შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟემდე (1)


30-12-2022, 07:19
ავტორი storiesby.
ნანახია 1 222

ჩემთვის ღმერთად იქცა და მერე წავიდა. უღმერთოდ დამტოვა.
*****
ამ საცობების გადამკიდე, ზუსტად 8წუთით ვაგვიანებდი უკვე სამსახურში. ალბათ იფიქრებთ 8 წუთის გამო რას გაგიჟდა და გადაირია ეს ქალიო, მაგრამ ჩემს სამსახურში ლამისაა წამის მეათედებს მითვლიან. მახსოვს, მაშინ ახალი დაწყებული მქონდა აქ მუშაობა, სულ ზედმეტად ადრე მივდიოდი და ეს დამპალი კომპანიაც დაკეტილი მხვდებოდა მაგ დროს. დიახ, ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა, 15 წუთით ადრე იხსნება კომპანია და 9ზე უკვე მუშაობა დაწყებული თუ არ გაქვს შეგიძლია ხელი დაუქნიო თანამშრომლებს და წამოხვიდე. ხოდა გავაგრძელოთ, მოკლედ სულ ადრე მივდიოდი ხოლმე შიშისგან, ვაი და არ დამაგვიანდეს თქო, თანაც საშინელ ზამთარში. გაყინულს, ორი საათით ავტობუსში ნაჯაყჯაყებს, კიდე გარეთ გაყინვის იდეა ნამდვილად არ მეხატებოდა გულზე და სწორედ ამის გამო ერთხელაც ისე გამოვედი სახლიდან, რომ ზუსტად დროულად დამემთხვა იქ მისვლა. შენც არ მომიკვდე, კარგად ნამდვილად არ დამიმთავრდა ეს ამბავი. საათის ისრები ცხრა საათსა და ნოლ ნოლ წუთს აჩვენებდა და იქ ბედნიერად შესულმა რომ ჭკუაში ვაჯობე ვიღაცას(ვის არ ვიცი) ლამის სამსახური დავკარგე. მაშინვე უფროსის კაბინეტში მიმაბრძანეს და იქ რა მოხდა გახსენებაც არ მინდა. ერთი გაფიქრება გავიფიქრე, იქნებ მეხუმრებიან მეთქი და მცირედ ღიმილიან სახეს ვინარჩუნებდი. კი, სულ ფარული კამერა მომიწყეს და ამიტომ გაისარჯნენ. გჯერათ ახლა თქვენ ამის? ხოდა ამაზე უარესად რომ გამოვილანძღე ნოდარისგან, მაგის მერე მივხვდი რომ იქ ვინც მუშაობს ვერავინ ვერ არის თავის ჭკუაზე(თანამშრომლებს მერე და მერე შევატყე). ერთადერთი ადგილი სადაც მე ნორმალურად ვითვლები და სხვები გიჟებად ზუსტად ჩემი სამსახურია, ჩემივე გასაკვირად. მოკლედ, ამჯერადაც ტვინშერყეული ჩამოვედი ავტობუსიდან, ხან ვინ გადამიარა, ხან ვინ კარებს ამაკრა შპალიერივით და რომ ჩამოვაღწიე ცოცხალმკვდარმა, ისეთი თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი არც ისე ახლოს მყოფი შენობისკენ როგორც შემეძლო. თან გულში ვფიქრობდი, რა მარბენინებს სამსახურიდან განთავისუფლების დოკუმენტი ალბათ უკვე ჩემს მაგიდაზე დევს მეთქი, მაგრამ იმედი ოხერია. იქამდე შეუჩერებლად ვირბინე, თუ ამას სირბილი ქვია. ჩემი ბავშვობის დაქალი, სალომე, სულ იმას მეუბნება მომჭერი თავი და მაგას სირბილს ხათრითაც ვერ დავარქმევ, რაარის საერთოდო, შეშფოთებული მეკითხებოდა ბოლოს. ვგიჟდები სალომეზე, თუმცა ახლა გვერდით გადავდოთ და იქიდან გავაგრძელოთ ჩემს სართულზე ლიფტიდან რომ გამოვედი და ვფიქრობდი როგორი სახე მიმეღო რომ თავი შემეწყალებინა როგორმე დესპოტი ნოდარასთვის(მომკალით და ნოდარა უფრო უხდება ამ კაცს). ათასი მიზეზი მომდიოდა თავში, ბებიაჩემს წნევამ აუწია, ჩემი მეზობელი, ჭორიკანა ლამარა, მისი შვილის ბას გადაყვა და ასე შემდეგ, მაგრამ აქიდან ნებისმიერის თქმა რომ უარეს სიტუაციაში ჩამაგდებდა ცხადი იყო, ამიტომ ვიფიქრე დინებას მივყვები მეთქი. როგორ ვიცი ხოლმე ასეთი ჭკვიანური რამეების მოფიქრება არ მკითხოთ. ლიფტის კარი გაიხსნა და ჩვეული ხედი გადაიშალა ჩემ წინ. ეს საწყალი გიჟები იჯდნენ და თავჩახრილები თავიანთ საქმეს აკეთებდენ. მხოლოდ რამდენიმემ შეიწუხა თავი ზემოთ ამოხედვით და იმათაც ისეთი მზერა ქონდათ, სირცხვილის დერეფანი მონაგონია. მათგან მზერა "უხუცესი მანანასკენ" გადავიტანე, ეს მე ვეძახი ასე, თორემ ისე ჩვენი სართულის, განყოფილების უფროსია. იმან თავი სულ მთლად უფროსის, ანუ ზემოთხსენებული ნოდარას, კაბინეტისკენ რომ გააქნია უსიტყვოდ, ეგრევე მივხვდი რომ დამენძრა, ამ სიტყვის იმდენად პირდაპირი მნიშვნელობით რამდენადაც ეს შესაძლებელია. ერთი საწყლად კი გავხედე, მაგრამ რის იმედად თვითონ არ ვიცი. რამდენი ხანია აქ ვმუშაობ და ამ ხალხს თავი ვერაფრით ვერ მოვაწონე. ცეცხლში რომ იწვოდე ესენი გამოგხედავენ და ვითომც არაფერი ისე დაგაიგნორებენ ჯობია დაიწვა და ეგეთმა დაიგნორებულმა ცხოვრება აღარ გააგრძელო. კაბინეტის კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე, ცოტახანი მოვიცადე და შიგნით თავდახრილი შევედი, თან მიწამ რატომ არ ჩამიტანა და დამთუთქა თქო კი ვფიქრობდი ისე, თქვენთან რა დასამალია. მაშინვე ავხურდი სახეზე, რამდენიც არ უნდა ვილაზღანდარო ვერ ვიტანდი უპასუხისმგებლობას და ახლა, ასე თუ ისე, სწორედ ამის გამო ვიდექი აქ. კარგი, ვაღიარებ, ზუსტად ამის გამო. თავი ნელა ავწიე რომ მისი თვალებიდან დამენახა ჩემგან ელოდა ახსნა-განმარტებას და თავგანწირულს დამეწყო თავის მართლება თუ ეგრევე მიშვებდა სახლში ეს გარეწარი კაცი. მაგრამ თავაწეულს მოულოდნელობისგან თვალები იმხელაზე გამიდიდდა, ლამის ძირს დავყარე და დარწმუნებული ვარ, გულიც გამიჩერდა მაგ მომენტში.

უცებვე მოვტრიალდი უკან და სწრაფი ნაბიჯებით, კაბინეტის გასასვლელისკენ დავიძარი. კარგად ნაცნობი, მაგრამ აშკარად, მაინც შეცვლილი ხმა რომ მომესმა.
-არ მოგენატრე?
ერთ ადგილზე გავშეშდი. უამრავი შეგრძნება ბობოქრობდა იმ წამს ჩემში, მაგრამ ბრაზი პირდაპირ ყელში მომაწვა. და სწორედ ამ სიბრაზის გამო მივბრუნდი მისკენ
-არ მომენატრე? მეღადავები?
ისე მშვიდად მიყურებდა უარესად ვცოფთებოდი
-კიდევ გაბრაზებული ხარ?
-არა, ძალიან მიხარია შენი დანახვა, ვერ მატყობ სახეზე?
-მართა
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ დადიანო?
-მომენატრე და გადავწყვიტე რომ დრო იყო დაბრუნების
-აჰა, გადაწყვიტე. მე კიდევ გადავწყვიტე რომ შენი დრო დიდი ხნის წინ წავიდა და დაბრუნების შანსიც არ არსებობს.
-დაბრუნების შანსი არ მჭირდება იმასთან, ვინც ისედაც ჩემია
-როდინდელ ამბებს იხსენებ, კიდევ ხომ არ მოგვიყვებოდი რამეს ათას ცხრაას სამოცდაათიანებიდან მგონი, ხო?
-და მოდი გამოვიცნობ მაგ სამოცდაათიანების მერე არავისთვის მიგიცია უფლება საერთოდ ახლოს მოგკარებოდა
-პირდაპირ მკითხე, ცოტა მეტი სითამამე. არა არ გავბოზებულვარ, როცა ვიპოვი სწორ ადამიანს დარწმუნებული იყავი პირველს შენ მოგიყვები როგორ მექნება მასთან სექსუალური ურთიერთობა
-ნუ ცდილობ ჩემს გაღიზიანებას სულელური საუბრით, არავის მივცემ უფლებას რომ ზედმეტად თუნდაც გაგიღიმოს და კარგად იცი ეს შენ. მხოლოდ მე მართა, მხოლოდ მე შემიძლია შეგეხო
-ნუ მაცინებ, შენ ვერ გადაწყვეტ ვინ შემეხება და ვინ არა, მაგას მე ვწყვეტ, როგორც მოვისურვებ ისე იქნება
-საქმე რაშია იცი? შენ, მე რომ გადავწყვეტ, ისე მოისურვებ
-ნუ იქცევი ისე თითქოს თოჯინა ვიყო, თუ გინდოდა და ასე გაგიჟებული იყავი, არ მიგეტოვებინე
-კარგად იცი რატომაც წავედი, თავს იტყუებ უბრალოდ
-იცი რა, კი, კარგად ვიცი რატომაც წახვედი და, თუ გინდა გაგახსენებ. გაგახსენებ იმას, როგორ მიღალატე ვიღაც ბოზთან და ერთ გართობას გადააყოლე ჩვენი მომავალი. კარგი იყო მაინც, მაშინ ვერ გკითხე, კარგად იხმარე? გესიამოვნა? ჩემკენ სწრაფი ნაბიჯებით დაძრული, ახლა უკვე ზუსტად ჩემს წინ იდგა
-პატარავ,
-დიდი ხნის წინ დამთავრდა ეგ პატარავ და ილუზიებს ნუ შეიქმნი, “ჩვენ” აღარ არსებობს და აღარც იარსებებს
-რით ვერ გაიზარდე მართა, რით ვერ გადახარშა შენმა ტვინმა რომ, ხო ეს დედამ*****ლი ვიღაც ქალი გავ**მე, მაგრამ არ ყოფილა ეგ ღალატი.
-თვალებში ნაცარს მაყრიდი, ახლაც და მაშინაც, და ამ ზღაპრების მოსმენას აწმყოში ნამდვილად აღარ ვაპირებ
-ღალატი იყო ის მართა? სერიოზულად? დღემდე ასე აჯერებ თაავს? ერთად არ ვყოფილვართ, კაცი ვარ და გონდაკარგულზე მოთხოვნილება გამიჩნდა, ჩემდა გაუაზრებლად. შენც ხომ კარგად იცი რომ სხვასთან არ წავიდოდი ჩვენ ასეთი ურთიერთობა რომ გვქონოდა. პატარა იყავი ამის დედაც, ვერ მოგეკარებოდი, არ იყავი მზად ამისთვის და კარგად იცი, არც არასდროს გაძალებდი. ამაში მადანაშაულებ?
-იცი რაში გადანაშაულებ? თავს ისე რომ მოიკატუნებდი ვითომც არაფერი, მე რომ არ შემემჩნია შენს სამოსზე რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ვიღაცასთან იწექი. სახლში ჩვეულებრივად რომ შემოხვედი იმაში გადანაშაულებ. მაგ დამპალი სხვის მიერ დაბინძურებული ტუჩებით ჩემსას რომ შეეხე, მეც რომ დამაბინძურე, სწორედ იმაში მიგიძღვის ბრალი. იცი კიდევ რაში გადანაშაულებ? რომ უნდა აგეხსნა ჩემთვის რომ ასეც ხდება, შენ მეტი გინდა, იქნებ ცოტა შორს წავსულიყავით ურთიერთობაში ამ მხრივ და ასე შემდეგ. მე მიყვარდი, მინდოდი, უბრალოდ, პატარა სულელი ბავშვი ვიყავი და მეშინოდა ამ ყველაფრის. არ ჯობდა ასე "გავზრდილიყავი" და არა იმ გულის ტკენით რაც შენ მომაყენე? კიდევ რაა? საკუთარ თავში წლების მანძილზე რომ ვეძებდი ნაკლს რის გამოც სხვაში გამცვალე, რის გამოც სხვას ეხებოდი და არა მე, და ამის ძებნაში ვინგრეოდი. ახლა გაიგე რა დააშავე? საკმარისია ეს შენთვის? შენ ცხოვრება დამინგრიე, ის ცხოვრება რომელიც შენვე მაჩუქე. -აცრემლებული თვალებით ძლივსღა ვახერხებდი ლაპარაკს, თვალებში ვუყურებდი და მივხვდი, რომ მის წინ დგომა აღარ შემეძლო. ყველაფერს მაცლიდა მისი არსებობაც კი, არათუ, ახლა, აქ ასე ყოფნა
-მაპატიე მართა, მეტს ვერაფერს გეტყვი, მაპატიე. -თავით ჩემი ყელისკენ დაიხარა და ცხვირის წვერით მომეფერა ყელზე.
-ვგიჟდები შენზე, უღმერთოდ მართა, ხომ იცი?როგორ მტკიოდა ახლა ეს მოფერება და როგორ მივსებდა ეს ჩვენი პატარა რიტუალი ყოველ დღეს ადრე.
-მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. -უცებ გამოვეცალე, სხვანაირად წამოსვლას ვიცოდი ვერ შევძლებდი.
თურმე სიგიჟემდე მომნატრებია და ყოველდღიური მოგონებები საერთოდ ვერ მივსებდა მის არყოფნას. ნეტავ ჩვენი ისტორია სხვანაირად დაწერილიყო, ოღონდ ასე არა. რა იქნებოდა…


უცებ იდეა მომივიდა თავში და ოც წუთში რაც დავწერე სულ ისაა, იმედია მოგეწონებათ. მეორე თავში ახალ პერსონაჟებს გაიცნობთ და ამათთან მეტი ცეცხლი და რაღაცები იქნება. რა დღეებში დაიდება მეორე თავის ატვირთვის დროს მივუთითებ. გამაგებინეთ თუ მოგეწონებათ, მადლობა რომ წაიკითხეთ



№1  offline წევრი დარინა

კაცები სანამ არ გაითავისებენ რომ როცა ერთი გიყვარს და სხვას თუნდაც ვნებით ფახედავ გეც ღალატია ერთი ღამის სექსზე ხომ აღარფერს ვამბიბ რომელსაც იმით ამართლრბენ რა მექნა შენ მაგას ვერ გკადრებდიო უბრალოდ მოთხოვნილება დავიკმაყოფილეო მანამდე წინ ვერ წავალთ ღალატი ღალატია სხვასთან დაწოლაც და სხვაზე ფიქრიც კი. დასაწყისი მომეწონა ველოდები გაგრძელებას და პერსონაჟებზეც შემდეგ მოგახსენებ.

 


№2  offline წევრი storiesby.

დარინა
კაცები სანამ არ გაითავისებენ რომ როცა ერთი გიყვარს და სხვას თუნდაც ვნებით ფახედავ გეც ღალატია ერთი ღამის სექსზე ხომ აღარფერს ვამბიბ რომელსაც იმით ამართლრბენ რა მექნა შენ მაგას ვერ გკადრებდიო უბრალოდ მოთხოვნილება დავიკმაყოფილეო მანამდე წინ ვერ წავალთ ღალატი ღალატია სხვასთან დაწოლაც და სხვაზე ფიქრიც კი. დასაწყისი მომეწონა ველოდები გაგრძელებას და პერსონაჟებზეც შემდეგ მოგახსენებ.



კი, ნამდვილად ძალიან დელიკატური თემაა და ასე შემდეგ. მაგრამ მეც გეთანხმებით ყოველმხრივ. ღალატი ღალატია და აუცილებლად ანადგურებს მეორე ადამიანს. მადლობა დიდი რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ, მეორე თავი დაწერილია, დარედაქტირდება და დაიდება.

 


№3  offline წევრი Soraya

კარგი დასაწყისია თუმცა, ქალის მიმართ ძალიან ცუდად არის გამოყენებული სიტყვები, მაგალითად “კარგად იხმარე?” რაც არ უნდა ერთ ღამიანი ურთიერთობა ჰქონდეს მამაკაცს ქალთან, ნახმარი სიტყვა ცუდ შეგრძნებას იწვევს. გარდა ამისა თვით მართა ამბობს რომ თოჯინა არ არის და სხვა ქალს მოიხსენიებს როგორც ნივთს რომელსაც ადამიანი “ხმარობს”.
დადიანისთვის ღალატი რა არის როგორ მაინტერესებს. მიზეზად მართაზე ზრუნვა გამოიყვანა?
წარმატებები!

 


№4  offline წევრი storiesby.

Soraya
კარგი დასაწყისია თუმცა, ქალის მიმართ ძალიან ცუდად არის გამოყენებული სიტყვები, მაგალითად “კარგად იხმარე?” რაც არ უნდა ერთ ღამიანი ურთიერთობა ჰქონდეს მამაკაცს ქალთან, ნახმარი სიტყვა ცუდ შეგრძნებას იწვევს. გარდა ამისა თვით მართა ამბობს რომ თოჯინა არ არის და სხვა ქალს მოიხსენიებს როგორც ნივთს რომელსაც ადამიანი “ხმარობს”.
დადიანისთვის ღალატი რა არის როგორ მაინტერესებს. მიზეზად მართაზე ზრუნვა გამოიყვანა?
წარმატებები!


კარგი შენიშვნაა ნამდვილად, აწი მსგავს რამეებს უფრო დავაკვირდები. თუმცა აქ უფრო ემოციური ფონიდან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი და სიტუაციიდან, როგორი სოტუაციიდან და რატომ მაინც და მაინც “იხმარე” ამას ნახავთ. ვნახავთ დადიანის ღალატის დეფინიციასაც და ბევრად უფრო ღრმად ვეცდები ამ საკითხის განხილვისას ჩავიდე. ხვალ დაგხვდებათ მეორე თავი და ვნახოთ შეგეცვლებათ თუ არა წარმოდგენა რაღაც-რაღაცებზე. მადლობა შეფასებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent