შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე ,რომელიც არ ვიცოდი 27


16-01-2023, 21:48
ავტორი ნაამა
ნანახია 1 642

-არააა არა გამიშვი ვსო გნებდნები .ააა არ ჩამაყაროო.დარლა არ ქნა.
-აბა გამიმეორე რა ვარ?
-აღარ ვიტყვი ვსო გეფიცბეი აღარ დაგიძახებ
დარლას დაჭერილი ვყავდი და ცდილობდა როგორმე თოვლი ქურთუკის შიგნით ჩაეყარა.
-კაი ,მხოლოდ იმიტომ რომ მეცოდები.
მომშორდა და მოშორებით მდგარი სკამიდან თოვლი გადაბერტყა.
-გაიყინები.
-არაუშავს,გამათბობ.
-იოცნებე.
-რატო?
-აი ეგრე მინდა,თუ გაიყინები ჩემს იმედზე ნუ იზავ .
-ხო იცი რომ ბოლოს მაინც ჩემს მკლავებში იქნები.
-ოხ შენი.
მას მივბაძე მაგრამ არა სკამზე არამედ საქანელაზე ჩამოვჯექი და ფეხები ჰაერში ავათამაშე.
-ტყუილად არ გეუბნები ბავშვი ხარ თქო.
ფეხზე წამოდგა და ჩემს გვერდით საქანელაზე ჩამოჯდა.სიმართლე რომ ვთქვათ ,ის დღე ახლაც კარგად მახსოვს.დარლა ყველაფერში ამყვა,საქანელებზე ჩემთან ერთად ქანაობდა,სასრიალოზე მჯდარს მამხნევებდა და მერე უკანაც მომყვებოდა.მთელი დღე ერთად გავაატარეთ,მოლიპულ ტრასაზე ჯერ მივრბოდით მერე ვსრიალებდით,ერთი ორჯერ ისეთი ინერციით წავედით რომ დავეცით. ხალხი შოკირებული გვიყურებდა.მომდევნო რამდენიმე დღე უბრლაოდ ნომერში ვისხედით და ფილმებს ვუყურებდით.
წამოსვლამდე სამი დღე რჩებოდა როცა მომსახურე პერსონალმა კარზე მომიკაკუნა.დარლა ჩიფსებისა და სასუსნავების საყიდლად იყო გასული.
-დიახ.
-ქვევით ორი ბიჭია ერთი თქვენ გკითხულობთ,მეორემ თქვენი შეყვარებული იკითხა. რა ვქნათ?
-შეგიძლიათ აღმიწეროთ?
-ერთი მაღალია,გამხდარი და ოდნავ გრძელი შავი თმით.მეორეც მსგავსად ოღონდ შედარებით ღია თმააქვს და პირველზე ცოტა მაღალია.
-კარგი ახლავე ჩამოვალ.
ნომერში შევბრუნდი,ხალათი გავიხადე,ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვევით ჩავედი,ხელში მაისურაძე და მეტრეველი შემრჩნენ.გახარებული ჯერ ერთს გადავეხვიე მერე მეორეს.
-რამ მოგიყვანათ აქ?
-ტელეფონებუ სად ჯანდაბაში გაქვთ?
-წარმოდგენაც არ მაქვს,სადღაც ჩავტენეთ.
-ორივე ერთმანეთზე არანორმალურები ხართ.თქვენ რო წამოხვედით და დაგვტოვეთ იმ გიჟებში არ უნდა გეთქვათ?
-მარტო გვინდოდა.თან არ ვიცი ვერ გამოვუშვი ის ვირი მარტო.
-რატო?
-შაბათს ხო მაგასთან დავრჩი ხო და მთლად ნორმალური რამეები არ მომხდარა.კაკი იყო ჩემამდწ მისული და სახლში რომ ავედი ყველაფერი არეული დამხვდა ეს ამხელა მუტრუკი კიდევ იჯდა და ტიროდა.
-მოვკლავ ერთხელაც შენს შეყვარებულს.
დათომ კბილებში გამოსცრა..გოგონა რომელმაც მე დამიძახა აშკარა ინტერესით გვაკვირდებოდა.
-აქ აპირებთ დარჩენას?
-შეიძლება.ან არც.
-რატო ჩამოხვედით?
-შენები ჩამოვიდნენ და გადარეულები არიან ტელეფონი გამორთული რომ გაქვს.
-რაო რა თქვს მოვენატრე?
-კი და მგონი რაღაც რაღაცეებს ეჭვიბენ.
-რასთან დაკავშირებით?
-კაკი.ამ ბოლო დროს დიდ დროს რატომ აღარ ატარებენ ერთადო?კიდევ ხოარ დაშორდნენო მოკლედ შეიძლება ფიქრობენ რომ ღალატობ.
-დამერხა.
-თან როგორ.რომ გაიგეს მარტო წამოხვედი და კაკისაც მაშინ დაურეკე როცა უკვე ჩამოსული იყავი გადაირივნენ.თან ლევანისაც დაუსვეს კითხვები.ანი მაინც გაგეფრთხილებინა!დედაშენმა დაურეკა და ლექციები უტარა რომ ამ დროს საქმეზე გაშვება სისუელლე იყო.
-აუ ჩემი .სად წავიდა ის კიდევ ამდენხანს.კაი მოდი ნომერში ავიდეთ.
-სადაა წასული?
-მაღაზიაში სასმელზე და სასუსნავებზე.
ოთახში ავედით თუ არა ბიჭებმა მოსაცმელები მიყარეს და სავარძელზე ჩამოვჯექით.
-ტელეფონი მათხოვე რა.დარლას დავპირდი თბილისში ჩასვლამდე ჩემსას არ ჩავრთავ თქო.
-რად გინდა?
-ანის უნდა დავურეკო.
-კაი დროსია.
-დათო ნუ მაწვალებ.
-აჰა აიღე.
ხელის კანკალით ავკრიფე ანის ნომერი და დავურეკე.
-გისმენთ?
-ანი ნეა ვარ...
-შე არანორმალრო ხმა არ გამცე უბრლაოდ!დედაშენი რეებს მელაპარაკა იცი?მლანძღა ქალმა.შრომითი უფლებების დარღვევაშიც კი დამადანაშაულა.სად ხარ გამაგებინე!
-რაჭაში.დარლასთან ერთად.
მისი სახელის ხსეზნებაზე ერთიანად მოლბა.
-აჰა რომანტიკა და რამე?ეჰ უჩემოდ როგორ წახვედით გველებო.
-მარტო გვინოდა და მერე დათომ და გოგამ მოგვაკითხეს დღეს.
-აუ მეც მინდა მარა ხვალ მირიანთან ერთად მივფრინავ.
-თქვე გაფუჭებულებო,მიდი მიდი გაერთე და ბოდიში მომხდარისთვის.
-არაუშავს.ბიჭი არ გამიბრაზო ოღონდ.
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
მართალია დარლას სულაც არ უნდოდა დამატებითი ხალხი იმ დარჩენილი სამი დღის მანძილზე,მაგრამ იძულებულნი ვიყავით შემოტენილი ორი ძმაკაცი აგვეტანა.
დათო და გოგამ ცარიელი ნომერი ვერ ნახეს ამიტომაც ჩვენ შემოგვეკედლნენ და დივანზე გავამწესეთ.მთელი დღე გაღიზიანებული და კოპებშეკრული დარლას დაცინვაში გავატარეთ.ყველაზე უცბაური ხალხის მზერა იყო,უცნობების რომელთაც არასოდეს ვენახეთ.ჩვენ ის ხალხი ვიყავით გველაფერს ტელევიზიების და გაზეთების გარეშე რომ ვაღწევდით.ეს ყველაფერი კი სწორედ იმის ბრალი იყო რომ მე ახალგაზრდა დაუოჯახებელი ქალი ჯერ შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობდი ოთახში,მერე კი სამ ბიჭთან ერთად.ესეც რომ არა დათო და გოგა ერთმანეთის ხვევნა-კოცნას არ ერიდებოდნენ.
- თბილისში თუ არა აქ მაინც გცემრნ თქვენ ორს.
სიცილით ვთქვი და საწოლზე , დარლას გვერდით მოწყვეტით გადავვარდი.დარლამ ხელები შემომხვია და ჩამეხუტა.
-მართალს ამბობს ჩემი გოგო.
-შენი როდის მერე გახდა ერთი?
-ააა დაინტერესდი ძმქკაცო?
-დიახ.
თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა დათომ.გოგაც ინტერესით წამოჯდა დივანზე.
-მას მერე რაც ვიჩხუბეთ და შევრიგდით.ის ჩემუა და არ ვაპირებ გამუდმებით კაკის ვუყოფდე მის თავს.
-ისე მეც აქ ვარ რომ იცოდეთ.
-რაღაც წრიპინის ხმა მესმის შენ დარლა?
გოგამაც კი მიღალატა.
-უხ მე თქვენი...
-ენა გოგო...
-ვაიმე დარლა მაგ სიტყვებს გაჭმევ იცოდე.
გაბრაზებულმა იდაყვი გვერდში ჩავარტყი.
-აააა მეტკინა.როგორი უხეში ხარ,ნუუუ სხვა დროს....
-დარლა!
-კაი კაი ხო.
-ჩემი ბარტყები ნახე დაიზარდნენ დათო.
-შენც კარგად გიქრის.
-ვიზე რას ამბობთ ბატონო დავით?
გაბრაზებულმა შეხედა და უნებურად გაეცინა.
იმ დღეს ადგილობრივი პატარა საყავრელი ბავშვის რჩევით შოვში ავედით.ნამდვილად აკრგი ადგილი იყო.თოვლის უზარმაზატი მასები და მისით დამძიმებული ფიჭვნარი.უბრალოდ ვერ აღვწერ თუ როგორ მიხაროდა იქ ყოფნა,დარლასთვის ჩაკიდბეული ხელი და მეგობრების წყვილის საოცრად მხიარული და სულელური ქცევები.მახსოვს გოგამ დათო აუღო და პირდაპირ თოვლში მოისროლა.რაზე გაბრაზებულმა მეტრეველმაც იგივე გაუკეთა.დარლას ზურგზე შევახტი და ძლიერად მოვეხვიე.
-რატო ხარ ასეთი გიჟი?
-ერთ-ერთმა საყვარელმა გამაგიჟა.
-ძაან საყვარელი ხარ ხოლმე.
ჩურჩულით თქვა ისე რომ მეც კი ძლივს გავიგე.
-მომწონხარ.
ყურთან ძალიან ჩყმად ვუჩურჩულე.
-ვიცი,მომწონხარ.ზღვაზე ტყუილი არ მითქვამს ,ჩემი შეყვარებული ხარ.ორი გყავს მაგრამ მაინც ჩემი უფრო ხარ ვიდრე კაკისი.
-ხომ გახსოვს მე არავისი ვარ მაგრამ ყველა ჩემია...
-რადგან შენ ზღვა ხარ?
-ზუსტად
ახსოვდა,ჩემი ყველა სიტყვა ახსოვდა და ეს გულს საოცრად მითბობდა.ნუთუ შეიძლებოდა ყველაფერი ასე სუსლურად დაგვეწყო და მაინც ასე კარგად გაგვეგრძელებინა.მესმოდა და ახლაც მესმის რომ არცერთი ჩემი ქმედება არ იყო ლამაზი და მისაღები...არ უნდა ვყოფილიყავი ერთი ძმის შეყავრებული და მეორესთან არ უნდა მეფლირტავა,მაგრამ ეს ჩემ და უნებურად მოხდა.კაკი? კაკი აღარ მომწონდა და მიზეზს ვეძებდი დასაშორებლად.არც ის მინდოდა მისთვის გული მეტკინა მაგრამ თან რაღაც ძალა დარლასკენ მექაჩებოდა.მისკენ მივყავდი ყველა ჩემი სიტყვით და ქმედებით.როგორც ამბობდა მე მუდამ მის მკლავებში დავასრულებდი.ყველაფერი ჩემი და მისი ქმედებების გამო ხდებოდა.თავს ვაიძულებ შემძულებოდა მაგრამ ყვეალფერი პირიქით მოხდა. მიყვარდა თყ არა? ეს მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი.ახლა ყველაფერი უფრო ნათელია.იმ დღეების შემდეგ თითქმის მთელი წელი გავიდა.მალე ახლაი წელი იქნება და მე ისევ იმ დღეებს ვყვები.
-მადლობა.
-რისთვის.
-ყველა ჩემი სიტყვა გახსოვს.
ზურგიდან ჩამომიგდო ,მერე შემობრუნდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ნუ სულელობ.მადლობა იმისთვის არ უნდა დახარჯო რომ ვიღაცას შენზე რაღაც ახსოვს.
საოცრად ლამაზი იყო და მომაჯადოვებლად ცდებოდა.მახეში მიტყუებდა,პატარა მდინარის თევზივით მაბამდა მის მიერ დაგებულ ბადეში.
-სჭორდება.ყველას არ ახსოვს. შენზე ფაქტებს ისინ არ იმახსოვრებენ ვისთვისაც სულ ერთი ხარ.
-ანუ გგონია რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ?
შემრცხვა.იქნებ არასწორად გავიგე ყველაფერი.მისი აივნიდან კარლსონივით თუ პიტერპენივით შემოპარვები.წასვლისას შუბლზე მოწყვეტით კოცნები და ის ფაქტი რომ ყველა სულიერზე ეჭვიანობდა.
-მართალი ხარ.სულერთი არ ხარ.ასე რომ იყოს ახლა შენ არ იქნებოდი ჩემს გვერდით.
მის დიდ მკლავებში მომიქცია და ასე სიცივეში გაყინულები დიდხანს ვუყოფდით ერთმანეთს იმ სითბოს რომელიც არცერთს არ გვქონდა.არ გვქონდა ,მაგრამ ჯიუტად ვუნაწილებდით.
გოგა თავზე წამოგვადგა და დიდი გუნდა ზემოდან დაგვაგდო.გაყინულებმა შევუბღვირეთ და ისიც საკუთარ სატრფოსთან დასამალად გაიქცა.სასაცილო იყო როცა ხელი ჩაკიდა და დათო მასთან ერთად გაიქცა ტრასაზე,რომელზეც თოვლი ალაგ ალაგ მანქანების საბურავების გამო გამდნარიყო.ისვე დარლას მივეხუტე.
-მიყვარს ამათი ურთიერთობა.
-მე კიდევ ჩვენი.
დაიხარა და შუბლზე მაკოცა.მიყვარდა როცა ტუჩების ნაცვლად შუბლზე მკოცნიდა,ასე თავს ყველაზე კარგ არსებად მაგრძნობინებდა.ისეთად ზედმეტად რომ არ უნდა შეეხო.
-ხვალ უკვე უკან ვბრუნდებით არა?
-კი და თან უამრავი მოგონებაც მიგვაქვს.
-გადაუღე იმ ორს რა.
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
-სად დაადე თავი და წახვედი.ახალი წელი მოდის დე და თან შეყვარებული გყავს,რას ნიშნავს ეს ბოლო წამს დარეკვა?!
-ვაიმე მერამდენედ აგიხსნათ რომ მეჩქარებოდა! და სხვათაშორის ისევ 3 წლის ბავშვი არ ვარ ვინც მშობლისგან ან და მითუმეტეს შეყავრებულისგან უნდა იღებდეს სადმე წასასცლელად ნებართვას.
-ნებართვის აღება და გაფრთხილება სხვაარის.
-მამა უთხარი რა რამე 27 წლის ვარ უკვე და არ შემიძლია ჩემით გადავწყვიტო ვის რას როდის ვეტყვი? დედა ადვოკატი მაინც არ იყო.
-ოირველ რიგში დედაშენი ვარ მერე ყველა დანარჩენი.
-ვაიმეე არ მინდა შენთან ჩხუბი.
საწყლად ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი.მართლა არ მინდოდა, ისედაც იშვიათად ვხედავდი მათ.საკუთარ დედასაც კი არ ვიცნობდი ისე როგორც საჭირო იყო.ოთახში შესულმა კარი ფრთხილად მივკეტე და საწოლზე სახით დავეცი.
-საზიზღარი....საზიზღარი ,ამაზრზენი ადამიანი ხარ ნეა დანელია!იმაზე საშინელი ვიდრე კაენი რომელმაც თავის ძმა მოკლა.
საკუთარ თავს ვეჩურჩულებოდი.მერე ავდექი.ტანსაცმელი გზა და გზა გავიხადე და დავტოვე.აბაზანა წყლით ავავსე და შიგნით ჩავწექი
არაფერი მამშვიდებდა ამაზე მეტად და ეს იცით!იცით როგორ მჯეროდა რომ წყლის წვეთად გადავიქცეოდი.ალბათ ვერასოდეს შევძლებდი ამ მთუთქავი წყლიდნა ამოვსულიყავი რომ არა აივნის კარზე კაკუნის ხმა.თვალები წამში გავახილე და დაფეთებული წყლიდან ამოვხტი.აბაზანის ხალათი როგორც შემეძლო სწრაფად მოვძებნე და შემოვიხვიე.
კართან რომ მივედი და ფარდა გავწიე დარლას გაღიმებულ სახეს წავაწყდი.ის ღამე გამახსენდა ოთახში კაკი რომ მყავდა .სწორედ იმ დღესავით სწრაფად შევათრიე ოთახში,ოღონდ იმ განსხვავებით რომ ეს ჩემი ოთახი იყო.
კარი მივხურე თუ არა მაშინვე ჩუმად დავუცაცხანე.
-უკანასკნელად გაფრთხილებ დარლა ჯიშკარიანო,მოეშვი ჩემი აივნიდნა ოთახში წოწიალს.ერთხელაც იქნება ვინმე დაგინახავს და შარი მერე ნახე ორივესთვის.
კედელს მიყრდნობილი მიყურებდა და ეცინებოდა.
-რა გაცინებს?
ხელი ჩემსკენ გამოსწია და მისგან არც თუ ისე შორს მდგონი თავისკენ მიმაჩოჩა.სველი,სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან ფრთხილად გადამიწია.
-უბრალოდ სახალისოა როცა თინეიჯერი,შეყვარებული ბიჭივით შენს ოთახში ვიპარები და შემიძლია გათენებამდე აქ დავრჩე ხოლმე.
-რა არის მაგაში სახალისო.
-თინეიჯერობისას ძალიან საყავრელი ბიჭი ვიყვი,რომელიც ახლა მენატრება ხოლმე.მაშინ რომ გაგეცანი ჩემზე გაგიჟდებოდი.
-ახლაც ვგიჟდები.
-იმ დროს უფრო მეტად გაგიჟდებოდი.სექსუალური ხო ვიყავი და ვიყავი და იცი რა თბილი ვიყავი?!
-ახლა არ ხარ? რაღაც ვეღარ ვგრძნობ რომ ის გულქვა დემონი ხარ აპრილში რომ გავიცანი.
-თავიდანვე გულქვაც არ გეგონე ხო?
-არა თავიდნა შენმა ბნელმა აურამ მომხიბლა.
ხელი სახეზე შევუცურე და ცერი ტუჩებზე გადავატარე.თავლები მიელულა.უცბადკარზე კაკუნის ხმა გავიგეთ და ისტერიულად მოვშორდით ერთამნეთს.
-ნეა გძინავს?
-არა დედა ,ორი წუთი და გაგიღებ კარს.დამელოდე.-დარლას მივუბრუნდი რომელიც კარგს მისშტერებოდა.-კაი ძან დრამად ჟღერს მაგრამ აბაზანაში სასწრაფოდ.
-კაი ,მალე გაუშვი რა.
-არც მე მსიამოვნებს.
ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა და სააბაზანოში შევიდა.
-მოდი დე.
-იბანავე?
-ხო აბაზანაში ვიწექი.
თიკამ გამიღიმა და საწოლზე ჩამოჯდა.
-მართლა არ მიგულისხმია ის რომ ნებართვა გჭირდება,უბრლაოდ არ არის ლამაზი როცა შეყავრებულს უკვე გაკეთებული საქმის დროს აგებინებ.ისე ჩანს თითქოს არ გადარდებს.
-ჩათვალე სამაგიერო იყო საფრანგეთში წასვლისა და ჩემი დაბადების დღის ორი კვირის მერე მოლოცვისთვის.
მხრები ავიჩეჩე და გვერდზე მივუჯექი.ასე არ იყო!მე სამაგიეროს არავის ვუხდიდი ,მითუმეტეს კაკის რომელიც ჯერ ისევ მაერთებდა და რომლის მიმართაც დანაშაულის გრძნობა მქონდა.დარლას შეყავრება და ეს ყველაფერი ჩემს გეგმებში საერთოდ არ ყოფილა.მომწონდა ხოლმე იმის გახსენება ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში როგორი რომანტიკულები და კარგები ვიყავით.როგორ არ მაკლებდ აყურადღებას და ჯერ ისვე ის ბიჭი იყო ლევანის დაბადებისდღეზე რომ შემომიძვრა პატარა უწყიანრი ჭიასავით გონებაში.
-როდინდელს იხსენებ.ნეა,ისეთს ნურაფერს გააკეთებ ,რაც მერე გულს გატკენს.
-დედა,თუ კაკაი აღარ მეყვარება უბრლაოდ ავდგები და დავშორდები,რამე მიზეზს ვიპოვი და მასთან აღარ ვიქნები.
-ნუ იძახი სისულელეებს როგორ არ უნდა გიყვარდეს! ის და შენ უბრალოდ იდეალური წყვილი ხართ.ზოგჯერ არის ხოლმე პატარა პრობლემები ურთიერთობებში,მაგრამ ჯობს ადგეთ და დაილააპრაკოთ ვიდრე ერთმანეთს გული ატკინოთ.წელიწადზე მეტია არა ერთად ხართ?
-ხო.-"იდეალური არასდროს ვყოფილვარ არც კაკია იდეალური,ასე ჩანს მაგრმა არ არის,რაც დრო გადის მისი იდეალი უფრო იბზარება,მეტი ნატეხი სცვივა და უფრო და უფრო მიმტკიცებს რომ მასში შევცდი.რაც არ უნდა მოხდეს მაქსიმუმ შემდეგი წლის ამ დროს უკვე აღარ ვიქნები კაკის შეყვარებული."-მაგრმა არ ვიცით რა იქნება 1 ან 2 წლის შემდეგ.
-უბრალოდ მინდა რომ არანაირი სისულელე არ გააკეთო.შენ როგორც არ უნდა გმალავდეთ მაინც ჩემი შვილი ხარ.
-დამალვა თავად მოვითხოვე.
-ჩემი პატარა,როგორ უცბად გაიზარდე დე.
მის ამ სიტყვებში მთელი იმ წლების სითბო ვიგრძენი რაც უმისოდ გავატარე.ყველა დღე ერთი წინადადებით და ერთი კოცნით ამინაზღაურა.თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა,ქარიშხალი ნელ-ნელა დგებოდა და ზღვა,რომელიც თავად ვიყავი, მშვიდდებოდა.ბოლომდე არაფერი მისულა ,მაგრმა უკვე ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან,როცა ეს ყველაფერი გაივლიდა მე ყველაზე ბედნიერი წვეთი ვიქნებოდი წყლით სავსე ოკეანეში.
-მომენატრეთ.
-ჩვენც საყვარელო.-მომეხვია და თავზე მაკოცა.იქ სადაც დარლამ იცოდა ხოლმე.მერე გაეცინა.-არა და მამაშენი იძახდა მე დამემსგავსებაო,ჩემი ასლი ხარ,ისეთი როგორიც შენს ასაკში მე ვიყავი.
-რატო მამასაც ხო ვგავარ არა რაღაცით?
-კი სიჯიუტით და თავქარიანობით.
გაიცინა .მერე კიდევ ერთხელ მაკოცა და ადგა.
-წავალ დავიძინებ.შენ იძინებ?
-არა აბაზანიდნა ამომათრიე ამიტოომ წავალ სიევ ჩავწვები.
სააბაზანოსკენ წაბედი და სახელური ჩამოვწიე დედაც გავიდა ოთახიდან.კარი მივხურე თუ არა დარლა,რომელიც სანახევროდ იჯდა აბაზანაზე,წამოდგა და ჩემკენ დრამატულად წამოვიდა.
-რა სიყვარულობანა გამიმართეთ.
-არ ვიცი.
-აჰა ანუ ასე ხო?ვეჭვიანობ იცი?
-დედაჩემზე?
გაოცებულმა ვიკითხე.
-ხო დედაშენზე.
ჩემთან ზალაინ ახლოს მოვიდა და ხალათის ქამარს ხელი წაავლო.ნელ-ნელა ათამაძებდა ხელში,თითებს შორის დაასრიალებდა და თან თვალებს ჩემს ტანზე დააცეცებდა.მუცელში პეპლები არცერთს არასოდეს არ გვიგრძვნია,მაგრამ ერთად ყოფნისას რაღაც სულიერი სიმშვიდის მსგავსი მუხტი მიმოდიოდა ჩვენს სხეულებში.
-ანუ ....ესეიგი,აბაზანაში იწექი.
-აჰამ.
ხელი წელზე ამისრიალა და მასთან ერთად ცივი ტუჩები კისერზე მომაკრო.თან ბოხი,ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვებით მესაუბრებოდა.
-აარფერი გაცვია..
არ უკითხავს,უკვე იცოდა.
-აბაზანის მიღება მინდა...
გავიბრძლოე რომ მისგან როგორმე თავი დამეღწია,მეორე დღეს უკვე ახალიწელი შემოდდიოდა და დარლასა და კაკის მშობლებთან ერთად უნდა მევახშვედროდი.
-შემოგიერთდები.
ყურში ჩამჩურჩულა ,თითქოს სურვილის ხმაამაღლა თქმას ერიდებოდა.იმ წამს არ ვიცოდი რატომ ,მაგრამ ნება მივეცი ჩემთან ერთად ყოფილიყო.
არასდროს არაფერი არ მიმაჩნდა იმაზე ინტიმურად ვიდრე აბაზანა ,რომელსაც ვინმესთან ერთად მიიღებდი ,თუმცა ეს არასოდეს გამიკეთებია.ალბათ იმიტომ რომ ასე ახლოს ყოფნა არავისთან მდომებია აბაზანა და შხაპი ჩემი პირადი სივრცის ის ზონა იყო რომლის დარღვევასაც არ დავუშვებდი. წყვილები მუდმივად განსხვავებული ტემპერატურით ბანაობდნენ,მე კი არ მომწონდა როცა წყლის სითბო 42 გრადუსს სცილდებიდა და ცივდებოდა.არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს.ზაგხულში და ბასეინზე ,ცივ წყალზე პრობლემა არ მქონდა,მაგრამ აბაზანაში და თან ზამთარში ჰაერივით მჭირდებოდა ცხელზე ცხელი წყალი.
-ძალაინ ცხელი იქნება.
-მითუკეთესი.
გაიღიმა,მაისურის ბოლოებს ხელი დაავლო და წამში გაიხადა.მერე შარვალი და ტრუსიც მიაყოლა.აბაზანაში ჩაწვა თუ არა მე ამომხედა.თავი გადავაქნიე და ხალათი გავიხსენი.ღია იისფერი ნაჭერი ძირს დაეცა,მე კი მის წინ ,ცხელ წყალში,მის ფეხებსშორის მოვკალაღდი და ერთიანად მოვდუნდი წყლისა და დარლას შეხებით გამოწვეული სიამოვნებისგან.თავი დარლას მკერდზე მედო,მას კი ხეელბი ჩემზ მკერდთან ჰქონდა შემოხვეული.
-არ იდარდო,არაფერს გავაკეთებ,უბრალოდ აქ ყოფნა მინდა.შენთან.სანამ შიშვი ხარ და მე მეხუტები,ყოველგვარი ვნების გარეშე.მერე სნამა გეძინება და დილას ისე მალე წავალ შენც ვერ გაიგებ.
-ეგრე არ მაწყობს,მომწონს წასვლისას შუბლზე რომ მკოცნი.
თავი უკან გადავაგდე და ქვემოდან ავხედე.ხელი მის ხელზე ავასრიალე დ აუფრო მეტად მოვდუნდი მის მკლავებში.
-კარგი გაკოცებ.მააგზე არ იდარდო.
-იცი? ყოველთვის მგონია რომ ბედნიერი არასოდეს ვარ მაგრამ...ჩემი ბედნუერება ჩემი მეგობრები და ის დროა მათთან რომ ვატარებ.მათ უეცრად წამოროშილ სისულელეებზე რომ ვიცინი..კიდევ კარლსონი რომლებიც მურაბების ნაცვლად ღამღამობით ჩემს გულს იპარავს.ახლა ეს წამიც თავს საოცრად კარგად მაგრძნობინებს.და შენ?შენ რას გრძნობ დარლა?!
უფრო ქვემოთ ჩამოცოცდა და როგორც შეეძლო ისე ჩამიკრა გულში.თოთქოს უნდოდა ჩემი სხეული მისსაში მოექცია.
-მინდა რომ არასდროს მოგშორდე. სიამრთლე გითხრა ჩემი გრძნობები ზსუტად არ ვიცი,მაგრამ ვიცი რომ ასეთი რამ სესილის შემდეგ არავისთან მიგრძვნია. ამ 5 თუ 6 წლის მანძილზე პირველიხ არ და ვგონებ ბოლოც.
მისმა სიტყვებამ მთელს სხეულში გაიარეს .ყველა უჯრედით მისი ვიყავი.ის კი ჩემი,რაღაც დროით მაინც გაგრძელდა ეს ყვეალფერი.ის იწვა,სრულიად შიშველი,ჩემს სააბაზანოში იწვა და მე მის სხეულზე აკრული არაფერს ვაკეთებდი იმის გარდა რომ დროს უმიზნოდ ვენდობოდი,ცხოვრებას იმ დინებით მივუყვებოდი როგორც გამუდმებით,მომავალზე არასოდეს ვფიქრობდი რადგან შეიძლებოდა ის არასოდეს მომხდარიყო.მე ვინ ვიყავი განმესაზღვრა 5 და 10 წლის მერე ჩემს ცხოვრებაში რა მოხდებოდა,მაგრამ იმ სიცრუის ფონზე რაც არ ვიცოდი ერთი დიდი ჭეშმარიტებაც გამომსჭვიოდა.იყო რაღაც ნათელი ჩემს ბნელითმოცულ ცხოვრებაში.ამას მოგვიანებით გაგიმხელთ,მანამდე მოდი ისევ დარლას დავუბრუნდეთ,რომელიც მთელს სხეულზ ეშეუმჩნევლად მეფერებოდა.აბაზანაში ქაფი ნელ-ნელა ქრებოდა და მეც თითქმის მიმეძინა,როცა ყურთან მიჩურჩულა.
-ავიდეთ,თორემ დაგეძინება.
-დარჩები დილამდე?
-დავრჩები.ახალწელსაც შენთან ერთად შევხვდები,კი მინდა რომ პირველი კოცნა ჩემი იყოს,მაგრამ კაკი წამართმევს არა?
-არა!კეთილი ინებე და თუ ვინმესთან შეჯიბრება გინდა კარგი მეთოდი მოიფიქრე.ისეთი რომ აჯობო.
აბაზანიდან ამოვედი და ძირს დაგდებული ხალათი მოვიხვიე.წყლის წვეთები ხალათს შეეხო თუ არა მაშინვე დაასველა.თხელი ნაჭერი თითქმის კანზე მეკვროდა.ფეხისთრევით გავედი საძინებელში და კარადიდან საღამურები გამოვიღე.
დარლა სწორედ იმ დროს შემოვიდა უკვე რომ ვასრულებდი.
-ნუთუ გეგონა რომ მაგის ჩაცმას აზრი ჰქონდა?
მისი ხმა იმდენად მოულოდნელი იყო რომ შევხტი.დიახ წუთების წინ ჩემ სააბაზანოში ერთად ვიყავით,მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო უკნიდან მოპარული ჯიშკარიანის ბოხი ხმა.ბოლო დროს იმდენად დაუბოხდა რომ მეგონა ზღვის ტალღები ერთიანად მიდი-მოდიოდნენ ჩემს სხეულზე.მისკენ მთელი ტანით შევტრიალდი.გამომწვევად მიღიმოდა.
-რას მიპირებ?
-მე?მე არაფერს..-შეიცხადა და გულზე ხელი დრამატულად მიიდო.-ეს შენ უნდა დამიპირო რამე,აქ მოძალადე მხოლოდ შენ ხარ.
მის სულელურ ხუმრობაზე გამეცინა და ყურადღება არ მიმიქცევია ისე შევწექი ჩემს თბილ და რბილ საწოლში.ისიც მალევე თავისქნევით მობოდიალდა და გვერდზე დამიწვა,ასეთი მომენტები მართლა მიყვარდა.მომენტები რომლებსაც უბრლაოდ ერთად ვატარებდით,ყოველგვარი ზედმეტი სიტყვებისა და შეხებების გარეშე,რადგან ის კაცი მე რომ ასე ძალიან და თან ასე უეცრად ,აბსურდულ სიტუაციაში ,მომეწონა კაკი კი არა დარლა იყო. ყველაზე მეტად მის გვერდით ყოფნაში ის მომწონდა რომ მომავალი ზუსტად ვიცოდი,ვიცოდი რა მინდოდა და ჩემს გრძნობებშიც ასე თუ ისე ვერკვეოდი. დარლა იმ ღამესაც მაჩვენებდა როგორი არაიდეალური წყვილი ვიყავით და მაინც როგორი ბედნიერი ვიყავი ამდენი ნაკლით სავსე ადამიანის გვერდით.ვერ გეტყვით მის უარყოფითს ვერ ვხედავდი თქო,დიახაც ვხედავდი,მაგრმა ჩემიც ვიდოდი და ისიც ,რომ მისგან დიდად არ განვსხვავდებოდი.არ ვიცი კაკისთან ურთიერთობა იმიტომ ამერია რომ ჩვენს ცხოვრებაში მესამე პირი შემოვუშვი,თუ იმიტომ რომ მასზე იმაზე მეტ იმედს ვამყარებდი ურთიერთობის დასაწყისში ვიდრე მას შეეძლო რომ გაემართლებინა. იმის თქმა არ შემიძლია რომ ამ „დიდი სიყვარულის“ დასასრული მხოლოდ კაკის ბრალი იყო ,მაგრამ რაღაც დოზით და ვგონებ ჩემზე მეტით სწორედ მისმა საქციელმა განსაზღვრა ყოველივე რაც ამ 1 წლის მანძილზე მოხდა.
2018 წლის იმ უკანასკნელ დღეს დილიდან ცუდ ხასიათზე გავიღვიძე.დარლა უკვე წასული დამხვდა,როგორც დამპირდა,მანამ წავიდა სანამ ვინმეს მისი დანახვა შეეძლებოდა. მოკლედ,იმას ვამბობდი,რომ დილიდანვე ცუდ ხასიათზე ვიყავი.განწყობა ალბათ სიზმარმა წამიხდინა,ახლა ვერაფრით ვიხსენებ ასეთი ცუდი რა შეიძლება სიზმრად მენახა,არა და სიზმრები დიდიხნით მახსოვს.პირველივე ტანისსამოსი ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა და ცხოვრებაში პირვლად თმის საღებავის საყიდლად აფთიაქში ჩავედი. არ ვიცი რატომ მომინდა რომ ჩემი ყავისფერი თმისთის თეთრის დამატება მაგრმა ფაქტია საათნახევრის შემდეგ სარკესთან ვიდექი და ჩემს აშკარად შეცვლილ თავს ვუყურებდი. თითქმის მთელი შიდამხარე შევიღებე და კიდევ წინამოები. ლანა დიდხანს მეწუწუნებოდა ნუ იზავთო,მაგრამ მაინც ვქენი.მეც მინდოდა რაღაც საკუთარი გადაწყვეტილებით გამეკეთებინა,კარგი კი ბევრ რამეს ვაკეთებდი ,მაგრამ არც ჩემი საქციელები იყო შეუზღუდავი.მე ოჯახი მყავდა დედა მამა და კიდევ ბიძის ოჯახი,რომელთაც არც თუ ისე კარგი სახელი შერჩებოდათ თუ ჩემი დაუფიქრებლობით და არასწორად გათვლილი ქცევებით ვინმე გაიგებდა ვისი ქალიშვილი ვიყავი.
მთელი დღე ჩემი და კაკის ურთიერთობაზე მეფიქრებოდა.მახსენდბეოდა როგორი თბილი იყო ურთიერთობის დასაწყისში,როგორ მაკითხავდა ხან სახლში და ნახაც სამსახურში. მიყვარდა ხოლმე მისი უეცარი გამოჩენები,და ყველაზე მკაფიოთა და ყველაზე მტკივნეულად ზაფხულის ის საღამო მახსენდებოდა ანანოსთან ლევანი რომ ჩავუშვი.დიახ დაიხ ჩვენი პირველი შეხვედრა.ის მოკელ დიალოგი და კიდევ აივანზე გასულს როგორ მომაცვა თავის მოსაცმელი.მაშინ ზღვის ყველა წვეთი დამშვიდებული ელოდა როდის შეიყვარება კაკი მათ.მენატრებდოა ის დრო როცა ჩვენ ორი უბრალოდ ვსეირნობდით,ყვეაფერი რაც გაცნობიდან სადღაც 5 თვის მანძილზე გვქონდა.ის დღეც კი მენატრებოდა ტელეფონი სამსახურში რომ დამრჩა და თავად ჩემს ჯგუფელთან ვიყავი,მახსოვს მაშინ მართლა ბევრი ინერვიულა.დიდხანს მეძებდა და ბოლოს ჩემს სახლთან მანქანაზე მიყრდნობილი დამხვდა.ახლა რომ ვფიქრობ შეიძლება ყველაფერი მარტის იმ საღამოს აირია და არა მაშინ როცა რეალურად ვუღალატე.
2018 მარტი
სახლთან რომ მივედი ის თავის მანქანას ეყრდნობოდა და სიგარეტს ნერვულად აბოლებდა.რომ შემამჩნია ღერი მოისროლა და ჩემკენ წამოვიდა.ერთხანს გულში მიკრავდა,თითქოს წინა დღეს კი არა უკვე საუკუნე გასულიო რაც არ ვენახე.მერე ერთიანად მომიცილა და ყვირილით მითხრა.
-შენ ნორმალური ხარ?სად ხარ მთელი დღე,ან ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ,თნ ზარების იგნორი რომ მოგწყინდა გამორთე კიდეც არა?!
უშედეგოდ ვცდილობდი მის დაწყანარებას და ყველაზე მტკივნეული,რაც კი რამ შეიძლებოდა ჩემთვის მას ეთქვა ეს ღალატში დადანაშაუბელა იყო,ყოველშემთხვევაში მაშინ ამაზე არც კი ვფიქრობდი სიმართლე რომ ვთქვათ კაკის მხოლოდ 2 ადამიანთან ვუღალატე,ერთთან იმ ღამესვე დასრულდა,მეორე კი თქვენც კარგად იცით.საშინლად ვიჩხუბეთ და ბოლოს გაბრაზებულზე ვუთხარი.
-თუ ღალატს დავაპირებ, ჩათვალე რომ ისეთთან გიღალატებ გული რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად დაგწყდება.ისეთთან ვის გევრდით უბრალოდ ჩემს წარმოდგენაზეც კი შენი გული ტკივილისგან არნახულად შეიკუმშება.ამას ვერ დამაბრალებ,არ შეგიძლია მაგრამ თუ ვიზავ ჩათვალე რომ მე წაგებული არ დავრჩები.
2018 წლის ბოლო.
მოკლედ რომ გითხრათ ის კაკი რომლითაც მოვიხიბლე და ის რადაც იქცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ და მაინც მთელს სამყაროში არავინ იყო სამად სამი ადამიანის გარდა ვინც ჩვენს წყვილში 1 ნაკლს მაინც ხედავდა. განა რა განსაკუთრებული მიზეზი უნდოდა ხალს ლამაზი მდიდარი გოგოსა და მასზე შეყვარებული სიმპატიური ასევე მდიდარი ბიჭისთვის იდეალური წყვილი რომ ეწოდებინა.მართლა ეგონათ ხოლმე რომ ფული და სილამაზე სიყვარულსა და ყურადღებაზე მეტი იყო და ალბათ იმიტომ რომ ამ ხალხს სიყვარული და ყურადღება მეტი ჰქონდათ ვიდრე ფული და სილამაზე,ჩვენ კი ადამიანებს ყოველთვის ის გვხიბლავს რაც არ გვაქვს და შესაძლოა არც არასოდეს მოგვეცეს.ამიტომ ვარქმევთ რაღაცეებს იდეალურებს,ისეთს როგორებიც არასოდეს გვექნება და ,რომლებიც მხოლოდ იდეებად დაილექებიან ჩვენს ჭუჭყით ნაშენებ გონებაში ,სადაც ოცნებებთან ერთად რელობა ვერასოდეს ცხოვრობს ჰარმონიულად.
საღამოხანი იყო კაკიმ რომ გამომიარა.მაშინვე გავედი,რადგან როგორც ადრე ვახსენე დაგვიანება არ მიყვარს.ცოტახნით კაკი გაშტერებული მიყურებდა,რაც ჩემი თმის დამსახურება იყო.
-თმას რა უქენი?
გაოცებულმა მკითხა და მომიახლოვდა.
-შევიღებე,არ მიხდება?
-ძალიან,მაგრამ რამ წამოგიარა?
-ახალი წელი მოდის.ვიფიქრე ახალი გარეგნობა არ მაწყენს თქო.
მხრები ავიჩეჩე და მასთან ერთად მანქანისკენ წავედი.არ იმჩნევდა,მაგრამ ჩემი ახალი სტილი ძალიან მოსწონდა. ზოგადად კაკი ის კაცი იყო ვინც ცვლილებებს მხარს უჭერდა,ის ვინც თვლიდა რომ ყოველჯერზე როცა მოგინდებოდა უნდა შეცვლილიყავი თუმდაც მხოლოდ გარეგნულად.თუნდაც მხოლოდ სხვების თვალისასახვევად.მთელი გზა მზერა ჩემსა და გზას შორის დაურბოდა.გამომხედავდა და არ ვიცი ალბათ უნებლიედ ეღიმებოდა.მერე რაღაც მომენტში სიჩუმეში ორივე დავიკარგეთ და მომეჩვენა რომ ჩვენს შორის მანძილი გაზრდილიყო,მისკენ მთელი ტანით შავბრუნდი და მთელი გზა ვაკვირდებოდი.ნუთუ ისევ ის ბიჭი იყო ვის გამოც უკან არ დავიხიე და ყველას ხმამაღლა დავუყვირე მომწონს თქო.მისგან აღარაფერი შერჩენოდა,საერთოდ არაფერი.
მისი სახლის წინ ვიდექით,თხელი კლასიკური შარვალი და უმკლაო ზედა მეცვა, ზემოდან კი ბადის სტილის , ღია იასამნისფერი ზედა,რომელიც ცალ მხარზე ზომის გამო მივარდებოდა.კარი დედამისმა გაგვიღო.
-ნეა,საყვარელო როგორ ხარ?
ლალის თბილ ხმაზე წამით ვიგრძენი რომ ჩემი ცხოვრება ჩემი არ იყო,რომ სხვის სხეულში გამომწყვდელი ვაკვირდებოდი ამ „სხვის“ ცხოვრებას და საკნად ქცეული სხეული ჩემდა უნებურად თავის ნებით მოძრაობდა.
-კარგად თქვენ როგორ ხართ ლალი?
-მეც კარგად,მოდით ბავშვებო.
სახლში საოცარი სითბო იყო.მე კაკი და მისი მშობლები ბუხართან ვისხედით და ვსაუბრობდით როდესაც მისაღებში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დარლა შემოვიდა.თმის ღერები სახეზე ჩამოყროდა,ოდნავ მოცისფრო,თითქმის თეთრი პერანგი მკერდამდე ჰქონდა გახსნილი და შავი კოსტუმი ეცვა.მისი ღიმილი ირონიული იყო ყველა იქ მყოფთა წინაშე,მაგრამ არა ჩემთვის.რადგან ეს ღიმილი კარგად ვიცოდი,ის იყო მე რომლითაც მიღიმოდა,მაშინაც მე მიღიმოდა და არა საკუთარ ოჯახს,ყოველშემთხვევაში ამაში დარწმუნებული ვიყავი.
-მოხვედი.
-დიახ.
ლალი მისკენ წავიდა და შვილს ჩაეხუტა,დარლამ ცივად დაადო ხელი მხარზე და მალევე მოშორდა.მერე ლალი მე მომიბრუნდა.
-ნეა საყვარელო გაიცანი ჩემი უფროსი ვაჟი დარლა,დარლა ეს ნეაა კაკის შეყვარებული.
-ჩვენ შევხვედრილვართ ერთმანეთს.
დარლამ დედამისს გვერდიდან გახედა და ისე უთხრა.კაკის მშობლები გაკვირვებული გვიყურებდნენ.მერე კაკიმ აუხსნა როგორ გააცნო ჩემი თავი უფროს ძმას რომელიც დასანახად ვერ იტანდა.სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი იმ დღეს კაკის შეხვედრაზე როგორ დასთანხმდა.გგონიათ თავად იცოდა?არა.არც მან იცოდა იმის მიზეზი,თუ რატომ იჯდა ჩვენი მეორე შეხვედრისას ჩემს წინ და მიცნობდა როგორც წინაღამის გოგოს კი არა,არამედ როგორც ძმის შეყავრებულს.სუფრასთან რომ დავსხედით დარლა წინ დამიჯდა.წამიერად მისი ფეხი ჩემსაზე ვიგრძენი და ვიფიქრე უბრალოდ მოუხვდა მეთქი.ნამდვილად არ იქნებოდა ლამაზი ჩვენი ურთიერთობა ასეთ უხერხულ მომენტში რომ გამჟღავნებულიყო.საერთოდაც თავაც „ჩვენ“ არ ვიყავით,ან ვიქნებოდით იმ სუფრასთან მსხდომთათვის ლამაზი და მისაღები.მაგიდასთან მე დარლა,კაკი მათი მშობლები და დეიდა ვისხედით.წარმოდგენა არ მაქვს ეს ქალი გამუდმებით მტრული მზერით რატომ მიყურებდა,მაგრამ ფაქტი იყო დასანახად ვერ მიტანდა.დარლა მზერას არ აშორებდა ჩემს თმას.იმდენხანს უყურა ბოლოს მესიჯიც კი მივიღე.
„ძალიან მომწონს,მაგრამ როგორ გაბედე ჩემამდე კაკის რომ ანახე“
„ნუ ცანცარებ.“
„სერიოზულად ძალიან გიხდება.აი ზუსტად ის ხარ რა ხასიათიც რეალურად გაქ.მაგრამ ვგონებ ზღვისფერი ჯობდა.“
„ზღვისფერი შენი თალებიც მეყოფა ძვირფასო.“
ჩამეღიმა და ქვემოდან ავეხედე.ტელეფონი მაშინვე გადავდე და ცოტახანს,სულ 2 ან 3 წამი მის ცქერას მივახარჯე.მერე კაკის მამას შევხედე ,რომელიც მისი ახალგაზრდობიდან რომელიღაც ისტორიას გვიყვებოდა.
-თქვენკენ როგორ არის საქმე ბავშვებო,რამეს ხომ არ აპირებთ?
ასეთ უხერხულ კითხვებს ვერ ვიტანდი,მაგრამ ლამის სიცილი ამიტყდა როდესაც დარლას სასმელი გადაცდა და ხველება აუტყდა.ყველა მას უყურებდა,ყველა ჩემი ჩათვლით.თუმცა მალევე ისევ მე და კაკის შემოგვხედეს.
-ამ მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ,გაგაებიებთ ქალბატონო ლალი თუ რამე სიახლე გვექნება.
აშკარა იყო კაკის ამაზე საუბარი სურდა. იმაზე მეტს ფიქრობდა ვიდრე მე მეგონა.შემომხედა და სულ დაავიწყდა იქ მყოფები.
-რატო ნუ ვისაუბრებთ?იქნებ დროა უფრო დავასერიოზულოთ ეს ურთიერთობა?
-კაკი არ ღირს...
-რა ჩემთან ყოფნა?
-აქ ამაზე საუაბრი.არც დროა შესაფერისი და არც გარემო.ჯობია ცალკე დავილაპარაკოთ.
-კარგი იყოს ეგრე.-ფეხზე წამოდგა და ისე წავიდა გასასვლელისკენ უკანაც არ მოუხედავს.ერთხელ არ გამოუხედავს,არც დამლოდებია.ბოდიში მოვიხადე და უკან ავეკიდე.
ეს სცენა ზედმეტად სულელური და უაზრო მეჩვენებოდა. კაკი შუაღამისას,ახალი წლის დადგომამდე სადრაც 10 წუთით ადრე ეზოში იდგა, ანთებული სიგარეტი ხელში ეჭირა და უაზროდ ეწეოდა. ბრაზობდა რომ ჩემი სურვილი მისას არ ემთხვეოდა.მოდი გულწრფელები ვიყოთ მე არც დარლასთან მინდოდა ამ ცოლ-ქმრობაზე საუბარი.ამაზე არავისთან საუაბრს არ ვაპირებდი სანამ არ დავრწმუნდებოდი,რომ ჩემი გრძნობები ვიღაც კონკრეტულის მიმართ სამუდამოდ იგივე დარჩებოდა და თუ შეიცვლებოდა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდებოდა და გაიზრდებოდა. კაკი კი ასეთ სიტუაციაში აღარ იყო.არ მდომებია მისთის გულის გატეხვა და მისი ყველა იმედის სადღაც ჯანდაბაში მოსროლა,მაგრამ ეს მიწევდა.იმ ღამეს არაფერი გამიკეთები მასთან დასაშორებლად,მაგრამ მერე ისევ ჩვენ ჩვენ გზას დავუბრუნდებოდით.ისევ მოგვიწევდა საუკეთესო მეგობრებად დარჩენა. ჩვენ ყველაფერი ავურიეთ. გრძნობები რომელიც კაკის მიმართ მქონდა არ იყო ისეთი,როგორიც სიყვარულს სჭირდებოდა,ამიტომ იყო რომ ყოველ ჯერზე როცა მასთან სარეცელს ვიყოფდი დანაშაული შიგნიდან მჭამდა და მოსვენებას მიკარგავდა.ასე ვიქნებოდი გოგასთანაც და ლადოსთანაც. ყველა იმ ადამიანთან რომელიც მხოლოდ მეგობრად იყო ჩემი. კაკის სხვასთან წარმოდგენა იმდენად ვერ მატკენდა გულს რამდენადაც დარლასი. მოკლედ დავუბრუნდეთ იმ ამბავს რომელსც ვყვებოდი. კაკი სიგარეტს ეწეოდა ,უკნიდან მივედი და ისე რომ ჩვენს შორის კიდევ რამდენიმე ნაბიჯის მანძილი დარჩენილიყო შევჩერდი.
-არ მგონია რომ უკვე დროა ქორწინებაზე სალაპარაკოდ.
-რატომ? დრო როდის იქნება მაშინ ნეა?
-არ ვიცი,მაგრამ იმ დროს როდესაც შენ მე ყურადღებას დროგამოშვებით მაქცევ,მაშინ როცა შენ გცალაი.როცა საქმეები არ გაქვს ამის დრო ნამდვილად არ არის. შენ არ ცდილობ დროის გათავისუფლებას,არ ცდილობ მალე მორჩე საქმეებს. აღარაფერი გვაქვს რაც თავიდან გვქონდა ამას იაზრებ არა? ის ქიმიაც აღარ არის რაც დასაწყისში გვქონდა.ის ღამე გახსოვს ,პირველად რომ შევხვდით?მაშინ მართლა მეგონა რომ მთელი ცხოვრების კაცი იყავი.რომ თ არ გაგიცნობდი მოვკვდებოდი.ახლა აღარაფერი გვაქვს. არც ის სიტყვები მაქვს ჩუმად რომ მეჩურჩულებოდი.
-მადანაშაუბელ?შენ გარბიხარ წარამარა სხვადასხვა ადგილზე ჩემთვის უთქმელად. შენ მირეკავ ნეა? სწორი ხარ ურთიერთობა გაგვიცივდა,მაგრამ ისევ ისე მიყვარხარ როგორც პირველდღეს მიყვარდი და შენ.ისევ გინდა ჩემთან ყოფნა? მგონია რომ მას მერე აგვერია ყველაფერი რაც ანანო და ლევანი დაქორწინდნენ.იმ ღამის მერე.
-აღარ მინდა ამდენი სისულელის საუაბრი.არც მოსმენა.
-როდის იქნება დრო რომ ცოლობა გთხოვო და დამთანხმდე?
-მაშინ როცა ძველ კაკის დამიბრუნებ.იმ კაკის ბიძაშვილის დაბადებისდღეზე რომ გავიცანი.იმ კაკის საკუთარი მოსაცმელი რომ შემომახვია და თვალებით მითხრა როგორ მოვწონდი.
ვერც შევამჩნიეთ ისე გადავედით ყვირილზე.გაბრაზებულები ერთმანეთს დაჟინებით ვუყურებდით თვალებში.საპასუხოდ არც მან დამაკლო.
-მაშინ შენც ის ნეა დამიბრუნე პირველი შეხვედრისას რომ ვნახე.აღარ მინდა იმ ნეას ატანა ვიღაც ნაბიჭვრის გამო თავს რომ იდანაშაულებს.აღარ მინდა ის შეყავრებული გამუდმებით დეპრესიაში რომაა და შენც იცი რომ იმ მეტროს შემთხვევამ ჩვენს დაახლოებასთან ერთად შენც შეგცვალა.ის ნეა მიყავრდა და ახლაც მიყვარს მანამდე რომ იყავი..ასეთიც მიყვარხარ ,მაგრამ ის გოგო უმანკო,საყავრელი და მორიდებული რომ ჩანდა უეკთესი იყო,ის ვინც ყველაფერი გაწირა რომ ჩემი შეყავრებული ყოფილიყო.
-გეშლება მეტროს შემთხვევა მაგ გაწირვამდე იყო.
მივაძახე,მაგრმა უკვე წასული იყო. საშინელი გრძნობა დამეუფლა.არცისე სასიამოვნო იყო იმ ამაზრზენი ტიპის გახსენება,მითუმეტეს იცოდა როგორ განვიცადე ეს ყველაფერი. ბოლოს და ბოლოს მის მკლავებში ვტიროდი.მისსაში. იმ წამებში გავაცნობიერე როგორ ვენდობოდი კაკის თავიდან,როგორ მივრბოდი ყოველჯერზე მასთან. მხრებზე რომ კოსტუმი ვიგრძენი გამეღიმა.მართლა მეგონა ყველაფრის გამოსწორებას იწყებდა.
-ვწუხვარ რომ იჩხუბეთ.
დარლას ღიმილნარევი ხმა გაისმა და მისკენ მივბრუნდი.
-არ გეტყობა.
-გაცივდები,უნდა შეხვიდე.ვერ ვიტან მათ,მაგრამ სირცხვილია ხომ იცი არა?
-ვიცი.
ფეიერვერკის ხმა გავიგე და წამში დარლას ტუჩები ჩემსაზე ვიგრძენი.მალევე მომშორდა და სწრაფად მითხრა,.
-ახალწელს გილოცავ.ბინძურად არ მითამაშია,მაგრამ მეტოქეს ვაჯობე. შენი წლის პირველი კოცნა ჩემია,შემდეგ წელსაც ჩემი იქნება და ამ წლის ბოლოსაც.
-გაეთრიე იდიოდო.
სცილით ვკარი ხელი და სახლში შევბრუნდი.სიტუაცია იმაზე მალე და ამრტივად დალაგებულიყო ვიდრე მე მეგონა.ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ და მალევე დავიშალეთ. მე რა თქმა უნდა ჩემს ბიძაშვილსა და მის ცოლს შევუვარდი სახლში. ანანოს ჩემი ნახვა გაუხარდა,ხო იმ ახალიწლისთის მე და ჩემი თმა აქტუალური თემა ვიყავით.
კაკის გადაბმულად რამოდენიმე დღე არ ველაპარაკებოდი,ის როგორც ის არ მეკონტაქტებოდა. მართლა მინდოდა ყველაფერი ძველებურად გაგრძელებულიყო,მაგრამ ადრინდელივით აღარაფერი იყო. საერთოდ არაფერი. მერე გავაცნობიერე რომ წარსულზე ვიციკლებოდი,მისი ხელიდანგაშვება თავად არ მსურდა.ისევ და ისევ მე ვიყავი ის ადამიანი,რომელიც თავს გალიაში იმწყვდევდა და ცდილობდა მარტოობას შეგუებოდა. ჩემ თავს ჩაგრულად თავად ვაქცევდი.
მომდევნო დღეებში დარლა სისტემატიურად რჩებოდა ჩემთან,თითქოს სახლში წასვლა და იმ ცივ კედლებთან შეხვედრა არ სურდა. ჩვენ ორივე მიტოვებული ჩიტებივით ვიყავით,მუდამ სახლს ვეძებდით თანაც თბილსა და ისეთს სადაც სიხარულით მიგვიღებდნენ. ყველაზე მეტად იმ წელს მომხდარი ამბებიდან დათოსა და გოგას სიყვარული მაოცებდა.მათი ერთად ყოფნა თითქოს ბედმა და ღმერთმაც კი დაუშვეს.ახალმა წლებმა ჩაიარა თუ არა გოგას მშობლები ჩამოვიდნენ.სრულიად მოულოდნელად,საოცრად ცუდ დროს და რაც ყველაზე საშინელი იყო საოცრად გაბრაზდნენ სახლში შესულებმა დათოს თავზე წამომდგარი ნახევრადშიშველი შვილი რომ დაინახეს. მაშინვე ყველაფერს მიხვდნენ.უნდა ვაღიაროთ ძნელია ვერ მიხვდე რა ხდება ორ შიშველ მამაკაცს შორის,მაშინაც კი როცა მთელი შენი ცხოვრებაა ორივეს იცნობ,მეტიც ერთი შენი შვილია,მეორე კი მისი საუკეთესო მეგობარი რომელსაც ჯერ ისევ მათი სტუდენტობის დროიდან იცნობ.გოგასთვის ხელი არ დაურტყამთ,მაგრამ უარესი გააკეთეს.დათო გოგას სახლიდან გამოგდებასა და მშობლებთან ურთიერთობის გაწყვეტაში თავს იდანაშაულებდა.მე და დარლა უშედეგოდ ვცდილობდით მისთვის იმის დაჯერებას რომ ეს ყველაფერი ადრე თ გვიან მაინც მოხდებოდა. ვუხსნიდით რომ უფროსებისთის ეს რეაქცია ნორმალურ იყო იმ გარემოებებისდაგამო რომელშიც ისინ აღიზარდნენ.
-ჩვენ არ გვიკვირს ,ან გვიკვირს და არ ვიმჩნევთ. შენც იცი ჩვენტოლ და ჩვენზე ბევრად ახალგაზრდა ხალხსაც არ შეუძლიათ ჰომოსექსუალების მიღება საზოგადოებაში და ამას უფროსებს ვერ მოსთხოვ.ისინი სხვა დროს გაიზარდნენ,სხვა მორალითა და ღირებულებებით. ჩვენ სხვა დროში ვცხოვრობთ და როგორც ვთქვი ჩვენ ტოლებსაც უჭირთ ამის მიღება.დათო არავინ გვიშლის სიყვარულს და ეს უნდა იცოდე,მაგრმა ნურც იმ ხალხზე ავარდები და გაიგიჟებ თავს ვინც ვერ გაგიგებს,რადგან სამაყროში იმაზე მეტი ადამიანია ვისაც შენი არ ესმის და არც ეცდება რომ გაგიგოს ვიდრე ის ხალხი ვინც შენსგვერდით მაშინაც დარჩება თუ ეცოდინება რომ ჯოჯოხეთის გზაზე მიგყავს,მაშინაც როცა ეცოდინება რომ შენს გვედით ყოფნით ტალახში ამოისვრება ან უარესი მოკვდება.და სწორედ ეგ ადამიანი იქნება დათო მუდმივად შენს გვერდით,მაშინ როცა ვიღაც ნაძირალა მოგვარდება,მაშინ როცა ტირილი მოგინდება და მეგობრებს ვერ მოგვაკითხავ ის დაგიცავს.გვერდით გეყოლება და არ დაუშვებს, წამითაც კი არ დაუშვებს რამე დაგემართოს. გოგა ასეთია გამუდმებით შენთან იქნება და ჩვენ ,ორივემ კარგად ვიცით როგორ გიჟურად უყვარხარ,რომ შენ სხეულზე მეტად ის პიროვნება და ადამიანი უყვარს რომელიც შენშია ჩასახლებული. ახლა კი აწიე ერთოი ადგილი და მიბრძანდი მასთან,რათა დაუმტკიცო რომ მშობლებს უაზროდ არ გამოუგდიათ სახლიდან,რომ ღირდა მათი დაკარგვა და შენ იქნები ის ადამიანი ვინც ოჯახის არყოფნით გამოწვეული სიცარიელის შევსებას შეეცდება მაინც.
უკვე აცრემლებული ვიყავი,ის ბოლო საუაბრი მომაგონდა კაკისთან რომლის დროსაც მეტროსშემთხვევა გამახსენა.იცოდა როგორ ნაწილებად მშლიდა იმ მამრის მსგავსი არსების გახსენება და მაინც მომაგონა,ერჩია გული ეტკინა ვიდრე თავის სიბრაზე ჩაეხშო.დათო ამჩნევდა როგორ მეცვლებოდა გამოხედვა,როგორ იბუდებდა მასში სევდა,ტკივილი და მეტ-ნაკლებად სიძულვილის დაუძლეველი,გადაულახავი ტალღა,რომელიც იმ საღამოს ყოველგახსენებაზე სხეულში სისხლის სიჩქარით მიედინებოდა,მასსავით ყველაუჯრედს ედებოდა და კვებავდა,მაგრამ არა ჟანგბადით არამედ ზიზღით. ზიზღით საკუთარი თავისა და უპირველესყოვლისა იმ მამაკაცის მიმართ ,რომელიც ასე ურცხვად ყველასდასანახად მიფათურებდა ხელებს. რა მარტივია სამყაროში კაცად დაბადება,მაშინაც კი მართალი ხარ როცა შეს დანაშაულს ყველა ხედავს,მაშინაც კი ანგელოზი ,უცოდველი და შეცდენილი ხარ როდესაც შენზე სუსტს ჩაგრავ,მაშინაც უმწიკვლო ხარ როცა სხვას ტანჯავ. ვაღიარებ გამუდმებით მეჯავრებოდნენ რადიკალი ფემინისტები,რომელთაც სწამდათ რომ კაცებს პრობლემები არ ჰქონდათ,თუმცა ვაღიაროთ რომ უფრო ნაკლები და უფრო ცოტაა. მაგრამ არც მათ აქვთ იდეალური ცხოვრება,ნაწილს მაინც. ყოველთვის ვაცნობიერებდი რომ როგორადაც არ უნდა დაიბადო პრობლემა მაინც პრობლემა იქნება, თუმცა ან ნაკლებად შეგეხებაა ან მეტად. ხო და მე რადგანაც ქალი ვიყავი, 21-ე საუკუნის მიუხედავად მაინც ქალად და იმ არსებად ვრჩებოდი რომელსაც ჭურჭლის გარდა არანაირი ფუნქცია არ გააჩნდა. მე ხომ მხოლოდ ინკუპატორი ვიყავი და მეტი არაფერი,რა საჭირო იყო ბედნიერება,პირადი სივრცე და პირადი ტანჯვა?
ხო და იქ გავჩენრდი რომ ვამბობდი დათომ ჩემი გამომეტყველება შეამჩნია თქო,მაშინვე მიხვდა რაზეც ვფიქრობდი,თანაც საუაბრში ნათლად დაიჭირა ჩემი საუთარ თავზე გადატანილი მცირე დეტალი.
-ნეა კარგად ხარ?
-ჰა?რა?ა ხო კი კარგად ვარ,ცუდად რატომ უნდა ვიყო?-გაცინება ვცადე და ჯერ დათოს შევხედე,შემდეგ კი დარლასკენ გავაპარე მზერა.
დათო კარგახანს მიყურებდა იმაში დასარწმუნებლად რომ ვატყუებდი და საკუთარ თავს მისგან ვმალავდი,მერე მშვიდად მითხრა.
-არ არის საჭირო თავის შეკავება.
იმდენად თბილი ხმა ჰქონდა თავი ვერ შევიკავე და ატირებული მკერდზე ავეკარი. დიდი დრო გასულიყო თუმცა მაინც ვერ ვივიწყებდი,მეც ადამიანი ვიყავი,მეც მქონდა გრძნობები რომელსაც მოფრთხილება არ აწყენდა. და საერთოდ როგორ ვიყავი ასეთი ეგოისტი? გამუდმებით ჩემ თავზე ვფიქრობდი ,მაშინაც კი როცა სხვებთან ურთიერთობას ვცდილობდი მუდამ ჩემი თავი დამიდგებოდა მათ ადგილზე და ასე ვცდილობდი როგორმე დავხმარებოდი.ეს ეგოიზმად თუ ჩაითვლება დიახ მე საშინლად ეგოისტი ადამიანი ვარ.
-მეგონა ყველაფერმა გადაიარა.მეგონა დაივიწყე ის ყველაფერი.იმედი მქონდა ასეთს აღარ გნახავდი,მაგრმა რაც მხოდა მას შემდეგ შეიცვალე იცი?მეტად გამოხატავ შენს თავს თითქოს აღარ ცდილობ სადმე გამოიკეტო და პანიკური შეტევები შენით გადალახო. ახლაც მახსოვს როგორ გავიგეთ,კაკიმ გვითხრა.
-ხო სასაცილოა ამის შემეგაც კი მიყვარდა,იმის მერეც კი მისი შეყავრებული გავხდი რაც თქვენთან დამასმინა. იცი როგორ მიყვარდა იმ დროს?მასზე ვგიჟდებოდი, ასე რომ არ ყოფილიყო იმ ნაძირალასგან შეურაცხყოფილი მასთან არ გავიქცეოდი.
-ისე მეც აქ ვარ,არ გინდათ გამარკვიოთ რა მოხდა და ვინ ნაძირალაზეა საუბარი?
-დიდი ისტორიაა,საერთოდაც ნეას ალბათ ურჩევნია არ გაიხსენოს.
-ყველაფერი კარგად არის არაფერი შეიცვლება თუ დარლასაც ეცოდინება,უკვე გაიარა.მერე რა რომ ვერ ვივიწყებ და დროდადრო მახსენდება ხოლმე როგორ მეხებოდა...
დარლას ასე თუ ისე ზედაპირულად იმ ბიჭზე მოვუყევი,როგორც მოველოდი არ შეიმჩნია,მაგრამ მის თვალებში ის ბრაზი გიზგიზებდა,რომელიც ყველა დანარჩენი მეგობრის თვალებში ჩანდა ყოველჯერზე ,როც აამ ამბავს გაიხსენებდნენ. საშინელება იყო,ამაზრზენი და უბრალოდ სულ მიუხუთავდა ჩემივე ცხოვრება. არ შეიძლებოდა ამდენი რამ მე დამმართნოდა. მაგრმა იცით რა? მე მაინც ფეხზე ვიდექი,იმიტომ რომ ჩემს გვერდით უამრავი ადამიანი იყო,რომელსაც ვადარდებდი და რომელიც მუდამ ჩემს მხარეს დარჩებოდა.რა თქმა უნდა დარლას ამ ამბის მოყოლის შემდეგ საუაბრი აღარ გავუგრძელე და ისევ დათოსა და გოგას თემას დავუბრუნდი.მინდოდა მალე დაელეაგებინათ ყველაფერი,მართლაც და რა შუაში იყო დათო რომელსაც ზუსატდ იმ სიყვარულით უყვარდა გოგა რომლითაც მას ის. მერე რა? განა ყველას შეეძლო მათი ეს გრძნობა მიეღო და გაეთავისებინა.სამწუხაროა ჩვენ არ ვცხოვრობდით იმ საბერძნეთში სადაც ბიჭების ასეთ ურთიერთობა მისაღები და არაუცნაური ამბავი იყო.მეტიც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი რამ გახლდათ. ალბათ იმ ცხოვრებით რომ გვეცხოვრა მე უფრო უბედური ვიქნებოდი,მაგრამ ჩემი მეგობრები, რომლებიც იმ რეალობაში სულაც არ იქნებოდნენ მეგობრები და შესაძლოა არც კი ვცნობოდი მათ, საკუთარი სიყვარულის გამო მაინც არ იქნებოდნენ გასამართლებულნი და უსამართლოდ დასჯილები.
-თუ გინდა მე დავურეკავ შენს მაგივრად გოგას.
-არა ჩემით ვიზავ,მართლა.
-ისე შენებს არ დაკონტაქტებიხარ მას მერე რაც უკანასკნელად უთხარი უარი სახლში დაბრუნებაძე?
-არა, რა აზრი აქვს? მამაჩემი მაინც გააგრძელებს დედის ცემას,დედა კი სამუდამოდ მისი დამცველი იქნება ეს ხომ იცი. რამდენჯერაც არ უნდა ვცადო მათი ერთმანეთისგან ხსნა ისინი მაინც გველისა და მახრჩობელას მსგავსად ერთად აღმოჩნდებიან.რაც ყველაზე უარესია თუ გოგაზე გაიგებენ სამუდამოდ შემიძულებენ. მე კი მირჩევნია კონტაქტი არ მქონდეს და ვიცოდე რომ სადღაც გულის სიღრმეში ვუყვარვარ ვიდრე ვიცოდე რომ ჩემი სრცხვენიათ.
მის ამ სიტყვებში იმხელა სევდა იგრძნობოდა ,თამამად შეძლებდა კაცობრიობისთვის მთელი სიხარულის წაგლეჯვას.დარლამ დათოს მხარზე ხელი დაარტყა.
- ჩვენ გყავართ.მე ბიჭები,ნეა და რაც ყველაზე მთავარია გოგა გყავს.გოგა რომელსაც ყველაფერს ურჩევნიხარ. მე კი ვიცი რომ არავინაა სამყაროში ,მათ შორის არც მე და ნეა , შენთვის გოგაზე მნიშვნელოვანი.მინდა იცოდე რომ გამუდმებით შენს გვერდით ვიქნებით, ყველა შენს გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ თუმცა თუ საქმე შენ და გოგას შორის არჩევანს შეეხება, თუ დაშორდებით იჩხუბებთ და ერთმანეთს შეიძულებთ მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაცამ თქვენს სიყვარულზე თქვა არ შეიძლებაო მე განზე გავდგები არც შენს მხარეს ვიქნები და არც გოგასი.
-დარლას მხარეს ვარ მეც,უბრალოდ და მარტივად ადექი და მის გვერდით იყავი,მისი ჭრილობები შენის მსგავსად მოარჩინე და ნება მიეცი შენი ტკივილი თავისივით იგრძნოს.
დათომ უცნაური მზერით შემომხედა,მის თვალებში აშკარა ნდობას და იმედს ვხედავდი, იმედს რომ ერთხელაც მისი ცხოვრება ზუსტად ისე განვითარდებოდა როგორც მას სურდა.დათომაც კარგად იცოდა, უჩემოდ და უდარლასოდ იცოდა რომ სხვისი აზრებით ცხოვრება ბედნიერებას ვერასოდეს ვერ მოუტანდა.რამდენიმე ხანს ასე ხან ერთს ხანაც მეორეს გვიმზერდა,ბოლოს ადგა ლოყაზე ხმაურით მაკოცა და გოგასთან გაიქცა.
-ცანცარა,როგორ მინდა მათთვის რამის შეცვლა შემეძლოს.
-შენ ისედაც ბევრს აკეთებ,მუდამ მათთან ხარ. ოდესმე ვინმესთვის იმის უფლება მიგიცია რომ შენი ტკივილი გაეგოთ? ჭკუიდან გადაგყავარ ნეა.რატომ აქამდე არ მითხარი იმ ნაძირალაზე, სხვა თუ არაფერი იმას მაინც გეტყოდი რომ შენი სხეული არ წარუყვნია და ამას ვერასდროს შეძლებდა რადგან ის ვისიც არ არის რაღაც,მის შერგებას ვერ მოახერხებს.
მკლავები გაშალა და ძლიერად ჩამეხუტა. მისი სიტყვები თითქოს და არაფერი მაგრამ სასიამოვნო იყო. მართალი იყო იმას ვერასოდეს შეირგებ რაც შენი არ არის, ყოველთვის დაკარგავ და რადგანაც მე იმ არსების არასოდეს ვყოფილვარ ვერაფერს შეძლებდა,ამის უფლებას არასოდეს მივცემდი, გზას მოვძებნიდი და ხელიდან დავუსხლტებოდი და იმაზე ღელვა რაც არ მომხდარა არაფრად ღირდა.
მეორე მხარეც იყო,დარლას მხარე.ვერც კი აღვწერ იმ ტკივილს რომელიც დარლამ იგრძნო როდესაც მე და დათომ მომხდარზე მოვუყევით,თვალწინ კადრებად უსიამოვნო მოგონებები დაურბოდნენ და სულ უფრო უმწვავდებოდა შეგრძნება რომ ხელიდან გამოვეცლებოდი.დეჟავუ ჰქონდა იმაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე ჰქონია. ყველაზე მეტად რაც შეიძლება ადამიანს დარლა ჯიშკარიანში დაეფასებინა ეს მისი მგრძნობელობა იყო. ის არ ჰგავდა სხვებს და არ ზრუნავდა იდეალურ ქანდაკებად ქცეულიყო რომელიც არ ტიროდა, რომელსაც არ სტკიოდა, რომელსაც არ უყავრდა. ის არ იყო იმ კაცებისა და ბიჭების მსგავსად ვისაც ეგონა რომ ქალი სალანძღავი სიტყვა იყო და თუ ემოციებს გამოამჟღავნებდნენ სწორედ ეს „სალანძღავი სიტყვა“ იქნებოდა მათთვის იდეალური აღწერა. დარლამ იცოდა რომ სიძლიერე მნისვნელოვანი იყო თუმცა ისიც იცოდა რომ „სისუსტეც“ უნდა გამოევლინა ხოლმე ,რადგან ადამიანი სისუსტის გარეშე სწორედაც რომ სუსტია,იმდენად სუსტი რომ საკუთარ თავსაც ვერ ენდობა ,იმდენად სუსტი რომ სხვების მიმართ გრძნობების გაჩენის ეშინია. დარლას კი პირიქით ეს სიძლიერე ჰქონდა,ძლიერი და უდრეკი იყო რადგან საკუთარ თავთან ერთად მეგობრებს ეყრდნობოდა, გრძნობებს უპრობლემოდ გადაგიშლიდა ,ჩაკეტილი იყო მხოლოდ უცხოთათვის მაგრამ მისი 4 მეგობრის წინაშე სრულიად შიშველი იყო,ის წიგნი იყო სადაც არცერთ სიტყვას არ სჭირდება განმარტება.მისი მსხვრევა აშკარა არ იყო თუმცა დაკვირვების სემდეგ ვისწავლე იმის გამოცნობა როდის ცდილობდა თავი ჩემგან დაემალა, როდის ცდილობდ აარ ყოფილიყო გადაშლილი წიგნი,არა იმიტომ რომ სრცხვენოდა, არამედ იმიტომ რომ ამით მეტ ტკივილს იღებდა . ზედმეტად სენსიტიური იყო მისთვის ის საკითხი რომელსაც ჩემი ისტორიით უნებლიედ შევეხე,ეს რომ მცოდნოდა ხმას არასდროს ამოვიღებდი.
-არავისთვის,არავისთვის მიმიცია უფლება რომ ჩემი ტკივილი სტკენოდათ, ასე ახლოს არავინ მყოლია. არ მინდა ვინმე ჩემს ნაცვლადაც იტანჯებოდეს. და იცი რა? მინდა შენთან მაშინ ვიყო როცა ცუდად ხარ,მინდა დაგეხმარო რადგან არ შემიძლია დარლა შენი გატეხილი არსების ყურება.
- არავის შეუძლია.
ადგა და წავიდა.ყველაფრის გარეშე, სიტყვა მომიგდი თითქოს მისი არ მესმოდა და ვერც გავუგებდი ადგა და წავიდა. ისე გავბრაზდი სისხლი ყელში მომებჯინა. ასე ზურგი არ უნდა ექცია, ვერ ვიტანდი გაურკვევლობას და მან სწორედ ასე დამტოვა მისაღებში.
___________________________
7 წლის წინ .დარლა
__________________________
-გამოდის რამდენიმე წელში,როცა შენ სწავლას დაასრულებ მე შემეძლება შენი დიზაინის ტანსაცმელი ვიყიდო?
წვენი მოსვა და მის წინ მჯდომ გოგონას გაუცინა.
-არა-წითურმა თავი სიცილით გააქნია.-თუ ჭკვიანად იქნები ზვიადაურის ბატონო ყიდვა არ დაგჭირდება.
-გოგონი ნუ გამითამამდით ჯერ მხოლოდ 1 საათია რაც გამიცანით.
-ჰაჰ ეგ არაფერი დარწმუნებული იყავი რომ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ზვიადაურის ბატონს დაგიძახებ.
-კარგი მხოლოდ შენ მოგცემ მაგის უფლებას.
თვალი ჩაუკრა,სესილი მოჯადოვებულივით უყურებდა მასზე რამდნეიმე წლით უფროს ბიჭს.პირველად სამი ან ოთხი დღის წინ შეამჩნია,საუბრისას უბრალოდ მისი მოუსვენარი ხასიათის გამო მიმოიხედა და შემთხვევით ბიჭის ლურჯ თვალებში ჩაიაკრგა.
შემდეგი დღეები ერთმანეთი აღარ უნახავთ, დარლა ბოლო კურსზე იყო თანაც ფინალურები ახლოვდებოდა და მართლაც წიგნებში იყო შემძვრალი. ნერდი არასოდეს ყოფილა მაგრამ არც ზარმაცი იყო. მისმა ტელეფონმა დარეკა და დარლამაც ინტერესით უპასუხა უცხო ნომერს.
-დიახ გისმენთ?
-ზოგადად ბიჭები ურეკავენ ხოლმე გოგოებს და საერთოდაც მე არ ვიყავი ვალდებული შენთან საერთო ნაცნობები მეძებნა იმისთვის რომ ნომერი გამერკვია.
-სესილი?
დარლას აშკარად გაოცებული ხმა ჰქონდა. კაფეში კი დაპატიჟა მაგრამ ნომერის მიცემა ან გამორთმევა დაავიწყდა,იმდენად დაატყვევა სესილისთან გატარებულმა დრომ რომ ამაზე არც კი უფიქრია.მაგრმა ისიც ვერ გაეგო გოგომ მისი ნომერი საიდან იპოვნა.
-სხვა ვინმეს ელოდი?კარგი,კარგად.
ყურმილი დაუკიდა.დარლა ერთხანს სოკირებული უყურებდა მობილურს მერე კი გადაურეკა და გოგონამაც პირველივე ზარზე უპასუხა.
-მაინტერესებს საიდან გაიგეთ ქალბატონო სესილი ჩემი ნომერი.
- ერთი-ორჯერ ჩემს მეგობართან ერთად დაგინახე.
-ნომერი ჩემივე ძმას გამოართვი?ბარემ სახლში მოგეკითხა-გადაიხარხარა და საწოლზე გადაწვა.
-ძმა ? რა სისულელეა,არ მეგონა გოგოებს ძმად ყოფნაც თუ შეეძლოთ.
ყურმილს მიღმა ჩაიფხუკუნა და სკამზე მჯდომმა ფეხები მოკეცა.
-მოიცა გოგო? გოგო ნაცნობიც გვყვავს?
-და შენ ვინ გეგონა აბა?
-კაკი...
-შენი ძმაა?სერიოზულად?
-ხო ,პატარა საყვარელი ძამიკო-ეს ისეთი სითბოთი თქვა სესილისაც კი გადაედო კაკის მიმართ სიყვარული.
-არ ვიცოდი.
-არაუშავს,აბა გამანდობ ვინ არის ჩემი გამყიდველი ისე რომ არც კი ვიცი?
-სალომემ.ჩემი ბავშვობის მეგობარია,რამდენიმეჯერ დაგინახე მასთან ერთად ...
-გასაგებია , მეგობარი ასე უსირცხვილოდ არ გამყიდდა აბა.
-მოიცა არ მეგობრობთ?
-ჩემი მეგობრის შეყვარებულია,ისე ბარემ აკაკისთვის გეკითხა, უფრო გაიგებდი .
-ოოო მაცადე ,ახლა ოფიციალურად გპატიჟებთ ბატონო ზვიადაურის მონავ ჩემს იუბილეზე ასე ერთ კვირაში,მოხვალთ?
-რა თქმა უნდა მოვალ,კუდიანის დაბადებისდღეს ხომ არ გამოვტოვებ ბოლოს და ბოლოს. ბევრ შეშას მოგიტან საჩუქრად.
-შეშა რად მინდა-ისეთი სიცილი აუვარდა დარლაც აყვა.სკამიდან თავი უკან გადააგდო და თეთრ ჭერს შესცინა,თან ნათლად ხედავდა ბიჭის ყველა ნაკვთს.
-კოცონზე ხომ უნდა დაგწვან და ცოდეობი არიან შეშის ძებნისთვის.
-რატომ გადაწყვიტე რომ კოცონზე მწვავენ
-წითური ჭორფლიანი გოგო ხარ არაბუნებრივად ბრწყინავი თვალებით, ჯადოქარი ხარ რა აშკარაა რად უნდა ამდენი ლაპარაკი.
-არაუსავს მე მსხვერპლად მტრებს მაინც არ მწირავდნენ.
-ოხ რას გიზავ როცა გნახავ.
-მისამართი შენით გაარკვიე ცოტა წვალება არ გაწყენდა, ან უკეთესი სთხოვე იმ შენს მონას და მოგიძებნის.
-იცემები სესილი.
-მაგასაც ვნახავთ.
ნიშნის მოგებით უთხრა და ყურმილი ისევ დაურეკა.ამჯერად დარლას მისთვის განმეორებით აღარ დაურეკავს,თავი გადააქნია ფიქრების მოსასორებლად იცოდა თუ სესილიზე ფიქრს დაიწყებდა ძალიან სეყვებოდა და მეცადინეობას ვეღარ მოასწრებდა, ეს კი არ აწყობდა .
-რაში უნდა სესილის გაუნათლებელი ბიჭი,ავდგები ვისწავლი და მერე განსწავლულს ცოდნაც მექნება და მისი გულიც.
გაიფიქრებდა ხოლმე და ფიქრებზე უფრო მეტად გაეღიმებოდა. ცოტახანი იყო გასული მას მერე რაც გოგო გაიცნო,თუმცა დანამდვილებით იცოდა რომ მასთან მეგობრობას ვერასოდეს დასჯერდებოდა და არა იმიტომ რომ ლამაზი ან ჭკვიანი იყო ,უბრალოდ მისგან მოდიოდა რაღაც კარგი აურის მსგავსი შეგრძნება.
ამ ამბიდან მესამე ან მეოთხე დღეს აკაკის შეხვდა,სალომეც მათთან ერთად იყო ამიტომ როგორც სალომესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობის მქონეს შეშვენოდა საწყალი თვალებით შეხედა და მისი ხელი თავისაში მოიქცია,აკაკი დიდხანს უყურებდა შუბლშეჭმუხნული ეჭვიანი მზერით.
-ჩემი ტკბილო,ხომ იცი როგორ მიყვარხარ არა...მოკლედ შენი დაქალის მისამართი უნდა გამანდო ან 23-ში შენთან ერთად წამიყვანო მის დაბადებისდღეზე.
-ხო შემჭამეთ იქით იმან აქეთ შენ რა გინდათ კაცო გამეშვით.
ხელი გამოგლიჯა და შეყავრებულს აეკრო.
-მოიცა ის გოგო პირზე რომ გაკერია ხოლმე ჩემი სალომეს დაქალია?
-კი და შენმა გოგომ ჩემდა დაუკითხავად გაუზიარა ტელეფონის ნომერი ახლა კიდე იმისგან დაუკითხავად კეთილი იმებოს და მისამართი მიბოძოს, დაბადებისდღეზე მისამართის გარეშე დამპატიჟა,შენით ინებე და გაარკვიეო.
გაბუტული ,ხელებგადაჯვარედინებული ჩამოჯდა პარკში მდგარ სკამზე და მეგობარს საცოდავად შეხედა.
-თუ გინდათ რომ მარტო დაგტოვოთ და არ შეგაწუხოთ ,ნუ იცით რა კუთხითაც მითხარით.
სალომესთან ვერაფერს გახდა,ბევრი ეწუწუნა ,უამრავი მხრით შემოუარა თუმცა ვერანაირად ვერ დაიყოლია მეგობრის მისამართი გაემხილა,ბოლოს აკაკისაც ნერვებმა უმტყუნა და სახლში გააგდო.უკვე ყველანაირი იმედი ჰქონდა გადაწურული როდესაც დივანზე მისვენებულს თავზე კაკი წამოადგა.
-რას შვები ძმაო?
-ვიტანჯები კაკი ვიტანჯები, გოგო მომწონს და დაბადებისდღეზე დამპატიჟა.
-მერე რატო იტანჯები,გაწი ფეხები დამსვი- ხელით გააწევინა და გვერდზე მიუჯდა.
-მისამართი...-უცბად მოაგონდა რომ კაკი მისი მეგობარი იყო-კაკი ამ 23 ში სადმე მიდიხარ?
-კი ჩემ ჯგუფელს აქვს დაბადებისდღე რატო?
-წამოგყვები გემუდარები ძალაინ გთხოვ.
-მოიცა რა რა გინდა ახლა შენ იქ არავის იცნობ თან.
-როგორ არა სესილის ვიცნობ.
-მოიცა სესილია ის ვინც მოგწონს?
-კი.
-ოპააა შენ ტოლებს რას უწუნებ.
-ბავშვოო იცოდე მშობლებთან არ დამარეკინო ცუდი ნიშნები ყავს თქო.
თითი სიცილით დაუქნია,ორივემ კარგად იცოდნენ რომ ამის გამეკეთებელი არ იყო. დარლას კაკი ზედმეტად უყავრდა იმაზე მეტად ვიდრე ნებისმეირ ძმას და კაკის ძმის კალთას ამოფარებული პატარა ბავშვი იყო რომელიც გამუდმებით გააკეთებდა უაზრობებს და ამისთვის არ დაისჯებოდა.
¬¬¬¬¬<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<>>>>>>>>>>>>>>>>
1019 წელი.
გაბრაზებული უაზროდ დავდიოდი ოთახებსშორის და მზად ვიყავი პირველივე საბაბზე ცეცხლივით ავგიზგიზებულიყავი. გაბრაზებული ტელეფონს დავწვდი და ალბათ სწორედ ეს იყო ჩემი მთელი ცხოვრების მინუსი, გამუდმებით ჯინაზე ვიქცეოდი მუდამ იმას ვაკეთებდი რითიც ვიცოდი ვიღაცას ვატკენდი,რა თქმა უნდა გაბრაზებულზე. კაკის დავურეკე.
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
-როგორ ხარ?
ცოტახანს გაჩუმდა კვირაზე ემტი იყო ალბათ გასული რაც ერთმანეთთან არ გვესაუბრა.ვგრძნობდი ჩემს თავს საშინელებას ვუკეთებდი ,მაგრამ უკან ვეღარ დავიხევდი,უფრო სწორად ასე მეგონა. გამუდმებით ვფიქრობდი რომ თუ ნაბიჯს გადავდგავდი უკან დახევას ვერ სევძლებდი , არა და გზა არც სხვებს ჩაეხერგათ და არც მე. ამ ურთიერთობის მიტოვება გამუდმებით შემეძლო. ურთიერთობაც არ ეთქმოდა ალბათ იმას რაც მე და კაკის გვქონდა რადგან მაგისთვის მინიმუმ ორი ადამიანი არის საწირო, ჩვენ კი ცვენი თავის იმ ანარეკლებს ვაჩვენებდით ერთმანეთს რადაც ყოფნაც გვინდოდა, იმას რასაც სარკესი სამწუხაროდ ვერ ვხედავდით.
-მომენატრე ნეა.ვწუხავრ იმ ყველაფრისთვის რითიც ახალი წელი დავიწყეთ. შენი ნახვა მინდა.
-დღეს მცალია, შემიძლია შეგხვდე, მეც ზედმეტი მომივიდა.
-შეგვიძლია მაგაზე ვისაუბროთ?
-არ ვიცი, მარტივია გამოიცნო როდის იქნება დრო ქორწინებაზე სასაუბროდ.
- არცისე.გამანდე.
-მაშინ როცა ეჭვი არ შეგეპარება ჩემს სიყვარულში.-ამით იმის თქმა მინდოდა რომ არასოდეს დადგებოდა ის დღე როდესაც ჩვენ შეყვარებულებზე მეტი გავხდებოდით მაგრამ კაკი სიცრუე რომლის ცოდნაც არ უნდოდა სწორედ ეს იყო.
-არც არასოდეს შემპარვია,მოდი უბრალოდ შევხვდეთ და ის საღამო დავივიწყოთ.
დავუჯერე დარლას ნაცვლად ისევ მასთან გავიქეცი,არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი მაგრამ ახალ როცა ზუსტად ვიცი რამდენი სეცდომა დავუშვი ვისურვედბი დარლას უფრო მალე სევხვედროდი,უფრო მეტი დრო გამეტარებინა მის გვერდით და მისი მომაჯადოვებელი ღიმილისთვის მეყურებინა. ვისურვებდი რომ ყველა მოგონება რომელიც კაკისთან მქონდა ჩემი მეხსიერებიდან წაშილიყო,თუმცა აქამდეც მივალ.



№1 სტუმარი ქეთინო ჭ.

შვილო,ასე პატარა გოგოს საიდან გაქვს ეს აზრები? უდაოდ კარგად წერ / თუ ცოტა გრამატიკულ შეცდომებს არ ჩავთვლით. ალბათ სიჩქარის ბრალია./და ძაან კარგადაც იკითხება, მაგრამ შენი ასაკის ბავშვმა, ასეთ რამეები არ უნდა წერო...საიდან???

 


№2 სტუმარი ქეთინო ჭ.

გაგრძელებას ველოდები....

 


№3  offline წევრი ნაამა

ქეთინო ჭ.
გაგრძელებას ველოდები....

არ იქნება

ქეთინო ჭ.
შვილო,ასე პატარა გოგოს საიდან გაქვს ეს აზრები? უდაოდ კარგად წერ / თუ ცოტა გრამატიკულ შეცდომებს არ ჩავთვლით. ალბათ სიჩქარის ბრალია./და ძაან კარგადაც იკითხება, მაგრამ შენი ასაკის ბავშვმა, ასეთ რამეები არ უნდა წერო...საიდან???

არ ვიცი,მოდი ვაღიაეოთ.მწერლებმა არასდროს იციანნ რა მოუვათ თავში აზრად და თვითონ კი არ მართავენ აზრებს არამედ პირიქით აზეები მართავენ.

 


№4 სტუმარი ქეთინო ჭ.

კარგი, ყველაფერს თავი გავანებოთ და მართლწერას მიაქციე ყურადღება.ხარისხი ეკარგება შინაარსს.ნ

 


№5 სტუმარი სტუმარი ფატი

აუ ძაან მაგარი და საინტერესოა და გთხოვ გააგრძელო წერა მოუთმენლად ველოდები ახალ თავს❤

 


№6 სტუმარი ნასწია

სათამო მშვიდობის,აუ რა ცუდია ამ ისყორია რომ აღარაგრძელებ.საინტერესოა როგორ განვითარდებოდა მოვლენები.დაასრულეთ რა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent