ერთი ღამის ქალი //სრულად//
როგორც ყოველთვის საწოლში ისევ მარტოს გაეღვიძა გელოვანს, აღარც კი ახსოვდა ბოლოს რომელ ქალს სთხოვა დილამდე დარჩენა, ჟინს მოიკლავდა და დაძინებამდე ტაქსის ფულს ტუმბოზე დაუდებდა, ეს ყველაფერს ამბობდა,ქალები ყოველთვის დათას გაღვიძებამდე მიდიოდნენ... ნახევრადმძინარე წამოდგა საწოლიდან, შხაპი მიიღო და ყავასთან ერთად ახალ ამბებს ჩაუჯდა. არც უფიქრია რომ ერთ კვირაში ვინმეს მისი ძმის ამბავი დაავიწყდებოდა, მედია ისევ სავსე იყო ნიკა გელოვანზე სულელური ახალი ამბებით, თავად არაფერი იცოდა ახალი საკუთარ ძმაზე და ჟურნალისტები ყველა მხრიდან ახალ, გამოგონილ ისტორიებს თხზავდნენ. აიპადი სავარძელზე მიაგდო და საძინებელში შესული კართან წამით შედგა, რაღაც ისე არ იყო, საინტერესოა რა შეიცვალა? წამით კიდევ მოავლო თვალი ოთახს და ტუმბოზე დადებული ფულის დანახვისას შუბლი გაოცებისგან შეიჭმუხნა, პირველად დატოვა ქალმა ფული სახლში. „ალბათ დაავიწყდა“ -ირონიულად ჩაიცინა და საწოლიდან თეთრეულის მოშორება დაიწყო, მომენტალურად ერთ ადგილას გაიყინა. ზეწარზე წითელი ლაქის დანახვისას ტანში ერთიანად გააჟრჟოლა. გონებაში უცებ აღიდგინა გასული ღამე. „აბებს ვსვამ“- მოკლედ მოუჭრა ქალმა დათას, როცა უჯრაში დაუსრულებელი ქექვა დაიწყო, ბევრი აღარ უფიქრია, მშვიდად განაგრძო მისი საქმე და ბოლოს ისე დაუგდო ფული რომ ქალისთვის ერთხელაც აღარ შეუხედავს. -დაგაბოლეს შე*ემა? -სიცილისგან ძლივს სუნთქავდა ვატო, ვერც კი წარმოიდგენდა რომ ასეთი რამ შეიძლებოდა დათას დამართნოდა. -ეს არ არის სასაცილო, ჩემი ძმის ამბავი არ მეყოფა? ახლა ესეც მუცლით რომ მომადგეს ორსულად ვარო რავქნა მერე? -სიგარეტი ნერვიულად გააბოლა დათამ. -ვაბშე აზრზე არ ხარ ვინ იყო? სახელი და გვარი მაინც. -გეუბნები, შენ რომ იმ გოგოსთან ერთად წახვედი გასასვლელთან შემხვდა, პირდაპირ მკითხა სე*სი გინდაო? პასუხი რომ დავუგვიანე კარგი სხვას ვკითხავო და მიდიოდა, არ გავუშვი, წამოდიმეთქი და წამოვიყვანე. ვის რაში აინტერესებს მაგ დროს წარმომავლობა. -მოდი ასე ვქნათ, ჯერ შენს ძმაზე ვნახოთ რაარის ახალი და მერე კამერებს შევამოწმებინებ კოტეს. -დაგთანხმდება? -შუბლი შეიჭმუხნა გელოვანმა, იცოდა როგორი ნაგავი ტიპიც იყო. -მე არა, მაგრამ ამას კი.- ხელში 100ლარიანები შეათამაშა ვატომ და თავით ანიშნა დათას რომ წასვლის დრო იყო. *** -ნამდვილად რთულადაა საქმე დათა. -ამოიოხრა ადვოკატმა.- აქამდე ვფიქრობდი რომ პირველივე სხდომაზე დავამთავრებდი სასამართლოს, მაგრამ ახლა... -ახლა რა შეიცვალა? -თვალები წამოენთო გელოვანს. -მოწმე ფიგურირებს საქმეში, არვიცი საიდან აღმოჩნდა იქ, თანაც იმ დროს მაგრამ ფაქტია ვიღაც ყავთ, ყველაფერს იტყვის და გირაოზეც უარს გვეტყვიან. -ვინ არის? ვიცით ვინაობა? -საუბარში ჩაერია ვატო. -ვინაობა დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ კლუბში ორი ადამიანი რჩება მაგ დროს, სავარაუდოდ ეგენი იქნებოდნენ,ალბათ რომელიმემ დაინახა რაც მოხდა. -უნდა გავიგოთ,რომელი შეესწრო სიტუაციას და ზუსტად რა დაინახა. -დათა, ამაში არ ჩაერიო, შეიძლება სიტუაცია უფრო გამწვავდეს. -ხალხს ფული უყვარს ქალბატონო ადვოკატო, მე კი ბევრი ფული მაქვს. -შენი ფული ყველაზე არ გაჭრის გასაგებია? შეიძლება შენს ძმას საქმე გაუფუჭო, ან უარესი... შენც მის გვერდით აღმოჩნდე. -გაცხარდა ქალი. -ჩემი ძმა ერთადერთია ვინც დამრჩა, არ ვაპირებ ციხეში მის წლობით გაშვებას. -მაგიდას ხელი მთელი ძალით დაარტყა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა. -გაყევი ვატო, რამე სისულელე არ გააკეთოს. -უმოქმედოდ ვერ გავაჩერებ, მაგრამ ვეცდები მისი ქცევები გავაკონტროლო. -დაამშვიდა ქალი და სასწრაფოდ უკან მიჰყვა დათას. *** -რა გეგმა გაქვს? -ფიქრებიდან გამოიყვანა ძმაკაცი ვატომ. -კლუბში მივდივართ... -და? -და არ ვიცი, გზაში მოვიფიქრებთ დანარჩენს. -სისულელეს გააკეთებ და შენს ძმას დააზარალებ. -ამაზე უარესი მაინც არაფერი მოხდება, ის გოგო უნდა ვიპოვნო... რამოდენიმე საათი კომპანიის საქმეებს დაუთმო, მცირე კონფერენციაც მოაწყო და ჟურნალისტების ბრბოს, როგორც ყოველთვის უხეში ინტერვიუ მისცა სადაც ფაქტიურად მისი ძმის საქმეზე კი არა მათი ტყუილების გამოაშკარავებაზე იყო ორიენტირებული. საღამოსთვის ელეგატურად გამოეწყო, მიუხედავად იმისა, რომ გოგოსთვის ფულის შეთავაზებას გეგმავდა ლამაზი სახე და კარგი ტანსაცმელი ხშირად წარმატებას მეტად უწყობდა ხელს. ვატოსთან ერთად, რამდენიმე შორეული ნაცნობიც გააყოლა ხელს და გზას მეტისმეტად თავდაჯერებული დაადგა. დაახლოებით 10საათი იქნებოდა, როდესაც კლუბში მივიდნენ. როგორც ყოველთვის ყურში მძიმედ ჩაესმოდა მუსიკის ხმა, რომელიც ირგვლივ ყველაფერს აყრუებდა, ათასნაირი სიგარეტის ერთმანეთში შერეული კვამლი ცხვირს უწვამდა და თვალებს უბინდავდა, ყოველთვის ერთობოდა ასეთ ადგილებში მაგრამ 23წლის განმავლობაში არცერთხელ არ ჰქონია სურვილი ასე საჯაროდ რაიმე ინტიმური ქონოდა. ამ ახალგაზრდებს რომ უყურებდა მაშინვე საკუთარ წარსულს გადაავლებდახოლმე თვალს და როდესაც იხსენებდა რომ მსგავსი არაფერი ჰქონდა გაკეთებული „ბინძურ“ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავდა და გზას უფრო თავდაჯერებული აგრძელებდა. ახლაც ზუსტად ასე მოიქცა. ადვოკატს უკვე ყველანაირი ინფორმაცია შეეგროვებინა გოგონაზე, რომელიც ჩვენებას დათას ძმის წინააღმდეგ აძლევდა, დასაკარგი დრო აღარ იყო, მაგიდასთან ჩამოჯდა და ზურგით მდგომ ბარმენ გოგონას ვისკი სთხოვა, სამიზნე უკვე არჩეული ჰყავდა, დარწმუნებული იყო, რომ ეს გოგონა ზუსტად მისი ძმის კვალზე გაიყვანდა. წამიც არ დასჭირვებია გოგონას რომ მაგიდაზე ყინულით სავსე ჭიქა მოეთავსებინა, თაროდან ვისკის ბოთლი ჩამოიღო და ღიმილით შეეგება მის წინ მჯდომ ბიჭს. ღიმილი მაშინვე სახეზე შეეყინა, როდესაც მისი თვალები დათას ლაჟვარდივით მოელვარე თვალებს გადააწყდა, ბოთლი მაშინვე შეშინებულმა დადო მაგიდაზე და ნაბიჯით უკან დაიხია. -შენ... -აღმოხდა გაოცებულს და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. -ვიცოდი რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა. -გოგოს დანახვისას სიცილი ვერ შეიკავა დათამ. -აქ რას აკეთებ? -შენთან ნამდვილად არ მოვსულვარ, ამის იმედი თუ გქონდა. -ირონიით მიუგო და ბოთლი ცხვირწინ აწაპნა. -როგორ დამამშვიდე. -მანაც ნაძალადევად გაუღიმა და ბოთლი სასწრაფოდ გამოართვა ხელიდან. -აქ თვითმომსახურების სერვისი არ მუშაობს. -არადა წუხელ ყველაფრის გაკეთება მე მომიწია. -მხრები აიჩეჩა და ჭიქაში არსებული სასმელი ერთი ამოსუნთქვით დალია. -ზედმეტი არ მოგივიდეს! -დაუსერიოზულა გოგომ და თვალები მოარიდა, უკვე გრძნობდა რომ ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ დამთავრდებოდა. -კარგი, კარგი... -დანებების ნიშნად ხელები აწია გელოვანმა. -ინტერესი მკლავს, იქნებ მითხრა ვინ ხარ? -ძალიან ხომ არ ჩქარობ? -დამაგვიანდა კიდეც, ჯერ ჩემთან იწექი და ახლა ვაპირებ შენს გაცნობას. უკუღმა მოხდა ყველაფერი. -კიდევ ერთხელ ჩაიცინა და შეძლებისდაგვარად აათვალიერა გოგო. -ყველაზე საშინელი არჩევანი იყო შენთან ღამის გატარება, რომ მცოდნოდა რომ ასე მომაბეზრებდი თავს ზედაც არ შემოგხედავდი. -ბეატრის! -გაისმა ბოხი ხმა ბარის კუთხიდან. -სხვა კლიენტებსაც მიაქციე ცოტა ყურადღება. -სიცილით დაამატა ბოლოს კაცმა და მეორე სართულზე ზლაზვნით ავიდა. - ბეატრისი გქვია? -მაშინვე ტვინში დაარტყა დათას ადვოკატის სიტყვებმა. –„ ბეატრის კარაპეტიანი და კატო ბერაია. ეს ორი გოგონა იმყოფებოდა კლუბში იმ ღამით“. -როგორც გაიგე. -მხრები აიჩეჩა გოგომ და მის გვერდით მჯდომ ბიჭებს სასმელი დაუსხა. -გვარი? -მე რა დაკითხვაზე ვარ? -უცნაურად გახედა გოგომ, ზუსტად იცოდა რომ ამ ბიჭის გაცნობას და მასთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა. -გვარი მაინტერესებს უბრალოდ, არ შეიძლება? -შენი საქმე არ არის ჩემი გვარი. -ღიმილით მიუგო, ნაგავს ხელი დაავლო და უკანა კარისკენ აიღო გეზი. -კარაპეტიანი ძმაო. -მოესმა გვერდით მჯდომი ბიჭისგან. -რაა? -ბეატრის კარაპეტიანი. ხომ გაინტერესებდა ვინ იყო. -სიცილით მიუგო ბიჭმა. -მაგარი უკარება ვინმეა, იმედი არ გქონდეს. -მე მაინც ვცდი. -ღიმილით უთხრა ბიჭს და მეორე ბარმენ გოგონას სასმლის ფული გაუწოდა. -ამ ბიჭებსაც მე ვეპატიჟები. -მხარზე ხელი დაკრა ბიჭს და გოგონას სასწრაფოდ უკან მიჰყვა. მოქმედებაზე გადასვლის დრო იყო, გოგონამ, რომელმაც ის ფულიც კი არ აიღო ეეჭვებოდა რომ მის მიერ შეთავაზებულ ფულს თავზე არ დაახევდა.ალტერნატიული გზა უნდა მოეძებნა და ასეც მოიქცა. უკანა კარიდან გაიპარა და წამის მეათასედში გოგონას წინ აესვეტა. -ღმერთო- აღმოხდა შეშინებულს და მოულოდნელობისგან უკან დაიხია. -დამშვიდდი, მე ვარ. -სიცილით უთხრა დათამ და ახლა უკვე მთლიანად აათვალიერა ქალი. -რა გინდა? -ფული არ აგიღია. -რა? -ფული, რომელიც ტუმბოზე დაგიდე. -მე ბო*ი არ ვარ! -მოკლედ მოუჭრა, მხარი გაკრა და გასასვლელისკენ წავიდა. -მაგას უკვე მივხვდი ბეატრის. -ხელზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა. -ვიცი რომ პირველი ვიყავი. -ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ ბატონო... -სიტყვა შუაზე გაუწყდა, გაახსენდა რომ მისი სახელი არ იცოდა. -დათა... დათა მქვია. -ხო, ვინც ხარ. -რატომ მომატყუე? -რა მოგატყუე? -დაიბნა ბეა. -შენ მითხარი რომ აბებს სვამდი. -შენ პრე***ვატივი არ გქონდა. -გაეცინა და მისგან თავის გათავისუფლებას შეეცადა. -არამგონია ეგ ყოფილიყო მიზეზი. -შენ ხომ არ გგონია, 2 კვირაში ორსულობის ტესტით მოგადგები და 9 თვეში ბავშვს ჩაგიგორებ კალთაში? იდიოტი ნუ იქნები, შენც მიიღე სიამოვნება და მეც, მაგით ვამთავრებთ. -ანუ აბებს სვამ? -დავლიე, როგორც კი შენგან წამოვედი. -რატომ უნდა დაგიჯერო? -მე რატომ უნდა ვიმართლო თავი ბიჭთან, რომელიც მსგავსი სიტუაციებისთვის მომზადებული არ არის? -დამცინი? -გაღიზიანდა გელოვანი. -არვიცი, შენგან მასე ჩანს? -ეშმაკური ღიმილით მიუგო და ხელი სასწრაფოდ გაითავისუფლა მისგან. -შენ, შენს გზაზე წადი, მე ჩემსაზე წავალ. არც ბავშვის გაჩენას ვაპირებ და არც ვინმესთან შეტენვას. ჩემი სტილი არ არის, ასერომ მშვიდობით დათა... -მშვიდად მიუგო გოგომ და შენობაში ზუსტად იმავე გზით შებრუნდა. -შენ კი მემშვიდობები ქალბატონო მაგრამ ჩემთან ასე მარტივად ვერ დაამთავრებ. -სიცილი ძლივს შეიკავა და გოგოს უკან მიჰყვა. -რაიმე ძლიერი დამისხი, ისეთი რომ მალე დამაგდოს. -ბართან დასკუპდა და ბეას სასმელი შეუკვეთა. -ისევ შენ? -მძიმედ ამოიოხრა ქალმა, მაგიდაზე ხელები დააყრდნო და დათას თვალებში ჩააცქერდა. -სხვა კლუბში ვერ დალევ რაიმე ძლიერს? -მე აქ მინდა, კარგი აურაა, თან ბარმენიც მომწონს. -ბარმენს არ მოწონხარ. -ცალყბად გაუღიმა და სასმელი ჭიქაში ჩამოასხა. -წუხელ ასე არ ჩანდა. -მხრები აიჩეჩა და გოგოს თვალიერება დაიწყო, რომელმაც უხმოდ დააიგნორა მისი სიტყვები. ნამდვილად ვერაფერს დაუწუნებდა, ციმციმა განათების ფონზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მსუბუქი მაკიაჟით და ბრჭყვიალა ტუჩსაცხით, რომელიც მის გამოყვანილ ტუჩებს უფრო სექსუალურ ელფერს სძენდა. შავგვრემანი იყო, საკმაოდ მაღალი, კარგი სხეული და გრძელი თმა ჰქონდა. თმა... ქალში დათას ყველაზე მეტად ალბათ ეს მოწონდა. გრძელი თმა, თანაც გაშლილი. -კიდევ დაგისხა? -თითები თვალებთან გაუტკაცუნა, რომ რეალობაში დაებრუნებინა. -აა, კი. დამისხი. -ღიმილით მიუგო და ჭიქა გაუწოდა. -შეგიძლია ასე არ მიყურო? -ასე როგორ? -ისე თითქოს შიშველი მნახე. -მოულოდნელად წამოსცდა და თავისი სიტყვების გაგონებისას ენაზე მწარედ იკბინა. -ხო მართალი ხარ, სად გნახავდი. -ცერად გახედა აჭარხლებულ ქალს და სასმელი ერთი ამოსუნთქვით გამოცალა. -კიდევ დამისხი. -არგინდა რომ აქედან წახვიდე? -რატომ უნდა მინდოდეს? -არვიცი, უბრალოდ სხვაგან წადი. -სხვაგან ხომ შენ არ იქნები. -გეყოფა რა, მე შენი გართობის წყარო არ ვიქნები. ტყუილად ნუ ცდილობ! -შენთან გართობა ჯერ აღარ მინდა, უბრალოდ მინდა რომ გაგიცნო. -რას გადამეკიდე? იქნებ დედაშენის ტოლი ვარ? იქნებ 2 შვილი და... -შვილი? -გაეცინა -თან ორი. -გეყოფა! აუცილებელია ყოველწამს წამომაძახო ის რაც მივქარე? -მიქარე? შენ ამას ასე ეძახი? -ეს არ უნდა გამეკეთებინა, მითუმეტეს შენთან! ახლა კი წადი აქედან, სხვაგან დაჯექი, ან სხვაგან დალიე სასმელი. -ეს მართლა გინდა? -რატომ არ უნდა მინდოდეს? -ანუ გინდა რომ ახლა ამ კარიდან გავიდე. -თავით გასასვლელისკენ ანიშნა დათამ. -დიახ, თუ შეიძლება მაგ კარიდან გაბრძანდით. -კარგი. -საფულედან 100ლარიანი ამოიღო და ისე რომ ხურდას არც კი დალოდებია შენობიდან გავიდა...-„გამიგე რომელზე ამთავრებს მუშაობას და შემდეგ თქვენ სახლში წადით“.-ვატოს მიწერა დათამ და მანქანაში კომფორტულად მოთავსდა, იცოდა რომ ლოდინი საათზე დიდხანს მოუწევდა. -„გოგო 2ზე ამთავრებს, 6ზე სრულდება მუშაობა.“- პასუხმაც არ დააყოვნა ვატოსგან. -თითქმის სამი საათი უნდა გელოდო. -მძიმედ ამოთქვა და სიგარეტს მოუკიდა. იცოდა რომ ეს თამაში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდებოდა,წამით ეს გოგოც კი ეცოდებოდა, იცოდა მის ეშხს და მიმზიდველ, მამაკაცურ ქცევებს დიდხანს ვერ შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, საკუთარ ძმას ვიღაც ნაბი**რის ცემისთვის ციხეში ვერ გაუშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმუმ 3 წელი მიესჯებოდა ამისთვისაც ვერ იმეტებდა ძმას.ერთ ადგილას უაზროდ ჯდომისგან ლამის ჩამოეძინა,როცა დაინახა გოგო, როგორ მიიპარებოდა ბნელ ქუჩაში. თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინი აქვსო სწრაფად მიაბიჯებდა და უკანაც ხშირად იხედებოდა. მაშინვე მანქანიდან გადავიდა დათა და უკან დაედევნა, არ უნდოდა შეეშინებინა ამიტომ სწრაფად დაეწია და როგორც კი სახელის დაძახება გადაწყვიტა გოგო მოტრიალდა, დათას თვალები კი წამში საშინლად მწარე და მწველი სითხით დაიფარა. -რას აკეთებ.- დაიყვირა დათამ და კედელს ზურგით მიეყრდნო. -ჯანდაბა... -ხელები მთელი ძალით მიიჭირა თვალებზე და სითხის მოშორება სცადა თუმცა ამაოდ. -შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -შეშინებული დააკვირდა ბეა, რომელმაც წამში იცნო წუხანდელი და დღევანდელი ღამის მთავარი გმირი. -გოგო შენ ნორმალური ხარ? -ტკივილისგან მოიკეცა დათა. -მე რა ვიცოდი რომ შენ იყავი? ან რას მომეპარე? ან აქ რატომ იყავი? ხომ თქვი წავალო? -პანიკამ აიტანა... -მეჩვენება თუ აქეთ შენ მეჩხუბები? დედასშევე*ი. -კედელს მთელი ძალით დაარტყა მუშტი. -მე, წყალს ვიყიდი ახლავე. -დაბნეულობისგან ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა. -აქ ახლოს მაღაზია არ არის. ჩემს მანქანაში დევს, იქიდან აიღე. -გასაღებს ხელი დააჭირა და მანქანის განათებისთანავე მიხვდა, სად უნდა მოეძებნა. -მაპატიე, მე მართლა არ მინდოდა. -შეშინებულმა მოირბინა, ხელსახოცებზე წყალი გადმოასხა და თვალებთან მიუტანა. -რატომ არ წახვედი? -შენი სახლამდე მიყვანა მინდოდა, გელოდებოდი როდის გამოხვიდოდი,პასუხად კი დასიებული თვალები მივიღე, დიდი მადლობა. -ცინიზმით საუბრობდა დათა, იცოდა რომ ასე თავს უფრო დამნაშავედ აგრძნობინებდა. -ვინ გთხოვა გამაცილეო? სახლში წასულიყავი. -გაცხარდა ბეა, მართლაც ვინ სთხოვა მისი გაცილება? წინდაუხედავი ნაბიჯი იყო ნამდვილად. -აქეთ მიტევ ქალბატონო? -თვალები კიდევ ერთხელ მოისრისა დათამ. -არ გიტევ, გინდა სასწრაფოს დავურეკო? -მერე რა ვუთხრა როგორ დამემართა ეს ყველაფერითქო? -აბა რა ვქნა? სულ აქ ხომ არ ვისხდებით? -რამდენი წლის ხარ? -შენ მგონი თვალები საერთოდ არ გეწვის. -ეჭვნარევი მზერა შეავლო ბეამ. -უბრალოდ მაინტერესებს მართვის მოწმობა გაქვს თუ არა რომ სახლამდე მიმიყვანო. -მერე პირდაპირ ვერ იკითხავდი? ან ტაქსზე არაფერი გსმენია? -პასუხი რომ გამცე შეგიძლია? -20წლის ვარ და კი მართვის მოწმობა მაქვს,მაგრამ შენს სახლამდე მიყვანას არ ვაპირებ. -მისმინე ბეა, მანქანას აქ ვერ დავტოვებ, თვალები ლამისაა დამცვივდეს და ეს შენი ბრალია, ასერომ მოდი ნუ გავაჭიანურებთ და სახლამდე მიმიყვანე. -შენ მიგიყვანო და მერე მე ტაქსს ველოდო, როდის მომაკითხავს, სასწაულად ბევრი დრო დავკარგო და 5საათზე მივიდე სახლში და მხოლოდ 3 საათი დავიძინო? -ჩემთან დარჩი, დილით მე წაგიყვან სახლში. -ალბათ ხუმრობ. -ცალყბად გაიცინა. -მაგაზე არც იფიქრო. -ჩემთან დაწოლას კი არ გთხოვ ტო, იმხელა სახლია ადგილს იპოვი როგორმე. -ვიცი რომ დიდი სახლი გაქვს, მაგის აფიშირება საჭირო არ არის. -კარგი, აღარაფერს ვამბობ, უბრალოდ ისე გავაკეთოთ,როგორც ვთქვი. -კარგი. -ყოყმანის შემდეგ თქვა ბეამ. -ადექი, წაგიყვან. ნელი ნაბიჯით გადაკვეთა გზა მანქანამდე დათამ, ბეას გასაღები გაუწოდა და თავად მგზავრის ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის წინ ყველანაირ სიბინძურეზე ფიქრობდა მის მიმართ ვინც მისი ძმის საწინააღმდეგოდ აძლევდა ჩვენებას ახლა საერთოდ არ ფიქრობდა მსგავს რამეზე. იცოდა ამ გოგოს მარტივად ვერ დაახრევინებდა თავს ამიტომ ერთადერთი რაც შეეძლო მოცდა და მისი გულისკენ გზის გაკვალვა იყო. სახლამდე ხმა არცერთს ამოუღია, მხოლოდ მაშინ დაარღვია დათამ სიჩუმე, როდესაც დაინახა რომ ბეამ ზუსტად მისი სახლისკენ აიღო გეზი ისე რომ დათასთვის არაფერი უკითხავს. -მისამართი დაგიმახსოვრებია. -ირონია არ დააკლო კაცმა. -შენს ადგილას ასე არ გამიხარდებოდა, მე შენი უსაფრთხოების კოდიც ვიცი. -ნიშნისმოგებით უთხრა ბეამ და მანქანა ეზოში გააჩერა. -ოჰოო, ესეიგი არც ისეთი მთვრალი არ ყოფილხარ. -მანქანიდან გადასვლისას აღნიშნა დათამ. -საიდან მოიტანე რომ მთვრალი ვიყავი? -სიცილი ძლივს შეიკავა ბეამ. -ალკოჰოლის გემო შენს ტუჩებზე- ვნებიანად ამოთქვა -თანაც მაგ კითხვას ფხიზელი ქალიშვილი გოგო არ დასვამდა. -მხრები აიჩეჩა, თვალები კიდევ ერთხელ მოისრისა და სახლში პირველი ბეა შეუშვა. -მთვრალი არ ვყოფილვარ, ორი ჭიქა დავლიე მხოლოდ. -აბა რა ბზიკმა გიკბინა? -ეგ შენ არ გეხება! -მკვახედ მიახალა და კუთხეში მორიდებით დადგა. -კარგი, ნუ ბრაზდები... უბრალოდ შენს გაცნობას ვცდილობ. -ეგ შენ არაფერში გჭირდება. -ნუ მეღრინები კარგი? შენ რა იცი მჭირდება თუ არა შენი გაცნობა? იქნებ... -შენ თუ ისევ ბავშვის თემას კერავ ახლავე ფეხით მივდივარ აქედან. -უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიფიქრო რომ შვილი არ გინდა მილიონერი ბიჭისგან. -მოდი ასე გეტყვი. 1- მაგრად მე*იდა ვინ იყავი, გართობა მინდოდა და გავერთე, თანაც არ გიცნობდი. 2- სტუდენტი ვარ და ჩემთვის არაფერი მაქვს ჩემს შვილს რა უნდა მივცე? 3- ნაგავ ოჯახში გავიზარდე და არ ვაპირებ რომ ჩემს შვილსაც იგივე გამოვატარო, ასერომ მოკეტე და მშვიდად ყოფნის საშუალება მომეცი იქამდე სანამ ტაქსი მოვა. -ტაქსი? როდის გამოიძახე? -ფერი ეცვალა გელოვანს. -2 წამის წინ. -მხრები მშვიდად აიჩეჩა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. -ხომ გითხარი რომ შეგეძლო ჩემთან დარჩენილიყავი? -მე ხომ გითხარი რომ არ მინდოდა? -რამდენხანში მოვა ტაქსი? -14 წუთში. -მოკლედ მოუჭრა და თავი ხელზე ჩამოდო. -ყავას შემოგთავაზებდი მაგრამ დალევას ვერ მოასწრებ. -როგორი სტუმართმოყვარე ხარ. -ცინიზმით უთხრა და გასასვლელს მიაშტერდა. -არაფერი არ მინდა, ამ დროს დასასვენებლად გამოვიყენებ. -როგორც გინდა. -მხრები აიჩეჩა დათამ.- წავალ სახეს დავიბან და მალე ჩამოვალ. -მიდი. -უემოციოდ უთხრა და სხეული მოადუნა. 5წუთიც არ იყო გასული დათა სირბილით რომ დაეშვა კიბეებზე, უკვე საუბრის წამოწყებას აპირებდა სარკეში რომ დაინახა როგორ მშვიდად ჩასძინებოდა, მის გაღვიძებაზე არც უფიქრია, აწყობდა კარგი ბიჭის როლის თამაში. მობილური უხმო რეჟიმზე დააყენა და გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად. ტაქსმაც არ დააყოვნა საკმაოდ მალე მოვიდა და მგზავრის მოლოდინში დაღლილი სახის მქონე მძღოლმა დათას თვალიერება დაიწყო. კაცმა სიგარეტის ნამწვი ურნაში მოისროლა და მანქანას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. -არ მოდიხარ ძმაო? -შეწუხებულმა ჰკითხა მძღოლმა, სახეზე ეტყობოდა როგორი დაღლილი იყო მორიგეობისგან. -გადავიფიქრე. -მშვიდად მიუგო და ჯიბიდან 100ლარიანი ამოიღო. -ეს გაომართვი ძმაო და მშვიდობიან ღამეს გისურვებ. -წრფელი ღიმილით უთხრა და ფული მძღოლს გაუწოდა, თავიდან იუარა კიდეც მაგრამ მერე მორიდებით გამოართვა და სწრაფად ჩაიცურა ჯიბეში, გახარებული დაემშვიდობა დათას და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას. -ახლა რა მოგიხერხო? -ოდნავშესამჩნევი ღიმილით თქვა და ბეას მუახლოვდა. შავი თმა სახეზე ჩამოჰყროდა და მთლიანად ფარავდა, ფრთხილად გადაუწია თმა იმაში დასარწმუნებლაად რომ ნამდვილად ეძინა. -კარგი, ჩემს ოთახს დაგითმობ. -ვითომ ძალიან სწყდებოდა გული თავისთვის ჩაიბურტყუნა და ხელში ფრთხილად აიყვანა. წუხანდელი ღამიდან ბევრი არაფერი ახსოვდა მაგრამ ასეთი მსუბუქი ნამდვილად არ წარმოედგინა, თხელ მაისურში მარტივად გრძნობდა მის ნეკნებს და წვრილ, გამოყვანილ წელს. -მჰმმ- დაიკრუსუნა ბეამ, როდესაც მყუდროება დაურღვიეს თუმცა, მეტი აღარაფერი უთქვამს თავი კომფორტულად მოათავსა დათას მკერდზე და ძილი განაგრძო. ნელი ნაბიჯით აიყვანა მეორე სართულზე და საკუთარ საწოლში დააწვინა, თხელი პლედი მიაფარა და წამით შეყოვნდა. -რაიქნებოდა ჩემი ძმის გაწირვა რომ არ გინდოდეს, ასე ხომ არ მოგექცეოდი. -თითქოს თავი იმართლა. მერე უცებ გამოერკვა, სინათლე ჩააქრო და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა. *** დილით გამოღვიძებულს სულ რამდენიმე წამი დასჭირდა რომ გონებაში წუხანდელი ღამე აღედგინა. კლუბი, დათა, წიწაკის სპრეი... მისი სახლი. -მძიმედ გაივლო გონებაში და ნაცნობი ოთახის დანახვისას ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. -ნაბი*ვარი.- გაიფიქრა გონებაში და სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა, ტელეფონი ვერსად იპოვა ამიტომ მაშინვე დერეფანში გავიდა, ირგვლივ რომ ვერავინ დაინახა კიბეები სირბილით ჩაიარა და მისაღებისკენ აიღო გეზი. -საით? -ზურგს უკან გაისმა ნაცნობი ხმა. -შენს საწოლში რატომ ვიყავი? -წყრომით გახედა დათას. -შენც დილამშვიდობის. -სიცილით მიუგო, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და ცხვირწინ შოკოლადიანი ბლინებით სავსე თეფში აუთამაშა. -შეჭამ? -ჩემი მობილური სად არის? -სადაც დატოვე, მაგიდაზე დევს. -თავით მისაღებისკენ ანიშნა. -რომელი საათია? -თორმეტი ხდება. -მშვიდად მიუგო და ბლინებს გემრიელად შეექცა. -რაა? -აღმოხდა გაოგნებულს და მისაღებში სირბილით გავიდა. -ჯანდაბა, ჯანნდაბა, ჯანდაბა. -ტელეფონში ქექვას მოჰყვა და მოწყვეტით დაეცა დივანზე. -ტელეფონი უხმოზე რატომ არის? -რომ არ გაგღვიძებოდა. -შენი მოკლე ჭკუით რაზე ფიქრობდი? ახლა სამსახურში უნდა ვიყო, ორი საათით დავაგვიანე. - ტონს აუწია ბეამ. -ამ დროს რომელი კლუბი მუშაობს? მითუმეტეს რომელს სჭირდება ბარმენი? ხალხი ამ დროსაც თვრება? -შენ მართლა ასეთი იდიოტი ხარ თუ ახლა ხუმრობას ცდილობ? -ფეხზე ჩაცმა დაიწყო ბეამ, ისედაც საშინლად იყო დაღლილი და ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ახლა კატასტროფა იქნებოდა მისთვის. ან ასე სახლს როგორ დაალაგებდა? -კლუბში არ მუშაობ? სხვა რა შეიძლებოდა მეკითხა? -კლუბში კი ვმუშაობ მაგრამ ეს ფული არ მყოფნის ყველაფერში. სახლი უნდა დამელაგებინა ამ რაიონში, კარგად იხდიდნენ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ტელეფონი მოიმარჯვა. -სახლი დაგელაგებინა? -ჩშშ.- ტუჩებზე ხელი მიიდო რომ გაჩუმებულიყო და რამდენიმე ზარის მერე, როგორც კი მობილურში ხმა გაისმა საუბარი დაიწყო. -გამარჯობათ ქალბატონო ნატა, ბეატრისი ვარ, დღეს 10 საათიდან თქვენთან უნდა მოვსულიყავი, ძალიან დიდი ბოდიში რომ ვერ მოვედი, ახლა რომ მოვიდე შეიძლება? ორმაგი დატვირთვით ვიმუშავებ და 6 საათამდე ყველაფერს მოვრჩები მე... -დამშვიდდი ბეატრის, პირველრგიში შუადღემშვიდობის, მეც გირეკავდი, მოულოდნელად წასვლა მომიწია და ამიტომ დაგირეკე რომ აღარ მოსულიყავი. ზეგ ჩამოვალ და შეგიძლია იმავე დროს მოხვიდე. ამაზე არ ინერვიულო. -თბილად მიუგო ქალმა. -ღმერთო, ძალიან დიდი მადლობა. -სიხარულისგან თავს ვერ იკავებდა ბეა. -გპირდებით აუცილებლად მოვალ.- ღიმილით უთხრა, თბილად დაემშვიდობა და როგორც კი გათიშა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. -შენს გამო ლამის ფულის გარეშე დავრჩი. -მკერდზე ძლიერად დაარტყა ხელები და შეუღრინა. -მე რა შუაში ვარ? -უნდა გაგეღვიძებინე და სახლში უნდა წავსულიყავი. -განა რამდენი დაკარგე ასე რომ ბრაზდები? 1000? 2000? მე მოგცემ. -ხელი საფულისკენ გააპარა მაგრამ ბეას სახის დანახვისას გაჩერდა. -ხუმრობ? -სიმწრის სიცილი წასკდა ბეას. -როდის იყო სახლის დალაგებაში 2000 ლარს იხდიდნენ? -უფრო მეტს იხდიან? მე ჩემს დამხმარეს 10ს ვუხდი თვეში, შენც მოგცემ რა განერვიულებს? -ხომ არ გააფრინე? სახლის დალაგებაზე გელაპარაკები, ყიდვაზე კი არა. 200ლარი უნდა მომცენ, ეს არის და ეს. მომინდომა ბიჭმა ვარსკვლავებთან თამაში. -200ლარისგამო სახლი უნდა დაალაგო? -აღმოხდა გაოცებულს -ბოდიში, ყველას მუცლიდან არ გამოჰყვა მილიონები... -ჩემს ფულთან რამე პრობლემა გაქვს? -ფულთან არა, პირადად შენთან. თავს მაბეზრებ. -შენს გამო დივანზე მეძინა და აქეთ მიბრაზდები? -გაგეღვიძებინე და შენს საწოლში დაიძინებდი, თანაც ამხელა სახლში მეტი საძინებელი არ გაქვს? -კი კიდევ 2 მაქვს. -ხოდა იქ დაგეძინა. -ჩემი საწოლის და ამ დივნის გარდა სხვა ავეჯს არ ვიყენებ დასაძინებლად. -შენი პრობლემაა. მე მივდივარ. -მოიცადე, სად მიდიხარ, ბლინებს არ შეჭამ? -არა! -მკვახედ მიახალა და ზურგი აქცია. -კარგი რა, დავიჯერო არ გშია? -გარეთ შევჭამ. -აქ რომ ჭამო რა დაშავდება? თანაც შოკოლადიანი ბლინები გელოდებიან. ყავაც..-მისი დარწმუნება სცადა დათამ. -არ მინდა! -მშვიდად მიუგო და წასასვლელად შებრუნდა. -ჩემთანერთად ყავა დალიე და დღეს შენს კლუბში არ მოვალ დასათრობად. -სწრაფად მიაყარა და მაშინვე მიხვდა რომ მისმა სიტყვებმა გაამართლა, ბეატრისი წამით შედგა შემდეგ კი მობრუნდა და თვალებმოჭუტულმა დაუწყო ყურება. -კარგი, მხოლოდ იმ პირობით დავრჩები თუ იმ ღამეს არ განიხილავ და არც ნამიოკებით არ დაიწყებ ლაპარაკს. -კარგი, გპირდები. -მშვიდად მიუგო და საზარეულოსკენ გზა დაუთმო. *** -აბა, შენს შესახებ არაფერს მომიყვები? -თვალებში ჩააცქერდა მის წინ მჯდომ გოგონას. -არა! -რატომ? -რატომ გაინტერესებს რაიმე ჩემს შესახებ? -არვიცი, უბრალოდ არ შეიძლება? -მხრები აიჩეჩა. -ყველა გოგოს ცხოვრებით ასე ინტერესდები ვინც შენთან იწვა? -მხოლოდ ქალიშვილების და აბა გამოიცანი, შენ მაგ მხრივ პირველი იყავი. -ეს ყველაფერი უკვე ამაზრზენი ხდება. -ფინჯანი უხეშად დადო მაგიდაზე და გაბრაზებულმა ახედა. -შენ დაიწყე, მეც ჩემი გამოცდილება გაგიზიარე. -თავის მართლება სცადა დათამ. -არ მჭირდება იმის ცოდნა, როგორთან ან რამდენ ქალთან ხარ ნამყოფი.- მკვახედ მიაძახა და მობილური ჩანთაში ჩააცურა. -კარგი. -დანებების ნიშნად ხელები აწია. -უცნაური საათია. -რატომ? -კედელს გახედა დათამ. -სახელი და გვარი საათში. -მხრები აიჩეჩა. -ცოტა სასაცილოა. -მეგობარმა მაჩუქა, ჩემი ნარცისობის აღსანიშნად. -ღიმილით მიუგო და გაახსენდა ნენე, რომელმაც მთელი 1 თვე იწუწუნა ამ საათის გამო. „-იცი როგორ ვიწვალე? დროა კედელზე ჩამოკიდო. -გაუთავებლად წუწუნებდა ნენე. -ამას კედელზე არ ჩამოვკიდებ. მართლა ნარცისი ხომ არ ვარ. -კარგი, მაგის გამო თუ არა ჩემს გამო ჩამოკიდე, როცა მოვალ გამიხარდება რომ დავინახავ, შენც ჩემს თავს გაგახსენებს...“ -ფიქრებიდან ხმაურა გამოიყვანა, სწრაფად მოწესრიგდა ბეა და ფეხსაცმელი ფეხზე მოირგო. -მიდიხარ? -როგორც ხედავ! -ჩემი სიტყვებისგამო? –„შეწუხებულმა“ ჩაილაპარაკა და მასთან მიახლოება სცადა. -არა მხოლოდ მაგიტომ, საქმეები მაქვს, შენთან საჭორაოდ არ მცალია. -ყავა არ დაგილევია. -მშვიდად მიუგო და ფინჯანი ცხვირწინ აუთამაშა. -დალიე, ხმას აღარ ამოვიღებ,მერე თავად წაგიყვან. -მისმინე დათა, ცუდად ნუ გამიგებ მაგრამ ვიცი რასაც აკეთებ, ამ ამბის კერვას მორჩი და შენს ცხოვრებას დაუბრუნდი. -არაფერს არ ვკერავ, გავიგე რომ უცხო გოგო ჩემგან ბავშვს არ გააჩენს, მე მჯერა იმის რაც მითხარი. -აბა რატომ ცდილობ კარგი ბიჭის როლის მორგებას? -არ ვცდილობ, მე კარგი ბიჭი ვარ. -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა გელოვანს. -არა, რაღაც ხდება რის გამოც კარგად იქცევი... -თვალებში ჩააცქერდა ბეა. -ფრთხილად დათა, ჩემთან თამაში ასეთი მარტივი არ არის. -ღიმილით მიუგო ბეამ და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. -ვიცი რომ მარტივი არ არის, ამიტომაც ხარ ასეთი საინტერესო. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და მაშინვე ვატოს დაუკავშირდა... *** -რახდება შე*ემა რა საქმე გაქვს ისეთი რომ სასწრაფოდ გამომარბენინე? შენს ძმაზეა რამე ახალი?- ბუზღუნით შევიდა სახლში ვატო, ეტყობოდა რომ საწოლიდან ახალი ამდგარი იყო, თმის დავარცხნაც კი ვერ მოესწრო ისე წამოვიდა დათასთან. -არა, ჩემს ძმაზე არაფერი. იმ გოგოს ეხება ჩემი ძმის წინააღმდეგ მოწმედ რომ გამოდის. -ანუ? -გუშინ ხომ ვნახე... მაშინვე ვიცანი, ის გოგოა წინაღამით ვისთანაც ვიყავი. -მოიცა... ის ქალიშვილი გოგო შენ რომ ყვებოდი? -ჰო. -მძიმედ ამოთქვა და სიგარეტს მოუკიდა. -რას ამბობ ბიჭო, მერე? -რა მერე? მითხრა აბები დავლიე და შენგან ბავშვის გაჩენას არ ვაპირებო. -და შენც დაუჯერე? -სიცილი წასკდა ვატოს, უკვე მეორედ ესმოდა დათასგან ასეთი სისულელე, რომელიც დაიჯერა. -რავი, არ ჩანს ისეთი გოგო ბავშვით რომ მომადგეს. დღეს დილით სახლის დასალაგებლად უნდა წასულიყო, ისე ინერვიულა, არადა მხოლოდ 200ლარი დაკარგა. ფული, რომელსაც მე და შენ ასე ვანიავებთ მისთვის სარჩენი ფულია, თან სტუდენტია. თვითონვე მითხრა ჩემს შვილს რას მივცემო. -მოიცა რა სახლის დასალაგებლად უნდა წასულიყო? -ამ რაიონში ვიღაცას დამლაგებელი სჭირდებოდა და ეს უნდა წასულიყო. -უცნაურია, სულ უფრო და უფრო იხლართება ეს ამბავი. -ფული არ შემითავაზებია, მაინც არ აიღებს. -აბა სახლს ხომ არ აჩუქებ? -გაკვირვებული მიაჩერდა ვატო. -გადავიწყვიტე კარგი ბიჭი გავხდე, მასეთ გოგოებს მოწონთ ზრდილობიანი და ყურადღებიანი ბიჭები. -არა დათა! -მოკლედ მოუჭრა ვატომ. -შენც კარგად იცი რომ მსგავსი საქციელი კარგად არ მოგიბრუნდება. ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე, ისიც ადამიანია, გრძნობები და ოცნებები აქვს, ასე არ უნდა მოექცე! -მკვახედ მიახალა და ისედაც აბურდული თმა კიდევ უფრო აიბურდა. -შენ ახლა შენი დის ამბიდან გამომდინარე მსჯელობ ვატო. -ნენეს ამბავი შეახსენა დათამ. -ნენე სხვა შემთხვევა იყო, ჩემი და ბეას შემთხვევა სულ სხვაა. -მას შემდეგ რაც ნენემ იმ არაკაცის მიზნების შესახებ გაიგო მგონი გახსოვს რა მდგომარეობაშიც ჩავარდა, მე დავიფიცე დათა... დავიფიცე რომ არასოდეს არცერთ ქალს არ მივაყენებდი მსგავს ტკივილს. -შენ არაფერს არ აკეთებ, ეს მე ვარ ვინც მსგავს რამეს აპირებს. -ხოდა გეუბნები რომ არ უნდა გააკეთო. შენი ძმაც იმავეს გეტყვის რომ გაიგოს შენი მიზნების შესახებ! -ნუ მი*რაკებ რა. -გაღიზიანდა დათა. -იმდენად შორს არ შევტოპავ რომ მისი პიროვნება განადგურდეს. -დათა ძმაო, შენ ხომ იცი რომ ეს არ იქნება სწორი? -ვიცი! -მძიმედ ამოთქვა და სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა. - უბრალოდ ნიკას ვერ გავწირავ. -იმ ღამით მე რომ კლუბში არ ვყოფილიყავი ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. -ნენეს ხმამ მოულოდნელად გააპო ჰაერი. -ნენე. -გაკვირვებული მიაჩერდა გელოვანი- რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ეს შენი ბრალი არ არის? -თბილად წამოიწყო დათამ და ბავშვობის მეგობარი სხეულზე მიიკრო. -ვერავინ ვერ შეგზღუდავს შენს არჩევანში სად წახვალ და სად არა, ვიღაც სი*ების გამო შენ არ უნდა ისჯებოდე. -არც ნიკა... -სევდიანად ამოთქვა და თავი მის მხრებში ჩამალა.. -ნიკას გამოვიყვანთ ნენე. -და თავის გვერდით მოისვა ვატომ. -ნენე, შენ ხომ იცი ნიკას როგორ ძალიან უყვარხარ? სულ უჭირდა თავის კონტროლი როცა საქმე შენ გეხებოდა. -მერე ამან სადამდე მიიყვანა დათა? -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -ყველაფერს ეშველება ნენე, ახალი დასაწყისი გვაქვს ყველაფერში ამიტომ წარმატებასაც მალე მივაღწევთ. -ღიმილით მიუგო დათამ. -ასეთი გახარებული რატომ ხარ? რამე მოხდა? -დაინტერესდა ნენე, იცოდა რომ დათა ტყუილად არ იქნებოდა ასეთ ხასიათზე. -მოკლედ... -სიტყვა შუაზე გაუწყდა, როდესაც ვატოს დაძაბული მზერა დაინახა, პირდაპირ ამბობდა რომ ნენესთვის არაფერი არ უნდა ეთქვა. -ერთი გოგოა რა, ცოტახნისწინ გავიცანი... ძალიან მომწონს. -ვაიმეე, გეშველა? -სიხარულისგან ცქმუტავდა ნენე. -რადგან შენ ამას ამბობ ესეიგი სერიოზულადაა საქმე, როდის უნდა გაგვაცნო? -მალე ნენე, ჯერ დავალაგებ რაღაცეებს და მერე ყველას გაგაცნობთ. -ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ნიკოტინის კვამლში გაეხვა... *** -ახლავე მოყევი სად იყავი. -გაბრაზებული დაუდგა მეგობარს წინ კატო. -იცი როგორ ვინერვიულე? კლუბშიც დავრეკე, ვიცოდი რომ იქ არ იყავი მაგრამ ჯიბლაძესაც კი ვეპირფერე რამე რომ ეთქვა. -მაპატიე, დამშვიდდი და ყველაფერს მოგიყვები. -სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა ბეა. -ყავა გინდა? -კიი- გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა მეგობარს, ვერც კი წარმოედგინა მის გარეშე რა უნდა ექნა, დედასავით იყო მისთვის, სულ მასზე ზრუნავდა და ავადმყოფობის დროს მის ოთახშიც კი ეძინა რომ ტემპერატურა ეკონტროლებინა. -დაიწყე... მანამდე ყავას გავაკეთებ. -მშვიდად მიუგო და სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. -გახსოვს რომ გითხარი უცხო ბიჭთან სე*სი მქონდათქო? -კი. -სიცილი ძლივს შეიკავა კატომ. -ხოდა მოკლედ ყველაფერი ისე ვერ წავიდა რომ ეს ამბავი ერთი ღამით დასრულებულიყო მე... -მოიცადე არ მითხრა რომ ორსულად ხარ. -თავზე ხელები შემოირტყა კატომ .-არა ორსულად როგორ იქნები სულ 2-3 დღის ამბავია, თანაც ტყუილად ხომ არ მარბენინე დილის 7 საათზე აბების საყიდლად. -კატო ამოისუნთქე. - მეგობრის დამშვიდება სცადა ბეამ. - გუშინაც მასთან ვიყავი. -კიდევ მასთან იყავი? სე*სი გქონდათ? -ყბა ჩამოუვარდა კატოს. -ვაიმე არა, მსგავს რამეს აღარ გავაკეთებ ხომ გითხარი. ლუკაზე გაბრაზებამ გადამიარა, უბრალოდ გუშინ მორიგეობისას შემოვიდა კლუბში, მერე სახლამდე გაცილება მომინდომა, შემეშინდა ვერ დავინახე ვინ იყო და წიწაკის სპრეი შევასხი, მერე მისი სახლამდე მიყვანა მომიწია, ძალიან ვიყავი დაღლილი და სანამ ტაქსი მოვიდოდა მის სავარძელზე ჩამეძინა, დილით კი მის საწოლში გამეღვიძა. სულ ეს არის. -თხრობა დაასრულა ბეამ. -გავგიჟდები. -ფინჯანი მის წინ დადო და თავადაც სავარძელში ჩამოჯდა. -შენ მგონი მართლა არ ხარ ნორმალური თუ ის არ არის... ან არცერთი არ ხართ. -კარგი რა კატო, შენ მაინც ნუ მიმატებ. -მძიმედ ამოთქვა და საზურგეს მიეყრდნო. -არაფერს არ გიმატებ, ვინაა ის მაინც გაიგე? -დათა გელოვანი- მშვიდად ჩაილაპარაკა. -უცნაური იყო,საათზე წავიკითხე. -საათზე? -ხო, საათში ციფრების მაგივრად მისი სახელი და გვარი ეწერა დამარცვლით. -რა ნარცისიზმია. -სახე დამანჭა კატომ -რამეს აპირებ მასთან? -არა! ვიცი რასაც ცდილობს. -რას უნდა ცდილობდეს? -მდიდარი ბიჭია, თავში აქვს ცხოვრება ავარდნილი. ასეთი ბიჭები რას ცდილობენ ხოლმე? -მერავიცი. -ხელები ჰაერში გაასავსავა კატომ. -ერთი შეხედვით შევატყვე რომ კონტროლზე გაგიჟებულია. უნდა რომ მეც მაკონტროლოს მაგრამ არ გამოუვა. - კარგი რა ბექსს- სიცილით უთხრა კატომ- ყველგან ლუკა ნუ გეჩვენება გთხოვ.- ყოფილი გაახსენა და მაშინვე ენაზე იკბინა. -დამშვიდდი, ცრემლებიც ღვრას აღარ ვაპირებ. -მისი სახის დანახვისთანავე თქვა ბეამ.- წარსულში ვტოვებ უკვე. -თითქოს მის გამო არ იწექი სხვასთან, წარსულში ტოვებს გოგო. -გეყოფა კატო! შენი რჩევა მჭირდება, ლაფის დასხმა კი არა! -ბოდიში. -დანებების ნიშნად ხელები აწია და ყავა მოსვა. -აბა დღეს რა გეგმები გაქვს? -ვმუშაობ, როგორც ყოველთვის. -მხრები აიჩეჩა და საათს დახედა. -6-ზე იქ უნდა ვიყო, შენ როდის მუშაობ? -დღეს! -მობილურზე მოსულ შეტყობინებას თვალი სწრაფად გადაავლო და მოღუშული სახით გახედა ბეას. - ლეკო ავად გახდა, დღეს მის მაგივრად ვარ. -ხედაავ? ცოდვებმა იცის. -სიცილით უთხრა მეგობარს და ფინჯანში მთელი არსებით ჩაიკარგა... *** -დღეს რა გეგმები გაქვს?- მეგობარს მიუბრუნდა ვატო. -მე არაფერი, შენ გაქვს. -ხომ არ გაუბერე? ჩემგან რა გინდა? -მინდა რომ იმ კლუბში წახვიდე სადაც ბეა მუშაობს. -იქ რამინდა? -გაკვირვებული მიაჩერდა მეგობარს. -მინდა დააკვირდე, იქნებ სადმე რამე გამომეპარა, უნდა ვიცოდე,როგორ წრეში ტრიალებს, საიდან იქნება უფრო მარტივი მიდგომა და ა.შ -ში*ხომარგაქვს?-გაბრაზებულმა გახედა ვატომ. -შენ წადი და გინდა წინიდან შემოუვარე, გინდა უკნიდან. -პრობლემას რატომ ქმნი? -პრობლემას არ ვქმნი დათა, გითხარი რომ ამაში არ ჩავერეოდი. ისიც საკმარისია რომ ეს ყველაფერი ვიცი და ამის უფლებას გაძლევ. -ნებართვა არ მითხოვია ვატო, ის ჩემი ძმაა. -შენი ძმა ხელს აუცილებლად შეგიშლიდა. -გპირდები თუ მოვახერხე ამ საქმიდან ისე გამოვძვრებით ყველა, რომ გული არავის ეტკინოს, მათშორის არც ბეას. -რა უნდა გავაკეთო? -ისევ გატყდა ალავერდელი -არაფერი, უბრალოდ დალიე, გაერთე და დააკვირდი, როგორ ხალხთან აქვს ურთიერთობა, როგორი წრე ყავს გარშემო, მეტი არაფერი. -რა მარტივად ამბობ. -თავი დანანებით გააქნია. -კარგი, თუ არ გინდა ლაზარეს ვთხოვ. -არა! -თვალები წამმოენთო ვატოს, ვერ იტანდა ლაზარეს, არა იმიტომ რომ მეგობრის სხვასთან გაყოფა არ უნდოდა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ ის ნაბი*ვარი იყო და არ უნდოდა მისნაირის ამ საქმეში ჩარევა. -წავალ. -მეც ამის იმედი მქონდა. -მშვიდად ჩაილაპარაკა გელოვანმა და სასმლის ჭიქა ბოლომდე შეავსო... *** -უკვე მძულს ეს ადგილი. -თავისთვის ჩაიბურტყუნა კატომ და ორმოციოდე სტუმარს თვალი მოავლო. -ყელში ამოვიდა მძიმე მუსიკა და ეს განათება. რაიმე ახალი მჭირდება. -სამსახურიდან წასვლაზე თუ ფიქრობ ახლავე ამოიგდე თავიდან. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ბეამ. -ხომ დაგპირდი, სანამ ჩემს სიმწრით შენახულ ქალიშვილობას ვინმე შემთხვევით იდიოტს არ ჩავაბარებ მანამდე არ წავალ. -სიცილით უთხრა მეგობარს და სკამზე მხიარულად დაიწყო ტრიალი. -ჩშშ- ტუჩებზე ხელი მიიდო ბეამ- ხომ არ გააფრინე? -მაინც ვერავინ გაიგებს, მაქსიმუმ ,,Acid Waves“ ხმა გაიგონ. -მუსიკაზე ანიშნა და კომფორტულად მოწყობილმა გააგრძელა ტრიალი. -მანდ დიდხანს იტრიალებ თუ სასმელს დამისხამ? -უხეშად მიუგო ბარის წინ მდგომმა ბიჭმა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო. -მე დაგისხამთ. -თავაზიანად მიუგო ბეამ და მის წინ ღიმილით დადგა. -მე შენთვის არ მითქვამს. -კბილებში გამოსცრა ბიჭმა და ისევ კატოს გადახედა. -სასმელი... -კარგი... -ზლაზვნით წამოდგა სკამიდან და უცნობის წინ დადგა -რას დალევთ? -რამე მაგარს. -რამე მაგარი აქ ბევრი გვაქვს, კლუბია და არა წიგნების კუთხე. -ზედმეტად ბევრს ხომ არ ტლიკინებ? -გამომცდელად შეხედა და საფულედან 100ლარიანი ამოიღო. -ხურდა არ მინდა, რამე ყველაზე ძლიერი დამისხი. -მშვიდად მიუგო და კუპიურა უხეშად მოისროლა იატაკზე. -ხუმრობ? -გაღიზიანდა ბერაია, სისხლში დედის გენები ყოველთვის ,,ყვიროდა“ ამიტომაც მარტივად ფეთქდებოდა და ხშირად შარშიც კი ეხვეოდა. -კატო დამშვიდდი, მე ავიღებ. -მეგობრის დამშვიდება სცადა ბეამ. -არაფერსაც არ აიღებ, თავადაც მშვენივრად აიღებს და დადებს იქ სადაც საჭიროა. - თვალი არ მოუშორებია უცნობისთვის ისე ამოთქვა და სასმლის ბოთლს ხელი მთელი ძალით მოუჭირა. -მანამდე მე სასმელს დავასხამ. -მშვიდად დაიწყო ჭიქაში სასმლის ჩამოსხმა და ბიჭს თავით იატაკზე დაგდებული კუპიურისკენ ანიშნა. -შენ არ აიღებ! -ჩუმად მიპარულ ბეას ხელში წვდა ბიჭი და იატაკიდან ისევ სიმაღლეზე დააბრუნა. -ფული ამ ძუ*ნას მივეცი, შესაბ... -წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო ისე სწრაფად შეიღება მისი სახე და თეთრი მაისური წითელი სითხით. -უი ყინულები დარჩენილა. -ჭიქიდან ხელით ამოიღო ყინულის ორი კუბი და ისიც ზედ შეაყარა უცნობს. -კიდევ რამის თქმა გინდა? -კატოო... -თვალებგაფართოებული მიაჩერდა ბეა მეგობარს. -მე შენ გიჩვენებ შე პატარა კა*პა -კატოსკენ გაიწია უცნობმა -ეე ძმაო, ქალთან ასე მოქცევა გეკადრება? -მოულოდნელად წინ გადაუდგა ვატო. -გამეცალე! -უხეშად მიუგო და ხელი აუკრა მაგრამ ამაოდ. -შენს ადგილას უკან დავიხევდი. -მშვიდად თქვა ვატომ და მაისური გაისწორა. -შენთან ჩხუბი არ მინდა. -ხოდა გამეცალე, მე და ამას პირადი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. -ამას სახელი აქვს და კატო ჰქვია. -გაბრაზებულმა მიუგო და იმის იმედით რომ უცნობი გმირი გადაარჩენდა უფრო მეტად დაიწყო ტლიკინი.- ასერომ, როდესაც პირის დაბანას და მაისურის გამოცვლას მოახერხებ მერე მობრძანდი, აქ შენნაირი ხეპრეების ადგილი არ არის. -მე შენ... -კატოსკენ გაიწია უცნობმა, ვატოსაც სურვილის წინააღმდეგ რეაგირება მოუწია და უცნობი ერთი ხელის მოქნევით იატაკზე დააგდო. -ქალთან ასე რომ არ უნდა მოიქცე არ გასწავლეს ოჯახში? -ჩაიმუხლა და იატაკზე მწოლიარე ბიჭს ზემოდან დახედა. -შენ არ გასწავლეს რომ სხვის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაყო? -კბილები გაახრჭიალა ბიჭმა, უცებ წამოიწია და საპასუხოდ დაარტყა ვატოს სახეში. აქ უკვე სიბრაზისგან თვალთ დაუბნელდა ალავერდელს, ზოგადად ჩხუბს ვერ იტანდა მაგრამ, როდესაც საქმე ქალს ეხება თავს ვერასდროს იკავებს. ის იყო საპასუხო მუშტი მოამზადა რომ შენობაში დაცვა შემოვარდა და ხალხის მასას სწრაფად გამოეყო. ორივე სასწრაფოდ გააკავეს და გარეთ გასაყვანად მოემზადნენ. -ის არა, ამან დაიწყო. -უცხო ბიჭზე მიუთითა კატომ. -კატო, წესები ხომ იცი, ისინი ჩხუბობდნენ, აქ ვერ დარჩებიან. -გიო გთხოოვ, ის არაფერშუაშია. პირიქით ის რომ არ ყოფილიყო ახლა ალბათ შუაზე გამგლეჯდა ეს პირუტყვი. -შე ქაჯო- კიდევ ერთხელ გაიბრძოლა დაცვის წინააღმდეგ და ვატო რომ არა ნამდვილად დაუსხლტებოდა გიორგის ხელიდან. -უკან დაიხიე და აქედან წადი. -მშვიდად მიუგო ვატომ და კატოს მიუბრუნდა. -შენ რა სპეციალურად აკეთებ? -ისე მიმზიდველად ჩხუბობდით კიდევ მომინდა ამის ნახვა. -სიცილით მიუგო და ზურგი აქცია. -შენ შეგიძლია დარჩე ძმაო. -მშვიდად მიუგო დაცვის ერთ-ერთმა წევრმა და შენობიდან უცნობთან ერთად გაუჩინარდა. -ეს რატომ გააკეთე? -ბარის მაგიდასთან ჩამოჯდა ვატო -რას გულისხმობ? -თავი გაისულელა კატომ -შენ მას სპეციალურად იწვევდი კატო, რა დაგემართა? ის რომ არა ახლა შენს ნაკუწებს ავკრეფდი აქედან. -გაბრაზებულმა მიუგო ბეამ და ბიჭს მიუბრუნდა -მის მაგივრად მე გიხდი მადლობას, შენ რომ არა ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. -ეგ რა სალაპარაკოა, ქალთან ასე მოქცევა არ შეიძლება. -აი ხედაავ, მას ესმის. -თავით ანიშნა ბიჭზე კატომ. -იცის რომ პატივისცემა აქ მთავარია. -ვატო მქვია, ვერ ვიტან ნაცვალსახელით რომ მომიხსენიებენ. -მშვიდად მიუგო და გოგონას ხარბად დაუწყო თვალიერება. -კატო. ეს კი ბეაა. -სასიამოვნოა, იქნებ რაიმე ძლიერი დამისხა კატო? -ძლიერი ბევრი რამ გვაქვს. -დარწმუნებული ვარ ბარმენს რაღაც განსაკუთრებული ექნება მენიუში, რაღაც ისეთი რასაც თავადაც ეტრფის. -სწორი შენიშვნაა. -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და საყვარელი სასმლის მომზადებას შეუდგა. -აი, გასინჯე. -ღიმილით მიუგო და დიდრონი მწვანე თვალები მიანათა. -არცც გაიფიქრო, პირველ ჭიქაზე მე გეპატიჟები დღევანდელი გმირობისგამო. -როგორც კი ხელი ჯიბისკენ წაიღო მაშინვე შეაჩერა კატომ. -იმედია ხვდები რომ ამიტომ არ გამიკეთებია. -ვხვდები. -მშვიდად მიუგო კატომ და ბარის მოწესრიგებას შეუდგა. -რამე გაიგე? -შეტყობინება გაგზავნა დათამ. -ნორმალური გოგოები არიან, კარგისმეტი არაფერი გამიგია, ნახევარსაათზე მეტია მის მეგობარს ვესაუბრები. -სწრაფად აკრიფა ტექსტი და მობილური ისევ ჯიბეში დააბრუნა. -სულ ეგ არის? - მოთმინებადაკარგულმა მაშინვე გადაიკითხა მესიჯი და პასუხმაც არ დააყოვნა. -ადამიანების ამოცნობა არ მეშლება, დამიჯერე რაიმე რომ ყოფილიყო შევამჩნევდი. -ჯანდაბა... ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის. თუ გინდა წამოდი, დანარჩენს მე მივხედავ. -შეტყობინებას ღიმილით დახედა ვატომ, ნებისმიერ წამს შეეძლო წასულიყო მაგრამ რისთვის? კატო მშვენიერი მოსაუბრე აღმონდა... -შენ რა გეგმავ რომ სულ ბოლო წახვიდე? -სიცილით უთხრა კატომ და უკანასკნელ ათიოდე სტუმარს გახედა. -როცა შენ წახვალ ვეჭვობ მაშინ მომიწევს მეც. -რატომ? -იმ ტიპისნაირებს კარგად ვიცნობ. -იცრუა ვატომ, მისნაირების კარგად გაცნობამდე ბევრი აკლდა, შარი მისი არასდროს ყოფილა და ყოველთვის გამოირჩეოდა დიპლომატიით.-დიდი შანსია იმის რომ ახლა სადმე გარეთ დგას და ელოდება შენობას როდის დატოვებ. -ხუმრობ? -არა. -მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ. -დაგელოდები და მერე სახლამდე მიგიყვან. -რატომ გადაწყვიტე რომ შენთან ერთად სეირნობას ვაპირებ? -ვინ გითხრა რომ მხოლოდ შენს წაყვანას ვაპირებ? შენს მეგობარსაც წავიყვან. -ბოლო ორი საათია შენი მობილური არ გაჩერებულა და შენ მართლა აპირებ მე და ბეა სახლამდე მიგვიყვანო, რაღაც სისულელისგამო? -ამ ამბის სულელურობა იქ დამთავრდა, როდესაც თვალებში შიში გაგიკრთა. შესაბამისად კი, მართლა ვაპირებ. -ჯობს სახლში წახვიდე ვატო. -შენი საბოლოო გადაწყვეტილებაა? -კი! -სიმტკიცე გაურია ხმაში. -კარგი, რადგან ამდენად მამაცი ხარ და არ გეშინია. -დიახ, არ მეშინია. -კარგი კატო, მაშინ... სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. -ჩემთვისაც. -ღიმილით მიუგო და კარისკენ მიმავალ ბიჭს თვალი გააყოლა... *** -კატო ვერ გიტან, რატომ შემაშინე? -წუწუნი დაიწყო ბეამ და ტერიტორიას თვალი მოავლო. -მე რაზე შეგაშინე, რაც მითხრა ის გითხარი. -თავისთვის ჩაიფრუტუნა და შორტის ჯიბეში გასაღები ჩაიდო. -თანაც... მხოლოდ მე ხომ არ შემეშინდებოდა? -თვალები აატრიალა და „გაბრაზებულმა“ გახედა მეგობარს. -კარგი, კარგი. წამოდი. -ხელკავი გამოსდო და თავისუფალი ტაქსის მოლოდინში კუთხის გაჩერებამდე გზას მასთან ერთად გაუყვა. -სულ მგონია რომ ვიღაც მოგვსდევს იციი. -თვალებგაფართოებული უყურებდა კატო. -ნუ სულელობ გთხოვ, იცოდე აქ დაგტოვებ და წავალ. -სად წახვალ ხომ არ გაგიფრენია? -მაისურზე მოქაჩა მეგობარს. -შუა გზაზე დავჯდები და ხმამაღლა ვიბღალებ, შენ თუ გგონია ჭკუა დამიშლის და არ გავაკეთებ ძალიან ცდები. -შენგან არაფერი გამიკვირდება, თანაც ეს ერთხელ უკვე გააკეთე. -ბავშვობის მოგონება შეახსენა ბეამ. -იცი? ახლა მართლა ძალიან მინდა გავიცინო მაგრამ ის კაცი არ მომწონს. - შორიახლოს მდგომ სილუეტზე მიუთითა კატომ. -გეყოფა რა, ნუ მაშინებ. -რას გაშინებ, აქეთ მოდის ვერ ხედავ? -მოკეტე და დაჯექი. -ძალით დასვა სკამზე კატო და განათებულ ქუჩას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. -არ მინდა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ამვტობუსები ამ დროს არ დადიან. -როგორც კი სახეზე სინათლის სხივი მოხვდა მაშინვე შეწყვიტა ფართხალი ორივეს გულმა. -ხომ არ გაგიჟდი? გული გამისკდა. -გაუწყრა კატო -აქ ზუსტად იმიტომ ვარ რომ გული არ გაგისკდეთ, არცერთს. -მშვიდად მიუგო. -წამოდით, სახლამდე მე მიგიყვანთ. -არ მინდა გაწყენინო მაგრამ თავს აქაც კარგად ვგრძნობთ. -ხო, გეტყობათ. -სიცილი ძლივს შეიკავა ალავერდელმა.- მუხლები ისე გიკანკალებთ ორივეს ძლიერი დამამშვიდებელი არ გაწყენდათ. -ტაქსი მალე მოვა. -მაინც რამდენხანში? -ჰმმ... -მცირე პაუზა გააკეთა და მობილურს დახედა, თავისუფალი ტაქსი ჯერ ისევ იძებნებოდა. -როგორც კი თავისუფალი ტაქსი გამოჩნდება. -ოუ, დამაიმედებელი პასუხი იყო. იცი რომ ამას შეიძლება საათები დაჭირდეს? -მაქსიმუმ ნახევარი საათი. -შეუსწორა კატომ. -კატო... -მხარი გაკრა ბეამ. -ხვალ დილით ადრე უნდა ავდგეთ. -ხედაავ? ის ჩემს მხარესაა. -ტაქსი მალე მოვა. -ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა კატო. -ბოლო, რამდენიმე დღეა ნორმალურად არ მძინებია, თუ არ გინდა მოვკვდე წავყვეთ. -მოდი ბეას წავიყვან თუ შენ აქ ჯდომა გირჩევნია. -პრობლემა გადაჭრა ვატომ. -წამოხვალ ბეა? -იცოდე წინასწარ მექნება 112 აკრეფილი. -სრული სერიოზულობით მიუგო ბეამ. -მიღებულია შენიშვნა, მაშინ წამოდი. -კარგი. -მის ნებას დაჰყვა და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან გაჰყვა, იცოდა რომ კატო იქ არ დარჩებოდა, მარტო ყოფნას ვერ იტანდა, გრძნობდა უბრალოდ ბიჭი მოეწონა და ჩვეული სიჯიუტე ჩაერთო. -დამელოდეთ. -გაისმა უცებ კატოს ხმა, რომელიც უკან დასჯილი ბავშვივით მიყვებოდა ორივეს. -ჩანს რქები დაგიმტვრევია. -ღიმილით უთხრა ვატომ და კარი გააღო, რომ მანქანაში ჩამსხდარიყვნენ. -ჩემს მეგობარს შენთან მარტოს არ დავტოვებდი, თუ რამე მოგვივა დაე ერთად მოგვივიდეს. -როგორც ჩანს კარგი მეგობარი ხარ. -დიახ, ვარ! -უხეშად უპასუხა და მანქანაში ჩასკუპდა. -რა დაგემართა? რამდენიმესაათისწინ ლამის შუაზე გაგგლიჯეს და დაგეხმარა, აქამდე კარგად უცინოდი ახლა რა ბზიკმა გიკბინა? -გაჩუმდი. -ხელი ოდნავ გაჰკრა, როგორ კი ვატო მანქანაში ჩაჯდა, მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია, დაილოცოს „Google map“ საუბარი არ მოუწიათ ამ აპლიკაციის მეშვეობით. მხოლოდ ბოლოს, თითქმის უკვე სახლთან იყვნენ, როდესაც ბეამ სიჩუმე დაარღვია. -იციი, შენი სიჯიუტით ვიღაცას ძალიან მაგონებ. -მართლაა? ვინმე ახლობელს? -ახლობელს არა, შემთხვევითი ნაცნობია, მაგრამ ერთხელ ისიც არ წავიდა სახლში და ჩემი მორიგეობის დასრულებას დაელოდა. -იმ გელოვანზე ლაპარაკობ? ვეჭვობ საერთოდ არ გვანან. -მასზე მიყრდნობილმა ჩაილაპარაკა კატომ. -გელოვანი? დათას ხომ არ გულისხმობ? –„გაუკვირდა“ ვატოს. -იცნობ? -ორივე თვალებგაფართოებული მიაჩერდა . -ჩემს ბავშვობის მეგობარს? რათქმაუნდა ვიცნობ. -ღიმილით უთხრა ორივეს და სარკიდან გახედა, ხმა არცერთს ამოუღია, მგონი ეს არ უნდა ეთქვა... -მადლობა რომ მოგვიყვანე. -მანქანის შეჩერებისთანავე უთხრა ბეამ და სასწრაფოდ გადმოვიდა, ვატოს პასუხს არც დალოდებიან ისე გადაკვეთეს პარკი და კორპუსში მთელი სისწრაფით შეცვივდნენ. გრძნობდა რაღაც ისე ვერ იყო, არა მხოლოდ ის, კატოც გრძნობდა რაღაცას, რაღაც ისეთს რაც ორივესთვის ისე დამთავრდებოდა წარუშლელ კვალს დატოვებდა მათ ცხოვრებაში. და მაინც, რა იყო ეს? ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცოდა ის, რაც მათ ელოდათ, კარგი ან ცუდი... -ეს რა ჯანდაბა იყო? -კარს გიჟივით მიაწყდა ორივე. -მგონი ეგ ბიჭი მანიაკია, დათას ვგულისხმობ. -ეგ კარგი მაგრამ შენ რამე წინათგრძნობა გქონდა თუ მანქანაში რატომ არ ჯდებოდი? -კლუბში ვეღარ გითხარი, შენი დათა წერდა და ურეკავდა, ტელეფონი აუფეთქა, ბოლოს მიწერა მე დათა გელოვანი არ ვიყო თუ არ მოგკლა მიპასუხეო. -დებილი ხარ? -იქ ვერ გეტყოდი, სახლში რო მივალთ მერე ვეტყვითქო ვიფიქრე. -იქნებ დამთხვევაა, მერე რა მოხდა. -მხრები აიჩეჩა ბეამ. -საერთოდ არაფერი, ხდება ასეთი რაღაცეები. -კვერი დაუკრა კატომ. -ამაზე ფიქრის თავი არ მაქვს, ხვალ რომელზე გავდივართ? -ალბათ გინდოდა გეთქვა დღეს. -საათზე ანიშნა ბეამ. -11ზე იქ უნდა ვიყოთ. -ყელშია. -თვალები მობეზრებულად აატრიალა და იქვე დივანზე კომფორტულად მოთავსდა, წამიც არ დასჭირდა რომ ამ სამყაროს მოწყვეტოდა და მორფეოსის სამყაროში გადაშვებულიყო, არც ბეას ქონდა რამის თავი, მაშინვე საწოლში მოთავსდა და ღრმა ძილს მიეცა... *** -გისმენ. -ნამძინარევი ხმით მიუგო გელოვანმა. -რასშვები შე*ემა? -მხიარულად მოიკითხა მეგობარი ვატომ. -ხო არ გამო*ლევდი შენ? რომელი საათია იცი? -როგორ არ ვიცი, ახლა მივედი სახლში. -სად ჯანდაბაში იყავი? მთელი საღამო გირეკავდი და გწერდი. -ხო ვიცი, ეჭვიანი ცოლივით რომ ამიფეთქე ტელეფონი, ცოლს არასდროს მოვიყვან, ასე გადავწყვიტე. -დილის 4ის ნახევარზე იმიტომ დამირეკე რომ ცოლის არ მოყვანა გადაწყვიტე? -კაი ტო რას ბრაზდები, ბუმბულს კი არ ვარჩევდი მე. -რა? -აზრი ვერ გამოიტანა მისი სიტყვებიდან. -რაჭაში ყოფნის დროს ბებიაშენისთვის ერთხელ მაინც რომ მოგესმინა ახლა პირს არ დააღებდი. -ში*ხომარგაქვს? რეებს ბოდიალობ, წადი რა დაიძინე თუ ძმახარ. -უკვე მობლურის გათიშვას აპირებდა, როცა ვატომ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება დაიწყო. -შენი გოგო ვნახე და გავიცანი, მაგისი დაქალიც, სხვათაშორის ორივე კარგი გოგოა, მერე აბა გამოიცანი რა მოხდა, ცოტა ჩხუბიც მომიწია და ყბაც მტკივა, მაგრამ სასმელი, რომელიც გზაში დავლიე ნელ-ნელა მაბუჟებს. -ვის ეჩხუბე? -სიტყვა შუაზე გააწყვეტინა დათამ. -მომიყევი რა მოხდა, ვის უნდა მივაკითხოთ? -არავის, მაცადე გითხრა, მერე ორივე სახლამდე მივიყვანე ასერომ შეგიძლია ტკბილი, ბუნჩულა ბიჭის როლი ითამაშო და მისამართზე... რომელიც ახლა მართლა არ მახსოვს ყვავილები გაუგზავნო. -მეღადავები? სახლამდე თუ მიიყვანე მისამართი,როგორ არ გახსოვს. -ახლა მეძინება, კარგად ვიჭორავეთ, დანარჩენი ხვალ. -მობილური არც გაუთიშავს ისე დადო ტუმბოზე და პირიდან გამაყრუებელი ხმები ამოუშვა. -ჯანდაბა შენს თავს ვატო. -მაშინვე მოიშორა ყურიდან მობილური დათამ. -ლამის დამაყრუა ამჩე*ისამ. -თქვა და ფიქრებს მიეცა, იქნებ ასე უკეთესიც ყოფილიყო... *** -არ შეიძლება მთელი ზაფხული ვიღაცის სახლის დალაგებაში გავატაროთ. -აწუწუნდა კატო, რომელიც ერთ საათზე მეტი იყო სამზარეულოს მაგიდას წმენდდა. -კატო, დალაგებას თუ არ დაიწყებ მართლა გავბრაზდები. -თავში წამოარტყა ბეამ. -ამდენი საქმეა და შენ მთელი ეს დროა წუწუნებ. -აგვისტოა ბეა, უფროსწორად მთავრდება უკვე იცი? მალე უნიც დაიწყება, საერთოდ ცხოვრებაც დამთავრდება მალე. -გოგო გეყოფა. –„დაუტია“ ბეამ. -რა ცხოვრება დამთავრდება, ისწავლი, ამ წელს მაქსიმალურად დავიხარჯებით და მეორე სემესტრში,რომელიმე ზღაპრულ ქალაქში გავიღვიძებთ. -მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ, მაგ პროგრამაზე ან მარტო მე მოვხვდები, ან მარტო შენ, უარეს შემთხვევაში კი ვერცერთი. -მეღადავები? იქნებ ორივე მივდივართ. -ან იქნ... -აუ არ მინდა თქვენს დალაგებულს ხელი შევუშალო და შეგიძლია მაცივარში მინერალური ნახო თუ არის? -მოულოდნელად გააპო ჰაერი უცნობის ხმამ. -დიახ, ახლავე ვნახავ. -შე*ემა გირეკავენ, როდემდე გეძახო. -ნაცნობი ხმის გაგონებისას შეკრთა ბეა, მაცივრის კარს ამოფარებული შიგნით ლამის მთელი სხეულით შეძვრა, მთელი არსებით უნდოდა რომ გელოვანი ახლა იქ არ ყოფილიყო. -მაცივარში ნახავს არის თუ არა, ამ ზარს უნდა ვუპასუხო. -სწრაფად მიაყარა ბიჭმა და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა. -მინერალურს მოვაკითხე, იმედია არის მაცივარში. -ბეა მოგცემთ ახლავე. -ღიმილით გახედა კატომ, მობილური შორტის ჯიბეში ჩაასრიალა და საუბარი განაგრძო. -ბეა მე მეორე სართულს მივხედავ, აქ მოვიწყინე. -მშვიდად თქვა და ოთახი დატოვა. -ბეა, ბეა, ბეა. -მისი სახელი სამჯერ გაიმეორა დათამ. -დიდხანს აპირებ მაცივრის კარს იქით დგომას? -აი შენი მინერალური. -უხეშად გაუწოდა და მაცივრის კარი ხმაურით დახურა. -აქ რას აკეთებ? -ააქ? დამლაგებელი არ მოვიდა და სახლის დალაგება თავად მიწევს, ხომ ხვდები. -ცინიზმით მიუგო და სპრეი კარადაზე დაასხა. -არ მეგონა რომ აქ გნახავდი. -არც მე. -ჩემი დანახვით გახარებული არ ჩანხარ. -ბოდიში, სიხარულს ვერ გამოვხატავ როცა მხოლოდ 5 საათი მეძინა და ამხელა სახლი მაქვს დასალაგებელი. -გინდა დაგეხმარო? -წამში ცხვირწინ აეტუზა გელოვანი. -იატაკის მოხეხვა იცი? -ღიმილით ჰკითხა და ღრუბელი იქვე მიაგდო. -არა, მაგრამ თუ მაჩვენებ ვისწავლი. -ხუმრობ? წადი სხვა საქმე არ გაქვს? -არანაირი. -მხრები აიჩეჩა და შორტებში გამოწყობილს ღიმილით დააკვირდა. -ჩემს თვალიერებას მორჩი, უკვე მერამდენე შემთხვევაა! -გააფრთხილა ბეამ. -ერთი ბოთლი მინერალური, სულ ეს იყო რაც გთხოვე. -ბუზღუნით შევიდა სამზარეულოში ვატო -ბეა? -გაკვირვებული მიაჩერდა მის სილუეტს -ლაქების ამომყვანი სითხე მჭირდება. -დაფეთებული შემოვარდა ოთახში კატო, თუმცა ნაცნობი სილუეტის დანახვისას შედგა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა ბეას. -ყველა აქ ვყოფილვართ. -უხერხული სიტუაციისგან თავის დაძვრენა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. -გამარჯობა კატო. -მშვიდად მიუგო ალავერდელმა თუმცა კატოსგან პასუხი ვერ მიიღო. -მოკლედ, ლეგენდარულ ბეას ისედაც იცნობ, გიყვებოდი მასზე. -საუბარი წამოიწყო დათამ. -ეს ალბათ ის ლეგენდარული კატოა შენ რომ მიყვებოდი. -რა? -ორივემ ერთდროულად იკითხა -მე უნდა გავიდე, ანანო უნდა ვნახო, თქვენ რას იზამთ დარჩებით? -შორიდანვე დაიწყო საუბარი ანდრეამ და ოთახში მყოფების დანახვისთანავე ადგილზე გაჩერდა. -მშვიდობა გაქვთ? -კიი, მინერალურზე შემოვედით. -მხრები აიჩეჩა დათამ და ვატოს ბოთლი ხელებში შეაჩეჩა. -მოკლედ მე გავდივარ, მაგრად მეჩქარება. დანარჩენი თქვენ იცით. -სწრაფად მიაყარა, მათ სილუეტებს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. -საინტერესო დღე გველოდება. -სიცილით თქვა გელოვანმა და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა. -ისე მაგრად მშია, რამე ხომ არ გვეჭამა? -დალაგებაში ხელს გვიშლი! -ორივე გვიშლით! -დაამატა კატომ. -რატომ მეღრინები? -უფრო უკეთესი კითხვაა რატომ გვეღრინებით, თქვენ ორივე.- ვატოს შეეშველა დათა. -ყავა მაინც დავლიოთ ჭამაზე თუ უარს ამბობთ. -არ გვცალია თქვენთან ერთად ყავის მოსაწრუპად. -კატო, აქ თითქმის მოვრჩი, ბოლოს შემოვიდეთ იატაკზე და ფანჯრებზე. -მეგობარს თავით ანიშნა ზემოთ ადიო და ისიც სწრაფი ნაბიჯით უკან მიჰყვა. *** -მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ქვემოთ არცერთი ჩამოსულა, მხოლოდ 10წუთით შეისვენეს და სახლში გაკეთებული ყველიანი ტოსტები დააგემოვნეს. 6 ოთახი სრულიად გააპრიალეს და დაღლილები იატაკზე ჩამოსხდნენ. პირველი სართულის იატაკი და ფანჯრები მისახედი იყო, თუმცა ქვემოთ ჩასვლა არცერთს უნდოდა, რაღაცნაირად ორივეს მოერიდა ამ მდგომარეობაში რომ ნახეს, თითქმის სრულიად ამოსვრილები, სახლის ფორმაში გამოწყობილები, აწეწილი თმით და მოუწესრიგებელი სახით. -მოდი ნახევარი თანხა უკან გადავრიცხოთ და პირველი სართული ასე დავტოვოთ. -აწუწუნდა კატო, რომელსაც უკვე დაგეგმილი ჰქონდა კუთვნილი 200 ლარით სასურველი ორეულის ყიდვა. -ვეჭვობ ასე არ გამოვა კატო და ეს შენც იცი. -ხასიათს ნუ მიფუჭებ. „ბოტები“ გვაკლია ორივეს და ეგ არის, მეზიზღება ჩვენი ცხოვრება. -გეყოფა! -უხეშად გააწყვეტინა ბეამ. -ადექი, 2 საათიც და წავალთ, იქნებ საერთოდაც წავიდნენ და აქ აღარ არიან. -ხმაური არ გესმის? მგონი სპეციალურად ქვემოთ რაღაცეებს ლეწავენ, რომ აქედან ვერასდროს წავიდეთ. -ადექი. -ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა რომ ისიც ამდგარიყო, ზლაზვნით დაეშვა ორივე კიბეზე, მისაღებ ოთახში არავინ იყო, ლამის უკვე ტაშიც შემოჰკრეს, როდესაც ფანჯრიდან დაინახეს ორივე აივანზე, როგორ ეწეოდნენ სიგარეტს. -რა ენაღვლებათ, სიგარეტის ერთ კოლოფში 10 ლარს ხარჯავენ ყოველდღე და ცხოვრება არ ადარდებთ. -შენი სადარდებელი თუ ეგ არის მე ის უფრო მადარდებს ეგენი თუ გარეთ არიან, იქ ვინ ხმაურობს. -კიბის მოპირდაპირე მხარეს გაიხედა ბეამ. -რავიცი, ალბათ კიდევ ყავთ სხვებიც, ან ის ბიჭი დაბრუნდა. -გამარჯობათ. -ღიმილით მიესალმა 40 წელს გადაცილებული ქალი ორივეს, ოთახი სწრაფად გადაკვეთა და მტვრების გადაწმენდა დაიწყო. -უკაცრავად, რას აკეთებთ? -ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა ბეა. -ვალაგებ შვილო. -მხრები აიჩეჩა ქალმა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს გულში უკვირდა კიდეც, თითქოს ვერ ხედავენ რას ვაკეთებო. -ხო მაგრამ, ვინ დაგირეკათ? სახლი ჩვენ უნდა დაგველაგებინა. -რავიცი შვილო, დამირეკეს პირველი სართულია დასალაგებელიო და მოვედით. -ვინ დაგირეკათ? -იმ ბიჭებიდან, რომელიღაცამ. -ვატოს და დათას გახედა ქალმა. მაშინვე გაცხარდა ბეა, კარაპეტიანების სისხლმა იყივლა მასში, ფულს იმაში უხდიან რომ სახლი მან დაალაგოს და არა იმაში რომ სხვამ დაალაგოს და ხელები ზედ შეახოცოს. სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ოთახი და გარეთ გაბრაზებული გავიდა. -თავს, რამდენი უფლებას აძლევ? -რამ გაგაგიჟა? -გაიკირვა გელოვანმა. -იცი რომ ნახევარი თანხა დამაკვარგვინე და ახლა უკან უნდა გადავრიცხო შენს გამო? -ჩემს გამო? როდის გითხარი თანხა უკან გადარიცხემეთქი? -გგონია ეს სასაცილოა? მე და კატო აქ სახლის დასალაგებლად მოვედით, მთლიანის და არა მხოლოდ ერთი სართულის. -და ვინ გაიგებს რომ თქვენ არ დაგილაგებიათ? -სიგარეტის ნამწვი ურნაში ჩააგდო და გაცხარებულ გოგოს წინ დაუდგა. -მე ხომ ვიცი, თქვენც იცით. -ვატოზე ანიშნა ბეამ. -სიმართლე რომ გითხრა მე არ მაინტერესებს სახლს ვინ ალაგებს, ჩათვალე არაფერი დამინახავს. -სიტუაციის განმუხტვა სცადა ვატომ. -შენ არავინ გელაპარაკება. -დაუტია კატომ, ეგღა აკლდა დაქალის საქმეში ვინმეს ცხვირი ჩაეყო და თავად მშვიდად ყოფილიყო. -რატომ დაურეკეთ მათ? -სახლში მყოფ ქალებზე ანიშნა. -თქვენ სახლის დალაგება გეზარებოდათ, ანუ განა ცუდად და რაღაც, მესმის, დაღლილები იყავით, ყავის დალევა შემოგთავაზეთ და არ გვცალიაო. ვეჭვობ ახლა გაქვთ ამისათვის დრო. -იმედია ხუმრობ. -თვალებანთებული მიაჩერდა დათას, რომელსაც კვამლისაგან ამღვრეული თვალები მღელვარე ზღვას მიუგავდა. -არა რას ვხუმრობ, წამოდით და ყავას გავაკეთებ.ეს უკვე გაცივდა -ღიმილით მიუგო ალავერდელმა. -მაგარ ყავას აკეთებს, მართლა. -ღმერთო, ხალხს თავზე ფულს თუაყრიდი ნორმალური მაინც ვერ შეარჩიე ვერავინ? -გაბრაზებულმა ამოთქვა კატომ და ბეას ხელით უბიძგა. -წავიდეთ. -მოიცა ტო, სად უნდა წახვიდეთ, ახლა ხომ გაქვთ დრო. -ფილმსაც ვუყუროთ თუ გინდათ. -რაღაც Netflix & Chill- ის მსგავსს ხომ არ გულისხმობ. -მე არა მაგრამ, შენ თუ გინდა წინ... -საუბრის დასრულება ვერ მოასწრო დათამ, გოგომ ხელში ყავის ფინჯანი რომ აიღო და პირდაპირ სახეში შეასხა. -აი შენი ყავა, იმედი მაქვს მართლა ისეთი გემრიელია, როგორც თქვი. -სიტყვა დაასრულა და მაშინვე სახლისკენ აიღო გეზი. -ჰმმ, ვაღიარებ, ეს ნამდვილად ჩემგან ისწავლა. –სიამაყით განაცხადა კატომ, მხრებზე გადმოყრილი თმა ეფექტურად გადაიყარა ზურგზე და ბეას უკან მიჰყვა. *** -ნაგავი. -გიჟივით მიაბიჯებდა ბეა გზაზე. -როგორ გაბედა, ღმერთო როგორ მინდა მაგრად ვცემო. -სიბრაზისგან უკვე ხელები უკანკალებდა. -ბექსს. -სირბილით წამოეწია კატო. -დამშვიდდი კარგიი? იდიოტია ხომ იცი. -ვიცი, მაგრამ მაინც ვბრაზდები. -არ ინერვიულო ამაზე გთხოვ, შენნაირი ადამიანისთვის ეს რომ არ უნდა ეთქვა მალე მიხვდება და ინანებს. -არ მაინტერესებს ინანებს თუ არა, სხვა დროს რამეს დავალეწავ თავზე. -ისე მაგარი ნომერი იყო, მომეწონა მართლა. -ყავის შესხმაზე ჩაუნამიოკა. -კარგი მასწავლებელი მყავდა. -მხარი გაკრა მეგობარს და ჯიბიდან მობილური ამოიღო, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა. -ნოდო? როგორ ხარ? -ხმაში ბედნიერება გაერია. -კარგად ჩემო ლამაზო, შენ როგორ ხარ? -ბიჭსაც არანაკლებ ეტყობოდა სიხარული. -კარგად, რამ გაგახსენა ჩემი თავი? -გეკადრება? როდის არ მახსოვხარ? -1 კვირაზე მეტია არ დაგირეკავს და არც მოგიწერია. -მთელი ერთი კვირის ამბებს მომიყვები როცა ბათუმში ჩამოხვალ. -ხომ იცი რომ ვერ ჩამოვალ, სამუშაო მაქვს. -სწრაფად იუარა, ავტობუსში ავიდა, კომფორტულად მოთავსდა ფანჯარასთან და ჰორიზონტს თვალი გააყოლა. -აქ უკეთესი სამსახური გიშოვე, გამოგადგება იტალიურის და ფრანგულის ცოდნა. -რას გულისხმობ, რა სამსახური? -თარჯიმანი სჭირდებათ იმ კომპანიაში სადაც მე ვმუშაობ.იქიდან გამომდინარე რომ იურიდიული პირი ვარ ცოტა კავშირები გამოვიყენე და ბუმ. -სიცილით დაამატა ნოდომ. -ხუმრობ? -არა ტო, რას ვხუმრობ. ეგ ბედოვლათიც დამელოდოს მანდ რომ ბურტყუნებს. -კატოს ხმა იცნო ნოდომ. -მაგასაც ვუგვარებ რაღაცეებს. -როდიდან სჭირდებათ კადრი? -რაც მალე მით უკეთესი, 5 დღეში აქ იქნებიან, მანამდე შენს დაბინავებაზე და ბიუჯეტის განხილვაზე იზრუნებენ. დამიჯერე ძალიან კარგად იხდიან, შენი შანსია რომ ამოხვიდე მაგ ჭაობიდან და მაგ კლუბსაც შეეშვა. -სძულდა ნოდოს ის ადგილი სადაც მისი მეგობრები მუშაობდნენ, ერთ დროს ცხოვრების სიყვარული კი ზუსტად მანდ იპოვა მაგრამ მაინც არ ემეტებოდა მეგობრები მაგ ადგილისთვის. -ნოდო, ასე უცებ ვერ წამოვალ, ახალი კადრი უნდა იპოვნონ, თანაც მათი წასვლის შემდეგ ვის რაში დავჭირდები? სტაბილური შემოსავალი მჭირდება. -მისმინე ბეატრის, სტაბილურ თანხას გთავაზობენ ამ წლის დასასრულამდე, მთელი 4 თვე. ვიზიტები თვეში 3-6 იქნება, თანხა 5000დან ზემოთ თითო შეხვედრაზე, ხვდები რას გთავაზობ? კონტრაქტი თუ გაგიფორმეს ოფიციალურად დარჩები კომპანიაში. -ეგ რიცხვები კარგია ნოდო, მართლა. მაგრამ სწავლაზე რას იტყვი? ჩემი ოცნებები არ მინდა რომ დაიმსხვრეს. -მუდმივად აქ ხომ არ იქნები? ამაზე მოლაპარაკებაც შეიძლება, კომპანიის მძღოლი მოგემსახურება რომ შენ არ ხარჯო ფული გზაში, დამიჯერე ბეა, ხომ იცი რომ ისეთს არაფერს შემოგთავაზებ რაც შენს ოცნებებს დაამსხვრევს? ყველაფერი მოგვარებადი იქნება. 2 კვირაში უკვე კატოზეც მეცოდინება პასუხი, ეგეც თუ შემოვიყვანე აქ ჩათვალე ზუსტად ისე ვიქნებით, როგორც ბავშვობაში ვგეგმავდით. -დღეს ვმუშაობ, ყველაფერს მოვიფიქრებ და დაგიკავშირდები ხვალ დილით კარგი? -კარგი, იცოდე რომ ყველაფერი მაგრად გექნებათ ორივეს, ზუსტად ისე როგორც მე დაგპირდით. მაგრად მიყვარხართ და თავს მიხედეთ. -მშვიდად დაასრულა საუბარი და ისე გათიშა პასუხს არც დალოდებია. -რას აპირებ? -თვალებანთებული მიაჩერდა კატო. -კატო, არ ვიცი. რომ არ გამოვიდეს? -რა არ უნდა გამოვიდეს? ნოდო ისეთ რამეზე დაგირეკავდა რაც არ გამოვა? -არვიცი რა, უნდა დავფიქრდე. ან უფროსს რა ვუთხრა? მერიდება, ჩემი ყველა კაპრიზი აიტანა, ხან ვეთავისუფლებოდი, ხან არ მივდიოდი ლექციების გამო. -ნორმალური ხარ შენ? წადი გოგო ფრთები გაშალე, არ გავ*არი კლუბს? ყოველდღე იმის მოსმენა მაინც არ მოგიწევს მთვრალი ბიჭები შენს საჯდომზე როგორ ლაპარაკობენ. -მოდი ამაზე დასაფიქებლად დრო მომეცი, ყველაფერი უნდა დავალაგო. -იცოდე რომ მე შენსკენ ვარ. -ვიცი, ვიცი. -ღიმილით უთხრა მეგობარს და მის მხარზე ღრმა ძილით დაიძინა... *** -აქ რა ჯანდაბას ვაკეთებთ? -გაიკვირვა გელოვანმა. -იმედია სერიოზულად არ მეკითხები. -გაბრაზებულმა გახედა მეგობარს. -ვერ დავლევ, ხვალ კონფერენცია მაქვს ხომ იცი. -დასალევად არ მომიყვანიხარ, იმისთვის მოგიყვანე რომ ბოდიში მოიხადო. -ბოდიში? რისთვის? -იმისთვის რაც სახლში მოხდა, რაც ბეას უთხარი. -ძმაო კარგი რა, მეგონა იმ ტიპის საცემად მივდიოდით, რომელიც გუშინ აგიტყდა. -იმედგაცრუებულმა ჩაიბურტყუნა და სავარძელს მიეყრდნო. -დათა, ამდენი წელია გიცნობ შენი არ არის ქალის დამცირება, ამ ბოლო დროს რა გჭირს არვიცი მაგრამ ასეთი არ ხარ. -ყველაფერი რაც მანდ ხდება თამაშის ნაწილია, დამიჯერე ეგ გოგო ასე უფრო მარტივად მოხვდება ჩემთან. -მე მგონია რომ თუ ნაბი*ვარივით არ მოიქცევი მაშინ მართლა შეიძლება რამე შეიცვალოს. -თავში წამოარტყა მეგობარს და მანქანის კარი გაუღო. -გადადი! -ახლა რომ გადავიდე და ბოდიში არ მოვიხადო გაიგებ რამეს? -მაგაზე თუ მომატყუებ რავი, ვერ გავიგებ ნამდვილად. -ხანდახან არ მინდა რომ ჩემი მეგობარი იყო. -გამოუტყდა დათა. -ხანდახან შენი ცემა მინდა მაგრამ არ გცემ. -მშვიდად უპასუხა და როგორც კი დათა მანქანიდან გადავიდა იქაურობას სასწრაფოდ მოშორდა. *** -აბა როგორ ხარ? -ბეას წინ დასკუპდა დათა. -ღმერთო, ისევ შენ? -შეშინებულმა გახედა მოულოდნელ სტუმარს. -ვიფიქრე თავს არ მოვანატრებ და მივაკითხავთქო. -რა გინდა? მოდი გამოვიცნობ, რამე მაგარი გინდა რომ დალიო. -არაა, ხვალ კონფერენცია მაქვს და ნაბახუსევზე არც ისეთი თავაზიანი ვარ რომ ვინმეს თავი მოვაწონო. -შენთვისვე უარესი, მთვრალ ხალხს ფხიზელი უყურებ. -მხრები აიჩეჩა ბეამ, ბარი გვერდით მდგომ ბიჭს გადააბარა და საპირფარეშოსკენ გზა გაიკვალა. -აქ მოვიდა, ახლა მართლა დავალეწავ რამეს თავზე, რამე მირჩიე. -შეტყობინება გაგზავნა კატოსთან. -შეგიძლია რაიმე იაფფასიანი სასმლის ბოთლი დაალეწო თავზე, გაქრობას ვერავინ შეამჩნევს. -მალევე უპასუხა და სიცილის ემოჯიც მიაყოლა შეტყობინებას. -ვერ მეხმარები. -მწარე ენა გაქვს ბექს, მჯერა რომ გაუმკლავდები. -გაამხნევა მეგობარმა. -მასაც ბევრი მწარე აქვს ჩემთვის სათქმელი. -შენ შენი უთხარი და წამოდი, რა აუცილებელია ყველას ბურტყუნს უსმინო? პ.ს წავედი ხალხმა მოიყარა თავი, ბავშვებს უნდა დავეხმარო. -სტიმული მისცა კატომ, იცოდა მეორე სამსახურში სულ გადარბენაზე იყო და დრო არაფრისთვის რჩებოდა მაგრამ მისთვის დროს მაინც სულ ნახულობდა, ღმერთო როგორი მადლიერი იყო მისგამო.ხელები გრილ წყალს შეუშვირა, თმა შეისწორა,საკუთარ ანარეკლს სარკეში კიდევ ერთხელ დააკვირდა და უკვე დამშვიდებული, მშვიდად გავიდა დერეფანში. -მგონი ჩემმა სიტყვებმა აგანერვიულა. -კედელზე მიყრდნობილი დათას დანახვისას შიშისგან ლამის გული გაუჩერდა. -შენ რა მითვალთვალებ? -ასეთი დრამატული ნუ იქნები. -აბა საპირფარეშოსთან „ბირჟაობა“ მოგწონს? -სხვათაშორის აქაც კი მაქვს სასიამოვნო მოგონებები. -მრავლისმომცველად თქვა და კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილს თვალი შეავლო. -კარგად გამოიყურები. -აქ რას აკეთებ? -გაღიზიანებულმა ჰკითხა და თვალებში ჩააცქერდა. -კონკრეტულად აქ თუ ზოგადად შენობაში. -საერთოდ არ მაინტერსებს კონკეტულად აქ რას აკეთებ.-საპირფარეშოს ტერიტორიაზე მიუთითა. -აა, მაშინ კლუბში მოვედი. -რატომ? რამდენიმესაათში კონფერენცია გაქვს, რომ დალიო ვერ გამოფხიზლდები. -ვიცი, დასალევად არც მოვსულვარ. -ღიმილით უთხრა და მათ შორის დისტანცია კიდევ ერთი ნაბიჯით შეამცირა. -ვეჭვობ ხმამაღალი მუსიკა და ფერადი განათება ზედმეტად მოგწონს. -სიმართლე რომ ვთქვა, ბარმენი უფრო... -ხრინწიანი ხმით ამოთქვა და სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა. -მართლა რა ლამაზი ხარ. -სერიოზულად დათა, აქ რას აკეთებ? -უცებ გამოერკვა ბეა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. -შუაღამისას მარტო ხომ არ ივლი გარეთ? სახლამდე უნდა მიგაცილო, აი ისე რომანტიულ ფილმებში რომ ხდებახოლმე. -წვიმაშიც ხომ არ ვიცეკვებთ? მსგავსი რამეც ხომ არ არის გეგმაში? -ირონია არ დააკლო ქალმა. -თუ გინდა, მე წინააღმდეგი არ ვარ. -მხრები აიჩეჩა და მათ შორის მანძილი ხელმეორედ დაფარა. -გაიწიე. -უხეშად ჰკრა ხელი მაგრამ ამაოდ. -მაპატიე დღევანდელისთვის. -მშვიდი მაგრამ ვნებამორეული ხმით ყურთან უჩურჩულა და ლოყაზე კოცნის კვალი დაუტოვა. -აღარ გაბედო! -ხელი მთელი ძალით ჰკრა ბეამ. -იმის გამო რომ შენთან ვიწექი ჩემი დამცირება. ცხოვრებაში არ დამიშვია ამაზე დიდი შეცდომა. -მე იმ ღამეს შეცდომად არ ვთვლი, ვთვლი რომ ახალი და კარგი დასაწყისი მელოდება. -არ მაინტერესებს შენ რას როგორ თვლი, აღარ მინდა ოდესმე სადმე გნახო. -ერთ ქალაქში ვართ ბეა, მე მინდა რომ გნახულობდე და გგონია ასე უბრალოდ დავივიწყებ ყველაფერს? ვიცი სადაც მუშაობ და სად ცხოვრ... -ეგ მალე შეიცვლება! -წინადადების დასრულება არ აცადა. -შენთან არაფერი მაქვს საერთო და არც მექნება არასდროს. -ბოდიში ხომ მოგიხადე? ან მაგ ცვლილებაში რას გულისხმობ? -ბოდიში გგონია ყველაფერს შველის? მითუმეტეს თუ რაღაცის გამო იხდი ბოდიშს, მირჩევნია შენი სინდისი ისევ დამძიმებული იყოს, მე ნამდვილად არ ვაპირებ მაგის დამშვიდებას. -უხეშად აუკრა ხელი და სასწრაფოდ დარბაზში გავიდა. -დეტალები მომწერე, ხვალ საღამოს ბათუმში ვიქნები. -სწრფად აკრიფა შეტყობინება და ნოდოს გაუგზავნა, ახალი დასაწყისი მისთვის ახლა იქნებოდა, იქნებ ბათუმი მისთვის მართლა ახალი აღმოჩენების ქალაქი ყოფილიყო… *** უფროსს ეტყობოდა რომ მაინცდამაინც ბედნიერი არ იყო ბეას გადაწეყვეტილებით, მაგრამ რას გახდებოდა, სხვა გზა არ იყო, ორმაგი დატვირთვით ამუშავებდა კადრს სანამ ვინმე ახალს იპოვიდა. დასვენებაც სჭირდებოდა, უკანასკნელი მორიგეობაც არ მიუყვანია ბოლომდე, უფროსთან საუბრის შემდეგ ნივთების ასაღებად ჩავიდა ქვემოთ და ირგვლივ დათა რომ არ დახვდა თითქოს შვებითაც ამოისუნთქა. -სადმე გეჩქარება? -შენობის გასასვლელში დახვდა გელოვანი ჩვეული ღიმილით, რომელსაც იმ წამს დაემთავრებინა მობილურზე საუბარი. -რატომ არ მიდიხარ? -უფროსთან პრობლემები გაქვს? -საიდან მოიტანე? -ცოტა აკლდა რომ ხმამაღლა არ გაეცინა. -მის კაბინეტში იყავი, ეს კარგს არასოდეს არაფერს ნიშნავს. -უბრალოდ ადრე წასვლა მჭირდებოდა, ამიტომაც ვისაუბრეთ. -ანუ უკვე მიდიხარ. -კი, მივდივარ. -მაშინ წავიდეთ. -წავიდე-თ? -გამოკვეთილად წარმოთქვა და გაოცებული მიაშტერდა. -ხომ დაგპირდი? რატომ აჭიანურებ? -ჩვენი წეღანდელი საუბრიდან, რომელი მონაკვეთი ვერ გაიგე? -რომელიც არ მომეწონა. -მშვიდად მიუგო და სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა. -არ მეცინება. -არც მე. სრული სერიოზულობით გეუბნები რომ შენს სახლამდე მიყვანას ვაპირებ. -აქამდე გაცილებას აპირებდი. -აღნიშნა სასხვათაშორისოდ. -გინდა რომ დინამომდე ფეხით ვიაროთ? -კარგი, მიყვანაზეც თანახმა ვარ. -მხრები აიჩეჩა, დღეის მერე მაინც ვერსად ნახავდა, მიეცილებინა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. -რა უცებ გადაიფიქრე? -არ მომეწონა ფეხით წასვლის იდეა. -სწრაფად იცრუა და მანქანისკენ პირველი თავად წავიდა. -აბა, წამიყვან სახლში თუ გადაიფიქრე? -მაგაზე არც იფიქრო. -მის ნებას დაჰყვა გელოვანი, იფიქრა ეგ არის და უკვე გული მოვულბეო, რას იფიქრებდა რომ ამ დღის შემდეგ ვეღარასდროს ნახავდა... *** -მისმინე ბეა, მე მართლა ვწუხვარ იმის გამო რაც დილით ვთქვი, ცუდად გამომივიდა ვიცი. - ცერად გახედა მის გვერდით მჯდომ ქალს, რომელიც ხმას აარ იღებდა. -ამაზე არ უნდა მეხუმრა, მითუმეტეს სხვების თანდასწრებით. -ბოდიში მიღებულია. -მშვიდად მიუგო და საზურგე ოდნავ უკან გადაწია, სახეზე გრილი ჰაერი ელამუნებოდა, იმდენად სიამოვნებდა ახლა ამ მომენტში სამუდამოდ გაყინვა სურდა. -ხომ კარგად ხარ? -ეჭვნარევი მზერა შეავლო, ნახევარი საათის წინ ქალი ,რომელიც ქარიშხალივით ბობოქრობდა ახლა მშვიდად ზის მის გვერდით და მომენტით ტკბება. -გქონია მომენტი თავისუფლების შეგრძნება რომ გიპყრობს? ახლა ასე ვარ. იმ ღამესაც როცა შენთან დრო გავატარე, თავი მივუშვი და თავისუფლება ვიგრძენი, კარგი რამ ყოფილა. -ხო, ჩემთვის ნაცნობია, თავი უმეტესად მიშვებული მყავს ასერომ მესმის რასაც გრძნობ, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სამსახური და ვალდებულებები გაქვს თავისუფალი ვერ იქნები, ნუუ თუ რათქმაუნდა არ გამოგაგდეს. -სამსახურიდან რატომ გამომაგდებდნენ? უფროსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ხალხსაც მოვწონვარ. -მოწონებას რაც შეეხება ნამდვილად ასეა. -აღნიშნა გელოვანმა -იციი მე რომ იმღამეს არ გამეცანი და კლუბში, როგორც ბარმენი ისე მენახე მაინც მომხვდებოდი თვალში. -ნუ მეფლირტავები. -ღიმილით მიუგო ბეამ- ეს მე შენზე უკეთესად გამომდის.-იცოდა რომ დღეს ყველაფრის უფლება ჰქონდა, ხვალ ეს ქალაქი აღარც კი გაიხსენებდა. -უბრალოდ ავღნიშნავ რომ ლამაზი ხარ, ამას ვერ დაგიკარგავ. -ამას შენი გამომეტყველებიდან უკვე ბევრჯერ წავაწყდი ჩემი სხეულის თვალიერებისას. -შენი სხეული არა ბეა... მე რომ მკითხონ თვალებს გამოვარჩევდი. -თვალებს? რატომ? -ბობოქარ ზღვას ვამსგავსებ რაღაცით. -შეიძლება რაღაც გკითხო? -მოულოდნელად გასწორდა და მზერა პირდაპირ მას მიაპყრო. -გისმენ. -რატომ დამსდევ? ოღონდ ქალიშვილობას აღარ გადაწვდე, იქნებ უკვე მოვასწარი და მეორესთანაც ვიწექი. -სხვასთანაც იყავი? -გამომცდელად გახედა, 100%-ით იყო დარწმუნებული რომ სხვა არავისთან ყოფილა, ხომ იყო ახლა ღირსი ეთქვა ვიყავიო? რატომ იყო ასეთი დარწმუნებული? -ეგ არ არის ჩემი კითხვის პასუხი. -მიპასუხე და მეც გიპასუხებ. -არ ვყოფილვარ მაგრამ... -საქმეც მაგაშია, თქვენ ქალებს მილიონობით კაცი დაგსდევთ, მაგრამ ყოველთვის ვიღაც ისეთს ელოდებით ვინც ერთი იქნება მხოლოდ. ასე ხარ შენც, ჩემი აზრით კიდევ კარგახანს არავის მისცემ იმის უფლებას ისე შეგეხოს, როგორც მე იმ ღამით. -ვნებიანად გაიხსენა გასული ღამე- იქამდემაინც სანამ იმ ღამეს არ „მოინელებ“ ქვეცნობიერში. -მშვიდად განუმარტა და მანქანა კორპუსის წინ გააჩერა. -სისულელეა, რომ მოვინდომო ახლავე წავალ და ვინმეს ჩავუწვები. საერთოდ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ იმის გამო რაც მოხდა. -კარის სახელურს წაეტანა რომ მანქანიდან გადასულიყო მაგრამ დათამ არ მისცა საშუალება. -არ მითქვამს რომ თავს დამნაშავედ გრძნობ. -მისი ხელი ხელებში მოიქცია. -არც უნდა გრძნობდე, შენ არაფერი დაგიშავებია, შენი სხეულია და თუ გინდა საერთოდ ფულზე გაყიდი. უბრალოდ იმას ვამბობ რომ პირველთან მაინც განსხვავებულად გრძნობ თავს, თითქოს გინდა რომ არასოდეს დამთავრდეს და უკანასკენლიც ის იყოს შენთვის. გაგრძელება გინდა, ნებისმიერ ფასად. ადამიანის ბუნებაა, ეჯაჭვები რაღაცნაირად. აი მეც, ახლა როცა ვიცი რომ შენთვის პირველი ვიყავი, რაღაცნაირად ვგრძნობ თავს, თითქოს... -თითქოს ვალდებული ხარ? -თვალი თვალში გაუყარა ბეამ. რასაც ამბობდა თითქოს შეესაბამებოდა კიდეც სიმართლეს, ან თითქოს არა, ვერ ეწინააღმდეგებოდა მის სიტყვებს. -არა, ვალდებულებას არ ვგრძნობ, უბრალოდ რაღაც დაუოკებელი სურვილი მაქვს რომ გაგიცნო, უფლებას რომ არ მაძლევ ამაზე მაგრად ვბრაზდები მაგრამ მერე ისევ ახლიდან ვცდილობ. -ხოდა აღარ სცადო, შენი ნება არ არის? -მისმინე, რომ მომწონხარ ამას უნდა ხვდებოდე მგონი, ქალიშვილიც რომ არ ყოფილიყავი ჩემთვის მაინც საინტერესო ადამიანი იქნებოდი, ერთადერთი ხარ ვინც ის ფული არ აიღო. მესმის ცუდად დავიწყეთ მაგრამ ერთ შანსს ხომ ყველა იმსახურებს? თუ შემეშლება მერე მომაშორე შენი ცხოვრებიდან, მანამდე მომეცი საშუალება რომ გაგიცნო. არც ჩემთან დაწოლას გთხოვ და არც რაიმე მსგავსს, უბრალოდ მინდა რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს. -ნაზად ჩამოუსვა ხელი სახეზე, წამით ფრაგმენტები გაახსენდა მასთან გატარებული ღამიდან, მისი შეხება და ტუჩების გემო. ვერავინ წარმოიდგენდა რა ნერვების ფასად უჯდებოდა ახლა თავის შეკავება. -კარგი, რადგან ასეა იყოს ისე, როგორც შენ გინდა. -მაშინ მითხარი ხვალ მუშაობ? -კმაყოფილმა ჰკითხა და სიხარული რომ არ გამოემჟღავნებინა წამით ჰორიზონტს გახედა. -კი, ვმუშაობ. -იცრუა ქალბატონმა. -მაშინ... ხვალამდე ბეა. -ნახვამდის დათა. -წამით კიდევ დააკვირდა მის სილუეტს შემდეგ კი სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან. ეს იყოს ამ პატარა ისტორიის დასასრული, ახალი ცხოვრება ელოდა ტურისტებით გადაჭედილ ბათუმში, იქნებ მართლა არსებობს იღბალი და მართლა უმართლებს? იქნებ აქ სრულდება მისი ტანჯვა და მართლა სრულყოფილი ქალი ხდება? ვინ იცის... ბარგი კატოსთანერთად ჩაალაგა, რომელიც სამსახურში საშინელი გრაფიკის გამო გადამწვარი იყო, მაგრამ მაინც მის გვერდით იდგა ბოლომდე, მთლიანად მოუყვა ისტორია და რომანტიკაზე გაგიჟებულმა გელოვანს დიაგნოზი დაუსვა რომ ბეა ძალიან მოწონდა, იქნებ ასეც იყო? ან არა. ვინ იცის? თბილისი ალიონზე დატოვა... პატარა ჩემოდანში ჩააწყო ოცნებები და წავიდა, ტრანსპორტში ცალ სკამზე დაიკავა ადგილი და ფანჯრიდან გახედა კატოს, რომელსაც უკვე Business Women-ად წარმოედგინა ბეა. ოცნებები აუცილებლად ახდება, ერთ დღეს მაინც. სულ ასე იიმედებდა თავს, აგვისტოს მიწურულს ზუსტად ეს დღე დაუდგა. მშვიდად გააყოლა თვალი უკან მოტოვებულ ჰორიზონტს და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ნერვიულობდა მაგრამ როგორ შეიძლება ბედნიერება განერვიულებდეს? იქნებ ასეც უნდა ყოფილიყო, ცვლილებები რთულია მაგრამ არა შეუძლებელი... და აი უკვე ბათუმს რომ მოჰკრა შორიდან თვალი დაიჯერა საკუთარი შესაძლებლობების, დაიჯერა იმის რომ, რაღაც კარგი შეიძლებოდა მასაც დამართნოდა. სადგურზე მონატრებული მეობარი დახვდა, თითქმის 3 თვე იყო გასული ერთმანეთი არ ენახათ და იმაზე მეტი დაუგროვდათ სალაპარაკო ვიდრე ოდესმე. -როგორ მომენატრე. -ხელები მოხვია ნოდომ და ჰაერში აიტაცა სიფრიფანა სხეული. -მეც ძალიან მომენატრე, სულ დამივიწყე ამ ბოლო დროს. -საყვედური დააყოლა ტკბილ სიტყვას. -ისევ შენთვის ქალბატონო, ძლივს გამოვნახე ადგილი შენთვის. -ვიცი სულელო, მადლობა მართლა. -კიდევ ერთხელ მიეხუტა მეგობარს. -მორჩი მადლობის გადახდას, უკვე ყველაფერზე ვიზრუნე, სასტუმროში იქნები დროებით, ახლა ბარგი მივიტანოთ და მერე სადმე საჭმელად გავიდეთ კარგი? -შენ უკვე ყველაფერი მოგიგვარებია. -თვალები აუცრემლიანდა ბეას. -სულ უფროსი ძმასავით ზრუნავდი ჩემზე, ახლაც ამ მანძილის და ცხოვრების სხვადასხვა გზების მიუხედავად მაინც ისევ ისეთი ნოდო ხარ. -ძმასავით რასქვია? მე რა ძმა არ ვარ? -გაუწყრა ნოდო. -ეგ არ მიგულისხმია ხომ იცი. -ვიცი, ვიცი. წამოდი, დანარჩენზე მანქანაში ვისაუბროთ. -ჩემოდანს ხელი მოკიდა და გზას ბეასთან ერთად გაუყვა, როგორც კი მანქანაში მოთავსდნენ ნოდომ საუბარი განაახლა. -იმ დაკითხვებზე რა ხდება? -დღეს შევატყობინე მათ რომ ქალაქს ვტოვებდი, საკონტაქტო აქვთ, სასამართლოს თარიღს რომ დანიშნავენ მოწმედ გამომიძახებენ. -მოწმედ გამოძახება რაში სჭირდებათ? წერილობითი ჩვენება ხომ მიეცი? -სასამართლოში უნდა დავადასტურო. -მხრები აიჩეჩა. -გახსენებაც არ მინდა, ისე შემეშინდა. -ბოდიში რომ შენს გვერდით არ ვიყავი. -ეგ რა სალაპარაკოა? რაც არის არის. მეც არაფერს ვეძიები, როგორც მითხარი. საერთოდ იმის აზრზეც არ ვარ ვის წინააღმდეგ ვაძლევ ჩვენებას, ყველაფრის ცოდნაზე უარი ვთქვი, შენი გამოცდილება გავიხსენე. -ჭკვიანი ხარ, მარტივად ითვისებ. -სხვანაირად როგორ, მასწავლებელიც კარგი მყავს. -სიცილით დაამატა ბეამ და საბოლოოდ, ყველანაირი შიში ქარს გაატანა. მთელი დღე ერთად გაატარა ორივემ, მობილურით ზედაპირულად კომპანიის საქმეებზეც ისაუბრეს და უფროსთან ფინანსური დეტალებიც განიხილა, დოკუმენტები უკვე მომზადების პროცესში იყო, კაცმა მისი ნერვიულობა სრულიად ჩააცხრო, როდესაც საქმის დეტალები განუმარტა და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.მისთვის ნამდვილად საუკეთესო ცხოვრება იწყებოდა. მთელი კვირის უძინარს საწოლი ერთადერთ მეგობრად მიაჩნდა, მაგრამ ჯერ ტანსაცმლის ამოლაგება გადაწყვიტა და ხვალინდელი შეხვედრისთვის კლასიკური ტანსაცმელი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აარჩია. ახლა გამოძინება ნამდვილად არ აწყენდა, რადგან ყველაფერი კარგად მიდიოდა გამოძინება ნამდვილად დაიმსახურა. *** კლუბში საღამო ჩვეულებრივად დაიწყო, თითქმის ვერავინ შენიშნა ბეას წასვლა, მხოლოდ კატო იჯდა ბზრიალა სკამზე მოწყენილი და წრეზე უმისამართოდ ტრიალებდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, პირველად მოუწევდა ამდენხანს ბეას გარეშე ყოფნა და უკვე გული უსკდებოდა შესაძლო მომავლისგამო. თითქოს ხალხიც უფერული ეჩვენებოდა, ჩვეული ბარმენის თავაზიანობაც დაივიწყა და გალეშილი სტუმრების სასიყვარულო დრამებსაც აღარ უსმენდა. შუაღამე ახლოვდებოდა, გამაყრუებელი მუსიკა ტვინის ყოველ უჯრედს სწვდებოდა და მის ისედაც გაბრაზებულ სულს კიდევ უფრო ამძაფრებდა. ფიქრებში იყო ჩაძირული, მისდა საბედნიეროდ ხალხიც არ აწუხებდა და თავისთვის იყო გართული, როდესაც ცხვირწინ მაგიდაზე ხელებდაყრდნობილი გელოვანი შენიშნა. –„არ უთხრა სად ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს. -ბეას სიტყვები გაახსენდა და უკმაყოფილოდ გადაჰქნია თავი. -სად არის? -დუმილი დაარღვია დათამ და თვალებში ჩააცქერდა მის წინ მჯდომ გოგოს. -ვინ? -თავის გასულელება სცადა თუმცა გელოვანთან ეს არავის გამოუვიდოდა. -ბეა სადარის? მითხრა რომ დღეს მუშაობდა, გეგმები შეიცვალა? -არა. -აბა? ავად არის? -არა. -აბა რატომ არ არის აქ? -წყობიდან გამოვიდა გელოვანი და ტონს აუწია. -წავიდა. -ადრე გაეთავისუფლა? -არა. -შეგიძლია ადამიანურად მიპასუხო? -მაგიდაზე უხეშად დაკრა ხელი. -რა გინდა? -თვალები წამოენთო ბერაიას. -ბეა სად არის? -ხომ გითხარი? წავიდა. -მობეზრებულად აატრიალა თვალები. -სად წავიდა? იქნებ ეგეც მითხრა. -აქ აღარ მუშაობს. -როდიდან? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა გოგონას. -გუშინ საღამოდან. -გაათავისუფლეს? -არა. -კიდევ ერთხელ მეტყვი მაგ სიტყვას და საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ. -მასთან უფრო ახლოს მიიწია გელოვანი. -მითხარი სად არის ბეა? -ვერ გეტყვი, თუ გინდა თავზე დამამხე ეს კლუბი. -რას ნიშნავს ვერ მეტყვი? -ვერ გეტყვი ნიშნავს იმას რომ ვერ გეტყვი. -რატომ ვერ მეტყვი? -ბეას არ უნდა რომ იცოდე. -ვაწყენინე? მეგონა გუშინ მოვგარდით. -შენ გეგონა არ ნიშნავს რომ ასე მოხდა. -როდის გადაწყვიტა წასვლა? -გუშინ. -და ფიქრობს რომ ვერ ვიპოვი? -კი -მთელ თბილისს ამოვატრიალებ და მაინ გავიგებ სად მუშაობს, თანაც მისამართიც ვიცი. -პირველრიგში ჩემთან აღარ ცხოვრობს ასერომ სახლის კარი არ ჩამომიღო გთხოვ, მეორეც თბილისში საერთოდ აღარ იმყოფება, თუ გინდა ყველა ქუჩა სათითაოდ გადაქექე. -მშვიდად მიუგო და ისევ ბზრიალა სკამზე ჩამოჯდა. -დამცინი? -რავიცი, შენგან მასე ჩანს? -ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა მისი და ბეას პირველი საუბარი გაახსენდა, მართლაც რომ მისი დაქალი იყო. -სად წავიდა კატო? -ხმა დაუთბა დათას -ტყუილად რომ „მოლბი“ ხომ ხვდები? -რატომ წავიდა? მე ვარ მიზეზი? -არა, უკეთესი სამსახური იშოვა. -მაშინ ჩემი ნახვა რატომ არ უნდა? -შენ დებილი ხომ არ ხარ? ერთხელ იწვა შენთან და ყელში ამოადინე ცხოვრება, არ უნდა რომ მის ცხოვრებაში იყო, პრობლემები საკმარისად აქვს. -კატო, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! მითხარი სად წავიდა და დავამთავროთ. -არა! -მშვიდად მიუგო და სკამზე დაიწყო ტრიალი. -ჯანდაბა! -სასმლით სავსე ბოთლი აიღო და უმისამართოდ ისროლა. -ნორმალური ხარ? -ფეხზე წამოხტა კატო, უკვე მზად იყო ბეასთვის ნათქვამი სიტყვები რეალობაში გადმოეტანა და მის ნაცვლად თავად დაეფშვნა ზედ იაფფასიანი სასმლის ბოთლი. -კარგი, მშვიდად. -მათ შორის ჩადგა ვატო და სიტუაციის განეიტრალება სცადა. -ძმაო, მანქანაში ჩაჯექი და იქ დამელოდე. -მანქანა კი არა საგიჟეთში გამოკეტე, არანორმალური ეს. -არ ცხრებოდა კატო. -გირჩევ მისამართის მოცემაზე იფიქრო, სანამ კეთილივარ. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია დათამ, ხალხის ბრბო უხეშად გაარღვია და შენობიდან უკანმოუხედავად გავიდა. -აქ რა მოხდა? -იმ მხეცს კითხე! -კატო... -ჩვეული მშვიდი ხმით წამოიწყო საუბარი. -ჯერ შენეული ვერსიის მოსმენა მინდა. -ბეა წავიდა, მისამართი არ ვუთხარი და გაგიჟდა. -ხელები ჰაერში გაასავსავა მისი სიგიჟის ინსცენირებისთვის. -სად წავიდა? -თქვენ ორივე ვერ უნდა იყოთ ჭკუაზე, იმას თუ არ ვუთხარი გგონია შენ გეტყვი? -ხო მართალი ხარ. რატომ წავიდა? -უკეთესი სამსახური ნახა. -მხოლოდ ის მითხარი ქალაქშია? -უკვე ვუთხარი დათას რომ თბილისში აღარ არის. -დათას ემალება? -დასამალი რა სჭირს? ვალი აქვს თუ? -ურთიერთობა არ უნდა და ეგ სჭირს. -ამაყად განაცხადა და ზემოდან დახედა. -ასე ნუ მიყურებ, მე სხვის ურთიერთობებში არ ვერევი, ჩემი თავისტკივილიც მეყოფა. -ანუ ცუდი გამოცდილება გაქვს ურთიერთობებში? -აი ახლა შენ თუ გგონია რომ ჩემს წარსულ შეცდომებზე დაგიწყებ საუბარს ძალიან ცდები. -სიცილით უთხრა კატომ. -რატომ? -გაუკვირდა, თითქოს მთლიანად გახსნას ელოდა მისგან. -იცი აქ რომ დაგინახე პირველად რას ვგეგმავდი? გიჟურ პირველ ღამეს შენთან, მერე გავიგე რომ გელოვანის მეგობარი იყავი და ჰოპ, ჩემი ღამეც გაქრა. -გულწრფელი აღიარება იყო, მომეწონა. -ტუჩის კუთხე უნებურად ჩატეხა. -მაგ საკითხის განხილვას ვითხოვ, ოღონდ მოგვიანებით, ახლა დათას უნდა მივხედო. -სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და იქამდე სანამ კატო ვნების წიაღიდან უკან დაბრუნდებოდა შენობიდან გავიდა... *** -ეს რა ჯანდაბა იყო? -მეგობრის დატუქსვა დაიწყო ვატომ. -ტკბილმა სიტყვებმა არ გაჭრა მაგ გოგოსთან. მეც ემოცია გამოვხატე. -არა, არა და არა! ასე არ ვიქცევით დათა, არავის ვეხებით და არავის ვაზიანებთ. -მისი კატეგორიული ტონი იმ წამს მთებსაც კი დაანგრევდა. -მე გეხმარები დათა, მაგრამ არ მინდა ჭაობში მოხვდე და მეც თან გამიყოლო. უკანასკნელ ნაბი*ვრად თუ იქეცი ასე ვერც შენს ძმას დაეხმარები და ვერც სხვას. -მე მინდა რომ ნიკას დავეხმარო. -ნიკას თუ კითხე უნდა თუ არა ამ გზით დახმარება? -ხვალ უნდა ვნახო. -უთხარი რასაც აპირებ, მაინტერესებს რას გეტყვის. -რა გინდა ვატო? -მინდა რომ თავი აკონტროლო! მაგ გოგოსთანაც და სხვებთანაც. -არ მითხრა რომ მოგეწონა. -მომეწონა კი, კარგი გოგოა და საჭიროების შემთხვევაში ადამიანს დედასაც უტირებს. ძლიერია და რაღაცნაირად მომხვდა თვალში. არ გეტყვი რომ მომავალს ვხედავ მასთან მაგრამ ამ მომენტში მომწონს და მინდა რამე გამომივიდეს. -ყვირილზე გადავიდა ვატო, ვერ იტანდა დათას ასეთ გამოხტომებს, ამ მომენტში შეეძლო რომ მაგრადაც კი ეცემა. -მისმინე ვატო, ჩემი ძმა ციხიდან გამომაყვანინე და დანარჩენი, როგორც გინდა ისე იყოს, ვაღიარებ ნერვებს ავყევი, უბრალოდ ახლა შენი თანადგომა მჭირდება. -სულ შენს გვერდით ვდგავარ შე*ემა, ბეასაც ვიპოვით სად წავიდოდა რომ ვერ ვიპოვოთ. ნებისმიერს მიწიდან ამოვიღებ ვინც რამე იცის, უბრალოდ ეგ ყ*ეური გამოხტომები მოიშორე. -ქალი რომ ვიყო მოგცემდი. -ჩვეული გუნება დაუბრუნდა გელოვანს. -დავაი რა. -სიცილი ვერ შეიკავა ვატომ, დიახ სულ ნერვებს უშლიდნენ ერთმანეთს მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთის მეტი მაინც არავინ ყავდათ. *** არასოდეს არავინ უნახავს ციხეში გელოვანს, პირველი ვიზიტი იყო ძმასთან, პირველი და მეტად მძიმე.კარი ხმაურით რომ გაიღო და ვრცელ ეზოში შეაბიჯა პირველად მაშინ იგრძნო სიმძიმე, როგორ ეგონა რომ ფული ყოველთვის ყველაფერს უშველიდა... ლორთქიფანიძეების ოჯახი იურიდიულ სფეროში მეტად წინ იდგა ამიტომაც ლევანის დაჟინებული მოთხოვნით, დაკავებიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს ციხეში ნიკა. ჰაერიც კი ისე მძიმედ ეჩვენებოდა აქ თითქოს ვერც კი სუნთქავდა, არც შენობაში უგრძვნია თავი კარგად, წინასწარ რომ გაჩხრიკეს და ყველა ნივთი ჩამოართვეს რაც თან ჰქონდა. ე.წ პაემნების ოთახში შესვლისთანავე დაინახა ძმა, რომელიც მაგიდასთან მშვიდად იჯდა და მნახველს ელოდა. არაფერი შეცვლილა მის გარეგნობაში, მუდამ გადაპარსულ თმას ატარებდა, არც დასუსტებული ჩანდა და მეტიც, თითქოს სახლში იყო ამ დღეების განმავლობაში, საკამოდ მოწესრიგებული და გაწონასწორებული იყო. -ძლივს არ შემოგიშვესს, ამათი დედაც... -შეიკურთხა ნიკა და ძმას გადაეხვია. -მეც ისე ველოდებოდი, ფულითაც ვერაფერს გავხდი. -თავის მართლებასავით გამოუვიდა დათას. -დაჯექი ძმაო, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. -ხუმრობის ხასიათზე იყო ვაჟბატონი, თითქოს არც არაფერი მომხდარა. -როგორ ხარ? -რავიცი, მშვენივრად რა. როგორც ფულიან ტიფს შეეფერება ციხეში. თქვენ როგორ ხართ? -მაშინვე მიხვდა დათა საუბარი ნენესკენ რომ მიჰყავდა. -ყველა კარგად ვართ, ნენეც კარგადაა, მაგრამ დარდობს. -რაზე დარდობს არ გამაგიჟოს, ხომ არ მოვმკვდარვარ. -ვითომ ძმა დაამშვიდა ნიკამ. -ხომ იცის რომ მალე გამოვალ. -თავს ადანაშაულებს, ჩემი ბრალიაო და კაროჩე რა. - ეგ არც გაიფიქროს. -თვალებანთებულმა გახედა დათას. -უთხარი რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება აქ, ფულით ნებისმიერს მოისყიდი, არაფერი მაწუხებს და აღარ გაბედოს თავის დადანაშაულება. -გრძნობები ერჩის, ხომ იცი არაა. -მათ პატარა სიყვარულს ხაზი გაუსვა დათამ. -ვიცი, ვიცი. -შემდეგზე მის თავს შემოვაშვებინებ. -ძმა დაამშვიდა. -მაგრად მენატრება მაგრამ ვიცი რომ შეიძლება 3 წლით ჩამაყუდონ, არ მინდა რომ გარეთ მელოდებოდეს და ცხოვრებას მოაკლდეს. ასერომ არ გინდა, შენ მოდიხოლმე. -მისმინე, მაგას რაც შეეხება, გეგმა მაქვს მაგასთან დაკავშირებით. -ჩემს მოტაცებას თუ გულისხმობ ორი ძმა ერთ ციხეში მართლა ზედმეტია. -სიცილით მიუგო და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -ხუმრობის დრო არ არის, ხომ იცი რომ გოგო აძლევს შენს წინააღმდეგ ჩვენებას? ამბობს რომ პირველი შენ დაესხი თავს და სპეციალურად დაჭერი. -ჰო, მერე? -ეგ გოგო ვიპოვე, დიდი გეგმები მაქვს მაგასთან. შენს პროცესამდე ყველაფერი მზად იქნება რომ ჩვენება შეცვალოს. -რაზე ლაპარაკობ? ფული შესთავაზე? -არა, ფულს არ აიღებს, ვიცი ვინცაა. -მშვიდად განუმარტა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. -მისი გულისკენ გავიკვალავ გზას, ეს ბევრად მარტივი იქნება. -მოიცა, მოიცა. -საქმიანი გამომეტყველებით განაგრძო საუბარი. -შენ რა გინდა თავი შეაყვარო რომ მერე ჩემს სასამართლოზე ჩვენება შეცვალოს? -ზუსტად მასეა.- გახარებულმა წარმოთქვა თითქოს მილიონიან ჩეკს ანაღდებსო. -შენ რა თავი „ციდან სამ მეტრზე“ -ში ხომ არ გგონია? არც გაიფიქრო ეგ ძმაო, საიდან მოიფიქრე ან რამ მოგაფიქრა მსგავსი რამ? - ანერვიულებული ხმით განაგრძო საუბარი, მასაც მაშინვე ნენეს ამბავი გაახსენდა. -სხვანაირად ვერაფერი გამოვა, მაშინ შენი აქ დატოვება მომიწევს. -ხოდა დამტოვე! შენი ღირსება არ უნდა დათმო ამის გამო. -ნენეზე იფიქრე ვაბშე? სად დაგტოვო ხომ არ გაგიჟდი? გოგო გიჟს გავს, მოჩვენებასავით დადის. ხომ იცი რომ ცხოვრებას არ გააგრძელებს და ციხის კართან დაგელოდება? ეგ ცხოვრება გინდა მისთვის? -ნენეს ნუ გარევ! მე შენი სინდისი და ადამიანობა მადარდებს. ნენე ჭკვიანი გოგოა და იცის რასაც აკეთებს, იქნებ აქედან რომ გამოვალ აღარც მიყვარდეს, რომ დამელოდოს რა აზრი ექნება? შენ კი ცუდად დაამთავრებ, ნაბი*ვრად არავის გაუზრდიხარ დათა, რა დაგემართა? -შენ რა ვატოსავით ლექციას მიკითხავ? თუ საჭირო იქნება რომ ნაბი*ვარი გავხდე იმისთვის რომ ციხიდან გამოგიყვანო დაე ასე იყოს, მე გარეთ მჭირდები. -დათა! -ტონს აუწია ნიკამ -არაფერს... -ნახვის დრო ამოიწურა. -მყუდროება დაურღვია კაცმა, უკვე წასვლის დრო იყო. -სხვათაშორის შენს კომპანიაში საქმეები კარგად არ მიდის და ყველას საწოლში ვერ ჩავიწვენ ვისთან თანამშრომლობაც გაწყობს, ზოგიერთი მათგანი კაცია! -ორაზროვნად უთხრა წინადადება, მაშინვე მიხვდა ნიკა რომ დათა დანებებას არ აპირებდა. თავი დანანებით გააქნია და დარაჯს უხმოდ მიჰყვა უკან... *** გელოვანისგან განსხვავებით ბეას დილა საკმაოდ კარგად დაიწყო, 12 საათიანი ძილის შემდეგ ენერგიით იყო სავსე, 10ზე შეხვედრა ჰქონდა, აღარც ნერვიულობდა, არც კატოს შეხმიანებია, უნდოდა დრამების გარეშე დაეწყო დილა და გელოვანის გადაგდებაზე არ ეფიქრა, რადგან დარწმუნებული იყო ასე მარტივად არ დანებდებოდა და აურზაურს მაინც ატეხდა კლუბში. -აბა როგორ განწყობაზე ხარ? -სასტუმროს ჰოლში დახვდა მეგობარს ნოდო. -მგონი გადასარევზე. -ტანსაცმელი კი აგირჩევია სამგლოვიარო და. -შავ ორეულზე ღიმილით მიუთითა. -ვცდილობ დახვეწილი ქალის შთაბეჭდილება დავტოვო, ეს ორეული ყიდვის დღიდან კარადაში მიდევს, ვეჭვობ გამოყენების დრო იყო. -გიხდება, ვერაფერს ვიტყვი. -დანებების ნიშნად ხელები აწია და მანქანისკენ გაუძღვა. შენობა 10 წუთის სავალზე იყო სასტუმროდან, მანქანიდან გადმოსვლისას უზარმაზარი შენობა რომ შერჩა გულმა ისევ გამალებით დაუწყო ცემა, ამხელა კომპანიაში მუშაობაზე კი არა შესვლაზეც არ უოცნებია არასდროს, რას იტყვით ბათუმს ოცნებების ქალაქი შეიძლება ვუწოდოთ? -ხომ არ ნერვიულობ? -უფროსის მოლოდინში მისი თითების მტვრევა შეამჩნია ნოდომ. -მაგარი კაცია, დამიჯერე საუკეთესოდ იქნები. -პასუხს არც დალოდებია ისე გაამხნევა და ოთახში შემოსულ უფროსს მხიარულად მიესალმა. -გამარჯობა ბატონო ზურა. -გამარჯობა ნოდო. -ღიმილით შეხვდა კაცი და ბეას მიუბრუნდა. -შენ ალბათ ბეატრისი უნდა იყო. -დიახ, მე ვარ. -კაცის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და სკამზე მოწყვეტით ჩამოჯდა. -მოკლედ ბეატრის, ნოდომ მითხრა რომ ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს კარგად ფლობ თუმცა კვალიფიკაცია არ გაქვს. რამე ხომ არ მეშლება? -არა, ყველაფერი სწორად გაიგეთ. -ძალიან კარგი, ჩვენი მეგობრები იტალიიდან უკვე საქართველოში იმყოფებიან, საწყის ეტაპზე გასაუბრება რაც შეიძლება მალე სურთ, ასერომ ხვალ საღამოს გადავწყვიტეთ მშვიდ გარემოში გვესაუბრა იურისტების თანდასწრებით. ხვალ შენს ნიჭსა და ცოდნას თუ გამოიყენებ და ყველანაირად დაგვეხმარები ანალოგიურს მიიღებ ჩემგანაც. ჩვენი ვახშმის შემდეგ თუ რათქმაუნდა ნამდვილად ისე იცი იტალიური, როგორც ნოდომ თქვა, კონტრაქტს მოვამზადებინებ გასაფორმებლად, ასერომ იურიდიულად ჩემს ფირმაში იმუშავებ. მოგწონს პირობები? რამეს ხომ არ დაამატებ? -არა, ყველაფერი მისაღებია. -მოწიწებით აღნიშნა ბეამ. -ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, ხვალინდელი საქმისთვის საბუთები მომზადებულია რომ შემდეგ კუთვნილი ანაზღაურება მიიღო. კომპანიის მანქანა მოგაკითხავს, ასე კლასიკურად გამოწყობილი მჭირდები იქაც, როგორც საქმიანი და სერიოზული ქალი. საქმე საკმაოდ დიდ ფულს ეხება და მინდა იცოდნენ რომ სერიოზული განზრახვა გვაქვს. -დიახ, რათქმაუნდა. -მშვიდად დაეთანხმა და კმაყოფილ ნოდოს გახედა, რომელსაც აშკარად უხაროდა მეგობრის წარმატება. -ნოდო, შენც ზუსტად ასეთ ფორმაში მჭირდები, და-ძმა ჩამოვლენ მამის მაგივრად, იქნებ ქალმა შენთან მუშაობაც კი მოინდომოს. -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები კაცს. -ხომ იცით რომ მე... -დამშვიდდი ნოდო, ვხუმრობ. -სიცილი დაიწყო კაცმა. -როდის იყო ბიზნესი გრძნობებით გვარდებოდა? ვაღიარებ შენი სახის დანახვა ამად ღირდა. -თავი ძლივს შეიკავა ხმამაღლა რომ არ „ეხარხარა“. -გული გამიხეთქეთ. -დაბნეულმა გახედა ნოდომ, მერე მზერა ბეაზე გადაიტანა, რომელსაც შუბლზე ეწერა „ეს კაცი გიჟი ხომ არ არის“-ო -ჭკუა მაინც ვერ ისწავლე, უკვე მერამდენედ მოგატყუე. -თავი გააქნია კაცმა.- მოკლედ ბეა, საკონტაქტო მიმღებში დატოვე თაკოსთან, დეტალებას საღამოს გაცნობებთ, მანამდე ბათუმი დაათვალიერე და ზაფხულის უკანასკნელი დღეებით ისიამოვნე. -მშვიდად მიუგო კაცმა და საუბარი დაასრულა... *** სიმშვიდე... ჰარმონია... რა იყო ეს? არც ბეამ და არც დათამ ამის შესახებ კარგახანია აღარაფერი იცოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა მაშინ, როდესაც დათა სრულიად მარტო იჯდა სასტურო ოთახში და სასმლით უმკლავდებოდა ცხოვრების ტკივილებს, ბეა სარკის წინ სხვადასხვა ტანსაცმელს ირგებდა მომავალი ცხოვრებისთვის. მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ საქმეს, უკვე მთელი გულით სჯეროდა რომ ყველაფერი გამოუვიდოდა. კატოსთან საუბარმა ხასიათი ნამდვილად გაუფუჭა, დათას არაადეკვატური საქციელი მისთვის უცხო იყო, ის ხომ თითქმის არც კი იცნობდა ამ ბიჭს. კატეგორიულად ჰქონდა გადაწყვეტილი რომ თბილისში დაბრუნების შემდეგაც მოერიდებოდა მის რაიონს და ყველანაირად ეცდებოდა არსად გადაჰყროდა. ზოგი იფიქრებს ქალიშვილობის დაკარგვას ნანობსო... ვის რაში ადარდებდა ეს? საერთოდ არ ფიქრობდა, რომ მისი მომავალი ქმარი მისთვის პირველი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, ზედმეტად თანამედროვედ აზროვნებდა ამისთვის. უბრალოდ ლუკასთან დაშორების შემდეგ კაცის დანახვაც აღარ უნდოდა, დიახ ბიჭზე ვსაუბროთ და საკმაოდ კარგ ბიჭზე. ყოველშემთხვევაში თავიდან ასე ჩანდა იქამდე სანამ დაბადებისდღეზე ტორტით ხელში არ დაადგა მძინარეს და აბა გამოიცანით... ქალთან ერთად დახვდა საწოლში. მერე კი, როდესაცლუკას თავის მართლება მობეზრდა განუცხადა: „ზედმეტად შებოჭილი გოგო ხარ იმისთვის რომ აქამდე მიგვეყვანა საქმე, კაცია და გუნებაო ხომ გაგიგია.“ -მაშინ დამთავრდა მათი ურთიერთობა, ზუსტად იმავე საღამოს ყველანაირი შებოჭილობა მოიხსნა და გელოვანს გადაეყარა, არავინ იცის დათასთან სე*სით რისი დამტკიცება უნდოდა მაგრამ ფაქტია, ერთი ღამე ამ მამაკაცისთვის ერთი ღამე არ იყო, მას ბევრად მეტი უნდოდა... წითელი კომბინიზონი ნამდვილად ამშვენებდა მის გამოყვანილ ფორმებს, შავი ფეხსაცმელი მოირგო ფეხზე და გრძელი, სწორი თმა ამოღებულ ზურგზე გადაიყარა. მსუბუქი მაკიაჟიც შეუსაბამა ლუქს და სარკის წინ კმაყოფილი დადგა:„ მგონი ზუსტად ამას ითხოვდნენ ჩემგან.“ -გაიფიქრა გონებაში და საათს დახედა. უკვე წასვლის დრო იყო... ხალხით სავსე დარბაზში ნოდოსთან ერთად შევიდა, მათი მაგიდა ტერასაზე იყო დაჯავშნილი, სტუმრების მისვლამდე 10 წუთით ადრე მივიდნენ და საუბრისას განსახილველ თემებს გაეცნნენ. ნერვიულობამ ისევ შემოუტია როდესაც საათმა 8 აჩვენა მობილურზე, ხელისგულები გაუოფლიანდა და გული საშინლად სწრაფად უცემდა. იტალიურად ისევე გამართულად საუბრობდა როგორც, მშობლიურ ქართულზე მაგრამ ასეთი საპასუხისმგებლო საქმისთვის არასდროს გამოუყენებია და პირველი გამოცდილება მაინც ანერვიულებდა. -მოდიან. -ფიქრებიდან ზურას ხმამ გამოიყვანა, კაცმა მათკენ მომავალ და-ძმაზე ანიშნა. ერთი შეხედვით ნამდვილ მაფიოზურ იერს ტოვებდნენ, შავგვრემანი ახალგაზრდები შავტანისამოსში გამოწყობილიყვნენ და მშვიდად მოაბიჯებდნენ კუთვნილი მაგიდისკენ. ბიჭი დაახლოებით 1.90 სიმაღლის, მხარბეჭიანი ახალგაზრდა იყო, ოდნავ კეხიანი ცხვირით, რომელიც მის ყვრიმალებს სწორხაზოვნად მიუყვებოდა, გადაპარული თმით და მკერდზე შეხსნილი პერანგით. -კოსტუმა მოდის. -ხუმრობა სცადა ნოდომ თუმცა ბეა საერთოდ არ იყო ახლა სიცილის ხასიათზე. თავად ქალიც საკმაოდ მაღალი იყო, 1.70-75 სიმაღლის თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო, რომელიც მინიმუმ 10 სანტიმეტრს ითვლიდა ძმას მხოლოდ ოდნავ ჩამორჩებოდა სიმაღლეში, მუქი წითელი ტუჩსაცხით აეღაჟღაჟებინა ბურთივით ტუჩები და თვალები მუქი საღებავით შეეღება. საერთო ჯამში ვერაფერს დაუწუნებდით გარდა გრუბი და კოპებშეკრული სახისა. -გამარჯობათ. -იტალიურად მიესალმა ბეა და გასაცნობად ხელი გაუწოდა. -მე ბეატრისი ვარ, დღევანდელ საღამოს მე გავუძღვები. -ადრიანი, ეს კი ჩემი და აურორაა. -ღიმილით მიუგო ბიჭმა და ხელი თბილად ჩამოართვა. -ესენი კომპანიის მფლობელი ზურა და იურისტი ნოდო. -ირგვლივ მყოფები გააცნო ორივეს. ოუ დიახ, საღამო გადასარევად შედგა! პირველი შთაბეჭდილება ნამდვილად არ იყო ცუდი, სტუმრებს ბეას გამართული საუბარი აშკარად ესიამოვნათ, მშობლიური ენა მაინც სულ სხვანაირად მიმზიდველია ბიზნესის სფეროშიც კი. საქმიანი ქალივით სიტყვასიტყვით თარგმნიდა ყველა წინადადებას და შიგადაშიგ ღიმილსაც ამატებდა სტუმრებისთვის. როგორც აღმოჩნდა ინგლისურიც მშვენივრად ესმოდათ მათ ძვირფას სტუმრებს, უბრალოდ მათი კომპანიის იურისტს არ ესმოდა და პრობლემა რომ არ შექმნილიყო იტალიურად საუბარს ამჯობინებდნენ. -ეს ქალი რაღაც ძალიან გიპაჭუნებს თვალებს. -აურორაზე მიუთითა ბეამ. -გადავრეკო ანისთან თუ ჯერ ადრეა? -სიცილით უთხრა და ისევ სტუმრებს მიუბრუნდა, საჭორაოდ ბევრი დრო არ ჰქონდა, მთელი დღევანდელი ვახშამი მასზე იყო დამოკიდებული. -ანისთან არ ვიცი მაგრამ შენთვის დაცვის გამოყოფა უნდა მოვითხოვო, ვეჭვობ მალე თვალებით მოგეწებება. -ადრიანზე მიანიშნა ნოდომ. -მთელი საღამოა თვალს არ გაშორებს. -დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო, ადრიანი მთელი საღამო თვალს ადევნებდა ბეას, მის ყოველ მოძრაობას, საუბრის მანერას, იმასაც კი აკვირდებოდა ნერვიულობისას თმაზე ხელს, როგორ გადაისვამდა ვითომ შემთხვევით ზურგიდან წინ გადმოეყარა თმა და შედეგ უკან აბრუნებდა. კაცის თვალს ეს გამოეპარებოდა? მითუმეტეს მაშინ, როდესაც გოგო ბავშვობის მეგობარია, რათქმაუნდა ნოდოც მაშინვე მიუხვდა იტალიელს გულისწადილს. -თქვენი სახელი ბეატრის ქართლი არ არის, წარმოშობით იტალიიდან ხომ არ ხართ? - საუბარში გართული ხალხის დანახვისას დრო იხელთა ადრიანმა და ბეას მიუბრუნდა. -ბებია მყავს ნახევრად იტალიელი. -განუმარტა ბეამ. -სახელიც მისი შერჩეულია. -ესეიგი იტალიაში ხშირად ხართ? -არა, იცით მე არასდროს ვყოფილვარ საზღვარგარეთ, მაგრამ აუცილებლად მოვინახულებ ერთ დღეს. -არასდროს? -გაიკვირვა მამაკაცმა. -დიახ, ჯერ მხოლოდ სტუდენტი ვარ, ვსწავლობ. ბიზნესის ამბებში ახალი ვარ. -არადა ამას ვერავინ იტყვის თქვენზე, ესეიგი ასაკით პატარა უნდა იყოთ. -დიახ, 20 წლის ვარ. -საკმარისად დიდი დრო გაქვს იმისთვის რომ მსოფლიო მოინახულო. -შენობით მიმართვაზე გადავიდა ალეგრო. -ალბათ ასეა. -მშვიდად ჩაილაპარაკა და ისევ სუფრაზე მყოფთ მიუბრუნდა. ვახშამი ნელ-ნელა მოსაწყენი ხდებოდა, მალე ზურას ნათქვამი უაზრო ხუმრობების გადათარგმნაც კი მოუწია მათთვის, რომლებიც ბიზნესს ეხებოდა. ეტყობოდათ რომ არცერთს ეჩვენებოდა სასაცილოდ მსგავსი ხუმრობები მაგრამ კეთილი ნებით თავს ცუდად არ აგრძნობინებდნენ და დროდადრო ჩაწიკწიკებულ თეთრ კბილებს აჩენდნენ. -მგონი წასვლის დროა.-დუმილი მოულოდნელად დაარღვია ადრიანმა. -ღმერთს მადლობა. -გვერდით მჯდომ ნოდოს გადაულაპარაკა და შემდეგ სტუმრებს მიმართა. -დიახ, მგონი ყველა აუცილებელი საკითხი განვიხილეთ. -მეც ასე ვფიქრობ. -კვერი დაუკრა კაცმა და ფეხზე წამოდგა, სტუმრებს გულმხურვალედ დაემშვიდობა და წასვლისას ბეას ხელი ხელში ნაზად მოიქცია. -იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. -თბილი ხმით თქვა კაცმა და ხელზე ნაზად ეამბორა. -დიახ რათქმაუნდა. -უხერხულად შეიშმუშნა და როგორც კი კაცი გასასვლელისკენ დაიძრა ხელები დამნაშავესავით უკან დამალა. -ყოჩაღ ბეა. -აღფრთოვანება ვერ დამალა კაცმა. -ნამდვილად ნიჭიერი ქალი ხარ, ის ბიზნეს იდეაც, როგორ უცებ მოიფიქრე. -ღიმილით დააჯილდოვა და საუბარი განაგრძო. -ნამდვილად არ ველოდი რომ ასე კარგად გაართმევდი საქმეს თავს. ვაღიარებ, როგორც ნოდოში გამიმართლა ისევე გამიმართლებს შენში თუ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე დამთანხმდები. -მე... -სირცხვილისგან სად წასულიყო აღარ იცოდა, შეჩვეული არ იყო ასეთ ქებას. -დიახ რათქმაუნდა. -ძალიან კარგი, ხვალ მოდი ჩემთან, დეტალებს ჩემი მდივანი შეგატყობინებს, ყველაფერი განვიხილოთ და საერთო აზრზე შევჯერდეთ. -დიდი მადლობა ბატონო ზურა. -ღიმილით მიუგო ბეამ. -მადლობა შენ, კარგი საღამო იყო. მშვიდობიანი ღამე ბავშვებო. -კმაყოფილი დაემშვიდობა კაცი და შენობა პირველმა დატოვა. უფროსი და ასეთი მეგობრული? მგონი მართლა რაღაც ახალი იყო. სიტყვები ვერ გადმოსცემდა იმ ბედნიერებას რასაც ბეა ახლა განიცდიდა, გრძნობდა რომ დღეიდან რაღაც დიდის და ერთიანის ნაწილი იქნებოდა... პირდაპირ სასტუმროში წასვლა არ უნდოდა, მარტო ყოფნას და ოთახში უაზროდ ჯდომას გასეირნება ამჯობინა და საათზე მეტი ბულვარში სეირნობაში დახარჯა, მოზღვავებულ ენერგიას და ემოციებს მისი გონება ვერ იტევდა, მაშინვე მონატრებულ მეგობარს დაურეკა, რომელსაც დასვენების დღე სახლში მოღუშულს გაეტარებინა. გელოვანი სახლში არ მივარდნია, ეს უკვე კარგი იყო. ალბათ საერთოდაც გადაავიწყდა რომ ბეა სადღაც მისგან შორს არსებობდა. მთელი საუბრის განმავლობაში კატო წუწუნს არ წყვეტდა, მთელი ზაფხული უნდოდა ბათუმში წასვლა და ბეასგამო არ მიდიოდა, ის ყოველთვის უარს ეუბნებოდა, ახლა კი ყველაფერი პირიქით მოხდა, ბეა ბათუმში იყო, თავად კი თბილისში იხრუკებოდა. -ერთი წუთით დამელოდე, კარზე არიან. -მშვიდად მიუგო მეგობარს და მობილური იქვე საწოლზე მიაგდო. -გამარჯობათ?! -უცხო ბიჭის დანახვისას, რომელსაც ყვავილების თაიგული ეჭირა თვალები შუბლზე აუვიდა. -გამარჯობათ, კატო ბერაია ბრძანდებით? -მშვიდად იკითხა ბიჭმა და გოგოს დაღლილი მზერა ესროლა. -დიახ. -ეს თქვენთვისაა. -ვარდების თაიგული გაუწოდა და გოგოს გაკვირვებული სახის დანახვისას ფურცლებს კიდევ ერთხელ ჩახედა რაიმე ხომ არ მეშლებაო. -უკაცრავად, ვისგან არის? -არ ვიცი, ბარათი ახლავს. -მკვირცხლად უპასუხა და ფურცლების დასტა გაუწოდა. -ხელი მომიწერეთ თუ შეიძლება. -აჰ, დიახ ახლავე. -დაბნეული ალაპარაკდა და ხელი ინსტიქტურად მოაწერა. -ნახვამდის. -მიუგო ბიჭმა, თუმცა ვეჭვობ ეს არ გაუგონია, სახლში სასწრაფოდ შემოარბენინა ყვავილები და წერილი ბეას თანდასწრებით ხმამაღლა წაიკითხა. „იმედია ვარდები გიყვარს, ბოდიშს გიხდი დათას საქციელის გამო, ამას მე მოვაგვარებ. ხვალ შუადღისას ყავა ხომ არ დაგველია? ვიცი რომ არ მუშაობ და ხო, პაემანზე გეპატიჟები.“ -ბარათის ბოლოს ნომერიც მიუთითებია. -ოუუ, დახვეწილობის პიკზეა ვიღაც. -აღნიშნა ბეამ და მეგობრის გაბრწყინებულ თვალებს რომ შეხედა მაშინვე მიხვდა რომ მასთან პაემანზე წასვლას აპირებდა. -შემოთავაზებას იღებ ხომ ასეა? -ვეჭვობ ასეა, შენ ბათუმში ხარ და ვიღაც იტალიელ მაჩოს ეფლირტავები, მე რატომ შევიზღუდო თავი? -სიცილით უთხრა და მობილურში ქექვა დაიწყო. -ცოტა თავი დაიფასე, მოგვიანებით მაინც მიწერე. -სიცილი დაიწყო ბეამ. -და სხვათაშორის, მე არავის ვეფლირტავები. -ხო,ხო მე მიკოცნიან ხელებს. -სიცილში აჰყვა მეგობარს. -უნდა წავიდე ბექს, აბა შენ იცი, მომდევნო საუბრამდე რაიმე გიჟური თავგადასავალი უნდა გქონდეს მზად. -კამერაში ენა გამოუყო და მის პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა... დიდხანს აღარ დაყოვნებულა, ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო ფეხები უკვე საშინლად სტკიოდა, ამიტომ შემხვედრი ტაქსი გააჩერა და გეზი სასტუმროსკენ აიღო. სულ მალე საშინლად დაღლილმა სასტუმროს ეზოში შეაბიჯა, სწრაფად გადაკვეთა მანძილი და კართან მდგომ დაცვას ღიმილით მიესალმა, ნებისმიერ დროს შეეძლო თავაზიანი ყოფილიყო ადამიანებთან, ეს ჩვევა ალბათ სამუდამოდ მასთან იქნებოდა. ლიფტის წინ შეჩერდა და კედელს თავი მძიმედ მიაყრდნო, ამდენმა ნერიულობამ ენერგია მთლიანად წაართვა. -ბეატრის. -მოესმა ჰოლიდან, როდესაც ლიფტის კარი გაიღო. -ბატონო ადრიან. -ღიმილით წარმოთქვა მისი სახელი და მამაკაცს მიუბრუნდა. -მიხარია რომ შეგხვდი. -ვეჭვობ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, იმ კომპანიასთან ვთანამშრომლობ,რომელთანაც თქვენ აპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. -უბრალოდ ახლა გამიხარდა რომ გნახე, თანაც არ ვიცი, როგორ წავა ჩემი და ზურას საქმე. -გასაგებია. -მშვიდად მიუგო. -უკვე გვიანია ამიტომ დიდხანს არ მოგაცდენ. -დაინახა ლიფტის დაკეტილ კარს, როგორ უყურებდა ბეა ამიტომ საუბარი კულმინაციისკენ წაიყვანა. -რამე მოხდა? -სიმართლე რომ გითხრა შენი ყავაზე დაპატიჟება მინდოდა. -დაუფარავად წამოაყენა ინიციატივა. -ბიზნესთან დაკავშირებით თუ გნებავთ საუბარი ხომ გითხარით ჯერ სწავლაც არ დამიწყია. -ბიზნესს სხვა დროსაც მოვაგვარებთ, უბრალოდ შენთან ერთად ყავის დალევა მინდა. თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არ ხარ. -ბატონო ადრიან მე... -გთხოვ, უბრალოდ ადრიანი დამიძახე. - ოფიციალურ მიმართვებს ვერ იტანდა. -კარგი ადრიან, ნამდვილად არ ვიცი დროს თუ გამოვნახავ. -პასუხი მარტივია, კი ან არა. თუ არ გინდა თავს ნუ გაიმართლებ, გაგიგებ. -ისეთი მშვიდი ტონი ჰქონდა თითქოს უკვე დარწმუნებული იყო მის პასუხში. -წამოხვალ? -კი. -დაუფიქრებლად უპასუხა და მამაკაცის კმაყოფილი სახის დანახვისას ენაზე მწარედ იკბინა. -მაშინ, ხვალამდე ბეატრის. -ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და იქამდე იდგა კედელთან სანამ მასსა და ბეას შორის ლიფტის კარი ხმაურით არ დაიხურა და გოგონა შენობის სხვა ნაწილში არ გადაამისამართა... *** უკვე თითქმის ორი კვირა სრულდებოდა,რაც ბეა ბათუმში იმყოფებოდა. საქმეები მშვენივრად მიდიოდა, კომპანის საქმეებსაც მშვენივრად აუღო ალღო, მგონი ბიზნესი მისი სფერო იყო. წლის ბოლომდე მოქმედ 4თვიან კონტრაქტსაც ხელი მოაწერა და აქტიურად ჩაება ბიზნესის საქმეებში. მხოლოდ ბიზნესში არა, პირადშიც ჰქონდა წინსვლა, უფროსწორედ ამას ადრიანი ფიქრობდა, რამდენჯერმე ყავის დასალევად გავიდნენ ერთად და ვაღიარებ მშვენიერ დროსაც ატარებდნენ თუმცა ბეა ახალი ურთიერთობისთვის მზად არ იყო. ადრიანი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება იყო, 25წლის კაცი, რომელსაც სამყარო თავისი ჰგონია, ბეა ვერ ეწყობა მსგავს ტიპებს და განმარტოებას ამჯობინებს ამიტომ ბოლო შეხვედრისას გასაგებად აუხსნა რომ მხოლოდ საქმიანი და მეგობრული ვიზიტები იყო მისთვის მისაღები, ისიც დასთანხმდა... ან სხვა რა გზა ჰქონდა? პატარა ბინა იქირავა, 2 საძინებლით, მისაღებითა და აივნით, მეორე საძინებელს უკვე მიხვდებოდით ვისთვისაც ამზადებდა, მისი ერთგული მეგობრისთვის, რომელიც ბეას ჩასვლის დღიდან დიდი სიხარულით ელოდა კაკოს ხელს როდის დაუქნევდა და ბათუმისკენ გამოიქცეოდა, თუმცა ახლა ისეთი ენთუზიაზმი აღარ ემჩნეოდა, როგორც მანამდე. ვატოს ხშირად ხვდებოდა და მასთან ერთად დროს ხშირად ატარებდა, ალბათ ეს იყო მიზეზი. უკვე თითქოს კარგადაც იყო თბილისში და ისე აღარ უჭირდა, როგორც მანამდე მაგრამ მეგობარს, რომელსაც ძილისწინ საწოლში უგორდებოდა რომ მთელი დღის დაგროვილი ენერგია მასთან დაეცალა ვერავინ შეუცვლიდა. იქამდე სანამ სხვები ცხოვრებას იწყობდნენ ვატო და დათა გიჟებივით დაეძებდნენ ბეას, თავიდან არ დაიჯერეს და თბილისში დაუწყეს ძებნა მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს, კატოს სახლსაც კი უდარაჯეს რამდენიმე დღე იქნებ იქ არის და გვატყუებსო მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს, თავად კატოც არ გაუტყდა ბიჭებს, ბეას ახალი თაყვანისმცემელი ზედმეტად მოწონდა იმისათვის რომ მისთვის მყუდროება დაერღვია. ვატოც ძალიან აღარ მიაწვა, მისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველანაირად დაეხმარებოდა დათას, მაგრამ კატოსთვის თავის მობეზრებას არ აპირებდა... მაინც სადამდე გაგრძელდებოდა ეს? სიმართლეს რომ გაიგებდნენ კატო სიხარულით მიიღებდა ვატოს? ვინ იცის... სამსახურიდან დაღლილი შინ ბრუნდებოდა ამინდი რომ აირია, არადა ზუსტად მაშინ გადაწყვიტა ფეხით გასეირნება, თითქოს ბათუმი ასეთიც მოწონდა, წვიმიანი და მღელვარე. ტაქსი არაფრის დიდებით არ გააჩერა, სახლი 20-25წუთის სავალზე იყო და ქუჩას ფეხით გაუყვა, თბილისშიც ასე იქცეოდა, წვიმაში სიარული ძალიან უყვარდა, ბებია ხშირად ეუბნებოდა დედაშენსაც უყვარდა წვიმაო, რაღაცნაირად გულზეც კი ხვდებოდა დედას რომ ადარებდნენ მაგრამ წვიმიან ამინდს გულიდან მაინც ვერ ამოიშლიდა. სახლში მისვლისთანავე ცხელი შხაპი მიიღო, ვერც გაიგო დრო ისე გაეპარა სრულ ნეტარებაში მყოფს. პირსახოცისამარა დადიოდა და ყავის გაკეთებას აპირებდა კარზე ზარი რომ გაისმა, ვერც წარმოიდგენდა რომ ვინმე შეიძლებოდა მასთან მისულიყო, თანაც მეგობრების გაჩენა ჯერ ვერ მოასწრო. სწრაფად ჩაიცვა საცვლები, ზედ ხალათი მოიცვა და ნელი ნაბიჯით გავიდა მისაღებში, კარებზე დატანებული პატარა რგოლიდანაც კი გაიხედა მაგრამ ვერავინ დაინახა. –„ალბათ ნოდოა“ -გაიფიქრა გონებაში, ასეთი ხუმრობები სულ ახასიათებდა. კარი მშვიდად გამოაღო და ზღურბლზე მდგომი გელოვანის დანახვისას ადგილზე გაშეშდა... ნუთუ მართლა ცხადშია და ახლა მას ხედავს? არა აქ როგორ იქნებოდა? ისე გადმოვიდა ამ ბინაში მისამართი თავად კატომაც არ იცოდა, მას ვერაფერს დააბრალებდა. -გამარჯობა ბეა. -ფიქრებიდან სწრაფად გამოარკვია მისმა ხმამ, დარწმუნებული იყო რომ აქ მეგობრული საუბრისთვის არ მოსულა… -დათა? -შეძრწუნებულმა ამოთქვა და ბიჭი კიდევ ერთხელ აათვალიერა ხომ არ მეშლებაო. -სახლში არ შემიპატიჟებ? თუ აქ ვილაპარაკოთ? -მე... შენ აქ... აქ რას... -კარგი, ამას მოპატიჟებად მივიღებ. - ჩვეული ღიმილით მიუგო და სახლში ისე შევიდა ბეას პასუხს არც დალოდებია. -კარგად მოწყობილხარ. -სახლს თვალი წამებში მოავლო და როგორც კი ქალი უკან მიჰყვა კომენტარი გააკეთა. -აქ რა გინდა? -მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა და იქვე კედელთან დასჯილი ბავშვივით დადგა. -არვიცი, შენ მითხარი. -მე? მე საიდან უნდა ვიცოდე? -მართლა გეგონა რომ ჩემი გადაგდება გამოგივიდოდა? -ცერად გახედა და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაცურა.-სახლში მოწევა შეიძლება? -პასუხად მხოლოდ ბეას დაბნეული მზერა მიიღო. -კარგი, ამას თანხმობად მივიღებ. -სიგარეტს მშვიდად მოუკიდა და კვამლი ღრმად ჩაისუნთქა, მაშინვე აემღვრა თვალები, ოდნავ ჩაუწითლდა და ფერიც კი შეიცვალა, თითქოს ბობოქარი ზღვის ტალღები ირეოდნენ მასში. -კითხვაზე არ გიპასუხია. -რა კითხვაზე? -რატომ გადამაგდე? უფროსწორად რატომ სცადე? -მე... არ მინდოდა. -რა არ გინდოდა? -ისევ მშვიდი სახით მიაჩერდა, მიხვდა რომ პასუხის გაცემას არ აპირებდა ამიტომ ფეხზე წამოდგა და მათ შორის მანძილი წამში დაფარა. -რა არ გინდოდა ბეა? -გაიწიე! -მისი თვალები დათასას რომ გადააწყდა ერთადერთი რისი თქმაც მოახერხა ეს იყო და მისგან თავის დაძვრენა სცადა მაგრამ ტყუილად ირჯებოდა. -ისევ გარბიხარ? - სიგარეტი ხელებში მოფშვნიტა და იქვე ყვავილის ქოთანზე დადო. -ისევ ბეა? მაინც რატომ გარბიხარ? -ხელები კედელზე შემოაწყო და ქალს ცხელი სუნთქვა სახეზე მიაფრქვია. -დათა... -გისმენ. -კმაყოფილმა ამოთქვა მის დაბნეულ თვალებს რომ გადააწყდა. -გაიწიე. -მხოლოდ ეგ გაქვს სათქმელი? სხვა არაფერი? -ხელი ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე და კიდევ უფრო შეამცირა მანძილი. -რა გინდა? -რა მინდა? ამ მომენტში პასუხები. -რა პასუხები? -რატომ წახვედი? -ვიცი რომ იცი, სამსახური მაქვს. -მერე რომ არ მოგეტყუებინე და ისე წამოსულიყავი არ შეიძლებოდა? -მე... -თვალები მაშინვე მოარიდა, საშინლად დაძაბული იდგა მის მკლავებში მომწყვდეული, ვერც კი იაზრებდა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. -შემომხედე და ისე მელაპარაკე! -უკვე მოთმინება ეწურებოდა გელოვანს. -რა გინდა? აქ რისთვის მოხვედი საერთოდ? - საცოდავად ამოიკვნავლა და კიდევ უფრო მეტად მიეკრო კედელს. -ხომ გითხარი, პასუხების მიღება მინდა. უბრალოდ მითხარი რატომ მომატყუე? -სხვანაირად არ მომეშვებოდი იმ ღამეს. -მაგიტომ გამასულელე და მორჩა? -ჰო. -და აქ რომ მოდიოდი რა გეგონა? ვერ გიპოვიდი? -მეგონა აღარც გამიხსენებდი. -აღარც გაგიხსენებდი, საინტერესოა. იმედი ალბათ ძალიან გაგიცრუვდა რადგან აქ ვდგავარ. -ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ქალს ოდნავ მოშორდა რომ მისი დაძაბულობა შეემცირებინა. -დათა მე... -დაჯექი! ისე ვისაუბროთ, როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა. -ოდნავ ხმა დაუთბა და ქალს საერთოდ მოშორდა რომ მისთვის სუნთქვის საშუალება მიეცა. -რატომ არ დამელაპარაკე ადამიანურად? -თითქოს ნაწყენიც იყო რომ მისი სამომავლო გეგმები არ გაუმხილა ქალმა. -მეგონა რომ ჩემს გადარწმუნებას ეცდებოდი ან რაიმე მსგავსი. -ძლივს დამშვიდებულმა დაიწყო საუაბრი- შენზე გაბრაზებულიც ვიყავი იმის გამო რაც კლუბში გააკეთე. -საპირფარეშოს წინ საუბარზე მიანიშნა. -თანაც ახალი ცხოვრების დაწყება მინდოდა. ისეთის, როგორსაც ახლა ვიწყებ. -და ჩემთან ურთიერთობა ხელს შეგიშლიდა? -ხელს არ შემიშლიდა უბრალოდ ჩემი დამცირების უფლებას აღარ მოგცემ, თანაც ახალი ურთიერთობების დაწყება არ მინდა. -იმ იტალიელთან მშვენივრად იყავი და მე რა დამიწუნე? -რაა? შენ საიდან იცი? -ბეა, ბეა... გგონია აქ დღეს ჩამოვედი და პირდაპირ შენთან მოვედი? რამდენიმედღეა ბათუმში ვარ და ძალიან ბევრი რამ გავიგე, წარმატებული ქალი ხდები, ადრიანთანაც მშვენიერ დროს ატარებ. -მეორე ღერს მოუკიდა დათამ, დაძაბულობა აშაკარად იგრძნობოდა მის ხმაში. -მხოლოდ საქმიანი შეხვედრები გვაქვს, მეტი არაფერი. -თითქოს თავი იმართლა მასთან, უხერხულად შეიშმუშნა და ქამრის ბოლოებს წაეთამაშა. -არამგონია მაგას საქმიანი შეხვედრები უნდოდეს. -თავი ძლივს შეიკავა რომ არ გასცინებოდა. -იციი ბეა, არმიყვარს როცა მეთამაშებიან. -მობილურს დახედა, შეტყობინება სწრაფად აკრიფა და ისევ მას მიუბრუნდა.- შენთან კარგია მაგრამ უნდა წავიდე, თუმცა არ გეგონოს რომ დავამთავრეთ. -თბილისში რომ დაბრუნდე არ გინდა? - მოულოდნელად ფეხზე წამოდგა ბეა. - შენს ცხოვრებას რომ მიხედო და ძველებურად იცხოვრო. -დამშვიდდი, რატომ ნერვიულობ? -თავადაც ფეხზე წამოდგა და წინ აესვეტა. -არ გიხდება ნერვიულობა, ღიმილი ბევრად უხდება შენს ლამაზ სახეს. -ცერა თითი ტუჩებზე ნელა გადაუსვა, იმდენად სიამოვნებდა რომ ქალი არ ეწინააღმდეგებოდა თავს გამარჯვებულად თვლიდა. -თმა გაიშრე, გარეთ ცივა და არ გაცივდე... და ხო, სხვადროს ასე აღარ დამხვდე პატარა ქალბატონო. -ბეას სხეული აათვალიერა გელოვანმა. -თავის შეკავება ზედმეტად რთულია, როცა ქალი ასე გხვდება სახლში. -მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. *** -რას ამბობ? -თვალებგაფართოებული მისჩერებოდა კატო კამერას. -მას შემდეგ,რაც ბოდიში მომიხადა ცოტა სხვა თვალით დავინახე, ცუდი ტიპი არ არის მაგრაამ ჩვენს იტალიელს გაუწევს კონკურენციას? -ეშმაკურად აათამაშა წარბები. -გეყოფა კატო , აქ ჩემპიონატი კი არ მაქვს მე. რომ დავინახე ენა ისე ჩამივარდა ხმა ვერ ამოვიღე. -რა ბზიკმა გიკბინა ბექსს? სიყვარულმა ხომ არ შემოგიტია? -სიცილით უთხრა მეგობარს. -შენ რომანტიულ ფილმებს აღარ უყურო, რეალობას ზედმეტად სცდები! -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია. -კარგი რაა, ცოტა მოეშვი. -საქმიანად წამოიწყო საუბარი. -და ისე მაინც, რომლისკენ იხრები? -კატოო! გადაგხრი ახლა შენ როგორც წესია. –„გაუწყრა“ მეგობარს, ბოლო პერიოდში ზედმეტად გადაეშვა ოცნებეში ქალბატონი. -კარგი რა განერვიულებს უჰ -დაიკრუსუნა თავისთვის.- უთხარი რომ აღარ გინდა ნახო, რომ არ გინდა შენს ცხოვრებაში იყოს და ბლა,ბლა,ბლა. -ასეთი მარტივია? -ჩემი აზრით შენ თუ გინდა ყველაფერი მარტივია. თავისუფალი ქალი ხარ ვისაც გინდა იმას ჩაუდებ შენს გასაღებს ხელში, მშვენიერი მამაკაცები გყავს გარშემო, ცოტა სასმელი ამ დაძაბულობას მოგიხსნიდა. -რა გასაღებზე ლაპარაკობ კატო? -უფრო სწორი კითხვა იქნებოდა რის გასაღებზე. -წარბები მაცდურად რომ შეათამაშა მაშინვე მიხვდა ბეა რაშიც იყო საქმე. -შე გარყვნილო, ნორმალურად კაცი ვერ დაგელაპარაკება. -რაც გინდა ის თქვი, მე ბოლო პერიოდში დათასკენ ვარ. -შენ ვატოს წითელმა ვარდებმა ძალიან ხომ არ მოგატყუა? -რეალობაში დააბრუნა მეგობარი. -რადგან ვატო მოგწონს ეგ იმას არ ნიშნავს რომ მისი მეგობარიც უნდა მოგწონდეს. -პირიქით, ბიჭის მეგობრები თუ არ მოგწონს ვერც ბიჭს შეეწყობი. -ეგ საიდან მოიტანე? -ჩშშ. -ტუჩებზე ხელი მიიდო. - ნუ მეწინააღმდეგები. -კარგი, კარგი. -დანებების ნიშნად ხელები აწია. -წავედი ახლა, ჩავიცვამ და გარეთ გავალ, ყავას ვიყიდი თორემ თავი მისკდება, გუშინ ყიდვა დამავიწყდა და აღარ არის, თან ნოდოსა და ანას ახალმოსახლეობის მისალოცად საჩუქარს ავურჩევ. -როგორ მინდა თქვენთან. -დაიწუწუნა კატომ. -რაიმე გამომწვევი პენუარი უყიდე ანას, ნოდო გადაირევა. -გარყვნილი ნუ ხარ, დარწმუნებული ვარ ისედაც სულ გადარეული ყავს ნოდო. -სიცილით უპასუხა ბეამ და საუბარი დაასრულა. უკვე მეორე დღე იყო გადაუღებლად წვიმდა, თანაც საკმაოდ გრილოდა, ამინდის შესაბამისად გამოეწყო და კიბეებზე ხმაურით დაეშვა, უკვე შენობიდან გასვლას აირებდა კარში დათას სხეულს რომ დაეჯახა და ზედ მიეკრო. -ისევ შენ? -დაიღრინა ბეამ და წელზე შემოხვეული ხელები მაშინვე მოიშორა. -შენც გამარჯობა. -თბილად მიუგო და სველ თმაზე ხელი დაუფიქრებლად გადაისვა. -აქ რას აკეთებ? -შენთან მოვდიოდი. -ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო. -რატომ? -ვიფიქრე სადმე გავიდოდით და ყავას დავლევდით. -ყავა. -მთელი გრძნობით წარმოთქვა, თავი საშინლად სტკიოდა, წამებს ითვლიდა როდის შეძლებდა ყავის დალევას. -აბა, თანახმა ხარ? -ისედაც ყავის დასალევად მივდიოდი. -ხოდა ერთად წავიდეთ, დღეს არ დამილევია. -თვალებში ჩააცქერდა დათა. -კარგი, მაგრამ არც იფიქრო რომ შენთან სეირნობა მინდა ან რამე მსგავსი. -სიტყვას გაძლევ, მსგავსი არაფერი. -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ქალს უკან მიჰყვა. *** -აბა, რას მომიყვები ახალს შენზე?- როგორც კი მის თვალებში სიამოვნების სხივი გაკრთა მაშინვე საუბარი წამოიწყო. -აქ ჩემზე საჭორაოდ არ მოვსულვარ, ყავის დასალევად მოვედი. -ხო ვიცი, მაგრამ საუბარზე საერთოდ უარს ამბობ? -კი, ჩემი კუთვნილი ფინჯანი ყავით ტკბობას არ მაცდი. -კარგი, მაშინ... -საუბარი ვერ დაასრულა, ბეას ტელეფონი აწკრიალდა და გაჩუმება მოუწია. -ჩშშ- ტუჩებზე თითი მიიდო და მობილურს უპასუხა. -დიახ, გისმენთ. -ბეატრის, მე ვარ ლორთქიფანიძეების ადვოკატი. -ქალბატონო ქეთი, როგორც შევთანხმდით კონკრეტულობის გარეშე. -საუბარში ჩაერია ბეა. -არ მინდა დეტალების გაგება. -დიახ მაპატიე ბეატრის, ცუდ დროს ხომ არ გაწუხებ? -არა, ყურადღებით გისმენთ. -სასამართლოს თარიღი დაინიშნა, მინდოდა ჯერ მე მეცნობებინა, 11 დეკემბერს გაიმართება პროცესი, დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით გაცნობებენ წარმომადგენელი პირები. -კარგით ქალბატონო ქეთი, დეტალები შემატყობინეთ, 11 დეკემბრისთვის არაფერს დავგეგმავ. -მშვიდად მიუგო ბეამ. -კარგი ძვირფასო. -თბილი ხმით უთხრა ქალმა და დამშვიდობებისგარეშე გათიშა. -ყველაფერი კარგად არის? -ნაცნობი თარიღის გაგონებისას დაინტერესდა დათა. -კი უბრალოდ ერთ ძალიან ცუდ სიტუაციას შევესწარი კლუბში მუშაობის დროს და მოწმედ უნდა გამომიძახონ სასამართლოზე. -რაიმე სერიოზულია? -დაჭრის ფაქტს შევესწარი. -ვაა, გასაკვირია რომ ამაზე არავისგან გამიგია, დიდიხნის ამბავია? -სანამ შენ გაგიცნობდი ალბათ 1 კვირით ადრე მოხდა. -ვინ არიან? იქნებ ვიცნობდე. -არვიცი, დეტალებს არ ვეძიები. -რატომ? -მეგობრის გამოცდილება. -მშვიდად მიუგო. -ნამდვილად არ მინდა მეც საავადმყოფოში გავიღვიძო, ან საერთოდ ვერ გავიღვიძო. -ამდენად საშიში საქმეა? -საშიში არ არის, ან არის, არვიცი. საერთოდ შენ რატომ ინტერესდები? მე რა დაკითხვაზე ვარ? -გაღიზიანებულმა მიუგო და ფინჯანს ორივე ხელი მოხვია. -მართალი ხარ, ბოდიში. -დაბნეულმა მოუგო და ყავა მოსვა. *** -არც იფიქრო რომ სახლში შემოგიპატიჟებ. -როგორც კი მანქანა გააჩერა ფიქრები გაუფანტა დათას. -არც მიფიქრია. -ღიმილით თქვა და როგორც კი ბეამ ბოლო ერთი საათის განმავლობაში უკვ მეასედ დააცემინა დაამატა.-მაგაზე ნერვიულობას შენ გირჩევნია თბილად ჩაიცვა, გაციების ზღვარზე ხარ. -ვეჭვობ თბილი შხაპი ყველაფერს გამოასწორებს. -მშვიდად განმარტა და მანქანიდან უკანმოუხედავად გადავიდა, მიუხედავად იმისა რომ დათასთან მყარად იდგა ორგანიზში სისუსტეს ნამდვილად გრძნობდა, ბოლო ერთისაათის განმავლობაში უკვე იმდენჯერ უსურვა გელოვანმა ჯანმრთელობა გონებაში იმასაც კი ფიქრობდა იქნებ ამან მიშველოსო. უკან აღარ გაუხედავს, იცოდა რომ მანქანით იქამდე იდგებოდა კორპუსთან სანამ თვალს არ მიეფარებოდა, ნოდოს და ანასაც ვერაფერი უყიდა, სასეირნოდ გასვლა არ დააცადეს, თუმცა გულახდილად რომ ეთქვა ამის თავი არც ჰქონდა. სახლში მისვლისთანავე თბილი შხაპის ქვეშ დადგა და ფიქრებში ჩაიძირა... იმდენად სიამოვნებდა სითბო რომ მზად იყო მთელი დღე შხაპის ქვეშ მდგარიყო, მაგრამ გაახსენდა რომ ნოდოსთან იყო საღამოს გასასვლელი ამიტომ, როგორც კი მოწესრიგდა ჩაი გაიკეთა და თაროდან ახლად შეძენილი წიგნი აიღო. დაახლოებით წიგნის 50 გვერდის წაკითხვა მოასწრო მობილური რომ ახმაურა და რეალობაში დააბრუნა. -გისმენ ნოდო. -როგორც შეეძლო მხიარულად უთხრა და წიგნი გვერდით გადადო. -ბეა უკვე წამოხვედი? -მე... არა ჯერ ადრეა. ხომ თქვი 8საათისთვისო. -ხო,ხო. დღეს რომ სახლში არ დაგხვდეთ ძალიან გეწყინება? -არა ნოდო, რა სისულელეა. ხომ გაქვთ მშვიდობა? -კი,კი. ანის მეგობარი ჩამოუვიდა გერმანიიდან, სურპრიზი გაუკეთა და არ მინდა თავი შევაწყინო, სულ რამდენიმედღით რჩება, მერე ისევ ოჯახში ბრუნდება. -ეგ რა სალაპარაკოა. -კმაყოფილებისგან სახე გაებადრა. -სახლში ვიქნები და უქმე დღეებს გამოვიყენებ. -მართლა არ გეწყინება? -თითქოს არ მიცნობ. -ცხვირი აიბზუა. -დაიკარგე ახლა აქედან, გაკოცეთ ორივეს. -სიცილით უთხრა და სანამ დაუსრულებელი ხველა აუტყდებოდა გათიშვა მოასწრო. -ჯანდაბა ჩემს თავს. -დაიბუზღუნა და ცარიელ ფინჯანში იმედიანად ჩაიხედა. საკმაოდ სუსტად იყო იმისთვის რომ ფეხზე ამდგარიყო ამიტომ წიგნი ტუმბოზე დადო და ღრმა ძილს მიეცა... ვერც გაანალიზა, როდის ჩაეძინა მობილური ისევ ახმაურდა და მყუდროება დაურღვია, ხელით ძლივს მოძებნა და აცრემლიანებული თვალებით დახედა ეკრანს, რომელზეც ნომრის გარჩევა ძლივს მოახერხა. თავი უსკდებოდა, სველ თმაზე პირსახოცშემოხვეულს ნამდვილად არ უნდა დაეძინა. -გისმენთ. -ძლივს ამოთქვა ღონემიხდილმა. -ბეა, კარგად ხარ? -ხმაზე აშკარად შეატყო რომ ცუდად იყო. -დათა? რა... რამე მოხდა? -უბრალოდ მოსაკითხად დაგირეკე, სახლში რომ მიგიყვანე სუსტად იყავი, ცუდად ხარ? -მე... არა. -საუბრის გაგრძელება გაუჭირდა, ხანგრძლივი პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო. -უბრალოდ ოდნავ გავცივდი. -წამლები დალიე? -საუბარს არ ასრულებდა დათა. -არ მაქვს. -მშვიდად განუმარტა და ბალიშზე კომფორტულად მოთავსდა, რა უნდოდა? ყოველთვის სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა, ერთი წვიმაში გასვლა და უკვე სიცხე ჰქონდა. -გოგო ნორმალური ხარ? გეყიდა სანამ გარეთ იყავი. -დატუქსა დათამ თუმცა პასუხი ვეღარ მიიღო. სიცხისგან გონება ებინდებოდა და დათას ხმა სადღაც შორიდან ესმოდა... *** -გაიღვიძე ბეა, ბეაა... გაღვიძების დროა. -სახეზე უხეშად რომ დაარტყეს ხელი ისევ რეალობას დაუბრუნდა, თვაალების გახელისთანავე დათას არაადამიანურად ლურჯ თვალებს რომ გადააწყდა ეგონა ესიზმრებოდა და ოდნავ გაიღიმა კიდეც. -გესმის ჩემი? რამე მითხარი. -ეტყობოდა რომ შეშინებული იყო მისი მდომარეობით. -მჰმ. -დაიკრუსუნა თავისთვის და თვალლების ფახული დაიწყო. -აღარ დაიძინო კარგი? სიცხე გაიზომე რომ მერე წამლები დალიო. -სახეზე მისი ცივი ხელების შეხებისას ტანში სასიამოვნოდ გაჟრჟოლა. -ოდნავ წამოჯექი კარგიი? - ღიმილით დაუმატა და ნელა წამოწია საწოლიდან. -ცივია. -ტუჩები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს, როდესაც თერმომეტრის შეხება იგრძნო სხეულზე. -არაუშავს, 4-5 წუთი მოითმინე. აღარ დაიძინო ბეა. გესმის ჩემი? -ხო, მესმის. -გაჭირვებით ამოთქვა და მისი სილუეტი კიდევ ერთხელ აათვალიერა. -ჩაის გავაკეთებ, იცოდე მალ-მალე გამოგხედავ, დაძინებაზე არც იფიქრო. -გავიგე. -ჩვეული სიჯიუტე ჩაერტო ქალბატონს. იქამდე სანამ დათა გელოვანი მის სამზარეულოში ტრიალებდა თავს ძლივს არწმუნებდა რომ მისი სხეული მთლიანად ძილს არ მოეცვა. -მაჩვენე აბა. - ფინჯანი საწოლის გვერდით ტუმბოზე დადო და თერმომეტრს დახედა. -39.4, როგორ მოახერხე აქამდე მისვლა? -თავი დანანებით გააქნია და ოთახში წამლების პარკი შემოიტანა. -ესენი დალიე და კარგად გახდები. -ხელის გულზე 2 აბი დაუდო და ხელი კისერთან შეაშველა რომ წამოწეულიყო და წამლის დალევაში დახმაებოდა. -შენ რა, თმა სველი გაქვს? -ლამის გაგიჟდა, როდესაც ხელი მის თმაზე მოხვდა. -გაშრობა...ვვვერ...ვერ მოვაწარი. -თავი იმართლა ქალბატონმა და ისევ ბალიშზე მიესვენა. -ნორმალური ხარ გოგო შენ? ნორმალური ხარ? -ხმაში აშკარად ბრაზი გაერია. -ადექი, თმა უნდა გაიშრო. -მე... მე არ... შემიძლია. -ამოთქვა გაჭირვებით. -მე დაგეხმარები, უბრალოდ ცოტახანს უნდა იჯდე რომ თმა გაგიშრო. -არ მინდა. -მგონი თავი ისევ ლამაზ სიზმარში ეგონა ქალბატონს. -მოდი, ნუღარ მაწვალებ რა. -ფრთხილად შეუცურა ერთი ხელი წელზე, მეორე ფეხებქვეშ და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გაიყვანა, ფრთხილად ჩასვა სავარძელში და აბაზანაში ფენის ძებნა დაიწყო. -ახლა რომ არ გქონდეს შემომაკვდები. -აწუწუნდა დათა და კარადებში დაიწყო ქექვა. -კიდევ კარგი. -უკვე მშვიდად ჩაისუნთქა ჰაერი და მისაღებში გავიდა, სადაც ბეა გაბრუებული იჯდა სავარძელში და უაზროდ მიშტერებოდა ერთ წერტილს.აღარაფერი უთქვამს, თმა ფრთხილად ჩამოუშალა და გაშრობას შეუდგა. ვერავინ აღწერს იმას რასაც ბეა გრძნობდა ამ მომენტში, თბილი ჰაერის შეგრძნებისას სასიამოვნო ჟრუანტელმა მოიცვა და მთელს სხეულზე ტაოდაყრილი დათას მიენდო, რომელიც რიტმულად ხლართავდა ხელებს მის თმაში, ამას მართლა ვერ წარმოიდგენდა, თუნდაც სიზმარი ყოფილიყო მოვლენები სასიამოვნოდ ვითარდებოდა და სიზმარში გელოვანი მასზე ზრუნავდა... დიახ ასე იყო, მასზე ზრუნავდა… -დეე...არ...არ დამტოვო რა. -სავარძელში მჯდომ დათას სიმშვიდე მისმა საუბარმა დაურღვია. თავიდან თითქოს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ხმა ისევ განმეორდა. -დე... მომენატრე, აღარ წახვიდე... გთხოვ. -თავისთვის კრუსუნებდა საბანში გახვეული ბეა, რომელსაც მუხლები ნიკაპთან მიეტანა და ოფლით დაცვარული მთელი სხეულით კანკალებდა. -ბეა. -მზრუნველი ხმით წამოიწყო საუბარი დათამ. -გაიღვიძე. -ხელით ოდნავ უბიძგა რომ შეეფხიზლებინა, მაგრამ ამაოდ. -დდეე... მოხვედი? მე... მე მომენატრე. -ბეა გაიღვიძე. -ახლა უკვე ცოტა ძალის გამოყენება მოუხდა, როცა დაინახა ცრემლებმა თავისით, როგორ გაიკვლია გზა მის სახეზე. -გაიღვიძე კარგი? უბრალოდ სიზმარია, თვალები გაახილე. -ტონის აწევამ და უხეშმა ძალამ იმოქმედა, წამწამები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს და ცრემლიანი თვალები მიანათა დათას. -აი ასე, სიზმარი იყო უბრალოდ, არ ინერვიულო. -სახეზე ხელი ჩამოუსვა და ცრემლები შეუმშრალა. -კარგად ხარ, ყველაფერი კარგადაა. -შენ... შენც წახვალ... კატოც წავა, სულ ყველა წახვალთ დდა...და მარტო დავრჩები. -ამოიკნავლა საცოდავად და ცრემლებს გასაქანი მისცა. არავინ იცოდა რა დაესიზმრა ან რატომ ეგონა რომ ყველა მიატოვებდა, მაგრამ დაძაბულობა მის სხეულში დათასაც გადაედო. -არავინ არსად არ წავა პატარავ გესმის? ყველა შენთან იქნება. -ნერვიულად ალაპარაკდა და ხელი შუბლზე გადაუსვა, ისევ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, წამალი მაშინვე გახსნა მცირე რაოდენობით წყალში და წამოჯდომაში დაეხმარა. -ბეა, ეს დალიე და უკეთესად გახდები. -ტუჩები, როგორც კი დაუსველდა ცივი სითხის შეხება არ ესიამოვნა და ხელის შეშლა სცადა, მაგრამ გელოვანმა არ დაანება და გაჭირვებით დაალევინა, რამდენიმე ყლუპი. -კარგად გახდები, არ ინერვიულო. -ისე ამშვიდებდა თითქოს მისი საუბრიდან აზრის გამოტანა შეეძლო, სხვაგვარად რომ შეგეხედათ მგონი საკუთარი შიშის გაქარწ....ბას ცდილობდა. -არრრ წახვიდე რა... მმე.. მეშინია. - თვალებმოჭუტული მიაჩერდა დათას, დანამდვილებით ვერ იტყოდით რომ მას ელაპარაკებოდა, თუმცა გელოვანმა სიტუაცია აღარ გაამწვავა და ათრთოლებული სხეული ზედ მიიკრო. -არსად მივდივარ, აქ ვარ. -მის ყურთან ჩურჩულებდა და ხელებს თმაზე რიტმულად უსვამდა. ის ღამე მასთან გაატარა დათამ, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და არცერთი წამით არ შეუწყვეტავს მისი დამშვიდება, ცალი ხელი მის წელზე ჰქონდა მოხვეული, მეორეს თმაზე დააცოცებდა და შიგადაშიგ რამდენიმე სიტყვასაც ეტყოდახოლმე, თუმცა მისი არავის ესმოდა. მალევე ჩაეძინა ბეას და მთელი ღამე უშფოთველად ეძინა, გელოვანს კი რატომღაც ძილი არ ეკარებოდა. მისი ამღვრეული თვალები გონებიდან არ ამოსდიოდა, თითქოს შეეცოდა კიდეც, დათა რომ არ მისულიყო შესაძლოა ღამით სიცხისგან ფილტვებიც კი გადასწვოდა, არავინ ჰყავდა გვერდით. რამდენჯერმე „კატო“ახსენა მაგრამ მშვიდი და უდარდელი ხმით, თითქოს დათას ადგილას კატო იწვა და როგორც შვილს ისე უვლიდა... სიზმარი საკმაოდ სასიამოვნო და ხანგრძლივი გამოდგა, მთელი ღამე სასიამოვნო სიზმრები ერთმანეთს ენაცვლებოდა და მთავარი გმირი რათქმაუნდა გელოვანი იყო, ისე უფრთხილდებოდა, როგორც ბროლის „თოჯინას“, რომ არ დამსხვრეულიყო. მთავარიც ეს იყო, ნამდვილად უნდოდა ვინმეს ცხოვრებაში ბროლის ყოფილიყო, მაგრამ არასოდეს სათამაშო. ბოლო, რამდენიმე საათში უკვე მესამედ აწყვეტინებდა ტელეფონის ზარი სასიამოვნო მომენტს, წამწამები მძიმედ დააშორა ერთმანეთს და როდესაც დაინახა რომ ოთახში იყო საბოლოოდ დარწმუნდა იმაში რომ დათას იქ ყოფნა ესიზმრებოდა რადგანაც ბოლოს სავარძელში სრულ ნეტარებაში მყოფი გაითიშა და საწოლში ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა. თავი აღარ სტკიოდა და თმაც მშრალი ჰქონდა. -ალბათ გამიშრა.- გაიფიქრა გონებაში და მობილურს დახედა. „ადრიანი“ წარწერის დანახვისას ოდნავ შეიშმუშნა, გაუკვირდა ამ დროს რატომ მირეკავსო, მაგრამ საბოლოოდ პასუხი მაინც გადაწყვიტა. -გისმენ ადრიან. -გაუაზრებლად მიუგო ინგლისურად და როგორც კი ბიჭმაც ინგლისურად უპასუხა დაძაბულობა მაშინვე მოეხსნა. -როგორ ხარ ბეატრის? -კარგად, შენ როგორ ხარ? -უკვე შედარებით კარგად იყო მაგრამ ხმა მაინც შეცვლილი ჰქონდა. -მე კარგად მაგრამ შენ უცნაური ხმა გაქვს. -ცოტა გავცივდი, სულ ეს არის. -გაცივდი? წამლებს სვამ? -არა, მე... -უცებ შეჩერდა, ტუმბოზე წამლების კოლექციას რომ მოჰკრა თვალი საკუთარი გონების შეეშინდა, ნუთუ არ ახსოვდა რომ აფთიაქში ჩავიდა და წამლები იყიდა? -კარგად ვიქნები, უბრალო გაციებაა. -ფიქრები სასწრაფოდ გაფანტა და მობილურის იქით მყოფ ადრიანს მიუბრუნდა. -გინდა მოვიდე? მითხარი რა გჭირდება და ყველაფერს მოვიტან. -მზრუნველობა არ მოაკლო კაცმა, აშკარად ეტყობოდა რომ მის ჯანმრთელობაზე დარდობდა. -არა, საჭირო არ არის შენი მოსვლა, მეგობრები არიან ჩემთან და დამეხმარებიან, ამაზე არ იდარდო. -ნამდვილად კარგი მეგობარი ვარ, ვაღიარებ. -საძინებლის ზღურბლზე დათას სილუეტი რომ დაინახა მოულოდნელობისგან ტანში გასცრა. -აქ რას აკეთებ? -საკმაოდ ხმამაღლა წამოიძახა. -მაგას უთხარი რომ არავის სჭირდება აქ და მშვენივრად გივლის შენი „მეგობარი“. -ჰაერში ბრჭყალები გამოსახა და ტელეფონს მიაშტერდა. -გელოდები სანამ მე ვეტყვი მაგას. -ბეატრის, ყველაფერი რიგზზეა? -კი, უბრალოდ უნდა წავიდე, საუზმე მომიმზადეს და მათთან უნდა გავიდე, გმადლობ რომ ყურადღება გამოიჩინე. -რამე თუ დაგჭირდეს დამირეკე, არ მოგერიდოს. -თბილი ხმით უთხრა კაცმა. -გამოჯანმრთელებას გისურვებ. -მალევე დაამატა და საუბარი დაასრულა. -აქ რას აკეთებ? -მობილური ტუმბოზე დადო და დათას სილუეტს მიაშტერდა. -მეგობრული ვიზიტია, როგორც შენ აღნიშნე. -სერიოზულად დათა! რა გინდა აქ? ან საერთოდ როდის მოხვედი? -არ გახსოვს? მობილურზე ვსაუბრობდით, ცუდი ხმა გქონდა და პასუხი რომ აღარ დამიბრუნე შენთან წამოვედი. -მსგავსი არაფერი მახსოვს. -თმაში ხელები ნერვიულად ახლართა. -ზარების ისტორია შეამოწმე. -მხრები აიჩეჩა. -საუზმეს გიკეთებ, ჩაი ლიმონით გინდა თუ თაფლით? -შენ რა მთელი ღამე აქ იყავი? - ტელეფონიდან თავი სწრაფად აწია. -ესეიგი არ მესიზმრებოდა? -გეგონა ჩემი აქ ყოფნა გესიზმრებოდა? -სიცილი ვერ შეიკავა დათამ. -ნამდვილად საოცნებო მამაკაცი ვყოფილვარ. -ნუ სულელობ, სიცხის ბრალი იყო. -აჭარხლებული წამოდგა საწოლიდან, კარადიდან პირსახოცები აიღო და დათას წინ აესვეტა.- გამატარე. -საით? -სააბაზანოში, უნდა დავიბანო. -ხომ არ გაგიჟდი? ისიც გეყოს გუშინ რაც დაგემართა. -გამატარე დათა, სული მეხუთება, ასე მგონია საშინლად ბინძური ვარ. -არ იბანავებ! -გადაჭრით უთხრა და პირსახოცები ხელიდან გამოგლიჯა. -ტანნსაცმელი გამოიცვალე და თბილად ჩაიცვი, გარეთ ისევ საშინელი ამინდია. -ზედმეტი არ მოგივიდეს, დამიბრუნე. -ბეა. მთელი ღამე სიცხისგან იწვოდი, ძლივს დაგიწია ტემპერატურამ, შეგიძლია ერთხელ მაინც მომისმინო? -ამას თუ იმიტომ მეუბნები რომ მადლობა გითხრა კარგი, დიდი მადლობა რომ ჩემზე ზრუნავდი, შეგიძლია წახვიდე. -მისმინე, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ ვიზრუნებ შენზე, უბრალოდ თავს უნდა მიხედო, სველი თმით დადიხარ მაშინ, როცა ისედაც ნესტიან ბათუმში საშინელი ამინდია, ასე იძინებ და არც გაფიქრდება რომ ადგე და უბრალოდ თმა გაიშრო, ასე არ შეიძლება. -უფრო მშვიდი იყო მისი ხმა ვიდრე მანამდე, თითქოს მის დაყოლიებას ცდილობდა. -რატომ იქცევი ასე? -როგორ? -მზრუნველი და ყურადღებიანი ბიჭის როლს რატომ ირგებ? -შენ რატომ ცდილობ ჩემში ის ცუდი მხარე ეძებო,რომელიც არ მაქვს? -იმიტომ რომ გაქვს! ყველას აქვს. -უფრო მომთხოვნი გახდა მისი ხმა. -რაღაც შეგემთხვა წარსულში რის გამოც ასე მხედავ? -ეგ შენ არ გეხება! -წარსული კი ერქვა მაგრამ ის ღალატი მაინც ზუსტად ისე სტკიოდა, როგორც 1 თვის წინ, წლები მოწონდა ლუკა და ბოლოს როცა შეამჩნია და ეგონა რამე გამოვიდოდა ყველაფერი ცუდად დამთავრდა, ეს ნამდვილად არ იყო სიყვარულის საუკეთესო ისტორია. -ესეიგი ასეა, ვიღაცამ გული გატკინა და იმ ღამესაც მაგიტომ დაწექი ჩემთან. -საქმიანი კაცივით ჩაილაპარაკა, როგორც იქნა კვანძი გახსნა და საბოლოოდ პასუხი მიიღო. -რა გინდა? -მინდა რომ შანსი მომცე, მინდა რომ მენდო. -ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა, ხელები სწრაფად გაითავისუფლა და მის წელზე შემოაწყო. -რატომ არ მაძლევ უფლებას რომ ახლოს მოვიდე? -ჩემი დამცირების მეტი არაფერი გიკეთებია თბილისში, მერე უკან გამომყევი, აქ ჩამოხვედი და კარგად მოქცევა დაიწყე, რა გინდა რომ ვიფიქრო? -მინდა იფიქრო რომ კარგი კაცი ვარ! -სახეზე ცხელი სუნთქვა მიაფრქვია დათამ. -მინდა იფიქრო რომ აქ შენს გამო ვარ, იმიტომ ვარ რომ მინდა შენს გვერდით ვიყო, ყურადღება მოგაქციო, გაგიფრთხილდე. -ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო და ტუჩებისკენ დაიხარა. -დაიმსახურე კარგ ადამიანთან ყოფნა, ვინც სერიოზულად ფიქრობს შენზე. -ტუჩის კუთხეში გადაინაცვლა და მაისურის ქვემოდან მშვიდად აასრიალა ხელები ხერხემალზე. -არ გინდა. -ამოთქვა ვნებამორეულმა და თვალებში ჩააცქერდა. მათი პირველი ღამე გონებაში კადრებად უელავდა და სულ უფრო მეტად უჭირდა მასთან შეწინააღმდეგება. -რა არ მინდა? -ქალის დაბნეულობამ კიდევ უფრო მიიზიდა. -ის რასაც აპირებ. -რას ვაპირებ ბეა? - ღიმილმა გადაურბინა სახეზე, იმდენად სიამოვნებდა მისი ასე დანახვა, ქალი არ ეწინააღმდეგებოდა მიუხედავად იმისა რომ არ ჰქონდა მასზე კარგი წარმოდგენა. -დათა... -გისმენ. -გთხოვ... -თავი მძიმედ მიაყრდნო კედელს. -რას მთხოვ? -ტუჩებით ყელზე გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა რომ მისი ტუჩების დაგემოვნების სურვილი იპყრობდა თავს მოერია. -გაჩერდი. -ერთიანად ტაოდაყრილი უკვე გრძნობდა სიამოვნების ჟრუანტელს სხეულში. -მე არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც შენს სურვილებს ეწინააღმდეგება ბეა. -კიდევ ერთხელ მიაკრო ტუჩები და ოდნავ მოშორდა. -თბილად ჩაიცვი და ბანაობა დაივიწყე, ჯერ ისევ ჩემი პაციენტი ხარ. -ღიმილით მიუგო და გაშეშებული დატოვა საძინებლის ზღურბლზე... *** -არ მინდა ჩაი დათა, რანაირად იქცევი? -აბუზღუნდა ქალბატონი, როდესაც ცხვირწინ ჩაის ფინჯანი დაუდეს. -პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, დალიე. -თბილი ხმით მიუგო და თავისთვის ყავა ფინჯანში ჩამოასხა. -მეხუმრები? -რაზე? -შენ ყავას სვამ და მე თაფლიანი ჩაი მერგო? -შენ სიცხიანი პაციენტი ხარ, მე ღამენათევი ზედამხედველი, არის მგონი განსხვავება არა? -არ შეიძლება ასე დათა, თავი მისკდება. -წამალს დალევ და გაგივლის. -არმინდა, ყავა მინდა მე. -მორჩი წუწუნს. -კარადიდან თეფშები გამოიღო და საუზმის დაწყობას შეუდგა. -კარგი, ასე იყოს. -მშვიდად დაჰყვა მის ნებას და მისი ფინჯანი ხელებში მოიქცია. -ფუუ. -ხმამაღლა გააკეთა კომენტარი და ფინჯანი ხმაურით დააბრუნა მაგიდაზე. -რაიყო? -გაკვირვებული მიაჩერდა ბეას. -რაიყო შაქარი დეფიციტშია? ეს რა საშინელებაა. -ფინჯანი ისევ მის მხარეს გაწია.. -სხვის ნივთებს ამიტომ არ უნდა შეეხო, უშაქრო ყავას ვსვამ მე. -ავადმყოფი ხარ, როგორ შეიძლება უშაქრო ყავის დალევა, საშინელი გემო აქვს. -შენ ნუ დალევ, მე ხომ არ გაძალებ. -ვერც შენ დალევ. -ენა პატარა ბავშვივით გამოუყო. -რატომ? -უკვე მე დავლიე და იმიტომ. -მერე? -რა მერე? -შენ რომ დალიე რა იცვლება? -სიცხიანი ვარ. -სიცხე გადამდები არ არის. -მაშინ უბრალოდ სხვის ნაპირალს ხომ არ დალევ? -შენ ხომ სხვა არ ხარ? -წარბები ეშმაკურად შეათამაშა. -ნუ მეფლირტავები გელოვანო! -საკმაოდ სექსუალურად ჟღერს ჩემი გვარი, როდესაც ამას შენ ამბობ. -ისევ! -რა ისევ? -მეფლირტავები. -მე? -შეიცხადა. ბეამ პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო კარზე მოულოდნელად ზარი გაისმა. -ვინმეს ელოდები? -არა, არავის. -მხრები აიჩეჩა და სკამიდან ჩამოხტა. ნელა გაიარა ვიწრო დერეფანი და კარი ხმაურით გამოაღო. -ნოდო? -ჩემო პატარავ. -სხეულზე მიიხუტა სიფრინა სხეული. -კატომ მითხრა ავად არისო. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, ახლა როგორ ხარ? ან ღამე როგორ იყავი? დილით რომ გამაგებინა ვინერვიულე ღამე თავს როგორ მიხედათქო. -დამშვიდდი ნოდო, კარგად ვარ უკვე. -ღიმილით მიუგო და სახლში შეიპატიჟა. -შენი საყვარელი შავი შოკოლადი მოგიტანე. -პარკი შეათამაშა ხელში.-არ ვიცოდი მარტო თუ არ იყავი. -მისაღებში მდგომ დათას გახედა ბიჭმა. -დათა ძმაო, ბეას მეგობარი ვარ -ხელი მშვიდად გაუწოდა გელოვანმა. -ნოდო, ბავშვობის მეგობარი. -ურთიერთობის ხანგრძლივობას გაუსვა ხაზი. -ჩემი წასვლის დროა, საქმეები მაქვს თან მარტო დაგტოვებთ. -ყავა არ დაგილევია. -არაუშავს გარეთ დავლევ, თავს გაუფრთხილდი. -მიმართა ქალს და შემდეგ ნოდოს მიუბრუნდა. - ძმაო, გუშინ მაღალი სიცხე ჰქონდა, აბაზანაში შესვლის უფლება არ მისცე, მერე სველი თმით დადის. -ჩაუშვა მეგობართან, ხელი კიდევერთხელ ჩამოართვა დამშვიდობების ნიშნად და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. -ეს ვინ იყო? -დაეჭვდა ნოდო, მის ყველა მეგობარს იცნობდა მასზე კი აქამდე არაფერი იცოდა. -მეგობარი. -რატომ არ ვიცნობდი აქამდე? -იმიტომ რომ ისეთ სიტუაციაში გავიცანი გოგოებს, ბიჭებთან მაგ თემაზე საუბარი რომ ეუხერხულებათ. -ვერგავიგე? -თავი ძლივს შეიკავა ნოდომ სიცილი, რომ არ დაეწყო. -ცოტა ინტიმურ ფაზაში გადაიყვანე გონება და მიხვდები. -შეყვარებულია? -არა! -აბა სე*ს პარტნიორი? -ნოდო! -უბრალოდ გარკვევას ვცდილობ, ვდარდობ შენზე. -ერთხელ მოხდა რაღაც და მას შემდეგ თავს არ მანებებს, თბილისიდან ბათუმში ჩამომაკითხა და გუშინ რომ გაიგო ცუდად ვიყავი მოვიდა და მივლიდა. -გინდა ვცემო? -მეგონა ახლა დიდი ბიჭი იყავი. -დიდ ბიჭებსაც შეუძლიათ მუშტების ქნევა. -სკამზე ჩამოჯდა და საფეთქლები ნერვიულად მოისრისა. -არ არის საჭირო, ცუდი ადამიანი არ არის. -მოგწონს? -არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა. -არის მასში რაღაც, რაც მიზიდავს. -ადრიანი? მასთან რა ხდება? -დილით დამირეკა, მოსვლა უნდოდა და უარი ვუთხარი. -ტყუილად ცდილობს ხომ ასეა? -ის კარგი კაცია, მომწონს მასთან დროის გატარება, თავს კარგად მაგრძნობინებს და წამითაც არ ვყოფილვარ მასთან უხერხულად, უბრალოდ არვიცი. -გული ამ ბიჭისკენ მიგიწევს? -წუთის წინ კარს უკან გაუჩინარებულ დათაზე ანიშნა. -რომ გითხრა 50/50ზე ვართქო დამიჯერებ? ხან ვფიქრობ რომ არ მინდა საერთოდ ცხოვრებაში მამაკაცი. -მეგობრებს ნუ მოგვიშორებ. -თქვენ არ გგულისხმობთ სულელო. -ვიცი, ვიცი. ვეჭვობ ეს ჩაი შენია და უნდა დალიო. -არ მინდა, ყავა მინდა მე. -ჯობს გამოკეთდე, 1 კვირაში წვეულებაზე მიდიხარ. -რა წვეულებაზე? -ადრიანმა ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა, საკმაოდ ფართო და გლამურული წვეულებით აპირებენ აღნიშვნას. რაღაც Luxury party იქნება. -მძულს ასეთი რაღაცეები. -ვიცი, მაგრამ წამოსვლა მოგიწევს და პარტნიორიც უნდა მოძებნო -რისთვის? -წვეულებაზე მარტო ხომ არ მოხვალ? -მერე რა. შენ ხომ იქ იქნებიი? -მე ანა მომყავს. -ხო და იქ ხომ იქნებით ორივე? მეც მშვენივრად გავერთობი, დიდიხანია ეგ ქალბატონი არ მინახავს. -ანუ მარტო მოხვალ? -მე წვეულებაზე ვერავის დავპატიჟებ. -რატომ? -სად გინახავს გოგო, რომელიც მიდის ბიჭთან და წვეულებაზე გაყოლას სთხოვს? -არ მინახავს მაგრამ შეგიძლია პირველი იყო. -ბაგე ღიმილმა გაუპო. -არა მადლობა, მირჩევნია მარტო ვიჯდე საწყალი ბავშვივით. -როგორც გინდა. -მხრები აიჩეჩა. -ყავას შემოგთავაზებ თუ მე ჩაის დალევას არ მაიძულებ. -რა მოთხოვნებია? -ნოდო. -თვალები პატარა ბავშვივით ააფახულა. -მხოლოდ ამ ერთხელ. –„გაბრაზებულმა“ გახედა მეგობარს და შოკოლადის ერთი ფილა ცხვირწინ აწაპნა... *** მთელი დილა მასთან გაატარა ნოდომ. კატოსთანაც საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ და მის სამსახურეობრივ განვითარებაზეც იზრუნეს, ნოდოს საკმაოდ მარტივად დასთანხმდა ზურა რომ კატო სამსახურში აეყვანა, თუმცა სიტყვა ამ შემთხვევაში ადრიანსაც ეთქმოდა, რადგან საერთო კომანიას აყალიბებდნენ მხოლოდ თვითონ ვერ გადაწყვეტდა. პიარი ნამდვილად კატოს საქმე იყო, რამდენიმე მცირე კომპანიასთან აქამდეც უთანამშრომლია, მხოლოდ ადრიანის დათანხმება იყო საჭირო. -ამას ბეა მიხედავს, ერთი თვალს ჩაუკრავს და ვსო, სამსახური მაქვს. -სასაცილოდ არ ჰქოფნიდა სიტუაცია კატოს. მიუხედავად იმისა, რომ ბეა თვალებს უბრიალებდა ეს ასე იყო, ბეას ერთი საუბარი და კატოს სამსახური ექნებოდა, იცოდა რომ ადრიანი ამაზე უარს არ ეტყოდა. რამდენიმე საათით გამოძინებაც მოასწრო, შემდეგ კი რომანტიული ფილმი აარჩია და კომფორტულად მოთავსდა სავარძელზე. ნახევარი საათიც არ იყო გასული კარზე ზარი რომ გაისმა, უკვე ყელში ჰქონდა ამოსული, იფიქრა ხმას არ ამოვიღებ და წავა ვინც არ უნდა იყოსო, მაგრამ ზარის ხმა უფრო გახშირდა, შემდეგ კი კაკუნში გადაიზარდა. -რა ამბავი ატეხე? -ბუზღუნით მიუგო სადარბაზოში მდგომ გელოვანს. -რატომ არ აღებდი? -არ მინდოდა, ვიფიქრე არ გავუღებ და წავათქო. -პირდაპირ მიახალა და მისგან ზურგით შებრუნდა. -როგორი თავაზიანი ხარ. -კარი ხმაურით დაკეტა და ქალს უკან მიჰყვა. -რატომ მოხვედი? -შეგამოწმე როგორ იყავი. -მხრები აიჩეჩა. -კიდევ ეს მოგიტანე. -შოკოლადებით სავსე პარკი ცხვირწინ აუთამაშა და სავარძლის სახელურს დაეყრდნო. -შოკოლადი მომიტანე? -ხო, დილით გავიგე შავი შოკოლადი გიყვარს ამიტომაც მოგიტანე, თუმცა არ ვიცოდი, რომელი მოგწონდა და რამდენიმენაირი მოვიტანე. -მე... მადლობა. -სხვა ვერაფერი მოიფიქრა რომ ეთქვა. კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა მაგრამ მობილური ახმაურდა და საუბარი ვეღარ გააგრძელა. -საღამომშვიდობის ბეატრის. -კაცის მშვიდი ხმა გაისმა მობილურში. -თავს როგორ გრძნობ? -გმადლობ ადრიან, კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? -მე კარგად ვარ, შენი ამბავი მაინტერესებდა. უკეთესად ხარ ესეიგი. -კი, უკვე კარგად ვარ. -ესეიგი საუბარს შეძლებ? -მოხდა რამე? -შენს სახლთან ვარ, ამოსვლა მინდა მაგრამ არ მინდა უხერხულად გამოვიდეს, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო, შეიძლება ამოვიდე? -მე... ისა... კი რათქმაუნდა, რამე მოხდა? -სერიოზული არაფერი ბეატრის. -მისი სახელი თბილი ხმით წარმოთქვა. -ახლავე ამოვალ. -მშვიდად თქვა და მობილური გათიშა. -ჯანდაბა. -გონებაში გაიფიქრა და სახეწაშლილ გელოვანს გახედა. -დათა შეიძლება რაღაც გთხოვო? -გისმენ. -მის წინ დადგა და თვალებში ჩააცქერდა. -ადრიანი უნდა მოვიდეს, მინდა რომ წახვიდე. -მაგისგამო უნდა წავიდე? -გაუკვირდა. -აქ რა დარჩენია? -ლაპარაკი უნდა. -რაზე? -არ ვიცი დათა, ამოვა და დამელაპარაკება. -გინდა რომ მაგის გამო მე წავიდე? -გეყოფა, ტრაგედიას ნუ ქმნი. -თვალები მობეზრებულად აატრიალა. -რომ არ წავიდე? -არ გინდა რა, სადაცაა ამოვა. -ამოვიდეს, ვის რას უზამს. -მხრები აიჩეჩა, სიამოვნებდა მისი წვალება. -არ მინდა რომ აქ გნახოს. -რატომ? -მან არაფერი იცის იმაზე რაც მოხდა. -საერთო ღამეზე მიუთითა ბეამ. -მაგისი რა ტრა*ის საქმეა ვისთან წევხარ? -თვალები წამოენთო. -ეგ საწოლს თუ უმიზნებს დაივიწყოს. -ნუ სულელობ გთხოვ, ადრიანი არ... -ზარი მოულოდნელად გაისმა კარზე. -დათა. -ახლა რომ წავიდე მაინც დამინახავს. -საძინებელში შედი. -მიუგო დაუფიქრებლად. -მე რა შენი საყვარელი ვარ და ქმარს ჩემს თავს უმალავ? -სიცილი ვერ შეიკავა. -კარადაშიც ხომ არ შევძვრე? -გეხვეწები დათა, ყველაფერს რატომ ართულებ? -ხმაში მუდარა გაურია, ვერც კი ხვდებოდა რატომ აწუხებდა ასე დათას იქ ყოფნა მაგრამ ახლა ყველაფერს დათმობდა რომ ადრიანს ის არ ენახა. -მხოლოდ ამ ერთხელ! -მძიმედ მიუგო, საძინებელში შევიდა და კარი ფრთხილად დახურა, დიდად დახურულს არ გავდა, დიახ ასე იყო, სივრცე მაინც დატოვა რომ მათი საუბარი მოესმინა... -იმედი მაქვს ძალიან არ შეგაწუხებ. -დარდიანად მიუგო ადრიანმა და ყვავილების თაიგული გაუწოდა. -არ მინდოდა ისე მოსვლა. -ღიმილით მიუგო და ოთახში ნელი ნაბიჯით შევიდა. -გმადლობ ადრიან მაგრამ საჭირო არ იყო. -მორიდებულად გამოართვა ყვავილები და მისაღებში შეიპატიჟა. -თავს ხომ მართლა კარგად გრძნობ? -სახეზე ფრთხილად შეახო ხელი. -წესით ტემპერატურა აღარ უნდა გქონდეს, გრილი სახე გაქვს. -როგორც კი ქალის მზერას გადააწყდა მაშინვე დაამატა. -რას დალევ? -ისე იკითხა თითქოს სახლი სულ ნაირნაირი სასმლით ჰქონდა სავსე. -არაფერს, არ შეწუხდე, უბრალოდ დაჯექი. -სავარძელზე მიუთითა კაცმა და თავადაც მის პირდაპირ ჩამოჯდა. -რატომ ხარ ასეთი დაძაბული? ცუდი საქმისთვის ნამდვილად არ მოვსულვარ. -უბრალოდ, გამიკვირდა რომ ლაპარაკი გინდოდა ასეთ დროს. -მერე იტალიაში ვბრუნდები, რამდენიმე დღით, ამიტომაც მინდოდა ახლა საუბარი. -გასაგებია. -ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, დაძაბულობას ვერაფრით იხსნიდა, იცოდა რომ კარს უკან გაშმაგებული დათა ელოდა. -ბევრს აღარ გაწვალებ, მოკლედ ვიტყვი, გავიგე რომ კომპანიაში მუშაობის დაწყება უნდა შენს მეგობარს, ამისათვის კი ჩემი თანხმობა სჭირდებათ. -თუ შენ ეს არ გინდა, პრობლემა არ არის მართლა. სხვა სამსახურს მოვუძებნი. -დაბნეულად ალაპარაკდა, აქამდე მისთვის თხოვნასაც კი გეგმავდა ახლა კი საერთოდ სხვა პოზიციას იკავებდა. -არა ბეატრის, ამიტომ არ მითქვამს. დარწმუნებული ვარ რადგან შენი მეგობარია კარგი თანამშრომელი იქნება. -ღიმილით მიუგო ალეგრომ. -ყველაფერს გავიღებდი შენ რომ ჩემს კომპანიაში გინდოდეს მუშაობა, თუმცა არაუშავს იქნებ მოგვიანებით შენი მეგობრის გვერდით მოგინდეს მუშაობა და ჩემსკენაც გადმოიხარო. -მთლად საქმიან საუბრად ვერ მიიჩნია ნათქვამი და კიდევ უფრო უხერხულად იგრძნო თავი. -დიდი მადლობა რომ უარს არ ეუბნები. -გულწრფელად გაუღიმა, უხაროდა მეგობრის წარმატება. -შენ უბრალოდ მითხარი ბეატრის, ყველაფერს გავაკეთებ რომ შენს სახეზე ასეთი ღიმილი ვნახო. -მეტი არაფერი არ არის საჭირო, მართლა. -ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს არაფერს მთხოვ, მაგრამ მინდა იცოდე რომ შენს გვერდით ვარ. -გმადლობ ადრიან. -უკვე ყელში ამოუვიდა სიტყვა „მადლობა“-ს თქმა. -მეორე საკითხს რაც შეეხება, ალბათ გაიგებდი რომ კონტრაქტის გაფორმება გადავწყვიტე. -კი და ძალიან მიხარია. -სიმართლე რომ გითხრა ზურა ბევრს ვერაფერს მისცემს ჩემს კომპანიას, უფრო კარგი შემოთავაზებებიც იყო, რომელიც ბიზნესს წინ წაწევდა მაგრამ შენნაირი ადამიანები არ ყავდათ კადრში. -ადრიან მე... -ვიცი ბეატრის, ნუ ნერვიულობ. მშვენივრად გავიგე როცა მითხარი მეგობრად გთვლიო, მაგრამ მე მინდა ვცადო და ეს შევცვალო, მაქვს უფლება რომ რამე გავაკეთო და ასეც მოვიქცევი. წვეულებაზეც გაიგებდი ალბათ. -კი გავიგე. -თუ ჯერ პარტნიორი არ აგირჩევია, მინდა რომ ჩემთანერთად წამოხვიდე. -მოურიდებლად მიახალა და საზურგეს მიეყრდნო, ყელზე არწივის სილუეტმა წამში იჩინა თავი და დიდიალბათობით მისი მხრებივით ფრთაგაშლილი შეჰურებდა ახლა ბეას სილუეტს. -მე... არც კი ვიცი რა გითხრა. -უბრალოდ მინდა ვიცოდე სხვა ვინმეს ვთხოვო თუ შენნაირი ლამაზი ქალი დამიმშვენებს გვერდს? -ადრიან მე... -კი ან არა ბეატრის. ნუ ცდილობ თავის დაძვრენას, ხომ იცი პირდაპირი პასუხები მიყვარს. -წამოვალ. -წამოსცდა გაუაზრებლად და ენაზე მთელი ძალით იკბინა. -ძალიან კარგი. -კმაყოფილება დაეტყო სახეზე კაცს. -როდესაც მოიფიქრებ კაბის ფერს შემატყობინე, ჩემი სამოსიც რომ მოუხდეს. -ღიმილით მიუგო და ფეხზე წამოდგა. -აღარ დაგაყოვნებ ბეატრის, დაისვენე და მალე გამოჯანმრთელდი. -მის წინ მდგომი ქალი კიდევ ერთხელ აათვალიერა, ცდუნებას ვერ გაუძლო და მისკენ მაინც გადაიხარა. -სახლის ფორმაშიც ულამაზესი ხარ. -მიუგო ვნებიანი ხმით, ლოყაზე ხმაურით აკოცა და ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ... -ბრავო! -ტაშით გამოვიდა გელოვანი საძინებლიდან. -პარტნიორი რა მალე იშოვნე. -სასაცილო არ არის. -ემოციებისგან დამძიმებული მიესვენა დივანზე. -გგონია მე მეცინება? -კბილებში გამოსცრა დათამ. -მაგას თავი ვინ ჰგონია? -ვინ უნდა ეგონოს? -აბა რა ყ*ეობებს ბაზრობდა? საერთოდ რამდენის უფლებას აძლევს თავს შუაღამისას ქალს თავზე რომ ადგება? თან უკვე შენს სახლთან მყოფი რომ გირეკავს ამოსვლაზე. -ეგრე შენც შუაღამისას მოხვედი და აქ დგახარ. -მე სხვა დონეზე რომ ვარ მაგას ვერ იაზრებ პატარა ქალბატონო? -თვალებში ცეცხლი აუკიაფდა დათას. -გეყოფა. -რა მეყოფა ბეა რა? ტიპი ისე გეფლირტავება ნებისმიერ მიხვდება რომ უნდიხარ. -რა სიტყვებია დათა? ან რა ისტერიკებს მიწყობ? მე და შენ არაფერი რომ არ გვაკავშირებს ერთმანეთთან იმ ერთი ღამის გარდა აზრზე ხარ? -ყველაფერი მაგაზე შორს წავა ბეა, ტყუილად იფასებბ თავს, მაგ სი*ს შენთან არაფერი გამოუვა. -ნუ ილანძღები! -თვალები დააკვესა ქალმა და ფეხზე წამოდგა. -შენ რა მოგწონს? -გამომცდელად გახედა მის წინ მდგომ ქალს, თავადაც ვერ იაზრებდა რამ გააცეცხლა. -დაკითხვაზე ვარ? -მიპასუხე! -ტონს გაუაზრებლად აუწია დათამ. -ზედმეტი მოგდის! -მოიშორე! -თორემ? -დამიჯერე, არ დამთავრდება კარგად. შენს სიახლოვეს ვერ იქნება და მითუმეტეს შენს საწოლამდე ვერ მივა ვერასდროს, მარტო ეგ კი არა... ვერცერთი კაცი! -კბილები გაახრჭიალა და სხეული უფრო ახლოს მიიზიდა. -რა სისულელეებს ლაპარაკობ? გგონია ყველა ჩემს საწოლში ჩათრევას ცდილობს? მგონი საკუთარ თავში გერევა ხალხი! -გგონია მინდა რომ ჩემთან იწვე? -ზუსტად მასეა! მაგრამ ეგ აღარ გამოვა, ის ერთი ღამე მე იქ დავტოვე შენთან ერთად, ჩემს ახალ ურთიერთობებში კი ვერ ჩაერევი, მინდა დავწვები სხვასთან მინდა არა. ჩემი არჩევანია! -ვერ დაგეთანხმები პატარავ. -ხმა მოულბა დათას. -ის ღამე წარსულში არ დარჩენილა და არც დარჩება არასდროს -ხელები მის ხერხემალზე ნაზად აასრიალა. -გაჩერდი! -მკერდზე ხელები მთელი ძალით დაარტყა და რამდენიმე ნაბიჯისთანავე კედელს მიეკრო. -რატომ გამირბიხარ? ხომ იცი რომ ისე ვეღარ იქნება, როგორც ადრე? -მათ შორის მანძიილი დაფარა და ხელებს შორის მოიმწყვდია ქალი. -ვერავინ მოგაკითხავს შუაღამისას სახლში თაიგულით ხელში, ჩემს გარდა! ვერავინ შეგეხება ისე, როგორც მე, თუნდაც ახლა რომ გეხები. -ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და ხელები მის საჯდომზე ჩამოაცურა. -ასე ვერავინ შეგეხება იმიტომ რომ უფლებას არ მისცემ! -გაჩერდი! -მისუსტებული ხმით დაიკრუსუნა და დათას თვალებში ჩააცქერდა. -მეუბნები რომ გავჩერდე, როცა სიგიჟემდე გინდა ჩემთან, ჟრუანტელი გივლის, როდესაც გეხები და მზად ხარ ჩემს მკლავებში გაეხვიო სამუდამოდ, ახლაც სიგიჟემდე გინდა ჩემთან, მაგრამ თავს არ უტყდები. იმ სი*ს მხოლოდ იმიტომ მიყვები რომ მე გამაგიჟო, მაგრამ ასე ვერ შევთანხმდებით ბეა. -ტუჩებთან ამოულაპარაკა და სწრაფად წაეტანა მის ბაგეებს, ყველაფერს რასაც ამბობდა სიმართლე იყო, ბეა არ შეწინააღმდეგებია, პირიქით კოცნაში აყვა და ამან უფრო გაახელა გელოვანი, ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული და მაგიდაზე მოწყვეტით შემოსვა. მის ფეხებს შორის მოქცეული ნაზად უკოცნიდა ბაგეებს და ხელებს მის სხეულზე დააცოცებდა. მზად იყო მისთვის ახლავე შემოეძარცვა ტანსაცმელი და კვირების წინ გასული ღამე გაემეორებინა, მაგრამ ტვინში განგაშის სიგნალი ჩაერთო და ნელა მოშორდა მის სხეულს. ბეას ისევე ამღვრეოდა სიამოვნებისგან თვალები, როგორც დათას, როგორც კი დათა გაჩერდა მაშინვე იგრძნო დაძაბულობა, რომელიც მთელ სხეულს ედებოდა.-კიდევ იტყვი რომ ჩემთან არ გინდა? -ენის წვერი ტუჩებზე კმაყოფილმა გადაისვა. -ამას რატომ აკეთებ? -მაგიდიდან ჩამოსვლას შეეცადა მაგრამ დათამ არ დაანება და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. -ორი პასუხი მაქვს იმიტომ რომ კითხვა ვერ გავიგე ასერომ ორივეს გეტყვი. 1) იმიტომ გაკოცე რომ დამერწმუნებინე, შენც ისევე გინდა ჩემთან, როგორც მე შენთან. 2)იმიტომ გავჩერდი რომ შენს თავმოყვარეობას, რომელსაც ჩემთან ყოფნის დროს ასე სწრაფად კარგავ, მე ისევე ვაფასებ, როგორც შენ. -საშინელი კაცი ხარ. -მაგრამ მაინც მოგწონვარ. -ტუჩის კუთხეში მშვიდად აკოცა და თვალებში ჩააცქერდა. -არ გაყვე იმ სი*ს წვეულებაზე. -ჩემით მანიპულირებას ნუ ცდილობ! -მის მკლავებში მომწყვდეულმა მაინც შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება. -არაფერს არ ვცდილობ, უბრალოდ გთხოვ რომ მასთან ერთად არ წახვიდე. -უკვე დავპირდი. -მოკლედ მოუჭრა და მისგან თავი დაიძვრინა. -შენი საბოლოო პასუხია ბეატრის? -მგონი პირველად დაუძახა სრული სახელი, ამას არ ელოდა, უსიამოვნოდ გაiჟღერა დათასგან მისმა სახელმა. -კი. -მისთვის არც შეუხედავს ისე უპასუხა და სავარძლის თავს დაეყრდნო. -ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე ჩვენს მეზობელზე ქმარს რომ ღალატობდა და საყვარლისგან თაიგულებს იღებდა: „ იქამდე არ მოისვენებს ეს ქალი სანამ სოსო იმ უბედურ კაცს მაგ ყვავილებს გულზე არ დაალაგებს“-ო, ზუსტად ასე იქნება შენთანაც! -მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ, ბეას არაფერი უთქვამს, საკუთარ თავზე გაბრაზებულს სიბრაზისგან უკვე კანკალებდა, თითქმის აღარაფერი ესმოდა, ვერც ის გაიგო დათა როდის გავიდა თაიგულით ხელში სახლიდან, მაგრამ ფაქტი იყო გელოვანი სახლიდან წინადადების დასრულებისთანავე გაქრა... რამ გააბრაზა? თავადაც ვერ გაეგო. ყვავილები რისთვის წამოიღო? არც ეს იცოდა. თაიგული იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო და მის კორპუსს სასწრაფოდ მოშორდა, რაღაც აგიჟებდა... შინაგან წვავდა და ეს საშინლად არ სიამოვნებდა, ყოველ ჯერზე, როდესაც მასთან მიდიოდა თავს ახსენებდა რომ ეს მისი ძმის გამო ხდებოდა, მაგრამ ასე იყო სინამდვილეში? შეეძლო ეთვალთმაქცა ამ ეჭვიანობის შესახებ მაგრამ ეს ამის ფარგლებს გარეთ იყო, სერიოზულად გაბრაზდა, როდესაც კაცმა მოაკითხა და მასთან ფლირტი გააბა. აღიზიანებდა ის ფაქტი რომ ვიღაც ბეას უმიზნებდა და მისგან თუნდაც ერთ საღამოზე გაყოლა სურდა. მართლა ფიქრობდა რომ ადრიანს მისი საწოლში ჩაწვენა უნდოდა? ამასაც ვერ იტყოდა დანამდვილებით, უბრალოდ არ სიამოვნებდა, როდესაც მის სიახლოვეს ტრიალებდა. -რა ჯანდაბა გჭირს? -საკუთარ თავს ხმამაღლა უღრიალა და ხელი საჭეზე, რამდენჯერმე მძიმედ დაარტყა. მართლაც რა ჭირდა? არავინ იცოდა... არც ბეა იყო კარგ მდგომარეობაში, ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, არ იყო ასეთი როცა კაცს მოუნდებოდა ნება მიეცა რომ ხელები ეფათურებინა მისთვის. 3 კვირა იყო გასული მათი ღამიდან და ყოველ ჯერზე, როდესაც ეხებოდა ზუსტად ის შეგრძნება ეუფლებოდა, რაც მაშინ. ვერ იტანდა საკუთარ თავს ასეთ უსუსურ და უმწეო მდგომარეობაში. გელოვანი მასზე ერთი ნაბიჯით წინ იყო, უნდოდა ეფიქრა რომ ეზიზღებოდა მაგრამ ასე არ იყო, დღეს მისი მადლიერიც კი იყო რომ გაჩერება მოახერხა და მისი თავმოყვარეობა ფეხქვეშ არ გათელა, იცოდა რომ თავად შეწინააღმდეგებას ვერ მოახერხებდა, რადგან ყოველი მისი შეხება სიამოვნების ბურუსში ხვევდა... მეგობარი სჭირდებოდა... აქ და ახლავე თუმცა ამ მომენტში მასთან საუბარიც დააკმაყოფილებდა, რამდენჯერმე დაურეკა მაგრამ კატო ჯიუტად არ იღებდა მობილურს. ცხოვრებაში პირველად არ იყო მის გვერდით როცა სჭირდებოდა, ცოტა უცნაურადაც კი ეჩვენა მაგრამ რამდენიმე შეტყობინების მერე თავი დაანება, საწოლში შეძვრა და დილამდე არ განძრეულა. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კატო მის გვერდით არ იყო და ეს ეპატიებოდა კიდეც, რადგან საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი მისი სხეულის ყოველი უჯრედით ტკბებოდა. ვინ იქნებოდა ეს თუ არა ვატო ალავერდელი, კაცი რომელსაც პირველივე დანახვისთანავე თვალი დაადგა კატომ. ზუსტად ისე იყო, როგორც გეგმავდა, რამდენიმე ჭიქის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ყველაფერი დაივიწყა და თავი მიუშვა, ამან კი ვატოს საძინებლამდე მიიყვანა... დილით გამოღვიძებულს საწოლში არავინ რომ არ დახვდა ტანში უსიამოვნოდ გასცრა და ღებინების შეგრძნებაც კი დაეუფლა. თავადაც იცოდა რომ ვატო მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა, მაგრამ საწოლში მარტო ყოფნას მაინც არ ელოდა. მთელი სხეული საშინლად სტკიოდა და თავს ზედმეტად სუსტად გრძნობდა, ნაბახუსევი მაინც თავისას აკეთებდა. იფიქრა კიდევ ცოტახანს ვინებივრებო მაგრამ ტუმბოზე დადებული ტელეფონი, რამდენჯერმე ახმაურდა და ცნობისმოყვარეობამ სძლია. ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ ვინმეს პირად მიმოწერას წაიკითხავდა. მობილური მაშინვე აანთო და ეკრანზე დატოვებულ შეტყობინებებს სწრაფად გადაავლო თვალი. „ლანა“ სახელი თავიდანვე უსიამოვნოდ მოხვდა თვალში. - „მთელი საღამო გელოდებოდი“ „რატომ გადამაგდე“ „ხომ მითხარი რომ ეს საღამო ჩვენი იქნებოდა?“ -აი აქ დაამთავრა, „მგონი ვიღაცის შეყვარებულთან ვიწექი“ მძიმედ გაიფიქრა გონებაში და როგორც იაფფასიანი კა*პა ისე წამოდგა საწოლიდან, სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი და ზეწარი საწოლს მოაშორა, ცხოვრებაში პირველად ეუხერხულებოდა იმის რაც გააკეთა, რადგან ეს კაცი შეიძლებოდა სხვისი კაცი ყოფილიყო, თითქოს შვებაც კი იგრძნო რომ ვატო საწოლში არ დახვდა, ჩუმად გაიპარებოდა და მერე ალბათ ქვეყნიდანაც წავიდოდა რომ აღარასდროს ენახა. -სადმე მიდიხარ? -კარის ზღურბლზე მიყრდნობილი ვატოს დანახვისას იგრძნო, როგორ ჩაეყარა გეგმები წყალში და თავი ძლივს გააკონტროლა რომ სახეზე უკმაყოფილება არ შეემჩნია. -მე... არა. უფროსწორად კი. -ისეთი დაბნეული ლაპარაკობდა თავადაც შერცხვა საკუთარი თავის. -კარგად ხარ? -მათ შორის მანძილი სწრაფად გადაკვეთა ვატომ. -გაუშვი! -ზეწარი ხელიდან გამოართვა და მასზე ერთი თავით დაბალ ქალს თვალებში ჩააცქერდა. კატომ პასუხი ვერ გასცა, კარგად ნამდვილად არ იყო, ძვლები ისე სტკიოდა თითქოს რინგზე იყო და 200ტონიანმა მოწინააღმდეგემ სცემა, მაგრამ თან დარწმუნებული არ იყო კონკრეტულად რაზე ეკითხებოდა. -კატო. -თბილი ხმით წარმოთქვა მისი სახელი. -რა გჭირს? ცუდად ხარ? - პასუხი არც ამჯერად მიუღია, კატომ მხოლოდ თავი გააქნია უარის ნიშნად და თითების ერთმანეთში ახლართვა დაიწყო. -რატომ ნერვიულობ? -ვერც კი წარმოიდგენდა თავდაჯერებული გოგო, რომელსაც ვერასოდეს აჩუმებდა ასეთ დარცხვენილ ადამიანად თუ გადაიქცეოდა ერთ ღამეში. -კატო, დამელაპარაკე. -საწოლზე ფრთხილად ჩამოსვა და თავადაც გვერდით მიუჯდა. -რამე გაწუხებს? -არა. -მხრები პატარა ბავშვივით აიჩეჩა. -იმის გამო ხარ ასე რომ სე*სი გვქონდა? -ცოტაც და აღებინებდა, რანაირი სიტყვა იყო. გამაღიზიანებელი და არაფრის მთქმელი. „ აი სად დაგერხა, ნა*ა ხარ და უბრალოდ სე*სი გქონდათ.“-მე რომ... მე შენთვის რომ შემემჩნია ეს არ გინდოდა, არაფერს გავაკეთებდი. -გასული ღამე გაიხსენა, მის განზრახვაში დასარწმუნებლად, რამდენჯერმე ჰკითხა უნდოდა თუ არა მასთან დაწოლა, კატოს უარი არცერთ ჯერზე არ უთქვამს. -მინდოდა. -ყრუდ ჩაილაპარაკა და კედელს მზერა გაუსწორა. -მაგრამ ალკოჰოლის ბრალი იყო, ხომ ასეა? -მძიმედ ჩაილაპარაკა ალავერდელმა, არასოდეს ყოფილა მსგავსს სიტუაციაში, არ იყო ის კაცი, რომელიც ქალს სურვილის საწინააღმდეგოდ დააკარებდა ხელს, წამით ისიც კი დაუშვა რომ ძალიან მთვრალი იყო და ვერ შენიშნა კატოს წინააღმდეგობა. -კატო მისმინე, მე... მართლა არ ვიცი რა გითხრა. -სახლში მინდა. -ცუდად ხარ? -მის არეულ თვალებს რომ გადააწყდა კიდევ უფრო მეტად აიტანა შიშმა. -ყველაფერი მტკივა, სახლში მინდა წასვლა. -თავისთვის დაიკრუსუნა და ფეხზე წამოდგა. -მე წაგიყვან, თუ გინდა მანამდე ექიმთან წაგიყვან ან არვიცი. -უკვე სისულელეების ლაპარაკს იწყებდა. -ვატო, კარგად ვარ. უბრალოდ სახლში მინდა, ჩემით წავალ გთხოვ. -ხმაში მუდარა გაურია კატომ. -ნანობ? -როგორ ამაზრზენად გაიჟღერა კატოსთვის ამ სიტყვამ ვერავინ წარმოიდგენდა, როდის იყო ბიჭები რიგითი ქალის სინანულზე დარდობდნენ. „ მეტის ღირსი ვარ, მოვინდომე თავაშვებული ცხოვრება და სხვისი კაცი შემრჩა“ -კარის ზღურბლზე გაშეშებული, გონებაში დასცინოდა საკუთარ თავს, ვატოსთვის არაფერი უთქვამს, სწრაფად ჩაირბინა კიბეები და სახლი უკანმოუხედავად დატოვა... საღამომდე ბეასაც კი არ შეხმიანებია, უკვე სადგურში რომ გაჩერდა ტრანსპორტი მხოლოდ მაშინ ამოიღო მობილური და მასთან დარეკა. -კატო... ღმერთო სად იყავი, იცი როგორ ვინერვიულე? -მეგობრის დატუქსვა დაიწყო ბეამ. -მისამართი მომწერე სად ცხოვრობ, მალე მანდ ვიქნები და მერე ვილაპარაკოთ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ავტობუსიდან ხმაურით ჩამოვიდა. -რაა? სად აქ იქნები? -ბათუმში ვარ ბექს, მომწერე მისამართი. -მე... მოიცა ახლავე, ყველაფერი კარგადაა? -სულ დაიბნა მოულოდნელობისგან. -როცა მოვალ ყველაფერს აგიხსნი. -მშვიდად დაამატა და საუბარი დაასრულა. პატარა ჩემოდანს მშვიდად მიაგორებდა ტროტუარზე, არაფერს განიცდიდა, უბრალოდ ბეას კალთაში თავის ჩადება და მთელი ხმით ტირილი უნდოდა. ბინამდე ისე მიაღწია ვერც კი გაანალიზა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც კარის ზღურბლზე გაოცებული ბეა დახვდა. -როგორ მომენატრე. -ხელები მთელი ძალით მოხვია მეგობარს და სახლი ძალით შეიყვანა. -მეც მომენატრე ბექს. -აცრემლებულმა ჩაილაპარაკა და თავი მის მხრებზე ჩამოდო. -რა გჭირს ჩემო ლამაზო? რამ გადაგაწყვეტინა ასეთი უეცარი ვიზიტი? -ისეთი რამ მოხდა ბექს, ვერც კი წარმოიდგენ. -სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა და თავი ხელებში ჩარგო. -მომიყევი. -შეშინებული მიაჩერდა, არასდროს უნახავს ასეთ მდგომარეობაში. კატომ თხრობა დაიწყო, მთელი 2 კვირის განმავლობაში მათი ურთიერთობა საკმაოდ კარგ ფაზამდე მისულა, იქამდე სანამ დილით ნანახმა მესიჯებმა ყველაფერი არ გააფუჭა. -მეგონა მოვწონდი, თურმე სად მძინავს, ქალი ჰყოლია. -ეგ ნაბი*ვარი! -გაბრაზებულმა ამოთქვა და მეგობარი სხეულზე მიიკრო. -არ ინერვიულო რა, ყველაფერი კარგად იქნება ხომ იცი. -სამსახურში მორიგე უნდა ვყოფილიყავი, მომკლავს უფროსი. მაგრამ აღარც მაგისი ნერვები მაქვს, თბილისში ვერ გავჩერდებოდი. -თვითონ ვატოს რატომ არ ააფარე სახეზე მობილური? ეგრევე თავზე უნდა დაგეფშვნა. -მას ჩემთვის არც სიყვარული აუხსნია და არც რამეს დამპირებია, პასუხი როგორ მომეთხოვა. -ეს დაქალები ამ უხეიროებს სად გადავეყარეთ? -შეწუხებულმა ამოთქვა და ხელი მის თმებში ახლართა. -იცი როგორ მეძინება? მინდა რომ აღარ გავიღვიძო. წამოსვლამდე საათზე დიდხანს ვბანაობდი, ასე მეგონა საშინლად ბინძური ვიყავი. -დამშვიდდი კარგი? ახლა გამოიძინე, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. -ღიმილით დაამშვიდა მეგობარი და საძინებელში შეუძღვა. -საკუთარ საწოლში დაიძინე და როდესაც გაიღვიძებ შენი ახალი ცხოვრება დავგეგმოთ. -ეს ის ოთახია რომ მიყვებოდი? -საცოდავად ამოიკრუსუნა და მცენარეებით სავსე ოთახს თვალი მოავლო. -ხო, როგორც დაგპირდი. შენი „ცოცხალი“ ოთახი. როგორც თბილისში. -ძალიან ძალიან მიყვარხარ მართლა. -უკვე პატარა ბავშვივით ტიროდა კატო. -მეც ძალიან მიყვარხარ. -ღიმილით მიუგო ბეამ. -გამოიძინე, მერე მართლა გემრიელად ვიჭორაოთ. -დაამშვიდა და ოთახიდან მშვიდი ნაბიჯით გავიდა. *** თუ გეტყვით რომ მომდევნო 5 დღის განმავლობაში ვატო გიჟივით დაეძებდა კატოს დამიჯერებთ? დიახ ასე იყო. სამსახურშიც მიაკითხა, სახლშიც მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. მისმა უფროსმა აქეთ გამოლანძღა რომ ვიცოდე სად არის თმებით ვათრევდი და აქ მოვიყვანდიო. აი სად დაერხა, მანაც ძმაკაცის ბედი გაიზიარა... -შე*ემა გოგო როგორ დაკარგე? -შენ როგორ დაკარგე მაგ გოგოს დაქალი? -გაბრაზებულმა ჩაჰყვირა მობილურში. -კარგი, კარგი. რა გინდა რომ გავაკეთო? -მინდა რომ ბეას ჰკითხო, იქნებ რამე იცოდეს. -ბეას არ ველაპარაკები. -მოკლედ მოუჭრა მეგობარს. -აი მაგარი ყ*ეზე ახლა შენ თუ სიამაყის ზენიტში ხარ გაიგე? მიაკითხე და კითხე სადაა. -საიდან მოიტანე რომ მეტყვის? -გექნება რაიმე ხერხი რომ ათქმევინო, კატოს უნდა ველაპარაკო, დღესვე უნდა გაიგო სადაა! -გადაჭრით უთხრა მეგობარს და საუბარი დაასრულა. -ესღა მაკლდა. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და სიამაყის მეხუთე საღამოს რქები დაიმტვრია. ჩვეული თავდაჯერებულობით დაადგა გზას, რომელიც უკვე ზეპირად იცოდა, მას გაბრაზებული იყო, ეს ფაქტია. რას ეტყოდა? გამარჯობა ბეა, კატოს ვეძებთ მე და ჩემი ძმაკაცი და თუ მეტყვი სად არის მაგრად დამავალებ? თავი ათასი ფიქრით ჰქონდა სავსე. ვერც წარმოიდგენდა თუ ყველაზე უარესით დაიწყებდა. -შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -როგორც კი მის სილუეტს მოჰკრა თვალი მაშინვე თვალები წამოენთო. -არ გინდა ახლა ეს თავის დაფასება რა. -მშვიდად მიუგო. -შენს გამო არ მოვსულვარ. -აბა რა გინდა? -გაუკვირდა. -სხვა რის გამო უნდა მოსულიყავი? -ამჟამად კატოა ჩემი პრობლემა. -რაგინდა? -მისმინე, ვიცი რომ გეცოდინება რაც მოხდა. ვატო, რამდენიმედღეა ეძებს და ვერ პოულობს, მასთან ლაპარაკი უნდა. -წავიდეს და თავის ლანუცის ელაპარაკოს. -კბილებში გამოსცრა ქალმა. -ლანუცი ვინ არის? -ის ქალი, რომელსაც იმ ღამეს უნდა შეხვედროდა, რომელიც კატოსთან ერთად გაატარა! -ერთი წუთით, შენ გინდა მითხრა რომ... მოიცა ვერ გავიგე რისი თქმა გინდა. -სულ დაიბნა გელოვანი, ვატოს ასეთს არ იცნობდა და იცოდა რომ ასეთი არ იყო. -იმის თქმა მინდა რომ ჩემი მეგობრის გამოყენება არ შერჩება, კატო კა*პა არ არის! -ეგ არავის უფიქრია ბეა, არც ვატოა ნაბი*ვარი, რომელიც ქალს მასე მოექცეოდა, ალბათ რამე ისე ვერ გაიგეთ. -ყველაფერი სწორად გავიგე! -ზურგს უკან კატოს ხმა მოესმა ბეას. -იცი რაც მოხდა, ვატო მოგიყვებოდა. -ვიცი კატო. -მშვიდად მიუგო. -დილით, როდესაც გავიღვიძე მისი მობილური ახმაურდა, შეტყობინებების ზღვა წამოვიდა ვიღაც ლანასგან. ვაღიარებ ეკრანზე მოსული შეტყობინებები წავიკითხე. საკმაოდ რომანტიული შინაარსის შეტყობინებები იყო და ყველაზე უარესი მაინც რა არის იცი? ვატოს არ უთქვამს რომ ურთიერთობაში იყო და ასე უდარდელად გამოვედი წლის იაფფასიანი ძუ*ნა. -კატო მისმინე, ჭკვიანი გოგო ხარ და ვატოსაც ასე თუ ისე გაიცნობდი, ვატო არ არის ურთიერთობაში, რომ იყოს მეცოდინებოდა. -მშვიდად განმარტა და უარესად დაბნეული მიაჩერდა გოგონას. -შენც მაშინვე მეტყოდი სიმართლეს არა? -მწარედ ჩაეცინა კატოს. -არაფერი მინდა მისგან, უბრალოდ ასე არ უნდა მომქცეოდა, იაფფასიან ძუ*ნად არ უნდა გამოვეყვანე. სიმართლე უნდა ეთქვა. -მათ შორის მანძილი დაფარა და ჩუმად ამოთქვა-აქამდე ბეასთანაც შენს მხარეს ვიყავი იციი, ახლა კი ვოცნებობ ადრიანთან ბედნიერი იყოს და შენ სამუდამოდ მოგიშოროს. -ხმის ამოღება აღარ აცადა მაშინვე ცხვირწინ დაუხურა კარი და ზღურბლს იქით დატოვა გაოცებული გელოვანი... *** -გისმენ. -პირველივე ზარზე გაისმა ვატოს ხმა. -ვინ ჯანდაბაა ლანა? -მთელი ხმით ჩასძახა მობილურში. -ვინ ლანა? -მერავი შე*ემა ვინ ლანა? კატოს უნახავს მისი მესიჯები და ბათუმში ჩამოსულა ბეასთან. -მოიცა, მოიცა ბათუმშია? -მარტო ეგ გაიგე? დასჯილი ბავშვივით დამაყენეს კუთხეში და შენს მაგივრად გამომლანძღეს. კატოს ჰგონია რომ ურთიერთობაში ხარ და არ უთხარი, ის კი იმაზე დარდობს რომ ვიღაცის ურთიერთობაში მესამე პირია და იაფფასიანი ძუ*ნასავით მოექეცი. -ბიჭო არ მეგონა მაგ საღამოს კატოს თუ ვნახავდი, ცოტახანს ვხდებოდით მე და ლანა და სალაპარაკოდ დავიბარე, მერე კატო ვნახე და ეგ სულ გადამავიწყდა. რა ურთიერთობა, რა შეყვარებული. არაფერი მაქვს მსგავსი. -ჩამოენ*რიე ბათუმში და ეგ გოგოს აუხსენი, მე რას მიხსნი. -მისამართი მომწერე, ხვალ დილასვე წამოვალ. -უთხრა გადაჭრით და მობილური გათიშა. -საით ძამიკო? -ოთახში ნელი ნაბიჯით შემოვიდა ნენე. -ბათუმში მივდივარ. -მოხდა რამე? -გოგოს ვაწყენინე. -მძიმედ ჩაილაპარაკა და თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო. -შეენ? -თვალები დააკვესა. -რა ჩაიდინე? -რაღაც ისე ვერ აეწყო და ჰგონია რომ გამოვიყენე და სხვა ქალს ვხვდები. -და ასეა? -ნენე! თითქოს არ მიცნობდე, ხომ იცი რომ ქალის პატივისცემა არ მეშლება? -უბრალოდ ვიკითხე ვატო, დამშვიდდი. -თვალები მობეზრებულად აატრიალა. -ხვალ მივალ და სიტუაციას აუხსნი. -მეც რომ წამოვიდე? -ბათუმში? -ჰო. -კარგად ხარ? -დას მიუბრუნდა ვატო, ჩვეულებრივზე ნაღვლიანი ეჩვენა. -ნიკა მაინც უარს ამბობს ჩემს ნახვაზე, ცხოვრებას ვერ შევწყვეტ. ამ ზაფხულს არსად ვყოფილვარ, თბილისში ჩავრჩი. ახლა მაინც ჩავისუნთქავ ბათუმის ჰაერს. -კარგი, მაშინ ჩაალაგე ნივთები. -მის ნებას დაჰყვა ალავერდელი. -ის გოგო... ვითანაც მიდიხარ. -მცირე პაუზა გააკეთა და ძმის რეაქციას დააკვირდა. -მნიშვნელოვანია შენთვის? -თუ იმას მეკითხები მიყვარს თუ არა, გეტყვი რომ არა. ცოტახნისწინ გავიცანი, მაგრამ ძალიან მომწონს. -გასაგებია, ესეგი სარძლოა? -ბაგე ღიმილმა გაუპო ნენეს. -შეიძლება, ოღონდ ეგ თავად მას არ უთხრა. -ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო სიჩუმის ნიშნად. -კარგი. -ნენემაც იგივე გაიმეორა და მხიარულად აირბინა კიბეები, ბედნიერი იყო იმით რომ ვიღაცას მაინც შერჩა მიზეზი სიხარულისთვის... *** -ოღონდ შენ არა! - თვალები მობეზრებულად აატრიალა კატომ, როდესაც ზღურბლზე ალავერდელი შენიშნა. -გთხოვ რა, ამახსნევინე სიტუაცია. -არაფრის ახსნა არ არის საჭირო, მე არ ვდგამ „სწენკას“ ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცასთან ვიწექი. -მე მინდა საუბარი კატო და ამ მომენტში შენს აზრს დავაიგნორებ. -კარს ხელი ძლიერად შეაშველა და სახლში ძალით შევიდა. -ბეა... -ვიცი რომ იმ იტალიელთან ერთად წავიდა. -სიტყვა შეაწყვეტინა ვატომ. - არ გინდა ეს მიზეზები. -ვატო წადი. -დაჯექი კატო, უნდა აგიხსნა ის რაც მოხდა. -მის პირდაპირ დადგა და თვალებში ჩააცქერდა. -არ მინდა! -კარგი ასე ვილაპარაკოთ. -მხრები აიჩეჩა. -გავიგე რაღაც სისულეებით გამოგიჭედავს ტვინი და მერე შენც დაგიჯერებია. -არც ისეთი სისულელეებია,როგორც გგონია. -შენ გგონია რომ შენთან გასართობად ვიწექი, როგორ არ არის. -გეყოფა რა, არ გვინდა ახლა სინდისის დასამშვიდებლად თავის მართლება. -კატო, შენიაზრით მე რომ მხოლოდ გართობა მდომოდა მაგარი ფეხებზე არ დავი*იდებდი უკვე ჩემს მკლავებში მოქცეულს გინდოდა თუ არა ჩემთან? გკითხავდი დარწმუნებული იყავი თუ არა? ან რამე მსგავსი. -ერთ რაღაც მკითხა და ყელში ამომადინა. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და ზურგი აქცია. -კატო! გეყოფა ასე მოქცევა. მე მქონდა ლანასთან ურთიერთობა, მოგვწონდა ერთმანეთი და იყო ვნებაც, მაგრამ არც მიფიქრია რომ იმ ღამის შემდეგ მასთან რაიმე გამეგრძელებინა. -მაშინ რატომ გწერდა? მე ვფიქრობ ცეცხლოვანი ღამე წაგართვით და უდიდეს სიამოვნებას მოგწყვიტე, ამის მაგივრად ერთი უბრალო, გამოუცდელი გოგო შეგრჩა, რომლისგანაც იგივე ვერ მიიღე. -ხმა აღარ ამოიღო! -კბილებში გამოსცრა ვატომ. -რა სისულელეებს ლაპარაკობ აზრზე ხარ ვაბშე? -შენ თუ ხარ იმის აზრზე მე როგორ ვიგრძენი თავი? ბოლო 5 დღეა საკუთარ თავზე წარმოდგენა მინუსებში მაქვს და თავი მაგარი კა*პა მგონია. -კატო! საკუთარ თავს მსგავსი რამ აღარასდროს უწოდო, ყოველშემთხვევაში მაშინ, როცა ჩემთან ხარ! -უკვე ტონს უწევდა ვატო. -ლანას უნდა შევხვედროდი და მეთქვა რომ ყველაფრის დასრულების დრო იყო, მერე შენ გნახე და ვიღას ახსოვდა ლანა? ამიტომაც მწერდა. -რატომ უნდა დაგიჯერო? -შენ რატომ არ გინდა რომ დამიჯერო? შენთან ყოფნა მომწონს კატო, თუნდაც ჩემთან არ გაგეტარებინა ის ღამე იცი რომ მომწონხარ და მაგ ურთიერთობას ისედაც დავასრულებდი, რატომ ცდილობ პრობლემის მოძებნას? გამომართვი ტელეფონი და დარეკე თუ გინდა მის ნომერზე, დაელაპარაკე და გამოკითხე ყველაფერი. -მობილური დაუფიქრებლაად გაუწოდა. -არ მინდა. -ცხვირი აიბზუა ქალბატონმა. -მჯერა. -დარწმუნებული ხარ? -კი. -მაშინ, იმ ღამეზე უნდა ვილაპარაკოთ. -არა, არა და არა. -ოღონდ მისთვის ყველაზე უხერხულ თემას არ შეხებოდა, ამისთვის ალბათ ყველაფერს დათმობდა. -კატო, უნდა ვიცოდე. -მისი სახე ხელებში მოიქცია და მშვიდად განაგრძო საუბარი. -ნანობ? -არ გინდა. -მისგან თავის დაძვრენა სცადა მაგრამ ამაოდ. -არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ პასუხი მაინტერესებს. ნანობ? -ვატო... -მიპასუხე! -არა. -ანუ არ ნანობ? -არა! -როგორ იფიქრე რომ გასართობი იყავი ჩემთვის? -შუბლზე ტუჩები მიაკრო და სხეულზე მიიხუტა მის წინ მდგომი ქალი. -იცი როგორც ვიფიქრე და არ ამახსნევინო. -მის ხმაში გაბრაზება მაინც შეიმჩნეოდა. -კარგი, კარგი. -დანებების ნიშნად ხელები აწია ვატომ. -ოღონდ შენ არ გაბრაზდე თორემ სხვა ქალაქში მართლა გამიჭირდება შენი პოვნა. -ნუ დამცინი! -შენ კი არა საკუთარ თავს დავცინი, ამხელა კაცი უბნიდან უბანში მარბენინე რომ მეპოვნე. -ნუ გამაბრაზებდი და არაფერი მოხდებოდა, არც ბათუმში ჩამოსვლა არ მოგიწევდა. -აქ ჩამოსვლაზე გამახსენდა, მარტო არ ჩამოვსულვარ. -ახლა არმითხრა რომ ის ლანა ჩამოიყვანე თორემ ფანჯრიდან გაგისვრით ორივეს. -არა ტო, ვინ ლანა. ჩემი და ჩამოვიყვანე, ნენე. შენი გაცნობა უნდოდა თუ წინააღმდეგი არ ხარ. -მართლა? -ისე გაუბრწყინდა სახე თითქოს ლატარიის მომგებიან ბილეთს სჩუქნიდნენ. -ხო, მიდი ჩაიცვი და გავიდეთ სადმე, ნენესაც გავუვლით და ერთმანეთსაც გაგაცნობთ. -კარგი. -ღიმილით მიუგო და საძინებელში სირბილით შევიდა... *** -აქ რატომ მოვედით? -ტანსაცმლის მაღაზიის წინ რომ შეჩერა ადრიანმა მანქანა მხოლოდ მაშინ მოახერხა კითხვა. -შენ კაბაც კი არ გიყიდია, ასე როგორ წამოვხვალ წვეულებაზე? -ღმერთო. -სახეზე დარცხვენილმა მიიფარა ხელები. -მაპატიე, მე კატოს ამბებით ისე ვიყავი დაკავებული სულ გადამავიწყდა. -არაუშავს, მივხვდი. -დაამშვიდა კაცმა და შენობაში მასთან ერთად შევიდა. -შენ საიდან გაიგე რომ კაბა არ მქონდა ნაყიდი? -კატომ მითხრა. -სასაცილოდ წარმოთქვა მისი სახელი. -კარგი შეგიძლია გაიცინო, ქართულ სახელებთან ჯერ ისევ სუსტად ვარ. -კატოს მოვკლავ. -პირიქით, უნდა გიხაროდეს თორემ ხვალ ჯინსის შორტებით მოგიწევდა წამოსვლა. -შორტების სეზონი აღარ არის. -ეს შენ როდიდან გაკავებს? მახსოვს როგორ გაცივდი წვიმაში სიარულისგამო. -ნიშნისმოგებით უთხრა კაცმა და მისი თავი კონსულტანტს ჩააბარა. საათზე მეტი დაჰყო მაღაზიაში, ადრიანისთვის რომ გეკითხათ ყველა კაბა უხდებოდა, რომელიც ეცვა. თეთრი,წითელი,მწვანე,შავი, ვერცხლისფერი და საბოლოოდ ყვითელიც კი. ბოლოს არჩევანი შავი ატლასის კაბაზე შეაჩერა, ზურგზე თასმებით რომ იკვრებოდა და მკერზე მცირე დეკოლტე ჰქონდა, თავიდან კი იფიქრა ზედმეტი იქნება ასეთი საღამოსთვისო მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს შერჩა ხელში. კულმინაციურ მომენტამდე ზუსტად 24საათი რჩებოდა... ადრიანი ისედაც მოხიბლული რომ იყო მისით ამაზე აღარავინ დაობდა, მაგრამ იმ საღამოს, სახლთან რომ მიაკითხა მის სახეზე ეს ბეამაც შეამჩნია. -რომ გითხრა ქალღმერთს გავხართქო დამიჯერებ? -ლოყაზი ტუჩები მიაკრო და ყუთან ხრინწიანი ხმით უჩურჩულა კომპლიმენტი. -გმადლობ ადრიან, შენც ძალიან კარგად გამოიყურები. -დარწმუნებული ვარ მე იქ არც გამოვჩნდები.- მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მანქანის კარი გააღო და როგორც კი ქალი შიგნით მოთავსდა თავად მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ადრიანი არ შემცდარა, წვეულებაზე მისვლისთანავე არ წყდებოდა საუბარი ბეატრისის შესახებ, ხალხს ლამაზი სახე ყოველთვის მოწონს მაგრამ, როდესაც სახის უკან ლამაზი სულია, ამასს კიდევ უფრო მეტი ეტრფის. ისე ამაყად მიაბიჯებდა წითელ ხალიჩაზე მამაკაცთან ერთად თითქოს ბაღის ზეიმზე ყოფილიყვნენ, ირგვლივ არაფერი ადარდებდა, იმ მომენტში საკუთარი წარმატება ახარებდა. -ანაა, როგორ მომენატრე. -თბილად მოიკითხა ძველი მეგობარი ბეამ. -მეც ძალიან მომენატრე, ბოდიში რომ ვერ მოვახერხე შენი ნახვა. -არაუშავს, მთავარია ახლა აქ ხართ, ეს ადრიანია. -ინგლისურად განაგრძო საუბარი. -ადრიან ეს ჩემი მეგობარი ანაა, ნოდოს საცოლე. -სასიამოვნოა. -ღიმილით ჩამოართვა კაცმა ხელი. -ჩემთვისაც. -არც მან დააკლო სიმპათია კაცს. -სექსუალურია. -ჩუმად გადაულაპარაკა ბეას და ხელით ჰაერში მარაო გამოსახა. -გეყოფა! -მხარზე უპწკინა მეგობარს. -არ არის სასაცილო. -კარგი, კარგი -დანებების ნიშნად ხელები აწია და მაგიდასთან ადგილი დაიკავა. -ადრიან, აურორა რატომ არ წამოვიდა? იტალიაში დარჩა? -არა, აქ არის, მოგვიანებით შემოგვიერთდება პარტნიორთან ერთად. -სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა და მალევე დაამატა. -აი ისიც. -კარისკენ ანიშნა ბეას და სანამ მიუახლოვდებოდნენ კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. -ჩემი დის ორ დღიან ურთიერთობებს ვერ ვეგუები. -განუმარტა გაოცებულ ბეას და დას სიხარულით დახვდა. -ადრიან გაიცანი, ეს დათაა. საკმაოდ მსხვილი ღვინის ბიზნესის მფლობელი საქართველოში. დათა ეს ჩემი ძმაა ადრიანი. -ერთმანეთი გააცნო და ღიმილით დაიკავა ადგილი ძმის გვერდით. -სასიამოვნოა მეგობარო. -ნაძალადევი ღიმილით მიუგოადრიანმა და ხელი ჩამოართვა. -ჩემთვისაც. -არც მას დაუკლია ემოცია ადრიანისთვის. მთელი საღამო, ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც სანამ მაგიდასთან მყოფნი „შეზარხოშდებოდნენ“ საშინლად მოწყენილი იჯდა ბეა, ყველაზე მეტად მაშინ ეტყობოდა ეს სახეზე, როდესაც აურორას სხეულზე გელოვანის ხელებს შენიშნავდა. გულახდილად რომ ითქვას საკმაოდ გაბედულად უფათურებდა დათა გვერდით მჯდომ ალეგროს ხელებს, საერთოდ არ ადარდებდა რომ იქვე გვერდით მისი ძმა იჯდა და შეეძლო სასმლის ბოთლი თავზე დაეფშვნა. -ორი წუთით გავალ. -დათას ხელი მის ბარძაყზე რომ შენიშნა თავი ვეღარ შეიკავა და დარბაზიდან უკანმოუხედავად გავიდა მცენარეებში ჩაძირულ ტერასაზე. -კარგად ხარ?- თითქოს შეატყო რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაშინვე უკან მიჰყვა ადრიანი. -კი, უბრალოდ შიგნით ჰაერი აღარ მყოფნიდა. -ეს აიღე, აქ გრილა. არმინდა რომ ისევ გაცივდე. -პიჯაკი მხრებზე მოახურა და მის პირდაპირ დადგა. -ანერვიულებული ჩანხარ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კაცმა. -მოხდა რამე? -ადრიან მე... მე არ მინდა რომ გატყუებდე. -რას გულისხმობ? -ის ბიჭი დათა... დათა... -სიტყვა შეუაზე გაუწყდა, რა უნდა ეთქვა ჩემი ერთი ღამის პარტნიორიაო? ერთხელ ვიწექი მასთან და ეგ არისო? ამ ყველაფერს დეტალური ახსნა სჭირდებოდა. -ვიცი. -მშვიდად ჩაილაპარაკა კაცმა. -ამის გამო დარდობ? -შენ... საიდან? რა? ანუ როგორ? -დამშვიდდი ბეატრის, ქალი ხარ, რომელიც მომწონს ამიტომ შენს შესახებ ყველაფერს გავიგებ ყოველთვის. -ოდნავადაც არ შეუცვლია ტონი, ისევ ისეთი მშვიდი და თბილი ხმა ჰქონდა, როგორც მანამდე. -რატომ არ მითხარი არაფერი ? -ცრემლიანი თვალები მიანათა მის კუნაპეტ შავ თვალებს. -შენ რატომ არ მითხარი? -ეს ჩახლართული ამბავია. -მხრები აიჩეჩა. -არ მინდოდა არასწორად გეფიქრა ჩემზე. -ეს აღარ თქვა!შენზე წარმოდგენას იქამდე არ შევიქმნი სანამ ისტორიის შენს მხარეს არ მოვისმენ. ახლა შენ იმაზე ნერვიულობ რომ ის ჩემს დასთან ერთადაა, ამაზე ნუ დარდობ, ჩემს დას იტალიაში ელოდებიან. -ელოდებიან? ანუ ის... -ჰყავს ვიღაც, ის ზედმეტად ბიზნესისკენ გადახრილი ქალია, დათა ვერასდროს მისცემს იმას რაც მას სჭირდება, რამდენიმე ღამეს გაატარებს მასთან და შემდეგ ახალს იპოვის. -შენ ეს არ გაწუხებს? -ამ მომენტში შენი მდგომარეობა უფრო მაწუხებს, ჩემი და სულ ასე იყო, მივეჩვიე მის ქცევებს. -მაპატიე რომ თავიდანვე არ გითხარი ყველაფერი. -გიყვარს? ამიტომ მითხარი უარი ურთიერთობაზე? -არა, მე... არც კი ვიცი რა გითხრა. იქნებ ერთ დღეს ისტორია თავიდან ბოლომდეც მოგიყვე. -ანუ არ გიყვარს? -რაღაც მიზეზების გამო მიჯაჭვული ვარ მასზე. -გასაგებია. ერთ თხოვნას შემისრულებ ბეატრის? -თუ შემიძლია. -მხრები აიჩეჩა. -ერთი ცეკვა მაჩუქე სანამ საღამო დამთავრდება. -იმედიანი მზერით გახედა და ქალისგანაც თანხმობა რომ მიიღო დარბაზში მასთან ერთად შევიდა. მუსიკამ არ დააყოვნა, მაშინვე სხეულზე აიკრო ქალი და თავი მის ყელში ჩარგო, ხელები წელზე მშვიდად ჰქონდა მოხვეული და მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა, თითქოს სამომავლოდ შენახვას გეგმავსო. წამით დათასკენაც კი გააპარა თვალი, გამარჯვებული სახით ისე ამაყად შეჰყურებდა სახეალეწილ ბიჭს გეგონებოდათ მთელი სამყაროს მბრძანებელი გახდა. ან იქნებ ასეც იყო? ყველაზე მეტად რაც სურდა მკლავებში ჰყავდა მოქცეული და სხეულზე იმდენად ძლიერად ჰყავდა აკრული ვინმე იფიქრებდა მის წართმევას აპირებენ და იცავსო. -შენი სურნელი... ალბათ სამუდამოდ ჩამრჩება გონებაში... -ყურთან უჩურჩულა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო. -ადრიან... ხალხი გვიყურებს. -უხერხულად შეიშმუშნა ბეა მის მკლავებში. -ხალხი არა, მხოლოდ დათა გვიყურებს, დამიჯერე. -ხელი მის ზურგზე ნაზად აასრიალა და თავი ისევ მის სხეულში ჩამალა. -უხდებიან. -გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა აურორა წყვვილს. -ეგ აღარ თქვა! -კბილებში გამოსცრა დათამ. -არ მითხრა რომ მაგ გოგოზე გიჟდები. -სიცილი ვერ შეიკავა. -ესეიგი ამ გოგოს გამო ჩამოხვედი ბათუმში? -სასაცილო არ არის. -ვეჭვობ ჩემი ძმისკენ უფრო იხრება ვიდრე შენსკენ, მეც ასე მოვიქცეოდი მის ადგილზე. -რატომ? -Anger issues გაქვს საშინელი, ძალიან ფიცხი და ბრაზიანი ხარ. ჩემი ძმა მშვიდია, ქალებს, როგორც ნაზ არსებებს ისე გვექცევა. -ანუ მე ცუდი ხასიათი მაქვს? -ქალებს მოწონთ რომ უფრთხილდებიან, შენ საწოლშივე შეგამჩნიე ეს ხასიათი. -საწოლში მამაკაცებს ხასიათს ურჩევ? -ზოგადად გემჩნევათხოლმე. -მხრები აიჩეჩა. -აბა რა გინდოდა ქალიშვილი გოგოსავით მოგქცეოდი? -ჩემზე ნუ გადმოგაქვს შენი ბრაზი. -ღიმილით უთხრა აურორამ. -შენნაირი ბევრი მყოლია, მე ვერც სიუხეშით დამაკლებთ ვერაფერს და ვერც ტკბილი სიტყვით, ქალს თუ არ უნდიხარ ეს ისევ შენი პრობლემა, რომელიც საკუთარ თავში უნდა მოძებნო. -ნამდვილი ძუკნაა -გაიფიქრა გონებაში და მხიარულად მოცეკვავე წყვილს გახედა, ბეას უკვე სითამამე ეტყობოდა, ამაზე კიდევ უფრო გიჟდებოდა. კაცთან ისეთი სიახლოვე ჰქონდა თავად რომ არ ღირსებია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მორჩა, გადაწყვეტილი ჰქონდა, წვეულებიდან ადრე წავიდოდა და სახლთან დაელოდებოდა, ეს იყო ახლა მისი გეგმის მთავარი ნაწილი. -არ შეგცივდეს, დაიტოვე პიჯაკი. -ღიმილით მიუგო კაცმა, როდესაც გარეთ გავიდნენ. -და შენ? -მე არ შემციივდება. -მანქანაში მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, კატოს ნომერი აკრიფა და მომლოდინედ მიაყურადა მობილურს. -გისმენ ბეა. -კატოს მშვიდი ხმა გასიმა ტელეფონში. -15-20 წუთში სახლში ვიქნები, კარი გამიღე და ძილს თუ აპირებ მერე დაიძინე კარგი? -გასაღები არ გაქვს? -უხერხულად შეიშმუშნა კატო მობილურს მიღმა. -არა, ვერ ვიპოვე და პირდაპირ წამოვედი, გააღე და მეც მალე მოვალ. -გავაღებდი... სახლში რომ ვიყო. -რაა? აბა სადხარ? -ხომ იცი... მე და ვატომ ურთიერთობა მოვაგვარეთ. -ვიცი და ძალიან მიხარია მაგრამ ეგ მე როგორ მეხება? -სახლში არ ვარ ბექს, გარეუბანში ვართ მე და ვატო. -მეღადავები? -აღმოხდა გაოცებულს და ადრიანის კითხვისნიშნით სავსე თვალებს რომ გადააწყდა ისევ მობილურს მიუბრუნდა. -სად წავიდე ახლა მე? -ბოდიში, მემეგონა გასაღები გქონდა. -მანქანა გააჩერე ადრიან. -ინგლისურად მიუგო და ისევ კატოს მიუბრუნდა. -გაერთე, სასტუმროში დავრჩები. -სწრაფად მიაყარა და საუბარი დაასრულა. -მოხდა რამე? -სახლის გასაღები არ მაქვს, კატო კი სახლში არ არის, ნებისმიერ სასტუმროში დამტოვე, დღეს იქ დავრჩები. -რას ამბობ? დაღლილი ხარ, თანაც არც ტანსაცმელი გაქვს. -არაუშავს, როგორმე გადავიტან ამ დღეს. -მხრებო აიჩეჩა და დაღლილი მიესვენა საზურგეზე. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა ადრიანმა ერთმანეთის მიყოლებით რომ დაუქროლა, რამდენიმე სასტუმროს და გაჩერება ჯიუტად არ იკადრა. -სად მივდივართ? რამდენიმე სასტუმრო იყო აქ. -ჩემთან მივდივართ, ამაღამ ჩემი სტუმარი იქნები. -არა ადრიან, შენი შეწუხება არ ღირს, აქვე გამიჩერე და სასტუმროში დავრჩები. -ბეატრის, დამშვიდდი. ყველაფერზე ასე ნუ ნერვიულობ, სახლში მივიდეთ, აურორას ტანსაცმელს მოგცემ, მშვიდად მიიღებ შხაპს ან არ მიიღებ, დაისვენებ და დილით ისევ სახლში წახვალ. როდესაც გაქვს ალტერნატიული საშუალება რატომ არ იყენებ? -ნაწყენი ხმა ჰქონდა აშკარად. ბეამ აღარაფერი უპასუხა, მის თავაზიანობას ენდო, იცოდა პატარა ქუჩის ბიჭი არ იყო რაიმე სისულელე რომ გაეკეთებინა. მალევე მიადგნენ ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ზღვის ხედიან ვილას. ყვავილებით მორთულ ეზოს, რამდენიმე ქანდაკება ამშვენებდა, ირგვლივ მწვანე გაზონი ფერადი ყვავილებით იყო სავსე, რომელიც ეზოს სახლამდე მიუყვებოდა. სახლიც საკმაოდ გემოვნებიანად მოეწყოთ იტალიურ სტილში, რაც გულისხმობდა ძვირდაღირებულ, გემოვნებიან,კლასიკურ, მინიმალისტურ და ხარისხიან ავეჯს. როგორც იტალიელებს სჩვევიათ სახლი თითქმის ცარიელი იყო ავეჯისგან მაგრამ ამ სიცარიელეს ქანდაკებები და ყვავილები ისე ავსებდა სიცარიელის აღქმა სრულად დაგავიწყდებოდათ. -რა ლამაზი სახლია. -აღმოხდა აღფრთოვანებულ ბეას. -აურორას დიზაინია, ყველაფერი ისეა, როგორც მას სურდა. -იდეალურად აქვს ფერთა შეხამება და ნივთების წყობა. -ერთ დროს ეს იტაცებდა, სანამ ბიზნესით დაინტერესებდებოდა. -ნამდვილად კარგად გამოსდის. -ასეა. -კვერი დაუკრა კაცმა. -დალევ რამეს? თუ პირდაპირ ძილი გირჩევნია? -რასაც შენ დალევ იგივეს მე. -ადრიანს საკმაოდ გაუკვირდა მისი პასუხი, ნამდვილად არ ელოდა. -მაშინ ჩემს საყვარელ ვისკის შემოგთავაზებ. -სამზარეულოდან ვისკის ბოთლი და ორი ჭიქა გამოიტანა. -შეიძლება ჰაერზე რომ გავიდეთ და იქ დავლიოთ? -ხო რათქმაუნდა, ტერასაზე გავიდეთ. -ღიმილით მიუგო და ქალი ბაღში პირველი შეუშვა. -ხომ კარგად ხარ? -ამოსუნთქვის გარეშე რომ გამოცალა ჭიქა უფრო მეტად დაეჭვდა ადრიანი. -გამბედაობას ვიკრებ რომ ჩემი ისტორია მოგიყვე, რომმელიც ვიცი რომ ძალიან გაინტერესებს. -მაინტერესებს, მაგრამ არ მინდა თავი ცუდად იგრძნო. -მე კი არ მინდა, როგორც მე*ავს ისე მხედავდე. -მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. -ეგ საერთოდ რა ნათქვამია? რამით გაგრძნობინე რომ მასე გიყურებ? თუ ასეა მითხარი და ბოდიშს მოგიხდი. -უკვე გაბრაზება ეტყობოდა ხმაში. -დამშვიდდი, უბრალოდ მინდა ჩემი ისტორია მოგიყვე. -ხელზე ხელი მშვიდად შეახო ბეამ. „ხომ გითხარი, ქალებს ყურადღებიანი, მშვიდი და მზრუნველი კაცები მოსწონთ“ -აურორამ მშვიდად გააგზავნა მესიჯი დათასთან და მათი ფოტოც მიაყოლა, გელოვანი უკუკავშირზე არ გამოსულა. -მე და დათა შეყვარებულები არასდროს ვყოფილვართ, შეყვარებულს დავშორდი გაბრაზებული ვიყავი, კლუბში გავიცანი და ისე რომ არც გვისაუბრია მასთან სე*სი მქონდა. -მის სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხა ბეამ ამიტომ საუბარი განაგრძო. -მეგონა ვეღარსად ვნახავდი, მეორე დღეს კი იმ კლუბში მოვიდა სადაც ვმუშაობდი, მას შემდეგ სულ ჩემს სიახლოვესაა. ბათუმშიც ამიტომ გამოვიქეცი, მეგონა აღარ გამიხსენებდა , მაგრამ 2 კვირაში აქაც ჩამომაკითხა. -ასე უბრალოდ დაგიწყო დევნა? -არვიცი ვისთვის უბრალო და ვისთვის სერიოზულია მაგრამ პირველი კაცი იყო ჩემთვის. -ლოყებშეფაკლულმა ამოთქვა და ცარიელ ჭიქას თვალი გაუსწორა. -ხომ თქვი შეყვარებულს დავშორდიო? -ფაქტები მოიშველია ადრიანმა. -მასთან არ მქონია ურთერითობა. -მხრები აიჩეჩა. -საქართველოში ყოველი მეორე ვიღაცასთან არ წევს, აქ ხალხი ცოტა სხვანაირი და შებოჭილია. -რამდენიხნისწინანდელ ამბავს მიყვები? -1 თვე იქნება დაახლოებით. - დაძაბულობა მის სახეზე არ გამოჰპარვია ბეას, შუბლი ნერვიულად მოისრისა და სასმლის ჭიქა მანაც ბოლომდე გამოცალა. -ეს რატომ მომიყევი? -მინდოდა გცოდნოდა რომ არ ვარ ის ქალი, რომელსაც შენ ეძებ. -რა დაბალი თვითშეფასება გაქვს ბეატრის, ახლა არცერთ კაცს აღარ ადარდებს ქალი რამდენთან არის ნამყოფი, მეტიც... ამას არც კი კითხულობენ, ქალი გიყვარს და მორჩა, ის თუ არ გეკითხება შენ რა უფლება გაქვს ჰკითხო? მე ვიცი ეს რატომაც მომიყევი, იფიქრე მაინც კაცია და განმსჯისო. -მწარედ გაეცინა. -სინამდვილეში მე ეგ არ მადარდებს, 10 ყოფილიყო თუნდაც ჩემამდე, ურთიერთობის დროს არ ვაპატიებ ქალს სხვასთან ყოფნას თორე ჩემამდე... ეჰ ჩემამდე მის ცხოვრებაში რა იყო ვის ადარდებს? ანალოგიურად ვარ კაცის მიმართაც განწყობილი. რადგან 90-იანების კაცი ვარ იმას არ ნიშნავს რომ ვერ ვაზროვნებ. -მე ეს არ მითქვამს. -ამიტომაც მითხარი რომ რაღაცნაირად მიჯაჭვული ხარ მასზე. -კვანძს თავი მოუძებნა ადრიანმა. -მეც ვიყავი მასე, პირველ სიყვარულთან თინეიჯერობის ასაკში, ისეთი ტოქსიკური გოგო იყო, მაგრამ მე ვერ ვამჩნევდი იმდენად ვიყავი მასზე დამოკიდებული, ამას შენც შეამჩნევ, როცა მისი სიყვარული აღარ დაგიბრმავებს თვალებს. -მე ის არ მიყვარს! -მკვახედ მიახალა ბეამ. -დარწმუნებული ხარ მაგაში პატარა გოგონავ? -მე დათა არ მიყვარს, ამაში დარწმუნებული ვარ! -მაშინ არ გაბრაზდები იმის გამო რასაც ახლა გავაკეთებ. -რას... -ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოასწრო ისე სწრაფად შეხვდა მისი ბაგეები ადრიანისას, სასმლისგან გაბრუებულმა წამით ისიც კი დაუშვა რომ ესიზმრებოდა და ადრიანი მსგავს რამეს არ აკეთებდა, იქამდე სანამ მისი ტვინი განგაშიის სიგნალს მთელს ორგანიზმში გაავრცელებდა, ალეგრომ უკან დაიხია და თვალებში ჩააცქერდა. -აბა? -შენ... შენ მე... -დაბნეული ალაპარაკდა და თვალები სასწრაფოდ მოარიდა მის წინ მჯდომ მამაკაცს. -მიბრაზდები? თუ გინდა დამარტყი. -მარტივი გამოსავალი შესთავაზა ბეას. -შენ ...რატომ? რატომ მაკოცე? -მეგონა რომ გაბრაზდებოდი და მიგახვედრებდი რომ დათა გიყვარს, მაგრამ ახლა არ ვიცი. გაბრაზებულზე მეტად დაბნეულს გავხარ. -მე მგონია რომ მთელი საღამოა ეს გინდოდა და მაგიტომ მაკოცე. -ნელ-ნელა ჩაეღვარა ბრაზი ორგანიზმში. -ამისთვის მომიყვანე? გგონია ახლა შენს საწოლში მოვხვდები და ეგ არის? -ბეატრის, ეგ არც მიფიქრია. -სახეზე წინანდელზე უფრო მეტად მოექუფრა. -მე ჩემს პირადზე მოგიყევი, მეგონა გამიგებდი... შენ კი თურმე რა გქონია გეგმაში. -ცრემლიანი თვალები მიანათა მის წინ მდგომ მამაკაცს. - აქ იმიტომ წამოვედი რომ გენდე და ვიფიქრე რომ ერთი ღამით მართლა უსასყიდლოდ მომცემდი თავშესაფარს, შენ კი... ამაზრზენია ეს ყველაფერი. -თვალიდან გადმოვარდნილი ობოლი ცრემლი წამში მოიწმინდა და ზურგი აქცია. -მოიცადე! -მოთმინებადაკარგულმა დაუყვირა და როგორც კი ქალი ადგილზე შეჩერდა წინ გადაუდგა. -არც მიფიქრია რომ ჩემთან დაწვებოდი ან რამე მსგავსი. ვაღიარებ დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო ის რაც გავაკეთე, მაგრამ... მინდა იცოდე რომ, როგორც იაფფასიან ქალს ისე არ გიყურებ, მინდა რომ ჩემს გვერდით იყო. არა ისე, როგორც ერთი ღამის ქალი არამედ ისე, როგორც ადამიანი, რომელიც დამეყრდნობა და დავეყრდნობი. დათაზე გავბრაზდი, მთელი საღამოა ლამის ჭკუიდან გადავედი იმის გამო რომ მასთან თავს უხერხულად გრძნობ და ისიც შენს ნერვებზე თამაშობს, მაგრამ არც მიფიქრია რაიმე ისეთი გამეკეთებინა რაც თავს უხერხულად გაგრძნობინებდა. -წასვლა მინდა, უბრალოდ გამეცალე. -მისი სიტყვები უხმოდ დააიგნორა და გაბრაზებულმა მთელი ძალით გაჰკრა მხარი რომ გზა გაეთავისუფლებინა. -ბეატრის! -კიდევ ერთხელ დაიყვირა ადრიანმა მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, ქალს არაფრის გაგონება აღარ უნდოდა... *** საკმაოდ მობეზრებული ჰქონდა უკვე ეს ყველაფერი. ერთ მხარეს დათა, რომელიც ნებისმიერ წამს ჩნდებოდა მის ცხოვრებაში და თავგზას ურევდა, მეორე მხრიდან კი ადრიანი... განა იმიტომ გაბრაზდა რომ აკოცა? არამედ იმიტომ რომ ისტორიის მოსმენის შემდეგ გააკეთა ეს. იცოდა რთული მომენტი ჰქონდა და ამით ისარგებლა, ამიტომაც გაბრაზდა. სხვა სიტუაციაში რომ გაეკეთებინა? სხვადროს ასეთი რეაქცია არ ექნებოდა, მაშინაც დაბნეული შეხედავდა და ვერ მიხვდებოდა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩხუბს და ისტერიკებს არ დაიწყებდა. იცოდა რომ ადრიანს გაგიჟებით მოწონდა და ეს უფრო ანერვიულებდა, ყველა გზას მონახავდა იმისთვის რომ შეცდომა გამოესწორებინა და თავისი ადგილი ბეას ცხოვრებაში ისევ დაებრუნებინა. დათა... დათას მისგან რა უნდოდა ეს კიდევ ცალკე საფიქრალი გახდა მისთვის, იმ დღის შემდეგ აღარც კი ულაპარაკიათ და დღეს სხვა ქალთან ერთად მივიდა წვეულებაზე. ალბათ ეს იყო პასუხი და ნათლად გამოხატავდა გელოვანი თავის შეხედულებას ბეასადმი, სერიოზულად არ უყურებდა და ცხოვრებაში მასთან ერთად ბევრი ქალი იქნებოდა... ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც შემხვედრ სასტუმროში ოთახი იქირავა და დაწოლისთანავე ღრმა ძილს მიეცა... მეორე დღეს საკმაოდ ადრე გაეღვიძა, როგორც კი მობილურს დახედა კატოს შეტყობინება დახვდა, რომელიც გამთენიისას ჰქონდა მიწერილი.-დღეს დილიდან სტაჟირებაზე მივდივარ, გასაღები კართან ნოხის ქვეშ დავტოვე“ .- 9საათიც არ იქნებოდა თავი რომ მოიწესრიგა და სასტუმრო უკანმოუხედავად დატოვა, შემხვედრი ტაქსი გააჩერა და ადრიანის ისტორიაც იმ პატარა ოთახში გამოკეტა. რას ელოდა ამ დღის შემდეგ თავადაც არ იცოდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ჰქონდა გადაწყვეტილი, ცხოვრება უნდა დაელაგებინა... სახლში შესვლისთანავე ნაცნობი სიმშვიდის შეგრძნებისას ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ბნელი ფიქრები ჰაერში გაფანტა და იქვე მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. მთელი დღე წინ ჰქონდა, საქმე არაფერი იყო იქამდე სანამ უფროსი არ დაურეკავდა და ახალ პროექტს არ მისცემდა, ასეთი სამსახური უკვე მომაბეზრებელიც კი ხდებოდა. ფეხსაცმელი ხმაურით დაყარა იატაკზე, მერე კი სრულიად შიშველი საბააზანოში შევიდა და სარკის წინ დადგა. ლამაზი იყო, ამას საკუთარ თავს ვერ დაუკარგავდა, გარეგნობა ყოველთვის გამოარჩევდა სხვებისგან, მაგრამ ხასიათიც არ ჰქონდა ჩვეულებრივი, ბიჭები ხშირად აღნიშნავდნენ ამას. ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და არც ახლა გაჰკვირვებია რომ ადრიანის ყურადღება მიიქცია, არც დათაზე აწუხებდა ეჭვები... მაგრამ გული მაინც საშინლად სწყდებოდა... როგორ შეიძლებოდა კაცს... დიახ კაცს ქალისგან მხოლოდ სხეული სდომოდა. ეს აგიჟებდა, ტკივილამდე სწვდებოდა მის სულს და ცრემლებამდე მიჰყავდა მისი ულამაზესი ცისფერი თვალები. ფიქრობდა რომ ვეღარ გაუძლებდა, საკუთარ შეშლილ ანარეკლს სარკეში თვალი მოარიდა და ცრემლებს გასაქანი მისცა... აქ მაინც ვერავინ დაინახავდა მის „სისუსტეს“, რომელსაც ის ასე მალავდა, აქ და ახლავე შეეძლო ცრემლების ზღვაში დამხრჩვალიყო და ეს არ ადარდებდა... მთავარი ის იყო რომ ამ კონკრეტულ მომენტში მარტო იყო... საღამომდე დრო უაზროდ გაატარა, ხან საწოლზე იწვა, ხან სავარძელში და სოციალურ ქსელს სქროლავდა, წიგნის კითხვაც კი დაიწყო,მაგრამ ისევ ისე მიაგდო ,როგორც მანამდე. შინაარსსაც კი ვერ ჩასწვდა რას ეხებოდა წიგნი. „დღეს ვატოსთან ვიქნები“ -მოკლე შეტყობინებით შემოიფარგლა მეგობარი, პასუხი არ დაუბრუნებია, ბოლოს ფინჯანი ყავით აივანზე ჩამოჯდა და ჰორიზონს დაუსრულებლად გასცქეროდა. ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩავიდა მზე და მის მაგივრად სავსე მთვარე ამოვიდა ცაზე, ვარკვლავებით მოჭედილ ცას უაზროდ უყურებდა და ფიქრებში გართული სხვადასხვა ანარეკლს ხედავდა მათ გუნდებს შორის. ისეთი მშვიდი იყო თითქოს, რამდენიმე საათის წინ სააბაზანოს იატაკზე ცრემლებად არ დაღვრილიყო. ფიქრებიდან კარზე დაუსრულებელმა კაკუნმა გამოიყვანა, არავის ელოდებოდა, უცნობიც ხმის ამოღებას არ ჩქარობდა და ვინაობას არ ამჟღავნებდა. ხალათისამარა გავიდა დერეფანში და კარი ხმაურით გააღო, უკვე აღარც გაჰკვირვებია ზღურბლზე გელოვანის სილუეტი რომ დაინახა, სიმშვიდის შესანარჩუნებლად ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ზურგი აქცია. -შენც გამარჯობა. -შეცვლილი ხმით მიუგო და კარი მთელი ძალით მიაჯახუნა. -რა გინდა? -უფრო გულთბილ დახვედრას ველოდი... -იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა. -თუმცა თბილად რატომ დამხვდებოდი, ისე უცებ ჩამანაცვლე. -რას ბოდავ? ან რა ადგილი გქონდა რომ ჩამენაცვლებინე? -თვალები შუბლზე აუვიდა ქალს. -ბეა... გუშინდელი საღამო სახალისო იყო, შენი ეჭვიანი გამოხედვაც მომწონდა, ცოტაც და აურორას ყელს გამოჭრიდი. -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. -მაგრამ მერე... ძალიან აურიე. -რეებს ლაპარაკობ დათა? -არ გინდა ეს თავის გასულელება! -მთელი ხმით დაიყვირა დათამ, სახეზე უკვე ყველა ძარღვი ეტყობოდა, ვერავინ წარმოიდგენდა რის ფასად უჯდებოდა თავის შეკავება. -ვიცი რომ იმ სი*თან იყავი ღამით. -დათა მისმინე, არასწორად გაიგე რაღაც... -არ გინდა! მშვენიერ დროს ატარებდით ერთად. -გეყოფა, არავინ არაფერს... -დიდი გეგმები მქონდა შენზე ბეა, იმდენად დიდი თვალი ვერ გასწვდებოდა. -მათ შორის მანძილი სწრაფად დაფარა და ხელები წელზე მოხვია. -ახლა კი... რომ ვიაზრებ ისე გეხებოდა, როგორც მე... ზიზღის გრძნობა მიპყრობს. -რა სისულელეებს ლაპარაკობ? -გაოცებული უყურებდა ბეა. -მითხარი... ბარემ ბოლომდე ვიცოდე ყველაფერი. -რა უნდა იცოდე ხომ არ გაგიჟდი? -მასთან იწექი? -გაბზარული ხმით ამოთქვა და თვალებში ჩააცქერდა. -პასუხი ისედაც ვიცი, მაგრამ შენგან მინდა მოსმენა. -ხომ არ გაგიჟდი? -ხელი უხეშად აუკრა მაგრამ მისგან თავის დაძვრენა ვერ მოახერხა. -მიპასუხე! -დათა გამიშვი, რეებს ბოდავ საერთოდ საკუთარ თავს უსმენ? -ვუსმენ და მეზიზღება საკუთარი თავი აქამდე მისვლის უფლება რომ მოგეცი. -მთვრალი ხარ დათა, გამიშვი გთხოვ. -გგონია მთვრალი ვარ და ვერ ვაზროვნებ? ძალიან ცდები თუ ამას ფიქრობ. ის ბო*ი შენს გამო გავიცანი, მინდოდა შენი მზერა მენახა, როდესაც ერთად დაგვინახავდი, ყველაფერი ჩემი გათვლის მიხედვით მიდიოდა, გატყობდი რომ ისევე გიჟდებოდი როცა სხვასთან მხედავდი, როგორც მე ვგიჟდებოდი იმ სი*ს რომ ეცეკვებოდი. მაგრამ მაინც ყველაფერი გააფუჭე! არ გეკარებოდი, იმ დღესაც თავი შევიკავე... შენ გაგიფრთხილდი, შენს სიამაყეს და თავმოყვარეობას არ გადავაბიჯე... მაგრამ შენ გადააბიჯე. -ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და სახეზე ხელი ჩამოუსვა. -გამოხედვაც კი სხვანაირი გაქვს ახლა, აქამ... -ხომ არ გაგიჟდი? საიდან მოიტანე რომ ადრიანთან ვიწექი? - დაუყვირა ბეამ და ხელი მთელი ძალით გაარტყა. - ნუ გერევი სხვებში დათა! მე არ ვარ მასეთი, არ ვარ ის ქალი, რომელიც ყველა შემხვედრთან წევს, არა იმიტომ რომ ხალხის აზრი მადარდებს, არამედ იმიტომ რომ თავმოყვარეობა მაქვს. -გინდა მითხრა რომ მასთან არ ყოფილხარ? -მის სახლში ვიყავი, კატომ გასაღები წაიღო და სასტუმროში დარჩენა მიწევდა, მაგრამ მასთან დარჩენა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი. ვსაუბრობდით და ერთმანეთს განვლილ ცხოვრებაზე ვუყვებოდით... -საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ეგონა ემოციებისგან დაიცალა მაგრამ ახლა იმაზე მეტად ემოციური იყო ვიდრე ოდესმე, თვალები ისევ ცრემლებმა დაუსველა... დღეს მერამდენე იყო ვეღარ ითვლიდა. -შენ ხომ იწექი მის დასთან? მე რატომ მთხოვ ამაზე პასუხს? -ხმა ვერ ამოიღო გელოვანმა, ვინ ეკითხებოდა? მისი ცხოვრება საერთოდ არ ეხებოდა. ან რაში აინტერესებდა ვინმესთან იწვა თუ არა? ხანდახან ამ ისტორიის მთავარი გმირი, საკუთარი ძმა ნიკა გელოვანი ავიწყდებოდა. ერთადერთი მიზეზი მისი ძმა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო, რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც მასთან იყო ნიკა თითქმის არც კი ახსოვდა... -მიპასუხე! მე რატომ მთხოვ პასუხს იმაზე, რასაც შენ თავად აკეთებ? -არვიცი. -დაბნეულმა ჩაილაპარაკა და მისგან მოშორებით კედელს მიეყრდნო. -შენთან რა მემართება ვერ ვიგებ, მთელი ღამე შენს სახლთან ვიყავი, გელოდებოდი როდის მოხვიდოდი რომ გველაპარაკა, მერე აურორამ თქვენი ფოტო გამომიგზავნა და... არ ვიცი. -მძიმედ ამოთქვა და ბეას შეშინებულ სილუეტს შეხედა. -ნამდვილი ბო*ია ეგ გოგო. -თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ დათას მიუბრუნდა. -შენც ხომ იწექი მასთან? -ჰო. -მერე მე რატომ მთხოვ პასუხს იგივეზე? -არ ვიცი. -მაგარი პასუხები გაქვს! -თვალები მობეზრებულად აატრიალა და ცრემლები მოიწმინდა. -იმისთვის მოხვედი რომ პასუხი მომთხოვო და რატომ მთხოვ პასუხს არ იცი. -არ მინდა რომ მასთან იყო. -ისე შესცვლოდა ხმა ვერც კი იცნო ბეამ. გატეხილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვერც კი ხვდებოდა რა უნდოდა მისგან. -ეს რატომ განაღვლებს? -მინდა რომ ჩემთან იყო... -წეღან ზიზღის გრძნობა გიპყრობდა იმისგამო რომ მასთან ვიწექი. -ვიცი,მაგრამ იმის სურვილი უფრო მიპყრობს რომ ძვლები დავუმტვრიო. -არ არის საჭირო. სხვა ქალებში ნუ აგერევითქო დათა, ზუსტად ამას ვგულისხმობდი. -ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები. -უნდოდა... ან უბრალოდ ასე მეგონა. -მხრები აიჩეჩა დაბნეულობის გამოსახატად. -მაგრამ მასთან არ ვწოლილვარ.- წამით კმაყოფილმა მზერამ შეცვალა მისი მოქუფრული, მკვლელი გამომეტყველება. თითქოს შვება იგრძნო მისი სიტყვების მოსმენისას, მაგრამ მალევე საწყის პოზიციას დაუბრუნდა. -რას ნიშნავს უნდოდა? -გაღიზიანებულმა ამოთქვა და წელში გასწორდა. -არაფერს არ ნიშნავს, დაივიწყე. -ბეა... ვიცი არასწორად გამომივიდა ყველაფერი ისევ! ვიცი რომ უხეში და ცუდი ვარ მაგრამ არავის არ მივცემ იმის უფლებას რომ რამე დაგიშავოს, მომიყევი რა მოხდა... გთხოვ. -ბოლო სიტყვამ განსაკუთრებით მძიმედ გაიჟღერა, იმდენი ემოცია ირეოდა მის ხმაში, სახესა და ყელზე გაბრაზებისგან ჯერ ისევ ეტყობოდა ძარღვები, სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, არ გამოსდიოდა მაგრამ იმ მომენტში თავის მაქსიმუმს აკეთებდა... -დამპირდი რომ არ გაგიჟდები და ისევ სცენებს არ გამართავ, მაშინ მოგიყვები ყველაფერს. -რამე ისეთია რის გამოც სცენები უნდა გავმართო? რამე დაგაძალა? გაწყენინა? -ღმერთო... არაფერი მომხდარა, უბრალოდ დამპირდი. -კარგი. -სიგარეტს ნერვიულად გაუკიდა და მის სილუეტს მიაჩერდა. -გპირდები. -არც ადრიანს მიუვარდები სახლში და საერთოდ არაფერს გააკეთებ, მპირდები? -გპირდები ბეა! -დასამშვიდებლად ფილტვები კვამლით აივსო და ისევ კედელს მიეყრდნო. -შენზე ვსაუბრობდით, იცოდა რომ რაღაც გვაკავშირებდა და მოვუყევი. რაღაცნაირად მოგეჯაჭვე და ვერ გეწინააღმდეგები, ეს შენც იცი. მაშინ მანქანაში რაც მითხარი თითქოს ყველაფერი რეალურად ამიხდა და ეს არ მომწონს. ჩემზეც მოვუყევი, მერე... მერე მოულოდნელად... -რა ბეა, მერე რა მოხდა? -მაკოცა. -ისე მშვიდად თქვა თითქოს არაფერი მომხდარიყო. -ასე უბრალოდ? -ხო, ასე უბრალოდ. -გინდოდა რომ ეკოცნა? -შუაღამისას ფეხით არ ვივლიდი ბათუმის ქუჩებში ეს რომ მდომოდა. -მაგას მოვუ**ნავ... -ლამის ჭკუიდან გადავიდა გელოვანი, სიგარეტი ხელში მოსრისა და კარისკენ გიჟივით დაიძრა. -დათა, შენ დამპირდი. -წინ დაუდგა ბეა. -დამპირდი რომ არაფერს გააკეთებდი. -როგორ გავჩერდე ბეა... როგორ გავჩერდე როცა ვიცი რომ ზედმეტი მიქარა შენთან? როგორ არ უნდა მოვკლა? -რამ გაგაგიჟა დათა? დაჯექი და ადამიანურად ვისაუბროთ. ერთხელ მაინც დაფიქრდი იმაზე რას ვგრძნობ მე, როგორ ვიგრძენი თავი როცა ეს მოხდა ან რა მდგომარეობაში ვიქნები თუ ახლა შენ მასთან საქმის გასარჩევად წახვალ. -სასოწარკვეთილმა ამოთქვა და ცრემლიანი თვალები მოარიდა, რა დაემართა თავადაც ვერ ხვდებოდა. -კარგი. -მის ნებას დაყვა გელოვანი. -ოღონდ არ იტირო კარგი? გთხოვ ოღონდ არ იტირო. -მისი ცრემლები დანასავით ესობოდა გულში ყოველ წამს. -არსად არ წავალ, თუ გინდა ვილაპარაკოთ ან ისე ვისხდეთ, როგორც შენ გინდა, ოღონდ არ იტირო. -ცრემლები მოწმინდა და გულზე მიიხუტა მის წინ მდგომი ქალი. რა ემართებოდა და რატომ ხდებოდა მასთან ასეთი სუსტი თავადაც ვერ გაეგო ან ის კაცი რატომ აღიზიანებდა ასე ძალიან, სრულ გაურკვევლობაში იმყოფებოდა თვითონაც. დივანზე ჩამოჯდა და ბეაც გვერდით დასვა. -კარგად ხარ? -რატომ გაბრაზდი ვერ მივხვდი. -მხრები აიჩეჩა. -ვერც იმას ვხვდები რა გინდა ჩემგან, რატომ მაკითხავ და პასუხს რატომ მთხოვ იმაზე რასაც თავად აკეთებ. -მაპატიე, ზედმეტი მომივიდა მართლა. -მისი ხელები ხელში მოიქცია და ნაზად აკოცა. -მაპატიე რომ ასე მოვედი, გაუფრთხილებლად და გეჩხუბე. უბრალოდ როცა გავიაზრე... გავიაზრე რომ შეიძლებოდა მასთან რამე გქონოდა... -კბილები უხეშად გაახრჭიალა და ხელზე კიდევ ერთხელ აკოცა. -არ ვიცი რა დამემართა. -შენც ხომ იწექი აურორასთან? -ისევ იმ საკითხს მიუბრუნდა ბეა. -ვიწექი და ამას არ ვმალავ. -ერთმანეთს რომ არ ვხვდებით ესეც ხომ იცი? -ვიცი... -აბა რატომ ცდილობ გამაკონტროლო? თუ მომინდება უფლება მაქვს სხვასთან დავწვე და ეს შენც იცი. -ვიცი! მე არ მინდა შენი გაკონტროლება, ზედმეტი მომივიდა და აღარ განმეორდება... უბრალოდ სხვა კაცის გვერდით რომ დაგინახო შეიძლება გავგიჟდე. -სამუდამოდ თავისუფალი არ ვიქნები დათა, ოდესმე ვიღაც იქნება ჩემს ცხოვრებაში. -ოდესმე! -ნერვიულად ამოთქვა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. -არ მინდა იმაზე ვიფიქრო ოდესმე რა იქნება, მინდა რომ ჩემთან სცადო... კატო მიენდო ვატოს და რაღაც გამოსდით, შენ რატომ არ გინდა რომ იგივე გააკეთო? -იმიტომ რომ ამაზე ახლოს თუ მოგიშვებ უარესად მოიქცევი, ისედაც ჭკუიდან გადადიხარ, სახლში მივარდები და საშინლად იქცევი, მერე უცებ კარგი ბიჭის როლს ირგებ. ვერაფერი გაგიგე. -ვიცი, ვიცი. თავადაც ვერაფერი გავუგე საკუთარ თავს, რაღაც მემართება, ვიცვლები როცა შენთან ვარ ეს... -ბეატრისს... -გაისმა ხმამაღალი ყვირილი კარს უკან. -ადრიანი. -აღმოხდა გაოცებულ ბეას. -ეს რა გამოყ*ევდა? -დაიღრინა გელოვანმა და ფეხზე წამოვარდა. -ბეატრის, ვიცი რომ სახლში ხარ. საუბარი მინდა. -მართლა ვერ გადამირჩება! -დათა გთხოვ, საუბრის საშუალება მოგვეცი. -არანაირი საძინებელში დამალვა ბეა, დავამთავრე ეგ თამაში. -ქალს გვერდი აუარა და კარი უხეშად გამოგლიჯა. -შენ. -უხეშად წამოიწყო საუბარი ადრიანმა. -შენც გამარჯობა. -დაუღრინა გელოვანმა და ნაბიჯი წინ გადადგა. -აქ არაფერი გესაქმება. -ეს შენ არ გეხება! მე და ბეას სალაპარაკო გვაქვს. -არა! არც იფიქრო რომ მასთან ლაპარაკის უფლებას მოგცემ. -ნებართვა არ მითხოვია დათა, პრობლემები არ მჭირდება. -მართლა? ჩემთვის ამ მომენტში მოსიარულე პრობლემა ხარ და ძალიან მინდა თავიდან მოგიშორო. -დათა, ადრიან გეყოფათ. -მათ შუაში ჩადგა ბეა. -არ არის საჭირო ეს საუბარი. არ მინდა რომ ერთმანეთს ემტერებოდეთ. -უბრალოდ საუბარი მინდა ბეატრის. -მას ვერ დაელაპარაკები! -კბილებში გამოსცრა დათამ. -დათა გეყოფა! -გელოვანს მიუბრუნდა. -არ გინდა ასე მოქცევა, ხომ გთხოვე. ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ ადრიან, მაგრამ არა აქ და არა ახლა. -ბოდიშის მოხდა მინდა ბეატრის, იმის გამო რაც გავაკეთე. -ახლა არა ადრიან, გთხოვ. მინდა რომ წახვიდე, სხვა დროს ვისაუბრებთ. -ახლა მას ჩემზე წინ აყენებ, დამიჯერე ის იმაზე დიდ ტკივილს მოგაყენებს ვიდრე ვინმე სხვა ოდესმე. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კაცმა, თითქოს გრძნობდა დათას ცუდ და გაორებულ აურას. -აქედან თუ არ წახვალ ერთადერთი ვინც ტკივილს იგრძნობს შენ იქნები. - გამაფრთხილებლად ამოთქვა დათამ. -ადრიან... -მივდივარ, მაგრამ არა სამუდამოდ... -მშვიდად ჩაილაპარაკა და დერეფანში გაუჩინარდა... -რა დაგემართა? -როგორც კი კარი დაკეტა დათას დაეძგერა ბეა. -არ მიცემია, პირობა შევასრულე. -დათა ეს სასაცილო არ არის. -მეტყობა რამე რომ მეცინება? -გეყოფა ასე მოქცევა, ყველას ცუდად ვერ მოექცევი ვინც მე მაწყენინებს. -ყველას? შენ მხოლოდ სახელების თქმა დაგჭირდება რომ მთელი არსებით შევიძულო ნებისმიერი, ვინც ზედმეტი გააკეთა. -და გამართლებას რითი მოუძებნი შენს უაზრო საქციელებს? -იმით რომ შენზე ვღელავ. არ მინდა ვინმემ გული გატკინოს და შენს გრძნობებზე იმოქმედოს, არ მინდა ვინმემ აგატიროს და ცუდ გუნებაზე დაგაყენოს. თუ დამჭირდება ერთმანეთის მიყოლებით მივაკითხავ ყველას. -ეგ არ არის გამოსავალი დათა. -გამოსავალი ჩემთვის ახლა მისი სახის დანაყვა იქნებოდა. -კარს უკან გაუჩინარებულ ადრიანზე ანიშნა. -მაგრამ ეს არ გავაკეთე, იმიტომ რომ პატივს გცემ, მაგრამ ის იგივეს არ განიცდის, რადგან შენი მიამიტობით ისარგებლა და შენი საწოლამდე მიყვანა უნდოდა. -ბოლო წინადადება გარკვევით წარმოთქვა და მხრებიდან თმა გადაუწია. -ისევ სველი თმით დადიხარ, თანაც ასე. -მხოლოდ ახლა შეათვალიერა ქალის სხეული, რომელსაც ბოლო 1 საათის განმავლობაში უყურებდა. -გამოცვლა ვერ მოვასწარი, გიჟივით აკაკუნებდი კარზე. -როცა მოვედი, მაშინაც დასიებული თვალები გქონდა. რატომ ტიროდი? -არ ვტიროდი. -ბეა, არ გინდა ასე მოქცევა. უბრალოდ მითხარი... კიდევ რამე მოხდა? ვინმემ გაწყენინა? რამე ისეთია რისი მოგვარებაც ვერ მოახერხე? -მსგავსი არაფერია. -მისდაუნებურად უკან დაიხია, იცოდა მალე მეასე პირს დაიწყებდა, აი თურმე როგორ გამოიყურება ბეასთვის „Mental break down“, როგორ უმკლავდება დაცემას და რას განიცდის ყოველი უჯრედით. -ნუ მერიდები ბეა, მინდა რომ ვილაპარაკოთ, მინდა რომ მენდო მითხრა რა გაწუხებს, იქნებ დახმარება შემიძლია. -მისი მდგომარეობით იმდენად იყო შეწუხებული საჭირო სიტყვების პოვნაც კი უჭირდა. -უბრალოდ არ მინდა ასეთი ვიყო, ვერც კი მივხვდი, როდის გადავიქეცი ასეთ დაბალი დონის ქალად ყველა კაცს მასთან სე*სის გარდა არაფერი რომ არ უნდა. -მთელი ხმით ამოიკნავლა და ცრემლებს გასაქანი მისცა. -მეგონა ნორმალურ ურთიერთობას ავაწყობდი ვინმესთან, ჯერ ლუკა... იმდენად მომწონდა მის ცუდ თვისებებს მართლა ვერ ვამჩნევდი სანამ საწოლში არ გამოვიჭირე სხვა ქალთან, კარგი დამცირებაც მოაყოლა ამ ყველაფერს მეგობრის წვეულებაზე, თურმე შებოჭილი ვარ და ამიტომ დაწვა სხვასთან, მერე შენ გამოჩნდი...უფრო სწორად რომ ვთქვა მე გადაგეყარე, მას შემდეგ არ მიდიხარ ჩემი ცხოვრებიდან, იმ დღეს მოხვედი თავი დამაკარგვინე... მზად ვიყავი გასული ღამე გამემეორებინა და ჩემი თავმოყვარეობა ფეხით გავთელე, წახვედი და 1 კვირის შემდეგ ვიღაც ქალთან ერთად დაბრუნდი, მერე ადრიანმა მოინდომა საწადელის ასრულება და ეს ყველაფერი უკვე დამღლელი და ამაზრზენი ხდება. -ისტერიული ტირილი აუტყდა ბეას, აღარც დათას იქ ყოფნის ერიდებოდა და აღარც ემოციების მოთოკვა სურდა. -ერთი ღამის ქალი, როდიდან გავხდი ამას ვერ ვხვდები. -ბოლო წინადადება განსაკუთრებული ტკივილით ამოთქვა და მაგიდას დაეყრდნო. -ბეა... -მის წინ მდგომ ქალს ვერ სცნობდა გელოვანი, გატეხილი და ცარიელი იყო, ემოციებით სავსე მაგრამ მაინც ცარიელი. -შენ ჩემთვის არ ხარ ერთი ღამის ქალი, ეგ აღარასდროს თქვა საკუთარ თავზე! ადრე ასე იყო, პირველი ღამე რომ გავატარე შენთან ასე იყო, მაგრამ მერე ვეღარ შეგეშვი... ახლა აქ ბათუმში შენს წინ ვდგავარ და არ მინდა ასე იტანჯებოდე, შენ ეს არ დაგიმსახურებია. ის ბიჭი ლუკა, ნაბი*ვარი ყოფილა თუ გიღალატა, არც მე ვარ ნაკლები ვიცი, გამცირებდი და ცუდად გექცეოდი, არც მე გიმსახურებ. არც ადრიანი გიმსახურებს, მაგრამ მინდა იცოდე რომ მხოლოდ საწოლისთვის არ მინდა შენთან ყოფნა.მეტიც,შენთან სიახლოვე არ მინდა თუ ეს გაიძულებს ასე იფიქრო შენზე და ჩემზე. -მისი ცრემლიანი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა. -შენს სულში მოვახერხე ჩახედვა, იმდენი რამ გაქვს რის გამოც ადამიანს შენთან ყოფნა მოუნდება... მეც ამიტომ მინდა შენთან ბეა. ღმერთო, როგორ არ მინდა რომ ასე გხედავდე. არ მინდა რომ ამის გამო ტიროდე, შენს თავს საერთოდ ვერ აფასებ. -თავი დანანებით გააქნია და ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო. -შენნაირი ადამიანის გვერდით ყოფნაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, შეგხვდი და გამოუსწორებელი ნაბი*ვარივით ვიქცეოდი და ახლაც ასე ვიქცევი ვიცი, მეშლება და მინდა რომ გამოვასწორო. როგორ დავუშვი რომ ქალი და მითუმეტეს შენ ამ მდგომარეობამდე მიგიყვანე თავადაც არ ვიცი... სხეული ბეა, სხეული არაფერია შენს სულთან შედარებით, ვიცი ვერ გამოვხატე ჩემი პატივისცემა შენს მიმართ და ვწუხვარ, დამიჯერე ამის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, საერთოდ ყველაფერი. -სხეულზე მთელი ძალით მიიკრო ქალი და ხელები მჭიდროდ მოხვია. -მითხარი რა გავაკეთო რომ ეს ყველაფერი გამოვასწორო, უბრალოდ მითხარი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. -დაძინება მინდა. ძალიან, ძალიან დიდი ხნით. -მიდი დაიძინე. -თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა. -რამდენ ხანსაც გინდა. -შენ? -მე აქ ვიქნები, ან წავალ. -მხრები აიჩეჩა. -როგორც შენ გინდა. -თუ გინდა წადი, მაგრამ ადრიანთან არა. -ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირი არ ავიწყდებოდა ბეას. -გპირდები! -თმაზე აკოცა და საძინებლისკენ მიმავალ ქალს თვალი გააყოლა. საშინელი ღამე ქონდა გელოვანს, ვერც კი იაზრებდა რას აკეთებდა, ქალის მოტყუებას ცდილობდა და მას კარგად ექცეოდა მაგრამ საქმე ამაში არ იყო, მისი ცრემლები მართლა საშინლად მოქმედებდა დათაზე და მეტიც, საკუთარი თავი სძულდა, როდესაც ასეთს ხედავდა. 1 თვე იყო რაც იცნობდა და უკვე მოახერხა მისი გატეხვა, რამდენიმე საათით ადრე მის წინ გატეხილი, ცარიელი და არაფრისმთქმელი ქალი იდგა, რომელიც თვალებიდან იმხელა ტკივილს ასხივებდა, სიტყვით რომ ვერ გადმოსცემდა ადამიანი. თავადაც არ იცოდა რას აკეთებდა, ხანდახან იმასაც კი ფიქრობდა თავიდანვე თბილად დალაპარაკებოდა და ჩვენების შეცვლა ეთხოვა, იქნებ საქმე აქამდე არ მისულიყო, იქნებ ადამიანურად მოქცევას საშუალებას მიეცა უკეთესად ეფიქრა და მეტად თუ დააფასებდა მის ძმას თავისუფლებას მართლა აჩუქებდა... ახლა რა აზრი ჰქონდა ამაზე ფიქრს? ვერც დათა ხვდებოდა. არ უყვარდა, ზუსტად იცოდა რომ არ უყვარდა, მაგრამ წამიერად,რაღაც მაინც გაკრთებოდა მის გულში. ხანდახან იმედს გავდა, ხანდახან წყენას,ბრაზს, ეჭვიანობას, მაგრამ სიყვარულს ნამდვილად არა. მასთან ყოფნა საკუთარ თავს ავიწყებდა, პიროვნებად ვეღარ აღიქვამდა თავს და ყველაზე საშინელი ის იყო რომ ზოგჯერ ავიწყდებოდა რისთვის დაიწყო. მასთან თავს კარგად გრძნობდა და უკანაც ხშირად იხედებოდა, იქნებ სხვანაირად მოქცეულიყო. იქნებ... მაგრამ ასე არ მოიქცა და საკუთარი თავი სძულდა ამის გამო. ხომ გეუბნებოდი! -სიცარიელიდან გამოკრთოდა ვატოს და ნიკას ხმა, ან იქნებ სულაც საკუთარი სინდისი ეძახდა? ვინ იცის... *** ფიქრებში გართულს, როდის ჩაეძინა თავადაც არ იცოდა. თვალები რომ გაახილა სამზარეულოში მოფუსფუსე ბეა დაინახა, ჩვეულ ბედნიერ და სიხარულით სავსე ტალღაზე. ღიმილით დადიოდა სამზარეულოში, თითქოს არაფერი აწუხებდა. მუხლებზე პლედის დანახვისას უნებურად გაეღიმა, ყველაფრის მიუხედავად მასზე მაინც ზრუნავდა... -დილამშვიდობის. -სამზარეულოდან გამოხედა სავარძელში მჯდომ გელოვანს. -დილამშვიდობის. -ყავას დალევ? -კი. -მაშინვე მიუგო და ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში. -თავს როგორ გრძნობ? -კარგად ვარ. -მხრები უნებურად აიჩეჩა და საშაქრე ხელში შეათამაშა. -რამდენი? -1. -ხელით ანიშნა და ისევ ძველ თემას დაუბრუნდა. - მართლა კარგად ხარ? -ერთხელ დაცემა სიკვდილს არ ნიშნავს, ადამიანი ვარ მაქვს უფლება. -მტკიცედ გაისმა მისი ხმა. -მიხარია თუ კარგად ხარ. -მშვიდად მიუგო და კისერი ნერვიულად მოისრისა. -შენზე იგივეს ვერ ვიტყოდი, დარწმუნებული ვარ მანდ ძილი კომფორტული არ არის. -გეთანხმები, კისერი საშინლად მტკივა. -შეგეძლო სახლში წასულიყავი. -ისე ჩამეძინა ვერც გავიგე. -კარგი. -თავისთვის ჩაილაპარაკა და ფინჯანი მაგიდაზე დადო. -ამ დილაადრიან ეს ყვავილები საიდან? - მხოლოდ ახლა შენიშნა ფანჯრის რაფაზე უპატრონოდ მიგდებული თაიგული. -ადრიანმა გამომიგზავნა. -იქამდე არ მოისვენებს სანამ ძვლებს არ დავუმტვრევ, ხომ ასეა? -დამშვიდდი კარგი? ყავა დალიე და თავს ძალა დაატანე. -რისთვის გამოგზავნა ყვავილები? -შეხვედრა მთხოვა. -შარვლის ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო. -მაგას ხომ არ გონია... -მის ნახვას ვაპირებ დათა, ჯობს ჩემგან გაიგო ვიდრე მისი ალქაჯი დისგან. -რატომ უნდა ნახო? -ფეხზე წამოიჭრა გელოვანი. -საკმარისი არ გააკეთა? -დათა, მე მასზე ვმუშაობ. ამჟამად ზურა თანხას მასთან მუშაობაში მიხდის, ასერომ ეს არ უნდა გაგიკვირდეს, უნდა დავილაპარაკოთ რომ ჩვენი ურთიერთობა სამსახურზე არ აისახოს. -მშვიდად განუმარტა და თავის ისეთ სკამზე ანიშნა. -ყავა დავლიოთ, მერე უნდა წავიდე. -იცოდე, ისევ რომ გაწყენინოს... -ვიცი. -თბილად გაუღიმა და მის პირდაპირ ჩამოჯდა. -საღამოს დაკავებული ხარ? -რატომ მეკითხები? -ვიფიქრე მე, შენ, ვატო და კატო სადმე გავიდოდით. თან ვატოს დაც აქ არის ნენე, ცოტა ყურადღებას გადაიტან. -გინდა რომ შენი მეგობრები გამაცნო? -ეჭვით გახედა გელოვანს. -თუ შენ არ გინდა მაშინ არა. უბრალოდ მეგონა კარგი აზრი იყო. -კარგი აზრია, თავისუფალი ვარ.- ღიმილით მიუგო და ფინჯანში მთელი არსებით ჩაიძირა. *** ადრიანთან შეხვედრა იმაზე მეტად ანერვიულებდა ვიდრე ეგონა,იყო ამ კაცში რაღაც რაც იზიდავდა, მაგრამ ეს მის ნაკლს ვერ ფარავდა. ზედმეტად მომთხოვნი იყო, ბევრს ელოდა ბეასგან და რომ ვერ მიიღო თავად სცადა მიღება, ეს საშინლად არ სიამოვნებდა. „მინდა რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ უარს მეტყვი მომიწევს ისევ სახლთან მოგადგე და იქამდე გელოდო სანამ საუბრის უფლებას არ მომცემ“ -მისი გამოგზავნილი ბარათი დაუდგა თვალწინ, იცოდა ერთხელ თუ მივიდა მეორედ ხელს ვერაფერი შეუშლიდა ამიტომ ბარათის ბოლოზე დაწერილ მისამართზე ზუსტად 2 საათზე გამოცხადდა. -მიხარია რომ მოხვედი. -მის წინ მჯდომ ქალს ღიმილით მიუგო. -არ მინდა მომხდარმა საქმეზე იმოქმედოს, აქ ამიტომ ვარ. -მისი თავაზიანობა უხმოდ დააიგნორა. -ხო რათქმაუნდა. -გისმენ, რა გქონდა სათქმელი? -მისმინე ბეატრის, იმ საღამოს ჩემთან სახლში წამოსვლა რომ შემოგთავაზე ცუდი მართლა არაფერი მიფიქრია, მინდოდა რომ ჩემი ნდობა გქონოდა და გცოდნოდა რომ თუ დაგჭირდებოდი შეგეძლო ჩემთვის დახმარება გეთხოვა. შემდეგ... როცა ვსაუბრობდით და შენზე მომიყევი, სულ სხვაანაირად დაგინახე, თითქოს ბავშვური და დაუცველი, იმდენად დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში შენმა ამბავმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მინდოდა კაცი ვყოფილიყავი, რომელსაც დაეყრდნობოდი, რომლის იმედიც გექნებოდა. შენც კარგად იცი, საკმარისად დიდი ვარ იმისთვის რომ შენთვის უბრალოდ ჰორმონების მოზღვავების ან ჟინის გამო მეკოცნა. -ეგ რა... -დამამთავრებინე. -ჩვეული სიმშვიდით მიუგო და საუბარი განაგრძო. -25 წლის კაცი ვარ, ბავშვი არ ვარ რომ ვითამაშო და აქ შენს წინ თავი ვიმართლო იმის გამო რაც გავაკეთე, არაფერი ჩამიდენია ისეთი რის გამოც თავს ცუდად ვიგრძნობ, მხოლოდ იმიტომ ვწუხვარ რომ შენ გაწყენინე. დიახ გაკოცე და ეს იმიტომ მოხდა რომ მინდოდა, მომწონხარ და ეგ ისედაც იცი, მინდა რომ ურთიერთობა უფრო შორს წავიდეს მაგრამ შენ... იმდენად შორს დგახარ ახლოს ვერ მოვდივარ. ძლიერი ქალი ხარ, შეგიძლია ისე გადამიარო თითქოს არც ვარსებობ და სამუდამოდ დამაიგნორო, მაგრამ ქიმიას მაინც გრძნობ, რომელიც გიზიდავს და უფლებას არ გაძლევს ჩემგან შორს იყო. გინდა, მაგრამ არ გამოგდის. ასე ხარ დათასთანაც, ისიც გიზიდავს მაგრამ იცი რომ ნაბი*ვარია და გულს გატკენს, ეს მეც ვიცი. ყველაფრის მიუხედავად ახლა მას აირჩევ, მასთან ერთად წახვალ ან დარჩები, არვიცი... თუმცა ვიცი რომ გატკენს, ვერ გაფასებს და ეს მისი იაფფასიანი ხრიკით დაამტკიცა, როდესაც წვეულებაზე ჩემს დასთან ერთად მოვიდა მხოლოდ იმიტომ რომ შენ გაებრაზებინე, 2 წლით უმცროსია მაგრამ კაცობამდე ბევრი აკლია. მე ასეთ თამაშებს არ ვთამაშობ, პირდაპირ ვამბობ რა, როგორ მინდა. საკმარისი გამბედაობა რომ ჰქონდეს ისიც იმავეს გააკეთებდა, იცი რომ მართალი ვარ. თინეიჯერი ბავშვი არ ხარ მხოლოდ ცუდ ბიჭებს რომ ხედავდე, მეც მხედავ მაგრამ მაინც მასთან დარჩები. არადა უკვე ქალი ხარ, დამოუკიდებელი, ძლიერი, ლამაზი... ქალებს გაფრთხილება და ყურადღება სჭირდებათ, მისგან ამას ვერ მიიღებ, ზედმეტად იმპულსურია ამისთვის. როგორც არ უნდა იყოს, რამდენად კარგადაც არ უნდა დაიწყოთ ურთიერთობა ბოლოს დაგამსხვრევს, როცა ეს მოხდება მე აქ ვიქნები, შენთან და მზად ვიქნები იმისთვის რომ სამუდამოდ მოვაშორო შენი ცხოვრებიდან. -ადრიან მე... -სიტყვებს თავი ვერ მოუყარა იმდენად დაიბნა. -გუშინ შენი ცრემლიანი თვალები დავინახე, მე გავჩერდი, არაფერი გავაკეთე იმიტომ რომ შენ ეს გატკენდა, ის მაინც ცოფიანი ძაღლივით იწევდა. მანამდეც ტიროდი, ეს სახეზე გეწერა, არვიცი რა გააკეთა ასეთი მაგრამ იმ მომენტში მზად ვიყავი მომეკლა კიდეც. შენთან რატომ იყო ეგ კიდევ ცალკე მაგიჟებდა, მაგრამ არაფერი ვთქვი იმიტომ რომ შენს საქმეში ჩარევა არ მინდოდა, დამიჯერე... -ეგონა რომ შენთან ვიწექი. -საუბარი შეაწყვეტინა ბეამ. -ამიტომ იყო მოსული? -მწარედ გაეცინა. -აბა გამოიცანი ეგ მართალი რომ ყოფილიყო რას იზამდა? წავიდოდა და უკან აღარ მოიხედავდა. პირველობას შეეჩვია და ჰგონია რომ სულ ასე იქნება, საქმე იმაშია რომ მაგის შანსი არ აქვს. შენი რიცხვები მას აწუხებს, მე არა და ეს უკვე დაგიმტკიცე. რატომ უნდა გააკონტროლოს შენი საწოლი? ის რა სხვებთან არ წევს? დარწმუნებული ვარ შენ ყველაფერს უხსნიდი, რომ ცუდად არ ეფიქრა შენზე ზუსტად ისე, როგორც მე ამიხსენი ყველაფერი. შენ აძლევ უფლებას რომ გმართოს, შენზე წინ წავიდეს შენს ცხოვრებაში და ასე საკუთარ თავს დაკარგავ. შენ... -გეყოფა! -ტონს აუწია ბეამ. -ტვინს ნუ მირევ, არავინ არ მმართავს და არც საკუთარ თავს ვკარგავ, ეს საერთოდ საიდან მოიტანე? -რატომ გაბრაზდი? თუ ვცდები ასეთი რეაქცია რატომ გაქვს? -იმდენად მშვიდი იყო მისი ხმა ბეას ეს სიმშვიდე უკვე საშინლად აღიზიანებდა. -გეყოფა! -იმდენი რამ მინდა გაჩვენო ბეატრის, იტალიაში წაგიყვანო და შენი ქვეყანა გაჩვენო, იმედი მაქვს სულ ცოტა ღიმილს მაინც ვნახავ შენს სახეზე, როდესაც რომში წაგიყვან ან ვენეციაში ნავებით გავისეირნებთ. იმედს ვიტოვებ რომ ეს იმ ტკივილს გაანელებს, რასაც მომავალში იგრძნობ. -საუბარი დავამთავრეთ! -ფეხზე წამოხტა ბეა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მის წინ მჯდომ მამაკაცს, რომელიც წარბშეუხრელად იჯდა და თავს არ კარგავდა. -მეგონა ბოდიშის მოხდა გინდოდა, შენ კი ჩემს ტვინში ჩაძვერი და სისულელეები მელაპარაკე. -ბოდიშის მოხდა მინდოდა? მინდა კიდეც. -ყავის ფინჯანიზე თითები ნერვიულად აათამაშა. -მაპატიე რომ ამ ტკივილისგან ვერ გიცავ, ეს შენი გზაა, რომელიც უნდა გაიარო. -არ მჯერა. -თავი დანანებით გააქნია, ეგონა რომ მართლა წუხდა მისი საქციელის გამო, ის კი მაინც დათას უკავშირებდა ყოველ სიტყვას და ბოდიშიც მხოლოდ მოსალოდნელი მომავლისგამო მოიხადა... *** -რა დედაბერივით დამტრიალებ თავს? თითის დაქნევაღა გაკლდა და ეგ არის. -ძმა დატუქსა ნენემ. -დათა ეს შენი მეგობარი მომაშორე აქედან. -ახლადშემოსულ დათას გახედა გოგონამ. -დაანებე თავი ჩემს გოგოს. -ხელები მჭიდროდ მოხვია ნენეს. -რაო რახდება? -არაფერი, კატო გავაცანი გუშინ და გიჟივით იქცევა. -მალე ქორწილიც მომელოცოს შე*ემა. -სიცილით უთხრა დათამ და მხარზე ხელი დაჰკრა. -მეც მაგას ვეუბნები, ძალიან მომეწონა, ისეთი საყვარელი გოგოა. -თვალები ააფახულა ნენემ. -სიცოცხლით და სიხარულით სავსე. -მეც იგივეს ვფიქრობ კატოზე. -კვერი დაუკრა დათამ. -დღეს მეორესაც გაგაცნობ. -ვის? -ჩემს ბეას გაგაცნობ, აი იმ გოგოს მაშინ რომ ვსაუბრობდით. -ოჰოო, თქვენ რა ერთიანად გამიფრინდით ხელიდან? -წავალ სასმელს მოვიტან, თითო ჭიქა გვეკუთვნის. -დალევის მიზეზი მოძებნა ვატომ და უკანმოუხედავად გაუჩინარდა. -ერთი რაღაც მინდა გთხოვო ნენე. -როგორც კი ვატო გავიდა მაშინვე საქმეზე გადავიდა. -გისმენ, მშვიდობა გაქვს? -ბეამ ჯერ არაფერი იცის ნიკაზე, არ მინდა რომ გაიგოს და შეეშინდეს, როდესაც სიტუაციას უფრო დავალაგებ ყველაფერს მოვუყვები. -მისი შეშფოთებული სახის დანახვისთანავე დაამატა. -უბრალოდ ჯერ მეც არ გავუცნივარ ბოლომდე. ანოს ამბავი გახსოვს? -ბავშვობის მეგობარი შეახსენა დათამ. -მსგავსი სიტუაცია რომ ჰქონდა შეეშინდა, მანიაკების ოჯახს გადავეყარეო. არ მინდა ასე იფიქროს. -ხო, ამაზე ახლა დავფიქრდი. მართალი ხარ, სამარე ვარ... თქვენს პირადში არ ჩავერევი-თავი მორჩილად დაუქნია და ოთახში შემოსულ ძმას სიხარულით შეხვდა. -ჩემი საყვარელი. -ღვინის ბოთლი ხელიდან გამოსტაცა. -არ ვიცოდი თუ გვქონდა. -არ ვიცოდი დალევა თუ გინდოდა. კიდევ, რამდენიმე მაქვს. -ძალიან კარგი, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. -ღიმილით მიუგო და როგორც კი სასმელი ჭიქებში ჩამოასხეს სითხე სულმოუთქმელად გამოცალა... *** -იქნებ მითხრა სად მივდივართ? -აბუზღუნდა ბეა, რომელსაც ისედაც საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა ნერვები. -ნახავ, ხომ გითხარი. -სამუშაო გრაფიკი მკითხე,ბარგი ჩამალაგებინე და ბათუმიდან გავდივართ. მგონი მაქვს უფლება ვიცოდე სად მივდივართ. -ბახმაროში ყოფილხარ? -არ მითხრა რომ ბახმაროში მივდივართ. -კარგი არ გეტყვი. -დათა. -რაიყო? -ბახმაროში მივდივართ? -კი. -იქამდე ხომ რამდენიმე საათია? -საკმარისი დროა იმისთვის რომ მომიყვე რა უნდოდა ადრიანს. -იმედი მაქვს იმიტომ არ მივდივართ ამხელა გზაზე რომ შენთვის ადრიანთან საუბრის შესახებ მომეყოლა. -არა, იქ იმიტომ მივდივართ რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. მაგრამ გზაში სასაუბრო თემა ხომ გვჭირდება? -არ მინდა ამაზე საუბარი. -გაწყენინა? -საჭეს მთელი ძალით ჩაფრენოდა. ისე სწრაფად მოექუფრა სახე თავადაც ვერ გაანალიზა. -საიდან მოიტანე? -აბა რატომ არ გინდა საუბარი? -უბრალოდ არ მინდა, არ შეიძლება? -საპირისპირო მხარეს გაიხედა და ჰორიზონტს გახედა.? -ისევ ჩემზე გითხრა რაღაცეები? -ხო, მითხრა. -უკვე ძალიან მობეზრდა ყველასგან სიმართლის დამალვა. -რა გითხრა? -მითხრა რომ გულს მატკენ და დაელოდება მაგ დროს, რომ მოქმედებაზე გადავიდეს. -ყელში მაქვს უკვე მაგ სი*ის საქციელები. -ხელი უხეშად დაარტყა საჭეს. -ერთ დღესაც ჩემი მოთმინები ფიალა მაგისთვის აივსება. -გეყოფა! -გჯერა მისი სიტყვების? -მე არ მიყვარხარ ეს ხომ იცი? -საკმარისი დრო რომ გაქვს ჩემს შესაყვარებლად ეგ თუ იცი შენ? -არ შემიყვარდები! -მე შემიყვარდები, გავები უკვე. -სიცილით გახედა გვერდით მჯდომ ქალს, რომელსაც სახეზე ფერები ერთმანეთის მიყოლებით გადასდიოდა. აღარაფერი უთქვამთ, უცნაური იყო ამაზე საუბარი. მოსალოდნელ საკითხზე, რომელიც შეიძლებოდა არასოდეს მომხდარიყო, მაინც რატომ მიდოდნენ ბახმაროში? კარგი, დათას მიზეზი ვიცით, მაგრამ ბეა რატომ მიყვებოდა? მგონი თავადაც არ იცოდა, ან იქნებ... ადრიანის სიტყვებს ამოწმებდა... 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე, პატარა მდელოზე აშენებულ უზარმაზარ სახლს რომ მიადგნენ ბეა თვალებს არ უჯერებდა, მეგობრები დასასვენებლად ყოველთვის პატარა, მყუდრო კოტეჯს ირჩევდნენ, ასე შორს არასოდეს ყოფილა და მითუმეტეს მსგავს სახლში არდადეგები არასდროს გაუტარებია. -როგორც იქნა. -სირბილით წამოვიდა კატო და მეგობარს მთელი ძალით გადაეხვია. -არ თქვა რომ გველოდეთ. -ეჭვით გადახედა გელოვანმა. -ამ ორმა უკვე მოასწრო კამათი. -თავით წყვილზე ანიშნა ნენემ. -რა დააშავე ძმაო? -არაფერი. -მხრები აიჩეჩა. -ბარგი მეჭირა, ამ ქალბატონს კარი თავში ხვდებოდა ამიტომ ჩანთები დავყარე და დავიჭირე რომ არ მოხვედროდა, ხოდა ტონალური გავუტეხე. -ვატო ახლა მაგ თმებს ღერა-ღერა დაგაგლიჯავ! ტონალური კი არა ჰაილაითერი გამიტეხე, თხევადი ჰაილაითერი. -წარმოდგენა არ მაქვს ეგ რა არის, გოგოშკურ ამბებში არ ვერევი. -სანამ გატეხავდი მანამდე გეფიქრა. -ბუზღუნით შევიდა სახლში მეგობართან ერთად. -მე არაფერი დამიშავებია. -კატის თვალებით გახედა მეგობარს. -ვიცი ძმაო, ქალები არიან რაც არიან თორე... -თავზე აკოცა მეგობარს. -შენ რას დააშავებდი, გვჩაგრავენ მაგრად. -აი ცოტაც და ვიფიქრებ რომ ერთმანეთს ყველამხრივ ყოფნით. -თვალები დააკვესა ნენემ. -შუბლზე კოცნა არ დაგავიწყდეს, მარტო თავზე რა არის. -შუბლზე მე ვაკოცებ, ეს კოცნის გარეშე რომ არ დარჩეს. -სიცილით მიუგო დას და გელოვანს შუბლზე აკოცა. -არ შემიძლია. -სიცილი ძლივს შეიკავა ნენემ. -ნუ გშურს ნენე. -თვალი ჩაუკრა დათამ, მაშინვე გაეცალა ვატოს და მასთანერთად შევიდა სახლში... -რამდენი დღით ვრჩებით? -სახლში შესვლისთანავე იკითხა ბეამ. -იქამდე სანამ კატოს უფროსი არ დარეკავს სამსახურში მოდიო. -განმარტა ვატომ და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. -შენი უფროსი ის სი*ია არა? -კუთხეში დადგა გელოვანი. -მე მასე არ ვეძახი,მაგრამ კი. -აბა როგორ ეძახი უფროსო ან ბატონო ადრიან? -სიძე მირჩევნია, მაგრამ უბრალოდ ადრიანიც გამოდგება. -თვალები დააკვესა კატომ, სიამოვნებდა მის ნერვებზე თამაში. -ეგ სიძე რო ვერ გეყოლება ხვდები ალბათ ხომ? -შემცვლელიც მომწონს, არაუშავს. -მხრები აიჩეჩა და ნენეას პროდუქტების ამოლაგებაში დაეხმარა. -კატოს ოთახი რომელია? -არ გეწყინოს მაგრამ კატო შენს ოთახში არ იძინებს. -სიცილით გახედა ვატომ. -აჰმმ, ბოდიშით. თქვენს პირად სივრცეში შემოვიჭერი? -მიპატიებია. -ხელები ზემოთ აწია და ოთახის კარი გაუღო. -შეგიძლია აქ დაიძინო, ან საწოლს გავიტანთ ნენეს ოთახში რომ მარტო არ იყო. -არა, არაუშავს. -შეგიძლია დათას ოთახში დაიძინო, იქ დიდი საწოლია. -არა, მადლობა. -თავი გააქნია უარის ნიშნად. -აქაც ძალიან მომწონს. -როგორც გინდა. -მის ნებას დაჰყვა ალავერდელი. -არადა მართლა კარგი ოთახი შემხვდა, დასანანია რომ ვერ ნახავ. -საკმარისი ოთახებია სახლში იმისთვის რომ შენს ოთახს ავცდე. -საკმარისი რა... 5 საძინებელია, ჩემი,ნენესი,ვატოსი და ჩემი ძმის. შენ სტუმრების ოთახი გერგო. -ძმა გყავს? -მაშინვე მიიქცია მისი ყურადღება, იცოდა რომ აქამდე ნახსენები არ ყავდა. -ააჰმ, კი. -აქ რატომ არ არის? -ისს... -ტყუილი ვერ მოიფიქრა დათამ. -საზღვარგარეთაა. -ზღურბლზე შედგა ნენე. -ბიზნესი და ამბები ხომ გესმის. -მშვიდად განუმარტა და დათას თავით ანიშნა დაბლა ჩადიო. -მე ქვემოთ ჩავალ. -მის ნებას დაჰყვა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. -და ეს სახლი ვის ეკუთვნის? -სანახევროდ იყიდეს მიწა ჩვენმა მშობლებმა, როდესაც ჯერ ისევ საწყის თანხებზე იდგნენ. მერე ბიჭებმა საკუთარი ხელით ააშენეს და დაიფიცეს რომ ეს სახლი მათ მნიშვნელოვან მოგონებებს დაიმახსოვრებდა. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა. -ხომ კარგად ხარ? -მის გვერდით დაიკავა ადგილი ბეამ. -ხო, უბრალოდ... -ცრემლებს ძლივს იკავებდა. -უბრალოდ ნიკა მენატრება. 1თვეზე მეტია წასულია და მიჭირს მის გარეშე. -ის შენი... -საჭირო სიტყვებს თავი ვერ მოუყარა და ისევ დუმილით შემოიფარგლა. -ბავშვობიდან ვუყვარვარ... 5 წელია სხვაობა ჩვენს შორის, ისე უცნაურად წავიდა ყველაფერი. თავიდან ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ბოლოს სხვა ბიჭებთან ფლირტი რომ დავიწყე მარტივი შესამჩნევი იყო, ისე გიჟდებოდა ძლივს აკავებდნენ ბიჭები. -სევდიან ისტორიას ნაზი ღიმილიც მიაყოლა. -შეყვარებულთან ერთად რომ გადავედი საცხოვრებლად 3 თვე არ მელაპარაკებოდა, მერე მეც მივხვდი რომ მიჭირდა მის გარეშე თუმცა მასთან ყოფნაც მინდოდა, საბოლოოდ ყველაფერი დაშორებით დასრულდა, მაგრამ რა აზრი აქვს. მე მიყვარს ნიკა, მართალია გვიან მივხვდი მაგრამ მთავარია ეს გავაანალიზე, ვიცი რომ ისიც იგივეს გრძნობს და ბედნიერი ვარ სადაც არ უნდა იყოს. შენზე არ მეტყვი? -თვალები უცებ გაუბრწყინდა ნენეს. -როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი. -არა, ჩვენ... ერთმანეთი არ გვიყვარს. უბრალოდ... -მოგწონს? -მე... -კარგი რა, პირდაპირ თქვი. -მეგობრულად გაკრა მხარი. -კი. -ხოდა არ გაუჭირდება რომ თავი შეგაყვაროს. -იმედიანად ჩაილაპარაკა და ხელი ჩაკიდა. -წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ, ვნახოთ ბავშვები რას აკეთებენ. -აბა რას აკეთებთ? -როგორც კი კიბეებზე დაეშვა შორიდანვე დაუყვირა სამზარეულოში მოფუსფუსე წყვილს. -ვახშამს ვაკეთებთ, თქვენნაირად კი არ ვზარმაცობთ. -რძალო, მული გადგას თავზე სხვანაირად, როგორ იქნება? -სიცილი ვერ შეიკავა ნენემ. -ვეჭვობ შენს რძლობამდე ბევრი მაკლია, შენი ძმის იქითაც მყავს ხალხი. -ვერგავიგე? -ეჭვით გადახედა ვატომ. -დამშვიდდი ვატო, თუ არაფერს დააშავებ აქ ვიქნები, თუარადა მერე ვარიანტებს განვიხილავ. -დაამშვიდა ალავერდელი და სალათის მომზადება გააგრძელა. -დათა სად არის? -თვალში აშკარად მოაკლდა ერთი ადამიანი. -გარეთ გავიდა, ეზოში მარჯვნივ გაყევი ბილიკს და იპოვი. -გზა მიასწავლა ვატომ და ისევ სამზარეულოს მიუბრუნდა. -ცხენები? -გაოცება ვერ დამალა ბეამ, როდესაც დათა კუნაპეტ შავ ცხოველთან შენიშნა. -ასე ნუ გიკვირს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. -და მაინც, როდის გადაიქცა ბიზნესმენი დათა გელოვანი ფერმერად? -დედაჩემს უყვარდა. -ცხენს ხელი ნაზად გადაუსვა. -ცხოველებზე გიჟდებოდა, ცხენით ჯირითი განსაკუთრებით უყვარდა. მამაც ყოველთვის ანებივრებდა და ქორწინების მე-17 წლისთავზე აჩუქა. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 წელი გაატარა მასთან, მაგრამ მაინც ყოველთვის მის თავს მახსენებს. -მე... არ ვიცოდი რომ... -ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებ ჩემზე. -როგორ მოხდა? -ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა ორივე. ხანდახან ვფიქრობ კარგიცაა ერთად რომ წავიდნენ... -ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ცხენს მოშორდა. -ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ, ორივე უბედური იქნებოდა. -ვიზიარებ. -გულწრფელი ტკივილით მიუგო და თვალი მოარიდა, მშობლებზე საუბარი ყოველთვის რთული თემა იყო მისთვის. -მადლობა. -მშვიდად მიუგო და მასთან ახლოს მივიდა. -არ გცივა? ასე რატომ გამოხვედი? -თხელი მაისურის დანახვისას თავი ვერ შეიკავა. -უბრალოდ შენ გეძებდი, ახლა შევალ, აქ მართლა გრილა. -რაღაცას გკითხავ და შემდეგ წადი კარგი? -თუ მშობლებზე აპირებ კითხვას ამაზე არ მოგიყვები. -არა, ასეთ საქმეებში არ ვერევი, პირადი-პირადია. -მოკლედ განმარტა და მთვარის მკრთალ შუქზე კიდევ ერთხელ შეათვალიერა მისი სახე. -უბრალოდ მაინტერესებს, ადამიანთან ყოფნის დროს, აი როცა ერთად ხართ. რას ვერ აპატიებ? -მიყვარს? -კითხვა შეუბრუნა ქალმა. -კი, გიყვარს. -პატიება... უცნაური მცნებაა ჩემთვის. ადამიანები ყოველთვის ცუდად ვექცევით მათ ვინც გვიყვარს, ყოველთვის მასთან მივდივართ ვისაც რეალურად არ უნდა ჩვენთან და იგივე ლტოლვას არ განიცდის. შეცდომებს ვუშვებთ, ზოგჯერ გამოუსწორებელსაც, მაგრამ ვფიქრობ გამოუსწორებელი შეცდომა არ არსებობს თუ გულით მოინანიებ. ლუკა, როგორც მეგობარი ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მომწონდა, როგორც ბიჭი მაგრამ ისე ვერ აღვიქვამდი, როგორც საჭირო იყო. თუ პატიებას მართლა გულით მთხოვს ვაპატიებ ჩემს დამცირებას, მაგრამ ნოდო ვერ აპატიებს, ვერც კატო, ვერც ანა. ცხოვრების რაღაც მომენტში მეც შემეშლება, შენც და სხვასაც. მჯერა რომ უპატიებელი არაფერია, მხოლოდ ურთიერთობა უფასურდება და პატიების შემდეგ აღარაფერი რჩება, მაგრამ მთავარი ის არის რომ საკუთარ თავს არ კარგავ. ყველას არ შეუძლია ვინმეს ის შეცდომა აპატიოს, რომელმაც დაანგრია, ვფიქრობ ეს უდიდესი ნიჭი და ძალაა, ვინმეს გულით აპატიო და მისი ტკივილი ყველაფრის შემდეგ შენად მიიღო. ბევრს არ შეუძლია, არა იმიტომ რომ სუსტები არიან, არამედ იმიტომ რომ გრძნობების გამოხატვა სისუსტედ მიაჩნიათ, შინაგანი სამყაროს არეულობის გულში დატოვება და ცრემლების შეკავება კი ძალად. რთულია ადამიანად ყოფნა და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. დღეს მე დავუშვებ შეცდომას და პატიებას გთხოვ, მე ხსნა მჭირდება არა შენგან, არამედ საკუთარი სინდისისგან და ამას მხოლოდ შენგან სასურველი სიტყვების მოსმენით მივიღებ. ხვალ შენ დაგჭირდება ჩემგან პატიება, მე გეტყვი: „მე გპატიობ დათა, დანარჩენი ღმერთმა გაპატიოს“ და წავალ. არ გეტყვი რომ წასვლა გამოსავალი იქნება. ტკივილი,რომელსაც მომაყენებთ შენ ან ნებისმიერი სხვა ჩემთან იქნება და დროთა განმავლობაში ამ ტკივილს ჩემს სიძლიერედ გარდავქმნი, შემდეგ დავბრუნდები ძლიერი და ამაყი ქალი, თითქოს არაფერი მომხდარა და ცივილიზებული ადამიანივით გრძნობების გარეშე შევძლებ შენთან საუბარს თუ ოდესმე დამჭირდება. პატიება შემიძლია, სხეულის ყველა უჯრედით ვპატიობ ადამიანს, მაგრამ მასთან არ ვრჩები, საკუთარი პრინციპები ამაზე მაღლა დგას, ასერომ ვფიქრობ უპატიებელი შეცდომა ჩემთვის არ არსებობს. -გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, მაგრამ მაინც გრძლად განმარტა და მის გაფერმკრთალებულ სახეს შეხედა. -მოხდა რამე? -მინდა რომ პატიების მჯეროდეს, ყველასგან ვისაც რამეს ვუშავებ. იცი ბეა, უკვე დავაშავე ისეთი რამ რის გამოც ბოდიში მექნება მოსახდელი, მთელი ცხოვრება დამტანჯავს ჩემი საქციელი,მაგრამ ახლა ვერ გავჩერდები. ყველაზე მეტად მინდა, რომ დედამ მაპატიოს ის რასაც ვაკეთებ. -არ ვიცი რას აკეთებ, მაგრამ მჯერა რომ დედები ყოველთვის პატიობენ, ეს შვილებს გვიჭირს პატიება თორემ დედებს მალევე ავიწყდებათ, ისინი პირველები გვპატიობენ, ჩვენს გვერდით დგანან ბოლომდე და ყოველი დაცემისას ფეხზე გვაყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ფეხზე არასდროს მაყენებდა და ჩემს გვერდით არასდროს ყოფილა მჯერა, სხვა დედები ასე არ იქცევიან და სხვები, ბებიაჩემივით იდეალური ქალები არიან. -იმედია ამ სიტყვებს გაიხსენებ მოგვიანებით, ან თუ დაგავიწყდება მე გაგახსენებ. -წეღანდელი მონოლოგი შეახსენა დათამ. -მე საკუთარ თავს არ ვივიწყებ გელოვანო, ასერომ არც ეს საუბარი დამავიწყდება, ჩემი ყოველი სიტყვა მტკიცედ რჩება ჩემს მომავალში. -მაშინ... -არ მოდიხართ? მზარეულები გელოდებით. -სიბნელიდან ვატოს სილუეტი მოულოდნელად გამოჩნდა. -ხო რათქმაუნდა, როგორ გამოვტოვებთ. -კვერი დაუკრა ბეამ. -ვატო შენ დარჩი! -მძიმედ გაისმა გელოვანის ხმა. -ხომ გაქვს მშვიდობა? -როგორც კი ბეა იქაურობას გაეცალა მაშინვე იკითხა ვატომ. -შენ და კატო როგორ ხართ? -ყველაფერი კარგად მიდის. -კმაყოფილმა ამოთქვა. -ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ჭირვეულია მაგრამ ეგეც მომწონს, იზიდავს ადამიანს. -მიხარია რომ კარგად ხართ. -გულწრფელი იყო მისი სიტყვები, ხმაზე ეტყობოდა. -მაგრამ იმაზე ვნერვიულობ რა იქნება, როცა ყველაფერს გაიგებენ? -ჯერ იქით არ ვიხედები, როდის აპირებ შენს ძმაზე თქმას? -დეკემბრამდე თითქმის 3 თვე მაქვს, საკმარისს მივაღწიე ამ დროში, ვიცი რომ მოვწონვარ, მაგრამ ეს არ კმარა იმისთვის რომ ჩვენება შეცვალოს. -ალბათ მერე ჩემი და კატოს ამბავიც დამთავრდება. -ბრმა არ ვარ ძმაო ვხედავ, როგორც ხარ კატოსთან, შენ მოგწონს ის. ძალიან მოგწონს,ვხედავ როგორ უფრთხილდები და როგორ ექცევი. როდესაც ყველაფერი კულმინაციას მიაღწევს შენ იტყვი რომ არაფერი იცოდი, ასე შეძლებ მის შენარჩუნებას. -ხომ არ გამო*ლევდი? -ხმაში ბრაზი გაურია ვატომ. -მე არ მოვიქცევი იმ ნაბი*ვარივით, რომელიც მეგობრის ზურგს ეფარება და სასჯელს გაურბის. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი და კატოს ურთიერთობა ასე არ დასრულდება და მეორე შანსს მომცემს. მაგრამ თუ არა, ეს არ მომკლავს. ახლა საერთოდ საიდან მოგაფიქრდა ეს? -მოულოდნელად გაიკვირვა ალავერდელმა. -დღეს წერილი მივიღე ნიკასგან, მხოლოდ ახლა მოვახერხე წაკითხვა,აქამდე ჩემს ნახვაზეც უარს ამბობდა, ახლა წერილი მომწერა და რაღაცნაირად დავმძიმდი. -სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა დათამ. -მაჩვენე! -მკაცრად გაიჟღერა მისმა ხმამ. დათა მიხვდა რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო. „დათა ძმაო, ვიცი ახლა მიბრაზდები და ჩემი ცემაც კი გინდება რომ არ გნახულობ, მაგრამ არ ვიცი სხვანაირად, როგორ მოვიქცე. ჩემი ნენე ვნახე... ვნახე და ყველაფერი რაც გითხარი მის დავიწყებასთან დაკავშირებით არ გამომივა, ეგოისტი ვარ და ვერ დავივიწყებ. ვერც იმას დავივიწყებ რაც ჩვენი შეხვედრის დროს მითხარი, რაღაცეები გავიგე ადვოკატისგან მაგ გოგოზე და აბა გამოიცანი, ყველაფერი კარგი და მეტიც, საუკეთესო... ობოლი გოგო- ჩვენსავით. ცხოვრებას ახლა იწყებს, ბედნიერი და ლაღია, შრომობს რომ კარგი მომავალი ჰქონდეს, ამას არ იმსახურებს. ვისურვებდი იმ ღამეს არაფერი დაენახა,მაგრამ რადგან დაინახა ალბათ ასე იყო საჭირო. თავი არ დაკარგო! იმედს ვიტოვებ რომ ვატო შეგაჩერებს, ყოველთვის შენი ღუზა იყო რეალობასთან და ვისურვებდი სულ ასე ყოფილიყო. ძლიერია, შენზეც და ნენეზეც ყოველთვის ზრუნავდა, მაგრამ მაინც ყოველთვის მისი პატარა ბავშვი იყავი, შენ მეტი ზრუნვა გჭირდებოდა და ვფიქრობ მამობა შენით იგემა შენმა ბავშვობის მეგობარმა. მჯერა ვატო ამაზე მაღლა დადგება და თუ შენ ჩაიძირები ის ამოგიყვანს, მე არ მინდა ასე ცხოვრება, ვერასოდეს შევხედავ მაგ გოგოს თვალებში და ბოდიშის მოხდასაც კი ვერ გავბედავ, მსგავს საქციელს არავინ იმსახურებს. დედა გაიხსენე, ვაჟკაცობას და ქალის პატივისცემას გასწავლიდა. მაგრად უნდა იდგე და თუ დაეცემი დახმარება ითხოვეო. ქალს შეურაცხყოფა არ მიაყენო, ყველაზე „ზნე დაცემულ“ ქალსაც კი ისე მოექეცი, როგორც უნაზეს არსებასო.იმედი მაქვს სწორ არჩევანს გააკეთებ და რაც არ უნდა დაგეწყო ღრმად არ შეტოპავ, მინდა რომ შეჩერდე. ალავერდელი გვერდით გყავდეს და წინ იარე, 3 წელი მადროვე და მეც თქვენთან ვარ, მუდამ თქვენი უფროსი ძმა და საყვარელი ადამიანი. ნენეს მიხედეთ და არავის ათქმევინოთ ზედმეტი, ყველაზე მეტად მაინც ის მედარდება. დღევანდელი დღით ნუ ცხოვრობ, წინ გაიხედე! ნიკა. -ვატო შეგაჩერებსო... იმ ვატოს კარგი მოვტ*ან თავიდანვე რომ არ შეგაჩერა, ახლა რაღა აზრი აქვს. -შეცვლილი ხმით მიუგო და ფურცელი ხელებში შეაჩეჩა. -თავიდანვე ნიკას უნდა დავლაპარაკებოდი და მისი აზრი გამეგო, ახლა აქ არ ვიქნებოდით. -კატოსაც ვერასოდეს გაიიცნობდი. -დაამატა დათამ და ფურცელი ისევ ჯიბეში ჩაიდო. -ისე ნუ მელაპარაკები თითქოს კატოზე შეყვარებული თინეიჯერი ბიჭი ვიყო. მომწონს ის და მასთან დროის გატარება, მაგრამ საგანგაშო არაფერი ხდება ჩვენთან და ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ. მე არ ვიქნები ბიჭი, რომელიც ამ ურთიერთობას ერთ თვეში გაასერიოზულებს. რა პასუხს ელი ჩემგან ვერ ვხვდები. -აქ, დედაჩემის საყვარელ ადგილას მოვიყვანე ბეა. იცი რა მახსოვს? დედაშენი მამაშენს რომ არ ელაპარაკებოდა მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემმა დედაჩემი რაღაცაზე გააბრაზა და დაქალს არ „ვუღალატებო“. -მოგონებების გახსენებისას სიმწრის სიცილი ვერ შეიკავა. -იმდენად გადაჯაჭვული იყო მათი ურთიერთობა დედაშენს საქართველოში ყოფნაც კი უჭირს მის გარეშე, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ცრემლი ახრჩობს დედაჩემის სახელის გაგონებაზე. მჯერა რომ ბეა და კატოც ასე არიან. ვიცი კატო ჩემთან ერთად შენც შეგიძულებს და ეს არ მინდა. მახსოვს დედაშენი სანამ ლონდონში წავიდოდა, როგორ გვარიგებდა ჭკუას თითქოს პატარა ბიჭები ვყოფილიყავით, ქალის გრძნობებს გაუფრთხილდითო, კაცის უკან ქალი თუ არ დგას არაფერია კაციო და ათასი სხვა. ვიცი რომ ისინი ძალიან აფასებდნენ კაცში ამ თვისებას. დედაჩვენმა, მარიკას ვგულისხმობ დედაშენს. -განმარტა მაშინვე. -დედაჩვენმა რომ გაიგოს ასე ვიქცევით ორივეს გაგვიბრაზდება, თან ძალიან გაგვიბრაზდება. ვფიქრობ მის თბილ ღიმილის და სივარულით სავსე თვალებს ისევ ვნახავ, ვიცი რომ გვაპატიებს. მაგრამ მეგიზე მასე არ ვფიქრობ, ვერ გავიგებ მაპატია თუ არა და ახლა, როცა დედა გამახსენა ნიკამ ეს ყველაფერი იმაზე მეტად მიჭირს ვიდრე მანამდე. მინდა ვიცოდე რომ მაპატიებს, იმიტომ რომ ოჯახისთვის ვაკეთებ ამას! -ტკივილმა მის ხმაში გზა გაიკვალა. -დედაშენი ანგელოზია დათა, მჯერა რომ გაგიგებს და გაპატიებს, მჯერა მეც და შენც ისეთივე სიხარულით მიგივღებს, როგორც მანამდე. -მშვიდად მიუგო და მეგობარს მთელი ძალით გადაეხვია... *** -სამზარეულო ნამდვილად შენია კატო, ვერაფერს ვიტყვი -ვახშმის დასრულებისთანავე კომპლიმენტი უთხრა დათამ. -მეც ასე ვფიქრობ. -კვერი დაუკრა ნენემ. -სტუმრის თავაზიანობა გამოვიჩინე, სხვა დროს აღარ მოვამზადებ. -მშვიდად მიუგო და მაგიდის ალაგებას შეუდგა. -ხვალ ჩვენ მოვამზადებთ. -ვატოს ხელი გაკრა რომ თანხმობა განეცხადებინა. -ხო, აბარა. -სიცილით მიუგო და დივანზე კომფორტულად მოთავსდა. -ასე მარტივად ვერ გამოძვრები. -თითი დაუქნია კატომ. -ხვალ რომ გავიღვიძებ საუზმე უნდა დამხვდეს. -დაგხვდება, დაგხვდება. -დაამშვიდა ვატომ. -ხვალ ახალი პატარძალივით 6ზე ავდგები, რომ თავი მოგაწონოთ, ჯერ მთელს სახლს მოვხეხავ და მერე ცხელ საჭმელს დაგახვედრებთ. -არ ვხუმრობ! -არც მე, მოვამზადებ დილით. -შენი მომადებული დიდიხანია არაფერი გამისინჯავს. -ხოდა დილით რომ ადგები ნენე, შენს საყვარელ ყველიან მაკარონს დაგახვედრებ. -ვეჭვობ ვერ მოვახერხებ დაგემოვნებას. -ტელეფონს ნაღვლიანად დახედა. -რატომ რამოხდა? -ერთდროულად იკითხა ყველამ. -კეკეს ვჭირდები, ნაადრევად დაეწყო მშობიარობა. დილით რომ გაიღვიძებს თუ არ დავხვდები შეიძლება თავიი მომაძროს. -ხელები ყელთან მიიტანა უკეთ ინსცენირებისთვის. -იბადება პატარა ლომთათიძეე. -ბავშვების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ვატოს. -ასე გამოდის, ჩემს ნათლულს უნდა დავხვდე. -ღიმილით ჩაილაპარაკა და ისე რომ არავის პასუხს დალოდებია კიბეები სირბილით აიარა. -მე უნდა წაგიყვანო? -კიბებიდან გასძახა ვატომ, რომელსაც თბილისში ჩასვლა საერთოდ არ ეხალისებოდა. -არაა, მანქანის გასაღებს მომცემ და თავად წავალ. შენ რა გაგიძლებ მერე ილაპარაკებ, კატო დავტოვე და შენ წამოგიყვანეო. -უყურეთ ამას რა, მართვის მოწმობა ავიღეთ და ჭკუაზე აღარ ვართო? -მართვის მოწმობა ერთი წელია რაც მაქვს იხვებო, უბრალოდ არ ვამბობდი რომ ეჭვი არ გქონოდათ იმ მანქანის მოპარვაზე. -მხრები აიჩეჩა და ჩანთა იატაკზე დადო. -იმ მანქანას შენ იპარავდი? -თვალები გაუფართოვდა ვატოს. -მაინტერესებდა სად მიდიოდითხოლმე. -სიცილი ვერ შეიკავა ნენემ. -მერე იპოდრომზე გამოგიჭირეთ და მეც გამომიჭირეს ოღონდ პოლიციამ. მოწმობა რომ არ მქონოდა მოგიწევდათ ციხეში ბოდიალი. -შენ ვინ ყოფილხარრ. -სიცილში აყვა დათაც. -რას წარმოვიდგენდი. -გოგო ნორმალური ხარ შეენ? -მის პირდაპირ დადგა ვატო. -ვერ იჯერებდით რომ გავიზარდე, ხოდა მეც ჩემით განვვითარდი. -მაგისთვის დაისჯები ერთხელაც. -თმა აუბურდა ვატომ. -ფრთხილად იარე იცოდე, სიგიჟეები არ გვინდა. -არის უფროსო. -ძმას გადაეხვია, მერე დანარჩეებსაც მიუბრუნდა და სახლიდან გიჟვით გავარდა. -გჯერა რომ ნელა ივლის? -გვერდით ამოუდგა დათას. -ესს? მანქანას იპარავდა თურმე ქალბატონი, კაცი ენდობა კიდევ? -სიცილით მიუგო და მხარზე ხელი დაკრა. -კარგად იქნება. *** შუაღამისას საშინლად ანერვიულებულს გაეღვიძა, ისევ დედა დაესიზმრა. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა რაღაც ცუდი მის თავს ტრიალებდა. ამჟამად ვერ გაეგო ეს რა იყო, მაგრამ ფაქტია აფრთხილებდა რომ ახლოს იყო. ფრთხილად გავიდა ოთახიდან რომ არავინ გაეღვიძებინა და კიბეებზე დაეშვა. სამზარეულოში შესვლისთანავე მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და ფინჯანში ჩამოასხა. იგრძნო როგორ მიედინებოდა ცივი სითხე მის ორგანიზმში და სრულ ნეტარებას მიეცა. -ბეა? -მოულოდნელად სიბნელიდან ხმა რომ გამოკრთა ჭიქა მაშინვე ხელიდან გაუვარდა და ნამსხვრევებად იქცა. -კარგად ხარ? -სინათლე სასწრაფოდ აანთო და გოგონას მივარდა. -შემაშინე. -ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და ნამსხვრევებს დახედა. -გაიწიე, არაფერი გაიჭრა. მე ავკრეფ. -შიშველ ფეხებზე მიუთითა და ნამსხვრევები ხელებში მოიქცია. -რატომ არ გძინავს? -ცუდი სიზმარი ვნახე, წყალი მინდოდა და შენ მოულოდნელად გამოჩნდი. -გამომართვი. -მეორე ფინჯანი გაუწოდა. -მიდი დაიძინე, გვიანია. -შენ რატომ არ გძინავს? -მოსაწევად გამოვედი. -მხრები აიჩეჩა. -სიგარეტის მოთხოვნილება როდიდან აღვიძებს ადამიანს? -ეჭვნარევი მზერა შეავლო. -არც მანამდე მეძინა. -რატომ? -უბრალოდ არ მეძინებოდა. -უცნაურად იქცევი. -რატომ? -დილით გნახე დათა, სულ სხვანაირად იყავი, ახლა თითქოს რაღაც გაწუხებს. -უბრლოდ დაღლილი ვარ, აქედან რომ წავალთ თბილისში უნდა ჩავიდე საქმეებზე. -ხო მესმის, მეც მალე მომიწევს დაბრუნება, სწავლა დამეწყება. -სამსახურს, როგორ შეუთავსებ? -ყველა ლექციას ისედაც არ ვესწრებოდი. გამოცდები ბევრად მადარდებდა, ასერომ პრობლემა არ იქნება. სამსახურში, როდესაც საქმე გამოჩნდება მაშინ ვარ. -ეს რთული იქნება, ბათუმი და თბილისი ერთდროულად. -როგორმე შევუთავსებ. თანაც აქამდეც ასე ვიყავი, უბრალოდ უფრო ცუდი გრაფიკით. -მაგრამ მაინც, ქალაქიდან ქალაქში სირბილი რთულია. -მე არ მაქვს მშობლებისგან ნაჩუქარი მილიონები. შრომა მომიწევს რომ რაღაცას მივაღწიო. -ისევ ჩემს ფულს კბენ? -სიცილით მიუგო დათამ და დივანზე ადგილი დაიკავა. -არც მე არ მაქვს მილიონები. -კარგი ერთი. -სიცილში აყვა ბეაც. -მე მაქვს და ვმალავ. -ამას არ ვგულისხმობ, მისმინე. -ხელი დივანზე დაუკაკუნა და ანიშნა დაჯექიო. - მე არ მაქვს ისეთი ცნობილი ბიზნესი რომ მწვერვალებს ვეთამაშო. ჩემი ძმა ამჟამად აქ არ არის და მის ბიზნესს ვაქცევ ყურადღებას. მშბოლებისგან ბევრი დაგვრჩა, მაგრამ შენარჩუნება არ იყო ადვილი, ნიკამ ყველაფერი გააკეთა რომ ეს შეენარჩუნებინა. მოდის სამყაროში ცხვირი არ ჩავყე, არც მომწონდა და არც რამე გამეგებოდა, ბიზნესი მთლიანად ძმას მივეცი და თანხა ავიღე რომ საკუთარი ბიზნესი დამეწყო. -მოიცა, შენ რა... მე ხელმძღვანელი მეგონე. -არა, ეს არ მომწონს. სასმელს მივაწექი და საკმაოდ მომგებიან სფეროში ვარ ახლა. მილიონებიც ხო... არის რა. ხანდახან. -სიცილით დამატა და სიგარეტს მოუკიდა. -ის სასმელიც, რომელსაც ასე მედიდურად ვაკავებინებ მისაღებ ოთახში საპატიო ადგილს, ჩემია. -ჩანს რაღაცეები გამომრჩენია. -იმდენი რამ გამოგრჩა, შენ ვერც კი წარმოიდგენ. მაგრამ ნელ-ნელა მივყვებით ყველაფერს. -ბევრს ეწევი, ალბათ იცი არა? -საუბრის თემა მაშინვე შეცვალა. -ვიცი კი. მაგაზე თინეიჯერობის ასაკიდან მეჩხუბებოდნენ, მაგრამ არ მიშველა. -მაინც ვერ გავიგე მუღამი რაშია. -მხრები აიჩეჩა და მის კმაყოფილ სახეს შეხედა. -გაგისინჯავს? -კი, საკმაოდ ბევრჯერ. -საკუთარ თავს ისე რომ მიუშვებ მართლა ჩაიკარგები შიგნით მერე მიხვდები, ხსნის გზას დაინახავ ყოველ ღერში. მაგალითად, ცუდი დღე თუ გქონდა ან Mental break down, როცა გაქვს, მისწრებაა დამიჯერე. -შენ, რაღაც კაიფის მსგავსს მიხასიათებ. -არა, ეგ კიდევ სხვარამეა. მაგრამ ეგ არ მომწონს, გონებას რომ ვერ ვაკონტროლებ გიჟს ვგავარ და არ ვიყენებ. -ერთი კარგი რამ გავიგე. -თითქოს მხოლოდ ეგ იყოს ჩემი დადებითი მხარე. -კიდევ გაქვს? -ეჭვნარევი მზერა შეავლო და ფეხები მოკეცა რომ კომფორტულად ყოფილიყო. -ბევრად მეტი მაქვს. -თვალები ეშმაკურად აუციმციმდა გელოვანს. - შენ უფლება მომეცი და მე გაჩვენებ. -იქნებ ჯერ იდეები შემომთავაზო? -მაგალითად... -წამით ჩაფიქრდა, მაგრამ მალევე მოიფიქრა გამოსავალი. -ხვალ ცხენებით გავისეირნოთ, ცენტრში ჩავიდეთ, საოჯახო კაფე/რესტორანი ვიცი, უგემრიელეს ყავას ამზადებენ. -კარგად ჟღერს. -მოგეწონება დამიჯერე. -ერთი პრობლემაა. -გისმენ. -ცხენზე არასდროს ვმჯდარვარ. -მოკკლედ მოუჭრა, ბალიში მის მუხლებზე დადო და კომფორტულად მოთავსდა. -ჰმმ... თუ არ გეშინია, მაგის გამოსწორება შემიძლია. მარტივია ძალიან. -არ მეშინია. შენ ხომ იქ იქნები. -ხო, რათქმაუნდა. -რამე მომიყევი შენზე რა. -ჩუმად დაიკრუსუნა და თვალები დახუჭა. -გეძინება? -მის თმაში ხელები ახლართა დათამ. -ოთახში ადი, აქ ცოდო ხარ. -არა, უბრალოდ ვისვენებ. -იუარა ქალბატონმა. -რა მოგიყვე, რა გაინტერესებს? -ნებისმიერი რამ. მაგალითად სწავლაზე, რა პროფესია გინდოდა ბიზნესმენობამდე და რავიცი. -ხოო... ეგ რთული თემაა. სისხლის სამართალზე ვსწავლობდი. -მოგონებების გახსენებისას ხმა დაუთბა. - ალბათ ერთადერთი რაც მინდოდა სასამართლოში პროცესის მოგება იყო, ძალიან ველოდებოდი ამას. -მერე რა მოხდა? -ნამძინარევი ხმით ჰკითხა, უკვე იცოდა რომ ისტორიის ბოლომდე ფხიზლად ვერ დარჩებოდა, მაგრამ მაინც განაგრძო. -მშობლების დაღუპვის შემდეგ, აკადემიური ავიღე. მეორე კურსი ძლივს დავამთავრე უმაღლესიდან უცებ ჩამოვედი ნულზე. მივხვდი რომ ჩემი გონება სხვა რაღაცეებს ეკუთვნოდა და ახლა ამაზე ფიქრისთვის დრო არ მქონდა. უკვე მესამე წელია დაპაუზებული მაქვს, ალბათ არასოდეს გავაგრძელებ, ეს აღარ მიზიდავს, ბიზნესი მომწონს, ის რასაც ვატოსთან ერთად ვაკეთებ მაკმაყოფილებს. შენ ენების გარდა სხვა რამ გიზიდავს? -მჰმმმ. -თავისთვის დაიკრუსუნა და ოდნავ შეირხა. -სერიოზულად? ასე უცებ? უკვე მშურს შენი და ძილის ურთიერთობის, შენგან განსხვავებით ბოლო ერთი თვეა ძილი „გამიტყდა“. -შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და საზურგეზე მიყრდნობილმა თვალები თავადაც დახუჭა... *** ჩხკ, გაისმა მობილურის ხმა სადღაც შორიდან. -გაიღვიძეთ გვრიტებო. -კატოს ხმა მოულოდნელად მისწვდა გელოვანის სმენას. -ასე ადრე გღვიძავთ? -დაიწუწუნა თავისთვის და მის მუხლებზე კომფორტულად მოთავსებულ ბეას დახედა. -რა ადრე ძმაო, 11 საათია უკვე. -სიძე ნახე, თქვენი პირველი ფოტო. -მობილური ცხვირწინ აუთამაშა კატომ. -მჰმმ. -ხმაურის გაგონებაზე ბეაც შეფხიზლდა. -საათი დაკარგეთ თქვენ? -ჩვენ საათი ადგილზე გვაქვს, მაგრამ ვეჭვობ დათას ფეხების ამპუტაცია დაჭირდება. -განმარტა ვატომ და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. -ღმერთო კისერი. -კრუსუნით წამოიწია ბეა და ხელის მასაჟი დაიწყო. -დამცინი? რა კისერი. კომფორტულად გეძინა. ეს მე უნდა ვიწუწუნო კისერზე. -მართალს ამბობს, მკვდარი იხვივით ჰქონდა თავი ჩამოკიდული. -სიცილი ვერ შეიკავა ვატომ. -არც მე მეძინა კოფორტულად, თან შემცივდა. -საწოლი მოგეცით მგონი. -თვალები დაუბრიალა დათამ. -მგონი კისრის შეცვლა დამჭირდება, მართლა მაგრად მტკივა. -ბეა ეს ნახე? -ცხვირთან აუთამაშა მობილური. -თქვენი პირველი სურათი. -უმაგრესია კატო, ყოჩაღ. -ნუ ხარ ბუზღუნა. -ცერად გახედა მეგობარს. -საუზმეს დაგვპირდით თქვენ. -ბოდიში, დაბმული ვიყავი. -ბეაზე ანიშნა დათამ. -ეგ ვაჟბატონი ხომ იყო თავისუფალი, მოემზადებინა. -ჩემზე ნუ გადმოგაქვს, ერთად უნდა მოგვემზადებინა. -თითი დაუქნია ვატომ. -ხოდა ახლა მოამზადეთ. -ახლა ვერა კატო, მე და ბეა გავდივართ. მაგრამ საღამოს გპირდები რომ მოვამზადებთ. -მრავლობითი გარკვევით გამოხატა გელოვანმა და ფეხზე წამოდგა. -საით? -ჩაეძია ალავერდელი. -ზოიასთან უნდა წავიყვანო, გუშინ დავპირდი. -თუ არ გინდა ნუ წამიყვან, როგორ ნაწყენმა ჩაილაპარაკე დავპირდიო. -დილიდან შარზე ხარ ქალბატონო? -არანაირ არაფერზე არ ვარ, უბრალოდ ეგეთ საუბარზე ნერვები მეშლება. -მეც მინდა წამოსვლა, დიდიხანია იქ არ ვყოფილვარ ასერომ მორჩი წუწუნს, გამოიცვალე და წავიდეთ. -რომ მომკლა მაგ ქალს აღარ ვესტუმრები, უგემრიელეს საჭმელს ამზადებს, მაგრამ ზედმეტი საუბარი უყვარს. -წარსულის გახსენებაზე უნერბურად გააჟრჟოლა ვატოს. -ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საყვარელია. -ვისთვის, როგორ. -თავი დანანებით გააქნია და სამზარეულოში შევიდა. -ბეას უთხარით რომ გარეთ ვიქნები. -ჟაკეტი მოიცვა და სახლიდან სასწრაფოდ გავიდა. *** -უკვე ვფიქრობდი რომ წასვლა გადაიფიქრე. -მობეზრებულად აატრიალა თვალები და საათს დახედა. -25წუთია ემზადები. -ამინდის შესაფერის ტანსაცმელს ვეძებდი. -ვეჭვობ ბევრი ვერაფერი მოგიძებნია. -დახეულ ჯინსს და ტოპ მაისურს სიცილით შეხედა. -ეგ გაგათბობს? -მკლავიანია, არ შემცივდება. -წვიმას თუ დაიწყებს შეგცივდება, რამე სხვა ჩაიცვი. -შენ ხომ მოგაქვს ჟაკეტი. -შავი სამოსი წამში შეათვალიერა. -მომაქვს, იმიტომ რომ მე მეცვას. -კარგი, კარგი. არ შემცივდება წავიდეთ, ძალიან მშია. -ჯერ მოითმინე, აქვე თუ გადმოვარდი ვეჭვობ ცენტრამდე ვერ მიაღწევ. -მალე ვითვისებ. -დაემანჭა და ცხენს მიუახლოვდა. -რა ლამაზია. -სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა. -ვგიჟდები მთის აურაზე, აქ ერთი პატარა ოთახიც რომ მომცენ აუცილებლად მეყოფა ბედნიერებისთვის. -მალე მოგბეზრდება. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და ზურგიდან აეკრო. -იქ პატარა გორაკს ხედავ? სულ მინდოდა იქ პატარა სახლის აშენება, მხოლოდ ჩემთვის, მერე ჩემი სიყვარულისთვის რომ გამეზიარებინა და ჩვენი მოგონებები შეენახა. -სიტყვა „ჩვენი“ სასიამოვნოდ მოხვდა ყურში, მიუხედავად იმისა რომ ბეას არ გულისხმობდა.- იქნებ ერთ დღეს მართლაც შენთან გავიზიარო ის სახლი. -ხელები მოშიშვლებულ მუცელზე შემოაჭდო და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა. -უკვე გაყინული ხარ. -ხელი ოდნავ აათამაშა მის წელზე. -გაცივდები. -გაციება ბევრად რეალური იქნება იმ სახლის ჩემთან გაზიარებასთან შედარებით, რომელიც არც კი დგას იმ გორაკზე. -მაინც წაკბინა და თავი მისგან გაითავისუფლა. -არც ეს სახლი იდგა, მაგრამ ახლა დგას. -აშენებას რომ დაიწყებ მერე ვისაუბროთ გაზიარებაზე. -სიცილით მიუგო და ცხენს შეხედა. -არ მასწავლი? -ხო რათქმაუნდა. -უცებ დაუბრუნდა რეალობას და მათ შორის მანძილი დაფარა. -ამ რკინას ხომ ხედავ? -უზანგზე მიუთითა და წელზე ხელები მოხვია. -აქ შედგი ერთი ფეხი და დაგეხმარები რომ დაჯდე. -ჩემი ბედი რომ ვიცი ფეხი გამეხლართება და დავეცემი. -გიჭერ კარგი? დამშვიდდი და დამიჯერე. -მთელი ძალით აზიდა მისი სხეული და ცხენის ზურგზე მოათავსა. -ნუ ბორძიკობ, დამშვიიდდი, ჭკვიანი ცხენია არ გადმოგაგდებს. -დაამშვიდა და ხელში ავშარა დააჭერინა. -ჯერ აქვე გაგატარებ კარგი? წონასწორობა რომ შეინარჩუნო, მერე შენით სცადე. -ცხენს ოდნავ უბიძგა და თოკით წინ წაიყვანა, როგორც შეეძლო ნელა მიჰყავდა ცხენი რომ ბეა არ გადმოვარდნილიყო. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ წონასწორობის შენარჩუნებაც კი მოახერხა, მთელი სხეული მოადუნა და ცხოველს მიენდო. -ახლა შენით სცადე. -ცხენს ოდნავ მოშორდა და თავით ანიშნა წინ წასულიყო. -მეშინია, რომ გაგიჟდეს? -ადამიანი ხომ არ არის უმიზეზოდ გაგიჟდეს? არაფერი დაუშავო და არ გაგიჟდება. უბრალოდ ფეხი ოდნავ მიარტყი და წავა. -დაამშვიდა ქალი. -აქ ვარ, ჩემთანერთად ნუ შეგეშინდება. -ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მიუგო და მის წინ მონავარდე ქალს თვალი გააყოლა. -ღმერთო რა სასიამოვნო შეგრძნებაა. -მშვიდი ხმით ამოთქვა და ცხენს ხელი გადაუსვა. -კიდევ გეშინია? -არა. -თავი უარის ნიშნად გაიქნია და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. -მაშინ წავიდეთ. -მეორე ცხენი აუშვა გელოვანმა და ზედ მაჩოსავით შემოჯდა. -ნელა ვიაროთ რომ შეეჩვიო და არაფერი იტკინო. -თბილი ხმით მიუგო და მინდორზე მასთან ერთად დაეშვა. -ეს რა ადგილია? -როგორც კი შენობის წინ შეჩერდა გელოვანი დაბნეულმა მოავლო არემარეს თვალები. -ეს არის ის ადგილი მე რომ გითხარი. -ეს ვიღაცის სახლია დათა. -უხერხულად შეიშმუშნა, დიდი იმედი ჰქონდა რომ გურულ ბებიას არ გააცნობდა. -ჩამოდი. -მის პირდაპირ დადგა და ცხენზე მჯდომ ქალს ახედა. -მოდი დაგეხმარები. -ხელები ისევ აასრიალა მის სხეულზე და საჯდომზე შემთხვევით მოხვედრილ ხელს ზურგში მთელი ძალით გაქანებული ხელი მიჰყვა. -მეღადავები? -ტკივილისგან შეიშმუშნა გელოვანი. -ჩემს სხეულზე ხელებს ნუ აფათურებ. -ცხენიდან ჩამოსვლაში დაგეხმარე, ძალით არ გამიკეთებია და შენც იცი. -მაინც ხომ უნდა იცოდე რომ არ მსიამოვნებს, მომავლისთვის გაითვალისწინებ. -ვერ ვიტყოდი რომ არ გსიამოვნებს ისე... -მის გაშმაგებულ თვალებს რომ გადააწყდა მაშინვე გაჩუმდა. -წამოდი, ზოიას გაუუხარდება ჩვენი ნახვა. -ზოია ვინ არის? -გაკვირვებული მიაჩერდა დათას, რომელიც უკვე შენობაში შესულიყო. -დედა მომიკვდეს თავი, რას ხედავს ჩემი თვალებიი. -წინსაფრიანი ქალი მაშინვე გამოიქცა დათასკენ. -დათა შვილო რაფერ სულ დაგვივიწყე, აქანე რამ მოგიყვანა? -სიხარულით გადაეხვია ქალი. -გუშინ ჩამოვედი და ვიფიქრე ისე, როგორ წავალ ზოიას გაკეთებული საჭმელი თუ არ დავაგემოვნემეთქი. -უი ბებია, აბა ისე როგორ გაგიშვებ. -კიდევ ერთხელ გადაეხვია ქალი. -აგი ბაღანე ვინ არის ბებია? რას ატუზულა კუთხეში? -ბეას მზერა შეავლო ქალმა. -ეს ბეაა ჩემი... -ბებია გენაცვალოს რა ლამაზი ბაღანეა. -გულში ჩაიკრა გაკვირვებული ბეა. -ბებია რაარის რო გამოგიბრდღვნია მაგი შარვალი, აქანე მაგის დროა ახლა? -დატუქსა ქალმა და გოგო კიდევ ერთხელ აათვალიერა. -რა კარგი ხარ. -თმაზე ხელი ჩამოუსვა და ისევ დათას მიუბრუნდა. -ღმერთმა მალე შვილი ჩაგიგოროთ კალთაში ბებია, გაგახაროს იმ ღმერთმა რაიქნება. -მადლობა დიდი. -თავმდაბლობა გამოიჩინა გელოვანმა. - ჩვენი დიდი კაცი საარის? -ნიკა მოიკითხა ზოიამ. -ან ჩვენი ვაკო? -ვატოს ახალი სახელი აქვს. -აქეთ არ არიან ბებია, საქმეზეა წასული ორივე. -მაგიც შემპირდა მოვალო, აწ უკვე ორი წელიწადია აქანა აღარ მოსულა. ნაწყენიათქო შენზე უთხარი. -ვეტყვი, ვეტყვი. -ბეას მზერას მაშინვე თვალი მოარიდა. -ხომ იცი რისთვისაც მოვედი? -რაფერ არ ვიცი ჩემო დათა, დასხედით და ახლავე იქნება ყველაფერი წამებში. -სამზარეულოში სირბილით შევიდა ქალი. -ბავშვები სად ჩაგიგოროთო რათქვა? -გაბრაზებულმა შეხედა დათას. -ნუ ბრაზდები, მთელ ისტორიას ვერ მოვუყვები. ან თუ გინდა დავსხდეთ და მოვუყვეთ. -რატომ არ უთხარი რომ შენი შეყვარებული არ ვარ? -დამაცადა? ისე ლაპარაკობს სიტყვას ვერ ჩაუგდებ აქაურობა, რომც იწვოდეს. -თითქოს ეს არ მოგწონდეს. -თვალები მობეზრდებულად აატრიალა და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა. -ეს რა არის? -ქალის მომზადებულ უცხო საჭმელს შეხედა ბეამ. -მაგას ბებია ბახმაროს ვეძახით ჩვენ. -განუმარტა ქალმა. -ჭამე ბებია, მოგეწონება. -მართლა გასინჯე, ძალიან გემრიელია. -ხორციანი სალათია? თუ რა არის ვერ ვიგებ. -უბრალოდ ჭამე, სახელი და წარმომავლობა არ ვიცი, ზოიას რეცეპტია. მე ბახმაროს ვეძახი. -სერიოზულად? ვერც კი ვიგებ რა არის. -უბრალოდ გასინჯე კარგი? თუ არ მოგეწონება მერე სხვა რამეს შევუკვეთავ. -მისი დაყოლიება სცადა დათამ. -კარგი. -ერთხელ კიდევ შეათვალიერა უცნაურად და პატარა ულუფა გასინჯა. -ღმერთო. -ამოილაპარაკა თვალებანთებულმა. -როგორი გემრიელია. -ხომ გითხარი, სხვას არასოდეს არაფერს ვჭამ როცა აქ მოვდივარ. -სწორადაც იქცევი.- თვალებში სიამოვნების სხივი გაუკრთა. -მაგარ დროს იციან რა.-მობილურს დახედა, რომელიც ჯიბეში გაუთავებლად წკარუნობდა. -გისმენ ნოდო. -მეგობარს ღიმილით მიესალმა, თითქოს დაინახავდა და პირი ისევ საჭმლით გამოიტენა. -არ მოგიკითხავ იმიტომ რომ ცუდი საქმისთვის გირეკავ. -შესავალი გაუკეთა, იცოდა საშინლად გაბრაზდებოდა მასზე. -ადრიანი იყო გუშინ საღამოს კომპანიაში მოსული, შენ გიკითხა, ვუთხარი რომ მეგობრებთან ერთად ბახმაროში იყავი. არვიცი, როგორ მიხვდა რომ დათასთანერთად იყავი მაგრამ დღეს ახალი იდეებით მოვიდა კომპანიაში, რომელიც უნდა რომ ადვოკატთან შეათანხმოს, ასერომ... დაბრუნება მოგიწევს. -შვებულების თხოვნა ჯერ ადრეა არა? -სიცილით მიუგო მეგობარს.- შენც კაი ტიპი ხარ, არ ვიცი და მორჩა. ახლა მაგან სპეციალურად რომ გააკეთა, მაგას ზედმეტი ფიქრი არ უნდა. -ხო, ვიცი მაგრამ დაბრუნება მოგიწევს. -მეზიზღებით საერთოდ ყველა. -მე რა შუაში ვარ? -შენი საუბრის ბრალია. -შეწუხებულმა გათიშა და მობილური მაგიდაზე დააგდო. -რა მოხდა? -ადრიანი მოხდა. გაიგო რომ შენთანერთად ვარ და ახალი იდეებით გაევსო თურმე თავი. მათი ადვოკატი მაღიზიანებს, როგორ შეძლება ადვოკატმა ინგლისური არ იცოდეს? -მოიცა, სპეციალურად გააკეთა? -შენი აზრით? ნოდოს გამოკითხა ჩემზე და ისიც ხომ ვერ გაჩუმდა. -არ წავალთ და მორჩა. -რა სისულელეებს ლაპარაკობ? ჯერ ახლა დავიწყე და უკვე უნდა გამომაგდონ? -მისმინე, შენს ადრიანს მე დაველაპარაკები და მაგას მოვუტ*ნავ სუყველაფერს, ყელშია უკვე. -ხალხია, ხმას დაუწიე. -თვალები დაუბრიალა ქალმა. - რა გაგიჟებს? -აქ შენთანერთად რატომ ჩამოვედი რა გგონია? -არვიცი. -მხრები აიჩეჩა დაბნეულობის გამოსახატად. -ბეა მისმინე, იმ წამის მერე დავფიქრდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა რომ თავი უკეთესად გეგრძნო, მინდოდა სადმე ბუნებაში დაგესვენა და ჩემს გვერდით ყოფილიყავი. ერთმანეთი გაგვეცნო, ურთიერთობა გაგვერკვია და ასეთი ამბები თავიდან აგვეცილებინა. -მძიმედ ამოთქვა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.- ბეა მე არ მინდა ასეთ გაურკვევლობაში ვიყოთ, ჩემს შეხებაზე ჯერ ისევ გითრთის მთელი სხეული,თვალებში ვერ მიყურებ და ვერ მესაუბრები, აქ ამის დასამარცხბლად წამოგიყვანე. -სამსახური მაქვს დათა, უნდა დავბრუნდე. -სულ ეგ არის? -კიდევ... ბახმაროს რეცეპტი უნდა წავიღო სახლში. -საღე ღიმილმა გაუპო და 5 წუთის შემდეგ პატარა ფურცლით ხელში რომ დაინახა თავადაც გაუკვირდა. -როგორ მოახერხე? არასდროს არავის ეუბნებოდა. -ჩვენი შვილის ხათრით გაიმეტა. -ხელი მუცელზე გადაისვა თითქოს შიგნით მართლა პატარა გელოვანი მჯდარიყო. -აქ რომ დავბრუნდები ბავშვის ნახვა რომ მოინდომოს? -უთხარი რომ მუცელი მომეშალა. -სიცილით მიუგო და მობილური ჯიბეში ჩაიცურა. -ასეთ რაღაცეებზე ნუ ხუმრობ. -ამის დრო არ არის, მოიღრუბლა. მინდა რომ სახლში მალე მივიდეთ. -კარგი. -ფული მაგიდაზე დატოვა და შენობიდან უკანმოუხედავად გავიდა. საკმაოდ გრილოდა, ქარი სიცივეს ერთიანად ატანდა ბეას მაისურში და აკანკალებული მიჰყვებოდა გელოვანს უკან. -რას ფიქრობ, წვიმას მივასწრებთ სახლამდე? -არამგონია, უცებ აირია ამინდი. -უარის ნიშნად თავი გააქნია და აკანკალებულს გახედა. -ხომ გითხარი ნორმალურად ჩაიცვითქო? -ბრაზი გაურია ხმაში. -გამომართვი, ჩაიცვი ისევ არ გაცივდე. -ჟაკეტი უცებ გაიხადა და მხრებზე მოასხა. -არ მინდა მართლა, ისე არ მცივა, თან შენ მოკლემკლავიანით ხარ. -ჩაიცვი და შეიკარი, თავზეც წამოიფარე. წვიმა დიდად არ შეატანს. -ცაზე ელვა ავის მომასწავებლად გაიკლაკნა, ამინდი კარგს არაფერს ჰპირდებოდათ. საშინელი ხმაური ისმოდა დრო და დრო, ქარიც დაუმორჩილებლად ხმაურობდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა მათ ყურებთან. ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი, ელვა ისევ რომ გაიკლაკნა ცაზე, საშინელი ჭექა-ქუხილი გაისმა და ციდან ნამი ერთიანად წამოვიდა. ამინდის ასეთი ცვლილება დიდიხანიიყო არ ენახათ. -მგონი ახლა ცხენიდან გადმოვვარდები. -სველი წამწამები ააფახულა და მთლიანად გაწუწულ დათას გახედა, რომელსაც მაისური ზედ მიკრობოდა. -ცხენს ნერვიულობა და შფოთვა არ აგრძნობინო, მალე მივალთ. -ალბათ ბოლო სიტყვები არც გაუგონია ბეას. ხმაური უფრო მეტად გაძლიერდა, ისეთი ამინდი შეიქმნა წამში თითქოს ღმერთი განარისხესო. -აქეთ არ მაგრძნობინოს შფოთვა და ნერვიულობა. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და თავჯაღუნული მიჰყვა უკან მის ცხენს. მომდევნო ოცი წუთი აღარ უსაუბრიათ, ან რა აზრი ჰქონდა? საშინელ ხმაურში მხოლოდ აქა-იქ არჩევდნენ ასოებს და წინადადების აწყობას ვერ ახერხებდნენ. ამინდი უკეთესობისკენ არ იცვლებოდა, ტალახში ცხენებმა ძლივს შეძლეს მოძრაობა. ბეამ სახლი რომ დაინახა სიხარულისგან ხმამაღლა დაიკივლა და დათას გახედა, რომელსაც სიცივისგან მთელი ტანი დახორკლილი ჰქონდა. თავი დამნაშავედ იგრძნო, მის გამო თვითონ გაილუმპა და მეტიც, იმდენად სციოდა მისი სხეული ნიშანს აძლევდა რომ თბილად ჩაეცვა. -ჩემი მანქანა სად არის? -ეჭვნარევი მზერა შეავლო ეზოს. -ბოლოს აქ იდგა. -დაბნეულობისგან მხრები აიჩეჩა ბეამ. -სახლში შედი, ცხენებს დავაბინავებ და მოვალ. -ცხენიდან ჩამოსვლაში დაეხმარა და ცხენებთან ერთად მაშინვე ზურგი აქცია... -კატოოო, ვატოოო -დაიყვირა მთელი ხმით სახლში შესვლისას. -სახლში ხართ? ხალხო ხომ არ მოკვდით? -კიდევ ერთხელ დაიყვირა და კიბეებზე სირბილით ავიდა. -ერთი მოგეწერათ მაინც თუ იპარებოდით. -მგონი მათი არდადეგები ცოტახნით შეფერხდება. -ხელში ქაღალდი აათამაშა დათამ „სასწრაფო საქმეზე მომიწია წასვლა ჩოხატაურში, კატოს მარტო დარჩენა არ უნდოდა და ჩემთან ერთად მოდის. საღამოს სახლში ვიქნებით“. -ასეთ ამინდში უკან როგორ მოვლენ? -ვერ მოვლენ, საქმეც მაგაშია. -სველი მაისური იქვე გადაიძრო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -შენი არდადეგებიც გახანგრძლივდა, ასეთ ამინდში აქედან წასვლა და სიკვდილი ერთი იქნება. -სამსახ... -არანაირი სამსახური, დარეკავ და გააგებინებ რაც ხდება. ადიი და გამოიცვალე, ახლა რომ გაცივდე, რამდენიმე აბი სიცხის დამწევის გარდა არაფერი მაქვს, გამაყუჩებლები კი შენს სიცხეს ვერაფერს უშველიან. -მკაცრად მიუგო და კიბეებზე უკან მიჰყვა. -დათაა. -მის კარზე გაუჩერებელ კაკუნს მოჰყვა ქალბატონი. -უნდა წავიდე რა. -შეგიძლია გამოცვლა მაინც მაცადო? -კარი მთელი ძალით გამოგლიჯა და წელს ზემოთ შიშველი წინ აესვეტა . -უნდა წავიდეთ. -ვერ წახვალ ბეა და ეს შენს იცი. -გამაგდებენ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -ვერავინ ვერ გაგაგდებს! მაგამ რამე გაუთვალისწინებელი მაინც თუ მოხდა ჩემთან დაიწყე მუშაობა. -რა? -ხო, თბილისში მაინც იქნები და ბათუმში სიარული არ მომიწევს შენს სანახავად. ღიმილით დახედა მის წინ მდგომ ქალს. -თმა ბეა! -გაშრება. -თავისით არ გაშრება, წადი და გაიშრე! -ნუ მეუხეშები! -შენ კიდევ ტუჩს ნუ კბენ. -ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადაუსვა. -ნერვები მეშლება ასე რომ იქცევი. -ჩემი ტუჩების იქით სხვა რამესაც თუ დაინახავ იქნებ აღარ მოგეშალოს? -ჩემი პრესის თვალიერებას რომ მორჩები მაგაზე მერე ვისაუბროთ პატარა ქალბატონო. -ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო. -თმა გაიშრე! -ბათუმში წამიყვანე! -ზურგზე შემომაჯდები და ასე თუ შენით გამოისეირნებ? -მოთმინებადაკარგულმა მიუგო და მხრებზე ხელები მოკიდა. -ვერ ხედავ გარეთ რა ამინდია? აქ ვერ ამოვლენ მანქანით, ეს იცის ვატომ და ალბათ ჩოხატაურში დარჩებიან, მანქანით 3 საათის სავალ გზას კი ფეხით ვერ გავივლით. -აბა რა ვქნა? -თმა გაიშრე! -მაგის გარდა. -თმა გაიშრე ბეა, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. -მკაცრი ტონით მიუგო და საძინებელში ნელი ნაბიჯით შევიდა. *** -ბეატრის? -ადრიანის მშვიდი ხმა გაისმა მობილურში. -გამარჯობა ადრიან, ცუდ დროს ხომ არ გაწუხებ? -არა, შენთვის ყოველთვის მცალია. მოხდა რამე? -გაკვირვება ეტყობოდა, მათი საუბრის შემდეგ არ ელოდა რომ კიდევ დაურეკავდა. -ვიცი რომ იცი სადაც ვარ, თუ ყური არ მატყუებს ბათუმშიც საშინელი ამინდია, ასევეა აქაც. ჩამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ამინდი მიშლის ხელს და ვერ ვახერხებ. თან მანქანასთანაც პრობლემები გვაქვს. შეიძლება რაღაც გთხოვო? -ამხელა შესავალს პირდაპირ გეთხოვა. -ნოდომ მითხრა ხვალ აქ თუ არ იქნები ზურა დაგითხოვსო. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა. -მე კი ეს სამსახური ძალიან მჭირდება, მაგრამ ახლა რომ წამოვიდე სადმე შუა გზაზე ჩავრჩები. -ვერავინ ვერ დაგითხოვს ბეა, ზედმეტი წარმოდგენა აქვს ზურას საკუთარ თავზე. -უბრალოდ მინდოდა მეთხოვა, ხომ არ შეგიძლია შეხვედრა გადადო? მე... მე უბრალოდ... აციუ. -სიტყვა შუაზე გაუწყდა ბეას. -გაცივდი? -არა, არაფერია. უბრალოდ წვიმაში მოვყევი. -მისმინე, სახლში იყავი და თბილად ჩაიცვი. მე მივხედავ ზურას ამბავს. -დიდი მადლობა ადრიან. -თავს გაუფრ... -კავშირი დაიკარგა, ადრიანის ხმა შუა გზაზე გაწყდა და ჰაერში გაიფანტა. -თმა გაიშრეთქო გითხარი, არ მითქვამს რომ ადრიანთან გეჭორავა ბოლო ნახევარი საათი. -კარის ზღურბლზე დაყუდებული გელოვანი ეფექტს არ კარგავდა. -უნდა მომეგვარებინა, სამსახურს ვერ დავკარგავ. -ჯანმრთელობა უპირველესია, მასთან მერეც იჭორავებდი. -არ მიჭორავია, საქმე მოვაგვარე! -ბეა... ისევ ამღვრეული გაქვს თვალები, ისევ რომ გაცივდე არ მაქვს წამლები, არ ვხუმრობ. თმა გაიშრე და ეს ჰუდი ჩაიცვი, ყოველგვარი წუწუნის გარეშე. -მისი სახე ხელებში მოიქცია და თმა სახიდან ფრთხილად გადაუწია. -რა ლამაზი თვალები გაქვს, მართლა უცნაურად ლამაზია. -ნუ მეფლირტავები. -აბა რა გავაკეთო? ყავა მოვწრუპოთ და ვიჭორავოთ? მანიკიურიც ხომ არ გავიკეთოთ? შილაკი მაქვს შესაცვლელი. -გეყოფა. -სიცილი ვერ შეიკავა ბეამ. -თუ გინდა ვარცხნილობაც შევიცვალოთ, არ არის პრობლემა. -შენც სველი გაქვს თმა. -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და სახეზე ჩამოვარდნილ კულულებს გაეთამაშა. -ჩემი და შენი თმა ერთია? მე უცებ გამიშრება, შენ წელამდე თმა გაქვს. -გავიშრობ, ნუ ბრაზობ. -შეწუხებულმა გახედა და კარი ცხვირწინ მიუხურა. *** -კმაყოფილი ხარ? -ბუზღუნით დაეშვა კიბეებზე და სარკეში დათას ჰუდში გახვეული საკუთარი სილუეტი უკეთ შეათვალიერა. -ბაყაყს ვგავარ. -საიდან მოიფიქრე ახლა ეგ? -რამხელა ხარ თურმე, დიდი მაქვს ეს ჰუდი. -ამისმერე გავითვალისწინებ და საშოპინგოდ რომ წავალ პატარა ზომასაც ვიყიდი, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. -ანუ რისი თქმა გინდა რომ მე გაუთვალისწინებელი შემთხვევა ვარ? -ცხვირი აიბზუა და მის პირდაპირ დადგა. -მოდი ვაღიაროთ შეხვედრას არცერთი ველოდით, ეს ვიგულისხმე. -ეგ შეხვედრა არაფერს ნიშნავდა, შეგეძლო აღარ დაბრუნებულიყავი. -მასეთი ნაბი*ვარი არ ვარ, იცი რატომაც დავბრუნდი. -აა, გამახსენდა. ბავშვის ტირილი მოგესმა სადღაც სიბნელიდან. -ნუ დამცინი. -თმები აუჩეჩა და სიცილით განაგრძო. -უბრალოდ მაინტერესებდა ვინ იყავი, ბავშვის თემას ზედმეტად ვკერავდი რომ შენთან სიახლოვის მიზეზი მქონოდა. -არ გინდა ახლა. -ხელები მოიშორა და ზურგი აქცია. -გეგონა ვიღაც კა*პა ვიყავი ვისაც შენი ქონება უნდოდა. ამიტომ დამსდევდი. -ასე არ არის და შენც იცი. ბათუმში იმიტომ არ გამოგეკიდებოდი რომ ბავშვის ამბავს ვკერავდი ან რამე მსგავსი. -კარგი რა, არ მითხრა რომ ერთი ნახვით მოიხიბლე და ვეღარ მომშორდი. -თვალები მობეზრებულად აატრიალა და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა. -სინამდვილეში ასეც იყო. -ხელები მუცელზე მჭიდროდ მოხვია. -მიუხედავად იმისა, რომ მაგარი მთვრალი ვიყავი ამ სურნელს ვერ ვივიწყებდი. -ყელზე ცხელი ტუჩების კვალი დაუტოვა. -შენს თვალებს, ვერ ვივიწყებდი. -ცალი ხელით თმა გადაუწია და თავი მის ყელში ჩარგო. -ვგიჟდები ჩემი შეხებისას ჟრუანტელი რომ გივლის და მთლიანად მე მენდობი. -ხრინწიანი ხმით ამოთქვა და კიდევ ერთხელ მიაკრო ტუჩები. -ნუ მეთამაშები! -მისგან თავის დაღწევა სცადა, მაგრამ გელოვანმა უფლება არ მისცა. -ნუ გრცხვენია ჩემთან ყოფნის ბეა. უკანასკნელი ადამიანი ვარ ვისიც უნდა შეგრცხვეს. -არ მრცხვენია, უბრალოდ მინდა რომ გაიწიო. -სინამდვილეში არც ეგ გინდა. -მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და ნელ-ნელა გადაინაცვლა მისი ტუჩებისკენ. -ჩემთან ყოფნა გინდა, გინდა რომ გეხებოდე, გკოცნიდე... მაგრამ ამაყი ხარ ძალიან. -სკამიანად მოატრიალა და ახლა უკვე თვალებში ჩააცქერდა. -მითხარი თუ ვცდები, მითხარი რომ არ გიზიდავ, ჩემთან ყოფნა არ გინდა. -ადამიანი რომ გიზიდავდეს ეს საკმარისია ურთიერთობისთვის? ნუ კარგი, იმ ურთიერთობისთვის, რომელიც შენ გინდა ასეა მაგრამ სე*ს პარტნიორს არ ვეძებ. -მკვახედ მიახლა და წამოდგომა დააპირა. -აღარასოდეს ბეატრის! აღარასოდეს არ დამიძახო ეგ. -ხასიათის ასეთმა ცვლილებამ მართლა შეაშინა ბეა, თანაც მისი სრული სახელი მისი პირიდან მაინც უცნაურად ჟღერდა. -დათა... -ბევრს გითმენ და შენც იცი! არ მაიძულო თავი დავკარგო. - მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა. -პატარა ბავშვი არ ვარ რომ სერიოზული ურთიერთობა ვერ დავიწყო. ძაღლივით უკან იმიტომ არ დაგსდევ რომ შენი სე*ს პარტნიორი გავხდე! ეგ რომ მდომოდა აქამდე უკვე ბევრჯერ შეაღებდი ჩემი საძინებლის კარს და ეგ იცოდე. თან ეს იცი, როგორ მოხდებოდა? შენი სურვილით, ისე რომ არ შემეწინააღმდეგებოდი, პირიქით სიხარულით გამომყვებოდი და ასეთი იქნებოდა ეს ამბავი. გიფრთხილდები და მინდა რომ ეს დააფასო! -კბილებში გამოსცრა და მაშინვე მოშორდა მის დაბნეულ სხეულს. თითქოს წამის წინ არაფერი მომხდარა მშვიდი ხმით მიუგო. -ზემოთ ავალ იქნებ იქ ჰქონდეს მიღება და ვატოს დავურეკო. -ზურგი აქცია და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ავიდა. -ნაბი*ვარი. -შეწუხებულმა ამოთქვა და ჰორიზონტს გახედა. ცა ლამის ჩამოიქცა ისეთი საშინელი ამინდი იყო, თან ქარი ქროდა და საშინლად აფორიაქებდა არემარეს. -თავი ვინ ჰგონია, იდიოტი. თურმე სიხარულით დავწვებოდი მასთან, რამ მაფიქრებინა რომ შეიცვლებოდა და იგივეს არ გაიმეორებდა. -საკუთარი თავი დატუქსა და სკამიდან ჩამოხტა.კალამი და ფურცელი მოიმარჯვა და გელოვანს პატარა შეტყობინება დაუტოვა. -ცენტრალურ გზამდე გავალ და ვინმე გამიყოლებს. -საკუთარი თავი გაამხნევა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. *** -ბეა. -კიბეებზე სირბილით დაეშვა დათა. -მისმინე, წეღან ზედმეტი მომივიდა. ძალიან გავბრაზდი და ვიცი არასწორად მოვიქეცი. -ცარიელ ოთახს თვალი მოავლო. -ბეა? -გაკვირვებულმა მოათვალიერა მისაღები და სამზარეულოში ნელი ნაბიჯით შევიდა. მაგიდაზე დატოვებული ფურცლის დანახვისას ტანში უსიამოვნოდ გასცრა. იცოდა რომ კარგი არაფერი მოხდებოდა. „ტყუილად ვიფიქრე რომ შეიცვლებოდი, ჩემი დამცირების მეტს არაფერს აკეთებ, ამიტომ მივდივარ.“ -უცებ მიეჯღაბნა მელანი ფურცელზე და სახლიდან გამქრალიყო. -ჯანდაბა შენს თავს. -გაგიჟებულმა ამოთქვა, მობილური იქვე დივანზე მიაგდო და გიჟივით გავარდა სახლიდან. სად მიდიოდა თავადაც არ იცოდა, უბრალოდ წინ მიიწევდა და რისთვის წარმოდგენაც არ ჰქონდა. მთელი სხეული დაუმძიმდა და სიცივისგან აკანკალებდა. ბახმაროში ისედაც არასდროს იყო განსაკუთრებული სიცხე და სექტემბრის ბოლოს, თანაც ასეთ ამინდში ნამდვილად არ დაგცხებოდათ. დათას სველ ჰუდს გიჟვით ჩაფრენოდა და ხელებიც მის სველ მკლავებში ჩაემალა. -როგორ მეზიზღება. -ამოთქვა ბუზღუნით და ჰორიზონტი შეათვალიერა. -იმედი მაქვს სწორად მივდივარ. -სველი წამწამები ააფახულა და გონებაში გზის გახსენება დაიწყო. -მგონი აქეთ წავედით, თუ ჯერ აქეთ და მერე იქით. -მალე მკითხაობას დაიწყებდა. ერთიანად გაწუწულს მგონი გზაც აერია. უკვე საშინლად სციოდა. ნახევარსაათზე მეტი იყო, ტალახში უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა და დათას ლანძღავდა. -ცოტახნით რომ გავჩერდე და წვიმის გადაღებას დაველოდო? -საკუთარ თავს ეკითხებოდა და გამოსავალს დიდი მონდომებით ეძებდა. -სახლში რომ დავბრუნდე და მერე წამოვიდე? -ეს აზრი ზედმეტად არ მოეწონა, იცოდა რომ დათა გამარჯვებული სახით დახვდებოდა და ეს არ მოწონდა. -ცოტახნით გავჩერდები, ასე ჯობია. -გეზი 100 მეტრში მდებარე ხეების ჯგუფისკენ აიღო,რომლებიც მთელი ძალით აკავებდნენ წვიმას. -დროა კატოს მივბაძო, დავჯდე და ბოლო ხმაზე ვიტირო. -მეგობრის სიგიჟეები გაიხსენა ბეამ. -დიახაც ვიტირებ, მერე მთელი შემართებით წავალ სახლის გზაზე. -კვერი დაუკრა საკუთარ თავს და ხის ძირში ჩამოჯდა. -ვირი გელოვანი, მართლა ხამი. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და ხეს თავით მიეყრდნო. -მიწაც რა ცივია, ტრა*ი გამეყინა. -წუწუნს არ წყვეტდა ქალბატონი. -როგორც კი გადაიღებს წავალ. -ხეებს უჩურჩულა და ფიქრებში ჩაიძირა... -შე ავადმყოფო. -ფიქრებიდან დათას განწირულმა ღრიალმა გამოიყვანა. -ნორმალური ხარ გოგო შენ? ნორმალური ხარ? -წინ აესვეტა გააფთრებული გელოვანი. -რაზე ფიქრობდი? ან საერთოდ სად მიდიოდი თავში ტვინი გაქვს? -მკლავზე ხელი უხეშად მოკიდა და ფეხზე წამოაყენა. -რა გაღრიალებს? -შეწუხებულმა მიუგო და ხელი მისგან გაითავისუფლა. -ან აქ რა გინდა? -აქ რა მინდა? საკუთარ თავს უსმენ საერთოდ? -ხომ გითხარი მივდივართქო? რას გამომეკიდე? -გოგო ამინდს ვერ ხედავ დავიჯერო? ან ფეხით სად მიდიოდი, ბათუმში? -მთელი ხმით დაუღრიალა მოთმინებადაკარგულმა. -თან არასწორი გზით. წამოდი სახლში. -არსადაც არ წამოვალ, დამანებე თავი. გზამდე მივალ და ვინმე გამიყოლებს. -ოუ მართლა? პირადი მძღოლი გყავს გამოძახებული? -ცინიზმით ნუ მელაპარაკები! -შენ კიდევ ნუ ჯიუტობ და სახლში წამოდი! -კბილებში გამოსცრა და ხელზე მოქაჩა რომ მას გაჰყოლოდა. -არ წამოვალ, თავი დამანებე. უაზრო და უზრდელი ხარ, ვირიც ხარ. ხო კიდევ საქონელი და რავიცი, ყველაფერი ცუდი. -რომ დარჩენილიყავი ჩემგან ბოდიშს მიიღებდი, მაგრამ რადგან სიგიჟეებმა გძლიეს ვერაფერს ვერ მიიღებ! -ხელი გამიშვი, არ წამოვალ მე უკან. ნახევარი გზა გავლილი მაქვს უკვე. -ხო აი, თითქმის ბათუმში ხარ. -სიცილი ძლივს შეიკავა კაცმა- წამოდი! არ მაიძულო ძალით წაგიყვანო. -სახიდან სველი თმა გადაიწია და გაბრაზებულმა გახედა. -ვერსადაც ვერ წამ... -წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო ისე უცებ აიტაცეს ჰაერში და ამოუყირავეს სამყარო. -შე ცხოველო, დამსვი რას აკეთებ? -ფეხების ფართალხი დაიწყო. -თუ არ გაჩერდები დამივარდები და თავით ჩაერჭობი მიწაში. -გამაფრთხილებლად გამოსცრა კბილებში და გზა მასთან ერთად განაგრძო. -ასე თავში წამივა მთელი სისხლი. -რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მიუგო და ფართხალი შეწყვიტა. -ანუ რის თქმას ცდილობ? -იმის რომ ვირი ხარ. -გაბრაზებულმა დაუტყაპუნა ზურგზე ხელები. -ბეა ხელს გაგიშვებ და ვირი მერე ნახე შენ. -თავი ამტკივდა უკვე დამსვი! -პირობას თუ მომცემ რომ სახლში წამოხვალ კარგი. -დათა! -ბეა! -დამსვი! -პირობა! -გპირდები! -თვალები მობეზრებულად აატრიალა და საკუთარ სიამაყეს კიდევ ერთხელ შეებრძოლა. -მარტივი ყოფილა! -თვალებში ეშმაკურად გაუკრთა კმაყოფილების სხივი. -როგორ მეზიზღები ნეტავ იცოდე. -მეც ვგიჟდები შენზე, დამიჯერე. -სახლში მინდა წასვლა, იქნებ ჩემს აზრს პატივი სცე? -დაუნახავო, სახლში მივდივართ თუ ვერ შეაჩნიე. -მაგ სახლში არა. აციუ. -კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა საუბარი გაციებამ. -ჩემს სახლში. -შენს სახლში მართლა გაგისვრი თუ გაცივდები. -არ გავცივდები! -პატარა ბავშვივით დაეჭყანა და წინ წავიდა... -აჰა, მოვედით და რა? -გაკვირვებული მიაჩერდა გელოვანს. -გამოიცვალე და თმა გაიშრე! ისევ... -დაწექი, ადექი უკვე რომ მომბეზრდა იცი? -მე კიდევ შენი გამოხტომები მომბეზრდა ბეა. გამოიცვალე და მერე ვისაუბროთ.-თვალები მობეზრდებულად აატრიალა და ისე რომ მისთვის არც შეუხედავს კიბეებისკენ დაიძრა. -ჰუდს საწოლზე დაგიდებ. ნორმალურად ჩაიცვი და წვიმაში სეირნობა სხვა დროისთვის გადადე! -ნაგავი. -თვალები დააკვესა და მის სილუეტს უკან მიჰყვა. უკვე მეორედ გაეხვა, 4-5 ზომით დიდ ჰუდში, რომელიც თითქმის მუხლებამდე ჩამოსდიოდა. შავ ელასტიკზე ნამდვილად კარგად მიდიოდა. თითქოს კაბა და „რეიტუზი“ ამოეცვა, როგორც ბაღში ყოფნისას. თმა მთლიანად გაიშრო და ზემოთ კოსად შეიკრა. ქვემოთ ჩუსტების ფრატუნით ჩავიდა და სავარძელზე მჯდომი გელოვანის დანახვისას სახე კიდევ ერთხელ დამანჭა. -დაუკავშირდი ვატოს? -ახლა ველაპარაკე, გზაზე ავარიაა და როგორც კი მოაწესრიგებენ ყველაფერს წამოვლენ. -ანუ დღეს სახლში წავალ? -ასე ძალიან ნუ გაგიხარდება, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებათ, ალბათ გამთენიისას ჩახვალ. -მთავარია რომ წავალ და შენი სახის ყურება აღარ მომიწევს. -მხრები აიჩეჩა და სამზარეულოში გავიდა. -ყავას... აციუ... ყავას დალევ? -ყავას კი არა ჩაის დალევ! ეს უკვე მერამდენეა? -დედიკოსავით ნუ მექცევი. -ვეჭვობ გჭირდება ასე მოქცევა. -თუ გავცივდები სულ რომ მოვკვდე წყალიც არ მომაწოდო. -არც მოგაწვდი! -შეუღრინა გაბრაზებულმა და ზურგი აქცია... *** -წამოვიდნენ უკვე, წუწუნი არ დაიწყო მალე აქ იქნებიან. -ოთახის ზღურბლზე ბეას სილუეტი რომ შენიშნა მაშინვე დაამატა და ისევ წიგნს მიუბრუნდა. -დათა. -გისმენ. -მისთვის არც შეუხედავს ისე უპასუხა. -შეგიძლია მეორე ჰუდიც რომ მომცე? ან რამე საბანი. მართლა ძალიან მცივა. -დაიკრუსუნა ღონემიხდილმა და იმედიანი თვალები მიანათა გელოვანს, რომელსაც ამ სიტყვების მოსმენისთანავე განგაშის სიგნალი ჩაერთო გონებაში. -ცუდად ხარ? -მაშინვე ფეხზე წამოვარდა და წინ დაუდგა. -არა, უბრალოდ მცივა. -თავი უარის ნიშნად გააქნია და ხელები ჰუდის მკლავებში ჩამალა. -მოდი აქ. -თბილი ხმით მიიზიდა თავისკენ და შუბლზე ხელი დაადო შესამოწმებლად. -ცხელი ხარ ქალბატონო იცი? -ფლირტის ახალი დონეა? -ღონემიხდილმა მაინც შეძლო ხუმრობა. -არ ვხუმრობ ბეა, მართლა ცხელი ხარ. -შეწუხებულმა ამოთქვა და კარადიდან პლედი აიღო. -ქვემოთ ჩავიდეთ, ჩაის გაგიკეთებ და ვეცდები მშრალი შეშა მოვძებნო ფარდულში რომ ბუხარი ავანთო. -პლედი მხრებზე მოახვია და კიბეებზე ნელი ნაბიჯით დაეშვა. -აქ დაწექი. -დივანი ბალიშებისგან გაათავისუფლა და ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია. -ცუდად არ ვარ, უბრალოდ მცივა. -სიცხე გაქვს და იმიტომ. არა სად მიდიოდი წეღან? მართლა ნუ გადამიყვან ჭკუიდან გთხოვ. -საყვედრით მიუგო და გაზქურაზე წყალი დადგა. -ფეხი არსად გაადგა თორემ მართლა ძალიან გავბრაზდები! -არის უფროსო. -პლედში კომფორტულად გაეხვია და თვალები დახუჭა... -მორჩა, ახლა გათბები. -კმაყოფილი ჩამოჯდა სავარძელზე და თმაზე ხელი გადაუსვა. -გაიღვიძე და ეს დალიე. -მეძინება. -დაიკრუსუნა თავისთვის და ნაწყენი თვალებით ახედა გელოვანს. -ვიცი, უბრალოდ ეს დალიე კარგი? რამდენიმე აბი სიცხის დამწევიც მაქვს. -საკუთარი თავი გაამხნევა და ცხვირწინ ლიმონიანი ჩაი აუთამაშა. -დალიე. -ბევრი არ მინდა, ნახევარი ფინჯანიც საკმარისია. -წუწუნს მორჩი ქალბატონო, წესით საერთოდ არ უნდა გივლიდე და ჭიქა წყალსაც არ უნდა გაწოდებდე. ასე შევთანხმდით! -უხეშად მიუგო და წამალი გაუწოდა. -ხოდა ნუ მომივლი, ვირო. -თვალები ისე სწრაფად აევსო ცრემლებით, დათამ ვერც კი გაანალიზა რა მოხდა. -რა გატირებს? -წუთის შემდეგ, როგორც იქნა ატირებულ გოგოს დაბნეული მზერა მოაშორა. -არავინ გავალდებულებს რომ მომიარო. მაგიტომ აძლევდი თავს უფლებას რომ დაგეცინა ჩემთვის?სულ არ მინდა შენი დახმარება, შემეშვი. -ბეა, ალბათ მაღალი სიცხე გაქვს და ამიტომ ხარ ასეთი ემოციური. -ცრემლები ფრთხილად მოწმინდა და გვერდით მიუჯდა. -არ იტირო რა გთხოვ. -შენ სულ ასე იქცევი, ვითომ კარგს აკეთებ მაგრამ ისე უცებ აფუჭებ ყველაფერს... -თავისთვის ამოიკნავლა და მუხლები ნიკაპთან მიიტანა. -არ დამეხმარო, დამანებე თავი. -მისმინე, მართლა ძალიან ვწუხვარ წეღანდელისგამო გესმის? ვიცი ცუდად მოგექეცი და ვწუხვარ. შენ რომ საშუალება მოგეცა და არ წასულიყავი ყველაფერს აგიხსნიდი და ბოდიშსაც მოგიხდიდი. -უნებურად თავის მართლება დაიწყო დათამ. -უბრალოდ გავბრაზდი და თავი ვერ შევიკავე. -ადრიანი მართალი იყო შენზე. გუშინ რაც მითხრა საერთოდ ყველაფერი სიმართლე იყო, აქ არ უნდა წამოვსულიყავი შენთან ერთად. -მე მაგის... -სათქმელი არ დაასრულა დათამ, იცოდა ისედაც ნერვიულობდა და არ უნდოდა დაემატებინა.- რაც არ უნდა ეთქვა გამოვასწორებ ყველაფერს ბეა, შევიცვლები. -მშვიდად მიუგო და მისი სახე ხელებში მოიქცია. -არ იტირო გთხოვ, ვიცი იდეალური არ ვარ, მაგრამ მართლა ვცდილობ ყველაფრის შეცვლას. -ვატო და კატოც ჩხუბობენ, მაგრამ ისე არასოდეს ექცევა, როგორც შენ მექცევი მე. -ვატოს ვეტყვი კურსებზე ჩამწეროს, ოღონდ არ იტირო კარგი? -სერიოზული სახით მიუგო. -რის კურსებზე? -ზრდილობის, ჯენტლმენობის და რავიცი, რასაც ეძახით თქვენ გოგოები. -ხანდახან მართლა სასაცილო ხარ. -სიცილი ვერ შეიკავა ბეამ. -აი ნახე უკვე იცინი... ცოტა გათბი? -კი, ისე აღარ მცივა, მაგრამ მაინც მეძინება. -ეს აბი დალიე და დაიძინე. როგორც კი მოვლენ გაგაღვიძებ და სახლში წაგიყვან. -მართლა გამაღვიძებ? -გპირდები! -მშვიდად მიუგო და დასაწოლად ადგილი გაუთავისუფლა. -მე გენდობი დათა, იმედი არ გამიცრუო. -ლაღად უპასუხა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა. ღმერთო, როგორ ცუდად მოხვდა გულზე ეს სიტყვები... იცოდა რომ ენდობოდა, მაგრამ ამის ასე მოსმენა მაინც საშინლად სტკენდა გულს. მისი პარანოია ალბათ ბოლოს მოუღებდა. როგორ ცდილობდა, მაგრამ მაინც ცუდი ტიპი იყო მის გონებაში. მის გამო წავიდა წვიმაში სახლიდან, ახლა ზუსტად იმავე მიზეზით არის ცუდად. არც საკმარისი სამკურნალო საშუალებები აქვს და იმედოვნებს რომ ვატო დროულად მიაღწევს სახლამდე... *** -გაიღვიძე ბექსს- სმენას მიწვდა მეგობრის ნაცნობი ხმა. -ბექსს, კარგი რა, რამდენი უნდა გეძინოს. -მჰმმ. -თავისთვის დაიკრუსუნა და ოდნავ შეფხიზლდა. -გაიღვიძე, ხომ გინდა რომ სახლში წავიდეთ? -კიდევ სძინავს? -კიბეებზე გამოჩენილმა დათამ საუბარი შეაწყვეტინა. -არ იღვიძებს. -მხრები აიჩეჩა. -რამდენიხანია მის გაღვიძებას ვცდილობ. -რას ქვია არ იღვიძებს? -სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ოთახი. -ბეა, გაიღვიძე. -ზურგზე გადმოაბრუნდა და სახეზე რამდენჯერმე უხეშად დაარტყა. - გაიღვიძე... -მისი ცემა თუ გინდოდა რას მიზეზობდი გეცემა პირდაპირ. -დატუქსა კატომ და ხელით გაწია. -მაცადე, მე გავაღვიძებ. -დაუბღვირა და მეგობარს მიუბრუნდა. -ბექსს, კარგი რა გაიღვიძე ნუ მანერვიულებ, სახლში მივდივართ. გთხოვ რა, გაიღვიძე. -ოდნავ შეანჯღრია და როგორც კი ბეასგან საპასუხო რეაქცია მიიღო მაშინვე გაიმეორა იგივე. -აღარ დაიძინო, გაიღვიძე და ფხიზლად იყავი კარგი? -მეძინება. -ტუჩები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს. -სერიოზულად ბეა? მეორედ? -მძიმედ ჩაილაპრაკა გელოვანმა და ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული. -სამზარეულოს მაგიდაზე წამლებია, წამოიღე გზაში იქნებ დაგვჭირდეს. -ვატოს თავით ანიშნა და გარეთ გაიყვანა. როგორც კი მანქანასთან მივიდა უკანა სავარძელზე მოათავსა კატოსთან ერთად და სახლი უკანმოუხედავად დატოვა... -ფრთხილად იარე, სადმე თუ გადააგდებ ვერ დაეხმარები. –„შენიშვნა“ მისცა ვატომ, რომელიც მის ანერვიულებულ სახეს თვალს არ აშორებდა. -უბრალოდ მინდა მალე მივიყვანო სახლში, ნორმალური წამლები დავალევინო და გამოკეთდეს. -კარგად იქნება, უბრალოდ გაცივდა. -ასეთი ჯიუტია, სად მიდიოდა იმ წვიმაში ეს სულელი. -თმაზე ხელი გადაუსვა მეგობარს კატომ, რომელსაც თავი მის მუხლებზე ედო და უდარდელად ეძინა. -კიდევ გაუზომე სიცხე, ერთ საათზე მეტი გავიდა, აღარც კანკალებს იქნებ დაუწია. -მშვიდად განმარტა ვატომ და ბეას გახედა. -ცხელია, სიცხე აქვს ისევ. -შეამოწმე მაინც. -თბილად მიუგო და თავი საზურგეს მიაყრდნო. -უკვე ახლოს ვართ, აფთიაქში წამლებზეც შევიდეთ. -შენი ნაყიდი წამლები ისევ სახლში დევს. -მშვიდად განმარტა და თერმომეტრი მისი მკლავის ქვეშ მოათავსა. -ფრთხილად ატარე, სიცხეს ვუზომავ. -კიდევ დავამატებ, იქნებ არ ეყოს. -რა არ უნდა ეყოს დათა, საავადმყოფოს მარაგი გაქვს მოტანილი. -თვალები დააკვესა კატომ. -წამლების ყუთში არ ჩაეტია და ახალი ყუთის აღება დამჭირდა. -ნუ ბუზღუნებ. -თვალები მობეზრებულად აატრიალა და მთვარიანი ღამის ფონზე, ბნელ-კუნაპეტ ზღვაში ბათუმის ნათელ და ციმციმა ანარეკლს გახედა. -5 წუთი გავიდა უკვე, ნახე აბა. -დრო შეახსენა ვატომ. -მანქანა გააჩერე. -ბოლო ხმაზე დაიყვირა კატომ. -რაა? -მანქანა გააჩერე დათა. მხარზე ხელი უხეშად დაარტყა და როგორც კი მანქანა გაჩერდა თერმომეტრს კიდევ ერთხელ დააკვირდა. -რა მოხდა? -ორივემ ერთდროულად მიანათა დაბნეული თვალები. -40.3 ხაზი აქვს, ასე აჩვენებს. კიდევ ერთხელ უნდა შევამოწმო. -თვალებგაფართოებული მიაჩერდა ორივეს და ხელსწყო ისევ ადგილზე დააბრუნა. -წამლები ხომ დალია, ამდენი არ ექნება. ძლივს უნდა სუნთქავდეს მაშინ. -თუ დააკვირდები... ძლივს სუნთქავს. -ორივე გააჩუმა ვატომ და მის სუნთქვას ყური დაუგდო. -ცუდადაა. -საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, ამოაცალე ეგ რაღაც, არ ვაპირებ კიდევ 5 წუთი ვიცადო. -ხო, მაგრამ... -კატო, ამოიღე. საავადმყოფოში წავიყვანთ. -მტკიცედ მიუგო გელოვანმა და მანქანა ადგილს მოწყვიტა... საავადმყოფომდე 20-25 წუთის გზა იყო დარჩენილი, ბეას უდარდელად ეძინა და ვერც კი იგებდა რა ხდებოდა მის გარშემო. გალოვანი გაგიჟებული მიაქროლებდა მანქანას და სიჩქარის გადაჭარბებას არ ერიდებოდა, ისე მიძვრებოდა მანქანებს შორის თითქოს სათამაშო მანქანას ატარებდა,რომელიც ყველგან გაეტეოდა. საერთოდ არაფერი ესმოდა, ერთადერთი რაც აფიქრებდა მისი მდგომარეობა იყო. ეზოში შესვლისთანავე მანქანიდან გიჟივით გადავიდა, ექიმებს არც დალოდებია ისე აიყვანა ხელში და სირბილით შეიყვანა შენობაში. -ექიმი... ვინმე დაგვეხმარეთ. -მიმღებში ყვირილით შევიდა და იქაურობას თვალი მოავლო. ხალხი უცებ გამოფხიზლდა, აქამდე მშვიდად მყოფი ექიმები უცებ ახმაურდნენ და მთელი საავადმყოფო გამოაცოცხლეს. -აქ დააწვინეთ. -საკაცე ახლოს მიუტანა ექთანმა. -რა ჭირს პაციენტს? -ზედაპირულად დაკვირვებისას იკითხეს ექიმებმა. -წვიმაში მოყვა, მაღალი სიცხე აქვს, სუნთქვა საშინლად უჭირდა. -მოკლედ აუხსნა სიტუაცია ვატომ. -ორჯონიკიძეს დაუძახეთ. -დაიყვირა ერთერთმა. -რომელიმე მიმღებთან მიბრძანდით რომ პაციენტი გავაფორმოთ. -სწრაფად მიაყარა ქალმა და ბეასთან ერთად გაუჩინარდა... -ღმერთო ეს კაციღა მაკლდა. -თავისთვის ამოთქვა კატომ და მობილურს უპასუხა. -გისმენთ. -უკაცრავად. -დაბნეულობა დაეტყო ხმაზე. -ბეატრისს სთხოვეთ თუ შეიძლება. -საღამომშვიდობის ბატონო ადრიან, კატო ვარ ბეას მეგობარი. ვწუხვარ, მაგრამ ახლა ვერ დაგელაპარაკებათ. -როგორც შეეძლო მოკლედ აუხსნა და თავი კედელს მძიმედ მიაყრდნო. -ყველაფერი რიგზზეა? დიდი ხანია დაკავშირებას ვცდილობ, მხოლოდ ახლა შევძელი დარეკვა. -ის... -ნამდვილად არ უნდოდა მისთვის ტყულის თქმა, ის ხომ უკვე მისი უფროსი იყო. -მაღალი სიცხე აქვს, ვერაფრით დავუწიეთ ამიტომ საავადმყოფოში მოვიყვანეთ. -საავადმყოფოში? ასე ცუდად იყო? -მაშინვე აღელვდა. -ახლა როგორ არის? ან რომელ საავადმყოფოშია, სად არის? -კითხვები დააყარა კატოს. -რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვართ, ახლა ექიმები არიან მასთან. -მშვიდად განუმარტა კაცს. -შეგიძლია ადგილმდებარეობა გამომიგზავნო? ახლავე წამოვალ. -სწრაფად უპასუხა და სიტყვის თქმაც აღარ დააცადა ისე გათიშა მობილური. -რა უნდოდა? -გაღიზიანებულმა ამოთქვა დათამ და კატოს მიაჩერდა. -უბრალოდ მოიკითხა და როცა გაიგო რომ საავადმყოფოში ვართ მისამართის გაგზავნა მთხოვა. -ში*ხოარაქვს მაგას? -ტონს აუწია გელოვანმა. -აქ რა ჩემი ყ*ე უნდა? -დათა! -მეგობარს წინ გადაუდგა ვატო. -საავადმყოფოში ვართ, გეყოფა. -შემომაკვდება! -წამოდი, ეზოში ჩავიდეთ. -ექიმი რომ გამოვიდეს? -კატო აქ იქნება და დაგვირეკავს. -მშვიდად განმარტა და მეგობართან ერთად დერეფანში გაუჩინარდა. -რა გემართება? -სიგარეტის კოლოფი გაუწოდა დათას. -რაზე მეკითხები? -სცენებს რატომ აწყობ? -არაფერს არ ვაწყობ! -მკვახედ მიახალა და კვამლი ღრმად ჩაისუნთქა. -შენი ბრალი არ არის. -რაა? -ვიცი რომ თავს იდანაშაულებ, შენი ბრალი არ არის რომ ცუდად გახდა. სერიოზული არაფერია, მალე გამოკეთდება. -მისი დამშვიდება სცადა ვატომ. -ჩემი ბრალია. ვეუხეშებოდი, დავამცირე, ვეჩხუბე და ამოუვიდა ყელში. მე რომ ნორმალურად მოვქცეოდი არაფერი მოხდებოდა, მაგრამ მასთან თავს ვერ ვიკავებ და ხომ ნახე რა შედეგამდეც მივედით. რამდენიმე საათში ისე ცუდად გახდა ძლივს სუნთქავდა. -საკუთარ თავზე ისე იყო გაბრაზებული უნდოდა ვინმეს მაგრად ეცემა. -შენი ბრალი არ არის რომ ფიცხი ხასიათი გაქვს. -იცი რა მითხრა? ვატო და კატოც ჩხუბობენ, მაგრამ ვატო არასოდეს ექცევა კატოს ასეო. -მწარედ ჩაიცინა და მანქანას მიეყრდნო. -სულ მაგას მიმეორებდა... მე კიდევ მისი დამცირების და მასთან ჩხუბის მეტი არაფერი გამიკეთებია. ვუთხარი რომ შენთან კურსებზე ჩავეწერებოდი. -რა კურსებზე? -ნათქვამს ვერ მიუხვდა ალავერდელი. -აი თბილად მოქცევა, მშვიდი საუბარი და რაღაც მსგავსები რომ მასწავლო. -მეღადავები? -არა! რომ გამოკეთდება აღარასდროს ვაწყენინებ. -უნებურად ჩაილაპარაკა და საკუთარ სიტყვებზე თავადვე გაეცინა. იმხელა გეგმა ქონდა აწყობილი პირადად მასზე უბრალოდ კი არ აწყენინებდა ალბათ დაანგრევდა კიდეც. ეს არის მიზეზი რის გამოც მასთან არის, მაგრამ ეს საწყისი იყო... ნამდვილად აღარ ფიქრობდა რომ ბოლომდე ამ მისიით რჩებოდა მასთან. -ერთ დღეს გაპატიებს. -საკუთარი სიტყვების თავადაც არ სჯეროდა ალავერდელს. ურთიერთობის დაწყებისთანავე გაანალიზა, როგორც დაამთავრებდა კატოსთან ყველაფერს და იცოდა რომ დათას უფრო მწვავე სიტუაცია ექნებოდა, მაგრამ ახლა ფიქრობდა რომ დათა საერთოდ ფსკერამდე დაეშვებოდა, რადგან საქმეში ნელ-ნელა გრძნობები ერთვებოდა. -პატიებაზე ვკითხე და იცი რა მითხრა? ვპატიობ მაგრამ არასოდეს ვრჩებიო. -მძიმედ ჩაისუნთქა მომწამლავი ჰაერი. - ვფიქრობ მე არც მაპატიებს. მარტო ბეა კი არა, ბევრი არ მაპატიებს. თანაც... -დათა! -უცხო აქცენტით დამაყრუებელმა ხმამ მოიცვა არემარე. -რა გაუკეთე ბეატრისს? -მაშინვე საყელოში წვდა ადრიანი დათას. -ვიცოდი რომ დაი*იდებდი და ყურადღებას არ მიაქცევდი, ვიცოდი რომ არ გაუფრთხილდებოდი! -დაიგრგვინა განრისხებულმა და სახეში მთელი ძალით დაარტყა. -მას არაფერი დაუშავებია, შეეშვი. -მაშინვე მოაშორა სხეულიდან ადრიანი და მათ შორის ჩადგა. -შენ... ყველაფერ კარგს აფუჭებ რაც გვერდით გაქვს. -კიდევ ერთხელ დაუყვირა კაცმა და მისკენ გაიწია, მაგრამ ვატომ უფლება არ მისცა რომ დაერტყა. -მე მისთვის არაფერი დამიშავებია! -განრისხებულმა საპასუხოდ დაარტყა სახეში. -დათა გეყოფა! -მეგობარს მიუბრუნდა ალავერდელი. -მას არაფერი დაუშავებია, წვიმაში იარა და გაცივდა. -იქნებ ისიც მითხრა წვიმაში რატომ იარა. -კბილებში გამოსცრა ვატოს და სისხლიან ტუჩზე ხელი მოისვა. -მოგკლავ რამე რომ დაემართოს! -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ზურგი აქცია ორივეს. თვალთახედვას არ გამოპარვია, როგორ გარბოდა შენობისკენ, თითქოს რამეს უშველიდა ბეას. როგორც არ უნდა გაბრაზებულიყო დათა, იცოდა რომ ადრიანი ბეას მასზე მეტად გაუფრთხილდებოდა. -მაგის დედაც. -მწარედ შეიკურთხა დათა და ყბაზე ხელი მოისვა. -შენი საქმე სულ უფრო რთულდება ძმაო. -ვიცი, მაგრამ ეგ არ მადარდებს. იმაზე უფრო ვნერვიულობ, როგორ იქნება. -არა რა,ქართული ლანძღვა-გინება მაინც სულ სხვანაირად ჟღერს. -გული მოიოხა ვატომ და უმისამართოდ შეიკურთხა. -ახლა ის აქედან თუ არ წავა მართლა ძვლებსც დავუმტვრევ. -კბილები გაახრჭიალა დათამ. -გულდამწვარი მეგობარი ნუ გამოვა. -შიგნით ჩხუბი არ დაიწყო, ბეას ყურამდეც მივა და ინერვიულებს. -თუ საერთოდ გაიღვიძებს და ფილტვები არ გადაეწვება. -ცინიზმი არ დააკლო მეგობარს და შენობისკენ უკანმოუხედავად წავიდა. კიბეები სირბილით აიარა და თავი ძლივს შეიკავა რომ ადრიანისთვის, რომელიც კატოს მისჩერებოდა და მთელი ენთუზიაზმით ესაუბრებოდა კიდევ ერთხელ არ დაერტყა სახეში. -ბეატრის კარაპეტიანთან თქვენ ხართ? -სწრაფად გადაკვეთა შუახნისქალმა დერეფანი და მათ მიუახლოვდა. -დიახ ჩვენ ვართ. -ადრიანს წინ გადაუდგა დათა. -ისე ელოდება თითქოს რამე ესმოდეს. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და ექიმს მიაჩერდა. -პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურამაც დაუწია. საბედნიეროდ ფილტვები არ არის დაზიანებული, უბრალოდ სუსტად არის. გადასხმა დაუდგეს, დილით კიდევ დავაკვირდებით მის მდგომარეობას და თუ ასე გაგრძელდება სახლში წაყვანას შეძლებთ. -ანუ არაფერია სერიოზული? -ორგანიზმისთვის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, კონტროლი ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში არაფერი სჭირს. ძლიერი გოგოა. -შეიძლება ვნახოთ? -გაბრწყინებული სახით მიაჩერდა კატო. -ალბათ ოჯახის წევრებს კითხულობდა, კატოს და დათას. უმჯობესია, რომელიმე მათგანი თუ შევა. ძალიან ცოტა ხნით ისიც. -შედი. -თბილი ხმით მიუგო კატომ და თავით მისი პალატისკენ ანიშნა. -არა, შენ შედი. მე ხვალ ვნახავ. -უკან დაიხია გელოვანმა, იცოდა თავად რომ შესულიყო უსამართლობა იქნებოდა კატოს მიმართ. -კარგად არის. -მოკლედ განუმარტა ვატომ ადრიანს პაციენტის ამბავი. -ვიცი, გავიგე. -გაიგე? -გავიგე. ქართული მესმის. -მშვიდად მიუგო კაცმა და კედელს მიეყრდნო. -დათა შედი, დარწმუნებული ვარ შენი ნახვა გაუხარდება. -ახლა არა კატო. -მხარზე ხელი თბილად ჩამოუსვა. -უბრალოდ უთხარი რომ აქ ვარ. -ღიმილით მიუგო და ზურგი აქცია. კატოც აღარ დაყოვნებულა, ექთანს უკან მიჰყვა და პალატაში ნელი ნაბიჯით შევიდა. -ბექსს. -ღიმილით გადახედა მეგობარს და სხეულზე მიეკრო. -როგორ ხარ? -კარგად ვარ კატო, ნუ ნერვიულობ. -მშვიდი ხმით მიუგო და მისი ხელი ხელში მოიქცია. -იცი, როგორ ვინერვიულეე? -ტუჩები დაბრიცა და სკამი ახლოს მიწია რომ მასთან ახლოს დამჯდარიყო. -ძალიან შემაშინე. -კარგად ვარ, მართლა. ბათუმში ვართ? -კი. დათამ მაშინვე უკან წამოგვიყვანა, როგორც კი მივედით. -აქ არის? -სხვაგან სად იქნება? გიჟივით იქცევა ისე ნერვიულობს. -კარგად ვარ, რა ანერვიულებს? -ვფიქრობ თავის თავს ადანაშაულებს. -მხრები აიჩეჩა. -მთელი გზა სარკიდან გიყურებდა, რამე ხომ არ იცვლებოდა ან ცუდად ხომ არ იყავი. სახლშიც გივლიდა. -როცა გახვალ უთხარი რომ შემოვიდეს. -საწოლზე ფრთხილად წამოჯდა. -ჩემი სიჯიუტის ბრალია, სულ ასე ვიქცევი და ბოლოს საწოლით ვამთავრებ. -საწოლით დამთავრებასაც გააჩნია. -სიცილით მიუგო მეგობარს და სხეული მოარიდა რომ ხელი არ მოხვედროდა. -გარყვნილო. იცოდე ავდგები და... -დაბმული ხარ, ვერ ადგები. -წვეთოვანზე მიუთითა და სახე დამანჭა. -მაცადე, წამოვდგები და მერე ნახე შენ. -რომ წამოდგები მაგაზე მერე ვისაუბროთ... -უცებ გონებაში ადრიანის იქ ყოფნა ამოუტივტივდა და უნებურად გაჩუმდა. -ბექსს... ადრიანიც აქ არის. -საიდან გაიგო? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა მეგობარს. -შენ გირეკავდა, ხოდა ვუპასუხე. ვიფიქრე იმსახურებდა ცოდნას. -დამნაშავის სახით გახედა ბეას. -მიბრაზდები? -არა, რათქმაუნდა არა. კარგად მოიქეცი რომ უთხარი. -მისმინე, მორიგე ექიმის დაყოლიებას მოვახერხებ ერთერთი მათგანის შემოშვებაზე. -თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. -რომელი გინდა რომ შემოვიდეს? -კატოო... რა ცუდი ადამიანი ხარ. -თვალები დააკვესა ბეამ. -ორივე ნერვიულობს და ორივე გელოდება. ხომ იცი არჩევანის გაკეთება მოგიწევს, ან ერთი ან არცერთი. -ისევ სიცილით მიუგო და წინდაუკან ქანაობა დაიწყო. -აბა, რომელი გინდა? -დათას უთხარი შემოვიდეს. არ მინდა თავს დამნაშავედ გრძნობდეს. -ხოო, დარწმუნებული ვარ ეგ არის მიზეზი. -თავი დაუქნია მეგობარს და ლოყაზე აკოცა. -მალე გამოჯანმრთელდი, დილით გინახულებ. -ღიმილით დაემშვიდობა და პალატიდან ნელი ნაბიჯით გავიდა. -როგორ არის? -მაშინვე წინ დაუდგა ადრიანი. -კარგად არის, უბრალოდ დასვენება სჭირდება. სახლში წავიდეთ და დილით ვინახულოთ, ხვალ სხვებსაც შეუშვებენ. შენც წადი ადრიან გვიანია, მაინც ვერ ნახავ. ჩვენ რაღაც საბუთები გვაქვს მოსაწესრიგებელი და წავალთ. -იცრუა ქალბატონმა და ერთ ტყუილს მეორეც ზედ დაამატა. -ვუთხარი რომ აქ ხარ და მადლობა გადმოგცა. -ღიმილით მიუგო და გეზი ვატოსკენ აიღო. -როგორც კი წავა დათას დავუძახოთ და პალატაში შევუშვათ. -ექიმმა ხომ თქვა ერთი ადამიანიო. -მე ვთხოვ და შეუშვებს, ოღონდ ადრიანმა არ მინდა რომ დაინახოს. ბეამ მთხოვა რომ ის შემეშვა. -პროგრესია. -ღიმილით მიუგო და სხეულზე მიიხუტა. კიდევ ცოტახანს გაჩერდა ადრიანი, თითქოს რაღაცის იმედი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა. მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ლოდინს. დათა ეზოში მანქანაზე იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. მართლა ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა რომ მისთვის ეთქვა. მისი მდგომარეობა საშინლად ანერვიულებდა და ამას თავადაც ხვდებოდა, არც კი უშვებდა იმას რომ ნერვიულობა სადღაც შიგნიდან მოდიოდა, უბრალოდ ფიქრობდა რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა ამ ყველაფრის გამო და ნერვული რეაქციას ამის ბრალი იყო. დაინახა, როგორ გამოვიდა ადრიანი შენობიდან და პირდაპირ მანქანისკენ დაიძრა, წამით დათასაც კი გახედა, ალბათ მეორე რაუნდის დაწყენა უნდოდა, მაგრამ მერე თავი შეიკავა და იქიდან სასწრაფოდ გაუჩინარდა. უკვე საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული კატოს ვიზიტიდან ამიტომ ნამწვი იქვე ურნაში ჩააგდო და გეზი პირდაპირ მისი პალატისკენ აიღო. დერეფანში კატოც ვატოსთანერთად იდგა და რაღაცაზე ექიმს გამალებით ესაუბრებოდნენ. მყუდროება ისევ დათამ დაარღვია. -ყველაფერი რიგზზეა? -დაეჭვებულმა შეხედა ახალგაზრდებს. -კი,კი. უბრალოდ ბეას შენი ნახვა უნდოდა და ექიმს ვთხოვეთ ცოტახნით შეგიშვას. -ჩემი ნახვა უნდა? -ჰო.-მხრები აიჩეჩა კატომ. -ყბა გილურჯდება, მძიმე ხელი ჰქონია. -ნერვებს ნუ უშლი. -ხელზე მოქაჩა ვატომ და დათას ოთახისკენ ანიშნა. -შედი. -მადლობა. -გულწრფელად გაუღიმა ორივეს და დინჯად დიძრა ოთახისკენ. -შეიძლება? -კარი ფრთხილად შეაღო და ოთახში შეიხედა. -კი, შემოდი. -ნება დართო ბეამ და საწოლზე წამოჯდა. -თავს როგორ გრძნობ? -კარგად ვარ, მართლა. სანერვიულო არაფერია. -მე... არც კი ვიცი რა გითხრა. -თითქოს ხმა ჩაუწყდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა გელოვანი. -დათა. -თბილი ხმით წამოიწყო ბეამ საუბარი. -შენი ბრალი არ არის, რაც დამემართა. მე რომ არ წავსულიყავი ეს არ მოხდებოდა. -შენთან ასე არ უნდა მესაუბრა, ვერ შევეჩვიე იმას რომ სხვანაირი ხარ და ისე ვერ მოგექცევი, როგორც სხვებს. თავის მოთოკვა მიჭირს და მართლა ძალიან ვწუხვარ. თუ მეტყვი რომ ჩემი ნახვა არ გინდა მაგასაც გაგიგებ. -იმდენად იყო შეწუხებული, საერთოდ დაავიწყდა ვის გამო აგრძელებდა მასთან ურთიერთობას. -უკვე მერამდენედ გაწყენინე ვეღარ ვითვლი, საკუთარიი თავი მეზიზღება ამის გამო... -დათა გეყოფა! შენ არ გიბრაზდები. ჩემს თავზე მეშლება ნერვები. ცოტახანს აქ დაჯექი. -სკამზე თავით ანიშნა და საუბარი განაგრძო. -ჩემი ხასიათი, მართლა ბავშვურია ხანდახან. სად მივდიოდი თან ასეთ ამინდში. რომ არ გამომყოლოდი და არ გეპოვნე ალბათ იქვე დავიმარხებოდი ტალახში. -ეგ აღარ თქვა! რათქმაუნდა მოგძებნიდი, ისე რა გამაჩერებდა. -შენ რა... ნაცემი ხარ? -როგორც კი მის პირდაპირ ჩამოჯდა უკეთ შეძლო მისი სახის ნაკვთების დანახვა. -რა დაგემართა? -სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა მის წინ მჯდომ კაცს. -არაფერია ისეთი რაზეც უნდა ინერვიულო. -ხელზე ნაზად აკოცა და მის მზერას თვალი მოარიდა. -დათა რა დაგემართა? -ხმა გაიმკაცრა ქალბატონმა. -ადრიანთან მომივიდა პატარა შეკამათება, სერიოზული არაფერი. -რატომ? -როგორც კი მოვიდა ყვირილით მომვარდა, ვიცოდი რომ არ გაუფრთხილდებოდი და ყურადღებას არ მიაქცევდიო და დამარტყა. -ღმერთო, სულ გაგიჟდა? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა გელოვანს. -არა, სიმართლე თქვა. ვერ გაგიფრთხილდი. -ხრინწიანი ხმით ამოთქვა და საზურგეს მიეყრდნო. -2 დღეც არ იყავი ჩემთან და საავადმყოფოში დაამთავრე. მაპატიე რა, მართლა ძალიან ვწუხვარ. -დათა, ეს შენი ბრალი არ არის. -გაჭირვებით წამოიწია და საწოლზე მის პირდაპირ ჩამოჯდა. -რას აკეთებ? დაწექი გთხოვ, ცუდად არ გახდე. -არ გავხდები, უკვე კარგად ვარ. -მშვიდად მიუგო და მისი ხელი ხელებში მოიქცია. -არ მინდა რომ შენს თავს ადანაშაულებდე, შენ არაფერი დაგიშავებია, ცუდი ხუმრობები გიყვარს, მაგრამ შენთვის სე*ს პარტნიორი არ უნდა მეწოდებინა... ვიცი რომ ამაზე მეტად მაფასებ და მაგას არ იმსახურებდი. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და თვალებში ჩააცქერდა. -შენ... ხან მგონია რომ მართლა ანგელოზი ხარ, რომელიც ყველას ყველაფერს პატიობს. -საპატიებელი არაფერი გაგიკეთებია, ასერომ ტყუილად ნერვიულობ. -შეიძლება ჩაგეხუტო? -პატარა მიამიტი ბავშვივით ამოთქვა და მზერა გაუსწორა. -მე... -უბრალოდ ახლა მართლა ძალიან მჭირდება ეს, მაგრამ თუ არ გინდა გაგიგებ. -მოდი. -ხელები გაშალა ბეამ და როგორც კი დათას მძიმე მკლავები იგრძნო მაშინვე მოადუნა მთელი სხეული. ასეთი სითბო მისგან საშინლად სიამოვნებდა, შეეძლო მთელი ღამე ასე გაეტარებინა მასთან, თითქოს უსაფრთხო თაშესაფარს სთავაზობდნენ. ნებისმიერ კამათს შემდეგ, რაღაც სასიამოვნო მოსდევდა და ეს ყოველთვის იცოდა ბეამ. ახლაც თითქოს ელოდებოდა რომ რაღაც სასიამოვნო მოხდებოდა. დათა... რას გრძნობდა ამ დროს? რთული სათქმელია. სინანული, ტანჯვა, ბრაზი... ყველაფერი ერთად მეფობდა მის სულში და ბობოქარი ზღვის ტალღებივით ეხეთქებოდა სხეულის ყველა უჯრედს. როგორც კი თავი მის ყელში ჩარგო და ფილტვები მისი სურნელით აივსო თითქოს ეს ყველაფერი გაქრა და მშვიდ, ბავშვურ სამყაროში გადაინაცვლა. ყველა ემოცია ერთად გაქრა და მხოლოდ ბედნიერებას გრძნობდა... საავადმყოფო დანარჩენებთან ერთად დატოვა, საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული იყო ბეასთან საუბრის შემდეგ, ალბათ ზუსტად ეს იყო რაც სჭირდებოდა... *** დილით საავადმყოფომდე მისვლა ვერავინ დაასწრო, პირველი მივიდა და ბეას ამბავიც გამოიკითხა. როგორც აღმოჩნდა ღამით უკეთესობისკენ შეიცვალა მდგომარეობა, წამლებმა ნამდვილად იმოქმედა და თავსაც ბევრად კარგად გრძნობდა. სიცხე თითქმის საერთოდ აღარ ქონდა და ფეხზე დამოუკიდებლადაც დადიოდა. კატო მოგვიანებით მოიყვანა ვატომ. სახლში გათბობაც კი ჩართო რომ მეგობარს სახლში როცა მიიყვანდა მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო. -წასვლა შეუძლია, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მაგრამ სახლში წამლების მიღება მოუწევს. -განმარტა ქალმა და ცხვირზე სათვალე კომფორტულად მოირგო. -ანუ ცუდად აღარ გახდება? სრულად გამოკეთდა? -საქმეში დათა ჩერთო, ნამდვილად არ უნდოდა ხელახლა განეცადა ის რაც გადაიტანა. -არა, წამლებს თუ რეგულარულად მიიღებს და თავს გაუფრთხილდება ხვალ უკვე კარგად იქნება. -როდის შეგვიძლია წაყვანა? -ახლავე, საბუთებს ხელი უნდა მოაწეროს და ექიმს დაელოდეთ რომ დანიშნულება დაწეროს. რომელიმეს კაბინეტამდე მიგაცილებთ. -მე წამოვალ. -ყველას დაასწრო დათამ და ნაბიჯით წინ წავიდა. -შენ ბეას მომზადებაში დაეხმარე. -კატოს გადახედა და ქალს უსიტყვოდ გაჰყვა უკან... -იციი სახლში გათბობა ჩაგირთე. -სიცილით უთხრა მეგობარს კატომ. -ხომ არ გაგიჟდი? დარწმუნებული ვარ გაიგუდები, თან არაფერი მაწუხებს. -თავი დამანებე, ჭირიანი ხარ. რამე რომ მოგივიდეს კიდევ მართლა დათას ვაჩუქებ შენს თავს. -დაემუქრა ბეას და მისი ნივთები ჩანთაში ჩააწყო. -მეძინება, მთელი ღამე არ დამაძინეს. ხან სად დამარჭობდნენ ნემსს და ხან სად. -საწყლად ააფახულა თვალები. -ნუ ივლიდი წვიმაში, რა გიშველო? -ნერვები მქონდა მოშლილი. -ხელები გადაიჯვარედინა და ისე წამოდგა ფეხზე. -ისე ტრა*ზეც დაგარჭეს ნემსი? -ინტერესით გადახედა მეგობარს. -იდიოტო. -თავში წამოარტყა და კარისკენ წავიდა. -დროზე წავიდეთ თორემ შეიძლება გავგიჟდე. -საავადმყოფოს სუუნს ვერ ვიტან, ავადმყოფების სუნი დგას. -ავადმყოფების სუნი როგორია? -რავიცი, წამლის სუნი რომ აქვთ. -შენთვისვე აჯობებს მოკეტო და წამოხვიდე სანამ, რომელიმე პაციენტმა ჯოხი წამოგარტყა თავში. -ეგ იდეა არ მომწონს, ჩქარა იარე. -ბიჭები სად არიან? -ვატო ქვემოთ არის, დათა ექიმის დანიშნულებას ელოდებოდა. -წამლები უნდა დავლიო? -კი, ვეჭვობ ბევრი. -ჩემი ბარათი გამომართვი, მერე რომ იყიდო. -მე რატომღაც მგონია დათა არაფერს გაყიდინებს. -მხრები აიჩეჩა და ეზოში მასთან ერთად გავიდა.- საკმაოდ მალე დაუწერია ექიმს დანიშნულება. -გამარჯობა. -ღიმილით მიესალმა ორივეს. -ამ პარკს ხომ ხედავ? -ცხვირწინ აუთამაშა აფთიაქის პარკი გელოვანმა. -შიგნით შენი წამლები აწყვია, ექიმის დანიშნულებით. დღეში რამდენი და რომელი უნდა დალიო, დროების მიხედვით. იცოდე, ერთი წუთითაც არ გადააცილო აქ დათქმულ დროებს! -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და მანქანის კარი გაუღო. -დაბრძანდით. -მეც მიხარია აქ რომ გხედავ. -სიცილი ვერ შეიკავა ბეამ მის რეაქციაზე. -მიხარია რომ კარგად ხარ. -მშვიდად მიუგო და მანქანაში ვატოს გვედით დაიკავა ადგილი. -იმდენიხანია ტაქსით არ მიმგზავრია გამოძახებაც კი დამავიწყდა. -აწუწუნდა ვატო და მობილურიდან აპლიკაციების წაშლა დაიწყო. -თავში ავარდნილი მილიონერივით ნუ იქცევი! –თვალები დააკვესა კატომ. -მასე ვერ მოვიქცევი იმიტომ რომ მილიონერი არ ვარ. -სიცილით გახედა ქალს და მანქანა ადგილს მოწყვიტა… *** -აქ უნდა დარჩეთ? -სახლში შესვლისას ძლივს ამოისუნთქა დათამ. -საშინლად ცხელა. -კატო მართლაც რა უბედურებაა? გამორთე ახლავე. -თვალები დაუბრიალა მეგობარს. -მე შენსგამო გავაკეთე. -ცხვირი აიბზუა და გათბობა გათიშა. -ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ვერ დამეხმარები თუ გავიგუდები. -უმადურო. -უმადური არ ვარ, უბრალოდ ძალიან ცხელა. -იცი რას... -კატო. -სიცილით დაუდგა წინ ვატო. -რა გჭირს? -უიმე, არაფერი. ესე ვიცით ხოლმე ჩვენ. -სიცილით მიუგო და სავარძელში მჯდომ ბეას გახედა. -რამეს დალევ? მაგალითად ჩაი პიტნით, ჩაი ლიმონით, ჩაი თაფლით ან ჩაი სამივეთი ერთად? -ოუ, ნამდვილად დიდი არჩევანია, მაგრამ ყავა მირჩევნია 2 კოვზი შაქრით. -არც იფიქრო. -გელოვანიი ჩაერთო საუბარში. -კატომ რაც ჩამოგითვალა იქიდან აარჩიე. -ყავა მინდა. -ყავასაც დალევ, ოღონდ ჯერ ჩაი უნდა დალიო. -ღორი კი არ ვარ. -ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა. -ღორები ჩაის არ სვამენ, ასერომ ნამდვილად არ ხარ.- ღიმილით დაამშვიდა დათამ და სამზარეულოში შევიდა. -კატო, ჩემი ლეპტოპი მომიტანე რა, საქმეებს გადავხედავ, მეილზე საბუთები უნდა გამოეგზავნა ზურას. -ოღონდ შენ მთხოვე და... ოღონდ მხოლოდ დღეს. ხვალიდან ძიძა აღარ ვიქნები. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ოთახიდან სავსე ხელებით დაბრუნდა. -ეს შოკოლადები ალბათ ჩემთვის არის ხომ? -ხელში შეათამაშა და თვალებგაბრწყინებული მიაჩერდა მეგობარს. -დილით ვიპოვნე და საავადმყოფოში ვაპირებდი წამოღებას, მერე ვიფიქრე შეიძლება გამოწერონ და სახლში დავახვედრებთქო, მაგრამ მეც გემრიელად მივირთმევ. იციი ტკბილეულში ყოველთვის კარგი გემოვნება ჰქონდა. -ვატოს მიუბრუნდა ქალბატონი. -თხილით გატენილი შოკოლადები არასდროს უყვარდა,მაგრამ იცი ერთხელ... -კატო. -მოულოდნელად დაიყვირა ბეამ. -ვაიმე რაგინდა, გული ნუ გამიხეთქე. ხოდა რას გიყ... -კატო. -კიდევ ერთხელ წამოიძახა და ამჯერად ნამდვილად მიიპყრო მეგობრის ყურადღება. -გისმენ ხო, მოყოლა არ დამაცადო. -უკმაყოფილოდ გახედა და მასთან ახლოს მივიდა. -რა ხდება? რამე გინდა? -გახსოვს ის საერთაშორისო პროგრამა საფრანგეთში? დაფინანსებული რომ იყო და ერთი წელი სხვა უნივერსიტეტშიო? -ემოციებისგან დაბნეულად ალაპარაკდა. -ხო მახსოვს. საწყენია ჩემს ფაკულტეტზე რომ არ გამოცხადდა მსგავსი არაფერი. -სიცილით მიუგო და თვალები ააფახულა. -მერე, მერე? -მიმიღეს! -საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა ბეამ. -რას ამბობ? მაჩვენე. -სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და მთელი არსებით შეძვრა ეკრაში. -ხოო, ნახე. -თითით ეკრანზე მიუთითა და შეტყობინება კიდევ ერთხელ წაიკითხა.-„გილოცავთ ბეატრის. თქვენ წარმატებით გაიარეთ საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის შესარჩევი ტური და მოიპოვეთ ორივე სემესტრის სრული დაფინანსება Jean Moulin Lyon-ის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: მგზავრობა-ორმხრივი ავიაბილეთი, საცხოვრებელი, კვება და თვიური სტიპენდია 2000ევროს ოდენობით. დამატებითი დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში. პატივისცემით ადმინისტრაცია.“ -გოგო დებილი ხარ შენ? 1 კვირის წინ არის მოსული. -თავში წამოარტყა კატომ. -ვაიმეე, ჩემი ფუფალა საფრანგეთში ისწავლიის. -ცრემლიანი თვალები მიანათა და ხელები მთელი ძალით მოხვია. -აუ რამაგარია ბექსს, აუ ხო არ ღადაობთთ. -ჩვენც გაგვარკვიეთ რა ხდება. -დაბნეული მისჩერებოდნენ ბიჭები ორივეს. -ბეა ბარგს ალაგებს და ახლავე საფრანგეთში მიდის, ეგ ხდება. -სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო კატო, მგონი ბეაზე მეტად მას უხაროდა. -1 წელი დამიფინანსეს საფრანგეთში. -ღიმილით მიუგო ორივეს და ისევ კომპიუტერის ეკრანს შეხედა. -ღადაობ ტოო, რამაგარია. -ღიმილით გადახედა ვატომ და თბილად გადაეხვია. -სულ წინასვლა და წარმატებები ცხოვრებაში. -მადლობაა. -დაიმორცხვა და კომპიუტერი გვერდით გადადო. -არც კი ვიცი რა გითხრა. -საუბარში მოულოდნელად ჩაერთო დათა. -ძალიან მიხარია შენი ამბავი. ვიცოდი რომ შენი ნიჭი შორს წაგიყვანდა. -ბაგე ღიმილმა გაუპო კაცს,მაგრამ ვინ იცის ამ ღიმილის უკან რამხელა სევდა იმალებოდა. -ბეა რა გატირებს? -ეჭვნარევი მზერა შეავლო გელოვანმა. -მეგონა გაგიხარდებოდა. -შენ მართლა ნაზოს ალუჩაზე ხარ შემორჩენილი. -სიცილით უთხრა მეგობარს. -სიხარულისგან ტირის ვერ უნდა მიხვდე? -მე... უბრალოდ მართლა არ ველოდი. -რას არ ელოდი, IELTS-ს ქულა 8.0 გაქვს, რათქმაუნდა მიგიღებდნენ. -ღმერთო 5 ოქტომბრამდე საბუთები უნდა ჩავაბარო, როგორ მოვასწრებ? -უცებ პანიკამ აიტანა, მხოლოდ 10 დღე რჩებოდა ყველაფრის მოსაგვარებლად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მეათე დღეს უკვე ქალაქში უნდა ყოფილიყო და მეორე დღეს უნივერსიტეტის კარი შეეღო. -აქ არ ვართ? ყველაფერში დაგეხმარებით. -მხოლოდ ახლა შეძლო სიტუაციის სწორად შეფასება დათამ, მაშინვე მაგიდაზე დადო ფინჯანი და ხელები მთელი ძალით მოხვია. -ყველაფერს მიიღებ რაც დაიმსახურე... საერთოდ ყველაფერს. -მადლობა დათა, თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. -პრიორიტეტად მაინც შენი ჯანმრთელობა რჩება ხომ იცი? -თვალები დაუბრიალა კატომ. -ღმერთო ზურა გაგიჟდება ალბათ. -ვაიმე ზურა. -საცოდავად ამოიკნავლა და თავზე ხელები მძიმედ მოიკიდა. -ალბათ მომკლავს. -ახლა შენი მომავალი პრიორიტეტად უნდა დააყენო. -თვალები დაუბრიალა გელოვანმა. -გავ*არი ზურასაც და მაგის კომპანიასაც. საფრანგეთი გელოდება. -უნდა ვიკითხო, იმიტომ რომ ბევრი საქმე გვაქვს ლამაზო. -დაქალს ღიმილით გახედა კატომ. -საიდან ვიწყებთ? -ყველაზე დამაბნეველი კითხვა იყო, მართლაც საიდან იწყებდნენ? სტუდენტის სტატუსის დამამტკიცებელი და მისი ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტები,ცენტრის მიერ დამოწმებული, შემოსავლების ამონაწერი, დაზღვევა, დაფინანსების მიღება-ჩაბარების ხელმოწერილი და ნოტარიუსით დამოწმებული დოკუმენტების ასლები, ავიაბილეთი და პასპორტი... ნამდვილად ჯობდა საერთაშორისო დოკუმენტის გაკეთებით დაეწყო. ბევრი არ უფიქრიათ, იმ საღამოს ყველა ერთად შეიკრიბა. ყველაფერი გაარკვიეს საბუთების შეგროვებასთან დაკავშირებით, კატომ და ნოდომ კამპუსის ფოტოები დაათვალიერეს და საცხოვრებლის მოძებნა დაიწყეს. ანა სწავლების მეთოდოლოგიას სწავლობდა, მეგობრები ყავდა საზღვარგარეთ. დათა და ვატო ავიაბილეთების საქმეს შეუდგნენ და ასევე აქტიურად დაიწყეს თარჯიმანის მოძებნა, რომელიც ბეას შეცვლიდა. ბეა კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ასევე ფინანსურ აგენტსაც, რომელიც ბანკში მისი შემოსავლების ამონაწერზე აგებდა პასუხს. ყველაფერი სწრაფად მოხდა, ვერც კი წარმოედგინა როგორ უცებ შეიცვალა მისი ცხოვრება უკვე მეორედ, მაგრამ ამჯერად მარტო არ იყო... ამჯერად კატოს გარდა, მის გვერდით სხვებიც იდგნენ. ნოდო და ანა ისედაც სულ სხვა დონეზე იდგნენ მისთვის, მაგრამ ის მხარდაჭერა, რომელიც მათგან მიიღო ძალიან ბევრს ნიშნავდა. ვატოც ისე აქტიურად იყო ჩართული საქმეში თითქოს მის დას უშვებდა სასწავლებლად და ნერვიულობდა რამე არ გაფუჭებულიყო. ბოლოს კი დათა... მის თვალებში ბედნიერებასთან ერთად სევდასაც ამოიკითხავდით, არც იყო გასაკვირი, მან ხომ ახლახანს დაალაგა ურთიერთობა ბეასთან... უფროსწორად ჯერ ისევ მცდელობაში იყო. აი ვატოსთვის რომ გეკითხათ, მიზეზად მის ძმას მოიყვანდა. რთული იქნება ქალს თავი ასობით კილომეტრის მოშორებით, მხოლოდ ონლაინ შეაყვარო. ორივე ხვდებოდა რომ ციხეში მყოფი ნიკა გელოვანი, ბეას წარმატებასთან ერთად იძირებოდა... 2 ოქტომბერი/ 22:32 -უკანასკნელი ვახშამი?- ნაძალადევად გაიღიმა ბეამ. -რატომ უკანასკნელი? -ერთი წლის მერე დავბრუნდები დათა, ეს დიდი დროა. -არც ისე დიდი დროა, თანაც მე აქ ლოდინს ხომ არ ვაპირებ? ახლა რომ ასე უბრალოდ გაგიშვა ჩვენი ურთიერთობა აქ გაჩერდება. -ვიცი, არ გინდა რომ წავიდე. -მშვიდად განმარტა ბეამ და სასმელი მოსვა. -მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, მე ჩემს ცხოვრებას უნდა მივხედო. -მე არ მითქვამს რომ არ უნდა წახვიდე. -ხო, მაგრამ მაინც ასეა. -მე მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს, ეს არის და ეს. -ვიმესიჯოთხოლმე? -მტრედს გამოვატან წერილს, ასე თუ გირჩევნია. -სიცილში აყვა დათა და ხელზე ნაზად აკოცა. -ეს არ იმუშავებს ხომ იცი? -მე მინდა რომ ვცადოთ, მე ჩამოვალ შენთან. შენც ჩამოხვალ აქ, ყველაფერი კარგად იქნება. -რატომ ცდილობ ასე ძალიან? უბრალოდ რატომ არ მიდიხარ და რატომ აგრძელებ? -მე მინდა რომ გაგრძელდეს, მაგრამ შენ თუ გირჩევნია რომ წავიდე, იყოს ასე. მაშინ წავალ და არ გავაგრძელებ. -მე ეს არ მითქვამს. -ანუ გინდა რომ გავაგრძელო? -შეიძლება. -თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ბეას. -ვიცი გაბრაზდები, მაგრამ მაინც უნდა გკითხო. -ყოყმანით წამოიწყო საუბარი. -ადრიანმა რა გითხრა როცა წასვლაზე ესაუბრე? -ვიცი რაც გაინტერესებს, ამიტომ არ ვბრაზდები. -მხრები აიჩეჩა და თხრობა დაიწყო. -მისთვის თითქოს ასე უფრო მარტივია, შენგან შორს, მაგრამ ამავედროს ახლოს ყოფნა. მას ჰგონია რომ ჩემი წასვლის შემდეგ ურთიერთობა დასრულდება და მეტი შანსი ექნება, სიმართლე ის არის რომ შენ რომ ბათუმში არ ჩამოსულიყავი მას შანსი მართლაც ექნებოდა.მერე შენ ჩამოხვედი და ყველაფერი თავდაყირა დააყენე... ის კარგი კაცია, ყურადღებიანი, მზრუნველი, ჩემი ესმის და რავიცი, კიდევ ათასი სხვა. შენ მისგან განსხვავებული ხარ, შენთან ყველაფერი სხვანაირად ხდება. ვაღიარებ შენთან ურთიერთობაც კი ბევრად რთულია, მასთან თუ 2+2 ეჭვგარეშე 4ია შენთან შეიძლება ამაზე კამათი მომიწიოს უბრალოდ იმიტომ რომ ასეთი ხარ. რთული და უხეში ურთიერთობაში, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ის რაც ჩემთვის გააკეთე... არც კი ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალე და ვფიქრობ რეალური დათა გავიცანი და ეს მახარებს. ადრიანისთვის მომიწია მეთქვა რომ სადაც არ უნდა წავიდე ჩემი გადაწყვეტილება არ შეცვლებოდა, მაგრამ შენ ურთიერთობას გიგრძელებ და ვიცი სხვდები რომ შენზე უარს ვერ ვამბობ. მომწონს შენთან ურთიერთობა და მინდა ეს დიდხანს იყოს ჩემს ცხოვრებაში. -თითქოს მშვიდად, მაგრამ მაინც ნერვიულად დაასრულა საუბარი და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა. -ვიცი რომ რთული ვარ, ცუდი და ხისთავიანი, მაგრამ მე მართლა არ მინდა შენი დაკარგვა ბეა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში იყო, ჩემი ოჯახი და მეგობრები გაგაცნო. ახლა წახვალ, მაგრამ საფრანგეთი შორს არ არის, დასასვენებლად ჩამოვალ, შენ ახალწელს ჩამოხვალ ან არვიცი. ყველაფერი რიგზზე იქნება, თუ ჩვენ მოვინდომებთ რათქმაუნდა და რადგან შენ ეს გინდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს ურთიერთობა დალაგდეს და შენარჩუნდეს. -ვიცი. -ღიმილით მიუგო და ჰორიზონტს გახედა. ბათუმს ისევ შავი ღრუბლები გადაჰკვროდა თავზე, ცაც კუნაპეტი შავი იყო, ერთი ვარკვლავიც კი არ ჩანდა თუნდაც ღრუბლების უკან დამალული. ალბათ ამ ამინდს ბეა ვერასდროს შეეგუებოდა... -მიხარია რომ მარტო არ გამოგიშვი... -ცალი ხელით ბეა ყავდა სხეულზე მიწებებული, მეორე ხელით კარში გასაღები შეარჭო და ოთახში მასთან ერთად შევიდა. -ძალიან ბევრი დავლიე, ემოციური საუბრები ჩემთვის არ არის. -საკმაოდ ხმამაღლა განმარტა სიტუაცია და კედელს მიეყრდნო. -ჩშშ- ტუჩებზე თითი მიადო დათამ. -კატო არ გააღვიძო. -არ არის აქ, დიდი ალბათობით მას და შენს ძმაკაცს ვნებიანი ღამე ექნებათ. -სიცილით მიუგო და ოთახისკენ ბარბაცით წავიდა. -არ მეგონა მის სექსუალურ ცხოვრებასაც თუ აკონტროლებდი. -არ ვაკონტროლებ, უბრალოდ ვამბობ. -მხრები აიჩეჩა და კაცს დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო. -არც შენ ხარ ნაკლებად მთვრალი. -წონასწორობის შეკავება რომ გაუჭირდა დათას მაშინვე შეამჩნია. -ბევრი დავლიე. -მხრები აიჩეჩა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა. -ახლა დაიძინებ, ხვალ გამოგივლი და აეროპორტში წაგიყვან. -ფეხსაცმელი ერთი ხელის მოსმით გახადა და იატაკზე ხმაურით დაყარა. -გამოცვლას არ აპირებ? -ნწ, ასე მირჩევნია. -მაშინ... მე წავალ. -ღიმილით გადახედა თვალებითმინაბულ ქალს. -ღამემშვიდობის. -მშვიდად ამოთქვა და წასასვლელად შებრუნდა. -დათა... -ჩუმად ამოიჩურჩულა, მაგრამ მაინც მისწვდა გელოვანის სმენას. -არ წახვიდე. -ცუდად ხარ? -მაშინვე მისკენ შებრუნდა. ქალი უკვე ფეხზე იყო, თითქოს ორი წამის წინ დათას ნახევრადმძინარე არ დაეტოვებინა საწოლში. -არა, მაგრამ ახლა ჰაერივით მჭირდები. -წინადადება დაასრულა თუ არა, მის ბაგეებს მისწვდა და სურვილი აისრულა. თავიდან თითქოს დაიბნა კიდეც დათა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, თავადაც სიამოვნებით აყვა კოცნაში ქალს, რომლის ნებაყოფლობით კოცნაზეც უკვე დიდიხანი ოცნებობდა. ხელები თმაში შეუცურა და სხეულზე უფრო ძლიერად მიიკრო, მისგან ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გრძნობდა და ეს უფრო მეტად აშმაგებდა. ხელებით პერანგის ღილებს რომ წაეტანა, აქ საერთოდ დაკარგა თავი, მიხვდა რომ მასთან ყოფნა ზუსტად ისევე უნდოდა, როგორც მას. პერანგი ერთი ხელი მოსმით მოიშორა სხეულიდან და კაბის ელვა გაუხსნა, წამებში პერანგის გზას გაჰყვა კაბაც და მის მოშიშვლებულ მკერდს ხარბად დაეწაფა. საწოლზე ფრთხილად დააწვინა და ზემოდან მოექცა ნახევრად შიშველ ქალს. საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა, იმის გარდა რომ ახლა მისთვის არ უნდა ეტკინა და პირველი ღამის შეცდომები არ უნდა გაემეორებინა. შარვალი ხმაურით რომ მოისროლა იატაკზე და ქალის საცვალიც იგივე გზას გააყოლა ხარბად აათვალიერა მისი სხეული, მუცელზე კოცნის კვალი დაუტოვა და თვალებში ჩააცქერდა. -დარწმუნებული ხარ? -ჰკითხა ვნებამორეული ხმით, თავის შეკავება ძალიან უჭირდა, მაგრამ ამის ცოდნა სჭირდებოდა. -კი. -მშვიდად მიუგო და ხელები კისერზე შემოხვია, ალბათ ალკოჰოლისგან ჰქონდა მსგავსი სითამამე თორემ სხვაგვარად? ბეას ეს გაუჭირდებოდა. სიამოვნებისგან მთლიანად შეპყრობილი ტუჩებს მის სხეულზე დააცოცებდა და თბილი სიტყვებით ეალერსებოდა. -როგორი ლამაზი ხარ. -ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და ხელები თავს ზემოთ გაუკავა. -ყველაზე ლამაზი ხარ, ყველასთვის სასურველი მაგრამ მხოლოდ ჩემი. -ხრინწიანი ხმით ამოთქვა და მის ამღვრეულ თვალებს კიდევ ერთხელ დააკვირდა. რაღაც იყო მასში რაც მთელი ძალით ექაჩებოდა მისკენ, ცხოვრებას აკავშირებინებდა მასთან და მეტიც, გულს სტკენდა რომ მიდიოდა. -მიყვარხარ. -სმენას მისწვდა დათას მშვიდად ნათქვამი, მაგრამ ბობოქარი ემოციის გამომწვევი სიტყვა, რომელიც ბეას რათქმაუნდა არასდროს დაავიწყდებოდა... დილით გამოღვიძებულს საწოლში არავინ დახვდა, უკვე მეორე ღამე გაატარა მასთან და მეორედაც მარტოს მოუწია გაღვიძება, ეს არ იყო მისთვის სასიამონო შეგრძნება, რადგან პირველისგან განსხვავებით ახლა საწოლში მყოფ ქალს ელოდა. ოთახის კუთხეში მიყუდებულ ჩემოდანს ამრეზით გახედა და საწოლზე წამოჯდა, ოთახიდან ხმაური რომ მოესმა მაშინვე მიხვდა რომ ყველაფერი რიგზზე იყო, სწრაფად ჩაიცვა და მაისურის გარეშე გავიდა ოთახიდან. სამზარეულოში მოფუსფუსე ბეას დანახვისას სახეზე ღიმილმა გადაურბინა, რაღაცნაირ ბედნიერებას გრძნობდა მისი დანახვისას. - „მიყვარხარ“ -გაუელვა გუშინდელმა ღამემ გონებაში, აქამდე ვერც კი გაანალიზა რამხელა სისულელე გააკეთა, ახლა კი ყველაფერი ისევ უარესობისკენ შეცვალა. -დილამშვიდობის. -ფიქრებიდან ბეას ხმამ გამოიყვანა. -დილამშვიდობის. -დაბნეულმა მიუგო და იქვე ჩამოჯდა. -როგორ ხარ? -საკუთარი სიტყვების მოსმენისას ლამის სიცილით გაიგუდა, როგორ ხარ? ამას ეკითხებიან ერთმანეთს სე*სის შემდეგ? არა, ხანგრძლივ ურთიერთობებში ნამდვილად აკლდა გამოცდილება. -კარგად. -მხრები აიჩეჩა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დაუდო. -უშაქრო, როგორც ყოველთვის. -აჰმ. მადლობა. -ფინჯანს უცნაურად დააცქერდა. -ყველაფერი რიგზზეა? -ეჭვნარევი მზერა შეავლო ქალმა და მის პირდაპირ ჩამოჯდა. -კი, რატომ მეკითხები? -რავიცი, დაბნეული აცეცებ თვალებს. -ღიმილით მიუგო და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა. -უბრალოდ წუხელ ძალიან მთვრალი ვიყავი, ბევრი არაფერი მახსოვს და მეუცნაურა ეს სიტუაცია. -სწრაფად იცრუა და ქალს დააკვირდა. -მაგრამ ვაღიარებ სასიამოვნო დაბნეულობაა. -გჭირდება რომ დეტალები გახსოვდეს? -არვიცი, ისეთი რამე მოხდა რაც უნდა მახსოვდეს? -არაა. -თავი უარის ნიშნად გააქნია. -მიხარია რომ ურთიერთობის აწყობაზე დამთანხმდი. -მე სე*სი შემოგთავაზე და არა ურთიერთობა. -ანუ? -აუცილებელია სტატუსი იყოს? -შენ ასე გინდა? -მეც არვიცი რამინდა, საფრანგეთში წავალ და ალბათ გავერკვევი. -მოდი ასე მოვიქცეთ, ახალწლამდე მოიფიქრე რა ურთიერთობა გინდა ჩემთან, თუ მხოლოდ ამისთვის მხედავ გამომრიცხე, მე არ მინდა შენთან მხოლოდ ვნების გამო ურთიერთობა. -ამას მართლა განვიხილავთ? -ახალ წლამდე ბეა. ტიკ-ტაკ დრო გადის... -რამდენიმე საათის წინ სე*სი გვქონდა და ისევ უცხოებივით ვიქცევით. -იმიტომ რომ ახლოს არ მიშვებ, ყველაფერი ისეა, როგორც შენ გინდა. მე არ გეწინააღმდეგები. -როგორც მე მინდა? ანუ მინდა რომ უცხო იყო? -თუ ახლოს არ მომიშვებ ფინჯანი ყავის დალევა, საღამოობით სასმელი და მერე, რომელიმეს საძინებელი არაფერს შეცვლის. -მშვიდად განმარტა კაცმა და საზურგეს მიეყრდნო. -რა გინდა რომ გავაკეთო? -არაფერი ბეა, უბრალოდ მინდა იცოდე რა გინდა ჩემთან. მინდა რომ წინ გაიხედო, რათქმაუნდა მომავალ 10 წელს არ ვგულისხმობ, მაგრამ ახალწელს მინდა პასუხი იცოდე. -ახალწელს რატომ? -იმიტომ რომ დღესასწაულია. -5 ნოემბერს შენი დაბადებისდღეა, ეგეც დღესასწაულია. -კარგი, მაშინ 5ნოემბერს შენთან ჩამოვალ და პასუხს მეტყვი. -არსად არ ჩამოხვალ, დაბადებისდღეს მეგობრებთან ერთად გაატარებ. -დარწმუნებული ხარ? -მოდი ჯერ წავიდე, იქნებ აღარ მიფრინავს ჩემი თვითფმრინავი. -გაფრინდება ბეა, გაფრინდება... -მშვიდად მიუგო დათამ და ფინჯანში მთელი არსებით ჩაიკარგა... *** საბუთების გადამოწმება, მგზავრობა, საქართველოს უკანასკნელად ჩასუნთქული ჰაერი, აეროპორტი და მეგობრები, რომლებიც უკან რჩებიან... 3საათით ადრე გამოცხადდნენ შენობაში, ბარგი ჩააბარეს და სევდანარევი სიხარულით ელოდნენ რეისის გაფრენას. -ნერვიულობ? -სანამ უკანასკნელ შემოწმებას გაივლიდა და სამუდამოდ გაუჩინარდებოდა გვერდით ამოუდგა დათა. -ცოტას, პირველი ფრენაა. -საშიში არაფერია, ცოტა უცნაური შეგრძნება დაგეუფლება აფრენისას, მაგრამ მერე მოგეწონება ზემოდან რომ გადმოხედავ ყველაფერს. -ხო ალბათ.- მხრები აიჩეჩა და ზედ მიეკრო მის სხეულს. -რა გჭირს? -თავისუფლებაზე სულ ვოცნებობდი, მაგრამ არ მეგონა რომ ასეთი იქნებოდა. -მეგობრებს გახედა ბეამ. -მეგობრების დატოვება და შორს წასვლა...ეს ძალიან გამიჭირდება. როდესაც ვიქრობ რა შეიძლება მოხდეს საფრანგეთში შიში მიპყრობს. როცა გავცივდები კატოს ვერ დავუძახებ რომ ყურადღება მომაქციოს, ნოდოს ვეღარ დავურეკავ თუ ვინმე არანორმალური თავს მომაბეზრებს, ვერც ვატოს დავურეკავ იმიტომ რომ კატო თავს ვეღარ მომაბეზრებს და მის წაყვანას ვერ ვთხოვ. ვერც ანას დავურეკავ, როდესაც ნოდო ჩემთანერთად დათვრება და მის მაგივრად სიყვარულს ვეღარ ავუხსნი. ვერც შენ დაგირეკავ გელოვანო... ისე ვერა, როგორც ამ ბოლო 8 დღის განმავლობაში. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა. -ბეა, მისმინე. ნებისმიერ დროს შეგეძლება დარეკვა, შენი ერთი სიტყვა და მე შენთან ვარ. მხოლოდ მე კი არა, ყველა. -მის მეგობრებს გახედა დათამ. -შენ ყოველთვის გეყოლებით ჩვენ, თანაც სამუდამოდ ხომ არ მიდიხარ? ვერც წარმოიდგენ ისე უცებ გავა ეს ერთი წელი -11 დეკემბერს არაფერი დაგეგმო. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია კაცს. -არც გაიფიქრო სადმე წასვლა. -11 დეკემბერს რა ხდება? -თითქოს არ იცოდა, კითხვისნიშნით სავსე მზერა მიაპყრო. -ის სასამართლო მე რომ გითხარი, ამიტომ ჩამოსვლა მომიწევს. -აა ხო, გამახსენდა. გპირდები, 11 დეკემბერს იქ დაგხვდები, სასამართლოში. -ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო, დიახ იქ დახვდებოდა მაგრამ რის ფასად? ეს არ იყო სახარბიელო მიზეზი. -ვიმახსოვრებ. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და საათს დახედა. უკვე დრო იყო. დრო იყო რომ წასულიყო და უკან აღარ მოეხედა. რას გრძნობდა ამ დროს? უდიდეს სევდას და სიცარიელეს გულში... პირველად და თანაც ამხელა დროით ტოვებდა სამშობლოს, მეგობრებს და დათას. კაცს, რომლის მიმართაც ჯერ ისევ ვერ გაერკვია რას გრძნობდა, მაგრამ ის სიტყვა „მიყვარხარ“ არ ასვენებდა და გონებიდან ამოშლის საშუალებას არ აძლევდა. ნუთუ შესაძლებელი იყო რომ მათი ურთიერთობა აქამდე მისულიყო? თვენახევარში? მოდი ვაღიაროთ, ეს არც ისე ცოტა დროა... კართან მხოლოდ წამით შედგა და უკან მყოფ სილუეტებს გახედა. ნაღვლიანები და ამავე დროს ბედნიერებიც იყვნენ, იცინოდნენ მაგრამ მათი თვალები დამწუხრებული იყო, ზოგი ტიროდა, ზოგიც უხმოდ იდგა და მას პატარა ჩემოდანში შენახულ ოცნებებთან ერთად აცილებდა. ოცნებებთან, რომლებსაც მალე თავადვე დაანგრევდნენ. თვითმფრინავში ასვლისას საკუთარი ადგილი დაიკავა და ფანჯრიდან მშვიდად გაიხედა. ჯერ ისევ მიწაზე იყო, ბედად გვერდითაც არავინ უჯდებოდა, მომდევნო ორი სკამი ცარიელი იყო. ღმერთო... შიში, რომელიც სხეულს შიგნიდან უნგრევდა მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. როდესაც გოგონამ თბილი ღიმილით სთხოვა ღვედის შეკვრა მაშინაც ვერ მოთოკა ნერვები და ხელისკანკალით რამდენიმეწუთის განმავლობაში აწვალა სალტეები იქამდე სანამ გოგონა ისევ არ დაბრუნდა მასთან და შეკვრაში არ დაეხმარა. 2თვეში, 2-ჯერ შეიცვალა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ და ეს აშინებდა. არ იყო შეჩვეული მსგავს ცხოვრებას და ბედნიერების ხანგრძლივ შეგრძნებას. 1...2...3... უკვე ჰაერში იყო, ხელები მთელი ძალით მიებჯინა პირზე რომ შიშისგან არ ეყვირა, თვალები მჭიდროდ დახუჭა და თავი საზურგეს მიაყრდნო, დაძაბულობა მთელს სხეულში ეღვრებოდა და შიგნიდან წვავდა იქამდე სანამ დათას სიტყვები არ გაახსენდა და ნელ-ნელა მოდუნება არ დაიწყო. ზემოდან გადახედა საქართველოს მიწას და სევდამ ერთიანად შეიპყრო, იცოდა რომ კატოს არ დაკარგავდა, ყველაზე ძვირფასს ცხოვრებაში შეინარჩუნებდა და მისი ხშირი სტუმარიც იქნებოდა, მაგრამ მაინც ნერვიულობდა. რა იყო მისი სევდის მიზეზი? ეს მისთვის ისევ პირად საკითხად რჩებოდა. გზაში გული ვერც წიგნს და ვერც ფილმს ვერ დაუდო ამიტომ უბრალოდ ყურასასმენები გაიკეთა და ჰორიზონტის თვალიერება დაიწყო. ღამით მგზავრობა საკმაოდ საინტერესო გამოდგა მისთვის, ციმციმა განათების ფონზე დანახული მსოფლიო, უფროსწორად ევროპის ნაწილი მაინც. წამით იმაზე ფიქრმაც შეიპყრო ღამით სად უნდა წავიდე, ან როგორ უნდა მივაგნო დანიშნულების ადგილსო, მაგრამ შემდეგ დასქრინულ მესიჯებს გადახედა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში რომ აეროპორტში ორგანიზაციის წარმომადგენლები დახვდებოდნენ და სახლამდე მიაცილებდნენ. და აი ისიც... ჰაერი, რომელიც საქართველოს არ ეკუთვნის. ავტობუსის მოლოდინში უაზროდ დაყუდებული შეჰყურებდა ხალხის მასას, რომელთა უმეტესობაც კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილიყო და მდიდარი ქალბატონის/ბატონის იმიჯს ირგებდა. ჯერ ისევ გაუგებარი იყო ავტობუსი წრეებს რატომ ხაზავდა დასაშვებ ბილიკზე და პირდაპირ რატომ არ გადაჭრიდა გზას თვითმფრინავიდან შენობამდე, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს. რეგისტრატურაში კამერასთან 10-15წუთის განმავლობაში რომ დააყოვნეს ეგ კიდევ ცალკე ტრაგედია იყო მისთვის, თავი კრიმინალი ეგონა და არა სტუდენტი. -ღრმად ისუნთქე და არ ინერვიულო. ყოველთვის, როდესაც ფრენა მიწევს სანამ ქვეყნიდან ქვეყანაში შემიშვებენ ხანგრძილვ კონტროლს გავდივარ. -გონებაში ადრიანის სიტყვები ამოუტივტივდა და ფეხებში კვლავ იგრძნო ძალა. საკუთარ თავს არ უტყდებოდა თორემ ადრიანიც და დათაც ერთნაირ გავლენას ახდენდნენ მასზე. ერთი გამონაკლისი იყო მხოლოდ. დათასთან უკვე მეორე ღამე გაატარა ნებაყოფლობით. როგორც იქნა მისი პიროვნება ამოიცნეს და ქვეყანაში შეუშვეს, დიახ ის უკვე საფრანგეთში იმყოფებოდა. მაშინვე ხალხის ბრბოს გაჰყვა რომ ბარგი მოეძებნა და სრულად აღჭურვილს გაეგრძელებინა გზა. 15წუთში შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, სკამზე იჯდა და ყველა გამვლელს უყურებდა თითქოს მათში ვინმეს ამოცნობას ცდილობსო. -ბეატრის? -გაისმა ყურს მიუჩვეველი აქცენტით. -დიახ, მე ვარ. -სახეგაბრწყინებულმა მიუგო ახალგზარდა მამაკაცს და ფეხზე წამოდგა. -გამარჯობათ, მე ლუის გარსია ვარ, თქვენი პირადი აგენტი საფრანგეთში ყოფნის დროს. -მშვიდად განუმარტა კაცმა. -სასიამოვნოა, მე ბეატრისი ვარ. -ვიცი. -ღიმილით მიუგო კაცმა და ჩემოდანზე მიუთითა. -ეს არის თქვენი ბარგი? -დიახ. -წამოვიღებ, დეტალები მანქანაში განვიხილოთ. -ჩემოდანს ხელი დაავლო და შენობა ბეასთან ერთად დატოვა. -ბატონო გარსია. -მეტი ოფიციალურობისთვის გვარით მიმართა კაცს. -ლუისი დამიძახეთ, მომდევნო 1 წლის განმავლობაში თქვენთან მომიწევს მუშაობა, ფორმალობა აუცილებელი არ არის. -მაშინ თქვენგანაც იგივეს მოვითხოვ. -ღიმილით დაამატა და საუბარი განაგრძო. -მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩემთან უნდა იმუშავოთ? -კი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმატებულ სტუდენტებს მსოფლიოს მასშტაბით ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ განვითარებაში. ამ დროის განმავლობაში ჩემთან მუდმივი კავშირი გექნება, როცა დაგჭირდები დამიკავშირდები და ყველაფერში დაგეხმარები. -არ ვიცოდი რომ ეს ერთი წელი გრძელდებოდა, მეგონა მხოლოდ სახლამდე მისვლაში დამეხმარებოდი და სულ ეს იქნებოდა. -ფინანსურ მხარეს ვინ მიხედავს? საკრედიტო ბარათი, უნივერსიტეტის ჩარიცხვა, პირადი დოკუმენტები. ყველაფერი მოსაგვარებელია. თუ არ დაგჭირდები არ დამირეკავ, აუცილებელი კი არ არის დაგჭირდე. -სიცილით მიუგო კაცმა და საათს დახედა. -თითქმის 12 საათია, მალე მივალთ. დასვენებასაც მოასწრებ. -ვეჭვობ ხვალ ქალაქსაც დავათვალიერებ. -თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს ყოველი ქუჩის დამახსოვრებას ცდილობდა. -ნამდვილად კარგი იქნება, თუ გინდა შემიძლია დაგეხმარო. რამდენიმე კარგი ადგილი ვიცი სადაც ტურისტი ნამყოფი უნდა იყოს. -ესეც შენს მოვალეობაში შედის? -არა. მაგრამ საიდუმლოს გაგიმხელ, მე თავაზიანი აგენტი ვარ და არა ფულზე მომუშავე რობოტი. შენთანერთად სხვა სტუდენტებიც მაბარია. მათშორის ერთი შენი ოთახის მეზობელია. შენს ჩამოსვლას ველოდებოდი, რომ დათვალიერებაში დავხმარებოდი. -საინტერესოდ ჟღერს. -ნანახი მეტად საინტერესოა დამიჯერე, საფრანგეთი შენი ოცნებების ქვეყანა იქნება.-აზარტული ღიმილით გახედა კაცმა და მანქანა სახლის წინ გააჩერა… *** ცხოვრება წარმოუდგენელი სურპრიზებითაა სავსე, დღეს შეიძლება პური არ გვქოდეს საკვებად, ხვალ კი შვედურ მაგიდას მივუსხდეთ, რომელიმე ძვირადღირებულ რესტორანში. ყველაფერი წარმავალია, ჟამთა ცვლას ვერავინ და ვერაფერი გადაურჩება. ზუსტად ასე მოხდა ბეას ცხოვრებაშიც, ცხოვრება ნულიდან დაიწყო და 20წლის ასაკში პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში გაიღვიძა 4 ოქტომბერი 11:21 „ძვირფასო დღიურო. -ასე იწყებს პირველი ფურცლის შევსებას. -ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა 2თვეში. თბილისის ერთ-ერთი კლუბიდან, პარიზამდე მოვედი. ალბათ ბევრი დაინტერესდება ეს როგორ შევძელი... თავადაც არ ვიცი, ოდესმე ამაში თუ გავერკვევი თქვენც გაგიზიარებთ. დღემდე ვერ ვხვდები საიდან მქონდა გამბედაობა და ძალა, რომელმაც თბილისიდან წასვლის გადაწყვეტილება მიმაღებინა და ზუსტად ერთ დღეში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დამაყენებინა. ბათუმიდან კი უცებ საფრანგეთში მოვხვდი. ვგრძნობ რომ დღეს ჩემი არსებობის პირველი დღეა. არსებობის, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანის. აქამდე მეგონა ეს ბათუმში გადავლახე მაგრამ ასე არ ყოფილა, საშინლად შევცდი. პირველად ვარ საზღვარგარეთ, ეს უკვე ავღნიშნე? თუ ასეა მეორედაც იყოს. :) უკან რომ ვიხედები საკუთარ ცხოვრებაზე მეცინება. ბარათი მაქვს, რომელზეც 2000ევროა დარიცხული და შემიძლია ისე გამოვიყენო, როგორც მოვისურვებ. ოთახის მეზობელიც მყავს, ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ ლუისმა თქვა რომ კარგი და მხიარული გოგოა. ხო მართლა, ლუისი ჩემი აგენტია. რა უცნაურად ჟღერს არა? ქალაქის დათვალიერებას ვგეგმავთ, ლუისი საგნების არჩევაში და კამპუსის დათვალიერებაში დაგვეხმარება. საკმაოდ დიდი ოთახი მაქვს, არ დაგიმალავთ და თამამად ვიტყვი, ეიფელის ხედით. ამისთვის ალბათ კაცსაც კი მოვკლავდი, უბრალოდ ჩემი ნიჭით მიღება მართლა მიკვირს. დათაზეც მოგიყვები... გუშინ დაახლოებით 12 საათზე მივწერე რომ დავბინავდი და სახლში ვიყავი, 3 საათიანი სხვაობის გამო მეგონა ეძინებოდა, მან კი პასუხი მაშინვე დამიბრუნა. -ამ წამს შევედი სახლში, ყველაფერი იდეალურადაა. -შენ და პარიზი? შესანიშნავი წყვილი ხარ, მაგრამ ჩემს ადგილს არ დავუთმობ. მშვიდობიანი ღამე. -3 წუთში დამიბრუნა შეტყობინებაზე პასუხი და ინტერნეტიდან გავიდა. ვფიქრობ მელოდებოდა. ჰმმ... კარგი არ გვინდა ასეთი საუბრები, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ბედნიერი ვარ...“ 5 ოქტომბერი 21:56 უნივერსიტეტში ვიყავი, კი ნამდვილად ვიყავი. ამაღელვებელი გრძნობა იყო. ჩემი ოთახის მეზობელი კლარისაც იმავე კამპუსშია. საერთო ლექცია გვქონდა, ისე ვინერვიულე ინგლისური სულ დამავიწყდა, მაგრამ მე რას ვდარდობ? ჩემთვის მეორე ენაა. კლარისა უნდა გენახათ, მთელი ცხოვრებაა ინგლისურად საუბრობს და ისეთი დაბნეული იყო სიბრალულის გრძნობა დამეუფლა. საღამოობით მუსიკის მოსმენა ყვარებია... ყავის მაგივრად ჩაის სვამს და კრუასანებზე გიჟდება. ვფიქრობ კარგად შევეწყობით. ლამაზია, ნამდვილად ძალიან ლამაზია. ხუჭუჭა თმები და ხორბლისფერი კანი აქვს. ჩემი საოცნებო ტიპაჟია, გოგოს სტილში რათქაუნდა, ცუდად არ გამიგოთ. :) ხვალ დილით, რამდენიმე საოფისე ნივთის ყიდვა მომიწევს, ალბათ მაგიდის სანათსაც ვიყიდი. რა სისულელეა არა? რაზე მეფიქრება შუა პარიზში, ღამემშვიდობის... 12 ოქტომბერი 19:35 კატოს ვესაუბრე, ღმერთო რა ბედნიერი ხმა ჰქონდა. ვატოსთან ერთად იყო :( არ გეგონოთ რომ მწყინს, უბრალოდ ცოტას ვეჭვიანობ. ვიცი რომ არასოდეს დავკარგავ, მაგრამ მაინც მიჭირის სხვასთან გაყოფა, თანაც მაშინ როცა მე სხვა ქვეყანაში ვარ. ვიცი რომ შეიძლება ბევრი გამოვტოვო მისი ცხოვრებიდან, ისეთი რასაც ვატო ნახავს და ეს ბოლოს მიღებს. ძალიან ვეგოისტობ არა? ჯობს ამ საკითხს აღარ შევეხო. დათა მაოცებს, დილით სახლთან ყვავილების თაიგული მოიტანეს. „არ გეტყვი რომ წითელ ვარდებში ვპოულობ შენ თავს, ვერაფერს გადარებ იმიტომ რომ ერთადერთი ხარ! სიგიჟემდე მინდა ახლა ჩემთან იყო. მენატრები.“ ვაღიარებ, იმედგაცრუებულიც ვარ, ბოლოში სხვა სიტყვას ველოდი. უცნაურია არა? მთვრალს რაღაც სისულელე წამოსცდა და ზედმეტად შევყევი. საშინელი ადამიანი ვარ, საქართველოდან პარიზში საჩუქარი გამიკეთა და მე მისი ნათქვამი მენატრები არ მეყო, შეგიძლიათ გამასამართლოთ.“ 16ოქტომბერი 14:43 „ყოველდღე ვერ ვახერხებ წერას, უნივერსიტეტში საგიჟეთი ხდება. მგონი ფეხის აწყობა გამიჭირდება. ვეჭვობ კლარა ჩემზე უკან არის, მესმოდა გუშინ მთელი ხმით როგორ ტიროდა რეფერატზე. დახმარება ვცადე და სიტუაციაში გავარკვიე, ვეჭვობ ეს დაეხმარა, რადგან დილით ჩემთანერთად კაფეში წამოვიდა სასაუზმოდ. ყავის შეთავაზებაზე ჯერ ისევ ვმუშაობ, ვფიქრობ მალე დავიყოლიებ ყავასა და კრუასანზე. დილით კატოსაც ვესაუბრე, უნივერსიტეტზე ვიბუზღუნეთ ორივემ, ლექტორს ვერ იტანს. ვაღიარებ ერთი აუტანელი მეც მყავს, მაგრამ საიდუმლოდ შევინახოთ. ყოველდღე მირეკავს, კამათის პერიოდი აქვთ, როგორც წყვილს. უფროსწორად კატო კამათობს და ვატო უსმენს ისე, როგორც ბახმაროში მოხდა. ვაღიარებ, ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ ვატო ზედმეტად ანებივრებს. დათაც არ მტოვებს ყურადღების გარეშე, დღის განმავლობაში 50მდე შეტყობინებას მაინც ვწერთ ერთმანეთს და მინიმუმ ერთხელ ვსაუბრობთ. მზრუნველია, თან ძალიან და ამას ვაფასებ. ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ გუშინდელ დღეს ერთი მინუსი ჰქონდა, ადრიანმაც დამირეკა, დაინტერესებული იყო ჩემი მდგომარეობით... ვაფასებ ყურადღებას, მაგრამ თავი უცნაურად ვიგრძენი ძვირფასოს ძახილი რომ დამიწყო და არაფერი ვუთხარი, ასე მეგონა მოღალატე ძუ*ნა ვიყავი, მაგრამ ვის ვღალატობდი? იქნებ დათას საერთოდ სხვებთან სძინავს?“ -ამოიგდე ეგ აზრი თავიდან, დათას არავისთან სძინავს. -კამერაში მეგობარს დაეჭყანა კატო. -რა იცი? საკუთარ საწოლში გახედებს? -ნუ ქმნი ტრაგედიას, თუ გინდა ვატოს ვკითხავ. -რა ვატოს კითხავ, მე თვითონ არ ვიცი რომ ერთი წელი ქალის გარეშე არ იქნება? -ერთი წელი რატომ? ხომ ჩამოხვალ ან ის ჩამოვა. -მხრები აიჩეჩა და სახეგაბადრული მიაჩერდა მეგობარს. -უცნაურად ვგრძნობ თავს, იქნებ ახსოვს „მიყვარხარ“ რომ მითხრა და თავს სპეციალურად არიდებს მაგაზე ლაპარაკს? ხანდახან მგონია რომ პირველკლასელი ბაშვების დიალოგი გვაქვს. ფაფა ჭამე? უი არა დედამ დღეს ხორცი მაჭამა და რაღაც ასეთი. -პირველკლასელებს ფაფას აჭმევენ? -კატო! -დაუტია მეგობარს და თვალებანთებულმა გახედა. -უბრალოდ მაინტერესებდა, ვეჭვობ ანას მალე დაჭირდება მაგაზე ინფორმაციის მოძიება. -ანას? მოიცა ის რა ორსულად არის? -ჯერ არ ვიცით, ასე ფიქრობს. საღამოს გაიგებს და დაგვირეკავს ორივეს. -აუ რამაგარიაა. -სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა ბეას. -წარმომიდგენია ნოდოს როგორ გაუხარდება. -ნოდოს მოუწევს ქორწილი დაგეგმოს თორემ ანასებმა რომ გაიგონ ქორწინებისგარეშე რამე ჰქონდათ მოკლავენ. -უი, მაგათ ისიც არ იციან ერთად რომ ცხოვრობენ არა? -ეგ რო იცოდნენ ნოდო აეროპორტამდე ვერ მიგაცილებდა. -ზოგი მართლა რა გოიმია. -თავისთვის ჩაიფრუტუნა და საათს დახედა. -მეცადინეობა უნდა დავიწყო, საღამოს მე და კლარისა კინოში მივდივართ ამიტომ დროულია. თუ არ გიპასუხეთ შეტყობინება აუცილებლად დამიტოვე ანაზე. -კარგი ბექს, გკოცნი ძალიან ძალიან ბევრს და მიყვარხარ. -მეც გკოცნი და მეც მიყვარხარ, თავს გაუფრთხილდი. -შენც. -ხელი ღიმილით დაუქნია და მისი სახე მაშინვე კადრს მიღმა გაუჩინარდა... 18 ოქტომბერი 17:12 დაიჯერებთ? უნივერსიტეტში ბიჭი გამეპრანჭა და ყავაზე დამპატიჟა. უარი ვერ ვუთხარი, ვუთხარი რომ სხვადროს იყოსთქო, მაგრამ ეს როგორ უნდა გავიგოთ? კატოც და კლარაც ფიქრობენ რომ დათას უნდა ვკითხო სხვებს ხვდება თუ არა და წყვილის სტატუსი შეგვეფერება თუ არა, პასუხის მერე კი მარტივი იქნება გადაწყვეტა ვინმესთანერთად პაემანზე წავალ თუ არა. როგორ უნდა დავიწყო საუბარი ამაზე? იცით რა? დაველაპარაკები, რადგან ზუსტად ამ წამს იმ ბიჭისგან შეტობინება მივიღე. ცოტა უცნაურია მის სახელს ვერც კი ვამბობ, გრძელი სახელი აქვს, კავკასიონის მთებივით გაჭიმული, თან მშობლებს ერთი არ ეყოთ და სამი დაარქვეს. მაქსიმილიანუს იგნატიუს ბიორგარდი... მოკლედ დათას უნდა დავურეკო. -საღამომშვიდობის პარიზის ლედი. -ღიმილით მიესალმა დათა ნაცნობ სილუეტს. -საღამომშვიდობის, ცუდ დროს ხომ არ გაწუხებ? -პირიქით, ახლავე საუბარი მირჩევნია. როცა მითხარი სალაპარაკო მაქვსო ცუდად მომხვდა გულზე. -სერიოზული არაფერია. -თმა მშვიდად გადაიწია ყურის უკან ისე ,როგორც ნერვიულობის დროს სჩვევია. -უბრალოდ რაც აქ წამოვედი ჩვენს ურთიერთობაზე არ გვისაუბრია, მე კიდევ დაბნეული ვარ. -რაზე გინდა საუბარი? ვერ მივხვდი. -დღეს ბიჭმა პაემანზე დამპატიჟა. -მისი შეცვლლი გამომეტყველება უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩენია ბეას. -ვუთხარი რომ არ შემეძლო და წამოვედი, მაგრამ ვერ ვხვდები მიზეზად რა მქონდა. -რას გულისხმობ? -დაბნეულმა გახედა და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა. -უბრალოდ ჩვენს ურთიერთობას ვერ ვხვდები. -გაინტერესებს მე ვხვდები თუ არა სხვა ქალებს რომ მერე შენც მიიღო გადაწყვეტილება? -ღიმილით მიუგო კამერის იქით მყოფ ქალს, იცოდა რომ ზუსტად მიზანში მოარტყა და მისი ეჭვიანობა უკვე პიკზე იყო. -არა, უფროსწორად კი ანუ ხომ ხვდები, აანუ მოკლედ რომ გითხრა არ ვიცი. -მძიმედ ამოისუნთქა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -სხვა ქალებს რაც შეეხება, კი ვხვდები. -მშვიდად ამოთქვა და ფინჯანი გვერდით გადადო. -კომპანიის წარმომადგენლებს, მათ ცოლებს ან შვილებს. მაგრამ მხოლოდ საქმიანი გარიგებისთვის, მეტი არაფერი ხდება ასერომ ეგ გამომეტყველება სახიდან მოიშორე და იმ ბიჭს უთხარი თუ არ უნდა ყავის ფინჯანი თავზე დავამტვრიო შორს იყოს შენგან. -მე უბრალოდ... -ბეა, მე შენს პასუხს ველოდები ურთიერთობაზე. სახელს არქმევ შენ, შენ მეუბნები ვართ თუ არა წყვილი. შენი საბოლოო პასუხის შემდეგ გადავწყვეტ უნდა შევხვდე სხვებს თუ არა, ასერომ... რა არის შენი საბოლოო პასუხი? -არ მაქვს. -არ გაქვს? -ახლა არა. -დრო გადის ბეა. -უბრალოდ მინდა რომ გნახო და ამაზე ისე დავილაპარაკოთ, ამიტომ დეკემბერში, როდესაც ჩამოვალ გეტყვი რაც გადავწყვიტე. -მხოლოდ მანძილი გაკავებს? როცა მნახავ მეტყვი პასუხს? -კი, აუცილებლად. -მაშინ მანამდე ერთ რაღაცას დამპირდი. -რას? -სანამ საბოლოო პასუხს არ მეტყვი ჩათვალე ურთიერთობაში ხარ და სხვებს პაემანზე არ გაყვე... 21 ოქტომბერი 05:52 ვინ თქვა რომ სწავლა მარტივია? დილის 6 საათია და მე საწოლში ვწევარ ათას ფურცელთან ერთად. კლარისაზე გიყვებოდით და ახლა მზად ვარ მეც ვიტირო სწავლის გამო. დამატებითი ენა ავირჩიე ფრანგულის გასაძლიერებლად და ლექტორი მაწამებს. კიდევ კარგი ლექცია გვიან მაქვს თორემ ალბათ მაგიდაზე ჩამომეძინებოდა და მერე მართლა პრობლემები მექნებოდა. მე და კლარისას უმეტესად საერთო ლექციები გვაქვს, მხოლოდ ორია განხვავებული. ერთ დროს ვართ სახლში, ერთმანეთის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და გამოგიტყდებით ჭექა-ქუხილის დროს ჩემს ოთახში ეძინა. კატო გამახსენდა... ისიც სულ ასე იქცეოდა. სევდიანი ვარ, ძალიან მენატრება. უფრო მეტად კი მასთან პირისპირ საუბარი და ჩვენი გრძნობების გაზიარება მენატრება. ზედმეტად რომანტიკოსია და ეს სულ მომწონდა. ახლა ალბათ ფიქრობთ სასურველ უნივერისტეტში სწავლობს, საოცნებო ქალაქში და რა აწუწუნებსო. მეც ამას ვფიქრობ. დროა წუწუნი შევწყვიტო. 22 ოქტომბერი 17:06 დათასგან ისევ მივიღე საჩუქარი, მართლა ძალიან მანებივრებს. ორი დღეა არ გვისაუბრია, არ მეცალა და მხოლოდ შეტყობინებებს ვუტოვებდი. მისი ხმა მენატრება... ულამაზესი კულონი მაჩუქა საქართველოს ფორმით, ვეჭვობ არასდროს მოვიხსნი, მაგრამ როგორ მოახერხა? ჯერ ისევ მაკვირვებს. კატოს ვესაუბრე, უცნაურად მელაპარაკა და ყოველი სიტყვის შემდეგ იცინოდა. მგონი მთვრალი იყო. :) თან რაღაცეებს მინამიოკებდა, ვერაფერი გავიგე. ბოლოს ვატომ წაართვა ტელეფონი და მან გამომკითხა ახალი ამბები. პირობა მომცა რომ კატოს ძალიან გაუფრთხილდებოდა, უცნაურია მაგრამ მისი მჯერა. ანასაც ველაპარაკე, მხოლოდ შეტყობინებით ვიცოდი რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო, ამიტომ მოგვიანებით მივულოცე. ნოდო ისეთი გახარებულია სულ აქეთ-იქით დარბის ოღონდ მას არაფერი მოაკლდეს. მჯერა რომ კარგი მამა იქნება... კულონთან ერთად დატოვებული ბარათის წარწერას ჯერ ისევ ვშიფრავ. „მოემზადე, ურთიერთობაში ცვლილებების დროა. ვიცი რომ გენატრები.“ ცვლილებებში რა იგულისხმა წარმოდგენა არ მაქვს, ვაღიარებ დავიბენი... 23 ოქტომბერი 12:34 დათასგან ისევ ყვავილები მივიღე საჩუქრად, წითელი ვარდები ნამდვილად მისი ფავორიტია ისევე, როგორც ჩემი. ბარათის შინაარსი ისევ გაუგებარია ჩემთვის. „Café de flor. მაგიდა N1 15:00 მენატრები.“ -წარმოდგენა არ მაქვს სად არის ეს კაფე, ან რომ მივალ რა უნდა ვეძებო. ალბათ კიდევ ერთი სიურპრიზია. ჯანდაბას ჩემი თავი, პარიზში ხეტიალი სახალისოა. 2საათზე უკვე გადიოდა სახლიდან, რადგან არ იცოდა კაფე სად იყო და არ უნდოდა დაეგვიანა. მოკლე მუხლამდე შავ კაბას, შავი ჩექმა და გრძელი შავი მანტო შეუსაბამა. თმა უბრალოდ გაიშალა და მსუბუქი მაკიაჟით დატოვა სახლი. გაუმართლა, ტაქსის მძღოლმა იცოდა სად მდებარეობდა ეს კაფე. 40 წუთი დასჭირდა საცობების გამო, მაგრამ არ ნერვიულობდა. სიმშვიდეს ბოლომდე ინარჩუნებდა და გონებაში სავარაუდო ვარიანტებს განიხილავდა. ადგილზე მისვლისთანავე შენობის გარეთ მდებარე მაგიდებს გახედა, არცერთს არ ჰქონდა ნომერი, როგორ უნდა გაეგო რომელი იყო პირველი? შიგნით შევიდა და ბარისტას ერთი ფინჯანი ყავა სთხოვა. -უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით პირველი მაგიდა რომელია? -ვწუხვარ, ეს მაგიდა დაჯავშნილია 3 საათისთვის. -დიახ, ჩემმა მეგობარმა დაჯავშნა. -თქვენი სახელი და გვარი რომ მითხრათ შეგიძლიათ? ბეატრის კარაპეტიანი. -ღიმილით მიუგო გოგონას და წიგნაკში ჩაძირულს თვალი კიდევ ერთხელ შეავლო. -ოჰ დიახ, თქვენზეა. გარეთ, ვარდების თაიგული დევს მაგიდაზე. -გმადლობთ. -სწრაფად მიუგო და შენობა ნელი ნაბიჯით დატოვა. ნამდვილად იდო მაგიდაზე თაიგული, მაგრამ ეს რა წეღან ვერ შენიშნა? სკამზე ადგილი დაიკავა და კონვერტს დიდი ინტერესით დახედა. ვერ მოითმენდა, უნდა გაეხსნა. „ბეა, ვიცი ახლა დაბნეული ხარ და ვერ ხვდები რა ხდება ან ვის ელოდები, დამიჯერე შენი ცხოვრება კარგისკენ შეიცვლება. მივხვდი წითელი ვარდები რატომ ამოვიჩემე... შენს ტუჩებს მახსენებს. ჩვენი ნაცნობობის 2 თვის თავს გილოცავ :)“ -კონვერტიდან რამდენიმე ფოტოც ამოიღო. „დღე, როდესაც პირველად შეგხვდი“ -წებოვანი ქაღალდი მიეკრო სურათზე. მაშინვე გაახსენდა პირველი შეხვედრა კლუბში. ალბათ ზუსტად ის მომენტი იყო აღბეჭდილი ბეა სე*სს რომ სთავაზობდა. დათას საშინლად გაკვირვებული სახე ჰქონდა, ქალი კი ისე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა თითქოს გამოცდაში 100/100 აიღო. „მეორე შეხვედრა, შენთან სამსახურში“ -ფოტოზე მკაფიო გამოსახულება არ იკვეთებოდა, მაგრამ მაინც შეძლო მომენტის გარჩევა სასმლის ბოთლს ხელიდან რომ ართმევდა მამაკაცს. „ჩემს სავარძელზე ალბათ კომფორტულად გეძინა“ -მის სასტუმრო ოთახში თმააბურდულს რომ ეძინა, ამაზე მართლა დაიმორცხვა და ფოტო ხელებში დამალა არავინ დაინახოსო. „ეს ფოტო განსაკუთრებით მიყვარს.“ -მაცივრის კარს ამოფარებული რომ იჭყანებოდა ის მომენტი ამოუჭრია კადრიდან. აი თურმე რას ნიშნავს ყველგან კამერების არსებობა. „ბოლო საღამო თბილისში, ვისურვებდი უფრო მეტი გაგვეტარებინა.“ -კლუბიდან ერთად რომ გამოდიოდნენ ისე ლამაზად ამოეჭრათ ფოტოზე თითქოს წყვილი ყოფილიყვნენ. „ვეჭვობ რთული თემაა, არ ჩანხარ მაგრამ ბათუმში პირველად რომ მოგაკითხე ის კადრია.“ -სადარბაზოს კამერებზეც მიუწვდებოდა ხელი ვაჟბატონს. „არასოდეს დამავიწყდება როგორ ფორმაში დამხვდი“ „პირველად ვიყავით ერთად ყავის დასალევად, ყოველთვის მემახსოვრება შენი ლატე 2კოვზი შაქრით“ „ძალიან შემაშინე, მაგრამ ვაღიარებ შენი თმააწეწილი ფოტო მაქვს, მაშინ გადაგიღე როცა გეძინა, არ გამიბრაზდე.“ -ავადმყოფობის პერიოდი გაახსენდა, მართლა საშინელ მდგომარეობაში იყო. „ეს ფოტო კატომ მაჩვენა, როგორი ეჭვიანი თვალებით უყურებო პირდაპირ მომახალა და მართალიც იყო, ვიეჭვიანე“ -კადრი საკმაოდ ნათელი იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ გადაიღო, მაგრამ ნათლად ჩანდა როგორ უყურებდა დათა ერთმანეთზე აკრულ წყვილს და როგორ ეტყობოდა სახეზე ყველა ძარღვი. „აქ, მეორედ მოგივარდი სახლში, ზუსტად მაგ საღამოს შემდეგ. მახსოვს სველი თმით და ხალათით რომ დამხვდი იმ სიცივეში“ „პირველი რეალური ფოტო, რომელიც კამერების ჩანაწერიდან არ არის ამოჭრილი“- ბახმაროს ლამაზი წუთებიც არ დავიწყებია დათას. „ვაღიარებ, პარიზი მართლაც ძალიან მოგიხდა“ -მოულოდნელად მოვიდა მობილურზე შეტყობინება, რომელსაც მისი ფოტოც თან ერთვოდა. ფოტო, რომელიც იმ წამს იყო გადაღებული. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც სურათებს ათვალიერებდა. მზად იყო საკუთარი სიცოცხლე დაედო სასწორზე და ისე დაეფიცებინა რომ მისგან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დათა გელოვანი იმყოფებოდა. -მოგენატრე? -ჩვეული ღიმილით მიუგო ბეას და მოპირდაპირე მხარეს დადგა. -მეხუმრები?-ცრემლიანი თვალები მიანათა მონატრებულ კაცს. იმდენად იყო ემოციებით შეპყრობილი ფოტოების ნახვის შემდეგ ხმა ძლივს დაიმორჩილა რომ ესაუბრა. -შენი არვიცი, მაგრამ მე მენატრებოდი... -ადამიანი კი არა, ჩვეულებრივი სასწაული ხარ. -ფეხზე ხმაურით წამოდგა და სირბილით გადაკვეთა მათშორის მანძილი, ისე სწრაფად მიეკრო სხეულზე და თან ისე ძლიერად... გელოვანი ამ საქციელში ყველა გრძნობას ერთიანად კითხულობდა. -მენატრებოდი. -ხრინწიანი ხმით ამოთქვა და თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა. -მეც ძალიან მენატრებოდი. -მის მკლავებში გახვეულმა, გაიაზრა რომ პირველად უთხრა ეს სიტყვები. -შენი წითელი ტუჩსაცხიც მომენატრა, ვარდის არომატით. -მისი სახე ხელებში მოიქცია და შუა პარიზში, ხალხით გადაჭედილ ქუჩაში მის ბაგეებს წაეტანა. შორიდან უზომოდ შეყვარებულ წყვილს გავდნენ, მონატრებულზე რომ შეხვდებიან და ერთმანეთი უბრალოდ არ ჰყოფნით. მოდი ვაღიაროთ, ეს ასეც იყო... -აბა, მომიყევი როგორ ატარებ აქ დროს? -სკამის საზურგეს მიეყრდნო დათა. -არც კი ვიცი, ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ზღვა მასალაა სასწავლი უნივერსიტეტში. -საბოლოოჯამში კმაყოფილი ხარ? -ძალიან. -თვალები ისე უბრწყინავდა გეგონებოდათ ლატარიის მომგებიან ბილეთს უყურებდა. -მიხარია, თან ძალიან. მაგრამ ეს მანძილი მაინც ნერვებს მიშლის. -ახლა ხომ აქ ხარ. -ხო, მაგრამ დიდი ხნით არა. ხვალ დილით მივფრინავ ისევ. -ასე მალე? -სხვა გზა არ მაქვს, ბიზნესი არ იცდის. -მისი ხელი ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა. -გპირდები, კიდევ გესტუმრები. -მისი ნაღლიანი სახის დანახვა ნამდვილად არ ესიამოვნა. -უბრალოდ მაინც უცნაურია ეს ყველფერი ჩემთვის. -სამაგიეროდ შენი მწუხარების მიზეზი გაქრება და დეკემბრამდე მოცდა არ მოგიწევს. -რას გულისხმობ? -დაბნეული მიაჩერდა მამაკაცს. -რომ დამირეკე და ურთიერთობის გარკვევა გინდოდა, დამპირდი რომ პირისპირ, როცა შევხვდებოდით მაშინ დამელაპარაკებოდი. მგონი შენს წინ ვზივარ არა? -კონკრეტულად რისი ცოდნა გინდა? იქნებ ხელახლა დამისა კითხვა. -წყვილი ვართ? -ბევრი არ უფიქრია პირდაპირ მიახალა სათქმელი. -ამაზე მართლა ბევრი ვიფიქრე, ერთ საწოლს ვიზიარებთ ეს ფაქტია, ერთმანეთს სულ ვწერთ, ვესაუბრებით, ჩემს გვერდით ხარ და ყურადღებას მაქცევ, საჩუქრებს მჩუქნი. აქამდე ჯერ ისევ ვყოყმანობდი, მაგრამ ის რაც დღეს გააკეთე... უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. -თვალიდან გადმოგორებული ცრემლი ერთი ხელის მოსმით მოიწმინდა და თვალებში ჩააცქერდა. -მინდა რომ ვცადოთ, რამე თუ გამოვა გამიხარდება, თუ არა ორივე ჩვენს გზაზე წავალთ... *** პარიზთან ერთად, ბეას საძინებელ ოთახსაც რომ დაათვალიერებდნენ ამაზე საუბარი არ ღირს მგონი, ისედაც ცხადია. ფრენა 11საათზე ჰქონდა, მაგრამ დიდად არ ჩქარობდა. 8 საათისთვის შხაპი მიიღო და სავარძელში მოწყვეტით ჩამოჯდა. უყურებდა ქალს და შინაგანად ბედნიერება ეღვრებოდა, აბედნიერებდა მისი დანახვა, ჩახუტება, კოცნა... თავად ქალი აბედნიერებდა. იცოდა რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, როგორც კი საქართველოში ჩავიდოდა ვატოს უნდა დალაპარაკებოდა, მისი რჩევა ახლა ძალიან სჭირდებოდა. დრო იყო რომ ბეას სიმართლე გაეგო და ადეკვატური გადაწყვეტილება მიეღო. ნიკაც ამ აზრს იზიარებდა... „ვატო იყო ჩემთან მოსული, მომიყვა შენზე და ბეაზე... დაფიქრდი ძმაო ღირს ამად? პატივს ვცემ ყველა გრძნობას დედამიწაზე და მათ შორის პირველი სიყვარულია. სიყვარულის გამო ვზივარ ციხეში, ზუსტად იმის გამო რომ ძალიან მიყვარს მისი დათმობა მომიწია და ეს მძიმეა. ვატოს მონაყოლიდან დიაგნოზი დაგისვი, შეგიყვარდა ეგ ქალი და თავს არ უტყდები, ასე არ მოიქცე, უარი არ თქვა ამ ყველაფერზე. სიმართლე მოუყევი და აცადე თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ნება მიეცი ნამდვილი უყვარდე და არა გამოგონილი. მჯერა რომ კარგების მხარეს დადგები. მნიშვნელობა არ აქვს ციხიდან გამიყვან თუ არა, შენ მაინც ჩემი ძმა იქნები, ახლაც და სამი წლის შემდეგაც.“ - ნიკას წერილი გაახსენდა და თავი უფრო დამნაშავედ იგრძნო აქამდე რომ მივიდა. გუშინდელი საღამო, მისი თვალით დანახული პარიზი, თითოეული ღიმილი და თვალები, რომელიც ბედნიერებას ასხივებდა. ჯერ ისევ იმედი ჰქონდა რომ სიმართლის გაგებით მასში ყველაფერ კარგს არ მოკლავდა... -უნდა წავიდე პატარავ. -მძინარეს ლოყაზე ტუჩები მიაკრო და თავი მის ყელში ჩარგო. -ასე მალე? -თავისთვის დაიკრუსუნა და საბანში უფრო მეტად ჩაიმალა. -შენ დაიძინე, უბრალოდ დამშვიდობება მინდოდა. -ავდგები ახლავე, ჩავიცვამ და წავიდეთ. -არა, აეროპორტში გამომშვიდობება გვეყოფა.მირჩევნია როცა წავალ ასე დაგიმახსოვრო, ნახევრად მძინარე და თმაარეული. -ნუ დამცინი. -ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და მის სილუეტს თვალი შეავლო. -ეგ პერანგი გიხდება, ჩემთვის ასე არასდროს იპრანჭებოდი. -პირდაპირ საქმიან შეხვედრაზე მივდივარ, ნუ ეჭვიანობ. თუ ასე გინდა ერთხელ შენთვისაც ჩავიცვამ. -წარბები ეშმაკურად აათამაშა და ქალს ზემოდან დახედა. -უნდა წავიდე, გპირდები მალე გნახავ. -მის ტუჩებს მოწყვეტით დაეწაფა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა... -შეიძლება? -მშვიდად დააკაკუნა კარზე გოგონამ და როგორც კი თანხმობა მიიღო კარი ხმაურით გააღო -გეშველათ? -საღამურების ამარა შევიდა კლარისა მის ოთახში. -ასე ადრე რატომ გაიღვიძე, ხომ კარგად ხარ? -ლექცია გვაქვს 10 საათზე. -შეახსენა მეგობარს და ყავის ფინჯანი გაუწოდა. -დალიე და მოწესრიგდი. -რა მჭირს მოსაწესრიგებელი. მე სულ ლამაზი ვარ. -შეიძლება შენს კაცს სულ ელამაზები, მაგრამ წითელი ტუჩსაცხით გაქვს მთელი სახე დასვრილი. -სიცილით მიუგო და სკამზე ჩამოჯდა. -ვეჭვობ მთელი აუდიტორია დაინტერესდება შენი ცეცხლოვანი ღამით. -გეყოფა. -აჭარხლებულმა გახედა და თმა კოსად შეიკრა. -კარგი რა, ჩარლი რომ მოდის ვიცი შენც გაქვს სურვილი რომ მსგავსი ხუმრობები მითხრა, მაგრამ თავს იკავებ. ხოდა გზას გიხსნი. -ძალიან ცუდი ადამიანი ხარ. -ვიცი. -სიცილით გადახედა ნიკაპი მუხლებზე დაიდო. -ისე სანამ ოთახში შემომიპატიჟებდი რამე მაინც ჩაგეცვა, მკერდი გიჩანს. -თითქოს შენ არ გქონდეს. -ვითომც არაფერი, მხები აიჩეჩა და კომფორტულად მოეწყო საწოლში. -ადექი და ნელ-ნელა მოემზადე, შენს გაცდენებს რომანტიული ღამეებით ვერ გააპრავებ უნივერსიტეტში. -რომანტიულად ცეცხლოვანი თუ იქნება ვერც მაშინ? -სათვალე რომ მქონდეს ცხვირზე ჩამოვიწევდი და ისე გადმოგხედავდი. ჩაიცვი, ნახევარ საათში გავდივართ. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ოთახიდან ტანის რხევით გავიდა... 26 ოქტომბერი 21:54 ბედნიერი ვარ... დიახ, ხმამაღლა ვამბობ. უზომოდ ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა,რომ დათა უზომოდ მენატრება. ყოველ საღამოს მირეკავს, სულ იღიმის და ვხვდები რომ ისიც ბედნიერია. მერე რა რომ ჩვენს ურთიერთობას გაუფასურებული სიტყვებით არ ვამკობთ და ყოველ წამს ერთად არ ვართ? მთავარია რას ვგრძნობთ და როგორ გამოხატავთ ამ გრძნობებს. სწავლას ვაპირებდი, მაგრამ კლარისა და მისი შეყვარებული ამას შეუძლებელს ხდიან. ჯობდა ისევ მათი კვნესის ხმა მომესმინა ვიდრე ეს უაზრო, ფრანგული მელოდია. ხვალ აუცილებლად დაველაპარაკები, ეს მუსიკა მათ ჰანგებს დიდად მაინც ვერ ახშობს. პირველი პოსტი განვათავსე სოციალურ ქსელში პარიზიდან, ძალიან ბევრი ადამიანი მილოცავს, ზოგი ისეთიც კი ვისაც არ ვიცნობ. თითოეული კომენტარი გულს სითბოთი მივსებს და ნამდვილად, რეალურად ბედნიერი ვარ. 26 ოქტომბერი-საქართველო -ბოლო ნახევარისაათია უაზროდ ბრაზდები, იქნებ საკუთარ თავზე დაფიქრდე და ჩემზე არ გადმოიტანო ეს ყველაფერი? -ყვირილით უპასუხა მეგობარს ვატომ და სასმლით სავსე ჭიქა კედელს ესროლა. - გოგოს პარიზში ჩააკითხე, ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა ჩააკითხო გოგოს პარიზში, ფოტოები დაუბეჭდო, რაშიც ათასობით ლარი დახარჯე და ყოველდღიურად არდები უგზავნო. შენი ძმა აღარ მოიმიზეზო დათა, იცი რომ ბეა გულგრილი არ არის და ახლაც რომ უთხრა სიმართლე გრძნობები აჯობებს და შენს ძმას ციხეში არ გაუშვებს! -რისი მოსმენა გინდა? სულ ლექციებს ნუ მიკითხავ, გითხარი ვეტყვითქო! -როდის? მისმინე, შენ დამპირდი რომ ამას ასე არ გააჭიანურებდი, აღიარე და დავამთავროთ. -რა ვაღიარო? -დაბნეული მიაჩერდა მეგობარს. -აღიარე რომ გრძნობებმა გაჯობა... -ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. -გაჯობა და ეს სირცხვილი არ არის. რატომ არ უნდა მოგწონებოდა ან შეგყვარებოდა? ძალიან კარგი და კეთილი გოგოა. მესმის რაც ხდება შენს თავს. უნდა გატყდე დათა, ასე ვეღარ გააგრძელებ. -მარტივი არ არის ვატო. -ენერგიაგამოცლილი ჩამოჯდა მის პირდაპირ. -სიტყვებს თავს ვერ ვუყრი რა უნდა ვუთხრა. როცა მასთან ვარ არვიცი... ვერ აგიხსნი, ყველაფერი სხვანაირადაა. ხანდახან ნიკა არც კი მახსენდება, მასთან თავს ვკარგავ და ეს მანადგურებს იმიტომ რომ ჩემს ძმას იმედს ვუცრუებ, მაგრამ ამავდროულად მაბედნიერებს იმიტომ რომ მასთან თავს მშვიდად ვგრძნობ. არ ვიცი რა მოხდება როცა ყველაფერს გაიგებს, მაგრამ ისიც ვიცი რომ სამუდამოდ ვერ დავუმალავ. -უყვარხარ და მე ეს ვიცი, დიდი გული აქვს და პატიებაც შეუძლია. შანსი უნდა მისცე და ბოლო სიტყვა ათქმევინო, იქამდე სანამ ყველაფერი შორს წავა. -ამაზე შორს? დაქორწინებას არ მომთხოვს ჯერჯერობით. -კვამლი მთელი ძალით ჩაისუნთქა და საზურგეს მიეყრდნო. -რამდენი ადამიანის ცხოვრებას ვანადგურებ, ნეტავ თავიდანვე არ დამეწყო. -უნდა შემეჩერებინე. -თავი დანანებით გააქნია ვატომ და ერთ ღერს თავადაც მოუკიდა. -მე არ მოგისმინეთ. არც შენ, არც ჩემს ძმას, ამიტომაც მივედი აქამდე. ყველაზე მეტად გული მაინც შენზე მწყდება, ბოლომდე ჩემს გვერდით დგახარ და პასუხად რას იღებ. შენს ურთიერთობას ვანადგურებ. -იმედს ვიტოვებ რომ მაპატიებს. -გიყვარს? -ცერად გახედა მეგობარს, ასეთი გამოხედვა ყოველთვის ამბობდა იმას რომ სიმართლე ისედაც იცოდა. -არვიცი, რთული თემაა. მის იქით არსად მივდივარ, არც სხვა ქალები მაინტერესებს, მაგრამ მაინც ვგრძნობ რომ რაღაც ისე ვერ არის. -იმიტომ რომ ატყუებ. მაგის გამო ვერ უტყდები საკუთარ თავს სიმართლეში. -იცი რომელი სიმღერა გამახსენდა? იმენა ჩვენზეა. -წამით დაფიქრდა შემდეგ კი მელოდიის მცირე ნაწილი წაიმღერა. - სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ტექსტში რაღაც ასეთია. „We go down, we go down together“ -ჩვენს სიტუაციას შეეფერება, მაგრამ სიმღერის ნიჭი არ ჩაუდია შენთვის ღმერთს მეგობარო. -ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც შეეპარა, ვატო ყოველთვის ახერხებდა მის გერდით ყოფნას. -შესარიგებლად კატოს სერენადას თუ ვუმღერებ წინა რიგში დაგაყენებ. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მეგობარს. -შენთვის მაგას გავაკეთებ, ეგ კი არა თუ გინდა მთელი ღამე ვუმღეროთ, რამე იტალიურ სიმღერასაც მივუძღვნი. -ვიმახსოვრებ, ძალიან მალე მოგიწევს მაგის გაკეთება. -თუ ეს შენ დაგეხმარება მზად ვარ. -და შენზე რას იტყვი? -რა უნდა ვთქვა? -გიყვარს ხომ ასეა? -ვატო... -თქვი, მე რას მერიდები შე*ემა. -მინდა რომ სულ გვერდით იყოს, მინდა არ ვატყუებდე და რეალური იყოს ის რაც გვაქვს. აქამდე ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ბახმაროში ცუდად რომ გახდა... მას შემდეგ თავიდან ვერ ვიგდებ, მანამდეც ვხვდებოდი რომ მომწონდა, მაგრამ ბახმაროში ბევრი რამ შეიცვალა. -გიყვარს და უთხარი, ნუ აჭიანურებ. -ვუთხარი უკვე, სანამ წავიდოდა წინა საღამოს ერთად ვიყავით, მაგრამ ბევრი დავლიეთ და არამგონია ახსოვდეს. -შე*ემა მთავარი გაგიკეთებია და მეორედ თქმას რა უნდა? -მთვრალი ვიყავი. -დალიე და ისე უთხარი, ოღონდ გოგო ფხიზლად დატოვე. -სხვა სხვის ომში ბრძენიაო. მიდი და კატოს უთხარი ეგეთი მარტივი თუა. -რას გადამეკიდე, წადი საქმე არ გაქვს? -სიცილი ვერ შეიკავა ვატომ. -იმ ნამსხვრევებს რომ აკრეფ და კედლიდან და იატაკიდან სასმელს მოწმენდ მერე ვისაუბროთ სხვა საქმეზე. -ჩემს სახლში მაგიდა რომ გაამსხვრიე გახსოვს? მე მივალაგე, ახლა შენი უნარები გამოვცადოთ. -მშვიდად გახედა მეგობარს, მეორე ჭიქა აიღო მაგიდიდან და სასმელი სულმოუთქმელად დალია... 27 ოქტომბერი 08:32 დღეს გავიღვიძე და უცნაური შეგრძნება დამეუფლა, მომინდა რომ ჩემი წარმატების შესახებ მსოფლიოს თუ არა საქართველოს მაინც გაეგო. გადავწყვიტე წიგნი დავწერო, ჩემს ცხოვრებაზე, უდიდეს წინსვლაზე და წარმატებაზე. რას დავარქმევ? მართლა არ ვიცი. „გზა პარიზამდე“ „წარმატების ფორმულა“ „ახალი ცხოვრება“ „შესაძლებლობების ზუსტი განსაზღვრება“ -კარგი, ბოლო მართლა სულელურად ჟღერდა. მოვიფიქრე. „ბილეთი ორისთვის“-მეორე აუცილებლად კატო იქნება, კი ნამდვილად მშვენიერი სახელია. მომწონს. მოკლედ შინაარსი ვიცი, სახელი ვიცი. წერის გამოცდილებაც არ მაწყენდა :) 28 ოქტომბერი 14:09 უცნაური დღე მქონდა, უნივერსიტეტში რეფერატი ჩავაბარე და კლარისასთანერთად კაფეში ვიყავი, თავიდან არაფერი და მერე უცებ კატომ მომწერა პირველი საათისთვის დაგირეკავო. სირბილით გამოვიქეცი სახლში, მეგონა რამე მოხდა და უკვე ბარგის ჩალაგებას ვაპირებდი, პირველივე რეისზე ბილეთებიც კი მოვძებნე და სულელი, კამერაში გაკრეჭილი დამხვდა. -შენ თუ გამეხუმრე ვერ გადამირჩები. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ნერვიულობის უკეთ გამოსახატად გულზე ხელი მიიჭირა. -არ მეუზრდელო, მარტო არ ვარ. -კამერა გვერდით მიატრიალა და ნენეს დანახვისას თვალები კიდევ უფრო დაბნეულმა ააფახულა. -ნენე, როგორ ხარ? -კარგად ბეა, შენ როგორ ხარ? სწავლის საქმე როგორ მიდის? -ყველაფერი ძალიან კარგადაა, ვგიჟდები პარიზზე. -მომწონს შენი შემართება, ასე განაგრძე და ყველაფერი გამოგივა. -ღიმილით გაამხნევა და კატოს მხარი გაკრა რომ საუბარი დაეწყო. -მოკლედ ბექსს, შენი ლექციების განრიგი ხომ ვიცი არა?... -მერე? -ხოდა, შაბათ-კვირას ისედაც არ სწავლობ. ორშაბათსაც რომ ისვენებდე კარგი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს. -რაზე ლაპარაკობ? -მოკლედ გითხრა ახლა. 5ნოემბერს დათა 24ის ხდება. -ახალი ამბავი. -თვალები მობეზრებულად აატრიალა. -დამაცადე თქმა! ხოდა ვიფიქრეთ რომ... -მოკლედ ბილეთები დაგიჯავშნე რა, წამოსვლაზეც და უკან წასვლაზეც. -ხელიდან გამოგლიჯა მობილური ნენემ. -მინდა რომ დათასთანერთად შეხვდე ამ დღეს, ზუსტად 12 საათზე რომ დაადგე თავზე. -ხუმრობ? -თუ არ გინდა გაგიგებ მართლა, ალბათ ჯერ უნდა მეკითხა, რა სულელი ვარ. კატომ მითხრა გაუხარდებაო და მერე ბილეთები რომ არ გაყიდულიყო ადრე დავჯავშნე. -ღმერთო. -გაოცებისგან აღმოხდა და სახეზე ხელები შემოიწყო. -მე მეგონა გაგიხარდებოდა ბექსს. -გაოცებული ვარ, მაცადე ცოტახანს. -მეგობარს დაუტია და გონებაში ნათქვამი გადახარშა. -ესეიგი... როგორ მოხდება? როდის უნდა ჩამოვიდე ან უკან როდის დავბრუნდები. -4 ნოემბერს დაახლოებით 10საათისთვის დაეშვები საქართველოში. სანამ შემოწმებას გაივლი, სანამ სახლამდე მივალთ და რაღაც 12იც გახდება. ლექციების გაცდენაც არ მოგიწევს. თუმცა, 6ში არ იყო ბილეთი და 7ში დავჯავშნე. -იქნებ დათას არ უნდა? იქნებ სხვაგან ურჩევნია აღნიშვნა? -დათა არასოდეს არ აღნიშავს, მეგობრები ვადგებითხოლმე თავზე. ამშემთხვევაში შეყვარებული დაადგება თავზე, რატომ არ უნდა უნდოდეს? -შეყვარებული. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და პირველად გაიაზრა საკუთარი ურთიერთობის სტატუსი. -რეფერატი მექნება ჩასაბარებელი ორშაბათს, მაგრამ კლარისას დავუტოვებ და ის ჩააბარებს. ფრანგულს... ჯანდაბა თქვენს თავს გავაცდენ. -მართლა? -გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა ნენე. -მართლა, მართლა. -ვატოსაც არაფერს ვეუბნებით თორე ეგ ვერ მოითმენს და ეტყვის, ამიტომ ჩვენი, გოგოების საიდუმლო იყოს. -სიტუაციას ნათელი მოჰფინა ნენემ. -კარგი, ასე იყოს. ესეიგი, 4ში შევხვდებით? -4ში შევხვდებით... 29 ოქტომბერი 23:11 ალბათ მალე თავი გამისკდება, ტვინი ამიფეთქდება და გული გამიჩერდება. სულ ცოტა დრო მრჩება და მაინც ვერ ვიგებ რა შეიძლება ვაჩუქო დაბადებისდღეზე ბიჭს,რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს. საათი? დიდად არ უყვარს. ბეჭდებისმოყვარული, მაგრამ არ მინდა იფიქროს რომ ქორწინებას ვუმიზნებ. რა უნდა ვაჩუქო? მანქანას ხომ არ ვუყიდი? რომელიც ისედაც ყავს. თან მაგის ფული არ მაქვს. ნენეს რომ კითხოთ, მე საუკეთესო საჩუქარი ვარ და მეტი არაფერი არ უნდა. ზედმეტად ოპტიმისტი გოგოა. დათასაც ველაპარაკე, ისე ვცქმუტავდი საუბრისას მარტივად შემამჩნია და მკითხა რამე ხომ არ ხდებაო. ჩემებურად ვიცრუე უნივერსიტეტში დავიღალეთქო და დამავიწყდა რომ შაბათი იყო... ვფიქრობ ნაწყენი დარჩა, მაგრამ ისევ მისთვის მოვიტყუე. 30 ოქტომბერი 18:02 დღეს საშოპინგოდ ვიყავი, ვითომ ტანსაცმელი უნდა მეყიდა, მაგრამ საჩუქრის ძიებაში ლამის თავზე დამაღამდა, სუნამოების მაღაზიაში რომ შევედი და 40 წუთი ვიტრიალე ლამის თავზე დამაფშვნა კონსულტანტმა ერთ-ერთი ფლაკონი, მაგრამ გადავრჩი. სამაგიეროდ ყველა სუნამო დავტესტე და ახლა მაგარი გასახეხი ვარ თორემ ოდეკოლონის სუნად ვყარვარ. არც კლარისას გაუმართლა ჩემზე მეტად, რაიმე პატარა ჩანთის ყიდვა უნდოდა და იფიქრა თავს გავანებივრებო, მაგრამ ცუდად დასრულდა. ბოლომდე ვერ გავიგე რა მოხდა იმიტომ რომ ყველა სიტყვის მერე Fu*king-ს ამატებდა, მაგრამ ყვირილი რომ გავიგე სუნამოების სექციიდან მაშინვე გავირბინე. ფერადკანიანი ხალხი თვალში არ მოსდიოდა გამყიდველს, ამიტომაც კლარა ზედმეტად გააბრაზა, როდესაც შანელის ჩანთაზე უთხრა რომ არ იყიდებოდა. „მაგ შანელის „სუნკას“ კლარისას ადგილას ტრა*ში გავთხრიდი“ -ეს ისე, მაინც ჩემი პოზიცია რომ იცოდეთ. გადავიწყვიტე მისთვის მაინც გამეკეთებინა საჩუქარი ამიტომ, ხვალ დავბრუნდები და მე ვიყიდი იმ ჩანთას. იმედი მაქვს თავს უხერხულად არ იგრძნობს. 31 ოქტომბერი 19:19 დილის მერე გასული ვარ და მხოლოდ ახლა მოვახერხე სახლში მოსვლა, საკმაოდ აცივდა უკვე, დათა ყოველი წინადადების მერე თბილად ჩაცმას მთხოვს, მალე გავგიჟდები ალბათ. ცოტა არ იყოს მიჭირს მისთვის სიმართლის დამალვა, ასე არასდროს ვიქცევი, ურთიერთობებში ყოველთვის ერთგული ვარ და საიდუმლოები არ მახასიათებს, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ მისი გაბედნიერება მინდა. კლარისას ჩანთას რაც შეეხება, ცრემლებამდე მიიყვანა საჩუქარმა. თავიდან არ მართმევდა, მაგრამ ბოლოს დამნებდა, ისეთი ბედნიერი იყო სიტყვებით ვერ ავღწერ. 1ნოემბერი 13:57 პარიზში გადაღებული ჩვენი ვიდეო სამაჯურზე გადავიტანე. ნენემ, როგორც მითხრა წიგნები უყვარს და დეტექტივებს ხშირად კითხულობს, ამიტომ წიგნების მაღაზიასაც ვესტუმრე და ბესტსელერებს გადავხედე. არჩევანი ფრედ ვარგასის დეტექტიურ კრებულზე შევაჩერე. რომანი და გამოძიება ერთად საინტერესო იქნება. იმედი მაქვს სამახსოვროდ დარჩება... კატო და ნენე ბიჭებს დიდი ენთუზიაზმით უმალავენ სიმართლეს. სადმე თუ განმარტოვდებიან და ჩურჩულს დაიწყებენ ბიჭები მაშინვე ერთვებიან საუბარში, მაგრამ ვერაფერს იგებენ. 2 ნოემბერი 06:32 მთელი კვირის მასალას წინასწარ ვამზადებ, რომ საქართველოში დაბრუნება მოვახერხო, დათას დაბადებისდღეს დავესწრო და უნივერსიტეტში ლექტორები არ გავაბრაზო. ბოლო პერიოდში სხვებმაც აურიეს, შეფასებას ძალიან რთულად წერენ და ეს არ მომწონს, ვფიქრობ დეკემბერში მდგომარეობა გაუარესდება. გუშინ დათამ კატოსა და ნენეზე მკითხა, პირდაპირ ვუპასუხე მათ გარშემო შენ ხარ და მე საიდან უნდა ვიცოდე საქართველოში რა ხდებათქო. უხეშად გამომივიდა ვიცი. კლარისა შანელის ფანი ყოფილა, ჩანთას ისე დააკონწიალებს ოთახიდან ოთახში თითქოს ვინმე წაართმევდეს, გადარეული გოგოა, უკვე ძალიან მიყვარს. ანა და ნოდო გამიწყრნენ რომ დაბრუნებისას ვერ ვნახავ, მაგრამ ვიცი რომ ესმით. ანას მგზავრობა არ სიამოვნებს და მე დრო არ მაქვს რომ ბათუმში ჩავიდე თორემ დიდი სიამოვნებით. შორ მანძილზე ურთიერთობებიც რთულდება. 3 ოქტომბერი 12:43 დღეს უკვე მეორე ლექციაზე ვზივარ და გონება ისე მაქვს გათიშული ვერაფერი გავიგე ქალბატონი ლორენას ნათქვამიდან. ზედმეტად არ მოვწონვარ და ვფიქრობ ან დაბალ ქულას დამიწერს ან საერთოდაც ჩამჭრის. მეორე ვარიანტი უფრო ლოგიკურია. თან არც ერიდება ისე გამოხატავს ამ ზიზღს, თუ რაც ქვია. მთელი დღეა დათას არ მოუწერია, თანაც აქედან წასვლის შემდეგ უცნაურად იქცევა, ჯერ ისევ მგონია რომ 12საათზე ოთახიდან გამოსვლა და „სურპრიზი“-ს დაძახება ცუდი იდეაა. იმედი მაქვს თავადაც ასე არ იფიქრებს, მინდა რომ ჩემი ჩასვლა გაუხარდეს. სახლში მისვლისთანავე კლარისას მინი ჩემოდანს გამოვართმევ რომ 3 დღის სამყოფი ტანსაცმელი და წიგნები ჩავდო, იმედი მაქვს სახლში დამხვდება, ან სულაც მარტო იქნება თორემ ცეცხლოვანი მომენტის შეწყვეტა მომიწევს. 4ოქტომბერი 14:00 სახლიდან გამოსვლისას სანამ გზას გადაკვეთდა წინ შავმა კატამ გადაურბინა. მოულოდნელობისგან შიშმა ერთიანად მოიცვა და ხმამაღლა დაიყვირა. მძღოლის ყურადღება ნამდვილად მიიპყრო, კაცი მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და ჩემოდნის წაღებაში დაეხმარა. -ღმერთო, როგორ შემეშინდა. -ამოთქვა ქართულად და წამით კარს დაეყრდნო რომ გონება მოეკრიბა. -ნიშანი სამყაროსგან რომ დღეს დათას დაბადებისდღეს არ უნდა დავესწრო. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და მანქანაში ადგილი დაიკავა. მთელი გზა განიხილავდა ვარიანტებს, როგორ შეიძლებოდა თავის დაღწევა ამ საღამოდან, მაგრაამ იცოდა რომ ყველა ძალიან გაბრაზდებოდა, ამიტომ თავი ხელში აიყვანა და უკვე შენობის წინ მდგარმა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. -მოსახდენი ისედაც მოხდება, ჯობს მალევე მოხდეს. -საკუთარ თავს შეუძახა და კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა. შემოწმებას ვერ იტანდა, ბარგის აწონვისას ხმამაღლა გაცინებაც კი უნდოდა 15კილიოან ლიმიტზე მხოლოდ 4 კილოიანი ჩემოდანი რომ ჰქონდა. საბოლოო შემოწმება ჯოჯოხეთი იყო მისთვის. ყველაფერი ახლიდან ხომ მოწმდებოდა და ფეხსაცმელს რომ ახდევინებდნენ ეს ცალკე თემა იყო, თუმცა პირველისგა განსხვავებით ახლა თახმები საერთოდ მოახსნევინეს და ცალკე გაატარეს კონტროლზე. -მგონი სულ გაგიჟდა ეს ხალხი, თასმაში რა უნდა შემენახა. -გაოცებული შეჰყურებდა გასასვლელთან მდგომ კაცს. -კიდევ კარგი არაფერი აწრიპინდა, მშვიდად გავიარე. -შვებით ამოისუნთქა და ფეხსაცმელების ჩაცმას შეუდგა. -ვინმე თუ მეტყვის ფეხსაცმლის თასმებით რა სახის ნარკოტიკი გადააქვთ მადლობელი ვიქნები -ნენეს და კატოს საერთო ჩატში გაუგზავნა შეტყობინება და ბუზღუნით განაგრძო გზა. კიდევ ერთი საათი ჰქონდა დრო კარის გახსნამდე. იქვე კაფეში ადგილი დაიკავა და ყავას და კრუასანს გემრიელად შეექცა. -არ მითხრა რომ თასმები მოგახსნევინეს -სიცილის ემოჯით დაუბრუნა ნენემ შეტყობინება. -კარგი, არ გეტყვი- მანაც სიცილით უპასუხა და გეგმებს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი. -მეგონა მხოლოდ ფეხსაცმელს ახდევინებდნენ. -საუბარში ჩაერთო კატო. -მეც მასე მეგონა, ეტყობა მხოლოდ ფეხსაცმელი არ ეყოთ. -არაუშავს, მთავარია გამოგიშვეს და მოდიხარ. -დახვედრა არ დაგავიწყდეთ თორემ ორივეს დაგხოცავთ. -არა ბექს, 10საათზე უკვე აეროპორტში ვიქნებით. -კარგი, გკოცნით ორივეს, მალე გნახავთ. -ნახავ კი, თუ გადაგიშვეს საზღვარზე. -ისევ თავისთვის ჩაიბურტუნა და გვერდით მაგიდასთან მჯდომ ხანშიშესულ ქალს თვალი მოარიდა,რომელიც შეშფოთებული უყურებდა საკუთარ თავთან მოლაპარაკე ქალს. -რაიყო ბებო, გაბრაზებული გოგო არ გინახავსს? -კიდევ ერთხელ გააკეთა ხმაურიანი კომენტარი და ქალს ზურგი აქცია. კარი 2 წუთში გაიხსნებოდა დრო მოვიდა რიგში ჩამდგარიყო. ვერც ამ პროცესს იტანდა, ყველა ერთმანეთზე წინ მიდიოდა რომ, როგორმე მალე გასულიყვნენ კარში, არც რიგი ადარდებდათ და სხვისი პატივისცემა. -თითქოს თვითმფრინავი მათ გარეშე სადმე წავა, ავტობუსი ხომ არ არის ვერ მოუსწრო და წავიდეს. -ისევ მიიპყრო გარშემომყოფების ყურადღება, ნამდვილად არ იყო მისი დღე, თანაც დრო იყო კომენტარები თავისთვის, გონებაში შეენახა. 4 ოქტომბერი 17:36 „ძვირფასო დღიურო, აი ისევ საქართველოში მივფრინავ. მცირე განშორების შემდეგ ისევ გზას გავუდექი და სამშობლოში ვბრუნდები. უცნაური სიტუაციაა, ახლა ჩემი ადგილი დავიკავე და ფანჯრიდან ღრუბლებსმიღმა სამყაროს ვუყურებ. პირველად მეშინოდა, ახლა აღარც აფრენის შემშინებია და აღარც ცაში ყოფნის, 5 საათიან მგზავრობაზე კომენტარს აღარ ვაკეთებ. მინდა რომ დათას ძალიან მაგარი დღე ჰქონდეს, მინდა რომ 24-ე წლის ჩემთან ერთად დაწყება გაუხარდეს, გოგოებს თუ დავუჯერებთ უბედნიერესი იქნება, ვნახოთ... ვნახოთ. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ წიგნები მოეწონება, აეროპორტში ყოფნისას ინსტაგრამის პროფილი დაწვრილებით დავუთვალიერე. „2020წლის დეკემბერი. „პაპარაცული ფოტო არქივიდან“. სხვა ვინ იქნებოდა მონიშნული თუ არა ნენე. ფოტოზე კაფეში მყოფი დათა, ვატო და კიდევ ერთი ბიჭი ჩანდნენ. ღმერთო რა ნაცნობი სახე იყო, სანაძლეოს ჩამოვალ სადღაც მყავდა ნანახი. მაგიდაზე „ფრედ ვარგასის ნეპტუნის ქარიშხლები“ იდო და გული უფრო მეტად დამიმშვიდდა, ესეიგი ავტორი უყვარს. მაგრამ მოიცადეთ, თუ ავტორი უყვარს და წიგნები მოწონს ესეიგი ყველა ექნება წაკითხული? ახლა ნერვული შეტევა დამემართება. :) ძალიან რთულია კაცს საჩუქარი უყიდო. იმედი მაქვს ინგლისური ტირაჟით არ ექნება, საქართველოში შევხვდებით.“ -თავი დაიმშვიდა და დღიური ჩანთაში ჩააცურა. კარგად გამოძინებისთვის მშვენიერი 4საათი ჰქონდა დარჩენილი. *** -ვერ ვიჯერებ რომ ჩამოხვედი. -სრუტუნით ამოთქვა კატომ და მეგობარს კიდევ ერთხელ გადაეხვია. -აუ მართლა ჩამოხვედი. -მთვრალი ხომ არ ხარ შენ? -ღიმილით გადახედა ბეამ. -ხომ იცოდი რომ მოვდიოდი. -ხო მაგრამ შორს იყავი და მოკლედ რავიცი რა. -ხელი თმაში ნერვიულად ახლართა. -ძალიან მომენატრე ბექსს. -მეც მომენატრე. -ცოტა დათასაც დაუტოვე კატო. -ღიმილით უთხრა ნენემ და ბეას გადაეხვია. -მიხარია რომ აქ ხარ. -მეც მიხარია, მაგრამ თან ვნერვიულობ. -რა განერვიულებს? თუ არ გაიღიმებს ეგრევე ქვაბს შემოვარტყავ სახეში არ ინერვიულო. -ღიმილით დაამშვიდა ნენემ და ჩემოდან ხელი დაავლო. -წავედით თუ ვრჩებით? -არა, სად ვრჩებით, 12 დაიწყო უკვე -არ მეგონა ამდენხანს თუ მომიწევდა ლოდინი. -არაუშავს, მოვასწრებთ, ნახევარ საათში მაქსიმუმ სახლში ვართ. -ტორტი ან რამე მსგავსი არ მიგვაქვს? -საბარგულში დევს, დამშვიდდი ბეა, გათხოვებას კი არ გიპირებთ რას ნერვიულობ. -მეგობარი დატუქსა კატომ და მანქანაში დასკუპდა. -არავინ არ იცის რომ მივდივართ? -არა, ვატოსაც კი გონია რომ ქალაქ გარეთ ვარ და ვერ მოვახერხებ მისვლას. კატო კი მეგობრის დაბადებისდღეზეა და სვამს. -მერე დათა სახლში იქნება? -დათა დაბადებისდღეს ყოველთვის სახლში ხვდება, ტრადიციაა. ალბათ ვატო უკვე მასთან ზის. -კი, მასთან არის. 1 საათისწინ მომწერა, დათასთანვარ არ მცალია და მოგვიანებით მოგწერო. -დაამატა კატომ და მობილური შეინახა. პრობლემა არ შექმნიათ, არც საცობი ყოფილა გზაზე და არც მანქანა გაფუჭებიათ, როგორც ბეა ვარაუდობდა შავი კატის გზაზე გადახტომის შემდეგ. მანქანა სახლისგან ცოტა მოშორებით გააჩერეს და სახლამდე გზა ფეხით გაიკვლიეს. ჩემოდნიდან საჩუქრები ამოალაგა ბეამ და ლამაზ პარკში ჩააწყო მეტი სილამაზისა და ორიგინალურობისთვის. „24“ ციფრებად ადგილზე იყო. ნელა შეაღეს სახლის კარი რომ ხმაური არ გაეგოთ ბიჭებს და საათს დახედეს. უკვე 4 წუთი აკლდა. შესვლისთანავე დაძაბული აურა სხეულის ყოველ უჯრედში გაუჯდათ, როგორც არ უნდა ეხმაურათ მაინც ვერავინ გაიგებდა მათ ხმას იმხელა ხმაზე ყვიროდა გელოვანი და მომენტებში ვატოც ბანს აძლევდა... -ში*ხოარგაქვს შენ? -დაიღრიალა ვატომ და მეგობარს პირისპირ დაუდგა. -თვალები გაახილე დათა, ნენე მეგობრობს ბეასთან, უცებ ემოციებმა რომ სძლიოს და ყველაფერი უთხრას მერე სად მიდიხარ? -არავინ არავის არაფერს არ ეტყვის, მოვაგვარებ. -რას მოაგვარებ? ყელშია უკვე, ჩადი გოგოსთან და უთხარი სიმართლე, შეიცოდე ისიც, მხოლოდ შენს თავზე და გრძნობებზე ნუ ფიქრობ, უთხარი რომ შეგიყვარდა, ნანობ და იქნებ გაპატიოს. კატოსთანაც ყველაფერს მირთულებ, ყოველდღე ახალ ტყუილს ვიგონებ, წარმოგიდგენია? -რა ვქნა ვატო? პარიზში რომ ვიყავი მინდოდა ყველაფრის თქმა მაგრამ როგორია ქალს, რომელიც შეგიყვარდა მივარდე და უთხრა, სანამ გაგიცნობდი 1 კვირით ადრე ჩემი ძმა დაასმინე და ამიტომ დაგსდევდი ასე, ამ დევნაში შემიყვარდი ხომ მაპატიებ? -მთელი ხმით დაიღრიალა და ჟურნალების მაგიდა წამში ნამსხვრევებად აქცია. -დათა... -ჰაერი ნაცნობმა ხმამ რომ გააპო ოცნებობდა იქვე მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა. ვერც კი გაიაზრა ისე დაკარგა მუხლებში ძალა და სუნთქვა გაუჭირდა, ყველაფერს გაიღებდა ოღონდ ახლა აქ არ ყოფილიყო და ეს ყველაფერი ასე არ მოესმინა მისი პირიდან. -შენ... -ემოციებმა დაჯაბნა და სათქმელის დასრულება ვერ მოახერხა. -ბეა... ბეა მე. ყველაფერი ისე არ არის კარგი? -მაშინვე მასთან მიირბინა და ხელები სახეზე მოკიდა. -შემომხედე გთხოვ. -აკანკალებულმა ხელი ნიკაპზე მოკიდა რომ თვალებში შეეხედა. -არ მომეკარო! -იმხელა ბრაზი იგრძნობოდა მის ხმაში, იმედგაცრუება და ტკვილი ყველა უჯრედს რომ უყინავდა დათას. -გთხოვ მომისმინე რა. -ემოციებით სავსეს რა უნდა ეთქვა ვერ ხვდებოდა. -დამელაპარაკე გთხოვ, ამახსენვინე ყველაფერი. -შენ მატყუებდი. -ზიზღით ამოთქვა და ხელით უხეშად უბიძგა. -ყველაფერი სხვანაირად არის ახლა ბეა, დამელაპარაკე. -სასოწარკვეთით ამოთქვა და მასთან მიახლოება სცადა, მაგრამ ქალმა უფლება არ მისცა. -არ გაბედო და არ მომიახლოვდე! -ბეა... -დაბადებისდღეს გილოცავ დათა... -თავი დანანებით გააქნია და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა. -ბედნიერი 24 წელი. -საჩუქრების პარკი იქვე იატაკზე მშვიდად დადო და სახლიდან ნელი ნაბიჯით გავიდა. -ბეა მომისმინე. -სირბილით გაყვა უკან და ისიც კარს უკან გაუჩინარდა... -ამდენი ხნის განმალობაში იცოდი? -ცრემლიანი თვალები მიანათა ვატოს, კაცს რომელსაც მთელი არსებით ენდობოდა. -მაპატიე კატო... -ძალაგამოცლილმა ამოთქვა და ქალის ზიზღით სავსე თვალებს თვალი გაუსწორა. -მეზიზღები... -მანაც აღარ დააყოვნა, წვეულების ნივთები იქვე დაყარა და სახლი სირბილით დატოვა. -ეს როგორ გააკეთე? -საკუთარი დის იმედგაცრუებული მზერა საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა მისთვის, აღარაფერი უთქვამს, იქვე სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და თავი ხელებში ჩარგო... *** -ბეა მომისმინე გეხვეწები. -ხელში ხელი ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა ქალი. -ვიცი ეს ყველაფერი შორიდან, როგორც ჩანს, მაგრამ... -შორიდან? ახლოდან სხვანაირად ჩანს? -მთელი ხმით დაუყვირა და ხელი მისგან გაითავისუფლა. -მესმის რასაც გრძნ... -არ თქვა! მე შენ გენდობოდი დათა, გაცნობის წამიდან უცნაურად მოგეჯაჭვე, კარგი ბიჭის როლი მოირგე და ჩემი ნდობა დაიმსახურე, შენ ეს გამოიყენე... -ცრემლები ხელის ერთ მოსმით მოიწმინდა. -არ თქვა რომ ჩემი გესმის იმიტომ, რომ მე შენთვის ზურგში დანა არ დამირტყამს. -ვიცი ბეა, ვიცი. ყველაფერი დავიმსახურე, საერთოდ ყველაფერი, მაგრამ გთხოვ მომისმინე რა. -ემოციებისგან თავადაც ამღვრეოდა თვალები, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ. -დაგრჩა რამე სათქმელი? თავიდანვე რომ გეთქვა, იმ ბარში როცა მოხვედი... -არ ვიცოდი რომ ასეთი იყავი, შემეშინდა რომ ჩემი ძმა უარეს მდგომარეობაში არ ჩამეგდო. -და ამჯობინე მე გაგენადგურებინე? -სიმწრის სიცილი წასკდა ქალს, უკვე აზროვნებაც კი უჭირდა, ცრემლები ნიაღვარივით მოედინებოდა თვალებიდან და ლოყებზე გზას წინაღობის გარეშე იკვლევდნენ. -არ მეგონა რომ საქმე აქამდე მივიდოდა. არ მეგონა რომ... -არ გეგონა რომ შემიყვარდებოდი და ასე გავნადგურდებოდი? -არა, არ მეგონა რომ მე შემიყვარდებოდი, მაგრამ შემიყვარდი... -ხმა აღარ ამოიღო! -ამ სიტყვების გაგონებისას ტანში ერთიანად გააჟრჟოლა, ვეღარაფერზე ფიქრობდა, ხელი ინსტიქტურად წაიღო და სახეში მთელი ძალით დაარტყა. -არ გაბედო და ეგ აღარ მითხრა, ღმერთო როგორ გაუფასურდა ეს სიტყვა... დედა შვილს რომ ეუბნება მაშინაც კი ვერ იქნები ზუსტად დარწმუნებული ამაში. -ახლა მართლა შეიცვალა ყველაფერი, ვიცი რომ გეზიზღები და ყველაფერ საშინელებას ფიქრობ ჩემზე, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა დამარტყა, მიყვირო, მეჩხუბო... ჩემს გრძნობებს ვერ შეცვლი... -როგორი ყალბი ხარ... საკუთარ თავს სარკეში რა ნამუსით უყურებდი? -არ ვიცი. უბრალოდ ძმის დახმარება მინდოდა. -თავისთვის ჩაილაპარაკა და მისკენ ნაბიჯი გადადგა. -ბეა, მე ისევ ის დათა ვარ. დათა, რომელიც გაიცანი, ისევ... -არა! დათა, რომელიც გავიცანი ყალბი იყო. ახლა გასაგებია ბახმაროში რაც დაგემართა, რატომ გინდოდა რომ დედაშენს ეპატიებინა. უბრალოდ ვერ ვხვდები, ასე უსინდისოდ როგორ თამაშობდი აქამდე. -ბეა... -მისი ჩუმი ტკივილნარევი ხმა ქვას ქვაზე არ ტოვებდა. -ნეტავ არასდროს გამეცანი, ადრიანი მართალი იყო. ყველაფერს ანადგურებ, რასაც ეხები... საერთოდ ყველაფერს. -მომეცი საშუალება... -არანაირი საშუალება დათა! დამთავრდა... თუმცა რა დამთავრდა, როცა არაფერი ყოფილა. -ისტერიული სიცილი აუტყდა, ბოლომდე ვერ აანალიზებდა რა ხდებოდა. -ასე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას გთხოვ, დამელაპარაკე, მოსიმინე ჩემი მხარე გთხ... -მოკეტე ძალიან გთხოვ. -ხელის აწევით გააჩუმა კაცი. -რა ნაბი*ვარი ხარ. საფრანგეთშიც კი ჩამოხვედი, რას წარმოვიდგენდი... -საფრანგეთში შენს გამო ჩამოვედი ბეა, ჩვენს გამო. -ჩვენს? ხომ არ გაგიჟდი? რა ჩვენს? ჩვენი არსად არასდროს არაფერი ყოფილა და არც იქნება. -ბეა... -სახლი პატარა გორაკზე, მაშინ მომწონდა ეს იდეა, ახლა ისე აფსურდულად მეჩვენება. ღმერთო რა იდიოტი ვარ, როგორ დაგიჯერე... -ბეა... -ვატომ მთელი ამ დროის განმავლობაში იცოდა? -ბეა... -იცოდა თუ არა?! -მთელი ხმით დაუყვირა და მათ შორის მანძილი წამში დაფარა. -იცოდა. -კატო... -ტკივილით ამოთქვა და ცრემლები პატარა ბავშვივით მანტოს სახელოთი მოიწმინდა. -ნენემაც? -არა. ნენემ არაფერი იცოდა ამ წამამდე, ის ამას არასოდეს დაუშვებდა... -რა სინიდისით უნდ გამოსულიყო შენი ძმა ციხიდან? -ჩემს შეჩერებას ცდილობდა, ისიც და ვატოც. ვატო არ დაადანაშაულოთ, ორივემ შემიძულეთ ოღონდ ვატო არ დაადანაშაულოთ ბეა გთხოვ. -მხრებზე ხელები მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა. -ვიცი მე შემიძულებ, მაგრამ ვატო არ შეიძულო, არც შენ და არც კატომ გთხოვ. -აღარ შემეხო, გული მერევა ოღონდ მართლა. -ხელი უხეშად აუკრა და გვერდი აუარა. -ბეა... -გამოყოლა კი არა, ჩემი სახელის ხსენებაც არ გაბედო არასდროს! -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და წამით შედგა. ჯიბიდან სპეციალურად მისთვის გაკეთებული სამაჯური ამოიღო და ფეხებთან დაუგდო. -მე მაინც არაფერში მჭირდება. -მშვიდად ამოთქვა და გზას ფეხით გაუყვა... *** -როგორ არის? -სამზარეულოში მოულოდნელად შევიდა ნოდო. -კარგად არ არის, მესამე დღეა არაფერი უჭამია. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ანამ და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დაუდო. -კატო შენ? -ეს არ მომკლავს, მე ბეაზე ვნერვიულობ. -ფილფანს დავურეკე და არ ატყდე, ასე იყო საჭირო. -მშვიდად განმარტა ნოდომ და თმაზე ხელი ჩამოუსვა. -ბეა გაბრაზდება... -ბეას ახლობლები სჭირდება, დემეტრე აქ არის საჭირო! -საჭირო რისთვის ნოდო? -ჩაეკითხა ანა. -ამაზე არ ინერვიულო კარგი? ჩვენს პატარას გაუფრთხილდი. -ნოდო... -ანა, ხომ იცი ისეთს არაფერს გავაკეთებ რომ ნერვიულობა მოგიწიოს. -დემეტრე რომ მოვა მერე რა ხდება? -ის ორი ნაბი*ვარი უნდა ვნახოთ. -არ არის საჭირო ნოდო, ჩხუბის აზრი რომ მითხრა შეგიძლია? -ჩხუვს არ ვაპირებთ. -დემემ რაო? -ყოფა უნდა მოვუ**ნათ ორივესო. -სიტყვასიტყვით გადასცა დანაბარები. -სულ მალე აქ იქნება. -ნოდო, მისი ხასიათის ამბავი ხომ იცი, ამიტომაც არაფერი უთხრა ბეამ, არ გინდა. -მის ბრაზის კონტროლს თუ გულისხმობ დაივიწყე, გვერდით ვიქნები... -ბეა როდის უნდა დაბრუნდეს საფრანგეთში? სწავლაზე პრობლემები არ შეექმნას, ასე ოთახში ჯდომით და ნერვიულობით საქმეს ვერ უშველის. -არ ვიცი, მერე შევალ და დაველაპარაკები. -ხვალ ვბრუნდები. -მტკიცედ გაისმა ქალის ხმა ოთახში. -სადმე მიდიხარ? -გასასვლელად გამოწყობილი რომ დაინახეს თავადაც გაუკვირდათ. -პოლიციაში მივდივარ. -რაა? რატომ? -საქმე მაქვს, ზედმეტი კითხვები არ მინდა. -თვალები მოარიდა ოთახში მყოფთ და თმა კოსად აიწია. -დემეტრეს უთხარით რომ საღამოს მოვალ და აქ იყოს, ხვალ დილით ადრე მივდივარ... -გინდა გამოგყვეთ? -არა! ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. შეგიძლია შენც წამოხვიდე. -კატოს ღიმილით გახედა ბეამ. -ორი ბილეთი მაქვს, შეგიძლია ცოტახნით დაისვენო და მერე ჩამოხვიდე. -მართლა? -მართლა. ჩემი მეგობარი ხარ და ახლა ერთმანეთი გვჭირდება. -მშვიდად განმარტა და მანტო მოირგო სხეულზე. -ძალიან დიდი მადლობა ყველას, გვერდით ყოფნისთვის, მაგრამ მე არ დავიმსხვრევი, შუშის არ ვარ... *** პირველი გამოცდილება ციხეში... ფილმებში ყველაფერი უფრო სხვანაირად ჩანს. შიშის გრძნობა, რომელიც მუხლებში ძალას ართმევს და შიგნიდან ანადგურებს. მიდიოდა, მაგრამ რისთვის? თავადაც არ იცოდა. -ბეატრის? -გაოგნებული შეჰყურებდა ნიკა მის წინ მჯდომ ქალს. -როგორც ჩანს მიცნობ. -აუღელვებლად წამოიწყო საუბარი. -გამარჯობა -გამარჯობა. -ალბათ არ მელოდი. -ახლა არა, მაგრამ ვიცოდი სიმართლეს რომ გაიგებდი მოსვლა მოგინდებოდა. -გავიგე რომ მონაწილეობის მიღება არ გინდოდა. -მე ასე არავის გავუზრდივარ, არც დათა. უბრალოდ სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, მარტო ყოფნის შეეშინდა. -მშვიდად განმარტა კაცმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -რადგან დათას ეშინოდა რომ დედათქვენი არასდროს აპატიებდა დარწმუნებული ვარ ასეა. -მინდა მისი მოტივების გაიგო ბეატრის, ის არ... -არ მაინტერესებს მისი მოტივები, შედეგი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. -დანგრეული და განადგურებული ხარ. მესმის, მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიიღო, უბრალოდ ჩემი სახლში დაბრუნება უნდოდა. -დაგაბრუნებს კიდეც. -მძიმედ ამოთქვა და თმაზე ხელი გადაისვა -რაა? -ჩვენება შევცვალე. შენს ადვოკატს ვესაუბრე, მითხრა რომ გირაოს საფუძველზე გაგათავისუფლებენ დაუყოვნებლივ. -ეს როგორ მოახერხე? -სიმართლე ვთქვი, ვთქვი რომ იმ ბიჭმა დაგიწყო ჩხუბი და დანა ჰქონდა, შენ უბრალოდ თავის დაცვა გინდოდა.დანა გეჭირა და ის შემთხვევით წამოეგო მასზე. -თვალით კამერებზე ანიშნა კაცს და შუბლი ნერვიულად შეიჭმუხნა. -ლორთქიფანიძეები მაშინებდნენ, აქამდე ვერ ვთქვი სიმართლე, მაგრამ შენები დაცვას დამპირდნენ და მეც სიმართლე ვთქვი. ვწუხვარ რომ ჩემს გამო აქ ყოფნა მოგიწია. -ამხელა ძალა საიდან? -ტკივილი გაგანადგურებს თუ გამკლავების გზას არ იპოვი, ჩემი ტკივილი ჩემი ძალაა ამ მომენტში. -დათას უყვარხარ ბეატრის, მის გრძნობებში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს. -ვიცი რომ ვუყვარვარ, ამიტომაც უნდა გამიშვას. -მშვიდად განმარტა და ირგვლივ მყოფ დაცვას თვალი მოავლო. -შენს ადვოკატს წერილი დავუტოვე, დამპირდი რომ, როდესაც გამოგიყვანენ დათას გადასცემ და სთხოვ რომ ჩემი ძებნა შეწყვიტოს. არ ჩამომაკითხოს და ტყუილად არ გაისარჯოს, ამას ნუღარ გამიკეთებს. -ბეატრის, იქნებ მოგესმინა? -საკმარისი მოვისმინე, დატკბი თავისუფლებით ნიკოლოზ. ნენემ დაიმსახურა შენს გვერდით ყოფნა. -გპირდები რომ დათა იმ წერილს მიიღებს და ბეატრის... -ქალი უკვე ყურმილის დაკიდებას აპირებდა მისმა ხმამ რომ შეაჩერა. -მადლობა ყველაფრისთვის და ვწუხვარ რომ ეს ვერ შევაჩერე... *** ნანატრი ოცნება სახლზე ნიკასთვის ახდა, მაგრამ რის ფასად? საკანს გარეთ რომ გამოვიდა და ციხის კარს მოშორდა დიდიხნის ნანატრი თავისუფლების გემო შეიგრძნო. ნანატრი სახეები, რომლებსაც ვერ ხედავდა. მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ნანატრი ქალი იყო, ქალი რომლის გამოც ციხეში მოხვდა და რომელიც სიგჟემდე უყვარდა... იყო ბევრი სიხარული და ცრემლი ამ სიხარულისგამო. იყო ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ მხოლოდ სულიერად, გარგნულად ეს არავის ეტყობოდა. სახეზე ნაიარავებიც ეთვლებოდა ორივეს, ალბათ მიხვდებით ვისზე ვსაუბრობ. დათას და ვატოს ვგულისხმობ. იქამდე სანამ, ბეა ჩვენებას ცვლიდა და ციხეში ნიკას სანახავად მიდიოდა, დემეტრემ და ნოდომ დრო არ დაკარგეს და ორივე მშვენივრად გაალამაზეს, შეტყობინებაც დაუტოვეს, მაგრამ რამდენად გაიგებდნენ და რამდენად შეწყვეტდნენ მათ დევნას ეს არავინ იცოდა. კითხვებს არავინ სვამდა, ყველამ დამსახურებული მიიღო და საკითხავიც არაფერი იყო. საღამოს, როდესაც ძლივს მარტოები დარჩნენ, საუბარი არცერთს დაუწყია. დათა დუმდა, არა იმიტომ რომ თითქმის დამტვრეული სახე სტკიოდა, არამედ იმიტომ რომ სათქმელს თავს ვერ უყრიდა. ნიკაც დუმდა, გულის სიღრმეში თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ ძმა აქამდე მიუშვა და ცხოვრების დანგრევის საშუალება მისცა, ამის გამო საკუთარი თავი სძულდა კიდეც... -ბეატრისი იყო გუშინ ჩემთან. -მშვიდად წამოიწყო საუბარი. -ცოტა ვისაუბრეთ შექმნილ სიტუაციაზე, ვოცნებობ რომ ასეთი ღირსეული ადამიანი არ ყოფილიყო, მისმა ღირსებამ ორივე ფეხქვეშ გაგვთელა და ეს ფაქტია. -ჰო, ასეთია... -შენთვის რაღაც დატოვა, უნდოდა რომ წაგეკითხა. -რას გულისხმობ? -წერილი დაგიტოვა და მთხოვა გადმომეცა რომ არ მოგეძებნა. -მძიმედ ჩაილაპარაკა და კონვერტი გაუწოდა. დასათაურება რომ სჭირდებოდეს ალბათ საბედისწერო კონვერტს ან წერილს დაარქმევდა. დაძაბულობამ ერთიანად მოიცვა მისი სხეული და მთლიანად დაანგრია წამში. წარმოდგენაც არ შეეძლო რა შეიძლებოდა ყოფილიყო კონვერტში. „გამარჯობა დათა, რადგან ამ წერილს კითხულობ ესეიგი საქართველოში აღარ ვარ, მაგრამ ეს შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ,რადგან ზუსტად იცი სად ვიმყოფები. განვლილ ორ თვეს ვიხსენებდი და არც კი ვიცი რა შეიძლება ვთქვა. მართლა მძიმეა ჩემთვის, როგორც არ უნდა ვეცადო ამას ვერ ვცვლი. ვიცი რომ შენთვის უფრო მძიმეა, სინდისი გაგაგიჟებს და მოსვენებას არ მოგცემს, ვატოს განადგურებულ სახეს დაინახავ და ყოველწამს თავიდან დაინგრევი, კატოს სილუეტს მოკრავ სადმე თვალს და ესეც დაგანგრევს, გაგანადგურებს და მიწასთან გაგასწორებს. მინდა გითხრა ეს დაიმსახურეთქო, მაგრამ არ შემიძლია. არ შემწევს ამის ძალა. მიუხედავად ყველაფრისა ჩემთვის ძვირფასი ხარ, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ვინ მოვატყუო? ნაწყენი ვიყავი, როდესაც პირველად შეგხვდი... შურისძიება მინდოდა და მივიღე... სიმშვიდე მჭირდებოდა და შენთან ვიპოვე. დასაყრდენს ვეძებდი, შენ გამოჩნდი და დაგეყრდენი. სიყვარულს არ ვეძებდი, მაგრამ ისიც შენთან ვიპოვე.ჯერ ისევ რთულად გასაგებია ჩემთვის როგორ მოახერხე ამ ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა, როგორ მატყუებდი სახეში და მერე როგორ დაგავიწყდა რეალური მიზანი და როგორ მიეცი თავს უფლება რომ შეგყვარებოდი. შენს ძმას უნდა შევხვდე, ალბათ გეტყვის. მასზე კარგი შთაბეჭდილება მაქვს, მჯერა რომ შენი შეჩერება უნდოდა. ნენეს, რამდენჯერმე ვესაუბრე, არ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნიკას თავისუფლად რომ იხილავს საერთოდ დაავიწყდება ვინ ან რა გაიწირა სანაცვლოდ. მე ფეხზე დავდგები დათა, მაგრამ კატო მეცოდება. ეს არ დაუმსახურებია და შენც იცი, ერთგული მეგობარი და კარგი ადამიანია, ჩემს გვერდით იყო, როდესაც მიჭირდა და უფროსი დასავით მივლიდა. ხან ვფიქრობ იქნებ გაგიგო, მაგრამ მე ასე არასდროს მოვიქცეოდი, ასეთი არ ვარ... შენს თითოეულ შეხებას, ჩახუტებას, კოცნას ვიხსენებ და მიუხედავად იმისა რომ სიმართლე ვიცი, ტანში მაინც სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის. თითქოს ისევ ჩემთან ხარ, ისევ ის დათა ხარ, ჩემი დათა. დათა, რომელიც ყოველთვის ძალიან ახლოს და ამავე დროს ძალიან შორს იყო. მახსოვს ჩემზე როგორ ზრუნავდი ავადმყოფობისას, როგორ ეჭვიანობდი ადრიანზე და ვხვდები რამდენად სუსტი ხარ. მსხვერპლს თავი ისე მალე დაუხარე შენც ვერ გაანალიზე. ყველაფერს ვიხსენებ და მეცოდები, მაგრამ ყველაზე მეტად შენი ნათქვამი „მიყვარხარ“ მტკივა. ოუ დიახ, მახსოვს ეს რომ მითხარი. მაგრამ ახლა, შენი სიყვარული არ მინდა, არც შენი სიახლოვე და საერთოდ შენი დანახვაც არ მინდა. არ გამომყვე, არ ჩამომაკითხო და დამივიწყე. კატოც თან მიმყავს, ვატოც გააფრთხილე რომ თავი დაანებოს. ბოლოს სათქმელი მაინც დამრჩა, არ მეგონა რომ ამას ოდესმე გეტყოდი. მე გპატიობ დათა, დანარჩენი ღმერთმა გაპატიოს. გპატიობ და მივდივარ, ზუსტად ისე, როგორც გითხარი. იმედი მაქვს დედაშენის პატიებასაც დაიმსახურებ და წლების შემდეგ, როდესაც სადმე შევხვდებით შენს თვალებში იმ შიშს ვეღარ დავინახავ, რომელიც უკანასკნელი ნახვისას შევნიშნე. ბედნიერებას გისურვებ!“ სიყვარულით ბეა... ფურცელზე ადგილ-ადგილ წვეთებად იყო ლაქები დამჩნეული, იმ ადგილას მელანიც გაღიავებული იყო და ფურცელსაც ფორმა შეეცვალა. წერის დროს ტიროდა, ამდენად ძლიერიც არ არის რომ სიყვარული ასე უემოციოდ გაეშვა. არც დათა დარჩენია ემოციების გარეშე, თითქოს სიცოცხლის ხალისი წაართვეს სახიდან ყველანაირი ემოცია გაუქრა, მხოლოდ ტკივილი იყო მის სახეზე. ხელებში დაკუჭულს ფურცელს ზედ წვიმასავით დასდიოდა მისი ცრემლები. დიახ ცრემლები, რომლებიც გაუაზრებლად მოდიოდა მისი თვალებიდან და მის სახეზე გაჩერებას ვერ ბედავდნენ. 10 ნოემბერი 21:13 საკუთარ თავში ძალას ისევ ვერ ვპოულობ, კატოს ასეთ მდგომარეობაში ნახვა მანგრევს. 11 ნოემბერი 14:25 წერასაც ვეღარ ვახერხებ, მხოლოდ ის ვიცი რომ ტკივილით ვარ სავსე. ასეთ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ. 12 ნოემბერი 09:45 დღეს კატომ ყავა ზუსტად ისეთი ღიმილით შემომიტანა, როგორც ადრე. უკვე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი შეუძლია, ვფიქრობ რომ ამასაც გადაიტანს. 13 ნოემბერი 13:38 ალბათ სამუდამოდ დამრჩება გონებაში ეს ტრამვა. კლუბში მუშაობის პერიოდი მენატრება. საკუთარი მე მენატრება... 13 ნოემბერი- საქართველო. -როგორ არის? უკეთესობა შეიმჩნევა? -ხუმრობ ნენე? ჩემი ძმა ასეთი განადგურებული არასდროს მინახავს. დღეს სასტუმრო ოთახის იატაკზე იჯდა სასმლის ცარიელ ბოთლებთან ერთად. დილის 10 საათზე გალეშილი მთვრალი იყო. -თავი დანანებით გააქნია და საყვარელი ქალის ხელი ხელებში მოიქცია. -ვატო? -არ ლაპარაკობს, თითქოს ვერავის ამჩნევს, სამსახურში მიდის და შემდეგ უკან ბრუნდება, ასე უბრალად თავისთვის არის. ვგრძნობ შინაგანად გატყდა. -სულელი ბავშვებივით მოიქცნენ, ჯერ ისევ ვერ ვხვდები როგორ შეტოპეს აქამდე და თან თავი როგორ დაკარგეს. -თითქოს არ იცი რა მომენტია გრძნობები რომ გჯობნის და შენს პიროვნებაზე იმარჯვებს. -დათა ძალიან მიყვარს, მაგრამ ციხეში რომ მოხვედრილიყო მე ამას არ გავაკეთებდი. -ვიცი, მაგრამ ეს უკვე მოხდა. ჩვენი ძმები არიან რაც არ უნდა გააკეთონ. გვერდით ვჭირდებით ორივეს. -არ მელაპარაკება ნენე, როგორც არ უნდა მოვიქცე სიტყვას არ მეუბნება. ლაპარაკი არ უნდა და მორჩა. -დრო მიეცი კარგი? ყველაფერი დალაგდება. -ვერ ვუყურებ ასე დანგრეულს, მაგრამ მასთან უნდა დავრჩე ამ პერიოდში. ნივთები წამოვიღე დღეს სახლიდან და მასთან ვიქნები ეს დღეები. იმედი მაქვს მალე შეიცვლება ყველაფერი. მაგ გოგოებთან ხომ არ გილაპარაკია? -ბეას ვესაუბრე, ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ კატო... კატო არ მელაპარაკება, თავს მარიდებს. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ჰორიზოტს გახედა. -მესმის მძიმეა, ახლა შუაზე იხლიჩები, მაგრამ გაივლის ნენე. -ხელზე თბილად აკოცა და სხეულზე მიიხუტა... 13 ნოემბერი 23:12 სასტუმრო ოთახში ისევ გაუნძრევლად იჯდა გელოვანი, ვეღარ ითვლიდა რამდენი ჭიქა გამოცალა და რამდენიც უბრალოდ ბრაზის ჩასახშობად დაამტვრია. კედელზე თავმიყრდნობილი იჯდა და მობილურში ბეას სურათებს ათვალიერებდა, ღმერთო როგორი ბედნიერი იყო მაშინ და რამხელა ზიზღს ასხივებდა უკანასკნელი ნახვისას თვალებიდან. წერილი ხელში ჩაებღუჯა და დღის განმავლობაში რამდენჯერმე კითხულობდა, თითქოს რაიმე ახალს ეძებსო. რაიმე ხელჩასაჭიდს რომ უკან გაჰყოლოდა და მასთან სათქმელი რაიმე ჰქონოდა, თუმცა ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც კითხულობდა იმედს კიდევ უფრო მეტად უკარგავდა, რადგან ზუსტად ისეთი ზიზღითა და ტკივილით კითხულობდა, როგორსაც ბეა გრძნობდა წერის მომენტში... 14 ნოემბერი 18:54 დათასგან შეტყობინებებს ისევ ვიღებ. ანა,როგორც იქნა გამომიტყდა, ჩემი წამოსვლის დღეეს სახლში მისულა და მკითხულობდა, შეშლილი სახე ჰქონდა და დაკარგულს ჰგავდაო. მეხვეწებოდა თუ აქ არის შემომიშვი მხოლოდ 5 წუთითო. სახლში არ ყოფილა ნოდო და დასარწმუნებლად სახლში შეუშვია, ჩემს ოთახში იჯდა ერთ საათზე მეტხანს, ანასაც არაფერი უთქვამს. მინდა ვთქვა რომ იმსახურებს ასე ყოფნას, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვერევი. ვიცი რომ ახლა გულით კი არა ტვინით უნდა ვიფიქრო, მაგრამ ძალიან მტკივა და მხოლოდ ჩემი კი არა, მისი ასეთი მდგომარეობაც ეს მანგრევს... 15ნოემბერი 14:33 კატო ალბათ ბეას ჰგონია ვერ ვამჩნევ როგორ მიყურებს, საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში რომ ვატო ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. სიმართლე კი ის არის რომ მე ვერ ვადანაშაულებ, იმიტომ რომ საუკეთესო 2 თვე მაკავშირებს ვატოსთან. ისე ძალიან მტკივა მისი დაკარგვა სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაგრამ ბეას ორმაგად სტკივა. დავინახე ოთახში იატაკზე როგორ იჯდა, თავი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი და უხმოდ ტიროდა. მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ ვერ შევძელი, ვიცოდი მეც ავტირდებოდი. მჯერა რომ ძლიერია, ბევრი გადაიტანა და ამასაც გადაიტანს... 15 ნოემბერი 21:00 კლარისა ბოლომდე არ ვიცი რა მოხდა ბეატრისის ცხოვრებაში, მაგრამ ფაქტია ყველაფერი თავდაყირა დადგა. მისი მეგობარი კატო, შედარებით მეტს საუბრობს, მაგრამ მის ხმაში ტკივილს ვგრძნობ, ნებისმიერი სიტყვა ისე ამძიმებს ჰაერს ადამიანს სუნთქვაც კი გაუჭირდება. ვიცი რომ ბეატრისს ძალიან უყვარდა დათა, მეცოდება ასე რომ ვხედავ. უხმოდ ჩამოსდის ცრემლები და როცა თავის შეკავებას ვერ ახერხებს სააბაზანოში გარბის. იმედს ვიტოვებ ის ხალისიანი მეზობელი დამიბრუნდება, მაგრამ თუ არა... მე მაინც მასთან ვიქნები. ის ჩემი მეგობარია და ჩემს დეპრესიულ დღეებს ჩემთან ერთად უმკლავდებოდა, მიყვარს და მინდა ბედნიერი იყოს... 15 ნოემბერი 22:43 საქართველო მერამდენე უძილო ღამე იყო, ტკივილითა და გამყინავი სიჩუმით სავსე. ალბათ ვერც იმას ამჩნევდა მისი ძმა წინ და უკან როგორ დადიოდა ოთახში, ხანდახან შეშინებული თვალებითაც უყურებდა, გაშესებული ერთ წერტილს რომ მიშტერებოდა. ვატო ბევრად თავშეკავებული აღმოჩნდა, სამსახურშიც ყოველდღე დადის და უკვე ნენესაც ესაუბრება. კატოს შეტყობინებებს დღემდე უტოვებს, მაგრამ ადრესატისგან პასუხი არ მიუღია, ალბათ არც არასდროს მიიღებს. 16 ნოემბერი 23:12 კატო გავაცილე, ძალიან მომენატრება, ამ სიტუაციის მერე მითუმეტეს. ძალიან მინდა რომ აქ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. იმედი მაქვს მარტო არ მოიწყენს და გზას იპოვის ცხოვრებისთვის. მგონია რომ ვატოს ისე ვერ უბრაზდება, როგორც გამოხატავს. გულის სიღრმეში იცის რომ ჩემთვის ისიც იმავეს გააკეთებდა და მისი ესმის. მე კიდევ კატოსი მესმის, საკუთარ თავში ძალას ვიპოვი და დაველაპარაკები, მინდა რომ ცხოვრება განაგრძოს და თუ ეს ვატოსთანერთად უნდა დაე ასე იყოს. ეგოისტი არ ვიქნები, სულ ჩემს გვერდით არის და დროა მეც გავაკეთო მისთვის, რაღაც ისეთი, რაც დაიმსახურა და ამ მომენტში სჭირდება. 17 ნოემბერი 09:23 უნივერსიტეტისთვის ვემზადები, მხოლოდ რეფერატის ჩაბარებით ვერ ვიქნები საუკეთესო. კარგად ვიმეცადინე და ვაპირებ ფორმაში ჩავდგე, როგორც არ უნდა ვდარობდე, როგორც არ უნდა მიჭირდეს და როგორც არ უნდა მენატრებოდეს არ მივცემ უფლებას რომ ამხელა მანძილიდანაც კი ჩემზე ზემოქმედება მოახდინოს და ცხოვრება ხელახლა დამინგრიოს, არ მივცემ უფლებას რომ ხელახლა მომკლას და წარმატებაშიც ხელი შემიშალოს. ფეხზე ადექი ბეატრის! 20 ნოემბერი 15:39 -ადრიან? -შენობის გასასვლელთან ნაცნობი სილუეტის დანახვამ ნამდვილად დააბნია, კაცის აქ ნახვას მართლა არ ელოდა. -გამარჯობა ბეატრის. -ღიმილით გადახედა და ქალი სხეულზე მიიკრო. -როგორ ხარ? -მე... კარგად, მაგრამ აქ რას აკეთებ? -შენს სანახავად ჩამოვედი, იმედი მაქვს არ გაბრაზდები. -ღმერთო არა, რა სისულელეა. -თავი უარის ნიშნად გააქნია. -როგორ მიპოვნე? -ადრესატს არ გაუბრაზდები? -კატომ გითხრა? -სამსახურში ყოფნის დროს ვატომ მოაკითხა, ცოტა შეკამათება მოგვივიდა. შენზეც ვკითხე, გავიგე რაც მოხდა. -მშვიდად დააკვირდა მის სილუეტს. - დაბრუნება რთული იყო მისთვის, ვაღიარებ დაბნეულია და საბუთებს სულ ურევს, მაგრამ ჭკვიანია. -შანსი მიეცი. -მეგობარზე გადაერთო ბეა. -დრო სჭირდება, ყველაფერს დაალაგებს. -ვიცი ბეატრის, არც მიფიქრია რომ შემეზღუდა. პირიქით თავისუფლებას ვაძლევ, ყავის დასალევადაც ვიყავით გასულები, ვისაუბრეთ. მოკლედ ყველაფერი ვიცი. -მანამდეც იცოდი, ხომ ასეა? -ეჭვები მქონდა და რაღაცეები გადავამოწმე, მხოლოდ მისი გრძნობები ვერ შევაფასე სწორად, გვიან მივხვდი რომ მართლა შეუყვარდი. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი! -მშვიდად ამოთქვა და ქარისგან აწეწილი თმა ხელებით გაისწორა. -ყავა ხომ არ დაგველია? თუ რათქმაუნდა არ გეჩქარება ან საქმე არ გაქვს. -არა, მცალია. -მხრები აიჩეჩა და გზას მასთანერთად გაუყვა... -აბა, არ მომიყვები აქ როგორია? -საოცნებო ქალაქია, საოცნებო უნივერსიტეტი და საოცნებო ოთახის მეზობელი. -საინტერესოდ ჟღერს. ყავას, რომელს და როგორს დალევ? -ლატე, 2 კოვზი შაქრით. -ღიმილით უპასუხა და ყავის რიგში მდგომ კაცს დააკვირდა. ყოველთვის იცოდა დათამ მისი საყვარელი ყავა და შაქრის რაოდენობა. ცუდად ამოუტივტივდა გონებაში ფიქრები. ტირილი არ უნდოდა ამიტომ ჰორიზონტს გახედა და ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს მიაჩერდა. -რაიმე მეტად კონკრეტული არ გახსენდება? სადმე გართობა ან რავიცი. -აქ რატომ ხარ ადრიან? -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ბეას. -თუ გგონია რომ სიტუაციით სარგებლობას ვცდილობ ცდები. -მშვიდად განმარტა და მაგიდას დაეყრდნო. -მინდა რომ ახლოს იყო, თუნდაც ისე, როგორც მეგობარი. მინდა იცოდე რომ შემიძლია შენს გვერდით ვიდგე და ზედმეტი არაფერი გავაკეთო, მინდა რომ ჩემი იმედი გქონდეს და დამეყრდნო როცა დაგჭირდება. მინდა დახმარება მთხოვო, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში იქნები და გზას ვერ იპოვი. მინდა რომ დამიჯერო და მენდო. -უკანასკნელი ადამიანი ვისაც ვენდე... ნუ ისედაც იცი რაც მოხდა... -მე დათა არ ვარ ბეატრის და შენ ეს იცი. -ვიცი, შენთვის უნდა მომესმინა. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ხელები გასათბობად ჭიქას შემოხვია. -ეს უნდა ამერიდებინა შენთვის, უფრო ადრე რომ გამერკვია ეს ყველაფერი... იქამდე სანამ შეგიყვარდებოდა... ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. -გრძნობებს არ უნდა ავყოლოდი, ამაზე მეტი შემეძლო და ეს არ უნდა გამეკეთებინა. -ბეატრის, ეს შენი ბრალი არ არის. -ხელზე ხელი მოკიდა კაცმა, ალბათ თანაგრძნობის გამოხატვა უნდოდა, მაგრამ ბეა იმ მომენტში ვერაფერს გრძნობდა. -შენ თუ გინდა ჩემს გვერდით ყოფნა, შეგიძლია იყო, მაგრამ არაფრის იმედი არ გქონდეს, აქედანვე გეუბნები. ახალი ურთიერთობა და თავგადასავლები არ მინდა. -მოკლედ მოუჭრა და კაცის ღიმილიან მზერას თვალი მოარიდა. -არც მე მინდა მსგავსი რამ, პატივს გცემ ბეატრის. მოდი დავივიწყოთ მომხდარი. ახლიდან დავიწყოთ, მე, შენ და პარიზი. კარგი მეგობრები გავხდეთ, ერთმანეთის სიხარული გავიზიაროთ და რთულ მომენტრებში ერთმანეთის გვერდით ვიყოთ. -საქორწინო ფიცივით ჟღერს. -სიცილი ვერ შეიკავა ბეამ. -არ ვხუმრობ ბეატრის, მე მინდა რომ ჩემი მეგობარი იყო, ესეც კმარა ამ მომენტში ჩემთვის, თუ არაფერი შეიცვლება არც ეგ არის პრობლემა, საკმაოდ დიდი ვარ რომ თინეიჯერი შეყვარებული ბიჭივით არ მოვიქცე და პრობლემები არ შევქმნა. -ესეიგი მეგობრები? -დასაწყისისთვის. -დასაწყისისთვის? -გაწყობს? -მაწყობს! 21 ნოემბერი 18:07 კატოს ვესაუბრე, ნაღვლიანი და ამავედროს ბედნიერი იყო. ვატომ გაიგო მისი დაბრუნების ამბავი და ყვავილები გაუგზავნა. ეტყობა დათას მეგობარია რომ არის, სადარბაზოში ლოდინი კარგად გამოსდის, მგონია რომ რაღაც მაინც დამიმალა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობს რომ ვატოს ისე ვერ უბრაზდება, როგორც დაიმახურა. თუმცა მე ვისზე ვამბობ, თავადაც ვერ ვუბრაზდები დათას. კაცია და გუნებაო. ქალია და გულიო მე ასე შევცვლი ან გრძნობები, რომელიც უკეთ ჟღერს... ჩემი ძველი ცხოვრება მენატრება, ჩემს კატოსთან ძილი მენატრება და ჩემი და მისი ძველი, გაუტეხელი და მტკიცე პიროვნება მენატრება. ერთ დღეს ორივე ისევ დავბრუნდებით, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ეს შემთხვევა, ცივს და უხეშს არ გახდის ჩვენს პიროვნებას, წარსულის შეცდომები სხვებთან ურთიერთობაზე არ უნდა აისახოს. 23 ნოემბერი 17:57 ადრიანს შევხვდი, ვაღიარებ კარგი დრო გავატარე. ყველაფრის მიუხედავად მაინც მოახერხა ჩემი გაცინება, თანაც არაერთხელ. მგონი არასწორი კაცი შემიყვარდა... წითელი ვარდების თაიგული მაჩუქა... ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ, არაფერი ვაგრძნობინე და სახლში სიხარულით შემოვიტანე, მაგრამ ოთახში დატოვება ვერ გავრისკე. სახლში შემოსვლისთანავე ლამის ცრემლებმა დამახრჩო. მგონი დროებით კატოს როლს კლარისა შეითავსებს, დილაობით ყავა შემოაქვს და საწოლში მიგორდება. ათას ხუმრობას მიყვება და ვაღიარებ მის საუბრის მანერაზე უფრო მეცინება. ჩემი ქართველი ბავშვების შემდეგ, ყველაზე ძვირფასი ადამიანია. 26 ნოემბერი 18:19 სიცოცხლე საჩუქარია, ერთხელ მოვდივართ და რატომ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვინდა და რატომ ვერ ვიღებთ იმას, რაც დავიმსახურეთ? უსამართლობას ვეჩეხები ყოველ წამს და გამკლავება მიჭირს. ადრიანი ზუსტ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად მჭირდებოდა მისი გვერდით ყოფნა, მაგრამ არა, როგორც მამაკაცის, არამედ, როგორც მეგობრის და ვფიქრობ ესმის. ნენეს ვესაუბრე, საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და მობილურზე ვესაუბრე, ბედნიერია. სიხარულის ცრემლები მოსდიოდა, როდესაც მადლობას მიხდიდა ნიკას დაბრუნებისთვის. დათაზე მაინც ჩამიგდო, რამდენიმე სიტყვა, მის მოტივებს ამართლებდა. მითხრა რომ ცუდად იყო და ჩემთან საუბარი სჭირდებოდა. ალკოჰოლს მიეჯაჭვაო და ამან ადგილზე გამაქვავა, არ მინდა ჩემი წასვლის გამო ასე იყოს. მეგონა ფეხზე დადგებოდა და ცხოვრებას გააგრძელებდა ისევე, როგორც ეს ვატომ მოახერხა, მაგრამ მასთან ბევრად რთულადაა საქმე... 30 ნოემბერი 07:31 უნივერსიტეტზე წუწუნს დავიწყებდი, მაგრამ ბოლო დღეებში ისე დავიღალე ესეც მეზარება :). გაგიკვირდებათ და ფეხზე ვდგავარ, კატოც დგას და ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. უნივერსიტეტში კურსზე საუკეთესოა, გაცვლით პროგრამაზე შეიტანა განაცხადი და ორმაგად შრომობს. ვიცი რომ ყველაფერი გამოუვა, ყოველთვის ჭკვიანი იყო და მეცადინეობაც კარგად შეეძლო. ეს აუცილებლად დაუფასდება. ადრიანის ბრძანებით კომპანიაში ძალიან არ ტვირთავენ და საათებიც შეუმცირეს. მგონი დამეგობრდნენ და ეს მახარებს. „მიყვარხარ და ამას ვერანაირი მანძილი ვერ შეცვლის დედამიწაზე“ -ეს შეტყობინება მივიღე დათასგან, არეულად ეწერა, ვფიქრობ ისევ მთვრალია და ვდარდობ მის მდგომარეობაზე. მინდა რომ ვინმეს ყურადღების მიქცევა ვთხოვო, ნენეს საკუთარი ძმა ყავს სადარდებელი და ნიკას არ დაელაპარაკება, მგონია რომ მასზე გაბრაზებული იქნება. საკუთარ თავზე მეცინება, ცხოვრება დამინგრია და მაინც მასზე ვდარდობ... 4 დეკემბერი 13:29 უნივერსიტეტის ფსიქოლოგთან მქონდა ვიზიტი, ალბათ გაგიკვირებათ და ღამით ბალიშის დასველება მომბეზრდა. ჩემს აკადემიურ მოსწრებას დაეტყო ჩემი ცხოვრების კვალი, ამიტომ მასთან ვიზიტი ვარჩიე. ბევრი ვიტირე, მართლა ძალიან ბევრი. მთელი ისტორია მოვუყევი და გული დავიმშვიდე. ისევ ისე მტკივა დათას დაკარგვა, მაგრამ სუნთქვა აღარ მიჭირს და თავს მშვიდად ვგრძნობ. ადრიანის გვერდით მეტი დროის გატარება მირჩია, კლარისასთან ფილმის საღამოები და განტვირთვა. დღეს სახლში სასმელი მიმაქვს, კლარისას დალევა უყვარს, ალბათ ერთად ვიტირებთ ჩემს დაშორებას და ასევე მისასაც... დათაზე მითხრა დომინანტი კაცის როლს ირგებს, მაგრამ შენზე იყო დამოკიებული და სულიერად გატეხა შენმა დაკარგვამო. მითხრა რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი არჩევანია და თავი არ უნდა დავიდანაშაულო. დედობრივი ჩახუტებაც დავიმსახურე და თავზე ხელის გადასმაც. ვფიქრობ კიდევ ვესტუმრები. კატოსთან საუბარი მირჩია. „საკუთარი მეგობრის უბედურებაში არ გაეხვიო, გულის სიღრმეში შენც ზუსტად ისე მოიქცეოდი კატოსთვის, როგორც ვატო მოიქცა დათასთვის. ნება მიეცი თუ მისი სურვილი იქნება აპატიოს და მის გვერდით იყოს.“ ზუსტად ამას ვაპირებ, კატოს არ გავწირავ, ვიცი რომ უყვარს და ჩემს გამო შეუძლია ბოლომდე გაბრაზებული დარჩეს მასზე. ძალას მოვიკრებ, აზრებს დავალაგებ და დაველაპარაკები.მინდა მასთან იყოს თუ ეს მისი სურვილი იქნება, რადგან მე ვატოს არ ვუბრაზდები, პირიქით... მისი ისე ძალიან მესმის, როგორც სხვა არავის... *** -ბექს, ძალიან შემაშინე რომ მითხარი სასწრაფო საქმე მაქვსო, რამე სერიოზული მოხდა? ხომ კარგად ხარ? -კი კატო, უბრალოდ არ ვიცი სხვა დროს თუ შევძლებ ამის თქმას, გამბედაობა ახლა მაქვს მოკრებილი და მინდა ახლა გითხრა. -რა მოხდა? -შეშინებულმა შეხედა კამერაში. -ვატოს შეურიგდი! -გაუაზრებლად მიახალა და მხოლოდ შემდეგ დაფიქრდა საკუთარ სიტყვებზე. -რაა? -ხო კატო, თუ შენ გინდა და ჩემს გამო იკავებ თავს, არ ღირს. მე ვატოს არ ვუბრაზდები. -რას ამბობ ბექს? როგორ არ უნდა გაუბრაზდე? მოგვატყუა, სიმართლე დაგვიმალა და მთელი ეს დრო თვალთმაქცობდა. -ხო, მაგრამ მას უყვარხარ. ეს ზუსტად ვიცი, ამას არ გატყუებდა და ვიცი რომ შენც გიყვარს, თანაც... -გადავიყვარებ. -მშვიდად გააწყვეტინა და თავი უარის ნიშნად გააქნია. -ვიცი რომ შემიძლია. -ის კარგი ბიჭია კატო. -მატყუარაა! -შენც მოატყუებიდი ყველას ჩემს გამო, შენც დამიდგებოდი გვერდში. -მსგავს რამეს თუ დააპირებდი მე შეგაჩერებდი. -თუ ვერ შეძლებდი? თუ მაინც გავაგრძელებდი? გამცემდი და ჩემს გვერდით არ დადგებოდი? -გეყოფა. -მიპასუხე. -გეყოფა ბექს, ასეთი რამ თუ მოხდება მერე მოვიფიქრებ. -შენ ჩემს გვერდით დადგებოდი, ზუსტად ვიცი რომ არც დაფიქრდებოდი. -ოდესმე დათას აპატიებ ტყუილს? -ვაპატიე, უბრალოდ მისგან შორს ვარ. -ასე მარტივად? -მარტივად არა, უბრალოდ ტკივილის გადახარშვა მომიწია და საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, შენც ასე უნდა მოიქცე, ვიცი რომ იტანჯები და არ მინდა ჩემს გამო ასე იყო. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ეკრანს ცრემლიანი თვალები მიანათა. -შენს თავს ნუ დააბრალებ სხვის ტყუილებს, შედეგებზე პასუხის გება ყველამ უნდა შეძლოს! -მტკიცედ გაისმა მისი ხმა. ბეა ხვდებოდა რომ სიმართლეს ამბობდა, მთავარი ის იყო რომ ამაზე დაილაპარაკა და საკუთარი აზრი გააცნო, ახლა უკვე იცოდა რომ კატოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ჰქონდა მიღებული... 7 დეკემბერი 19:00 საქართველო მონატრებას რომ საზომი ჰქონდეს ამასაც დაანგრევდა დათას ემოციები. ემოციები, რომლებიც შინაგანად ბოლოს უღებდა. აღარც სასმელი შველიდა და აღარც ბრაზის ამონთხევა. ბეა სჭირდებოდა, ქალი სჭირდებოდა, რომელიც სამუდამოდ დაკარგა... ვატომ საბოლოოდ მოინახულა მეგობარი,მასზე გაბრაზებული არ იყო, პირიქით სანამ ფეხზე არ დადგებოდა არ უნდოდა რომ შეხვედროდა და მისი დანახვისას გელოვანს უფრო ცუდად ეგრძნო თავი. კატოს ნახვა ცხოვრებას შედარებით უმარტივებდა, მისთვის რომ გეკითხათ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში დათა იყო. ყველას მოტყუება და ცხოვრების დანგრევა მოუწია და თავს დამნაშავედ გრძნობდა, თანაც მისგან განსხვავებით ბეას შორიდანაც კი ვერ ხედავდა და ეს ცხოვრებას ბევრად ურთულებდა. არც ისეთი ძლიერი აღმოჩნა, როგორც თავად ეგონა. ვატო ყოველთვის ფიქრობდა რომ დათა უძლიერესი ადამიანი იყო, ემოციების მართვა და გონების კონტროლი შეეძლო, მაგრამ ახლა რომ უყურებდა წვერი მოეშვა და თვალები ემოციებისგან ერთიანად ჩასისხლიანებოდა, მისი ცნობაც კი გაუჭირდა. თითქოს არაფერი იყო დარჩენილი იმ დათასგან, რომელსაც იცნოობდა. სამზარეულოში გასასვლელ კართან ნამსხვრევებში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, შეამჩნია როგორ შევიდა ვატო ოთახში, მაგრამ არაფერი უთქვამს, სათქმელი არც არაფერი ჰქონდა. სულ რაღაც 3 წლის გამო 3 ადამიანი ცხოვრება დაანგრია, საკუთარ თავს მათში არ თვლიდა. არც ვატოს ამოუღია ხმა, ნამსხვრევები ფეხით გადაყარა და მეგობარს გვერდით მიუჯდა. საუბარი არ სჭირდებოდათ, მხოლოდ გვერდით ყოფნა და იმის შეგრძნება რომ ერთმანეთის გვერდით იყვნენ, ბოლომდე... 9 დეკემბერი 23:09 პირველი სემესტრის დასასრული ახლოვდება, გამოცდების გამო ვნერვიულობ, საკმაოდ დიდი დრო დავკარგე სისულელეების გამო და პროგრამას ცოტათი ჩამოვრჩი, ვიცი რომ ამას გამოვასწორებ, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. ადრიანი მეხმარება, რეფერატის ხელნაწერი ასლი საკუთარი ხელით გამიკეთა. მე კი არ დაგიმალავთ კომფორტულად მეძინა ამ დროს ჩემს საწოლში. კლარისაც მშვენივრად უგებს მას, ადრიანის ხშირ სტუმრობას მოითხოვს, ერთხელ ალგებრაში დაეხმარა და ფიქრობს რომ ადრიანი ყველა პრობლემას გადაჭრის. ვფიქრობ სიმპათიებს ვამჩნევ, არ მინდა ეს ცალმხრივი იყოს და კლარასთან პრობლემები მქონდეს ამიტომ დაველაპარაკე და იცის რომ ადრიანთან წარსული მაქვს. თუმცა ისიც იცის რომ დათა მიყვარს და მის იქით არ ვიხედები ამიტომ ნებართვა აიღო მასთან მეგობრობისთვის. ვეჭვობ ეს უფრო შორს წავა... 12 დეკემბერი 17:26 ნენეს ვესაუბრე, მითხრა რომ ვატომ დათას გარეთ გაყვანა და დღევანდელობაში დაბრუნება მოახერხა, ორი დღეა არ დაულევია და ეს პროგრესია. ნენეს თავად არაფერს ვეკითხები, მაგრამ იცის რომ ვდარდობ და თავად მიყვება, მეც არ ვეწინააღმდეგები. ახალ ამბებს ვატოზეც ვიგებ და მაშინვე კატოს ვურეკავ. გუშინ 3ის ნახევარზე დავურეკე. დროის შუალედი ვერ გავთვალე, მაგრამ სიხარულით მისმენდა, უსმენდა რას ვეტყოდი და ყოველ სიტყვას პირდაპირ გულში ინახავდა. მისი ტირილის ხმაც გავიგე, თავის შეკავებას ცდილობდა მაგრამ არ გამოუვიდა, მგონია რომ ბოლოს ერთად დარჩებიან, მინდა რომ ბედნიერი იყოს, ასეთ ტკივილით სავსეს ვერ ვუყურებ. მელას თავისი მახჩობელა უყვარსო ნათქვამია, ზუსტად ასე დაგვემართა მე და კატოს... :) 17დეკემბერი 18:32 გამოცდაზე ვიყავი, გუშინდელი ღამის შემდეგ ტვინი თითქმის გამეთიშა, მაგრამ ნაცნობი საკითხები შემხვდა. ვფიქრობ კარგ ქულას ავიღებ. ალბათ გაინტერესებთ გუშინ რა მოხდა... Mental break down მქონდა, ემოციები მომერია. მთელი ხმით ყვირილი მინდოდა, ისე ცუდად გავხდი დედაც კი მომენატრა. დედა, რომელიც ჩემს გვერდით არასდროს ყოფილა, ბებია კი არა, რომელმაც გამზარდა, უყურადღებო და უპასუხისმგებლო დედა მომენატრა. მგონი რაღაც დაავადება მაქვს, ყოველთვის იმ ადამიანებისკენ ვიხრები, რომლებსაც არ ვადარდებ. ღმერთო თუ სიყვარული ასეთია, წაიღე, მე აღარ მჭირდება. არ მინდა, ვოცნებობ რომ უგრძნობი ვიყო, ან ვამპირად გადავიქცე და ემოციები გავთიშო. ვიცი ახლა უსამართლოდ ვექცევი ქალებს, რომლებიც ამ წიგნს კითხულობენ და ცდილობენ ძლიერები იყვნენ, მაგრამ სისუსტის მომენტი ყველას გვაქვს. ყველას გვტკივა და ხანდახან ეს აუტანელია. კლარისა ჩემს გვერდით არის, მთელი ხმით ვტიროდი და კედელთან ჩემს გვერდით მჯდომი ჩემს ხელს მაგრად ჩაჰფრენოდა. უცებ წარმოვიდგინე მშობიარობის დროს ასე რომ უჭირავთ მეგობრებს ხელი დგულში სითბო ჩამეღვარა. დავპირდი რომ ფსიქოლოგთან ვიზიტს გავამეორებდი. საწოლის მარცხენა მხარეს პარიზში დაბრუნების შემდეგ არ მძინებია, ამ მხარეს დათას ეძინა. ან საერთოდ დივანზე ვიძინებ ან მარჯვენა მხარეს ვიკავებ. ხანდახან მგონია სააბაზანოდან ისევ გამოვა და კოცნით გამაღვიძებს. შეტყობინებებს დღემდე მიგზავნის, რამდენჯერმე ყვავილებიც გამოგზავნა, ჩემი ფავორიტი წითელი ვარდები, ბარათიც თან ახლდა. „სიგიჟემდე მენატრები.“ „სიცოცხლეს დავთმობდი ოღონდ ახლა ჩემს გვერდით იყო.“ „ახალ წელს სურვილები რომ სრულებოდეს შენს თავს ვინატრებდი“ -ბოლო ბარათმა ახალი წლის სურვილიც დამიკარგა, ალბათ ამ წარწერამ გამანადგურა ასე. ბევრად მეტი შემიძლია, იმაზე მეტი ვიდრე ოდესმე, ვგრძნობ ამ ძალას, სამამდე დავითვლი და ფეხზე ავდგები, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ... 26 დეკემბერი 03:26 საუკეთესო შედეგები მაქვს, შეიძლება სიხარულისგან გავგიჟდე. კლარისაც ჩემსავით ბედნიერია, ის სასმელი ხომ გახსოვთ მე და კლარისას რომ უნდა დაგველია? შობას გავხსენით და მხოლოდ ახლა მოვახერხეთ საბანში შეძრომა. ჩემს გვერდით წევს და მთელი ხმით ხვრინავს. თურმე პატარა გოგოს რამხელა ხმაურის გამოწვევა შეუძლია, მართლა მიკვირს. მაგრამ მაინც მესაყვარლება. კურსის 10 საუკეთესო სტუდენტში ვარ. მართალია მე-6 ადგილს ვიკავებ, მაგრამ მეორე სემესტრი წინ მაქვს, მეტად დავიხარჯები. ხვალ კლარისა ოჯახში აპირებს დაბრუნებას, 3კვირით ადრე ძლივს იშოვა ბილეთები. მე რას ვაპირებ? საქართველოში დასაბრუნებლად მზად არ ვარ, ამიტომ კატო მესტუმრება. 28 დეკემბერს აქვს ფრენა, 2 დღეც და ჩემი ოქრო ჩემთან იქნება... 28 დეკემბერი 13:21 საბედისწერო შეტყობინებაზე რაიმე გსმენიათ? ზუსტად ის მიიღო. შეტყობინება, რომელმაც ცხოვრება თავდაყირა დაუყენა. შიში განაცდევინა და ადგილზე გაყინა, შეტყობინება, რომლის წაკითხვასაც მთელი ცხოვრება ინანებს. „ნიკა მოკლეს.“ -შეტყობინება გამოგზავნა კატომ მას შემდეგ რაც ზარზე არ უპასუხა. ათასჯერ გადაიკითხა თავიდან და ათასჯერვე სისხლი გაეყინა, ნუთუ შესაძლებელი იყო? ნუთუ მართლა იმას გულისხმობდა რაც ეწერა? კაცი, რომელიც სულ ცოტახნისწინ ციხიდან გამოიყვანა ახლა მკვდარი იყო? ადგილზე ჩაიკეცა და აზროვნების უნარი დაკარგა. კატოს ნომერს ხელი დააჭირა და უბრალოდ დარეკა. -ბეა... -მისი ტკივილნარევი ხმის გაგონებისას სხეული დაუმძიმდა და სუნთქვა გაუჭირდა. -ვატოს და ნენეს ვერ დავტოვებ. -სადღაც შორიდან მოესმა ნენეს გამაყრუებელი ყვირილის ხმა. ხმა, რომელიც მთებსაც კი დაანგრევდა იმ მომენტში. სხეული ერთიანად აუცახცახდა და მობილური ხელიდან გაუვარდა. -ნიკააა, გემუდარები რა, გეხვეწები ადექი. -მთელი ხმით ღრიალებდა ნენე, მიუხედავად იმისა, რომ მობილური იატაკზე იდო მის სმენას მაინც სწვდებოდა ქალის გულამოსკვნილი ტირილი. „ეს ამბავი ასეთ დასარულს არ იმსახურებდა.“- გაივლო გონებაში, თავს ძალა დაატანა და მობილური ხელში აიღო. -პირველივე რეისით გამოვფრინდები. -კატოს პასუხს არც დალოდებია, ერთი ხელის მოსმით ჩატენა ტანსაცმელი ჩემოდანში და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა. ბედის ბორბალი მისთვის მთლიანად უკუღმა დატრიალდა, 360 გრადუსიანი უკუსვლითი ბრუნი გააკეთა და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. აეროპორტში საიმედო არაფერი დახვდა. ყველა რეისი ან გადადებული იყო ცუდი ამინდის გამო, ან მგზავრთა ლიმიტი სავსე იყო. -ოღონდ ახლა არა, ოღონდ ასე არა. საქართველოში უნდა ჩავიდე! -მთელი ხმით დაუღრიალა ქალს და კიდევ ერთხელ შემოწმება სთხოვა. პასუხი ისევ უარყოფითი აღმოჩნდა. -მხოლოდ 31 დეკემბერს გვაქვს 3 ადგილი თავისუფალი. -მოკლედ მოუჭრა ქალმა და სახეში მომლოდინედ მიაჩერდა. სხვა რა გზა ჰქონდა? ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ის 3 ბილეთიც გაყიდულიყო და მისი მგზავრობა კიდევ უფრო შორს წასულიყო... საქართველო მედია მალევე აჭრელდა ნიკა გელოვანის მკვლელობის საქმით, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და ეჭვმიტანილს 7დან 14წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დამამძიმებელი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში 21 წლამდე გაიზრდებოდა. 1.„ეჭვმიტანილი ლ.ლორთქიფანიძე შემთხვევიდან 2 საათში ავიყვანეთ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მიზეზად შურისძიებას ასახელებს. -ამბობს თბილისის მთავარი განყოფილების უფროსი გოჩა ლომსაძე“ 2.„გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება მუცლის არეში, ჭრილობები მიყენებულია ცივი იარაღით. სიკვდილის მიზეზი სისხლისგან დაცლა გახდა. -განმარტა სამხარაულის ექსპერტიზის დირექტორმა და მედიის წარმომადგენლებს ზურგი აქცია.“ 3.„ბნელოდა, მაგრამ დავინახე როგორ ურტყამდა ეჭვმიტანილი მიწაზე უგონოდ მწოლიარე ბიჭს. თავიდან მეგონა რომ სცემდა, მერე აღმოჩნდა რომ დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. როდესაც დასახმარებლად გავიქეცი, რამდენიმე ადამიანიც გამოეყო სიბნელეს. დაზარალებული ძლივს სუნთქავდა, ძმასთან დათა გელოვანთან დარეკვა მთხოვა და თვალებით მობილურზე მანიშნა. „უთხარი რომ გამაგრდეს და ნენეს მიხედოს“ -ძლივს ამოთქვა და მაშინვე თვალები დახუჭა. ადგილზე გათავდა ამხელა კაცი“. -თხრობა დაასრულა შემთხვევის ადგილზე მყოფმა ახალგაზრდა ბიჭმა. -ვისურვებდი უფრო ადრე გამევლო და იმ ნაბი*ვრისთვის ძვლები დამემტვრია. -ღვარძლით ამოთქვა და კაბინეტი უკანმოუხედავად დატოვა. 4.„ყველაზე პირველად მასთან ახალგაზრდა ბიჭმა მიირბინა, თავდამსხმელი მაშინვე გაიქცა, ვეღარ დავეხმარეთ, ბიჭს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა და საიქიოს წავიდა“ -განმარტავს 30წელს გადაცილებული ქალი და ცრემლებს ძლივს იკავებს. 5.„დავაგვიანეთ ბატონო, ჩვენ ადამიანები ყოველთვის ყველგან ვაგვიანებთ, ახლაც ასე მოხდა. ბიჭს იმედი გავუცრუეთ და მის სიცოცხლესთან დავაგვიანეთ, ეშმაკმა გვძლია. -სევდიანად ჩაილაპარაკა მოხუცმა მამაკაცმა, რომელიც ყველაზე ბოლოს მისულიყო მსხვერპლთან. -ვერ გადავარჩინეთ საწყალი ბიჭი, ნათელში იყოს, კიდევ კარგი იმ ახალგაზრდას უკანასკნელი სიტყვები დაუტოვა და ისე არ წავიდა, ძნელია ბოლო სიტყვაც რომ არ გეთქმის და ისე მიდიხარ.“ დღე 1 ნენეს სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა, ცრემლებად იღვრებოდა და ნიკას სხეულზე იყო დამხობილი, რამდენჯერ სცადა ვატომ, მაგრამ უფლება არ მისცა რომ მისგან შორს წაეყვანა. უფლება რომ მიეცათ, ისიც მასთან ერთად დაიმარხებოდა. დათა... დათას პირადი ჯოჯოხეთი ჰქონდა სულში, კედელს მიყრდნობოდა და მისი ძმის სხეულზე დამხობილ ნენეს თვალს არ აშორებდა. ცრემლები თავისით უკვლევდნენ გზას მის სახეზე, ხანდახან სუნთქვაც კი უჭირდა, არ ლაპარაკობდა, არც მოძრაობდა, უბრალოდ იდგა. უკანასკნელი ადამიანი, უკანასკნელი ოჯახის წევრიც დაკარგა. წავიდა და ყველას გული თან წაიღო. ხალხის მასა არ წყდებოდა, მეგობრები მსოფლიოს ქვეყნებიდან მოდიოდნენ, ქართველები ხომ საერთოდ, ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ და ხან ნენეს ამხნევებდნენ, ხან დათას. ხანაც თავადვე უჭირდათ თავის ხელში აყვანა და ცრემლებს გასაქანს აძლევდნენ. არც ვატო იყო უკეთეს მდგომარეობაში, შინაგანად ინგრეოდა. თვალზე ჩამოგორებულ ცრემლებს უხმოდ იწმენდდა და ირგვლივ მყოფ სტუმრებს ყურადღებას აქცევდა. უჭირდა, ჰაერი სჭირდებოდა, ცხოვრების ხალისი დაკარგა და ნიკასთან ერთად ნენეს აჩრდილიც მას რომ გაჰყვა და დაც დაკარგა ესეც მშვენივრად იცოდა. -ყველაფერი კარგად იქნება. -ნაცნობი ხმის გაგონებამ და სხეულზე შეხებამ ამ სამყაროში დააბრუნა. მისთვის არ შეუხედავს, თითქოს შეეშინდა იქნებ რეალური არ ყოფილიყო და მისი წარმოსახვა გამქრალიყო, ამიტომ უბრალოდ ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა და სუნთქვა განაგრძო. სუნთქვა ნენესთვის და დათასთვის... მეორე დღე თითქოს შედარებით მარტივი იყო დათასთვის, მართალია ისევ მოჩვენებასავით დაიარებოდა და მასსა და მის ძმას შორის არსებულ მინას უაზროდ დასცქეროდა, მაგრამ ლაპარაკი დაიწყო. მშვიდი და გაწონასწორებული იყო, ვატოს თქმით მთელი ღამე ნიკასთან იჯდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა. უბრალოდ რაღაცაზე კი არა, ცხოვრებას ატანდა თან ერთადერთ ძმას... „ძმაო ნიკა, ეს რა გამიკეთე ტო. ადექი რამდენხანს უნდა იწვე? რას მიკეთებ ძმაო? მართლა სამუდამოდ მანდ აპირებ წოლას? გააზრებაც არ მინდა რას აკეთებ მანდ და როგორ მტოვებ სამუდამოდ... არა რას მტოვებ, ადგები... ხომ ადგები? -თავისთვის საუბრობდა და ცრემლებს პატარა ბავშვივით, ზუსტად ისე,როგორც ბეა, მაისურის სახელოებით იწმენდდა. -ძმაო შენი ნენე ლამის გაგიჟდა, ძლივს გავიყვანეთ ოთახიდან, ტირის ძმაო ცრემლი არ შეშრობია. არ გაგვიკეთო ეგ და არ დაგვტოვო, გეხვეწები ძმაო ადექი. შენი დათა ვარ ნიკა, შენი ძმა ვარ. -ფეხზე წამოდგა და შუშას მძიმედ დაეყრდნო. -შენც არ წახვიდე ნიკა, ხომმ დამპირდი რომ სულ გვერდით იქნებოდი? ოთხმა ჭრილობამ შეგაშინა ბიჭო? მეტი არ გქონია თინეიჯერობის დროს? დედ-მამას რა პასუხი გავცე ნიკა? ძმას როგორ ვერ მოუფრთხილდიო დედამ რომ მისაყვედუროს რა ვუთხრა? მე ჯანდაბას... ნენე როგორ დატოვე ბიჭო? არ გეცოდებაა? ჯერ ციხეში იჯექი და ასე დატოვე, ახლა... ახლა ამ ცივ მაცივარში წევხარ და ცივი მიწისთვის გამზადებთ. რა მწარე ხარ ძმაო, ადექი ძმაო რა... ადექი მე დავწვები შენს მაგივრად რა. ნენეს როგორ მიტოვებ ბიჭო, ადექი. შენ სჭირდები, ცხოვრება მხოლოდ ახლა დაიწყეთ. ახლა გაქვთ ის პერიოდი, რომლითაც მთელი ცხოვრება უნდა იხაროთ, ადექი ძმაო და ეგ ადგილი დამითმე, ცხოვრებაში პირველად მოვიქცევი სწორად და შენს ადგილს დავიკავებ. -თავი მინას ჩამოაყრდნო და მთელი ხმით ატირდა. -ადექი ნიკა... ადგილი გამიცვალე. ჩემი სიცოცხლე წაიღე ნიკა, ჩემი წლებით იცხოვრე და ბედნიერი იყავი ძმაო, გემუდარები... დღე 2 ნენეს კივილი ისევ აზანზარებდა მთებს, ვერ აჩერებდნენ და ახლოს მისვლასაც ვერავინ უბედავდა. ეს კივილი მხოლოდ მთებს კი არ ანგრევდა არამედ ყველა იქ მყოფი ადამიანის სულსაც. -ნიკა გევედრები ადექი რა. -მუხლებზე დაემხო ნენე და ხელი ყვავილებს ჩაავლო. -ეს ყვავილები სულ შენთვის მოიტანეს ნიკა, შენ ხომ არ გიყვარს ყვავილები... ადექი და ყველას უკან გაატანე საკუთარი თაიგული. უკეთესი ვარიანტიც არსებობს, ადექი და შენი ხელით გადაყარე. ადექი გევედრები ნიკა... ჩვენი სიყვარულის ხათრით ნიკა ადექი... უკანასკნელი სიტყვები დაიბარაო ასე მითხრეს, ეგ დაიმსახურა ჩვენმა სიყვარულმა? უკანასკნელი სიტყვები ნენეს მიმიხედეთო? -ძლივს ამოისუნთქა ქალმა და ემოციებისგან დამძიმებული იქვე იატაკზე მიესვენა... „ცხოვრება მეზიზღება ნიკა, რა გავაკეთო? ბიჭო რა ვქნა უშენოდ? ნენეს მიმიხედეთო დაიბარე და შენს შვილს რა ვუყო? გაგიკვირდა არა? დღეს ცუდად გახდა, ექიმთან წაიყვანეს და ორსულად ყოფილა. შენს შვილს ატარებს მუცლით ბიჭო, ჩემს ძმისსშვილს. ნენეს კი მივხედავ, მაგრამ შენს შვილს მამობას ვინ გაუწევს ძმაო? მე ხომ ვერ ვიქნები მამამისი? ჯერ არც დაბადებულა და უკვე დაობლდა, სჭირდები ძმაო. ადექი, ნენესთვის თუ არა შენი შვილისთვის ძმაო, ადექი და ცხოვრება გააგრძელე. მეე? მე დამივიწყეთ, მოვკვდები და თუ გინდათ სანაგვეზე დამაგდეთ ოღონდ შენ ადექი და შენი შვილი არ დააობლო. ოღონდ შენი ნენე არ დატოვო და მე... მე რა სადარდებელი ვარ, ოღონდ შენ იყავი კარგად... შენი შვილი ბიჭო... კიკინებიანი გოგო ან თმაგადაპარსული ბიჭი. ისე წახვალ საკუთარ შვილს არ ნახავ ნიკა? არ გაუკეთო საკუთარ თავს ეგ ბიჭო ადექი გევედრები... თვალზე ცრემლიც კი შემიშრა ნიკა, შენს შვილს როგორ მივხედავ? რომ ატირდება და მამასთან მოუნდება რა ვუთხრა? რომ გაიზრდება რა ვუთხრა? მამას რომ მოიკითხავს საფლავზე როგორ ავიყვანო ბიჭო... მიდიხარ და ჩემი გულიც თან მიგაქვს... უკანასკნელ ღამეს ატარებ სახლში... მშვიდობიანი ძმაო ღამე, შენს სულ მშვიდობა არ მოშორდეს... დღე 3 ვატოს როგორ უჭირდა ეს ყველაფერი, ამაზე ლაპარაკიც არ ღირდა... მხოლოდ ნენე კი არა პატარა არსებაც დარჩა მისახედი. ახალი სიცოცხლე და ახალი ცხოვრების დასაწყისი... ნენე, რომელსაც საკუთარი ფეხით დამოუკიდებლად სიარულიც კი უჭირდა მომავალი დედა იყო... დედა, რომელიც კატოს მკლავზე ებღაუჭებოდა რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა და უხმოდ მიჰყვებოდა ყვავილებით დაფარულ ბილიკს სასაფლაომდე. მთელი გზა საკუთარი მხრებით ატარა ძმა... არც უფიქრია შეესვენა და გზა ისე გაეგრძელებინა... ძმისთვის გამზადებული თხრილის დანახვისას სხეულში ერთიანად გააჟრჟოლა, ვერც წარმოიდგენდა რომ ოდესმე ძმას საკუთარი ხელით მიწას მიაყრიდა. მუხლებზე დაცემულ ნენეს თვალს ვერ აშორებდა, მეორე ნახევარი დაკარგა, საკუთარი შვილის მამა... ყველაზე მეტად ახლა მას სტკიოდა... წამით ვატოს გახედა, რომელსაც კატოს ხელი მთელი ძალით ჩაებღუჯა და უხმოდ ტიროდა. ღიმილმა გადაურბინა სახეზე, კატო მის გვერდით იყო და მიუხედავად ყველა ტკივილისა ამის შემჩნევა მაინც მოახერხა... -გპირდები, შენს შვილს საკუთარი შვილივით გავზრდი, შენს ნენესაც სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქავმდე გავუფრთხილდები და ბიჭი თუ მეყოლა შენს სახელს დავარქმევ! -მშვიდად გადასცა ძმას დაპირება, რომელიც საფლავში გაატანა, ხელით ერთი მუჭა მიწა დააყარა და უკან დაიხია... ყველაფერი რეალური იყო, ცხოვრება ტკივილით იყო სავსე და წუთისოფელი კარმას ყოველთვის უკან აბრუნებს. დათა გელოვანის ცხოვრება ერთ ადგილას გაიყინა, ყველაფერი ამაო გახდა და ბედნიერებას სამუდამოდ დაემშვიდობა. ბოლომდე ელოდა, ბოლომდე ეგონა რომ ბეა დაბრუნდებოდა... ბოლომდე ეგონა რომ მასთან მივიდოდა და გვერდით იქნებოდა, მაგრამ ის არსად იყო. 31 დეკემბრის ცივ დღეს, ტკივილითა და მწუხარებით სავსე დღეს ის არსად ჩანდა და დათა ისევ სულ მარტო იყო საკუთარ ბნელ ფიქრებთან... *** -მე მას ვირჩევ ადრიან და ბოლომდე ასე იქნება, საქართველოში ვბრუნდები მასთან, მშვიდობით. -მშვიდად გაგზავნა შეტყობინება და როგორც კი თვითმფრინავში ადგილი დაიკავა წერა დაიწყო. „ძვირფასო დღიურო, 31 დეკემბრის სუსხიან დღეს საქართველოში მივფრინავ, კაცთან მივფრინავ, რომელმაც გამტეხა, მაგრამ ახლა თავად არის გატეხილი. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მასთან არ ვიყავი და ეს მანადგურებს, მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, როცა საკუთარი ძმის გვამს უყურებდა და მისი ხელი დამეჭირა... მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, როცა ძმას მიწას მიაყრიდა და სევდიანი მზერით გააცილებდა. ეს ვერ შევძელი და ვწუხვარ, ყველაფერი ვცადე მაგრამ არ გამოვიდა. ვაპირებ ცხოვრების დარჩენილი დრო მის გვერდით გავატარო თუ ეს მას ენდომება, თუ შემიშვებს მის ცხოვრებაში და უფლებას მომცემს რომ გვერდით ვიყო აღარასდროს დავტოვებ. მისი საყრდენი ვიქნები, მისი ფარი და ძალა ვიქნები. მის ტკივილს გავინაწილებ და მის ბედნიერებას გავამძაფრებ. მისი ადამიანი ვიქნები, ის კი ჩემი... ახლაც კი ცრემლი მახრჩობს და ვფიქრობ რომ ჩემი ბრალია, მე რომ ჩვენება არ შემეცვალა ლორთქიფანიძე არ გაგიჟდებოდა და დათას ძმას არ მოკლავდა. შეიძლება ზედაც არ შემომხედოს და კარი ცხვირწინ მომიჯახუნოს... იქნებ არა. იმედს ვიტოვებ რომ მიმიღებს და არ მეტკინება ისე, როგორც აქამდე. ვერ ავიტან რომ შემიძულოს, ვერ ავიტან მისი ზიზღით სავსე თვალების დანახვას, მაგრამ მაინც მივდივარ. მინდა იცოდეს რომ მის გვერდით ვარ და სადაც არ უნდა წავიდე ყოველთვის გვერდით ვიქნები... მინდა იცოდეს რა ძლიერ მიყვარს და რაზე ვარ წამსვლელი მის გამო. ვატოს გვერდით კატო ჰყავდა, ალბათ გატეხა იმან რომ მე არ დავბრუნდი, ან საერთოდ ვერც შეამჩნია... ვინ იცის... მე მაინც უდიდესი იმედით მივდივარ და ამ ემოციებში მყოფმა წიგნის სათაურიც მოვიფიქრე... ერთი ღამის ქალი. -ხაზგასმით დაწერა ფურცელზე და დღიური ხმაურით დახურა... 31 დეკემბერი 23:57 სირბილით გადაკვეთა დათას სახლის ეზო და კარზე საშინელი ბრახუნი ატეხა. წამით ისიც კი იფიქრა რომ სახლში არ იქნებოდა, მაგრამ მოულოდნელად კარი გაიღო და ზღურბლზე განადგურებული გელოვანის დანახვისას თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა... ხმის ამოღება ვერ მოახერხა, უხმოდ მისჩერებოდა მის სილუეტს და მისგანაც ანალოგიურს იღებდა. ვერც ჩახუტებას ბედავდა, ვერც კოცნას, ვერც ემოციების გამოხატვას, გახევებული იდგა ორი ყავით ხელში და თვალებს დაბნეული აცეცებდა. დათა უხმოდ აკვირდებოდა მის წინ მდგომ სილუეტს და თვალებს ვერ უჯერებდა, ანთებული სიგარეტი ხელებში მოფშვნიტა და იქვე ეზოში მოისროლა. სახეზე ხელი მოისვა, ალბათ იფიქრა რომ ეჩვენებოდა. მის კართან ბეა იდგა... მისი ბეა, 2 ფინჯანი ყავით და მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა. -ქურთუკი აიღე, გავისეირნოთ. 2 კოვზი შაქრით ჩემთვის და უშაქრო შენთვის, ისე, როგორც პარიზში... 2023 წელს გილოცავთ, ყველაფერი საუკეთესო მოეტანოს ამ წელს. მიყვარხართ ყველა და თქვენს კომენტარებს ველი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.