შურისძიების მსხვერპლი 29 თავი
მინერალური ან რაიმე ალკოჰოლური?- ისევ იგივე ტონალობით ჰკითხა მიამ დაძაბულ კაცს და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -ალკოჰოლს არ ვსვამ, შარშან სტენტი ჩამიდგეს-უკმაყოფილო ტონით უპასუხა დავითმა დაბნეულ გოგონას და კიდევ ერთხელ მოათვალიერა არეული ოთახი -სტენტი?!-გაოცდა მია და საწრაფოდ ჩააქრო სიგარეტი -სხვაგან გადადიხარ?-დავითმა მისი კითხვა დააიგნორა და ჩალაგებულ ყუთებზე მიანიშნა -კი -რატომ? -იმიტომ რომ ასეა საჭირო! -ესე იგი საფრანგეთში დაბრუნებას აღარ აპირებ-უფრო თავისთვის ვიდრე მიას გასაგონად თქვა გაღიზინებულმა კაცმა და ცივი მზერა კახას მაჯის საათს მიაყინა, რომელიც გამოსჩენ ადგილას იდო თაროზე -გინდა რომ წავიდე?-ცინიკური ტონით ჰკითხა მიამ გარინდებულ კაცს და სიგარეტის ბოლო ღერს ნერვიულად მოუკიდა. -საქართველოში ხომ თორნიკეს გამო ჩამოხვედი?! -მერე? -უკან რატომ არ ბრუნდები?-გაცხარდა დავითი- მამამისის ქონების დაბრუნებაში ხომ დაეხმარე და ნიცას პრობლემაც მოუგვარე?! -აქ ყოფნა მინდა -კახას გამო? -აქ კახაზე სალაპარაკოდ მოხვედი?-შეიცხადა მიამ და სიგარტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა. -მასთან რა გაკავშირებს?! -... -კითხვაზე არ მიპასუხებ?- ძლივს შეკავებული აგერსიით ჰკითხა გაღიზიანებულმა კაცმა ხელებაკანკლაებულ გოგონას და უერად ფეხზე წამოდგა ანერვიულებული -ვალდებული არ ვარ რამე აგიხსანა!- ბრაზნარევი ტონით უთხრა მიამ თავზე წამომდგარ კაცს და ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში -ხაარ! -ვითომ რატომ? -იმიტომ რომ ჩემი შვილი ხარ! -შვილი?-ჩაეკითხა მია და ისტერიული სიცილი აუტყდა -მია!- წამოენთო დავითი- რა ხდება შენსა და კახას შორის? უკვე არაერთხელ დაგინახეთ ერთად! -ის რაც ჩემსა და კახას შორის ხდება მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება!- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა და სახე ზედმეტად მოუახლოვა გაღიზიანებულ კაცს- პასუხმა დაგაკმაყოფილა? -ურთიერთობაში ხართ?! -მგონი ჯობია ეგ კითხვა შენს ძმაკაცს დაუსვა! -უარყოფასაც არ აპირებ? -ჩემგან რისი მოსმენა გინდა? -სიმართლის -გაინტერესებს მასთან ვიწექი თუ არა? -მია უკვე ზღვარს გადადიხარ! -სიგარეტი არ გაქვს? -წლებია აღარ ვეწევი -მართლა?-განცვიფრდა მია -დღეს დილით ჩემი კაბინეტიდან დავინახე, ტაქსიდან გადმოსული ძალდატანებით, როგორ ჩაგსვა საკუთარ მანქანაში კახამ, ნასვამ მდგომარეობაში... -მერე?-დაინტერესდა მია -უკან გამოგყევით მანქანით... -რატომ არ ჩაერიე? -საჭიროდ არ ჩავთვალე! -იმიტომ რომ გაინტერესებდა სად წამიყვანდა და რა მოხდებოდა ჩვენს შორის არა?-ზიზღით ჰკითხა მიამ სახე გადაფითრებულ კაცს და უეცრად თავზე წამოადგა, თან ხელით გასასვლელი კარისკენ მიანიშნა- წადი ჩემი სახლიდან! ახლავე! -იცოდე! თუ გავიგე რომ თქვენს შორის მართლა რამე სერიოზული მოხდა!...- მუქარით თქვა დავითმა და ფეხზე მძიმედ წამოდგა -რას გააკეთებ? რას ზამ?-დამცინავად ჰკითხა მიამ და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო ჰოლში გავიდა კარი ფართოდ გააღოო და მომღიმარი სახით გააცილა სახლიდან გაცეცხლებული კაცი რომლის წასვლის მერეც იქვე კედელთან ჩაიკეცა და უხმოდ ატირდა. ......... იმის გამო რომ კახა, განქორწინებაზე ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდა თამუნას და მიასთან დაკავშირებულ საკითხსაც ღიად ტოვებდა გარკვეული მიზეზების გამო , მისი და თამუნას ურთოერთობა დღითიდღე კიდევ უფრო იძაბებოდა და რთულდებოდა. ბოლოს იქამდე მოვიდნენ რომ ყველდღეს ჩხუბსა და აყალმაყალში ათენებდნენ და აღამებდნენ რასაც ანას სასოწარკვეთა, შიში და ცრემლები კიდევ უფრო ამძაფრებდა. კახასთვის განსაკუთრებით რთულად ასატანი თამუნას უყურადღებობა, სიცივე და გულგრილობა გახდა, რომელსაც იმედდაკარგული და სასოწარკვეთილი ქალი ფარად იყენებდა საკუთარი მძიმე ემოციების დასამალად. იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა კახა ცოლთან ურთიერთობის აღდგენას -ასე როდემდე უნდა გაგარძელდეს? -რამე არ მოგწონს? -თამუნა!-გაბრაზდა კახა -დივანზე ძილი თუ არ მოგწონს შეგიძლია ალექსის ოთახში დაიძინო -მე შენს გვერდით მინდა დაძინება -კახა თავიდან ნუ დაიწყე-მომაბეზრებლად უთხრა თამუნამ და მისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან კახა მაშინვე წინ აესვეტა მომღიმარი სახით და მაქსიმალურად მშვიდი ტონით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა -მომენატრე -კახა!- აღელდა თამუნა -ჩშშ- მბრძანებლური ტონით მიმართა ვნება მორეულმა კაცმა დაბნეულ ქალს და მაისურის ქვეშ თავხედურად შეუცურა ცივი თითები -რას... აკეთებ-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს და მისი ხელიდან გასხლტომა სცადა -თამუ!- გაბრაზდა კახა და წელზე ნაზად შეუცურა ხელი დაბნეულ ქალს-ვერ გაგიშვებ- არეული ხმით უთხრა და მომღიმარი მზერით ჩააცქერდა აწყლიანებულ მწვანე სფეროებში -ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა- ბრაზნარევი ტონით, უმისამართოდ თქვა ხმა აკანკალებულმა ქალმა და მკერდზე უხეშად მოაბჯინა თლილი თითები დაძაბულ კაცს -მეც!-ბრაზნარევი ტონით უთხრა კახამ მკლავებში მომწყვდეულ ცოლს და ცხვირის წვერით ოდნავ, სულ ოდნავ შეეახო საფეთქელზე, რის გამოც ტანში ჟრუანტელმა დარბინა ღონე მიხდილ ქალს. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ბნელ ოთაში რომელიც მოულოდნელად თამუნას ჩავარდნილმა ხმამ გაკვეთა -მაშინ წასვლის უფლება მომეცი! -არ შემიძლია -რატომ? -იმიტომ რომ მიყვარხარ და შენთან ყოფნა მინდა-დაუფიქრებლად მიახალა კახამ სუნთქვა შეყვეტილ ქალს და სანამ თამუნა აზრზე მოვიდოდა და რამეს ეტყოდა ტუჩებზე დააცხრა. ამ დროს ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მოაწვა თამუნას და კახას შეუმჩნევლად სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ სახეზე, თუმცა იმის მიუხედავად რომ საყვარელი და ზედმეტად ზედმეტად მონატრებული მამაკაცის კოცნამ მხოლოდ ტკივილი მიაყენა მაინც ვერ შეელია, მის ვნებიან ტკბილ, ტუჩებს და კოცნაზე კოცნით უპასუხა. -დეეე მოვედი-ანას მოულოდნელმა დაბრუნებამ და სახლში უხმაუროდ შესვლამ ისე დააბნია ცოლ-ქმარი რომ მისთვის თვალის გასწორებაც კი გაუჭირდათ- მე... ოთახში შევალ-უმისამართოდ თქვა თავდახრილმა გოგონამ და საძინებლისკენ წავიდა. -გაითვალისწინე ამაღამ ისევ დივანზე იძინებ!- უცნაურო ტონით უთხრა თამუნამ ქმარს და სამზარეულოში შეიკეტა. საღამოს ვახამმა ოსევ უღიმღამოდ ჩაიარა, რადგან როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან მოწყენილი იყო თამუნა, კახა გაღიზიანებული, ანა კი საშინლად დაძაბული. -გავიგე რომ ქმარმა კაფეში მოგაკითხა-მოულოდნელად თორნიკეზე წამოიწყო საუბარი კახამ რის გამოც ყელში ლუკმა გაეჩხირა ანას -საიდან გაიგე?-ინტერესით ჰკითხა თამუნამ ქმარს და ნაწყენი მზერით გახედა შვილს -ზურასგან -მე არაფერი ვიცოდი- დანანებით თქვა თამუნამ და საბოლოოდ დაკარგა ჭამის სურვილი -რატომღაც ამ დილით გადაწყვიტა ჩემმა ძმამ ეთქვა რომ რამდენიმე დღის წინ, როცა კაფიდან წამოიყვანა ჩვენი ფიქტიურად გათხოვილი შვილი იქვე ახლოს იმ ნაბ*ჭვრის მანქანა დაინახა -მამა... მე... მართლა არ ვიცი საიდან გაიგო თორნიკემ იქ რომ ვიყავი -ჰოდა მას მერე რაც სახლში მოიყვანა ჩვენი ვითომ გათხოვილი შვილი-კახამ ანას ცრემლები, განცდები და ემოციები სრულად დააიგნორა და ცოლთან საუბარი ჩვეულ ტონალობაში განაგრძო-უკან დაბრუნდა, კაფეში და გაარკვია რომ ჩვენი ვითომ გათხოვილი შვილი ძალიან დიდხანს და მშვიდად ესაუბრა თავის ფიქტიურ ქმარს განცალკევებით -იმიტომ არ გითხარით რომ არ მინდოდა გენერვიულათ-ტირილის ნოტებშეპარი ხმით თქვა ანამ და ოდნავ ათრთოლებული თლილი თითები მაგისის ქვეშ ჩამალა -ის ნაბ*ჭვარი თუ კიდევ ერთხელ გაბედავს და მოგიახლოვდება ჩემი ხელით მოვკლავ... -არაფერი დაუშავებია... პირიქით მითხრა რომ თუ განქორწინებას მოვისურვებ პრობლემას არ შექმნის და ნებისმირ დროს მოაწერს ხელს საბუთებს -ეგ ყველაფერი შესძლო ჩვენი ადვოკატისთვის ეთქვა-გაბრაზდა კახა -ვიცი მაგრამ- ამ დროს ვეღარფრის თქმა ვერ მოახერხა ანამ, ამიტომ გაჩუმდა -დე, თუ კიდევ ეცდება ეგ არანორმალური შენთან შეხვედრას ან და უარესი, მოახერხებს ამას, გთხოვ არ დაგვიმალო- შეეხვეწა თამუნა შვილს და ჩაეხუტა, ამ დროს გაგიჟებული კახა ფეხზე წამოვარდა და უმისამართოდ შეიგინა -ამის დედაც, ამის დედასაც შევ.ცი... რამდენს ბედავს ეგ ნაბ.ჭვარი?! ჰგონია კიდევ დავინდობ? თუ გაბედავს და კიდევ ერთხელ მოგიახლოვდება მოვკლავ! -არაფერი დაუძალებია, ჩემი სურვილით დავრჩი მასთან სასაუბროდ -შენს ოთახში წადი! -რატომ არაფერს მიყვებით? რატომ არ მეუბნებით მასთან და მის ოჯახთან რა გაკავშირებთ? -წარსული, მეტი არაფერი საერთოდ არაფერი გესმის? -რა მოხდა წარსულში? ასე რატომ გძულთ ერთმანეთ? -ანა დე, შენს ოთახში წადი-მკაცრი ტონით უთხრა თამუნამ გაბუტულ გოგონას და მაგიდის ალაგებას შეუდგა. ის ღამეც თეთრად თორნიკეზე, ალექსანდრეზე, გიორგიზე და წარსულზე ფიქრში გაათენა დივანზე მწოლიარე კახამ რომლის ამღვრეულ გონებაში ამდენი ნეგატივის ფონზე, სიყვარულის, ვნების, სიგიჟის და თვდავიწყების ადგილი თითქმის აღარ იყო. ........... დავითთან ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტამ, კახასთან დაშორებამ, ანდრიასთან ჩხუბმა, თორნიკესთან დაახლოვებამ, დედასთან კონფლიქტმა, თათიასთან გაბუტებამ და ახალ ბინაში გადასვლამ ისე საშინლად იმოქმედა მიაზე რომ ეს მის საქმიანობაზეც აისახა. შესაბამისად მის ყველა უბედურებას ისიც დაემატა რომ უფროსი თითაქის ყოველდღე საყვედურებს და შენიშვნებს იღებდა უფროსისგან, რადგან მისი აზრით ბოლო დროს მია თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა ყველაზე რთულად და მძიმედ გადასატანი მიასთვის მაინც ის დღე აღმოჩნდა როცა უფროსმა რამდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით სასტიკად გააკრიტიკა მისი საქმიანობა და დაუფიქრებლად მიახალა რომ, რომ არა მამამისი დიდი ხნის წინ ექნებოდათ დასრულებული საქმიანი ურთიერთობა. ყველაფერის მიუხედავად სამსახურიდან წავლის გადაწყვეტილების მიღება მაინც ძალიან გაუჭირდა მიას რადგან კახას ნახვის ყველა შანსი ხელიდან ეცლებოდა, მაგრამ იმის გააზრებაზე რომ ფირმაში მხოლოდ დავითის გავლენების და ნაცნობობოს წყალობით მუშაობდა გულს ურევდა რადგან, აღმოჩნდა რომ იქ არავინ აფასებდა მისი ცოდნას და გამოცდილებას. ........ მიას სახურიდან წასვლის ამბავმა, კახა ძალიან დააბნია, თამუნა კი ააფორიაქა, მაგრამ გულის სიღრმეში ორივე რაღაცნაირად დამშვიდდა. ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.