შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელიც კი არაა დაუჯერებელი (თავი 6)


6-02-2023, 13:50
ნანახია 1 801

- ქ. მართა როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
ყველაა ჟურნალისტი თავისას გაიძახოდა , ყურები გასკდომას მქონდა რო არჩილმა წელზე ძლიერად ჩამავლო ხელი, ცალი ხელით თითზე ბეჭედი გამიკეთა და ჟურნალისტების თვალწინ ტუჩებზე მეცა...
წამიერად გავითიშე და გონზე წელზე ძლიერმა ტკივილმა მომიყვანა, მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე რომ მუხლები რამეს მომეკვეთა ,ფეხზე ძლივს ვიდექი , არჩილი კი წელზე შემოხვეული ხელით ცცდილობდა ჩემთვის წონასწორობის შენარჩუნებას..
ყურები თითქოს შემიგუბდა , მესმოდა ათასი ხმა , მაგრამ ამათგან ვერცერთის გარჩევა შემეძლო. ერთადერთი რასაც ვხედავდი - უცნობი ადამიანები მიკროფონებით ხელში , გაუგებარი საუბარი , ამოუცნობი მიმიკები..ამასობაში კარის დაჯახების ხმა გაისმა და უცბად გაქრა ყველა იმ ადამიანის სილუეტი , რონლის გარჩევასაც ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი
-მართა!
ჩამესმის ჩემი სახელი , მაგრამ ისევ ისე უკოორდინაციოდ , გათიშული ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო , რომ გონება არ დავკარგო , ისეთი შეგრძნება იყო თითქოს რაღაც საშინელ სიზმარში ვიყავი , ვიცოდი რომ სიზმარი იყო , თუმცა არ მჯეროდა , მესმოდა ბუნდოვანი ბარიტონი , რომელიც ჩემს სახელს იმეორება , იქამდე სანამ არ 'გამოვიღვიძე'
-მართა! შემომხედე .. კარგად ხარ ?! მართა ! - არჩილის შეშინებული თვალები , პირდაპირ ჩემს თვალწინ , ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ამ ბიჭს ერთდროულად ამდები ემოციის ჩვენება , ყველაზე მეტად კი იმას ვერ ვხვდებოდი ეს ნამდვილი იყო თუ ცდილობდა ვიღაცისთვის თვალები აეხვია ... ძალა მოვიკრიბე , ვიგრძენი ფეხებში გაბუჟებული ტკივილი , თავს ძალა დავატანე და ფეხზე დავდექი , ერთ წამს ხელი გავუშვი არჩილ და ის იყო ფეხი გადამიბრუნდა და არჩილი მწვდა წელში და კვლავ დამიჭირა .. -მაშინებ მართა! როგორ ხარ ? - კანკალნარევი ხმა აღმოხდა , არ მეგობა ასეთებიც თუ შეეძლო , ძლივს ამოვღერღე - კარგად ვარ ? - ისე წარმოვთქვი , თითქოს კითხვას ვსვამდი , რომ დავფიქრდი რეალურად ასეც იყო , ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი რომ კითხვა თუ : როგორ ვიყავი ცოტა არიყოს უადგილო იყო.
-მართა თავი ხელში აიყვანე და ამხელა დრამებს ნუ დგამ ! - ისე ურცხვად და მაღალი ტონით შემომიბღვირა მამაჩემად წოდებულმა , თითქოს ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი , ვერც კი ვხვდები ის მუდამ მომღიმარი და სითბოთი სავსე კაცი , რომელიც ჩემი ერთი ღიმილისთვის ძალას არ იშურებდა , ასეთ ცივ და დაუნდობელ ადამიანად როგორ ჩამოყალიბდა ..
-ბატონო გიორგი გთხოვთ ლმობიერად მოექეცით , სულ თუ არაფერი ის ხომ თვქენი ქალიშვილია - თავდახრილმა უთხრა ქ. ლამარამ . ძლივა ვიდექი ფეხზე, თავს ძალას ვატანდი რომ არ წავქცეულიყავი , არჩილი ჯერ კიდევ არ მიშვებდა ხელს , მე კი რის მე ვიყავი ვეღარ მოვითმინე და ყველაფერმა ერთიანად ამოხეთქა
აქედან კი მე , ავტორი გავაგრძელბ: მართა უკვე სრულ ჭკუაზე მყოფს აღარ გავდა , ფეხზე მყარად დადგომა და არჩილისთვის ხელის კვრა ერთი აღმოჩნდა , უხეშად მოიშორა არჩილი და გააფთრებული ეცა მამამისს, მკერდზე მუშტებს უშენდა, კიოდა , ღრიალებდა , ვერც კი ხვდებოდა მისდაუნებურახ ეს სიბრაზე ტირილსა და ხმამაღალ ვედრებაში როგორ გადაიზარდა , მისწინ მუხლებზე დაეცა და მთელი ძალით , რაც კი მის კუნთებსა და ორგანიზმს შემორჩა , პიჯაკზე ექაჩებოდა .. ტირილისგან მისი სიტყვების გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა . გიორგის კი წარბიც არ შეუხრია , იატაკზე ჩამუხლულ გოგონას დასცქეროდა და უემოციო გამომეტყველებით ელოდებოდა , როდის მორჩებოდა გოგონა ტირილს . ამბობენ გოგონებს მამების მიმართ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვთო, მართაც სადღაც ღრმად , მის გულში ეძებდა ამ ჯაჭვის ნაპერწკალს , ეიმედებოდა რომ კაცი რომელსაც მთელი ბავშვობა აღმერთებდა ასე არ გაწირავდა , მაგრამ გიორგი ცივ , უძრავ ქანდაკებაზე კიდევ უფრო გაქვავებული მიშტერებოდა გოგონას , სანამ არჩილმა არ დაარღვის მათ შორის არეალი. წელში ხელები ძლიერად ჩაავლო და ხელში აიტაცა , იქვე მდგომ დივანზე დააწვინა , მის წინ ჩაიმუხლა , ცრემლებისგან დასველებული თმა გადაუწია ყურს უკან , ანერვიულებული თვალებით და ხმის კანკალით ძლივს აღმოხდა მის ბაგეებს
-მართა შემონხედე - გოგონა ტირილს არ წყვეტდა , აკანკალებულ ხელს სახეზე ისვამდა და ჭერს შესცქეროდა - გთხოვ ერთი წამით შემომხედე , თავს ავნებ შენი საქციელით ამას ვერ ხვდები? მართლა !
მეტი სიმკაცრით წარმოსთქვა კიდევ ერთხელ გოგონას სახელი, იმ იმედით რომ გოგონა ერთი წამით მაინც მოვიდოდა აზრზე
-ძალიან ადვილია ამისი თქმა ხო? - როგორც იქნა ხმა ამოიღო , სლოკინით , ჩახლეჩილი ხმით და ტკივილნარევი სახით შეხედა არჩილს , რომელიც არც ისე მშვიდად გამოიყურებოდა - შენი აზრით ადვილია იმ ყველაფრის ერთი ხელია მოსმით დანგრევა , რის აშენებასაც ამდენი დრო და ენერგია დავახარჯე , ადვია იმ ადამიანის ყურება ვინც ბედნიერება მაჩუქა და სანამ თვალს გავახელდი ისევ წამართვა და ახლა ისევ მართმევს ?
-ვიცი მართა , ვიცი რომ ...
-არა არჩილ არ იცი ! ეს ყველაფერი რომ იცოდე ამდენ რამეს არ ამიხსნიდი
-არ აგიხსნიდი ?! სერიოზულად?! შენ ხარ ადამიანი ვისთანაც ღრმა ბავშვობის მერე არანაირი კონტაქტი არ მქონია , უეცრად გავჩნდით ერთმანეთის ცხოვრებაში , ყველაფერი ჩაიხლართა , თუ ოდესღაც ვიღაცების თვალში მექალთანე ვიყავი ახლა ყველამ იცის რომ სამსახურის გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებს , მაგრამ შენი გამოჩენის მერე ყველაზე ნაკლებად სამსახურს ვუთმობ დროს , ისე აღმოჩნდა რომ ამ ყველაფერში საუკუნეეების წინ გაუჩინარებული მამაშენიც ჩაება და ახლა იმ აშენებულის დანგრევით მემუქრება რომელსაც ამდენი წელი შევალიე და შენ კიდევ მეუბნები რომ არ მესმის არაფერი?! მთელი დღე შენს დაცვას ვცდილობ როცა არავინ და არაფერი ხარ ჩემთვის და ამ დროს შენს უმადურობას საზღვარი არ აქვს ხვდები? ხვდები რომ შენია ! შენი ოჯახია ! რის გამოც ხდება ეს ყველაფერი ! - რაც კი ენაზე მოუვიდა ყველაფერი თქვა მართას წინაშე , სიბრაზისგან სახეზე ფერი ეცვალე , ყელზე ძარღვები დაებერა , ისეთი სანახავი იყო თითქოს პარალელურ სამყაროში რომ ყოფილიყო მართას სასიკვდილოდ სცემდა
-ანუ ჩემი ბრალია ? ჩემი ბრალია რომ გუშინ ისე მომექეცი როგორც არაკაცი, მემუქრებოდი და ჩემი მეგობრის წინაშე შემარცხვინე , სიტყვებს ვერ ვპოულობდი საიდან უნდა დამეწყო ახსნა და თურმე მე ვყოფილვარ შენი პრობლემების მიზეზი , ეს მაშინ უნდა გეფიქრა ამ თვითმარქვია მამას და არაკაცს რომ შეუთანხმდი საქმეზე ! მორჩა ! საკამარისია ! მეყო უკვე ყველაფერი ! არცერთის დანახვა აღარ მინდა , მეზიზღებით ორივე. მე მივდივარ !
არც აცია არც აცხელა , წამოხტა დივნიდან , კარისკენ გაიწია რომ გიორგი მკლავში წვდა და ძლიერად მოქაჩა
-ესეიგი ეს თქვენი უეცარი შეყვარებულობა ფარსია ხო?! მე ხომ გითხარი ჩემი რეპუტაციის შელახვას არ გაპატიებ მეთქი ?! შენი ასეთი არაადეკვატურობით დედაშენს არაფრით ჩამოუვარდება ! მორჩა აირჩევ ან ამ ვაჟბატონის ცოლობას ან არაფერს ! ვერ გაგზარდა როგორც ჩანს დედაშენმა , პატივიაცემა ვერ უსწავლებია შენთვის
-არ გაბედო !- მთელი ძალით გააწნა სილა- არ გაბედო დედაჩემზე ასე ლაპარაკი თორემ განანებ ! ჩემი ხელით გაგითხრი საფლავს ეს დაინახსოვრე . მე თუ დედაჩემმა აღმზარდა საუბედუროდ მამაჩემის სიბინძურეც მიდეს სისხლში ,ჩემთან ასე მოქცევას ვერ გაბედავ ეს კარგად დაიმახსოვრე ! - გაცეცხლებული გავარდა გარეთ , საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ჟურბალისტები ადგილიდან არ იძვროდნენ, მიკროფონების ტრიალით აედევნენ მართას , ისიყო ჭიშკრიდან გავიდა რომ მის წინ მთელი ძალით დაამუხრუჭა მანქანამ
-ილია!
-დაჯექი სწრაფად - კარი გააღო , ჩაჯდა მანქანაში და წამის მეასედში მოწყდა ადგილიდან - მართა რა ხდება , ეს რა ამბები ხდება , შეგიძლია ორი წინადადებით მაინც მითხრა ?!- სიმკაცრწ ეტყობოდა ხმაში , ალბათ პირველად, როცა მართას ესაუბრებოდა
-ილია ვიცი რომ ბევრი რამეა ასახსნელი და მოსაყოლი , მაგრან ახლა თუ არ დავწყნარდი ვერაფერს გეტყვი , გთხოვ წავიდე სადმე , მშვიდ ადგილას ამ ყველაფრისგან შორს - და აი ისევ უნებლიე ცრემლები ,მის აწითლებულ ლოყებზე დაეშვნენ . საბურთალოდან გადაინაცვლეს ძველ თბილისში , ილიამ მართა კაფეში წაიყვანა , ალბათ გსმენიათ 144 საფეხური , ბეთლემის ქუჩაზე რომაააა, ამბობენ ასკინკილით უნდა აირბინო 144 საფეხურიო , მაგრამ მართას ამისი არც თავი ჰქონდა და არც ხალისი , იქვე ჩამოსხდნენ , თბილისის ულამაზესი ხედი მოჩანდა , ისეთ შეგრძნებას ტოვებდა რომ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ სხეული მშვიდდებოდა , თითქოს იმ ნეგატიურ ენერგიას ტოვებდა და სადღაც მაღლა ჰაერში ფანტავდა , ისე გაჩნდა მართას და ილიას მაგიდაზე ცივი ფორთოხლის წვენი რომ მართა აზრზეც კი ვერ მოვიდა , იმდენად ჩაძირული იყო ფიქრებში
-გთხოვ დალიე - ჭიქა მიუცურა , მართამ უღიმღამოდ დახედა ნახევრად სავსე ჭიქას - გთხოვ - საწყალი სახით მიაშტერდა ილია, სხვა გზა არ ჰქონდა უნდა დაელია , იქნებ ცივ წვენს გამოეფხიზლებინა კიდეც
-მადლობა ილია
-მადლობა არ არია საჭირო , უბრალოდ შენი დამშვიდება მინდა , რადგან ერთი პორცენტიც კი ვერ გავიაზრე მომხდარის , არჩილი არ იტყვის ერთადერთი იმედი შენ ხარ ! ვიცი რომ არ დამიმალავ , ყოველშემთხვევაში ადრე ასეთს გიცნობდი- ხელი დავლო ჭიქას და ერთი ყლუპი , მძიმედ მოსვა
-მამაჩემია
-ვერ გავიგე ?
- გიორგი მამაჩემია , როგორც ჩანს გადაწყვიტა ჩემი ცხოვრება ტალახში ამოსვაროს , საკმაოდ კარგადაც გამოსდის
-მამაშენმა ხომ...- ის იყო უნდა ეთქვა მიგატოვაო , მაგრამ უარყოფითი ემოციის დამატებას აღარ აპირებდა და შეჩერდა
-კი ,ოდესღაც მიგვატოვა მე და დედაჩემი , თუმცა ახლა მოინდომა მამიკოს როლის თამაში და ამაში არამარტო მე შენი ძმაც გარია
-არჩი? კი მაგრამ ის რა შუაშია - გაკვირვებული შეაცქერდა , მართას ირონიულად ჩაეღიმა
-გამარჯობა ილია , შენს წინ უბრალოდ მართა კი არა შენი რძალი მართა ზის - ილიამ წვენის ერთი ყლუპის ჩაყლაპვაც კი ვერ მოასწრო , რომ ხველება აუტყდა
-რა რძალი? რომელი რძალი ? საუკუნეა არჩილს ქალისკენ არ გაუხედავს
-არც ახლა იხედება მაგრამ მამაჩემმა ასე ინება , თუ გვინდა რომ შენმა ძმამ თქვენი კომპანიის სამოცი პროცენტი არ დაკარგოს
მე კი მთელი ჩემი ცხოვრება , ასე უნდა იყოს .
-რომელი საუკუნეა , საერთოს რას წარმოადგებს ეს გიორგია თუ ვიღაც , რა უფლებით ბედავს ამდენს
-არ ვიცი რა უფლებით , მაგრამ შენი ძმაც რომ იძულებული გახდა თანხმობა განეცხადებინა , გამოდის ზედმეტად უფლებამოსილი ყოფილა
-შანსი არაა მართ , არჩილი ამას ასე არ დატოვებს , გამოასწორებს - ისევ ირონიულად ჩაეღიმა მართას
-იმედს არ დავკარგავდი საერთოდ რომ მქონდეს
-მისმინე მე ..- გაისმა ტელეფონის ზარის ხმა - არჩილი რეკავს
-ჩემზე თუ გკითხავს რამე მოიგონე არავის თავი არ მაქვს
@დიალოგი მობილურით :
-ალო . არჩი
-მართა შენთანაა?
-კი
-სად ხართ?
-144 საფეხურში, ბეთლემზე
-გზაში ვარ!
სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო ისე გათიშა არჩილმა ტელეფონი , ილიას ცოტა არ იყოს შერცხვა მართასთან და თავინდამნაშავედ იგრძნო, რადგან სულ რამდენიმე წუთის წინ მართამ უთხრა რომ არავისთან უნდოდა საუბარი .
-მაპტიე
-დაიკიდე! მაინც მომიწევს 'ქმარუკასთან' საუბარი
-გთხოვ ასე ნუ იხსენიებ , უცნაური შეგრძნებასავით მაქვს
-მთავარი ისაა,რომ რეალობაა, მეტი არაფერი
-მისმინე , ეს სრული უაზრობაა, რომელ თურქულ სერიალში ჩვენ ვცხოვროთ , რა ძალით გათხოვება და კომპანიის წართმევა . აფსურდია ეს ყველაფერი და ცოტა არიყოს სასაცილოდ ჟღერს , არაპროფესიონალურად დადგმულ სცენარს გავს
-ვცდილობ ის ქალ-ბიჭა გოგო ღრმად დავადუმო ჩემში და დავმალო, დიდი ხნის წინ მოვიშორე ის ბიჭური მანერები და საუბარი. იცი რა ? ერთ არცთუისე მშვენიერ დილას გავიღვიძე და მივხვდი რომ ჩემი ქალ-ბიჭობით ბევრს ვერაფერს მივაღწევდი , ის რომ ბილწსიტყვაობა ისე ცვიოდა ჩემი პირიდან როგორც ქუჩის ბიჭებში ხდება ხოლმე , დავთმე! მინდოდა რომ ქალად გადავქცეულიყავი , მინდოდა რომ ბიჭებს შემოეხედათ და ერთს მაინც ეთქვა ლამაზიაო , სარკის წინ ვიდექი და ვუყურებდი უმამოდ დარჩენილ გოგონას , რომელსაც ერჩია მამამისი მკვდარი ყოფილიყო , ასე უფრო ადვილი იქნებოდა მარტოობის ატანა, დავაძალე თავს რომ როგორც ქალი , დავმდგარიყავი ფეხზე და მომავალი შემექმნა საკუთარი თავისთვის.ასეც მოხდა , ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დეკორატორი ვარ , წინ ამდენი გეგმა რომ არ მქონდეს ჩემი ხელფასით საკუთარი სააგენტოს გახსნა შემიძლია , მაგრამ მინდა რომ რაღაც უფრო მეტი ვისწავლო, არ მიფიქრია დაოჯახებაზე , არ მიფიქრია ოცნების კაცზე ,რომელსაც მთელს ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი , მაგრამ ახლა ოფიციალურად გათხოვილი ქალი ვარ , სასაცილოა , იმ ბიჭის ცოლი ვარ ვისაც ფაქტობრივად ვერ ვიტან და დარწმუნებული ვარ დიდად მასაც არ ვეხატები გულზე . ბედის ირონია . როგორ ამბობენ ? კარმა ძუკნააო თუ რაღაც მასეთი .
-ასეც ნუ ჩაიქნევ ხელს , არჩილი მოაგვარებს მამაშენთან ყველაფერს
-ალბათ
-აი ისიც- საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა , ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაგიდას , სკამი გამოცურა და მძიმედ დაეშვა .
-როგორ ხარ ? - სკამის საზურგეს მიყრდნობილი არჩილი , მართას გაშტერებით ეკითხებოდა , ის კი გაუნძრევლად იჯდა და თბილისის ხედს მიშტერებოდა - მართა შეგიძლია ზრდილობის გამო მაინც შემომხედო?
-კარგად ვარ არჩილ ! დამაკმაყოფილებელი პასუხია ?!
-შეგიძლია მითხრა მე რაში მადანაშაულებ ?
-ჰაჰ.. რა უნაყოფო შეკითხვაა..
-ხოდა შენ მიპასუხე ნაყოფიერად . გისმენ
-კარგი. პირდაპირ გეტყვი . ერთადერთი რაშიც გადანაშაულებ ის არის რომ იძულებით გამაკეთებინე ყველაფერი , ამდენი წლის მერე შეგხვდი , იმაშე გადანაშაულებ რომ ჩვენი გზები ასე გადაიკვეთა და მე ეს ყველაფერი უბრალოდ მაცოფებს. აი ფსიქოპატი მამა კი შენი ბრალი ნამდვილად არ არის .
-მაშინ ასე.. ვიცი რომ ცხოველივით მოგექეცი , დაგემუქრე , რაღაცები გაიძულე . არასდროს არაფერს ვნანობ ,მაგრამ ამ შემთხვევაში ვწუხვარ . მე რომ არა ,ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შეხვდებოდი მამაშენს და შეიძლება ეს კარგიც აღმოჩენილიყო შენთვის .
-ალბათ მართალი ხარ . მეც ვწუხვარ რომ უამრავი საშინელება გითხარი
-კარგი . ძალიან მიხარია რომ აღიარება ისწავლეთ და ასე თუ ისე შერიგდით , მაგრამ რის გაკეთებას აპირებთ ?
-არ ვიცი , ჯერ არ ვიცი . ვიცი რომ მის გავლენას ვერ შევეწინააღმდეგები ასე სააშკარაოდ , რაღაც პერიოდი მოგვიწევს რომ ცოლ-ქმრის როლი მოვირგოთ . გვინდა ეს თუ არა .
-ასეც ვფიქრობდი
-მართა მისმინე , მამაშენი ძალიან გავლენიანი პიროვნებაა, თუ ახლა შეტევაზე გადავალ ორივე დავკარგავთ ყველაფერს . რამდენადაც არ უნდა გინდოდეს ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა , ეს ასე მალე ვერ მოხდება...
-აზრი აქვს რომ რამე ვთქვა ? ან შევეწინააღმდეგო სიტუაციას? თავი დებილურ ფილმში მგონია - მწარედ ჩაიცინა მართამ და უემოციოდ მიაშტერდა არჩილს
-ერთი განსხვავებით პატარავ , - ღრმად ჩაისუნთქა - ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ ვითარდება სცენარი ! - სკამის საზურგეს მიეყრდნო და ყინულივით ცივად მომზირალ მართას კიდევ ერთხელ გახედა
-ოქეი. მაშ რას ვაკეთებთ? - უცბად წამოხტა , თითქოს ყველაფერი არც მომხდარიყოს და არჩილს დააცქერდა
-ასე უცებ ? - გაკვირვებას ვერ მალავდა ბიჭი
-ხო რა აზრი აქვს ლოდინს ? რაღაც მაინც უნდა გავაკეთოთ თორემ უქმად ჯდომით ჭკუიდან გადასვლა არ ამცდება
-მისმინე ..
-გთხოვ ლექციების გარეშე , ახლა ავდგებით და სახლებში წავალთ , ცოტად გამოვიძინებთ და ყველაფერზე შემდგომდი ვისაუბრებთ - ის იყო პირი გააღო არჩილმა სიტყვის სათქმელად , რომ საჩვენებელი თითი აუფრიალა მართამ - და .. ეს თხოვნა არაა ბ. არჩილ
-როგორ შეგიძლია ასეთი ჭირვეული იყო მართლა არ მესმის ... - მიხვდა რომ გოგონასთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა , წამოდგა სკამიდან და მძიმედ გაჰყვა უკან ზანტად მოსიარულე მართას . მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია .. ხანდახან აპარებდა არჩილი მისკენ თვალს , მაგრამ მართა იმდენად გათიშული იყო ამ სამყაროდან რომ საერთოდ არ შემჩნევია ყოველივე ეს .. როცა მართას სახლს მიუახლოვდნენ ეზოში რამდენიმე კაცი შენიშნეს , მანქანა გააჩერა არჩილმა და მართას სთხოვა იქ დარჩენილიყო , მაგრამ მართა რის მართაა , პირველი გადმოხტა მანქანიდან და ეზოში გიჟივით შევარდა ... -აქ რა ჯანდაბა ხდება - ბოლო ხმაზე ყვიროდა , მაგრამ ეს პიჯაკიანი კაცები ხმასაც არ იღებდნენ , ის კი არა ზედაც არ უყურებდნენ , თითქოს და ქვის ყოფილიყვნენ, მართამ სახლში შეირბინა ,იქ კი ქ. ლამარა დახვდა ჩემოდნებით ხელში
-თქვენ?
-მართა შვილო
-რა შვილო? ერთი წამით -საფეთქლებზე ძლიერად მოიჭირა ხელი რომ აზრზე მოსულიყო - აქ რას აკეთებთ , ან სად მიგაქვთ ჩემი ჩემოდნები
-მამათქვენმა გასცა ბრძანება , მე სხვა გზა არ მქონდა - სირცხვილისგან თავი დახარა შუახნის ქალმა
-რას ქვია ბრძანება გასცა ?! რა თქვა შეაგროვეთ ნივთები და გადაუყარეთო? თუ რა ხდება ვერ გავიგე - ამასობაში არჩილიც შევიდა ოთახში
-არა შვილო! მან თქვა რომ შენი ნივთები ბატონი არჩილის სახლში უნდა წავიღოთ - დარცხვენით ასწია თავი და თვალებით მის უკან მდგომ სილუეტზე ანიშნა
-ბატონო?!- წამოენთო არჩილი
-ერთი წამით შენ გაჩუმდი- ხელი ცხვირწინ აუქნია ბიჭს და ისევ ლამარას მიაშტერდა - რა უნდათ ჩემს ნივთებს არჩილთან ერთი ამიხსენით თუ დეიძლება რაა - ხელები გადააჯვარედინა და საწყლად მომზირალ ქალს მიაჩერდა
-მან თქვა რომ ცოლ-ქმარი ცალკ-ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს და ...
-და? რა და ? მაგ კაცმა სულ გაუბერა ხო
-მე რატომ მიბრაზდები შვილო ? მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებ
-კარგი შეეშვი, ის არაფერ შუაშია-მკლავში ხელი მოკიდა და ლამარასკენ გაიწია - გთხოვთ , ჩემოდნებს ჩვენ მივხედავთ
-კარგი შვილო - ჩემოდნები გაუწოდა , მართას ხელი თავისაში მოიქცია და მხოლოდ ერთი სიტყვა და სახლიდან უკანმოუხედავად გავიგა - გამაგრდი!
-მართა ვიცი რომ ეს ყველაფერი ადვილი არაა მაგრამ ...
-მაგრამ სხვა გზა არ მაქვს - ღრმად ჩაისუნთქა და ერთი ჩემოდანი გამოართვა არჩილს - თუ წინააღმდეგი არ ხარ დროა შენს სახლში გადავბარგდე 'ქმარო'-ბოლო სიტყვა საკმაო ცინიზმით გააჟღერა და სახლიდან გავიგა , არჩილიც უკან მიჰყვა , ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო და მანქანაში მძიმედ მოთავსდა , თითქოს არ უნდადა რომ მანქანა ადგილიდაბ დაეძრა , ისეთი თვალებით იხედებოდა მართა , რომ ეს მართლაც რთული იყო , მაგრან სხვა გზა ფიზიკურად არ რჩებოდა .
სანამ ისინი მგზავრობენ ცოტას მოგიყვებით ჩვენი არჩილის შესახებ:
ე.ი არჩილ აბაშიძე 26 წლის , როგორც მართამ აღწერა ახოვანი ბატონი , არც თუ ისე დამყოლი ხასიათის პატრონი .. ღრმა ახალგაზრდობაში, ასე ვიტყვი რომ ადვილი მოსასმენი იყოს , ზედმეტად ქალთმოყვარე ბატონი გახლდათ , მთელს სკოლაში გოგო არ არსებობდა ვისაც მასთან ყოფნა არ უნდოდა , ის კი თავისი მოკლე ჭკუით სარგებლობა და ასე ყველა გოგოს ელაქუცებოდა , თუმცა მინდა აღვნიშნო ,რომ ურთიერთობაში ინტიმური საკითხები მისი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ თავს ირთობა იმით, რომ გოგოებს ეიდეალებოდათ .. და ეს დღემდე ასეა , კი ბევრად დინჯი , სერიოზული და თავშეკავებულ პიროვნებად ჩამოყალიბთა , ქალების ყურადღება ახლაც არ აკლია ,მაგრამ ინტიმი მისთვის არაა... ახლა კი მძიმედ მოკალათდით რადგან მის რეალურ დამოკიდებულებაზე მინდა მოგიყვეთ ჩვენი თოფურია მართას მიმართ : უკვე იცით რომ მართას მთელი სკოლის პერიოდი მოსწონდა არჩილი , აი იმას კი ალბათ არ დაიჯერებთ რომ არჩილს დღემდე დიდი სიმპატია აქვს მის მიმართ .. დიახ, დიახ, დიახ! ჩვენი არჩილი მართაზე მთელი ბავშვობა იყო შეყვარებული ,თუმცა რაც უფრო ემატებოდა წლები მით უფრო ვირდებოდა .. ყველაფერს აკეთებდა რომ მართას ყურადღება დაემსახურებინა თუმცა , ეს ყველაფერი ამაო იყო .. სკოლა დაამთავრა -მასზე ფიქრობდა , უნივერსიტეტში მოეწყო და მაინც მასზე ფიქრობდა , ბიზნესის ფაკულტეტი შეისწავლა და შესანიშნავი და თანაც უდაოდ სპეციალისტი გახდა ამ საქმის , მაგრამ საქმემაც ვერ ამოუგდო ეს გოგო გულიდან .. ხანდახან მის სოციალურ ქსელებს შეპარვით ათვალიერებდა , აინტერესებდა იყო თუ არა ვინმე მის ცხოვრებაში .. ზოგჯერ სასმელს შეუყვებოდა და იხსენებდა მართას სიალქაჯეს და მხოლოდ ის უტრიალებდა თავში რომ , ძნელი იყო ვინმეს მასთან ასე მარტივად გაეძლო და ამაზე ეცინებოდა ხოლმე , თუმცა როცა იაზრებდა რომ მართას შეიძლებოდა არც კი ახსოვდა ვინ იყო არჩილი ამაზე ჭკუიდან გადადიოდა .. თავის მოსათოკად კი უკანონო ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას სადაც იქამდე სცემდნენ ერთმანეთს , სანამ სიტყვა - გნებდები - არ გაისმებოდა .. ალბათ ხვდებით საიდან აქვს ამხელა სიბრაზე ამ ბიჭს .. ხოდა როცა მამამისმა სთხოვა რომ ერთ-ერთი ბიზნეს-პროექტისთვის ეხელმძღვანელა , აღმოაჩინა რომ ღონისძიები ორგანიზატორი ჩვენი მართა ყოფილა და სიტყვის უთქმელად ჩაუდგა საქმეს სათავეში , სულ სხვაგვარ მოვლენათა განვითარებას ელოდა სანამ საკუთარ ძმასთან ასე ახლოს არ დაინახა ოცნების ქალბატონი , მაშინ ყველა ძარღვი ერთდროულდ დაუსკდა ტვინში და თითქმის იმ დონემდე მივიდა - თუ ჩემი არაა არც სხვისი იქნება - იცოდა რომ მას და ილიას ბავშვობიდან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში , ვერც კი იაზრებდა რომ თავის სისხლსა და ხორცზე ეჭვიანობდა , აი აფექტის მდგომარეობაში კი რასაც აკეთებდა ნათლად დაინახეთ ..ამასობაში კი მართას მამაც გამოჩნდა და ყველაფერი იმაზე ცუდად განვითარდა ვიდრე წარმოედგინა , თითქოს ესიამოვნა ოცნების ქალი მის სახლში რომ იცხოვრებდა , მაგრამ ვაიმ იმას რომ ეს ყველაფერი ორივესთვის იძულებითი იყო. .. ამასობაში სახლშიც მივიდნენ , უემოციოდ გადმოვიდა მანქანიდან და მართას კარი გაუღო
-არ აპირებ გადმოსვლას ?- ინტერესიანი თვალები მიაპყრო
-ვაპირებ , ვაპირებ -ჩუმად ჩაილაპარაკა და გადმოვიდა , არჩილმა ჩემოდნები ამოიღო და კარის წინ დადო , ჯიბიდან გასაღები ამოაცურა, საკეტი გადაატრიალა და ხელით ანიშნა მობრძანდიო . დარჩხვენით შეაბიჯა სახლში , ნანახით კი საკმაოდ გაოცებული დარჩა .. ეგონა უზარმაზარი სახლი , ათიათასი წვრილმანი სავსე და მდიდრული იქნებოდა თუმცა , საკმაოდ მყუდრო , არც ისე გადატვირთული და
დიდი აღმოჩნდა ..
-გეგონა ჩირაღდნებიან სასახლეში ვცხოვრობდი?- ცოტა ღიმილით მიუგო , როცა გოგოს გაკვირვებულ ნაკვთებს მოკრა თვალი
-სხვათაშორის რაღაც მსგავსი - ნაძალადებად გაუღიმა და დარცხვენილმა თავი დახარა
-თანამედროვე დრაკულა ვარ , სარკოფაგები და კელაპტრები არ მიზიდავს - ჩაიცინა და სახლში შეუძღვა. საკმაოდ მოზრდილი მისაღები , გემოვნებიანი და რბილი ავეჯით , გაერთიანებული ბარ-სამზარეულო , მინის კარი რომელიც , მართას მსჯელობით უკანა ეზოში გასასვლელი იქნებოდა და ხის კიბეები რომელიც მეორე სართულზე ადიოდა ..
-შეგიძლია კომფორტულად მოეწყო , ამას ოთახში ავიტან
-შეიძლება წამოვიდე ?
-რა თქმა უნდა - კიბეებზე ჩემოდნებით ხელში ადიოდა და მართაც უკან მიჰყვა , ზემოთ ასვლისას გადაიშალა არც თუ ისე ვიწრო დერეფანი , სამი კარით ..
-ეს სააბაზანოა, აქეთ ჩემი საძინებელი , ეს კი - მისი საძინებლის მოპირდაპირედ ოთახის კარზე მიუთითა - შენი საძინებელი იქნება
-ვწუხვარომ გაწუხებ
-როგორც ვთქვით შენ არ ხარ დამნაშავე.. ახლა შეგიძლია დაისვენო.. მე საქმეები მაქვს უნდა გავიდე.. თუ რამე დაგჭირდება ნებისმიერ წამს დამირეკე .. ჩემს ნომერს დაგიტოვებ მისაღებში კარგი? - მხარზე ხელი დიდი მორიდებით შეეახო და უკანოუხედავად ჩავიდა კიბეზე .. მართამ კი ნებით თუ უნებლიედ ჩემოდნები შეაგორა ოთახში და იქვე მდგარ დიდ და ფუმფულა საწოლზე მოწყვეტით დაეშვა ..გულში ფიქრობდა ნეტავ ახლა თვალი გავახილო და ყველაფერი სიზმრად დარჩესო , მაგრამ ვაი რომ ასე არ აღმოჩნდა ... საღამომდე თავის ნივთებს აწესრიგებდა , ზლაზვნით და ზარმაცობით ჩაალაგა ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები უჯრებში .. იქვე მდგარ საძინებლის 'ტრილიაჟზე' მხოლოდ დედასთან გადაღებული უკანასკნელი ფოტო დადო და სარკეში თავის თავს მიაშტერდა ... არც თვითონ იცოდა ეს რა იყო ? ისტერიკა? სიგიჟე? მაგრამ ისე გულიანად ამოიხარხარა თითქოს კომედია ყოფილიყოს მისი ცხოვრება
-მართა თოფურია , რას წარმოიდგენდი რომ შენი პირველი სიყვარულის სახლში ამოყოფდი თავს და თანაც მისი ცოლის სტატუსით - აქ კიდევ ერთხელ გადაიხარხარა და უჯრიდან გამოსაცვლელი ტანსაცმელი ამოიღო .. სავარჯიშო ტოპი და მისივე მოკლე ქვედატანი , თუ გინდათ შორტ-ლასინა უწოდეთ , ამოიცვა , თმები თავისი სანაქებო კვარცისთვლიანი სარჭით შეიკრა და ფუმფულა ჩუსტების ამარა ჩავიდა მისაღებ ოთახში .. იქვე მდგომ მაგიდასთან პატარა ფურცელი დაინახა
-ჰმმ.. ნომრის დატოვება არ დავიწყებია - ფურცელი და ტელეფონი ერთიანად წამოიტაცა ხელში და ნომრის ჩაწერა დაიწყო - ახლა რა დავაწერო? არჩი? თუ ქმარუკა ? ააა თუმცა ჩემი სიყვარული ხომ არ ჯობია ? - ასე ათასი უაზრო სახელი მოიფიქრა და თან ამაზე გულიანად ეცინებოდა - მოდი ისევ არჩილზე შევჯერდეთ - ბოლოს გადაწყვიტა და მოწყვეტით დაეშვა დივანზე ... იგრძნო რომ შიოდა , მაცივარი გამოაღო ბოსტნეულები გადმოალაგა , ჭურჭელს დასწვდა , ბოსტნეულს წყალი გადააავლო .. ზლაზვნით დაიწყო პომიდვრის დაჭრა და ზარის ხმაც გაისმა
-ღმერთო ახლა თუ მამაჩემია , ამ დანით გამოვბრდღვნი კისერს - დანით ხელში მივარდა კარს და უხეშად გამოაღო
-უკაცრავად ? - საშუალო სიმაღლის ქერა გოგონამ გაკვირვებული თვალები მიაპყრო მასე ბევრად მაღალ და სპორტულ ფორმაში გამოწყობილ გოგონას , რომელსაც მთელი ძალით ჰქონდა დანა ჩაბღაუჭებული ხელში
-მაპატიეთ ეს .. -მართამ ჰაერში აღმართული დანა ზურგს უკან დამალა- უბრალოდ პამიდორს ვჭრიდი
-გასაგებია.. და ვინ ბრძანდებით ?
-მე... არჩ.. მე .. იცით შემობრძანდით გარეთ რატომ დგახართ .. თქვენ ალბათ არჩილის მეგობარი ხართ ? - დაბნეულად ალაპარაკდა მართა
-ჰაჰ.. არა საყვარელო .. მე სალომე ვარ , მისი შეყვარებული .. ალბათ არ ვუხსენებივარ ცოტა ვიკამათეთ და ისევ გაბრაზებულია როგორც ჩანს - სიცილით წარმოთქვა გოგონამ , აი აქ მართას თითქოს არაფერი , მაგრამ რაღაცნაირად გული ეტკინა.. თავს ილანძღავდა გულში, როგორ იფიქრე რომ არავინ ეყოლებოდაო , რატომ ბრაზდებოდა ვერ ხვდებოდა თუმცა ფაქტი ერთი იყო არ ესიამოვნა ამ გოგოს ვინაობის მოსმენა
-შენ ალბათ მისი ნათესავი ხარ ხო ?- ფიქრებიდან სალომეს ხმამ გამოიყვანა
-მე .. ის .. ჩვენ..
-თითქოს მეცნობი სახეზე , ალბათ მართლა მისი ახლობელი ხარ
-მე... დიახ - სხვა ვერაფრის თქმა შეძლო და უაზროდ ჩახარა თავი.. ამასობაში კარი გაიღო და არჩილიც შემოვიდა
-სალომე? - გაკვირვება შეეტყო ხმაში
-ჩემო საყვარელო - მხრებზე ჩამოეკიდა გოგო - როგორ მომენატრე აჩ..
-აქ რას აკეთებ? - უხეშად მოიშორა გოგო
-შენთან შესარიგებლად ჩამოვედი და ჰო .. შენმა ნათესავმა გამიღო კარი - მართასთან მიირბინა და მკლავი მკლავში გაუყარა - ბოდიში სახელიც ვერ გკითხე
-მართა .. - არ აცადა არჩილმა - მართა ჰქვია
-კიდევ ერთხელ სასიამოვნოა მართა - აცანცარებულმა გოგო მართას დიდი ხნის ნაცნობივით გადაეხვი და ისევ არჩილს მიუბრუნდა - არ გინდა დღეს სადმე წავიდეთ და ვისაუბროთ , ცოტაც გავერთოთ
-იცი მე დაგტოვებთ , ისაუბრეთ - წამოიძახა და უკანმოუხედავად სამზარეულოსკენ გაიქცა , დანა ნიჟარაში ჩადო , ხელები დაიბანა და ოთახში აირბინა .. ტელეფონი აიღო და ნინკას დაურეკა
-ალო.. კიდე კაი რომ ცოცხალი მაინც ხარ
-ნიი.. კაი რა ახლა ეგ მინდა?
-მაშინ გისმენ თოფურიების ქალო, რა გინდა ?
-ნუ მეუხეშები , მე სალაპარაკოდ დაგირეკე და შენ კიდევ ნაგლობ , ნეტა იცოდე რა გადამხდა დღეს თავს
-მერე მიდი გისმენ - ყურმილში შეჰკივლა გოგომ
-ცოტა ჩუმად .. გამოვიცვლი და წამოვალ ჩვენს კაფეში შევხვდეთ , თან ძალიან მშია .. უკვე ვეღარ ვაზროვნებ
-კაი ხო , მალე ჭორაობა გვიხმობს
ყურმილი დაკიდა , სწრაფად ამოიცვა შავლი , მაღალწელიანი , ტანზე მომდგარი ჯინსი , კორსეტი-ტოპი , მისი საყვარელი , ყველა ნაწილს კარგად რომ კვეთს , განსაკუთრებით მკერდს და ლავიწებს , წვრილ მკლავებზე , შავი ქუსლიანები და ოდნავ გრძელი ტყავის ქურთუკი .. თმა გაიშალა , მთელი ძალით ივარცხნიდა და ბოლოს უბრალოდ წამწამები აიტუშა .. მთელ პროცესში იმას ფიქრობდა არჩილი და სალომე რაზე ლაპარაკობდნენ .. ამასობაში უკვე მზად იყო .. ტელეფონი აიღო და კიბეზე ნელი ნაბიჯებით ჩავიდა .. არჩილი დივანზე იჯდა , სალომეს მოპირდაპირებ და მართას დანახვისას ერთიანად გააჟრჟოლა ტანში , ისე იზიდავდა ეს ქალი რომ სიტყვებით გადმოცემა ძნელი იყო .. არ დაიბნა ,
-სადმე მიდიხარ ?
-ნინკას უნდა შევხვდე .. მერე მოგიყვები - ისე უთხრა მერე მოგიყვებიო თითქოს საუკუნის შეყვარებულები ყოფილიყვნენ
-კარგი დროებით - ოდნავ მიუახლოვდა , ლოყაზე ცივი ტუჩები ნაზად მიაკრო და ერთი ნაბიჯით უკან დაიხი , როცა მიხვდა რომ მისი სურნელი ზედმეტად ახვევდა თავბრუს ..
-დროებით - ნაზად გაუღიმა და კარის გაღებისთანავე ილია შეეფეთა
-ვა რძალო ? მე ახლა მოვედი და შენ მიდიხარ ? ასე ხვდებიან რძლები მაზლებს ? - უკბილოდ იხუმრა ილიამ , რაზეც იქ მყოფი სალომე გამოენთო
-რძალო?!
-ფუ შენი !- იმ წამსვე ენაზე იკბინა ილიამ
-აააჰა .. ე. ი ეს გოგო მთლად შენი ნათესავი არ ყოფილა ხომ ასეა - ხმამაღალი ტონით წამოიძახა რაზეც არჩილმა თავი ვერ გააკონტროლა და მისკენ გაიწია .. წამში მართა გადაეღობა და მკლავში ძლიერად ჩაებღაუჭა
-არჩილ დაწყნარდი გთხოვ - მუდარის მზერა მიაპყრო
-ოუ ახლა მოსიყვარულე ცოლის მოვალეობაც შევითვისეთ და რამე ?!
-სალომე გეყოფა , ნუ გამაცოფებ შენთვისვე აჯობებ! - დაიგრგვინა არჩილმა
-ძმაო , გაჩერდი არ ღირს - ილიამაც მართას გვერდით დაიკავა ადგილი და არჩილის დამშვიდება სცადა
-აქ რა ხდება ვინმე ამიხსნის?!
-მამა...


ესეც დიდი ხნის დაკარგულობის შემდეგ , იმედია არ გადავაჭარბე და მოგეწონებათ !



№1 სტუმარი Nino

Kargi istoriaa dzalian magram gagrzelebas vegar vpoulob da rato

 


Nino
Kargi istoriaa dzalian magram gagrzelebas vegar vpoulob da rato

ახლახანს ავტვირთე,ვიმედოვნებ მალე დაიდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent