შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ცხოვრება შენით დაიწყო (1 თავი)


10-02-2023, 03:22
ავტორი მ.ათანასია
ნანახია 1 227

„არის ხოლმე ზოგჯერ ისეთი პერიოდები, ცხოვრება რომ გახრჩობს, ყელში გაჭერს და ამას ერთ რაიმე კონკრეტულ გამომწვევ მიზეზს ვერ აბრალებ. მერე ხვდები , რომ ეს ის აუხდენელი ოცნებებია, ლამაზი სამყაროს ილუზიებია, განუხორციელებელი მიზნებია, სხვა ადამიანებზე დამყარებული ნდობაა, იმედგაცრუებაა. ხშირად როცა ფიქრობ, რომ ფრენა შეგიძლია სამყარო მაშინ გაჭრის ძირში ფრთებს და ფრენის იდეას დიდი ხნით ინახავ შენი ცხოვრების თვალით მიუწვდომელ მომავლის გეგმებში. იქნებ არც ვყოფილვართ ფრენისთვის მზად, იქნებ სამყარო გვიფრთხილდება, იქნებ საბედისწერო დაფრენისგან გვიცავს. მაგრამ შენ ამას ვერ ხედავ და გახრჩობს გამოუხატავი “მე” გიჭერს ყელში, როგორ ლამაზად შეასრულებდი ბედნიერი და ლაღი ადამიანის როლს, მაშინ როცა რეალობაში სული ასე გიმძიმდება. ვერც კი იღებ საკუთარი თავისგან კითხვებზე პასუხს რატომ შორდები ადამიანებს, იმის შიშით, რომ ვერ გაგიგებენ, თუ არ გინდა შენი სიმძიმით სხვაც დაამძიმო.
მაინც სად მიდის ჩვენი განუხორციელებელი ოცნებები. იქნებ სადმე მიღმიერ სამყაროში რეალიზირდება. არ შეიძლება ასე უკვალოდ ქრებოდნენ მათში ხომ ჩვენი სულისა და გულის ნაწილი გვაქვს ჩადებული. იქნებ სადმე ისეთი სამყაროც არსებობს, სადაც ჩვენი ოცნებები ხდება სადმე სხვა განზომილებაში.
დრო და დრო ხრჩობის შეგრძნებაც ქრება. საკუთარ თავს ასეთი ფიქრების უფლებას დიდხანს ვერ აძლევ, რადგან გახსენდება, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები ვინც შენს ადგილას ყოფნაზეც კი ოცნებობენ. ხვდები, რომ შენ ის ხარ, ვისი ცხოვრებითაც შეიძლება ვიღაცის ოცნება ხდებოდეს. კიდევ არიან ისინი ვინც აღარ არიან ამ სამყაროში, მათ სიცოცხლე სწყუროდათ უბრალოდ სიცოცხლე და მეტი არაფერი და შემდეგ დანაშაულის შეგრძნება გეუფლება მათ მიმართ. რომ შეგეძლოს, ხომ გაუცვლიდი შენს სიცოცხლეს მათ ხომ ასე ძალიან უნდოდათ ის, ფიქრობ, რომ ისინი შენზე უკეთ გამოიყენებდნენ მას,მაგრამ ვერაფერს შეცვლი. ამიტომ სანამ ცოცხალი ხარ, ისევ იწყებ მოლოდინების დაწყობას იმ განსხვავებით, რომ რაც დრო გადის ამცირებ და აპატარავებ ოცნებებს, პატარ-პატარა ულუფებად ყოფ იმისთვის, რომ არსებობა შეგაძლებინოს."



1 თავი
„ზუსტად სამი წელია საშინელი გრძნობა მაქვს. ზუსტად 3 წელია დეპრესიას ვებრძვი, მაქვს პერიოდი როცა კარგად ვარ და მგონია ყველაფერი დასრულდა და ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას მაგრამ საბოლოოდ ისევ იქ ვბრუნდები. ყველაფრით დაღლილი არ ვიცი საით წავიდე და თავს როგორ ვუშველო ამიტომ გადავწყვიტე ცოტახნით მოვწყდე სამყაროს და ჩემს მთებს შევაფარო თავი მივდივარ და იმედი მაქვს ეს მაინც მიშველის, მივდივარ იქ სადაც ყოველთვის ყველაზე მშვიდი ვარ, სადაც მხოლოდ სიყვარულია და არანაირი ხმაური. იქნებ აქ მაინც დავიბრუნო საკუთარი თავი და დავბრუნდე ისეთი როგორიც ვიყავი“
-გოგონა, ბოდიში მაგრამ ამის იქით ვეღარ წავალ ცუდი გზებია. ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამომიყვანა მეც თავი ამოვყავი რვეულიდან და ჯერ გარემო მოვათვარიელე შემდეგ კი მძღოლს გავუღიმე
-არაუშავს მაინც ახლოს ვართ უკვე და ფეხით ავივლი. დიდი მადლობა. მძღოლს გავუღიმე ისევ და ჩემი ზურგჩანთით და ნივთებით გზაზე ჩამოვედი. ხო ახლა გეტყვით სად მივდიოდი, ჯუთაში მივდიოდი ჩემს ბებოსთან და პაპასთან იმდენად გადაღლილი და დასტრესილი ვიყავი სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ეს მოვიფიქრე რომ საცხოვრებლად აქეთ წამოვსულიყავი ცოტახნით მაინც სანამ გონზე მოვიდოდი, მეგობრები მაინც აღარ მყავდა და არც იმაზე ვდარდობდი რომ ვინმეს მოვენატრებოდი ან მომენატრებოდა. ფეხით ავდიოდი უკვე თითქმის მისული ვიყავი თეთრმა ტოიოტას პიკაპმა რომ ჩამიარა და უცებ შეატორმუზა უკან ზადნით წამოვიდა და ჩემთან გააჩერა.
-ოხ ეს ვინ ჩამოსულაა, მოდი დაჯე აგიყვან. ბედნიერმა გამოვაღე მანქანის კარი და უცებ ჩავსკუპდი ჩემს ბიძაშვილს. სანამ მანქანა დაძრა მაგრად გადავეხვიე
-კაი ნუ გამჭყლიტავ ახლა ვიცი რომ მოგენატრე
- ნუ ხარ მწარე
-რა ქარმა გადმოგაგდო რა ხდება ნინე? დააიგნორა ჩემი ნათქვამი და უკვე სერიოზულად დამიწყო საუბარი
-არაფერი.
-კაი რაა თვალ დახუჭული გცნობ. ისევ დაგეწყო? მხოლოდ ივა ხვდებოდა როგორ ცუდად ვიყავი და სწორედ ამიტომ მიყვარდა განსაკუთრებულად ეს ბიჭი ერთი უბრალო მზერა და იცოდა რაც მინდოდა და მჭირდებოდა. თავი ფანჯრისკენ გავატრიალე რომ არაფერი წაეკითხა და ისე გავუტარე თითქოს არც არაფერი უთქვამს. მიხვდა რომ არაფრის მთქმელი ვიყავი და აღარც არაფერი უთქვამს. მალე მივედით სახლში. მონატრებული ბებო და პაპა გულში ჩავიკარი და მოვესიყვარულე ამბები გავცვალეთ და რომ მოსაღამოვდა ჩემს საყვარელ ოთახში შევედი. ღმერთო როგორ მიყვარდა ეს ადგილი ზუსტად 1 წამში ისეთი სიმშვიდე და თავისუფლება ვიგრძენი. ფარდა კარგად გადავწიე და ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი, ბედნიერმა მოვავლე არემარეს თვალი და ისევ ფიქრებმა გამიტაცა.

10 თვის შემდეგ
„თითქმის ერთი წელი გავიდა რაც აქ ვარ, თითქოს დამავიწყდა ყველა პრობლემა და ჩემი წარსული. უფრო თავისუფალი გავხდი, ლაღი და ბედნიერი აქ თითქოს ბუნება მესაუბრება და მშვიდად ვარ. მინდა რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს მაგრამ ვინ გაცდის, ჩემი და თითქმის ყოველდღე მწერს რომ დავბრუნდე რომ ჩემს გარეშე ვერ არის და ვჭირდები. მას უბრალოდ არ ესმის ის რომ იქაურობა მგუდავს და მახრჩობს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ეს ძალიან მაცოფებს“
-ნინე ბეე რაღაცეები გამაგველია და ივა ჩასდის დაბას მაშინით, მიდ გაჰყევ და ამაიყოლეთ რაიც გვინდა, აგრე ფურცელზე დაგიწერე, წამლებიც გათავდება ცოტახანში და ბარემ ეგეც გამაიყოლეთ აფთიაქიდან. ოთახში ბებო შემოვიდა და დღიურის დახურვა და გვერძე გადადება მომიწია
- კაი ბე გავყვები. მოვეხვიე ჩემ ტკბილ ქალბატონს და გემრიელად ჩავუკოცნე ლოყები
-შამაგევლოს შენი ბეე. მიდი უცებ გაემზადე და ივას მე ვეტყვი დაგიცადოს. თავი დავუქნიე და კარიდან გავიდა. მეც უცებ გადავიცვი სპორტულები თბილი დუტი მოვიცვი ფეხზე ბოტასები ჩავიცვი და გარეთ გავედი.
-მე მზად ვარ.
- ხო და წავედით მაშინ ფურცელი ხომ აიღე?
-კი ყველაფერი მომაქვს. მანქანაში ჩავსხედით და გზას დავადექით. გზაში ბევრი მაცინა ვაჟბატონმა ბავშვობა გავიხსენეთ და ბევრი ვიხალისეთ, შემდეგ კი ცოტა სევდა შემომაწვა
-გახსოვს ერთხელ შენ და ლილე შემთხვევით ტბაზე რომ დაგტოვეთ, ახლაც არ ამომდის გონებიდან თქვენი სახე სევდიანად გამიღიმა მანაც
- ხო, თურმე მაშინ რა ბედნიერები ვყოფილვართ... იცი ხანდახან მინდა რომ იმ დროში დავბრუნდე და იქ ჩავრჩე მთელი ცხოვრება
- ნინე ვიცი ძნელია მასე ცხოვრება და საერთოდ არ მსიამოვნებს ის ფაქტი რომ საკუთარ თავს ადანაშაულებ. ის ყველავარიანტში დაიღუპებოდა იმ მომენტში თუ არა მერე მაინც გააკეთებდა იმ ნაბიჭვრებს კი ხომ იცი ღმერთი მასე არ დატოვებს და აუცილებლად დაუბრუნებს პასუხს. გთხოვ უბრალოდ მორჩი საკუთარი თავის დადანაშაულებას და ეცადე ლილეს გამო მაინ ეცადე რომ დაბრუნდეს ძველი ნინე. აცრემლებული თვალებით გამომხედა.
-ივა შენ არ გესმის მე.. ჩემი ბრალია ზუსტადაც მე რომ იქიდან არ გამოვსულიყავი და 2 წუთითაც არ დამეტოვებინა ამას ვერ გაბედავდა, ჩემი ბრალიაა მე მე ვერ გადავარჩინე ჩემი ციცინათელა ჩემი მზის სხივი არადა ვხედავდი როგორ უჭირდა მეგონა ყველაფერს გადავივლიდით მაგრამ...
-არა ნი მასე არაა გეუბნები ოდესმე ხომ დარჩებოდა მარტო სულ მასთან ხომ ვერ ვიქნებოდით, ხომ იცი როგორი იყო, ეგოისტი და პრინციპული საკუთარი თავიც მოკლა და ჩვენც თან ჩაგვიყოლა. უნდა ისწავლო ამ ყველაფერთანერთად ცხოვრებაა ასე არ შეიძლება.
-კაი რაა ამას შენ მეუბნები? ადამიანი რომელიც თბილისზე გიჟდებოდა და იმ ამბის შემდეგ თბილისში არ ჩამოსულა? საკუთარი სიტყვების თუ გჯერა შენ თავად? შენც ხომ იცი რომ ძნელია ეგ ყველაფერი? ვცდილობ, ვცდილობ მაგრამ არ გამომდის, ახლაც კი როცა თითქოს დავივიწყეთ ის ტკივილი და თავისუფლად დავიწყეთ სუნთქვა მასზე ავლაპარაკდით. წარმოიდგინე რამდენად ეგოისტია რომ ამ მომენტებშიც არ გვანებებს თავს მწარედ ჩამეცინა
-კი გეთანხმები და სწორედ ახლა გადავწყვიტე რომ დროა თბილისში დავბრუნდე მეც და შენც თან წაგიყვანო! არ მაინტერესებს შენი აზრი თვის ბოლოს ჩავლაგდებით და წავალთ იქ სადაც უნდა ვიყოთ და ორივე ერთად გადავიტან იმ ყველაფერს რაც აქამდე უნდა გადაგვეტანა! სევდიანი და თან იმედიანი ღიმილით გამიღიმა. არა არ შემეძლო ივასთვის ოდესმე რამეზე უარი მეთქვა ის ხომ ჩემი სულის მეორე ნაწილი იყო რომელიც ჯერ კიდევ ჩემთან იყო.
-მადლობა უფალს რომ შენ მაინც მყავხარ ივ. გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე შემდეგ კი გზას გავხედე. ივა უბრალოდ ჩაჩუმდა და ღიმილიანი სახით გახედა გზას. მალე მივედით მაღაზიაში ყველაფერი ვიყიდეთ რაც კი ეწერა ფურცელზე და რაც არ ეწერა ისიც ვაი და დაგვჭირდესო. შემდეგ აფთიაქშიც გადავინაცვლეთ იქაც ყველაფერი შევიძინეთ და ისევ სოფლისკენ წავედით. შუა გზაში ვიყავით ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა. ხო რათქმაუნდა ისევ ნენე იყო არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ მაინც ვუპასუხე
- არ არსებობს თვით ნინე არაბულმა ყურმილი აიღო. ისე ჩამყვირა რამის ყურის ბარაბანი გამისკდა
-ნენეეე მოგკლავ.
-ღმერთო ხმაც ამოიღოო არ მჯერაა ნინეე რა გჭირს ხო კარგად ხარ ?
-ნენეე ნუ ცანცარებ და წესიერად მელაპარაკე
-უიმეე რა იყო გოგო ძლივს შენი ხმა გავიგონე და მაცადე. მოკლედ რაზე გირეკავ სალსი ანა და კიდე ვიღაცეები ჯუთაში არიან თანამშრომლებთან ერთად მანქანა გაუფუჭდათ და ვერ მოდიან ხო და შეიფარეთ რაა ერთი ორი დღით მე გიო და თოკსონა მოვდივართ დღეს და კარგად გავერთობოდით თან.
-ოხ ნენეე კარგი სალის ან ანას ნომერი ჩამიგდე და დავურეკავ. ბოლოს როგორღაც დავნებდი
-აუუ რა კარგი ხარ მოგწერ ნომერს ახლავე წავედი აბა მე. რამე ხომ არ გინდათ რა წამოვიღოთ?~
-ნენე არაფერი არ გინდა მე და ნინე ახლა მივდივართ სწორედ სახლში მთელი მაღაზია მიგვაქვს ასე რომ არ იდარდოო გვერდიდან ივამ ჩასძახა ტელეფონში
-ვაიმეე ჩემი ივიკოოოო როგორ მომენატრეე ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ და ჩაგეხუტებიიი. სიტყვებს ისე წელავდა ნენე ცოტა ნერვები მომეშალა
-ოღონდაც ნუ იტყლარწები წავედი ახლა არ გვცალია და ფრთხილად იარეთ. დავარიგე ჩემი უფროსი და ისე გეგონება მე ვიყავი დიდი და ის პატარა ამაზე ღიმილი ვერ შევიკავე და თან გავუთიშე არანორმალურს.
-ღმერთო რა არანორმალურია ეს გოგოო სიცილით გააქნია თავი ივამ და მეც გამეცინა სმსი უცებ მომივიდა და ანას დავურეკე
-ალო ანა გამარჯობა, ნინე ვარ
- ვაიმეე ნინეე როგორ ხარ გოგო?
-კარგად ვარ კარგად ლოკაცია ჩამიგდე სად ხართ და მოგაკითხავთ ჩვენთან წამოდით
- არ მინდა შეგაწუხოთ
-კაი რაა ანოო ნერვები არ მომიშალო გელოდები მიდი მალე
-კაი კაი გამითიშა ტელეფონი და ლოკაციაც მალე მომივიდა
-უჰ კიდე კაი ჯერ არ გაგვივლია ეს გზა. ბედნიერმა გამომხედა და მეც გამეცინა. მალე მივუახლოვდით მითითებულ ადგილს და გზის პირას დავინახეთ მინივენი ივამაც წინ მიუჩერა მანქანა და თავი გადაყო როგორც კი სალი და ანა დაინახა
- ეი წიწილებოო ორივემ უცებ გამოიხედეს ჩვენსკენ თან ისეთი სახეები ქონდათ გეგონება უკადრებელი აკადრესო ჩვენ რომ დაგვინახეს უცებ შეცვალეს მიმიკები და ორივე ჩვენსკენ წამოვიდა. მე მანქანიდან გადავედი და ივაც გადმომყვა
- აუუ რა კარგიაა რომ მოხვედით, უკვე ვიყინებოდით. დაიწუწუნა ანამ
-მოდი აქ შე პატარა წიწილა ხელები მოხვია ანას ივამ და გულში ჩაიკრა. მე კი სალის გადავეხვიე
-როგორ მოგვანატრეთ თავი თქვე არანორმალურებო მომინდომეს აქ მთაში ცხოვრება თავი წამოწია სალიმ და გაბრაზებული ხან მე მიყურებდა ხან ივას
-ოჰ ვიღაცას ენა დაუგრძელებია. სალი შეპასუხებას აპირებდა მაგრამ ვინ დააცადა ივა უცებ მოშორდა ანას და დანარჩენებისკენ წავიდა. ყველა გაშტერებული გვიყურებდა ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა და რაზე ვსაუბრობდით ჩვენ ოთხნი
-გამარჯობა მეგობრებო. მე ივა ვარ და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებით ასე რომ აბა გოგოებო თქვენ მანქანაში ბიჭებო თქვენ ბოდიში მაგრამ საბარგულში მოგიწევთ ჯდომა მორიდებით მაგრამ მაინც ეშმაკურად როგორც სჩვევია ხოლმე ჩაიხითხითა
-რას ლაპარაკობ ძმაო ოღონდ ახლა სადმე სითბოში მიმიყვანე და კაპოტზე დავჯდები თუ გინდა ამბით გახარებულმა ერთერთმა ქერა ბიჭმა მხარზე დაკრა ხელი ივას მეგობრულად რაზეც ყველას გაგვეცინა ისეთი ტონით თქვა - ხო მართლა მე ლუკა ვარ ეს დაჩი მიშო ბეა და მარიტა ჩამოუთვალა უცებ ყველას სახელები. ისეთი საყვარელი და თავისუფალი იყო ცოტათი შემშურდა რომ მე ასეთი უჟმური ვიყავი
- ხო მე ისევ გეტყვით ივა არაბული გახლავართ ეს კიდე ნინე არაბული ჩემი და. როგორ მიყვარს როცა ასე აცნობს ყველას ჩემს თავს ვგიჟდები მე ამ ბიჭზე ბედნიერმა გავხედე ჯერ ივას შემდეგ კი ყველას მოვავლე თვალი და თავი დავუქნიე მისალმების ნიშნად.
-კარგით ახლა რას დაეყუდეთ გაცნობას მერეც მოახერხებთ წავიდეთ მცივააა დაიწუწუნა სალიმ
- როგორც შენ იტყვი პრინცესავ თვალი ჩაუკრა ივამ და მანქანისკენ წაიყვანა ყველაა ბარგი გადმოალაგეს ჩვენთან ჩავსხედით და გზას დავადექით გზაში გოგოები კარგად გავიცანით და სხვათაშორის კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მალე მივედით სახლში და კარებში ბებო გამოგვეგება
- სად იყავთ შვილო აქამდის, მოღამდა უკვე
-ბეე სტუმრები მაგიყვანეთ ნენე გიო და თოკოც ჩამოვლენ გზაში არიან. სალის და ანას ხომ იცნობ ?
-რაის ქვია არ ვიცნობ მოდით ბებო გენაცვალოთ შემოდით სახლში და დანარჩენები მერე გავიცნოთ
- ბებს მე რეზოსთან გადავალ მანქანა გაუფუჭდათ ამ ახალგაზრდებს და ამოვაყვანინებ იქნებ რამე გაუკეთოს. ივა გამოვიდა სიტყვით.
- კარქი მიდი მანამდე ბალღებს დავაბინავებ. პაპაშენიც რეზოსთან არს და უთხორ მოგეხმარებათ. დაარიგა შვილიშვილი დანარჩენებს კი სახლისკენ გაუძღვა მე ცოტახნით გარეთ შემოვრჩი და ცას ავხედე
- ნეტა ახლა თუ გვხედავ? ჩუმად ჩავილაპარაკე ამოვისუნთქე ჰაერი და სახლისკენ წავედი
- თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში ჩემი შვილიშვილების მეგობრები იგივე ჩემი შვილიშვილები არიან ასე რომ არ მოგერიდოთ ბედნიერმა ბებომ გაუღიმა ყველას ბოლოს კი ჩემსკენ გამოაპარა ბედნიერი თვალებით და თან სავედიანი ღიმილით. თვალებით ვუთხარი რომ სიგიჟემდე მიყვარდა მანაც ეგრევე გაიგო და სევდიანი ღიმილი უცებ გულწფელმა და რაღაცნაირი ბედნიერმა სახემ შეცვალა აიი ისეთმა სანამ ლილეს ამბავი მოხდებოდა სახეზე რომ ქონდა სულ. ამ ქალს უბრალოდ ვაღმერთებდი ჩემი ბე რომ არა ალბათ არ ვიცი სად ვიქნებოდი.
- ხო მეგობრებო ბე როგორც გეუბნებათ ისე ქენით ჩვენთან სტუმარი არ არსებობს ჩათვალეთ ერთი ოჯახი ვართ მეც გავბედე სიტყვის თქმა და ყველას გადავხედე ბედნიერმა. არ ვიცი რა დამემართა დღეს ძაან აჟიტირებული ვარ რამდენი ხანია ასე გულწრფელად არ მდომებია ადამიანებისთვის გაღიმება
-წავალ მე ცომს მოვზილავ და ხინკალს და ჭახრაკინებს გაგიკეთებთ გეშიებათ თქვენ უცებ დაფაცურდა ბებო და სამზარეულოში გაუჩინარდა
- რა საყვარელი ბებო გყავს უცებ მომესმა ნაზი წკრიალა ხმა
- ხოო ეს რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა... მადლობა გავუღიმე თუ სწორად მახსოვს ბეას - მოკლედ წამოდით ოთახებს განახებთ, ნუ მართალია კომფორტი და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო არ გვაქვს მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ აქაურობა
-ღადაობ? რამდენი ხანია მსგავსი სტილის სახლში მინდა დარჩენა ჩათვალე ჩემთვის 5 ვარსკვლავიანია დამეკრიჭა დაჩი რაზეც გამეცინა
-მიხარია თუ ოცნება აგისრულეთ გავუცინე ისევ. ბიჭები ერთ ოთახში შევუშვი გოგოები სალი მარიტა და ბეა ერთად ხოლო ანა ჩემთან შევიყვანე. ცოტახანში ბებომ დამიძახა
-ბე მიდი ნონასთან ჩადი ჭარხალი დაკრიფე და ამოდი ოღონდ ფრთხილად იარე
-კაი რა ბეე პირველად ხო არ მივდივარ გავუცინე და გარეთ გავედი ყველა ისევ ერთად ისხდნენ გარეთ ხის ძირში
- ბავშვებო მე ცოტახნით უნდა გავიდე და თუ რამეა ბებოსთ უთხარით რაც გენდომებათ ან მე მომწერე ანა კაი? მალე დავბრუნდები
- კარგი, და სად მიდიხარ?
- ნონას სახლი თუ გახსოვს იქ გავუცინე
- რას ამბობ გოგო? ფეხით მიდიხარ მანდ? და თან მარტო?
- რა იყო სალი პირველად მივდივარ? გავუცინე მარა ფეხით არ მივდივარ და არც მარტო ოსტვინდი მიმყავს ხელი ცხენისკენ გავიშვირე
- და მაგ შენმა ოსტვინდმა რომ გადმოგაგდოს?
-არ გადმომაგდებს შენც ხომ იცი?
-თუ გინდა მე გამოგყვები სიტყვით გამოვიდა მესამე ბიჭი მოიცა რა ერქვაა აა ხო მიშო აქამდე ჩუმად მყოფს ახლაღა დავაკვირდი და ვერ ავღწერ რა დამემართა თითქოს ენა ჩამეყლაპა ისე დავდუმდი და მივაშტერდი ცისფერ თვალებში ვერ ავღწერ იმ მომენტში რა ვიგრძენი. უცებ გავაქნიე თავი რომ აზრზე მოვსულიყავი
- არა იყოს დაღლილი იქნები დაისვენე შენ და მე თავად წავალ მარტო
-არა არ ვარ დაღლილი წამოვალ უცებ წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა
- კაი მაშინ ბელიც წავიყვანოთ შენ ფეხით ხომ არ ივლი
- კარგი სახე არ შეუცვლია ისე დამთანხმდა. ცხენებისკენ წავედით ორივე ბელიც შევკაზმე და გზას დავადექით. კაი ხანი გზაში არცერთი ვიღებდით ხმას მაგრამ საბოლოოდ მან დაარღვია სიჩუმე
- დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
- თითქმის ერთი წელია
- მერე არ გიჭირს?
- არა რატო? პირიქით იმდენად ჩემია აქაურობა შემიძლია მთელი ცხოვრება აქ გავატარო. უცებ დადუმდა აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს. ღმერთო ნეტა თუ იცის ასეთი ღმერკაცა რომ არის? პრინციპში რატომ არ უნდა იცოდეს
- ნინე რამდენი წლის ხარ? მოულოდნელად ისევ დაარღვია სიჩუმე
- 22
-და აქ რატომ ხარ ასეთი ახალგაზრდა? ამ კითხვაზე ცოტა გავბრაზდი
- და რატომ არ უნდა ვიყო?
- რავიცი წინსვლა არ გინდა ცხოვრებაში? ან რამე ოცნება არ გაქვს? აქ რას აკეთებ საერთოდ? მაზოლზე წიხლს მაჭერდა ეს ბიჭი და უკვე ჩემს ნერვებზე თამაშობდა
- არა არ მაქვს არანაირი ოცნება და არც შენი საქმე არ არის საერთოდ რა მინდა და რას ვაკეთებ! ცოტა უხეშად მომივიდა მაგრამ ვერ მოვითმინე. თითქოს შეკრთა და ეწყინა რადგან ხმაც აღარ ამოუღია პრინციპში რას ველოდ ავარდი პატარა ბავშვივით
- შენ შენ რამდენი წლის ხარ? მომბეზრდა სიჩუმეში სიარული და ახლა მე დავუწყე ლაპარაკი
- მე 25 არაფრის მთქმელი სახით გამომხედა და მერე ისევ გზას გახედა. მიმახვედრა რომ აღარ სურდა ჩმთან საუბარი მეც გამწარებული ხმას აღარ ვიღებდი და ასე სიჩუმეში მივადექით ბიძაჩემის სახლს
- ნონა ძალო გავძახე კარებიდან
- მოდი ნინე ბაღში ვარ
- ბებომ გამომგზავნა ჭარხლის ფოთლები უნდა. მივუახლოვდი ბიცოლაჩემს
- მოდი მოდი დამირეკა უკვე და მაგას ვკრეფ. ივა სად არის?~
-ივა რეზო ძიასთან არის
-და აქ მარტო ჩამოხვედი გოგოო? არ გამაგიჟო ახლა უცებ წამოყო თავი და ახლაღა შეამჩნია ჩემს უკან მდგომი მიშო
- უი დედა არ უნდა გეთქვა რომ სტუმარიც გყავდა შე არანორმალურო?
-ხოოო ეს მიშოა ეს კიდე ბიცოლაჩემია ივას დედა. მიშომ გაკვირვებულმა გამომხედა და მერე გამახსენდა რომ ივამ ჩემი თავი როგორც დად ისე გააცნო
-ხო ივა და მე როგორც და ძმა ისე ვართ და ამიტომ თქვა წეღან ის რაც თქვა ნუ იყურები მასეთი გაკვირვებული გამეცინა მის სახეზე
-ახლა გასაგებია გაიღიმა მანაც და ნონას ხელი ჩამოართვა
- ახლავე მოვრჩები მე თქვენ მანამდე ხის ძირში ჩამოსხედით და მოვალ. თავი დავუქნიე და მიშოს ხის ძირისკენ გავუძეხი სადაც ორი საქანელა და ერთი ჰამაკი იყო ჩამოკიდებული
- რა ლამაზი ადგილია, უკვე აღარ მიკვირს აქ რომ ცხოვრობ. გამიღიმა
- ხო. შენ საიდან ხარ?
- მე სვანი ვარ
- ჰააა? არარსებობს როგორია სვანეთი ? წეღან მკითხე ოცნება არ გაქვსო ხო და ახლა გეტყვი ერთადერთი ოცნება რაც მაქვს და შემომრჩა ეს არის სვანეთის ნახვა
- ხო და აგისრულებ მაგ ოცნებას თვის ბოლოს ვაპირებთ წასვლას და შენც წამოდი. გავოცდი ნამდვილად არ მოველოდი ამ წინადადებას დავიბენი და დავმუნჯდი
- ვეცდები. ხო აბა უცეებ ხომ არ დავთანხმდებოდი ბოლოსდაბოლოს ახალი გაცნობილია და რამე არ იფიქროს. ამის მერე აღარაფერი უთქვამს ორივე ჩვენს ფიქრებში გადავეშვით. ხო სვანეთის ნახვა ლილესთან ერთად მინოდა ადრე დავპირდი რომ ერთად ვნახავდით პირველად სვანეთს და ამიტომ მიჭირდა დათანხმება არ მინდოდა პირობა გამეტეხა მაგრამ ლილე აღარ იყო და ანუ მე სვანეთი არ უნდა მენახა? არა კი გეთანხმებით მეც კაი ეგოსიტი ვარ მაგრამ რა ვქნა მან თუ მიმატოვა და ფეხებზე დაიკიდა ჩემი გრძნობები მე რით ვარ მასზე ნაკლები რატო არ ვაგრძელებ ცხოვრებას ისე როგორც მე მინდა.
- ლილე არაბულო დღეიდან განახებ როგორ უნდა ფეხებზე დაკიდება!!! ცაში ავიხედე და შემთხვევით ხმამაღლა წარმოვთქვი ეს სიტყვები. რაზეც უცებ ტუჩზე ვიტკიცე ხელი
- და ლილე ვინ არის? გაოცებულმა მკითხა მიშომ
- მაგაზე არ გვინდა გთხოვ საუბარი თუ ოდესმე მომინდება თქმა აუცილებლად გეტყვი მაგრამ ახლა არ გვინდა. საწყალი სახით გავხედე და მანაც თავი დამიქნია.
-ნინე აჰა აი იმედია ეყოფა თუ არადა ივა გამოუშვით მანქანით
-კაი ბიცო. მადლობებ გემრიელად ვაკოცე ლოყაზე და ცხენისკენ წავედი
-რა მადლობა შე არანორმალურო. უფალი თქვენსკენ ჯვარი გადაგვსახა და ისე გამოგვაცილა სახლიდან. სახლში მალე მივედით ნენე თოკო და გიოც უკვე მოსულები დაგვხვდნენ და იქ ნენემ კონცერტები ატარაა ვერ აგიღწერთ. მონატრებულს ისე გადამეხვია და მეც ისე გადავეხვიე თითქოს ვინმე წაგვართმევდა ერთმანეთს.

გამარჯობა ჩემო ტკბილებო, ეს ჩემი მეორე ისტორიაა. დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ასე თავებად თუ სრულად შემომეთავაზებინა თქვენთვის ეს ისტორია, საბოლოოდ კი გადავწყვიტე რომ თავებად დამედო. მაპატიეთ ბევრი შეცდომებისთვის უბრალოდ რასაც ვგრძნობ იმას ვწერ. ხო ამ ისტორიაში რაღაცეები რეალურია და არ გეგონოთ რომ ყველაფერი გამოგონილია. იმედს ვიტოვებ რომ მოგეწონებათ. ველოდები თქვენს შეფასებას მიყვარხართ ძალიან!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent