შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომაკვდავის ხმა


7-04-2020, 16:06
ავტორი დაჩი
ნანახია 1 024

ირგვლივ, გამეფებულ სიჩუმეს
გულისცემის მელოდიით ვარღვევ
შიგადაშიგ საათს სუნთქვებს ვართმევ
მგონია, დროს ჩემ პატიმრად ვაქცევ

არარსებულ მოგონებებს ვინახავ
თვალწინ მიდგას გარდაცვლილი მიზნები
ვერა, ვეღარ ვპოულობ
სასიცოცხლოდ მიზეზებს...

ოთახშია სევდა გამომწყვდეული
ჩემში გრძნობა გადარეული
აღარ ვიცი, საით უნდა ვიარო
ყველა გზაა ახლა უმისამართო

შევეჩვიე ტკივილების მოთმენას
მარტოსულმა მწუხარება შევიფარე
რაც ვისწავლე სიჩუმის მოსმენაა
და შენც გირჩევ ამ ხმას რომ შეეგუო

ათასობით ფიქრი მიტრიალებს
ფურცლებს ვანდობ უსარგებლო სიტყვებს
რაც არ უნდა უსასყიდლოდ გითხრა
სულერთია, მაინც არ იწამებ...

სული ჩემი გადარჩენას ითხოვს
ნაწამები სხეულია უფრო
ხელებს ვიბან შერჩენილი ცრემლით
და ვბუბუნებ მივიწყებულ ლოცვას

ნუ განმსჯი და ნუ დაგცდება წყევლა
შენ არ იცი როგორია ნგრევა
ჯერ ეცემი, ნაწილებად იმსხვრევი
მერე კვდები, სამუდამოდ იშლები

სანამ დრო მაქვს, წერას ისევ ვაგრძელებ
ასო-ასო ვაკოწიწებ სიმართლეს
მე რომ აღარ ვიქნები
ეს სტროფები დაგანახებს სინათლეს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent