აკრძალული ხილი ( დასრულებული)
აკრძალული ხილი 1 უაზროდ და უმიზნოდ მივაქროლებდი მანქანას წვიმიან ტრასაზე. ქალაქს კარგა ხნის წინ გავცდი. არც ვიცოდი სად მივდიოდი. თავსხმა წვიმა იყო და ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს ხასიათს. ხანდახან ყველაფერი რომ გბეზრდება კაცს, ისე ვიყავი მაშინაც. აი ყველაფერი სულერთი რომაა და ეს სულიერი სიცარიელე ნერვებს რომ ასკდება უაზროდ. შორიდანვე დავინახე გზის პირზე გაჩერებული წითელი ფერის სასწაული მერსედესი. "ოჰოო!" გავიფიქრე გულში. "ვიღაცას გემოვნება ჰქონია!" სიჩქარეს მოვუკელი და საოცრება დავინახე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. უცნობი გოგონა იყო , გრძელი, შავი, წელამდე თმით. მთელ ხმაზე ჰქონდა რაღაც კლასიკა ჩართული და ცეკვავდა, რაღაც საშვალოს ბალეტსა და კაცმა არ იცის ცეკვის რომელ მიმდინარეობას შორის . ასე პირდაპირ წვიმაში. სველი თეთრი კაბა ლამის გამჭვირვალე გამხდარიყო. წვიმის წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა ყელზე. ყოველ მის ტრიალზე თმა მარაოსავით ეშლებოდა და წყლის წვეთები ლამაზად იფანტებოდა მის გარშემო. მანქანა გავაჩერე და უკანა ხედვის სარკეში გაოცებული მივაჩერდი. გავიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა გამეგო მისი ამბავი . თავზე შავი თბილი ჰუდის კაპიუშონი წამოვიფარე და მანქანიდან გადმოვდი. გოგონამ ვერც კი შემამჩნია, ცეკვა ცეკვით მივიდა თავისი მანქანის კართან. ჩაწეული ფანჯრიდან შეძვრა სალონში. წვრილი და ლამაზი ფეხები ჰაერში გაასავსავა. მერე სიგარეტის ღერით და სანთებელით ხელში უკან გადმოძვრა და გაკიდებას შეეცადა. მაგრამ წვიმა ხელს უშლიდა. ყოველ ჯერზე სანთებელა მხოლოდ ნაპერწკალს ისროდა და არ ეკიდებოდა. _ ოხ შენი! _ შეიგინა გულიანად და თავიდან სცადა. მე თითქოს იქ არც ვიყავი. _ მიდი საძაგელო, მიდი, აინთე!_ტყუილად ატკაცუნებდა სველ სანთებელას. ინსტიქტურად ავანთე ჩემი , რომელიც ქარში , წვიმაში და საერთოდ ყველა ავდარში ინთებოდა ხოლმე და გავუწოდე. დაუფიქრებლად გამომართვა , სიგარეტს მოუკიდა და თავი უკან გადასწია და მანქანას მიაყრდნო, თვალებმილულულმა რამდენიმე ღრმა ნაფაზი გააკეთა და ამოიოხრა. თვალები გაახილა და მხოლოდ ახლა შემომხედა, საოცარი მწვანე, კატასავით უცნაური თვალები ქონდა. ისე უცნაურად მიყურებდა, ვერ მივხვდი რას ფიქრობდა. ან კი საერთოდ ფიქრობდა? _ დახმარება გჭირდება?_ ვკითხე მე. _ მე ეს დამპალი შოპენი მჭირდება!_ბრაზით აუელვარდა მწვანე თვალები. _ რა? _ ვერ გავიგე რას გულისხმობდა.. _ შეხედე!_ მითხრა და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. ახლაღა შევამჩნიე მის მკლავზე რამდენიმე ტატუ, ატმის თუ საკურას დაგრეხილი ყვავილიანი ტოტები, ეხატა. _ სულ ამის ბრალია ! ყველაფერი ამის ბრალია!_ უცებ ტირილი აუვარდა, ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა მანქანის კარზე მიყრდნობილი. სახე ხელებში ჩეამალა და მხოლოდ მხრები უცახცახებდა. რატომღაც მომინდა მისი დამშვიდება ,მივუახლოვდი და გამხდარ ბეჭებზე ხელი მოვხვიე.ისიც თითქოს ამას ელოდაო, ორივე ხელით წელზე მომეხვია და გულში ჩამეკრა. მისმა შეხებამ ჩემში მისი მოფერების უეცარი, დაუოკებელი სურვილი გააღვიძა. წვიმისგან სველი სამოსი ისედაც ვერაფერს უფარავდა. ჰუდის გარედანაც კი ვგრძნობდი მის მკერდს. თითებით სველ თმაზე მოვეფერე. თმაზე ყვავილების სურნელი ჰქონდა. თუ არ ვცდები პიონის. ისეთი სუსტი იყო იმ წამს, ისეთი უმწეო. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი ვინ იყო მისმა სურვილმა ჩემში საღი აზრი გადაფარა. ქვემოდან ამომხედა, მისი ტუჩები ეს ცალკე საოცრება იყო. საოცრად მიზიდავდა, მაგრამ, მაინც ვერაფერს გავბედავდი, რომ არა მისივე უცნაური რეაქცია. ცოტა ხანს არეული მზერით მიყურა თვალებში. მერე უკვე ჩამქრალი და სველი სიგარეტი გადააგდო, მოულოდნელად ფეხის წვერებზე აიწია და მაკოცა. თითქოს ამას ელოდა ჩემი დაჭიმული სხეული. ბოლომდე გადავეშვი თავდავიწყების მორევში. აღარ მაღელვებდა არც წვიმა, არც გამვლელი მანქანების მგზავრთა ინტერესიანი თვალები. იქვე და იმ წამს მსურდა ჩემი ყოფილიყო. არაფერი აღარ არსებობდა მისი ტუჩების გარდა. იმის ნაცვლად რომ ინიციატივა მისთვის დამეთმო მანქანას ავაკარი და ხელი მაისურის ქვეშ შევუცურე. თითქოს ჩემს მოძრაობაზე გამოფხიზლდა. იმედგაცრუებით ამომხედა, ხელი მკრა, სწრაფად მანქანაში ჩაჯდა, გაზს ფეხი დააჭირა და სინათლის სისწრაფით მოსწყდა ადგილს. გაბრუებული ვიდექი, "ეს რა იყო?" ვფიქრობდი ჩემთვის. და ტუჩებზე ისევ მისი ტუჩების სიმხურვალეს ვგრძნობდი. როცა მივხვდი, რომ არ უნდა გამეშვა, უკვე ძალიან გვიანი იყო. მისი კვალიც კი აღარ ჩანდა. უარესად არეული და ნერვებმოშლილი დავბრუნდი ქალაქში. რამდენჯერაც თვალებს დავხუჭავდი მაშინვე მის ტუჩებს, თვალებს და გრძელ შავ თმას ვხედავდი. იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, რა იყო ეს გრძნობა, აუცილებლად ისევ უნდა შევხვედროდი მას. მაგრამ არ ვიცოდი სად და როგორ მეპოვნა . 2 იმ დღის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. გრძნობები მიყუჩდა და ის უცნაური გოგო თითქმის სულ გადამავიწყდა. მხოლოდ ხანდახან მახსენდებოდა, მაგალითად, როცა წვიმდა, ან რაღაც მიზეზის გამო იმ ადგილას მიწევდა მგზავრობა. მანქანას შევანელებდი ხოლმე და რაღაც გაუცნობიერებელი იმედით ველოდი მის გამოჩენას. ხშირად ღამით ვოცნებობდი მასზე. ფიქრებში, იქ წვიმაში დაწყებული ამბავი, ბოლომდე მიმყავდა. მის კოცნაზე ვფიქრობდი, მის სველ სხეულზე, მის თმაზე. ძებნით არ მიძებნია, ან რა აზრი ჰქონდა? არაფერი ხელჩასაჭიდი მასზე არ ვიცოდი. ერთი სიტყვით , როგორც ხდება ხოლმე, ცხოვრება თავის რითმს დაუბრუნდა. ერთ საღამოს სამსახურიდან დაღლილი გამოვედი, თავი მქონდა გაბრუებული და დასვენება მინდოდა, მაგრამ ვინ დამაცადა. მანქანა დავძარი და მობილურის ზარიც გაისმა. უკვე ვიცოდი აჩო რეკავდა, ჩემი ბიზნეს პარტნიორი და ბავშვობის მეგობარი. _ დამიან სად გაიქეცი?_ მკითხა გაბრაზებულმა. _ ძმაო თემო ჩამოდის დღეს, ხომ გაგაფრთხილე არა? იცოდე აეროპორტში იყავი ნახევარ საათში! კაცი თვეებია არ გვინახავს!_ არა და არ ჩუმდებოდა აჩო. მე კი თავი უკვე გასკდომაზე მქონდა. _ კარგი ხო , ტვინი ნუ შეჭამე!_ შევუღრინე მობილურს მე. _ ეგრე იცი სულ! სირცხვილია ძმაო! _ ნამუსზე შემაგდო ძმაკაცმა. _ კარგი პირდაპირ იქ მოვალ!_ ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. ოცი წუთიც არ დამჭირვებია, ისე მივქანდი აეროპორტში. ისე აჩო განა ტყუოდა? თემო დაახლოებით ნახევარი წელი არ გვენახა. იმ ბოთეს სოც. ქსელშიც კი ვერ ვხედავდით. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ჰქონდა. ონლაინ სივრცეს არ აღიარებდა. გამეცინა, ამ საუკუნეში, თუ გჯერათ, ასეთი ადამიანის არსებობის, ვისაც არ აქვს ინსტაგრამი? ათასში ერთხელ ტელეფონით გვიკავშირდებოდა და ხშირად ამისთვისაც კი ვერ იცლიდა. ერთი წლის წინ წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჩამოირბინა, ამ ექვსი თვის უკან და ისევ დიდი ხნით გაუჩინარდა საქართველოდან. თავის უჩინმაჩინ საცოლეს გაჰყვა, რომელთან ერთადაც ავარიაში მოჰყვა და ახლა რეაბილიტაციაში ეხმარეებოდა. მართლაც იმდენი დრო და ენერგია დაახარჯა ამ ყველაფერს თემომ , ალბათ მართლა ძალიან უყვარდა. მართალია ჩვენ თვალით არ გვენახა ის ქალი, მაგრამ რადგან თემოს არც დრო ენანებოდა მისთვის, არც ფული და არც ნერვები ეტყობა ამად მართლა ღირდა ის პიანისტი. ახლა კი, როგორც სჩანს ყველაფერი სასიკეთოთ დამთავრებულიყო და ორივე სამშობლოში ბრუნდებოდნენ. როგორც აჩი ამბობდა უზარმაზარი ქორწილის გადახდას აპირებდნენ და მას მეჯვარედ პატიჟებდნენ. ალბათ მეც შემომთავაზებდა თემო ამ საპატიო მისიას, კარგად რომ არ სცოდნოდა ჩემი დამოკიდებულება, მთელი იმ ფარსის მიმართ, რასაც კანონიერი ცოლ_ ქმრობა ერქვა. აეროპორტში აჩიზე ადრე მივედი. ავტომატის ყავა ვიყიდე და მოსაცდელში დავჯექი, სინათლე თვალს მჭრიდა და კეპი თვალებზე ჩამოვიფხატე. კვლავ მობილური აწკრიალდა . ჩემი სულთამხუთავი იყო. _ სად ხარ ბიჭო? _კაი ნუ ქოთქოთებ, აქ ვარ უკვე!_ გავუთიშე ტელეფონი და ჩემკენ მომავალს ხელი ავუწიე. _ადე, ადე!_ მოვარდა ეს მარად დაუღლელი და მოუსვენარი და ხელზე დამეჯაჯგურა. _ აუ შენი ენერგია მომცა!_ ვინატრე და ფეხზე წამოვიზლაზნე. _ აჰაა, აი ისინიც!_ ხელი გამიშვა და მათკენ გაექანა. _ თემოოო ძმაოო!_ თან გაჰკიოდა მთელ ხმაზე. თავი სიცილით გავაქნიე. ამას არაფერი არ შეცვლის, სულ ასე უნდა აფრენდეს ნეტა? ჩავილაპარაკე და ნელა გავემართე ჩამოსულებისკენ. თემოს გადავეხვიე. არა მისი დაბრუნება მართლაც მისწრება იყო , თორე ეს არანორმალური უკვე ტვინს მიჭამდა. ახლა თავის მოჭარბებულ ენერგიას ჩვენ ორს შორის თანაბრად მაინც გადაანაწილებდა. _ გაიცანი დამიან, ჩემი სიყვარული აგნესა , ან უბრალოდ ნესა!_ ხელი ინსტიქტურად გავუწოდე, მისი პატარა ხელი მუჭში მოვიქციე და გავშეშდი. მის მკლავზე უცნაურ დაკლაკნილ, მაგრამ ნაცნობ ტატუს რომ მოკარი თვალი, ვარდისფერი საკურას თუ ატმის ყვავილებით. თვალი ავაყოლე და ნაცნობმა მწვანე თვალებმა შემომანათა. ის იყო! მხოლოდ ერთი სხვაობით, თმა ჰქონდა მოკლედ შეჭრილი, ლამის ბიჭურად, დაუდევრად აჩეჩილი და სულ თეთრად შეღებილი. განა ქერდ , არა სულ მთლად თოვლივით თეთრად! პატარა ელფს ჰგავდა. თვალები ოდნავ მოჭუტა და ღიმილით დამხედა ხელზე, რომლის გაშვებაც აზრად არ მომსვლია. _ უკაცრავად!_ დავიბენი მე. ისევ შევხედე. არა შეცდომა გამორიცხული იყო. თუმცა თავად ისე მიყურებდა ან მართლა არ ვახსოვდი, ან მაგრად მსახიობობდა. _ მე დამიანი ვარ!_ ვუთხარი და ხელი გავუშვი. _ სასიამოვნოა ბიჭებო! გამიხარდა თქვენი გაცნობა! თემო სულ თქვენზე საუბრობდა! ორივეზე იმდენი რამ მომიყვა, ფაქტობრივად უკვე კარგად გიცნობთ!_ გაიღიმა და პატრა თეთრი კბილები გააელვა. კეპი მოვიხადე და გაოცებისგან ენაჩავარდნილმა თავი მოვიქექე. რა ჯანდაბა იყო ? ახლა რა უნდა მექნა? მისი ტუჩების გემო ჯერ ისევ მახსოვდა, მასზე ჯერ ისევ ვოცნებობდი ხოლმე ღამით . და იმედს არ ვკარგავდი, რომ თუ ბედისწერა იყო სადმე კიდევ შევხვდებოდი. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ ვითარებაში თუ ვიპოვნიდი. ბიჭებმა ბარგი აიღეს და სიცილ სიცილით გაემართნენ გასასვლელისკენ. მე ისევ იქ ვიდექი სადაც დამტოვეს და წინ მიმავალ საოცრებას ვუყურებდი. უეცრად მოიხედა და თბილად გამიღიმა. _ დამიან არ მოდიხარ?_ დამიძახა ძველი ნაცნობივით. _ რას გაძეგლდი ბიჭო გამოადგი ფეხი! _ აყვირდა აჩოც._ წავუქეიფოთ სადმე! ჰაერი ჩავისუნთქე და თავს მოძრაობა ვაიძულე. _ აბა რა გენატრებათ, რას შეჭამთ?_ შეეკითხა მათ აჩო. _ ნეს რა გინდა?_ თემო აგნესს მიუბრუნდა. _ ცოტ ცოტა ყველაფერი!_ გაუღიმა მან. _თქვენ ჩემთან ერთად წამოდით, ეს უჟმური კი უკან გამოგვყვება!_ დამოძღვრა ამ დაქოქილმა აჩომ თემო და მანქანაში ჩაჯდა . ცოტა ხანში მანქანა პატარა გემოვნებიანი რესტორნის წინ გააჩერეს. სხვა რა გზა მქონდა, მეც გადმოვედი. ყველაფერი შეუკვეთა აჩომ, რაც კი მენიუში დაინახა, ისე იყო გახარებული თემოს დაბრუნებით. _ მოდი დავლიოთ და სახლში ტაქსით დავბრუნდეთ!_ გამოაცხადა მან და შეკვეთას ღვინოც მოაყოლა. _ ვერა ,ვერ დავლევ!_ ვიუარე მე _ ჩემი სიმთვრალის პატრონს, შემეშინდა რამე უაზრო და ზედმეტი არ წამომეროშა. ვიჯექი და ყელში ლუკმა არ გადამდიოდა. თვალს ვერ ვაცილებდი აგნესს. რატომ იქცეოდა ისე ,თითქოს პირველად მხედავდა? მაგრამ მეორეს მხრივ, რა უნდა ექნა? ხომ არ იტოოდა " უი საყვარელო ამ ბიჭს ვკოცნიდი რამდენიმე თვის წინო!" ადგომა და წასვლა მინდოდა, თან დარჩენაც არ მეთმობოდა. კარგად ვხვდებოდი რა იდიოტურ სიტუაციაში ვიყავი. ის თემოს საცოლე იყო და მსურდა თუ არ მსურდა დღეიდან ჩემთვის აგნესი აკრძალულ ხილს წარმოადგენდა. ეს ამბავი უნდა მიმეღო და შევგუებოდი! 3 ბიჭები სვამდნენ და მხიარულობდნენ. აგნესი ცოტ_ცოტას წრუპავდა. რამდენჯერმე ჩემი დაჟინებული მზერა დაიჭირა და ბოლოს დაეჭვებულმა ისე შემომხედა, თვალებით მეკითხებოდა: " რა პრობლემააო?" თვალი ავარიდე და ფანჯრისკენ დავიწყე ყურება. რატომღაც იქ ყოფნის არანაირი სურვილი აღარ მქონდა. მაგრამ არც ადგომა და წასვლა გამოდიოდა . ნელ_ ნელა წვიმა დაიწყო. ჯერ რამდენიმე წვეთი ჩამოვარდა. მერე კი გამეტებით დასცხო. ფიქრებით ისევ იმ საღამოს დავუბრუნდი , როცა ის გადარეული გავიცანი. ცხადად გამახსენდა მისი წვიმისგან სველი სხეული. მისი თმის ყვავილების სურნელი და მისი ტუჩების შეხება. უნებურად თითები ტუჩებზე გადავისვი. ისევ გაბბრაზდი საკუთარ თავზე, როგორ გავუშვი? ვოცნებობდი ისევ იმ საღამოდი დავბრუნებულიყავი სულ ერთი საათით მაინც. თვალი აგნესისკენ გამექცა. ფანჯრისკენ იხედებოდა , მოქუფრული სახით. _ ვერ ვიტან წვიმას!_ თქვა უცებ მოულოდნელად. _ წვიმას?_ გამიკვირდა, რადგან რატომღაც მეგონა, წვიმაში მარტო მასოუნდებოდა ცეკვა , ვისაც წვიმა ძალიან უყვარს. _ დიდი ხანია ამ ვარცხნილობას ატარებ?_ ვკითხე ინტერესით. გაოცებულმა შემომხედა. შემათვალიერა და მკითხა. _ რატომ მეკითხები? _ ისე უბრალოდ. რატომღაც ვიფიქრე გრძელი შავი თმა უფრო მოგიხდებოდა ! _ კაცმა რომ თქვას მიხდება კიდეც!_ გაეღიმა ეშმაკურად. თვალებში ვუყურებდი და ვერაფრით ვხვდებოდი რატომ მაჩვენებდა თავს თითქოს ვერ მცნობდა. კარგი თემოს არაფერს ეუბნებოდა, ეს მესმოდა. მაგრამ ჩემთან რაში სჭირდებოდა თავის გასულელება. ორი განსხვავებული გრძნობა ებრძოდა ჩემში ერთმანეთს. ის წვიმის გადარეული მოცეკვავე საოცრად მიზიდავდა მსურდა და მინდოდა, მაგრამ ეს თეთრი ელფი მხოლოდ უცნაურ აგრესიას იწვევდა ჩემში. ეტყობოდა დიდად თავადაც არ დავეხატე გულზე. _ დამიან, ჩემო დამიან! _ შემაჯანჯღარა აჩომ, _ წამო ახლა საბილოარდოში წავიდეთ ჰაა? არ გინდა? აი თემოს უნდა!_ ისეთი მთვრალები იყვნენ არათუ კიით, არამედ ხელითაც კი ვერ ჩააგდებდნენ ლუზებში ბურთულებს. _ არა, მირჩევნია სახლში წავიდე, თავი მტკივა!_ ვიუარე, რადგან მართლა ძალიან ვიყავი დაღლილი. და არც მათი თავი მქონდა. _ თემო, კარგი რაა! რა დროს ბილიარდია, ჯერ ახლა ჩამოვფრინდით!_ არც აგნესს ესიამოვნა მათი აზრი, მაგრამ ისე იყვნენ აჟიტირებულები სიმთვრალისგან, მათთან კამათს აზრი არ ჰქონდა _ საყვარელო, ხომ არ გეწყინება სახლში დამიანი თუ მიგიყვანს?_გაუღიმა თემომ აფერისტულად , აი რატომ არ მესმოდა ქორწინების ტკბილი საიდუმლოსი. ადამიანს იმის უფლებაც კი აღარ რჩებოდა სადაც სურდა და როცა სურდა იქ წასულიყო. ათასი უაზრო და უსაბუთო აკრძალვა, დაუმსახურებელი გაბუტვა ჩხუბი და მუდმივად მტყუანის პოზიციაში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კაცი ხარ.არა ეს საჩემო საქმე ნამდვილად არ იყო! _ კარგი, ვატყობ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს!_ ცივად გაუღიმა საქმროს აგნესმა და ფეხზე წამოდგა. მეც ავდექი, ბიჭებს დავემშვიდობე და ქუსლების კაკუნით მიმავალ ქალს გამოვედევნე. _ თემოს მისამართზე ხომ?_ ვკითხე დასაზუსტებლად, როცა მანქანაში ჩავჯექით. _ ნამდვილად!_ გამიღიმა და თვალები დააფახულა. ნელა მივდიოდი წვიმის გამო. ხანდახან თვალს მისკენ ვაპარებდი , არც კი ინტერესდებოდა ჩემით. _ შოპენი გიყვარს?_ ვკითხე ინტერესით. _ მე პიანისტი ვარ და შეუძლებელია შოპენს სადმე გავექცე!_ გაეცინა მას. _ უცნაური ტატუა!_ თვალით ვანიშნე ხელზე. _ ხოო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ხათრით დავიხატე რამდენიმე ხნის წინ!_ მითხრა მან დაფიქრებით. _ მიყვარს წვიმაში მანქანით სეირნობა, !_ ისევ მსურდა, რაღაცით მაინც ენიშნებინა რომ ვახსოვდი. _ შენ არა?_ ვკითხე პასუხი რომ აღარ გამცა. _ რა არა,?_ მგონი არც მისმენდა. _ მანქანა და წვიმა!_ დავუკონკრეტე მე. _მე მანქანის მართვა არ ვიცი!_აი ახლა კი ცხადად ტყუოდა. მანქანა გზიდან გადავიყვანე და მკვეთრად დავამუხრუჭე. _ რა ჯანდაბას აკეთებ?_ იყვირა დამფრთხალმა აგნესმა . _ არ გვეყო ეს ცირკი?_ უკვე ძალიან მიშლიდა ნერვებს. _ რას გულისხმობ?_ თვალები ბრაზით უელავდა. _ ვერ მიცანი არა?_ მაჯაზე წავავლე ხელი და თითები მოვუჭირე. _ საიდან უნდა გიცნობდე?_ ცოტა არ იყოს შეშინდა და ხელის განთავისუფლებას შეეცადა. _ ანუ იმდენად ხშირად კოცნი უცნობ გამვლელებს, აღარ გამახსოვრდება კიდეც არა?_ ხელი ზიზღით გავუშვი. მძულდნენ ასეთი ქალები. _ ავადმყოფი ხარ არა?_ ბრაზობდა კიდეც ქალბატონი. _ გგონია თემოს არაფერს ვეტყვი?_ ვუთხარი დამცინავად. _რა უნდა უთხრა?_ მართლა რა საოცარი მსახიობი იყო. _ აქ ამ ტრასაზე რაც მოხდა ექვსი თვის წინ!არ გახსოვს არა? _ მე მთელი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ! მოიცა ექვსი თვის წინ აქ მნახე?_ მკითხა ინტერესით. _ გაგილღვა ტვინი?_ გამეცინა, თემოს ხსენებამ გაჭრა აშკარად. _ მოიცადე, შავი თმა, შოპენი, წვიმა? შეუძლებელია!_ ჩაილაპარაკა და ხელი ტატუზე გადაისვა ნაზად. _ ნუთუ?..._ დამიან! ესეიგი გაკოცე არა?_ უკვე ბედნიერად იღიმებოდა. _ ხოო.. რა, რა იყო?_ ახლა ჩემი გაოცების ჯერი დადგა. _ და აქ რას ვაკეთებდი? ანუ როცა მნახე რას ვაკეთებდი?_ ეს მგონი ვერ იყო საღ ჭკუაზე. _ რა პიროვნების გაორება გჭირს თუ მთვარეული ხარ?_ ვკითხე დაბნეულმა. გავიაზრე , რომ მართლა არ ვახსოვდი მაგრამ იმის გაგება, რომ აქ მაკოცა აშკარად აბედნიერებდა. _ შენ ხვდები ახლა რას მეუბნები?!_ დაიყვირა გახარებულმა. _ დროზე წავიდეთ! ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იქ მივიდე!_ სრულიად უცხო მისამართი მითხრა და ბედნიერი მიეყრდნო სავარძლის საზურგეს. _ დაუჯერებელია, უკოცნია კიდეც? _ გამომხედა და აეროპორტის შემდეგ პირველად შემათვალიერა ყურადღებით. კარგა ხანს მიყურა, მერე ტადი შემოჰკრა ბედნიერად. _ და მითხარი, შენ რას ფიქრობ? _ მკითხა უცნაური ღიმილით. _ რაზე?_ ვუთხარი სულ არეულმა და მანქანა დავქოქე. _ ჩემზე, მოგეწონე? ჩემი კოცნა მოგეწონა? შანსი რომ გქონდეს გაიმეორებდი?_ მეკითხებოდა მაცდური ღიმილით. _ შენ გავიწყდება, რომ თემოს საცოლე ხარ!_ შევუღრინე მე. _ მითხარი, ახალი მე უფრო მოგწონვარ, თუ ის ძველი ჯაფოქარივით ბნელი და იდუმალი მე? _ სულ გააფრინე?_ ვკითხე და მისგან მოშორებით გავიწიე. _ ისე, ის ძველი მილიონი თავით გჯობდა!_ ვთქვი ჩუმად. _ მჯობდა და ძალიანაც კარგი თუ მჯობდა!_ გაეცინა მას. _ აი აქ გააჩერე!_ მითხრა ჩვეული მბრძანებლური კილოთი. _ დამიან! თუ ყველაფერი ისეა, როგორც შენ მეუბნები, სამუდამოდ შენი მოვალე ვიქნები! _ გადაიკისკისა და უზარმაზარ გალავნიანი სახლისკენ სულ ცეკვა ცეკვით გაიქცა. _ არანორმალური!_ გამეცინა მე. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ვერაფერიც ვერ გავიგე მთელი იმ აბდაუბდიდან, რაც ამ შეშლილმა ელფმა დღეს ილაპარაკა.მანქანა დავქოქე და მოვატრიალე. სახლის ფანჯრებს ბოლოჯერ ავხედე და თვალი მოვკარი, როგორ ჩამოაფარა ვიღაცამ ფარდა და თავად ფარდის უკან მიიმალა... 4 რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭებმა გამომიარეს. _ რატომ არ გვეხმიანები ? მშვიდობა გაქვს?ჩვეულად აქოთქოთდა აჩო. _ კარგი რა ნუ დაიწყე შენებური!_ ავუქნიე ხელი. _ ბიჭო დღე დღეზე ქორწილი მაქვს, შენ კიდე სულ არ მეხმარები!_ ახლა თემო აწუწუნდა. _ მე რაში უნდა დაგეხმარო ნეტა?_ საშინლად არ მსიამოვნებდა ამ ქორწილზე ფიქრი. ვიცოდი არ ვიყავი არც თემოსთან და არც საკუთარ თავთან მართალი, მაგრამ თავი ვერაფრით ვაიძულე მისთვის სიმართლე მომეყოლა. იმ ერთი უბრალო კოცნის გამო ქორწილს ხომ ვერ ჩავუშლიდი? ან ვინ თქვა, რომ ქორწილს ჩაშლიდნენ? მე მხოლოდ თემოსთან ურთიერთობას გავიფუჭებდი. აი აგნესს მაინც რომ შეემჩნია რამე, მაგრამ ... მაგრამ საოცარი ის იყო, რასაც მე განვიცდიდი. ცოცხალ ხორცშესხმულ აგნესს რომ ვუყურებდი , მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობდი, არა ვაღიარებ უდაოდ ლამაზი ქალი იყო, მაგრამ მისი დანახვისას გული არ მიჩქარდებოდა. მე მხოლოდ ის ქალი მაღელვებდა, ვინც იმ წვიმიან დღეს საბედისწეროდ გადამეყარა გზაზე. _ გიო მოდი წვეულება მოვუწყოთ გამოსამშვიდობებელი, რას იტყვი? _ გაიკრიჭა აჩო. _ სასმელი, ქალები და რამე?_ გამეცინა მე. წუწუნა ხასიათის მიუხედავად აჩოს ნამდვილად ესმოდა კაცური გართობის არსი. _ აბა აბა ნუ გაუბერეთ!_ დაიბღვირა თემო. _ ნესამ თუ გაგიგოთ ქორწილშიც არ შემიგიშვებთ! ძალიან ეჭვიანი და ავი ქალია!_ თვალები დაუმრგვალდა თემოს მისი რეაქციის გახსენებაზე. _ ოჰოო, რა დღეში ყოფილხარ ძმაოოო!_ მართლა შეეცოდა აჩოს. _ იქნება გადაიფიქრო სანამ ჯერ კიდევ გაქვს დრო?!_ შევაპარე ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე. იმ წამს მხოლოდ ძმაკაცის გადარჩენა მსურდა. ერთი სიტყვით დრო ქორწილამდე წამებში გავიდა. მას შემდეგ, რაც აგნესი იმ სახლში მივაცილე. რამდენჯერმე კიდევ შევხვდი. ყველა შეხვედრაზე ვამჩნევდი უცნაურად ეშმაკური თვალებით მიყურებდა. მათვალიერებდა. თითქოს რაღაც საიდუმლო იცოდა, ისე უციმციმებდა თვალები. როგორც შემეძლო თავს ისე ვარიდებდი. თუ აუცილებელი არ იყო ხმასაც კი არ ვცემდი. აგნესი აშკარად ამჩნევდა ჩემს ქცევას და დამცინავი ღიმილით მპასუხობდა ხოლმე. ერთხელ ისიც კი შევამჩნიე ფარულად ფოტო რომ გადამიღო. _ რა ჯანდაბას აკეთებ?_ ვეღარ მოვითმინე მისი თავხედობა. _ რას ვაკეთებ?_ გულუბრყვილოდ ააფახულა თვალბი მან. _ მანახე შენი ტელეფონი! _ შევუღრინე უხეშად. _ კარგი ერთი!_ გაეცინა თამამად. მივიხედ მოვიხედე და რომ დავრწმუნდი არავინ გვხედავდა მობილური სწრაფად გამოვტაცე ხელიდან. ერთი კი წამოიწია, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა და დამითმო. ეკრანს დავხედე და ღია ჩატს მოვკარი თვალი. სადაც რაღაც ანონიმურ აქაუნთზე სახელად "შოპენი" იყო ჩემი ფოტო გაგზავნილი. _ ეს რა ჯანდაბაა?_ ვკითხე გაბრაზებულმა. _ არაფერი!_ თავი გვერდზე გადახარა და თვალი ჩამიკრა ნესამ. სურათი წავშალე და ტელეფონი დავუბრუნე. _ ძალიან გთხოვ შეწყვიტე, რასაც არ უნდა აკეთებდე!_ ვუთხარი სერიოზულად. _ მე არაფერს ვაკეთებ , მხოლოდ ახლობლის თხოვნა შევასრულე, მეტი არაფერი!_ მიპასუხა მშვიდად და ზურგი შემაქცია. სახლში მისულმა მაცივრიდან ლუდი გამოვიღე და დივანზე დავჯექი. დამქანცველი სამუშაოს მერე კიდევ თემოს ქორწილის სამზადისი. უკვე მართლა ზედმეტი იყო. ქანცი მქონდა გამძვრალი. ლუდი მოვსვი და მესიამოვნა. ცალი თვალით მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს გავხედე და თვალები მოვჭუტე. მობილური ავიღე და ხელში შევათამაშე. შემდეგ საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა სოც. ქსელი გავხსენი და საძიებელში შოპენი ავკრიფე. მართლა არ ველოდი, იმდენი აქაუნთი ჩამომიშალა. მგონი ყველა კლასიკის ფანი აქ იყო თავმოყრილი. დავფიქრდი და შევეცადე გამეხსენებინა, რა სურათი ეყენა ფონად. ნამდვილად, რაღაც ვარდისფერ ყვავილებს მოვკარი თვალი. დავფიქრდი და უეცრად მივხვდი. აშკარად საკუთარი ტატუს სურათი ედო ფონზე. სწრაფად ჩამოვყევი სახელებს და უეცრად ვიპოვე რასაც ვეძებდი. კამაყოფილს გამეღიმა. ესეც ასე. _თამაში გინდა ქალბატონო? მოდი ვითამაშოთ!_ ჩავილაპარაკე. მის პროფილში გადავედი. სულ ნაირ_ნაირი ფოტოები იდო, ბუნების, ცხოველების, მაგრამ არც ერთი საკუთარი.თუმცა მის სურთებში რაღაც საერთო დავიჭირე და მივხვდი ფოტოგრაფია იტაცებდა. უნებურად ცალი წარბი მაღლა გამექცა, უნდა ვაღიარო, არც თუ ცუდად გამოსდიოდა ეს საქმე. თუმცა აგნესისგან განსხვავებით , რომელსაც მე ვიცნობდი, ამ ფოტოებიდან უფრო მელანქოლიური და დეპრესიული პერსონა იკვეთებოდა. უბრალოდ ძნელი დასაჯერებელი იყო , რომ აგნესს , ან საკუთარ თავში დარწმუნებულ, თამამ და ამაყ ქალს ასეთი ფაქიზი ესთეტიური ხედვა ჰქონოდა. გამბედაობა მოვიკრიფე, ჰაერი ჩავისუნთქე და მივწერე. _ გამარჯობა! არაფერი უპასუხია, თუმცა წერილი აშკარად ნახა. _ ლამაზი ფოტოები გაქვს. მივწერე ისევ. ისევ არ მიპასუხა. _ფოტოგრაფი ხარ? ერთ პროექტზე ვმუშაობ და შენეული ხედვა ძალიან ესადაგება ჩემს პროექტს. ვისურვებდი გვეთამამშრომლა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. აღარ ვიცოდი რა მეთქვ, არ ვიცი რისი მოლოდინი მქონდა. სხვა თუ არაფერი, წესით აგნესს უნდა დაეცინა და ეს იქნებოდა. თავს პატარა ბიჭივით ვისულელებდი. ის იყო ვიფიქრე, რომ სულელური მცდელობა იყო, პასუხიც მომწერა _ გამარჯობა. მე მოყვარული ვარ და სურთებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიღებ. დავიბენი, აღარ ვიცოდი საუბარი როგირ გამეგრძელებინა. რამდენჯერმე დავწერე და წავშალე. _ შეიძლება სახელი გკითხო? _ მხოლოდ ესღა მოვიფიქრე. _ სესილი. ისე სწრაფად მომწერა, არც დავიჯერე. _ ლამაზი სახელია!_ჩემთვის უცნაური , იშვიათი სახელი იყო. _ ბებიას ერქვა.☺️_თან სმაილი მოაყოლა. _ რატომ არ მიკვირს???? მეც ბაბუის სახელი მქვია, გამიმართლა, რომ ბაბუს სარდიონი, ონოფრე, ან სულაც ლავრენტი არ ერქვა,_ გავმხიარულდი მე. _ რას ერჩი სარდიონს????? _ არაფერს, მე ნუ დამარქმევდნენ ოღონდ და☺️ _მიყვარს ძველი სახელები! _ კიდევ რა გიყვარს? ანუ ფოტოგრაფიის და ძველი სახელების გარდა?,☺️ _ კითხვა, მუსიკა... _ წვიმა? _ წვიმა??? _ ხოო კითხვა, მუსიკა და წვიმა ,კომპლექტში დაგაკლდა???????? _???????????? _ რატომ იცინი? _ მხიარული ვინმე ხარ! _ ჩემს მეგობრებს რომ კითხო უჟმური და უხასიათო ვარ. ბევრი რომ არ გავაგრძელო ასე შევყევით, შევყევით და ისე დამათენდა თავზე ვერაფერი გავიგე. არ მახსოვს ბოლოს როდის ვემესიჯე გოგოს ამდენი. თითქოს დიდი ხნის ნაცნობს ვესაუბრებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანზე არაფერზე ხმა არ ამოუღია, და ზოგიერთ კითხვასაც თავს არიდებდა, მაინც საკმაოდ ბევრი რამ შევიტყვე მის შესახებ. თუმცა უცნაურ სევდას ვგრძნობდი მისი მხიარული ტექსტების მიღმა. გამთენიისას დავიშალეთ. ტელეფონი გავთიშე და ლოგინზე გულაღმა გადავწექი. ცოტახანს თვალგაშტერებული ჭერს ვუყურებდი, ხასიათი თან და თან ამემღვრა და მიუხედავად იმისა , რომ თითქოს ახლა გავიცანი და ხასიათით ძალიან განსხვავდებოდა აგნესისგან, სინამდვილეში ხომ ვიცოდი მისი ვინაობა და რა გამოდიოდა ახლა? რა ჯანდაბას ვაკეთებდი? უფრო და უფრო ვიხლართებოდი ამ უცნაურ გამაბრუებელ ქსელში. მეხოლოდ ერთხელ ვიგემე აკრძალული ხილის სულ ციცქნა ლუკმა და ასე ვიყავი მოჯადოებული. რა იქნებოდა თუ ეს ხილი ხელში ისევ ჩამივარდებოდა?ნამდვილად ჯობდა, სანამ ჯერ ისევ შემეძლო საკუთარი ემოციების და გრძნობების კონტროლი ეს უცნაური თამაში შემეწყვიტა! თვალები დავხუჭე და ამ გადაწყვეტილებით დავიძინე. სიზმარი მესიზმრა , მანქანაში ვიჯექი და გარეთ თავსხმა წვიმა იყო. უცხო მელოდიის ხმა სიმშვიდეს და მყუდროებას ავრცელებდა. უცებ კისერზე ხელები მომხვია და ყელში მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში.მისმა სურვილმა ლამის ჭკუიდან შემშალა. ხელი მოვხვიე და კალთაში ჩავისვი. _ სესილ შენ ხარ? _ ვკითხე , შავი თმა გვერდზე გადაიყარა, თავი დამიქნია და ტუჩებში მაკოცა. თითქოს სიზმარში სიზმარს ვნახულობდი. თვალები რომ გავახილე ჩემს წინ აგნესი იყო და დამცინავად მიღიმოდა. დაფეთებულმა გავიღვიძე. ჯერ ისევ არ იყო გათენებული, ფანჯრიდან დილის რიჟრაჟი შემოდიოდა. საოცარი დანაშაულის გრძნობა დამეუფლა. ხელები საფეთქლებზე შემოვიჭირე. ყველაფერი ირეოდა ჩემს გარშემო. უკვე ვეღარ ვიგებდი ასე ძალიან რატომ მიზიდავდა ეს იდუმალი ქალი. ნუთუ ეს მხოლოდ ვნება იყო იმ არ შემდგარი ალერსის დაკარგვით გამოწვეული ,თუ ამჯერად თვით მისი უდიდებულესობა სიყვარული მეწვია?! ზუსტად ისე , როგორც სჩვევია , თავხედურად, ყველაზე შეუფერებელ დროსა და ადგილას. 5 მთელი დღე სესილზე ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს კაფეში შევიკრიბეთ და აგნესი ჩემს წინ , თემოსთან ჩახუტებული იჯდა, მე მაინც სესილზე ვფიქრობდი. იმდენად განსხვავდებოდა ერთი მეორისგან, ახლა განსხვავებას თითქოს მათ საოცრად მსგავს გარეგნობაშიც კი ვხედავდი. ბევრი ვიფიქრე და ერთ საიმედო დასკვნამდე მივედი, რომ სესილი და აგნესი აშკარად სხვა და სხვა ადამიანები იყვნენ. იქნებ ტყუპები? იქნებ უბრალოდ დები, ან ნათესავები? მაგრამ ვერაფრით დავიჯერებდი , რომ ეს ორი ერთი და იგივე ადამიანი იყო. უცებ საინტერესო იდეა მომივიდა. ტელეფონი ავიღე და სესილს მივწერე. _ გამარჯობა სესილ, როგორ ხარ? პასუხი მაშინვე არ გაუცია. გამომცდელად აგნესს გავხედე. ერთობოდა და არც ჩემთვის და არც ტელეფონისთვის არ ეცალა. _ საღამომშვიდობისა!_ მიპასუხა რამდენიმე წუთის შემდეგ. აგნესისთვის თვალიც არ მომიშორებია. ამოვისუნთქე. გულზე მომეშვა, ემოცია ისე მომეძალა რომ ღიმილი ვერ შევიკავე. _ რა გიხარია ბიჭო? _ გაოცებით გამომხედა თემომ. მთელი საღამოა თავ_პირი ჩამოგტირის და რამ გაგაბედნიერა ასე უცებ? _ ზოგჯერ ერთი წამი ყველაფერს ცვლის მეგობარო!_ ვუთხარი არდამალული ბედნიერებით. _ აგნეს, საინტერესოა სახელი გქვია , როგორ შეგირჩიეს?_ ვკითხე მუსიკის ხმაზე საკუთარ ადგილზევე მოცეკვავე აგნესს. _ ოოო, ბებიის სახელი დამარქვეს, არც კი უფიქრიათ თანამედროვე სახელის მოგონება!_ უკმაყოფოლო სახით მითხრა მან. _ რომელი ბებიის?_ ჩავეძიე მე. _ მამის დედის!_ მიპასუხა , მაგრამ ცოტა ეჭვი გაერია ხმაში. _ და რატომ დედის დედისა არა? იმას რა ერქვა?_ ჯიქურ შემომხედა, აშკარად არ უნდოდა თქმა და თავის არიდებას ცდილობდა, რომ უცბად თემომ მიპასუხა ნაცვლად. _ არა, არც მაგ შემთხვევაში გაუმართლებდა, მეორე ბებიას სესილი ერქვა. _ გაიკრიჭა, მაგრამ წამში შეახმა სახეზე ღიმილი. აგნესამ ისეთი სახით შეუბღვირა, თემოს კი არა მე გამაკანკალა ლამის. წამოდგა დემონსტრაციულად გვაქცია ზურგი და დარბაზიდან გარეთ გავიდა. _ რამე არასწორად ვთქვი?_ ჩაილაპარაკა დაბნეულმა თემომ და ისიც წამოდგა, აგნესს გაეკიდა. _ გეუბნები მე შენ , სანამ დრო გაქვს გადაიფიქრე!_ ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, საცოდავი სახის გამომეტყველების მიუხედავად თემო არც კი შემეცოდა. ბედნიერი სახით მივეყუდე საზურგეს, ვისკი მოვსვი და სესილს სრულიად თამამად მივწერე. _ შენი ნახვა მინდა! _ არ გამოვა ეგ!_ წამში მიპასუხა _ რატომ? _შენ ყველაფერი არ იცი... _ რა არ ვიცი? _ არაფრი! _ ხოდა მოდი შევხვდეთ და ყველაფერს მომიყვები! _ ცოტა დრო მომეცი. ვერ ვიგებდი რატომ მერიდებოდა. მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიანაც კარგად მიცნო და სცხვენოდა? მხოლოდ ეს იყო მიზეზი? ან აგნესი რატომ იქცეოდა ასე უცნაურად? რატომ მალავდა სესილის არსებობას? დარბაზში მალევე დაბრუნდნენ. ხელჩაკიდებულები და სახეზე ბედნიერი ღიმილით. _ აი რაა სიყვარული! _ ამოიოხრა აჩომ. _ კარგი ერთი თუ ძმა ხარ!_ ხელი ავუქნიე მე. _ შენ არავინ გყვარებია და რა გეცოდინება!_ გამეცინა. ჩემგან განსხვავებით აჩო სულ შეყვარებული იყო. დღეს ქეთი უყვარდა, ხვალ ლილე, ზეგ თამთა , და ასე გრძელდებოდა მთელი ცხოვრება. თუმცა რატომღაც არასდროს არავინ ემდუროდა. არც მექალთანეს ეძახდა ვინმე. იმდენად პოპულალური იყო გოგონებში თავისი მხიარული და მსუბუქი ხასიათის და შესანიშნავი გარეგნობის გამო, რომ ყველა ყველაფერს პატიობდა , ოღონდ მისი ყურადღება დაემსახურებინათ. რატომღაც ყველას ეგონა, რომ უეჭველად ის ერთადერთი იქნებოდა და მისი გულის მორჯულებას შეძლებდა. თუმცა დღემდე, ოცდაათი წლის ასაკშიც , აჩო თავისუფალი და ბედნიერი რჩებოდა . მისგან განსხვავენით მე მიჭირდა ურთიერთობის აწყობა. მალევე ვპოულობდი ქალში მიზეზს , რის გამოც მასთან ურთიერთობას ვეღარ ვაგრძელებდი. სულ ერთი ცბიერი გამოხედვა ხდებოდა საკმარისი რომ გული ამცრუვებოდა. სწორედ ამიტომ ვერ ვიგებდი რატომ ვიყავი სესილზე ასე ჩაციკლული. რა ჰქონდა ასეთი განსხვავებული, რითაც ჩემი ყურადღება მიიქცია? ყველაფერს იმ სურვილს ვაბრალებდი, რომელსაც მისი შეხების წამიდან ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ ეს ძლიერი სურვილი მაიძულებდა მასზე გამუდმებულ ფიქრს. და სინანული იმ ხელიდან გაშვებული, დაკარგული მომენტის გამო. წამითაც კი არ მიფიქრია, რომ სწორედ ეს იყო სიყვარული. მუდმივ, მოურჩენელ და გაუნელებელ სურვილში ძალიან ადვილად ამერია საყვარელი ადამიანის მონატრება. თუმცა ამაზე შემდეგ.... _ კარგი!_ ჩამოჯდა ჩემს წინ აგნესი და შეღებილი მწვანე თვალები ააფახულა._ვხვდები რომ ცოტა აზრზე მოხვედი და ყველაფერს მიხვდი. მართალი ხარ, სესილი ჩემი ტყუპი დაა. აჩომ თვალები ჭყიტა. _ დაა? შენ გგავს?_ ისე შეხედა თითქოს პირველად ხედავდა. აშკარად ესიამოვნა იმის გაგება, რომ სადღაც აგნესისნაირი სილამაზე თავისუფლად დაიარებოდა. _ შენ ტყუილად გიხარია!_ მოუჭრა ცივად ნესმა. _ კაი რაა, არც მიფიქრია!_ გაიბუსხა აჩო. სწორედ იმ მომენტში გავიაზრე, რომ აჩოს აუცილებლად მოეწონებოდა სესილი, არა საქმე განა აჩოში იყო. სესილი ყველას მოეწონებოდა ვინც დაინახავდა. აჰა, მეც ხომ მომეწონა! და იქნებ თაყვანისმცემლების მთელი არმია ჰყავდა? იქნებ ვინმე მოსწონდა? გული ამიჩქარდა და ხასიათი ამემღვრა. _ სესილს ვინმე ჰყავს?_ ვკითხე შუბლშეჭმუხნულმა. _ არაფერსაც არ გეტყვი! სანამ არ მომიყვები რა მოხდა თქვენს შორის! საიდან იცნობ?_ ეტყობა თავის დას ვერაფერი დააცდენინა და ამიტომ იქცეოდა ასე უცნაურად. _ რაო, არაფერი იცი?_ გამეცინა მე. ახლა ჩემი ჯერი იყო მისი წამების. _ რაზე საუბრობთ? _ ინტერესით გვისმენდა თემო. _ რაზე და შენი ძმაკაცი სესილს იცნობს!_ უთხრა აგნესმა. _ რაა? შეუძლებელია!_ თემო დაფიქრდა. _ და რატომ არ მითხარი არაფერი? შეუძლებელია მსგავსება არ დაგენახა! _ იმიტომ არ გითხრა რომ ერთი ადამიანი ვეგონეთ!_ მამწარებდა ნესა. _ რაოო?_ ახლა სულ გადაირია თემო _ გახსოვთ წვიმის ქალი?_ მათთვის მოყოლილი მქონდა სესილთან შეხვედრის ამბავი. _ რაა?_ ახლა აჩოს გაოცების ჯერი დადგა. _ ხოო აღმოჩნდა, რომ აგნესის დას ვეძებდი ამდენ ხანს! რომ ვნახე აგნესი სესილი მეგონა. და რა უნდა მეთქვა? როგორ უნდა მეთქვა?_ თემოს თვალებში შევხედე. ცოტა ხანს იჯდა მოღუშული, ეტყობა ცდილობდა ყველაფრის გააზრებას. მერე წამოდგა და დაგვშვიდობა. _ უნდა წავიდე თავი გავინიავო! წამობრძანდი ქალბატონო!_მკაცრად მიუბრუნდა აგნესს. ასეთი დაძაბული თემო არ მენახა მანამდე. თუმცა რატომღაც, მიუხედავად ყველაფრისა, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. აქამდე თავს ვერ ვაძლევდი მოქმედების უფლებას. ფიქრიც კი არ შეძლო თამამად, ახლა კი ხელს აღარაფერი მიშლიდა. სესილი აუცილებლად შემხვდებოდა და ... არ ვიცი რას ველოდი ჩვენი შეხვედრისგან, მაგრამ იმდენ ხანს მსურდა და მინდოდა, მასზე იმდენ ხანს ვოცნებობდი, რომ შეუძლებელი იყო ჩვენს შეხვედრას ისე უბრალოდ ჩაევლო. კაფიდან საოცარი ენერგიით დამუხტული გამოვედი. ცას ავხედე , წვიმას იწყებდა. მანქანაში ჩავჯექი და ტელეფონი ამოვიღე. _ ათ წუთში შენს სახლთან ვიქნები და გამოდი!_ მივწერე ჩემი ოცნების ქალს და მანქანა დავქოქე. არაფერი უპასუხია. მის ჭიშკართან გავაჩერე და კიდევ მივწერე. _ ან გამოხვალ და ან მე შემოვალ! _ მისმინე, გთხოვ ახლა წადი და მე თავად შეგხვდები, სადაც მეტყვი იქ!_ მიპასუხა მცირე ხნის შემდეგ. _ ისედაც დიდი ხანია გელოდები! რა თამაშს მეთამაშდბით ორივე დები?_ ვიცოდი ეწყინებოდა ჩემი სიტყვები. _ მე არ ვთამაშობ! არ გაქვს უფლება მასე მელაპარაკო!_ ვიცოდი არ ღირდა მისი გაბრაზება, მაგრამ საკუთარ ემოციას ვეღარ ვაკონტროლებდი. მისი სახლის წინ ვიდექი პატარა გამოუცდელი ბიჭივით და ის კი სახლიდან არ გამოდიოდა. მაშინ როცა პირველივე შეხვედრაზე სულ მთლად უცნობს გახელებული მკოცნიდა.არ მესმოდა და არც ვცდილობდი რამე გამეგო. _ კი ბატონო , იყოს შენი ნება, შემოვდივარ! _ და ანჯარას ავხედე და ფარდის მოძრაობაზე მივხვდი მითვალთვალებდა. მანქანის კარი გავაღე, გადავეფი და მტკიცე ნაბიჯებით წავედი მისი სახლისკენ. _ კარგი , გაჩერდი ხუთ წუთში ჩამოვალ._ მომწერა ბოლო წამს გამეცინა. ზუსტადაც ჩამოხვალ! გავიფიქრე კმაყოფილმა და მანქანასთან დავბრუნდი. ცოტახანში კარი გაიღო და გამოვიდა. შავი განიერი კაპიუშონი ეცვა და შავი მოტკეცილი სავარჯიშო შარვალი. კაპიუშონი თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული და აბურდული შავი თმა მოუჩანდა, რომელიც დაუდევრად შეეჩურთა ქუდში. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ის იყო, პატარა გამხდარი, უცნაური გოგო. რომელმაც უბრალოდ ჭკუიდან გადამიყვანა. ახლოს მოვიდა და შემომხედა. _ გამარჯობა._ მითხრა მშვიდად. მიუხედავად იმისა რომ აგნესს ძალიან ჰგავდა , მაინც საოცრად განსხვავდებოდა. თვალები უცნაურად უელავდა, პატარა ლამაზი ტუჩები ალუბალივით წითელი ჰქონდა, თუმცა მეეჭვება ტუჩსაცხი ჰქონოდა წასმული. მაკიაჟი საერთოდ არ ჰქონდა, თავისი გადაპრანჭული დისგან განსხვავებით. მეც მივუახლოვდი მისკენ დავიხარე და თვალებში ჩავხედე, მერე თვალებიდან მზერა მის ტუჩებზე გადავიტანე, და ჩემდაუნებურად მისკენ გავიწიე. _ შეწყვიტე!_ მითხრა ცივად და უკან დაიხია. _ მაპატიე!_ მივხვდი ვაშინებდი. არ მენდობოდა. _ ცივა, მოდი მანქანაში ჩავჯდეთ!_ ვუთხარი და პირველი მე ჩავჯექი სანამ უარს მეტყოდა. ყოყმანის მიუხედავად ჩემს გვერდით დაჯდა. კარი დახურა თუ არა მანქანა დავქოქე, _ ღვედი შეიკარი!_ ვთქვი და მანქანა ადგილს მოვწყვიტე. რატომღაც მეშინოდა, რომ ნებისმიერ წამს ისევ სახლში შეიკეტებოდა და კვლავ ხელიდან გამისხლტებოდა. ახლა კი იგივე შეცდომის დაშვებას არ ვაპირებდი. _ სად მივდივართ?_ მკითხა შემკრთალმა. _ ჩემთან!_ ვუპასუხე მე . ისე ვიყავი დაძაბული , რომ საჭეზე ჩაფრენილი ხელის თითები სულ გათეთრებული მქონდა. ვგრძნობდი მიყურებდა, მაკვირდებოდა. მოულოდნელად ხელი ჩემს გათეთრებულ თითებს შეახო. ნაზად მომეფერა, გაოცებულმა შევხედე , თბილად გამიღიმა. _ დამშვიდდი, არსად ვაპირებ გაქცევას!_ ისე იღიმოდა, გულში სითბო ჩამეღვარა. მისი შეხება დამამშვიდებელივით მოქმედებდა ჩემზე. ნელ_ნელა ვდუნდებოდი და სადაც იყო მის ნებას დავემორვილებოდი. _ რა ჯანდაბას აკეთებ?_ შევუძახე და ხელი გამოვტაცე. აშკარად ჰიპნოზს თუ რაღაც ასეთს მიკეთებდა. _ აღარ გაგივა ქალბატონო!_ ვუთხარი კბილების ღრჭიალით. აი თურმე რა დამემართა მაშინ, მეც არ მიკვირდა რამ გამომაშტერა? რამ გამაქვავა? დამცინავად შევხედე, ახლა ჩემი იყო , სურდა თუ არა მას, მაინც მოუწევდა ყველაფრის ახსნა. ისიც საკმარისი იყო ჩემით რაც გაერთო. მიხვდა არ გამოუვიდა ფოკუსი, მიხვდა თავს ვერ დამაღწევდა და პატარა ბეღურასავით მოიფუზა. ჩემს სახლში მალე მივედი. მანქანა ეზოში შევაყენე და გადმოვედი. სესილი ისევ მანქანაში იჯდა და წარბშეკრული მიბღვერდა. მანქანას მოვუარე კარი გავუღე და გავუღიმე. _ გადმობრძანდით ქალბატონო.! ცოტა ხანს მიყურა მერე მშვიდად გადმოვიდა. _ რაზე უნდა მელაპარაკო?_ მკითხა ირონიულად, თუმცა მის დამცინავ ხმაში კარგად მესმოდა შეშფოთების და შიშის ნოტებიც. _ იმაზე, რაც მაშინ მოხდა!_ ხელი მოვკიდე და სახლისკენ წავიყვანე. _ გამიშვი! თავადაც შემიძლია სიარული!_ უარესად დაიბღვირა და ხელი გამომტაცა. _ ეჭვიც არ მეპარება ბევრი რამ შეგიძლია!_ ისევ დავცინე მე. _ მოდი! დალევ რამეს?_ ვკითხე და მე ჩემთვის ჩამოვისხი სასმელი. _ არა! რა გინდა?_ მკითხა და სავარძელში მოთავსდა. _ ხვდები რომ აქ ჩემი ნებით არ მოვსულვარ? _ მართლა?_ ვკითხე ირონიულად. _ იმ დღეს ვატყობ არც მე მიკოცნია შენთვის ჩემი ნებით!_ გაოცებულმა ამომხედა_ ჰიპნოზი გამიკეთე? _ აფრენ არა?_ მკითხა დაეჭვებულმა. _ შეიძლება!_ მივუახლოვდი და მისი სავარძლის სახელურებს ხელებით დავეყრდენი. უკან გახტა და საზურგეს აეკრო. კატასავით თვალები დაუმრგვალდა. ჩემდაუნებურად ტუჩი მოვილოკე ისე მინდოდა მისი კოცნა, თავს ძლივს ვიკავებდი , რომ გულში არ ჩამეკრა. _მაშინ შენ გამაოცე, ახლა ალბათ ჩემი ჯერია არა!_ ხმაც კი შემეცვალა ისე მინდოდა. ცალი ხელი წელზე მოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე. _ მე არ გიცნობ!_ მითხრა მან და პატარა ხელები მკერდზე მომაჭირა, გამეღიმა. ნუთუ სჯეროდა , რომ წინააღმდეგობას გამიწევდა? _ იმ დღეს არ იყავი ასე მორიდებული!_ ვუთხარი და ხელი ცივად გავუშვი. სავარძელში ჩავარდა. მე მის წინ დავჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და მოსასმენად მოვემზადე. _ ან მოყვები რა ხდება, ან ჩემთან დარჩები!_ ვუთხარი ორაზროვნად. წამით გარინდებული იჯდა. ხელები სავარძლის საზურგეს მოსჭიდა. _ იმ დღეს მთვრალი ვიყავი და ავარიის შემდეგ პირველად გავბედე საჭესთან დაჯდომა. შუა გზაზე პანიკა დამეწყო. კინაღამ ავარიაში მოვყევი. დეპრესიას ვებრძოდი და მაშინ გადაწყვეტილი მქონდა..._ ნერწყვი ჩაყლაპა და გააგრძელა_ ხოდა სწორედ იმ წამს გამოჩნდი , როცა მეორედ მომბეზრდა სიცოცხლე. უბრალოდ არ მინდოდა უკოცნელად..._ ისევ შეწყვიტა. _შენ რა გინდოდა?_ მივხვდი რასაც არ ამბობდა. ყოველგვარმა სიბრაზემ გამიარა და მხოლოდ შიშმა შემიპყრო მის გამო, რომ მას რამე შეიძლებოდა მოსვლოდა. _ ხო,_ თავი დამიქნია_ ის ავარია ჩემი ბრალი იყო, აგნესი რომ დაშავდა, საჭესთან მე ვიჯექი. მე უვნებლად გადავრჩი, მას კი ოცნება დავუმსხვრიე. ვეღარ უკრავდა, იცი რამდენი ტკივილი გადაიტანა ჩემს გამო? _ხელზე_ თითი ტატუზე დაიდო, _ უზარმაზარი ჭრილობა ჰქონდა, საშინელი ნაიარევით. რომ ვუყურებდი ჩემი თავი მძულდა. თვითონ არაფერს ამბობდა , ერთი საყვედურიც კი არ უთქვამს. და ეს უფრო მაგიჟებდა. სანამ ერთ საღამოს სამართებლით ზუსტად იმ ადგილზე, სადაც აგნესს შრამი ჰქონდა ვენები არ გადავისერე. მომისწრეს, გადამარჩინეს. _ ამოიოხრა საწყლად. ვუსმენდი და გული ტკივილისგან მეკუმშებოდა, ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ ასეთ საშინელ ისტორიას ვერა. ახლა მსურდა მოთამაშე და ბოროტი გოგო ყოფილიყო, ოღონდაც ასეთი უმწეო, დათრგუნული და სევდიანი ნუ იქნებოდა. _ ეს ტატუც მაგიტომ დაიხატეთ? იარების დასაფარავად?_ წამოვდექი და მივუახლოვდი. ხელი ნაზად მოვკიდე და ნახატს დაბაკვირდი. შორიდან არ ჩანდა მაგრამ ახლოდან კარგად დავინახე, საკურას დაღვრალჭნილი ტოტები მხოლოდ იარის ნაწიბურებს ფარავდნენ. თითი გადავუსვი და სიმწრით გამაკანკალაისი დასახიჩრებული კანის შეხებისას. მისი ხელი ტუჩებთან მივიტანე, არ გამძალიანებია, ნაიარევზე ვაკოცე. დღეიდან არასდროს მივცემდი ტირილის უფლებას. თითებით თვალებიდან ცრემლები შევუმშრალე. იჯდა ჩემს წინ გამხდარი მუხლები ერთმანეთზე მიეყრდნო და ხელები კალთაში ეწყო. ხელები, რომლებმაც ეს საშინელი ნაწიბურები დაატყვეს. _ მერე გადავიფიქრე, _ მითხრა ჩურჩულით_ იმ კოცნის შემდეგ სიცოცხლე საშინლად მომწყურდა. დაიხარა და მაკოცა, ისე ვნებით და შეშლილად არა როგორც პირველად. ნაზად , გაუბედავად და მორჩილად მკოცნიდა. თუმცა მე აღარ შემეძლო მისი მორჩილებით მესარგებლა. იმიტომ რომ ყველაფერი შეიცვალა ჩემში. მე ეს ქალი შემიყვარდა და სიყვარული უკვე ვნებაზე ძლიერი იყო. 6 მთელი საღამო ერთად გავატარეთ, ვსაუბრობდით და ერთმანეთის გაცნობას ვცდილობდით. ეჭვიც არ მეპარებოდა მოვწონდი და მგონი თავადაც გრძნობდა ჩემს ემოციებს. ჩემს გვერდით ჩახუტებული იჯდა, მასთან ისე ახლოს ვიყავი , როგორაც ვერც კი წარმოვიდგენდი რამდენიმე დღის უკან. მისი სურნელი თავბრუს მახვევდა. ჩემდაუნებურად მისკენ დავიხარე და სასურველ ტუჩებში ვაკოცე, სხვას რომ ეთქვა ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ორჯერ ნანახი ქალი შეიძლება თავდავიწყებით შემყვარებოდა, რომ საშვალება მქონოდა მისი დასაკუთრების და მაინც ჩემივე ნებით მეთქვა მის ალერსსზე უარი. აბა რა იყო ეს თუ არა სიყვარული? განა სხვა რა არსებობს კაცისთვის , ფიზიკურ ვნებაზე უფრო ძლიერი ინსტიქტი? სახლში გვიან დავაბრუნე. დამშვიდობებისას გულში ჩამეკრა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძალიან ახლობელი ადამიანი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი. _ მისმინე სესი , დღეიდან მე და შენ... _ მეგობრები ვართ!_ თავად დამასწრო. _ მეგობრები?_ გამიკვირდა მე. მაგრამ ძალას ვერ დავატანდი. პირველ რიგში ჯერ საკუთარ თავთან უნდა ეღიარებინა, რას გრძნობდა. _ კარგი, იყოს როგორც შენ იტყვი._ ლოყაზე მოვეფერე და ვაკოცე. _ მაგრამ იცოდე თავის არიდება და დამალვა აღარ სცადო! ისედაც მეყოფა იმ შენმა ალქაჯმა დამ რაც იცინა ჩემზე!_ ვუთხარი ვითომ გაბრაზებით. დამემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა. წვიმის გამო სახლისკენ სირბილით გაიქცა. გულისფანცქალით ველოდებიდი შემომხედავდა თუ არა. თუ მობრუნდებოდა ესეიგი სწორად ვიგრძენი ყველაფერი. ზუსტად კარის წინ მოიხედა , წამით გამიღიმა და სახლში შევიდა. მანქანა დავქოქე და სპიკერზე თემოს დავურეკე. _ ჰო დამიან!_ მიპასუხა მაშინვე. _ თემო სახლში თუ ხართ ამოვალ რაა, საქმე მაქვს!_ ახსნა არ დამიწყია. ჯობდა პირისპირ გვესაუბრა. _ მშვიდობაა? ამო აბა რა!_ მიპასუხა მან. წამებიც არ დამჭირვებია, ისე სწრაფად მივედი. ერთი სული მქონდა აგნესს დავლაპარაკებოდი. _შემო ძმაო, ხომ მშვიდობაა?_ სახლში შემიპატიჟა თემომ. _ ნესს შავი ყავა მოგვიმზადე რა სიხარულო!_ სთხოვა აგნესს. _ არა მოიცა, რა დროს ყავაა, სწორედ აგნესთან მინდა საუბარი._ გავაჩერე მე სამზარეულოსკენ მიმავალი ნესა. _ ჰოო?_ დაინტერესდა თემო. _ ჰოო თემო, ახლა სესილთან ვიყავი, არა უფრო სწორედ ის იყო ჩემთან!_ ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს. _ შენთან?_ ჩამეკითხა აგნესი. _ ხოო ჩემთან! რატომ გიკვირს? გეგონა ვერ მივაგნებდი?_ გამეღიმა მე. _ არა, არც მიფიქრია, უბრალოდ სესი თვეებია სახლიდან არ გამოდის. _ სევდიანად მიპასუხა ნესამ. _ რაა? _ ვერ მივხვდი , სესის ამაზე არაფერი უთქვამს _ ხოო, დამიან, სესის აკვიატებული შიშები და ფობიები აწუხებს. რამე გსმენია ობსესიურ_ კომპულსურ აშლილობაზე?_ ინტერესით მკითხა ნესამ. დავფიქრდი. მხოლოდ ახლა გამახსენდა სესის მუდმივი გაუაზრებელი მოქმედება, როცა ნაიარევს ეხებოდა ხელით. თითქოს ეფერებოდა. მეგონა ნერვიულობდა და იმიტომ , მაგრამ აღმოჩნდა საქმე ბევრად რთულად იყო, სუიციდის მცდელობაზე თავადაც მომიყვა, მაგრამ არც მიფიქრია, რომ ეს აზრი შეიძლებოდა აკვიატება ყოფილიყო. მანქანის მართვის ფობიაც... ღმერთო ჩემო, ახლაღა ვიაზრებდი რა რთულად იყო საქმე. _ ხედავ, მგონი უკვე დაფრთხი!_ ამოიოხრა ნესამ. _ სწორედ ამიტომ არ გითხარი, არ მეგონა ამდენად სერიოზულად თუ გაინტერესებდა ჩემი და. მხრები აიჩეჩა. _ არ მინდა კიდევ ერთი პრობლემა დაემატოს!_ მკაცრად ამომხედა _ დაფიქრდი, კარგად იფიქრე, თუ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარება, რომ ვერ შეძლებ მის პრობლემებთან გამკლავებას, არც კი დაიწყო გესმის!_ არ დამმუქრებია, თუმცა მის ხმაში ნათლად ვიგრძენი , თუ მის დას ჩემს გამო პრობლემა შეექმნებოდა, ჩემი საქმე , მარტივად რომ ვთქვა არ იქნებოდა კარგად. _ ნუ ნერვიულობ აგნეს, ბავშვი არა ვარ! ყველაფერს კარგად ვიაზრებ!_ ვუთხარი მე. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სერიოზულად არავინ მომწონებია. არასდროს გამჩენია სურვილი ვინმეზე მეზრუნა, მაგრამ სესილის გაცნობის წამიდან ამეკვიატა მასზე ზრუნვის დაუძლეველი სურვილი. სახლში შუაღამით დავბრუნდი, ვფიქრობდი და ვხვდებოდი, ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო, იმასთან შედარებით, თუ როგორ მსურდა და მიზიდავდა სესილი. ტელეფონი ამოვიღე და მის პროფილზე შევედი. ახალი ფოტო დამხვდა,აშკარად ჩემი სახლის ფანჯრიდან გადაეღო, არც კი ვიცი როდის მოასწრო, წვიმიანი ქუჩა მოჩანდა , წვიმის ნიაღვარი მოუყვებოდა ასფალტს, ხალხი გაბაცულად აესახა მოძრაობაში, ფოტო ლამაზი და სევდიანი იყო, თუმცა ჩემი ყურადღება მისმა სათაურმა მიიპყრო. " სიმშვიდე" ეწერა ფოტოს ქვემოდან. გამოდის, ჩემს გვერდით და ჩემს სახლში თავს მშვიდად გრძნობდა? პატარა ბავშვივით გამიხარდა ამის გაგება. არ ვიცი ღამის ბრალი იყო თუ ჩემი მოჭარბებული გრძნობების, მესენჯერი გავხსენი და სესილს მივწერე. _" სესი მე მგონი მიყვარდები!" შემდეგ , რადგან მესიჯს დილამდე მაინც ვერ ნახავდა და არც მიპასუხებდა, გადავბრუნდი და მშვიდად დავიძინე. ლამის შუადღე იყო ტელეფონის გაბმულმა ზარმა რომ გამაღვიძა, ძილისგან გაბრუებული თავი ძლივს ავწიე, ეკრანს დავხედე თემო რეკავდა. _ სესი შენთანაა დამიან?_ ვერ მივხვდი რას და რატომ მეკითხებოდა, რა უნდოდა ჩემთან სესილს? _ რაა?არა, რა უნდა ახლა ჩემთან?_ ვუპასუხე დაბნეულმა. _ რა ხდება თემო?_ ვკითხე როცა გავიაზრე მისი კითხვის უცნაურობა. _ სესილი გაქრა! გესმის დამიან? _ თითქოს დრო გაჩერდა, აი ფილმებში რომ გახევდებიან, დაყრუვდებიან და წამით ითიშებიან მასე დამემართა ზუსტად. რას ნიშნავს გაქრა? თავს მოძრაობა ვაიძულე. _ რას ქვია გაქრა? სად ხართ?_ ჩავძახე მობილურში,ლოგინიდან წამოვხტი და რაც ხელში მომხვდა დაუდევრად გადავიცვი. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი მანქანისკენ. ჩავჯექი თუ არა სესისთან მიმოწერა გავხსენი. ეპასუხა, ჩემი მესიჯიდან რამდენიმე საათში. " არ შეიძლება ამდენად ეგოისტი ვიყო!" მხოლოდ ეს გაურკვეველი ფრაზა. მეტი არაფერი . იმის გააზრება, რომ სესილი გაიქცა მტკივნეულ ეკლად ჩამერჭო გულში. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, წამით მოვიკუნტე და გულზე ხელი მივიჭირე. _რას მიკეთებ ?_ დავიჩურჩულე სიმწრით. რომ გეკითხათ , არც კი ვიცი, ასე რამ გამაგიჟა, რატომ მტკიოდა მისი ეს რამდენიმე სიტყვა ასე ძალიან. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ცოტათი დავმშვიდდი. მანქანა დავქოქე და სესილის სახლისკენ წავედი აგნესი კიბეზე ჩამომეგება. _ არ დაურეკია, არაფერი მოუწერია?_ იმედით შემომაჩერდა. ტელეფონი უსიტყვოდ გავუწოდე. ყელში უცნაური ბურთი მქონდა გაჩხერილი , სუნთქვაში ხელს მიშლიდა. _ იქნებ...არა შეუძლებელია! საკუთარ თავს არაფერს დაუშავებს ხომ?_ წაბარბაცდა აგნესი და კედელს მიეყრდნო. ინსტიქტურად ხელი შევაშველე. _ წამოდი მშობლებიც გვიცდიან._ უკან გავყევი , კი არ გავყევი ლამის ჩემი ხელით გავიყვანე. ისე იყო შეშინებული და დათრგუნული სიარული უჭირდა. _ მამა გაიცანი დამიანი!_ გამაცნო მაღალი გამხდარი და ნერვიულობისგან ცარცივით გათეთრებული კაცი. _ გამარჯობა შვილო!_ რაც შეეძლო მშვიდად მითხრა მან._ მე ზურა ვარ, არ მიფიქრია ამ ვითარებაში თუ გაგიცნობდი. _ გაჩუმდა მანაც ზუსტად ისე, როგორც მე ცოტა ხნის წინ გულზე მიიჭირა ხელი_ ვაიმე შვილო სესილ... მივხვდი უდიდესი ნებისყოფის ფასად უჯდებოდა თავის შეკავება და სადაც იყო გონს დაკარგავდა. _ ბატონო ზურა, ბატონო ზურა!_ მოვკიდე ხელი და ჩავძახე გონზე მოსაყვანად_ ნუ ნერვიულობთ, აუცილებლად დაგიბრუნებთ სესილს ჯანმრთელს და უვნებელს!_ ვცადე გამემხნევებინა. არასდროს ვიძლეოდი ისეთ დაპირებებს , რომელთა ასრულებაშიც ასი პროცენტით არ ვიყავი დარწმუნებული. მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. ამ პირობას ზურასთან ერთად საკუთარ თავსაც ვაძლევდი და საკუთარ თავსაც ვიმხნევებდი. საბრალო კაცი დივანზე ჩამოვსვი და თემოს გავხედე. _ მომიყევი რა მოხდა!_ ვუთხარი სერიოზულად. _ გამთენიისას დედას ოთახში არ დახვდა. _ თემოს ნაცვლად აგნესმა დაიწყო მოყოლა._ იმ ამბის შემდეგ სულ ვამოწმებთ ხოლმე, რომ..._ ნერწყვი ჩაყლაპა და გააგრძელა_ არ დახვდა, ვურეკეთ და გამორთული აქვს, აქამდე არ ჩაურთავს. პოლიციაში დავრეკეთ. რახან ერთხელ მსგავსი პრეცენდენტი ჰქონდა, ყველა მას ეძებს, მის კვალსაც კი ვერ მივაგენით. მეშინია დამიან!_ თემომ საცოლეს ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. _ ნუ გეშინია, ვიპოვით!_ ამშვიდებდა . _ მისი ოთახი უნდა ვნახო!_ ვუთხარი აგნესს. წამოდგა და გამომყვა. კარი შეაღო და შედიო მანიშნა. თავადაც შემომყვა და საწოლის კუთხეზე მოფუზული ჩამოჯდა. ოთახს თვალი მოვავლე. უცნაური აურა იყო. თითქოს არაფერი , მაგრამ იგრძნობოდა, რომ ოთახის პატრონი საკუთარ თავს მყუდროდ ვერ გრძნობდა. მთელ კედლებზე ბუნების სურათები გაეკრა, აშკარად საკუთარი გადაღებული. თითქოს სასურველ გარემოს იქმნიდა. თითქოს ცდილობდა ბუნებასთან ახლოს ყოფილიყო. _ აგნეს, დაფიქრდი! სად შეიძლებოდა წასულიყო? გაიხსენე, იქნებ ბავშვობაში, ანდაც შემდეგ, იქნებ ჰქონდა რამე ადგილი აკვიატებული. იქნებ სადმე წასვლაზე ოცნებობდა._ რატომღაც ვფიქრობდი, რომ სწორ კვალზე ვიდექი. უბრალოდ შეუძლებელი იყო რამე ნიშანი არ დაეტოვებინა. საბოლოო ჯამში ყველას უნდა რომ მოძებნონ და იპოვნონ, რადგან ადამიანი ბუნებით სოციალური თან ეგოისტი არსებაა და მარტოობას ძნელად ეგუება. _ მისი ალბომები მომეცი, ყველა მისი სურათი მინდა._ ვუთხარი აგნესს. მან კი თარო მოქექა და ორი პატარა ჩიპი გამომიწოდა. _ წითელი ძველია, ხოლო ლურჯი ახალი. ორი დღის უკანაც კი შეიტანა ახალი სურათები._ მითხრა და თვალებში პატარა იმედი აუკიაფდა. _ არადა როგორ შეიცვალა იცი? რომ გაიგო შენ ეძებდი, სულ სხვა ადამიანი გახდა, დიდი ხნის მანძილზე პირველად იღიმებოდა, ხალისი დაუბრუნდა, სახლიდანაც კი გამოვიდა. დამიენ მიპოვნე ჩემი და გთხოვ!_ ასეთი აგნესი არ მენახა, სადღა იყო მისი სიამაყე და ქედმაღლობა. ორივე ხელი მაგრად ჩაევლო ჩემი ხელისთ ის და გამხდარი თითებით მეეიდებოდა, როგორც წყალ წაღებული ხავსს. ჩიპები წამოვიღე და სახლში დავბრუნდი. ნოუთბუქი მოვიმარჯვე და ყურადღებით დავიწყე სურათების თვალიერება. პირველი ჩიპი სულ სავსე იყო დაახლოებით ორიათასამდე სურათს ინახავდა. უფრო ბედნიერი ნათელი და მხიარული სურათები იყო. ეტყობოდა იმ საშინელ ტრაგედიამდე გადაეღო. შემდეგ კი, რაღაც მომენტში ყველაფერი იცვლებოდა. სურათები პალატის ფანჯრიდან, საავადმყოფოს დერეფნები, კომაში მყოფი აგნესი, ნაიარევი და წვრილ, უამრავ რკინაში ჩასმული აგნესის მკლავი, შემდეგ კი სახურავიდან უცნაური რაკურსით გადაღებული სურათები. კარგად სჩანდა გადამღების ფეხებიც, თითქოს გადახტომამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა. ამ სურათებმა საშინლად დამძაბეს. ერთი ვიდეოც იყო იმავე სახურავიდან და იმავე რაკურსით გადაღებული, სულიერად მოვემზადე და ჩავრთე. სესილის ხმა იყო რაღაც ლექსს კითხულობდა: "ხანდახან ვფიქრობ მომბეზრდა როგორ ერთფეროვანი რიგი წამების... ცხოვრება ვისთვის დღესასწაული .... ვისთვის ტკივილის და მწუხარების ქარიშხალია.. სულს კი მალამოდ ედება მისი ღრიალი გმინვა. მარადიული კითხვა მაწამებს: რატომ ვარ ?რისთვის და სულაც ვინ ვარ? და საკუთარი თავის ძებნაში მეფანტებიან ვინც მყავდა ახლოს. ოჰ, ქარიშხალო ცოტა დამშვიდდი, სულს გამიძარცვავ, დამტოვებ მარტოს. და სწორედ ასეთ სიმარტოვეში მოდის ის ბნელი სურვილი მძაფრი და ქარიშხალი ანგრევს ყველაფერს და მსურს მეც ვიყო გაფრენა ქარის.... ხელებს ვშლი...ქართან მწყურია ცეკვა. თმები იშლება... ფრიალებს კაბა... რა საამოა, მაცდუნებელი, თავისუფლების ამგვარი განცდა. უწონობაში...ვიხსნი ბორკილებს და ჩუმად ვაწყობ კიდესთან სადღაც. მე აღარ ვღელავ... მე აღარ ვფიქრობ... სულ სხვა სამყაროს ვეკუთვნი ახლა... შიშველი ტერფით ვაბიჯებ საზღვარს... უკან რაც დამრჩა არაფერს ამბობს. იცით? მე ერთხელ ვითხოვე შველა და ახლა უკვე არაფერს ვნანობ. ვამსხვრევ ჩემს სხეულს და არ ვგრძნობ ტკივილს, მთავრდება წამი და ველოდები... იქნება ნეტავ რამე ახალი ? თუ კვლავ თავიდან განვმეორდები???" არ ვიცი , იქნებ საკუთარ დაწერილ ლექსსაც კი კითხულობდა?! რას განიცდიდა , რა სტკიოდა? მხოლოდ ერთ რამეზე ვწუხდი, დროზე მეპოვნა და აღარასდროს აღარსად გამეშვა. როგორც ჩანდა საშინელ დანაშაულის გრხნობას განიცდიდა , და ბოლოს უბრალოდ გატყდა . გული მომეწურა. კაცმა არ იცის , რამდენჯერ მოუწია ომი საკუთარ თავთან. კაცმა არ იცის რად უღირდა თითოეული ბრძოლა და სახეზე სიმშვიდის ნიღბით სიარული. ან მაშინ , იქ გზაზე რომ არ შევხვედროდი, მანქანა რომ არ გამეჩერებინა და ისე გამევლო , ვინ იცის, რას გააკეთებდა. არ მჯერა, რომ სამყაროში რამე ტყუილად ხდება, ამიტომ ერთხელ თუ გადავარჩინე , მეორედაც ვიპოვნიდი და აუცილებლად დავაბრუნებდი უკან. 7 მთელი ღამე სურათების თვალიერებაში გავატარე, სათითაოდ ვაკვირდებოდი ყოველ მათგანს. ვეძებდი რაიმე სულ პატარა ხელჩასაჭიდს, რაც სესის კვალზე გამიყვანდა. როგორ დამათენდა თავზე არ გამიგია. ის ის იყო ნოუთბუქის გამორთვა დავაპირე, რომ ერთი სურთი მომხვდა თვალში, უფრო სწორედ, ამ სურთის ქვეშ მიწერილმა სიტყვამ მიიქცია ჩემი ყურადღება. " თავშესაფარი" სურათს ინტერესით დავაკვირდი. თითქოს ხის ძველი ფანჯრიდან გადაეღო ფოტოგრაფს. სივრცე მოჩანდა , მწვანე მინდორი სადღაც დასალიერში ერწყმოდა ცისფერ უღრუბლო ცას. ისეთი კამკამა სურათი იყო, არც კი ვიცი ამ სიტყვით თუ შეიძლება დაახასიათო სურთი, მაგრამ სწორედ ასეთი შეგრძნება დამიტოვა, ამ სუფთა უნაკლო პეიზაჟის ყურებამ. ვერაფრით მივხვდი რა ადგილი იყო, ვერც იმას მივხვდი მთა იყო თუ ბარი. ფოტო ისეთი რაკურსით იყო გადაღებული , მხოლოდ უსასრულო სივრცე რომ წარმოეჩინა . გულმა მიგრძნო , სწორედ ეს ადგილი უნდა მეპოვნა. რადგან სხვა სურთებზე ვერავითარ მინიშნებას ვერ მივაკვლიე. მაშინვე აგნესს დავურეკე.თან სურთი გადავუგზავნე _ აგნეს დააკვირდი, ეს ადგილი გეცნობა?_ ვკითხე და მისი პასუხის მოლოდინში ლამის სუნთქვა შევწყვიტე. _ კი ვიცი სადაცაა, სტუდენტობისას ვიყავით იქ . ვაშლოვანის ნაკრძალია. თამარის ციხის ძირდია ეგ ქოხი _ ხმაში გაოცება ემჩნეოდა აგნესს. _ რა იყო , რატომ მეკითხები, რამეს მიაგენი?_ ხმა აუკანკალდა მას. _ არა, ჯერ არაფერია, მაგრამ ამ ადგილას უნდა წავიდე აუცილებლად. შეგიძლია უკეთ ამიხსნა კოირდინატები?_ აგნესმა დეტალურად ამიხსნა, თუ როგორ მეპოვნა ის ქოხი, რომელიც საკმაოდ შორს იყო და იქ მისასვლელად მაღალი გამავლობის ჯიპი მჭირდებოდა. შესაფერისი მანქანა ვიქირავე და გზას გავუდექი. გული მიგრძნობდა აუცილებლად ვიპოვნიდი. თუმცა , არც შესაძლო იმედგაცრუების გამორიცხვა შეიძლებოდა. ამიტომ არავისთვის მომიყოლოა ჩემი გეგმების შესახებ. აგნესის მითითებული მიახლოებითი კოორდინატები ჯიპიესს მივანდე და მინიმუმ ორ დღიანი მოგზაურობისთვის მოვემზადე. თითქმის არსად გავჩერებულვარ, ავზი ბოლომდე მქონდა სავსე და მიუხედავად შესანიშნავი ხედებისა წამის დაკარგვას არ ვაპირებდი. დაღამებამდე მიჯნის ყურემდე უნდა მიმეღწია და იქ მოწყობილ კოტეჯებში გამეთია ღამე. წინასწარვე ვიცოდი, მეორე დღემდე სესის ვერ ვნახავდი. მხოლოდ ხანდახან გამივლიდა ხოლმე გულში ეჭვის მწარე გრძნობა, იქნებ სულაც ვცდებოდი და დროს ტყუილად ვკარგავდი. დროს რომლის ყოველი წამი ძვირფასი იყო. მერცხლების ქალაქი და დევების გადასახედი ისე მოვიტოვე უკან გზიდან არსად გადამიხვევია, სხვა დროს აუცილებლად დავტკბებოდი ბუნების ამ საოცარი ხედებით,მაგრამ ახლა მასთან მეჩქარებოდა. როგორც იქნა იმ აღთქმულ კოტეჯებს მივაღწიე. ოთახი ავიღე და ვივახშმე. ვიჯექი კოტეჯის საფეხურებზე და იმ გადარეულ ქალზე ვფიქრობდი, მთელი ჩემი ცხოვრება ყირაზე რომ ამოაბრუნა. სულ რამდენიმე დღის უკან, ვინმეს რომ ეთქვა, ერთი გიჟი ქალის საძებრად ამ უგზოობაში სამოგზაუროდ წახვალო სიცილით მოვკვდებოდი. " ვერ ვიქნები ასეთი ეგოისტიო!" ამ ფრაზით დამემშვიდობა. შანსიც კი არ მომცა, თავად გადამეწყვიტა რა და როგორ მინდოდა. რატომ არ მიამბო საკუთარ თავზე? არ მენდო თუ რცხვენოდა ჩემი?როგორც იქნა გათენდა, ასე მძაფრად არასდროს მიგრძვნია თუ რა გრძელი შეიძლება იყოს ღამე. უთენია გავუდექი გზას. ბოლოს, როგორც იქნა, ხორნაბუჯის ციხეც გამოჩნდა. აგნესმა მითხრა, რომ სწორედ მის სიახლოვეს უნდა მეძებნა , ის პატარა ხის ფიცრული ქოხი, სადაც ჩემი ვარაუდით სესილი აფარებდა თავს. არ ვიცი რამდენ ხანს აპირებდა იქ დამალვას? ან შემდეგ საით ეჭირა გეზი? რომ არა შიში, იმის გამო, რაც შეიძლება მის არეულ გონებას გადაეწყვიტა, ცუდი აზრი სულაც არ იყო განმარტოება და ფიქრი. თანაც ასეთ უკაცრიელ ადგილას, სადაც ბუნებასთან უფრო ახლოსაა ადამიანი ვიდრე საკუთარ თავთან და სწორედ საკუთარი თავისგან განდგომილი ახერხებს მშვიდად დააკვირდეს საკუთარ განვლილ გზას. სესილს აუცილებლად უნდა ეფიქრა საკუთარ ცხოვრებაზე, და ტკივილები აქ, ამ ციხის ძირდი უნდა დაემარხა და დაევიწყებინა. მხოლოდ ასე მოახერხებდა საკუთარ თავში დაბრუნებას. მანქანიდან გადმოვედი და გარემო მოვათვალიერე, ვერაფერი ქოხის მაგვარი ვერ დავლანდე. გადავწყვიყე უფრო მაღლა ავსულიყავი. სწორედ მაშინ , როცა ვიფიქრე ტყუილად მოვცდი და აქ სესილი არ იყო , თვალი მოვკარი. ციხის ფერდობს მოჰყვებოდა ნელი სიარულით, საკუთარ ფიქრებში გართული. საერთოდ ვერ მამჩნევდა. სანამ პირდაპირ არ გადავუდექი თავიც კი არ აუწევია. უცბად დამინახა და შეცბა. აირია. ალბათ საკუთარ თვალებს არც კი დაუჯერა. ღიმილი თავისდაუნებურად შემოეპარა სახეზე. _შენ?_ მკითხა და თვალებში აჭყიატებულ მზეს ხელი მოუჩრდილა. მივუახლოვდი და გულში ჩავიკარი. _ მართლა შენ ხარ?_ კიდევ არ სჯეროდა. _ აქ რას აკეთებ სესილ?_ პასუხი ვიცოდი, მაგრამ მინდოდა ამაზე თავად ეპასუხა. _ ვიმალები!_ გამიღიმა ბავშვივით წრფელად _ მე მემალები თუ საკუთარ თავს?_ დავუზუსტე კითხვა. _ ერთსაც, მეორესაც!_ მიპასუხა სევდიანად. _ ხომ ხვდები შენები რა დღეში არიან? ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა როგორ შეგიძლია?_ ვბარაზდები უცბად. _ არ მინდოდა ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე მეფიქრა, შენ არ იცი ... რომ იცოდე რაც მჭირს. _ ვაცდე სათქმელი ამოეთქვა, მაგრამ სიტყვას აღარ გააგრძელა . _ სწორედ ესაა ეგოისტობა სესილ, როცა ადამიანს არ აძლევ უფლებას არჩევანი გააკეთოს. გესმის ქალბატონო? თუ რამის თქმა გინდა, დრო ბევრი გვაქვს, მინდა მომიყვე. მესაუბრო. მერე კი უფლება მომცე, თავად გადავწყვიტო , მინდა თუ არა ის, რასაც შენ მთავაზობ._ თვალს არ მაცილებდა, არც ჩემგან გაწევა მოსვლია აზრად. მისი სხეულის ყველა ნაკვთს ვგრძნობდი და თან და თან თავშეკავების უნარი მღალატობდა. ნეტა თუ ჰქონდა წარმოდგენა, რამდენად სასურველი იყო ჩემთვის. _ როგორ მომაგენი? _ ახლაღა დაინტერესდა. _ ხომ გითხარი, ამის შემდეგ ვერსად დამემალები. ყველგან მოგაგნებ. თუ ჩემთან სიახლოვე არ გსურს, პირდაპირ უნდა მითხრა, და მეც უნდა დაგიჯერო. მაგრამ მგონი პირიქითაა, იმიტომ გარბიხარ, რომ ძალიან გინდა ჩემთან?_ ტუჩებში ვაკოცე, ისევ და ისევ. თავადაც მიპასუხა კოცნაზე. პირველი ისევ მე მოვედი გონზე. ნაზად მოვიშორებ და ქოხზე შევეკითხე . _ აბა ქალბატონო, სადაა შენი თავშესაფარი? _ ფოტო ნახე არა?_ ბოლოს მაინც მიხვდა. _ კი ვნახე და სხვა ფოტოებიც.._ ვუპასუხე მტკიცედ. _ მისმინე... _ ახლა არა, წამოდი , ცოტა არ იყოს მშია._ გავაწყვეტინე მე. ცოტახანს იფიქრა და წინ გამიძღვა. ხეების ქვეშ პატარა ქოხი იდგა, სულ ერთი მოცუცქნული ოთახი.პატარა ფიცრებისგან შეკრული საწოლი და ჯირკივით მაგიდა . დიდი სახარბიელო ვერაფერი იყო კომფორტს შეჩვეული ადამიანისთვის. მაგრამ ვისაც ბუნებაში განმარტოება უყვარს , იმისთვის ალბათ სასახლის ფასი ექნებოდა. პატარა გაზის ბალონზე გაკეთებული ქურა ჩართო და ჩაიდნით წყალი დაადგა. მალე ყავა გამიკეთა და რკინის ჭიქაში ერთჯერადი წვნიანი გამიკეთა. _ამას რომ ნელი ხედავდეს!_ თბილად გაეცინა დედის ხსენებისას. _ ახლა რომ დედაშენი გხედავდეს, შვებით ამოისუნთქებდა სესილ!_ მინდა იგრძნოს, რამდენად უგნური ნაბიჯი იყო გამოქცევა. _ ძალიან დარდობენ?_ მომიტრიალდა სევდიანი სახით. _ მამაშენი ადამიანს არ ჰგავს! აგნესი ჭკუიდანაა გადასული! დედაშენი არც კი მინახავს, ოთახიდან ვერც გამოვიდა ქალი!_ ყველაფერი ისევე მოვუყევი, როგორც იყო. _ უნდა დაბრუნდე, თან რაც შეიძლება მალე._ სიმტკიცეს ვურევ ხმაში. _ ამაღამ აქ დავრჩეთ, ხვალ შენთან ერთად დავბრუნდები. მაგრამ სანამ დავბრუნდებით მინდა ყველაფერი მოგიყვე. და თუ მიმიღებ ისეთს, როგორიც ვარ, აღარასდროს გავიქცევი შენგან._ მითხრა და ფანჯრიდან იმ სივრცეს გახედა, რომელმაც მისი თავი მაპოვნინა. 8 _ იცი, სინამდვილეში ასეთი არ ვარ, სულ თავქარიანი და მხიარული მხიარული ვიყავი. აგნესისგან განსხვავებით, რომელსაც მუსიკის და როიალის მეტი არაფერი ადარდებდა, მე ყველაფერი მაინტერესებდა. სულ მეუბნებოდა, შენს ნიჭს ქარს ატანო და ბრაზობდა ჩემზე. მაგრამ სადღაც უნდოდა, თავადაც ჩემსავით თავისუფალი ყოფილიყო. თვრამეტის როგორც კი გავხდი და მშობლები მანქანის ყიდვაზე დავითანხმე, სულ ამოვიკვეთე სახლიდან ფეხი. მთელი საქართველო მოვიარეთ მე და ჩემმა წითურმა. სადაც მანქანით ვერ ვუდგებოდი იქ ფეხით ვიკვლევდი გზას. უზომოდ მომწონდა ადრენალინის შეგრძნება. არაფერზე ვამბობდი უარს დაივინგი, პარაშუტით ხტომა, ჯომარდობა, არ ვიცი.... მუდმივ ძიებაში ვიყავი. აგნესი ჩიოდა სულ გაველურდიო. ერთხელ სტუდენტობისას აქ, ამ ადგილას მოვხვდი როგორღაც და მთელი ორი კვირა აღარ დავბრუნდი სახლში. სანამ აგნესი არ ჩამომადგა და არ გამომლანძღა. სულ ქარაფშუტა და უპასუხისმგებლო მეძახა, და მართალიც იყო. მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი. თავს იმით ვიმართლებდი, რომ ტურიზმზე ვსწავლობდი და ამ უაზრო საბუთით ვცდილობდი მის გაჩუმებას. ნესიმ კონსერვატორიაში ჩააბარა და როგორც ხედავ, წარმატებული ადამიანია საკუთარ პროფესიაში. _ შემომხედა ნაღვლიანად. _ მე კი, კინაღამ , დავუმსხვრიე მომავალი. ნესი მუსიკით იყო შეპყრობილი. მალე, როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიული მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყნებმა მიიწვიეს. ასე რომ , ახლა ნესის მოგზაურობის დრო დადგა. წარმატება წარმატებაზე. მშობლები მისით ამაყობდნენ. მეც ვამაყობდი, მიხაროდა ისე, როგორც საკუთარი წარმატება გამახარებდა. მისი კონცერტის ჩანაწერებს სულ თან დავატარებდი. თითქოს ასე თავს მის სიახლოვეს ვგრძნობდი. მერე ერთ დღესაც თემოს გადაეყარა და არ ვიცი როგორ გითხრა, ბედნიერების ზენიტში იყო. დამირეკა , სადღაც მთებში ვიყავი. მთხოვა დაბრუნდი საქმრო მინდა გაგაცნოო. რა თქმა უნდა მაშინვე ჩავალაგე ბარგი და სახლში დავბრუნდი. თემოს გაცნობის ღამეს კარგად გავერთეთ, დავლიეთ და სასიძოთი აღფრთოვანებული საუკეთესო ხასიათზე ვიყავი. მთხოვა აგნესმა სახლში ტაქსით დავბრუნდეთო. მაგრამ ავიხირე, თემომაც მთხოვა მე მიგიყვანთო, მაგრამ თავი ხომ საუკეთესო მძღოლად მიმაჩნდა, არაფრად ჩავაგდე მათი თხოვნა. ჯიუტად გადავწყვიტე საკუთარი მანქანით დავბრუნებულიყავი. ნესიმ მარტო ვერ გამომიშვა. საქმროს დაემშვიდობა და მე გამომეკიდა,_ გაჩუმდა, უჭირდა ყველაფრის თავიდან გახსენება. მაშინ მივხვდი თუ რატომ აბრალებდა საკუთარ თავს ყველაფერს. აი რატომ არ შეეძლო ამ ამბის დავიწყება . _ რაღაც მომენტში ძილმა წამიღო, საშინელმა ხმამ და ტკივილმა მომიყვანა გონზე. თავი საშინლად მტკიოდა. ხელი მოვისვი და მივხვდი სისხლი მდიოდა. ძლივს მოვედი გონზე. დას გავხედე და გეფიცები , პირველად იმ წამს ვინატრე სიკვდილი. ზუსტად მისი მხრიდან ვიყავი ხეზე მიჯახებული,არა მიჭეჭყილი უფრო სწორი ნათქვამია. მაშველებმა ძლივს ამოიყვანეს დეფორმირებული მანქანიდან. მარჯვენა მხარეს ერთი ძვალი აღარ ჰქონდა მთელი, თავიდან ააწყვეს ექიმებმა,მე კი, ამ საშინელების ავტორი, მხოლოდ მცირე ტვინის შერყევით გადავრჩი. კომაში იყო რამდენიმე კვირა, და ის დრო ყველაზე მეტად სიზმარივით მახსოვს. ხშირად ვხედავდი მშობლების თვალებში ბრალდებას, ან მეჩვენებოდა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად გავიაზრე, რაც ჩავიდინე. მაშინ შემოძვრა და ჩამისახლდა სხეულში სუიციდი. მსურდა დანაშაულის გრძნობისგან განვთავისუფლებულიყავი , თუმცა ვერ ვბედავდი. ვიდექი ხოლმე საავადმყოფოს სახურავზე და სიკვდილზე ვიცნებობდი . _ სესილ, რაც მოხდა მოხდა, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ?_ მისი მოსმენა აღარ შემიძლია, ვხვდებოდი, გახსენება ძალიან სტკივა. _ არა! აუცილებლად უნდა მოგიყვე, უნდა იცოდე, რომ ჩემთან ადვილი არ იქნება. იმიტომ რომ... იმიტომ რომ ერთ დღესაც რომ მიხვდე , რომ ვეღარ მიტან და წახვიდე ვერ გადავიტან გესმის? მირჩევნია ახლა მტკიოდეს და მონელება ვცადო ტკივილის, ვიდრე დავიჯერო, რომ ჩემთან ხარ და მერე ისევ მარტო დავრჩე საკუთარ თავთან. _ ამოისუნთქა და გააგრძელა. აღარ შემიჩერებია. თუ საუბარი მას ოდნავ შვებას მაინც მოუტანდა, მე ბედნიერი ვიქნებოდი. _აგნესმა რომ გაიღვიძა, თავიდან მეგონა გადავრჩი. ბედნიერებამ ამავსო. გვერდიდან აღარ ვშორდებოდი. როგორც იქნა , თვეების მერე, სახლში დაბრუნება შესძლო და მთელი სახლი მის დასახვედრად მოვრთეთ. მაგრამ ერთი რამ ვერ გავითვალისწინე, ჩემთან იყავი ხომ სახლში?_მკითხა მოულოდნელად. თავი დავუქნიე. _ ნახე მისი თეთრი როიალი? ნახე ის წყეული ნივთი? _ როიალი კი შევამჩნიე , მაგრამ იმ მომენტში მართლა არ დავკვირვებივარ. _ შესვლისთანავე მიუახლოვდა ნესი, კლავიშებზე თითები გადაუსვა, მიუჯდა, სცადა დაეკრა, მაგრამ არ გამოუვიდა, გაიღიმა და უფრო მარტივი მელოდია სცადა, არც ის გამოუვიდა. დამტვრეული თითები ვეღარ დაიმორჩილა. ცოტა ხანს იჯდა და კლავიშებს უაზროდ დასცქეროდა, მერე უცებ წამოხტა, ყველაფერი ჩამოგლიჯა, ნივთები დალეწა, ვცადე ჩავხუტებოდი, მაგრამ ზიზღით მომიშორა. _ ახლა კმაყოფილი ხარ დაო? _ მკითხა აგნესმა, _ ჰა, ახლა ბედნიერი ხარ? _ რას მეუბნები?_ ძლივს ამოვილაპარაკე გაოგნებულმა. ისეთი სიძულვილით მიყურებდა ჩემი ტყუპის ცალი, ისეთი ზიზღით. _ ჯობდა, რომ მოვმკვდარიყავი! _ მითხრა მან და კოჭლობით ოთახში ავიდა. აი იქ დამემართა პირველი შეტევა. მეგონა ჭერი დაბლდებოდა, მეგონა ვისრისებოდი, სხეულის ყველა ძვალი ამტკივდა და უბრალოდ სუნთქვა შევწყვიტე, რომ ტკივილი დასრულებულიყო. გავითიშე და არაფერი აღარ მახსოვდა, რა მოხდა. ასე გრძელდებოდა რაღაც ხანი. ჩემს მშობლებს ვეღარ გაეგოთ, რომელი ერთისთვის მოეხედათ, ვერ გაეგოთ ვის უფრო სჭირდებოდა შველა, სამყაროზე და საკუთარ დაზე გაბოროტებულ აგნესს თუ სუიციდის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილ სესილს. ღამეს რიგრიგობით გვითევდნენ. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა ისე , რომ მამას დაღლილს და გაუბედურებულს ჩაეძინა. საფეთქლებში შემიძვრა წყვდიადი. _ხომ გინდა დასრულდეს ტკივილი!_ ფეთქავდა ჩემში ჩასახლებული სიბნელე. _ ხომ გინდა დაისვენო? მაშ რაღას უცდი?_ მეჩურჩულებოდა ავად და თითქოს მე მე არ ვიყავი. როგორც უემოციო რობოტი, ისე ვემორჩილებიდო ბრძანებას. საწოლიდან ავდექი, სამზარეულოში ჩავედი და ყველაზე მჭრელი დანა ავიღე. კიბეები ფრთხილად ავიარე, აგნესის საძინებელს გავცდი და სააბაზანოში შევედი. ცხელი წყალი მოვუშვი და აბაზანის კიდეზე ჩამოვჯექი. არაფერი მაღელვებდა იმ წამს. არც სინანულს ვგრძნობდი, არც მწუხარებას, თითქოს სიყვარულისგან და იმედისგან დაცლილიყო ჩემი სხეული. მხოლოდ წყალს ვუყურებდი, და მოთმინებით ვიცდიდი. საღამური არც გამიხდია ისე ჩავწექი ცხელ წყალში. დანა ავიღე და მაჯაზე გადავისვი. არ მახსოვს მეტკინა თუ არა, ნელ_ნელა ბურანში გადავეშვი. ერთადერთი რაც გარკვევით მესმოდა, იყო ვიღაცის გამარჯვების ბოროტი ხარხარი. გონზე პალატაში მოვედი. მივხვდი გადამარჩინეს, მომისწრეს და რაც არ უნდა გაგიკვირდეს სწორედ აგნესმა გადამარჩინა. _ რა ჯანდაბაზე ფიქრობდი გოგო!_ შემანჯღრია ნესამ. _ რეებს ბედავ თუ ხვდები? მიკიოდა გონდაკარგული. მე მხოლოდ მის ბრაზსს ვხედავდი, მაგრამ იმ ტკივილს ვერა, რაც ჩემი საქციელით მივაყენე. იმ დღიდან გამოფხიზლდა ჩემი და, ბრძოლა დაიწყო, ორივეს ნაცვლად იბრძოდა. აღარ იყო სუსტი და მეოცნებე პიანისტი. ახლა როგორ ძლიერ აგნესსაც იცნობ, სეორედ იმ დღეებში გამოიწრთო ასეთად. მე კი.._ ხელით ამოიწმინდა მსხვილი ცრემლები. _ მე კი , შენც ხედავ სადამდე დავეცი! რამდენიმე თვე სამკურნალოდაც კი ვიწექი, წამლები მშველოდნენ. მაგრამ ფობიებს ,რომლებიც მომეჩვივნენ არაფერი ეშველათ. იმ დღეს, იმ წვიმიან დღეს, ჩემი მანქანა გამოვიყვანე, პირველად იმ ავარიის შემდეგ. მამამ გაარემონტა, ეგონა ისევ მოვინდომებდი მის გამოყენებას. მეც მეგონა ... ხელების კანკალით დავქოქე და უმისამართოთ წავედი. მხოლოდ გზას ვხედავდი, და აკანკალებულ თითებს ვერ ვიმორჩილებდი. იმ ავარიის ადგილამდე როგორ მივედი არ მახსოვს. ზუსტად იმ ხის წინ გავაჩერე, მანქანიდან გადმოვედი, რომ სიცივეს და წვიმას გონზე მოვეყვანე. ჩემი დის კონცერტი ჩავრთე, ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ დავმარცხდი. შეხედე, აგნესს ეგონა ამ ნახატით დამალავდა იმ სიმახინჯეს, რაც მის ქვეშაა, მაგრამ შეცდა. რაც არ უნდა ვეცადო, ჩემი ტკივილის მართვა, ის მაინც ჩემზე მეტია ჩემში. და ეს მახინჯი გრძნობა ყოველ წამს ცდილობს დღის შუქზე გამოვიდეს. ისევ ამრია ფიქრებმა და გადავწყვიტე, მეც და ყველაც დაისვენბდა თუ.... თუ...._ გაჩუმდა, ღრმად სუნთქავდა და თვალები მაშინდელივით უელავდა. _ ხეზე თოკი ჩამოვაბი , ძირს სპორტული აღჭურვილობის ჩანთა დავიდე, რაც როდიდან ეგდო საბარგულში არც კი მახსოვდა. ჩანთაზე დავდექი და ყულფში თავი გავუყარე. სანამ ძალას ვიკრებდი, რომ უკანასკნელი ნაბიჯი გადამედგა, წვიმისგან სველ ატალახებულ მიწაზე ჩანთა ჩემმა სიმძიმემ გააცურა. ვერ გეტყვი რა მოხდა, მე ხომ ისედაც ყველაფრის დასრულებას ვაპირებდი. მაგრამ იმ წამს მზად არ ვიყავი, უნებურად ხელი წავავლე ყულფს, თითქოს თავის გადარჩენა ვცადე. იმ წამს ჩემში შინაგანმა თავდაცვის რეფლექსმა გაიღვიძა. მზად არ ვარ სიკვდილისთვის, მზად არ ვარ! მიელავდა საღი ფიქრი. ძლივს შევძელი ფეხზე დადგომა, თოკი ყელში მიჭერდა და სუნთქვას მიშლიდა. უცნაური ძალა მომეცა , როცა სიცოცხლისთვის ვიბრძოდი. მისი დაკარგვის საფრთხის წინ , უეცრად ძალიან ძვირფასი გახდა, წამის წინ მობეზრებული სიცოცხლე. თოკი თავიდან გადავიძვრე და ხიდან ჩამოვგლიჯე._ გაჩუმდა , შეეცადა დამშვიდებულიყო. ამოისუნთქა _ მერე შენ მოხვედი, მოხვედი და იმ წყვდიადში ხელი გამომიწოდე, გიყურებდი და წასვლა აღარ მინდოდა, რომ გაკოცე ტკივილმა უკან დაიხია. გავვოცდი, ვერ მივხვდი რა მოხდა და ამან უფრო შემაშინა. ამიტომ გავიქეცი. მისი სახე ხელებში მოვიქციე. თმები სახიდან გადავუწიე. _ რთული იქნება სესილ! ალბათ მოგვინდება დანებება, გაქცევა და გადაკარგვა, მაგრამ ჩვენ მოვითმენთ, ბრძოლას ვისწავლით და მჯერა გავიმარჯვებთ. შენ ამბობ , რომ ტკივილებს გიყუჩებ? _ ტუჩებში ვაკოცე. კოცნაზე მიპასუხა. _ ხო შენ ჩემი წამალი ხარ, ჩემი გადარჩენა ხარ!_ მიჩურჩულა ვნებას აყოლილმა და სხეულზე მომეკრო. ხელი მოვხვიე და კალთაში ჩავისვი. აელვარებული თვალებით დამყურებდა, თითით ტუჩებზე შემეხო, მეორე ხელი თმაში შემიცურა და თავი უკან გადამაწევინა, ყელში მაკოცა, მას არ სურდა გაჩერება , მე კი აღარც შემეძლო. _ გადამარჩინე!_ მითხრა ჩურჩულით. . . მეორე დღეს უკან დავბრუნდით. მთელი გზა ეძინა. ან თავს იმძინარებდა. ალბათ ერიდებოდა წინა ღამის სიგიჟის და თავდავიწყების შემდეგ. პირდაპირ მშობლების სახლში მივიყვანე. მანქანა ეზოში შევაყენე და გავაღვიძე. მანქანის ხმაზე ზურამ გამოიხედა და როგორც კი საკუთარი შვილი შეიცნო პატარა ბავშვივით ატირდა ამხელა კაცი. დიდხანს საუბრობდნენ, საკუთარ ტკივილზე დები. არავინ ჩარეულა, აუცილებელი იყო გულიდან ამოეღოთ სათქმელი. აუცილებელი იყო ხმამაღლა ლაპარაკი, რომ განთავისუფლებულიყვნენ დაგროვილი ბრაზისგან. _ შენი ოთახი მზადაა,_ უთხრა დედამისმა სესის , როცა მას საუბრით და გადატანილი ემოციებით დაღლილს დივანზე ჩათვლიმა. უცებ გამოფხიზლდა, ფეხზე ადგა და ჩემთან მოვიდა. _ არა, მე დამიანთან მივდივარ!_ გამოაცხადა ჯიუტად _ მე დამიანი მჭირდება! ზურამ დაბნეულმა შემომხედა, ვეღარ გაეგო რა ექნა, ძლივს დაბრუნებული შვილი ფაქტობრივად უცნობი კაცისთვის როგორ ჩაებარებინა, მაგრამ მეორეს მხრივ ეშინოდა უარით ისევ მორიგი ინციდენტი არ გამოეწვია . თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. _ არც მე ვაპირებ სესილთან დაშორებას, თუ სესი ჩემთან თავს მშვიდად იგრძნობს, მე მასთან ვიქნები. სხვა შემთხვევაში ალბათ წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ, მაგრამ ახლა ლამის იყო მადლობა მითხრეს. ალბათ მიხვდნენ ,რომ როგორღაც დიდ გავლენას ვახდენდი მათ შვილზე და რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებოდით. ამიტომ დაგვთანხმდნენ. დაახლოებით ხუთი თვეა ერთად ვართ, ხუთი თვეა სამსახურიდან სახლისკენ გავრბივარ, იმიტომ რომ ის მელოდება. ხუთი თვეა სახლმა თავისი ნამდვილი ფუნქცია შეიძინა და მხოლოდ ღამის გასათევი ადგილიდან ნამდვილ სახლად იქცა. ხანდახან კვლავ თავს იჩენს ხოლმე პრობლემები, მაგრამ არა ისეთი სიმძაფრით. ზოგჯერ ერთმანეთს ტკივილსაც ვაყენებთ, მაგრამ არა იმდენს, რომ კარგმა არ გადაწონოს. მაგრამ უმეტესად ბედნიერები ვართ, ყველა პატარა დეტალში ვხედავ ბედნიერებას, ისეთში ადრე რომ სასაცილოდ არ მყოფნიდა. მაგალითად ორი ერთნაირი ყავის ჭიქა მიხარია ჩემს თაროზე რომ დევს, ანდა სავარძელზე უდიერად მიგდებული მისი მაისური, ან მისი თმები მთელ საწოლზე გაშლილი, როცა მას სძინავს. მისი ფოტოებით გავსებული ჩემი მისაღები ოთახის კედელი. მისი სუნამოს სუნი, როცა სახლის კარს ვაღებ. მისი სასაცილო ჭრელი ქოლგა წვიმიან დღეებში. ყველაზე მეტად ვარდისფერი ყვავილები მის ,საბნიდან გამოყოფილ, გამხდარ მაჯაზე . ჩუმად მივდივარ და მეათასედ ვკოცნი მის ხელზე იმ ტკივილს, რომელმაც მისი თავი მაჩუქა. დასასრული ???? ვ.გურული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.