შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბა,აბაა...(მე-5-ნაწილი)


9-01-2023, 04:20
ავტორი PPO
ნანახია 1 264

Თავის მოწოდებაზე მყოფი სვანეთი.სიამაყით მოზიდული მთები, მწვანედ ახასხასებულ მინდორში გაბნეული ყვავილები,მაღალ-მაღალი კოშკები და დანამული მიწის სუნი...უკვე კოტეჯში ასული ნარე მეორე სათულიდან ხედით ტკბებოდა და ნამდვილი სიმსუბუქის შეგრძნებას მხოლოდ მგზავრობისგან გამოწვეული დაღლილობა უშლიდა ხელს ,მაგრამ როცა აივანზე მყოფმა ფილტვები მიწისა და ბალახის ცივი ჰაერით აივსო ნეტარებისგან თვალები ავტომატურად დაეხუჭა.რამოდენიმე წამი თითქოს სამყაროს გამოეყო და უფრო მგრძნობიარე გახდა,იგრძნო ის რაც მუდმივ ხმაურში და უაქტიურეს ცხოვრებაში თავის ხმას კარგავს-იგრძნო როგორ შეცურდა მის ჩამოშლილ თმაში ყვავილების უნაზესი სურნელით გაჯერებული ნიავის უფერული თითები, იგრძნო კანზე -თითქოს მენთოლიანი გრილი სვანეთის ჰაერი მიელამუნა,ისეთი თავისი სიგრილით ტაოს რომ დაგაყრიდა, სმენაც დაეძაბა ქარისა და დაქანებული მდინარის ხმა ესმა, სიცოცხლე იგრძნო და და ემოციებისგან დატვირთული შიგნით გაზრდილი,აყვავებული ხისთვის თითქოს მეტი ადგილის დათმობას ცდილობსო ,ხელები გაშალა უხილავის ჩასახუტებლად ,იმ უხილავის რამაც სიმსუბუქე და ამავდროულად მძიმე ემოციები წარმოუქმნა,თითქოს ესაა და ფრთებს გაშლისო ერთ წამს თითოეული ვენა თუ კაპილარი,ნერვული იმპულსებიც კი იგრძნო შემდეგ კი ძვლების ტკაცუნამდე მოიჭიმა,ახალგაღვიძებულივით... მაგრამ სულის ფორიაქი დაეწყო,წარბები შეუტოკდა, ბალანსი დაერღვაო თითქოს თვალები გაახილა და ეს იყო მომენტი როცა გაიაზრა და დაიჯერა რომ თვალები სულის სარკეებია ,გული შეუტოკდა და წამს თავბრუც დაეხვა როცა მისკენ მომზირალი ყველაზე შავი თვალები და მათგან გაბმული ძაფები დაინახა,რაც მხოლოდ ამ ორისთვის იყო ხილული.

მანქანაზე მიყრდნობილ ყიფიანს ხელები და ფეხები გადაეჯვარედინებინა და ოდნავი თავგადახრით შეჰყურებდა ნარეს,ხოლო როცა გოგოს მზერაც დაიჭრა თვალების ნელ დახამხამებასთან ერთად ტუჩის კუთხე აწია. Რა იგრძნო ამ დროს ნარემ?! სიმშვიდე ყველაზე დიდი დოზით ,ბედნიერება,ზოოპარკი -ესიამოვნა არა შეგრძნების გამო,არამედ იმის გამო რომ ასეთი მსუყე ემოცია მხოლოდ მზერამ გამოიწვია,იმდენად მსუყე რომ ოპოზიტი ემოციები ერთად იგრძნო... მაგრამ თითქოს ცივი წყალი გადაასხესო , თვალები მსახიობურად მობეზრების ნიშნად აატრიალა და თავის ქნევით შევიდა ოთახში.მისმა მხრის ანგელოზებმა უწყიან რად დაუჯდა ესეთი გარდაქმა და უფრო ნიღბის აფარება. ყიფიანს მის საქციელზე ჩაეღიმა გიჟდებოდა როცა ნარეს ასე აფორიაქებდა,თითქოს ამ დროს გოგოს პიროვნებას უფრო და უფრო ეცნობოდა.

-მე შენ გაჩვენებ ხბოს თვალებით მოშტერებას-წუთების წინ განცდილი ემოციებისგან გამთბარმა ნარემ ნასიამოვნებმა ჩაიღიმა და ქვევით ჩაქანდა ახლად მოსულ მარიამთან. Კოტეჯი,კოტეჯიც არ ერქმოდა უფრო სახლი იყო, საკმაოდ დიდი ,მყუდრო და გრილი იყო. Რადგან შიგნიდანაც ხის იყო სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა რასაც სუფთა ,ფერადი პლედების სურნელი ემატებოდა. ძველებური იერსახე ჰქონდა ინტერიერს და იქ მისულს კომფორტულად აგრძნობინებდა თავს. Ეზო პატარა იყო,მაგრამ განათებებით მორთული და ველური ყვავილებით გაფერადებული.მოკლედ სამოთხე იყო.

Გოგოები ერთ ოთახში მოხვდნენ,მათივე სურვილით ელოს კარგად გავიცნობთო .რადგან ჯერ საღამოს საწყისი იყო,საწოლზე წამოგორებულმა ,ჩემოდნების ამომლაგებელ ორ გოგოს შემყურე ნარემ მე თქენი არ ვიცი მეძინებაო და ჩაყვინთა. Წყურვილმა გამოაღვიძა ,თვალის გახელისას მიხვდა ჩამოღამებულიყო. Პლედის მოშორებისას რომელიც სავარაუდოდ მარიამის ნახელავი იყო წამსვე იგრძნო სიგრილე.სავარძელზე იქვე დაკეცილი თავისი ჰუდი “მარიამ,შეგჭამ” გაფიქრებისას გაიღიმა ,უცებ გადაიცვა შორტზე ,გაუკვირდა როცა მძნარე გოგოებს მოავლო თვალი,დღეს მე მომბაძესო. Ჩაბნელებულ ოთახში მთვარის შუქი რბილად ანათებდა.კარებამდე მივიდა და ფრთხილად გავიდა დერეფანში. Ფეხაკრებით ჩაუყვა დახვეულ კიბეს და ის იყო სამზარეულოში უნდა შესულიყო

-მაცივარს თუ გააღებ შენზე წარმოდგენას შევიცვლი-ირაკლის ხმაზე ნარე შეხტა,ტიხარს თავი მიარტყა და თავისებურად შეიკურთხა,როცა დანაყულ თავს ,მიჭეჭყილი ცერა თითიც მიჰყვა.

-ოუ,ოუ ბეიბ კაი ვიცი გაფორიაქებ მასე თუ გააგრძელე ცოცხალი არ დამრჩები ,აი ხმას არ ვიღებ -და ტუჩებზე შეკრული თითები გადაისვა თითქოს ელვა შეკრა.

“Ეს დამრჩები რაღა იყო” გაიფიქრა გაღიზიანებულმა ნარემ და მისით ახითხითებულ ბიჭს მკვლელის მზერით შეხედა.ნელა გასწორდა კიდე რამე არ გამოჩნდეს და დავილურჯო თავიო,თავის საქციელზე თვითონვე გაეღიმა და მაცივართან ისე მიუახლოვდა დახლთან მიყუდებული ირაკლისთვის “კარგად მიყურე” მზერა არ მოუშრებია . Მაცივარის კარები ნელა გამოაღო, ხელი კარის თაროებზე ჩააცურა ,შუშის ბოთლით წაყლი ნელა ამოიღო .ყოველივე ამას ყიფიანი სარკაზმული ღიმილით უყურებდა და “მალადეც” -ო ტუჩებს პრუწავდა.

-გამიხსენი-ბოთლი ღიმილით გაუწოდა ნარემ-შენ ხო მძლეთამძლე ხარ-თვალი ჩაუკრა და იკას გვერდით მიეყუდა დახლს.

Იკამ თავის ქნევით ამოიხვნეშა,ისე რომ სახიდან ღიმილი არ მოშორებია.ბოთლი გამოართვა და წინ დაუდგა.

-ალქაჯს ამის გახსნა უნდა უჭირდეს?! -სითბოშეპარული სარკაზმით ნარესკენ დაიწყო სვლა თან ხელში “ბაკურიანს” ატრიალებდა. Თითქოს წარმოიდგენდა შელოცვების წიგნით როგორ ზის ახალგაღვიძებული ნარე და ცდილობს ბოთლი გახსნას ,გაეღიმა სურათზე.

-Აპ,აპ აპ-ხელის გული მკერდზე მიაბჯინა ნარემ როცა ზედმეტად მოახლოებულმა ბიჭმა ხელი მის უკან წაიღო ,მაგრამ მოსალოდნელი შეხების მაგივრად დაინახა, გასახსნელი როგორ ამოაცურა ,მსავსი ნივთების გროვიდან.

-წყნარად,ბეიბ მშვიდად-გაეცინა იკას,რომელიც ნარეს მთლიანად ფარავდა-ნახე ეს ავიღე-და წინ დაუტრილა ბოთლის გასახნსელი.

“ერთობა ბიჭიკო ხო? “ სისხლი მოაწვა,კისერსაც გაატკაცუნებდა მარტო რო ყოფილიყო.

-იგივე სუნამოა-რამის თავი იმ გასახსნელით გაიგუდა”აბა რა ახლა მაგით პირდაპირ სუსტ წერტილში დაარტყი”.

Ბოთლის გახსნით დაკავებულმა ყიფიანმა ქვევიდან ამოხედა გოგოს .თავსახურის უხმაუროდ მოაშორა და ისევ მიუახლოვდა ნარეს,იმდენად რომ ერთმანეთის წამწამების დათვლა შეეძლოთ.”ოპაა ნარეე გეთამაშებაა ”. მისი სურნელით გაბრუებულმა,Ურცხვად გაუსწორა თვალი როცა ბიჭის ტორსი მუცელთან იგრძნო ,თავი სარკაზმული ღიმილით გადახარა ,ქვედა ტუჩი ნაზად მოიქცია კბილებს შორის და მზერა ყიფიანის თვალებსა და ტუჩებზე აათამაშა.

Ზევიდან მაყურებელ Ყიფიანს ღიმილი მოშორდა სახიდან ,თაროდან გადმოღებული ჭიქა იქვე დადო,ნარეს ეგონა ეგაა მოტყდაო,მაგრამ როცა კბილებზე ენის თამაშით პირგაპობილი ირაკლი მის ყურთან დაიხარა და სწორი თმა საჩვენებლით უკან ისე გადაუყარა ყელს თითის წვერი ოდნავ გაუხახუნა,გულმა რამოდენიმეჯერ ცემა შეწყვიტა.

-ფრთხილად ხალიანო,იმ კარს ნუ გააღებ რომელსაც მთელი სამყაროს ძალებიც კი ვერ დახურავს-ჩურჩულით უთხრა ყურთან დახრილმა და ნარეს ბუნებრივი სუნი რომელიც ყველა სუნამოს ურჩევნოდა თვალდახუჭულმა ნაზად შეისუნთქა,ისე თითქოს უიშვიათეს ყვავილს ყნოსავდა და არ უნდოდა რამე დაზიანებოდა.

-ღია დავტოვოთ-არ დააკლო ნარემ იმისდამიუხედავად გულის ცემა ყურებში ურტყავდა,სიახლოვე ანგრევდა და ყიფიანის ხვეულების კანზე შეხება ჟრუანტელს გვრიდა,რაც ირაკლის არ გამორჩენია. ყიფიანი გასწორდა მაგრამ სივრცე არ გაუზრდია,როცა კვლავ თვალი ერთმანეთს გაუსწორეს ,წამიერად შეავლო ბიჭმა წინ მდგომის ჩატეხილ ძილისაგან გამობურცულ ზედა ტუჩს თვალი,რაზეც ნარემ კმაყოფილმა ჩაიცინა.

-ნუ ცელქობ ,ხალიანო-თვალებით მოეფერა სახეზე და უკან დაიხია.

-ვფიქრობ დახვეწა გაკლია-სერიოზული დაიჭირა იკამ და ვაშლი გემრიელად მოკბიჩა-მართალია მეტყველებას ასე თუ ისე აკონტროლებ, მაგრამ სახეს რას უზამ -თვალი ჩაუკრა და ღიმილით თავის ქნევით წავიდა საძნებლისკენ.

Იგივე ფორმაში გაქვავებული ნარე მხოლოდ ბრაზმა გამოაფხიზლა და ფეხები ააბაკუნა, შემდეგ უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქა თმა გვერდზე გადაიყარა , “ამას ადგილი აქვს დაკარგული” თავდაჯერებით გაუყვა ოთახის გზას.მაგრამ კივილი და ირაკლის გაჩეჩვა მოუნდა როცა უკვე საწოლში ჩაწოლილს გაახსენდა რომ წყალი არ დაელია.მაგრამ თითქოს მისგან თავმოწონებული სამყარო მადლიერი იყო და დაწყნარების მიზნით მშვიდი ძილი აჩუქა...



...
ვიცი მოცუცქნულია ,მაგრამ,როგორც დამწყებს მირჩევნია ვკონცენტრირდე არათუ ზომაზე არამედ შინაარსზე.
ვინც კითხულობთ კომიც მოაყოლეთ,აზრები მაინტერესებს რას ფიქრობთ პერსონაჟებზე ან რაიმე მსგავსი... heart_eyes
და კიდევ წინა ნაწილზე ნომის მიწერა დამავიწყდა... kissing sweat_smile



№1 სტუმარი ემა ემა

გელით სულ ყველა სულმოუხელთებლად????????❤️

 


№2  offline წევრი PPO

ემა ემა
გელით სულ ყველა სულმოუხელთებლად????????❤️

blush blush

 


№3 სტუმარი ნათია46

რატომ აღარ აგრძელებთ? თუნდაც ერთიმკითხველი გყავდეს ფარხმალი არ უნდა დაყარო. პირველ რიგში ნაწარმოები შენ უნდა განიჭებდეს სიამოვნებას, და სურვილი გქონდეს სრულად დადო. ასე რომ ველოდებით????

 


№4  offline წევრი PPO

ნათია46
რატომ აღარ აგრძელებთ? თუნდაც ერთიმკითხველი გყავდეს ფარხმალი არ უნდა დაყარო. პირველ რიგში ნაწარმოები შენ უნდა განიჭებდეს სიამოვნებას, და სურვილი გქონდეს სრულად დადო. ასე რომ ველოდებით????

არ ვიცი რატომ მეღიმება თქვენი კომენტარის კითხვისას,ალბათ წერისას რა ენერგიაც გამოყავით იმას ვგრძნობ heart_eyes გულწრფელი მადლობა თქვენ heart_eyes თურმე ჩემს ნაწერებსაც ელოდება ვიღაც...მაგარი შეგრძნებაა laughing blushვაგრძელებ,უბრალოდ დროისა და მუზის სურვილის ამბავია,ხომ ხვდებით.ამიტომაცაა მკითხველის სიტყვები უმნიშვნელოვანესი,მითუმეტეს მაშინ როდესაც პრეტენზია განვითარებაზე გაქვს ხომ? მადლობა გამოხმაუებისათვის blushახალი ნაწილი გელით ჩემს გვერდზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent