შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათამაშო (სრულად)


4-02-2023, 11:19
ავტორი ვე რა
ნანახია 8 856

სათამაშო 1

თქვენც გესიზმრებათ ხოლმე კოშმარები? ალბათ ერთხელ მაინც ყველას გინახავთ კოშმარი. მაგრამ მე ხშირად ვხედავ, სულ ერთსა და იმავეს.:
რომ ცხელა საოცრად ცხელა. შუადღის პირდაპირი მზე კანს მწვავს. ვერც ვერსად დავემალები. ჩემი სახლის ორ ნაბიჯიან აივანზე ვზივარ. პატარა გამხდარ ხელებს სახეზე ვიფარებ. მაგრამ ვერ მშველიან. მზისგან ვერ მიფარავენ. აივნის კარს მიღმა მონოტონური კვნესა ისმის. მე ხელებს ახლა ყურებზე ვიფარებ. აივნის კუთხეში ვჯდები და ველოდები , როდის დამთავრდება მორიგი ჯოჯოხეთი.
მერე კარი იღება...
მე სამზარეულიში გავრბივარ დიდი ჭიქით წყალს სულმოუთქმელას ვცლი. შემდეგ ოთახში ვბრუნდები, სხვაგან სად წავალ ერთოთახიან სახლში. ქალი საწოლში მოკუნტული წევს. ახლა ცდილობს დაიძინოს, სანამ მორიგი ჯოჯოხეთი დაიწყება. მისი თქმით ეს სამსახურია. მე ის მძულს. არ მინდა მისი დანახვა. ეს ქალი დედაჩემია!

ვიღვიძებ საშინელ ხასიათზე. ვიცი, რომ მთელი დღე მოშხამული მაქვს. ვდგები და აბაზანაში გავდივარ. ცხელი შხაპის ქვეშ ვდგები. ადრე ბავშვობაში კოშმარებს წყალს ვატანდი. ხელს შევყოფდი წყლის ნაკადში და ვჩურჩულებდი. ახლა მხოლოდ ხელის დასველება ვერ მოერევა ჩემს კოშმარს , ამიტომ....

..... არც კი ვიცი როგორ და რანაირად მივახერხე მე ერთმა უყველაფრო და უპატრონო ბიჭმა , რომ დღეს ის ვარ, ვინც ვარ! მე უჩა ჩუბინიძე გავლენიანი ბიზნესმენი და ლამის ყოვლისშემძლე ადამიანი ვარ. და ყველაფერს მხოლოდ ჩემი მონდომებით და სიჯიუტით მივაღწიე.

ჩემზე ბევრს საუბრობენ , ამბობენ , რომ დიდი სამეგობრო მყავს. და ქალების გულთამპყრობელი ვარ .მაგრამ არ დაიჯეროთ. დიდიხანია ვისწავლე ნიღბის მორგება და დღემდე წარმატებით ვატარებ. ვინ ვარ სინამდვილეში მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის. ჩემმა ერთგულმა მეგობარმა. ერთადერთმა ვისაც ვენდობი და ძმად მივიჩნევ .
ნიკა ჟღენტმა. მან იცის, რომ ქალები , როგორ ვთქვა ზრდილობიანად?
მძულს! არა ვერ მიხვდით. მათი ფასადური და მატყუარა გონება მძულს და თორემ მათი სხეული ? სხეული მიყვარს , როგორც თოჯინა, როგორც სათამაშო და ბევრსაც ვთამაშობ მათით!

წარსულზე თითქმის არ ვფიქრობ. წარსულის ყველა კვალი გავაქრე და წავშალე. მაგრამ მეხსიერებას ვერაფერი მოუხერხე. კოშმარად მიბრუნებს იმას , რის დავიწყებასაც ასე გამწარებული მთელი ცხოვრებაა ვცდილობ.
გული გაიქვავე და ყველა კარი საიმედოდ ჩავრაზე. ყველა ჭუჭრუტანა ამოვქოლე. მე სიყარულის და მსგავსი ბანალური ლეგენდების არ მჯერა. ვცდილობ ცხოვრებით დავტკბე. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს გამომდის.

ნიკა დიდხანს ცდილობდა ჩემს გამოცოცხლებას და ახლაც სჯერა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მომიწევს გასხიოსნება. და რომ ეს ყველაფერი დროის ამბავია უბრალოდ, მაგრამ წელი წელს მიჰყვება და არაფერი იცვლება. მე ისევ მე ვარ!

იმ საღამოსაც მანქანით ვსეირნობდი. უფრო სწორედ სინათლის სიჩქარით მივქროდი. ასე უსიამო რამეებზე აღარ ვფიქრობ . თითქოს ადრენალინისგან ვიცლები. ნიკამ დამირეკა და ჩვენს ღამის ბარში მისვლა მთხოვა. აგვისტოა. იწვის ყველაფერი და მგონი ზღვაც კი დუღს. მითხრა, რომ რაღაც ძალიან საინტერესოს წააწყდა , რაც აუცილებლად უნდა ვნახო.
მანქანას სწრაფად ვაბრუნებ და სანაპიროს გასწრივ მვქრი. ბარის წინ ვაჩერებ და შევდივარ. მუსიკას გუგუნი გაუდის. ისევ იგივე ერთმანეთში აზელილი მთვრალი და მაკიაჟით გადადღაბნილი სახეები. სხეულები მუსიკის რიტმზე როკავენ. ვერაფერს ვიტყვი წესით უნდა მიხაროდეს ამდენი ხალხის დანახვა, ეს ხომ ჩემი ბიზნესია.

ჩვენი აჩემებული მაგიდისკენ მივდივარ. და გაოცებული ვათვალიერებ. ნიკას გვრდით სამი გოგო ზის. ამ ბრბოსგან კონტრასტულიად ფხიზელი ლამაზი გოგოები. სათითაოდ ვათვალიერებ და მორიგ საკბილოს ვარჩევ. მომრგვალებულ ერთიან სავარძელს ვუახლოვდები, რომელიც მაგიდას გარშემო ეკვრის და უცებ მას ვხედავ . განაპირას ზის გრძელი, ხვეული ჩალისფერი თმით. გამხდარი , ალბათ საშვალო სიმაღლის. მწვანე თხელი სარაფნით, რომელიც როგორც მივხვდი მწვანე თვალებისთვის შეუხამებია.
ვუყურებ და უკვე ვიცი -მე ეს სათამაშო მსურს!

ნიკა მამჩნევს და ხელს მიქნევს. გოგოებს ვესალმები და მწვანე კაბიანი სათამაშოს პირისპირ ვჯდები. წამით მიყურებს, მერე დარბაზისკენ ბრუნდება და თითქოს იქ არც ვიჯდე ვგრძნობ ჩემს არსებობას უბრალოდ ივიწყებს.
2

"ბევრი მინახავს შენისთანა!" - ვფიქრობ გულში. ეს ჩვეული თავის დაფასება. რა ბანალურია. მაგრამ იმის გამო რომ ასეთი კარგია მომიწევს მოვითმინო. სულ ერთია ამაღამ სულ ერთიანად დამიბრუნებს უკან რა დროსაც ახლა ეს თამაში მართმევს.
ყველაფერი მარტივი იქნებოდა ქალებს ეს უაზრო ფლირტი რომ ასე ძალიან არ უყვარდეთ.

თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი ნაზია , ჰაეროვანი, თითქოს ნამდვილიც არაა.
ნიკა ამჩნევს ჩემს ყურადღებას მის მიმართ და ჩემთან ახლოს ჯდება.
-ამათ გამო დაგირეკე. მსგავსი გოგოები რა ხანია აღარ მინახავს. გოგოები სხვა სამყაროდან!-ასე სამი სიტყვით აფასებს მათ და თავიდან მგონია გარეგნობას გულისხმობს.
თუმცა ცოტა ხნის დაკვირვების შემდეგ ვხვდები, რის თქმასაც ცდილობს. ეს გოგოები ჩვეულ ქალებს არ გვანან. არც მოსიარულე საფულეებს ეძებენ და არც პარტნიორებს ერთი ღამისთვის. უჩვეულოდ უბრალო და მხიარული გოგოები არიან. მაგრამ ის მაინც სულ სხვაა,
-რას დალევთ გოგოებო?- კითხულობს ნიკა-რადგან თქვენს მაგიდასთან დაჯდომის ნება მოგვეცით სასმელი ჩვენზეა!
თქვენს მაგიდასთანო? გაოცებული ვუყურებ ნიკას. ამ ბარში კარგად იცინ, რომ ნებისნიერ მომენტში , როცა არ უნდა მოვიდეთ ეს მაგიდა თავისუფალი უნდა იყოს. ამიტომ მართლა ვერ ვხვდები რა ხდება.
ნიკას ვანიშნებ. ის კი თვალს მიკრავს და მერეო ჩურჩულებს.
სასმელი მოაქვთ. ვაკვირდები რომ არც ერთი არ სვავს ბოლომდე.
ნიკას ვუყურებ და ისევ იცინის თან მხრებს იჩეჩავს.
-ვიცეკვოთ?-ეუბნებიან ერთმანეთს ისე თითქოს მე და ნიკა იქ არ ვიყოთ და დგებიან.
-ვივ წამო ჰაა!
ვივი იღიმის და ცხვირს სასაცილოდ ჭმუხნის. უარის ნიშნად თავს აქნევს.
ვუყურებ და ნერწყვს ვყლაპავ , ისე მინდა შევეხო.
გოგოები კისკისით მიდიან. ის რჩება და ისევ დარბაზს უყურებს. ნიკას ტელეფონი რეკავს , დგება და დარბაზიდან გადის. ამ ხმაურში შეიძლებელია ტელეფონზე ლაპარაკი.

მე ისევ დაჟინებით ვუყურებ, ვიცი აუცილებლად მეტყვის რამეს ვითომ სხვათაშორის ყოველთვის ასეა,
.ყველა ასე იქცევა. სავარძლის საზურგეს ვეყრდნობი, თავისუფლად ვჯდები, მე როგორც გამოცდილ მონადირეს არ მეშლება როგორ დავუგო ხაფანგი ასეთ პატარა ცბიერ მელაკუდას.
რაღაც მომენტში ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. ყურადღებით მიყურებს, თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობს და ვგრძნობ ჩემი გულის ცემა როგორ იმატებს.
მის თვალებში ადამიანი შეიძლება დაიხრჩოს კიდეც.
და უცებ მიღიმის ....
არ ვიცი მანამდე ასეთი ღიმილი არასდროს მინახავს! ისეთი წრფელი , ისეთი ნათელი, მარცხენა ლოყაზე სასაცილო ჩაღრმავება უჩნდება.
- ვივი ანუ ვივიენი?- ვეკითხები და უკვე ვიცი პირველი პარტია წავაგე.
ისევ იღიმის და თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს.
ცოტა ხანს ვიცდი იქნებ თავადაც მკითხოს, მაგრამ დაბნეული ბავშვივით ისევ მე ვასწრებ.
- უჩა ჩუბინიძე- მეორე პარტიაც წავაგე.
ხელს ვუწვდი მაგიდის მეორე მხრიდან. თავის პატარა ლამაზ ხელს მიწვდის .მისი ხელი ჩემს ხელში იკარგება და აღარ მინდა რომ გავუშვა.
ასეთი აღფრთოვანებული ქალით დიდი ხანია არ ვყოფილვარ. სულ წამით აჩერებს ხელს და მიშვებს.
- ვიცეკვოთ? - ვეკითხები და უკვე ეჭვი მეპარება რომ დამთანხმდება.
-სხვებთან ვერ ვცეკვავ-ღიმილით ამბობს.
- სხვებთან?- ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
- საკუთარი თავის გარდა!- ისევ იღიმის და გოგოებს უყურებს.
-ანუ?-მინდა მისი ხმა მესმოდეს. ესეც ახალი უცნაურობა მჭირს. მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
- კიი აი მაგალითად, როცა საჭმელს ვაკეთებ.- იმდენად მიფანტავს აზრებს უცებ ვერც ვხვდები რას ამბობს. მერე კი თვალწინ მიდგება როგორ ცეკვავს ჩემს სამზარეულოში წინსაფრით და თან ბოსტნეულს ჭრის. წარმოსახვის გასაფანტად თავს ვაქნევ. სასმელის ბრალიათქო ვფიქრობ. და ვდგები.
-ცოტა ხანს გავალ .- ვეუბნები მას და გამოვდივარ დარბაზიდან. ვხვდები თუ არ ამოვისუნთქე გავგიჟდები. "ტვალეტში" შევდივარ ნიჟარას ხელებით ვეყრდნობი, სარკეში ჩემს ანარეკლს ვხედავ. დაბნეული მიყურებს და გაოცებული. ონკანს ვხსნი და სახეზე წყალს რამდენჯერმე ვისხავ.
-უჩა ჩუბინიძე, მაგარ შარში ხარ!- ვეუბნები საკუთარ თავს.
გარეთ ნიკა მხვდება.
- მშვიდობაა?- ვეკითხები უკვე დამშვიდებული.
- კიი ძმაო, ნენე იყო ამოდი აგარაკზეო. სალაპარაკო მაქვსო. - უცებ იცინის- ჰაა გაგაოცე? რა ციდან ჩამოცვივდენ ეს ფერიები ნეტა? შემოვედი და სხედან ჩვენს მაგიდასთან. ჩვენევს ვანიშნე თავი დაანებეთთქო. მივედი და ვთხოვე ადგილი არაა და თქვენთან დავჯდებითქო და ისე მიმიღეს როგორც კიდევ ერთი დაქალი. ბიჭო არც ფლირტი, არც თვალების პაჭუნი. მივხვდი უნდა გენახა. შენ ხომ მიმტკიცებდი რომ მასეთი გოგოები დინოზავრებივით გადაშენდნენო, აჰა!
მერე ისევ თავად აგრძელებს.
- დამღალა ნენეს სამყარომ უჩა. სინამდვილეში ამ ფერიების მსგავსი უბრალო ქალი რომ შემხვედროდა სანამ...- აღარ ამთავრებს მაგრამ მე ვიცი რაც სურს. უბრალოდ უნდა ბედნიერი იყოს. მაგრამ ნენეს მტკიცედ ჰყავს ქსელში გაბმულ და არ ვიცი თავს როგორ დაიხსნის.
დარბაზში შევდივართ , მაგიდა ცარიელია. დარბაზს ვათავალიერებ და არ არის. უცებ პანიკა მიპყრობს, ვაითუ ვეღარ ვნახო. გარეთ გამოვრბივარ და არავინაა. ნიკა უკან მომდევს
- რა ხდება უჩა?- მეკითხება დაბნეული და ჩემი ქცევით გაოცებული.
- შარში ვარ ნიკა! მაგრა შარში ვარ!- უკვე ხმამაღლაც ვაღიარებ .

ერთ კვირაში მთელი ქალაქი მოვიარე, სანაპირო , სკვერები , ვფიქრობ სადმე ვიპოვნი. მერე იმედი მეწურება. უბრალოდ აღარ ვიცი რა ვქმა. მე , ვისაც თავი ნახევრად ღმერთი მეგონა ერთი პატარა გოგო თვალსა და ხელს შუა გამისხლტა. გამიქრა და დამემალა. იქნებ იმიტომ ვარ ასე ,რომ მივეჩვიე სასურველის ადვილად მიღებას? ვბრაზობ მასზე. ოღონდ ახლა ვიპოვნო და მერე ვერსად გამექცევა ვეუბნები ნიკას. მაგრამ ის უბრალოდ გაქრა!
-ალბათ წავიდნენ ძმაო.-მეუბნება ნიკა.
-სად წავიდნენ?-ვიოცებ მე.
-ალბათ ერთი ორი კვირით იყვნენ ზღვაზე. და სახლში წავიდნენ.-მიხსნის ნიკა.
ვფიქრობ მართალია აქაურს ვერ ექნება ასე თეთრი და ნაზი კანი. რატომ არ ვიფიქრე ეს აქამდე.
-ახლა რა ვქნა?-ვეკითხები ნიკას და უმწეოდ ვშლი ხელებს.
-ოო დიადმა უჩამ არ იცის რა ქნას?!-დამცინის ნიკა-რამ გადაგრია ჰა?-მეკითხება ინტერესით.
-ქეთას დაურეკე სირბილით მოვა. ისეც უწუწუნია ნენესთან ერთი კვირაა არ ვუნახივარო.
ქეთა ? ვფიქრობ ჩემთვის . ქეთამ შორეულ პლანეტაზე გადაინაცვლა. მე ის მინდა, ის მჭირდება!
-ძმაო არ მგონია რომ ის შენს სათამაშოებს ჰგავდეს!-მეუბნება უცებ ნიკა-ცოდოც კია რომ სხვებივით მოექცე!
მის თვალებზე ვფიქრობ. მის თმაზე. მის თითებზე. უკვე ვაღიარებ რომ მისით ვარ შეპყრობილი.
-მინდა ვნახო როგორ იცეკვებს ჩემს სამზარეულოში!-ვამბობ და ხმა მეხლიჩება.
-რაა? -ვერ ხვდება ნიკა?.მაგრამ მე ვიცი ის ჩემი ბედისწერაა.

არეული გონების დასაწყნარებლად საღამოს მანქანით გავდივარ. ქუჩებს უაზროდ მივყვები. ქეთა მირეკავს და რომელიღაც კაფეში შეხვედრას მთხოვს.
ვთანხმდები საქმე მაინც არაფერი მაქვს. კაფესთან მისული მანქანიდან გადმოვდივარ. სანაპიროს მოსჩანს და ზღვა. ლამაზი საღამოა.
მაღლა ვერანდაზე ვიხედები და ვშეშდები. ისაა! დიდი ფართო ქუდი ახურავს. ვერანდის ნაპირას ზის და ნოუთბუკში იყურება.
უცნაური აღელვება მიპყრობს. გული ლამისაა საგულედან ამომიხტეს. სწრაფად ავდივარ კიბეზე. ოთახის გავლით ვერანდისკენ მივიჩქარი, როგორც მონუსხული.
-საყვარელოო მოხვედი!-მეძახის გაწელილი ხმით ქეთა.მე მას გვერდს ისე ვუვლი თითქოს ვერც ვხედავ და ვერანდაზე გავდივარ.
-გამარჯობა ვივიენ!-ვესალმები.
თავს სწევს და ვხედავ რაღაცით ბედნიერია. ფართო ღიმილით მიყურებს და მწვანე თვალებს აფახულებს. უცნაური სურვილი მივლის გულში ჩავიკრა. მისკენ ნაბიჯს ვდგავ და უცებ ქეთას წიკვინა ხმა მესმის.
-ვინაა ეს გოგო საყვარელო?- და მკლავზე მეკონწიალება.
ვივი ახლა ირონიულად იღიმის. მე და ქეთას გვათვალიერებს.მერე ნოუთბუკს დიდ ზღვის მომწვანო ჩანთაში იდებს და სიტყვის უთქმელად მიდის.
ისეთი ბრაზი მიპყრობს, ისეთი ზიზღი მზად ვარ ქეთა ადგილზე გავგლიჯო.
მხრებში ხელს ვავლებ და ვაჯანჯღარებ.
-მეორედ აღარ შემეხო გესმის!-ვუყვირი და მისი შიშჩამდგარი თვალებით ვხვდები ზღვარს გადავდივარ. ხელს ვუშვებ და ვივის მივსდევ. მაგრამ ისევ მაგვიანდება.

3

ვგიჟდები, ვცოფდები! ეს უკვე მეორედ მისხლტება ხელიდან.
პირველად ვიჯერებ , რომ არც თუ ისე ყოვლისშემძლე ვარ.

სანაპიროზე გავდივარ.
უაზროდ მივუყვები პლიაჟს. ისევ მასზე ვფიქრობ. ნეტავ რამ გააბედნიერა ასე? და ის აზრიც პირველად მომდის თავში რომ შეიძლება ვინმე უყვარდეს. გული მეკუმშება. შეუძლებელია მარტო მე ვხედავდე მას ისეთ მშვენიერს, როგორიც არის.
ვინ ხარ? სად ხარ? ვეკითხები გულში.

უცებ დიდი ფერადი ქოლგის ქვეშ უზარმაზარ მწვანე ჩანთას ვხედავ.
ისაა ! ვხვდები და უზომოდ მიხარია.
გარშემო ვიყურები და ვამჩნევ ოთხვე აქაა. ზღვაში ცურავენ.
ერთობიან. სულ არ ადარდებთ როგორ გამოიყურებიან. არც მაკიაჟზე დარდობენ, არც სველ თმაზე.
ქეთას ტუჩებდაბერილ დაქალებს სულ არ ჰგვანან. წვენსაც კი ჭიქაზე ტუჩის შეუხებლად რომ სვავენ პომადა არ მოგვშორდესო. ამ ფიქრებში გართულს გოგოების კივილი მესმის. შველას ითხოვენ , დაუფიქრებლად გავრბივარ მათკენ.
-არ იცის მანომ ცურვა, არ იცის- ტირის ვივიენი და ხელით მანიშნებს ზღვაში აფართხალებულ გოგოზე, რომელიც საკმაოდ შორს გაუტაცია ტალღას. ზღვის პირას გაზრდილმა ცურვა მგონი დაბადებისთანავე ვისწავლე.
მისი ნაპირზე გამოყვანა საერთოდ არ მიჭირს . გოგოები მზრუნველად შემოეხვივნენ.
ცოტა ხანი სჭირდება მანოს რომ დამშვიდდეს. მერე დგება და მეხვევა.
-შენი სიცოცხლე მმართებს !-მეუბნება და მიღიმის.
მეც ვუღიმი და ვივიენისკენ ვაპარებ თვალს. ტელეფონზე საუბრობს აღელვებული. ვამჩნევ გაბრაზებულია.
ტელეფონს თიშავს და ხელებს გულზე იჯარედინებს. თავდაცვის პოზას იღებს. ჩემთვის ნაცნობია სხეულის ენა. მგონი ეს ისაა, რაც დედამიწაზე ყველა ერს თანაბრად ესმის. ჩვენსკენ მოდის და ეტყობა ატირებას ცოტაღა უკლია. თუმცა მაინც ახერხებს ემოციების კონტროლს და მიღიმის. ისიც მადლობას მიხდის მეგობრის გადარჩენისთვის.
მე არ მინდა ამ შანსის ხელიდან გაშვება და გოგოებს ვეუბნები.
-ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ დღეს აუცილებლად!-უარს ვერ მეუბნებიან. ახლა მათ თვალში გმირი ვარ. ჩვენს ერთერთ მყუდრო რესტორანში ვპატიჟებ მათ და შეხვედრას საღამოსთვის ვუნიშნავ. მანოს მობილურის ნომერს მაინც ვიწერ. მას რომ ვთხოვო , ალბათ უბრალოდ გეცინება. მაგრამ მე მის დაკარგვას აღარ დავუშვებ.

სახლში ვბრუნდები, რესტორანში ვრეკავ და ზღაპრულ სუფრას ვუკვეთავ. მერე ნიკას ვურეკავ და ვაფრთხილებ საღამოს არაფერი დაგეგმოს. თავად კი გამზადებას ვიწყებ.
სარკის წინ საკუთარ თავს ვათვალიერებ. თავს არ ვიქებ მაგრამ ვიცი რომ საკმაოზე ბევრად კარგი ვარ. ჩემი ლურჯი თვალები და ათლეტური აღნაგობა ყველას გულს ადვილად იგებს ხოლმე. მაგრამ სხვების მსავსი აღფრთოვანების ნასახიც კი ვერ შევამჩნიე ვივიენს ვერცერთხელ.

ვცდილობ ზედმეტი არ მომივიდეს ამიტომ თავისუფლად ვიცვავ. თეთრ მაისურზე ცისფერ პერანგს, ჯინსის შორტს და თეთრ ბოტასებს. საყვარელი სუნამოც და სარკეში რომ ვიხედები ვიცი რომ სიყვარულის სახელით წამოწყებული ნებისმიერი ომის მოგება შემიძლია.
რესტორანში ადრე მივდივარ და ნიკაც იქ მხვდება. ყველას ვაფრთხილებ ზედმერი რეგალიებით არავინ მოგვმართოს. დღეს ჩვეულებრივი კლიენტები ვართ. ესეც უცნაურია. სხვებთან პირიქით , მათთან კი იმის დამალვა გვიწევს რომ მფლობელები ვართ.
დათქმულ დროს გოგოები მოდიან .მანო კოდევ ერთხელ მიხდის მადლობას .
-ვივიენი სადაა?- ვკითხულობ შემცბარი რომ ვერ ვხედავ. ვაითუ არ მოვიდა.
-ტელეფონზე საქმროს ელაპარაკება და ახლავე მოვა.!-მეუბნება ნათია.და მეჩვენება თუ მართლა,არ ვიცი, საქმროს ხაზგასმით ახსენებს.
ყურები წუილს მიწყებენ. თუმცა მალევე ვმშვიდდები. საქმრო კი არა ამ ქვეყნად ვერავინ წამართმეს რასაც უკვე ჩემად დავიგულებ.

მთავარი მისი პოვნა იყო. დღეიდან ის მხოლოდ ჩემია. თუნდაც ამაზე ჯერ თავადაც არ ჰქონდეს წარმოდგენა. არ მჯერა , რომ არსებობს ქალი, ვინც ჩემს ხიბლს გაუძლებს და უარს მეტყვის. ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა. ვფიქრობ ამაზე და ვმშვიდდები.

თუთა იღიმის და აქეთო ხელით ანიშნებს , მე ვვრუნდები მისკენ.

უბრალო სადა თეთრი სარაფანა აცვია , წვრილი სამხრეებით. ისეთი ურალო და ჰაეროვანი , როგორც ღრუბელი.. გრძელი ხვეული თმა წვრილ წელამდე სწვდება, მართლა საოცარი ქალია. ვუყურებ და თვალებს არ ვახამხამებ მეშინია არ გაქრეს. მისი თმის საოცარი ფერი მატყვევებს. სურვილი მკლავს წელზე ხელი მოვხვიო , ჰაერში ავიტაცო და დავატრიალო.
-უჩა!- მკლავზე მეხება ნიკა-პირი დახურე. -ამბობს ჩურჩულით.

მინდა მის გვერდით დავჯდე , მაგრამ ნურას უკაცრავად. გოგოების შუაში თავსდება. თითქოს იცის, რომ გულგრილი არ ვარ, თითქოს თავს მარიდებს.
წამით მოვასწარი და თვალებში ჩავხედე და მომეჩვენა , რომ აქ მოსვლამდე იტირა. დილით ისეთი ბედნიერი იყო, ნეტა რატომ უნდა ეტირა. ახლა ამაზე ვიციკლები . ინტერესი მკლავს.

რახან გვერდით ვერ მოვახერხე , მის პირდაპირ ვჯდები. მინდა მის თვალებს ვხედავდე. მინდა მასთან სულ ვოტსხნით მაინც დავრჩე მარტო და ეს ლამაზი მწვანე თვალები დავუკოცნო. ეს ქალი ჩემთვის დაიბადა.

ნიკა სადღეგრძელოს ამბობს. ერთს მეორეს და ვაკვირდები რომ შიგა და შიგ ვიღაცას ემესიჯება და უფრო და უფრო უფუჭდება ხასიათი.
ვსაუბრობთ. ნიკა ოსტატურად ახერხებს და ჩვენთვის სასურველ ამბებზე ალაპარაკებს და ვიგებ რუსთავში ცხოვრობენ,
რომ კლასელები იყვნენ და ერთმანეთს სკოლიდან იცნობენ. რომ უნირსიტეტის შემდეგ სამსახური დაიწყეს. ნათიას და თუთას ქმარ -შვილი ჰყავთ. მანო მარტოა , ხოლო ვივის ასე ეძახიან გოგოები საქმრო ჰყავს და ზაფხულის ბოლოს დიდი ქორწილი აქვთ დაგაგმილი.
"მაგასაც ვნახავთ !"- ვფიქრობ გულში.

4

მორიგი მესიჯის შემდეგ ხასიათი საბოლოოდ უფუჭდება. უცებ დგება და გადის , თუთაც მაშინვე მიჰყვება. ნათია და მანო ერთმანეთს უყურებენ და თავისთვის ჩურჩულებენ.
ვხვდები რაღაც ხდება და გოგოებმა მშვენივრად იცან რაც.
-რა მოხდა?-კითხილობს ნიკა, როცა მათ მღელვარებას ამჩნევს.
-ისეთი არაფერი, უბრალოდ,,,- მანოს ნათია აწყვეტინებს სათქმელს.
-პირადულია!-ამბობს უხეშად და ამის თქმისას მე მიყურებს. ამ გოგოს აშკარად არ მოვწონვარ.
მეღიმება. ერთ სადაქალოში უკვე ორს არ მოვხვდი გულზე. ნეტავ აპოკალოფსი ხომ არ დიწყო და მე ხომ არ გამომრჩა?

ვივიენი და თუთა ცოტახანში უკან ბრუნდებიან.
-დამისხი!- მბრძანებლირად ეუბნება ის ნიკას. ნიკა ცალ წარბს მაღლა წევს და ჭიქას სასმელით უვსებს.
-მე გამიმარჯოს!-საკუთარ სადღეგრძელოს სვავს და ტუჩის კუთხით იღიმის.
ისევ მიელავს ფიქრი გონებაში , რომ სასწაულად მინდა ამ ტუჩებს ვკოცნიდე.
-გაგიმარჯოს!-ვეუბნები და ჩემს ჭიქას მისკენ ვწევ , მაგრამ იმის ნაცვლად რომ მომიჭახუნოს ერთიანად სვავს სასმელდ.
რამდენიმე სადღეგრძელოს ზედიზედ ცლის და ლოყები უწითლდება.. ლამაზი პატარა ცხვირის წვერიც. გოგოები ჩუმად ეუბნებიან , რომ ზედმეტი მოსდის.
ის კი უფრო ბრაზდება.
ისეთი მშვიდი ჩანდა აქამდე, არ მეგონა ასეთი ბრაზიანიც თუ იყო. ძალიან მესაყვარლება.
ისევ მესიჯის წრიპინი ისმის. ტელეფონს იღებს კითხულობს და ხელებს მუჭებად კრავს.
-უნდა დაგემშვიდობოთ
ამბობს უცებ. თქვენ დარჩით. -მკაცრად მიმართავს გოგოებს. -გაერთეთ. მე ... უნდა გავისეირნო. .მარტო ყოფნა მინდა. თორემ ... - სიტყვას აღარ ამთავრებს ტრიალდება და მიდის.

ვფიქრობ ცხოვრებამ დღეს უხვად დამაჯილდოვა შანსებით , რადგან მისი გასვლის მომენტში ნათია არაა, რომ შემაჩეროს. მეც ვდგები.
-გავაცილებ და მოვალ!-ვამბობ და ნიკას უჩუმრად თვალს ვუკრავ. კართან ვეწევი.
-ვივიენ რომ გაგაცილო შეიძლება? -ვეკითხები მას.-გვიანია და შენც მთვრალი ხარ!
მიყურებს და მიღიმის.ღიმილი მისი იარაღია.
თავს მიქნევს.
-თუ არ მოგწყინდება წამოდი, ტირილს ვაპირებ!-ისე ამბობს თითქოს
წვიმას აპირებდეს და პროგნოზს მაცნობდეს.მანქანისკენ მივდივარ, მაგრამ ის პირდაპირ ზღვისკენ მიდის სიტყვის უთქმელად. მეც სხვა რა დამრჩენია მორჩილად მივყვები უკან
ასე მგონია ეს ქალი დუმილის ხელოვნებას ფლობს. უსიტყვიდ მმართავს და მის ნებაზე მატარებს თუმცა ეს ძალიან სასიამოვნოა.

სანაპიროზე დატოვებულ შეზლონგზე ჯდება და ზღვას უყურებს. ვხედავ როგორ უცახცახებს მხრები და მისვლას ვერ ვბედავ. გეფიცებით იმ წამს სხვა არაფერი მინდა იმის გარდა რომ არ იტიროს. გულში თითქოს ეკალი მაქვს . მაგრამ ვერც სათქმელს ვუყრი თავს , ვერც მის შეხებას ვბედავ. უბრალოდ მის უკან ვდგავარ აწურული და არ ვივი როგორ მოვიქცე. მას კი მგონი სულ აღარ ახსოვს ჩემი არსებობა.
-რა საშინელი გრძნობა ყოფილა, როცა იცი რომ უნდა წახვიდე, მაგრამ მაინც რჩები!-ამბობს უცებ და მე ვერ ხვდები მე მეუბნება თუ საკუთარ თავს. მსგავს სიტუაციაში პირველად ვარ. ადრე არასდროს დამჭირვებია ატირებული ქალის დამშვიდება.თუ ქალი ჩემთან ტირის მე მას უბრალოდ ვტოვებ და ვივიწყებ.
ქუსლიანებს იხდის და ქვიშიან ნაპირს მიყვება. ზღვიდან ამოსულ ქალღმერთს გავს. გულისწასვლამდე მშვენიერია.
უკან იყურება და მიღიმის მე, როგორც მონისხული კვლავ უკან მივყვები .
-იცი რა შველის დარდს?-ვეკითხები ვივიენს.
-რა?-ინტერესდება.
-დიდი უზარმაზარი ნაყინი!-ვეუბნები მე .
თვალები უბრწყინავს. სასმლისგან თუ მოსალოდნელი ნაყინის სიხარულისგან უკვე ვერ ვხვდები.
მისი ტელეფონი ისევ რეკავს. ეკრანს უყურებს რაღაცნაირად იმედგაცრუებული და საერთოდ თიშავს.
-წავედით დარდებთან საომრად!-მეუბნება და იღიმის. ვხვდები რომ მზად ვარ მისი ღიმილისთვის ნებისმიერი რამ გავაკეთო. თუნდაც თავი წავაწყვიტო იმას ვინც ახლა ატირებს. ეს აზრიც საოცრად მსიამოვნებს.
იმ საღამოს შემდეგ სულ ერთად ვართ, ათას ისეთ რამეს ვაკეთებ მასთან ერთად რომ არასოდეს მომსვლია თავში აზრად. ჩემში ბავშვს აოცხლებს. და მე ეს ძალიან მიხარია. არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, არცერთხელ არ ახსენა თავისი საქმრო.
არც მე მიკითხავს რატომ ტიროდა. უბრალოდ ბედნიერია ახლა და ამ წამს.
გოგოები ხვდებიან, რომ მასზე დამოკიდებული ვარ. რადგან ჩემს ბედნიერებას დაუფარავად გამოვხატავ. ერთ საღამოს მანო გვერდით დამიჯდა და მითხრა:
-არ ვიცი ვივის მიმართ სინამდვილეში რას გრძნობ, მაგრამ თუ ეს რამე სერიოზულია ჯობია წინასწარ იცოდე. ამ კვირას სახლში ვბრუნდებით .
-რუსთავი ხომ არც ისე შორსაა?-ვიცინი მე.
-ეგ ვერაფერს შეცვლის. ის მიგატოვებს და ვფიქრობ გულს გატკენს და თავადაც ეტკინება. მაგრამ ის აუვილებლად წავა შენგან.
ანუ მე მიმატოვებს ის? ვფიქრობ რომ ეს შეუძლებელია. მე მის თვალებში ვხედავ რომ არაა გულგრილი. ამ წამს ვაცნობიერებ რომ მას არც კი შევხებივარ. ქალისთვის, რომელზეც ყოველ ღამ ვოცნებობ , არც კი მიკოცნია.

-ნიკა რას ფიქრობ რა ხდება ჩემს თავს?-ვეკითხები ნიკას .
-მე უკვე ვერაფერი გამიგია. არ მინდა მისი გაშვება, მაგრამ ... ვერც კი ვეხები, როდის აქეთ გავხდი ასეთი გულჩვილი?
-მას შემდეგ რაც შეგიყვარდა!-მოკლედ მპასუხობს ნიკა.
-შემიყვარდა? -მიკვირს მე-სიყვარული არ ასებობს, ამის არ მჯერა.-ვცდილობ წინააღმდეგობა გავიწიო. ეს ვერ იქნება სიყვარული. -არ მსურს ვაღიარო
-ხოო ? აბა რა არის?-ირონიით მეკითხება ნიკა.
-შეამოწმე და მიხვდები!-ამბობს ფიქრის შემდეგ.
-შევამოწმო? როგორ ?-მართლა მიკვირს.
-აკოცე ძმაო, შეეხე , თვალებში ჩახედე და მერე გადაწტვიტე არის თუ არა. მაგრამ სწორედ ის რომ მასთან მოახლოვებას ვერ ბედავ მაჯერებს, რომ უგონოდ ხარ შეყვარებული!-სიცილით მიმტკიცებს ნიკა.

აფროიაქევულ აზრებს ვერ ვიმშვიდებ. რომ მიდის ამაზე ვღელავ? მეცინება რუსთავში კი არა მარსზე რომ გადაცხოვრდეს იქაც მივაგნებ. აბა რა მჭირს? არა დღესვე უნდა გავარკვიო რა ჯანდაბაა ასე რომ მაგიჟებს. ვრეკავ და აგარაკის მოწსრიგებას ვთხოვ .

ჩემს სურვილებს ვანთავისუფლებ. ვნახოთ თუ შეძლებს და ხელს თუ მკრავს. ასი პროცენტით მჯერა სკუთარი თავის. და იმის რომ ამაღამ სანატრელი ქალი ჩემი გახდება.

მის სახლთან მანქანით მივდივარ და ვურეკავ , ვეუბნები რომ სასწრაფოდ უნდა ვნახო. ალბათ ისეთი ხმა მაქვს მაშინვე მთანხმდება.
გარეთ გმოდის. როგორ ახერხებს რომ ასეთი საყვერელია? მოკლე ჯნსის შორტები, მღეღილი უბრალო მაისური და შლოპანცები აცვია. გრძელი ლამაზი თმა, მე რომ ასე ძალიან მიყვარს , ცხენის კუდად აქვს შეკრული კეფაზე.
მანქანის კარს ვუღებ და ჯდება.
მანქანას ვქოქავ და ცოტა ხანში ქალაქიდან გავდივართ.

ვეღარ უძლებს დუმილს თან გაოცებული იყურება ფანჯრიდან
- რა ხდება ? სად მივდივართ?- მეკითხება და წარბებს მაღლა წევს . მისი ეს მბრძანებლური ჟესტი ჭკუას მაკარგვინებს. ხო იყავი ჩემი გულის მბრძანებელი- ვფიქრობ გულში- მე კი ყველა შენს სურვილს სიამოვნებით შევასრულებ. სიამოვნებისგან ვიღიმი.
- უჩა, ხდება რამე?- მეკითხება და ისევ გამომცდელად მიყურებს.
- კიი ხდება, ყველაფერი უნდა გავარკვიოთ ამაღამ!-ვეუბნები და საჭეს ნერვიულად ვუჭერ თითებს.
- რამე გასარკვევი გვაქვს?-მეკითხება და ხმა ებზარება.
- რატომ არ მითხარი რომ წასვლას აპირებ!-აშკარად ვბრაზობ.
- მგონი ზედმეტი მოგდის!-მშვიდად ამბობს.- უკან დავბრუნდეთ!
მე გაზს ვუმატებ.
ვხედავ როგორ ღელავს თუმცა ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას.
-უჩა დავბრუნდეთ და იქ ვილაპარაკოთ.-ოდნავ დათმობაზე მოდის. მსიამოვნებს მისი აღელვება და გამშრალ ტუჩებს ვილოკავ .
-ნუ ნერვიულობ არ შეგჭამ, თუ ეს თავად არ გენდომება!-ცალყბად ვიღიმი. შემიძლია კი მას რამე ვაიძულო? შემიძლია კი რომ ისიც საკუთარ სათამაშოდ ვაქციო?
ხვდება რომ სიტყვით და თხოვნით ვერაფერს გააწყობს და ჩუმდება. საერთოდ აღარ მიმჩნევს. ფანჯრიდან იყურება დაბღვერილი და მე მართლა მზად ვარ აქვე და ახლავე შევჭამო ისე მაგიჟებს მისი გაბუტვა. მუსიკას ვრთავ. და ვხედავ როგორ ეჭნუჭნება ზიზღით ტუჩის კუთხე. ნეტარებას განვიცდი იმაზე ფიქრით რომ მისი ტუჩებიც, მისი თვალებიც და თავადაც მთლიანად მე მეკუთვნის. უზასზღვროდ ბედნიერი ვარ!

5

ნახევარ საათში ჩემს აგარაკზე ვართ. ვივი კი ისევ არ მცემს ხმას.
ეზოში შევდივარ და უხმოდ მომყვება.ველოდები რომ მეჩხუბება და ამსთვის მზადაც კი ვარ, მაგრამ მისი სიჩუმე მაბნევს.
-მაღლა შენთვის ოთახი მზადაა.- ისე ირონიულად იცინის თითქოს სხვანაირად არც შეიძლება იყოს.თავს არარაობად ვგრძნობ.
-მისმინე ვივიენ ჩვენ ...-თქმას არც კი მაცდის ისე მპასუხობს.
-არავითარი ჩვენ არ არსებობს!
-მისმინე !-ვცდილობ რამე მაინც ვუთხრა ჩემს გრძნობებზე.
მისკენ ორ ნაბიჯს ვდგავ.
-როგორც ახალ შეძენილ მეგობას სექტემბერში ქორწილში გეპატიჟები!- ისევ დამცინის.
ჩემი ნერვიული სისტემა ფეთქდება.
-დარწმუნებული ხარ?-ვეკითხები ავად.
თავს მიქნევს დასტურის ნიშნად და ჩვენს შორის დისტანციას ზრდის.
მეღიმება. ესეიგი ჩემში ზუსტად იმას ხედავს რაც ვარ! კაცი რომელსაც ეს ქალი სურს! წამში ვჩნდები მასთან წელზე ხელს ვხვევ. მინდა წყობიდან გამოვიყვანო. მინდა დავანგრიოთ მისი სიმშვიდის გალავანი ,რომ გავაბრაზო. რამე ემოცია მაინც ვიგრძნო მისგან.
-ხელი გამიშვი!- მეუბნება ისეთი ბრაზით, როგორც მახეში თათით გაბმული მგელი.
ჩემი არ ეშინია ჯერჯერობით. ალბათ ჰგონია, რომ ვერ გავბედავ, ასეცაა, მე მას ვერაფერს დავუშავებ. ნიკა მართალია ! ვაცნობიერებ ,მე ის მიყვარს. ეს არაა უბრალო გატაცება, არც მხოლოდ ვნება და სურვილი . მხოლოდ მისი სხეული აღარ მეყოფა .
მისი გულიც მსურს! ხელს ვუშვებ და სწრაფად მშორდება. აშკარად უკვირს ასე ადვილად რომ ვთმობ და გამარჯვებული სახით მიყურებს.
- მიყვარხარ ვივიენ !-ვეუბნები მოულოდნელად და ვხედავ, როგორ უელავს თვალები. შეუძლებელია გულგრილი იყოს!
პასუხის გაცემას არც აპირებს. ნელ_ნელა ლოყებზე სიწითლე ეპარება და უცებ ზურგს მაქცევს.
-არ გეკამათები შეიძლება ქორწილი მართლა გქონდეს!-ორაზროვნად ვეუბნები მე.
-მაგრამ ეგ არ ცვლის იმას, რომ ახლა აქ ხარ ჩემთან! არც იმას, რომ შენს გაშვებას არ ვაპირებ! სანამ ყველაფერში არ გავერკვევით აქ ვიქნებით!- ჩემკენ ბრუნდება და სევდიანად მიყურებს.
-ეს ყველაფერი არასწორია! მთელი ეს დღეები არასწორია! მაპატიე თუ რამე ზედმეტი გაფიქრებინე! მე ვთხოვდები გესმის?-მიხსნის ხმადაბლა.
-რატომ ღელავ როცა გიახლოვდები?-ვეკითხები თამამად.
-ტყუილია!-უარობს.
-გინდა დაგიმტკიცო? -ვეკითხები და მისკენ მივიწევ.
-შეწყვიტე ეს ბვშვური თამაში!-ცდილობს მკაცრად გამოუვიდეს. ხელზე ხელს ვკიდებ. ჩემკენ ვექაჩები და გულში ვიკრავ. ხელით თავს უკან ვაწევინებ, მინდა მის თვალებს ვხედავდე. მინდა მის გრძნობებს ვხედავდე.
-შენი აზრით ბავშვურია ეს ყველაფერი?-ვეკითხები და თავის შეკავება მიჭირს. ვგძნობ როგორ ღელავს. როგორ უხშირდება გულის ცემა. მისკენ ვიხრები , და ვივიენი ამაყი და უკარება ვივიენი თვალებს ხუჭავს.
ესაა პასუხი ჩემს კითხვაზე. რაც არ უნდა თქვას ამ წამიდან ვერაფრით დამაჯერებს, რომ არ ვუყვარვარ. მეცინება.
-რაო გოგონა? რას ელოდები?-ვეკითხები და სულ არ ვმალავ ჩემს ირონიას. თვალებს სწრაფად ახელს და ხელს მკრავს. სცხვენია, რომ თავი დაკარგა .
-ვერ გიტან! მძულხარ !-მართლა მგელივით იღრინება.
-კიი მჯერა!-თავს ვუქნევ სიცილით
-მოდი დროებით დავზავდეთ კარგი? მე მშია.- ვამბობ რაც შემიძლია მშვიდად. მაცივართან მივდივარ ვაღებ და შიგ ვიყურები.
-გინდა სპაგეტი ?მე მეტი არაფერი ვიცი.-ვშლი ხელებს და მხრებს ვიჩეჩავ. ვხედავ, როგორ ცდილობს თავის შეკავებას, მაგრამ მაინც ეღიმება.
-შენ იცი საჭმელების კეთება? აკი ერთ თვეში თხოვდები და წესით გეცოდინება რამე.-ჩემდაუნებურად ისევ ვაბრაზებ.
-ეჭვიც არ შეგეპაროს ვიცი! რა გინდა?- მიყურებს თვალებმოჭუტული და ცხვირ მოჭმუხნული.
-გაგიკვირდება და აჯაფსანდალი მიყვარს!-გულწრფელად ვპასუხობ მე .
-კარგი დაჯექი და დამელოდე!-ისევ მბრძანებლობს და ეს საოცრად უხდება . თან ხელით დივანზე მანიშნებს. მე მუსიკას ვრთავ,რომ დაძაბულობა გავფანტო.
ვივი წინსაფარს იკეთებს და ბოსტნეულის დაჭრას იწყებს. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ არაფერი ყოფილა იმაზე სასიამოვნო სანახავი, თუ როგორ გიმზადებს საყვარელი ადამიანი სადილს. ვზივარ და ვტკბები მისით. და საერთოდ არა აქვს აზრი, როგორი გემო ექნება მის "შედევრს" , მთავარია რომ ის ამას აკეთებს ჩემთვის. ნელ-ნელა ერთობა , დუნდება და მუსიკას ჰყვება. მას უბრალოდ სიამოვნებს რასაც აკეთებს. თან ხმადაბლა ღიღინებს, თან ცეკვავს . დანასაც კი მუსიკის რითმს აყოლებს. უბრალოდ წარმოუდგენელია ,რომ ის ამას სხვისთვისაც გააკეთებს ოდესმე. მისი გაცნობის შემდეგ მერამდენედ ვრწმუნდები უკვე არ ვიცი. ის მხოლოდ ჩემი იქნება, რადგან მინდა მთელი ცხოვრება ვხედავდე ამ სასწაულ სცენას.
მასთან მივდივარ.
- ვივიენ მეცეკვე!-ვთხოვ და წელზე ხელებს ვხვევ. მას ეტყობა არ დავიწყებია წუთის წინანდელი ჩემი დაცინვა. მაცდურად მიღიმის და რომ მგონია თანახმაა პამიდვრით მოთხვრილი ხელებით სახეს მითხუპნის. შედევრით კმაყოფილია და ხმამაღლა კისკისებს. მე სამაგიეროს ვუხდი და ასე მოთხვრილი ტუჩებში მაგრად და ხანგრძლივად ვკოცნი.
- გემრიელია!-ვეუბნები ,ხელს ვუშვებ და პირის დასაბანად მივდივარ.
სამზარეულოდან გასვლისას უკან ვიხედები.
ის კი ისევ ისე დგას გაოცებული, იდაყვებში მოხრილი ,პამიდვრით დასვრილი ხელები მაღლა აქვს აწეული. თითქოს გნებდებიო ისე. მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ სასწაულია.
-მაგიდას ვაწყობთ და ერთად ვსხდებით სავახშმოდ.
-ამაშიც მიმართლებს -ვეუბნები მე-გემრიელი საჭმელები გცოდნია!
-და შენ რა შუაში ხარ?- არ მიყურებს ისე მპასუხობს.
-შუაში, თავში , მარჯვნივ, მარცხნივ ყველგან მე ვიქნები სადაც შენ ხარ!-არც მე ვუყურებ.
არაფერს მპასუხობს.
დუმილი თანხმობის ნიშანია არა? !
-ერთი ამზადებს , მეორე რეცხავს!- ძალიან უყვარს ბრძანებების გაცემა, თუ მხოლოდ მე მჩაგრავს ნეტა?
ჩემთან ყოფნას თავს არიდებს და დასაძინებლად მიდის.
მაგიდას ვალაგებ. ჭურჭელს ვრეცხავ . უცნაურია მეც მსიამოვნებს მისთვის ამის კეთება.
მერე მისაღებში ტელევიზორთან ვჯდები გულს ვერ ვუდებ ვერაფერს.სულ ერთი ოთახის იქით მას ძინავს. უცნაურ ეიფორიას ვგრძნობ. მის კოცნაზე ვფიქრობ, მის სურნელზე, მინდა მასთან ახლოს ვიყო. ვდგები და მაღლა ავდივარ. მის კართან ვჩერდები და ვაყურედებ. მაჯის საათს დავხედე ღამის ორი საათია. წესით უნდა ეძინოს. ოთახიდანაც ხმა არ ისმის.
კარს ვაღებ , მხოლოდ მძინარეს დავხედავ ვაგულიანებ საკუთარ თავს და შევდივარ. ღამის სანათი ძალიან სუსტად ანათებს ოთახს.საწოლთან მივდივარ. ალბათ სიცხის გამო ზეწარი თითქმის არ აფარია, შიშველი ფეხი მოუჩანს და მაისურიდანაც ილანდება მისი სხეულის ნაკვთები. ერთი ხელი თავქვეშ უდევს, თმა კი მთელ ლოგინზეა გაშლილი. ყველა ჩემი ინსტიქტი ერთად იღვიძებს. ჩემი თავშეკავებაც და საღი აზრიც სადღაც იკარგებაა. მისკენ ვიხრები, ტუჩებში ვკოცნი, მერე ყელში, ჩემი ხელებიც თავისით მოძრაობენ. უცებ ფხიზლდება, შიშისგან ხმას ვერ იღებს , სუსტი ხელებით მკერდზე მაწვება და ჩემს მოშორებას ცდლილობს. მისი წინააღმდეგობა კიდევ უფრო მახელებს. მაისურს მხრებიდან ვუწევ და ყელიდან კოცნოთ ქვემოთ მივყვები. უცებ ვივიენი ტირილს იწყებს და ეს მაფხიზლებს. რამდენადაც მისი წინააღმდეგობა მაგიჟებს და თავგზას მირევს , იმდენად მისი უმწეობა მაქვავებს.
-ბოდიში, ვივი მაპატიე!-აღარ ვიცი რა ვუთხრა. საკუთარი თავი მძულს. სწრაფად ვდგები ლოგინიდან , ის კი პატარა ბავშვივით იკუნტება და ზეწრის ქვეშ იმალება. მხრების ცახცახი მახვედრებს რომ ტირის.
-ეს აღარ განმეორდება! მაპატიე ვივ!- ვემუდარები, მაგრამ ვხვდები რომ დიდი სისულელე გავაკეთე.ოთახიდან გავდიარ, კარს ვხურავ და ზურგით ვეყრდნობი.
ნერვები ფეთქავენ ტვინში.
მიუხედავად ყველაფრისა ახლა ათასჯერ მეტად მსურს, ვიდრე აქამდე მსურდა. სწრაფად ვშორდები სახიფათო ზონას. ჩავდივარ დაბლა ვისკის ვისხავ მოზრდილ ჭიქაში და სიგარეტს ვუკიდებ. სასმელით ვცდილობ არეული ფიქრების დამშვიდებას. დივანზე ვჯდები და ვერც კი ვიგებ ისე მეძინება. სადღაც ღამის ოთხ საათზე ჩვეული კოშმარი მაღვიძებს , ოღონდ ახლა ვივიენი იტანჯება იმ მოცუცქნულ აივანზე და პატარა ხელებით ცდილობს მწველი მზისგან თავის დაცვას. გულგახეთქილს მეღვიძება. მახსენდება როგორ იცავდა ჩემგან თავს იმ სუსტი პატარა ხელებით და ისევ ვცოფდები საკუთარ თავზე .
მაშინვე მასზე ვფიქრობ და მაინტერესებს როგორაა. მასთან ავდივარ . ჩუმად ვაღებ ოთახის კარს და შიგნით ვიხედები. საწოლი ცარიელია.
_ვივიენ!- ვეძახი. პასუხს არ მცემს. მთელი სახლი შემივირბინე არსად არაა.ტელეფონზე ვურეკავ და ზარი მაღლიდან მესმის. მერე უცებ ღია კარს ვხედავ და ვხვდები! ის გაიქცა. შუაღამისას, სიბნელეში, სადღაც მარტოა და კაცმა არ იცის რა შეიძლება მოუვიდეს. ტვინში სისხლი მექცევა.
მის ბალიშს ხელს ვავლებ და ბობოსთან გავრბივარ.
ახლა მხოლოდ ის თუ დამეხმარება.
6

უკანა ეზოში გავრბივარ ,სადაც ბობოს სახლია და ვეძეხი .
_ბობო მიშველე!_ ბობოც წამში ჩნდება ჩემთან. _დამეხმარე ბობო!_ ვემუდარები.და ვივის ბალიშს ვჩეჩებ.
ბობოს თხოვნა არ სჭირდება იცის რაც უნდა გააკეთოს. ჭიშკარში სწრაფად გარბის. მე უკან მივსდევ, ვცდილობ არ ჩამოვრჩე. სახლი ტყეშია აშენებული. უცხო თვალისგან შორს.
როცა გართობა მსურს აქ ამოვდივარ, ყოველ ჯერზე ახალი სათამაშოთი. ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია ასი წლის წინათ ხდებოდა ეს ყველაფერი. თუმცა მახსენდება,რომ ქეთასთან ერთად აქ ორი კვირის წინ ვიყავი.
გზა ტყეში მიიკლაკნება. ბობო აღარც სჩანს ,ჩამოვრჩი. მხოლოდ ხმა მესმის და ხმას მივსდევ _ვივიენ!_ ვეძახი. უცებ კივილი მესმის. მისი ხმა ტყის სიჩუმეს კვეთს. ვხვდები რაღაცის ძალიან ეშინია. რაც შემიძლია სწრაფად გავრბივარ და უცებ ზედ ვაწყდები. მიწაზე ზის. მუხლებმოხრილი. ხელები სახეზე აქვს აფარებული. მის წინ კი ბობო ზის. ეტყობა გაასწრო და წინიდან დახვდა. როგორც ნადირობისას რაიმე მხეცს
ვივიენს ვეხვევი.
ის კი კანკალით ამბობს .
_უჩა მგელი!_და თითით ბობოზე მიანიშნებს.
დაძაბულობას სიცილის სპაზმი ერთვის მის ამ კომიკური სიტუაციაზე.
გაოცებული მიყურებს
_მგელი არაა.._ ვუხსნი სულს რომ ვითქვავ - ბობოა.ჩემი ძაღლი.
მიყურებს, მერე ბობოს უყურებს. ენაგადმოგდებული ბობო ქოშინით მოგვჩერებია. ჭკვიან თვალებს არ გვაცილებს და ჩვენს პირდაპირ ზის. ვივიენი
აანალიზებს სიტუაციას და ხვდება ისევ გაება.
მერე კი გულიანად იცინის.

_სახლში დავბრუნდეთ- ვეუბნები მე .წამოდგომაში ვეხმარები._ ყოჩაღ ბობო ვაქებ ძაღლს და უზარმაზარ დრუნჩზე ვეფერები.
_ შლოპანცი დავკარგე._ ამბობს ვივი და ისევ იცინის. ვზივართ შუაგულ ტყეში უკაცრიელ გზაზე მე ვივი და ვეება ნაგაზი ბობო. და ამ უცნაურ სიტუაციაში რა მიხარია იცით?ის რომ მან შლოპანცი დაკარგა, ანუ მე შემიძლია სახლამდე ხელში აყვანილი ვატარო. საკუთარ თავს ვერ ვცნობ. როგორ ახერხებს არ
ვიცი ,რომ ასეთი წვრილმანებით მაბედნიერებს?!
საინტერესოა ვინ ვისი სათამაშოა ახლა? როდის გავცვალეთ როლები?
ფეხზე დგება, მაგრამ ვამჩნევ სტკივა. კოჭლობით მომდევს. ვბრუნდები და ხელში ამყავს. არ მეწინააღმდეგება. პატარა აპრეხილი ცხვირს ყელში მიყოფს. მე ჟრუანტელი მივლის.
სახლამდე ასე მიმყავს ,სახლის კარი ღიაა და პირდაპირ იქით მივდივარ
_ დამსვი ,ახლავე დამსვი ფართხალებს ის.
არ მინდა მასთან ისევ შეცდომის დაშვება . ფრთხილად ვსვავ ძირს. უკვე თენდება. ვზივარ მის წინ და ვუყურებ როგორ იმუშავებს ნაკაწრების ფეხის გულზე. არ მაძლევს დახმარების უფლებას. არ ახსენებს ჩემს ღამინდელ საქციელს. თითქოს არაფერი მომხდარა.მაგრამ მაინც ვგრძნობ მის დაძაბულობას და უნდობლობას.
საუზმეს ვამზადებ. ყავა ყიყლიყოები, მზარეულობით ვერ დავიკვეხნი.მხოლოდ იმდენი ვიცი, რომ შიმშილით არ მოვკვდები.
მიხარია, რომ რაღაცას თუნდაც ძალიან მცირეს და ვაკეთებ მისთვის. თითქოს ასე მას ვუახლოვდები.
ვივის ტელეფონი რეკავს.
_ გისმენ მანო!_ პასუხობს ის.
_ მშვიდობაა, კიი... ახლა ვერ გეტყვი ..მოგიყვები..კიი... რა ხდება?...რაო?...ხომ დამპირდა?... წამოვიდა?.. დარწმუნებული ხარ?... კარგი არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. მოვდივარ... მეც ეგ მინდა მანო,მაგრამ რაც არის არის!_ გაურკვევლად საუბრობს. ვერაფერს ვხვდები. და ვბრაზობ ჩემს თავზე ასე როგორ მოვდუნდი, რომ არ გავარკვიე არაფერი მის შესახებ, მისმა სიახლოვემ მომატყუა. ვიფიქრე მხოლოდ ეს იყო საჭირო.
მაგიდასთან მოდის.მშვიდად ჯდება. ყავს სვავს და ჭამას იწყებს.
_ უნდა დავბრუნდეთ,_ამბობს საუზმის შემდეგ_ ლექსო მოდის,ერთი -ორ საათში აქ იქნება. _ მისი სახელის ხსენებაზე ტუჩი წამიერად ზიზღით ებრიცება.თუმცა მხოლოდ წამიერად და მე დარწმუნებული არ ვარ ,მართლა ასეა თუ სასურველს რეალობად ვიღებ.
ჭიქა ხელში მიშეშდება,ახსნა არაა საჭირო ისეც ვხვდები ლექსო ვინცაა.
_ არ მაინტერესებს!_ვეუბნები ცივად.
_ უჩა ეს სახუმარო არაა გესმის?_ცდილობს მოთმინება არ დაკარგოს.
_ შენ ისევ გგონია რომ ვხუმრობ?_ ჩემს ემოციებს ვერ ვაკონტროლებ.ვბრაზობ მასზე თუმცა ის არაფერ შუაშია. _ ესეიგი ვერ დაგაჯერე არა? რას ფიქრობ რა მსურს შენგან?
დაბნეული მიყურებს, შეშინებული. ისეთი პატარაა, ისეთი ნაზი, ისეთი სასურველი. მე კი მთხოვს, რომ ჩემი ხელით წავუყვანო ვიღაც ლექსოს. მეცინება ,
_ არა ეს უაზრობაა!_ხელზე ხელს ვკიდებ_ დარჩი ჩემთან !
ისე ვთხოვ ,როგორც წყლის უკანასკნელ წვეთს უდაბნოში.
მიყურებს და თითებით სახეზე მეფერება. მის თვალებში მე ვარ, ვგრძნობ მის გულშიც მე ვარ. აბა რატომ არ სურს დარჩენა? ფეხის წვერებზე იწევა და თავდავიწყებით მკოცნის ,მეც ვკოცნი და ვერ ვხვდები, რომ ის უბრალოდ ასე მემშვიდობება. წელზე ხელს ვხვევ და სამზარეულოს მაგიდაზე ვსვავ. აღარც ჩემი ხელები ,აღარც ჩემი გრძნობები ,აღარც საკუთარი თავი აღარ მემორჩილება. მასში ვიკარგები. არ მინდა ეს წამი დასრულდეს. მისი ტუჩები ,ხელები თმები ეს მთელი სამყაროა. უცებ ხვდება, რომ კონტროლი დაკარგა და მკერდზე ხელებს მკერავს.
_ არ შემიძლია უჩა!_ მეუბნება. მე კი ისევ მისკენ მივიწევ. თავს ვერაფერს ვუხერხებ.
_ რატომ?_ ვეკითხები და მის თმაში თითებს ვასრიალებ.
_ მე არასდროს... მე ეს არ მქონია..._ მორცხვად მპასუხობს და თვალებს მარიდებს.
მაშინვე ვერ ვიაზრებ. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ ვხვდები, რას გულისხმობს. მის ალერსს ვწყვეტ და გაოცებული ვუყურებ. აქამდე არასოდეს მიფიქრია ,რომ ეს ასე მნიშვნელოვანი იყო. არ ჰქონია ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა ჩემამდე ვინ ჰყავდა ქალს. ალბათ იმიტომ, რომ არც მე მქონია სურვილი ვინმეს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩენის. მაგრამ ვივიენი მიყვარს. და იმის გააზრება, რომ ის ასეთი წმინდაა ჩემში მილიონობით ვარსკვლავს აფეთქებს.
ჩემი ვივიენი, მხოლოდ ჩემი!
წელზე მოხვეულ ხელებს მაგიდის კიდეებზე ვაწყობ და მას ვუყურებ. ისე ვათვალიერებ თითქოს პირველად ვხედავ. ის ჩემს წინ ზის მაგიდაზე , გრძელი აწეწილი საოცარი ფერის თმის ხვეულებით, მწვანე უძირო ჭაობებით ,რომლებიც ჩემს დახრჩობას შეძლებენ რომ მოინდომონ. აპრეხილი ოდნავ ჭორფლიანი ცხვირით ბავშვური ,ტკბილი და გამოუცდელი ტუჩებით. გამხდარი მხრებით. რომ მოვინდომო.... რომ ვაიძულო... ნეტავ შემეძლოს....
მიყურებს და განაჩენს ელოდება თითქოს. ხელები მუხლებზე მორჩილად უდევს, მეღიმება. საიდან მოხვედი ვივიენ? რას მერჩი? და მე ახლა ის უნდა წავიყვანო , ვიღაც სხვასთან????
_ კარგი! ასე იყოს! ახლა წავიდეთ. _ ვეუბნები და მისი თვალების სიღრმეში წამიერ იმედგაცრუებას ვხედავ.
_ გაემზადე!_ ვეუბნები და მანქანისკენ მივდივარ ვჯდები და ველოდები.
უნდა წავიდე და შეცდომა გამოვასწორო, ისე, როგორც მე მჩვევია. ვერასდროს ვერავინ წამართმევს იმას რაც ჩემია. ვივიენს ჰგონია რომ უფლებას მივცემ დამტოვოს? ავად მეცინება. ვხედავ როგორ გამოდის სახლიდან, ბობოსთან იჩოქებს და ეხუტება, თავზე ეფერება, ის კი სახეს ულოკავს. ვივი კისკისებს და ყურებში ქაჩავს. ამ უზარმაზარი ძაღლის გვერდით სულ პატარა მოსჩანს. მანქანისკენ მოდის. ვუყურებ და გულში ვპირდები ,რომ ის აუცილებლად დაბრუნდება ამ სახლში და დაწყებულს დაასრულებს ჩემთან ერთად.

7

_არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის?_ ვეკითხები ვივიენს. ის კი ფანჯრიდან იყურება და ხმას არ მცემს. მანქანას გზის პირზე ვაჩერებ.
_ვივიენ მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი სერიოზული, როგორიც ახლა! მიყვარხარ და მინდა შენც მელაპარაკო ამაზე. _ მინდა რამე მითხრას. არა უფრო სწორედ მინდა მითხრას, რომ ჩემთან დარჩება .
ისეთი სევდიანი თვალებით მიყურებს ტირილზე უარესი რომაა.
ყურადღებით მათვალიერებს, როგორც პირველ დღეს ბარში.
_ ზოგჯერ ისე არ გამოდის ,როგორც ვისურვებდით!_მეუბნება სევდიანად და თვალს მარიდებს.
_კარგი !_ვამბობ, რადგან ვხვდები , რომ არაფრის მოყოლას არ აპირებს. ყველაფრის გარკვევა ისევ თავად მომიწევს. ვგრძნობ საქმე არც ისე მარტივადაა.
_ ის გიყვარს?_ ვეკითხები და თვალებში ვაკვირდები. თვალებში წამიერი გაოცება გაურკვეველი ზიზღით ეცვლება. ეს ის იყო რისი დანახვაც მსურდა. თუ უმცა თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს ემოცია სიტყვებზე მეტის მთქმელია ჩემთვის. მანქანას ვქოქავ. მთელი გზა ჩუმადაა. მხოლოდ სახლს რომ ვუახლოვდებით ამბობს.
_ შენ გიყვარვარ? თუ გიყვარვარ, რაც არ უნდა მოხდეს არაფერში ჩაერიოს! დამპირდი , რომ ..._ მიყურებს და ხედავს როგორ ვბრაზდები. აღარ ამთავრებს სიტყვას უბრალოდ მთხოვს_ დამპირდი!

სახლის წინ წითელი მანქანა დგას. ისეთი, რომ ყვირის შემამჩნიეთ მე ვარო. მანქანაზე ვიღაც ტიპია მიყუდებული და გაბრაზებული სიგარეტს ჭმუჭნის თითებში .
ვივიმ ღრმად ამოისუნთქა და გადავიდა.
_ მობრძანდი ქალბატონო?_ იღრინება ის ტიპი, სავარაუდოდ ლექსო.
_ აქ ვეღარ დარჩები. მივდივართ!_ ეუბნება და მაჯაში ხელს ავლებს.
მანქანიდან გადმოვედივარ და ფერი აღარ მადევს. მზად ვარ აქვე გავუნგრიო ის დამპალი სიფათი.
ვივიენი ჩემკენ ბრუნდება და მისი მზერა ადგილზე მაქვავებს. გოგოებიც გამოდიან.
_ ლექსო, ისედაც დაბრუნებას ვაპირებდით. რა საჭიროა ასეთი რეაქცია?_ ამშვიდებს ნათია.
_ შენ აზრი გკითხა ვინმემ?_ ახლა ნათიას უღრენს. არც კი ინტერესდება გაიგოს ვინ ვარ.
მანო ჩემთან მოდის.
_ ახლა გაუშვი! ასეა საჭირო და დავილაპარაკოთ. _ მანო ყველაზე მოხვედრილა ,ხედავს რომ თავშეკავება მღალატობს.
ვივიენი სწრაფად ჯდება მის მანქანაში და ისე მიდიან, ერთხელაც არ იხედება ჩემკენ.
გაქვავებული ვდგავარ და მთელ სამყაროზე ვბრაზობ.
არ მესმის რატომ გაყვა ასე მორჩილად. ფაქტი ერთია ვივიენს არ უყვარს ლექსო, ვივიენს ის ეზიზღება!
ცოტა ხნის შემდეგ ნათია მოდის , ის ნათია რომ მეგონა არ მოვწონდი და მეუბნება.
_ გიყვარს ვივი? მართლა გიყვარს?_ მე თვალებში ვუყურებ.
_ სიტყვები არაა საჭირო! ყველაფერი გააკეთე, რომ ვივი იმ ნადირის გვერდით არ დარჩეს! ახლა კი გავისეირნოთ, დრო მოვიდა ყველაფერი მოგიყვე._ ამას ნათია მეუბნება და ვხვდები ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა ,როგორც შეიძლებოდა მე მეფიქრა.
_ვივიენი დედისერთაა, სიყვარულში და სითბოში გაზარდეს მშობლებმა.მამამისი ვანო ძია ყველაზე თბილი და კეთილი კაცი, სამი წლის წინათ ავარიით დაეღუპა. უფროსის მანქანას მართავდა წყნეთში მიდიოდა და ვიღაც მთვრალი შეასკდა. ადგილზე გათავდა კაცი.
მისი უფროსი ,ამ ნადირის ლექსოს მამა არის, გაგონილი გექნებათ, სოსო ჯაოშვილი დეპუტატი და გავლენიანი ბიზნესმენია. ხოდა ვანოს სიკვდილის შემდეგ ძალიან გაუჭირდა ვივის დედას , თან ვივიც მეორე კურსის სტუდენტი იყო იმ დროს. ერთი სიტყვით. ლია დეიდამ დახმარება ისევ ბატონ სოსოს სთხოვა და მან კი საკუთარ ვილაში მზარეულის პოზიცია შესთავაზა.
საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და პირობებით. ალბათ ამითაც საკუთარი ეგო დაიკმაყოფილა. რახან ვანო ძია მისი მანქანით მოყვა ავარიაში თავს დამნაშავედ გრძნობდა. ან ხალხის ალაპარაკებას მოერიდა არ ვიცი, მაგრამ ასე კი მოხდა. ლია დეიდა დიასახლისი არის. ყველაზე კარგად მზარეულობა ეხერხება._ გულში მირეკავს ,რომ ვივიც მას გავს ამაში
_ ხოდა ერთი სიტყვით , იქ გაიცნო იმ არანორმალურმა ვივიენი და აიკვიატა. რაც უფრო თავს შორს იჭერდა ვივი, მით უფრო დასდევდა ლექსო. მაგრამ ვერც საჩუქრებით ,ვერც მუდამ მის გარშემო ტრიალით თავი ვერ მოაწონა. მაშინ კიდე არ ვიცოდით რა შერეკილი და პათოლოგი იყო . ორი წლის წინ სიყვარულის დღეზე მთელი რესტორანი დაჯავშნა , თავისი"ელიტა" სამეგობრო შეკრიბა, და ვივიენი იქ მიიტყუა. ასე ყველას თვალწინ ხელი სთხოვა, რავი რა ეგონა მის ცოლობას დახამდებოდა თუ იმ ზიზილ_პიპილო წვეულებას? მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. ვივიენმა ასე ყველას თანდასწრებით უარი უთხრა. გაცოფდა გესმის? აი მაშინ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე. ყველაფერი დალეწა და ვივს დაემუქრა "შენ თუ ჩემი არ გახდები ამასაც ნახავ!შენ თვითონ მოხვალ და შემეხვეწებიო!"
ვუსმენ ნათიას და თავში ისეთი სადისტური აზრები მომდის თავადაც მიკვირს.

_ რამდენიმე თვის უკან ლია დეიდას დაურეკა ლექსოს დედამ და სთხოვა ჩემი საძინებლიდან სამკაულების ზარდახშა ამა და ამ ადგილას მომიტანე თუ შეგიძლიაო. ლია მიმნდობი ,უბრალო ქალია. არც კი უეჭვია თუ რა მიზეზით სთხოვდა ქალბატონი ხათუნა ამას. დაუფიქრებლად ავიდა და ზარდახშა წამოიღო. შემდეგ კი ოქროს მედალიონის ქურდობაში დასდეს ბრალი, რომელიც თურმე იმ ზარდახშაში უნდა ყოფილიყო. პოლიციამ ჩხრეკისას ის მედალიონი ვივიენს სახლში იპოვა და ..._
ბრაზისგან და ემოციებისგან ვეღარ აგრძელებს ამბის დამთავრებას ნათია. მე კი ლამისაა თავი გამისკდეს ნერვებისგან, ასეთი რამე როგორ დამიმალეს , როგორ არ მითხრეს.
_ ეს კიდევ ყველაფერი არაა, _ აგრძელებს ნათია _ ადვოკატის და გირაოს გამო ვიმ სახლი დააგირავა. გადახდას კი რა თქმა უნდა ვერ შესძლებს. ერთი სიტყვით იმ ნადირი ფსიქოპათის ხელშია. მისი სათამაშოა_ ამ სიტყვებზე თვალებში მიბნელდება. ნათია კი მოყოლას აგრძელებს.
_ლექსომ დამცინავად გამოუცხადა ქორწილის შემდეგ სიდედრს ციხეში ხომ არ ჩავსვავო. _ნათია ტუჩებს იკვნეტს ბრაზისგან.
_ ჩვენი აქ წამოსვლა ლექსოს იდეა იყო. ვითომ ვივის გულის მოგება უნდოდა, ქორწილამდე რომ მშვიდად იყოს და წინააღმდეგობა არ გაუწიოს.
ახლა ვხვდები ნათიას ორაზროვანი სიტყვების აზრს. უბრალოდ სურდა მართლა შემყვარებოდა ვივიენი. როგორც წყალწაღებული ხავსს ისე მომებღაუჭა ნათია. ალბათ იფიქრა ჩემს გამო მაინც იტყოდა ვივიენი უარს ამ უაზრო შეთანხმებაზე. ნათიას მხრებზე ხელებს ვკიდებ.
_სახლში დაბრუნდით გოგოებო! ვივიენს ალბათ სჭირდებათ. არანაირი ქორწილი არ იქნება დამიჯერე!_ამას რომ ვეუბნები ნათიას თვალები ცრემლით ევსება. გოგოები იმ დღესვე ტოვებენ ბათუმს და უკან ბრუნდებიან.


მათი გაცილების შემდეგ ,მანქანაში ვჯდები და ნიკას ვურეკავ
_სასწრაფიდ ოფისში მიდი და ჩვენი იურისტები დამახვედრე! დღესვე ვბრუნდები თბილისში! სალაპარაკო გვაქვს და მჭირდები ძმაო!
8

იმავე საღამოს თბილისში დავბრუნდი. ოფისში ნიკა და იურისტები მელოდნენ.მათ საქმის ვითარება გავაცანი და ვივიენის დედის სანახავად წასვლა გადავწყვიტე. ნიკამ გაყოლა შემომთავაზა. ძმა ვერ გაიმებდა ალბათ და არ ამომიდგებოდა მხარში ისე ,როგორც ამას ნიკა აკეთებს.
_ ბიჭო მასეთი რამეები სულელურ სერიალებში მინახავს მაგის დედაც..._ თავს ვერ იკავებს ნიკა ,ვივიენის სახლისკენ მიმავალ გზაზე.
_ ბიჭებში გავიკითხე ,ერთი თავში ავარდნილი ნაძირალაა!_მიყვება ნიკა.
_ ხმები დადის ცოტას აფრენს, ძალადობა, წამალი. კაზინო და რავი არასერიოზული ტიპია არამდგრადი ფსიქიკით. რამდენჯერმე ჩაუფარცხეს საქმე ბობოლა მშობლებმა...
სახეზე რომ მიყურებს ჩუმდება. ტუჩებს სიმწრით ვიკვნიტავ ,უკვე სისხლის გემოს ვგრძნობ.
გამწარებული საჭეს ხელს გამეტებით ვურტყავ.
_ არა ძმაო ეგ არ ივარგებს ახლა, ამ საქმეს ცივი გონება სჭირდება. სანამ დედამისი საფრთხეშია ვივიენი მას არ დატოვებს. ჯერ დედამისის საქმე მოვაგვაროთ.მერე იმ ( აქ უცენზურო სიტყვა მომადგა თითის წვერებზე მაგრამ თავი შევიკავე????????????მე ხომ ზრდილობიანი გოგო ვარ☺️) გამოთაყვანებულსაც მივხედავთ._ მხარზე ხელს მკიდებს და ჩემი ბრაზის მართვაში მეხმარება.
პატარა ორსართულიანი კერძო სახლის წინ ვჩერდებით. მანქანიდან გადმოვდივართ და გარემოს ვათვალიერებთ. შემდეგ რკინის კარზე ზარს რამდენჯერმე ვრეკავთ. ცოტახნის ლოდინის შემდეგ სასიამოვნო შესახედაობის შუახნის ქალი გვიღებს კარს. ვივიენის თვალის ფერი მახვედრებს, რომ დედამისია. ქალს ემჩნევა ნამტირალებია. გვათვალირრებს და ცოტა დამფრთხალი გვეკითხება.
_ თქვენ ვინ ხართ შვილებო? სადაა ვივიენი?

ტვინში სისხლი მექცევა. ნიკა ხვდება წყობიდან რომ გამოვდივარ და საუბარს საკუთარ თავზე იღებს.
_ გამარჯობათ ქალბატონო ლია,ჩვენ ვივიენს მეგობრები ვართ, შეიძლება გაგესაუბროთ?_ ქალი უკან იხევს და სახლში გვიშვებს
პატარა ეზო უბრალო, მყუდრო და ლამაზია. ეზოში მდგარ მაგიდასთან ვსხდებით.
_ ქალბატონო ლია, ვივიენი შინ არ მოსულა?_ეკითხება ნიკა.
_ თქვენ ლექსოს მეგობრები ხართ?_ ქალბატონ ლიას სურს დააზუსტოთ ჩვენი ვინაობა და ვამჩნევ თვალები ცრემლით აქვს სავსე.
მოთმინებას ვკარგავ. ვცოფდები ამ სათნო და მშვენიერ ქალს ასე შეშინებულს რომ ვხედავ და პირდაპირ ვეუბნები.
_ ქალბატონო ლია მე უჩა ჩუბინიძე ვარ, თქვენი შვილი მიყვარს და მასაც ვფიქრობ ასევე. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ ამ ქორწილს და თქვენი დახმარება მჭირდება. მოგვეცით უფლება დაგიცვათ და ვივიენს სახლში დავაბრუნებთ. გპირდებით._ ვეუბნები მე .ქალბატონი ლია ჯერ ეჭვით მიყურებს ,მერე ჩემს თვალებში დანახული სიმართლე ალბათ ამშვიდებს და შვებით სუნთქავს.
_ ვივიენმა დამირეკა, გუშინ საღამოს ,მითხრა რომ ლექსოს სახლში იქნება ქორწილამდე და არ ვინერვიულო. მაგრამ თქვენ არ იცით,,_ ქალი თავს ვეღარ იკავებს და ტირილს იწყებს.
_ თქვენ არ იცით თუ რა საშიშია მისი იქ ყოფნა. გიჟია გესმით, ლექსო ნამდვილი გიჟია. დედას არ ინდობს ,მასზე ხელს სწევს და ჩემს გოგოს დაინდობს? მისთვის ქალზე ძალადობა ჩვეული ამბავია._ ქალბატონი ლია უკვე მოთქმით ტირის. მე კი ლამისაა გავგიჟდე.ეს რა ჯანდაბა ვქენი? როგორ დავრთე ნება მას გაყოლოდა.? გამალებით ვეძებ გონებაში გამოსავალს.

_ქალბატონო ლია თქვენი ბრალდების სქმეს ჩვენი იურისტები მიხედავენ .მათ გარეშე ერთი სიტყვა არ თქვათ. თუ რამე იყო მე დამიკავშირდით. ნუ გეშინიათ მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. ახლა კი ბარგი ჩაალაგეთ. აქ ვერ დაგტოვებთ. ჩვენთან ერთად მოდიხართ.
_ ნიკა როგორც ყოველთვის ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობს. მისი რაციონალური გონება ჩემი აფექტურად მოაზროვნე ტვინისგან ამით განსხვავდება. ქალბატონი ლია მორჩილად გვიქნევს თავს. თვალებში ჩამდგარი იმედით სახლში შედის და მცირე ბარგით მალევე ბრუნდება.
მანქანის კარს ვიღებ. და ჩაჯდომამდე ყურადღებით მიყურებს.
_შვილო დარწმუნებული ხარ , რომ არ შეგაწუხებ?_ ისეთი სევდიანი და თბილი ხმა აქვს. ბავშვთა სახლში ცხოვრებისას ოცნებაში რომ დედის ხმას წარმოვიდგენდი ისეთი.
_ქლბატონო ლია ამ წამიდან თუ თქვენი სურვილიც იქნება თქვენს შვილებად გვიგულეთ!_ვეუბნები და ვუღიმი. ის კი თბილი ხელისგულით სახეზე მეფერება.ოხრავს და მანქანაში ჯდება.ჟრუანტელი მივლის.რამდენჯერ მიოცნებია თავშესაფარში დედის თბილ ხელებზე კაცმა არ იცის.
ქალბატონი ლია ჩემს სახლში მიმყავს. სახლს ვათვალიერებინებ და ვთხოვ თავი საკუთარ სახლში იგრძნოს მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა. კაცმა არ იცის იმ დეგრადირებულს რა მოუვლის თავში.

_ დროებით უნდა დაგტოვოთ ლია დეიდა, _ თავად მთხოვა ქალბატონს ნუ დამიძახებო და მე არ ვიცი, როგორ მივმართო უფრო უკეთ .
_ საღამოს დავბრუნდები, სახლიც, სამზარეულოც თქვენს განკარგულებაშია. არაფერი მოგერიდოთ.
ვემშვიდობები და სახლიდან გამოვდივარ .ნიკა მანქანაში მელოდება .
_ რა დღეშია ბიჭო საწყალი ქალი._ გაოცებულია ნიკა_ ძმაო არ ინერვიულო. გოგოებს დავურეკე და ვთხოვე ვივიენის ამბის გასაგებად ლექსოსთან დარეკონ._ უნდა გავარკვიოთ სად ყავს.
_ნიკა ეგ ისეთი თავხედია საკუთარ ვილაზე ეყოლება... ხელი თუ დააკარა.. ოდნავ მაინც თუ შეეხო გეფიცები ცოცხალი ვერ გადამირჩება. უნდა ვიჩქაროთ ძმაო მაგ არაკაცის მკვლელად არ მინდა ვიქცე._ ნიკა ისევ მხარზე მიჭერს ხელს .
საღამოს ჩვენი ბიჭები ამოდიან ნიკასთან. და ვიღაც გაბღენძილ მამიკოს ბიჭს მოათრევენ.
_ დაეგდე და ილაპარაკე!_ სკამზე უხეშად აგდებს ჩვენი დაცვის უფროსი, ლევანი აშკარად წამალდამოკიდებულ გაფითრებულ ტიპს.
_თავიდან მოყევი , რაც მითხარი თორემ კბილს არ შეგარჩენ მთელს!_ მუშტებს კრავს და ცხვირწინ უტრიალებს უამისოდაც დამფრთხალ და კარგად დაჟეჟილ ბიჭს .
_ ვაკო ტუღუში ვარ, ლექსოს მეგობარი. ნუ ერთად ვგულაობთ ხოლმე რაა. _ ტყლარჭვით იწყებს თავის წარდგენას.
_ უხ შენი ._ ვერ ითმენს მის კოკობზიკობას და ერთს გვარიად ურტყავს ლევანი.
_ მაზოხისტი ხარ შენი? _ღრიალებს და რომ არა ეს სიტუაცია ალბათ გადავიხარხარებდი.
_ ადამიანურად მოყევიმეთქი!
დამფრთხალი ვაკო უცებ ასწორებს ხმის ტონს და წკმუტუნით ყვება. სამი წლის უკან ლექსო ავარიაში მოყვა. მეორე მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ლექსოს მშობლებმა კი საქმე მალევე ჩაფარცხეს და დიდი ფულის სანაცვლოდ ლექსოს დანაშაული ვიღაც სხვამ აიღო საკუთარ თავზე. სულ ადვილად მოაგვარეს ეს საქმე ,არც მანქანა იყო თურმე ლექსო. ამიტომ მასზე ეჭვი ვერავინ მიიტანა. სიმთვრალეში ტრაბახობდა ფეხებს ვერ მომჭამენო.
ტვინში თითქოს ნათურა მენთება.
_ სად მოხდა ავარია?_ვეკითხები და პასუხი წინასწარ ვიცი.
_ წყნეთის გზაზე,_ მპასუხობს ვაკო.

9

გოგოებს დავურეკე, მაინტერესებდა ვივიენის ნახვა თუ მოახერხეს. თუთა მალევე მოვიდა ,კი არ მოვიდა მოირბინა. მაგიდას მოუჯდა და სულმოუთქმელად ჩამირაკრაკა.
_ პირდაპირ მივედი, რადგან არც დარეკვას აქვს აზრი და არც შორიდან მოვლას. რაღას იზავდნენ, უკან ხომ ვერ გამომიშვებდნენ? ვივიენი დედოფალივით ჰყავთ , ყველა თვალებში შესციცინებს. იმ ვირისგან აქვთ ნაბრძანები, ნებისმიერი სურვილი უყოყმანოდ შეუსრულონ. ისევ ეშინია ვაჟბატონს ვივიმ ბოლო წამს არ გადაიფიქროს და ქორწილი არ ჩაშალოს. ახლა კი მასე ეფოფინება , მაგრამ თავისას რომ მიიღებს და ვივიენს თავისად დაიგულებს მეეჭვება ისევ მოითმინოს ვის უხეშობა.
წამით არ უშვებენ გარეთ, ოქროს გალიაში ჰყავთ გამოკეტილი. მინდოდა მომეყოლა ლია დეიდა რომ გამოიყვანეთ და რომ ეხმარებით, მაგრამ ხათუნა გვერდიდან არ მოშორებია მომავალ სარძლოს.სიტყვა ვერ ვუთხარი._ წამით გაჩუმდა თუთა წყლის მოსასმელად.
_ როგორ გგონია ვივიენს.._ თქმაც კი მიჭირს, მაგრამ ბრაზი და ტკივილი მახრჩობს._ ის ვივიენს...
თუთა იცინის.
_ შენ ვივს არ იცნობ? მაგრამ ერთი უცნაური რამეც მითხრა ვიმ, მე და ქალბატონი ხათუნა ერთად ვიძინებთ , დედის მაგივრობას მიწევს, მისი მადლობელი ვარო. ისე სიმართლე რომ გითხრა ხათუნა განათლებული გამოსული ქალია. არც კი ვიცი ლექსოს მამას ცოლად რატომ გაჰყვა. ძალიან მიკვირს რატომ იკისრა ლია დეიდას სახელის გატეხვა და ისიც მიკვირს ასე როგორ გაიმეტა. მაგრამ ალბათ ერთადერთი შვილის სიყვარულმა დააბრმავა , დედაა მაინც!
დავფიქრდი თუთას სიტყვებზე და მივხვდი ქალბატონი ხათუნა თავად უნდა მენახა, თუმცა მანამდე მასზე ინფორმაცია უნდა შემეკრიბა, რომ შედარებით უკეთ მცოდნოდა ვისთან მქონდა საქმე და როგორ დავლაპარაკებოდი.
თუმცა თუთას მონაყოლის მიხედვით სულ ცოტა ქალური სოლიდარობა მაინც ჰქონია შემორჩენილი, რადგან ვივიენს ამ ხერხით იცავს საკუთარი მოძალადე შვილისგან.ანუ ისიც კარგად სცოდნია რა უვარგისი შვილი გაზარდა!

უკვე საღამო იყო სახლისკენ რომ წავედი. გზად ლია დეიდასთვის ტკბილეული ვიყიდე ,მინდოდა რაღაც უბრალო ნუგეში მაინც მეცა მისთვის.
სახლში შესულს საოცარი მადისაღმძვრელი სურნელი მეცა. ისეთი როგორიც მანამდე არასდროს მიგრძვნია საკუთარ სახლში.
გაოცებულმა მიმოვიხედე. სახლს დიასახლისის ხელი დასტყობოდა. სიფაქიზე და სიმყუდროვე სუფევდა.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს შინ მზრუნველი დედა მელოდებოდა .
წამით კარგად გადავიწყებულმა ბავშვობის სურათებმა გამიელვა თავში: მუდამ არეული სამზარეულო, მისაღებში სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე და ალკოჰოლიკი და სხეულით მოვაჭრე ქალის მიერ აივანზე ჩაკეტილი აბეზარი გამხდარი ბიჭი.
თავი გავაქნიე,
საძაგელი სურათები თავიდან გამოვბერტყე და სახეზე ღიმილით შევაბიჯე მისაღებში. თუმცა ეს ღიმილი იქვე მიმეყინა სახეზე.
დივანზე ქეთა დასკუპებულიყო, შილიფად ჩაცმული, მკვეთრი ჭახჭახა წითელი პომადით , გრძელი ფეხები ერთმანეთზე გადაეხლართა და ყავას წრუპავდა. ტანში სიცივის და ბრაზის ტალღამ დამიარა, ის კი ვითომ აქ არაფერი მომაჩერდა თოჯინის ლამაზი, მაგრამ სრულიად უმეტყველო თვალებით, ერთადერთი რაც მათში ასე ცხადად მოსჩანდა იყო ხორციელი ვნება და სურვილი, ზუსტად ის, რაც ასე ძალიან მომწონდა მასში სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინათ.
_ გამარჯობა საყვარელო!_ აწიწკინდა უცებ. მისი ხმაც კი მეზიზღება ახლა. ვფიქრობ აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდი ამას. თუმცა ჩვენ ხომ სალაპარაკოდ თითქმის არასდროს ვიცლიდით...

_ ახლა შეგიძლია წახვიდე, აღარ მგონია დღეს დაგვჭირდე!_ მიმართავს ქედმაღლურად ჩემი საყვარელი ქალის დედას. ალბათ ჩემი დამხმარე დიასახლისი თუ ჰგონია. ლია დეიდას ვუყურებ და მის თვალებში დანახული იმედგაცრუებაზე სისხლი მიდუღს.
_ რა ჯანდაბას აკეთებ აქ?! _ ვეკითხები ქეთას ხრინწიანი ხმით. უკვირს თუმცა არც იმდენად რომ წასვლა მოუნდეს.
_ იმდენი ხანია არ მინახიხარ, მომენატრე. _ მეუბნება და ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს.
მკლავში ხელს ვავლებ და ძალით მიმყავს კარისკენ.
_შენ გგონია იმ კახპაზე არაფერი ვიცი ? ისიც ვიცი აგარაკზე რომ გყავდა._ ანუ ვივიენს , ჩემს ვივიენს,რომელსაც ვერც კი ვუბედავ შეხებას კახპად მოიხსენიებს ეს მართლა...
_ ჩემთვის არაა პრობლემა გესმის?_ ჩემს დაყოვნებას თანხმობას იღებს. და გათამამებული ზედ მეკვრის.
_ ითამაშე, გაერთე, ახლა კი შეგიძლია ეგ სათამაშო. სხვებივით მოისროლო და დამიბრუნე._ მეუბნება და ჩემს კოცნას ცდილობს . იმ წამს მასზე მეტად ჩემი თავი მეზიზღება. ჩემდაუნებურად ყელში ხელს ვუჭერ, ბრაზისგან ხმაჩახლეჩილი ვჩურჩულებ.
_არასდროს გესმის? არასდროს გაბედო ჩემთან მოახლოება. ჩვენ შორის თუ რამე იყო ყველაფერი მორჩა!ხომ გასაგებია!_ქეთა დამფრთხალი მიყურებს.იაზრებს რამდენად სერიოზული ვარ!
_ინანებ ამას!_მემუქრება და სწრაფად ტოვებს სახლს.
გამწარებული კედელს მუჭს ვურტყავ. ტკივილის გრძნობა მაფხიზლებს. ხელს ვუყურებ, გადაგლეჯილი ხელიდან სისხლი მდის.
შიგნით შევდივარ დივანზე ვჯდები. იქ სადაც წამის წინ ქეთა იჯდა. სამყარო მძულს, დედაჩემის გამო, ქეთას გამო, საკუთარი თავის გამო. უცებ ლია დეიდა მოდის ხელში ბამბა სპირტი და ბინტი უჭირავს. ხელზე ჭრილობას მიწმენდს. მისი სიმშვიდე მეც მამშვიდებს. ჭრილობას მიხვევს.
_ არაუშავს შვილო, _ მეუბნება ხმადაბლა._ ყველაფერი კარგად იქნება!
აქეთ მამშვიდებს ქალი ,რომელსაც ამხელა დარდი აქვს გულში. წამით მშურს ვივიენის.
ვფიქრობ რა იქნებოდა, მე რომ ასეთი დედა მყოლოდა? ვინ ვიქნებოდი ახლა? როგორი ადამიანი ვიქნებოდი? მის დაღლილ , ფერმკრთალ ხელს ხელის გულებში ვიქცევ და ვკოცნი. ის კი პატარა ბავშვივით თავზე მეფერება.
_ ალბათ გშია შვილო , ახლავე სუფრას გაგიშლი. _ ისე დადაშვილურად მეუბნება, ისე უშუალოდ. ჩემში კვლავ თავშესაფარში დარჩენილი ობოლი ბავშვი იღვიძებს, ასე ძლიერ რომ სურდა დედის ალერსი.

მეორე დღეს გუჯის , ვისაც ხათუნას შესახებ ინფორმაციის მოკრება ვთხოვე, ვურეკავ და შეხვედრაზე ვუთანხმდები. ნიკაც ჩემთან ერთად მოდის. მისი ცივი ,რაციონალური გონება მჭირდება.
ერთმანეთს ბარში ვხვდებით. გუჯი საქმიანი სახით იწყებს.
_ ხათუნა ჯაში, მამა პროფესორი ლევან ჯაში. დედა პედიატრი ელენე მუშკუდიანი. განათლებული და მათ წრეში ცნობილი ოჯახი იყო. შეძლებული და გამოსული ხალხი. ხათუნა მათი უმცროსი ქალიშვილი ყველაფრით უზრუნველყოფილი. დაამთავრა ფილოლოგიური ფაკულტეტი. ცოტახნით მასწავლებლობდა. მასზე ცუდი არავის არაფერი სმენია. შემდეგ კი გათხოვდა იოსებ ჯაოშვილზე . იოსებ ჯაოშვილი დეპუტატი და ბიზნესმენი. გავლენიანი და არცთუ კარგი რეპუტაციის ადამიანი.მასზე ამბობდნენ , რომ აიძულა ხათუნა ცოლად გაყოლოდა. თუმცა დაზუსტებით არავინ იცის , რა მოხდა. ერთმანეთს არ შეეფერებოდნენ. არც რამე საერთო ჰქონიათ. მაგრამ ფაქტია , რომ მისი ცოლად მოყვანა არ გასჭირვებია. ბატონი სოსო , იგივე იოსები ისეთი ტიპია ყველაფერზე რომ წავა მიზნის მისაღწევად. არც ადამიანის ღალატს დაგიდევს, არც გაყიდვას, ერთი სიტყვით შავ_ ბნელი ფიგურაა.
_ რაც მამა ის შვილი!_ ამბობს ნიკა დაფიქრებით.
მე კი ვფიქრობ, რამდენად ჰგავს ხათუნას ისტორია ვივიენისას და ვხვდები სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ ცდილობს ის ვივის დაცვას. მაგრამ მეორეს მხრივ მაეჭვებს, რატომ დასდო ბრალი ქურდობაში ლია დეიდას?
ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაჯერებს გადაწყვეტილების სისწორეში. მე აუცილებლად უნდა შევხვდე ქალბატონ ხათუნას. გუჯის ახალ დავალებას ვაძლევ. საფუძვლიანად გამოიძიოს სამი წლის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი ავარია, სადაც ვივიენის მამა დაიღუპა. ახლა ეს ჩემი ერთადერთი კოზირია.

10

ხათუნა ჯაშის ნომრის გაგება არც თუ ისე ძნელი გამოდგა, მაგრამ მისი შეხვედრაზე დათანხმება კი გამიჭირდა. ძალიან ფრთხილობდა და როცა ავუხსენი ჩემი ვინაობა სულაც მითხრა: მეორედ აღარ დამირეკოთ , არ მსურს თქვენთან შეხვედრაო.! საკმაოდ ქედმაღალი და რაციონალური ქალი აღმოჩნდა. ვისთანაც ასე უბრალოდ გარიგებას ვერ მოვახერხებდი.
ამასობაში გუჯიმ უფრო მეტის გარკვევა შესძლო და ინფორმაციის გასაზიარებლად ჩვენს ოფისში მოვიდა.
წყნეთის გზაზე მომხდარი ავარიის საქმის დეტალები და მთელი ინფორმაცია მაგიდაზე დაგვილაგა.
_ ერთი სიტყვით, მანქანა , რომელიც ივანე თოდუას დაეჯახა ეკუთვნის კობა ჭკადუას, ერთ წყალწაღებული ნარკომანს და აზარტულ მოთამაშეს, რომელსაც მოვალეები, იმ პერიოდში მოკვლით ემუქრებოდნენ. გამოუვალ სიტუაციაში მყოფი და უნებისყოფო ადვილად დაითანხმეს და პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მან საკუთარ თავზე აიღო დანაშაული. თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლო გაიმართა და კობა ჭკადუა დამნაშავედ აღიარეს ,არავითარი დაპირება მისთვის აღარ შეუსრულებიათ, უბრალოდ სანაგვეზე მოისროლეს. ისეა გამწარებული გარიგებაზე უეჭველად წამოვა. აუცილებლად უნდა შევხვდეთ. დაცვა და დახმარება შევთავაზოთ. ვფიქრობ, შურისძიების მიზნით მაინც ,არ გვეტყვის უარს დახმარებაზე.
რაც შეეხება ლია სიხარულიძის საქმეს, ისეა შეკერილი, თუ უტყუარი მტკიცებულება არ გვექნება, მისი დახმარება გაგვიჭირდება.
და კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ეჭვის და ჭორების დონეზე დადის მათ წრეში. კერძოდ ის, რომ ლექსო ჯაოშვილი არაა ხათუნა ჯაშის ნამდვილი შვილი. ამბობენ არავის უნახავს ხათუნა ორსული, და ამას ისიც ამტკიცებს ,რომ არც ლექსო გოირჩევა დედის სიყვარულით და პატივისცემით.
ვფიქრობ ეს ამბავიც რამეში დაგვეხმარება.

ვზივარ გუჯის მოტანილი ინფორმაციის გადახარშვას ვცდილობ.და მახსენდება ლია დეიდას სიტყვები: ხელს დედაზე სწევდაო. ტელეფონს ვიღებ და სახლში ვრეკავ. ლია დეიდა მალევე მპასუხობს., ჩემ ხმას ცნობს.
_უჩა გისმენ შვილო,
_ ლია დეიდა ერთი რამ უნდა გკითხოთ, რატომ თქვით, რომ ლექსო დედაზე ძალადობდა? ან რა სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი ,იქნებ გეთქვათ._ ვეკითხები და პასუხს სულმოუთქმელად ველი.
_ შვილო ის ბიჭი ფსიქიკურად არაა ნორმალური, სულ უბრალო რამეზე გამოდის წყობიდან, ხელში რაც მოხვდება ანგრევს და ლეწავს.
ოდნავი წინააღმდეგობა თუ იგრძნო აგრესიაზე გადადის. მათ კამათს შევესწარი. უფრო სწორად, სამზარეულოში ისმოდა ლექსოს ღრიალი. შემდეგ კი ქალბატონი ხათუნა რამდენიმე ხანი მუქი სათვალით დადიოდა სახლში. მივხვდი სილურჯეს ფარავდა ასე.
მიყვება ლია დეიდა და მიკვირს, რატომ იცავს ხათუნა ასე თავგამოდებით ლექსოს. უცებ რაღაც ფიქრი მიელავს გონებაში.
_ და ლია დეიდა რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ლექსოს მამას?_ ვეკითხები და ვფიქრობ ეს პასუხი მნიშვნელოვანია.
_ ბატონი სოსო იშვიათად არის სახლში, მაგრამ დიდად არ ღელავს ხათუნას კეთილდღეობაზე. ყოველთვის შვილის მხარეს იჭერს, ჩემი აზრით მამა_შვილი ზსტად ერთნაირია._ მპასუხობს ლია დეიდა.

გუჯის ციხეში კობასთან შეხვედრის მოგვარებას ვთხოვ და ჩვენი იურისტის დახმარებას ვთავაზობ. ნიკას კი ლია დეიდასთან საუბრის შინაარსს ვუყვები და ჩემს აზრებს ვუზიარებ.
_ რამდენადაა შესაძლებელი , რომ ლექსო სოსოს ღვიძლი შვილი იყოს? არ მგონია სოსოს ტიპის კაცს ნაშვილებ ბავშვზე ასე ამოსდიოდეს მზე და მთვარე, თან მათი ხასიათის ასეთი მსგავსება შეუძლებელია უბრალოდ დამთხვევა იყოს.
ნიკა ფიქრობს და თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
ვივი მენატრება, ხანდახან ვფიქრობ მივიდე და საკუთარ სახლში გავუერთიანო ცხვირ_პირი იმ ნაძირალას. მაგრამ ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას ,სანამ ლია დეიდას საქმეს არ მოვაგვარებ მანამდე მოთმენა მომიწევს. საფრთხეს ვერ შევუქმნი, ამას ვივიენი არ მაპატიებს.

მოულოდნელად ტელეფონი რეკავს, გაოცებული ვპასუხობ ნაცნობ ნომერს.
_ გამარჯობა, ბატონო უჩა. ალბათ გიკვირთ რომ გაწუხებთ?
_ არა რას ამბობთ, მე ხომ თავადაც ვაპირებდი თქვენთან დაკავშირებას, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია! _ ვპასუხობ მე და ვცდილობ ხმით და ინტონაციით დავარწმუნო მოსაუბრე ჩემი სათქმელის აუცილებლობაში.
_დღეს საღამოს შეძლებთ შეხვედრას?
_ რასაკვირველია, როცა ინებებთ. _ მაშინვე ვთანხმდებით მე.
დროს და საათს ვათანხმებთ. მაშ ასე დღეს კიდევ უფრო მივუახლოვდები სიმართლეს გული მიგრძნობს მნიშვნელოვანი რამის თქმას აპირებს ,თორემ ისე არ დამირეკავდა ქალბატონი ხათუნა.
მოუთმენლობისგან და ინტერესისგან ადგილს ვეღარ ვპოულობ.დრო ძლივს მიიზლაზნება.

ვგრძნობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხათუნას ნახვა.
ისევ ტელეფონი მირეკავს ამჯერად მანოა.

_ გამარჯობა ჩემო გმირო!_ მესალმება მხიარულად. არ ავიწყდება რომ დავეხმარე და თითქოს მუდმივად ცდილობს მადლობის თქმას.
_ გაგიმარჯოს მანო!_ ვესალმები. მისი ზარი მახალისებს. ეს გოგო ძალიან მხიარული და უშუალოა.
_შენთვის სიურპრიზი მაქვს!_ იცინის მხიარულად.
_ რაზე ამბობ მანო?_ ვეკითხები ინტერესით.
_რომ მოხვალ გაიგებ._ მპასუხობს და კაფეში მეპატიჟება.
_ ვინ იყო მანო?_ ინტერესით მეკითხება ნიკა.მისი ინტერესი მაეჭვებს.
_ კიი ,_ვეუბნები მე_ სიურპრიზი მაქვსო.
_ რამე დაშავდება მეც რომ წამოვიდე?_ კითხულობს ნიკა და ვამჩნევ თვალები რომ უციმციმებს.
_ არა!_ ვუარობ ღიმილით.
_მაინც მოვდივარ!_ ჯიუტად მპასუხობს ნიკა_ მაინტერესებს რა სიურპრიზია!_ იმართლებს თავს.
_ ნენე მოგიწყობს შენ კაი სიურპრიზს თუ გავიგო ,როგორ გიციმციმებს თვალები მანოს ხსენებაზე. _ პირდაპირ ვეუბნები მე.

რაღაც შეიცვალა ჩემში. ვივის და მისი გოგოების მიმართ აუხსნელ მოწიწებას ვგრძნობ. თითქოს მათზე ზრუნვა ჩემი ვალდებულებაა.ვერც ვხსნი ამას, მაგრამ ის ვიცი , რომ მანოს წყენინების უფლებას არავის მივცემ, მათ შორის არც ნიკას.
_ უცნაური გოგოა მანო !_ თავისთვის აგრძელებს ნიკა, _ უბრალო, პატარა, მიამიტი!
მერე სევდიანად ოხრავს,
_უჩა, ნენეს მიტოვებას ვაპირებ!_ მეუბნება მტკიცედ.
_ ეგ არ იქნება ადვილი ძმაო!_ ვეუბნები გულახდილად.
_ ნენე ორსულადაა შენგან , არ დაგავიწყდეს ეს!
_ მე არ ვამბობ, რომ ბავშვს მივატოვებ!ძალიან კარგად იცი, არც ეგ ორსულობა ყოფილა შემთხვევითი!_ ბრაზობს ნიკა.
_ მე ნუ მიხსნი ძმაო, _ ვამშვიდებ მას._ მე ყველაფერი მესმის , მაგრამ მანო გაგიგებს? წარმოგიდგენია რას უზავს ნენე მანოს? იქნებ ჯობდეს ყველაფერზე კარგად დაფიქრდე? მე ყველაფერში მხარს გიჭერ , ვინ გაგიგებს სხვა თუ არა მე? _მხარზე ხელს ვურტყავ ,ვამშვიდებ.
_ მაგარ შარში ვარ არა?_ მეკითხება ნიკა და ჩემი თავი მახსენდება ,როცა ვივიენს პირველად შევხვდი.

_ სალამი ბიჭებო!_ ღიმილით მოდის მანო. რაღაცნაირი ბედნიერების ნაპერწკალია ეს გოგო.
ტანმორჩილი, ხუჭუჭთმიანი, თვალებბრიალა, უზომოდ ბავშვური მრგვალი სახით და უზარმაზარი ხშირი წამწამებით. ნამდვილად არ მიკვირს ნიკას რომ ასე აღელვებს.
_ გაგიმარჯოს გოგონი !_ ვესალმები მე. ნიკას ვუყურებ და მხოლოდ თავს იქნევს. აღფრთოვანებით მისჩერებია, ვხვდები, რომ მისი დანახვით უბრალოდ ბედნიერია.
__ ახლა ნახე რა ყოჩაღი ვარ!_ თავს იქებს მანო , ტელეფონს იღებს, ვიდეოს რთავს და ჩემკენ აბრუნებს.
და ტკბება ჩემი გაოცებული სახით.
ეკრანიდან ვივიენი მესალმება.
_ გამარჯობა უჩა,_ მიღიმის და ხელს მიქნევს.
_ ჩემზე არ იდარდო კარგად ვარ. მანომ მომიყვა დედაზე, რომ ეხმარებით და უზომოდ მადლიერი ვარ. ვწუხვარ რომ ამდენი პრობლემა გაქვს ჩემს გამო. ზუსტად ამის მეშინოდა. არ ვიცი ახლაც მეშინია რომ ... _ სახეზე სევდა ეხატება თუმცა მაშინვე ცდილობს მის დამალვას._უბრალოდ მადლობა მინდოდა მეთქვა. არ ვიცი სამაგიეროს როგორ გადაგიხდი იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. უბრალოდ მიხარია, რომ გაგიცანი.ნიკა მომიკითხე, მანოსგან ვიცი, რომ ისიც ძალიან მეხმარება. დროებით უჩა. _ ცოტა ხანს კიდევ უყურებს კამერას თითქოს რაღაც დარჩა სათქმელი, მაგრამ მერე თავს უქნევს მანოს, და ისიც გადაღებას წყვეტს.
_მანო გამომიგზავნე ეგ ვიდეო ,გთხოვ.
_ აუცილებლად, ვიცოდი ,რომ მთხოვდი._ ეშმაკურად მიყურებს მანო.
_ კარგი ბიჭებო , ახლა დაგემშვიდობებით, უნდა წავიდე, _ ამბობს ის და დგება.

_ მანო მეც მოვდივარ,სადაც მეტყვი გაგიყვან'_ დაბნეულად სთავაზობს ნიკა. მეცინება , ასეთი თამამი და თავდაჯერებული, მთასავით კაცი ,როგორ მორჩილი კნუტივითაა ამ პაწაწინა გოგოს გვერდით.
_ მანოო_ ვეძახი უკვე მიმავალს და კარებში ვეწევი.
_ მითხარი , თუ იცი, იმ დღეს შენ რომ გამოვიყვანე ზღვიდან, რა გაიგო ვივიენმა ასეთი გახარებული რომ იყო სანამ პლიაჟზე მოვიდოდა?._ ვეკითხები ინტერესით.
_ ვივიენს მასწავლებლობა უნდა, გამოცდის პასუხი გაიგო. ოცნება აისრულა, მაგრამ თუ იმ ველურთან დარჩა შეუძლია მაგ ოცნებას დაემშვიდობა. _ მოწყენით მპასუხობს მანო და ნიკასთან ერთად კაფიდან გადის.


მე ვდგავარ და ვივიენის ბედნიერ თვალებზე ვფიქრობ. თუ ვივიენს სურს იყოს მასწავლებელი, იქნება კიდეც! ვივიენი ის იქნება , ვინც თავად ენდომება და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის ,სანამ მე ვარსებობ!

11

რაღაც ხნის შემდეგ , ქალბატონი ხათუნა მირეკავს. აზუსტებს, რომ ნამდვილად ადგილზე ვარ და რამდენიმე წუთში კაფეში შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არასდროს მენახა დანახვისთანავე ვიცანი. სასწაულად გავს საკუთარ ხმას.
ეფექტური და ლამაზი ქალია. დაახლოებით 55 წლამდე. სოლიდურად ჩაცმული. საკუთარ თავში დარწმუნებული და გამოსული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვდგები და ვესალმები, მსურს მასზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო, რადგან ნაწილობრივ ამაზეცაა დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა ჩემს დახმარებას . ჯდება და სანამ საუბარს დაიწყებდეს
ყურადღებით მათვალიერებს.
_ იმედია არ ვინანებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღე. _ ამბობს მტკიცე ხმით.
_ ქალბატონო ხათუნა. ჯერ თქვენ მოგისმენთ და საკუთარ სათქმელს ამის შემდეგ გეტყვით.ვფიქრობ ,რომ ტყუილად არ დამიძახებდით._ ვეუბნები და მოთმინებით ველოდები.
_ თუ რატომ გეხმარებით, ამას თავისი მიზეზები აქვს,მაგრამ გადავწყვიტე ,რომ ვივიენმა იგივე არ უნდა გამოსცადოს რაც მე._ ამას რომ ამბობს თვალებში სევდა ემჩნევა.
_ეს ყველა პრობლემას მოაგვარებს.!_ მაგიდაზე წითელ პაწაწუნა მეხსიერების ბარათს დებს.
ინტერესით ვუყურებ. ერთი სული მაქვს ყველაფერი გამოვკითხო მაგრამ ვხვდები ამაზე ლაპარაკი არ უნდა და თავს ვიკავებ.
ამ ეტაპზე მთავარია ის ინფორმაცია , რომელსაც ქალბატონი ხათუნა მაძლევს მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
_ იმედია გესმით არა, რომ ჩვენი შეხვედრის შესახებ სოსომ და ლექსომ არ უნდა გაიგონ? !_მეუბნება და თვალებში მიყურებს. _ ამით თავს საფრთხეში ვიგებ!_ვფიქრობ თუ ასეთ თავდაჯერებულ ქალსაც კი ეშინია შვილის,რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ის ვივიენისთვის.
მადლობის თქმასაც ვერ ვასწრებ, ხათუნა დგება, სათვალე იკეთებს და ბარს და სასწრაფოდ ტოვებს.
მეც სასწრაფოდ ვბრუნდები ოფისში, მეხსიერების ბარათს კომპიუტერს ვუერთებ და სანამ ვიდეო დაიწყება მოუთმენლობიაგან სული მელევა.
კარდში ორნი ჩანან , ლექსო და ვიღაც ტიპი.
გარკვევით ჩანს, როგორ აძლევს მას ლექსო ოქროს მონეტის მსგავს ნივთს.
_წაიღებ და მის სახლში, ჩხრეკისას იპოვნი. ეჭვი არავინ აიღოს, ამას თუ შეძლებ იცოდე ვალში არ დაგრჩები!_ისმის ლექსოს ხმა.
ახლა ყველაფერი გასაგები ხდება. კორუმპირებული პოლიცია, სულ არ მიკვირს, მათი ბნელი საქმეების განუყრელი ნაწილი რომაა.
სავარძლის საზურგეს კმაყოფილი ღიმილით ვეყრდნობი.
ახლა უკვე ყველაფერი მარტივია. ხათუნას გულში მადლობას ვუხდი.

გუჯის და ნიკას ვურეკავ. დაყოვნება წამითაც აღარ მინდა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა წამოვიყვანო ვივიენი. ამისთვის კი აუცილებელია,რომ დედამისის უსაფრთხოება დაიჯეროს.

ბიჭები ვიდეოს ყურადღებით უყურებენ.
_გუჯი შენ იცი რაც უნდა ქნა,_ ეუბნება ნიკა და კმაყოფილი სახით გუჯის მხარზე უჭერს ხელს.
გუჯი აუღელვებლად და სერიოზულად უდგება საქმეს.
_ ყველაფერს გავამზადებ, მაგრამ კობა ჭკადუას საქმის დავიწყება არ შეიძლება. კვირის ბოლოს უნდა ვესტუმროთ. აშკარად დაინტერესებულია._ უემოციოდ გვაცნობს საქმის დეტალებს გუჯი.


ჩვენს წინ გამხდარი და ავადმყოფური იერის, ოცდაათ წლამდე კაცი ზის. ინტერესით და უნდობლობით გვიყურებს. ისეთი ტიპია საკუთარ შეცდომებს ყოველთვის სხვას რომ აბრალებს ხოლმე.
ხელის თითებს ნერვიულად აკაკუნებს მაგიდაზე.
მისი ყველა მოქმედება მოუთმენლობას ამჟღავნებს.
საკუთარ თავს და საქმის დეტალებს მოკლედ ვაცნობ. ლექსოს ხსენება დენის დარტყმასავით მოქმედებს მასზე. უშვერი სიტყვების ნიაღვარი ლეკავს ოთახს.
_ გადამაგდო მაგ ახ....ა, _არ იღლება მისი ლანძღვით კობა. _გამომიყენა და ნაგავივით მიმაგდო!_ბრაზს და სიძულვილს ღიად გამოხატავს.
_უნდა დაგვეხმარო!_მშვიდად ეუბნება ნიკა._ჩვენ ვეცდებით გავიყვანოთ...
_ გამიყვანოთ?_არ აცდის სიტყვის დამთავრებას კობა და ავად ხარხარებს.
_არა ძმაო, მე არ უნდა გამიყვანოთ, ის უნდა მომიყვანოთ აქ!_ მოულოდნელ პირობას გვიყენებს ._ აქ მხოლოდ მისი სიძულვილი და სამაგიეროს გადახდის სურვილი მაძლებინებს!_ ავადმყოფური ჟინით უელავს თვალები და კბილებს აკრაჭუნებს.
_ესაა ჩემი მოთხოვნა! _იცის გარეთ ლექსოს შესაძლებლობიდან გამომდინარე გაუჭირდება სამაგიეროს გადახდა. მაგრამ ციხის კედლებში ყველაფერია შესაძლებელი....

კობა ყველაფერს გვიყვება.
_იმ ღამეს წყნეთში ჩემი მანქანით ავედით, ერთი თავისი ერის ქალი ყავდა იქ, შიგადაშიგ ნახულობდა. იმ ღამეს რაღაც წვეულება ქონდათ. გვიან მამამისმა დაურეკა და სასწრაფოდ სთხოვა ქალაქში დაბრუნება, უთხრა, რომ მძღოლს უგზავნიდა. მაგრამ ლექსო უკვე კარგად იყო_ ამის თქმისას კობა ვენაზე იკაკუნებს მოხრილ თითს._ ჩემი მანქანანით გადაწყვიტა დაბრუნება. გზად კი მამამისის მძღოლს შეასკდა. ისე იყო ვერც ვერაფერი გაიგო. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ პოლიციის მოსვლის შემდეგ, ერთ_ერთმა სოსოს მანქანას ვიდეო_რეგისტრატორი მოხსნა და თან წაიღო.
იმიტომ გაუადვილდათ ასე საქმის ჩაფარცხვა , ყველგან ჰყავთ საჭირო კაცი.
გუჯი მშვიდად უდებს მაგიდაზე ხათუნას მოცემულ ვიდეოში გადაღებული ტიპის ფოტოს.
_ ესაა?_ ეკითხება მოკლედ.
კობა რამდენიმე წამით ფოტოს აკვირდება და თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.


12

გუჯის ბიჭები ყველაფერს მალევე არკვევენ. ლექსოს თანამზრახველი პოლიციელი ლუკა ხაზიური აღმოჩნდა. არაფრით გამორჩეული და წარუმატებელი თავის საქმეში. თუმცა იმაზე ბევრად უკეთესი მანქანით, ვიდრე ამის საშუალებას საკუთარი ხელფასი აძლევდა. იმავე საღამოს დაუკავშირდით და შეხვედრა ვთხოვეთ. დაინტერესდა თუ რას ეხებოდა საქმე. არ დამიმალავს პირდაპირ ვუთხარი, საქმე ნივთმტკიცების გაყალბებას ეხებამეთქი.

ამის გაგონებისას აშკარად დაიძაბა ,თუმცა შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. ალბათ ძალიან დააინტერესა ვინ ვიყავი და რა მქონდა სათქმელი.

სიფრთხილიდან გამომდინარე შეხვედრა ხალხმრავალ ბარში დაგვითქვა.
ზის და ინტერესით გვიყურებს თან თავხედურად გვიღიმის, მაგრად არ მადარდებს ვინ ხართო! მაგრამ ის რომ შეხვედრაზე უარი არ თუ ვერ თქვა საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
გუჯი ჩვეული უემოციო სახით ურთავს ფარულ ჩანაწერს და ნოუთბუქის მისკენ აბრუნებს.
როგორც კი იაზრებს რას უყურებს თავხედური ღიმილი მაშინვე ეშლება სახიდან .
_ ეს როგორ? საიდან? _ კითხულობს ხმაგაბზარული.
_მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ცივად პასუხობს გუჯი._ მისი ხმის ტემბრი უარესად აფრთხობს "ბატონ" ლუკას.
_ შენ ის გვითხარი რა შეგიძლია გააკეთო ჩვენთვის?_ ეკითხება ნიკა და თავისუფლად ეყუდება საზურგეს.
_ საქმე მხოლოდ ნივთმტკიცების გაყალბებაში და ცრუ ბრალდებაში არაა!_ ვეუბნები მე და მაგიდას ორივე ხელით ვეყრდნობი.
_ ჩვენ მკვლელობის დაფარვასა და ნივთმტკიცების გაქრობაზეც გვსმენია რაღაც, _ ლუკა ფითარდება და ყბა უცახცახებს._ სწორედ ის ვიდეო_ რეგისტრატორი გვინდა წყნეთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს რომ გაქრა!
_ მე... არ ვიცი ... რაზე საუბრობთ_ლუკა სითამამის ნამცეცებს აგროვებს და ცდილობს წინააღმდეგობა გაგვწიოს.
_ ნება შენია! ეს იყო ერთადერთი მცდელობა საქმის მარტივად მოგვარების,მეტი აღარ იქნება._ სამივე ვდგებით. ლუკაც დგება, დამფრთხალი თვალებით გვიყურებს.
_ მე ოჯახი მყავს, სამი შვილი, გთხოვთ!_მის ხმაში ვედრება ისმის.
_ გააკეთებ იმას, რასაც გთხოვთ , ჩვენც ვეცდებით რაც შეიძლება ნაკლებად გაზარალოთ._ვეუბნები მე მკაცრად.
_ ყველაფერზე თანახმა ვარ!_ მორჩილად მპასუხობს ის.
საღამოს თავისი ფეხით მოდის ჩვენს ოფისში და მთავარი ნივთმტკიცება მოაქვს. ნიკა არ ენდობა და ამოწმებს. კარგად სჩანს ავარია და ისიც, თუ ვინ უზის მეორე მანქანის საჭეს.
მოულოდნელად მანო ნიკას ურეკავს. მეღიმება, მანოს გულუბრყვილობაზე. ჰგონია ნიკა ვერ ხვდება ,რომ გულგრილი არაა მის მიმართ. ნიკასთან სერიოზულად მომიწევს საუბარი. მანომ ნენეზე არაფერი იცის. და არც ბავშვზე, რომელის სავარაუდო მამაც ნიკაა.
არ მგონია ეს ამბავი მანოსნაირმა გოგომ ასე მარტივად მიიღოს.

_ მანო გისმენ_ ხმაც თვალებივით მხიარულად უციმციმებს ნიკას._ სად? გასაგებია. კი უჩა აქაა. აუცილებლად.
მოკლე მოკლედ პასუხობს ნიკა და სწრაფად თიშავს ტელეფონს.
ვხვდები საქმე ვივიენს ეხება.
_ მანომ მითხრა დღს ღამე , ნიშნობის პონტში წვეულებას მართავს ლექსო და სად თუ იცი?_ მეკითხება და იცინის.
_ სად? _ ვეკითხები მოუთმენლად.
_ ჩვენს " ღამის ოთახში"!_ იკრიჭება ნიკა და ორივეს ერთი აზრი გვივლის თავში.
_ მართალი ვარ?_ მეკითხება ნიკა.
_ მართალი ხარ!_ვპასუხობ მე.

"ღამის ოთახი" ჩვენი კლუბია. ძალიან მალე გახდა ცნობილი და ხალხსაც ძალიან მოსწონს. ისეთია რა ლექსოსნაირი ბობოლები რომ სწყალობენ .
დაცვაიდან დაწყებული და ყველა თანამშრომელს ვაფრთხილებთ. ჩვენ კი ზედა იარუსზე სარკეებიან ოთახს ვიკავებთ. ორმაგი სარკეა, ჩვენ ყველას ვხედავთ ,ჩვენ კი ვერავინ.
რაღაც ხნის შემდეგ ისინიც მოდიან.
რამდენიმე გაზულუქებული მამიკოს ბიჭი და მათი გოგოები.
ლექსო ვივის უკან მოყვება.ვხედავ თვალებით ჭამს. უახლოვდება და ცდილობს წელზე მოხვიოს ხელი. ვივი უხეშად იშორებს და ჯდება. ლექსო ისეთი სიცილით იცინის, უეჭველად რომ იცის ჩემი დროც მოვაო.
წარმოუდგენლად დიდი სიამოვნებით მივუნგრევდი დამპალ სახეს. მაგრამ ჯერ დაწყებული უნდა დავამთავროთ მშვიდობით. აი როცა ვივი უსაფრთხოდ იქნება....

_ ბიჭო, _ გაოცებით იძახის ნიკა _ ნახე ქეთა! მართლაც, ისე ვიყავი ვივის ყურებით გართული არც კი შემიმჩნევია, ქეთა მათთანაა.
როგორ ? საიდან? მაგრამ მახსენდება ქეთას მუქარა და ვიაზრებ, ამ ბარშიც მისი დამსახურებით არიან. ალბათ ჩემი გამწარება თუ უნდოდა, მაგრამ ამ ჯერად არ გამოუვიდა. მადლობის მეტი რა მეთქმის ამ შანსისთვის.
ვივს გამომწვევი წითელი კაბა აცვია, ალბათ საქმრომ თუ შეურჩია. ის ხომ ვივიენს საკუთარ სათამაშოდ აღიქვავს. ლამაზ თოჯინად, რომელიც უბრალოდ სურს, როგორც თავნება ბავშვს. ისე წარმოაჩენს მას, თითქოს თავის ძმკაცებს ახარბებს. თითქოს მისი ნადავლია.
ნერვები დაწყვეტაზე მაქვს. ყველაზე უარესი ისაა , რომ მეც ასეთი ვიყავი სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ.
ლამაზი ქალი ჩემთვის მხოლოდ აქსესუარი იყო.
თუმცა ვივიენმა ყველაფერი შეცვალა, ეჭვიც არ მეპარება, ვივიენი ის ერთადერთია,ჩემი ცხოვრების ქალია!
როცა სასმელი ყველას ერევა, და ყურადღება ეფანტებათ. ჩვენი ოფიციანტი ვითომ შემთხვევით სასმელს კაბაზე ასხავს ვივიენს. და ისიც იძულებული ხდება თავის მოსაწესრიგებლად საპირფარეშოში გავიდეს.
დარიგებული ოფიციანტი მას დახმარებას სთავაზობს და აცილებს.
საპირფარეშოს ნაცვლად კი ჩვენთან მოჰყავს.
კარი იღება და ვივი შემოდის, ასე მგონია საუკუნეა არ მინახია.
გაოცებული მიყურებს, მერე ნიკას. ვერ ხვდება რა ხდება.
_ ვივიენ, _ ვუახლოვდები.
_ არა !აქ საიდან ? _ გაოცებას ვერ მალავს. თვალები უციმციმებს.
_ აქედან მივდივართ ვივ!_ ვეუბნები მტკიცედ. უარი რომ მითხრას მაინც წავიყვან.
არც ერთ წამს არ დარჩება იმ არაკაცთან.
_ ვერა, შენ არ იცი... დამემუქრა გესმის? დედას ციხეში ჩასვავს, წამით არ შეყოყმანდება!_ მიხსნის ვივიენი და ცდილობს ჩემი მკლავებიდან თავის განთავისუფლებას.
_ ვერავინ , გესმის ? დედაშენს ვერავინ ვერაფერს ავნებს. მენდობი ვივიენ? _ ვეკითხები და თვალებში ვუყურებ. მის თვალებში თანხმობას ვხედავ. მისკენ ვიხრები და მონატრებულ ტუჩებში ვკოცნი.
ნიკა და ლევანიც ჩვენთან ერთად მოდიან. უკანა გასასვლელამდე მოგვყვებიან. არავის ეგონა თუ ყველაფერი ასე მარტივად მოგვარდებოდა.
მანქანაში ვჯდებით.
_ ახლა კი შენთვის სიურპრიზი მაქვს! _ ვეუბნები ვივს მხიარულად , მანქანას ვქოქავ და გეზს სახლისკენ ვიღებ.

13

მთელი გზა არაფერი უკითხია, უცნაური მოთმინების უნარი აქვს ამ გოგოს.
კარი გავაღე და შევედი , ვივიც უსიტყვოდ შემომყვა. ინტერესით ათვალიერებს სახლს.
_უჩა მოხვედი შვილო?_ კარის ხმაზე გამომეგება ლია დეიდა. ვივიენის დანახვისას გაოცებით შედგა.
_ დედაა?_ გაკვირვებული ხან დედას უყურებს, ხან მე .
ალბათ ის აოცებს ასე შინაურულად რომ გრძნობს დედამისი ჩემს სახლში თავს.
ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ახლაღა გავაცნობიერე თუ როგორ დარდობდნენ ერთმანეთზე. თითქოს წელში გაიმართა ლია დეიდა, თითქოს შვილის ნახვამ გააძლიერა. რა უცნაური რამაა დედაშვილობა და რატომ ხდება, რომ ზოგს საერთოდ არ აქვს დედობის იმ მადლის მცირე ნაპერწკალიც კი, რაც ამ დიდებულ ქალს ასე უხვად მიამადლა უფალმა?
სადღაც გულის კუნჭულში ისევ წამოყო თავი ბავშვობის პირშეუკრავმა იარამ.
რაც არ უნდა მექნა ,როგორც არ უნდა შემენიღბა სიძლიერით და უდარდელობით, მაინც მუდმივად განვიცდიდი რომ მაინც და მაინც დედაჩემის შვილად დავიბადე.
ვგრძნობდი ოდესმე, სადმე ისევ გაიღვიძებდა ჩემი წარსული და განმიახლებდა ყველაფერს უკვე განცდილს და დავიწყებულად მიჩნეულს.
ახლა კი ცხოვრებამ ალბათ კომპენსაციას სახით მომივლინა ეს ორი საოცარი ქალი.
როცა ერთმანეთით გული იჯერებს, ვიფიქრე რომ დრო იყო ყველაფერზე გვესაუბრა და მათთვის ყველაფერი ამეხსნა.
_ დასხედით, უნდა ვილაპარაკოთ'_ვთხოვე მათ.
დივანზე გვერდიგვერდ დასხდნენ, ხელები ერთმანეთს ჩაჭიდეს და მოსასმენად მოემზადნენ.
ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, თუ როგორ დაგვეხმარა ხათუნა, და არ აგვიხსნა მიზეზები , რის გამოც ასე გასწირა შვილი.
რასაც მე ვერ ვხსნიდი. რადგან მხოლოდ ეჭვის დონეზე ნათქვამ სიმართლეს დიდად ვერ ვენდობოდი.
_ მე ვიცი რატომაც დამეხმარა, და ახლა კი ჩემი ჯერია ,რომ მას დავეხმარო!_ თქვა უცებ ვივიენმა.
_ ხათუნას შვილი არ გაუჩნდა, სოსომ კი ვიღაც ქალს გააჩენინა ბავშვი, შემდეგ ცოლს მოუყვანა და ... თუმცა არაფრის დაძალება არ იყო საჭირო, ხათუნამ შვილივით მიიღო რამდენიმე დღის ლექსო და ღვიძლი შვილივით გაზარდა.
თუმცა მამის გენებმა იმარჯვეს, სადღაც ალბათ დედისაც. ხათუნას თქმით დედამისი მეძავი იყო. თუმცა მან ისე შეიყვარა ბავშვი, რომ წამით არ უგრძნობინებია მისთვის სიმართლე. ძალიან დიდხანს აბრმავებდა შვილის სიყვარული. თვალს ხუჭავდა მის უმსგავსო საქციელებზე, მამამისი კი პირიქით ყველაფრის უფლებას აძლევდა. ამაყობდა კიდეც აქეზებდა შვილის მხეცურ ბუნებას.
მონადირის ინსტიქტები გვაქვსო, თურმე ასე ამბობდა, როცა მორიგ მსხვერპლს აყენებდა მისი შვილი ტკივილს.
ჩემში ხათუნამ საკუთარი თავი და ახალგაზრდობა დაინახა, ეტყობა ქალურმა სოლიდარობამ გამოიღვიძა და როცა ჩემი დაცვა სცადა ლექსომ ისეთი რამ უთხრა, რამაც წერტილი დაუსვა მის სიჩუმეს და სიბრმავეს.
უთხრა , რომ არასდროს მიაჩნდა რამედ, უბრალოდ მისი ძიძა იყო ,რომელსაც სამადლოდ აჭმევდა მამისი პურს. და თუ თავისი ადგილი დაავიწყდებოდა სულ ადვილად გაახსენებდნენ.
ადრე ნასვამმა ხელიც კი დაარტყა დედას, თუმცა მერე სასმელს დააბრალა და თავი ამით იმართლა.ეს ნადირი მამა _ შვილი მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებიან. მეც ასე მემუქრებოდა ,დედაშენს ციხეში ამოვალპობო. _ წამით გაჩუმდა, თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებდი, მერე კი თვალებში შემომხედა და ერთი ამოსუნთქვით მითხრა სათქმელი.
_ არ ვიცი, ალბათ წინა ცხოვრებაში რაღაც ძალიან დიდი სიკეთე გავაკეთე, რომ შენ შეგხვდი უჩა. ვერ აგიხსნი ,როგორი მადლიერი ვარ შენი. არ ვიცი სიკეთეს როგორ გადაგიხდი.
_ უბრალოდ ჩემთან დარჩი!_ პირდაპირ ვეუბნები მე._ ორივე ჩემთან დარჩით და არასდროს დამტოვოთ! _ როგორც პატარა, ბავშვთა სახლში მიტოვებული, ობოლი ბიჭი ისე ვთხოვ მათ, მთელი გულით და მთელი სულით. ეს ქალები არიან ჩემი ოჯახი და ნიკა. ამ ქვეყნად მეტი არავინ მყავს. და ძალიან მეშინია , რომ ჩვენი სურვილები ერთმანეთს არ დაემთხვევა.
ვდგები და მათ წინ ვიჩოქებ. მათ ერთმანეთზე ჩაკიდულ ხელებს ჩემს ხელში ვიქცევ.
_ იყავით ჩემი ოჯახი, რომელსაც ყოველთვის ვეძებდი,თუმცა არასოდეს მიფიქრია , რომ ვიპოვნიდი.
თუ რა თქმა უნდა ეს თქვენც გინდათ. მაგრამ თუ წახვალთ, მე გავიგებ და პატივს ვცემ თქვენს გადაწყვეტილებას. მაინც ყოველთვის შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. _ ვეუბნები მათ და განაჩენივით ველოდები მათ გადაწყვეტილებას.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ლია დეიდა თმაზე მეფერება.
_ სადაც არ უნდა ვიყო შვილო, იცოდე, რომ შვილად მიმაჩნიხარ! ჩემი სახლის და გულის კარი შენთვის სულ ღიაა.
ღმერთს ასე ნდომია , რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. შენს ამაგს კი მე ვერასდროს გადავიხდი. _ მეუბნება და შუბლზე მკოცნის.
თუმცა კი ვივიენი არაფერს ამბობს, მაგრამ გულში მჯერა ლია დეიდას სიყვარული ნახევრად მოგებულ ომს ნიშნავს.
_ არის კიდევ ერთი რაღაც , რაც თქვენ უნდა იცოდეთ და თქვენგან მჭირდება თანხმობა, რომ ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად._ ჩემი სიტყვებით შეშფოთებულები მიყურებენ. ხვდებიან, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ბოლოსთვის შემოვინახე.
_ არ ვიცი არის კიდე რამე, რაც გამაოცებს?_ ეჭვით კითხულობს ვივიენი.
_ სამი წლის უკან , წყნეთის გზაზე ავარია მოხდა და მამაშენი დაიღუპა, ხომ ასეა? _ ვეკითხები ვივიენს.
_ კიი ერთი ნაძირალა იჯდა ნასვამი ...
_ საქმეც მაგაშია , რომ არა!_ ვეუბნები მე.
_ მანქანა ნამდვილად კობა ჭკადუას ეკუთვნოდა ,მაგრამ საჭესთან ის არ მჯდარა, იმ ღამეს მანქანას არც მეტი ,არც ნაკლები ლექსო მართავდა.
ვივიენს ფერი ეკარგება ,თუმცა მე ლია დეიდას უცნაური ემოცია მაოცებს. მხოლოდ სევდა და არანაირი გაოცება.
მის ემოციას ვივიც ამჩნევს.
_ იცოდი დედა?_ კითხულობს ჩამწყდარი ხმით._ იცოდი ხომ?
_ სწორედ ამიტომ შემომთავაზა სოსომ სამუშაო მათთან, სიჩუმის სანაცვლოდ. მე სხვა გზა არ მქონდა შვილო შენი მომავალი ბეწვზე ეკიდა. ჩემს ასაკში და თან მხოლოდ საშუალო განათლებით ვინ მომცემდა სამსახურს? შენ კი სწავლობდი და ოცნება გქონდა, ვერ გიღალატებდი შვილო._ თვალებზე მომდგარი ცრემლებით უხსნის ლია დეიდა ვივიენს
_ მამის მკვლელს ყოველ დღე სადილების უმზადებდი?_ ვხვდები ვივიენი პანიკის ზღვარზეა,_ რად მინდოდა ასეთი ოცნება, ასეთ ოცნებაზე სულაც უარს ვამბობ! ეგ ნაძირალა , ეგ ავადმყოფი! _ უკვე კივის ვივიენი და სპაზმები ეწყება.
უნებურად გულში ვიხუტებ, სულ აღარ მახსოვს , რომ დედამისიც იქვეა.
უბრალოდ მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა საღად აღოვნების უნარს მართმევს.
_ ახლა მხოლოდ შენ თუ შეძლებ მის დამშვიდებას შვილო!_ მეუბნება, ცოტახანს სევდიანი თვალებით უყურებს ჭკუიდან გადასულ შვილს და ოთახიდან გადის.

მაგიდაზე დადებულ ლარნაკს ვაძლევ .
_ დაახეთქე ძირს !_ ვეუბნები.ისიც მთელი ძალით ანარცხებს იატაკზე. მერე კიდევ სხვას და მასაც იატაკს ახეთქებს. ასე ზედიზედ რამდენიმე ნივთს ლეწავს და უკონტროლო ბრაზისგან თავისუფლდება. შემდეგ ტირილს იწყებს. ისევ გულში ვიხუტებ და ველოდები როდის დაიცლება ამ ტკივილისგან. ნელ" ნელა მშვიდდება. პატარა ბავშვივით კალთაში მიზის და ვარწევ. პატარა უმწეო ხელებს კისერზე მხვევს.
_ შენ ხარ ჩემი სიმშვიდის ციხე _ სიმაგრე!_ მეუბნება ჩურჩულით. ემოციებისგან დაღლილი თვალებს ხუჭავს და ბავშვივით მშვიდად იძინებს.

14

არ დამიჯერებთ თუ გეტყვით, რომ არასდროს გათენებულა ჩემთვის ასეთი მშვიდი დღე. არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება ,როცა გაღვიძებისთანავე აცნობიერებ, რომ მარტო აღარ ხარ. სამზარეულოდან მადისაღმძვრელი სურნელი შემოდის.
ვდგები და სწრაფად გავდივარ. ლია დეიდა ნამცხვარს აცხობს. ალბათ სახლს სიმყუდროვეს სწორედ ეს სძენს ,სურნელი სამზარეულოში. ყავას მისხავს ფინჯანში.
_ უჩა დილამშვიდობისა შვილო, _ მესალმება თან.
მაგიდასთან ვჯდები. სული ბედნიერებით მევსება. ვიღაც ზრუნავს ჩემზე, ვიღაცას ვადარდებ,ასე უანგაროდ, მხოლოდ იმიტომ , რომ მე მე ვარ.
როცა თმაგაწეწილი ვივიენი შემოდის, ვხვდები რა არის ნირვანა.ისეთია , შინაურული, უბრალო,
სწორედ ამაშია ბედნიერების მთელი საიდუმლო.
მიდის და დედამისს უხმოდ ეხუტება.
_ უჩა, მინდა რომ ლექსომ კუთვნილი სასჯელი მიიღოს. მითხარი რა უნდა გავაკეთო._ მეუბნება მტკიცე ხმით.
მეგონა ვერ გაბედავდა, მეგონა უკან დაიხევდა. მაგრამ არა, ის ბევრად უფრო ძლიერი ქალია, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს.
_ შენ მაგაზე არ იდარდო, ვივიენ, ყველაფერს გუჯი მიხედავს._ ვამშვიდებ მას._ უბრალოდ მინდა გთხოვო რაღაც ხნით , სანამ ყველაფერს მოვაგვარებთ, მარტო ნუ გახვალ გარეთ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე მარტივად შეეგუება შენ დაკარგვას. ყველგან წაგიყვან სადაც მთხოვ, არ მოგერიდოს. გოგოებიც აქ დაპატიჟე, ვიცი გენატრებიან. ჩათვალე , რომ საკუთარ სახლში ხარ_ ამას რომ ვეუბნები ეჭვიც არ მეპარება ,რომ ასეც იქნება.
ერთად ვსაუზმობთ და მე წასასვლელად ვემზადები.
სახლიდან გასვლისას უცნაური გრძნობა მიპყრობს. თითქოს ერთი სული მაქვს უკან როდის დავბრუნდები.
ბიჭები ოფისში მოდიან, ნიკა მხიარულებას ვერ მალავს. გუჯი ჩვეულად უემოციოა.
_ მალევე მიხვდა ,რომ რაღაც ისე ვერ იყო, ქალების ტვალეტში შევარდა , მთელი ბარი ფეხზე დააყენა, კამერის ჩანაწერებიც კი მოითხოვა_ სიცილით კვდება ნიკა.
_ მერე მტვრევაზე გადავიდა და დაცვამ გაისროლა გარეთ, ისტერიკიან ბავშვს გავდა,რომელსაც საყვარელი სათამაშო წაართვეს._ აგრძელებს გუჯი.
საჩივარი გავმზადეთ, ვივიენის მიმართ შემაკავებელი ორდერის მოვითხოვთ თანაც, მოწმეები გვყავს, ერთი სიტყვით ვერ წაგვივა ვერსად._მშვიდად გვაცნობს საქმის ვითარებას გუჯი.
_ კარგი იქნებოდა ხათუნა მოწმედ წამოგვყოლოდა , მაგრამ მეეჭვება, თუმცა ეს არაა გადამწყვეტი. ვიდეო ჩანაწერები სრულიად საკმარისია.
კობას ჩვენებაც ამ ყველაფერს ადასტურებს. და კიდევ ბევრი რამე გამოჩნდება თანდათან.
ნიკას ვუყურებ და მისი საეჭვო მხიარულება მაფიქრებს. გუჯის წასვლის შემდეგ მიზეზს ვეკითხები.
_ რას გიციმციმებს თვალები ჰა?
_ მეტყობა არა?_ მეკითხება ნიკა_ ნენეს ველაპარაკე, ყველაფერი ვუთხარი, რომ ერთად ყოფნის მიზეზს ვერ ვხედავ. არ მეგონა ისე მშვიდად მიიღო ჩემი ნათქვამი. ახლა მანოზე ფიქრის უფლებაც მაქვს!ბავშვივით უხარია და ვერ ხვდება, რომ ნენე ქეთასავით მარტივი ქალი არაა და მხოლოდ ნიკას სურვილებზე არ ივლის.
_ ქარიშხლის წინა სიმშვიდეს გავს ნენეს სიწყნარე!_ვაფრთხილებ ნიკას. ის კი არ მისმენს. მეც მეცინება, მიხარია , რომ ბედნიერია. ის იმსახურებს საყვარელ ადამიანთან ყოფნას, ნენე ანგარიშიანი ცივი და მბრძანებლობის მოყვარე ქალია. ისეთი "სწერვას" რომ ეძახიან. სიმართლე რომ ვთქვა ბავშვის ამბავიც მაეჭვებს, მაგრამ რადგან ნიკა აღიარებს ალბათ მართლაც მისია. თუმცა არც საპირისპირო რამ გამაოცებს ნენესგან.
_დღეს ადრე გავალ, მანო უნდა ვნახო!_აღარც მალავს რომ მოსწონს. ეს ბოლო დროინდელი ამბები რაღაც კარგად აეწყო, მეტისმეტად კარგადაც კი.
საღამოს მეც ვაპირებ ვივიენი სადმე წავიყვანო. მას ახლა განმუხტვა სჭირდება, მეც. თან მთელი ეს დრო ძალიან მენატრებოდა . მასთან მარტო ყოფნა მჭირდება.

ვურეკავ და ვეუბნები საღამოსთვის გაემზადოს, რომ მისთვის სიურპრიზი მაქვს.

მცხეთაში მივდივართ, ცოტას ვისეირნებთ გემრიელად ვივახშმებთ, ვისაუბრებთ.
წინასწარ განვიცდი საიხარულს. თუმცა ვატყობ ცოტა დაძაბულია. იმ გიჟის მერე ისიც მიკვირს ჩემ ნდობას რომ ახერხებს.
ჯვარზე ავდივართ, ვივი დიდხანს ათვალიერებს ზემოდან მცხეთას.
_ მიყვარს ეს ქალაქი,_ ამბობს მშვიდად. აქ წარსულთან საოცარ კავშირს ვგრძნობ. თითქოს ენერგიით ვივსები. ასე მგონია სვეტიცხოველი დროის მისტიური გზაგასაყარია.
მერე მიყურებს და მაკვირდება,, უცნაურად იცის ყურება, გგონია შენს სულს ხედავს, თითქოს ბოლომდე იხსნები მის წინ და მცირედ საიდუმლოსაც აღარ იტოვებ შენში.
_ მიყვარხარ ვივიენ!_ თავისით ამბობენ ჩემი ტუჩები. უცებ მიღიმის იმ ჯადოსნური გულწრფელი ღიმილით გაცნობისას რომ დამატყვევა.
სურვილი მიპყრობს მანაც აღიაროს ჩემი სიყვარული, რომ მხოლოდ მე მეკუთვნოდეს, და თანაც უსასრულოდ თავისუფალი იყოს.
მცხეთიდან დაბრუნებისას, ფანჯრიდან ყვავილებიან მინდორს ხედავს ,
_გააჩერა რა, _მთხოვს.
მანქანიდან გადადის და ყვითელი ყვავილების ზღვაში შედის ,მთვარის შუქი დღესავით ანათებს მინდორს. ვუყურებ და ვფიქრობ, სად იყო ეს ქალი აქამდე? ან მე სად ვიყავი? როგორ ვცხოვრობდი? ყველაფერს აზრი ეკარგება ,რაც მის მოსვლამდე იყო. მგონია უბრალოდ ერთ ადგილას ვიდექი და მის მოსვლას ვუცდიდი, რომ სიცოცხლე დამეწყო.პირველად ვარ მადლიერი დედის ,რომ გამაჩინა. ყველაფერი ღირდა იმად , რომ ვივიენს შევხვედროდი.

ტელეფონი რეკავს, ეკრანს დავხედე და უსიამოვნო წინათგრძნობამ გული გამიკენწლა. ქეთა იყო.
_ გისმენ ქეთა._ ვუპასუხე და არც მიცდია ჩემი უსიამოვნო განწყობის დაფარვა.
_ არ გაგიხარდა არა ჩემი ზარი?_ უცნაურად მხიარული ხმა აქვს მას.
_ გინდოდა რამე?_ ვეკითხები და ვანიშნებ, რომ არ მსურს მასთან საუბარი.
_მოსალოცად გირეკავ_იცინის ქეთა.
_ რას მილოცავ?_ვეკითხები და უკვე გათიშვას ვაპირებ.
_ სულ შენს მარტოობაზე დარდობდი, ახლა მარტო აღარ იქნები,_ იცინის კი არა უკვე ხარხარებს_ გილოცავ პატარა ძამიკოს!_და ტელეფონს თიშავს.გაოცებული დავყურებ ჩამქრალ ეკრანს, ვფიქრობ, რომ ქეთა საბოლოოდ გაგიჟდა.
ვივიენს ვუყურებ და ვმშვიდდები, რამდენი სისულელეც უნდა მობოდოს ქეთამ, აზრი არაფერს არ აქვს სანამ ვივიენი ჩემთანაა.

15

სახლში მისულები არ ვართ, რომ ვივიენის ტელეფონი რეკავს.
_ ხოო მანო_ პასუხობს ვივი._კი მცალია, ახლა? კიი, რამე მოხდა? მშვიდობაა? კარგი გელოდები.
ტელეფონს თიშავს და გაოცებული მიყურებს.
_ ისეთი ხმა აქვს, გაცოფებულია!_ მახსენდება, რომ დღეს ნიკა აპირებდა მანოს ნახვას და ვხვდები რაღაც ისე არ წავიდა ,როგორც ნიკას ჰქონდა დაგეგმილი.
უცებ დაბარებულივით, ნიკა მირეკავს და დალევის საბაბით მთხოვს ბარში მივიდე.
_ ნიკას ჩემი ნახვა უნდა, მგონი ეს ორი რაღაცაზე ვერ შეთანხმდა,_ ხუმრობას ვცდილობ და ისევ წასასვლელად ვემზადები.
_ მომწერე რა ხდება, მეც შეგეხმიანები. _ ინტერესს ვერ მალავს ვივიენი.

უკვე მანქანაში ჩამჯდარი ვხედავ ,როგორ გადმოხტა ტაქსიდან მანო და სწრაფად შეიმალა სადარბაზოში. იმის დანახვა კი მოვასწარი, რომ მანო საშინლად ბრაზობს. შემიძლია დავიფიცო ,რომ ამ ამბავში ნენეს ხელი ურევია.
მაინც რა სწრაფი და მოქნილია ნენე? გონებაში კობრას ვადარებ.

ბაღში მისულს ნიკა უკვე შეზარხოშებული მხვდება.
_ ასეთი მოწყენილი და არეული ნიკა მე არ მახსოვს, ზოგადად რაციონალური და მშვიდია.
მაგრამ როგორც სჩანს სიყვარული ნამდვილად ახდენს სასწაულებს
_ რა მოხდა ნიკა?_ ვეკითხები და მხარზე ხელს ვხვევ.
_ იმ გველმა ნენემ ყველაფერი გააფუჭა ძმაო, ისე ცუდადაა ყველაფერი ამაზე უარესი აღარ იქნება.
_ მიხსნის და მორიგ ჭიქას ცლის.

_ შენ ის კაცი ხარ მე რომ მამშვიდებდა?_ ვეკითხები გაოცებული._ მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს ძმაო.
მომიყევი რა მოხდა.
_ ბარში ვისხედით, ბედნიერად, ხელჩაკიდებულები, ხოდა უცებ მოვიდა ის ალქაჯი, ჩვენს პირდაპირ დაჯდა , გამაცანი ეს თოჯინა საყვარელო, მეუბნება.
გავშრი, არადა ხომ შევთანხმდით არა? ხომ დავშორდით?_ თემიდან გადაუხვია და ვცდილობ ისევ ამბავს დაუბრუნდეს.
_ მერე_ ვეკითხები. თან სასმელს მისგან შორს ვწევ.
_ მერე თავად გამოაცხადა ნიკას საცოლე ვარ, და მუცლით მის ბავშვს ვატარებო . რომ არა ბავშვი შენნაირ კახპასთან ღალატს არ ვაპატიებდიო.
მაგრამ ბავშვის გამო ახლა მოთმენა მომიწევსო.
_ მანომ რაო?_ ვეკითხები ისევ.
_ არაფერი , გაუღიმა, მაგ სიტყვებს მეც მხოლოდ ორსულობის გამო მოვიყრუებ. ბედნიერებას გისურვებთ ზუსტად ერთმანეთს შეეფერებითო. პატარამ რა დააშავა ამნაირი მატყუარა მამა რომ ეყოლებაო. ადგა და ისე წავიდა უკან არ მოუხდეია.
ან ეყვირა სხვებივით, ან ეტირა! არა ასე მშვიდად და გულცივად ადგა და წავიდა. ეტყობა მართლა არ ვადარდებ , თორე რამე ემოცია მაინც შეემჩნეოდა._ ასეთი გულგატეხილ და უიმედო ნიკას თუ ვნახავდი რას წარმოვიდგენდი.
მეცინება მის ბავშვურ წყენაზე.
იქით რომ სწყინს მანოს გულცივობა.
_ მე გაგაფრთხილე და არ მომისმინე, რატომ გეგონა ნენე ასე მარტივად დაგთმობდა? ნიკა სანამ დროა გაერკვიეთ, მართლა შენია ის ბავშვი? სანამ მართლა ღრმად არ შეგიტოპავს. რაც შეეხება მანოს ის ახლა ვივიენთანაა და შენზე საშინლადაა გაცოფებული. არც კი ვიცი თუ შეძლებ მის შემორიგებას.
ჩემს ნათქვამზე მშვიდდება ნიკა.
_ ანუ გაცოფებული არა?_ იღიმის და ვფიქრობ ალკოჰოლისგან აურია.
ნიკას ასეთს საჭესთან ვერ დავსვავ. ამიტომ ჩემს მანქანაში ვტენი. ზორბაა,მაღალი, მხარ_ბეჭიანი, იტყვის ადამიანი ამას ნენესნაირი ქალი შეეფერებაო , შეიძლება გარეგნობით კი, ჩამოსხმულია ნენე მაღალი, ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავს. ასეც მიიქცია ნიკას ყურადღება . მაგრამ ხასიათით აფთარს გავს, იქითაა მონადირე და ნიკა კი ნადავლი. მეორეს მხრივ პაწაწუნა მანო, საყვარელი, მიამიტი, ბავშვური, ხასიათიც და გარეგნობაც ერთმანეთს უგავს. რაც ნიკას ვიცნობ სულ ასეთ ქალზე ოცნებობდა. ახლა კი იპოვა და მეეჭვება ასე ადვილად გაუშვას. ერთი რამ რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ნიკას მანო უყვარს.
_ სახლში მიგიყვანო?_ ვეკითხები კი არა უფრო ვეუბნები ნიკას
_ არა არ მინდა სახლში!_ მპასუხობს ჯიუტად, კამათს აზრი არ აქვს
_ აბა სად? _ვეკითხები და პასუხი წინასწარ ვიცი.
_მასთან ახლოს!_თვალდახუჭული მპასუხობს ნიკა. წვიმს გარეთ, ზაფხულში რომ იცის ხოლმე უცნაური დიდიხნის მოუსვლელი თქეში წვიმა ისე. სახლთან მივდივართ. მანქანას ვაჩერებ და არ ვიცი რა ვქნა.ნიკას ვუყურებ სძინავს .ვივიენს ვურეკავ .
_ ვივი ნიკა აქაა მანქანაში ,ნასვამია. მაგრამ არ მიდის სახლში რა ვქნა? გამოვა ამათი შეხვედრა ახლა?
_არა მგონია, რატომ არ მითხარი თუ ნიკას საცოლე ჰყავდა და ბავშვიც?_ ესღა მაკლდა , ახლა მეც შარში ვარ.
_ ყველაფერი მასე არაა ვივ. აგიხსნი. _ ვცდილობ მის დამშვიდებას. მეშინია ისე არ მოხდეს ,რომ მეც ნიკასავით არ შემიშვან გაბრაზებულმა ქალებმა სახლში.
_ შენ ამოდი! _ ისე მეუბნება ,თითქოს ესეც მადლია, რომ ნება დართო. მეცინება ჩემ თავზე. ჩემი გულის და ჩემი სახლის მბრძანებელი.
_ ვიცი ვერ ამოვალ , მაგრამ არაუშავს_ უცებ მეუბნება ნიკა. ვეტყობ წაძინებამ გამოაფხიზლა._
აქ ვიქნები. იმის ცოდნა, რომ მასთან ახლოს ვარ მამაშვიდებს.
თავს უიმედოდ ვიქნევ და მანქანიდან გადავდივარ. ვფიქრობ სადმე ყვავილების მაღაზია მაინც იყოს , იქნებ ცოტათი მაინც მომელბო გული იმ პირგამეხებული ქალებისთვის მაღლა რომ მელოდებიან .
სახლში შევდივარ, ისინი ისე სხედან მისაღებში თითქოს ვერ მამჩნევენ.ვცდილობ ღიმილი შევიკავო. ხომ ვიცი ერთი სული აქვთ სანამ ათას კითხვას მომაყრიან.
_საღამომშვიდობისა გოგონებო_ვესალმები მე ჩემს პატარა ჯალათებს. მიბღვერენ და ხმას არ მცემენ. უცებ ერთი აზრი მომდის. ნიკას მესიჯს ვუგზავნი :"მანქანიდან გადმოდი ნიკა!" და ვამბობ.
_ არ ამომყვა ის გიჟი დგას ამ წვიმაში და თან ნასვამია. _მანო ისეთი რომანტიკოსია ეჭვი არ მეპარება გული აუჩუყდება.
ცოტა ხანს ზის ,მერე უეცრად დგება და ფანჯარასთან მირბის. " ამოიხედე!" ვწერ ნიკას. მანო ფანჯრიდან იყურება , უცებ ბრუნდება და ფარდას აფარებს. მეცინება.
_ რას აკეთებ ახლა ვითომ?_ ეჭვით მიყურებს ვივიენი. _ გამოდი გოგო აქეთ! მკაცრად ეუბნება მანოს. _ დგას და იდგეს! შენ კიდე ბატონი უჩა , მოგვიყევი რა ჯანდაბა ხდება.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ. სასწაულად მიყვარს ვივიენი რომ მბრძანებლობს. ისეთი საყვარელია ამ დროს...
ნენეს შესახებ ყველაფერს ვყვები, ჩემს ეჭვებსაც ნიკას მამობასთან დაკავშირებით. მანოს სახეზე კი ემოციები ერთმანეთს ცვლის.
_ ის რომ ნიკასგან ორსულადაა, ნიკას ვალდებულს ხდის ბავშვის მიმართ, მაგრამ არანაირად არ ავალდებულებს ნენეს ცოლად მოყვანას. თავისუფალი ადამიანები იყვნენ, იცოდნენ რასაც აკეთებდნენ და ამას რაც მოჰყვებოდა. პასუხიც ორივემ უნდა აგოს და არა მხოლოდ ნიკამ._ ამბობს ვივიენი და მანოს თვალებში უყურებს .
მანო თვალს არიდებს და ფანჯრისკენ იყურება.
ვგრძნობ მის გულში ქარიშხალია. ოდნავ ბიძგს ელოდება.
_ ისე შეიძლება მთვრალი კაცის წვიმაში დგომა? _ მიამიტად კითხულობს ვივიენი. უეცრად მანო ფეხზე დგება და კარისკენ გარბის თან გასასვლელში დაკიდებულ ქოლგას მიარბენინებს ეზოში. მე და ვივიენი ერთმანეთს ვუყურებთ და გულიანად ვიცინით

მთელი ეს ამბავი მავიწყებს იმას, რაც ქეთამ მითხრა. თუმცა მოგვიანებით ვხვდები, რომ ყველაფერი იმაზე სერიოზულად ყოფილა ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
რამდენიმე დღე სიწყნარეა, გუჯი ყველაფერს აგვარებს და თუ აუცილებელი არაა არ გვეხმარება. ვივიენის მამის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და ახლა ძიება თავიდან დაიწყო. ჩვენს მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები ლექსოს კუთხეში აქცევს.
ერთ საღამოს გუჯი რეკავს, რაღაც მისთვის უჩვეულო აღელვებას ვამჩნევ.
_ისეთი ამბავია აუცილებლად უნდა გნახო_ მეუბნება გუჯი და მეც სახლში ვიბარებ.
არ მიფიქრია და ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ რის თქმას აპირებდა გუჯი.
_საღამო მშვიდობისა, მოგვესალმა შემოსვლისას და დივანზე დაჯდა. ველოდები ის კი დუმს. ბოლოს მივხვდი ვივიენთან და ლია დეიდასთან თქმას ერიდება.
_ გუჯი ეს ჩემი ოჯახია და დასამალი არაფერი მაქვს ,_ ვამხნევებ მას.
გუჯი მოყოლას იწყებს.
_ ლექსოს ამბავი გავარკვიეთ და ეს უნდა იცოდეთ. ხათუნა ლექსოს ღვიძლი დედა რომ არაა ვიცით. მაგრამ აი სოსო კი ნამდვილად მამამისია. იმ დროს ერთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან დადიოდა_ ამის თქმისას თვალს მარიდებს და საუბრის ბოლომდე მაგიდაზე დადებულ საფერფლეს უშტერებს თვალს ._ ქალს მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა ასე ცხრა_ ათი წლის. ლამაზი ქალი იყო. სოსოსგან ორსულად დარჩა. შემდეგ მშობიარობას გადაჰყვა, სოსომ საკუთარი ვაჟი სამშობიაროდან წამოიყვანა. ხოლო იმ ქალის შვილი კი ბავშვთა სახლში მოხვდა. იმ ქალს რუსუდანი ერქვა. _ მუხლებში სიცივე მეღვრება.,ხელები მეყინება.
_ რუსუდან უძილაური! _ ვამბობ ცივად.
გუჯი როგორც იქნა თვალს მისწორებს და თანხმობის ნიშნად თავი მიქნევს.
_რა ხდება?_კითხულობს შემცბარი ვივიენი.გრძნობს რომ რაღაც რიგზე არაა.
_ ლექსო ჯაოშვილი ჩემი ნახევარძმაა!_ ვამბობ მე ხმაჩამწყდარი.
თითქოს ღმერთები დამცინიან, არა თითქოს მასხრად მიგდებენ! ესეც ჩემი მივიწყებული წარსული, ისედაც სულ მქონდა ცუდი წინათგრძნობა.

16

ცოტა ხანს ყველა ჩუმადაა, მერე ისევ ვივიენი კითხულობს.
_ ეგ როგორ? _ გაოცებული ადვილი ნათქვამია, მისი ჩამწყდარი ხმა მის ნაცვლად საუბრობს.
_ შენ არაფერი გიკითხავს ჩემს წარსულზე, მე კი არაფერი მოყოლია,რადგან მის დავიწყებას მთელი ცხოვრებაა ვცდილობ.
ვპასუხობ მე და ყველაფერს ვუყვები.
_ ვიცოდი, რომ ბავშვი დაიბადა, თუმცა მითხრეს , რომ ვერც ის გადაარჩინეს, მაშინ პატარა ვიყავი და რა თქმა უნდა ვერაფრის გარკვევას ვერ შევძლებდი, რადგან საკუთარი არეული ცხოვრებისაც კი ვერ გამეგო ვერაფერი. დედის სიკვდილის შემდეგ ბავშვთა სახლში მოვხვდი. და იქამდე სანამ ფეხზე დავდექი ბევრი დრო გავიდა. დღეს უკვე ყველამ გაიგო ,რაც ხდებოდა მაშინ, სამშობიაროებიდან ასობით ბავშვი უკანონოდ იყიდებოდა. როცა მისი ამბის გარკვევა შევძელი და მოვინდომე ყველა საბუთი უკვე გამქრალი იყო. ყველა კვალი წაშლილი.
ეტყობა სოსოს არ სურდა დედაჩემის სახელთან მის ვაჟს რამე საერთო ჰქონოდა და ამაზე სათანადოდ იზრუნა.
_ ეს შეუძლებელია! არ მჯერა! _ დაბნეულად ჩურჩულებს ვივიენი.
_ შვილო იქნებ ყველაფერს თავი დავანებოთ და ისე დავტოვოთ, როგორც არის?_მშვიდად მეკითხება ლია დეიდა. ეს ბრძენი ქალი ხვდება, როგორც არ უნდა იყოს ლექსო ჩემი ერთადერთი ნათესავი გამოდის. ჩემი სისხლისმიერი ძმა .
ჩემი სისხლი და ხორცი.
მაგრამ განა ეს საკმარისია , რომ ეპატიოს მკვლელობა და ძალადობა?
ვივიენი ჯერ დედას უყურებს, მერე მე. მერე დგება და ოთახიდან გადის .
_ ახლა რა ვქნათ?_ ცივად კითხულობს გუჯი.
_ ყველაფერს ისევ ისე ვაგრძელებთ. ოღონდ რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება ლექსოსთან მსურს შეხვედრა. მინდა უკეთ გავიაზრო შემდეგი ნაბიჯები._ ვამბობ და თავს თითქოს დამნაშავედ ვგრძნობ. მე უნდა მეზრუნა მასზე, გვერდით უნდა მყოლოდა. უკეთ მომეძებნა და არ დაემშვა, რომ ასეთი გამხდარიყო, როგორიც ახლაა . გუჯი მიდის.

_ უჩა შვილო!_ გვერდით მიჯდება ლია დეიდა. ხელს ხელზე მკიდებს და ლოყაზე მეფერება. როგორც ეს დედებს სჩვევიათ.
_ არ იფიქრო, რომ მარტო ხარ, რაც არ უნდა გადაწყვიტო მე მხარს დაგიჭერ. ლექსოს გასამართლებით _ ოხრავს და ისევ მტკიცედ აგრძელებს_ არაფერი აღარ შეიცვლება. იქნებ გეცადა და საქმე უფრო მშვიდად მოგეგვარებინა?
ამჩნევს, რომ ვივიენის საძინებელს ვუყურებ.
_ ის გაგიგებს შვილი, ცოტა დრო მიეცი. ყველაფერი უცბად დაატყდა თავს. მისთვის რთულია, მაგრამ ვივიენი ძლიერი გოგოა, ყველაფერს გაუძლებს და გადაიტანს.
მისი ეს სიტყვები და ალერსი გულს მითბობს. ვიღაც მაინც უპირობოდ ჩემს მხარესაა. ვიღაცას მაინც ესმის ჩემი.
რამდენიმე საათში გუჯი რეკავს.
_შეხვედრაზე შევთანხმდით. ლექსოც დაინტერესებული სჩანს თქვენი შეხვედრით. დროს და კოორდინატებს გიგზავნი.
უცნაურ ეიფორიას ვგრძნობ. არ ვიცი რას ველოდები ამ შეხვედრიდან. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ძმა მყავს უცნაურ მღელვარებას იწვევს.
რა ბედნიერი ვიქნებოდი სხვა რომ ყოფილიყო ვინმე. ვინც გინდა იყოს, ოღონდ არა მკვლელი, მოძალადე და ნაძირალა ლექსო ჯაოშვილი.
თუმცა დედმამიშვილებს ჩვენ არ ვირჩევთ. იმედი მაქვს მასშიც არის რაღაც ადამიანური, კაცური და სუფთა დარჩენილი, რასაც წყალწაღებულივით მოვებღაუჭები.
სწრაფად მივდივარ გამოგზავნილ ლოკაციაზე და ის უკვე მოსული მხვდება. გვერდით მაგიდასთან გუჯი და სავარაუდოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირი სხედან.
ვუახლოვდები. ლექსო სავარძლის საზურგეზე გამომწვევადაა მოწოლილი, თითქოს ამ თავხედური პოზითაც კი მეუბნება რამდენად არაფრად მაგდებს. გამომეტყველება ასეთივე აქვს, აგდებული, უხეში დამცინავი.
_ ოო დიდ ძამიკოს სალამიი!_ ირონიულად იწყებს საუბარს.
_ ჩემი საცოლე როგორაა?_ მორიგი კითხვა სისხლს მიიღებს. მაგრამ თავშეკავებას ვახერხებ და მის პირისპირ ვჯდები.
_ მგონი იცი რის გამოც ვარ აქ?_ ვეკითხები მშვიდად.
_ დაკარგული ძამიკო იპოვნე და გინდა ჩაეხუტო?_ ისევ თავხედობს ის._ ეგ სულ ფეხებზე ! ერთი ს რამდენიმე წვეთი სისხლი არაფერს ცვლის ჩემთვის. მე მაგის გამო არ მოვსულვარ. უბრალოდ იცოდე ვივიენი ჩემია და ცოტა აზრზე მოდი რა შარში ყოფ თავს.
რაც არ უნდა უცნაური იყოს ,მისი სიტყვები მამშვიდებს. უარყოფა მისგან თითქოს ერთგვარი შვებაა. პასუხის გაცემის სურვილიც კი აღარ მაქვს.
_ ნება შენია! _ ვეუბნები მშვიდად და ვდგები.
_ გუჯი მივდივართ. გუჯი დგება . ზურგს ვაქცევ ჩემს ძმას და ბარს ვტოვებ.
_ ოხ შენი!_ მესმის უკნიდან გამწარებული ლექსოს ღრიალი. აშკარაა სხვა რამ ჰქონდა გეგმაში. ჩემი პროვოცირება სურდა აშკარად. და მერე სათავისოდ გამოყენება. თუმცა ერთ საფრთხეს აშკარად ცხადად ვიაზრებ თავიდან ბოლომდე. ლექსო ვივიენის ასე მარტივად არ შეეშვება. სანამ სამაგიეროს არ გადაგვიხდის არ დაისვენებს. და სამაგიეროდ რა მოუვა ავადმყოფ გონებაში კაცმა არ იცის.
გოგოებს ვურეკავ და ვთხოვ საღამოს ჩვენთან ავიდნენ. მე კი ყველაფრის მოგვარებას ვაპირებ და სამზადისს ვიწყებ.
ქალაქგარეთ რესტორანს ვჯავშნი, დეკორატორებს ვქირაობ. მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს. ისე როგორც ზღაპარში. ნიკას ვურეკავ ყველაფერს ვუხსნი.
საღამოს ნიკას და გუჯის გოგოებიც, ნათიას და თუთას მეუღლეები , ლია დეიდა, და საღამოს მთავარი გმირიც სიურპრიზის ადგილას მოჰყავთ. ყველა ის ადამიანი ვინც ვის უყვარს მის გვერდითაა. მანოს ჩემი თხოვნა შეუსრულებია და ვივიენის ზუსტად ის მწვანე სარაფანა აცვია, რაც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს. ლამაზია ,ულამაზესი, სასწაულია, გაცნობის პირველივე წამიდან, მივხვდი, რომ ის იყო ჩემი ადამიანი.
გაოცებული მოდის, გარშემო იყურება, ვერ იგებს რატომაა ყველაფერი ასეთი ჯადოსნური.
_ ვივიენ მოდი !_ ვეუბნები და ყვავილებში ჩაფლული ვერანდის შუაგულისკენ მიმყავს. სადღაც ახლოდან ვიოლინოს მუსიკა ისმის, ვივიენი მიყურებს ლოყები ეფაკლება. ხვდება ,რომ ეს ყველაფერი მისთვისაა.
ჩვენი მეგობრები წრეში გვაქცევენ. მე მის წინ ცალ მუხლზე ვიჩოქებ,
_ვივიენ, მიყვარხარ დანახვის წამიდან, მინდა ეს ცხოვრება შენს გვერდით გავატარო, მინდა შენზე ვზრუნავდე და მინდა ბედნიერი იყო. მითხარი ვივიენ, გამომყვები ცოლად?_ ვეუბნები , თვალებში ვუყურებ და ლამაზ პატარა ყუთს ვხსნი, ბეჭედს ვიღებ, მისი თვალებისფერი ზურმუხტებით და ვუწვდი.
მიყურებს, ჩემი თვალების მიღმა ჩემს სულში იყურება. და რასაც იქ ხედავს ეტყობა აბედნიერებს.
_ თქვი კიი! _ ამხნევებენ მეგობრები, _ ვივი თქვი კიი!
მიყურებს და უცებ თვალისმომჭრელად მიღიმის, ასე მხოლოდ მან იცის, ასე ღიმილი მხოლოდ მას შეუძლია. ამოვისუნთქე და ვიაზრებ , რომ მისი პასუხის მოლოდინში მგონი არც ვსუნთქავდი.
_ კიი!_ ამბობს ხმამაღლა და ხელს მიწვდის. მე ბეჭედს თითზე ვუკეთებ.და მის ლამაზ ხელს ვკოცნი. გულში ვიკრავ. და იმ სურვილს ვისრულებ რაც მისი ნახვისას პირველად გამიჩნდა. ჰაერში ტრიალით ვაფრიალებ.

რას ვგრძნობ ახლა? სიტყვებით ამ გრძნობას ასე გადმოსცემენ_ მე ბედნიერი ვარ!

17

თითქოს ყველა სადარდებელი მომეხსნა, თითქოს ყველა პრობლემა მოგვარდა. ნიშნობის საღამო მხოლოდ ბედნიერი ემოციებით იყო სავსე .
შევთანხმდით, როგორც კი ლია დეიდას სასამართლო ჩაივლის ქორწილს დავნიშნავდთ.
ამასობაში, ლექსოს ამბებიც უფრო დაიძაბა. გუჯი ყველაფერს ისე აგვარებს, რომ ჩვენ არ გვრევს. გარდა იმ მომენტებისა , როცა ჩვენების მისაცემად გვიძახებენ პროკურატურაში.
სამხილები იმდენად უტყუარია, მალევე გაიცა ლექსოს დაპატიმრების ორდერი. თუმცა ამ ყველაფერს დიდ წინააღმდეგობას უწევს სოსო ჯაოშვილის კორუმპირებული ნაცნობობა. თუმცა ლექსოს დაპატიმრება გარდაუვალია.
და ეს რა თქმა უნდა მის ადვოკატებს კარგად მოგეხსენებათ.
ერთ საღამოს გუჯიმ შეშფოთებულმა დარეკა
_უჩა ლექსომ მიმალვა შესძლო, სამი დღეა მისი კვალი დავკარგეთ. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, გააფრთხილე ვივიენი არსად გავიდეს მარტო. გული მიგრძნობს რაღაცას ამზადებს ეგ ნაძირალა.
რადგან გუჯი ასე ღელავს, ვხვდები საქმე არაა მარტივად.
ვივიენს და ლია დეიდას გულახდილად ვესაუბრები, მინდა კარგად გაიაზრონ საფრთხე , რაც იმ არანორმალურისგან გვემუქრება .
_ შენ თავზე რას იტყვი? _ მიყურებს ვივიენი თა თვალებში მღელვარება ეტყობა._არც შენ ხარ დაცული, რა იცი იქნებ სულაც შენზე იყაროს ჯავრი?
მეცინება, ნეტავ კი მიზეზს მომცემდეს, და ისე ახლოს მოვიდოდეს, რომ ხელში ჩავიგდო. პასუხს არ ვაგებ საკუთარ თავზე და აღარც ის მაინტერესებს ძმაა ჩემი თუ ვინაა.
თითქოს ყველაფერზე ვიზრუნეთ. , თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებთ, მაგრამ ერთი რაღაც მაინც გვეპარება, ის თუ რაზეა წამსვლელი ლექსო, როგორ შეუძლია აიძულოს ვივიენი საკუთარი ნებით გაყვეს.
რამდენიმე ხანს სიმშვიდეა, ყურადღებაც მოვადუნეთ. გვგონია რადგან ძებნაშია ჩვენთვის სამაგიეროს გადასახდელად არ ეცლება, მაგრამ ძალიან ვცდებით.
ერთ საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, როგორც ყოველთვის ლია დეიდა შემომეგება, მომიკითხა და მოლოდინით კარს მიაჩერდა , თითქოს კიდევ ვინმეს ელოდებოდა.
_ რა ხდება ლია დეიდა , ველოდებით ვინმეს?_ ვკითხე გაოცებულმა.
_ ვივიენი სადაა? _ მკითხა და შემცბარმა გულზე მიიდო ხელი.
_ სახლში არაა?_ კიდევ უფრო გამიკვირდა და მის საყვარელ შოკოლადის ტორტს დავხედე გაოცებით, ჯერ კიდევ ხელში რომ მეკავა. ორი წუთიც არ გასულა რაც მომწერა, იცოდა საყვარელი ტკბილეული რომ მომქონდა მისთვის.
უცებ ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. სასწრაფოდ ტელეფონს ვეცი ,ზარი გადის და არ მპასუხობს. ნერვიულობა იმატებს.

_ ვივიენ რას აკეთებ?!_ გაცოფებული ვყვირი და თავქუდ მოგლეჯილი გამოვრბივარ სახლიდან.ვხვდები რაღაც ისეთი მოხდა ,რამაც ვივი აიძულა პირობა დაერღვია და სახლიდან გამოსულიყო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
ის ისაა სადარბაზოდან გამოვვარდი , რომ ვხედავ გუჯის ძალით მოჰყავს ვივი, ის კი ტირის და რაღაცას ეხვეწება.
_ რა ხდება? ვივიენ რა ხდება? _ მკლავში ხელს ვავლებ და ვატრიალებ, ვათვალიერებ მგონია რაღაც სჭირს.
_ გუჯი ხმა ამოიღე!
_სახლში ადით და ვივიენი თავად მოგიყვება. მე კი სასწრაფოდ ნიკას უნდა დავურეკო, ვერაა საქმე კარგად. როგორც სჩანს ლექსომ მანო წაიყვანა !_ მოკლედ მიხსნის გუჯი და ბრაზი ლამის მახრჩობს.
ლექსოს უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავ. ვივიენის ძლიერად ვკიდებ ხელს მკლავში და სახლში ძალით მიმყავს.
_ შენ სახლში დაგელაპარაკები ქალბატონო!_ ვეუბნები ნერვიულობისგან ჩახლეჩილი ხმით
თუმცა უკვე ვხვდები რაც მოხდა, რამაც აიძულა ვივიენი დაევიწყებინა საკუთარი უსაფრთხოება.
ნიკაზე ვფიქრობ და წარმომიდგენია რა დღეში იქნება ახლა.
ცოტახანში ნიკა, გუჯი, ლევანი და კიდევ რამდენიმე ბიჭი ამოდის..
ნიკას ფერი არ ადევს ,არ ვიცი რა ძალისხმევით ახერხებს თავის შეკავებას, ვგრძნობ ემოციური აფეთქების ზღვარზეა.
_ პოლიცია ჩაერთო უკვე , გვაქვს ქუჩის კამერების ჩანაწერები თუ როგორ მიჰყავთ მანო. ამან დააჩქარა თორემ 48 საათის გასვლას დაელოდებიდნენ. ჩანაწერში გამტაცებლების სახეები ან მანქანის ნომრები არ სჩანს. ყველაფერი დაუგეგმავთ და შეცდომები არ დაუშვათ.
_ ვივიენ მოყევი რა მოხდა!_ ვეუბნები , ის დამნაშავე ბავშვივით იატაკს უყურებს და სლუუნით გვიყვება.
_ ლექსომ დამირეკა, მითხრა მანო ჩემთანაა და სანამ შენს ნაცვლად მასზე ვიძიებ შურს შენი ფეხით ჩამოდი დაბლაო, მანქანა მოგაკითხავს უხმოდ ჩაჯექი და გამოყევიო!_ ჯერ მე მიყურებს ,მერე ნიკას და დედამისს. _ მერე უცებ გუჯი გამოჩნდა და შემაჩერა._გულში ვიხუტებ, რომ არა შემთხვევითობა ვინ იცის სად იქნებოდა ახლა.
_ ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება! _ ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ ის ტირილს იწყებს.
_ მანოს ხმა მესმოდა, გესმის? ყვიროდა არ წამოხვიდეო, ჩემი პატარა გოგო, მაინც იმას იძახდა არ წამოხვიდეო. რა ვქნა რამე რომ დაემართოს? მერე რა ვქნა?
შუშის მსხვრევის ხმაზე შეშინებული ვივიენი ხმამაღლა კივის, ყველა ნიკას ვუყურებთ, მისაღების შუშის მაგიდას მუშტით ამსხვრევს, ხელი ესერება და სისხლი თქრიალით მოსდის
_ მოვკლავ მაგ ნაბ.....ს !_ ამბობს გამწარებული და დარწმუნებული ვარ ამ წამს ლექსო რომ აქ იყოს ნამდვილად მოკლავს.
_ გუჯი გვაქვს რამე ინფორმაცია სად შეიძლება ყავდეს მანო?_ ვეკითხები გუჯის.
_ჯერ კიდევ ვამოწმებთ, მეეჭვება სადმე ახლოს ყავდეს. ცოტა დრო მჭირდება._ მპასუხობს გუჯი.
ლია დეიდას ვივიენი საძინებელში გაყავს, რადგან ხედავს , რომ ძალა ელევა ნერვიულობისგან.
ცოტა ხნის შემდეგ ვივი ოთახიდან ყვირილით მორბის, _ვიცი სადაცაა, ხათუნამ დამირეკა გესმით?!ბორჯომში იმალება ბიძის აგარაკზე.
ბიჭები სასწრაფოდ დგებიან და ნიკა პირველი გადის, ყველა ხვდება დროის დაკარგვა არ შეიძლება.
_ მეც მოვდივარ!_ მტკიცედ იძახის ვივიენი. ვუყურებ და მეღიმება. მართლა ჰგონია , რომ იქ წავიყვან!
_ ლევან ! დათა და ნოე აქ რჩებიან, სახლიდან არც არავინ გამოვა და არც არავინ შევა შიგნით! _ ვეუბნები ლევანს, გაბრაზებულ ვივიენის ვკოცნი და კარს ცხვირწინ ვუხურავ.
აღარ ვენდობი მას, მჯერა ისევ ეცდება მანოს დასახმარებლად წასვლას და წინდაუხედავი იმოქმედებს. მახსოვს, როგორ გამექცა მთის სახლიდან ტყეში მხოლოდ შლოპანცებით. ვიცი რამდენად არაადეკვატურია რთულ სიტუაციაში. ახლა კი მჭირდება ვიცოდე, რომ ის უსაფრთხოდაა.
ბორჯომში ასე სწრაფად არასდროს ჩავსულვართ. ნიკა მართავს მანქანას ,მიქრის. იმ სახლს ვუახლოვდებით. სიმშვიდეა , აშკარად არავინ გველის. ალბათ ვერც წარმოიდგენს ლექსო, რომ ხათუნამ გასცა.
და თუ ოდნავ მაინც იეჭვა, კაცმა არ იცის რას უზავს ადამიანს ვინც წლებია დედობას უწევს.
ნიკა მანქანას ჭიშკართან აჩერებს.სახლისკენ პირდაპირ მიდის და ბიჭებიც სწრაფად მიყვებიან უკან. სახლიდან ხმამაღალი მუსიკა ისმის. უბრალოდ მზარავს რამდენად თავხედი და ამაზრზენია ჩემი ეგრეთ წოდებული ძმა.
მეც სწრაფად მივყვები უკან. წიხლით აღებს კარს ნიკა და პირველი შედის სახლში. ჩვენც სწრაფად შევდივართ. მეშინია რამე სისულელე არ გააკეთოს. ლექსო და მისი ორი ამფსონი დივნებზე ყრიან ,აშკარად წამლის და სასმელის ზემოქმედების ქვეშ, ნიკა ლექსოს მივარდა ყელში ხელს უჭერს,
_სადაა მანო!_ღრიალებს არაბუნებრივი ხმით და თითებს უჭერს.
ლექსო გონზე მოდის და თვალებს ქაჩავს მოულოდნელობისგან. შემდეგ კი უჰაერობისგან ფართხალს იწყებს.
ვხვდები ნიკა მის გაშვებას არ აპირებს.
_ არ გინდა ნიკა გაუშვი!_მე ნავარჯიშები ვარ და ძალაც მერჩის ,მაგრამ ნიკა უზარმაზარია, მისი რკინის თითები ისევ და ისევ ყელზე უჭერს ლექსოს. ვხვდები წამებიღა დარჩა. გამწარებული ვცდილობ ხელიდან გავაგდებინო გამხეცებულ ნიკას ლამის გონდაკარგული ლექსო.
გუჯი სწრაფად გადის ოთახებს ათვალიერებს. ერთადერთი ის არ ჰკარგავს რაციონალურობის გრძნობას. მანოს პოულობს და ხელში აყვანილი გამოჰყავს.
_ ნიკა მანოს სჭირდები!_ ეუბნება გუჯი. მანოს ხსენებაზე ჩასისხლიანებულ თვალებს აშორებს ლექსოს და გუჯის უყურებს.
ხელს სწრაფად უშვებს ამ ნაძირალას და ერთი ნაბიჯით მანოსთან ჩნდება.
ხელში აჰყავს და გულში იხუტებს. უცებ ამჩნევს უხეში თოკით შეკრულ მის პატარა ხელებს ,
უხ შენიო და ისევ ლექსოსკენ მიიწევს.
თუმცა ბიჭები მის გარიდებას ასწრებენ.
გარეთ გამოვდივართ . ნიკა მანოს ხელებს უნთავისუფლებს თან მზრუნველად ათვალიერებს. იმ მონასტრიდან წამის წინ ლექსოს შიშველი ხელით რომ კლავდა, ისევ თვინიერ შეყვარებულ კაცად გადაიქცა.
ღრმად ამოვისუნთქე და მანქანას ხელებით დავეყრდენი. ახლა ვიაზრებ მთელ ნერვიულობას, რის მართვასაც მთელი ეს დრო როგორღაც ვახერხებდი.
_ პოლიცია უკვე გზაშია!_ გაფრთხილებასავით ისმის გუჯის ხმა
უცებ გასროლის ხმაა, ყველა ხმის მიმართულებით. ვბრუნდებით, ნიკა მთელი ტანით ეფარება მანოს. ვერც ვიაზრებ რა მოხდა ,რომ ლექსოს ავადმყოფური ხარხარი მესმის. ნიკა კი ნელა იმუხლებს და ძირს ეცემა. მანოს კივილი ცას სწვდება.
წამის მეასედში ვფიქრობ ,რომ ძმა მომიკლა , რაღაც მეკეტება გონებაში, ვგიჟდები. მხოლოდ იმას ვხედავ, რომ ჩემი მუშტებისგან ლექსოს სახე იდღაბნება , რაღაც უფორმო მასად იქცევა, სისხლით იზილება. კონტროლს ვკარგავ.
ერთი სურვილი მიმართავს მხოლოდ_ მისი მოკვლა მინდა!
_ გაუშვი !_კივის ვიღაც_ მე მაპატიე და მაჩუქე მისი სიცოცხლე!_მანჯღრევს ვიღაც და ფრჩხილებიანი ხელებით სახეზე მპოტნის. შემდეგ კი ლექსოს მკერდზე ეფარება და ჩემსა და მას შორის ფარად იღმართება. ვუყურებ და წამით ვერ ვცნობ ამ სახეშეშლილ , შავგვრემან ლამაზ ქალს
ღრმად ვსუნთქავ , დამშვიდებას ვცდილობ.
_ ხათუნა? ქალბატონო ხათუნა!_ ვბუტბუტებ გაურკვევლად. ის კი ქვითინებს და შვილს ეფარება. შვილს , რომელიც მას არ გაუჩენია, შვილს, რომელიც მისი სისხლი და ხორცი არაა,მაგრამ სწორედ მან გაზარდა. ღამეები გაუთენა. სკოლაში ატარა . და საკუთარივით შეიყვარა.
მუხლებზე ვდგავარ ამ საოცარი ქალის წინაშე. ვისაც არ შეეშინდა საკუთარი შვილის მხილების. ქალის, რომელმაც ეს ესაა შვილის სიცოცხლე გადაარჩინა.
პოლიცია და სასწრაფო ერთად მოდის.
ჩვენც და ისინიც განყოფილებაში გადავყავართ. მანო, ნიკა და ლექსო კი სასწრაფოს მანქანებით საავადმყოფოში.
ტელეფონს ვუყურებ. დაახლოებით ორმოცდაათი ზარია ვივიენისგან. ვურეკავ. მისი ხმა ისაა, რაც ახლა მჭირდება.
_ მიყვარხარ ვივიენ !_ ვეუბნები. თითქოს ამაზე მთავარი სათქმელი არაფერია.

18

როგორც ყოველთვის გუჯი ყველაფერს აგვარებს, მეორე დღეს საღამოს გვიშვებენ. მანამდე ეკლებზე ვზივარო რომ ამბობენ ზუსტად მასე ვარ. ნიკას ნახვა მინდა. უნდა დავრწმუნდე, რომ კარგადაა, არ ვიცი რის ფასად მიჯდება საღი გონების შენარჩუნება. განყოფილებიდან მაშინვე საავადმყოფოში გავრბივარ. მაისურზე ჯერ კიდევ ნიკას სისხლი მაცხია .

თვალწინ ნიკას ფერდაკარგული სახე მიელავს და ვცოფდები საკუთარ თავზე. ყოველთვის ასე იყო , სულ ნიკა მოცავდა, ყოველთვის ჩემი ფარი იყო, ბავშვთა სახლიდან მოყოლებული სულ ჩემს გვერდით იყო. მან გადამტანინა ობლობა და უოჯახობა. მან გამათენებინა მარტოსული ღამეები. ორი უპატრონო მეგობარი, ორი ყველასგან დავიწყებული სული. ორი მუშკეტერი. არ ვტყუი, ნიკა ჩემი ძმაა, ძმადნაფიცია, ნიკაა ოჯახი, რომელიც არასდროს მყოლია.

მახსოვს ასე ათი წლისები ვიყავით, ხუთმა მოზარდმა გვცემა ჩვენივე ბავშვთა სახლიდან, ნიკა ყოველთვის ასეთი იყო: ძლიერი, ზორბა , ყოჩაღი. მე სუსტი ვიყავი, ხუთს კი არა ერთსაც ვერ ვაჯობებდი, რომ არა ნიკა ალბათ ადვილად ვერ გადავრჩებოდი.
ფარად დამიდგა ნიკა, ჩემთვის მოქნეული ყველა მუჭი თვითონ მიიღო. რა თქმა უნდა ვერ მოვერიეთ, ან ხუთს რას მოვერეოდით? მაგრამ იმ დღის მერე ძმები ვუწოდეთ ჩვენს თავებს. კიბის ქვეშ დამალულები, წიგნში წაკითხული რიტუალით, შევიფიცეთ. კანკალით გადავისერეთ ცერა თითის ბალიშები და ერთმანეთს მივატყუპეთ. დალურჯებული თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს და დავიჯერეთ, რომ ერთმანეთის მეტი ოჯახი არ გვჭირდებოდა. რაღაც მხრივ იმ დღეს დასრულდა ჩვენი სევდიანი ბავშვობა და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის.
საქმე გავინაწილეთ, საქმეს ვეძახდით სწავლას და ვარჯიშს.
მე ვსწავლობდი გამეტებით, აღარ არსებობდა დაღლა, აღარ არსებობდა ღამე, აღარ არსებობდა თამაში...
მე ვსწავლობდი, ნიკა კი ვარჯიშობდა, ისიც ისე გამეტებით და თავგანწირულად, თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე, ან იქნება იყო კიდეც?!
დღეს კი ეს კაცი, აპარატზე შეერთებული წევს და ვიცი, რომ მე მელოდება.
პალატის წინ მოსაცდელში სკამზე მოკუნტულ მანოს სძინავს. ლოყები ისევ სველი აქვს ცრემლებისგან.
გუჯის ვანიშნე, უსიტყვოდ ხვდება. მანო ხელში აჰყავს და სახლში მიყავს. მას დასვენება სჭირდება.
უცებ ვივიენს ვხედავ ორი ჭიქით ხელში მოდის, მკლავზე პლედი აქვს გადაფენილი.
ვხედავ და სული წამში მშვიდდება. მოდის და მეხუტება.
_ ნუ გეშინია , ნიკა კარგად იქნება!_ ისეთი თავდაჯერებით ამბობს, რომ ვიჯერებ.
_ მანო სადა?_ მეკითხება ის.
ვუხსნი, რომ გუჯის ლია დეიდასთან მისი წაყვანა ვთხოვე.
_ სწორი გიქნია, არ უძინია, რაც აქ მოვედით , თვალი არ მოუხუჭავს . ემოციურადაც და ფიზიკურადაც გადაიღალა, სტრესშია. აიღე სანამ ნიკასთან შეგიშვებენ შენც გჭირდება გამხნევება._ ცხელ ყავას მიწვდის ვივიენი.
ექიმიც მალე გამოდის.
_ ბატონო ზურა, ხომ მშვიდობაა ჩვენს თავს?_ ვეკითხები და პასუხის მოლოდინში გული მეწურება.
_ პაციენტი სტაბილურად მძიმეა, რაც მთავარია გული გადარჩა, ფილტვი აქვს დაზიანებული.ჭრილობა ღრმაა, სისხლიც ბევრი დაკარგა . თუმცა ძლიერი ორგანიზმია , ახალგაზრდაა, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება._ ექიმის სიტყვები მამშვიდებს. რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იქნება.
_ ხომ შეიძლება ვნახო? _ მიყურებს ზურა ექიმი და ხედავს ჩემს განცდებს.
_ მხოლოდ ცოტახნით, რამდენიმე წუთით._
ესეც საკმარისია.
პალატაში შევდივარ. ნიკას მთასავით სხეული სრულიად არ შეეფერება საავადმყოფოს საწოლს. ახლოს მივდივარ, მის ფერდაკარგული სახეს ვუყურებ, სასუნთქი ნიღბი , გადასხმის სისტემა, და ეს თეთრი ზეწარი მთრგუნავს. ხელს ხელზე ვკიდებ, ხელიც ცივი აქვს, თითქოს სცივა.
_ ნიკა ძმაო , _ ვეუბნები ჩურჩულით._ ცერა თითზე ჩემს წვრილ ნაჭრილობევს ვუყურებ და მის იდენტურ ნაჭრილობევზე ვადებ.
_ ხომ გახსოვს არა? ძმები სამუდამოდ! _ ვეუბნები და სანამ ბავშვივით ავღრიალდებოდე პალატას ვტოვებ.
ფოიეში ხათუნა მოდის დასიებული , უძინარი და ნამტირალევი თვალებით. როგორ შეიძლება ასეთ სიყვარულს არ აფასებდეს ადამიანი? ჩერდება და მიყურებს სევდიანად.
_ როგორაა ნიკა?_ მეკითხება და ვგრძნობ , რომ მართლა აწუხებს ნიკას ამბავი.
_ მაპატიეთ ქალბატონო ხათუნა!_ ვეუბნები მე _ ტკივილი რომ მოგაყენეთ ამის გამო და მაპატიეთ, თქვენ არ იმსახურებთ ასეთ ტკივილს. ის კი ასეთ დედას არ იმსახურებს!
_ მე ისევ მაქვს იმედი, რომ ერთ დღეს მიხვდება საკუთარ შეცდომას და შეიცვლება. ვიცი სასაცილოდ ჟღერს , მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი. მე მის მეტი შვილი არ მყავს ,მას კი ჩემს მეტი დედა!_ ხათუნა ცრემლებს ყლაპავს და ლექსოს პალატისკენ მიდის .
ვფიქრობ , რომ ლექსო უნდა ვნახო, ვფიქრობ, რომ ხათუნა იმსახურებს კიდევ ერთ შანსს. მტკიცედ მივდივარ მისი პალატისკენ.
კარს დაუკაკუნებლად ვაღებ და შევდივარ, თუმცა ნანახი ადგილზე მყინავს. ლექსოს სიტყვები მესმის.
_ გაეთრიე აქიდან ქალო, გაეთრიე სანამ მიგახრჩვე კნუტივით, გგონია არ ვიცი შენ რომ ჩაგვიშვი? მაცალე გამოვალ აქიდან და მოგხედავ. ან მამა მოგხედავს როგორც გეკუთვნის!_ ხათუნას ვუყურებ , სახე წაშლილი აქვს, თვალები ისეთი ტკივილით ევსება ,როგორიც მხოლოდ შვილისგან გულმოკლულ დედას. სადღაა ის თავდაჯერებული და ელეგანტური ქალბატონი მე რომ გავიცანი, ახლა მხოლოდ დამცირებულ და შეურაცყოფილ ქალს ვხედავ.
_ შენ გგონია აქიდან გამოხვალ? აქიდან პირდაპირ ციხეში წახვალ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ ის მიიღო რისი ღირსიც ხარ.! მამაშენსაც მალე მოგაყოლებ უკან! ახლა ეს ჩემთვის პრინციპის საკითხია!_ ვეუბნები ჩემს ძმად დაბადებულ, მაგრამ ადამიანობა დაკარგულ კაცს.
_ ნუღა გექნებათ მისი იმედი ქალბატონო ხათუნა! _ ზურგს ვაქცევ საკუთარ სისხლს და ხორცს და პალატიდან გავდივარ. თან მომყვება ლექსოს ხმა და ლანძღვის კორიანტელი , რაც მისი უმწეობის დასტურია მხოლოდ და მხოლოდ.
რამდენიმე კვირაში ნიკას საავადმყოფოდან სახლში წერენ. მთელი ის დრო რაც ნიკა სიკვდილს ებრძოდა მის გვერდით მანო იყო. ნენე ერთხელაც არ მოსულა. არც კი დაურეკავს.
როცა ნიკამ დეენემის ტესტი უხსენა, უბრალოდ გაეცინა და არაა საჭიროო უთხრა. თავიდანვე მართალი ვიყავი. ბავშვს ნიკასგან არ ელოდებოდა .
სახლში მისვლისთანავე მანომ აიღო ხელში ნიკაზე ზრუნვა. ლამისაა სუნთქვის უფლებასაც არ აძლევს ზედმეტად, სასაცილოა მათი ერთად ნახვა, როგორი აციმციმებული თვალებით უყურებს ეს ამხელა ვაჟკაცი ამ მოცუცქნულ გოგოს. წინააღმდეგობასაც კი ვერ უწევს, პატარა ბავშვივით ყლაპავს მის მოტანილ წამლებს, წვნიანსაც მანოს ხელიდან მიირთმევს. განცხრომაშია ბიჭი. ვხედავ მის სიხარულს და ბედნიერი ვარ. ისევე ბედნიერი , როგორც საკუთარი ცხოვრებით. ვხვდები ცხოვრებაში ასე უბრალოდ არაფერი არ ხდება. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ყველა გზა რაღაც მიზნამდე მიდის. მთავარია მოთმინება მოიკრიბო და შუა გზაზე არ გაჩერდე. მთავარია მიზნისკენ იარო.
ლია დეიდას სასამართლო
ჩვენი სრული გამარჯვებით მთავრდება, რაც თავისთავად გულისხმობს ლექსოსთვის განაჩენის გამოტანის დაჩქარებას.
გუჯი ახერხებს და სოსო ჯაოშვილის წინააღმდეგაც პოულობს სამხილებს, საქმე არც ისე უბრალოდაა, ქრთამი, ძალადობა, სამხილების გაყალბება, დანაშაულის დაფარვა, არც კი ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო.
მალე მის წინააღმდეგაც გაიცა დაკავების ორდერი, თუმცა მოახერხა და თურქეთში მიიმალა. თუმცა ახლა ძებნილია და არა პოლიტიკოსი და პატივსაცემი ბიზნესმენი. როგორც ვირთხა ჩასაძირად განწირული გემიდან ისე გაქრა , აღარც შვილი გახსენებია, აღარც ოჯახი.
ერთადერთი ვინც სასამართლოზე ბრალდებულის მხარეს იჯდა ქალბატონი ხათუნა იყო.
მე აღფრთოვანებული ვარ ამ ქალის შეუპოვრობით, სიმტკიცით და შვილის მიმართ სიყვარულით.
ლექსოს სასამართლომ ოცი წელი მიუსაჯა და სასამართლოდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს.
მხოლოდ განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიჯერა, რომ ყველაფერი დამთავრდა.
სანამ ბადრაგი სასამართლოს დარბაზიდან გაიყვანდა მთელი ხმით ღრიალებდა, ხათუნას საშველად უხმობდა.
_ დედაა, დედაა დამეხმარე,მაპატიე დედაა!_ ყვიროდა პატარა ბავშვივით და მე ჩემი თავი მახსენდებოდა მაშინ , როცა გავიგე, რომ სულ მარტო დავრჩი. მეც ასე ვტიროდი და დედას, რომელსაც დედობა არასდროს გაუწევია პატიებას ვთხოვდი, თუმცა არაფერი მქონდა საპატიებელი.

ასე თუ ისე ყველაფერი მოგვარდა. და მე ფიქრი ქორწილზე დავიწყე, მინდა ოჯახი მქონდეს ქალთან, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია.
მინდა ყოველი დღე ვივიენით იწყებოდეს და მისით სრულდებოდეს.
მგონი დავიმსახურე ბედნიერება და სიმშვიდე. თუმცა ვინ გაცლის? აქ ხომ ყველაფერი მოსწრებაზეა. ერთ საღამოს ნიკა და მანო გვამცნობენ, რომ მალე ქორწილი აქვთ ! რომ არცერთი წამის დაკარგვა აღარ უნდათ ,რადგან თურმე ცხოვრება ისედაც ერთი წამია!

19
ახალი წელი ახლოვდება, ვატყობ ვივიენს მოუსვენრობა იპყრობს , მთელი სახლი მორთო. საახალწლო აქსესუარები ყველგანაა, აბაზანის ნიჟრაზეც კი ელფი საპნები ზიან.
ამაზე უკეთესი დრო არც კი ვიცი, რომელია.
_ ვივიენ მოდი ზუსტად ახალწელს გვქონდეს ქორწილი რას იტყვი?_ ვთავაზობ ამ წამს მოფიქრებული იდეას.
_ მართლა? და მაგ დროს რომ არაფერი მუშაობს?_ ეჭვით კითხულობს, თუმცა თვალები ენთება.
ყველაფრის მოგვარება შეიძლება ვიცინი მე. მისი ბავშვური აღტყინება მეც მედება.
_ გოგოებს შეუთანხმდი კაბა სალონი ყველაფერი მოაგვარე , დანარჩენს მე ვიზავ!_ არ მჯერა თუ მართლა ხდება ეს ზღაპარი. ლია დეიდა სამზარეულოდან გამოდის ხელში ჭიქები და ღვინო უჭირავს,
_ უნდა ავღნიშნოთ !_ ამბობს ბედნიერი ღიმილით.

ჩვენს აგარაკს ვრთავთ, მართლა ოცნებას გავს აქაურობა.
ყველაფერს ვაგვარებთ, ყველაფერს ვასწრებთ.
საახალწლო განწყობას ეს ზღაპრული გარემოც ემატება და მგონია რომელიღაც სიზმარში ვართ.

ოცდათერთმეტი დეკემბერი თენდება. ბოლო დეტალებს ვასწორებთ, ვივიენი და გოგოები ოთახში შეიკეტნენ. მთელი დილაა მისთვის თვალი არ მომიკრავს. მინდა ცოტახნით დავინახო, ვუთხრა , რომ მიყვარს. ოთახის კართან მივდივარ, და ის საღამო მახსენდება სახლიდან რომ გამექცა შუაღამისას. სადღაც გულში მაშინაც ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. დავპირდი კიდეც , რომ აქ აუცილებლად დავბრუნდებით და დაწყებულს დავასრულებდით.
ვაკაკუნებ, კარს ნათია აღებს და ჩემი დანახვისას ქოთქოთით ცხვირწინ მიხურავს .
_ ვერ შემოგიშვებ ბატონო სიძევ! მოგიწევს ცოტა კიდე მოითმინო!_ ნათია ისევ ისეთია ქოთქოთა , უხეში მაგრამ ყველაზე მამაცი. სწორედ ნათიამ დაინახა პირველმა ჩემს გულში ამ სიყვარულის ნაპერწკალი და ხანძრად მიქცია.
ყველა ის ადამიანი ვინც ჩვენთვის ძვირფასია ჩვენს აგარაკზე იყრის თავს .
აივანზე ვდგავარ, მეგობრებს ვუყურებ, გული სიმშვიდით მევსება.
ნიკა მეძახის,
_ ჩამოდი დროა !_ კიბეზე ვეშვები.
_ მოიცა!_ მეძახის თუთა.
ღიმილით მოდის და თეთრ ვარდს კოსტუმის პატარა ჯიბეზე მიმაგრებს.

ვდგავარ და მას ველოდები, გული გამალებით მიცემს, კარი იღება და ვივიენი გამოდის, მარტო მოდის, მტკიცედ და ამაყად. მის ნაბიჯებს ემჩნევა არცერთი წამით არ ყოყმანობს.

არ ვიცი სიტყვებით როგორ ვთქვა _ის მშვენიერია! თეთრი გრძელი კაბა, ცალ მხარეს ჩამოშლილი ჩალისფერი კულულები, თავზე დედოფლის დიადემა, ხელში თეთრი ვარდების თაიგული და მწვანე, ჭაობისფერი მახრჩობელა თვალები. ის სრულყოფილებაა!
არ ვიცი სასწაულია თუ დამთხვევაა, თუ ნიშანია ზევიდან, უცებ თოვა იწყება, ცვივა და ცვივა უამრავი მსხვილი ფანტელი, ვივიენი ჩერდება და ცაში იყურება, მერე ტრიალებს ხელებგაშლილი,
და იცინის ბედნიერებისგან....

ვზივარ ჩაცმული და ჩემს გოგოებს ველოდები, კედელზე დაკიდულ თორმეტი წლის წინ გადაღებულ სურათს ვუყურებ, თოვლის ფანტელებში გახვეული, თეთრი კაბაში ჩაცმული ,ხელგაშლილი ვივიენია გადაღებული, სახეზე ბედნიერი ღიმილით.
ეს წამი ისე ღრმად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, რომ სურათი არც მჭირდება ამ მომენტის გასახსენებლად.
მაგრამ ჩვენს თათის უყვარს დედის ეს ფოტო. ამბობს რომ ეს ჯადოსნური ამბავია, ხშირად გვაყოლებს, ხან ცალ_ცალკე, ხან ერთად. უამრავ კითხვებს გვისვავს. მით უმეტეს ბიძების ამბავი აინტერესებს, რთულია მისგან რამის დამალვა, ან დამალვას აქვს კი აზრი?

დღეს გიორგობაა , დღეა როცა ბოლოს და ბოლოს მე და ვივიენი ღმერთის წინაშეც ცოლ_ქმარი ვხდებით. სიმბოლურია , რომ ჯვარს მამა აკაკი გვწერს.
როგორც იქნა გოგოები გამოდიან. ისე გვანან ერთმანეთს, როგორც წყლის ორი წვეთი,ან მზის ორი სხივი,
ან ორი ვარსკვლავი, ისე როგორც უმშვენიერესი დედა_შვილი. ჩემი ორი სიმდიდრე, ორი სიხარული, ორი ბედნიერება!

მონასტრის ეზოში იგივე ხალხს მოუყრია თავი,
ვინც თორმეტი წლის წინათ იყო ჩვენს ზღაპრულ ქორწილში.
თათი კისკისით გარბის და თავის ტოლ ანნას ეხუტება. ანნაც დედას გავს მანოსავით ციცქნა და ხუჭუჭაა.
_ძიაა!_ ყვირის თათი და ნიკას ყელზე ეკონწიალება.

კიდევ არის ერთი ადამიანი ვინც მაშინ არ ყოფილა ჩვენს გვერდით, ეს ხათუნაა. ხათუნა ისევ ისეთი ელეგანტური და თავდაჯერებულია, თუმცა კი განცდილი დარდის კვალი თვალების გარშემო წვრილ ნაოჭებად ამჩნევია. დღეს კი მიზეზი აქვს ასე ამაყად გამოიყურებოდეს.
ჩვენსკენ ჯოხზე დაყრდნობილი გამხდარი მამაო მოდის კოჭლობით, შავი თმა _წვერი ლამაზად აქვს შეჭრილი. გოგონების დანახვისას ღიმილით ჩერდება და ხელებს ფართოდ შლის,
_აკაკი ძიაა!_ყვირიან გოგოები და სირბილით მიდიან მისკენ, ორივე ერთდროულად ეხვევა.
_ მამა აკაკი თქვე ონავრები, მამა აკაკი, რით ვერ დაიმახსოვრეთ ჰა? _ სიცილით საყვედურობს მამაო. ჩვენც მათთან მივდივართ. პირველს ხათუნას ესალმება ხელზე ხელს ნაზად კიდებს და ჩურჩულით ამბობს
_ დედა!_ ხათუნას ბედნიერება თვალებიდან ცრემლებად ეღირება, თითქოს არ სჯერა თავისი უძღები შვილის დაბრუნების, თითქოს ამდენი წლის მერეც კი შეიძლება ერთ დღეს ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს.


სანამ გუჯი გოგონებს სურათებს უღებს, მე, ნიკა და მამა აკაკი სეირნობით მივუყვებით მონასტრის ბილიკებს.
_ უჩა გახსოვს იმ დღეს რომ მოხვედით? არ მქონდა იმედი რომ მოხვიდოდით, თქვენმა მოსვლამ ჩემი სამყარო სრულიად შეცვალა. _ წარსულს ხმის კანკალით იხსენებს მამაო.
_ ღირსი ვიყავი, იქნებ უარესის ღირსიც, ღმერთმა უკეთ იცის რაცაა ჩემი სასჯელი, მაგრამ როცა ის ხელნაკეთი დანა გამიყარა კობამ ვიფიქრე ესაათქო დასასრული და ძალიან შემძულდა ჩემი თავი. დედა გამახსენდა, მომინდა პატიება მეთხოვა და ხელები დამეკოცნა. როცა სიცოცხლის დაკარგვის საფრთხეს იაზრებ მაშინ აფასებ იმ ადამიანებს ვინც ძვირფასია შენთვის.

სადღაც შორს იყურება. ყოველთვის იხსენებს წარსულს, თითქოს ბოდიშს იხდის ყოველ ჯერზე და მაინც ეცოტავება.
ნიკა გამხდარ მხრებზე ხელს ხვევს.
_ რაც მოხდა მოხდა მამაო, თავს რატომღა იტანჯავ?_ ეუბნება ეს უბოროტო გოლიათი.
_ აღარც შენ ხარ ის ვინც წინათ იყავი, არც ჩვენ ვართ ის სულელი ბიჭები._ ნიკა მართალია. ჩვენ ყველა შევიცვალეთ.

ქორწილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ერთ საღამოს ხათუნამ დამირეკა, სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
_ მიშველე უჩა, ჩემი ხათრით მიშველე, შვილი გადმირჩინე!_ მოთქმით ტიროდა საწყალი ქალი.
მე, ნიკა და გუჯი სასწრაფოდ მასთან წავედით.
ციხის საავადმყოფოში გადაეყვანათ დაჭრილი და სასიკვდილოდ ნაცემი ლექსო.
სახეზე და სხეულზე ერთი მთელი ადგილი აღარ ჰქონდა შერჩენილი.
მე, როგორც ოჯახის წევრს,როგორც ძმას უფლება მომცეს მენახა. მის საწოლთან მივედი, დავხედე და გული საცოდაობით შემეკუმშა. სადღა იყო თავხედი და ამპარტავანი ლექსო, ციხეს გატეხა, დეაბეჩავებინა. "გაუსაძლისის გაძლებდან იბადება ადამიანი , მეორედ და ნამდვილადო!" მამარდაშვილი წერდა .
მართალი ყოფილა.
მისკენ დახრილს ხელზე ხელი წამავლო და ძლივს გავარჩიე მისი ჩურჩული
_ რა იქნებოდა მეც თქვენთან თავშესაფარში მოვეხვედრებინე ღმერთსო!
სწორედ ეს სიტყვები უნდა მომესმინა მისგან , რომ სწორი გზა დამენახა.
იმ დღის მერე შეიცვალა ლექსო, იმ დღის მერე უარი თქვა საკუთარ თავზე და გადაწყვიტა მონასტერში წასვლა.
გუჯის რამდენიმე მცდელობას ამინისტიაზე შედეგი მოჰყვა და ჩემი ძმა დროზე ადრე გაათავისუფლეს, სანიმუშო ყოფაქცევის და დაკარგული ჯანმრთელობის გამო. ეტლს მიეჯაჭვა ლექსო თავიდან მკურნალობაზე უარს აცხადებდა, ამბობდა ესაა ჩემი სასჯელიო, მაგრამ ხათუნას დაჟინებულ თხოვნას ვეღარ გაუძლო და ხანგრძლივი მკურნალობა გაიარა. სრულად ვერ დადგა ფეხზე, მაგრამ ამას არად მიიჩნევდა. სულიერი ფერისცვალება განიცადა. საკუთარ თავში ლექსოს აჯობა და მამა აკაკიდ იქცა. ჩვენს გოგონებს აღმერთებს, მათთვის სიცოცხლესაც კი გაიღებს. გოგონებსაც უზომოდ უყვართ მამა აკაკი. ისინი ლექსოს არ იცნობდნენ, მათთვის ჩემი ძმა საუკეთესო ბიძა და საყვარელი მამაოა.


გუჯი გვეწევა,
_ სად გაქრით ხალხო? სულ ასე როგორ იკარგებით?წამოდით ყველა თქვენ გელოდებათ.
შემაღლებული მონასტრის აივნიდან კარგად ჩანს ეზოში მოფუსფუსე ჩვენიანები.განა არსებობს ამაზე ლამაზი სანახაობა ობლებისთვის, ვიდრე დიდი , ძლიერი და მოსიყვარულე ოჯახია?!

_ მოდი აქ! _ ხელით მოუხმობს ნიკა გუჯის.მხარზე ხელს ხვევს და ვდგავართ ასე ოთხი ძმა, ოთხი მეგობარი, ოთხი მუშკეტერი. ვტკბებით შემოდგომის და საკუთარი სულების ფერისცვალებით .

ასეა , ნუ გახდებით სათამაშოები ბედისწერის ხელში! მე მჯერა, რომ

თუ ადამიანს ენდომება აუცილებლად ააყვავებს სულის ნანგრევებზე ყვავილებს.თუ ადამიანს ენდომება აუცილებლად გაიმრთელებს გულის იარებს.თუ ადამიანს ენდომება ყველაფერს სასიკეთოდ შეცვლის.მხოლოდ თუ ენდომება გულით და ბრძოლას არ შეწყვეტს. მაგრამ არის საზღვარი , რომელსაც თუ გადააბიჯებს უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.
არ დაწვათ უკან დასაბრუნებელი ხიდები სასოწარკვეთილებით!

დასასრული

ვერონიკ@გურული



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორი კარგი იყოო, საინტერესო მრავალფეროვანი .ცხოვრენის საფეხურების სიმძიმეს და სიკარგეს რომ იგრძნობ .ყველა ემოციას რომ გამოიწვევს ....ძალიან კარგიააა.♥️♥️♥️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Daldoni Daldoni
როგორი კარგი იყოო, საინტერესო მრავალფეროვანი .ცხოვრენის საფეხურების სიმძიმეს და სიკარგეს რომ იგრძნობ .ყველა ემოციას რომ გამოიწვევს ....ძალიან კარგიააა.♥️♥️♥️

მადლობა ????

 


№3  offline წევრი Marita1

ბოლო ნაწილი ფავორიტია

 


№4 სტუმარი სტუმარი ნა ნა

ძალიან კარგი იყო.????????????

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნა ნა
ძალიან კარგი იყო.????????????

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent