შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმისამართო ადამიანები


23-01-2023, 20:36
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 291

ოთახში არსებულ სიჩუმეს ტელეფონის შემაწუხებელი ზარი არღვევს; ლილი შიშნარევი მზერით უყურებს ეკრანს, შემდეგ კი პასუხობს.
-გისმენთ - ხმა უკანკალებს.
-500 დოლარი დღეს უნდა ჩარიცხოთ, არ დაგავიწყდეთ - ეუბნება ქალი მოლოდინის რეჟიმით.
-უიიიი... დღეს... - თითქოს ძალით წელავს სიტყვებს, შემდეგ ტელეფონს თიშავს და ფიქრობს საკუთარ უმისამართო ცხოვრებაზე... ინტერნეტ ბანკში შედის , შემდეგ ქმარს ურეკავს და სიახლეს აცნობს. იმედგაცრუებულია ცხოვრებით, საკუთარი თავით და გარშემო ყველათი. სასოწარკვეთას თითქოს ვეღარ იტევს მისი მხრები. მართლაც რამდენად მძიმე ტვირთია უიმედობა და ხვალინდელი დღის დადგომის შიში.
ჯერ კიდე ცოტა ხნის წინ ცხოვრება სულ სხვანაირი წარმოედგინა, მაგრამ ახლა ? ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადარჩეს, როგორ გაიტანოს თავი ერთი დღიდან მეორე დღემდე....
-არსებობა და კიდევ არსებობ.. ნუთუ ამისთვის მოვევლინე ქვეყანას - საკუთარ თავთან იწყებს ლაპარაკს, შემდეგ უცებ რაღაც ახსენდება და ფიქრს წყვეტს.

აფთიაქში შედის, მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დგას, რომელსაც თვალები უნათებს, ეტყობა რაღაც სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია.
-გისმენთ - ესმის ახალგაზრდა ქალის ხმა.
- სამი ორსულობის ტესტი - პასუხობს მომლოდინე მამაკაცი.
შემდეგ გოგონას რიგიც დგება.
-ორსულობის ტესტი მინდა .
-რამდენი ?
-რავიი, ორი - უაზროდ აქნევს თავს ლილი.
-მტრედი ბარათი გაქვთ ?
-არა, იყოს - ინდიფერენტიზმი შეპარვია ხმაში გოგონას.
-ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ !
-ნახვამდის - უიმედოდ პასუხობს ლილი და კარებს აღბს.
რამდენად უცნაურია ცხოვრება , იყო დრო, როცა ძალიან უნდოდა გამხდარიყო დედა, მაგრამ ახლა ამის სურვილი საერთოდ არ აქვს..
ტესტს იკეთებს და ღმერთს თხოვს, რომ უარყოფითი იყოს. ნამდვილად არ უნდა საკუთარ წუმპეში უცოდველი არსება გარიოს, ცოდვები გაუნაწილოს და უმისამართოდ ცხოვრების ტვირთი აჰკიდოს მხრებზე. დრო ძალიან ნელა გადის, თითქოს წუთები იყინება.... ლილის თვალწინ უდგას საკუთარ გავლილი ცხოვრება, ბევრი იშრომა, იწვალა, მაგრამ თითქოს ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა, ახსენდებდა მეუღლის დილას ნათქვამი სიტყვები, ყველაფერს შუა გზაში ტოვებო და ცრემლები ადგება.
-იქნებ ასეც აჯობებდა... აქამდე ასე არ ვიქცეოდი, მაგრამ ახლა იქნებ სჯობს შუა გზაში დავტოვო ჩვენი დაწყევლილი ქორწინება, ცხოვრება.... - ცრემლები უარესად უტევს - რატომააა ასეთი რთული არსებობა ? არსებობა, რომელიც უკვე ძალიან მომბეზრდა, სამსახური, წვალება, თვიდან თვემდე ვალებით მიღწევა და სხვა არც არაფერი...
საათს უყურებს და ორ წითელ ხაზს ხედავს..
-ოღონდ ეს არააა - ნახევრად ყვირის და მთელი სხეულით აკანკალებულს ტესტი ხელიდან უვარდება - განა რა უნდა მივცე მას ? - ტირილს იწყებს, ახსენდება გადაუხდელი ქირა და უმისამართო ცხოვრება, რომელსაც გაურკვეველი მომავალი კიდევ უფრო ამძაფრებს..

-ძვირფასო - ესმის ალექსანდრეს ხმა.
-ჯანდაბა, მოვიდა.. - ტესტს მალავს და კარებისკენ მიდის.
-როგორ ჩაიარა დღემ ? -ეკითხება მეუღლე.
-უაზროდ , შენმა ?
-ძალიან დავიღალე. რამე არის საჭმელი ?
-კარტოფილი შეიწვი, ოღონდ ყველა ტაფა გასარეცხია.
-შენც გინდა ?
-არა, ისედაც 3 კილო მოვიმატე -თავს აქნევს გოგონა და დივანზე ჯდება... ისევ თვალწინ ეშლება საკუთარი ცხოვრება, თითქოს უკიდეგანოდ სევდიან ფილმს უყურებდეზს..

მეორე საღამოს ფანჯარასთან მიდის, ფიქრებით დამძიმებული ცხოვრების გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს... სავარძელზე დგება და გაღებული ფანჯრიდან იხედება.
-რა მოხდება ახლა, რომ გადავხტე ? არც არაფერი... მალევე დაავიწყდებათ, იქნებ სხვებისთვისაც ასე უკეთესი იყოს - საკუთარ თავთან მონოლოგს ასრულებს, საცაა უნდა გადახტეს, მაგრამ უცებ რაღაც ახსენდება, მუცელზე იდებს ხელს, სავარძლიდან ჩამოსვლას აპირებს, თუმცა სავარძელი იწევა და ლილის სხეული ჰაერში ეშვება.

-როგორი ახალგაზრდა იყო, ახალგაზრდა და ლამაზი - პოლიციელს ეუბნება მოხუცი ქალი.

ცხოვრება გრძელდება, ლილი მიდის, მაგრამ რჩება უამრავი უმისამართო ადამიანი გაურკვეველი მომავლით.


პ.ს დიდი ხნის მერე გიბრუნდებით ამ პატარა მოთხრობით.. ვიცი ბევრს არ მოეწონება აღნიშნული სიუჟეტი, თუმცა იმედია, ძალიან არ გამაკრიტიკებთ



№1 სტუმარი სტუმარი ლიმონიანი შხაპი

ბევრს მოეწონება :დ <3 :)

 


№2  offline მოდერი guroo

სიკვდილის ყველა ფორმა მომწონს. არაფერია აქ გასაკრიტიკებელი.
აფთიაქში დიალოგი ისეთი ვერაგული იუმორით იყო დაწერილი, მე გულის რევა მომანდომა.
დეპრესიულია. ბევრი წერე, რომ რაც გჭირს, იმან როგორღაც გაგიაროს.

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

guroo
სიკვდილის ყველა ფორმა მომწონს. არაფერია აქ გასაკრიტიკებელი.
აფთიაქში დიალოგი ისეთი ვერაგული იუმორით იყო დაწერილი, მე გულის რევა მომანდომა.
დეპრესიულია. ბევრი წერე, რომ რაც გჭირს, იმან როგორღაც გაგიაროს.


მადლობა რჩევისთვის, მაგრამ არაფერი მჭირს ❤️
რაც შეეხება გულის ამრეობას, მსგავს ვერაფერს ვხედავ

 


№4  offline მოდერი guroo

აშკარად ვერ გამიგე. კომპლიმენტის გარდა არაფერი მითქვამს.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

guroo
აშკარად ვერ გამიგე. კომპლიმენტის გარდა არაფერი მითქვამს.


ალბათ იმიტომ , რომ ორაზროვნად იყო დაწერილი, ახლა გასაგებია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent