შურისძიების მსხვერპლი 26 თავი
ანდრიამ თვალები სუსტად გაახილა უკმაყოფილო მზერით შეხედაბთავზე წამომდგარ თორნიკეს რომელმაც ბრაზნარევი ტონით ჰკითხა მას -იცი რომელი სათია? -მკ.დია-უემოციო ტონით უპასუხა მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან თვალებჩაწითლებულმა ბიჭმა და თვალები დახუჭა -მიდი შენებს დაურეკე-ბრაზნარევი ტონით უთხრა თორნიკემ და ტელეფონი გაუწოდა -რომელი საათი?-უმისამართოდ იკითხა ანდრიამ და უხეშად გამოართვა გათიშული ტელეფონი -უკვე შუადღეა პირველი ხდება -აუ თავი მისკდება რამე მინერალური გააქვს? -მგონი კი-მომაბეზრევლად უთხრა თორნიკემ და სამზარეულოში დაღლილი სახით გავიდა. მალევე დაბრუნდა უკან გახსნილი მინერალურის ბითლით ხდლში და ანდრიას გაუწოდა რომელიც მომღიმარი სახით ათვალიერებდა თათიას სოც ქსელს -მოხდა რამე?-დაინტერესდა თორნიკე და გაკვირვებული მზერით მიაჩერდა აღელვებულ ბიჭს რომელიც დივნიდან სწრაფად წამოდგა -თათიას სტიპენდიანტი გახდა- აღელვებით თქვა ანდრიამ და ოსაცმელი სწრაფად მოიცვა -მერე შენ რა? -მოიღუშა თორნიკე -ყვავილები უნდა გავუგზავნო -ვითომ რატომ? -უნდა მივულოცო -ასე მიას გამო იქცევი?-გაბრაზდა თორნიკე -მაინც როგორ ვიქცევი?-დაინტერესდა ანდრია და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა ერთ ადგილზე მიყინულ მეგობარს -შეეშვი რაა იმ გოგოს-ჩამწყდარი ხმით სთხოვა თორნიკემ და გაუღიმა-ომ იცი რომ არასწორად იქცევი? -ვიცი-უემოციო ტონით უთხრა ანდრია და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. ..... თათია მომღიმარი სახით უყურებდა ანას რომელიც წამით თვალს არ აშორებდა ტელეფონში თავჩარგულ მიას, რომელიც აკანკალებული თითებით სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა და ბოლოდე აიგნორებდა მათ -შენებს ელაპარაკე?-ინტერესით ჰკითხა თათიამ მეგობარს და გაციებული ყავა მოსვა -კი -მერე? დაითანხმე? -არა, ვერ, მამაჩემს არაფერი გაგონება არ უნდა- მოიღუშა ანა და ცივი მზერა მიადან მის წვრილ თლილ თითებზე გადაიტანა -რაღაც მხრივ მართალიცაა-დანანებით თქვა თათიამ -იცი? უკვე ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა- ბრაზნარევი ტონით თქვა ანამ და მეგობარს გახედა-მარტოს არსად მიშვებენ... ყველაგან ვიღაც დამყვება, ახლაც ბიძაჩემა მომიყვანა აქ... -აქ გელოდება?-შეიცხადა თათიამ -არა, წასვლისას დავურეკავ რომ მომაკითხოს და სახლში წამიყვანოს-ბრაზნარევი ტონით თქვა ანამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით დაამატა-რადგნა ბატონ კახას ასე სურს -ის უბრალოდ შენს დაცვას ცდილობ-ისე უთხრა მიამ გაღიზიანებულ გოგონას რომ მისკენ არ გაუხედია და თითქმის ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია -იმის მერე რაც ნასვამი ვაჩე უნივერსიტეტის ეზოში რამდენჯერმე დაგხვდა და დედაშენის თანდასწრებით დაგემუქრა არ მიკვირს რომ მამაშენი ასე იქცევა-მოიღიშა თათია -იმ არანორმალურისგან ყველაფერია მოსალოდნელი -არ მგონია რამე დამიშავოს, მაგრამ, ზოგჯერ ისეთი აარააადეკვატურია და ისეთ საშინელებებს მეუბნება რომ მიკვირს ასეთი ამაზრზენი ბიჭი როგორ შეილებოდა მყვარებოდა -დალაპარაკება სცადე? -რამდენჯერმე დავურეკე, ვთხოვე მოესმინა მაგრამ ხმის ამოღება არ მაცადა ისე დაგავიდა შეურაცხყოფაზე და მუქარაზე -მე კიდევ თორნიკეს გასამწარებლად ვუთხარი მალე ისევ ერთად იქნებიან ანა და ვაჩე -მეთქი -დაგიჯერე?-ინტერესით ჰკითხა მიამ გაოცებულ გოგონას და როგორც იქნა უემოციო მზერა აღირსა -რა თქმა უნდა არა-დაუფიქრებლად უპასუხა თათიამ დას და კიდევ ერთხელ მოსვა ცივი ყავა- მითხრა რომ კარგად იცის რეალურად რა მიზნით გაჰყვა ანა ცოლად რა თქმა უნდა არა-ბრაზნარევი ტონით თქვა თათიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- მითხრა რომ კარგად იცის რეალურად რა მიზნით გაჰყვა ანა ცოლად- კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ მიახლოებულმა კურიერმა სიტყვა გააწყვეტინა, რომელმაც სიტყვის უთქმელად დიდი წითელი ვარდების თაიგული მოწიწებით გადასცა -ვისგანაა?-ინტერესით ჰკითხა ანამ დაბნეულ თათიას რომელმაც პატარა ძლის შეაჩნევი ბარათი მოუთმენლად წაიკითხა -ანდრიამ გამოგიგზავნა?!-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა მიამ დას და აკანკალებული ხდლით მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა. ამ დროს თათიამ მას გახედა და თანხმოსბის ნიშნად შეუმჩნევლად დაუქნია თავი -საიდან იცოდა რომ აქ ვიქნებოდით?-დაიბნა ანა -სანამ შენ და მია აქ მოხვიდოდით სთორი დავდე-აუხსნა თათიამ და ყვავილები უეოციო სახით გადადო გვერითა სკამზე, შემდეგ კი ცივი მზერა მიას ალეწილი სახისკენ გააპარა და მშვიდი ტონით ჰკითხა-მიდიხარ?- რადგან ანერვიულებულმა გოგონამ ტელეფონს და ჩანთას მოულოდნელად წამოავლო ხელი და ფეხზე წამოდგა -თავს ცუდად ვგრძნობ , გულის რევის შეგრძნება მაქვს-დაუფიქრებლად მიახალა მიამ და დაუმვიდობებლად წავიდა გასასვლელისკენ. -ყვავილებს დაიტოვებ?-მიას წავლის მერე დაძაბული ტონით ჰკითხა ანამ აღელვებულ თათიას -რა თქმა უნდა არა -თათია! მგონი უკვე დროა ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიო ურთიერთობა ანრიასთან -რომელი ურთიერთობა ანა?-გაბრაზდა თათია- ჩვენს შორის არაფერია და არც არასოდეს იქნება რადგან...-ამ დროს თათიას ხმა ჩაუწყდა მაგრამ როგორღაც მოერია თავს დამშვიდდა და უემოციო ტონით გააგრძელა საუბარი- მას დღემდე გაგიჟებით უყვარს მია -მაშინ ასე რატომ იქცევა? რის მიღწევას ცდილობს? -ვიცი, ასე იმიტომ იქცევა რომ უნდა მიას გული ატკინოს...მისი საყვარელი ყვავილებიც განზრახ გამომიგზავნა -უკვე ვეღარ ვხვდები რომელი უფრო იდიოტია ანდრია თუ თორნიკე-ბრაზნარევი ტონით თქვა ანამ და ხმა ჩაუწყდა როცა ზურგს უკნიდან მიახლოებული ადამიანის, სიგარეტის, ალკოჰოლის და სუნამოს მძაფრმა ნაზავმა ცხვირი აუწვა -რა მოხდა-დაიბნა თათია და ანას გადაფითრებული სახიდან მზერა მის უკან მდგომ ბიჭზე გადაიტანა რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა ანერვიულებულ გოგონას -თორნიკე?-გაოცება ვერ დამალა თათიამ სახე წაშლილი ბიჭის დანახვისას და დაღლილი მზერა ანდრიაზე გადაიტანა, რომელმაც თავხედურად დაიკავა მიას აგდილი მაგიდასთან და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა.-აქ რას აკეთებთ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თათიამ მომღიმარ ბიჭს და დაძაბული მზერა მისი ამღვრეული თვალებიდან ანას გაფითრებულ სახეზე გადაიტანა, რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მიას სიგარეტის ნამწვით გავსებულ საფერფლეს. -ყვავილები მოგეწონა?-ინტერესით ჰკითხა ანდრიამ დავნეულ თათიას და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში -ეს მიას საყვარელი ყვავილებია და არა ჩემი- უემოციო ტონით უპასუხა თათიამ და ვარდების თაიგული ცხვირწინ დაუდო მაგიდაზე -სხვადროს გავითვალისწინებ-ირონია ნარევი ხმით უთხრა ანდრიამ და გაუღიმა -გაითვალისწინე ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა და საუბარია-გაბრაზდა თათია -რატომ? -იმიტომ რომ უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა!-აღელდა თათია და აკანკალებული თითები მაგიდის ქვეშ ჩამალა. მომაბეზრებელი სიჩუმე ჩამოწვა კაფის ღია ტერასაზე რომელიც მოულოდნელად ანას ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია -უნდა წავიდე-უმისამართოდ თქვა ძლივს აზრზე მოსულმა გოგონამ და მაშინვე ფეხზე წამოდგა ანერვიულებული -ანაა-შეეხვეწა თორნიკე და წინ აესვეტა სუნთქვა აჩქარებული -გამატარე -გთხოვ დარჩი, სულ რამდენიმე წუთით...ვილაპარაკოთ -მე და შენ სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს! -რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა -გისმენ-უემოციო ტონით უთხრა ანამ და პირველად შეხედა სახეში -მაგიდასთან დავსხდეთ-შესთავაზა თორნიკემ -აქ მითხარი-გაჯიუტდა გოგონა -ანა-გაბრაზდა თორნიკე და ცენტრალური სივრცილად ოდნავ მოშორებული მაგიდისკენ მიუთითა რადგან ყველა ცნობისმოყვარის ყურადღება მათკენ იქნა მიმართული -კარგი-მოღუშა გოგონა და მისი სურვილი შეასრულა -ანა-დაიწყო თორნიკემ და ხმა ჩაუწყდა რადგან მისი ყურებისას აზრები დაეფანტა და სათქმელ სიტყვენს თავი ვეღარ მოუყარა, თუმცა მისი ეს თავის დაკარგვა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მალევე მოვიდა აზრზე და - ვაღიარებ ის რაც ჩვენს შორის მოხდა შეცდომა იყო... -შეცდომა?-აფეთქდა უეცრად ანა-შენ მე სასმელში წამალი ჩამიყარე -ასე არაა -გეყოფა! -ანა -შეწყვიტე! -ანა უკვე ათას მეორედ გეუბნები რომ მამაშენმა ყველაფერი არასწორად გაიგო -ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას -ჩვენ ორივეს გვინდოდა ეს... -საერთოდ არაფერი მახსოვს რა მოხდა იმ ღამეს... მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩემი სურვილით არ მოხდებოდა -ფიქრობ რომ მოძალადე ნაბ.ჭვარი ვარ?-ინტერესით ჰკითხა თორნიკემ დაძაბულ გოგონას და უემოციო მზერით მიაჩერდა სახეში -უნდა წავიდე-ჩამწყდარი ხმით უპასუხა ანამ და მაშინვე ფეხზე წამოდგა ანერვიულებული მაგრამ თორნიკე წასვლის უფლება არ მისცა- თუ შეძლება გამატარე! -მინდა რომ კითხვაზე მიპასუხო -თავი დამანებე-გაბრაზდა ანა და მისთვის გვერდის ავლა სცადა მაგრამ თორნიკე მაშინვე წინ აესვეტა და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა -კითხვაზე მიპასუხე! -მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან?- ინტერესით ჰკითხა ანამ და სულ ერთი წამით შეხედა სახეში -ანა მე შენ მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ!- მოულოდნელად უთხრა თორნიკემ გაოგნებულ გოგონას და კარგა ხნის სიჩუმის მერე, ბრაზნარევი ტონით ჰკითხა-გესმის რას გეუბნები?- და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო სწრაფად დაამატა- მინდა რომ ჩვენს ურთიერთობას შანსი მისცე -სერიოზულად?-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე ანას-შენ მე საყვარელ ადამიანეს დამაშორე და ამის მერე თავხედობა გყოფნის მოხვიდე ჩემთან და ჩვენი არარსებული ურთიერთობის აღდგენაზე მელაპარაკო? -შენ ჩემი ცოლი ხარ! -ფიქტიური -თუ დაგავიწყდა შეგახსენებ რომ ცოლად შენი ნებით და სურვილით გამომყევი -იმიტომ რომ იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი და არა იმიტომ რომ შენს მიმართ გრძნობები გამიჩნდა! -ანა... გთხოვ შენთნა ახლოს ყოფნის უფლება მომეცი... -რადგან ქორწინებაზე დაგთანხმდი და დღემდე შენი ცოლი მქვია, ისიც მხოლოდ ქაღალდზე...იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს ურთიერთობაში რამე შეიცვლება მითუმეტეს იმ ყველაფერის მერე რისი გადატანაც მაიძულე... -ვიცი რომ შენთვის ეს ქორწინება არაფერს არ ნიშნავს -ისევე როგორც შენ-დაუღრინა ანამ და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან მაჯის დახსნა სცადა -რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ -ჩემთვის სულ ერთია ჩემს მიმართ რას გრძნობ! -მაშინ დღემდე ჩემი ცოლი რატომ გქვია? რატომ არ მშორდები?! -გაგშორდები! აუცილებლად გააგშორდები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მე ჩავთვლი ამას საჭიროდ! -ანა -ხელი გამიშვი -კარგი-მოუღუშა თორნიკე და ხელი გაუთავისუფლა, მაგრამ წასვლის უფლება არ მისცა -თავს რატომ არ მანებებ? რა გინდა ჩემგან?- დაღლილი ხმით ჰკითხ ანამ დაძაბულ ბიჭს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -იცი რაც მინდა-გამომწვევი ტონით უპასუხა თორნიკემ და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქაებულ გოგონას -თავხედი ხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა ანამ და ოდნავ უკან დაიხია -ვიცი-გაუღიმა თორნიკემ და სრულიად გაუაზრებლად, სახეზე ნაზად შეახო ცივი თითები -სახლში წასვლა მინდა- ჩამწყდარი ხმით უთხრა ანერვიულებულმ გოგონამ მომღიმარ ბიჭს და მზერა გაუსწორა მის არეულ სახეს. ამ დროს თორნიკემ მორჩილად დაუშვა ხელი დაბლა და ხმის ამოუღებლად გვერდზე გადგა, მაგრამ როგორც კი ანამ წასვლა დააპირა ისევ წინ აესვეტა და სუნთქვა აჩქარებულმა ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა -მომენატრები -გამატარე! -ცოტა ხანს კიდევ დარჩი...გთხოვ...თუნდაც სულ რამდენიმე წუთით-შეეხვეწა თორნიკე და სახეზე ჩამოყრილი თმას ყურს უკან გადაუწია აკანკალებული თითებით -არ ვიცი ასე რატომ იქცევი, ან რისი იმედი გაქვს მაგრამ მინდა იცოდე რომ ცოლად მხოლოდ ვაჩეს გამო გამოგყევი და პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგაშორდები! -ვიცი რომ ცოლად იმ ნაბ.ჭვარი ვაჩეს გამო გამომყევი!- გაბრაზდა თორნიკე- და ისიც კარგად ვიცი რომ ჩვენ ფიქტიური ქორწინების წამიდან, განქორწინება გინდა ჩემთან... -თუ ასეა თავს რატომ არ მანებებ? რატომ არ მიდიხარ ჩემი ცხოვრებიდან? -იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა არის ჩვენი ფიქტიური ქორწინების რეალური მიზეზი და რატომ არ მშორდები დღემდე-ცივად გაეღიმა თორნიკეს და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას -თუ ფიქრობ ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ შენდამი გრძნობები გამიჩნდა ძალიან ცდები!-ავარდა ანა- რადგან ცოლობაზე მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდი რომ ვაჩეს დაცვა მინდოდა შენდამი უსაზღვრო აგრესიისგან -ნწ, არასწორი პასუხია-გაეღიმა თორნიკეს და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა საყვარელი გოგონას არეულ სახეს- ცოლად იმიტომ კი არ გამომყევი რომ ვაჩეს დაცვა გინდოდა, არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავი დაგეცვა მისი უსაზღვრო აგრესიის, ზიზღისა და სიძულვილისგან... რადგან ის არასდროს დაიჯერებს იმას რომ ... -რომ რა?-ზიზღით ჰკითხა ანამ ხმა დაბნეულ ბიჭს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ჩაწითლებულ თვალებში -რომ ეს ყველაფერი შენი პროვოცირებისა და სურვილის გარეშე მოხდა... -ასე არაა-აღელდა ანა -შენ მისი გეშინია... -მე შენი უფრო მეშინა-დაუფიქრებლად უთხრა ანამ დაძაბულ ბიჭს რომელმაც მის სახეზე შეყინული თითები ძლიერად მომუშტა მოწოილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად და ნელ-ნელა დაუშვა დაბლა -ანა მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ -უკვე დამიშავე... ჩემი ნების და სურვილის საწინააღმდეგოდ შემეხე...მაიძულე ცოლად გამოგყოლოდი, რის გამოც საყვარელი ადამიანი დავკარგე! -არ შეგხებივარ-დაუფიქრებლად იყვირა გაცოფებულმა ბიჭმა მაგრამ მაშინვე უკან წაიღო ნათქვამი სიტყვები და სწრაფად დაამატა- შენი ნების და სურვილის საწინაადეგოდ- შემდეგ გაჩუდა და კარგა ხნის სოჩუმის მერე ბრაზნარევი ტონოთ დაამატა-ცოლად იმიტომ გამომყევი რომ იმ ნაბ.ჭვარი ვაჩესი გეშინია... რადგან ზუსტად იცი, რომ ყოველ ჯერზე როცა შესაძლებლობა მიეცემა დაგამცირებს, შეურაცხყოფას მოგაყენებს და გულს გატკენს იმის მიუხედავად ხარ თუ არა დამნაშავე მომხდარში, რადგან ეგოისტი ნაბ.ჭვარია... -შენს გამო დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი -ის ნა.ჭვარი ვაჩე არ გიმსახურებს და იმიტომ დაგკარგა-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი და თავზე წამოადგა თვალებაწყლიანებულ გოგონას გულზე მიიკრო და თავზე აკოცა -თავი დაანებე-უემოციო ტონით უთხრა ანამ და ცრემლიანი თვალები ახედა -მაპატიე-ძლივს გასაგონად უთხრა თორნიკემ და სწრაფი ნაბიჯით გავიდა გასასვლელისკენ. ...... ანდრია მოღუშული სახით დაჰყურებდა ვარდების თაიგულს რომელიც წამოსვლის წინ ხელებში შეაჩეჩა თათიამ. -ტყუილად ეჩალიჩები-თქო ხომ გითხარი- იცინოდა საჭესთან მჯდომი თორნიკე რომელიც უკან მიჰყვებოდა ანას ბიძის მანქანას -ამის დედაც- უმისამართოდ შეიგინა ანდრიამ და უკანა სავარძელზე მოისროლა ყვავილები -შეეშვი რა ამ თათიას! გოგოების მეტი რა! -შანსი არაა! -ანდრია- გაბრაზდა თორნიკე -ხომ იცი რომ ტყუილად მელაპარაკები და თავს არ დავანებებ? -რატო?! -ალბათ საამისო მიზეზი მაქვს-იდუმალი ღიმილით თქვა ანდრია და საქარე მინას მიაყინა ამღვრეული ჭაობისფერი სფეროები -მიას პონტში გადაეკიდე? -შეიძლება ასეც ითქვას -მაინც რისი იმედი გაქვს? შეხვედრაზეც კი ვერ დაითანხმე -დავითანხმებ! -დავუშვათ შეხვდით მერე? -დაიბნა თორნიკე- აზრს ვერ ვხედავ თქვენი ურთიერთობის გაღრმავების -ვერც მე-გაეცინა ანდრიას და მეგობას გახედა ცივი, ცარიელი არაფერისმთქმელი თვალებით -მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? -ააქვს! -მიას გაგიჟება გინდა? -ზუსტად-გაეცინა ანდრიას და ტელეფონის ეკრანი მისკენ მიატრიალა რომელზეც მია 14 გამოტოვებული ზარი და ამდენივე შეტყობინება იყო აღნიშნული -არ უპასუხებ?-გაეღიმა თორნიკეს როცა ჩამქარალი ეკრანი განათდა და მასზე მიას სახელი ნომერი და სურათი გამოისახა -არა-მოიღუშა ანდრია და ხმა გათიშული ტელეფონი ჯიბეში შეინახა -გინდა რომ საბოლოოდ გადაიყვანო ჭკუიდან? -შენთვის არ დაურეკია? -არა... ხომ იცი ჩემი ფიქტიური ქორწინების მერე ვაიგნორებ. -ჰო მართლა-უეცრად სხვა თაზე გადავიდა ანდრია-ანასთან რაზე ილაპარაკე? სიმართლე უთხარი -არა ვერ ვუთხარი... -ხომ იცი სანამ სიმართლეს არ ეტყვი თქვენს ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება -ჰო ვიცი... -რატომ არ უთხარი? -ვერ შევძელი -გგონია მაშინვე გაგშორდება და იმ ნაბ.ჭვარს დაუბრუნდება? -შანსი არაა... დარწმუნებული ვარ დღესვე რომ დავშორდეთ ერთმანეთს იმ ს.რთან აღარ დაბრუნდება...აღარასოდეს -თუ ასეა მაშინ რისი გეშინია? -რომ ვერ გამიგებს და უფრო მეტად შემიძულებს იმის გამო რაც ჩავიდინე -გახსოვს?! მე შენ გაფრთხილებდი!-გაბრაზდა ანდრია -საშინელი შეცდომა დავუშვი -არ შემიძლია არ დაგეთანხმო-გაეცინა ანდრიას და მიას მე-15 შეტყობინება გულგრილად წაიკითხა. .............. კაფიდან პირდაპირ სახლში წავიდა გაცეცხლებული მია, რომელიც იმდენად გააგიჟა ანდრიას იგნორმა რომ სარკეში ყურებისას უნებურად რამდენიმე მსხვრევადი ნივთი დალეწა, მაგრამ ამანაც რომ ვერ დაამშვიდა ცოტაოდენი ვისკი მოსვა ახლად გახსნილი ბოთლიდან და აკანკალებული თითებით რამდენიმე ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია. თითქოს დამშვიდდა მაგრამ კარზე გაბმული ზარის ხმამ ისევ გააღიზიანა ამიტომ კარი უცერემონიოდ გააღო და გაოცებული მიაჩერდა ბინის მეპატრონეს და მისთვის იცნობ მამაკაცს -სახლში ეწევი?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ბინის მეპატრონე პუტკუნა, სათვალიანმა, ოდნავ ჭაღარაშერეულმა ქერა ქალმა და დაუპატიჟებლად შევიდა სახლში -რას აკეთებთ?-დაიბნა მია როცა მას უკან მიჰყვა მაღალი და სანდომიანი კაცი -იმედია სახლი წესრიგში გაქვს-დაუღრინა ქალმა და ცივი მზერა მოავლო არეულ ოთახს -რა ხდება? ეს ვინაა?-მამაკაცზე მიანიშნა მიამ გაბრაზებული ქალი და სიგარეტის ლურჯი აივნის ღია კარისკენ მიმართა -სახლს ვყიდი -რაა? -სასწრაფოდ დასჭირდა ფული ჩემს ბიჭს საფრანგეთში ამიტომ სახლის გაყიდვა გადავწყვიტეთ -ეს რას ნიშნავს?- დაიბნა მია -იმას რომ ახალი სახლი უნდა მოძებნო და რაც შეიძლება მალე -ამას ახლა უნდა მეუბნებოდეთ? -სახლს დავათვალიერებთ და წავალთ, თუ შევთანხმდებით დაგირეკავ და ბარგის ჩალაგება დაიწყე -ანუ?- გაოგნდა მია -წინასწარ გადახდილ ფულს დაგიბრუნებ ნუ ღელავ-მიახალა ქალმა -უფლება არ გაქვთ ასე მომექცეთ- აფეთქდა უეცრად მია -თუ შეიძლება გარეთ მოწიე და მადლობა მითხარი რომ დალეწილ ნივთებზე არაფერს გაუბნები-დაუღრინა ქალმა და საუბრის დასრულების ნიშნად მამაკაცი საძინებელში შეიყვანა. სწორედ ამ დროს მიას შეკამათება თათიასთანაც მოუვიდა რომელმაც დაურეკა და ჩხუბი დაუწყო იმის გამო რომ ბიჭები თავზე დააყენა მას და ანას -მე არაფერი არ მითქვამს მათთვის-ავარდა მია- შენ თვითონ არ თქვი რომ სთორი დადე სანამ მე და ანა მოვიდოდით? -სთორი?-ირონიულად გაეცინა თათიას- სწორადაც რომ თქვენს მოსვლამდე დავდე! -მერე? -მერე ის რომ შენი წასვლიდან ზუსტად ხუთ წუთში დავგადგნენ თავზე ის ავადმყოფები მე და ანას -თათია კიდევ ერთხელ გეუბნები რომ მე არაფერი არ მითქვანს ბიჭებისთვის მაგრამ თუ ჩემი არ გჯერა ეგ შენი საქმეა, თავის მართლებას არ ვაპირებ! მითუმეტეს შენთან! თან ანას გამო! და ბოლოს მკ.დია გჯერა თუ არა ჩემი-მკაცრი ტონით უთხრა და გაუთიშა. ბინის ახლანდელი და მომავალი მეპატრონეების წასვლის მერე მიამ მაშინვე დედას დაურეკა მაგრამ მაშინვე ინანა, რადგან მაიამ საყვედურებით აავსო, იმის გამო რომ ,,ახალი" ნაოპერაციები ქალი მიატოვა, ისევ მარტო დატოვა , სადღაც ჯანდაბაში გადაიხვეწა ვითომ კარიერის გამო და ახლა უსახლკაროდაც დარჩა უცხო ქალაქში... ჩხუბის დროს არ დავიწყებია მაიას გაეკრიტიკებინა მიას ჩაცმის სტილი, ლაპარაკის მანერა, ვარცხნილობა, ქცევები, მანერები, სიცილი, დაგრძელებული ფრჩხილები, ყურზე პირსინგები...მოწევა, ალკოჰოლოს სიყვარული -კაი დე უნდა წავედი -რა თქმა უნდა არ გინდა დედასთან ლაპარაკი... -კი არ მელაპარაკები, მეჩხუბები! -შენს სასიკეთოდ გეუბნები ყველაფერს... -კაი დე უნდა წავიდე, მეძინება -ბინას თუ ვერ იშოვი დაბრუნდები ბათუმში? -რა თქმა უნდა არა -აბა რას აპირებ ქუჩაში უნდა იცხოვრო? -რამეს მოვახერხებ -შემთხვევით მამაშენთან ხომ არ აპირებ საცხოვრებლად გადასვლას? -დაუღრინა მაიამ გაბრაზებულ გოგონას- თან შენ და თათია ხომ საუკეთსო მეგობრებად იქეცით ლიკას წყალობით -მასე რატომ მელაპარაკები?-ნაწყენი ტონით ჰკითხა მიამ დედას და მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა -კაი წავედი-გაბრაზდა მაია როცა მიხვდა რომ მიამ მოწევა დაიწყო. -ღმერთო-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და ტელეფონი უმისამართოდ მოისროლა, შემდეგ კი კედელს მიყრდნობილი იატაკისკენ უღონოდ დაეშვა და ერთ წერტილს მიაშტერდა გარინდებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.