთი შეწუხებული ხმით მითხრა თითქოს ჩრდილოეთ პოლუსზე მაგზავნიდა ექსპედიციაში.
- თუ საჭმელი გამითავდება, ციყვებზე და კურდღლებზე ვინადირებ, -მხიარულად გავიკრიჭე.
- ამას ვინ ამბობს? გოგო რომელიც ნახევარ ხელფასს უბნის უპატრონო ცხოველების გამოკვებისთვის ხარჯავს?
- კარგი რა დედა, აბა რა ვქნა ვუყურო როგორ კვდებიან შიმშილით? -სიბრაზემ მომიცვა როცა გამახსენდა ხანდახან როგორ უგულოდ ექცეოდნენ ჩემი მეზობლები უბანში მოკედლებულ ცხოველებს.
- ჩემი ოქროსგულიანი გოგო ხარ შენ, -ისე გაიმართა მხრებში და ისე შემომხედა მივხვდი ჩემით ამაყობდა თუმცა ყოველთვის ერიდებოდა ჩემს ზედმეტად ქებას.
- მინდა რომ მშვიდად იყო და ეს ათი დღე ჩემზე არ იფიქრო, შევთანხმდით დედიკო?
- ნეტავ თიკოსთან ერთად წასულიყავი რაჭაში, უფრო მშვიდად ვიქნებოდი, -კიდევ ერთხელ დაიწუწუნა, სასწრაფოდ გავთიშე სკაიპი, ვიცი საბოლოოდ მაინც დაიწყებდა ცუდ წინათგრძნობაზე საუბარს და ისე შემაშინებდა წასვლას გადამაფიქრებინებდა...
-
აწმყო
-
- მადლობა რომ გაჩერდით და ჩემი დახმარება გადაწყვიტეთ, მეუხერხულება რომ ასე გაწუხებთ მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, -თავი დავხარე და ღრმად შევისუნთქე უცნაურად სასიამოვნო სურნელი, ნეტავ რა იყო? სუნამო თუ ავტომობილის არომატიზატორი?
პასუხი რომ ვერ მივიღე თავი ავწიე და შევეცადე შეუმჩნევლად შემეთვალიერებინა, გამხდარი იყო, მოკლედ შეჭრილი თეთრი თმით და წვერით, ყელიანი ნაქსოვი შავი სვიტერი და თხელი ტყავის ხელთათმანები ეცვა...
- მე მარისა მქვია, -კიდევ ერთხელ ვცადე საუბრის წამოწყება, ჩემსკენ შემობრუნდა, ნელა, ძალიან ნელა მოატრიალა თავი, გადმოიხარა და თვალებში ჩამხედა...
საოცრება ზედმეტად უბრალო სიტყვაა მისი თვალების აღსაწერად, დიდი წყლიანი შავი თვალები ჰქონდა რომლებშიც ვარსკვლავები ციმციმებდნენ, არა ეს პლანეტები იყო... იქნებ მთლიანი გალაქტიკები... არაფერს მეუბნებოდა უბრალოდ მიყურებდა და ოდნავშესამჩნევად იღიმოდა, ერთიანად მოვდუნდი, მოვითენთე, თვალები თავისით მეხუჭებოდა, არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო, სითბოსი, სასიამოვნო არომატის თუ იმ სიმშვიდის რომელიც მისგან იღვრებოდა, ბოლოს სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი რაც ვიფიქრე იყო ის რომ მისთვის ჩემი მისამართი არ მითქვამს...

ტკბილად მეძინა, ისე ტკბილად რომ თვალის გახელა არ მინდოდა, ლოყა რაღაც რბილსა და სურნელოვანზე მედო და ვგრძნობდი როგორ დასრიალებდნენ ჩემს თმაში მოქნილი თითები.
- გაიღვიძე უკვე დროა, -ჩამესმა და გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს ქუთუთოები, თავიდან გონს ვერ მოვედი, ვერ მივხვდი სად ვიყავი, რამდენიმე წამის შემდეგ დავიწყე იმის გააზრება რომ ისევ ავტომობილში ვიჯექი, თავი ბატონი ლეონარდის მხარზე მედო და ხელი მის წელზე მქონდა მოხვეული, ის კი ნაზად მეფერებოდა თმაზე და ცდილობდა გამოვეფხიზლებინე, დაფეთებული გავსწორდი და მისგან მოშორებით გავჩოჩდი.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, -გაეღიმა როცა დაინახა როგორი შეშინებული და დარცხვენილი ვიყავი, ხმა თბილი ჰქონდა, იღიმოდა და თვალები... თვალები... თვალებში ახლა თითქოს პოლარული ციალი ენთო...
- თქვენი თვალები... ისინი... ისინი თითქოს... -მე თვითონაც ვერ მივხვდი რისი თქმა მინდოდა და რას ვლუღლუღებდი და ლეონარდი მითუმეტეს ვერ გაიგებდა, ყურადღება არც გაუმახვილებია.
- შეგიძლია ჩახვიდე მოვედით, -კარისკენ მიმითითა.
- სად მოვედით? -დაბნეულმა გავიხედე ფანჯრიდან, გზიდან მოშორებით ტყის პირას მთვარის შუქზე ბუნდოვნად ჩანდა პატარა, ლამაზი, სახურავდათოვლილი კოტეჯი რომლის ფანჯრებიდან მხიარული ყვითელი სინათლე გამოდიოდა, მაშინვე ვიცანი, ის კოტეჯი იყო რომელიც ვიქირავე, ახლაღა მომაფიქრდა და საათს დავხედე, შუაღამის ორი საათი იყო...
- ღმერთო ჩემო, რა დრო გასულა, არადა თითქოს იქიდან ახლოს ვიყავით სადაც ჩემი მანქანა გაფუჭდა, ამდენი ხანი მოვუნდით აქ მოსვლას? თანაც როგორც მახსოვს თქვენთვის მისამართი არ მითქვამს, როგორ მოაგენით აქაურობას? -შეწუხებულმა შევხედე მომღიმარს.
- სულ რაღაც ორი საათი დაგვჭირდა აქ მოსასვლელად, მისამართი კი სანამ ჩაგეძინებოდა მანამდე მითხარი, -მოკლედ მომიჭრა, არადა დარწმუნებული ვიყავი რომ მისთვის მისამართი არ მითქვამს თუმცა რატომღაც ამაზე ყურადღება აღარ გამიმახვილებია.
- რომ მოვედით რატომ არ გამაღვიძეთ?
- ძალიან ტკბილად გეძინა, -ისეთი ხმით მიპასუხა ვეღარაფერი ვთქვი, თანაც მასთან კამათი ს არანაირი სურვილი არ მქონდა, გაბრუებულმა გავაღე კარი და გადავედი.
- შენი ბარგი სახლშია, მანქანას ხვალ მოგიყვანენ, სასიამოვნო დასვენებას გისურვებ მარისა, -ხელი დამიქნია და მანიშნა კარი დახურეო.
რამდენიმე წუთს სულელივით გაღიმებული ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიდიოდნენ გაუკვალავ თოვლში, ალბათ აქვე ახლოს ცხოვრობენ თორემ არა მგონია შორს წასვლა მოეხერხებინათ, თვალს როგორც კი მიეფარნენ მაშინღა გადავუხვიე კოტეჯისკენ მიმავალ ბილიკზე, ბილიკი გაკვალული იყო, დატკეპნილი... ახლაღა მეუცნაურა განათებული ფანჯრები, ფრთხილად მივუახლოვდი, ახლოდან უფრო ლამაზი იყო ვიდრე ფოტოებში ჩანდა, ხუთსაფეხურიანი ხის კიბე ავიარე და აივანზე რომელსაც მოჩუქურთმებული მოაჯირი ჰქონდა შემოვლებული რამდენიმე წამით შევყოვნდი სანამ კარს შევაღებდი, ბოლოს როგორც იქნა გავბედე, ღრმად ჩავისუნთქე და სახელური ჩამოვწიე...
შესვლისთანავე ვიგრძენი სითბო და ნესტოებში დამწვარი შეშის სასიამოვნო სუნმაც შემომიღიტინა, ფეხსაცმელი შესასვლელშივე გავიხადე და ქურთუკი და ქუდი საკიდზე ჩამოვკიდე, კარი შიგნიდან გადავკეტე და მისაღებისკენ წავედი, შევედი თუ არა გაოცებისგან, მოულოდნელობისგან და აღფრთოვანებისგან რაღაც გაურკვეველი ბგერები დასცდა ჩემს ბაგეებს, ოთახში თბილოდა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, ბუხრის თავზე ჩამწკრივებული ფერადი სანთლები ვიღაცას აენთო, სანთლები ენთო რბილი სამეულის წინ მოთავსებულ დაბალ მაგიდაზეც, ძველისძველ კარადაზეც რომელშიც მოთავსებული ჭურჭელი დიდი ალბათობით ანტიკვარული უნდა ყოფილიყო... ერთ კედელთან წიგნებით სავსე თარო იდგა, რომლის წინაც ყავისფერი ხის სამუშაო მაგიდა და გორგოლაჭებიანი რბილი სავარძელი მოეთავსებინათ, ჩამრთველს ხელი ავკარი, ოთახი განათდა მაგრამ რატომღაც არ მესიამოვნა, წამსვე გავთიშე ელექტროენერგია, ოთახში გამეფებული მისტიკურად მოციმციმე სინათლე დამენანა, მისაღებიდან ერთი კარი პატარა საძინებელში გადიოდა რომელსაც საკუთარი სააბაზანო ჰქონდა, მეორე კარით კი მოცუცქნულ სამზარეულოში შეგეძლო შესვლა, ეს სწორედ ის იყო რაც მინდოდა, რაზეც ვოცნებობდი, სავარძელში ჩავეშვი და იქვე აკურატულად მიწყობილ ჩემოდნებს გავხედე, თვალები დავხუჭე რომ უკეთ გამეხსენებინა ჩემი ცით მოვლენილი გადამრჩენელის სახე, სასიამოვნოდ დამბურძგლა როცა მისი თვალები და ღიმილი წარმოვიდგინე, უცნაური ვინმე ჩანდა, ისე რომ არც უკითხავს ვინ ვიყავი სახლამდე მომიყვანა, სახლი გაათბო, ბარგი შემოიტანა მერე კი ელოდა როდის გამოვიძინებდი და გავიღვიძებდი, სამაგიეროდ არაფერი მოუთხოვია საერთოდ არაფერი...

ბუხრის სითბომ, მასზე ფიქრმა და სასიამოვნო სიჩუმემ ისე მომთენთა იქვე დივანზე მიწოლილს ჩამეძინა, მშვიდად მეძინა, უშფოთველად, უსიზმროდ, გამთენიისას სიცივემ და სხეულზე უცხო სხეულის შეხებამ გამომაღვიძა, ვიღაცის ძლიერ მკლავებში ვიყავი მოქცეული, თავი ჩემსკენ ჰქონდა დახრილი, ლოყით ლოყაზე მეხებოდა, ყურში რაღაც გაუგებარ სიტყვებს მეჩურჩულებოდა, მისი ხმისა და სიახლოვისგან გაბრუებული თვალების გახელას ვერ ვახერხებდი, მერე ვიგრძენი როგორ დამიშვა რაღაც რბილზე, სიამოვნებისგან ამოვიკვნესე როცა მივხვდი რომ საწოლში ვიწექი, ბალიშს ჩავეხუტე და იმწამსვე დამავიწყდა როგორ უცნაურ სიტუაციაშიც ვიმყოფებოდი, ძილის საცეცებს თავი ვერაფრით დავაღწიე...
შუადღე იყო როცა გამეღვიძა, ბედნიერმა და დასვენებულმა გავახილე თვალები და გავიზმორე, ოთახი მოვათვალიერე, თავიდან მეუცნაურა, თბილი საწოლიდან წამოვხტი და სირბილით მივედი კართან, რომ გამოვაღე და თავი ნაცნობ მისაღებში რომ ამოვყავი შვებით ამოვისუნთქე, დივანზე გამიშტერდა მზერა, თვალდახუჭული მივეყრდენი ჩარჩოს, მშვენივრად მახსოვდა რომ აქ ვიჯექი და ვფიქრობდი, მერე წამოვწექი და ჩამეძინა, საძინებელში როდისღა შევედი, ან საღამურები როდისღა ჩავიცვი...
ბუნდოვნად მახსოვდა შეხება, სხეულის სითბო, ხმა და სურნელი, ეს ხომ შეუძლებელია, უბრალოდ რაღაც მესიზმრა, სიზმარი ვნახე, ძალიან რეალური სიზმარი...
- დაღლილობის ბრალია, -გადავწყვიტე და დანანებით გადავხედე ჩამქრალ ბუხარს, წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორ უნდა დამენთო ცეცხლი ასე რომ ეს საჭირბოროტო საკითხი შემდეგისთვის გადავდე და სამზარეულოსკენ წავლასლასდი საუზმის გასამზადებლად...

სამზარეულოში კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა, კარადები და მაცივარი საჭმლით იყო სავსე, თვალებგაფართოებული ვათვალიერებდი სხვადასხვა სახის ყავას და ჩაის, კონსერვებს, მზა საჭმლით სავსე კონტეინერებს, უამრავ ხილს...
- ეს უკვე ზედმეტია, -ათრთოლებული ხმით ჩავილაპარაკე და ორივე ხელით დავეყრდენი თეთრი ხის პატარა მაგიდას, შემეშინდა, მთლად უგრძნობი უნდა ვყოფილიყავი რომ არ შემშინებოდა, ეს ვის უნდა გაეკეთებინა, დავიჯერო ბატონმა ლეონარდმა იზრუნა ჩემს კვებაზე? ღმერთო ჩემო მგონი ვიღაც მანიაკი გადავიკიდე, არადა საერთოდ არ გავდა მანიაკს...
- მანიაკები თავიდან საერთოდ არ გვანან მანიაკებს, -ჩავილაპარაკე და შედარებით დამშვიდებულს გამეღიმა კიდეც, იქნებ უბრალოდ ჩემი დახმარება უნდოდა მე კი პირდაპირ მანიაკად შევრაცხე, ალბათ მანაც დედაჩემივით იფიქრა რომ ამ შუაგულ ტყეში შიმშილით მოვკვდებოდი და ამიტომაც მიყიდა ამდენი საჭმელი.
- ჰო მაგრამ სად იყიდა ეს ყველაფერი? ასეთ მცირე დროში და ამ ადგილას როგორ მოახერხა? ან საერთოდ რატომ უნდა აინტერესებდეს მოკვდები თუ იცოცხლებ? ეს ყველაფერი საეჭვოდ არ გეჩვენება? -ჩემმა შედარებით რაციონალურმა მემ, კეთილ, რომანტიულ და ყველასა და ყველაფერში რაღაც კარგის მძებნელ მარისას კიდევ ერთხელ მოუწოდა კეთილგონიერებიკენ, ხელი ჩავიქნიე და თაროდან ჩაი გადმოვიღე, ჯერ უნდა მესაუზმა და მერე უკეთ ვიფიქრებდი ყველაფერზე.
გემრიელად ვისაუზმე, ყველაფერი ისეთი კარგი იყო და ჩაიც იმდენად არომატული სულ გადამავიწყა ის რომ არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში ვიმყოფებოდი, გახალისებული გავედი მისაღებში და ბედნიერი ღიმილი სახეზე შემაცივდა, ბუხარში ცეცხლი ენთო და მხიარულად გიზგიზებდა...






მთელი კოტეჯი ძირისძირობამდე გადავაქოთე, ყველა კუთხე და კუნჭული შევამოწმე, კარი და ფანჯრები საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი შიგნიდან, შეუძლებელია ვინმეს ასე უხმაუროდ შემოეღწია და ბუხარი დაენთო, იატაკი და ჭერიც კი შევამოწმე ვიფიქრე რომ შეიძლებოდა სადმე საიდუმლო კარი ყოფილიყო, კარადებიც კი სათითაოდ დავათვალიერე, საწოლის ქვეშ შევიხედე, აბაზანის ერთი ციდა ფანჯარაც საგულდაგულოდ შევამოწმე, ბოლოს დაღლილი და გასავათებული მივეგდე დივანზე და მხიარულად მოთამაშე ცეცხლის ენებს თვალი გავუშტერე.
- მგონი ვგიჟდები, -ჩავილაპარაკე და უკვე შოკ გადავლილმა და ცოტა გონს მოსულმა გაღიმებაც კი მოვახერხე, -შეუძლებელია აქ ვინმე შემოსულიყო ასე რომ მგონი რაღაცეები მეჩვენება, ეტყობა დაღლილობის ბრალია, ალბათ თვითონ დავანთე და გონებიდან ამომივარდა...
იმდენად არ მინდოდა ამ უიშვიათესი დასვენების ჩაშლა, საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ ყველაფერი კარგად იყო არადა ჭკუა რომ მქონოდა აქედან თავპირისმტვრევით უნდა გავქცეულიყავი, მთელი ერთი საათი ვიჯექი გაუნძრევლად, ცეცხლს შევყურებდი და ვცდილობდი ცუდზე არაფერზე მეფიქრა, იმდენჯერ გავუმეორე ჩემს თავს რომ ყველაფერი მეჩვენებოდა ბოლოს უკვე თვითონვე მჯეროდა, გადავწყვიტე რომ გადაღლილობის გამო თავში ყველაფერი რიგზე ვერ მქონდა.
- გასეირნების დროა, -საკუთარ თავისთვის დასმული დიაგნოზის და ჩატარებული ფსიქოლოგიური სეანსის შემდეგ დამშვიდებულმა და გამხიარულებულმა ტაში შემოვკარი და ფეხზე წამოვხტი, ფანჯარასთან მივედი ფარდა გადავწიე და ღიმილით შევათვალიერე თოვლით დაფარული გარემო, ცოტა ხანში უკვე სახლის წინ ვიდექი მუხლამდე თბილ ჩექმაში და გრძელ ფუმფულა ქურთუკში გამოწყობილი, თავზე კი ჩემი განუყრელი ყვითელი ქუდი მეხურა უზარმაზარი მწვანე პომპონით, თვალებმოჭუტულმა შევათვალიერე იქვე მდგარი ჩემი ჯაბახანა რომელსაც ყველა საბურავი თავის ადგილზე ჰქონდა და გულში გავიფიქრე რომ თუკი აქ სადმე ახლომახლოს ცხოვრობდა წასვლამდე აუცილებლად მივაკითხავდი ბატონ ლეონარდს და მადლობას გადავუხდიდი ყველაფრისთვის.
კოტეჯის კარი საგულდაგულოდ გადავკეტე, გასაღები ჯიბეში ჩავიცურე და ბილიკს დავადექი ირგვლივ სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა, აღარ თოვდა თუმცა თოვლი მუხლს ზემოთ მწვდებოდა, სახლისკენ მომავალ გაწმენდილ ბილიკს გავცდი და გზა გადავჭერი თუ არა გაუკვალავ თოვლში სიარული გამიჭირდა მაგრამ ბუნების სიმშვენიერემ ისე გამიტაცა და დიდი ხნის ნანატრმა სიმშვიდემ და სიჩუმემ ისე შემიპყრო, შუაგულ ტყეში როგორ აღმოვჩნდი ვერ მივხვდი, ბევრი ვიარე უთავბოლოდ, როცა მიმოვიხედე და ირგვლივ უზარმაზარი დათოვლილი ხეების მეტი ვერაფერი დავინახე თავიდან არ შემშინებია, სხვა თუ არაფერი საკუთარ ნაკვალევს გავყვებოდი უკან, რომ მიმოვიხედე და ჩემს აცაბაცა ნაბიჯებს დავაკვირდი ცოტა დავეჭვდი იმაში რომ აქედან უპრობლემოდ მივაგნებდი ჩემს კოტეჯს, უკან გავბრუნდი და დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ ისევ იმავე ადგილზე აღმოვჩნდი საიდანაც კვალს გავყევი, ეს როგორ უნდა დამმართნოდა? წესით ნაბიჯებს კოტეჯისკენ უნდა წავეყვანე, უფრო მეტად მოვიკრიბე ყურადღება და კიდევ ერთხელ დავადექი გზას, ნახევარ საათიანი ბოდიალის შემდეგ ისევ იგივე ადგილს რომ დავუბრუნდი ცოტათი შევშფოთდი მაგრამ მერვე ჯერზე უკვე შეშფოთების თავიც აღარ მქონდა, მომშივდა, შემცივდა და დავიღალე, ახლა საშინლად მინდოდა, ბუხრის სითბო, ერთი ჭიქა ლიმნიანი ჩაი და ჩემი კომპიუტერი...
უიღბლობაც ამას ჰქვია, ჯერ იყო და იმ თოვაში და უბედურებაში უკაცრიელ გზაზე საბურავი დამეშვა, მერე ის უცნაური კაცი... ლეონარდის გახსენებამ ახალი იდეა მომგვარა, ჩემს ნახევრად გაყინულ ტვინში მოფუთფუთე აზრებს ძლივს მოვუყარე თავი, მუხლებზე დავეცი, ვეცადე იმაზე უფრო მეტად საცოდავი სახე მიმეღო ვიდრე მქონდა და ზეცას შევღაღადე...
- სულ ერთია ვინც არ უნდა იყო მანდ, რაღაც მინდა რომ გთხოვო, იმ დღეს ხომ შენ გამომიგზავნე ლეონარდი და ახლაც იქნებ გამომიგზავნო ვინმე ვინც სახლამდე მისასვლელ გზას მაჩვენებს, ბოლოს და ბოლოს რამდენიმე დღეში ახალი წელია ჰოდა ახალი წლის ხათრით, მოახდინე სასწაული, გემუდარები ნუ გამიმეტებ ამ ტყეში გასაყინად და ნუ მაქცევ მგლების ლუკმად, აბა შენ იცი ოღონდ ცოტა მალე რა, -დავამატე და დამშვიდებული ჩავჯექი თოვლში, რატომღაც მჯეროდა რომ ვიღაც აუცილებლად გაიგებდა ჩემს თხოვნას და დამეხმარებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი.

სულ რამდენიმე წუთი ვიჯექი გაუნძრევლად, მერე რაღაც შარიშური მომესმა, ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ბუჩქებს უკნიდან კრემისფერი ლაბრადორი გადმოხტა და ჩემსკენ გამოიქცა კუდის ქიცინით, ძაღლებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლაც მივხვდი რომ უწყინარი იყო და მხოლოდ თამაში აინტერესებდა, მუხლებზე დავდექი და ხელები გავშალე, ჩემს წინ შედგა, წინა თათები მხრებზე დამაწყო და სახე ამილოკა, ვარდისფერი საყელური ეკეთა რომელზეც ჟეტონი ჰქონდა ჩამოკიდებული, ჟეტონი თითებში მოვიქციე და გადავატრიალე...
- ბობო გქვია არა? -ჩავჩურჩულე და გამიღიმა, არ ვაზვიადებ, ადამიანივით მიღიმოდა და თვალებში ეტყობოდა როგორ გაუხარდა ჩემი ნახვა, -ბობო მარტო ხარ? შეგიძლია რომ აქედან გამიყვანო? -ვკითხე და მანაც თითქოს გაიგოო თავი დამიქნია, თათები ჩემი მხრებიდან ჩამოიღო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მერე ისევ ჩემსკენ მოტრიალდა აშკარად იმის თქმას ცდილობდა რომ უკან უნდა გავყოლოდი, ან მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო, სხვა რა გზა მქონდა...
- მადლობა რომ ბობო გამომიგზავნე, გეფიცები სხვას აღარაფერს აღარ გთხოვ, ანდა შეიძლება კიდევ გთხოვო სულ რაღაც ერთი-ორჯერ, არ იფიქრო რომ ზედმეტი მომდის უბრალოდ ჩემი დაბდურა თავის ამბავი რომ ვიცი დარწმუნებული ვარ კიდევ დამჭირდება შენი დახმარება, -ზეცას მიშტერებულმა დავასრულე მონოლოგი და ფეხზე წამოვდექი, ძაღლს მივყევი, მირბოდა და დროდადრო უკან იხედებოდა, ალბათ ამოწმებდა თუ მივყვებოდი, ხეებსა და ბუჩქებს შორის მივიკვლევდით გზას, დავიღალე, უკვე ვქოშინებდი ჩემი პატარა სახლუკა კი არა და არ ჩანდა...
- ბობო მოიცადე, -საცოდავად ამოვიხავლე და უზარმაზარ ნაძვს ჩავეხუტე რომ არ წავქცეულიყავი და ცოტა სული მომეთქვა, ბობო შედგა, შეჩერდა და ისეთი სახით შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა რამ დაგღალა ასე მწარედ შე საცოდავოო.
- არ მინდოდა ასე მალე შემეწუხებინე ახლა გადამარჩინე და გპირდები ამის შემდეგ მხოლოდ ჯანსაღ საჭმელს შევჭამ, სპორტული ცხოვრებით ვიცხოვრებ და სხეულს გავიკაჟებ რომ თუ კიდევ სადმე დავიკარგები სიარული მაინც შევძლო და ორი ნაბიჯის გადადგმამ არ დამღალოს, ისე წესით რაში უნდა გაინტერესებდეს ჩემი უბადრუკი ცხოვრება მაგრამ ლეონარდის და ბობოს შემდეგ უკვე თითქმის მჯერა რომ არსებობ და თუ არსებობ და ასე მეხმარები ესე იგი ჩემზე ფიქრობ და თუ ჩემზე ფიქრობ...
ბობოს წკმუტუნმა მომიყვანა გონს, ჩემს წინ იჯდა, თავს ხან აქეთ გადახრიდა ხან იქით და გაოცებული მიყურებდა, მასაც კი აკვირვებდა ჩემი საქციელი, შუაგულ ტყეში ვიდექი, ზეცას შევყურებდი და ჩემს თავს ხმამაღლა მთელი ემოციით და ხელების მოძრაობებით ვესაუბრებოდი.
- გიჟი გგონივარ არა? -შევეკითხე.
- კიო, -დაიწკმუტუნა პასუხად და კბილები დაკრიჭა.
- არ ვარ გიჟი, უბრალოდ დავიღალე, მშია და მცივა, კიდევ ცოტათი მეშინია, მგონი სულაც არ მივდივართ სახლისკენ, შენც დაკარგე გზა?
პასუხად წამოდგა, ზურგი შემაქცია და წავიდა, სხვა რა გზა მქონდა, ძალა მოვიკრიბე და უკან გავყევი, ხელებს ვეღარ ვგრძნობდი, სიცივისგან თითები წამეყინა, სუნთქვა მიჭირდა, ის იყო გადარჩენის ყველანაირი იმედი დავკარგე რომ ბობომ მხიარულად დაიყეფა და წინ გაიჭრა.
- მოიცადე სად გარბიხარ, აქ არ დამტოვო, ვიკივლე განწირული ხმით და ნაბიჯს ავუჩქარე, რამდენიმე ნაბიჯიც და ხეების მწკრივს გავცდი, ჩემს წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა, მონუსხული და ენაჩავარდნილი ვუყურებდი დათოვლილი ხეებით შემოსაზღვრულ გაყინული ტბას და ტბის მეორე ნაპირზე ფერდობზე აღმართულ ძველისძველ, ქონგურებიან უზარმაზარ შენობას, ნამდვილი საოცრება იყო, სასახლეს ჰგავდა, ნეტავ თუ ცხოვრობდა ვინმე იმ სასახლეში?
დავინახე ბობომ როგორ ჩაირბინა ფერდობი და როგორ შედგა ფეხი ყინულზე, ის რა ტბის გავლით აპირებდა იმ სახლთან მისვლას? აშკარა იყო რომ იქ პატრონი ეგულებოდა, უკან უნდა გავყოლოდი და დახმარება მეთხოვა, მაგრამ როგორ? სახლთან რომ მოვხვედრილიყავი ტბისთვის გარშემო უნდა შემომევლო მე კი ნამდვილად აღარ მქონდა ამდენი ძალა შერჩენილი, თითქოს ჩემი ყოყმანის საპასუხოდ ბობო შედგა, ჩემსკენ გამოიხედა და გამამხნევებლად დაიყეფა, ამოვიხვნეშე და ფერდობზე ჩასვლა დავიწყე, სანამ ყინულზე ფეხს შევდგავდი კარგა ხანს ვაკვირდებოდი, ვცდილობდი გამეგო გამიძლებდა თუ არა, რაც არ უნდა ყოფილიყო უნდა გამერისკა, აქედან სახლი ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანდა, რამდენიმე წუთში იქ ვიქნებოდი, ბობოს პატრონს გავიცნობდი, იქნებ ჩემთვის ცხელი ჩაიც შემოეთავაზებინა, დავისვენებდი, გავთბებოდი, სახლის გზასაც მიმასწავლიდა...
ცხელი ჩაის და თბილი ოთახის წარმოდგენისას სასიამოვნოდ გამცრა სხეულში და თამამად გადავდგი ნაბიჯი, ყინული არ ჩამტყდარა, ის კი არადა იმდენად მყარი ჩანდა მოგინდებოდა ზედ გეცეკვა და გეხტუნავა, შეიძლებოდა ასეთი რამ გამეკეთებინა კიდეც უზომოდ დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი, ბობო ჩემს წინ გარბოდა, დროდადრო უკან შემოტრიალდებოდა და მხიარულად შეჰყეფდა ხოლმე თითქოს მამხნევებდა, ცოტაც სულ ცოტაც, რამდენიმე ნაბიჯიც და ნაპირზე ვიქნებოდი, უკვე გარკვევით ვარჩევდი, სახლის სურომოდებულ ძველებური ქვით აშენებულ და უცნაური ჩუქურთმებით მორთულ კედლებს, ხის ჩარჩოებში ჩასმულ ოვალურ ფანჯრებს, უზარმაზარ მასიური ხის კარს რომლამდეც რამდენიმე საფეხურიანი მარმარილოს კიბე მიემართებოდა, რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო მეტად მიმძაფრდებოდა განცდა რომ ამ სახლს პირველად არ ვხედავდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი, თითქოს ძალიან ძალიან დიდხანს ვეძებდი ამ ადგილს, ადგილს სადაც თავისუფლად სუნთქვას შევძლებდი და ახლა როცა ამ იდუმალ უძველეს შენობას შევყურებდი ჩემს სულში უჩვეულო სიმშვიდე ისადგურებდა, უნებურად შევდექი როცა პირველი სართულის ფანჯრებში აციალებული სინათლე შევამჩნიე, ესე იგი ტყუილად არ მოვყავდი ბობოს აქეთ და მისი პატრონი მართლა აქ ცხოვრობს, სიხარულისგან გულისცემა ამიჩქარდა, ადგილზე შევხტი და თითქმის სირბილით განვაგრძე გზა...
ფეხქვეშ საეჭვო ჭრიალი და სკდომის ხმა რომ მომესმა შეჩერება უკვე გვიან იყო, ყინული ისე სწრაფად დაიბზარა და დასკდა ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე, წამის მეასედში ჩამყლაპა ცივმა წყალმა და ისე შემბოჭა რომ მხოლოდ ერთხელ მოვახერხე დაკივლება, უმწეოდ ვფართხალებდი თუმცა ვერაფრით ვახერხებდი ზედაპირზე თავის შემაგრებას, ყინულის ჩამომტვრეული დაკბილული ნაპირები ხელებს მიკაწრავდა, როცა კიდევ ერთხელ ჩავურყუმელავდი და როგორღაც ისევ მოვახერხე ამოყვინთვა ვიგრძენი როგორ გამეჭრა ლოყა თუმცა ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა...
- ბობო სად მიდიხარ? არ წახვიდე არ დამტოვო, -საცოდავად ამოვიხავლე თუმცა ბობოს არ გაუგია, მთელი ძალით არბოდა ფერდობზე, აი უკვე კიბეზე ადის, კარს უახლოვდება, გამწარებული ყეფს და ფხაჭნის, კარი იღება... კიდევ ერთხელ გავიბრძოლე თუმცა მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა, თვალები დავხუჭე და ბედს მივენდე, წყლის სიღრმეში ჩავეშვი...
ყოველთვის მაინტერესებდა რას გრძნობდნენ უცილობელი სიკვდილის წინ, აი მაშინ როცა სიკვდილი მოულოდნელად არ მოდის, როცა თუნდაც რამდენიმე წუთი გაქვს იმისთვის რომ იფიქრო სანამ სამუდამოდ დახუჭავდე თვალებს, თავიდან იბრძვი, სიცოცხლის თითოეულ წამს, ჰაერის ყოველ ყლუპს ებღაუჭები, შემდეგ ნებდები, შვებასაც კი გგვრის იმის გააზრება რომ ცოტა ხანში ყველაფერი დასრულდება, მაგრამ რა იქნება მერე? იქნება კი რამე? რატომღაც მე ამაზე არ მიფიქრია...
უეცრად უცნაური სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს უწონადობაში ვლივლივებდი, არაფერი მაწუხებდა არაფერზე ვფიქრობდი და ვდარდობდი, ეს მდგომარეობა სულ მალე შეცვალა უსიამოვნო შეგრძნებებმა, შემცივდა, საშინელ სულისგამყინავ სიცივეს ვგრძნობდი, მთელი სხეული მეწვოდა, გაშეშებულ კიდურებში ნელ-ნელა მიბრუნდებოდა მგრძნობელობა, შეხებას ვგრძნობდი რომელიც აუტანელ ტკივილს მაყენებდა, მერე დათბა, სხეული შედარებით გამითბა და აზროვნების უნარიც დამიბრუნდა, მინდოდა თვალები გამეხილა მაგრამ ვერ ვახერხებდი, უკვე ვხვდებოდი რომ არ მოვმკვდარვარ თუმცა იმის გააზრება მიჭირდა თუ სად ვიყავი, კიდურებზე ნაზ შეხებას ვგრძნობდი, მოქნილი თითები ოსტატურად მიზელდა ფეხებს, მერე ვიგრძენი როგორ ჩამაცვა რაღაც ძალიან თბილი, რბილი ფუმფულა საბანი ნიკაპამდე გადამაფარა... სიამოვნებისგან და შვებისგან ამოვიხვნეშე როცა ჯერ დაკაწრულ ლოყაზე ხოლო შემდეგ შუბლზე ვიგრძენი ტუჩების შეხება რომელსაც თან საოცრად ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი ერთვოდა...
- აქ არ უნდა მოგეყვანა ბობო, ასე რატომ მოიქეცი? რატომ წამოიყვანე? ხომ შეგეძლო ჯოტეჯისკენ გაძღოლოდი? -თითქოს სადღაც შორიდან მომესმა საყვედურ ნარევი ჩურჩული რომელსაც ძაღლის საწყალობელი წკმუტუნი მოყვა.
- ვიცი ბობო ვიცი მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, რამდენჯერ უნდა მოხდეს ერთი და იგივე, კიდევ ერთხელ ვერ დავკარგავ გესმის? არ შემიძლია, აღარ შემიძლია...
მეტი აღარაფერი გამიგია, ძილმა საბოლოოდ გამომთიშა ამ სამყაროსგან, უცნაური სიზმარი ვნახე, მწვანე მდელოზე პატარა ქოხი იდგა, ქოხის წინ გრძელბეწვიანი ნაგაზი იწვა, მოშორებით ცხენები ბალახობდნენ, გრძელი კაბა მეცვა, თხელი, ხელით ნაქსოვი მატერიისგან შეკერილი, თმა ისეთი გრძელი მქონდა საჯდომს ქვემოთ ეშვებოდა, ფეხშიშველი ვიყავი, ხელში გვირილების თაიგული მეკავა...
- მარისა ჩემთან მოდი ახლავე, -ყვირილი გავიგე თუ არა შევტრიალდი, -ქოხის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, მაღალი, ტანადი, უცნაურ ტანსაცმელში შემოსილი, მოზრდილი წვერით და გრძელი თმით, მის შეშფოთებულ მზერას გავაყოლე თვალი, ჩვენსკენ მომავალი ცხენოსნები შევამჩნიე თუ არა ყვავილები გადავყარე და სირბილით წავედი მისკენ...
- მოგვაგნეს ლეო, მაინც მოგვაგნეს, -სასოწარკვეთილმა ამოვიჩურჩულე მის მკერდზე მიკრულმა, -ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემს გამო გვდევნიან, ჩემს გამო შენც მოგკვეთეს და ახლა ყველასთვის საშიში და არასასურველი ხარ, მოგვკლავენ, ორივეს მოგვკლავენ...
- ნუ გეშინია, არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს და ნუ ამბობ რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია, როდისმე აუცილებლად ვიპოვით ისეთ ადგილს სადაც თავისუფლად და უშიშრად ვიცხოვრებთ, მხოლოდ მე და შენ, გესმის? ხომ გჯერა ჩემი? -თვალებში ჩამხედა და ნაზად შემეხო ტუჩებით ტუჩებზე, ღმერთო როგორი ლამაზი და ნაცნობი თვალები ჰქონდა... რამდენიმე წუთში გვერდიგვერდ მივაგელვებდით ცხენებს...
- ცოტაც მარისა, სულ ცოტაც, მთავარია ტყემდე მივაღწიოთ და ვეღარ გამოგვყვებიან, -შემომძახა და ცხენს დასჭყივლა რომ დაეჩქარებინა, მერე უცაბედად აღმოხდა კვნესა, სახე შეეცვალა, ტკივილისგან დაიმანჭა, აღვირს ხელი უშვა და ცხენიდან ჩამოცურდა, გავჩერდი ჩამოვხდი და მასთან მივიჭერი, ზურგში ორი ისარი ჰქონდა მოხვედრილი, არ იძროდა, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა...

გაოფლილს, აქოშინებულს გამომეღვიძა, თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი, გაოცებული ვათვალიერებდი ძველებური ავეჯით გაწყობილ უზარმაზარ საძინებელ ოთახს რომელსაც მოციმციმე სანთლების შუქი ანათებდა, წამოვჯექი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ცხადად გადამხდა თავს ის რაც დამესიზმრა, ასეთი ცხადი სიზმარი არასოდეს მინახავს, რომ დავმშვიდდი და დავფიქრდი მერეღა აღვიდგინე ცოტა ხნის წინანდელი მოვლენები, დავასკვენი რომ ალბათ სახლის პატრონმა გადამარჩინა და აქ მომიყვანა, მამაკაცის თბილი მაისური და შარვალი მეცვა ფეხზე კი თბილი ნაქსოვი წინდები, სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა როცა მივხვდი რომ ვიღაც უცნობმა გამომიცვალა ტანსაცმელი, წამოვდექი და იქვე საწოლთან დაწყობილ თბილ ჩუსტებში ჩავყავი ფეხი, ფრთხილად მივედი კართან და გამოვაღე, საკმაოდ ფართო და გრძელ დერეფანში გავედი, რომელიც საძინებლის მსგავსად მხოლოდ სანთლებით იყო განათებული, ფრთხილად მივდიოდი და ყურადღებით ვათვალიერებდი მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმული ნახატებით მორთულ კედლებს...
თავიდან მეგონა მომეჩვენა როცა ერთ-ერთ ნახატზე რაღაც ძალიან ნაცნობი შევამჩნიე, მივუახლოვდი, გაოცებული ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, ზუსტად ის იყო, ის ქოხი მე რომ დამესიზმრა, ქოხის წინ ვიდექი მდელოზე, ფეხშიშველი, ხელში გვირილების თაიგულით, ის ჩემს უკან იდგა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით და ისეთი თვალებით მიყურებდა...
- წარმოუდგენელია, -აღმომხდა და ახლა უფრო დაკვირვებით დავიწყე ნახატების შესწავლა, ყველა ნახატზე მე ვიყავი, მე და ის, სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა პოზაში, სხვადასხვა ვარცხნილობით და ტანსაცმლით, ერთადერთი რაც არ იცვლებოდა მისი ჩემდამი მზერა იყო, სიყვარულით მონატრებით ვნებით და უკიდეგანო სევდით სავსე...
გაბრუებული ჩავდიოდი კიბეებზე, ვერ ვხვდებოდი სად, რატომ ან როგორ მოვხვდი, ჩემი აქ ყოფნა ნამდვილად არ იყო შემთხვევითობა, ვინ ვიყავი ან ის ვინ იყო? როგორ შეიძლებოდა იმ ნახატებზე გამოსახული ქალი მე ვყოფილიყავი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა და არცერთზე არ მქონდა პასუხი, თუმცა არ მეშინოდა, ჭკუათმყოფელი ადამიანი თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა აქედან მაგრამ მე აშკარად არ მივეკუთვნებოდი ასეთი ადამიანების რიგს, შიშს ვერ ვგრძნობდი, ვიცოდი რომ საფრთხე არ მემუქრებოდა, ის თუ აქ იყო ჩემს გვერდით, მინდოდა რომ მენახა, დავლაპარაკებოდი, შევხებოდი...
კიბეები ჩავათავე თუ არა ოდნავ გამოღებული კარისკენ წავედი საიდანაც სინათლე გამოდიოდა, ფრთხილად შევაღე და უზარმაზარ მისაღებ ოთახში აღმოვჩნდი, ოთახის ერთ კუთხეში ულამაზესი, ფერადი სათამაშოებით მორთული ნაძვისხე იდგა, ნაძვისხის გვერდით ფანჯარასთან მოლბერტი შევამჩნიე და მაშინვე მისკენ გადავდგი ნაბიჯი და აი კიდევ ერთი გამოცანა, ნახატი ახალი იყო, ჯერ კიდევ სველი, ჰაერში მკვეთრად იგრძნობოდა საღებავების სუნი, საოცარი სიზუსტით და ოსტატობით იყო შესრულებული, მასზე მე ვიყავი გამოსახული, შუაგულ ტყეში თოვლში მუხლებზე ვიდექი და ბობო სახეს მილოკავდა...
- როგორც იქნა გაიღვიძე სალაპარაკო გვაქვს, -თბილი მშვიდი ხმა მომესმა და მისკენ შევბრუნდი, ბუხართან იდგა, წითელი ირმებიანი სვიტერი და თბილი სპორტული შარვალი ეცვა, მოკლედ შეჭრილი შავი თმა უწესრიგოდ ჰქონდა აჩეჩილი, დიდი შავი თვალები უციმციმებდა და მხიარულად მიღიმოდა...





ის ხომ სრულიად უცხო და უცნობი იყო ჩემთვის, თუ ასეა რატომ არ მეშინოდა მისი? რატომ არ მაფრთხობდა ეს უცნაური სიტუაცია? ასე ძალიან რატომ მიხაროდა მისი დანახვა? რატომ მქონდა ისეთი შეგრძნება თითქოს სადაცაა გული საგულედან ამომიხტებოდა, თითქოს დიდი ხანია ვიცნობდი და ახლა თუ არ ჩავეხუტებოდი სუნთქვა შემეკვრებოდა და გავიგუდებოდი, ან თვითონ რატომ მიყურებდა ისეთი სახით თითქოს წამი წამზე ელოდა ჩემს აფეთქებას, წივილ-კივილს და პანიკის შეტევას...
თამამად წავედი მისკენ, შეცბა თუმცა არ შეიმჩნია, არც ღიმილი მოშორებია სახეზე, დაიძაბა თუმცა ადგილიდან არ დაძრულა, მოთმინებით ელოდა ჩემს ყოველ ნაბიჯს რომელიც ჩემსა და მას შორის მანძილს ბოლოს უღებდა, ვუახლოვდებოდი და ჩვენს შორის ყველა ბარიერი ქრებოდა, სადღაც გაუჩინარდა საღი აზრი იმის შესახებ რომ არ ვიცნობდი, ახლა პირველად ვხედავდი და ასე თამამად არ უნდა მოვქცეულიყავი, რომ შეიძლებოდა გიჟად ჩავეთვალე...
არ განძრეულა როცა იმდენად მივუახლოვდი რომ უკვე სხეულზე ვეხებოდი, არც მაშინ განძრეულა, როცა ხელი ავწიე, ლოყაზე მოვეფერე და მერე თმებში შევუცურე თითები, თვალებგაფართოებული დამყურებდა ზემოდან, ბაგეებშეხსნილი, მკერდი ძალუმად აუდ-ჩაუდიოდა, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, ელოდა, მთელი არსებით ელოდა ჩემს შემდეგ ნაბიჯს, მეც აღარ დამიყოვნებია, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, თითის წვერებზე ავიწიე და ათრთოლებული ტუჩებით შევეხე ტუჩებზე, თვალები თავისთავად დამეხუჭა როცა საპასუხო მოძრაობა ვიგრძენი, წელზე ნაზად მომხვია ერთი ხელი, მეორე თმებში შემიცურა და თავდავიწყებით დაეწაფა ჩემს ბაგეებს რომელთაც ჯერ ამგვარი არაამქვეყნიური სიამოვნება არასდროს განეცადათ თუ იქნებ... იქნებ სადღაც, როდისმე... ჯანდაბა ახლა ამ მომენტში სისულელეა ამაზე ფიქრი მაგრამ თუ ასე არ არის რატომ მაქვს ისეთი გრძნობა რომ მას ვიცნობ, მის შეხებას, მის სურნელს, მის სითბოს...
- საკმარისია, საკმარისია, გაჩერდი ლეო, გაჩერდი გთხოვ, -საცოდავად ამოვიკნავლე როგორც კი მის ტუჩებს მოვწყდი და საუბრის შესაძლებლობა მომეცა, მკერდზე ხელისგულით მივაწექი და ვაიძულე სულ ოდნავ მომშორებოდა, არ შემწინააღმდეგებია, გაჩერდა მაგრამ ჩემს წელზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის ხელს რომლის სიმხურვალეც ტანსაცმლის შიგნითაც კი აღწევდა, იდგა ჩემს წინ გაუნძრევლად, დამყურებდა თვალებით რომლებშიც მთელი სამყარო ჩანდა და ნაზად დაატარებდა ჩემს სახეზე თითებს.
- სახელით მომმართე, -თბილი ხავერდოვანი ხმით მითხრა და გამიღიმა.
- იმიტომ რომ ასე გქვია, -დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- ჰო მაგრამ შენთვის ჩემი სახელი არ მითქვამს, -გამომცდელად დამაკვირდა და რატომღაც ვიფიქრე რომ ჩემს თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის... თითქოს გამოცდაზე ვიყავი და თითოეული სწორი პასუხი უმნიშვნელოვანესი იყო შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ოღონდ ჯერ არ ვიცოდი რას გულისხმობდა შემდეგი ეტაპი.
- მესიზმრე, სიზმარში გნახე, პატარა ქოხი მდელოზე, შენ და მე, სიზმარში ლეოს გეძახდი მაგრამ როგორც აღმოჩნდა სინამდვილეშიც ასე გქვია, მერე ის ნახატები ვნახე დერეფანში, ყველა ნახატზე ჩვენ ვართ გამოსახული შენ და მე, სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ადგილზე, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ვინ ხარ ლეო?
ერთბაშად მივაყარე, არაფრის დამალვა არ მიფიქრია, რომ დამემალა, აქედან ისე რომ წავსულიყავი ვითომც არაფერი მომხდარა ალბათ გულიც გამისკდებოდა, ლეო მისმენდა, სახეზე წარმოუდგენლად სწრაფად ეცვლებოდა გამომეტყველება, ტუჩები უთრთოდა, თვალები ანთებული ჰქონდა...
- დაგესიზმრე, გახსოვარ, ჩემი სახელი გახსოვს, -მხოლოდ ეს სიტყვები დასცდა, თავი უკან გადასწია და გადაიხარხარა, შევკრთი, ვერ მივხვდი რატომ იცინოდა ალბათ პანიკის შეტევა თუ ჰქონდა, კი მაგრამ რატომ? წესით მე უნდა მქონოდა პანიკის შეტევა და არა მას, ყველაფერი მეტად უცნაურად და უკუღმართად ვითარდებოდა, დავინახე როგორ ჩამოუცურდა ლოყებზე დახუჭული თვალებიდან ცრემლები, სიცილს არ წყვეტდა, მხრები და ფეხები აუცახცახდა, ჩემს წინ ჩაიჩოქა, მუხლებზე მომეხვია და მთელი ძალით ჩამეხუტა...
- რომ იცოდე როგორ მომენატრე... გთხოვ, მხოლოდ ცოტა ხნით... არ წახვიდე... უფლება მომეცი შენი სიახლოვე ვიგრძნო... -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩურჩულებდა და უფრო და უფრო მაგრად მეკვროდა, მისი მოშორება და წასვლა არც მიფიქრია, აჩეჩილ თმაში შევუცურე თითები, ქვემოდან ამომხედა აწყლიანებული თვალებით, მის მკლავებში ჩავცურდი, მის წინ ჩავჯექი, წელზე მოვეხვიე და მკერდზე მივეკარი, ამოიხვნეშა, ნიკაპით დამეყრდნო თავზე და ნაზად მომხვია ზურგზე ხელები, მის არანორმალურად აჩქარებულ გულისცემას ვუსმენდი რომელიც ნელ ნელა მშვიდდებოდა და თავს ისე კარგად ვგრძნობდი როგორც არასდროს მიგრძვნია, როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს სახლში ვიყავი...
- სახლში ვარ, -თავისთავად დასცდა ჩემს ბაგეებს.
- სახლში ხარ, -ღიმილშეპარული ათრთოლებული ხმით დამიდასტურა ლეომ.
- შენთან ვარ...
- ჩემთან ხარ.
- ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია.
- ვიცი.
- ეს ნორმალური არ არის.
- და როგორ ფიქრობ რა არის ნორმალური? რას ნიშნავს შენთვის იყო ნორმალური? როგორია ნორმალური საქციელი და ყოფა?
- ყოველ შემთხვევაში ის ნამდვილად არაა რაც ახლა ხდება.
- რა ხდება ახლა? რამე არასწორი? მიუღებელი? ისეთი რამ რაც არ მოგწონს ან არ გინდა? -ფრთხილად გადამიწია მხრიდან უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა, დაიხარა და თბილი ტუჩები შემახო ყელზე, ძლივს შევძელი კვნესის შეკავება, გამშრალი ტუჩები ენით დავისველე...
- მე შენ არ გიცნობ ლეო, პირველად გხედავ...
- არადა ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს მთელი შენი ცხოვრება ვარ, შენი არსებობის მიზანი, ეს სახლიც გეცნობა ხომ ასეა? გესიზმრე, ჯანდაბა როგორც იქნა გამიხსენე მარისა, იცი ეს რას ნიშნავს? ყველაფერი შეიცვლება, ნუთუ ბოლოს და ბოლოს ეს ტანჯვა წამება დასრულდება...
თითქოს თავისთავს ელაპარაკებოდა, აღგზნებული იყო, დაბნეული, გახარებული, მეხვეოდა, მკოცნიდა, ისე იქცეოდა თითქოს არ სჯეროდა რომ მასთან ერთად ვიყავი, თითქოს ეშინოდა რომ წუთი წუთზე ხელიდან გამოვეცლებოდი და ამიტომ ცდილობდა ყოველი წამის და წუთის გამოყენებას.
- უნდა ამიხსნა რა ხდება ასე არ შემიძლია, -როგორც იქნა მოვახერხე ჩემს სურვილებთან შეწინააღმდეგება, მკლავებიდან დავუსხლტი და დივანზე ჩამოვჯექი, ჩემს წინ ჩაეშვა სავარძელში, გადმოიხარა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა...
- სიმართლე რომ გითხრა არ ველოდი რომ ასე მშვიდად მიიღებდი ამ ყველაფერს, -ისეთი ხმით დაიწყო თითქოს კარგად მიცნობდა და რატომღაც ეგონა რომ სულ მცირე კისრისტეხით გავიქცეოდი აქედან, ან სულაც პოლიციაში დავრეკავდი და გატაცებისთვის ვუჩივლებდი, იქნებ იმაშიც დამედო ბრალი რომ მანიაკი იყო, იქნებ იყო კიდეც მანიაკი...
- ჯერ არაფერი მიმიღია და გამითავისებია, უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება, -ფეხები ავიკეცე და უფრო კომფორტულად მოვეწყვე, აქამდე ბუხრის წინ მწოლი ბობო რომელიც მშვიდად ადევნებდა თვალს მოვლენებს წამოხტა ჩემთან მოვიდა, დივანზე ამობობღდა, გვერდით მომიწვა და თავი მუხლებზე დამადო, მოვეფერე, ამოიკრუსუნა და თვალები დახუჭა.
- ბობოს უყვარხარ, -გაეღიმა ლეოს.
- ბობო შენს პატრონს უთხარი რომ სალაპარაკო თემას ნუ ცვლის, -ჩავილაპარაკე, ბობომ ზანტად გაახილა თვალები და დაიწკმუტუნა.
- მისი პატრონი შენ ხარ მარისა, ყოველთვის ჩემზე მეტად უყვარდი, -თვალებში სევდა გაუკრთა ლეოს, მზერა მომარიდა და აციმციმებულ ნაძვისხეს შეხედა, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, ვგრძნობდი როგორ იზრდებოდა ჩემში ბრაზი, ცოტა შიშიც, დაგვიანებულმა პანიკის შეგრძნებამაც უხეშად წამიჭირა ყელში...
- რისი თქმა გინდა? მართალია ყველანაირად ვცდილობ სიმშვიდის შენარჩუნებას მაგრამ ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, მოვითხოვ ყველაფერი ამიხსნა თორემ ახლავე წავალ აქედან და...
- ახლა ვერსად ვერ წახვალ მარისა.
- რას ნიშნავს ვერ წავალ? შენ რა...
- დამშვიდდი, დამშვიდდი, მშვიდად, -აშკარად მიხვდა რაც ვიფიქრე, ალბათ სახეზეც მეწერა ყველაფერი, მას კი ჩემი შეშინება არ ჰქონდა მიზნად დასახული.
- იმის თქმა მინდოდა რომ უკვე გვიანია, შეხედე, -საათზე მიმითითა რომელიც ღამის პირველ საათს აჩვენებდა, მოვიღუშე და უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი, არც მიფიქრია იმაზე რომ ამდენი დრო გავიდა რაც აქ ვიყავი, კიდევ კარგი კოტეჯიდან გამოსვლისას დედაჩემს დავურეკე და გავაფრთხილე რომ ტელეფონი ცუდად იჭერდა და შეიძლებოდა ვეღარ დამერეკა
- შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ მარისა, უბრალოდ ახლა ძალიან გვიანია საიმისოდ რომ სახლში წაგიყვანო, გარეთ ყინავს, შენი კოტეჯი კი ამ სახლიდან ძალიან შორს არის.
- მე შენთვის არ მითქვამს სად ვცხოვრობ.
- ჰო მგონი არ გითქვამს, -დაბნეულმა შემომხედა.
- მეც მაგას ვამბობ, არ მითქვამს, საიდან იცი სად ვცხოვრობ? -ვუყურებდი როგორ ცდილობდა გამოსავლის პოვნას და იმ ყველაფრის შემდეგ რაც ვნახე და მოვისმინე ყველაზე ნაკლებ პრობლემად მეჩვენებოდა ის რომ ლეომ იცოდა სად ვცხოვრობდი, ლეო... ლეო... ლეო... ზარივით რეკდა ჩემს გონებაში მისი სახელი...
- შენ იყავი, იქ კოტეჯში შენ იყავი არა? -ჩემი აღმოჩენით და იმით გამხიარულებულმა რომ საიდუმლოდ ანთებულ ბუხარს ახსნა მოვუძებნე გამეცინა, -შენ იყავი კოტეჯში, მე კი მეგონა რომ ვგიჟდებოდი და რაღაცეები მეჩვენებოდა.
არაფერი უთქვამს უბრალოდ მხრები აიჩეჩა, ეს თანხმობას ნიშნავდა და მეც როგორც იქნა დავიწყე თავსატეხის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება.
- ესე იგი ლეო? ლეონარდი არა? ეს შენ იყავი გზაში, შენ დამეხმარე და კოტეჯამდე მიმიყვანე, ამიტომაც მეცნობოდა ასე ძალიან შენი თვალები, ასეთი საოცრად ლამაზი თვალები სხვაზე არავისზე მინახავს, წარმოდგენა არ მაქვს როგორ და რანაირად მაგრამ შენ იყავი, არ მითხრა რომ არა, არ მითხრა თორემ გული გამისკდება გესმის?
- ძალიან ჭკვიანი ხარ მარისა, უზომოდ ჭკვიანი და საყვარელი, შენზე ვგიჟდები, ყოველთვის ვგიჟდებოდი, შენ ხარ ჩემი უსასრულო და უაზრო არსებობის ერთადერთი გამართლება...
მიყურებდა სიყვარულით, მონატრებით, სევდით სავსე თვალებით და ნელ-ნელა დამარცვლით, რბილი და თბილი ხმით ღვრიდა ჩემში სასიყვარულო სიტყვებს, ნელ-ნელა მავსებდა იმ გრძნობებით რომელთაც მეგონა რომ ვერასოდეს განვიცდიდი, ვუსმენდი გაუნძრევლად მჯდარი, სულელივით მომღიმარი, ბედნიერებისგან და ჯერ არგანცდილი ემოციებისგან პირთამდე სავსე...
ასე რომ ვიქცეოდი გიჟი ვიყავი? არანორმალური? შეშლილი? ჰო ალბათ ასეა თუმცა ის რამდენიმე წუთი როცა თვალებში ჩამყურებდა და ამ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა მთელ ჩემს განვლილ ცხოვრებას მერჩივნა...

- მოდი ასე გავაკეთოთ, -გვერდით მომიჯდა და ხელზე მომკიდა ხელი რომ იმ ბურანიდან გამოვეყვანე რომელშიც ცოტა ხნის წინ თვითონ შემიძღვა, -ახლა ჩაის გავაკეთებ, დავლიოთ, თან რამე უნდა ჭამო დარწმუნებული ვარ გეშიება, მერე კი ყველაფერს მოგიყვები კარგი?
უსიტყვოდ დავუქნიე თავი, ახლა მასთან კამათი არ მინდოდა, თანაც მართლა ძალიან მშიოდა, რამდენიმე წუთში ჩემს წინ მაგიდაზე ოხშივარავარდნილი ჩაის ჭიქა და ალუბლის ნამცხვრის უზარმაზარი ნაჭერი იდო.
- ვგიჟდები ალუბლის ნამცხვარზე, -პირგამოტენილმა ჩავიბურტყუნე და ხმაურით მოვსვი ჩაი.
- ვიცი რომ გიყვარს, -ჩაეცინა და თავისუფლად მიეყრდნო სავარძლის საზურგეს.
- აშკარად კარგად მიცნობ ოღონდ ვერ ვხვდები როგორ.
- იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე შენ წარმოგიდგენია მარისა, თუმცა ამჯერად გამოგიტყდები და გამაკვირვე, მეგონა როცა აქ გაიღვიძებდი შეგეშინდებოდა, იყვირებდი, იკივლებდი და შენი დაწყნარება მომიწევდა, შენ კი იმის გაგებისასაც კი არ შეგიხრია წარბი რომ მე და ის ლეონარდი ვინც სახლამდე მიგიყვანა ერთი და იგივე პიროვნება ვართ, სხვა შენს ადგილზე შეიძლებოდა ჭკუიდან შეშლილიყო, ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის ადვილი გასააზრებელი, -ამოიოხრა და კბილი კბილს დააჭირა, კიდევ ერთხელ შეეცვალა გამომეტყველება, მოიღუშა ად თვალებში სევდა და ტკივილი ჩაუდგა, აშკარად რაღაც ძალიან უსიამოვნო გაახსენდა...
- მე სხვა არ ვარ ლეო, -გამამხნევებლად გავუღიმე და კრემში ამოსვრილი თითი ბობოს ცხვირზე გავუსვი, კრუსუნ კრუსუნით მოილოკა ცხვირი და უფრო კომფორტულად მოკალათდა ჩემს მუხლებზე.
- ჰო აშკარად განსხვავებული შემთხვევა ხარ.
- არ ვიცი რას გულისხმობ მაგრამ თუ გაინტერესებს გეტყვი, შენი არ მეშინია, არც აქაურობის, გიყურებ და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ არაფერს დამიშავებ, ვიცი რომ შემიძლია გენდო, არ ვიცი რატომ მაგრამ არც ის უცნაურობები მაწუხებს რაც ჩვენს გარშემო ხდება...
- ეს მოულოდნელი იყო, -ღიმილით გადააქნია თავი.
- კიდევ ერთხელ გეტყვი, მე სხვებს არ ვგავარ ლეო.
- ჰო შენ შენ ხარ, მარისა ხარ, ის მარისა რომელიც უამრავჯერ გაიქცა ამ სახლიდან უკან მოუხედავად, რომელმაც უამრავჯერ მიწოდა შეშლილი, რომელმაც ვერც ერთხელ ვერ მიცნო, რომელიც ერთხელ ამ ყველაფერმა ჭკუიდან შეშალა... თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა, შენ გახსოვარ, გესიზმრე, უნდა გამიხსენო, აუცილებლად უნდა გამიხსენო...
ვუსმენდი და ჩემამდე ბუნდოვნად აღწევდა მისი სიტყვები, მზერა დამებინდა, სხეული მომიდუნდა, ჩემსკენ გადმოიხარა, მოდუნებული თითებიდან ჩაის ჭიქა გამომართვა და მაგიდაზე დადო.
- რა ხდება, თვალებს ვეღარ ვახელ, -ჩავიჩურჩულე და წამოდგომა ვცადე თუმცა ვერ მოვახერხე, მუხლებქვეშ შემიცურა ხელი ლეომ მეორე ხელი წელზე მომხვია, დივნიდან ამიყვანა და გულზე მიმიკრა.
- რას აკეთებ? რა ჯანდაბას აკეთებ? ახლავე დამსვი, -ძლივსგასაგონად ვბუტბუტებდი და ვცდილობდი მისი ხელები მომეშორებინა თუმცა არაფერი გამომდიოდა, ოთახიდან გავიდა, დერეფანი გაიარა და კიბეებს აუყვა.
- მშვიდად პატარავ, მშვიდად, მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ ახლა ცოტა უნდა დაისვენო რომ შემდეგი დღეებისთვის ენერგია მოიკრიბო, უამრავი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, -ეს ხმა დამამშვიდებელივით მოქმედებდა ჩემზე, უაზრო წინააღმდეგობა შევწყვიტე, მკერდზე ლოყით მივეკარი და მისი სურნელით ბოლომდე ავივსე ფილტვები.
- ჩაიში რა იყო გარეული? -ბოლო კითხვა დავუსვი სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი.
- ამას ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, -ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა, დაიხარა და შუბლზე მსუბუქად შემახო ტუჩები...





- უნდა გადაარჩინო, გემუდარები, ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი, თუ გინდა საკუთარი ხელით მოვისწრაფებ სიცოცხლეს ოღონდ გადაარჩინე, -ლეოს უმოძრაო მომაკვდავ სხეულთან ჩაჩოქილი ვემუდარებოდი ჩემს წინ მდგარ მაღალ თეთრთმიან გრძელ შავ კაბაში გამოწყობილ მოხუც ქალს რომელიც უმეტყველო სახით შემომყურებდა გამჭვირვალე ცისფერი თვალებით, ვერ ვხვდებოდი რას ფიქრობდა და ეს უფრო მეტად მაკარგვინებდა ისედაც რაღაც სასწაულით შემორჩენილ მოთმინებას.
- მარტოდმარტომ როგორ მოახერხე რომ აქამდე მოგეყვანა? -მხოლოდ ეს მკითხა, ცივი ხმა ჰქონდა, მკაცრი, ხრინწიანი...
- უნდა დაეხმარო იდილ, გთხოვ, ვიცი რომ შეგიძლია მისი გადარჩენა, -საცოდავად ამოვიხავლე და მუჭით მოვიწმინდე ცრემლები.
- არ უნდა წასულიყავი მარისა, შენი მოდგმის და წესების წინააღმდეგ არ უნდა გაგელაშქრა.
- შემიყვარდა, ნუთუ ეს დანაშაულია?
- შენთვის დანაშაულია, თავიდანვე იცოდი ამ ყველაფერს რაც მოყვებოდა, მოსალოდნელი შედეგებისთვის მზად უნდა ყოფილიყავი.
- ვიცოდი მაგრამ წავედი, ახლა კი დავბრუნდი იდილ, დავბრუნდი და მზად ვარ სამუდამოდ თქვენთან დავრჩე, ოღონდ გადაარჩინე.
- გგონია შეძლებ მისგან შორს ყოფნას როცა გეცოდინება რომ სადღაც ახლომახლოა, ცოცხალი და ჯანმრთელი, შეიძლება ვინმე სხვასთან...
- ლეო არასოდეს მიღალატებს.
- და არასოდეს მოგცემს უფლებას რომ აქ დარჩე.
- ვაიძულებ, ვაიძულებ წავიდეს, შენ ოღონდ დაეხმარე, ვიცი რომ შეგიძლია.
- ასე ძალიან რომ არ გვჭირდებოდე მარისა, უარს გეტყოდი და უბრალოდ ვუყურებდი როგორ ამოხდებოდა სული, მაგრამ საქმე ისაა რომ ჩვენი მოდგმა ისედაც გადაშენების პირასაა შენ კი ერთ-ერთი უძლიერესი გრძნეული ხარ ბედის მწერლებს შორის...
- ჰმ ბედის მწერალი? -მწარედ გამეცინა და მკვდარივით გაფითრებულ ლეოს სახეზე ნაზად გადავატარე მთრთოლვარე თითები, -მე როგორი ბედის მწერალი ვარ შემომხედე იდილ, ნახე რა დღეში ვარ...
- მშვენივრად იცი რომ იმ ძალას რასაც ფლობ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ბედის და მომავლის დასაწერად ვერ გამოიყენებ, ასეთია წესი.
- ვინ ჯანდაბამ დაადგინა ეს წესები, რაში მჭირდება ეს ძალა თუკი საყვარელი ადამიანისთვის ვერ გამოვიყენებ, რატომ ვარ ვალდებული რომ წესები დავიცვა? -ვეღარ გავუძელი და გულიდან ერთბაშად ამოხეთქა სიბრაზემ და სასოწარკვეთილებამ.
- უხსოვარი დროიდან ასე იყო მარისა, ასე ვცხოვრობდით, წესებს ვიცავდით, ადამიანებს ვეხმარებოდით მიუხედავად იმისა რომ გვდევნიდნენ და ბოროტ სულებად მიგვიჩნევდნენ, ეს არის ჩვენი დანიშნულება, შენ კი ყოველთვის გიყვარდა ყველაფრის უკუღმა გაკეთება, გაფრთხილებდი, გეუბნებოდი რომ ლეონარდი საშენო არ იყო, რომ ჩვეულებრივ ადამიანთან კავშირი კარგს არაფერს მოგიტანდა, ახლა ორივე მთელი სამყაროსგან ხართ გარიყულნი, შენ ჩვენგან, ის კი თავისიანებისგან, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადგილი სადაც მშვიდად და წყნარად იცხოვრებთ, აი ეს მოგიტანათ წესების უგულვებელყოფამ, ამას თვითონაც მშვენივრად ხედავ... -არაფრისმთქმელი სახით დაასრულა მონოლოგი ჩემს გვერდით ჩაიმუხლა, ლეოს გულზე დაადო ხელი და მერე უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
- მძიმედაა თუმცა მისი გადარჩენა შეიძლება.
- სამაგიეროდ რას ითხოვ? -ვიცოდი რომ იდილი უფასოდ არაფერს გააკეთებდა, ისიც ვიცოდი რასაც მოითხოვდა და წინასწარ თანახმა ვიყავი, ლეონარდი არ უნდა მომკვდარიყო, ჩემს გამო სიცოცხლე არ უნდა დაეკარგა, არავითარ შემთხვევაში.
- აქ დარჩები ჩვენთან, სამუდამოდ, ლეონარდს დაივიწყებ, თავისუფალ ცხოვრებას დაივიწყებ, არასოდეს აღარ გექნება ურთიერთობა ადამიანებთან...
- გავაკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი, -უხეშად შევაწყვეტინე საუბარი, -გეფიცები შენს ყოველ სურვილს და ბრძანებას შევასრულებ, ოღონდ დაიწყე, ნუღარ აჭიანურებ.
- მშვენივრად იცი როგორი მძიმე იქნება სასჯელი თუ სიტყვას გადახვალ, -მკაცრად შემავლო თვალი და მერე ისევ ლეოს ოდნავშესამჩნევად მოძრავ მკერდზე გადაიტანა მზერა.
- ვიცი, მშვენივრად ვიცი რაც მოხდება, თუმცა ყველაფერზე თანახმა ვარ, -მორჩილად დავხარე თავი, იდილს აღარაფერი უთქვამს, ხმამაღლა უხმო სხვებს რომლებიც დარწმუნებული ვარ უკვე დიდი ხანია ფარღალალა კართან იდგნენ და ჩვენი ყოველი სიტყვა ესმოდათ, სათითაოდ შემოლაგდნენ შენობაში და თივით მოფენილ იატაკზე ჩვენს გარშემო წრე შეკრეს, ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევიათ, მშვიდად იდგნენ და იდილის ბრძანებას ელოდნენ..
- წრეში ჩადექი მარისა, -მხარზე მსუბუქად წამკრა ხელი, წამოდგა და ადგომაში დამეხმარა, ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ, ვიგრძენი როგორ აჩუხჩუხდა ჩემს ძარღვებში ძალა რომელიც მძულდა, მეზიზღებოდა იმიტომ რომ ჩემსა და ლეოს შუაში დაუძლეველ ბარიერად იყო აღმართული, ხელები გამიხურდა, ჰაერი მაგიურად დაიმუხტა, თვალწინ გამოსახულება გაიდღაბნა როცა წრეზე სიარული დავიწყეთ, ბუნდოვნად ვხედავდი ლეოს უმოძრაო სხეულს და ბეჯითად ვიმეორებდი უძველეს და უძლიერეს სიტყვებს, ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო, ჩვენი ერთმანეთზე მაგრად ჩაჭიდებული ხელებიდან რძისფერი ნისლი იღვრებოდა და ლეოს გარს ეხვეოდა, ბოლოს დავინახე როგორ გაინძრა და როგორ აახამხამა გრძელი წამწამები...
- მარისა, -ჩურჩულით დასცდა მის გამშრალ ბაგეებს, შვებით ამოვისუნთქე და ამავდროულად გამოუთქმელმა ტკივილმა მომხარა წელში, ის კარგად იყო, ცოცხალი იყო მაგრამ დღეიდან მასთან შეხების უფლება აღარ მქონდა, ვერ მივუახლოვდებოდი, ვერ დაველაპარაკებოდი, ვერ შევეხებოდი, მის სურნელს, მის სხეულს, ჩემს სხეულზე ურცხვად მოთარეშე მისი თითებისგან მოგვრილ მღელვარებას ვეღარასოდეს ვიგრძნობდი, უკანასკნელად ვხედავდი, დღეის იქით მას უჩემოდ მე კი უმისოდ უნდა გვეარსება, ჩემთვის ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მისთვის? რას გააკეთებდა ლეო?
- გადარჩა, გამოჯანმრთელდება, მხოლოდ პატარა იარები დარჩება ზურგზე, -მომესმა იდილის ხმა, ვერაფერი ვუპასუხე, შევბრუნდი და გასასვლელისკენ წავედი.
- მარისა, მარისა, მარისა, -ფეხდაფეხ მომდევდა ლეოს ჩურჩული...


საკუთარმა ხმამ გამაღვიძა, მოთქმით ვტიროდი, გული საშინლად სწრაფად მიცემდა, თავს ცუდად ვგრძნობდი, ეს არ იყო უბრალოდ სიზმარი, ყველაფერი გუშინდელივით მახსოვდა, თითოეულ სიტყვას თითოეულ მზერას და შეხებას ვგრძნობდი და განვიცდიდი, მე ის მახსოვდა, არ ვიცი რატომ, არ ვიცი როგორ მაგრამ მახსოვდა, ჩემს გონებაში არსებული უზარმაზარი სიცარიელე ნელ-ნელა ივსებოდა ლეოზე მოგონებებით, მოგონებებით რომლებიც წესით არ უნდა მქონოდა, მაგრამ მქონდა და საშინლად მაწუხებდა ის რომ აქამდე არ მახსოვდა, როგორ შემეძლო ის დამევიწყებინა, როგორ შემეძლო ის ყველაფერი დამევიწყებინა რაც ჩვენს შორის იყო, ის ყველაფერი რაც იმ სიყვარულისთვის გადავიტანეთ რომელიც გვაკავშირებდა...
საძინებელში მარტო ვიყავი, ფანჯრებიდან დილის ბინდბუნდ შეპარული ცა მოჩანდა, გვერდზე გადავბრუნდი და ცხვირი ლეოს სურნელით გაჟღენთილ ბალიშში ჩავრგე, გამაცახცახა, მთელი სხეული ამითრთოლდა, სუნთქვა შემეკრა ისე მომინდა ახლა მასთან ჩახუტება, ფეხშიშველი, თმააბურდული, გონებაარეული გავედი დერეფანში, კიბისკენ მივაბიჯებდი როცა ჩემს წინ ლანდებად იწყეს გაცოცხლება წარსულის მოგონებებმა, უცნაურია არა? იმ ყველაფრის მერე სულაც არ მომჩვენებია უცნაურად, არც შემშინებია, გამჭვირვალე ლანდები ჩემს წინ მოძრაობდნენ, წარსულის მოგონებებს ვუყურებდი, ეს მე ვიყავი და ლეო...
- ხომ იცი რომ უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, -ისე ცხადად ჩამესმა ლეოს ხმა თითქოს ჩემს გვერდით მდგარიყო, -მერე ხელი ასწია მისმა ლანდმა და ჩემს მოციმციმე გამჭვირვალე გამოსახულებას მოეფერა სახეზე რომელმაც მაშინვე შეშინებულმა დაიხია უკან.
- აქ არ უნდა მოსულიყავი ლეო, იმისთვის რომ კარგად იყო და ჩემგან მოშორებით ბედნიერად იცხოვრო იძულებული ვარ დაგშორდე, გარიგება დავდე... ეს ხუმრობა არ არის, ბედის მწერლები არავის პატიობენ სიტყვის გატეხვას, არც მე მაპატიებენ, საშინელი წყევლით დაგვწყევლიან...
- ჩემს გარეშე ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიგეღო, -მკლავში სწვდა ლეო, მიიზიდა და მკერდზე აიკრა მთრთოლვარე სხეული.
- კვდებოდი, შენს სიკვდილს ვერ დავუშვებდი, -ძლივსგასაგონად ჩურჩულებდა ჩემი ლანდი და თითებს ლეოს გრძელ თმაში დაატარებდა, -უშენოდ ვერ ვიცოცხლებდი გესმის?
- და ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ? ცალ-ცალკე- ერთმანეთისგან შორს... -თვალები აენთო და სახე ბრაზის და ტკივილის ღრუბელმა დაუბურა, -წამოდი ჩემთან ერთად მარისა, გავიქცეთ მოვშორდეთ აქაურობას, რაც მოხდება მოხდეს, წამოდი ან ახლავე აქვე მომკალი უშენოდ ისედაც ვერ ვსუნთქავ, -ქამარზე დაკიდებული ქარქაშიდან დანა ამოიღო და ძალით ჩაუდო ხელში...

გაშეშებული ვიდექი დერეფანში და თვალმოუშორებლად ვუყურებდი ამ საოცრებას, ლეოს წინ იდგა მარისა, შავ კაბაში გამოწყობილი გრძელი გაშლილი თმით, ხელში დანით... ერთხანს დუმდა თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობსო, მერე დანას დახედა, მთელი ძალით მოისროლა, ლეოს კისერზე მოხვია ხელები და მთელი გრძნობით აკოცა, გაუცნობიერებლად გადავიტარე თითები გამშრალ ბაგეებზე და ხმაურით გადავყლაპე ნერწყვი, ერთბაშად აირია ყველაფერი, ლანდები ერთმანეთში აიდღაბნა, გამოსახულება გაქრა, ზურგს უკნიდან ცხენის ჭიხვინი მომესმა, მივტრიალდი, დერეფნის მეორე ბოლოდან პირდაპირ ჩემსკენ მოგელავდა შავი ულაყი, აღვირს ჩაფრენილ ლეოს სახეზე ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა გადაფენილი, თვალდახუჭულ მარისას კი მის ბეჭებზე ედო თავი და ხელები მის წელზე ჰქონდა მოხვეული, გვერდზე გაწევაც კი ვერ მოვასწარი ისე გაიარეს ჩემში და ჰაერში გაუჩინარდნენ...
ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ფაზლის ყველა ნაწილი შეივსო, ცრემლებისგან მხედველობა დაბინდულმა ჩავიარე კიბეები, ლეოს ვეძებდი მაგრამ არსად იყო, მისაღებშიც რომ ვერ ვიპოვე გამწარებულმა გამოვაღე მთავარი კარი და ფეხშიშველი გავედი გარეთ, მოყინული მარმარილოს კიბეები ისე ჩავიარე სიცივე არ მიგრძვნია, არც მაშინ მიგრძვნია რამე როცა უკვალავ თოვლში ჩავაბიჯე, წამიერად თვალი მომტაცა ჩემს თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ, თენდებოდა, ტბის მიღმა უზარმაზარი ნაძვების კენწეროების უკან მზე ამოდიოდა...
- მარისა, -მომესმა ნაცნობი ხმა და ყბა ნერვიულად ამიცახცახდა, ხარბად ჩავისუნთქე ზამთრის ცივი და სუფთა ჰაერი და მისკენ შევბრუნდი, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა, ისევ ის ირმებიანი სვიტერი ეცვა, ფუმფულა ყურებიანი წითელი ქუდი ეხურა, გულზე შეშის ნაჭრები ჰქონდა ახუტებული და გაოცებული, დაბნეული მიმზერდა, ხმას ვერ ვიღებდი, მინდოდა მეკივლა, მეყვირა, სიხარულისგან ხმამაღლა მებღავლა, მაგრამ ერთ ადგილზე გაშეშებული უხმოდ ვყლაპავდი ცრემლებს.
სულ რამდენიმე წამი მიყურებდა დაბნეული მერე არ ვიცი ჩემს სახეზე და თვალებში რა ამოიკითხა მაგრამ გამომეტყველება შეეცვალა, მკლავები უღონოდ ჩამოუვარდა ძირს, მის გარშემო თოვლში გაიფანტა წვრილად დაპოპილი შეშა, მძიმედ გადმოდგა ჩემსკენ პირველი ნაბიჯი, მერე მეორე... მესამე... ისე მიყურებდა აშკარად არ სჯეროდა რასაც ხედავდა, თვალები აუწყლიანდა, ტუჩები უთრთოდა, ცდილობდა როგორმე დაემალა აცახცახებული თითები მაგრამ არ გამოსდიოდა, ჩემს წინ შეჩერდა, ნელა ისე ნელა და ნაზად შემეხო სახეზე თითქოს ეშინოდა რომ შეიძლებოდა გავმქრალიყავი.
- მომენატრე, ძალიან მომენატრე, -კვნესით დასცდა ჩემს ბაგეებს, გაღიმებულმა დახუჭა თვალები დავინახე როგორ მოსწყდა მის გრძელ წამწამებს ერთადერთი ცრემლი... მსუბუქად ამიტაცა ჰაერში, გულზე მიმიხუტა და ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ...


- დალიე თორემ გაცივდები, სულ მთლად გაყინულხარ, -ცხელი სითხით სავსე ჭიქა მომაწოდა და საგულდაგულოდ ამომიკეცა პლედი, ჩემს გვერდით დაჯდა დივანზე, მხარზე ჩამოვადე ლოყა, ყველაფერი იდეალურად იყო, მე, ის, ბუხარი, უზარმაზარი ნაძვისხე და ბუხრის წინ მძინარი ბობო, გუშინდელივით მახსოვდა, როგორ მაჩუქა ლეომ სულ პატარა, ერთი ციცქნა, ჯერ თვალებიც კი არ ჰქონდა გახელილი...
- ამას არ ვიმსახურებდით, -ჩავილაპარაკე და ვიგრძენი როგორ დაიძაბა ლეო.
- ყველაფერი ჩემს გამო მოხდა მარისა მაპატიე, ვიცი რომ ამის პატიება შეუძლებელია მაგრამ, მაშინ სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო, -თავზე მაკოცა და უფრო მჭიდროდ მიმიხუტა.
- შენ არაფერ შუაში ხარ, არ ვნანობ იმ გადაწყვეტილებას რაც მივიღე, ახლა რომ იქ ვიყოთ, იმ დროში ისევ იგივეს გავაკეთებდი, სხვა გზა არ გვქონდა და სხვა არჩევანი...
- არ მჯერა რომ ყველაფერი გაგახსენდა, -ცარიელი ჭიქა გამომართვა და მაგიდაზე დადო, მერე ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მწყურვალივით დაეწაფა ჩემს ბაგეებს...
- აქამდე რა ხდებოდა? -ვკითხე როგორც კი სული მოვითქვით.
- აქამდე ვერ მცნობდი ხოლმე, -უგემურად გაიღიმა და ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი.
- ეს ჩვენი მერამდენე შეხვედრაა?
- ასმეთორმეტე.
- და ვერცერთხელ ვერ გიცანი? -გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, მშვენივრად შემეძლო წარმოდგენა რას იგრძნობდა ლეო...
- ვერცერთხელ ვერ შევძელი რომ შენთვის წარსული გამეხსენებინა, ყოველ ოცდაოთხ წელიწადში ერთხელ ახალ წლამდე ათი დღით ადრე ვხვდებით ერთმანეთს და მხოლოდ ათი დღე გვაქვს ერთად ყოფნისთვის, სანამ შეგხვდები მანამდე ყოველთვის სრულიად ჩვეულებრივად ატარებ დროს, იბადები, იზრდები, სწავლობ, მუშაობ, გყავს ოჯახი, მეგობრები, მე კი მოხუცი მამაკაცის სახით ვცხოვრობ მანამ სანამ შენთან შეხვედრის დრო მოვა და მხოლოდ ახალ წლამდე ათი დღით ადრე ვიბრუნებ ჩემს ნამდვილ გარეგნობას.
- მახსოვს, -ჩაფიქრებულმა დავუქნიე თავი, -ეს იყო იდილის სასჯელი იმ შემთხვევაში თუ პირობას დავარღვევდი, -აკანკალებული ხმით ჩავილაპარაკე და ლეოს მკერდში ჩავრგე სახე, -წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ გიჭირდა მთელი ეს დრო, მე ახლიდან ვიბადებოდი და არაფერი მახსოვდა შენ კი უკვდავი ხარ...
- ჰო საშინელებაა იმის ყურება როგორ... -სიტყვა შეწყვიტა, სახე შეეჭმუხნა, თვალებში სევდა ჩაუდგა თითქოს რაღაც ძალიან უსიამოვნოს იხსენებსო.
- მერე რა ხდება ლეო? -პირდაპირ ვკითხე ის რაც ყველაზე ძალიან მაწუხებდა.
- რას გულისხმობ?
- ხომ იცი რასაც ვგულისხმობ, რა ხდება ათი დღის მერე, როცა ჩვენი ერთად ყოფნის დრო იწურება ხოლმე მერე რა ხდება?
- ახალ წელს გამთენიისას სრულდება ჩვენი დრო...
- როგორც ზღაპარში? -გამეღიმა.
- ზღაპრებში ასეთი რაღაცეები არ ხდება მარისა, გამთენიისას მე ისევ მოხუცის სახეს ვიღებ, შენ კი... შენ...
- მითხარი, ყველაფერი მითხარი, -სრულიად მშვიდად ვთხოვე არადა წინასწარ ვიცოდი პასუხი.
- მერე შენ კვდები მარისა, -ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა და თავი ჩაღუნა, -ყოველთვის ასეა, რაც არ უნდა გავაკეთო, როგორც არ უნდა ვეცადო შენს გადარჩენას ვერ ვახერხებ, ყოველთვის კვდები, ყოველთვის, სხვადასხვანაირად, ყველაფერი ვცადე მაგრამ ვერაფერს ვცვლი, მზის ამოსვლისას ისე მეცლები ხელებიდან თითქოს არც ყოფილხარ, -ერთხანს საკუთარ ხელებს დასცქეროდა, მერე წამოდგა იქვე მდგარი ჭიქა კედელს მიანარცხა და მთელი ხმით იღრიალა, მე და ბობო ერთდროულად წამოვხტით ფეხზე, მასთან მივედი და ჩავეხუტე.
- ნუ დარდობ წელს ყველაფერი სხვაგვარად მოხდება, შენ თვითონ თქვი რომ პირველად გაგიხსენე.
- ჰო თანაც ისე რომ ამისთვის არაფრის გაკეთება არ დამჭირვებია.
- ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს ლეო, მე ბედის მწერალი ვარ, ყოველთვის იმას მასწავლიდნენ რომ მხოლოდ სხვათა ბედზე უნდა მეზრუნა, იქნებ დროა საკუთარი ბედის შეცვლა ვცადო?
- ეს შესაძლებელია? -ხმაში იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, აციმციმებული თვალებით ჩამხედა თვალებში.
- უნდა ვცადოთ, სხვა გზა არაა, -საკუთარ თავში დარწმუნებულს გამეღიმა, როგორც იქნა ისევ ერთად ვიყავით და არავის აღარ მივცემდი უფლებას რომ ჩვენი ბედით ეთამაშა, ჩვენი თავი და ჩვენი მომავალი ჩვენ გვეკუთვნოდა და ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა რა იქნებოდა ხვალ.

იმ ღამით ლეოს მკლავებში მოქცეულს მის მკერდზე მიხუტებულს მეძინა ალერსით და სიყვარულით დაღლილს, შემდეგ დღეებში მომავალზე აღარ გვისაუბრია, ყველანაირად ვცდილობდით ის მცირე დრო რაც გვქონდა ერთად ყოფნისთვის და ერთმანეთით დასატკბობად გამოგვეყენებინა, კოტეჯიდან რომელიც თურმე ლეოს ეკუთვნოდა ბარგი წამოვიღე და მასთან გადავედი საცხოვრებლად, არ გამკვირვებია როცა მითხრა რომ თვითონ მოაწყო ყველაფერი ისე მაინცდამაინც ის კოტეჯი რომ მექირავა, ერთად კარგად ვიყავით, საოცრად ვიხალისეთ როცა დედაჩემთან ვიდეიოზარით საუბრისას შიშველ ტანზე პირსახოცშემოხვეული შემობოდიალდა ოთახში, შემდეგ დიდხანს ვუხსნიდი დედას ვინ იყო და რას წარმოადგენდა ჩემთვის, თიკოსაც გავაცანი და რათქმაუნდა იმწამსვე დაიმსახურა მისი სიმპათია, თუმცა ვერაფრით დავაჯერეთ რომ ჩემს აქ ჩამოსვლამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით.
მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, ყოველ წუთს და წამს, ტყეში ვსეირნობდით, თოვლზე ვსრიალებდით, ვგუნდაობდით, ერთად ვხატავდით, საღამოობით ბუხრის პირას ვსვამდით კენკრის ჩაის, ღამეები კი ისეთი ვნებიანი და ცეცხლოვანი იყო როგორც არასდროს...
ყველანაირად ვცდილობდი იდილთან დაკავშირებას, ჩვენ ბედის მწერლებს ყოველთვის შეგვეძლო ერთმანეთთან გონებრივი კავშირის დამყარება, ვიმედოვნებდი იდილი ჯერ კიდევ ცოცხალი და საღსალამათი იყო რადგან სხვანაირად რომ ყოფილიყო მას მერე რაც მეხსიერება დამიბრუნდა მის არყოფნას ვიგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი სადღაც ახლომახლო იყო და იცოდა რაც ხდებოდა, ყველაფერს ხედავდა, თუმცა ჯიუტად დუმდა, რამდენიმე ათასი წლის უძლიერესი გრძნეულისთვის ალბათ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემი და ლეოს ტანჯვა-წამებას, როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა, როგორ?
- ისევ მასზე ფიქრობ? -დივანზე გაწვა, თავი მუხლებზე დამადო და ქვემოდან ამომხედა შავი თვალებით.
- ჯიუტობს, კონტაქტზე არ გამოდის.
- ალბათ ელოდება როდის დავნებდები რომ შემდეგ საბოლოოდ ჩაგიგდოს ხელში, -მწარედ გაეღიმა ლეოს, წამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო, -იქნებ დაფიქრდე იმაზე რისი გაკეთება შეგიძლია ამ დაუსრულებელი ტანჯვისგან თავის გადასარჩენად.
- იქნებ იმაზე ვისაუბროთ რაზე საუბარსაც ჯიუტად ვარიდებთ თავს, -გულწრფელად გამეღიმა, ვიცოდი რასაც გულისხმობდა თავის გადარჩენაში, იდილის და სხვა ბედის მწერლების წყევლის მიხედვით, ერთხელაც როცა მეხსიერება დამიბრუნდებოდა თუ ყველაფერს გულწრფელად მოვინანიებდი მათთან დაბრუნების უფლება მომეცემოდა ლეო კი საბოლოოდ გამოეთხოვებოდა სიცოცხლეს.
- გგონია ამაზე დავთანხმდები? არავითარ შემთხვევაში ლეო, კიდევ ერთხელ ვცდი და თუ არაფერი გამოგვივა, დაე დარჩეს ყველაფერი ისე როგორც იყო, თუმცა შენ...
- ჩემზე ნუ იფიქრებ, თუ საჭირო იქნება კიდევ თორმეტჯერ ოცდაოთხი წელი დაველოდები როდის გამიხსენებ და როდის შემომხედავ ისეთი მზერით აი ახლა რომ მიყურებ, -სევდიანად გამიღიმა, მერე წამოდგა და სასმელების თაროდან წითელი ღვინით სავსე ბოთლი აიღო, თავი გვერდზე გადახარა და პატარა ანცი ბიჭივით ჩამიკრა თვალი.
- დალევ? ბოლოს და ბოლოს ორ საათში ახალი წელი დგება, ხომ უნდა აღვნიშნოთ.

ბუხრის წინ ხალიჩაზე მსხდომები ვსვამდით წითელ ღვინოს, ვიხსენებდით ძველ ისტორიებს და სიცილისგან დაოსებულები ვაწყდებოდით ერთმანეთს, დროდადრო საათს მიშტერებულ ერთმანეთის მზერას ვამჩნევდით მაგრამ არ ვიმჩნევდით, შუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო იქვე ბუხართან რომ ჩაეძინა ლეოს, პლედი მივაფარე, წამოვდექი მისაღების შუაგულში ადგილი გავანთავისუფლე, ანთებული სანთლები წრიულად განვალაგე, მათ შუაში ჩავჯექი, მედიტაციისთვის მოსახერხებელი პოზა მივიღე და ის იყო თვალები უნდა დამეხუჭა და ჩვეული რიტუალი უნდა დამეწყო რომ დავინახე როგორ აციმციმდა ჩემს წინ ჰაერი, რამდენიმე წამში ჩემგან ერთი ნაბიჯის მოშორებით თითქოს არსაიდან იდილი გაჩნდა, გამჭვირვალე, უფერული, ჰაერში ლივლივებდა და მკაცრ მზერას არ მაშორებდა, დროდა დრო კი მძინარე ლეოსკენ გაურბოდა თვალები რომელიც ძილში ბორგავდა.
- როგორც იქნა გამოჩნდი, -ირონიულად გამეღიმე, მაინცდამაინც მაშინ რატომ მოხვედი როცა ყველაფრის შესაცვლელად ჩემი ძალის გამოყენება დავაპირე?
- როგორ მოახერხე მეხსიერების დაბრუნება? -ცივი ხმით მკითხა.
- სადამდე აპირებდი ამ ყველაფრის გაგრძელებას? -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
- მან შენი თავი წაგვართვა, შენ ყველაზე ძლიერი იყავი ჩვენს შორის თუმცა საკუთარ ძალას არასოდეს არ აფასებდი, შენი წასვლის შემდეგ დავსუსტდით, შევცოტავდით და ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაფანტულებს მალვა გვიწევს, ამისთვის უარესს იმსახურებდა, -თვალები უელავდა, ზიზღს და ბრაზს ასხივებდა, მივხვდი მისთვის დახმარების თხოვნას აზრი არ ჰქონდა.
- შეგიძლია წახვიდე და იმ სოროში დაიმალო იდილ სადაც აქამდე იმალებოდი, საკუთარ თავს თვითონ მივხედავ, -გამოვუცხადე და დავინახე როგორ შეეცვალა გაკვირვებისგან სახე.
- ამას ვერ შეძლებ მარისა.
- შევძლებ, თვითონ თქვი რომ თქვენზე ყველაზე მეტად ძლიერი ვარ, ახლა, ზუსტად ახლა და ამ წუთიდან ვიწყებ საკუთარი ძალების გაცნობიერებას და დაფასებას.
- ეს არ გააკეთო, ტყუილად არ გვაქვს აკრძალული ძალების საკუთარი თავისთვის გამოყენება, თუ ამას გააკეთებ, ყველა მაგიურ უნარს დაკარგავ და ჩვეულებრივ ადამიანად იქცევი, დაბერდები მოკვდები და აღარასოდეს დაიბადები...
- ერთი სიცოცხლეც საკმარისია ოღონდ ის ჩემს გვერდით იყოს, ლეოს გადავხედე, გაცოფებული იდილისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, მხოლოდ ჩემს შიგნით მოძრავ და მფეთქავ ენერგიაზე ვახდენდი კონცენტრირებას, მე შევძლებდი ამას, აუცილებლად შევცვლიდი ჩვენს ბედს, რამდენიმე წუთს მოიცვა ჩემს გარშემო მდებარე სივრცე უხილავმა მაგრამ საგრძნობად ძლიერმა და ცოცხალმა ენერგიამ, დაბინდული მზერით ვხედავდი როგორ გაქრა და გაუფერულდა იდილი, არ მახსოვს როგორ მივედი ლეოსთან და როგორ მივუწექი გვერდით, მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე, მის ხელებს წელზე, საბოლოოდ მოვიკრიბე ძალა რომ თვალები გამეხილა, თენდებოდა, ფანჯრებიდან ოთახში ამომავალი მზის პირველი სხივები შემოდიოდა, შეშინებულმა გადავიტანე მზერა უშფოთველად მძინარი ლეოს სახეზე ნუთუ უკანასკნელად ვხედავდი? ხელი ავწიე რომ თმაზე მოვფერებოდი მაგრამ ვერ შევძელი, საშინლად ვიყავი დაღლილი, თვალები თავისთავად დამეხუჭა და ღრმად ჩამეძინა...

რაღაც სველი და ხაოიანი მეხებოდა სახეზე, თვალების გახელა არ მინდოდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თუმცა თუ ცოცხალი ვიყავი იმ სამყაროში გაღვიძებას არ ვაპირებდი სადაც ლეოსთან საერთო მომავალი არ მექნებოდა.
- გაჩერდი ბობო თორემ გააღვიძებ, -ნაცნობი ხმა რომ მომესმა სიხარულისგან თვალები დავაჭყიტე, გაოცებული შევყურებდი ჩემს თავთან დახრილს, ისევ ისეთი იყო ახალგაზრდა, საყვარელი, ღიმილიანი...
- გათენდა? რომელი საათია? -წამოვჯექი და დღის სინათლისგან გაჩახჩახებულ ფანჯრებს შევავლე თვალი.
- მეგონა ჩამეხუტებოდი, -საყვარლად გაბუსხა ტუჩები და ხელები გაშალა, დაეჭვებულმა შევხედე, დარწმუნებული არ ვიყავი რომ არ მესიზმრებოდა, მთელი ძალით ვუჩქმიტე მკლავზე, გამწარებულმა იყვირა.
- რას აკეთებ მარისა? რა გჭირს?
- ვამოწმებ ხომ არ მესიზმრები.
- ჰოდა მაგას თუ ამოწმებ შენი თავისთვის უნდა გეჩქმიტა მე რას მერჩი? -გახარებული ვეცი და ჩავეხუტე, გიჟივით ვუკოცნიდი სახეს, ვეფერებოდი და დროდადრო ცრემლებს ვიწმენდდი.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, გამოგივიდა, გამოგივიდა გესმის? -თბილი ხმით და ღიმილით ნამდვილად კარგად ახერხებდა ჩემს დამშვიდებას.
- ჰო მაგრამ თუკი რამე მაგიური უნარი გამაჩნდა ყველაფერი დავკარგე და შენც დღეიდან ჩვეულებრივი ადამიანი ხარ უკვდავობა უნდა დაივიწყო.
- ეს უსასრულო სიცოცხლე საშინელება იყო უშენოდ, მტკივნეული და გაუსაძლისი, ასე რომ მზად ვარ შენთან ერთად ერთი თბილი ტკბილი და ბედნიერი ცხოვრებით ვიცხოვრო, -წამოდგა, ჩემს წინ თეატრალურად მოიხარა ქედი და ხელი გამომიწოდა, -გთხოვთ, ნება მომეცით რომ საძინებლამდე მიგაცილოთ.
- რატომ? -წარბაწეულმა შევხედე, თავი ვერ შეიკავა და გადაიხარხარა.
- სულ რაღაც მაიმუნობებზე ნუ ფიქრობ, უბრალოდ მინდა თბილად ჩაიცვა რომ გავისეირნოთ მერე კი ბარგი ჩავალაგოთ და თბილისში დავბრუნდეთ.
- ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ რა, -დავიწუწუნე და საცოდავად ავხედე ქვემოდან, -ჯერ არ მინდა დაბრუნება, აქაურობა ძალიან მომწონს და თანაც რომანი მაქვს დასამთავრებელი, თბილისში კი წერის გაგრძელებას ვერ მოვახერხებ.
- კარგი დავრჩეთ, ოღონდ ერთი პირობით, აუცილებლად მეტყვი ბოლოს და ბოლოს რა სახელი შეურჩიე ამ საიდუმლო რომანს, რომლის წაკითხვის უფლებასაც არაფრის დიდებით არ მაძლევ.
მივუახლოვდი, ფეხის წვერებზე ავიწიე, მხრებზე მოვეხვიე, ერთხანს თვალებში ჩავცქეროდი რომლებიც მთელ სამყაროს მპირდებოდნენ, მერე ტუჩები ყურთან მივუტანე და ჩავჩურჩულე...
- ბედის მწერალი.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი შარზენ

სუუულ ოდნავი სიმძაფრე დააკლდა მხოლოდ,მაგრამ უდაოდ სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა,წარმატებები

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

შარზენ
სუუულ ოდნავი სიმძაფრე დააკლდა მხოლოდ,მაგრამ უდაოდ სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა,წარმატებები


მადლობა heart_eyes
გეთანხმებით სიმძაფრე ნამდვილად აკლდა, შეიძლებოდა ცოტა სხვაგვარად წარმართულიყო სიტუაცია blush

 


პატარა და თბილი ისტორია იყო❤️
ცოტა მეტი სიმძაფრე კარგინიქნებოდა, მაგრამ ესეც კარგია❤️
დამდეგს გილოცავ❤️

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
პატარა და თბილი ისტორია იყო❤️
ცოტა მეტი სიმძაფრე კარგინიქნებოდა, მაგრამ ესეც კარგია❤️
დამდეგს გილოცავ❤️


მადლობა
მრავალს დაესწარით heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცარი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო მადლობა წარმატებები ველოდები.ახალ ნაწარმოებს♥️♥️♥️????????????

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

სასიამოვნოდ წასაკითხი და დადებითი ემოციით სავსე ისტორიაა

 


№7 სტუმარი One

Bednieri weli lilagogo❤️
Me momewona*

 


№8  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნესტანი
საოცარი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო მადლობა წარმატებები ველოდები.ახალ ნაწარმოებს♥️♥️♥️????????????


მადლობა heart_eyes

Daldoni Daldoni
სასიამოვნოდ წასაკითხი და დადებითი ემოციით სავსე ისტორიაა

heart_eyes kissing_heart heart_eyes

 


№9  offline წევრი ლილა ნესი

One
Bednieri weli lilagogo❤️
Me momewona*


მადლობა
თქვენც ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ heart_eyes relaxed

 


№10  offline წევრი Lucien Vanserra

ასეთ საყვარლობასაც არ ველოდი, მოკლედ ვერ ისვენებ რა თუ რაღაც ფანტასტიკური არ გაურიე ისტორიაში smiley

 


ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო,დადებითი ემოციების მომტანი heart_eyes მადლობა შენ❤️

 


№12  offline წევრი ლილა ნესი

ზაფხულის გოგო
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო,დადებითი ემოციების მომტანი heart_eyes მადლობა შენ❤️


მადლობა heart_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი მაია

კარგი იყო❤️????

 


№14 სტუმარი natali7777

გამართული ნაწერია ..მომეწონა ისე

 


№15 სტუმარი natali7777

კარგად უთავსებ რეალურს და ირეალურს ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent