შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროწეულის გოგონა


6-02-2023, 09:18
ავტორი ვე რა
ნანახია 5 936

ბროწეული 1

თევდორეს ძალიან უყვარდა ძველი სახლებისთვის სურათების გადაღება, არქიტექტურასთან ერთად ფოტოგრაფია ერთ_ერთი საყვარელი საქმიანობა იყო მისთვის, საათობით შეეძლო ქალაქში სიარული და ძველი , მაგრამ ულამაზესი სახლების თვალიერება. სადაც სხვა მხოლოდ სიძველეს დაინახავდა ,ის ლამაზ და ერთ დროს დიდებულ ორნამენტებს პოულობდა. მშვენივრად იჭერდა შუქ_ჩრდილების თამაშს და მისი ფოტოები პროფესიონალური დონის შედევრები გამოდიოდა. მართლაც სჯეროდა ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია. ცდილობდა თანამედროვე და ძველი სტილის ისე შერწყმას, რომ ქალაქის ქვის ჯუნგლები ოდნავ მაინც მშვენიერი გაეხადა.
უკვირდა ასეთი მძაფრი მოთხოვნა შუშის ფასადიან სახლებზე, მათ აკვარიუმებს ეძახდა.
თავის გარშემოც ცდილობდა მსგავსი შეხედულების ახალგაზრდა არქიტექტორების შემოკრებას. ვისაც ფაქიზი ესთეთიკის გრძნობა მასავით ჰქონდა შემორჩენილი. ხშირად ესწრებოდა ახალგაზრდა ნიჭიერ არქიტექტორთა დაჯილდოებებს ,თვალს ადევნებდა მსგავსი შინაარსის ინტერნეტ გვერდებს და თუ ვინმეს იმ ხედვას შეამჩნევდა რაც ასე მოსწონდა, მაშინვე ცდილობდა საკუთარ არქიტექტურულ კომპანიაში მოეწვია.
ახლაც ერთ_ ერთ ესკიზზე ფიქრობდა ,რომელსაც რამდენიმე დღის უკან წააწყდა ინტერნეტ სივრცეში.
"ოცნების სახლი" დაერქმია ესკიზისთვის ავტორს.
დიდხანს ათვალიერა ნახატი, და მის გონებაში თითქოს აგურ _აგურ აშენდა პატარა ლამაზი სახლი. ისეთი მყუდრო, ისეთი ფაქიზი, შეუძლებელი იყო არ მოსწონებოდა ადამიანს.
ფოტო_აპარატი გულზე ჩამოკიდა და ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან.
_ გიორგი, მოძებნე ლაშა ჩადუნელი ახალგაზრდა არქიტექტორი და შეხვედრაზე შეუთანხმდი.გული მიგრძნობს ეს ბიჭი ბრილიანტია._ უთხრა მეგობარსა და პარტნიორს გიორგი სისაურს. სისაური და თევდორე ანუ თედო ამაშუკელი სტუდენტობიდან მეგობრობდნენ. ისინი სწორედ საერთო ხედვამ და ინტერესებმა დააახლოვა ერთმანეთს. ამასთან ერთად გამჭრიახმა და ბიზნესის ალღოს მქონე ახალგაზრდებმა კომპანია "სახლი" დააფუძნეს და დღემდე ერთად მართავდნენ.
_ თევდორე რაღაც საინტერესოს მიაგენი არა?_ დაინტერესდა გიორგი .
თედო საეჭვოდ დუმდა.
_თევდორეე, სად წახვედი ? თედო!_ ჩასძახა გიორგიმ კვლავ როცა პასუხი
ვერ მიიღო.
_ ხო ,რა?_ დაბნეულად უპასუხა თედომ.
_რაღაც საინტერესოს მიაგენი არა?_ კითხვა გაუმეორა გიორგიმ.
_ კიი ძალიან საინტერესოს, სასწაულს, ჯადოსნურს_ უპასუხა მეგობარს თედომ და ტელეფონი გათიშა.
ისე დაბნეულად საუბრობდა გიორგიმ ვერაფერი გაიგო,
თუმცა არც გაჰკვირვებია, კარგად იცნობდა თედოს, იცოდა მისი ყურადღების მისაქცევად უბრალოდ ფერებიც კმაროდა, ან შუქ_ჩრდილი , ან ხე, ან ყვავილი ან ცა კაცმა არ იცის ამჯერად რით აღფრთოვანდა და რამ დააინტერესა.
_ ოხ ეს ისევ თავის სტიქიაში!_ ჩაილაპარაკა გიორგიმ. გიორგი უფრო მკაცრი, უფრო მომთხოვნი და რაციონალური იყო. თანამშრომლებს მისი თან ეშინოდათ, თან ერიდებოდათ. ყოველთვის დისტანციას იჭერდნენ და ზღვარს არ გადადიოდნენ. მაგრამ თევდორე ყველას უყვარდა, რადგან შინაურულად ექცეოდა ყველას, მათთან ერთად ყავას სვავდაამშრომელთა აივანზე, ავტობუსით მათთან ერთად და მგზავრობდა, ჰამბურგერს მათთან ერთად ჭამდა, ისეთი უბრალო და უშუალო იყო. თანაც ისეთი ნიჭიერი. მუდამ მზად იყო დახმარების ხელი გამოეწოდებინა. დამწყებ არქიტექტორებს ნახაზების დახაზვაშიც კი მიხმარებია, არასდროს არ მედიდურობდა. ერთი სიტყვით უბრალო და მხიარული იყო. ამის გამო მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ოფისის ყველა გოგო მასზე აბოდებდა.
ან სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა , როცა წარსულიდან გადმოსულ უფლისწულს გავდა. მაღალი, ხორბლისფერი ხვეული თმით, ნათელი თაფლისფერი თვალებით. მისი ხასიათი და გარეგნობა იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს.

თევდორე თვალმოუშორებლად უყურებდა ქუჩის კუთხეში ბროწეულის წითელი ყვავილებით გადაპენტილ ხეს, ცალ ხელით მობილური ეკავა, ცალით ნელა ფოტო _აპარატი მოიმარჯვა და ის ის იყო ობიექტივი გაასწორა, რომ ხელი ისევ დაბლა დაუშვა. ხის ქვეში წითელკაბიანი გოგო გაჩერდა , კაბა თეთრი წინწკლებით იყო მოხატული.
ისე უხდებოდა ბროწეულის ყვავილებს, კაბა გოგონას გამხდარ ლამაზ ტანზე აფრიალებულ ყვავილს ჰგავდა.
მაგრამ საოცარი სხვა რამ იყო, წითური უცნაურად ველური და თავისუფალი თმა,ლამის წელამდე ეყარა გოგონას. ბროწეულის ყვავილებს მიღმა გამომძვრალი მზის სხივები მის თმებში ელავდნენ.
თვალებგაფართოებული შესცქეროდა თევდორე ამ საოცარ სურათს, გიორგის ტელეფონი გაუცნობიერებლად გაუთიშა და სურათების გადაღებას შეუდგა .
არ უფიქრია რამდენად სწორი იყო უცნობი გოგონასთვის სურათების გადაღება.
ის უბრალოდ მოჯადოებული იყო იმით რასაც ხედავდა. . გოგონამ გაშლილი ხელის გული მაღლა ასწია და მზის სხივებს თითებს შორის გახედა, სახეზე მოეფინა აჭრილი სინათლე, თევდორემ ზუმი ახლო ხედზე დააყენა და გოგონას სახეზე აღბეჭდილი სინათლე გადაიღო. მერე დაინახა, როგორ მოწყვიტა გოგომ ბროწეულის ყვავილი და თმაში ჩაიმაგრა. სულის შემკვრელად ლამაზი იყო . საკუთარ შედევრებს თვალი გადაავლო, იმდენად იყო თევდორე გართული ფოტოების თვალიერებით, როცა თავი ასწია გოგონა ვეღარ დაინახა. უცებ გამოერკვა. მიმოიხედა, გული მოეწურა. ქუჩას ბოლომდე ჩაყვა, კაფეში. შეიხედა, მაღაზიაშიც მაგრამ გოგოს ვერსად მიაგნო.
თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა ბროწეულის გოგონა.
ნერვებმოშლილი თავის მოტოციკლეტზე დაჯდა და ოფისისკენ გაემართა .
სადგომზე სწრაფად შევიდა და თავის ადგილზე გააჩერა.
_ ოჰ ეს ისე მობღუილდა აშკარად ვერაა ხასიათზე. _ ჩაილაპარაკა გიორგიმ.გაღებული კარი ისევ დახურა მანქანას მოუარა და მეგობრისკენ გაემართა.
_ ამ წამს კარგ ხასიათზე იყავი რა დაგემართა?_ ჰკითხა მისალმების ნაცვლად.
_ ოდესმე ოცნება საკუთარი თვალით გინახია გიორგი? _ უცნაური კითხვები თევდორესგან ახალი ამბავი არ იყო.
_ აი საკუთარ ოცნებას რეალურს, ხორცშესხმულს რომ იპოვი და შენივე უტვინობით წამებში დაკარგავ რისი ღირსი ხარ ჰა?_ ისევ უცნაურად ეკითხებოდა მეგობარს თევდორე და თან შლემს იხსნიდა თავიდან.
_ რა მოხდა აღარ იტყვი?_ ჰკითხა მოთმინება დაკარგულმა გიორგიმ.
_ გაჩვენებ ძმაო მოიცა ორ წამს.
თედომ ჩანთიდან აპარატი ამოიღო და გიორგის უცნობის სურათი აჩვენა.
ცეცხლისფერი თმები ყურს უკან ბროწეულის ყვავილით მოემწყვდია გოგონას, ხელით მზის სხივებს იჩრდილავდა , მაგრამ თითებს შორის გამომძვრალი სინათლე მწვანე თვალებს უნათებდა. დაჭორფლილი ცხვირი და ლოყები მოეჭმუხნა და ღიმილით იყურებოდა უცნობი სილამაზე.
_ ეს ვინაა ძმაო? რა ლამაზია._ აღფრთოვანება ვერ დამალა გიორგიმ.
_ ეს ჩემი ბროწეულის გოგონაა._ უპასუხა თევდორემ და სურათს ღიმილით დახედა.

ბროწეული 2

რამდენიმე დღე იფიქრა თევდორემ, იმ ქუჩაზეც ბევრჯერ გაიარა ვითომ შემთხვევით . მაგრამ ბროწეულის გოგონას თვალიც ვეღარ მოჰკრა .
ნელ_ნელა გულიც გადააყოლა. თუმცა ხანდახან მაინც ახსენდებოდა, გადმოიღებდა სურათებს და ინტერესით ათვალიერებდა.
ხან რა სახელი მოუფიქრა, ხან რა. ვერცერთი მოუხდინა და ისევ ბროწეულის გოგონა დაარქვა .
შემდეგ ერთი ფოტო სადაც ყველაზე ლამაზად ჩანდა გოგონას პროფილი და ჭორფლიანი ლამაზი ლოყები ამოარჩია ,დიდი ფორმატით ამობეჭდა და ოფისის კედელზე დაკიდა .
რა თქმა უნდა ყველა დაინტერესდა გოგონას ვინაობით, თუმცა მალევე იფიქრეს უბრალოდ ფოტო მოდელია და თევდორემ ოფისის გასსლამაზებლად დაკიდაო.
მიუხედავად ამისა ოფისის, თევდორეზე ფარულად შეყვარებული , გოგონები მაინც ეჭვით ახედავდნენ ხოლმე უცნობი გოგონას სურათს .

ერთ საღამოს გიორგიმ სახლში მიმავალი თევდორე შეაჩერა.
_ ძმაო ჩადუნელს დავუკავშირდი როგორც იქნა. საქართველოში არ ყოფილა ეს ორი თვე. ამიტომ იყო მიუწვდომელი და გამქრალი .არც ისე უბრალო ვინმეა, გერმანიაში ბაიერების ფირმაში უმუშავია. ისეთი რეზიუმე აქვს შეგშურდება . ხოდა დღეს უნდა მოვიდეს. დარჩი ერთად დაველაპარაკოთ. რას იტყვი?_ პასუხი წინასწარ იცოდა სისაურმა და ამდენს ამიტომაც ლაპარაკობდა, იქნებ თევდორეს ყურადღება მიეზიდა და შეხვედრაზე დაეთანხმებინა. მაგრამ სულ ტყუილად. ამ ჯერად მიზეზი მართლაც საპატიო ჰქონდა თედოს. დაჩის ფეხბურთის შეჯიბრზე აგვიანდებოდა. არა გიორგიმ კარგად იცოდა , როცა საქმე დაჩის ეხებოდა თედოს არაფერი აღარ აინტერესებდა .
_ გენდობი ძმაო, თანაც ის "ოცნების სახლის " ესკიზი სრულიად კმაროდა მისი ხედვის დასანახად. მე თანახმა ვარ მის ყველა ადეკვატურ პირობაზე._ ხუმრობით უთხრა გიორგის და მისი კაბინეტიდან გავიდა. თავადაც ჰქონდა კაბინეტი თუმცა იშვიათად იყენებდა. იქ მუშაობდა სადაც უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს. მისთვის კაბინეტის ცნება არც არსებობდა. გიორგიმ თავი ღიმილით გადააქნია. საჭირო საბუთები აიღო და ლაშა ჩადუნელთან შესახვედრად მოემზადა .
თევდორე სტვენა სტვენით დაეშვა ოფისის კიბეებზე ბროწეულის გოგონას სურათს რომ გაუსწორდა ღიმილით შებრუნდა და მისკენ სანახევროდ ზურგშექცეული უცნობი კაცი დაინახა. რომელიც ინტერესით აჰყურებდა თევდორეს ბროწეულის გოგონას. ცალი ხელი ნიკაპქვეშ მუშტად ამოედო და ჩაფიქრებული ღიმილით უყურებდა .
წამით გაჩერდა თევდორე, თითქოს ეჭვმა გაჰკრა, ისე როგორც საყვარელ ქალს რომ ინტერესით შეხედავს სხვა მამაკაცი. მერე საკუთარ თავზე გაეცინა და კიბეები უხმოდ და უკანმოუხედავად ჩაირბინა. სადგომზე მოტოციკლზე დაჯდა, საყვარელი შავი ანგელოზის ფრთებდახატული ჩაფხუტი
დაიფარა და სწრაფად გაემართა დაჩის სპოტ,სკოლისკენ .
ფიქრობდა , როგორ გაუხარდებოდა მისი მისვლა ბავშვს და წინასწარ ტკბებოდა მისი გულწრფელი ემოციებით .

გიორგი კაბინეტიდან გამოვიდა და სურათის წინ მდგომ ახალგაზრდა კაცს მიესალმა.
_ გამარჯობა ბატონო ლაშა._ ხელი გაუწოდა მას_ მე გიორგი ვარ "სახლის" ერთ_ერთი დამფუძნებელი.
მისალმებაზე უცნობი სწრაფად მობრუნდა , ხელი ჩამოართვა გიორგის და სალამი დაუბრუნა. გიორგი კაბინეტისკენ გაუძღვა, ლაშამ ინტერესით ერთხელ კიდევ მოხედა სურათს და სისაურს უსიტყვოდ გაჰყვა .

_ თედოო, _ ბედნიერი ღიმილით გამოიქცა მისკენ პატარა , ექვსი შვიდი წლის ხუჭუჭა ბიჭუნა
_ მოხვედი ? ვიცოდი რომ მოხვიდოდი! ნახე მაგარ გოლს გავიტან და შენ მოგიძღვნი!_ აჟიტირებული ბავშვის დანახვამ გაახალისა თევდორე .
_ ძიას ლომო!_ აიტაცა ბავშვი და კისერზე შემოისვა .
დაჩი ერთადერთი იყო ვინც გარდაცვლილი ძმისგან დარჩა თევდორეს. უყვარდა და აღმერთებდა ბავშვს. სულსაც კი არ დაიშურებდა მისთვის .
დაჩისაც უზომოდ უყვარდა ძია თევდორე. ანდაც თედო როგორც ეძახდა ხოლმე მისგან გათამამებული.
თამაშის შემდეგ პიცის საჭმელად წავიდნენ, მერე ბომბორაში გაისეირნეს. მერე სათამაშოების მაღაზიაში.
როდის როდის მივიდნენ თედოს ძმისეულ სახლში.
ხელში აყვანილი მძინარე ბავშვი ფრთხილად შეიყვანა საძინებელში თევდორემ. ლოგინზე დააწვინა. ბოტასები გახადა, პლედი მზრუნველად დააფარა და შუბლზე აკოცა.
_ ნეტავ თაზო ჩვენთან იყოს ძია, ნეტავ ...მაგრამ შენ არ შეგეშინდეს, მე სულ შენთან ვიქნები ძიას ლომო. _ ხუჭუჭა თმა სიყვარულით მოუჩეჩა , სანათი ჩააქრო და ოთხიდან გავიდა.
_ თათული როგორ ხარ? _ მიესალმა რძალს ._ რა ხდება შენთან ახალი? რა ისმის სამხატვრო გალერიიდან.
_ რა ვიცი თედო,მშვიდობაა. მადლობა შენ რომ გამაბედინე და ხატვა ისევ დამაწყებინე. გალერიაში მოიწონათ ჩემი ნახატები. გამოფენისთვის ვემზადებით .
მალე ცნობილი რძალი გეყოლება, მოასწარი სანამ დროა აირჩიე რომელი ნახატი. გინდა მალე ფასი დაედება იცოდე. _ ხუმრობდა თათული
, იცინოდა მაგრამ თვალებიდან სევდა მაინც არ ტოვებდა .
_ ყველაფერი კარგად იქნება ჩემო დაიკო. _ მხარზე ხელი მოუჭირა თათულის. გაამხნევა დააიმედა და დაემშვიდობა.
სახლისკენ მიმავალს სევდიანი ფიქრები აეშალა. ქუჩის ბოლოს ჭადარს ახლაც ეტყობოდა ავარიის კვალი. სწორედ იქ იდგა მისი ძმა იმ საბედისწერო საღამოს. როცა ვიღაც უყურადღებო და თავხედი დაეჯახა. თავად მძღოლი ისე გადარჩა ხელიც კი არ გაკაწვრია. მაგრამ ლევანი ერთთვიანი კომის ტკივილის და ტანჯვა_ წამების შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ დაჩი სულ სამი წლის იყო .
სწრაფად ჩაუქროლასაძულველ ადგილს და სახლისკენ წავიდა.

ბროწეული 3

იშვიათად ხდება ,რომ ადამიანს ყოველ მხრივ გაუმართლოს ცხოვრებაში. თუ პირადი ცხოვრება აეწყობა, რატომღაც კარიერაში მოიკოჭლებს, თუ კარიერაში წინსვლა აქვს,შესაძლოა სხვა მუხთალმა პრობლემამ წამოყოს თავი.
ისიც შეიძლება თავად ადამიანი ვერ პოულობდეს ცხოვრებაში საკუთარ ადგილს, მუდამ უკმაყოფილო იყოს ყველაფრით, სიყვარულით, ასრულებული სურვილებით, გარეგნობით.
მაგრამ თევდორე ადამიანთა ასეთ კატეგორიას არ ეკუთვნოდა. არ წუწუნებდა და არ ჩიოდა. მტკიცედ მიდიოდა მიზნისკენ მიმავალ გზაზე. კარიერაში ყველაფერი ბევრად უკეთ ქონდა, ვიდრე თავად ოდესმე წარმოიდგენდა ამას ,თუმცა პირადი ცხოვრება მაინც და მაინც არ ეწყობოდა. ვერაფრით მიაგნო იმ ერთადერთს, იმ სასურველს და სანატრელას, ვის გვერდითაც დილის გათენებას ისურვებდა .
ძმის გარდაცვალების შემდეგ ცოტა უკარება გახდა, გულს ადვილად ვერავის უხსნიდა. თითქოს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშმა მოიცვა მისი არსება. რადგან თაზოს გარდაცვალება, ასე ერქვა მის უფროს ძმას. სრულიად მოულოდნელი ქარტეხილი იყო მის მზიან და ფერად სამყაროში.
ვერაფრით ეგუებოდა, ვერ ინელებდა და ვერ იშუშებდა მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილებს. ამიტომ იყო, რომ ძმიშვილზე ასე გამეტებით ზრუნავდა . თითქოს ძმის დანაკლისს მასზე ზრუნვით ივსებოდა. დაჩიც გიჟდებიდა ბიძაზე, სიყვარულს უკან ასმაგად უბრუნებდა.

ერთ დღეს დაჩიმ ტირილით დაურეკა თედოს, ხმა შეშინებული ჰქონდა .
ბავშვი ცდილობდა თავის შეკავებას, მაგრამ ვერფრით ახერხებდა .

_ რა მოხდა დაჩი!_ ფეხზე წამოხტა შეშინებული თედო. _ დამშვიდდი და მითხარი რა ხდება, რატომ ტირი?_ ჰკითხა რაც შეეძლო მშვიდად.
_ დედას ვერ ვაღვიძებ თედო ძია, ვეჯანჯღარებ, ვეძახი მას კი მაინც სძინავს. მეშინია ძია!_ ტიროდა ბიჭი.
_ ნუ გეშინია პატარა მოვდივარ , წამებში მანდ ვარ!_ ტელეფონი გაუთიშა და ქარივით დაეშვა ოფისის კიბეებზე გაოცებულ გიორგის ჩაუქროლა და სადგომისკენ გაქანდა, თან გზაში ასთორმეტში რეკავდა, სასწრაფო მისამართზე გაგზავნა და მოტოციკლს მოახტა.გიჟივით გაქანდა ძმის სახლისკენ.

პირველად ძმის სიკვდილის შემდეგ იმ საბედისწერო ადგილს ისე ჩაუქროლა ვერც კი გაიაზრა.
გიჟივით აირბინა კიბეები და პირდაპირ შეიჭრა თათულის ოთახში, ჯერ ტირილისგან თვალებდასიებული ,შეშინებული ბავშვი ჩაიხუტა, მერე ლოგინში მწოლ თათულის მიუბრუნდა.
_ თათული, თათი!_ ფრთხილად მოჰკიდა ხელი. რადგან არ იცოდა რა სჭირდა და უხეშ მოძრაობას შესაძლოა რამე უკურეაქცია გამოეწვია .
შუბლზე ხელი დაადო ქალი გაყინული იყო . სხეული კი ცივი ოფლით ჰქონდა დაფარული.
ვერ მიხვდა თუ რასთან ჰქონდა საქმე. შეშფოთებულმა პულსი მოუძებნა. ოდნავ იგრძნობოდა სიცოცხლე თათულის მაჯაში. ამოისუნთქა. მთავარია ცოცხალია , ყველაფერი მოგვარდებაო_ გაიფიქრა.
სასწრაფო წამებში მოჰყვა უკან. გასინჯეს და წნევა არ ესინჯებოდა. სიცხეც დაბალი ჰქონდა. გონზე ვერ მოიყვანეს. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასაყვანად მოამზადეს თათია.
ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდებოდა თევდორე აჩქარებულ კადრებად ხედავდა. მაგრამ შიშის უფლება არ ჰქონდა. დაჩი გაფართოებული თვალებით შემოსცქეროდა და ხსნას სუპერგმირად მიჩნეული ბიძისგან ელოდა.
იმედს ვერ გაუცრუვდა ,ვერ დააღალატებდა.
სასწრაფოს ძმის მანქანით გაჰყვა უკან, რომელიც ლამის ოთხი წელი იყო არავის გამოეყენებინა.
საღამომდე საავადმყოფოში იყვნენ თედო და დაჩი.
საღამოს ფოიეში სკამზე ჩაეძინა ემოციებით გადაქანცულ ბავშვს.
თევდორემ გადახედა დაჩის და გონებაში პირველი გიორგი და ანა ამოუტივტივდა.
სასწრაფოდ დარეკა.
_ და აქამდე რას ელოდებოდი ადამიანო!_ გაბრაზებულმა იყვირა გიორგიმ როცა თედომ მდგომარეობა აუხსნა._ მოვდივართ ახლავე! ამ წამს!_ სანამ ტელეფონს გათიშავდა კიდევ ისმოდა გაბრაზებული გიორგის ხმა. რომელიც იმის გამო ბრაზობდა მაშინვე რომ არ დაურეკა და დახმარება არ სთხოვა .
ზარებს თვალი გადაავლო თედომ ლამის ოცჯერ დაერეკა გიორგის. რათქმა უნდა მისი გიჟივით გამოწცევის შემდეგ მიხვდებოდა გიორგი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.
ოც წუთში მოვიდნენ გიორგი და ანა, სახლის ფორმით სპორტულებში , თავის მოწესრიგება აზრადაც არ გაუვლიათ.
_ რა ხდება? თათული როგორაა?_ შორიდანვე იკითხა გიორგიმ.
_ არ ვიცი ძმაო, ჯერ კიდევ ანალიზებს აკეთებენ , გონზე არც მოსულა ჯერ! გაგიჟებას ვარ! დედამისს ვერ ვურეკავ. რა ვუთხრა არ ვიცი!გული გახეთქვას მაქვს. _ დამუშტულ ხელებზე ემჩნეოდა თევდორეს ნერვებს რომ ძლივს იკავებდა.
_ დამშვიდდით ბიჭებო!_ მკაცრად თქვა ანამ, ბავშვს ასეთი ემოციები მოარიდეთ. ან აქამდე რას ელოდი თედო? ცოდოა ბავშვი, ისედაც ყოფნის სტრესი და დარდი.
მე დაჩის წავიყვან, ნუ ინერვიულებთ. თქვენ კი თათულის მიხედეთ. დამირეკეთ და ამბავი შემატყობინეთ._ ქალი მაინც სულ სხვაა , როცა საქმე რთულ სიტუაციებს ეხება, ადვილად ახერხებს ემოციების კონტროლს ,მით უფრო თუ მზრუნველობა ბავშვს სჭირდება. ალბათ დედის თანდაყოლილი ინსტიქტი ირთვება და სწორედ ეს აძლიერებს ქალის ბუნებას.
გიორგიმ ანას ბავშვი წააყვანინა მანქანამდე და უკან დაბრუნდა. ამასობაDში ექიმებიც გამოვიდნენ. მათ შეშფოთებულ სახეებზე სასიკეთო არაფერი იკითხებოდა.
_ თქვენ ნათესავი ხართ?_ორივეს ერთად დაუსვა კითხვა ექიმმა.
_ დიახ , ძმისცოლია ჩემი, _ მიუგო თევდორემ._ რა ხდება ექიმო ჩვენს თავს?
_ ჯერ კიდევ ყველა ანალიზის პასუხი არ გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვვარაუდობთ სიმსივნეს კუჭის არეში.თუმცა ჯერ ადრეა რამის თქმა. მოგვიანებით უფრო ზუსტად მოგახსენებთ. _ სიმსივნის ხსენებაზე თევდორემ ფერი სულ დაკარგა.
_ რას ამბობთ ექიმო? თათულის გასტრიტი აწუხებდა , სამი წლის უკან მეუღლე დაეღუპა, ჩემი ძმა, ნერვიულობის ნიადაგზე დაემართა. სამი წელია მკურნალობს. კიბო რომ ჰქონოდა ხომ გაიგებდა? ხომ ეცოდინებოდა?_ დაჯერება არ სურდა თევდორეს.
_ რა სიმპტომები ჰქონდა პაციენტს? ხომ არ შეენიშნებოდა ბოლო დროს წონის სწრაფი კლება? სისუსტე, ღებინება' ანდა მუცლის ყრუ მუდმივი ტკივილი?_ რაც უფრო მეტ კითხვას უსვამდა ექიმი , მით უფრო ნათელი ხდებოდა , რომ დიაგნოზი სწორად დასვეს.
გაახსენდა თევდორეს თათულის ჩავარდნილი ლოყები, ფერდაკარგული სახე და ერთ დროს მშვენიერ ტანზე ნათხოვარივით ჩამოკიდული ტანისამოსი.
მისი მუდმივი დაღლილობა ,რასაც დეპრესიით ხსნიდა, მისი ტკივილნარევი ღიმილიც არ დავიწყებია. გული შეეკუმშა.
_ ხშირად ვერც კი ხვდებიან ამ ვერაგი დაავადების საწყისს სტადიას, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი არც ისე რთულადაა. დაველოდოთ ანალიზების პასუხებს._ დააიმედა ბიჭები ექიმმა.

უცებ მედდა გამოვიდა პალატიდან.
_ ბატონო დავით პაციენტი გონს მოვიდა,_ ამცნო ახალი ამბავი მკურნალ ექიმს.
ექიმზე ადრე თევდორე შევარდა პალატაში მისი გაჩერებაც კი ვერ მოასწრეს.
_ დაიკო, თათული_ ღიმილით მოჰკიდა გამხდარ გაწვრილებულ თითებზე ხელი. რატომ აქამდე არ შეუნიშნავს მისი ეს ავადმყოფური სიფერმკრთალე? ტუჩზე მწარედ იკბინა.
_ დაჩი სადაა თედო?_ პირველად შვილი მოიკითხა საბრალო ქალმა.
_ნუ ნერვიულობ გიოს ანამ წაიყვანა, ცოდო იყო აქ,_ დაამშვიდა რძალი თედომ.
_რა ხდება? აქ რატომ ვარ?_ იკითხა თათულიმ.
_ გული წაგივიდა გოგონი!_ სიმართლე ვერ უთხრა თევდორემ,ვერ გაბედა მისთვის იმის თქმა, რომ სიმსივნეზე ჰქონდათ ექიმებს ეჭვი.
_სულ არ უვლი თავს! ძალიან ვარ შენზე გაბრაზებული.
სახეზე ღიმილით და გულში კი ღრმა და მტკივნეული ეკლით იდგა თევდორე და გამალებით ფიქრობდა გამოსავალზე. წამით არ დაუშვია, რომ ბრძოლა დააგვიანდა.
_ ყველაფერი კარგად იქნება!_ უფრო საკუთარ თავს შემოუძახა და იმედით გაიღიმა

ბროწეული 4

პალატიდან გარეთ გამოსული თევდორე სკამზე ჩამოჯდა. სცადა ცოტა ხნით, სულ წამებით ამოესუნთქა, მაგრამ სუნთქვა ვერ შესძლო
მართლაც ვინ სთქვა : ბიჭები არ ტირიანო? ახლა ისე მოუნდა ტირილი, როგორც მაშინ, გარდაცვლილი ძმის პალატის წინ რომ იდგა და შესვლას ვერ ბედავდა .
თავი კედელს მიაყრდნო, ესიამოვნა კედლის სიგრილე. ცოტა ხანს ასე იჯდა გარინდებული. მერე ღრმად ამოიოხრა და ფეხზე ადგა .
პრობლემებს არასდროს გაქცევია და არც ახლა აპირებდა. გამბედაობა მოიკრიბა და თათულის დედის სახლისკენ გასწია .

თევდორე დივანზე იჯდა მისაღებში და ნელი დეიდის ფუსფუსს აკვირდებოდა. ქალმა მხიარულად შესთავაზა ფინჯანი ყავა , შოკოლადიც მოართვა ,ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ რა მძიმე ამბის თქმას აპირებდა თევდორე . დროს ახანგრძლივებდა თედო. თითქოს მისი ბრალი იყო რაღაც ,თავს დამნაშავედ გრძნობდა.
_ ნელი დეიდა ცოტახანს დაჯექი გთხოვ!_ ალბათ ისეთი ხმით უთხრა, ქალმა მაშინვე მისკენ მიმართა ყურადღება.
ხელში ჯერ ისევ საკუთარი გამომცხვარი ნამცხვრით სავსე თეფში ეჭირა.
თედო წამოდგა თეფში გამოართვა და მაგიდაზე დადო. შემდეგ დივანზე დაჯდომაში მიეხმარა. თავად მის წინ ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა და ისე რომ მისი ხელებისთვის ხელი არ გაუშვია ლაპარაკი დაიწყო.
გრძნობდა თან და თან როგორ ეყინებოდა თითები ნელის .
_ ჭიქა წყალი მომიტანე შვილო!_ სთხოვა ქალმა ,როცა თევდორემ ერთადერთი ქალიშვილის ავადმყოფობის შესახებ მოუყვა.
_ ახლავე!_ სწრაფად მოიტანა წყალი და ნელის გაუწოდა. ქალი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. წყალი ნელა და ყლუპებად მოსვა. ჭიქა მაგიდაზე დადგა. ფეხზე წამოდგა, ლამაზად დავარცხნილი თმა ცხენისკუდად შეიკრა უკან, მკლავები დაიკაპიწა,თითქოს საბრძოლველად ემზადებოდა. ან იქნებ სწორედ იმ წამს მართლაც ბრძოლისთვის გამზადდა ,როგორც ნებისმიერი მამაცი დედა?
_ შვილთან წამიყვანე თევდორე!_ თევდორე გრძნობდა იმ ორი წუთის მანძილზე რამხელა ქარიშხალთან იბრძოლა ნელიმ და როგორ დაამარცხა ის . თუმცა წინ კიდევ უამრავი ქარიშხალი იყო დასამარცხებელი.. ქალს სუსტს ეძახიან, ფიქრობდა საავადმყოფოს გზაზე თედო ,მაგრამ ყველას აოცებს ის თუ რამდენად ძლიერია დედა .
გადაწყვიტეს სანამ ყველაფერს არ გაიგებდნენ და არ დარწმუნდებოდნენ, თათულისთვის სტრესი და ნერვიულობა შეძლებისდაგვარად აერიდებინათ. დაჩი კვლავ გიორგისთან და ანასთან რჩებოდა, რადგან არც თევდორეს და მით უმეტეს არც ნელის არ ეცალათ ბიჭუნასთვის.
ანალიზებმა და გამიკვლევებმა ექიმების ეჭვი საბოლოოდ დაადასტურა. კუჭის კიბოს მეორე სტადია!_ დაისვა საბოლოოდ დიაგნოზი. ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა , თითქოს კინოს უყურებდნენ. თევდორე ბოლომდე ვერ იაზრებდა ,რატომ მაინცდამაინც თათულის დაემართა ეს, განა საკმარისი არ იყო ის ტკივილი, რაც თაზოს სიკვდილმა მოუტანა? ფიქრობდა სამყაროზე გაბრაზებული. საკუთარი უმწეობის შეგრძნება გულს უხუთავდა და საღად აზროვნების უნარს აკარგვინებდა .
ნელისთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტეს თათული სამკურნალოდ გერმანიაში წაეყვანათ .თუმცა რამდენად მოისურვებდა თათული გამგზავრებას ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რადგან გერმანიაში წასვლა თავისთავად გულისხმობდა დაჩისთან დაშორებას. რა თქმა უნდა ბავშვისთვის იქ არავის ევლებოდა ,თანაც სკოლა და სხვა ბევრი რამ იყო, რასაც პატარა ბიჭი ასე უბრალოდ ვერ მოსწყდებოდა.
საღამოს გიორგიმ დაჩი მოიყვანა, პირველად იყო, რომ თათული და დაჩი ცალ_ ცალკე ათევდნენ ღამეს, თათული ძალიან განიცდიდა შვილისგან შორს ყოფნას.
მიუხედავად იმისა, რომ თავს სუსტად გრძნობდა,სახლში ითხოვდა წასვლას და პირობას დებდა , რომ მკურნალობას შინ გააგრძელებდა. მისი ეს სიტყვები გულს უსერავდა თევდორეს, თუ ერთკვირიანი განშორება ასე მძიმედ მოქმედებდა თათულიზე , როგორ შესძლებდა ის გერმანიაში წასვლას? ეშინოდა, რომ რძალს ვერ დაითანხმებდა. ხვდებოდა ის წამი ახლოს იყო ,როცა თათულისთან გულახდილი საუბარი მოუწევდა და წინასწარ განიცდიდა ამას.

_ დედიკოოო!_ ყვირილით შემოვარდა პალატაში დაჩი, მაგრამ კარშივე შედგა შეცბუნებული, პალატა ყურადღებით მოათვალიერა, _ ძალიან ცუდად ხარ დედიკო?
იკითხა ანერვიულებულმა. ლამაზი შავი თვალები ცრემლებით აევსო და ხმა აუკანკალდა.
_ რას ამბობ დედი?_ ღიმილით გაამხნევა თათულიმ და ხელები ფართოდ გაშალა_ მე და ცუდად? ვის გაუგია დედების ცუდად ყოფნა? რომც ვიყო შენი ჩახუტება და კოცნა მიწამლებს!
დაჩი ლოგინზე ახტა და დედას გულში ჩაეკრა.
_ როგორ მომენატრე დედიკოს !_ შვილს ხელები მოხვია და მისი თმის სურნელით ფილტვები აივსო თათულიმ.
თევდორე პალატიდან გამოვიდა.
მეტი ვეღარ გაუძლო.
ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. თათულის ვინღა ჩივის დაჩისთვის , როგორ აეხსნა დედის წასვლა? დაჯდა და თავი ხელებზე ჩამოიყრდნო.
_ ცუდად ხომ არ ხართ?_ მოესმა კითხვა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია.
_ შემიძლია რამით დაგეხმაროთ?_ ისევ იკითხა უცნობმა, ახლა კი მიხვდა თევდორე რომ მას მიმართვდნენ და თავი ასწია.
გაოცებისგან ხმა ვერ ამოიღო, გაფართოებული თვალებით ახედა მის წინ მდგომს, ნუთუ ელანდებოდა? საიდან ? როგორ? რანაირად? ზუსტად სრული უიმედობის უფსკრულის ნაპირთან მის წინ ბროწეულის გოგონა იდგა და თანაგრძნობით უღიმოდა. იდგა, როგორც მზე წყვდიადში და საკუთარი ცეცხლისფერი თმები მზის სხივებივით ეხვია გარს. უყურებდა თევდორე და გრძნობდა, როგორ მშვიდდებოდა, როგორ ივსებოდა მისი გული იმედით და რწმენით.
ზოგჯერ შემთხვევითობას ვეძახით ადამიანები, ზოგჯერ ბედისწერას. დიახ ენერგიები, რომლებიც სამყაროს მართავენ, ხშირად ყველაფერს სწორედ საჭირო დროს და საჭირო ადგილას აგვარებენ.

_ კარგად ხართ?_ ისევ ჰკითხა გოგონამ.
_ შენ?_ თევდორეს ათასი რამის კითხვა უნდოდა , მაგრამ გაოცებულმა მხოლოდ ეს ჰკითხა.
_ მე ალისა ვარ!_ ისევ ღიმილით უთხრა ბროწეულის გოგომ და ხელი გამოუწოდა.
თევდორემ მის ხელს ხელი მოუჭირა. უცნაური მუხტი იგრძნო, თითქოს ენერგიით აივსო. თითქოს სული დარდისგან შეუმსუბუქდა.
_ თედო! _ პალატიდან დაუძახა დაჩიმ. სიტუაციით დაბნეულმა თევდორემ დაუფიქრებლად გაუშვა ხელი გოგონას.
_ ერთი წამით ახლავე მოვალ!_ უთხრა გოგონას და პალატაში შევიდა.
წამში მიხვდა საკუთარ შეცდომას და მაშინვე გამობრუნდა , მაგრამ ალისა აღარ დახვდა. იქვე მჯდომ მედდებთან მიირბინა.
_ წითური გოგო ხომ არ დაგინახავთ , წამის წინ აქ იყო?_იკითხა მოუთმენლად.
_ როგორი?_ ჰკითხეს მედდებმა.
_ მზესავით!_ დაუზუსტა თედომ.
ქალებმა თავი უარის ნიშნად გააქნიეს და კიბეებისკენ გაქცეულ თევდორეს ღიმილით გააყოლეს თვალი.
_ რა კარგია ახალგაზრდობა არა?!_ რიტორიკულად იკითხა ერთერთმა.


ბროწეული 5

ალისა ჩადუნელს მშობლები უკვე წლებია არ ენახა, ორივე უკეთესი ცხოვრების საძებნელად ათი წლის წინ გერმანიაში გაემგზავრა ,ხოლო ცამეტი წლის ქალიშვილი და მისი პირველკურსელი ძმა ბებიასთან დატოვეს. ბებია ასაკის მიუხედავად ყოჩაღი და მხნე ქალი გახლდათ. გამგებიანი, კეთილი და გულისხმიერი. მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები საკუთარი დიდი და სანდო ფრთის ქვეშ შეიფარა და აი უკვე ათი წელია და შვილისთვის და რძლისთვის მიცემულ სიტყვას , თქვენ შვილებს მარტოობას არ ვაგრძნობინებო, პირნათლად ასრულებდა. თუმცა წლები არავის ინდობენ და მზია ბებიასაც დაეტყო მათთან ჭიდილი. ბოლო დროს წნევები აწუხებდა, თუმცა არ იმჩნევდა და ჯიუტობდა. ალისა ვერას გახდა, ვერაფრით ეს დაითანხმა თავნება ბებია და ექიმთან ვერ მიიტყუა. ბოლოს მასთან ბრძოლით დაღლილი ძმას შეეხმიანა, ჩამოდი და დამეხმარე ეს ჯიუტი ქალი არ მიჯერებსო.
ალისას ძმა უნივერსიტეტის შემდეგ მშობლებთან გერმანიაში წავიდა და სწავლა იქ გააგრძელა, შემდეგ სამსახურიც იპოვნა. თუმცა არასდროს უფიქრია სამუდამოდ უცხო მიწაზე დასახლება. ენატრებოდა საქართველო, თბილისი, აღმზრდელი ბებია და რაც ყველაზე მთავარია თავისი პატარა დაიკო ენატრებოდა.
ამიტომ, როცა ალისამ დახმარება სთხოვა , არც კი უყოყმანია, მაშინვე ბარგი ჩაალაგა და სამშობლოში დაბრუნდა.
დაბრუნებისთანავე საინტერესო წინადადება მიიღო ერთ_ერთი ჯერ ისევ ახალი და არც თუ ძალიან ცნობილი ფირმისგან, მაგრამ წინადადება იმდენად საინტერესოდ მოეჩვენა გასაუბრებაზე წასვლა გადაწყვიტა.
გარედანვე მოიხიბლა შენობის ფასადით, ეს არ იყო ჩვეული შუშის აკვარიუმი, შენობა თითქოს საკუთარ თავზე ყვებოდა და შიგ შესულს მყუდროებას და კეთილგანწყობას ჰპირდებოდა.
თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მოულოდნელი სიურპრიზი , ოფისის დიდ და ნათელ მისაღებში წითური გოგონას უზარმაზარი პოსტერი დაეკიდათ. ვერაფრით მიხვდა არქიტექტურულ ფირმაში რატომ დაკიდეს გოგონას სურათი, სურათი პროფესიონალის გადაღებულს ჰგავდა, საოცარი ფერების თამაში იყო აღბეჭდილი, მაგრამ საკვირველი ის კი არ იყო, რომ გოგონა საოცრად ლამაზი იყო, არამედ ის რომ პოსტერზე გამოსახული გოგო არც მეტი არც ნაკლები ლაშა ჩადუნელის საყვარელი უმცროსი დაიკო გახლდათ.
იდგა და ნაწილობრივ სურათის სილამაზით, ნაწილობრივ საყვარელი დის დანახვით აღფრთოვანებული შესცქეროდა სურათს..
თუმცა ვერაფრით ხვდებოდა აქ როგორ და რა მიზნით მოხვედრილიყო მისი ფოტო.
ამასობაში ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა, მიესალმა და თავი "სახლის " ერთ_ერთ დამფუძნებლად, გიორგი სისაურად, გააცნო.
დანახვისთანავე დადებითად განეწყო გიორგის მიმართ.საუბრის შემდეგ კი დარწმუნდა, რომ სერიოზულად განწყობილ ადამიანს ესაუბრებოდა. პროექტის ჩანაფიქრმაც დააინტერესა. პატარა მყუდრო სახლების აშენებას გეგმავდნენ, მისი ესკიზის მიხედვით, რაც შეძლებისდაგვარად ხელსაყრელი ფასი ეღირებოდა და ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველასთვის .
_ სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი და პარტნიორი თევდორე ამაშუკელი სასწრაფო საქმეზე გავიდა, წამით აგცდა თორემ მასაც გაგაცნობდი სწორედ ის დაინტერესდა შენი ესკიზით და ეს იდეაც სწორედ მას ეკუთვნის ._ ეუბნებოდა გიორგი ლაშას ,როცა კაბინეტიდან აცილებდა.
გიორგიმ თავიდანვე მიაქცია ყურადღება ლაშას ინტერესს "ბროწეულის გოგონას" მიმართ
. _ ლამაზია არა?_ ჰკითხა და სურათზე მიუთითა.
_ ეს თევდორეს უცნობი მუზაა,_ ღიმილით აუხსნა ლაშას.
_ ძალიან ლამაზია!_ ხმამაღლა ეს თქვა ლაშამ, გულში კი ალისას შეეკითხა.როდის მოასწრი და პატარა ანცი გოგოდან ასეთ ლამაზ ქალად როდის გადაიქეციო?!

მზია ბებია სასწრაფოდ ჩაწერეს ექიმთან მიღებაზე, ლაშას სხვანაირი გავლენა ჰქონდა ბებიაზე. მის თხოვნაზე უარს ვერ ამბობდა მზია. თუმცა გულში მაინც ფიქრობდა ,რომ ექიმთან ვიზიტი არ სჭირდებოდა და ასაკთან შედარებით თავის დაქალებზე მხნედაც კი გამოიყურებოდა. მაგრამ საყვარელ შვილიშვილს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და საავადმყოფოში უსიტყვოდ გაჰყვა.
ანალიზებს და გამოკვლევებს დიდი დრო დასჭირდა. პალატაში დაწოლილი მზია ვერ მშვიდდებოდა და ქოთქოთებდა .
ალისა კი ღიმილით შეჰყურებდა ბებიას და ფიქრობდა :"დიდხანს უნდა მყავდე ბებო, ძალიან დიდხანს მინდა ვისმინო შენი ქოთქოთა ხმაო!"

მშობლები ძალიან უყვარდა ალისას, მაგრამ დრომ და სიშორემ თითქოს მათ შორის უხილავი ბარიერი აღმართა და როცა ლაშა გაემგზავრა ვერც მაშინ და ვერც მერე უნივერსიტეტის დამთავრებისას ვერაფრით აიძულა თავს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლა.
აქ იყო მისი მთელი ცხოვრება,აქ ყავდა მეგობრები და აქ ქონდა საყვარელი საქმე, თუმცა ძალიან ენატრებოდა თავისი ოჯახი მაგრამ ამ მონატრებას მზია ბებია უვსებოდა და უამებდა.
რაც მთავარია ბებიას და შვილიშვილს ერთმანეთის კარგად ესმოდათ, არასდროს კამათობდნენ, ერმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ. ერთადერთი რაც არ მოსწონდა მზიას და რის გამოც უთანხმოება მოსდიოდათ, ალისას რჩეული გუგა რატიანი იყო. ვეარაფრით შეიყვარა და ვერ მიიღო მზას გულმა ეს ერთი შეხედვით სიმპათიური ,შავგვრემანი კაცი. იყო მის თვალებში რაღაც ისეთი ნაპერწკალი, რაც მოსვენებას უკარგავდა მოხუცი ქალის გულს. ხან ფიქრობდა მეჩვენებაო, ხან კი ფარულად მომზირალი ისევ დაიჭერდა გუგას თვალებში იმ ველურ ალს და კვლავ უნებლიე ანტიპატიით იმსჭვალებოდა მის მიმართ.
ცხოვრებისეული გამოცდილება საუკეთესო მრჩეველია და ინტუიციასაც უფრო უკეთ ამახვილებს ხოლმე.

ცოტახნით პალატიდან ჰაერის ჩასახუნთქად გამოვიდა ალისა, საავადმყოფოს დერეფნებში უაზროდ სეირნობდა. გულში ცოტათი სწყინდა ბებია მხოლოდ ლაშას თხოვნას რომ დაემორჩილა, თითქოს ეჭვიანობდა მასზე.მაგრამ მთავარი ის იყო ,რომ ბებიას საგანგაშო არაფერი სჭირდა. დასვენება და სუფთა ჰაერი გამოუწერეს. ცოტა ხნით სადმე მთებში დაასვენეთო.
ამაზე ადვილი რაღა იყო.
ბახმარო მართლაც წამალია ყოველი დაღლილობისო_ ფიქრობდა ალისა, როცა გვერდზე პალატის წინ მჯდარი გრძელთმიანი ბიჭი მოხვდა თვალში. სკამზე ჩამომჯდარს შუბლი ხელის გულებზე ჩამოეყრდნო და ეტყობოდა ღრმა და სევდიან ფიქრებს მისცემოდა.ცოტახანს უყურა მერე ბებიის პალატისკენ გასწია. მაგრამ ისევ გაჩერდა, თითქოს გულმა უგრძნო, რომ აუცილებლად უნდა გამოლაპარაკებოდა.
მიუახლოვდა და მიესალმა.
კაცს თავი არ აუწევია, თითქოს ვერც გაიგო მისი სალამი. ალისა კიდევ უფრო ახლოს მივიდა .
_ დახმარება ხომ არ გჭირდებათო?_ ისევ შეეკითხა.
როგორც იქნა უცნობმა თავი ასწია და მას დაბნეულად შეხედა.
ისეთი თვალები ჰქონდა , ისეთი სევდიანი, და ისეთი გაოცებული. ალისა უცნაურმა სურვილმა აიტანა მოუნდა ჩახუტებოდა უცნობს და მისი სიახლოვე ეგრძნო.
_შეენ?_ ჰკითხა ლამის ჩურჩულით კაცმა.
_ მე ალისა ვარ!_ მოულოდნელად დასცდა ალისას და ხელიც გაუწოდა.უცებ პალატიდან ბავშვის ხმა მოისმა,
_ ბოდიშიო!_ უთხრა და ახალგაზრდა კაცი პალატაში შევიდა. ცალი თვალით შეიჭყიტა ალისამ და ლოგინზე მწოლ ლამაზ ქალს და პატარა ბიჭუნას მოჰკრა თვალი.
_ ალბათ ცოლი ყავს ავადო ,_ თანაგრძნობით შეხედა ალისამ კაცს და სევდიანი განწყობით გვერდით ბებიის პალატას მიაშურა.

ბროწეული 6

როცა ალისა პალატაში შებრუნდა ,მზია ემიგრანტ შვილს ელაპარაკებოდა, ისე სიყვარულით და ისე მონატრებით უყურებდა ეკრანს, მაშინვე ის გაიფიქრა ალისამ მარტო ერთი საათით ანახა და ჩაახუტა შვილი მაშინვე გამოკეთდებაო. მზიას მაღალი წნევის გამო აკრძალული ჰქონდა ფრენა, პაატას კი ,ალისას მამიკოს ათასი მიზეზი უქმნიდა ჩამოსვლის პრობლემას. ვიღაც იტყვის თუ სურვილია განა რაა ასე რთულიო, მაგრამ წასული ადამიანის პრობლემებს, მხოლოდ მის ბედქვეშ მყოფი თუ გაიგებს .
_ ხომ კარგად ხარ დედი?_ეკითხებოდა პაატა.
_ _ თქვენ იყავით კარგად დედი და მე რა მიშავს!_ ამშვიდებდა მზია შვილს
_ ამ გიჟმა გოგომ გადამირია ბავშვი!_ ბავშვს ლაშას ეძახდა მზია._ დამავლეს ხელი და წამომიყვანეს, დასვენებაო ექიმმა, სულ დასვენებული არ ვარ შვილო? ნეტავ კიდევ შემეძლოს და რა დამასვენებდა, მაგრამ უკვე წლებია ვისვენებ ._ ნოსტალგია გამოერია მზიას ხმაში.
წლები ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა , უყვარდა სკოლა და ბავშვები. მაგრამ როცა დრო მოვიდა წუწუნის გარეშე გავიდა დამსახურებულ პენსიაზე, და გზა მისივე გამოზრდილ ახალ თაობას დაუთმო. ამაყობდა თავისი გაზრდილი ბავშვების მიღწევებით. თუ სადმე ნაცნობ სახელს და გვარს მოჰკრავდა ყურს ამაყად ამბობდა _ ეს ჩემი ბავშვიაო!
_ეეჰ მზია, განა არ ვიცი შენ როგორი დასვენება გჭირდება? დაგღალეთ ვიცი,მაგრამ არა და არ დადგა ჩვენი დაბრუნების დრო. ცოტაც მოგვითმინე განაცვალე, ამ ახალწელსაც და იქით წელს გპირდებით ერთად შევხვდებით!_ ეკრანზე ახლა დარიკო გამოჩნდა ალისას დედა. ერთი შეხედვით მიხვდებოდი დედა_ შვილი რომ იყვნენ. ზუსტად ერთნაირი ცეცხლისფერი თმით და მწვანე თვალებით. ემიგრაციის დარდს და შვილების მონატრებას წვრილი ნაოჭები დაეხატა დარიკოს ლამაზ სახეზე. თუმცა იმ სილამაზის კვალი ისევ კარგად სჩანდა მის თვალებში.
_ რას ამბობ დარო შვილო, ერთი წამითაც არ იფიქრო და არ იდარდო, განა არ ვიცი რად გიღირდა ბავშვების დატოვება, მახსოვს მეც შენთან ერთად ვტიროდი აეროპორტში. შენ არ ინაღვლო! ხომ გაიგონე პაატამ რა თქვა მალე ყველა ერთად ვიქნებით._ გულაჩუყებულ მზიას თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა და ხელით მოიწმინდა.
_ რა ხდება აქ? რა ტირილი გაგიმართავთ?_ ღიმილით შემოცქრიალდა ალისა. რა გაქვთ სატირალი? ამდენი ხანია ვითმენთ ,ცოტას კიდევ მოვითმენთ. ყველას რომ თავისი სადარდებელი ჰგონია უმძიმესი. აი გვერდზე პალატაში ახალგაზრდა ქალს კიბო ქონია. პატარა შვილი ჰყავს, ქმარი, ახლა იწყებს ცხოვრებას. იმან რაღა თქვას ჰა?_ მოწყენილი ყვებოდა ალისა და თვალწინ სევდიანი თაფლისფერთვალება კაცი ედგა. " ეჰ რატომ უნდა ხდებოდეს ადამიანი ავად, მაშინ როცა ბედნიერებამდე სულ ერთი ნაბიჯია?"
ამასობაში ლაშაც მოვიდა, ხელში სანოვაგით სავსე ჩანთით.
_ ოჰ, ჩემო ლამაზო გოგოებო, რაღაც მოგიწყენიათ, ჯერ ბებია ჩაიხუტა, მერე ალისა. დას დააცქერდა, ასე არასოდეს დაჰკვირვებია, მისთვის სულ პატარა ქაჯანა გოგონა იყო.
მაგრამ რაც ოფისში მისი სურათი ნახა, მას მერე აზრი შეეცვალა. მართლაც საოცარად ლამაზი იყო ალისა, ისეთი უცნაური , განსხვავებული. მაშინვე, რომ თვალს იტაცებდა. გაეღიმა, " მაშ , უცნობი მუზა არა?!" უცებ ძალიან მოუნდა თევდორეს გაცნობა. დააინტერესა ვინ იყო ის ახალგაზრდა კაცი მისმა დამ ასე რომ მოხიბლა.
_ ქალბატონო მზია, დღეს აქ მოგიწევს დარჩენა, აბაა, წუწუნი არ გავიგო!_ ხმა გაუმკაცრდა, როცა საომრად მომართულ ბებიას ჰკიდა თვალი.
_ ერთი საღამო არაგიშავს, ხვალ დილით კი მიგაცუნცულებ სახლში, ჩემო ლამაზო გოგონა,_ პატარა ბავშვივით ეფერებოდა და ანებივრებდა ბებიას ლაშა.
კარგად ახსოვდა და წამით არ ავიწყდებოდა მისი ამაგი. მზიას ხომ სული მისდიოდა მასზე, ისეთი ამაყი მზერით აცილებდა სადმე მიმავალს. ლაშა მოხუცი ქალის იმედი იყო.
და_ ძმა ბებიას დაემშვიდობა და სახლისკენ გაეშურა. გზაში ღიმილით გახედავდა ხოლმე ლაშა ალისას. ისევ და ისევ მის პოსტერზე ფიქრობდა.
_ რას იტყვი, ორ კვირაში რომ ბახმაროში ავიდეთ? შენც სანამ მუშაობას დაიწყებს, ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი._ ჰკითხა ალისამ ძმას.
_ კარგი აზრია, ბავშვობის მერე არ ვყოფილვართ, მაგრამ რა გეჩქარება? დოღი გინდა არა ? ისევ ის ალქაჯი ხარ, რაც იყავი!_ სიცილით გაეხუმრა ძმა.
_ შენნაირებს ინკვიზიციის ცეცხლზე წვავდნენ ადრე!_ ხუმრობას არ იშლიდა ლაშა.
მხიარულად მივიდნენ სახლთან. ალისამ დაინახა ,რომ სადარბაზოს წინ გუგა ელოდებოდა.
_ გუგა?_გაუკვირდა მისი დანახვა.
_ რატომ გამორთე ტელეფონი?_ მისალმების მაგივრად უხეშად ჰკითხა გუგამ.
_ ტელეფონი?_ ალისამ გაოცებულმა ამოიღო მობილური დახედა და აღმოჩნდა, რომ ისე გათიშულიყო ალისას ვერც კი გაეგო.
_ უბრალოდ დამჯდარა გუგა, ამის გამო მოხვედი?_ გაოცება ოდნავმა წყენამ შეცვალა .
_ რომ გირეკავ მთელი დღე იქნებ უფრო ყურადღებით იყო?_ გუგამ ახლაღა შეამჩნია ლაშა და ტონი შეარბილა_ ვინერვიულე გესმის? ბებია როგორაა?_ შეკითხვა იმდენად გულსგარეთ დასვა, რომ ალისამაც კი იგრძნო მისი სულერთია განწყობა.
_ მოდი ჩემს ძმას გაგაცნობ!_ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. თავს ვერ აიძულა მისთვის იმ კითხვაზე ეპასუხა, რაც გუგას საერთოდ არ აინტერესებდა.
_ ლაშა გაიცანი ეს გუგაა, _ ოდნავ შეყოყმანდა სანამ დააზუსტებდა თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ბოლოს უჩუმრად ამოიოხრა და დაამატა_ ჩემი შეყვარებულია.
ლაშამ სიტუაცია წამებში შეაფასა, მზიასი არ იყოს წამიერად განიმსჭვალა გუგას მიმართ ანტიპატიით.
_ სასიამოვნოა!_ თქვა გუგამ და ხელი გაუწოდა.
ლაშამ უსიტყვოდ ჩამოართვა ხელი, არც მისი შეხება ესიამოვნა, ცივი ხელი ჰქონდა , ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს ქვეწარმავალს ეხებოდა.
_ პრობლემაა რამე?_ იკითხა მკაცრად_ თითქოს კამათობდით!
_ არა ლაშა, უბრალოდ ვერ დამიკავშირდა და ინერვიულა, _ გამართლება მოუნახა ალისამ.
_ ცოტა ხან დავრჩები ვისაუბრებთ და ამოვალ მალე._ სთხოვა ძმას გოგონამ.
_ იცოდე მალე, უნდა ვილაპარაკოთ!_ ისევ მკაცრი ხმით თქვა ლაშამ, გუგას ოდნავ თავი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და სახლში ავიდა .
_ ესაა შენი საყვარელი თბილი ძამიკო? _ ირონიულად გააყოლა თვალი გუგამ._ რაღაც ვერ შევნიშნე სითბო!
ალისა გააბრაზა ძმის გაკიცხვამ, ვერ მოითმინა და პირდაპირ მიახალა ის, რასაც ფიქრობდა.
_ ეგ იმიტომ რომ არ მოეწონე!
_ აჰ, უკაცრავად!_ ისევ ირონიულად ჩაეცინა გუგას_ მთავარია, რომ შენ მოგწონვარ არა?
ჰკითხა გოგონას და წელზე ხელი მოხვია.
_ მომენატრე პატარა! რა ხანია ჩემთვის აღარ გცალია?!
_ ხომ იცი არა, ბებია ცუდადაა, ლაშაც ახლა ჩამოვიდა და ხან ერთს ვჭირდები, ხან მეორეს! ცოტა გამიგე.
_ არ მესმის და არც მინდა გაგება. შენთან მინდა და მენატრები, ძალიან ვბრაზობ შენზე._ მის საკოცნელად დაიხარა , ალისა შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია, არ სურდა ასე სახლის წინ ღიად გამოეხატა თავისი გრძნობები, მაგრამ გუგას,როგორც სჩანს, სულ არ ადარდებდა მისი აზრი.
_ ალისა!_ გაისმა ლაშას მკაცრი ხმა, ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას და ძალიან არ მოეწონა ის, რაც დაინახა.
_ მოვდივარ ლაშა!_ ალისამ თავი გაინთავისუფლა გუგას მკლავებიდან , სწრაფად დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა.
ცოტა ხანს წარბშეკრული უყურებდა გუგა მიმავალ გოგონას .
_ ავი ძმაღა მაკლდა! ბებიის კოპები არ მყოფნიდა!_ ჩაისისინა ბრაზიანად, მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გავარდა ეზოდან.

_ ალისა მოდი აქ, გთხოვ!_ თბილად დაუძახა ლაშამ.
_ რა იყო_ დარცხვენილი იდგა ძმის წინ და იცოდა ,რის თქმასაც აპირებდა ლაშა.
_ ხომ იცი, მე შეგიძლია ყველაფერი მითხრა არა!_ ჩაიხუტა ძმამ და
გულში კი გაიფიქრა
" ნამდვილად დროული იყო ჩემი დაბრუნებაო!"

საღამოს ყველა სახლში გაუშვა თათულიმ, დედაც აიძულა წასულიყო. დაჩის მიმიხედეთ არ ინერვიულოსო.
პალატაში მარტო დარჩენილმა თავშეკავების ნამცეცებს ფანჯრიდან გადაუძახა და გულამოსკვნილი ატირდა. რა ეგონათ , არ იცოდა რა სჭირდა? ვერ მიხვდებოდა? ყურიც მოჰკრა მათ ჩურჩულს გერმანიაში სამკურნალოდ გზავნიდნენ.
_ თაზო, რატომ თაზო? _ ტიროდა და გარდაცვლილ მეუღლეს ეკითხებოდა მიზეზს, საკუთარი უბედურების.
_ ნეტავ აქ იყო ჩემო, ნეტავ შეგეძლოს ჩამეხუტო და დარდი გამიფანტო! რატომაა ღმერთი ასეთი უგულო? რატომ მე? რატომ შენ? _ დასმულ კითხვებზე პასუხს ვერ პოულობდა და უარესად ბრაზობდა სამყაროს შემქმნელზე.
_ განა საკმარისი არ იყო? თაზოს წაყვანა განა არ კმაროდა? რა გინდა ჩემგან? მეტი რაღა უნდა წამართვა? _ გაგულისებულ თათულის ვინმე სჭირდებოდა, რომ საკუთარი ბრაზი მასზე ენთხია. ცარიელ პალატაში კი ხელში მხოლოდ ღმერთი მოჰყვა. ამიტომ ყველაფერი მას დააბრალა.
საწოლზე მოიკუნტა და ხმამაღლა ატირდა.

_ უკაცრავად, შეიძლება?_მოესმა ხმა მოულოდნელად. თათული შეკრთა და ტირილი შეწყვიტა, მობრუნდა და პალატის კარებში, ხალათიანი მოხუცი ქალი დაინახა.
_ შენც ვერ იძინებ შვილო?_ ჰკითხა ქალმა შინაურულად. მისი ცრემლიანი თვალები თითქოს ვერც შეამჩნია.
_ მეც გამიკრთა ძილი, რთული ყოფილა საავადმყოფოში დაძინება._ ქალი საუბარს აგრძელებდა ,მშვიდად და ოდნავი ღიმილით. მისი ხმა დამამშვიდებლად მოქმედებდა თათულიზე, უცებ გააცნობიერა, თუ რა ძალიან არ სურდა მარტო დარჩენა უიმედო და მტკივნეულ ფიქრებთან.
_ ბავშვებმა გვირილის ჩაი მომიტანეს, მოდი ერთად დავლიოთ, ძალიან ამშვიდებს არეულ ფიქრებს!_ უთხრა მოხუცმა და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და მწვანე თერმოსი დაანახა.
ქალმა პატარა ქაღალდის ერთჯერად ჭიქებში ნაყენი ჩამოასხა , თათულის ლოგინზე ჩამოუჯდა და ჭიქა გაუწოდა.
_ მე მზია მქვია შვილო! _ გაეცნო და მხიარულად გაუღიმა, _ მოდი ცოტა წავიჭირაოთ გოგოებმა!
თათულიმ წამით უყურა უცნობ ქალს, მაგრამ გაიაზრა, რომ მასზე ახლობელი იმ წამს არავინ ჰყავდა, თავადაც გუღიმა ხელით თმა ზურგს უკან გადაიყარა და ქაღალდის ჭიქა გამოართვა.
ამ უბრალო ადამიანურმა ჟესტმა თითქოს გული გაუთბო და იმედი დაუბრუნა. ადამიანი ხომ ადამიანისთვის მართლაც მზე და იმედია.

ბროწეული 7
ის ღამე მზიამ და თათულიმ საუბარში გაათენეს. ერთმანეთს საკუთარი დარდი გაანდეს. უცნაურად აახლოვებს საავადმყოფოს კედლები პაციენტებს. თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, ისეთი გულახდილები იყვნენ ერთმანეთთან. საერთო სევდის გარდა, რასაც საავადმყოფოს კედლები იწვევდა, ღამეც ერთგვარ როლს თამაშობდა. ღამით ადამიანი უფრო გულახდილი ხდება, უფრო მგრძნობიარე ,უფრო ღია,უფრო თამამი და რისკიანი. ამიტომაა, რომ ღამე უამრავ საიდუმლოს ფარავს .ღამე ადამიანის ნამდვილ არსს აშიშვლებს და სურვილებს ანთავისუფლებს
_ იცი როგორ მენატრება?_ სევდიანი ღიმილით უყვებოდა თათული მზიას თაზოზე.
_ გული თან გაიყოლა, ნახევარი ადამიანი დამტოვა.რომ არა დაჩი,ჩემი ბიჭუნა,არც კი ვიცი თუ გადავიტანდი მის წასვლას._ სიკვდილს ვერ ამბობდა თათული ,ამდენი ხნის შემდეგაც ვერ აიძულა საკუთარი თავი თაზოს სიკვდილი რეალობად მიეღო.თითქოს თუ იტყოდა მოკვდაო ამით წერტილს დაუსვავდა მის არსებობას.
_ ვიცი საყვარელო,მესმის შენი მეც დავკარგე საყვარელი ადამიანები, ჯერ პირველი შვილი უბედური შემთხვევით,შემდეგ კი მეუღლე, კაცი ძლიერიაო, რომ ამბობენ ტყუილი ყოფილა შვილო. ვერ გაუძლო, ვერ გადაიტანა მისმა გულმა ნუცას დაკარგვა.ორ წელში ჩამოდნა კაცი, ჩამოილია და დაგვტოვა. _ მზია არასდროს საუბრობდა საკუთარ ტკივილზე. ყველას მხნედ და ძლიერად აჩვენებდა თავს და იყო კიდევაც ასეთი. დარდს და ტკივილს თავი არ დააჩაგვრინა.მაგრამ ახლა გრძნობდა ,რომ თათულის სჭირდებოდა, ქალს უნდა გაეგო, რომ ვიღაცას ესმოდა მისი, რომ მისი დარდის მსგავსს გულით სხვა ქალიც დაატარებდა და რომ ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად მაინც გრძელდებოდა , ამიტომ უყვებოდა საკუთარ თავზე იმას რაზე საუბარსაც სხვა დროს ერიდებოდა .
_ ახლა ეს დიაგნოზიც, არ ვიცი სამყარომ ჩეთვის მოიცალა?_ ირონია ნარევი ხუმრობა სცადა თათულიმ, მაგრამ ისეთი სევდა ამოაყოლა ნათქვამს რომ არ გამოუვიდა.
_ შვილო დედა ხარ და ეს ძალას მოგცემს. დამიჯერე ჩემს ასაკს და გამოცდილებას დაუჯერე. შენ ჯერ კიდევ არ იცი დედობა რამხელა ძალაა! ბრძოლის ნუ შეგეშინდება, ხომ ხედავ ცხოვრება ისედაც ბრძოლაა! რომც დამარცხდე იმაზე მაინც არ დაგწყდება გული ადამიანს, უბრძოლველად ჩავბარდიო ! წინ მომავალი გაქვს,ნახავ დროსთან ერთად ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს შენს ცხოვრებაში.ზოგჯერ რაღაც იმიტომ ხდება, რომ ეს უბრალოდ შესავალია სხვა ახალ თავგადასავალში. გაიღიმე თათული, ცხოვრება მშვენიერია!
მზიას სიტყვები ალბათ სხვებისგანაც ათასჯერ თქმული და თითქოს გაცვეთილი,იმ ღამეს სულ სხვაგვარად ჟღერდა. უცნობი ენერგიით და ძალით აავსო თათული, სწორედაც! ბრძოლაა ერთადერთი გზა, საბრძოლო შემართებაა ერთადერთი ღირსება ,რაც ადამიანს ადამიანად აქცევს გასაჭირის ჟამს.
არ ვიცი რა მოქმედებდა თათულიზე ასე ძლიერად იქნებ დედობის ძალა, იქნებ მომავლის ჩასახული იმედი,იქნებ სულაც ქართული სული და წინაპრების სისხლი იყო ასე რომ აჩქეფდა მის ძარღვებში. მზია საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოუგზავნა თათულის მფარველმა ანგელოზმა . არავინ იცის ვის რა მისია აკისრია სიცოცხლეში.ვინ რა მიზნისთვის იბადება. ხდება ზოგჯერ ადამიანის ერთი სიტყვა ცვლილებების საოცარ სერიას იწვევს. ხდება ზოგჯერ სულ ერთი ღიმილით ცვლის ადამიანი ვიღაცის ბედს და თავად ამაზე წარმოდგენაც კი არ აქვს. სწორედ ესაა საოცარი ადამიანის არსებობაში.

დილით , როცა თევდორემ პალატის კარი შეაღო, მაშინვე იგრძნო თათულის ცვლილება. სადღა იყო ტირილით თვალებდასიებული საბრალო ქალი. ანათებდა თათული. ძველებური ნათელი ღიმილით შეხვდა თევდორეს.
_ დილამშვიდობის ძამიკო! _ დაინახა მისმა ღიმილმა როგორ გააოცა თედო და სიცილით დაამატა_ მე მზად ვარ ბრძოლისთვის, მზად ვარ გასამარჯვებლად! აბა როდის მივდივარ გერმანიაში?
წამიერმა დაბნევამ უცებ გადაუარა თევდორეს, გახარებულმა ხელები მოხვია თათულის და პალატაში დააბზრიალა.
_ დამსვი შე გიჟო! არ ვიცოდი ასე თუ გადაირეოდი თორე არაფერს გეტყოდი!_ იცინოდა თათული და ახარებდა ის ფაქტი რომ თევდორესთვის ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მის გადაწყვეტილებას.
_რა მოხდა ასე რომ შეიცვალე? სასწაულების მჯერა დღეიდან!_ გახარებული ამბობდა თედო.
_ ღმერთმა ნიშანი გამომიგზავნა ერთი ადამიანის სახით, მგონი მისი პირით მესაუბრა და მითხრა რა უნდა გავაკეთო._ უცნაური აღტყინებით უპასუხა თათულიმ
_ მითხარი ვინაა ხელები უნდა დავუკოცნო!_ ვერ მშვიდდებოდა თევდორე.
_ წინ რთული გზა გვაქვს, მაგრამ იცოდე ყველაფერი კარგად იქნება თათი!_ თვალებში ჩახედა და სცადა საკუთარი რწმენა გოგოსთვისაც გადაეცა.
_ ნამდვილად , ყველაფერი კარგად იქნება!_ რწმენით გაიმეორა თათულიმაც.
ნელიმ, თათულის დედამ დაჩიც მოიყვანა.ბავშვს დედა ენატრებოდა, სულ კითხულობდა. პალატაში თათულის გვერდით მოიკალათა დაჩიმ და თავისი ნახატები გაუშალა,
_ დეე ნახე ეს შენ ხარ, ესეც ,ესეც. დეე მალე წავალთ ჩვენ სახლში?_ უსმენდა თათული შვილის მხიარულ ლაპარაკს და იმ დღეებზე ფიქრობდა, როცა ძალიან მოენატრებოდა მისი ხმა და მისი სურნელი. ცრემლი მოადგა, მაგრამ მაშინვე მოიწმინდა . " არა, აღარ ვიტირებ!" გაიფიქრა გულში მტკიცედ.მკლავები დაჩის მოხვია და მის ხუჭუჭა თმაში ჩაყო ცხვირი.
თუ ამ ქვეყნად არსებობს რამე ჯადოსნური და სასწაული ეს უთუოდ შვილის სურნელია. სწორედ ამ სურნელით ივსებოდა ფილტვებს თათული.
_ დედი ნახე ეს მოგიტანე, რომ მარტო არ იყო!_ უთხრა ბავშვმა უცებ და ჩანთიდან პატარა ლამაზ ჩარჩოში ჩასმული საოჯახო ფოტო ამოიღო. სურათზე თათულის პატარა დაჩი ეკავა ხელში და ორივეს ერთად ზურგიდან თაზო ეხვეოდათ. თითქოს ძლიერი მკლავებით სურდა მათი დაცვა სამყაროს სიავეებისგან.
სიყვარულით გაიღიმა თათულიმ.
_ მადლობა დედიკო ეს მართლა მჭირდებოდა მე!_უთხრა შვილს და გულში ჩაიკრა.
_ გამარჯობა, ვინაა ეს პატარა უფლისწული?_ პალატაში მზიამ შემოიხედა.
_სალამი ბავშვებო!_ შემოვიდა ისე რომ მიპატიჟებას არც დალოდებია.
_ დაჩი ეს ჩემი მეგობარია მზია ჰქვია, შენ შეგიძლია მზია ბებია დაუძახო_ გააცნო თათულიმ დაჩის მზია.
თავიდან ინტერესით შეათვალიერა ბავშვმა, თავიდან ფეხებამდე ყურადღებით დააკვირდა, მერე ეტყობა რაღაც ბავშვური ინტუიციით მისი ნდობა მოიპოვა და ხელი გაუწოდა.მზიას გაეღიმა, ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის ხომ უცხო არ იყო. ყველა ემოცია ამოიცნო მის სახეზე და მიხვდა, რომ დაჩის გული წამებში მოიგო.
_ გამარჯობა დაჩი, დღეიდან შენი მეგობარი ვიქნები თუ ისურვებ!_ მხიარულად მიესალმა თავიდან.
_ გინდათ ჩემი ნახატები გაჩვენოთ?_ ჰკითხა დაჩიმ.
_რა თქმა უნდა საყვარელო,_ გაუღიმა მზიამ.
_ დასამშვიდობებლად მოვედი თათული, დღეს შვილიშვილები მომაკითხავენ, მაგრამ არ მინდა შენთან კონტაქტის დაკარგვა. მოხუცი კი ვარ, მაგრამ სოციალურ ქსელებს აქტიურად მოვიხმარ_ ეშმაკური სიცილით უთხრა მზიამ._ ამიტომ მოდი მეგობრად დამიმატე, აუცილებლად შევხვდებით კიდევ ერთმანეთს. და არ დაივიწყო ჩვენი წუხანდელი საუბარი. იცოდე თუ ავი ფიქრები შემოგიტევენ მაშინვე მახსენე და შენს გვერდით გავჩნდები.
_ მადლობა მზია ბებია, მართლა მადლობა! _ გადაეხვია თათული მზიას.
ყველაზე მთავარი და რთული დაჩისთვის იმის ახსნა იყო ,რომ დედა გაურკვეველი ვადით მიემგზავრებოდა, რომ ვერ ნახავდა და ამას უნდა შეგუებოდა. არც ის სურდათ ბავშვი ავადმყოფობაზე საუბრით დაესტრესათ. დაისვეს დაჩი და თათული და თევდორე ერთად შეეცადნენ აეხსნათ თუ რა და რატომ ხდებოდა. ბავშვი ყურადღებით უსმენდათ, ბოლოს კი სერიოზულად იკითხა,
_ რატომ მეც არ წამიყვან დედი?რატომ არ შეიძლება მეც წამოვიდე?
თედომ და თათულიმ ერთმანეთს გადახედეს.
_ ჩემო ბიჭო შენ ჩემთან დარჩები, ხომ წარმოგიდგენია როგორ გავერთობით მე და შენ ერთად?_ ბავშვის გულის მოგება სცადა თევდორემ.
_ არ მჭირდება შენთან დარჩენა ! არავინ მჭირდებით! ყველა წადით! მამაც ხომ წავიდა ? ახლა დედაც წავა! იქნებ შენც მოგინდეს სადმე წასვლა?!_ თანდათან ისტერიკაში გადავიდა დაჩის ტირილი. სკამიდან ჩამოხტა და კისრისტეხით გავარდა გარეთ.
_ დაჩი . მოიცა დაჩი!_ სცადა გაჰკიდებოდა თედომ.
_ გაუშვი, გაანებე,_ ცრემლები გადაყლაპა თათულიმ, _ აცადე დამშვიდდეს, აცადე თავისით გაიგოს. დედას საწყალი, ეს რა დღეში გაგდებ შვილო? _ ტირილს ძლივს იკავებდა ქალი ტკივილი ყელში ბურთად ეჩხირებოდა.
_ დამშვიდდი თათი. გაიგებს ხომ იცი. დამშვიდდება._ უფრო თათიას დასამშვიდებლად ამბობდა თევდორე.

დაჩი სწრაფად ჩარბოდა კიბეებზე და ცრემლები მზერას უბინდავდა. მისი გონება ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ დედა ავად იყო, რომ მისი წასვლა აუცილებლობას წარმოადგენდა და თან შვილის წაყვანა არ შეეძლო.
ასეთ ფიქრებში გართულ დაჩის ფეხი გადაუბრუნდა და რომ არა ვიღაცის ხელები შეიძლება ძალიანაც დაშავებულიყო.
_ რა მოხდა პატარავ? სად გარბიხარ? იტკინე რამე? რატომ ტირი?
დაჩი გაოცებული მისჩერებოდა ცეცხლისფერ თმიან გოგონას ,რომელიც კომიქსებიდან გადმოსულ გმირს ჰგავდა.უყურებდა და ჯერ ისევ ცრემლიან თვალებს საყვარლად აფახულებდა .
_ მოდი კიბეზე ჩამოვჯდეთ, წყალი დალიე და სად გარბიხარ მომიყევი._ ისე მშვიდად , ისე მეგობრულად ესაუბრებოდა დაჩიმ უარი ვერ უთხრა, თანაც როდის იყო უფროსები ბავშვებივით პირდაპირ კიბეზე სხდებოდნენ . კარგად იცოდა დაჩიმ რომ უცნობებს არ უნდა დალაპარაკებოდა მაგრამ ეს გოგო სულაც არ გავდა საშიშს. პირიქით ! დაჩი მის გვერდით ჩამოჯდა, გოგონამ წყლის ბოთლა გაუწოდა და დაჩიმაც მორჩილად დალია.
_ მე ალისა მქვია და ცხენები მიყვარს!_ თითქოს სხვათაშორის თქვა გოგონამ.
_ მე დაჩი ვარ._ უპასუხა დაჩიმ და ტირილი შეწყვიტა_ მეც მიყვარს ცხენები! მათ ერთმანეთს შეხედეს , ცოტა ხანს თვალმოჭუტული უყურებდნენ ერთმანეთს აფასებდნენ და უცებ ორივეს მხიარული სიცილი აუტყდა. გულიანად კისკისებდნენ,უმიზეზოდ , მაგრამ გულწრფელი მხიარულებით ისე , როგორ მხოლოდ ბავშვებმა იციან.
როცა სიცილით გული იჯერებს და დამშვიდდნენ დაჩიმ ინტერესით ჰკითხა :
_ ალისა შენ ცხენი გყაავს?
_ არა მაგრამ მალე ისეთ ადგილას მივდივარ, სადაც უამრავი ცხენია._ ღიმილით უპასუხა მან.
_ სადაა ეგ ადგილი? შეიძლება მეც წამოვიდე?_ გულუბრყვილოდ იკითხა დაჩიმ.
_ რატომაც არა, მაგ ადგილს ბახმარო ჰქვია, საოცრებათა მხარეა, ზღაპრული ადგილი._ თვალების ციმციმით საუბრობდა ალისა ბახმაროზე, მთებზე ,ცხენებზე, დოღზე. დაჩი კი ინტერესით უსმენდა. მისი არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. გონებაში იმეორებდა და დამახსოვრებას ცდილობდა.
"ბახმარო, ბახმარო, ბახმარო!"
ცოტახანს კიდევ საუბრობდნენ,შემდეგ კი ალისამ უთხრა.
_ დაჩი ალბათ მშობლები გეძებენ.წამოდი მიგაცილებ._ წამოდგნენ და კიბეებს მაღალა აჰყვნენ.
როცა დაჩიმ თათულის პალატა დაანახა, მაშინღა მიხვდა ალისა თუ რატომ ეცნობოდა ბავშვი ასე ძალიან. "აჰა , ესეიგი მისი შვილია?" და თვალწინ სიმპათიური თაფლისფერთვალება სევდიანი კაცი წარმოუდგა.
_ კარგი დაჩი და ახლა უნდა დაგემშვიდობო. იმედია ისევ შევხვდებით._ გაუღიმა და ლოყაზე მოეფერა.
_ დამპირდი რომ ცხენებს მაჩვენებ!_ პირობა ჩამოართვა დაჩიმ. სჯეროდა, რომ მიცემულ პირობას უფროსები აუცილებლად ასრულებდნენ.
_ გპირდები!_ უპასუხა ალისამ.

ყველა ნაცნობი და ახლობელი ჩართო თევდორემ საქმეში და მალევე მოახერხა გერმანიაში თათულის გამგზავრების ორგანიზება. რაც მალე დაიწყებდნენ მკურნალობას, მით უკეთესი შედეგი უნდა მიეღოთ. ამიტომ ჩქარობდნენ. გადაწყდა, თათულის ნელი გაჰყვებოდა, ხოლო დაჩი და თევდორე ერთად დარჩებოდნენ.
ორი კვირაც არ დასჭირვებია ყველაფრის მოგვარებას. და დადგა ის დღე , როცა ერთმანეთს უნდა დამშვიდობებიდნენ. ამ დღის ეშინოდა თათულის, მაგრამ როგორც არ უნდა ნდომოდა მისი გადავადება , სულ ერთი იყო ადრე თუ გვიან მოუწევდა თვალებში ჩაეხედა შვილისთვის და დამშვიდობებოდა.
_ შენთვის საჩუქარი მაქვს დედიკო!_ უთხრა იმ საღამოს დაჩის და ოთახში შეუძღვა.
მოლბერტზე დადებულ მოზრდილ სურათზე თეთრი ტილო იყო გადაფარებული. თათულიმ დაჩი სურათთან მიიყვანა.
_დაჩი მისმინე დედიკო! გახსოვს მე და შენ პატარა უფლისწულს რომ ვკითხულობდით? _ დაჩიმ თავი დაუქნია და ინტერესით შეხედა მოლბერტს._ხოდა იცოდე ნამდვილ სიყვარულს დრო და მანძილი ვერაფერს დააკლებს. შენ ჩემი პატარა უფლისწული ხარ, მე კი შენი წითელი ვარდი ვიქნები. თუნდაც შორს ვიყო შენგან, არა აქვს აზრი რა მოხდება. ყოველთვის გახსოვდეს მუდამ ვფიქრობ შენზე , _ ეს რომ თქვა სურათს ტილო გადახადა, შვილისთვის პატარა უფლისწული დაეხატა, მელიასთან ერთად იჯდა პატარა პლანეტაზე და შორს სივრცეში სხვა პლანეტაზე თავის მეგობარს წითელ ვარდს გაჰყურებდა.
_ეს კი შენთან ერთად დაიძინებს სანამ მე არ ვიქნები._ თათულიმ დაჩის პატარა წითური კნუტი გაუწოდა.მართლაც მელიას გავდა ფუმფულა და ღუნღულა . წვეტიანი პატარა ცხვირი ჰქონდა.
_ ჩემს ახალ მეგობარს მაგონებს, ხოო სწორედ მას ჰგავს რა ჰქვია ?_სიხარულით აენთო თვალები დაჩის.
_ მელია ჰქვია!_ შვილის სიხარულმა გაახარა თათული.დაჩიმ კნუტი გულში ჩაიხუტა.
_ მაგრამ მე შენთან მინდა, მინდა ერთად ვიცხოვროთ ,ერთად ვაკეთოთ რაღაცეები!_ ისევ აუცრემლიანდა ხმა დაჩის.
_ მოვიფიქრე, რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ. _ გაუღიმა დედამ_ ყოველ ღამე ცას ავხედავ და შენც იგივეს გააკეთებ, ასე მე და შენ გვეცოდინება, რომ ერთი და იგივე მთვარეს დავინახავთ. ხომ კარგი იდეაა?_ ხელები ჩასახუტებლად გაშალა თათულიმ.
_ ხომ დაბრუნდები დედიკო?_ ბოლო ბოლო ამოთქვა დაჩიმ ის კითხვა, რაც ასე სტანჯავდა.
თათული წელში გასწორდა, თმა უკან გადაიყარა და მტკიცე ხმით ,ისე რომ დაჩის ეჭვის ნატამალიც კი არ შეჰპარვია, თქვა
_ აუცილებლად დავბრუნდები!

ფრენა ღამის საათებში იყო. თევდორემ, დაჩიმ, გიორგიმ და ანამ გააცილეს დედა_შვილი, იდგნენ კიბის ძირას და ხელს გამეტებით უქნევდნენ აცრემლებულ თათულის.
როცა თათული თვალს მიეფარა დაჩი ხელს მაინც იქნევდა, ბოლოს გამწარებულმა დაიყვირა დედაო და ექსკალატორზე გაიქცა. თევდორე უკან გამოეკიდა ბავშვს. დაიჭირა, აიყვანა და გულში ჩაიხუტა ატირებული და აკანკალებული.

_ დამშვიდდი ძიას ბიჭო, ნუ ტირი! გპირდები თათული დაბრუნდება! ხომ გჯერა ჩემი? ხომ გჯერა, არა?! _ პირობას კი იძლეოდა თევდორე , მაგრამ ცხოვრებაში პირველად არ იცოდა, შესძლებდა თუ არა მის ასრულებას.

ბროწეული 8.

თევდორე კარს მიღმა იდგა და უყურებდა, როგორ ეთამაშებოდა კნუტს დაჩი. ბოლო ერთი კვირა იყო ,ბავშვი თითქმის აღარ ჭამდა. უხალისო და უენერგიო არაფრის სურვილს არ გამოხტავდა. ფეხბურთზეც უწადინოდ დადიოდა. ერთადერთი რასაც ხალისით აკეთებდა მელიასთან თამაში იყო. ერთი უცნაურობა, რაც დაჩის დასჩემდა, ის იყო, რომ სიტყვაძუნწი გახდა. აქამდე მხიარული და მოუსვენარი ახლა მხოლოდ მელიას თუ ეჩურჩულებოდა . საყვარელ ბიძას თვალებშიც კი აღარ უყურებდა. დედას, რომელიც ვიდეო ზარით რეკავდა, არც კი ელაპარაკებოდა . თევდორეს თავიდან ეგონა გაუვლიდა და მალე მიეჩვეოდა ცხოვრების ახალ წესს, მაგრამ ბოლოს მიხვდა ,თუ რამეს არ მოიმოქმედებდა, შესაძლოა დაჩის სიჩუმე შეუქცევად პრობლემაში გადაზრდილიყო. ურჩიეს გარემო შეეცვალა ბავშვისთვის, რომ დაჩის ცოტა ხანს დაესვენა და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა .
ახლა კი იდგა თევდორე და ძმიშვილის გამხდარ ბეჭბს სევდიანად უყურებდა, უცებ ისეთი რამ გაიგონა, რამაც მისი ინტერესი მიიპყრო.
_ მელაკუდა, იცი როგორ ჰგავხარ ჩემს მეგობარს? ისიც შენსავით ჯადოსნურია, _ ეჩურჩულებოდა დაჩი კნუტს
_ ნეტავ სადაა ის ზღაპრული ადგილი? სადაა ბახმარო? თურმე იქ ბევრი ცხენები ყოფილან. იქ რომ მიგვიყვანა ცხენებსაც გავიცნობდით.
სწორედ ბახმარო! გაუხარდა თედოს, აქამდე რატომ ვერ მოისაზრა ? აი სად უნდა წავიდნენ! სუფთა ჰაერი, მთა , საოცარი გარემო .
მაშინვე ტელეფონი აიღო და გიორგის დაურეკა.
_ გიო ბახმაროში უნდა ავიდე და ვიფიქრე, რომ შენ და ანაც წამოხვიდოდით. საიდან მოიტანა არ ვიცი , მაგრამ თავად ბავშვს სურს იქ წასვლა .
რას ამბობ ოღონდ გაიცინოს და დარდი მოიშოროს, თუ გინდა სულაც იქ გადავსახლდები!
გახარებული და აჟიტირებული იყო თევდორე.
ბარგი სწრაფად ჩაალაგა, ყველაფერი მოაგვარა და ბავშვს დაუძახა.
_ ძიას კაცო, აბა თუ იცი რა სიურპრიზი მაქვს შენთვის?_ გავიდა აივანზე და დაჩის წინ ჩაიმუხლა. ბავშვს თავიც კი არ აუწევია, ოდნავი ინტერესიც კი არ გამოუხატავს მის სიტყვებზე. თევდორემ ჩუმად ამოიოხრა და კვლავ ხალისიანი ხმით გააგრძელა.
_ ერთ ჯადოსნურ ადგილას მივდივართ მე და შენ! სამოგზაუროდ მივდივართ გესმის? როგორც მოგზაურებს შეჰფერით და მკვლევარებს! ბახმაროს მთების გამოსაკვლევად უნდა წავიდეთ!
ცდილობდა ემოციურად გამოეხატა სიხარული, რომ დაჩის ინტერესი გაეღვიძებინა.
მაგრამ მისი მცდელობა არ იყო საჭირო, ბახმაროს ხსენებაზე დაჩი შეკრთა .
სწრაფად ასწია თავი და თვალებში ძველებური ცეცხლი გაუკრთა.
_ საად? მართლა? არ ხუმრობ თედო? _ჰკითხა მოუთმენლად ბიძას.თევდორემ თავი ღიმილით დაუქნია.
_ რა მაგარია ! მელაკუდა გესმის? ბახმარო, ცხენები, ალი... _ უცებ გაჩუმდა დაჩი. პირზემომდგარი სახელის თქმისგან თავი შეიკავა. ალისა ხომ მხოლოდ მისი მეგობარი იყო, მისი საიდუმლო მეგობარი. საიდუმლო კი გულში ჩუმად უნდა შეინახო, რათა უცხოთაგან საიმედოდ დაიფარო.

ორ დღეში ყველაფერი მზად იყო. დილით ანამ და გიორგიმ გამოიარეს, მთაში თევდორეს დიდი ყველგანმავალი ჯიპით აპირებდნენ ასვლას .
ბარგი ჩააბარგეს, მანქანაში ჩასხდნენ და ოცნების მხარეში , ანუ ბახმაროში წავიდნენ.

_ ლაშაა, რაღაც მინდა გითხრა, _ მორიდებით და თან ჭოჭმანით შემოვიდა აივნიდან ალისა.
_გუგა ამოვიდა, და შენი გაცნობა სურს, _ შინაგანად გრძნობდა ძმის ანტიპატიას გუგას მიმართ, ამ ბოლოს თავად შეუჩნდა ეჭვის მახრა, ძმას არც ამტყუნებდა, მაგრამ დინებას მიყოლილი მაინც აგრძელებდა გუგასთან ურთიერთოას. ისე გრძნობდა თავს , როგორც ღობეზე შემომჯდარი მფრთხალი ბეღურა, თან შინაური რომაა და თან გასაფრენად ხელის აქნევას, რომ ელოდება.
_გთხოვ გაიცანი ,იქნებ მოგეწონოს კიდეც, ასე გაუცნობლად რატომ ამოითვალწუნე ვერ გამიგია?
_ კაცმა რომ კაცი გამოიცნოს ამისთვის ერთი შეხედვაც კმარა ალისა! გუგა არაა ის ადამიანი, ვინც ნდობას იმსახურებს. მის მზერაში, მის ქცევაში მხოლოდ სურვილს ვხედავ, მიუწვდომელი ქალისას და არ მოკრძალებას და სიყვარულს . პატარა გოგონა აღარ ხარ ალისა, ვფიქრობ შენც კარგად უნდა გრძნობდე ამას!_ მკაცრი და შეუვალი იყო ლაშა. პირველ შთაბეჭდილებას ასე ადვილად ვერ შეიცვლიდა. თუმცა ეშინოდა მეტისმეტი ზეწოლით უარესი შედეგი არ მიეღო. ამიტომ გადაწყვიტა , დრო მიეცა , მოეთმინა და გუგა აუცილებლად დაუშვებდა იმ შეცდომას , რომელსაც მისი და ალისას დასაშორებლად გამოიყენებდა. ისე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მათი ურთიერთობის დასრულება, ნებისმიერ ფასად რომ არ დაიხევდა უკან.
_ იმდენი სითავხედეც ყოფნის ,რომ აქაც ამოჰყვა!_ ბრაზობდა ოთახიდან გამოსული._ ოხ ეს ჯიუტი ალქაჯი! მაგრამ ვერც გაამტყუნებ , ალისა უბრალოდ საოცარია!_ ფანჯრიდან უყურებდა ბალახზე დამჯდარ პატარა დაიკოს. რომელიც ნიშა წითურ ცხენს ვაშლებს აჭმევდა და ცხენის პირის ხრამუნზე სიცილით კვდებოდა.
ზრდასრული ქალი იყო ალისა და თან ბავშვი, თითქოს ეს ორი არსება ერთად ცხოვრობდა მის მშვენიერ სხეულში.
სამყაროს ფერადი სათვალით უყურებდა, ადამიანების ცუდ მხარეს ვერც ამჩნევდა და ვერც იჯერებდა , რომ ბნელი სურვილებით შეპყრობილი ხალხი რეალურად არსებობდა .მაგრამ სამაგიეროდ ლაშამ იცოდა ძალიან კარგად, თუ რა შეუბრალებელია სამყაროს ბნელი ნახევარი.
სწორედ ამ ნახევარს ეკუთვნოდა გუგა სურვილატანილი და ვნებისწადილით შეპყრობილი კაცი. რომელსიც მიჩვეული იყო მშობლების შექმნილ ოქროს სამყაროს, ისე , რომ თავად თითი თითზე არ ჰქონდა დადებული, არასდროს არაფერი შეექმნა და არც სურვილი ჰქონია ამის.ის მხოლოდ მონადირის ინსტიქტით ცხოვრობდა, თუ რამე მოსწონდა ისაკუთრებდა, ბოლოს კი მობეზრებულს და გამოყენებულს ან სხვას ჩუქნიდა, ანდაც სანაგვეში გადაუძახებდა, ასე უბრალოდ და ყოველგვარი სინანულის გარეშე. სწორედ ეს ბედი ელდა ალისასაც!
ცხელი აგვისტოს მიუხედავად საღამოები ცივი და გრილი იცის ბახმაროში. ხშირად, თუ იწვიმა კიდეც, აქ აღუღუნებული ღუმელიც კი არაა უცხო. შეშა შემოიტანა თევდორემ და თავის გაქნევით თმიდან წვიმის წვეთები ჩამოიბერტყა.
_ ახლა მოუნდა რა წვიმა!_ ჩაილაპარაკა ბრზით.
_ იწვიმოს რას გიშლის?_ გაეპასუხა ანა_ აქ წვიმაც რომ სასწაულია! სარკმლიდან წვიმიან ნაძვნარს გახედა, ნისლები იწვნენ მთებზე.
_ ასე მგონია არააა რეალური აქაურობა! რატომ უფრო ხშირად არ ამოვდივართ ხოლმე, ჰა? _ ქმარს გახედა ანამ.
გიორგი სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა.
ვიღაცას ხატვა ,უყვარს, ვიღაცას ნადირობა, ვიღაცას ქსოვა, აი გიორგის კულინარია იტაცებდა. ბავშვობიდან აოცებდა, თუ რა შედევრების შექმნა შეიძლება უბრალო მარტივი ინგრედიენტებისგან. ახლაც ვაშლის ღვეზელი საოცარი ოსტატობით მორთო და ღუმელში შეაბრძანა.
ანამ გაიღიმა. თავიდან ცოტა ეხამუშებოდა ქმარი რომ სჯობდა სამზარეულოში და გამეტებით ცდილობდა მის გამოძევებას, მაგრამ დამარცხება მალევე აღიარა და სამზარეულო მთლიანად ქმარს გადაულოცა. ახლა კი სხვანაირი ქმარი ვერც წარმოედგინა. სამსახურში მუდამ მკაცრი და წარბშეკრული გიორგი, ვისი შიში და რიდიც ასე ჰქონდათ ოფისში ,სულ სხვაგვარი იყო სახლში. ალბათ ახლა რომ დაენახათ ოფისის გოგოებს საკუთარ თვალებსაც კი არ დაუჯერებდნენ.
_ ხვალ ხომ დოღია არა?_ იკითხა მოულოდნელად გიორგიმ
_ დოღი რა არის გიორგი ძია?_ სიტყვამ დააინტერესე დაჩი, მელაკუდა ძირს დასვა და გიორგის წინ სკამზე აცოცდა .
_ დოღი ცხენების რბოლაა, მხედრები ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებიან!_ აუხსნა გიორგიმ ბავშვს
_ და ვისაც ცხენები უყვარს დოღზე აუცილებლად მოვა არა?_ უფრო დაეტყო დაინტერესება დაჩის
_ კიი აუცილებლად ყველა მოვა!
_ და თუ საიდუმლო არაა შენ ვის ელოდები ძიას კაცო?_ საუბარში ჩაერთო გიორგი.
_ მეე ? ისაა, არავის.არავის არ ველოდები!_ ეშმაკური ღიმილით გაიქნია თავი დაჩიმ. სკამიდან. ჩამოძვრა ღუმელთან მძინარ მელაკუდას მიუცუცქდა და საიდუმლო ჩურჩული გაუბა.
_ აშკარად რაღაცას მიმალავს!_ თვალმოჭუტული უყურებდა თევდორე დაჩის .
_ მაგრამ მთავარია, რომ რაღაცით დაინტერესდა! მთავარია, რომ ისევ ალაპარაკდა!

ცხრამეტი აგვისტოა , დღეს დოღია, უამრავი ხალხია ბახმაროში, ზუზუნი გაუდის იქაურობას. დოღის მონაწილეები ერთ მწკრივად დგებიან, გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული მაყურებლები წამით ჩუმდებიან, ისმის ნიშანი და ადგილს წყდებიან ცხენები, მიაქროლებენ მხედრებს.
ნელ_ ნელა წინაურდება ნიშა წითური ცხენი. ძლიერი მკერდით, ველურად გაშლილი ფაფრით.
პატარა ტანის მხედარი უზანგებზე ოდნავ წამოწეულა, ცხენს შეძახილით ამხნევებს და ისარივით მიჰქრის. უცებ თავიდან ქუდი სძვრება და ცეცხლისფერი ოკეანესავით ეღვრება მხრებზე წითური თმები.
ფრიალებენ თმის ალისფერი
ხვეულები, და ხალხს აღტაცების ოხვრა უვლის.
_ ქალია,ქალი!_ ყვირის ხალხი.
მათ აღტაცებას მხედრის სიყოჩაღე ცეცხლს უკიდებს. მოზრდილი მანძილით უსწრებს სხვა მხედრებს ნიშა და პატრონივით წითური ცხენი .
თითქოს ერთ არსებად ქცეულა ცხენი და ქალი.
ფინიშის ხაზს კვეთავენ. ბოლოში ყალყზე დგება ქურანი. თითქოს სურს ყველას დაანახოს თავისი მშვენიერი მხედარი. მზის სხივებში იხლართება გოგონას ცეცხლისფერი თმები.
რეალური კი არა თითქოს ზღაპრის გმირია.

_ თევდორე, მგონი ვიპოვეთ , ისაა ხომ? ბროწეულის გოგონა?_ ეკითხება თვალგაშტერებულ მეგობარს გიორგი.
თევდორე თვალმოუშორებლად უდასტურებს თავის დაქნევით.
და ხელს გულზე იდებს.
_ეს ქალი გადამიყოლებს ნამდვილად ვიცი!_ და იღიმის თითქოს თანახმაა მის გამო ნებისმიერ განსაცდელს შეეჭიდოს.
_ მაინც გიპოვნე ბროწეულო, მაინც გიპოვნე!_ მიმართავს ჯერ ისევ ცხენზე ამხედრებულ გოგონას ჩურჩულით, რომელსაც გამარჯვების თასი მაღლა აღმართავს და ყელმოღერებული სიხარულს არ მალავს.
ის ისაა მისკენ ნაბიჯის გადადგმას აპირებს, რომ
უცებ ღიმილი პირზე აშრება თევდორეს. ცხენს სიმპათიური შავგვრემანი კაცი უახლოვდება. გოგონას წვრილ წელზე ხელს ხვევს, ცხენიდან ჩამოჰყავს და პირდაპირ გულში იხუტებს.გოგო ოქროს თასიან ხელს კისერზე ხვევს და ტუჩებში კოცნის.
_ რა ჯანდაბაა? ეს ვინაა?_ თევდორეს თვალებში ნაპერწკლები უქრება.
თუმცა თავს ერევა და თვალმოჭუტული ბრაზით ამბობს,
_ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს ხომ დასასრული არაა არა!
ბროწეული 14

ბიჭების წასვლის შემდეგ ლამის ერთი საათი გავიდა. ალისა კი ისევ ისე დაბნეული იჯდა ღუმელთან.შემდეგ ადგა და მოჩვენებასავით უხმოდ შევიდა ოთახში .მზიამ ინტერესით გააყოლა თავი და გულში გაიფიქრა.
"თავს დავდებ ,თუ ეს ქალბატონი არ იყოს ამ ამბავში გარეულიო!" თუმცა თქმით ალისასთვის არაფერი უთქვამს .
_ ხვალე იტყვის ხვალისას,ცოტაც მოვიცადოთ!_ უფრო საკუთარ თავს გაებაასა მოხუცი .

აღმოჩნდა ,რომ თევდორეს ფეხი ნაღრძობი ჰქონდა , ამიტომ ფეხი დაუფიქსირეს და სიარული აუკრძალეს. იჯდა აივანზე მოღუშული და გულში ფიქრობდა :" ახლა ამის დრო იყოო?!" თვალებს დახუჭავდა, კოცნას იხსენებდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი ეფინებოდა.
_ თედოო! თედოო! _ ჩაესმა ფიქრებში წასულს , დაჩი ეძახდა.
_ხოო დაჩი!_ გააგონა ბავშვს და ხმის მიმართულებით გაიხედა.
დაჩის მელაკუდა ჩანთაში ჩესვა. ზურგზე მოეკიდა და სამოგზაუროდ მიმავალი კაცივით გამოწყობილი იდგა .

_ რაო მოდიხარ სადმე?_ დაინტერესდა მისი აღკაზმულობის დანახვისას თევდორე
_ ძიაა, _ დატკბა მოულოდნელად დაჩი_ ალისასთან ერთად წავალ რაა ფროდოსთან. რამდენიმე დღეა არ მინახია. ალისა წამიყვანს , უკვე დავურეკე!
_ მართლაა? გამხიარულდა უცებ თევდორე.

თავად ალისა ენატრებოდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. კოცნის მიუხედავად მათ შორის საუბარი ვერ შედგა. თუმცა გრძნობდა, არც ალისა უნდა ყოფილიყო გულგრილი. თუმცა ხან და ხან გუგა ახსენდებოდა და ნერვები ეშლებოდა. რადგან არ იყო ალისას გრძნობებში გარკვეული და დარწმუნებული.
ოც წუთში ალისაც მოვიდა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა,რადგან წინა საღამოს ნაწვიმი იყო და მიწაც გვარიანად ატალახებული. ტალახის მიუხედავად არ დაზარებია დაჩის სასეირნოდ წაყვანა.

_ დილამშვიდობისა!_ მორიდებულად მიესალმა გოგონა თევდორეს. აივანზე ამოვიდა, ფეხის ფიქსატორს დააკვირდა, შემდეგ თვალი აარიდა და მოაჯირს დაეყრდნო.
_ ბოდიში ასე რომ გამოვიდა._ მოუბოდიშა ხმადაბლა.
_ რატომ არ მოხვედი აქამდე?ავადმყოფი არ უნდა გენახა?_ წარბებშეკრულმა ჰკითხა თევდორემ.
_ არ ვიცი, ვფიქრობ..._ ალისა დაფიქრდა,როგორ ეთქვა სათქმელი.
_ ვიფიქრე უხერხული იქნებოდა. _ და უნებურად თითი ტუჩებზე მიიდო,თუმცა მალევე მიხვდა ,რომ საკუთარი თავი გასცა და ჩამოსწია.
_ ანუ სპეციალურად მარიდებ თავს?_ ხმა გაებზარა თევდორეს. ამ სიტყვებს არ ელოდა. წამოდგა და ალისას კოჭლობით მიუახლოვდა.
_ რას აკეთებ! შენთვის სიარული ხომ არ შეიძლება?_ გაოცდა ალისა.
_ არც გულის ტკენა შეიძლება ჩემთვის!_ მიუახლოვდა აივნის მოაჯირზე მიყუდებულ გოგონას ხელები მისი წვრილი წელის გვერდით მოაჯირს მოჰკიდა. მეტისმეტად ახლოს იყო იმასთან , ვინც ასე ძალიან იზიდავდა, ახსოვდა მისი კოცნის სიტკბო და სურდა ამ შეგრძნების გამეორება.
_ ალისა, მე შენ მომწონხარ! იმ წამიდან ,როცა დაგინახე! შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ! _ ლამის ჩურჩულით უთხრა აწურულ ალისას.
_ მითხარი, სულ არ მოგწონვარ?_ ხელით თავისუფლად გაშლილი ცეცხლისფერი თმა ყურსუკან გადაუწია. მოხრილი თითები ლოყაზე ჩამოუსვა, შემდეგ ყელზე, მერე თითები კისერზე მოხვია და მისი სახისკენ დაიხარა.
ალისა მის თვალებში ჩაიძირა, თითქოს დაავიწყდა სად იყო, თვალები დახუჭა და თავი მისი ხელისკენ გადახარა, თითქოს ლოყით მოეფერა ხელისგულზე.
თევდორეს გაეღიმა ალისას რეაქცია თანხმობაზე მეტი იყო.
_ თედო, რას აკეთებთ?_ მოესმათ უცებ ბავშვის გაოცებული ხმა.
მოულოდნელობისგან შემცბარმა ალისამ დაუფიქრებლად ჰკრა ხელი მკერდში თევდორეს, მან კი თავი ვერ შეიმაგრა მტკივან ფეხზე და აივანზე წაიქცა.
_ ვაიმე!_ დაიყვირა ალისამ, _ ისევ რაღაც გატკინე!

სიმწრით ტუჩი მოიკვნიტა თედომ, ძლივს შეიკავა
თავი რომ ტკივილისგან არ ეყვირა. ამის ნაცვლად , ცოტა ტკივილმა რომ გაუარა, თავი უკან გადასწია და ხმამაღალი სიცილი დაიწყო. ხმაურზე გიორგი და ანა გამოცვივდნენ აივანზე,
_ რა მოხდა,რა ამბავია?_ გაოცდა ნანახი სცენით ანა.
_ მოდი, მოდი მომეხმარე_ სთხოვა სიცილით თედომ გიორგის.
ცოტა ხანს დაბღვერილი უყურებდა დაჩი ბიძას, თვალმოჭუტული რაღაცას ფიქრობდა. შემდეგ ხელი მოჰკიდა ალისას და დემონსტრაციულად დასტოვა აივანი. ალისამ მხრები აიჩეჩა.
_ ბოდიშიო_ ისევ მხოლოდ თევდორეს გასაგონად დაიჩურჩულა და დაჩის მორჩილად გაჰყვა.
გიორგიმ თვალი გააყოლა მიმავლებს , მის დაკვირვებულ თვალს არ გამოპარვია დაჩის გაბრაზება.
_ რა მოხდა? დაჩის რა დაემართა?_ ჰკითხა ჯერ ისევ მომღიმარ თევდორეს.
_ ან შენ რა გეტაკა?
_ უკვე დარწმუნებული ვარ, ეს გოგო ჯადოქარია და ჩემთვის წესის აგება აქვს გადაწყვეტილი!_ უპასუხა გიორგის_ ისე ხომ გავს ჯადოქარს, ჰა?_ ახლა ანას გახედა სიცილით თევდორემ .
_ ახლა რაღა მოხდა? სულ შარში როგორ ხართ? _ ანამ თავი გააქნია _ და ჩემი აზრით ეს მხოლოდ დასაწყისია! დაჩი რაღას იბღვირება?
_ ააა თქვენთვის არ მომიყოლია არა? დაჩიმ ალისას ცოლად მოყვანა გადაწყვიტა! _ უკვე ხარხარებდა თევდორე_ ძმიშვილის ეჭვიანობის ობიექტი გავხდი! ის იდიოტი გუგა არ მყოფნიდა, ახლა ეს მაიმუნი დემატა. არა როგორ მიყურებდა შეამჩნიეთ?
_ ხელი როგორ დაავლო და წაიყვანა?!_ გიორგი ახლა მიხვდა ყველაფერს_ აი ძმაო კაცი! ეს ეხლა რაა და რო გაიზრდება , რა იქნება!

ასე რომ ხუმრობდნენ , უცებ ნელიმ ვიდეო ზარით დარეკა.
_ გამარჯობა ბავშვებო!_ მოიკითხა სამივე.
_ გამარჯობა ნელი დეიდა!_ მიესალმა თევდორე.
_ რას გვეტყვი ,ხომ მშვიდობაა?_ ჰკითხა მოუთმენლად.
_ არ ვიცი შვილო, ამას თუ მშვიდობა ჰქვია. თათული ძალიან ცუდადაა, ემოციურად გატყდა. სულ დაჩის ახსენებს. _ ცრემლმორეული ყვებოდა ნელი თათულის ამბებს.
_ თევდორე შვილო, ცოტა ხნით იქნებ ჩამოსულიყავით? _ თხოვნით დაასრულა ამბის მოყოლა ნელიმ.
_ დარწმუნებული ვარ, ბავშვის ნახვის შემდეგ ,ისევ მოიკრებს ძალებს თათული. ამის მჯერა.
_ დამშვიდდი ნელი დეიდა, ერთ კვირაში მანდ ვიქნებით. არ ინერვიულოთ _ თევდორე თავადაც ხვდებოდა ,თუ რა მნიშვნელოვანი იყო დაჩის თათულისთან ჩაყვანა .
როცა საუბარი დაასრულეს, გიორგიმ ვეღარ მოითმინა.
_ კი მაგრამ მაგ ფეხით როგორ უნდა წახვიდე? რას აპირებ?
_ არ ვიცი ძმაო, გეფიცები არ ვიცი. მაგრამ ის კი ვიცი რომ თათულის ვჭირდებით!

დიდხანს სეირნობდნენ ცხენებით ალისა და დაჩი.
ათას რამეზე ისაუბრეს, ზღაპრებზე, ადამიან ობობაზე, მთებზე, უამრავ რამეს უყვებოდა ალისა, ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი.სწორედ ისე როგორც დედას. რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად,მით უფრო ეჯაჭვებოდა დაჩი გოგონას.
_ ალისა იცი როგორ მინდა დედაც აქ იყოს?_ ჰკითხა მოულოდნელად დაჩიმ.
_ ვიცი მეგობარო, მეც მინდა! იცი რამდენი ხანია ჩემი დედიკო არ მინახავს?_ დაჩის დარდის მიზეზს მშვენივრად ხვდებოდა ალისა.
_ შენი დედაც წასულია გერმანიაში?_ გულუბრყვილოდ იკითხა დაჩიმ.
_ კიი სწორედ გერმანიაში!_ უპასუხა ალისამ.
_ ძალიან გენატრება არა?_ დაფიქრდა დაჩი. _ ერთი რამე მოვიფიქრე! მე შენ წაგიყვან გერმანიაში შენ დედიკოსთან!_ მტკიცე ხმით თქვა პატარა ბიჭუნამ.
ალისას მხოლიდ გაეცინა, მისი სიტყვები რა თქმა უნდა სერიოზულად არ მიუღია.

როდესაც ცხენები დააბრუნეს სადგომში, გზას სახლისკენ სეირნობით გაუყვნენ.
_ მოდი მზია ბებო ვინახულოთ!_ დაჩის აშკარად არ სურდა სახლში დაბრუნება.
_ ძალიან გაუხარდება!_ თავი დაუქნია ალისამ._ თან, რომ მოვდიოდი, გემრიელ ღვეზელს აცხობდა.
_ გემრიელ ღვეზელს გიორგიც კი აცხობს! იცი რა მაგარ ბლინებს აკეთებს ხოლმე? ჭამით ვერ გაძღები! _ გემრიელობების გახსენებაზე ტუჩები მოილოკა დაჩიმ.
_ ჩემი დედიკოც გემრიელ ნამცხვრებს მიცხობდა!_ სევდიანად თქვა ბიჭუნამ და ლოყებზე მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდა.
_ მომისმინე დაჩი!_ ალისამ ბავშვის წინ დაიმუხლა._ შენი დედიკო ისევ გამოგიცხობს გემრიელ ნამცხვრებს! აი ნახავ მალე დაგიბრუნდება! შენ არ უნდა იტირო! შენ ხომ გჯერა ამის? ხოდა არ იტირო! მალე ისევ ერთად იქნებით.
გოგონამ ცხვირსახოცით მოსწმინდა ბიჭუნას ცრემლები და ხელით შუბლზე ჩამოყრილი ხუჭუჭა თმები აუჩეჩა.
დაჩიმ პატარა გამხდარი ხელები კისერზე მოხვია ალისას და ჩაეხუტა .
ალისა დედას აგონებდა,თუმცა თავად ვერ ხვდებიდა ამას. თათულისავით ალისაც უცნაურ სითბოს ასხივებდა და სწორედ ეს სითბო იზიდავდა დაჩის მისკენ. ბავშვები ხომ უფროსებზე კარგად ცნობენ გულწრფელ, კეთილ და სანდო ადამიანებს.

_ ოჰოო, თქვენ აღარ ხუმრობთ ხომ იცი!_ ნაცნობი დამცინავი ხმის გაგონებაზე ალისას უსიამოდ გააჟრჟოლა.
_ რა გინდა გუგა?_ ფეხზე წამოდგა და დაჩის ხელი ჩაჰკიდა. უცნაურ საფრთხეს გრძნობდა მისი ირონიული თვალების შემყურე.
_ ვეღარ გამიგია რომელი ერთზე ვიეჭვიანო?_ გუგა დამცინავად დასცქეროდა ზემოდან დაჩის.
_ გუგა რა უაზრობას ლაპარაკობ? ბავშვის მაინც მოგერიდოს!_ ალისამ სცადა გვერდი აევლო მისთვის.გუგა ისევ წინ გადაუდგა.
_ მისმინე პატარა, არ მინდა ვიჩხუბოთ. მოდი ამ საღამოს შევხვდეთ და ვილაპარაკოთ. რას იტყვი?_ ჰკითხა გუგამ და პასუხის მოლოდინში ხელი მაჯაში წაავლო ალისას.
_ კარგი, საღამოს გნახავ აქ, _ სწრაფად დასთანხმდა ალისა ,რათა თავიდან მალე მოეშორებინა. ხელი გააშვებინა და სახლისკენ უკან მოუხედავად წავიდა, თან დაჩიც გაიყოლა . დაჩიმ უკან მოხედა გუგას და მის სახეზე დანახულმა ბოროტმა ღიმილმა შეაშინა.
_ ალისა ეს ცუდი კაცია! არ შეხვდე ამ კაცს! _ გაოცებულმა ალისამ დაჩის შეხედა და მისმა შიშისგან გაფართოებულმა თვალებმა შეაკრთო.
თუმცა გუგას ნახვა გადაწყვეტილი ჰქონდა, სურდა ეთქვა, რომ მასთან ყოველგვარ ურთიერთობას ასრულებდა. და ამ საღამოდან აღარაფერი ექნებოდათ საერთო.

საღამოს ,როცა გემრიელად ივახშმეს და დესერტად მზიას გაკეთებული ღვეზელიც დააყოლეს, ალისამ ლაშას სთხოვა დაჩი ბიძამისთან წაეყვანა.
თავად სურდა, სანამ ძმა დაბრუნდებოდა, გუგას ნახვა მოესწრო. სულ ათი_ თხუთმეტი წუთიც ეყოფოდა იმის სათქმელად , რაც სურდა და იმედოვნებდა ლაშას მოსვლამდე შინ დაბრუნდებოდა.

_ აბა როგორი დრო ატარეთ ერთად?_ ჰკითხა დაჩის თევდორემ.
_ კარგი, ალისა კეთილია,_ დაჩი უცნაურად იყო ჩაფიქრებული .თავისი წითური მელაკუდა ჩანთიდან ამოსვა გულში ჩაიხუტა და ხმადაბლა უთხრა.
_ მელია არც შენ მოგეწონა არა ის კაცი? როგორი ბოროტი თვალები ჰქონდა, რომ გავიზრდებით ალისას ჩვენ დავიცავთ მისგან.
დაჩის ჩურჩულს თევდორემ მოჰკრა ყური და დაიძაბა.
_ ვინ ბოროტი კაცი დაჩი? რას ლაპარაკობ?_ ჰკითხა და მოდიო ხელი დაუქნია.
_ მოდი მომიყევი რა მოხდა!_ დაჩი ბიძას მიუახლოვდა. ცოტა ხანს ყოყმანობდა.
მერე უცებ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
_ რაოო? _ გუგას ხსენებაზე გაცოფდა ლაშა_გუგა მოეთრა ისევ? და იმან არაფერი მითხრა?
_ მოიცა ლაშა,_ გააწყვეტინა თევდორემ, როცა შეამჩნია, როგორ მოიბუზა დაჩი.
_ დაჩი , ძიას ლომო, მისმინე. ის კაცი მართლა ცუდი კაცია. მიდი, მომიყევი რა უთხრა ალისას!_ სთხოვა მოთმინებით ბიჭუნას.
ამასობაში ლაშა გამწარებული ურეკავდა დას .
თუმცა ის ტელეფონს არ პასუხობდა.
_ უთხრა აქ სახლთან შემხვდიო საღამოსო, ალისას შეეშინდა და კარგიო უთხრა. მერე სახლში წამოვედით._ დაჩიმ ყველაფერი მოყვა, რაც ნახა.
_ შეეშინდაო?_ სულ გამოვიდა წყობიდან ლაშა, გიჟივით გამოვარდა გარეთ და მანქანისკენ გაიქცა.
_შენ ვერ წამოხვალ , მაგრამ არ ინერვიულო!_ მიაძახა ანერვიულებულ თევდორეს გიორგიმ და ისიც ლაშას გამოუდგა უკან. წამის შემდეგ მანქანა ბღუილით მოსწყდა მათ ეზოს.


_ გუგა, რაღაც მინდა გითხრა და მგონია ,რომ სწორედ გამიგებ! _ ალისა ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა,მაგრამ აკანკალებულ ხმას ძლივს იმორჩილებდა.
_ ჩვენ შორის, თუ რამე იყო, მინდა, რომ ყველაფერი დავამთავროთ. მაპატიე მაგრამ ერთად ვეღარ ვიქნებით._ როგორც იყო გაბედა თქმა ალისამ ,თან გუგას მშვიდი და დამცინავი სახის შემხედვარემ უკან დაიხია. მისი სიმშვიდის უფრო შეეშინდა .
_შენ წარმოიდგინე ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი! _ ავად ჩაიცინა გუგამ._ მოვემზადე კიდეც ამისთვის!
ალისას ხელი უხეშად ჩაავლო და მანქანისკენ წაათრია.
_ ნუ გეშინია ცოლად არ მომყავხარ!_ გადაიხარხარა შეშინებული გოგონას დანახვისას. _ მხოლოდ დაკარგულ დროს ამინაზღაურებ და ეგაა!

სწორედ ამ დროს ძალით რომ სვავდა შეშინებილ ალისას გუგა მანქანაში. მოვარდა ლაშა, ნახევრად გაჩერებული მაქანიდან გიჟივით გადმოხტა. გულისპირში ჩაავლო ხელი გუგას და მანქანას შემოახეთქა.
_ რა გინდა ბიჭო შენ? მოგკლა გინდა? _ გაცოფებული ღრიალებდა ლაშა და თან ამეტებით ურტყავდა გუგას.
გიორგიმ ძლივს გააგდებინა ხელიდან თავ_პირ დალურჯებული.
_ ჩემ დას არ მიუახლოვდე გესმის? მის ახლოს თვალი არ მოგკრა , თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! _ ვერ მშვიდდებოდა ლაშა.
_ ალისა დაჯექი მანქანაში!_ უთხრა გიორგიმ ალისას, როგორღაც ლაშაც დაამშვიდა. გუგას ცალი ხელი მტკივან ფერდზე მიეჭირა და მანქანას ეყრდნობოდა. თუმცა სახეზე მაინც ის დამცინავი გამომეტყველება ჰქონდა.
გიორგიმ ლაშაც მანქანაში ჩასვა ,საჭეს თავად მიუჯდა და მანქანა დაქოქა.
_ გგონიათ ასე დავივიწყებ ამ ამბავს?_ ჩაილაპარაკა გუგამ ბრაზით._ მოიცა კიდევ გამიხსენებთ! _ დაემუქრა ბიჭებს და თავადაც მანქანაში ჩაჯდა.

_ ხვალ სახლში ვბრუნდებით! _ განაჩენივით გამოაცხადა ლაშამ.
_ რა გინდოდა? რატომ გახვედი მასთან?_ მიუბრუნდა ჯერ ისევ გაბრაზებული ალისას.
_ მინდოდა მეთქვა,რომ მასთან ურთიერთობა დავასრულე._ ჩაილაპარაკა ცრემლიანმა გოგონამ.
_ დაჩი რომ არა ,კაცმა არ იცის რა მოხდებოდა! ვცოფდები, რომ ვფიქრობ ამაზე!_ ბრაზობდა ლაშა.
_ კარგით ბავშვებო. _ მზიამ დაამშვიდა აღელვებული შვილიშვილი._ ხვალ თბილისში ვბრუნდებით. ნუ ვიზავთ ისე , რომ აქიდან ცუდი მოგონებები წაგვყვეს!
ბროწეული 10

ალისა ისე იყო გამარჯვებისგან აჟიტირებული,რომ საკუთარი თამამი საქციელი ვერც კი გაიაზრა. თუმცა როგორც კი ლაშას თვალებს გადააწყდა, მაშინვე მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა ემოციების გამოხატვისას.
ლაშა წარბშეკრული მიუახლოვდა.
_ გილოცავ ალისა გამარჯვებას._უთხრა დას, თუმცა ამის თქმისას ალისას ნაცვლად გუგას უყურებდა დაჟინებით.
_ გამარჯობა !_ ჩვეული თავხედობით მიესალმა გუგა და ხელი გაუწოდა, თან ისე რომ მეორე ხელი ალისასთვის არც გაუშვია. ალისამ მაშინვე იგრძნო როგორ დაიძაბა ლაშა და გუგასკენ გადადგა ნაბიჯი. ლაშას ასე გამოწვევას კარგი შედეგი არ მოყვებოდა ეს კარგად იცოდა. ამიტომ სწრაფად მოიშორა გუგას ხელი და ძმას გამოსდო ხელკავი.
_ წამოდი მზია ვნახოთ._ სცადა ოდნავ მაინც განემუხტა კაცებს შორის გაჩენილი დაძაბულობა.

_ თედო რა დამთხვევაა, უცნაურია პირდაპირ! ნახე ეს კაცი ალისას გვერდით, ლაშა ჩადუნელია._ გიორგი და თევცორე ამ სცენას შორიდან აკვირდებოდნენ.
_ ჩადუნელი? _გაუკვირდა თევდორეს._ საიდან უნდა იცნობდეს ალისა ჩადუნელს?
_ ან აქ რას აკეთებენ ერთად?
კითხვები უფრო და უფრო ემატებოდა თედოს და ინტერესიც უფრო ეზრდებოდა.
_ მოდი მივიდეთ და ვახშამზე დავპატიჟოთ ჩვენთან? რას იტყვი?
ეშმაკური ღიმილით შესთავაზა გიორგიმ.
_ არ ვიცი, რა გამოვა,_ ეჭვით ჩაილაპარაკა თევდორემ და წარბშეკრულმა გახედა მოშორებით მდგარ გუგას
_ იცი ? მეეჭვება, რომ ეს ტიპიც მოვიდეს.შევამჩნიე, როგორ უყურებდა ლაშა. აშკარად ვერ იტანს._ გიორგი უფრო დაკვირვებული აღმოჩნდა, ვიდრე თევდორე.
პასუხს არც დალოდებია,ისე გაემართა ლაშასკენ.
_ლაშა გამარჯობა! რა სასიამოვნო სიურპრიზია?_ მიესალმა გულითადად.
_ ვაა გიორგი? გაგიმარჯოს. ნამდვილად სასიამოვნოა.
ლაშაც გრძნობდა გიორგის მიმართ სიმპათიას. ასეთი ხასიათი ჰქონდა ,პირველად შთაბეჭდილებას იშვიათად იცვლიდა. გიორგი კი გაცნობისთანავე მოეწონა.
_ გაიცანი ეს ალისაა,ჩემი პატარა დაიკო!_ უცნაური ღიმილით წარუდგინა საკუთარი და.
ახლაღა გაახსენდა გიორგის ,თუ რა უცნაური ინტერესით ათვალიერებდა ბროწეულის გოგონას სურათს გიორგი, მათი პირველი შეხვედრისას, ოფისში.ახლა კი მიხვდა რატომაც და მასაც გაეცინა. აბა როგორი ემოცია უნდა ჰქონოდა ლაშას, პირველად ოფისში მისულს კედელზე საკუთარი დის უზრმაზარი პოსტერი რომ დახვდებოდა გამოშიმული,, თანაც უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გადაღებული
_ სასიამოვნოა!_ სიცილით მიმართა ალისას გიორგიმ.
და მხიარულად გახედა ლაშას.
_ რა პატარაა სამყარო ,ვინ იფიქრებდა?_ გიორგიმ თვალი ჩაუკრა და ანიშნა ალისასთვის არაფერი ეთქვა.
_ დღეს საღამოს თუ არაფერი გაქვთ გეგმაში, ჩვენთან გეპატიჟებით, პატარა ოჯახურ წვეულებაზე. თევდორეც აქაა და სიამოვნებით გაგაცნობ, სამწუხაროა, რომ ეს აქამდე ვერ მოვახერხეთ. იმდენი პრობლემა დაატყდა თავს , სამუშაოსთვის ვეღარც იცლიდა.
ცოტა რამ გიორგოსგან იცოდა ლაშამ, წარმოდგენა ჰქონდა, თუ რატომ ვერ მოდიოდა თედო სამსახურში.
_ სიამოვნებით, რა თქმა უნდა მოვალთ _ მოპატიჟებას დასთანხმა ლაშა .

_ ბებო, საღამოს მეგობრები გვეპატიჟებიან. გაგვიხარდება თუ შენც წამოხვალ. _ ალისა თან იცმევდა, თან მზიას ესაუბრებოდა.
_ არა ბებო, მირჩევნია დავისვენო, აივანზე ვიჯდები სარწეველაში და პიტნის ჩაი დავლევ. სიმშვიდე ახლა ჩემი წამალია. თქვენ წადით ბები, გაერთეთ .რა ხანია ერთად არსად წასულხართ._ მზიამ ცოტა ხანს იფიქრა, უცებ რაღაც აზრი მოუვიდა და ამრეზით იკითხა.
_ ის ვაჟბატონიც მობრძანდება?
_ რას ამბობ, ლაშასთან ერთად? _ მათ ერთად წარმოდგენაზეც კი გაეცინა ალისას.
_ ვერც ერთი ვერ იტანთ საწყალს?_ შეაცოდა ბებიას.
_ ხოდა დაფიქრდი ,რატომ? და იქნებ მიზეზიც იპოვნო!_ როგორც ბებიებს სჩვებიათ ისე დაარიგა მზიამ შვილიშვილი.

როდესაც სახლთან მივიდნენ მაშინვე შეამჩნიეს ,რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.
_გიორგი მშვიდობაა ?_ მოუთმენლად იკითხა ლაშამ.
_ ბავშვს ვეძებთ, დაჩის, რამდენიმე საათია არ სჩანს._ აუხსნა გიორგიმ სტუმრებს სიტუაციაა.
_ რა მოხდა? ოდნავ მაინც არ ეჭვობთ სად შეიძლება იყოს?
_ კნუტი ჰყავს დაჩის, მას კითხულობდა ბოლოს, ეტყობა სადმე შეძვრა ,დაიმალა და ბავშვიც მის საძებნელად წავიდა,_ საკუთარი აზრი გამოთქვა გიორგიმ.
_ მოდი გავიშალოთ , ჩვენც დაგეხმარებით._ შესთავაზა გიორგიმ.
ამასობაში სახლს ანა მოუახლოვდა, მოვიდა სტუმრებს მიესალმა და თქვა.
_ახლომახლო რამდენიმე სახლი მოვიარე, ყველას ვკითხე ,არავის დაუნახავს.
წარმომიდგენია თევდორე რა დღეშია. ტყისკენ წავიდა , გიო შენც იქით წადი.ჭკუაზე აღარაა მგონი.
გიორგიმ ბოდიში მოიხადა ,ანას დაუბარა
_ შენ სახლში დარჩი, ეგება დაბრუნდეს!_და ტყისკენ წავიდა, ლაშაც მას გაჰყვა.
_ მოდი მეც შემოვივლი აქაურობას, იქნება სადმე ვიპოვნო. ადრეც ხომ არ გაპარულა?_ ჰკითხა ანას ალისამ.
_ იცი რაშია საქმე?დაჩის დედა სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა,რამაც მასზე ძალიან იმოქმედა.ცოტა საკუთარ თავში ჩაიკეტა და გულჩათხრობილი გახდა. არც კი ვიცი რას ფიქრობს. თითქმის აღარავის არ ეკონტაქტება. აქაც მის გამო ამოვედით. იქნებ დარდმა გაუაროს._ აუხსნა ანამ გოგონას.
_ როგორი ბიჭია?_ ჰკითხა ალისამ კვლავ.
_ პატარა გამხდარი ექვსი წლის ბიჭუნაა, ხუჭუჭა თმით და მრგვალი შავი თვალებით, კნუტი კი წითურია. დედამ აჩუქა წასვლის წინ ამიტომ ეძვირფასება ასე.
_ კარგი წავალ , დროს აღარ დავკარგავ. ცდა ბედის მონახევრეა. შენ კი მართლაც სახლში დაელოდე ,იქნება თავად დაბრუნდეს.
ალისა სწრაფად გაუყვა ბილიკს მეზობელი სახლებისჯენ. თან ხმამაღლა ეძახდა. უკვე ბინდდებოდა ,როცა ასე სიარულ_სიარულით იმ სახლს მიუახლოვდა, სადაც თავად იყვნენ დაბინავებულები . ინსტიქტურად აივანს გახედა და ადგილზე შედგა.
მზია სარწეველა სკამში იჯდა და მის წინ ჩამომჯდარ თმახუჭუჭა ბიჭუნას რაღაცას მთელი ემოციით უყვებოდა.
გულმა უგრძნო სწორედ მას ეძებდა, შორიდანვე თითქოს ეცნო. სწრაფად მიუახლოვდა სახლს. საუბარში გართულებს მისი მისვლა არც კი გაუგიათ.
_ მზია ბებია, საიდან იცი ამდენი რამ ცხენებზე?_ ინტერესით ეკითხებოდა ბავშვი.
_ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, რაც თავი მახსოვს სულ გვყავდა ცხენები. სწორედ ამიტომ ვიცნობ მათ კარგად. მე შენ ჩემს შვილიშვილს გაგაცნობ, მასაც შენსავით უყვარს ცხენები.
ოჰ! ალისა? _ უცებ შეამჩნია მზიამ თავს წამომდგარი შვილიშვილი.
_ დაჩი? დაჩი შენ ხარ? საიდან გაჩნდი აქ?_ გაოცებულმა ჰკითხა ალისამ როცა იმაში ვისაც ეძებდა თავისი პატარა მეგობარი ამოიცნო
_ ალისა?! ალისა გიპოვნე როგორც იქნა!_ გახარებულმა დაჩიმ კალთაში მჯდარი კნუტი აივანზე დასვა, ფეხზე წამოდგა და ალისას წელზე მოეხვია.
_ რამდენი გეძებე იცი?

_ შენ ის თუ იცი ყველა რომ გეძებს? ჭკვიან ბიჭებს ასე სახლიდან გაცევა განა შეეფერებათ?_ დაუყვავა ალისამ ბიჭუნას.
_ გაქცევა? არა , სულაც არა. მე და მელაკუდა ბახმაროს ვიკვლევდით, მერე კი მზია ბებია შემოგვხვდა და საუბარში ისე გავერთეთ დრო როგორ გავიდა არც გაგვიგია.უი დაღამებულა კიდეც. მაშინ მე სახლში წავალ.მგონი თევდორე ძალიან იქნება გაბრაზებული._ შეცბუნებით ჩაილაპარაკა დაჩიმ.
"ეტყობა მამის ეშინია," გაიფიქრა ალისამ.
_ მოიცა ,მეც შენთან ერთად მოვდივარ!_ მზიას მოკლედ აუხსნა მომხდარი ,შემდეგ დაჩის ხელი ჩაკიდა და სახლისკენ წაიყვანა.
თან ტელეფონი ამოიღო და ლაშას დაურეკა.
_ ლაშა, ვიპოვე დაჩი და სახლისკენ მიმყავს, თან რომ იცოდე სად ვიპოვე ?_სიცილით ჰკითხა ძმას.
_მზიას მეგობარი ყოფილა ვაჟბატონი.

სახლთან მისულებიც კი არ იყვნენ ,რომ თევდორემ სწრაფად ჩამოირბინა ფერდობი.
დაჩის წინ ჩაიმუხლა და ბავშვი გულში ჩაიკრა.
_ დაჩი სად იყავი ბიჭო? გული გამისკდა, რა უნდა მექნა, რამე რომ მოგსვლოდა?_ თან ბავშვს ეხუტებოდა და თან ბრაზობდა თევდორე.
ბოლოს როგორც იყო დამშვიდდა და განზე მდგარ გოგონას გახედა. ფეხზე წამოდგა, დასვრილი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა, თან ალისას თვალს არ აშორებდა. ეშინოდა, რამდენჯერაც წამით გაუშვა მხედველობიდან ,მაშინვე გაუჩინარდა. მიუახლოვდა ,იმდენხანს ეძებდა და თან იმდენჯერ წარმოედგინა მათი გაცნობა, ყველა სიტყვაზე წინასწარ ასჯერ მაინც ჰქონდა ნაფიქრი, მაგრამ ახლა ვერაფერს იხსენებდა.
ბოლოს უბრალოდ ხელი გაუწოდა.
_ თევდორე!_ თქვა თავისი სახელი._ წინა ჯერზე ჩემი სახელის თქმა ვერ მოვასწარი.
_ ალისა!_ უნებურად კვლავ წარმოთქვა ალისამ საკუთარი სახელი და გაოცებული მიაჩერდა, ლამაზ ,ნათელ და სიყვარულით მომზირალ თაფლისფერ თვალებს.



ბროწეული 11

ცოტა არ იყოს გააოცა ალისა იმ თბილმა ემოციამ, რომელიც თევდორეს თვალებში ამოიკითხა, მაგრამ ყველაფერი მაინც მის მიერ დაჩის პოვნას დააბრალა.
ხელი გაუწოდა და როცა თედომ ხელზე თითები მოუჭირა იგრძნო, რომ სურდა ხელი არასდროს გაეშვა მისთვის. ამან უფრო დააბნია ალისა, თავი უცნაურად იგრძნო და ხელი სასწრაფოდ გაუშვა.
"_რა ჯანდაბა იყო ჰა?"_გაუწყრა საკუთარ თავს
"_ რა გული აგიფრიალდა გოგო? კაცს ცოლი სამკურნალოდ ყავს გაშვებული და შენ კიდე უჟუჟუნებ აქ თვალებს!"ასე, საკუთარი თავი გაკიცხა ალისამ, როცა მიხვდა, რომ თევდორე ძალიან მოეწონა.

აივანზე ერათად იდგნენ ლაშა და გიორგი და მათი გაცნობის სცენას ღიმილით აკვირდებოდნენ.
_ სიმართლე გითხრა არ მიკვირს თევდორეს დაბნეულობა, _ გაეცინა გიორგის._ შენ რომ იცოდე რამდენ ხანს ეძებდა შენს დას. მერე ის პოსტერი მოიტანა და ოფისში გააკრა. მაშინ მივხვდი, რომ ასე მართლა არასდროს არავინ მოსწონებია.
_ მომეწონა თევდორე, სასიამოვნო ადამიანია.რაღაც მინდა გთხოვო. თუმცა ამაზე მერე , ახლა კი დავუძახოთ თორემ მგონი შემოსვლას აღარ აპირებენ._და ისე რომ გიორგის პასუხს არ დალოდებია ალისას დაუძახა
_ უკაცრავად ჩემი ძმა მეძახის!_ დაბნეულად უთხრა ალისამ თევდორეს და სახლისკენ წავიდა. დაჩი მაშინვე უკან გამოეკიდა.
_ ალისა პირობას ამისრულებ?_ შეეკითხა და ხელხე ხელი მოკიდა.
_ რა თქმა უნდა ხვალვე!_ გაეცინა გოგონას.
_ რა პირობაზე საუბრობთ, თუ საიდუმლო არაა?_ ინტერესით იკითხა თევდორემ.
ალისამ პირი გააღო საპასუხოდ ,მაგრამ დაჩიმ არ დააცალა.
_ ზუსტადაც საიდუმლოა თედო! მარტო ჩემი და ალისას ხაიდუმლოა!
_ დიდი ხნის წინ დავპირდი ერთი მეგობრის გაცნობას და თუ ნებას დამრთავთ ხვალ გავაცნობ._ ღიმილით სთხოვა ალისამ.
_ დიდი ხნის წინ ? როგორ?_ ახლაღა გაიაზრა თედომ მისი ნათქვამი.
_ საავადმყოფოში გავიცანით ერთმანეთი, როცა დედა იქ იყო,ჩვენ საიდუმლო მეგობრები ვართ!_ საიდუმლო მეგობრის ყოლა ,როგორც სჩანს ძალიან ახალისებდა დაჩის.
წინ მიმავალ ხელი_ხელ ჩაკიდულ ალისას და დაჩის უკან მოჰყვებოდათ თევდორე , თითქოს სულ გადავიწყებოდა საკუთარი დარდი. ბედნიერი იყო იმით, რომ როგორც იქნა ალისასთან ასე ახლოს იყო. ისიც კი აღარ ახსოვდა ალისა სხვაზე რომ იყო შეყვარებული.
თითქოს გუგა სულ არ არსებობდა.
სასიამოვნო საღამო გამოვიდა,ღუმელში ხმელი შეშა ტკაცუნობდა,გარეთ კი წვიმდა და წვიმის ხმა სასიამოვნო მელოდიად ისმოდა. კარგად შეეწყვნენ ახალგაზრდები ერთმანეთს. ეს სიმპათია კიდევ უფრო გააძლიერა წითელმა ღვინომ. სასმელს ნებივრად წრუპავდნენ და სხვა და სხვა თემებზე საუბრობდნენ. დაჩი წამით არ მოშორებია ალისას, კალთაში ჩასმული მელიასთან ერთად მის გვერდით დივანზე მოიკალათა თავი კალთაში ჩაუდო და რაღაცას ბავშვური ინტერესით ეჩურჩულებოდა.
_ ცოტა არ იყოს ვეჭვიანობ!_ ღიმილით უთხრა ანამ თევდორეს და თავით განცალკევებულ დაჩისა და ალისაზე ანიშნა.
_ უცნაურია არა? ჩვენ სულ გვებუტება და ამ გოგოს კი თვალებში შესციცინებს. სწორედ ასეთი ურთიერთობა აქვს თათულისთან.
ეტყობა რაღაცით დედას აგონებს. რაო რა ამბავია გერმანიიდიან? არის რამე სასიამოვნო სიახლე?_ ანას კითხვამ თევდორე თითქოს ბურანიდან გამოაფხიზლა.
_ კიი იმედს გვაძლევენ, თათულიც მხნედაა.ექიმი ამბობს ,რომ მთავარი ახლა თათულის განწყობა და შემართებაა. უკვე დაიწყეს ქიმიო თერაპია, და მკურნალობის კურსიც დანიშნულია. ვცდილობ გული არ გავიტეხო. მაგრამ ძალიან ვნერვიულობ ანი.
დარდი რომ გაანდო მეგობარს ,თითქოს თევდორეს გული შეუმსუბუქდა.
წამოდგა და დივანზე მსხდომებისკენ გადაინაცვლა .უნდოდა ალისასთან ახლოს ყოფილიყო ,მისი ხმა ესმინა, რამე ეკითხა და ცოტა დაახლოებოდა.
_ როგორც ჩანს თქვენ ძალიან გულითადი მეგობრები ყოფილხართ?_ ღიმილით ჰკითხა ალისას.
_ დაჩი საოცარი ბავშვია, ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა.ხვალ ხომ მოგვცემ უფლებას ერთად გავისეირნოთ?_ პირობა შეახსენა თევდორეს გოგონამ
_ და არ შეიძლება მეც წამიყვანოთ?_ შემპარავად იკითხა თევდორემ.
_ არა! _წამოიწია დაჩი_ არა! მარტო მე და ალისა მივდივართ!
ცოტა ეწყინა თედოს, მაგრამ რას იზავდა, მთავარი იყო დაჩი ყოფილიყო ბედნიერი. აქაც ხომ სწორედ ამისთვის იყვნენ.
უცებ ალისას ტელეფონმა დაურეკა.
_ ხოო გისმენ გუგა, ...არა, არა ვართ სახლში,... მეგობრებთან ვართ,.... ლაშას სამსახურის მეგობრებთან. რა?...ვერა ვერ გნახავ...ახლა არ შემიძლია... გთხოვ ... არა...ძალიან გთხოვ ლაშას ნუ გავაბრაზებთ....უნდა გამიგო....სცადო მაინც!... არა ვერც ხვალ გნახავ, მეგობარს დავპირდი რომ მასთან ერთად ვიქნები...გასაგებია მაგრამ მე არ მითხოვია შენთვის აქ ამოსვლა.როგირც გინდა!
ალისამ გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი, არც კი უცდია ემოციის დაფარვა.
თევდორე რა თქმა უნდა მიხვდა თუ ვის ესაუბრებოდა ალისა და დაიძაბა.
_ გუგა იყო არა?_ ჰკითხა ლაშამ დას._ არა ეგ ბიჭი შარში გამხვევს უეჭველი! _ ხმა მკაცრი ჰქონდა ლაშას.
_ ძამიკო! სახლში ვისაუბროთ!_ მისი სიტყვები ჯერ კიდევ სწყინდა ალისას , თუმცა წყენაზე უფრო, რატომღაც ახალ შეძენილ მეგობრებთან ერიდებოდა თავის პირადზე საუბარს.
_ მგონი წსვლის დრო მოვიდა!_ უთხრა ძმას და წასასვლელად წამოიწია. თუმცა დაინახა, რომ დაჩის მის კალთაში თავჩადებულს ტკბილად ეძინა.
_უი დაუძინია! _ გაეცინა ალისას._ რა საყვარელია!
თევდორე მიუახლოვდა ,დაიხარა და დაჩის მუხლებ ქვეშ და წელზე ხელები მოხვია. ამ დროს სახე ისე ახლოს მიიტანა ალისასთან, გოგონა მის სუნთქვასაც კი გრძნობდა. ახედა და პირდაპირ თევდორეს თაფლის თვალებს შეეჩეხა, დაიბნა, კიდევ ერთხელ მოინუსხა მისი მზერით. გულმა უგრძნო, რომ ეს სიმპათია ორმხრივი იყო და გაოცებისგან თვალები დაახამხამა. მხოლოდ წამით ჩახედეს ერთმანეთს თვალებში , მაგრამ ეს წამი სრულიად საკმარისი იყო ,რომ თევდორეს ალისას გულის კარი დაუკითხავად შეეღო.
ძმიშვილი ფრთხილად აიყვანა და საძინებელში გაიყვანა.
საწოლში ჩააწვინა, ფეხსაცმელი და შარვალი გახადა, და საბანი მზრუნველად დააფარა.
_ ტკბილი ძილი ჩემო ბიჭო! _ სიყვარულით გადაუწია შუბლზე ჩამოყრილი თმები.შუქი ჩააქრო და ოთახის კარი გამოიხურა.
_ უკვე წავიდნენ?_ გულდაწყვეტით იკითხა ,როცა და_ძმა ოთახში ვეღარ დაინახა.
_ ალისა ჩქარობდა, ლაშამაც აღარ უთხრა უარი, ბოდიში დაგიბარეს ,რომ ვერ დაგემშვიდობენ და წავიდნენ._ აუხსნა ანამ.
_ რაო , გეტყობა ბედნიერი ხარ._სავარძლის საზურგეს მიეყრდნო გიორგი ჭიქა ღვინით და თვალმოჭუტულმა გამომცდელად გახედა თევდორეს.
_ ბედნიერი? ასე მგონია მზე მარტო ჩემთვის ანათებს!_ სიმართლენარევი ხუმრობა სცადა თევდორემ.
_ ხომ სასწაულია?_ ჰკითხა მეგობრებს.
_ ძალიან მომეწონა, მაგრამ შევამჩნიე თავს გარიდებს, მგონი შენი აღტაცება შეუმჩნეველი არ დარჩენია, ან რას დარჩებოდა მთელი საღამო თვალი არ მოგიშორებია!_რასაც ფიქრობდა პირდაპირ უთხრა ანამ.
_ ისე , ლაშამაც კარგად შეამჩნია შენი თვლების ჟუჟუნი! და ის გუგა ვინღაა? აშკარად ძალიან არ მოსწონს ლაშას. _ ისევ დაინტერესდა ანა.
_ არ მოსწონს და მიზეზიც ექნება.ლაშა არაა ის ტიპი ტყუილა აითვალწუნოს ვინმე!_ თავისი აზრი გამოთქვა გიომ.
_ თქვენ ის იკითხეთ, მე როგორ არ მომწონს!_ შუბლშეჭმუხნულმა თევდორემ გაბრაზებით დაცალა ღვინის ბოკალი.

მთას ერთი უცნაურობა სჩვევია, ქალივით ცვალებადი და ამოუხსნელი ხასიათი აქვს. წინა ღამის წვიმიდან ნაკვალევიც კი აღარ სჩანდა მეორე დღეს. მთას ნისლები გადაეყარა და მზისთვის გული მიეშვირა.
ჰაერი იყო სასწაულად გამჭვირვალე და კრიალა. დილით აივანზე გამოსულ ლაშას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ახლა და ამ წამს თავიდან დაიბადა.
ნაძვნარი მზეზე მწვანედ ბრწყინავდა ,მინდორზე კი მთის ყვავილების ხალიჩა გაშლილიყო. ჯერ ნელა და ხმადაბლა აღიღინდა, მერე გამბედაობა მოემატა, უცებ ოთახიდან ალისა გამოვიდა და ძმას გვერდით ამოუდგა.
_ რამდენი ხანია ერთად არ გვიმღერია, მოიცა ფანდური მოვიტანო._ ალისა ისევ ოთახში შებრუნდა და ხელში ფანდურით გამოვიდა აივანზე. აივნის ხის მოაჯირზე ჩამოჯდა და ბავშვობაში ნასწავლი დუმბაძის ლექსი სიმღერად ამოიმღერა. ძმამ ცოტა ხანს უსმინა და თავადაც აჰყვა.

"ამწვანებული ქედები, ვარდი, ყაყაჩო, იელი,
ბახმაროს მხრიდან მოსული ნიავი გადამთიელი,
მთაზე თამარის ციხეა და ციხემ ზეცა გახია,
თავზე რომ ჯანღი ეხვევა, გურული ყაბალახია.
ჰეი, ამოდი ძმობილო, შეხედე მზეს რა ახლოა,
გაღმა ტოლების კალთები, ირმების საბალახოა,
და ეს გურია კი არა, სიცოცხლის სამოსახლოა.
გუბაზეულო მითხარი, შენი სათავე სად არი,
მეფე გუბაზის რაშივით, რომ გაგიშლია ფაფარი,
მთვრალივით რომ გადმოგორდა,
მზემ ცეცხლი ხომ არ დალია,
ეს მზეა, თუ გურულების გული და ნაღვერდალია.
ამწვანებულო ქედებო, ვარდო, ყაყაჩო, იელო,
ბახმაროს მხრიდან მოსულო, ნიავო გადამთიელო,
ცა ვარსკვლავებმა დაყურსეს
და ზეცა ქედებს შერთვია,
ერთია მზე და სამშობლო, მიწაც და ზეცაც ერთია,
მზე მთაზე ფეხებს აითრევს, დარჩენა ისე სწყურია,
სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია."

ერთ რამედ ღირდა მათი მოსმენა. ხმაშეწყობილად და ტკბილად მღეროდნენ. სავსე ჰქონდათ გულები ერთმანეთის სიყვარულით და სიმღერაც ამიტომ გამოსდიოდათ ასე ტკბილი და თბილი.
უცებ ალისამ დაკვრა შეწყვიტა. სახლის წინ თევდორე და დაჩი იდგნენ, ორივე გაოცებული და სულგანაბული უსმენდა მომღერლებს.
_იმღერე ალისა, იმღერე!_ ყვირილით გამოიქცა დაჩი.
_ გთხოვ მიმღერე კიდევ!
ალისამ ნერეყვი გადაყლაპა, თედოს თვალი ძლივს მოსწყვიტა და მორცხვად ჩამოჰკრა ფანდურის სიმებს.
_ დილამშვიდობისა!_ ხმადაბლა მიესალმა თედო ლაშას_ დაჩიმ დილიდანვე მოისურვა სასეირნოდ წასვლა და გეგმაში კი აქ მოსვლა ჰქონია._ გაეცინა თედოს.
_ ძალიან ჭკვიანი ბავშვია და როგორც სჩანს ალისა ძალიან მოსწონს._ უპასუხა ლაშამ.
_ ვატყობ, რომ არა მარტო მას.პირდაპირ გეტყვი, რაც ბროწეულის გოგონას სურათი ვნახე, სულ მინდოდა შენი გაცნობა. გაგიცანი და მომეწონე კიდეც, მაგრამ ალისა ჩემი პატარა დაიკოა, არ დავუშვებ რამე ეწყინოს._ ლაშა მშვიდად ლაპარაკობდა ,მაგრამ თევდორე ხვდებოდა რამდენად სერიოზული იყო მისი ყოველი სიტყვა.
_ ლაშა მე მართლა მომწონს ალისა, მაგრამ მას არც კი ვიცნობ. მინდა უკეთ გავიცნო, მაგრამ შეუძლებელია ამაზე სერიოზული გრძნობების ქონა,როგორიც მის მიმართ მაქვს, შეუძლებელია.
_ დილამშვიდობისა ბავშვები,_ აივანზე მზია გამოვიდა,_ სალამი დაჩის! ვფიქრობ არ გისაუზმიათ, დაგვეწვიეთ!
_ ბებია გაიცანი ეს თევდორეა, ჩემი ერთ_ ერთი უფროსი!_ღიმილით გააცნო თედო და მზია ლაშამ ერთმანეთს .
_ ვხედავ თქვენც იცნობთ დაჩის, ბიჭო ასე წამში როგორ მოასწარი ამხალხის გაცნობა? _ მართლა გაოცდა თევდორე, როცა აღმოაჩინა, რომ დაჩი არა მარტო ალისასთან მეგობრობდა, არამედ მის ბებიასაც კი იცნობდა თავად თვეები ეძებდა უშედეგოდ და შეხედეთ ამ პატარა ონავარს,თურმე მთელ ოჯახს არ იცნობს?
_ მე არა მარტო დაჩის, არამედ თათულისაც კარგად ვიცნობ შვილო, შენზეც მსმენია ცოტა რამ! შეგხედე და დავრწმუნდი, თათული არ ტყუოდა, როცა შენზე ყვებოდა._ახლა უკვე ლაშას გაოცების ჯერი დადგა.
_ ანუ რისი თქმა გინდა, ბებია, რომ დაჩის დედიკოს იცნობ? როგორ? საიდან?
_ ასეა შვილო საკმარისია საავადმყოფოში ერთი ღამე გაატარო, უამეავ ნაცნობს გაიჩენ. _ ახლა ისევ თედოს მოუბრუნდა მზია. _ როგორ არის თათული შვილო? რაც აქ ამოვედი ვეღარ მოვიკითხე.
_ მადლობა, ცდილობს ძლიერი იყოს, ბრძოლისთვის მზადაა. მხნედ და შემართებით. მიზნად დაისახა გამარჯვებილი დაგვიბრუნდეს _ უპასუხა თედომ.
_ ღმერთმა გისმინოს შვილო!ამინ! _ თქვა მზიამ და პირჯვარი გადაიწერა._ ასე მგონია ჩვენს ლოცვებს შეისმენს ღმერთი. აქ კიდევ უფრო ვგრძნობ მის სიახლოვეს.
ყველანი ოთახში შევიდნენ.მზიას მაგიდა საუზმით გაეწყო, მარწყვის ჯემი და გახუხული პურები, ყველი და კარაქი, მოხარშული კვერცხი და წინა დღის გამომცხვარი ქადები. კიდევ ცხელი და ქაფქაფა ჩაი თაფლით.
ისე ფაქიზად და ლამაზად იყო მაგიდა გაწყობილი ,რომ ყველაფერი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. მაგიდის შუაგულში მდგარი ლურჯი ჭიქა სავსე იყო მინდვრის ყვავილებით .
_ ვაჰ რა სილამაზეა ბებოო!_ ტაში შემოჰკრა დაჩიმ ,სკამი გამოწია და ალისას პატარა ჯენტლმენივით დაჯდომა შესთავაზა.
_ დაბრძანდით დედოფალო!_ სრულიად სერიოზული სახით თქვა დაჩიმ.
_ მადლობა უფლისწულო! _ გადაიკისკისა ალისამ, ბიჭუნას რევერანსი გაუკეთა და სკამზე დაჯდა.
მხოლოდ ორ წამს ეყო დაჩის თავადური თავმომწონება.
ორი წამის შემდეგ გემრიელად მიირთმევდა ჯემიან პურს და ჯემით დასვრილ ტუჩებს გულიანად ილოკავდა .
საუზმეს მორჩნენ და მაგიდა მიალაგეს.
_ ჩვენ უნდა დაგტოვოთ, მეგობარი გველოდება!_ ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ალისამ დაჩის და კარისკენ გაემართა. დაჩი ლეკვივით გამოეკიდა უკან. ლაშამ ადვილად შეამჩნია თევდორეს სევდიანი მზერეა ,როცა ის მიმავალ ალისას უყურებდა . ცოტა ხანს რაღაცას ფიქრობდა, გადაწყვეტილება წამებში მიიღო. აივანზე გავიდა და ალისას დაუძახა.
_ თევდორეც თქვენთან ერთად მოდის და ხმა არ გავიგო!_ მაღლა შემართა საჩვენებელი თითი,როცა დაჩის უკმაყოფილო სახე შეამჩნია _ ვაპირებ ცოტა წავიმუშაო და თქვენზე დარდი არ მჭირდება ._ თევდორემ მადლიერი თვალებით შეხედა ლაშას, მიხვდა, რომ ის თანახმა იყო .ახლა მხოლოდ ალისას გულის მოგებაღა აკლდა.
ბროწეული
12

_ აღარ იტყვით საით მივდივართ?_ ჰკითხა თევდორემ ხელიხელ ჩაკიდებულ ალისას და დაჩის.
_ ერთ ნაცნობ ბიძიასთან!_ ღიმილით უპასუხა ალისამ.
ცოტახანში სახლთან მივიდნენ, რომელზეც დიდი აბრა ეკიდა " ცხენების გაქირავება" ეწერა ზედ.
_ ცხენები? ცხენით უნდა ვიკატაოთ?_ დაინტერესდა თევდორე.
_ ხოო თედო, _ სიხარულისგან ღიმილს ვერ იკავებდა აჟიტირებული ბიჭუნა.
_ ჩემი , ჩემი რომელია? აი ის მინდა დიდი!_ თითით უზარმაზარი შავი ცხენი დაანახა ალისას.
_ ოო, ეგ ტრისტანია, ძალიან ლამაზი მაგრამ ძალიან ჯიუტი.თავი ცხენების მეფე ჰგონია და ბავშვებს თავს არ უყადრებს._ გააცნო დაჩის ალისამ შავი ულაყი.
_ მე შენ იმას გაგაცნობ, რომელსაც ბავშვები , მით უფრო შენნაირი ბიჭუნები ძალიან უყვარს. ალიკა ძია სადა ფროდო?_ მიმართა ცხენების პატრონს ალისამ.
_ ფროდო?_ გაუკვირდა თევდორეს_ ჰობიტი ფროდო?
_ მოიცა აი ნახავ და მიხვდები_ სიცილს ვეღარ იკავებდა ალისა.
ალიკამ, ცხენების მოხუცმა პატრონმა თავლიდან თეთრ_ წითელი, გრძელფაფრიანი პონი გამოიყვანა.
ცხენს ეტყობოდა ძალიან თვინიერი და მშვიდი უნდა ყოფილიყო. თანაც ისეთი დაბალი ბავშვი რომც გადმოვარდნილიყო არაფერს დაიშავებდა.
პონის დანახვაზე თევდორეს დაძაბულობა მოეხსნა, ეშინოდა ბავშვი ცხენზე როგორ დავსვაო.
_ ხოო, ახლა კი გასაგებია!_ გაეცინა თედოს._ გამარჯობა ფროდო.
დაჩიმ ფროდოს დანახვაზე ცხვირი აიბზუა.
_ მე ნამდვილი ცხენი მინდოდა!_ გამოაცხადა და ტუჩები გაბუშტა.
_ დაჩი მოდი სტაფილო აჭამე!_ სთხოვა ალისამ. ჯერ
თავად აიღო მოზრდილი სტაფილო და ფროდოს გაუწოდა.
ცხენმა სასაცილო ჩიჩვირით გამოართვა გოგონას გამოწვდილი ნუგბარი და გულიანად ჩაახრამუნა.
დაჩის ჩაეცინა, მოეწონა პონის პირის ხრამუნი.
_ შეიძლება ვცადო? _ დარცხვენით სთხოვა ალისას.
_ რა თქმა უნდა ჩემო საყვარელო!
დაჩიმ ჯერ უნდობლად გაუწოდა სტაფილო,პონმა მასაც ჩამოართვა და თავის ქიცინით გადასანსლა.
დაჩის გაეცინა, გაეცინა რომელია, ცოტახანში გულიანად კისკისებდა, ცხენს კისერზე ეხვეოდა,ფაფარზე ეფერებოდა. ბოლოს, როცა ფროდოს პატარა უნაგირი დაადგეს და ზედ დაჩი შემოასკუპეს სიხარულით სულ გადაირია. სადღა იყო სევდიანი ბიჭუნა, ცხოველები ხომ საოცრად კარგი ექიმები არიან მოწყენილობის დროს.
_ მადლობა!_ უთხრა ალისას დაჩის გახარებული სახის დანახვით ბედნიერმა თევდორემ.
_ რისთვის? დაჩი საოცრებაა, არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს დედისგან შორს ცხოვრებას, მე კარგად მესმის დაჩის სევდა._ ალისა საკუთარი გამოცდილებიდან საუბრობდა. მასაც მსგავსი ტკივილით სტკიოდა ემიგრანტი დედის შორს ყოფნა.
თანაც დაჩი მასთან შედარებით სულ პატარა იყო და უფრო მეტადაც განიცდიდა.
თევდორემ ფოტო აპარატი მოიმარჯვა და ცხენზე ამხედრებულ ბიჭუნას უამრავი სამახსოვრო ფოტო გადაუღო. ზოგი ისე თავისთვის, ზოგი კი თათულიათვის გასაგზავნად.იცოდა თათული შვილის ყოველ ფოტოს როგორი სიხარულით ელოდა.
სანამ თევდორე დაჩისთვის სურათების გადაღებით იყო გართული.
ალიკამ ალისას წითური ნიშა შეუკაზმა, ზუსტად იმ დროს მოხედა თევდორემ ,როცა გოგონა გაქანებულ ცხენს ფეხით აედევნა ფაფარში ხელი მოავლო და თითქოს ფრენით ზედ მოახტა.
ცხენის კუდად შეკრული თმა გაეშალა ალისას. ასე მოსწონდა ,თითქოს ჭენების დროს ქარის თმაში ქროლება თავისუფლების შეგრძნებას უასმაგებდა.
გაშეშებული და სუნთქვაშეკრული უყურებდა თევდორე მის ქროლვას.
ერთ სხეულად შერწყმულ ქალს და ცხენს. ისეთი ბუნებრივი იყო მათი ერთად ხილვა თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა.
ნელა ასწია კამერა და ახლა ალისას გადაუღო რამდენიმე საურათი.

_ ბიძია, რა ლამაზია არა ალისა?_ ჰკითხა დაჩიმ თვალგაშტერებულ თევდორეს. თან თავისი პონით გვერდში ამოუდგა. პონზე დამჯდარიც კი თედოზე დაბალი იყო.
_ საოცარია ძიას კაცო!_ უპასუხა ძმისშვილს.
_ გინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო?_ ჰკითხა პატარამ.
_ მინდა!_ ალისას არ აშორებდა თვალს თევდორე.
_ რომ გავიზრდები ალისას ცოლად მოვიყვან!_ მთელი სერიოზულობით გამოაცხადა დაჩიმ. პონს აჩუო უთხრა და ალისას მიმართულებით გააჭენა.
გაოცებულმა თევდორემ დაჩის შეხედა, უყურებდა პატარა ცხენით როგორ მიჩაქჩაქებდა ხუჭუჭა ბიჭუნა ცხენზე ამხედრებული ამორძალის კვალდაკვალ და რამხელა ოცნებები ედო გულში.
გაეცინა, გაეცინა კი არა გულიანი სიცილი აუტყდა! ბედნიერი იყო თევდორე იმ წამს! მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი იყო!
_ მაგას კი ვერ დაგპირდები ძმიშვილო! ვერ დაგპირდები! _ მართალია დაჩის არ ესმოდა , მაგრამ მაინც ხმამაღლა სიცილით ეძახდა თევდორე.

დიდხანს ,ძალიან დიდხანს ისეირნეს ცხენებით, სანამ სამივეს შიმშილმა არ შეახსენა თავი.
_ ძია მშია! მოდი რამე გემრიელი ვჭამოთ!_ დიდი ხანი იყო დაჩის თავად არ მოეთხოვა საჭმელი, ლამის მას შემდეგ , რაც თათული გერმანიაში წავიდა. ყოველთვის ხვეწნა სჭირდებოდათ, რათა ბავშვს რამდენიმე ლუკმა მაინც ეჭამა.
ახლა კი განცდილმა ემოციამ, დაღლილობამ და მთის სუფთა ჰაერმა თავისი ქნეს და დაჩიმ ჭამა მოითხოვა.
_ წამოდით ცხენები დავტოვოთ და სადმე შევიდეთ._ წინადადება წამოაყენა თევდორემ.
_ არა , მე უფრო კარგი იდეა მაქვს. გიორგის და ანას დაურეკეთ ჩვენთან მოვიდნან. თქვენ მზიას გაკეთებული ხინკალი უნდა გაგასინჯოთ. დღეს დამპირდა და ალბათ უკვე გველოდება კიდეც._ ალისას რატომღაც არ სურდა თევდორესთან ერთად განმარტოება, თუნდაც დაჩიც მათთან ერთად ყოფილიყო.გრძნობდა მის აღფრთოვანებას და ბრაზობდა კიდეც მასზე. თუმცა ხმამაღლა ვერაფერს ამბობდა,რადგან არ სურდა საკუთარი უაზრო ეჭვებით შეურაცყოფა მიეყენებინა მისთვის.
_ ხინკალიი? უფ უფ!_ წარმოდგენაც კი ესიამოვნა დაჩის.და ხელი ტუჩებთან მიიტანა ხინკლიდან ცხელი წვენის შეხვრეპის იმიტაცია გააკეთა.
_ დროზე წავიდეთ სახლში!_ ფროდოს დრუნჩზე აკოცა, _ ხვალ ისევ მოვალ და ბევრ სტაფილოს მოგიტან! არ მოიწყინო და სხვა ბავშვს არ გაყვე იცოდე!_ ბავშვურად დაარიგა პატარა ცხენი.

სეირონობით დაბრუნდნენ სახლში, გზად მინდვრის ყვავილები დაკრიფეს , ზოგი ანასთვის, ზოგი მზიასთვის.
დაჩი და ალისა კვლავ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდნენ თევდორეს.
უყურებდა წინ მიმავლებს და სურვილი კლავდა თავადაც შესძლებოდა ალისასთან ხელჩაკიდებულს ესეირნა.
გულში საკუთარ თავზე ეცინებოდა, პატარა ძმისშვილის რომ შურდა.
სახლს რომ მიუახლოვდნენ,მოულოდნელად გზაზე გაჩერებული მანქანიდან გუგა გადმოვიდა.
_ მთელი დღეა გირეკავ! _ მისალმების გარეშე უხეშად გადაუდგა წინ ალისას.
_ ტელეფონი სახლში დამრჩა!_ უპასუხა ალისამ.
_გოგო უკვე ნერვებზე თამაშობ იცი?_ ავი ხმით ჰკითხა გუგამ და მაჯაზე ხელი უხეშად წაავლო.
_ ხელი გაუშვი!_ ვეღარ მოითმინა ჩაურევლობა თევდორემ.
_ ეს ვინღაა? აა ესაა ის ძვირფასი მეგობარი ?_ დამცინავად თან ეჭვით იკითხა გუგამ.
_ გუგა გთხოვ უკვე ზედმეტები მოგდის!_ მკაცრი ხმით უთხრა ალისამ და შეეცადა ხელი გაენთავისუფლებინა.
_ შენ საერთოდ აზრზე ხარ ვის ელაპარაკები გოგო?_ ალისას სიმკაცრემ გუგაზე უარესად იმოქმედა, ხელზე ხელი უარესად მოუჭირა და შეაჯანჯღარა.
ალისამ ტკივილისგან დაიკვნესა. თევდორეს თვალზე ბინდი გადაეკრა, ქალს , რომელსაც თვითონ სიტყვასაც კი ვერ ეუბნებოდა მორიდებით, ვიღაც თავხედი ასე უპატივცემულოდ ექცეოდა.
_ ხელი გაუშვი შენი..._ სიტყვაც არ დაამთავრა ისე უთავაზა გუგას ყბაში მუშტი. გუგა შებარბაცდა, მაგრამ გონზე მალევე მოეგო და თავადაც თითქოს სწორედ ამას ელოდაო შეტევაზე გადმოვიდა გაცოფებული.
ალისა დაჩის გადაეფარა ,რომ შემთხვევით მოჩხუბრებს მისთვის არ ევნოთ რამე.
_ გაჩერდით! შეწყვიტეთ! _ყვიროდა შეშინებული, მაგრამ ალისას არცერთი მათგანი აღარ უსმენდა.
არავინ არ იცის რით დამთავრდებოდა ეს ჩხუბი, ზუსტად იმ დროს გიორგი და ანა რომ არ მოსულიყვნენ.
ხმაურზე ლაშამაც გამოიხედა, ჯერ ისედაც აღრენილი იყო გუგაზე და ამ ამბის დანახვაზე სულ გადაირია.
_ აქამდე ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ჩემ დასთან მიახლოებული არ დაგინახო , თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!_ რამდენადაც შეეძლო მშვიდად უთხრა გუგას , როცა მოჩხუბრები ერთმანეთს დააშორეს.
ატირებულ ალისას ანა ამშვიდებდა. დაჩი კი გაოცებული და შეშინებული თვალებით უყურებდა სცენას.
მათ ყვირილზე მზიაც გამოვიდა სახლიდან.
_ ალისა შედი სახლში!_ ასეთი მკაცრი მზია ალისას არ ახსოვდა. შეტრიალდა დაჩის ხელი მოკიდა და სახლიაკენ წავიდა.
თევდორეს წარბი გახეთქვოდა, მაგრამ არც გუგა იყო უკეთეს დღეში თავპირი დულ დალილავებული ჰქონდა.
_ ბავშვებო სახლში შედით! თქვენ კი ახალგაზრდავ სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა!_ ეს თქვა მზიამ გუგას ზურგი შეაქცია და ანასთან ერთად სახლში შევიდა.
_ ასე არა?! მე გუგა არ ვიყო თქვენ თუ არ განანოთ! თქვენ დამაცალეთ!_ თან იმუქრებოდა და თან მანქანაში ჯდებოდა.
_ წაეთრიე სანამ ცოცხალი ხარ! უკანასკნელად გაფრთხილებ ალისას ახლოს არ გაეკარო!_ ლაშა სწორედ ასეთ შეცდომას ელოდა მისგან, რომ გუგას და ალისას ურთიერთობისთვის საბოლოოდ დაესვა წერტილი.
გუგამ თევდორეს ზიზღით შეხედა, მერე ცალყბად ავად ჩაიცინა . მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყვიტა.
როცა ყველაფერმა ჩაიარა მხოლოდ მერეღა გაიაზრა თევდორემ თუ რა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.
ვეღარც ალისას ენახვებოდა, როგორც არ უნდა ყოფილიყო სწორედ მისი შეყვარებული გალახა. ვეღარც მზიასთან მისვლა გაბედა. სცხვენიდა მაგრამ წამით არ ნანობდა ჩადენილს. და იგივე რომ განმეორებულიყო და ალისას ვინმე კვლავ შეხებოდა უდიერად, ისევ იგივეს იზავდა დაუფიქრებლად. ცოტა ხანს იდგა დაფიქრებული.შემდეგ ბოდიში მოიხადა და სახლისკენ წავიდა.

სახლში შესულ, გიორგის და ლაშას, მზია და გოგოები საქმეში დახვდნენ გართულები.
ერთი ცომს აბრტყელებდა, მეორე ახვევდა და მესამე კი ქვაბს ცეცხლზე ადგავდა.
დაჩიც მშვიდად იჯდა და მზიას ნაჩუქარ "დაჩის ზღაპრებს" ინტერესით ფურცლავდა. რომელიც სწორედ დაჩისთვის შეერჩია მზიას.
_ თევდორე სადაა?_ იკითხა მზიამ,როცა თვალი ვერ მოჰკრა.
_ სახლში წავიდა, თქვენი მოერიდა, ბოდიში შემოგითვალათ!_ აუხსნა გიორგიმ მზიას თედოს არყოფნა.თან თვალი ალისასკენ გააპარა.
თედოს ხსენებაზე ალისას სახე მოეღუშა. აშკარა იყო ბრაზობდა მასზე.
მთელი საღამო ისე გავიდა მომხდარი აღარავის უხსენებია. ბოლოს დამშვიდობებისას , მზიამ გიორგის უთხრა.
_ თევდორეს გადაეცი, ხვალ მოვიდეს და ბოდიში ისე მომიხადოს, თანაც ხინკალი შემწვარი უფრო გემრიელია!_ ღიმილით დააყოლა ბოლოს.

სახლში დაბრუნებულ გიორგის თევდორე სევდიანი და აფორიაქებული დახვდა. მიხვდა მხოლოდ საღამოს ამბის გამო არ იქბებოდა ასე.
_ რა ამბავია მშვიდობა გვაქვს?_ ჰკითხა და მხრებზე ხელები დააწყო.
_ ნელიმ დარეკა, თათულის ანალიზები უკეთესობისკენ არ შეცვლილა, თათულის კი ვატყუებ და ვამშვიდებ მაგრამ თავად ვარ დასამშვიდებელიო. აღარ ვიცი რა ვქნა, ერთი თვე დავიცდი და დაჩის ჩავუყვან ცოტა ხნით. ძალიან მეშინია გიორგი.
_ მკურნალი ექიმი რას ამბობს?_ ჰკითხა გაგონილით შეშფოთებულმა გიორგიმ მეგობარს.
_ იმედს იძლევა, ასე იცის ხოლმე ამ ვერაგმა დაავადებამ. კარგ შედეგს დრო და მკურნალობა უნდაო. მესამე ქიმიაა და უკვე თმის ცვენა დაეწყო. ძალიან განიცდისო ნელიმ. გული მიკვდება გიორგი. დღეს დაჩის ვიდეოები გავუგზავნე ,ცრემლებად დაიღვარა ძმაო. _ თევდორეს თვალზე ცრემლი მოადგა. აივნის მოაჯირს დაეყრდნო და სახე საღამოს ნიავს მიუშვირა. _ცოტას გავივლი ძმაო, თავს და ფიქრებს გავანიავებ! ანას სთხოვე დაჩი დააძინოს. დღეს მისი მოტყუების და თამაშის თავი ნამდვილად აღარა მაქვს!_ ეს თქვა და კიბეზე დაეშვა.

_ ალისა რას ჩამოგტირის თავ_პირი?_ ჰკითხა მზიამ როცა მარტო დაიგულა ოთახში.
_ მეტი რაღა უნდა მოხდეს? იმ არანორმალურმა რა დღეში ჩააგდო გუგა! შენ კიდე გაფიცხებულ ხინკალზე ეპატიჟები?_ ვეღარ დამალა ბრაზი ალისამ.
_ რომ არა თევდორე, კაცმა არ იცის რას იზავდა ეგ ტუტუცი ბიჭი! გაუზრდელი! ახლა რომ არ იცის ქალთან მოქცევა, მერე რას იზამს საინტერესოა!_ შეუვალი და პირდაპირი იყო მზია.
_ აა გუგამ არ იცის და მაგ ველურმა იცის არა? იცის როგორ უჟუჟუნოს უცხო ქალს თვალები და როგორ წამოიწყოს მის შეყვარებულთან ომი, საკუთარი შვილის თვალწინ და თანაც მაშინ, როცა ცოლი სადღაც გერმანიაში სიმსივნეს ებრძვის !_ მთელი დაგროვილი ემოცია ერთად ამოთქვა ალისამ.
მზიამ ჯერ კარგად გაიაზრა თუ რას ამბობდა შვილიშვილი, მერე ხარხარი აუტყდა, ლოგინზე მიწვა და კარგა ხანა იცინა გულიანად.ალისა გაოცებული უყურებდა მზიას და ვერაფრით გაეგო, თუ რაზე ხალისობდა ბებიამისი.
_ მეც არა ვთქვი რა სჭირსმეთქი ამ გოგოს? აი თურმე რაში ყოფილა საქმე._ სიცილით რომ გული იჯერა და დამშვიდდა, ალისას ხელი ლოგინზე დაუტყაპუნა აქ დაჯექიო და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
რაც უფრო მეტს უყვებოდა მზია თევდორეზე, მით უფრო სიმპატიით და თანაგრძნობით იმსჭვალებოდა ალისას გული.
_ ძმისშვილი? საოცარია ისე უყვარს შვილი მეგონა! აი რატომ მიმართავს დაჩი სახელით ,მე სულელს კი მიკვირდა მამას რატო არ ეძახისთქო.
ცოტა ხანს დაფიქრდა. უცებ ლოყებზე სიწითლე შეეპარა.
_ და ბებო რას ფიქრობ, მართლა შეიძლება , რომ მას მე მოვეონდე?_ ამის კითხვისას თევდორეს თბილი ,ლამაზი, თაფლისფერი თვალები წარმოუდგა თვალწინ და უნებურად გაეღიმა.
_ ოოო, აი ეგ კი სწორედ თავად მაგ ველურთან უნდა გაარკვიო ბებიამ გენაცვალოს!_ ხუმრობით უპასუხა მზიამ და კმაყოფილი ღიმილით გავიდა ოთახიდან.
ცოტა ხანს იჯდა ალისა და თევდორეზე ფიქრობდა და ისე რომ თავადაც ვერ მიხვდა თევდორეს სახემ საბოლოოდ განდევნა მისი ფიქრებიდან გუგას სახე.
_ წავალ ცოტას გავისეირნებ!_ გასძახა ბებიას, დიდი სქლადნაქსოვი კაპიუშონიანი კარდიგანი გადმოიღო მოიცვა და გარეთ გავიდა. ნელა გაუყვა ნაძვნარისკენ მიმავალ ბილიკებს. ფიქრებში გართულს არც კი შეუმჩნევია თუ როგორ ფეხდაფეხ აედევნა ვიღაცის ლანდი.
ბროწეული 13

მიყვებოდა ალისა ნაძვნარისკენ მიმავალ აღმართს, სასიამოვნო ფიქრებში გართული. უცნაური მოტკბო_ მომწარო სუნი იდგა გარშემო.ისეთი ნაძვის ხეებს რომ ასდით წვიმიან ამინდში. სიცივემ შეაწუხა და კარდიგანის ქუდი კარგად ჩამოიფხატა თავზე .
_ ესეიგი ბიძა არა?_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა. გაეცინა,
_ ალისა რა სულელი ხარ!_უთხრა საკუთარ თავს.
გზის პირას გადატეხილი ხე ეგდო. მივიდა და ჩამოჯდა .
ისეთ ხასიათზე იყო, მარტო ყოფნა რომ სიამოვნებს ადამიანს, განა იმიტომ რომ მოწყენილია. არა, პირიქით ბედნიერი რომაა,მაგრამ არ სურს ვინმესთან საკუთარ სიხარულზე სიტყვა წამოცდეს.
უცებ ნაბიჯების ზმა შემოესმა. შეკრთა და ფეხზე წამოდგა. თვალები მოჭუტა, საღამოს ბინდს, ნაძვების სქელი ვარჯი კიდევ უფრო აბნელებდა.
უცებ გული შიშმა დაუსერა, ვაითუ?...
უკან დაიხია, მიმოიხედა, გასაქცევი არსად ჩანდა , ამიტომ რომელ ხეზეც იჯდა ,სწორედ მის უკან გადაძვრა და საიმედოდ მოეფარა თვალს.
ნაბიჯების ხმა კიდევ უფრო მოახლოვდა, ფრთხილად მოდიოდა უცნობი, მის ნაბიჯებს სითამამე აკლდა. ამან კიდევ უფრო შეაშფოთა ალსა.
მის სამალავს რომ მოუახლოვდა , უცნობი გაჩერდა.
_ ამ წამს ჩემს წინ იყო, ნეტა სად გაქრა?_ ჩაილაპარაკა მოწყენით. ამოიოხრა და გადატეხილ ხეზე ჩამოჯდა
_ უკანა გზობაზე ხომ აქეთ ჩამოივლის ,აქ დაველოდოთ!_ ალისა ვერ ხედავდა ვის მიმართავდა კაცი, მაგრამ გულმა უგრძნო მასავით ისიც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ხმა ეცნო, მიხვდა ის არ იყო ვისიც ეშინოდა.
უცნობმა ასანთი ამოიღო და სიგარეტს გაუკიდა, წამით განათდა მისი სახე, ალისამ კარგად დაინახა ვინც იყო ,თუმცა დანახვა არც სჭირდებოდა, ხმაზედაც იცნო თევდორე. მიხვდა, რომ მას ეძებდა. სურდა კიდევაც მასთან შეხვდრა, მაგრამ შერცხვა.
"_ ახლა რომ ავდგე რას იტყვის, რას აკეთებს დამალულიო?!" ტუჩები მოიკვნიტა. იფიქრა თევდორეს მობეზრდებოდა იქ ჯდომა და გაეცლებიდა, მაგრამ არა, ძალიან შეცდა. კაცს აშკარად ჯიუტად გადაეწყვიტა მას დალოდებოდა.
დრო გადიოდა, ალისას იმის გარდა, რომ სციოდა , უკვე მოშივდა კიდეც. ფეხებიც გაუბუჟდა და წელიც ასტკივდა უხერხულად ჩაყუნცულს. ბოლოს მეტი ვეღარ მოითმინა და გაბრაზებული წამოხტა ფეხზე. თუმცა გაბუჟებულმა ფეხმა მწარედ გაუელვა და "ვაიო!" ხმამაღლა დაიყვირა.
მისი მოულოდნელი გამოჩენით და დაკივლებით დამფრთხალი თევდორე ,ხის კუნძიდან წამოხტა. ფეხი გაფარჩხულ ტოტს წამოკრა და გულაღმა გაიშხლართა.
_ მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება!_ დარცხვენით ჩაილაპარაკა ალისამ და ხის ტანზე გადმოძვრა.
_ ალისა?' გაოცებისგან თვალები დააფახულა თევდორემ, იდაყვებზე წამოიწია და წამოჯდა.
_ რას აკეთებდი მანდ?_ დაბნეულმა თევდორემ ვერაფრით წარმოიდგინა ,თუ რა აკეთებდა ალისა ხის უკან დამალული.
_ რას უნდა ვაკეთებდე? ვისვენებდი!_ იცრუა ალისამ.
_ მოიცა მოგეხმარები,_ უთხა საეჭვოდ დიდხანს მჯდომ თევდორეს და ხელი გაუწოდა.
_ მე თვითონ!_ თევდორეს საშინლად ასტკივდა კოჭი, ვერაფრით შეძლო ფეხზე დადგომა.
ძლივს აიზლაზნა და ისევ ხეზე დაჯდა.
თან ფეხს იზელდა. თან ალისას გაოცებული ათვალიერებდა.
_ დაა დიდი ხანია მანდ " ისვენებ"? _ ისე ორაზროვნად ჰკითხა , აშკარად არ სჯეროდა მისი ნათქვამი.
_ შემეშინდა გაიგე? მე ხომ არ ვიცოდი, რომ შენ იყავი,დავიმალე. შენ კიდე მოხვედი დაჯექი და აღარაფრით წახვედი! ვის ელდებოდი?_ ახლა ალისა დაინტერესდა მისი იქ ყოფნის მიზეზით.
_ არავის ვისვენებდი!_ მხრები აიჩეჩა ღიმილით თევდორემ. ესიამოვნა ალისა მას რომ არ აღიქვავდა საფრთხედ.
წამოდგომა დააპირა , მაგრამ ფეხი ვერაფრით დადგა.
მობილური ამოიღო ფანარი გაანათა და კოჭი შეიმოწმა, ფეხი გვარიანად დალურჯებოდა და კარგადაც გასიებოდა.
_მგონი ფეხი მომტეხე!_ უთხრა ალისას და გაუღიმა.
_ მე მოგტეხე? მე რა შუაში ვარ?_ გაიოცა გოგონამ.
არაფრით სურდა თავისი ბრალეულობა ეღიარებინა._ ისე რა მშიშარა ყოფილხარ!
_ აბა რომ დამკივლე ამ შუაღამით ოჩოკოჩივით , რა უნდა მეფიქრა? რას წარმოვიდგენდი მთელი ნახევარი საათი თუ ზურგს უკან მემალებოდი. და როცა მიხვდი საშიში არ ვიყავი რატომ არ გამოხვედი სამალავიდან?_მართლა დაინტერესდა თევდორე.
_ შემრცხვა!_ გულახდილად აღიარა ალისამ. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი ბავშვური, შეუძლებელი იყო მასზე გაბრაზებულიყავი.
" არა, ასეც ვიცი, რომ ეს ქალი გადამიყოლებს!"_ გულში ფიქრობდა თევდორე. უცებ ერთი ეშმაკური აზრი მოუვიდა. მთელი ის დრო, რაც მისი შეხება ენატრებოდა და მისი სურნელის შეგრძნება სურდა, ახლა აინაზღაურებდა. თან ისე, რომ ალისა ეჭვსაც ვერ შეიტანდა მასში.
_ ახლა რა ვქნათ?_ჰკითხა გოგონას._ შეგიძლია დამეხმარო?
_ მეე როგორ?_ გაუკვირდა ალისას.
_ დაგეყრდნობი,და სახლამდე მიმიყვანე,მერე ლაშა მომხედავს._ უთხრა თევდორემ და მისი პასუხის მოლოდინში გული აუჩქარდა.
_ იქნებ აქ დამელოდო და მე ძმას მოვიყვან?_ ჰკითხა ალისამ.
_ ააქ? არაა, სჯობს თან წამიყვანო!_ თავი მოისაწყლა თედომ.
_ მართალი ხარ! _ თავი დაუქნია ალისამ, არ ესიამოვნა მისი აქ მარტო დატოვების იდეა. _ თორე ეტყობა კარგი ხიფათიანი ვინმე ხარ! კაცმა არ იცის რა შარს გადაეყრები!
მივიდა და მხარში შეუდგა. თევდორემ ხელი გადახვია და დაეყრდნო. ალისა სულ ერთი ციცქნა მოჩანდა მის ფართო მხარ_ ბეჭთან შედარებით. თევდორეს შეხებამ ალისაზე ჯადოსნურად იმოქმედა, გული აუფანცქალდა, ეგინა მისი გულის ხმა თედოსაც ესმოდა. ეს გრძნობა სულ არ ჰგავდა გუგას გვერდით განცდილს. არ სურდა ოდესმე ხელი გაეშვა მისთვის. სახე მოარიდა ,რათა ბიჭს მისი აწითლებული ლოყები არ დაენახა. ქუდი მოიხადა და სახეზე თმა ჩამოიფარა. თევდორეს მისი გრძელი აბურდული თმა სახეზე მიეფინა, საოცარი სურნელი ჰქონდა ალისას, ფიჭვის,თუ როზმარინის.იქნებ ლავანდის? მისი სურნელით გაბრუებულმა. ხელი უნებურად მოხვია და გულში ჩაიკრა.
ალისამ გაოცებით ამოხედა.
_ მტკივა! _ უცნაურად იმართლა თავი ბიჭმა .
იმდენად ახლოს იყო საყვარელ სახესთან, თვალებთან და სანატრელ ტუჩებთან.
უყურებდნენ ერთმანეთს ასე ჩახუტებულები და არც ერთს სურდა ოდესმე ეს მაგია დასრულებულიყო. ყოველგვარი ქვენა გრძნობების გარეშე, ინსტიქტურად მიიწიენ ერთმანეთისკენ , ერთმანეთის თვალებში ჩაძირულებმა და ერთი გრძნობით ატანილებმა ერთმანეთს აკოცეს. ხანგრძლივი და ვნებიანი იყო ეს კოცნა, თუმცა ამავდროულად გულწრფელი და ყველაზე წმინდა.
როცა ,როგორც იქნა ერთმანეთს მოსწყდნენ სირცხვილი და უხერხულობა არცერთს არ უგრძვნია.
ციტა ხანს კიდევ უყურეს ერთმანეთს და ნელ_ ნელა კოჭლობით გაუდგნენ გზას სახლისკენ.

_ რა მოხდა ?_ შეშფოთებულმა ჩამოირბინა კიბეები ლაშამ
_ კიდე ის იდიოტი ხომ არ იყო?_ უცებ ვერც მიხვდა ალისა ვის გულისხმობდა ლაშა. ამ წამამდე გუგა საერთოდ არ გახსენებია. მიხვდა ამას და გაუკვირდა. ბუნებით მოღალატე არ იყო. მაშ რა სჭირდა? რა დაემართა? კოცნა გაახსენდა და ხელი უნებურად ტუჩებზე მიიდო
_ არა შემთხვევით მომივიდა ლაშა, ალისამ კი მიპოვა და აქამდე მომიყვანა.იწნებ მანქანით ამიყვანო სახლამდე?_ სთხოვა თევდორემ.
_ მოიცა , შემოდი მანახე, რა დროს მანქნაა!_ ალისას შეენაცვლა ლაშა.
_ წამიდი გოგო, კარი გააღე, რა გაშეშდი?_ ეჭვით გამოხედა ძმამ
_ მოვდივარ ხოო!_ ჩაილაპარაკა ალისამ.
სწრაფად აირბინა კიბე და სახლის კარი გაუღო მათ.
_ რა მოხდა ბავშვებო? რა ამბავია?_ ახლა მზია დაფეთდა.
_ არაფერი მზია ბებია, ბოდიში გაწუხებთ!_ მოიბოდიშა თევდორემ და დივანზე ჩამოჯდა .
_ მანახე აბა ფეხი!_ უთხრა ლაშამ
დიდი უარის შემდეგ, სანამ ლაშამ კატეგორიულად არ მოსთხოვა , თევდორემ მანამდე არ აჩვენა კოჭი ლაშას.
_ აუფ, მოტეხილი თუ არაა, აშკარად ნაღრძობია!_ექიმი გვინდა სასწრაფოდ.
ლაშამ გიორგის დაურეკა, შემდეგ თევდორე მანქანაში ჩაისვა, გიორგის გაუარეს და უახლოესი სამედიცინო პუნქტისკენ გასწიეს.

ბროწეული 14

ბიჭების წასვლის შემდეგ ლამის ერთი საათი გავიდა. ალისა კი ისევ ისე დაბნეული იჯდა ღუმელთან.შემდეგ ადგა და მოჩვენებასავით უხმოდ შევიდა ოთახში .მზიამ ინტერესით გააყოლა თავი და გულში გაიფიქრა.
"თავს დავდებ ,თუ ეს ქალბატონი არ იყოს ამ ამბავში გარეულიო!" თუმცა თქმით ალისასთვის არაფერი უთქვამს .
_ ხვალე იტყვის ხვალისას,ცოტაც მოვიცადოთ!_ უფრო საკუთარ თავს გაებაასა მოხუცი .

აღმოჩნდა ,რომ თევდორეს ფეხი ნაღრძობი ჰქონდა , ამიტომ ფეხი დაუფიქსირეს და სიარული აუკრძალეს. იჯდა აივანზე მოღუშული და გულში ფიქრობდა :" ახლა ამის დრო იყოო?!" თვალებს დახუჭავდა, კოცნას იხსენებდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი ეფინებოდა.
_ თედოო! თედოო! _ ჩაესმა ფიქრებში წასულს , დაჩი ეძახდა.
_ხოო დაჩი!_ გააგონა ბავშვს და ხმის მიმართულებით გაიხედა.
დაჩის მელაკუდა ჩანთაში ჩესვა. ზურგზე მოეკიდა და სამოგზაუროდ მიმავალი კაცივით გამოწყობილი იდგა .

_ რაო მოდიხარ სადმე?_ დაინტერესდა მისი აღკაზმულობის დანახვისას თევდორე
_ ძიაა, _ დატკბა მოულოდნელად დაჩი_ ალისასთან ერთად წავალ რაა ფროდოსთან. რამდენიმე დღეა არ მინახია. ალისა წამიყვანს , უკვე დავურეკე!
_ მართლაა? გამხიარულდა უცებ თევდორე.

თავად ალისა ენატრებოდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. კოცნის მიუხედავად მათ შორის საუბარი ვერ შედგა. თუმცა გრძნობდა, არც ალისა უნდა ყოფილიყო გულგრილი. თუმცა ხან და ხან გუგა ახსენდებოდა და ნერვები ეშლებოდა. რადგან არ იყო ალისას გრძნობებში გარკვეული და დარწმუნებული.
ოც წუთში ალისაც მოვიდა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა,რადგან წინა საღამოს ნაწვიმი იყო და მიწაც გვარიანად ატალახებული. ტალახის მიუხედავად არ დაზარებია დაჩის სასეირნოდ წაყვანა.

_ დილამშვიდობისა!_ მორიდებულად მიესალმა გოგონა თევდორეს. აივანზე ამოვიდა, ფეხის ფიქსატორს დააკვირდა, შემდეგ თვალი აარიდა და მოაჯირს დაეყრდნო.
_ ბოდიში ასე რომ გამოვიდა._ მოუბოდიშა ხმადაბლა.
_ რატომ არ მოხვედი აქამდე?ავადმყოფი არ უნდა გენახა?_ წარბებშეკრულმა ჰკითხა თევდორემ.
_ არ ვიცი, ვფიქრობ..._ ალისა დაფიქრდა,როგორ ეთქვა სათქმელი.
_ ვიფიქრე უხერხული იქნებოდა. _ და უნებურად თითი ტუჩებზე მიიდო,თუმცა მალევე მიხვდა ,რომ საკუთარი თავი გასცა და ჩამოსწია.
_ ანუ სპეციალურად მარიდებ თავს?_ ხმა გაებზარა თევდორეს. ამ სიტყვებს არ ელოდა. წამოდგა და ალისას კოჭლობით მიუახლოვდა.
_ რას აკეთებ! შენთვის სიარული ხომ არ შეიძლება?_ გაოცდა ალისა.
_ არც გულის ტკენა შეიძლება ჩემთვის!_ მიუახლოვდა აივნის მოაჯირზე მიყუდებულ გოგონას ხელები მისი წვრილი წელის გვერდით მოაჯირს მოჰკიდა. მეტისმეტად ახლოს იყო იმასთან , ვინც ასე ძალიან იზიდავდა, ახსოვდა მისი კოცნის სიტკბო და სურდა ამ შეგრძნების გამეორება.
_ ალისა, მე შენ მომწონხარ! იმ წამიდან ,როცა დაგინახე! შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ! _ ლამის ჩურჩულით უთხრა აწურულ ალისას.
_ მითხარი, სულ არ მოგწონვარ?_ ხელით თავისუფლად გაშლილი ცეცხლისფერი თმა ყურსუკან გადაუწია. მოხრილი თითები ლოყაზე ჩამოუსვა, შემდეგ ყელზე, მერე თითები კისერზე მოხვია და მისი სახისკენ დაიხარა.
ალისა მის თვალებში ჩაიძირა, თითქოს დაავიწყდა სად იყო, თვალები დახუჭა და თავი მისი ხელისკენ გადახარა, თითქოს ლოყით მოეფერა ხელისგულზე.
თევდორეს გაეღიმა ალისას რეაქცია თანხმობაზე მეტი იყო.
_ თედო, რას აკეთებთ?_ მოესმათ უცებ ბავშვის გაოცებული ხმა.
მოულოდნელობისგან შემცბარმა ალისამ დაუფიქრებლად ჰკრა ხელი მკერდში თევდორეს, მან კი თავი ვერ შეიმაგრა მტკივან ფეხზე და აივანზე წაიქცა.
_ ვაიმე!_ დაიყვირა ალისამ, _ ისევ რაღაც გატკინე!

სიმწრით ტუჩი მოიკვნიტა თედომ, ძლივს შეიკავა
თავი რომ ტკივილისგან არ ეყვირა. ამის ნაცვლად , ცოტა ტკივილმა რომ გაუარა, თავი უკან გადასწია და ხმამაღალი სიცილი დაიწყო. ხმაურზე გიორგი და ანა გამოცვივდნენ აივანზე,
_ რა მოხდა,რა ამბავია?_ გაოცდა ნანახი სცენით ანა.
_ მოდი, მოდი მომეხმარე_ სთხოვა სიცილით თედომ გიორგის.
ცოტა ხანს დაბღვერილი უყურებდა დაჩი ბიძას, თვალმოჭუტული რაღაცას ფიქრობდა. შემდეგ ხელი მოჰკიდა ალისას და დემონსტრაციულად დასტოვა აივანი. ალისამ მხრები აიჩეჩა.
_ ბოდიშიო_ ისევ მხოლოდ თევდორეს გასაგონად დაიჩურჩულა და დაჩის მორჩილად გაჰყვა.
გიორგიმ თვალი გააყოლა მიმავლებს , მის დაკვირვებულ თვალს არ გამოპარვია დაჩის გაბრაზება.
_ რა მოხდა? დაჩის რა დაემართა?_ ჰკითხა ჯერ ისევ მომღიმარ თევდორეს.
_ ან შენ რა გეტაკა?
_ უკვე დარწმუნებული ვარ, ეს გოგო ჯადოქარია და ჩემთვის წესის აგება აქვს გადაწყვეტილი!_ უპასუხა გიორგის_ ისე ხომ გავს ჯადოქარს, ჰა?_ ახლა ანას გახედა სიცილით თევდორემ .
_ ახლა რაღა მოხდა? სულ შარში როგორ ხართ? _ ანამ თავი გააქნია _ და ჩემი აზრით ეს მხოლოდ დასაწყისია! დაჩი რაღას იბღვირება?
_ ააა თქვენთვის არ მომიყოლია არა? დაჩიმ ალისას ცოლად მოყვანა გადაწყვიტა! _ უკვე ხარხარებდა თევდორე_ ძმიშვილის ეჭვიანობის ობიექტი გავხდი! ის იდიოტი გუგა არ მყოფნიდა, ახლა ეს მაიმუნი დემატა. არა როგორ მიყურებდა შეამჩნიეთ?
_ ხელი როგორ დაავლო და წაიყვანა?!_ გიორგი ახლა მიხვდა ყველაფერს_ აი ძმაო კაცი! ეს ეხლა რაა და რო გაიზრდება , რა იქნება!

ასე რომ ხუმრობდნენ , უცებ ნელიმ ვიდეო ზარით დარეკა.
_ გამარჯობა ბავშვებო!_ მოიკითხა სამივე.
_ გამარჯობა ნელი დეიდა!_ მიესალმა თევდორე.
_ რას გვეტყვი ,ხომ მშვიდობაა?_ ჰკითხა მოუთმენლად.
_ არ ვიცი შვილო, ამას თუ მშვიდობა ჰქვია. თათული ძალიან ცუდადაა, ემოციურად გატყდა. სულ დაჩის ახსენებს. _ ცრემლმორეული ყვებოდა ნელი თათულის ამბებს.
_ თევდორე შვილო, ცოტა ხნით იქნებ ჩამოსულიყავით? _ თხოვნით დაასრულა ამბის მოყოლა ნელიმ.
_ დარწმუნებული ვარ, ბავშვის ნახვის შემდეგ ,ისევ მოიკრებს ძალებს თათული. ამის მჯერა.
_ დამშვიდდი ნელი დეიდა, ერთ კვირაში მანდ ვიქნებით. არ ინერვიულოთ _ თევდორე თავადაც ხვდებოდა ,თუ რა მნიშვნელოვანი იყო დაჩის თათულისთან ჩაყვანა .
როცა საუბარი დაასრულეს, გიორგიმ ვეღარ მოითმინა.
_ კი მაგრამ მაგ ფეხით როგორ უნდა წახვიდე? რას აპირებ?
_ არ ვიცი ძმაო, გეფიცები არ ვიცი. მაგრამ ის კი ვიცი რომ თათულის ვჭირდებით!

დიდხანს სეირნობდნენ ცხენებით ალისა და დაჩი.
ათას რამეზე ისაუბრეს, ზღაპრებზე, ადამიან ობობაზე, მთებზე, უამრავ რამეს უყვებოდა ალისა, ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი.სწორედ ისე როგორც დედას. რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად,მით უფრო ეჯაჭვებოდა დაჩი გოგონას.
_ ალისა იცი როგორ მინდა დედაც აქ იყოს?_ ჰკითხა მოულოდნელად დაჩიმ.
_ ვიცი მეგობარო, მეც მინდა! იცი რამდენი ხანია ჩემი დედიკო არ მინახავს?_ დაჩის დარდის მიზეზს მშვენივრად ხვდებოდა ალისა.
_ შენი დედაც წასულია გერმანიაში?_ გულუბრყვილოდ იკითხა დაჩიმ.
_ კიი სწორედ გერმანიაში!_ უპასუხა ალისამ.
_ ძალიან გენატრება არა?_ დაფიქრდა დაჩი. _ ერთი რამე მოვიფიქრე! მე შენ წაგიყვან გერმანიაში შენ დედიკოსთან!_ მტკიცე ხმით თქვა პატარა ბიჭუნამ.
ალისას მხოლიდ გაეცინა, მისი სიტყვები რა თქმა უნდა სერიოზულად არ მიუღია.

როდესაც ცხენები დააბრუნეს სადგომში, გზას სახლისკენ სეირნობით გაუყვნენ.
_ მოდი მზია ბებო ვინახულოთ!_ დაჩის აშკარად არ სურდა სახლში დაბრუნება.
_ ძალიან გაუხარდება!_ თავი დაუქნია ალისამ._ თან, რომ მოვდიოდი, გემრიელ ღვეზელს აცხობდა.
_ გემრიელ ღვეზელს გიორგიც კი აცხობს! იცი რა მაგარ ბლინებს აკეთებს ხოლმე? ჭამით ვერ გაძღები! _ გემრიელობების გახსენებაზე ტუჩები მოილოკა დაჩიმ.
_ ჩემი დედიკოც გემრიელ ნამცხვრებს მიცხობდა!_ სევდიანად თქვა ბიჭუნამ და ლოყებზე მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდა.
_ მომისმინე დაჩი!_ ალისამ ბავშვის წინ დაიმუხლა._ შენი დედიკო ისევ გამოგიცხობს გემრიელ ნამცხვრებს! აი ნახავ მალე დაგიბრუნდება! შენ არ უნდა იტირო! შენ ხომ გჯერა ამის? ხოდა არ იტირო! მალე ისევ ერთად იქნებით.
გოგონამ ცხვირსახოცით მოსწმინდა ბიჭუნას ცრემლები და ხელით შუბლზე ჩამოყრილი ხუჭუჭა თმები აუჩეჩა.
დაჩიმ პატარა გამხდარი ხელები კისერზე მოხვია ალისას და ჩაეხუტა .
ალისა დედას აგონებდა,თუმცა თავად ვერ ხვდებიდა ამას. თათულისავით ალისაც უცნაურ სითბოს ასხივებდა და სწორედ ეს სითბო იზიდავდა დაჩის მისკენ. ბავშვები ხომ უფროსებზე კარგად ცნობენ გულწრფელ, კეთილ და სანდო ადამიანებს.

_ ოჰოო, თქვენ აღარ ხუმრობთ ხომ იცი!_ ნაცნობი დამცინავი ხმის გაგონებაზე ალისას უსიამოდ გააჟრჟოლა.
_ რა გინდა გუგა?_ ფეხზე წამოდგა და დაჩის ხელი ჩაჰკიდა. უცნაურ საფრთხეს გრძნობდა მისი ირონიული თვალების შემყურე.
_ ვეღარ გამიგია რომელი ერთზე ვიეჭვიანო?_ გუგა დამცინავად დასცქეროდა ზემოდან დაჩის.
_ გუგა რა უაზრობას ლაპარაკობ? ბავშვის მაინც მოგერიდოს!_ ალისამ სცადა გვერდი აევლო მისთვის.გუგა ისევ წინ გადაუდგა.
_ მისმინე პატარა, არ მინდა ვიჩხუბოთ. მოდი ამ საღამოს შევხვდეთ და ვილაპარაკოთ. რას იტყვი?_ ჰკითხა გუგამ და პასუხის მოლოდინში ხელი მაჯაში წაავლო ალისას.
_ კარგი, საღამოს გნახავ აქ, _ სწრაფად დასთანხმდა ალისა ,რათა თავიდან მალე მოეშორებინა. ხელი გააშვებინა და სახლისკენ უკან მოუხედავად წავიდა, თან დაჩიც გაიყოლა . დაჩიმ უკან მოხედა გუგას და მის სახეზე დანახულმა ბოროტმა ღიმილმა შეაშინა.
_ ალისა ეს ცუდი კაცია! არ შეხვდე ამ კაცს! _ გაოცებულმა ალისამ დაჩის შეხედა და მისმა შიშისგან გაფართოებულმა თვალებმა შეაკრთო.
თუმცა გუგას ნახვა გადაწყვეტილი ჰქონდა, სურდა ეთქვა, რომ მასთან ყოველგვარ ურთიერთობას ასრულებდა. და ამ საღამოდან აღარაფერი ექნებოდათ საერთო.

საღამოს ,როცა გემრიელად ივახშმეს და დესერტად მზიას გაკეთებული ღვეზელიც დააყოლეს, ალისამ ლაშას სთხოვა დაჩი ბიძამისთან წაეყვანა.
თავად სურდა, სანამ ძმა დაბრუნდებოდა, გუგას ნახვა მოესწრო. სულ ათი_ თხუთმეტი წუთიც ეყოფოდა იმის სათქმელად , რაც სურდა და იმედოვნებდა ლაშას მოსვლამდე შინ დაბრუნდებოდა.

_ აბა როგორი დრო ატარეთ ერთად?_ ჰკითხა დაჩის თევდორემ.
_ კარგი, ალისა კეთილია,_ დაჩი უცნაურად იყო ჩაფიქრებული .თავისი წითური მელაკუდა ჩანთიდან ამოსვა გულში ჩაიხუტა და ხმადაბლა უთხრა.
_ მელია არც შენ მოგეწონა არა ის კაცი? როგორი ბოროტი თვალები ჰქონდა, რომ გავიზრდებით ალისას ჩვენ დავიცავთ მისგან.
დაჩის ჩურჩულს თევდორემ მოჰკრა ყური და დაიძაბა.
_ ვინ ბოროტი კაცი დაჩი? რას ლაპარაკობ?_ ჰკითხა და მოდიო ხელი დაუქნია.
_ მოდი მომიყევი რა მოხდა!_ დაჩი ბიძას მიუახლოვდა. ცოტა ხანს ყოყმანობდა.
მერე უცებ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
_ რაოო? _ გუგას ხსენებაზე გაცოფდა ლაშა_გუგა მოეთრა ისევ? და იმან არაფერი მითხრა?
_ მოიცა ლაშა,_ გააწყვეტინა თევდორემ, როცა შეამჩნია, როგორ მოიბუზა დაჩი.
_ დაჩი , ძიას ლომო, მისმინე. ის კაცი მართლა ცუდი კაცია. მიდი, მომიყევი რა უთხრა ალისას!_ სთხოვა მოთმინებით ბიჭუნას.
ამასობაში ლაშა გამწარებული ურეკავდა დას .
თუმცა ის ტელეფონს არ პასუხობდა.
_ უთხრა აქ სახლთან შემხვდიო საღამოსო, ალისას შეეშინდა და კარგიო უთხრა. მერე სახლში წამოვედით._ დაჩიმ ყველაფერი მოყვა, რაც ნახა.
_ შეეშინდაო?_ სულ გამოვიდა წყობიდან ლაშა, გიჟივით გამოვარდა გარეთ და მანქანისკენ გაიქცა.
_შენ ვერ წამოხვალ , მაგრამ არ ინერვიულო!_ მიაძახა ანერვიულებულ თევდორეს გიორგიმ და ისიც ლაშას გამოუდგა უკან. წამის შემდეგ მანქანა ბღუილით მოსწყდა მათ ეზოს.


_ გუგა, რაღაც მინდა გითხრა და მგონია ,რომ სწორედ გამიგებ! _ ალისა ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა,მაგრამ აკანკალებულ ხმას ძლივს იმორჩილებდა.
_ ჩვენ შორის, თუ რამე იყო, მინდა, რომ ყველაფერი დავამთავროთ. მაპატიე მაგრამ ერთად ვეღარ ვიქნებით._ როგორც იყო გაბედა თქმა ალისამ ,თან გუგას მშვიდი და დამცინავი სახის შემხედვარემ უკან დაიხია. მისი სიმშვიდის უფრო შეეშინდა .
_შენ წარმოიდგინე ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი! _ ავად ჩაიცინა გუგამ._ მოვემზადე კიდეც ამისთვის!
ალისას ხელი უხეშად ჩაავლო და მანქანისკენ წაათრია.
_ ნუ გეშინია ცოლად არ მომყავხარ!_ გადაიხარხარა შეშინებული გოგონას დანახვისას. _ მხოლოდ დაკარგულ დროს ამინაზღაურებ და ეგაა!

სწორედ ამ დროს ძალით რომ სვავდა შეშინებილ ალისას გუგა მანქანაში. მოვარდა ლაშა, ნახევრად გაჩერებული მაქანიდან გიჟივით გადმოხტა. გულისპირში ჩაავლო ხელი გუგას და მანქანას შემოახეთქა.
_ რა გინდა ბიჭო შენ? მოგკლა გინდა? _ გაცოფებული ღრიალებდა ლაშა და თან ამეტებით ურტყავდა გუგას.
გიორგიმ ძლივს გააგდებინა ხელიდან თავ_პირ დალურჯებული.
_ ჩემ დას არ მიუახლოვდე გესმის? მის ახლოს თვალი არ მოგკრა , თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! _ ვერ მშვიდდებოდა ლაშა.
_ ალისა დაჯექი მანქანაში!_ უთხრა გიორგიმ ალისას, როგორღაც ლაშაც დაამშვიდა. გუგას ცალი ხელი მტკივან ფერდზე მიეჭირა და მანქანას ეყრდნობოდა. თუმცა სახეზე მაინც ის დამცინავი გამომეტყველება ჰქონდა.
გიორგიმ ლაშაც მანქანაში ჩასვა ,საჭეს თავად მიუჯდა და მანქანა დაქოქა.
_ გგონიათ ასე დავივიწყებ ამ ამბავს?_ ჩაილაპარაკა გუგამ ბრაზით._ მოიცა კიდევ გამიხსენებთ! _ დაემუქრა ბიჭებს და თავადაც მანქანაში ჩაჯდა.

_ ხვალ სახლში ვბრუნდებით! _ განაჩენივით გამოაცხადა ლაშამ.
_ რა გინდოდა? რატომ გახვედი მასთან?_ მიუბრუნდა ჯერ ისევ გაბრაზებული ალისას.
_ მინდოდა მეთქვა,რომ მასთან ურთიერთობა დავასრულე._ ჩაილაპარაკა ცრემლიანმა გოგონამ.
_ დაჩი რომ არა ,კაცმა არ იცის რა მოხდებოდა! ვცოფდები, რომ ვფიქრობ ამაზე!_ ბრაზობდა ლაშა.
_ კარგით ბავშვებო. _ მზიამ დაამშვიდა აღელვებული შვილიშვილი._ ხვალ თბილისში ვბრუნდებით. ნუ ვიზავთ ისე , რომ აქიდან ცუდი მოგონებები წაგვყვეს!

ბროწეული 15
თბილისში დაბრუნების შემდეგ ცხოვრება თითქოს ძველ დინებას დაუბრუნდა. სამსახური _სახლი. ალისას თევდორე ენატრებოდა, მაგრამ ის არ ეხმიანებოდა თავად კი ვერ დგავდა პირველ ნაბიჯს.
გუგაზე იშვიათად ფიქრობდა. თუ ახსენდებოდა ამ გახსენებას უსიამო. ფიქრებიც ყოველთვის თან სდევდა.
ერთ დილას სახლიდან გამოსულს უცნაური შეგრძნება გაჰყვა, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა. მიიხედ მოიხედა, საეჭვო ვერაფერი შენიშნა. საღამოსაც იგივე განცდა დაეუფლა. და მთელი კვირა ასე გაგრძელდა.
ბოლოს ვეღარ მოითმინა და ძმას ყველაფერი მოუყვა.
_ მგონი პარანოია დამეწყო!
_ არ ინერვიულო ჩემო გოგო, _ ასე კი უთხრა ლაშამ მაგრამ თავად აფორიაქდა. ეჭვი მაშინვე გუგაზე მიიტანა და მალეცე დარწმუნდა რომ არ ცდებოდა. რამდენჯერმა სახლთან მის მანქანასაც მოჰკრა თვალი.
თუმცა როგორც კი გუგამ შეამჩნია მაშინვე მანქანა დაქოქა და იქაურობას გაეცალა.
იმ ყოველდღიურობის ფონზე სადაც ყოფილმა შეყვარებულმა გოგონას საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, როგორ შეიძლებოდა ლაშა მშვიდად ყოფილიყო. ფიქრებში გამოსავალს ეძებდა.
სამსახურის კიბეზე აიარა და დის უზარმაზარ დურათთან დაფიქრებული შეჩერდა.
_ დილამშვიდობისა ლაშა!_ მიესალმა კიბეზე ამომავალი თევდორე.
_ დილამშვიდობის თედო.
_ გიორგიმ მითხრა კონტრაქტი ხელმოსაწერად მზადააო, მალე პროექტის " ოცნების სახლი" დავიწყებთ.
_ კარგია ძალიან._ ალისას პრობლემაზე ფიქრობდა, და სიხარული არ გამოუხატავს ლაშას. თევდორემ იგრძნო მისი უხასიათობა და დაძაბულობა
_ ალისა კარგადაა?_ ჰკითხა მოუთმენლად.
ლაშამ დის სურათს თვალი მოსწყვიტა და მისკენ მიბრუნდა.
_ რატომ გააკარი ეს პოსტერი თედო?_ ჰკითხა მოულოდნელად.
_ ბროწეულის გოგონა?_ დაიბნა თევდორე.
_ ხოო, რატომ გააკარი, მაინტერესებს რას ფიქრობ!_ ისე მოულოდნელი იყო ლაშას პირდაპირი კითხვა. თევდორემ მაშინვე ვერც გასცა პასუხი.
_ ლაშა , კარგა ხანია შენთან საუბარი მსურს. რადგან თანამშრომლები ვართ, რადგან ვმეგობრობთ, არ გამოვა სხვანაირად. წამოდი ოთახში შევიდეთ._ სერიოზულად სთხოვა თედომ და ლაშას თავისი კაბინეტისკენ გაუძღვა.
მიმავალ თევდორეს რომ უყურებდა უცებ ლაშას ერთი იდეა დაებადა.
_ დაჯექი ლაშა, _ სავარძელზე მიუთითა თევდორემ და თავადაც მის პირისპირ დაჯდა.
_ რახან ასე პირდაპირ მეკითხები, მეც მიკიბ მოკიბვას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი. მე შენი და მომწონს. არა, კი არ მომწონს მიყვარს! ძალიან მინდა მისი ახლოს გაცნობა, მაგრამ ვფიქრობდი ეს ცოტა უხერხული იქნებოდა ,რადგან ახლა პარტნიორები ვართ. ამიტომ... ბევრს ვფიქრობ ამაზე._ როცა სათქმელი უთხრა ,თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა თედოს, ამოისუნთქა.
_ ეგ კარგად ვიცი, ყველაფერი სახეზე გაწერია!_ გაეცინა ლაშას. _ მომწონხარ ,როგორც მეგობარი, როგორც უბრალოდ ადამიანი და თანაც ვფიქრობ ალისაც არაა გულგრილი. ალბათ მადლობა უნდა გითხრა იმ ნაძირალა გუგას რომ ჩამოაშორე._ გუგას გახსენებაზე ისევ აემღვრა ხასიათი ლაშას.
_ რაც ჩამოვედით მალულად თან დაჰყვება!_ გაუმხილა თავისი დარდი_ ვნერვიულობ ვერც ფაქტზე ვიჭერ, არადა კაცმა არ იცის რა საძაგლობას გააკეთებს!
_ რაო? _ ფეხზე წამოდგა თევდორე_ უთვალთვალებს? მე მაგის.... _ ლანძღვისგან თავი ვეღარ შეიკავა. ტომ წარმოიდგინა ალისაზე ადევნებული გუგა.
_ მე ერთადერთი გზა ვიცი, რასაც მაგი არაკაცი გაიგებს, საკუთარ ენაზე უნდა ველაპარაკო!_ მუჭები შეკრა თევდორემ.
_ თედო , არა ეგ არაა გამოსავალი ,თორემ მეც კი მქავა მუშტები. არა უარესი იქნება ვიცი!_ დაამშვიდა ლაშამ.
_ მისმინე! მინდა ცოტახნით აქაურობას გავარიდო. მიზეზი მჭირდება, რომ გერმანიაში წასვლაზე დავითანხმო და მგონი ეს მიზეზიც ვიპოვე, _ მტკივან ფეხზე შეხედა თევდორეს._ შენი დახმარება მჭირდება.
_ გინდა, მე და დაჩის გამოგვაყოლი?_ ჰკითხა თევდორემ და თვალები აუციმციმდა.
_ სხვა არაფერი იფიქრო!_ გაეცინა ლაშას მისი გახარებული სახის დანახვისას. მხოლოდ მშობლებამდე ჩაიყვან. რამდენადაც ვიცი თათულის სწორედ მიუნხენშია არა?
_ კი ზუსტად მანდაა, მაგრამ არ მგონია ალისამ ჩემს გამო გადაწვიტოს წამოსვლა, უფრო დაჩი შეეცოდრბა. თან ამ რომეოსაც რომ ვეღარ ვაჩერებ, სულ ალისას ითხოვს, სულ ტელეფონზე კიდია. მგონი თავიც მოაბეზრა უკვე._ სიცილით მოყვა თევდორემ.
_ ხოდა ძალიან კარგი! საღამოს ჩვენთან მოიყვანე! აუცილებლად უნდა დავითანხმო ალისა წასვლაზე, რომ გაიგოს ნამდვილი მიზეზი გაჯიუტდება, კარგად ვიცნობ._ ლაშამ გული დაიმშვიდა, თევდორეს თუ მოერიდებოდა და უარს იტყოდა ალისა და ჩის ნამდვილად ვერ კრავდა ხელს. რაც უფრო მეტს ფიქრობდა მით უფრო მშვიდდებოდა. მშობლებს დაურეკა და ყველაფერი უამბო. თუ ავი და ან კი ანერვიულდნენ მაგრამ მალევე შეეცვალათ დარდი სიხარულით, ხუმ რა ობა საქმე ხომ არ იყო წლების უნახავ ქალიშვილს ჩაიკრავდნენ მალე გულში.

_საღამოს ცოტა ადრე გავიდა ლაშა სამსახურიდან, მაღაზიაში გაიარა დაჩისთვის ტკბილეული იყიდა, და სახლისკენ გაემართა. სწორედ ეზოში შემავალმა მოჰკრა თვალი გუგას მანქანას და არც აცია არც აცხელა საკუთარი მანქანით ისე მიადგა უკნიდან რომ გასაქცევი გზა გადაუკრტა.
გაცოფებული გადმოვიდა მანქანიდან და გადმოდიო გუგასაც ანიშნა.
დამცინავი ღიმილით გადმოვიდა გუგა, სახეზე ისევ ეტყობოდა ძველი ჩხუბის კვალი.
_ რა გინდა ადამიანო? რით ვერ ისვენებ?_ მკაცრად ჰკითხა ლაშამ.
_ რა იყო ეს ეზო შენი საკუთრებაა?_ თავხედურად ჰკითხა გუგამ.
ლაშა ძლივს იკავებდა თავს, ბუნებით არ იყო აგრესიული ადამიანი მაგრამ გუგას ცინიზმს და სითავხედეს წყობიდან გამოჰყავდა. მზიამ ფანჯრიდან მიჰკრა თვალი საჩხუბრად მიმართულ კაცებს და რამდენადაც შეეძლო სწრაფად ჩავიდა ეზოში,
_ ლაშა!_ დაუძახა შორიდანვე შვილიშვილს და მიუახლოვდა.
_ რა გინდა ახალგაზრდავ! თავს რატომ არ გვანებებ? რატომ ცდილობ ჩვენს პროვოცირებას?_ მშვიდად ჰკითხა გუგას. _ ახლავე დასტოვე ეზო! ლაშა გასწიე მანქანა! კიდევ დაგინახავ აქ და პატრულს დავურეკავ!
დაემუქრა გუგას, გუგამ და ამცინაცად ჩაიცინა. მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ეზოში თევდორე და დაჩი. მა რა დანახვისას ჯერ გაოცდა გუგა მერე მუქარით დააქნია თავი და გამწარებული გავარდა ეზოდან.
_ ეს რა გუგა იყო?_ წამოენთო თევდორე.
_ სახლში ავიდეთ ბავშვებო! _ მზიას შეეშენდა უკან არ გადევნებოდა თედო და სწრაფად სახლისკენ წაიყვანა სამივე.
_ დაჩი ბებიკო როგორ ხარ? ოო რომ იცოდე როგორი ბისკვიტი გამოგიცხვეეე! _ ხელი დაჩის ჩასჭიდა მოხუცმა ქალმა.
_ კაკაოსი?_ აცქმუტდა დაჩი.
_ აბა როგორ? და თან ზედ მოსხმული შოკოლადის მინანქრით! _ უფრო გაუღვიძა მადა მზიამ ბავშვს.

_სახლის კარებთან შეჩერდა მზია და ლაშას მიუბრუნდა,
_ უი ნაყინი ამომიტანე ბები , სულ დამავიწყდა ნაყინის ყიდვა.
_ მე მარწყვის მინდა!_ გამოაცხადა დაჩიმ.
ლაშას გაეცინა.
_ ყველაფერი რომ შოკოლადის გიყვარს ნაყინი რატომ მარწყვის?_ ჰკითხა ბავშვს.
_ იმიტომ რომ დედას უყვარს, აწი სანამ დედას არ ვნახავ სულ მარწყვის ნაყინს შევჭამ! _ ლაშამ ღრმად ამოისუნთქა, შეეცადა სახიდან ღიმილი არ მოშორებიდა, თუმცა გულში გაუარა პატარა ბიჭის სევდამ და მონატრებამ, რომელსაც ასეთ უბრალო დეტალებში გამოხატავდა საბრალო ბავშვი.
სიტყვის უთქმელად გაბრუნდა და მაღაზიაში წავიდა.
თევდორე პურველი შევიდა სახლში.
_ იქით ბებია,_ თითით მიანიშნა მისაღებზე მზიამ. თავად დაჩისთან ერთად სამზარეულოში გავიდა და ლაშას მოტანილი ტკბილეული მაგიდაზე ამოალაგა.

თევდორემ ოთახი მოათვალიერა, მყუდრო და ფერადი იყო ყველაფერი. ფეხი სტკიოდა ამიტომ დივანზე ჩამოჯდა ,იქვე უიოთახიდან რომელიღაც მხიარული სიმღერის ხმა ისმოდა. გაეღიმა აშკარად ალისა უსმენდა მუსიკას.
უცებ კარი გაიღო და ოთახიდან ალისა გამოვიდა, მოკლე ვარდისფერი ხალათით, და სველ აკოსილ თმაზე ვარდისფერივე პირსახოც შემოხვეული. სახეზე უცნაური მომწვანო მკვებავი ნიღბით. მაშინვე არ შეუმჩნევია თევდორე, ღიღინ_ ღიღინით გაემართა კარებისკენ. და პირდაპირ შეეჩეხა მას.
გაიცებულმა ახედა, ვერ მიხვდა იქ საიდან და გაჩნდა. დაბნეულმა გაუღიმა. მაგრამ თევდორეს სახის ღიმილიან გამომეტყველებაზე უცებ გაიაზრა რა ფორმაში იყო. შემცბარმა დაიკივლა და უკან ოთახში შევარდა.
თედოს გაეცინა, რა საყვარელიაო გაიფიქრა.
და ისევ გაახსენდა ის რაც მთელი დღეა ასე ახარებდა.
ალისასთან ერთად გერმანიაში მიდიოდა.

_ რა მოხდა ?_ ალისას კივილზე გაკვირვებულმა შემოიხედა მზიამ,
_ სტუმარი რომ მოდია არ უნდა გამაფრთხილოთ?_ ოთახიდან გამოსძახა გაბრაზებული ხმით ალისამ.
_ ისევ რამე სისილელე ჩაიდინა?_ ჰკითხა მზიამ თევდორეს.
თედომ უბრალოდ გაიცინა,
მალე ლაშაც მოვიდა, უზარმაზარი მარწყვის საოჯახო ნაყინი ამოიტანა.
_ ვაააა, რამდენიაა!_ სუხარულისგან გადაირია დაჩი.
_ ალისა ნახე მოდიი რამხელა მარწყვის ნაყინიაა!_ ყვიტილით გაიქცა ბიჭუნა და დაუკაკუნებლად შევარდა ალისას ოთახში .
ალისამ ჩაცმა დაასრულა და თმაც მოიწესრიგა.მაგრამ სცხვენოდა თევდორესი და გამოსვლა ერიდებოდა.
_ აქ საიდან გაჩნდით დაჩი?_ ჰკითხა ბავშვს და ჩაეხუტა
_ იცი რომ მე და შენ დედიკოსთან მივდივართ? ხომ დაგპირდი რომ გერმანიაში წაგიყვანდი._ დაჩი წელში გაიმართა უნდოდა სერიოზული სჩვენებოდა გოგონას.
_ მე ვთქვი რომ უშენოდ არ წავალ!_ დაამატა მკაცრად და კოპები შეკრა.
ალისამ სერიოზულად არ მიიღო ბავშვის ნათქვამი და ხუჭუჭა Gმები აუჩეჩა.
_ იცი რომ ძალიან საყვარელი ბიჭი ხარ!_ მოესიყვარულა დაჩის.
_ ალისა ,_ დაუძახა ლაშამ_ მოდი რაღაც მაქვს სათქმელი.
_ გისნენ_ უთხრა ალისამ და ლაშას გვერდით მიუჯდა.
ცდილობდა თევდორესთვის არ შეეხედა, რადგან სცხვენოდა მისი. ფიქრობდა: მწვანე ნიღაბით და ხალათით აინც რა სასაცილო სანახავი იქნებოდა?
_ დაიკო, ხომ იცი თედო და დაჩი გერმანიაში მიდიან .
თათულის კრიზისი აქვს და შვილის ნახვა სჭირდება. მაგრამ რაც შენ თევდორეს დამართე,_ ლაშამ ნატკენ ფეხზე მიუთითა ალისას. გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა, რეებს ლაპარაკობს ლაშა, ხომ არ გაგიჟდაო?!გაიფიქრა გულში.
_ ხოდა, გთხოვა იქნება გაყოლოდი გერმანიაში. თანაც დედ_ მამას ნახავდი. _ დაასრულა საუბარი ლაშამ.
_ მე ალისას გარეშე არ წავალ!_ გამოაცხადა დაჩიმ ჯიუტად. ბავშვს ახსოვდა რომ პირობა მისცა ალისას დედაშენთან წაგიყვანო და ფიქრობდა რომ ეს შანსი უნდა გამეყენებინა.
_ მეე? _ გაოცდა ალისა და თევდორეს შეხედა.
_ ასე კოჭლობით ჩემს თავს ძლივს ვუვლი,_ თავი შეაცოდა თედომაც._ დაჩი კი შენც კარგად იცი რა მოუსვენარია. მეშინია რამე გაუგებრობაში არ გავეხვიოთ.
ალისა დაფიქრდა. რატომაც არა? დედა ძალიან ენატრებოდა. თანაც დაჩიც ეცოდებოდა. ყველაზე მთავარი კი...მოთმინებით მომზირალ კაცს გახედა. მასთან ერთად გერმანიაში წასვლა? დაუფიქრებლად გაეღიმა ამის წარმოდგენაზე. მიუხედავად იმისა რომ ბრაზობდა, რადგან ბახმაროს მერე თედო არ შეხმიანებია. მაინც უხაროდა მასთან ერთად დროის გატარების აზრი.
_ აბა რას იტყვი? დრო ცოტაა, გადაწყვეტილება ახლავე უნდა მიიღო._ ჰკითხა მოუთმენლად ძმამ.
_ რაა აქ საფიქრალი? _ ალისას მაგივრად უპასუხა მზიამ. _ პაატას ველაპარაკე კაცი სიხარულით აღარაა! მარტო მგზავრიბის ხომ გეშინოდა და ახლა თედოსთან ერთად წახვალ. მეც გული მშვიდად მექნება._ შეუვალი იყო მზია.
თავად უფრო უხაროდა შვილის სიხარული, რომ მონატრებულ გოგონას იხილავდა. ამ შანსის გაშვება არ შეიძლებოდა! ასე ფიქრობდა მზია. თანაც იმ ავყია გუგასაც თვალს მოარიდებდნენ.
_ კარგი! თანახმა ვარ!_ გაიცინა ალისამ.
თევდორემ შვებით ამოისუნთქა ეგონა გოგონა უარს იტყოდა. მისმა პასუხმა კი დაამშვიდა.
მოსამზადებლად დიდი დრო არ გქონდა ალისას. ბევრიც არაფერი ჩაუდია. იფიქრა იქაურ მაღაზიებDი გაისეირნებდა დედასთან ერთად. რომ დაფიქრდებოდა, დედის ჩახუტებაზე , გული უჩქარდებოდა.
მერე თევდორეზე ფიქრობდა და მასთან მოგზაურობის აზრი ახარებდა.
მხოლოდ დაჩი ეცოდებოდა, რადგან ხვდებოდა წინ რთული დღეები ელოდა პატარა ბიჭუნას.
გამგზავრების დღეც მოახლოვდა. ლაშამ აეროპორტში მიაცილა სამივე
_ მზია ბებოს უთხარი, რომ მელიას მარტო ძილი არ უყვარს!_ ნერვიულობდა დაჩი პატარა მეგობარზე. კნუტს მზიასთან ტოვებდნენ. მზიას მაინცდამაინც არ უყვარდა კატები,მაგრამ ბიEუნას უარი ვერ უთხრა, რადგან მიხვდა დაჩი მხოლოდას ენდობოდა ისე რომ ყველაზე ძვირფას მეგობარს ,რომელსაც ლამის განუშორებლად თან დაატარებდა, მას უტოვებდა.
თვითმფრინავი დაიძრა და ალისასმ იგრძნო როგორ გაეყინა თითები. ფრენის ეშინოდა, სულ ეგონა რომ თვითმფრინავს ძრავი გაუჩერდებოდა, ან აფეთქდებოდა, ან კაცმა არ იცის რომფლ კოშმარს წარმოიდგენდა ხოლმე. თვალებდახუჭული იჯდა და
თითებს საკუთარ მუხლებს გამწარებული უჭერდა.
_ ალისა გეშინია?_ ჰკითხა თევდორემ. ფილმებს თუ არ ჩავთვლით , პირველად ხედავდა ფრენის ფობიით შეპყრობილ ადამიანს.
გოგონამ თვალის გაუხელლად დაუქნია თავი.
_ მოდი ხელი მომკიდე, ასე უფრო ადვილად გაუმკლავდები შიშს!_ ხელი ხელზე მოკიდა თევდორემ და მოუჭირა. თბილი ხელი ჰქონდა კაცს, სასიამოვნო ენერგია მოდიო და ამისი თითებიდან. ნელ ნელა დამშვიდდა ალისა, ყურადღება შიშიდან მის ხელზე გადაიტანა. იმ გრძნობაზე , ეგ ომელსაც ახლა განიცდიდა. ხელზე თითებით ფრთხილად მოეფერა თევდორე, ალისამ გააცნიბიერა, რომ პირველად ეჭირა მისი ხელი ხელში. უცნაურმა სითბომ დაუარა სხეულში.
"ნუთუ მიყვარს?" გაიფიქრა გოგონამ. გუგასთან მსგავსს არაფერს განიცდიდა. ახლა კი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ცაში ფრინავდა.

სიმშვიდემ მოიცვა ალისა, მის გვერდით არაფრის ეშინოდა. თავს მყუდროდ და დაცულად გრძნობდა . თვალები კვლავ დახუჭა საზურგეს მშვიდად მიეყრდნო და ბავშვივით დაეძინა, ისე რომ თევდორესთვის ხელი არ გაუშვია.
ალისას ისევ ეძინა , როდესაც თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაეშვა.
ბროწეული 16

აეროპორტის მოსაცდელში გამოვიდნენ. თევდორე ყავარჯნის დახმარებით დადიოდა ამიტომ მის ჩემოდანსაც ალისა მოაგორებდა .
დაჩი კი მათზე წინ გამორბოდა და აეროპორტს ათვალიერებდა . აღტაცებული იყო თვითმფრინავით,
_ ალისა აბა თუ იცი ვინ უნდა გამოვიდე?_ მხიარულად იღიმებოდა დაჩი.
_ ალბათ მოგზაური არა?_ ჰკითხა ალისამ ინტერესით.
_ არააა! თვითმფრინავის მძღოლი!_ გაუხარდა ალისას მიუხვედრელობა დაჩის .
_ მერე სადაც გენდომება იქ გავფრინდებით მე და შენ!_ იძახდა ბიჭუნა გახარებული.
_ და მეე? მე არ წამიყვან?_ მოწყენით იკითხა თევდორემ.
_ შენ? შენ რომ მოტოციკლს არ მთხოულობ?_ მოუბრუნდა ბიძას დაჩი.
_ შენ გაიზარდე ძიას კაცო და რომელც ყველაზე მაგარი მოტოციკლია იმას გიყიდი!_ დაჰპირდა თედო ძმისშვილს.

უცებ ალისა შეჩერდა, ხელი გულზე დაიდო. გული გამალებით უცემდა. მომლოდინე ხალხში საკუთარ მონატრებულ მშობლებს რომ მოჰკრა თვალი, თითქოს ისევ იმ წარსულს დაუბრუნდა , როცა წლების უკან დედ_ მამა გერმანიაში გამოაცილა. ისევ ის გრძნობა დაეუფლა და თვალები ცრემლებით აევსო.
_ დედაააა! მამააა! _ დაიყვირა და მშობლებისჯენ გაექანა.
პირველი მამას ჩაეკრა, პაატამ ალისა ხელში აიტაცა და ჰაერში დაატრიალა.
_ მამიკოს პრინცესა, მამიკოს გოგონა, მამიკოს მონატრება! _ გაჰყვიროდა კაცი და სულ არ ერიდებიდა გარშემო ხალხის. როცა ჩახუტებით გული იჯერა გოგონა დედამისს გადაულოცა. ახლა დარიკო ჩაეხუტა შვილს.
მისი მონატრებული სურნელი შეისუნთქა. ემოციები მოეძალა და ატირდა.
_ კარგი დარო საყვარელი, კარგი! _ ამშვიდებდა აქვითინებულ ქალს პაატა და ცოლ_ შვილს გულში იკრავდა.
_ როგორ მონატრებია ალისას დედიკო!_ თქვა დაჩიმ სევდიანად. ალბათ გული დასწყდა, რომ თათულიმ დახვედრა ვერ შესძლო. პატარა იყო დაჩი და ბოლომდე ვერ იაზრებდა, თუ რას ნიშნავდა თათულის ავად ყოფნა. მისთვის ავადმყოფობა ხომ მხოლოდ სურდოთი და გაციებით შემოიფარგლებოდა.
_ მამა გაიცანი ეს თევდორეა, ჩვენი ოჯახის მეგობარი, ეს კი დაჩი ბიჭია, მისი ძმიშვილი!_ გააცნო ბიჭები მშობლებს ალისამ.

აეროპორტიდან ყველა პაატამ წამოიყვანა.
_ სად მიგიყვანოთ შვილო?_ ჰკითხა თევდორეს. თედომ ჯერ იმ სასტუმროს მისამართი უთხრა, სადაც ნელი იყო გაჩერებული, მაგრამ მერე გადაიფიქრა. პირდაპირ საავადმყოფოს მისამართი უკარნახა. პაატამ სინანულით გადააქნია თავი.
_ მზიამ მოგვიყვა თათულიზე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გადატანა გიწევთ შვილებო, მაგრამ ეჭვი არ მეპარება ყველაფერი მოგვარდება. აქ საუკეთესო ექიმები ჰყავთ._ ანუგეაშა პაატამ თევდორე.

როცა საავადმყოფოსთან მივიდნენ დაჩიმ მოიწყინა.
_ ალისა , წამოდი რა ჩვენთან ერთად_ სთხოვა მობუზულმა გოგონას.
_ რა იყო საყვარელო? ახლა დედიკოს ნახავ. _ გაამხნევა დაჩი ალისამ.
_ მინდა, რომ წამოხვიდე!_ გაჯიუტდა დაჩი და თვალები ცრემლებით აევსო.
_ რა იყო ძიას კაცო?_ მოეფერა თევდორე._ რატომ მოიწყინე?
დაჩიმ თევდორეს ალერსს თავი აარიდა და ალისას მოეხვია წელზე. ალისას შეეცოდა ბავშვი, თავად ამხელა იყო და მშობლებთან შეხვედრის წინ თვითონაც როგორ ნერვიულობდა, რა გასაკვირი იყო, რომ ბავშვს ეჭირვეულა.
_ მამა მე დაჩის გავყვები მაპატიე! სახლში ტაქსით დავბრუნდები._ მიუბრუნდა პაატას გოგონა.
_ მამიკო, მომისმინე. ჩვენ თქვენს დასახვედრად გავემზადეთ. ამიტომ ყველანი ჩვენთან მოდით აქიდან. დაჩის და თევდორესაც ველოდებით._ პაატას მიხვედრილობამ და მოთმინებამ თევდორეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განა ადვილი იყო ამდენი ხნის უნახავ შვილს ბავშვის ჭირვეულობის გამო შელეოდა .

ნელი გარეთვე შემოეგება შვილიშვილს. გულში ჩაიკრა კოცნა და კოცნა. თევდორემ ალისა გააცნო.
_ შვილო მადლობა მინდა გითხრა ჩემს ბიჭზე რომ ასე ზრუნავ. სულ შენზე გველაპარაკება დაჩი. სულ ალისას გაიძახის. ოქროს გული გქონია გენაცვალე._ გადაკოცნა ნელიმ შვილიშვილის უფროსი მეგობარი.

თედო და ნელი პალატაში პირველი შევიდნენ. დაჩიმ ალისას ხელი არ გაუშვა და ამიტომ იმის მიუხედავად, რომ ალისა ფიქრობდა ოჯახურ შეხვედრაზე მისი ადგილი არ იყო და სჯობდა გარეთ მოეცადა, იძულებული გახდა დაჩის ნებას დაჰყოლოდა და პალატაში შეჰყოლოდა.
_ დაჩი დედიკო!_ ხელები სიხარულით გაშალა თათულიმ.
დაჩიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დედისკენ, მაგრამ სიხარულის ღიმილი სახეზე მიეყინა. საწოლზე მჯდომი თავგადაპარსული ქალი საერთოდ არ ჰგავდა მის მშვენიერ დედიკოს. სახეც უცნაურად შესიებოდა და დამრგვალებოდა. გაფითრებული და თვალებამოშავებული უცნობი ქალი უღიმოდა საწოლიდან. დაჩიმ უკან დაიხია. ხელი ისევ ალისას ჩასჭიდა და ფარივით მოიფარა.
ყველა გაშეშდა. თათულიმ ტუჩები სიმწრით მოიკვნიტა.ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა საწოლზე.
_ მაპატიეთ, მე მაპატიეთ დამავიწყდა_ ჩაილაპარაკა გაბზარული ხმით და თავზე ფერადი თავსაფარი მოიხვია.
_ დაჩი!_ მკაცრად დაუძახა თევდორემ დამფრთხალ ბავშვს.
_ ჩაეხუტე დედას! ახლავე!
დაჩი უფრო ჩაებღაუჭა ალისას და უარის ნიშნად თავი გააქნია.
_ ბებიკო დედიკოს ძალიან მოენატრე!_ მუდარა გაისმა ნელის ხმაში.
_ წავიდეთ ალისა! აქიდან წასვლა მინდა!_ შეუვალი იყო დაჩი და რადგან ალისა ადგილიდან არ გაინძრა, ხელი გაუშვა და პალატიდან მარტო გაიქცა.
_ უკაცრავად, გავყვები და დავამშვიდებ._ ჩაილაპარაკა ალისამ დამნაშავესავით თავი დახარა და დაჩის გაედევნა.
_ თათული , არ ინერვიულო, უბრალოდ გაუკვირდა , უბრალოდ არ მოელოდა..._ თავადაც არ იცოდა რას ამბობდა თევდორემ. ისე აღელდა და ისე გაბრაზდა დაჩიზე. ამას ნამდვილად არ მოელოდა.
_ არაუშავს! მეც ვიცი რა საშინელი დასანახი ვარ._ ჩაილაპარაკა გულჩამკვდარმა თათულიმ. მათ ზურგი აქცია და პლედი წაიფარა. საციდავად გამხდარი მხრები აუცახცახდა.
_ მარტო დამტოვეთ! _ ჩაიჩურჩულა და მთელი ძალები მოიკრიბა, რათა მათ თვალწინ არ აღრიალებულიყო.

_ დაჩი, ეს რა საქციელია?_ მკაცრი იყო ალისა_ განა ჭკვიან და კეთილ ბიჭუნას შეჰფერის ასეთი საქციელი?
_ რა სჭირს დედას ალისა?_ არც კი უცდია დაჩის საკუთარი ემოციის დამალვა.
_ რა უყო თმები? ის არაა ჩემი დედიკო! ჩემი დედიკო ლამაზია, ჩემი დედიკო პრინცესასავით ლამაზია!_ უკვე მთელი ხმით ღრიალებდა საწყალი ბავშვი. მისი გონება ვერ ახერხებდა იმ ელდის გადახარშვას, რაც ავადმყოფი დედის დანახვით განიცადა.
ალისამ ცრემლები მუჭებით ამოიწმინდა, მერე ისევ და ისევ. საკუთარი თავი აიძულა, რომ არ ეტირა.
_ მისმინე დაჩი! დედიკო ცუდადაა, ძალიან უჭირს. შენ სჭირდები, შენი ძალა სჭირდება, რომ ამ ბოროტ ავადმყოფობას მოერიოს. აი ისე, როგორც სუპერმენი ლექს ლუთერს! შენ ახლა შენი დედიკოს სუპერმენი ხარ! ძალა მოიკრიბე დაჩი!_ ალისა ცდილობდა ნაცნობი თემით მოეკრიბა დაჩის ყურადღება. თუ ახლა ვერ დასძლევდა დაჩი ამ შიშს და ტკივილს დედა_შვილს შორის გაუცხოვება უფსკრულივით გაიზრდებიდა.

_ სუპერმენი?_ ჰკითხა ინტერესით ბავშვმა და ცრემლიანი თვალებით ამოხედა.
_ კი ჩემო პატარა, შენი ფარული ძალა შენი სიყვარულია და დედას ჩახუტებით გაუზიარებ, გააძლიერებ და ნახავ, როგორ გალამაზდება დედა!_ ალისა წამოდგა და დაჩის ხელი გაუწოდა.
_ აბა ! მოდიხარ მტერთან საბრძოლველად? _ ჰკითხა და სუპერმენის საბრძოლო პოზა მიიღო. დაჩი ფეხზე ადგა. ფეხები სასაცილოდ გაჩაჩხა და ხელებით დოინჯები შემოირტყა.
_ წავიდეთ დედიკოსთან! მაგ საძაგელ ავადმყოფობას სეირი ვუჩვენოთ!_ გათამამდა ბავშვი.
პალატისკენ ისევ ხელჩაკიდებულები წავიდნენ.

პალატის კარებთან ალისამ სახემოღუშული თევდორე დაინახა და თავის გაქნევით ანიშნა არ მოხვიდეო.
პალატის კარი გააღო და შიგნით პირველი შევიდა.
_ გამარჯობა თათული!_ მიესალმა ჯერ კიდევ ზურგით მწოლ ქალს. თათულიმ მისი ხმის გაგონებისას ამოიოხრა, გადმობრუნდა და წამოჯდა. თავსაფარი უხერხულად შეისწორა.
_ გამარჯობა ალისა!_ მიესალმა უღონოდ. ალისას არ გამოჰპარვია თუ როგორ უცნაურად უყურებდა თათული მას წელამდე გრძელ გაშლილ ხვეულ თმებზე, სწორედ ისე, როგორც მშიერი მაწანწალა ბავშვი საცხობის დახლზე შემოდებულ ჯემიან ფუნთუშას. უხერხულად ჩაახველა.
_ დედიკო_ დაიწყო უჩვეულოდ ხმამაღლა და თათულიმაც თვალი მისი თმიდან მის თვალებზე გადაიტანა. ალისამ თვალი ჩაუკრა და არტისტულად გააგრძელა.
_ მიესალმეთ თქვენს ვაჟს, სუპერმენ დაჩის!
კარი გაიღო და სასაცილოდ გაჯგიმული დაჩი პალატაში შემოვიდა.ერთი ხელი მუშტშეკრული წინ გაეშვირა , მეორე მოეხარა , კისერზე ალისას წითელი თავშალი სუპერმენის მოსაცმელის სტილში მოეხვია.
სირბილით შემოვარდა, ვითომ შემოფრინდა, პალატა შემოირბინა და დედის საწოლზე ახტა. მისი უჩვეულო პერფორმანსის დანახვით გამხიარულებული თათული შვილს ჩაეხვია. ტუჩებით მადლობაო უხმოდ უჩურჩულა მომღიმარ ალისას და სწორედ ისე, როგორც დარიკომ ალისას ჩახუტებისას, ჩაისუნთქა მონატრებული შვილის მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო სურნელი.
ალისამ ცოტა ხანს უყურა მოალერსე დედა_ შვილს, მერე პალატიდან ღიმილით გამოვიდა და კარი წყნარად გამოიხურა.
ბროწეული 17

თათულის გამოცოცხლებით ბედნიერმა ნელიმ, მონატრებულ შვილიშვილზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო.
_ თევდორე დედა, დაჩის მე მივხედავ. შენ კი ალისა წაიყვანე, გვიანია და თან ამ უცხო ქვეყანაში ხიფათს არ გადაეყაროს გოგო._ ალისას მიმართ თავს ვალდებულად გრძნობდა საწყალი ქალი. სწორედ ალისას დამსახურებად მიაჩნდა , რომ ერთი საათის წინ მის შვილის ჩამქრალი თვალები, ახლა სიხარულის ცეცხლით უნათებდნენ.
შვილის ნახვამ, ალერსმა და სიყვარულმა თათული თოთქოს გამოაცოცხლა. დავიწყებულმა ღიმილმა კი მისი სახე გაანათა და გაალამაზა. თუმცა ალისა მაინც ამჩნევდა თათულის სევდიან მზერას, როცა ის მის გრძელ და მშვენიერ თმებს ხედავდა. უნებურად ხელს თავზე მოხვეული თავშლისკენ წაიღებდა ხოლმე და მერე ახსენდებოდა, რომ თმა არ ჰქონდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა. განა რა იყო თმა ისეთი რომ ასე დარდობდა თათული. იყო პერიოდი მის ცხოვრებაში, როცა ლამის ბოლომდე მოპარსულ თავს ატარებდა. მაგრამ ერთია, როცა შენს სურვილზეა დამოკიდებული რაიმეს კეთება, ხოლო მეორეა, როცა იძულებული ხდები დაემრჩილო ბედისწერას . როცა შენს ხელთ უკვე აღარაფერია , აღარც შენი სურვილი და აღარც შენი ნება. მხოლოდ ინერციით მიდიხარ წინ და მიწაზეც მხოლოდ ახლობელი ადამიანების სიყვარულიღა გაკავებს.
ტაქსი გამოიძეხეს და ალისას მშობლების სახლისკენ გაემართნენ. მისულებს რამდენიმე სტუმარი და მათ საპატივცემულოდ გაშლილი სუფრა დახვდათ.
_ ბავშვებო მოდით, _კარებშივე შეეგებათ პაატა .
_ თევდორე შემოდი , _ შეიპატიჟა ალისამ თედო, როცა ყოყმანი შეამჩნია.
მისაღებში შესულები არ იყვნენ, რომ მათკენ მაღალი სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი დაიძრა.
_ ალისაა!_მხიარული ხმით მეგება გოგონას და ხელში აიტაცა. გაოცებული ალისა წამით დაიბნა, მერე კი როცა იცნო თვითონაც გაუხარდა მისი დაანახვა.
_ დემნაა!_შესძახა ალისამ.
_ სიურპრიზიი!_ გაიკრიჭა დემნა. _ აბა გამივიდა შენი გაოცება?_ჰკითხა, როცა ალისა ძირს დასვა.
_ გამოგივიდა რომელია? როგორ გამიხარდა შენი ნახვა!_ალისა მართლაც გახარებული იყო. დემნა პაატას მეგობრის შვილი იყო. ის, ალისა და ლაშა ბავშვობიდანვე ერთად იზრდებოდნენ. ბახმაროშიც ერთად ისვენებდნენ და ჯირითიც სწირედ დემნამ ასწავლა ალისას. დემნას ლამის ბავშვიბიდანვე უყვარდა ჯადოქარი ალისა. ასე ეძახდა ხოლმე ბავშვობაში უცნაური წითური თმის გამო.
მათი გულიანი შეხვედრით გაოცებული თევდორე ყურადღებით აკვირდებოდა დემნას და მის თვალს არ გამოჰპარვია ალისას დანახვით გამოწვეული აღფრთოვანების ნაპერწკალი კაცის თვალებში.
_ იქ გუგა, აქ დემნა!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
_თაყვანისმცემლები არ აკლია ქალბატონს !

ალისამ მალევე მოინაკლისა თევდორე,მიმოიხედა და აივანზე მოჰკრა მის სილუეტს თვალი. მაშინვე მისკენ წავიდა. მაგრამ გზაზე დემნა გადაუდგა.
_ ვიცეკვოთ ჯადოქარო?_ ჰკითხა თან ისე, რომ მის პასუხს არ დალოდებია წელზე ხელი მოჰხვია და მხიარული მუსიკის ხმაზე დააბზრიალა. ალისას გაეცინა. მაგრამ ისევ თევდორეს გახედა ცალი თვალით და დააინახა, როგორ უყურებდა ის წარბებშეკრული.
_ ვის უყურებ ჯადოქარო? ახლა ვის ხვევ შენს ჯადოქრულ ხლართებში?_ ჰკითხა ღიმილით დემნამ და მის მზერას თვალი გააყოლა.
_ ეს ვინაა ალისა?_ ჰკითხა ინტერესით, როცა თევცორე დაინახა.
_ ეს თევდორეა!_ ალისამ თევდორეს სახელი ისე თბილად თქვა და თვალები ისე აუციმციმდა, დემნასთვის მაშინვე ყველაფერი გასაგები გახდა.
_ ოჰ, შენ აღარ ხუმრობ გოგონი!_ ოდნავ შესამჩნევი სევდით ჰკითხა ალისას.
_ არა! არ ვხუმრობ! _ ღიმილით დაუდასტურა ალისამ.
ცოტახანს კიდევ უყურა თევდორემ ალისას მხიარულებას და გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო. გოგონას მისთვის აშკარად არ ეცალა. თევდორე კი აქ მხოლოდ მის გამო იყო. ეჭვიანობა ის , რასაც საერთოდ ვერ გრძნობდა გუგას მიმართ, დემნას შემთხვევაში ქარიშხალივით მიაწყდა მის გულს. რადგან რაც არ უნდა სდომებოდა დემნაში ცუდი დაენახა ,რატომღაც ვერაფრით ახერხებდა. მის მიმართ ამოუხსნელი სიმპატიით განეწყო და ამასთან საშინლად ეჭვიანობდა მასზე.
ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა და პაატას მოსაძებნად გავიდა.
_ საღამო მშვიდობისა ბატონო პაატა! ვწუხვარ, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის._ დემშვიდობა მასპინძელს .
_ რატომ მიდიხარ ასე ადრე შვილო? მეგონა ცოტახანს კიდევ დარჩებოდი._ ჰკითხა პაატამ
_ ფეხი მაწუხებს ბატონო პაატა! დასვენება მინდა!_ აუხსნა წასვლის მიზეზი თევდორემ.
_ რას გავაწყობთ, დაგემშვიდობები. მაგრამ იცოდე ჩვენი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა._ პაატას მართლაც მოსწონდა თევდორე.

_ მამა თევდორე არ გინახავს?_ ჰკითხა ალისამ მამას.
_ თევდორე ახლახანს წავიდა შვილო, არ დაგემშვიდობა?_ გაუკვირდა პაატას.
_ წავიდა? _ გაოცდა და გაბრაზდა ალისა. მიბრუნდა კარი გააღო და თევდორეს გაეკიდა. კიბე ჩამოირბინა და ქუჩაში გამოვიდა. მიიხედ_ მოიხედა , შუაღამე იყო , მაგრამ ლამპიონებ იქუჩას დღესავით ანათებდა .
თევდორე ყავარჯენს დაყრდნობილი ნელა მიუყვებოდა ქუჩას
_ თევდორეე! _ დაუძახა ალისამ და მისკენ გაიქცა.
_ დამელოდე თევდორე!
კაცმა გაოცებულმ მოიხედა უკან. ალისა სწრაფად გაიქცა მისკენ .
_ სახ მიდიხარ? რატომ წახვედი?_მიაყარა კითხვები.
_ შენ მაინც არ გცალია ჩემთვის და იქ სხვა არაფერი მესაქმება!_ მკაცრად უთხრა თედომ. თან გულში უხაროდა ალისა რომ უკან გამოჰყვა.
_ მოიცადე! _ გოგომ თვალები ეშმაკურად მოჭუტა._ არ არსებობს!
_ რა არ არსებობს?_ ვერ მიხვდა თედო.
_ შენ ეჭვიანობ?_ ჰკითხა სიცილით გოგომ.
_ იცინი არა?_ მისმა სიცილმა გული მოულბო თედოს.
_ დემნა ბავშვობის მეგობარია!_ დასერიოზულდა ალისა.
_ ვიცი, მაგრამ საქმე იმაში არაა შენ რას ფიქრობ მასზე. მითხარი ისიც იგივეს ფიქრობს შენზე?_ ჰკითხა თევდორემ ალისას და მიუახლოვდა.
_ შენ ის უნდა გაინტერესებდეს , მე რას ვფიქრობ შენზე!_ მაცდურად გაუღიმა ალისამ.
_ და რას ფიქრობ?_ წელზე მოხვია ხელი თედომ. ალისამ გაუღიმა, ფეხის წვერებზე აიწია და აკოცა. თევდორეს დემნაც დაავიწყდა, წყენაც და ეჭვიანობაც და საყვარელი ქალი გულში ჩაიკრა .
ყველაფერი კარგად დაინახა დემნამ აივნიდან. გულში რაღაც ჩასწყდა, მაგრამ ისედაც იცოდა ალისა მას არასდროს უყურებდა ,როგორც კაცს. მისთვის დემნა ყოველთვის მხოლოდ მეგობარი იყო და მეტი არაფერი.

დიდხანს სეირნობდნენ ალისა და თევდორე უცხო ქალაქის ქუჩებში. მანამ სანამ თევდორეს დაღლილობისგან ფეხი არ ასტკივდა. შემდეგ სახლის წინ პატარა სკვერში ჩამოჯდნენ.
_ ხვალ ხომ შევხვდებით? _ ჰკითხა თევდორემ ალისას .
_ არ გეწყინოს მაგრამ ხვალ არ მცალია. დემნასთან ერთად ერთ ადგილას მივდივარ. ოღონდ დამპირდი, რომ არ გეწყინება!_ უთხრა ალისამ და თვალებში მიაჩერდა თედოს.
_ როცა მოიცლი იცოდე, რომ მე გელოდები!_ უთხრა თევდორემ, ალისას არ აგრძნობინა , მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. მაინც ეჭვიანობდა.

სახლისკენ მიმავალი კი გულში ფიქრობდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა: " აქამდე არსდროს ვყოფილვარ ეჭვიანი, ახლა რამ გადამრია? რა მჭირს? გუგაზეც კი არ მიეჭვიანია ასე, აბა ახლა რა მიზეზია?" ფიქრობდა და ვერ იაზრებდა, რომ ეჭვიანობის მიზეზი, მისი უცნაური სიმპათია იყო დემნას მიმართ. რატომღაც საინტერესო ადამიანად მიიჩნია. სხვა დროს და სხვა სიტუაციაში ალბათ ადვილად იმეგობრებდა მასთან. თუმცა ახლა ალისას სიყვარული ყველაფერს ყირაზე აყენებდა.

ბროწეული 18

ალისა და დემნა დილით ერთად წავიდნენ. და რამდენიმე საათი არ დაბრუნებულან. როცა დაბრუნდნენ, ალისას წითელი ნაქსოვი ქუდი ეფარა. მაშინვე თვალში მოხვდა დედამისს ქუდით რომ შემოვიდა გოგონა, მაგრამ არაფერი უკითხავს. მალე
თევდორემ დაურეკა.
_ ალისა, დაჩის მოენატრე. შეიძლება დღეს შენთან იყოს? _ შეწუხებული ხმა ჰქონდა თევდორეს. მიხვდა ალისა რაღაც აწუხებდა საყვარელ ადამიანს, ალბათ თათულის ისევ ცუდი ანალიზები ჰქონდა, ამიტომ მისი ნახვა თავადაც უნდოდა. სურდა გაემხნევებინა და გაეხარებინა თევდორე.
_ მოდი სადმე გავისეირნოთ, ცოტა გავმხიარულდეთ, დაჩიც ცოდოა სულ საავადმყოფოშია რაც ჩამოვედით._ შესთავაზა ალისამ.
გაუხარდაა თევდორეს , თუნდაც ერთი დღით რომ ვერ ნახულობდა , უკვე ძალიან ენატრებოდა ხოლმე თავისი ბროწეულის გოგო.

შეხვედრისთანავე შეამჩნია თევდორემ ალისას წითელი ქუდი. გაუკვირდა ,იმიტომ რომ გოგონა გაშლილ თმებს ატარებდა და ქუდები არ უყვარდა.
_ ალისაა, ახლა წითელქუდას ჰგავხარ იციი?_ ყიჟინით გაიქცა დაჩი და გოგონას კისერზე ჩამოეკიდა.
_ იცი რა მოვიფიქრე?_ მხიარულად გაუღიმა ალისამ დაჩის_ მოდი სადმე სანაყინეში წავიდეთ და გემრიელობები მივირთვათ. მერე პარკში გავისეირნოთ.
დაჩის აღტაცებისგან თვალები გაუბრწყინდა
_ ალისა შეიძლება დედასაც წავუღოთ ნაყინი? დედას მარწყვის ნაყინი უყვარს. _ მალევე დასერიოზულდა ბავშვი.
ალისამ თევდორეს გადახედა.
_ მოდი ჯერ ვისეირნოთ, მერე ნაყინები ვიყიდოთ და თათულისთან წავიდეთ._ შესთავაზა მათ თედომ.

დიდხანს ისეირნეს, ქალაქი ფეხით მოიარეს, რამდენიმე საინტერესო მაღაზიაში შეიარეს, ერთ ანტიკვარიატის მაღაზიაში თედომ მალულად შეიძინა რაღაც სამკაული და ჯიბეში დამალა.
მერე მოშივდათ და ერთ პატარა კაფეს მიაშურეს. ალისა ხელების დასაბანად საპირფარეშოში გავიდა. თევდორემ ჯიბიდან პატარა ლურჯი ზარდახშა ამოიღო. გახსნა და ხელისგულზე პატარა ლალისთვლებით გაწყობილი ბროწეულის ფორმის გულსაბნევი დაიდო. პატარა ზურმუხტის ფოთლებით გამშვენებული ბროწეული თითქოს გახლეჩილიყო და შიგნიდან ლალის მუქი თვლები ბროწეულის მარცვლები ით მოსჩანდა. საოცრად დახვეწილი და მშვენიერი ნაკეთობა იყო.
_ რა ლამაზია თედოო!_ დაჩიც კი გაოცდა. თევდორემ ტუჩებზე თითი მიიდო დუმილის ნიშნად და ბიჭუნას თვალი ჩაუკრა.
დაჩი სასაცილოდ გაიკრიჭა და ხელით უჩინარი ელვა შესაკრავი შეიკრა ტუჩებზე. ვითომ საიდუმლოს არ გავთქვავო.
ალისა მალევე დაბრუნდა. გემრიელად ისადილეს და საავადმყოფოსკენ გასწიეს.
გზად რამდენიმე პორცია ნაყინი იყიდეს,მარწყვის სპეციალურად თათულისთვის.
_ დედიკოოო! _ ყვირილით შევარდა პალატაში დაჩი.
_ ნახე რა მოგიტანეთ!_ უთხრა დედას და საწოლზე ახტა.
_ გამარჯობა თათული._ მიესალმა ქალს ალისა.
_ გაგიმარჯოს ალისა! მადლობა მინდა გითხრა , დაჩის ასე რომ ანებივრებ_ თათული ალისას ქუდს უყურებდა, აოცებდა ამსიგრძე თმა ამ პატარა ქუდში როგორ დამალაო. ციტახანს ისაუბრეს,ნაყინი მიირთვეს და წამოვიდნენ . დაჩი კი ნელისთან დარჩა. მზია ბებომ უნდა დამირეკოს და მელია მანახოსო. თავისი კნუტი ენატრებოდა დაჩის.

გარეთ გამოვიდნენ ალისა და თდვდორე. უკვე საღამო იყო . გრილოდა.
_ გცივა სიხარულო?_ ჰკითხა თედომ, როცა დაინახა, როგორ დამალა ხელები ალისამ ქურთუკის ჯიბეებში. ჩაეხუტა. ხელები მოხვია.
_ იციი? მინდა სულ ჩემთან იყო!_ ჩურჩულით უთხრა გოგონას. ალისაც ჩაეხუტა. ბედნიერი იყო მასთან ყოფნით.
_ ეს წითელი ქუდი საიდან მოიგონე?_ ვეაღარ მოითმინა თევდორემ.
_ დემნამ მაჩუქა._ დემნას ხსენებაზე დაიძაბა თევდორე.
_ დემნასთან ერთად იყავი დღეს მთელი დღე?_ ჰკითხა ინტერესით.
_ კი , დახმარება ვთხოვე ერთ საქმეში და გამომყვა. მაგრამ ჯერ ვერ გეტყვი სად ვიყავი. სიურპრიზია!_ სიცილით უთხრა გოგონამ თედოს და ღიმილით შეხედა.მაგრამ მისმა დაძაბულმა და გაბრაზებულმა სახემ შეაკრთო. ხელი გაუშვა და ნაბიჯით უკან დაიხია.
_ შენ რა მიბრაზდები?_ ჰკითხა გაოცებულმა.
_ არ მომწონს ეგ დემნა!_ ცივად თქვა თედომ
_ხოდა ძალიანაც ცდები! დემნა ძალიან კარგი ადამიანია! უკეთ თუ გაიცნობ თავადაც მიხვდები!_უკვე მართლა გაბრაზდა ალისა

ცოტა ხანს ჩუმად მიდიოდნენ. უცებ ალისა თევდორესკენ შეტრიალდა და ცივად უთხრა.
_ თევდორე მისმინე! ასე არ შემიძლია! აშკარად ვგრძნობ, შენ მე არ მენდობი!_ თევდორეს გულმა უგრძნო ალისა, რაღაც ცუდის თქმას აპირებდა.
_ არ გინდა გთხოვ!_ მუდარით შეხედა.
_ აქ არც დემნა არაფერ შუაშია და არც შენ! მე, მე არ ვგრძნობ თავს მშვიდად! არ მინდა ერთმანეთს ცხოვრება გავუმწაროთ. ეტყობაბერთმანეთს არ შევეფერებით, ამიტომ სანამ ძალიან გვიანი არაა, იქნება სჯობდეს ერთმანეთს აღარ შევხვდეთ?_ ცივად კი ლაპარაკობდა ალისა , მაგრამ თედოს თვალებში არ უყურებდა. ჯიბეში ჩამალული ხელები უკანკალებდა. გულში უნდოდა თედოს ხელი მოეკიდა და არსად გაეშვა , მაგრამ ის მხოლოდ სევდიანად უყურებდა გოგონას და. ხმას არ იღებდა.
_ არაფერს მეტყვი?_ ისევ ალისამ ჰკითხა.
_ რა უნდა გითხარა? შენ ორივეს მაგივრად მიიღე გადაწყვეტილება! შანსსაც კი არ მაძლევ! რა გინდა რომ გითხრა?_ ერთ რამეში ძალიან ჰგავდნენ ალისა და თევდორე ერთმანეთს. ორივე საშინლად ჯიუტი იყო.
_ მასე არა? კარგი! _ უთხრა ალისამ. თვალებზე მომდგარი ცრემლები მუჭებით ამოიწმინდა .
_ რაც მითხარი, მაგის მერე არ ვიცი, რას ელოდები ჩემგან!_ უკან არ დაიხია თევდორემაც.
ცოტახანს უყურა ალისამ იმედგაცრუებული მზერით. მერე უცებ ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და კარი მოიჯახუნა.

დარჩა თევდორე ისე როგორც იდგა. კარგა ხანს გასცქეროდა ქუჩას საითაც ალისა წავიდა.იქნებ იმედი ჰქონდა, რომ უკან მობრუნდებოდა? იქნებ ვერ გაიაზრა, რამდენად სერიოზული იყო ალისას ნათქვამი? ჯიბიდან ხელი ამოიღო და ბროწეულის გულსაბნევს სევდიანად დახედა .
_ რას აკეთებ თედო? რა ჯანდაბას აკეთებ?_ ჰკითხა საკუთარ თავს , მაგრამ ალისას არ გაჰყოლია. ასე ხდება, როცა ადამიანი ბრაზს და ეჭვიანობას გაიხდის მრჩევლად.

ორი კვირა გავიდა. ორი საშინლად გრძელი კვირა. ენატრებოდა თევდორეს ბროწეულის გოგონა. ლამის გიჟს ჰგავდა უკვე. მიდიოდა და მისი სახლის წინ საათობით იდგა. იქნებ თვალი მაინც მოეკრა აივანზე გამოსული გოგოსთვის. ხშირად ხედავდა დემნას მანქანას ალისას სახლის წინ და ამაზე სულ კარგავდა ჭკუას.

_ იცი დღეს ალისა უნდა მოვიდეს! _ ახარა დაჩიმ ბიძას.
_ მართლა?_ თან გაუხარდა, თან გაუკვირდა თედოს.
მთელი დღე ელოდა, დაბნეული დადიოდა. რამეს რომ ეკითხებოდნენ პასუხსაც კი არ აბრუნებდა. ნერვიულობდა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა.
საღამოს პალატის კარი ალისამ შემოაღო, მისთვის არც კი შეუხედია ისე მიესალმა ყველას.
_ ეგ რა გიქნია ალისა!_ გაოცების შეძახილი აღმოხდა თათულის_ სადაა შენი ლამაზი თმები?
გოგონას ვარცხნილობა რადიკალურად შეეცვალა, ახლა ხუჭუჭა ალისფერი თმა პატარა ბუჩქივით ედგა თავზე. ასე უფრო უხდებოდა , პატარა ელფს ჰგავდა. თმაზე ხელი შეივლო ალისამ. გაეცინა.
_ არ მიხდება განა? შენთვის სიურპრიზი მაქვს თათული!_ ფერადი ბაფთით შეკრული ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეული ყუთი მუხლებზე დაუდო.
_ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი საჩუქარია!
ამ სიტყვების გაგონებაზე თევდორე ფეხზე წამოდგა. არ იცოდა თუ ალისა სადმე მიდიოდა. ან საიდან ეცოდინებოდა? გული ჩასწყდა. მასთან შერიგების ათას გზას აწყობდა თავში და ახლა ყველაფერი ხელიდან ეცლებოდა. ისე აწყენინა საყვარელ ქალს, რომ ის ზედაც აღარ უყურებდა .

_ შეიძლება გავხსნა?_ მორიდებით ჰკითხა თათულიმ ალისას. გოგონამ თავი დაუქნია.
_ იმედია მოგეწონება!_ უთხრა ღიმილით.
თათულიმ შესაკრავი ლენტა გაჭრა, ქაღალდი შემოაძრო და ყუთი გახსნა.
_ ეს რა არიიიი!_ აღმოხდა გაოცების შეძახილი. ყუთიდან ალისფერი , ხვეული , გრძელი და საოცარი პარიკი ამოიღო.
მაშინვე ყველა მიხვდა ალისას ახალი ვარცხნილობის მიზეზს. გოგონამ საკუთარი თმა აჩუქა თათულის.
ცრემლები ღაპა_ღუპით გადმოსცვივდა გულაჩუყებულ ქალს. ხელები გაშალა და ალისას გადაეხვია.
_ მე კიდევ ვერ მივხვდი თუ რა საოცარი ხარ ალისა! უკვე არ მჯერა ნამდვილი ხარ თუ ზღაპრიდან მოხვედი!
_ ეს მხოლოდ დროებით. როცა საქართველოში შევხვდებით ერანეთს, მინდა შენს საკუთარ გრძელ თმაში გიხილო! ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ ჩემო კარგებო, მე საქართველოში ვბრუნდები.
ალისამ ყველა გადაჰკოცნა, მითუმეტეს დაჩი.
_ მელიას მე მივხედავ არ იდარდო!_ უთხრა პატარა მეგობარს და პალატიდან ისე გავიდა თევდორესთვის ერთხელაც არ შეუხედია.
_ დედა აბა დაიფარე თუ გიხდება!_ აჭყლოპინდა დაჩი. თათული ადგა პარიკი სარკესთან მიიტანა და თავზე მოირგო.
_ არ დავნებდები! ნახავთ თუ არ შევძლებ გამარჯვებას!_ თათულის თვალები უცნაური სხივით აუელვარდა, თითქოს ძალა შეჰმატა ალისას საჩუქარმა.
უცებ მოიხედა, გაშეშებულ თევდორეს შეხედა.
_ რას აკეთებ ძმაო? ნუთუ უშვებ? ასე უბრალოდ უშვებ?_ ჰკითხა მას.
თევდორემ ერთი შეხდა დაბნეულმა და თავქუდმოგლრჯილი ალისას გამოუდგა. გარეთ სწორედ იმ დროს გავარდა ალისა რომ დემნას მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.


ბროწეული 19

მანქანაში ჩაჯდა ალისა. ერთხელ კიდევ ახედა საავადმყოფოს შენობას და დემნას მოკლედ უთხრა:
_ წავედით!
_ დარწმუნებული ხარ?_ ჰკითხა დემნამ და მანქანა დაძრა.
ის ის იყო მანქანა საავადმყოფოს გაშორდა , რომ დემნამ უკანა ხედვის სარკეში მიმღების კარიდან გამოვარდნილ თევდორეს მოჰკრა თვალი . წამით ალისას შეხედა, გოგონას შუბლი ფანჯრის მინისთვის მიეყრდნო და გზას მოწყენილი გაჰყურებდა. დემნას გაეცინა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა .
ალისამ თავი ვერ შეიკავა და თავი შუშას მიარტყა.
_ რას აკეთებ დემნა!_ გაბრაზდა მეგობარზე ,თან ხელით დაწითლებული შუბლი მოისრისა.
_ გამოგაფხიზლე! მეტის ღირსი ხარ შე ჯიუტო თხა!_ უთხრა გაოცებულ გოგონას. _ დამიდგეს აქ დრამატული თეატრი! აჰა გახედე! ეგეც შენი ეჭვიანი იტელო!
ალისამ მის მზერას თვალი გააყოლა და თევდორე დაინახა. რომელიც მანქანას თვალს არ აშორებდა .
იჯდა ალისა და გადასვლას არც ფიქრობდა. თან თევდორეს უყურებდა თვალგაშტერებული.
_ ეჰ! რა აუტანელი ხარ გოგო! კიდე კარგად გიძლებს ეგ კაცი!_ დემნამ ღვედი შეუხსნა ალისას, გადაწვდა, მის მხარეს კარი გამოაღო და ალისას ხელი უბიძგა. ფაქტობრივად ძალით ჩამოაგდო მანქანიდან .
_ მეცენატო ჩემო თავო,ამას რომ ინანებ ეჭვი ხომ არ გეპარება?!_ ჰკითხა საკუთარ თავს და სანამ მანქანას დაქოქავდა მათ ისევ სარკიდან გახედა.
ალისა და თევდორე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ორივეს უჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა.
_ ჯუტი თხები!_ ჩაილაპარაკა ბუზღუნით და მანქანა სწრაფად გააქროლა .

თევდორემ ალისას თვალები მოძებნა, მაგრამ გოგო ჯიუტად არიდებდა სახეს და ტუჩებს ნერვიულობისგან იკვნეტდა.
გაიაზრა თევდორემ, რაც მოხდა და დემნასი ძალიან შერცხვა. " ბოდიში მაქვს მოსახდელიო!" გაიფიქრა და ხელები ფართოდ გაშალა.
ალისაც ამას ელოდა, მეტის მოთმენა მასაც აღარ შეეძლო. საქართველოში წასვლაც იმიტომ ჰქონდა გადაწყვეტილი იცოდა, თუ თევდორეს ხშირად ნახავდა უმისობა ძალიან გაუჭირდებოდა.
ყოველთვის ,როცა თევდორე მის სარკმელს უჩუმრად უყურებდა ალისაც ხედავდა ფანჯრიდან ფარდის მიღმა დამალული და თავს ძლივს იკავებდა ,რომ კიბეები გიჟივით არ ჩაერბინა. აუცილებელიც კი იყო მათი ეს, მცირეხნიანი, დაშორება. ორივემ კარგად გაიაზრა, თუ რა სათუთი ურთიერთობა ჰქონდათ და ძალიან ცოტა კმაროდა, რომ ბზარები გაჩენილიყო.
ალისასთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. გუგასთან არც თუ ისე სასიამოვნო დასასრულის შემდეგ, ცოტა უჭირდა ახალი ურთიერთობის დაწყება. გულთან ზედმეტად ახლოს მიჰქონდა ყველა მცირე დეტალი და ეშინოდა იგივე ისტორია არ განმეორებულიყო. რადგან თავიდან გუგაც მშვიდი , გაწონასწორებული და მზრუნველი კაცი ჩანდა. ალისა ძალიან ღია ადამიანი იყო, ადვილი იყო მისი ნდობის მოპოვება და აოცებდა, როცა ადამიანები იმედს უცრუებდნენ. თევდორე კი იმდენად მოსწონდა ძალიან ეშინოდა, რომ ისიც მორიგი იმედგაცრუება არ გამომდგარიყო .
რაც შეეხება თევდორეს, მისი აზრით ურთიერთობა ორ ადამიანს შორის ორმხრივი უნდა ყოფილიყო, რომ ორს შორის ნებისმიერი მესამე ზედმეტი იყო. თანაც ბუნებით ხისტსა და მესაკუთრეს უჭირდა ისეთი ფაქიზი ბუნების ადამიანთან ურთიერთობა, როგორიც ალისა იყო. თევდორე ზრდასრული კაცი იყო და თავისი ასაკის და სტატუსის შესაბამისად აზროვნებდა. რა თქმა უნდა იმ ბავშვური ნაპერწკლით აღფრთოვანება, რაც პირველივე დანახვისას შეამჩნია ალისაში, ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ურთიერთობაში ალისას ბავშვური ხასიათი, მისი მიუხვედრელობა, თუ გულუბრყვილობა აოცებდა. თუმცა იმას კი კარგად ხვდებოდა, რომ ზუსტად ამიტომ იზიდავდა ალისა ასე ძალიან. იმიტომ რომ გოგონას სრულიად განსხვავებული, ფაქიზი, სათუთი და გულწრფელი სამყარო ჰქონდა.

უყურებდა ხელებგაშლილი თედო ტუჩებგაბუსხულ ალისას და კარგად იაზრებდა, ამის შემდეგ ხშირად მოუწევდა შეხედულებების და ღირებულებების გადაფასება, მოუწევდა სამყაროსთვის ალისას თვალითაც შეეხედა. მოუწევდა დაეთმო საკუთარი პრინციპები და პატარა გოგონას ბავშვურ ჭირვეულობას დამორჩილებოდა. მაგრამ, როცა ალისას ხედავდა, ხვდებოდა ეს გოგო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ წამს, ვიდრე მისი მკაცრი, მომთხოვნი და მესაკუთრე ბუნება. ალისამ დიდხანს არ ალოდინა გამოიქცა და ჩაეხუტა. თუთქოს ამდენი ხანი არ სუნთქავდა თევდორე. ახლა მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ადამიანი მისი სულიერი სიმშვიდისთვის და აქიდან რა სულელურად მოსჩანდა მისი უსაფუძვლო ეჭვიანობა .

ალისას სახე ხელისგულებში მოიქცია და საყვარელ ციმ_ ციმა თვალებში ჩახედა.
_ აღარსდროს თქვა, რომ მიმატოვებ! სულ ერთია მაინც არ გაგიშვებ არსად! ჩემი ბროწეულის გოგონა ხარ, ჩემი ბედნიერება! _ ამოისუნთქა და ის უთხრა რისი გაგონებაც ალისას ასე ძალიან სურდა.
_ მიყვარხარ ალისა!_ ძალიან მოულოდნელი იყო მისი აღიარება. დაიბნა გოგონა, ლოყები აუწითლდა. ღიმილი ისე გამოექცა ტუჩის კუთხეებიდან, თავადაც ვერ გაიგო. ხელები უფრო მოხვია და განიერ და მყუდრო მკერდში ჩაეხუტა. მიხვდა თევდორე ალისა პასუხის გაცემას არ აპირებდა , მაგრამ განა საჭირო იყო? რამის ხმამაღლა აღიარება? ყველაფერი ხომ ისედაც ნათელი და გასაგები იყო.
_ უჩვეულოა შენი ახალი ვარცხნილობა ჩემო პატარა._უთხარა ჩურჩულით.
_ არ მოგწონს?_ ჰკითხა ალისამ ისე, რომ თავიც არ აუწევია.
_ ძალიან მომწონს, ჩემო კეთილო გოგო! შენნაირი არავინაა, მარტო შენ ხარ ერთადერთი და მე გიპოვნე!_ გამხდარ სხეულს ხელები მოუჭირა, თითქოს სურდა მისი დასაკუთრება, რომ არასდროს არავინ შესცილებოდა მასში. ძალიან უყვარდა და ამიტომ იყო მის მიმართ ასეთი მესაკუთრე.
_ დემნას გაცნობა მინდა._ უთხრა მოგვიანებით ალისას თევდორემ.
_ ხომ იცნობ დემნას?_ გაუკვირდა ალისას.
_ არა, უფრო ახლოს მინდა გავიცნო, გავიგო რას წარმოადგენს, რა ადამიანია! იცი?_ თევდორეს არ უჭირდა ამის აღიარება_ დანახვისთანავე მომეწონა, ვერაფერი ნაკლი ვერ მოვუძებნე და ამიტომ ავითვალწუნე. მაგრამ მაინც მგონია, არ უნდა იყოს შენს მიმართ გულგრილი._ გულახდილად აღიარა თედომ .
_ მე და დემნა დაბადებიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ის ვერც იქნება გულგრილი, უბრალოდ რაღაცეები აურია, მიაჩნია რომ _ თმა აიჩეჩა ალისამ , ფიქრობდა როგორ ეთქვა , რომ უფრო გასაგებად გამოსვლოდა._ უბრალოდ ძალიან ახლოსაა ჩემთან სულიერად. არაფრითაა ჩემთვის ლაშაზე ნაკლები.
_ მივხვდი ჩემო პატარა! ხოდა გაგვაცანი ერთმანეთი, ისე როგორც საჭიროა. მინდა შენთვის ძვირფას ადამიანებს მეც ვიცნობდე._ თევდორე ალისასკენ მობრუნდა. წელზე ხელი მოხვია, გულში ჩაიკრა და ტუჩებზე დაეწაფა. ისე ძლიერად და მომთხოვნად რომ გოგონას სული შეუგუბდა. შემდეგ წვრილი მკლავები კისერზე მოხვია და მის ალერსს სრულიად მინებდა.

ბროწეული 20

ლამის ორი თვე დარჩნენ მიუნხენში ალსა, თედო და დაჩი და მათი საქართველოში დაბრუნების დროც მოვიდა
თათულის ანალზები უფრო და უფრო სასიკეთო ხდებოდა. ხასიათიც გამოუკეთდა. ხშირად იცინოდა, დაჩის ნახვამ გაახალისა და ბრძოლის სურვილი განუახლა.
ალისას თმას ატარებდა თათული , თავიდან თმის ფერი ვერ მოიხდინა , მაგრამ ბოლოს ისე მიეჩვია, ამბობდა თმა რომ გამეზრდება ალისფერად შევიღებავო.
პალატიდან გამოსვლასაც მოუხშირა, ადრე თუ სულ იწვა და წარსულზე ფიქრობდა, ახლა მომავალზე ოცნება დაიწყო. ხატვა მოენატრა. თევდორეს ხატვისთვის აუცილებელი ნივთები მოსთხოვა. ხასიათთან ერთად ხატვის სტილიც შეეცვალა. აქამდე უფრო ადამიანებს და ოცნებებს ხატავდა, ზღაპრებს, ახლა რეალისტური ნახატები შეიყვარა, ნამდვილი პეიზაჟები. მით უფრო ქალაქის ხატვა აიკვიატა. აიპარებოდა საავადმყოფოს სახურავზე და ქალაქს ხატავდა ერთი და იგივე რაკურსით, მხოლოდ დროის და ამინდის სხვადასხვაობით.

_ ალისა სად ხართ? მოვედი კი არა უკვე ერთი საათია აქ ვარ. მხუთავს ეს კედლები._ შესჩიოდა დემნა ალისას ტელეფონზე და საავადმყოფოს ფოიეში მიმოდიოდა. ზურგზე მოკიდებული გიტარით და მაღალყელიანი ბათინკებით რომელიღაც მომღერას ჰგავდა. ფოიეში მსხდარი მედდები მინაბული თვალებით უყურებდნენ და ჩუმად ჩურჩულებდნენ.
დემნას მობეზრდა ერთ ადგილას ყურყუტი და დროის გასაყვანად საავადმყოფოს თვალიერება დაიწყო.
რა იყო საინტერესო ონკოლოგიურ საავადმყოფოში? უამრავი შიშით გაფართოებული თვალი, თავსაფარის ან ჩამოფხატული ქუდის ქვეშ დამალული მოხოტრილი თავები. გამოფიტული და იმედისგან დაცლილი ადამიანები. ეს ყველაფერი თრგუნავდა დემნას.
მაგრამ იმ ოთახმა, რომლის წინაც ახლა იდგა სულ მოუღო ბოლო. "ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილება" ეწერა აბრაზე.
სულ პატარა ვისაც ოთახში მოჰკრა თვალი ალბათ ხუთიოდე წლის იქნებოდა. ძირს დაფენილ ფერად ხალიჩაზე იჯდა. ვენაში ჩადგმული სისტემით. გვერდით გორგოლაჭებიანი საკიდი მოედგა, რაზეც გადასხმა ეკიდა. მიუხედავად ამისა ბავშვი საოცარი მონდომებით აწყობდა ხალიჩაზე გაშლილ ფაზლს. დემნა ჩაიკუზა და გაშლილ ფაზლს დააკვირადა, მათ ერთმანეთისგან მხოლოდ გამჭვირვალე შუშა ჰყოფდათ.
კუთხეში თვალი მოჰკრა ზუსტად იმ ნაჭერს, რასაც ბავშვი გამალებით ეძებდა. მოხრილი თითი შუშაზე მიუკაკუნა. ბავშა გაოცებული დიდი ლურჯი თვალებით ამოხედა. გულში რაღაც ჩასწყდა დემნას. საკუთარი ბავშვობა მოაგონა ამ პატარა ბიჭუნამ. იყო დრო როდესაც თავადაც ებრძოდა ამ ვერაგ სენს,ოდესღაც აქაც სწორედ ამიტომ მოუწია ჩამოსვლა.
დემნამ ბავშვს გაუღიმა და თითით ფაზლის საჭირო ნაწილზე მიუთითა. ბავშვს თვალები გაუბრწყინდა პაწაწუნა ნახატი თავის ადგილს მოარგო და შვებით ამოისუნთქა. ისევ დემნას ამოხედა, ინტერესით შეათვალიერა და თვალი მის გიტარაზე გაუშტერდა. დემნა მიხვდა ბავშვი რომ გიტარით დაინტერესდა. წამოდგა შუშის კედელს გვერდი მოუარა და ბავშვების ოთახში შევიდა. ყველამ როგორც ერთმა უცხო კაცს გამოხედა.
_ გამარჯობა !_ მიესალმა მათ დემნა.
_ კონცერტი აქ ტარდება?_ იკითხა გულუბრყვილოდ და ოთახი მოათვალიერა. ბავშვები დაინტერესდნენ და ახლოს მოგროვდნენ.
_ რაღაც შემეშალა მგონი!_ გააგრძელა დემნამ. აქ ჩემს მეგობარს ვეძებ ლურჯთვალა აი ამხელა ბიჭია. _ ხელი ლამის მუხლებს ქვემოთ ჩასწია.
_ ალექს შენთან არიან! _ დაუძახა ერთ ერთმა ბავშვმა ფაზლებიან ბიჭუნას.
ბავშვი წამოდგა, გორგოლაჭებიანი გადასხმის საკიდი გამოაგორა და დემნასკენ გაოცებული წამოვიდა.
_ ოჰ, სწორედ შენ გეძებ. კონცერტი შენს გამო ტარდება, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ ხარ სხვებსაც შეუძლიათ დასწრება. მოწყენილი ათი წყვილი თვალი სიხარულის სხივით განათდა.
_ ჩემთვის?_ გააოცდა პატარა აბიჭი. _ ყველა დარჩეს რატომაც არა._ თავი დაუქნია პატარამ.
დემნა პირდაპირ ხალიჩაზე დაჯდა ფეხმორთხმით, გიტარა მოიმარჯვა და ბავშვობის დროინდელი სიმღერის დაკვრა დაიწყო, თავად რომ უმღეროდა ხოლმე დედა ავადმყოფობის დროს.
" ეს საწყალი კურდრელი..." მღეროდა დემნა ქართულად. გერმანელი ბავშვები კი სულგანაბულები უსმენდნენ. თითქოს ესმოდათ სიმღერის სიტყვები. კარი უჩუმრად გაიღო და მედდამ შემოყო თავი, ნაბიჯიც გადმოდგა ,რომ ეკითახა თუ ვინ იყო და რას აკეთებდა. მაგრამ უცებ ვიღაცამ მტკიცედ შეაჩერა, მედდამ გახედა და განყოფილების გამგე კარლ იუნგი შერჩა ხელთ.
_ ბატონო კარლ._ უნდოდა თავი ემართლებინა , რომ უცხო შემოვიდა დაუკითხავად. მაგრამ კარლმა თითი ტუჩებზე გაჩუმების ნიშნად მიიდო და ბავშვებზე ანიშნა.
_ შეხედე როგორ უსმენენ, რაღაც ახალ სხივს ვხედავ მათ თვალებში! აცალე და როცა დაამთავრებს ჩემთან წამოიყვანე!_ ცოტა ხანს კიდევ უყურა ბავშვების აციმციმებულ თვალებს და ღიმილით გაემართა კაბინეტისკენ.

თათულიმ ხატვა დაასრულა, თავისი ნივთები მოკრიბა. უკვე დაჩის მოსვლის დრო იყო. ყველაფერი ხელში აიტატა და კიბეებს დაუყვა. უცებ ქართული სიმღერა მოესმა, გაოცებული შედგა. ვიღაც ბავშვობის დროინდელ სიმღერებს გიტარაზე მღეროდა. ხმას გაჰყვა გაოცებული და ბავშვთა განყოფოლებას მიადგა. დაინახა კაცი ზურგით იჯდა და გარშემო ოციოდე ბავშვი მოხვეოდა. ყველა ყურადღებით უსმენდა. გულში სითბო ჩაეღვარა.უცებ ალექსიმ თვალი მოჰკრა ალისას წითურ პარიკიან თათულის და თვალი გაუშტერდა. მოიხიბლა გრძელი ალისფერი კულულებით. მის მზერას დემნამ გააყოლა თვალი და გაშტერდა. შავგვრემანი მაღალი ქალი დაინახა, მიუხედავად საოცარი სიგამხდრისა ქალი ძალიან ლამაზი იყო. მხოლოდ თმა ჰქონდა უცნაური ფერის სწორედ ისეთი როგორიც ალისას. მიხვდა მის წინ თათული იდგა.
_ რა ლამაზია! _ჩაილაპარაკა გაოცებულმა. _ მხოლოდ თმა შავი უნდა ჰქონდეს!

ცოტა ხანს უყურა თათულიმ უცხო მამაკაცს და გული უცნაურად აუთრთოლდა. თაზოს სიკვდილის შემდეგ არასდროს მომხდარა, რომ ვინმეს მისი გულის სიმები შეერხია. ახლაც ჯერ გაოცდა, მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა. ზურგი შეაქცია დემნას და საკუთარი პალატისკენ გასწია.

_ გამარჯობა! _ მოესმა დემნას. მოიხედა და მედდას მოჰკრა თვალი.
_დიახ._ უპასუხა თუმცა თვალებით ისევ თათულის დაუწყო ძებნა.
_ განყოფილების გამგე კარლ იუნგი გთხოვთ, ცოტა დრო დაუთმოთ._ ზრდილობიანად სათხოვა მედდამ.
_ ახლავე, არაა პრობლემა!_ დემნა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.

_ იცით ძალიან მოგვეწონა თქვენი სიმღერები, თუმცა სამწუხაროდ ერთი მეგობარი ვერ დაესწრო._ მიუახლოვდა წასასვლელად გამზადებულ დემნას ლურჯთვალა ალექსი._ინგე ვერ მოვიდა, იმიტომ რომ ძალიან დაიღალა. შეიძლება შემდეგში ინგეც დაგვესწროს? რომელიღაც პატარა მეგობარზე სწუხდა ალექსი. გული მოეწურა დემნას. იცოდა, რასაც განიცდიდნენ საავადმყოფოს კედლებში გამომწყვდეული პატარა ბავშვები. იცოდა სულ მცირეც კი რა ბევრი იყო მათთვის. გულში გადაწყვიტა აუცილებლად მოსულიყო და ისევ ემღერა მათთვის.
_ აუცილებლად მოვალ სპეციალურად ინგესთვის!_ მხარზე ხელი დაადო პატარა ბიჭუნას და გაუღიმა.

_ მგონი ახალი სამუშაო ვიშოვე შეთავსებით, _ ღიმილით შეეგება დემნა მეგობრებს.
_ დაჩიი , როგორ ხარ მაგარო კაცო?_ ახლა დაჩი მოიკითხა დემნამ. ხელი დაავლო და ჰაერში შეისროლა.
_ დამსვი დემნაა!_ მხიარულად აყვირდა დაჩი.
_ რა ხდება, რა კარგ ხასიათზე ხარ?_ დაინტერესდა ალისა .
თათულის პალატისკენ მომავალ გზაზე მოკლედ და სწრაფად მოუყვა მათ დემნამ, თუ რა მოხდა და როგორ შესთავაზა კარლ იუნგმა სამუშაო. ბავშვთა თერაპიიის განყოფილებაში. დემნას ევალებოდა ბავშვებისთვის გიტარაზე დაკვრა ესწავლებინა. კარლი ფიქრობდა, რომ დათრგუნულ ბავშვებს ეს გაახალისებდა. რადგან მათი მკურნალობა გარკვეულ წილად მათსავე ხასიათზე და განწყობილებაზე იყო დამოკიდებული.
_ ძალიან კარგია დემნა!_ აღფრთოვანდა ალისა, _ ამაზე კარგს რას გააკეთებ? იცი თევდორე დემნა რატომ წამოვიდა მიუნხენში? იმიტომ რომ 13 წლისას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ზუსტად ამიტომ ის კარგად ხვდება, თუ როგორ უჭირთ აქ მყოფ ბავშვებს.
თევდორე კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა დემნათი.
_ ყოჩაღ ძმაო! არ ვიცი რა ვთქვა. დიდი სულის კაცი ხარ!
_ კარგით რა. ნეტა მართლა რამე შემეძლოს!_ შერცხვა ქება დემნას.
ამასობაში თათულის პალატასთანაც მივიდნენ. დაჩი, როგორც ყოველთვის პირველი შევარდა პალატაში და დედას ჩაეკონა.
შემდეგ ალისა და თედოც შევიდნენ და მათ დემნაც შეჰყვათ. დემნას დანახვაზე გაოცება ვერ დამალა თათულიმ. გაფითრებული და უფერული ლოყები შეეფაკლა.
_ გამარჯობა თათული!_ დიდი ხნის ნაცნობივით მიესალმა დემნა.
_ გამარჯობა!_ დაიბნა თათული.
_ თათული ეს დემნაა, ჩვენი მეგობარი! გააცნო ალისამ. რადგან ჩვენ მალე საქართველოში მივდივართ. შენს თავს დემნას ვაბარებთ. ამის მერე ის იქნება შენს გვერდით და შენი ხასიათის გამოსწორებაზეც ის იფიქრებს._ ალისა ლაპარაკობდა და კარგად ამჩნევდა , როგორ უცნაურად უციმციმებდა თვალები დემნას. არც თათულის შეფაკლული ლოყები გამოჰპარვია და გულში ეშმაკურად ჩაიცინა.
" ესეც ასე! ტყუილად ხომ არ მეძახი ვაჟბატონი ჯადოქარს!"


ბროწეული 21

საქართველოში დაბრუნების დღე მოახლოვდა. ბილეთებიც უკვე ნაყიდი ჰქონდათ. თათული ცდილობდა მათთვის თავი მხნედ ეჩვენებინა, მაგრამ ყველა ამჩნევდა მის ნერვიულობას. დაჩის მოშორება აღარ უნდოდა. ძალიან განიცდიდა შვილისგან შორს ყოფნას, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა რომ უკეთ იყო, მაინც საავადმყოფოში უწევდა დარჩენა. დაჩის კი სკოლაში სიარული სჭირდებოდა. ფეხბურთზეც რამდენიმე თვე იყო რაც ვეღარ დადიოდა.
თევდორეს კი სამუშაო ელოდა, მართალია გიორგი და ლაშა თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ თევდორეს არ ყოფნა უკვე ემჩნეოდათ. ამითომ სურდათ თუ არა დაბრუნება, მაინც მოუწევდათ .
_ ალისა ძალიან ვდარდობ თათულიზე, მეშინია უჩვენოდ ისევ დეპრესია არ დაეწყოს._ შესჩივლა თედომ ალისას.
_ აი მე კი მგონია, თათულის დეპრესია არ ემუქრება!_ თვალმოჭუტული უყურებდა გოგონა თათულის, რომელიც ღაწვებშეფაკლული უსმენდა დემნას სიმღერას.
_ ვერ ამჩნევ , რომ ამ ორს შორის რაღაც ნაპერწკალია?_ ჰკითხა გოგონამ თევდორეს.
_ რას მეუბნები? თათული და დემნა?_ გაოცდა თედო.
_ სწორედაც! _ ალისა უცებ მკვეთრად მოტრიალდა მისკენ_ იმედია შენ წინააღმდეგი არ ხარ!
ჰკითხა მკაცრად თედოს და წარბები საავდროდ შეჰყარა.
ჯერ გაეღიმა თევდორეს, მისი საომრად მომართული სახის დანახვაზე, მერე გულიანად ახარხარდა.
_ რა გაცინებს?_ გაბრაზებულ სახეზე ახლა გაოცება დაეტყო ალისას.
_ გადარეულო! წინააღმდეგი ვარ? მე? ჯერ ერთი რატომ უნდა ვიყო? მეორეც ! ბავშვი არაა თათული. თუ თავად ბედნიერია, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. მაგრამ იცოდე! თუ ეგ შენი დემნა გულს ატკენს, მერე მიფრთხილდეს!_ უთხრა თედომ გოგონას და ცხვირის წვერზე აკოცა.
_ ნეტა თუ ხვდები რა საყვარელი ხარ, როცა ბრაზობ. _ უთხრა და ახლა ტუჩებში აკოცა.
ალისას სიბრაზე ბედნიერებამ შეცვალა. თვითონაც ხელები მოხვია და ჩაეხუტა საყვარელ კაცს.
_ არ ვიცი, შენი რძალია და მეგონა არ მოგეწონებოდა მათი ამბავი._ აუხსნა მან.
_ ალისა, ჩემი ძმა დაიღუპა. თათულიმ კი დიდხანს იგლოვა, დარწმუნებული ვარ ახლაც საკუთარ თავს გაურბის. იცოდე დემნას გაუჭირდება მისი გულის მონადირება. არა! უფრო სწორედ ის გაუჭირდება, რომ თათიმ საკუთარ თავთან აღიაროს მისი სიყვარული!_ სწორად ფიქრობდა თევდორე.თათული საკუთარ თავზე ბრაზობდა, როცა საკუთარ თავს დემნას მიმართ გრძნობებს ამჩნევდა. მაგრამ დემნა არაფერს ამბობდა, უბრალოდ ცდილობდა სულ მასთან ერთად ყოფილიყო. ამხნევებდა, ქიმიებზე დაჰყვებოდა. ბოლოს კიდევ ახალი რამ მოიგონა, თათულის შესთავაზა მასავით დახმარებოდა იქ მყოფ ავადმყოფ ბავშვებს.
_ კი მაგრამ მე რით შემიძლია მათი დახმარება?_ გაუკვირდა ქალს.
_ მისმინე! აი მე მუსიკას ვასწავლი, მაგრამ მუსიკის ნიჭი ყველას არ აქვს, სამაგიეროდ ხატვა უყვართ. იქნებ გეცადა მათთვის ხატვის სწავლება? გამიგია ხატვა საუკეთესო თერაპიაა!_ აუხსნა დემნამ ჩანაფიქრი თათულის. სანამ თათული დასთანხმებოდა ,მანამდე კარლ იუნგხაც დაელაპარაკა და მისგან თანხმობა მიიღო.
ამ ყველაფერს უანგაროდ აკეთებდა დემნა. მიუხედავად შემოთავაზებული არც თუ დაბალი საფასურისა, აბედნიერებდა ის, რომ სულ მცირედით მაინც ეხმარებოდა ბავშვებს და მათ თვალებში სიხარულის დანახვა მიაჩნდა საუკეთესო ამაზღაურებად.
თათულიმაც გაბედა, გაბედა და მთელი სულით და გულით გადაეშვა ახალ თავგადასავალში. თავს საჭიროდ და მნიშვნელოვნად გრძნობდა, ხედავდა ბავშვები როგორ ელოდნენ და როგორ ცდილობდნენ კარგად ესწავლათ მისგან. ყველაზე უკეთ ინგე ხატავდა. საოცარი იყო ამ ათი წლის გამხდარი და უფერული გოგონას ნიჭი. არ სჯეროდა თათულის , რომ ბავშვს მანამდე არასდროს ეხატა. ინგე კი თითქოს თავიდან დაიბადა, გამოცოცხლდა, განათდა. მართალი იყო დემნა, ამ ყველაფერმა დადებითად იმოქმედა, არა მარტო თათულიზე, არამედ ბავშვებზეც.

ბოლო ერთი კვირა საოცრად სწრაფად გავიდა. დაჩი და თათული ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
_ დედას უფლისწულო არ მოიწყინო! _ გულში ჩაიკრა დედამ შვილი.
_ ხომ ხედავ რა კარგად ვარ! და მალე კიდევ უფრო კარგად გავხდები! ციტაც მოითმინე და სულ მალე ერთად ვიქნებით! კარგად ისწავლე და ძიას და ალისას დაუჯერე!_ მართლაც მხნედ გამოიყურებოდა თათული.
_ დეე უკვე მენატრები!_ გაიბუსხა დაჩი.
_ მე ჩემო ბიჭო! ჩემო სიცოცხლე!_ შვილის ხუჭუჭა თმებში ჩარგო თათულიმ ცხვირი.

აეროპორტში დემნამ , პაატამ და დარიკომ გამოაცილეს.ნელი კი კვლავ თათულისთან დარჩა. რა თქმა უნდა მას მარტო ვერ დატოვებდნენ და დედაზე უკეთ კი ვინ მიხედავდა.

_ პაატა, დროა დაბრუნებაზე ვიფიქროთ! ხომ ხედავ ,დრო თვალსა და ხელს შუა გაფრინდა! _ უთხრა დარიკომ ქმარს , როცა თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა.
_ კი საყვარელო! დროა სამშობლოში დავბრუნდეთ! _ დაეთანხმა თვალზე ცრემლმომდგარი პაატა. თვალს ვერ აშორებდა თვითმფრინავს , რომელსაც მისი ქალიშვილი, მისი პატარა პრინცესა, მისგან სულ უფრო და უფრო შორს მიჰყავდა.

_ მელიააა!_ კნუტის დანახვამ მოწყენა დაავიწყა დაჩის.
_ რამხელა გაზრდილა მზია ბებია! ბურთივითაა!_ აღტაცებული იყო დაჩი თავისი კატით. მელია მართლაც გაფუმფულებული და გაზრდილი იყო. ეტყობოდა მზია კარგად უვლიდა.
_ თუ ოდესმე კატას შევიყვარებდი, ამას როგორ ვიფიქრებდი?!_ გაოცებული ამბობდა მზია.
_ ხოო, ეგრეა პირველად კი არ მესმის, რომ კატას მისი მტრის გული მოეგოს!_იცინოდა ალისა.
_ ლაშა, რა ხდება ოფისში? გიორგი ჯერ არც მინახია. ამ გადარეულმა მაშინვე აქ წამომიყვანა._ თევდორემ დაჩის ხუჭუჭი თმა მოუჩეჩა.
_ სამუშაო თავზე გვაყრია. ზოგი სახლის პროექტის შეცვლა მოგვიწია და ამან ცოტა არია საქმე._ უპასუხა ლაშამ._ იმედია მალე დაგვიბრუნდები!
_ ხვალვე გამოვალ! მეც ძალიან ვარ დაინტერესებული ამ ყველაფრით!_ თევდორეს ნათქვამზე ალისამ ცხვირი აიბზუა.
_ აბა ხვალ დაჩი ბომბორაში წავიყვანოთო?
_ ხოო თედოო! მასე დაგვპირდი!_ აყვა ალისას დაჩიც.
_ არ გაიბუტოთ და გპირდებით ,როგორც კი მოვიცლი მაშინვე წაგიყვანთ სასეირნოდ._ დაპირდა თედო მათ. მაგრამ ორმა კვირამ ისე გაიარა არათუ ბომბორა და სეირნობა, ოფისიდან ცხვირიც კი არ გამოუყვია თედოს.
დაჩი და ალისა დროს ერთად ატარებდნენ. ხან მზიას სტუმრობდნენ ხან ანას.
თან და თან თევდორეს მოუცლელობა უყურადღებობას ემსგავსებოდა და ალისაც უფრო და უფრო იწყენდა.

_ ლაშა რა სჭირს ალისას, ვურეკავ და ცივად მპასუხობს, ვუმესიჯებ და პასუხს საერთოდ არ მცემს._ ჰკითხა ანერვიულებულმა თევდორემ ლაშას.
_ არ ვიცი, არაფერი უთქვამს!_ მხრები აიჩეჩა ლაშამ.
_ ისევ გიგა ხომ არ გამოჩნდა?_ ხმამაღალი ფიქრი დასცდა თედოს.
_ ნუ სულელობ!_ მკაცრად უთხრა ლაშამ , მაგრამ აფორიაქდა და გადაწყვიტა ალისას გულითადად დალაპარაკებოდა.
საღამოს სახლში მისულმა და მოიკითხა. გვერდით დაისვა და საუბარი გაუბა.
_ ალისა რა ხდება შენსა და თევდორეს შორის?_ ჰკითხა მოურიდებლად
_ არაფერი ძმაო!
_ რას ნიშნავს არაფერი?_ დაინტერესდა ლაშა.
_ აი არაფერს! მას ჩემთვის არ სცალია! დარეკვითაც კი არ მირეკავს წესიერად, ნახვაზე აღარაფერს ვამბობ!_ ვერ მოითმინა ალისამ და ძმას გულის ტკივილი გაანდო.
_ რომ ვუყვარდე, რომ ვენატრებიდე...არ ვიცი,
ძალიან დაბნეული ვარ.
ლაშას ჯერ გაეცინა. მერე დაფიქრდა.
_ ოდესმე თუ გიფიქრია, რატომ გეძახის თევდორე ბროწეულის გოგონას?_ ჰკითხა დას ინტერესით.
_ არ ვიცი, ალბათ ჩემი თმის ფერის გამო._ დაიბნა ალისა. ამაზე მართლაც პირველად დაფიქრდა.
_ კარგი ჩემო ბუტია გოგო. _ ლაშა ფეხზე წამოდგა._შენ ხომ ჩემს სამსახურში არ ყოფილხარ? ნუთუ არ გაიტერესებს სად ვმუშაობთ?_ ჰკითხა ალსას და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.
თავისი საძინებლისკენ კმაყოფილი გაემართა. კართან გაჩერდა და უკან მოიხედა.
_ ის არაკაცი გუგა ხომ არ გამოჩენილა?_ ჰკითხა დას ინტერესით.
_ არა, საიდან გაგახსენდა?_ გაოცდა ალისა.
_ ხოდა ძალიანაც კარგი!_ ჩაილაპარაკა ლაშამ და საძინებელში შევიდა.

ალისამ მზიას გამომცხვარი ბისკვიტი კონტეინერში ჩადო. გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა . საჩუქრად ქოთნის პატარა მცენარე შეარჩია და ძმის , უფრო კი თევდორეს სანახავად მათი ოფისისკენ გასწია.
მხიარულად შევიდა შენობაში და მისი დანახვით გამოწვეულმა რეაქციამ ძალიან დააბნია. ვინც კი შემოხვდა ყველამ თვალი გააყოლა. უკან რამდენჯერაც მოიხედა, იმდენჯერ ღიმილით მოჩურჩულეებს გადააწყდა. საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა, თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მხრები აიჩეჩა და კიბეებს მაღლა აუყვა. საფეხურები რომ აიარა, თვალში კედელზე გაკრული უზარმაზარი პოსტერი მოხვდა და გაოცებული ადგილზე გაშეშდა.
პოსტერიდან არც მეტი არც ნაკლები საკუთარი თავი უცქეროდა. თუმცა ვერაფრით გაიხსენა ეს ფოტო როდის და სად გადაიღო. უფრო კი იმან გააოცა რომ პოსტერის ალსას თმაში ბროწეულის ბრდღვიალა ყვავილი ჰქონდა გარჭობილი და ფონადაც წითლად აბდღვიალებული ბროწეული მოუანდა.

_ ბროწეულის გოგონა!_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა ალისამ.


ბროწეული 22

_ მოხვედი დაიკო?_ალისას ლაშა შეეგება.
_ ეს რას ნიშნავს?_ სურათზე თვალმოუშორებლად ჰკითხა გოგონამ ძმას. გაოცებული ათვალიერებდა საკუთარ სურათს. საოცარი წამი დაეჭირა ფოტოგრაფს. აღფრთოვანებული და თან შეცბუნებული იყო ალისა.
როდის ,რა დროს გადაუღეს ეს სურათი, ან აქ საიდან მოხვდა?
_ლაშა შენ გააკეთე?_ იკითხა გაოცებულმა.
_ არა!_ ღიმილით გააქნია თავი ლაშამ.
_ ესეიგი..._ თვალმოჭუტულმა მოხედა ალისამ.
_ ზუსტად!_ დაუდასტურა ძმამ .

ლაშამ და თავის კაბინეტში შეიყვანა. ალისამ მზიას გამოტანებული ბისკვიტი ამოიღო. ლაშამ კი ყავა მოართვა .
_ ეს ლამაზი ყვავილი ძალიან მოუხდება ჩემს კაბინეტს._ გაეცინა ლაშას, თუმცა ძალიან კარგად ხვდებოდა გულის ფორმის ფოთლებიანი ცეროპეგია მისთვის არ იყო მოტანილი.
_ ეს შენი არაა! შენ კაკტუსი უფრო მოგიხდება!_ ხუმრობით ენა გამოუყო ალისამ ძმას .
_ აჰ,კაკტუსი არა! არ უნდა მეჩვენებინა იმ ვაჟბატონის საიდუმლო შენთვის!_ გაეცინა ლაშას.
_ კი მაგრამ როდის გადაიღო? ახლა ვხვდები რატომ მიყურებს ოფისში ყველა უცნაურად._ დაფიქრებით თქვა ალისამ.
_ როდის გადაგიღო არ ვიცი, მე რომ მოვედი სამუშაოდ უკვე აქ დამხვდი გამოჭიმული. ხომ წაროგიდგენია ჩემი გაოცება? საკუთარი დის უზარმაზარი პოსტერი რომ დავინახე. რაც შეეხება ოფისის თანამშრომლებს, არ მიკვირს, როგორც იქნა "ბროწეულის გოგონა" რეალურად იხილეს. აქ ყველა ასე გეძახის. _ დის გაოცებული სახის შემხედვარეს ლამის გულიანი სიცილი აუტყდა.
_ რატომ მიყურებ ასე გაბრაზებული?_ ჰკითხა ალისას.
_ რაა? არ უნდა გეთქვა? ერათ სიტყვა მაინც როგორ არ დაგცდა? _ უნდოდა მაგრამ გაბრაზებას ვერ ახერხებდა.
_ მოიცა როცა შენ მოხვედი? კი მაგრამ მაშინ ხომ საეთოდ არ ვიცნობდი თედოს?
_ აი მაგაზე ჯობია თავად მოგიყვეს! მე ნუ გამრევთ თქვენს სულელურ ჩხუბებში!_ უკვე აღარც მალავდა სიცილს ლაშა.
თევდორე რომ ოფისში შემოვიდა, მაშინვე თვალში მოხვდა თანამშრომლების შეფარული ღიმილი.
კიბეები სწრაფად აირბინა და ოფისის ბროწეულის გოგონას გაუღიმა.
მაშინვე საკუთარი პატარა კაბინეტისკენ გასწია. ხელში უამრავი მრგვალად დახვეული ესკიზის ფორმატები ეკავა, კარი მხრით გააღო და კაბინეტში შევიდა.
_ ოჰო! ალისა?_ შედგა გაოცებული.
მის სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო ალისა და მის მაგიდაზე დაყრილ უამრავ ნივთს ინტერესით ათვალიერებდა.
_ რა აურზაურია აქ?_ იკითხა გოგონამ.
_ საჩუქარი მოგიტანე და ადგილი ვერ ვნახე, რომ მოვათავსო!_ ყვავილი დაანახა თედოს.
_ ის რაც სხვებს აურზაურად ეჩვენებად სინამდვილეში ფარული ჰარმონიაა ჩემო ბროწეულო!_ გაუცინა თედომ. ქაღალდები მაგიდაზე დაახვა და გოგონა გულში ჩაიკრა.
_ უი გული ფოთლები აქვს? _ გაეცინა ყვავილს რომ დახედა.
_ მომენატრე!_ უთხრა და საკოცნელად დაიხარა.
_ ჯერ ყველაფერი დაწვრილებით ამიხსენით ბატონო თევდორე!_ თავი დაიძვრინა მისი მკლავებიდან ალისამ.
_ რაზე მეუბნები?_ დაიბნა თედო.
_ რაზეე? რა არის ის უზარმაზარი სურათი?_ თითით ფოიესკენ მიანიშნა ალისამ.
_ ააა.._ გაეცინა თევდორეს_ ჩემი ბროწეულოს გოგო ნახე?
_ ხოო რთული იყო არ შემემჩნია!_გაეღიმა ალისას.
_ ხომ ლამაზია? ხომ არ ეჭვიანობ?_ ჰკითხა სიცილით თედომ.
_ ყველაფერი მომიყევი!_ მკაცრად უთხრა ალისამ და სავარძლისკენ უბიძგა.
_ მოდი ჩემთან და მოგიყვები!_ თევდორემ წვრილ მაჯაში ხელი ჩაავლო ალისას და კალთაში ძალით ჩაისვა.
_ ეგ ის წამია პირველად რომ დაგინახე! მაგ წამიდანვე მომაჯადოვე პატარა ჯადოქარო! სურათი გადაგიღე და წმით დავხედე, თავი რომ ავწიე აღარსად იყავი!_ ეტყობა თევდორეს ძალიან უყვარდა იმ მომენტის გახსენება, ალისას პირველად რომ შეხვდა, თვალებში ისევ კარგად ნაცნობი სხივი აუთამაშდა.
_ იმის მერე იცი რამდენი გეძებე? სულ მოულოდნელად გამოჩნდებოდი და ქრებოდი! სულ გამაგიჟე! ისე შემიყვარდი არც კი გიცნობდი! იმ საძაგელმა შენმა ძმამ იცოდა როგორ გეძებდი და სიტყვა არ დასცდენია ჩემი დააო!
_ არც ჩემთვის უთქვამს რამე შენს საყვარელ ბროწეულის გოგონაზე!_ ტუჩები გაბუსხა ალისამ.
თვალმოუშორებლად, მონუსხულივით უყურებდა თევდორე საყვარელ ქალს.
წელზე შეუმჩნევლად მოხვია ხელები, რომ ვერსად გაქცეოდა და მოულოდნელად ტუჩებში აკოცა.
_ მიყვარხარ ალისა!_ ჩურჩულით უთხრა მისი კოცნით გული რომ იჯერა.
_ ნახე, ეს ჯერ კიდევ მიუნხენში გიყიდე, მაგრამ მოცემა ვერ მოვახერხე!_ თევდორემ ჯიბიდან ლამაზი პატარა ზარდახშა ამოიღო.
და მის მუხლებზე ჩამომჯდარ ალისას გაუწოდა.
გოგონამ ზარდახშა შეათვალიერა და ფრთხილად გახსნა.
_ აუუ რა ლამაზია!_ აღტაცების სიტყვები უნებურად დასცდა.ზარდახშაში ლალისფერი ბროწეული ბრჭყვინავდა.
ალისამ თავიდან ნაქსოვი ბერეტი მოიხადა და ბროწეულის გულსაბნევი ზედ დაამაგრა. ისევ თავზე დაიხურა და თედოს გაუცინა.
_ მიხდება?
_ შენ ყველაფერი გიხდება ჩემო ლამაზო!_ გაუცინა თედომ.
_ ალისა, არ ვიცი იქნებ ჯერ ამაზე არც გიფიქრია, მაგრამ ყოველი დღე შენით მინდა დაიწყოს და დაღამდეს! _ უთხრა გოგოს თედომ თვალებისციმციმით.
ალისა დაიბნა და ადგომა დააპირა.
_ არა , ვერსად ვერ წახვალ! სულ თავს არიდებ ამაზე საუბარს._ ხელები უფრო ძალიან მოხვია გოგონას.
_ მიყვარხარ ალისა! მინდა ჩემი ცოლი გახდე! გამომყვები ცოლად?_ ისე მოულოდნელი იყო თევდორეს შემოთავაზება ალისამ სიტყვა ვერ დასძრა. ჯერ ისიც კი არ ჰქონდა საპასუხოდ ნათქვამი, რომ თავადაც უყვარდა , ამის გამბედაობაც ვერ ეპოვნა საკუთარ თავში და თედო კი უკვე ცოლობას სთხოვდა.გაოცებული და დაბნეული ხმას ვერ იღებდა და მისი მკლავებიდან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობდა.
_ შენ არ გიფიქრია ამაზე? _ ჰკითხა თევდორემ.
_ შენ არ გინდა სულ ერთად ვიყოთ? ერთად გავიღვიძოთ! _ ვნებიანად ეჩურჩულებოდა ალისას და თან ყელში კოცნიდა._ ერთად დავიძინოთ!
სულ ჩემი იყო მინდა! სულ გხედავდე მინდა ! გეხებოდე! მიყვარხარ ალისა, უშენოდ ყოფნა აღარ შემიძლია!
თვალდახუჭული ეფერებოდა თედო ალისას და საკუთარ ფიქრებში უკვე ხედავდა მათ ერთად ცხოვრებას. მაგრამ ალისა ძალიან დაიბნა, შეაშინა ამ მოულოდნელმა შეთავაზებამ. კაცის გახელებულმა ალერსმაც უარესად აურია თავგზა.
_ გამიშვი ხელი!_ მოულოდნელად უხეშად უთხრა ალისამ.
თედო გამოფხიზლდა, არ ელოდა ასეთ უხეშ ტონს, რატომღაც ეგონა ალისას გაუხარდებოდა მისი წინადადება და მაშინვე დასთანხმდებოდა.
ხელი დაბნეულმა გაუშვა. ალისა კი ფეხზე წამოხტა ჩანთას ხელი დაავლო და ოთახიდან უკანმოუხედავად გამოიქცა. კიბის თავზე წამით შეჩერდა საკუთარ სურათთან , ახედა და გაიფიქრა:" ნუთუ ის ასეთ ლამაზს მხედავს? " და კიბეები სულმოუთქმელად ჩაირბინა.
თევდორე მთვრალივით ფეხარეული გამოვიდა კაბინეტიდან და კარს ზურგით მიეყრდნო.
_ რა მოხდა? ისევ იჩხუბეთ?_ ჰკითხა გიორგიმ
_ არც კი ვიცი .
მე მას ხელი ვთხოვე!_ დაბნეულად ჩაილაპარაკა თედომ.
_ მერე?
თევდორემ პასუხი ვერ გასცა მხოლოდ გაოცების ნიშნად ხელები გაშალა.
_ ის გაიქცა!
_ ოხ თევდორე რა სულსწრაფი კაცი ხარ!_ სიცილით მიუახლოვდა მათ ლაშა
_ ცოტა დრო მიეცი , დამშვიდდეს , დაფიქრდეს. არ იცი რა ემოციურია?_ გამხიარულებულმა ლაშამ ბეჭებზე ხელი დაჰკრა მოწყენილ მეგობარს.
_ ჩემი და არ გააბრაზო სიძევ ბატონო!_ უთხრა და ღიღინით წავიდა კაბინეტისკენ.

ბროწეული 23

რამდენიმე დღე ისე გავიდა ალისას სიტყვაც კი არ დაუძრავს თევდორეს შეთავაზებაზე. თევდორე კი ცდილობდა ლაშას რჩევა გაეთვალისწინებინა და მისთვის ძალა არ დაეტანებინა. ერათმანეთს ჩვეულებრივ ხვდებოდნენ, სეირნობდნენ, დაჩი სკოლაში და სპორტზე დაჰყავდათ.
ალისა დღისით თითქმის სულ თედოს სახლში იყო. დაჩიზე უფროსი დასავით ზრუნავდა. მაგრამ ღამე არასდროს რჩებოდა. როგორც კი თედო სამსახურიდან ბრუნდებოდა მაშინვე რამეს მოიმიზეზებდა და სახლში გარბოდა.
ერთ საღამოს თედოს გოგონა სამზარეულოში დახვდა. დაჩის ერბო_ კვერცხს უწვავდა.
_ჩემს სახლში რომ გხედავ ისეთი სიმყუდროვის შეგრძნება მაქვს !_ ზურგიდან ჩაეხუტა თედო გოგონას _ აღარ მინდა, რომ გაგიშვა. დარჩები ჩემთან?
_ დღეს?_ გაოცდა ალისა.
_ დღესაც ,ხვალეც, ზეგაც, ყოველთვის!_ ისევ უღალატა თედოს მოათმინებამ.
_ მე ბევრი ვიფიქრე!_ სერიოზული სახით მობრუნდა ალისა.
_ მერე?
_ მერე, მე შენ მიყვარხარ თევდორე!_ გაეცინა ალისას
_ ანუ რჩები ? ჩემთან რჩები ხომ?_ წელზე ხელები მოხვია და მაღლა აიტაცა აღფრთოვანებულმა თედომ გოგონა.
_ დამსვი შე არანორმალურო! _ იცინოდა ალისა
_ რა თქმა უნდა დღეს არსად დარჩენას არ ვაპირებ! ტყუილად ნუ გიხარია!
_ სამაგიეროდ გიყვარვარ!_ თვალებში ჩახედა თედომ.
_ ეგ აქამდე არ იცოდი?
_ ერთია რომ შენთვის იცი, მეორეა რომ ხმამაღლა აღიარებენ შენს სიყვარულს!_იცინოდა და თვალები ბედნიერებით უნათებდა.
გადაწყვიტეს მშობლების ჩამოსვლას დალოდებოდნენ. პაატამ ხომ თქვა ახალ წელს ერთად შევხვდებითო.
ერთი თვეც აღარ იყო დარჩენილი. ქორწილის სამზადისის დაწყებას აზრიც არ ჰქონდა,მაინც ვერაფერს მოასწრებდნენ, ამიტომ გაზაფხულისთვის გადადეს. ახლა მხოლოდ ნიშნობას იკმარებდნენ.
ერთი თვეც მალე გავიდა. დეკემბრის ოცდაექვსი რიცხვი უცნაური სიურპრიზებით აღმოჩნდა დახუნძლული. პირველი რომ ბიჭების ახალმა პროექტმა ტენდერი მოიგო. მეორე თათულის რემისია ჰქონდა. ამდენი რთული დღის შემდეგ სრული რემისია ღმერთის წყალობასავით იყო. წინა დღეს ეკრანიდან დემნა და თათული ერთად ტიროდნენ სიხარულისგან.
_ ამას რაღა ატირებს? _ გაოცდა თევდორე.
_ ყველა შენნაირი რობოტი კი არაა!_ გაეცინა თავადაც აცრემლებულ ალისას.
_ გესმის დაჩიიიი! მალე დედა დაბრუნდება!_ სიხარული, რასაც ალისა გრძნობდა, სრულებით გულწრფელი იყო. თათულის უკეთ ყოფნამ, დემნას ბედნიერებამ, ბიჭების წარმატებამ. ამ ყველაფერმა ერთად ალისას განწყობა აუმაღლა. იმავე საღამოს კი კიდევ ერთი ამბავი ელოდა, რაც ალბათ იმ დღის კულმინაცია იყო.

_ ალის, წამო შენთან ავიდეთ. ლაშამ მთხოვა საღამოს ჩემთან შევიკრიბოთო. გიო და ანაც მოდიანო. რაღაც კაი ამბავი მაქვსო თქვენთვისო.
თევდორეს ნათქვამმა ალისა დააბნია. ვერ მიხვდა ძმამ თედოს რატომ სთხოვა ასვლა და მას რატომ არაფერი გააგებინა.
_ რა ხდება ნეტა?_ გაოცდა გოგო.
_ არ ვიცი. თუმცა რაღაც იდეა კი მაქვს!_ ჩაილაპარაკა თედომ.
_ რა იდეა?_ დაინტერესდა ალისა.
_ ოოოო! მაგას მე ვერ გეტყვი! მოითმინე პატარა მელაკუდა, მოითმინე!_ ბევრი ეცადა ალისამ, მაგრამ თევდორეს სიტყვა ვეღარ დააცდენინა.

სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. მზია გაზქურასთან იდგა .
_ ბებია ჩვენ მოვედით,სადაა ლაშა?_ შემოსვლისთანავე დაუძახა მზიას ალისამ.
_ არ ვიციი , რამდენიმე საათია გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა .
ალისამ ტელეფონი ამოიღო და ძმას დაურეკა .
ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. შებინდდა და ალისამ ნერვიულობას უმატა. მზიას უყურებდა და მის უცნაურ სიმშვიდეზე ბრაზობდა. მაინც უსიტყვოდ მიეხმარა ბებიას მაგიდის გაშლაში. ლაშა კი ისევ ჯიუტად არ პასუხობდა ტელეფონს.
დაახლოებით თერთმეტი სრულდებოდა კარზე რომ ზარი დარეკეს.
ალისა ფეხზე წამოხტა და კარების გასაღებად გაიქცა.
მოულოდნელად მისი სიხარულის და გაოცების კივილი გაისმა. მზიაც თითქოს ამას ელოდა სახეზე მშვიდი და ბედნიერი ღიმილი გადაეფინა.
მისაღებში პაატა და დარია შემოვიდნენ.
_ დედა, დედიკოოო, ჩემო დედიკუნააა!_ პაატა აჟიტირებული იყო. ბავშვივით უციმციმებდა თვალები. დარიკოს კი სიხარულისგან ფეხზე დგომა უჭირდა.
_ უნდა ჩამოვჯდე, ვაიმეე, ჩემს სახლში ჩამოჯდომა მეღირსა! ჩემს თბილ სახლში, ჩემს მყუდრო სახლში! ჩემს სახლში წყლის დალევა მეღირსა! ჩემს სახლში ვახშამი მეღირსა!_ მოსთქვამდა ქალი.
_ დამშვიდდი შვილო! თურმე როგორ გენატრებიდა აქაურობა, თურმე როგორ ითმენდი!_ თავზე ეფერებიდა მზია რძალს.
დაჩი დივანზე იჯდა და ალისას და მისი დედის შეხვედრას ერთდროულად ღიმილიანი და ცრემლიანი თვალებით აკვირდებოდა.
თუმცა იმ უცნაურ , ჯადოსნურ 26 დეკემბერს ერთი ჯადოსნობა კიდევ იყო პირადად დაჩისთვის. მოულოდნელად ოთახში თათული, დემნა და ნელიც შემოვიდნენ, მათ ტაქსს რამდენიმე წუთით შეაგვიანდა და ამიტომ მოასწრეს ლაშას მანქანით წამოსულებმა.
ახლა დაჩის და თევდორეს გაოცების ჯერი დადგა.
_ რა ხდება? თათული ? ნელი? მე რატომ არ გამაფრთხილეთ? _ სიხარულისგან აღარ იყო თევდორე.
_ დედიკოოო!_ დივანზე ხტუნავდა დაჩი.
როგორც იქნა დამშვიდდნენ, გული იჯერეს ერთმანეთის ალერსით. გამოკითხეს ერთმანეთს ყველა დეტალი და წვრილმანი.
_ ამ ეტაპზე რემისია მაქვს, ამიტომ მუდმივად საავადმყოფოში ყოფნა აღარ მჭირდება. მხოლოდ კონტროლზე უნდა ვიარო. ახალ წელს სახლში გამომიშვეს, მითხრეს ეს წაგადგება კიდეცო. ძველით ახალ წელს კი ისევ უნდა დავბრუნდეთ. მაგრამ ვფიქრობ ეს აღარ იქნება ხანგრძლივი განშორება. ხალხოო! მადლობა მინდა გითხრათ! უთქვენოდ, თქვენი თანადგომის და სიყვარულის გარეშე ვერაფერი გადამარჩენდა!_ თათულის ხმა აუთრთოლდა, თვალები ცრემლებით აევსო.
_ კარგი ჩემო გოგო. ნუ ნერვიულობ! ხომ გაგაფრთხილეს არა?_ დემნას სიტყვები ყურს მაშინვე მოხვდა
_ ჩემო გოგოო?_ გადაუჩურჩულა გაოცებულმა თევდორემ ალისას.
_ გაჩუმდი და შენ შენსას მიხედე!_ თვალები დაუბრიალა ალისამ. რატომღაც ისევ ფიქრობდა , რომ თევდორე მათ ერთად ყოფნას ვერ გაიგებდა. ამიტომ მზად იყო დემნას და თათულის დასაცავად თევდორესთან ომიც კი გამოეცხადებინა.
ალისა პირველივე წამიდან მიხვდა, რომ მათ შორის სასიყვარულო სიმები გაიბა და მათი სიყვარულის მელოდიაც სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში.

_ ახალ წელს იქ მივდივართ საიდანაც ყველაფერი დაიწყო!_ ფეხზე წამოდგა თევდორე._ დიდი ხანია ამას ვგეგმავ! არანაირი გეგმები თქვენ არ დააწყოთ. ახალწელს ბახმაროში ვხვდებით!
ოცდაათში ყველაფერი მზად ჰქონდათ. რამდენიმე მაღალი გამავლობის მანქანა იქირავეს, დატვირთეს ბარგით და ბახმაროსკენ გაემართნენ. სადაც თევდორეს უზარმაზარი სახლი ჰქონდა ნაქირავები.
ყველა უზომოდ ბედნიერი იყო. ყველას ჰქონდა მიზეზი სიხარულისთვის.
გიორგი და ანა წლების ნანატრ შვილს ელოდებოდნენ.
პაატა და დარია სამშობლოს დაუბრუნდნენ.
თათულიმ და დემნამ ერთმანეთი იპოვნეს.
დაჩის დედიკო გამოჯანმრთელების გზაზე იდგა.
მელაკუდაც კი პატრონის სიახლოვით ხარობდა და ბიჭუნას კალთაში უჯდა გაყურსული.
მზია შვილებით და შვილიშვილებით ხარობდა.
ლაშამ კი ყველასათვის მოულოდნელად , ოფისის თანამშრომელი ევა დაპატიჟა და მისი თავი ოჯახს და მეგობრებს შეყვარებულად გააცნო.
_ აი ეს მეგონა ლაშას სიურპრიზი იმ დღეს!_ უჩურჩულა თედომ ალისას.
_ რა გოგოა ეს ევა?_ ეჭვით ათვალიერებდა ქერათმიან მორცხვ გოგონას ჯადოქარი ალისა.
_ კარგი გოგოა, მშვიდი, წყნარი, მოკრძალებული და რაც მთავარია ნიჭიერი. ვფიქრობ არქიტექტურაში თავის სათქმელს იტყვის!_უყვებოდა ევაზე თედო ალისას და მისი სიტყვები გოგონას ამშვიდებდა
_ ლაშა ადამიანებში არ ცდება !_ დაასკვნა ბოლოს ალისამ.
როგორც იქნა ადგილზე ჩავიდნენ, ბახმარო თოვლის საბანში დახვდათ გახვეული. ირგვლივ ყველაფერი თეთრი და დაფიფქული იყო. ზაფხულში ხომ მშვენიერია ეს მხარე, მაგრამ ზამთარში უბრალოდ საოცრებაა! ჯადოსნურია! სასწაულია! ზღაპრულია! უნდა ნახოთ და დარწმუნდებით, რომ არ ვტყუი! ახალი
წელი ბახმაროში! ამაზე მეტი განა რა შეიძლება ინატროს ადამიანმა?!

ბროწეული 24

საოცრებაა თოვლი, ყველა კვალს შლის. გამოდიხარ ერთ დილას სახლიდან და გარშემო მუხლამდე თოვლია. ბრწყინავს, ბრჭყვიალებს. ადამიანის ნაკვალევიც კი არსადაა, თითქოს წარსულიც წაშალა და მომავალიც. სულ ხელუხლებელი თეთრი ფურცელია. რასაც გინდა იმას ჩაწერ და თავად იქნები შენი ბედის ბატონ_ პატრონი.

ასე ფიქრობდა ალისაც მეორე დილას, კარის წინ რომ იდგა და უკვალავ თოვლში ნაბიჯის გადადგმა ენანებოდა. არ ფიქრობდა იმაზე, რაც მანამდე იყო, არც იმაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. მხოლოდ აწმყოს გრძნობდა , იმ ბედნიერებას, იმ სიმშვიდეს, იმ სიხარულს, რასაც იმ წამს განიცდიდა.

_ ალისაა მიყვარხარ!_ გაიგონა თევდორეს ხმა და მოულოდნელად იგრძნო, როგორ აიტაცა ხელში კაცმა. სირბილით გავარდა გადათოვლილ ეზოში და მასთან ერთად ფაფუკ თოვლში გაგორდა.

_ მეც მინდა გუნდაობა!_ მხიარული ყვირილით გამოვარდა სახლიდან გულიანად შეფუთნული დაჩი და თოვლში გაგორებულ წყვილს დაახტა.

_ გუნდაობააა! _ანიც მაშინვე შეუერთდა მეგობრებს. ნელ_ნელა ყველას გადაედო ბავშვური აღტაცება და ბედნიერება. მზიაც კი ჩაერთო გუნდაობაში. გორაობდნენ თოვლში , ერთმანეთს გუნდებს სროდნენ. მათი მხიარული სიცილი და ყიჟინა მოედო მიძინებულ გარემოს.
როგორც იქნა გული იჯერეს გართობით და სულ მთლად სველები ლოყააწითლებულები და დაღლილები შებრუნდნენ სახლში. მზიამ ყველას ცხელი კაკაო ჩამოურიგა .
აგიზგიზებულ ბუხარს მიუჯდნენ. ზოგი დივანზე, ზოგი ნოხზე. ესიამოვნათ ცეცხლის ტკრციალი. სასიამოვნო იყო საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. სიმყუდროვემ და ბედნიერებამ აავსო მათი გულები. სხვა სამყაროში დარჩა თითქოს სევდა, დარდი და ტკივილი

_ მინდოდა ახალ წლამდე მომეთმინა, მაგრამ ვატყობ მოთმინება მღალატობს!_ გამოაცხადა მოუთმენლად თევდორემ.

_ აქ ყველას წინაშე, ალისას ხელს გთხოვ პაატა ! ჩვენ ისედაც ერთი ოჯახი ვართ , მაგრამ მინდა ეს ქალი , რომელიც ასე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი გახდეს! მინდა მასზე ზრუნვის და მისი სიყვარულის უფლება მხოლოდ მე მეკუთვნოდეს!_ თევდორემ ჯიბიდან პატარა წითელი კოლოფი ამოიღო და ალისას წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა.

_ გამომყვები ცოლად ჩემო სიყვარულო?_
თედომ კოლოფი გახსნა და უჩვეულოდ ბრჭყვიალა ლალისთვლიანი ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა, ისეთი კაშკაშა, როგორც ბროწეულის პატარა წითელი მარცვალი.

_ რა თქმა უნდა!_ იღიმოდა ალისა.
ახალი წელი მხიარულად გაატარეს, საჩუქრების გაცვლა და მხიარული განწყობა სუფევდა მეგობრების გარშემო. ყველაზე მეტი საჩუქარი დაჩიმ მიიღო , რადგან მისთვის ყველას ჰქონდა თითო სიურპრიზი გამზადებული.


ახალმა წელმა ჩაიარა. ყველა თბილისში დაბრუნდა. თათულის და დემნას გამგზავრების დღე ახლოვდებოდა. ნელი აღარ წაუყვანია თათულის. ახლა მასზე დემნა ზრუნავდა. მზრუნველი და მოსიყვარულე კაცის გვერდით არაფრის ეშინოდა თათულის.
_ ვფიქრობთ მიუნხენში დავრჩეთ დროებით და დაჩიც წავიყვანოთ. ახლა საავადმყოფოში მხოლოდ ყოველთვიურ კონტროლზე უნდა ვიარო , ერთი წელი. შემდეგ ვიზიტები კიდევ უფრო შემცირდება. მაგრამ ინგეს და ბავშვებს ვერ დავტოვებთ. მათ ჩვენ ვჭირდებით. _ თათულის გადაწყვეტილება ყველამ მოიწონა. დაჩის საბუთებს მოაგვარებდნენ და ცოტა მოგვიანებით ნელისთან ერთად ისიც გერმანიაში გაემგზავრებოდა.

ქორწილი ზაფხულისთვის დაგეგმეს. ეს თევდორეს აკვიატება იყო.სურდა აყვავებული ბროწეულებით მოერთო ის სივრცე, სადაც ქორწილის აღნიშვნას გადაწყვეტდნენ. მისთვის ძალიან სიმბოლური იყო ამ ხის ყვავილები.

სიმწვანეში ჩაფლული მინდორი, გარშემო უზარმაზარ ქოთნებში ჩარგული აყვავებული ბროწეულები. როგორც წითელი ყვავილების ჩანჩქერი და წითელ ცხენზე ამხედრებული საოცარი წითურთმიანი პატარძალი.
იდგა თევდორე და ახლაც ვერ იჯერებდა იმ ზღაპარს, რომელიც მის გარშემო ხდებოდა. პაატამ ფრთხილად ჩამოსვა თავისი მშვენიერი ქალიშვილი ცხენიდან და გულში ჩაიკრა. შემდეგ ხელი მოჰკიდა და თევდორესთან მიიყვანა.

_ ბედნიერი ვარ, რომ შენ აგირჩია ჩემმა პატარა გოგომ! იზრუნე მასზე და არ დაუშვა, რომ ოდესმე უბედურად იგრძნოს თავი!_ პაატამ ხელში ჩაუდო შვილის ხელი სიძეს და თვალებზე მომდგარი ცრემლი მალულად მოიწმინდა.

ხელის მოწერამ და ჯვრისწერამ საოცარ ზღაპრულ გარემოში ჩაიარა. სულ თეთრებში გამოწყობილ სტუმრებში კიდევ რამდენიმე წყვილი გამოირჩეოდა. პირველი გიორგი და ანა იყვნენ. მალე შვილს ელოდებოდნენ და ბედნიერებით ბრწყინავდნენ.
მეორე ლაშა და ევა , მათ არსად ეჩქარებოდათ, სიყვარულით ტკბებოდნენ და ერთმანეთს საოცრად უხდებოდნენ.
მესამე კი დემნა და თათული იყვნენ. თათული სულ შეცვლილიყო ბიჭური ვარცხნილობა ძალიან უხდებოდა მის შავგვრემან ბავშვურ სახეს. დემნა სიყვარულით შეჰყურებდა მშვენიერ საცოლეს. თან დაჩის ხუჭუჭა თმაზე ეფერებოდა. გერმანიაში ბავშვთა თერაპიის ცენტრი გაეხსნათ და კარლ იუნგის ხელმძღვანელობით მართავდნენ.

ახალდაქორწინებულები მანქანისკენ გაემართნენ, რომ უცებ თევდორემ იყვირა.

_ მოიცა მოიცა ალისა! _ მანქანიდან საყვარელი ფოტო აპარატი გამოიღო და თავისი მშვენიერი ცოლი კიდევ ერთხელ აღბეჭდა ფირზე. საოცარი იყო მისი დაჭერილი წამი ნიავში აფრიალებული თეთრი ფატა, სიხარულით აციმციმებული მწვანე თვალები, ცეცხლოვანი თმები და მთელ უკანა ფონზე აფეთქებული ბროწეულები.

_ჩემი მშვენიერი ბროწეულის გოგონა!_ თვალი ძლივს მოსწყვიტა ფოტოს თევდორემ და ალისა გულში ჩაიკრა.
ზოგჯერ სულ ერთი წამი კმარა იმის მისახვედრად, რომ სწორ ადამიანს შეხვდი. ზოგჯერ კი მთელი ცხოვრებაც არ კმარა იმ ერთადერთის საპოვნელად. ზოგს გაუმართლებს ,ზოგს კი არა მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ცხოვრება მაინც მშვენიერი თავგადასავალია.

დასასრული.

ვერა გურული



№1 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან კარგი და საინტერესო იყო მადლობა თქვენ ❤️

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ისეთი ლამაზი,ფერადი და სასიამოვნო წასაკითხი იყოო,მადლობა ამ დადებითი ემოციებისთვისსსს....ძალიან ძალიან კარგ და შესანიშნავ ისტორიებს ქმნი♥️♥️♥️♥️♥️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Daldoni Daldoni
ისეთი ლამაზი,ფერადი და სასიამოვნო წასაკითხი იყოო,მადლობა ამ დადებითი ემოციებისთვისსსს....ძალიან ძალიან კარგ და შესანიშნავ ისტორიებს ქმნი♥️♥️♥️♥️♥️

მადლობა, მიხარია თუ მოგწონს)))

სტუმარი ნატალია
ძალიან კარგი და საინტერესო იყო მადლობა თქვენ ❤️

მადლობა))))

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან საყვარელი საინტერესო და ემოციური ისტორია იყო. საერთოდ ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. ყოველთვის ველოდები ახალს....წარმატებები

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ana-maria
ძალიან საყვარელი საინტერესო და ემოციური ისტორია იყო. საერთოდ ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. ყოველთვის ველოდები ახალს....წარმატებები

მადლობა)))

სტუმარი ნატალია
ძალიან კარგი და საინტერესო იყო მადლობა თქვენ ❤️


მადლობა)))

 


№6  offline წევრი ჭირვეული

როგორი სითბო მეღვრება გულში თქვენი ისტორიების კითხვისას და რწმენა ნამდვილი , ძლიერი, წრფელი სიყვარულის არსებობისა, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს!

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ჭირვეული
როგორი სითბო მეღვრება გულში თქვენი ისტორიების კითხვისას და რწმენა ნამდვილი , ძლიერი, წრფელი სიყვარულის არსებობისა, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს!

მადლობა????

 


№8 სტუმარი ეკა

გაიხარეთ!❤️❤️❤️❤️ვისიამოვნე❤️❤️❤️ წარმატევებიიი

 


№9  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორ მომწონს ყველა შენი ისტორიაა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent